Professional Documents
Culture Documents
პატარების საახალწლო
პატარების საახალწლო
1ელფი - ყველაზე მეტად მთელი წლის მანძილზე ველოდები ახალი წლის დადგომას.
2 ელფი - ისე მიყვარს ისე მიყვარს ახალი წელი რომ შემიძლია ვიტირო
/ იწყებს ხმამაღლა ტირილს, სხვები აწყნარებენ /
1 ელფი - დაიმალეეეეთ!!
/ შემოდის გრინჩი ძაღლთან ერთად/
გრინჩი - იცით მე რას ვფიქრობ? ვფიქრობ რომ ახალი წელი სულ არაა საჭირო. ეს
ზეიმი, მხიარულება. ვითომ ხალხს ერთმანეთი უყვარს, რაღაც ბედნიერობებს
უსურვებენ ერთმანეთს / ამასობაში ძაღლი დადის ყნოსვა-ყნოსვით /
5 ელფი - სულ ვფიქრობ და ვერ გამიგია რას ერჩის ეს გრინჩი ახალ წელს? მოვიდეს
თავისთვის და მშვიდად გაერთოს.
/ შემოდის ფიფქია, საჩუქრის ყუთებით ხელში /
ფერია სისლეი - არა ეხლა კეთილ ფერიობაზე უარს კი არ ვამბობ, მაგრამ ამ სიკეთეს
მაშინ ჩავიდენ როცა მე მომინდება თქო!
ფერია იელსისი - ეგრე იოლი რომ იყოს, როცა მოგინდება და რაც მოგინდება მაშინ
აკეთო, ყველა მასე იმოქმედებდა, მთავარია ადამიანს მაშინ დაეხმარო როცა ჭირდება
და აუცილებელია.
ესკუმანი - მგონი ვიღაც იძახდა, ვაფ, ვაფ! რა ხდება რაშია საქმე? შველა უნდა ვინმეს?
ვაფ,ვაფ!
/გამოხტება თოვლის დედოფალი. ესკუმანს გული გაუსკდება/
ყინულის დედოფალი - თუ კიდევ გინდა რომ კუდის ქიცინი ოდესმე შეძლო, შენ და
გრინჩი უნდა დამეხმაროთ.
ესკუმანი - ოო, შენი მონები ვიქნებით სამუდამოდ, არა სამუდამოდ არა 1 წელი, არ
არა, მოკლედ ახალ წლამდე.
/ შემოვარდება გრინჩი/
ესკუმანი - ხომ გითხრა, გრინჩ-ო გრინჩი-ო კი არა. როგორც ლევან და არა ლევანი,
ოთარ და ოთარი, გურამ და არა გურამი, ვაფ,ვაფ. დ.ა.შ.
გრინჩი - ამოღერღე.
გრინჩი - შესანიშნავი იდეაა, ყოჩაღ ჩემო მეგობარო. /ტაშს შემოკრავს, ძაღლი იბნევა და
ძალით აყვება გრინჩს/
ესკუმანი - მე, მეე, მე არ მინდა თქვენ რომ დაგეხმაროთ, რას ქვია ახალი წელი არ
დადგებაა ვაფ, ვაფ, სულ გააფრინეს ამათ /მაყურებელს./ ასე ლაპარაკი არ შეიძლება, ეს
ისე აქ, მერე ასე აღარ ვიტყვი. /გადის. შემოვარდებიან ფერიები/
1 მუშკეტერი - მერე?
სანტა - ოჰო, ჰო ჰო ჰო რამდენი საჩუქრები მაქვს, მგონი იმაზე მეტი საჩუქარი ვიდრე
ბავშვია დედამიწაზე. მთავარია წერილების წაკითხვა მოვასწრო, იცით რა მიშველის,
ერთი ბავშვი სიაში თხუთმეტამდე საჩუქარს წერს და გამოდის რომ შევძლებ ყველას,
ყველა სურვილი ავუსრულო. ჰო,ჰო,ჰო,ჰო რამდენი საჩუქრებიააააა.
ამური - მოკლედ მე მაინც ვთვლი რომ, ჩვენ ურთულესი მისია გვაკისრია!
ანგელოზი - ურთულესი!
ამური - ზოგმა კარგად უნდა ისწავლოს, დაუკრას, იცეკვოს და ჩვენი მისიაა ხალხს
ერთმანეთი შევაყვაროთ. მოკლედ ყველაზე რთული მისია გვაქვს დედამიწაზე.
ამური - არა ხო მეც ვერ წარმომიდგენია სხვა მისიების შესრულება. ისევ სჯობს
სიყვარულის გაბევრებაში მივიღოთ მონაწილეობა.
ანგელოზი - მშვილდი?
ამური - მშვილდს ერთი სული აქვს როდის გამოვკრავ და სიყვარულის ისარს ვაწეპებ
ვინმეს.
/ იცინიან და სიცილით გადიან. ისმის გაუგებარი გრუხუნ - გრიალის ხმა, და სცენაზე, თვისებები
შემოვარდებიან /
ერთგულება -
სისხარტე -
სწავლის ჟინი -
გართობა -
სილაღე -
/ გადიან თვისებები, შემოდის სანტა ბევრ საჩუქრებს მოათრევს, რომელიც თოკზე აქვს გამობმული,
სასაჩუქრე შეფუთული ყუთების სახით./
ესკუმანი - ვის და მე, მე, მე მინდა? ძვალი, ბალი /წამოიყეფებს/ ან პირდაპირ ხორცი.
ყინულის დედოფალი- შენ მართლა უგუნურო არსებავ, საჩუქრები კი არა, არც ახალი
წელი დადგება, იმიტომ რომ მე დროს გავყინავ და მასთან ერთად ყველა საათს.
/საზარელი გრუხუნის ხმა ისმის, ყველა დაფრთხება თვით ყ.დ-ც კი. რიტუალს ჩაატარებს დროს
ყინავს. საბოლოოდ სანტას საჩუქრებს მოიპარავენ და გაიქცევიან. შემორბიან ბავშვები თამაშით,
ჩაფუთნულები./
ვივიენი - მგონი არც ისე დიდი ხანი გავიდა რაც წამოვედით. / საათს გახედავენ /
ლორა - რა მოხდა?
ვივიენი - თქვი?
ლილი - რააა?
ელფები - რაააა?!
სანტა - წავედიიით!
/ დებენ ფიცს, სანტასთან მიდიან და ხელში ატატებულებს გაყავთ. /
ლილე სხილაძე - როგორ ხართ მშობლებო? ჩვენ ვართ რა, როგორც გვხედავთ
/ ეღიმება და მიუთითებს სცენაზე / ზღაპრები ყველას გვიყვარს არა? ჩვენ კი გვიყვარს
მაგრამ თქვენც გიყვართ ვიცი. ღამ-ღამობით ხომ ცდილობთ ხოლმე ზღაპრების
მოყოლას. ზოგს გამოგდით ზოგს ისე რა /იღიმის/ მაგრამ არაუშავს ჩვენ მაიც მოგვწონს
თქვენი ნაამბობი ყველა ისტორია. მოკლედ ზღაპრები ხომ კეთილად მთავრდება არა?
ჩვენც გვიხარია, ხოდა ცხოვრებაშიც რომ შევეცადოთ, ჩვენი ყველას ისტორიები
კეთილად დავამთავროთ ხომ შეიძლება არა? ცოოტა მეტად უნდა მოვინდომოთ და
აუცილებლად გამოგვივა. ცოტა მეტად შევიყვაროთ ერთმანეთი და პატივი ვცეთ
ერთმანეთს, მოკლედ წავედიი გკოცნით.
/ ფერიები შემოდიან იწყებენ ცეკვას, ქაოტურ სტრატეგიულს, თითქოს რაღაცას გეგმავენ. შემოდიან
ფიფქია, ფერიები, თვისებები, აქვეა ესკუმანიც. /
ელფები ერთად - აბაა ჩვენც მოველფდით / აკეთებენ რაიმე თავიანთ ელფურ მოძრაობას/ აქ
ვართ , მზად ვართ.
სისხარტე - ეხლა ვერ ხვდებით რომ უკვე ზოზინობთ? სხარტად ცოტა სხარტად.
სილაღე - იმდენ ლაღ ადამიანს ვხედავ ახლა აქ, ეს იმის ნიშანია რომ აუცილებლად
მივაღწევთ საწადელს. ამიტომ არ ვნერვიულობ.
/ ყველა იცინის /