საქართველოს ტერიტორიაზე პირველყოფილი ადამიანის დასახლება უკვე უძველეს პერიოდებიდან. ბევრ სოფელთან არის აღმოჩენილი ადამიანის სადგომები, პალეოლითის 800 ათასი წლის წინანდელი იარაღები, მაგრამ დმანისის გათხრებში უკანასკნელმა გათხრებმა გვაჩვენეს რომ საქართველოს ტერიტორიაზე ადამიანის ცხოვრება 1 მილიონ 700 ათასი წლის არის დაწყებული. „პირველი ევროპელები“ ზეზვა და მზიაც სწორედ დმანისშია აღმოჩენილი ისინი 1 მილიონ 700 ათასი წლის წინ ცხოვრობდნენ. სწორედ ამიტომ დავარქვით ჩვენ მეცნიერებმა მათ „პირველი ევროპელები“ რომ მათი ძვლები ერთ-ერთი უძველესია (ადამიანის ძვლებში). ჩემი აზრით ისტორიკოსებს დისკუსია აქვთ იმაზე თუ საიდან ან რატომ ჩამოვიდნენ ზეზვა და მზია დღევანდელ საქართველოში. რამ მისცათ ამის მიზეზი ან როგორ გაიარეს ამხელა მანძილი, იქნებ სულაც აფრიკიდან ჩამოვიდნენ რადგან საკვები მარაგი არ აკმაყოფილებდათ ან ისეთ ველურ პირობებს ვერ უძლებდნენ როგორც აფრიკაშია, ან იქნებ სამყაროს შეცნობა და გამოკვლევა უნდოდათ, ან სულაც თემიდან გამოდევნეს და ახალ საცხოვრებელ ადგილს ეძებდნენ .