წამლის ფორმები

You might also like

Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 4

1

მცენარეული ნედლეულისაგან დამზადებული წამლის ფორმები

მცენარეულ ნედლეულზე დამზადებულ სამკურნალო საშუალებებზე


მოთხოვნილება ყოველწლიურად იზრდება, სოციალური
გამოკითხვებით ამერიკის და ევროპის მოსახლეობის 60-70%
ყოველდღიურ ყოფაში ფართოდ იყენებს ფიტოპრეპარატებს, რა
ფაქტორები განაპირობებენ ამ პრეპარატებზე მოთხოვნილების ასეთ
ზრდას? 1. ადამიანის ორგანიზმზე შედარებით უსაფრთხო მოქმედების
უნარი 2. ორგანული ბუნების გამო გვერდითი მოვლენების მინიმუმადე
შემცირება. 3. შედარებით არაალერგიული მოქმედება. 4. სხვა ტიპის, მათ
შორის სინთეტიკური წარმოშობის პრეპარატებთან რაციონალური
შეთავსება. 5. მომხმარებელთა კონსერვატიზმი. 6. ბავშვთა,
ხანშისშესულთა და ქრონიკულ დაავადებათა მატარებელი პირების
განსაკუთრებული მგრძნობელობა ძლიერმოქმედი წამლების მიმართ.

სამკურნალო ნედლეულისაგან ამზადებენ : ნაყენებს, ნახარშებს,


ფხვნილებს, მალამოებს, ნაყენებს.

ნაყენები-დაქუცმაცებულ მასალას ათავსებენ ემალირებულ ქვაბში,


ფაიფურის ან მინის ჭურჭელში. ასხამენ წყალს. 100 მლ ნაყენის
მისაღებად უმეტესწილად საჭიროა 10 გ მცენარის დაქუცმაცებული
ნაწილის აღება. თავდახურულ ჭურჭელს ათავსებენ ცეცხლზე ან
მდუღარე წყლის აბაზანაზე 15 წუთის განმავლობაში, აგრილებენ ოთახის
ტემპერატურაზე, შემდეგ წურავენ მარლაში, უმატებენ მდუღარე წყალს
რეცეპტში მითითებულ საჭირო მოცულობამდე . შინაგანი
გამოყენებისათვის ნაყენს ამზადებენ ნაკლებად კონცეტრირებულს,
ხოლო გარეგანი გამოყენებისათვის კი მეტად კონცეტრირებულს.

ნახარში- დაქუცმაცებულ ნედლეულს ასხამენ მდუღარეს, დგამენ წყლის


აბაზანაზე, ან ნელ ცეცხლზე, ადუღებენ 20-30 წუთი, აგრილებენ 10-15
წუთი, ფილტრავენ და უმატებენ მდურარე წყალს საჭირო
მოცულობამდე. ნაყენი და ნახარში მალე ფუჭდება, განსაკუთრებით
2

ზაფხულში , ამიტომ უმჯობესია მათი ყოველდღიურად მომზადება ან


თუ ამის საშუალება არ არის, მახარშებს ინახავენ ბნელ, გრილ ადგილას
ან მაცივარში , მაგრამ არარუმეტეს 3 დღისა.

სპირტიანი ნაყენი ( ექსტრაქტები)-ამზადებენ 70 ან 40%-იან სპირტზე.


უკიდურეს შემთხვევაში არაყიც გამოიყენება. ამისათვის დაქუცმაცებულ
მცენარეს ათავსებენ ჭურჭელში, ასხამენ შესაბამისი სიმაგრის სპირტს და
თავდახურულს აყენებენ ოთახის ტემპერატურაზე 7 დღე-ღამის
განმავლობაში. ამის შემდეგ ნაყენს გადაასხამენ სხვა ჭურჭელში,
მცენარის ნარჩენებს კარგად გაწურავენ და ფილტრავენ. გაფილტრული
ნაყენი ფერის მიუხედავად გამჭირვალე უნდა იყოს. სპირტიანი ნაყენები
ვარგისია ხანგრძლივი გამოყენებისათვის. მათი გამოყენება ხდება მცირე
დოზებით-წვეთობით. ექსტრაქტი შეიძლება ქარხნული წესით
დამზადდეს არა მარტო თხევადი სახით არამედ სქელი და მშრალი
ფორმითაც. სქელი ექსტრაქტი შუალედური ფორმაა თხევადასა და
მშრალს შორის რომელიც მიიღება გამოყენებული ექსტრაგენტის
ნაწილობრივი აორთქლებით. ასეთ ფორმებში შეიძლება
ანტიმიკრობული კონსერვანტების შეტანაც. მშრალი ექსტრაქტი-მყარი
სამკურნალო ფორმაა, რომელიც მიიღება დამზადებისას გამოყენებული
გამხსნელის სრული აქროლებით. მათ შეიძლება დაემატოს დამატებითი
დამხმარე ნივთიერებებიც. ამ დროს მიიღება ექსტრაქტ-კონცენტრატები,
ისინი კარგად იხსნებიან წყალში და წარმოქმნიან გამჭირვალე ხსნარებს.
კარგად იტანენ ტრანსპორტირებას და ხანგრლივად შენახვასაც, თუმცა
ზოგიერთი კონცენტრატი ჰიგოსკოპულია, შენახვისას სწრაფად
ნესტიანდება და ამის თავიდან ასაცილებლად იყენებენ
მიკროკაფსულების მეთოდს, სადაც გარსების სახით გამოიყენება
ცელულოზის ან სახამებლის მასალა ანუ აფკის წარმომქნელი
ნივთიერებები.

ფხვნილები- მარტივი სამკურნალო ფორმებია, მათ მოსამზადებლად


მცენარის გამომშრალ ნაწილებს აქუცმაცებენ ან ფქვავენ და ასეთი სახით
3

იყენებენ შინაგანად-წყლის დაყოლებით ან გარეგანად-ჭრილობებზე,


წყლულებზე, ნახეთქებზე, ნაწოლებზე მოსაყრელად.

მალამოები-მალამოები მზადდება გარეგანი გამოყენებისათვის,


ამისათვის ფხვნილს ურევენ ვაზელინს, ღორის ქონს, კარაქს, ზეთს.
უმჯობესია მზესუმზირის, ბამბის, სელი, ზეითუნის ზეთების
გამოყენება, რადგამ ცხოველურ ცხიმზე დამზადებული მალამოები
მალე ფუჭდება.

აღნიშნული წამლის ფორმები შეადგენენ ფიტოპრეპერატების საერთო


ნომენკლატურის 40%-ს. მათ ჯამური ანუ გალენური პრეპარატები
ეწოდებათ. პრეპარატების ამ ჯგუფს აქვს გამოყენების ხანგრძლივი
გამოცდილება და მთელი რიგი ნაკლოვანებების მიუხედავად დღემდე არ
დაუკარგავთ მნიშვნელობა.

ფიტოპრეპარატები ჯგუფს ასევე მიეკუთვნება მცენარეებიდან


გამოყოფილი ინდივიდუალური ნივთიერებების პრეპარატები. ისინი
ფიტოპრეპატარების საერთო ნიმენკლატურის 25%-ს. მათ იყენებენ
პერორალურად და ინექციის სახით. პრეპარატების დამზადება
დაფუძნებულია მრავალსაფეხურიან ტექნოლოგიურ პროცესზე,
რომელიც მოიცავს ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების
დანაწილების და გასუფთავების მრავალფეროვან ფიზიკო-ქიმიურ
მეთოდებს, პრეპარატების ეს ჯგუფი მკაცრად სტანდარტიზებულია.
ასევე უნდა აღინიშნოს კომპლექსური ფიტოპრეპარატები, რომლებიც
შეიცავენ როგორც მცენარეულ ასევე არამცენარეულ სამკურნალო
ექსტრაქტებს. მაგალითად სინთეტიკური და ენდოკრინული წამლები. ამ
ჯგუფის პრეპარატებია ალოხოლი, ვალოკორდინი, ბეკარბონი და სხვა.
ეს პრეპარატები შეადგენენ პრეპარატების საერთო რაოდენობის 20%-ს.
დღეისათვის რეგისტრირებულ ფიტოპრეპარტთა შორის ყველაზე
მოთხოვნადია გალენური და ინდივიდუალური შენაერთები, შემდეგ
მოდის მონოპრეპარატები და ბოლოს-მრავალკომპონენტური
პრეპარატები. ყველაზე ფართო მოხმარებით გამოირჩევა ისეთი
4

მონოპრეპარატები, როგორიცაა: გვირილა, სალბი, ალოე, კატაბალახა,


თირკმილს ჩაი, პიტნა, ცაცხვი, კალენდულა, მუხის ქერქი.

წამლები ასევე გამოდის:ტაბლეტების, სუსპენზიების, ამპულების,


შუშხუნა ტაბლეტებს, სიროფების სახითაც.

ერთ-ერთი ძირითადი ნორმატიული დოკუმენტი, რომელიც


განსაზღვრავს სამკურნალო მცენარეული ნედლეულის და მათი
პრეპარატების ხარისხს და კონტროლს არის-სახელმწიფო ფარმაკოპეა. ეს
არის ზოგადსახელმწიფოებრივი სტანდარტების და დებულებების
კრებული, რომელიც ახდენს სამკურნლო მცენარეული საშუალებების
ხარისხის ნორმირებას. მას კანონის ძალა აქვს. ფარმაკოპეა
უმნიშვნელოვანესი სახელმძღვანელოა სამკურნალო პრეპარატების
სტრუქტურის, შემადგენლობის, ხარისხის, კონტროლის მეთოდების,
შენახვისა და გამოშვების შესახებ. ფარმაკოპეის გამოცემას და შედგენას
უზრუნველყოფს საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო სახელმწიფო
ფარმაკოპეული კომიტეტი, რომლის შემადგენლობაში შედის
ფარმაციის, მედიცინის და მრეწველობის სხავდასხვა დარგის მსხვილი
სპეციალისტი და მეცნიერი. სამედიცინო პრაქტიკაში ახალი და
ეფექტური პრეპარატების დანერგვასთან და მოძველებული პრეპარატები
ამოღებასთან დაკავშირებით ადგილი აქვს სახელმწიფო ფარმაკოპეის
პერიოდულ განახლებას. ასევე ნორმატიულ დოკუმენტებს მიეკუთვნება:
ფარმაკოპეული სტატია, ტექნიკური პირობები, საერთაშორისო
სტანდარტები („საერთაშორისო ფარმაკოპეა“), ტექნოლოგიური
რეგლამენტი

You might also like