Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 2

ქართულ-ავსტრიული სკოლა „ფესვები“

დავალებები წლიური გამოცდისთვის


კლასი : მე-10
ვარიანტი III
მოსწავლე:

ქართული ლიტერატურა
იაკობ ხუცესი ,,შუშანიკის წამება“
1. რას აღნიშნავს სიტყვა ტაძარი წინადადებაში:,,და აღდგა და დაუტევა ტაძარი
თვისი და ღმრთის მოშისებით ეკლესიად შევიდა“? (1ქ.)
2. ვის მიერ გამოგზავნილი პური და ღვინო მიაწოდა იაკობმა შუშანიკს ? (1ქ.)
3. ვინ მიუტანა იაკობსა და აფოცს ვარსქენის გამაზდიანების ამბავი? (1ქ.)
4. ვის ადარებს ავტორი შუშანიკის საფლავთან თავმოყრილ მოფსალმუნე ღამის
მთეველებს? (1ქ.)

იოანე საბანისძე „ აბოს წამება“


1. რას სთხოვს ავტორი მკითხველს თხზულების დასაწყისში? (1ქ.)
2. რომელი ნიუანსი მიანიშნებს რომ აფხაზეთი ნერსე ერისმთავრისა და მისი
თანმხლები პირებისთვის უსაფრთხო მხარეს წარმოადგენდა? (1ქ.)
3. რა უნდა მოიმოქმედოს ამირამ, რომ ქრისტეს სიტკბოება შეიგრძნოს? (1ქ.)
4. როგორ მოექცნენ არაბები აბოს დამწვარი სხეული ნარჩენებს? (1ქ.)

გიორგი მერჩულე „ გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება“


1. ვინ იყო გრიგოლი, ნათესაური თვალსაზრისით , ნერსე ერისთავისთვის? (1ქ.)
2. როგორ ეპყრობოდა ყრმა გრიგოლი წარმართულ ფილოსოფიას ( „ ამის სოფლისა
ფილოსოფოსთა“ მოძღვრებას)(1ქ.)
3. რა სთხოვა გრიგოლსა და მის სულიერ ძმებს ხუედიოსმა და რატომ ? (1ქ.)
4. რატომ არ ცნო საბა იშხნელმა ბაგრატ კურაპალატის მიწვევა? (1ქ.)

შოთა რუსთაველი „ვეფხისტყაოსანი“


1. პროლოგის მიხედვით რა წარმომავლობის არის „ვეფხისტყაოსნის“ სიუჟეტი
(ამბავი) ? (1ქ.)
2. განმარტეთ სიტყვის „ხანიერი“ მნიშვნელობა ფრაზაში : „ხამს მიჯნური ხანიერი,
არ მეძავი, ბიწი მრუში“ (1ქ.)
3. რატომ წარმოადგენს ავთანდილის ტექსტი „ ანდერძს“ და არა ჩვეულებრივ
წერილს ( „ წიგნს“, „უსტარს“ და სხვა )? (1ქ.)
4.ავთანდილის რა ზოგადი თვალსაზრისი აისახება ფრაზაში : „ მარტოობა ვერას
მიზამს, მცავს თუ ცისა ძალთა დასი“ ? (1ქ.)

სულხან-საბა ორბელიანი ,,სიბრძნე-სიცრუისა“


1. რით უზრუნველყო ლეონმა პირადი დაცულობა ჯუმბერის აღზრდის პროცესში?
(1ქ.)
2. რატომ უძღვნა ჯუმბერმა ფინეზს ქვა? (1ქ.)
3.რომელი იგავი გამოგვადგება იმის დასტურად, რომ სიკეთე არ იკარგება? (1ქ.)
4. როგორ ხსნის ლეონი იმას, რომ რუქას ნათქვამი არაკის („კაცი და გველი“) გველი
თავის გადამრჩენ კაცს მოკვლით ემუქრება? (1ქ.)

წერითი დავალება - 10 ქულა

დაწერეთ ესე: არსებობს მოსაზრება, რომ ლოიალური დამოკიდებულება აღზრდაში


უფრო შედეგის გამომღებია, ვიდრე სიმკაცრე.
ოჯახისა და სკოლის მაგალითზე გამოიტანეთ დასკვნები და იმსჯელეთ

You might also like