Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 3

1.

რედაქტირება:

,,ფუნიკულიორი” ზოგს მთაწმინდის პლატოს სახელწოდება ჰგონია. სინამდვილეში ეს


არის სალიანდაგო-საბაგირო გზასთან დაკავშირებული ტერმინი, რომელიც ბაგირის
ლათინური სახელწოდებიდან მომდინარეობს.

მე-19 საუკუნის ბოლოს გაჩნდა ე. წ. ,,ზედა თბილისის” გაშენების იდეა და დაიწყო


მთაწმინდის პლატოს ათვისება, მაგრამ სირთულეს ქმნიდა ახალი უბნის სატრანსპორტო
კავშირი ქალაქთან. ბელგიელმა ინჟინერმა ალფონს რობიმ წამოაყენა წინადადება , რომ
ეს უბანი და ძველი ქალაქი ერთმანეთთან დაეკავშირებინათ სამთო ტრამვაით -
ფუნიკულიორით. 1900 წლის ივლისში ქალაქის თვითმმართველობამ ხელი მოაწერა
ხელშეკრულებას, რომლის მიხედვითაც თბილისში სამთო ტრამვაის გაყვანის პროექტს
ახორციელებდა ბელგიური სააქციო საზოგადოება. ეს საზოგადოება ასევე ექსპლუატაცია
გაუწევდა ფუნიკულიორს 45 წლის განმავლობაში, შემდეგ კი მას უსასყიდლოდ გადაცემდა
ქალაქს. ამ მშენებლობაში დიდი წვლილი შეიტანა ნიკო ნიკოლაძეს.

ფუნიკულიორი გაიხსნა 1905 წელს, კერძოდ, 27 მარტს. ამ მოვლენას ფერწერული


ტილო მიუძღვნა ნიკო ფიროსმანმა. ფუნიკულიორის მფლობელმა საკმაოდ სოლიდური
ჯილდო დააწესა მათთვის, ვინც ვაგონს მთაწმინდაზე აჰყვებოდა და ჩამოჰყვებოდა .
დროთა განმავლობაში ჩვენს ქალაქში ბევრი რამ შეიცვალა, ფუნიკულიორი კი კვლავ
რჩება მის ერთ-ერთ ღირსშესანიშნაობად.

წაკითხულის გააზრება:

2. ბ) 3. დ) 4. ბ) 5. დ) 6. გ) 7. ა) 8. ა) 9. დ) 10. გ) 11. დ)

გამართლებულია თუ არა დამარცხებული მტრის მიმართ შემწყნარებლური


დამოკიდებულება.

ბრძოლა საკუთარი ქვეყნის, რელიგიისა თუ პრინციპების დასაცავად განსაკუთრებულ

გრძნობებს აღვიძებს ადამიანში და ანიჭებს უდიდეს ძალასა და სიმამაცეს


გასამარჯვებლად. მტრის ძლევის შემდეგ ხელში ჩავარდნილი ძალაუფლება კი ხშირად
აბრმავებს და აცდენს გამარჯვებულს. აიძულებს იყოს სასტიკი, დაუნდობელი და
ძალაუფლება ბოროტად გამოიყენოს სუსტზე და დამარცხებულზე. ამიტომ მტრის
შეწყნარება და შენდობა წმინდა, მაგრამ ურთულესი საქმეა და ამის გაკეთება მხოლოდ
უდიდესი მოთმინებისა და დიდსულოვნების მქონე პიროვნებებს შეუძლიათ .

შოთა რუსთაველის ,,ვეფხისტყაოსანში” მოცემული კონკრეტული მონაკვეთი ,


რომელიც გვიყვება ტარიელის ხატაელებზე გამარჯვების ამბავს , კარგად გვაჩვენებს თუ
რამდენად რთულია შეწყნარება მტრის, ბოროტის და რამდენად ბევრს მოითხოვს ის .
,,მე ხატაელთა მიმუხთლეს, თუცა მათ ეცა ზიანად.” ტარიელი წერილში ამბობს, რომ
ბრძოლა სამართლიანი და ვაჟკაცური არ ყოფილა. რამაზ ხატაელთა მეფეს სურდა
მოტყუებით, ღალატით ჩაეგდო ტარიელი ხელში. გვახსოვს, რომ რამდენიმე ასეულისგან
შემდგარი ამალით მოახერხა ტარიელმა მოღალატე რამაზის დამარცხება . ეს ყველაფერი
მნიშვნელოვანია, რადგან ტარიელმა საბოლოოდ მოახერხა და ბოროტს ბოროტებით არ
უპასუხა, მოღალატე სიკეთითა და დიდსულოვნებით დაამარცხა. "ბოროტსა სძლია
კეთილმან, არსება მისი გრძელია"

,,რამაზ მეფე მას წინაშე შეპყრობილი მოვიყვანე;

ტკბილად ნახა ხელმწიფემან, ვითა შვილი სააკვანე,”

აღსანიშნავია, რომ დიდსულოვნების და მტრის შემწყნარებლობის მაგალითს


ტარიელს ხელმწიფეც აჩვენებს, რომელიც მეორე მამა და გამზრდელია მისი . ფარსადანი
მოღალატე და მატყუარა მტერს ტკბილად და კეთილად ხვდება. გადაწყვეტილებისა და
სასჯელის ერთპიროვნულად გამოტანის ნაცვლად აპირებს ერთგვარი გაკვეთილი და
გამოცდა მოუწყოს ტარიელს და რამაზის ბედს მას მიანდობს.

„მე ვჰკადრე: ღმერთი ვინათგან შეუნდობს შეცოდებულსა,

უყავით თქვენცა წყალობა მას ღონე-გაცუდებულსა“.

ტარიელიც არ უცრუებს არც მეფესა და არც მკითველს იმედებს. ლომი და მზე კიდევ
ერთხელ ამტკიცებს თავისი სულის სიკეთესა და სილამაზეს. იღებს უზენაეს და წმინდა
გადაწყვეტილებას, დაფუძნებულს ღვთის წესებსა და პრინციპებზე . სწორედ ღმერთის
ნაბრძანებია, რომ ბოროტს და მოღალატეს უნდა შევუნდოთ და შევიწყალოთ , ბოროტს
ვუპასუხოთ სიკეთით. სუსტის დაჩაგვრა და დასჯაც ქრისტიანულ წესებს ეწინააღმდეგება
და ასევე მიუღებელია ტარიელის ვაჟკაცური სულისთვის. ტარიელმა შეძლო , იპოვა
ერთადერთი სწორი გამოსავალი და მიიღო გადაწყვეტილება, შეენდო და შეებრალებინა
დამარცხებული ბოროტება.

მახსნებდება აკაკი წერეთლის ისტორიული პოემა ,,თორნიკე ერისთავი”, რომელშიც


აღწერილია ქართველთა თავდადება და ბრძოლა თორნიკე ერისთავის მეთაურობით
ბიზანტიელთა დასახმარებლად, ქრისტიანობის დასაცავად და ურჯულოთა
დასამარცხებლად. კონკრეტულად ყურადღებას გავამახვილებ ერთ-ერთ ეპიზოდზე ,
როდესაც ქართველებმა მოახერხეს დაემარცხებინათ მტრის უძლეველი ჯარი , მაგრამ
უდიდესი მსხვერპლით. მას შემდეგაც კი, რაც თორნიკეს დაეღუპა უამრავი მებრძოლი და
თანამემამულე, შვილივით გაზრდილი და საყვარელი ორბელიძე, ის ახერხებს
გამოიჩინოს დიდსულოვნება და მიჰყვეს ღვთის ქრისტიანულ წესებს . ის ბრძანებს , რომ
მიხედონ და უმკურნალონ განურჩევლად ყველას, იქნებოდა იგი ქართველი , ბერძენი თუ
მტერი და ურჯულო, არ მიაყენონ შეურაცხყოფა დაჭრილს და დასუსტებულს . ,,ვაჟკაცს რომ
ბედი სხვას დაამონებს,დასატანჯავად ისიც ეყოფა.”

დამარცხებულის მიმართ შემწყნარებლობის გამოხატვის მაგალითად ასევე


დავასახელებ ვაჟა ფშაველას ალუდა ქეთელაურის საქციელს. ალუდამ ,,ბევრ ქისტს
მააჭრა მარჯვენა” და განთქმულია თავისი სიმამაცით, ძალითა და ვაჟკაცობით . მას მალე
მოუწევს ბრძოლა მის მსგავს ვაჟკაც კაც მუცალთან, რაც აუხელს თვალებს და მიაღებინებს
განსხვავებულ გადაწყვეტილებას. მუცალის მგლური ძალისა და ვაჟკაცობის დანახვის
შემდეგ ალუდას უქრება სურვილი მოაჭრას მასაც სხვებივით მარჯვენა . რაც აქამდე
მისთვის დამკვიდრებული წესი იყო, იმის ღალატსა და უარყოფას აპირებს. იმდენად
მოიხიბლება მუცალის სიმამაცით, რომ გადაწყვეტს არ შეურაცხყოს მისი ვაჟკაცობა ,
ფეხით არ გადათელოს დამარცხებული, შეუნარჩუნოს ღირსება და ღმერთის წინაშე
ღირსეულად წარდგომის შესაძლებლობა არ წაართვას. ეს ყველაფერი კი სიცოცხლის
შენარჩუნებაზე უფრო ღირებული, ძვირფასი და შემწყნარებლური იყო მუცალისნაირი
ვაჟკაცისთვის.

საბოლოოდ შეგვიძლია გამოვიტანოთ დასკვნა, რომ უკვე დამარცხებული და


დასუსტებული მტრის შეწყნარება და შებრალება ურთულესი, მაგრამ დიდსულოვნური
საქციელია, რომელიც გამართლებულია ქრისტიანული და ვაჟკაცური პრინციპებითაც .

You might also like