Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 3

დისკრიმინაცია არის განზრახ ან გაუფრთხილებლობით პირის განსხვავება ან

გამორიცხვა ან მისთვის უპირატესობის მინიჭება რომელიც მიზნად ისახავს ან იწვევს


დასაქმებასა და პროფესიულ საქმიანობაში თანაბარი შესაძლებლობის ან მოპყრობის
უარყოფას ან ხელყოფას.

დისკრიმინაცია არის თანასწორობის პრინციპის დარღვევა და ადამიანის ღირსების


ხელყოფა.

კანონის წინაშე თანასწორობა არ ნიშნავს აბსოლუტურ თანასწორობას, არამედ იგი


ასახიერებს პრინციპს, რომლის თანახმადაც, თანაბრად უნდა მოეპყრონ თანაბარ
მდგომარეობაში მყოფთ, ხოლო არათანაბრად – მათ, ვინც არ იმყოფება თანაბარ
მდგომარეობაში.“’

შრომით ურთიერთობებში დისკრიმინაციას აქვს ორი ელემენტი – არათანაბარი


პირობების შექმნა და შევიწროება

თანაბარი პირობების შექმნაში იგულისხმება უფლებით სარგებლობის ერთნაირი


შესაძლებლობების უზრუნველყოფა

დისკრიმინაციული ქმედების დასადასტურებლად ყოველთვის აუცილებელია შედარების


ობიექტის (comparator) არსებობა, რომელთან მიმართებითაც უნდა დადგინდეს
გაუმართლებელი დისკრიმინაციული მოპყრობა.

თანაბარი მოპყრობის (განსხვავების) დისკრიმინაციულ ქმედებად


კვალიფიცირებისათვის საჭიროა იმავე ვითარებაში, იმავე პროფესიული
შესაძლებლობების, იმავე მდგომარეობაში მყოფი პირების (ან პირთა ჯგუფების)
ურთიერთშედარება, იმისათვის, რომ დადგინდეს განსხვავება, რაც მაღალი ალბათობით
მოსარჩელის (დასაქმებულის) მიერ მითითებული აკრძალული ნიშნით ხდება , მანამ
საწინააღმდეგოს არ დაამტკიცებს მოპასუხე (დამსაქმებელი). ამ შემთხვევაში
კუმულაციურად უნდა არსებობდეს რამდენიმე გარემოება მართლსაწინააღმდეგო
ქმედების (დისკრიმინაციის) დადგენისათვის.

გამონაკლისს წარმოადგენს დისკრიმინაციული მოპყრობის მეორე ფორმა – შევიწროება ,


რომლის შემთხვევაში არ არის აუცილებელი შედარების ობიექტის არსებობა

შევიწროება ნიშნავს დამაშინებელი, მტრული, დამამცირებელი, ღირსების შემლახველი


ან შეურაცხმყოფელი გარემოს შექმნას.

პირდაპირია დისკრიმინაცია, როდესაც რომელიმე ნიშნის გამო პირის მიმართ


ხორციელდება არათანაბარი მოპყრობა სხვა პირთან შედარებით , რომელიც იმავე ან
მსგავს მდგომარეობაში არის, იყო ან შეიძლებოდა ყოფილიყო უფრო ხელსაყრელი
მოპყრობის ობიექტი.

ირიბია დისკრიმინაცია, როდესაც ნეიტრალური დებულება, კრიტერიუმი ან პრაქტიკა


რომელიმე ნიშნის გამო პირს სხვა პირთან შედარებით არახელსაყრელ მდგომარეობაში
აყენებს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ასეთი დებულება, კრიტერიუმი ან პრაქტიკა
ობიექტურად არის გამართლებული კანონიერი მიზნით და გამოყენებული საშუალებები ამ
მიზნის მისაღწევად აუცილებელი და თანაზომიერია.
საქართველოს შრომის კოდექსით იკრძალება ნებისმიერი სახის დისკრიმინაცია . ამ
ნორმის მიზნებიდან გამომდინარე, შრომით ურთიერთობებში იგულისხმება როგორც
სახელშეკრულებო, ასევე წინასახელშეკრულებო ურთიერთობები

წინასახელშეკრულებო პერიოდში მომავალ დამსაქმებელსა და კანდიდატს შორის


ურთიერთობისას ინფორმაცია უნდა ეფუძნებოდეს ობიექტურ და პროპორციულ პრინციპს .
დამსაქმებელი უფლებამოსილია, მოიპოვოს ის ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ,
რომელიც ესაჭიროება მისი დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მისაღებად ,
კანდიდატი კი ვალდებულია, დამსაქმებელს მიაწოდოს ყველა ის ინფორმაცია ,
რომელმაც შესაძლოა, ხელი შეუშალოს მას სამუშაოს შესრულებაში ან საფრთხე შეუქმნას
დამსაქმებლის ან მესამე პირის ინტერესებს.

თავის მხრივ, დამსაქმებელს უფლება აქვს, გადაამოწმოს ინფორმაციის ნამდვილობა .


ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც ამ ეტაპზე მოხვდება დამსაქმებელთან , არ შეიძლება
გასაჯაროვდეს, თუ კანონმდებლობა არ ითვალისწინებს ამგვარ შესაძლებლობას .
ამასთან, კანდიდატს, უფლება აქვს, გამოითხოვოს მის მიერ წარდგენილი ყველა
დოკუმენტი, თუკი დამსაქმებელსა და მას შორის ხელშეკრულება არ გაფორმდება .

ინფორმაციის გაცვლის ეტაპზე, დამსაქმებელი ვალდებულია, კანდიდატს მიაწოდოს


ინფორმაცია შესასრულებელი სამუშაოს, შრომის პირობების, ხელშეკრულების ფორმის ,
ვადის, შრომის ანაზღაურებისა და შრომითი ურთიერთობისას დასაქმებულის უფლებრივი
მდგომარეობის შესახებ.

ინფორმაციის მიწოდების ერთ-ერთი ფორმაა გასაუბრება. გასაუბრების ეტაპზე დასმულ


შეკითხვათაგან, დისკრიმინაციის ამკრძალავი სამართალი იცნობს დასაშვებ , ძირითადად
დაუშვებელ და დაუშვებელ შეკითხვებს.

დასაშვები შეკითხვებია, როდესაც მომავალი დამსაქმებელი იღებს აუცილებელ


ინფორმაციას დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღებისათვის . მომავალ
დამსაქმებელს უფლება არა აქვს, კანდიდატს დაუსვას შეკითხვები , რომლის პასუხი
მოიცავს კანდიდატის პირადი ცხოვრების სფერო

დაუშვებელია შეკითხვები, რომლებიც განეკუთვნება კანდიდატის პირადი ცხოვრების


სფეროს. მაგალითად, შეკითხვა ორსულობის,ოჯახური მდგომარეობის,სექსუალური
ორიენტაციის შესახებ.

დასაქმების კანდიდატისათვის დასმული ლეგიტიმური შეკითხვები შეიძლება ,


შეეხებოდეს: განათლებას, კვალიფიკაციას, პროფესიულ გამოცდილებას, ენის ცოდნას,
სამომავლოდ სამხედრო სავალდებულო სამსახურის გავლის ვალდებულების
არსებობას…

დისკრიმინაცია შრომის პროცესში წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე პრობლემურ


საკითხს.

უნდა განვასხვავოთ დისკრიმინაცია და ობიექტური გარემოებებით განპირობებული


დიფერენციაცია.

დისკრიმინაციად არ მიიჩნევა პირთა განსხვავების აუცილებლობა , რომელიც


გამომდინარეობს სამუშაოს არსიდან, სპეციფიკიდან ან მისი შესრულების პირობებიდან ,
ემსახურება კანონიერი მიზნის მიღწევას და არის მისი მიღწევის თანაზომიერი და
აუცილებელი საშუალება

იმისათვის, რომ განსხვავებული მოპყრობა გამართლებულად ჩაითვალოს,


„განსხვავების“ საფუძველი უნდა იყოს არა სუბიექტური დამოკიდებულება , არამედ –
ობიექტური აუცილებლობა, რაც ერთადერთი გზაა მიზნის მისაღწევად

დაცვის ან მხარდაჭერის განსაკუთრებული ღონისძიებები

დისკრიმინაციად არ მიიჩნევა განსაკუთრებული ღონისძიებები, რომლებიც


ხორციელდება იმ პირთა საჭიროებების დასაკმაყოფილებლად, რომლებიც , ჩვეულებრივ ,
აღიარებულია, რომ, ასაკის, სქესის, შეზღუდული შესაძლებლობის, ოჯახური
პასუხისმგებლობის, სოციალური ან კულტურული სტატუსის გათვალისწინებით ,
განსაკუთრებულ დაცვას ან მხარდაჭერას საჭიროებენ.

გონივრული მისადაგება

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპის ,


კერძოდ, გონივრული მისადაგების პრინციპის, დაცვის მიზნით დამსაქმებელი
ვალდებულია საჭიროების შემთხვევაში განახორციელოს შესაბამისი ღონისძიებები , რათა
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს ჰქონდეს თანაბარი შესაძლებლობა
დასაქმების, კარიერული წინსვლის, კვალიფიკაციის ამაღლების, პროფესიული
მომზადებისა და პროფესიული გადამზადების ხელმისაწვდომობისთვის , გარდა იმ
შემთხვევისა, როდესაც ასეთი ღონისძიება დამსაქმებელს არაპროპორციულ ტვირთს
აკისრებს. ეს ტვირთი არაპროპორციულად არ მიიჩნევა, თუ კონკრეტულ ღონისძიებასთან
დაკავშირებით მოქმედებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სახელმწიფო
მხარდაჭერის პროგრამები, შეღავათები ან/და სხვა, ალტერნატიული საშუალებები .

You might also like