Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 6

#1.

მუხლი 1. გამოყენების სფერო

1. ზოგადი წესის მიხედვით, სამოქალაქო საქმეებს საერთო სასამართლოები


განიხილავენ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დადგენილი წესით . შესაძლოა
ასეთი წესები სხვა ნორმატიულ აქტებშიც იყოს განსაზღვრული, თუმცა სამოქალაქო
საპროცესო კოდექსი უფრო სპეციალურია მათ მიმართ, გარდა რანგით უფრო მაღალი
ნორმატიული აქტებისა, მაგ: საერთაშორისო შეთანხმება, კოსტიტუცია.

2. საქმის წარმოება ხორციელდება სასამართლოში იმ საპროცესო კანონმდებლობით ,


რომელიც მოქმედებს საქმის განხილვის,საპროცესო მოქმედების შესრულების ,
გადაწყვეტილების აღსრულების დროს.

მაგ: თუ სარჩელი აღიძრა და საქმის წარმოება გაიხსნა ახალი სსკ -ს ამოქმედებამდე ,


ხოლო შემდეგ მიღებულ იქნა ახალი კანონი, სასამართლომ უნდა გამოიყენოს ეს ახალი
კანონი, იმის მიუხედავად საქმის წარმოების გახსნა/განხილვა დაიწყო თუ არა ძველი სსკ -
ს მოქმედების პირობებში.

ეს იმას არ ნიშნავს, რომ უკვე შესრულებული მოქმედება ჩაითვლება


არამართლზომიერად, უბრალოდ მოხდება, შემდეგი მოქმედებების განხორციელება
ახალი კანონით, ხოლო ძველი დარჩება შესრულებული ძველით.სამოქალაქო
საპროცესო კანონს უკუქცევითი ძალა არ აქვს, ანუ სამოქალაქო საქმეების წარმოება
ხორციელდება იმ საპროცესო კანონმდებლობის მიხედვით, რომელიც მოქმედებს საქმის
განხილვის, ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების ან გადაწყვეტილებათა
აღსრულების დროს.

მუხლი 3. დისპოზიციურობის პრინციპი

1. მოცემული ნიშნავს მხარეთა თავისუფლებას განკარგონ თავიანთი მატერიალური


და საპროცესო უფლებები. უფლების დასაცავად სასამართლოში მიმართვა თვით
დაინტერესებული პირის ნება- სურვილზეა დამოკიდებული.

სარჩელი შედგენილი უნდა იყოს წერილობითი ფორმით და უნდა პასუხობდეს


კანონით გათვალისწინებულ მოთხოვნებს (178-ე და 303-ე მუხლი)

მხარეები თვითონ განსაზღვრავენ დავის საგანს. სასამართლოს უფლება არ აქვს


გასცდეს სასარჩლო მოთხოვნის ფარგებს, შეცვალოს სარჩელის საგანი ან
საფუძველი, გაადიდოს სასარჩლო მოთხოვნის ოდენობა. სასამართლოს უფლება არ
აქვს აგრეთვე მიაკუთვნოს მხარეს თავისი გადაწყვეტილებით ის, რაც მას არ უთხოვია
ან იმაზე მეტი ვიდრე მოითხოვდა.

2. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს


შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს უფლება აქვს ცნოს სარჩელი .
სარჩელზე უარის თქმის ანუ საქმის წარმოების შეწყვეტის შედეგად პირს
სამუდამოდ ერთმევა უფლება კვლავ აღძრას იგივე სარჩელი სასამართლოში
იმავე მოპასუხის მიმართ.
სარჩელის ცნობის შემთხვევაში სასამართლოს გამოაქვს გადაწყვეტილება
სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ. სარჩელის ცნობა განსხვავდება ფაქტის
აღიარებისგან (131), მოცემულის დროს სასამართლო აღარ ამოწმებს და აფასებს
საქმეში არსებულ მტკიცებულებებს და თვის გადაწყვეტილებას სარჩელის
დაკმაყოფილების შესახებ იგი აფუძნებს მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობას.

მოცემული განსხვავდება სარჩელის გამოხმობისგან ანუ უკან გათხოვისგან .


სარჩელის გამოხმობის დროს მოსარჩელე უარს კი არ ამბობს თავის სარცელზე ,
არამედ მას ამ ეტაოზე არ სურს ამ სარჩლის სასამართლოში განხილვა . ასეთ
შემთხვევაში სასამართლოს გამოაქვს განჩინება ამ სარჩელის განუხილვად
დატოვებისა და მისი მოსარჩელესთვის დაბრუნების შესახებ .

მუხლი 4. შეჯიბრითობის პრინციპი

სამოქალაქო პროცესში ცნობილია ფაქტების დადგენისა და მხარეთა უფლება -


მოვალეობების გარკვევის ორი ძირითადი მეთოდი.

ინკვიზიციური (სამძებრო) მეთოდი, რომლის თანახმად სასამართლო ვერ დასჯერდება


მხარეთა მიერ წარმოდგენილ მტკიცებულბებეს და თვითონაა ვალდებული თავისი
ინიციატივით შეკრიბოს მტკიცებულებები, განსაზრვროს მტკიცების საგანი , მიიღოს ყველა
ზომა მხარეთა უფლებებისა და მოვალეობების დასადგენად.

შეჯიბრითობის მეთოდი გულისხმობს მხარეთა აქტიურობას და რომლის მიხედვტ


მტკიცების საგნის განსაზღვრა და ამ საგანში შმეავალაი ფაქტების დამტკიცების ტვირთი
მთლიანად ეკისრება მხარეებს.

1. სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები


სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ
თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ
წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები
თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ
მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს
ფაქტები.
2. საქმის გარემოებათა გასარკვევად სასამართლოს შეუძლია თავისი ინიციატივით
მიმართოს ამ კოდექსში გათვალისწინებულ ღონისძიებებს.

მუხლი 5. მართლმსაჯულების განხორციელება მხოლოდ სასამართლოს მიერ


მოქალაქეთა თანასწორობის საწყისებზე

1. მართლმსაჯულებას სამოქალაქო საქმეებზე ახორციელებს მხოლოდ


სასამართლო კანონისა და სასამართლოს წინაშე ყველა პირის თანასწორობის
საწყისებზე.

მოცემული მუხლით განმტკიცებულია სამი ერთმანეთისგან დამოუკიდებელი პრინციპი :

1.1 მართლმსაჯულების განხორციელება მხოლოდ სასამართლოს მიერ;


მართლმსაჯულება განეკუთვნება განსაკუთრებულ სახელმწიფოებრივ საქმიანობათა
კატეგორიას, რომელიც შეიძლება განახორციელონ მხოლოდ საერთო
სასამართლოოებმა

1.2 კანონის წინაშე ყველა პირის თანასწორობა;

კანონის ესა თუ ის დანაწესი ერთნაირად უნდა იქნეს გამოყენებული და შეფადებული


მხარეების მიმართ, დამოუკიდებლად იმისა თუ ვინ გვევლინება მხარედ - ფიზიკური პირი ,
საჯარო თუ კერძო იურიდიული პირი.

1.3 სასამართლოს წინაშე ყველა პირის თანასწორობა;

მხარეებს სამოქალაქო პროცესში უფლება აქვთ მოუსმინონ თუ რას ამბობენ მათ


წინააღმდეგ და თვითონ იქნან მოსმენილნი იმის შესახებ რისი თქმაც უნდათ როგორც
მოწინააღმდეგე მხარის მისამართით, ისე თავისი თავის დასაცავად . ასევე მხარეებს უნდა
ჰქონდეთ ერთნაირი საპროცესო უფლებები თავიანთი მოთხოვნების თუ შესაგებლის
დასასაბუთებლად.

მუხლი 8. გადაწყვეტილების გამოტანა საქართველოს სახელით

სასამართლოს გადაწყვეტილება გამოაქვს საქართველოს სახელით .

სასამართლოს გამოავს ორი სახის დადგენილება : გადაწყვეტილება და განჩინება .


სასამართლოს დადგენილება, რომლითაც არსებითად წყდება საქმე, გამოდის
გადაწყვეტილების სახით, ხოლო სასამართლოს დადგენილება, რომლითაც საქმე
არსებითად არ წყდება მიიღება განჩინების ფორმით.

მუხლი 9. სამოქალაქო პროცესის საქვეყნოობა და სამართალწარმოების ენა

საქვეყნოობის პრინციპი ნიშნავს კონკრეტულ სამოქალაქო საქმეთა განხილვას


სასამართლოს ღია სხდომებზე მხარეებისა და სასამართლოს სხდომის დარბაზში მყოფ
პირთა თანდასწრებით

1. სასამართლოში ყველა საქმე განიხილება ღია სხდომებზე, თუ ეს არ ეწინააღმდეგება


სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის ინტერესებს. დახურულ სხდომაზე საქმის განხილვა
დასაშვებია აგრეთვე კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში , მხარის
მოტივირებული შუამდგომლობის საფუძველზე.

2. დახურულ სხდომაზე საქმის განხილვაში მონაწილეობენ მხარეები და მათი


წარმომადგენლები, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში – მოწმეები, ექსპერტები ,
სპეციალისტები და თარჯიმნები.

3. საქმის დახურულ სხდომაზე განხილვის შესახებ სასამართლოს გამოაქვს


მოტივირებული განჩინება.

4. სამართალწარმოება ხორციელდება სახელმწიფო ენაზე. სახელმწიფო ენის არმცოდნე


პირს მიეჩინება თარჯიმანი.

თავი II უწყებრივი ქვემდებარეობა


მუხლი 11.

უწყებრივი ქვემდებარეობა ესაა იმ უფლებამოსილებათა ერთობლიობა და ფარგლები ,


რომელიც ამა თუ იმ ორგანოს აქვს განსაზღვრული.

სასამართლოს ზუსტად აქვს განსაზღვრული უფლებამოსილებათა ფარგლები და სფერო ,


272-ე მუხლის თანახმად სასამართლომ უნდა შეწყვიტოს საქმის წარმოება, თუ კანონის
თანახმად მისი განხილვა სხვა უწყების კომპეტენციაში შედის.

ამრიგად სასამართლოს უწყებრივი ქვემდებარეობა კანონით განსაზღვრულ იმ


უფლებამოსილებათა ერთობლიობაა, რომელთა ფარგლებში სასამართლოს შეუძლია
მიიღოს და განიხილოს საქმეები.

სასაამართლო უწყებრივი ქვემდებაროების შემოწმება შეუძ ₾ია სააპელაციო და


საკასაციო სასამართლოებს თავისი ინიციატივით. გადაწყვეტილების გამოტანა საქმეზე ,
რომელიც სასამართლოს უწყებრივად არ ექვემდებარება არის ამ გადაწყვეტილების
გაუქმების აბსოლუტური საფუძველი.

მუხლი 12. დავის განსახილველად გადაცემა არბიტრაჟისათვის

პირთა თანასწორობაზე დამყარებული კერძო ხასიათის ქონებრივი დავა , რომლის


მოწესრიგებაც მხარეებს შეუძლიათ ერთმანეთს შორის, მხარეთა შეთანხმებით , შეიძლება
განსახილველად გადაეცეს არბიტრაჟს.

კოლიზია: „კერძო არბიტრაჟის შესახებ“ მიხედვით, პირებს შორის წამოჭრილი


სამოქალაქო დავა მათივე შეთანხმებით შეიძლება განსახილველად გადაეცეს
მუდმივმოქმედ ან ამ დავისათვის საგანგებოდ შექმნილ დროებიტ კერძო არბიტრაჟს .
თუმცა საპროცესო კოდექსის მიხედვით კერძო არბიტრაჟს შეიძლება განსახილველადს
გადაეცეს მხოლოს ქონებრივი დავა. საპროცესო კოდექსის სასარგებლოდ წყდება .

თავი III. განსჯადობა

განჯადობის ცნება უნდა განვასხვავოთ უწყებრივი ქვემდებარეობის ცნებისგან . კერძოდ :

უწყებრივი ქვემდებარეობის შესახებ ნორმების მეშვეობით გამიჯნულია სხვადასხვა


ორგანოთა კონპეტენცია საქმეთა განხილვა-გადაწყვეტის საკითხში .

განსჯადობა აწესრიგებს სასამართლოსადმი უწყებრივად ქვემდებარე საქმეების


განაწილებას ცალკეული სასამართლოების მიხედვით.

კანონი კრძალავს მაგისტარტი მოსამართლის მიერ საქმის განხილვას , თუ ამ


გაერთიანებული მოთხოვნებიდან ერათ-ერთი მაინც არ განეკუთვნება ნმის განსჯადობას .
ასეთ შემთვევაში საქმე მთლიანად უნდა განახლორციელოს რაიონული სასამართლოს
სხვა მოსამართლემ.

სასარჩელო განცხადების წარმოებაში მიღების შესახებ გადაწყვეტილების მიმღებმა


სასამართლომ სხვა საკითხებთან ერთად უნდა გადაწყვიტოს განსჯადობის საკითხის , ე .ი
უნდა განსაზღვროს მოცემული საქმე არის თუ არა მოცემული კონკრეტული სასამართლოს
განსჯადი, შეუძლია თუ არა ამ სასამართლოს მისი განხილვა-გადაწყვეტა . განსჯადობის
მომწესრიგებელი ნორმები განსაზღვრავენ ერთიან სასამართლო სისტემის შიგნით ამ
სისტემის კონკრეტული სასამართლოების კომპეტენციას სამოქალაქო საქმეთა
განხილვისა და გადაწყვეტის საკითხში, ანუ განსჯადობის ინსტიტუტის მეშვეობით
გამიჯნულია კომპეტენცია თვითონ სასამართლოებს შორის. ამრიგად , განსჯადობა ეს
არის პროცესის ინსტიტუტი, რომელიც აწესრიგებს სასამართლოებისადმი უწყებრივად
ქვემდებარე საქმეების კონკრეტული სასამართლოს გამგებლობისადმი მიკუთვნების
საკითხს.

განასხვავებენ გვარეობით ანუ საგნობრივ და ტერიტორიულ განსჯადობას. ეს


უკანასკნელი თავის თავში მოიცავს ტერიტორიული განსჯადობის რამდენიმე სახეს .

გვარეობითი (საგნობრივი) განსჯადობა: საქართველოს საერთო სასამართლოთა


სისტემას ქმნიან: რაიონული (საქალაქო) სასამართლოები, სააპელაციო სასამართლოები
(თბილისისა და ქუთაისის), საქართველოს უზენაესი სასამართლო. გვარეობითი
განსჯადობა განსაზღვრავს საერთო სასამართლოების ამ სხვადასხვა რგოლის
სასამართლოთაგან, თუ კონკრეტულად რომელი რგოლის სასამართლომ უნდა
განიხილოს დავა არსებითად. გვარეობითი განსჯადობის მეშვეობით ხორციელდება
რაიონული (საქალაქო) სასამართლოების, სააპელაციო სასამართლოების , უზენაესი
სასამართლოს კომპეტენციათა გამიჯვნა. გვარეობითი განსჯადობის ზოგადი წესი
მდგომარეობს იმაში, რომ სასამართლოსადმი უწყებრივად დაქვემდებარებული ყველა
საქმე განიხილება რაიონული(საქალაქო) სასამართლოების მიერ პირველი ინსტანციით .

ტერიტორიული განსჯადობა: ტერიტორიული განსჯადობა ეწოდება


სასამართლოებისადმი საქმეთა განსჯადობას იმ ტერიტორიის მიხედვით , რომელზედაც
ვრცელდება მოცემული სასამართლოს საქმიანობა. ტერიტორიული განსჯადობის
მიხედვით შეიძლება განისაზღვროს ერთგვაროვან სასამართლოებს შორის კომპეტენცია ,
კერძოდ ამ ერთგვაროვანი სასამართლოებისაგან თუ რომელი მათგანის განსჯადია
მოცემული საქმე. ტერიტორიულ განსჯადობას რამდენიმე ქესახედ ყოფენ, კერძოდ :

სამოქალაქო საქმეთა საერთო განსჯადობა განისაზღვრება მოპასუხის საცხოვრებელი


ადგილით. სარჩელი იურიდიული პირის მიმართ სასამართლოს წარედგინება
იურიდიული პირის ადგილსამყოფელის მიხედვით. მოპასუხის საცხოვრებელი ადგილი
განისაზღვრება სარჩელის წარდგენის მომენტში. სარჩელის წარდგენის შემდეგ
მოპასუხის მიერ საცხოვრებელი ადგილის შეცვლა არ ცვლის საქმის თავდაპირველ
განსჯადობას. თუ მოსარჩელისათვის მოპასუხის ადგილსამყოფელი უცნობია , მაშინ
სარჩელი შეიძლება აღიძრას მოპასუხის უკანასკნელი საცხოვრებელი ადგილის
მიხედვით. მაგისტრატ მოსამართლეთა განსჯად საქმეებზე სარჩელები სასამართლოში
შეიტანება მაგისტრატი მოსამართლის სამოქმედო ტერიტორიის მიხედვით , ხოლო იმ
ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში სადაც არ მოქმედებს მაგისტრატი
მოსამართლე - რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში.

ალტერნატიული განსჯადობა, გულისხმობს როცა საქმე შეიძლება განხილულ იქნეს


კანონში მითითებული რამდენიმე სასამართლოდან ერთ-ერთ სასამართლოში
მოსარჩელის არჩევით. განსჯადობა მოსარჩელის არჩევით ნიშნავს , რომ საქმე არა
მხოლოდ მოპასუხის საცხოვრებელი ადგილის სასამართლოს განსჯადია, არამედ სხვა
სასამართლოს განსჯადიც შეიძლება გახდეს. სასამართლოს არჩევის უფლება , როცა
საქმე რამდენიმე სასამართლოს განსჯადია, ეკუთვნის მოსარჩელეს.
განსაკუთრებული განსჯადობა, უშვებს განსაზღვრული კატეგორიის საქმეთა განხილვას
მხოლოდ ერთ რომელიმე, კანონით ზუსტად განსაზღვრულ სასამართლოში.
განსაკუთრებული განსჯადობის სამოქალაქო საქმეებზე სასამართლოს არჩევა არ არის
დამოკიდებული მოსარჩელის ნებაზე, არამედ განსჯადი სასამართლო ზუსტად არის
კანონით დადგენილი. ამიტომ, ამ საქმეებიდან გამომდინარე სარჩელების აღძვრა
კანონით დადგენილი სასამართლოების გარდა სხვა სასამართლოებში დაუშვებელია .

სახელშეკრულებო (ანუ ნებაყოფლობითი) განსჯადობა ეწოდება მხარეთა შეთანხმებით


დადგენილ განსჯადობას. სახელშეკრულებო განსჯადობა ნიშნავს, რომ მხარეებს
ურთიერთშეთანხმებით შეუძლიათ დაადგინონ მოცემული კონკრეტული სამოქალაქო
საქმის ტერიტორიული განსჯადობა. სახელშეკრულებო განსჯადობას მრავალი
უპირატესობა გააჩნია მხარეთათვის, უფრო მოსახერხებელი და ხელსაყრელია მათთვის ,
რადგან კანონით გათვალისწინებულია მათი უფლება თვითონ აირჩიონ ტერიტორიულად
უფრო ხელსაყრელი სასამართლო.

You might also like