შუალედური ადამიანის ფლებები

You might also like

Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 16

მუხლი 8 (სემინარი 6)

პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლება


1. ყველას აქვს უფლება, რომ დაცული იყოს მისი პირადი და
ოჯახური ცხოვრება, საცხოვრისი და მიმოწერა.
2. დაუშვებელია ამ უფლების განხორციელებაში საჯარო
ხელისუფლების ჩარევა, გარდა ისეთი შემთხვევისა, როდესაც ასეთი
ჩარევა ხორციელდება კანონის შესაბამისად და აუცილებელია
დემოკრატიულ საზოგადოებაში ეროვნული უშიშროების,
საზოგადოებრივი უსაფრთხოების, ქვეყნის ეკონომიკური
კეთილდღეობის ინტერესებისათვის, უწესრიგობისა თუ დანაშაულის
თავიდან ასაცილებლად, ჯანმრთელობისა ან მორალის, ანდა
სხვათა უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად.
სახელმწიფოს პირველადი ვალდებულება მე-8 მუხლის ფარგლებში ნეგატიურია-
ანუ, სახელმწიფო არ უნდა ჩაერიოს ამ უფლებებში.მუხლი ადგენს პოზიტიურ
ვალდებულებებსაც , რაც მდგომარეობს შესაბამისი ნაბიჯების გადადგმაში
სადავო უფლების დაცვის უზრუნველსაყოფად.

მე-8 მუხლის (1) ნაწილი მოიცავს ოთხ ელემენტს: პირად ცხოვრებას, ოჯახურ
ცხოვრებას, საცხოვრებელს და მიმოწერას

პირადი ცხოვრება მოიცავს ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ და მორალურ ერთობას.


ფსიქიკურ ჯანმრთელობას, პირადი ცხოვრების განვითარების უფლებას, იმიჯის
დაცვის უფლებას პირის ეთნიკურ იდენტობას და პირადი იდენტობის განსაზღვრის
უფლებას. ,სექსუალურ ორიენტაციას და სხვებთან ურთიერთობის დამყარების და
განვითარების უფლებას,მათ შორის, სახელმწიფოს მიერ ქორწინების სტატუსის
აღიარებას. სასამართლომ დაადგინა, რომ კანონმდებლობა, რომელიც
არეგულირებს ორსულობის შეწყვეტას, ეხება პირადი ცხოვრების სფეროს,
ვინაიდან როდესაც ქალი ორსულადაა, მისი პირადი ცხოვრება განვითარებად
ნაყოფთან.
ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლების დაცვა დამოკიდებული იქნება
გარკვეულ გარემოებებზე ადამიანებს, „ჰქონდეთ ნორმალური ოჯახური ცხოვრება“
და ოჯახური კავშირები განვითარდეს ნორმალურად ოჯახური ცხოვრება იცავს არა
მარტო ოჯახებს, რომლებიც ქორწინებით არის შექმნილი, არამედ სხვა დე ფაქტო
ურთიერთობებში მყოფ პირებს, რომლებიც ოჯახური ცხოვრების დემონსტრირებას
ახდენენ ან ერთად ცხოვრებით ან სხვა ფაქტორებით. ოჯახური ცხოვრება
შეიძლება მოიცავდეს ქორწინებაში არმყოფ ზრდასრულ პირებს შორის
ურთიერთობას, უკანონო შვილებთან ურთიერთობას, შვილად აყვანის და მეურვე
ოჯახებთან ურთიერთობას. ბებია-ბაბუებს და შვილთაშვილებს, დეიდებსა და
ბიძებს და სხვა ნათესავებს შორის კავშირი ოჯახური ცხოვრების ცნება ასევე
აერთიანებს ისეთ საკითხებს, როგორიცაა მემკვიდრეობა
„საცხოვრებლის“ ცნება მოიცავს როგორც მუდმივ, ისე დროებით საცხოვრებელ
ადგილებს, ოფისს და ბიზნესის წარმოების ადგილს, და საცხოვრებელ ადგილებს,
რომლებიც კანონიერად დამტკიცებული არ არის. ის ასევე მოიცავს
საცხოვრებლით სარგებლობის უფლებას.
მიმოწერა თუ ექნება ჩარევას კომუნიკაციის ფართო საშუალებებში, მათ შორის,
საფოსტო, სატელეფონო, ფაქსით, ელექტრონული ფოსტით და ინტერნეტის
პირადად გამოყენებით, ეს იქნება დარღვევა . კომუნიკაციის ეს ფორმა შეიძლება
დაცული იყოს მე-8(1) მუხლის სხვა ელემენტებით, როგორიცაა ოჯახური და პირადი
ცხოვრება, ასევე მიმოწერის პატივისცემის უფლება.

უფლებაში ჩარევის დასაბუთება


კომუნიკაცია, მეთვალყურეობა და ჩხრეკა: საიდუმლო მეთვალყურეობის
შემთხვევები, მაგალითად, ტელეფონის საუბრის მოსმენა და გადაღება, ხშირად
ემყარება მეთვალყურეობის რეგულირების სამართლებრივი რეჟიმის
ადეკვატურობას. როდესაც სახელმწიფო უწყება ახორციელებს მეთვალყურეობას
ეროვნული კანონმდებლობის საწინააღმდეგოდ, ადგილი ექნება მე-8 მუხლის
დარღვევას

პოლიცია და ციხე
ეჭვმიტანილის შესახებ ინფორმაციის მოგროვება და შენახვა პოლიციის
დოკუმენტებში (მათ შორის, თითის ანაბეჭდები, დნმ-ის პროფილი) წარმოშობს
რამდენიმე საკითხს, როგორიცაა ინფორმაციის შენახვის საჭიროება და ის
გარემოებები, როდესაც ინფორმაციის გამჟღავნება დასაშვებია
ეჭვმიტანილისთვის ან მესამე მხარისთვის.. ეჭვმიტანილის მე-8(1) მუხლით
დადგენილ უფლებებში ჩარევა შეიძლება დასაბუთებული იყოს პოლიციის მიერ,
მაგალითად, ისეთი საფუძვლით, როგორიცაა არეულობის ან დანაშაულის
პრევენციის ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის მიზნით ინფორმაციის
შენახვის საჭიროება და სადავო ღონისძიება უნდა იყოს შესაბამისობაში კანონთან
და უნდა იყოს დასახული მიზნის პროპორციული.
#მაგალითი

პირადი ინფორმაციის პოლიციაში შენახვა, გამოყენება და გამჟღავნება საქმეზე


ლიანდერი შვედეთის წინააღმდეგ (Leander v. Sweden)157 არ იყო სადავო, რომ
პოლიციის საიდუმლო რეესტრში შენახული ინფორმაცია წარმოადგენა მომჩივნის
პირად ცხოვრებას. სასამართლომ დაადგინა, რომ როგორც ამ ინფორმაციის
შენახვა, ისე გამჟღავნება და, ამავე დროს, მომჩივნისთვის ამ ინფორმაციის
გაქარწყლებაზე უარი, წარმოადგენდა მის უფლებაში ჩარევას,
კანონით ფიზიკური ერთობის დაცვა
8 მუხლი ფართო ვალდებულებას აკისრებს სახელმწიფოს, მოითხოვს რა მისგან,
მიიღოს ადეკვატური პოზიტიური ღონისძიებები სისხლის სამართლის
კანონმდებლობით, რომლითაც დაიცავს პირებს სხვა პირების მიერ
განხორციელებული ძალადობრივი ქმედებებისგან.

 ოჯახური ურთიერთობები
ოჯახური ცხოვრების პატივისცემა გულისხმობს ოჯახის წევრებს შორის
კონტაქტისა და ურთიერთობის დაცვას ეს უფლება უმთავრესად ითვალისწინებს
ადამიანის უფლებას, დაცული იყოს პირად ცხოვრებაში საჯარო ორგანოების
თვითნებური ჩარევისგან, მაგრამ ამავდროულად ზოგიერთ შემთხვევაში მოიცავს
პოზიტიურ ვალდებულებას სახელმწიფოს მხრიდან, რაც შეიძლება მოითხოვდეს
გარკვეული ნაბიჯების გადადგმას, რათა უზრუნველყოფილი იყოს ოჯახური
ცხოვრების პატივისცემა როგორც ინდივიდებს, ასევე კერძო ინსტიტუტებს შორის

მუხლი 9 -სემინარი 8

აზრის სინდისის და რელიგიის თავისუფლება


1. ყველას აქვს უფლება აზრის, სინდისისა და რელიგიის თავისუფლების; ეს
უფლება მოიცავს რელიგიის ან რწმენის შეცვლის თავისუფლებას დ/ა,
აგრეთვე, თავისუფლებას, როგორც ინდივიდუალურად, ისე სხვებთან ერთად,
საქვეყნოდ ან განკერძოებით, გააცხადოს თავისი რელიგია თუ რწმენა
აღმსარებლობით, სწავლებით, წესების დაცვითა და რიტუალების
აღსრულებით.
2. რელიგიის ან რწმენის გაცხადების თავისუფლება ექვემდებარება მხოლოდ
ისეთ შეზღუდვებს, რომლებით გათვალისწინებულია კანონით და
აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში საზოგადოებრივი
უსაფრთხოების ინტერესებისთვის, საზოგადოებრივი წესრიგის,
ჯანმრთელობის თუ მორალის ან სხვათა უფლებათა და თავისუფლებათა
დასაცავად.
მე-9 მუხლის პირველი ნაწილი ნათლად განმარტავს, რომ რელიგიის
თავისუფლება მოიცავს ორ ასპექტს: ადამიანის უფლებას შეიცვალოს რელიგია
ან რწმენა და გააცხადოს თავისი რელიგია ან რწმენა.სიტყვებითა და
საქმიანობით რელიგიის გამოხატვა რელიგიური რწმენის არსებობის
დამადასტურებელია“. შესაბამისად, ის იცავს ადამიანის თავისუფლებას, სწამდეს
ან არ სწამდეს რელიგიური საკითხები,
სასამართლომ ხაზი გაუსვა სახელმწიფოს მხრიდან რელიგიური
პლურალიზმის(პლურალიზმი ნიშნავს განსხვავებული აზრების, მსოფლმხედველობების,
ცხოვრების წესის, ინტერესების თანაარსებობას. )(შენარჩუნების აუცილებლობას, რაც
მოითხოვს, რომ რელიგიურ საზოგადოებებს.უნდა შეეძლოთ ავტონომიურად
არსებობდა. გარდა იმისა, რომ ეს ავალდებულებს სახელმწიფოს არ ჩაერიოს
რელიგიური ორგანიზაციის საქმეებში, ეს ასევე ავალდებულებს სახელმწიფოს
უზრუნველყოს, რომ სხვადასხვა ორგანიზაციები ან დენომინაციები (რომლებიც
შეიძლება ერთმანეთთან კონკურენციაში იყვნენ) ერთმანეთის მიმართ
ტოლერანტულები იყვნენ ამასთანავე, რელიგიის თავისუფლება გამორიცხავს
სახელმწიფოს მხრიდან რელიგიური რწმენის ან მისი აღსრულების გზების
ლიგიტიმურობის შეფასებას

#მაგალითი
მე-9 მუხლი დაირღვა საქმეში ნოლანი და კ რუსეთის წინააღმდეგ (Nolan and K v.
Russia) რადგან მომჩივანს, გაერთიანების ეკლესიის აქტიურ წევრს, აეკრძალა
რუსეთში შესვლა იმის საფუძველზე, რომ ის ეროვნული უსაფრთხოებისთვის
საფრთხეს წარმოადგენდა. მაგრამ სასამართლომ დაადგინა, რომ აკრძალვის
მიზანი რელიგიის თავისუფლების შეზღუდვაა.

სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის კონსტიტუციური შეთანხმების


სამართლებრივი ანალიზი

კონსტიტუციური შეთანხმება, რომელიც ასევე „კონკორდატის’სახელითაცაა


ცნობილი, საქართველოს სახელმწიფოსა და მართლმადიდებელ ეკლესიას შორის
2002 წელს გაფორმდა. იმის მიუხედავად, რომ ხელშეკრულება სამართლებრივ თუ
ტერმინოლოგიურ ხარვეზებთან დაკავშირებით არაერთ კითხვას აჩენს, ის მაინც
რჩება ორი გავლენიანი ინსტიტუციის, მთავრობისა და მართლმადიდებელი
ეკლესიის, გადაკვეთის წერტილად.

კონსტიტუციური შეთანხმების მსგავსი სტატუსის დოკუმენტით სახელმწიფოსა და


ეკლესიას შორის დამყარებული ურთიერთობის ანალოგი სხვა ქვეყნებში არ
მოიძებნება. ამასთან, შეთანხმების გაფორმება სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის
სამართლებრივად არასწორია. იერარქიულად კონსტიტუცია დგას, როგორც
ყველაზე დიდი იურიდიული ძალის მქონე დოკუმენტი. ხოლო მეორე ადგილს,
როგორც წესი, ქვეყნის მიერ მიღებული საერთაშორისო ხელშეკრულებები იკავებს.
ასეთი საერთაშორისო დოკუმენტები ხშირად საყოველთაო მნიშვნელობის
საკითხებზე (მაგალითად, წამების აკრძალვაზე, ქალთა და ბავშვთა მიმართ
ძალადობის აღკვეთაზე, ადამიანის ძირითადი უფლებების დაცვაზე) რამდენიმე
სახელმწიფოს ერთობლივ ხედვას ასახავს.

თუმცა, კონკრეტულად საქართველოს უნიკალურ შემთხვევაში, ეკლესიასა და


სახელმწიფოს შორის გაფორმებული შეთანხმება იერარქიულად კონსტიტუციის
შემდეგ მოდის. შესაბამისად, პოტენციური შეუთავსებლობის პირობებში,
კონკორდატის მოთხოვნები და იურიდიული ძალა იმაზე უფრო მაღლა დგას, ვიდრე,
მაგალითად, საქართველოს მიერ რატიფიცირებული ადამიანის უფლებათა და
ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენცია.

მუხლი 10: სემინარი 7

გამოხატვის თავისუფლება
1. ყველას აქვს გამოხატვის თავისუფლების უფლება. ეს უფლება მოიცავს
პირის თავისუფლებას, ჰქონდეს შეხედულებები, მიიღოს ან გაავრცელოს
ინფორმაცია თუ მოსაზრებები საჯარო ხელისუფლების ჩაურევლად და
სახელმწიფო საზღვრების მიუხედავად. ეს მუხლი ხელს არ უშლის
სახელმწიფოებს, განახორციელონ რადიომაუწყებლობის, სატელევიზიო ან
კინემატოგრაფიულ საწარმოთა ლიცენზირება.
2. ამ თავისუფლებათა განხორციელება, რამდენადაც ის განუყოფელია
შესაბამისი ვალდებულებისა და პასუხისმგებლობისაგან, შეიძლება
დაექვემდებაროს ისეთ წესებს, პირობებს, შეზღუდვებს ან სანქციებს,
რომლებიც გათვალისწინებულია კანონით და აუცილებელია დემოკრატიულ
საზოგადოებაში ეროვნული უშიშროების, ტერიტორიული მთლიანობის ან
საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესებისათვის, უწესრიგობისა თუ
დანაშაულის აღსაკვეთად, ჯანმრთელობის ან მორალის დაცვის მიზნით,
სხვათა რეპუტაციის ან უფლებების დასაცავად, საიდუმლოდ მიღებული
ინფორმაციის გამჟღავნების თავიდან ასაცილებლად ან სასამართლო
ხელისუფლების ავტორიტეტისა და მიუკერძოებლობის უზრუნველსაყოფად

სასამართლო მუდმივად უსვამს ხაზს გამოხატვის თავისუფლების, როგორც


დემოკრატიული საზოგადოების ძირითადი დასაყრდენის მნიშვნელობას.
განსაკუთრებით აღნიშვნის ღირსია მედიის ფუნქცია (ინფორმაციის მიმწოდებლის
სასიცოცხლო როლი და საზოგადოებრივი ზედამხედველობის ინსტიტუტი) და
მოვალეობა, გაავრცელოს საზოგადოებრივ ინტერესს მიკუთვნებული ინფორმაცია
და იდეები ისე, რომ არ გასცდეს დაწესებულ საზღვრებს. აღნიშნულ მოვალეობას
შეესაბამება საზოგადოების უფლება, მიიღოს მსგავსი სახის ინფორმაცია.
მიჩნეულია, რომ გამოხატვის თავისუფლება წარმოადგენს ინდივიდის
თვითრეალიზაციისათვის საჭირო ძირითად პირობას

მე 10 მუხლი იცავს პირის იმგვარ გამოხატვას, რომელიც შეიძლება აღქმულ იქნას


როგორც შეურაცხმყოფელი, გამაღიზიანებელი ან გამაოგნებელიც კი, რაც
გამოწვეულია დემოკრატიულ საზოგადოებაში პლურალიზმის, ტოლერანტობისა
და გონებაგახსნილობის პრინციპების არსებობით თუმცა, ხელისუფლების
წარმომადგენლების მხრიდან განხორციელებული ქმედებები, მიმართული
რასობრივი სიძულვილის შემცველი განცხადებების გამოქვეყნების აღკვეთის ან
შეზღუდვისაკენ, სავარაუდოდ, თანხვედრაში იქნება მე-10 მუხლთან ზოგიერთი
სახის გამოხატვის ფორმები, მაგრამ , შეურაცხმყოფელი რასისტული
განცხადებები, შეიძლება საერთოდ არ მოხვდეს მე-10 მუხლის დაცვის ქვეშ
იმ შემთხვევაში, თუ გამოხატვის ფორმა დაცულია მე-10 მუხლის 1-ლი ნაწილით, ის
ექვემდებარება მე-10 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შეზღუდვებს

გამოხატვის თავისუფლება განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია არჩეული


პოლიტიკური თანამდებობის პირებისათვის. პოლიტიკოსების სიტყვის
თავისუფლებაში ნებისმიერი ჩარევა მოექცევა მჭიდრო შესწავლის ქვეშ.
#მაგალითი
საქმეში კასტელსი ესპანეთის წინააღმდეგ (Castells v. Spain)410, ბასკი ოპოზიციური
სენატორის გასამართლება ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი
სტატიის გამო სასამართლომ ცნო კონვენციის მე-10 მუხლის დარღვევად
დემოკრატიული საზოგადოებისათვის სიტყვის თავისუფლების მნიშვნელობის
გათვალისწინებით, ძალზედ ძლიერი არგუმენტები უნდა არსებობდეს
პოლიტიკური გამოხატვის უფლების შეზღუდვის

ჟურნალისტებს გააჩნიათ „გაბუქების ან პროვოკაციის“ უფლებაც კი მაგრამ


ზედმეტად შეურაცხმყოფელი გამონათქვამები დაცული არ იქნება

საჯარო მოხელეები და იურისტები


საჯარო მოხელეების სიტყვის თავისუფლების საკითხის გადაწყვეტისას
სასამართლო ფრთხილად იხილავს მათი „უფლება-მოვალეობების“ საზღვრებს,
რომელსაც „სპეციალური მნიშვნელობა“ გააჩნია . საჯარო მოხელეები, მათ შორის,
მოსამართლეები, საზოგადოებრივი პროკურორები და პოლიცია, უნდა
სარგებლობდნენ საზოგადოებრივი ნდობით და, შესაბამისად, საჭირო არის მათი
დაცვა „შეურაცხმყოფელი და მოსაბეზრებელი თავდასხმებისაგან“. სასამართლომ
დაადგინა, რომ მართლმსაჯულების სისტემის ნებისმიერი წარმომადგენლის,
მაგალითად, პროკურორის გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევა მოითხოვს მკაცრ
შემოწმებას იმ ეფექტის გამო, რაც აღნიშნულ ზომებს ექნება მსგავს
სამსახურებზე„საჯარო მოხელეებს გააჩნიათ ვალდებულება, განახორციელონ
საკუთარი მოვალეობები პირადი გრძნობების არასათანადო ზეგავლენისაგან
დამოუკიდებლად, მხოლოდ პროფესიულ შეფასებებზე დაყრდნობით

#მაგალითი

8 იურისტების განსაკუთრებული სტატუსი ხაზგასმულ იქნა საქმეში ნიკულა ფინეთის


წინააღმდეგ (Nikula v. Finland)451, რომელშიც მომჩივანს მსჯავრი დასდეს
ცილისწამებისათვის იმის გამო, რომ მან (როგორც დაცვის მხარის ადვოკატმა)
გააკრიტიკა პროკურორის გადაწყვეტილება, არ წაეყენებინა ბრალი მოწმისათვის,
რის შედეგადაც მისმა კლიენტმა ის ვერ დაკითხა. სასამართლომ დაადგინა მე-10
მუხლის დარღვევა და აღნიშნა, რომ „დემოკრატიულ საზოგადოებაში დაცვის
ადვოკატის გამოხატვის უფლების შეზღუდვა – მსუბუქი სისხლისსამართლებრივი
სანქციითაც კი – დასაშვებია მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში“. სასამართლომ
აგრეთვე აღნიშნა, რომ „მართალია, იურისტებს უფლება აქვთ გააკეთონ საჯარო
განცხადებები მართლმსაჯულების განხორციელების შესახებ, ისინიც არ უნდა
გასცდნენ გარკვეულ საზღვრებს“.ნიკულა-ში, სასამართლომ მიიჩნია, რომ
მიუხედავად იმისა, რომ ადვოკატის მიერ გამოყენებული ზოგიერთი გამონათქვამი
იყო შეუსაბამო, მისი კრიტიკა შეეხებოდა მხოლოდ კონკრეტულ საქმეზე
პროკურორის საქმიანობის შეფასებას, ისინი გამოითქვა სასამართლო დარბაზში
(პირდაპირ მედიისათვის გაკეთებული განცხადების საპირისპიროდ) და ის არ
შეიცავდა პირად შეურაცხყოფას. სასამართლომ, აგრეთვე, აღნიშნა, რომ
პროცესის მიმდინარეობისას ადვოკატის გამოხატვის უფლებაში ნებისმიერმა
ჩარევამ შესაძლებელია წარმოშვას დაცვის მხარის კონვენციის მე-6 მუხლით
გათვალისწინებული უფლებების დარღვევის საკითხი.
საჯარო პროტესტი .კონვენციის მე-10 მუხლით დაცულ სფეროს, აგრეთვე,
მიეკუთვნება საჯარო პროტესტი და დემონსტრაცია, რაც პოლიტიკური გამოხატვის
უფლებასთან მჭიდრო კავშირშია

მედია მედიის სიტყვის თავისუფლების მნიშვნელობაზე სასამართლომ აღიარა,


რომ ინტერნეტი, როგორც ინფორმაციის მიწოდების წყარო, ისეთივე მძლავრი
შეიძლება იყოს, როგორც ბეჭდური მედია. მედიის წინასწარი შეზღუდვა
განსაკუთრებით მყარად უნდა დასაბუთდეს, ხოლო ბრძანება, რომელიც
ავალდებულებს ჟურნალისტს გასცეს წყარო (ან წარმოადგინოს წყაროს
იდენტიფიკაციის შესაძლებლობის მქონე მასალები) , უნდა ეფუძნებოდეს
საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე უკიდურეს აუცილებლობას
არტისტული გამოხატვის თავისუფლება დაცულია კონვენციის მე-10 მუხლით:
კომერციული საქმიანობიდან გამომდინარე გამოხატვის თავისუფლება
კონვენციის მე-10 მუხლი იცავს კომერციული გამოხატვის თავისუფლებას–
აღნიშნული უფლება გარანტირებულია „ყველასათვის“, მათ შორის, მოგებაზე
ორიენტირებული სამეწარმეო პირებისათვის. სასამართლომ მიიჩნია, რომ
თავისუფალი შეფასების არეალი ძალზედ მნიშვნელოვანია ისეთი კომერციული
საკითხებისათვის, როგორიცაა არაკეთილსინდისიერი კონკურენცია და რეკლამა
რეკლამირებაზე შეზღუდვების დაწესება გამართლებულია არაკეთილსინდისიერი
კონკურენციის და ტყუილი ან შეცდომაში შემყვანი მესიჯების თავიდან აცილების
მიზნით. აგრეთვე, შეზღუდვა დასაშვებია სხვათა უფლებების დაცვის მიზნით, ან
„სხვადასხვა პროფესიის სპეციფიკიდან გამომდინარე“, როგორიცაა იურისტებისა
და ექიმების პროფესია5

მუხლი 11 სემინარი 9

შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლება


1. ყველას აქვს უფლება მშვიდობიანი შეკრების თავისუფლებისა, აგრეთვე,
სხვებთან გაერთიანების თავისუფლებისა, მათ შორის, უფლება პროფესიული
კავშირების შექმნისა და მასში გაერთიანებისა საკუთარი ინტერესების
დასაცავად.
2. დაუშვებელია რაიმე შეზღუდვის დაწესება ამ უფლებათა
განხორციელებაზე, გარდა ისეთი შემთხვევისა, რომელიც
გათავისუფლებულია კანონით და აუცილებელია დემოკრატიულ
საზოგადოებაში ეროვნული უშიშროების ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების
ინტერესებისათვის, უწესრიგობის ან დანაშაულის აღსაკვეთად,
ჯანმრთელობისა თუ მორალის ან სხვათა უფლებათა და თავისუფლებათა
დასაცავად. ეს მუხლი ხელს არ უშლის სახელმწიფოს, დააწესოს კანონიერი
შეზღუდვები ამ უფლებათა განხორციელებაზე შეიარაღებული ძალების,
პოლიციის ან სახელმწიფო ადმინისტრაციის წარმომადგენლების მიმართ.
მშვიდობიანი შეკრების თავისუფლება წარმოადგენს დემოკრატიული
საზოგადოებისათვის ერთ-ერთ ფუძემდებლურ პრინციპს და, შესაბამისად, ის
შეზღუდულად არ უნდა განიმარტოს. შეკრება უნდა იყოს მშვიდობიანი, მე-11
მუხლი არ იცავს მათ, ვისაც გააჩნია ძალადობრივი მიზნები, რომლებიც შემდეგ
გადაიზრდება საზოგადოებრივ არეულობაში. უფლებით დაცულ სფეროში
შედის:კერძო შეხვედრები, შეხვედრები ქუჩაში და სხვა საჯარო ადგილებში,
მსვლელობები, პროცესიები, მჯდომარე აქციები. სახელმწიფოებს გააჩნიათ
ფართო დისკრეცია იმისათვის, რომ მიიღონ გონივრული და შესაბამისი ზომები,
რათა კანონიერმა დემონსტრაციებმა მშვიდობიანად ჩაიაროს.
ზოგადი აკრძალვის გამართლება შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუკი არ
არსებობს სხვა უფრო ნაკლებად მკაცრი ღონისძიებების გამოყენების
შესაძლებლობა. ამ შემთხვევაში, მნიშვნელოვანია ყურადღება მიექცეს იმ
შეკრებებს, რომლებსაც, მიუხედავად იმისა, რომ არ წარმოადგენენ არეულობის
გამომწვევ რისკს, მაინც შეეხოთ გამოყენებული აკრძალვა.
# მაგალითი
საქმეში ქრისტიანები რასიზმისა და ფაშიზმის წინააღმდეგ გაერთიანებული სამეფოს
წინააღმდეგ (Christians Against Racism and Fascism v. UK) კომისიამ მიიჩნია, რომ ლონდონში
დემონსტრაციის ჩატარების ორთვიანი ბლანკეტური აკრძალვა , რომელიც მიზნად
ისახავდა ნაციონალური ფრონტის მსვლელობის აკრძალვას, მაგრამ ამავდროულად
კრძალავდა მომჩივნის მიერ დემონსტრაციის ჩატარების უფლებასაც , „აუცილებელია
დემოკრატიულ საზოგადოებაში“. ნაციონალური ფრონტის აქტივისტების მიერ შექმნილი
დაძაბული გარემოს გამო. იმ შემთხვევაში, როდესაც არსებობს საზოგადოებრივი
წესრიგისათვის შესაძლო საფრთხის შემცველი გარემოება, რომელიც ხელისუფლებამ
დაუყოვნებლივ უნდა აღკვეთოს, შეკრების თავისუფლებაზე შეზღუდვის დაწესებისას ,
სახელმწიფოებს გააჩნიათ შედარებით ფართო თავისუფალი შეფასების არეალი

. კონვენციის მე-11 მუხლი ირღვევა იმ შემთხვევაში, როდესაც სახეზეა მშვიდობიანი


შეკრების უფლების თვითნებური შეზღუდვა.
მაგალითი
საქმეში მაჰმუდოვი რუსეთის წინააღმდეგ (Makhmudov v. Russia), ადგილობრივი
ხელისუფლების წარმომადგენლებმა გამოიხმეს მოსკოვის ქალაქდაგეგმარების
პოლიტიკის წინააღმდეგ ჩასატარებელი დემონსტრაციის ჩატარების ნებართვა
ვითომდა იმის გამო, რომ ისინი მოელოდნენ „ტერორისტული საქმიანობის
გააქტიურებას“. მიუხედავად ამისა, სასამართლომ დაადგინა კონვენციის მე-11
მუხლის დარღვევა, ვინაიდან მთავრობამ ვერ წარმოადგინა მტკიცებულება,
რითაც დაასაბუთებდა მსგავსი საფრთხის არსებობას

გაერთიანების თავისუფლება . სასამართლომ მრავალგზის თანმიმდევრულად


აღნიშნა, რომ: გაერთიანების შექმნის უფლება წარმოადგენს მე-11 მუხლით
გათვალისწინებული უფლების არსებით შემადგენელ ნაწილს. იურიდიული პირის
შექმნის შესაძლებლობა, რათა კოლექტიურად იმოქმედო საერთო ინტერესების
სფეროში, წარმოადგენს გაერთიანების თავისუფლების ერთ-ერთ
უმნიშვნელოვანეს ასპექტს, რომლის გარეშეც აღნიშნული უფლება ყოველგვარ
აზრს დაკარგავდა. გაერთიანების თავისუფლების უფლება გამოიყენება კერძო
სამართლის სუბიექტების და არა საჯარო სამართლის სუბიექტების მიმართ,
რომლებიც არ ითვლებიან „გაერთიანებად“ (მაგალითად საკუთარი პროფესიული
გაერთიანებების შექმნა)

პოლიტიკური პარტიები პოლიტიკური პარტიები დაცულნი არიან მე-11 მუხლით


გათვალისწინებული გაერთიანების თავისუფლების უფლებით., სულ მცირე, იმის
გამო, რომ მათი არსებობა „არსებითია დემოკრატიის სათანადოდ
ფუნქციონირებისათვის“ აქედან გამომდინარე, მე-11 მუხლის მეორე ნაწილით
გათვალისწინებული გამონაკლისების გამოყენება პოლიტიკური პარტიების
მიმართ ძალზედ მკაცრად უნდა განიმარტოს: შეზღუდვის გამართლებისათვის
საჭიროა დამაჯერებელი და მყარი მიზეზები და სახელმწიფოს მიეცემა ძალზედ
შეზღუდული თავისუფალი შეფასების არეალი. გაერთიანების თავისუფლების
უფლება მოიცავს პოლიტიკური პარტიების ფუნქციონირებას.

პროფკავშირები პროფკავშირები ძირითადად წარმოადგენს მომსახურეების


ინტერესებს დამსაქმებლებთან მოლაპარაკებების დროს. ბევრ ქვეყანაში
პროფკავშირები გაერთიანებულია კონფედერაციების სახ )( კონვენციის 11-ე მუხლით
გათვალისწინებული თავისუფალი გაერთიანების უფლების ფარგლებში გვხვდება
პროფკავშირების შექმნის უფლება. მაგალითისათვის, თურქეთში საჯარო
მოხელეებისათვის პროფკავშირების ჩამოყალიბების აკრძალვით დაირღვა
კონვენციის მე-11 მუხლი

მუხლი 14. დისკრიმინაციის აკრძალვა


მე-14 მუხლის თანახმად, ამ კონვენციით გათვალისწინებული უფლებებითა და
თავისუფლებებით სარგებლობა უზრუნველყოფილია ყოველგვარი
დისკრიმინაციის გარეშე, განურჩევლად სქესის, რასის, კანის ფერის, ენის,
რელიგიის, პოლიტიკური თუ სხვა შეხედულებების, ეროვნული თუ სოციალური
წარმოშობის, ეროვნული უმცირესობისადმი კუთვნილების, ქონებრივი
მდგომარეობის, დაბადებისა თუ სხვა ნიშნისა
.მე-14 მუხლი კრძალავას დისკრიმინაციას მხოლოდ კონვენციის სხვა
უფლებებთან მიმართებით. შესაბამისად, ეს არ არის დამოუკიდებელი
უფლება და კონვენციის რომელიმე სხვა მატერიალურ უფლებასთან ერთად
უნდა იქნეს გამოყენებული

მე-14 მუხლი დისკრიმანაციას პირდაპირ კრძალავს ნებისმიერ საფუძველზე. ასეთი


საფუძვლის მაგალითები მოიცავს სქესს, რასას, კანის ფერს, ენას, რელიგიას,
პოლიტიკურ თუ სხვა შეხედულებებს, ეროვნულ თუ სოციალურ წარმოშობას,
ეროვნულ უმცირესობასთან კავშირში ყოფნას, ქონებას თუ დაბადებას.
პირი დისკრიმინაციის მსხვერპლად ითვლება, თუკი: (1) მას მოექცნენ იმავე
მდგომარეობაში მყოფ სხვა პირთაგან განსხვავებულად (აკრძალული
საფუძვლით) და (2) არ არსებობს მოპყრობაში განსხვავების გონივრული და
ობიექტური გამართლება
დისკრიმინაციის აკრძალვის სამართლის მიზანია, ინდივიდებს საშუალებამისცეს
თანაბრად და თანასწორად მიუწვდებოდეთ ხელი საზოგადოებაში არსებულ
შესაძლებლობებზე. ჩვენ ყოველდღიურად ვაკეთებთ არჩევანს ისეთ
საკითხებზე, როგორიცაა: ვისთან გვქონდეს ურთიერთობა, სად შევიძინოთ
ნივთები და სად ვიმუშაოთ; ვაკეთებთ არჩევანს ზოგიერთი ნივთისა თუ ადამიანის
სასარგებლოდ
პირდაპირი დისკრიმინაციაა, როცა:
• პირს არასახარბიელოდ მოეპყრნენ;
• სხვა პირებთან შედარებით, რომელთაც ანალოგიურ სიტუაციაში მოეპყრნენ
ან მოეპყრობიან;
• და ამას კონკრეტული საფუძველი
აქვს, რომელიც ხვდება “დაცულ
საფუძვლებს” შორის.
არასახარბიელო მოპყრობა გადამწყვეტია დისკრიმინაციის დასადგენად, როცა ეს
მოპყრობა არასახარბიელოა ანალოგიურ სიტუაციაში სხვა პირის მიმარ
თმოპყრობასთან შედარებით. საჩივარი “დაბალ” ანაზღაურებაზე არ ითვლება
დისკრიმინაციის განაცხადად, თუ არ იქნება ნაჩვენები, რომ ანაზღაურებაუფრო
ნაკლებია, ვიდრე ანალოგიური ფუნქციების მქონე სხვა თანამშრომლისთვის იმავე
დამქირავებლის მიერ მიცემული ხელფასი. დისკრიმინაციის აკრძალვის
ევროპულსამართალში არსებული “დაცული საფუძვლები”, კერძოდ: სქესი,
სექსუალურიორიენტაცია, შეზღუდული შესაძლებლობა, ასაკი, რასა, ეთნიკური
წარმომავლობა, ეროვნება და რელიგია ან რწმენა
არაპირდაპირი დისკრიმინაციის პირველი ამოცნობადი კრიტერიუმია აშკარად
ნეიტრალური წესი, კრიტერიუმიან პრაქტიკა. ანუ უნდა არსებობდეს მოთხოვნის
რაღაც ფორმა, რომელიც ყველას ეხება. მეორე ამოცნობადი მოთხოვნა ისაა, რომ
ნეიტრალური წესი, კრიტერიუმი ანპრაქტიკა “დაცულ ჯგუფს” არასახარბიელო
მდგომარეობაში აყენებს
განსხვავდება არაპირდაპირი დისკრიმინაცია პირდაპირისაგან, ამ დროს
ყურადღებამახვილდება არა განსხვავებულ მოპყრობაზე, არამედ განსხვავებულ
გავლენაზე ისკრიმინაციის აკრძალვის დირექტივების თანახმად, შევიწროება
დისკრიმინაციაა, როცა:
• აღინიშნება არასახარბიელო ქმედება დაცულ ჯგუფთან დაკავშირებით;
• ჩადენილია პირის ღირსების შელახვის მი,ზნით;
• და/ან დამაკნინებელი, მტრული,
დამამცირებელი, ღირსების შემლახველი ან შეურაცხმყოფელიგარემოს
შესაქმნელად, როგორც ზემოთ აღინიშნა, არაპირდაპირი დისკრიმინაციის
საქმეებში დისკრიმინაცია დგინდება იმ ფაქტზე დაყრდნობით, რომ ყველას
მიმართ გამოყენებული იქნა ერთი და იგივე წესი, შესაბამის განსხვავებათა
გათვალისწინებისგარეშე. ამგვარი სიტუაციის საკომპენსაციოდ და თავიდან
ასაცილებლად,მთავრობებმა, დამქირავებლებმა და სერვისის მიმწოდებლებმა ეს
განსხვავებები უნდა გაითვალისწინონ და თავიანთი წესები და პრაქტიკა
შესაბამისად დაარეგულირონ, ანუ არსებული პოლიტიკა და ღონისძიებები
გადააწყონ.
გაეროს კონტექსტში ამას უწოდებენ “სპეციალურ ღონისძიებებს”, ხოლო
ევროკავშირის სამართალი ამას “კონკრეტულ ღონისძიებებად” ან
“პოზიტიურქმედებად” მოიხსენიებს.
სპეციალური ღონისძიებების გატარებით, მთავრობები უზრუნველყოფენ “არსებით
თანასწორობას” ანუ საზოგადოებაში არსებული რესურსებით თანაბრად
სარგებლობის შესაძლებლობას და არა უბრალოდ“ფორმალურ თანასწორობას”.
როცა მთავრობები, დამქირავებლები და სერვისის მიმწოდებლები არ
განიხილავენ სპეციალური ღონისძიებების მიღების
საჭიროებას, ისინი ზრდიან იმის საფრთხეს, რომ მათი წესები და პრაქტიკა
არაპირდაპირ დისკრიმინაციად ჩაითვლება.

ძირითადი საკითხები
• დისკრიმინაცია აღწერს სიტუაციას, რომელშიც ინდივიდი გარკვეულად
მოწყვლად მდგომარეობაშია “დაცული მახასიათებლის” გამო;
• არსებობს დისკრიმინაციის რამდენიმე ფორმა: პირდაპირი დისკრიმინაცია,
არაპირდაპირი დისკრიმინაცია, შევიწროება და დისკრიმინაციისაკენ მოწოდება;
• პირდაპირი დისკრიმინაციისათვის დამახასიათე ბელია განსხვავე ბული
მოპყრობა: აშკარა უნდა იყოს, რომ სავარაუდო მსხვერპლს ნაკლებ
სახარბიელოდ მოეპყრნენ იმ მახასიათებლის გამო, რომელიც “დაცულ
საფუძველში” ხვდება;
• ნაკლებ სახარბიელოა თუ არა მოპყრობა, დგინდება სავარაუდო
მსხვერპლისა და ანალოგიურ სიტუაციაში მყოფი პირის შედარებით, როცა ეს
უკანასკნელი არ ფლობს დაცულ მახასიათებელს;
• შესაძლოა, “დაცული საფუძველი” განსხვავე ბული მოპყრო ბის აშკარა
მიზეზი არ იყოს. საკმარისია, აშკარა მიზეზი განუყოფელი იყოს “დაცული
საფუძვლიდან”;
• Eჩჟ-მ და ეროვნულმა სასამართლოებმა აღიარეს ცნება - ასოციაციით
დისკრიმინაცია, როცა ინდივიდს ნაკლე ბ სახარბიელოდ ეპყრო ბიან,
რადგან იგი ასოცირდება სხვა ინდივიდთან, ვინც ფლობს “დაცულ
მახასიათებელს”;
• შევი წროე ბა, ევროკავშირის სამართლის თანახმად, პირდაპირი
დისკრიმინაციის კონკრეტული გამოხატულებაა;
არაპირდაპირი დისკრიმინაციის დასამტკიცე ბლად საჭიროა, პირმა
წარმოადგინოს მტკიცე ბულე ბა, რომ დაცული მახასიათე ბლით გაერთიანებული
ჯგუფი უფრო განსხვავებული ეფექტის ან გავლენის ქვეშ
ხვდება, ვიდრე ჯგუფი ამ დაცული მახასიათებლების გარეშე;
• იმის უზრუნველსაყოფად, რომ ყველამ თანაბრად ისარგებლოს თავისი
უფლებებით, შესაძლოა საჭირო გახდეს, რომ მთავრობებმა, დამქირავებლე ბმა
და სერვისის მიმ წოდე ბლე ბმა სპეციალური ან კონკრეტული
ღონისძიებები გაატარონ თავიანთი წესების ან პრაქტიკის მოსარგებად
განსხვავებულ მახასიათებლებზე;
• ტერმინე ბი: “სპეციალური ღონისძიე ბე ბი” და “კონკრეტული
ღონისძიებები” შესაძლოა მოიცავდეს წარსულში არსებული უთანასწორობის
გამოსწორე ბას, რომელსაც განიცდიდნენ დაცული მახასიათებლების მქონე
პირები. თუ ის პროპორციულია, ამით დისკრიმინაციის
გამართლებაა შესაძლებელი.
ადამიანის უფლე ბათა ევროპული კონვენციის თანახმად, პირდაპირი
დისკრიმინაციის დროს გამოიყენე ბა ზოგადი დაცვა. ევროკავშირის
სამართალში კი პირდაპირ დისკრიმინაციას კონკრეტული დაცვა აქვს,
რომელიც დასაქმების კონტექსტით შემოიფარგლება.
• ევროკავშირის სამართლითა და ადამიანის უფლებათა ევროპული
კონვენციით, არაპირდაპირი დისკრიმინაცია მიზანმიმართული გამართლების
ზოგადი დაცვის ობიექტია.
• განსხვავე ბული მოპყრობის გამართლება შესაძლებელია, როცა იგი
კანონიერ მიზანს ემსახურება და როცა ამ მიზნის მიღწევის საშუალება
სათანადო და აუცილებელია.
• ევროკავშირის სამართლის თანახმად - დისკრიმინაციის აკრძალვის
შესახებ - არაპირდაპირი დისკრიმინაციის ზოგადი დაცვის გარდა, არსებობს
უფრო კონკრეტული დაცვის ფორმები: დასაქმების არსებითი მოთხოვნები;
გამონაკლისები რელიგიურ დაწესებულებებთან დაკავშირე ბით და ასაკო ბრივი
დისკრიმინაციისთვის დამახასიათე ბელი გამონაკლისები.
• ასაკობრივი დისკრიმინაცია ევროკავშირის ერთადერთი დაცული
საფუძველია, რა დროსაც გამართლებულია პირდაპირი დისკრიმინაცია.

სოცილაური პოლიტიკის სახელმძღვანელო -სემინარი 11


კეთილდღეობის სახელმწიფო პოლიტიკური ეკონომიკის სფეროში აღნიშნავს
ისეთი ტიპის სახელმწიფოს, რომელშიც სახელმწიფო თავის თავზე იღებს
მოქალაქეებისათვის უნივერსალური კეთილდღეობის მიწოდების
ვალდებულებას/პასუხისმგებ ლობას. , კეთილდღეობის სახელმწიფო ყველა
ინდუსტრიულ საზოგადოებაში არსებობს, ოღონდ სხვადასხვა ფორმით. ამრიგად,
კეთილდღეობის სახელმწიფო აღიქმება იმ პროგრამების მიხედვით რის
ადმინისტრირებასაც ესა თუ ის ქვეყანა თავის ფარგლებში ეწევა.
კეთილდღეობის სახელმწიფო, ფართო გაგებით, შედგება ფულადი (პენსია,
სოციალური დახმარება და ა.შ.) და არაფულადი ბენეფიტებისაგან
(სერვისებისაგან). ეს უკანასკნელი მოიცავს აქტივობების ფართო სპექტრს:
განათლება, ჯანდაცვა და, ზოგადად, საზოგადოების მოწყვლად ფენებზე
(შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებზე, ბავშვებზე, ხანდაზმულებზე)
ზრუნვის სერვისები.
კეთილდღეობის სახელმწიფოს ძირითადი ფუნქციები პირობითად სამ ჯგუფად
შეიძლება დავყოთ. პირველი ბაზრის მიერ რესურსების ბუნებრივი განაწილების
ნაკლოვანებების შემცირებაა. კეთილდღეობის სახელმწიფო ცდილობს
მეტნაკლებად შეამციროს მატერიალური უთანასწორობა და სიღარიბე, რაც
თავისუფალი ბაზრის პირობებში გარდაუვალ შედეგს წარმოადგენს. მეორე
ფუნქცია ისეთი სოციალური რისკებისგან დამზღვევის ფუნქციაა, რომლისგან
დაზღვევასაც ბაზარი ვერ ახერხებს მესამე და არანაკლებ მნიშვნელოვანი ფუნქცია
ბაზრის ფუნქციონირების გაუმჯობესებაა. ამაში იგულისხმება, მაგალითად,
ადამიანური კაპიტალის განვითარებაში ინვესტირება (განათლების და ექანიზმები
ზემოთ ჩამოთვლილი ფუნქციების განსახორციელებლად კეთილდღეობის
სახელმწიფოს სხვადასხვა მექანიზმი აქვს. მათ შორის ძირითადია: ფულადი
ტრანსფერები, საქონლის პირდაპირი მიწოდება (in-kind benefit), სოციალური
სერვისები, ფისკალური ბენეფიტები, შრომის ბაზრის აქტიური პროგრამები და
შრომის რეგულაცია, ხარისხის უზრუნველსაყოფად სტანდარტების შემოღება
ჯანდაცვის, განათლებისა და უსაფრთხოების სფეროებში. პროფესიული
მომზადება/გადამზადების პროგრამებით)
სოციალური ტრანსფერების ყველაზე გავრცელებული სახეობებია
ხანდაზმულობის პენსია, უმუშევრობის შემწეობა, შშმ პირთა და ბავშვთა შემწეობა.
საქონლის პირდაპირი მიწოდების მაგალითებია უფასო ან სუბსიდირებული
საცხოვრებელი, საკვების ვაუჩერი
სოციალური სერვისები მოიცავს სამედიცინო მომსახურებას, ბავშვზე ზრუნვის
სერვისებს, შშმ პირთა და ხანდაზმულთა მოვლის სათემო სერვისებს, ასევე
განათლების მიწოდებას სხვადასხვა საფეხურზე და ა.შ

ფისკალურ ბენეფიტებში მოიაზრება საგადასახადო შეღავათები ან შემწეობები,


რომლებიც გარკვეული ქმედების, მაგალითად, კერძო საპენსიო სქემაში
მონაწილეობის სტიმულირებისათვის არის გათვალისწინებული

შრომის ბაზრის აქტიური პროგრამები მოიცავს საჯარო სამუშაოებს,


პროფესიულ მომზადება/გადამზადებას
კომერციული კეთილდღეობა (commercial welfare) გულისხმობს კეთილდღეობის
სერვისებისა და პროდუქტების ყიდვა-გაყიდვას+ ბაზარზე. გამყიდველი ამ
შემთხვევაში მოგებაზეა ორიენტირებული

კერძო კეთილდღეობა (Private Welfare) შეიძლება მივიჩნიოთ კომერციული


კეთილდღეობის ნაწილად, რადგან იგი გულისხმობს პირის მიერ ბაზარზე
თავისთვის სასურველი სოციალური მომსახურების შეძენას. კეთილდღეობის
კერძო წყაროს შეიძლება ასევე მივაკუთვნოთ ინდივიდის დანაზოგი ან
ნებაყოფლობითი კერძო დაზღვევა

საქველმოქმედო კეთილდღეობის (Voluntary welfare) შემქმნელი და


მიმწოდებელი ძალიან მრავალფეროვანი და მრავალრიცხოვანი
ორგანიზაციებია, რომლებიც შეიძლება განვათავსოთ ბაზარსა და სახელმწიფოს
შორის. ხშირად მათ არამომგებიან (non-profit) ან მესამე სექტორს უწოდებენ. მათ
შეიძლება მივაკუთვნოთ მთელი რიგი აქტორებისა, არაფორმალური
თვითდახმარების ჯგუფებით დაწყებული, არასამთავრობო ორგანიზაციებითა და
ქსელებით დამთავრებული

არაფორმალური კეთილდღეობა (Informal Welfare), რომელიც დიდი ხნის


მანძილზე იყო უგულებელყოფილი სოციალური პოლიტიკის კვლევაში. ეს
უკანასკნელი ძირითადად მოიაზრებს მეგობრებისა და ოჯახის წევრების
ერთმანეთზე ზრუნვასა და მოვლა-პატრონობას,

სოციალური უფლებების განსჯადობის მოდელები


რესურსების გადანაწილების გარდა, სოციალური უფლებების განსჯადობა იმიტომაც არის
პრობლემურად მიჩნეული, რომ ასეთ გადაწყვეტილებებს, როგორც წესი, წარმოდგენილი
მხარეების გარდა მესამე პირებზეც აქვს გავლენა. ეს გავლენა კი ხშირად წინასწარ
განუჭვრეტელია. შესაბამისად, სოციალური უფლებების განსჯადობის მოწინაღმდეგეები
მიიჩნევენ, რომ სასამართლოს ამ უფლებებთან დაკავშირებული საქმეების
გადასაწყვეტად ლეგიტიმაცია და კომპეტენცია არ აქვს.

განასხვავებენ სოციალური უფლებების განსჯადობის სამ ფორმას: კატეგორიულს,


დეფერენციულს (თვითშემზღუდველს) და დიალოგურს. პირველი ორი მიდგომა
განსჯადობის ორი უკიდურესი ფორმაა. პირველ შემთხვევაში სასამართლო
შინაარსობრივად განსაზღვრულ დირექტივას აძლევს ხელისუფლების სხვა შტოებს ,
მაგალითად, პირდაპირ ავალებს, დააფინანსონ კონკრეტული პირის ან ჯგუფის მიერ
მოთხოვნილი სამედიცინო მომსახურება. დეფერენციული სასამართლო პირიქით -
თვითშეზღუდვას მიმართავს და კითხვის ნიშნის ქვეშ არ აყენებს დასკვნებს , რომლებიც
პოლიტიკური პროცესის შედეგად იქნა გამოტანილი. ამ ორ უკიდურეს ფორმას შორის
არის დიალოგური მიდგომა, რომლის ფარგლებშიც სასამართლო, კონკრეტული
პოლიტიკის შინაარსის დადგენის გარეშე, იძლევა ზოგად მითითებებს, მაგალითად , იმის
შესახებ, რომ გარკვეულ სფეროში რეფორმა აუცილებელია ან/და ასეთი რეფორმა
გარკვეულ მიმართულებებს უნდა შეიცავდეს. 21 მას დიალოგურს სწორედ იმიტომ
უწოდებენ, რომ ამ მოდელის პირობებში სასამართლო საკანონმდებლო და პოლიტიკის
შემუშავების პროცესზე კონსტრუქციულად ზემოქმედებს

ინდივიდუალური პროცედურული გარანტიებ

ამ მოდელის ქვეშ იგულისხმება შემთხვევები, როდესაც სასამართლო თავს იკავებს


კონკრეტული არსებითი გარანტიის მინიჭებისგან და, ადმინისტრაციული სამართლის
ტრადიციის კვალდაკვალ, გადაწყვეტილებაში წარმოჩენილი დასაბუთების
გათვალისწინებით, შესაბამის ორგანოს საკითხის ხელახლა განხილვას დიალოგურ
რეჟიმში სთხოვს

რედისტრიბუცია - თავისუფალი ბაზრის პირობებში რესურსების / შემოსავლების


განაწილების ხელახალი გადანაწილება საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფს შორის
ფულადი ტრანსფერების და /ან საჯარო სერვისების მიწოდების მეშვეობით

You might also like