Download as pdf or txt
Download as pdf or txt
You are on page 1of 3

1

ქართული ენა და ლიტერატურა

V კლასი

შემაჯამებელი დავალება I

სახელი, გვარი:

თარიღი:

ყურადღებით წაიკითხე ტექსტი და შეასრულე ქვემოთ მოცემული დავალებები.

მელა და წერო

(ადაპტირებულია ეზოპეს იგავ–არაკის მიხედვით)

ერთი მელა დიდი ანცი1 ვინმე ბრძანდებოდა. ყველაზე მეტად ის უყვარდა, როცა ვინმეს
ამასხარავებდა, დათვი იქნებოდა, მგელი, წერო თუ ყორანი.

ერთხელ მელამ წერო სახლში მიიწვია სადილად და ოსპის2 წვნიანი მოუმზადა. წერო
სუფრასთან მოკალათდა3 და მშიერ მუცელზე ფრთები მოითათუნა. მასპინძელმა მაშინვე
გამოაცუნცულა ორი თეფში, რომლებზეც წვნიანი ესხა და მაგიდაზე დაალაგა. მელა ენით თქვლეფდა,
წერომ ერთი კი დახედა თეფშს და ელდა ეცა4, აქედან როგორ უნდა შევჭამოო, მაგრამ არ შეიმჩნია.
მონდომებით ჩაყო ნისკარტი, კარგა ხანს იწვალა, თუმცა ამაოდ. დარჩა მშიერი. გულდაწყვეტილმა
შეხედა მელას და ახლაღა შენიშნა, თვალები რა ეშმაკურად უციმციმებდა.

მეორე დღეს წერომ მიიწვია მელა სადილად. სტუმარი სკამზე მოკალათდა. ჩუმ–ჩუმად
ეცინებოდა, როცა ახსენდებოდა, წინა დღეს როგორ გაამასხარავა გულუბრყვილო მეგობარი.
წერომ ვიწროპირიან, მაღალ სურებში5 ჩაასხა წვნიანი და ისე მოიტანა. მან თავისი გრძელი
ნისკარტი ჩაყო სურაში და ჭამა დაიწყო. მელამ სურა მიიდგა, მაგრამ ნურას უკაცრავად! ცხვირის
წვერიც კი ვერ მიაწვდინა ძირამდე, რომ წვნიანი ამოეხვრიპა. დარჩა ხახამშრალი. წერომ მადიანად
ისადილა და მერე მელას ღიმილით მიუტრიალდა:

– რატომ არ მიირთმევ, მელაკუდავ?

– სულაც არ არის სასაცილო! – ჩაიბუზღუნა მელამ, – ეს რა ხუმრობაა?! იცი, რა საშინლად მშია?!

– ახლა მაინც ისწავლი ჭკუას?! – მშვიდად მიუგო წერომ, – ნუ გაამასხარავებ მეგობრებს, თუ არ


გინდა, რომ თავადაც ასე მოგექცნენ.

დავალებების შესრულებამდე გაითვალისწინე:

1. კითხვაზე პასუხის დაწერამდე კიდევ ერთხელ დაუბრუნდი ტექსტის საჭირო


მონაკვეთს;
2. აუცილებლად დააკვირდი დეტალებს;

1
ცელქი, მოუსვენარი.
2
პარკოსანი მცენარე.
3
მოხერხებულად დაჯდა, მოეწყო.
4
შეწუხდა, გაოგნდა.
5
ფართომუცლიანი და წვრილყელიანი ჭურჭელი.
2

3. სიტყვის მნიშვნელობის გასარკვევად გამოიყენე კონტექსტი და სქოლიოში მოცემული


ლექსიკონი;
4. წერის დასრულებისას გადახედე შენს პასუხებს.

ტექსტის გაგება – 5 ქულა

(1 ქ.) 1. ტექსტის მიხედვით, ვის უყვარდა მეგობრების გამასხარავება?


პასუხი დაწერე აქ: მელა 1ქ.

(1 ქ.) 2. პირველად რომელმა მიიწვია მეგობარი სადილად?


ა) მელამ მგელი.
ბ) წერომ მელა.
გ) მელამ წერო.
დ) მგელმა ყორანი.
სწორი პასუხი აღნიშნე აქ: გ: მელამ წერო 1ქ.

(1 ქ.) 3. რატომ ეცა ელდა წეროს თეფშის დანახვისას?


ა) რადგან არ შიოდა.
ბ) რადგან თეფშიდან ჭამას ვერ მოახერხებდა.
გ) რადგან შემოთავაზებული საჭმელი არ მოეწონა.
დ) რადგან მისი ულუფა ძალიან ბევრი იყო.
სწორი პასუხი აღნიშნე აქ: ბ:რადგან თეფშიდან ჭამას ვერ ახერხებდა 1ქ.

(1 ქ.) 4. რატომ მიართვა წერომ მელას საჭმელი ვიწროპირიანი სურით?


ა) უნდოდა, რომ მეტი საჭმელი თვითონ დარჩენოდა.
ბ) უნდოდა, რომ სამაგიერო გადაეხადა.
გ) უნდოდა, რომ ჭკუა ესწავლებინა.
დ) უნდოდა, რომ მადლიერება გამოეხატა.
სწორი პასუხი აღნიშნე აქ: გ: უნდოდა რომ ჭკუა ესწავლებინა 1ქ.

(1 ქ.) 5. აირჩიე წინადადება, რომელიც ამ იგავ–არაკის შეგონებას გადმოსცემს:


ა) არასდროს გაამასხარაო ის, ვინც სადილზე გპატიჟებს.
ბ) არ მოექცე მეგობარს ისე, როგორც ის გექცევა.
გ) არასდროს გაეხუმრო მეგობრებს.
დ) არ მოექცე სხვებს ისე, როგორც არ გინდა, რომ შენ მოგექცნენ. 1ქ.
სწორი პასუხი აღნიშნე აქ: დ: არ მოექცე სხვებს ისე, როგორც არ გინდა, რომ შენ მოგეგცნენ.

ლექსიკა – 2 ქულა

გაარკვიე ხაზგასმული სიტყვების მნიშვნელობები:


3

(1 ქ.) 1. ჩუმ–ჩუმად ეცინებოდა, როცა ახსენდებოდა, წინა დღეს როგორ გაამასხარავა


გულუბრყვილო მეგობარი.
ა) ადვილად მოსატყუებელი. ბ) ადვილად დასათანხმებელი. გ) ადვილად გასაბრაზებელი. დ)
ადვილად მოსაბოდიშებელი.
სწორი პასუხი აღნიშნე აქ: ადვილად მოსატყუებელი 1ქ.

(1 ქ.) 2. ცხვირის წვერიც კი ვერ მიაწვდინა ძირამდე, რომ წვნიანი ამოეხვრიპა. დარჩა
ხახამშრალი.
ა) გაოგნებული. ბ) გათამამებული. გ) ხელცარიელი. დ) თავზეხელაღებული.
სწორი პასუხი აღნიშნე აქ:. ხელცარიელი 1ქ.

ფაქტი თუ მოსაზრება? – 3 ქულა

მიაწერე წინადადებას, ტექსტის მიხედვით, ფაქტია თუ მოსაზრება.

(1 ქ.) 1. მელას მოსწონდა, როგორც ეხუმრებოდა თავის მეგობრებს. ფაქტი


(1 ქ.) 2. წერო სულაც არ არის გულუბრყვილო. მოსაზრება
(1 ქ.) 3. მელამ წეროს საქციელი ხუმრობად არ ჩათვალა. ფაქტი 3ქ.

შეფასების რუბრიკა

კრიტერიუმები (ტექსტის გაგება) ქულა


პასუხი სწორია. 1
პასუხი არასწორია. 0

კრიტერიუმები (ლექსიკა) ქულა


პასუხი სწორია. 1
პასუხი არასწორია. 0

კრიტერიუმები (ფაქტი თუ მოსაზრება) ქულა


პასუხი სწორია. 1
პასუხი არასწორია. 0

დავალება 1 2 3 4 5 6 7 8 9 10
მიღებული 1 1 1 1 1 1 1 1 1 1
ქულა

შეფასება: 10ქ

You might also like