Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 2

სომხური ეკლესია საქართველოში

საქართველოში მოქმედებს სომხური ეკლესიის ეპარქია. არქიეპისკოპოსის


რეზიდენცია მდებარეობს თბილისში. მისი კათედრალური ტაძარია სურფგევორქი.მძიმე
ისტორიული ვითარების გამო სომხები ხშირად ისწრაფოდნენ საქართველოსკენ. 451 წელს
ირანის წინააღმდეგ აჯანყების დამარცხების შემდეგ მამიკონიანების საგვარეულოს
წარმომადგენლები შეიფარა ქართლის პიტიახშმა არშუშამ. ზოგი მათგანი დაბრუნდა
სომხეთში, მაგრამ ბევრი საქართველოში დარჩა. გოგარენე სომხეთის და ქართლის მოსაზღვრე
რეგიონი იყო და იქ კომპაქტურად დასახლებული სომხური თემი არსებობდა. გოგარენეს
სომხური თემი შედიოდა ცურტავის საეპისკოპოსოში. მას სათავეში ედგა ეთნიკურად
ქართველი ან სომეხი ეპისკოპოსი, რომელსაც ღვთისმსახურების აღსრულება შეეძლო
ქართულ და სომხურ ენებზე. გოგარენეს სომხური თემი გაძლიერდა მამიკონიანთა და მათი
ამალის აქ დასახლების შემდეგ. წმინდა შუშანიკის საფლავზე აგებული სამარტვილე იქცა
მრევლის გამაერთიანებელ ცენტრად. კირონ I-მა ცურტავის საეპისკოპოსოში
ღვთისმსახურების ერთადერთ ენად ქართული გამოაცხადა.კომპაქტური სომხური თემი
არსებობდა თბილისში, სადაც X საუკუნის II ნახევარში მოღვაწეობდა სომეხი მღვდელი
კირაკოზი. 1178 წელს ჰრომკლას საეკლესიო კრების მონაწილეთა შორის მოხსენიებულია
თბილისის არქიეპისკოპოსი ბარსეღი. XII საუკუნის მეორე ნახევრიდან ცენტრალური და
ჩრდილოეთ სომხეთი საქართველოს სამეფომ გაათავისუფლა თურქ-სელჩუკებისგან და
შეიერთა. დავით აღმაშენებელმა სომხური მოსახლეობა დაასახლა გორში და ხელს უწყობდა
მათ ვაჭრობა-ხელოსნობის განვითარებაში. საქართველოს სამეფოში მოხვედრილი სომხური
მოსახლეობის სასულიერო ლიდერობა იკისრა თბილისის სომეხმა არქიეპისკოპოსმა. XI-XIII
საუკუნეებში სომეხ-ქართველთა რამდენიმე ერთობლივი საეკლესიო კრება შედგა: 1046
წელს ღრტილის კრება, 1197 და 1204 წლებში თბილისში გამართული კრებები. ერთიან
სახელმწიფოში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ცდილობდა შეეერთებინა
სომხური ეკლესია, თუ არადა დოგმატური დაახლოებსთვის მაინც მიეღწია. ამ
მიზნით ზაქარია მხარგრძელმა 1205 წ․ ლორეში და 1207 წელს ანისში მოიწვია საეკლესიო
კრებები. საქართველოს სამეფოში შემავალი ბაგრევანდის მხარეში შეიქმნა ვალაშკერტის
საეპისკოპოსო და აშენდა ქართული ტაძრები. 1655 წელს თბილისში
აშენდა ხოჯავანქის ეკლესია და სასაფლაო. 1780 და 1787 წლებში ერეკლე II-მ 7 ათასი სული
სომეხი გადაასახლა ერევნის სახანოდან თბილისში. მათი უდიდესი ნაწილი
შემდეგ განჯაში გადასახლდა. ივანე პასკევიჩის მეცადინეობით1826-1828 წლებში რუსეთ-
სპარსეთის ომის დროს 35 ათასი სული სომეხი გადაასახლეს ქვემო ქართლში, ხოლო 1828-1829
წლებში რუსეთ-ოსმალეთის ომის დროს 90 ათასი სული სომეხი დაასახლეს
ოსმალეთიდან ჯავახეთში. ასეთი დიდი რაოდენობით დასახლებულ სომხურ მოსახლეობას
სჭირდებოდა ეკლესიები და აშენებდა კიდეც. XIX საუკუნის შუა წლებიდან დაიწყო სომეხ
მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დაკრძალვა ხოჯივანქის სასაფლაოზე და ასე
გაჩნდა თბილისის სომხური პანთეონი. საქართველოს სომეხთა სამწყსოს იერარქები ხშირად
სომხური ეკლესიისა და კულტურის გამოჩენილი მოღვაწეები იყვნენ. რამდენიმე მათგანი
შემდგომში სრულიად სომხეთის კათოლიკოსი გახდა. მათ შორის იყო ნერსეს
აშტარაკელი. საბჭოთა პერიოდში მრავალი სომხური ეკლესია მოიშალა და განადგურდა.

XX საუკუნის 90-იანი წლებიდან სომხური სამოციქულო ეკლესია საქართველოსგან


ითხოვს სადავო ეკლესიების საკითხს გადაჭრას. ასეთი სადავო ეკლესიებია ნორაშენი, სურბ
ასტვაწაწინი, სურბ მინასი, სურფნიშანი, მოღნისის წმინდა გიორგის ეკლესია, ახალციხის
სურფნიშანი. 2004 წლიდან სომხური ეკლესიის თბილისის ეპარქიას ხელმძღვანელობს ვაზგენ
მირზახანიანი. ამჟამად საქართველოში მოქმედია თბილისში სურფგევორქისა და ეჩმიაძინის
ტაძრები, ახალქალაქში სურბხაჩის, ნინოწმინდაში სურბ სარგისის, ახალციხეში გრიგოლ
განმანათლებლის, ბათუმში მაცხოვრის და მარნეულში ღვთისმშობლის ეკლესიები.

You might also like