საშინაო ნაშრომი, ნების ნაკლი

You might also like

Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 15

ნების ნაკლი

შალვა ხაჩიძე

აკადემიური მუშაობის ტექნიკები

სამართლის ფაკულტეტი

ლექტორი: ლევან გოგოხია

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი. თბილისი, 2022 წელი.


შესავალი

თანამედროვე სამართლის სისტემა საქართველოში რამდენიმე ათწლეულის


განმავლობაში ვითარდებოდა და თანდათან იხვეწება. სამართლის სპეციალისტები
მუშაობენ ხარვეზების გამოსწორებაზე საქართველოს კანონმდებლობაში, თუმცა
სამართლის სისტემის და კანონის მუშაობის სრულყოფილების მიღწევა
პრაქტიკულად თითქმის შეუძლებელია, რადგან დროთა განმავლობაში ახალ-ახალი
ხარვეზები იკვეთება და სამართალი დაუსრულებლად გადის ცვლილებებს.
სამართალის სისტემა ადამიანების მიერ არის შექმნილი, ხოლო ადამიანის ბუნებაში
შედის შეცდომები. შესაბამისად, სამართლის სისტემაშიც მრავლად არის კარგად
დაუმუშავებელი და ხარვეზების მქონე ნაწილები. ხშირად ნების გამოვლენისას
ადამიანები სხვადასხვა მიზეზების გამო შეცდომაში შედიან, ნების გამოვლენა კი
სამართლებრივი შედეგების დადგომის წინაპირობაა, ამიტომ ნების გამოვლენის
დროს დაშვებულმა შეცდომამ შესაძლოა დააზარალოს ნების გამომვლენი, ისეთი
შედეგები მოუტანოს მას, რომელიც მის სურვილს არ შეესაბამებოდა და დააზარალოს
იგი. სწორედ ამ თემას შეეხება "ნების ნაკლი", რომელიც იმისთვის არის შექმნილი,
რომ ადამიანებმა თავიანთ მიერ ნების გამოვლენისას დაშვებული შეცდომების გამო
სავალალოდ არ აგონ პასუხი, "ნების ნაკლის" მიზანი ასეთი შემთხვევების
პრევენციაა, მისი დანიშნულება მსგავსი გამოვლენილი ნებისა და გარიგებების
მოწესრიგებაა.

ეს თემა თანამედროვე სამყაროში ძალიან აქტუალურია, რადგან სამართალთან


კავშირი ყველა ადამიანს აქვს, იგი პირდაპირ მათ სიცოცხლეზე ახდენს გავლენას.
შეცდომით, მოტყუებითა და ძალდატანებით გარიგების დადების შედეგად ძალიან
ბევრი ადამიანი დაზარალდა, ამის პრევენციისთვის აღნიშნული თემა
მნიშვნელოვანია. ძალიან ბევრი კვლევები, სამაგისტრო და სამეცნიერო ნაშრომები
დაიწერა ამ თემასთან დაკავშირებით, შესაბამისად მსჯელობები და მასალა ძალიან
დიდია.

კვლევის მიზანია რამდენიმე სამართლებრივი წყაროებიდან ინფორმაციების


მობილიზება "ნების ნაკლთან" დაკავშირებით, ამ ინფორმაციის განვრცობა და
მკითხველამდე მიტანა, თუ რა შემთხვევაში აქვთ საქმე ნების ნაკლთან. კვლევის
მიზანი ამ თემაზე მსჯელობა და მისი გაანალიზებაა. ნაშრომში ინფორმაცია
მოძიებული იქნება ქეთევან უერთაშვილის გარიგების ცნება და სახეებიდან,
აღნიშნულ ნაშრომში კარგად არის გაანალიზებული და დიდი ყურადღება ექცევა
შეცდომით დადებულ გარიგებებს, იძულებით დადებულ გარიგებებს და ასევე
მოტყუებით დადებულ გარიგებებს, რაც საკვლევ თემას "ნების ნაკლს" ძალიან
დაეხმარება, ასევე მნიშვნელოვანი წყაროა დალი გურასპაშვილის შეცდომით
დადებული გარიგებები (შედარებით-სამართლებრივი ანალიზი) ნახსენებ ავტორს
ეკუთვნის სიტყვები საკვლევი თმის მნიშვნელობასთან დაკავშირებით: "ვინაიდან
საკმაოდ მაღალია ალბათობა იმისა, რომ გარიგება შეცდომით დაიდოს, შესაბამისად,
აუცილებელია ამ ინსტიტუტის საფუძვლიანად და სრულყოფილად მოწესრიგება".

რა დროს აქვთ ადამიანებს საქმე "ნების ნაკლთან"? შესაძლებელია ეს


უკავშირდებოდეს და ამავედროულად საუბარი იყოს შეცდომით დადებული
გარიგებების კატეგორიებზე, მოტყუებით დადებულ გარიგებებზე და ასევე
იძულებით დადებულ გარიგებებზე, რომელიც ნების ნაკლის დიდ ნაწილს შეადგენს.

რა შეიძლება გამოიწვიოს ხარვეზიანმა ნების გამოვლინებამ? როდესაც


გამოვლენილ ნებაში არის რაიმე ხარვეზი იგი უმეტეს შემთხვევაში გარიგების
ბათილობის საფუძველია. სამართლიანობა ხომ თავის მხრივ აწესრიგებს იმას, რომ
ადამიანის შეცდომით რაიმე სახის სიკეთის დაკარგვის დაბრუნების
შესაძლებლებლობა ჰქონდეს.
რას მოიცავს ნების ნაკლი? ნების ნაკლი მოიცავს როგორც შეცდომით
დადებულ გარიგებებს, ასევე მოტყუებითა და იძულებით დადებულ გარიგებებს.
თითოეული ასპექტი დიდი რაოდენობით მასალას მოიცავს, რადგან უამრავი
სხვადასხვა სახის შემთხვევებია დაფიქსირებული, რომლების მოსაწესრიგებლადაც
მნიშვნელოვანია ყოველი მათგანის ძირეულად შესწავლა.
თუმანიშვილი, გიორგი. 2012. გარიგებები. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი.
თბილისი

ანოტაცია

ტექსტი ეხება "ნების ნაკლის" შესახებ მოძიებული წყაროების ანოტაციას. მოცემული


ანოტაციის მიზანი არის ის, რომ მკითხველს წინასწარ შეუქმნას წარმოდგენა
წყაროზე, მის სანდოობაზე და შესაბამისობაზე. ანოტაციის მიზანია მკითხველს
მისცეს საშუალება გააცნობიეროს არის თუ არა მისთვის საჭირო და მისი ინტერესის
შესაბამისი მოცემული წყარო. რაც შეეხება წყაროს - "გარიგებების" ავტორს, გიორგი
თუმანიშვილი არის სამართლის დოქტორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის
ასოცირებული პროფესორი, რომელსაც არაერთი მნიშვნელოვანი ტექსტი აქვს
დაწერილი ქართულ სამართალთან დაკავშირებით. აღნიშნული ტექსტი "გარიგებანი"
ერთ-ერთ მნიშვნელოვან წყაროს წარმოადგენს "ნების ნაკლთან" დაკავშირებით,
რადგან იგი მოიცავს ყველა სასურველ და საჭირო ინფორმაციას ამ თემასთან
დაკავშირებით. ტექსტი იწყება მნიშვნელოვანი საკითხის განხილვით თუ საერთოდ
რა არის გარიგება, რა არის მისი ეტიმოლოგიური, შინაარსობრივი, ნორმატიული ან
უბრალოდ დეფინიციური მნიშვნელობა. მოკლედ და მარტივად არის გადმოცემული
გარიგების სახეები, შეცდომით დადებული გარიგებები, ბათილი გარიგებები,
მოტყუებით დადებული გარიგებები, იძულებით დადებული გარიგებები, გარიგების
ფორმები და ასე შემდეგ. ნების ნაკლის დიდი ნაწილია შეცდომით დადებული
გარიგებები, სამოქალაქო სამართლისთვის მეტად მნიშვნელოვანია იმის გარკვევა, თუ
რა უნდა ჩაითვალოს შეცდომად, მსგავსი საკითხები კი დეტალურად და მარტივად
გასაგებად არის აღწერილი წყაროში.
უერთაშვილი, ქეთევან. 2020. გარიგების ცნება და სახეები. შპს გურამ
თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტი. თბილისი.

ანოტაცია

ტექსტი ეხება "ნების ნაკლის" შესახებ მოძიებული წყაროების ანოტაციას. მოცემული


ანოტაციის მიზანია მკითხველს წინასწარ შეუქმნას წარმოდგენა წყაროზე, მის
შესაბამისობაზე. ანოტაციის მიზანია მკითხველს მისცეს იმის საშუალება, რომ
გააცნობიეროს არის თუ არა აღნიშნული წყარო მისთვის საჭირო. ტექსტის ავტორი
სამართლის მაგისტრანტი უერთაშვილი ქეთევანია, ხოლო ნაშრომის ხელმძღვანელი
კი ასოცირებული პროფესორი თამარ ჩიტოშვილია. ტექსტი ეხება გარიგების ცნებასა
და სახეებს, მისი მიზანია გარიგების სამართლებრივი ბუნების განსაზღვრა და
სამართლის მეცნიერებაში განვითარებული მიდგომების შესწავლა. გარიგრბრბის
შესახებ ამომწურავი ტექსტის დაწერა შეუძლებელია, რადგან მის შესახებ დიდი
რაოდენიბის მასალა არსებობს, ამიტომ მოცემულ ტექსტში სამოქალაქო კოდექსზე
დაყრდნობით მიმოხილულია გარიგებების სახეები და სხვადასხვა სიტუაციები.
მასში მოყვანილია თითქმის ყველა სახის გარიგებებიზე ინფორმაცია, როგორებიცაა
ცალმხრივი, ორმხრივი და მრავალმხრივი გარიგებები, მავალდებულებელი და
განკარგვითი გარიგებები, სასყიდლიანი და უსასყიდლო გარიგებები, ბათილი
გარიგებები, შეცდომით დადებული გარიგებანი, მოტყუებით დადებული გარიგებები
და ასე შემდეგ. ყოველ ნახსენებ თემასთან დაკავშირებით ტექსტში შედის მისი
აღწერები. აღნიშნული წყარო "ნების ნაკლზე" ნაშრომის დასაწერად ერთ-ერთი
ყველაზე მნიშვნელოვანია, რადგან სწორედაც რომ გარიგების ცნება და სახეები
შეადგენს მის უდიდეს ნაწილს.
ლიტერატურის მიმოხილვა

წინამდებარე ნაშრომში მიმოხილული იქნება საკვლევ თემასთან


დაკავშირებული ინფორმაციები, წყაროები, მათ შორის მსგავსებები და
განსხვავებები. იქიდან გამომდინარე, რომ ნების ნაკლი საკმაოდ დიდ ინფორმაციებს
მოიცავს და ძალიან ვრცელი თემაა, ასევე სამართლის ძალიან მნიშვნელოვანი
ნაწილი, საჭიროა ამ თემაში კომპეტენტური და პროფესიონალი ადამიანების
ნაშრომების გამოყენება, შეჯამება, მათ შესახებ მსჯელობა, ინფორმაციების
ჩამოყალიბება და მკითხველამდე მიტანა.

საკვლევ კითხვებზე პასუხების გასაცემად, რაც ყველაზე მნიშვნელოვანი


ნაწილია, საჭიროა ქართულ სამართალში კარგი გამოცდილების მქონე ადამიანების
მიერ მოპოვებული ინფორმაციების შეჯამება და მათი განვრცობა. საკვლევი
კითხვების მთავარი თემა შეცდომით დადებულ გარიგებებზე მსჯელობაა, ასევე
მსჯელობა უნდა იყოს ისეთ გარიგებებზე, რომლებიც მოტყუებით დაიდო ან
თუნდაც დაძალებით. ყოველი ეს ასპექტი მნიშვნელოვანია, სწორედ ეს ყოველი
ნაწილი ნების ნაკლის საწინდარია, რაც მთავარი საკვლევი თემაა და საკვლევი
კითხვებიც ამ საკითხების გარშემო ტრიალებს. ასევე საკვლევ კითხვებზე პასუხების
გასაცემად საჭიროა მაგისტრანტების ნაშრომები, რომლებმაც უკვე ბევრი იმსჯელეს
ამ საკითხებთან დაკავშირებით და საკმაოდ მოცულობითი ნაშრომებიც შექმნეს,
მაგალითად შპს გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო
უნივერსიტეტის სტუდენტი ქეთევან უერთაშვილის სამაგისტრო ნაშრომი
"გარიგების ცნება და სახეები" ძალიან დაეხმარება საკვლევ საკითხებზე პასუხების
გაცემისას ავტორს, ისევე როგორც დალი გურასპაშვილის "შეცდომით დადებული
გარიგებები (შედარებით-სამართლებრივი ანალიზი)" რადგან ის ყველაზე
მნიშვნელოვანი თემები, რომლებიც საკვლევ კითხვებს სცემს პასუხს, სწორედ ამ
ნაშრომებში მოიპოვება.

იქიდან გამომდინარე, რომ საკვლევი თემა "ნების ნაკლი" სამართლის დიდ


ნაწილს შეადგენს ხელშეკრულებების და გარიგებების ნაწილში, ისეთი საკითხია,
რომ ძირითადი ნების ნაკლის ნაწილი დიდ აზრთასხვადასხვაობას და დისკუსიებს
არ იწვევს სამართალმცოდნეებში და ამ სფეროს მკვლევარებში. მათი უმეტესობის
შეხედულებები ემთხვევა ერთმანეთს და ძირითადი ნების ნაკლის გამომწვევი
გარემოებების საფძვლები ერთნაირად აქვთ მათ განხილული თავიანთ ნაშრომებში.
ის საკითხი, რომ ნების ნაკლის გამომწვევია შეცდომით დადებული გარიგებები,
მოტყუებით დადებული გარიგებები, ძალდატანებით დადებული გარიგებები ნების
ნაკლის საწინდარია არ არის სადისკუსიო და ისედაც აშკარაა, აქედან გამომდინარე
სამართლის სპეციალისტებს შორის აზრთასხვადასხვაობა არ არის ამ თემასთან
დაკავშირებული და მათ მიერ შექმნილი ნაშრომების ძირეული ასპექტები ერთია და
სამართლმცოდნეებსაც არ აქვთ მკაფიოდ განსხვავებული თვალსაზრისები ამ
კონკრეტულ თემასთან დაკავშირებით. კერძოდ კი ავტორის მიერ გამოყენებული
წყაროების ავტორების, დალი გურასპაშვილის, გიორგი გ. თუმანიშვილის, სოფიო
კიკოშვილის, ქეთევან უერთაშვილის და სერგი ჯობერნაძის შეხედულებები
ერთმანეთს ემთხვევა.

სერგი ჯობერნაძის თქმით: "სამოქალაქო სამართალში ისეთ ვითარებას, როცა


გარეგნულად გამოვლენილი ნება არ ემთხვევა მისი გამოვლენის ნამდვილ შინაგან
ნებას და გარიგება და გარეგნული გამოვლენის შეფეგად დაიდო, ნების ნაკლი
ეწოდება" ამის დასკვნის შემდგომ კი მას და სხვა ავტორებსაც სხვადასხვა დეტალები
მსგავსად აქვთ განხილული სამაგისტრო ნაშრომებში.

"ყველა სამართლებრივი სისტემის მიხედვით, ხარვეზიანი ნების არსებობა


შესაძლოა იწვევდეს გარიგების ბათილობას. გარიგების ბათილობის ფართოდ
გავრცელებული საფუძვლებიდან, ერთ-ერთი საფუძველი არის შეცდომა, რომელიც
დაკავშირებულია „არასწორ წარმოდგენასთან გარიგების საგნის თვისებების ან
გარემოებების, ან გარიგების პირობების შესახებ“ - წერს დალი გურასპაშვილი.
როდესაც გარიგებებში სახეზეა ნების ნაკლი, უმეტეს შემთხვევაში ნების შეცდომით
გამოვლენის საფუძველზე ისახება, სწორედ ამ საკითხს განავრცობენ და განმარტავენ
ავტორები. ნების ნაკლი ყველაზე ხშირად იწვევს გარიგებების ბათილობას და ხელს
უშლის სამართლებრივი შედეგების დადგომაც, რაც ყოველი გარიგების მონაწილე
მხარეების მთავარ მიზანს წარმოადგენს. ამიტომ აუცილებელია ნების გამოვლენა არ
მოხდეს შეცდომით, მოტყუებით ან ძალდატანებით, რათა ადგილი არ ჰქონდეს ნების
ნაკლს, რაც გარიგების ბათილობას გამოიწვევს. იმისათვის, რომ ავტორს თავის
ნაშრომში ეს მიგნებები აესახა, მას დაეხმარა ნახსენები სამაგისტო წყაროები, რაც
შემდგომში განვრცობას საჭიროებს.

წინამდებარე ნაშრომს აქამდე ჩატარებულ კვლევებთან და აქამდე მოპოვებულ


ინფორმაციებთან პირდაპირი კავშირი აქვს, რადგან სწორედ მათი დახმარებით
დაწერა ავტორმა ნაშრომი "ნების ნაკლი". იქიდან გამომდინარე, რომ აღნიშნული
თემა სამართალს ეხება საშინაო ნაშრომის დამოუკიდებლად დაწერა შედარებით
რთულდება, რადგან ამ სფეროში, იმისათვის რომ რაიმე მიგნება გავაკეთოთ
აუცილებელია დიდი გამოცდილება და ინფორმაციების კარგად გაანალიზება.
ლიტერატურის შეჯამების მიმოხილვა

საკითხის კვლევის შედეგად მიღებულ იქნა ნების ნაკლთან დაკავშრებით სხვადასხვა


ავტორთა შეხედულებების განხილვა და შეჯამება. სამეცნიერო ნაშრომის მთავარ
საკვლევ კითხვებს წარმოადგენდა თუ რა შემთხვევაში აქვთ ადამიანებს საქმე ნების
ნაკლთან, რასაც პასუხი გაეცა იქიდან გამომდინარე, რომ ავტორმა მოიხსენია
მაგისტრანტების და სხვა სამართალმცოდნეების ნამუშევრები და მათი
მტკიცებულებები გამოიყენა აღნიშნულ თემასთან დაკავშირებულ კითხვებზე
პასუხების გასაცემად. საკვლევი თემის მთავარ მიზანს წარმოადგენდა ნების ნაკლზე
მსჯელობა და მასთან დაკავშირებით სხვადასხვა კომპეტენტური ადამიანების
შეხედულებების შედარება და განხილვა, თუ რაოდენ დიდი მსგავსება, ან
განსხვავებაა ამ ავტორების შეხედულებებს შორის, ჰქონდა თუ არა რომელიმე ავორს
განსხვავებული თვალსაზრისი და განსაკუთრებული მოსაზრებები ამ თემასთან
დაკავშირებით. ეს მიზანი გარკვეულწილად შესრულდა ავტორის მიერ, რადგან
ნახსენებია ავტორები და ციტატები მათი ნამუშევრებიდან, ასევე ამ ავტორების
ნაშრომების ანალიზია და შინაარსი განხილული ლიტერატურის მიმოხილვაში,
რომლებიც შემდგომ ავტორმა შეადარა ერთმანეთს და დაადგინა თუ რა
განსხვავებები და რა საერთო მოსაზრებებია აღნიშნულ საკვლევ თემასთან
დაკავშირებით, რის შედეგადაც მკითხველისთვის გასაგები ხდება, რომ სამართლის
ამ ასპექტთან დაკავშირებით, რომელიც გარიგებების ძალიან დიდ ნაწილს
წარმოადგენს და საკმაოდ ვრცელი თემაა, სამართალმცოდნეებს შორის ძირითადი
აზრთასხვადასხვაობა არ არის და მათი ნაშრომების ძირეული ნაწილი ერთმანეთს
ემთხვევა. ლიტერატურის მიმოხილვით ცნობილი გახდა, რომ საკვლევ თემასთან
დაკავშირებული პრობლემები ნაშრომში ნახსენებ ავტორებს: დალი გურასპაშვილს,
გიორგი თუმანიშვილს, სოფიო კოკოშვილს და ქეთევან უერთაშვილს ერთნაირად
აქვთ განხილული და მათ შორის არ არის აზრთასხვადასხვაობა. სამართალში ძალიან
დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, თუ რა შეხედულებები და მოსაზრებები აქვთ
სხვადასხვა ავტორებს სხვადასხვა თემებთან დაკავშირებით, სწორედ ავტორების
ერთ-ერთ თემასთან, კერძოდ კი „ნების ნაკლთან“ დაკავშირებული შეხედულებებია
განხილული ლიტერატურის მიმოხილვაში და მკაფიოდ აღნიშნა ავტორმა თუ რა
მსგავსებებია მათ მოსაზრებებს შორის და რატომ ემთხვევა ხშირად ერთმანეთს მათი
მოსაზრებები ამ თემასთან დაკავშირებით.
ბიბლიოგრაფია

კიკოშვილი, სოფიო. კერესელიძე, დავით. 2008. ქართული სამართლის მიმოხილვა.

საკითხების ქართულ-ევროპული საკონსულტაციო ცენტრი, თბილისი.

გურასპაშვილი, დალი. 2019. შეცდომით დადებული გარიგებები. კავკასიის

საერთაშორისო უნივერსიტეტი, თბილისი..

უერთაშვილი, ქეთევან. 2020. გარიგების ცნება და სახეები. შპს გურამ


თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტი. თბილისი.

თუმანიშვილი, გიორგი. 2012. გარიგებები. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი.


თბილისი.

You might also like