Download as doc, pdf, or txt
Download as doc, pdf, or txt
You are on page 1of 17

თარგმანი: ლილი ხეჩუაშვილი მორჩილების ბიჰევიორალური შესწავლა 1

მორჩილების ქცევის შესწავლა


სტენლი მილგრემი

ამ თავში აღწერილია დესტრუქციული მორჩილების ლაბორატორიული კვლევის


პროცედურა. ის მოიცავს გულუბრყვილო ცდის პირისთვის მითითების მიცემას, რომ უფრო
და უფრო მეტად დასაჯოს მსხვერპლი დასწავლის ექსპერიმენტის კონტექსტში. სასჯელი
შოკის გენერატორის მეშვეობით მიეწოდება, რომელსაც 30 დანაყოფიანი ღილაკები აქვს
ნიშნულიდან „მსუბუქი შოკი“ ნიშნულამდე „საფრთხე: მწვავე შოკი.“ მსხვერპლი
ექსპერიმენტატორის მოკავშირეა. პირველადი? დამოკიდებული ცვლადია მაქსიმალური
შოკი, რომლის მიყენებისთვისაც მზად არის ცდის პირი, ვიდრე ის უარს იტყვის
ექსპერიმენტის გაგრძელებაზე. 26 ცდის პირი სრულად დაემორჩილა ექსპერიმენტატორის
მითითებებს და გენერატორზე შოკის უმაღლესი რაოდენობა დააფიქსირა. 14-მა ცდის პირმა
გარკვეულ მომენტში შეწყვიტა ექსპერიმენტი, როდესაც მსხვერპლმა გააპროტესტა და უარი
თქვა პასუხების გაცემაზე. პროცედურამ ნერვული დაძაბულობის უკიდურეს დონეს მიაღწია
ზოგიერთ ცდის პირთან. უხვი ოფლიანობა, კანკალი და ენის ბორძიკი ამ ემოციური
დარღვევის ტიპური გამოხატულება იყო. დაძაბულობის ჯერაც აუხსნელი ერთი
მოულოდნელი გამოხატულება იყო რეგულარული ნერვული სიცილი, რომელიც ზოგიერთ
ცდის პირთან უკონტროლო შეტევების სახით ვლინდებოდა. ამ ექსპერიმენტში
ნანახისაინტერესო ქცევითი დინამიკა, , ცდის პირისთვის სიტუაციის რეალურობა და
პროცედურის ფარგლებში პარამეტრული ვარიაციის შესაძლებლობა შემდგომი კვლევის
ნაყოფიერებაზე მიუთითებს.

შეიძლება ითქვას, რომ მორჩილება სოციალური ცხოვრების სტრუქტურის ბაზისური


ელემენტია. ავტორიტეტის გარკვეული სისტემა საზოგადოებრივი ცხოვრების აუცილებელ
მოთხოვნას წარმოადგენს და მხოლოდ იზოლაციაში მცხოვრები ადამიანი არ არის იძულებული,
რომ სხვების მითითებებზე მოახდინოს რეაგირება, იქნება ეს დაუმორჩილებლობა თუ
დაქვემდებარება. მორჩილება, როგორც ქცევის დეტერმინანტი, განსაკუთრებით რელევანტურია
ჩვენს დროში. უტყუარად არის ცნობილი, რომ 1933-1945 წლებში მილიონობით უდანაშაულო
ადამიანი სისტემატურად იხოცებოდა ბრძანებით?. აშენდა გაზის კამერები, სიკვდილის ბანაკებს
იცავდნენ?, გვამების დღიური კვოტები ისეთივე ეფექტურობით სრულდებოდა, როგორც
საყოფაცხოვრებო ტექნიკის წარმოებისას. ეს არაადამიანური პოლიტიკა, შესაძლოა, ერთი
პიროვნების გონებაში იღებდეს სათავეს, მაგრამ მისი ასეთი მასშტაბებით განხორციელება
თარგმანი: ლილი ხეჩუაშვილი მორჩილების ბიჰევიორალური შესწავლა 2

მხოლოდ დიდი რაოდენობით ადამიანების მეშვეობით იყო შესაძლებელი, რომლებიც


ბრძანებებს ემორჩილებოდნენ.
მორჩილება ფსიქოლოგიური მექანიზმია, რომელიც ინდივიდის ქმედებას პოლიტიკურ
მიზნებს უკავშირებს. ეს დისპოზიციური დუღაბია, რომელიც ადამიანებს ძალაუფლების
სისტემასთან აკავშირებს. ბოლოდროინდელი ისტორიის ფაქტები და ყოველდღიურ ცხოვრებაზე
დაკვირვებები გვაფიქრებინებს, რომ მორჩილება ბევრი ადამიანისთვის ღრმად ფესვგამდგარი
ქცევითი ტენდენცია შეიძლება იყოს; ეს, ფაქტობრივად, დომინანტური იმპულსია, რომელიც
სძლევს დასწავლილ ეთიკას, სიმპათიასა და მორალურ ქცევას. ს. პ. შოუ (1961) მის
მნიშვნელოვნებაზე მიუთითებს, როდესაც წერს:

როდესაც კაცობრიობის გრძელ და პირქუშ ისტორიაზე ფიქრობთ, აღმოაჩენთ, რომ


მორჩილების სახელით უფრო მეტად ამაზრზენი დანაშაული იქნა ჩადენილი, ვიდრე
აჯანყებებისას. თუ ამაში ეჭვი შეგეპარებათ, უილიამ შირერის „მესამე რაიხის აღმასვლა და
დაცემა“ წაიკითხეთ. გერმანელ ოფიცერთა კორპუსმა მორჩილების ყველაზე მკაცრი კოდი
შემოიღო . . . მორჩილების სახელით ისინი მსოფლიოს ისტორიაში ყველაზე ბოროტ
ფართომასშტაბიან მოქმედებებში მონაწილეობდნენ და დახმარებას უწევდნენ ერთმანეთს
(გვ. 24).

მართალია, მოცემულ კვლევაში აღწერილ ეპიზოდებში წარმოდგენილ მორჩილების


კონკრეტულ ფორმას თავისი წინაპირობები გააჩნია, არ უნდა ვიფიქროთ, რომ ყველანაირი
მორჩილება სხვების წინააღმდეგ აგრესიულ ქმედებას მოიაზრებს. მორჩილება მთელ რიგ
პროდუქტულ ფუნქციასაც ემსახურება. საზოადოების ცხოვრება, ფაქტობრივად, მის არსებობას
ეფუძნება. მორჩილება გამაკეთილშობილებელი და განმანათლებლური შეიძლება იყოს და ისევე
შეეხებოდეს ქველმოქმედებისა და სიკეთის აქტებს, როგორც დესტრუქციას.

ზოგადი პროცედურა
შემუშავებულ იქნა პროცედურა, რომელიც მორჩილების შესასწავლ სასარგებლო? მეთოდად
იქნა მიჩნეული (Milgram, 1961). ის მოიცავს გულუბრყვილო ცდის პირისთვის მსხვერპლისთვის
ელექტროშოკის მიყენების მითითების მიცემას. გამოყენებულ იქნა შოკის გენერატორის
სიმულატორი, რომელზეც ნათლად იყო აღნიშნული განსხვავებული ვოლტაჟის 30 დანაყოფი,
რომელიც 15-დან 450 ვოლტამდე მერყეობდა. ინსტრუმენტს სიტყვიერი მინიშნებებიც ჰქონდა:
„მსუბუქი შოკიდან“ ნიშნულამდე „საფრთხე: მწვავე შოკი“. მსხვერპლის, ექსპერიმენტატორის
მიერ გაწვრთნილი მეკავშირის, პასუხები სტანდარტიზებული იყო. შოკის მიყენების
მითითებები გულუბრყვილო ცდის პირს „დასწავლის ექსპერიმენტის“ კონტექსტში ეძლევა,
რომელიც აშკარად? მეხსიერებაზე სასჯელის ეფექტის შესასწავლად არის მოწოდებული.
თარგმანი: ლილი ხეჩუაშვილი მორჩილების ბიჰევიორალური შესწავლა 3

ექსპერიმენტის მსვლელობისას გულუბრყვილო ცდის პირს მსხვერპლისთვის უფრო და უფრო


ინტენსიური შოკის მიყენების მითითება ეძლევა მაშინაც კი, როდესაც ის უახლოვდება დონეს
ნიშნით „საფრთხე: მწვავე შოკი.“ შინაგანი წინააღმდეგობა ძლიერდება და გარკვეულ მომენტში
ცდის პირი უარს ამბობს ექსპერიმენტის გაგრძელებაზე. შეწყვეტამდე განხორციელებული ქცევა
„მორჩილებად“ აღიქმება, როდესაც ცდის პირი ექსპერიმენტატორის მითითებებს ექვემდებარება.
შეწყვეტის მომენტი დაუმორჩილებლობის აქტს წარმოადგენს. ცდის პირის ქცევას
რაოდენობრივი მნიშვნელობა იმ შოკის მაქსიმალური ინტენსივობის მიხედვით ენიჭება,
რომლის მიყენებისთვისაც მზად არის კვლევაში მონაწილეობაზე უარის თქმამდე. ამრიგად,
ნებისმიერი კონკრეტული ცდის პირისთვის და ნებისმიერი კონკრეტული ექსპერიმენტული
სიტუაციისთვის მორჩილების ხარისხი რიცხვითი მნიშვნელობით შეიძლება გამოისახოს.
კვლევის ძირითადი სიძნელე იმ ფაქტორების სისტემატური ვარირებაა, რომლებიც მიჩნეულია,
რომ ცვლიან ექსპერიმენტატორის მითითებებისადმი მორჩილების ხარისხს.
ეს ტექნიკა ექსპერიმენტის მსვლელობისას რამდენიმე მომენტში მნიშვნელოვანი ცვლადებით
მანიპულირების საშუალებას იძლევა. შეიძლება ვარირებდეს განკარგულების წყარო, შინაარსი
და ფორმა; განკარგულების აღსრულების ინსტრუმენტები, სამიზნე ობიექტი, ზოგადი
სოციალური გარემო და ა. შ. მაშასადამე, უფრო და უფრო მეტი ექსპერიმენტული პირობის შექმნა
კი არ არის პრობლემა, არამედ იმ პირობების შერჩევა, რომლებიც მორჩილების პროცესს
ნათელყოფს სოციოფსიქოლოგიური თვალთახედვიდან.

მსგავსი კვლევები
კვლევა-ძიება მნიშვნელოვნად უკავშირდება მორჩილებისა და ავტორიტეტის ფილოსოფიურ
ანალიზს (Aewndt, 1958; Friedrich, 1958; Weber, 1947), მორჩილების ფრანკის (1944) მიერ
წარმოებულ ადრეულ კვლევებს, „ავტორიტარულობის“ კვლევებსა (Adorno, Frenkel-Brunswik,
Levinson, and Sanford, 1950; Rokeach, 1961) და სოციალური ძალაუფლების ანალიტიკური და
ემპირიული კვლევების ბოლოდროინდელ სერიებს (Cartwright, 1959). ის დავალებულია
სოციალურ ფსიქოლოგიაში შთაგონებასთან დაკავშირებული დიდი ხნის წინ დაყენებული
საკითხებისგან, იქნება ეს მისი ნორმალური ფორმები (მაგალითად, Binet, 1900) თუ კლინიკური
მანიფესტაციები (Charcot, 1881). თუმცა, პირველ რიგში, ის სოციალურ ფაქტზე უშუალო
დაკვირვებიდან მომდინარეობს: ინდივიდი, რომელსაც ლეგიტიმური ძალაუფლების მქონე
ავტორიტეტი აძლევს მითითებას, ჩვეულებრივ, ემორჩილება მას. მორჩილება იოლად და
ხშირად ხორციელდება. ის სოციალური ცხოვრების გავრცელებული და შეუცვლელი
მახასიათებელია.
თარგმანი: ლილი ხეჩუაშვილი მორჩილების ბიჰევიორალური შესწავლა 4

მეთოდი

ცდის პირები
ცდის პირები იყვნენ 20-დან 50 წლამდე 40 მამაკაცი ნიუ ჰეივენიდან და მიმდებარე
დასახლებებიდან. ცდის პირები შერჩეულ იქნენ საგაზეთო სარეკლამო განცხადებებითა და
უშუალო საფოსტო გზავნილებით. ისინი, ვინც გამოეხმაურნენ განცხადებებს, როგორც ჩანს,
დარწმუნებულნი იყვნენ, რომ იელის უნივერსიტეტში მიმდინარე მეხსიერებისა და დასწავლის
კვლევაში უნდა მიეღოთ მონაწილეობა. შერჩევაში პროფესიათა ფართო სპექტრი იყო
წარმოდგენილი. ტიპური ცდის პირები იყვნენ ფოსტის კლერკები, სკოლის მასწავლებლები,
გამყიდვლები, ინჟინრები და მუშები. ცდის პირთა განათლების დონე არასრული დაწყებითი
განათლებიდან დოქტორანტურამდე და სხვა პროფესიულ ხარისხებამდე ვარირებდა. მათ
ექსპერიმენტში მონაწილეობისთვის 4.50 დოლარს უხდიდნენ. თუმცა, ცდის პირებს უთხრეს,
რომ ანაზღაურება უბრალოდ ლაბორატორიაში მოსვლისთვის იყო განკუთვნილი და ფული
ნებისმიერ შემთხვევაში მათი იყო განურჩევლად იმისა, თუ რა მოხდებოდა ლაბორატორიაში
მოსვლის შემდეგ. 4. 1. ცხრილში მოცემულია ექსპერიმენტულ პირობაში მოთავსებულ ცდის
პირთა ასაკობრივი და პროფესიული გადანაწილება.

4.1. ცხრილი
ასაკისა და საქმიანობის ტიპების განაწილება ექსპერიმენტში.
საქმიანობები 20-29 წელი 30-39 წელი 40-50 წელი ჯამური
n n პროცენტი
(საქმიანობები)
მუშები, კვალიფიცირებული 4 5 6 37.5
და არაკვალიფიცირებული
გაყიდვები, ბიზნესი და 3 6 7 40.0
კლერკები
პროფესიონალები 1 5 3 22.5
ჯამური პროცენტი (ასაკი) 20 40 40
შენიშვნა: სულ N = 40

პერსონალი და მოქმედების ადგილი


ექსპერიმენტი იელის უნივერსიტეტის ბაზაზე ჩატარდა ურთიერთქმედების ელეგანტურ?
ლაბორატორიაში. (ეს დეტალი რელევანტურია ექსპერიმენტის ლეგიტიმურობისთვის. შემდგომ
ვარიაციებში ექსპერიმენტი აღარ ასოცირდებოდა უნივერსიტეტთან, რამაც თავისი შედეგები
მოიტანა ცდის პირთა ქცევის თვალსაზრისით.) ექსპერიმენტატორის როლს 31 წლის სკოლის
ბიოლოგიის მასწავლებელი ასრულებდა. ის მშვიდი და აუღელვებელი იყო და მკაცრად
თარგმანი: ლილი ხეჩუაშვილი მორჩილების ბიჰევიორალური შესწავლა 5

გამოიყურებოდა მთელი ექსპერიმენტის მსვლელობისას. მას ტექნიკოსის ნაცრისფერი ხალათი


ეცვა. მსხვერპლის როლს 47 წლის ბუღალტერი ასრულებდა, რომელსაც სპეციალური წვრთნა
ჰქონდა ამ როლისთვის გავლილი. ის წარმოშობით ირლანდიელ-ამერიკელი იყო და
დამკვირვებელთა უმრავლესობამ მორიდებულად და სიმპათიურად მიიჩნია.

პროცედურა
თითოეულ ექსპერიმენტში ერთი გულუბრყვილო ცდის პირი და ერთი მსხვერპლი
(მეკავშირე) მონაწილეობენ. წინასწარ უნდა მომზადებულიყო ტექსტი, რომლითაც
გამართლებული იქნებოდა გულუბრყვილო ცდის პირის მიერ ელექტროშოკის მიყენება. ეს
წარმატებით განხორციელდა ლეგენდით (მოგონილი ისტორიით). სასჯელსა და დასწავლას
შორის ნავარაუდევი ურთიერთმიმართების შესახებ ზოგადი შესავლის შემდეგ ცდის პირს
უთხრეს:

თუმცა, ფაქტობრივად, ძალიან ცოტა რამ ვიცით დაწავლაზე სასჯელის ზემოქმედების


შესახებ, ვინაიდან ადამიანებზე თითქმის არ ჩატარებულა ჭეშმარიტად მეცნიერული კვლევა.
მაგალითად, არ ვიცით, თუ რამდენად არის სასჯელი საუკეთესო დასწავლისთვის და არც ის
ვიცით, თუ რა განსხვავებას იძლევა ის იმისდა მიხედვით, თუ ვინ სჯის, ანუ, ზრდასრული უკეთ
დაისწავლის მასზე ახალგაზრდისგან, თუ ასაკოვანი პიროვნებისგან და ბევრი ასეთი საკითხი.
ასე რომ, ამ კვლევაში სხვადასხვა საქმიანობისა და ასაკის ზრდასრულები შევკრიბეთ და
ზოგიერთ მათგანს ვთხოვეთ, რომ მასწავლებელი ყოფილიყო, ზოგიერთს კი — მოსწავლე.
გვსურს, გავარკვიოთ, თუ რა გავლენას ახდენს სხვადასხვა ადამიანი ერთმანეთზე, როგორც
მასწავლებლები და მოსწავლეები და, ასევე, რა გავლენა აქვს სასჯელს ამ სიტუაციაში
დასწავლაზე.
აქედან გამომდინარე, ერთ-ერთ თქვენგანს ვთხოვ, რომ მასწავლებელი იყოს, მეორეს კი —
მოსწავლის როლი შეასრულოს.
რომელიმე თქვენგანს რაიმე პრიორიტეტი ხომ არ გაქვთ?

შემდეგ ცდის პირებმა კენჭი ყარეს, თუ ვინ იქნებოდა ექსპერიმენტში მასწავლებელი და ვინ -
მოსწავლე. კენჭისყრა ისე იყო მოწყობილი, რომ გულუბრყვილო ცდის პირი ყოველთვის
მაწავლებელი იყო და ექსპერიმენტატორის მეკავშირე — მოსწავლე. (ორივე ფურცელზე
„მასწავლებელი“ ეწერა.) კენჭისყრის დასრულებისთანავე მასწავლებელი და მოსწავლე გვერდით
ოთახში გაჰყავდათ და მოსწავლეს „ელექტრო სკამის“ აპარატურაზე ღვედებით ამაგრებდნენ.
ექსპერიმენტატორი უხსნიდა, რომ ღვედები ელექტრო შოკის მიღებისას ჭარბი მოძრაობების
თავიდან ასარიდებლად იყო საჭირო. მიზანი იყო, რომ შეუძლებელი გამხდარიყო სიტუაციიდან
გაქცევა. ელექტროდები მოსწავლეს მაჯებზე ჰქონდა მიმაგრებული, „დამწვრობების თავიდან“
თარგმანი: ლილი ხეჩუაშვილი მორჩილების ბიჰევიორალური შესწავლა 6

ასაცილებლად კი სპეციალური საცხი გამოიყენებოდა. ცდის პირებს უთხრეს, რომ


ელექტროდები გვერდით ოთახში მდგარ შოკის გენერატორთან იყო მიერთებული.
სანდოობის გასამყარებლად ექსპერიმენტატორი ხმამაღლა პასუხობდა მოსწავლის შეკითხვას:
„მიუხედავად იმისა, რომ შოკი უკიდურესად მტკივნეული შეიძლება იყოს, ის არ გამოიწვევს
ქსოვილის პერმანენტულ დაზიანებას.“

დასასწავლი საკითხი
ცდის პირის მიერ წარდგენილი გაკვეთილი შეწყვილებული ასოციაციების დასწავლის
ამოცანას წარმოადგენდა. ცდის პირი მოსწავლეს ჯერ შეწყვილებული სიტყვების სერიებს
უკითხავდა და შემდეგ — წყვილის პირველ სიტყვას ოთხ სხვა სიტყვასთან ერთად. მოსწავლეს
უნდა მიეთითებინა, თუ რომელი მათგანი იყო თავდაპირველ წყვილში მოცემული პირველ
სიტყვასთან ერთად. ის თავის პასუხს მის წინ განლაგებული ოთხიდან ერთ-ერთ ღილაკზე
ხელის დაჭერით აფიქსირებდა, რის შედეგადაც შოკის გენერატორის თავზე მოთავსებულ
პასუხების ყუთზე გადანომრილი ოთხიდან ერთ-ერთი კვადრატი ინთებოდა.

შოკის გენერატორი
ინსტრუმენტის პანელი ჰორიზონტალურად განლაგებული 30 ჩამრთველი ბერკეტისგან
შედგებოდა. თითოეულ ჩამრთველთან ნათლად იყო მითითებული ვოლტაჟი, რომელიც 15-დან
450 ვოლტამდე იცვლებოდა. ყოველი შემდეგი ჩამრთველი მარცხნიდან მარჯვნივ 15 ვოლტით
მეტს აჩვენებდა: მსუბუქი შოკი, ზომიერი შოკი, ძლიერი შოკი, ძალიან ძლიერი შოკი,
ინტენსიური შოკი, უკიდურესად ინტენსიური შოკი, საფრთხე: მწვავე შოკი. (ამ ბოლო ნიშნულის
შემდეგ განთავსებული ორი ჩამრთველი უბრალოდ აღნიშნული იყო ნიშნით XXX.)
ჩამრთველზე ხელის დაჭერის შემდეგ: ღია წითლად ინთებოდა თითოეული ჩამრთველის
შესატყვისი ნათურა; ისმოდა ელექტროდენის ზუზუნი; ინთებოდა ელექტრული ცისფერი
სინათლე აღნიშვნით „ძაბვის აქტივატორი“; ვოლტაჟის საზომზე ისარი მარჯვნივ იხრებოდა;
ისმოდა სხვადასხვა სარელეო წკაპუნი.
გენერატორის ზედა მარცხენა კუთხეში იკითხებოდა წარწერა „შოკის გენერატორი. ტიპი ZPB.
დისონის ინსტრუმენტების კომპანია. უოლტჰანი, მასსი. გამოსავალი 15-450 ვოლტი.“
ინსტრუმენტის დეტალები ზედმიწევნით იქნა დამუშავებული აუთენტურობის
უზრუნველსაყოფად. პანელზე ზუსტი ინდუსტრიული გრავირება იყო გაკეთებული და ყველა
კომპონენტი უმაღლესი ხარისხის იყო. ექსპერიმენტში მონაწილე არც ერთ ცდის პირს არ
შეპარვია ეჭვი, რომ ინსტრუმენტი უბრალოდ შოკის გენერატორის სიმულატორი იყო.1
1
მსგავსი ტექნიკა, რომელშიც შოკის გენერატორი გამოიყენებოდა, აღწერილი აქვს ბასს (Buss,1961) ლაბორატორიაში
აგრესიის კვლევისას. ექსპერიმენტული პროცედურის დეტალების მნიშვნელოვანი მსგავსებისდა მიუხედავად,
თითოეული მკვლევარი მეორის ნაშრომის იგნორირების პირობებში მუშაობდა. მილგრამმა თავისი შოკის
გენერატორის გეგმა და ფოტოები, ექსპერიმენტული პროცედურა და პირველი შედეგები 1961 წლის იანვარში
თარგმანი: ლილი ხეჩუაშვილი მორჩილების ბიჰევიორალური შესწავლა 7

სანიმუშო შოკი
თითოეულ გულუბრყვილო ცდის პირს მასწავლებლის როლის შესრულებამდე შოკის
გენერატორზე სანიმუშო შოკი ეძლეოდა. ეს ყოველთვის 45 ვოლტის სიდიდის შოკი იყო და
გენერატორის მესამე ჩამრთველზე ხელის დაჭერით მიიღებოდა. შოკი გულუბრყვილო ცდის
პირს მაჯაზე მიეწოდებოდა და მისი წყარო 45 ვოლტიანი ბატარეა იყო, რომელიც გენერატორზე
მავთულით იყო მიმაგრებული. ეს კიდევ მეტად არწმუნებდა ცდის პირს გენერატორის
აუთენტურობაში.

შოკის ინსტრუქციები
ცდის პირს ეძლეოდა ინსტრუქცია, რომ მოსწავლისთვის შოკი ყოველი მცდარი პასუხის
გაცემის შემდეგ უნდა მიეწოდებინა. გარდა ამისა, და ეს იყო ძირითადი მითითება, ცდის პირს
ეძლეოდა ინსტრუქცია „მოსწავლის მიერ ანთებულ ყოველ შემდეგ მცდარ პასუხზე შოკის
გენერატორის ერთი დანაყოფით უფრო მაღალი ვოლტაჟის ჩამრთველი გამოეყენებინა.“ მას,
ასევე, სთხოვდნენ, რომ შოკის მიყენებამდე ხმამაღლა გამოეცხადებინა ვოლტაჟი. ამის მიზანი
იყო, რომ ცდის პირისთვის მუდმივად შეეხსენებინათ, რომ მოსწავლეს მზარდი ინტენსივობის
შოკი მიეწოდებოდა.

წინასწარი და ჩვეულებრივი მსვლელობა


წინასწარმა ტესტირებამ აჩვენა, რომ სიტყვების კითხვისა და შოკის ადმინისტრირების
პროცედურა გარკვეულ პრაქტიკას საჭიროებდა, რათა შეუფერხებლად წარმართულიყო. ამიტომ
ჩვეულებრივი სეანსის დაწყებამდე მასწავლებელს 10 სიტყვისგან შემდგარი სერიები ეძლეოდა
მოსწავლესთვის წასაკითხად. ამ გასავარჯიშებელ სერიებში შედიოდა სამი ნეიტრალური სიტყვა
(ანუ სიტყვები, რომლებსაც მოსწავლე სწორად პასუხობდა) ისე, რომ ის შვიდი სიტყვისთვის
იღებდა შოკს, მაქსიმალური ნიშნულით 105 ვოლტი (ზომიერი შოკი). თითქმის ყველა ცდის
პირმა კარგად დაისწავლა პროცედურა წინასწარი სერიის დასასრულისთვის.
შემდეგ ცდის პირებს მეორე ჩამონათვალი მიეწოდებოდათ და ეუბნეოდნენ, რომ პროცედურა
იგივე იყო, რაც პირველი ჩამონათვალის შემთხვევაში; თუმცა, ექსპერიმენტატორი ამატებდა:

როდესაც სიის ბოლომდე ჩახვალთ, ისევ თავიდან გაიმეორეთ და გააგრძელეთ შოკის


მიწოდება მანამ, სანამ მოსწავლე ყველა წყვილს არ დაისწავლის.

ექსპერიმენტატორი ცდის პირს აძლევდა ინსტრუქციას, რომ

National Science Foundation-სთვის მომზადებულ ანგარიშში წარმოადგინა. ეს ანგარიში მხოლოდ შეზღუდულ


წრეებში გავრცელდა. ბასმა თავისი პროცედურა ექვსი თვის შემდეგ აღწერა, მაგრამ ის უფრო ფართო აუდიტორიას
გააცნო. მოგვიანებით გაიცვალა ტექნიკური ინფორმაცია და ანგარიშები. წინამდებარე სტატიამ რედაქტორის
ოფისამდე პირველად 1961 წლის დეკემბერში მიაღწია. 1962 წლის 27 ივლისს შესწორებული ვერსია ხელახლა
გადაეცა რედაქციას.
თარგმანი: ლილი ხეჩუაშვილი მორჩილების ბიჰევიორალური შესწავლა 8

დაიწყეთ 15 ვოლტიდან და შოკის დონე ერთი საფეხურით გაზარდეთ ყოველ ჯერზე,


როდესაც მოსწავლე მცდარად გიპასუხებთ.

მსხვერპლის უკუკავშირი
მოსწავლე ყველა პირობაში სიტყვების წყვილების ტესტში წინასწარ განსაზღვრულ პასუხებს
იძლეოდა და მისი პასუხების თანმიმდევრობა დაახლოებით სამ მცდარ და ერთ სწორ პასუხს
მოიაზრებდა. წარმოდგენილ ექსპერიმენტულ სიტუაციაში მოსწავლე არავითარ სხვა ვოკალურ
პასუხს ან პროტესტის რაიმე ნიშანს არ იძლეოდა, ვიდრე შოკის დონე 300-ს არ მიაღწევდა.
როდესაც მას 300 ვოლტის შოკი მიეწოდებოდა, მოსწავლე ოთახის კედელზე ბრახუნს იწყებდა,
რომელშიც ელექტრო სკამზე იყო მიბმული. ცდის პირს შეეძლო დარტყმების ხმის გაგონება. ამ
მომენტიდან მოსწავლის პასუხები აღარ ფიქსირდებოდა ოთხნიშნიან პანელზე.
ამ კრიტიკულ მომენტში ცდის პირები, როგორც წესი, მითითებებისთვის
ექსპერიმენტატორისკენ ტრიალდებოდნენ. ექსპერიმენტატორი ეუბნეოდა მათ, რომ პასუხის
არარსებობა მცდარ პასუხად უნდა ჩაეთვალათ და ჩვეული რეჟიმით განეგრძოთ შოკის მიყენება.
ის ურჩევდა ცდის პირს, რომ 5-10 წამი დაეცადა, ვიდრე პასუხის არარსებობას მცდარ პასუხად
მიიჩნევდა და შემდეგ გაეზარდა შოკი ერთი საფეხურით ყოველ ჯერზე, როდესაც მოსწავლე ვერ
მოახერხებდა სწორი პასუხის გაცემას. მოსწავლის მიერ კედელზე ბრახუნის ხმა 315 ვოლტის
ოდენობის შოკის მიწოდებისას მეორდებოდა. ამის შემდეგ საერთოდ აღარაფერი ისმოდა მისგან
და არც პასუხების პანელზე ინთებოდა რომელიმე ნათურა.

ექსპერიმენტატორის უკუკავშირი
ექსპერიმენტის სხვადასხვა მომენტში ცდის პირი შეიძლება მიბრუნებულიყო
ექსპერიმენტატორისკენ რჩევისათვის და ეკითხა, უნდა გაეგრძელებინა თუ არა შოკის მიწოდება;
ანდა შეიძლება ეთქვა, რომ აღარ სურს გაგრძელება. მნიშვნელოვანი იყო ამ მოთხოვნებსა და
რეაქციებზე ექსპერიმენტატორის პასუხების სტანდარტიზება.
თუ ცდის პირი კვლევაში მონაწილეობის გაგრძელების სურვილის უქონლობაზე
მიუთითებდა, მაშინ ექსპერიმენტატორის პასუხი „ბიძგების“ წახალისების თანმიმდევრობას
წარმოადგენდა და ამას იმდენჯერ იმეორებდა, რამდენჯერაც საჭირო იქნებოდა ცდის პირის
ჩვეულ რიტმში დასაბრუნებლად.

ბიძგი 1: გთხოვთ, გააგრძელოთ ან გთხოვთ, მიდით.


ბიძგი 2: ექსპერიმენტი საჭიროებს, რომ გააგრძელოთ.
ბიძგი 3: აბსოლუტურად აუცილებელია, რომ გააგრძელოთ.
ბიძგი 4: სხვა არჩევანი არ გაქვთ, უნდა გააგრძელოთ.
თარგმანი: ლილი ხეჩუაშვილი მორჩილების ბიჰევიორალური შესწავლა 9

ბიძგები ყოველთვის თანმიმდევრულად მიეწოდებოდა ცდის პირს: მხოლოდ პირველი


ბიძგის წარუმატებლობის შემთხვევაში შეიძლებოდა მეორის გამოყენება. თუ ცდის პირი უარს
მეოთხე ბიძგის შემდეგაც ამბობდა ექსპერიმენტატორისადმი დამორჩილებაზე, ექსპერიმენტი
წყდებოდა. ექსპერიმენტატორის ხმის ტონი ყოველთვის მტკიცე, მაგრამ ზრდილობიანი იყო.
ბიძგების თანმიმდევრობა ყოველ ჯერზე თავიდან იწყებოდა, რამდენჯერაც ცდის პირი
შეფერხდებოდა ან უარს იტყოდა მითითებების შესრულებაზე.

სპეციალური ბიძგები
თუ ცდის პირი იკითხავდა, მოსწავლე ვალდებული იყო თუ არა, რომ პერმანენტული
ფიზიკური დაზიანებებით დატანჯულიყო, ექსპერიმენტატორი პასუხობდა:

მიუხედავად იმისა, რომ შოკი შეიძლება მტკივნეული იყოს, ის არ გამოიწვევს ქსოვილის


პერმანენტულ დაზიანებას; ასე რომ, გთხოვთ, გააგრძელოთ. [ეს ფრაზა საჭიროების
შემთხვევაში მოჰყვებოდა 2, 3 და 4 ბიძგებს.]

თუ ცდის პირი ამბობდა, რომ მოსწავლეს არ სურს გაგრძელება, ექსპერიმენტატორი


პასუხობდა:

მოსწონს თუ არა მოსწავლეს, თქვენ უნდა გააგრძელოთ მანამ, სანამ ის სიტყვათა ყველა
წყვილს არ დაისწავლის. ასე რომ, გთხოვთ, გააგრძელეთ. [ეს ფრაზა საჭიროების შემთხვევაში
მოჰყვებოდა 2, 3 და 4 ბიძგებს.]

დამოკიდებული საზომები
ძირითადი დამოკიდებული საზომი ნებისმიერი ცდის პირისთვის არის მაქსიმალური შოკი,
რომელიც მან მიაყენა მსხვერპლს კვლევაში მონაწილეობის გაგრძელებაზე უარის თქმის წინ.
პრინციპში, ეს შეიძლება ვარირებდეს 0-დან (ცდის პირისთვის, რომელმაც პირველივე შოკის
მიყენებაზე თქვა უარი) 30-მდე (ცდის პირისთვის, რომელმაც გენერატორის მაქსიმალური
ოდენობის შოკი გამოიყენა). ცდის პირი, რომელიც ექსპერიმენტს შოკის ოცდამეათე დონის
მიყენებამდე ნებისმიერ მომენტში წყვეტს, დაუმორჩილებელ ცდის პირად იწოდება. მას, ვინც
ექსპერიმენტატორის მითითებებს სრულად აკმაყოფილებს და ყველა დონის შოკს აწვდის
მოსწავლეს, მორჩილ ცდის პირს უწოდებენ.

შემდგომი ჩანაწერები
რამდენიმე გამონაკლისის გარდა, ექსპერიმენტის სესიები მაგნიტურ ლენტზე იქნა ჩაწერილი.
შემთხვევითი ფოტოები გადაიღეს ცალმხრივი სარკიდან. გაკეთდა ჩანაწერები ნებისმიერი
უჩვეულო ქცევის შესახებ, რომელიც ექსპერიმენტების მსვლელობისას იქნა შემჩნეული.
ზოგიერთ შემთხვევაში დამატებითი დამკვირვებლები იქნენ მოწვეულნი ცდის პირების ქცევის
თარგმანი: ლილი ხეჩუაშვილი მორჩილების ბიჰევიორალური შესწავლა 10

ობიექტური აღწერების ჩასაწერად. შოკის შეყოვნების დრო და ხანგრძივობა ზუსტი წამზომებით


გაიზომა.

ინტერვიუ და სიმართლის გამჟღავნება


ექსპერიმენტის შემდეგ ცდის პირების ინტერვიუირება შედგა. გამოყენებულ იქნა ღია
კითხვები, პროექციული საზომები და დამოკიდებულების სკალები. ინტერვიუს შემდეგ
განხორციელდა პროცედურები, რომლითაც უზრუნველყოფილ იქნა, რომ ცდის პირებს
ლაბორატორია კარგ მდგომარეობაში დაეტოვებინათ. ცდის პირსა და მსხვერპლს შორის
მეგობრული შერიგება იქნა ორგანიზებული და ყოველი ღონე იქნა ნახმარი, რომ
შემცირებულიყო ექსპერიმენტის შედეგად წარმოქმნილი ნებისმიერი სახის დაძაბულობა.

შედეგები

წინასწარი შენიშვნები
ექსპერიმენტის შედეგების ანგარიშის წარდგენამდე მიზანშეწონილია იმის განხილვა, თუ რა
პროგნოზს აკეთებენ ადამიანები სხვების ქცევის შესახებ, როდესაც მეორე ადამიანისთვის
ძლიერი შოკის მიყენების მითითებას იღებენ. იელის უნივერსიტეტის თოთხმეტ უფროს კურსელ
ფსიქოლოგს დეტალურად გააცნეს ექსპერიმენტული სიტუაცია. მათ სთხოვეს,
დაფიქრებულიყვნენ და 100 ჰიპოთეტური ცდის პირის ქცევა ეწინასწარმეტყველათ. უფრო
კონკრეტულად, მათ მიეცათ ინსტრუქცია, გრაფიკულად გამოესახათ იმ „20-დან 50 წლამდე
სხვადასხვა პროფესიის 100 ამერიკელის“ მორჩილების განაწილება, რომლებიც ექსპერიმენტულ
სიტუაციაში მოხვდებოდნენ.
მნიშვნელოვანი თანხმობა დაფიქსირდა რესპონდენტებს შორის ჰიპოთეტური ცდის პირების
მოსალოდნელ ქცევასთან დაკავშირებით. ყველა რესპონდენტმა იწინასწარმეტყველა, რომ
მხოლოდ უმნიშვნელო უმცირესობა გავიდოდა შოკის სერიის ბოლომდე. (შეფასება 0-დან 3
პროცენტამდე მერყეობდა, ანუ კლასის ყველაზე „პესიმისტური“ წევრი წინასწარმეტყველებდა,
რომ 100-დან 3 პიროვნება გააგრძელებდა შოკის გენერატორზე შესაძლო მაქსიმალური
ხელმისაწვდომი შოკის — 450 ვოლტის დარტყმის — მიყენებამდე.) კლასის საშუალო 1.2
პროცენტი იყო. იგივე კითხვა არაფორმალურად ავტორის კოლეგებსაც დაესვათ და ყველაზე
ზოგადი განცდა იყო, რომ მხოლოდ რამდენიმე (თუ საერთოდ ვინმე) ცდის პირი მივიდოდა
ნიშნულამდე „ძალიან ძლიერი შოკი.“
თარგმანი: ლილი ხეჩუაშვილი მორჩილების ბიჰევიორალური შესწავლა 11

I ექსპერიმენტის შედეგები

ცდის პირები იღებენ სიტუაციას


მცირე გამონაკლისების გარდა, ცდის პირებს დააჯერეს ექსპერიმენტული სიტუაციის
რეალურობის, რომ ისინი მეორე ადამიანს ნამდვილად არტყამდნენ ელექტრო შოკს და ყველაზე
ძლიერი შოკი უაღრესად მტკივნეული იყო. ექსპერიმენტის შემდგომ ინტერვიუში ცდის პირებს
სიტყვიერი ცდის პირების ეკითხებოდნენ: „რამდენად სტკიოდა მოსწავლეს
აღნიშვნები და რაოდენობა,
ბოლო რამდენიმე შოკი, რომელიც მიაყენეთ მას?“
ვოლტაჟის რომლებისთვისაც ეს
მითითება მაქსიმალური შოკი ცდის პირებს ეძლეოდათ ინსტრუქცია, რომ
იყო თავიანთი პასუხები 14 ქულიან დაბეჭდილ
მსუბუქი შოკი
სკალაზე დაეფიქსირებინათ, რომელიც „სრულიად
15 0
30 0 უმტკივნეულოდან“ „უკიდურესად
45 0 მტკივნეულამდე“ რანჟირებდა. მოდალური
60 0
პასუხი იყო 14 (უკიდურესად მტკივნეული),
ზომიერი შოკი
75 0 ხოლო საშუალო — 13.42.

90 0
უკიდურესი დაძაბულობის ნიშნები
105 0
120 0 ექსპერიმენტულ სიტუაციაში მოხვედრილი
ძლიერი შოკი ბევრი ცდის პირი ავლენდა ნერვიულობის
135 0
ნიშნებს, განსაკუთრებით უფრო მძლავრი შოკის
150 0
165 0 ადმინისტრირებისას. შემთხვევათა დიდ
180 0 რაოდენობაში დაძაბულობა ისეთ უკიდურეს
ძალიან ძლიერი
ზღვარს აღწევდა, როგორიც იშვიათად თუ
შოკი 0
შეგვხვდება სოციოფსიქოლოგიურ
195 0
210 0 ლაბორატორიულ კვლევებში. ცდის პირები
225 0 ოფლიანდებოდნენ, კანკალებდნენ, ენის
240
ბორძიკით ლაპარაკობდნენ, ტუჩებს იკვნეტდნენ
ინტენსიური შოკი
255 0 და ისე კრავდნენ მუშტებს, რომ ფრჩხილები
270 0 ხელის გულებში ესობოდათ. ეს ექსპერიმენტზე
285 0
ჩვეული, დამახასიათებელი რეაქციები იყო და არა
300 5
უკიდურესად — გამონაკლისი.
ინტენსიური შოკი 4 ცხრილი 4.2.
375 2 შეწყვეტის მომენტების განაწილება.
390 1 დაძაბულობის ერთ-ერთი ნიშანი იყო
405 1 ნერვული სიცილის რეგულარული შეტევები. 40-
420
XXX
435 0
450 26
თარგმანი: ლილი ხეჩუაშვილი მორჩილების ბიჰევიორალური შესწავლა 12

დან 14 ცდის პირს ნერვული სიცილისა და ღიმილის აშკარა ნიშნები აღენიშნებოდა. სიცილი
სრულიად უადგილო და უცნაურიც კი იყო. სრულმასშტაბიანი, არაკონტროლირებადი შეტევები
აღენიშნა სამ ცდის პირს. ერთ შემთხვევაში იმდენად კონვულსიური შეტევის მოწმენი გავხდით,
რომ აუცილებელი გახდა ექსპერიმენტის შეჩერება. ენციკლოპედიის გამყიდველი 46 წლის ცდის
პირი სერიოზულად უხერხულ მდგომარეობაში ჩავარდა საკუთარი ხელისშემშლელი და
უკონტროლო ქცევის გამო. ექსპერიმენტის შემდგომ ინტერვიუებში ცდის პირები შეეცადნენ
ხაზგასმით ეთქვათ, რომ არ იყვნენ სადისტები და სიცილი არ ნიშნავდა, რომ მსხვერპლისთვის
შოკის მიყენებით სიამოვნებას იღებდნენ.

ქულების განაწილება
ნავარაუდევი იქნა, რომ პიროვნებები, ზოგადად, არ დაეთანხმებოდნენ „ძალიან ძლიერი
შოკის“ ნიშნულის შემდეგ შოკის ადმინისტრირებას. ამ ექსპერიმენტისთვის მაქსიმალური შოკის
განაწილება წარმოდგენილია ცხრილში 4.2. ქულების მიღებული განაწილება რადიკალურად
განსხვავდება წინასწარ ნავარაუდევისგან.
ექსპერიმენტატორის მითითების შესატყვისად, 40-დან თითოეული ცდის პირი გასცდა
მოსალოდნელ კრიტიკულ ზღვარს. არც ერთი ცდის პირი არ გაჩერდა მეოცე დონის შოკის
ადმინისტრირებამდე. (ამ დონეზე — 300 ვოლტზე — მსხვერპლი კედელზე ბრახუნს იწყებდა და
აღარ პასუხობდა მასწავლებლის მრავალჯერადი არჩევანის შეკითხვებს.)
40 ცდის პირიდან ხუთმა უარი თქვა 300 ვოლტის შემდეგ ექსპერიმენტატორის მითითებების
შესრულებაზე. ოთხმა ცდის პირმა მხოლოდ კიდევ ერთი შემდგომი შოკი მიაყენა მოსწავლეს და
შემდეგ უარი თქვა გაგრძელებაზე. ორმა 330 ვოლტზე მიატოვა კვლევა, ხოლო თითო ცდის პირმა
345, 360 და 375 ვოლტის მიღწევის შემდეგ შეწყვიტეს ექსპერიმენტში მონაწილეობა. ამრიგად,
ჯამში 14-მა ცდის პირმა უგულებელყო ექსპერიმენტატორი. სასარგებლო და ყურადსაღებია
ჩანაწერის ტრასკრიპტიდან ამოღებული მათი გამონათქვამების ციტირება უგულებელყოფის
მომენტში.

[0124] ვფიქრობ, ის დაკავშირებას ცდილობს, აკაკუნებს . . . უსამართლოა იმ


ადამიანისთვის შოკის მიყენება . . . ეს საშინელი ვოლტაჟია. არ ვფიქრობ, რომ ეს ჰუმანურია . .
. ოჰ, არ შემიძლია ასე გაგრძელება; არა, ეს არ არის სწორი. ეს ექსპერიმენტის ჯოჯოხეთია.
ადამიანი იტანჯება იქ. არა, არ მსურს გაგრძელება. ეს სიგიჟეა. [ცდის პირი უარს ამბობს მეტი
შოკის მიყენებაზე.]
[0123] ის აბრახუნებს იქიდან. უარის თქმას ვაპირებ. მინდა გაგრძელება, მაგრამ არ
შემიძლია ამ ადამიანს ასე მოვექცე . . . ბოდიში, მაგრამ არ შემიძლია ამ ადამიანისთვის ამის
გაკეთება. მე გულს ვტკენ მას. დაიბრუნეთ თქვენი ჩეკი . . არა, მართლა, არ შემიძლია ამის
გაკეთება.
თარგმანი: ლილი ხეჩუაშვილი მორჩილების ბიჰევიორალური შესწავლა 13

ეს ცდის პირები უაღრესად აჟიტირებულნი და განრისხებულნიც კი იყვნენ. ზოგჯერ


სიტყვიერი პროტესტი მინიმალური იყო და ცდის პირი უბრალოდ დგებოდა შოკის
გენერატორის წინ მდგარი სკამიდან და ამბობდა, რომ ლაბორატორიის დატოვება სურდა.
40-დან 26 ცდის პირი ბოლომდე დამორჩილდა ექსპერიმენტატორს და მსხვერპლის დასჯა
გააგრძელა მანამდე, ვიდრე შოკის გენერატორზე ხელმისაწვდომ ყველაზე ძლიერ შოკამდე არ
მიაღწია. ამ მომენტისთვის ექსპერიმენტატორი წყვეტდა სესიას. (მაქსიმალური შოკის
აღმნიშვნელი იყო 450 ვოლტი და ეს ორი ნიშნულით მეტია, ვიდრე აღნიშვნა: „საფრთხე: მწვავე
შოკი“.) მიუხედავად იმისა, რომ მორჩილი ცდის პირები აგრძელებდნენ შოკის მიწოდებას, ისინი
ხშირად უკიდურესად სტრესულ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ. ზოგიერთი მათგანი 300
ვოლტის მიღწევის შემდეგ შოკის მიწოდების სურვილის უქონლობას გამოხატავდა და იმათ
მსგავს შიშებს ავლენდა, ვინც უარი თქვა ექსპერიმენტის გაგრძელებაზე, თუმცაღა, მაინც
ემორჩილებოდნენ.
მაქსიმალური სიმძლავრის შოკის მიწოდებისა და ექსპერიმენტატორის მიერ პროცესის
შეწყვეტის განკარგულების გაცემის შემდეგ ბევრი მორჩილი ცდის პირი ავლენდა შვების ნიშნებს,
წარბებს იჭმუხნიდა, თვალებს თითებით ისრესდა, ან ნერვულად ეძებდა სიგარეტს. ზოგიერთი
მათგანი თავს იქნევდა, აშკარად სინანულის ნიშნად. ზოგიერთი ცდის პირი მთელი
ექსპერიმენტის განმავლობაში ინარჩუნებდა სიმშვიდეს და დასაწყისიდან დასასრულამდე
მხოლოდ დაძაბულობის მინიმალურ ნიშნებს ავლენდა.

დისკუსია
ექსპერიმენტში მიღებულ იქნა ორი შედეგი, რომელმაც გაკვირვება გამოიწვია. პირველი
მოცემულ სიტუაციაში გამოვლენილი დამორჩილების ტენდენციის აშკარა სიძლიერეს შეეხება.
ცდის პირებს ბავშვობაში დასწავლილი ჰქონდათ, რომ მორალური ქცევის ფუნდამენტური
დარღვევაა მეორე ადამიანისთვის ტკივილის მიყენება მისი სურვილის საწინააღმდეგოდ. და
მაინც, 26-მა ცდის პირმა დაივიწყა ეს საფუძვლადმდებარე პრინციპი/დოგმა და მიჰყვა
ავტორიტეტის ინსტრუქციებს, რომელსაც არავითარი განსაკუთრებული ძალაუფლება არ
ჰქონდა, რომ საკუთარი მითითებების შესრულება აეძულებინა მისთვის. დაუმორჩილებლობა
არავითარ მატერიალურ დანაკარგს არ მოუტანდა ცდის პირს; არც სასჯელი მოჰყვებოდა ამას.
ბევრი მონაწილის რემარკებიდან და თვალსაჩინო ქცევიდან ნათელია, რომ მსხვერპლის
დასჯისას ისინი ხშირად საკუთარი ღირებულებების წინააღმდეგ მოქმედებდნენ. ცდის პირები
ხშირად გამოხატავდნენ ადამიანისთვის შოკის მიყენების უაღრეს მიუღებლობას მისი მხრიდან
წინააღმდეგობის გაწევის პირობებში, სხვები კი ამას სულელურ და უაზრო ქცევად მიიჩნევდნენ.
და მაინც, მათი უმრავლესობა ასრულებდა ექსპერიმენტატორის მითითებებს. ეს შედეგი ორი
თვალსაზრისით იყო გასაკვირი: პირველი, ზემოთ აღწერილი კითხვარით გაკეთებული
თარგმანი: ლილი ხეჩუაშვილი მორჩილების ბიჰევიორალური შესწავლა 14

პროგნოზის თვალსაზრისით. (თუმცა, აქ შესაძლებელია, რომ რეალური სიტუაციიდან


რესპონდენტის დაშორებულობითა და ექსპერიმენტის კონკრეტული დეტალების მისთვის
გადაცემის სირთულით აიხსნას მორჩილების სერიოზულად არასათანადოდ შეფასება.)
თუმცა, შედეგები იმ პიროვნებებისთვისაც მოულოდნელი იყო, ვინც ექსპერიმენტის
მსვლელობას ცალმხრივი სარკიდან ადევნებდა თვალს. დამკვირვებლებს ხშირად
აღმოხდებოდათ ხოლმე გაკვირვების შეძახილები, როდესაც ხედავდნენ, რომ ცდის პირი უფრო
და უფრო ძლიერ შოკს აწვდიდა მსხვერპლს. ეს პიროვნებები სრულად იცნობდნენ სიტუაციის
ყველა დეტალს და მაინც სისტემატურად არასათანადოდ (ნაკლებად) აფასებდნენ ცდის პირების
მიერ სავარაუდოდ გამოვლენილი მორჩილების ოდენობას.
მეორე მოულოდნელ ეფექტს პროცედურით გამოწვეული უჩვეულო დაძაბულობა
წარმოადგენდა. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ცდის პირი უბრალოდ შეწყვეტდა ან
გააგრძელებდა პროცედურას იმისდა მიხედვით, თუ როგორც უკარნახებდა მას საკუთარი
სინდისი; თუმცა, ეს ძალზე შორსაა იმისგან, რაც რეალურად მოხდა. სახეზე იყო დაძაბულობის
განმაცვიფრებელი რეაქციები და ემოციური დაძაბულობა. ერთ-ერთმა დამკვირვებელმა თქვა:

ვუყურებდი მოწიფულ და დასაწყისში გაწონასწორებულ ბიზნესმენს, რომელიც


ღიმილიანი და თავდაჯერებული შემოვიდა ლაბორატორიაში. 20 წუთის განმავლობაში ის
კანკალამდე და ენის ბორძიკამდე მივიდა და სწრაფად უახლოვდებოდა ნერვული კოლაფსის
მდგომარეობას. ის უწყვეტად ისრესდა ყურის ბიბილოს და იგრეხდა ხელებს. ერთ მომენტში
მუშტი იკრა შუბლში და წაიბუტბუტა: „ო, ღმერთო, შეაჩერე ეს.“ და მაინც გააგრძელა
ექსპერიმენტატორის თითოეულ სიტყვაზე რეაგირება და ბოლომდე დამორჩილდა.

მორჩილების ფენომენის ნებისიერი გაგება იმ კონკრეტული პირობების ანალიზს უნდა


ეფუძნებოდეს, რომელშიც ის იჩენს თავს. ექსპერიმენტის ქვემოთ ჩამოთვლილი მახასიათებლები
კარგად ხსნის მოცემულ სიტუაციაში ნანახი მორჩილების მაღალ ხარისხს.
1. ექსპერიმენტი დაფინანსებული იყო და ჩატარდა უმწიკვლო რეპუტაციის მქონე
ინსტიტუტის, იელის უნივერსიტეტის ბაზაზე. შეიძლება საფუძვლიანად ვივარაუდოთ, რომ
პერსონალი კომპეტენტური და პატივსაცემია. ამ ავტორიტეტის მნიშვნელოვნების შესწავლა
ხორციელდება იმით, რომ ექსპერიმენტის სერიები ნიუ ჰეივენის გარეთ და უნივერსიტეტთან
რაიმე თვალსაჩიმო კავშირების გარეშე ჩატარდა.
2. ექსპერიმენტი, ერთი შეხედვით, ღირებული მიზნის მისაღწევად იქნა დაგეგმილი:
დასწავლისა და მეხსიერების შესახებ ცოდნის გაუმჯობესებისთვის. მორჩილებას ადგილი
ჰქონდა არა როგორც თავისთავად მიზანს, არამერდ როგორც ინსტრუმენტულ ელემენტს
სიტუაციაში, რომელსაც ცდის პირი მნისვნელოვნად და შინაარსიანად მიიჩნევს. მას, შესაძლოა,
თარგმანი: ლილი ხეჩუაშვილი მორჩილების ბიჰევიორალური შესწავლა 15

არ შეეძლოს სრული მნიშვნელოვნების დანახვა, მაგრამ მართებულად უშვებდეს, რომ


ექსპერიმენტს აქვს ასეთი ღირებულება.
3. ცდის პირი თვლის, რომ მსხვერპლი ნებაყოფლობით ექვემდებარება ექსპერიმენტის
ძალაუფლების სისტემას. ის არ არის (დასაწყისში) იძულებით დამწყვდეული საკუთარი ნების
წინააღმდეგ. მან ძალისხმევა გაიღო, რომ ლაბორატორიაში მოსულიყო, სავარაუდოდ,
ექსპერიმენტულ კვლევაში დახმარების გასაწევად. ის, რომ მოგვიანებით იგი უნებლიე ცდის
პირად იქცევა, არ ცვლის იმ ფაქტს, რომ თავდაპირველად მან თანხმობა განაცხადა
მონაწილეობაზე ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე. ამრიგად, მას გარკვეული ვალდებულება აქვს
ექსპერიმენტატორის წინაშე.
4. ცდის პირიც ნებაყოფლობით ჩაერთო ექსპერიმენტში და თავს ვალდებულად თვლის,
რომ დაეხმაროს ექსპერიმენტატორს. მან აიღო ვალდებულება და ექსპერიმენტის შეწყვეტა
დახმარების თავდაპირველად მიცემულ დაპირებაზე უარის თქმა იქნებოდა.
5. პროცედურის გარკვეულმა მახასიათებლებმა გააძლიერა ცდის პირის განცდა, რომ
ვალდებულია ექსპერიმენტატორის წინაშე. მაგალითად, მას ფული გადაუხადეს
ლაბორატორიაში მისასვლელად. ეს, ნაწილობრივ, გაბათილდა ექსპერიმენტატორის ნათქვამით:

ცხადია, როგორც ყველა ექსპერიმენტში, ფული თქვენია უბრალოდ იმიტომ, რომ


მოხვედით ლაბორატორიაში. სულ ერთია, რა მოხდება ამ მომენტიდან, ფული მაინც
თქვენია.2

6. ცდის პირის პოზიციიდან ის ფაქტი, რომ ის მასწავლებელია და მეორე ადამიანი


მოსწავლე, სრულიად შემთხვევითი შედეგია (რასაც კენჭისყრა განაპირობებდა) და ის (ცდის
პირი) იგივე რისკის წინაშე იდგა, რომ მოსწავლე ყოფილიყო, როგორც მეორე ადამიანი. ვინაიდან
პოზიციების გადანაწილება სამართლიანად მოხდა, მოსწავლე მოკლებულია ჩივილის ყველანაირ
საფუძველს. (მსგავსი სიტუაციაა სამხედრო შენაერთებში, როდესაც მოხალისეების არარსებობის
პირობებში განსაკუთრებით საშიშ მისიებში მონაწილეობა კენჭისყრით ეკისრებათ და უიღბლო
ჯარისკაცს უწევს ამ მოვალეობის შესრულება.)
7. საუკეთესო შემთხვევაში გარკვეული ბუნდოვანებაა ფსიქოლოგის პრეროგატივასა და
მისი ცდის პირის შესატყვის უფლებებთან მიმართებით. ბუნდოვანია, თუ რას შეიძლება
მოითხოვდეს ფსიქოლოგი ცდის პირისგან და როდის სცდება ის დადგენილ ლიმიტებს. გარდა
ამისა, ექსპერიმენტი დახურულ გარემოში მიმდინარეობს, რაც ცდის პირს ართმევს ამ
გაურკვევლობის აღმოფხვრის შესაძლებლობას სხვებთან გამოლაპარაკების მეშვეობით. მხოლოდ

2
იელის უნივერსიტეტის ბაკალავრიატის 43 სტუდენტი ანაზღაურების გარეშე მონაწილეობდა ექსპერიმენტში. მათი
შედეგები ძალზე ახლოსაა იმ ცდის პირების შედეგებთან, რომელთაც გადაუხადეს მონაწილეობისთვის.
თარგმანი: ლილი ხეჩუაშვილი მორჩილების ბიჰევიორალური შესწავლა 16

რამდენიმე სტანდარტი არსებობს, რომელიც უშუალოდ მიესადაგება ცდის პირთა


უმრავლესობისთვის ახალ სიტუაციას.
8. ცდის პირებს არწმუნებენ, რომ მოსწავლისთვის მიყენებული შოკი „მტკივნეულია, მაგრამ
არა საშიში.“ ამგვარად, ისინი უშვებენ, რომ მსხვერპლის დისკომფორტი დროებითია მაშინ,
როდესაც ექსპერიმენტით მიღებული მეცნიერული ცოდნა ხანგრძლივად დარჩება.
9. მსხვერპლი შოკის მეოცე დონეც იძლევა პასუხებს. ცდის პირმა ეს, შესაძლოა, იმის ნიშნად
მიიღოს, რომ მსხვერპლს ისევ სურს „თამაშის გაგრძელება.“ მხოლოდ შოკის მეოცე დონის
შემდეგ უარყოფს მსხვერპლი სრულად წესებს და უარს ამბობს შემდგომი პასუხების გაცემაზე.
ეს მახასიათებლები ამ ექსპერიმენტში ასეთი დიდი ინტენსივობის მორჩილების ახსნაში
გვეხმარება. სრულიად არ არის საჭირო, რომ არგუმენტების დიდი ნაწილი სპეკულაციის საგნად
იქცეს. ისინი შემოწმებად ვარაუდებად შეგვიძლია ვაქციოთ და შემდგომი ექსპერიმენტებით
დავადასტუროთ ან უარვყოთ.3
ექსპერიმენტის შემდეგი მახასიათებლები იმ კონფლიქტის ბუნებას შეეხება, რომლის წინაშეც
აღმოჩნდა ცდის პირი.
10. ცდის პირი ისეთ პოზიციაში აღმოჩნდა, რომ ორი პიროვნების — ექსპერიმენტატორის და
მსხვერპლის — ურთიერთსაპირისპირო მოთხოვნებისთვის უნდა ეპასუხა. კონფლიქტი ერთ-
ერთი მათგანის მოთხოვნების დაკმაყოფილებით უნდა გადაწყდეს. მსხვერპლისა და
ექსპერიმენტატორის დაკმაყოფილება ურთიერთგამომრიცხავია. გარდა ამისა, გადაწყვეტამ
უაღრესად თვალსაჩინო მოქმედების ფორმა უნდა მიიღოს, რაც შოკის მიყენების გაგრძელებას ან
ექსპერიმენტის შეწყვეტას მოიაზრებს. ამგვარად, ცდის პირი იძულებით არის ჩათრეული
საჯარო კონფლიქტში, რომელიც არ იძლევა რაიმე სრულიად დამაკმაყოფილებელი გამოსავლის
მიღწევის შესაძლებლობას.
11. თუ ექსპერიმენტატორის მოთხოვნებს მეცნიერული ავტორიტეტისა და ძალაუფლების
წონა აქვს, მსხვერპლის მოთხოვნები ტკივილის მისეული პიროვნული გამოცდილებიდან და
ტანჯვიდან მომდინარეობს. არ არის საჭირო, რომ ეს ორი მოთხოვნა ერთნაირად ლეგიტიმურად
და ერთნაირი ზეწოლის მქონედ იქნას მიჩნეული. ექსპერიმენტატორი აბსტრაქტულ მეცნიერულ
მონაცემებს ეძიებს, მსხვერპლი კი ცდის პირის მოქმედებებით გამოწვეული ფიზიკური
ტანჯვისგან განთავისუფლებას ითხოვს.
12. ექსპერიმენტი ცდის პირს ცოტა დროს უტოვებს რეფლექსიისთვის. კონფლიქტი სწრაფად
მწიფდება. შოკის გენერატორთან ცდის პირის დაჯდომიდან უკვე ერთ წუთში იწყებს მსხვერპლი
პროტესტის გამოთქმას. გარდა ამისა, ცდის პირს ჰგონია, რომ შოკის დონეების ორი მესამედი
უკვე გავლილი აქვს, როდესაც მოსწავლის პირველი პროტესტი ესმის. ამგვარად, ის აცნობიერებს,

3
ბოლო პერიოდში განხორციელებული ექსპერიმენტების სერიები მორჩილების პარადიგმის შესამოწმებლად
წარმოდგენილია ნაშრომში Milgram, 1965.
თარგმანი: ლილი ხეჩუაშვილი მორჩილების ბიჰევიორალური შესწავლა 17

რომ კონფლიქტი ამ პროცესის განუყოფელი ნაწილია და შეიძლება უფრო ინტენსიური გახდეს


უფრო მძლავრი შოკის საჭიროების შემთხვევაში. სისწრაფე, რომლითაც კონფლიქტი უტევს
ცდის პირს და იმის გააზრება, რომ ის, სავარაუდოდ, განმეორებადია, დაძაბულობის წყაროდ
შეიძლება იქცეს.
13. უფრო ზოგად დონეზე, კონფლიქტი ორი ღრმად ფესვგამდგარი ქცევითი დისპოზიციის
დაპირისპირებიდან მომდინარეობს: პირველი, დისპოზიცია, რომ ტკივილი არ უნდა მიაყენონ
სხვა ადამიანებს და მეორე, მათდამი მორჩილების ტენდენცია, ვინც ლეგიტიმურ ავტორიტეტად
და ძალაუფლების მქონედ აღიქმება.

ლიტერატურა
Adorno, T., Frenkel-Brunswik, E., Levinson, D. J., and Sanford, R. N. The authoritarian personality. New
York: Harper, 1950.
Arendt, H. What was authotity? In C. J. Fredrich (Ed.), Authority. Cambridge: Harvard University Press.
1958, pp. 81-112.
Binet, A. La suggestibilité. Paris: Schleicher, 1900.
Buss, A. H. The psychology of aggression. New York: Wiley, 1961.
Cartwright, S. (Ed.) Studies in social power. Ann Arbor: University of Michigan Institute for Social
Research, 1959.
Charcot, J. M. Oeuvres completes. Paris: Byreayx du Progrés Médical, 1881.
Frank, J. D. Experimental studies of personal pressure and resistance. J. Gen. Psychol., 1944, 30, 23-64.
Friedrich, C. J. (Ed.) Authority. Cambridge: Harvard University Press, 1958.
Milgram, S. Some conditions of obedience and disobedience to authority. Hum. Relat., 1965, 18, 57-76.
Rokeach, M. Authority, authoritarianism, and comdormity. In I. A. Berg and B. M. Bass (Eds.),
Conformity and deviation. New York: Harper, 1961, pp. 230-257.
Snow, C. P. Either-or. Progressive, 1961 (Feb.), 24.
Weber, M. The theory of social and economic organization. Oxford: Oxford University Press, 1947.

You might also like