ძირითადი დოკუმენტი

You might also like

Download as pdf or txt
Download as pdf or txt
You are on page 1of 3

9/25/2023 სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო

22 ვახტანგ გორგასლის ქუჩა


0114 თბილისი, საქართველო
+995 32 240 54 05
info@napr.gov.ge

25 / სექტემბერი / 2023 წ.
KA011798835210623

№ 206800
რობერტ ლორიას პ/ნ 01024079393
მის: ქალაქი თბილისი, ოთარ ონიაშვილის ქუჩა, N 19/5
ტელ.: +995571377770

ბატონო რობერტ,

საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ განიხილა თქვენ მიერ 2023 წლის 29 აგვისტოს წარმოდგენილი
მომართვა N218233/17, N882023646926 განცხადებასთან დაკავშირებით.

პასუხად გაცნობებთ: რეგისტრაციის საკითხებზე გადაწყვეტილების მიღების ერთიანი წესი დადგენილია


"საჯარო რეესტრის შესახებ" საქართველოს კანონითა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 31
დეკემბრის N487 ბრძანებით დამტკიცებული "საჯარო რეესტრის შესახებ" ინსტრუქციით.

სარეგისტრაციო წარმოების დაწყების საფუძველია განცხადება ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ


მიღებული გადაწყვეტილება. განცხადებას უნდა ერთოდეს ინსტრუქციით განსაზღვრული სარეგისტრაციო
დოკუმენტაცია და ინფორმაცია ("საჯარო რეესტრის შესახებ" საქართველოს კანონი, მე-8 მუხლი, პირველი
და მე-2 პუნქტები).

სარეგისტრაციო დოკუმენტაცია არის რეგისტრაციის მიზნით მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი


სარეგისტრაციო და სხვა დოკუმენტები, ხოლო სარეგისტრაციო დოკუმენტი არის სამართლებრივი აქტი,
რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას ("საჯარო
რეესტრის შესახებ" საქართველოს კანონი, მე-2 მუხლი, "ლ" და "კ" პუნქტები).

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით აღიარებული კანონისმიერი დათქმის პრინციპიდან


გამომდინარე, ადმინისტრაციული ორგანო საქმიანობას უნდა ახორციელებდეს მხოლოდ კანონით
მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, როგორც ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას


წარმოადგენს წარმოების ყველა ეტაპზე საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევა
და გადაწყვეტილების მიღება იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე, არგუმენტებზე დაყრდნობით,
რომლებიც არის სათანადოდ შესწავლილი საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე
მუხლის 1-ლი ნაწილისა და 53-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად.

"საჯარო რეესტრის შესახებ" საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად,
"მარეგისტრირებელი ორგანო უფლებამოსილია კონკრეტულ შემთხვევაში დამატებით მოითხოვოს
სარეგისტრაციო წარმოებასთან დაკავშირებული ნებისმიერი დოკუმენტის ან ინფორმაციის წარმოდგენა,
რომელიც აუცილებელია განცხადებით მოთხოვნილ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად."

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 31 დეკემბრის N487 ბრძანებით დამტკიცებული "საჯარო
რეესტრის შესახებ" ინსტრუქციის 26-ე მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, "სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას
რეგისტრაციის (მოთხოვნის დაკმაყოფილების) შესახებ, თუ არ არსებობს რეგისტრაციაზე უარის თქმის,
სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ან შეწყვეტის საფუძვლები."
file:///tmp/tomcat8-tomcat8-tmp/4fee8409-6e98-47a7-a9de-ea6f8b4f45f6.html 1/3
9/25/2023
სარეგისტრაციო სსიპ საჯარო რეესტრის
წარმოების შეჩერების, სარეგისტრაციო ეროვნული
წარმოების სააგენტო და რეგისტრაციაზე უარის
შეწყვეტის
თქმის საფუძვლები განსაზღვრულია "საჯარო რეესტრის შესახებ" საქართველოს კანონის 21-ე, 22-ე და 23-ე
მუხლებით.

"საჯარო რეესტრის შესახებ" საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-32 პუნქტის თანახმად:
სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ამ მუხლით დადგენილი ვადები აითვლება დაინტერესებული პირის
მიერ სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილების ოფიციალურად გაცნობიდან,
ხოლო ამ გადაწყვეტილების სააგენტოს შესაბამის ვებგვერდზე გამოქვეყნების შემთხვევაში – მისი
გამოქვეყნებიდან. სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ამ მუხლით განსაზღვრული ვადების გაგრძელება
დაუშვებელია.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსისი 54-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, თუ


კანონმდებლობით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი
აქტი ძალაში შედის მხარისათვის კანონით დადგენილი წესით გაცნობისთანავე ან გამოქვეყნების დღეს.

"საჯარო რეესტრის შესახებ" საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად,
მარეგისტრირებელი ორგანოს გადაწყვეტილება ძალაში შედის საქართველოს კანონმდებლობით
დადგენილი წესით გამოქვეყნებისთანავე. ამავე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, "გადაწყვეტილების
გამოქვეყნებად ასევე ჩაითვლება გადაწყვეტილების მარეგისტრირებელი ორგანოს ოფიციალურ
ვებგვერდზე გამოქვეყნება."

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად,


"დაინტერესებულ მხარეს უფლება აქვს გაასაჩივროს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი."

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 178-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, "თუ კანონით
ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით სხვა რამ არ არის დადგენილი,
ადმინისტრაციულ საჩივარს განიხილავს და გადაწყვეტს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის
გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო, თუ იქ არსებობს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის
გამომცემი თანამდებობის პირი ან სტრუქტურული ქვედანაყოფის ზემდგომი თანამდებობის პირი."

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად,


"ადმინისტრაციული ორგანოს ქმედება უნდა გასაჩივრდეს ერთი თვის ვადაში იმ დღიდან, როდესაც
შესაბამისი დაინტერესებული მხარისათვის ცნობილი გახდა ამ მოქმედებათა განხორციელების ან
განხორციელებისაგან თავის შეკავების შესახებ."

თქვენს მოთხოვნასთან დაკავშირებით გაცნობებთ, რომ სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების "საჯარო


რეესტრის შესახებ" საქართველოს კანონის 21-ე მუხლით განსაზღვრული ვადების გაგრძელება
დაუშვებელია. სსიპ "საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო" გადაწყვეტილებას იღებს ყოველ
კონკრეტულ შემთხვევაში წარდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტაციის ურთიერთშეჯერების საფუძველზე.
ამასთან, თუკი დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია არ აკმაყოფილებს უფლების
რეგისტრაციისათვის აუცილებელ პირობებს, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელი
დაინტერესებულ პირს განუმარტავს ყველა იმ დოკუმენტისა თუ ინფორმაციის წარმოდგენის
აუცილებლობის შესახებ, რომელიც საჭიროა მოთხოვნილი რეგისტრაციისათვის და კონკრეტულად
უთითებს, დამატებით რომელი დოკუმენტის ან/და ინფორმაციის წარდგენა არის სავალდებულო. ამასთან,
საჭირობის შემთხვევაში ვალდებულია უზრუნველყოს ადმინისტრაციულ წარმოებაში ყველა
დაინტერესებული პირის ჩართვა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, იმ შემთხვევაში, თუ თქვენ მიერ წარმოდგენილი იქნება კონკრეტული


სარეგისტრაციო განცხადება, ამ განცხადებისა და მასზე თანდართული სარეგისტრაციო დოკუმენტაციის
განხილვის შედეგად, გარემოებათა ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სსიპ "საჯარო რეესტრის ეროვნული
სააგენტო" მიიღებს სათანადო გადაწყვეტილებას.

file:///tmp/tomcat8-tomcat8-tmp/4fee8409-6e98-47a7-a9de-ea6f8b4f45f6.html 2/3
9/25/2023 სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო

file:///tmp/tomcat8-tomcat8-tmp/4fee8409-6e98-47a7-a9de-ea6f8b4f45f6.html 3/3

You might also like