Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 2

ნოველა

დაატყვევეს დავითი. წაიყვანეს უცხო მხარეში. დაამონეს და აღუთქვეს თავისუფლება .


იმედის პატარა ნამცეციც გაქრა. აღარაფერი დარჩა მხოლოდ სიცივე და შიში.
ერთადერთი ყავდა მას გვერდით, ღმერთი. განსაცდელის ჟამს ზეცისკენ აღეპყრო
ხელები. ლოცულობდა. შეჰღაღადებდა ღმერთს. შველას ითხოვდა.ბნელოდა.
გამოსავალი არას სჩანდა. დაღლილობამ დაჰკრა მის ქუთუთოებს. გაუსაძლისად
დაამძიმა. თავი ძილს მისცა. ძლივს ჰპოვა ნეტარება. ყოველი დარდი ცის მონარნარე
ღრუბელივით გამსუბუქდა. შემოქმედი გამოეცხადა სიზმარში მას . ყოველივე ცხადს
ჰგავდა.

- ადექი რას გძინავს? გზას გაუდექი


- ვინ ხარ?
- მე ის ვარ ვინც ბნელ ღამეს გაგინათებს. იმედს გიწილადებს...
- და თუ ეს შენ ხარ, დამიმტკიცე სასწაულ ჰქენი!
- სასწაულები თვისით არ ხდება, კაცთ ხელი უნდა.
- მაშ მასწავლე როგორ ვიყო სასაწაულქმედი...
- სასწაულს შრომა სჭირდება, შენ შვილო ჩემო...
- ამ უკუნითში როგორ გადავდგა ნაბიჯი სწორი?
- შენ გზას გაუდექ, ყოველ უკუნითს მოსდევს სინათლე!
- თუ დავიკარგე?
- ის იპოვის გზას ვინც ჭეშმარიტად მოძებნის მასა!
- მარტო არ მინდა ეს მძიმე უღელი ვწიო! მარტოობისგან ბევრი ვიტანჯე!
- ის სულიერი შენს გვერდით რომ ასვენია...
- ეს მოწყალეო?
- მაგანაც მძიმე უღელი სწია... შემოქმედი მაგასაც სწყალობს
- როგორ ფიქრობ გამომყვება ის?
- ღვთისა ნაბრძანევს წინ ვერ აღუდგის ვერცერთი მოყმე

გამოეღვიძა. სიცოცხლის სურვილით აღვსილიყო მისი სხეული. მიმოიხედა და


შეამჩნია მძინარე კაცი. მისმა სიმშვიდემ ნეტარება მოჰგვარა დავითს . გამოაღვიძა
მძინარი. კაცი შეკრთა. ცემას ელოდა. შიშის ჰორმონით აღივსო მისი სისხლძარღვნი .
მისნაირის დანახვამ უფრო განაცვიფრა.

- ნუთუ ცხადია ის რაც ზიზმარში ვნახე?


- რას იზამ ძმობილო, ბედისწერას ზეცაში სწერენ.
- როგორ გადაიკვეთა ჩვენი გზანი? ჩვენ ხომ სხვადასხვა შემოქმედის არსებობა
გვწამს?
- ეჰ... შემოქმედი ერთია ცაში მცხოვრები
- მაინც როგორ გენდო? ჩვენ ხომ ახლა გავიცანით ერთურთი?
- არვიცი, რა გითხრა? რით დაგამშვიდო?
- თუ ერთად ვიბრძვით არ შეშინდები ჩემთვის თავს გასწირავ?
- თუ ასეთია ბედისწერა არ შევშინდები
- მაშ გზას გავუდგეთ შენთვის მომინდვის ჩემი სიცოცხლე.

ღრმა ორმოდან სწრაფადვე ამოძვრენ. დარაჯნი ალკოჰოლის სიამეს დაეტყვევებინა .


ღამე მთვარიანი იყო, ვარსკვლავით მოჭედილი. ცის დანახვამ გააბედნიერა .
ერთმანეთის იმედად იქცნენ. გზა კარგად ჩანდა. სწრაფად მირბოდნენ. რას
გაურბოდნენ? ან საითაკენ უხმობდათ გული? ქარი სვლას აიძულებდა. უკან ვერ
მოიხედნენ. თითქოს ყველაფერი კარგად მიდიოდა. უცბად ცა გაიბზარა. ყოველივე
სინათლე წყვდიადმა შთანთქა. შეეშინდათ. ელვამ უმატა. სეტყვა დასცხო .

- არ შეშინდე - აყვირდა დავითი რომლის გულსაც ბაგაბუგი გაჰქონდა


- რას ვქნათ თუ ელვამ ჩვენს სხეულებში გაიარა?
- ეს არ მოხდება. -ერთს ამბობდა და გულით მეორესი სწამდა.
- გამოქვაბული უნდა ვიპოვოთ. თავს შევაფარებთ
- კარგი იქნება მაგრამ ვერაფერს ვარჩევ!
- ახლა სადა ხარ უფალო? აკი გვითხარი ,,ჩემი სინათლე გზას გაგინათებთ“

უცებ იელვა. ცა ორად გაიპო. ყველაფერი განათდა. კუთხეში კლდეში გამოჭრილი


გამოქვაბული გამოჩნდა. გაუხარდათ გამოქცეულებს. წინ დაიწყეს სვლა. მთელი
ტანისამოსი გაეხადათ და თავზე შემოეხვით. უკან მოუხედავად გარბოდნენ იმედისაკენ

უცბად იქუხა. დავითის გვერდით სხეული ორად გაიყო. სისხლი ფარავდა ყოველივეს
გარშემო. ახლა კი პანიკამ მოიცვა დავითი. გაშეშდა. ასე იდგა კარგა ხანს . ყველა
შეგრძნება უგზო უკვლოდ გაქრა. მხოლოდ ტკივილი განაგებდა მის სხეულს

ცხოველურმა ინსტიქტებმა იღვიძა დავითში. გადარჩენა ეს იყო ის რაზეც ფიქრობდა .


სვლა გააგრძელა. გზა უსასრულოდ გაიწელა. გადარჩენა ასე ახლოს იყო. მიაღწია
გამოქვაბულს. დაეცა და ღრიალი მორთო. დიდხანს იტირა.

სიამოვნების შეგრძნებამ დაიპყრო მისი სხეული. ეშმაკი უჩნდა . იგი გადარჩა . იმედი
იგრძნო მაგრამ ღმერთის ყმას კი არა ძალუთს მომავლის ჭვრეტა . არვინ იცოდა რა
განსაცდელი ელოდა კიდევ.

You might also like