თელავი

You might also like

Download as pdf or txt
Download as pdf or txt
You are on page 1of 1

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მდებარეობს გომბორის ქედის ჩრდილო-აღმოსავლეთი კალთის ძირას და ალაზნის ვაკეზე, ზღვის


დონიდან 550-800 მეტრზე. თბილისიდან დაშორებულია 147 კმ-ით. ჰავა ზომიერად ნოტიოა, იცის
ზომიერად ცივი ზამთარი და ცხელი ზაფხული. საშუალო წლიური ტემპერატურაა 9 °C, იანვრისა 0,5
°C, ხოლო აგვისტოსი 23 °C. ნალექები 770 მმ წელიდადში.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]


ახლანდელი თელავის ტერიტორიაზე პირველი დასახლება გვიანდელი ბრინჯაოს ხანაში გაჩნდა,
ელინისტურ ხანაში განვითარდა, ხოლო გვიანდელ ანტიკურ ხანაში მის ბაზაზე წარმოიქმნა
ქალაქის ტიპის დასახლება. პირველად მოხსენიებულია ძველი ბერძენი გეოგრაფის პტოლემეს (II ს.)
„გეოგრაფიაში“ „Teleda-ს“ ფორმით.

ქართულ წყაროებში გვხვდება XI საუკუნიდან, როდესაც კვირიკე III-მ გააერთიანა კახეთ-ჰერეთის


სამეფო, მიიღო მეფის ტიტული და დედაქალაქი თელავში დააფუძნა. XII საუკუნეში იგი
საქართველოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქალაქი იყო განვითარებული ვაჭრობითა და
ხელოსნობით. თელავზე გადიოდა სავაჭრო-საქარავნო გზები. XIII საუკუნის II ნახევრიდან,
მონღოლთა ლაშქრობების შემდეგ მისი მნიშვნელობა დაეცა. შემდგომში იგი მონღოლი მოხელის
სადუნ მანკაბერდელის საკუთრება გახდა. XV-XVI საუკუნეებში თელავი ისევ დაწინაურდა. XVII
საუკუნეში ქალაქის შემდგომი განვითარება შეაფერხა ირანის შაჰის აბას I-ის ლაშქრობებმა. XVII
საუკუნის II ნახევარში კახეთის მეფე არჩილ II-მ თავისი რეზიდენცია გრემიდან თელავში
გადმოიტანა. ამ პერიოდიდან თელავი მწიგნობრობის კერად იქცა. აქ სხვადასხვა დროს
მოღვაწეობდნენ არჩილ II, დავით II (მამყული-ხანი), თეიმურაზ II, საიათნოვა და სხვა. XVIII საუკუნის
შუა პერიოდიდან თელავი ითავსებდა ციხე-გალავნის ფუნქციას ლეკებისგან თავდასაცავად.
გვიანფეოდალურ ხანაში თელავი აღმოსავლეთ საქართველოში თავისი მნიშვნელობითა და
მოსახლეობის რაოდენობით, ტფილისის (20 000 მოსახლე) შემდეგ მეორე ქალაქი იყო - 1770 წელს
მისი მოსახლება 3700 აღწევდა, მაშინ როდესაც მესამე ქალაქში — გორში — 2500 ადამიანი
ცხოვრობდა. XVIII საუკუნის II ნახევარში თელავი ფეოდალური ტიპის ქალაქი იყო. მის
არქიტექტურას განსაზღვრავდა ოთხი ნაგებობა: ძველი გალავანი, ბატონის ციხე,
ყორჩიბაშვილებისა და ვახვახიშვილების ციხეები. 1758 წელს ააგეს კარის ახალი ეკლესია, ხოლო
1766 წელს საზარბაზნე ბურჯი. თეიმურაზ II-ისა და ერეკლე II-ის ოჯახში დამკვიდრებულ
ლიტერატურულ ტრადიციებზე აღიზარდა ქართველ ბატონიშვილთა მთელი თაობა. 1758 წელს
თელავში დაარსდა საფილოსოფოსო-საღვთისმეტყველო სკოლა, რომელიც 1782 წელს თელავის
სემინარიად გადაკეთდა. აქ საგანმანათლებლო და შემოქმედებით საქმიანობას ეწეოდნენ ფილიპე
ყაითმაზაშვილი, გაიოზ რექტორი, დავით რექტორი და სხვა. თელავის სემინარიამ 1801 წლამდე
იარსება.

ქართლ-კახეთის სამეფოს რუსეთის იმპერიასთან შეერთების (1801) შემდეგ თელავი ახალი


ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის თელავის მაზრის ცენტრი გახდა და ქალაქის
სტატუსი მიიღო. 1834 წელს დიუბუა დე მონპერეს ცნობით ქალაქის მოს

You might also like