Kompleqsuri 9 3

You might also like

Download as pdf or txt
Download as pdf or txt
You are on page 1of 1

კომპლექსური დავალების პირობა

დავალების პირობა: მთელ მსოფლიოშია ცნობილი ბრიტანელი მოყვარული მებაღის,


პროფესიით ინჟინერის, დევიდ ლატიმერის „საოცარი ბაღი“. მან 1960 წელს გადაწყვიტა, რომ
შეექმნა ბაღი ბოთლში. მისი „ბაღის“ ორიგინალობა გამოიხატება იმაში, რომ მისი ბოთლი
ჰერმეტულად იყო დახურული და არასოდეს არ იხსნებოდა. ამბობენ, რომ მისმა ბაღმა 40
წელზე მეტი იარსება.

გაეცანი დავალების ინსტრუქციას და თქვენც სცადეთ ბოთლში/მინის ქილაში


ხმელეთის/წყლის საკუთარი მინიატიურული ეკოსისტემის შექმნა რესურში მოცემული
რეკომენდაციების გათვალისწინებით. 10-15 დღის შემდეგ თქვენი დაკვირვების შედეგები და
ანალიზი წარმოადგინეთ კვლევის ანგარიშში (ანგარიშს დაურთე შენი ეკოსისტემის
ფოტოები).
შეფასების კრიტერიუმი / კრიტერიუმები
კვლევის ანგარიშის პრეზენტაციისას ხაზგასმით წარმოაჩინე -
• რა მნიშვნელობა აქვს ეკოსისტემის მდგრადობისთვის სახეობათა მრავალფეროვნებას?
• რა ფუნქციას ასრულებს შენი ეკოსისტემის მოდელის თითოეული კომპონენტი?
დაკვირვების დღეების განმავლობაში რა ცვლილებები შეამჩნიე და რა არის ამ
ცვლილებების მიზეზები? რამდენად მდგრადი იყო შენი ეკოსისტემა და რატომ?
• რა ტიპის შეზღუდვები ახასიათებს შენი ეკოსისტემის მოდელს?

რესურსები:

მონაცემების შეგროვებისა და წარმოდგენის საშუალებები


კვლევის გეგმისა და ანგარიშის ნიმუშები

You might also like