Download as pdf or txt
Download as pdf or txt
You are on page 1of 13

ლექცია 11 - ნეიროფიზიოლოგია: ემოციები, კოფეინის,

ალკოჰოლის, ნიკოტინის და ნარკოტიკების ანა ცარციძე


მოქმედების ნეირომექანიზმები

რა არის ემოცია? გავრცელებულია 2 თეორია:


 The James-Lange Theory:
ემოცია = პასუხი ორგანიზმში მომხდარ ფიზიოლოგიურ ცვლილებაზე
 The Cannon-Bard Theory:
ემოცია არ არის დამოკიდებული მის ფიზიოლოგიურ გამოვლენაზე

ემოცია 4 ნაწილიანი პროცესია, რომელიც მოიცავს: ფიზიოლოგიურ აგზნებას,


კოგნიტიურ ინტერპრეტაციას, სუბიექტურ გრძნობებს და ქცევით გამოვლინებას.

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ემოციები ძალიან განსხვავებული ხასიათის შეიძლება


იყოს, ნებისმიერი ყოველთვის გულისხმობს მენტალურ და ფიზიკურ აგზნებას,
რომელიც დაკავშრებულია გარკვეულ მნიშვნელოვან მოვლენასთან (event)

ემოციებზე პასუხისმგებელი ნაწილი ტვინში - ლიმბური სისტემა


(მდებარეობს ჰემისფეროების ქვეშ)

4 ძირითადი სისტემა, რომელიც ლიმბურ


სისტემაში შედის:
o ჰიპოთალამუსი,
o ამიგდალა(ნუშისებრი ბირთვი)
o თალამუსი
o ჰიპოკამპი
ლიმბური სისტემის ფუნქციები:
 მოტივაცია
 ემოციური რეაქციების ჩამოყალიბება
 ემოციების გარეგნული გამოვლინება
 მონაწილეობს დახსომების პროცესში

ემოციების ბიოლოგიური საფუძვლები:

მოტივაციასთან დაკავშირებულია
2 ძირითადი ნეირომედიატორის
გამოყოფა. ესენია დოფამინი და
სერატონინი. ისინი ერთმანეთს
უკავშირდებიან და ქმნიან
წრედებს. ამ წრედებს
,,დაჯილდოების წრედები“
ჰქვიათ.

ნებისმიერი ემოციის შემთხვევაში


წავა გარკვეული ნეირონების
აღგზნება, ნერვული იმპულსების
გატარება გარკვეულ ნეირონებში
(და არა ყველაში). ყველა ნეირონი
დაკავშირებულია (არ აქვს მათ
შორის მანძილს მნიშვნელობა)

თითოეული სტიმულის საპასუხოს


გარკვეული წრედის აქტივაცია
ხდება. თითოეულ ემოციას აქვს
გარკვეული ქიმიური რეაქცია.
დოფამინი

სიამოვნების და კმაყოფილების გრძნობა


ბუნებრივად მისი გამოყოფა ხდება: საჭმელის
მიღების შედეგად, სექსის შედეგად, სოციალური
ურთიერთობებისას და ა.შ.
არაბუნებრივი გამოყოფა: ნიკოტინზე- და
ნარკოტიკებზე დამოკიდებულების დროს

სერატონინი
 კარგად ყოფნის და ბედნიერების შეგრძნება
 მადა, ხასიათი, სწავლა
 დაბალი ექსპრესია ასოციირებულია
დეპრესიასთან
 ქალების და მამაკაცების ტვინში რეცეპტორები
სხვადასხვა ოდენობითაა
სერატონინი
 წინამორბედი - L-ტრიპტოფანი
 წარმოებული ტრიფტოფანიდან -
მელატონინი
 სეროტონინის გამომუშავება ინტესიურ
დღის შუქზე
 მელატონინის - მხოლოდ სიბნელეში
 როგორც მელატონინის, ასევე
სეროტონინის ნაკლებობა ასოციირებულია
დეპრესიასთან

ანტიდეპრესანტები:

პროზაკი ხელს უშლის სეროტონინის რეაბსორბციას, რის შედეგად


მატულობს სეროტონინის მოქმედების დრო და სიგნალის ინტენსიურობა
კიდევ ერთი ნეირომედიტორია ოქსიტოცინი:

ოქსიტოცინის
ოქსიტოცინი რეცეპტორი

პერიფერიული ტვინში

დედის რძის ფორმირება ემოციური კავშირები

ხელს უწყობს ჭრილობის შეხორცებას დედობრივი გრძნობები

აუტიზმის დროს ტვინის აქტივობის ხელს უშლის წამლების მიმართ


გაზრდა მდგრადობის განვითარებას

აძლიერებს ნდობას იცავს ნაყოფის ტვინს

ამცირებს შიშს ააქტიურებს ჩანასახის ნეირონებს

სიყვარული ამცირებს გაღიზიანებადობას

ერთგულება: ვაზოპრესინი და ოქსიტოცინი


მინდვრის თაგვებში იყო ნანახი, რომ
მიკროსატელიტური (მრავალგანმეორებადი)
დნმ-ის გრძელი თანმიმდევრობის არსებობა
ვასოპრესინის რეცეპტორის გენის
ახლობლად ასოციირდება მონოგამიასთან
პოლიგამურ სახეობებს აღნიშნული
მიკროსატელიტური დნმ-ის თანმიმდევრობა
ან დამოკლებული აქვთ, ან სულ არ გააჩნიათ.
ენდორფინები "endogenous morphine" „ბედნიერების“ ჰორმონიები

 ბუნებრივი ტკივილგამაყუჩებელი
 აძლიერებს იმუნიტეტს
 ანელებს დაბერების პროცესს
 ამცირებს სტრესს

წარმოიქმნება ჰიპოფიზში, ჰიპოთალამუსში და ზურგის ტვინში ვარჯიშის,


ცხარე საჭმლის მიღების და სიცილის დროს.

o როდესაც ნერვული იმპულსი აღწევს ზურგის ტვინს, გამოიყოფა


ენდორფინები, რომლებიც ტკივილის გავრცელებას უშლის ხელს.

„დაჯილდოვების“ (მოტივაციის) წრედები


ნეირომედიატორებზე დამოკიდებულების (ადიქციის) გამომწვევი
ნივთიერებები
ადიქცია დამოკიდებულება - გარკვეული ნივთიერების იძულებითი, აკვიატებული,
რთულად კონროლირებადი მოხმარება, რომელიც თავიდან სიამოვნების
მიღებასთან დაკავშირებულია, მაგრამ საბოლოოდ ხელშემშლელ ფაქტორად
ყალიბდება ყოველდღიურ ცხოვრებაში და მავნეა ჯანმრთელობისთვის და
ორგანიზმის ნორმალური ფუნქციონირებისთვის

 ნეირომედიატორების წარმოქმნელი ქიმიური რეაქციების გაჩერება


 დაცარიელება იმ ვეზიკულების , სადაც დამშლელი ფერმენტებისგან
(პროეტეაზებისგან) დაცულ მდგომარეობაში ხდება ნეირომედიატორების
შენახვა
 ვეზიკულებიდან ნეირომედიატორების გამოსვლის ბლოკინგი, ან, პირიქით,
ვეზიკულებში მათი შესვლის დათრგუნვა
 ნეირომედიატორებთან კონკურენცია და მათ რეცეპტორებთან დაკავშირება
 პრესინაფსურ ნეირონში სინაფსური ნაპრალიდან ნეირომედიატორების
დაბრუნების დათრგუნვა.
 მიმღებ ნეირონში ქიმიურ და ელექტრულ მოვლენებში მონაწილე მეორად
მესენჯერებთან კონკურენცია /მესენჯერების ხელის შეშლა
კოკაინი

o თრგუნავს დოფამინის დაბრუნებას სინაფსური


ნაპრალიდან პრე-სინაფსურ ნეირონში.
o იწვევს გულის აჩქარებას და სისხლის წნევის
აწევას. (ადრენალინის გამოყოფა იწვევს გულის
შეტევას)
o პირველი გამოყენებისას შეიძლება გამოიწვიოს
გულის შეტევა.

დროთა განმავლობაში, ორგანიზმი მიჩვეული ხდება დოფამინის მაღალი


კონცენტრაციისადმი და ბუნებრივი გზით გამოყოფილი დოფამინი არ იწვევს
სიამოვნების გრძნობას. სიამოვნების მისაღწევად საჭიროა ისევ ხელოვნური
სტიმულაცია, ანუ კოკაინის მიღება. თანაც დროთა განმავლობაში ერთი და იგივე
ეფექტის მისაღწევად საჭირო დოზა მატულობს...

მორფინის მოქმედება
მორფინი კონკურენციას უწევს ენდორფინებს და იგივე ოპიადურ
რეცეპტორებს უკავშირდება.
უკავშირდება პრე-სინაფსურ ოპიოიდურ რეცეპტორებს და ხელს უშლის
ინჰიბიტორული ნეიროტრანსმიტერების წარმოქმნას.
კოფეინი
კოფეინი ადენოზინის რეცეპტორებს
უკავშირდება,
ამის შედეგად დაღლილობის სიგნალი
კლებულობს.

კოფეინზე დამოკიდებულება

 კოფეინი ადენოზინის რეცეპტორებს უკავშირდება, ამის შედეგად კლებულობს


დაღლილობის სიგნალი. ანუ ადენოზინის რეცეპტორის ანტაგონისტია.
თრგუნავს ადენოზინს - სიფხიზლის შეგრძნება.
 ასტიმულირებს ადრენალინის წარმოქმნას - ფიზიკური ენერგია, დრაივი
 ასტიმულირებს დოფამინის წარმოქნას - სიამოვნების შეგრძნება

ადენოზინის რეცეპტორები შეიძლება იყოს ორმაგი, ანუ დაკავშირების 2 საიტით :


ერთი - ადენოზინისთვის,
მეორე - დოფამინისთვის.

როცა ადენოზინი ასეთ რეცეპტორს უკავშირდება, დოფამინი ამ რეცეპტორს უკვე ვერ


უკავშირდება.
თუ ადენოზინის ადგილს კოფეინი იკავებს - დოფამინი პარალელურად ამ
რეცეპტორთან დაკავშირებას შეძლებს.

კოფეინის ხშირი და მაღალი დოზის მიღების საპასუხოდ შეიძლება მოხდეს


დამატებითი ადენოზინის რეცეპტორების ექსპრესია.
ამგვარად ვღებულობთ ,,შეჩვევის“ ეფექტს, როცა კოფეინის მოქმედების ფონზე მაინც
ადენოზინით გამოწვეული დამთრგუნველი სიგნალი გავრცელდება.
ალკოჰოლი
სხვა დამოკიდებულების-გამომწვევი ნივთიერებისგან განსხვავებით, ალკოჰოლი არ
მოქმედებს რამე კონკრეტულ რეცეპტორზე თავის ტვინში, ის მოქმედებს
დოფამინოერგული სისტემის მოდულატორებზე, როგორიცაა გლუტამატი,
სეროტონინი და GABA. ასეთი მოქმედება იწვევს იწვევს ნეიროადაპტურ ცვლილებებს
და შედეგად, ალკოჰოლის გამორიცხვისას შედეგად მიიღება დაკლება დოფამინის
წარმოქმნაში და მოხსნის სიმპტომები.
ალკოჰოლი ძირითადად დამთრგუნველ გავლენას ახდენს ნერვულ სისტემაზე.
შედეგად, ალკოჰოლის ამოღებისას ნერვული სისტემაში ვითარდება
ჰიპერაღგზნებადობა: კრუნჩხვები, ჰალუცინაციები.

o ვირთაგვებში ნაჩვენები იყო, რომ ეთანოლის ქრონიკული მიღება იწვევს


გლუტამატის მიმართ მგრძნობელობის დაკლებას, ალკოჰოლის მიღების შეწყვეტა
ამ შემთხვევაში შიძლება გამოიწვიოს ტვინის ჰიპერაგზნებულობა.

როდესაც გლუტამატი ჭარბად გამოიყოფა, გლუტამატი ამ რეცეპტორებს


დაუკავშირდება და გლუტამატის გამოყოფა შეწყდება. აღმოჩნდა, რომ ეთანოლს
(ალკოჰოლს) ეს უნარი აქვს, უკავშირდება ამ რეცეპტორებს, ხდება იმის იმიტაცია, რომ
გლუტამატი არის ჭარბი რაოდენობით და წყდება მისი გამოყოფა.

გლუტამატი - ამაღზნებელი მოქმედების ნეირომედიატორია.


ნიკოტინი
ნიკოტინი უკავშირდება აცეტილქოლინის რეცეპტორებს, ამის შედეგად ხდება
დოფამინის გამოყოფა.
ნიკოტინის ხანგრძლივი მოხმარებისას ეს რეცეპტორები მრავლდება და ასევე
დესენსეტიზაციას განიცდიან („მგრძნობელობას“ კარგავენ), შედეგად -სასურველი
ეფექტის მისაღწევად საჭიროა სულ მეტი და მეტი ნიკოტინის მიღება.
შფოთვა (Anxiety)
 მოლოდინის ან შიშის გრძნობა, ხშირად დეპრესიის წინაპირობაა.
 Panic Disorder
გახშირებული გულის ცემა, სუნთქვის უკმარისობა, ტრემორი, ციებ-ცხელება, გულის
რევა, ტკივილი გულმკერდის არეში.
 Obsessive-Compulsive Disorder
სისუფთავის მანია
 Post-Traumatic Stress Disorder
ჰიპერტენსია, უძილობა, მადის დაკარგვა
 Phobias
მაგ. სოციალური სიტუაციების ფობია
 Generalized Anxiety Disorder
გაუკონტროლირებელი ნერვიულობა ყოველდღიურ მოვლენებზე. შეიძლება თან
ახლდეს ფიზიკური სიმპტომები

გამომწვევი მიზეზები:
 სამედიცინო პრეპარატების გვერდითი ეფექტი
 თირკმელზედა ჯირკვლის სიმსივნე
 გენეტიკა
 ტვინის ბიოქიმია (ჰორმონები)
 სტრესი
შფოთვის კონტროლის ნეიროანატომია

სმენითი და ვიზუალური გამღიზიანებელი: პროცესინგი ხდება თალამუსში


და ინფორმაცია გადაეცემა ამიგდულას
ყნოსვითი და სივრცითი გამღიზიანებელი: გვერდს უვლის თალამუსს და
პირდაპირ გადაეცემა ამიგდალას, უფრო ძლიერ რეაქციებს იწვევს.

You might also like