ფემინიზმი

You might also like

Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 3

კაცობრიობის განვითარების პროცესში, მას შემდეგ რაც

მატრიარქატი ჩანაცვლდა პატრიარქატით ქალების როლი


საზოგადოებაში განსაკუთრებით დაკნინდა. ქალის როლი მხოლოდ
ბავშვების გაჩენა და აღზრდა, საოჯახო მეურნეობის გაძღოლა
და ,,ოჯახის უფროსის’’ მამაკაცის მორჩილება წარმოადგენდა და არც
განათლების მიღება შეეძლო.
ანტიკური ფილოსოფოსების გავლენა განმანათლებლობის
ეპოქამდე იმდენად ძლიერი იყო რომ დღევანდელ დღემდე
გრძელდება ის ქალთმოძულეობა რაც იმ პერიოდის ფილოსოფოსებს
თუ სწავლულებს გააჩნდათ. აღნიშნულს შემდგომ პერიოდში
სხვადასხვა რელიგიების გავლენაც დაემატა. რა თქმა უნდა,
სხვადასხვა ქვეყანაში ეს პროცესი სხვადასხვანაირად
მიმდინარეობდა რასაც ხელს უწყობდა რელიგიური თუ ბუნებრივი
ფიზიკური ფაქტორები , მაგრამ პრინციპი ყველგან ერთი იყო ქალი
მეორეხარისხოვან არსებას წარმოადგენდა.
რა თქმა უნდა საქართველოშიც ანალოგიური სიტუაცია იყო
მეტნაკლები განსხვავებით. ის ფაქტი, რომ თითქოს საქართველოში
ქალის კულტი არსებობდა და მას განსაკუთრებულ პატივს სცემდნენ
მთლად სიმართლეს არ შეესაბამებოდა. თუ ორ მოჩხუბარს შორის
ქალის მიერ მანდილის ჩაგდებას მათი დაზავება მოჰყვებოდა ეს
სულაც არ ნიშნავდა ქალის განსაკუთრებულობას, ის მაინც ქმარის
მონა-მორჩილი რჩებოდა და ეს რიტუალიც არსებული წეს-ჩვეულების
ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი იყო.
თუმცა საქართველოს ისტორიასაც ახსოვს მომენტები, როდესაც
დიდი საქმეების კეთება ქალთა სახელებს უკავშირდებოდა და ისინი
მამაკაცებზე უკეთესად ართმევდნენ თავს ზოგჯერ ისეთი პრობლემების
გადაწყვეტას რაც თითქოს შეუძლებელ მისიად ჩანდა ასეთები იყვნენ
მეფეებიც, დიდგვაროვნებიც და უბრალო გლეხებიც. ამ
გადმოსახედიდან ქართველი ქალების როლი უდიდესია
საქართველოს ისტორიაში.
ჯერ კიდევ მე-12 საუკუნის საქართველოში ხდება ერთ-ერთი
უმნიშვნელოვანესი მოვლენა რაც იშვიათი იყო იმ ეპოქისათვის,
საქართველოში გამეფდა ქალი და ეს იყო ისტორიაში მომენტი
რომელსაც საქართველოს ,,ოქროს ხანას’’ უწოდებენ. რითი იყო
გამორჩეული თამარის მეფობა? პირველ რიგში აღსანიშნავია რომ
მისი მეფობის პერიოდში საქართველომ მოიგო ორი დიდი ბრძოლა
შამქორი და ბასიანი, ქვეყანა პოლიტიკურად და ეკონომიურად
განვითარების მაღალ მწვერვალზე იყო, ფაქტობრივად კავკასიაში
არსებობდა იმპერია, რომელსაც ქალი მართავდა და ეს ქალი ამ
პერიოდისათვის ყველაზე განსაკუთრებულ მოვლენას წააწყდა, რასაც
ყუთლუ-არსლანის მიერ დასის ჩამოყალიბება ერქვა. ეს იყო დიდი
პოლიტიკური მოვლენა, რომელიც ფაქტიურად ზღუდავდა მეფის
ხელისუფლებას და საკანომდებლო და აღმასრულებელი
ხელისუფლების დანაწილებას გულისხმობდა, მანამდე მსოფლიოს
ასეთი მოვლენა არ ახსოვს, მხოლოდ მე-13 საუკუნეში
ინგლისში ,,თავისუფლებათა დიდი ქარტიით’’ შეიზღუდა ინგლისის
მეფის ხელისუფლება. ეს ნიშნავდა რომ თამარის დროს ქვეყანაში
პოლიტიკური კულტურა მაღალ დონეზე იყო და ამ პერიოდში, როცა
ქვეყანაში სამოქალაქო ომის დაწყების რეალური საფრთხე გაჩნდა,
თამარმა დიპლომატიაში ქალები გამოიყენა, მან ყულთლუ-
არსლანთან კრავაი ჯაყელი და ხვაშაქ ცოქალი გააგზავნა ამ ორმა
ქალმა თითქმის შეუძლებელი დიპლომატიური მისია ბრწყინვალედ
შეასრულა, რამაც თავიდან ააცილა საქართველოს სამოქალაქო ომის
საფრთხე. ეს არის ბრწყინვალე მაგალითი იმისა, რომ ქალებს
შესანიშნავად შეუძლიათ წარმართონ პოლიტიკა, განავითარონ
ეკონომიკა, აწარმოონ დიპლომატია და საომარი მოქმედებები.
თამარის შემდეგ ალბათ ყველაზე დიდი პრინციპულობის
მაგალითია კახეთის დედოფალი ქეთევან მუხრანბატონი, რომელიც
1626 წელს ირანში, ქალაქ შირაზში სასტიკად აწამეს, რადგან მან უარი
თქვა რჯულის შეცვლაზე.
საინტერესო მოვლენაა საქართველოს ისტორიაში
უსამართლობასთნ მებრძოლი ქალები: მაია წყნეთელი, თინა
წავკისელი, თამარ ვაშლოვნელი, რომლებიც ბრძოლის ველზე
არანაკლებ იბრძოდნენ, ვიდრე კაცები
სამეგრელოში მნიშვნელოვანი ფიგურა იყო ეკატერინე ჭავჭავაძე,
რომელიც დავით დადიანის გარდაცვალების შემდეგ, ფაქტობრივად
განაგებდა სამეგრელოს სამთავროს და პირადად მონაწილეობდა
ოსმალეთის წინააღმდეგ ბრძოლებში.
მომდევნო ეპოქებშიც იყვნენ ქალები რომლებმაც უდიდესი როლი
შეიტანეს საქართველოს ისტორიაში, ქალთა უფლებების წინა პლანზე
წამოწევაში. იყვნენ მწერლები საზოგადო მოღვაწეები, იურისტები,
პოეტები, მსახიობები, პუბლიცისტები, მებრძოლები.
1832 წლის შეთქმულებაში მონაწილეობდა ერეკლე მეორის შვილი
პოეტი თეკლა ბაგრატიონი. განსაკუთრებით აღსანიშნავია პირველი
ქართველი ფემინისტი ქალი (როგორც მას უწოდებდნენ) ბარბარე
ჯორჯაძის მოღვაწეობა. მისი პრინციპული გამოსვლები ქართველ
ქალთა უფლებების დასაცავად. წერა-კითხვის გამავრცელებელი
საზოგადოების თბილისის განყოფილების თავმჯდომარე ანასტასია
მაჩაბელი და ამავე საზოგადოების წევრი ოლღა გურამიშვილი,
რომელსაც ასევე ჩამოყალიბებული ჰქონდა ,,ქართველ ქალთა
საქველმოქმედო საზოგადოება’’ იბრძოდნენ ქართველ ქალთა
განათლებისათვის და მათი როლი ამ მიმართულებით შეუფასებელია.
დღეისათვის საქართველოში ქალები უფრო მეტად არიან
ჩართულები საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში, რაც
მართალია საკმარისი არ არის,მაგრამ უდაოდ წინ გადადგმული
ნაბიჯია, რადგან როგორც ისტორიული მაგალითები გვიჩვენებს და
დღევანდელობაც გვიდასტურებს,მათ არანაკლებ შეუძლიათ რთულ
პრობლემებთან გამკლავება, საზოგადოებრივ თუ სახელმწიფოებრივ
ცხოვრებაში, მნიშვნელოვანი როლის შეტანა.
უახლოესი წარსულიდან საინტერესო ლიდერი ქალი ცალსახად
მარგარეტ ტეტჩერია ,,რკინის ლედი’’ როგორც მას უწოდებდნენ
ბრწყინვალე პოლიტიკოსი იყო. ლიბელარული პოლიტიკის
გამტარებელი ეკონომიკაში მის დროს განსაკუთრებით გაიზარდა
სახელმწიფო ბიუჯეტი, იგი იყო ყველაზე გრძელვადიანი პრემიერ-
მინისტრი ბრიტანეთის ისტორიაში, რომელიც სამჯერ აირჩიეს
პრემიერად. ამერიკის პრეზიდენტ რონალდ რეიგანთან ერთად მას
დიდი წვლილი მიუძღვის ,,ბოროტების იმპერიის’’ დაშლაში, რასაც
საბჭოთა კავშირი ერქვა. იგი თავისი პრემიერობის განმავლობაში იყო
ნამდვილი ლიდერი და თავისი ქვეყნის, ერთ-ერთი გამორჩეული
მმართველი.

სოფიო ბაჯელიძე

You might also like