Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 5

Date:16.08.

2023

მკვლელობა მატარებლის კაბინაში

-რამდენჯერ უნდა გითხრა,რომ ასე მოქცევა არ შეიძლება!


-ელიზაბეტ, რა ჩემი ბრალია თუ მას არ უნდოდა ჩვენთვის ინფორმაცია მოეცა?
-ხო, მაგრამ მისი მოკვლა საჭირო არ იყო! გარდა ამისა მე შენი უფროსი ვარ და ბრძანებას
უნდა დაემორჩილო!
-ვიცი, ამას უკვე მილიონჯერ მეუბნები, მაგრამ თავი ვერ შევიკავე, ის ხომ აგდებულად
გველაპარაკებოდა.
-საქმეც მაგაშია, მან იცოდა რომ ყველაფერი ასე მოხდებოდა და ერჩივნა საკუთრი სიცოცხლე
გაეწირა ვიდრე ჩვენთვის ინფორმაცია მოეცა.
-ახლა რის გაკეთებას ვაპირებთ?
-როგორც ვიცი კონორი ხვალ მიემგზავრება მივლინებით სხვა ქალაქში მატარებლით
-მოიცა, იმის თქმა გინდა, რომ თვით ჩვენი კონკურენტი ნარკოდილერისგან მიიღებ
ინფორმაციას?
-რატომაც არა, ისე ნუ იქცევი ვითომ აქამდე მსგავსი რამ არ გამეკეთებინოს
-ის ხომ ყველაზე ძლევამოსილი ადამიანია, შეიძლება შენს სიცოცხლეს საფრთხე დაემუქროს
-კარგი რა, მაშინ აქამდე მკვდარი უნდა ვიყო,თან გარისკვის გარეშე სიცოცხლეს რა ფასი აქვს
-რომ გიცნოს?
-ჩემი იდენტობა გასაიდუმლოებულია, არავინ იცის ვინ ვარ და რას წარმოვადგენ
-მის გამოჭერას როგორ აპირებ?
-დედამისით,ჩვენმა აგენტებმა გაარკვიეს და აღმოჩნდა,რომ მატარებლით დედამისთნ ერთად
იმგზავრებს
-შენი აზრით ეს ქმედება გაამართლებს?
-წესით უნდა გაამართლოს,ცდა ბედის მონახევრია
-რომელზე გავდივართ?
-ხვალ,დილის 8 ზე
-რამდენი მივდივართ?
-ბევრი არც გვინდა,თუ დედამისს ჩავიგდებთ ხელში ყველაფერი გეგმის მიხედვით წავა
-5 კაცი?
-ეგეც ბევრია, 3 კაცი გაამზადე
-კარგი ელიზაბეტ

თეოდორი როგორც კი წავიდა გვამს შევხედე, რომელსაც ადამიანობის ნატამალი აღარ


შერჩენია, შეხედულებით თუ ვიმსჯელებდით ალბათ 25 წლისა იქნებოდა.რა დასანანია ვიღაც
ნარკოდილერის გამო თავი რომ გასწირა. დაახლოებით 10 წუთის შემდეგ ოთახს ვტოვებ, ჩემს
კაბინეტში შევდივარ, სადაც მხოლოდ სამუშაო მაგიდა და ლეპტოპი მეგულება. ჯერ მხოლოდ
21 წლის ვარ ბევრი არაფერი ვიცი ნარკოდილერებზე და მაფიის ბოსებზე, თუმცა იმას მაინც
მივაღწიე,რომ მამაჩემის საქმეს კარგად ვუძღვები და ჩემს ხალხს ისე ვექცევი როგორც ოჯახის
წევრებს,ვერ დავუშვებ ისეთ რამეს, რასაც რომელიმე წევრის მკვლელობა მოყვება. მაგიდიდან
მანქანის გასაღებს ვიღებ,გარეთ გავდივარ, დაცვის თანამშრომლებს ვემშვიდობები და
სახლისკენ მივდივარ,ხვალ ზედმეტად კარგი დღე იქნება იმ კაცის დედას მოვკლავ,
რომელმაც მშობლები წამართვა და ცხოვრება ჯოჯოხეთად მიქცია.
-ყველაფერი მზადაა? -ვეკითხები თეოდორს,რომელიც ტელეფონში რაღაცას ჩაჰკირკიტებს და
წარბები შეკრული აქვს
-დაახლოებით. მპასუხობს თეოდორი
-დაახლოებით რატომ? რამე მოხდა?
-გუშინ კარგად მახსოვს,რომ ზუსტად 5 ადგილი დავჯავშნე,მაგრამ მხოლოდ 2 დაიჯავშნა
-არაუშავს,რას ვიზამთ,ამის გამო ნერვებს ნუ მოიშლი
-ახლა რას ვაპირებ?
-არაფერს, მარტო ჩვენ ორნი წავალთ ამ მისიაზე, მაგრამ ამჯერად ეცადე რომ დამემორჩლო
თორემ ვერ გადამირჩები!
-ანუ არანაირი ტვინის გასხმა მანამ, სანამ ინფორმაციას არ გამოვტყუებთ კორმაკს,გასაგებია!
-ფრთხილად უნდა ვიმოქმედოთ!!

8-ს უკვე 10 წუთი უკლია, მე და თეოდორი მატარებელში ვართ და ვეძებთ კორმაკის


დედას,რომელსაც მალე ვპოულობთ, მე მის გვერდით ვჯდები,თეოდორი კი ჩემს წინ იკავებს
ადგილს. მალევე მატარებელიც იწყებს მოძრაობას,მაგრამ კორმაკს ვერსად
ვხედავ,საინტერესოა სწორად მომაწოდეს თუ არა ინფორმაცია,თუმცა ფაქტია,დედამისი აქაა.
გვერდით გაზეთს ვამჩნევ და დროის გასაყვანად წაკითხვას ვიწყებ.

,,ვინ არის მაფიის ბოსი,რომელიც ყველას კლავს ვინც გზაზე გადაეღობება?


არავინ არ იცის ვინაა,რა წარსული აქვს,მაგრამ ჩვენ მხოლოდ ის ვიცით,რომ მაფიის ბოსი
ქალია,რომელიც ყველას კლავს,მან არ იცის ბავშვი და მოხუცი,ანადგურებს ყველას და
ყველაფერს,მისთვის უცხოა მოწყალება, ქუჩებში პანიკაა, ხალხს გარეთ გასვლის
ეშნია,საინტერესოა ეს ვითარება როდემდე გაგრძელდება“

გვერდით ვიხედები და ვხედავ მოხუცი ქალი როგორ იყურება ჩემს გაზეთში და როგორ
ცახცახებს,ისევ გაზეთს ვუბრუნდები და მეღიმება,ეს სტატია ხომ ჩემზეა,არ მეგონა ამდენად
სახიფათო თუ ვიყავი ხალხისთვის. თეოდორისკენ ვიხედები, რომელიც რაღაცას
მანიშნებს,უკან ვიხედები და კორმაკს ვამჩნევ, რომელიც დედამისისკენ მიდის ყურში რაღაცას
ეჩურჩულება და შემდეგ მიდის,სასწრაფოდ თეოდორს ვწერ რომ კორმაკს აედევნოს ისიც
უსიტყვოდ ასრულებს ჩემს დავალებას და მიდის.

-რა საშინელებაა, მიკვირს პოლიცია აქამდე რომ ვერ იჭერს


-უკაცრავად? -ვეკითხები კორმაკის დედას
-იმის თქმა მინდა, რომ ქალაქში მაფიის ბოსი დადის და პოლიცია არაფერს არ აკეთებს მის
დასაჭერად

ვცდილობ სიცილი შევიკავო და გამომდის კიდეც, პოლიცია უკვე დიდი ხანია ჩვენს ქალაქში
მხოლოდ დეკორაციაა,თვითონაც ეშინიათ და შესაბამისად ჩუმად არიან,მთავრობა თავისი
ჭკუით ყველაფერს აკეთებს ხალხის დასაცავად, მაგრამ უშედეგოდ

-მართლაც საშინელებაა. ვპასუხობ რამდენიმე წამის შემდეგ

-მე ლილი და თქვნი სახელი?


-ელი
-სასიამოვნოა მპასუხობს ლილი

თეოდორის შეტყობინება მივიღე სადაც მაუწყებს რომ რაღაც რიგზე არაა,მეც მოქმედებაზე
გადავდივარ იარაღს ვიღებ და პირდაპირ ლილის შუბლთან მიმაქვს, წამიერად ხალხი კივილს
იწყებს,ლილის თვალებში კი შიშს ვკითხულობ.
-თუ არ გინდა რომ აქ ვინმე მოკვდეს სჯობს გამომყვე. - ვეუბნები ლილის, რომელიც სადაცაა
გონებას დაკარგავს

-სად უნდა წამიყვანო?


-შენს კორმაკთან
-კი მაგრამ კორმაკი აქ არ არის
-შენი აზრით კორმაკს სახეზე ვერ ვცნობ?

ლილის მანიაკალური სიცილი უვარდება, რაც ძალიან მაკვირვებს

-შენ გგონია კორმაკი,რომელსაც დედა ძალიან უყვარს ასე დაუცველად დატოვებდა?

მოულოდნელად სამი შავებში ჩაცმული კაცი დგება და ჩემს წინ დგებიან მეც და ლილიც
ვდგებით,საბედნიეროდ ყველგან ორი იარაღით დავდივარ, ორ კაცს როგორც არაფერს ისე
ვკლავ, მესამის კი ეშინია კორმაკის დედას რამე არ დაუშავოს,რადგან ის ზუსტად ჩემს წინაა.
ლილის ვუახლოვდები და მესამესაც ისევე ვკლავ როგორც ის დანარჩენი ორი მოვკალი.
თეოდორი იარაღით შემორბის, თუმცა როგორც კი სამ კაცს მიწაზე ხედავს წყნარდება.

-ელიზაბეტ, სასწრაფოდ უნდა წავიდეთ


-რა ხდება?
-კორმაკმა თავიდანვე იცოდა,რომ შენ აქ იქნებოდი,პოლიციას შეატყობინა ყველაფერი.
-კი მაგრამ,როგორ?
-როგორც ჩანს, რომელიღაცამ ჩვენიანმა ჩაგვიშვა.
-ამის დედაც.....კორმაკი სად არის
-კაბინაშია ჩაკეტილი, მისი დაცვა იმდენად ნელი და სუსტი იყო,მიკვირს ასეთი კაცი აქამდე
როგორ არ მოკლეს.

ლილის თავთან კიდევ უფრო ახლოს მიმაქვს იარაღი და კაბინისკენ მივდივართ,სადაც


რამდენიმე მოკლულ კაცს ვხედავ,თეოდორს კარგად უმუშავია. კაბინას ვაღებ თუ არა
კორმაკს ვხედავ, რომელიც ფანჯრის გაღებას ცდილობს. როგორც კი დედამისს ამჩნევს იმ
წამსვე შეშდება.

-დედა, აქ რას აკეთებ,ხომ გითხარი დაცვასთან ახლოს იყავითქო!


-ისინი აღარ არიან კორმაკ,ზედმეტად სუსტები აღმოჩნდნენ მაფიის ბოსთან
გასამკვლავებლად.

დედამისთან დიალოგს როგორც კი მორჩა მე მიბრუნდება

-ესეიგი შენ ხარ ის მაფიის ბოსი,რომლისაც ყველას ეშინია


-დიახ,მე გახლავართ და მე ვარ ის პატარა კიკინებიანი გოგო,რომელსაც საკუთარ სახლში
დედა მოუკალი
-რას ვიფიქრებდი ელიზაბეტი, რომელიც ჭიანჭველასაც არაფერს დაუშავებდა, ახლა აქ დგას
და კაცებს ისე კლავს თითქოს,გასართობი სათამაშო იყოს.
-აქ პასუხების გამო ვარ, მითხარი სად წაიღე დედაჩემის გვამი და სად არის მამაჩემი
-რა მეამიტი ხარ ელიზაბეტ. მხოლოდ ამის გამო მოხვედი ჩემთან? მამაშენიც დედაშენის გამო
მეძებდა,თუმცა არ გამოუვიდა.
-კორმაკ,ჩემს მოთმინებას ნუ ცდი!
თეოდორი მოგვიახლოვდა და კორმაკს თვით შუბლზე მიუბჯინა იარაღი, ამის დანახვაზე
ლილის კივილი აღმოხდა მეც არ დავაყოვნე და ლილი მხარში დავჭერი,კორმაკი ოდნავ მაინც
რომ დამეშინებინა

-ახავე მეტყვი სად არის მამაჩემი,წინააღმდეგ შემთხვევაში დედაშენს დაემშვიდობეებაა


-არ ვიცი სად არის, შეიძლება უკვე რომელიმე ტბის ფსკერს ამშვენებდეს

სისხლი მიდუღს,სუნთქვა მიჭირს, ფეხები მიკანკალებს, თუმცა მაინც ვცილობ მყარად ვიდგე
და ფეხები არ მომეკეცოს, კორმაკი ისტერიულად იცინის მე კი მისი სიცილი უკვე ცუდად
მხდის,გულს მირევს მაგრამ ჯერ მისი სიკვდილი ადრეა კიდევ ერთი რამ არის რისი
გაკეთებაც მსურდა მას შემდეგ რაც გავიგებდი, რომ მამაჩემი მკვდარი იქნებოდა. ლილისთან
ახლოს მივდივარ და პირდაპი შუბლში ვესვრი. კორმაკი ყვირის თუმცა ეს უკვე არ
მაინტერესებს,მან ჩემი მშობლები დახოცა და დამაობლა. ჯიბიდან ფურცელს ვიღებ და
კორმაკს ვაწვდი

-თუ გინდა,რომ შენი დედიკოსავით არ დაამთავრო ამ ქაღალდს ხელი მოაწერე და გაგიშვებ


-პოლიცია მალე აქ იქნება, გაქცევს ვერ მოახერხებ
-ცდები ჩემო კორმაკ, ჩემი ხალხი უკვე აქაა,ახლა კი მოაწერე ხელი თუ გინდა რომ ცოცხალი
გაგიშვა

კორმაკმა ზედმეტი კითხვის გარეშე მოაწერა ხელი ფურცელს,რაც იმას ნიშნავს რომ მისი
ბიზნესი მე გადმომაბარა.პოლიციის სირენების ხმა მესმის თეოდორს ვანიშნებ,რომ საქმე
დაასრულოს და კაბინიდან გავდივარ,რა დროსაც სროლის გამაყტუებელი ხმა მესმის.

-ახლა რა ხდება?-მეკითება თეოდორი რომელსაც პერანგზე სისხლის ლაქები ატყვია


-არაფერი თეოდორ, სახლში წავიდეთ ხვალიდან კი კორმაკის ნარკოტიკებს
მივხედოთ,ჩვენები მოვიდნენ?
-კი,შემდეგ გაჩერებასთან გველოდებიან,პოლიციელები კი ჯერ კიდევ არ ჩანან
-ძალაინ კარგი
-ეს ამბავი პრესას არ შევატყობინოთ?
-როგორც ყოველთვის
-და სათურად რა დავაწერინოთ?
-მკვლელობა მატარებლის კაბინაში.

You might also like