Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 4

ადამიანური რესურსების მენეჯმენტის არსი

ადამიანური რესურსების მენეჯმენტის ისტორია


პერსონალური ადმინისტრირების სახელწოდებით დაიწყო,
ამერიკის შეერთებულ შტატებში 1920-იან წლებში, თუმცა
ფუნქციონალურად მაშინაც კომპანიის ურთიერთობის
სტუქტურირებას გულისმხობდა. ადრე ადამიანური
რესურსების მენეჯერს ინგლისში ,,კეთილდღეობის მდივანს ”
უწოდებდნენ. • აშშ-სა და საფრანგეთში კი
“საზოგადოებრივი მდივანი.” ადამიანური რესურსების
მენეჯმენტის პრობლემებთან დაკავშირებული სპეციალური
განყოფილებები წარმოიშვა მე-20 საუკუნის 20-30-იან წლებში.
ისინი ასრულებდნენ დოკუმენტების წარმოებასთან,
კონფლიქტების განხილვასთან, სასამართლოში
მონაწილეობასთან და შრომის ანაზღაურებასთან
დაკავშირებულ სამუშაოებს. ამდენად, მათი ფუნქციები იყო
დამხმარე, ხოლო კადრებთან დაკავშირებულ ძირითად
საკითხებს წყვეტდა უმაღლესი ხელმძღვანელობა.
ადამიანური რესურსების მართვა დამოუკიდებელ
მეცნიერებად პირველად ჩამოყალიბდა აშშ-ში მეორე
მსოფლიო ომის შემდეგ, ხოლო დასავლეთ ევროპის
ქვეყნებში გასული საუკუნის 60-70-იან წლებში. ადამიანური
რესურსი წარმოადგენს ორგანიზაციაში დასაქმებულ პირთა
ერთობლიობას. ერთობლიობაში იგულისხმება არა მხოლოდ
თანამშრომელთა რაოდენობა, არამედ ის კაპიტალი -
გამოცდილება, პიროვნული თვისებები, მისწრაფებები,
ინტერესები და მიზნების ერთიანობა, რომელიც თითოეულ
თანამშრომელს გააჩნია ორგანიზაციაში მოსვლისას.
ადამიანური რესურსების მართვა კი თავის მხრივ
გულისხმობს ადამიანური რესურსის გამოყენებას
ორგანიზაციის ინტერესების შესაბამისად.
ცნება „ადამიანური რესურსები“ უფრო ტევადია, ვიდრე
ცნებები „შრომითი რესურსები“ და „პერსონალი“, „კადრები“,
რადგან იგი მათგან, განსხვავებით, მოიცავს ადამიანთა
სოციოკულტურულ და პიროვნულ-ფსიქოლოგიურ თვისებათა
ერთობლიობას.
ადამიანური რესურსების სპეციფიკა, ყველა სხვა სახის
რესურსებისაგან განსხვავებით, მდგომარეობს შემდეგში:
1. ადამიანები ფლობენ ინტელექტს, შესაბამისად, გარეგან
ზემოქმედებაზე მათი რეაქცია ემოციონალურია და
გააზრებული, რის გამოც მართვის სუბიექტსა და ადამიანებს
(პერსონალს) შორის ურთიერთზემოქმედების პროცესი
ორმხრივია;
2. ინტელექტის ფლობის წყალობით, ადამიანებს შეუძლიათ
მუდმივად სრულყოფა და განვითარება, რაც საზოგადოებისა
და ცალკეული ორგანიზაციის წინსვლის მთავარი წყაროა;
3. ადამიანები ირჩევენ საქმიანობის განსაზღვრულ სახეობას
(გონებრივი და ფიზიკური და ა. შ.) და აქვთ განსაზღვრული
მიზნები.
ადამიანური რესურსების მართვა, როგორც მეცნიერება
არსებობს თეორიულ და გამოყენებით დონეზე.
ადამიანური რესურსების მართვის თეორიის მიზანია
ფუნქციურ და სხვა ურთიერთკავშირებისა და მათ შორის
კანონზომიერებათა დადგენის გზით, ახალი ცოდნის მიღება,
ტიპური ორგანიზაციული სიტუაციების პროგნოზირება.
ადამიანური რესურსების მართვა გამოყენებით დონეზე
დაკავებულია ისეთი საკითხებით, როგორიცაა: პერსონალის
შერჩევა მათი საქმიანობის ეფექტიანობის ამაღლების
მიზნით, შრომის ანაზღაურების ფორმებისა და სისტემების
სრულყოფა, მაღალკვალიფიციური კადრების მომზადება და
ა.შ.
ადამიანური რესურსების მენეჯმენტი ეყრდნობა შემდეგ
თეორიებს:
1. ეკონომიკური თეორიები;
2. ფსიქოლოგიური თეორიები;
3. სოციოლოგიური თეორიები.
4. შრომისა და სოციალური სამართალი.

ადამიანური რესურსების მართვასთან უშუალო კავშირი აქვს


ბევრ სხვა მეცნიერულ თეორიასა და შესაბამის კონცეფციას:
 პოლიტოლოგიური თეორიების ის ნაწილი, რომელიც
შეისწავლის სოციალური ორგანიზაციის პირველად
დონეზე ხელისუფლებისა და მართვის პრობლემებს.
სწორედ ასეთია ორგანიზაცია (საწარმო, ფირმა და სხვ,);
 კონფლიქტოლოგიის ის ნაწილი, რომელიც შეისწავლის
კონფლიქტებს ორგანიზაციებში;
 ერგონომიკა; შრომის ფიზიოლოგია; შრომის
ფსიქოლოგია;
 შრომის სოციოლოგია; შრომის პედაგოგიკა; შრომის
მედიცინა და ა. შ.
სოციალურ კომპეტენტურობაში იგულისხმება ადამიანებს
შორის ურთიერთობები, გუნდსა და კოლექტივში მუშაობისა
და სხვა მომუშავეებთან ეფექტიანი ურთიერთკავშირის უნარი.
ადამიანური რესურსების მენეჯმენტის ეთიკური
პრინციპებია:
1. პიროვნების პატივისცემა - მისთვის თვითრეალიზაციის
საშუალების მიცემა;
2. ურთიერთპატივისცემა - ორგანიზაციაში ინტერესთა
ერთობის ჩამოყალიბება და კონფლიქტების მოწესრიგება;
3. პროცედურული სამართლიანობა - რომელიც მოიცავს
პიროვნებისადმი დამოკიდებულების ყველა ასპექტს;
4. გამჭვირვალობა - ყველასათვის გასაგები გახადოს და
ახსნას მმართველობის მიერ შემოთავაზებული
წინადადებები, გადაწყვეტილებები და მეთოდები;

You might also like