საკითხები სტუდენტებს იოფ ში 2

You might also like

Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 5

1. რაში მდგომარეობს ი-ო ფსიქოლოგიის მთავარ ამოცანა? (გვ.

19)
იო ფსიქოლოგიის მთავარ ამოცანას ადამიანის საქმიანობის ეფექტურობაზე
ინდივიდუალური, ჯგუფური და ორგანიზაციის სტრუქტურული
მახასიათებლების გავლენის შესწავლა წარმოადგენს.
2. ორგანიზაციაში მიმდინარე მოვლენების შესწავლის საბოლოო მიზანი. (გვ.23)
ორგანიზაციაში მიმდინარე მოვლენების შესწავლის საბოლოო მიზანს მომუშავეთა
საქმიანობის ხარისხის, ნაყოფიერების და შრომის მიმართ დადებითი
დამოკიდებულების ჩამოყალიბება წარმოადგენს.
3. ორგანიზაციის ხილვადი ასპექტებიგვ.24
მიზნები, ტექნოლოგია, სტრუქტურა, ფულადი რესურსები, თანამშრომელთა
უნარები და გამოცდილება.
4. ორგანიზაციის ფარული ასპექტები
განწყობები, კომუნიკაციის ფორმები, ჯგუფური პროცესები, პიროვნული
თვისებები, კონფლიქტი, პრობლემის გადაჭრის ხერხები.
5. რას შეისწავლის პერსონალის ფსიქოლოგია? (გვ.19)
პერსონალის ფსიქოლოგია შრომის პროცესებზე ადამიანთა შორის არსებული
ინდივიდუალური განსხვავებების გავლენას სწავლობს.
6. რას შეისწავლის საინჟინრო ფსიქოლოგია? (გვ.20)
საინჟინრო ფსიქოლოგია არის დარგი, რომელიც „ადამიანი-მანქანა“ სისტემაში
საქმიანობის პროდუქტიულობის და უსაფრთხოების ასამაღლებლად მომუშავის,
როგორც ოპერატორის, ტექნიკასთან ინფორმაციულ ურთიეთქმედებას
შეისწავლის.

7. რას შისწავლის მომხმარებლის ფსიქოლოგია? (გვ.20)


მომხმარებლის ფსიქოლოგია შექმნილი პროდუქციის გასაღებასთან ან
შეთავაზებული მომსახურების განხორციელებასთან დაკავშირებული
მომხმარებლის ქცევის განმსაზღვრელ ფსიქოლოგიურ ფაქტორს იკვლევს.

8. დამოკიდებული, დამოუკიდებელი და შუალედური ცვლადების განმარტება. გვ


52

ფაქტორი რომელსაც მკვლევარი მართავს და აკონტროლებს დამოუკიდებელ


ცვლადს წარმოადგენს. დამოკიდებულ ცვლადში ის ფაქტორი იგულისხმება,
რომელიც დამოუკიდებელი ცვლადის ზეგავლენის შედეგად იცვლება. ფაქტორს
რომელიც დამოუკიდებელი ცვლადის დამოკიდებულ ცვლადზე ზემოქმედებას
აშუალებს გამაშუალებელი ცვლადი ეწოდება.

9. ემპირიული კვლევის 5 საფეხური. გვ 47


პრობლემის დასმა, კვლევის დაგეგმარება, ცვლადების გაზომვა, შედეგების
ანალიზი, დასკვნების გამოტანა.
10. ი-ო ფსიქოლოგიაში მკვლევარის ძირითადი ამოცანა? გვ.49
მკვლევარის ძირითადი ამოცანაა შესასწავლი მოვლენის შესახებ მრავალფეროვანი
შინაარსის მქონე აღწერითი სახის ინფორმაციის მოპოვებაში და გარკვეულ
ფაქტორებს შორის ემპირიული კავშირის დადგენაში მდგომარეობს.
11. ექსპერიმენტული კვლევის არსი დ. კემპბელის მიხედვით: გვ.51
ექსპერიმენტს ჩვენ კვლევის იმ ნაწილს ვუწოდებთ, რომელშიც მკვლევარი
ცვლადების მანიპულირებას მიმართავს და სხვა ცვლადზე ამ ზემოქმედებით
გამოწვეულ ეფექტებს აკვირდება.
12. ფორმალური და არაფორმალური ჯგუფები. გვ.71
გარკვეული მიზნების მისაღწევად გაერთიანებულ, ერთმანეთზე დამოკიდებულ
და ურთიერთობაში მყოფ ორ ან მეტ ადამიანს ჯგუფი ეწოდება.
ფორმალური ჯგუფი - ორგანიზაციის სტრუქტურით განსაზღვრული შრომითი
ჯგუფი ფორმალური ჯგუფია. ორგანიზაციაში მისი მოქმედება მიმართულებით
მიმდინარეობს. პირველი მმართველობით მხარეს ეხება, იქმნება ჯგუფები, სადაც
ხელქვეითები ვალდებულნი არიან უშუალო უფროსს ანგარიში ჩააბარონ.
მომუშავეთა ამგვარი კავშირი ორგანიზაციის მმარველობის სქემით
განისაზღვრება. მეორე მხარე შრომის პროცესს ეხება: დაწესებულებაში
მომუშავეთა ჯგუფებად დაყოფა შრომის შინაარსის მიხედვით ხდება.
ორგანიზაციის სტრუქტურის საფუძველზე შრომითი ჯგუფების ჩამოყალიბება
მიზნად თანამშრომელთა ძალების მობილიზებას და მათ კოორდინირებას
ისახავს.
არაფორმალური ჯგუფი - არაფორმალურ ჯგუფში ადამიანთა ისეთი გაერთიანება
იგულისხმება,რომელიც ორგანიზაციის ფორმალური სტრუქტურით არ
განისაზღვრება, მისი ჩამოყალიბება მომუშავეთა შორის თავისუფალი და
ნებაყოფლობითი ურთიერთობის მოთხოვნილებით არის განპირობებული.
13. ორგანიზაციის სოციალური აღნაგობის საფეხურებრივი თანმიმდევრობალ.
პოტერის მიხედვით: . გვ. 73
ელემენტარული ნაწილაკები---ატომები---მოლეკულები---გენები---
ქრომოსომები---ნუკლეინები---ორგანოები---ორგანიზმები.
14. ორგანიზაციის მიზნებს გარკვეული ფუნქციები გააჩნიათ , რომელია ყველაზე
მნიშვნელოვანი?
წარმართვის ფუნქცია, კანონიერების ფუნქცია, ეფექტურობის შეფასების ფუნქცია,
სტრუქტურის მადეტერმინირებელი ფუნქცია, ინფორმაციული ფუნქცია.
15. განსაზღვრეთ წარმართვის ფუნქცია, ეფექტურობის შეფასების ფუნქცია,
სტრუქტურის მადეტერმინებელი ფუნქცია. გვ. 73
წარმართვის ფუნქცია, როდესაც აქვთ თანამშრომლებს ორგანიზაციის მიზნები
გაცნობიერებული, იმდენად არიან ისინი საკუთარი საქმიანობის ეფექტურად
განხორციელებისაკენ მობილიზებულნი, მიზნები სწორედ ამიტომ იმის
მაჩვენებლად შეგვიძლია განვიხილოთ, თუ რა როგორ და როდის უნდა
კეთდებოდეს.
ეფექტური შეფასების ფუნქცია, ორგანიზაციის მიზნები მომუშავისათვის მისი
საქმიანობის შეფასების სტრატეგიებია. მიზნების საფუძველზე ადამიანი საერთო
საქმეში საკუთარ წვლილს აფასებს. თვითშეფასების გარდა, მიზნების
გათვალისწინებით სხვების მიერ საკუთრივ მომუშავის საქმიანობაში
ჩართულობის დონის და მის მიერ შესრულებული სამუშაოს ხარისხის დადგენა
ხდება შესაძლებელი.
სტრუქტურის მადეტერმინირებელი ფუნქცია, ორგანიზაციის სტრუქტურის
დაგეგმარებაში მიზნები გადამწყვეტ როლს თამაშობენ: დაწესებულების
აღნაგობის ჰორიზონტალური და ვერტიკალური განზომილების მოცულობა,
შრომის პროცესის სტანდარტიზაციის დონე და გადაწყვეტილებათა მირების
ცენტრალიზაციის ხარისხი მათი შინაარსით არის დეტერმინირებული.
16. ორგანიზაციის სტრუქტურის განზომილებების განმარტებები: აღნაგობა;
ფორმალიზაცია; ცენტრალიზაცია. გვ. 77
აღნაგობა სამი მიმართულებით, კერძოდ ჰორიზონტალურ, ვერტიკალურ და
სივრცობრივ დიფერენციაციას გულისხმობს. ჰორიზონტალური დიფერენციაცია
ორგანიზაციის შემადგენელ ნაწილებს შორის სხვაობებს გამოხატავს, რომლებიც
თანამშრომელთა საქმიანობის შინაარსით, მათი განათლების დონით,
გამოცდილებით და ინტერესებით არის განსაზღვრული. ვერტიკალური
დიფერენციაცია ორგანიზაციის იერარქიული აღნაგობის საფუძველს
წარმოადგენს. ვერტიკალური დიფერენციაცია ორგანიზაციაში არსებული
იერარქიული საფეხურების რაოდენობაზე მიგვანიშნებს. სივრცობრივი
დიფერენციაცია ორგანიზაციის ქვედანაყოფების ტერიტორიული განთავსების
მოცულობას გამოხატავს.
ფორმალიზაცია დაწესებულებაში მიმდინარე შრომითი პროცესის
სტანდარტიზაციის დონეს ავლენს. შრომითი პროცესის მაღალი
სტანდარტიზაციის შემთხვევაში საკუთარ საქმიანობაში მომუშავის
თავისუფლება საკმაოდ შეზღუდულია. ამ შემთხვევაში მოქმედების
მარეგულირებელი წესები და პროცედურები წარბად არის მოცემული. შრომითი
პროცესის მაღალი სტანდარტიზაცია არა მარტო ადამიანის შემოქმედებით
თავისუფლებას ზღუდავს არამედ მას ამგვარი თავისუფლების სურვილსაც
უკლავს და უკარგავს სამუშაოსადმი ინტერესს და მოტივაციას.
ცენტრალიზაცია- ზოგიერთ შემთხვევაში შრომის და საორგანიზაციო საკითხების
შესახებ გადაწყვეტილებათა მიღება მხოლოდ ადმინისტრაციის დონეზე ხდება,
ხოლო თანამშრომლები ამ გადაწყვეტილების შესრულებით არიან დაკავებული.
საპირისპირო ვითარებასთან გვაქვს საქმე, როდესაც გადაწყვეტილებათა მიღება
ძირითადად საშუალო და დაბალი დონის მენეჯერების მიერ წარმოებს. პირველ
შემთხვევაში გადაწყვეტილებათა მიღების ცენტრალიზებულ, ხოლო მეორეში
დეცენტრალიზებულ ფორმასთან გვაქვს. ამრიგად ცენტრალიზაცია,
ორგანიზაციის ერთ რომელიმე ნაწილში გადაწყვეტილებათა მირების უფლებათა
თავმოყრის ხარისხთან არის დაკავშირებული.

17. სტრუქტურის ჩამოყალიბების პრინციპების (ჩამონათვალი)გვ.79


შრომის განაწილება, ერთპიროვნული დაქვემდებარება, ძალაუფლება და
პასუხისმგებლობა, კონტროლის დიაპაზონი, დეპარტამენტიზაცია,
18. ორგანიზაციაში განყოფილებების შექმნის ყველაზე ცნობილი კრიტერიუმების
ჩამონათვალი: გვ82
ფუნქციური დეპარტამენტიზაცია, პროდუქციული დეპარტამენტიზაცია,
სამომხმარებლო დეპარტამენტიზაცია, პროცესუალური დეპარტამენტიზაცია,
მატრიცული დეპარტამენტიზაცია.
19. ორგანიზაციის სტრუქტურა ს. რობინსის მიხედვით.გვ77
რობინსის მიხედვით, ორგანიზაციის სტრუქტურას 3 განზომილება გააჩნია:
აღნაგობაში მომუშავეთა სხვადასხვა ფორმის ქცევის მიხედვით დანაწევრება
იგულისხმება. ფორმალიზაცია დაწესებულებაში არსებული წესების და
პროცედურების სიმრავლეს ეხება, რაც მომუშავეთა საქმიანობის ფორმალიზაციის
ხარისხზე მიგვანიშნებს. ცენტრალიზაცია გადაწყვეილებათა მიღებაში
თანამშრომლების უფლებამოსილებით აღჭურვას ეხება.

20. რას გულისხმობს შრომის განაწილება? გვ 79.


შრომის განაწილებაში მომუშავის საქმიანობის სპეციალიზაცია, ანუ სამუშაო
პროცესის მარტივ და განმეორებად დავალებებად დანაწილება იგულისხმება.
21. ჯგუფის ფორმირების მიზეზები და მათი განმარტებები. გვ.99
1.უსაფრთხოების მოთხოვნილება - ჯგუფის ფორმირების ამ ფაქტორის არსი
გამონათქვამში „ძალა ერთობაშია“ ამომწურავად არის ასახული. ჯგუფში ყოფნით
ადამიანი მარტო დარჩენის შიშს თავიდან იცილებს და საკუთარ ძალებში მეტად
არის დარწმუნებული. ორგანიზაციაში ახლადმოსული თანაშრომლები,
ჩვეულებრივ თავს განსაკუთრებით იზოლირებულად განიცდიან, მათთვის
ჯგუფის მხარდაჭერას დიდი მნიშვნელობა აქვს.

2. სტატუსის მოთხოვნილება - ისეთ ჯგუფში ყოფნა, რომელიც სხვების მირ


პრესტიჟულად განიხილება, მის წევრებს პირადი ღირსების განცდას უმატებს.
3. საკუთარი თავის პატივისცემის მოთხოვნილება - ჯგუფის წევრობა ხშირად
ადამიანის პიროვნულ მე-ს უფრო ღირებულს ხდის. ჯგუფის წევრობა
არამხოლოდ სხვის თვალშია პრესტიჟული, არამედ მის წევრებს
თვითშეფასებასაც უზრდის. ადამიანს მაღალი თვითშეფასება მაშინ გააჩნია,
როდესაც ე.წ ეტალონურ ჯგუფში ხდება მიღებული.
4. აფილაციის მოთხოვნილება - ადამიანი შეიძლება მატერიალურად სავსებით
უზრუნველყოფილი იყოს, მაგრამ ის მუშაობას მაინც აგრძელებდეს, რადგან მას
თანამშრომლებთან ურთიერთობა სურს.აფილაცია ანუ სხვებთან ყოფნის
სურვილი, მომუშავის სოციალურ მოთხოვნილებათა დაკმაყოფილების
საფუძვლად გვევლინება.
5. ძალაუფლების მოთხოვილება - რასაც მომუშავე ინდივიდუალურად ვერ
აღწევს, მან ჯგუფის მეშვეობით უნდა განახორციელოს, რადგან როგორც მის
წევრს, მას გარკვეული ძალაუფლება გააჩნია. რასაკვირველია, ამგვარი
ძალაუფლება აუცილებლობით სხვების მიმართ მხოლოდ მოთხოვნების წაყენებას
არ გულისხმობს, ხშირად ის სხვების მოთხოვნებისადმი წინააღმდეგობის გაწევას
ნიშნავს. ადმინისტრაციის მოთხოვნებისადმი წინააღმდეგობის გაწევის მიზნით
მომუშავე თანამშრომელთა გარკვეულ წრეს შეეკრას.
6. მიზნის მიღწევის მოთხოვნილება - ორგანიზაციაში ხშირად იქმნება ჯგუფები,
რომელთა მიზანს ან ახალი პროდუქციის შექმნა, ან დანახარჯების შემცირება ან
პროდუქციის გასაღების ახალი ბაზრის მოძებნა და სხვა წარმოადგენს. ამგვარი
ჯგუფების შექმნა თანამშრომელთა მიერ ორგანიზაციის კონკრეტული მიზნის
განხორციელებას ემსახურება. ამავე დროს იგულისხმება, რომ ამ მიზნის მიღწევა
ცალკეული თანამშრომლისათვის დიდ სირთულეებთან არის დაკავშირებული.
22. დავალებაზე ორენტირებულ ჯგუფში განსხვავებული სახის ქვეჯგუფებს
გამოყოფენ. რომელია ისისნი? გვ 100
გამანეიტრალებელი, პარალელური და ერთდროულად მოქმედი ჯგუფების
ფორმები.
23. ჯგუფის განვითარების სტადიები. გვ.102/103
ჯგუფის ჩამოყალიბების სტადია, ჯგუფის მღელვარების სტადია, ჯგუფის
გაწონასწორების სტადია, ჯგუფის საქმიანობის სტადია , ჯგუფის დაშლის
სტადია.
24. განსაზღვრეთ ის სამი პირობა რომელიც ჯგუფების არსებობასა და
ფუნქციონირებას განსაზღვრავს. გვ.99
1.ჯგუფის წევრების ურთიერთობა რეალური აღქმის დონეზე უნდა
მიმდინარეობდეს, ანუ ჯგუფის წევრებს ერთმანეთის დანახვის და მოსმენის
შესაძლებობა უნდა გააჩნდეთ.
2. მათ შორის პირადი, უშუალო კომუნიკაცია უნდა არსებობდეს
3.ისინი საკუთარ თავს გარკვეული მიზნების მქონე ჯგუფის
წარმომადგენლებად უნდა მიიჩნევდნენ.

You might also like