სისხლის პრეზენტაცია 1

You might also like

Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 9

საქართველოს უნივერსიტეტი

სემესტრული ნაშრომი:ნაფიც მსაჯულთა სასამართლო

სტუდენტი:ლელა წიკლაური

სარჩევი:

1.ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს წარმოშობის ისტორია


2.ისტორიული მიმოხილვა საქართველოში
3.ისტორიული მიმოხილვა ამერიკის შეერთებულ შტატებში.
4.ისტორიული მიმოხილვა ინგლისში
5.ნაფიც მსაჯულთა სასამართლო
6.კანდიდატთა სიის შდგენა
7. აცილება და თვითაცილება
8.კანდიდატთა დანიშვნა ნაფიც მსაჯულად
9.ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს თათბირი
10.ვერდიქტის ფორმა და მისი გამოცხადება

შესავალი

ნაფიც მსაჯულთა სასამართლო დღეის მდგომარეობით საერთო


სასამართლოების ქვეყნებში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული და ეფექტური
სამართალწარმოების მოდელია,რომელსაც ბევრი მომხრე და მოწინაარმდეგე
ყავს. აღნიშნულ ინსტიტუტს ხანგრძლივი ისტორია აქვს რომლის დანერგვამაც
ერთგვარად უფრო აამაღლა საზოგადოების თვითშეგნება და უფრო გააძლიერა
სამართლიანობისა და დემოკრატიულობის დონე.
 ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს წარმოშობის ისტორია

ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს წინამორბედ სამართლებრივ


ინსტიტუტებს სახელმწიფოს წარმოშობის ადრეულ ეტაპებზე ვხვდებით.ნაფიც
მსაჯულთა სასამართლოს უძველეს წინაპრატ ჯერ კიდევ ძველ ათენში არსებული
დეკრატია მიიჩნება.ათენის მუზეუმში დაცულია ცნობები ჩვ.წ IV საუკუნით
დათარიღებული მსაჯულის ვინაობის დამადასტურებელი ფირფიტა.ასევე რომის
შექმნიდან მოყოლებული არსებობდა ტრიბუნალები მსაჯულების
მონაწილეობით.მეცნიერთა უმეტესობა აღიარებს,რომ ნაფიც მსაჯულთა
სასამართლოს სამშობლო ინგლისია,რადგან მე-11 საუკუნეში ჩამოყალიბდა
ნაფიც მსაჯულთა სასამართლო კლასიკური სახით,როდესაც 1215 წელს მეფის
მიერ ხელი მოეწერა ,,მაგნა კარტას“სახელით ცნობილ ისტორიულ დოკუმენტს.
განსაკუთრებული იმპულსი აღნიშნულ პროცესს მე-19 მე-20 საუკუნეში აშშ-ში
მიეცა,სადაც ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობით ყოველწლიურად 150 000-ზე მეტი
პროცსი ტარდება.

 ისტორიული მიმოხილვა საქართველოში


მართმსაჯულების ფუნქციას საქართველოს სხვადასხვა კუთხეში განსაკუთრებით
მთაში ითვისებდნენ სახალხო თვითმმართველობის ორგანოები.არსებობდა
სამედიატორო სასამართლოები მაგალითად ხევსურეთში ასეთ სასამართლოს
ერქვა ,,რჯული“ რომელიც შედგებოდა 4-დან 12-მდე პირებისგან.სვანური
სამედიატორო სასამართლო ანუ ,,მორვალის“სასამართლო ქართული
სამართლებრივი კულტურის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოვლინებაა.სვანურ
სამართალში შეინიშნებოდა პროცესის უძველესი ფორმა-საბრალდებო
პროცესი.პროცესი იყო შეჯიბრებითი,ხოლო მხარები სარგებლობდნენ
აბსოლუტური თანასწორობით.საქართველოში ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი
პირველი რესპუბლიკის დროს ამოქმედდა.დრობითმა მტავრობამ მმართველობის
დასაწყისშივე გადაწყვიტა რეფორმების გატარება რაც ნაფიც მსაჯულთა
ინსტიტუტის შექმნასაც მოაზრებდა. 1919 წლის 17 იანვარს საქართველოს
მთავრობამ მიიღო კანონი,ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს შემოღების შესახებ.ამ
კანონის თანახმად,მსაჯულები 12 კაცის შემადგენლობით,მოსამართლისაგან
დამოუკიდებლად წყვეტდნენ ბრალდებულის დამნაშავედ ცნობა-არცნობის
საკითხს.საბჭოთა ოკუპაციის პერიოდში ნაფიცი მსაჯულები შეიცვალნენ სახალხო
მსაჯულებით,რომლებიც ფორმალურად ასრულებდნენ მსაჯულის ფუნქციას
სასამართლოში.2010 წლის ოქტომბრიდან საქართველოში ამოქმედდა ახალი
სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი,რომლის ერთ ერთი უდიდესი ნოვაცია
იყო ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს შექმნა.

 ისტორიული მიმოხილვა ამერიკის შეერტებულ შტატებში


ინგლისური ზეგავლენით ნაფიც მსაჯულთა სასამართლო გავრცელდა ინგლისის
ყოფილ კოლონიებსა და სხვა ქვეყნებში,რომლებიც ადრე ინგლისურ ზეგავლენას
განიცდიდნენ და შემდეგ ,,საერთო სამართლის“სისტემას შეუერთდნენ.
ესენია:აშშ,ირლანდია,ავსტრალია,კანადა და ახალი ზელანდია.ნაფიც მსაჯულთა
ინსტიტუტმა ხელი შეუწყო ამერიკელთა შორის სასამართლო
ხელოისუფლებისადმი ნდობის განმტკიცებას.აშშ-ს უზენაესი სასამართლოს
განმარტებით ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს უფლება წარმოადგენს ყველა
მოქალაქისთვის გარანტირებულ ,,სამართლიანი პროცესის უფლების“
მნისვნელოვან ელემენტს. ნაფიც მსაჯულთა სასამართლო იმ პერიოდში
ყველასტვის არ იყო ხელმისაწვდომი მაგალითად მე-19 საუკუნეში მოქმედებდა
შეზღუდვები რომლებიც უკრძალავდა ქალებს,შავკანიან ან ადგილობრივ
მოსახლეობას ,ასევე ქონებრივი სტატუსის არმქონე პირებს ყოფილიყვნენ ნაფიცი
მსაჯულები.აღნიშნული შეზღუდვები თანდათან გაუქმდა მე-20 საუკუნეში.
დღეს აშშ-ში მოქმედებს პრინციპი რომლის მიხედვითაც ნაფიც მსაჯულთა
კორპუსი საზოგადოებას უნდა წარმოადგენდეს.შავკანიანბი მე-20 საუკუნის 50-იანი
წლებიდან როდესაც უზენაესმა სასამართლომ გააუქმა მხოლოდ თეთრკანიანი
მსაჯულების მიერ გამოტანილი ვერდიქტები.
 ისტორიული მიმოხილვა ინგლისში

ნაფიც მაჯულთა ჟიურის სამშობლოდ ინგლისი ითვლება ,სადაც ნაფიცი


მსაჯულები ჯერ კიდევ შუა საუკუნეებში გამოჩნდნენ. ერთ ერთი ვერსიით ინგლისში
ნაფიცი მსაჯულები გაჩნდნენ მაშინ როცა ქვეყანა ნორმანდიელებმა დაიპყრეს.
ინგლისში ნაფიც მსაჯულთა სასამართლოზე გადასვლის პერიოდად შეიძლება
ჩაითვალოს 1194 წელი როცა ნაფიც მსაჯულთა ფუნქციები სამძებრო-
საბრალდებო ფუნქციებიდან თანდათან გათავისუფლდა და მოხდა მათი მიწვევა
სისხლის და სამოქალაქო დავების
გადასაწყვეტად.საბოლოოდ,ეს ,,გატავისუფლება“ გამოიხატა დიდი და მცირე
ჟიურების სისტემაში გადასვლით.
დიდი ჟიური ანუ ,,საბრალდებო ჟიური“ ჩამოყალიბდა მეთოთხმეტე საუკუნეში,
შედგებოდა 12 მსაჯულისგან რომლებიც აირჩეოდნენ შემთხვევითობის
პრინციპით,დიდი ჟიური არსებობდა 1993 წლის ბოლომდე.
მცირე ჟიური ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს მთავარ ღერძს წარმოადგენდა
ისიც ასევე 12 კაცისგან შედგებოდა და ახორციელებდა სისხლის სამართლის
წარმოებას ვერდიქტის გამოტანის გზით.
ინგლისის ისტორიაში ერთ ერთი უდიდესი მოვლენა,რომელმაც უდიდესი
გავლენა იქონია ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის შემდეგ ბედზე იყო 1215
წელი,როდესაც ხელი მოეწერა მაგნა კარტას სახელით ცნობილ დოკუმენტს.1689
წელს უფლებათა ბილში საბოლოოდ მოხდა ხელისუფლების დაყოფა
საკანონმდებლო,აღმასრულებელ და სასამართლო ხელისუფლებებად.

 ნაფიც მსაჯულთა სასამართლო

საქართვლოს კონსტიტუციის 82-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად,საერთო


სასამართლოებში საქმეები ნაფიცი მსაჯულების მიერ განიხილება კანონით
გათვალისწინებულ შემთხვევებში.ნაფიც მსაჯულთა საქმეები ნაფიცი მსაჯულების
მიერ განიხილება კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში,ნაფიც მსაჯულთა
სასამართლო არ არის მუდმივმოქმედი,მსაჯულები იკრიბებიან პერიოდულად და
განიხილავენ სისხლის სამართლის საქმეს პირველი ინსტანციით.როცა
წარდგენილი ბრალიდან გამომდინარე საქმე მათი განსჯადია.სსსკ-ის 226-ე
მუხლის 1-ლი ნაწილი მოიცავს იმ ჩამონათვალს,თუ რა შემთხვევაში განიხილავს
საქმეს ნაფიც მსაჯულთა სასამართლო, უპირველესად ეს არის ბრალდებულის
უფლება გააკეთოს არჩევანი საერთო სასამართლოსა და ნაფიც მსაჯულთა
სასამართლოს შორის. პროკურორი არ არის უფლებამოსილი მოითხოვოს საქმის
ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს მიერ განხილვა და არც სასამართლოა
უფლებამოსილი,თავისი ინიციატივით დაადგინოს რომ საქმე განიხილოს ნაფიც
მსაჯულთა სასამართლომ.
ასევე მეორე აუცილებელი გარემოება საქმის განხილვისთვის არის ის რომ
ბრალად წარდგენილი ქმედება სასჯელის სახით ითვალისწინებდეს
თავისუფლების აღწერას.
არსებობს ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს ორი მოდელი:კლასიკური და
შერეული.
კლასკური მოდელის დროს,რომელიც გულისხმობს ფუნქციათა მკაცრ გამიჯვნას
მოსამარტლესა და ნაფიც მსაჯულებს შორის,მნაფიც მსაჯულებს გამოაქვთ
ვერდიქტი ხოლო მოსამართლე ნიშნავს სასჯელს.
შერეული მოდელის დროს ხდება საკითხის ერთდროულად გადაწყვეტა
მაგალითად საფრანგეთში სადაც საქმეს განიხილავს 9 ნაფიცი მსაჯული და 3
მოსამართლე.რაც შეეხება საქართველოს აქ მოქმედებს კლასიკური მოდელი.

 კანდიდატთა სიის შედგენა

სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის დღეის მდგომარეობით მოქმედი


ნორმების მიხედვით,ნაფიც მსაჯულთა შერჩევის სხდომამდე მოსამართლე 18
წელს მიღწეულ მოქალაქეთა ერთიანი სიიდან,მხარეთა მოსაზრებების მოსმენის
შემდეგ ,შემთხვევითობის პრინციპით ადგენს კანდიდატთა სიას არაუმეტეს 300
პირის შემადგენლობით.20 დღით ადრე კანდიდატებს ეგზავნებათ სპეციალური
კითხვარი,კანდიდატი ვალდებულია ჩაოთვლილ კითხვებს უპასუხოს და 5 დღის
ვადაში გაუგზავნოს მოსამართლეს,კითხვარის შევსება სავალდებულოა რათა
ადვოკატმა და პროკურორმა საჭირო ინფორმაცია მოიპოვოს.
ასევე,პირი ნაფიც მსაჯულად ვერ მიიღებს მონაწილეობას თუ სისხლის
სამართლის მიხედვით არსებობს აცილბის რომელიმე საფუძველი.
 აცილება და თვითაცილება

აცილება ეს არის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით მხარეთათვის


მინიჭებული შესაძლებლობა უარი თქვან მათთვის არასასურველ კანდიდატზე
კანონით დადგენილ ფარგლებში და ამ გზით ჩამოაყალიბონ ნაფიც მსაჯულთა
საბოლოო შემადგენლობა.
აცილება შეიძლება დავყოთ 3 ნაწილად.
1.თვითაცილება
2.დასაბუთებული აცილება
3.დაუსაბუთებელი აცილება
კანდიდატებს საშუალება აქვთ თავად დააყენონ თვითაცილების შესახებ
შუამდგომლობა მოსამართლის წინაშე ,თვითაცილების ვალდებულება
გამომდინარეობს სსსკ-ის 221-ე მუხლის მე-6 ნაწილიდან.თვითაცილების
შუამდგომლობის დაყენება ხდება სხდომის დასაწყისში მანამ სანამ მხარეები
გადავლენ მსაჯულობის კანდიდატებისთვის კითხვის დასმის
ეტაპზე.თვითაცილების შუამდგომლობა აუცილებლად უნდა იყოს
დასაბუთებული,წინააღმდეგ შემთხვევაში კანდიდატები ამ უფლებას ბოროტად
გამოიყენებენ და აარიდებენ თავს საკუთარი ვალდებულების სესრულებას.
დასაბუთებული აცილების დაყენების უფლება მხარეებს შეუზრუდავად
აქვთ.ყველაზე ხშირად დასაბუტებული აცილების მოტხოვნა ემყარება 59-ე მუხლის
1-ელი ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით მოცემულ გარემოებებს.
დაუსაბუტებელი აცილების დროს მხარეები არ ასაბუტებენ
მოტხოვნას,მაგალითად თუ წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახიტ
იტვალისწინებს სასჯელის სახიტ უვადო თავისუფლების აღკვეთას,მხარე
უფლებამოსილია წარადგინოს 10-10 დაუსაბუტებელი აცილება ხოლო დანარჩენ
სემთხვევებში 6-6.
დაუსაბუთებელი განცხადების საკითხი სხვა და სხვა ქვეყანაში განსხვავებულადაა
მოწესრიგებული.დაუსაბუთებელი აცილება გულისხმობს,რომ მხარე არ არის
ვალდებული გაამჟღავნოს მისი გადაწყვეტილების მოტივაცია-რატომ მიიღო მან
ამა თუ იმ მსაჯულობის კანდიდატის აცილების გადაწყვეტილება.
 დანიშვნა ნაფიც მსაჯულად

აცილების და თვითაცილების შემდეგ მსაჯულობის კანდიდატთაგან 12ს ნიშნავს


სხდომის თავჯდომარე ნაფიც მსაჯულად ხოლო 2ს სათადარიგო მსაჯულად.თუმცა
შესაძლებელია მოსამართლემ ორზე მეტი მსაჯული დაამტკიცოს.ნაფიცი მსაჯულის
დათხოვნის და მის მიერ მოვალეობათა შეუსრულებლობის შემთხვევაში საქმის
განხილვაში ერთვება სათადარიგო მსაჯული.სათადარიგო მსაჯული
ესწრება,როგორც სასამართლო სხდომას ისე სასამართლო თათბირს,თუმცა არ
მონაწილეობს კენჭისყრაში და არ აქვს უფლება გამოხატოს საკუთარი აზრი ამა თუ
საკითხზე.

 ნაფიც მსაჯულთა სასამართლო თათბირი

თათბირის ეტაპი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეტაპია სისხლის


სამართალწარმოებისთვის,რადგან ამ დროს ხდება ვერდიქტის
მიღება.მოსამართლის განმარტებებისა და მითითებების მოსმენის შემდეგ ნაფიცი
მსაჯულები გადიან სათათბირო ოთახში საბოლოო გადაწყვეტილების
მისაღებად.თათბირს წარმართავს უფროსი მსაჯული,თათბირი უნდა
მიმდინარეობდეს კანონის ფარგლებში.
თუ მსაჯული დაინახავს რომ რომელიმე პირი არის მიკერძოებული ან ცდილობს
გარკვეული ზემოქმედება მოახდინოს დანარჩენ ნაფიც მსაჯულებზე აუცილებლად
უნდა ეცნობოს მოსამართლეს,რომელიც ჯერ აფრთხილებს ხოლო განმეორებით
თუ იგივე ქმედება განხორციელდება ითხოვს მსაჯულს .
 ვერდიქტის ფორმა და მისი გამოცხადება

ნაფიც მსაჯულებს გამოაქვთ ვერდიქტი გამამტყუვნებელი ან


გამამართლებელი.ნაფიც მსაჯულებს გადაწყვეტილება გამოაქვთ ფაქტების
შესახებ.თუმცა გადაწყვეტილების მიღების პროცესში ისინი ხელმძღვანელობენ
სხდომის თავჯდომარის და მხარეთა მიერ სამართლებრივ საკითხზე მიღებული
გადაწყვეტილებებისა და განმარტებების საფუძველზე.
სსსკ ადგენს ვერდიქტის მარტივ ფორმას,რომელშც მსაჯულები პასუხს სცემენ
მხოლოდ ერთ კითხვას -დამნაშავეა თუ უდანაშაულო.არსებობს ვერდიქტის ე.წ
სპეციალური ფორმა,ძირითადად,კონტინენტური ევროპის ქვეყნებში,სადაც
ვერდიქტი ითვალისწინებს მსაჯულებისთვის დამატებიტ შეკითხვებს.
მას შემდეგ რაც მსაჯული ხელს მოაწერს ვერდიქტს,მსაჯულები ბრუნდებიან
სხდომის დარბაზში.თუმცა,ვერდიქტი პირდაპირ არ ცხადდებაპირველ რიგში
სხდომის თავჯდომარე ამოწმებს სამ კონპონენტს: სწორი კენჭისყრით არის თუ არა
ვერდიქტი მირებული; ხომ არ არის აშკარა წინააღმდეგობა ვერდიქტის ფორმებს
შორის და თითოეულ ბრალდებაზე არის თუ არა ვერდიქტი გამოტანილი. თუ
ყელაფერი წესრიგშია უფროსი მსაჯული საჯაროდ აცხადებს
ვერდიქტს.გამამტყუვნებელი ვერდიქტის დროს ინიშნება სხდომა რომელზეც
დგება სასჯელი,გამამართლებელი ვერდიქტის დროს კი ბრალდებული
დაუყოვნებლივ თავისუფლდება. გამამართლებელი ვერდიქტის საფუძველზე
გამოტანილი გამამართლებელი განაჩენი არ საჩივრდება,რაც შეეხება
გამამტყუვნებელ განაჩენს ის შეიძლება გასაჩივრდეს მხოლოდ საკასაციო წესით
სააპელაციო სასამართლოში.

 გამოყენებული ლიტერატურა
1.გიორგი თუმანიშვილი,სისხლის სამართლის პროცესი,ზოგადი ნაწილის
მიმოხილვა.2014
2.რედ.მეიშვილი ,,ნაფიც მსაჯულთ სასამართლო,წარმოშობისა და განვითარების
მოკლე ისტორია თბ 2012
3.გამომცემლობა უნივერსალი,ნაფიც მსაჯულთ ინსტიტუტი(თვისებურებანი და
პრობლემები)

 ნორმატიული მასალა
1)საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

You might also like