Download as pdf or txt
Download as pdf or txt
You are on page 1of 3

ეფექტიანობა, გაცვლა და შედარებითი თავი 2

უპირატესობა
ნუცა მჭედლიშვილი

ვაჭარი რეალურად იღებს თავის შრომის ნაყოფს.

გაცვლა მწარმოებლურია! ის გზას უხსნის ადამიანებს სასურველი პროდუქტისაკენ.

სიმდიდრე ისაა, რასაც ადამიანები აფასებენ

ეკონომიკური ზრდა გამოიხატება არა წარმოებული ნივთების რაოდენობით, არამედ,


სიმდიდრის ზრდით.

კომერციული საზოგადოება გაცვლასა და სპეციალიზაციას ეფუძნება.

ყოველი პროდუქციის ფასი იზომება ალტერნატიული დანახარჯით.

გაცვლის დროს არ არის აუცილებელი, გაიზარდოს წარმოებული პროდუქტის რიცხვი.


ამ დროს საკმარისია, სარგებელმა გადააჭარბოს დანახარჯს. (თუნდაც
ხელთათმანისა და კალათბურთის მაგალითზე, გაცვლამ გაზარდა რეალური
სიმდიდრე  სასურველი დოვლათის მეტი რაოდენობით მიღების ეფექტიანი გზაა)

 დაუშვებელია ნივთების გაიგივება სიმდიდრესთან და ეკონომიკურ ზრდასთან.


 სხვადასხვა ადამიანისთვის სიმდიდრე სხვადასხვაგვარად აღიქმება.

ეფექტიანობა და ფასეულობები
გაცვლა არ არის თანაბარი ფასეულობების გაცვლა! ეს რომ ასე იყოს, გაცვლას აღარ
ექნებოდა ადგილი. ნებაყოფლობითი და ინფორმირებული გაცვლის დროს ხდება ნაკლებად
ფასეული პროდუქტის უფრო მეტად ფასეულ პროდუქტზე გაცვლა. ამ დროს იზრდება
ადამიანების სიმდიდრე, მიუხედავად იმისა, რომ არ იცვლება წარმოებული პროდუქტის
რაოდენობა!!

ეფექტიანობის კოეფიციენტი: სარგებლის შეფარდება დანახარჯებთან. თუ მეტია 1ზე,


ქმედება ეფექტიანია. ის, რაც ვიღაცისთვის შეიძლება ეფექტიანი აღმოჩნდეს, სხვისთვის
შეიძლება არ იყოს ეფექტიანი. ეფექტიანობა სუბიქტური შეფასების ნაწილია.

სარგებელი და დანახარჯი არ არის ობიექტური ცნებები.

ყოველი არჩევანი გარკვეულ მსხვერპლს და ალტერნატიულ დანახარჯს


გულისხმობს.

შედეგის ღირებულების შეფარდება დანახარჯების ღირებულებასთან


ეფექტიანობის გაზომვის ერთადერთი სწორი მეთოდია.
გაცვლა ზრდის სიმდიდრეს! ეს არის სასურველი პროდუქტის მიღების ეფექტიანი გზა.

ეფექტიანობის განსაზღვრაში აუცილებლად მონაწილეობს ობიექტური კომპონენტი. თუმცა


მხოლოდ ფიზიკური პარამეტრით ვერ განვსაზღვრავთ საქმის ეფექტიანობას. ამ დროს
აუცილებელია მოხდეს დანახარჯების შედეგებად გარდაქმნის ობიექტთა სუბიექტური
ღირებულების გათვალისწინება. (მაგალითად, მანქანები მხოლოდ ფიზიკური პარამეტრით
რომ შევადაროთ, ძრავით, ყველას ეფექტიანობა 100% იქნება, იმიტომ რომ ყველა ძრავი
იყენებს შემავალი ენერგიის 100%-ს. თუმცა, მანქანების შეფასებისას ჩვენ ვიყენებთ ობიექტის
ისეთ სუბიექტურ ღირებულებას, როგორიცაა,მაგალითად, მანქანის სიჩქარე)

საწარმოო შესაძლებლობათა მრუდი


მეტის დამზადების უნარი, არ ნიშნავს ეფექტიანობას. ამ დროს ალტერნატიული
დანახარჯებიც უნდა გავითვალისწინოთ.
იმისთვის, რომ ეფექტიან წარმოებას მივაღწიოთ, უმჯობესია, თუ გავითვალისწინებთ
ორი პიროვნების მიერ ორი პროდუქტის წარმოებისას რომელ პროდუქტზე ვისი
ალტერნატიული დანახარჯი უფრო ნაკლებია. მას ამ შემთხვევაში გააჩნია
შედარებითი უპირატესობა (მიუხედავად იმისა, თუ ვის გააჩნია აბსოლუტური
უპირატესობა). თუ ისინი სპეციალიზდებიან იმ პროდუქტის წარმოებაში, რომლის
ალტერნატიული დანახარჯიც უფრო ნაკლებია, და გაცვლიან წარმოებული
პროდუქტების ნაწილს, მაშინ გასცდებიან საწარმოო შესაძლებლობათა მრუდის
საზღვრებს და მიიღებენ ორი პროდუქტის ისეთ რაოდენობრივ კომბინაციას,
რომელიც მათთვის მიუღწეველი იქნებოდა.

სპეციალიზაცია

სპეციალიზაცია გვაძლევს საშუალებას, გამოვიყენოთ ჩვენი შედარებითი უპირატესობები.

ადამიანები ცდილობენ საკუთარი სიმდიდრის გამრავლებას იმ სფეროში სპეციალიზაციით,


სადაც მათ უპირატესობა გააჩნიათ.

სპეციალიზაცია და გაცვლა აფართოებენ საწარმოო შესაძლებლობებს

სპეციალიზაცია საკუთარი შედარებითი უპირატესობის გამოყენების საშუალებას


გვაძლევს

მხოლოდ ადამიანები აკეთებენ არჩევანს!

ტრანსაქციული დანახარჯები
როდესაც ვამბობთ, რომ კანადა ვაჭრობს აშშსთან, ვგულისხმობთ, რომ კანადაში მცხოვრები
ადამიანები ვაჭრობენ აშშში მცხოვრებ ადამიანებთან. ეს ადამიანთა დიდი რაოდენობის
მიერ განხორციელებული ოპერაციების ჯამია.
მანძილი და ინფორმაციის უქონლობა გაცვლას ართულებს. ტრანსაქციული დანახარჯები
სწორედ დაინტერესებულ მხარეთა კონტაქტებსა და შეთანხმებაზე გაწეული დანახარჯებია.

ეს ის დანახარჯებია, რომელიც გვექმნება კომუნიკაციაში ხელშემშლელი ფაქტორების გამო.


სხვადასხვა ქალაქსა თუ ქვეყანაში ცხოვრება იწვევს ამ ხარჯებს, რასაც აშკარად ამცირებს
შუამავალი/ინტერნეტი, რომელიც აკავშირებს ორ პიროვნებას ერთანეთთან და ამარტივებს
კომუნიკაციას. შუამავალს აქვს თავისი შედარებითი უპირატესობა და ეს ინფორმაციის
დაბალი დანახარჯით წარმოებაა.

ტრანსაქციული დანახარჯები ხშირად ხელს გვიშლის ურთიერთხელსაყრელ გაცვლაში

საბაზრო აღმოჩენები
საკუთრებათა გაცვლის საბაზრო პროცესში ჩვენ აღმოვაჩენთ შედარებით უპირატესობებს და
მათგან მიღებულ ეფექტიანობას.

ხშირად ინფორმაციას გვაწვდის ფასები.

დავა ფასეულობებზე
ეფექტიანობა შედარებითი ცნებაა და გააჩნია, ვინ ადგენს ეფექტიანობის კრიტერიუმებს.
საბაზრო ეკონომიკაში თუ ადამიანის საკუთრების უფლებები უცვლელი და მუდმივია,
რესურსებს ედებათ ფულადი ფასი, რაც წარმოადგენს სხვებისთვის ინფორმაციას ამ
პროდუქტის იშვიათობის შესახებ. იმის თქმა, რომ საგნის ღირებულება არ შეესაბამება მის
ფულად ფასს, არა ეფექტიანობის, არამედ საკუთრების უფლებებისა და მათი
განმსაზღვრელი თამაშის წესების შეურაცხყოფაა.

პროტექციონერობა და ფრიტრედერობა
პროტექციონობა - “სატამოჟნო” ფასის ისე გაზრდა, რომ სხვა სახელმწიფოებს აღარ
უღირდეთ ჩვენს ქვეყანაში საკუთარი პროდუქციის შემოტანა. ეს არა თუ შიდა ვაჭრობასა და
წარმოებას უხსნის გზას, არამედ აზიანებს სხვა სახელმწიფოებსაც. ფრიტრედერობა - ბაჟის
გარეშე სხვისი პროდუქციის ქვეყანაში შემოტანა. ამ დროს ქვეყანა იძენს იაფ და კარგ
საქონელს, თუმცა ხელს უშლის შიდა ვაჭრობას.

You might also like