Download as pdf or txt
Download as pdf or txt
You are on page 1of 5

კვირა 3

ლექციის თეორიული და პრაქტიკული საკითხების დასახელება

ძირითად ფუნქციათა შვარცის სივრცე. ნელად ზრდადი განზოგადებული ფუნქციები.


განზოგადებული ფუნქციის ფურიეს გარდაქმნა

განზოგადებული ფუნქციების ძირითადი იდეა მდგომარეობს წრფივი


ფუნქციონალების განხილვაში „რეგულარულ ფუნქციათა“-ე.წ. „ძირითად
ფუნქციათა“ რომელიღაც სივრცეზე. ძირითად ფუნქციათა სივრცედ ირჩევა ისეთი
ფუნქციების ერთობლიობა, რომეზეც ხორციელდება ძირითადი ოპერაციები
(დიფერენცირება, ფურიეს გარდაქმნა, წანაცვლება, ნახვევი და ა.შ.). ეს ოპერაციები
განსაზღვრული უნდა იყოს რომელიღაც 𝑆 ფუნქციურ სივრცეზე და გააჩნდეთ
ინვარიანტობის თვისება. მაშინ, ასეთი სივრცე უნდა შედგებოდეს უსასრულოდ
დიფერენცირებადი ფუნქციებისაგან და, მაგალითად, 𝑅 𝑛 -ზე განსაზღვრული
ფუნქციებისათვის, ნებისმიერი პოლინომზე გადამრავლება უნდა ტოვებდეს მათ 𝑆-ში.
მოვიყვანოთ შესაბამისი განსაზღვრა: ძირითად ფუნქციათა 𝑆(𝑅 𝑛 ) სივრცე არის 𝑅 𝑛 -ზე
განსაზღვრულ 𝐶 ∞ უსასრულოდ დიფერენცირებად ფუნქციათა სივრცე (რომელთა ყველა
კერძო წარმოებული არსებობს და უწყვეტია), რომელთათვის
sup 𝑥∈𝑅𝑛 |𝑥 𝛼 (𝐷𝛽 𝜑)(𝑥)| < ∞ (1)

ყოველი 𝛼 = (𝛼1 , ⋯ , 𝛼𝑛 ) და 𝛽 = (𝛽1 , ⋯ , 𝛽𝑛 ) მულტიინდექსისათვის. ამასთან, 𝑥𝛼 =


𝛼1 + ⋯+𝛼𝑛
𝑥1 1 ⋯ 𝑥𝑛 𝑛 , 𝐷𝛼 = 𝜕
𝛼 𝛼
⁄𝜕𝑥 𝛼1 ⋯ 𝜕𝑥 𝛼𝑛 , 𝛼1 , ⋯ , 𝛼𝑛 არაუარყოფითი მთელი რიცხვებია.
1 𝑛
2
ასეთია, მაგალითად, ფუნქცია 𝜑(𝑥) = 𝑒 −𝛿|𝑥| , 𝛿 > 0. თავის მხრივ, 𝜑(𝑥) = 𝑒 −𝛿|𝑥| არ არის
დიფერენცირებადი 0 წერტილში და ამიტომ არ მიეკუთვნება 𝑆-ს. 𝑆 სივრცე მოიცავს 𝑅 𝑛 -
ზე განსაზღვრულ 𝐶 ∞ კლასის ფუნქციებს, რომელთაც კომპაქტური მატარებელი აქვთ (ე.ი.
რომლებიც ნულის ტოლი არიან 𝑅 𝑛 -ის რომელიღაც კომპაქტური სიმრავლის გარეთ,
ამასთან , ეს კომპაქტური სიმრავლე დამოკიდებულია კონკრეტულ 𝜑 ფუნქციაზე).
კომპაქტურ მატარებლიან 𝐶 ∞ კლასის ფუნქციათა სიმრავლეს 𝐷(𝑅 𝑛 )-ით აღნიშნავენ.
ტრივიალური არ არის იმის ჩვენება, რომ 𝐷 არაცარიელია. 𝐷 კლასის ფუნქციის
1⁄
მაგალითის ასაგებად განვიხილოთ ისეთი 𝑓 ფუნქცია, რომ 𝑓(𝑡) = 𝑒 − 𝑡 , თუ 𝑡 > 0 და

𝑓(𝑡) = 0, თუ 𝑡 ≤ 0 . მაშინ 𝑓 ∈ 𝐶 (𝑅) და შემოსაზღვრულია მის ყველა წარმოებულთან
−2⁄
ერთად. დავუშვათ 𝜑(𝑡) = 𝑓(1 + 𝑡) ∙ 𝑓(1 − 𝑡). მაშინ 𝜑(𝑡) = 𝑒 (1−𝑡 2 ) თუ |𝑡| < 1 და
𝜑(𝑡) = 0, თუ |𝑡| ≥ 1. ამიტომ 𝜑 ∈ 𝐷(𝑅). ადვილი მისაღებია 𝜑 -ს 𝑛-განზომილებიანი
ანალოგები:

ა) 𝑥 ∈ 𝑅 𝑛 -სათვის დავუშვათ 𝜓(𝑥) ∈ 𝜑 𝜑(𝑥1 ) ⋯ 𝜑(𝑥𝑛 ) . მაშინ 𝜓 ∈ 𝐷(𝑅 𝑛 ) .

1
−2⁄
ბ) 𝑥 ∈ 𝑅 𝑛 -სათვის ავიღოთ 𝜓(𝑥) = 𝑒 (1−𝑡 2 ) თუ |𝑥| < 1 და 𝜓(𝑥)=0, თუ |𝑥| ≥ 1; მაშინ
𝜓 ∈ 𝐷(𝑅 𝑛 ).

ვ) ვთქვათ 𝜂 ∈ 𝐶 ∞ და 𝜓 არის ბ)-ში განხილული ფუნქცია. მაშინ 𝜓(𝜀𝑥)𝜂(𝑥)-ით


განსაზღვრულია 𝐷(𝑅 𝑛 )-ის ფუნქცია და ამასთან ერთად 𝑒 2 𝜓(𝜀𝑥)𝜂(𝑥) → 𝜂(𝑥) , როცა 𝜀 →
0.

𝐶0 და 𝐿𝑝 (𝑅 𝑛 ), 1 ≤ 𝑝 < ∞, სივრცეები (𝐶0 ისეთი უწყვეტი ფუნქციებია, რომელთა ზღვარი


∞-ში ნულია) შეიცავენ 𝑆-ს მკვრივი ქვესიმრავლის სახით. იგივეს თქმა შეიძლება 𝐷-ზეც.
𝜑 ∈ 𝑆 ფუნქციის ნორმა 𝐿𝑝 სივრცეში შემოსაზღვრულია 𝑥 𝛼 𝜑(𝑥) წევრთა 𝐿∞ ნორმების
წრფივი კომბინაციით. ამაში შეიძლება შემდეგნაირად დავრწმუნდეთ. ვთქვათ 𝐴=
‖𝜑‖∞ , 𝐵 = sup 𝑥∈𝑅𝑛 |𝑥|2𝑛 |𝜑(𝑥)|. მაშინ 1 ≤ 𝑝 < ∞ შემთხვევაში გვექნება

1/𝑝 1/𝑝 1/𝑝


(∫𝑅𝑛 |𝜑(𝑥)|𝑝 𝑑𝑥) ≤ (∫|𝑥|≤1 |𝜑(𝑥)|𝑝 𝑑𝑥) + (∫|𝑥|>1 |𝜑(𝑥)|𝑝 𝑑𝑥)

1/𝑝 1/𝑝 𝜔𝑛−1 1/𝑝 𝜔 1/𝑝


≤ 𝐴 (∫|𝑥|≤1 1 ∙ 𝑑𝑥) + 𝐵 (∫|𝑥|>1 |𝑥|−2𝑛𝑝 𝑑𝑥) =𝐴( ) 𝑛−1
+ 𝐵 ((2𝑝−1)𝑛 )
𝑛

(აქ 𝜔𝑛−1 არის 𝑛 − 1 განზომილებიანი ერთეულოვანი ბირთვის მოცულობა). აქედან სჩანს,


რომ 𝐿∞ -ნორმათა წრფივ კომბინაციაში მონაწილე კოეფიციენტები და 𝛼 მაჩვენებლები არ
არიან დამოკიდებული 𝜑-საგან.

თუ განვიხილავთ 𝜑 ∈ 𝑆(𝑅 𝑛 ) ფუნქციის ̂ (𝑥) = ∫𝑅𝑛 𝜑(𝑡)𝑒 −2𝜋𝑖𝑥∙𝑡 𝑑𝑥 ფურიეს გარდაქმნას,


მარტივად დავრწმუნდებით, რომ ̂ ∈ 𝑆(𝑅 𝑛 ) . მარტივად სჩანს აგრეთვე, რომ თუ 𝜑, 𝜓 ∈
𝑆 , მაშინ მათი ნახვევი აგრეთვე ეკუთვნის 𝑆-ს.

ახლა 𝑆-ზე შემოვიღოთ მეტრიკა ისეთნაირად, რომ ის გახდეს ტოპოლოგიური


ვექტორული სივრცე. ამ მიზნით, განვსაზღვროთ ნახევრადნორმათა შემდეგი თვლადი
ოჯახი

𝜌𝛼𝛽 (𝜑)= sup𝑥∈𝑅𝑛 |𝑥 𝛼 𝐷𝛽 𝜑(𝑥)|, 𝜑∈𝑆.

მაშინ 𝑑𝛼𝛽 (𝜑, 𝜓) = 𝜌𝛼𝛽 (𝜑 − 𝜓) იქნება მეტრიკა 𝑆-ზე. ვთქვათ 𝑑1′ , 𝑑2′ , ⋯ არის ამ

𝑑𝑛
მეტრიკათა რომელიღაც დალაგება და 𝑑𝑛 = 1+𝑑′ , 𝑛 = 1,2, ⋯. მაშინ 𝑑𝑛 იქნება 𝑑𝑛′ -ის
𝑛

ექვივალენტური მეტრიკა (ე.ი. 𝑆-ზე მათ მიერ განსაზღვრული ტოპოლოგიები


ექვივალენტურია). ცხადია 𝑑𝑛 ≤ 1 და 𝑑 = ∑∞ −𝑛
𝑛=1 2 𝑑𝑛 იქნება მეტრიკა 𝑆-ზე. ეს მეტრიკა
განსაზღვრავს 𝑆-ის ტოპოლოგიას. ცხადია, რომ 𝜑𝑘 → 𝜑 𝑑-მეტრიკით მაშინ და მხოლოდ
მაშინ, როცა 𝜑𝑘 → 𝜑 თითოეული 𝑑𝑛 -ის მიხედვით (როცა 𝑘 → ∞ ). აქედან სჩანს, რომ
ვექტორული სივრცის (𝜑, 𝜓) და (𝑎, 𝜑) → 𝑎𝜑 (𝑎-კომპლექსური რიცხვია) ოპერაციები
უწყვეტია, ე.ი. (𝑆, 𝑑)-ტოპოლოგიური ვექტორული სივრცეა. მტკიცდება, რომ ის არის
2
სრული მეტრიკული სივრცე და ფურიეს გარდაქმნა არის 𝑆-ის თავის თავზე
ჰომეომორფიზმი. აღვნიშნოთ, რომ 𝑆-სეპარაბელურია.

𝑆-ზე განსაზღვრულ წრფივ უწყვეტ ფუნქციონალთა ერთობლიობას ჰქვია ნელად ზრდად


განზოგადებულ ფუნქციათა სივრცე. მოვიყვანოთ ამ სივრცის მაგალითები:

1.ვთქვათ 𝑓 ∈ 𝐿𝑝 (𝑅 𝑛 ), 1 ≤ 𝑝 ≤ ∞. 𝐿 = 𝐿𝑓 განვსაზღვროთ ტოლობით

𝐿(𝜑) = 𝐿𝑓 (𝜑) = ∫𝑅𝑛 𝑓(𝑥)𝜑(𝑥)𝑑𝑥 , 𝜑 ∈ 𝑆;

2. 𝜇 იყოს სასრულო ბორელის ზომა და

𝐿(𝜑) = 𝐿𝜇 (𝜑) = ∫𝑅𝑛 𝜑(𝑥)𝑑𝜇(𝑥) , 𝜑 ∈ 𝑆;

𝑓(𝑥)
3. განვიხილოთ ისეთი ზომადი 𝑓 ფუნქცია, რომ ⁄(1 + |𝑥|2 )𝑘 ∈ 𝐿𝑝 (𝑅 𝑛 ), 1 ≤ 𝑝 ≤ ∞,
რომელიღაც მთელი დადებითი 𝑘-სათვის. ასეთ 𝑓-ს ჰქვია ნელად ზრდადი 𝐿𝑝 ფუნქცია
(𝑝 = ∞ − სათვის ასეთ ფუნქციასაც ნელად ზრდადი ჰქვია). მაშინ

𝐿(𝜑) = ∫𝑅𝑛 𝑓(𝑥)𝜑(𝑥)𝑑𝑥 , 𝜑 ∈ 𝑆;

4. დავაფიქსიროთ 𝑥0 ∈ 𝑅 𝑛 და 𝛽 მულტიინდექსი. 𝜌𝛼𝛽 -ს 𝑆-ში უწყვეტობიდან


ვასკვნით, რომ 𝐿(𝜑) = 𝐷𝛽 𝜑(𝑥0 ), 𝜑 ∈ 𝑆, განსაზღვრავს ნელად ზრდად განზოგადებულ
ფუნქციას. მისი კერძო შემთხვევაა დირაკის 𝛿-ფუნქცია: 𝐿(𝜑) = 𝜑(0).

1)და 3) სახის განზოგადებულ ფუნქციებს რეგულარული განზოგადებული ფუნქციები


ეწოდებათ. 2)-ში განხილულ ფუნქციონალს ზომა ჰქვია. მტკიცდება, რომ 4) (მათ შორის
დირაკის ფუნქციონალი) არ არის რეგულარული განზოგადებული ფუნქცია.

განსაზღვრა 1. ყოველი 𝑓 ∈ 𝑆(𝑅 𝑛 )-სათვის ფურიეს გარდაქმნა fˆ განვსაზღვროთ


ფორმულით fˆ (𝜉) = (2𝜋)−𝑛/2 ∫𝑅𝑛 𝑓(𝑥)𝑒 −𝑖𝑥∙𝜉 𝑑𝑥, სადაც 𝜉 = (𝜉1 , ⋯ , 𝜉𝑛 ), 𝑥 = (𝑥1 , ⋯ , 𝑥𝑛 ), 𝑥 ∙
𝜉 = ∑𝑛𝑗=1 𝑥𝑗 𝜉𝑗 . 𝑔̌(𝑥) = (2𝜋)−𝑛/2 ∫𝑅𝑛 𝑔(𝜉)𝑒 −𝑖𝑥∙𝜉 𝑑𝜉 ფუნქციას, სადაც 𝑔 ∈ 𝑆(𝑅 𝑛 ), ეწოდება
ფუნქციის ფურიეს შებრუნებული გარდაქმნა.

თეორემა 2. ფურიეს f  fˆ გარდაქმნა წრფივად და უწყვეტად ასახავს 𝑆(𝑅 𝑛 )-ს თავის


თავში. შებრუნებული გარდაქმნა g  g  ასევე ასახავს 𝑆(𝑅 𝑛 )-ს წრფივად და უწყვეტად.

დამტკიცება. ფორმალური დიფერენცირება ინტეგრალის ნიშნის ქვეშ გვაძლევს, რომ 𝐷𝛼


fˆ (𝜉) = (2𝜋)−𝑛/2 ∫𝑅𝑛 (−𝑖)|𝛼| 𝑥 𝛼 𝑓(𝑥)𝑒 −𝑖𝑥∙𝜉 𝑑𝑥. 𝑆-ის განსაზღვრიდან გამომდინარეობს
ინტეგრალის თანაბრად კრებადობა 𝜉-ს მიმართ და ამიტომ დიფერენცირება დასაშვებია.
ე.ი. fˆ ∈ 𝐶 ∞ (𝑅 𝑛 ). ნაწილობითი ინტეგრებით მივიღებთ
3
(𝑖)|𝛽| 𝜉𝛽 fˆ (𝜉) = (2𝜋)−𝑛/2 ∫𝑅𝑛 𝐷𝛽 𝑓(𝑥)𝑒 −𝑖𝑥∙𝜉 𝑑𝑥 .

აქედან

(𝑖)|𝛼|+|𝛽| 𝜉𝛽 𝐷𝛼 fˆ (𝜉) = (2𝜋)−𝑛/2 ∫𝑅𝑛 𝐷𝛽 (𝑥 𝛼 𝑓(𝑥))𝑒 −𝑖𝑥∙𝜉 𝑑𝑥 .

ეს ნიშნავს, რომ ასახვა f  fˆ უწყვეტია 𝑆(𝑅 𝑛 ) -ის ტოპოლოგიით. g  g  ასახვა


ანალოგიურად განიხილება.

თეორემა 3. თუ 𝑓 ∈ 𝑆(𝑅 𝑛 ), ადგილი აქვს ფურიეს შებრუნების შემდეგ ფორმულას

~ 𝑛
(𝑓̂) = (2𝜋)− 2 ∫𝑅𝑛 𝑒 𝑖(𝑥,𝜉) 𝑓̂ (𝜉)𝑑𝜉 = 𝑓(𝑥).

სამართლინია შემდეგი ანალოგიური ფორმულა


(𝑓̃) = 𝑓(𝑥)

განსაზღვრა 2. ნელად ზრდადი განზოგადებული 𝑇 ფუნქციის ფურიეს გარდაქმნა


განსაზღვრულია როგორც ისეთი ნელად ზრდადი განზოგადებული ფუნქცია, რომელიც
მოიცემა ფორმულით Tˆ ( )  T (ˆ ), 𝜑 ∈ 𝑆(𝑅 𝑛 ).

ფურიეს შებრუნებული გარდაქმნა განსაზღვრულია როგორც ისეთი ნელად ზრდადი


განზოგადებული ფუნქცია, რომ 𝑇̌(𝜑) = 𝑇(𝜑̂), 𝜑 ∈ 𝑆(𝑅 𝑛 ). ამ განსაზღვრის საფუძველზე
მარტივად ვასკვნით, რომ თუ ნელად ზრდადი განზოგადებული ფუნქციაა, მაშინ
სამართლიანია შებრუნების შემდეგი ფორმულა 𝑇̌
̂ =𝑇̂̌ . 𝑇̌(𝜑) = 𝑇(𝜑̂)

როგორც ერთ-ერთ წინა ლექციაში აღვნიშნეთ, თუ 𝑓 ∈ 𝐿𝑝 (𝑅 𝑛 ), 𝑝 > 2, მაშინ მისი


ფურიეს გარდაქმნა ჩვეულებრივი აზრით არ განისაზღვრება. მაგრამ, თუ ასეთ ფუნქციას
განვიხილავთ როგორც ნელად ზრდად განზოგადებულ ფუნქციას, მასზე უკვე
შესაძლებელია ფურიეს პირდაპირი და შებრუნებული გარდაქმნების განხორციელება და
კვლავ მივიღებთ ნელად ზრდად განზოგადებულ ფუნქციას.

სავარჯიშოები (საშინაო დავალება)

1. ლექციის დასაწყისში განხილულია ფუნქცია 𝑓(𝑡) = 𝑒 −1/𝑡 , თუ 𝑡 > 0 და 𝑓(𝑡) = 0 , თუ


𝑡 ≤ 0. ნათქვამია, რომ ის არის 𝑅-ზე უსასრულოდ დიფერენცირებადი ფუნქცია, ანუ 𝑓 ∈
𝐶 ∞ (𝑅) და 𝑅-ზე შემოსაზღვრულია მის ყველა რიგის წარმოებულებთან ერთად.
დაამტკიცეთ ეს დებულება მხოლოდ პირველი რიგის წარმოებულისათვის, ე.ი. უნდა

4
ვაჩვენოთ, რომ 𝑡 = 0-ში 𝑓(𝑡)-ს მარცხენა და მარჯვენა წარმოებულები ტოლია და რომ
𝑓′(𝑡) შემოსაზღვრულია მთელ 𝑅-ზე.

2. ლექციის დასაწყისში განხილული 𝜑(𝑡) ფუნქციის საშუალებით ააგეთ ისეთი 𝐶 ∞ (𝑅)


კლასის ფუნქცია, რომელიც ნულის ტოლია [0,1]-ის გარეთ, ხოლო (0,1)-ში დადებითია.

3. მოიყვანეთ შვარცის ძირითად ფუნქციათა 𝑆 სივრცის და ნელად ზრდად


განზოგადებულ ფუნქციათა სივრცის განსაზღვრებები.

4. მოიყვანეთ შვარცის 𝑆 სივრცის ფუნქციებისათვის ფურიეს პირდაპირი და


შებრუნებული გარდაქმნების განსაზღვრებები.

5. მოიყვანეთ ნელად ზრდადი განზოგადებული ფუნქციებისათვის ფურიეს პირდაპირი


და შებრუნებული გარდაქმნების განსაზღვრებები და დაამტკიცეთ შებრუნების
ფორმულა.

You might also like