იდეოლოგიები 1

You might also like

Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 25

ლიბერალიზმი - მილი

მაგრამ ის საკუთარი თავის უმაღლესი მსაჯულია და მაინც შეუძლია გააკეთოს ის, რაც
მას სურს და სრულიად არ გაითვალისწინოს სხვისი რჩევები და დარიგებები. მან
შეიძლება ამ ქმედებით საკუთარ თავს ზიანი მოუტანოს, მაგრამ ეს ზიანი ვერავითარ
შემთხვევაში ვერ იქნება ისეთი დიდი, როგორიც შეიძლებოდა ყოფილიყო ის ბოროტება,
რასაც მოიტანდ სხვების მიერ მისი იძულება - გაეკეთებინა ის, რაც მათ მიაჩნდათ
სწორად.

რაც უფრო მეტად ფლობს ადამიანი იმ თვისებებს, რომლებსაც მისთვის ბედნიერების


მოტანა შეუძლიათ, მით უფრო მეტ პატივისცემას იმსახურებს ის სხვა ადამიანების
თვალში, მით უფრო მეტად უახლოვდება იგი სრულყოფილებას და პირიქით

ჩვენ რა თქმა უნდა სრული უფლება გვაქვს კონკრეტული ინდივიდის მიმართ


განხორციელებული ჩვენი ქმდებებისას ვიხელმძღვანლოთ მასზე ჩვენი ცუდი
შეხედულებით, მაგრამ არავითარ შემთხვევში ამან არ უნდა ხელყოს მისი
ინდივიდუალობა. ჩვენი ქმედება უნდა განხორციელდეს მხოლოდ ჩვენი კერძო
ინდივიდუალური თავისუფლების ფარგლებში.

ის, რასაც საკუთარი თავისადმი ვალებულებას უწოდებენ, არ არის არანირი სოციალური


ვალდებულება,

გამოთქმა “საკუთარი თავისადმი ვალდებულება” ჩვეულებრივ სხვას არაფერს ნიშნავს,


თუ არა კეთილგონიერებას, ან ყველაზე დიდი, საკუთარი თავის პატივისცემას და
თვითგანვითარებას.

ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ, რომ იგი ისედაც ისჯება თავისი გზააბნეულობის გამო
(ან ყოველ შემთხვევაში, მომავალში მაინც იწვნევს სასჯელს); და თუკი იგი თავადვე
იფუჭებს ცხოვრებას საკუთარი არაგონივრული ნაბიჯებით, ეს არ გვაძლევს ჩვენ იმის
საფუძველს, რომ ჩვენ კიდევ უფრო გავუფუჭოთ მას ცხოვრება.

ყველაზე ცუდი, რისი უფლებაც ჩვენ გვაქვს მასთან მიმართებით, ესაა დავტოვოთ იგი
საკუთარ თავთან.
თუკი ინდივიდი ცუდად განაგებს თავის ქონებას, მაშინ ამით იგი პირდაპირ თუ
ირიბად ზიანს აყენებს იმ ადამიანებს, ვისი არსებობაც გარკვეულწილად ამ ქონებაზეა
დამოკიდებული;

ცუდმა მაგალითმა ნამდვილად შეიძლება იქონიოს ადამიანებზე ცუდი ზეგავლენა,


განსაკუთრებით კი მაშინ როცა ჩადენილი ბოროტება დაუსჯელი რჩება

ხშირად საზოგადოება სრულიად გულგრილია იმ ადამიანების კეთილდღეობის მიმართ,


ვის ქმედებებსაც ის განსჯის და თავის მსჯელობებში მხოლოდ საკუთარი
შეხედულებებიდან გამომდინარე ხელმძღვანელობს

თუკი ჩვენ ერთხელ მაინც გავამართლებთ საზოგადოების ჩარევას ინდივიდის


თავისუფლების სფეროში, მაშინ არანაირი საფუძველი აღარ გვექნება გავკიცხოთ ამ
პრინციპის გამოყენება, ისე როგორც ეს მოესურვება პარლამენტის წევრების
უმრავლესობას ან ზოგადად, მმართველ ხელისუფლებას

საზოგადოების მხრიდან ამგვარი ქმდებების განკიცხვისთვის არ არსებობს სხვა საფუძველი


გარდა იმისა, რომ საზოგადოებას არ აქვს უფლება ჩაერიოს იმაში, რაც კერძო გემოვნების
საკითხია და რაც მხოლოდ კონკრეტულ მოქმედ პირს ეხება

პოლიტიკოსის მოღვაწეობა გარკვეულ პრინციპებზე უნდა იყოს დაფუძნებული

თუკი ჩვენ ერთხელ მაინც ვაღიარებთ, რომ საზოგადოებას რაიმენაირი უფლება აქვს
ჩაერიოს კერძო ინდივიდუალურ სფეროში, მე ვერ ვხედავ ვერანაირ საფუძველს თუ
რატომ შეიძლება ასეთ შემთხვევაში დაგმონ მუშათა კლასის მოქმედება, რატომ არ
შეგვიძლია მაშინ ჩვენ საზოგადოების ერთ ნაწილს მივანიჭოთ ისეთივე ძალაუფლება
მის შემადგენელ ინდივიდებზე, როგორსაც ვანიჭებთ მთელს საზოგადოებას მასში
შემავალ ყველა ინდივიდთან მიმართებით განურჩევლად?

რომ არ არსებობს თავისუფლების ისეთი დარღვევა, რომლითაც შესაძლებელი იქნებოდა


მისი გამართლება

ჰეივუდი

ჯონ ლოკი - „სიცოცხლე, თავისუფლება, საკუთრება“


კანტი - „ინდივიდ „თვითმიზანია“ და არა სხვათა მიზნის მიღწევის საშუალება“
განათლება თავისთავად სიკეთეა
„ერთ პიროვნება, ერთ ხმა, ერთ ხმა, ერთი ღირებულება“
„აუცილებელი ბოროტება“ - თომას ფეინი სახელმწიფოზე
„უფლება განუყოველია, რადგან ადამიანებს ისინი მხოლოდ მათი ადამიანურობის გამო
ებოძათ: ამ გაგებით მათ წართმევა არ შეიძლება“ - ჯეფერსონი
ჯეფესრონი - „საუკეთესოა ის მმართველობა, რომელიც ყველაზე ნაკლებად მართავს“

“თუ სახელმწიფო ცვლილებას არ საჭიროებს, ეს იმას ნიშნავს, რომ მას კონსერვაცია არ


სჭირდება” - ბერკი

„ბრძენი კონსერვატორი ბარგის გარეშე მოგზაურობს“ - იან გილმური

„ინდივიდი თავად განკარგავს საკუთარ თავს, თავის სხეულსა და სულს“ - მილი

“ეული, საწყალი, საძაგელი, სასტიკი და ხანმოკლე” - ჰობსი ადამიანის ცხოვრებაზე

„როდესაც მმართველობა აბსოლუტური დესპოტიზმის სახეს იღებს, ხალხს უფლება აქვს


შეცვალოს ან გააუქმოს იგი“ - აშშ-ს დამოუკიდებლობის დეკლარაციაში თომას
ჯეფერსონის მეოხებით გაცხადებულია

“ადამიანთა მოდგმის გადარჩენისა და წარმატების ძირითადი მიზეზი


„ურთერთახმარების“ ნიჭი იყო” - პეტრე კროპოტკინი

„თითოეულისგან შესაძლებლობის მიხედვით, თითოეულს მოთხოვნის მიხედვით“ -


მარქსი

მარქსის და ენგელსისი „კომუნისტური მანიფესტი“ შემდეგნაირად მთავრდება -


„პროლეტარებო ყველა ქვეყნისა, შეერთდით! თქვენ არაფერი გაქვთ დასაკარგი,
საკუთარი ბორკილების გარდა“

„მძაგს, რასაც ამბობ, მაგრამ საფლავის კარამდე დავიცავ შენს უფლებას, თქვა შენი
სათქმელი“ - ვოლტერი

„თავისუფლება არ არის იქ, სადაც კანონი არ არსებობს“ - ჯონ ლოკი

„ძალაუფლება ხრწნის, ხოლო აბსოლიტური ძალაუფლება ხრწნის აბსოლუტურად“ -


ლორდი აქტონი - „დიდი ადამიანები, თითქმის ყოველთვის, ცუდი ადამიანები არიან“

„ძალაუფლება, ძალაუფლებას უნდა ძღუდავდეს“ - მონტესკიე

„ხალხის, ხახლისმიერი და ხალხისათვის მმართველობა“ - აბრაჰამ ლინკოლნი

„უმრავლესობის ტირანია“ - ალექსი დე ტოკვილი

თომას ფეინი - სახელმწიფო არის „აუცილებელი ბოროტება“


უტილიტარიზმი - ჯერემი ბენთამი და ჯეიმზ მილი - ინდივიდებს პირადი ინტერესი
ამოძრავებთ და ეს ინტერესები შეიძლება განისაზღცროს როგორც სიამოვნების ან
ბედნიერების წყურვილი და ტკივილის თავიდან აცილებსი სურვილი. ორივე შეიძ₾ება
აღიწეროს სარგებლიანობის ტერმინით.

სემუელ სმაილსი - „უფალი იმას ეხმარება, ვინც საკუთარ თავს ეხმარება“

„ინდივიდი თავად განკარგავს საკუთარ თავს, თავის სხეულსა და სულს“ - მილი

ტ.ჰ. გრინი - მისი აზრით, კლასიკური ლიბეალიზმისთვის დამახასიათებელიმა


მოგონებისკენ შეუზღუდავმა სწრაფვამ სიღატაკისა და უსამართლობის ახალი სახეები
წარმოშვა. მცირეთა ეკონომიკური თავისუფლება მასის სასიცოცხლო შესაძლებლობებს
თრუნავდა.
ინდივიდები ერთმანეთის მიმართ კეთილგანწყობილნი არიან, მათ ახასაითებთ
ალტრუიზმი. ინდივიდს აქვს სოციალური და არა უბრალოდ ინდივიდუალური
ვალდებულებები, ამდენად, სხვა ინდივიდებთან მზრუნველობა და თანაგრძნობა
აკავშირებთ.

გრინის იდეები = სოციალისტურ ლიბერალიზმს - ადამიანთა მოდგმის ბუნებაში


თანაზიარობისა და თანამშრომლობის თვისებებზე ამახვილებს ყურადღებას.

თანამედროვე ლიბერალები „ინდივიდებს დახმარება სჭრდებათ, რომ საკუთარ თავს


დაემხარონ“

ლორდ ჰიუ სესილი - კონსერვატიზმი - „ადამიანის გონებსი ბუნებრივი მიდრეკილება“

ჩესტერტონი - „გარდაცვლილთა დემოკრატია“

მაიკლ ოუკშოტი - პოლიტიკური სამყარო „უსაზღვრო და უძიროა“. ამიტომ,


კონსერვატორები ეჭვის თვალით უყურებენ აბსტრაქტულ იდეებსა და აზროვნების
სიტემებს, რომლების პრეტენზიას აცხადებენ, რომ ძალუძთ ჩასწვდნენ იმას, რაც
კონსერვატორთა აზრით, გონებისთვის უბალდო ყოვლად მიუწვდომელია.

ოკშოუტი - „მკურნალობა ავადმყოფობაზე უარესი არ არის“

ბენთამი - „არ არსებობს საზოგადოება, როგორც ასეთი, არსებობენ მხოლოდ


ინდივიდები და მათი ოჯახები“

იან გილმური - „ბრძენი კონსერვატორები ბარგის გარეშე მოგზაურობენ“


ლისტი - პოლიტიკასა და პოლიტიკური ძალაუფლების ეკონომიკურ მნიშვნელობას
გამოკვეთდა, მაგალითად, როდესაც წარმოების ახალ დარგთა დასაცავად მთავრობის
ჩარევის საჭიროებას აღიარებდა უცხოური კონკურენციის მძაფრ პორობებში.

ტეტჩერი - „საზოგადოება საერთოდ არ არსებობს“

რობერტ ნოზაკი - საყოველთაო კეთილდღეობის წინააღმდეგ ახალ მემარჯვენეთა კიდევ


ერთი არგუმენტი პირადი უფლებებისადმი ერთგულებას ემყარება. ნოზაკი
კეთილდღეობისა და რედისტრიბუციის ნებისმიერ პოლიტიკას გმობდა, როგროც
საკუთრების უფლებების დარღვევას. თუკი საკუთრება სამართლიანი გზითაა
მოპოვებული, ერთანად მეორე ადამიანისათვის შეუთანხმებლად მისი გადაცემა
„ლეგალიზებულ ძარცვას“ ნიშნავს.

როჯერ სკრუტონი - თავისუფალი ბაზრისადმი პრინციპული ერთგულება


კონსერვატიული იდეოლოგიისათვის სრულიად უცხოა

სოციალიზმი

ფურიე და ოუენი - „კომუნალური ცხოვრების ექსპერიმენტი“

მარქსი - „დისტრიბუციის კომუნისტური თეორია“ – „თითოეულისგან შესაძლებლობის


მიხედვით, თითოეულს მოთხოვნილების მიხედვით.“

ოგიუსტ ბლანკი - მისი აზრით, საჭირო იყო საიმედო კოსპირატორთა მცირერიცხოვანი


რაზმის ჩამოყალიბება, რომელიც რევოლუციას დაგეგმავდა და განახორციელებდა
ძალაუფლების ხელში ჩაგდების მიზნით.

მარქსი და ენგელი - პროლეტარულ რევოლუციას განიხილავდნენ როგორც


კლასობრივად შენებულ მუშათა მასების ამბოხს, კაპიტალიზმის დასამხობად.

მარქსი და ენგელის - 1848 წელი - „აჩრდილი დადის ევროპაშო, აჩრდილი კომუნიზმისა“

ფაბიანური საზოგადოება - ბეატრის უებისა და სიდნეი უებისა - გვ.152

კარლ კაუცკი - „კაპიტალისტთა კლასი ბატონობს, მაგრამ არ მართავს. ის კმაყოფილდება


მთავრობის მართვით“

მილიბენდი - სახელმწიფო სისტემას წარმაოდგენს - ადმინისტრაცია, სასამართლოები,


პოლიცია და ჯარი.
“ფილოსოფოსებმა სხვადასხვა გზით სამყაროს მხოლოდ ინტერპრეტირება მოახდინეს,
თუმცა მიზანი მისი შეცვლაა” - კარლ მარქსი (ფოიერბარხის თეზისები)

ადამიანურ ქმედებათა შორის ყველაზე გადამწყვეტი საარსებო საშუალების წარმოებაა.


ვინაიდან ადამიანი ვერ იარსებებს საკვების, წყლის, თავშესაფრისა ა მასთანათა გარეშე,
უკანასკნელთა წარმოების გზები ცხოვრების სხვა ასპექტებსაც განაპირობებს.

კაპიტალიზმი იმიტომ არის განწირული, რომ თავადვე მოიცავს საკუთარ ანტითეზისს -


პროლეტარიატს, რომელსაც მაქრსი „კაპიტალიზმის მესაფლავედ“ განიხილავდა

„სოციალური ყოფა განსაზღვრავს ცნობიერებას“ - კარლ მარქსი

მარქსის ისტორია ტელეოლოგიურია იმ გაგებით, რომ ის ისტორიას მნიშვნელობას ან


მიზანმიმართულობას ანიჭებს, რაც მის საბოლოო მიზანში, უკლასო კომუნიზმში
აისახება. თუმცა, ამ მიზნის მიღწევამდე ისტორიამ რამდენიმე საფეხური და ეპოქა უნდა
გაიაროს, თითოეული საკუთარი ეკონიმუკური სტრუქტურითა და კლასობრივი
სისტემით. გერმანულ იდეოლოგიაში მარქსი ოთხ ასეთ საფეხურს გამოყოფს.

1. პრიმიტიული კომუნიზმი ან პირველყოფილი თემური საზოგადოება, სადა


მატერიალისტური სიდუხჭირე კონფლიქტის ძირითადი წყარო იყო
2. მონობა და კლასიკური ანუ ძველ საზოგადოებებში, რომლებიც ბატონსა და მონას
შორის კონფლიქტებით ხასიათდება
3. ფეოდალიზმი, რომელიც მიწათმფლობელებსა და ყმას შორის ანტაგონიზმით
აღინიშნება
4. კაპიტალიზმი, სადაც ბურჟუაზიასა და პროლეტარიატს შორის ბრძოლა
დომინირებს.
ამდენად, ადამიანური ისტორია იყო ხანგრძლივი ბრძოლა ჩაგრულსა და მჩაგვრელს,
ექსპულატირებულსა და ექსპლუატატორს შორის.

ისტორიის ტელეოლოგიური თეორია - სოციალური განვითარების კულმინაცია


აუცილებლად კომუნიზმის დამკვიდრება იქნება.

პროლეტარიატს მარქსი “კაპიტალიზმის მესაფლავედ“ განიხილავს - მარქსი

კაპიტალიზმმა ხალხი თავის ნამდვილ, არსისმიერ ბუნებას დააშორა, დააშორა როგორც


მშომელები შესაძლებლობას, განევითარებინათ საკუთარი უნარი, ნიჭი და გონება
თავისუფალი მწარმოებლური შრომითი გამოცდილებით.

კლასებს შორის ურთიერთობა შეურიგებელი ანაგონიზმია. დამოკიდებული კლასი


აუცილებლად და სისტემატურად განიცდის „მმართველი კლასის“ ექსპულატაციას.
ლოკი - ღირებულების შრომითი თეორია - საქონლის ღირებულება მის წარმოებაზე
გაწეული შრომის ოდენობას ასახავს.

„თანამედროვე სახელმწიფოს აღმასრულებელი ორგანო ბურჟუაზიის საქმეთა


მმართველი კომიტეტია“

მარქსი აღიარებდა რომ კაპიტალიზმიდან პირდაპირ კომუნიზმზე გადასვა შეიძლებოდა


არ მომხდარიყო. განვითარების გრადამავალი, „სოციალისტური“ საფეხური
კლასთა შორის ანტაგონიზმის მოსპობამდე გაგრძელდებოდა. ამ პერიოდში,
„პროლეტარიატის რევოლუციური დიქტატურა“ დამყარდებოდა, რომლის
მიზანიც ქონებაჩამორთმეული ბურჟუაზიის კონტრ-რევოლუციისგან
რევოლუციური მიღწევების დაცვა იქნებოდა.

„თითოეულის თავისუფალი განვითარება ყველას თავისუფალი განვითარების


წინაპირობაა“

სოციალისტურ რევოლუციას პროლეტარული ან მუშათა სახელმწიფოს შექმნა უნდა


მოჰყვეს

ლენინის მიხედვით მუშები ვერ ხვდებიან რომ მათი ნამდვილი მტერი კაპიტალიზმი
იყო, ამიტომ საჭირო იყო „რევოლუციური/ავანგარდული პარტია“, რომელსაც
შეეძლო მუშათა კლასი გადაეყვანა „პროფკავშირული შეგნებიდან“ რევოლუციურ
კლასობრივ შეგნებაზე.

სტალინიზმი - მან მიიღო დოქტრინა „სოციალიზმი ერთ ქვეყანაში“. ეს დოქტრინა


ამბობდა, რომ საბჭოთა კავშირს ინტერნაციონალური რევოლუციის გარეშეც
შეეძლო „სოციალიზმის მშენებლობაში“ წარმატებებისთვის მიეღწია.

ტროცკი - ინტერნაციონალისადმი უცვლელ ერთგულება შეინარჩუნა

თანამედროვე მარქსიზმი/დასავლური მარქსიზმი/ნეომარქსიზმი - ჰეგელისა იდეებითა


და მარქსისი ადრეულ ნაწერებშ აღმოჩენილი „შემოქმედი ადამიანით“
დაინტერესდნენ. ადამიანები ისტროიის შემქმნელებად იქნენ დანახული და არა
უბრალოდ უპიროვნო მატერიალურ ძალთა მიერ კონტროლირებად თოჯინებად.
მათ თავი დააღწიე „ბაზისი/ზედნაშენის“ მკაცრ სწორხაზოვნებას.

გეოეგ ლუკასი - უნგრელი მარქსისტი - მან მარქსიზმი ჰუმანიტარულ ფილოსოფიად


წარმოადგინა. ყურადღება გაამახვილა „რეიფიკაციის“ (მატერიალიზაციის)
პროცესზე, რომლითაც კაპიტალიზმი მუშათა დეჰუმანიზაციას ახდენდა,
დაჰყავდა რა ისინი პასიურ ობიექტებამდე თუ საბაზრო საქონლამდე.
ანტონიო გრამში - ყურადღება მიაქცია იმას, რომ კლასობრივ სისტემას ზურგს უმაგრებს
არა უბრალოდ არათანაბარი ეკონომიკური და პოლიტიკური ძალაუფლება,
არამედ ბურჟუაზიული „ჰეგემონიაც“ - მმართველი კლასის სულიერი და
კულტურული უპირატესობა, რაც ბურჟუაზიული ღირებულებებისა და
შეხედულებების გავრცელებამ მოიტანა.

ფრანკფურტის სკოლა - თეოდორ ადონრნო, მაქს ჰორკჰაიმერი, ჰერბერტ მარკუზე -


„კრიტიკული თეორია“ - ახალი მემარცხენე თეორიები, „ახალგაზრდა“ მარქსისი
ნაშრომების გარდა ანარქიზმისა და ასევე ფენომენოლოგიისა და
ეგზისტენციალიზმის რადიკალური ფორმების ზეგავლეას განიცდიდნენ.
რომელიც მოიცავდა: ტრადიციული საზოგადოების - „სისტემის“ - როგორც
მჩაგვრელის უარყოფას; მუშათა კლასის როგორც რევოლუცოური ძალის შესახებ
არსებული ილუზიის მოსპობას; პიროვნული ავტონომიისა და თვითსრულქმნის
პრინციპების ერთგულებას „განთავისუფლების“ ფორმით და
დეცენტრალიზაციისა და მონაწილეობითი დემოკრატიისთვის უპირატესობის
მინიჭებას.

მარქსის რწმენა - ისტორიის მიმართულება წინასწარაა განსაზღვრუილი, ადამიანური


ბუნების დეტერმინისტულ მოდელზე დაფუძნებულად განიხილებოდა.

როზა ლუქსემბურგი - საუბრობდა საშიშროებაზე, რომ ლენინის პარტიული თეორია


შეიძლებოდა „სუბსტიტუციონალიზმამდე“ მისულიყო, სადაც მმართველი
პარტია პროლეტარიატს შეცვლიდა, ხოლო პარტიას საბოლოოდ მთავარი
ლიდერი ჩაანაცვლებდა.

„თითოეულის თავისუფალი განვითარება ყველას თავისუფალი განვითების


წინაპირობაა“ - მარქსი

ალეკს ტოკვილი შენიშნავდა საფრანგეთთან დაკავშირებით 1789 წელს: „ყველაზე


სახიფათო მომენტი ცუდი მთავრობისთვის ის არის, როდესაც ცდილობს გამოსწორებას“.

განსხვავება მარქსის იდეებსა და პრაქტიკულ კომუნიზმს შორის - არსებითი განსხვავება


იყო კომუნიზმის მარქსისტულ მოდელსა და იმას შორის, რაც მეოცე საუკუნეში მისი
სახელით რუსეთში, ჩინეთში და სხვაგან გაკეთდა. ეს განსხვავებები მოიცავდა შემდეგს:
მარქსი ვარაუდობდა წარმოების საშუალებათა სოციალიზაციას (კოლექტიურ
საკუთრებას) და არა ნაციონალიზაციას (სახელმწიფო საკუთრებას); სახელმწიგო უნდა
„გამქრალიყო“ და არა - სულ უფრო ძალმოსილი და ბიუროკრატიული გამხდარიყო;
მატერიალური ანაზღაურება მოითხოვნილების ეგალიტარული პრინციპის მიხედვით
განაწილდებოდა, ნაცვლად იმისა, რომ კომუნისტური ელიტა გაეძლიერებინა;
გადაწყვეტილების მიღება სახელმწიფო დემოკრატიის საფუძველზე მოიხდებოდა და
არა მონოპოლიური პარტიულ-სახელმწიფო აპარატის მტკიცე ძალაუფლებაზე
დაყრდნობით.
ტროცკი - მიიჩნევდა რომ სტალინის მმართველობის დროს საბჭოთა კავშირი
„ბიუროკრატიულ გადაგვარებას“ განიცდიდა და შემოდიოდა წინადადებით, რომ
საჭირო იყო პოლიტიკური რევოლუცია სახელმწიფო ბიუროკრატთა
პრივილეგირებული ფენის მოსაშორებლად და საბჭოთა კავშირის სოციალიზმის გზაზე
დასაბრუნებლად.

კარლ პოპერი - მარქსს „ისტორიციზმში“ ადანაშაულებდა, იმის მცდარ რწმენაში, რომ


ადამიანური ისტორიის უსასრულო სირთულე შეიძლებოდა ისტორიულ „კანონთა“
წყებამდე დაიყვანო.

ჰაიეკი

ლიბერალიზმი

“თავისუფალია ადამიანი, რომელიც მხოლოდ საკუთარი გონების კარნახით იღებს


გადაწყვეტილებებს”. - სპინოზა

“ყოველი კანონი ბოროტებაა, რადგან ყოველი კანონი თავისთავად თავისუფლების


დარღვევაა.” - ჯერემი ბენთამი,

(ჯონ ლოკი: ვინ შეიძლება იყოს თავისუფალი, როდესაც ყველა ადამიანის ნება
შეიძლება მასზე დომინირებდეს?)

ჯოშუა თაკერი - “საკუთარი თავისადმი სიყვარულს, საყოველთაო მამოძრავებელ ძალას,


ისეთი მიმართულება უნდა მიეცეს, რომ საკუთარი ინტერესების დაკმაყოფილება
საზოგადოებრივი ინტერესების განხორციელებისკენ იყოს მიმართული“.

ადამ სმითის მიერ გამოყენებული: “თანასწორობის, თავისუფლებისა და


სამართლიანობის ლიბერალური გეგმა”.

ჰერბერტ სფენსერის იდეებმა, უკიდურესი ინდივიდუალიზმისა და მინიმალური


სახელმწიფოს შესახებ,

თავისუფლება ყველასათვის მიღწევადი იყო მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კანტის


ცნობილი ფორმულის შესაბამისად, ერთი პიროვნების თავისუფლება, სხვა ადამიანთა
თავისუფლებას არ შეზღუდავდა.

თავისუფლების ყველასათვის უზრუნველმყოფი წესების დარღვევის შემთხვევაში,


პიროვნებამ შეიძლება პასუხი თავისუფლების დაკარგვით აგოს, ხოლო კანონმორჩილმა
პირიქით, თავისუფლებით ისარგებლოს.
ადამ სმითიდან მოყოლებული, საბაზრო ეკონომიკაში ცალკეულ პიროვნებათა
მონაწილეობა მიამსგავსეს თამაშს, რომლის შედეგები ნაწილობრივ მოთამაშის უნარ-
ჩვევებზე და ძალისხმევაზეა დამოკიდებული, ხოლო ნაწილობრივ იღბალზე.

კონსერვატიზმი

„თავისუფლების გულწრფელი მეგობრები ყველა დროში ცოტანი იყვნენ“

„კონსერვატიზმი განწირულია უნებურად იაროს გარედან თავსმოხვეული გზით.“

„მე ვაღიარებ “პროგრესის ლოკომოტივზე მუხრუჭის” არსებობის აუცილებლობას,“

„მათ (კონსერვატორებს), როგორც წესი, არ ჰყოფნით გამბედაობა, რათა მიესალმონ


ასეთივე დაუგეგმავ ცვლილებებს აწმყოში, ცვლილებებს, რომლებიც დროთა
განმავლობაში ახალ ხელსაწყოებს წარმოშობენ კაცობრიობის პროგრესის კიდევ უფრო
განვითარებისთვის.“

„კონსერვატორები მომავალს რწმენის გარეშე უყურებენ, მაშინ, როცა ლიბერალი თავისი


რწმენის გამო იძულებულია ოპტიმისტურად განეწყოს ცვლილებებისადმი თუნდაც მან
არ იცოდეს, როგორ უნდა განხორციელდეს აუცილებელი კორექცია.“

კონსერვატორის წარმოდგენით, წესრიგი ხელისუფლების მუდმივი ყურადღების


შედეგია.

კონსერვატორს არაფერი აქვს საწინააღმდეგო ხელისუფლების მხრიდან იძულების ან


თვითნებობის მიმართ მანამ, სანამ ასეთი მეთოდები იმ მიზანს ემსახურება, რომელიც
მას სამართლიანი ჰგონია.

კონსერვატორი თავისი ბუნებით ოპორტუნისტია, რომელიც პრინციპების დეფიციტს


განიცდის, მისი უმთავრესი იმედი იმაში მდგომარეობს, რომ ქვეყნის მმართველ
ელიტაში მხოლოდ ბრძენი და მართალი ადამიანები იქნებიან, რომლებიც არა მხოლოდ
პირად მაგალითს აძლევენ რიგით მოქალაქეებს, არამედ მათთვის მინიჭებული
უფლებამოსილების პრაქტიკული განხორციელების გზით მიდიან

კონსერვატიული პოზიცია ეფუძნება წარმოდგენას, რომ ნებისმიერ საზოგადოებაში


არსებობენ უმაღლესი თანრიგის ადამიანები, იმ ნამემკვიდრევი პრინციპებისა და
ღირებულებების მატარებელნი, რომლებიც სათუთად უნდა იქნეს დაცული, – და
სწორედ ეს ადამიანები არიან ისინი, რომლებსაც ყველაზე მეტი წონა უნდა ჰქონდეთ
საზოგადოების ცხოვრებაში.
ჩემი აზრით, მთავარი პრობლემაა არა ის, თუ ვინ მართავს, არამედ ის, თუ რისი უფლება
აქვს მთავრობას და რისი არა.

კონსერვატორები ინსტინქტურად გრძნობენ, რომ ცვლილებათა პირველმიზეზი სხვა


არაფერია, თუ არა ახალი იდეები. აქედან გამომდინარეობს სრულიად ბუნებრივი შიში
ახალი იდეების მიმართ

კონსერვატორი მხოლოდ ასუსტებს თავის პოზიციას იმით, რომ არ სურს ფაქტებს


თვალებში ჩახედოს.

რაც უფრო ძლიერია ადამიანის სიძულვილი ყოველივე უცხოსადმი და


დარწმუნებულობა საკუთარის უპირატესობაში, მით უფრო ღრმად არის იგი
თავდაჯერებული, რომ სხვების “გაცივილიზების” მისია აკისრია

“თუმცა ამ დოქტრინის ზოგიერთი პატრიარქი საძაგელი ადამიანიც იყო, მაგრამ ის,


რითიც დაიწყო ვიგიზმი, – უზენაესი კანონის გაგება, რომელიც მუნიციპალურ
კოდექსებს ეფუძნება, – ინგლისელების უდიდესი მიღწევაა და მათი საჩუქარია
ერისადმი”, - ლორდ აქტონს,

სახელმწიფო მოღვაწისთვის დევიზი “Quieta non movere” (“მძინარეს ნუ გააღვიძებ”)


ზოგჯერ ბრძნულ რჩევას წარმოადგენს

კონსერვატიული მიდგომის ერთ-ერთი ძირითადი მახასიათებელი ცვლილებებისადმი


შიშში მდგომარეობს, სიახლის, როგორც ასეთისადმი, ფრთხილ უნდობლობაში, მაშინ,
როცა ლიბერალური პოზიცია სიმამაცესა და საკუთარ თავში დარწმუნებულობას,
ცვლილებებისადმი ნდობას ეფუძნება,

კონსერვატორები მიდრეკილნი არიან მთავრობის ძალა ცვლილებების შესაჩერებლად ან


მისი მასშტაბის მაქსიმალური შეზღუდვისთვის გამოიყენონ. კონსერვატორები
მომავალს რწმენის გარეშე უყურებენ, მაშინ, როცა ლიბერალი თავისი რწმენის გამო
იძულებულია ოპტიმისტურად განეწყოს ცვლილებებისადმი თუნდაც მან არ იცოდეს,

თვითნებობის მიმართ მანამ, სანამ ასეთი მეთოდები იმ მიზანს ემსახურება, რომელიც


მას სამართლიანი ჰგონია. თუკი ქვეყნის ხელისუფლებაში პატიოსანი ადამიანები არიან,
– მიაჩნია მას, – არ არის საჭირო სახელმწიფოს მოქმედებათა შეზღუდვა მკაცრი წესებით.
რამდენადაც კონსერვატორი თავისი ბუნებით ოპორტუნისტია,

კონსერვატორი ზრუნავს არა იმდენად სახელმწიფოს შეზღუდვაზე, რამდენადაც შემდეგ


საკითხზე: ვინ იქნება ხელისუფლებაში; სოციალისტის მსგავსად, კონსერვატორი
უფლებას აძლევს თავს სხვებს საკუთარი ფასეულობები მოახვიოს.
ტიპური კონსერვატორი, როგორც წესი, არის ადამიანი, რომელიც საკმაოდ მყარი
მორალური შეხედულებების მატარებელია. მე ვგულისხმობდი, რომ მას არ გააჩნია
პოლიტიკური პრინციპები,

კონსერვატიული პოზიცია ეფუძნება წარმოდგენას, რომ ნებისმიერ საზოგადოებაში


არსებობენ უმაღლესი თანრიგის ადამიანები,

კონსერვატორები ინსტინქტურად გრძნობენ, რომ ცვლილებათა პირველმიზეზი სხვა


არაფერია, თუ არა ახალი იდეები. აქედან გამომდინარეობს სრულიად ბუნებრივი შიში
ახალი იდეების მიმართ

კონსერვატიული აზროვნების ყველაზე საძრახის თვისებად მიმაჩნია მისი


მიდრეკილება უარყოს არგუმენტირებულად დასაბუთებული ახალი ცოდნა იმის გამო,
რომ კონსერვატორს არ მოსწონს მისი ზოგიერთი გარეგანი შედეგი,

დიდი ინკვიზიტორი

არასოდეს არაფერი ყოფილა ადამიანისათვის და ადამიანთა საზოგადოებისათვის ისე


აუტანელი, როგორიც თავისუფლებაა!

ის რა თავისუფლებაა, თუკი მორჩილება პურით იქნება ნაყიდი?

არ არსებობს თავისუფლად დარჩენილი ადამიანისათვის იმაზე უსასრულო და


მტანჯველი საზრუნავი, ვიდრე სურვილი - სასწრაფოდ მოძებნოს ისეთი ვინმე, ვისაც
შეიძლება თაყვანი სცეს.

ადამიანთა თავისუფლებას კი მხოლოდ ის მოიპოვებს, ვინც მათ სინდისს დაამშვიდებს.

ადამიანთა ყოფის საიდუმლო განა მარტო ის არის, რომ იარსებოს, არამედ ის თუ


რისთვის იცხოვროს.

თუ ადამიანს არა აქვს მყარი წარმოდგენა, რატომ ცხოვრობს, ის უმალ სიცოცხლეს


მოისწრაფებს, ვიდრე იცხოვრებს ამქვეყნად, სადაც ირგვლივ თავსაყრელადაა პური.

ადამიანისათვის კეთილისა და ბოროტის შემეცნების თავისუფალ არჩევანზე ძვირფასია


სიმშვიდე და თვით სიკვდილიც კი?

არაფერი ისე მაცდუნებელი არაა მისთვის, როგორც სინდისის თავისუფლება, რაც ამავე
დროს მისი მტანჯველიც არის.
ნუთუ არ გიფიქრია, რომ ერთხელაც ადამიანი უარგყოფს და საკამათოს გახდის შენს
ხატებასა და შენს სიმართლეს, თუკი ისეთი მძიმე ტვირთი დააწვება, როგორიც
თავისუფალი არჩევანია?

რაწამსაც ადამიანი სასწაულს უარყოფს, მაშინვე უარყოფს ღმერთსაც, ვინაიდან


ადამიანი იმდენად არ ეძებს ღმერთს, რამდენადაც სასწაულს.

ადამიანი უსუსურია და იმაზე მდაბიოდ არის შექმნილი, ვიდრე შენ ფიქრობ!

ადამიანი სუსტი და არამზადაა.


ადამიანის ბუნება ვერ იტანს მკრეხელობას და, ბოლოს და ბოლოს, თვით იძიებს შურს
ამისათვის.

თავისუფლება, თავისუფალი გონება და მეცნიერება უსიერ ტყეში შეიყვანს მათ და


ისეთი სასწაულებისა და გადაუწყვეტელ საიდუმლოთა წინაშე დააყენებს, რომ ზოგი
მათგანი, დაუმორჩილებელი და მძვინვარე, სიცოცხლეს მოისწრაფებს, სხვები,
დაუმორჩილებელნი, მაგრამ უმწეონი, ერთმანეთს დახოცავენ, ხოლო დარჩენილი
უსუსური და უბედური მასა მოღოღდება ჩვენს ფეხებთან და შემოგვღაღადებს: „დიახ,
თქვენ მართლები იყავით, მხოლოდ თქვენ ფლობთ მის საიდუმლოს, აჰა, უკან
გიბრუნდებით და დაგვიფარეთ საკუთარი თავისაგან.“

როგორც კი მიიღებენ ჩვენგან პურს, ნათლად დაინახავენ, ამ პურს, მათივე ხელით


მოპოვებულს, ვართმევთ, რათა უკანვე დავუბრუნოთ.

ბავშვური ბედნიერება კი ყველაზე ტკბილი რამაა.

“შეცვალე, რათა შეინარჩუნო” - ედმუნდ ბერკი (თუ გინდა რომ გადარჩე, უნდა შეცვალო)

ლორდ ჰიუ სესილი - კონსერვატიმზი დაახასიათა, როგორც „ადამიანის გონების


ბუნებრივი მიდრეკილება„

ჰობსი - „უსაზღვრო ძალაუფლების წყურვილი ადამიანის ძირითად მისწრაფებას


წარმოადგენს“

იუკშოტი - „მკურნალობა ავადმყოფობაზე უარესი არ არის“

ილია
არსებული, ძველი, ისე არ გაცუდდება, რომ ვისიმე გამოსაყენი არ იყოს.

ბევრი იმისთანა მოდუნებული და შელახული კაცია ქვეყანაზედ, რომელიც ისე შეეჩვევა ხოლმე
ჭირსა, რომ შეჩვეული ჭირი შეუჩვეველს ლხინს ურჩევნია

კონსერვატორების უკან და ლიბერალების წინ, მარცხნივ და მარჯვნივ, ბევრნაირი სხვადასხვა


აზრის ნაკადულებია კიდევ, და თუ ჩვენ მარტო ორი წყობა აზრისა მოვიხსენიეთ, ეგ იმიტომ —
რომ ცხოვრების მდინარეობის შუა წელი მაგ ორ მხარ-და-მხარ მოარულს წყობას აზრისას
უჭირავს.

ნიკოლაი ბერდიაევი

დემოკრატია ფორმალურ ხასიათს ატარებს, მან თავად არ იცის საკუთარი შინაარსი და მის
მიერვე დადგენილი პრინციპის ფარგლებში არანაირი შინაარსი მას არა აქვს.

დემოკარტიას არ სურს იცოდეს, თუ რის გამო ხდება ხალხის ნების გამოხატვა და არ სურს
ხალხის ნება დაუმორჩილოს რაიმე სახის უმაღლეს მიზანს.

დემოკრატიამ მხოლოდ ნების გამოხატვის ფორმალური პრინციპი იცის, რომელსაც ყველაზე


მეტად უფრთხილდება და არანაირი კრიტერიუმები არა აქვს ხალხის ნების თვისებების
გამოსავლენად, არ შეუძლია განსაზღვროს იმ მიმართულების ჭეშმარიტება ან სიყალბე,
რომელშიც ხალხის ნება ვლინდება.

ხალხის მმართველობა უსაგნოა, ის არაა მიმართული არანაირი ობიექტისკენ. დემოკრატია


გულგრილი რჩება სიკეთისა და ბოროტებისადმი.

დემოკრატიამ არ იცის ჭეშმარიტება და ამიტომ, იგი ამ ჭეშმარიტების აღმოჩენას ხმათა


უმრავლესობას ანდობს.

რაოდენობრიობაზე დამყარებული ხელისუფლების აღიარება, საყოველთაო ხმის მიცემის წინაშე


ქედის მოხრა, შესაძლებელია მხოლოდ ჭეშმარიტების რწმენის არქონის და ჭეშმარიტების
არცოდნის შემთხვევაში.

მას სურს ადამიანთა საზოგადოება პოლიტიკურიად ისე მოაწყოს, თითქოს ჭეშმარიტება არ


არსებობს.

დემოკრატიულ იდეას საფუძველში ადამიანის ჰუმანისტური თვითდამკვიდრება უდევს.

ადამიანის ნებამ უნდა წარმართოს ადამიანებისგან შემდგარი საზიგადოებები და საჭიროა ამ


ადამიანური ნების გამოხატვის და მისი საბოლოო გაბატონებისთვის ხელისშემშლელი ყველა
ფაქტორის თავიდან აცილება.

დემოკრატიის წანამძღვარი უკიდურესი ოპტიმიზმია.


მას სწამს, რომ უმრავლესობის ნების გამოვლინებას, ხმების მექანიკურ დათვლას ყოველთვის
სასიკეთო შედეგები მოაქვს.

ხალხის ნების ფორმალურ გამოვლინებას ყოველთვის რაიმე სახის სიმართლემდე მივყავართ,


იგი რაიმე სიკეთეს წარმოქმნის.

დემოკრატიის საფუძველია ოპტიმისტური რწმენა იმისა, რომ ადამიანთა ბუნება ბუნებრივად


სიკეთისა და კეთილშობილებისკენაა მიდრეკილი.

დემოკრატია არ აღიარებს ადამიანური ბუნების ბოროტებას.

ის თითქოს არ ითვალისწინებს იმას, რომ ხალხის ნება შეიძლება ბოროტებისკენ იყოს


მიმართული, რომ უმრავლესობა შეიძლება სიყალბეს და არასწორ შეხედულებებს იცავდეს,
ხოლო ჭეშმარიტება და სიმართლე კი უმცირესობის მხარეს იყოს.

დემოკრატიაში არ არსებობს არანაირი გარანტია იმისა, რომ ხალხის ნება თავისუფლებას


აირჩევს, რომ ის არ მოისურვებს ყველა სახის თავისუფლების ამოძირკვას.

ადამიანური ნება, სახალხო ნება ბოროტებაში დევს;

თვითმპყრობელ ხალხს შეუძლია ძალა დაატანოს ადამიანების სინდისს, შეუძლია ნებისმიერი


დონის თავისუფლება წაართვას მას.

დემოკრატია არის სწორედ ბრძოლის არენა, ინტერესთა და მიმართულებათა შეჯახება. მასში


ყველაფერი არამდგრადია, არამყარია, არ არის ერთიანობა და სიმყარე.

დემოკრატია ქმნის პარლამენტს _ ყველაზე არაორგანულ წარმონაქმნს, პოლიტიკური პარტიების


დიქტატურის ორგანოს.

დემოკრატია ხალხს თვლის სუვერენულად და თვითმპყრობელად, მაგრამ თავად ხალხს იგი არ


იცნობს, დემოკრატიებში ხალხი არ არსებობს.

კონკრეტული, ძალიან მოკლე ისტორიული დროის მონაკვეთში მცხოვრებ ადამიანთა თაობა,


გამოკვეთილად თანამედროვე თაობა, უფრო სწორედ, მთელი თაობაც კი არა, არამედ მხოლოდ
მისი რაღაც ნაწილი, რომელსაც საკუთარი თავი ისტორიული ბედ-იღბლის განმგებლად მიაჩნია
_ ვერ ჩაითვლება ხალხად.

ამიტომ, ხალხის ნებაში, საერთო ნებაში, ორგანულ ნებაში ტრადიციების შესახებ ისტორიული
გადმოცემები, საუკუნეებში გარდასულ თაობათა შესახებ არსებული ისტორიული მეხსიერება
შედის.

დემოკრატიულ საზოგადოებებში არაფერი არაა ორგანული, არაფერი არაა მყარი, არაფერია მასში
მარადიული სულიდან შემორჩენილი.

სოციალიზმი დემოკრატიისგან განსხვავებით მატერიალურ-შინაარსობრივი ხასიათისაა, მან


იცის რა უნდა, აქვს მისწრაფების საგანი. მისთვის სულერთი არ არის თუ რისკენაა მიმართული
სახალხო ნება და არც ნებისმიერი სახის სახალხო ნების აღსრულებას ახდენს.
სოციალიზმი პრეტენზიას აცხადებს ჭეშმარიტების ცოდნაზე და ამიტომ იგი ჭეშმარიტების
საკითხის გადაჭრას არ ანდობს ხმათა მექანიკურ უმრავლესობას.

სოციალიზმი არის სარწმუნოება, მას კაცობრიობის ახალ სარწმუნოებად ქცევის პრეტენზია აქვს.

სოციალიზმს მესიანური ხასიათი აქვს.

პროლეტარიატი არის ახალი ისრაელი. ღმერთთისგან რჩეული ხალხის ყველა ატრიბუტი ამ


მესიანურ კლასზე გადადის.

რჩეული კლასი ბოლო-ბოლო მიიღებს აღთქმულ მიწიერ მეუფებას, ნეტარებას ისრაელში, რაც
ვერ განახორციელა ჯვარზე გაკრულმა მესიამ.

სოციალიზმი ისევე უარყოფს სინდისის თავისუფლებას, როგორც ამას შუა საუკუნეების


კათოლიკური ეკლესია აკეთებდა.

უტოპიები განხორციელებადია, უფრო მეტად განხორციელებადი, ვიდრე “რეალურად


წარმოდგენილი პოლიტიკა”, რაც მხოლოდ კაბინეტში მსხდომი ადამიანების რაციონალისტური
გათვლები აღმოჩნდა;

სოციალიზმი, სამწუხაროდ, განუხორციელებადია, ხოლო თავად არ დგას გმირობის საკმარის


სიმაღლეზე, რომ ამისთანა მაღალი იდეალი განახორციელოს.
თავისუფლება, როგორც ჩანს, დაკავშირებულია არასრულყოფილებასთან, არასრულყოფილების
უფლებასთან,

სოციალიზმი არის ავტორიტარული ტიპის წყობა, ამაში ის მთლიანად თეოკრატიულ


საზოგადოებას და სახელმწიფოს წააგავს.

საჭიროა არჩევანი _ ან სოციალიზმი, ან სულის თავისუფლება, ადამიანის სინდისის


თავისუფლება.

სოციალიზმი ისეთი სახის “საკრალურ ხელისუფლებას” და “საკრალურ საზოგადოებას”


ამყარებს, რომ არანაირი ადგილი აღარ რჩება არაფერი საეროსთვის, არაფერი თავისუფალი და
გარდამავლისთვის, ადამიანური ძალების თავისუფალი თამაშისთვის.

სოციალიზმს სურს ადამიანს მთლიანად დაეუფლოს - არა მხოლოდ მის სხეულს, არამედ მის
სულსაც.

ის პრეტენზიას აცხადებს ადამიანის სულის ყველაზე ინტიმურ და ძვირფას სიღრმეებზე. აქ მას


ისეთივე მიზანი აქვს, რაც ეკლესიას. მხოლოდ ეკლესია აცხადებს პრეტენზიას ადამიანის სულის
ფლობაზე და თავის თავზე იღებს ადამიანთა სულების წინამძღოლობის ფუნქციას.

სახელმწიფო ადამიანებს ციხეებში აჯენდა და სიკვდილით სჯიდა, მაგრამ არ მოითხოვდა


მათგან სულიერ მორჩილებას. არ მოითხოვდა საერო, სეკულარული სახელმწიფო. მაგრამ ამას
ითხოვდა თეოკრატიული სახელმწიფო, რომელიც უნივერსალისტური პრეტენზიებით
გამოდიოდა და რომელსაც საკუთარი თავი წმინდა საეკლესიო ტიპის სახელმწიფოდ მიაჩნდა.
ამავე პრეტენზიებით, ოღონდ აქამდე ჯერ არნახული უკიდურესი ფორმებით გამოდის
სოციალიზმი.

სოციალიზმი უკვე რაღაც არაადამიანურ შინაარსში, არაადამიანურ კოლექტიურობაში გადადის,


რომელსაც მსხვერპლად ეწირება ყველაფერი ადამიანური.

დემოკრატია უფრო ჰუმანურია. სოციალიზმი კი უკვე ჰუმანიზმს მიღმაა.

სოცილისტური თეოკრატია წააგავს თეოკრატიას და გააჩნია თეოკრატიული მიდრეკილებები,


იმიტომ რომ ის სატანოკრატიაა.

სწორედ ბურჟუაზიულმა საზოგადოებამ წარმოშვა და მოგვიტანა სოციალიზმი.

სოციალიზმი არის სისხლით ხორცამდე კაპიტალიზმის წარმონაქმნი.

სოციალიზმი ქრისტიანული საზოგადოებებისთვის რეალური საფრთხე და გაფრთხილება,


მკაცრი შეხსენებაა იმისა, რომ მათ არ შეასრულეს ქრისტეს ცნებები, რომ ისინი განუდგენენ
ქრისტიანობას.

ბოროტი ბუნება ქმნის სოცილიზმს.

ქრისტიანობისგან განდგომამ, სულიერი საწყისებისგან და ცხოვრების სულიერი მიზნებისგან


გადახვევამ კაპიტალიზმის სტადიის შემდეგ სოციალიზმის სტადიამდე უნდა მიგვიყვანოს;
ცხოვრების ჭეშმარიტი შინაარსისა და მიზნის ძიება მხოლოდ სულიერ რეალობაში, სულიერ
კულტურაში შეიძლება. ცხოვრების მიზანი და შინაარსი შეიძლება მხოლოდ სულიერი იყოს. ის
არ შეიძლება იყოს სოციალური, არ შეიძლება მათი პოლიტიკურ და ეკონომიკური ჩარჩოებში
მოქცევა.

პროლეტარიატის “იდეა”, რომლის სახელითაც ხდება ამდენი ადამიანის სისხლისღვრა, “იდეა”,


რომელიც ადამიანებში ასეთ ფანატიკურ ერთგულებას იწვევს –რეალურად, სრულიად
უშინაარსო იდეაა.

სოციალიზმში არის ახალი, არაადამიანური კოლექტივის, ლევიათანის წარმოშობა;

გადაცმა, ტანისამოსის გამოცვლა ნაკლებად შველის.

თავისუფლების ძიებამ მიიყვანა სწორედ ხალხები დემოკრატიამდე.

შოციალიზმი, ამ სიტყვის ზუსტი გაგებით უნდა ეწოდოს მიმართულებას, რომელსაც


გარეგნული, მატერიალურ-ძალადობრივი გზით სურს გადაწყვიტოს ადამიანთა საზოგადოების
ბედი.

პოლიტიკამ მოიცვა ადამიანთა ცხოვრება ისე, როგორც სისხლის მწოველმა პარაზიტულმა


წარმონაქმნმა.
სოციალიზმის მსოფლიო მნიშვნელობას მე ვხედავ იმაში, რომ იგი კაცობრიობას აყენებს
დილემის წინაშე: ან ადამიანების გაერთიანება და ძმობა ქრისტეში, ან გაერთიანება და ძმობა
ანტიქრისტეში.

კომუნისტური პარტიის მანიფესტი

„აჩრდილი დადის ევროპაში - აჩრდილი კომუნიზმისა“

დღემდე არსებული ყველა საზოგადოების ისტორია არის კლასთა ბრძოლის ისტორია

თანამედროვე ბურჟუაზიულ საზოგადოებას, რომელიც დაღუპული ფეოდალური


საზოგადოების წიაღიდან გამოვიდა, როდი მოუსპია კლასობრივი წინააღმდეგობანი, მან ძველის
ალაგას მხოლოდ ახალი კლასები, ჩაგვრის ახალი პირობები და ბრძოლის ახალი ფორმები
შექმნა.

მსხვილმა მრეწველობამ შექმნა მსოფლიო ბაზარი

თანამედროვე ბურჟუაზია თვითონ არის ნაყოფი განვითარების ხანგრძლივი მსვლელობისა,


წარმოების და აღებ-მიცემის წესში მომხდარი მთელი რიგი გადატრიალებებისა.

თანამედროვე სახელმწიფო ხელისუფლება მარტოოდენ კომიტეტია, რომელიც მთელი


ბურჟუაზიული კლასის საერთო საქმეებს განაგებს

ბურჟუაზიამ უაღრესად რევოლუციური როლი შეასრულა ისტორიაში

სადაც კი ბურჟუაზიამ ბატონობას მიაღწია, ყველგან დაანგრია ყველა ფეოდალური,


პატრიარქლური, იდილიური ურთიერთობანი.

არ დატოვა არავითარი სხვა კავშირი ადამიანსა და ადამიანს შორის, გარდა გაშიშვლებული


ინტერესისა, გარდა უსულგულო „ნაღდად გადახდისა“

მან პირადი ღირსება საცვლელ ღირებულებად გადააქცია

კეთილშენაძენ თავისუფლებათა ადგილას დაამყარა ერთადერთი უსინდისო თავისუფლება


ვაჭრობისა.

ერთი სიტყვით, რელიგიური და პოლიტიკური ილუზიებით მიჩქმალული ექსპლოატაციის


ადგილას მან დაამყარა აშკარა, უსირცხვილო, პირდაპირი, ტლანქი ექსპლოატაცია

ბურჟუაზიამ წმინდანობის შარავანდედი ახადა

ბურჟუაზიამ ოჯახურ ურთიერთობას მისი მგრძნობიერ-სენტიმენტალური საბურველი


ჩამოაფხრიწა და იგი მარტოოდენ ფულად ურთიერთობად აქცია.
ბურჟუაზიას არსებობა არ შეუძლია, თუ არ გამოიწვია განუწყვეტელი რევოლუციური გარდაქმნა
წარმოების იარაღებისა, მაშასადამე – წარმოებითი ურთიერთობისა, მაშასადამე – მთელი
საზოგადოებრივი ურთიერთობისა

ის მოთხოვნილება, რომ რაც შეიძლება მეტი პროდუქტი გაასაღოს, აიძულებს ბურჟუაზიას


მთელი დედამიწის ზურგს მოედოს. მან ყველგან უნდა მოიკიდოს ფეხი, ყველგან მოიკალათოს,
ყველგან კავშირურთიერთობა დაამყაროს.

მსოფლიო ბაზრის ექსპლოატაციის გზით ბურჟუაზიამ კოსმოპოლიტური გახადა ყველა ქვეყნის


წარმოება და მოხმარება. რეაქციონერთათვის დიდად სამწუხაროდ, მან მრეწველობას ეროვნული
ნიადაგი გამოაცალა.

ცალკეული ერის გონებრივი ნაწარმოები საერთო კუთვნილება ხდება. ეროვნული ცალმხრივობა


და შეზღუდულობა სულ უფრო და უფრო შეუძლებელი ხდება, და მრავალი ეროვნული და
ადგილობრივი ლიტერატურიდან ერთი მსოფლიო ლიტერატურა იქმნება

იგი აიძულებს ყველა ერს წარმოების ბურჟუაზიული წესი შეითვისონ, თუ არ უნდათ


განადგურდნენ; იგი აიძულებს მათ შემოიღონ ეგრეთწოდებული ცივილიზაცია, ე. ი. იქცნენ
ბურჟუებად. ერთი სიტყვით, იგი თავის ხატად და მსგავსად ქმნის მთელ ქვეყანას

ბურჟუაზია სულ უფრო და უფრო სპობს წარმოების საშუალებების, ქონებისა და მოსახლეობის


დაქუცმაცებას. მან შეამჭიდროვა მოსახლეობა, მოახდინა წარმოების საშუალებათა
ცენტრალიზაცია და საკუთრების კონცენტრაცია მცირეოდენთა ხელში. ამის აუცილებელი
შედეგი იყო პოლიტიკური ცენტრალიზაცია. დამოუკიდებელი, ან თითქმის მხოლოდ
სამოკავშირეო ურთიერთობით დაკავშირებული პროვინციები, სხვადასხვა ინტერესებით,
კანონებით, მთავრობებით და ბაჟებით, შედუღებულ იქნენ ერთ ერად – ერთი მთავრობით, ერთი
კანონმდებლობით, ერთი ეროვნული კლასობრივი ინტერესით, ერთი საბაჟო ხაზით.

წარმოებისა და აღებ-მიცემის საშუალებანი, რომელთა საფუძველზე ბურჟუაზია აღმოცენდა,


ფეოდალურ საზოგადოებაში წარმოიშვნენ

ფეოდალური საკუთრების ურთიერთობანი, აღარ შეეფერებოდნენ უკვე განვითარებულ


მწარმოებლურ ძალებს, ისინი აფერხებდნენ წარმოებას, ნაცვლად იმისა, რომ განევითარებინათ
იგი. ისინი მის ბორკილებად იქცნენ. ისინი უნდა დამსხვრეულიყვნენ და დაიმსხვრნენ კიდეც.

მრეწველობისა და ვაჭრობის ისტორია არის მხოლოდ ისტორია თანამედროვე მწარმოებლურ


ძალთა აჯანყებისა თანამედროვე წარმოებით ურთიერთობათა წინააღმდეგ, საკუთრების
ურთიერთობათა წინააღმდეგ

რით სძლევს ხოლმე ბურჟუაზია კრიზისებს? ერთი მხრივ, მწარმოებლურ ძალთა მთელი მასის
იძულებითი მოსპობის გზით; მეორე მხრივ – ახალი ბაზრების დაპყრობით და ძველი ბაზრების
უფრო საფუძვლიანი ექსპლოატაციით. მაშასადამე, რით? მით, რომ უფრო ყოველმხრივსა და
უფრო მძლავრ კრიზისებს ამზადებს და ამ კრიზისების ამარიდებელ საშუალებას ამცირებს

იარაღი, რომლითაც ბურჟუაზიამ ფეოდალიზმი დაამხო, ახლა თვით ბურჟუაზიის წინააღმდეგ


მიიმართება
ბურჟუაზიამ არა მარტო გამოჭედა ის იარაღი, რომელიც მას სიცოცხლეს გამოასალმებს; მან ის
ადამიანებიც წარმოშვა, რომელნიც ამ იარაღს მიმართავენ მის წინააღმდეგ, – ე. ი. თანამედროვე
მუშები, პროლეტარები
ისინი არა მარტო ბურჟუაზიული კლასის, ბურჟუაზიული სახელმწიფოს მონები არიან, – მათ
ყოველდღე და ყოველ საათს იმონებს მანქანა, ზედამხედველი და პირველ ყოვლისა თვითონ
ცალკეული ბურჟუა-მეფაბრიკე

პროლეტარიატის ბრძოლა ბურჟუაზიის წინააღმდეგ პროლეტარიატის დღიდანვე იწყება.

თავდაპირველად ბრძოლას ეწევიან ცალკეული მუშები, მერე ერთი ფაბრიკის მუშები, შემდეგ
შრომის ერთი დარგის მუშები ერთ განსაზღვრულ ადგილას ცალკეული ბურჟუას წინააღმდეგ,
რომელიც მათ უშუალოდ უწევს ექსპლოატაციას

ისინი შეტევას აწარმოებენ არა მარტო ბურჟუაზიულ წარმოებით ურთიერთობათა წინააღმდეგ,


არამედ თვით წარმოების იარაღების წინააღმდეგაც; ისინი სპობენ უცხოურ საქონელს, რომელიც
მათ კონკურენციას უწევს, ამტვრევენ მანქანებს, ცეცხლს უკიდებენ ფაბრიკებს, ცდილობენ
აღადგინონ შუა საუკუნეების მუშის დაკარგული მდგომარეობა

მთელი ისტორიული მოძრაობა ბურჟუაზიის ხელშია თავმოყრილი; ყოველი გამარჯვება, ასეთ


პირობებში მიღწეული, ბურჟუაზიის გამარჯვებას წარმოადგენს

მრეწველობის განვითარებასთან ერთად არა მარტო რიცხობრივად მატულობს პროლეტარიატი;


იგი უფრო დიდ მასად მჭიდროვდება, მისი ძალა იზრდება და ამ ძალას იგი უფრო და უფრო
გრძნობს.

მანქანა უფრო და უფრო აქარწყლებს შრომის სხვადასხვაობას და თითქმის ყველგან ერთნაირად


დაბალ დონეზე ჩამოჰყავს ხელფასი.

შეჯახებანი ცალკეულ მუშასა და ცალკეულ ბურჟუას შორის სულ უფრო და უფრო იღებენ ორი
კლასის შეჯახებათა ხასიათს

ლუმპენპროლეტარიატს, ძველი საზოგადოების ყველაზე დაბალი ფენების ლპობის ამ პასიურ


ნაყოფს

პროლეტარი მოკლებულია საკუთრებას; მის ურთიერთობას ცოლთან და შვილებთან საერთო


აღარაფერი აქვს ბურჟუაზიულ ოჯახურ ურთიერთობასთან

პროლეტარებს თავიანთი არაფერი გააჩნდათ, რაც მათ უნდა დაიცვან. მათ უნდა დაანგრიონ
ყოველგვარი, რაც დღემდე იცავდა და უზრუნველყოფდა კერძო საკუთრებას.

პროლეტარიატის ბრძოლა ბურჟუაზიის წინააღმდეგ უწინარეს ყოვლისა ეროვნული ბრძოლაა

მუშა იქცევა პაუპერად, და პაუპერიზმი უფრო სწრაფად იზრდება, ვიდრე მოსახლეობა და


სიმდიდრე. ამით აშკარა ხდება, რომ ბურჟუაზიას არ შესწევს უნარი დარჩეს მეტხანს
საზოგადოების გაბატონებულ კლასად და თავისი კლასის საარსებო პირობები საზოგადოებას
მოახვიოს თავს, როგორც მომწესრიგებელი კანონი.
მას უნარი არ შესწევს იბატონოს, იმიტომ რომ მას არ შესწევს უნარი უზრუნველყოს თავისი
მონისათვის არსებობის მონური დონეც კი, იმიტომ რომ იგი იძულებულია ისეთ
მდგომარეობამდე დააქვეითებინოს თავი ამ მონას, როდესაც მან ეს მონა უნდა ასაზრდოოს,
ნაცვლად იმისა, რომ თვითონ ღებულობდეს იმისგან საზრდოს

საზოგადოებას აღარ შეუძლია უკვე ბურჟუაზიის ბატონობის ქვეშ ცხოვრება, ე. ი. ბურჟუაზიის


არსებობა უკვე შეუთავსებელია საზოგადოების არსებობასთან.

ბურჟუაზიის დამხობა და პროლეტარიატის გამარჯვება თანაბრად გარდუვალია

კომუნისტები არ წარმოადგენენ რაიმე განსაკუთრებულ პარტიას, რომელიც


უპირისპირდებოდეს სხვა მუშათა პარტიებს.

კომუნისტები მხოლოდ იმით განირჩევიან დანარჩენი პროლეტარული პარტიებისაგან, რომ,


ერთი მხრივ, პროლეტარების სხვადასხვა ეროვნულ ბრძოლაში ისინი წინ აყენებენ და იცავენ
მთელი პროლეტარიატის საერთო, ეროვნებისაგან დამოუკიდებელ, ინტერესებს და, მეორე
მხრივ, იმით, რომ განვითარების სხვადასხვა საფეხურზე, რომლებსაც გაივლის ბრძოლა
პროლეტარიატსა და ბურჟუაზიას შორის, ისინი მუდამ ერთობლივი მოძრაობის ინტერესებს
იცავენ.

კომუნისტები წარმოადგენენ ყველა ქვეყნის მუშათა პარტიების ყველაზე გამბედავ,


მოძრაობისადმი მუდამ წინ წამბიძგებელ ნაწილს

ესმით პროლეტარული მოძრაობის პირობები, მსვლელობა და საერთო შედეგები

კომუნისტების უახლოესი მიზანი იგივეა, რაც ყველა დანარჩენი პროლეტარული პარტიისა:


პროლეტარიატის ჩამოყალიბება კლასად, ბურჟუაზიის ბატონობის დამხობა, პოლიტიკური
ძალაუფლების დაპყრობა პროლეტარიატის მიერ.

კაპიტალისტად ყოფნა ნიშნავს არა მარტო წმინდა პირადი, არამედ აგრეთვე საზოგადოებრივი
მდგომარეობის დაკავებას წარმოებაში. კაპიტალი კოლექტიური პროდუქტია, და მისი
ამოძრავება შეიძლება მხოლოდ საზოგადოების მრავალი წევრის ერთად მოქმედებით, ხოლო
საბოლოო ანგარიშით – საზოგადოების ყველა წევრის ერთად მოქმედებით

კაპიტალი არის არა პირადი, არამედ საზოგადოებრივი ძალა.

თუ კაპიტალი კოლექტიურ, საზოგადოების ყველა წევრის კუთვნილ საკუთრებად გადაიქცევა,


ეს არ იქნება პირადი საკუთრების გადაქცევა საზოგადოებრივ საკუთრებად. შეიცვლება მხოლოდ
საზოგადოებრივი ხასიათი საკუთრებისა. ის დაკარგავს თავის კლასობრივ ხასიათს.

დაქირავებული შრომის საშუალო ფასი არის მინიმუმი ხელფასისა, ე. ი. ჯამი საარსებო


საშუალებათა, რომლებიც საჭიროა, რომ მუშას როგორც მუშას სიცოცხლე შეუნარჩუნოს.

ბურჟუაზიულ საზოგადოებაში ცოცხალი შრომა მარტოოდენ საშუალებაა დაგროვილი შრომის


გასადიდებლად. კომუნისტურ საზოგადოებაში კი დაგროვილი შრომა მხოლოდ საშუალებაა
მუშის ცხოვრების პროცესის გასაფართოებლად, გასამდიდრებლად, ხელშესაწყობად
ბურჟუაზიულ საზოგადოებაში წარსული ბატონობს აწმყოზე, კომუნისტურ საზოგადოებაში კი
აწმყო ბატონობს წარსულზე
ბურჟუაზიულ საზოგადოებაში კაპიტალი თავისთავადი და პიროვნულია, მაშინ როდესაც
მშრომელი ინდივიდუუმი არათავისთავადი და უპიროვნოა

და ამ ურთიერთობის მოსპობას ბურჟუაზია უწოდებს პიროვნებისა და თავისუფლების


მოსპობას!

თქვენ იმას გვისაყვედურებთ, რომ ჩვენ გვსურს მოვსპოთ თქვენი საკუთრება. დიახ, ეს ჩვენ
მართლაც გვსურს

იმ წუთიდან, როდესაც შრომა ვეღარ გადაიქცევა კაპიტალად, ფულად, მიწის რენტად, მოკლედ –
იმ საზოგადოებრივ ძალად, რომელიც შეიძლება მონოპოლიზებულ იქნას, ე. ი. იმ წუთიდან,
როდესაც პირადი საკუთრება ვეღარ გადაიქცევა ბურჟუაზიულ საკუთრებად, – აი იმ წუთიდან
პიროვნება მოსპობილიაო, აცხადებთ თქვენ.

თქვენ თვითონ აღიარებთ, რომ პიროვნებად სხვას არავის გულისხმობთ, გარდა ბურჟუასი,
ბურჟუაზიული მესაკუთრისა. ეს პიროვნება კი, რასაკვირველია, უნდა მოისპოს

კომუნიზმი არავის არ ართმევს საზოგადოებრივი პროდუქტების მისაკუთრების


შესაძლებლობას, იგი მხოლოდ იმის შესაძლებლობას ართმევს, რომ ამის მისაკუთრების
შემწეობით დაიმონონ სხვისი შრომა

ვინც შრომობს, არაფერს იძენს, ხოლო ვინც იძენს, არ შრომობს.

აღარ იქნება დაქირავებული შრომა, რაკი აღარ იქნება კაპიტალი

ბურჟუას ოჯახი ბუნებრივად ისპობა მისი ამ დამატების მოსპობასთან ერთად, და ორივენი


გაქრებიან კაპიტალის გაქრობასთან ერთად.

თქვენ ამტკიცებთ, რომ ჩვენ ვსპობთ ადამიანისათვის უძვირფასეს ურთიერთობას, როდესაც


შინაური აღზრდის ადგილას ვამყარებთ საზოგადოებრივ აღზრდას.

ბურჟუაზია თავის ცოლს უცქერის როგორც წარმოების უბრალო იარაღს

ყველაზე მოწინავე ქვეყნებში შესაძლოა თითქმის ყველგან გამოყენებულ იქნას შემდეგი


ღონისძიებები: 1. მიწის საკუთრების ექსპროპრიაცია და მიწის რენტის გამოყენება სახელმწიფო
ხარჯების დასაფარავად. 2. მაღალი პროგრესიული გადასახადი. 3. მემკვიდრეობის უფლების
გაუქმება. 4. ყველა ემიგრანტისა და მეამბოხის საკუთრების კონფისკაცია. 5. კრედიტის
ცენტრალიზაცია სახელმწიფოს ხელში სახელმწიფო კაპიტალისა და განსაკუთრებული
მონოპოლიის მქონე ეროვნული ბანკის მეშვეობით. 6. მთელი ტრანსპორტის ცენტრალიზაცია
სახელმწიფოს ხელში. 7. სახელმწიფო ფაბრიკების, წარმოების იარაღთა გამრავლება, ყამირების
გატეხა და მიწების გაუმჯობესება საერთო გეგმის თანახმად. 8. ერთნაირად სავალდებულო
შრომა ყველასათვის, სამრეწველო არმიების შექმნა, განსაკუთრებით მიწათმოქმედებისათვის. 9.
მიწათმოქმედების შეერთება მრეწველობასთან, ხელისშეწყობა ქალაქსა და სოფელს შორის
განსხვავების თანდათან მოსპობისათვის* . 10. ყველა ბავშვის საზოგადოებრივი და უსასყიდლო
აღზრდა. ბავშვთა საფაბრიკო შრომის ახლანდელი ფორმის მოსპობა. აღზრდის შეერთება
მატერიალურ წარმოებასთან და ა. შ.

ბურჟუაზიას, რასაკვირველია, საუკეთესო ქვეყნად წარმოუდგენია ის ქვეყანა, სადაც თვითონ


ბატონობს.

გერმანიის ბურჟუაზიული რევოლუცია შეიძლება იყოს, მხოლოდ უშუალო პროლოგი


პროლეტარული რევოლუციისა

კომუნისტებს სამარცხვინოდ მიაჩნიათ დამალონ თავიანთი შეხედულებანი და განზრახვანი.

ისინი აშკარად აცხადებენ, რომ მათი მიზნების მიღწევა შესაძლოა მხოლოდ მთელი არსებული
საზოგადოებრივი წყობილების ძალდატანებით დამხობის გზით. დაე, გაბატონებული კლასები
ძრწოდნენ კომუნისტური რევოლუციის შიშით. მასში პროლეტარები არაფერს დაკარგავენ გარდა
თავიანთი ბორკილებისა. შეიძენენ კი მთელ ქვეყნიერებას.

პროლეტარებო ყველა ქვეყნისა, შეერთდით!

როჯერ სკრსუტონი - ერების საჭიროება

ჩემი ბრძოლა - ადლოფ ჰიტლერი

იდეოლოგიის მარქსისეული კონცეფცია

 იდეოლოგია ილუზიასა და მისტიფიკაციას შეეხება


 კავშირშია კლასობრივ სისტემასთან
 იდეოლოგია ძალაუფლების გამოხატულებაა

პროლეტარიატი არ საჭიროებს იდეოლოგიას, რადგან ის ერთადერთი კლასია, რომელსაც


ილუზიები არ სჭირდება

ანტონიო გრამში
კაპიტალისტური კლასობრივი სისტემა უბრალოდ უთანასწორო ეკონომიკურ და პოლიტიკურ
ძალაუფლებას კი არ ემყარება, არამედ ბურჟუაზიულ იდეათა და თეორიათა „ჰეგემონიას“.
ჰეგემონიის მნშვნელობით ის გამოხატავს ბურჟუაზიული იდეების უნარს, განდევნოს
საპირისპირო აზრები და, საბოლოო ჯამში, თავისი პერიოდის საყოველთაოდ გავრცელებულ
საღ აზრად იქცეს.

კარლ მანაიმი

ადამიანის იდეები მათ სოციალურ გარემო-პირობებშ ყალიბდება, მაგრამ, მარქსისგან


განსხვავებით, იგი ისწრაფოდა იდეოლოგია მისი ნეგატიური ქვეტექსტებისგან
გაეთავისუფლებინა. მან გამოყო „კონკრეტული“ და „ტოტალური“ იდეოლოგია.
„კონკრეტული“ - იდელოგიები განსაკუთრებული ინდივიდების, ჯგუფებისა ან პარტიების
მრწამსი და იდეებია
„ტოტალიტარული“ - კი სოცალური კლასის საზოგადოების ან სულაც ისტორიული პერიოდის
მთელ მსოფლმხედველობას მოიცავს

ლიბერალი თეორიტიკოსები - კარლ პოპერი, ჰანა არენდტი, ჯ.ლ ტელმონი და ბერნარდ ქრიკი
არიან „იდეოლოგიის აღსასრულის“ თეორიტიკოსები.

მაიკლ ოუკშოთი - „პოლიტიკური აქტიურობა უკიდეგანო და უძირო ზღვაში ცურვას ჰგავს“.


იდეოლოგიები აზროვნების აბსტრაქტულ სისტემად აღიქმება, ისეთ იდეებად, რომლების
სოციალური რეალობის გამარტივებისა და დამახინჯებისკენაა მიმართული, რადგან იმის ახსნის
პრეტენზია აქვთ, რაც, აშკარად, ყოვლად გაუგებარია.
გვ. 27.......

ატომისტური ხედვა - ის ინდივიდებს საზოგადოებაში „განმხოლოებულ ატომებად“ მოიაზრებს.


ლიბერალები საზოგადოებას უბრალოდ ინდივიდთან ნაკრებად განიხიკავენ, რომლის
თითოეული წევრი მხოლოდ საკუთარი საჭიროებებისა და ინტერესების დაკმაყოფილებას
ცდილობს. საზოგადოება თავისთავად არ არსებობს, იგი „თვითკმარი ინდივიდების“ ნაკრებია.

ჯონ როულსი - ყველა ადამიანს უნდა ჰქონდეს მაქსიმალური თავისუფლება, რომელიც არ


შებღალავს სხვა დანარჩენთა ასეთსავე უფლებას, იყვნენ თავისუფლები

ისაია ბერლინი - „ნეგატიური თავისუფლება“ - თავისუფლება ნიშნავს თითოეული ადამიანის


დამოუკიდებლობას, მის ცხოვრებაშ ჩაურევლობასა და უფლებას, ემოქმედათ ისე, როგორც
სურდათ. ამგვარი თავისუფლების დროს ინდივიდის გარეგანი შეზღუდვები და იძულების
ზომები გათვალისწინებული არ არის.

„პოზიტიური თავისუფლება“ - საკუთარი თავის ბატონ-პატრონად ყოფნის ავტონომიური


უნარი. ინდივიდს ცოდნის, ნიჭის, გაგების უნარის გაფართოება და მიზნების ხორცშესხმა უნდა
შეეძლოს.

ჯონ როულსი - ეკონომიკური უთანასწორობა მხოლოდ იმ შემთხვევაშია გამართლებული, თუ


ის საზოგადოების უღატაკესი ნაწილის სასარგებლოდ იქნება მიმართული. (გვ.54)

You might also like