Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 2

1.

მარი ცნობილი დიზაინერია, რომელიც კომპანია „საოცნებო ქორწილის“ დაკვეთით


ემზადება ნანისა და გიორგისათვის დაუვიწყარი ქორწილის ორგანიზებისათვის. დარბაზის
მოსართავად იგი გადაწყვეტს ჰოლანდიური ლილიების გამოყენებას. მარი აპირებს
ლილიები, ჩვეულებისამებრ, მაღაზია „ყვავილებისაგან” შეიძინოს. 1 აგვისტოს იგი ურეკავს
მაღაზიის მენეჯერს, მას პასუხობს ავტომოპასუხე, სადაც მარი ტოვებს შეტყობინებას 19
აგვისტოსთვის 25 თაიგული ლილიას 200 ლარად შეძენის მზადყოფნაზე.
3 აგვისტოს, “ყვავილების” მენეჯერი მოისმენს მის ავტომოპასუხეზე დატოვებულ
ინფორმაციას და მაღაზიის მუშაკებს სთხოვს 19 აგვისტოსთვის მიღებული შეკვეთის
შესრულებას.
მარი გადაწყვეტს, რომ ქორწილისთვის შერჩეული დარბაზი შეცვალოს, რადგან ახალი
დარბაზი უფრო კარგია და ტერიტორიულად ახლო გიორგის და ნანის ჯვრისწერის
ადგილთან, რის შესახებაც ატყობინებს კიდეც “ყვავილებს”.
19 აგვისტოს საქორწინო დარბაზის მორთულობით კმაყოფილი მარი ელოდება
მორთულობის ბოლო დეტალს, ლილიების სახით. იგი ურეკავს ყვავილების მაღაზიის
მენეჯერს და ატყობინებს მზადყოფნას, მიიღოს ლილიები. მენეჯერისაგან იგი იღებს პასუხს,
რომ ყვავილები უკვე გამოგზავნილია და რამდენიმე წუთში მარი უკვე მიიღებს მათ, თუმცა
მენეჯერი აქვე აზუსტებს, რომ ყვავილების ღირებულება, ტრანსპორტირების ხარჯის
გაზრდის გამო, გაიზარდა 50%-ით და მარის ამ თანხის - 300 ლარის, დაფარვა შეუძლია
ქორწილის შემდეგაც.
მარი იმედგაცრუებულია “ყვავილებთან” თანამშრომლობით და არ აპირებს დამატებითი
ხარჯების გაღებას ყვავილებში, ვინაიდან ყველა ხარჯი წინასწარაა გაწერილი. პასუხად
მენეჯერი მარის შეახსენებს ავტომოპასუხის მიერ მისთვის მიწოდებულ ინფორმაციას
მაღაზიაში მოქმედი პირობების შესახებ, რომლის თანახმადაც, შემძენს ეკისრება
გადაზიდვისათვის დამატებითი ხარჯის ანაზღაურება, ამ თანხის 50 პროცენტის დამატებით.
და ესეც რომ არ იყოს, ზოგადადაც, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე მარიმ
უნდა აანაზღაუროს მაღაზიის მიერ მისთვის ყვავილების მისაწოდებლად გაწეული
დამატებითი ხარჯები.
აქვს მაღაზიას მარისაგან ყვავილების საფასურისა და მისი გადაზიდვისათვის დამატებით
50%-ის გადახდის მოთხოვნის უფლება?

2. ანისათვის ბებიამ დაბადების დღის საჩუქრის სახით ფოლქსვაგენის ცენტრში შეუკვეთა


სალათისფერი „ხოჭო“. მან წერილობით გააფორმა ხელშეკრულება, რომელშიც მიუთითა,
რომ მას ტექნიკური დეტალებით თავის დატვირთვა არ სურდა და ავტომანქანის მიწოდება 5
ივნისს უშუალოდ ანისთვის უნდა მომხდარიყო. დაბადების დღის მეორე დღეს ბებია,
აღშფოთებული შვილიშვილის უმადურობით, რომელმაც მადლობის თქმაც კი არ ისურვა,
ურეკავს მას და ანი აღმოაჩენს არმიღებული სიურპრიზის არსებობას. იგი ფოლქსვაგენის
ცენტრში დარეკვით არკვევს, რომ მისი „ხოჭო“ ჯერ კიდევ მიიკვლევს გზას გერმანიის
მინდვრებში. მას აინტერესებს თუ აქვს რაიმე მოთხოვნა და ვის მიმართ?
3. სახაჭაპურის შესასვლელთან გამოკრულია აბრა - „თუ შეიძენთ ორ ხაჭაპურს, მესამეს
მოგცემთ უფასოდ. ერთი ხაჭაპურის ფასი - 4 ლარი“.
მარიმ აბრა წაიკითხა, შევიდა სახაჭაპურეში და მოითხოვა ორი ხაჭაპური. გამყიდველმა მას
თავი დაუქნია. მარი მოსაცდელში დადგა, ცოტა ხანში გამყიდველმა მას მიუთითა აბრაზე,
რომელზეც ეწერა - „შეკვეთილი ხაჭაპური დამზადდება 24 სთ-ში“. მარი აღშფოთდა და
მოითხოვა ვალდებულების დაუყოვნებლივ შესრულება. შეაფასეთ სამართლებრივი
მდგომარეობა.

4. ირაკლი იჯარით გადასცემს საწარმოს მარის. გადასაცემი ინვენტარის ჩამონათვალის


დადგენის შემდეგ მხარეები ხელშეკრულებას აწერენ ხელს. ხელშეკრულებაში ნათქვამია,
რომ „დამატებითი შეთანხმება საჭიროებს წერილობით ფორმას“. ხელშეკრულების
ხელმოწერის შემდეგ ირაკლი და მარი საუბრისას მოწმეების თანდასწრებით თანხმდებიან
საწარმოს საქმიანობისას წარმოშობილი მიმდინარე სარემონტო სამუშაოების 50%-იან
თანადაფინანსებაზე. შესაბამისი შესწორება ხელშეკრულების ტექსტში არ შედის. პირველივე
შემთხვევაში, როდესაც საწარმოში აუცილებელია ერთ-ერთი დანადგარის გარემონტება, მარი
უარს აცხადებს 50%-ის გადახდაზე და იჯარის ხელშეკრულებაზე მიუთითებს, რომლის
თანახმადაც დამატებითი შეთანხმება წერილობით ფორმას საჭიროებს.
ვალდებულია მარი გადაიხადოს დანადგარის რემონტისთვის საჭირო თანხის 50%?

You might also like