Download as pdf or txt
Download as pdf or txt
You are on page 1of 208

1

გარდაცვლილის კაპრიზი

ინგლისურიდან თარგმნა
პაატა ჩხეიძემ

2
ეძღვნება პეგი
და
ჰემფრი
ტრეველიანებს

3
ტელეფონის ზარს მის ლემონმა უპასუხა – პუაროს მარჯვე მდი-
ვანმა. მან გვერდზე გადადო ბლოკნოტი, ყურმილი აიღო და გულ-
გრილი ხმით წარმოთქვა:
– ტრაფალგარი 8137.
ერკიულ პუარო სწორზურგიან სკამზე გადაწვა და თვალები და-
ხუჭა. ჩაფიქრებული სახით მშვიდად აკაკუნებდა თითებს მაგიდის
კიდეზე, გონებაში კი იმ წერილის დახვეწილად ჩამოყალიბებას გა-
ნაგრძობდა, რომელსაც კარნახობდა.
მის ლემონმა ხელი დააფარა ყურმილს და ხმადაბლა მიმართა
პუაროს:
– თვითონ ხომ არ უპასუხებთ? ნასიკოუმიდან რეკავენ, დევონი-
დან.
პუარო მოიღუშა. ეს სახელწოდება არაფერს ეუბნებოდა.
– ვინ ლაპარაკობს? – დაინტერესდა ის.
მის ლემონმა ეს შეკითხვა ტელეფონის ყურმილში დასვა.
– აირ-რაიდი? – იკითხა დაეჭვებით, – აჰა, დიახ... თუ შეიძლება,
გვარი გაიმეორეთ.
ის კვლავ ერკიულ პუაროსკენ შეტრიალდა. – მისის არიადნა
ოლივერი.
პუარომ სწრაფად ასწია წარბები. მოაგონდა ქარისგან გაწეწილი
ჭაღარა თმა... არწივისებური პროფილი ადგა, მის ლემონს ყურმი-
ლი გამოართვა და მაღალფარდოვნად თქვა:
– ერკიულ პუარო გისმენთ.
– პირადად მისტერ ერკიულ პორო ხართ? – ჩაეკითხა ოპერატო-
რი.
პუარომ დაარწმუნა, რომ სწორედ ის იყო.
– გაერთებთ მისტერ პოროსთან, – თქვა ხმამ
მისი მკვეთრაქცენტიანი მეტყველება დიდებულმა ძლიერმა კონ-

4
ტრალტომ შეცვალა, რის გამოც პუარომ სწრაფად მოაცილა ყურმი-
ლი ყურს ორიოდე დუიმით.
– მართლა თქვენ ხართ, მესიე პუარო? – იკითხა მისის ოლივერ-
მა.
– მე გახლავართ, მადამ.
– მისის ოლივერი გელაპარაკებათ. არ ვიცი, გახსოვართ თუ
არა...
– რა თქმა უნდა, მახსოვხართ, მადამ. განა ასე ადვილია თქვენი
დავიწყება?
– ზოგჯერ ავიწყდებათ, შეიძლება ითქვას, ხშირადაც კი. მე ხომ
განსაკუთრებული პიროვნება არა ვარ. თუმცა შესაძლოა იმიტომ
ვერ მცნობენ, რომ ყოველთვის განსხვავებული ვარცხნილობა მაქ–
ვს. ეს ისე – სიტყვამ მოიტანა. იმედია, საქმეს არ მოგწყვიტეთ –
თქვენ ხომ ყოველთვის ძალზე დაკავებული ხართ.
– არა, რას ბრძანებთ, სულაც არა.
– ღმერთო ჩემო, როგორ არ მინდა, რომ გეგმები აგირიოთ, მაგ-
რამ საქმე ის არის, რომ მჭირდებით.
– მე გჭირდებით?
– დიახ. დაუყოვნებლივ. შეგიძლიათ თვითმფრინავში ჩაჯდეთ და
გამოფრინდეთ?
– თვითმფრინავში არასოდეს ვჯდები. გული მერევა.
– მეც. თუმცა არა მგონია, თვითმფრინავით უფრო სწრაფად ჩა-
მოაღწიოთ, ვიდრე მატარებლით, ვინაიდან ერთადერთი აეროპორ-
ტი ექსეტერია, რომელიც აქედან რამდენიმე მილითაა დაშორებუ-
ლი. ასე რომ, მატარებლით წამოდით. თორმეტსაათიანს გამოჰყე-
ვით პადინგტონიდან ნასიკოუმამდე. თავისუფლად მოასწრებთ. თუ
ჩემი საათი არ იტყუება, რაც ხშირად ხდება ხოლმე, თქვენს განკარ-
გულებაში ორმოცდახუთი წუთია.
– მაგრამ სად ხართ, მადამ, და რა ხდება?
– ნასჰაუსში ვარ. ნასიკოუმის სადგურში მანქანა ან ტაქსი დაგ-
ხვდებათ.
– იქნებ მითხრათ, რისთვის გჭირდებით? ასეთი რა მოხდა? – ნაკ–

5
ლები თავშეკავებით ჰკითხა პუარომ.
– ტელეფონის აპარატებს ძალზე მოუხერხებელ ადგილას დგამ–
ენ, – თქვა მისის ოლივერმა, – ეს ჰოლშია... ადამიანები მიდი–მო-
დ–
იან და ლაპარაკობენ... თქვენი ხმა ცუდად მესმის. მოკლედ, გელო-
დებით. ყველა აღფრთოვანებული იქნება. ნახვამდის.
ტელეფონის ხაზზე ჯერ მკვეთრი ტკაცუნი, შემდეგ კი ხმადაბალი
ზუზუნი გაისმა.
პუარომ გაოცებული სახით დადო ყურმილი და რაღაც ჩაიბურ-
ტყუნა. ფანქარმომარჯვებულმა მის ლემონმა მონოტონური ხმით
გაიმეორა ფრაზა, რომელიც ზარის დარეკვის წინ ჩაიწერა:
– „გარწმუნებთ, ძვირფასო სერ, რომ თქვენი ჰიპოთეზა...“
პუარომ „ჰიპოთეზის“ განვრცობა აღარ მოისურვა.
– მისის ოლივერი იყო, – თქვა მან, – მწერალი არიადნა ოლივე-
რი. ალბათ, წაგიკითხავთ მისი დეტექტიური რომანები, – ის გაჩუმ-
და, რადგან გაახსენდა, რომ მის ლემონი მხოლოდ სერიოზულ წიგ-
ნებს კითხულობდა და არაფრად აგდებდა იმ ლიტერატურას, რომე-
ლიც გამოგონილი დანაშაულის გამოძიებას უკავშირდებოდა, –
სურს დღესვე გავემგზავრო დევონშირში. დაუყოვნებლივ, – პუარომ
საათს დახედა, – ოცდათხუთმეტ წუთში.
მის ლემონმა უკმაყოფილოდ ასწია წარბები.
– დრო ბევრი გაქვთ, – თქვა მან, – რა საჭიროა ასეთი სიჩქარე?
– ეს მას ჰკითხეთ! ჩემთვის არაფერი უთქვამს.
– ძალზე უცნაურია. რატომ არ გითხრათ?
– იმიტომ, რომ... – ფიქრიანად ჩაილაპარაკა პუარომ, – ეშინო-
და, ვინმეს არ მოესმინა მისი ნათქვამი. დიახ, ეს მკაფიოდ მიმანიშ-
ნა.
– ო, ღმერთო, – თქვა აღშფოთებულმა მის ლემონმა, რომელიც
ყოველთვის მზად იყო თავისი დამქირავებლის დასაცავად, – საქმე,
ხალხი გელოდებათ! ჰგონია, თავქუდმოგლეჯით გაიქცევით მისი
ახირებისთვის! თქვენ, ასეთი მნიშვნელოვანი ადამიანი! ყოველთ–

6
ვის ვფიქრობდი, რომ მხატვრები და მწერლები გაუწონასწორებელი
ხალხია – ზომიერების გრძნობა ღალატობთ. დეპეშას გავუგზავნი:
„ვწუხვარ, მაგრამ ლონდონიდან ვერ გავემგზავრები“. რას იტყვით?
მან ხელი გაიწვდინა ტელეფონისკენ, მაგრამ პუარომ შეაჩერა.
– Du tout 1– თქვა დეტექტივმა, – პირიქით, თუ შეიძლება და-
უყოვნებლივ გამოიძახეთ ტაქსი. ჯორჯ! ტუალეტის ნივთები ჩემს პა-
ტარა ჩემოდანში ჩააწყვეთ, თანაც სწრაფად, ძალიან სწრაფად. მა-
ტარებელს უნდა მივუსწრო.
მატარებელმა მაქსიმალური სიჩქარით გაიარა ას ოთხმოცდაორ
მილზე მეტი ორას თორმეტიდან, ბოლო ოცდაათი მილი კი ძლივს
მიღოღავდა, თან ქშენდა, თითქოს ბოდიშს იხდიდა. ასე მივიდა სად-
გურ ნასიკოუმამდე. იქ მხოლოდ ერთი კაცი ჩამოვიდა – ერკიულ პუ-
არო. მან ფრთხილად გადალახა პირდაღებული უფსკრული მატა-
რებლის საფეხურსა და ბაქანს შორის და მიმოიხედა. მატარებლის
ბოლოში, სატვირთო განყოფილებასთან, მებარგული ფუსფუსებდა.
პუარომ თავისი ჩემოდანი აიღო და გასასვლელისკენ გაემართა, ბი-
ლეთი ჩააბარა და სალაროების დარბაზის გავლით გარეთ გავიდა.
იქ გაჩერებული უშველებელი „ჰამბერის“ სედანიდან უნიფორ-
მიანი მძღოლი გადმოვიდა და მიუახლოვდა.
– მისტერ ერკიულ პუარო? – ჰკითხა მოწიწებით, შემდეგ ჩემო-
დანი გამოართვა და მანქანის კარი გაუღო. მათ ლიანდაგების ზე-
მოთ გადებული ხიდი გაიარეს და შეუხვიეს თემშარაზე, რომელიც
გზის ორივე მხარეს მაღალ სხლტეებს შორის მიიკლაკნებოდა. მა-
ლე მარჯვნივ ღობე გაქრა და გამოჩნდა ლამაზი პეიზაჟი: მდინარე
და შორეული, ბაცი ცისფერი ბორცვები. მძღოლმა მანქანა გზის პი-
რას გადაიყვანა და გააჩერა.
– ეს რივერჰელმია, სერ, – თქვა მან, – შორს კი დარტმური მო-
ჩანს.
აშკარა იყო, რომ პუაროს აღფრთოვანება უნდა გამოეხატა. მან-

1
არ არის საჭირო (ფრ.).

7
აც შესაბამისი ბგერები გამოსცა და რამდენჯერმე ჩაიბურტყუნა
„Magnifique“2 თუმცა, უნდა ითქვას, ბუნება ნაკლებად იტაცებდა და
მის გულწრფელ აღტაცებას კარგად მოვლილი ბოსტანი უფრო გა-
მოიწვევდა. მათ ნელა ჩაუარა მთაში მიმავალმა ორმა ქალიშვილმა,
რომლებსაც მძიმე ზურგჩანთები მოეკიდათ ზურგზე და შორტები ეც-
ვათ, თავზე კი ფერადი შარფები შემოეხვიათ.
– ჩვენთან ახლოს ტურისტული ცენტრია, – განუმარტა მძღოლ-
მა. მან, როგორც ჩანს, პუაროს მეგზურის ფუნქცია იკისრა დევონში,
– ჰუდაუნ-პარკში. უწინ ის მისტერ ფლეჩერს ეკუთვნოდა. მოგვიანე-
ბით ახალგაზრდობის ტურისტული ცენტრების ასოციაციამ იყიდა.
ზაფხულობით იქ უამრავი ხალხია. ზოგჯერ ას კაცამდეც გროვდება.
ოღონდ ორ ღამეზე მეტხანს ვერ დარჩებით – შემდეგ უნდა წახვი-
დეთ. ორივე სქესის წარმომადგენლები არიან, უმეტესად უცხოელე-
ბი.
პუარომ ანგარიშმიუცემლად დაუქნია თავი, თან ქალიშვილებს
გაჰყურებდა. უკვე მერამდენედ დარწმუნდა, რომ შორტი მხოლოდ
ცოტა ქალს უხდებოდა. ტკივილისგან თვალები დახუჭა. ვერ გაეგო,
რატომ იცვამდნენ ახალგაზრდა ქალები ასე. განსაკუთრებით მზის-
გან გაწითლებული ფეხები არ მოსწონდა!
– როგორც ჩანს, მძიმე ტვირთი მიაქვთ, – ჩაილაპარაკა მან.
– დიახ, სერ, – დაეთანხმა მძღოლი, – თანაც, სადგურიდანაც და
ავტობუსის გაჩერებიდანაც გვარიანი მანძილია, ჰუდაუნ-პარკამდე
კი მთელი ორი მილია, – ის შეყოყმანდა, – თუ წინააღმდეგი არა
ხართ, სერ, შეგვიძლია წავიყვანოთ.
– რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა, – დიდსულოვნად დათანხმდა პუ-
არო.
თვითონ ამ მდიდრულ, ნახევრად ცარიელ ავტომობილში იჯდა,
იქვე კი ფეხით მიდიოდა ორი აქოშინებული, გაოფლილი, მძიმე
ზურგჩანთებით დატვირთული ორი ახალგაზრდა ქალი, რომლებსაც

2
შესანიშნავია (ფრ.).

8
წარმოდგენა არ ჰქონდათ, როგორ ჩაეცვათ საპირისპირო სქესის
წარმომადგენელთა ყურადღების მისაპყრობად. მძღოლმა მანქანა
დაძრა, ნელა მიუახლოვდა ქალიშვილებს და გაჩერდა. ახალგაზ-
რდებს გაწითლებულ, ოფლიან სახეზე იმედი აღებეჭდათ.
პუარომ კარი გააღო და ისინი მანქანაში ჩასხდნენ.
– რა თავაზიანი ხართ, – უცხოელის აქცენტით თქვა ერთმა მათ-
განმა, კერძოდ, ქერათმიანმა, – იმაზე გრძელი გზა აღმოჩნდა, ვიდ-
რე მეგონა.
მეორე ქალიშვილმა, რომელსაც ნამზეური, აწითლებული სახე
ჰქონდა, შარფქვემოდან კი ბრინჯაონარევი წაბლისფერი თმა მო-
უჩანდა, მხოლოდ რამდენჯერმე დააქნია თავი, ქათქათა კბილები
გამოაჩინა და ჩაილაპარაკა:
– Grazie3.
ქერათმიანმა ქალიშვილმა კი მკვირცხლად განაგრძო: – ინ-
გლისში არდადეგებზე ჩამოვდივარ ხოლმე ორი კვირით. ჰოლან-
დიიდან ვარ. ინგლისი ძალიან მომწონს. სტრადფორტ-ეივონში ვი-
ყავი, შექსპირის თეატრსა და უორიკის კოშკში. შემდეგ ქლოუვლი-
ში. ახლა უკვე ვნახე ექსეტერის ტაძარი, ტორკიშიც ვიყავი... ძალიან
ლამაზია... აქ ცნობილი ლამაზი ადგილების სანახავად მოვდივარ,
ხვალ კი მდინარეს გადავკვეთ და პლიმუთში ვიქნები, სადაც პლი-
მუთ-ჰოუდან „ახალი მსოფლიო“ აღმოაჩინეს.
– თქვენ, სენიორინა? –ახლა მეორე ქალიშვილს მიმართა პუ-
არომ, მაგრამ მან მხოლოდ გაიღიმა და კულულები შეარხია.
– ინგლისური ცუდად იცის, – აუხსნა ჰოლანდიელმა, – ორივემ
ცოტაოდენი ფრანგული ვიცით და მატარებელში ფრანგულად ვი-
ლაპარაკეთ. ის მილანის მახლობლად ცხოვრობს, ინგლისში კი ნა-
თესავი ჰყავს, აქაურ ჯენტლმენზე დაქორწინებული, პროდუქტების
მაღაზიის პატრონია. ექსეტერში მეგობართან ერთად ჩამოვიდა გუ-
შინ, მაგრამ იმ გოგომ ექსეტერის ერთ-ერთ მაღაზიაში ცუდი ხბოს

3
გმადლობ (იტ.).

9
ხორცის ღვეზელი ჭამა და იქ დარჩა გამოსამჯობინებლად. სიცხეში
არ ვარგა ხბოს ხორცის ღვეზელი.
მძღოლმა იქ დაამუხრუჭა, სადაც გზა განშტოვდებოდა. ქალიშვი-
ლები მანქანიდან გადავიდნენ, ორ ენაზე გადაიხადეს მადლობა და
მარცხნივ გადაუხვიეს. მძღოლმა მყისვე დაივიწყა ოლიმპიური სიმ-
შვიდე და აღშფოთებით უთხრა პუაროს:
– არამარტო ხბოს ხორცის ღვეზელს, კორნუოლურ ღვეზელსაც
უნდა მოერიდოთ. რაღას არ ტენიან მათში შვებულებების პერიოდ-
ში!
მან მანქანა დაქოქა და მარჯვნივ შეუხვია. მალე გზა ხშირ ტყეში
შევიდა. მძღოლი ჰუდაუნ-პარკის ახალგაზრდული ცენტრისთვის სა-
ბოლოო განაჩენის გამოტანას შეუდგა:
– ამ ჰოსტელში თვალადი ქალიშვილებიც არიან, თუმცა წარმო-
დგენა არა აქვთ, რა არის უკანონო შეღწევა კერძო ტერიტორიაზე
და არაფრად აგდებენ საზღვრებს. ვერაფრით შეაგნებინებ, რომ ჯენ-
ტლმენის მამული კერძო საკუთრებაა. მუდამ ჩვენი ტყის გავლით
დადიან და ისეთი სახე აქვთ, თითქოს არ ესმით, რას ეუბნები.
მან უკმაყოფილოდ დააქნია თავი.
გზა განაგრძეს, ტყიან, დამრეც ფერდობზე დაეშვნენ, შევიდნენ
რკინის დიდ ჭიშკარში და ხეივანს გაუყვნენ, სანამ არ მიადგნენ გე-
ორგიანულ დიდ თეთრ სახლს, რომელიც მდინარეს გადაჰყურებდა.
მძღოლმა მანქანის კარი გააღო. კიბეზე მათ შესახვედრად მაღა-
ლი, შავთმიანი მსახურთუფროსი გამოჩნდა.
– მისტერ ერკიულ პუარო? – ჩაიბურტყუნა მან.
– დიახ.
– მისის ოლივერი გელოდებათ, სერ. ქვემოთ არის, ბატარეის
მოედანთან. ახლავე გაჩვენებთ გზას.
მსახურთუფროსმა დაკლაკნილ ბილიკზე მიუთითა ტყის გას-
წვრივ. მოშორებით მდინარე ბრწყინავდა. ბილიკი თანდათან დაბ-
ლა ეშვებოდა მრგვალ ღია სივრცესთან, რომელზეც დაბალი დაკბი-
ლული პარაპეტი შემოევლოთ. მასზე მისის ოლივერი იჯდა.
ქალი წამოდგა. მუხლებიდან რამდენიმე ვაშლი გადმოუვარდა

10
და აქეთ–იქით გაიფანტა. ვაშლები მისი და პუაროს შეხვედრის აუ-
ცილებელი ატრიბუტი იყო.
– ვერ გამიგია, რატომ მიცვივდება ყოველთვის ყველაფერი, –
თქვა მისის ოლივერმა ცოტა გაურკვევლად, ვინაიდან პირი ვაშლით
ჰქონდა გამოტენილი, – როგორ ხართ, მესიე პუარო?
– Très bien, chèr Madame,4 – თავაზიანად მიუგო პუარომ, –
თქვენ?
მისის ოლივერი ოდნავ სხვაგვარად გამოიყურებოდა, ვიდრე მა-
შინ, როდესაც პუარომ ბოლოს ნახა, რაც იმას გამოეწვია, რაზეც
ქალმა ტელეფონით მიანიშნა, კერძოდ, მორიგ ექსპერიმენტს ვარ-
ცხნილობაზე. წინა შეხვედრისას მხრებზე ჰქონდა ჩამოშლილი თმა,
დღეს კი ლურჯად შეეღება და პატარ-პატარა კულულებად დაეწყო
ფსევდომარკიზას სტილში. ამით მთავრდებოდა მსგავსება „მარკი-
ზასთან“, ყველაფერი დანარჩენი კი ზედმიწევნით შეესაბამებოდა
განსაზღვრებას „სოფლური პრაქტიკულობა“: კვერცხისგულისფერი
უხეში ტვიდის პიჯაკი და ქვედაკაბა, აგრეთვე, მდოგვისფერი სადა
ჯემპრი.
– ვიცოდი, რომ ჩამოხვიდოდით, – მხიარულად თქვა მისის ოლ-
ივერმა.
– შეუძლებელია გცოდნოდათ, – მიუგო პუარომ.
– მე მაინც ვიცოდი.
– ჯერაც ვეკითხები თავს, რატომ ვარ აქ–მეთქი.
– მე კი ვიცი პასუხი: ცნობისმოყვარეობა.
პუარომ ქალს შეხედა და თვალებში ნაპერწკალმა გაუელვა.
– როგორც ჩანს, თქვენი სახელგანთქმული ქალური ინტუიცია,
– თქვა მან, – ამჯერად არცთუ ძალიან გამოგადგათ.
– ნუ დასცინით ჩემს ქალურ ინტუიციას. განა ყოველთვის თავი-
დანვე არ ვხვდებოდი, ვინ იყო მკვლელი?
პუარო თავაზიანად დუმდა. შეეძლო ეთქვა: „მხოლოდ მეხუთე ცდ-

4
ძალიან კარგად, ძვირფასო მადამ (ფრ)

11
იდან, ისიც ყოველთვის არა“, ამის ნაცვლად კი მიიხედ-მოიხედა და
თქვა: – ჩინებული კარ–მიდამო გქონიათ.
– მე? ჩემი არ არის, მესიე პუარო. გეგონათ, მე მეკუთვნის? არა,
ვინმე სტაბსებისაა.
– ვინ არიან?
– ოჰ, ჩვეულებრივი ხალხი, – ორჭოფულად მიუგო მისის ოლი-
ვერმა, – ოღონდ მდიდარი, მე კი აქ პროფესიული კუთხით ვმუშაობ.
რაღაც საქმეს ვაკეთებ.
– აჰა, ადგილობრივი კოლორიტი თქვენი ერთ–ერთი შედევრის-
თვის?
– არა, არა. მხოლოდ ის, რაც ვთქვი – მკვლელობის ორგანიზება
მთხოვეს.
პუარო გაოცებით მიაჩერდა ქალს.
– ცხადია, არა ნამდვილის, – დაამშვიდა მისის ოლივერმა, –
ხვალ აქ დიდი დღესასწაულია და გაიმართება ღონისძიება „იპოვე
მსხვერპლი“... ჩემი სცენარის მიხედვით, როგორც, ვთქვათ, „იპოვე
განძი“, მაგრამ ეგ უკვე იმდენჯერ გაითამაშეს, რაღაც ახლის მოფიქ-
რება გადაწყვიტეს. ჰოდა, გვარიანი ჰონორარი შემომთავაზეს, რა-
თა ჩამოვსულიყავი და ამ ყველაფრისთვის თავი მომება. ეს ჩემთვი-
საც საინტერესოა – ყოველდღიური რუტინისგან გადახვევა.
– მერედა მოიფიქრეთ რამე?
– ბუნებრივია, იქნება მსხვერპლი და მინიშნებები და, რასაკვირ-
ველია, ეჭვმიტანილები. მოკლედ, სტანდარტული სურათია: საბედ-
ისწერო ქალი, შანტაჟისტი, შეყვარებულები, პირქუში მსახურთუფ-
როსი და ასე შემდეგ... შესასვლელად გადაიხდით ნახევარ კრონს
და მიიღებთ პირველ მინიშნებას. შესაბამისად, უნდა იპოვოთ მსხვ-
ერპლი, მკვლელობის იარაღი, მკვლელი და მოტივიც ახსნათ.
– შესანიშნავია! – შესძახა ერკიულ პუარომ.
– მაგრამ ამის მოწყობა იმაზე რთული აღმოჩნდა, ვიდრე გგონი-
ათ, – დანანებით მიუგო მისის ოლივერმა, – ვერ გავითვალისწინე,
რომ რეალური ადამიანები ჩემს პერსონაჟებზე გაცილებით უკეთ აზ-
როვნებენ.

12
–მაშასადამე, ამაში დასახმარებლად მიხმეთ? – პუაროს არც უც-
დია აღშფოთების დამალვა.
– არა, ცხადია, არა! – დაამშვიდა მისის ოლივერმა, უკვე გავამ-
ზადე ყველაფერი ხვალისთვის. სხვა მიზეზით დამჭირდით.
– რა მიზეზით?
მისის ოლივერმა თავისკენ წაიღო ხელები, რათა ჩვეული მოძ-
რაობით აეწეწა თმა, მაგრამ გაახსენდა, რომ ახალი ვარცხნილობა
ჰქონდა, და მხოლოდ ყურის ბიბილოები მოისრისა დაძაბულობის
მოსახსნელად.
– შესაძლოა სულელივით ვიქცევი, – თქვა მან, – მაგრამ, ვფიქ-
რობ, აქ რაღაც რიგზე ვერ არის.

13
წამით სიჩუმე ჩამოვარდა. პუარო ქალს მიაჩერდა, შემდეგ
მკვეთრად იკითხა:
– რაღაც რიგზე ვერ არის? მაინც?
– არ ვიცი... მინდა ეს თქვენ გაარკვიოთ. ვგრძნობ... სულ უფრო
და უფრო მეტად... რომ მომატყუეს... განზრახ მოაწყვეს... გნებავთ,
სულელი მიწოდეთ, მაგრამ არ გამიკვირდება, თუ ხვალ, ინსცენირე-
ბულის ნაცვლად, ნამდვილი მკვლელობა მოხდება!
პუარომ ქალს შეხედა და გამომწვევ მზერას წააწყდა.
– ძალზე საინტერესოა, – ჩაილაპარაკა მან.
– ალბათ, სულელი გგონივართ, – უთხრა მისის ოლივერმა.
– თქვენზე ეს არასოდეს მიფიქრია, – დაარწმუნა დეტექტივმა.
– მაგრამ ვიცი, რასაც ამბობთ ხოლმე ინტუიციაზე.
–ადამიანები სხვადასხვა სახელს იყენებენ საგნების აღსანიშნა-
ვად, – თქვა პუარომ, – მზად ვარ დავიჯერო, რომ შეგაშფოთათ იმან,
რაც დაინახეთ ან მოისმინეთ. ვფიქრობ, შესაძლოა თვითონაც არ
იცით, კონკრეტულად რა დაინახეთ, შეამჩნიეთ ან მოისმინეთ. თქვე-
ნი გონება მხოლოდ შედეგს აფიქსირებს. შეიძლება ითქვას, არც
იცით, რა იცით. უწოდეთ ამას ინტუიცია, თუ ასე გნებავთ.
– ასეთ დროს სულელი გგონია თავი, – დაიწუწუნა მისის ოლი-
ვერმა, – წესიერად ახსნასაც ვერ ახერხებ.
– არა უშავს, როგორმე გავერკვევით, – გაამხნევა პუარომ, – მა-
შასადამე, ისეთი შეგრძნება დაგეუფლათ, თითქოს... როგორ
თქვით? თითქოს მოგატყუეს? უფრო მკაფიოდ ხომ ვერ მეტყვით, რას
გულისხმობთ?
– ეს არც ისე იოლია... საქმე ის არის, რომ ეს ჩემი მკვლელობაა.
მე მოვიფიქრე და დავგეგმე. ყველაფერი ზუსტად იყო გათვლილი.
ალბათ, იცით, რომ მწერლებს არ უყვართ სხვისი რჩევები. ვიღაც
გეტყვის: „შესანიშნავია, მაგრამ ხომ არ ჯობდა, ესა და ეს ასე ყოფი-
ლიყო?“; „განა საუცხოო იდეა არ არის, მსხვერპლი A რომ იყოს B-ს

14
ნაცვლად? ან მკვლელი D აღმოჩნდეს და არა E?“ – ასეთ დროს ძა-
ლიან მინდა ვუპასუხო: „თუ ასე გინდათ, თვითონ დაწერეთ“.
პუარომ თავი დააქნია.
– მერედა, უთხარით ეს?
– არა. გავფიცხდი ერთი სულელური რჩევის შემდეგ და თავი და-
მანებეს, თუმცა რამდენიმე ტრივიალურ შესწორებას დავთანხმდი,
ვინაიდან პრინციპული მომენტები შევინარჩუნე. გადავწყვიტე, ყუ-
რადღება არ მიმექცია წვრილმანებისთვის.
– გასაგებია... დიახ, ეს ცნობილი მეთოდია... განზრახ წამოაყენ-
ებენ რამე ძალზე სულელურ, უაზრო იდეას, ნამდვილი მიზანი კი სხ-
ვა, უფრო უმნიშვნელო ცვლილების მიღწევაა. ამას გულისხმობ-
დით?
– სწორად მიხვდით, – დაეთანხმა მისის ოლივერი, ცხადია, შე-
საძლოა ეს მხოლოდ ჩემი ფანტაზიის ნაყოფია, თუმცა არა მგონია.
კაცმა რომ თქვას, ყველა ცვლილება უწყინარია, მაგრამ რაღაც მა-
ინც არ მომწონს... როგორც ჩანს, შექმნილი გარემო.
– ვინ გირჩიათ ცვლილებების შეტანა?
– რამდენიმე კაცმა, – თქვა მისის ოლივერმა, – ერთი რომ ყო-
ფილიყო, უფრო თავდაჯერებული ვიქნებოდი. ყველაფერი ეშმაკურ-
ადაა მოწყობილი. ვფიქრობ, ერთი ადამიანი მოქმედებს, ის სხვებს
იყენებს, ოღონდ ისინი ვერ ხვდებიან.
– ეჭვი გაქვთ ვინმეზე?
მისის ოლივერმა თავი გადააქნია.
– ვიღაც ძალზე ჭკვიანი და ფრთხილია, – თქვა მან, – ნებისმიე-
რი შეიძლება იყოს.
– მაგრამ ვინ? – იკითხა პუარომ, – პერსონაჟთა წრე, ალბათ,
ვიწროა, არა?
– დიახ, ასეა, – მიუგო მისის ოლივერმა და ჩამოთვლა დაიწყო,
– სერ ჯორჯ სტაბსი, მამულის მფლობელი – გამდიდრებული პლე-
ბეი. დიდი სულელი ვინმეა, ოღონდ არა თავის ბიზნესში, რაშიც შე-
საშური გამჭრიახობით გამოირჩევა. ლედი სტაბსი, ჰეთი, მასზე ოცი
წლით უმცროსია. ლამაზია, ოღონდ ბატისტვინა. მგონი, თავში ყვე-

15
ლაფერი რიგზე არ უნდა ჰქონდეს. ფულის გამო გათხოვდა და მხო-
ლოდ ტანსაცმელი და ძვირფასეულობა ადარდებს. არის, აგრეთვე,
მაიკლ უეიმენი – ახალგაზრდა, სიმპათიური არქიტექტორი, არტის-
ტული ბუნების კაცი. სერ ჯორჯისთვის ჩოგბურთის პავილიონის პრ-
ოექტის შექმნაზე მუშაობს და „კაპრიზს“ არემონტებს.
– „კაპრიზს“? ეს რა, მასკარადული სახელწოდებაა?
– არა, არქიტექტურული. პატარა, სვეტებიანი შენობაა, ტაძარს
ჰგავს. ალბათ, გინახავთ მსგავსი რამე კიუში. კიდევ ბრუისია – მათი
მდივანი და ეკონომი. სახლსაც უვლის და მიწერ-მოწერასაც აწარ-
მოებს. მკაცრი, საქმიანი ქალია. ახლა მათზე გადავალ, ვინც დღე-
სასწაულის მოწყობაში დასახმარებლად მოდის: ახალგაზრდა წყვი-
ლი – ალეკ ლეგი და მისი ცოლი სალი, კაპიტანი უერბერტონი – მას-
ტერტონების ნაცნობი, და, ბუნებრივია, თვითონ მასტერტონები. კი-
დევ არის მოხუცი მისის ფოლიატი – მებაღის ყოფილ სახლში ცხოვ-
რობს. ნასი ოდესღაც მისი ქმრის ოჯახის საგვარეულო მამული იყო,
მაგრამ ზოგი წევრი მოკვდა, ზოგიც ომში დაიღუპა და მხოლოდ ვა-
ლები დარჩა... ამას მემკვიდრეობის გადასახადიც ემატებოდა. მოკ-
ლედ, ბოლო მფლობელმა მამული გაყიდა.
პუარო ყურადღებით ისმენდა პერსონაჟთა ჩამონათვალს, თუმ-
ცა, ჯერჯერობით, მისთვის ეს მხოლოდ სახელები და გვარები იყო.
ამიტომ მთავარ საკითხს დაუბრუნდა:
– ვისი იდეა იყო „იპოვე მსხვერპლი“?
– მგონი, მისის მასტერტონის. მისი ქმარი პარლამენტის წევრია.
ქალი კარგი ორგანიზატორია. მან დაიყოლია სერ ჯორჯი, რომ დღე-
სასწაული გაემართათ. საქმე ის არის, აქაურობა წლების განმავლ-
ობაში ცარიელი იყო და, მისი აზრით, ხალხი ფულსაც არ დაინანებ-
და აქ მოსასვლელად და თვალის შესავლებად.
– უწყინარი აზრია, – შენიშნა პუარომ.
– მხოლოდ ერთი შეხედვით, – ჯიუტად მიუგო მისის ოლივერმა,
– გიმეორებთ, მესიე პუარო, აქ რაღაც რიგზე ვერ არის.
პუარომ და მისის ოლივერმა მზერა გაცვალეს.
– როგორ ახსენით ჩემი აქ ყოფნა? ჩემი გამოძახება? – ჰკითხა

16
პუარომ.
– ეს რთული არ ყოფილა, თქვა მისის ოლივერმა, თქვენ პრიზები
უნდა გადასცეთ თამაშის ბოლოს. ყველა ძალიან ღელავს. ვთქვი,
რომ პირადად გიცნობთ და შესაძლოა დაგითანხმოთ აქ ჩამოსვლა-
ზე, რომ თქვენი სახელი კიდევ უფრო მეტ ადამიანს მოიზიდავს...
რაც, ცხადია, ასეც იქნება, – ტაქტიანად დაამატა მისის ოლივერმა.
– თქვენი წინადადება ყველამ უყოყმანოდ მიიღო?
– გეუბნებით, ყველანი აღფრთოვანდნენ.
მისის ოლივერს ის აღარ უთქვამს, ახალგაზრდა თაობის ორიო-
დე წარმომადგენელმა რომ იკითხა, ვინ არის ერკიულ პუაროო.
– ყველანი? არავის გამოუთქვამს საწინააღმდეგო აზრი?
მისის ოლივერმა თავი გადააქნია.
– დასანანია, – ჩაილაპარაკა ერკიულ პუარომ.
– თქვენი აზრით, ეს რამეს მოგვცემდა?
– არა მგონია, პოტენციურ დამნაშავეს გახარებოდა ჩემი ჩამოს-
ვლა.
– მაშასადამე, მაინც ფიქრობთ, რომ ეს ყველაფერი ჩემი ფანტა-
ზიის ნაყოფია, – დანანებით თქვა მისის ოლივერმა, – გამოგიტყდე-
ბით, თქვენთან საუბრამდე ვერ ვაცნობიერებდი, რა ცოტა მტკიცებუ-
ლება მაქვს.
– ნუ ღელავთ, – დაამშვიდა პუარომ, – რით დავიწყოთ?
მისის ოლივერმა საათს დახედა.
– ახლა ჩაის დროა. სახლში დავბრუნდეთ. იქ ყველას გაიცნობთ.
ისინი ბილიკს გაუყვნენ, ოღონდ არა იმას, რითაც პუარო მოვი-
და. მისის ოლივერი რატომღაც საპირისპირო მიმართულებით წავი-
და.
– ასე ნავების ფარდულს ჩავუვლით, – განმარტა მან. სანამ ლა-
პარაკობდა, ფარდულიც გამოჩნდა – პატარა ნაგებობა მდინარეს-
თან ლამაზი ლერწმის სახურავით.
– აი, სად იქნება გვამი, – თქვა მისის ოლივერმა, – ცხადია, კონ-
კურსის მონაწილეებისთვის.
– მერედა ვის მოკლავენ?

17
– იუგოსლავიელ ტურისტ ქალს, რომელიც ახალგაზრდა ატომ-
მცოდნე მეცნიერის პირველი ცოლია.
პუარომ თვალები მოჭუტა.
– და შთაბეჭდილება შეიქმნება, თითქოს ქალი მეატომე მეცნი-
ერმა მოკლა, თუმცა, ცხადია, ყველაფერი ასე მარტივად არ იქნება.
– ბუნებრივია. თქვენ ჩინებულად გეხერხებათ ადამიანის მცდარ
კვალზე დაყენება.
მისის ოლივერმა ამ ქათინაურზე ხელი აიქნია.
–სინამდვილეში, ის აქაურმა სკვაირმა გამოასალმა სიცოც-
ხლეს, – თქვა მან, – მოტივიც ძნელი გამოსაცნობია. ვფიქრობ, ბევ-
რი ვერ მიხვდება, თუმცა მეხუთე გასაღები სავსებით მკაფიო მინიშ-
ნებას იძლევა.
პუარო მისის ოლივერის ჩანაფიქრის ნიუანსებს აღარ ჩაეძია და
პრაქტიკული შეკითხვა დასვა:
– როგორ შეარჩევთ შესაფერის გვამს?
– მეგზური ქალიშვილია, – მიუგო მისის ოლივერმა, – თავდა-
პირველად სალი ლეგი უნდა ყოფილიყო, მაგრამ მათ სურთ დოლ-
ბანდი დაიხუროს თავზე და მკითხავი გახდეს. ასე რომ, ეს იქნება
მეგზური ქალიშვილი მარლენ ტაკერი... დიდი სიტყვაძუნწი ვინმეა
და სულ სრუტუნებს,– დაამატა განმარტებისთვის, – ბევრი არაფერი
დასჭირდება – სოფლელი ქალის თავსაფარი და ზურგჩანთა. როდე-
საც გაიგონებს, რომ ვიღაც უახლოვდება, მიწაზე გაწვება და კისერ-
ზე ყულფს ჩამოიცვამს. საბრალო კი მოიწყენს მენავის ფარდულში
ლოდინით, სანამ არ მიაგნებენ, მაგრამ მე მისთვის კარგი კომიქსე-
ბის მთელი დასტა მოვამზადე – ერთ-ერთში მინიშნებაა მკვლელზე.
აი, ასეა აწყობილი ყველაფერი.
– მოხიბლული ვარ თქვენი გამომგონებლობით! როგორ ახერ-
ხებთ ამდენის მოფიქრებას?
– მოფიქრება არც ისე რთულია, – თქვა მისის ოლივერმა, –
პრობლემა ის არის, რომ სიუჟეტს ბევრი დეტალით ხუნძლავ, რაც
ძალზე ართულებს გამოცნობას. იძულებული ხარ უარი თქვა ზოგი-
ერთ მათგანზე. სწორედ ეს არის მტანჯველი პროცესი... აქეთ უნდა

18
წავიდეთ.
ისინი ციცაბო აღმართზე ზიგზაგისებურ ბილიკს დაადგნენ, რო-
მელიც კვლავ მდინარის გაყოლებაზე გადიოდა – უკან, საპირისპი-
რო მიმართულებით, ოღონდ უფრო მაღალ დონეზე. ხეებს შორის
შეუხვიეს და ღია სივრცეში აღმოჩნდნენ, რომელსაც თეთრპილას-
ტრებიანი პატარა ტაძარი ამშვენებდა. მოშორებით ახალგაზრდა კა-
ცი იდგა გაცვეთილი ფლანელის შარვლით, ბაცი მწვანე პერანგით
და პირქუშად მისჩერებოდა მას. ახალგაზრდა მათკენ მიტრიალდა.
– მისტერ მაიკლ უეიმენი, მესიე ერკიულ პუარო, – წარუდგინა
ერთმანეთს მისის ოლივერმა.
ახალგაზრდა კაცმა აგდებულად დააქნია თავი.
–ადამიანები უცნაურ ადგილებს ირჩევენ შენობებისთვის, –
თქვა უკმაყოფილოდ, – ავიღოთ თუნდაც ეს ნაგებობა. დაახლოე-
ბით შარშან ააგეს. ჩინებული რამეა და ესადაგება კიდეც სახლის
არქიტექტურას, მაგრამ რატომ მაინცდამაინც აქ? ის ხომ ყველამ უნ-
და დაინახოს. ამიტომ, როგორც ამბობენ, „ამაღლებული ადგილი“
მოუხდებოდა, სადაც უხვადაა ხასხასა მწვანე ბალახი, ნარგიზები და
მისთანები, ახლა კი ხეებს შორის გაჭედილა ეს საბრალო და არსაი-
დან არ ჩანს. ოცამდე ხე მაინც უნდა მოჭრა მდინარიდან მის დასანა-
ხავად.
– შესაძლოა სხვა ადგილი არც იყო, – ჩაილაპარაკა მისის ოლი-
ვერმა.
ახალგაზრდა კაცმა ჩაიცინა.
– მაღლობი სახლთან, იმ ბალახოვან ნაპირთან, იდეალური ად-
გილია, მაგრამ არა, ყველა ფინანსისტი მაგნატი ერთმანეთს ჰგავს
– არავითარი შემოქმედებითი ალღო. მათ მოსწონთ „კაპრიზი“, რო-
გორც თვითონ უწოდებენ, ერთი სული აქვთ, როდის ააგებენ, და შე-
საფერის ადგილს ეძებენ. აი, ქარიშხალში დიდი მუხა წაიქცა და
იქაურობა დაამახინჯა. „ოჰ, ამ ადგილს მოვასუფთავებთ და „კაპ-
რიზს“ ავაგებთ“, – ამბობს ის სულელი ვირი. ამ მდიდარ ქალაქე-
ლებს მეტი ჭკუა არა აქვთ უკეთესის მოსაფიქრებლად! მიკვირს, ნემ-
სიწვერებისა და კალცეოლარიების ყვავილნარები რომ არ ააბიბინა

19
–ასეთები ახლოსაც არ უნდა გააკარო მსგავს ადგილს!
ახალგაზრდა გაცხარებული ჩანდა.
„ამ ყმაწვილს აშკარად არ ეპიტნავება სერ ჯორჯ სტაბსი“, – გა-
იფიქრა პუარომ.
– საძირკველში ბეტონი ჩაასხა, – განაგრძო უეიმენმა, – მის
ქვეშ კი ფხვიერი მიწაა. ჰოდა, შენობა დაჯდა, კედლები დაიბზარა.
მალე აქ გავლა საშიში იქნება... აჯობებს, დაანგრიონ და ხელახლა
ააშენონ იმ მაღალ ნაპირზე, სახლთან. ეს ჩემი რჩევაა, მაგრამ იმ ჯი-
უტ ბებერ სულელს არაფრის გაგონება არ სურს.
– რას იტყვით ჩოგბურთის პავილიონზე? – ჰკითხა მისის ოლი-
ვერმა.
ახალგაზრდა კაცი უფრო მეტად მოიღუშა.
– მას ჩინური პაგოდის მსგავსი რაღაც სურს, – თქვა მან და ამო-
იხვნეშა, – დრაკონები მიართვით, თუ შეიძლება! მხოლოდ იმიტომ,
რომ მისის სტაბსს ჩინელი კულის შლაპებით უყვარს თავმოწონება.
ვინ იქნება არქიტექტორი? ვისაც ნორმალური ნაგებობის აშენება
უნდა, სამყოფი ფული არა აქვს, ჯიბეგატენილს კი საშინელი აზრები
მოსდის თავში!
– თანაგიგრძნობთ, – სერიოზულად უთხრა პუარომ.
– ჯორჯ სტაბსი, – ზიზღით თქვა არქიტექტორმა, – ნეტავი ვინ
ჰგონია თავი? ომის დროს თბილ ადგილას მოკალათდა, საადმირა-
ლოში, უელსის სიღრმეში, უსაფრთხო ტერიტორიაზე, და წვერი მო-
უშვა იმის მისანიშნებლად, რომ აქტიურად მონაწილეობდა საზღვაო
ტრანსპორტის ბადრაგირებაში ან რამე ამგვარში. არადა, ფულის
სუნად ყარს, საშინლად ყარს!
– მაგრამ თქვენ, არქიტექტორებს, ფულიანი ადამიანი გჭირდე-
ბათ, რომელიც მას დახარჯავს, თორემ არასოდეს გექნებათ სამუ-
შაო, – გონივრულად შენიშნა მისის ოლივერმა და სახლისკენ გა-
ემართა. პუარო და დაღვრემილი არქიტექტორი უკან მიჰყვნენ.
– ეს მდიდრები უმთავრეს პრინციპს ვერ ხვდებიან, – გულდაწ-
ყვეტით თქვა უეიმენმა, – თუ საძირკველი არ ვარგა, სახლის საქმეც
წასულია.

20
– მართალია, – კვერი დაუკრა პუარომ, – ძალზე სწორი აზრია.
ბილიკი, რომელსაც მიუყვებოდნენ, ტყიდან ღია სივრცეში გავი-
და და მათ წინ ლამაზი თეთრი სახლი აღიმართა, მის უკან კი, ფერ-
დობზე, ჩამუქებული ხეები მოჩანდა.
– მართლა რა ლამაზია, – ჩაილაპარაკა პუარომ.
– მას კი საბილიარდოს მიშენება უნდა, – გესლიანად თქვა უე-
იმენმა.
ქვემოთ, ნაპირთან, ტანდაბალი ხანში შესული ლედი ბუჩქნარში
იდგა. ხელში სეკატორი ეჭირა. მათ დანახვაზე წელში გაიმართა მი-
სასალმებლად. ოდნავ ქოშინებდა.
– წლებია, ყველაფერი თავის ნებაზეა მიშვებული, – თქვა მან, –
ჩვენს დროში ძალზე ძნელია ისეთი ადამიანის პოვნა, რომელმაც
ბუჩქნარის მოვლა იცის. უწინ მარტ-აპრილში ეს ფერდობი ყვავილე-
ბით იყო მოფენილი, წელს კი საშინლად დამწყვიტა გული. ეს გამ-
ხმარი ტოტები ჯერ კიდევ შემოდგომაზე უნდა მოეჭრათ...
– მესიე ერკიულ პუარო, მისის ფოლიატი, – გააცნო ისინი ერ-
თმანეთს მისის ოლივერმა.
ხანში შესულ ქალს სახე გაუნათდა.
– მაშ, თქვენ ხართ სახელგანთქმული ერკიულ პუარო? რა თავა-
ზიანი ხართ, რომ ჩამობრძანდით ჩვენს დასახმარებლად. ჩვენმა
ჭკვიანმა მისის ოლივერმა რთული თავსატეხი მოიფიქრა, რაც ძალ-
ზე ორიგინალური სიახლე იქნება.
პუარო, ცოტა არ იყოს, გააოცა ტანდაბალი ლედის გრაციოზუ-
ლობამ. გაიფიქრა, ასე, როგორც წესი, მამულის დიასახლისი იქცე-
ვაო.
– მისის ოლივერი ჩემი ძველი მეგობარია, – თქვა გალანტურად,
– მიხარია, რომ მისი თხოვნის შესრულების შესაძლებლობა მომე-
ცა. აქ ყველაფერი ლამაზია, სახლი კი ნამდვილად დიდებულია.
მისის ფოლიატმა საქმიანი სახით დააქნია თავი:
– დიახ. ის ჩემი ქმრის დიდმა ბაბუამ ააშენა 1790 წელს. მანამდე
ამ ადგილას ელიზაბეთის დროინდელი სახლი იდგა, რომელიც დაძ-
ველდა და დაახლოებით 1700 წელს დაიწვა. ჩვენი წინაპრები აქეთ

21
1598 წლიდან ცხოვრობენ.
მის ფოლიატი დინჯად, მშვიდად ლაპარაკობდა. პუარომ ყურად-
ღებით შეათვალიერა ქალი – მის წინ იდგა ტანდაბალი, მკვრივი აღ-
ნაგობის, ძველ ტვიდის კოსტიუმში გამოწყობილი ქალი, რომელსაც
ყველაზე მეტად ნათელი, ფაიფურივით ცისფერი თვალები გამოარ-
ჩევდა. ჭაღარა თმაზე მჭიდროდ გადაეკრა სამაგრი ბადე. აშკარად
ეტყობოდა, რომ დიდად არ ზრუნავდა თავის გარეგნობაზე, თუმცა
იყო მასში რაღაც, რისი აღწერაც ძალზე რთულია.
როდესაც სახლისკენ მიდიოდნენ, პუარომ მორიდებით უთხრა:
– ალბათ, გიჭირთ შეგუება, რომ აქ უცხო ადამიანები ცხოვრო-
ბენ.
პასუხი ხანმოკლე დუმილის შემდეგ გაისმა – მისის ფოლიატმა
მტკიცედ, მშვიდად, სრულიად უემოციოდ მიუგო:
– ამ ცხოვრებაში ბევრ რამესთან გვიწევს შეგუება, მესიე პუარო.

22
ქალი პუაროს სახლში შეუძღვა, რომელსაც სასიამოვნო ინტე-
რიერი და ჩინებული პროპორციები ჰქონდა. მისის ფოლიატი მარ-
ცხენა კარიდან ჯერ მომცრო, გემოვნებით გაწყობილ სასტუმრო ოთ-
ახში შევიდა, იქიდან კი – მთავარ, ხალხით სავსე სასტუმრო ოთახ-
ში. ისეთი გნიასი იდგა, გეგონებოდათ, ყველა ერთდროულად ლა-
პარაკობდა.
– ჯორჯ, – თქვა მისის ფოლიატმა, – ეს მესიე პუაროა. მან პატივი
დაგვდო და დასახმარებლად გვეწვია. სერ ჯორჯ სტაბსი.
სერ ჯორჯი, რომელიც ხმამაღლა ლაპარაკობდა, შემოტრიალ-
და. ეს იყო ზორბა მამაკაცი ღაჟღაჟა სახითა და, ცოტა არ იყოს, შე-
უფერებელი წვერით. ამ წვერით იმ მსახიობს ჰგავდა, რომელსაც
ვერ გადაეწყვიტა, ვისი როლი შეესრულებინა: სოფლელი სკვაირის
თუ დომინიონელი გაუთლელი გაგრიის. არაფერი მიანიშნებდა
ფლოტში მის ნამსახურობაზე, მაიკლ უეიმენის რეპლიკის მიუხედა-
ვად. მხიარული და გულზიარი ადამიანივით ეჭირა თავი, თუმცა ღია
ცისფერ პატარა თვალებში ბრაზს დაებუდა.
ის გულთბილად მიესალმა პუაროს და უთხრა:
– ძალიან გვიხარია, რომ თქვენმა მეგობარმა მისის ოლივერმა
აქ ჩამოსვლაზე დაგიყოლიათ. შესანიშნავი იდეაა. თქვენი სახელი
ბევრ ადამიანს მოიზიდავს.
მან ოდნავ დაბნეულად მიიხედ–მოიხედა და დაიძახა: – ჰეთი!
როცა არავინ გამოეხმაურა, უფრო მკვეთრი ხმით გაიმეორა:
– ჰეთი!
ლედი სტაბსი დიდ სავარძელში მიწოლილიყო სხვებისგან მო-
შორებით. თითქოს ყურადღებას არ აქცევდა, რაც გარშემო ხდებო-
და. დროდადრო სავარძლის სახელურზე დადებულ თავის ხელს
უღიმოდა და ისე ატრიალებდა მაჯას მარცხნიდან მარჯვნივ, რომ
არათითზე წამოცმული დიდი ზურმუხტის ბეჭდის მწვანე სიღრმეს შუ-
ქი აერეკლა.
მან თავი ასწია, პატარა ბავშვივით შეშინებული სახე მიიღო და

23
თქვა: – გამარჯობა.
პუარო მისი ხელისკენ დაიხარა.
სერ ჯორჯმა იქ მყოფთა წარდგენა განაგრძო:
– მისის მასტერტონი.
მისის მასტერტონი საკმაოდ მონუმენტური ქალი იყო და რაღა-
ცით მეძებარს წააგავდა წინ წამოწეული მოზრდილი ნიკაპითა და
დიდი, სევდიანი, ოდნავ ჩაწითლებული თვალებით.
მან თავი დაუკრა პუაროს და საუბარი ხმადაბლა განაგრძო, რი-
თაც დეტექტივს კვლავ მეძებრის ყეფა გაახსენა.
– ჯიმ, დროა, შეწყდეს უაზრო კამათი ჩაის კარავზე, – მტკიცედ
განაცხადა მან, – ბოლოს და ბოლოს, ხომ უნდა შეიგნონ: ვერ დავუ-
შვებთ, რომ ჩვენი შოუ ამ ქალების იდიოტური კინკლაობის გამო ჩა-
იშალოს.
– გეთანხმებით, – უთხრა თანამოსაუბრე კაცმა.
– კაპიტანი უერბერტონი, – თქვა სერ ჯორჯმა.
კაპიტანმა უერბერტონმა, რომელსაც სპორტული კუბოკრული
პიჯაკი ეცვა და სახით ცხენს მოგაგონებდათ, მგელივით დაკრიჭა
თეთრი კბილები და საუბარი განაგრძო:
– ნუ ღელავთ, ყველაფერს მოვაგვარებ, – თქვა მან, – წავალ და
მათ მამაშვილურად დაველაპარაკები. მკითხავის კარავს სად ვდგა-
მთ? მაგნოლიებთან? თუ მდელოს ბოლოში, როდოდენდრონებთან?
სერ ჯორჯი წარდგენას განაგრძობდა:
– მისტერ და მისის – ლეგი.
მზისგან სახედამწვარმა მაღალმა ახალგაზრდა კაცმა კმაყოფი-
ლებით გაიღიმა. მისმა წითურთმიანმა, ჭორფლიანმა, ძალზე სიმპა-
თიურმა ცოლმა მეგობრულად დააქნია თავი და კვლავ ჩაერთო მი-
სის მასტერტონთან შეწყვეტილ კამათში. მისი მაღალი სოპრანო
ტერტონის ხმადაბალი ყეფა თავისებურ დუეტს ქმნიდა: და მისის მას
– ...მაგნოლიებთან არა... იქ სივიწროვეა...
– ...უნდა დავაშორიშოროთ. თუ რიგი დადგება...
– ...გაცილებით გრილა. ვგულისხმობ, რომ სახლს უხვად ეფინე-
ბა მზის სხივები.

24
– ...ქოქოსის კაკლები სახლიდან მოშორებით უნდა იყოს... ბი-
ჭებს გაცხარება ახასიათებთ სროლის დროს.
– ეს კი მის ბრუისია, – თქვა სერ ჯორჯმა, – რომელიც ყველას
გვმართავს.
მის ბრუისი ვერცხლის დიდ ჩაის ლანგართან იჯდა. ეს იყო ორ-
მოცს გადაცილებული გამხდარი, ენერგიული გამომეტყველების ქა-
ლი სასიამოვნო მანერებით.
– გამარჯობა, მესიე პუარო, – თქვა მან, – იმედია, ძალიან არ
გაწვალდით გზაში. საშინელებაა მატარებლით მგზავრობა წელიწა-
დის ამ დროს. თუ ნებას მომცემთ, ჩაის დაგისხამთ. რძე? შაქარი?
– ძალზე ცოტა რძე, მადმუაზელ, და ოთხი ნატეხი შაქარი, – მი-
უგო პუარომ და სანამ მის ბრუისი თხოვნას უსრულებდა, დაამატა, –
როგორც ვხედავ, დიდ სამზადისში ხართ.
– დიახ, ასეა. ბოლო წამს ყოველთვის უამრავი წვრილმანი იჩენს
თავს. ჩვენს დროში ადამიანებმა შესაძლოა სავსებით მოულოდნე-
ლად გაგაწბილონ. კარვები, ტენტები და ყველაფერი, რაც კვებისთ-
ვის არის საჭირო, ვიღაცას ხომ უნდა ეზრუნა ამ ყველაფერზე? ჰოდა,
თითქმის მთელი დილა ტელეფონთან გავატარე.
– პალოების საქმე როგორღა იქნება, ამანდა, – ჰკითხა სერ ჯორ-
ჯმა, – და ყვანჯების საათიანი გოლფისთვის?
– უკვე მოვაგვარე, სერ ჯორჯ. მისტერ ბენსონი გოლფის კლუბი-
დან ძალზე თავაზიანი კაცი გამოდგა.
მან პუაროს ფინჯანი გაუწოდა.
– სენდვიჩი, მესიე პუარო? აგერ პამიდორი, ესეც პაშტეტი, მაგ-
რამ იქნებ... – მისის ბრუისს ოთხი ნატეხი შაქარი გაახსენდა, – იქ-
ნებ კრემიანი ნამცხვარი გირჩევნიათ?
პუარომ კრემიანი ნამცხვარი ამჯობინა და ყველაზე ტკბილი და
ხრაშუნა შეარჩია. ისინი თეფშზე დააწყო, ფრთხილად წაიღო და დი-
ასახლისის გვერდით დაჯდა, რომელიც კვლავაც ერთობოდა თითზე
წამოცმულ ძვირფას ბეჭედზე სინათლის არეკვლით. ის ბავშვური
ღიმილით შეეგება სტუმარს.
– შეხედეთ, – თქვა მან, – ლამაზია, არა?

25
პუარო ყურადღებით დააკვირდა მას: ქალს ჩინელი კულის ქუ-
დის მსგავსი ხასხასა წითელი ჭილის შლაპა ეხურა. მისი დაბლა ჩა-
მოწეული ფარფლებიდან მკვდრისფერ სახეზე ვარდისფერი ათინა-
თები დასთამაშებდა. უხვად წაესვა კოსმეტიკა – არაინგლისურ, ეგ-
ზოტიკურ სტილში. ძალზე მკრთალი თეთრი კანი, ციკლამენის ტუ-
ჩები, სქლად შეღებილი წამწამები. შლაპის ქვეშ გლუვი შავი თმა
მოუჩანდა, რომელიც ხავერდის ქუდს მიუგავდა. არაფერი მიანიშ-
ნებდა აპათიურ ინგლისურ სილამაზეზე. შთაბეჭდილება იქმნებო-
და, რომ შემთხვევით მოხვდა ტროპიკული მზისქვეშეთიდან ამ ინ-
გლისურ სასტუმრო ოთახში. რაც შეეხება თვალებს... სწორედ თვა-
ლებმა შეაშფოთა პუარო – ბავშვურმა, არაფრისმთქმელმა, გაშტე-
რებულმა მზერამ. კილოც მიმნდობი ჰქონდა, ისიც ბავშვური, და პუ-
არომაც ისე უპასუხა, როგორც ბავშვს.
– ძალიან ლამაზი ბეჭედია, – თქვა მან.
ქალს ესიამოვნა, სახე გაუნათდა.
– გუშინ მომართვა ჯორჯმა, – აუხსნა პუაროს და ხმას დაუწია,
თითქოს საიდუმლო უნდა გაენდო მისთვის, – საჩუქრებს არ მაკ-
ლებს. ძალზე გულკეთილია.
პუარომ კვლავ შეხედა სავარძლის სახელურზე დადებულ ხელსა
და ბეჭედს. ლედი სტაბსს მუქი წითელი ლაქი წაესვა ძალიან გრძელ
ფრჩხილებზე.
„არც შრომობენ, არც ართავენ“5, – გაახსენდა უეცრად. ცხადია,
ვერაფრით წარმოიდგენდა, რომ ლედი სტაბსი მუშაობდა ან ძაფს
ართავდა, მაგრამ არც მინდვრის შროშანს ჰგავდა. ორანჟერეაში
ხელოვნურად გამოყვანილი უფრო ეთქმოდა.
– რა ლამაზი ოთახი გაქვთ, მადამ, – თქვა მან და თვალი მოავ-
ლო იქაურობას.
– დიახ, ალბათ, – გულგრილად მიუგო ლედი სტაბსმა.მას თავი

5
ლუკას სახარება, 12:27.

26
გვერდზე გადაეხარა, კვლავ ამოძრავებდა მაჯას და ბეჭდის სიღ-
რმეში გაჩენილი მწვანე ნათებით ტკბებოდა.
– ხედავთ? – მიმართა პუაროს ჩურჩულით, ნდობით აღვსილი კი-
ლოთი, – ბეჭედი თვალს მიკრავს.
მან გადაიხარხარა. პუაროს კინაღამ თავზარი დასცა ამ ხმამა-
ღალმა, გაუკონტროლებელმა სიცილმა.
–ჰეთი, – გაისმა ოთახის მეორე ბოლოდან სერ ჯორჯის გულთბი-
ლი, თუმცა ოდნავ გამკიცხავი ხმა. ლედი სტაბსმა სიცილი შეწყვიტა.
– დევონშირი ჩინებული საგრაფოა, – საუბრის გასაგრძელებ-
ლად თქვა პუარომ, – არ მეთანხმებით?
– დღისით ნამდვილად, – დაეთანხმა ლედი სტაბსი, – ცხადია,
როცა არ წვიმს, – და პირქუშად დაამატა, – ოღონდ აქ ღამის კლუ-
ბები არ არის.
– გასაგებია. მოგწონთ ღამის კლუბები?
– ძალიან! – შესძახა ლედი სტაბსმა.
– რატომ გიყვართ ასე ძლიერ ღამის კლუბები?
– იქ მუსიკაა, შეგიძლია იცეკვო. მე ჩემს საუკეთესო სამოსს ვიც-
ვამ, სამაჯურებსა და ბეჭდებს ვიკეთებ. კი, სხვებსაც აცვიათ ლამაზი
ტანსაცმელი, ძვირფასეულობაც აქვთ, თუმცა ჩემი უფრო ლამაზია.
ქალმა უდიდესი კმაყოფილებით გაიღიმა და უეცრად პუაროს ძა-
ლიან შეებრალა:
– ესე იგი, ეს ყველაფერი ძალიან მოგწონთ?
– დიახ. კაზინოც მომწონს. რატომ არ არის კაზინო ინგლისში?
– ეს მეც ხშირად მიკითხავს ჩემი თავისთვის, – თქვა პუარომ და
ამოიხვნეშა, – ვფიქრობ, ინგლისელების ბუნებას არ შეესაბამება.
ლედი სტაბსმა დაბნეული მზერა მიაპყრო, შემდეგ მისკენ ოდნავ
გადაიხარა და უთხრა:
– ერთხელ სამოცი ათასი ფრანკი მოვიგე მონტე-კარლოში. ოც-
დაშვიდ ნომერზე დავდე და სწორედ ის მოვიდა.
– ეს, ალბათ, ძალზე ამაღელვებელი მომენტი იყო, მადამ.
– დიახ, რა თქმა უნდა. ჯორჯი ფულს მაძლევს თამაშისთვის, მაგ-
რამ, როგორც წესი, ვაგებ, – სევდიანად თქვა ქალმა.

27
– სამწუხაროა.
– ოჰ, ეგ არაფერი. ჯორჯი ძალიან მდიდარია. კარგია, როცა მდი-
დარი ხარ, არა?
– ჩინებულია, – მშვიდად მიუგო პუარომ.
– მდიდარი რომ არ ვიყო, ალბათ, ამანდას დავემსგავსებოდი, –
ლედი სტაბსმა მზერა ჩაის მაგიდასთან მჯდომ მის ბრუისზე გადაი-
ტანა და დაჟინებით მიაჩერდა, – ძალიან უშნოა, არ მეთანხმებით?
მის ბრუისმა თავი ასწია და მათკენ გამოიხედა. ლედი სტაბსი
ხმადაბლა ლაპარაკობდა, მაგრამ იქნებ ამანდა ბრუისმა ყური მოჰ-
კრა რამეს?
პუარო შეტრიალდა და კაპიტან უერბერტონის მზერას შეეჩეხა.
კაპიტანი დამცინავად, ირონიულად იყურებოდა. პუარომ თემის შე-
ცვლა სცადა.
– ალბათ, დაგღალათ დღესასწაულის მომზადებამ, – თქვა მან.
– არა. იცით, ეს ყველაფერი ძალზე მოსაწყენია და საერთოდ, სი-
სულელეა. ხომ არსებობენ მსახურები და მებაღეები. რატომ ისინი
არ მიხედავენ ამ საქმეს?
– ოჰ, ჩემო კარგო, – ჩაერთო უეცრად მისის ფოლიატი, რომე-
ლიც მოვიდა და გვერდით მდგარ დივანზე დაჯდა, – ასეთი შეხედუ-
ლება კუნძულებზე თქვენს მამულებში ჩამოგიყალიბდათ. ახლა ინ-
გლისში სხვანაირი ცხოვრებაა. ნეტავი ეგრე იყოს, – მან ამოიხვნე-
შა, – ჩვენს დროში თვითონ გვიწევს ყველაფრის კეთება.
ლედი სტაბსმა მხრები აიჩეჩა.
– ვფიქრობ, სულელური მიდგომაა. რა აზრი აქვს სიმდიდრეს,
თუ თვითონ უნდა აკეთო ყველაფერი?
– ზოგს მოსწონს ეს, – ღიმილით მიუგო მისის ფოლიატმა, – მა-
გალითად, მე. ცხადია, ყველაფრის არა, მაგრამ ზოგიერთი რამის
კეთება მიყვარს. თუნდაც ბაღში ფუსფუსი და ხვალინდელის მსგავსი
დღესასწაულების მომზადება.
– ეს ერთგვარი წვეულება იქნება? – ლედი სტაბსის ხმაში იმედის
კილო გაისმა.
– დიახ, ოღონდ ბევრი, ძალიან ბევრი ხალხი დაესწრება.

28
– როგორც ასკოტში? დიდი შლაპებით მოვლენ? კოხტად გამოწ-
ყობილები?
– მთლად ისე არა, როგორც ასკოტში, – მიუგო მისის ფოლიატმა
და თბილად დაამატა, – ჰეთი, უნდა სცადოთ და მიეჩვიოთ სოფელში
ცხოვრებას. დღეს დილით უნდა დაგვხმარებოდით, ნაცვლად იმისა,
რომ ლოგინში წოლილიყავით ჩაის მოტანამდე.
– თავი ამტკივდა, – პირქუშად ჩაილაპარაკა ჰეთიმ, შემდეგ უეც-
რად ხასიათი გამოუკეთდა და ნაზად გაუღიმა მისის ფოლიატს, –
მაგრამ ხვალ ფორმაში ვიქნები. ყველაფერს გავაკეთებ, რასაც მეტ-
ყვით.
– აი, ეს სულ სხვა საქმეა, ძვირფასო.
– მე ახალი კაბა მაქვს. დღეს დილას მოიტანეს. გამომყევით მაღ-
ლა და ვნახოთ.
მისის ფოლიატი შეყოყმანდა, მაგრამ ლედი სტაბსი წამოდგა და
დაჟინებით გაიმეორა:
– წამომყევით, გთხოვთ. საუცხოო კაბაა. უნდა წამომყვეთ!
– კარგი, კარგი, – თქვა მისის ფოლიატმა, ოდნავ გაიღიმა და წა-
მოდგა.
როდესაც ის ჰეთის გაჰყვა, რომლის გვერდითაც კიდევ უფრო
ტანდაბალი ჩანდა, და ოთახიდან გადიოდა, პუარომ თვალი მოჰკრა
მის სახეს და განცვიფრდა: ამასწინანდელი ღიმილის ნაცვლად, მას-
ზე უკიდურესი დაღლილობა აღბეჭდილიყო. თითქოს წამით მოადუ-
ნა ყურადღება და მოიხსნა მაღალი საზოგადოების წევრის ნიღაბი.
თუმცა ეს უფრო მეტზეც მიანიშნებდა. შესაძლოა რაღაც დაავადება
სჭირდა, რომელზეც, ქალების უმრავლესობის მსგავსად, არასოდეს
ლაპარაკობდა. „ის ადამიანი არ არის, რომელიც სიბრალულსა და
თანაგრძნობას ეძებს“, – გაიფიქრა პუარომ.
სავარძელში, რომელიც ახლახან გაათავისუფლა ჰეთი სტაბსმა,
კაპიტანი უერბერტონი ჩაეშვა. მანაც გახედა კარს, საიდანაც ორი
ქალი გავიდა, და დამცინავი ღიმილით თქვა – ცხადია, არა ხანში შე-
სულზე:
– ლამაზი ქმნილებაა, არა? – მან შეამჩნია, როგორ გადიოდა

29
სერ ჯორჯი ფრანგული ფანჯრიდან მისის მასტერტონსა და მისის
ოლივერთან ერთად და განაგრძო, – თავბრუ დაახვია ბებერ ჯორჯ
სტაბსს. რას აღარ აკეთებინებს! ძვირფასეულობაო, წაულას ქურ-
ქიო და მისთანები. არ ვიცი, ხვდება თუ არა ეგ კაცი, რომ მის ცოლს
არაფერი უყრია თავში. თუმცა შესაძლოა მისთვის ამას მნიშვნელო-
ბა არა აქვს. ფინანსურ ბობოლებს არც სჭირდებათ ინტელექტუალუ-
რი ურთიერთობა.
– რა ეროვნებისაა ქალი? – დაინტერესდა პუარო.
– გარეგნობით მას ყოველთვის სამხრეთამერიკელს ვამსგავ-
სებდი, მაგრამ სინამდვილეში, მგონი, ვესტინდოეთიდან უნდა იყოს.
ერთ-ერთი კუნძულიდან, სადაც შაქარი, რომი და მისთანებია. ძვე-
ლი ახალმოშენე ოჯახიდანაა. კრეოლია – მეტისს არ ვგულისხმობ.
ვფიქრობ, იმ კუნძულებზე შერეული ქორწინებებია გავრცელებული.
სწორედ ამით აიხსნება გონებრივი ჩამორჩენა.
მათ ახალგაზრდა მისის ლეგი მიუახლოვდა.
– მომისმინეთ, ჯიმ, – მიმართა კაპიტანს, – თქვენი მხარდაჭერა
მჭირდება. ეს კარავი იქ უნდა დაიდგას, სადაც გადავწყვიტეთ – მდე-
ლოს ბოლოში, როდოდენდრონებთან. ის ერთადერთი შესაფერისი
ადგილია.
– დედილო მასტერტონი ასე არ ფიქრობს.
– ჰოდა, უნდა გადაარწმუნოთ
კაპიტანმა ეშმაკურად გაიღიმა.
– მისის მასტერტონი ჩემი ბოსია.
– თქვენი ბოსი უილფრედ მასტერტონია. ის პარლამენტის წევ-
რია.
– გავბედავ და ვიტყვი, რომ ეს თანამდებობა მის ცოლს უფრო შე-
ეფერება. მშვენივრად ვიცი, ვინ არის აქ უფროსი.
სერ ჯორჯი ფრანგული ფანჯრიდან დაბრუნდა სასტუმრო ოთახ-
ში.
– აი, სად ყოფილხართ, სალი, – თქვა მან, – გვჭირდებით. არ და-
ფიქრებულხართ იმაზე, თუ ვინ წაუსვამს კარაქს ფუნთუშებზე, ვინ
გაათამაშებს ტორტს, და საერთოდ, რატომ აღმოჩნდა პროდუქტებ-

30
ის დახლი იქ, სადაც, როგორც დაგვპირდნენ, მოდური შალის ნაკე-
თობები უნდა იყოს? სად არის ემი ფოლიატი? ის ერთადერთია, ვი-
საც ამ პრობლემების მოგვარება შეუძლია.
– მაღლა ავიდა ჰეთისთან ერთად.
– აჰ, მართლა?
სერ ჯორჯმა უმწეოდ მიმოიხედა. მის ბრუისი, რომელიც მაგიდას-
თან მოსაწვევ ბილეთებს ავსებდა, მყისვე წამოდგა და განაცხადა:
– ახლავე მოვიყვან, სერ ჯორჯ.
– გმადლობ, ამანდა.
მის ბრუისი ოთახიდან გავიდა.
– უფრო მეტი მავთულის ბადე დაგვჭირდება, – ჩაილაპარაკა
სერ ჯორჯმა.
– დღესასწაულისთვის?
– არა, არა, ტყეში უნდა გავჭიმოთ – იქ, სადაც ჰუდაუნ-პარკს ვე-
საზღვრებით. ძველი აღარ ვარგა. ჰოდა, ისინი სწორედ იქიდან შემ-
ოდიან.
– ვინ შემოდის?
– წესრიგის დამრღვევები! – შესძახა სერ ჯორჯმა.
– ბეტსი ტროტვუდივით ლაპარაკობთ, ვირებს რომ ებრძოდა, –
მხიარულად თქვა სალი ლეგმა.
– ბეტსი ტროტვუდივით? ეს ვინღაა? – გულუბრყვილოდ იკითხა
სერ ჯორჯმა.
– დიკენსი.
– ჰო, დიკენსი. ერთხელ მისი „პიკვიკის ჩანაწერები“ წავიკითხე.
ცუდი არ იყო კიდეც გამიკვირდა, მაგრამ თუ სერიოზულად ვილაპა-
რაკებთ, ტურისტები ნამდვილი უბედურებაა მას შემდეგ, რაც აქ ის
წყეული ტურისტული ცენტრი მოაწყვეს. ეს ახალგაზრდები ყოველი
მხრიდან მოძვრებიან. მერედა, რა აცვიათ! დღეს დილით ერთ ბიჭს
პერანგზე კუები და კიდევ რაღაც ცხოველი ეხატა. გავიფიქრე, ალ-
ბათ, წუხელ ზედმეტი დალია-მეთქი. ნახევარმა ინგლისური არც
იცის. რაღაც აბდაუბდას ჩმახავენ, – მან გასცინა, – „ოჰ, თუ შეიძ-
ლე... დიახ, იქნებ თქვენ თქვათ... ეს გზა გამიყვანს?“ – ვუყვირი, აქ

31
გზა არ არის, წადით–მეთქი, ისინი კი მხოლოდ თვალებს აფახულე-
ბენ და არაფერი ესმით. ბიჭებს ვგულისხმობ, გოგონები კი ხითხი-
თებენ. ვინღა არ მოდის: იტალიელები, იუგოსლავიელები, ჰოლან-
დიელები, ფინელები... არ გამიკვირდება, თუ ესკიმოსებიც გამოჩ-
ნდებიან! ალბათ, ყოველი მეორე კომუნისტია, – დაამატა პირქუ-
შად.
– კარგი, ჯორჯ, თავი დაანებეთ კომუნისტებს, – უთხრა მისის
ლეგმა, – წამოდით, მე დაგეხმარებით იმ ჭირვეულ ქალებთან გამ-
კლავებაში.
მისის ლეგმა ის გარეთ გაიყვანა, მხარზემოდან კი დაიძახა:
– ჯიმ, წამოგვყევით. კეთილშობილური საქმისთვის ბოლომდეა
საჭირო თავის გადადება.
– მზად ვარ, ოღონდ მესიე პუაროს უნდა გავაცნო საქმის ვითარ-
ება – მან ხომ პრიზები უნდა დაარიგოს თამაშისთვის „იპოვე მსხვე-
რპლი“.
– ამას მოგვიანებითაც გააკეთებთ.
– მე აქ დაგელოდებით, – დაეთანხმა პუარო.
ჩამოწოლილ სიჩუმეში ალეკ ლეგი უხალისოდ წამოდგა სავარ-
ძლიდან და ამოიოხრა.
– ოჰ, ეს ქალები! ფუტკრის ნაყარივით არიან, – თქვა მან და ფან-
ჯარაში გაიხედა, – მერედა, რისთვის ხდება ეს ყველაფერი? რაღაც
სულელური დღესასწაულისთვის, რომელიც არავის სჭირდება.
– თუმცა ვიღაცას, როგორც ჩანს, მაინც სჭირდება, – შენიშნა პუ-
არომ.
– რატომ არა აქვთ ადამიანებს საღი აზრის ნატამალიც კი? რა-
ტომ არ დაფიქრდებიან იმაზე, რაც სამყაროში ხდება? ნუთუ ვერ
ხვდებიან, რომ დედამიწის მკვიდრნი თვითმკვლელობაზე მიდიან?
პუარომ მართებულად დაასკვნა, რომ არ ღირდა პასუხის გაცემა
ამ შეკითხვაზე. მან მხოლოდ ეჭვნეულად დააქნია თავი.
– თუკი არაფერს ვიღონებთ, სანამ ჯერ კიდევ არ არის გვიან... –
ალეკ ლეგი მოულოდნელად გაჩუმდა. წამით სახეზე მრისხანება
აღებეჭდა, – ვიცი, ვიცი, რასაც ფიქრობთ. გგონიათ, უბრალოდ, ნევ-

32
რასთენიკი ვარ. ექიმებიც ასე ფიქრობენ. მირჩევენ, დავისვენო, გა-
რემო გამოვიცვალო, ზღვის ჰაერით ვისუნთქო. ჰოდა, ამიტომაც ჩა-
მოვედით აქ მე და სალი და სამი თვით ვიქირავეთ „მილკოტეჯი“.
ვასრულებ ექიმების რჩევებს: ვთევზაობ, ვცურავ, ვსეირნობ, მზის
აბაზანებს ვიღებ.
– დიახ, ეს თავიდანვე შევამჩნიე, – თავაზიანად ჩაურთო პუარ-
ომ.
– ამას გულისხმობთ? – ალეკმა გაწითლებულ სახეზე მიიდო ხე-
ლი, – ეს მშვენიერი ინგლისური ზაფხულის შედეგია. მერედა, რა აზ-
რი აქვს ამ ყველაფერს? სიმართლეს მაინც ვერსად გაექცევი.
– დიახ, გაქცევას არასოდეს მოაქვს სიკეთე.
– აქ, სოფლურ გარემოში, ყველაფერი უფრო მძაფრად აღიქმე-
ბა. ეს და წარმოუდგენელი საყოველთაო აპათია. სალიც კი ასეთია,
თუმცა ძალიან ჭკვიანია. რა საჭიროა აღელვებაო, იცის ხშირად თქ-
მა. ეს მაცოფებს! რა საჭიროა აღელვება!
– მართლაც, რატომ ღელავთ?
– ღმერთო ჩემო, ნუთუ თქვენც...
– არა, ეს რჩევა არ არის. უბრალოდ, თქვენი პასუხი მაინტერე-
სებს.
– ნუთუ ვერ ხედავთ, რომ ვინმემ მაინც უნდა გააკეთოს რამე?
– და ეს ვინმე თქვენ ხართ?
– არა, პირადად მე არა. ჩვენს დროში უკვე აღარ აქვს მნიშვნე-
ლობა ცალკეულ ადამიანს.
– ამას ნუ იტყვით. ჩვენს დროშიც კი, როგორც თქვენ უწოდებთ,
ადამიანი პიროვნებაა.
– ასე არ უნდა იყოს! ასეთ დაძაბულ პერიოდში, როდესაც კაცობ-
რიობის სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი დგას, არ შეიძლება ფიქრი
საკუთარ უმნიშვნელო დაავადებებსა თუ პრობლემებზე.
– გარწმუნებთ, რომ ცდებით. ომის დროს, ერთ-ერთი საშინელი
დაბომბვისას, შესაძლო სიკვდილზე მეტად ფეხის ნეკზე კოჟრის ტკი-
ვილზე ვფიქრობდი. მაშინ ამან გამაოცა. „იმაზე იფიქრე, – ჩავჩიჩი-
ნებდი საკუთარ თავს, – რომ შესაძლოა ნებისმიერ წამს მოგკლან“.

33
შემრცხვა კიდეც – რაღაც უმნიშვნელო კოჟრი სიკვდილის შიშზე მე-
ტად მტანჯავდა. საქმე ის არის, რომ ექსტრემალურ ვითარებაში
წვრილმანები განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. მინახავს ქა-
ლი, რომელსაც მანქანა დაეჯახა ქუჩაში, რის შედეგადაც ფეხი მოს-
ტყდა, მას კი ტირილი აუვარდა, როცა შეამჩნია, რომ წინდას თვალი
წაუვიდა.
– ეს მხოლოდ იმას ამტკიცებს, რომ ქალები სულელები არიან!
– ეს იმას ამტკიცებს, რომ ასეთია ადამიანის ბუნება. შესაძლოა
სწორედ საკუთარი ცხოვრებისადმი ასეთმა ყურადღებამ გადაარჩი-
ნა კაცობრიობა.
ალეკ ლეგმა ზიზღიანად გაიცინა.
– ზოგჯერ გული მწყდება, რომ ასე მოხდა, – თქვა მან.
– ამასთან, ეს, ერთგვარად, თავმდაბლობის გამოვლინებაა, –
დაჟინებით განაგრძო პუარომ, – თავმდაბლობა კი მნიშვნელოვანი
თვისებაა. ომის დროს თქვენ მეტროში ხშირად წააწყდებოდით ლო-
ზუნგს: „ყველაფერი შენზეა დამოკიდებული“. ვფიქრობ, ის რომე-
ლიღაც ცნობილმა სასულიერო პირმა მოიგონა, მაგრამ, ჩემი აზრ-
ით, ეს უაღრესად სახიფათო მტკიცებაა. ვინაიდან მცდარია. აბა, რა
შეიძლება იყოს დამოკიდებული მიყრუებულ სოფელში მცხოვრებ
ვიღაც მისის ბლანკზე? თუ ის მართლა ირწმუნებს ამას, მისი ცხოვ-
რება ნამდვილ ჯოჯოხეთად გადაიქცევა. სანამ იმაზე იფიქრებს, თუ
როგორ შეუწყოს ხელი სამყაროს გადარჩენას, მისმა შვილმა შესაძ-
ლოა მდუღარე წყალი გადაისხას ჩაიდნიდან.
– როგორც ჩანს, ძველმოდურ შეხედულებებს იზიარებთ. თქვენ
რომელ ლოზუნგს აირჩევდით?
–რისთვის მჭირდება საკუთარი ლოზუნგი? თქვენ, ინგლისე-
ლებს, ერთი ძველი, ბრძნული ანდაზა გაქვთ.
– რომელი?
– „ღვთის იმედი გქონდეს, მაგრამ შენც ხელი გაანძრიეო“.
– დიახ, დიახ... – ალეკ ლეგს გაოცება აღებეჭდა სახეზე, თქვენ-
გან ამას არ ველოდი. იცით, რისი გაკეთება იქნებოდა კარგი ჩვენს
ქვეყანაში?

34
– ალბათ, რამე ეფექტიანის, მაგრამ არასასიამოვნოსი, – ღიმი-
ლით თქვა პუარომ.
– ჭკუასუსტები უნდა მოვიცილოთ – ყველანი! – სერიოზული სა-
ხით განაცხადა ალეკ ლეგმა, – ისინი არ უნდა გამრავლდნენ. წარ-
მოიდგინეთ, რა შედეგს მივიღებდით, მხოლოდ ჭკვიანებს რომ
ჰქონდეთ შვილის გაჩენის უფლება თუნდაც ერთი თაობის განმავ-
ლობაში.
– ალბათ, მკვეთრად გაიზრდებოდა პაციენტების რაოდენობა –
ფსიქიატრიულ საავადმყოფოებში, – ცივად მიუგო პუარომ, – მის-
ტერ ლეგ, მცენარეს ერთნაირად სჭირდება ფესვებიც და ყვავილე-
ბიც. როგორი ლამაზიც არ უნდა იყოს ყვავილი, დაიღუპება, თუ ფეს-
ვებს გადაუჭრით. ჰო, მართლა, – თქვა ვითომდა სასხვათაშორი-
სოდ, – ლედი სტაბსს სამუდამოდ დაძინების კანდიდატთა სიაში შე-
იყვანდით?
– ბუნებრივია. რა სარგებლობა მოაქვს ასეთ ხალხს? რა გააკეთა
საზოგადოებისთვის? რამეზე თუ უფიქრია, გარდა ტანსაცმლის, ბეწ-
ვეულისა და ძვირფასეულობისა? ჰოდა, რა სარგებლობა მოაქვს მის
არსებობას?
– თქვენ და მე, – თავაზიანად უთხრა პუარომ, – ლედი სტაბსზე
გაცილებით ჭკვიანი ვართ, ოღონდ ვშიშობ, – მან სევდიანად გადა-
აქნია თავი, – მცირედი შანსიც კი არა გვაქვს, რომ საზოგადოების
მშვენება გავხდეთ.
– მშვენება... – თქვა ალეკმა და ჩაიცინა, მაგრამ ამ დროს ოთახ-
ში მისის ოლივერი და კაპიტანი უერბერტონი დაბრუნდნენ ფრანგუ-
ლი ფანჯრიდან.

35
– მესიე პუარო, უნდა წამოხვიდეთ და ნახოთ „გასაღებები“ და
„იპოვე მსხვერპლის" ყველა რეკვიზიტი, – ქოშინით თქვა მისის ოლ-
ივერმა.
პუარო წამოდგა და მორჩილად გაჰყვა მათ.
ჰოლის გავლით, სამივენი ოფისივით მოწყობილ პატარა ოთახში
შევიდნენ.
– სასიკვდილო იარაღი თქვენგან ხელმარცხნივაა, – შენიშნა კა-
პიტანმა უერბერტონმა და ხელი გაიშვირა ქსოვილგადაფარებული
ბანქოს მაგიდისკენ. მასზე იდო პატარა პისტოლეტი, ტყვიის მილის
ნაჭერი ავბედითი ყავისფერი ლაქით, ცისფერი შუშა, წარწერით „სა-
წამლავი“, სარეცხი თოკი და შპრიცი.

– ეს იარაღებია, – განმარტა მისის ოლივერმა, – ესენი კი, ეჭვმი-


ტანილები.

მან პუაროს დაბეჭდილი ბარათი გაუწოდა, რომელიც დეტექტივ-


მა ცნობისმოყვარეობით წაიკითხა:

„ეჭვმიტანილები

პოლკოვნიკი ბლანტი – ადგილობრივი სკვაირი ესტელ გლინი –


ლამაზი, იდუმალებით მოცული ახალგაზრდა ქალი, პოლკოვნიკ
ბლანტის სტუმარი
პიტერ გეი – ახალგაზრდა მეატომე მეცნიერი
ჯოანი – პიტერ გეის მეუღლე, პოლკოვნიკ ბლანტის ქალიშვილი
მის უილინგი – ეკონომი
ქუაიეთი – მსახურთუფროსი
მაია სტავისკი – ტურისტი ქალიშვილი
ესტებან ლოიოლა – დაუპატიჟებელი სტუმარი“

36
პუარომ თვალები მოჭუტა და ოდნავ გაოცებით შეხედა მისის
ოლივერს.
– პერსონაჟთა საუცხოო სიაა, – თქვა თავაზიანად, – მაგრამ ნე-
ბა მიბოძეთ გკითხოთ, მადამ, რა უნდა გააკეთოს თამაშის მონაწი-
ლემ?
– ბარათი გადააბრუნეთ, – მიუგო კაპიტანმა უერბერტონმა.
პუარო ასეც მოიქცა.
მეორე მხარეს დაბეჭდილი იყო:

სახელი და მისამართი: ––––––––––––––––––––––––––


გადაწყვეტილება:—————————————————
მკვლელის სახელი:————————————————
იარაღი: ————————————————————
მოტივი: ————————————————————
დრო და ადგილი: ––––––––––––––––––––––––––––––
მიზეზები, რომლებმაც ამ დასკვნამდე მიგვიყვანა:
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
– ყოველი შემოსული მონაწილე მიიღებს ასეთ ბარათს, – სწრა-
ფად განმარტა კაპიტანმა უერბერტონმა, – აგრეთვე, ბლოკნოტსა
და ფანქარს, რათა გამოცანის გასაღები ჩაიწეროს. სულ ექვსი გასა-
ღები იქნება. ერთიდან მეორეზე გადახვალთ, როგორც თამაშში „იპ-
ოვე განძი“, მკვლელობის იარაღებს კი რამდენიმე საეჭვო ადგილას
დავმალავთ. აი, პირველი გასაღები – ფოტოსურათი. ყველა ამით
დაიწყებს.
პუარომ პატარა ფოტოსურათი აიღო და მოღუშული დააჩერდა.
შემდეგ უკუღმა დაიჭირა და სახეზე გაოცება აღებეჭდა. უერბერტონს
გაეცინა.
– ოსტატურად არის გადაღებული, არა? – იკითხა კმაყოფილე-
ბით, – იოლი მისახვედრია, თუ იცი, რა არის.
პუარომ არ იცოდა და გაღიზიანება მოეძალა.
– გისოსებიანი ფანჯარაა? – სცადა გამოცნობა.
– ვაღიარებ, რომ რაღაცით წააგავს. არა, ჩოგბურთის ბადის ნა

37
წილია.
– აჰა, – პუარომ კვლავ ფოტოსურათს დახედა, – დიახ, ახლა,
როცა თქვით, რა არის, ეს სავსებით აშკარაა!
– ძალიან ბევრი რამე იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორ შეხე-
დავთ საგანს, – სიცილით თქვა უერბერტონმა.
– ჭეშმარიტად ასეა.
– მეორე გასაღები ყუთში იქნება, ჩოგბურთის ბადის შუაგულის
ქვეშ. საწამლავის ცარიელი შუშაა, მის გვერდით კი ჩვეულებრივი
საცობი.– შუშა ხრახნიანი ყელით, სწრაფად დაამატა მისის ოლი-
ვერმა, – ასე რომ, გასაღები, ფაქტობრივად, საცობია.
– მადამ, ვიცი, რომ ძალზე მახვილგონიერი ხართ, მაგრამ ბო-
ლომდე ვერ ვხვდები.
– რა თქმა უნდა, – გააწყვეტინა მისის ოლივერმა, – არსებობს ამ
ყველაფრის შინაარსი – სინოპსისი – როგორც ჟურნალში დაბეჭ-
დილ სერიალში, – ის კაპიტან უერბერტონს მიუბრუნდა, – ფურცლე-
ბი თქვენ გაქვთ?
– ჯერ არ გამოუგზავნიათ სტამბიდან.
– მაგრამ ხომ შეგვპირდნენ!
– ვიცი, ვიცი. დაპირებას ყველა იძლევა... ყოველთვის. დღეს სა-
ღამოს ექვსი საათისთვის იქნება მზად. მანქანით წავალ მათ წამო-
საღებად.
– კარგი.
მისის ოლივერმა ღრმად ამოიოხრა და პუაროს მიმართა:
– რახან ასეა, უნდა მოგიყვეთ. ოღონდ ცუდი მთხრობელი ვარ.
საქმე ის არის, როცა ვწერ, ჩემთვის ყველაფერი მკაფიო და ნათე-
ლია, მაგრამ როგორც კი მოყოლას ვიწყებ, აბდაუბდა გამოდის. ამი-
ტომ არასოდეს არავისთან ვამხელ ჩემს ჩანაფიქრს. მწარე გამოც-
დილება მაქვს: თავიდან მისმენენ, შემდეგ კი უაზროდ მომაჩერდე-
ბიან და მეუბნებიან: „ე–ე... დიახ, მაგრამ... ვერ ვხვდები, რა მოხ-
და... არა მგონია, ივარგოს“. ძალზე გულდასაწყვეტია. არადა, როცა
ვწერ, ყველაფერი გასაგებია!
მისის ოლივერმა სულ მოითქვა და განაგრძო: – კარგი, მომისმ-

38
ინეთ. პიტერ გეი ახალგაზრდა მეცნიერი-მეატომეა. ეჭვობენ, რომ
კომუნისტები აფინანსებენ. ჯოან ბლანტზეა დაქორწინებული. პირ-
ველი ცოლი მოუკვდა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ სინამდვილეში არ
მომკვდარა. ის მოულოდნელად გამოჩნდება, რადგან საიდუმლო
აგენტია. თუმცა შესაძლოა მართლა ტურისტია. ცოლს რომანი აქვს
გაჩაღებული. ეს კაცი, ლოიოლა, მაიასთან შეხვედრას ან მის თვალ-
თვალს აპირებს. არსებობს წერილიც შანტაჟის მოსაწყობად, რომ-
ლის დაწერაც ეკონომს ან მსახურთუფროსს შეეძლო. დაიკარგება
რევოლვერი, და ვინაიდან არ იცით, ვისთვისაა განკუთვნილი წერი-
ლი... სადილობისას უეცრად საიდანღაც შპრიცი გადმოვარდება,
მოგვიანებით კი გაქრება...
მისის ოლივერმა სწორად შეაფასა პუაროს რეაქცია, თხრობა
შეწყვიტა და თანაგრძნობით თქვა:
– ვიცი, ყველაფერი ძალზე ჩახლართული ჩანს, მაგრამ ასე არ
არის. ყოველ შემთხვევაში, ჩემს თავში. როდესაც ფურცელს მიი-
ღებთ ჩემი მოფიქრებული ამბის მოკლე შინაარსით, მიხვდებით,
რომ ყველაფერი სავსებით მკაფიოა. თუმცა, – დაამატა მან, –
თქვენთვის სულაც არ არის აუცილებელი დეტალებში ჩაღრმავება,
ხომ ასეა? თქვენი მოვალეობა მხოლოდ პრიზების გადაცემაა – ძა-
ლიან კარგი პრიზებია. პირველი პრიზი რევოლვერის ფორმის პორ-
ტსიგარია – და გამარჯვებულის შექებაა, იმის თქმა, თუ როგორი
ჭკვიანია და ასე შემდეგ...
პუარომ გაიფიქრა, გამარჯვებული მართლა ძალზე ჭკვიანი უნდა
იყოსო. თუმცა ეჭვი ეპარებოდა, რომ გამარჯვებული გამოვლინდე-
ბოდა. მისის ოლივერის მოფიქრებული თამაში, რომელშიც მსხვერ-
პლი უნდა ეპოვათ, მისთვის, ჯერჯერობით, თვალშეუვალი ბურუსით
იყო მოცული.
კაპიტანმა უერბერტონმა საათს დახედა და თქვა: – აჯობებს,
სტამბაში შევიარო ფურცლების წამოსაღებად.
მისის ოლივერმა ამოიოხრა.
– მზად რომ არ იყოს?
– ყველაფერი რიგზეა. უკვე დავრეკე. აბა, დროებით.

39
კაპიტანი ოთახიდან გავიდა.
მისის ოლივერი მაშინვე ხელში სწვდა პუაროს და ჩურჩულით,
ხრინწიანი ხმით ჰკითხა:
– აბა?
– რა, „აბა“?
– რამე შეამჩნიეთ? ვინმეზე თუ გაგიჩნდათ ეჭვი?
– ყველა და ყველაფერი სავსებით ნორმალურად მეჩვენება, –
საყვედურნარევი კილოთი თქვა პუარომ.
– ნორმალურად?
– არცთუ შესაფერისი სიტყვაა. ვინაიდან ლედი სტაბსს, როგორც
ბრძანეთ, აშკარად ეტყობა გონებრივი ჩამორჩენილობის ნიშნები,
მისტერ ლეგი კი არანორმალურს ჰგავს.
– ოჰ, მას არაფერი უშავს, – მოუთმენლად თქვა მისის ოლივერ-
მა, – უბრალოდ, ნერვული აშლილობა აქვს.
პუარომ უკომენტაროდ დატოვა ამ წინადადების ერთგვარი საეჭ-
ვო ფორმულირება. უბრალოდ, ყურად იღო და დაიმახსოვრა.
– ყველა ძალზე აღგზნებული და გაღიზიანებულია, რაც, სხვათა
შორის, დამახასიათებელია ამგვარი გასართობის მზადებისას. თუ
შეამჩნიეთ?
– ჩუ–უ! – მისის ოლივერი კვლავ სწვდა ხელში პუაროს, – ვიღაც
მოდის.
ეს სულ უფრო მეტად ჰგავდა ცუდ მელოდრამას და პუარომ იგ-
რძნო, რომ თვითონაც გაღიზიანდა.
კარში მის ბრუისის სასიამოვნო სახე გამოჩნდა.
– აი, სად ყოფილხართ, მესიე პუარო. მე კი გეძებდით, მინდოდა
თქვენი ოთახი მეჩვენებინა.
ქალი მაღლა აუძღვა პუაროს, სადაც მისთვის მოზრდილი ოთახი
გამოეყოთ, ხედით მდინარეზე.
– სააბაზანო პირდაპირ არის. სერ ჯორჯი სააბაზანო ოთახების
დამატებაზე ფიქრობს, მაგრამ ეს, სამწუხაროდ, ოთახების პროპორ-
ციებს გააუარესებს. იმედია, კომფორტულად იგრძნობთ აქ თავს.
– დიახ, რა თქმა უნდა, – პუარომ თვალი მოავლო წიგნების მომ-

40
ცრო თაროს, მაგიდის ლამპასა და ყუთს, წარწერით „ბისკვიტი“, სა-
წოლის გვერდით, – როგორც ვხედავ, ამ სახლში ყველაფერი იდეა-
ლურად გაქვთ ორგანიზებული. თქვენ მოგილოცოთ თუ თქვენს
მომხიბლავ დიასახლისს?
– ლედი სტაბსი მხოლოდ იმითაა დაკავებული, რომ მომხიბლა-
ვად გამოიყურებოდეს, – გესლნარევი კილოთი თქვა მის ბრუისმა.
– ძალიან კოხტა ახალგაზრდა ქალია, – ფიქრიანად ჩაილაპარა-
კა პუარომ.
– დიახ, დიახ...
– თუმცა შესაძლოა სხვა მხრივ არც ისე – დეტექტივმა აღარ და-
ასრულა, – მაპატიეთ, მგონი, ღრმად შევტოპე და იმ თემას შევეხე,
რომელიც არ უნდა მეხსენებინა.
მის ბრუისმა ყურადღებით შეხედა და ცივად მიუგო:
– ლედი სტაბსმა ჩინებულად იცის, რასაც აკეთებს. გარდა იმისა,
როგორც აღნიშნეთ, ძალიან კოხტა ახალგაზრდა ქალია, ძალზე გო-
ნებაგამჭრიახიცაა.
ქალი შეტრიალდა და სანამ პუარო გაოცებული სახის მიღებას
მოასწრებდა, ოთახიდან გავიდა. აი, თურმე რას ფიქრობდა დიასახ-
ლისზე საქმიანი მის ბრუისი! თუ ეს რაღაც განსაკუთრებული მიზე-
ზის გამო თქვა? რატომ გამოიჩინა ასეთი გულწრფელობა უცხო,
ახალმოსულ ადამიანთან? იქნებ სწორედ იმიტომ, რომ უცხო იყო,
თანაც უცხოელი? პუარომ საკუთარი გამოცდილებით იცოდა, რომ
ბევრი ინგლისელი აინუნშიც არ აგდებდა უცხოელებს და ფიქრობ-
და, რომ მათთვის ყველაფრის თქმა შეიძლებოდა!
ის მოიღუშა და დაბნეული სახით მიაჩერდა მიხურულ კარს. შემ-
დეგ ფანჯარასთან მივიდა და გარეთ გაიხედა. სწორედ ამ დროს სახ-
ლიდან ლედი სტაბსი და მისის ფოლიატი გამოვიდნენ, მცირე ხნით
შეჩერდნენ მაგნოლიის ხესთან და გაცხოველებით საუბრობდნენ
რაღაცაზე. ბოლოს მისის ფოლიატმა თავი დააქნია დამშვიდობების
ნიშნად, აიღო ბაღის კალათა, რომელშიც ხელთათმანი იდო, და
სწრაფი ნაბიჯებით გაუყვა ხეივანს. ლედი სტაბსი დიდხანს გაჰყუ-
რებდა მიმავალს, შემდეგ ანგარიშმიუცემლად მოწყვიტა მაგნოლი-

41
ის ყვავილი, დაყნოსა და აუჩქარებლად დაადგა ხეებს შორის გამა-
ვალ ბილიკს მდინარისკენ. რამდენჯერმე მიიხედა უკან მხარზემო-
დან და თვალს მიეფარა. მაგნოლიის ხეებიდან მშვიდად გამოვიდა
მაიკლ უეიმენი, წამით შეყოყმანდა და იქით გაემართა, სადაც ახლა-
ხან გაუჩინარდა მაღალი, მოხდენილი ფიგურა.
„ლამაზი და ენერგიული ახალგაზრდაა, – გაიფიქრა პუარომ, –
თანაც, სერ ჯორჯ სტაბსზე გაცილებით მიმზიდველი... მერე რა? ჩვე-
ულებრივი ამბავია. შუახნის მდიდარი, შეუხედავი ქმარი, ახალგაზ-
რდა და ლამაზი ცოლი, საკმარისად ან არც ისე ჭკვიანი, მიმზიდვე-
ლი და შთამბეჭდავი ახალგაზრდა მამაკაცი. ნუთუ ამის გამო დამირ-
ეკა ასე სასწრაფოდ მისის ოლივერმა? ცხადია, მისის ოლივერს წარ-
მოსახვის უნარი არ აკლია, მაგრამ...“
– თუმცა ვერ გამოვდგები კონსულტანტად, – ჩაილაპარაკა პუარ-
ომ, – ადიულტერის ან ჩანასახოვანი ადიულტერის საკითხებში. და
საერთოდ, რატომ აიჩემა მისის ოლივერმა, რომ აქ რაღაც ისე არ
არის? თუმცა მის თავში ისეთი დომხალია...
პუარო ვერაფრით ხვდებოდა, როგორ ახერხებდა ეს ქალი ნორ-
მალური დეტექტიური რომანების წერას. თუმცა, იმავდროულად,
ხშირად აოცებდა თავისი გამჭრიახობით.
–დრო ცოტაა, ცოტაა, – ჩაიბურტყუნა მან, ნუთუ მისის ოლივერი
არ ცდება და აქ მართლა რაღაც ისე არ არის? ალბათ, ასეა. მერე?
ვის შეუძლია ყველაფერს ნათელი მოჰფინოს? სასწრაფოდ მეტი უნ-
და შევიტყო აქ მყოფებზე, მაგრამ ვინ მიამბობს?
ხანმოკლე ფიქრის შემდეგ პუარომ ხელი სტაცა შლაპას (არასო-
დეს გადიოდა გარეთ თავშიშველი საღამოობით), სწრაფად გავიდა
ოთახიდან და კიბეზე დაეშვა. შორიდან მისის მასტერტონის მბრძა-
ნებლური ყეფა ისმოდა, სადღაც ახლოს კი – სერ ჯორჯის მოუთმენე-
ლი, ვნებიანი ხმა:
– ეშმაკსაც წაუღია ეს ჩადრი. სალი, მინდა ჩემს ჰარამხანაში
იყოთ. ხვალ მოვალ ჩემი ბედის გასაგებად. რას მეტყვით, ჰა?
ამას მსუბუქი ორთაბრძოლისა და სალის დაძაბული ხმა მოჰყვა:
– გეყოფათ, ჯორჯ.

42
პუარომ წარბები ასწია, უხმაუროდ გავიდა გვერდითი კარიდან
და სწრაფად გაუყვა უკანა გზას, რომელსაც, მისი აზრით, მთავარ ხე-
ივანთან უნდა მიეყვანა.
ეს წარმატებული მანევრი გამოდგა. მართალია, ცოტა ქოშინებ-
და, სამაგიეროდ, მისის ფოლიატს შეხვდა.
– ნებას მომცემთ, მადამ? – მიმართა გალანტურად და საბაღე კა-
ლათა გამოართვა.
– გმადლობ, მესიე პუარო. რა თავაზიანი ხართ, თუმცა კალათა
სულაც არ არის მძიმე.
– და მაინც, თქვენი ნებართვით, სახლამდე მიგატანინებთ. მგო-
ნი, ახლოს ცხოვრობთ, არა?
– პატარა სახლში, მთავარ ჭიშკართან. სერ ჯორჯმა პატივი დამ-
დო და მომაქირავა.
ქოხი მისი ყოფილი სახლის მთავარ ჭიშკართან... რა განცდა უნ-
და დაუფლებოდა ამაზე ფიქრისას? მაგრამ საოცარი თავშეკავებუ-
ლობით გამოირჩეოდა, არაფერი ამჟღავნებდა მის გრძნობებს. პუ-
არომ თემის შეცვლა გადაწყვიტა:
– ლედი სტაბსი თავის ქმარზე გაცილებით ახალგაზრდაა, არა?
– ოცდასამი წლით.
– ძალზე მიმზიდველი ქალია.
– ჰეთი კარგი, საყვარელი გოგოა, – ჩაილაპარაკა მისის ფოლი-
ატმა.
პუარო სხვა პასუხს ელოდა. ქალმა განაგრძო: – უნდა გითხრათ,
რომ მას კარგად ვიცნობ. ერთ დროს მისი მეურვეც კი ვიყავი.
– ეს არ ვიცოდი.
– საიდან უნდა გცოდნოდათ. სევდიანი ამბავია. მის ოჯახს შაქ-
რის დიდი პლანტაციები ჰქონდა ვესტინდოეთში. მიწისძვრის დროს
მამული ხანძარმა შთანთქა, მშობლები და და-ძმა დაეღუპა. ჰეთი მა-
შინ პარიზის ერთ-ერთ მონასტერში ცხოვრობდა. მოკლედ, მო-
ულოდნელად მარტო დარჩა ამქვეყნად. მისმა ანდერძის აღმსრულ-
ებლებმა გადაწყვიტეს, რომ ჯობდა ერთხანს საზღვარგარეთ დარჩე
ნილიყო, სანამ საზოგადოებაში გამოსვლა მოუწევდა. ამის პასუხის-

43
მგებლობა კი მე დამეკისრა, – მისის ფოლიატმა ცივად გაიღიმა და
დაამატა, – როცა საჭიროა, გაკოხტავებაც შემიძლია. ბუნებრივია,
საჭირო კავშირებიც მქონდა – განსვენებული გუბერნატორი ჩვენი
ოჯახის ახლო მეგობარი იყო.
– ახლა ყველაფერი გასაგებია, მადამ.
– ეს მეც მაწყობდა, ვინაიდან ძალიან მიჭირდა – ჩემი ქმარი
ომის დაწყების წინ გარდაიცვალა. უფროსი ვაჟი ფლოტში მსახუ-
რობდა და თავის გემთან ერთად ჩაიძირა. უმცროსი კენიიდან დაბ-
რუნდა, კომანდოსში შევიდა და იტალიაში მოკლეს. ეს ნიშნავდა,
რომ სამმაგი გადასახადი უნდა გადამეხადა მემკვიდრეობისთვის.
ამიტომ სახლის გაყიდვა გადავწყვიტე. ძალზე დამწუხრებული ვიყა-
ვი და გამიხარდა, როცა შესაძლებლობა მომეცა, სხვა რამეზე გადა-
მეტანა ყურადღება. კერძოდ, ახალგაზრდა ქალზე ზრუნვასა და მოგ-
ზაურობაზე. ჰეთი ძალიან შემიყვარდა. შესაძლოა იმიტომაც, რომ
მალე მივხვდი, რომ არ შეეძლო... ასე ვთქვათ, სათანადოდ ზრუნვა
საკუთარ თავზე. სწორად გამიგეთ, მესიე პუარო: ჰეთი გონებრივად
ჩამორჩენილი კი არ არის, არამედ, როგორც სოფელში ამბობენ,
გულუბრყვილოა – მეტისმეტად დამჯერია, ადვილად ექცევა სხვის
გავლენაში, მისი მოტყუება ძალზე ადვილია. ვფიქრობ, უკეთესიც კი
გამოვიდა, რომ თითქმის უფულოდ დარჩა. მდიდარი მემკვიდრე
რომ ყოფილიყო, გაცილებით უარეს მდგომარეობაში აღმოჩნდებო-
და. მამაკაცებს ის მოსწონდათ, მგზნებარე ხასიათითა და ემოციუ-
რობით გამოირჩეოდა, ადვილად იხიბლებოდა, ამიტომ მუდამ სჭი-
რდებოდა თვალყურის მიდევნება. როდესაც მშობლების ქონების
აღწერისას აღმოჩნდა, ოჯახი გაკოტრებულიყო და ვალი სჭარბობდა
აქტივს, ღმერთს მადლობა შევწირე, რომ ჰეთი ისეთ კაცს შეუყვარ-
და, როგორიც სერ ჯორჯ სტაბსია. მან მასზე დაქორწინება გადაწყვი-
ტა.
– შესაძლოა... დიახ... ეს ერთგვარი გამოსავალი იყო.
– სერ ჯორჯმა ყველაფერს თავისით მიაღწია, – თქვა მისის ფოლ
იატმა, – სიმართლე ითქვას, გვარიანად ვულგარულია, თუმცა გულ
კეთილი, წესიერი და ძალზე მდიდარი. არა მგონია, ცოლთან სული-

44
ერ ურთიერთობაზე ოცნებობდეს. მას მხოლოდ ჰეთი სჭირდება,
რომელიც ნაირ-ნაირ სამოსს იცვამს, ძვირფასეულობით იწონებს
თავს, ქმართან ალერსიანი და დამჯერია, მის გვერდით ბედნიერია.
გამოგიტყდებით, მიხარია, რომ ყველაფერი ასე გამოვიდა. იცით,
სწორედ მე დავარწმუნე ჰეთი, ამ წინადადებას დასთანხმებოდა. ერ-
თმანეთს რომ ვერ შეჰგუებოდნენ, – მისის ფოლიატს ოდნავ დაეძა-
ბა ხმა, – სინდისი შემაწუხებდა, რომ საბრალო ქალიშვილი მასზე
გაცილებით უფროს კაცზე დაქორწინებაზე დავიყოლიე. მგონი, უკვე
გითხარით, რომ ჰეთის სუსტი ნებისყოფა აქვს და ყველას შეუძლია
ის ჩააგონოს, რაც მოესურვება.
– ჩემი აზრით, ამ შემთხვევაში სავსებით გონივრული გადაწყვე-
ტილება მიიღეთ, – მოუწონა პუარომ, – ინგლისელებივით რომან-
ტიკოსი არა ვარ. წარმატებული ქორწინებისთვის კი რომანტიკაზე
მეტია საჭირო.
მან დაამატა:
– რაც შეეხება ნასჰაუსს, საუცხოო, მეტიც – არამიწიერი სილა-
მაზით გამორჩეული ადგილია
– იძულებული ვიყავი, აქაურობა გამეყიდა, – თქვა მისის ფოლი-
ატმა ოდნავ გაბზარული ხმით, – მიხარია, რომ სერ ჯორჯმა შეიძინა.
ომის დროს მისი რეკვიზიცია მოახდინეს არმიის საჭიროებისთვის.
მისი გამოსყიდვა სახელმწიფოს ან კერძო პირს შეეძლო. ამ მშვენი-
ერ ოთახებს გადატიხრავდნენ და აქ სასტუმროს ან სკოლას გახ-
სნიდნენ. ფლეჩერებმაც, ჩვენმა ჰუდაუნელმა მეზობლებმა, გაყიდეს
თავიანთი კარ-მიდამო და ახლა იქ ტურისტული ცენტრია. ცხადია,
კარგია, რომ ახალგაზრდობისთვის დასასვენებელი ადგილი გა-
მოიძებნა, თანაც, ჰუდაუნი გვიანდელი ვიქტორიანული შენობაა,
რომელიც არ გამოირჩევა განსაკუთრებული ისტორიული მნიშვნე-
ლობით, ასე რომ, გადაკეთებამ დიდად ვერ დააზიანა. დასანანი
მხოლოდ ის არის, რომ ახალგაზრდები ხშირად შემოდიან ჩვენს ტე-
რიტორიაზე, რაც ძალზე აბრაზებს სერ ჯორჯს. მესმის მისი, ზოგჯერ
იშვიათი ჯიშის ბუჩქები ზიანდება. არადა, ტურისტებს გზის შემოკ-
ლება სურთ მდინარის გადასასვლელთან მისასვლელად.

45
ახლა ისინი მთავარ ჭიშკართან იდგნენ. მისის ფოლიატის პატა-
რა, თეთრი ერთსართულიანი სახლი ხეივნიდან ოდნავ მოშორებით
იდგა. მის გარშემო ბაღი გაეშენებინათ.
მისის ფოლიატმა პუაროს კალათა გამოართვა და მადლობა გა-
დაუხადა.
– ყოველთვის ძალიან მიყვარდა ეს სახლი, – თქვა მან და სინა-
ზით აღსავსე მზერა მიაპყრო მას, – მერდელმა, ჩვენმა მთავარმა მე-
ბაღემ, ოცდაათი წელი იცხოვრა იქ. ეს სახლი უფრო მომწონს, ვიდ-
რე კოტეჯი, მიუხედავად იმისა, რომ სერ ჯორჯმა გააფართოვა და გა-
ათანამედროვა. ჩვენი ახალი მებაღე ხომ ძალზე ახალგაზრდაა, ცო-
ლიც ახალგაზრდა ჰყავს. ახალგაზრდებს კი ელექტროუთო, თანა-
მედროვე ქურა, ტელევიზორი და მისთანები სჭირდებათ, რათა
დროს ფეხი აუწყონ... – მისის ფოლიატმა ამოიოხრა, – აღარავინ
დარჩა ძველებიდან, სულ ახალი სახეებია.
– მიხარია, მადამ, – უთხრა პუარომ, – რომ ნავსაყუდელში დაბ-
რუნდით.
– მაშ, იცით, სპენსერის ლექსი? „უდიდესი სიამოვნების მომ-
გვრელია ძილი მძიმე შრომის შემდეგ, მოსვენება ომის შემდეგ, სიკ-
ვდილი სიცოცხლის შემდეგ...“ – მისის ფოლიატი რამდენიმე წამით
გაჩუმდა და იმავე კილოთი განაგრძო, – ჩვენი სამყარო ძალზე
ცოდვილია, მესიე პუარო. მასში ბევრი ბოროტი ადამიანია. ეს, ალბ-
ათ, ჩემზე უკეთ იცით. ახალგაზრდებს ამას არ ვეუბნები, რათა იმედი
არ გავუცრუო, მაგრამ ეს სიმართლეა... დიახ, სამყარო ძალზე ცოდ-
ვილია.
მან ოდნავ დაუკრა თავი პუაროს, შეტრიალდა და სახლში შევი-
და. დეტექტივი ერთხანს იდგა და დახურულ კარს მისჩერებოდა.

46
პუარო ძებნისთვის განეწყო, ჭიშკრიდან გავიდა და დაღმართს
ჩაუყვა მიხვეულ-მოხვეული გზით, რომელმაც მალე პატარა ნავმი-
სადგომთან მიიყვანა. მოზრდილ ჯაჭვიან ზარზე ეწერა: „ბორნის გა-
მოსაძახებლად“. ნავმისადგომის გასწვრივ ბევრი ნავი იყო მიბმუ-
ლი. პუაროს ფეხების ფლატუნით მიუახლოვდა თვალწყლიანი ბე-
რიკაცი, რომელიც მანამდე ბოძზე მიყრდნობილი იდგა.
– ბორანი გჭირდებათ, სერ?
– არა, გმადლობ. ახლახან გამოვედი სასეირნოდ ნასჰაუსიდან.
– აჰ, მაშ, ნასიდან ხართ? ბიჭი ვიყავი, იქ რომ ვმუშაობდი. შემ-
დეგ ჩემი ვაჟიც მუშაობდა. მთავარი მებაღე იყო, მე კი ნავები მება-
რა. მოხუც სკვაირ ფოლიატს ძალიან უყვარდა ნავები. ნებისმიერ
ამინდში ცურავდა ნავით. მაიორს კი, მის შვილს, ნავით ცურვა არ
მოსწონდა. მას მხოლოდ ცხენები აინტერესებდა. უამრავ ფულს ახა-
რჯავდა მათ. ცხენები და სასმელი – მისმა ცოლმა ბევრი ტანჯვა გა-
დაიტანა. ალბათ, ნახავდით მას. პატარა სახლში ცხოვრობს, ჭიშ-
კართან.
– დიახ. ცოტა ხნის წინათ ვესაუბრე.
– ეს ფოლიატი ტივერტონის გარე ბიძაშვილია. აი, ვინ ერკვევა
მებაღეობაში! სწორედ მან დარგო ამდენი ბუჩქი. როდესაც ორივე
ახალგაზრდა ჯენტლმენი ომში წავიდა, ის უვლიდა მათ, რათა სარე-
ველს არ მოსდებოდა.
– არ გაუმართლა – ორივე შვილი ომში დაეღუპა.
– დიახ, მძიმე ცხოვრება ჰქონდა. იმასთანაც და ამასთანაც.
ქმრის გამოც დაიტანჯა და ახალგაზრდა ჯენტლმენების გამოც. არა,
მისტერ ჰენრისთან არა. ის ჩინებული ახალგაზრდა ჯენტლმენი იყო.
ბაბუას დაემსგავსა – ნავით ცურვა უყვარდა. ბუნებრივია, ფლოტში
დაიწყო სამსახური. აი, მისტერ ჯეიმზმა კი ბევრი უბედურება მოუტა-
ნა: ვალები, ქალები, თანაც მძიმე ხასიათი. ასეთი გააჩინა ბუნებამ,
მაგრამ ომი ყველაზე შესაფერისი იყო მისთვის. მან, შეიძლება ით-

47
ქვას, შანსი მისცა. დიახ! ბევრი კაცი, რომლებსაც არ შეეძლოთ ღი-
რსეულად ცხოვრება მშვიდობიანობის დროს, ვაჟკაცურად დაიღუპ-
ნენ ომში.
– მაშასადამე, ნასში ფოლიატებისგან არავინ დარჩა, – თქვა პუ-
არომ.
ბერიკაცმა მკვეთრად შეწყვიტა სიტყვამრავლობა.
– დიახ, როგორც ბრძანეთ, სერ.
პუარომ ცნობისმოყვარეობით შეხედა მოხუცს.
– სამაგიერიოდ, სერ ჯორჯ სტაბსი გყავთ. რას ფიქრობს ხალხი
მასზე?
– როგორც ვიცით, საშინლად მდიდარია, – თქვა ბერიკაცმა და
მისმა ხმამ გულგრილად, თითქმის დამცინავად გაიჟღერა.
– მის ცოლზე?
– ოჰ, ის, უბრალოდ, მშვენიერი ლონდონელი ლედია. ბაღშიც კი
ვერაფერს აკეთებს. ამბობენ, რომ აქ ცოტა აკლია, მან მრავალმნიშ-
ვნელოვნად მიიკაკუნა თითი საფეთქელზე, – კარგს ნაკლებად ლა-
პარაკობენ. წელიწადზე მეტი იქნება, რაც აქ არიან. მამული იყიდეს
და ყველაფერი გააახლეს. გუშინდელივით მახსოვს მათი ჩამოს-
ვლა. საღამოს ჩამოვიდნენ, წინადღეს კი ისეთი საშინელი გრიგალი
ამოვარდა, მსგავსი არაფერი მახსოვს. ხეებს ძირფესვიანად თხრი-
და. ერთი მათგანი ხეივნის გარდიგარდმო დაეცა. სასწრაფოდ დავ-
ხერხეთ, რათა მანქანებისთვის გზა გაგვეთავისუფლებინა. ყველაზე
მეტი საზრუნავი მუხამ გაგვიჩინა – წაიქცა, სხვაც ბევრი გაიყოლა
თან და იქაურობა სულ ჩახერგა.
– იქ, სადაც ახლა „კაპრიზი“ დგას?
ბერიკაცმა თავი მიაბრუნა და ზიზღიანად გადააფურთხა.
– დიახ, „კაპრიზი“ დაარქვეს. ეს „კაპრიზი“ ახალმოდური სისუ-
ლელეა. ძველი ფოლიატების დროს აქ არავითარი „კაპრიზი“ არ
იდგა. ეს ლედიმ, მისმა ბრწყინვალებამ მოიფიქრა. მათი ჩამოსვლი-
დან სამი კვირაც არ იქნებოდა გასული, რომ ააშენეს. ეჭვი არ მეპა-
რება, სწორედ მან დაიყოლია სერ ჯორჯი. როგორ მოუვიდათ თავში
ასეთი უაზრობა – კერპთაყვანისმცემლების ტაძარივით გაჩხერილა

48
ხეებს შორის. მესმის, ვიტრაჟებიანი ფანჩატური გაეკეთებინათ. ნამ-
დვილად არ ვიქნებოდი წინააღმდეგი.
პუარომ ოდნავ გაიღიმა.
– ლონდონელ ქალბატონებს საკუთარი ფანტაზია აქვთ, – თქვა
მან, – სამწუხაროა, რომ ფოლიატების დრო დასრულდა.
– არ დაიჯეროთ, სერ, – ბერიკაცმა ხრინწიანად ჩაიცინა, – ფო-
ლიატები ყოველთვის იქნებიან ნასში.
– მაგრამ სახლი ხომ სერ ჯორჯ სტაბსს ეკუთვნის.
– ასეა, თუმცა ფოლიატები ჯერაც აქ არიან. ეჰ! ფოლიატები იშ-
ვიათი ეშმაკობით გამოირჩევიან!
– რას გულისხმობთ?
ბერიკაცმა ცბიერი სახით შეხედა პუაროს.
– მისის ფოლიატი ხომ ბაღში მდგარ პატარა სახლში ცხოვრობს?
– დიახ, – აუჩქარებლად მიუგო პუარომ, – მისის ფოლიატი ბაღ-
ში მდგარ პატარა სახლში ცხოვრობს, სამყარო ძალზე ცოდვილია,
ადამიანები კი – ძალზე ბოროტი.
ბერიკაცი თანამოსაუბრეს მიაჩერდა.
– აჰა, მაშასადამე, შესაძლოა რაღაც იცით, – თქვა მან და ფლა-
ტუნით წავიდა.
„ნეტავ რა შეიძლება ვიცოდე?“ – გაიფიქრა გაღიზიანებულმა პუ-
არომ, როდესაც სახლისკენ მიმავალ აღმართს აუყვა.
ერკიულ პუარომ საგულდაგულოდ მოიწესრიგა თავი, ულვაშზე
სურნელოვანი პომადა წაისვა და ბოლომდე გადაიგრიხა. შემდეგ
სარკეს ოდნავ დაშორდა, ყურადღებით შეათვალიერა თავი და ნანა-
ხით კმაყოფილი დარჩა.

||

სახლში გონგის ხმა გაისმა. პუარო კიბეზე დაეშვა. მსახურთუფ-


როსს უკვე დაესრულებინა კრეშენდოს, ფორტეს, დიმინუენდოსა და
რალენტანდოს არტისტული შესრულება და გონგზე შემოსაკრავ

49
ჯოხს მისთვის განკუთვნილ კაუჭზე ჰკიდებდა. მელანქოლიურ სახე-
ზე კმაყოფილება აღბეჭდოდა.
პუარომ გაიფიქრა: „შანტაჟის წერილი ეკონომისგან. ან მსახურ-
თუფროსისგან“... სხვათა შორის, მსახურთუფროსი ისე გამოიყურე-
ბოდა, თითქოს შანტაჟის წერილების შედგენა მისი საქმიანობის
სფერო იყო. პუაროს თავში გაუელვა, მისის ოლივერის პერსონაჟე-
ბი რეალური ადამიანები ხომ არ არიანო.
ჰოლში მის ბრუისმა გაიარა. ყვავილებიანი შიფონის კაბა ეცვა,
რომელიც სულ არ უხდებოდა. პუარო მას დაეწია და ჰკითხა:
– ეკონომი ხომ არ გყავთ აქ?
– ოჰ, არა, მესიე პუარო. ახლა ამ პროფესიას აღარ სწყალობენ.
ალბათ, მხოლოდ დიდ ოჯახებში. არა, ამ სახლში მე ვარ ეკონომი...
ზოგჯერ უფრო მეტად ეკონომი, ვიდრე მდივანი.
ქალმა ცალყბად გაიცინა.
– მაშ, თქვენ ხართ ეკონომი?
პუარო ჩაფიქრებით მიაჩერდა ქალს. არა, ვერ წარმოიდგინა,
როგორ წერდა მის ბრუისი შანტაჟის წერილს. ანონიმურს – კი, ბა-
ტონო. იცოდა, რომ ანონიმურ წერილებს სწორედ მის ბრუისის
მსგავსი ქალები წერდნენ – სოლიდური, საიმედო ქალები, რომელ-
თაგან არავინ ელოდა ამას.
– რა ჰქვია თქვენს მსახურთუფროსს? – ჰკითხა პუარომ.
– ჰენდენი, – მიუგო, ცოტა არ იყოს, გაოცებულმა მის ბრუისმა.
პუარომ სწრაფად დაამატა:
– ასე მგონია, უკვე მინახავს სადღაც.
– სავსებით შესაძლებელია, – თქვა მის ბრუისმა, – ასეთი ადა-
მიანები არასოდეს რჩებიან ერთ ადგილას ოთხ თვეზე მეტხანს. მა-
ლე ინგლისში სახლი აღარ დარჩება, სადაც ისინი არ ყოფილან.
ჩვენს დროში ცოტა ვინმეს თუ შეუძლია მსახურთუფროსისა და მზა-
რეულის აყვანა.
ისინი სასტუმრო ოთახში შევიდნენ. სერ ჯორჯმა, რომელსაც ეტ-
ყობოდა, უხერხულად გრძნობდა თავს სმოკინგში, მას შერი შესთა-
ვაზა. ფოლადისფერ ატლასის კაბაში გამოწყობილი მისის ოლივე-

50
რი დრომოჭმულ სამხედრო გემს ჰგავდა. ლედი სტაბსს გლუვთმია-
ნი თავი დაეხარა და ჟურნალ „Vogue“–ს დასჩერებოდა.
ალეკ და სალი ლეგები გაცხოველებით ესაუბრებოდნენ ჯიმ უერ-
ბერტონს.
– წინ მძიმე საღამო გველოდება, – თქვა უერბერტონმა, – ამი-
ტომ არავითარი ბრიჯი. ყველანი ხელებაკაპიწებული ვმუშაობთ. კი-
დევ ბევრი განცხადება უნდა დავწეროთ, მკითხავის დიდი აფიშაც
გასაკეთებელია. რა დავარქვათ მკითხავს? მადამ ზულეიკა? ესმე-
რალდა? თუ ბოშა ლი – ბოშების დედოფალი?
–რამე აღმოსავლური ჯობია, – თქვა სალიმ, – სოფლებში ბოშე-
ბის ატანა არა აქვთ. ზულეიკა კარგად ჟღერს. მე საღებავი მაქვს და
ვფიქრობ, მაიკლი მოახერხებს დაკლაკნილი გველის დახატვას აფ-
იშაზე.
– ზულეიკას კლეოპატრა ხომ არ აჯობებს?
კარში ჰენდენი გამოჩნდა.
– სადილი მზადაა, მილედი.
ყველანი სასადილო ოთახში შევიდნენ. გრძელ მაგიდაზე სან-
თლები ციმციმებდა. იქაურობა ჩრდილებს მოეცვა. უერბერტონი და
ალეკ ლეგი დიასახლისის აქეთ-იქით დასხდნენ, პუარო – მისის
ოლივერსა და მის ბრუისს შორის. მისის ბრუისი აქტიურად მონაწი-
ლეობდა საუბარში, რომელიც, ბუნებრივია, მოახლოებული თამა-
შის დეტალებს შეეხებოდა.
მისის ოლივერს ჩაფიქრებული სახე მიეღო და თითქმის არ ლა-
პარაკობდა.ბოლოს გადაწყვიტა, რომ მასაც უნდა ეთქვა ორიოდე
სიტყვა, პუაროს მიუბრუნდა და უთხრა:
– ყურადღებას ნუ მომაქცევთ, უბრალოდ, ვიხსენებ, რამე ხომ არ
გამომრჩა.
სერ ჯორჯმა გულიანად გაიცინა.
– ფატალური შეცდომა, არა? – იკითხა მან.
– მართალს ბრძანებთ, – მიუგო მისის ოლივერმა, – ყოველთვის
ასეა. ზოგჯერ ვერავინ აცნობიერებს მას, სანამ წიგნი არ დაიბეჭდე-
ბა. საშინელებაა! – მან შეწუხებული სახე მიიღო და ამოიხვნეშა, –

51
საინტერესოა, რომ ადამიანთა უმეტესობა ვერ ამჩნევს ამას. საკუ-
თარ თავს ვამშვიდებ: „ბუნებრივია, მზარეულმა უნდა შეამჩნიოს,
რომ ორი კატლეტი შეუჭმელია“, მაგრამ სხვები ამას არც გაიფიქრე-
ბენ.
– როგორ დამაინტერესეთ, – თქვა მაიკლ უეიმენმა და წინ გა-
დაიხარა, – მეორე კატლეტის საიდუმლო. ძალიან გთხოვთ, არაფე-
რი ამიხსნათ. ამაზე სააბაზანოში ვიფიქრებ.
მისის ოლივერმა დაბნეულად გაუღიმა და კვლავ თავის ფიქრებს
დაუბრუნდა.
ლედი სტაბსიც დუმდა. დროდადრო ამთქნარებდა. უერბერტო-
ნი, ალეკ ლეგი და მის ბრუისი ყურადღებას არ აქცევდნენ მას და სა-
უბარს განაგრძობდნენ. როდესაც სასადილო ოთახიდან გავიდნენ,
ლედი სტაბსი კიბესთან გაჩერდა.
– დასაძინებლად მივდივარ, – განაცხადა მან, – ძალიან მეძინე-
ბა.
– ოჰ, ლედი სტაბს! – შესძახა მის ბრუისმა, – ჯერ კიდევ ბევრი
საქმე გვაქვს. იმედი გვქონდა, რომ დაგვეხმარებოდით.
– დიახ, ვიცი, – თქვა ლედი სტაბსმა, – მაგრამ დასაძინებლად
მივდივარ.
პატარა, კმაყოფილ ბავშვს ჰგავდა, რომელმაც თავისი გაიტანა.
ამ დროს სასადილო ოთახიდან სერ ჯორჯი გამოვიდა.
– დავიღალე, ჯორჯ, დასაძინებლად მივდივარ. წინააღმდეგი ხომ
არა ხარ?
სერ ჯორჯი მასთან მივიდა და ალერსიანად მოუთათუნა ხელი
მხარზე.
– წადი და გამოიძინე, ჰეთი. ხვალ ძალ-ღონით სავსე უნდა იყო.
მან ნაზად აკოცა ცოლს, რომელიც კიბეს აუყვა, ხელი დაიქნია და
ყველას მიმართა:
– ღამე მშვიდობისა.
სერ ჯორჯმა დაბლიდან გაუღიმა. მის ბრუისმა ამოიხვნეშა და მკ-
ვეთრად შეტრიალდა.
– აბა, ყველანი წავედით, – თქვა მოჩვენებითი მხიარულებით, –

52
უნდა ვიმუშაოთ.
ყველა თავისი საქმის კეთებას შეუდგა. ვინაიდან მის ბრუისი ერ-
თდროულად ყველგან ვერ იქნებოდა, მალე დეზერტირებიც გამოჩ-
ნდნენ. მაიკლ უეიმენმა აფიშაზე დიდებული და მრისხანე გველი და-
ხატა, „მადამ ზულეიკა ბედს გიწინასწარმეტყველებთ“ წააწერა და
შეუმჩნევლად გაუჩინარდა. ალეკ ლეგმა რამდენიმე წვრილმანი,
უბრალო დავალება შეასრულა სხვების დასანახავად, განაცხადა,
სათამაშო რგოლები უნდა გავზომოო, წავიდა და აღარ გამოჩენი-
ლა. ქალები, როგორც სჩვევიათ, ენერგიულად და კეთილსინდისიე-
რად მუშაობდნენ. ერკიულ პუარომ დიასახლისს მიჰბაძა და თვითო-
ნაც დასაძინებლად წავიდა

|||

პუარო სასაუზმოდ მომდევნო დილის ათის ნახევარზე ჩავიდა.


საუზმე ომამდელი სტილით მოემზადებინათ. რამდენიმე ცხელი კე-
რძი ელექტროგამათბობელზე. სერ ჯორჯი ინგლისელებისთვის და-
მახასიათებელ ერბოკვერცხს, ბეკონსა და თირკმელს შეექცეოდა.
მისის ოლივერმა და მის ბრუისმაც იგივე აირჩიეს, ოღონდ სხვა
პროპორციით. მაიკლ უეიმენმა მთელი თეფში ცივი ლორი გადასან-
სლა. მხოლოდ ლედი სტაბსმა თქვა უარი ხორციან კერძებზე. ის
თხელ დაბრაწულ პურს ახრაშუნებდა და შავ ყავას აყოლებდა. თავ-
ზე ეხურა განიერი, ბაცი ვარდისფერი შლაპა, რაც ძალზე უცნაურად
გამოიყურებოდა დილის სუფრაზე.
ახლახან ფოსტა მოეტანათ. მის ბრუისის წინ წერილების უშვე-
ლებელი გროვა იყო. ის სწრაფად აწყობდა მათ პატარ-პატარა დას-
ტებად. როცა სერ ჯორჯისთვის გამოგზავნილი დოკუმენტი შეხვდე-
ბოდა, წარწერით „პირადად“, მას აწვდიდა, დანარჩენებს კი თვითონ

53
ხსნიდა და ახარისხებდა.
ლედი სტაბსის სახელზე სამი წერილი მოვიდა. მან გვერდზე მო-
ისროლა ორი მათგანი, რომლებიც აშკარად უკავშირდებოდა ანგა-
რიშის ქვითრებს, მესამე კი გახსნა და მოულოდნელად შესძახა:
– ოჰ!
ეს ისეთი შიშით წამოიძახა, რომ ყველამ მისკენ მიიხედა.
– ეტიენისგანაა, – თქვა მან, – ჩემი ბიძაშვილისგან. იახტით მო-
ვა აქ.
– აბა, მანახვე, ჰეთი, – სერ ჯორჯმა ხელი გაიწვდინა. ქალმა წე-
რილი მიაწოდა. კაცმა ფურცელი გაშალა და წაიკითხა.
– ვინ არის ეს ეტიენ დე სუზა? ბიძაშვილიო, თქვი?
– ასე მგონია. გარე ბიძაშვილი. კარგად ვერ ვიხსენებ... თითქმის
არ მახსოვს. ის...
– დიახ, ძვირფასო?
ლედი სტაბსმა მხრები აიჩეჩა.
– ამას მნიშვნელობა არა აქვს. ეს დიდი ხნის წინათ იყო. მაშინ
პატარა გოგო ვიყავი.
– მერე რა, რომ კარგად არ გახსოვს. მაინც უნდა მივიღოთ, –
თბილად უთხრა სერ ჯორჯმა, – დასანანია, რომ დღესასწაული გვა-
ქვს, მაგრამ არა უშავს, სადილზე დავპატიჟებთ. იქნებ შევთავაზოთ,
რომ ერთი-ორი ღამით დარჩეს – აქაურობა დავათვალიერებინოთ.
სერ ჯორჯი, სოფლის სკვაირი, გულკეთილი კაცი იყო. ლედი
სტაბსს არაფერი უთქვამს. ის თავის ყავის ფინჯანს დასჩერებოდა.
ბუნებრივია, ყველა ჩაერთო დღესასწაულზე საუბარში. პუარო
მასში არ მონაწილეობდა. ის ყურადღებით აკვირდებოდა მოხდე-
ნილ, ექსტრავაგანტურ დიასახლისს. ძალიან უნდოდა სცოდნოდა,
რაზე ფიქრობდა ქალი. სწორედ ამ დროს ლედი სტაბსმა თავი ასწია
და სწრაფად გაიხედა იქით, სადაც პუარო იჯდა. ეს ისეთი გამჭრიახი
და დაკვირვებული მზერა იყო, რომ დეტექტივი შეკრთა. როდესაც
მათი მზერა ერთმანეთს შეხვდა, გამჭრიახი გამომეტყველება გაქრა
და მისი ადგილი სიცარიელემ დაიბრუნა, მაგრამ ცივი ანგარიშია-
ნობა და დაძაბულობა ბოლომდე არ გამქრალა...

54
იქნებ მოეჩვენა? თუმცა გონებრივად არცთუ სრულფასოვანი
ადამიანები ხშირად თავისებურად ძალზე ეშმაკები არიან, რასაც
ზოგჯერ ისინიც კი ვერ ხვდებიან, ვინც მათ კარგად იცნობს.
გაიფიქრა, რომ ლედი სტაბსი იდუმალებით მოცული პიროვნება
იყო. ადამიანები დიამეტრულად განსხვავებულ აზრებს გამოთქვამ-
დნენ მასზე. მის ბრუისმა მიანიშნა, რომ ლედი სტაბსმა ჩინებულად
იცოდა, რასაც აკეთებდა. მისის ოლივერი აშკარად ჭკუასუსტად
სთვლიდა, მისის ფოლიატი კი, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში
ახლოს იცნობდა ქალს, არცთუ ნორმალურ ადამიანად ახასიათებდა
სერ ჯორჯის ცოლს და ყურადღებას ამახვილებდა მასზე ზრუნვისა და
თვალყურის საჭიროებაზე.
მის ბრუისი, სავარაუდოდ, არაობიექტურად მსჯელობდა, ვინაი-
დან არ მოსწონდა ლედი სტაბსი მისი სიზარმაცისა და გულგრილო-
ბის გამო. პუარომ ისიც კი გაიფიქრა, მის ბრუისი სერ ჯორჯის მდი-
ვანი მათ ქორწინებამდეც ხომ არ იყოო. ამ შემთხვევაში შესაძლოა
მართლა არ მოსწონებოდა ახალი წესების შემოღება.
პუარო სავსებით დაეთანხმებოდა მისის ფოლიატსა და მისის
ოლივერს – დღეს დილამდე... მაგრამ, ბოლოს და ბოლოს, ღირდა
კი დასკვნის გაკეთება მხოლოდ წამიერი მზერისგან მიღებულ შთა-
ბეჭდილებაზე დაყრდნობით?
მაგიდასთან მჯდომი ლედი სტაბსი მკვეთრად წამოდგა.
– თავი მტკივა, – თქვა მან, – ჩემს ოთახში წავალ და წამოვწვები.
სერ ჯორჯი შეშფოთდა:
– ხომ კარგად ხარ, ჩემო ძვირფასო?
– მხოლოდ თავი მტკივა.
– იმედია, დღესასწაულისთვის კარგად იქნები, არა?
– დიახ, ასე მგონია.
– ასპირინი დალიეთ, ლედი სტაბს, – მკვირცხლად ურჩია მის
ბრუისმა, – გაქვთ თუ მოგიტანოთ?
– მაქვს.
როდესაც ლედი სტაბსი კარისკენ გაემართა, იატაკზე ცხვირსა-
ხოცი დაუვარდა, რომელსაც ანგარიშმიუცემლად აწვალებდა თითე-

55
ბით. პუარომ მყისვე გადადგა რამდენიმე ნაბიჯი და აიღო.
სერ ჯორჯი აპირებდა, ცოლს გაჰყოლოდა, მაგრამ მის ბრუისმა
შეაჩერა:
– სერ ჯორჯ, რაც შეეხება მანქანების დასაყენებელ ადგილს
დღეს, სწორედ ახლა ვაპირებდი განკარგულების გაცემას მიჩელის-
თვის. თქვენი აზრით, ის ადგილია საუკეთესო, რომელიც მითხარ-
ით?
პუაროს მეტი არაფერი გაუგონია, ვინაიდან სასწრაფოდ გაჰყვა
ლედი სტაბსა და კიბესთან დაეწია.
– მადამ, აი, ეს დაგივარდათ, – უთხრა მას, ცხვირსახოცი გაუწო-
და და თავი დაუკრა.
– მართლა? გმადლობ, – დაბნეულად მიუგო ქალმა და ცხვირსა-
ხოცი გამოართვა.
– ძალიან ვწუხვარ, რომ ასე იტანჯებით, მით უმეტეს, იმ დროს,
როცა თქვენი ბიძაშვილი ჩამოდის.
– ეტიენის დანახვაც არ მინდა! – შესძახა უეცრად ლედი სტაბსმა,
– არ მომწონს. ცუდი ადამიანია. ყოველთვის ცუდი იყო. მეშინია მი-
სი. მუდამ რაღაც სისაძაგლეს აკეთებს.
გაიღო სასადილო ოთახის კარი. სერ ჯორჯმა ჰოლი გადაჭრა და
კიბისკენ გაემართა.
– ჰეთი, ჩემო საბრალოვ, ჩემო ძვირფასო, – თქვა მან მიახლოე-
ბისთანავე, – ნება მომეცი, გამოგყვე და დაწოლაში მოგეხმარო.
ისინი ერთად აუყვნენ კიბეს. კაცს ნაზად მოეხვია ხელი ცოლის-
თვის. სახეზე წუხილი და შეშფოთება აღბეჭდოდა.
პუარომ თვალი გააყოლა წყვილს, შემდეგ მიტრიალდა და და-
ინახა მის ბრუისი, რომელიც სადღაც მიიჩქაროდა. ხელში ქაღალდ-
ები ეჭირა.
– ლედი სტაბსს თავი სტკივა და... – დაიწყო პუარომ.
– იმაზე მეტად არა, ვიდრე მე ფეხი, – გულმოსულად ჩაიბურტყუ-
ნა მის ბრუისმა, თავის კაბინეტში შევიდა და კარი მიხურა.
პუარომ ამოიხვნეშა და სადარბაზო კარით ტერასაზე გავიდა. იქ-
ვე პატარა ავტომობილი გაჩერდა. იქიდან მისის მასტერტონი გად-

56
მოვიდა და გზადაგზა დაიწყო განკარგულებების გაცემა ბოხი, ძლი-
ერი, ძაღლის ყეფის მსგავსი ხმით, თუ სად და როგორ დაედგათ ჩაი-
სთვის განკუთვნილი კარავი.
ის პუაროსკენ შეტრიალდა მისასალმებლად.
– ღმერთო ჩემო, კიდევ რამდენი საქმეა, – თქვა მან, – ყველა-
ფერს არასწორად აკეთებენ. არა, როჯერს! მარცხნივ გასწიე. მარ-
ცხნივ, მარჯვნივ კი არა! ამინდზე რას ფიქრობთ, მესიე პუარო? რაღ-
აც არ მომწონს. წვიმა, ცხადია, ყველაფერს გააფუჭებს. არადა, წე-
ლს, როგორც იქნა, საუცხოო ზაფხული იყო. სად არის სერ ჯორჯი?
პარკინგზე უნდა დაველაპარაკო.
– მის ცოლს თავი ასტკივდა და დასაწოლად წავიდა.
– ეგ არაფერი, შუადღისთვის კარგად იქნება, – განაცხადა მისის
მასტერტონმა, – არადა, უყვარს გართობა. ჩაიცვამს შესანიშნავ სა-
მოსს და ბავშვივით გაიხარებს. იმ პალოებს ხომ ვერ მომიტანთ? სა-
ათიანი გოლფისთვის მინდა მონიშვნა.
პუარომ გონზე მოსვლაც ვერ მოასწრო, რომ უკვე გაუჩერებლად
უწევდა მისის მასტერტონის ახალ-ახალი დავალებების შესრულება.
ხანმოკლე შესვენებების დროს ქალი მოწყალედ ესაუბრებოდა:
– იმ დასკვნამდე მივედი, რომ ყველაფერი თვითონ უნდა აკეთო.
ასე უფრო საიმედოა... თქვენ, მგონი, ელიოტების მეგობარი ხართ,
არა?
პუარო დიდი ხნის განმავლობაში ცხოვრობდა ინგლისში და მა-
შინვე მიხვდა, რას ნიშნავდა ეს ბოლო ფრაზა. სინამდვილეში მისის
მასტერტონი ამბობდა: „მართალია, უცხოელი ბრძანდებით, მაინც
ჩვენიანი ხართ“. ქალმა მიმნდობი კილოთი განაგრძო:
– კარგია, რომ ნასში კვლავ ცხოვრობენ. გვეშინოდა, რომ იქ სა-
სტუმროს გახსნიდნენ. სადაც წახვალ, ყველგან აბრაა გამოკრული:
„სასტუმრო“, „კერძო სასტუმრო“ ან „სასტუმრო A.A.სრული ლიცენ-
ზიით“. უწინ ასეთ სახლებში სტუმრად მივდიოდით ან საცეკვაოდ ვი-
კრიბებოდით. ძალზე სამწუხაროა ამის ხილვა. ასე რომ, მიხარია ნა-
სის გამო. ცხადია, საბრალო და ძვირფას ემი ფოლიატსაც უხარია.
მან მძიმე ცხოვრება გამოიარა, თუმცა უნდა გითხრათ, რომ არასო-

57
დეს წუწუნებს. სერ ჯორჯმა ნამდვილი სასწაული მოახდინა ნასში –
არაფერი გაუფუჭებია. არ ვიცი, ეს ემი ფოლიატის გავლენის შედე-
გია თუ თვითონ აქვს კარგი გემოვნება. არა, მართლა კარგი გემოვ-
ნება აქვს, რაც საკვირველია მისნაირი ადამიანებისგან.
– ადგილობრივი უტიტულო მემამულე აზნაურთა წრიდან ხომ არ
არის? – ფრთხილად ჰკითხა პუარომ.
– როგორც ვიცი, ნამდვილი სერ ჯორჯიც კი არაა. ეჭვი მაქვს,
რომ ეს სახელი ჯორჯ სანგერის, ცირკის მფლობელისგან ისესხა. სა-
საცილოა... მაგრამ ჩვენ არაფერს ვაგრძნობინებთ. მდიდრების-
თვის ნებადართულია მსგავსი სისუსტე, არა? სასაცილოა, რომ მისი
წარმოშობის მიუხედავად, ჯორჯ სტაბსისთვის ყველა სახლის კარი
ღიაა. ის წარსულის სიმბოლოა, მეთვრამეტე საუკუნის სკვაირის
ნამდვილი ნიმუში. აშკარაა, რომ მასში კეთილშობილური სისხლი
ჩქეფს. ვფიქრობ, მამამისი ჯენტლმენი იყო, დედა კი, ალბათ, რომე-
ლიღაც ბარის მებუფეტე.
მისის მასტერტონმა ლაპარაკი შეწყვიტა, რათა მებაღისთვის და-
ეძახა:
– ამ როდოდენდრონთან არა! მარჯვნივ კეგლისთვის უნდა და-
ტოვოთ ადგილი. მარჯვნივ, და არა მარცხნივ! ის პუაროს მიუბრუნ-
და, – საოცარია, რომ ასე უჭირთ დამახსოვრება, რომელია მარჯვე-
ნა მხარე და რომელი – მარცხენა. აი, ბრუისი კი საზრიანია, ოღონდ
საბრალო ჰეთის არ სწყალობს. ზოგჯერ ისე უყურებს, თითქოს მისი
მოკვლა უნდა. ბევრ კარგ მდივანს თავისი ბოსი უყვარს. თქვენი აზ-
რით, სად შეიძლება იყოს ჯიმ უერბერტონი? სულელურად იქცევა,
როდესაც თავს „კაპიტანს“ უწოდებს. ჯარში არ ყოფილა, გერმანე-
ლისთვის თვალიც არ მოუკრავს, მაგრამ ჩვენს დროში იმას უნდა
დავჯერდეთ, რაც გვაქვს, ის კი ძალზე შრომისმოყვარეა. თუმცა
ვგრძნობ, რომ არის მასში რაღაც საეჭვო. ოჰ! აი, ლეგებიც.
სალი ლეგმა, რომელსაც განიერტოტებიანი შარვალი და ყვითე-
ლი პულოვერი ეცვა, ხალისიანად განაცხადა:– ჩვენ დასახმარებ-
ლად მოვედით.
– ჩინებულია, უამრავი საქმეა, – დაიგრგვინა მისის მასტერტონ-

58
მა, – ახლავე გაგანაწილებთ...
პუარომ მისი წუთიერი უყურადღებობით ისარგებლა და შეუმ-
ჩნევლად დატოვა იქაურობა. როდესაც სახლის კუთხეში შეუხვია,
ახალ დრამას შეესწრო.
ტყიდან შორტებსა და ხასხასა ბლუზებში გამოწყობილი ორი ქა-
ლიშვილი გამოვიდა. ისინი შეჩერდნენ და გაუბედავად მიაჩერდნენ
სახლს. პუაროს მოეჩვენა, რომ ერთ-ერთი ის იტალიელი იყო, რო-
მელსაც გუშინ მანქანა გაუჩერა დასახმარებლად. ამ დროს ლედი
სტაბსის საძინებლის ფანჯრიდან სერ ჯორჯმა გამოყო თავი და მრის-
ხანედ უყვირა მათ:
– თქვენ საზღვარს არღვევთ!
– ბატონო? – ჰკითხა მწვანეთავსაფრიანმა ქალიშვილმა.
– აქ ვერ გაივლით! ეს კერძო საკუთრებაა!
მეორე ქალიშვილმა, რომელსაც ხასხასა ლურჯი თავსაფარი
ეხურა, ხალისიანად ჰკითხა, თან ცდილობდა, მკაფიოდ ეთქვა სიტ-
ყვები:
– გვითხარით, თუ შეიძლება... ნასიკოუმის ნავმისადგომი... ეს
გზა მიგვიყვანს? გთხოვთ.
– თქვენ საზღვარს არღვევთ! – დაუყვირა სერ ჯორჯმა.
– ბატონო?
– საზღვარს არღვევთ! აქ ვერ გაივლით. უკან გაბრუნდით. უკან!
რა გზითაც მოხვედით!
ქალიშვილები გაოცებული სახით აკვირდებოდნენ კაცის ჟესტი-
კულაციას. შემდეგ უცხოურ ენაზე დაელაპარკნენ ერთმანეთს, ბო-
ლოს კი ლურჯთავსაფრიანმა ეჭვით იკითხა:
– უკან? ჰოსტელში?
– დიახ. იქიდან კი გზას გაუყევით. შემოვლით გზას.
ქალიშვილები უხალისოდ შებრუნდნენ ტყეში. სერ ჯორჯმა შუბ-
ლი მოიწმინდა და ქვემოთ მდგომ პუაროს შესჩივლა:
– რატომ უნდა ვხარჯავდე დროს მათ უკან გასაბრუნებლად? და-
ეჩვივნენ ზედა ჭიშკრიდან შემოსვლას. ბოქლომი დავადე, ახლა ღო-
ბეზე გადმოდიან და ტყის გავლით მიდიან. თურმე ამ გზით უფრო

59
სწრაფად მივლენ მდინარემდე და ნავმისადგომამდე. ცხადია, ასე-
ცაა, მაგრამ აქ გავლის უფლება არა აქვთ... არც არასოდეს ჰქონი-
ათ, თანაც, უმეტესწილად, უცხოელები არიან და არ ესმით, რას ეუბ-
ნებიან. რაღაცას ბურტყუნებენ ჰოლანდიურად თუ რა ვიცი, რა ენა-
ზე.
– ერთი მათგანი გერმანელია, მეორე, თუ არ ვცდები, იტალი-
ელი. გუშინ შევხვდი გზაზე, როდესაც სადგურიდან მოვდიოდი.
– საიდან აღარ არიან... დიახ, ჰეთი? რა თქვი?
სერ ჯორჯი ოთახში შებრუნდა. პუარო შეტრიალდა და დაინახა
მისის ოლივერი და გიდის უნიფორმაში გამოწყობილი კარგი აღნა-
გობის თოთხმეტიოდე წლის გოგონა, რომლებიც მას უახლოვდე-
ბოდნენ.
– ეს მარლენია, – თქვა მისის ოლივერმა.
მარლენმა ჩაიხითხითა.
– საშინელი გვამი ვარ, – განაცხადა მან და უკმაყოფილოდ და-
ამატა, – ოღონდ სხეულზე სისხლი არ მექნება. – არა?
– არა. მხოლოდ თოკს შემოვიხვევ ყელზე – თითქოს გამგუდეს.
მერჩივნა, დანით მოვეკალი – წითელ საღებავს წავისვამდი.
– კაპიტან უერბერტონის აზრით, ეს მეტისმეტად ბუნებრივი იქნე-
ბოდა, – განმარტა მისის ოლივერმა.
– ჩემი აზრით, არ არსებობს მკვლელობა უსისხლოდ, – გულმო-
სულად ჩაილაპარაკა მარლენმა და ცნობისმოყვარეობით შეხედა
პუაროს, – თქვენ ბევრი მკვლელობა გინახავთ, არა? მისის ოლი-
ვერმა მითხრა.
– მხოლოდ ორიოდე, – თავმდაბლად მიუგო პუარომ და, ცოტა
არ იყოს, შეშფოთდა, როცა დაინახა, რომ მისის ოლივერმა ისინი მა
რტო დატოვა.
– სექსუალური მანიაკები იყვნენ? – ინტერესით ჰკითხა გოგო-
ნამ.
– არა, სხვა შემთხვევა იყო.
– მე კი მომწონს სექსუალური მანიაკები, მეოცნებე ხმით თქვა
მარლენმა, – იმას ვგულისხმობ, რომ წამიკითხავს მათზე.

60
– ვფიქრობ, ნამდვილად არ მოგეწონებოდათ რომელიმე მათგა-
ნის პირადად გაცნობა.
– რა თქმა უნდა, არა. უნდა გითხრათ, რომ ჩვენთან, მგონი, სექ-
სუალური მანიაკია. ერთხელ ჩემი ბაბუა ტყეში ქალის გვამს წააწ-
ყდა. შეეშინდა და გაიქცა. შემდეგ მიბრუნდა, თუმცა იქ აღარავინ
დახვდა. არადა, ქალის გვამი იყო. თუმცა ბაბუაჩემი სრულ ჭკუაზე
აღარ არის და მას არავინ უსმენს.
პუარომ, როგორც იქნა, თავი დააღწია გოგონას, სახლს შემოუ-
არა და თავის ოთახს შეაფარა თავი. გრძნობდა, რომ დასვენება
სჭირდებოდა.

61
ლანჩი სწრაფად დაასრულეს – მხოლოდ ცივი საუზმეულით დაკ-
მაყოფილდნენ. სამის ნახევარზე ზეიმი დაიწყო. ის მეორეხარისხო-
ვანმა ვარსკვლავმა გახსნა. მოღრუბლული ცა, წვიმით რომ იმუქრე-
ბოდა, შედარებით მოიწმინდა. სამი საათისთვის დღესასწაული გა-
ხურდა. შესვლა ნახევარი კრონი ღირდა. უამრავი ხალხი მოვიდა:
მთავარი ხეივნის ცალ მხარეს გრძელ რიგად ჩამწკრივდნენ მანქა-
ნები. ისმოდა ხმამაღალი ლაპარაკი სხვადასხვა ენაზე მოსაუბრე
სტუდენტებისა, რომლებიც ჯგუფ-ჯგუფად მოდიოდნენ ტურისტული
ცენტრიდან. როგორც მისის მასტერტონმა იწინასწარმეტყველა,
ლედი სტაბსი სამის ნახევრამდე რამდენიმე წუთით ადრე გამოვიდა
თავისი საძინებლიდან. ციკლამენის ფერის კაბა ეცვა და შავი ჭილის
უშველებელი, ბუნებრივია, კულის სტილის ქუდი ეხურა. უამრავი
ბრილიანტი აესხა.
– ალბათ, ფიქრობს, რომ ასკოტშია, სამეფო ლოჟაში! – გესლია-
ნად ჩაილაპარაკა მის ბრუისმა.
მაგრამ პუარომ გულწრფელად შეაქო ლედი სტაბსი: – საუცხო-
ოდ გამოწყობილხართ, მადამ.
– ლამაზია, არა? – სიხარულით მიუგო ჰეთიმ, – ასკოტშიც ეს
მეცვა.
გამოჩნდა კინოვარსკვლავი და ჰეთი მისკენ გაემართა მისასალ-
მებლად. პუარო აქეთ-იქით დახეტიალებდა მოწყენილი. ყველაფე-
რი თითქოს დღესასწაულებისთვის დამახასიათებელი წესით მიმდი-
ნარეობდა: ისროდნენ ქოქოსის კაკლებს, რასაც მხიარულად ხელ-
მძღვანელობდა სერ ჯორჯი; მოშორებით კეგლისა და ჰუპლას თამა-
შობდნენ; სხვადასხვა დახლზე ეწყო ადგილობრივი წარმოების ხი-
ლი, ბოსტნეული, ჯემი, ღვეზელი, აგრეთვე, „უცნაური ნივთები“; ლა-
ტარიაში თამაშდებოდა ნაირგვარი ღვეზელი, კალათა ხილით, გო-
ჭიც კი. ბავშვებს ორ პენსად „ლაქი დიპის“ თამაშიც შეეძლოთ.

62
უკვე ბევრ ხალხს მოეყარა თავი და დაიწყო საბავშვო ცეკვების
კონკურსი. პუარო ვერსად პოულობდა მისის ოლივერს, სამაგიერ-
ოდ, მუდმივად თვალში ხვდებოდა ლედი სტაბსის ვარდისფერი კაბა.
ქალი თითქოს უაზროდ დაბორიალებდა.
მაგრამ ყურადღების ცენტრში მისის ფოლიატი აღმოჩნდა, რო-
მელსაც სრულიად შეეცვალა გარეგნობა ცისფერი ჰორტენზიისფე-
რი ფულარის კაბა ჩაეცვა და ელეგანტური ნაცრისფერი შლაპა და-
ეხურა. როგორც ჩანს, მთავარი განმკარგულებელი იყო: სწორედ ის
ეგებებოდა ახალმოსულებს და ურჩევდა, რომელი გასართობი აერ-
ჩიათ.
აუჩქარებლად მოსეირნე პუარო დროდადრო ყურს უგდებდა იქ
მყოფთა საუბარს:
– ემი, ძვირფასო, როგორ ხართ?
– ოჰ, პამელა, რა სასიამოვნოა, რომ მოხვედით თქვენ და ედ-
ვარდი! ტივერტონი ხომ ასე შორსაა.
– ამინდიც მშვენიერია – თითქოს საგანგებოდ გამოიდარა ჩვენი
ზეიმისთვის. გახსოვს ომის წინა წელი? ოთხი საათისთვის თავსხმა
წვიმა წამოვიდა და მთელი შოუ ჩაშალა.
– მაგრამ წელს მშვენიერი ზაფხული იდგა. დოროთი! საუკუნეა,
არ მინახავხარ.
– უნდა ჩამოვსულიყავით და საკუთარი თვალით გვეხილა ნასის
მთელი სილამაზე. თვალი მოვკარი, რომ კოწახურის ბუჩქებიც კი
მოგიჭრია ნაპირთან.
– დიახ. სამაგიეროდ, ახლა ჰორტენზიები უკეთ მოჩანს, არა?
– ისინი მშვენიერია. თან როგორი ცისფერი! ძვირფასო, შენ ნამ-
დვილი ჯადოქარი ხარ – ერთ წელიწადში ნასი ისეთივე გახდა, რო-
გორიც უწინ იყო.
– ომის დროს კომენდანტთან შესახვედრად ჩამოვედი თქვენ-
თან, – დაიბუბუნა დოროთის ქმარმა, – აქაურობა ისე საშინლად გა-
მოიყურებოდა, კინაღამ გული გამისკდა.
მისის ფოლიატი უფრო მორიდებული სტუმრისკენ შეტრიალდა
მისასალმებლად: – მისის ნეპერ, მიხარია თქვენი დანახვა. ეს ლუს-

63
ია? როგორ გაზრდილა!
– გაისად სკოლას ამთავრებს. მეც ძალიან მიხარია, მემ, რომ ასე
კარგად გამოიყურებით.
– გმადლობ, მართლა კარგად ვარ. ლუსი, გირჩევ წახვიდე და
ჰუპლაში სცადო ბედი. მისის ნეპერ, მოგვიანებით შევხვდებით ჩაის
კარავში. იქ დაგეხმარებით.
ხნიერმა კაცმა, სავარაუდოდ, მისტერ ნეპერმა, მორიდებით
თქვა:
– რა კარგია, მემ, რომ ნასში დაბრუნდით. ძველი დრო გამახსენ-
და.
მისის ფოლიატის პასუხი მოულოდნელმა შეძახილმა ჩაახშო,
როდესაც მას ორი ქალი და ზორბა, დაკუნთული მამაკაცი მიუახ-
ლოვდა:
– ემი, ძვირფასო! ასეთ ასაკში! ყველაფერი დიდებულად გამოი-
ყურება! მომიყევით, რა გააკეთეთ როზარიუმში. მიურიელმა მით-
ხრა, რომ ახალი ფლორიბუნდები დაგირგავთ.
– სად არის მერილინ გეილი? – იკითხა ზორბა მამაკაცმა. რეჯის
ერთი სული აქვს, როდის გაიცნობს მას, განსაკუთრებით მისი ბო-
ლო ფილმის ნახვის შემდეგ.
– ის არის, დიდი შლაპა რომ ახურავს? აი, ეს მესმის!
– რას ამბობ, საყვარელო, ეს ხომ ჰეთი სტაბსია. ემი, უნდა გით-
ხრათ, რომ არ უნდა მისცეთ ასე გამოწყობის უფლება, მანეკენი ხომ
არ არის?
– ემი, – ახლა მეორე ქალმა მოისურვა მისის ფოლიატის ყურად-
ღების მიპყრობა, – ეს როჯერია, ედვარდის შვილი. ძვირფასო, რა
სასიამოვნოა, რომ კვლავ ნასში ხართ.
პუარო ნელა გაშორდა მათ. გზად ანგარიშმიუცემლად იყიდა ერ-
თშილინგიანი ლატარიის ბილეთი, რომლითაც გოჭის მოგება შეეძ-
ლო. უკნიდან კვლავ მოესმა სუსტი ხმით ნათქვამიფრაზა: „რა კარ-
გია, რომ ჩამოხვედით“.
გაიფიქრა, ნეტავი თუ ხვდება მისის ფოლიატი, რომ ნამდვილი
დიასახლისივით იქცევა, თუ ამას გაუცნობიერებლად აკეთებსო. დღ

64
ეს ჭეშმარიტი დიასახლისი სწორედ ნასჰაუსელი მისის ფოლიატი
იყო.
ის კარავთან შეჩერდა, რომელზეც ეწერა: „მადამ ზულეიკა ბედს
გიწინასწარმეტყველებთ 2 შილინგად და 6 პენსად“. ცოტა ხნის წინ
ჩაის დარიგება დაეწყოთ და მკითხავთან რიგი აღარ იდგა.
პუარომ თავი დახარა, კარავში შევიდა და ნახევარი კრონი გა-
დაიხადა იმ პრივილეგიისთვის, რომ სავარძელში ჩამჯდარიყო და
დასვენების შესაძლებლობა მიეცა მტკივანი ფეხებისთვის.
მადამ ზულეიკას განიერი შავი კაბა ეცვა, თავზე კი მბზინავი ოქ-
როსფერძაფებიანი შარფი მოეხვია. სახის ქვედა ნაწილს ვუალი
უფარავდა, რაც ოდნავ ახშობდა მის ხმას. იღბლის მომტანი ავგარო-
ზებით შემკულმა ოქროს სამაჯურმა გაიწკარუნა, როდესაც მკითხავ-
მა პუაროს ხელი აიღო და სწრაფად უწინასწარმეტყველა გვარიანი
თანხის შოვნა, წარმატება შავგვრემან ლამაზმანთან და უბედური
შემთხვევისგან სასწაულებრივად გადარჩენა.
– ძალზე სასიამოვნოა ამ ყველაფრის მოსმენა, მისის ლეგ. ახლა
მხოლოდ ის მინდა, რომ ეს ამიხდეს.
– ოჰ! მაშ, მიცნობთ? – თქვა სალიმ.
– წინასწარ მქონდა ინფორმაცია – მისის ოლივერმა მითხრა,
რომ თავდაპირველად თქვენ განიხილებოდით „მსხვერპლის“ რო-
ლისთვის, მაგრამ შემდეგ ოკულტიზმში გაგამწესეს.
– ჯობდა, „გვამი“ ვყოფილიყავი, – თქვა სალიმ, – უფრო მშვიდ-
ად ვიქნებოდი. სულ ჯიმ უერბერტონის ბრალია. უკვე ოთხი საათია?
ჩაი მინდა. ოთხიდან ხუთის ნახევრამდე შესვენება მაქვს.
– ათი წუთი აკლია, – უთხრა პუარომ, როდესაც თავის დიდ,
ძველმოდურ საათს დახედა, – თუ გნებავთ, მე მოგიტანთ ჩაის.
– არა, არა, უნდა დავისვენო. აქ ჰაერი არ იძვრის. კიდევ ბევრია
ჩემთან შემოსვლის მსურველი?
– არავინ. ვფიქრობ, ყველამ ჩაის რიგში გადაინაცვლა.
– ძალიან კარგი.
პუარო კარვიდან გავიდა. გზა მყისვე გადაუღობა ვიღაც ენერგი-
ულმა ქალმა. იძულებული გახდა, ექვსი პენსი გადაეხადა და ტორტ-

65
ის წონის გამოცნობა ეცადა.
ხანში შესულმა ტანსრულმა ქალმა, რომელიც რგოლების
დახლს ხელმძღვანელობდა, პუაროს მტკიცედ განუცხადა, სცადეთ,
იქნებ რამე მოიგოთო. მანაც სცადა და პირველივე ცდაზე მოიგო დი-
დი თოჯინა „კიუპი“, რასაც ნამდვილად არ მოელოდა. ცოტა არ იყ-
ოს, დარცხვენით განაგრძო გზა პრიზთან ერთად, სანამ მაიკლ უე-
იმენს არ შეხვდა. ის ტყის პირას იდგა და პირქუშად გაჰყურებდა ნავ-
მისადგომისკენ მიმავალ ბილიკს.
– როგორც ვხედავ, კარგად გაგიტარებიათ დრო, – თქვა მან და
იქედნურად გაიღიმა.
პუარომ თავისი პრიზი შეათვალიერა.
– რა საშინელებაა, არა? – ჩაილაპარაკა სევდიანად. მოულოდ-
ნელად იქვე პატარა ბავშვი ატირდა. პუარო სწრაფად დაიხარა, თო-
ჯინა ბავშვს მიაჩეჩა და უთხრა:
– Voilà, შენი იყოს.
ტირილი მაშინვე შეწყდა.
– ხედავ, ვაიოლეტ... როგორი კეთილი ჯენტლმენია? მიდი, მად-
ლობა უთხარი.
ბავშვების საკარნავალო კოსტიუმების კონკურსი, – მეგაფონით
გამოაცხადა კაპიტანმა უერბერტონმა, პირველი ჯგუფი – სამიდან
ხუთ წლამდე. მოეწყვეთ, თუ შეიძლება.
პუარო სახლისკენ გაემართა. უეცრად მას ახალგაზრდა კაცი და-
ეჯახა, რომელმაც უკან დაიხია, რათა უკეთ მოექნია ქოქოსის კაკა-
ლი. ახალგაზრდა მოიღუშა და პუარომ ანგარიშმიუცემლად მოუბო-
დიშა, ვინაიდან თვალი მოსტაცა ამ კაცის მოხატულმა პერანგმა.
მასში სერ ჯორჯის აღწერილი „კუებიანი“ პერანგი ამოიცნო. შთაბეჭ-
დილება იქმნებოდა, რომ ქსოვილზე სხვადასხვა სახის კუები და
ზღვის ურჩხული დაბობღავდნენ.
პუარომ თვალები მოჭუტა და დააკვირდა. ამ დროს ის ჰოლან-
დიელი ქალიშვილი მიუახლოვდა, რომელიც წინადღეს მანქანით
მოიყვანა.
– თქვენც მოსულხართ დღესასწაულზე, – უთხრა პუარომ, – თქვ-

66
ენი მეგობარი სადაა?
– ო, დიახ, ისიც მოდის დღეს. ჯერ არ მინახავს, მაგრამ ერთად
წავალთ ავტობუსით, რომელიც დიდი ჭიშკრიდან გადის ექვსის თხ-
უთმეტ წუთზე. ჩვენ ტორკიში მივემგზავრებით. იქ სხვა, პლიმუთში
მიმავალ ავტობუსში გადავჯდები. ეს მოსახერხებელია.
ამ პასუხმა ნათელი მოჰფინა იმას, რამაც პუარო გააოცა, კერძ-
ოდ, თუ რატომ მოვიდა ქალიშვილი დღესასწაულზე ასეთი მძიმე
ზურგჩანთით.
– თქვენს მეგობარს დღეს დილას მოვკარი თვალი, თქვა მან.
– ო, დიახ, ელზა, გერმანელი ქალიშვილი, მასთან ერთად იყო
და მითხრა, რომ სცადეს ტყით გასულიყვნენ მდინარესა და ნავმი-
სადგომთან, და ჯენტლმენი, რომელიც ამ სახლის მფლობელია, ძა-
ლიან გაბრაზდა და მათ უკან გაბრუნება აიძულა... მაგრამ ახლა, –
დაამატა ჰოლანდიელმა ქალიშვილმა და გაიხედა სერ ჯორჯისკენ,
რომელიც ქოქოსის კაკლის მტყორცნელებს ამხნევებდა, – ძალზე
თავაზიანია.
პუარომ დააპირა აეხსნა მისთვის, რომ ერთმანეთისგან გან-
სხვავდებოდნენ საზღვრის დამრღვევი ქალიშვილები და იგივე ქა-
ლიშვილები, რომლებმაც ორი შილინგი და ექვსი პენსი გადაიხადეს
შემოსვლისთვის და კანონიერი უფლება ჰქონდათ დამტკბარიყვნენ
ნასჰაუსისა და მისი კარ-მიდამოს სილამაზით, მაგრამ მასთან კაპი-
ტანიუერბერტონი მოვარდა მეგაფონით ხელში. აღელვებული და
შეშფოთებული ჩანდა.
– პუარო, ლედი სტაბსი ხომ არ გინახავთ? ვინმემ თუ ნახა ლედი
სტაბსი? ის უნდა გასძღოლოდა საკარნავალო კოსტიუმების კონ-
კურსს, მაგრამ ვერსად მივაგენი.
– მე დავინახე ის... ახლავე გეტყვით... დაახლოებით ნახევარი
საათის წინ, შემდეგ კი მკითხავთან შევედი ჩემი ბედის გასაგებად.
– ეშმაკმა წაიღოს ეგ ქალი, – თქვა გაბრაზებულმა უერბერტონ-
მა, – სად უნდა გამქრალიყო? ბავშვები ელოდებიან, ჩვენ კი ისედაც
ჩამოვრჩით გრაფიკს.
მან მიიხედ-მოიხედა.

67
– სად არის ამანდა ბრუისი?
არც მის ბრუისი ჩანდა.
– ეს ძალზე ცუდია, – აღშფოთება ვერ დამალა უერბერტონმა, –
ათად ხომ არ გავიჭრები. სად არის ჰეთი? იქნებ სახლშია?
ის სწრაფი ნაბიჯებით წავიდა.
პუარო თოკშემოვლებული სივრცისკენ გაემართა, სადაც დიდ
კარავში ჩაის არიგებდნენ, მაგრამ იქ გრძელი რიგი იდგა, ამიტომ
გულდაწყვეტილი გამობრუნდა.
საგალანტერიო საქონლის დახლს ჩაუარა. ენერგიულმა ხნიერ-
მა ლედიმ კინაღამ დაითანხმა, რომ ერთი ყუთი პლასტმასის საყე-
ლოები ეყიდა, მაგრამ თავი დააღწია და კარ-მიდამოს განაპირას გა-
ვიდა, საიდანაც უსაფრთხო მანძილიდან შეიძლებოდა მოვლენებზე
დაკვირვება.
აინტერესებდა, სად იყო მისის ოლივერი.
უკნიდან ნაბიჯების ხმა მოესმა და თავი მიაბრუნა. ნავსადგური-
დან მომავალ ბილიკზე იახტსმენის კოსტიუმში გამოწყობილი შავ-
გვრემანი ახალგაზრდა კაცი ამოდიოდა. უეცრად შეჩერდა, თითქოს
თვალწინ გადაშლილმა სცენამ შეაცბუნაო, შემდეგ კი მორიდებით
ჰკითხა პუაროს:
– მაპატიეთ, ეს სერ ჯორჯ სტაბსის სახლია?
– დიახ, მისია, – მიუგო პუარომ და დაამატა, – თქვენ კი, ალბათ,
ლედი სტაბსის ბიძაშვილი ხართ.
– მე ეტიენ დე სუზა ვარ…
– მე ერკიულ პუარო გახლავართ.
მათ თავი დაუკრეს ერთმანეთს. პუარომ მას დღესასწაულის დე-
ტალები აუხსნა. როდესაც დაასრულა, მდელოს ბოლოში სერ ჯორჯი
გამოჩნდა: ქოქოსის მსროლელები მიეტოვებინა და სტუმრის შესახ-
ვედრად მოიჩქაროდა.
– დე სუზა? მიხარია, რომ მოხვედით. ჰეთიმ დღეს დილას მიიღო
თქვენი წერილი. სად არის თქვენი იახტა?
– ჰელმუთის ნავმისადგომში, მდინარეს კი ჩემი კატარღით ამო-
ვუყევი.

68
– ჰეთი უნდა ვიპოვოთ. სადღაც აქ არის... იმედია, საღამოს ჩვენ-
თან ისადილებთ?
– ძალიან თავაზიანი ხართ.
– ხომ შეგვიძლია ოთახი გაგიმზადოთ?
– გმადლობ, მაგრამ მირჩევნია, იახტაზე დავიძინო. ასე უფრო
მარტივია.
– დიდი ხნით ჩამოხვედით?
– ალბათ, ორი–სამი დღით. გააჩნია, – თქვა დე სუზამ და მძლავ-
რი მხრები აიჩეჩა.
– ჰეთის ძალიან გაუხარდება თქვენი ნახვა, – თავაზიანად შენიშ-
ნა სერ ჯორჯმა, – მაგრამ სად არის? ცოტა ხნის წინათ ვნახე, – მან
დაბნეულად მიიხედ–მოიხედა, ბავშვების საკარნავალო კოსტიუმე-
ბის კონკურსი უნდა წაეყვანა. ვერაფერი გამიგია. მაპატიეთ, ცოტა
ხნით დაგტოვებთ. მის ბრუისს ვკითხავ.
სერ ჯორჯი სწრაფად წავიდა. დე სუზამ თვალი გააყოლა. პუარომ
დე სუზას შეხედა.
– ბოლოს როდის ნახეთ თქვენი ბიძაშვილი?
ახალგაზრდა კაცმა მხრები აიჩეჩა.
– მას შემდეგ არ მინახავს, რაც თხუთმეტი წელი შეუსრულდა.
შემდეგ ის საზღვარგარეთ გაგზავნეს – საფრანგეთის ერთ-ერთ მო-
ნასტერთან გახსნილ სკოლაში. ბავშვობიდანვე ეტყობოდა, რომ
ლამაზი იქნებოდა.
მან კითხვის გამომხატველი მზერა მიაპყრო პუაროს.
– ლამაზი ქალია, – უთხრა პუარომ.
– ის არის მისი ქმარი? ისეთ კაცს ჰგავს, რომელსაც „კარგ ყმაწ-
ვილს“ უწოდებენ, ოღონდ ცოტათი დაუხვეწავი ჩანს. თუმცა ისიც უნ-
და ითქვას, რომ არც ისე ადვილია ჰეთისთვის შესაფერისი ქმრის
მოძებნა.
პუაროს სახეზე თავაზიანი, კითხვის გამომხატველი მზერა აღე-
ბეჭდა. ახალგაზრდა კაცს გაეცინა.
– ოჰ, ეს საიდუმლო არ არის. თხუთმეტი წლის ჰეთი გონებრივად
განუვითარებელი იყო. აქ ჭკუასუსტს არ ეძახიან? კვლავაც ისეთი-

69
ვეა?
– როგორც ჩანს... დიახ, – ფრთხილად მიუგო პუარომ.
დე სუზამ მხრები აიჩეჩა.
– ეგ არაფერი! განა ვინმე მოითხოვს ქალებისგან განსაკუთრე-
ბულ ჭკუას? ეს სულაც არ არის აუცილებელი.
სერ ჯორჯი განრისხებული დაბრუნდა. მას მის ბრუისი მოჰყვა,
რომელიც ქოშინით ლაპარაკობდა:
– წარმოდგენა არა მაქვს, სერ ჯორჯ, სად არის. ბოლოს მკითხა-
ვის კარავთან მოვკარი თვალი. ოღონდ ეს ოცი-ოცდაათი წუთის წინ
იყო. სახლშიც არ არის.
– იქნებ მისის ოლივერთან ერთად წავიდა, რათა „იპოვე მსხვერ-
პლის“ მიმდინარეობას დააკვირდეს? – იკითხა პუარომ.
სერ ჯორჯს სახე გაუნათდა.
– დიახ, ალბათ, ასეა. მომისმინეთ, ატრაქციონებს ვერ მივატო-
ვებ – მათი მეთვალყურეობა მე მევალება, ამანდას კი ქანცი გაუწ-
ყდა. პუარო, თქვენ ხომ ვერ მოძებნით? მით უმეტეს, მარშრუტიც
იცით.
პუარომ მარშრუტი არ იცოდა, მაგრამ მის ბრუისმა მიახლოებით
აუხსნა, თვითონ კი დე სუზაზე ზრუნვა იკისრა. პუარო გზას გაუდგა,
თან შელოცვასავით ბურტყუნებდა: „ჩოგბურთის კორტი, კამელიე-
ბის ბაღი, „კაპრიზი“, ზედა საბავშვო ბაღი, ნავების ფარდული“.
ქოქოსების ატრაქციონს რომ ჩაუარა, გაოცდა, როცა დაინახა,
როგორ აძლევდა სახეგაბადრული სერ ჯორჯი ხის ბურთებს სწორედ
იმ ახალგაზრდა იტალიელ ქალიშვილს, რომელიც დილას გააგდო
და რომელიც აშკარად გააკვირვა მისდამი შეცვლილმა დამოკიდებ-
ულებამ.
ჩოგბურთის კორტზე არავინ იყო, გარდა სამხედრო იერის ხანში
შესული კაცისა, რომელსაც შლაპა ჩამოეფხატა თვალებზე და ბაღის
ძელსკამზე ეძინა. პუარო სახლისკენ შეტრიალდა და კამელიების
ბაღისკენ დაეშვა.
პუარომ მისის ოლივერი კამელიების ბაღში იპოვა. მას საუცხოო
მუქი იისფერი სამოსი ეცვა, ჩაფიქრებული იჯდა ძელსკამზე და ძალ-

70
იან ჰგავდა მისის სიდონსს6. ქალმა ხელით ანიშნა დეტექტივს, რომ
მის გვერდით დამჯდარიყო.
– ეს მხოლოდ მეორე გასაღებია, – ჩაიჩურჩულა მან, – მგონი,
ზედმეტი მომივიდა და ძალზე გავართულე თამაში. ჯერ არავინ მო-
სულა.
ამ დროს ბაღში ახალგაზრდა კაცი შემოვიდა. მას შორტი ეცვა და
წინ წამოწეული ხორხი ჰქონდა. ის კმაყოფილების შეძახილით გა-
ემართა კუთხეში მდგარი ხისკენ, სადაც გახარებულმა დაიყვირა,
რომ მორიგ გასაღებს მიაგნო. როდესაც პუაროსა და მისის ოლივე-
რს ჩაუარა, თავი ვერ შეიკავა და მათ თავისი სიხარული გაუზიარა.
– ბევრმა არაფერი იცის კორპის ხეებზე, – განაცხადა მცოდნეს
იერით, – პირველი მინიშნება ძალზე კარგად მოფიქრებული ფოტო-
სურათი იყო, რომელზეც ჩოგბურთის ბადის ნაწილი ამოვიცანი. იქ-
ვე ეწყო საწამლავის ცარიელი ბოთლი და კორპი. ბევრს გასაღები
ბოთლი ეგონებოდა, მაგრამ მივხვდი, რომ ეს განზრახ, შესაცდენად
გააკეთეს. კორპის ხეები ძალზე ნაზია და მხოლოდ ზოგიერთი თუ
უძლებს აქაურ სიცივეს. საერთოდ, ძალიან მაინტერესებს იშვიათი
სახეობის ბუჩქები და ხეები. კარგი, ახლა საით წავიდე? – ის მოღუ-
შული სახით დააჩერდა თავის ბლოკნოტს, – მომდევნო მინიშნება
ჩავიწერე, მაგრამ რაღაც უაზრობაა, – მან უნდობლად შეხედა პუ-
აროსა და მისის ოლივერს, – თქვენც მონაწილეობთ?
– ოჰ, არა, – მიუგო მისის ოლივერმა, – ჩვენ მხოლოდ... ვაკვირ-
დებით.
– გასაგებია... „როცა ლამაზი ქალი კაპრიზობს...“ ეს, მგონი, უკ-
ვე მსმენია.
– ცნობილი ციტატაა, – უთხრა პუარომ.
– კაპრიზი შეიძლება შენობაც იყოს, – თქვა მისის ოლივერმა მი-
სანიშნებლად, – თეთრი... სვეტებიანი, – დაამატა მან.
– ჩინებული იდეაა! დიდი მადლობა. ამბობენ, რომ მისის არიად-

6
სარა სიდონსი (1755–1831 წწ.) – ცნობილი ინგლისელი მსახიობი ქალი.

71
ნა ოლივერიც აქ არის. ძალიან მინდა მისგან ავტოგრაფის აღება.
სადმე ხომ არ მოგიკრავთ თვალი მისთვის?
– არა, – გადაჭრით მიუგო მისის ოლივერმა.
– სიამოვნებით შევხვდებოდი. ჩინებულ მოთხრობებს წერს, –
ახალგაზრდა კაცმა ხმას დაუწია, – თურმე სვავივით სვამს.
ის მორიგი გასაღების მოსაძებნად წავიდა, აღშფოთებულმა მი-
სის ოლივერმა კი თქვა:
– წარმოგიდგენიათ? რამხელა უსამართლობაა! მე ხომ მხო-
ლოდ ლიმონათი მიყვარს.
– ის კი არ არის უსამართლობა, რომ ახალგაზრდა კაცს მორიგი
გასაღების მოძებნაში დაეხმარეთ?
– იმის გათვალისწინებით, რომ მხოლოდ მან მოაღწია აქამდე,
მისი წახალისება გადავწყვიტე.
– თუ ასეა, შეგეძლოთ ავტოგრაფი მიგეცათ.
– ეს სხვა რამეა, – თქვა მისის ოლივერმა, – ჩუმად! მგონი, კიდევ
მოდიან.
გამოჩნდა ორი ქალი, მაგრამ ისინი კონკურსში არ მონაწილე-
ობდნენ. მათ ბილეთები შეეძინათ, რის სანაცვლოდაც საგულდაგუ-
ლოდ აპირებდნენ იქაურობის დათვალიერებას. უკმაყოფილება ეტ-
ყობოდათ.
– ამბობდნენ, ლამაზი ყვავილნარები აქვთო, – უთხრა ერთმა მე-
ორეს, – აქ კი არაფერია, ხეების გარდა. განა ეს ბაღია?
მისის ოლივერმა იდაყვი გაჰკრა პუაროს და ისინი უხმაუროდ
გასცილდნენ ამ ადგილს.
– ვაითუ ვერავინ მიაგნო ჩემს „გვამს“, – დაბნეული სახით ჩა-
ილაპარაკა მისის ოლივერმა.
– მოთმინება, მადამ, მოთმინება და სიმამაცე, – თქვა პუარომ, –
ჯერ ადრეა.
– მართალი ხართ, – მისის ოლივერს სახე გაუნათდა, – ხუთის
ნახევრის შემდეგ ბილეთის ფასი განახევრდება და, ალბათ, მეტი
ხალხი მოვა. წავიდეთ, ვნახოთ, რას აკეთებს პატარა მარლენი. უნ-
და გითხრათ, რომ ძალიანაც არ ვენდობი მაგ გოგონას – უპასუხის-

72
მგებლოა. იქნებ კიდეც გაიპარა ჩაის დასალევად. მოგეხსენებათ,
როგორ უყვართ ჩაი ჩვენთან.
ისინი ერთად გაუყვნენ ტყის ბილიკს. პუარომ კომენტარის გაკე-
თება გადაწყვიტა ამ გეოგრაფიული ადგილის შესახებ:
– აქ ყველაფერი ახლართულ-ჩახლართულია, – თქვა მან, – უამ-
რავი ბილიკია. ვერ გაიგებ, რომელი სად მიდის... და ყველგან ხე-
ები, ხეები.
– იმ გაბრაზებულ ქალს ჰგავხართ, ახლახან რომ გავეცალეთ.
ისინი გასცდნენ „კაპრიზს“ და დაკლაკნილი ბილიკით მდინარის-
კენ დაეშვნენ. მალე ნავების ფარდული გამოჩნდა.
პუარომ შენიშნა, რომ მონაწილეები შეიძლებოდა შემთხვევით
წასწყდომოდნენ ნავების ფარდულს და „გვამი“ აღმოეჩინათ.
– ანუ მოკლე გზით მოვლენ აქ? ეს უკვე გავითვალისწინე. ამი-
ტომ ბოლო მინიშნება, ასე ვთქვათ, ბუნებრივი გასაღებია. უმისოდ
კარს ვერ გააღებენ. ეს „იალის“ საკეტია, რომელიც მხოლოდ შიგნი-
დან იღება.
მდინარის პირას აგებულ ფარდულამდე პატარა ციცაბო დაღ-
მართზე უნდა ჩასულიყვნენ. იქვე მომცრო ნავმისადგომი იყო. მისის
ოლივერმა იისფერი კაბის ნაკეცებს შორის მიმალული ჯიბიდან გა-
საღები ამოიღო და კარი გააღო.
– მარლენ, შენს გასამხიარულებლად მოვედით! – მხიარულად
თქვა ფარდულში შესულმა მისის ოლივერმა.
მან სინდისის ქენჯნა იგრძნო, ვინაიდან უსამართლოდ დააბრა-
ლა მარლენს უპასუხისმგებლობა – გოგონა იატაკზე იწვა, ფანჯა-
რასთან, და კეთილსინდისიერად, ოსტატურად ასრულებდა „გვა-
მის“ როლს.
მარლენმა არაფერი თქვა. არც განძრეულა. ფანჯრიდან ნიავი
უბერავდა და მაგიდაზე დაწყობილ კომიქსებს აშრიალებდა.
– ყველაფერი კარგადაა, – მოუთმენლად თქვა მისის ოლივერ-
მა, – მხოლოდ მე და მესიე პუარო ვართ. მონაწილეებს ჯერ კიდევ
გრძელი გზა აქვთ გასავლელი.
პუარო მოიღუშა. მან ფრთხილად გასწია გვერდზე მისის ოლივერი

73
და იატაკზე გართხმული გოგონასკენ დაიხარა – გაოცების შეძახი-
ლი აღმოხდა, მისის ოლივერს შეხედა და ჩაილაპარაკა:
– მაშ, ასე... მოხდა ის, რისიც გეშინოდათ.
– რას ამბობთ – მისის ოლივერს შიშისგან თვალები გაუფარ-
თოვდა, დაწნულ სკამს ხელი სტაცა, შემოატრიალა და დაჯდა, – იმის
თქმა გსურთ, რომ... მკვდარია?
პუარომ თავი დააქნია.
– დიახ, – თქვა მან, – მკვდარია. ცოტა ხნის წინათ მოკვდა.
– მაგრამ როგორ?!
დეტექტივმა მარლენის კისერზე შემოხვეული ჭრელი თავსაფ-
რის ბოლო ასწია და მისის ოლივერმა სარეცხის თოკი დაინახა.
– ზუსტად ისე, როგორც მე მოვიფიქრე, – გაუბედავად ჩაილაპა-
რაკა ქალმა, – მაგრამ ვინ ჩაიდინა ეს?! და რატომ?!
– სწორედ ეს უნდა დადგინდეს, – მიუგო პუარომ.
მან აღარ დაამატა, რომ ეს შეკითხვებიც მისი სცენარიდან იყო,
და რომ პასუხები ამ შეკითხვებზე სცენარის ავტორის, მისის ოლივე-
რის პასუხები ვერ იქნებოდა, ვინაიდან მსხვერპლი მეატომე მეცნიე-
რის იუგოსლავიელი პირველი ცოლი კი არ იყო, არამედ მარლენ
ტაკერი, თოთხმეტი წლის სოფლელი გოგონა, რომელზეც თითქმის
დარწმუნებით შეიძლებოდა თქმა, რომ მტრები არ ჰყავდა.

74
დეტექტივ–ინსპექტორი ბლანდი კაბინეტში მაგიდასთან დაჯდა.
სერ ჯორჯი თვითონ დახვდა მას და ნავების ფარდულამდე მიაცილა,
შემდეგ კი თავის კაბინეტში მიიწვია. ფარდულში ახლა ფოტოგრაფი
და ახალმოსული დაქტილოსკოპიის ექსპერტი და ექიმი იმყოფე-
ბოდნენ.
– აქ კომფორტულად – გრძნობთ თავს? – ჰკითხა სერ ჯორჯმა.
– სავსებით. გმადლობ, სერ.
– როგორ მოვიქცეთ, დღესასწაული შევწყვიტოთ? შევატყობი-
ნოთ საზოგადოებას, რაც მოხდა? ყველა ღონისძიება გავაუქმოთ?
ინსპექტორი ბლანდი მცირე ხნით ჩაფიქრდა.
– რამე უკვე მოიმოქმედეთ, სერ ჯორჯ? – დაინტერესდა ის.
– არავისთვის არაფერი მითქვამს. როგორც ჩანს, ყველა ფიქ-
რობს, რომ უბედური შემთხვევა მოხდა, და არავის გასჩენია ეჭვი,
რომ ეს... მკვლელობაა.
– მაშინ ყველაფერი ასე დარჩეს, – გადაწყვიტა ბლანდმა, – სი-
ახლე ისედაც სწრაფად ვრცელდება, – დაამატა სკეპტიკურად და
იკითხა, – რამდენი ადამიანი იქნება ამ ტერიტორიაზე?
– ორასამდე, – მიუგო სერ ჯორჯმა, – და ეს რიცხვი ყოველ წამს
იზრდება, შორიდანაც კი ჩამოდიან. საოცრად წარმატებული ღონის-
ძიება გამოდგა და საშინლად არ გაგვიმართლა.
ინსპექტორმა ბლანდმა სწორად დაასკვნა, რომ ბოლო სიტყვები
მკვლელობას შეეხებოდა და არა დღესასწაულის წარმატებას.
„ორასამდე და, ალბათ, ნებისმიერ მათგანს შეეძლო ამის ჩადე-
ნა“, – გაიფიქრა მან და ამოიოხრა.
– ნამდვილი გამოცანაა, – თანაგრძნობით თქვა სერ ჯორჯმა, –
არ მესმის, რა მიზეზი უნდა ჰქონოდა ვინმეს ამის ჩასადენად. ფან-
ტასტიკაა – ვერ ვხვდები, რატომ უნდა გასჩენოდათ გოგონას მოკ-
ვლის სურვილი.
– რისი თქმა შეგიძლიათ გოგონაზე? აქაური იყო, არა?

75
– დიახ. მისი მშობლები ერთ-ერთ კოტეჯში ცხოვრობენ ნავმი-
სადგომთან. მამა ფერმაში მუშაობს, მგონი, პატერსონთან. დედა კი,
სხვათა შორის, აქ არის. ჩემი მდივანი, მის ბრუისი, ჩემზე მეტს გიამ-
ბობთ მათზე. ახლა ის ქალი წაიყვანა სადღაც, რათა ფინჯანი ჩაი და-
ალევინოს.
– სწორია, – ჩაილაპარაკა ინსპექტორმა, – სერ ჯორჯ, გამოგიტ-
ყდებით, კარგად ვერ გავიგე, როგორ მოხდა ეს ყველაფერი. რატომ
აღმოჩნდა გოგონა ნავების ფარდულში? როგორც მივხვდი, აქ თა-
მაში მიმდინარეობდა: მკვლელის თუ განძის ძებნა...
სერ ჯორჯმა თავი დააქნია.
– დიახ. ყველას გვეგონა, რომ ეს შესანიშნავი იდეა იყო, ახლა კი
სხვაგვარად ჩანს. ვფიქრობ, მის ბრუისი ჩემზე უკეთ აგიხსნით ყვე-
ლაფერს. მას თქვენთან გამოვგზავნი, კარგი? კიდევ რამის გაგება
ხომ არ გსურთ ჩემგან?
– ჯერჯერობით, არა, სერ ჯორჯ. შესაძლოა მოგვიანებით დაგის-
ვათ დამატებითი შეკითხვები. თქვენ, ლედი სტაბსსა და მათ, ვინც
გვამი აღმოაჩინა. ყური მოვკარი, რომ მათ შორის მწერალი ქალი
ყოფილა, რომელმაც ეს თამაში მოიგონა. რას უწოდებთ მას? „იპოვე
მსხვერპლი“, არა?
– დიახ. მისის ოლივერი. მისის არიადნა ოლივერი.
ინსპექტორმა ოდნავ ასწია წარბები.
– ოჰ… ის? – თქვა მან, – ძალზე პოპულარული მწერალია. მისი
ბევრი წიგნი წამიკითხავს.
– ამჟამად ცოტა უხასიათოდაა, – უთხრა სერ ჯორჯმა, – რაც,
ვფიქრობ, ბუნებრივია. გადავცემ, რომ მისი ნახვა გინდათ. აი, ჩემს
ცოლს კი ვერსად ვპოულობ. თვალი ვეღარ მოვკარი. ხალხში იქნება
გარეული. არა მგონია, რამე მნიშვნელოვანი გითხრათ... გოგონასა
და ამ ამბავს ვგულისხმობ... პირველად ვის გაესაუბრებით?
– თქვენს მდივანს, მის ბრუისს, შემდეგ კი მოკლული გოგონას
დედას.
სერ ჯორჯმა თავი დააქნია და ოთახიდან გასვლა დააპირა.
პოლიციის კონსტებლმა რობერტ ჰოსკინსმა კარი გაუღო, მისი გა-

76
სვლის შემდეგ კი მიხურა და აუცილებლად ჩათვალა, კომენტარი
გაეკეთებინა სერ ჯორჯის ზოგიერთ ფრაზაზე.
– ლედი სტაბსი ცოტათი ვერ არის კარგად, – თქვა მან, – აი, აქ,
– კონსტებლმა თითი მიიკაკუნა შუბლზე, – ამიტომ გითხრათ მისმა
ქმარმა ბევრით ვერაფრით დაგეხმარებათო. ის ქალი გიჟია.
– აქაურია?
– არა, უცხოელი. იმასაც ამბობენ, ფერადკანიანიაო, მაგრამ მე
არ მჯერა.
ბლანდმა თავი დააქნია. ერთხანს დუმდა და რაღაცას ხატავდა
ფანქრით ფურცელზე. შემდეგ შეკითხვა დასვა, რომელიც აშკარად
არ იყო გათვალისწინებული ოქმში შესატანად:
– ვინ ჩაიდინა ეს, ჰოსკინს?
„თუკი ვინმეს უნდა ჰქონდეს რამე მოსაზრება მომხდარზე, ეს
ჰოსკინსია“, – არცთუ უსაფუძვლოდ გაიფიქრა ბლანდმა. ცნობის-
მოყვარე ჰოსკინსს ყველაფერი აინტერესებდა. მის ცოლს ჭორაობა
უყვარდა, ამიტომ თითქმის ყველა მცხოვრებზე ჰქონდა ამომწურავი
ინფორმაცია.
– ჩემი აზრით, რომელიღაც უცხოელმა. აქაური ამას არ ჩაიდენ-
და. ტაკერებს დიდ პატივს სცემენ. კარგი, მეგობრული ოჯახი აქვთ.
ცხრა სული არიან და ვერცერთზე ვერ ვიტყვი ცუდს. ორი უფროსი
ქალიშვილი გათხოვილია, ერთი ვაჟი ფლოტში მსახურობს, მეორე
– ჯარში. კიდევ ერთი ქალიშვილი პარიკმახერია ტორკიში. სამი უმ-
ცროსი შვილი – ორი ბიჭი და ერთი გოგო – შინ არიან, – ის გაჩუმდა
და დაფიქრდა, – მათგან არავინ გამოირჩევა განსაკუთრებული ნი-
ჭით, მაგრამ მისის ტაკერის წყალობით სახლში წესრიგი და სისუფ-
თავეა – მტვრის ნამცეცსაც ვერსად აღმოაჩენთ. თვითონ ნაბოლარა
იყო თერთმეტი და-ძმიდან. მისი მოხუცი მამაც მათთან ცხოვრობს.
ბლანდი ყურადღებით უსმენდა. ჰოსკინსმა სრულად აღუწერა –
ტაკერების სოციალური მდგომარეობა და ცხოვრების ყაიდა.
– ამიტომ ვთქვი, რომ ეს უცხოელი იქნებოდა, – განაგრძო ჰოს-
კინსმა, – ერთ-ერთი იმათგანი, რომლებიც ჰუდაუნის ტურისტულ
ცენტრში ჩამოდიან. მათ შორის უცნაური და საეჭვო ტიპებიც

77
არიან... რას არ სჩადიან. გაოცდებოდით, რომ იცოდეთ, რას აკეთე-
ბენ ბუჩქებსა და ტყეებში! თვითონ შევსწრებივარ. იმაზე ნაკლები არ
ხდება, რაც კომონის გასწვრივ გაჩერებულ მანქანებში.
იმ დროისთვის პოლიციის კონსტებლი ჰოსკინსი სექსუალური
„შემთხვევების“ ნამდვილი სპეციალისტი იყო. ის ბევრს ჰყვებოდა
მათზე, როცა სამსახურის შემდეგ ლუდს წრუპავდა „ბულ-ენდ-ბიარ-
ში“.
– არა მგონია, რომ ამ შემთხვევაშიც მოხდა რაღაც… ასეთი, –
თქვა ბლანდმა, – ექიმი, რა თქმა უნდა, გვეტყვის, როცა გამოკვლე-
ვას დაასრულებს.
– დიახ, სერ, ის გაგვარკვევს, მაგრამ იმასაც ვიტყვი, რომ ვერა-
სოდეს გამოიცნობთ, როგორ მოიქცევიან ეს უცხოელები. წამში შე-
უძლიათ თავს გასვლა.
ინსპექტორმა ამოიოხრა და გაიფიქრა, არც ასე მარტივად არის
ყველაფერიო. ჰოსკინსს, ცხადია, ხელს აძლევდა, რომ ყველაფერი
უცხოელებისთვის დაებრალებინა.
კარი გაიღო და ექიმი შემოვიდა.
– მე დავასრულე, – ჩაილაპარაკა მან, – სხვებმაც. უკვე შეუძლი-
ათ გვამის წაღება?
– ამას სერჟანტი კოტრილი მიხედავს, – უთხრა ბლანდმა, – აბა,
რას გვეტყვით, ექიმო?
– ყველაფერი აშკარაა, – მიუგო ექიმმა, – სარეცხი თოკის ნაჭ-
რით გაგუდეს. არავითარი ბრძოლის კვალი. ვფიქრობ, გოგონა
ვერც მიხვდა, რა მოხდა.
– იქნებ მაინც სცადეს გაუპატიურება?
– არა, ეს არაფრით დასტურდება. არც გაუპატიურება, არც სხვაგ-
ვარი ჩარევა.
– მაშასადამე, ეს სექსუალური დანაშაული არ ყოფილა?
– სავარაუდოდ, არა, – თქვა ექიმმა და დაამატა, – ისიც უნდა ით-
ქვას, რომ არცთუ მიმზიდველი გოგო იყო.
– ბიჭები თუ მოსწონდა? – ჰკითხა ბლანდმა კონსტებლ ჰოს-
კინსს.

78
– არა მგონია, – მიუგო ჰოსკინსმა, აი, ბიჭებს რომ მოსწონებო-
დათ, თვითონაც მოეწონებოდა რომელიმე მათგანი.
– ალბათ, – დაეთანხმა ბლანდი და უეცრად კომიქსების დასტა
გაახსენდა, რომელიც ნავების ფარდულში მაგიდაზე იდო, აგრეთვე,
ბატიფეხური წარწერები მათ მინდვრებზე: „ჯონი კეიტთან ერთად მი-
დის“, „ჯორჯი პორჯი ტურისტებს კოცნის ტყეში“. გაიფიქრა, რომ იყო
მათში მინიშნება ფარულ სურვილებზე, თუმცა მაინც ვერ წარმოედ-
გინა, რომ მარლენ ტაკერის სიკვდილს სექსუალური ქვეტექსტი ჰქ-
ონდა. თუმცა, ცხადია, ეს არავინ იცოდა... ყოველთვის არსებობდ-
ნენ უცნაური დამნაშავეები, მოკვლის ფარული ჟინით შეპყრობილი
მამაკაცები, რომლებიც მოუმწიფებელ გოგონებს ირჩევდნენ მსხვე-
რპლად. შესაძლოა ამ დღესასწაულსაც ესწრებოდა ერთი ასეთი.
თითქმის სჯეროდა, რომ ასე იყო – მართლა ვერ ხედავდა ამ უაზრო
დანაშაულის სხვა მიზეზს.
„მაგრამ ჯერ ადრეა დასკვნების გაკეთება, – გაიფიქრა მან, –
ვნახოთ, რას იტყვიან ეს ადამიანები“.
– როდის დადგა სიკვდილი? – იკითხა ბლანდმა.
ექიმმა ჯერ კედლის საათს მიაპყრო მზერა, შემდეგ მაჯის საათს
დახედა.
– ხუთის ნახევარზე ოდნავ მეტია, – თქვა მან, – მე ის დაახლოე-
ბით ხუთის ოც წუთზე ვნახე... ერთი საათის გარდაცვლილი იქნებო-
და. უხეშად რომ ვთქვა, ოთხი საათიდან მომდევნო ორმოცი წუთის
პერიოდში. თუ აუტოფსიის შემდეგ რამე გაირკვევა, შეგატყობი-
ნებთ. დეტალურ დასკვნას მოგვიანებით გადმოგცემთ. ახლა კი უნ-
და წავიდე – დღეს კიდევ რამდენიმე გამოძახება მაქვს.
ის ოთახიდან გავიდა, ინსპექტორმა ბლანდმა კი ჰოსკინსს მის
ბრუისის მოყვანა სთხოვა. ქალის საქმიანი იერის დანახვაზე ხასია-
თი გამოუკეთდა. მიხვდა, რომ მკაფიო, ზუსტ, დალაგებულ პასუხებს
მიიღებდა როგორც დროის, ისე სხვა გარემოებების შესახებ.
– მისის ტაკერი ჩემს სასტუმრო ოთახშია, – თქვა დაჯდომისთა-
ნავე, – ეს ამბავი შევატყობინე და ჩაი დავუსხი. ბუნებრივია, ძალზე
დამწუხრებულია. გვამის ნახვა უნდოდა, მაგრამ გადავაფიქრებინე.

79
მისტერ ტაკერს ექვს საათზე უმთავრდება სამსახური, რის შემდეგაც
აქ აპირებს მოსვლას. დავიბარე, როგორც კი გამოჩნდება, ჩემთან
გამოუშვან. უმცროსი შვილები ჯერაც დღესასწაულზე არიან, მათზე
ზრუნავენ.
– ჩინებულია, – შეაქო ინსპექტორმა ბლანდმა, – მინდა თქვენ
და ლედი სტაბსს გაგესაუბროთ მისის ტაკერის ნახვამდე.
– არ ვიცი, სად არის ლედი სტაბსი, – გესლიანად თქვა მის ბრუ-
ისმა, – ეტყობა, დღესასწაული მოჰბეზრდა და სადღაც წავიდა. არა
მგონია, ჩემზე მეტი გითხრათ. კონკრეტულად რისი გაგება გსურთ?
– მაინტერესებს „იპოვე მსხვერპლი“ თამაშის დეტალები, აგ-
რეთვე ის, თუ როგორ მიიღო თავისი როლი იმ გოგონამ, მარლენ
ტაკერმა.
– ეს ადვილია.
მის ბრუისმა მოკლედ და მკაფიოდ ჩამოაყალიბა თამაშის არსი
– რომ ეს იყო ორიგინალური ატრაქციონი დღესასწაულის გასამრა-
ვაფეროვნებლად, რისთვისაც ცნობილი მწერალი მისის ოლივერი
დაიქირავეს, და სიუჟეტიც გააცნო ინსპექტორს.
– თავდაპირველად მსხვერპლის როლი მისის ალეკ ლეგს უნდა
შეესრულებინა, – დაამატა მის ბრუისმა.
– მისის ალეკ ლეგს? – ჰკითხა ინსპექტორმა.
კონსტებლმა ჰოსკინსმა განმარტა:
– მან და მისტერ ლეგმა ლოდერების კოტეჯი იქირავეს – ვარ-
დისფერი სახლი მილკრიკთან. აქ ერთი თვის წინათ ჩამოვიდნენ და
კიდევ ორი-სამი თვით აპირებენ დარჩენას.
– გასაგებია. მაშასადამე, თავდაპირველად მსხვერპლი მისის
ლეგი უნდა ყოფილიყო? რატომ შეცვალეს ეს?
ერთ საღამოს მისის ლეგმა ყველას გვიმკითხავა, რაც ისე კარ-
გად გამოუვიდა, რომ გადავწყვიტეთ, კიდევ ერთი ატრაქციონი მოგ-
ვეწყო და მკითხავის კარავი დაგვედგა. აღმოსავლურ სამოსში გა-
მოწყობილი მისის ლეგი მადამ ზულეიკად გადაიქცეოდა და მსურვე-
ლებს ბედს უწინასწარმეტყველებდა ნახევარ კრონად. არა მგონია,
რომ კანონსაწინააღმდეგო რამ ჩავიდინეთ. ხომ ასეა, ინსპექტორო?

80
ამას ხომ ხშირად აკეთებენ მსგავს დღესასწაულებზე?
ინსპექტორმა ბლანდმა ოდნავ გაიღიმა.
– მის ბრუის, მკითხაობასა და გათამაშებებს არავინ აღიქვამს სე-
რიოზულად, – თქვა მან, – დროდადრო გვიწევს მათი აღკვეთა ე–ე.
წესრიგის შესანარჩუნებლად.
– მაგრამ, ჩვეულებრივ, თვალს არიდებთ, ხომ? მოკლედ, მისის
ლეგი დაგვთანხმდა დახმარებაზე, ამიტომ ვინმე სხვა უნდა მოგვე-
ძებნა „მსხვერპლის“ როლისთვის. დღესასწაულის გამართვაში ად-
გილობრივები გვეხმარებოდნენ და როგორც ჩანს, ვიღაცამ წამოა-
ყენა ერთ-ერთი მათგანის კანდიდატურა.
– კონკრეტულად ვინ იყო ეს „ვიღაც“?
– ზუსტად არ ვიცი... შესაძლოა მისის მასტერტონმა, პარლამენ-
ტის წევრის ცოლმა. არა, შესაძლოა ეს კაპიტანი უერბერტონი იყო.
თუმცა დარწმუნებული არა ვარ... ყოველ შემთხვევაში, ვიღაცამ შე-
მოგვთავაზა.
– ხომ არ განუმარტავს იმ ადამიანს, რატომ დაასახელა მაინცდა-
მაინც ის?
– არა, არა მგონია... მისი მშობლები აქ სახლს ქირაობენ, დედა
კი, მისის ტაკერი, ზოგჯერ მოდის და სამზარეულოში გვეხმარება. არ
ვიცი, რატომ ავირჩიეთ ის. ალბათ, პირველად მისი სახელი მოგვივ-
იდა თავში. ვთხოვეთ მას და როგორც შევატყვეთ, სიამოვნებით და-
გვთანხმდა.
– მაშასადამე, ამ როლის შესრულება სურდა?
– დიახ. ვფიქრობ, კმაყოფილიც იყო. ეს გოგონა ნამდვილად არ
გამოირჩეოდა ჭკუით, – განაგრძო მის ბრუისმა, – უფრო რთულ
როლს ვერ შეასრულებდა, აქ კი თითქმის არაფერი მოეთხოვებო-
და. მიხვდა, რომ სხვებისგან გამოვარჩიეთ, და ძალიან გაუხარდა.
– რა უნდა გაეკეთებინა კონკრეტულად?
– ნავების ფარდულში უნდა დარჩენილიყო. როდესაც გაიგონებ-
და, რომ ვიღაც უახლოვდებოდა კარს, იატაკზე გაწვებოდა, კისერზე
თოკს შემოიხვევდა და თავს მოიმკვდარუნებდა.
მისის ბრუისი მშვიდად, საქმიანად ლაპარაკობდა. თითქოს არ აღ-

81
ელვებდა – ყოველ შემთხვევაში, ახლა – ის, რომ მართლა მოკვდა
მარლენი, რომელსაც თავი უნდა მოემკვდარუნებინა.
– გოგონასთვის ძალზე მოსაწყენი იქნებოდა დროის ასე გატარე-
ბა, დღესასწაულზე გართობის ნაცვლად, ივარაუდა ინსპექტორმა
ბლანდმა.
– გეთანხმებით, – თქვა მის ბრუისმა, – მაგრამ შეუძლებელია
ყველაფერი ერთდროულად, არა? – მარლენს მართლა მოეწონა
თავისი როლი – იგრძნო, რომ მნიშვნელოვანი პიროვნება იყო.
რომ არ მოეწყინა, კომიქსების მთელი დასტა მივეცით.
– ალბათ, რამე საჭმელიც? – ჰკითხა ინსპექტორმა, – ლანგარი
შევამჩნიე, ზედ კი თეფში და ჭიქა.
– დიახ, დიდ თეფშზე ნამცხვრები ეწყო, ჭიქაში კი ჟოლოიანი სას-
მელი ესხა. მე მივუტანე ეს ყველაფერი.
ბლანდმა მკვეთრად შეხედა ქალს.
– თქვენ მიუტანეთ? როდის?
– შუადღე იქნებოდა.
– უფრო ზუსტად? ვერ გაიხსენებთ, რომელი საათი იქნებოდა?
მის ბრუისი დაფიქრდა.
– ახლავე გეტყვით... ბავშვთა საკარნავალო კოსტიუმების კონ-
კურსი მცირე ხნით შეყოვნდა – ვერსად მიაგნეს ლედი სტაბსს. მისი
ადგილი მისის ფოლიატმა დაიკავა და ყველაფერი მოგვარდა... მა-
შასადამე, ეს იყო... დიახ, ეს იყო... თითქმის დარწმუნებული ვარ...
დაახლოებით ხუთის ხუთ წუთზე... ნამცხვრები და წვენი ავიღე.
– და თვითონ წაიღეთ ნავების ფარდულში? რა დრო დაგჭირდათ
იქ მისასვლელად?
– ოჰ, ხუთიოდე წუთი. ფარდულში, ალბათ, ხუთის თხუთმეტ წუთ-
ზე შევედი.
– ხუთის თხუთმეტ წუთზე მარლენ ტაკერი ცოცხალი და საღ-სა-
ლამათი იყო?
– დიახ, – განაცხადა მის ბრუისმა, – და ძალიან აინტერესებდა,
როგორ მიმდინარეობდა „მსხვერპლის“ ძებნა. სამწუხაროდ, კონ-
კრეტულს ვერაფერს ვეტყოდი, ვინაიდან ძალზე დაკავებული ვიყავი

82
ატრაქციონების მოწყობით მდელოზე. თუმცა ვიცოდი, რომ ამ თა-
მაშში ბევრი მონაწილეობდა, სულ ცოტა, ოცი-ოცდაათი კაცი. იქნებ
მეტიც.
– რა მდგომარეობაში იყო მარლენი, როდესაც კარი გააღეთ?
– ეს ხომ ახლახან გითხარით.
– არა, ეს არ მიგულისხმია. მაინტერესებს, იატაკზე იწვა? თავი
მოემკვდარუნებინა?
– ო, არა. ფარდულთან მიახლოებისას დავუძახე და კარი გამი-
ღო. ლანგარი შიგნით შევიტანე და მაგიდაზე დავდე.
– ხუთის თხუთმეტ წუთზე, – ჩაილაპარაკა ბლანდმა და ჩაიწერა,
– მარლენ ტაკერი ცოცხალი და საღ-სალამათი იყო. მის ბრუის, ალ-
ბათ, ხვდებით, რომ ეს ძალზე მნიშვნელოვანი მომენტია. სავსებით
დარწმუნებული ხართ დროსთან დაკავშირებით?
– თავს ვერ დავდებ სიზუსტეზე, ვინაიდან იმ მომენტში საათზე არ
დამიხედავს, მაგრამ ცოტა ხნით ადრე დავხედე და თუ ვცდები, მხო-
ლოდ ცოტათი, – უეცრად მის ბრუისი მიხვდა, რატომ ამახვილებდა
ინსპექტორი ყურადღებას სიზუსტეზე, და დაამატა, – ხომ არ ფიქ-
რობთ, რომ ეს ჩემი... ჩემი მისვლიდან მალევე მოხდა?
– არც ისე ბევრი დრო გასულა, მის ბრუის.
– ღმერთო ჩემო! – შესძახა მის ბრუისმა.
ეს არცთუ შესაფერისი სიტყვები იყო შექმნილ ვითარებაში, თუმ-
ცა ზუსტად გამოხატავდა მის ბრუისის შეშფოთებასა და წუხილს.
– ახლა კი, მის ბრუის, მითხარით, შეხვდით თუ არა ვინმეს, რო-
დესაც ფარდულისკენ მიდიოდით, შემდეგ კი სახლისკენ მოემართე-
ბოდით? ან ვინმესთვის ხომ არ მოგიკრავთ თვალი ფარდულის სი-
ახლოვეს?
მის ბრუისი ჩაფიქრდა.
– არა, – თქვა მან, – არავის შევხვედრივარ. თუმცა შესაძლოა
კიდეც შევხვედროდი, ვინაიდან დღის მეორე ნახევრიდან ყველას
თავისუფლად შეუძლია ტერიტორიაზე შესვლა. თუმცა მომსვლელ-
თა უმეტესობა მდელოზეა, სადაც ატრაქციონები და მისთანებია.
მათ ბოსტნებისა და ორანჟერეების დათვალიერება უფრო მოსწონთ

83
– ვიდრე ტყეში სეირნობა, რასაც ველოდი კიდეც. ასეთ დღესასწაუ-
ლებზე ადამიანებს ერთად ყოფნა ურჩევნიათ. არ მეთანხმებით, ინ-
სპექტორო?
ინსპექტორმა მიუგო, ალბათ, ასეაო.
– თუმცა მგონია, ვიღაც იყო „კაპრიზში“, – უეცრად გაახსენდა
მის ბრუისს.
– „კაპრიზში“?
– დიახ. პატარა, თეთრი, ტაძრის მსგავსი ნაგებობაა. ერთი თუ
ორი წლის წინათ ააგეს. იმ ბილიკის მარჯვნივდგას, რომელიც ნავე-
ბის ფარდულისკენ მიემართება. იქ ვიღაც იყო. ეჭვი მაქვს, რომ შეყ-
ვარებული წყვილი იქნებოდა. ერთმა გაიცინა, მეორემ კი უთხრა:
„ჩუმად“.
– არ იცით, ვინ იყო ეს წყვილი?
– წარმოდგენა არა მაქვს. ბილიკიდან „კაპრიზის“ ფასადი არ
ჩანს, გვერდებიდან და უკნიდან კი ხეებითაა დაფარული.
ინსპექტორმა ხანმოკლე ფიქრის შემდეგ დაასკვნა, რომ „კაპ-
რიზში“ მყოფი წყვილი ნაკლებმნიშვნელოვანი იყო გამოძიებისთვ-
ის, თუმცა ჯობდა, მაინც დაედგინათ მათი ვინაობა, ვინაიდან მათ,
თავის მხრივ, შესაძლოა დაინახეს, რომ ვიღაც გამოვიდა ნავების
ფარდულიდან ან იქით მიემართებოდა.
– მაშ, ბილიკზე არავინ იყო თქვენ გარდა? ერთი კაციც კი? – და-
ჟინებით იკითხა ინსპექტორმა.
– ცხადია, ვხვდები, რისი თქმაც გინდათ, – განაცხადა მის ბრუ-
ისმა, – გარწმუნებთ, არავინ შემხვედრია. სიმართლე გითხრათ, ვე-
რც შევხვდებოდი. თუ იქ იყო ვინმე, ვისაც არ უნდოდა, რომ მე დამე-
ნახა, თავისუფლად შეეძლო დამალვა როდოდენდრონებისა და სხ-
ვა ბუჩქების მიღმა, რომლებიც ბილიკის ორივე მხარესაა. თუ ვინმე
გაიგონებდა, რომ ბილიკზე ვიღაც მოდიოდა, ამის გაკეთებას ორიო-
დე წამში მოასწრებდა.
ინსპექტორი სხვა თემაზე გადაერთო.
– რამე ხომ არ იცით ამ ქალიშვილზე? ის, რაც შესაძლოა დაგ-
ვეხმაროს?

84
– მასზე არაფერი ვიცი, – თქვა მის ბრუისმა, – მგონი, არც არა-
სოდეს დავლაპარაკებივარ. ერთ-ერთი იყო იმ ქალიშვილთაგან,
რომლებსაც ზოგჯერ აქ ვხედავდი. ამიტომაც დამამახსოვრდა მისი
სახე. ეს არის და ეს.
– ესე იგი, არაფერი იცით მასზე... არაფერი, რაც შესაძლოა დაგ-
ვეხმაროს?
– ერთი მიზეზიც არ მომდის თავში, თუ რატომ უნდა ნდომოდა
ვინმეს მისი მოკვლა, – თქვა მის ბრუისმა, – ვერაფრით ვიჯერებ.
ალბათ, ხვდებით, რასაც ვგულისხმობ. იქნებ მისმა როლმა ვიღაც
შეშლილს სურვილი გაუჩინა, რომ გოგონა ნამდვილ მსხვერპლად
გადაექცია? თუმცა ესეც ყურით მოთრეული ვერსია და სისულელეა.
ბლანდმა ამოიხვნეშა.
– ვფიქრობ, აჯობებს, ახლა ქალიშვილის დედას გავესაუბრო, –
თქვა მან.
მისის ტაკერი გამხდარი ქალი იყო წაგრძელებული სახითა და
წაწვეტებული ცხვირით. ქერა თმა ოდნავ გასწეწოდა. თვალები ტი-
რილისგან გასწითლებოდა, თუმცა უკვე მორეოდა თავს და შეეძლო
ეპასუხა ინსპექტორის შეკითხვებზე.
– ეს არ უნდა მომხდარიყო... უსამართლობაა... – თქვა მისის ტა-
კერმა, – ცხადია, წაგვიკითხავს მსგავსი რამეები გაზეთებში, მაგრამ
ის, რაც ჩვენს მარლენს შეემთხვა...
– ვწუხვარ, ძალიან ვწუხვარ, – თანაგრძნობით უთხრა ინსპექ-
ტორმა ბლანდმა, – მაგრამ მინდა დაფიქრდეთ და მითხრათ, ხომ არ
არის ვინმე, ვისაც შესაძლოა თქვენი ქალიშვილისთვის ზიანის მი-
ყენების მიზეზი ჰქონოდა?
– უკვე ვიფიქრე ამაზე, – მიუგო მისის ტაკერმა და მოულოდნე-
ლად დაისლუკუნა, – ბევრი ვიფიქრე, თუმცა ვერაფერი გავიხსენე.
მომხდარა, რომ ზოგჯერ უხეშად მიუმართავს მასწავლებლისთვის,
რომელიმე გოგოს ან ბიჭს წასჩხუბებია, მაგრამ სერიოზული არაფე-
რი ყოფილა. არ არსებობს არავინ, ვისაც მისი ჯავრი სჭირდა, ვინც
მას ზიანს მიაყენებდა.
– არასოდეს უხსენებია, რომ ვინმე მტრობდა რამე მიზეზით?

85
– მარლენი ხშირად ამბობდა სისულელეს, ოღონდ მსგავსი არა-
ფერი უთქვამს. ის მხოლოდ კოსმეტიკასა და თმის ვარცხნილობაზე
ფიქრობდა. ხომ იცით გოგონების ამბავი. მეც და მამამისიც ჩავჩიჩი-
ნებდით, რომ მისთვის ჯერ ადრე იყო პომადისა და სხვა სისაძაგლის
მოხმარება, მაგრამ ამაოდ. როგორც კი ცოტა ფულს შეაგროვებდა,
სუნამოსა და პომადის საყიდლად გარბოდა, იყიდდა და მალავდა.
ბლანდმა თავი დააქნია. ხელჩასაჭიდი ვერაფერი მოისმინა. მო-
ზარდი, სულელი გოგო, რომელსაც თავში მხოლოდ კინოვარსკვლ-
ავები და კოხტაობა უტრიალებდა – მარლენის მსგავსი ასობით და
ათასობით იყო.
– არ ვიცი, რას იტყვის მამამისი. წუთი-წუთზე მოვა. დასვენებასა
და გართობას აპირებდა. ჩინებულად ისვრის ქოქოსს, – უეცრად მი-
სის ტაკერმა თავი ვეღარ შეიკავა და ატირდა, – მე თუ მკითხავთ, –
განაგრძო მან, – ეს რომელიმე საზიზღარი უცხოელის ჩადენილია,
რომლებიც იმ ჰოსტელში არიან. არასოდეს იცით, რას უნდა მო-
ელოდეთ მათგან. რაც მოეპრიანებათ, იმას აკეთებენ. ვერ წარმო-
იდგენთ, როგორი პერანგები აცვიათ! ბიკინებიანი – ასე უწოდებენ
– გოგოები ახატიათ. ზოგიერთი წელზემოთ შიშველი დადის – თურ-
მე მზეზე გაშავება სურთ. გეუბნებით, ეს კარგს არაფერს მოიტანს.
კონსტებლი ჰოსკინსი აქვითინებული მისის ტაკერს ოთახიდან
გასვლაში დაეხმარა. ბლანდი იმაზე დაფიქრდა, თუ რა მოსახერხე-
ბელი იყო ადგილობრივი მოსახლეობის დიდი ხნის წინათ გამოტა-
ნილი განაჩენი – რომ ყველა ტრაგიკულ შემთხვევაში ამ უცნაური
უცხოელების ხელი ერია.

86
– რა საშინელი ენა აქვს ამ ქალს, – თქვა ოთახში დაბრუნებულმა
ჰოსკინსმა, – ქმარზე ბუზღუნებს, მოხუც მამას ეჩხუბება. ალბათ, ერ-
თი-ორჯერ შვილიც გაჯორა და ახლა განიცდის. გოგონები, როგორც
წესი, ყურადღებას არ აქცევენ დედის ჩიჩინს. ერთ ყურში შეუშვებენ
და მეორიდან გამოუშვებენ.
ინსპექტორმა ბლანდმა ჰოსკინსს ლაქლაქი გააწყვეტინა და მი-
სის ოლივერის მოყვანა უბრძანა.
მისის ოლივერის გარეგნობამ, ცოტა არ იყოს, გააოცა ინსპექტო-
რი, რომელიც არ მოელოდა ასეთ ფართო, ასეთ იისფერ დიდებუ-
ლებასა და ემოციურ განცდებს.
– საშინლად ვგრძნობ თავს, – თქვა მისის ოლივერმა და მეწამუ-
ლი ბლანმანჟესავით ჩაეშვა მის წინ მდგარ სავარძელში, – საშინ-
ლად, – დაამატა ხაზგასმით.
ინსპექტორმა გაუგებრად ჩაიბურტყუნა რაღაც, მისის ოლივერმა
კი განაგრძო:
– იმიტომ, რომ ეს ჩემი მკვლელობაა. ის მე ჩავიდინე!
განცვიფრებულმა ინსპექტორმა წამით გაიფიქრა, რომ მისის
ოლივერი თავის თავს იდანაშაულებდა მკვლელობაში.
– ვერ ვხვდები, რამ გადამაწყვეტინა, რომ მსხვერპლი მეატომე
მეცნიერის იუგოსლავიელი ცოლი უნდა ყოფილიყო, – თქვა მისის
ოლივერმა, თან გამწარებით იწვალებდა უცნაურ ვარცხნილობას,
რის გამოც ნასვამ ადამიანს ჰგავდა, – სულელურად მოვიქეცი. ასე-
თივე წარმატებით შემეძლო მსხვერპლად უმცროსი მებაღე ამერ-
ჩია, რომელიც ის არ აღმოჩნდა, ვინც ეგონათ. მაშინ შესაძლოა ვერ
მოეკლათ, ვინაიდან, ბოლოს და ბოლოს, მამაკაცების უმეტესობას
შეუძლია თავის დაცვა. თუ არ შეუძლიათ თავის დაცვა, მათ უნდა და-
იცვან თავი. მამაკაცი რომ დაღუპულიყო, ასე არ დავიდანაშაულებ-

87
დი თავს. როდესაც მამაკაცს კლავენ, ამას ყველა შედარებით მშვი-
დად აღიქვამს. ცხადია, გარდა მისი ცოლისა, შეყვარებულისა, შვი-
ლებისა და ასე შემდეგ...
ამ მოსაზრებამ ინსპექტორს ეჭვი გაუჩინა მისის ოლივერის ფსი-
ქიკურ მდგომარეობაზე. მით უმეტეს, რომ კონიაკის სუნი ეცა... რო-
დესაც სახლში დაბრუნდნენ, ერკიულ პუარომ მართლა აიძულა,
რომ ცოტა კონიაკი დაელია, რადგან ეს მრავალნაცადი საშუალება
იყო შოკიდან გამოსასვლელად.
– მე არც გავგიჟდი და არც მთვრალი ვარ, – განაცხადა მისის
ოლივერმა, რომელმაც მყისვე გამოიცნო ინსპექტორის ფიქრები, –
თუმცა იმ ტიპმა თქვა, რომ სმა მიყვარს. და რომ ყველა ასე ფიქრ-
ობს, ისევე, როგორც, ალბათ. თქვენ.
– რომელმა ტიპმა? – ჰკითხა ინსპექტორმა, რომლის გონებაც
მაშინვე გადაერთო ჰიპოთეზური უმცროსი მებაღიდან დრამაში მო-
ულოდნელად შემომატებულ, მაგრამ სავსებით რეალურ პერსონაჟ-
ზე.
–ჭორფლიანმა. იორკშირული აქცენტით, – განუმარგა მისის
ოლივერმა, – ასე რომ, როგორც უკვე გითხარით, არც მთვრალი
ვარ და არც შეშლილი. უბრალოდ, შეწუხებული ვარ... საშინლად შე-
წუხებული, – გაიმეორა ხაზგასმით.
– დიახ, ეს ძალზე სამწუხაროა, მადამ, – უთხრა ინსპექტორმა.
– ყველაზე შემაძრწუნებელი ის არის, – თქვა მისის ოლივერმა,
– რომ ქალიშვილს სექსუალური მანიაკის მსხვერპლად ყოფნა უნ-
დოდა და... როგორც ჩანს, მართლა ასეთი მსხვერპლი გახდა.
– სექსუალური მანიაკის ვერსია გამოირიცხა, – თქვა ინსპექ-
ტორმა.
– გამოირიცხა? – იკითხა მისის ოლივერმა, – ამისთვის მაინც გმ-
ადლობ, ღმერთო. თუმცა... არ ვიცი... შესაძლოა ერჩივნა, რომ ასე
მომხდარიყო. და თუ ეს სექსუალური მანიაკი არ იყო, ინსპექტორო,
რატომ უნდა მოეკლა ვინმეს?
– იმედი მქონდა, რომ თქვენ დამეხმარებოდით ამის გარკვევაში,
– მიუგო ინსპექტორმა და გაიფიქრა, რომ მისის ოლივერმა საკვან-

88
ძო საკითხი წამოჭრა – რატომ უნდა მოეკლა ვინმეს მარლენი?
– ვერაფრით დაგეხმარებით, – უთხრა მისის ოლივერმა, – წარ-
მოდგენა არა მაქვს, ვის შეეძლო ამის ჩადენა. არა, ცხადია, შემიძ-
ლია წარმოვიდგინო... უამრავი რამის წარმოდგენა შემიძლია! და
ზუსტად ეს არის ჩემი პრობლემა. შემიძლია ახლავე ჩამოვაყალიბო
ვერსიები, თანაც სავსებით დამაჯერებელი, თუმცა არცერთი მათგა-
ნი არ იქნება სწორი. იმას ვგულისხმობ, რომ ვიღაცას შეეძლო მო-
ეკლა გოგონა, ვისაც, უბრალოდ, მოსწონს გოგონების მოკვლა,
მაგრამ ეს მარტივი ახსნაა – ძნელი დასაჯერებელია, რომ ასე დაემ-
თხვა და სწორედ ამ დღესასწაულზე აღმოჩნდა პირი, რომელსაც
რომელიმე გოგონას მოკვლა უნდოდა, თანაც, როგორ შეიტყო მან,
რომ მარლენი ნავების ფარდულში იყო? იქნებ ქალიშვილმა ვინმეს
სასიყვარულო კავშირების შესახებ იცოდა ან შემთხვევით მოჰკრა
თვალი, როგორ მარხავდა ვიღაც გვამს ღამით, ან იცოდა, სად იყო
ომის დროს გადამალული განძი. შესაძლოა ფარდულის ფანჯრიდან
დაინახა, როგორ გადააგდო მამაკაცმა კატარღიდან ადამიანი მდი-
ნარეში. არც ისაა გამორიცხული, რომ მნიშვნელოვანი დაშიფრული
შეტყობინება ჩაუვარდა ხელში და არც კი იცოდა, რა იყო ეს.
– გთხოვთ! – შესძახა ინსპექტორმა და ხელი ასწია, ვინაიდან
რეტი დაესხა ამდენი ვერსიისგან.
მისის ოლივერი დაემორჩილა და გაჩუმდა. ეტყობოდა, რომ შე-
ეძლო კიდევ დიდხანს გაეგრძელებინა ჩამონათვალი, თუმცა ინ-
სპექტორს მოეჩვენა, რომ მან უკვე ჩამოაყალიბა ყველა შესაძლო,
მეტნაკლებად დამაჯერებელი ვერსია. ის ქალის ერთ-ერთ ფრაზას
ჩაეჭიდა.
– მისის ოლივერ, ვის გულისხმობდით, როცა კატარღაში მყოფი
მამაკაცი ახსენეთ? თუ მხოლოდ თქვენი ფანტაზიის ნაყოფი იყო?
– ვიღაცამ მითხრა, რომ ის კატარღით ჩამოვიდა, – მიუგო მისის
ოლივერმა, – არ მახსოვს, ვინ. ეს საუზმობისას მოხდა, – დაამატა
მან.
– გთხოვთ,– თითქმის ვედრებით მიმართა ინსპექტორმა, რო-
მელსაც აქამდე წარმოდგენა არ ჰქონდა, როგორი ყაიდის ადამიან-

89
ები იყვნენ დეტექტივის ჟანრის მწერლები, იცოდა, რომ მისის ოლი-
ვერს ორმოცზე მეტი წიგნი დაეწერა, ახლა კი გაუკვირდა, რატომ
ორმოცი და არა ას ორმოცი არ დაწერაო. მან მკაფიოდ, მკაცრად
დასვა შეკითხვა: რისი თქმა შეგიძლიათ იმ კაცზე, რომელიც საუზ-
მობისას კატარღით ჩამოვიდა?
– ის კატარღით არ ჩამოსულა საუზმობისას, – განაცხადა მისის
ოლივერმა, – ეს იახტა იყო, მაგრამ მე იახტა კი არა, წერილი ვიგუ-
ლისხმე.
– ბოლოს და ბოლოს, იახტა თუ წერილი? – ჰკითხა ინსპექტორ-
მა.
– წერილი, – თქვა მისის ოლივერმა, – ლედი სტაბსის სახელზე.
იახტაზე მყოფი მისი ბიძაშვილისგან. ლედი სტაბსს შეეშინდა.
– შეეშინდა? რისი?
– ჩემი აზრით, იმ კაცის, – თქვა მისის ოლივერმა, ამას ყველა შე-
ამჩნევდა. ეშინოდა და არ უნდოდა ის ჩამოსულიყო. ვფიქრობ, სწო-
რედ ამიტომ იმალება ახლა.
– იმალება? – ჩაეკითხა ინსპექტორი.
– ყოველ შემთხვევაში, არსად ჩანს, – მიუგო მისის ოლივერმა,
– ყველა ეძებდა... ალბათ, იმიტომ იმალება, რომ მისი ეშინია და არ
უნდა მასთან შეხვედრა.
– ვინა არის ეს კაცი? – დაინტერესდა ინსპექტორი.
– აჯობებს, მესიე პუაროს ჰკითხოთ, – უთხრა მისის ოლივერმა,
– ის ელაპარაკა მას, მე კი არა. ესტებანი ჰქვია... არა, ესტებანი ჩემი
სიუჟეტიდანაა. დე სუზა... დიახ, მისი სახელი ეტიენ დე სუზაა.
მაგრამ ინსპექტორის ყურადღება სხვა სახელმა მიიპყრო.
– რა თქვით? – იკითხა მან, – მესიე პუარო?
– დიახ. ერკიულ პუარო. ჩემთან ერთად იყო, როდესაც გვამი აღ-
მოვაჩინეთ.
– ერკიულ პუარო... საინტერესოა. ნუთუ ერთსა და იმავე კაცზე
ვსაუბრობთ? ბელგიელია, ტანდაბალი, ძალიან დიდი ულვაშით?
– უშველებელი ულვაშით, – დაეთანხმა მისის ოლივერი, – დი-
ახ. იცნობთ?

90
– მრავალი წლის წინათ შევხვდი. მაშინ ახალგაზრდა სერჟანტი
ვიყავი.
– მკვლელობის საქმეზე შეხვდით?
– დიახ. აქ რას აკეთებს?
– პრიზები უნდა დაერიგებინა, – მიუგო მისის ოლივერმა. ის წა-
მით შეყოყმანდა, სანამ ამ პასუხს გასცემდა, თუმცა ინსპექტორმა ეს
ვერ შეამჩნია.
– ის თქვენთან ერთად იყო, როდესაც გვამი აღმოაჩინეთ, – ჩა-
ილაპარაკა ბლანდმა, – ჰმ, მასთან დალაპარაკება მინდა.
– დავუძახო? – მკვირცხლად ჰკითხა მისის ოლივერმა და ხე-
ლებში მოიქცია იისფერი კაბის ნაკეცები.
– რამეს ხომ არ დაამატებთ, მისის ოლივერ? სხვა არაფერი იც-
ით, რაც, თქვენი აზრით, შეიძლება დაგვეხმაროს?
– არა, არაფერი, – თქვა მისის ოლივერმა, – შემიძლია მხოლოდ
ვივარაუდო მიზეზები.
ინსპექტორმა სწრაფად გააწყვეტინა სიტყვა. აღარ სურდა მისის
ოლივერის ფანტასტიკური, ჩახლართული ვერსიების მოსმენა.
– უღრმესი მადლობა, მადამ, – უთხრა თავაზიანად, – ძალზე და-
მავალებთ, თუ მესიე პუაროს სთხოვთ ჩემთან სასაუბროდ მოვიდეს.
მისის ოლივერი ოთახიდან გავიდა. პოლიციის კონსტებლმა
ჰოსკინსმა ცნობისმოყვარეობით იკითხა: – სერ, ვინ არის ეს მესიე
პუარო?
– შესაძლოა სასაცილო ადამიანად მოგეჩვენოთ, – მიუგო ინ-
სპექტორმა ბლანდმა, – ფრანგის ერთგვარი პაროდიაა მიუზიკლი-
დან. სინამდვილეში, ბელგიელია და სასაცილო გარეგნობის მიუხე-
დავად, ძალიან ჭკვიანია. ალბათ, უკვე ასაკშია.
– იმ დე სუზაზე რას იტყვით, სერ? – ჰკითხა კონსტებლმა, – ხომ
არ ფიქრობთ, რომ უმიზეზოდ არ გამოჩნდებოდა?
ინსპექტორმა ბლანდმა ყურადღება არ მიაქცია შეკითხვას. იმ
ფაქტმა გააოცა, რომელიც უკვე რამდენჯერმე უხსენეს, თუმცა მხო-
ლოდ ახლა გააცნობიერა.
თავდაპირველად ეს იყო გაღიზიანებული და შეშფოთებული სერ

91
ჯორჯი: „ჩემს ცოლს ვერსად ვპოულობ. თვალი ვეღარ მოვკარი“.
შემდეგ მის ბრუისმა განაცხადა დამცინავად: „არ ვიცი, სად არის
ლედი სტაბსი. ეტყობა, დღესასწაული მოჰბეზრდა და სადღაც წავი-
და“, ახლახან კი მისის ოლივერი არწმუნებდა, რომ ლედი სტაბსი იმ-
ალებოდა.
– რა? რა თქვით? – იკითხა დაბნეულად.
კონსტებლმა ჰოსკინსმა ჩაახველა.
–გკითხეთ, სერ, ხომ არ ფიქრობთ, რომ ამ საქმეში დე იმისა, თუ
ვინ არის ის... – სუზაა გარეული – მიუხედავად ჰოსკინსს აშკარად
გაუხარდა, რომ კონკრეტული უცხოელი გამოჩნდა, და არა ზოგა-
დად „უცხოელი“, რასაც სხვადასხვა შემთხვევის დროს ახსენებდნ-
ენ, მაგრამ ინსპექტორი სხვა რამეზე ფიქრობდა.
– ლედი სტაბსი მჭირდება, – განაცხადა მან, – მომიყვანეთ. თუ
ახლომახლო არ აღმოჩნდება, აუცილებლად მოძებნეთ.
ჰოსკინსი, ცოტა არ იყოს, გაოცდა, თუმცა მორჩილად დაიძრა კა-
რისკენ. ზღურბლზე შეჩერდა და ოდნავ უკან დაიხია, რათა ერკიულ
პუარო გაეტარებინა, და სანამ კარს გაიხურავდა, ცნობისმოყვარეო-
ბით გახედა მას მხარზემოდან.
– არა მგონია, გახსოვდეთ, მესიე პუარო, – თქვა ბლანდმა, წა-
მოდგა და ხელი გაუწოდა დეტექტივს.
– დიახ, რა თქმა უნდა, – ჩაილაპარაკა პუარომ, – მოითმინეთ...
ერთი წუთით. ახალგაზრდა სერჟანტი... დიახ, სერჟანტი ბლანდი,
რომელსაც თოთხმეტი... არა, თხუთმეტი წლის წინათ შევხვდი.
– მართალს ბრძანებთ. აი, მესმის მეხსიერება!
– სულაც არა. თუ თქვენ გახსოვართ, მე რატომ არ უნდა მახსოვ-
დეთ?
ბლანდმა გაიფიქრა, რომ შეუძლებელი იყო ერკიულ პუაროს და-
ვიწყება, და არც ცდებოდა.
– აი, კვლავ აქა ხართ, მესიე პუარო, – თქვა მან, და კვლავ
მკვლელობის საქმეში დასახმარებლად.
– დიახ, ასეა, – დაეთანხმა პუარო, – დასახმარებლად მიხმეს.
– დასახმარებლად გიხმეს? – გაოცდა ბლანდი.

92
–დიახ,– სწრაფად თქვა პუარომ, – მთხოვეს, რომ „იპოვე მსხვ-
ერპლი“ თამაშის დასრულების შემდეგ პრიზები დამერიგებინა.
– ეს მისის ოლივერმა მითხრა.
– მეტი არაფერი უთქვამს? – აგდებულად ჰკითხა პუარომ.
აინტერესებდა, ხომ არ მიანიშნა მისის ოლივერმა ინსპექტორს
რეალურ მოტივებზე, რომელთა გამოც დაჟინებით სთხოვა მას, პუ-
აროს, დევონში ჩამოსვლა.
– კიდევ ხომ არ მითხრა რამე? გაუჩერებლად ლაპარაკობდა ქა-
ლიშვილის მკვლელობის ყველა შესაძლო თუ შეუძლებელ მოტივ-
ზე. კინაღამ რეტი დამესხა. შესაშური წარმოსახვის უნარი აქვს!
– ამით შოულობს ფულს, mon ami, ცივად უთხრა პუარომ.
– მან მამაკაცი ახსენა, ვინმე დე სუზა. ისიც მისი წარმოსახვის ნა-
ყოფია?
– არა, რეალური პირია.
– რაღაცას ჰყვებოდა საუზმობისას მიღებულ წერილზე, იახტაზე,
მდინარესა და კატარღაზე. ვერაფერი გავიგე.
პუარო ახსნას შეუდგა და უამბო სცენაზე საუზმობის დროს – წე-
რილსა და ლედი სტაბსის თავის ტკივილზე.
– მისის ოლივერმა მითხრა, რომ ლედი სტაბსს შეეშიდა. თქვენც
ფიქრობთ, რომ შეეშინდა?
– ასეთი შთაბეჭდილება შემექმნა.
– თავისი ბიძაშვილის შეეშინდა? რატომ?
პუარომ მხრები აიჩეჩა.
– წარმოდგენა არა მაქვს. მხოლოდ ის თქვა, ცუდი ადამიანიაო.
უნდა გითხრათ, რომ უცნაური ქალია. ცოტა წაისულელებს.
– დიახ, ეს აქ ყველამ იცის. მაშ, არ უთქვამს, რატომ ეშინოდა დე
სუზასი?
– არა.
– თქვენი აზრით, ეს რეალური შიში იყო?
– თუ ასე არ იყო, კარგი მსახიობი ყოფილა, – შენიშნა პუარომ.
– ამასთან დაკავშირებით უცნაური აზრები მიჩნდება, – ჩაილა-
პარაკა ბლანდმა, წამოდგა და მოუსვენრად დაიწყო ბოლთის ცემა,

93
– სულ იმ წყეული ქალის ბრალია.
– მისის ოლივერის?
– დიახ. მელოდრამატული იდეებით გამომიტენა თავი.
– ფიქრობთ, რომ შესაძლოა სწორი იდეები იყოს?
– ყველა არა, ცხადია... თუმცა ერთი-ორი მათგანი არც ისე უც-
ნაურად მომეჩვენა, როგორც თავიდან. ყველაფერი იმაზეა დამოკი-
დებული... – ბლანდი გაჩუმდა, როცა კარი გაიღო და პოლიციის
კონსტებლი ჰოსკინსი დაბრუნდა.
– სერ, შეუძლებელია იმ ლედის პოვნა, – თქვა მან, არსადაა.
– ეს უკვე ვიცი, – უთხრა გაღიზიანებულმა ბლანდმა, – მე გითხა-
რით, მოძებნეთ-მეთქი.
– სერჟანტი ფარელი და პოლიციის კონსტებლი ლორიმერი გა-
რეთ ეძებენ, სერ, – მოახსენა ჰოსკინსმა, – სახლში ნამდვილად არ
არის, – დაამატა მან.
– ჰკითხეთ იმ კაცს, რომელიც ჭიშკართან დგას და ბილეთებს
ამოწმებს, ხომ არ დაინახა, როგორ წავიდა ლედი სტაბსი... ფეხით
ან მანქანით.
– დიახ, სერ.
ჰოსკინსი წავიდა.
– ისიც დაადგინეთ, სად და როდის ნახეს ბოლოს, – მიაძახა
ბლანდმა.
– აი, თურმე რომელი მიმართულებით მუშაობს თქვენი გონება,
– უთხრა პუარომ.
– ჯერჯერობით, ის საერთოდ არ მუშაობს, – თქვა ბლანდმა, –
მაგრამ ეჭვი აღმიძრა ფაქტმა, რომ ლედი, რომელიც სახლში უნდა
იყოს, არ არის! მიზეზის გაგება მინდა. მითხარით, კიდევ რა იცით
იმ... რა ჰქვია დე სუზაზე.
პუარომ უამბო თავის შეხვედრაზე ნავმისადგომის მხრიდან ბი-
ლიკით მომავალ ახალგაზრდა კაცთან.
– ის, ალბათ, ჯერაც დღესასწაულს ესწრება, – თქვა მან, – გადავ-
ცე სერ ჯორჯს, რომ მისი ნახვა გსურთ?
– მოგვიანებით, – მიუგო ბლანდმა, – როცა უფრო მეტი მეცოდინე-

94
ბა. როდის ნახეთ ბოლოს ლედი სტაბსი?
პუარო ფიქრებით წარსულს დაუბრუნდა. გაუჭირდა ზუსტად გახ-
სენება. ბუნდოვნად ახსოვდა მაღალი, ციკლამენის ფერის კაბაში
გამოწყობილი ფიგურა ფარფლებჩამოშვებული განიერი შლაპით.
ქალი მდელოზე სეირნობდა, ადამიანებს ელაპარაკებოდა, ხან აქ
გამოჩნდებოდა, ხან იქ; დროდადრო მისი უცნაური სიცილიც ესმო-
და, რომელიც მკვეთრად გამოირჩეოდა სხვა მრავალ ხმას შორის.
– ვფიქრობ, – თქვა ყოყმანით, – ოთხი საათისთვის.
– სად და ვისთან ერთად?
– სახლის გვერდით, შეჯგუფებულ ხალხთან.
– მაშინაც იქ იყო, როდესაც დე სუზა გამოჩნდა?
– არ მახსოვს. არა მგონია. ყოველ შემთხვევაში, არ დამინახავს.
სერ ჯორჯმა დე სუზას უთხრა, რომ მისი ცოლი სადღაც ახლოს იყო,
თან უკვირდა, რომ სადღაც გაუჩინარდა, არადა, ბავშვთა საკარნა-
ვალო კოსტიუმების კონკურსი უნდა ჩაეტარებინა.
– რომელ საათზე მოვიდა დე სუზა?
– დაახლოებით ხუთის ნახევარზე. საათზე არ დამიხედავს, ამი-
ტომ ზუსტად ვერ ვიტყვი.
– ლედი სტაბსი მის მოსვლამდე გაუჩინარდა?
– დიახ, თუ არ ვცდები.
– ალბათ, განზრახ დაიმალა, რათა არ შეხვედროდა, – ივარაუ-
და ინსპექტორმა.
– ალბათ, – დაეთანხმა პუარო.
– შორს ვერ წავიდოდა, – თქვა ბლანდმა, – ადვილად მივაგნებთ
და როცა ვიპოვით... – მან აღარ დაასრულა.
– თუ ვერ იპოვით? – ჩაეძია პუარო.
–რა სისულელეა! – შესძახა ინსპექტორმა. – რატომ ვერ უნდა
ვიპოვოთ? თქვენი აზრით, რა უნდა მოსვლოდა?
პუარომ მხრები აიჩეჩა.
– მართლაცდა, რა უნდა მოსვლოდა? ეს არავინ იცის. მხოლოდ
ის არის ცნობილი, რომ გაუჩინარდა!
– მესიე პუარო, ისეთი კილოთი ლაპარაკობთ, რომ რაღაც საში-

95
ნელება მეჩვენება.
– იქნებ ასეცაა?
– ჩვენ მარლენ ტაკერის მკვლელობას ვიძიებთ, – მკაცრად გა-
ნაცხადა ინსპექტორმა.
– დიახ, რა თქმა უნდა. თუ ასეა, რატომ გაინტერესებთ დე სუზა?
ფიქრობთ, რომ მან მოკლა მარლენ ტაკერი?
– სულ იმ ქალის ბრალია! – თქვა ინსპექტორმა ბლანდმა.
პუარომ ოდნავ გაიღიმა.
– მისის ოლივერს გულისხმობთ?
– დიახ. საქმე ის არის, მესიე პუარო, რომ მარლენ ტაკერის
მკვლელობა უაზრობაა, სრული უაზრობა. ვიღაცამ არაფრით გა-
მორჩეული, მოსულელო გოგონა დაახრჩო... და არავითარი მინიშ-
ნება მოტივზე.
– ნუთუ მისის ოლივერმა მოტივი არ მოგაწოდათ?
– სულ ცოტა, ათი მაინც! რა აღარ მითხრა: თითქოს მარლენმა
შესაძლოა ვინმეს სასიყვარულო ურთიერთობის შესახებ იცოდა; ან
მკვლელობას შეესწრო; ან იცოდა, სად იმალებოდა რაღაც განძი; ან
ნავების ფარდულიდან დაინახა, რას აკეთებდა შუა მდინარეში კა-
ტარღაზე დე სუზა.
– გასაგებია. რომელი თეორია მოგეწონათ ყველაზე მეტად, mon
cher?7
–არ ვიცი, მაგრამ მათ თავიდან ვეღარ ვიცილებ. მომისმინეთ,
მესიე პუარო. კარგად გაიხსენეთ, როგორ გაიგეთ ლედი სტაბსის
სიტყვები. რისი ეშინოდა? იმის, რომ ბიძაშვილმა რაღაც იცოდა მას-
ზე და შეეძლო მისი ქმრისთვის ეთქვა, თუ თვითონ ბიძაშვილის?
– მომეჩვენა, რომ თვითონ ბიძაშვილის ეშინოდა, – უყოყმანოდ
მიუგო პუარომ.
– ჰმ, – თქვა ინსპექტორმა ბლანდმა, – აჯობებს, გავესაუბრო ამ
ახალგაზრდა კაცს, თუ კვლავაც აქ არის.

7
ჩემო ძვირფასო (ფრ.).

96
მიუხედავად იმისა, რომ ინსპექტორი ბლანდი, კონსტებლ ჰოს-
კინსისგან განსხვავებით, ცუდი თვალით არ უყურებდა უცხოელებს,
თავიდანვე არ მოეწონა დე სუზა – ახალგაზრდა კაცის დახვეწილმა
ელეგანტურობამ, უზადო ჩაცმულობამ და პრიალა თმის სურნელმა
ძალზე გააღიზიანა.
დე სუზა თავდაჯერებულად, ძალდაუტანებლად იქცეოდა. მისი
ხაზგასმული წესიერების მიღმა კარგად შენიღბული დამცინავი და-
მოკიდებულება იგრძნობოდა.
– უნდა ვაღიაროთ, – თქვა მან, – რომ ცხოვრება სიურპრიზები-
თაა აღსავსე. კრუიზში გავემართე, შესანიშნავი ხედებით ვტკბებო-
დი, აქ შემოვიარე, რათა რამდენიმე საათი გამეტარებინა პატარა ბი-
ძაშვილთან, რომელიც წლებია, არ მინახავს, და რა დამხვდა? ჯერ
რაღაც კარნავალზე მოვხვდი, სადაც ქოქოსის კაკლებს ისროდნენ,
რომლებიც კინაღამ თავში მომხვდა, შემდეგ კი კომედიიდან ტრაგე-
დიაში აღმოვჩნდი, სადაც მკვლელობაში სურთ ჩემი ჩათრევა.
მან სიგარეტს მოუკიდა, ღრმა ნაფაზი დაარტყა და განაგრძო:
– ამ მკვლელობასთან არანაირი შეხება არა მაქვს და, ბუნებრი-
ვია, მაინტერესებს, რატომ გსურთ ჩემთან გასაუბრება.
– თქვენ უცხოელი ხართ, მისტერ დე სუზა...
დე სუზამ გააწყვეტინა:
– უცხოელები აუცილებლად საეჭვო ხალხია, არა?
– არა, სულაც არა, სერ. ეს არ მიგულისხმია. როგორც ვხვდები,
თქვენი იახტა ჰელმუთშია, არა?
– დიახ, ასეა.
– დღეს, დღისით, მდინარეს აღმა აუყევით ძრავიანი ნავით?
– ესეც სიმართლეა.
– როდესაც მდინარეს აუყევით, შეამჩნიეთ თქვენგან მარჯვნივ

97
ლელქაშით გადახურული ფარდული და მომცრო ნავმისადგომი მის
ქვემოთ?
დე სუზამ უკან გადასწია ლამაზი შავგვრემანი თავი, მოიღუშა და
დაფიქრდა.
– მოითმინეთ... იქ იყო ნაკადული და კრამიტისსახურავიანი პა-
ტარა, ნაცრისფერი სახლი.
– არა, უფრო ზემოთ, მისტერ დე სუზა, ხეებს შორის.
– აჰ, დიახ, გამახსენდა. ძალზე ლამაზი ადგილია. არ ვიცოდი,
რომ ეს ფარდული მამულში მდებარეობდა, თორემ იქ გადმოვიდო-
დი ნაპირზე. როდესაც გზა ვიკითხე, მირჩიეს, ბორნამდე მივსულიყ-
ავი.
− მერე ასეც მოიქეცით?
– დიახ.
– მაშასადამე, ნავების ფარდულთან ან მის შორიახლოს არ გად-
მოსულხართ ნაპირზე?
დე სუზამ თავი გადააქნია.
– ვინმე ხომ არ დაგინახავთ ნავების ფარდულთან, როდესაც
ჩაუარეთ?
– ვინმე ხომ არ დამინახავს? უნდა დამენახა?
– იქნებ შემთხვევით მოჰკარით თვალი ვინმეს. საქმე ის არის,
მისტერ დე სუზა, რომ იმ ფარდულში იყო გოგონა, რომელიც მოკლ-
ეს. სწორედ იქ. ეს დაახლოებით მაშინ მოხდა, როდესაც თქვენ ჩაუ-
არეთ.
დე სუზამ წარბები ასწია.
– თქვენი აზრით, შესაძლოა ამ მკვლელობის მოწმე ვიყო?
– არა, მკვლელობა ფარდულში მოხდა, მაგრამ შეგეძლოთ და-
გენახათ გოგონა, როდესაც ის, ვთქვათ, ფანჯრიდან იყურებოდა ან
პარმაღზე იდგა. ეს იმის დადგენაში დაგვეხმარებოდა, თუ როდის
დადგა სიკვდილი. თუკი როდესაც ფარდულს ჩაუარეთ, ცოცხალი
იყო…
– აჰა, გასაგებია, გასაგები, მაგრამ რატომ მეკითხებით მაინცდა-
მაინც მე? ჰელმუთიდან მდინარის აღმა-დაღმა ბევრი ნავი და სასეი-

98
რნო კატარღა დადის მთელი დღის განმავლობაში. რატომ მათ
მფლობელებს არ დაჰკითხავთ?
– დავკითხავთ, – თქვა ინსპექტორმა, – დამშვიდდით, მათაც
დავკითხავთ. მაშასადამე, თუ სწორად გავიგე, განსაკუთრებული
არაფერი დაგინახავთ იმ ფარდულში?
– არაფერი. აბსოლუტურად არაფერი. ცხადია, ყურადღებით არც
დავკვირვებივარ, მით უმეტეს, კარგა მოშორებით ჩავუარე. შესაძლ-
ოა ვინმე კიდეც იყურებოდა ფანჯრიდან, როგორც თქვენ ვარაუდო-
ბთ, ოღონდ მე არ დამინახავს, – მან თავაზიანად დაამატა, – ვწუხ-
ვარ, რომ ვერაფრით გეხმარებით.
– კარგი, – მეგობრულად უთხრა ინსპექტორმა ბლანდმა, – ბევ-
რის იმედი არც მქონია. კიდევ რამდენიმე საკითხის დაზუსტება მინ-
და, მისტერ დე სუზა.
– დიახ?
– ამ კრუიზში მარტო ხართ თუ მეგობრებთან ერთად?
– თავიდან მეგობრები მახლდნენ, ბოლო სამი დღე კი მარტო
მოვცურავ – ცხადია, ეკიპაჟთან ერთად.
– მისტერ დე სუზა, რა ჰქვია თქვენს იახტას?
– „ესპერანსა“.
– ლედი სტაბსი თქვენი ბიძაშვილია?
დე სუზამ მხრები აიჩეჩა.
– გარე ბიძაშვილი. მოგეხსენებათ, კუნძულებზე ხშირია ქორწი-
ნება ნათესავებს შორის. ყველანი ერთმანეთის ბიძაშვილები ვართ.
ჰეთი ჩემი შორეული ნათესავია. როცა ბოლოს ვნახე, თოთხმეტი–
თხუთმეტი წლის იქნებოდა.
– და გადაწყვიტეთ, მოულოდნელად სწვეოდით. ასე ვთქვათ, სი-
ურპრიზი მოგეწყოთ მისთვის.
– ეს არცთუ მოულოდნელი ვიზიტი იქნებოდა, ინსპექტორო. წი-
ნასწარ მივწერე წერილი.
– ვიცი, რომ დღეს დილას მიიღო თქვენი ბარათი, და გაუკვირდა,
რომ ინგლისში იყავით.
– აქ კი ცდებით, ინსპექტორო. მე ჩემს ბიძაშვილს წერილი... ახ-

99
ლავე გეტყვით... სამი კვირის წინათ მივწერე. საფრანგეთიდან, სა-
ნამ გამოვემგზავრებოდი.
ინსპექტორი გაოცდა.
– მაშასადამე, საფრანგეთიდან მისწერეთ, რომ მის მონახულე-
ბას აპირებდით?
– დიახ. შევატყობინე, რომ იახტით ვაპირებდი კრუიზში წასვლას
და დაახლოებით ამ დღეებში ვიქნებოდი ტორკიში ან ჰელმუთში.
მივწერე, რომ თარიღს მოგვიანებით დავუზუსტებდი.
ინსპექტორი ბლანდი დაჟინებით მიაჩერდა დე სუზას. ეს განცხა-
დება სრულიად განსხვავდებოდა იმისგან, რაც საუზმობისას ეტიენ
დე სუზას წერილის მოსვლის შესახებ უამბეს. ერთზე მეტმა მოწმემ
თქვა, რომ ლედი სტაბსი წერილის შინაარსმა შეაშფოთა, შეაწუხა
და კიდეც შეაშინა. ახალგაზრდა კაცმა მშვიდად გაუსწორა თვალი,
ოდნავ გაიღიმა და მუხლიდან მტვრის უხილავი ნამცეცი ჩამოიფერ-
თხა.
– პირველ წერილზე თუ გიპასუხათ ლედი სტაბსმა? – ჰკითხა ინ-
სპექტორმა.
დე სუზა რამდენიმე წამით შეყოყმანდა და მიუგო:
– ძალზე რთულია ამის გახსენება... არა, თუ არ ვცდები, არ უპა-
სუხია. ეს არც იყო აუცილებელი – მე ხომ ვმოგზაურობდი და არ
მქონდა ფიქსირებული მისამართი, თანაც, არა მგონია, რომ ჩემს
ბიძაშვილს, ჰეთის, წერილების წერა ეხერხებოდეს, – მან დაამატა,
– ვიცი, რომ ჭკუით ვერ დაიკვეხნის, თუმცა, ვფიქრობ, ძალზე ლამა-
ზი ქალი დადგა.
– ჯერ არ გინახავთ? – ბლანდმა ეს ფრაზა კითხვითი კილოთი
წარმოთქვა, რაზეც დე სუზამ სასიამოვნოდ გაიღიმა და თეთრი კბი-
ლები გააელვა.
– მგონი, სადღაც გაუჩინარდა, – თქვა მან, – ალბათ, მოიწყინა
espèce de gala - ზე.
ინსპექტორმა ბლანდმა საგულდაგულოდ შეარჩია სიტყვები.
– ხომ არ ფიქრობთ, მისტერ დე სუზა, რომ შესაძლოა თქვენს ბი-
ძაშვილს რამე მიზეზი ჰქონდეს, რათა თავი აარიდოს თქვენთან შეხ-

100
ვედრას?
– ჰეთი თავს არიდებს ჩემთან შეხვედრას? ვერ ვხვდები, რატომ
უნდა მოიქცეს ასე. რა მიზეზი უნდა ჰქონდეს?
– მეც სწორედ ამას გეკითხებით, მისტერ დე სუზა.
– თქვენი აზრით, ჰეთი იმიტომ არ არის დღესასწაულზე, რომ
ჩემთან შეხვედრას გაურბის? რა სისულელეა.
– ხომ არ იცით რამე მიზეზი, რის გამოც შესაძლოა თქვენი ეში-
ნოდა?
– ჰეთის ჩემი ეშინოდა? – დე სუზას ხმაში სკეპტიციზმისა და გა-
ოცების კილო გახმიანდა, – რა ფანტასტიკური აზრები მოგდით თავ-
ში, ინსპექტორო!
– ყოველთვის მეგობრული ურთიერთობა გქონდათ მასთან?
– უკვე გითხარით, რომ მასთან ურთიერთობა არ მქონია. როდე-
საც ბოლოს ვნახე, თოთხმეტი წლის ბავშვი იყო.
– მიუხედავად ამისა, მასთან შეხვედრა მოისურვეთ ინგლისში
ჩამოსვლისას?
– დიახ. სტატია ვნახე მაღალი საზოგადოების ქრონიკაში. ქა-
ლიშვილობის გვარით იყო მოხსენიებული. ეწერა, რომ მდიდარ ინ-
გლისელს გაჰყვა ცოლად. გავიფიქრე, მოდი, ვნახავ, როგორი გახ-
და პატარა ჰეთი. იქნებ დაჭკვიანდა-მეთქი, – მან კვლავ მხრები აი-
ჩეჩა, – ეს მხოლოდ ნათესაური თავაზიანობა იყო და, ცხადია, ცნო-
ბისმოყვარეობა. მეტი არაფერი.
ინსპექტორი კვლავ დაჟინებით მიაჩერდა დე სუზას. ცდილობდა
გაეგო, რა იმალებოდა მისი უზადო და დახვეწილი ირონიის მიღმა.
გადაწყვიტა, ტაქტიკა შეეცვალა და უფრო მიმნდობ კილოზე გადა-
სულიყო:
– იქნებ რამე მიამბოთ თქვენს ბიძაშვილზე: მის ხასიათზე, ჩვეუ-
ლებებზე, გემოვნებაზე?
დე სუზას გაოცება აღებეჭდა სახეზე.
– განა ამას რამე კავშირი აქვს ნავების ფარდულში იმ ქალიშვი-
ლის მკვლელობასთან, რასაც, როგორც მივხვდი, თქვენ იძიებთ?
– ყველაფერი შესაძლებელია, – მიუგო ინსპექტორმა.

101
ახლა უკვე დე სუზა მიაჩერდა დაჟინებით, ოდნავ აიჩეჩა მხრები
და თქვა:
– ჰეთის თითქმის არ ვიცნობდი. დიახ, შორეული ნათესავია –
მრავალრიცხოვანი გარე ბიძაშვილ-მამიდაშვილიდან ერთ-ერთი.
განსაკუთრებით არასოდეს მაინტერესებდა. მაინც შევეცდები გიპა-
სუხოთ: მართალია, გონებრივად ჩამორჩენილია, მაგრამ, როგორც
ვიცი, არასოდეს ჰქონია მიდრეკილება მკვლელობისკენ.
– რას ამბობთ, მისტერ დე სუზა, მე ეს არ მიგულისხმია!
– მართლა? მე კი ასე მგონია. ვერ ვხედავ თქვენი შეკითხვის სხვა
მიზეზს. და თუკი ჰეთი ძალიან არ შეცვლილა ამ დროის განმავლო-
ბაში, ის არავის მოკლავდა! – დე სუზა წამოდგა, – დარწმუნებული
ვარ, ინსპექტორო, ჩემთან მეტი შეკითხვა აღარ გექნებათ. მხოლოდ
ის შემიძლია, რომ წარმატება გისურვოთ მკვლელის პოვნაში.
– მისტერ დე სუზა, იმედია, ერთი-ორი დღე კიდევ დარჩებით
ჰელმუთში.
– ძალზე თავაზიანი ხართ, ინსპექტორო. ეს ბრძანებაა?
– მხოლოდ თხოვნა, სერ.
– გმადლობ. ორიოდე დღეს ვაპირებ ჰელმუთში დარჩენას. სერ
ჯორჯმა გულწრფელად მთხოვა, ვწვეოდი და მის სახლში დამედო
ბინა, მაგრამ „ესპერანსა“ მირჩევნია. თუ ჩემთან სხვა შეკითხვები
გაგიჩნდებათ, იქ მიპოვით.
მან თავაზიანად დაუკრა თავი ინსპექტორს. პოლიციის კონსტებ-
ლმა ჰოსკინსმა კარი გაუღო და იგი ოთახიდან გავიდა.
– მოხერხებული ყმაწვილია, – ჩაიბურტყუნა ინსპექტორმა.
– აჰა, – დაეთანხმა პოლიციის კონსტებლი ჰოსკინსი.
– დავუშვათ, ეს ქალი მკვლელობის მანიით არის შეპყრობილი,
– განაგრძო თავისთვის მსჯელობა ბლანდმა, – რატომ უნდა მოეკ-
ლა ეს არაფრით გამორჩეული გოგონა? აზრს ვერ ვხედავ.
– რას გაუგებ დარტყმულებს, – შენიშნა ჰოსკინსმა.
– საკითხავია, რამდენად დარტყმულია.
ჰოსკინსმა გაგებით დააქნია თავი.
– ჩემი აზრით, დაბალი IQ აქვს, – თქვა მან. ინსპექტორმა გაღიზ-

102
იანებით შეხედა მას.
– თუთიყუშივით ნუ იმეორებთ ამ ახალმოდურ ტერმინებს. არ მა-
დარდებს, მაღალი IQ აქვს თუ დაბალი. მხოლოდ ის მაინტერესებს,
იმ ქალთა რიცხვს ხომ არ ეკუთვნის, რომლებიც ფიქრობენ, რომ სა-
ინტერესო, სასურველი ან აუცილებელია გოგონას კისერზე ყულფის
ჩამოცმა და მოგუდვა? და დალახვროს ეშმაკმა, სად არის ეს ქალი?
წადით და ნახეთ, რა ხდება ფრენკთან.
ჰოსკინსი წავიდა და ორიოდე წუთში დაბრუნდა სერჟანტ კოტ-
რელთან – მკვირცხლ, საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენის მქონე
ახალგაზრდა კაცთან ერთად, რომელიც ყოველთვის ახერხებდა
ზემდგომი ოფიცრის გაღიზიანებას. ბლანდს ჰოსკინსის სოფლური
სიბრძნე უფრო მოსწონდა, ვიდრე ყოვლისმცოდნე ჭკუის კოლოფის
ფრენკ კოტრელის მსჯელობა.
– განვაგრძობთ ტერიტორიის ჩხრეკას, სერ, – მოახსენა კოტ-
რელმა, – დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ ლედი ჭიშკრიდან
არ გასულა. უმცროსი მებაღე, რომელიც იქ დგას და შემოსასვლელ
ბილეთებს ყიდის, დაბეჯითებით ამტკიცებს ამას.
– მთავარი ჭიშკრის გარდა, ალბათ, სხვა გასასვლელიც არსე-
ბობს.
– დიახ, სერ. ერთი ბილიკი ბორნისკენ მიდის, მაგრამ მოხუცი მე-
ბორნე – მას მერდელი ჰქვია – ირწმუნება, რომ ქალი იქ არ გამო-
ჩენილა. შეგვიძლია ვენდოთ მის სიტყვებს, მიუხედავად იმისა, რომ
ასი წლის მაინც იქნება. მან მკაფიოდ აღწერა, როგორ მოადგა ნა-
პირს უცხოელი ჯენტლმენი და ნასჰაუსისკენ მიმავალი გზა იკითხა.
ბერიკაცმა უთხრა, რომ ბილიკს უნდა აჰყოლოდა მთავარი ჭიშკრის-
კენ, სადაც შესვლის საფასურს გადაიხდიდა. მებორნის თქმით, ჯენ-
ტლმენმა არაფერი იცოდა დღესასწაულის შესახებ და თქვა, რომ
ოჯახის ნათესავია. მოკლედ, ბერიკაცმა მას გზა ასწავლა, რომელიც
ბორნიდან ტყეზე გადიოდა. როგორც ჩანს, მერდელმა მთელი დღე
ნავმისადგომთან გაატარა, ასე რომ, აუცილებლად დაინახავდა მის
ბრწყინვალებას, ქალი რომ იქით წასულიყო. არსებობს ზედა ჭიშკა-
რიც – იქიდან, მინდვრების გავლით, ჰუდაუნ-პარკში შეიძლება მოხ-

103
ვედრა, ოღონდ მასზე მავთულია შემოხვეული ტურისტების შემოსვ-
ლის აღსაკვეთად და ქალი იქიდან ვერ გავიდოდა. მაშასადამე, სად-
ღაც აქ უნდა იყოს, ხომ ასეა?
– შესაძლოა, – დაეთანხმა ინსპექტორი, – მაგრამ ხომ შეეძლო
სადმე გამძვრალიყო? როგორც ვიცი, სერ ჯორჯი ჯერაც წუწუნებს,
რომ ახალგაზრდები მეზობლად მდებარე ჰოსტელიდან მის მამულ-
ში შემოდიან. აქაურებსაც შეეძლებათ იმავე გზით გასვლა.
– მართალს ბრძანებთ, სერ, მაგრამ მე ქალის მოახლეს ველაპა-
რაკე, სერ. ლედი სტაბსს ეცვა... – კოტრელმა ფურცელს დახედა,
რომელიც ხელში ეჭირა, – ციკლამენის კრეპ-ჟორჟეტის კაბა (რა
რთული წარმოსათქმელია) და შავი ფეხსაცმელი ოთხი დუიმი სი-
მაღლის ფრანგულ ქუსლზე, თავზე კი დიდი შავი შლაპა ეხურა. ასე
ნამდვილად არ იცვამენ ღობეზე გადასაძრომად და მინდორში სასე-
ირნოდ.
– ტანსაცმელი არ გამოუცვლია?
– არა. მოახლესთან ერთად შევედი მის ოთახში. არაფერი და-
კარგულა – ყველაფერი ადგილზეა. ჩემოდანი ან ჩანთა არ ჩაულაგ-
ებია. არც ფეხსაცმელი გამოუცვლია. გადავამოწმეთ და ყველა წყვ-
ილი იქ არის.
ინსპექტორი ბლანდი მოიღუშა. თავში არასასიამოვნო აზრები
უტრიალებდა.
– კვლავ იმ მდივან ქალს დაუძახეთ, – თქვა მოკლედ, – ბრუისს...
თუ რაც ჰქვია.

104
II

მის ბრუისი ჩვეულებრივზე მეტად აღელვებული ჩანდა, ოდნავ


ქოშინებდა.
– დიახ, ინსპექტორო? – თქვა მან, – ჩემი ნახვა გინდოდათ? თუ
საჩქარო არ არის, სერ ჯორჯი ძალზე შეწუხებულია და...
– რატომ არის შეწუხებული?
– ახლახან გააცნობიერა, რომ ლედი სტაბსი მართლა გაუჩინარ-
და. ვუთხარი, ალბათ, ტყეში ან სადმე სხვაგან გაისეირნა-მეთქი,
მაგრამ აიჩემა, ნამდვილად რაღაც შეემთხვაო. რა სისულელეა.
– შესაძლოა არც არის სისულელე, მის ბრუის. ბოლოს და ბო-
ლოს, დღეს აქ მკვლელობა მოხდა.
– ხომ არ ფიქრობთ, რომ ლედი სტაბსი... რა სასაცილოა! ლედი
სტაბსს შეუძლია თავის დაცვა.
– მართლა შეუძლია?
– ცხადია, შეუძლია! ის ხომ ზრდასრული ქალია.
– ყველაფრის მიხედვით, უმწეო უფროა.
– აბსურდია, – თქვა მის ბრუისმა, – ლედი სტაბსს ჩინებულად
შეუძლია თავის მოკატუნება, თითქოს უმწეო მოსულელო ქალია,
როდესაც რაღაცის გაკეთება არ სურს. ქმართან ეს, ცხადია, გაუვა,
მაგრამ ჩემთან – ნურას უკაცრავად!
– თქვენ ის არცთუ ძალიან მოგწონთ, არა, მის ბრუის? – შემპა-
რავად ჰკითხა ბლანდმა.
მის ბრუისმა ტუჩები მოკუმა.
– ჩემი საქმე არ არის მისი მოწონება-არმოწონება,– განაცხადა
მან.
კარი ხმაურით გაიღო და ოთახში სერ ჯორჯი შემოვიდა.
– მომისმინეთ, – თქვა გაშმაგებით, – რამე უნდა იღონოთ. სად
არის ჰეთი? ვერ გამიგია, რა ჯანდაბა ხდება აქ. ეს წყეული დღესას-
წაული... ვიღაც მანიაკი მკვლელი მოვიდა, ნახევარი კრონი გადაი-
ხადა და შემოუშვეს. გარეგნულად ისე გამოიყურება, როგორც სხვე-

105
ბი. თავისუფლად მიდი-მოდის და ხალხს კლავს. აი, რას ვფიქრობ ამ
ყველაფერზე.
– ვფიქრობ, ძალზე აზვიადებთ, სერ ჯორჯ.
– თქვენ რა გიჭირთ – ზიხართ მაგიდასთან და რაღაცებს იწერთ,
მე კი ჩემს ცოლს ვეძებ.
– სერ ჯორჯ, ბრძანება გავეცი, რომ მთელი ტერიტორია გაჩრი-
კონ.
– რატომ არავინ მითხრა, რომ გაუჩინარდა? მგონი, ორი საათია,
რაც აღარ ჩანს. თავიდანვე უცნაურად მომეჩვენა, რომ ბავშვთა სა-
კარნავალო კოსტიუმების კონკურსის გასაძღოლად არ მოვიდა, მა-
გრამ არავის უთქვამს ჩემთვის, რომ ის მართლა წავიდა.
– ეს არავინ იცოდა, – უთხრა ინსპექტორმა.
– ვიღაცამ უნდა იცოდეს. ვინმეს უნდა შეემჩნია.
ის მის ბრუისს მიუბრუნდა
– თქვენ გეცოდინებათ, ამანდა. თქვენ ყველაფერს აკვირდებით.
– ერთდროულად ყველგან ვერ ვიქნები, – თქვა მის ბრუისმა და
მოულოდნელად ხმა აუთრთოლდა ცრემლებისგან, – დღეს უამრავი
საქმე მაქვს და თუ ლედი სტაბსმა განმარტოება გადაწყვიტა...
– განმარტოება? რატომ უნდა განმარტოებულიყო? მას არ ჰქონ-
და წასვლის მიზეზი, ბუნებრივია, გარდა იმ შემთხვევისა, თუ იმ და-
გოსთან8 არ სურდა შეხვედრა.
ბლანდმა გადაწყვიტა, ხელსაყრელი მომენტით ესარგებლა.
– რაღაც მინდა გკითხოთ, – თქვა მან, – სამი კვირის წინათ
თქვენმა ცოლმა წერილი მიიღო მისტერ დე სუზასგან, რომელმაც
შეატყობინა, რომ ინგლისში ჩამოდიოდა?
სერ ჯორჯს სახეზე გაოცება აღებეჭდა.
– ცხადია, არა.
– დარწმუნებული ხართ?
– სავსებით. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჰეთი მეტყოდა. ის ხომ

8
დაგო – იტალიელებისა და ესპანელების დამცინავი მეტსახელი.

106
განცვიფრდა და შეწუხდა, როდესაც დღეს დილას წერილი მოუტა-
ნეს. ამან ხასიათი გაუფუჭა. თავი ასტკივდა და დილის უმეტესი ნაწი-
ლი საწოლში გაატარა.
– რა გითხრათ თავისი ბიძაშვილის ვიზიტზე? რატომ ეშინოდა მი-
სი ნახვის?
სერ ჯორჯი შეცბა.
– ღმერთმანი, მართლა არ ვიცი, – თქვა მან, – უბრალოდ, იმეო-
რებდა, ბოროტი ადამიანიაო.
– ბოროტი? რა გაგებით?
– მკაფიოდ არ განუმარტავს. პატარა ბავშვივით ამბობდა, ბორო-
ტი, ცუდი კაციაო, რომ არ უნდოდა აქ მოსულიყო. თქვა, რომ ცუდ
რაღაცებს აკეთებდა.
– ცუდ რაღაცებს? როდის?
– ოჰ, დიდი ხნის წინათ. ვფიქრობ, ოჯახში არავის ჰგავდა, ყვე-
ლასგან განსხვავდებოდა. პატარაობისას რა აღარ ესმოდა ჰეთის
მასზე, თუმცა მნიშვნელობას ვერ ხვდებოდა. შედეგად, მისი შიში გა-
უჩნდა. ჩემი აზრით, ეს ბავშვური შთაბეჭდილებების ბრალია. ჰეთი
ახლაც ბავშვივით იქცევა ზოგჯერ. რაღაც მოსწონს, რაღაც არ მოს-
წონს, ოღონდ ამის ახსნა არ შეუძლია.
– სერ ჯორჯ, დარწმუნებული ხართ, რომ მას დეტალებზე არ უსა-
უბრია?
სერ ჯორჯს წუხილი აღებეჭდა სახეზე.
– არ მინდა... ე–ე... მისი ნათქვამის გამეორება.
– მაშასადამე, მან რაღაც თქვა?
–კარგი. გეტყვით – თქვა, უფრო სწორად, რამდენჯერმე გაიმეო-
რა: „ის ხალხს კლავს“.

107
–ის ხალხს კლავს, – გაიმეორა ინსპექტორმა ბლანდმა.
– არა მგონია, რომ სერიოზულად უნდა მიიღოთ მისი ნათქვამი,
– უთხრა სერ ჯორჯმა, – უბრალოდ, ხშირად ამბობდა – „ის ხალხს
კლავს“, მაგრამ ვერ მეუბნებოდა, ვინ, როდის და რატომ მოკლა. გა-
ვიფიქრე, რომ ეს უცნაურ, ბავშვურ მოგონებებს უკავშირდებოდა –
უსიამოვნებას ადგილობრივ მოსახლეობასთან ან რამე ამგვარს.
– თქვენ თქვით, რომ კონკრეტულად არაფერი უთქვამს. არ შე-
ეძლო თუ არ უნდოდა?
– არა მგონია... – სერ ჯორჯი შეყოყმანდა, – არ ვიცი. თავგზა
ამიბნიეთ. გიმეორებთ, სერიოზულად არ აღმიქვამს მისი სიტყვები.
შესაძლოა ეს ბიძაშვილი მხოლოდ აჯავრებდა პატარა ჰეთის ან,
ვთქვათ, აშინებდა – ცხადია, ხუმრობით. მიჭირს თქვენთვის ახსნა,
ვინაიდან არ იცნობთ ჩემს ცოლს. მე მიყვარს ის, მაგრამ ზოგჯერ
ათასგვარ სისულელეს ამბობს და ასეთ დროს უყურადღებოდ ვუს-
მენ. ყოველ შემთხვევაში, ის ყმაწვილი, დე სუზა, არაფერ შუაშია. ახ-
ლა არ მითხრათ, რომ იახტიდან გადმოსვლისთანავე წამოვიდა ტყ-
ით, რათა ის საბრალო მეგზური გოგონა მოეკლა ნავების ფარდულ-
ში! რატომ უნდა გაეკეთებინა ეს?
– არ ვამტკიცებ, რომ მსგავსი რამ მოხდა, – თქვა ინსპექტორმა
ბლანდმა, – მაგრამ გაიგეთ, სერ ჯორჯ – მარლენ ტაკერის მკვლე-
ლობაში ეჭვმიტანილთა წრე იმაზე გაცილებით პატარაა, ვიდრე ერ-
თი შეხედვით ჩანს.
– გაცილებით პატარა? – შესძახა სერ ჯორჯმა, – ამ წყეულ დღე-
სასწაულზე უამრავი ხალხი ირეოდა, ორასი-სამასი კაცი მაინც! ნე-
ბისმიერ მათგანს შეეძლო ამის ჩადენა.
– დიახ, თავიდან მეც ასე ვფიქრობდი, თუმცა იმის მიხედვით,
რაც შევიტყვე, ეჭვი მეპარება ამაში. ნავების ფარდულის კარზე „ია-
ლის“ საკეტი ეყენა. ვერავინ შევიდოდა შიგნით უგასაღებოდ
– სამი გასაღები არსებობდა.

108
– მართალია. ერთი გასაღები თამაშის მონაწილეებისთვის და-
მალეს. ის ჯერაც ბილიკზეა ჰორტენზიების ყვავილნართან, ბაღის
ზედა ნაწილში. მეორე მისის ოლივერს ჰქონდა – ამ თამაშის ორგა-
ნიზატორს. სად არის მესამე გასაღები, სერ ჯორჯ?
– ალბათ, იმ მაგიდის უჯრაში, რომელსაც უზიხართ. არა, მარჯვე-
ნაში – სხვა გასაღებების დუბლიკატებთან ერთად.
სერ ჯორჯი მაგიდასთან მივიდა და ხელი მოაფათურა უჯრაში.
– დიახ, აქ არის.
– ხვდებით, რას ნიშნავს ეს? – ჰკითხა ინსპექტორმა ბლანდმა, –
ნავების ფარდულში შესვლა შეეძლო, ჯერ ერთი, მას, ვინც ყველა
მინიშნება გამოიცნო და გასაღებს მიაგნო (ვიცით, რომ ეს არ მომ-
ხდარა), აგრეთვე, მისის ოლივერს ან რომელიმე შინაურს, ვისაც
მან გასაღები ათხოვა, დაბოლოს, იმ ადამიანს, ვინც თვითონ მარ-
ლენმა შეუშვა შიგნით.
– მას ნებისმიერის შეშვება შეეძლო, არა?
– არც ასეა საქმე, – თქვა ინსპექტორმა, – თუ სწორად გავიგე
თქვენი თამაშის პირობები, როგორც კი გოგონა გაიგონებდა, რომ
კარს ვიღაც უახლოვდებოდა, იატაკზე უნდა გაწოლილიყო, თავი მო-
ემკვდარუნებინა და დალოდებოდა იმ მონაწილეს, რომელმაც გასა-
ღებს მიაგნო. ამიტომ ის მხოლოდ მათ გაუღებდა კარს, თუკი გარე-
დან დაუძახებდნენ და შეშვებას სთხოვდნენ, ვისაც თამაშის ორგა-
ნიზებასთან ჰქონდა შეხება. სხვა სიტყვებით, მათ, ვინც თქვენს სახ-
ლში ცხოვრობდა. კერძოდ, თქვენ, ლედი სტაბსს, მის ბრუისს, მისის
ოლივერსა და, შესაძლოა მესიე პუაროს – ის, ალბათ, გაიცანით
დღეს დილას. კიდევ ვის, სერ ჯორჯ?
სერ ჯორჯი მცირე ხნით დაფიქრდა.
– ცხადია, ცოლ-ქმარ ლეგებს, – თქვა მან, – ალეკ და სალი ლე-
გებს. ისინი თავიდანვე ჩართული იყვნენ ამაში. და მაიკლ უეიმენს,
არქიტექტორს, რომელიც აქ, ამ სახლში გაჩერდა ჩოგბურთის პავი-
ლიონის პროექტის შესაქმნელად. აგრეთვე, უერბერტონს, მასტერ-
ტონებს... ოჰ, და, ცხადია, მისის ფოლიატს.
– სულ ეს არის, თუ კიდევ არის ვინმე?

109
– სულ ეს არის.
– როგორც ხედავთ, სერ ჯორჯ, არც ისე დიდი წრეა.
სერ ჯორჯს სახე წამოუჭარხალდა.
– ვფიქრობ, სისულელეს ამბობთ... აბსოლუტურ სისულელეს!
თქვენ ვარაუდობთ... რას ვარაუდობთ?
– მე მხოლოდ ვვარაუდობ, – თქვა ინსპექტორმა ბლანდმა, – ჯერ
კიდევ ბევრი რამე არ ვიცით. შესაძლოა მარლენი რაღაც მიზეზით
გავიდა ფარდულიდან. შესაძლოა სხვაგან გაგუდეს, შემდეგ კი გვამი
ფარდულში მიიტანეს და იატაკზე დადეს. თუნდაც ასე იყოს, მან,
ვინც ეს გააკეთა, ზედმიწევნით იცოდა თამაშის დეტალები, ანუ
კვლავ იმას ვუბრუნდებით, რომ ეს „იპოვე მსხვერპლის“ ყველა დე-
ტალში გათვითცნობიერებულმა პირმა ჩაიდინა, – მან შეცვლილი
ხმით განაგრძო, – გარწმუნებთ, სერ ჯორჯ, ძალ-ღონეს არ დავიშუ-
რებთ ლედი სტაბსის მოსაძებნად. მანამდე კი მინდა ალეკ და სალი
ლეგებსა და მაიკლ უეიმენს გავესაუბრო.
– ამანდა!
– ვეცდები, რომ მოვძებნო ისინი, ინსპექტორო, – თქვა მის ბრუ-
ისმა, – ვფიქრობ, მისის ლეგი ჯერაც მკითხაობს კარავში. ბევრი
ხალხი მოვიდა ხუთი საათის შემდეგ, როდესაც ბილეთების ფასი გა-
ნახევრდა, ასე რომ, ყველა ატრაქციონი დატვირთულია. უფრო ად-
ვილი მისტერ ლეგის ან მისტერ უეიმენის მოყვანა იქნება. ჯერ რო-
მელს გაესაუბრებით?
– სულერთია, – მიუგო ინსპექტორმა ბლანდმა.
მის ბრუისმა თავი დააქნია და ოთახიდან გავიდა. სერ ჯორჯი უკან
მიჰყვა.
– მომისმინეთ, ამანდა, თქვენ უნდა... – გაისმა მისი შესაბრალი-
სი ხმა.
ინსპექტორი ბლანდი მიხვდა, რომ სერ ჯორჯი თითქმის ყველა-
ფერში მარჯვე მის ბრუისზე იყო დამოკიდებული. გაიფიქრა, რომ
სახლის პატრონი ახლა პატარა ბიჭს ჰგავდა. დრო რომ არ დაეკარ-
გა, ტელეფონის ყურმილი აიღო, ოპერატორს სთხოვა, რომ ჰელმუ-

110
თის პოლიციის განყოფილებასთან დაეკავშირებინათ, და ინფორმა-
ცია გამოითხოვა იახტა „ესპერანსაზე“.
– იმედია, ხვდებით, – უთხრა ჰოსკინსს, თუმცა კონსტებლს სახე-
ზე ეტყობოდა, რომ ვერაფერს ხვდებოდა, – რომ ერთადერთი ადგი-
ლი, სადაც შეიძლება იყოს ის წყეული ქალი, დე სუზას იახტაა?
– ამას როგორ მიხვდით, სერ?
– ქალი არცერთი ჭიშკრიდან არ გასულა, ისე ეცვა, ნაკლებად
სავარაუდოა, რომ მინდორში ან ტყეში გაესეირნა. ალბათ, წინასწ-
არ შეუთანხმდა დე სუზას, რომ ნავების ფარდულთან შეხვედროდ-
ნენ ერთმანეთს, საიდანაც კაცმა ძრავიანი ნავით იახტაზე წაიყვანა,
თვითონ კი დღესასწაულზე დაბრუნდა.
– ეს რისთვის სჭირდებოდა, სერ? – ჰკითხა გაოცებულმა ჰოს-
კინსმა.
– წარმოდგენა არა მაქვს, – მიუგო ინსპექტორმა, – და ნაკლე-
ბად სავარაუდოა, რომ თვითონაც იცოდეს, მაგრამ ეს შესაძლებე-
ლია. თუ ის ქალი „ესპერანსაზეა“, ვიზრუნებ, რომ იქიდან შეუმჩნევ-
ლად ვერ წავიდეს.
– მას ხომ მისი დანახვაც არ უნდოდა...
– ასე ამბობდა და ჩვენც მხოლოდ ეს ვიცით. ქალები, – დამრი-
გებლური კილოთი თქვა ინსპექტორმა, – ხშირად იტყუებიან. ეს
კარგად დაიმახსოვრეთ, ჰოსკინს.
– ა–ჰა, – თანხმობის ნიშნად მიუგო კონსტებლმა ჰოსკინსმა.

111
||

მათ საუბარი შეწყვიტეს, რადგან კარი გაიღო და ოთახში ოდნავ


დაბნეული სახით შემოვიდა მაღალი ახალგაზრდა კაცი. ეცვა ფლა-
ნელის კოხტა ნაცრისფერი კოსტიუმი, ოღონდ პერანგის საყელო
დასჭმუჭნოდა, ჰალსტუხი გვერდზე მოჰქცეოდა, თმა ასწეწოდა.
ინსპექტორმა თავი ასწია და ჰკითხა:
– მისტერ ალეკ ლეგი?
– არა, – თქვა ახალგაზრდა კაცმა, – მე მაიკლ უეიმენი ვარ. მით-
ხრეს, რომ ჩემი ნახვა გსურთ.
– სავსებით მართალია, სერ, – უთხრა ინსპექტორმა ბლანდმა, –
ხომ არ დაჯდებით? – მან ხელით სკამზე მიანიშნა მაგიდის მეორე
მხარეს.
– არ მიყვარს ჯდომა, – განაცხადა მაიკლ უეიმენმა, სიარული
მირჩევნია. რატომ ხართ აქ პოლიციელები? რამე მოხდა?
ინსპექტორმა ბლანდმა გაოცებით შეხედა მას.
– განა სერ ჯორჯმა არ მოგაწოდათ ინფორმაცია? – ჰკითხა მან.
– არავის „მოუწოდებია ინფორმაცია“, როგორც თქვენ ბრძანეთ.
დილიდან საღამომდე კუდში არ დავდევ სერ ჯორჯს. მაშ, რა მოხდა?
– თქვენ მის სახლში ცხოვრობთ, არა?
– ბუნებრივია, ვცხოვრობ. რა შუაშია ეს?
– უბრალოდ, მეგონა, რომ ყველას, ვინც იმ სახლში ცხოვრობთ,
უკვე მოგაწოდეს ინფორმაცია დღისით დატრიალებულ ტრაგედი-
აზე.
– ტრაგედიაზე? რომელ ტრაგედიაზე?
– მოკლულია ქალიშვილი, რომელიც მკვლელობის მსხვერ-
პლის როლს ასრულებდა.
– არა! – შესძახა მაიკლ უეიმენმა და უკიდურესი გაოცება აღე-
ბეჭდა სახეზე, – იმის თქმა გსურთ, რომ მართლა მოკლეს? თუ ეს
ტრიუკია?
– არ ვიცი, რას გულისხმობთ ტრიუკში. ქალიშვილი მკვდარია.

112
– როგორ მოკლეს?
– თოკით გაგუდეს.
მაიკლ უეიმენმა დაუსტვინა.
– ზუსტად ისე, როგორც სცენარშია? ჰოო, ეს რაღაც აზრებს აჩე-
ნს, – ის ფანჯარასთან მივიდა, სწრაფად დაბრუნდა უკან და განაგ-
რძო, – მაშასადამე, ყველანი ეჭვმიტანილი ვართ, არა? თუ ეს რომე-
ლიღაც აქაურმა ყმაწვილმა ჩაიდინა?
– ვერ ვხვდებით, როგორ შეიძლებოდა ეს რომელიღაც აქაურ
ყმაწვილს ჩაედინა, როგორც თქვენ ბრძანეთ, – თქვა ინსპექტორმა.
– ისევე, როგორც მე, – განაცხადა მაიკლ უეიმენმა, – უნდა გით-
ხრათ, ინსპექტორო, რომ ბევრი მეგობარი შეშლილს მიწოდებს, მა-
გრამ მე სხვა ტიპის შეშლილი ვარ. სოფლის მიდამოებში არ დავ-
ძრწი და განუვითარებელ, მუწუკებიან ახალგაზრდა ქალიშვილებს
არ ვახრჩობ.
– მისტერ უეიმენ, როგორც ვიცი, ჩოგბურთის პავილიონის პრო-
ექტს ადგენთ სერ ჯორჯისთვის. ასეა?
– უწყინარი საქმიანობაა, – თქვა მაიკლმა, – კრიმინალური თვ-
ალსაზრისით. აი, არქიტექტურულით კი დარწმუნებული არა ვარ.
საბოლოო პროდუქტი, ალბათ, დანაშაული იქნება ყველა კარგი გე-
მოვნებიანი ადამიანისთვის. თუმცა ეს თქვენთვის საინტერესო არ
უნდა იყოს. რა გაინტერესებთ, ინსპექტორო?
– მისტერ უეიმენ, მაინტერესებს, სად იყავით დღის ხუთის თხუთ-
მეტ წუთსა და, ვთქვათ, ხუთ საათს შორის.
– როგორ დაადგინეთ ეს დრო? სამედიცინო დასკვნის მიხედ-
ვით?
– მთლად ასეც არ არის, სერ. მოწმემ დაინახა, რომ ხუთის თხუთ-
მეტ წუთზე ქალიშვილი ცოცხალი იყო.
– რომელმა მოწმემ? შეიძლება გკითხოთ?
– მის ბრუისმა. მისის სტაბსმა სთხოვა, მისთვის ლანგრით მიეტა-
ნა ნამცხვრები და ხილის წვენი.
– ჩვენმა ჰეთიმ სთხოვა? ამას ვერ დავიჯერებ.
– რატომ ვერ დაიჯერებთ, მისტერ უეიმენ?

113
– არ ჰგავს მის საქციელს. ის სხვაზე არც იფიქრებს და არც იზრუ-
ნებს. ლედი სტაბსს მხოლოდ საკუთარი თავი ადარდებს.
– მისტერ უეიმენ, ჯერაც ველოდები თქვენს პასუხს ჩემს შეკით-
ხვაზე.
– სად ვიყავი ხუთის თხუთმეტ წუთსა და ხუთ საათს შორის? რთუ-
ლია ზუსტად თქმა, ინსპექტორო. აქვე ვიყავი, შორიახლოს... თუ
ხვდებით, რას ვგულისხმობ.
– სად, აქვე?
– ხან აქ, ხან იქ. ერთხანს მდელოზე ვსეირნობდი, ვუყურებდი,
როგორ ერთობოდნენ აქაურები. ჩვენს შესანიშნავ ვარსკვლავს გა-
მოველაპარაკე. შემდეგ, როცა ყველაფერი მომბეზრდა, ჩოგბურთ-
ის კორტისკენ გავემართე და მომავალი პავილიონის ზოგიერთ დე-
ტალზე დავფიქრდი. იმანაც დამაინტერესა, რა დრო დასჭირდებოდ-
ათ ადამიანებს ფოტოსურათზე ჩოგბურთის ბადის ნაწილის ამოსაც-
ნობად, რაც „იპოვე მსხვერპლის“ პირველი გასაღები იყო.
– ამოიცნო ვინმემ?
– ალბათ, კი, მაგრამ ამისთვის დიდი ყურადღება არ მიმიქცევია.
პავილიონთან დაკავშირებული ახალი იდეა გამიჩნდა, თუ როგორ
შემეთავსებინა ერთმანეთისთვის ორი სამყარო. ჩემი და სერ ჯორ-
ჯის.
– შემდეგ?
– შემდეგ? ცოტა კიდევ გავისეირნე და სახლში დავბრუნდი. უფ-
რო სწორად, ნავმისადგომისკენ გავისეირნე, იქ მოხუც მერდელს
გავესაუბრე, შემდეგ უკან გამოვემართე. ზუსტად ვერ გეტყვით, რო-
დის სად მივედი. ამიტომაც გითხარით, რომ აქვე ვიყავი, შორიახლ-
ოს. სულ ეს არის, რისი თქმაც შემიძლია.
– კარგი, მისტერ უეიმენ, – თქვა ინსპექტორმა, – იმედია, თქვენი
სიტყვები დადასტურდება.
– მერდელი დაგიდასტურებთ, რომ ნავმისადგომთან ვესაუბრე.
თუმცა ეს იმ დროზე გაცილებით გვიან იყო, რომელიც თქვენ გაინ-
ტერესებთ. ალბათ, ხუთის მერე. გულდასაწყვეტია, არა, ინსპექტო-
რო?

114
– ამას მოგვიანებით დავაზუსტებთ, მისტერ უეიმენ. შესაძლოა ეს
სულაც არ იყო „გაცილებით გვიან“.
ინსპექტორი სასიამოვნო ხმით ლაპარაკობდა, მაგრამ მას ფო-
ლადის კილო შეერია, რაც ახალგაზრდა არქიტექტორს არ გამოჰ-
პარვია. ის სავარძლის სახელურზე ჩამოჯდა.
– მაინც ვერ ვხვდები, ვის უნდა გასჩენოდა ქალიშვილის მოკ-
ვლის სურვილი, – ჩაილაპარაკა მან.
– რამე ვარაუდი ხომ არა გაქვთ, მისტერ უეიმენ?
–ანგარიშმიუცემლად რომ ვთქვა, ეს ჩვენი ნაყოფიერი მწერალი
ქალი, „მეწამული საფრთხე“ იყო. ნახეთ მისი საიმპერიო მეწამული
სამოსი? ალბათ, ცოტათი შეიშალა და გადაწყვიტა, რომ „იპოვე
მსხვერპლი“ გაცილებით ეფექტური თამაში გამოვიდოდა, თუ მასში
ნამდვილ გვამს ჩართავდა. რას იტყვით?
– სერიოზულად ამბობთ, მისტერ უეიმენ?
– ეს ერთადერთი ახსნაა, რომელიც თავში მომდის.
– კიდევ ერთი შეკითხვა უნდა დაგისვათ, მისტერ უეიმენ – დღის
განმავლობაში თუ ნახეთ ლედი სტაბსი?
– ცხადია, ვნახე. ვინ ვერ შეამჩნევდა მას! ჟაკ ფატისა და კრისტი-
ან დიორის მანეკენივით ეცვა.
– ბოლოს როდის ნახეთ?
– ბოლოს? არ ვიცი. მახსოვს, როგორ აყოლებდა ყველა თვალს
მდელოზე. ოთხის ნახევარი იქნებოდა... ან შესაძლოა ოთხს რომ
თხუთმეტი წუთი აკლდა.
– მას შემდეგ აღარ გინახავთ?
– არა. რატომ მეკითხებით?
– მაინტერესებს... რადგან ოთხი საათის შემდეგ ის, როგორც
ჩანს, არავის უნახავს. ლედი სტაბსი... გაუჩინარდა, მისტერ უეიმენ.
– გაუჩინარდა? ჩვენი ჰეთი?
– გაგიკვირდათ?
– დიახ, ძალიან... ნეტავი რა ჩაიფიქრა?
– მისტერ უეიმენ, კარგად იცნობდით ლედი სტაბსს?
– არასოდეს შევხვედრივარ, სანამ აქ არ ჩამოვედი ოთხი თუ ხუ

115
თი დღის წინათ.
– რამე აზრი ხომ არ ჩამოგიყალიბდათ მასზე?
– ვიტყოდი, რომ სხვებზე უკეთ ხვდება, რომელი მხრიდან უსვია
კარაქი პურს, – ცივად თქვა მაიკლ უეიმენმა, – ძალზე ლამაზი ახა-
ლგაზრდა ქალია და იცის, როგორ მიიღოს აქედან შეძლებისდაგვა-
რად მეტი სარგებელი.
– მაგრამ მკვირცხლი გონებით არ გამოირჩევა. ასეა?
– გააჩნია, რას გულისხმობთ მკვირცხლ გონებაში, –განაცხადა
მაიკლ უეიმენმა, – ინტელექტუალს ნამდვილად არ ვუწოდებდი, მა-
გრამ ცდებით, თუ ფიქრობთ, რომ ყველაფერი რიგზე არა აქვს თავ-
ში, – მას ხმაში სიმწარე შეერია, – ვიტყოდი, რომ ყველაფერი რიგზე
აქვს იქ. სხვებზე გაცილებით მეტად.
ინსპექტორმა წარბები ასწია.
– ჯერჯერობით, მხოლოდ ამის საპირისპირო მესმოდა. არ ვიცი,
რატომ, მაგრამ მას მოსწონს, რომ სულელად წარმოაჩინოს თავი.
დამიჯერეთ, ძალზე საზრიანი ვინმეა.
ინსპექტორი ერთხანს ყურადღებით მისჩერებოდა მას, შემდეგ
კი თქვა:
– მართლა არ შეგიძლიათ დააზუსტოთ, სად როდის იმყოფებო-
დით დროის იმ პერიოდში, რომელიც ვახსენე?
– ვწუხვარ, – მიუგო უეიმენმა, – მაგრამ არა. საზიზღარი მეხსიე-
რება მაქვს, განსაკუთრებით დროს თუ ეხება საქმე. კიდევ გაქვთ შე-
კითხვა?
ინსპექტორმა თავი გადააქნია და უეიმენი სწრაფად გავიდა ოთა-
ხიდან.
– საინტერესოა, – ჩაილაპარაკა ინსპექტორმა ნაწილობრივ, თა-
ვისთვის, ნაწილობრივ, ჰოსკინსის გასაგონად,– როგორი ურთიერ-
თობა ჰქონდათ მას და მის ბრწყინვალებას, ლედი სტაბსს. უეიმენი
ან მის შებმას ცდილობდა და უარი მიიღო, ან წაკინკლავდნენ. ერთი
ის მითხარით, რა ჭორებია გავრცელებული ამ მხარეში სერ ჯორჯსა
და მის ცოლზე?
– ქალი დარტყმულია, – თქვა კონსტებლმა ჰოსკინსმა. – ვიცი,

116
რომ ასე ფიქრობთ, ჰოსკინს. ეს საყოველთაო აზრია?
– დიახ.
– სერ ჯორჯი? ის თუ მოსწონთ?
– საკმაოდ. კარგი სპორტსმენია და სოფლის მეურნეობაშიც ერ-
კვევა. მოხუცმა ლედიმ ბევრი გააკეთა მის დასახმარებლად.
– რომელმა მოხუცმა ლედიმ?
– მისის ფოლიატმა, რომელიც მებაღის სახლში ცხოვრობს.
– ჰო, რა თქმა უნდა. უწინ ფოლიატები ფლობდნენ ამ მამულს,
არა?
– დიახ, და სწორედ მოხუცი ლედის წყალობით მიიღეს აქ კარ-
გად სერ ჯორჯი და ლედი სტაბსი. მან გააცნო ისინი აქაურ არისტოკ-
რატებს.
– თქვენი აზრით, ამაში ფული გადაუხადეს?
– არა, ოღონდ არა მისის ფოლიატს, – ჰოსკინსს შეეტყო, რომ
განაცვიფრა ამ ვარაუდმა, – როგორც ვიცი, ის ლედი სტაბსს ჯერ კი-
დევ მის გათხოვებამდე იცნობდა და სწორედ მან დაარწმუნა სერ
ჯორჯი, რომ აქაურობა ეყიდა.
– მისის ფოლიატს უნდა გავესაუბრო, – თქვა ინსპექტორმა.
– ოჰ, ის ეშმაკი მოხუცი ლედია. მის თვალს არაფერი გამოეპა-
რება.
– აუცილებლად უნდა დაველაპარაკო, – გაიმეორა ინსპექტორ-
მა, – ნეტავი სად არის ახლა?

117
ამ დროს მისის ფოლიატი ერკიულ პუაროს ესაუბრებოდა დიდ
სასტუმრო ოთახში. დეტექტივმა აქ მიაგნო ქალს – კუთხეში იჯდა სა-
ვარძელში. ხმაურზე შეკრთა, შემდეგ საზურგეზე გადაწვა და ჩაილა-
პარაკა:
– აჰ, თქვენ ხართ, მესიე პუარო?
– მაპატიეთ, მადამ, მგონი, შეგაწუხეთ.
– არა, არა, არ შეგიწუხებივართ. უბრალოდ, ვისვენებ. სულ ეს
არის. ახალგაზრდა აღარ ვარ. ეს ამბავი... ნამდვილი შოკი იყო ჩემ-
თვის.
– გასაგებია, – უთხრა პუარომ, – მესმის თქვენი.
მისის ფოლიატს პატარა მუჭში ცხვირსახოცი მოექცია და ჭერს
მისჩერებოდა. მან აღელვებისგან ყრუ ხმით თქვა:
– ამაზე ფიქრიც კი მიჭირს. საბრალო გოგო... საბრალო, საბრა-
ლო გოგო...
– დიახ, – დაეთანხმა პუარო, – ვიცი.
– ასეთი ნორჩი, – განაგრძო მისის ფოლიატმა, – ახლა იწყებდა
ცხოვრებას. არ შემიძლია ამაზე ფიქრი.
პუარომ ცნობისმოყვარეობით შეხედა მას. მოეჩვენა, რომ ქალი
ათი წლით მაინც დაბერებულიყო იმ მომენტიდან, როდესაც პირვე-
ლად ნახა დღის დასაწყისში თავაზიანი დიასახლისის როლში, გულ-
თბილად რომ ესალმებოდა თავის სტუმრებს. ლოყები ჩასცვივნო-
და, სახეზე კი მკაფიოდ ეტყობოდა ნაოჭები.
– ჯერ კიდევ გუშინ მითხარით, მადამ, რომ ეს ძალზე ბოროტი და
ცოდვილი სამყაროა.
– ასე ვთქვი? – მისის ფოლიატი თითქოს გაოცდა, – ეს სიმარ-
თლეა... დიახ, ახლა ვხვდები, რაოდენ სწორია ეს, – მან ხმადაბლა
დაამატა, – მაგრამ ვერასოდეს წარმოვიდგენდი, თუ მსგავსი რამ
მოხდებოდა.

118
პუარომ კვლავ ცნობისმოყვარეობით შეხედა ქალს.
– აბა, რა უნდა მომხდარიყო, თქვენი აზრით? რამე?
– არა, არა, ეს არ მიგულისხმია.
– მაგრამ თქვენ ელოდით, რომ რაღაც მოხდებოდა, არ მოეშვა
პუარო, – რაღაც უჩვეულო.
– არასწორად გამიგეთ, მესიე პუარო, მხოლოდ იმის თქმა მინ-
დოდა, რომ ვერავინ წარმოიდგენდა ასეთ უბედურებას დღესასწაუ-
ლის დროს.
– დღეს დილას ლედი სტაბსიც ლაპარაკობდა ბოროტებაზე.
–ჰეთი? ოჰ, ნურაფერს მეტყვით ამ ქალზე... ნურაფერს მეტყვით.
მასზე ფიქრიც არ მინდა, – მისის ფოლიატი რამდენიმე წამით გაჩუმ-
და, – რა თქვა... ბოროტებაზე?
– თავის ბიძაშვილზე საუბრობდა. ეტიენ დე სუზაზე. – ბოროტი,
ცუდი კაციაო. ისიც დაამატა, რომ მისი ეშინია.
პუარომ დაინახა, რომ ქალმა ეჭვნეულად გადააქნია თავი.
– ეტიენ დე სუზა... ეს ვინღაა?
– დამავიწყდა, მისის ფოლიატ, რომ საუზმეზე არ იყავით. ლედი
სტაბსმა წერილი მიიღო თავისი ბიძაშვილისგან, რომელიც ბოლოს
თხუთმეტი წლისამ ნახა. კაცი სწერდა, რომ დღეს შემოუვლიდა, დღ-
ისით.
– მერედა მოვიდა?
– დიახ. დააახლოებით ხუთის ნახევრისთვის.
– რა თქმა უნდა... თქვენ, ალბათ, იმ ლამაზ შავგვრემან ახალ-
გაზრდას გულისხმობთ, რომელიც ნავმისადგომის მხრიდან ბილი-
კით მოვიდა. გავიფიქრე, ნეტავი ვინ არის-მეთქი.
– დიახ, მადამ. ის მისტერ დე სუზა იყო.
– თქვენს ადგილას, ყურადღებას არ მივაქცევდი ჰეთის ნათქვ-
ამს,–ენერგიულად განაცხადა მისის ფოლიატმა და გაწითლდა,
როდესაც პუარომ გაოცებით შეხედა, ის პატარა ბავშვს ჰგავს. იმას
ვგულისხმობ, რომ ბავშვივით ლაპარაკობს – ბოროტი, კეთილი...
არავითარი ნახევარტონი. სერიოზულად არ აღვიქვამდი იმას, რაც
იმ ეტიენ დე სუზაზე თქვა.

119
პუარო კვლავ გაოცდა.
– მისის ფოლიატ, თქვენ ძალიან კარგად იცნობთ ლედი სტაბსს,
ხომ ასეა? – იკითხა მან.
– ალბათ, სხვებზე არანაკლებ კარგად. შესაძლოა მის ქმარზე
უკეთაც კი. მერე რა?
– როგორია ის სინამდვილეში, მადამ?
– ძალზე უცნაური შეკითხვაა, მესიე პუარო.
– თქვენ, ალბათ, იცით, რომ ლედი სტაბსს ვერსად პოულობენ.
პუარო ერთხელაც გააკვირვა მისის ფოლიატის პასუხმა. ქალს
არც წუხილი გამოუხატავს, არც გაოცება. მან თქვა:
– მაშასადამე, გაიქცა? გასაგებია.
– ეს ბუნებრივად გეჩვენებათ?
– ბუნებრივად? ოჰ, არ ვიცი. ძნელია ჰეთის საქციელის წინასწარ
განჭვრეტა.
– ხომ არ ფიქრობთ, რომ სინდისის ქენჯნის გამო გაიქცა?
– რას გულისხმობთ, მესიე პუარო?
– დღეს მასზე მისმა ბიძაშვილმა ილაპარაკა. გაკვრით ახსენა,
რომ ლედი სტაბსი ბავშვობიდანვე გონებრივად ჩამორჩენილი იყო.
ვფიქრობ, იცით, მადამ, რომ გონებრივად ჩამორჩენილები ყოველ-
თვის როდი ახერხებენ თავის გაკონტროლებას.
– რისი თქმა გსურთ, მესიე პუარო?
– ასეთი ადამიანები, როგორც თქვენ ბრძანეთ, ბავშვებს ჰგვა-
ნან. თუ მოულოდნელად გაშმაგდებიან, შესაძლოა კიდეც მოკლან
ვინმე.
მისის ფოლიატი – პუაროსკენ შეტრიალდა. სახეზე მრისხანება
აღბეჭდოდა.
– ჰეთი არასოდეს ყოფილა ასეთი! უფლებას არ მოგცემთ ასე
ილაპარაკოთ. ის შესაძლოა განსაკუთრებული საზრიანობით არ გა-
მოირჩევა, მაგრამ ნაზი, გულთბილი ქალიშვილია და არასოდეს
მოკლავს ვინმეს.
აღშფოთებული მისის ფოლიატი მძიმედ სუნთქავდა. პუარო გა
ოცდა. ძალიან გაოცდა.

120
||

ამ დროს ოთახში პოლიციის კონსტებლი ჰოსკინსი შემოვიდა და


ბოდიშის კილოთი წარმოთქვა: – გეძებდით, მემ.
– საღამო მშვიდობისა, ჰოსკინს, – მისის ფოლიატი თავს მოერია
და კვლავ თავაზიანად დაიწყო საუბარი, როგორც ეს ნასჰაუსის დი-
ასახლისს ეკადრებოდა, – დიახ, რა მოხდა?
– ინსპექტორი თავის პატივისცემას გიდასტურებთ და თქვენთან
საუბარი სურს. ცხადია, თუ მოახერხებთ, – სწრაფად დაამატა მან,
როდესაც ქალის შეწუხებული სახე დაინახა.
– ცხადია, მოვახერხებ, – მიუგო მისის ფოლიატმა, წამოდგა და
ჰოსკინსთან ერთად გავიდა ოთახიდან. პუაროც წამოდგა თავაზია-
ნობის ნიშნად, შემდეგ კვლავ დაჯდა და მოღუშული მიაჩერდა ჭერს.
ინსპექტორი ფეხზე წამოდგომით შეეგება მისის ფოლიატს, კონ-
სტებლმა ჰოსკინსმა სკამი დაუდგა ქალს დასაჯდომად.
– მაპატიეთ, რომ გაწუხებთ, მისის ფოლიატ, – თქვა ბლანდმა, –
მაგრამ გავიფიქრე, რომ, ალბათ, ყველას იცნობთ ამ მხარეში და
ჩვენს დახმარებას შეძლებთ.
– დიახ, კარგად ვიცნობ აქაურებს, რამდენადაც შესაძლებელია,
– მიუგო მისის ფოლიატმა და ოდნავ გაიღიმა, – რა გაინტერესებთ,
ინსპექტორო?
– ტაკერების ოჯახს თუ იცნობთ? მათ ქალიშვილს თუ იცნობდით?
– ოჰ, დიახ, რა თქმა უნდა. ტაკერები ყოველთვის მამულის მო-
იჯარეები იყვნენ. მისის ტაკერი დიდი ოჯახის ყველაზე უმცროსი წევ-
რი იყო, მისი უფროსი ძმა კი – ჩვენი მთავარი მებაღე. ქალი ალ-
ფრედ ტაკერს გაჰყვა ცოლად – ფერმის მუშას, მოსულელო, მაგრამ
ძალზე კარგ კაცს. მისის ტაკერი ცოტათი ანჩხლია, სამაგიეროდ, კა-
რგი დიასახლისია. მის სახლში ყოველთვის იდეალური სისუფთა-
ვეა. თუ ქმარს ჭუჭყიანი ჩექმები აცვია, სამზარეულოს ვერ გასცდება
და ასე შემდეგ... შვილებსაც მკაცრად ექცევა. მათი უმრავლესობა
უკვე დაქორწინდა. სახლში მხოლოდ საბრალო მარლენი და სამი

121
პატარა დარჩნენ – ორი ძმა და და, რომლებიც ჯერაც სკოლაში და-
დიან.
– ახლა კი, მისის ფოლიატ, რადგან ასე კარგად იცნობთ ამ ოჯა-
ხს, იქნებ რამე მიზეზი მოგივიდეთ თავში, რომლის გამოც დღეს მარ-
ლენი მოკლეს?
– არა, ვერაფერს ვიტყვი. ეს წარმოუდგენელია – ალბათ, ხვდე-
ბით, რას ვგულისხმობ, ინსპექტორო. მას ხომ არც შეყვარებული ჰყ-
ავდა, არც საეჭვო ნაცნობი, რომელზეც რამეს ვიფიქრებდი. ყოველ
შემთხვევაში, მსგავსი არაფერი გამიგია.
– მათზე რას იტყვით, ვინც „იპოვე მსხვერპლის“ ორგანიზებაში
მონაწილეობდა?
– მისის ოლივერს არასოდეს შევხვედრივარ უწინ. ის სრულიად
არ შეესაბამება ჩემს წარმოდგენას დეტექტიური რომანების ავტო-
რებზე. საბრალო ძალზე შეწუხებულია მომხდარით, რაც ბუნებრი-
ვია.
– სხვა დამხმარეები, მაგალითად, კაპიტანი უერბერტონი?
– ვერ ვხედავ მიზეზს, რატომ უნდა მოეკლა მარლენ ტაკერი, თუ
ამას მეკითხებით, – მშვიდად თქვა მისის ფოლიატმა, – არ მომწონს
ის. ვფიქრობ, ეშმაკი ადამიანია, მაგრამ, ჩემი აზრით, ყველა პოლი-
ტიკოსი ასეთია, მათ პოლიტიკური ტრიუკები და ამ ტრიუკებისგან
თავის დაძვრენა უნდა შეეძლოთ. ცხადია, ძალზე ენერგიულია და
ბევრი იმუშავა დღესასწაულის მოსაწყობად. ასეა თუ ისე, არა მგო-
ნია, ქალიშვილი მოეკლა, ვინაიდან დღისით სულ მდელოზე იყო.
ინსპექტორმა თავი დააქნია.
– ლეგები? რა იცით ლეგებზე?
– ძალზე სასიამოვნო ახალგაზრდა წყვილია. ალეკი, როგორც
შევამჩნიე, ხასიათის კაცია. მასზე ბევრი არაფერი ვიცი. მისი მეუღ-
ლის ქალიშვილობის გვარი კარსტერზია. კარგად ვიცნობ მის რამ-
დენიმე ნათესავს. ცოლ-ქმარმა „მილ-კოტეჯი“ იქირავა ორი თვით.
იმედია, მოსწონთ აქაურობა. ყველანი დავუმეგობრდით მათ.
– მომხიბლავი ქალია, არა?
– დიახ, ძალიან.

122
– ხომ არ შეგიმჩნევიათ, რომ სერ ჯორჯს განსაკუთრებული ყუ-
რადღება გამოეჩინა მის მიმართ?
მისის ფოლიატმა გაოცებით შეხედა ინსპექტორს.
– არა, მსგავსი არაფერი ყოფილა. სერ ჯორჯი მხოლოდ თავისი
ბიზნესით არის დაკავებული და ძალიან უყვარს თავისი ცოლი. არა-
სოდეს შემიმჩნევია, რომ სხვა ქალებს დასდევდეს.
– არც ლედი სტაბსსა და მისტერ ლეგს შორის ხდება მსგავსი
რამ?
მისის ფოლიატმა თავი გადააქნია.
– არა, ნამდვილად არა.
ინსპექტორი არ ეშვებოდა.
– რამე კონფლიქტი ხომ არ მომხდარა სერ ჯორჯსა და მის ცოლს
შორის?
– დარწმუნებული ვარ, არა, – მტკიცედ განაცხადა მისის ფოლი-
ატმა, – გავიგებდი, მსგავსი რამ რომ მომხდარიყო.
– მაშასადამე, ლედი სტაბსი ქმართან უთანხმოების გამო არ გა-
უჩინარებულა?
– რა თქმა უნდა, არა, – თქვა მისის ფოლიატმა და განაგრძო, –
როგორც ვხვდები, ამ სულელ გოგოს თავის ბიძაშვილთან შეხვედ-
რა არ უნდოდა რაღაც ბავშვური ფობიის გამო და პატარა ბავშვივით
გაიქცა.
– ასე გგონიათ? გაქცევის სხვა მიზეზი არ ექნებოდა?
– ოჰ, არა. ველოდები, რომ მალე გამოჩნდება. შერცხვება თავი-
სი საქციელის. ჰო, მართლა, – დაამატა მისის ფოლიატმა, – რა იც-
ით მის ბიძაშვილზე? ჯერაც ამ სახლშია?
– თუ არ ვცდები, თავის იახტაზე დაბრუნდა
– ჰელმუთში, არა?
– დიახ, ჰელმუთში.
– გასაგებია, – თქვა მისის ფოლიატმა, – ჰეთიმ უხერხულ მდგო-
მარეობაში ჩააგდო ყველა თავისი ბავშვური საქციელით, მაგრამ თუ
ის კაცი კიდევ დარჩება ერთი-ორი დღით, ჰეთის დავარწმუნებთ,
რომ წესიერად მოიქცეს.

123
„ეს კიდევ საკითხავია“, – გაიფიქრა ინსპექტორმა, თუმცა არა-
ფერი უთქვამს.
– თქვენ, ალბათ, ფიქრობთ, – თქვა მან, – რომ ჩემი შეკითხვები
საქმეს არ შეეხება, მაგრამ, ალბათ, ხვდებით, მისის ფოლიატ, რომ
საკმაოდ ფართო სპექტრი უნდა მოვიცვათ. მაგალითად, მის ბრუ-
ისი. რა იცით მის ბრუისზე?
– ის, რომ ჩინებული მდივანია. მდივანზე მეტიც კი. ფაქტობრი-
ვად, ეკონომიცაა. არ ვიცი, რა ეშველებოდათ უმისოდ.
– მანამდეც მუშაობდა სერ ჯორჯის მდივნად, სანამ ის ცოლს მო-
იყვანდა?
– მგონი, კი, თუმცა დარწმუნებული არა ვარ. ის მას შემდეგ გავი-
ცანი, როცა აქ ჩამოვიდა მათთან ერთად.
– მას ლედი სტაბსი გულზე არ ეხატება, არა?
– დიახ, ვშიშობ, ასეა, – თქვა მისის ფოლიატმა, – ვფიქრობ,
კარგ მდივნებს დიდად არ ეხატებთ გულზე თავიანთი უფროსების
ცოლები. ალბათ, ხვდებით, რას ვგულისხმობ. შესაძლოა ეს ბუნებ-
რივიცაა.
– ვინ სთხოვა მის ბრუისს, რომ ლანგრით წაეღო ნამცხვრები და
ხილის წვენი ფარდულში გოგონასთვის? თქვენ თუ ლედი სტაბსმა?
ამ შეკითხვამ ოდნავ გააოცა მისის ფოლიატი.
– მახსოვს, მის ბრუისი ნამცხვრებს და სხვა საჭმელს აგროვებდა
და ამბობდა, რომ მარლენისთვის უნდა წაეღო. არ ვიცი, სთხოვა თუ
არა ვინმემ ამის გაკეთება. მე ნამდვილად არ მითხოვია.
– გასაგებია. თქვენ ამბობთ, რომ ჩაის კარავში იყავით ოთხი სა-
ათიდან. თუ არ ვცდები, ამ დროს მისის ლეგიც იქ სვამდა ჩაის.
– მისის ლეგი? არა, არა მგონია. ყოველ შემთხვევაში, ვერ ვიხ-
სენებ, რომ იქ თვალი მოვკარი. არა, დარწმუნებული ვარ, იქ არ ყო-
ფილა. ტორკიდან ჩამოსული ავტობუსიდან ბევრი ხალხი მოგვაწ-
ყდა. მახსოვს, კარავში შევიხედე და გავიფიქრე, რომ ყველანი სტუმ-
რები იყვნენ. ნაცნობი სახე თვალში არ მომხვედრია. მისის ლეგი,
ალბათ, მოგვიანებით მივიდა ჩაის დასალევად.
– კარგი, ამას მნიშვნელობა არა აქვს, – ჩაილაპარაკა ინსპექტ-

124
ორმა და დაამატა, – ახლა კი მართლა დავასრულე. გმადლობ, მი-
სის ფოლიატ, ძალზე თავაზიანი ხართ. იმედი ვიქონიოთ, რომ ლედი
სტაბსი მალე დაბრუნდება.
– მეც იმედი მაქვს, – თქვა მისის ფოლიატმა, – ჩვენი ძვირფასი
ბავშვი ძალზე წინდაუხედავად მოიქცა, როცა ყველა ასე გვანერვი-
ულა, – ქალი მკვირცხლად ლაპარაკობდა, მაგრამ ეს გამოცოცხლ-
ება ძალზე არაბუნებრივად ჩანდა, – დარწმუნებული ვარ, კარგად
არის. დიახ, კარგად არის.
ამ დროს კარი გაიღო და ოთახში შემოვიდა მიმზიდველი ახალ-
გაზრდა ქალი, რომელსაც წითური თმა და ოდნავ ჭორფლიანი სახე
ჰქონდა.
– გავიგე, ჩემი ნახვა გნდომებიათ, მართალია? – იკითხა მან.
– ეს მისის ლეგია, ინსპექტორო, – თქვა მისის ფოლიატმა, – სა-
ლი, ძვირფასო, არ ვიცი, შეიტყვე თუ არა, რა საშინელება მოხდა.
– ო, დიახ! ეს მართლა საშინელებაა, – დაეთანხმა მისის ლეგი,
დაღლილი სახით ამოიოხრა და სკამზე დაჯდა, როდესაც მისის ფო-
ლიატი ოთახიდან გავიდა.
– ძალიან ვწუხვარ მომხდარის გამო, – თქვა მან, – დაუჯერებე-
ლია. თუ ხვდებით, რას ვგულისხმობ. ვშიშობ, ვერაფრით დაგეხმა-
რებით. საქმე ის არის, რომ მთელი დღე ვმკითხაობდი, ასე რომ, არ
დამინახავს, რა ხდებოდა გარეთ.
– ვიცი, მისის ლეგ. უბრალოდ, ყველას ერთსა და იმავე რუტი-
ნულ შეკითხვებს ვუსვამთ. მაგალითად, სად იყავით ხუთის თხუთმეტ
წუთსა და ხუთს საათს შორის?
– ოთხ საათზე ჩაის დასალევად წავედი.
– ჩაის კარავში?
– დიახ.
– ალბათ, ძალიან ბევრი ხალხი იყო.
– დიახ, ძალიან ბევრი.
– ვინმე ნაცნობი ხომ არ გინახავთ იქ?
– დიახ, რამდენიმე მოხუცი, ოღონდ არავის გამოვლაპარაკებივ-

125
არ. ღმერთო, როგორ მინდოდა ჩაის დალევა! როგორც ვთქვი, ოთ-
ხი საათი იყო. ხუთის ნახევარზე მკითხავის კარავში დავბრუნდი და
მუშაობა განვაგრძე. ბოლოს რას აღარ ვპირდებოდი ქალებს – მი-
ლიონერ ქმრებს, კინოვარსკვლავობას ჰოლივუდში და ღმერთმა
იცის, კიდევ რას. იმის თქმა, რომ გემით იმოგზაურებთ და ლამაზ შა-
ვგვრემან ქალს უნდა მოერიდოთ, ჩემი აზრით, ძალზე ბანალურია.
– რა მოხდა იმ ნახევარი საათის განმავლობაში, როცა კარავში
არ იყავით? ალბათ, აღმოჩნდებოდნენ საკუთარი ბედის გაგების მს-
ურველები.
შესასვლელთან ფირფიტა ჩამოვკიდე, წარწერით „ვიქნები ხუ-
თის ნახევარზე“.
ინსპექტორმა რაღაც ჩაინიშნა თავის ბლოკნოტში.
– ბოლოს როდის ნახეთ ლედი სტაბსი?
– ჰეთი? როდის და... არც ვიცი... როდესაც კარვიდან გამოვედი
ჩაის დასალევად, სადღაც იქვე იყო, მაგრამ ერთმანეთს არ დავლა-
პარაკებივართ, შემდეგ კი აღარ მინახავს. ახლახან მითხრეს, გაუჩი-
ნარდაო. მართალია?
– დიახ, ასეა.
– ოჰ, ეგ არაფერია, – მხიარულად თქვა სალი ლეგმა, – უნდა
გითხრათ, რომ მას ყველაფერი რიგზე არა აქვს „ზედა სართულზე“.
გავბედავ და ვიტყვი, ალბათ, ამ მკვლელობამ შეაშინა.
– კარგი, გმადლობ, მისის ლეგ.
მისის ლეგი დაუყოვნებლივ წავიდა. ოთახიდან გასვლისას კარ-
ში ერკიულ პუაროს შეეჩეხა.

|||

ინსპექტორი ჭერს მისჩერებოდა და ისე ლაპარაკობდა: – რო-


გორც მისის ლეგი ამბობს, ჩაის კარავში იყო ოთხიდან ხუთის ნახევ-
რამდე. მისის ფოლიატი ამბობს, რომ ისიც იქ იმყოფებოდა ოთხი სა-
ათიდან – ჩაის დასხმაში მონაწილეობდა, მაგრამ მისის ლეგი არ

126
დაუნახავს, – ის ცოტა ხნით გაჩუმდა და განაგრძო, – მის ბრუისმა
თქვა, რომ ლედი სტაბსმა სთხოვა, ლანგრით წაეღო ღვეზელი და ხი-
ლის წვენი მარლენისთვის. მაიკლ უეიმენი ირწმუნება, რომ შეუძ-
ლებელია ლედი სტაბსს მსგავსი რამ გაეკეთებინა, ვინაიდან ასეთი
მზრუნველობა სრულიად უცხოა მისთვის.
– აჰა, – თქვა პუარომ, – ურთიერთგამომრიცხავი მტკიცებები!
ეს ხშირად ხდება.
– ახლა ამ ყველაფერში გარკვევა, – თქვა ინსპექტორმა, – ზოგ-
ჯერ ეს მნიშვნელოვანია, ათიდან ცხრა შემთხვევაში კი – არა. მოკ-
ლედ, აშკარაა, რომ ბევრი ოფლის ღვრა მოგვიწევს.
– რამე ვერსია თუ გაქვთ, mon cher?
–ვფიქრობ, – პირქუშად თქვა ინსპექტორმა. – მარლენ ტაკერმა
რაღაც ისეთი დაინახა, რაც არ უნდა დაენახა. ამიტომაც მოკლეს.
– არ შეგეპასუხებით, – უთხრა პუარომ, – საქმე ის არის, რა და-
ინახა.
– შესაძლოა მკვლელობა, – უპასუხა ინსპექტორმა, – ან ადამი-
ანი, რომელმაც მკვლელობა ჩაიდინა.
– მკვლელობა? – იკითხა პუარომ, – ვისი მკვლელობა?
–თქვენ რას იტყვით, პუარო? ლედი სტაბსი ცოცხალია თუ მკვდა-
რი?
პუარო რამდენიმე წამით შეყოყმანდა, შემდეგ კი თქვა: – Mon
ami, ვფიქრობ, ლედი სტაბსი მკვდარია და გეტყვით, რატომ ვფიქ-
რობ ასე. იმიტომ, რომ მისის ფოლიატი ფიქრობს, მკვდარიაო, და
რაც არ უნდა თქვას მისის ფოლიატმა ან თავი ისე დაიჭიროს, თით-
ქოს არაფერი იცის, მისი აზრით, ლედი სტაბსი ცოცხალი აღარაა. მი-
სის ფოლიატმა, – დაამატა მან, – ბევრი რამე იცის, რაც ჩვენ არ ვი-
ცით.

127
როდესაც მომდევნო დილას პუარო ქვევით ჩავიდა სასაუზმოდ,
იქ მცირერიცხოვანი საზოგადოება დახვდა. მისის ოლივერი ჯერაც
მძიმედ განიცდიდა წინადღის ტრაგედიას და საძინებელში საუზმობ-
და. მაიკლ უეიმენს სწრაფად დაელია ყავა და წასულიყო. მაგიდას-
თან მხოლოდ სერ ჯორჯი და ერთგული მის ბრუისი ისხდნენ. სერ
ჯორჯის საქციელი მკაფიოდ მიანიშნებდა მის სულიერ მდგომარეო-
ბაზე – პირში ლუკმა არ ჩასდიოდა, თეფშისთვის თითქმის არ ეხლო
ხელი. მან გვერდზე გასწია წერილების პატარა დასტა, რომლებიც
მის ბრუისმა დაუწყო წინ. ყავას სვამდა, მაგრამ ეტყობოდა, რომ ან-
გარიშმიუცემლად.
– დილა მშვიდობისა, მესიე პუარო, – დაბნეულად თქვა მან და
კვლავ ფიქრებში ჩაიძირა. დროდადრო შეწუხებული სახით ბურტყუ-
ნებდა, – დალახვროს ეშმაკმა, სად შეიძლება იყოს?
– მოკვლევა ოთხშაბათს ჩატარდება ინსტიტუტში,– განაცხადა
მის ბრუისმა, – ახლახან დარეკეს იქიდან.
მისმა დამქირავებელმა ისე შეხედა, თითქოს ვერაფერი გაიგო-
ნა.
– მოკვლევა? – იკითხა მან, – დიახ, რა თქმა უნდა,– ჩაილაპა-
რაკა გულგრილად, რამდენიმე ყლუპი ყავა მოსვა და თქვა, – ქალე-
ბის საქციელის წინასწარ განჭვრეტა შეუძლებელია. ნეტავი რას
ფიქრობენ, როცა რამეს აკეთებენ?
მის ბრუისმა ტუჩები მოკუმა. პუარომ შეამჩნია, რომ ქალი ძალი-
ან ნერვიულობდა.
– დღეს დილას ჰოჯსონი შემოგივლით, – თქვა ქალმა, – რძის
ფერმის ელექტრიფიკაციასთან დაკავშირებით. თორმეტ საათზე...
სერ ჯორჯმა გააწყვეტინა.
– არავის ნახვა არ მინდა. ყველა შეხვედრა გააუქმეთ! დალახ-
ვროს ეშმაკმა, ნუთუ ფიქრობთ, რომ კაცს შეუძლია საქმე აკეთოს
ასეთ მდგომარეობაში, როცა ლამის ჭკუაზე შეიშალოს სასოწარკვე-
თილებისგან თავისი ცოლის გამო?

128
– თუ ასეა, სერ ჯორჯ... – უთხრა მის ბრუისმა და რაღაც ჩაიბურ-
ტყუნა იმის მსგავსი, რასაც ადვოკატები ეუბნებიან კლიენტებს, მა-
გალითად, „როგორც თქვენი ბრწყინვალება ინებებს“, თუმცა აშკა-
რად ეტყობოდა უკმაყოფილება.
– არასოდეს იცი, – თქვა სერ ჯორჯმა, – რა აზრი მოუვათ თავში
ქალებს და რა სისულელეს ჩაიდენენ! არ მეთანხმებით? – მიმართა
პუაროს.
– Les femmes9 ისინი შეუცნობელნი არიან, – მიუგო პუარომ და
გალური მგზნებარებით ასწია წარბები და ხელები.
გაღიზიანებულმა მის ბრუისმა ხმამაღლა ამოიქშინა.
– თითქოს კარგად გრძნობდა თავს, – თქვა სერ ჯორჯმა, – სა-
შინლად გაუხარდა ახალი ბეჭედი, ლამაზ ტანსაცმელში გამოეწყო,
რათა დღესასწაულისგან სიამოვნება მიეღო. ყველაფერი ჩვეულებ-
რივად იყო. არც წაკინკლავება, არც ჩხუბი. ადგა და სიტყვის უთქმე-
ლად წავიდა.
– რაც შეეხება წერილებს, სერ ჯორჯ... – დაიწყო მის ბრუისმა.
– ეშმაკსაც წაუღია ეს წყეული წერილები! – შესძახა სერ ჯორჯმა
და გვერდზე გასწია ყავის ფინჯანი. შემდეგ თეფშიდან წერილები აი-
ღო და მოისროლა, – რაც გინდათ, ის უპასუხეთ! არ მადარდებს, –
მან ნაწყენი კილოთი განაგრძო, თითქოს თავის თავს მიმართავდა,
– ვერაფერს ვეღარ ვაკეთებ... ისიც კი არ მაინტერესებს, რა გაარ-
კვია იმ პოლიციელმა, ძალზე მშვიდად რომ ლაპარაკობს.
– ვფიქრობ, პოლიციაში იციან, როგორ იმოქმედონ, – თქვა მის
ბრუისმა, – მათ საკმარისი შესაძლებლობა აქვთ დაკარგული ადა-
მიანების მოსაძებნად.
– ზოგჯერ რამდენიმე დღეც ვერ პოულობენ სახლიდან გაქცეულ
საბრალო ბავშვს, რომელიც თივის ზვინში იმალება, – შეეპასუხა
სერ ჯორჯი.

9
ქალები (ფრ.).

129
– არა მგონია, სერ ჯორჯ, ლედი სტაბსი თივის ზვინში იმალებო-
დეს.
– რამის გაკეთება მაინც შემეძლოს, – ჩაილაპარაკა უბედურმა
ქმარმა, – თუმცა მოითმინეთ... გაზეთში გამოვაქვეყნებ განცხადე-
ბას. ამანდა, ჩაიწერეთ, კარგი? – ის წამით დაფიქრდა, – „ჰეთი. შინ
დაბრუნდი. გთხოვ. სასოწარკვეთილი ვარ. ჯორჯი“. ყველა გაზეთში,
ამანდა. მის ბრუისმა გესლიანად თქვა:
– სერ ჯორჯ, ლედი სტაბსი იშვიათად კითხულობს გაზეთებს. მას
სრულიად არ აინტერესებს არც მიმდინარე საქმეები და არც ის, თუ
რა ხდება მსოფლიოში, – დაამატა იქედნურად, მაგრამ სერ ჯორჯმა
ამას ყურადღება არ მიაქცია, – ცხადია, შეგიძლიათ „Vogue“–შიც
განათავსოთ, იქნებ იქ მაინც მოჰკრას თვალი.
– სადაც გინდათ, იქ გამოაქვეყნეთ, ოღონდ ნუღარ დააყოვნებთ,
– უთხრა სერ ჯორჯმა.
ის წამოდგა და კარისკენ გაემართა. როდესაც სახელურს სწვდა,
შეჩერდა, მოტრიალდა, რამდენიმე ნაბიჯი გადადგა და პუაროს
ჰკითხა:
– მომისმინეთ, პუარო, – თქვა მან, – ხომ არ ფიქრობთ, რომ ის
უკვე მკვდარია?
– ასეთი დასკვნის გაკეთებას არ ვიჩქარებდი, სერ ჯორჯ, – მიუგო
პუარომ, თან თვალი არ მოუშორებია თავისი ყავის ფინჯნისთვის, –
ჯერჯერობით, ამის საფუძველი არ არსებობს.
– მაშასადამე, მაინც გიტრიალებთ თავში ეს აზრი, – პირქუშად
ჩაილაპარაკა სერ ჯორჯმა და გამომწვევად დაამატა, მე კი ასე არ
ვფიქრობ. ჩემი აზრით, ის კარგადაა.
მან რამდენჯერმე დააქნია თავი, ოთახიდან გავიდა და კარი გა-
იჯახუნა.
პუარო ჩაფიქრებული სახით უსვამდა კარაქს შებრაწული პურის
ნატეხზე. ყოველთვის, როდესაც ვინმეს ცოლს კლავდნენ, მას ავტო-
მატურად უჩნდებოდა ეჭვი ქმარზე (ქმრის სიკვდილის შემთხვევაში
– ცოლზე). თუმცა ამ შემთხვევაში არ ფიქრობდა, რომ სერ ჯორჯმა
ლედი სტაბსი მოკლა. ხანმოკლე დაკვირვებითაც კი დაასკვნა, რომ

130
სერ ჯორჯს ძალიან უყვარდა თავისი მეუღლე. გარდა ამისა, რო-
გორც ახსოვდა (ბრწყინვალე მეხსიერება კი ძალზე იშვიათად ღა-
ლატობდა), სერ ჯორჯმა მთელი დღე მდელოზე გაატარა და როდე-
საც მან და მისის ოლივერმა გვამი აღმოაჩინეს და ამ საშინელი სი-
ახლით უკან დაბრუნდნენ, სერ ჯორჯი ჯერაც იქ იყო. არა, სერ ჯორჯს
კავშირი არ ჰქონდა ჰეთის სიკვდილთან. ცხადია, თუ ქალი მართლა
მოკლეს. „ბოლოს და ბოლოს, – გაიფიქრა პუარომ, – ჯერჯერობით,
მართლა არ არსებობს ასე ფიქრის საფუძველი“. ის, რაც ახლახან
უთხრა სერ ჯორჯს, სავსებით ლოგიკური იყო და მაინც, გულის სიღ-
რმეში პუაროს ეჭვი არ ეპარებოდა, რომ უარესი მოხდა. ყველაფერი
მკვლელობაზე, ორმაგ მკვლელობაზე მიანიშნებდა.
ფიქრი გააწყვეტინა მის ბრუისმა, რომელიც თითქმის თვალ-
ცრემლიანი ლაპარაკობდა.
– კაცები სულელები არიან, – თქვა მან, – ნამდვილი სულელები!
ხშირად გონივრულადაც იქცევიან, თუმცა სრულიად შეუფერებელ
ქალზე ქორწინდებიან.
პუარო ყოველთვის აძლევდა ადამიანებს გულის მოოხების სა-
შუალებას. მისთვის ჯობდა, რაც მეტი ადამიანი დაელაპარაკებოდა
და რაც მეტს ილაპარაკებდნენ. ბზეში ყოველთვის შეიძლებოდა
ხორბლის მარცვლის აღმოჩენა.
– თქვენი აზრით, ეს უიღბლო ქორწინება იყო? – იკითხა მან.
– კატასტროფული... ნამდვილად კატასტროფული.
– გულისხმობთ, რომ ბედნიერი არ იყვნენ ერთად?
– ცოლს ძალზე ცუდი გავლენა აქვს მასზე... ყველაფერში.
– ეს ძალზე საინტერესოა. რა სახის ცუდი გავლენა?
– პატარა ბიჭივით დაარბენინებს აქეთ-იქით, ძვირფას საჩუქ-
რებს სთხოვს. იმაზე მეტი ძვირფასეულობა აქვს, ვიდრე ერთ ადამი-
ანს სჭირდება... და ბეწვეული. ორი წაულას და ერთი რუსული ყარ-
ყუმის ქურქი უკიდია გარდერობში. მაინტერესებს, კიდევ რა უნდა
უნდოდეს ქალს?
პუარომ თავი გადააქნია.
– ნამდვილად არ ვიცი, – თქვა მან.

131
– ეშმაკია, – განაგრძო მის ბრუისმა, – მატყუარა! თავს იკატუნ-
ებდა, თითქოს სულელი იყო, განსაკუთრებით სხვების დასანახავ-
ად. ალბათ, ფიქრობდა, რომ ქმარს ეს მოეწონებოდა.
– მერედა, მოსწონდა სერ ჯორჯს?
– ოჰ, ეს კაცები! – შესძახა მის ბრუისმა ლამის ისტერიკამდე მი-
სული ათრთოლებული ხმით, – ისინი არც გამრჯელობას აფასებენ,
არც უანგარობას, არც ერთგულებას და არც სხვა ძვირფას თვისე-
ბებს! სერ ჯორჯი ბევრს მიაღწევდა ჭკვიან, ენერგიულ ცოლთან ერ-
თად.
– მაინც რას?
– ავტორიტეტს მოიპოვებდა აქაურ საზოგადოებაში. ან პარლა-
მენტში შევიდოდა. ის ხომ იმ საცოდავ მისტერ მასტერტონზე გაცი-
ლებით ნიჭიერია. ოდესმე თუ მოგისმენიათ მისტერ მასტერტონის
გამოსვლა? ათასგვარ ბანალობას ამბობს, თან ყოველ სიტყვაზე ენა
ებმება. რასაც მიაღწია, ცოლს უნდა უმადლოდეს. მისის მასტერტო-
ნი ენერგიული, ინიციატივიანი ქალია და პოლიტიკური ალღოც
აქვს.
პუარო შეკრთა, როცა წარმოიდგინა, რომ მისის მასტერტონზე
იყო დაქორწინებული, თუმცა გულწრფელად ეთანხმებოდა მის ბრუ-
ისის სიტყვებს.
– დიახ, ზუსტად ასეთი ქალია, – თქვა მან, თავისთვის კი ჩაილა-
პარაკა, – La femme formidable.10
– სერ ჯორჯი პატივმოყვარე არ არის, – განაგრძო მის ბრუისმა,
– კმაყოფილია იმით, რომ აქ ცხოვრობს, ფუსფუსებს და სოფლის
სკვაირის როლს ასრულებს, დროდადრო ლონდონში მიემგზავრება
ქალაქის გამგეობაში თავისი მოვალეობების შესასრულებლად და
ასე შემდეგ... მაგრამ მისი ნიჭის პატრონს გაცილებით მეტის მიღწე-
ვა შეეძლო. მესიე პუარო, ის მართლა შესანიშნავი ადამიანია. ცო-
ლს არასოდეს ესმოდა მისი. მას ქმარი ქურქების, ძვირფასეულობი-
სა და ძვირფასი ტანსაცმლის მწარმოებელი მანქანა ჰგონია. სერ

10
მშვენიერი ქალი (ფრან)

132
ჯორჯს რომ ისეთი ცოლი ჰყავდეს, რომელიც მართლა დააფასებდა
მის ნიჭს... ქალს კვლავ აუთრთოლდა ხმა და გაჩუმდა.
პუარომ თანაგრძნობით შეხედა. მის ბრუისს უყვარდა თავისი
დამქირავებელი. უყვარდა და უსაზღვროდ ერთგული იყო მისი, რა-
საც სერ ჯორჯი, ალბათ, ვერც ხვდებოდა და არც სჭირდებოდა. მის-
თვის ამანდა ბრუისი კარგად მომუშავე მანქანა იყო, რომელმაც ყო-
ველდღიურობის მძიმე ტვირთი ჩამოხსნა მხრებიდან: სატელეფონო
ზარებს პასუხობდა, წერილებს წერდა, მსახურებს ქირაობდა, საჭ-
მელს უკვეთდა, მოკლედ, ცხოვრებას უადვილებდა. შესაძლოა არც
აღიქვამდა მას ქალად, ეს კი, პუაროს აზრით, სახიფათო რამ იყო –
ქალი შეიძლება საშინლად გაღიზიანდეს და ისტერიკის საშიშ ზღვ-
რამდე მივიდეს, როცა მას ვერც ამჩნევს სათაყვანო მამაკაცი.
– ეშმაკი, მზაკვარი, ჭკვიანი კატა – აი, ვინ არის ის, – თქვა
თვალცრემლიანმა მის ბრუისმა.
– თქვენ თქვით „არის“ და არა „იყო“, – შენიშნა პუარომ.
– დიახ. ცხადია, ის არ მომკვდარა! – ზიზღით თქვა მის ბრუისმა,
– ვიღაც კაცთან ერთად გაიქცეოდა. სწორედ ამას იზამდა! ეს მისი
სტილია.
– შესაძლებელია... ეს ყოველთვის შესაძლებელია,– ჩაილაპა-
რაკა პუარომ. მან კიდევ ერთი ტოსტი აიღო, სევდიანად შეხედა ჯე-
მიან ვაზას და მაგიდა მოათვალიერა მურაბის პოვნის იმედით. რო-
დესაც ვერსად აღმოაჩინა, კარაქს დაჰყაბულდა.
– ეს ერთადერთი ახსნაა, – განაცხადა მის ბრუისმა, – თუმცა,
ცხადია, სერ ჯორჯი ფიქრადაც არასოდეს გაივლებდა ამას.
– ხომ არ იყო... რამე პრობლემა... მამაკაცებთან დაკავშირებუ-
ლი? – დელიკატურად ჰკითხა პუარომ.
– ოჰ, ის ძალიან ჭკვიანი ქალია, – მიუგო მის ბრუისმა.
– მაშასადამე, მსგავსი არაფერი შეგიმჩნევიათ?
– ძალზე ფრთხილია, ასე რომ, რთულია შემჩნევა, – თქვა მის
ბრუისმა.
– მაგრამ ფიქრობთ, რომ შესაძლოა იყო... როგორ ვთქვა? სა-
იდუმლო ეპიზოდები?

133
– ძალ–ღონეს არ იშურებდა, რათა თავბრუ დაეხვია მაიკლ უე-
იმენისთვის, – თქვა მის ბრუისმა, – ხან კამელიების ყვავილნარის
სანახავად წაიყვანდა წელიწადის ასეთ დროს! ხან თავს მოაჩვენებ-
და, თითქოს ძალიან აინტერესებდა ჩოგბურთის პავილიონი.
– მაგრამ ის კაცი პროექტის ავტორია და ეს მისი საქმეა, თანაც,
როგორც ვიცი, სერ ჯორჯი იმიტომ აშენებს ჩოგბურთის პავილიონს,
რომ ცოლს ასიამოვნოს.
– ლედი სტაბსს ჩოგბურთის არაფერი გაეგება, – მიუგო მის ბრუ-
ისმა, – საერთოდ არ აინტერესებს სპორტი. უბრალოდ, სურს ლამაზ
გარემოში იჯდეს, სანამ სხვები დარბიან და ოფლს ღვრიან. ვიმე-
ორებ, ძალ-ღონეს არ იშურებდა მაიკლ უეიმენისთვის თავბრუს და-
სახვევად. ალბათ, კიდეც მოახერხებდა, მაგრამ კაცს სხვა ქალი უფ-
რო აინტერესებს.
– აჰა, – თქვა პუარომ, ცოტა ჯემი წაისვა ტოსტზე და უკმაყოფი-
ლო სახით მოკბიჩა, – მაშ, მესიე უეიმენს სხვა ქალი აინტერესებს?
– მას მისის ლეგმა გაუწია რეკომენდაცია სერ ჯორჯთან, – განაც-
ხადა მის ბრუისმა, – ჯერ კიდევ გათხოვებამდე იცნობდა მაიკლ უე-
იმენს. როგორც გავიგე, ჩელსიდან... მისის ლეგი ერთ დროს ხატავ-
და.
– ჩემი აზრით, ძალზე მიმზიდველი და განათლებული ქალია, –
ფრთხილად თქვა პუარომ.
– დიახ, ძალიან ჭკვიანია, – დაეთანხმა მის ბრუისი, უნივერსი-
ტეტში მიიღო განათლება. გავბედავ და ვიტყვი, რომ კარგ კარიერა-
საც გაიკეთებდა, გათხოვება რომ არ ეჩქარა.
– დიდი ხანია, რაც დაქორწინდა?
– სამი წელი იქნება. არ ვფიქრობ, რომ იღბლიანი ქორწინება გა-
მოდგა.
– ხასიათით ვერ შეეწყვნენ?
– უცნაური ახალგაზრდაა, განწყობის კაცია. საკუთარ თავში ვერ
გარკვეულა და როგორც გავიგე, ზოგჯერ ცოლზე ანთხევს ბრაზს.
– ეგ არაფერია, – თქვა პუარომ, – კინკლაობა და შერიგება გარ-
დაუვალია, განსაკუთრებით ქორწინების დასაწყისში. მათ გარეშე

134
ცხოვრება, ალბათ, მოსაწყენიც იქნებოდა.
– ქალი ძალზე ბევრ დროს ატარებს მაიკლ უეიმენთან. ვფიქრობ,
კაცს ჯერ კიდევ მანამდე უყვარდა, სანამ ალეკ ლეგს გაჰყვებოდა
ცოლად. თუმცა შესაძლოა ეს მხოლოდ ფლირტი იყოს მისის ლეგის
მხრიდან.
– მისტერ ლეგი აღფრთოვანებული არ იქნება.
– ვერ გაიგებთ, რას ფიქრობს. ყოველთვის ისეთი სახე აქვს...
მაგრამ ბოლო დროს, მგონი, უფრო უხასიათოდაა.
– იქნებ ლედი სტაბსზე ოხრავს?
– ჩემი აზრით, ლედი სტაბსი სწორედ ასე ფიქრობს. ჰგონია, თუ
ვინმეს ხელს დაუქნევს, მაშინვე შეიყვარებენ!
– ნებისმიერ შემთხვევაში, თუ ვინმე მამაკაცთან ერთად წავიდა,
როგორც თქვენ ვარაუდობთ, ეს მისტერ უეიმენი არ არის, ვინაიდან
მისტერ უეიმენი ჯერაც აქ არის.
– ეჭვი არ მეპარება, იმ კაცთან ერთად წავიდოდა, რომელსაც
ფარულად ხვდებოდა, – თქვა მის ბრუისმა, – ხშირად წასულა უჩუმ-
რად სახლიდან ტყისკენ. გუშინწინაც სადღაც წავიდა. ჯერ ამთქნა-
რებდა, ამბობდა, საშინლად მეძინებაო, და თავის ოთახში ავიდა,
ნახევარი საათის შემდეგ კი დავინახე, როგორ გავიდა გვერდითი
კარიდან თავზე შალმოხვეული.
პუარო ყურადღებით მისჩერებოდა მის წინ მჯდომ ქალს და ცდი-
ლობდა გამოეცნო, სიმართლეს ამბობდა ლედი სტაბსზე, თუ ეს ვა-
რაუდები მხოლოდ ეჭვიანობას გაეჩინა. დარწმუნებული იყო, რომ
მისის ფოლიატს მსგავსი არაფერი მოსვლია თავში, არადა, მის ბრუ-
ისზე გაცილებით უკეთ იცნობდა ჰეთის. თუკი ლედი სტაბსი საყვა-
რელთან ერთად გაიქცა, ეს მის ბრუისის წისქვილზე დაასხამდა
წყალს: ის მიტოვებულ ქმარს ანუგეშებდა და განქორწინების სწრა-
ფად გაფორმებაში დაეხმარებოდა... მაგრამ, სავარაუდოდ, ასე არ
იქნებოდა. პუარომ გაიფიქრა, თუ ჰეთი სტაბსი საყვარელთან ერ-
თად წავიდა, ამისთვის ძალზე შეუფერებელი დრო აირჩიაო. თვი-
თონ ამის არ სჯეროდა.
მის ბრუისი ცხვირის სრუტუნით შეუდგა გაბნეული წერილების

135
შეგროვებას.
– რაკიღა სერ ჯორჯს განცხადების გამოქვეყნება სურს გაზეთში,
აჯობებს, ახლავე მივხედო ამ საქმეს, განაცხადა მან, – თუმცა სისუ-
ლელე და დროის ფუჭად ხარჯვა მგონია. ოჰ, დილა მშვიდობისა, მი-
სის მასტერტონ, – დაამატა მან, როცა კარი ფართოდ გაიღო და
ოთახში მისის მასტერტონი შემოვიდა.
– გავიგე, მოკვლევა ხუთშაბათისთვის დაუნიშნავთ, – დაიგრგ-
ვინა მან, – დილა მშვიდობისა, მესიე პუარო.
მის ბრუისმა, რომელსაც ხელში წერილები ეჭირა, ჰკითხა:
– შემიძლია რამით დაგეხმაროთ, მისის მასტერტონ?
– არა, გმადლობ, მის ბრუის, ისედაც ბევრი საქმე გექნებათ დღ-
ეს. მადლობა მინდა გადაგიხადოთ იმ სამუშაოსთვის, რომელიც გუ-
შინ გასწიეთ. კარგი ორგანიზატორი და შრომისმოყვარე ადამიანი
ხართ. ყველა გემადლიერებათ.
– გმადლობ, მისის მასტერტონ.
– აღარ მოგაცდენთ, მე კი მესიე პუაროს უნდა დაველაპარაკო.
– სიამოვნებით მოგისმენთ, მადამ, – უთხრა პუარომ, წამოდგა
და თავი დაუკრა.
მისის მასტერტონმა სკამი გამოსწია და დაჯდა. მის ბრუისი მის-
თვის ჩვეული საქმიანი სახით გავიდა ოთახიდან.
– საოცარი ქალია, – თქვა მისის მასტერტონმა, – არ ვიცი, რა
ეშველებოდათ სტაბსებს მის გარეშე. ჩვენს დროში დიდი ძალისხმე-
ვა სჭირდება სახლის მართვას. საბრალო ჰეთი ამას ვერ შეძლებდა.
განსაკუთრებული შემთხვევა მოხდა, მესიე პუარო. მაინტერესებს,
რას ფიქრობთ მასზე.
– თვითონ რას ფიქრობთ, მადამ?
– ვიცი, რომ არასასიამოვნო მოსასმენია, მაგრამ ვფიქრობ,
ჩვენს მხარეში მანიაკი გაჩნდა. იმედია, ადგილობრივებიდან არ არ-
ის. შესაძლოა ფსიქიატრიულიდან გამოშვებულია. ბოლო დროს ხშ-
ირად უშვებენ ბოლომდე გამოუჯანმრთელებს. სხვას ვის უნდა მოს-
ვლოდა თავში აზრად ტაკერების გოგონას დახრჩობა? ვის რას უშა-
ვებდა? ცხადია, არანორმალურის ჩადენილია... და თუ ასეა, ალბათ,

136
მანვე გაგუდა საბრალო გოგო, ჰეთი სტაბსი, რომელიც, უნდა გით-
ხრათ, ჭკუით ვერ დაიკვეხნიდა. გარეგნულად ნორმალურ კაცს რომ
ეთქვა, წამოდით, რაღაცას განახვებთ ტყეშიო, ცუდს არაფერს იეჭ-
ვებდა და ცხვარივით გაჰყვებოდა.
– თქვენი აზრით, მისი ცხედარი მამულის ტერიტორიაზეა?
– დიახ, ასე ვფიქრობ, მესიე პუარო, მიაგნებენ, როდესაც სა-
გულდაგულოდ დაიწყებენ ძებნას. გაითვალისწინეთ, რომ გარშემო
სამოცდახუთი აკრი ტყეა... მაგრამ თუ ბუჩქებში შეათრიეს ან სადმე
დააგორეს, მეძებრები უნდა წაიყვანონ, – განაცხადა მისის მასტერ-
ტონმა და ახლა თვითონაც ძალიან ჰგავდა მეძებარს, – მეძებრები!
პოლიციის უფროსს დავურეკავ და ვეტყვი.
– სავსებით შესაძლებელია მართალი ხართ, მადამ,– უთხრა პუ-
არომ, რომელიც მიხვდა, რომ სწორედ ასე უნდა ეპასუხა მისის მას-
ტერტონისთვის.
– ცხადია, მართალი ვარ, – თქვა მისის მასტერტონმა. – და უნდა
გითხრათ, რომ ეს ძალიან მადარდებს. ვინაიდან ის კაცი სადღაც აქ-
ვეა. აქედან წასვლის შემდეგ სოფელში გავივლი და დედებს გავაფ-
რთხილებ, რომ თვალყური ადევნონ ქალიშვილებს და მარტო არ-
სად გაუშვან. არასასიამოვნო შეგრძნება მეუფლება, მესიე პუარო,
როცა ვიცი, რომ მკვლელი ჩვენ შორის ტრიალებს.
– ერთი ნიუანსი, მადამ – როგორ მოხვდებოდა უცხო ადამიანი
ნავების ფარდულში? ამისათვის ხომ გასაღები დასჭირდებოდა?
– ოჰ, ეს ადვილი ასახსნელია, – თქვა მისის მასტერტონმა, –
ცხადია, გოგონა გარეთ გამოვიდა.
– ნავების ფარდულიდან გამოვიდა?
– დიახ. ალბათ, მოიწყინა, როგორც ეს გოგონებს ახასიათებთ.
შესაძლოა გამოვიდა და მიიხედ-მოიხედა. ვფიქრობ, ყველაზე სავა-
რაუდოა, რომ მართლა დაინახა, როგორ მოკლეს ჰეთი სტაბსი.
ბრძოლის ან რამე ამგვარის ხმა მოესმა და სანახავად წავიდა. ბუ-
ნებრივია, კაცს, რომელმაც ლედი სტაბსი გამოასალმა სიცოცხლეს,
ისიც უნდა მოეკლა. ადვილად მოახერხებდა, რომ მოკლული გოგო-
ნა ფარდულში შეეთრია და იატაკზე დაეწვინა, გამოსვლისას კი ია-

137
ლისსაკეტიანი კარი გაეჯახუნებინა, რომელიც თავისით დაიკეტებო-
და.
პუარომ ნელა დააქნია თავი. სულაც არ აპირებდა მისის მასტერ-
ტონთან კამათს ან იმ საინტერესო ფაქტის აღნიშვნას, რომელიც მას
გამორჩა: თუ მარლენ ტაკერი ფარდულიდან შორს მოკლეს, ვიღა-
ცას ძალზე ბევრი რამ უნდა სცოდნოდა „იპოვე მსხვერპლი“ თამაშის
შესახებ, რათა ის უკან დაებრუნებინა, თანაც იმავე ადგილას და იმა-
ვე პოზაში, როგორც „მსხვერპლს“ ევალებოდა. ამის ნაცვლად, მან
წყნარად ჩაილაპარაკა:
– სერ ჯორჯ სტაბსი დარწმუნებულია, რომ მისი ცოლი ჯერაც
ცოცხალია.
– ამას იმიტომ ამბობს, რომ უნდა ამის დაჯერება. მას ხომ ძალი-
ან უყვარს მეუღლე, – თქვა მისის მასტერტონმა და მოულოდნელად
დაამატა, – მომწონს ჯორჯ სტაბსი. მიუხედავად წარმოშობისა, ქა-
ლაქური ჩვეულებებისა და მისთანების, კარგად მოერგო საგრაფოს.
ყველაზე ცუდი, რისი თქმაც მასზე შეიძლება, ის არის, რომ ცოტათი
სნობია, მაგრამ სოციალური სნობიზმი უწყინარი მოვლენაა.
– ჩვენს დროში, მადამ, ფული კარგ წარმოშობაზე არანაკლებ
ფასობს, – ცოტა არ იყოს, ცინიკურად შენიშნა პუარომ.
– ჩემო ძვირფასო, არ შემიძლია არ დაგეთანხმოთ. მას არც
სჭირდება სნობად თავის წარმოჩენა. საკმარისია, მამული იყიდოს
და გულუხვად ხარჯოს ფული, რომ ყველანი მის წინ დავსკუპდე-
ბით... მაგრამ ის მართლა ყველას მოსწონს. მთავარი ფული როდია.
ცხადია, ემი ფოლიატსაც დიდი დამსახურება მიუძღვის. ის მფარვე-
ლობდა სტაბსებს, მის აზრს კი აქ ანგარიშს უწევენ. ეს არც არის გა-
საკვირი, ვინაიდან ფოლიატები ამ მხარეში ჯერ კიდევ ტიუდორების
დროს დასახლდნენ.
– ფოლიატები ყოველთვის ნასჰაუსში ცხოვრობდნენ, – ჩაილა-
პარაკა პუარომ.
– დიახ, – მისის მასტერტონმა ამოიოხრა, – სამწუხაროა, ომი
არავის ინდობს. ახალგაზრდა, ჯან-ღონით სავსე ახალგაზრდები და-
იღუპნენ. მემკვიდრეობის გადასახადი და ასე შემდეგ... ამხელა მა-

138
მულის შენახვა ვერავინ შეძლო და იძულებული გახდნენ, გაეყიდათ
– მისის ფოლიატი, მიუხედავად იმისა, რომ სახლი დაკარგა,
კვლავ მამულში ცხოვრობს.
– დიახ. ძალიან გაალამაზა მებაღის სახლი. ყოფილხართ შიგ-
ნით?
– არა. კართან დავშორდით ერთმანეთს.
– ყველას როდი მოეწონება ეს, – თქვა მისის მასტერტონმა, –
მებაღის ქოხში ცხოვრება და იქიდან ყურება, თუ როგორ დაეპატ-
რონენ შენს სახლს. თუმცა არა მგონია, ემი ფოლიატი ძალზე განიც-
დიდეს ამას. რომ იცოდეთ, თვითონ მოაწყო ეს ყველაფერი. სწორედ
მან დაარწმუნა ჰეთი, რომ აქ ეცხოვრა, ჯორჯ სტაბსი კი დაეთანხმე-
ბინა, რომ ნასი ეყიდა. ემისთვის გაცილებით მტკივნეული იქნებო-
და, თუ მის სახლში სასტუმროს ან რამე დაწესებულებას გახსნიდ-
ნენ. ან თუ დიდ ოთახებს გატიხრავდნენ და ბინებად გადააკეთებ-
დნენ... აჰ, ჩემი წასვლის დროა, უამრავი საქმე მაქვს.
– ეჭვი არ მეპარება... და აუცილებლად დაელაპარაკეთ პოლი-
ციის უფროსს მეძებრების თაობაზე.
უეცრად მისის მასტერტონმა გადაიხარხარა, რაც ძალიან ჰგავდა
ძაღლის ყეფას.
– ერთ დროს კიდეც მოვაშენე ისინი, – თქვა მან, – მეუბნებიან,
ცოტათი შენც მეძებარს ჰგავხარო.
პუარო შეცბა, რაც მყისვე შეამჩნია ქალმა.
– მესიე პუარო, ნაძლევს ჩამოვალ, თქვენც ეს გაიფიქრეთ, –
თქვა მან სიცილით.

139
მისის მასტერტონის წასვლის შემდეგ, პუარომ ტყეში გაისეირნა.
ერთი სული ჰქონდა, ყოველი ბუჩქის, ყოველი როდოდენდრონის
ძირას შეეხედა, სადაც შესაძლოა გვამი გადამალეს. ბოლოს „გაპ-
რიზამდე“ მიაღწია, შიგნით შევიდა და ქვის ძელსკამზე დაჯდა ფეხე-
ბის დასასვენებლად – როგორც ყოველთვის, ლაქის ვიწრო, წვე-
ტიანი ფეხსაცმელი ეცვა.
ხეებს შორის მდინარე ბზინავდა და ბუნდოვნად მოჩანდა ტყიანი
გაღმა ნაპირი. გაიფიქრა, რომ ახალგაზრდა არქიტექტორი არ შემ-
ცდარა, როცა თქვა, მეუფერებელი ადგილია მსგავსი ნაგებობისთვ-
ის. ცხადია, შეიძლებოდა ხეების მოჭრა, მაგრამ მათ ნაცვლად.
კვლავ ტყე გამოჩნდებოდა, ოღონდ მეორე ნაპირზე. „კაპრიზი“ მარ-
თლა სახლთან ახლოს უნდა აეშენებინათ – იქ მაღალი, მხოლოდ
ბალახით დაფარული ნარი იყო, საიდანაც საუცხოო ხედი გადაიშ-
ლებოდა: მდინარე ლამის ჰელმუთამდე. პუაროს თავში ფიქრები
ირეოდა – ჰელმუთი, იახტა „ესპერანსა“. ეტიენ დე სუზა. ამ ცალკე-
ულ შთაბეჭდილებებს კონკრეტული სურათი უნდა შეექმნათ, მაგრამ
ჯერჯერობით ვერაფრით წარმოედგინა ეს სურათი. მხოლოდ ზოგი-
ერთ დეტალს ხედავდა, თანაც თითქ ზე ჩამოსათვლელს.
რაღაც მბზინავმა მიიპყრო მისი ყურადღება და მის ასაღებად და-
იხარა. ბეტონის იატაკის პატარა ბზარში რაღაც გაჩხერილიყო. აი-
ღო და ხელისგულზე დაიდო. ეს ბრელოკი იყო – პატარა ოქროს
თვითმფრინავი. მოიღუშა. თვალწინ სურათი წარმოუდგა. სამაჯუ-
რი... ოქროს სამაჯური მოქანავე ბრელოკებით. მან კვლავ დაინახა
თავისი თავი კარავში, სადაც მადამ ზულეიკას (ანუ სალი ლეგის)
სიტყვებს ისმენდა შავგვრემან ლამაზ ქალებზე. ზღვით მოგზაურო-
ბასა და ბედის მომტან წერილზე. დიახ. სწორედ მკითხავს ჰქონდა
ოქროს სამაჯური ზედ ჩამოკიდებული ბევრი ოქროს ბრელოკით.

140
თანამედროვე მოდის ერთ-ერთი მიმართულება, რომელიც პუაროს
ახალგაზრდობის პირველ წლებში გავრცელდა. ალბათ, ამიტომაც
მოახდინა მასზე შთაბეჭდილება. შესაძლოა მისის ლეგი ოდესღაც
აქ იჯდა, „კაპრიზში“, და ერთ-ერთი ბრელოკი დაუვარდა, რაც ვერც
შეამჩნია. ვინ იცის, იქნებ ეს გუშინ დღისითაც მოხდა...
პუარო ბოლო პუნქტზე დაფიქრდა. შემდეგ ნაბიჯების ხმა მოესმა
გარედან და მკვეთრად ასწია თავი. ვიღაც მოუახლოვდა „კაპრიზის“
ფასადს, პუაროს დანახვაზე კი შეკრთა და გაჩერდა. პუარომ ყურად-
ღებით შეათვალიერა ტანადი, ქერათმიანი ახალგაზრდა კაცი, რომ-
ლის პერანგზეც ბევრი კუ ეხატა. შეცდომა გამორიცხული იყო – სწო-
რედ ამ პერანგმა მიიპყრო მისი ყურადღება, როდესაც მისი მფლო-
ბელი ქოქოსის კაკლებს ისროდა.
პუარომ შეამჩნია, რომ ახალგაზრდა კაცი შეცბა.
– მაპატიეთ... არ ვიცოდი, – თქვა მან უცხოელის აქცენტით.
პუარომ ოდნავ გაუღიმა. ამ ღიმილში საყვედურიც გამოსჭვიო-
და.
– ვშიშობ, კერძო ტერიტორიის საზღვრები დაარღვიეთ, – უთხრა
ახალმოსულს.
– დიახ. ბოდიშს ვიხდი.
– ჰოსტელიდან ხართ?
– დიახ. იქ ვცხოვრობ. მეგონა, ტყის გავლით ნავმისადგომთან
მივიდოდი.
– ვშიშობ, იმავე გზით მოგიწევთ უკან დაბრუნება, რომლითაც
მოხვედით. აქ გამჭოლი გზა არ არის.
– მაპატიეთ, მაპატიეთ, – თქვა ახალგაზრდამ და კბილები გამო-
აჩინა, რაც, ალბათ, გაღიმებას ნიშნავდა, შემდეგ პუაროს თავი და-
უკრა და წავიდა.
პუარო „კაპრიზიდან“ გამოვიდა, ბილიკთან მივიდა და თვალი
გააყოლა მიმავალ კაცს. როდესაც უცხოელმა ბილიკის ბოლოს მი-
აღწია, მოიხედა, დაინახა, რომ პუარო უყურებდა, ნაბიჯს მოუჩქარა
და მოსახვევში გადაუხვია.

141
„Eh bien,11 – გაიფიქრა პუარომ, – საინტერესოა, მკვლელი ხომ
არ დავინახე?“
ახალგაზრდა კაცი ნამდვილად ესწრებოდა წინადღეს დღესასწა-
ულს, პუაროს დანახვაზე კი მოიღუშა. მაშასადამე, ზუსტად უნდა
სცოდნოდა, რომ ნავმისადგომამდე ტყის გავლით ვერ მივიდოდა.
თუ მართლა სურდა იქ მოხვედრა, „კაპრიზისკენ“ კი არ აიღებდა
გეზს, უფრო ქვემოთ, მდინარის ახლოს ივლიდა. მეტიც, იმ ადამია-
ნის გამომეტყველება ჰქონდა, რომელიც შეხვედრის ადგილას მივი-
და და შეშინდა, როცა იქ სხვა დახვდა, და არა ის, ვისაც ელოდა.
– გამოდის, აქ ვიღაცასთან შესახვედრად მოვიდა, – ჩაილაპარა-
კა პუარომ, – ვის უნდა შეხვედროდა? და რატომ?
ის ბილიკის მოსახვევთან მივიდა და იქით გაიხედა, ხეებს შორის.
კუსპერანგიანი ახალგაზრდა აღარსად ჩანდა. ალბათ, გადაწყვიტა,
სწრაფად გასცლოდა იქაურობას. პუარო თავის ქნევით გამობრუნ-
და, ჩაფიქრებულმა შემოუარა „კაპრიზს“, ზღურბლზე შეჩერდა და
შეკრთა. სალი ლეგი მუხლებზე იდგა და თავი იატაკის ბზარებისკენ
დაეხარა. ქალიც დაფრთხა და წამოხტა.
– ოჰ, მესიე პუარო, როგორ შემაშინეთ! ვერ გავიგე, როგორ
მოხვედით.
– რამეს ეძებდით, მადამ?
– მე... არა, არაფერს.
– იქნებ რამე დაკარგეთ, – თქვა პუარომ, – რაღაც დაგივარდათ
ან შესაძლოა... – მან გალანტური, ცოტა ეშმაკური სახე მიიღო, – ან
შესაძლოა ეს პაემანია, მადამ. სამწუხაროდ, ის არა ვარ, ვისთან შე-
სახვედრადაც მოხვედით?
ამასობაში სალი ლეგს თავდაჯერება დაუბრუნდა.
– განა ვინმე ნიშნავს პაემანს დილას? – იკითხა მან.
– ზოგჯერ პაემანს ერთადერთ შესაძლო დროს ნიშნავენ, – მიუ-
გო პუარომ და დამრიგებლურად დაამატა, – ზოგიერთი ქმარი ძალ-
ზე ეჭვიანია.

11
აქ: ოჰო!

142
– არა მგონია, ჩემი ასეთი იყოს, – უდარდელად თქვა სალი ლეგ-
მა, მაგრამ პუარომ ამ სიტყვებში უკმაყოფილების ნიშნები დაიჭირა,
– ის თვის საქმეებშია ჩაფლული.
– ყველა ქალი სწორედ ამას ჩივის ქმარზე, – უთხრა პუარომ, –
განსაკუთრებით ინგლისელ ქმრებზე, – დაამატა მან.
– უცხოელები უფრო გალანტურები ხართ.
– ჩვენ ვიცით, – განაცხადა პუარომ, – რომ აუცილებელია, ქალს
კვირაში ერთხელ მაინც, თუ სამჯერ ან ოთხჯერ არა, უთხრა, რომ
გიყვარს; ასევე ჭკვიანური იქნება, თუ მას რამდენიმე ყვავილს ვაჩუ-
ქებთ, ქათინაურს გავიმეტებთ, ვეტყვით, რომ საუცხოოდ გამოიყუ-
რება ახალ კაბაში ან ახალ შლაპაში.
– თქვენ ასე იქცევით?
– მე, მადამ, ქმარი არა ვარ, – თქვა ერკიულ პუარომ, – სამწუხა-
როდ! – დაამატა მან.
– დარწმუნებული ვარ, ამაში არაფერია სამწუხარო. მჯერა, მოგ-
წონთ, რომ უდარდელი მარტოხელა ხართ.
– არა, მადამ, არა. ეს საშინელებაა... ამით ძალიან ბევრი დავ-
კარგე ამ ცხოვრებაში.
– ჩემი აზრით, მხოლოდ სულელები ქორწინდებიან, თქვა სალი
ლეგმა.
– ხომ არ გენატრებათ ის დღეები, როცა ფერწერას სწავლობდით
ჩელსის სტუდიაში?
– მგონი, ყველაფერი იცით ჩემზე, მესიე პუარო, არა?
– ჭორიკანა ვარ, – მიუგო ერკიულ პუარომ, – მომწონს – მოსმე-
ნა, თუ ვინ რას ამბობს სხვებზე. მაშ, მართლა გენატრებათ ის დრო,
მადამ?
– ოჰ, არ ვიცი, – თქვა მოუთმენლად ქალმა და ძელსკამზე დაჯ-
და.
პუარო გვერდით მიუჯდა.
ის კიდევ ერთხელ გახდა იმ მოვლენის მოწმე, რომელსაც უკვე მი-
ეჩვია. ეს მომხიბლავი წითურთმიანი ახალგაზრდა ქალი მისთვის,
უცხოელისთვის, იმის თქმას აპირებდა, რასაც არაფრის დიდებით

143
არ ეტყოდა ინგლისელს.
– იმედი მქონდა, – თქვა მისის ლეგმა, – რომ თუ ჩვეულ გარე-
მოს გავექცეოდით და აქ ჩამოვიდოდით დასასვენებლად, ყველაფე-
რი კვლავ ძველებურად იქნებოდა... მაგრამ ასე არ გამოვიდა.
– არა?
– არა. ალეკი ისევ მოღუშულია და... ოჰ, არ ვიცი... თავის თავშია
ჩაკეტილი. ვერ ვხვდები, რა ემართება. ნერვები დაწყვეტაზე აქვს.
ვიღაც ხალხი ურეკავს და უცნაურ შეტყობინებებს უტოვებს, ის კი
არაფერს მეუბნება. აი, რა მაცოფებს. ერთი სიტყვაც არ დასცდება!
თავიდან ვფიქრობდი, რომ ამაში ქალის ხელი ერია, ახლა კი ეჭვი
მეპარება, რომ ასეა. არადა…
პუარომ მას ყოყმანი შეამჩნია და მომენტით ისარგებლა.
– ჰო, მართლა, კარგი ჩაი იყო გუშინ, მადამ? – იკითხა მან.
– ჩაი? გუშინ? – მისის ლეგმა გაოცებით ასწია წარბები, აშკარად
ვერ მიხვდა, რას ეკითხებოდნენ. როგორც ჩანს, სხვა რამეზე ფიქ-
რობდა, – აჰ, დიახ, – დაამატა სწრაფად, – ვერ წარმოიდგენთ, რო-
გორ დავიტანჯე იქ, კარავში, ამდენი შალისა და ვუალის გადამკიდე.
სუნთქვა ჭირდა.
– ალბათ, ჩაის კარავშიც დახუთული ჰაერი იდგა.
– დიახ, მაგრამ რა შეიძლება იყოს ფინჯან ჩაიზე უკეთესი, არა?
– ცოტა ხნის წინათ, მგონი, რაღაცას ეძებდით, მადამ. ამას ხომ
არა? – პუარომ ოქროს პატარა ბრელოკი გაუწოდა ქალს.
– მე... ო, დიახ. გმადლობ, მესიე პუარო. სად იპოვეთ?
– აქ ეგდო, იატაკზე, აი, იმ ბზარში.
– ალბათ, დამივარდა ამას წინათ.
– გუშინ?
– არა, გუშინ არა, მანამდე.
– მაგრამ გარწმუნებთ, მადამ, რომ ეს ბრელოკი თქვენს მაჯაზე
დავინახე, როცა მომავალს მიწინასწარმეტყველებდით.
არავის შეეძლო აშკარა ტყუილის თქმა ერკიულ პუაროზე უკეთ.
მან ეს ისე დამაჯერებლად განაცხადა, რომ მისის ლეგი შეცბა.
– მართლა? ზუსტად არ მახსოვს, – ჩაილაპარაკა მან, – მხოლოდ

144
დღეს დილას შევამჩნიე, რომ სამაჯურს აკლდა.
– ძალიან მიხარია, – გალანტურად უთხრა პუარომ, –რომ შემიძ-
ლია დაკარგული ნივთი დაგიბრუნოთ.
ქალი ნერვიულად ატრიალებდა ბრელოკს თითებით. ბოლოს,
წამოდგა და თქვა:
– გმადლობ, მესიე პუარო. დიდი მადლობა, – და სწრაფად გავი-
და „კაპრიზიდან“.
პუარო ძელსკამზე გადაწვა და ნელა დააქნია თავი.
– არა, – ჩაილაპარაკა ხმადაბლა, – გუშინ დღისით ჩაის კარავში
არ მისულხართ და არც ჩაის გამო იკითხეთ, ოთხი საათი ხომ არ
გახდაო. თქვენ აქ მოხვედით, სწორედ აქ, „კაპრიზში“. ნავების ფარ-
დულისკენ მიმავალ გზაზე. ვიღაცასთან შესახვედრად მოხვედით.
მან კვლავ გაიგონა მოახლოებული ნაბიჯების ხმა. სწრაფად, მო-
უთმენლად მომავალი ადამიანის ნაბიჯების ხმა.
„შესაძლოა, – გაიფიქრა პუარომ და კმაყოფილებით გაიღიმა, –
ის მოდის, ვისაც მისის ლეგი უნდა შეხვედროდა“. მაგრამ როდესაც
„კაპრიზის“ კუთხიდან ალეკ ლეგი გამოჩნდა, პუარომ შესძახა:
– კვლავ შევცდი!
– რაო? რა მოხდა? – შეშინებული სახით ჰკითხა ალეკ ლეგმა.
– ვთქვი, რომ კვლავ შევცდი, – აუხსნა პუარომ, – არადა, არა
ვარ ამას მიჩვეული, – დაამატა მან, – ეს მაღიზიანებს. თქვენ კი ნამ-
დვილად არ გელოდით.
– აბა, ვის ელოდით?
– ახალგაზრდა კაცს, – სწრაფად მიუგო პუარომ, თითქმის ბიჭს,
რომელსაც უამრავი კუ ახატია პერანგზე.
პუარომ შენიშნა, რომ მისმა სიტყვებმა ეფექტი მოახდინა, და
ესიამოვნა. ალეკ ლეგმა ერთი ნაბიჯი გადადგა წინ და დაბნეული სა-
ხით იკითხა:
– როგორ მიხვდით? როგორ... რას გულისხმობთ?
– ტელეპათი ვარ, – უთხრა პუარომ და თვალები დახუჭა.
ალეკ ლეგმა კიდევ ორი ნაბიჯი გადადგა. პუარომ დაინახა, რომ
მის წინ განრისხებული კაცი იდგა.

145
– დალახვროს ეშმაკმა, რა იგულისხმეთ?
– ვფიქრობ, თქვენი მეგობარი ახალგაზრდულ ჰოსტელში დაბ-
რუნდა, – თქვა პუარომ, – თუ მისი ნახვა გინდათ, იქ უნდა წახვიდეთ
და მოძებნოთ.
– აი, რა ყოფილა, – ჩაილაპარაკა ალეკ ლეგმა და მძიმედ დაეშ-
ვა ქვის ძელსკამის მეორე ბოლოში, – აი, თურმე რატომ ხართ აქ.
პრიზების დარიგება არაფერ შუაშია. ამას უნდა მივმხვდარიყავი, –
ის პუაროსკენ შეტრიალდა. დაღლილი, დამწუხრებული სახე ჰქონ-
და, – მესმის, როგორ გამოიყურება ეს ყველაფერი, მაგრამ ეს ის არ
არის, რასაც ფიქრობთ. მე მსხვერპლი ვარ. როდესაც ასეთ ადამია-
ნებს ჩაუვარდები ხელში, არც ისე ადვილია თავის დაღწევა, მე კი
თავის დაღწევა მინდა. აი, რა ხდება. მათი თავიდან მოცილება მინ-
და. ვერ წარმოიდგენთ, როგორი სასოწარკვეთილი ვარ... უკიდურე-
სი ნაბიჯების გადასადგმელადაც კი მზად ვარ. თავს ისე ვგრძნობ,
როგორც ხაფანგში გაბმული თაგვი, რომელსაც არაფერი შეუძლია.
ეჰ, რა აზრი აქვს ამ ლაპარაკს! ვფიქრობ, ახლა ის იცით, რისი გაგე-
ბაც გინდოდათ. თქვენ მტკიცებულება გაქვთ.
ის ადგა, ოდნავ წაბორძიკდა, თითქოს ცუდად ხედავდა გზას, შემ-
დეგ ენერგიულად, უკანმოუხედავად წავიდა. განცვიფრებულმა ერ-
კიულ პუარომ თვალი გააყოლა.
– საინტერესოა, – ჩაილაპარაკა მან, – ძალზე საინტერესოა. მა-
შასადამე, ის მტკიცებულება მაქვს, რომელიც მჭირდებოდა? რისი
მტკიცებულება? მკვლელობის?

146
ინსპექტორი ბლანდი ჰელმუთის პოლიციის განყოფილებაში იმ-
ყოფებოდა. მაგიდის მეორე მხარეს იჯდა ზორბა, სასიამოვნო გა-
რეგნობის მამაკაცი. მათ შორის რაღაც შავი სველი ნივთი იდო. ინ-
სპექტორმა ბლანდმა ფრთხილად დაადო მას საჩვენებელი თითი.
– დიახ, ნამდვილად მისი შლაპაა, – განაცხადა მან, – დარწმუ-
ნებული ვარ, თუმცა თავს ვერ დავდებ. მოახლემ თქვა, რომ ქალს
მოსწონდა ამ ფორმის ქუდი. თუ არ ვცდები, ორი ცალი ჰქონდა ასე-
თი – ბაცი ვარდისფერი და მეწამული, მაგრამ გუშინ შავი ეხურა. დი-
ახ, ის არის. მაშ, მდინარიდან ამოიღეს? თუ ასეა, ეს ჩვენს ვარაუდს
ადასტურებს.
– ჯერჯერობით, გადაჭრით ვერ ვიტყვით, – თქვა ბოლდუინმა, –
ბოლოს და ბოლოს, ნებისმიერ ადამიანს შეეძლო შლაპის გადაგდე-
ბა მდინარეში.
– დიახ, – დაეთანხმა ბლანდი, – ნავების ფარდულიდან ან იახ-
ტიდან.
– იახტას მუდმივად ვუთვალთვალებთ, – უთხრა ბოლდუინმა, –
თუ ქალი იქ არის, ცოცხალი ან მკვდარი, იქვე დარჩება.
– კაცი დღეს ნაპირზე არ გადმოსულა?
– არა, იახტაზეა. გემბანზე ზის სავარძელში და სიგარას აბო-
ლებს.
ინსპექტორმა ბლანდმა საათს შეხედა.
– დროა, ვესტუმროთ, – თქვა მან.
– იმედი გაქვთ, რომ ქალს იქ აღმოაჩენთ? – ჰკითხა ბოლდუინ-
მა.
– დიდი იმედი არა მაქვს, – მიუგო ბლანდმა, – ჩემი აზრით, ძა-
ლიან ეშმაკი კაცია.
ის შეყოყმანდა და კვლავ დაადო საჩვენებელი თითი სველ შლა-

147
პას.
– და გვამი. თუ ეს მართლა გვამი იყო. ამასთან დაკავშირებით
თუ გაქვთ რამე მოსაზრება?
– დიახ, – თქვა ბოლდუინმა, – დღეს დილას ოტერვაიტს ველა-
პარაკე, სანაპირო დაცვის ყოფილ თანამშრომელს. ყველაფერი
იცის მოქცევა–უკუქცევასა და წყალქვეშა დინებებზე. ყოველთვის
მას ვეკითხები რჩევას. დაახლოებით იმ დროს, როდესაც ლედი
ჰელმში აღმოჩნდა – თუ საერთოდ იყო ჰელმში, – მოქცევას უკუქ-
ცევა მოჰყვა. ახლა სავსემთვარეობაა და ეს სწრაფად მოხდებოდა.
სავარაუდოდ, დინება მას ზღვაში ჩაიტანდა, იქიდან კი კორნუელის
სანაპიროსკენ წაიღებდა. არ ვიცით, სად ამოტივტივდება გვამი... ან
თუ ამოტივტივდება... შესაძლოა კლდეს შეანარცხოს. აქვე, შორიახ-
ლოს. ასეა თუ ისე, შეიძლება ნებისმიერ წუთს ამოტივტივდეს, რის-
თვისაც მზად უნდა ვიყოთ. , ეს საქმეს გაართულებს.
– თუ არ ამოტივტივდება– შენიშნა ბლანდმა, – დარწმუნებული
ხართ, რომ მდინარეში გადააგდეს?
– სხვა რა უნდა ვიფიქროთ? – პირქუშად ჰკითხა ინსპექტორმა,
– ავტობუსებიც შევამოწმეთ, მატარებლებიც... და არაფერი...
თვალში მოსახვედრი ტანსაცმელი ეცვა, გამოსაცვლელი კი არ წა-
უღია. ასე რომ, ჩემი აზრით, ნასჰაუსის იქით არ წასულა... გვამი კი
ან ზღვაში გაიტანა დინებამ, ან სადღაც დამალეს. ახლა მხოლოდ
მოტივი მჭირდება, – ჩაილაპარაკა ფიქრიანად და თითქოს რაღაც
გაახსენდაო, დაამატა, – და გვამი, ცხადია. სანამ გვამს არ აღმოვა-
ჩენთ, ადგილიდან ვერ დავიძვრებით.
– რას იტყვით მეორე ქალიშვილზე?
– მან დაინახა ეს... ან რაღაც დაინახა. ადრე თუ გვიან, ყველა-
ფერს დავადგენთ, თუმცა ეს ადვილი არ იქნება. ამჯერად ბოლდუინ-
მა შეხედა საათს.
– წასვლის დროა, – თქვა მან.
დე სუზამ ძალზე თავაზიანად მიიღო პოლიციის ორი ოფიცერი.
სასმელი შესთავაზა, მაგრამ უარი მიიღო. შემდეგ გამოძიების მიმ-
დინარეობით დაინტერესდა.

148
– რამე თუ შეიტყვეთ იმ გოგონაზე?
– წინ მივიწევთ, – მიუგო ინსპექტორმა ბლანდმა.
სუპერინტენდანტი საუბარში ჩაერთო და დელიკატურად შეატ-
ყობინა მათი ვიზიტის მიზანი.
– „ესპერანსას“ გაჩხრეკა გსურთ? – დე სუზას უკმაყოფილების
ნაცვლად გაოცება აღებეჭდა სახეზე, – მაგრამ რატომ? გგონიათ,
რომ მკვლელს ვმალავ? თუ ფიქრობთ, რომ მე ვარ მკვლელი?
– ეს აუცილებელია, მისტერ დე სუზა. დარწმუნებული ვარ, ხვდე-
ბით ამას. ჩხრეკის ორდერი...
დე სუზამ ხელები ასწია:
– მაგრამ მე თქვენთან თანამშრომლობა მინდა – ძალიან მინდა!
დაე, ეს მეგობრებს შორის დარჩეს. ეძებეთ, სადაც მოისურვებთ. ა–
ა, შესაძლოა ფიქრობთ, რომ აქ ჩემი ბიძაშვილი ლედი სტაბსია?
რომ ქმარს გაექცა და ჩემთან შეაფარა თავი? ეძებეთ, ჯენტლმენე-
ბო, კარგად ეძებეთ.
ჩხრეკა სათანადოდ, საფუძვლიანად ჩატარდა. ბოლოს, როცა
ვერაფერი აღმოაჩინეს, უკმაყოფილო პოლიციელები, რომლებიც
ცდილობდნენ ეს არ შესტყობოდათ, მისტერ დე სუზას დაემშვიდობ-
ნენ.
– ვერაფერს მიაგენით? რა სამწუხაროა, მაგრამ მე გაგაფრთხი-
ლეთ. ახლა მაინც ხომ არ გაისველებთ ყელს? არა?
მან ისინი იქამდე მიაცილა, სადაც მათი ნავი იდგა.
– აბა, რას მეტყვით? – იკითხა დე სუზამ, – შემიძლია გამგზავრე-
ბა? გამოგიტყდებით, მომბეზრდა აქ ყოფნა. ამინდი კარგია. ასე
რომ, სიამოვნებით ავიღებდი გეზს პლიმუთისკენ.
– სერ, ჩვენი თხოვნაა, კიდევ დარჩეთ ერთი დღით. ხვალ მოკ-
ვლევაა და შესაძლოა კორონერს რამე შეკითხვა გაუჩნდეს თქვენ-
თან.
– დიახ, რა თქმა უნდა. თქვენს განკარგულებაში ვარ. შემდეგ?
– შემდეგ, სერ, – გაქვავებული სახით მიუგო სუპერინტენდანტმა
ბოლდუინმა, – იქ მიბრძანდით, სადაც მოისურვებთ.
როდესაც ნავი იახტას დაშორდა, პოლიციელებმა დაინახეს,

149
რომ დე სუზა მოღიმარი სახით დაჰყურებდა მათ ზემოდან.

||

მოკვლევა ძალზე მოსაწყენად წარიმართა. სამედიცინო დას-


კვნისა და პიროვნების დამადასტურებელი დოკუმენტების გაცნობის
გარდა, არაფერი მომხდარა, რაც დამსწრეთა ცნობისმოყვარეობას
დააკმაყოფილებდა. შემოიტანეს შუამდგომლობა სხდომის გადავა-
დების შესახებ, რაც დაკმაყოფილდა. მთელი პროცედურა წმინდა
ფორმალობა იყო.
გაცილებით საინტერესოდ წარიმართა მოვლენები მოკვლევის
შემდეგ. ინსპექტორმა ბლანდმა დღის მეორე ნახევარი ყველასთვის
კარგად ცნობილ სასეირნო გემზე – „დევონ-ბელზე“ გაატარა, რო-
მელიც სამი საათისთვის გავიდა ბრიქსველიდან, შემოუარა კონცხს,
შევიდა ჰელმის შესართავში და აღმა აუყვა მდინარეს. ინსპექტორის
გარდა, გემზე კიდევ ორას ოცდაათამდე მგზავრი იყო. ინსპექტორი
მარჯვენა ბორტთან მოკალათდა და თვალს არ აშორებდა ტყიან ნა-
პირს. მათ მოუხვიეს და გასცდნენ განცალკევებით მდგარ ნაცრის-
ფერი კრამიტით გადახურულ ნავების ფარდულს, რომელიც ჰუდა-
უნ-პარკს ეკუთვნოდა. ინსპექტორმა ბლანდმა მალულად დახედა
საათს. ჯერ მხოლოდ ხუთის თხუთმეტი წუთი იყო. ნასის ნავების
ფარდულს უახლოვდებოდნენ. ის კარგად მოჩანდა ხეებს შორის პა-
ტარა ვერანდასა და მომცრო ნავმისადგომთან ერთად. არაფერი მი-
ანიშნებდა, რომ შენობაში ვინმე იყო, თუმცა იქ პოლიციის კონსტებ-
ლი ჰოსკინსი იმყოფებოდა ინსპექტორ ბლანდის განკარგულების
შესაბამისად.
ნავების ფარდულის შორიახლოს პატარა კატარღა იდგა. მასში
კაცი და სადღესასწაულოდ გამოწყობილი ქალიშვილი იყვნენ. ისი-
ნი მხიარულად ერთობოდნენ. ქალმა დაიკივლა, კაცმა ისეთი სახე

150
მიიღო, თითქოს მას წყალში უპრებდა გადაგდებას. სწორედ ამ
დროს გიდმა მეგაფონი აიღო ხელში.
–ქალბატონებო და ბატონებო, – დაიგრგვინა მან, – ვუახლოვ-
დებით ცნობილ სოფელ გითჩემს. იქ ორმოცდახუთი წუთით გავჩერ-
დებით, შეგიძლიათ კიბორჩხალები და ასთაკვები შეჭამოთ და ჩაი
მიირთვათ დევონშირული ნაღებით. ჩვენგან მარჯვნივ ნასჰაუსის მა-
მულია. თვითონ შენობას ორიოდე წუთში დაინახავთ. მამულის პირ-
ველი მფლობელი იყო ჯერვაზ ფოლიატი, სერ ფრენსის დრეიკის თა-
ნამედროვე, რომელთან ერთადაც „ახალ სამყაროში“ იმოგზაურა
გემით. ამჟამად მამული სერ ჯორჯ სტაბსის საკუთრებაა. თქვენგან
ხელმარცხნივ მდებარეობს ცნობილი გუსიაკრის კლდე. ქალბატო-
ნებო და ბატონებო, ადგილობრივ მამაკაცებს იქ მიჰყავდათ თავი-
ანთი ანჩხლი ცოლები უკუქცევის დროს და მანამ ტოვებდნენ, სანამ
მოქცევისას წყალი მათ ყელამდე არ დაფარავდა.
„დევონ-ბელის“ მგზავრები გამოცოცხლდნენ, ცნობისმოყვა-
რეობით მიაჩერდნენ გუსიაკრის კლდეს. გაისმა ხუმრობა, ხითხითი,
ხარხარი.
ამასობაში პატარა კატარღაზე გართობა იმით დასრულდა, რომ
ქალიშვილი მაინც აღმოჩნდა წყალში. ქიმზე გადაწოლილი მამა-
კაცს მისი ხელი ეჭირა, მაგრამ ამოსვლის საშუალებას არ აძლევდა
და სიცილით ეუბნებოდა:
– დამპირდი, რომ კარგად მოიქცევი, თორემ არ ამოგიყვან.
ეს სცენა არცერთ მგზავრს არ დაუნახავს, გარდა ინსპექტორ
ბლანდისა. ყველანი ყურადღებით უსმენდნენ გიდს, თან ხეებს შო-
რის ნასჰაუსის თეთრ შენობას და იმ კლდეს მისჩერებოდნენ, სადაც
ქმრები ჭირვეულ ცოლებს არჯულებდნენ.
მამაკაცმა ხელი გაუშვა თავის მეგობარს, რომელმაც ჩაყვინთა
და რამდენიმე წამის შემდეგ კატარღის მეორე მხარეს ამოყვინთა,
შემდეგ მასთან მიცურდა და მარჯვედ აძვრა ზედ. პოლიციელი ქალი
ელის ჯოუნსი ჩინებულად ცურავდა.
ინსპექტორი ბლანდი გითჩემში გადმოვიდა ნაპირზე დანარჩენ
ორას ოცდაათ მგზავრთან ერთად, შეჭამა ასთაკვი, დალია ჩაი დევ-

151
ონშირული ნაღებით და ფუნთუშები მიაყოლა. გუნებაში გაიფიქრა:
„შესაძლოა ასე მომხდარიყო და ამას ვერავინ დაინახავდა“. :

|||

სანამ ინსპექტორი ბლანდი ექსპერიმენტს ატარებდა ჰელმში,


ერკიულ პუაროც ექსპერიმენტს ატარებდა, ოღონდ ნასჰაუსის მდე-
ლოზე გაშლილ კარავში. ეს ის კარავი იყო, რომელშიც მადამ ზუ-
ლეიკა მკითხაობდა. როდესაც კარვების აღება დაიწყეს, პუარომ
ითხოვა, რომ მისთვის ხელი არ ეხლოთ.
ახლა ის შიგნით შევიდა, ფარდა ჩამოაფარა. მოპირდაპირე მხა-
რეს გადაინაცვლა, მარჯვედ შეხსნა თასმები, კალთა ასწია და გა-
რეთ გაძვრა. შემდეგ კვლავ შეკრა თასმები და მიიმალა როდოდენ-
დრონების სხლტეში, რომელიც კარვიდანვე იწყებოდა. ბუჩქების
გავლით მალე მივიდა ფანჩატურამდე, რომელსაც კარი ჰქონდა და
პატარა სახლს ჰგავდა. პუარომ კარი გამოაღო და ფანჩატურში შე-
აბიჯა.
შიგნით ძალიან ბნელოდა, ვინაიდან მის გარშემო მრავალი
წლის წინათ დარგულ როდოდენდრონებში შუქი თითქმის ვერ აღ-
წევდა. პუარომ დაინახა ყუთი კროკეტის ბურთებით და რამდენიმე
დაჟანგული კროკეტის კარი. იქვე ეგდო ჰოკეის სათამაშო ორი გა-
ტეხილი ყვანჯი, რომლებზეც ყურბლები და ობობები დაბობღავ-
დნენ. მტვრის სქელი ფენით დაფარულ იატაკზე მუქი, მომრგვალე-
ბული კვალი მოჩანდა. პუარო ერთხანს მას დასცქეროდა, შემდეგ
მუხლებზე დადგა, ჯიბიდან პატარა საზომი ამოიღო და საგულდაგუ-
ლოდ გაზომა. ბოლოს კმაყოფილებით დააქნია თავი.
უხმაუროდ გამოვიდა, კარი მიხურა და კვლავ როდოდენდრონის
ბუჩქებს შეერია, ოღონდ ახლა მაღლა მიუყვებოდა ფერდობს. ერთი
წუთის შემდეგ უკვე ბილიკზე იდგა, რომელიც „კაპრიზისა“ და ნავე-
ბის ფარდულისკენ მიდიოდა. ამჯერად „კაპრიზში“ არ შევიდა და

152
მიხვეულმოხვეული ბილიკით გაემართა ნავების ფარდულისკენ. გა-
საღები ჯიბეში ედო. კარი გააღო და შიგნით შევიდა.
იქაურობა თითქმის ისე გამოიყურებოდა, როგორც დაამახსოვ-
რდა. ეგ არის, უკვე წაეღოთ გვამი და ლანგარი ჭიქითა და თეფშით.
პოლიციამ ყველაფერი აღწერა და ყველაფერს ფოტოები გადაუღო.
მაგიდასთან მივიდა, სადაც კომიქსების დასტა იდო. სწრაფად გადა-
ათვალიერა. თითქმის ისეთივე სახე მიიღო, როგორიც ინსპექტორ
ბლანდს ჰქონდა, როცა ის სიტყვები დაინახა, რომლებიც მარლენს
დაეწერა სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე: „ჯეკი ბლეიკი სიუზენ ბრა-
უნთან ერთად დადის“. „იტერი გოგოებს ჩქმეტს კინოში“. „ჯორჯი
პორჯი ტურისტებს კოცნის ტყეში“. „ბიდი ფოქსს ბიჭები მოსწონს“.
„ალბერტი დორინთან ერთად სეირნობს“.
გული აუჩუყა ბავშვური უშუალობით გაკეთებულმა წარწერებმა.
გაახსენდა მარლენის ულამაზო, მუწუკებიანი სახე. თითქმის დარ-
წმუნებული იყო, რომ მარლენს არავინ უჩქმეტდა კინოში. იმით
იმედგაცრუებული გოგო, რომ ის არავის მოსწონდა, თანატოლების
თვალთვალით იღებდა თავის წილ სიამოვნებას. უთვალთვალებდა
და აკვირდებოდა ყველას და ყველაფერს და, ალბათ, ბევრ რამეს
ხედავდა. იმასაც, რაც მისთვის არ იყო განკუთვნილი. ცხადია, გან-
საკუთრებულს ვერაფერს დაინახავდა. თუმცა ვინ იცის? იქნებ მაინც
დაინახა რაღაც მნიშვნელოვანი? შესაძლოა არც იცოდა, რომ რა-
ღაც მნიშვნელოვანს შეესწრო.
მაგრამ ეს მხოლოდ ვარაუდი იყო. პუარომ ეჭვნეულად გადააქ-
ნია თავი და კვლავ ერთ დასტად დააწყო კომიქსები – ძვალ-რბილ-
ში გასჯდომოდა აკურატულობა. როდესაც ეს გააკეთა, უეცრად უც-
ნაური შეგრძნება დაეუფლა, თითქოს აქაურობას რაღაც აკლდა...
მაგრამ რა? რაღაც აუცილებლად უნდა ყოფილიყო აქ... უნდა ყოფი-
ლიყო თანდათან გაუქრა ეს შეგრძნება. კვლავ გადააქნია თავი და
უკმაყოფილო და სევდიანი სახით აუჩქარებლად გავიდა ნავების
ფარდულიდან. ის, ერკიულ პუარო, იმისთვის მოიწვიეს, რომ
მკვლელობა არ დაეშვა, მან კი ვერ შეძლო ეს. მკვლელობა მაინც
მოხდა. ისიც კი ვერ წარმოედგინა მკაფიოდ, თუ რა მოხდა სინამდვ-

153
ილეში. ვაი, სირცხვილო! ხვალ კი ლონდონში უნდა დაბრუნებული-
ყო – დამარცხებული. თავმოყვარეობა შელახვოდა... აპრეხილი
ულვაშის ბოლოებიც კი ჩამოეშვა.

154
ორი კვირის შემდეგ ინსპექტორ ბლანდს ხანგრძლივი და არასა-
სიამოვნო საუბარი ჰქონდა საგრაფოს პოლიციის უფროსთან.
მაიორი მერალი თავისი ბუჩქა წარბებით ძალიან ჰგავდა გაბრა-
ზებულ ტერიერს, მაგრამ ხელქვეითებს უყვარდათ და მის აზრსაც
პატივს სცემდნენ.
– კარგი, კარგი, – თქვა მაიორმა მერალმა, – აბა, რა გვაქვს?
არაფერი, რაზეც რამეს ავაგებთ... თუნდაც იმ ყმაწვილთან, დესუ-
ზასთან დაკავშირებით. ვერაფრით ვაკავშირებთ მეგზურ ქალიშ-
ვილთან. ლედი სტაბსის გვამი რომ აღმოგვეჩინა, ყველაფერი
სხვაგვარად იქნებოდა, – მან შუბლი შეიჭმუხნა და ბლანდს შეხედა,
– თქვენი აზრით, ახლა უკვე შეიძლება სიტყვა „გვამი“ გამოვიყე-
ნოთ, არა?
– თვითონ რას ფიქრობთ, სერ?
– ოჰ, მე გეთანხმებით, წინააღმდეგ შემთხვევაში, უკვე მივაგნებ-
დით. თუ, ცხადია, ყველა წვრილმანი საგულდაგულოდ არ გათვა-
ლა. თუმცა ამის ნიშნები არ ჩანს. როგორც ვიცით, ფული არ ჰქონ-
და. ეს დადგინდა. მთელი ფული სერ ჯორჯთან ინახებოდა. ცოლს
არაფერს აკლებდა, მაგრამ ქალს ერთი პენსიც არ ედო ჯიბეში. ვერც
საყვარლის კვალი აღმოვაჩინეთ. არც ჭორი, არც მითქმა–მოთქმა
ამასთან დაკავშირებით. არადა, სოფელში ვერავის ვერაფერს გა-
მოაპარებ, – მან ჯერ ჭერს ახედა, შემდეგ იატაკს დააცქერდა, – არა-
ფერი ვიცით. არც ხელჩასაჭიდი გვაქვს რამე. მხოლოდ ვვარაუდო-
ბთ, რომ დე სუზა რაღაც მიზეზით გაუსწორდა თავის ბიძაშვილს. ბუ-
ნებრივია, ასეთი ვერსიაც არსებობს: ის ნავების ფარდულთან შეხ-
ვდა ქალს, ძრავიან ნავში ჩასვა და როდესაც ნაპირს მოშორდნენ,
ხელი ჰკრა და წყალში გადააგდო. რას იტყვით? ეს მართლა შესაძ-

155
ლებელია? თქვენ ხომ ექსპერიმენტი ჩაატარეთ?
– ღმერთო ჩემო! შვებულებების პერიოდში ერთის კი არა, ნავში
მყოფი ყველა ადამიანის დახრჩობა შეიძლება მდინარეში ან ზღვის
ნაპირზე. არის ერთი ხმაური, ჟივილ-ხივილი და ხელის კვრა, მაგ-
რამ დე სუზამ არ იცოდა, რომ ნავების ფარდულში მოწყენილობის-
გან თავმობეზრებული გოგონა იყო, რომელიც, ათი ერთის წინააღ-
მდეგ, ფანჯრიდან მდინარეს გაჰყურებდა.
– მერე რა, თუნდაც ასე იყოს? ჰოსკინსიც ხომ იყურებოდა ფან-
ჯრიდან, როცა ის შოუ დადგით მდინარეში? დაინახეთ ის?
– არა, სერ. ვერც წარმოიდგენდით, რომ ვინმე იყო ნავების ფარ-
დულში, თუ ის ვერანდაზე არ გამოვიდოდა და არ დაგენახვებო-
დათ...
– შესაძლოა ქალიშვილი მართლა გავიდა ვერანდაზე. დე სუზა
მაშინვე მიხვდა, რომ მან ყველაფერი დაინახა, ამიტომ ნაპირზე გა-
დავიდა და ჰკითხა, რას აკეთებდა იქ. გოგონამ კაცი შიგნით შეუშვა
და აუხსნა, გნებავთ, წაიტრაბახა, თავი მოიწონა, თუ რაოდენ მნიშ-
ვნელოვან როლს ასრულებდა თამაშში. დე სუზამ ვითომდა ხუმრო-
ბით შემოახვია თოკი კისერზე, შემდეგ კი... – მაიორმა მერალმა ხე-
ლებით აჩვენა, რაც მოხდა, – აი, ასე!.. კარგი, ბლანდ, კარგი, დავუშ-
ვათ, მართლა ასე მოხდა, მაგრამ ეს მხოლოდ ვარაუდია. არავითა-
რი მტკიცებულება. არც გვამია. მისი დაკავება რომ ვცადოთ ინ-
გლისში, უსიამოვნება არ აგვცდება – ყოველი მხრიდან დაგვეხვევი-
ან და მისი გაშვება მოგვიწევს.
– დე სუზა მიდის თუ რჩება, სერ?
– იახტა დოკში დააყენა ერთი კვირით, შემდეგ კი თავის წყეულ
კუნძულზე აპირებს დაბრუნებას.
– არც ისე ბევრი დრო გვქონია, – პირქუშად დაასკვნა ინსპექ-
ტორმა ბლანდმა.
– იმედია, სხვა ვერსიებიც გაქვთ, არა?
– დიახ, სერ. ვფიქრობ, ქალიშვილი ერთ-ერთმა მოკლა იმათ-
გან, ვინც კარგად იცოდა თამაშის წესები. ორი გამოვრიცხოთ: სერ
ჯორჯ სტაბსი და კაპიტანი უერბერტონი – ისინი მდელოზე ტრიალე-

156
ბდნენ, ატრაქციონებთან, და მთელი დღე დაკავებული იყვნენ. ამას
ათი კაცი მაინც დაადასტურებს. იგივე ითქმის მისის მასტერტონზე,
თუ მას საერთოდ შევიყვანთ ეჭვმიტანილთა სიაში.
– ყველა შეიყვანეთ, – უთხრა მაიორმა მერალმა, – ის მუდმივად
მირეკავს მეძებრების თაობაზე. დეტექტიურ რომანში, – დაამატა ჩა-
ფიქრებით, – მას აუცილებლად მკვლელად გამოიყვანდნენ, მაგ-
რამ, დალახვროს ეშმაკმა, მთელი ცხოვრებაა, კონი მასტერტონს
ვიცნობ და ვერ წარმომიდგენია, მეგზურ გოგონებს ახრჩობდეს და
ეგზოტიკურ სამოსში გამოწყობილ ლამაზ ქალიშვილებს დასდევ-
დეს. კიდევ ვინ არის?
– მისის ოლივერი, – თქვა ბლანდმა, – სწორედ მან მოიგონა თა-
მაში „იპოვე მსხვერპლი“. საკმაოდ ექსცენტრიკული პიროვნებაა და
დღის უმეტესი ნაწილი არ ჩანდა. არ ვიცით, სად იმყოფებოდა. კი-
დევ, ალეკ ლეგი.
– ყმაწვილი ვარდისფერი კოტეჯიდან, არა?
– დიახ. ძალიან ცოტა დრო დაჰყო დღესასწაულზე, ან მას, უბრა-
ლოდ, არავინ მიაქცია ყურადღება. ამბობს, მომბეზრდა და კოტეჯში
დავბრუნდიო, მაგრამ მოხუცი მერდელი, რომელიც ნავებს დარა-
ჯობს და ხალხს ბაგირით მათ დამაგრებაში ეხმარება, ირწმუნება,
რომ ალეკ ლეგმა კოტეჯისკენ მიმავალ გზაზე ხუთი საათისთვის ჩაი-
არა და არა მანამდე. მაშასადამე, არ ვიცით, რას აკეთებდა თითქმის
ერთი საათის განმავლობაში. ლეგმა გვითხრა, მერდელმა არ იცო-
და, რომელი საათი იყო და ის თქვა, რაც პირველად მოუვიდა თავ-
შიო. ბერიკაცი ხომ ოთხმოცდათორმეტი წლისაა...
– ეს ყველაფერი ძალზე არადამაჯერებელია, – თქვა მაიორმა
მერალმა, – და არც რამე მოტივი ან შესაფერისი ხელჩასაჭიდი?
– შესაძლოა რომანი ჰქონდა ლედი სტაბსთან, – ყოყმანით თქვა
ბლანდმა, – ქალი დაემუქრა, რომ მის ცოლს ეტყოდა. ჰოდა, ამანაც
მოკლა, გოგონამ კი, ალბათ, დაინახა...
– მერედა ლედი სტაბსის გვამი? ფიქრობთ, რომ სადმე დამალა?
– დიახ, მაგრამ ეშმაკმა წამიღოს, თუ ვიცოდე, სად და როგორ.
ჩემმა ხალხმა სამოცდახუთივე აკრი ტერიტორია შეამოწმა და არა-

157
ვითარი კვალი, რომ სადმე ჩამარხეს. ყველა ბუჩქნარი დავათვალი-
ერეთ... მაგრამ თუ მან მართლა დამალა გვამი, შესაძლოა თვალის
ასახვევად განსვენებულის შლაპა გადააგდო მდინარეში. მარლენ
ტაკერმა ყველაფერი დაინახა. ამიტომ ისიც მოიცილა თავიდან...
იმავე საშუალებით, – ინსპექტორი ბლანდი რამდენიმე წამით გა-
ჩუმდა, შემდეგ განაგრძო, – ახლა მისის ლეგი.
– რა ვიცით მასზე?
– ამბობს, რომ ოთხიდან ხუთის ნახევრამდე ჩაის კარავში იყო,
თუმცა გაირკვა, რომ არ ყოფილა. ეს მისის ფოლიატთან საუბრის
შემდეგ დავადგინე. მისის ფოლიატის სიტყვებს მოწმეებიც ადასტუ-
რებენ. არადა, ეს ნახევარი საათი უაღრესად მნიშვნელოვანია, –
ბლანდი კვლავ გაჩუმდა მცირე ხნით, – კიდევ არის არქიტექტორი,
ახალგაზრდა მაიკლ უეიმენი. ის თითქოს არაფრით უკავშირდება ამ
მოვლენებს, მაგრამ ისეთი თავხედი და თავდაჯერებულია, პირველ
ყოვლისა, მას დავასახელებდი სავარაუდო მკვლელად. ისე მოკ-
ლავს ვინმეს, თვალსაც არ დაახამხამებს. არ გამიკვირდება, თუ სუს-
ტი ალიბი აღმოაჩნდება.
– ძალზე დალაგებულად საუბრობთ, ბლანდ, – უთხრა მაიორმა
მერალმა, – თვითონ რას ამბობს თავისი გადაადგილების შესახებ?
–ძალზე უთავბოლოდ ლაპარაკობდა, სერ. ძალზე ბუნდოვნად.
– ეს ამტკიცებს, რომ ნამდვილი არქიტექტორია, – თანაგრძნო-
ბით თქვა მაიორმა მერალმა, რომელსაც ცოტა ხნის წინათ სახლი
აეშენებინა ზღვის სანაპიროს ახლოს,– ისინი ისეთი დაბნეულები
არიან, ზოგჯერ მიკვირს, რამე საშინელება რომ არ ემართებათ.
– არ ახსოვს, როდის სად იყო, და როგორც ჩანს, არც არავის და-
უნახავს. სხვათა შორის, არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ
ლედი სტაბსი მისით გატაცებულია.
– იმის თქმა გსურთ, რომ მკვლელობა სექსუალურ ნიადაგზე
მოხდა?
– უბრალოდ, რამე ხელჩასაჭიდს ვეძებ, სერ, – ღირსების შეგ-
რძნებით მიუგო ინსპექტორმა ბლანდმა, – დაგვრჩა მის ბრუისი... –
ის გაჩუმდა. კარგა ხნით.

158
– მდივანი, არა?
– დიახ, სერ. ძალზე საქმიანი ქალია.
სიჩუმე ჩამოწვა. მაიორი მერალი დაჟინებით მიაჩერდა თავის
ხელქვეითს.
– მასზეც გაქვთ რამე მოსაზრება?
– დიახ, სერ. დაუფარავად ამბობს, რომ ნავების ფარდულში და-
ახლოებით იმ დროს იყო, როცა მკვლელობა მოხდა.
– განა ასე მოიქცეოდა, დამნაშავე რომ იყოს?
– რატომაც არა? – თქვა ბლანდმა, – მისთვის უკეთესიცაა, თუ
იტყვის, რომ იქ იყო. თავად განსაჯეთ: ის ლანგარზე ათავსებს ღვე-
ზელსა და ხილის წვენს და ამბობს, რომ გოგონას უნდა წაუღოს –
შესაფერისი მიზეზია არყოფნის ასახსნელად. მიდის ნავების ფარ-
დულში და რაღაც დროის შემდეგ ბრუნდება. მოგვიანებით აცხა-
დებს, რომ გოგონა ცოცხალი იყო. ჩვენ, ბუნებრივია, გვჯერა მისი
სიტყვების, მაგრამ თუ გახსოვთ, სერ, დოქტორ კუკის სამედიცინო
დასკვნაში წერია, რომ სიკვდილი დადგა ოთხი საათიდან ოთხ სა-
ათსა და ორმოცდახუთ წუთამდე პერიოდში. მხოლოდ მის ბრუისმა
თქვა, რომ მარლენი ხუთის თხუთმეტ წუთზე ცოცხალი იყო. კიდევ
არის ერთი საინტერესო ადგილი მის ჩვენებაში. მან მითხრა, რომ
ლედი სტაბსმა უბრძანა მარლენისთვის ღვეზლისა და ხილის წვენის
წაღება, მაგრამ სხვა მოწმემ მტკიცედ განაცხადა, რომ ლედი სტაბსი
ასე არ მოიქცეოდა. ვფიქრობ, თქვენც დაეთანხმებით ამ მოსაზრე-
ბას. ეს არ ჰგავს ლედი სტაბსის საქციელს. ის ლამაზი მოსულელო
ქალი იყო, რომელიც მხოლოდ საკუთარ თავზე, საკუთარ გარეგნო-
ბაზე ფიქრობდა. არასოდეს აინტერესებდა სახლის ან სამზარეუ-
ლოს საქმეები და არც ვინმე ადარდებდა. რაც უფრო მეტს ვფიქრობ
ამაზე, მით უფრო ნაკლებად მჯერა, რომ მან უთხრა მის ბრუისს, საჭ-
მელ-სასმელი წაეღო მეგზური ქალიშვილისთვის.
– იცით, ბლანდ, ეს უკვე საინტერესოა, – თქვა მერალმა, – მაგ-
რამ რა იყო მისი მოტივი ამ შემთხვევაში?
– გოგონას მოკვლის მოტივი არ არსებობს, – მიუგო ბლანდმა, –
აი, ლედი სტაბსის მოკვლის მოტივი კი შესაძლოა ჰქონდა. მესიე პუ-

159
აროს თქმით, რაც უკვე გითხარით, მის ბრუისს თავისი დამქირავე-
ბელი უყვარს. დავუშვათ, ლედი სტაბსს ტყეში გაჰყვა და იქ მოკლა,
მარლენ ტაკერს კი მოსწყინდა ჩაკეტილ ოთახში ყოფნა, გარეთ გა-
მოვიდა და ეს დაინახა. მდივანი ქალი იძულებული გახდა, ისიც მო-
ეკლა. როგორ მოიქცა შემდეგ? გოგონას გვამი ნავების ფარდულში
შეათრია, დაბრუნდა, აიღო ლანგარი და კვლავ ფარდულისკენ გა-
ემართა. ახლა უკვე შეეძლო აეხსნა, რატომ არ იყო დღესასწაულზე
ერთხანს, აგრეთვე, იმის მტკიცება, რომ მარლენ ტაკერი ცოცხალი
იყო ხუთის თხუთმეტ წუთზე, თანაც, მის ბრუისი ერთადერთია, ვინც
ამას ირწმუნებოდა.
– კარგი, – მაიორმა მერალმა ამოიხვნეშა, – განაგრძეთ, ბლა-
ნდ, განაგრძეთ. თქვენი აზრით, სად წაიღო ლედი სტაბსის გვამი?
– ან ტყეში დამარხა, ან მდინარეში გადააგდო.
– მდინარეში გადაგდება გაუჭირდებოდა, არა?
– ეს იმაზეა დამოკიდებული, თუ სად მოხდა მკვლელობა, – თქვა
ინსპექტორმა, – თუ ნავების ფარდულის ახლოს, შეეძლო ნავმისად-
გომამდე მიეთრია და გადაეგდო – კარგა ღონიერი ქალია.
– ჰელმში მცურავი სასეირნო გემების მგზავრთა თვალწინ?
– ეს ისე გამოჩნდებოდა, როგორც მორიგი გართობა. რისკთან
დაკავშირებული, მაგრამ შესაძლო. თუმცა უფრო იქით ვიხრები,
რომ გვამი გადამალა, შლაპა კი ჰელმში გადააგდო. კარგად იცნობს
იქაურობას და არ გაუჭირდებოდა საიმედო ადგილის პოვნა. გვამი
დამალა, რათა ხელსაყრელ მომენტში მდინარეში გადაეგდო. რა-
ტომაც არა? ცხადია, იმ შემთხვევაში, თუ ეს მან ჩაიდინა, – დაამატა
ინსპექტორმა ბლანდმა, – მაგრამ მაინც დე სუზა უფრო მგონია,
სერ...
მაიორი მერალი რაღაცას იწერდა ბლოკნოტში. მან თავი ასწია
და ჩაახველა.
– მაშასადამე, შეგვიძლია შევაჯამოთ: არსებობს ხუთი ან ექვსი
პირი, რომლებსაც მარლენ ტაკერის მოკვლა შეეძლოთ. ზოგზე უფ-
რო მეტი ეჭვი გვაქვს, ზოგზე – ნაკლები. ჯერჯერობით, სულ ეს არის.
შეიძლება ითქვას, მოტივიც ვიცით: მარლენ ტაკერი იმიტომ მოკლ-

160
ეს, რომ მან რაღაც დაინახა. სანამ არ გავიგებთ, რა დაინახა, არც ის
გვეცოდინება, ვინ არის მკვლელი.
– სერ, ვფიქრობ, ცოტათი ართულებთ ვითარებას.
– ვითარება ისედაც რთულია... არა უშავს, მაინც დავადგენთ
ჭეშმარიტებას.
– ამასობაში კი ის ყმაწვილი ინგლისს დატოვებს და ორი მკვლე-
ლობაც შერჩება.
– დარწმუნებული ხართ, რომ ის არის? არ ვამბობ, რომ ცდებით,
მაგრამ...
პოლიციის უფროსი გაჩუმდა, მცირე ხნით დაფიქრდა, მხრები აი-
ჩეჩა და თქვა:
– ყოველ შემთხვევაში, აჯობებს ის იყოს, ვიდრე რომელიმე ფსი-
ქოპათი, თორემ მესამე მკვლელობაც დაგვემატებოდა.
– ამბობენ, ღმერთი სამებითააო, – პირქუშად შენიშნა ინსპექ-
ტორმა.
მან ეს გამოთქმა მომდევნო დილასაც გაიმეორა, როდესაც შეატ-
ყობინეს, რომ მოხუცი მერდელი მდინარეში დაიხრჩო. როგორც
ჩანს, ჩვეულებრივზე მეტი დალია გითჩემში, თავის საყვარელ ლუდ-
ხანაში. ჰოდა, მდინარეში ჩავარდა, როდესაც შინ ნავით მისული, ნა-
პირზე გადმოდიოდა. ნავი წყალზე ტივტივებდა, მოხუცის გვამი კი
საღამოს აღმოაჩინეს.
მოკვლევა ცოტა ხანს გაგრძელდა. ბნელი და ავდრიანი ღამე იდ-
გა. მოხუცმა მერდელმა სამი პინტი ლუდი დალია, არადა, ოთხმოც-
დათორმეტი წლის იყო.
გამოტანილი ვერდიქტი: სიკვდილი უბედური შემთხვევის შედე-
გად.

161
ერკიულ პუარო თავისი ლონდონის ბინის კვადრატულ ოთახში
კვადრატული ბუხრის წინ კვადრატულ სავარძელში იჯდა. იქვე ეწყო
სხვადასხვა არაკვადრატული, უცნაური ფორმის წვრილმანი ნივთი.
თითოეული ისე გამოიყურებოდა, თითქოს არავითარი პრაქტიკული
მნიშვნელობა არ ჰქონდა და სავსებით შემთხვევითს ჰგავდა. მაგ-
რამ სინამდვილეში ასე არ იყო.
სწორად შეფასებულ თითოეულ ამ ნივთს განსაზღვრული ადგი-
ლი ეკავა განსაზღვრულ სამყაროში. ამ სამყაროში შესაბამის ად-
გილზე მოთავსების შემთხვევაში ისინი არამარტო აზრს შეიძენ-
დნენ. არამედ ერთიან სურათსაც შექმნიდნენ. სხვა სიტყვებით. პუ-
არო თავსატეხს, ეგრეთ წოდებულ „პაზლს“ აწყობდა.
მან მართკუთხედის ზედა ნაწილს შეხედა, სადაც კიდევ რჩებოდა
წარმოუდგენელი მოხაზულობის სიცარიელე. ეს საქმიანობა ამშვი-
დებდა და სიამოვნებდა. ქაოსისგან წესრიგს ქმნიდა. გაიფიქრა,
რომ ეს მის პროფესიას ჰგავდა. იქაც სხვადასხვა, ზოგჯერ დაუჯერე-
ბელ და სრულიად შემთხვევით ფაქტთან ჰქონდა შეხება, რომლებ-
საც თითქოს არავითარი კავშირი არ ჰქონდათ ერთმანეთთან, თუმ-
ცა მოგვიანებით აღმოჩნდებოდა, რომ თითოეულ მათგანს სავსე-
ბით განსაზღვრული ადგილი ეკავა კრიმინალურ სურათში. თითე-
ბით მარჯვედ შეარჩია უცნაური მუქი ნაცრისფერი ნატეხი და ცისფერ
ცაში ჩასვა. მიხვდა, რომ ეს თვითმფრინავის ნაწილი იყო.
– დიახ, – ჩაილაპარაკა პუარომ, – სწორედ ასე უნდა გაკეთდეს.
ეს აქ ვცადოთ, თუმცა თითქოს არ უნდა მოერგოს, ეს კი – იქ. ეს, ერ-
თი შეხედვით, აქ უნდა ჩაჯდეს, მაგრამ არა, ნურას უკაცრავად. ახ-
ლა, მგონი, ყველა თავის ადგილზეა. Eh bien, საქმე გაკეთებულია!
როგორც ჩვენს დროში ამბობენ, ბოლო შტრიხებიღა დარჩა.
მან სწრაფად ჩასვა მინარეთის ნატეხი, შემდეგ მეორე აიღო, რო-
მელიც თავიდან ჭრელი ტენტის ნაწილი ეგონა, მაგრამ გაირკვა,
რომ კატის ზურგი ყოფილა, ბოლოს კი დაისის ნატეხი მოათავსა –

162
ის, ტერნერის პეიზაჟის მსგავსად, ვარდისფერი აღმოჩნდა, თუმცა
მოსაზღვრე ფრაგმენტები ნარინჯისფერი იყო.
„როდესაც იცი, რასაც ეძებ, ყველაფერი გაცილებით მარტივია,
– გაიფიქრა პუარომ, – მაგრამ არავინ იცის, რა არის მოსაძებნი.
ამიტომ იქ არ ეძებ, სადაც საჭიროა, და იმას არ ეძებ, რასაც უნდა
ეძებდე“. გულდაწყვეტილმა ამოიოხრა და მზერა გადაიტანა დასრუ-
ლებული სურათიდან სავარძელზე, რომელიც ბუხრის მეორე მხა-
რეს იდგა. მასში უკვე ნახევარი საათის განმავლობაში იჯდა ინსპექ-
ტორი ბლანდი, კვადრატული ფორმის ნამცხვართან ერთად ჩაის მი-
ირთმევდა და ნაღვლიანად ლაპარაკობდა. ის ლონდონში სამსახუ-
რის საქმეებზე ჩამოვიდა, მაგრამ გადაწყვიტა, პუაროსთანაც შეევ-
ლო: აინტერესებდა, რამე ახალი იდეა ხომ არ გაუჩნდაო. მან საკუ-
თარი მოსაზრებებიც ჩამოაყალიბა, რომლებიც პუაროს სავსებით
გონივრულად მოეჩვენა. მისი აზრით, ინსპექტორი ბლანდი სწო-
რად, ობიექტურად აფასებდა ვითარებას.
უკვე მეხუთე კვირა მიდიოდა ნასჰაუსში მომხდარი მოვლენების
შემდეგ, მაგრამ გამოძიება წინ ვერ მიიწევდა. ლედი სტაბსის გვამი
ვერსად აღმოაჩინეს. ლედი სტაბსის ძებნაც – იმ შემთხვევისთვის,
თუ ჯერაც ცოცხალი იყო –უშედეგოდ დასრულდა. ინსპექტორ ბლან-
დის აზრით, არსებული ფაქტები მკაფიოდ მიანიშნებდა, რომ ქალი
ცოცხლებში აღარ ეწერა. პუაროც ასე ფიქრობდა.
– შესაძლოა დინებამ გვამი არ გამორიყა, – თქვა ბლანდმა, – და
რახან ის ამდენი ხანია წყალში, რომც გამოჩნდეს, ძალზე გაჭირდე-
ბა მისი ამოცნობა.
– მესამე ვარიანტიც არსებობს, – შენიშნა პუარომ.
ბლანდმა თავი დააქნია.
– დიახ, ვიფიქრე მასზე, – თქვა მან, – და სულ მასზე – ვფიქრობ.
თქვენ გულისხმობთ, რომ გვამი მამულშია, ისეთ ადგილზეა დამა-
ლული, რომ აზრადაც არავის მოუვა მისი იქ მოძებნა. დიახ, ეს სავ-
სებით შესაძლებელია. ძველ სახლში, თანაც ამხელა ტერიტორიაზე,
ისეთი ადგილები იქნება, რომელთა არსებობასაც ვერ წარმოიდ-
გენს უცხო ადამიანი, – ის მცირე ხნით ჩაფიქრდა და განაგრძო, –

163
ამას წინათ ერთ სახლში ვიყავი. ომის დროს იქ ბომბსაფარი ააგეს:
არაფრით გამორჩეული შენობა კედლის გვერდით, იქიდან კი სარ-
დაფში ჩასასვლელი გააკეთეს. ომი დამთავრდა, ბომბსაფარი აღა-
რავის სჭირდებოდა. რა ექნათ? ადგნენ და მიწა და ქვები დააყარეს
და ერთგვარი ალპინარიუმი შექმნეს. როდესაც ახლა მის გვერდით
ჩაივლით, არც კი გაიფიქრებთ, რომ ოდესღაც იქ ბომბსაფარი იყო,
რომ მიწის ქვეშ ოთახებია. გეგონებათ, რომ ალპინარიუმი იქ
ოდითგანვეა. სარდაფში ღვინით სავსე ყუთებს ინახავენ, ყუთების
უკან კი თავშესაფარში გასასვლელი დარჩა. აი, ასე. ამ გასასვლელ-
ზე გარეშე პირებმა არაფერი იციან. ჰოდა, გავიფიქრე: იქნებ მამუ-
ლის სახლქვეშაც არის ასეთი „მღვდლის სორო“12 ან რამე ამგვარი?
– არა მგონია, იმ პერიოდში ეს გაეკეთებინათ.
– მისტერ უეიმენიც ამ აზრზეა. ამბობს, რომ სახლი დაახლოებით
1790 წელს ააგეს. იმ დროს მღვდლებს დამალვა არ სჭირდებოდათ.
და მაინც, შესაძლოა სახლი გადააკეთეს, მასში სამალავები გაჩნდა,
რომელთა შესახებაც მხოლოდ ოჯახის რომელიღაც წევრმა იცის.
რას იტყვით, მესიე პუარო?
– საინტერესო აზრია, – მიუგო პუარომ, – Mai soui, ცხადია, ეს
შესაძლებელია, მაგრამ მაშინ ჩნდება კითხვა: ვინ შეიძლება ეს იცო-
დეს? ვფიქრობ, სახლში მცხოვრებთაგან ნებისმიერმა.
– მართალია, ოღონდ ამ შემთხვევაში დე სუზა გამოირიცხება, –
უკმაყოფილოდ თქვა ინსპექტორმა. მისთვის კვლავაც დე სუზა რჩე-
ბოდა მთავარ ეჭვმიტანილად, – თქვენ თქვით, რომ ეს შესაძლოა
იცოდეს ნებისმიერმა, ვინც სახლში ცხოვრობს, მაგალითად, მოსამ-
სახურემ ან ოჯახის ერთ–ერთმა წევრმა. ნაკლებად სავარაუდოა,
დროებით მცხოვრები ფლობდეს ამ ინფორმაციას, მით უმეტეს, რო-
მელიმე სტუმარი, მაგალითად, ცოლ-ქმარი ლეგები.
– არის მამულში ერთი ადამიანი, რომელსაც ნამდვილად ეცო-

12
კათოლიკე მღვდლების თავშესაფარი, საიდუმლო ოთახი ეკლესიაში ან
კოშკში, სადაც იმალებოდნენ კათოლიკეთა დევნის დროს მე17 საუკუნეში.

164
დინება მსგავსი რამ – ეს მისის ფოლიატია, თქვა პუარომ, – მას
ჰკითხეთ.
„მისის ფოლიატმა ყველაფერი იცის ნასჰაუსზე, – გაიფიქრა მან,
– და არამარტო სახლზე... მისის ფოლიატმა თავიდანვე იცოდა, რომ
ჰეთი სტაბსი მკვდარია. ის ჯერ კიდევ მარლენისა და ჰეთის გარდაც-
ვალებამდე ამბობდა, რომ სამყარო ცოდვილია, რომ დედამიწაზე
ძალზე ბევრი ბოროტი ადამიანია. მისის ფოლიატი – აი, ამ ამბების
გასაღები, – გაუელვა თავში, – მაგრამ სირთულე ის არის, რომ არც
ისე ადვილია ამ გასაღების მორგება საკეტისთვის“.
– რამდენჯერმე ვესაუბრე მაგ ლედის, – უთხრა ინსპექტორმა, –
ძალზე თავაზიანი და სასიამოვნო ქალია. როგორც ჩანს, განიცდის,
რომ დახმარება არ შეუძლია.
„არ შეუძლია თუ არ უნდა?“ – გაიფიქრა პუარომ.
შესაძლოა ბლანდმაც იგივე გაიფიქრა, ვინაიდან შეყოყმანდა და
თქვა:
– არსებობენ ქალები, რომლებსაც ვერაფრით გააკეთებინებ იმ-
ას, რისი გაკეთებაც არ სურთ. მათ ვერც შეაშინებ, ვერც დაარწმუნებ
და ვერც მოატყუებ.
„დიახ, – დაეთანხმა გუნებაში პუარო, – მისის ფოლიატს ვერც
აიძულებ, ვერც დაარწმუნებ და ვერც მოატყუებ“.
ინსპექტორმა ჩაი დალია, ამოიხვნეშა და წავიდა, პუარო კი თა-
ვის თავსატეხს მიუბრუნდა მოჭარბებული გაღიზიანების დასაცხრო-
ბად. არადა, გაღიზიანებული იყო. გაღიზიანებული და დამცირებუ-
ლი. მისის ოლივერმა ის, ერკიულ პუარო, საიდუმლოს ასახსნელად
მიიწვია, ვინაიდან გრძნობდა, რომ რაღაც ისე არ იყო, რომ რაღაც
ცუდი ხდებოდა. ერკიულ პუაროს იმედი ჰქონდა. თავდაპირველად
სჯეროდა, რომ ის მკვლელობას არ დაუშვებდა, შემდეგ დარწმუნე-
ბული იყო, რომ პუარო მკვლელს მიაგნებდა. და რა გამოვიდა? ვე-
რავინ აღმოაჩინა. თითქოს ნისლში იდგა, ხშირ ნისლში, რომელშიც
შიგადაშიგ სუსტად აკიაფდებოდა სინათლის სხივი – ზოგჯერ ძალზე
ახლოს, როგორც თვითონ ეჩვენებოდა, მაგრამ ვერაფრით ახერხ-
ებდა გზის გაგნებას. ვერ ხვდებოდა, სად იყო საით აეღო გეზი. და

165
პუარო წამოდგა, ბუხრის მეორე მხარეს კვადრატულ სავარძელთან
მივიდა, იმავე კუთხით შეატრიალა, როგორც პირველი იდგა, და
დაჯდა. თავი დაანება სურათიან თავსატეხს და მკვლელობის თავსა-
ტეხზე გადაერთო. ჯიბიდან ბლოკნოტი ამოიღო და წვრილი, აკურა-
ტულად გამოყვანილი ასოებით დაწერა:
„ეტიენ დე სუზა, ამანდა ბრუისი, ალეკ ლეგი, სალი ლეგი, მაიკლ
უეიმენი“.
სერ ჯორჯი და ჯიმ უერბერტონი ფიზიკურად ვერ შეძლებდნენ
მარლენ ტაკერის მოკვლას, ვინაიდან აშკარად სხვა ადგილას იყ-
ვნენ. რადგან მისის ოლივერს ჰიპოთეზურად შეეძლო ამის ჩადენა,
ხანმოკლე ყოყმანის შემდეგ მისი სახელიც დაამატა. შემდეგ მისის
მასტერტონიც ჩაწერა – არ ახსოვდა, ქალი ფეხმოუცვლელად იყო
თუ არა მდელოზე ოთხიდან ოთხ საათსა და ორმოცდახუთ წუთამდე.
მსახურთუფროსი ჰენდონიც მიამატა – შესაძლოა მხოლოდ იმიტომ,
რომ ეს პირქუში კაცი „იპოვე მსხვერპლის“ სცენარში მონაწილეობ-
და, და არა იმ მიზეზით, რომ ეჭვობდა შავთმიან მსახურთუფროსზე,
გონგზე ჯოხის შემოკვრით რომ იუწყებოდა მორიგი ტრაპეზის დაწ-
ყებას. ბოლოს „კუსპერანგიანი ყმაწვილიც“.
ჩაწერა და კითხვის ნიშანი დაუსვა. შემდეგ გაიღიმა, თავი დააქ-
ნია, პიჯაკის გადანაკეციდან ქინძისთავი ამოაძვრინა, თვალები და-
ხუჭა და ალალბედზე ჩაარჭო სიაში. „რატომაც არა, – გაიფიქრა მან,
– ვითომ რით არის ეს ხერხი სხვაზე ნაკლები?“
ბუნებრივია, იმედი გაუცრუვდა, როდესაც აღმოჩნდა, რომ ქინ-
ძისთავი ბოლო ჩანაწერს მოხვედროდა.
– ნამდვილი იდიოტი ვარ, – თქვა ერკიულ პუარომ, – რა კავში-
რი უნდა ჰქონდეს ამ ყველაფერთან კუსპერანგიან ყმაწვილს?
თუმცა მალევე გააცნობიერა, რომ მიზეზი საკმარისი არსებობდა
ამ იდუმალებით მოცული პიროვნების სიაში დასამატებლად. კვლავ
გაახსენდა ყმაწვილის გაოცებული სახე, როდესაც ის „კაპრიზში“
დაინახა. არცთუ სასიამოვნო, თუმცა ახალგაზრდა და ლამაზი სახე.
სახე, რომელზეც თავდაჯერება და სისასტიკე იკითხებოდა. ის იქ
იმიტომ მივიდა, რომ ვიღაცას შეხვედროდა, მას, ვისაც ყველას და

166
სანახავად ვერ შეხვდებოდა. ეს იყო საიდუმლო შეხვედრა. დანაშაუ-
ლებრივი შეხვედრა. მკვლელობას ხომ არ უკავშირდებოდა რაღა-
ცით?
პუარომ ფიქრი განაგრძო. ყმაწვილი ახალგაზრდულ ჰოსტელში
ცხოვრობდა, რაც ნიშნავდა, რომ იქ კიდევ ორი ღამით თუ დარჩებო-
და. შემთხვევით ჩამოვიდა თუ განზრახ? ან იქნებ ერთ-ერთი იყო იმ
მრავალრიცხოვან სტუდენტთაგან, რომლებიც ბრიტანეთს სტუმ-
რობდნენ? იქნებ განსაკუთრებული მიზნით ჩამოვიდა კონკრეტულ
ადამიანთან შესახვედრად? მაგრამ შესაძლოა დღესასწაულის დრ-
ოსაც შეხვდა ვინმეს შემთხვევით. ალბათ, ასეც მოხდა.
„საკმაოდ ბევრი ვიცი, – გაიფიქრა პუარომ, – ამ თავსატეხის
ბევრი ნატეხი დამიგროვდა. ისიც ვიცი, რა სახის დანაშაულია ჩადე-
ნილი, თუმცა, როგორც ჩანს, არასწორი კუთხით ვუყურებ მას“.
მან ბლოკნოტის ფურცელი გადაატრიალა და დაწერა: „სთხოვა
თუ არა ლედი სტაბსმა მის ბრუისს, რომ მარლენისთვის საჭმელ-
სასმელი წაეღო? თუ არა, რატომ ამტკიცებს ამას მის ბრუისი?“
პუარო ჩაფიქრდა. შესაძლოა მის ბრუისმა თვითონ მოისაზრა,
რომ გოგონასთვის ღვეზელი და ხილის წვენი წაეღო. თუ ასეა, რა-
ტომ არ თქვა ეს? რატომ იცრუა, რომ ლედი სტაბსმა დაავალა? იმი-
ტომ ხომ არა, რომ ნავების ფარდულში მისულმა დაინახა, რომ მარ-
ლენი მკვდარი იყო? მაგრამ თუ მის ბრუისს დანაშაული არ ჩაუდე-
ნია, ასე არ მოიქცეოდა. თუკი მართლა აღმოაჩენდა, რომ გოგონა
მკვდარი იყო, დაუყოვნებლივ ატეხდა განგაშს.
პუარო ერთხანს ყურადღებით დასცქეროდა ფურცელზე დაწე-
რილ ორ შეკითხვას. ისეთი შეგრძნება ჰქონდა, რომ მათში მინიშნე-
ბა იმალებოდა იმაზე, რაც მას გამორჩა. ხუთიოდე წუთი იფიქრა. შე-
მდეგ ბლოკნოტში ჩაწერა:
„ეტიენ დე სუზა აცხადებს, რომ ნასჰაუსში ჩამოსვლამდე სამი
კვირით ადრე მისწერა წერილი თავის ბიძაშვილს. ეს სიმართლეა
თუ ტყუილი?“
პუაროს თითქმის არ ეპარებოდა ეჭვი, რომ ეს ტყუილი იყო. საუზ-
მობის სცენა გაიხსენა. თუკი პირველი წერილი არსებობდა, რატომ

167
გაუკვირდა სერ ჯორჯს და რატომ შეეშინდა ლედი სტაბს? ვერ ხედავ-
და მიზანს, რომლის მიღწევაც ამით შეიძლებოდა. და თუ ეტიენ დე
სუზამ იცრუა, რატომ? შთაბეჭდილების შესაქმნელად, რომ წინას-
წარ შეატყობინა თავისი ვიზიტის შესახებ და ხელგაშლილი დახვდე-
ბოდნენ? შესაძლოა, თუმცა ეს ეჭვს აჩენდა. არ არსებობდა მტკიცე-
ბულება, რომ ასეთი წერილი ოდესმე დაიწერა ან მიიღეს. იქნებ დე
სუზას საკუთარი bona fide13–ს დამტკიცება სურდა, რათა მისი ვიზი-
ტი არამარტო ბუნებრივად, არამედ სასურველადაც წარმოჩენილი-
ყო? ნებისმიერ შემთხვევაში, სერ ჯორჯმა სტუმარი გულთბილად მი-
იღო, მიუხედავად იმისა, რომ პირველად ხედავდა.
პუაროს ფიქრები ამ მომენტზე შეჩერდა. სერ ჯორჯი დე სუზას არ
იცნობდა. მისი ცოლი იცნობდა, მაგრამ არ შეხვედრია. იქნებ ამის
მიღმა იმალებოდა რამე? იქნებ დე სუზა, რომელიც იმ საზეიმო დღეს
ჩამოვიდა, სულაც არ იყო დე სუზა? პუარომ დიდხანს უტრიალა ამ
აზრს და, საბოლოოდ, სულელურად ჩათვალა. რას მიაღწევდა ეს
ახალგაზრდა კაცი, თუ თავს დე სუზად გაასაღებდა? ჰეთის სიკვდი-
ლით ვერც ცრუ დე სუზა ისარგებლებდა და ვერც ნამდვილი. პოლი-
ციამ დაადგინა, რომ ჰეთის თავისი ფული არ ჰქონდა, გარდა იმისა,
რასაც ქმარი აძლევდა.
პუარომ სცადა, ზუსტად გაეხსენებინა, რაც იმ დილას უთხრა
ქალმა მას: „ცუდი ადამიანია. ყოველთვის რაღაც ცუდს აკეთებს“.
ბლანდის თქმით კი, ერთხელ ლედი სტაბსმა ქმარს უთხრა: „ის ხა-
ლხს კლავს“. ყველა ფაქტის გათვალისწინებით, ყურადსაღები გან-
ცხადება იყო. „ის ხალხს კლავს“.
იმ დღეს, როდესაც ეტიენ დე სუზა ნასჰაუსში ჩავიდა, ერთი ადა-
მიანი მოკლეს. შესაძლოა – ორიც. მისის ფოლიატმა თქვა, რომ ყუ-
რადღება არ უნდა მიექციათ ჰეთის ამ მელოდრამატული შენიშვნე-
ბისთვის. ეს ხაზგასმით აღნიშნა. მისის ფოლიატი...
ერკიულ პუარო მოიღუშა და ხმაურით დადო ავტოკალამი სავარ-

13
გულწრფელობა (ლათ.)

168
ძლის სახელურზე.
– ყოველთვის, ყოველთვის მისის ფოლიატთან ვბრუნდები. ის
არის ყველაფრის გასაღები. ის რომ ვიცოდე, რაც მან იცის... საკმა-
რისია სავარძელში ჯდომა და უსარგებლო ფიქრი. არა, დევონისკენ
მიმავალ მატარებელში უნდა ჩავჯდე და მისის ფოლიატს ვესტუმრო.

||

ერკიულ პუარო წამით შეჩერდა ნასჰაუსის დიდ ნაჭედ ჭიშკარ-


თან და მიხვეულ-მოხვეულ გზას გახედა. ზაფხული კარგა ხანია, გა-
ილია. ხეებიდან ნელა ცვიოდა მოყავისფრო ოქროსფერი ფოთლე-
ბი. შორიახლო მწვანე ნაპირებს მოვარდისფრო-იისფერი ციკლამე-
ნები ამშვენებდა. პუარომ ამოიხვნეშა. თვალი მოსტაცა ნასჰაუსის
სილამაზემ. მართალია, ველური ბუნება დიდად არ უყვარდა და კოხ-
ტად მოვლილი ბაღები უფრო მოსწონდა, მაინც გულწრფელად აღ-
იარა მასიური ბუჩქებისა და ხეების დიდებულება.
მისგან ხელმარცხნივ პატარა, თეთრი სახლი მოჩანდა. შუადღის
მშვენიერი ამინდი იდგა. მისის ფოლიატი, ალბათ, შინ არ დახვდე-
ბოდა. სადმე წავიდოდა თავისი საბაღე კალათით ან მეზობლად
მცხოვრებ მეგობრებს ესტუმრებოდა. ბევრი მეგობარი ჰყავდა. ეს
მისი სახლი იყო, მისი სახლი – მრავალი წლის განმავლობაში. რა
თქვა ნავმისადგომზე ბერიკაცმა? „ნასჰაუსში ყოველთვის იქნებიან
ფოლიატები“.
პუარო სახლს მიუახლოვდა და ფრთხილად დააკაკუნა. ცოტა
ხნის შემდეგ ნაბიჯების ხმა გაისმა. მოეჩვენა, რომ ვიღაც ძალზე ნე-
ლა, გაუბედავად მოდიოდა. ბოლოს კარი გაიღო და ზღურბლზე მი-
სის ფოლიატი გამოჩნდა. პუარო მისმა გარეგნობამ გააოცა: მის წინ
დაბერებული, უმწეო ქალი იდგა, რომელიც უნდობლად იყურებო-
და.

169
– მესიე პუარო? თქვენ?
პუარომ მისის ფოლიატის თვალებში წამით შიში დაინახა, თუმცა
ეს შესაძლოა მისი ფანტაზიის ნაყოფი იყო. მან თავაზიანად იკითხა:
– შეიძლება შემოვიდე, მადამ?
– დიახ, რა თქმა უნდა.
ქალმა სრულად აღიდგინა თავდაჯერებულობა, ჟესტით შეიპატი-
ჟა სტუმარი და პატარა სასტუმრო ოთახში შეუძღვა. ბუხრის წინ იდგა
ორი სავარძელი, რომლებზეც დახვეწილი მაქმანები გადაეფარები-
ნათ, პატარა მაგიდაზე – ჩაის სერვიზი „დერბი“, ბუხრის თაროზე კი
– „ჩელსის“ კოხტა ფიგურები.
– კიდევ ერთ ფინჯანს მოვიტან, – თქვა მისის ფოლიატმა.
პუარომ ხელი ასწია პროტესტის ნიშნად, მაგრამ ქალმა მისი
პროტესტი არ მიიღო.
– აუცილებლად უნდა მიირთვათ ფინჯანი ჩაი.
ის ოთახიდან გავიდა, პუარომ კი ერთხელაც მოათვალიერა
ოთახი. მაგიდაზე ხელსაქმე იდო – მაქმანის დაუმთავრებელი გადა-
საფარებელი სავარძლისთვის, მასში ყაისნაღი იყო გარჭობილი. კე-
დელთან წიგნების კარადა იდგა, კედელზე რამდენიმე მინიატიურა
და ვერცხლისფერ ჩარჩოში ჩასმული გახუნებული ფოტოსურათი
ეკიდა. მასზე გამოსახული იყო სამხედრო ფორმაში გამოწყობილი
მამაკაცი ხშირი ულვაშითა და სუსტი ნებისყოფის გამომხატველი
ნიკაპით.
მისის ფოლიატი ოთახში დაბრუნდა და ფინჯანი და თეფში შემოი-
ტანა.
– თქვენი ქმარია, მადამ? – ჰკითხა პუარომ.
– დიახ.
ქალმა შეამჩნია, რომ პუარომ წიგნების კარადისკენ გააპარა
თვალი, თითქოს სხვა ფოტოსურათებს ეძებდა, და მკვეთრი კილო-
თი თქვა:– არ მიყვარს ფოტოსურათები. ისინი წარსულში აცხოვრე-
ბენ ადამიანს. მათი დავიწყებაა საჭირო. მკვდარი ხე უნდა მოიჭრას.
პუაროს გაახსენდა, როდესაც პირველად შეხვდა მისის ფოლი-
ატს, ის სეკატორით ბუჩქებს კრეჭდა ნაპირზე. ქალმა მაშინაც თქვა

170
რაღაც გამხმარ ხეებზე. მან ჩაფიქრებით შეხედა მასპინძელს, რათა
მის ხასიათს ჩასწვდომოდა.
„იდუმალებით მოცული ქალია, – გაიფიქრა პუარომ, – ერთი შე-
ხედვით, კეთილი და სუსტია, იმავდროულად კი, როგორც ჩანს, სი-
სასტიკის გამოვლინებაც შეუძლია. ქალი, რომელიც ხელის აუკან-
კალებლად მოაჭრის გამხმარ ტოტებს არამარტო მცენარეებს, არა-
მედ თავის ცხოვრებასაც“.
მისის ფოლიატი დაჯდა, ჩაი დაასხა და ჰკითხა: – რძე? შაქარი?
– სამი ნატეხი, თუ შეიძლება, მადამ.
– გამიკვირდა თქვენი დანახვა, – თქვა მისის ფოლიატმა და სტუ-
მარს ფინჯანი მიაწოდა, – არ მეგონა, თუ კვლავ მოგიწევდათ სამყა-
როს ამ ნაწილში გავლა.
– გავლით არა ვარ, მადამ.
– მართლა? – ქალმა ოდნავ ასწია წარბები
– სპეციალურად ვეწვიე სამყაროს ამ ნაწილს.
მისის ფოლიატმა კითხვის გამომხატველი მზერა მიაპყრო დე-
ტექტივს.
– ნაწილობრივ, თქვენს სანახავად ჩამოვედი, მადამ.
– რას მეუბნებით!
– პირველ ყოვლისა, რამე სიახლე ხომ არ არის ახალგაზრდა
ლედი სტაბსთან დაკავშირებით?
ქალმა თავი გადააქნია.
– ამას წინათ კორნუოლში გვამი გამორიყა წყალმა, თქვა მან, –
ჯორჯი ამოსაცნობად გაემგზავრა, მაგრამ სხვა აღმოჩნდა. ძალიან
მებრალება ჯორჯი, – დაამატა მისის ფოლიატმა, – ასეთი საშინელე-
ბის გადატანა.
– კვლავაც სჯერა, რომ მისი მეუღლე ცოცხალია?
მისის ფოლიატმა ამჯერად ნელა გადააქნია თავი.
– ვფიქრობ, იმედი გადაეწურა. ჰეთი ცოცხალი რომ იყოს, ამდენ
ხანს ვერ დაემალებოდა პოლიციასა და პრესას. თუნდაც რამე შემ-
თხვეოდა, რის გამოც მეხსიერება დაკარგა, პოლიცია მაინც მიაგ-
ნებდა.

171
– ალბათ, მართალი ხართ. პოლიცია კვლავაც განაგრძობს მის
ძებნას?
– შესაძლოა. გამოგიტყდებით და, არ ვიცი.
– მაგრამ სერ ჯორჯს ხომ აღარ აქვს იმედი?
– ამას ასე აშკარად არ ამბობს. თანაც, ბოლო დროს თითქმის არ
ვხვდებით ერთმანეთს, – დაამატა მისის ფოლიატმა, – უმეტესად
ლონდონშია.
– რაც შეეხება მოკლულ გოგონას? არც ამ საქმეშია რამე სიახ-
ლე?
– როგორც ვიცი, არა, – თქვა მისის ფოლიატმა და განაგრძო, –
სრულიად უაზრო დანაშაულია. ვის სჭირდებოდა ეს? საბრალო ბავ-
შვი
– მადამ, ვხედავ, კვლავაც განიცდით ამ მკვლელობას.
მისის ფოლიატი ერთხანს დუმდა, შემდეგ თქვა:
– ჩემი აზრით, სიბერეში შესული ადამიანი ყოველთვის განიც-
დის ახალგაზრდების სიკვდილს. ჩვენ, ხანში შესულები, კანონზო-
მიერად ვთვლით ჩვენს გარდაცვალებას, იმ გოგონას კი მთელი
ცხოვრება წინ ჰქონდა.
– და შესაძლოა არცთუ საინტერესო ცხოვრება.
– შესაძლოა, ოღონდ ჩვენი თვალსაზრისით. თვითონ მას კი სა-
ინტერესოდ მოეჩვენებოდა.
– თქვენ თქვით, რომ ჩვენთვის, ხანში შესულებისთვის, სიკვდი-
ლი კანონზომიერია, მიუხედავად ამისა, მაინც არავის უნდა სიკვდი-
ლი, – თქვა პუარომ, – ყოველ შემთხვევაში, მე. ჩემთვის ცხოვრება
უაღრესად საინტერესო რამეა.
– მე ასე არ ვფიქრობ, – ხმადაბლა თქვა მისის ფოლიატმა, უფრო
თავისთვის, ვიდრე სტუმრის გასაგონად, – საშინლად დავიღალე,
მესიე პუარო, და როცა ჩემი აღსასრულის დრო მოვა, არამარტო
მზად ვიქნები, არამედ მადლიერიც.
პუარომ სწრაფად შეხედა მას. კვლავ გაუჩნდა ისეთი შეგრძნება,
თითქოს ეს ქალი ავად იყო და შესაძლოა მოახლოებულ სიკვდილ-
საც გრძნობდა. იქნებ ეჭვიც არ ეპარებოდა ამაში. წინააღმდეგ შემ-

172
თხვევაში, რით აიხსნებოდა დაქანცული სახე და დაღლილი, თით-
ქმის უნებლიე მოძრაობა? მას არ ახასიათებდა ასეთი აპათია. ემი
ფოლიატი ძლიერი ნებისყოფის, ენერგიული, საკუთარი თავის მი-
მართ მომთხოვნი ადამიანი იყო. მან ბევრი უბედურება გადაიტანა:
დაკარგა სახლი, ქონება, შვილები, მაგრამ გაუძლო ამ ყველაფერს,
ეყო ძალა „გამხმარი ტოტების მოსაჭრელად“, ახლა კი მის ცხოვრე-
ბაში, როგორც ჩანს, ისეთი რაღაც შეიჭრა, რომელსაც ვერც თვი-
თონ მოჭრიდა და ვერც სხვა... და თუ ეს ფიზიკური ავადმყოფობა არ
იყო, მაშინ რა უნდა ყოფილიყო?
უეცრად ქალმა ისე გაიღიმა, თითქოს პუაროს ფიქრები წაიკით-
ხა:
– უნდა გითხრათ, მესიე პუარო, რომ არავინ მყავს, ვისთვისაც
ვიცხოვრებდი. მეგობრები არ მაკლია, მაგრამ ახლო ნათესავებიც
დავკარგე და ოჯახიც.
– სამაგიეროდ, თქვენი სახლი გაქვთ, – იმპულსურად უთხრა პუ-
არომ.
– ნასს გულისხმობთ? დიახ.
– ეს ხომ თქვენი სახლია, მიუხედავად იმისა, რომ ფორმალურად
სერ ჯორჯ სტაბსს ეკუთვნის? ახლა სერ ჯორჯ სტაბსი ლონდონშია და
მის ნაცვლად თქვენ მართავთ აქაურობას.
პუარომ კვლავ დაინახა შიშის ნაპერწკლები მის თვალებში. რო-
დესაც ქალი ალაპარაკდა, მის ხმაში სიცივე იგრძნობოდა:
– მესიე პუარო, კარგად ვერ მივხვდი, რას გულისხმობთ. მად-
ლობელი ვარ სერ ჯორჯის, რომ ეს პატარა სახლი დამითმო, მაგრამ
მე ვქირაობ მას და ყოველწლიურად ვუხდი ქირას, რათა აქ ცხოვრე-
ბისა და მამულში სიარულის უფლება მქონდეს.
პუარომ ხელები ასწია.
– მაპატიეთ, მადამ, არ მინდოდა თქვენი წყენინება.
– როგორც ჩანს, არასწორად გავიგე თქვენი ნათქვამი, – კვლავ
ცივად უთხრა ქალმა.
– საუცხოო ადგილია, – განაგრძო პუარომ, – შესანიშნავი სახ-
ლი, ჩინებული ლანდშაფტი, ირგვლივ – სიმშვიდე და მყუდროება.

173
– დიახ, – მისის ფოლიატს სახე გაუნათდა, – ჩვენ ყველანი
ვგრძნობდით ამას. მე ეს ბავშვობისას ვიგრძენი, როდესაც პირვე-
ლად ჩამოვედი აქ.
– ახლაც ისეთივე სიმშვიდე და მყუდროებაა, მადამ?
– რატომ არ უნდა იყოს?
– დაუსჯელი მკვლელობა, – თქვა პუარომ, – უდანაშაულო ადა-
მიანის დაღვრილი სისხლი. სანამ ეს ჩრდილი არ გაქრება, სიმშვი-
დეც არ იქნება, – მან დაამატა, – ეს ჩემზე არანაკლებ კარგად იცით,
მადამ.
მისის ფოლიატმა არ უპასუხა. არც მოძრაობდა, არც ლაპარა-
კობდა. გაუნძრევლად იჯდა. პუარომ არ იცოდა, რაზე ფიქრობდა ქა-
ლი. დეტექტივი ოდნავ წინ გადაიხარა და მასპინძელს მიმართა:
– მადამ, თქვენ ბევრი რამ იცით ამ მკვლელობაზე, შესაძლოა –
ყველაფერი. იცით, ვინ მოკლა ის გოგონა. ამის მიზეზიც იცით. იცით,
ვინ მოკლა ჰეთი სტაბსი. ალბათ, ისიც იცით, სად არის მისი გვამი.
– მე არაფერი ვიცი, – ხმამაღლა, მკვეთრად თქვა მისის ფოლი-
ატმა, – არაფერი.
– შესაძლოა არასწორი სიტყვა გამოვიყენე. თქვენ არ იცით, მაგ-
რამ, ვფიქრობ, ხვდებით, მადამ. დარწმუნებული ვარ, ხვდებით.
– მაპატიეთ, მაგრამ თქვენ სისულელეს ამბობთ!
– ეს არ არის სისულელე. სრულიად სხვა რამეა – ეს საშიშია.
– საშიში? ვისთვის?
– თქვენთვის, მადამ. სანამ არ მეტყვით, რაც იცით, საფრთხე გე-
მუქრებათ. თქვენზე უკეთ ვიცნობ მკვლელებს, მადამ.
– უკვე გითხარით, რომ არაფერი ვიცი.
– მაშინ ეჭვი გაქვთ.
– არც ეჭვი მაქვს.
– მომიტევეთ, მადამ, მაგრამ ეს სიმართლე არ არის.
– არ შეიძლება ლაპარაკი მხოლოდ უბრალო ეჭვის გამო. ეს უზ-
ნეობაა.
პუარო წინ გადაიხარა.
– ისეთივე უზნეობა, როგორიც აქ ერთი თვის წინათ მოხდა?

174
ქალი სავარძლის საზურგეს მიეყრდნო და ჩაფიქრდა.
– ამაზე ნუ მელაპარაკებით, – ხმადაბლა თქვა ცოტა ხნის შემ-
დეგ, მკვეთრად ამოიოხრა და დაამატა, – ყველაფერი უკან დარჩა.
ყველაფერი დასრულდა.
– რატომ ხართ ასე დარწმუნებული, მადამ? საკუთარი გამოცდი-
ლებით ვიცი, რომ მკვლელები არასოდეს ჩერდებიან.
მისის ფოლიატმა თავი გადააქნია.
– არა, ეს დასასრულია, თანაც, მე არაფერი შემიძლია, არაფერი.
პუარო წამოდგა. ახლა ზემოდან დაჰყურებდა ქალს.
– პოლიციამაც კი აღიარა მარცხი, – ოდნავ გაღიზიანებული კი-
ლოთი თქვა მისის ფოლიატმა.
ამჯერად პუარომ გადააქნია თავი.
– არა, მადამ, ცდებით. პოლიცია გამოძიებას განაგრძობს. მეც
განვაგრძობ, – დაამატა მან, – დაიმახსოვრეთ, მადამ, მე, ერკიულ
პუარო, ჭეშმარიტების ძებნას განვაგრძობ.
ეს სცენა პუაროსთვის დამახასიათებელი ამ ფრაზით დასრულ-
და.

175
ნასიდან პუარო სოფელში წავიდა და კითხვა-კითხვით მიაგნო
ტაკერების დაქირავებულ კოტეჯს. როდესაც კარზე დააკაკუნა, ერ-
თხანს არავინ უპასუხა, ვინაიდან მას მისის ტაკერის ხმამაღალი ლა-
პარაკი ახშობდა:
– რაზე ფიქრობ, ჯიმ ტაკერ, როცა შენი ჩექმებით ჩემს გაკრიალ-
ებულ ლინოლეუმზე დადიხარ? ათასჯერ გითხარი! მთელი დილა
ვწმენდდი, ახლა კი შეხედე, რას ჰგავს.
პასუხად ხმადაბალი ბუზღუნი გაისმა, რომელშიც სინანული იგ-
რძნობოდა.
– არ უნდა დაგავიწყდეს. როდესაც რადიოში სპორტის სიახლე-
ებს გადმოსცემენ, შეშლილივით გარბიხარ მისკენ, არადა, ერთი წუ-
თიც არ უნდა მაგ ჩექმების გახდას. გარი, შენ სადღა დადე შენი ყი-
ნულკარამელი! არ შეეხო წებოვანი თითებით ვერცხლისფერ ჩაი-
დანს, ის ჩემი საუკეთესო ჩაიდანია! მერილინ, ვიღაც აკაკუნებს კარ-
ზე. ნახე, ვინ არის!
კარი ფრთხილად გაიღო და თერთმეტიოდე წლის გოგონამ ეჭ-
ვნეულად შეხედა პუაროს. ერთი ლოყა ტკბილეულისგან გამობერვ-
ოდა. ჩასუქებულს, პატარა ცისფერი თვალები ჰქონდა და გოჭს
ჰგავდა.
– დე, ვიღაც ჯენტლმენია, – გასძახა დედას.
კართან მისის ტაკერი მოვიდა. აწითლებულ სახეზე რამდენიმე
კულული ჩამოშლოდა.
– რა ხდება? ჩვენ არაფერი... – დაიწყო მან და მყისვე გაჩუმდა.
ქალის შეცვლილი გამომეტყველების დანახვაზე პუარო მიხვდა,
რომ იცნეს.
– მოითმინეთ, თქვენ ხომ პოლიციელებთან ერთად გნახეთ იმ
დღეს?
– მაპატიეთ, მადამ, რომ თქვენი მწუხარება გაგახსენეთ, – უთხ-

176
რა პუარომ და მტკიცედ გადააბიჯა ზღურბლს.
მისის ტაკერმა შეწუხებული სახით დახედა მის ფეხებს, მაგრამ
პუაროს წვეტიან ლაქის ფეხსაცმელებს არაფერი ეცხო და ერთი ლა-
ქაც არ დაუტოვებია მბზინავ ლინოლეუმზე.
– მობრძანდით, სერ, – თქვა ქალმა, უკან დაიხია და ხელმარ-
ჯვნივ მდებარე ოთახის კარი გამოაღო.
პუაროს საოცრად სუფთა პატარა სასტუმრო ოთახში შეუძღვნენ,
სადაც პოლიტურისა და „ბრასოს“ სუნი იგრძნობოდა. ინტერიერს
შეადგენდა იაკობის ეპოქის გარნიტური, მრგვალი მაგიდა, ორი ქო-
თანი ნემსიწვერათი, ბუხრის უცნაური, სპილენძის ცხაური და ფა-
იფურის მრავალი სამშვენისი.
– დაბრძანდით, სერ. ვერაფრით ვიხსენებ თქვენს სახელს. თუმ-
ცა არა მგონია, ოდესმე გამეგონოს.
– მე ერკიულ პუარო ვარ, – სწრაფად მიუგო პუარომ, – კვლავ
აღმოვჩნდი ამ მხარეში და შემოგიარეთ, რათა მომესამძიმრებინა
და მეკითხა, რამე სიახლე ხომ არ არის? იმედია, უკვე მიაგნეს თქვე-
ნი ქალიშვილის მკვლელს.
– რას ამბობთ! ჩამიჩუმი არ ისმის, – თქვა მისის ტაკერმა სევდი-
ანად, – მე თუ მკითხავთ, ეს სამარცხვინოა. ჩემი აზრით, პოლიციას
ნაკლებად ადარდებს ჩვენნაირი ხალხი. ან რა პოლიციაა ეს? თუკი
იქ ყველა ბობ ჰოსკინსის მსგავსია, მიკვირს, როგორ არ წალეკეს
ჩვენი ქვეყანა დამნაშავეებმა. ბობ ჰოსკინსის საქმიანობა იმით ამო-
იწურება, რომ ავტომობილებს მიაშტერდეს კომონის ავტოსადგომ-
ზე.
ამასობაში მისტერ ტაკერს ცოლის ბრძანება შეესრულებინა,
ჩექმები გაეხადა და ახლა წინდების ამარა შემოვიდა ოთახში. ეს
იყო ზორბა სახეწითელი მამაკაცი გულთბილი გამომეტყველებით.
– პოლიცია თავის საქმეს აკეთებს, – ხრინწიანი ხმით თქვა მან,
– პრობლემები მათაც აქვთ, ისევე, როგორც ყველას. ამ მანიაკების
პოვნა ძალიან ძნელია. ისე გამოიყურებიან, როგორც თქვენ ან მე.
ალბათ, ხვდებით, რას ვგულისხმობ, – მიმართა პუაროს.
პატარა გოგონა, რომელმაც კარი გაუღო პუაროს, მამის უკან გა-

177
მოჩნდა, მის გვერდით კი რვა წლის ბიჭუნამ გამოყო თავი. ორივე-
ნი დაძაბული ინტერესით მისჩერებოდნენ დეტექტივს.
– ეს, ალბათ, თქვენი უმცროსი ქალიშვილია, – თქვა პუარომ.
– ეს მერილინია, ის კი, – მიუგო მისის ტაკერმა, – გარი. მოდი,
გარი, მიესალმე, თან მანერებს მიაქციე ყურადღება.
გარიმ უკან დაიხია.
– მორცხვია, – თქვა დედამისმა.
– ძალზე თავაზიანი ხართ, სერ, – განაცხადა მისტერ ტაკერმა, –
რომ მოხვედით და მარლენის ამბავი იკითხეთ. ეს რა საშინელება
დაგვემართა.
– ახლახან მისის ფოლიატს ვეწვიე, – თქვა მესიე პუარომ, – რო-
გორც ჩანს, ისიც ძალიან განიცდის მომხდარს.
– მოტყდა მას შემდეგ, – შენიშნა მისის ტაკერმა, – პატარა ხომ
აღარ არის... და უეცრად ასეთი შოკი. მკვლელობა მის საკუთარ მა-
მულში!
პუარომ კიდევ ერთხელ მიაქცია ყურადღება იმას, რომ აქაურე-
ბი, ჩვეულებისამებრ, თვლიდნენ, რომ ნასჰაუსი კვლავაც მისის ფო-
ლიატს ეკუთვნოდა.
– პასუხისმგებლობას გრძნობს ამ ტრაგედიის გამო, – თქვა მის-
ტერ ტაკერმა, – თუმცა ის არაფერ შუაშია.
– ვინ შესთავაზა მარლენს მსხვერპლის როლის შესრულება? –
იკითხა პუარომ.
– ლონდონიდან ჩამოსულმა ლედიმ, რომელიც წიგნებს წერს, –
მიუგო მისის ტაკერმა.
– მაგრამ ის აქ უცხო ადამიანი იყო, – მშვიდად თქვა პუარომ, –
და არც იცნობდა მარლენს.
– მისის მასტერტონმა გოგონები შეკრიბა, – განაცხადა მისის
ტაკერმა, – ალბათ, მანვე აირჩია მარლენი. უნდა გითხრათ, რომ მა-
რლენს ძალიან მოეწონა ეს აზრი.
პუარომ იგრძნო, რომ ყრუ კედელს წააწყდა. ახლაღა მიხვდა,
რას განიცდიდა მისის ოლივერი, როდესაც აქ ჩამოსვლა სთხოვა.
ვიღაც ფარულად მოქმედებდა და თავისი ზრახვებისთვის სხვებს იყ-

178
ენებდა. მისის ოლივერსა და მისის მასტერტონს, ისინი ცრუმაგიე-
რი პირები იყვნენ.
– მისის ტაკერ, – თქვა მან, – მაინტერესებს, იცნობდა თუ არა
მარლენი იმ ე–ე... მანიაკ მკვლელს.
– მას ასეთ ხალხთან ურთიერთობა არ ჰქონდა, – ამაყად მიუგო
მისის ტაკერმა.
– მაგრამ თქვენმა ქმარმა ახლახან თქვა, რომ ძალიან ძნელია
ამ მანიაკების ამოცნობა. ისინი ისევე გამოიყურებიან, როგორც თქ-
ვენ და მე. შესაძლოა ვინმე გამოელაპარაკა მარლენს დღესასწაულ-
ზე ან მანამდე. იქნებ ვინმემ გაიცნო უწყინარ ვითარებაში და კიდეც
აჩუქა რამე.
– არა, სერ, მსგავსი არაფერი ყოფილა. მარლენი უცხო ადამიანს
საჩუქარს არ გამოართმევდა. ასე აღვზარდე.
– შესაძლოა მან ცუდი ვერაფერი დაინახა ამაში, – დაჟინებით
განაგრძო პუარომ, – დავუშვათ, სასიამოვნო გარეგნობის ლედიმ
შესთავაზა საჩუქარი.
– როგორიც, ვთქვათ, მისის ლეგია მილ-კოტეჯიდან?
– დიახ, ვინმე მისი მსგავსი, – დაეთანხმა პუარო.
– ერთხელ მან პომადა აჩუქა მარლენს, – თქვა მისის ტაკერმა, –
ძალიან გავბრაზდი. ვუთხარი, უფლებას არ მოგცემ, ეს სისაძაგლე
წაისვა, დაფიქრდი, რას იტყვის მამაშენი, როცა ამას გაიგებს-მეთქი.
შემეპასუხა! ლოდერის კოტეჯში მცხოვრებმა ლედიმ მომცა და მით-
ხრა, ძალიან გიხდება ეს ფერიო. ვუთხარი, ყურს ნუ უგდებ ლონდო-
ნელ ქალბატონებს, დაე, თვითონ შეიღებონ სახე და წამწამები, შენ
კი წესიერი გოგო ხარ და საპნიანი წყლით დაიბანე სახე, სანამ არ
წამოიზრდები-მეთქი.
– ვფიქრობ, არ დაგეთანხმებოდათ, – ღიმილით შენიშნა პუ-
არომ.
– გაბედავდა და არ დამეთანხმებოდა! – უთხრა მისის ტაკერმა.
უეცრად ჩასუქებულმა მერილინმა მხიარულად ჩაიხითხითა. პუ-
არომ სწრაფად გახედა მას.
– მისის ლეგმა კიდევ აჩუქა რამე მარლენს? – ჰკითხა გოგონას.

179
– შარფი თუ თავსაფარი, რომელიც აღარ სჭირდებოდა. ეფექტუ-
რი იყო, ხარისხზე კი რა მოგახსენოთ. ამაში მაინც ვერკვევი კარ-
გად, – განაცხადა მისის ტაკერმა და თავი დააქნია, – ქალიშვილო-
ბისას ნასჰაუსში ვმუშაობდი. მაშინ ყველა ლედი შესაფერის სამოსს
იცვამდა. არავითარი კაშკაშა ფერები, ნეილონი და ხელოვნური აბ-
რეშუმი. მხოლოდ ნატურალური აბრეშუმი. რა იყო ცუდი მათ თავ-
თის კაბებში?
– გოგონებს უყვართ გამოწყობა, – შენიშნა მისტერ ტაკერმა, –
არაფერი მაქვს კაშკაშა ფერების საწინააღმდეგო, აი, ის საძაგელი
პომადა კი არ მომწონს.
– მეტისმეტად მკაცრად ვეპყრობოდი, – მისის ტაკერს თვალები
აუწყლიანდა, – მას კი აი, რა საშინელი ბედი ხვდა წილად. მერე კი
ვინანე, რომ ვუბრაზდებოდი. ბოლოს დროს ბევრი უსიამოვნება შე-
გვემთხვა. უბედურებას უბედურება მოჰყვა, დაკრძალვას – დაკ-
რძალვა. ასეთია ცხოვრება – ცუდი ამბები ერთმანეთს მიეწყობა ხო-
ლმე.
– კიდევ დაკარგეთ ვინმე? – მორიდებით იკითხა პუარომ.
– ჩემი სიმამრი, – მიუგო მისტერ ტაკერმა, – გვიან ღამით თავი-
სი ნავით ბრუნდებოდა „სამი ძაღლიდან“. როგორც ჩანს, ფეხი და-
უცდა ნავმისადგომზე გადმოსვლისას და მდინარეში ჩავარდა. მის
ასაკში გარე-გარე არ უნდა ევლო და სახლში მჯდარიყო, მაგრამ მო-
ხუცებთან ხომ ვერაფერს გააწყობ. ჩვენი მუდამ ნავმისადგომზე და-
ბორიალებდა.
– მამას ყოველთვის უყვარდა ნავები, – თქვა მისის ტაკერმა, –
უწინ, მრავალი წლის წინათ, მისტერ ფოლიატის ნავებს უვლიდა.
ვერ ვიტყვი, რომ სახე დავიხოკეთ, – მშვიდად განაგრძო მან, – ბო-
ლოს და ბოლოს, ოთხმოცდაათს იყო გადაცილებული. ზოგჯერ
ათასგვარ სისულელეს ამბობდა. ალბათ, მისი წასვლის დრო მოვი-
და. ცხადია, ისე დავასაფლავეთ, როგორც წესი და რიგია... ორი და-
კრძალვა დიდი ხარჯია.
პუარო უყურადღებოდ ისმენდა ფინანსურ საკითხებზე მსჯელო-
ბას, ვინაიდან მის მეხსიერებაში რომელიღაც მოგონება იღვიძებდა.

180
– ბერიკაცი ნავმისადგომიდან? მახსოვს, ველაპარაკე მას. მისი
სახელი...
– მერდელი, სერ. ეს ჩემი ქალიშვილობის გვარია.
– თუ არ ვცდები, მამათქვენი მთავარ მებაღედ მუშაობდა ნასჰა-
უსში.
– არა, სერ, ეგ ჩემი უფროსი ძმა იყო. მე ყველაზე უმცროსი ვიყა-
ვი ოჯახში, რომელიც თერთმეტი სულისგან შედგებოდა. მერდელე-
ბი მრავალი წლის განმავლობაში მუშაობდნენ ნასში, – ერთგვარი
სიამაყით დაამატა მან, – თუმცა შემდეგ ყველანი მიმოიფანტნენ. მა-
მაჩემი ბოლო იყო მათგან.
– ნასჰაუსში ყოველთვის იქნებიან ფოლიატები, – ჩაილაპარაკა
პუარომ.
– რა თქვით, სერ?
– მამათქვენის სიტყვები გავიმეორე, რომლებიც მან ნავმისად-
გომზე მითხრა.
– ოჰ, მამა ბევრ სისულელეს ამბობდა. დროდადრო მისი გაჩუმე-
ბა მიწევდა.
– მაშასადამე, მარლენი მერდელის შვილიშვილი იყო, – თქვა
პუარომ, – ახლა თანდათან ვხვდები ყველაფერს, ის წამით გაჩუმდა,
რადგან მღელვარება მოეძალა, – მაშასადამე, მამათქვენი მდინა-
რეში დაიხრჩო?
– დიახ, სერ. ზედმეტი დალია. არ ვიცი, სად შოულობდა სასმლის
ფულს. ცხადია, ზოგჯერ წვრილმან გასამრჯელოს უხდიდნენ ნავის
დაბმასა და მანქანის დაყენებაში. საგულდაგულოდ მიმალავდა თა-
ვის ფულს. დიახ, ვშიშობ, ძალიან ბევრი დალია. ნავიდან გადმოს-
ვლისას ფეხი დაუცდა, მდინარეში ჩავარდა და დაიხრჩო. მისი გვამი
მეორე დღეს გამოირიყა ჰელმუთში. მიკვირს, მანამდე რომ არ შე-
ემთხვა ეს – ბოლოს და ბოლოს, ოთხმოცდათორმეტი წლის იყო,
თანაც ნახევრად დაბრმავებული.
– მაგრამ ფაქტია, რომ ეს მანამდე არ მომხდარა.
– ეს უბედური შემთხვევა მაინც მოხდებოდა, ადრე თუ გვიან.
– უბედური შემთხვევა, – ჩაფიქრებით თქვა პუარომ, – საინტე-

181
რესოა.
ის წამოდგა და ჩაილაპარაკა:
– უნდა მივმხვდარიყავი დიდი ხნის წინათ უნდა მივმხვდარიყავი.
გოგონამ, ფაქტობრივად, მითხრა
– რა ბრძანეთ, სერ?
– არაფერი, – მიუგო პუარომ, – ნება მიბოძეთ კიდევ ერთხელ
მოგისამძიმროთ.
მან ხელი ჩამოართვა ცოლ-ქმარს და წავიდა.
– რა სულელი ვარ... ნამდვილი სულელი, – თქვა პარმაღზე გა-
სულმა, – სულ სხვაგან უნდა მეძებნა.
– ეი, მისტერ! – გაისმა ფრთხილი ჩურჩული.
პუარომ მიიხედ-მოიხედა. მსუქანი მერილინი კოტეჯის კედლის
ჩრდილში იდგა. გოგონამ ჟესტით მიიხმო ის თავისთან და ჩურჩუ-
ლითვე უთხრა:
– დედამ ყველაფერი არ იცის. მარლენისთვის შარფი კოტეჯში
მცხოვრებ ლედის არ მიუცია.
– აბა, საიდან ჰქონდა?
– ტორკიში იყიდა. ისევე, როგორც პომადა და სუნამო „ნიუთ ინ
პარი“... სასაცილო სახელწოდებაა. აგრეთვე, ტონალური კრემის
ქილა, რომელზეც რეკლამაში წაიკითხა, – მერილინმა ჩაიხითხითა,
– დედამ არ იცის. მარლენმა ყველაფერი კამოდში დამალა, ზამ-
თრის საცვლების ქვეშ. როდესაც კინოში მიდიოდა, ტუალეტში შეივ-
ლიდა ხოლმე ავტობუსის გაჩერების გვერდით და იღებებოდა, – მე-
რილინმა კვლავ ჩაიცინა, – დედამ ვერაფერი შეიტყო...
– დედაშენმა ვერც შენი დის სიკვდილის შემდეგ აღმოაჩინა ისი-
ნი?
– ვერა, – მერილინმა ქერა, ფაფუკთმიანი თავი გადააქნია, – მე
ავიღე და ჩემს უჯრაში დავმალე.
პუარომ ჩაფიქრებით შეხედა გოგონას.
– ძალიან ჭკვიანი გოგო ხარ, მერილინ.
მერილინმა მორცხვად გაიღიმა.
– მის ბერდი მეუბნება, რომ არც უნდა ვიფიქრო გიმნაზიაზე.

182
– გიმნაზია ყველაფერი როდია, – უთხრა პუარომ, მითხარი, სად
შოულობდა მარლენი ფულს ამ ყველაფრისთვის?
მერილინი წყალსადინა მილს მიაჩერდა.
– არ ვიცი, – ჩაიბურტყუნა მან.
– მე კი მგონია, რომ იცი, – თქვა პუარომ.
პუარომ ურცხვად ამოიღო ჯიბიდან ნახევარი კრონი, შეყოყმან-
და და ერთი ამდენი კიდევ დაამატა.
– ყური მოვკარი, რომ მაღაზიაში ძალიან ლამაზი ახალი პომადა
შემოიტანეს, სახელწოდებით „კარმაინ ქის“, ანუ „ალისფერი კოც-
ნა“, – ჩაილაპარაკა მან.
– მაგარია! – წამოსცდა მერილინს და ხელი გაიწვდინა ხუთი ში-
ლინგისკენ, – მარლენი ყველაფერში ყოფდა ცხვირს, – ჩაიჩურჩუ-
ლა სწრაფად, – უთვალთვალებდა.. ხომ გესმით. შემდეგ ჰპირდებო-
და, რომ არავის ეტყოდა; ამაში კი ფულს უხდიდნენ. გასაგებია?
– გასაგებია, – მიუგო პუარომ გოგონას, ხელში ხუთი შილინგი
ჩაუდო, თავის დაქნევით დაემშვიდობა და წავი და. გზაში კვლავ გა-
იმეორა, ოღონდ უფრო ხაზგასმით, – გასაგებია.
ახლა ბევრი რამე დადგა თავის ადგილზე. მართალია, ყველაფე-
რი არ ჩანდა მკაფიოდ, მაგრამ სწორ გზაზე იდგა. მეტი საზრიანობა
რომ გამოეჩინა, გაცილებით ადრე შეამჩნევდა ყველგან მიმოფან-
ტულ აშკარა სამხილებს. პირველი საუბარი მისის ოლივერთან, მა-
იკლ უეიმენის ნათქვამი რამდენიმე სიტყვა, საუბარი ნავმისადგომ-
ზე მოხუც მერდელთან – ძალზე მნიშვნელოვანი საუბარი, მის ბრუ-
ისის მრავლისმეტყველი ფრაზა, ეტიენ დე სუზას ჩამოსვლა.
სოფლის ფოსტის გვერდით სატელეფონო ჯიხური იდგა. პუარო
შევიდა და ნომერი აკრიფა – რამდენიმე წუთის შემდეგ ინსპექტორ
ბლანდს ელაპარაკებოდა.
– სად ხართ, მესიე პუარო?
– აქ, ნასიკოუმში.
– გუშინ დღისით ხომ ლონდონში იყავით?
– კარგი მატარებელი აქ სამ-ნახევარ საათში ჩამოდის, – შენიშ-
ნა პუარომ, – შეკითხვა მაქვს თქვენთან.

183
– დიახ?
– რას წარმოადგენს ეტიენ დე სუზას იახტა?
– მგონი, ვხვდები, რას ფიქრობთ, მესიე პუარო, მაგრამ გარწმუ-
ნებთ, იქ ყველაფერი რიგზეა. მასზე ვერავინ ვერაფერს დამალავს –
არც ყალბი ტიხრებია და არც მყუდრო ადგილები სამალავის მოსაწ-
ყობად. მას აუცილებლად აღმოვაჩენდით. ასე რომ, იქ გვამს ვერ და-
მალავდნენ.
– არა, mon cher, ეს არ მიგულისხმია. მე მხოლოდ გკითხეთ, რო-
გორი იახტაა – დიდია თუ პატარა?
– ოჰ, დიდებული რამეა. ალბათ, მთელი ქონება ღირს. ელეგან-
ტურია და ახალშეღებილი, ძვირფასი ხელსაწყოებით.
– ჩინებულია, ჩინებული, – თქვა პუარომ.
მის ხმაში ისეთი კმაყოფილება იგრძნობოდა, რომ ინსპექტორმა
ბლანდმა გაოცება ვერ დამალა.
– რისი თქმა გსურთ, მესიე პუარო? – ჰკითხა მან.
– ეტიენ დე სუზა მდიდარი კაცია, – მიუგო პუარომ, ეს ძალზე
მნიშვნელოვანია, ჩემო მეგობარო.
– რატომ? – დაინტერესდა ინსპექტორი ბლანდი. – ეს ჩემს ბო-
ლო ვარაუდს თანხვდება.
– მაშასადამე, ახალი იდეა გაგიჩნდათ?
– დიახ. როგორც იქნა. აქამდე ნამდვილი სულელივით ვიქცე-
ოდი.
– იმას გულისხმობთ, რომ ყველანი სულელურად ვიქცეოდით?
– არა, – თქვა პუარომ, – მხოლოდ ჩემს თავზე ვამბობ. ბედმა გა-
მიღიმა და ჩემ წინ მკაფიო კვალი აღმოჩნდა, მე კი ვერ შევამჩნიე.
– ახლა რამე კონკრეტული გაქვთ?
– დიახ.
– მომისმინეთ, მესიე პუარო...
მაგრამ პუარომ ყურმილი დაკიდა. მან ჯიბეებში მონეტები მოიჩ-
ხრიკა და ლონდონში დაურეკა მისის ოლივერს. მას მდივანმა უპა-
სუხა. პუარომ თავისი ვინაობა დაასახელა და სწრაფად დაამატა:
– თუ ლედი მუშაობს, ნუ შეაწუხებთ.

184
ახსოვდა, როგორ გაუნაწყენდა ერთხელ მისის ოლივერი, როგ-
ორ უსაყვედურა. რომ ფიქრის ძაფი გაუწყვიტა. შედეგად, მსოფლი-
ომ ვეღარ მიიღო საინტერესო რომანი, რომელიც ძველმოდური გრ-
ძელსახელოებიანი შალის ფუფაიკის საიდუმლოს შეეხებოდა, მაგ-
რამ პუაროს დელიკატურობამ სათანადო შეფასება ვერ დაიმსახუ-
რა.
– გსურთ მისის ოლივერთან საუბარი თუ არა? – ჰკითხეს დაჟი-
ნებით.
– დიახ, – მიუგო პუარომ და მისის ოლივერის შემოქმედებითი
გენია მსხვერპლად შესწირა თავის მოუთმენლობას. გულზე მოეშვა,
როდესაც მასის ოლივერის ხმა გაიგონა. ქალმა ბოდიშის მოხდა შე-
აწყვეტინა:
– რა კარგია, რომ დამირეკეთ. სწორედ ახლა ვაპირებდი წას-
ვლას მოხსენების გასაკეთებლად თემაზე „როგორ ვწერ წიგნებს“.
მდივანს ვეტყვი, დარეკოს და თქვას, რომ გადაუდებელი საქმე გა-
მომიჩნდა.
– მადამ, ნამდვილად არ ვაპირებდი თქვენთვის ხელის შეშლას...
– ძალიანაც კარგი, რომ შემიშალეთ, – მხიარულად მიუგო მისის
ოლივერმა,–თორემ სულელურ მდგომარეობაში ჩავიგდებდი თავს.
აბა, რა უნდა თქვა იმაზე, თუ როგორ წერ წიგნს? ცხადია, ჯერ რამე
უნდა მოიფიქრო და როცა მოიფიქრებ, თავს აიძულებ, რომ დაჯდე
და დაწერო. სულ ეს არის. ამის ასახსნელად სამ წუთზე მეტი არ დამ-
ჭირდებოდა და მოხსენებაც დამთავრდებოდა. სხვა რა უნდა მეთ-
ქვა? ვერ გამიგია, რატომ სურთ ასე ის ციან, რომ ავტორებმა, ასე
ვთქვათ, თავიანთ შემოქმედეგო პროცესზე ისაუბრონ. მწერალმა
უნდა წეროს და არ მოხსენებებით გამოდიოდეს.
– უნდა გითხრათ, რომ მეც სწორედ ამ შეკითხვის დასმას ვაპი-
რებდი, როგორ წერთ?
– თქვენ კი შეგიძლიათ შეკითხვის დასმა, მაგრამ არა მგონია,
პასუხის გაცემა შევძლო. უკვე ვთქვი, უბრალოდ, უნდა დაჯდე და წე-
რა დაიწყო. ერთი წუთით, იქ წასასვლელად ეს სულელური შლაპა
დავიხურე. უნდა მოვიხადო, სახეს მკაწრავს.

185
ერთ წუთის შემდეგ მისის ოლივერმა გაცილებით მშვიდი ხმით
დაიწყო ლაპარაკი:
– ჩვენს დროში შლაპა ერთგვარ სიმბოლოდ გადაიქცა,არა?
იმას ვგულისხმობ, რომ მას გონივრული მიზეზით აღარ იყენებენ.
მაგალითად, თავის გასათბობად, მზისგან დასაცავად. სახის დასა-
მალავად იმ ადამიანებისგან, როლებთანაც შეხვედრა არ სურთ. მა-
პატიეთ, მესიე პუარო, რა თქვით?
–არა, ეს მხოლოდ ეაკულაცია იყო. წარმოუდგენელია! – პუარო
აღტყინებას ვერ მალავდა, – ყოველთვის ჩინებულ იდეებს მაწვდით,
როგორც ჩემი მეგობარი ჰასტინგი, რომელიც წლებია, აღარ მინა-
ხავს. თქვენ ერთი ძალზე მნიშვნელოვანი შეკითხვის პასუხი მიკარ-
ნახეთ. თუმცა არ დამჭირდა ამაზე ლაპარაკი. მადამ, მე იმის გაგება
მინდოდა, ხომ არ იცნობთ რომელიმე მეატომე მეცნიერს.
– მეატომე მეცნიერს? – გაუკვირდა მისის ოლივერს, – სავსებით
შესაძლებელია... იმის თქმა მსურს, რომ რამდენიმე პროფესორს
ვიცნობ, მაგრამ არ ვიცი, რას საქმიანობენ.
– მიუხედავად ამისა, თქვენს თამაშში ერთი-ერთი ეჭვმიტანილი
მეატომე მეცნიერად გამოიყვანეთ.
– აი, თურმე რა ყოფილა! უბრალოდ, მინდოდა ფეხი ამეწყო თა-
ნამედროვეობისათვის. უნდა გითხრათ, რომ გასულ შობას საჩუქ-
რებს ვყიდულობდი ჩემი ძმისშვილებისთვის, მაგრამ დახლზე ვერა-
ფერი აღმოვაჩინე, გარდა სამეცნიერო-ფანტასტიკური წიგნებისა და
შესაბამისი სათამაშოებისა, როგორიც ზებგერითი თვითმფრინავე-
ბი და მისთანებია. როდესაც „იპოვე მსხვერპლის“ შექმნა დავიწყე,
გავიფიქრე, აჯობებს, პროგრესს არ ჩამოვრჩე და მთავარ ეჭვმიტა-
ნილად მეატომე მეცნიერი გამოვიყვანო-მეთქი. ბოლოს და ბოლოს,
თუ ტექნიკური ტერმინები დამჭირდებოდა, ყოველთვის შემეძლო
რჩევისთვის ალეკ ლეგისთვის მიმემართა.
– სალი ლეგის ქმრისთვის? ის მეატომეა?
– დიახ, ოღონდ ჰარუელიდან კი არა, უელსელია, კარდიფიდან
თუ ბრისტოლიდან. ისინი მხოლოდ შვებულების დროს ქირაობენ
კოტეჯს ჰელმში. დიახ, გამოდის, ვიცნობ მეატომე მეცნიერს.

186
– ალბათ, ნასჰაუსში მასთან შეხვედრამ გიკარნახათ იდეა მეატ-
ომე მეცნიერზე, არა? მაგრამ მისი ცოლი ხომ იუგოსლავიელი არ
არის.
– არა, – თქვა მისის ოლივერმა, – სალი ინგლისელია, ნამდვი-
ლი ინგლისელი. ამას თქვენც მიხვდებოდით.
– თუ ასეა, როგორ გაჩნდა თქვენს სცენარში იუგოსლავიელი
ცოლი?
– რაღა დაგიმალოთ და, არ ვიცი... შესაძლოა რომელიმე ემიგ-
რანტი გამახსენდა? ან სტუდენტი? მამულში ხომ ხშირად შემოდი-
ოდნენ ჰოსტელში მცხოვრები უცხოელი ქალიშვილები, რომლებიც
დამტვრეული ინგლისურით ლაპარაკობდნენ.
– გასაგებია... დიახ, ახლა ჩემთვის ბევრი რამეა გასაგები.
– დროა უკვე, – ჩაილაპარაკა მისის ოლივერმა.
– მაპატიეთ?
– მე ვთქვი, უკვე დროა–მეთქი, – თქვა მისის ოლივერმა, – კარ-
გა ხანია, ყველაფერი უნდა გაგერკვიათ, თქვენ კი ჯერაც ვერაფერი
დაადგინეთ, – ქალის ხმაში საყვედური გაისმა.
– ჩახლართული საქმეა, – თავი გაიმართლა პუარომ, – პოლი-
ციას თავგზა აებნა.
– ოჰ, ეს პოლიცია, – სინანულით თქვა მისის ოლივერმა, – აი,
ქალი რომ ხელმძღვანელობდეს სკოტლენ-დიარდს...
როგორც კი პუარომ მეგობრის საყვარელი ფრაზა გაიგონა,
მყისვე გააწყვეტინა:
– რთული საქმეა. ძალიან რთული, მაგრამ საიდუმლოდ გეტ-
ყვით – თითქმის მიზანთან ვარ!
ამ სიახლემ მისის ოლივერზე შთაბეჭდილება ვერ მოახდინა.
– გავბედავ და ვიტყვი, – თქვა მან, რომ ამასობაში ორი მკვლე-
ლობა მოხდა.
– სამი, – შეუსწორა პუარომ.
– სამი მკვლელობა? მესამე ვინ არის?
– მოხუცი, გვარად მერდელი.

187
– არაფერი მსმენია მასზე, – თქვა მისის ოლივერმა, – გაზეთებში
არ დაწერენ?
– არა, – მიუგო პუარომ, – ჯერჯერობით, ყველა თვლის, რომ
უბედური შემთხვევა მოხდა.
– სინამდვილეში კი ასე არ არის?
– არა. ის მოკლეს.
– მერედა, ვინ ჩაიდინა ეს? თუ ტელეფონით ვერ მეტყვით?
– ასეთ ამბებს ტელეფონით არ გადასცემენ, – დამრიგებლურად
თქვა პუარომ.
– თუ ასეა, ყურმილს ვკიდებ, – განაცხადა მისის ოლივერმა, –
არ მიყვარს გამოცანები.
– მოითმინეთ! – შესძახა პუარომ, – რაღაც უნდა მეკითხა... მაგ-
რამ კონკრეტულად რა...
– ასაკის ბრალია, – თანაუგრძნო მისის ოლივერმა, – ზოგჯერ
მეც მავიწყდება.
– რაღაც ისეთი... რაღაც დეტალი... მან ცოტათი შემაშფოთა...
ნავების ფარდულში ყოფნისას.
პუარომ გახსენება სცადა. კომიქსების დასტა. მათ მინდვრებზე
მარლენის დაწერილი ფრაზები. „ალბერტი დორინთან ერთად სე-
ირნობს“. ისეთი შეგრძნება ჰქონდა, თითქოს რაღაც გამორჩა და მი-
სის ოლივერისთვის უნდა ეკითხა. კონკრეტულად.
– გესმით ჩემი, მესიე პუარო? – მოუთმენლად ჰკითხა მისის
ოლივერმა.
ამ დროს სატელეფონო სადგურიდან დამატებითი თანხის გადახ-
და მოითხოვეს.
პუარომ ორი მონეტა ჩააგდო და თქვა:
– გესმით ჩემი, მისის ოლივერ?
– მშვენივრად მესმის, – მიუგო მისის ოლივერმა, – და მოდი, ნუ-
ღარ დავხარჯავთ ფულს იმის გასარკვევად, ვის როგორ ესმის. აბა,
რა მოხდა?
– რაღაც ძალზე მნიშვნელოვანი. გახსოვთ თქვენი თამაში?
– რა თქმა უნდა, ჩვენ ხომ ახლახან ვსაუბრობდით მასზე?

188
– საქმე ის არის, რომ ერთი დასანანი შეცდომა დავუშვი – არ წა-
ვიკითხე მისი მოკლე შინაარსი. როდესაც გაირკვა, რომ გოგონა მა-
რთლა მოკლეს, ამის თავი აღარ მქონდა და თურმე ტყუილუბრა-
ლოდ. ეს აღწერა ძალზე მნიშვნელოვანი დოკუმენტია. თქვენ შთა-
ბეჭდილებიანი ადამიანი ხართ, მადამ. თქვენზე ძლიერ გავლენას
ახდენს გარემო, ხალხი, რომელსაც ხვდებით, და ეს თქვენს შემოქ-
მედებაში აისახება. ეს, ასე ვთქვათ, ნედლეულია, რომლისგანაც
თქვენი ნაყოფიერი ტვინი პროდუქტს ქმნის.
– ძალზე მჭევრმეტყველურად ლაპარაკობთ, – შენიშნა მისის
ოლივერმა, – თუმცა ვერ ვხვდები, რისი თქმა გსურთ!
– იმის, რომ თქვენ ყოველთვის იმაზე მეტი იცოდით მკვლელო-
ბაზე, ვიდრე აცნობიერებდით. ახლა კი შეკითხვა, რომლის დასმაც
თქვენთვის მინდოდა. უფრო სწორად, ორი შეკითხვა, მაგრამ პირ-
ველი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია – როდესაც თამაშის გეგ-
მის შედგენა დაიწყეთ, თავიდანვე გადაწყვიტეთ „გვამის“ მოთავსე-
ბა ნავების ფარდულში?
– არა.
– სად უნდა ყოფილიყო ის, თქვენი აზრით?
– იმ სასაცილო პატარა ფანჩატურში, რომელიც თითქმის არ
ჩანს როდოდენდრონების მიღმა. გახსოვთ? ვთვლიდი, რომ ის ყვე-
ლაზე შესაფერისი ადგილი იყო, მაგრამ შემდეგ ვიღაცამ – ზუსტად
ვერ ვიხსენებ, ვინ – „კაპრიზი“ აიჩემა. სულელური აზრი! შესაძლოა
ნებისმიერი მონაწილე შესულიყო იქ შემთხვევით და გვამს წას-
წყდომოდა. აბა, რისთვის ვწვალობდი და ვიგონებდი ამ გასაღებე-
ბს? არა, ზოგიერთ ადამიანს სულ არ უმუშავებს თავი. ბუნებრივია,
კატეგორიულად შევეწინააღმდეგე „კაპრიზს“.
– და სანაცვლოდ ნავების ფარდულს დათანხმდით?
– დიახ. არაფერი მქონდა ფარდულის საწინააღმდეგო, თუმცა,
ჩემი აზრით, ფანჩატური ჯობდა.
– ალბათ. მაშინ თქვენ საკმაოდ დეტალურად მიამბეთ ყველა გა-
საღებზე. ერთი რაღაც ვერ გავიგე – თუ გახსოვთ, მითხარით, რომ

189
მარლენს კომიქსები დაუტოვეთ თავის შესაქცევად, ერთ-ერთ მათ-
განზე კი გასაღები დაწერეთ.
– ცხადია. მახსოვს.
– მითხარით, ეს რამე ამგვარი ხომ არ იყო (მან მეხსიერება და-
ძაბა და იმ მომენტს დაუბრუნდა, როცა იდგა და ბატიფეხურად დაწე-
რილ ფრაზებს კითხულობდა): „ალბერტი დორინთან ერთად სეირ-
ნობს“; „ჯორჯი პორჯი ტურისტებს კოცნის ტყეში“; „პიტერი გოგოებს
ჩქმეტს კინოში“?
– არა, ღმერთო ჩემო, – თქვა, ცოტა არ იყოს, განცვიფრებულმა
მისის ოლივერმა, – რა სისულელეა. არა, მასზე პირდაპირი მინიშ-
ნება ეწერა, – მან ხმას დაუწია და შეთქმულის კილოთი ჩაიჩურჩუ-
ლა, – „ჩაიხედე ტურისტის ზურგჩანთაში“.
– Epatant! 14– შესძახა პუარომ, – Epatant! რა თქმა უნდა, კომიქსი
ასეთი წარწერით უნდა მოეშორებინათ, თორემ შესაძლოა რამე
იდეისკენ ებიძგა.
– ზურგჩანთა, ბუნებრივია, იატაკზე იდო გვამის გვერდით და...
– დიახ, მაგრამ მე მეორე ზურგჩანთა მაინტერესებს... – თავგზა
ამიბნიეთ თქვენი ზურგჩანთებით, – დაიწუწუნა მისის ოლივერმა, –
ჩემს სცენარში მხოლოდ ერთი ზურგჩანთა იყო. გაინტერესებთ, რა
იდო მასში?
– არავითარ შემთხვევაში, – მიუგო პუარომ და სწრაფად, თავა-
ზიანად დაამატა, – ცხადია, სიამოვნებით მოვისმენდი, მაგრამ...
მისის ოლივერმა ყურადღება არ მიაქცია ამ „მაგრამს“.
– ვფიქრობ, ძალზე მახვილგონივრულად გამოვიდა, – განაცხა-
და ავტორის სიამაყით, – მარლენის, ანუ იუგოსლავიელი ცოლის
ზურგჩანთაში იდო... მიჰყვებით ჩემს აზრს?
– დიახ, დიახ! – მგზნებარედ მიუგო პუარომ, რომელმაც იგრძნო,
რომ კვლავ ნისლში ეხვეოდა.
– მაშ, ასე, მასში იდო საწამლავიანი შუშა, რომლითაც სოფლის
სკვაირმა თავისი ცოლი მოწამლა. იუგოსლავიელი ქალიშვილი

14
საოცარია (ფრანგ)

190
მედდის პროფესიას ეუფლებოდა და სწორედ მაშინ აღმოჩნდა სახ-
ლში, როდესაც პოლკოვნიკმა ბლანტმა თავისი მეუღლე ფულის გა-
მო მოწამლა. მედდამ შუშა აიღო და გადამალა, შემდეგ დაბრუნდა
და კაცის შანტაჟი დაიწყო. მან კი, ცხადია, ის მოკლა. აბა, ემთხვევა,
მესიე პუარო?
– რას ემთხვევა?
– თქვენს ვარაუდს.
– არა, – მიუგო პუარომ და სწრაფად დაამატა, – თუმცა მაინც გი-
ლოცავთ, მადამ. დარწმუნებული ვარ, ისეთი გენიალური თამაში
შექმენით „იპოვე მსხვერპლის“ სახით, რომ ვერავინ შეძლო მთავა-
რი პრიზის მოგება.
– როგორ არა, – შეეპასუხა მისის ოლივერი, – თუმცა ეს დაახ-
ლოებით შვიდი საათისთვის მოხდა. ის ძალზე ჯიუტ, ხანდაზმულ,
ერთი შეხედვით, გამოჩერჩეტებულ ლედის ერგო. მან ყველა გასა-
ღებს მიაგნო და ტრიუმფალურად შევიდა ნავების ფარდულში, სა-
დაც პოლიცია დახვდა. ვფიქრობ, დღესასწაულზე მყოფთაგან მან
ყველაზე ბოლოს შეიტყო მკვლელობის ამბავი. მას მაინც გადასცეს
პრიზი, – მან კმაყოფილებით დაამატა, – ის საზიზღარი ჭორფლიანი
ყმაწვილი კი, რომელმაც ჩემზე თქვა, სვავივით სვამსო, კამელიების
ყვავილნარსაც ვერ გასცდა.
– მადამ, იმედია, ოდესმე დაწვრილებით მიამბობთ მთელ ამ ამ-
ბავს.
– უნდა გითხრათ, რომ წიგნის დაწერას ვაპირებ ამაზე, – თქვა
მისის ოლივერმა, – დასანანი იქნება, ასეთი მასალა რომ არ გამო-
ვიყენო.
აქ აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ როდესაც სამი წლის
შემდეგ ერკიულ პუარო არიადნა ოლივერის ახალ რომანს, სახელ-
წოდებით „ქალი ტყეში“, კითხულობდა, ვერაფრით მიხვდა, რატომ
ეცნო ზოგიერთი პერსონაჟი და მოვლენა.

191
მზე უკვე ჩადიოდა, როდესაც პუარო მიუახლოვდა „მილ-კო-
ტეჯს“, რომელსაც იქაურები სხვა სახელით მოიხსენიებდნენ, კერ-
ძოდ, „ვარდისფერი კოტეჯი ლოდერკრიკზე“. მან კარზე დააკაკუნა.
ის ისე მოულოდნელად გაიღო, რომ პუარო შეკრთა. სახემოღუშუ-
ლი ახალგაზრდა კაცი ერთხანს დაჟინებით მიაჩერდა – როგორც
ჩანს, ვერ იცნო. შემდეგ ჩაიცინა და თქვა:
– გამარჯობა, ბატონო მაძებარო. შემოდით, მესიე პუარო. ბარგს
ვალაგებ.
პუარომ მიპატიჟება მიიღო და კოტეჯში შევიდა. შიგნით უბრა-
ლო, იაფფასიანი ავეჯი იდგა, თანაც ცოტა. სამაგიეროდ, ყველგან
ეყარა ალეკ ლეგის პირადი ნივთები – წიგნები, ქაღალდები და ტან-
საცმელი. იატაკზე გახსნილი ჩემოდანი იდო.
– ოჯახი საბოლოოდ დაიშალა, – განაცხადა ალეკ ლეგმა, – სა-
ლი წავიდა. ალბათ, გაიგებდით.
– არა, არ ვიცოდი.
ალეკ ლეგმა კვლავ ჩაიცინა.
– სასიამოვნოა, რომ არსებობს რაღაც, რაც არ იცით. დიახ, სა-
ლის მოჰბეზრდა ცოლქმრული ცხოვრება. აპირებს, თავისი ბედი იმ
ვულგარულ არქიტექტორს დაუკავშიროს.
– სამწუხაროა ამის მოსმენა, – უთხრა პუარომ.
– ვერ ვხვდები, თქვენ რა გადარდებთ.
– ვწუხვარ, – თქვა პუარომ, ფრთხილად გასწია წიგნები და პე-
რანგი და დივნის კიდეზე ჩამოჯდა, – ვინაიდან არა მგონია, მასთან
უფრო ბედნიერი იყოს, ვიდრე თქვენთან.
– ბოლო ნახევარი წელი ჩვენი ცხოვრება არაფრით ჰგავდა იდი-
ლიურს.

192
– ნახევარი წელი – არაფერია, – მიუგო პუარომ, – ძალზე მოკ-
ლე ვადაა იმასთან შედარებით, რაც შესაძლოა ხანგრძლივ და ბედ-
ნიერ ცოლქმრულ ცხოვრებად გადაქცეულიყო.
– მღვდელივით ლაპარაკობთ.
– შესაძლოა. მისტერ ლეგ, ნება მომეცით რაღაც გითხრათ: ის,
რომ თქვენი ცოლი ბედნიერი არ იყო თქვენთან, თქვენი ბრალი უფ-
როა, ვიდრე მისი.
– ისიც ზუსტად ასე ფიქრობს. მხოლოდ მე ვარ ყველაფერში დამ-
ნაშავე.
– ცხადია, ყველაფერში – არა, მხოლოდ ზოგიერთ საკითხში.
– აბა, მომდექით! ყველაფერი მე დამაბრალეთ. ჯობდა, თავი და-
მეხრჩო იმ წყეულ მდინარეში – ერთბაშად დავისვენებდი.
პუარომ ჩაფიქრებით შეხედა მას.
– მიხარია, – თქვა მან, რომ ახლა საკუთარი პრობლემები უფრო
გაწუხებთ, ვიდრე სამყაროს არასრულყოფილება.
– ჯანდაბას თქვენი სამყარო! – შესძახა ალეკ ლეგმა და სინანუ-
ლით დაამატა, – როგორც ჩანს, ნამდვილი იდიოტი გამოვდექი.
– ამისგან არავინ არის დაზღვეული, – მიუგო პუარომ, – ჩემი აზ-
რით, თქვენ თანაგრძნობას უფრო იმსახურებთ, ვიდრე საყვედურს.
ალეკ ლეგი პუაროს მიაშტერდა.
– ვინ დაგიქირავათ ჩემს სათვალთვალოდ? – იკითხა მან, – სა-
ლიმ?
– რატომ ფიქრობთ ასე?
– იმიტომ, რომ ოფიციალურად არაფერი მომხდარა. ჰოდა, და-
ვასკვენი, რომ კერძო საქმეზე მოხვედით ჩემთან.
– ცდებით, – უთხრა პუარომ, – არასოდეს მითვალთვალია თქვ-
ენთვის. როდესაც აქ ჩამოვედი, არც ვიცოდი, თუ არსებობდით.
– აბა, რა იცით, რომ უბედური ვარ, რომ სულელურად მოვიქეცი?
– დაკვირვებისა და ფიქრის შედეგად, – თქვა პუარომ, – თუ ნე-
ბას მომცემთ, ჩემს ვარაუდს მოგახსენებთ, თქვეკი მითხარით, მარ-
თალი ვარ თუ არა, კარგი?
– ივარაუდეთ, რამდენიც გნებავთ, – განაცხადა ალეკ ლეგმა, –

193
ოღონდ იმის იმედი ნუ გექნებათ, რომ ამ თამაშში აგყვებით.
– ვფიქრობ, – დაიწყო პუარომ, – რამდენიმე წლის წინათ ინტერ-
ესი და სიმპათია გაგიჩნდათ ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის მი-
მართ, ისევე, როგორც ბევრ სხვა ახალგაზრდას სამეცნიერო სფერ-
ოდან. თქვენს პროფესიაში მსგავს სიმპათიებსა და მიდრეკილებე-
ბს, ბუნებრივია, ეჭვის თვალით უყურებენ. არა მგონია, სერიოზულ-
ად ყოფილიყავით კომპრომეტირებული, თუმცა, როგორც ვხვდები,
თქვენზე ზეწოლა დაიწყეს, რაც არ მოგეწონათ. სცადეთ, თქვენი წე-
სებით გემოქმედათ და დაგემუქრნენ. იძულებული გახდით, აქაც კი
შეხვედროდით ვიღაცას. არ ვიცი იმ ადამიანის სახელი – ჩემთვის ის
კუსპერანგიანი ახალგაზრდა კაცია…
უეცრად ალეკ ლეგმა გადაიხარხარა.
– ვფიქრობ, სპეციალურად ჩააცვეს ის პერანგი, რათა დაეცინათ
იმ მელანქოლიის გამო, რომელმაც მაშინ შემიპყრო.
ერკიულ პუარომ განაგრძო:
– დიახ. სწორედ ამ მელანქოლიამ, აგრეთვე, სამყაროსა და სა-
კუთარ შემოქმედებით ბედზე ზრუნვამ გადაგაქციათ ისეთ ადამი-
ანად, რომლის გვერდითაც, მაპატიეთ, მაგრამ ვერცერთი ქალი ვერ
იქნებოდა ბედნიერი. ამასთან, არც ცოლს ენდობოდით... და სულ
ტყუილუბრალოდ, ვინაიდან, როგორც მივხვდი, ბუნებით ერთგული
ქალია. მას რომ თქვენი სასოწარკვეთილებისა და განცდების შესა-
ხებ სცოდნოდა, მთელი გულით თქვენ გვერდით იქნებოდა, მაგრამ
თქვენ ამაყად დუმდით და მანაც, უნებლიეთ, თავის ყოფილ მეგო-
ბარს, მაიკლ უეიმენს შეგადარათ. ეს შედარება ნამდვილად არ იყო
თქვენს სასარგებლოდ.
პუარო წამოდგა.
– მისტერ ლეგ, გირჩევთ, სასწრაფოდ გაემზადოთ და დაუყოვ-
ნებლივ გაემგზავროთ ლონდონში, თქვენს მეუღლესთან. ყველაფე-
რი უამბეთ, რაც გადაიტანეთ, და პატიება სთხოვეთ.
– აი, თურმე რას მირჩევთ, – ალეკ ლეგმა ცალყბად ჩაიცინა, –
მაგრამ, დალახვროს ეშმაკმა, რა საქმე გაქვთ ჩემს პრობლემებ-
თან?

194
– არავითარი, – მიუგო პუარომ და კარისკენ გაემართა, – ოღო-
ნდ გაითვალისწინეთ: მე არასოდეს ვცდები.
წუთით დუმილი ჩამოვარდა. შემდეგ ალეკ ლეგმა გადაიხარხა-
რა.
– უნდა გითხრათ, – მიმართა პუაროს, როდესაც დამშვიდდა, –
რომ ვისარგებლებ თქვენი რჩევით. განქორწინება საშინლად ძვირი
სიამოვნებაა. გარდა ამისა, თუ არ შეგიძლია იმ ქალის შეჩერება,
რომელიც შენთვისაა შექმნილი... არის ამაში რაღაც დამამცირებე-
ლი, არა? დიახ, მას ჩელსიში მივაკითხავ და თუ მაიკლი იქ დამხვდე-
ბა, ვტაცებ ხელს იმ ესთეტს თავის ჭრელ ჰალსტუხში და ისე შევაჯან-
ჯღარებ, რომ ყველაფერს დავავიწყებ. ამას სიამოვნებით გავაკე-
თებ. დიდი სიამოვნებით.
უეცრად სახე მომხიბლავმა ღიმილმა გაუნათა.
– მაპატიეთ ჩემი საზიზღარი საქციელი... და დიდი მადლობა, –
თქვა მან და ისე ღონივრად დაჰკრა პუაროს მხარზე ხელი, რომ ის
შექანდა და კინაღამ წაიქცა.
ალეკ ლეგის „მეგობრული“ საქციელი „საზიზღარზე“ გაცილე-
ბით საგრძნობი აღმოჩნდა. …
„მილ-კოტეჯიდან“ გამოსულმა პუარომ ჩამობნელებულ ცას ახე-
და.
– ახლა საით? – ჩაილაპარაკა მან და კოჭლობით გაშორდა იქაუ-
რობას.

195
როდესაც ერკიულ პუარო კაბინეტში შევიდა, პოლიციის უფროს-
მა და ინსპექტორმა ბლანდმა ცნობისმოყვარეობით შეხედეს. პო-
ლიციის უფროსი უხასიათოდ იყო. მხოლოდ ბლანდის დაჟინებამ
ათქმევინა მას უარი საღამოს დაგეგმილ სადილზე. მათ შორის და-
ახლოებით ასეთი საუბარი შედგა:
– ვიცი, ბლანდ, ვიცი, – გაღიზიანებული კილოთი თქვა პოლიცი-
ის უფროსმა, – შესაძლოა თქვენი პატარა ბელგიელი ოდესღაც მარ-
თლა იყო ჯადოქარი, მაგრამ მისი დრო წავიდა, მეგობარო. რამდენი
წლის იქნება?
ბლანდი ერთხანს დელიკატურად დუმდა, მით უმეტეს, რომ არ
იცოდა, რა ეპასუხა – პუარო ყოველთვის საგულდაგულოდ მალავ-
და თავის ასაკს.
– მთავარია, რომ იქ იმყოფებოდა, – ჯიუტად უთხრა თავის უფ-
როსს, – ჩვენ კი ყრუ კედელთან ვდგავართ. ჩიხში ვართ.
უკმაყოფილო პოლიციის უფროსმა ცხვირი მოიხოცა.
– ვიცი, ვიცი. ლამის დავუჯერო მისის მასტერტონს: იქნებ მარ-
თლა მანიაკი იყო? მეძებრების ჩართვაზეც თანახმა ვარ, ოღონდ
სად მივიყვანოთ.
– წყალზე კვალი არ რჩება. ასე რომ, მეძებრები კვალს ვერ აი-
ღებენ.
– გასაგებია. ვიცი, რასაც ფიქრობთ, ბლანდ, და ნაწილობრივ კი-
დეც გეთანხმებით, მაგრამ მოტივი... არავითარი მინიშნება მოტივ-
ზე.
– მოტივი შესაძლოა აქედან შორს იყოს – კუნძულებზე.
– მაშასადამე, თქვენი აზრით, შესაძლოა ლედი სტაბსმა რაღაც
იცოდა დე სუზაზე? დიახ, ამას ვერ გამოვრიცხავთ. მისი გონებრივი

196
შესაძლებლობების გათვალისწინებით კი... ყველა ამბობს, რომ მო-
სულელო ქალი იყო. შეეძლო ეს ნებისმიერ დროს წამოეროშა ვინ-
მესთან. ამას გულისხმობდით?
– რაღაც ამგვარს.
– თუ ასეა, ჩნდება შეკითხვა, თუ რას ელოდებოდა ამდენ ხანს და
რატომ არ გააკეთა ეს უფრო ადრე?
– სერ, შესაძლოა არ იცოდა, სად და რა ვითარებაში იმყოფებო-
და ქალი. მისი თქმით, შემთხვევით წაიკითხა გაზეთში, მაღალი სა-
ზოგადოების ქრონიკაში, ნასჰაუსსა და მის მშვენიერ châtelaine–ზე,
– აქ ბლანდმა საკუთარ თავს გადახვევის უფლება მისცა, – ამ ვერ-
ცხლის ძეწკვებით ჩვენი ბებიები ქამარზე იმაგრებდნენ სხვადასხვა
ნივთს. სხვათა შორის, კარგი იდეაა. ამის გაკეთება არც ზოგიერთ
გულმავიწყ ქალს აწყენდა, თორემ სად აღარ ტოვებენ თავიანთ
ხელჩანთებს. თუ არ ვცდები, châtelaine მამულის დიასახლისს ნიშ-
ნავს ქალების ჟარგონზე. შესაძლოა არც მოუტყუებია და მართლა
ცოტა ხნის წინათ გაიგო, სად იყო მისი ბიძაშვილი და ვის გაჰყვა ცო-
ლად.
– შემდეგ კი დაუყოვნებლივ ავიდა იახტაზე და მის მოსაკლავად
გამოეშურა! ეს არადამაჯერებელია, ბლანდ. აშკარად ყურით მოთ-
რეულს ჰგავს.
– მაგრამ ხომ შესაძლებელია. სერ?
– დალახვროს ეშმაკმა! ისეთი რა უნდა სცოდნოდა მის ბიძაშ-
ვილს?
– გახსოვთ, რა უთხრა ქალია თავის ქმარს? „ის ხალხს კლავს“.
– ფიქრობთ მას რომელიღაც მკვლელობა გაახსენდა? ის ხომ
მხოლოდ თხუთმეტი წლის იყო მაშინ! გგონიათ, ვინმე სერიოზულად
აღიქვამდა მის სიტყვებს? ქმარი ამას ხუმრობად მიიღებდა.
– ჩვენ არ ვიცით ფაქტები, კვლავ ჯიუტად თქვა ბლანდმა, – მო-
გეხსენებათ, სერ, როდესაც ზუსტად იციან, რომ ვინმემ დანაშაული
ჩაიდინა, მტკიცებულებების ძებნაც შეიძლება და მათი მოპოვებაც.
– ჩვენ მოვიძიეთ ინფორმაცია დე სუზაზე... ფარულად... ჩვენი
არხებით – ის სუფთაა.

197
– იქნებ იმ უცნაურმა ბელგიელმა რამეს მიაგნო. ის ხომ სწორედ
მაშინ იმყოფებოდა მამულში. ეს ძალზე მნიშვნელოვანია. ლედი
სტაბსსაც ესაუბრა და შესაძლოა მისი სიტყვებიდან რამე დასკვნა
გამოიტანა. გაითვალისწინეთ, რომ მან ნასიკოუმში გაატარა დღე-
ვანდელი დღის უმეტესი ნაწილი.
– და თქვენ დაგირეკათ იმის გასაგებად, თუ როგორ იახტას ფლ-
ობდა მისტერ დე სუზა?
– დიახ, როცა პირველად დარეკა, მეორე ჯერზე კი ამ შეხვედრის
მოწყობა მთხოვა.
– გასაგებია, – პოლიციის უფროსმა საათს შეხედა, – თუ ხუთ
წუთში არ მოვა…
ზუსტად ამ დროს გამოჩნდა ერკიულ პუარო. ის ყოველთვის გა-
მოირჩეოდა უზადო გარეგნობით, თუმცა ამჯერად საპირისპიროს
თქმა შეიძლებოდა. დევონის ნესტიანი ჰავისგან ულვაშის ბოლოები
ჩამოშვებოდა, ლაქის ფეხსაცმელები ტალახით დასვროდა, კოჭ-
ლობდა, თმა გასწეწოდა.
– აი, თქვენც მოხვედით, მესიე პუარო, – უთხრა პოლიციის უფ-
როსმა და ხელი ჩამოართვა, – მოუთმენლად, ცნობისმოყვარეობით
ველოდებით, რას გვიამბობთ.
მის ხმაში მსუბუქი ირონია გაისმოდა, მაგრამ ერკიულ პუარო,
მიუხედავად იმისა, რომ საშინელ დაღლილობას გრძნობდა, იმ ხა-
სიათზე არ იყო, რომ ამაზე გაემახვილებინა ყურადღება.
– ვერ გამიგია, – თქვა მან, – აქამდე როგორ ვერ მივხვდი ყველ-
აფერს.
– იმის თქმა გსურთ, რომ ახლა ყველაფერი იცით? – ცივად ჰკით-
ხა პოლიციის უფროსმა.
– დიახ. რამდენიმე დეტალი დარჩა, მაგრამ სქემა ცნობილია.
– ჩვენთვის სქემა საკმარისი არ არის, – იმავე კილოთი თქვა პო-
ლიციის უფროსმა, – მტკიცებულებები გვჭირდება. მტკიცებულებები
თუ გაქვთ, მესიე პუარო?
– შემიძლია გითხრათ, სად ეძებოთ – კონკრეტულად, რა უნდა
ვეძებოთ? – ვეღარ მოითმინა ინსპექტორმა ბლანდმა.

198
– ისინი.
პუარო მისკენ შეტრიალდა.
– ვფიქრობ, დე სუზა უკვე გაემგზავრა ინგლისიდან, არა?
– ორი კვირის წინათ, – მიუგო ბლანდმა და გულდაწყვეტილმა
დაამატა, – გაჭირდება მისი ჩამოყვანა.
– უნდა დავარწმუნოთ.
– დავარწმუნოთ? მაშასადამე, არ არსებობს საკმარისი მტკიცე-
ბულება ექსტრადიციის ორდერის გასაცემად?
– ეს საკითხი არ უკავშირდება ექსტრადიციის ორდერს. თუ მას
ფაქტებს წარვუდგენთ...
– რომელ ფაქტებს, მესიე პუარო? – ჰკითხა, ცოტა არ იყოს, გა-
ღიზიანებულმა პოლიციის უფროსმა, – რა ფაქტებია, რომლებზეც
ასე თამამად ლაპარაკობთ?
– ის ფაქტი, რომ ეტიენ დე სუზა აქ მდიდრული იახტით ჩამოვიდა,
მოწმობს, რომ ძალზე შეძლებული ოჯახიდანაა; ის ფაქტი, რომ მო-
ხუცი მერდელი მარლენ ტაკერის ბაბუა იყო (რაც მხოლოდ დღეს შე-
ვიტყვე); ის ფაქტი, რომ ლედი სტაბსს კულის სტილის შლაპის ტარე-
ბა უყვარდა; ის ფაქტი, რომ მისის ოლივერს, უსაზღვრო წარმოსახ-
ვის უნარის მიუხედავად, შეუძლია ზუსტად განსაზღვროს, რას წარ-
მოადგენს ესა თუ ის ადამიანი, თუმცა ამას ინტუიციურად აკეთებს;
ის ფაქტი, რომ მარლენ ტაკერი პომადასა და სუნამოს მალავდა თა-
ვის უჯრაში; ის ფაქტი, რომ მის ბრუისის მტკიცებით, მას ლედი სტაბ-
სმა სთხოვა, ლანგრით წაეღო ღვეზელი და ხილის წვენი მარლენ ტა-
კერისთვის ნავების ფარდულში.
– ეს არის თქვენი ფაქტები? – პოლიციის უფროსი გაოცებული
მიაჩერდა პუაროს, – მხოლოდ ამის თქმა გსურდათ ჩვენთვის? მე-
რედა, რა არის ახალი მათში?
– თქვენ გერჩივნათ მტკიცებულება... კონკრეტული მტკიცებუ-
ლება... როგორიც, ვთქვათ... ლედი სტაბსის გვამია?
ამჯერად ბლანდი მიაჩერდა პუაროს.
– ლედი სტაბსის გვამი იპოვეთ?

199
– არა, მაგრამ ვიცი, სად არის დამალული. როდესაც მას მიაგ-
ნებთ, მტკიცებულებაც გექნებათ საკმარისზე შეტი მტკიცებულება.
ვინაიდან ერთადერთ ადამიანს შეეძლო მისი იმ ადგილას დამალვა.
– ვინ არის ის ადამიანი?
ერკიულ პუარომ გაიღიმა. ასეთი კმაყოფილი სახე აქვს კატას ნა-
ღებით სავსე ჯამის მოსუფთავების შემდეგ.
– ის, ვინც ყველაზე ხშირად არის ხოლმე მკვლელი – ჩაილაპა-
რაკა ხმადაბლა, – ქმარი. სერ ჯორჯ სტაბსმა მოკლა თავისი ცოლი.
– შეუძლებელია, მესიე პუარო. ვიცით, რომ ეს შეუძლებელია.
– არა. – უთხრა პუარომ, – სულაც არ არის შეუძლებელი! ახლა
კი მომისმინეთ, რას გეტყვით.

200
ერკიულ პუარო მცირე ხნით შეჩერდა შეჭედილ რკინის ჭიშკარ-
თან. უყურებდა, როგორ ცვიოდა მიხვეულ-მოხვეულ ხეივანში აქა–
იქ შემორჩენილი მოყავისფრო-ოქროსფერი ფოთლები. ციკლამე-
ნებსაც გასვლოდათ ყავლი.
პუარომ ამოიოხრა, პატარა, თეთრი, პილასტრებიანი სახლისკენ
შეუხვია და მსუბუქად დააკაკუნა კარზე.
მალე ძალზე ნელი და გაუბედავი ნაბიჯების ხმა მოესმა. როდე-
საც მისის ფოლიატმა კარი გაუღო, პუაროს აღარ გაჰკვირვებია მისი
კიდევ უფრო დაბერებული და გამხდარი სახის დანახვა.
– მესიე პუარო? – თქვა ქალმა, – კვლავ თქვენ ხართ?
– შეიძლება შემოვიდე?
– რა თქმა უნდა.
მასპინძელმა სტუმარს ჩაი შესთავაზა, მაგრამ უარი მიიღო.
– რატომ მოხვედით? – იკითხა მისის ფოლიატმა.
– ვფიქრობ, იცით, რატომაც, მადამ.
– ძალიან დავიღალე. – ორჭოფულად თქვა ქალმა.
– ვიცი, – უთხრა პუარომ და განაგრძო, – უკვე სამი ადამიანი
მოკლეს: ჰეთი სტაბსი, მარლენ ტაკერი და მოხუცი მერდელი.
– მერდელი? – მკვეთრად იკითხა მისის ფოლიატმა, – ის უბედურ
შემთხვევას ემსხვერპლა, ნავმისადგომიდან გადავარდა. ძალიან
მოხუცი იყო, ნახევრად ბრმა, თან ზომაზე მეტი დალია ლუდხანაში.
– ეს არ ყოფილა უბედური შემთხვევა. მერდელმა ძალიან ბევრი
იცოდა.
– რა იცოდა?
– ვიღაც იცნო. ან სიარულის მანერით, ან ხმით, ან სახე გაახსენ-
და... მოკლედ, იცნო. მე ჩემი აქ ჩამოსვლის დღესვე ველაპარაკე
მას. ბევრი მიამბო თქვენს ოჯახზე – თქვენს მამამთილზე. ქმარზე...

201
ვაჟიშვილებზე, რომლებიც ომში მოკლეს, ოღონდ ორივე არ მოუკ-
ლავთ, ხომ ასეა? ჰენრი გემის ჩაძირვის შემდეგ ზღვაში დაიხრჩო,
უმცროსი, ჯეიმზი, არ მოუკლავთ. ის დეზერტირი გახდა. თავდაპირ-
ველად შეგატყობინეს, რომ უგზოუკვლოდ დაიკარგა თუ მოკლეს,
თქვენ კი ყველას ეუბნებოდით, რომ მოკლეს. ამაში არავის შეჰპარ-
ვია ეჭვი. ან რატომ უნდა შეჰპაროდა?
პუარო ერთხანს დუმდა, შემდეგ განაგრძო:
– არ გეგონოთ, მადამ, რომ არ თანაგიგრძნობთ. მძიმე ცხოვრე-
ბა გამოიარეთ. არავითარი ილუზია არ გქონდათ თქვენს უმცროს
ვაჟიშვილთან დაკავშირებით, მაგრამ ის თქვენი შვილი იყო და გიყ-
ვარდათ. ყველაფერი გააკეთეთ, რომ ახალი ცხოვრება დაეწყო.
იმავდროულად, მეურვეობდით ქალიშვილს, სულელს, მაგრამ ძა-
ლიან მდიდარს. დიახ, ძალიან მდიდარს. თქვენ ამბობდით, რომ
მისმა მშობლებმა მთელი ქონება დაკარგეს, რომ ქალიშვილი ღა-
რიბი იყო და ურჩიეთ, მდიდარ, თუმცა მასზე გაცილებით უფროს
კაცს გაჰყოლოდა ცოლად. რატომ არ უნდა დაეჯერებინათ თქვენი
ნათქვამი? მით უმეტეს, რომ ეს არავის ადარდებდა – მას ხომ მშობ-
ლებიც მოუკლეს და ყველა ახლო ნათესავიც. პარიზელი ადვოკატე-
ბი სან-მიგელის ადვოკატების განკარგულების თანახმად მოქმე-
დებდნენ. გათხოვების შემდეგ მემკვიდრეობით მიღებული ქონება
მის განკარგულებაში გადადიოდა. ქალიშვილი, როგორც თვითონ-
ვე მითხარით, დამჯერი, ნაზი და დამყოლი იყო. ყველაფერს აწერდა
ხელს, რასაც ქმარი სთხოვდა. ფასიანი ქაღალდები, ალბათ, ბევ-
რჯერ გადაიცვალა და გადაიყიდა. ბოლოს სასურველი შედეგიც
დადგა. სერ ჯორჯ სტაბსი – ახალი სახე, რომელიც თქვენმა ვითომ-
და მკვდარმა შვილმა მიიღო – მდიდარი კაცი გახდა, მისი ცოლი კი
– ჯიბეგაფხეკილი. შეგიძლიათ საკუთარ თავს „სერ“ უწოდოთ, ეს
დანაშაული არ არის, კანონი არ კრძალავს ამას, თუკი ამ საფარქვეშ
რამე უკანონო არ ხდება, როგორიც, მაგალითად, სხვისი ფულის
მოტყუებით მითვისებაა. ტიტული თავდაჯერებას მატებს ადამიანს.
ის კეთილშობილურ წარმოშობას თუ არა, სიმდიდრეს მაინც გულის-
ხმობს... და აი, გამდიდრებული და დაბერებული სერ ჯორჯ სტაბსი,

202
რომელიც სრულიად აღარ ჰგავს უგზოუკვლოდ დაკარგულ ახალ-
გაზრდას, თანაც წვერი აქვს მოშვებული გარეგნობის ბოლომდე შე-
საცვლელად, ნასჰაუსს ყიდულობს და იქ სახლდება, სადაც დაიბადა
და სადაც ბავშვობის შემდეგ აღარ ყოფილა. საშინელმა ომმა აღა-
რავინ დატოვა ცოცხალი, ვინც მის ცნობას შეძლებდა... მაგრამ მო-
ხუცმა მერდელმა მაინც იცნო. ის გულში ინახავდა ამ საიდუმლოს,
თუმცა როდესაც ეშმაკური სახით მითხრა. ფოლიატები ყოველთვის
იქნებიან ნასჰაუსშიო, მივხვდი, რომ ამ სიტყვებში ფარული, მხო-
ლოდ მისთვის გასაგები აზრი იდო. მოკლედ, ყველაფერი კარგად
აეწყო – ასე ფიქრობდით თქვენ. დარწმუნებული ვარ. მეტი არც არა-
ფერი გინდოდათ – თქვენს შვილს სიმდიდრეც ჰქონდა და საკუთარი
საგვარეულო მამულიც. მისი ცოლი კი, მართალია, ცოტას წაისულე-
ლებდა, სამაგიეროდ, ლამაზი, დამჯერი და ახალგაზრდა იყო. იმედი
გქონდათ. რომ თქვენი შვილი გულკეთილობას გამოიჩენდა, ის კი
ბედნიერად იგრძნობდა თავს.
– დიახ. დარწმუნებული ვიყავი, ასეც იქნებოდა. მე ჰეთის მოვუვ-
ლიდი, მასზე ვიზრუნებდი, – ჩაილაპარაკა მისის ფოლიატმა, – ვე-
რასოდეს წარმოვიდგენდი...
– ვერასოდეს წარმოიდგენდით (ვინაიდან თქვენი შვილი საგულ-
დაგულოდ გიმალავდათ), რომ როდესაც ჰეთიზე დაქორწინდა, მას
უკვე ჰყავდა ცოლი. დიახ, ჩვენ მოვიძიეთ შესაბამისი მტკიცებულე-
ბები, ვინაიდან ვიცოდით, რომ ისინი უნდა ყოფილიყო. თქვენი შვი-
ლი ტრიესტელ ქალიშვილზე დაქორწინდა, რომელსაც დანაშაუ-
ლებრივ სამყაროსთან ჰქონდა კავშირის და ვისთანაც ის იმალებო-
და ჯარიდან გაქცევის შემდეგ. ამ ქალს არც უფიქრია ქმართან გან-
შორება და გასაგები მიზეზების გამო, არც თქვენს შვილს სურდა ეს.
ის ჰეთიზე მხოლოდ მისი ფულის ხელში ჩასაგებად დაქორწინდა.
მან თავიდანვე იცოდა, როგორ მოიქცეოდა.
– არა, არა, არ მჯერა! ვერ დავიჯერებ! ეს სულ იმ საზიზღარი ქა-
ლის ბრალია.
პუარო შეუბრალებლად განაგრძობდა:
– მან მკვლელობა ჩაიფიქრა. ჰეთის ცოტა მეგობარი ჰყავდა, ნა-

203
თესავებიდან კი – არავინ. თქვენმა შვილმა ინგლისში ჩამოსვლის-
თანავე მოიყვანა აქ. ჩამოსვლის დღეს მსახურებს თითქმის არ უნა-
ხავთ თავიანთი მომავალი დიასახლისი, ქალი კი, რომელიც მათ
მომდევნო დილას დაინახეს, ჰეთი კი არ იყო, არამედ თქვენი შვი-
ლის იტალიელი ცოლი, რომელსაც გრიმი გაეკეთებინა, რათა ჰე-
თის მიმსგავსებოდა, და დაახლოებით ისე იქცეოდა, როგორც ჰეთი
მოიქცეოდა. თითქოს ამჯერადაც მოგვარდა ყველაფერი. ცრუჰეთი
ერთხანს ნამდვილ ჰეთად მოაჩვენებდა ხალხს თავს, შემდეგ კი მისი
გონებრივი შესაძლებლობები მოულოდნელად მნიშვნელოვნად გა-
უმჯობესდებოდა, ვითომდა „ახალი სამკურნალო მეთოდების“ წყა-
ლობით. სხვათა შორის, მის ბრუისი ყველაზე ადრე მიხვდა, რომ
ლედი სტაბსს არც ისე ცუდად უმუშავებდა თავი... მაგრამ ამ დროს
გაუთვალისწინებელი რაღაც მოხდა – ჰეთის ბიძაშვილმა მოიწერა,
რომ იახტით მოგზაურობდა და ინგლისში აპირებდა ჩამოსვლას.
მართალია, ამ ბიძაშვილს მრავალი წლის განმავლობაში არ ენახა
ჰეთი, შეუძლებელია ვერ მიმხვდარიყო, რომ მის წინაშე თვითმარ-
ქვია იდგა
– უცნაურია, – თქვა პუარომ და თხრობას გადაუხვია, მე მაშინვე
გამიელვა თავში, რომ შესაძლოა დე სუზა ნამდვილი დე სუზა არ ყო-
ფილიყო, მაგრამ აზრადაც არ მომსვლია, სად იმალებოდა სიმარ-
თლე – რომ ჰეთი ნამდვილი ჰეთი არ იყო.
მან განაგრძო:
– არსებობდა რამდენიმე გზა შექმნილი ვითარების მოსაგვარებ-
ლად. ლედი სტაბსს შეეძლო ავადმყოფობა მოემიზეზებინა ამ შეხ-
ვედრის თავიდან ასაცილებლად, მაგრამ თუ დე სუზა დიდი ხნით
დარჩებოდა ქვეყანაში, საბოლოოდ, სავარაუდოდ, მაინც ვერ აირი-
დებდა ამას.
იყო კიდევ ერთი გარემოება. მერდელმა ასაკის მატებასთან ერ-
თად ლაქლაქსაც უმატა. თავის შვილიშვილთან ლაპარაკი უყვარ-
და. გოგონა, ალბათ, ერთადერთი ადამიანი იყო, რომელიც მას უს-
მენდა, და თუმცა, ცხადია, ყურადღებას არ აქცევდა ბევრ სიტყვას,
ვინაიდან თვლიდა, რომ ბაბუა ცოტათი „აფრენდა“, ზოგიერთმა

204
ფრაზამ, მაგალითად, „ქალის გვამი ტყეში“ და „სერ ჯორჯ სტაბსი სი-
ნამდვილეში მისტერ ჯეიმზია“, საკმარისი შთაბეჭდილება მოახდინა
მასზე, რათა ეს სერ ჯორჯისთვის მიენიშნებინა. ამით მან, ბუნებრი-
ვია, სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა თავის თავს. სერ ჯორჯი და
მისი ცოლი ვერ დაუშვებდნენ მსგავსი ამბების გახმაურებას. ვფიქ-
რობ, კაცი დროდადრო ცოტაოდენ ფულს აძლევდა გოგონას გასა-
ჩუმებლად, თან გეგმებს აწყობდა.
– მათ საგულდაგულოდ შეიმუშავეს სქემა. უკვე იცოდნენ ჰელ-
მუთში დე სუზას ჩამოსვლის თარიღი. ის დღესასწაულს ემთხვეოდა.
გეგმის მიხედვით, მარლენს მოკლავდნენ, ლედი სტაბსი კი ისეთ ვი-
თარებაში „გაუჩინარდებოდა“, რომ ბუნდოვანი ეჭვი გაჩნდებოდა
დე სუზაზე. ამიტომ ითქვა ხმამაღლა, რომ „ის ცუდი კაცია“, რასაც
უფრო თამამი განცხადება მოჰყვა: „ის ხალხს კლავს“. ლედი სტაბსი
სამუდამოდ უნდა გამქრალიყო. შესაძლოა რაღაც დროის შემდეგ
სერ ჯორჯს თავისი ცოლი უნდა „ამოეცნო“ რომელიმე დაღუპულ ქა-
ლში, ცხადია, თუკი გვამი ძლიერ დასახიჩრებული იქნებოდა. მოგ-
ვიანებით კი ახალი ცოლი დაიკავებდა მის ადგილს. კაცმა რომ
თქვას, „ჰეთი“ თავის საკუთარ, იტალიურ სახეს მიიღებდა. მანამდე
მას ორი როლი უნდა შეესრულებინა ოცდაოთხ საათზე ცოტა მეტი
ხნის განმავლობაში. სერ ჯორჯის დახმარებით, ეს არ უნდა გასჭირ-
ვებოდა. ჩემი ჩამოსვლის დღეს „ლედი სტაბსი“ ვითომდა თავის
ოთახში იმყოფებოდა ჩაის დალევამდე. იქ ის არავის დაუნახავს,
სერ ჯორჯის გარდა. სინამდვილეში, შეუმჩნევლად გავიდა სახლი-
დან, ჩაჯდა ავტობუსში ან მატარებელში და ექსეტერში ჩავიდა. იქი-
დან ერთ-ერთ სტუდენტ ქალიშვილთან ერთად დაბრუნდა (ისინი
ბევრნი არიან აქ ზაფხულში). მას თავის გამოგონილ მეგობარზე
უამბო, რომელიც ვითომდა გაფუჭებული ხბოს ხორცითა და ლო-
რიანი ღვეზლით მოიწამლა. შემდეგ ჰოსტელში მივიდა, ნომერი აი-
ღო და „აქაურობის დასათვალიერებლად“ გაემართა. ჩაის სმის
დროისთვის სახლში დაბრუნდა, რათა ლედი სტაბსის სახით გამო-
ჩენილიყო სასტუმრო ოთახში. ნასადილევს „ლედი სტაბსი“ ადრე
წავიდა დასაძინებლად, თუმცა მის ბრუისმა შეამჩნია, როგორ გავი-

205
და ის სახლიდან ფარულად. ღამე ჰოსტელში გაატარა, დილას კი წა-
მოვიდა, რათა საუზმისთვის მოესწრო, სადაც ლედი სტაბსს განასა-
ხიერებდა. ნასაუზმევს კვლავ განმარტოვდა თავის ოთახში – ამჯე-
რად „თავის ტკივილის“ გამო. ძალიან მალე მამულთან გამოჩნდა
სერ ჯორჯის სამფლობელოს „საზღვრის დამრღვევი“. კაცმა ის თა-
ვისი ოთახის ფანჯრიდან დაინახა, გააგდო იქიდან, შეტრიალდა და
ისეთი სახე მიიღო, თითქოს ოთახში მასთან ერთად მყოფ თავის
ცოლს ელაპარაკებოდა. ტანსაცმლის გამოცვლა რთული არ იყო –
შორტი და ბლუზა იმ საუცხოო განიერი კაბის ქვეშ ეცვა, რომლის ტა-
რებაც ძალიან უყვარდა ნამდვილ ლედი სტაბსს. ჭრელი სოფლური
თავსაფარი, გარუჯული სახე და მზეზე გახუნებული წითური კულუ-
ლები იტალიელი ქალიშვილისთვის; უხვი მაკიაჟი და ფარფლებჩა-
მოშვებული კულის სტილის შლაპა სახის დასაჩრდილავად – ლედი
სტაბსისთვის. აბა, ვინ იფიქრებდა, რომ ეს ერთი და იგივე ქალი იყო.
– დადგა დრამის ფინალური სცენის დროც. ოთხი საათისთვის
ლედი სტაბსმა მის ბრუისს სთხოვა, ლანგრით წაეღო საჭმელ-სასმე-
ლი ნავების ფარდულში. ასე იმიტომ მოიქცა, რომ მის ბრუისს შესაძ-
ლოა თვითონ მოეფიქრებინა მარლენისთვის რამის მიტანა და იქ
შეუფერებელ დროს მისულიყო. შემდეგ დაელოდა, როდის დაცარი-
ელდებოდა მკითხავის კარავი, შევიდა, უკანა კალთა ასწია და ბუჩ-
ქების გავლით მივიდა ფანჩატურში, სადაც თავის ზურგჩანთას ინა-
ხავდა. იქიდან ტყე-ტყე მიაღწია ნავების ფარდულამდე, მარლენს
შიგნით შეშვება სთხოვა და გულუბრყვილო გოგონა გაგუდა. კულის
სტილის დიდი შლაპა მდინარეში გადააგდო, ტურისტის ტანსაცმელი
ჩაიცვა, ციკლამენის ფერის კაბა და მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი
ზურგჩანთაში მოათავსა, მაკიაჟი მოიშორა და მალე ატრაქციონე-
ბის მდელოზე გამოჩნდა ჰოსტელში მცხოვრები იტალიელი სტუდენ-
ტის სახით. იქ თავის ჰოლანდიელ ნაცნობს მიაგნო და მასთან ერ-
თად გაემგზავრა ავტობუსით, როგორც დაგეგმილი ჰქონდა. არ ვი-
ცი სად არის ამჟამად თქვენი შვილის მეუღლე. ვფიქრობ, სოჰოში
იმალება დამნაშავეთა სამყაროს მისივე ეროვნების წარმომადგენ-
ლებთან, რომლებიც მას აუცილებელ დოკუმენტებს დაუმზადებენ,

206
მაგრამ სადაც არ უნდა იყოს, პოლიცია იტალიელ სტუდენტ ქალიშ-
ვილს კი არ ეძებს, არამედ მოსულელო და ეგზოტიკურ ლედი სტაბს.
– მაგრამ საბრალო ლედი სტაბსი მკვდარია და ეს თქვენც ძალი-
ან კარგად იცით, მადამ. ამას მაშინ მივხვდი, როცა დღესასწაულის
დღეს გესაუბრებოდით სასუმების ოთახში. მარლენის სიკვდილმა
თქვენც მძიმე დარტეყმა მოგაყენათ – ცხადია, ვერ წარმოიდგენ-
დით, ის წინასწარ იყო დაგეგმილი, მაგრამ თქვენს სიტყვებში
აშკარად იგრძნობოდა – მე კი მაშინ ვერ მივხვდი, როცა „ჰეთიზე“
ლაპარაკობდით, ორ სხვადასხვა ქალს გულისხმობდით – ერთი არ
მოგწონდათ, ამბობდით, რომ „ჯობდა მომკვდარიყო“, მეორეს კი,
რომელსაც წარსულში მოიხსენიებდით, თავგამოდებით იცავდით,
ვფიქრობ, მადამ, ძალიან გიყვარდათ საბრალო ჰეთი.
ხანგრძლივი პაუზა ჩამოწვა. მისის ფოლიატი გაქვავებულივით
იჯდა თავის სავარძელში. ბოლოს შეირხა და ყინულივით ცივი ხმით
თქვა:
– მესიე პუარო, რაც მოყევით, ყველაფერი თქვენი ფანტაზიის ნა-
ყოფია. მართლა ვფიქრობ, რომ შესაძლოა ჭკუაზე შეიშალეთ... ეს
მხოლოდ თქვენი ვარაუდია, მტკიცებულება კი არა გაქვთ.
პუარო ერთ-ერთ ფანჯარასთან მივიდა და გამოაღო.
– ყური მიუგდეთ, მადამ. გესმით რამე?
– ცუდი სმენა მაქვს... რა უნდა გავიგონო?
– წერაქვის ხმა. „კაპრიზის“ ბეტონის საძირკველს ანგრევენ...
კარგი ადგილია გვამის დასამარხავად – სადაც ქარმა ძირფესვია-
ნად მოგლიჯა ხე და მიწის ამოთხრაც კი აღარ იყო საჭირო. მოგვია-
ნებით იქ ბეტონი დაასხეს მეტი საიმედოობისთვის. ესეც არ იკმარეს
და ზედ „კაპრიზი“ ააგეს, – პუარომ მშვიდად დაამატა, – სერ ჯორჯის
„კაპრიზი“... ნასჰაუსის მფლობელის „კაპრიზი“.
მისის ფოლიატმა ღრმად ამოიოხრა.
– რა ლამაზი ადგილია, თქვა პუარომ, და მხოლოდ ერთი ბორო-
ტება ამახინჯებს... კაცი, რომელსაც ის ეკუთვნის...
– ვიცი, – ხრინწიანი ხმით თქვა ქალმა, – ყოველთვის ვიცოდი...
ჯერ კიდევ პატარაობისას მაშინებდა... სასტიკი... შეუბრალებელი...

207
და უსინდისო... მაგრამ ჩემი შვილი იყო და მიყვარდა... ჰეთის სიკ-
ვდილის შემდეგ უნდა ამომეღო ხმა... მაგრამ ის ჩემი შვილი იყო.
როგორ გამეცა საკუთარი შვილი? ჰოდა, სწორედ ჩემი დუმილის გა-
მო მოკლეს საბრალო სულელი გოგონა... შემდეგ ძვირფასი მოხუცი
მერდელი... როდის დასრულდება ეს?
– მკვლელისთვის – არასოდეს, – უთხრა პუარომ.
ქალმა თავი დახარა, სახეზე ხელები აიფარა და ერთხანს ასე იჯ-
და.
შემდეგ მისის ფოლიატი ნასჰაუსიდან, რომლის გვარიც არაერთ
მამაც კაცს ითვლიდა, მხრებში გასწორდა, თვალი გაუსწორა პუ-
აროს და ცივად, ოფიციალურად მიმართა:
– გმადლობ, მესიე პუარო, რომ მობრძანდით და თვითონ მიამ-
ბეთ ეს ყველაფერი. ახლა კი, დამტოვეთ, თუ შეიძლება. არსებობს
რაღაც, რასაც სხვების დაუსწრებლად, პირისპირ უნდა შეხვდე...

 

208

You might also like