მედიცინა ძველ რომში

You might also like

Download as pdf or txt
Download as pdf or txt
You are on page 1of 3

მედიცინა ძველ რომში

ძველი რომაელები მნიშვნელოვანწილად დაესესხნენ ძველ ბერძნებს


კულტურას, ფილოსოფიას, მეცნიერებას, რელიგიას და მოახდინეს მისი
ტრანფორმაცია. არქეოლოგიური გათხრები და წერილობითი ძეგლები
ადასტურებენ, რომ ძველ რომში სანიტარული საქმე მაღალ დონეზე იყო
ორგანიზებული. ამაზე მეტყველებს "თორმეტი ფილის კანონი" (ჩვ. წ.
აღრიცხვამდე დაახ. 450 წელი), რომელიც სპილენძის თორმეტ ფილაზე
იყო დაწერილი და რომლის ზოგიერი პარაგრაფი ქალაქის სისუფთავესა
და მისი მცხოვრებლების ჯანმრთელობის დაცვას ეხებოდა. 1771 წელს
პომპეის გათხრების დროს აღმოჩნდა არქეოლოგიის ისტორიაში პირველი
სამედიცინო ინსტრუმენტების სრული ნაკრები. დიდ ინტერესს იწვევს
ჩვენამდე მოღწეული ცნობილი აკვედუკები (წყალსადენები). რომში
არსებობდა არა მარტო კერძო, არამედ საზოგადოებრივი აბანოები -
თერმები (ლათ. ცხელი), რომლებიც ქალაქის საკუთრებას წარმოადგენდა.
რომში მათი რიცხვი ჩვ. წ. აღრიცხვამდე I საუკუნეში 170-ს აღწევდა, ხოლო
ჩვ. წ. აღრიცხვით IV საუკუნეში კი - ათასს. აქ ერთდროულად რამდენიმე
ათას ადამიანს შეეძლო დაბანა. ძველ რომში თითქმის II საუკუნემდე ჩვ. წ.
აღრიცხვამდე არ სარგებლობდნენ ექიმის დახმარებით. მკურნალობდნენ
სახლში ბალახებით, ფესვებით და ნაყოფით, მათი ნახარშებითა და
ნაყენით. ცნობილი მწერალი და საზოგადო მოღვაწე კატონი (ჩვ. წ.
აღრიცხვით 234 -149 წლები) აღნიშნავს, რომ იტალიაში ყველაზე
პოპულარულ სამკურნალო საშუალებად კომბოსტო ითვლებოდა. აქ
პირველი ექიმები მხედართმთავრების მიერ საბერძნეთიდან, მცირე
აზიიდან, ეგვიპტიდან ჩამოყვანილი მონები იყვნენ. მუდმივი რომაული
არმია, რომელიც ხანგრძლივ ომებს აწარმოებდა, ითხოვდა სულ უფრო
მეტ ქირურგს, რამაც ხელი შეუწყო ამ დროისათვის სამხედრო მედიცინის
განვითარებას. პარალელურად სახელმწიფო აწესებდა ექიმთა ფასიან
თანამდებობებს (არქიატრები), რომლებსაც კერძო პრაქტიკის უფლებაც
ეძლეოდათ. მთავარი არქიატრები სპეციალურ სკოლებში ასწავლიდნენ
მედიცინას. სახელმწიფო სკოლების გვერდით არსებობდნენ
მცირერიცხოვანი კერძო სამედიცინო სკოლებიც. რომში თანდათან
იზრდებოდა ექიმთა უფლებები: ომების დროს ექიმები და მათი ვაჟები
თავისუფლდებოდნენ სამხედრო ბეგარისაგან. სახელგანთქმული

მედიცინა ძველ რომში 1


რომაელი პოეტი ლუკრეციუსი (დაახ. 98-55 წლები ჩვ. ერამდე) თავის
პოემაში "საგანთა ბუნებისათვის" სამედიცინო საკითხებს ატომისტური
მოძღვრების თვალსაზრისით იხილავს. ის ზუსტად აღწერს მთელ რიგ
დაავადებებსა და მათ დამახასიათებელ სიმპტომებს. მისმა მოწინავე
შეხედულებებმა დიდი გავლენა იქონიეს მომავალი თაობის ექიმებზე. მათ
შორის: ასკლეპიადზე (28-56 წლები), რომელიც მკურნალობის მთავარ
ამოცანად ორგანიზმის ყველა ნაწილაკის მოძრაობაში მოყვანას თვლიდა.
მეორე რომაელი ექიმი წარმოშობით კილიკიელი დემოკრიტე (I საუკუნე ჩვ.
წელთაღრიცხვით) ავტორია ტრაქტატისა "სამკურნალწამლო
საშუალებები", რომელიც XVI საუკუნემდე გამოიყენებოდა, ხოლო
ეფერსელი სორანის (98-138 წლები) თხზულება ყველაზე ვრცელია უძველეს
ლიტერატურაში მეანობის, გინეკოლოგიისა და ადრეული საბავშვო
დაავადებების შესახებ ნაშრომებს შორის. მან აღწერა ემბრიოტომიის
ოპერაცია, მშობიარობის დროს შორისის დაზიანების თავიდან აცილების
ხერხები, ჭიპის დამუშავება, მოქმედების ტაქტიკა ნაყოფის სწორი და
არასწორი მდებარეობის დროს, ასევე, ორსულის გამოკვლევის
სხვადასხვა ხერხები: ხელით მოსინჯვა, კაკუნი, ნაყოფის მდებარეობის
არეში ხმების მოსმენა, პულსის, სისველისა და შარდის გამოკვლევა. დიდ
ყურადღებას უთმობდა ჩვილების მოვლას, კვების წესებსა და ბავშვთა
მკურნალობას. თავისი აქტუალობის გამო სორანის თხზულება დიდი
პოპულარობით სარგებლობდა ევროპაში XVIII საუკუნის ჩათვლით. აქვე
უნდა აღინიშნოს პლინიუს უფროსის თხზულება "საბუნებისმეტყველო
ისტორია", რომლის VII კრებული ეხება ტყუპების, სამი და მეტი ბავშვის
დაბადების შემთხვევებს. ავლიუს კორნელიუსის (I საუკ. ჩვ.
წელთაღრიცხვამდე - I საუკუნე ჩვ. წელთაღრიცხვით) ენციკლიპედიური
კრებულიდან - "ხელოვნება" ჩვენამდე მოღწეულია მხოლოდ VI-XIII წიგნები
საერთო სათაურით "მედიცინა" და მოიცავს ცნობებს ჰიგიენის,
სხვადასხვა პათოლოგიების, თერაპიისა და ქირურგიის შესახებ. ძველი
სამყაროს გამოჩენილი ექიმი ჰალენი (დაახ. 130-200 წლები) ქ. პერგამში
დაიბადა. მედიცინის შესწავლა 17 წლისამ გადაწყვიტა. ენების ცოდნამ
და ხშირმა მოგზაურობამ მას საშუალება მისცა კარგად გასცნობოდა არა
მარტო რომაელი წინამორბედი ექიმების შრომებს, არამედ სხვა
ქვეყნების სამედიცინო ტრადიციებსა და გამოცდილებებსაც. ჰალენი 125-
ზე მეტი სამედიცინო ნაშრომის ავტორია. მისი შრომებიდან
აღსანიშნავია: "ადამიანის სხეულის ნაწილების დანიშნულება",
"ანატომიის შესახებ", "თერაპევტული მეთოდები", "სხეულის ავადმყოფი

მედიცინა ძველ რომში 2


ნაწილების შესახებ", "წამლების შემადგენლობის შესახებ", ასევე
კომენტარები "ჰიპოკრატეს კრებულის" შესახებ და სხვ. მას ეკუთვნის
ტრაქტატი "კუნთების ანატომია", რომელშიც აღწერილია 300-მდე კუნთი.
დიდია მისი დამსახურება ნერვული სისტემის კვლევის საქმეში. ქალა-
ტვინის თორმეტი წყვილი ნერვიდან შვიდი წყვილი ჰალენის მიერაა
აღწერილი. მანვე შეისწავლა თავისა და ზურგის ტვინის ყველა
განყოფილება. ჰალენმა ზუსტად აღწერა გულის ანატომიური აგებულება,
თუმცა არასწორია მისი მოსაზრება, რომ გულის ტიხარს შეუძლია
სისხლის გატარება. ის არ იცნობდა სისხლის წრიულ მოძრაობას,
რომელიც XVI საუკუნეში პირველად აღწერა სერვეტმა. დიდია ჰალენის
წვლილი ფარმაკოლოგიის განვითარების საქმეში. მის მიერ მიღებული
წამლები დღესაც ჰალენის პრეპარატების სახელითაა ცნობილი. ძნელია
ჰალენის დამსახურების შეფასება მედიცინის განვითარების საქმეში. ამ
მხრივ მისი მოღვაწეობა შეიძლება მხოლოდ ჰიპოკრატესა და ავიცენას
მოღვაწეობას შევადაროთ.
დასავლეთ რომის იმპერიის დაცემით (476წ.) დასრულდა ხმელთაშუა
ზღვის დასავლეთ აუზში მონათმფლობელური წყობილების არსებობა.
ძველი რომის ცივილიზაციამ შემდგომში საფუძველი ჩაუყარა ევროპისა
და მასთან ერთად მსოფლიო კულტურის განვითარებას.

მედიცინა ძველ რომში 3

You might also like