Download as pdf or txt
Download as pdf or txt
You are on page 1of 5

1.

პერსონალური მონაცემების დამუშავების და შენახვის პირობები

პერსონალური მონაცემების დამუშავების და შენახვის პირობები მოცემულია


SAMSUNG-ის კონფიდენციალურობის დებულებაში
(https://www.samsung.com/ge/info/privacy/ ) და წინამდებარე წესებში და პირობებში,
კერძოდ:

● პერსონალური მონაცემების დამუშავება და შენახვა - შეგროვებული


მონაცემები (მომხმარებლის სახელი, ელ. ფოსტა და პაროლი)
დამუშავდება: (i) ონლაინ თამაშში გამარჯვებულების გამოვლენისა და
მათთვის პრიზების გადაცემის უზრუნველყოფის მიზნით (i)
მარკეტინგული კომუნიკაციისთვის (ანუ სარეკლამო მიზნებისთვის) (iii)
პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისათვის;
● მონაცემთა სუბიექტის/მომხმარებლის უფლება - კონკურსანტს აქვს
უფლება, მიიღოს ინფორმაცია მის შესახებ დამუშავებული მონაცემების
შესახებ. ასევე, აქვს უფლება, რომ მოითხოვოს მათი გასწორება,
განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და განადგურება საქართველოს
კანონმდებლობის შესაბამისად;
● მონაცემთა სუბიექტს/მომხმარებელს უფლება აქვს, მონაცემთა
დამმუშავებელს ნებისმიერ დროს მოსთხოვოს მის შესახებ მონაცემთა
პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისათვის გამოყენების შეწყვეტა,
აღნიშნულ შემთხვევაში მონაცემთა დამმუშავებელი შეწყვეტს მონაცემთა
პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისათვის დამუშავებას ან/და
უზრუნველყობს უფლებამოსილი პირის მიერ მონაცემთა პირდაპირი
მარკეტინგის მიზნებისათვის დამუშავების შეწყვეტას მონაცემთა
სუბიექტის მოთხოვნის მიღებიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა.
● მონაცემთა დამმუშავებლისა და უფლებამოსილი პირის ( ასეთის
არსებობის შემთხვევაში) ვინაობა და რეგისტრირებული მისამართი
მითითებულია SAMSUNG-ის კონფიდენციალურობის დებულებაში
● მონაცემთა დამმუშავებელი იტოვებს უფლებას, საქართველოს
კანონმდებლობით დადგენილი წესების და პირობების დაცვით გადასცეს
მონაცემები მესამე პირებს (უფლებამოსილ პირებს) ან/და თუ
აღნიშნული მესამე პირები არიან ჩართული მონაცემთა დამუშავებაში,
მაგალითად ქვე-კონტრაქტორები, ვისაც წვდომა ექნებათ შეგროვებულ
მონაცემებთან. მონაცემები შესაძლოა გადაეცეს SDS RUS - 123242, ქ.
მოსკოვი, ნოვინსკი ბულვარი, ბ.31, ოფისი 401-405

2. თამაშსა და კონკურსში მონაწილეობის მიღება


2.1 თამაშსა და კონკურსში მონაწილეობის მიღების წესები და პირობები

ქვემოთ მოცემული ინსტრუქცია წარმოადგენს Samsung Georgia-ს მიერ გამოცხადებულ ონლაინ


თამაშსა და კონკურსში მონაწილეობის წესებსა და პირობებს.

კონკურსის დაწყების თარიღია - 24/10/2023

კონკურსის დასრულების თარიღია - 14/11/2023

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, კონკურსანტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ


პირობებს:

● არის საქართველოს მოქალაქე, სრულწლოვანი პირი


(არასრულწლოვანების შემთხვევაში, საჩუქრის მიღების დროს, საჭიროა
გამოცხადდეს სრულწლოვანთან ერთად)

● არის კერძო პირი (არ წარმოადგენს კომპანიას, ორგანიზაციას, ან


სამთავრობო ორგანოს); – არ არის დასაქმებული ორგანიზატორ
კომპანიაში ან სააგენტოში;

2.1 თამაშზე რეგისტრაცია

თამაშზე დასარეგისტრირებლად, საჭიროა, შეიყვანოთ თქვენი ელ-ფოსტის მისამართი და


თქვენთვის სასურველი პაროლი. ვერიფიკაციის ლინკი გაიგზავნება თქვენს ელ-ფოსტაზე. მას
შემდეგ, რაც გამოგზავნილ ლინკზე გადახვალთ. შეძლებთ დაიწყოთ თამაში და ავტომატურად
ხდებით კონკურსის მონაწილეც. თამაშში ავტორიზაციის გავლის შემდეგ, შეგიძლიათ იხილოთ
თქვენი თავი მონაწილეთა სიაში და ასევე, თქვენი შედეგიც, თუ რომელ ადგილზე ხართ
კონკურსში.

2.2. თამაშის ძირითადი წესი

ყოველდღიურად, თქვენ, როგორც მოთამაშეს, მოგეცემათ 3 სიცოცხლე. თუ სიცოცხლე


გამოგელევათ, კვლავ გაქვთ შანსი, ხელახლა მოიპოვოთ 2 სიცოცხლე - შეკითხვებზე პასუხის
სწორად გაცემის გზით.
როგორ მოვიპოვოთ დამატებითი სიცოცხლე თამაშში? სიცოცხლის სრულად გამოლევის
შემდეგ, 2-ჯერ გამოჩნდება შეკითხვა 4 სავარაუდო პასუხით. თუ შეკითხვებს სწორად გასცემთ
პასუხს, მიიღებთ დამატებით სიცოცხლეს.

თუ ამ შეკითხვებზე პასუხს არასწორად გასცემთ, კვლავ გამოჩნდება კიდევ 1 შეკითხვა და


მოგეცემათ შანსი, 1 სიცოცხლე მოიპოვოთ. შესაბამისად, შეკითხვების საშუალებით, დღეში
შეგიძლიათ მაქსიმუმ 2 დამატებითი სიცოცხლის მოგროვება.

თამაშში არის 3 მოწინააღმდეგე, რომელთან დაჯახების შემთხვევაშიც, აგებთ მოცემულ ტურს


და სიცოცხლეს კარგავთ.

2.3. თამაშში ქულების დაგროვების პრინციპი და გამარჯვებულების გამოვლენა

ქულების დაგროვება თქვენს FlipMan-ს შეუძლია წერტილებისა და ვაშლების შეჭმით.

● 1 წერტილი - 1 ქულა; 1 ვაშლი - 5 ქულა;

● კონკურსი გრძელდება 3 კვირის განმავლობაში. პირველი კვირის 10 საუკეთესო


მოთამაშე მოიგებს სპეციალურ პრიზებს, Samsung Galaxy Buds2-ს ან Samsung-ის უსადენო
დამტენს, მოპოვებული ადგილების მიხედვით;

● მეორე კვირის 10 საუკეთესო მოთამაშეც გახდება Samsung Galaxy Buds2-ს ან Samsung-ის


უსადენო დამტენის მფლობელი, მოპოვებული ადგილების მიხედვით;

● დასკვნითი, მესამე კვირის შემდეგ, წესები იცვლება და გამარჯვებული ხდება 3


ადამიანი, რომელმაც არათუ პირველ, ან მეორე კვირაში, არამედ ჯამურად, 3 კვირის
განმავლობაში ყველაზე მეტი ქულა დააგროვა;

● გაითვალისწინეთ, რომ 1 მოთამაშეს არ შეუძლია გახდეს გამარჯვებული როგორც


პირველ, ასევე მეორე კვირაშიც. თუმცა, შეუძლია კონკურსის დასკვნით ნაწილში
მონაწილეობის მიღება და მთავარი პრიზის მოგებაც.

2.4 კონკურსის პრიზები მოპოვებული ადგილების მიხედვით

პირველი კვირის შედეგების მიხედვით, 10 საუკეთესო მონაწილე მიიღებს სპეციალურ პრიზებს,


თამაშში მოპოვებული ადგილების მიხედვით:

I საპრიზო ადგილი - Samsung Galaxy Buds2 (SM-R177NZKACIS)

II საპრიზო ადგილი - Samsung Galaxy Buds2 (SM-R177NZKACIS)


III საპრიზო ადგილი - Samsung Galaxy Buds2 (SM-R177NZKACIS)

IV საპრიზო ადგილი - Samsung-ის უსადენო დამტენი (EP-P5400BBRGRU)

V საპრიზო ადგილი - Samsung-ის უსადენო დამტენი (EP-P5400BBRGRU)

VI საპრიზო ადგილი - Samsung-ის უსადენო დამტენი (EP-P5400BBRGRU)

VII საპრიზო ადგილი - Samsung-ის უსადენო დამტენი (EP-P5400BBRGRU)

VIII საპრიზო ადგილი - Samsung-ის უსადენო დამტენი (EP-P5400BBRGRU)

IX საპრიზო ადგილი - Samsung-ის უსადენო დამტენი (EP-P5400BBRGRU)

X საპრიზო ადგილი - Samsung-ის უსადენო დამტენი (EP-P5400BBRGRU)

მეორე კვირის შედეგების მიხედვით, 10 საუკეთესო მონაწილე მიიღებს სპეციალურ პრიზებს,


თამაშში მოპოვებული ადგილების მიხედვით:
I საპრიზო ადგილი - Samsung Galaxy Buds2 (SM-R177NZKACIS)

II საპრიზო ადგილი - Samsung Galaxy Buds2 (SM-R177NZKACIS)

III საპრიზო ადგილი - Samsung Galaxy Buds2 (SM-R177NZKACIS)

IV საპრიზო ადგილი - Samsung-ის მობილურის უსადენო დამტენი ავტომობილისთვის


(EP-H5300CBRGRU)

V საპრიზო ადგილი - Samsung-ის მობილურის უსადენო დამტენი ავტომობილისთვის


(EP-H5300CBRGRU)

VI საპრიზო ადგილი - Samsung-ის მობილურის უსადენო დამტენი ავტომობილისთვის


(EP-H5300CBRGRU)

VII საპრიზო ადგილი - Samsung-ის მობილურის უსადენო დამტენი ავტომობილისთვის


(EP-H5300CBRGRU)

VIII საპრიზო ადგილი - Samsung-ის მობილურის უსადენო დამტენი ავტომობილისთვის


(EP-H5300CBRGRU)
IX საპრიზო ადგილი - Samsung-ის მობილურის უსადენო დამტენი ავტომობილისთვის
(EP-H5300CBRGRU)

X საპრიზო ადგილი - Samsung-ის მობილურის უსადენო დამტენი ავტომობილისთვის


(EP-H5300CBRGRU)

ბოლო, დასკვნით ეტაპზე, 3 კვირის ჯამური შედეგების მიხედვით, 3 საუკეთესო მონაწილე


მიიღებს სპეციალურ პრიზებს, მოპოვებული ადგილების მიხედვით:

I საპრიზო ადგილი - Galaxy Z Flip5 (256 gb, სასურველ ფერს აირჩევს თავად გამარჯვებული)

II საპრიზო ადგილი - Samsung Galaxy Watch 6 (სასურველ ფერს აირჩევს თავად


გამარჯვებული)

III საპრიზო ადგილი - Samsung Galaxy Watch 6 (სასურველ ფერს აირჩევს თავად
გამარჯვებული)

გაითვალისწინეთ, რომ თუ მოთამაშე შემჩნეული იქნება თამაშის წესებისა და


პირობების დარღვევაში, ან რომელიმე სხვა არასამართლიან მოქმედებაში, თამაშიდან
ავტომატურად მოიხსნება.

გისურვებთ წარმატებებს!

You might also like