Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 3

სიყვარული ყოველთვის ღირს

რისკად - მაიკლ ბაბლი

პროფილი:
დაბ. სახელი: მაიკლ სტივენ ბაბლი
დაბ. თარიღი: 9 სექტემბერი, 1975
დაბ. ადგილი: ბარნაბი, ბრიტანული კოლუმბია, კანადა
ზოდიაქო: ქალწული
საქმიანობა: მომღერალი, სიმღერების ავტორი, პროდიუსერი
აქტიური: 1995 - დღემდე
მეუღლე(ები): ლუიზიანა ლოპიტატო (2011 - დღემდე)
შვილ(ებ)ი: 4

***
მაიკლ ბაბლმა მთარგმნელი დაიქირავა ცოლთან მისი
პაემნებისთვის.
14 წლის მაიკლი დღეში 20 საათს მუშაობდა მეთევზედ და
საშიშ ნავზე მოულოდნელობებით სავსე ზღვაში დინების
მიმართულებით მიდიოდა.
მაიკლმა იცოდა, რომ მას მომღერლობა უნდოდა, მაგრამ
ეშინოდა, რომ ვერასდროს დააღწევდა თავს მეთევზის
ცხოვრებას.
ბაბუამისმა კლუბებში მილები შეაკეთა, ამიტომაც ახლა
მაიკლს შეეძლო სცენაზე გამოსვლა და ბაბუა საათობით
ელოდებოდა მას, როცა ის ადგილობრივ მოლებში მღეროდა.
მაგრამ მისი ოცნება, რომ გამხდარიყო მუსიკოსი, მისგან შორს
ჩანდა.
„ხალხს გარკვეული წარმოდგენები აქვს იმაზე, თუ ვინ და რა
უნდა იყო შენ მათი აზრით, მე კი ამ კატეგორიზაციას მთელი
ცხოვრების მანძილზე ვებრძოდი.“
როცა მაიკლის ბოლო დარტყმა მისი ლეიბლში გაწევრიანება
გახდა, მან შესრულებისას მთელი გული ჩადო და ის
საბოლოოდ აღმოაჩინეს.
მაგრამ მაშინ, როცა მისი კარიერა იწყებოდა, მაიკლს პირად
ცხოვრებაში პრობლემები ჰქონდა და შიშისგან ყველანაირ
ურთიერთობას საბოტაჟს უცხადებდა.
როცა მაიკლმა პირველად მოჰკრა თვალი ლუიზიანა
ლოპიტატოს, მან ბაბუას უთხრა, რომ მან მსოფლიოში
ყველაზე ლამაზი გოგონა ნახა.
მან იცოდა, რომ მასზე უნდა ექორწინა, მაგრამ აქ ერთი
პრობლემა იყო: ლუიზიანა არ ლაპარაკობდა ინგლისურად.
დასაწყისში მათ თარჯიმანი სჭირდებოდათ, მაგრამ საერთო
ენა, რომელიც მათ გააჩნდათ, მალევე სიყვარულად იქცა.
„ყველაფერი სიყვარულზეა. ჩვენ გვიყვარს ერთმანეთი,
ვოცნებობთ სიყვარულზე, მისგან ვინკურნებით, გვსურს იგი
ან გამოვხატავთ მას“.
მაგრამ მათი სიყვარულის გამოცდა მაშინ დაიწყო, როდესაც
მათ ვაჟს, ნოას, სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს.
იყო დღეები, როდესაც წყვილს არ უნდოდა გაღვიძება იმის
შიშით, რომ მათი შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა
გაუარესდებოდა.
მაიკლმა თავისი მუსიკალური კარიერა გვერდზე გადადო,
რათა ოჯახთან ერთად ყოფილიყო, მაგრამ არ იყო
დარწმუნებული, შეძლებდა თუ არა მისი შვილი
გამოჯანმრთელებას.
მან ბიჭუნა თვითონ მიიყვანა ქიმიოთერაპიაზე და მან და
მისმა ცოლმა ერთმანეთი ყველაზე მძიმე მომენტში დაინახეს
და ეშინოდათ, რომ მათი ურთიერთობა ისეთი აღარ
იქნებოდა, როგორც უწინ იყო.
მაგრამ როდესაც ნოა გამოჯანმრთელდა, მაიკლსა და
ლუიზიანას შორის ძველებური სიყვარული დაბრუნდა.
როდესაც მაიკლის ბაბუამ გულის ოპერაცია გადაიტანა,
მაიკლი შეეშვა თავის საყვარელ საჭმელებს, რათა ჯანსაღად
ეკვება მასთან ერთად და პასტის ნაცვლად სალათებს
მიირთმევდა.
მაიკლს აღარ ეშინია არც გაღვიძების და არც მისი ქორწინების
არასტაბილურობის.
მან ისწავლა, რომ მისი ოჯახის სიყვარული ბრძოლისთვის
ღირებულია.
„ვიცი, რომ ხანდახან ყველაზე მძიმე დროს ყველაზე კარგი
მოსდევს.“ - მაიკლ ბაბლი.

მთავარი სათქმელი:
ებრძოლე შენს შიშებს!

You might also like