Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 4

ფინქი - აირჩიე სიყვარული

პროფილი:
დაბ. სახელი: ალიშა ბეთ მური
დაბ. თარიღი: 8 სექტემბერი, 1979
დაბ. ადგილი: დოილსთაუნი, პენსილვანია, აშშ
ზოდიაქო: ქალწული
საქმიანობა: მომღერალი, სიმღერების ავტორი, მოცეკვავე, მსახიობი,
პროდიუსერი, აქტივისტი, მოდელი
აქტიური: 1995 - დღემდე
მეუღლე(ები): კერი ჰარტი (2006 - დღემდე)
შვილ(ებ)ი: 2

***
ბავშვობაში ის სუნთქვასთან დაკავშირებულ ფატალურ
დაავადებას ებრძოდა.
მალე მისი მშობლები განქორწინდნენ და მამამ ყველა
მიატოვა.
ფინქი განადგურებული იყო და თავისი გრძნობების
გამოსახატად მან პოეზიას მიმართა.
ნუგეში კი მუსიკაში იპოვა და ყოველ პარასკევს საღამოს იგი
ადგილობრივ ღამის კლუბში მღეროდა.
ის შეუერთდა ერთ-ერთ გოგონათა R&B ჯგუფს, მაგრამ
მიუხედავად იმისა, რომ უკვე ჩანაწერები მზად იყო, ისინი არ
გამოვიდა და ჯგუფმა კარიერა ვერ დაიწყო.
მალე ის სხვა R&B ჯგუფში გადავიდა, რომლის
მხარდამჭერიც იმ დროისთვის ცნობილი მუსიკალური
პროდიუსერი გახლდათ.
შესაძლებლობების ხელში ჩასაგდებად მზადყოფნაში მყოფი
ფინქი ქვეყნის გარშემო ხშირად გადაადგილდებოდა, რათა
ალბომი ჩაეწერა.
მაგრამ ისევე, როგორც მანამდე, ალბომი ჩავარდა და ფინქი
ხელცარიელი დარჩა.
თანაც, მისი სიმღერის ნიჭი ძალიან მაგარი იყო იმისთვის,
რომ არ შეემჩნიათ.
ერთ-ერთ საშობაო წვეულებაზე ერთმა პროდიუსერმა მას
ულტიმატუმი წაუყენა: “ან სოლო კარიერა, ან წადი სახლში”.
შეუპოვარი ფინქი სახელის შესაქმნელად და საბოლოოდ
სიმღერის გამოსაშვებად სტუდიაში დაბრუნდა.
უწინდელისგან განსხვავებით, მან დაწერა სიმღერები,
რომლის გაგონებაც თავად სურდა... და არა ისინი, რასაც
ხალხი მისგან ელოდა.
მისი პირველი ალბომი “Can’t Take Me Home”(ვერ გამიშვებთ
სახლში) მეგა-ჰიტად იქცა და ორმაგი პლატინის
სერტიფიკაცია მიენიჭა.
მალევე, რაც უკვე ყველამ იცოდა მისი სახელი, ის წავიდა
ტურნეზე პოპულარულ ბოიბენდ *NSYNC-თან ერთად.
„ამბობენ, რომ მე ბიჭს ვგავარ ან ძლიერ მუსკულებიანი ვარ,
ანდა იმასაც, რომ ძალიან ბევრ რამეზე მაქვს საკუთარი აზრი,
რომ ჩემი სხეული ზედმეტად ძლიერია“.
კრიტიკისა და მოძულეების მიუხედავად, ფინქი
განაგრძობდა საკუთარი თავისა და ხმის ბოლომდე ჩვენებასა
და გამოყენებას, რისი მეშვეობითაც მან თავისი ბავშვობის
ლექსი მშობლების განქორწინებაზე გულისამაჩუყებელ
სიმღერად აქცია.
„სტუდიაში მივედი და არ ვიცოდი, რა უნდა მემღერა. 20
წუთის შემდეგ მე ვტიროდი“.
სიმღერა „Family Portrait”(ოჯახური პორტრეტი) ამერიკის
ტოპ 20-ში მოხვდა და მომღერალს მილიონობით ფანი
შესძინა.
სიმღერის მოსმენის შემდეგ მისმა მშობლებმა იტირეს, როცა
გაიაზრეს, თუ რამხელა ტრავმა მიაყენა გოგონას მათმა
განქორწინებამ.
„შემდგომში, როგორც ოჯახი, უფრო კომუნიკაბელურები
გავხდით ერთმანეთთან და ახლა, როცა სადილად
მაგიდასთან ვსხდებით, ერთმანეთს ვეკითხებით, თუ როგორ
ვართ“.
ფინქმა მოგვიანებით კრისტინა აგილერასთან ერთად ჩაწერა
სიმღერა “Lady Marmalade”(ქალბატონი მარმელადი), რამაც მას
MTV-ს ჯილდო წლის ვიდეოების კატეგორიაში და გრემის
პირველი ჯილდო მოუტანა.
ფინქმა ერთხელ თავის შეყვარებულს შესთავაზა ნიშნის
მიცემა ერთ-ერთი შეჯიბრების დროს.
მაგრამ მალე წყვილს პრობლემები შეექმნა და 2 წლის შემდეგ
ერთმანეთს დაშორდნენ...
როგორც ბავშვობაში, ფინქმა მუსიკა ტკივილის განკურნების
საშუალებად აქცია... და გამოუშვა უძლიერესი ჰიტ-ალბომი
“Funhouse”(მხიარული სახლი).
ალბომზე მუშაობამ ფინქს აიძულა, დაფიქრებულიყო თავის
ქორწინებაზე და იმ მომენტზე, სადაც ცუდი ამბები მოხდა...
„ურთიერთობები ჩვენი ყოველდღიური არჩევანია... მაგრამ
შენ მუშაობ და ეს ისევ კარგია.“
მას შემდეგ, რაც ისინი პრობლემებზე ღიად ალაპარაკდნენ,
ერთი წლის შემდეგ შერიგდნენ და ახლა იმაზე უფრო
ძლიერები გახდნენ, ვიდრე ოდესმე.
ფინქი აგრძელებს ისეთი მუსიკის შექმნას, რომელიც
შთააგონებს მსოფლიოს, რომ იპოვონ სიყვარული ცხოვრების
ყველაზე მძიმე მომენტებშიც კი.
„ჩემთვის არსებობს მხოლოდ სიყვარული და შიში“ - ფინქი.

მთავარი სათქმელი:
აირჩიე სიყვარული!

You might also like