პრეზენტაცია 1.2 საწყისი. ხელისუფლების დანაწილების პრინციპები

You might also like

Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 2

„საქართველოს კონსტიტუციის მე-4მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად,

სახელმწიფო ხელისუფლება ხორციელდება ხელისუფლების


დანაწილების პრინციპზე დაყრდნობით. აღნიშნული დებულება,
როგორც წესი, გულისხმობს ხელისუფლების დანაწილებას
საკანონმდებლო, აღმასრულებელ და სასამართლო
ხელისუფლებებად, რაც თანამედროვე დემოკრატიული
სახელმწიფოს ფუნქციონირების ქვაკუთხედს წარმოადგენს.
თანამედროვე სახით დოქტრინა ჩამოაყალიბეს ინგლისელმა
ფილოსოფოსმა ჯონ ლოკმა (1632-1704) და შემდგომ ფრანგმა
განმანათლებელმა, ფილოსოფოსმა და ადვოკატმა შარლ ლუი დე
მონტესკიემ (1689-1755).
სწორედ ფრანგი ფილოსოფოსია ცნობილი,როგორც
ხელისუფლების დანაწილების თეორიის ავტორი,. თეორიას იგი
განიხილავს თავის მთავარ ნაშრომში “კანონთა საზრისი”.
ნაშრომი ავტორის ოცდაათწლიანი შრომის ნაყოფი იყო და 1748
წელს გამოიცა.
“კანონთა საზრისში“ ფილოსოფოსი გამოხატავს თავის
უარყოფით დამოკიდებულებას აბსოლუტური,შეუზღუდავი
მონარქიისადმი და გვაწვდის ხელისუფლების დანაწილების
თეორიას.მონტესკიეს მიხედვით,უმაღლესი ხელისუფლება სამ
ნაწილად უნდა იყოს დაყოფილი:საკანონდებლო ხელისუფლება –
ხალხის რჩეულ საზოგადოებას უნდა
ეკუთვნოდეს,აღმასრულებელი – მონარქს, სასამართლო
ხელისუფლება კი -არჩეულ მოსამართლეებს. არ შეიძლება
აღმასრულებელი და საკანონდებლო ხელისუფლება ერთი
ორგანოს ან ერთი პირის ხელში გაერთიანება,რადგან ასეთ
შემთხვევაში მონარქი თუ პარლამენტი ტირანულ კანონებს
გამოსცემს და ტირანულად განახორციელებს მას.
აუცილებელია აღინიშნოს ის,რომ პოლიტიკური ხელისუფლების
დანაწილების პრინციპი დეკრალირებულია საქართველოს
კონსტიტუციით,რაც იმას ნიშნავს ,რომ იურიდიულად პოლიტიკური
ხელისუფლება საქართველოში განაწილებული აქვთ
პარლამენტს,მთავრობასა და სასამართლოს. პარლამენტი
ახორციელებს საკანონდებლო საქმიანობას,მთავრობა
ახორციელებს აღმასრულებელ საქმიანობას და სასამართლო
ახორციელებს მართლმასაჯულებას.სამივე
ხელისუფლება,თანაბრად დამოუკიდებელია საკუთარი
კომპეტენციის ფარგლებში და კონტროლს უწევს დანარჩენ ორ
ხელისუფლებას,ანუ მოქმედებს ურთიერთკონტროლისა და
დაბალანსების მექანიზმი.
ნებისმერი დემოკრატიულ სახელმწიფოში საკანონმდებლო
ხელისუფლების ფუნქციაა კანონშემოქმედება პარლამენტში
არჩეული დეპუტატების მეშვეობით.
საქართველოს პარლამენტი — საქართველოს უმაღლესი
წარმომადგენლობითი ორგანო, რომელიც ახორციელებს
საკანონმდებლო ხელისუფლებას, განსაზღვრავს ქვეყნის საშინაო
და საგარეო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს,
კონსტიტუციით დადგენილ ფარგლებში კონტროლს უწევს
მთავრობის საქმიანობას და ახორციელებს სხვა
უფლებამოსილებებს.
აღმასრულებელი ხელისუფლების შტო, რომელიც კონსტიტუციისა
და კანონის საფუძველზე ახორციელებს ქვეყნის მართვას,
პრეზიდენტი და მინისტრთა კაბინეტი. აღმასრულებელი
ხელისუფლების ხელშია ქვეყნის რესურსები, ის ახორციელებს
ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკას.

ხელისუფლების მესამე შტოს , სასამართლო ხელისუფლებას


ევალება ქვეყანაში მართლმსაჯულების აღსრულება.
სასამართლო ხელისუფლება იყოფა როგორც საერთო
სასმართლოები და საკონსტიტუციო სასამართლო . საერთო
სასამართლოები კი ნაწილდება
როგორც: რაიონული (საქალაქო/პირველი ინსტანციის)
სასამართლო სადაც ხდება სარჩელის პირველადი განხილა .
სააპელაციო (მეორე ინსტანციის) სასამართლო, სადაც უშუალოდ
პირველ ინსტანციაში გამოტანილი განაჩენის გასაჩივრება ხდება .
საკასაციო (უზენაესი/მესამე ინსტანციის) სასამართლო,
წარმოადგენს საბოლოო შიდასახელმწიფოებრივ სასამართლო
ინსტანციას .

You might also like