სატახტოთა თამაშები

You might also like

Download as pdf or txt
Download as pdf or txt
You are on page 1of 1219

ჯორჯ რ. რ.

მარტინი

ყინულისა და ცეცხლის სიმღერა


სატახტოთა თამაში

ინგლისურიდან თარგმნა ნინო ბარძიმიშვილმა

ეძღვნება მელინდას

1
2
3
პროლოგი

4
– უნდა გავბრუნდეთ, – უფრო დაჟინებით გაიმეორა გარედმა,
როცა მათ გარშემო ტყეში ბინდმა იძალა, – ველურები ცოცხლები
აღარ არიან.
– მკვდრების გეშინია? – სერ ვაიმარ როისის ხმას ღიმილის
ჩრდილი თუ დაჰკრავდა.
გარედი ანკესს არ წამოეგო. ასაკიანი კაცი იყო, ორმოცდაათს
გადაცილებული, ლორდისწულების მოსვლაც ბევრი ენახა და წას-
ვლაც.
– მკვდარი მკვდარია, – თქვა, – მკვდრებთან რა გვესაქმება. –
დაიხოცნენ რო? – წყნარად იკითხა როისმა, – საიდან ვიცით? –
უილმა ნახა, – მიუგო გარედმა, – ის თუ იტყვის, დაიხოცნენო, მე
სხვა საბუთი აღარ მჭირდება.
უილმა იცოდა, რომ ადრე თუ გვიან დავაში მასაც ჩაითრევდნენ.
თავად „თუ გვიან” ერჩივნა.
– დედაჩემი მეუბნებოდა, მკვდრები არ მღერიანო, – მანაც ჩაურ-
თო სიტყვა.
– ჩემი გადიაც მასე ამბობდა, უილ, – მიუგო როისმა, – არასო-
დეს დაიჯერო, რასაც ქალის ძუძუს აკრული გაიგონებ. ზოგ რამეს
მკვდრისგანაც კი შეიტყობ კაცი. – ბინდიან ტყეში დარხეული მისი
ხმა ზედმეტად ხაფად გაისმა.
– წინ დიდი გზა გვაქვს, – შენიშნა გარედმა, – რვა დღე ცხენებზე
უნდა ვისხდეთ, იქნებ ცხრაც. თანაც ღამდება.
სერ ვაიმარ როისმა გულგრილად ახედა ცას.
– ყოველდღე, დაახლოებით ამ დროს, ეგრე ხდება ხოლმე. სიბ-
ნელე გაფრთხობს, გარედ?
უილი ხედავდა გარედის მოკუმულ პირს, ძლივს შეკავებულ რის-
ხვას მოსასხამის სქელი, შავი ჩაჩის ქვეშ შემალულ თვალებში. გა-
რედს ღამის ებგურში* (* – მაღალი ადგილიდან მოდარაჯე რაზმი ან
ადამიანი) ორმოცი წელი გაეტარებინა, ბიჭიც აქ იყო და კაცადაც აქ
იქცა, და აბუჩად აგდებას ჩვეული არ გახლდათ. მაგრამ მხოლოდ ეს

5
არ იყო საქმე. ამ ხნოვან კაცში შელახული თავმოყვარეობის
მიღმა უილი რაღაც სხვასაც გრძნობდა. ეს რაღაც შეგეძლო ლა-
მის მოგესინჯა კიდევაც: მოზიდული შფოთი, საეჭვოდ რომ წა-
აგავდა შიშს.
უილიც მასავით შფოთავდა. მას უკვე ოთხი წელიწადი გაეტა-
რებინა კედელზე. პირველად რომ გაგზავნეს გადაღმა, ყველა
ძველი ზღაპარი, რაც კი მოესმინა, ერთბაშად გაუცოცხლდა და
ისე გახდა, მუცელში დედის ხსენი არ შერჩენია. მერე ამაზე
ბევრს იცინოდა ხოლმე. ახლა უკვე ასეულობით რეიდი ჰქონდა
გამოვლილი და ეს უსასრულო ბნელი უღრანი, სამხრეთელები
ავსულებიან ტყეს რომ ეძახდნენ, შიშის ზარს აღარ სცემდა. ამ სა-
ღამომდე ასე იყო. ამ საღამოს კი რაღაც სხვა ხდებოდა. ახლა
სიბნელეს ისეთი ეკლები გამოესხა, რომ უილს მთელ ტანზე ბურ-
ძგლავდა. უკვე ცხრა დღე ევლოთ ამხედრებულებს, ჩრდილოე-
თისკენ, შემდეგ ჩრდილო-დასავლეთისკენ და ისევ ჩრდილოე-
თისკენ, უფრო და უფრო შორდებოდნენ კედელს, ველურების
ხროვას ედგნენ კვალში. ყოველი მომდევნო დღე წინაზე მძიმე
იყო. დღევანდელი ხომ ყველაზე უარესი გამოდგა. ჩრდილოეთი-
დან ცივი ქარი მოქროდა და ხეებს სულიერებივით აშრიალებდა.
უილს მთელი დღე ეჩვენებოდა, თითქოსდა რაღაც უთვალთვა-
ლებდა, რაღაც ცივი, ულმობელი, მძულვარე. გარედიც იმავეს
გრძნობდა. უილს ყველაზე მეტად ის უნდოდა, უკანმოუხედავად
გაჭენებულიყო, კედლის უსაფრთხოებას შეჰფარებოდა, მაგრამ
ამგვარ სურვილს მეთაურს ხომ ვერ გაუმხელდა?
მით უფრო, ასეთ მეთაურს.
სერ ვაიმარ როისი, თავისი ოჯახის უმცროსი ვაჟი, იმ უძველე-
სი გვარის ჩამომავალი იყო, მემკვიდრეთა მეტისმეტი სიმრავლე
რომ მოსდგამდა. თვრამეტი წლის მოხდენილი ჭაბუკი იყო, რუხ-
თვალება, დანის პირივით მოქნილი და თხელი. ვეება შავ საბ-
რძოლო ულაყზე ამხედრებული რაინდი მომცრო საფერხეებზე

6
შემსხდარ უილსა და გარედს ზემოდან დასცქეროდა. შავი ტყავის
ჩექმები ეცვა, შავი შალის შარვალი, თხუნელას ტყავის შავი
ხელთათმანები; მოთრიმლული ტყავისა და შავი შალის ფენებზე
დასმული მისი შავი, მბზინავი ჯაჭვის პერანგი თხელი და მოხერ-
ხებული ჩანდა. ნახევარ წელიწადზე ნაკლები გასულიყო, რაც სერ
ვაიმარი ღამის ებგურის შეფიცული ძმა გახდა, მაგრამ ვერავინ იტ-
ყოდა, ამ საქმისთვის მზად არ არისო. ყოველ შემთხვევაში, როცა
სიტყვა მის სამოსზე ჩამოვარდებოდა.
მთელ ამ დიდებულებას მოსასხამი აგვირგვინებდა. სქელი, სი-
ასამურის ბეწვისა, ცოდვასავით შავი და ლბილი.
– ნაძლევს დავდებ, ეს მხეცუნები თვითონ დახოცა, – ქილიკობ-
და გარედი, ყაზარმაში ღვინოს რომ სვამდნენ, – სულ სათითაოდ
მოუგრიხა პატარა თავები ამ ჩვენმა მძლეთაძლემ, – და ყველა იცი-
ნოდა.
ძნელია, ბრძანებებს იღებდე კაცისგან, რომელსაც შემთვრალი
დასცინი ხოლმეო, გაიფიქრა უნაგირზე მობუზულმა უილმა. ალბათ
გარედიც იმავეს გრძნობდა.
– მორმონტმა გვიბრძანა, გვეპოვა ისინი, და ასეც ვქენით, –
თქვა გარედმა, – ახლა მკვდრები არიან. მეტად ვეღარ შეგვაწუხე-
ბენ.
წინ ძნელი გზა გვიდევს. არ მომწონს ეს ამინდი. თუ გათოვდა,
დასაბრუნებლად იქნებ ორი კვირაც დაგვჭირდეს, და თოვლი სანატ-
რელი არ გაგვიხდეს კიდევ. როდისმე ქარბუქი თუ გინახავს, მი-
ლორდ?
ლორდის ვაჟს თითქოს არ ესმოდა მისი. იგი მოხშირებულ ბინდს
იმ თავისი ნახევრად გაბეზრებული, ნახევრად გაფანტული მზერით
აკვირდებოდა. უილს საკმაო გზები დაევლო რაინდთან ერთად და
უკვე იცოდა: ასეთი რომ ხდებოდა, ჯობდა, არ ჩასჩროდი. – აბა, კი-
დევ მითხარი, რა ნახე, უილ. ყველაფერი წვრილად გაიხსენე, არა-
ფერი გამოტოვო.

7
უილი მონადირე იყო, სანამ ღამის ებგურს შეუერთდებოდა.
ბრაკონიერი, სიმართლე რომ ვთქვათ. მალისტერის თავისუ-
ფალმა მხედრებმა დაიჭირეს სისხლით ხელებმოთხვრილი მა-
ლისტერისავე ტყეში, როდესაც მალისტერის ერთ-ერთ ხარი-
რემს ატყავებდა. ამის მერე ან შავი უნდა შეემოსა, ან ხელს მოს-
ჭრიდნენ. ტყეში უილივით უჩუმრად არავინ დადიოდა და შავმა
ძმებმა მალევე აღმოაჩინეს მისი ეს ნიჭი.
– ბანაკი აქედან ორ მილშია, იმ თხემს გადაღმა, ზედ ღელის
პირას, – თქვა უილმა, – რაც შემეძლო, ახლოს მივედი. რვანი
არიან, კაცებიც, ქალებიც. ბავშვები არ დამინახავს. კლდის
გვერდით გადმოხურვა გაუკეთებიათ თავის შესაფარებლად. ახ-
ლა უკვე თოვლმა დაფარა იქაურობა, თუმცა ეს კი გავარჩიე. კო-
ცონი არ ანთია, მაგრამ საცეცხლე ორმო აშკარად ჩანს. არავინ
იძვრის. დიდხანს ვუთვალთვალე. ცოცხალი კაცი ასე უძრავი ვე-
რაფრით ვერ იქნება.
– სისხლის კვალი ნახე?
– არა, – აღიარა უილმა.
– იარაღი?
– რაღაც ხმლები, რამდენიმე მშვილდი. ერთ კაცს ტაბარი
აქვს. კარგა მძიმე ჩანს, ორპირიანი, სასტიკი იარაღია. ისიც მი-
წაზე ეგდო, კაცის გვერდით, იქვე, მის ხელთან.
– სხეულების განლაგებას დააკვირდი?
უილმა მხრები აიჩეჩა.
– ორი კლდეს მიყუდებული ზის. უმრავლესობა მიწაზე ყრია.
ჩანს, დახოცილები არიან.
– ან სძინავთ, – ივარაუდა როისმა.
– დახოცილები არიან, – დაიჩემა უილმა, – ერთი ქალი ძელ-
ქვაზე ზის, სანახევროდ ტოტებშია შემალული. მოთვალთვალე,

8
– მან მკრთალად გაიღიმა, – ისე ვქენი, რომ არ დავენახე. ახლოს
რომ მივედი, ვნახე, არც ის ინძრეოდა, – უილს უნებურად გააჟრჟო-
ლა. – გამცივნებს? – ჰკითხა როისმა.
– ცოტათი, – ჩაიბურტყუნა უილმა, – ქარია, მილორდ.
ჭაბუკი რაინდი თავის ჭაღარა მებრძოლს მიუბრუნდა. დამზრალ-
მა ფოთლებმა გვერდით ჩაუშრიალეს და როისის ცხენმა მოუსვენ-
რად იცვალა ფეხი.
– როგორ გგონია, რას შეეძლო დაეხოცა ეს ხალხი, გარედ? –
ჰკითხა გულგრილად და სიასამურის გრძელი მოსასხამის კალთა
გაისწორა.
– სიცივეს, – მიუგო გარედმა შეუვალი თავდაჯერებით, – მინა-
ხავს გაყინული ხალხი გასულ ზამთარს და იმის წინა ზამთარსაც –
მაშინ სანახევროდ ბიჭი ვიყავი. პირზე ყველას ორმოცი ფუტის სიღ-
რმის თოვლი და ჩრდილოეთიდან ყმუილით მომქროლავი ყინულო-
ვანი ქარაშოტი აკერია, მაგრამ ნამდვილი მტერი სიცივეა. უილზე
უფრო უჩუმრად გეპარება და თავიდან შენც ცახცახებ, კბილებს
აკაწკაწებ, ფეხებს აბაკუნებ და სანელებლებიან ცხელ ღვინოსა და
გუზგუზა ცეცხლზე ოცნებობ. გწვავს, ო, როგორ გწვავს. სიცივესა-
ვით არაფერი წვავს ამ ქვეყანაზე. მაგრამ ეს მხოლოდ თავიდან. მე-
რე სიცივე შენში აღწევს და შენს პირთამდე ავსებას იწყებს. ცოტა
ხანში მასთან ბრძოლის ძალა აღარ გაქვს, ის გირჩევნია, ჩამოჯდე
ან სულაც დაიძინო. ამბობენ, ბოლოსკენ ტკივილს საერთოდ არ
გრძნობო. თავიდან ითენთები და თვლემა გერევა, გარშემო ყველა-
ფერი მკრთალდება, შემდეგ კი გეგონება, თბილი რძის ზღვაში იძი-
რებიო. სიმშვიდე და რამე.
– რა ენაწყლიანი ხარ, გარედ, – შენიშნა სერ ვაიმარმა, – ვერა-
სოდეს ვიფიქრებდი, ესეც თუ შეგეძლო.
– მეც ვიცი, სიცივე რა არის, ლორდისწულო, – გარედმა ჩაჩი გა-
დაიხადა და სერ ვაიმარმა შეძლო, კარგად შეეთვალიერებინა ხორ-
ცის პატარა ნუჟრები მისი ყურების ადგილზე, – ორივე ყური, სამი

9
თითი ფეხზე და მარცხენა ხელის ნეკი მაკლია. კიდევ იოლად გა-
მოვძვერი. ჩემი ძმა გაყინული ვიპოვეთ საგუშაგოზე, სახეზე ღი-
მილი ეფინა. ვაიმარმა მხრები აიჩეჩა.
– უფრო თბილად უნდა იცვამდე, გარედ.
გარედი ლორდისწულს მიაჩერდა, ნაიარევები, მაისტერ ეი-
მონის მიერ მოჭრილი ყურების ადგილას რომ ეტყობოდა, ბრა-
ზით გაუჭარხლდა. – მოვა ზამთარი და, რა თბილადაც ჩაიცვამ,
იმასაც ვნახავთ, – ჩაჩი ჩამოიფხატა და ცხენის ზურგზე მოიბღუნ-
ძა, პირქუში, დადუმებული. – თუკი გარედი ამბობს, სიცივემო...
– წამოიწყო უილმა. – ამ ბოლო კვირას გუშაგობამ მოგიწია,
უილ?
– დიახ, მილორდ, – კვირა ისე არ გაივლიდა, ათჯერ მაინც არ
შეხვედროდა ეს წყეული მორიგეობა. მაინც რა უნდოდა ამ კაცს?
– და როგორი იყო კედელი?
– ტიროდა, – შეიჭმუხნა უილი. ახლა, როდესაც ლორდის-
წულმა მიახვედრა, ერთბაშად მისთვისაც ცხადი გახდა, – ისინი
ვერ გაიყინებოდნენ. ვერა, თუ კედელი ტირის. ეგეთი სიცივეც არ
ყოფილა.
როისმა თავი დაუქნია.
– ჭკვიანი ბიჭი, ამ ბოლო კვირას რამდენჯერმე ცოტათი მო-
ყინა და ერთი-ორჯერ ქარბუქმაც წამოგვიბერა, მაგრამ ისე სას-
ტიკად ნამდვილად არ ციოდა, რვა ზრდასრული კაცი რომ მოეკ-
ლა. თანაც, არ დაგავიწყდეთ, ტყავით და ბეწვეულით შემოსილი
ადამიანები, იქვე თავშესაფარიც რომ ჰქონდათ და ცეცხლის
დანთებასაც ახერხებდნენ. – რაინდი თავდაჯერებით იღიმებო-
და, – უილ, გაგვიძეხი იქით. ის მკვდარი ხალხი ჩემი თვალით უნ-
და ვნახო.
ვეღარაფერს იზამდი. ბრძანება გაიცა, ღირსება მორჩილებას
ავალებდათ.

10
უილი წინ წავიდა. მისი ბანჯგვლიანი ტანმორჩილი საფერხე
ფრთხილად მიიკვლევდა გზას ხეების ქვეშ ნაზარდ ბუჩქნარში. წინა
ღამით წამოთოვა და ქვები, ფესვები და ორმოები მისი თხელი საფა-
რის ქვეშ დამალულიყვნენ, უზრუნველ და გაუფრთხილებელ
მგზავრს უსაფრდებოდნენ. უილს სერ ვაიმარ როისი მიჰყვებოდა,
მისი ზორბა შავი მერანი მოუთმენლად ფრუტუნებდა. საბრძოლო
ცხენი რეიდებისთვის არ ვარგოდა, მაგრამ აბა, ერთი სცადე და ეს
ლორდისწულს მოახსენე. გარედი ბოლოში ჩადგა. მოდიოდა და რა-
ღაცას ბურტყუნებდა.
ბინდი გახშირდა. უღრუბლო ცა იისფრად შეიღება, დალილავე-
ბული კანივით გახდა, მერე ფერი დაკარგა, გაშავდა. ვარსკვლავები
აციმციმდნენ. ნახევარმთვარე ამოვიდა. უილი მისი შუქის მადლიე-
რი იყო. – ნამდვილად უფრო სწრაფადაც შეგვიძლია სიარული, –
თქვა როისმა, როდესაც მთვარე ბოლომდე ამოვიდა.
– ამ ცხენით ვერა, – მიუგო უილმა. შიშმა მას სითავხედე შესძი-
ნა, – იქნებ მილორდმა ინებოს და წინ გაგვიძღვეს?
სერ ვაიმარ როისმა პასუხის ღირსად არ ჩააგდო.
სადღაც ტყეში მგელმა დაიყმუვლა.
უილმა თავისი ცხენი ბებერი, დაგრეხილი ძელქვის ძირს მიაყენა
და ჩამოხდა.
– რატომ ჩერდები? – ჰკითხა სერ ვაიმარმა.
– ჯობს, დანარჩენი ფეხით გავიაროთ. აქვეა, ამ თხემს გადაღმა.
როისი გაჩუმდა და შორეთს ჩააცქერდა, სახე ფიქრიანი ჰქონდა. ხე-
ებს შორის ცივი ქარი შრიალებდა. სიასამურის ვრცელი მოსასხამი
რაინდის ზურგსუკან ლამის ცოცხალივით შეირხა.
– აქ რაღაც ვერაა რიგზე, – ჩაიბურტყუნა გარედმა.
ჭაბუკმა რაინდმა აგდებით გაუღიმა.
– არა, მართლა?

11
– ვერ გრძნობ? – ჰკითხა გარედმა, – ყური დაუგდე სიბნე-
ლეს! უილი გრძნობდა. ოთხი წელიწადი დაყო ღამის ებგურში და
ასე არასდროს შეშინებია. რა ხდებოდა?
– ქარია. ხეები შრიალებს. მგელი ყმუის. ამათგან რომელი
ხმა გაფრთხობს ასე ძალიან, გარედ?
გარედმა არაფერი უპასუხა და როისიც მსუბუქად ჩამოსხლტა
უნაგირიდან. მერანი საიმედოდ მიაბა ჩამოზნექილ ტოტს, და-
ნარჩენი ცხენებიდან კარგა მოშორებით, და გრძელი ორლესუ-
ლი იშიშვლა. ხმლის ტარზე პატიოსანმა თვლებმა იელვა, მთვა-
რის სხივმა ჩაირბინა კაშკაშა ფოლადზე. ჩინებული იარაღი იყო,
ციხე-დარბაზს ნაჭედი და, როგორც ჩანს, სულ ახალი. უილმა
იფიქრა, რისხვით ალბათ ჯერ არც მოქნეულაო.
– აქ ხეები მიჯრით იზრდება, – გააფრთხილა მან რაინდი, –
ეს ხმალი ტოტებში გაგხლართავს. სატევარი ჯობს, მილორდ.
– რჩევა რომ დამჭირდება, დაგეკითხები, – უთხრა ჭაბუკმა
ლორდმა, – გარედ, აქ დარჩი. ცხენებს უდარაჯე.
გარედიც ჩამოქვეითდა.
– ცეცხლი გვჭირდება. მაგასაც მივხედავ.
– სულ გამოსულელდი, მოხუცო? თუკი ტყეში მტრები არიან,
რა დროს კოცონია?
– ზოგ მტერს ცეცხლი აფრთხობს, – მიუგო გარედმა, – დათ-
ვებს, მგელსაზარებს და... და სხვა არსებებს...
სერ ვაიმარს ვიწრო ხაზად აჩნდა პირი, ისე მოეკუმა.
– არავითარი ცეცხლი.
გარედს სახეს ჩაჩი უფარავდა, მაგრამ უილმა შეამჩნია მის
მზერაში დაკვესებული ფოლადი, როდესაც მებრძოლმა რაინდს
გაუსწორა თვალი. წუთით შეშინდა, უფროსი კაცი ხმალს წას-
წვდებაო. მოკლე, მახინჯი რამ კი იყო ეს ხმალი, ვადა ოფლისგან

12
გამოხუნებოდა, პირი აქა-იქ ამომტვრეოდა გამეტებული ხმარების-
გან, მაგრამ უილი რკინის შილინგსაც არ დადებდა ლორდისწულის
სიცოცხლეზე, თუკი გარედი ხმალს იშიშვლებდა.
როგორც იყო, გარედმა მზერა დახარა.
– არავითარი ცეცხლი. – ჩაიბურდღუნა ხმადაბლა, თითქმის თა-
ვისთვის. როისმა ეს დათმობად ჩამოართვა და მიტრიალდა.
– გამიძეხ, – უთხრა უილს.
უილმა ბარდებში გაიკვლია გზა, შემდეგ ფერდობს აუყვა დაბა-
ლი სერის თხემისკენ, სადაც კარგი სათვალთვალო ეპოვა ხეგუშა-
გას ძირას. თოვლის თხელი საფარის ქვეშ მიწა ნოტიო და ატალახე-
ბული იყო, ფეხი ცურავდა, ქვებს და ფარულ ფესვებს აწყდებოდა.
უილს ჩქამიც არ გაუღია, ისე ავიდა სერზე. უკნიდან ესმოდა ლორ-
დის ვაჟის აბჯრის წყნარი ჩხარუნი, ფოთოლთა შრაშუნი და მოგუდუ-
ლი გინება, როდესაც დაბალი ტოტები მის ორლესულს ედებოდა ან
ჩინებულ სიასამურის მოსასხამს ქაჩავდა.
აშოლტილი გუშაგა ზედ თხემზე იდგა, სწორედ იქ, სადაც უილს
ეგულებოდა; მისი ქვედა ტოტები სულ ერთი ფუტით თუ იქნებოდა
მიწას აცილებული. უილი მათ ქვეშ შესრიალდა, მუცელზე გაწვა
პირდაპირ თოვლსა და ტალახში და ქვემოთ გადაშლილ ცარიელ
მდელოს გადახედა.
გული გაეყინა მკერდში. ერთხანს ჩასუნთქვაც ვერ გაებედა.
მთვარის შუქი ეფინა მინდორს, ცეცხლის ორმოში ჩარჩენილ ნა-
ცარს, თოვლიან გადმოხურულს, ფართო კლდეს, პატარა სანახევ-
როდ გაყინულ ღელეს. ყველაფერი ისევე იყო, როგორც ამ რამდე-
ნიმე საათის წინ დატოვა.
ადამიანების გარდა. აღარც ერთი სხეული არსად ჩანდა.
– ო, ღმერთებო! – გაისმა მის უკან. სერ ვაიმარ როისმა თხემზე
ამოაღწია და ხმლის ერთი მოქნევით ხეს ტოტი წაასხიპა. ასე იდგა,

13
გუშაგას გვერდით, ხელში ხმალი ეპყრა, ქარი მოსასხამს უფრია-
ლებდა და დიდებულად იკვეთებოდა ვარსკვლავების ფონზე, ყვე-
ლას დასანახად.
– დაბლა ჩამოიწი! – დაჟინებით უჩურჩულა უილმა, – რაღაც
ვერაა რიგზე.
როისი არ განძრეულა. მან ცარიელ მდელოს გადახედა და
გადაიხარხარა. – მგონი, შენი მკვდრები ბანაკიდან გაძურწუ-
ლან, უილ!
უილს ხმა ჩაუწყდა. სიტყვებს ეძებდა, ისინი კი უსხლტებოდ-
ნენ. შეუძლებელი იყო! მიტოვებულ ბანაკში მზერა დააცეცა და
თვალი ნაჯახზე გაუშტერდა. უზარმაზარი ორპირა ტაბარი ჯერაც
იქ ეგდო, სადაც ბოლოჯერ ნახა, ხელი არავის ეხლო. ძვირფასი
იარაღია... – ადე ზეზე, უილ! – უბრძანა სერ ვაიმარმა, – აქ არა-
ვინაა. ეგღა მაკლია, ჩირგვებში შემძვრალი იმალებოდე.
უილი უწადინოდ დაემორჩილა. სერ ვაიმარმა აშკარა კიც-
ხვით გადახედა.
– ჩემი პირველი რეიდიდან ციხეშავში ხელმოცარული არ
დავბრუნდები. ჩვენ იმ ხალხს ვიპოვით. – გარემოს თვალი მოავ-
ლო, – ადი ხეზე. სწრაფად. გახედე, სადმე ცეცხლი ხომ არ ჩანს.
უილი უსიტყვოდ შებრუნდა. შედავებას აზრი არ ჰქონდა. ქარი
მიმართულებას იცვლიდა, ისე უბერავდა, მთლად ძვალ-რბილში
ატანდა. უილი ხეს მიუახლოვდა, თაღად დამდგარ რუხ-მწვანე
გუშაგას, და აძრომა დაიწყო. მალე ფისისგან ხელები გაეწება და
მთლიანად შეიმალა წიწვებში. შიში მოუნელებელი კერძივით
უვსებდა სტომაქს. მან ჩურჩულით აღუვლინა ლოცვა ტყის უსახე-
ლო ღმერთებს და ხანჯალი ქარქაშიდან ამოაცოცა. იარაღი კბი-
ლებში გაირჭო, საცოცად ორივე ხელი თავისუფალი რომ ჰქო-
ნოდა. ცივი რკინის გემომ სიმშვიდე მოჰგვარა.
ქვემოთ დარჩენილმა ლორდისწულმა ანაზდად შეჰყვირა:

14
– ვინ მოდის? – გამოწვევით იყო ნათქვამი, მაგრამ უილმა მის
ხმაში ყოყმანი გაიგონა. აძრომა შეწყვიტა; უცქერდა; აყურადებდა.
ტყე შეეხმიანა: ფოთლების შრიალით, ღელის ყინულიანი ჩხრი-
ალით, თოვლის ბუს შორეული დაძახილით.
სხვები ხომ უჩუმრად დადიან.
უილმა თვალის კუთხით მოძრაობა შენიშნა. ტყეში მორიალე
მქრქალი ლანდები. თავი მიაბრუნა და წყვდიადში თეთრ აჩრდილს
შეასწრო თვალი. მერე ისიც გაქრა. ტოტები წყნარად შეირხნენ ქარ-
ში, გაჩხიკული თითებით წაეტანნენ ერთმანეთს. უილმა პირი გა-
აღო, რომ დაბლა რაღაც გამაფრთხილებელი ჩაეძახა, მაგრამ სიტ-
ყვები ყელში გაეჩხირა. იქნებ ცდებოდა? იქნებ ფრინველს მოჰკრა
თვალი, რაღაც ანარეკლს თოვლზე, მთვარის სხივის თამაშს? ნახა
კი საერთოდ რამე, ბოლოს და ბოლოს?
– უილ, სადა ხარ? – ასძახა სერ ვაიმარმა, – ხედავ რამეს? – იგი
ნელა შემობრუნდა ერთ ადგილზე, ანაზდად შეშფოთებული, ხელით
ხმალი ჩაებღუჯა. ალბათ იგრძნო ისინი, ისევე, როგორც უილმა.
არაფერი ჩანდა და რას დაინახავდა, – მიპასუხე! რატომ ცივა ასე?
მართლაც რომ ციოდა. აცახცახებული უილი უფრო საიმედოდ ჩააფ-
რინდა ტოტს. სახით ხეგუშაგას ტანს მიეკრო. ლოყით ტკბილ,
ბლანტ ფისს გრძნობდა.
ტყის წყვდიადს აჩრდილი გამოეყო და როისს წინ დაუდგა. მაღა-
ლი იყო, ძველი ჩონჩხივით ხმელი და უდრეკი, კანი რძესავით გა-
დაჰფითრებოდა. რომ იძვროდა, მისი აბჯარი თითქოს ფერს იცვლი-
და:
ზოგან ახალმოსული თოვლივით ქათქათებდა, სხვაგან წყვდი-
ადივით ჩაშავებულიყო და ერთიანად მუქი, ხეებისფერი რუხმწვა-
ნით იყო დალაქული. ნაბიჯს რომ დგამდა, ფერები ლივლივებდა და
ერთმანეთში გადარბოდა, წყალზე დაფერილი მთვარის სხივის და-
რად.

15
სერ ვაიმარ როისის ამოსუნთქვა უილს ერთ გაგრძელებულ
შიშინად ჩაესმა.
– ნაბიჯი აღარ გადმოდგა! – შეუტია მოსულს ლორდისწულ-
მა. ხმა ბიჭივით გადაუტყდა. გრძელი მოსასხამი ზურგსუკან გა-
დაიგდო, მკლავები გაითავისუფლა საბრძოლველად და ხმალი
ორივე ხელით მოიმარჯვა. ქარი ჩადგა. სასტიკად ციოდა.
სხვა წინ გამოცურდა უჩქამო ნაბიჯით. ხელში მასაც გრძელი
ორლესული ეპყრა – ამგვარი მახვილი უილს არსად ენახა.
ხმლის გამოსაჭედად ადამიანისთვის ცნობილი არა ლითონი არ
მოეხმარათ. მთვარის შუქი აცოცხლებდა, მჭვირვალს, თითქოს-
და ბროლისგან ანათალს და იმდენად თხელი იყო, რომ მაცქერ-
ლისკენ წიბოთი შებრუნებული ლამის უხილავი ხდებოდა. ხმალს
მკრთალი ცისფერი ელვარება დაჰკრავდა, მიღმიერი შუქი
კრთოდა მის ნატიფ კიდეებზე და უილმაც როგორღაც იცოდა,
ყველა სამართებელზე ბასრი პირი რომ ექნებოდა.
სერ ვაიმარი წარბშეუხრელად დაუხვდა.
– მაშ, მეცეკვე!
ხმალი გამომწვევად შემართა თავზემოთ, ხელები უთრთოდა
მისი სიმძიმით. ან იქნებ სიცივე იყო მიზეზი? და მაინც იმწუთას
უილმა იფიქრა, რომ თვალწინ ბიჭი კი აღარ ედგა, არამედ – ღა-
მის ებგურის მებრძოლი.
სხვა შედგა. უილი ხედავდა მის თვალებს, ლურჯს, უფრო
ღრმასა და უფრო ლურჯს, ვიდრე ადამიანის თვალები შეიძლება
იყოს, ლურჯს და ყინულივით მწველს. მოუცილებლად შესცქე-
როდნენ მაღლა აწვდილ, აცახცახებულ ორლესულს, ლითონის
პირზე ცივად დასრიალებულ მთვარის სხივს აკვირდებოდნენ.
უილს წამით იმედის ნაპერწკალი გაუჩნდა.
ისინი უჩუმრად ამოჩნდნენ სიბნელიდან, პირველად მოსუ-
ლის ტყუპისცალები. სამნი... ოთხნი... ხუთნი... სერ ვაიმარმა იქ-

16
ნებ კიდევაც იგრძნო მათ მოყოლილი სიცივე, მაგრამ ვერც ხედავ-
და, ვერც გაგონება შეეძლო მათი. უილს უნდა დაეძახა, გაეფრთხი-
ლებინა იგი. ეს მისი ვალი იყო. და მისი აღსასრულიც, თუკი ასე მო-
იქცეოდა. აცახცახდა, ხეს ჩაეხვია და ხმა არ დაუძრავს.
მქრქალმა ხმალმა ჰაერი გაკვეთა. სერ ვაიმარმა ფოლადი დაახ-
ვედრა. როდესაც პირი პირს შეხვდა, ლითონს ჩხარი არ გაუღია.
მხოლოდ გაწელილი, ყურთასმენის ზღვრამდე გაწვრილებული
ხმა გაისმა, ტკივილით გათანგული ცხოველის წივილის მსგავსი.
როისი მეორე დარტყმასაც დაუხვდა, მესამესაც, მერე ერთი ნაბიჯით
უკან დაიხია. კვლავ დაატყდა ზედიზედ მოქნეული დარტყმები,
კვლავ უკან დაიხია. მის უკან, მის მარჯვნივ, მარცხნივ, ყველგან მის
გარშემო აღუშფოთველი მაცქერლები დაყუდებულიყვნენ, უმეტყვე-
ლო სახით, მდუმარედ. ნატიფი აბჯრის ცვლადი ელფერი ლამის
თვალით უხილავს ხდიდათ ხეებს შორის. მაგრამ არც შეტოკებულან
ბრძოლაში ჩასარევად.
კვლავ და კვლავ ეგებებოდა ხმალი ხმალს. უილი მზად იყო, ყუ-
რებზე ხელი აეფარებინა, ოღონდ კი არ ესმინა ეს უცნაური, მტანჯვე-
ლი ზარი. სერ ვაიმარი უკვე დაღლილობისგან ქშინავდა, მთვარის
შუქზე ორთქლად ჩანდა ამონასუნთქი. მისი მახვილი თეთრად შე-
ჭირხლულიყო, სხვისა – მკრთალ-ცისფრად ანთებული ცეკვავდა.
მერე როისის მოგერიებამ სულ მცირედ დაიგვიანა. მქრქალმა მახ-
ვილმა ჯაჭვის პერანგით დაფარული გვერდი გაუჭრა მკლავის ქვეშ.
ჭაბუკმა ლორდმა ტკივილით შეჰყვირა. ფოლადის რგოლებს შორის
სისხლმა იხუვლა. სისხლს ორთქლი ასდიოდა ყინვაში და მისი დაც-
ვენილი წვეთები ცეცხლივით წითლად ღვიოდა თოვლზე.
სერ ვაიმარმა ფერდზე თითები მოისვა, მისი თხუნელას ხელ-
თათმანი ერთბაშად წითლად გაიჟღინთა.
სხვამ რაღაც წარმოთქვა ენაზე, რომელიც უილმა არ იცოდა; მი-
სი ხმა ზამთრის ტბაზე ყინულის სკდომას ჩამოჰგავდა, სიტყვები კი
დამცინავად ისმოდა.

17
სერ ვაიმარ როისმა მოიხელთა თავისი სიშმაგე.
– რობერტისთვის! – შეჰყვირა მან და ღმუილით გაიჭრა წინ,
შეჭირხლული ხმალი ორივე ხელით შემართა და ბრტყელი
გვერდული მოძრაობით შემოიქნია წრეზე, დარტყმას მთელი თა-
ვისი წონა მიაყოლა. სხვამ თითქმის ზანტად დაუხვედრა თავისი
მახვილი.
პირები ერთმანეთს შეხვდნენ და ფოლადი გადატყდა.
ტყის ღამე კივილმა გაკვეთა. გრძელი ორლესული ასობით
მყიფე ნაკუწად იქცა, ნამსხვრევები ნემსების წვიმასავით მიმოი-
ფანტა. როისი ცახცახით დაეცა მუხლებზე და სახეზე ხელები აი-
ფარა. თითებს შორის სისხლი გადმოსდინდა.
მაცქერლები ერთად დაიძრნენ წინ, თითქოსდა რაღაც ნიშანი
მიიღესო. სამარისებურ მდუმარებაში აღიმართა და დაეშვა
ხმლები. ეს გულცივი სასაკლაო იყო. მქრქალი პირები ჯაჭვის პე-
რანგში ისე ატანდნენ, თითქოსდა აბრეშუმის სამოსი გაეჭრათ.
უილმა თვალები დახუჭა. სადღაც დაბლიდან ლოლოებივით წა-
მახული ხმები და სიცილი ჩაესმოდა.
როდესაც გამბედაობა ეყო, კვლავ გაეხედა, უკვე კარგა ხანი
იყო გასული, და დაბლა თხემზე აღარავინ ჩანდა.
იგი მაინც ხეზე იჯდა და სუნთქვასაც ძლივს ბედავდა, მთვარე
კი ნელა მიცურავდა ბნელ ცაზე. ბოლოს და ბოლოს, როდესაც
სიცივისგან სხეული გაუხევდა და თითები დაუბუჟდა, დაბლა ჩა-
მოცოცდა.
როისის სხეული პირჩაღმა ეგდო თოვლში, ცალი მკლავი
განზე გაეშალა. სქელი სიასამურის მოსასხამი ერთიანად დასე-
რილი ჰქონდა. ასეთს, მკვდარს, დაცემულს, უფრო ეტყობოდა,
თუ რა ახალგაზრდა იყო. მთლად ბიჭი.
ხმლის ნარჩენი რამდენიმე ფუტის მოშორებით იპოვა. ბოლო
გაგლეჯილი და დაგრეხილი ჰქონდა, როგორც ნამეხარ ხეს.
უილმა ჩაიმუხლა, ფრთხილად მიმოიხედა და ნამტვრევს ხელი

18
სტაცა. დამტვრეული ხმალი საბუთად გამოადგება. გარედი რამეს
მიხვდება აქედან, თუ გარედი არა, მაშინ უეჭველად ის ბებერი დათ-
ვი მორმონტი მიხვდება, ან მაისტერ ეიმონი. გარედი ცხენებით ამ-
დენ ხანს თუ დაიცდიდა? უნდა იჩქაროს.
უილი წამოდგა. სერ ვაიმარ როისი თავს დასდგომოდა.
მისი მშვენიერი სამოსი ნაფლეთებად იყო ქცეული, სახე დაჩეხი-
ლი ჰქონდა. მისივე ხმლის ნატეხი მარცხენა თვალის ბრმა თეთრი
გუგიდან ამოსჩროდა.
მარჯვენა თვალი გახელილი ჰქონდა. გუგა ლურჯად უგიზგიზებ-
და. თვალი ხედავდა.
ხმლის ნატეხი ძირს დაეცა მოდუნებული თითებიდან. უილმა
თვალები დახუჭა, რომ ელოცა. გრძელი, ნატიფი თითები დაცურ-
დნენ მის ლოყაზე, შემდეგ ყელზე შემოეჭდნენ, შემჭიდროვდნენ.
ხელს ჩინებული თხუნელას ტყავის ხელთათმანი მოსავდა და სის-
ხლით იყო გაწებილი, მაგრამ შეხება ყინულოვანი ჰქონდა.

19
ბრანი

20
დილა უღრუბლო და ცივი გათენდა, ჰაერს შერეული სუსხი ზაფხუ-
ლის დასრულებას მიანიშნებდა. რიჟრაჟზე გაუდგნენ გზას, სიკვდი-
ლით დასჯას რომ დასწრებოდნენ, სულ ოცნი იყვნენ და აღტაცებუ-
ლი და აფორიაქებული ბრანიც მათ შორის მიდიოდა თავისი პონით.
პირველად იყო, რომ მიიჩნიეს – საკმაოდ დიდია საიმისოდ, ლორდ
მამასა და ძმებთან ერთად მეფის სამართლის აღსრულება იხილო-
სო. ზაფხულის მეცხრე წელიწადი იდგა, ბრანისთვის ეს სიცოცხლის
მეშვიდე წელი იყო.
სიკვდილმისჯილი გორაკებში პატარა ციხესიმაგრის მახლობ-
ლად დაიჭირეს. რობს მიაჩნდა, რომ იგი ველური იყო, თავისი
ხმლით მენს რეიდარს, კედლისგაღმელ მეფეს ედგა სამსახურში.
ამას რომ ფიქრობდა, ბრანს ტანში ბურძგლავდა. ახსენდებოდა ბუხ-
რისპირული ზღაპრები, მოხუცი ნენი რომ უყვებოდა. ველურები ბო-
როტები არიანო, ამბობდა იგი, მონებით მოვაჭრენი, მკვლელები და
ქურდებიო. ისინი გოლიათებთან და ვამპირებთან იჭერდნენ საქმეს,
ღამღამობით პატარა გოგონებს იტაცებდნენ და სისხლს სვამდნენ
გაპრიალებული ყანწებით. მათი ქალები კი სხვებთან წვებოდნენ
გრძელი ღამისას, მერე საზარელი ნახევარადამიანი ბავშვები რომ
ეშვათ.
მაგრამ ეს კაცი, ხელებით და ფეხებით რომ მიებათ სიმაგრის კე-
დელზე მეფის სამსჯავროს მოლოდინში, მოხუცი და გაძვალტყავე-
ბული იყო. მისი ორივე ყური და ერთი თითი ყინვას შეეწირა და სულ
შავებით იყო მოსილი, როგორც ღამის ებგურის ერთი ძმათაგანი –
ოღონდ მისი ბეწვის სამოსი დაძონძილი და გაზინთული ჩანდა.
ადამიანების და ცხენების ამონასუნთქი ორთქლად დიოდა და
ერთმანეთს ერეოდა დილის ცივ ჰაერში, როდესაც მისმა ლორდმა
მამამ ბრძანა, კაცი კედლიდან მოეხსნათ და ახლო მოეთრიათ. რო-
ბი და ჯონი გამართულები უძრავად ისხდნენ თავიანთ ცხენებზე, მათ
შორის ბრანი ჩამდგარიყო თავისი პონით და ლამობდა, უფრო დიდი

21
გამოჩენილიყო, ვიდრე შვიდი წლისა, ცდილობდა, თავი ისე და-
ეჭირა, თითქოსდა ეს ყველაფერი ადრე უკვე ენახა. სიმაგრის
ჭიშკარში ნიავმა შემობერა. მათ თავზემოთ ვინტერფელელი
სტარკების დროშა გაიშალა: ყინულოვან-თეთრ ველზე გაქცეუ-
ლი რუხი მგელსაზარა.
ბრანის მამა მედიდურად იჯდა ცხენზე, გრძელ წაბლისფერ
თმას ქარი უშლიდა. მოკლედ შეკრეჭილ წვერში გამორეული ჭა-
ღარა უფრო ხნიერს აჩენდა, ვიდრე იყო: ოცდათხუთმეტი წლისა.
რუხ თვალებში სიკუშტე ჩასდგომოდა და სულაც არ ჰგავდა კაცს,
რომელსაც საღამოობით ცეცხლის პირას ჯდომა და გმირთა
დროებაზე თუ ტყის შვილებზე მუსაიფი უყვარს. მამის სახე ჩამო-
იხსნა, გაიფიქრა ბრანმა, და ლორდ სტარკ ვინტერფელელის სა-
ხე მოირგო.
დილის სუსხში კითხვები დაისვა, პასუხები გაიცა, მაგრამ
მოგვიანებით ბრანს ბევრი არაფერი ახსოვდა, რა ითქვა მაშინ.
ბოლოს და ბოლოს, მისმა ლორდმა მამამ ბრძანება გასცა და
ორმა მცველმა ჩამოძონძილი კაცი მოედნის შუაში დადგმულ
ძელქვის საქონდაქრესთან მიათრია. თავი მაგარ შავ ხეზე და-
ადებინეს. ლორდ ედარდ სტარკი ჩამოხდა. პირადმა მცველმა
თეონ გრეიჯოიმ ხმალი მიართვა. ხმალს სახელად ყინული ერ-
ქვა. მამაკაცის ხელისგულის სიფართე იყო და ბრანზე უფრო მა-
ღალი. პირი ვალირიული ფოლადის ჰქონდა, ჯადოთი ნაჭედი და
კუპრივით შავი. პირის სიმახვილეს ვალირიული ფოლადივით
ვერაფერი ინარჩუნებს.
მამამ ხელთათმანები გაიძრო და იორი კასელს მიაწოდა, მი-
სი კარის დაცვის კაპიტანს. ხმალი ორივე ხელით იპყრა და თქვა:
– სახელით რობერტისა ბარათეონთა გვარიდან, ვინც არის პირ-
ველი მისი სახელისა, მეფე ანდალთა, როინართა და პირველ
კაცთა, შვიდი სამეფოს ხელმწიფე და სახელმწიფოს მცველი;

22
სიტყვით ედარდისა სტარკთა გვარიდან, ვინც არის ვინტერფელის
ლორდი და ჩრდილოეთის მეციხოვნე, შენთვის სიკვდილი მომის-
ჯია, – და ვეება მახვილი თავზემოთ შემართა.
ბრანის ბუში ძმა ჯონ სნოუ მისკენ გადმოიხარა.
– პონის თავი კარგად დაუჭირე, – ჩურჩულით უთხრა, – და გვერ-
დზე არ გაიხედო. მამა შეატყობს, თუ გაიხედე.
ბრანმა პონი კარგად დაიჭირა და არც განზე გაუხედავს. მამამის-
მა კაცს ერთი აუცდენელი დაკვრით წააცალა თავი. სისხლმა იხუვ-
ლა და ზაფხულის ღვინოსავით წითლად გადაესხა თოვლს. რომე-
ლიღაც ცხენი ყალყზე შედგა, შეაკავეს, თორემ გაქცევას ლამობდა.
ბრანს სისხლისთვის თვალი ვერ მოეწყვიტა. კუნძის გარშემო დაფე-
ნილი თოვლი ხარბად ისრუტავდა სისხლს და თვალდათვალ წით-
ლდებოდა.
მოჭრილი თავი მსხვილ ფესვზე ასხლტა და გაგორდა. ზედ გრე-
იჯოის ფეხებთან გაჩერდა. თეონი ცხრამეტი წლის გამხდარი, შავ-
ტუხა ჯეელი იყო, და ყველაფერი სასაცილო ეჩვენებოდა. მან გადაი-
ხარხარა, თავს ჩექმა დააბჯინა, მერე კი ჭვინტი ჰკრა, უკან გააგორა.
– ვირი, – ჩაიბუტბუტა ჯონმა, საკმაოდ ხმადაბლა, ისე, რომ გრეიჯო-
ის არ გაუგია. მან ბრანს მხარზე დაადო ხელი, ბრანმაც ახედა თავის
ბუშ ძმას, – ყოჩაღ, – უთხრა ჯონმა მთელი სერიოზულობით. ჯონი
თოთხმეტი წლის იყო, სამსჯავროებში გაწაფული.
ხანგრძლივი მგზავრობისას უკან, ვინტერფელისკენ, თითქოს
უფრო მეტადაც ციოდა, თუმც ქარი უკვე ჩამდგარიყო და მზემაც შე-
იმაღლა ცაზე. ბრანი ძმებთან ერთად მითოხარიკობდა, მთავარი
ჯგუფისთვის საკმაოდ გადაესწროთ. მისი პატარა პონი ძალას არ
ზოგავდა, რომ დანარჩენი ცხენებისთვის ფეხი აეწყო.
– ეს დეზერტირი ვაჟკაცურად მოკვდა, – თქვა რობმა. მაღალი
იყო, ზორბა, და დღითი დღე იზრდებოდა. ფერები დედისეული გა-

23
მოჰყოლოდა: თეთრი კანი ჰქონდა, მუქი წითური თმა და რივე-
რანელი ტალების ცისფერი თვალები, – სიმამაცე მაინც არ და-
უკარგავს, ვერაფერს იტყვი.
– არა, – მშვიდად შეეპასუხა ჯონი, – ეს სიმამაცე არ ყოფილა.
კაცი უკვე მკვდარი იყო შიშით. ეს მის თვალებში ჩანდა, სტარკ,
– ჯონის მუქ რუხ, ლამის შავ თვალებს იშვიათად რომ რამე გა-
მოჰპარვოდათ. რობის კბილა იყო, მაგრამ ერთმანეთს სულ არ
ჰგავდნენ.
ჯონი თხელი იყო, რობი – ჩაკუნთული, ჯონი – შავგვრემანი,
რობი კი თეთრი, ჯონი – მოქნილი და სხარტი, მისი ნახევარძმა
კი – ღონიერი და სწრაფი. რობი ნათქვამმა ვერ გადაარწმუნა.
– სხვებსაც წაუღიათ მისი თვალები, – შეიკურთხა მან, – კარ-
გად მოკვდა. შევეჯიბროთ, ხიდამდე ვინ მიასწრებს?
– მიდი, – მიუგო ჯონმა და ცხენს ქუსლი ჰკრა. რობმა ისევ შე-
იკურთხა და გამოედევნა. ისინი ჭენებით დაუყვნენ გზას, რობი
ხარხარებდა და ცხენს აქეზებდა, ჯონი ჩუმად, მიზანმიმართუ-
ლად მიქროდა. ფლოქვებით თოვლის შადრევნებს ფანტავდნენ
ჰაერში.
ბრანს მიყოლა არც უცდია. მისი პონი ცხენებს ვერ დაეწეოდა.
მანაც ნახა ჩამოძონძილი კაცის თვალები და ახლა ამაზე ფიქ-
რობდა. ცოტა ხანში რობის სიცილი მიწყდა და ტყეში კვლავ სი-
ჩუმემ დაისადგურა.
ისე ჩაიძირა ფიქრებში, რომ არც გაუგონია, როგორ წამო-
ეწია რაზმი, სანამ მამა გვერდში არ ამოუდგა ცხენით და მხარ-
დამხარ არ მიჰყვა.
– ყველაფერი რიგზეა, ბრან? – ჰკითხა. მის ხმაში ზრუნვაც კი
ისმოდა.
– ჰო, მამა, – მიუგო ბრანმა. მამას ახედა. ბეწვით და ტყავით
მოსილი, უზარმაზარ საომარ ცხენზე ამხედრებული ლორდი

24
თავს გოლიათივით წამოსდგომოდა. – რობი ამბობს, ის კაცი ვაჟკა-
ცურად მოკვდაო, მაგრამ ჯონი ამბობს, ეშინოდაო.
– შენ როგორ გგონია?
ბრანი დაფიქრდა.
– შეიძლება, კაცი მამაცი იყოს, თუ ეშინია?
– მხოლოდ მაგ დროს შეიძლება, კაცი მამაცი იყოს, – მიუგო მა-
მამ, – ის თუ გაიგე, მე რატომ ვქენი ეს?
– ის კაცი ველური იყო, – თქვა ბრანმა, – ისინი ქალებს იტაცებენ
და სხვებს მიჰყიდიან ხოლმე.
ლორდმა მამამ გაიღიმა.
– ბებერი ნენი ისევ ზღაპრებს გიყვებოდა, ეტყობა. სინამდვილე-
ში ეგ კაცი ფიცის გამტეხი იყო, ღამის ებგურიდან გამოქცეული. არა-
ვინ შეიძლება იყოს ასეთ კაცზე უფრო საშიში. დეზერტირმა იცის,
რომ, თუკი დაიჭირეს, მისი საქმე წასულია, ამიტომ არანაირი დანა-
შაულის ჩადენას, არანაირ ბოროტებას არ მოერიდება. მაგრამ შენ
არასწორად გამიგე. ის კი არ გკითხე, რატომ იყო ის კაცი მოსაკლა-
ვი-მეთქი, არამედ – აუცილებლად მე რატომ უნდა მექნა ეგ.
ბრანმა ამის პასუხი არ იცოდა.
– მეფე რობერტს ჯალათი ჰყავს, – თქვა ყოყმანით.
– ჰყავს, – დაუდასტურა მამამისმა, – მასზე ადრე ტარგარიენ მე-
ფეებსაც ჰყავდათ ჯალათები. მაგრამ ჩვენ უძველეს ადათს მივდევთ.
პირველ კაცთა სისხლი ახლაც ჩქეფს სტარკების ძარღვებში და ჩვენ
ჯერაც გვჯერა, რომ, ვისაც განაჩენი გამოაქვს, ხმალიც მანვე უნდა
დაჰკრას. თუკი კაცს სიცოცხლეს ართმევ, მის წინაშე მოვალე ხარ,
თვალებში ჩახედო და მისი უკანასკნელი სიტყვები ისმინო. და თუკი
ამის ატანა არ შეგიძლია, მაშინ იქნებ, ის კაცი სიკვდილს არც იმსა-
ხურებდეს.
ერთ დღესაც, ბრან, შენ იქნები რობის მედროშე, საკუთარ სიმაგ-
რეს მართავ შენი ძმისა და შენი მეფის სახელით და მსაჯულობაც შენ

25
დაგეკისრება. ის დღე რომ დადგება, შენი ვალი სიამოვნებას არ
უნდა გგვრიდეს, მაგრამ არც თავი უნდა აარიდო. მმართველი,
რომელიც დაქირავებული ჯალათების ზურგსუკან იმალება, მა-
ლევე ივიწყებს, თუ რა არის სიკვდილი.
სწორედ ამ დროს მათ წინ გორაკის თავზე ჯონი ამოჩნდა. მო-
მავლებს ხელი დაუქნია და ჩამოსძახა:
– მამა, ბრან, ჩქარა მოდით, ნახეთ, რობმა რა იპოვა! – და
ისევ გორაკის გადაღმა გაუჩინარდა.
უკნიდან იორი მოჭენდა.
– ფათერაკია, მილორდ?
– უეჭველია, – მიუგო ბრანის ლორდმა მამამ, – წამო ერთი,
ვნახოთ, ახლა რაღა უბედურება გამოჩხრიკეს ჩემმა შვილებმა.
– მათ რობი მდინარის პირას ნახეს, ხიდის ჩრდილოეთით, გვერ-
დით ჯერაც ამხედრებული ჯონი ედგა. ბოლო მთვარის განმავ-
ლობაში გვიანი ზაფხულის თოვები ხვავრიელი იყო. რობი მუხ-
ლამდე ჩამდგარიყო სითეთრეში, ჩაჩი გადასძრობოდა და თმებ-
ზე მზე უბრწყინავდა. რაღაცას გულში იხუტებდა და ბიჭები ერ-
თმანეთს ხმადაბლა, ცხარედ ესაუბრებოდნენ.
მხედრებმა ფრთხილად გაიკვლიეს გზა ნამქერებს შორის,
ცხენები ცდილობდნენ, მყარი საყრდენი ეპოვათ უხილავ, უს-
წორმასწორო მიწაზე. იორი კასელმა და თეონ გრეიჯოიმ ბიჭებ-
თან პირველებმა მიაღწიეს. გრეიჯოი გზადაგზა იცინოდა და ხუმ-
რობდა.
ბრანმა გაიგონა, როგორ ჩაუწყდა უცებ ხმა.
– ღმერთებო! – წამოიძახა მან, თან ცხენის შეკავებას ლამობ-
და, თან ხმალზე იტაცა ხელი.
იორის უკვე ეშიშვლა ხმალი.
– რობ, მოსცილდი! – შესძახა მან, ცხენი კი ყალყზე შეუდგა.
გაბადრულმა რობმა თვალი მოსწყვიტა მკლავებში მოქცეულ
გუნდას და მოსულს ახედა.

26
– ვერაფერს გიზამს, იორი, მკვდარია.
ბრანს ცნობისწადილი კლავდა, უნდოდა, პონი უფრო სწრაფად
გაეჭენებინა, მაგრამ მამამისმა ბრძანა, ხიდთან ჩამოქვეითებულიყ-
ვნენ და ბიჭებს ფეხით მიახლოებოდნენ. ბრანი ჩამოხტა და გაიქცა.
ცხენებიდან უკვე ყველანი ჩამომხდარიყვნენ: ჯონიც, იორიც და თე-
ონ გრეიჯოიც.
– ეს რაღა შვიდი ჯოჯოხეთის ჯანდაბაა?! – ამბობდა გრეიჯოი. –
მგელია, – მიუგო რობმა.
– რა სიმახინჯეა, – თქვა გრეიჯოიმ, – ერთი შეხედე, რამხელაა.
ბრანის გულს ბაგაბუგი გაჰქონდა, როდესაც წელამდე ნამქერი გა-
არღვია და ძმებს გვერდში ამოუდგა. მათ წინ უსულოდ ეგდო სის-
ხლით მოთხვრილ თოვლში ნახევრად ჩაფლული ვეება, მუქი სხე-
ული. ხშირი რუხი ბეწვი უკვე ჩაჰყინვოდა და მძორის სუსტ სუნს აფ-
რქვევდა, როგორც ქალი – სუნამოს სურნელებას. ბრანმა დაინახა
მატლებით აფუთფუთებული მისი უსინათლო თვალები, ჩაყვითლე-
ბული ღრჯოლებით სავსე ფართე დაღებული ხახა. მაგრამ ყველაზე
მეტად სუნთქვა მისი სიდიდის გამო ეკვროდა. ბრანის პონზე მაღა-
ლი იქნებოდა, ორჯერ უფრო დიდი, ვიდრე მამამისის საძაღლის ყვე-
ლაზე ზორბა ქოფაკი.
– ეს სიმახინჯე არაა, – მიუგო ჯონმა მშვიდად, – ეს მგელსაზა-
რაა. ისინი სხვა მგლებზე უფრო დიდები იზრდებიან.
– უკვე ორასი წელია, რაც კედლის სამხრეთით მგელსაზარას-
თვის თვალი არავის მოუკრავს, – თქვა თეონ გრეიჯოიმ.
– მე ვხედავ ახლა ერთს, – გაეპასუხა ჯონი.
ბრანმა ურჩხულს თვალი მოსწყვიტა და ახლაღა დაინახა რობის
გულში ჩაკრული გუნდა. აღტაცების შეძახილი აღმოხდა და ახლო
მიიწია. ლეკვი რუხ-შავი ბეწვის ბურთს ჰგავდა, თვალები ჯერაც არ
ახელოდა. დრუნჩს რობის მკერდზე აფათურებდა, ტყავის სამოსს
შორის რძეს დაეძებდა და ჩუმად, საწყალობლად წკმუტუნებდა.
რობმა ყოყმანით გაიწოდა ხელი.

27
– მიდი, – წააქეზა რობმა, – მოეფერე, თუ გინდა.
რობმა სწრაფად, კრთომით გადაუსვა ხელი, შემდეგ ჯონის
სიტყვებზე მიტრიალდა.
– აჰა, გამომართვი, – უთხრა ნახევარძმამ და მკლავებში მე-
ორე ლეკვი ჩაუსვა, – სულ ხუთნი არიან.
ბრანი თოვლში ჩაჯდა და ლეკვი სახეზე მიიხუტა. მისი ბეწვი
თბილად და ფაფუკად ედებოდა ლოყაზე.
– მგელსაზარები სახელმწიფოში დარბიან, ამდენი წლის მე-
რე, – ჩაიბურტყუნა მეჯინიბეთუხუცესმა ჰალენმა, – არ მომწონს
ეს ამბავი. – ეს ნიშანია, – თქვა იორიმ.
მამამ შუბლი შეიკრა.
– ეს მხოლოდ და მხოლოდ მკვდარი მხეცია, იორი, – თქვა
მან, მაგრამ შეფიქრიანებული ჩანდა. მისი ჩექმების ქვეშ თოვლი
ახრაშუნდა, როდესაც ლეშს თავს დაუარა, – თუ ვიცით, რამ მოკ-
ლა?
– რაღაც აქვს ყელში გაჩრილი, – მიუგო რობმა, ამაყი იყო,
რომ პასუხი მანამდე ეპოვა, ვიდრე მამამისი კითხვას დასვამდა,
– აი აქ, ზუსტად ყბის ქვეშ...
მამამისმა ჩაიმუხლა და მხეცის თავის ქვეშ რაღაცას ჩაეჭიდა.
მძლავრად გამოქაჩა და მაღლა ასწია, ყველას რომ დაენახა.
ხელში გადალეწილი ირმის რქა ეჭირა, ერთი ფუტის სიგრძის იქ-
ნებოდა, გვერდითა ტოტები ჩამომტვრეოდა და მთლად სის-
ხლით იყო მოთხვრილი.
ჯგუფს ერთბაშად მძიმე მდუმარება ჩამოაწვა. ყველანი შეშ-
ფოთებით შეაცქერდნენ რქას, ხმის ამოღება ვერავის გაებედა.
ბრანმაც კი იგრძნო, როგორ დაიზაფრნენ, თუმც ვერაფერი გა-
ეგო.
მამამისმა ირმის რქა გვერდზე მიაგდო და ხელები თოვლს
შეაწმინდა.

28
– ის მიკვირს, ლეკვების დაყრა რომ მოასწრო, სანამ მოკვდებო-
და, – თქვა მან. მისმა ხმამ შიშის ჯადო გაფანტა.
– იქნებ არც მოასწრო, – თქვა იორიმ, – ეგეთი ამბებიც მსმენია...
იქნებ ძუკნა უკვე მკვდარი იყო, ლეკვები რომ გაჩნდნენ. – მკვდრის-
გან შობილები, – ჩაურთო ვიღაცამ ამალიდან, – რა იღბალი დაჰ-
ყვებათ?
– რა მნიშვნელობა აქვს? – თქვა ჰალენმა, – მალე ეგენიც და-
იხოცებიან. ბრანმა წყრომით შესძახა.
– და რაც მალე, უკეთესი, – დაეთანხმა თეონ გრეიჯოი. მან ხმა-
ლი ამოიწვადა, – აქ მომე ეგ მხეცი, ბრან.
პაწია არსება გულზე მიეკრო, თითქოს გაიგონა, რასაც უპირებ-
დნენ. – არა! – შესძახა ბრანმა ცხარედ, – ჩემია!
– მოაშორე ეგ ხმალი, გრეიჯოი, – თქვა რობმა. წუთით მისი ხმა
ისევე მბრძანებლურად ჟღერდა, როგორც მამამისისა, როგორც
ლორდის, და ოდესმე იგი კიდევაც გახდებოდა ლორდი, – ჩვენ ამ
ლეკვებს დავიტოვებთ.
– არ შეიძლება, ბიჭო, – ეს ჰარვინი იყო, ჰალენის ვაჟი. – თუ გებ-
რალება, მაგიტომაც უნდა მოკლა, – უთხრა ჰალენმა. ბრანი იმედით
მიაჩერდა მამას, მაგრამ მის მოღუშულ, შეკრულ შუბლს წააწყდა
მხოლოდ.
– ჰალენი მართალს ამბობს, შვილო. ისა ჯობს, უცბად მოუღო
ბოლო, ვიდრე წამებით დაიხოცონ, სიცივისა და შიმშილისგან. –
არა! – ბრანს თვალები აუწყლიანდა და გვერდით გაიხედა. მამის
თვალწინ ატირება არ უნდოდა.
რობი ჯიუტად შეედავა.
– სერ როდრიკის წითურმა ძუკნამ გასულ კვირას ისევ დაყარა
ლეკვები, – თქვა მან, – ცოტა ჰყავდა, ორად ორი გადარჩა ცოცხა-
ლი. იმას შეეძლება, მოაწოვოს.
– ის ძაღლი ამათ შუაზე გაგლეჯს, როგორც კი მოწოვას დაუპი-
რებენ. – ლორდო სტარკ, – წამოიწყო ჯონმა. ბრანს ეუცნაურა, ჯონი

29
მამას ასე ოფიციალურად რომ მიმართავდა. ძმას ისე გადახედა,
თითქოს ხავსს ეჭიდებაო, – აქ ხუთი ლეკვია, სამი ხვადია, ორი – ძუ.
– მერედა რაო, ჯონ?
– ქორწინებითი შვილებიც ხუთი გყავს, – განაგრძობდა ჯონი,
– სამი ვაჟი და ორი ასული. მგელსაზარა შენი გვარის სიმბო-
ლოა. ეს ლეკვები შენს შვილებს უნდა ჰყავდეთ, მილორდ.
ბრანმა შეატყო, როგორ შეეცვალა მამას სახე, შეამჩნია, რო-
გორ გადახედეს ერთმანეთს მისმა მხლებლებმა. იმწუთას ჯონი
მთელი გულით უყვარდა. შვიდი წლის ბრანიც კი ხვდებოდა, თუ
რა ჩაიდინა მისმა ძმამ. დამთხვევა ზუსტი მხოლოდ იმიტომ გა-
მოდიოდა, რომ ჯონმა საკუთარი თავი გამორიცხა. მან ჩათვალა
გოგონები, პაწია რიკონიც კი ჩათვალა, მაგრამ არ მიუთვლია
ბუში, გვარად სნოუ – ადათისამებრ, ჩრდილოეთში ეს გვარი ეძ-
ლეოდა ყველას, ვისაც საკმარისად არ გაუღიმებდა ბედი, რომ
საკუთარი გვარის მქონე დაბადებულიყო.
მათი მამაც ყველაფერს მშვენივრად მიხვდა.
– შენ არ გინდა ლეკვი, ჯონ? – ჰკითხა თბილად.
– მგელსაზარა სტარკების საგვარეულოს დროშას ამშვენებს,
– შენიშნა ჯონმა, – მე სტარკი არ ვარ, მამა.
მამა-ლორდი ჯონს ფიქრიანი მზერით მიაჩერდა. რობიმ ჩა-
მოწოლილ სიჩუმეში სასწრაფოდ ჩაურთო სიტყვა.
– მე თვითონ გამოვზრდი ლეკვს, მამა, – აღუთქვა მან, –
ხელსახოცს თბილ რძეში დავალბობ და იმით ვაწოვებ ხოლმე.
– მეც ეგრე ვიზამ! – აჰყვა ბრანი.
ლორდი დიდხანს და ყურადღებით შესცქეროდა თავის ვა-
ჟებს, აწონ-დაწონიდა.
– სათქმელად ადვილია, საქმნელად ძნელი. მსახურებს ამაზე
არ მოგაცდენინებთ. თუკი ეს ლეკვები გინდათ, თქვენვე უნდა გა-
მოკვებოთ. გასაგებია?

30
ბრანმა მოწადინებით დაუქნია თავი. ლეკვი მის ხელებში ახვან-
ცალდა და თბილი ენით სახე აულოკა.
– უნდა გაწვრთნათ კიდეც, – განაგრძო მამამ, – უნდა გამოწ-
ვრთნათ ისინი. მწევართუხუცესი ამ ურჩხულებს ხელსაც არ ახლებს,
ამას მე გპირდებით. და ღმერთებმა გიშველოთ, თუ უყურადღებოდ
მიყრით, ან სასტიკად მოეპყრობით, ან უხეიროდ გაწვრთნით. ესენი
ძაღლები კი არ არიან, ლუკმისთვის რომ გელაქუცონ და შენც წიხ-
ლით მოიშორო. მგელსაზარას შეუძლია, კაცს ისე იოლად წააწყვი-
ტოს მკლავი, როგორც ძაღლი ვირთხას გუდავს ხოლმე. დარწმუნე-
ბულები ხართ, რომ გინდათ ეს?
– დიახ, მამა! – თქვა ბრანმა.
– დიახ, – დაეთანხმა რობი.
– და ლეკვები შეიძლება მაინც დაიხოცონ, თქვენ რაც არ უნდა
გაუკეთოთ.
– არ დაიხოცებიან, – უთხრა რობმა, – ჩვენ ისე ვიზამთ, რომ არ
დაიხოცონ.
– გყავდეთ მაშინ. იორი, დესმონდ, დანარჩენი ლეკვები თქვენ
აიყვანეთ. დროა, დავიძრათ, გვაგვიანდება.
როცა ყველანი შესხდნენ და გზას გაუდგნენ, ბრანმა მაშინღა მის-
ცა თავს უფლება, გამარჯვების დამათრობელ გრძნობას მისცემოდა.
ლეკვი უკვე მყუდროდ მოკალათებულიყო მის უბეში, ტანზე თბილად
ედებოდა და შინამდე გრძელ გზაზე აღარაფერი ემუქრებოდა. ბრანი
უკვე იმას ფიქრობდა, ნეტავ რა დავარქვაო.
ხიდი სანახევროდ გადავლილი ჰქონდათ, როდესაც ჯონმა ანაზ-
დად ცხენი შეაყენა.
– რა ხდება, ჯონ? – ჰკითხა ლორდმა მამამ.
– არ გესმით?
ბრანს ესმოდა ხის ტოტებში ქარის ხმიანობა, ძელქვის ძელებზე
ფლოქვების თქარუნი, თავისი მშიერი ლეკვის წკნავილი, მაგრამ
ჯონი რაღაც სხვას აყურადებდა.

31
– აი, იქ, – თქვა ჯონმა. ცხენი შეაბრუნა და ხიდი უკან გადა-
ქუსლა. ისინი უცქერდნენ, როგორ ჩამოხდა თოვლში ჩაფლულ
მკვდარ მგელსაზარასთან, როგორ აკვირდებოდა ჩამუხლული.
წუთიც და, უკვე უკან მოაჭენებდა ცხენს, სახეზე ღიმილი ეფინა.
– ჩანს, სხვებისგან განზე გაცოცდა, – თქვა მან.
– ან სხვებმა გასწიეს, – თქვა მათმა მამამ, თან მეექვსე ლეკვს
დასცქეროდა. ამას თეთრი ბეწვი ჰქონდა, მთელი დანარჩენი ნა-
ყარი კი რუხი იყო. თვალები წითლად უჩანდა, იმ დილით მოკ-
ლული ჩამოძონძილი კაცის სისხლისფრად. ბრანს ეუცნაურა,
რომ მხოლოდ ამ ლეკვს აჰხელოდა თვალები, მაშინ, როცა და-
ნარჩენები ჯერაც ბრმები იყვნენ.
– ალბინოსი, – ჩაილაპარაკა თეონ გრეიჯოიმ ამრეზით, თან
უჩვეულო ლეკვი ართობდა კიდევაც, – ეს სხვებზე უფრო მალეც
მოკვდება. ჯონ სნოუმ მამამისის აღსაზრდელს ცივი მზერა გაუს-
წორა.
– არა მგონია, გრეიჯოი, – უთხრა, – ეს ჩემი ლეკვია.

32
კეტლინი

33
კეტლინმა ეს საღვთო ტყე ვერა და ვერ შეიყვარა.
იგი ტალი იყო წარმოშობით, სამხრეთის შორეულ მხარე რი-
ვერანში, სამკბილას წითელი ტოტის პირას დაიბადა. იქაური
საღვთო ტყე ბაღნარი იყო, ნათელი და ჰაეროვანი, აშოლტილი
სექვოიები ჭროღა ჩრდილებს აფენდნენ მორაკრაკე ნაკადუ-
ლებზე, ტოტებს შორის მიმალულ ბუდეებში ჩიტები გალობდნენ,
ჰაერში კი ყვავილთა სურნელი იფრქვეოდა.
ვინტერფელის ღმერთებს სხვაგვარი ტყე ჰქონდათ. ეს ბნე-
ლი, პირველყოფილი ალაგი იყო, სამ აკრზე გადაშლილი ძველი
ტყე ათი ათასი წელიწადი იქნებოდა, ხელუხლებლად იდგა, ამა-
სობაში მის გარშემო პირქუში ციხესიმაგრე აიზიდა. ტყეში ნეს-
ტის და ნეშომპალის სუნი ჭარბობდა. სექვოიები აქ არ იზრდებო-
და. ეს რუხ-მწვანე წიწვებით აჯაგრული უდრეკი ხეგუშაგების,
მძლავრი მუხების და თავად სატახტოსავით ძველი ძელქვების
ტყე იყო. აქ მსხვილი შავი ზროები ერთმანეთს მისჯროდა, მათი
ვარჯები თავზემოთ ხშირ ჩარდახად გადაწნულიყო, ღვლარჭნი-
ლი ფესვები კი მიწის ქვეშ ერთმანეთს ადგილს ეცილებოდნენ.
ეს ღრმა მდუმარების და ჩაწოლილი ჩრდილების ადგილი იყო
და აქ მცხოვრებ ღმერთებს სახელები არ ერქვათ.
მაგრამ მან იცოდა, ამ საღამოს ქმარს სადაც ნახავდა. ყო-
ველთვის, როდესაც ადამიანს სიცოცხლეს გამოასალმებდა,
ედარდი შემდეგ საღვთო ტყის მდუმარებას მიაშურებდა ხოლმე.
კეტლინი შვიდი ზეთით იყო ცხებული და სახელი მიეცა ნათ-
ლის ცისარტყელაში, რივერანის სეპტას რომ აღავსებდა. იგი ერ-
თრწმენას მისდევდა, თავისი მამის, პაპის და პაპისპაპის მსგავ-
სად. მის ღმერთებს სახელები ერქვათ და მათი ხატებები კეტლი-
ნისთვის მშობლების სახეებივით ნაცნობი იყო.
ღვთისმსახურება ნიშნავდა სეპტონს საცეცხლურით ხელში,
საკმევლის სურნელს, მოათინათე შვიდწახნაგა კრისტალს, გა-
ლობის ხმებს. ტალებსაც ჰქონდათ საღვთო ტყე, როგორც ყველა

34
დიდ საგვარეულოს შეჰფერის, მაგრამ იქ მხოლოდ სასეირნოდ, სა-
კითხავად ან მზეზე საკოტრიალოდ მიდიოდნენ. ღვთისმსახურება
სეპტაში ტარდებოდა.
კეტლინის ხათრით ნედმაც ააშენებინა მომცრო სეპტა, სადაც
ქალს შეეძლო, ღმერთის შვიდი ხატებისთვის გალობა აღევლინა,
მაგრამ სტარკების ძარღვებში ჯერაც დიოდა პირველ კაცთა სისხლი
და თავად ნედი ძველ ღმერთებს აღიარებდა, ტყემწვანის უსახელო,
უსახო ღმერთებს, მათ, ვისაც ოდესღაც ტყის გაუჩინარებული შვი-
ლებიც სცემდნენ თაყვანს.
ტყის შუაგულში ძველისძველი სარკმლის ხე თავს გადაჰფოფ-
ვროდა შავი და ცივი წყლით სავსე მომცრო ტბორს. ნედი მას „გუ-
ლის ხეს” ეძახდა. სარკმლის ხეს ძვალივით თეთრი ქერქი ჰქონდა
და მუქ-წითელი ფოთლები, ათასობით სისხლით მოთხვრილი ხე-
ლის მსგავსი. ვეება ხის ვარჯზე სახე იყო ამოკვეთილი, სახეს მოგ-
რძო, ნაღვლიანი ნაკვთები ჰქონდა, ზედ შემხმარი წვენით ჩაწით-
ლებული, ღრმად ჩამჯდარი თვალები კი უცნაური სიფხიზლით იცქი-
რებოდნენ. ძველი ხანი კი მოსდგამდათ ამ თვალებს: თავად ვინ-
ტერფელზე უფრო ძველნი იყვნენ. მათ ეხილათ, როგორ დადო
ბრანდონ ამშენებელმა პირველი ქვა – თუკი ლეგენდები მართალს
ამბობდნენ. ისინი უცქერდნენ, როგორ მაღლდებოდა მათ გარშემო
ციხე-ქალაქის გრანიტის გალავანი. ამბობდნენ, თითქოსდა ხეებზე
სახეები ტყის შვილებს გამოეკვეთათ საუკუნეთა გარიჟრაჟზე, მანამ,
სანამ ვიწრო ზღვის გადაღმიდან პირველი ადამიანები მოვიდოდ-
ნენ.
სამხრეთში უკანასკნელი სარკმლის ხე ათასწლეულების წინ
მოჭრეს ან დაწვეს, მხოლოდ სახეთა კუნძულზე შემორჩა ისინი, სა-
დაც მწვანე ხალხი ჯერაც განაგრძობდა მდუმარე გუშაგობას. აქ კი
სხვაგვარად იყო. აქ ყველა ციხე-ქალაქთან მისი საკუთარი საღვთო
ტყე იზრდებოდა, ყოველ საღვთო ტყეში გულის ხე იდგა და ყოველ
გულის ხეს სახე ჰქონდა.

35
კეტლინმა ქმარი სარკმლის ხის ძირას იპოვა, დახავსულ ქვა-
ზე ჩამომჯდარი. მუხლებზე გარდიგარდმო დაესვენებინა დიდი
ხმალი ყინული და პირს იმ ღამესავით შავი წყლით უბანდა.
მიწას ათასწლეულთა მანძილზე ნაგროვები ნეშო ფარავდა
და ქალის ფეხის ხმას ახშობდა, მაგრამ სარკმლის ხის წითელი
თვალები თითქოს მაინც მისდევდა მის ყოველ ნაბიჯს.
– ნედ, – წყნარად დაუძახა ქმარს.
მან თავი ასწია და ქალს შეხედა.
– კეტლინ, – ხმა შორეული და მშრალი ჰქონდა, – ბავშვები
სად არიან?
ყოველთვის ამას ჰკითხავდა ხოლმე.
– სამზარეულოში, მგლის ლეკვებს სახელებს ურჩევენ, – მან
მოსასხამი მიწაზე გაფინა და ტბორის გვერდით ჩამოჯდა, სარ-
კმლის ხისკენ ზურგშექცეული. გრძნობდა, როგორ უმზერდნენ
თვალები, მაგრამ ცდილობდა, ყურადღება არ მიექცია, – არიას
უკვე მზე და მთვარე ამოსდის ლეკვზე, სანსა მოხიბლული და გუ-
ლაჩვილებულია, აი, რიკონს კი ჯერ ვერ გაუგია, გაუხარდეს თუ
არა.
– ეშინია? – ჰკითხა ნედმა.
– ცოტათი, – გამოტყდა ქალი, – ჯერ სამი წლისაა.
ნედმა შუბლი შეიკრა.
– უნდა ისწავლოს, პირისპირ შეხვდეს საკუთარ შიშს. ყოველ-
თვის სამი წლის ხომ არ იქნება. თანაც ზამთარი დგება.
– ჰო, – დაეთანხმა კეტლინი. ამ სიტყვებმა, როგორც ყოველ-
თვის, ჟრჟოლა მოჰგვარა. სტარკის სიტყვები. ყველა წარჩინე-
ბულ საგვარეულოს ჰქონდა თავისი თქმა: ოჯახის დევიზები, ან-
დაზები, თავისებური ლოცვები. ისინი ღირსებას და დიდებას იკ-
ვეხნიდნენ, ერთგულებას და სიმართლეს აღიარებდნენ, რწმენის
და სიმამაცის პირობას დებდნენ. ყველა ასე იყო, სტარკების გარ-
და. ზამთარი დგება – იუწყებოდა სტარკების თქმა. ქალმა უკვე

36
მერამდენედ გაიფიქრა, რა უცნაური ხალხია ეს ჩრდილოელებიო. –
დღევანდელი სიკვდილმისჯილი კარგად მოკვდა, რაც მართალი,
მართალია, – თქვა ნედმა. ცალ ხელში გაპოხილი ტყავის ნაკუწი
ეჭირა. თან ლაპარაკობდა, თან ტყავს მსუბუქად აყოლებდა ხმლის
პირს და გაპრიალებული ლითონიც მუქად ბზინავდა, – გამიხარდა,
ბრანის გამო. ბრანით შეგიძლია იამაყო.
– მე ყოველთვის ვამაყობ ბრანით, – მიუგო კეტლინმა, თან
ხმალს უცქერდა, ქმრის ხელის მოძრაობას თვალს აყოლებდა. ფო-
ლადის სიღრმეში იგი ამჩნევდა დატალღულ ხაზებს, სადაც ლითონი
ასჯერ მაინც დაეკეცათ ჭედვისას. კეტლინს ხმლები არ უყვარდა,
მაგრამ ვერ უარყოფდა, რომ ყინულს თავისი მშვენება ჰქონდა. იგი
ვალირიაში იყო გამოჭედილი, მანამ, სანამ ძველ სამემკვიდროს წე-
რა ეწეოდა, მაშინ, როდესაც მჭედლები ლითონს უროების გარდა
ჯადოთიც ხვეწდნენ. ხმალი ოთხასი წლის იყო და ისეთივე ბასრი პი-
რი ჰქონდა, როგორც გამოჭედვის დღეს. ხოლო სახელი, რომელ-
საც ატარებდა, კიდევ უფრო ძველიც იყო, გმირების ჟამის დანატო-
ვარი, იმ დროიდან წამოსული, როდესაც სტარკები ჩრდილოეთის
მეფეები იყვნენ.
– ეს წელს უკვე მეოთხეა, – პირქუშად თქვა ნედმა, – საწყალი
კაცი სანახევროდ გონს აღარ იყო. რაღაცამ ისეთი შიში აჭამა, რომ
ჩემი სიტყვები აღარც ჩაესმოდა, – ნედმა ამოიოხრა, – ბენი მწერს,
რომ ღამის ებგურის რიცხვი ათასს ჩამოსცდა. და არა მარტო დეზერ-
ტირების გამო. მებრძოლებს რეიდების დროსაც კარგავენ.
– ველურები ხოცავენ? – ჰკითხა ქალმა.
– სხვა ვინ? – ნედმა ყინული ასწია და გრილ ფოლადს სიგრძივ
გახედა, – და აწი სულ უფრო უარესი იქნება. იქნებ ისეთი დღეც დად-
გეს, როდესაც სხვა გზა აღარ დამრჩება, იძულებული გავხდები, სად-
როშოები შევკრიბო და ჩრდილოეთისკენ გავწიო, იმ კედლისგაღ-
მელ მეფეს ერთხელ და სამუდამოდ რომ გავუსწორდე. – კედლის

37
იქით? – ამის გაფიქრებაზე კეტლინს გააჟრიალა. ნედმა მის სა-
ხეზე ძრწოლა დაინახა.
– მენს რეიდარის შიში არ უნდა გვქონდეს.
– კედლის გადაღმა უარესი რამეებიც ბუდობენ, – ქალმა ზურ-
გსუკან მდგარ გულის ხეს გახედა, მის მკრთალ ქერქს და წითელ
თვალებს, რომლებიც უცქერდა, ისმენდა, ფიქრობდა თავის
გრძელ აუჩქარებელ ფიქრებს.
ნედმა მშვიდად გაიღიმა.
– ზედმეტად უგდებ ყურს ბებერი ნენის ზღაპრებს. სხვები და-
იხოცნენ, ტყის შვილების მსგავსად, უკვე რვა ათასწლეულია,
აღარ არიან. მაისტერ ლუვინი იმასაც იტყვის, არც არასდროს
უცხოვრიათო. კაციშვილს ერთიც კი არასდროს უხილავს.
– დღევანდელ დღემდე არც მგელსაზარა ეხილა ვინმეს, – შე-
ახსენა კეტლინმა.
– არა, ტალის არ უნდა ეკამათო, – ნედმა მწარედ ჩაიღიმა.
მან ყინული კვლავ ქარქაშში ჩააცურა, – შენ აქ ძილისპირულე-
ბის მოსაყოლად არ მოსულხარ. ხომ ვიცი, ეს ადგილი არ გიყ-
ვარს. რა მოხდა, ჩემო ქალბატონო?
კეტლინმა ქმრის ხელი ხელში აიღო.
– დღეს სამწუხარო ამბავი გავიგეთ, მილორდ. არ მსურდა,
დამემძიმებინე, სანამ თავს არ განიწმენდდი, – დარტყმას ვე-
რაფრით შეამსუბუქებდა, ამიტომ პირდაპირ მოახსენა, – ძალიან
ვწუხვარ, საყვარელო. ჯონ ერინი მოკვდა.
კაცმა თვალი თვალში გაუყარა და კეტლინმა შენიშნა, რა მძი-
მე იყო მისთვის გაგონილი – იცოდა, ასეც იქნებოდა. ნედი საარ-
წივეში აღიზარდა და უშვილო ლორდი ერინი მეორე მამად გაუხ-
და მას და მის მოძმე აღსაზრდელს, რობერტ ბარათეონს. როდე-
საც შლეგმა მეფემ ეირის ტარგარიენმა მათი თავები მოითხოვა,
საარწივეს ბატონმა ამბოხის ბრძოლებში გაშალა თავისი მთვა-
რიან-შევარდნიანი დროშები და არ კი უმტყუნა მათ, ვისი დაცვის

38
ფიციც დაედო. ხოლო ერთ დღესაც, თხუთმეტი წლის წინ, მეორე მა-
მა ძმაც შეიქნა, როდესაც ის და ნედი ერთად დადგნენ სეპტაში რი-
ვერანის მხარეში და ცოლად შეირთეს ორი და, ლორდ ჰოსტერ ტა-
ლის ასულები.
– ჯონი... – წარმოთქვა მან, – ამბავი უტყუარია?
– მეფის ბეჭედი ესვა, წერილიც რობერტის ხელითაა დაწერილი.
შევინახე შენთვის საჩვენებლად. ამბობს, ლორდი ერინი სწრაფად
აღესრულაო. მაისტერ პაიცელმაც კი ვერაფერი შეძლო, თუმცა ყა-
ყაჩოს რძე მიაშველა, ასე რომ, ჯონი ტკივილით დიდხანს არ დატან-
ჯულა. – ჰო, ეს ალბათ სანუგეშოა, – თქვა მან. ქალი ხედავდა მწუ-
ხარებით სავსე მის სახეს, მაგრამ ამ წუთებშიც კი ქმარმა მასზე
იფიქრა. – შენი და, – თქვა ნედმა, – და ჯონის ბიჭი. მათზე რა ისმის?
– წერილში მხოლოდ ის წერია, რომ კარგად იყვნენ და საარწი-
ვეში დაბრუნდნენ, – მიუგო კეტლინმა, – ნეტავ ამის ნაცვლად რივე-
რანში წასულიყვნენ. საარწივე მაღალი, ეული ადგილია, და იგი ყო-
ველთვის მისი ქმრის სახლი იყო, არა ჩემი დის. იქ ყოველ ქვას
ლორდ ჯონის ხსოვნის კვალი ექნება შერჩენილი. ვიცნობ ჩემს დას.
მას ოჯახის სითბო სჭირდება, მეგობრები გარშემო...
– ბიძაშენი ველში იცდის, ჰო? გავიგე, ჯონს მისთვის კარიბჭის
რაინდის წოდება მიუნიჭებია.
კეტლინმა თავი დაუქნია.
– ბრინდენი მისთვის და ბიჭისთვის ყველაფერს იზამს, რაც კი შე-
უძლია. ეს ნუგეშია, მაგრამ მაინც...
– წადი მასთან, – ურჩია ნედმა, – ბავშვებიც წაიყვანე. აუვსე
დარბაზები ხმაურით, გადაძახილებით და სიცილით. მის ბიჭს სჭირ-
დება, რომ გარშემო სხვა ბავშვებსაც ხედავდეს, ლიზაც თავის მწუ-
ხარებასთან მთლად მარტო აღარ დარჩება.
– ასეც მოვიქცეოდი, რომ შემეძლოს, – თქვა კეტლინმა, – წერი-
ლი სხვასაც იტყობინებოდა. მეფე ვინტერფელისკენ მოემართება,
შენი ნახვა სურს.

39
ნედმა მაშინვე ვერ გაიაზრა ცოლის სიტყვები, მაგრამ წამის
შემდეგ, როცა მათ მნიშვნელობას ჩასწვდა, ჩამუქებული თვალე-
ბი გაუნათდა.
– რობერტი აქეთ მოდის?
ქალმა თავი დაუქნია და ნედს სახეზე ღიმილი გადაეფინა.
კეტლინს გულით სურდა, მისი სიხარულის გაზიარება შესძლე-
ბოდა. მაგრამ მას ყური მოეკრა მითქმა-მოთქმისთვის ციხე-კოშ-
კის ეზოებში: როგორ ეგდო თოვლში მკვდარი მგელსაზარა, რო-
მელსაც ყელში გადალეწილი ირმის რქა გასჩროდა. მის არსება-
ში მგუდავივით იგორგლებოდა ძრწოლა, მაგრამ თავი აიძულა,
გაეღიმა ამ კაცისთვის, რომელიც უყვარდა, კაცისთვის, რომელ-
საც ნიშნების არ სწამდა. – ვიცოდი, გაგიხარდებოდა, – თქვა
მან, – კედელზეც ამბავი უნდა გავგზავნოთ, შენს ძმასთან.
– რასაკვირველია, – დაეთანხმა ნედი, – ბენიც მოინდომებს
აქ ყოფნას. მაისტერ ლუვინს ვეტყვი, ყველაზე სწრაფი ფრინვე-
ლი გაგზავნოს. – ნედი წამოდგა და ცოლიც ზეზე აზიდა, – ჯანდა-
ბა, უკვე რამდენი წელიწადია? და მეტს არაფერს გვატყობინებს?
რამდენი მხლებელი ჰყავს, არ წერს?
– ალბათ ასე, ასამდე რაინდი ეყოლება, ყველა თავისი ფარე-
შებით, და ორმოცდაათიოდეც თავისუფალი მხედარი. სერსეი და
ბავშვებიც მათთან არიან.
– რობერტი მათი ხათრით ნება-ნება იმგზავრებს, – ჩაილაპა-
რაკა ნედმა, – ძალიანაც კარგი. მეტი დრო გვექნება მოსამზა-
დებლად. – დედოფლის ძმებიც ამალაში არიან, – უთხრა კეტ-
ლინმა. ნედი დაიჯღანა. კეტლინმა იცოდა, რომ მას და დედოფ-
ლის ოჯახს ერთმანეთი გულზე დიდად არ ეხატებოდათ. კასტერ-
ლის კლდელი ლანისტერები რობერტს გვიან დაუდგნენ გვერ-
დში, მაშინ, როდესაც გამარჯვება უკვე უეჭველი იყო, და ნედს ეს
მათთვის ვერ ეპატიებინა.

40
– რას იზამ, თუკი რობერტის ნახვის საფასურად ლანისტერების
შემოსევა უნდა ავიტანოთ, ეგრე იყოს. ჩანს, რობერტმა თავისი კა-
რის ნახევარი აქეთ დაძრა.
– სადაც მეფე მიდის, სატახტოც თან მიჰყვება, – უთხრა ცოლმა.
– კარგია, ბავშვებსაც ვნახავ. ბოლოჯერ რომ ვნახე, ყველაზე პატა-
რა ჯერაც ძუძუს სწოვდა ლანისტერის ქალს. ახლა რამდენის იქნება,
ხუთის?
– პრინცი ტომენი შვიდი წლისაა. ბრანისხელაა. ნედ, გეხვეწები,
დაუკვირდი, რასაც ამბობ. ლანისტერის ქალი ჩვენი დედოფალია
და ამბობენ, რაც წლები გადის, უფრო და უფრო ამაყი და უკადრი
ხდებაო.
ნედმა ხელზე ხელი მოუჭირა.
– ნადიმი უნდა გავმართოთ, რასაკვირველია, მომღერლებიც უნ-
და იყვნენ... და რობერტი ნადირობას მოინდომებს. იორის გავგზავ-
ნი საპატიო დაცვით, რომ სამეფო გზაზე შეეგებოს და უკან გამოაცი-
ლოს. ღმერთებო, რას ვაჭმევთ ამ აუარება ხალხს? უკვე გზაში ვარო,
ამბობს? ჯანდაბა მაგას. ჯანდაბა მაგის მეფურ თავს!

41
დენერისი

42
ძმამ კაბა აიღო და მაღლა ასწია, რომ დენის კარგად შეეთვალიერე-
ბინა. – ნახე, რა ლამაზია. მოჰკიდე ხელი. მიდი. მოსინჯე.
დენი კაბას შეეხო. ქსოვილი იმდენად რბილი იყო, გეგონებოდა,
თითებს შორის წყალივით მიედინებაო. არ ახსოვდა, როდესმე ასე-
თი სათუთი რამ სცმოდა. კაბა აშინებდა. მან ხელი უკან გასწია. – ეს
მართლა ჩემია?
– მაგისტრი ილირიო გჩუქნის, – უთხრა ვისერისმა ღიმილით.
ძმა ამ საღამოს კარგ გუნებაზე იყო, – კაბის ფერი შენი თვალების
იისფერს გაამკვეთრებს. და ოქროც გექნება, ნაირ-ნაირი ძვირფასი
თვლებიც. ილირიო დაგპირდა. ამ საღამოს პრინცესას ემგვანები.
პრინცესას, გაიფიქრა დენიმ. მას უკვე დავიწყებოდა, როგორები
არიან პრინცესები. იქნებ სინამდვილეში არც არასდროს სცოდნია.
– რატომ გვჩუქნის ამდენ რამეს? – იკითხა მან, – რა უნდა ჩვენგან?
ნახევარი წელიწადი სრულდებოდა, რაც ისინი მაგისტრის სახლში
ცხოვრობდნენ, მის საჭმელს მიირთმევდნენ, თავს მისი მსახურები
დასტრიალებდნენ. დენი ცამეტი წლის იყო და უკვე კარგად ესმოდა,
რომ აქ, თავისუფალ ქალაქ პენტოსში, ასეთ საჩუქრებს საფასურის
გარეშე იშვიათად იძლევიან.
– ილირიო ბრიყვი როდია, – უთხრა ვისერისმა. იგი აწოწილი
ყმაწვილი იყო, მოუსვენარი ხელები ჰქონდა, წყალწყალა იასამნის-
ფერ თვალებში ციებიანის მზერა ედგა, – მაგისტრმა იცის, რომ მე-
გობრებს არ დავივიწყებ, როდესაც ჩემს ტახტზე ავალ.
დენის არაფერი უთქვამს. მაგისტრი ილირიო სუნელებით, პა-
ტიოსანი თვლებით, დრაკონის ძვლით და სხვა, ნაკლებად სასალუ-
ქო საქონლითაც ვაჭრობდა. როგორც ამბობდნენ, ცხრავე თავისუ-
ფალ ქალაქში და მათ მიღმაც კი, ვაის დოთრაკსა და ნეფრიტის
ზღვის პირას მდებარე მითიურ მხარეებში, მეგობრები ესხა. იმასაც
ამბობდნენ, ისეთი მეგობარი არა ჰყოლია, რომელსაც ხალისით არ
გაყიდდა, თუკი კარგ ფასს შეაძლევდნენო. დენი ქუჩებში ყურს უგ-
დებდა საუბრებს და ასეთები მრავლად ესმოდა, მაგრამ იმის ჭკუა

43
ჰყოფნიდა, რომ ძმა შეკითხვებით არ გაებეზრებინა, როდესაც
იგი ოცნების ფრთებს გაშლიდა ხოლმე. საშინელი ბრაზი იცოდა.
ვისერისი ამას „დრაკონის გამოღვიძებას” ეძახდა.
ძმამ კაბა კართან დაკიდა.
– ილირიო მონებს გამოგზავნის, რომ გაბანაონ. ეგ თავლე-
ბის სიმყრალე ბოლომდე ჩამოიბანე, იცოდე. ხალ დროგოს ათა-
სობით ცხენი ჰყავს, ამაღამ სხვანაირ რაშს ეძებს, – მან დას მუშ-
ტრის თვალი შეავლო, – მაინც კიდევ იხრები. გაიმართე! – ხე-
ლებით მხრები უკან გადაუზნიქა, – დაანახვე, რომ უკვე ქალის
ტანი გაქვს. – მსუბუქად ჩამოუსვა თითები წამოზიდულ, იმედის
მომცემ მკერდზე და კერტებზე მოუჭირა, – ამაღამ არ მიმტყუნებ.
თუ მიმტყუნე, შენთვის ცუდად დამთავრდება, იცოდე. ხომ არ
გინდა, დრაკონი გამოაღვიძო, არა, ხომ? – თითებით გადაუგრი-
ხა ხორცი, ჩქმეტამ მწარედ გააღწია გოგონას უხეშ პერანგში. –
არა, ხომ? – გაუმეორა. – არა, – თქვა დენიმ თვინიერად.
ძმამ გაიღიმა.
– ძალიან კარგი, – თმაზე შეეხო, თითქმის სათუთად, – რო-
დესაც ჩემი მეფობის ამბავს დაწერენ, საყვარელო დაო, ასე იტ-
ყვიან, რომ ის ამ საღამოს დაიწყო.
როდესაც იგი წავიდა, დენი ფანჯარას მიუახლოვდა და ფიქ-
რიანად გახედა ყურეს. ჩამავალი მზის ფონზე პენტოსის აგურით
ნაშენები, ოთხკუთხა კოშკები შავად იკვეთებოდნენ. დენის ჩაეს-
მოდა, როგორ გალობდნენ წითელი ქურუმები, როდესაც თავი-
ანთ ღამის ცეცხლებს ანთებდნენ, ესმოდა მამულის გალავანს
გარეთ მოთამაშე დაკონკილი ბავშვების ყვირილი. წუთით ინატ-
რა, თავადაც იქ ყოფილიყო, მათთან, ფეხშიშველა, აქოშინებუ-
ლი, ძონძები სცმოდა, არ ჰქონოდა არც წარსული, არც მომავა-
ლი და არც ამ ნადიმზე ყოფილიყო დასასწრები ხალ დროგოს სა-
სახლეში.

44
სადღაც იქ, დაისის მიღმა, ვიწრო ზღვის გადაღმა, მწვანე გორა-
კების, მოყვავილე ველების და სწრაფი, წყალუხვი მდინარეების მხა-
რე გაშლილიყო. იქ გასაოცარ ლურჯ-ნაცარა მთებს შორის მუქი
ქვის გოდოლები აღმართულიყვნენ და შეჭურვილი რაინდები ბრძო-
ლებისკენ მიგელავდნენ მათი ლორდების გაშლილი დროშების
ქვეშ. დოთრაკები ამ მხარეს რაეშ ანდალის უწოდებდნენ, ანდალთა
მიწას. თავისუფალ ქალაქებში მას ვესტეროსად და მზის დასავლის
სამეფოებად მოიხსენიებდნენ. დენის ძმა კი მარტივ სახელს ეძახდა:
„ჩვენი მიწა”, ამბობდა იგი. ეს სიტყვები, მის მიერ წარმოთქმული,
შელოცვასავით ჟღერდა. თუკი საკმარისად ბევრჯერ იტყოდა, ღმერ-
თები უეჭველად შეისმენდნენ.
„ჩვენია სისხლის უფლებით, ღალატითაა წართმეული, მაგრამ
მაინც ჩვენია. დრაკონს ვერაფერს მოსტაცებ ო, ვერა. დრაკონს ყვე-
ლაფერი ახსოვს”.
იქნებ დრაკონს კიდევაც ახსოვდა, მაგრამ დენის კი – არა. მას
არასდროს უხილავს ეს მხარე, რომელზედაც ძმა ამბობდა, რომ მა-
თი იყო, ეს სამეფო ვიწრო ზღვის გადაღმა. ადგილები, რომელთა შე-
სახებაც ძმა ჰყვებოდა – კასტერლის კლდე და საარწივე, ზენაბაღი
და ერინის ველი, დორნი და სახეების კუნძული, – ლიტონი სიტყვები
იყო მისთვის. ვისერისი რვა წლის ბიჭი იყო, როდესაც ისინი მეფის
საბიჯელიდან გამოიქცნენ, რათა უზურპატორის მოახლოებულ არ-
მიას დასხლტომოდნენ, დენერისი კი ის იყო, სიცოცხლეს იწყებდა
დედის წიაღში.
და მაინც, ზოგჯერ დენის თვალწინ წარმოუდგებოდა, როგორ
მოხდა ყოველივე – ძმა იმდენად ხშირად მოუთხრობდა ხოლმე ამა-
ზე. ხედავდა ღამეულ გაქცევას დრაკონის ქვისკენ, გემების შავ აფ-
რებზე აბზინებულ მთვარის სხივს. ხედავდა, როგორ ებრძოდა მისი
ძმა რეიგარი უზურპატორს სამკბილას სისხლიან წყლებში და რო-
გორ მოკვდა ქალისთვის, რომელიც უყვარდა; მეფის საბიჯელის
დარბევას მათგან, ვისაც ვისერისი უზურპატორის ძაღლებს ეძახდა

45
– ლორდ ლანისტერის და ლორდ სტარკის მიერ. ხედავდა, რო-
გორ ივედრებოდა შეწყალებას პრინცესა ელია დორნელი, რო-
დესაც რეიგარის მემკვიდრე მკერდიდან მოგლიჯეს და თვალწინ
მოუკლეს. უკანასკნელ დრაკონთა გაპრიალებული თავისქალე-
ბი უჩინოდ უცქერდნენ სატახტო დარბაზის კედლებიდან, ოქროს
ხმლით როგორ გამოღადრა მეფისმკვლელმა ყელი დენის მა-
მას.
გოგონა დრაკონის ქვაზე დაიბადა გაქცევიდან ცხრა თვის
შემდეგ, იმ დღეს, როდესაც საზარელ ზაფხულის გრიგალს ლა-
მის იყო, დაელეწა კუნძული. როგორც ამბობენ, ქარიშხალი არ-
ნახული იყო. ღუზაზე მდგარი ტარგარიენის ფლოტი განადგურ-
და, გრიგალმა პარაპეტებიდან უზარმაზარი ლოდები ამოგლიჯა
და ვიწრო ზღვის გადარეულ წყლებში ჩაახეთქა. დედა მის შობას
გადაჰყვა და ვისერისმა დას ეს არასდროს აპატია.
გოგონას არც დრაკონის ქვა ახსოვდა. ისინი კვლავ გაიქცნენ,
ცოტა ხნით ადრე, სანამ უზურპატორის ძმა აფრებს აღმართავდა
თავის კვლავ აშენებულ ფლოტზე. იმ დროისთვის მხოლოდ დრა-
კონის ქვა, საგვარეულოს ეს უძველესი სამფლობელო, დარჩე-
ნოდათ მთელი შვიდი სამეფოდან, ოდესღაც საკუთრივ მათი
რომ ყოფილიყო. დიდხანს არც ეს გაგრძელდებოდა: გარნიზონი
უკვე მზად იყო, უზურპატორისთვის მიეყიდა ისინი, მაგრამ ერთ
ღამეს სერ უილემ დერი ოთხ ერთგულ კაცთან ერთად საბავშვო
ოთახში შეიჭრა, მოიტაცა და-ძმა და გოგონას ძიძა და სიბნელის
საფარქვეშ აფრა გაშალა, თავშესაფრის საძებნელად ბრაავოსის
სანაპიროს მიაშურა. დენის სერ უილემის ბუნდოვანი ხსოვნა შე-
მორჩენოდა – კაცი კი არა, ჭაღარა დათვი უფრო ეთქმოდა, ნა-
ხევრად ბრმა, ღრიალებდა და მგრგვინავ ბრძანებებს გასცემდა,
ავადმყოფის სარეცელს მიჯაჭვული. მსახურებს მისი ცეცხლივით
ეშინოდათ, მაგრამ დენისთან იგი მუდამ კეთილი იყო. გოგონას

46
„პატარა პრინცესას” და ზოგჯერ „ჩემს ქალბატონს” ეძახდა, ხელები
კი ძველი ტყავივით რბილი ჰქონდა. ოღონდ იგი არასდროს დგებო-
და საწოლიდან და დღისით თუ ღამით ავადობის სუნი უდიოდა –
ცხელი, ნოტიო, ავადმყოფურად მოტკბო ოხშივარი. ასე იყო, სანამ
ისინი ბრაავოსში ცხოვრობდნენ, წითელკარიან დიდ სახლში. დენის
იქ საკუთარი ოთახი ჰქონდა. ფანჯარასთან გარეთ ლიმონის ხე იზ-
რდებოდა. სერ უილემი რომ მოკვდა, მსახურებმა მოიპარეს ის ცო-
ტაოდენი ფულიც, რაც დარჩენოდათ, და მალე და-ძმა დიდი სახლი-
დან გამოყარეს. დენი ტიროდა, როდესაც წითელი კარი მათ უკან სა-
მუდამოდ დაიხურა. მას შემდეგ ისინი გაუთავებლად დაეხეტებოდ-
ნენ: ბრაავოსიდან მირში, მირიდან ტიროშში, შემდეგ ქოჰორში, ვო-
ლანტისსა და ლაისში, დიდხანს კი არსად ჩერდებოდნენ. ძმა ამას
არ დაუშვებდა. იგი ირწმუნებოდა, რომ უზურპატორის დაქირავებუ-
ლი მკვლელები ფეხდაფეხ სდევდნენ, თუმც დენის არასოდეს უნა-
ხავს ისინი. თავიდან მაგისტრები, არქონტები და ვაჭართა თავადები
სიამოვნებით უღებდნენ სახლის კარს და მასპინძლობდნენ უკანას-
კნელ ტარგარიენებს, მაგრამ წლები გადიოდა, უზურპატორი არხეი-
ნად განაგრძობდა რკინის ტახტზე ჯდომას და მდიდრული სახლების
კარებიც დაიხურა მათ წინ, ცხოვრებაც სულ უფრო გაუჭირდათ.
წლები გასულიყო, რაც მცირედი შემორჩენილი ძვირფასეულობის
გაყიდვა მოუხდათ, და ახლა დედის გვირგვინში აღებული მონეტე-
ბიც კი შემოლეოდათ. პენტოსის შუკებსა და ღვინის სარდაფებში მის
ძმას „გლახაკ მეფეს” ეძახდნენ. დენის არც სურდა, სცოდნოდა, თა-
ვად მას როგორ მოიხსენიებდნენ. – ერთხელაც, საყვარელო დაო,
ყველაფერს დავიბრუნებთ, – აღუთქვამდა ძმა. ზოგჯერ ამის თქმი-
სას ხელები უცახცახებდა ხოლმე, – აბრეშუმებსა და პატიოსან
თვლებს, დრაკონის ქვას და მეფის საბიჯელს, რკინის ტახტს და შვიდ
სამეფოს – ყველაფერს, რაც წაგვართვეს, უკან დავიბრუნებთ.

47
ვისერისი ამ დღის იმედით ცოცხლობდა. დენერისი კი მხო-
ლოდ წითელკარიანი დიდი სახლის დაბრუნებას ნატრობდა,
ფანჯარასთან მდგარ ლიმონის ხეს და ბავშვობას, რომელიც არც
არასდროს ჰქონია. კარზე წყნარი კაკუნი გაისმა.
– შემოდი, – თქვა დენიმ და ფანჯრიდან შემობრუნდა. შემო-
ვიდნენ ილირიოს მსახურები, თავი დაუკრეს და საქმეს შეუდ-
გნენ. ისინი მონები იყვნენ, მაგისტრის მრავალრიცხოვანი დოთ-
რაკელი მეგობრებიდან ერთ-ერთის ძღვენი. თავისუფალ ქალაქ
პენტოსში მონობა არ არსებობდა, და მაინც, ისინი მონები იყ-
ვნენ. თაგვივით რუხი და კაფანდარა დედაბერი სიტყვასაც არ
ძრავდა, მაგრამ გოგო ორის მაგივრად ახერხებდა ქაქანს. ეს
ყმაწვილი მონაქალი ილირიოს ყველაზე მეტად უყვარდა: თექ-
ვსმეტი წლის ქერა, ცისფერთვალა გოგონა, რომელიც მუშაობი-
სას ენას წუთითაც არ აჩერებდა.
მათ აბაზანა სამზარეულოდან მოტანილი ცხელი წყლით აავ-
სეს და სურნელოვანი ზეთებით შეაზავეს. გოგონამ დენის უხეში
ბამბის პერანგი თავზე გადააძრო და აბაზანაში ჩასვლა უშველა.
წყალი მწველად ცხელი იყო, მაგრამ დენერისი არც შემკრთალა,
არც წამოუყვირია. მას უყვარდა სიცხე. სიცხე სისუფთავის შეგ-
რძნებას ჰგვრიდა. ესეც რომ არა, ძმა ხშირად ეუბნებოდა, რომ
ტარგარიენებს მეტისმეტი სიცხე არასდროს აწუხებდათ. „ჩვენ
დრაკონის ჩამომავლები ვართ”, – იტყოდა ხოლმე, – „ცეცხლი
სისხლში გვაქვს”.
დედაბერმა გრძელი, მქრქალ-ვერცხლისფერი თმა დაუვარ-
ცხნა და ფრთხილად მოაცილა შიგ გაბლანდული ნამჯა ისე, რომ
ხმა არ ამოუღია. გოგონა ზურგს და ტერფებს უხეხავდა და უყვე-
ბოდა, თუ რა იღბლიანი იყო დენერისი.
– დროგო ისე მდიდარია, რომ მის მონებსაც კი ოქროს ყელ-
საბამები უკეთიათ. მის ხალასარში ასი ათასი მხედარია, მის სა-
სახლეში ვაის დოთრაკში ორასი ოთახია, კარები კი მთლიანი

48
ვერცხლისგან არის ჩამოსხმული, – ასე გაუთავებლად ჰყვებოდა,
თუ რა წარმოსადეგი მამაკაცი იყო ხალი, რა ახოვანი და მძლავრი,
ბრძოლაში უშიშარი, საუკეთესო მხედარი ოდესმე დაბადებულთა-
გან, ჯოჯოხეთური მოისარი. დენერისი არაფერს პასუხობდა. იგი ყო-
ველთვის თვლიდა, როცა ასაკი მოუწევდა, ვისერისს გაჰყვებოდა
ცოლად. საუკუნეები იყო, რაც ტარგარიენები და-ძმებს აქორწინებ-
დნენ, მას შემდეგ, რაც ეაგონ დამპყრობელმა თავისი დები შეირთო.
ხაზი წმინდა უნდა დარჩესო, ათასჯერ ჰქონდა მისთვის გამეორებუ-
ლი ვისერისს. მათი სისხლი სამეფო სისხლი იყო, ძველი ვალირიის
ოქროს სისხლი, დრაკონის სისხლი. დრაკონები ვაკის ნადირებს არ
ეწყვილებიან, არც ტარგარიენები აღრევდნენ თავიანთ სისხლს უფ-
რო მდარე ადამიანებთან. მაგრამ ახლა ვისერისმა ჩაიფიქრა, უცხო
კაცისთვის, ბარბაროსისთვის მიეყიდა იგი.
როდესაც განიბანა, მსახურები წყლიდან ამოსვლაში დაეხმარ-
ნენ და გაამშრალეს. გოგონა მანამ ვარცხნიდა, სანამ გამდნარი
ვერცხლივით არ აუბზინა თმა, მოხუცებულმა კი ამასობაში დოთრა-
კის ვაკეების ყვავილსუნელას ინანთი აპკურა: თითო წვეთი მაჯებზე,
ყურის ბიბილოებს უკან, მკერდის წვერებზე და ერთიც, საბოლოო,
გრილი შეხებით – ფეხებს შორის. მათ დენი მაგისტრ ილირიოს გა-
მოგზავნილი ჰაეროვანი ქსოვილებით შემოსეს, ბოლოს კი ის კაბა
ჩააცვეს, მუქი ქლიავისფერი, მისი იისფერი თვალები რომ უნდა გა-
მოეკვეთა. გოგონამ მოოქრული სანდლები ჩამოაცვა ფეხებზე, მო-
ხუცებულმა კი დიადემა ჩაუმაგრა თმებში და მაჯებზე ამეთვისტოე-
ბით დახუნძლული სამაჯურები აასხა. სულ ბოლოს ყელსაბამი შე-
აბეს: მძიმე ოქროს ტორუსი, რომელიც უძველესი ვალირიული ასო-
ნიშნებით იყო მოხატული.
– ახლა სულ პრინცესას ჰგავხარ, – უთხრა სუნთქვაშეკრულმა
გოგონამ, როდესაც მისი მორთვა დაასრულეს. დენიმ თვალი შეავ-
ლო საკუთარ გამოსახულებას მოვერცხლილ სარკეში, რომელიც

49
ილირიოს ასე წინდახედულად შემოეტანინებინა. „პრინცესას”,
გაიფიქრა მან, მაგრამ კარგად ახსოვდა გოგონას ნათქვამი, ხალ
დროგო ისე მდიდარია, მის მონებსაც კი ოქროს ყელსაბამები უკე-
თიათო. უეცრად შეამცივნა და შიშველი მკლავები დაებურძგლა.
ძმა წინა დარბაზის სიგრილეში უცდიდა, აუზის კიდეზე იჯდა
და ხელს წყალში ატარებდა. დენი რომ გამოჩნდა, წამოდგა და
და კრიტიკულად შეათვალიერა.
– მანდ გაჩერდი, – უთხრა, – შემობრუნდი. ჰო. კარგია. გა-
მოიყურები... – მეფურად, – თქვა მაგისტრმა ილირიომ და თა-
ღიანი გასასვლელიდან შემოაბიჯა. ასეთი ზორბა კაცის კვალო-
ბაზე გასაოცრად მსუბუქად დაიარებოდა. სიარულისას ალისფე-
რი აბრეშუმის ფართხუნა სამოსის ქვეშ ქონის ნაკეცები უთიმთი-
მებდა. ყველა თითზე ძვირფასი თვლები უბრწყინავდა. პირისფა-
რეშს მისთვის ორად გაყოფილი ყვითელი წვერი ისე გაეპოხა,
რომ ნამდვილი ოქროსთვის დაემსგავსებინა.
– დე, ნათლის უფალმა მადლი დაგაწვიმოს ამ უბედნიერეს
დღეს, პრინცესა დენერის, – თქვა მაგისტრმა და მისი ხელი ხელ-
ში აიღო. თავი დაუკრა და წამით წვერის ბაჯაღლოში დაგრეხილი
ყვითელი ღოჯები გაუკრთა, – ავ თვალს არ ენახვება, თქვენო
მოწყალებავ, ავ თვალს, – მიმართა მან ძმას, – დროგოს აღტა-
ცებას საზღვარი არ ექნება.
– ძალიან გაჩხიკულია, – თქვა ვისერისმა. თმა, ისეთივე ვერ-
ცხლისფერ-ქერა, როგორიც დას ჰქონდა, მჭიდროდ გაეკრა თავ-
ზე და კეფაზე დრაკონის ძვლის სამაგრით შეებნია. კუშტი მზერა
ხაზს უსვამდა მისი სახის მკაცრ, წაგრძელებულ ნაკვთებს. ხელი
ილირიოს მიერ ნათხოვები ხმლის ვადაზე ჩამოიდო და განაგ-
რძო, – დანამდვილებით ვიცი, რომ ხალ დროგოს ასეთი ყმაწვი-
ლი ქალები მოსწონს?
– დედათა სისხლი უკვე მოუვიდა. ხალისთვის საკმარისად
დიდია, – უკვე მერამდენედ მიუგო ილირიომ, – კარგად შეხედე

50
– ამ ოქრო-ვერცხლა თმას, ამ იისფერ თვალებს. ძველი ვალირიის
სისხლთაგანია, უეჭველად, უეჭველად... თან წარჩინებულია, ძველი
მეფის ასულია, ახლის – და, ჩვენი დროგოს მოჯადოება არ უნდა გა-
უჭირდეს. – ილირიომ ხელი უშვა და დენერისმა იგრძნო, რომ ერ-
თიანად ცახცახებდა.
– მე მგონი, – თქვა ძმამ ეჭვით, – ველურებს ახირებული გემოვ-
ნება აქვთ. ბიჭები, ცხენები, ცხვრები...
– ჯობს, თუ ხალ დროგოს ამისთანებს არ შესთავაზებ. – უთხრა
ილირიომ.
ძმის იასამნისფერ თვალებში ბრაზმა იელვა.
– სულელი გგონივარ?
მაგისტრმა ოდნავ დაუკრა თავი.
– მე მეფე მგონიხარ. მეფეებს ჩვეულებრივ ადამიანთა სიფრთხი-
ლე აკლიათ. ბოდიში მომითხოვია, თუ შეურაცხგყავი, – იგი მიბრუნ-
და და ხელი ხელს შემოჰკრა, თავის მეტახტრევნეებს მოუწოდა. პენ-
ტოსის ქუჩები წყვდიადში იყო ჩაძირული, როდესაც ილირიოს უხ-
ვად ნაჩუქურთმალი პალანკინით გზას გაუდგნენ. წინ ორი მსახური
მიდიოდა და გზას უნათებდათ, მათი ზეთის ფარნებიც მდიდრულად
იყო მორთული და მკრთალი ცისფერი შუშები ედგა. თორმეტმა ღო-
ნიერმა მამაკაცმა კი ტახტრევნის ძელები მხარზე შემოიდო. ფარდე-
ბის შიგნით თბილი, ჩახუთული ჰაერი იდგა. დენი ილირიოს მძაფრი
სუნამოების მიღმა მისი უფერული სხეულის სიმყრალეს გრძნობდა.
მის გვერდით ბალიშებზე გადათხლაშული ძმა ასეთებს ყურად-
ღებას არ აქცევდა. მისი გონება ვიწრო ზღვის გადაღმა ქროდა. –
მთელი მისი ხალასარი არ გვჭირდება, – თქვა ვისერისმა. თითებით
ნათხოვარი მახვილის ვადას ეთამაშებოდა, თუმც დენიმ იცოდა,
რომ ხმლის ქნევას დიდად ვერასდროს დაიკვეხნიდა, – ათი ათასიც
საკმარისი იქნებოდა, ათი ათასი დოთრაკელი მყვირალას დახმა-
რებით მთელ შვიდ სამეფოს განწმენდდი. სამეფო თავად აღდგება

51
თავისი კანონიერი მეფისთვის. ტაირელი, რედვაინი, დერი, გრე-
იჯოი – ამათ უზურპატორი ჩემზე მეტად კი არ ეხატებათ გულზე.
დორნელებს ერთი სული აქვთ, ელიას და მისი ბავშვების შური
იძიონ. და მცირე ხალხიც გვერდში დაგვიდგება. ისინი მუდამ თავი-
ანთი მეფისკენ არიან, – მან შფოთვით გადახედა ილირიოს, – ხომ
ასეა? – ისინი შენი ხალხია, მათ უყვარხარ, – გულითადად გაეპა-
სუხა ილირიო, – მთელი სამეფოს სიმაგრეებში მებრძოლები სა-
იდუმლოდ გადღეგრძელებენ, ქალები კი დრაკონის დროშებს
კერავენ და მალავენ იმ დღისთვის, როდესაც შენ დაბრუნდები
ზღვის გადაღმიდან, – მან ფართო მხრები აიჩეჩა, – ყოველ შემ-
თხვევაში, ჩემი მსტოვრები ამას მეუბნებიან.
დენის მსტოვრები არ ჰყავდა და არ შეეძლო სცოდნოდა, ვიწ-
რო ზღვის გადაღმა ვინ რას შვრებოდა ან ფიქრობდა, მაგრამ იგი
არ ენდობოდა ილირიოს დაშაქრულ სიტყვებს, საერთოდ არა-
ფერს ენდობოდა, რაც კი ილირიოს უკავშირდებოდა. თუმც მისი
ძმა მაგისტრს მოწადინებით უქნევდა თავს.
– უზურპატორს საკუთარი ხელით მოვკლავ, – დაიქადნა მან,
თუმც აქამდე არავინ მოეკლა, – როგორც მან მოკლა ჩემი ძმა
რეიგარი. ლანისტერსაც, მეფისმკვლელს – იმისთვის, რაც მან
მამაჩემს უქნა.
– ჯეროვანი საქციელი იქნება, – კვერი დაუკრა მაგისტრმა
ილირიომ. დენიმ მისი სავსე ბაგის გარშემო გამკრთალ სულ
მცირე ღიმილს მოჰკრა თვალი, მაგრამ ძმას ეს არ შეუნიშნავს.
მან თავი დაიქნია, ფარდა გადასწია და სიბნელეს ჩააშტერდა.
დენიმ იცოდა, რომ იგი ახლა კვლავ სამკბილას ბრძოლაში იყო
ჩაბმული. ხალ დროგოს ცხრაკოშკიანი სასახლე ყურის ნაპირას
იყო აღმართული, მისი მაღალი აგურის გალავანი მსუბუქ ხავსს
დაეფარა.

52
ილირიომ უთხრათ, რომ ხალს ეს სასახლე პენტოსის მაგის-
ტრებმა გადასცეს. თავისუფალი ქალაქები ცხენთა ბატონებს მუ-
დამ ხელგაშლით ხვდებოდნენ.
– ამ ბარბაროსების კი არ გვეშინია, – ღიმილით განმარტავდა
ილირიო, – ნათლის უფლის შეწევნით, ჩვენი ქალაქის გალავანი მი-
ლიონი დოთრაკელის შემოტევასაც გაუძლებს, როგორც წითელი
ქურუმები გვპირდებიან... მაგრამ რა საჭიროა, შევამოწმოთ, თუკი
მათი მეგობრობა ასე იაფი გვიჯდება?
კარიბჭესთან მათი პალანკინი შეაჩერეს და სასახლის ერთმა
მცველთაგანმა მოურიდებლად გადასწია ფარდები. მას დოთრაკუ-
ლი სპილენძისფერი კანი და ნუშისებრი მუქი თვალები ჰქონდა. სა-
ხეზე თმა არ უჩანდა და უმწიკვლოთა ბრინჯაოსწვეტიანი ქუდი ეხუ-
რა. მან ცივად აათვალიერა მოსულები. მაგისტრმა ილირიომ რა-
ღაც შეუღრინა უხეშ დოთრაკულ კილოკავზე. მცველი მსგავსივე
ხმით გაეპასუხა და ხელით ანიშნა, კარიბჭე გაევლოთ.
დენიმ შენიშნა, რომ მის ძმას მტკიცედ ჩაებღუჯა ნათხოვები
ხმლის ტარი. თითქმის ისევე შეშინებული ჩანდა, როგორც თავად
დენი იყო. – თავხედი საჭურისი, – ჩაიბურტყუნა მან, როდესაც ტახ-
ტრევანი სასახლისკენ გაცურდა.
მაგისტრ ილირიოს ხმა შარბათს მოჰგავდა.
– ამაღამ ნადიმზე ბევრი თვალსაჩინო კაცი შეიკრიბება. ასეთ
ადამიანებს მტრებიც ჰყავთ. ხალის ვალია, დაიცვას თავისი სტუმრე-
ბი, ყველაზე მეტად მათ შორის კი – თქვენი მოწყალება. ეჭვი არაა,
უზურპატორი შენს თავს ძვირად შეაფასებდა.
– ნამდვილად, – ჩაილაპარაკა ვისერისმა პირქუშად, – განა არ
სცადა, ილირიო, ზუსტად გეუბნები. მისი დაქირავებული მფატრავე-
ბი სულ კვალში გვედგნენ. მე უკანასკნელი დრაკონი ვარ და მშვი-
დად ვერ დაიძინებს, სანამ ცოცხალი ვრჩები.

53
ტახტრევანმა სვლა შეანელა და გაჩერდა. ფარდები გადაიწია
და მონამ დენერისს ხელი შეაშველა. დენიმ შეამჩნია, რომ მონას
უბრალო ბრინჯაოს ყელსაბამი ეკეთა. ძმა ფეხდაფეხ მიჰყვა, ერ-
თი ხელით ჯერაც ხმლის ტარს ბღუჯავდა. მაგისტრ ილირიოს
ფეხზე წამოყენებას ორი ღონიერი კაცი დასჭირდა.
სასახლეში სუნელების, ცეცხლანას, ტკბილი ლიმონის და და-
რიჩინის მძიმე სუნი იდგა. მონის თანხლებით გადაიარეს წინა
დარბაზი, სადაც ფერადი მინით აწყობილი მოზაიკა მნახველს ვა-
ლირიის ბედისწერაზე მოუთხრობდა. კედლის გასწვრივ ჩარიგე-
ბულ რკინის ფარნებში ზეთი ენთო. გადაჭდობილი ქვის ფოთლე-
ბით გამოყვანილ თაღოვან გასასვლელში მდგარმა საჭურისმა
წამღერებით აუწყა ყველას მათი მოსვლა.
– ვისერის ტარგარიენთა გვარიდან, მესამე მისი სახელისა, –
შესძახა მან მაღალი, საამო ხმით, – მეფე ანდალთა, როინართა
და პირველ კაცთა, შვიდი სამეფოს ხელმწიფე და სახელმწიფოს
მცველი; მისი და, დენერის გრიგალით შობილი, დრაკონის ქვის
პრინცესა. მისი ღირსეული მასპინძელი, ილირიო მოპატისი, თა-
ვისუფალ ქალაქ პენტოსის მაგისტრი.
მათ საჭურისს ჩაუარეს და მკრთალი სუროთი შებურულ, სვე-
ტებიან შიდა ეზოში გავიდნენ. მთვარის სხივი ფოთლებს ძვლის
და ვერცხლის სახედ ფერავდა, მათ შორის კი სტუმრები მიმოდი-
ოდნენ. მრავალი მათგან დოთრაკელი ცხენთა ბატონები იყვნენ,
მოწითალო-მრეშკანიანი ზორბა კაცები, ჩამოკიდებულ ულვა-
შებზე ლითონის რგოლები მოეჭირათ, შავი თმები გაეპოხათ,
დაეწნათ, ზედ ზანზალაკები შეებათ. მაგრამ მათ შორის ჩანდნენ
დაქირავებული მებრძოლები და ავაზაკები პენტოსიდან, მირი-
დან და ტიროშიდან; წითელი ქურუმი, ილირიოზე მეტად სქელიც
რომ იყო; იბენის ნავსადგურიდან მოსული ბალნიანი კაცები; და
ზაფხულის კუნძულელი თავადები, აბანოზის ხესავით შავი კანი
რომ ჰქონდათ. დენერისი ყველას გაოცებული შესცქეროდა... და

54
უეცარი ელდით გააცნობიერა, რომ აქ ერთადერთი ქალი თავად
იყო.
ილირიო და-ძმას მოუბრუნდა.
– ის სამნი იქით, დროგოს სისხლისმიერი მხედრები არიან, –
ჩურჩულით თქვა მან,– სვეტთან ხალ მორო დგას, თავის შვილ რო-
გოროსთან ერთად. მწვანეწვერიანი კაცი ტიროშის არქონტის ძმაა,
მის უკან რომ კაცი დგას, სერ იორაჰ მორმონტია.
ბოლო სახელმა დენერისს ყური მოსჭრა.
– რაინდი?
– სულ ცოტა, – ილირიომ წვერში ჩაიღიმა, – შვიდი ზეთითაა
ცხებული თავად არქისეპტონის მიერ.
– აქ რა უნდა? – თავი ვერ შეიკავა დენიმ.
– უზურპატორი მის თავს ითხოვდა, – უთხრა ილირიომ, – სულ
უმნიშვნელო უთანხმოების გამო. სერ იორაჰმა რამდენიმე ბრაკო-
ნიერი ტიროშელ მონებით მოვაჭრეს მიჰყიდა, იმის ნაცვლად, რომ
ღამის ებგურისთვის გადაეცა. სულელური კანონია. კაცს უნდა შეეძ-
ლოს, როგორც უნდა, ისე მოექცეს თავის საკუთრებას.
– სერ იორაჰთან გასაუბრება მინდა ამაღამვე, – თქვა ძმამ. დე-
ნიმ შეამჩნია, რომ თავადაც ინტერესით აკვირდებოდა რაინდს. იგი
ხნიერი კაცი იყო, ორმოცს გადაცილებული და შემელოტებული,
მაგრამ ჯერაც ძლიერი და ჩამოსხმული. სტავრა-ატლასის ნაცვლად
შალი და ტყავი ემოსა. მუქ-მწვანე კურტაკი უკანა თათებზე შემდგა-
რი შავი დათვის სახედ ჰქონდა ამოქარგული.
დენერისი ჯერაც უცქერდა ამ უცნაურ კაცს, რომელიც მისგან
უნახავი სამშობლოდან მოსულიყო, როდესაც მაგისტრმა ილირიომ
ნოტიო ხელი შიშველ მხარზე დაადო და ჩასჩურჩულა:
– აი, იქ, ძვირფასო პრინცესა, თავად ხალი დგას.
დენის უნდოდა, გაქცეულიყო და სადმე დამალულიყო, მაგრამ
ძმა თვალს არ აშორებდა და მან იცოდა, თუკი ძმის მოსაწონად არ
მოიქცეოდა, დრაკონს გააღვიძებდა. იგი მღელვარედ შებრუნდა და

55
შეხედა კაცს, რომელიც, თუკი ვისერისის იმედი გამართლდებო-
და, გათენებამდე ითხოვდა, დენერისი მისთვის გაეტანებინათ.
მონაქალი არცთუ შემცდარაო, გაიფიქრა მან. ხალ დროგო
ოთახში მყოფ ყველაზე მაღალ მამაკაცსაც მთელი თავით აღემა-
ტებოდა, მაგრამ რაღაცნაირად მსუბუქად მოძრაობდა, ილირი-
ოს სამხეცის ავაზასავით მოსხლეტილი იყო. უფრო ახალგაზრდა
ჩანდა, ვიდრე დენის წარმოედგინა – ოცდაათზე მეტის არ იქნე-
ბოდა. კანი გაპრიალებული სპილენძის ფერის ჰქონდა, ხშირი
ულვაშები ოქროსა და ბრინჯაოს რგოლებით შეეკრა.
– უნდა მივიდე, სალამი ვუძღვნა, – თქვა მაგისტრმა ილირი-
ომ, – აქ მოიცადეთ. მოვიყვან თქვენთან. ილირიო ხალისკენ წა-
ბაჯბაჯდა. ძმამ მკლავში ჩაავლო ხელი, ისე მაგრად, რომ ხორ-
ცში ჩაჭერილი მისი თითები სტკენდა. – ხედავ მის ნაწნავს, საყ-
ვარელო დაო?
დროგოს შუაღამესავით შავი ნაწნავი ჰქონდა, სურნელოვანი
ზეთებით გაჟღენთილი, ზედ ციცქნა ზანზალაკები ეკიდა, რომლე-
ბიც მის მოძრაობაზე წყნარად წკრიალებდნენ. ნაწნავი წელს
ქვემოთ სცემდა, საჯდომს დაბლაც კი სწვდებოდა, მისი ბოლო
ბარძაყების უკანა მხარეზე ედებოდა.
– ხედავ, რამსიგრძეა? – არ ცხრებოდა ვისერისი, – როდესაც
დოთრაკი ბრძოლაში მარცხდება, იგი, პატივაყრილი, თმას იჭ-
რის, რათა ყველამ გაიგოს მისი შერცხვენა. ხალ დროგოს ბრძო-
ლა არასდროს წაუგია. ეაგონ დრაკონთბატონია, ხელახლა და-
ბადებული, შენ კი მისი დედოფალი იქნები.
დენიმ ხალ დროგოს შეხედა. სახე კუშტი და ულმობელი
ჰქონდა, თვალები ონიქსივით ცივად, მუქად უელვარებდა. ძმა
ზოგჯერ სტკენდა ხოლმე, როდესაც დენი დრაკონს გამოაღვი-
ძებდა, მაგრამ არასდროს ისეთი შიში არ მოუგვრია მისთვის,
როგორსაც ეს კაცი ჰგვრიდა.

56
– არ მინდა, მისი დედოფალი ვიყო, – ჩაესმა საკუთარი სუსტი,
გაწვრილებული ხმა, – გეხვეწები, გეხვეწები, ვისერის, არ მინდა, მე
მინდა, შინ წავიდე...
– შინ? – ძმა ისევ ხმადაბლა ლაპარაკობდა, მაგრამ დენის მის
ტონში მრისხანება ჩაესმა, – როგორ უნდა წავიდეთ შინ, საყვარე-
ლო დაო? წაგვართვეს ჩვენი სახლი! – ვისერისმა და ჩრდილში შე-
ათრია, თვალს მოაშორა, თითებით მის მკლავს იყო ჩაფრენილი,
მტკივნეულად უჭერდა, – როგორ უნდა წავიდეთ შინ? – გაიმეორა
და მეფის საბიჯელის, დრაკონის ქვას, მთელ მათ დაკარგულ სატახ-
ტოში დაბრუნებას გულისხმობდა.
დენი მხოლოდ ილირიოს მამულში მათთვის გამოყოფილ ოთა-
ხებზე ამბობდა – რასაკვირველია, სინამდვილეში ეს არ იყო მათი
სახლი, მაგრამ სხვა არც გააჩნდათ. ოღონდ ძმას ამის გაგონებაც არ
სურდა. იქ მისი სახლი არ იყო. მისთვის წითელკარიან დიდ სახლში
დაბრუნებაც კი არ ნიშნავდა შინ წასვლას. თითები მაგრად ჩაასო
მკლავში, პასუხს ელოდა.
– არ ვიცი, – თქვა დენერისმა ბოლოს გაბზარული ხმით, თვალე-
ბი ცრემლით აევსო.
– სამაგიეროდ, მე ვიცი, – უთხრა ძმამ გადაჭრით, – ჯართან ერ-
თად დავბრუნდებით შინ, საყვარელო დაო. ხალ დროგოს ჯარით, აი,
როგორ. და თუ ამისთვის საჭირო გახდება, გაჰყვე და ლოგინში ჩა-
უწვე, ასეც იზამ, – მან დას გაუღიმა, – მთელ მის ხალასარს დავანე-
ბებდი, ეხმარე, საყვარელო დაიკო, ორმოცი ათასსავე კაცს, და მათ
ცხენებსაც, თუ ეს ჯარს მიშოვიდა. მადლობა თქვი, რომ ამას მარტო
დროგო გიპირებს. თავის დროზე იქნებ ისწავლო კიდეც, როგორ
მოგეწონოს ეს კაცი. ახლა თვალები შეიმშრალე. ილირიოს აქეთ
მოჰყავს და მტირალი არ დაგინახოს, იცოდე.
დენიმ მიიხედა და დაინახა, რომ ძმა მართალს ეუბნებოდა. მა-
გისტრი ილირიო გარშემო ღიმილს და სალამს აფრქვევდა, ხალ

57
დროგოს გვერდში მოჰყვებოდა და და-ძმისკენ მოემართებოდა.
მან ხელის ზურგით მოიწმინდა დაგუბებული ცრემლი.
– გაიღიმე, – ჩასჩურჩულა აფორიაქებულმა ვისერისმა, ხელი
უშვა და ხმლის ტარზე დაისვენა, – და გაიმართე. დაანახვე, რომ
მკერდი გაქვს. ღმერთებმა იციან, ისედაც საკმაოდ პატარაა. დენე-
რისმა გაიღიმა და მხრებში გაიმართა.

58
ედარდი

59
სტუმრები ციხე-კოშკის კარიბჭეში ოქროს, ვერცხლისა და გაპ-
რიალებული ფოლადის მდინარედ შემოიღვარნენ – მძლავრი,
რჩეული მეომრები, მედროშენი და რაინდები, შეფიცული მახვი-
ლოსნები და თავისუფალი მხედრები, რიცხვით სამი ასეული.
მათ თავზემოთ ჩრდილოეთის ქარი თორმეტიოდ ოქროვან ბაი-
რაღს შლიდა, რომლებზეც ბარათეონთა გვირგვინოსანი ხარი-
რემი იყო გამოსახული.
ნედი ამ მხედართაგან ბევრს იცნობდა. აგერ სერ ჯეიმი ლა-
ნისტერი, ბაჯაღლო ოქროსავით ნათელი თმით, აი სანდორ კლე-
გეინი, საზარლად დამწვარი სახით. მის გვერდით მომავალი მა-
ღალი ბიჭი სხვა ვერავინ იქნება, თუ არა მემკვიდრე პრინცი, მათ
უკან ჩამდგარი ჯუჯა კი ნამდვილად ჭინკა ტირიონ ლანისტერია.
მაგრამ მწყობრის თავში მომავალი ზორბა კაცი, რომელსაც
აქეთ-იქიდან მეფის ქეშიკთა ქათქათა მოსასხამებში გამოწყობი-
ლი ორი რაინდი ამოსდგომოდა, ნედს ლამის უცხო ეჩვენა... სა-
ნამ იგი ნაცნობი გრგვინვით არ გადმოევლო თავის საომარ
ცხენს და ისე არ მოეხვია ნედს, რომ ძვლების ლაწალუწი აუტეხა.
– ნედ! აჰ, რა ბედნიერებაა შენი მიყინული სახის დანახვა! –
მეფემ თავით ფეხებამდე შეათვალიერა და გადაიხარხარა, –
სულ არ გამოცვლილხარ!
ნეტავ ნედსაც იმავეს თქმა შესძლებოდა. თხუთმეტი წლის
წინ, როდესაც მათ ტახტის დასაპყრობად დაძრეს ცხენები, გრი-
გალის კიდის ბატონი სახეს იპარსავდა, ნათელი თვალები და
ისეთი ჩამოსხმული სხეული ჰქონდა, მოახლის ნაოცნებარი გე-
გონებოდა.
ექვს-ნახევარი ფუტის სიმაღლეზე აშოლტილი, ყველას ზემო-
დან დასცქეროდა და, როდესაც თავის აბჯარს მოირგებდა და
დიდ საგვარეულო ირმისრქიან ჩაჩქანს დაიხურავდა, ნამდვილ
გოლიათს ემსგავსებოდა. ძალაც გოლიათური ჰქონდა, ყველა

60
სხვა იარაღს რკინის წვეტიანი საომარი ურო ერჩივნა, რომელსაც
ნედი ძლივს ძრავდა. იმ დღეებში ტყავის და სისხლის სუნს სუნამოს
სურნელივით აფრქვევდა.
ახლა იგი სუნამოს სუნს აფრქვევდა სუნამოს სურნელივით და მი-
სი სიგანე ლამის სიმაღლეს გატოლებოდა. ნედმა მეფე უკანასკნე-
ლად ცხრა წლის წინ იხილა, ბეილონ გრეიჯოის ამბოხისას, როდე-
საც ხარირემი და მგელსაზარა რკინის კუნძულების თვითგამოცხა-
დებული მეფის პრეტენზიების მოსათოკად შეიკრნენ. იმ ღამის შემ-
დეგ, როცა ისინი გვერდიგვერდ იდგნენ გრეიჯოის დაცემულ ციხე-
სიმაგრეში, სადაც რობერტმა მეამბოხე მეფის დანებება შეიწყნარა,
ნედმა კი მისი ძე თეონი მძევლად და აღსაზრდელად წამოიყვანა, მე-
ფეს სულ ცოტა რვა ზოდი მოემატებინა. ყბებზე რკინის მავთულივით
უხეში და შავი წვერი მოსდებოდა და ღაბაბსა და მეფური ლოყის ნა-
კეცებს უფარავდა, მაგრამ ვერაფერი დამალავდა მის ღიპს და თვა-
ლების ქვეშ ჩაწოლილ მუქ წრეებს.
მაგრამ რობერტი ახლა ნედის მეფეც იყო და არა მხოლოდ მეგო-
ბარი, ამიტომ ესღა უთხრა:
– თქვენო მოწყალებავ. ვინტერფელი შენია.
ამასობაში სხვებიც ქვეითდებოდნენ და მათ მეჯინიბეები ეგებე-
ბოდნენ ცხენების ჩამოსართმევად. რობერტის დედოფალი, სერსეი
ლანისტერი, უმცროს შვილებთან ერთად ციხე-კოშკში ფეხით შემო-
ვიდა. მათი სამგზავრო სახლი, რომლითაც ჩამოვიდნენ – გაპოხი-
ლი მუხის ფიცრებით და მოოქრული ლითონით შეკრული უზარმაზა-
რი ორმაგფსკერიანი ეტლი – მეტისმეტად განიერი იყო და კარიბჭე-
ში ვერ შემოეტეოდა. ნედმა თოვლზე მოიყარა მუხლი, დედოფლის
ბეჭედს რომ მთხვეოდა, რობერტი კი კეტლინს დიდი ხნის უნახავი
დასავით მოეხვია. შემდეგ წინ ბავშვები წამოაყენეს, ერთმანეთს წა-
რუდგინეს და ორთავე მხრიდან დიდად შეაქეს.
როდესაც მისალმების ცერემონიალი დასრულდა, მეფე თავის
მასპინძელს მიუბრუნდა:

61
– თქვენს აკლდამაში ჩამიყვანე, ედარდ. მის ხსოვნას პატივი
უნდა მივაგო.
ნედს გული გაუთბა – მეფეს ჯერაც ახსოვდა, ამდენი წლის მე-
რეც! მან ლამპრების მოტანა ბრძანა. სხვა სიტყვები საჭირო
აღარ იყო. დედოფალმა უკმაყოფილების გამოთქმა სცადა. გა-
რიჟრაჟის მერე გზას ადგნენ, ყველა დაღლილი და შეციებული
იყო, რასაკვირველია, ჯობდა, ჯერ დაესვენათ. მკვდრები მოიც-
დიდნენ. მას მეტი აღარაფერი უთქვამს – რობერტმა თვალი
თვალში გაუყარა, დედოფლის ტყუპისცალმა ძმამ ჯეიმიმ კი
ქალს მკლავზე მოჰკიდა ხელი უსიტყვოდ, და ისიც დადუმდა.
აკლდამაში ერთად დაეშვნენ: ნედი და მისი მეფე, რომელსაც
ძლივსღა ცნობდა. ქვის ხვიარა საფეხურები ვიწრო იყო. ნედი წინ
მიდიოდა და ლამპარი მიჰქონდა.
– ლამის მეფიქრა, ვინტერფელს ვერასდროს მივაღწევთ-
მეთქი, – ჩიოდა რობერტი და კიბეზე ეშვებოდა, – სამხრეთში
ჩემს შვიდ სამეფოზე ისე ლაპარაკობენ, რომ კაცს დაავიწყდება,
შენი ნაწილი იმხელავე რომაა, რამხელაც ყველა დანარჩენი ერ-
თად.
– უეჭველია, მგზავრობა საამო იყო, თქვენო მოწყალებავ?
რობერტმა ჩაიფრუტუნა.
– სულ ჭაობები, ტყეები და ველები, და ყელის ჩრდილოეთით
წესიერ სასტუმროსაც ვერ იშოვი. ასეთი უკიდეგანო უკაცრიელი
ადგილები არასდროს მინახავს. რა იქნა შენი ხალხი?
– როგორც ჩანს, დაირცხვინეს და მიიმალნენ, – გაიხუმრა
ნედმა. იგი გრძნობდა კიბეს ამოდევნებულ სუსხს, მიწისქვეშე-
თის ცივ სუნთქვას, – მეფეები ჩრდილოეთში ძვირი სანახავია.
რობერტმა ისევ ჩაიფრუტუნა.
– ხო, და ალბათ თოვლის ქვეშ იმალებოდნენ. თოვლის, ნედ!
– მეფე ცალი ხელით კედელს მიეყრდნო, ჩასვლისას თავი რომ

62
შეემაგრებინა. – ზაფხულის ბოლოს თოვლი ჩვეულებრივი ამბავია,
– უთხრა ნედმა, – იმედია, არ შეგაფერხებს. როგორც წესი, ამ დროს
ზომიერი თოვაა ხოლმე.
– სხვებსაც წაუღიათ თქვენი ზომიერი თოვა, – შეიკურთხა რო-
ბერტმა, – ზამთარში რაღას ემგვანება აქაურობა? გაფიქრებაც კი
მაჟრიალებს.
– ზამთარი მკაცრი იცის, – აღიარა ნედმა, – მაგრამ სტარკები
გავუძლებთ. ყოველთვის ვუძლებთ ხოლმე.
– სამხრეთში უნდა წამოხვიდე, – უთხრა რობერტმა, – ზაფხული
დააგემოვნო, სანამ არ გასულა. ზენაბაღში ოქროს ვარდების მთე-
ლი ველებია, გაჭიმულია უსასრულოდ, სანამდე თვალი გაწვდებო-
დეს. ხილი ისე მწიფეა, პირში გადნება: ნესვები, ატმები, ცეცხლე-
ლიავები – ასეთი ტკბილი არაფერი გიგემია. აი, ნახავ, ზოგი რამ კი-
დევაც ჩამოგიტანე. გრიგალის კიდესთანაც კი, ყურიდან მობერილი
საამო ქარის გამო, ისეთი ცხელი დღეებია, რომ განძრევა გიჭირს.
და ქალაქები უნდა ნახო, ნედ! ყველგან ყვავილებია, ბაზრები სანო-
ვაგეს მიაქვს, ზაფხულის ღვინო ისეთი იაფი და ისეთი ვარგისია,
რომ შეიძლება სუნითაც კი დათვრე. ყველა სქელი, მთვრალი და
მდიდარია, – მან გაიცინა და ვრცელ ღიპზე ხელი დაიტყაპუნა. – და
გოგოები, ნედ! – წამოიძახა თვალების ციმციმით, – გეფიცები, ამ
სიცხემ ქალებს სირცხვილი დააკარგვინა. ტიტველები ბანაობენ
მდინარეში, ზედ ციხე-დარბაზის ძირას. ქუჩებშიც კი ისეთი წყეული
სიცხეა, შალს და ბეწვს ვერც ჩაიცვამ, და გოგოებიც დარბიან იმ თა-
ვიანთი მოკლე კაბებით, ვისაც ვერცხლი უჭყავის, აბრეშუმს იცვამს,
ვისაც არა – ჩითს, მაგრამ რაც გინდა იყოს, რომ იოფლებიან და
ქსოვილი კანზე ეკვრით, თუნდაც არაფერი სცმოდეთ, ისეა, – და მე-
ფემ ბედნიერად გადაიხარხარა.
რობერტ ბარათეონი მუდამ დაუოკებელი მადის კაცი იყო, მუდამ
იცოდა, როგორ ეამებინა თავისთვის. ედარდ სტარკს კი ამას ვერა-

63
ვინ დააყვედრიდა. მაგრამ ნედს არ შეეძლო არ შეემჩნია, რომ ეს
სიამეები მეფეს ძვირად უჯდებოდა. როდესაც კიბის ძირს მიაღ-
წიეს, რობერტი უკვე მძიმედ ქოშინებდა, ლამპრის შუქზე სახე
წითლად უღაჟღაჟებდა, აკლდამის სიბნელეში რომ შეაბიჯეს.
– თქვენო მოწყალებავ, – უთხრა ნედმა მოწიწებით. ლამპარი
ფართო ნახევარწრედ მოატარა. ჩრდილები ამოძრავდნენ, აქა-
ნავდნენ. მოცახცახე შუქი ფეხქვეშ დაგებულ ქვას შეეხო და
გრძლად ჩარიგებულ გრანიტის სვეტებზე, მათ წინ წყვილ-წყვი-
ლად რომ გამწკრივებულიყვნენ სიბნელისკენ გადაირბინა. სვე-
ტებს შორის კედელთან მიცვალებულები ჩამომსხდარიყვნენ თა-
ვიანთ ქვის ტახტებზე, ზურგებით მიჰყრდნობოდნენ აკლდამებს,
მათ მოკვდავ ნეშტს რომ ინახავდა.
– იგი ბოლოშია, მამასა და ბრანდონთან.
სვეტებს შორის გაუძღვა, რობერტიც მიჰყვა, თან მიწისქვეშა
სიცივე აკანკალებდა. აქ, დაბლა, მუდამ ციოდა. ნაბიჯი ქვაფე-
ნილზე რეკდა და ჭერის თაღებიდან ექოდ ირეკლებოდა, როდე-
საც ისინი სტარკების მიცვალებულთა შორის მიაბიჯებდნენ. ვინ-
ტერფელის ლორდი მათ თვალს ადევნებდა, წინ რომ ჩაუვლიდა.
იმ ქვით, აკლდამას რომ ბეჭდავდა, მიცვალებული იყო გამოქან-
დაკებული. გრძელ მწკრივად ისხდნენ, უჩინო თვალებით მარა-
დიულ წყვდიადს მისჩერებოდნენ, ტერფებზე კი ქვის დიდი მგელ-
საზარები შემოხვეოდათ. მოქანავე შუქზე ისე ჩანდა, თითქოსდა
ქვის ფიგურები შეტოკდებოდნენ ხოლმე, როდესაც ცოცხლები
ჩაივლიდნენ. უძველესი ადათისამებრ, მათ მუხლებზე, ვინც
ოდესმე ვინტერფელის ლორდი ყოფილიყო, რკინის ორლესული
ესვენა – ეს მათ შურისმგებელ სულებს აკლდამაში დააყენებდა.
ყველაზე ძველი ხმალი უკვე დიდი ხნის წინ სრულიად შეეჭამა
ჟანგს, მხოლოდ იქ, სადაც ლითონი ქვას ეხებოდა, რამდენიმე
მოწითალო ლაქა დარჩენილიყო. ნედი ფიქრობდა, ნეტავ ეს თუ

64
ნიშნავს, რომ მათ აჩრდილებს ახლა ციხე-კოშკში ბორიალი შეუძ-
ლიათო. იმედოვნებდა, რომ არ შეეძლოთ. ვინტერფელის პირველი
ლორდები მათგან მართული მიწასავით უტეხნი იყვნენ. დრაკონთა
ბატონების მოსვლამდე საუკუნეთა მანძილზე ისინი არავის შევ-
რდომიან და თავს ჩრდილოელ მეფეებს უწოდებდნენ.
ბოლოს ნედი გაჩერდა და ზეთის ლამპარი ასწია. მათ წინ აკ-
ლდამის ტალანი კვლავ გრძელდებოდა, სიბნელეში იკარგებოდა,
მაგრამ ამას იქით სამარეები ცარიელი და დაუბეჭდავი იყო. შავი
ხვრელები ელოდნენ თავიანთ მკვდრებს, ელოდნენ მას და მის შვი-
ლებს. ნედს ამაზე ფიქრი არ სიამოვნებდა.
– აქაა, – უთხრა მეფეს. რობერტმა უხმოდ დაუკრა კვერი მუხლი
მოიყარა და თავი მოიდრიკა.
აქ სამი აკლდამა ერთურთს მისჯროდა. ლორდ რიკარდ სტარკს,
ნედის მამას, მოგრძო, კუშტი სახე ჰქონდა. მოქანდაკე მას კარგად
იცნობდა. იგი მშვიდი დიდებულებით იჯდა, ქვის თითებით მტკიცედ
ჩასჭიდებოდა მუხლებზე დასვენებულ ხმალს – თუმც სიცოცხლეში
ყველა ხმალმა უმტყუნა. მის აქეთ-იქით, მომცრო აკლდამებში შვი-
ლები ესვენნენ.
ბრანდონი ოცი წლის მოკვდა, შლეგი მეფის ეირის ტარგარიენის
ბრძანებით გაგუდეს, მაშინ, როცა სულ რამდენიმე დღეში რივერა-
ნელ კეტლინ ტალისთან უნდა ექორწინა. მამა კი აიძულეს, შვილის
სიკვდილისთვის ეცქირა. ბრანდონი ჭეშმარიტი მემკვიდრე იყო, უფ-
როსი ვაჟი, მმართველად შობილი.
ლიანა მხოლოდ თექვსმეტის იყო, არნახულად მშვენიერი ქალი-
ბავშვი. ნედს იგი მთელი გულით უყვარდა. რობერტს – მასზე მეტა-
დაც. იგი რობერტის საცოლე იყო.
– ამაზე უფრო ლამაზი იყო, – თქვა მეფემ კარგა ხნის დუმილის
შემდეგ. თვალმოუშორებლად უცქერდა ლიანას სახეს, თითქოს ლა-
მობდა, კვლავ სული ჩაებერა მისთვის. ბოლოს წამოდგა, მძიმედ,
მოუქნელად.

65
– აჰ, ნედ, ჯანდაბა, აუცილებელი იყო, ასეთ ადგილას დაგე-
მარხა? – გაცოცხლებული დარდით ხმა ჩახრინწვოდა, – ამ
წყვდიადზე მეტს იმსახურებდა...
– იგი ვინტერფელელი სტარკი იყო, – ჩუმად თქვა ნედმა, –
მისი ადგილი აქაა.
– სადმე გორაკის თავზე უნდა იწვეს, მსხმოიარე ხის ძირას,
თავს მზე და ღრუბლები ადგეს, წვიმა ბანდეს ხოლმე.
– მის გვერდით ვიყავი, როდესაც მოკვდა, – შეახსენა ნედმა
მეფეს, – შინ უნდოდა დაბრუნება, ბრანდონის და მამის გვერდით
წოლა. – ზოგჯერ ახლაც ჩაესმოდა ხოლმე მისი ხმა. დამპირდი,
ნედ, ტიროდა იგი სისხლის და ვარდების სუნით გაჟღენთილ პა-
ტარა ოთახში. დამპირდი, ნედ. ცხელებამ ძალა მთლად გამოა-
ცალა, მკრთალი, მოჩურჩულე ხმა ჰქონდა, მაგრამ, როდესაც
ძმამ სიტყვა მისცა, თვალებიდან შიში გაუქრა. ნედს ახსოვდა,
როგორ გაუღიმა დამ მაშინ, მაგრად მოუჭირა ხელზე თითები და
სიკვდილს დანებდა, გაშლილი მტევნიდან კი დამჭკნარი, გაშა-
ვებული ვარდის ფურცლები დასცვივდა. ამის შემდეგ აღარაფე-
რი ახსოვდა. როდესაც ნახეს, ჯერაც დის სხეულს იკრავდა გულ-
ში, მწუხარებით დამუნჯებული. პატარა კრანოგელმა ჰოულანდ
რიდმა გამოაცალა ხელიდან დის თითები. ნედს ეს არ ახსოვდა.
– ყვავილები მომაქვს ხოლმე, როცა შევძლებ, – თქვა მან, –
ლიანას... ყვავილები უყვარდა.
მეფე ქანდაკებას ლოყაზე შეეხო, თითები ისე ნაზად გადაუსვა
უხეშ ქვას, თითქოს ცოცხალ არსებას მიეალერსა.
– დავიფიცე, რომ მოვკლავდი რეიგარს იმისთვის, რაც მას
დამართა. – ხომ მოკალი, – შეახსენა ნედმა.
– მხოლოდ ერთხელ, – მწარედ ჩაილაპარაკა რობერტმა.
ისინი სამკბილას ფონთან შეიყარნენ, როდესაც გარშემო –
ბრძოლა ზანზარებდა: რობერტი თავისი უროთი და უზარმაზარი

66
ქორბუდა მუზარადით, და პრინცი ტარგარიენი, სულ შავად მეჭურ-
ვილი. მკერდზე საგვარეულოს ნიშანი, სამთავა დრაკონი ჰქონდა
ლალებით გამოსახული და მზის სხივზე ცეცხლივით უელვარებდა.
მათი საბრძოლო ცხენების ფლოქვების გარშემო წითლად დიოდა
სამკბილას წყლები, ისინი კი გარს უვლიდნენ და შეტევით ეხეთქე-
ბოდნენ ერთურთს, სანამ ბოლოს და ბოლოს რობერტის უროს დარ-
ტყმამ არ ჩაანგრია ლალის დრაკონი და მის ქვეშ – პრინცის გულის
ფიცარი. როდესაც ნედი ბრძოლის ადგილას მივიდა, რეიგარი უსუ-
ლოდ ეგდო ნაკადში, ორივე ჯარის მებრძოლები კი ოთხზე დაფორ-
თხავდნენ ჩქერებში და მისი აბჯრიდან ამოყრილ ლალებს დაეძებ-
დნენ.
– ყოველ ღამით ვკლავ სიზმარში, – განაგრძობდა რობერტი, –
ათასი სიკვდილიც ცოტაა იმასთან შედარებით, რასაც იმსახურებს.
ნედმა ვერაფერი მიუგო. მცირე ხნის დუმილის შემდეგ თქვა: – ხომ
არ დავბრუნდეთ, თქვენო მოწყალებავ. შენი ცოლი ალბათ გელო-
დება, – სხვებსაც წაუღიათ ჩემი ცოლი, – პირქუშად ჩაიბურტყუნა
რობერტმა, მაგრამ უკანვე გაუყვა ტალანს, რომლითაც მოსულიყ-
ვნენ, მძიმედ მიაბიჯებდა, – და თუ ერთხელაც გავიგონებ, „თქვენო
მოწყალებაო”, შენს თავს სარზე დავაგებინებ, იცოდე. ჩვენ ერთმა-
ნეთისგან მეტს ვიმსახურებთ.
– არ დამვიწყებია, – წყნარად მიუგო ნედმა. რაკი მეფემ არაფე-
რი უპასუხა, განაგრძო, – მიამბე ჯონზე.
რობერტმა თავი გაიქნია.
– არასდროს მინახავს, კაცს ასე სწრაფად შეჰყროდეს სენი. ჩემი
ვაჟის დღეობაზე ტურნირი მოვაწყვეთ. იქ რომ გენახა ჯონი, დაიფი-
ცებდი, ეს არასდროს მოკვდებაო. არადა, ორ კვირაში გათავდა.
სენი შიგნეულობაზე სულ ცეცხლივით ედებოდა. გამოწვა პირდა-
პირ. – იგი სვეტის გვერდით შედგა, დიდი ხნის წინ გარდაცვლილი
სტარკის აკლდამის წინ, – მიყვარდა ბებერი.

67
– ორივეს გვიყვარდა, – ნედი წამით შეყოვნდა, – კეტლინს
დის დარდი აქვს. როგორ უმკლავდება ლიზა მწუხარებას?
რობერტმა პირი მოიღრიცა.
– არც ისე კარგად, სიმართლე თუ გინდა, – აღიარა მან, – მე
მგონი, ეგ ქალი შეშალა ჯონის დაკარგვამ. ბიჭი უკან, საარწივე-
ში წაიყვანა, ჩემი სურვილის წინააღმდეგ. მე კი იმედი მქონდა,
ტაივინ ლანისტერთან გამომეზარდა კასტერლის კლდეზე. ჯონს
არც ძმები ჰყავდა, არც სხვა შვილები. ქალების ხელში ჩასაგდე-
ბად უნდა გამემეტებინა?
ნედი უმალ ჭრელ ასპიტს ანდობდა ბავშვს, ვიდრე ლორდ
ტაივინს, მაგრამ თავისი დაეჭვება არ გამოუთქვამს. ზოგი ძველი
იარა არასდროს შუშდება და უბრალო ხსენებითაც კი პირს იხ-
სნის. – ცოლმა ქმარი დაკარგა, – წარმოთქვა ფრთხილად, – იქ-
ნებ დედას შვილის დაკარგვაც აშინებს. ბიჭი ჯერ პატარაა.
– ექვსისაა, ჯანსუსტი, და საარწივეს ლორდია, უშველონ
ღმერთებმა, – ჩაილაპარაკა რობერტმა, – ლორდ ტაივინს აღ-
საზრდელად ადრე არავინ აუყვანია. ლიზას უნდა ჩაეთვალა, პა-
ტივი დამდესო. ლანისტერები ძლიერი და წარჩინებული გვარია.
მას კი ამის გაგონებაც არ ეწადა. მერე საერთოდაც ადგა და გა-
ემგზავრა შუაღამისას, ნახვამდისაც კი არ დაუბარებია. სერსეი
გაცეცხლებული იყო. – მან ღრმად ამოიოხრა, – ბიჭი ჩემი სეხ-
ნიაა, იცოდი? რობერტ არინი. შეფიცული ვარ, დავიცვა იგი. არა-
და, როგორ დავიცვა, თუ დედამისი მტაცებს და ჩემგან სადღაც
მიაქანებს?
– მე ავიყვანდი აღსაზრდელად, თუკი გსურს, – უთხრა ნედმა,
– ლიზა თანახმა იქნება. ის და კეტლინი ბავშვობიდან კარგად
უგებდნენ ერთმანეთს, თვითონ ლიზასაც სიამოვნებით მივიღებ-
დით აქ. – დიდსულოვანი წინადადებაა, მეგობარო, – უთხრა მე-

68
ფემ, – მაგრამ დაგვიანებული. ლორდმა ტაივინმა თანხმობა უკვე
განაცხადა. ახლა ბიჭის სადმე სხვაგან მიბარება სასტიკად შეურაც-
ხყოფდა.
– მე ჩემი ძმისწულის კარგად ყოფნა ბევრად უფრო მაღელვებს,
ვიდრე ლანისტერის თავმოყვარეობა, – განაცხადა ნედმა. – ეს იმი-
ტომ, რომ ლანისტერთან არ წევხარ, – გადაიხარხარა რობერტმა.
მისმა ხმამ აკლდამებს შორის გადაიგრგვინა და თაღოვანი ჭერიდან
ასხლტა. ქათქათა კბილებმა იელვა ხშირი, შავი წვერიდან. – აჰ,
ნედ, – თქვა მან, – შენ ისევ ისე მეტისმეტად ჭკუადამჯდარი ხარ, –
მსხვილი მკლავი მოხვია მხრებზე, – ვაპირებდი, რამდენიმე დღე
მომეცადა, სანამ დაგელაპარაკებოდი, მაგრამ ვხედავ, დაცდა საჭი-
რო არ არის. წამო, ვიაროთ.
ისინი უკან გამოუყვნენ ტალანს სვეტებს შორის. უჩინო ქვის თვა-
ლები მიმავლებს თითქოსდა მზერას მიაყოლებდნენ. მეფეს ნედის-
თვის ისევ მხრებზე ჰქონდა ხელი გადახვეული.
– ალბათ გაინტერესებს, ბოლოს და ბოლოს რამ წამომიყვანა
ჩრდილოეთისკენ, ვინტერფელში, ამდენი ხნის მერე.
ნედს რაღაც ვარაუდები კი ჰქონდა, მაგრამ მათ ხმამაღლა თქმას
არ ჩქარობდა.
– ნამდვილად, ჩემ გვერდით ყოფნა მოგენატრა, – თქვა უდარ-
დელად, – თანაც, კედელიც აქ არის. უნდა ნახო ის, თქვენო მოწყა-
ლებავ, მის ქონგურებს უნდა გაუყვე და იქ მდგომებს ესაუბრო. ღა-
მის ებგური ლანდიღაა იმისა, რაც ოდესმე ყოფილა. ბენჯენი ამ-
ბობს... – უეჭველია, მალევე მოვისმენ, რას ამბობს შენი ძმა, – უთ-
ხრა რობერტმა, – კედელი დგას აგერ უკვე რამდენი? რვა ათასი წე-
ლია, ხო? რამდენიმე დღესაც მოითმენს. სხვაა, უფრო რაც მაწუხებს.
ძნელი დრო დადგა. ჩემ გარშემო კაი ხალხი მჭირდება. ჯონ ერინის-
ნაირი ხალხი. იგი ერთგულად მემსახურებოდა, ვით საარწივეს
ლორდი, ვით აღმოსავლეთის მცველი, ვით მეფის მარჯვენა. მისი
შეცვლა იოლი არ იქნება.

69
– მისი ვაჟი... – წამოიწყო ნედმა.
– მისი ვაჟი მემკვიდრეობით შეინარჩუნებს საარწივეს და მის
შემოსავალს სრულად, – მოჭრა რობერტმა, – მეტს არაფერს. ნე-
დისთვის ეს მოულოდნელი იყო. იგი გაოცებით შეჩერდა და მე-
ფისკენ მიტრიალდა. სათქმელი უნებურად დასცდა:
– ერინები მუდამაც ყოფილან აღმოსავლეთის მცველები. ტი-
ტული სამფლობელოსთან ერთად გადადის.
–ასაკი რომ შეუსრულდება, იქნებ ეს პატივიც დაუბრუნდეს, –
თქვა რობერტმა, – ეს წელიწადი მაქვს, რომ მოვიფიქრო, და მო-
მავალი წელიც. ექვსი წლის ბიჭი ომში სარდლად არ გამოდგება,
ნედ. – მშვიდობიან დროს ეს ტიტული მხოლოდ პატივია და სხვა
არაფერი. დაუტოვე ბიჭს იგი, მამამისის ხათრით მაინც. ჯონი
შენგან ამას ნამდვილად იმსახურებს.
მეფეს მისი სიტყვები არ ეამა. ნედის მხრებიდან ხელი ჩამო-
იღო. – ჯონი რასაც აკეთებდა, ეს მისი ვალი იყო პატრონის წინა-
შე. მე უმადური როდი ვარ, ნედ. ვინ-ვინ და, შენ კი იცი ეს. მაგრამ
ვაჟი სხვაა და მამა – სხვა. პატარა ბავშვი აღმოსავლეთს ვერ და-
მიცავს. – აქ ხმა მოურბილდა, – მაგრამ გვეყო ამაზე. უფრო სა-
შური საქმე გვაქვს გასარჩევი, და კამათი არ გამაგონო, იცოდე,
– რობერტმა ნედს იდაყვში წაავლო ხელი, – მჭირდები, ნედ.
– მიმსახურე, თქვენო მოწყალებავ. როცა გენებოს. – ეს სიტ-
ყვები უნდა წარმოთქმულიყო, და წარმოთქვა კიდეც, თუმც გული
მოეწურა გუმანით, თუ რა მოჰყვებოდა ამას.
რობერტს მისი ხმა თითქოს არც ჩაესმოდა.
– ის წლები, საარწივეში რომ გავატარეთ... ღმერთებო, მშვე-
ნიერი წლები იყო. მინდა, რომ ისევ გვერდში მყავდე, ნედ. ჩემ-
თან მინდა იყო, მეფის საბიჯელზე, და არა აქ, გადამთიეთში, სა-
დაც ჯანდაბადაც არავის სჭირდები. – რობერტმა გვერდზე გაიხე-
და, სიბნელეში, წუთით ერთი სტარკთაგანივით სევდიანი ჩანდა,
– გეფიცები, ტახტზე ჯდომა ათასჯერ უფრო ძნელია, ვიდრე იმ

70
ტახტის დაპყრობა. ეს კანონები გამაბეზრებელი რამეა და კაპიკების
თვლას ხომ ნუღა იტყვი. და ხალხი.... ხალხს ხომ ბოლო არ უჩანს!
ვზივარ იმ წყეულ რკინის სკამზე და ვუსმენ, როგორ ჩივიან, სანამ
გონება არ დამებინდება და ტრაკი არ დამიბუჟდება. ყველას რაღაც
უნდა, ფული, მიწა ან სამართალი. თან როგორ იტყუებიან... ჩემი დი-
დებულებიც იმათზე უკეთესი კი არ არიან. ქლესებით და ყეყეჩებით
ვარ გარშემორტყმული. გაგიჟდები კაცი, ნედ. ნახევარი ვერ ბედავს,
სიმართლე მითხრას, ნახევარს კი სიმართლის გამორჩევა არც შე-
უძლია. არის ღამეები, როდესაც ვნატრობ, ნეტავ სამკბილასთან
დავმარცხებულიყავით-მეთქი. არა, მართლა კი არა, მაგრამ...
– მესმის, – უთხრა ნედმა რბილად.
რობერტმა შეხედა.
– მეც მგონია, რომ გესმის. თუკი ასეა, შენს იქით გზა აღარ მაქვს,
ძველო მეგობარო, – მეფემ გაიღიმა, – ლორდო ედარდ სტარკ, მე-
ფის მარჯვენად მსურს დაგასახელო.
ნედი ცალ მუხლზე დაეშვა. შეთავაზებას იგი არ გაუოცებია; სხვა
რას უნდა წამოეყვანა რობერტი ამსიშორე გზაზე? მეფის მარჯვენა
მეფის შემდეგ ყველაზე ძლევამოსილი კაცი იყო შვიდ სამეფოში. იგი
ლაპარაკობდა მეფის სახელით, სარდლობდა მეფის ჯარებს, ადგენ-
და მეფის კანონებს. დროდადრო რკინის ტახტზეც კი ჯდებოდა მეფის
სამართლის განსაჩინებლად, როდესაც მეფე წასული იყო, ავადმყო-
ფობდა ან სხვა რამ მიზეზით მოუცლელი ბრძანდებოდა. რობერტი
მას თავად სატახტოსავით ვეებერთელა პასუხისმგებლობას ჰკიდებ-
და.
ნედს ამქვეყნად თუკი რამე არ სურდა, ეს იყო.
– თქვენო მოწყალებავ, არ ვარ ამ პატივის ღირსი.
რობერტმა ხალისიანი მოუთმენლობით დაიხვნეშა.
– შენი პატივისცემა რომ მნდომოდა, თავს დაგანებებდი. ახლა
კი ვაპირებ, გაიძულო, სამეფო მართო და ომები გადაიხადო, სანამ
მე ვჭამ, ვსვამ და გოგოების დევნით სიცოცხლეს ვიმოკლებ, – ღიპზე

71
ხელი დაიტყაპუნა და გაიკრიჭა, – იცი ის ანდაზა, მეფესა და მის
მარჯვენაზე?
ნედს ანდაზა სმენოდა.
– მეფე ოცნებობს, – თქვა მან, – მეფის მარჯვენა კი აშენებსო.
– ერთხელ ერთი მეთევზე ქალი ჩავიგორე ლოგინში და იმან მას-
წავლა, რომ მდაბიორები იმავეს უფრო სხარტად გამოთქვამენ.
მეფე ჭამს, მისი მარჯვენა კი ტრაკს წმენდსო, ასე ამბობენ, – თავი
უკან გადაიგდო და ახარხარდა. ექოებმა გამოსძახეს სიბნელი-
დან, მათ გარშემო შემოჯარული ვინტერფელელი მკვდრები კი
თითქოსდა ცივი, გამკიცხველი თვალებით აკვირდებოდნენ მო-
ცინარს. ბოლოს ხარხარი მიილია და შეწყდა. ნედი ჯერაც ცალ
მუხლზე იდგა, თვალები მაღლა აეპყრო.
– ჯანდაბა, ნედ, – უსაყვედურა მეფემ, – ერთი გაღიმება მაინც
მაღირსე!
– ამბობენ, აქ ზამთრობით ისე ცივა, რომ კაცს სიცილი ყელში
ეყინება და ახრჩობსო, – აუჩქარებლად მიუგო ნედმა, – იქნებ
ამიტომ გვაკლია სტარკებს ხალისი ასე ძალიან.
– წამომყევი სამხრეთში და თავიდან გასწავლი, როგორ უნ-
და სიცილი, – შეპირდა მეფე, – შენ დამეხმარე ამ წყეული ტახტის
დაპყრობაში, ახლა მისი შენარჩუნება მიშველე. ჩვენ, წესით, ერ-
თად უნდა გვემართა. ლიანა ცოცხალი რომ ყოფილიყო, ძმები
ვიქნებოდით, მარტო სიყვარულით კი არა, ნათესაობითაც ვიქნე-
ბოდით შეკრულები. თუმცა გვიანი არც ახლაა. მე ვაჟი მყავს, შენ
– ასული. ჩემი ჯოფრი და შენი სანსა ჩვენს გვარებს შეაერთებენ,
როგორც ოდესღაც მე და ლიანას შეიძლებოდა ეს გვექნა.
ამ შეთავაზებამ ნედი გააოცა.
– სანსა მხოლოდ თერთმეტისაა, – თქვა მან.
რობერტმა მოუთმენლად აიქნია ხელი.

72
– ნიშნობისთვის საკმარისად დიდია. ქორწინება შეიძლება გა-
დაიდოს რამდენიმე წლით, – მეფემ გაიღიმა, – ახლა წამოდექი და
მითხარი, ჰოო, ჯანდაბა შენ თავს!
– მაგაზე მეტად არაფერი მაამებდა, თქვენო მოწყალებავ, – მი-
უგო ნედმა. იგი ყოყმანობდა, – მთელი ეს პატივი ისე მოულოდნე-
ლია. შეიძლება, დრო მომცე დასაფიქრებლად? ცოლს უნდა შევატ-
ყობინო... – ჰო, ჰო, რასაკვირველია, კეტლინს უთხარი, გამოიძინე
ამ ფიქრით ერთი-ორი ღამე, თუ საჭიროა. – მეფე დაიხარა, ნედს
ხელში ჩაეჭიდა და მოუხეშავად წამოაყენა, – ოღონდ ძალიან ბევრს
ნუ მალოდინებ. ხომ იცი, მოთმინებით არ გამოვირჩევი.
წუთით ედარდ სტარკი საზარელმა წინათგრძნობამ შეიპყრო. მი-
სი ადგილი აქ იყო, ჩრდილოეთში. მან გადახედა გარშემო შემოჯა-
რულ ქვის ფიგურებს, ღრმად შეისუნთქა აკლდამის ცივი, მდუმარე
ჰაერი. იგი გრძნობდა მიცვალებულთა მზერას. იცოდა, ყველანი უს-
მენდნენ. თანაც ზამთარი დგებოდა.

73
ჯონი

74
ზოგჯერ – ძალიან ხშირად არა, მაგრამ ხანდახან მაინც – ჯონ სნოუ
კმაყოფილიც რჩებოდა, ბუში რომ იყო. როდესაც მან ერთხელაც შე-
ივსო სასმისი ჩამოტარებული ბოციდან, აზრმა გაუელვა, ახლა სწო-
რედ ერთი ასეთი შემთხვევა არისო. იგი კვლავ დაუბრუნდა თავის
ადგილს მერხზე ახალგაზრდა საჭურველთმტვირთველებს შორის
და მოსვა. ზაფხულის ღვინის ტკბილმა, ხილის სურნელებით გაჯერე-
ბულმა გემომ პირი აუვსო და ღიმილი მოჰგვარა.
ვინტერფელის სეფე-დარბაზში კვამლის ბუღი იდგა და ჰაერი
შემწვარი ხორცისა და ახალგამომცხვარი პურის სუნს დაემძიმები-
ნა. რუხი ქვის კედლები ბაირაღებით შეებურათ: თეთრი, ოქროსფე-
რი, ჭიაფერი ჭარბობდა – სტარკების მგელსაზარა, ბარათეონთა
გვირგვინოსანი ხარირემი, ლანისტერთა ლომი. მაღალ არფაზე
მომღერალი უკრავდა და ბალადას ჰყვებოდა, მაგრამ აქ, დარბაზის
ბოლოში, მისი ზმა ძლივსღა ისმოდა – ცეცხლის გუგუნით, კალის ჯა-
მების თუ ტოლჩების ჩხაკუნით და მრავალი მთვრალი საუბრით გა-
დაფარული. მეფისთვის გაწყობილი მისასალმებელი ნადიმის მე-
ოთხე საათი გადიოდა. ჯონის ძმები და დები მეფის შვილებთან ერ-
თად ისხდნენ იმ ამაღლებული ბაქნის წინ, სადაც ლორდი და ლედი
სტარკები მეფესა და დედოფალს უმასპინძლდებოდნენ. ამგვარი
შემთხვევის აღსანიშნავად ლორდი მამა, უეჭველია, ყველა ბავშვს
დართავდა ჭიქა ღვინის შესმის ნებას, მაგრამ მეტის მოლოდინი არ
უნდა ჰქონოდათ. აქეთ, მერხზე მჯდომ ჯონს კი ვერავინ დაუშლიდა,
რამდენიც სწყუროდა, იმდენი შეესვა.
და, როგორც აღმოაჩინა, წყურვილი დიდი კაცის შესაფერისი
ჰქონდა, რითაც გარშემო მჯდარი ახალგაზრდების ხრინწიანი აღტა-
ცება გამოიწვია – ისინი ხმაურით აქეზებდნენ ჭიქის გამოცლისას.
კარგი თანამეინახეები იყვნენ, ჯონს მოსწონდა მათგან მოთხრობი-
ლი ამბები ბრძოლებზე, გოგოებსა და ნადირობაზე. ეჭვიც არ ეპარე-
ბოდა, რომ მათთან ყოფნა უფრო სახალისო იყო, ვიდრე მეფის შთა-

75
მომავლებთან ერთად ჯდომა. სტუმრებით აღძრული ცნობისმოყ-
ვარეობა მათი შემოსვლისას დაიკმაყოფილა – მისთვის მიჩე-
ნილ ადგილს მთლად გვერდით ჩაუარეს და ჯონმა კარგად, აუჩ-
ქარებლად შეათვალიერა ისინი.
პირველი მისი ლორდი-მამა შემოვიდა, თან დედოფალს მო-
აცილებდა. დედოფალი მართლაც ისეთი ლამაზი იყო, როგორც
ამბობდნენ. გრძელ ოქროსფერ თმაში მოოჭვილი ტიარა უელავ-
და, რომლის ზურმუხტებიც ქალის თვალების სიმწვანეს ეხამებო-
და. მამამისმა ბაქნის საფეხურებზე ასვლა უშველა და სკამამდე
მიაცილა, მაგრამ დედოფალს ზედაც არ შეუხედავს მისთვის.
თოთხმეტი წლის ჯონიც კი ხედავდა ქალის ღიმილის სიყალბეს.
შემდეგ თავად მეფე რობერტი მოდიოდა, მისთვის ლედი
სტარკს გამოედო ხელკავი. მეფემ ჯონს დიდად გაუცრუა იმედი.
მამამისი ხშირად ჰყვებოდა ხოლმე მეფეზე და ჯონსაც თვალწინ
ედგა უბადლო რობერტ ბარათეონი, სამკბილას დემონი, სახელ-
მწიფოს ყველაზე შეუპოვარი მეომარი, გოლიათი პრინცთა შო-
რის. ახლა კი ერთ სქელ კაცს ხედავდა, წვერის ქვეშ სახეაღაჟღა-
ჟებულს, აბრეშუმის სამოსი ოფლით რომ დალაქავებოდა. ისე
მოდიოდა, თითქოს უკვე მოესწრო შეთრობა.
მათ შემდეგ ბავშვები მოდიოდნენ. პირველი პაწია რიკონი
ჩამდგარიყო, იმგვარი სიდარბაისლით მოაბიჯებდა, რაც კი სამი
წლის ბავშვს შეეძლო მოეხერხებინა. ნახევარძმასთან შეყოვნე-
ბა და მისალმება დააპირა, მან კი ანიშნა, გზა განეგრძო. მას ფეხ-
დაფეხ მოსდევდა რობი, ნაცრისფერი შალის სამოსზე თეთრი
არშიები დაჰყვებოდა – ეს სტარკების ფერები იყო. თან პრინცესა
მირცელას მოაცილებდა ხელკავით. იგი ჰაეროვანი გოგონა
იყო, რვა წლისაც არ იქნებოდა, ოქროსფერ კულულებად დაყრი-
ლი თმა მოოჭვილი ბადის ქვეშ ჰქონდა მოგროვილი. ჯონმა შე-
ნიშნა, რა მორცხვად უმზერდა იგი რობს, რა მორიდებით უღიმო-

76
და, როდესაც მათ მაგიდებს შორის გაიარეს. ჯონის აზრით, პრინცე-
სა ძალიან უღიმღამო იყო. რობი კი, როგორც ჩანს, მის სიშტერეს
სრულიად ვერ ამჩნევდა და სულელივით იკრიჭებოდა.
ჯონის ნახევარდები უფლისწულებს მოჰყვებოდნენ. არია ბუთხუ-
ზა ტომენს ედგა გვერდით, ბიჭის სელისფერი თმა გოგონასაზე უფ-
რო გრძელი იყო. დაზე ორი წლით უფროსი სანსა კრონპრინცს,
ჯოფრი ბარათეონს, მოიყოლებდა. პრინცი თორმეტი წლის იყო,
ჯონსა და რობზე უმცროსი, მაგრამ, ჯონისდა სამწუხაროდ, ორთავე-
ზე უფრო მაღალი. პრინც ჯოფრის დასავით თმები და დედისეული
მწვანე თვალები ჰქონდა. ქერა, აბურდული კულულები ხშირ ჩქერა-
ლად ეშვებოდა ოქროსფერი ყელსახვევისა და ხავერდის მაღალი
საყელოს ქვემოთ. მის გვერდით მომავალ სანსას სახე გასხივოსნე-
ბოდა, მაგრამ ჯონს თვალში არ მოსდიოდა ჯოფრის ამრეზილი პირი
ან გაბეზრებული, აგდებული მზერა, რომელსაც იგი ვინტერფელის
სეფე-დარბაზს ავლებდა.
მათ უკან მომავალმა წყვილმა ჯონის ინტერესი უფრო მეტად მი-
იპყრო. დედოფლის ძმები, კასტერლის კლდის ბატონი ლანისტერე-
ბი გვერდიგვერდ მოაბიჯებდნენ. ლომი და ჭინკა; არაფრით შეგეშ-
ლებოდა, რომელი რომელი იყო. სერ ჯეიმი ლანისტერი დედოფალ
სერსეის ტყუპისცალი იყო – მაღალსა და ოქროფეროვანს, მოელვა-
რე მწვანე თვალები და დანასავით ბასრი ღიმილი ჰქონდა. მეწამუ-
ლი აბრეშუმით იყო მოსილი, მაღალი შავი ჩექმები ეცვა და მხრებზე
შავი ატლასის მოსასხამი მოეგდო. მკერდზე თავისი გვარის სიმბო-
ლო, აღრიალებული ლომი ჰქონდა ოქრომკედით ამოქარგული.
ხალხი მას პირში ლანისტერელ ლომს უწოდებდა, ზურგსუკან კი
ჩურჩულით „მეფისმკვლელად” მოიხსენიებდნენ.
ჯონმა თვალი ძლივს მოსწყვიტა. აი, როგორი უნდა იყოს მეფეო,
გაიფიქრა, როდესაც სერ ჯეიმიმ წინ ჩაუარა.

77
შემდეგ შეამჩნია მეორეც, ძმის გვერდით რომ მობაჯბაჯებდა,
სანახევროდ თვალს მოფარებული. ტირიონ ლანისტერი ლორდ
ტაივინის ჩამომავლებს შორის ყველაზე უმცროსი და უეჭველად
ყველაზე უშნო იყო. რამდენადაც ღმერთებს სერსეისა და ჯეიმის-
თვის თავს კალთა დაებერტყათ, იმდენადვე გაეწბილებინათ ტი-
რიონი. იგი ქონდრისკაცი იყო, ძმას წელამდე ძლივს სწვდებოდა
და ლამობდა, დაგვაჯული ფეხებით მისთვის ნაბიჯი გაესწორები-
ნა. ტანთან შედარებით მეტისმეტად გასიებული თავი ჰქონდა,
გამობურცული შუბლის ქვეშ პირუტყვული მიჭყლეტილი სახე
მოუჩანდა. ძალიან ქერა, ლამის თეთრი, ძალიან სწორი თმის
ქვემოდან ერთი მწვანე და ერთიც შავი თვალი იმზირებოდა. ჯო-
ნი მას მონუსხული შეჰყურებდა.
დიდებულ ლორდთა მწკრივის ბოლოს მოაბიჯებდა მისი ბიძა,
ბენჯენ სტარკი – ღამის ებგურის მებრძოლი, და მამამისის აღსაზ-
რდელი, ჭაბუკი თეონ გრეიჯოი. ბენჯენმა ჯონს თბილად გაუღიმა.
თეონს კი მისთვის ზედაც არ შეუხედავს, მაგრამ ამაში ახალი
არაფერი იყო. ყველანი რომ დასხდნენ, სადღეგრძელოები წარ-
მოითქვა, სამადლობელები შეისვა და ნადიმიც დაიწყო.
ჯონიც მაშინვე შეუდგა სმას, და არც გაჩერებულა.
მაგიდის ქვეშ რაღაც მოედო ფეხზე. ჯონმა ქვემოდან შემოჩე-
რებული წითელი თვალები დაინახა.
– ისევ გშია? – ჰკითხა. შუა მაგიდაზე ჯერაც იდო თაფლით შე-
ზავებული ვარიის ნახევარი. ჯონმა ხელი გაიშვირა, რათა ბარკა-
ლი აეგლიჯა, მაგრამ გადაიფიქრა. მთელ დარჩენილ ნაწილს და-
ნა დაასო, დაითრია და მერე იატაკზე დააგდო, საკუთარ ფეხებს
შორის. ლანდი მდუმარე გავეშებით ეძგერა ხორცს. ჯონის და-
ძმებს ნება არ დართეს, თავიანთი მგლები საზეიმო სადილზე მო-
ეყვანათ, მაგრამ აქ, დარბაზის ბოლოში, უამრავი ქოფაკი
ირეოდა, და მის ლეკვზე ხმაც არავის ამოუღია. ჯონმა თავისთვის

78
აღნიშნა, ამაშიც გამიმართლაო. ჯონს თვალები ეწვოდა. გამალე-
ბით მოისრისა ისინი და კვამლს შეუკურთხა. ისევ ღვინო მოსვა, თან
უცქერდა, როგორ ნთქავდა მისი მგელსაზარა ვარიას.
მაგიდებს შორის სუფრასთან მომსახურე გოგოებს ადევნებული
ძაღლები დაძრწოდნენ. ერთმა შავმა, ყვითელთვალა უჯიშო ძუკნამ
ქათმის სუნი იკრა. შეჩერდა და მაგიდის ქვეშ შეძვრა ნადავლში წი-
ლის დასადებად. ჯონი მათ შეხლას თვალს ადევნებდა. ძუკნამ ხმა-
დაბლა დაიღრინა და მოახლოვდა. ლანდმა უხმოდ ახედა თავისი
გიზგიზა წითელი თვალებით, ძაღლამდე მანძილი შეაფასა. ძუკნამ
გამომწვევად შეჰყეფა. იგი მგელსაზარას ლეკვზე სამჯერ უფრო დი-
დი იყო. ლანდი არ განძრეულა, საკბილოს თავს დამდგარმა ხახა
დააღო და ეშვები გამოაჩინა. ძუკნა დაიძაგრა, ისევ შეჰყეფა, მერე
შებმა გადაიფიქრა. შებრუნდა და გაიძურწა, ერთიღა შეჰყეფა თავ-
ხედურად, ყასიდად, თავმოყვარეობის გადასარჩენად. ლანდი საკ-
ბილოს მიუბრუნდა.
ჯონმა ჩაიცინა და მაგიდის ქვეშ ხელი ჩაყო, ლეკვს უხეში თეთრი
ბეწვი მოუჩეჩა. მგელსაზარამ ახედა, ნაზად წაკბინა ხელზე და ისევ
ჭამას მიუბრუნდა.
– ეს ერთი ის მგელსაზარაა, რომლებზე ლაპარაკითაც ყურები
გამომიჭედეს? – იკითხა იქვე ნაცნობმა ხმამ. ჯონმა გახარებულმა
ახედა თავის ბიძას, ბენს, რომელმაც თავზე ხელი დაადო და ისევე
მოუჩეჩა ბიჭს თმა, როგორც ჯონმა წეღან – თავის მგელს. – ჰო, –
მიუგო, – ლანდი ჰქვია.
ერთმა საჭურველთმტვირთველმა უხამსი ამბის თხრობა შეწყვი-
ტა და ჩაიჩოჩა, რათა მათი ბატონის ძმისთვის მაგიდასთან ადგილი
გაეთავისუფლებინა. ბენჯენ სტარკმა გრძელი ფეხებით გადაალაჯა
მერხს და ჯონს ხელიდან ღვინის თასი გამოართვა. – ზაფხულის
ღვინო, – თქვა, როდესაც გასინჯა, – ასე ტკბილი სხვა არაფერია.
რამდენი თასი შესვი, ჯონ?
ჯონმა გაიღიმა.

79
ბენ სტარკს სიცილი აუტყდა.
– როგორც მეგონა. აჰ, რაც არის, არის. ალბათ შენზე პატარა
ვიყავი, მართლა და ლაზათიანად რომ დავთვერი, – მან იქვე
მდგარი სინიდან საწებელაში ამოთხვრილი შემწვარი ხახვი და-
ითრია და ხრაშუნით ჩაკბიჩა.
ჯონის ბიძას მთის ჭიუხივით ნაჩორკნი, პირქუში ნაკვთები
ჰქონდა, მაგრამ რუხ-ცისფერ თვალებში მუდამ სიცილის ნაპერ-
წკალი უციმციმებდა. შავ სამოსს ატარებდა, ღამის ებგურის მებ-
რძოლთა ადათისამებრ. ამ საღამოს ძვირფასი შავი ხავერდი მო-
სავდა, ტყავის მაღალი ჩექმები ეცვა და ვერცხლისბალთიანი
ფართო ქამარი ეკეთა. კისერზე მძიმე ვერცხლის ჯაჭვი შემოეხ-
ვია. ბენჯენი ხახვს ღეჭავდა და გაოცებით უცქერდა ლანდს.
– ძალიან წყნარი მგელია, – შენიშნა ბოლოს.
– სხვებს კი არ ჰგავს, – უთხრა ჯონმა, – ხმას არასოდეს იღე-
ბს. ლანდიც იმიტომ დავარქვი. და კიდევ თეთრი რომაა, იმიტომ.
დანარჩენები ყველანი მუქები არიან, რუხები და შავები.
– კედლის –გადაღმაც არიან მგელსაზარები. რეიდების
დროს გვესმის ხოლმე მათი ხმა, – ბენჯენ სტარკმა აუჩქარებელი
მზერა გაუსწორა ჯონს, – სუფრაზე შენს ძმებთან ერთად არ ზი-
ხარ ხოლმე?
– უფრო ხშირად, კი, – მიუგო ჯონმა უემოციოდ, – მაგრამ ამ
საღამოს ლედი სტარკმა გადაწყვიტა, რომ სამეფო ოჯახი შესაძ-
ლოა, შეურაცხყოფილი დარჩენილიყო, მათთვის ბუში რომ მიეს-
ვათ გვერდში.
– გასაგებია, – ბიძამისმა მხარსუკან გახედა დარბაზის მეორე
ბოლოში შემაღლებულზე მდგარ მაგიდას, – რაღაც ჩემს ძმას არ
ეტყობა, დიდად ეზეიმებოდეს.
ეს ჯონმაც შენიშნა. ბუში თუ ხარ, ბევრი რამის შემჩნევას სწავ-
ლობ, ადამიანთა თვალებს უკან მიჩქმალული სიმართლის და-

80
ნახვას ეჩვევი. მამამისი სტუმრებს თავაზით და პატივით ეპყრობო-
და, მაგრამ ჯონი მასში იმგვარ დაძაბულობას გრძნობდა, როგორიც
ადრე იშვიათად თუ უნახავს. ცოტას ლაპარაკობდა, დარბაზს დამძი-
მებული ქუთუთოების ქვემოდან გასცქეროდა, თუმც კი დანახულს
არ აღიქვამდა. მისგან ორი სკამის იქით მეფე იჯდა, მას მთელი სა-
ღამო დაუცხრომლად ესვა. ხშირი შავი წვერის ქვეშ წითლად უღაჟ-
ღაუჟებდა ფართო სახე. უამრავ სადღეგრძელოს წარმოთქვამდა,
ხმამაღლა იცინოდა ყველა ხუმრობაზე და ყოველ კერძს დამშეული-
ვით დააცხრებოდა ხოლმე; მის გვერდით მჯდარი დედოფალი კი ყი-
ნულის ქანდაკივით ცივი ჩანდა.
– დედოფალიც ვერაა ხასიათზე, – ხმადაბლა, წყნარად ჩაულა-
პარაკა ჯონმა ბიძას, – მამამ დღეს მეფე დაბლა, აკლდამაში ჩაიყვა-
ნა. დედოფალს არ უნდოდა, მეფე იქ წასულიყო.
ბენჯენმა ბიჭი დაკვირვებით, შემფასებლურად შეათვალიერა. –
ცოტა რამე თუ გამოგეპარება ხოლმე, არა, ჯონ? შენნაირი კაცი კი
გამოგვადგებოდა კედელზე.
ჯონი სიამაყით აივსო.
– რობი შუბს ჩემზე უკეთ ხმარობს, მაგრამ ხმალში მე ვჯობნი, ჰა-
ლენი კი ამბობს, რომ ცხენზე ჯდომაში მთელ ციხე-კოშკში ტოლს
არავის ვუდებ.
– ჩინებული მიღწევებია.
– წამიყვანე თან, კედელზე რომ დაბრუნდები, – უთხრა ჯონმა
მოულოდნელი აჩქარებით, – მამა გამომიშვებს, შენ თუ ეტყვი, ვიცი,
გამომიშვებს.
ძია ბენჯენი ყურადღებით ჩააცქერდა სახეში.
– კედელზე ცხოვრება ბიჭისთვის ძნელი გასაძლებია, ჯონ. – გა-
ვიზარდე, კაცი ვარ თითქმის, – შეედავა ჯონი, – ამ დღეობაზე თხუთ-
მეტის გავხდები, თანაც, მაისტერ ლუვინი ამბობს, ბუშები სხვა ბავ-
შვებზე ჩქარა იზრდებიანო.

81
– ეგ კი მართალია, – თქვა ბენჯენმა და პირის კუთხეები და-
უშვა. მაგიდიდან ჯონის სასმისი აიღო, იქვე მდგარი სურიდან შე-
ავსო და გრძელი ყლუპით მოსვა.
– დაერინ ტარგარიენი თოთხმეტი წლის იყო, დორნი რომ და-
იპყრო, – თქვა ჯონმა. ყმაწვილი დრაკონი ერთი მისი გმირთაგა-
ნი იყო.
– სულ რაღაც ერთი ზაფხულით, – დააზუსტა ბიძამისმა, –
შენმა მეფე-ბიჭმა იქაურობის დაპყრობას ათი ათასი კაცი შეახო-
ცა, და კიდევ ორმოცდაათი ათასი – დაპყრობილის შენარჩუნე-
ბის მცდელობას. ვინმე უნდა გამოჩენილიყო ისეთი, ვინც ეტყო-
და, ომი თამაში არ არისო. – მან ისევ მოსვა ღვინო, – და თანაც,
– მაჯით შეიწმინდა პირი, – დაერინ ტარგარიენი სულ რაღაც
თვრამეტის იყო, რომ მოკვდა. თუ ეს დაგავიწყდა?
– მე არაფერი მავიწყდება, – დაიკვეხნა ჯონმა. ღვინო სითა-
მამეს მატებდა. ცდილობდა, გაჯგიმული მჯდარიყო, რომ უფრო
მაღალი გამოჩენილიყო, – ღამის ებგურში მინდა ვიმსახურო,
ძია. მას დიდხანს და გულდაგულ ჰქონდა ამაზე ნაფიქრი – ღამ-
ღამობით, საწოლში მწოლარეს, როდესაც მის გარშემო მძინარე
ძმები ფშვინავდნენ. რობი ერთ დღეს ვინტერფელის ბატონი გახ-
დება და, ვით ჩრდილოეთის მცველი, მრავალრიცხოვან ჯარებს
უსარდლებს. ბრანი და რიკონი მისი მებაირაღეები შეიქნებიან
და მისი სახელით ციხესიმაგრეებს უმთავრებენ. მისი დები, არია
და სანსა, ცოლად გაჰყვებიან სხვა წარჩინებული გვარის მემ-
კვიდრეებს და სამხრეთს მიაშურებენ, საკუთარი ციხე-დარბაზე-
ბის ქალბატონები გახდებიან. ბუშს კი რისი იმედი უნდა ჰქონ-
დეს?
– შენ არ იცი, რას ითხოვ, ჯონ. ღამის ებგური შეფიცულთა
საძმოა. ჩვენ ოჯახები არ გაგვაჩნია. ვერცერთ ჩვენგანს ვერას-

82
დროს ეყოლება ძე. ჩვენი ცოლი ვალია. ჩვენი ქალბატონი ღირსე-
ბაა. – ბუშსაც შეიძლება, ღირსება გააჩნდეს, – მიუგო ჯონმა, – მზად
ვარ, დავდო თქვენი ფიცი.
– თოთხმეტი წლის ბავშვი ხარ, – გაიმეორა ბენჯენმა, – არ ხარ
კაცი, ჯერ არა. სანამ ქალი არ შეგიცნია, არ გესმის, რის დათმობა
გიწევს.
– არაფერში მენაღვლება! – უთხრა ჯონმა მგზნებარედ.
– იქნებ გენაღვლებოდეს, რომ იცოდე, ეგ რა არის, – თქვა ბენ-
ჯენმა, – რომ გესმოდეს, რად დაგიჯდება ფიცის დადება, იქნებ ფასის
გადახდა ეგრე ძალიანაც არ მოგნდომებოდა, შვილო.
ჯონმა იგრძნო, როგორ მოაწვა ყელში ბრაზი.
– არ ვარ შენი შვილი!
ბენჯენ სტარკი წამოდგა.
– მით უარესი, – მან ჯონს მხარზე დაადო ხელი, – რამდენიმე სა-
კუთარ ბუშს რომ გააკეთებ, ისევ მოდი ჩემთან, და მერე ვნახოთ, რა
ჭკუაზე იქნები.
ჯონი ცახცახებდა.
– არასოდეს ვიქნები ბუშის მამა, – თქვა ხაზგასმით, – არასო-
დეს! – საწამლავივით გადმოაწიტა პირიდან სიტყვა.
უცებ შენიშნა, რომ მთელი მაგიდა დაჩუმებულიყო და ყველა მას
შესცქეროდა. იგრძნო, როგორ მოაწვა თვალზე ცრემლები. ძალის-
ძალით წამოიწია ზეზე.
– ბოდიში მომითხოვია, – რაც ღირსება დარჩენოდა, ამ სიტყვე-
ბის თქმას შეალია. შებრუნდა და ერთბაშად მოწყდა ადგილს, სანამ
შენიშნავდნენ, რომ ტიროდა. როგორც ჩანს, უფრო მეტი ღვინო შე-
ესვა, ვიდრე ფიქრობდა. ფეხები აებლანდა, ნაბიჯის გადადგმას რომ
ლამობდა, გვერდულად შეასკდა ჩავლილ მოსამსახურე გოგოს და
სუნელებიანი ღვინით სავსე ბოცა ლაწანით დააგდებინა იატაკზე.
მის გარშემო სიცილმა იფეთქა და ჯონმა იგრძნო, როგორ დაუსვე-
ლა ყვრიმალები ცხელმა ცრემლებმა. ვიღაცამ ხელის შეშველება

83
სცადა. ბიჭი დაუსხლტა მშველელს და სანახევროდ ბრმად გაქან-
და კარისკენ. ლანდი ფეხდაფეხ მიჰყვა ღამეში გავარდნილს.
ეზო მდუმარე და ცარიელი იყო. შიდა კედლის ქონგურებზე
ეული გუშაგი იდგა, სიცივისგან თავდასაცავად მჭიდროდ გამოხ-
ვეულიყო მოსასხამში. უხალისო და საბრალო ჩანდა, მაღალ კე-
დელზე მარტოდმარტო მობუზული, მაგრამ ჯონი დაუფიქრებ-
ლად გაუცვლიდა ადგილს, რომ შესძლებოდა. სხვა მხრივ, ციხე-
დარბაზი ჩაბნელებული და უკაცრიელი იყო. ჯონს ოდესღაც ენა-
ხა მიტოვებული სიმაგრე – იმ შიშისმგვრელ ადგილას ქარის
გარდა არაფერი იძვროდა და ქვები დუმდნენ იმ ხალხზე, ვისაც
კი ოდესმე ეცხოვრა მათ შორის. ვინტერფელმა ახლა ის სიმაგრე
მოაგონა.
მის ზურგსუკან ღია ფანჯრებიდან სიმღერის და საკრავების
ხმები იღვრებოდა. ჯონს მათი გაგონებაც არ სურდა. სახელოთი
შეიმშრალა ცრემლები, გაჯავრებულმა, რომ მათი შეკავება ვერ
შეძლო, და წასასვლელად შებრუნდა.
– ბიჭო, – დაუძახა ხმამ. ჯონი მიტრიალდა.
ტირიონ ლანისტერი სეფე-დარბაზში შესასვლელი კარის ზე-
მოთ კედლის შვერილზე შემოსკუპებულიყო და მთლად ქიმერას
ჩამოჰგავდა. ქონდრისკაცმა ზემოდან ჩამოსცინა.
– ეგ მხეცი მგელია?
– მგელსაზარაა, – მიუგო ჯონმა, – ლანდი ჰქვია, – იგი ჯუჯას
შეაჩერდა, ერთბაშად გადაავიწყდა საკუთარი გაწბილება, –
მანდ, მაღლა, რას აკეთებ? ნადიმზე რად არ ხარ?
– იქ მეტისმეტად ცხელა, მეტისმეტად ხმაურია და მეტისმე-
ტად ბევრი ღვინო დავლიე, – უთხრა ქონდრისკაცმა, – დიდი
ხნის წინ შევიტყვე, რომ საკუთარ ძმაზე რწყევა უზრდელობად
გეთვლება. შეიძლება, შენი მგელი ახლოდან ვნახო?
ჯონი შეყოყმანდა, შემდეგ ნელა დაუქნია თავი.
– ჩამოცოცდები თუ კიბე მოგიტანო?

84
– დაიკიდე, – უთხრა ჯუჯამ. კედელს მიაწვა და შვერილიდან თა-
ვი გამოიგდო. ჯონს სუნთქვა შეეკრა, შემდეგ გაოცებით უმზერდა,
ბურთად შეკრული ლანისტერი როგორ შემობრუნდა ჰაერში, მსუბუ-
ქად დაეცა ხელებზე და შეხტა, ფეხებზე გაიმართა. ლანდმა უნდობ-
ლად დაიხია უკან.
ქონდრისკაცმა კალთები ჩამოიფერთხა და გაიცინა.
– ჩანს, მგელი შეგიშინე. ბოდიში მომითხოვია.
– არ შეშინებია, – უთხრა ჯონმა. ჩაიმუხლა და დაუძახა, – ლან-
დი, აქ მოდი. მოდი. აი, ასე.
მგლის ლეკვი უხმო ნაბიჯით მიუახლოვდა ჯონს და სახე დაუყნო-
სა, მაგრამ თვალი ფრთხილად ეჭირა ტირიონ ლანისტერზე; და რო-
დესაც ჯუჯამ მის მოსაფერებლად ხელი გამოიწვდინა, უკან დაიხია
და ეშვები გამოაჩინა უხმო ღრენით.
– უკარებაა, ხო? – დაასკვნა ლანისტერმა.
– დაჯექი, ლანდი, – უბრძანა ჯონმა, – აი, ასე. არ გაინძრე. – მან
ჯუჯას ახედა, – ახლა თუ გინდა, მოჰკიდე ხელი. არ გაინძრევა, სანამ
არ ვეტყვი. გაწვრთნილი მყავს.
– ეტყობა, –თქვა ლანისტერმა. ლანდს ყურებს შორის ქათქათა
ბეწვი აუჩეჩა, – კარგი მგელი.
– მე რომ არ ვიყო აქ, ყელს გამოგღადრავდა, – უთხრა ჯონმა.
ჯერ მთლად ასეც არ იყო, მაგრამ იქნებოდა.
– მასე თუა, ჯობია, ახლო იყო, – ჯუჯამ შეუფერებლად დიდი თავი
გვერდზე გადახარა და ჯონს სხვადასხვა ფერის თვალები შეავლო,
– მე ტირიონ ლანისტერი ვარ.
– ვიცი, – მიუგო ჯონმა და ფეხზე წამოდგა. ასე ჯუჯაზე მაღალი
იყო და თავს უჩვეულოდ გრძნობდა.
– შენ კი ნედ სტარკის ბუში ხარ, ხო?
ჯონმა იგრძნო, როგორ გამსჭვალა სიცივემ. პირი მაგრად მოკუ-
მა და არაფერი უთქვამს.

85
– გაწყენინე? – უთხრა ლანისტერმა, – მაპატიე. ჯუჯებს არ
ევალებათ, თავაზიანები იყვნენ. ნაირ-ნაირი მასხარა ყეყეჩების
თაობებმა მეც მომიპოვა უფლება, ცუდად მეცვას და რაც ენაზე
მომადგება, ყველაფერი წამოვაყრანტალო ხოლმე. – იგი გაიკ-
რიჭა, – მაშ, ბუში ხარ.
– ლორდი ედარდ სტარკი მამაჩემია, – ძალდატანებით და-
უდასტურა ჯონმა.
ლანისტერი სახეში ჩასცქეროდა.
– ჰო, – თქვა მან, – ვხედავ. შენში მეტია ჩრდილოური, ვიდრე
შენს ძმებში.
– ნახევარძმებში, – შეუსწორა ჯონმა. ჯუჯას შენიშვნამ აამა,
მაგრამ ცდილობდა, არ შემჩნეოდა.
– მოდი, რაღაცას გირჩევ, ბუშო, – უთხრა ლანისტერმა, – ნუ-
რასდროს დაივიწყებ, ვინ ხარ, იმიტომ, რომ ქვეყანა ამას არასო-
დეს დაგივიწყებს. შენც ადექი და ეს შენს სიძლიერედ გახადე. მა-
შინ ის სისუსტედ ვეღარასოდეს გექცევა. აბჯრად ჩაიცვი ის, და
ვეღარასოდეს გამოიყენებენ შენს დასაზიანებლად.
ჯონს რჩევებისთვის არ სცხელოდა.
– შენ ბუშად ყოფნის რა გესმის.
– ყველა ჯუჯა ბუშია მამამისის თვალში.
– შენ დედამ კანონიერ ლანისტერად გშობა.
– ჰოო? – დამცინავად მიუგო ჯუჯამ, – მიდი, ეგ ჩემს ლორდ
მამას უთხარი. დედაჩემი ჩემი შობისას მოკვდა და ლორდი თა-
ვის მამობაში დიდად დარწმუნებული არასდროს ყოფილა.
– მე ისიც არ ვიცი, ვინ იყო დედაჩემი, – თქვა ჯონმა. – ვინმე
ქალი იქნებოდა, უეჭველად. უმრავლესობა ეგრეა ხოლმე, – უთ-
ხრა ჯუჯამ მწარე ღიმილით, – ეს დაიმახსოვრე, ბიჭი. თუ ყველა
ჯუჯა ბუშია, ყველა ბუში როდია განწირული, ჯუჯა იყოს. – ამ სიტ-
ყვებით შებრუნდა და უკან, ნადიმზე გაემართა. კარი რომ გააღო,

86
შიგნიდან გადმოღვრილმა შუქმა მისი ჩრდილი მთელ ეზოზე გაჭიმა,
და წუთით ტირიონ ლანისტერი მეფესავით ახოვანი ჩანდა.

87
კეტლინი

88
ვინტერფელის სეფე-გოდოლის პალატებს შორის კეტლინის მოსას-
ვენებელი ოთახები ყველაზე თბილი იყო. აქ ცეცხლის დანთება იშ-
ვიათად თუ ხდებოდა საჭირო. ციხე-დარბაზი ბუნებრივ ცხელ წყა-
როზე აეგოთ და ქაფქაფა წყლები იმგვარად დიოდა მის კედლებში,
როგორც სისხლი – ადამიანის სხეულში; ქვის დარბაზებიდან სიცი-
ვეს განდევნიდა, ზამთრის ბაღებს ნოტიო სითბოთი ავსებდა და მი-
წას გაყინვისგან იცავდა. ათამდე მცირე შიდა ეზოში დღედაღამ ოხ-
შივარი ასდიოდა ღია ტბორებს. ზაფხულში ეს ყველასთვის სულერ-
თი იყო; ზამთარში კი სიკვდილსა და სიცოცხლეს სწორედ ეს მიჯნავ-
და.
კეტლინის აბაზანა მუდამ ცხელი და ოხშივრიანი იყო, კედლები
– თბილი. ქალს სითბო რივერანს აგონებდა, ლიზასთან და ედმურ-
თან ერთად მზისგულზე გატარებულ დღეებს, მაგრამ ნედი სიცხეს
ვერასოდეს იტანდა. სტარკები სიცივისთვის შეიქმნენო, ეტყოდა
ხოლმე ცოლს, მაშინ ქალი იცინოდა და ეუბნებოდა, მაშ, ციხე-დარ-
ბაზი არასწორ ადგილას აუგიათო.
ახლაც, რომ მორჩნენ, ნედი გადაკოტრიალდა და გადმოძვრა
ცოლის საწოლიდან, როგორც მანამდეც ათასჯერ ექნა. ოთახი გა-
დაჭრა, გადაწია მძიმე ფარდაგები და ერთიმეორის მიყოლებით
დახსნა მაღალი ვიწრო ფანჯრები, ოთახში ღამის ჰაერი შემოუშვა.
ქარი შემოეხვია სხეულზე, ის კი იდგა, სიბნელეს მიჩერებული, დე-
დიშობილა და ხელებჩამოშვებული. კეტლინი ნიკაპამდე ჩაეფლო
ბეწვის საბანში და ქმარს უცქერდა. იგი როგორღაც უფრო პატარა
და უფრო უმწეო ჩანდა, იმ ჭაბუკს ჩამოჰგავდა, თხუთმეტი გრძელი
წელიწადის წინ ცოლად რომ მიჰყვებოდა რივერანის სეპტაში მდგო-
მი.
ქალს სხეული ჯერაც უკვნესოდა მისი მგზნებარე სიახლოვის შემ-
დეგ. ეს საამო ტკივილი იყო. წიაღში ქმრის თესლს გრძნობდა.
ღმერთებს შესთხოვა, რომ სიცოცხლედ ჩასახვოდა იგი. რიკონის

89
დაბადების შემდეგ სამი წელი გავიდა. ჯერაც არ იყო ძალიან ხნი-
ერი, ჯერაც შეძლებდა, კიდევ ერთი ძე ეჩუქებინა ქმრისთვის. – უარს
ვეტყვი, – თქვა ნედმა და ქალისკენ შემობრუნდა. მზერაშიც, ხმაშიც
ეჭვი ედგა.
კეტლინი საწოლში წამოჯდა.
– არ შეგიძლია. არ უნდა უთხრა.
– ჩემი ვალი აქ, ჩრდილოეთში მაქვს საზიდი. სულ არ მჭირ-
დება, რობერტის მარჯვენა ვიყო.”
– ვერ გაგიგებს. ის ახლა მეფეა, მეფეები კი სხვა ადამიანებს
არ ჰგვანან. თუკი სამსახურზე უარს ეტყვი, დაფიქრდება, რატო-
მო, და ადრე თუ გვიან იეჭვებს, რომ მის წინააღმდეგ ხარ. ვერ
ხვდები, ამან რა ხიფათში შეიძლება ჩაგვყაროს?
ნედმა თავი გაიქნია, არაფრით არ სჯეროდა.
– რობერტი არასოდეს არაფერს დამიშავებს არც მე, არც ვინ-
მე ჩემიანს. ერთმანეთისთვის ძმებზე მეტი ვიყავით. მე მას ვუყ-
ვარვარ. უარს თუ ვეტყვი, იბობოქრებს, ყვირილს და გინებას
მოჰყვება, ერთ კვირაში კი ერთად ვიცინებთ ამაზე. ვიცნობ მაგ
კაცს! – კაცს იცნობ, – უთხრა ქალმა, – აი, მეფე კი უცხოა შენ-
თვის. – კეტლინს ახსოვდა თოვლში ჩამკვდარი მგელსაზარა,
მის ყელში გაჩრილი გადალეწილი ირმის რქა. ისე უნდა ექნა,
რომ ნედსაც გაეგო ყველაფერი. – თავმოყვარეობა მეფისთვის
ყველაფერია, მილორდ. რობერტმა მთელი გზა იმიტომ გამოი-
არა, რომ შენ ენახე, შენთვის ეს დიდი პატივი მოერთმია. ახლა
საჩუქარს სახეში ვერ მიახლი. – პატივი? – ნედმა მწარედ გაიცი-
ნა.
– მისი გაგებით, ჰო.
– და შენი?
– ჩემითაც, – კეტლინში უკვე სიბრაზემ იფეთქა. რით ვერ ხე-
დავს? – გვთავაზობს, ჩვენი ქალი მის ვაჟზე დავაქორწინოთ,

90
ამას სხვას რას უწოდებდი? სანსა ერთ მშვენიერ დღეს დედოფალი
შეიძლება გახდეს. მისი შვილები სახელმწიფოს მმართველები იქნე-
ბიან, კედლიდან ვიდრე დორნის მთებამდე. რა არის ამაში ცუდი?
– ღმერთებო, კეტლინ, სანსა ჯერ თერთმეტი წლისაა, – უთხრა
ნედმა, – ჯოფრი კი... ჯოფრი...
– კრონპრინცია და რკინის ტახტის მემკვიდრე. და მეც მხოლოდ
თორმეტის ვიყავი, როდესაც მამაჩემმა შენს ძმაზე, ბრანდონზე დამ-
ნიშნა.
ამ სიტყვებმა ნედს მწარედ მოუქცია პირი.
– ბრანდონზე. ჰო. ბრანდონს ზუსტად ეცოდინებოდა, როგორ
მოქცეულიყო. ყოველთვის ზუსტად იცოდა ხოლმე. ეს ყველაფერი
ბრანდონის იყო. შენ, ვინტერფელი, ყველაფერი. დაბადებული იყო,
რომ მეფის მარჯვენა და დედოფლის მამა გამხდარიყო. არასდროს
მითხოვია, ეს ყველაფერი მე მრგებოდა.
– ალბათ არ გითხოვია, – უთხრა კეტლინმა, – მაგრამ ბრანდონი
მოკვდა, ეს ყველაფერი შენ გერგო და ახლა უნდა მიხედო, გინდა თუ
არა.
ნედმა ზურგი შეაქცია, ისევ ღამეს მიუბრუნდა. იდგა და წყვდიადს
ჩასცქეროდა, იქნებ მთვარესა და ვარსკვლავებს უმზერდა, იქნებ –
კედელზე მდგარ გუშაგებს.
კეტლინი მოლბა, მისი ტკივილი რომ დაინახა. ედარდ სტარკმა
იგი ბრანდონის ნაცვლად შეირთო, როგორც ადათი მოითხოვდა,
მაგრამ დაღუპული ძმის აჩრდილი ჯერაც იწვა მათ შორის, ისევე,
როგორც მეორე – აჩრდილი ქალისა, რომელსაც ნედი არასდროს
ახსენებდა, ვინც მას ბუში ძე გაუჩინა. კეტლინი უკვე აპირებდა,
ქმართან მისულიყო, როდესაც კარზე ხმამაღალი და მოულოდნელი
კაკუნი გაისმა. ნედი შუბლშეკრული შემობრუნდა.
– ვინ არის?
კარის მიღმიდან დესმონდის ხმა მოისმა:

91
– მილორდ, მაისტერ ლუვინია მოსული და დაუყოვნებლივ
შენს ნახვას ითხოვს.
– უთხარი, რომ ვბრძანე, არავის შევეწუხებინე?
– დიახ, მილორდ. მაინც თავისაზე დგას.
– კარგი მაშინ. შემოუშვი.
ნედი კარადასთან მივიდა და მძიმე ხალათი მოიცვა. კეტლინ-
მა უცებ შეამჩნია, როგორ აცივებულიყო. საწოლში წამოჯდა და
ზედ დაფარებული ქურქები ნიკაპამდე აიწია.
– ფანჯრები ხომ არ დაგვეკეტა?
ნედმა უანგარიშოდ დაუქნია თავი. კარში მაისტერ ლუვინი
გამოჩნდა. მაისტერი პატარა, ნაცარა კაცი იყო. რუხი, სწრაფი
თვალები ჰქონდა, და უამრავ რამეს ხედავდა. რუხი ფერის იყო
ის მცირეოდენი თმაც, რაც მისთვის წელთა სიმრავლეს შეერჩი-
ნა. ნაცრისფერი შალის ხალათი ეცვა, თეთრი ბეწვის არშიებიანი
– სტარკების ფერები. ფართხუნა სახელოებზე შიგნიდან ჯიბეები
ჰქონდა დაკერებული. ლუვინი მუდამ რაღაცებს იჩურთავდა ამ
ჯიბეებში და სხვა რაღაცებს ამოაძვრენდა ხოლმე: წიგნებს, წე-
რილებს, უცნაურ საგნებს, ბავშვების სათამაშოებს. სახელოებში
იმდენ რამეს ინახავდა, რომ კეტლინი გაოცებას იყო, საერთოდ
როგორ ახერხებდა ხელების აწევას.
მაისტერმა შეიცადა, სანამ მის ზურგსუკან კარი მიიხურებო-
და, და მერეღა დაიწყო საუბარი.
– მილორდ, – მიმართა მან ნედს, – მოსვენების დარღვევის-
თვის ბოდიში მომითხოვია. წერილი დამიტოვეს.
ნედი გაღიზიანებული ჩანდა.
– დაგიტოვეს? ვინ დაგიტოვა? ცხენოსანი შიკრიკი მოვიდა?
ჩემთვის არ მოუხსენებიათ.
– შიკრიკი არ მოსულა, მილორდ. ხის მოჩუქურთმებული კი-
ლოთი დატოვეს ჩემი ობსერვატორიის მაგიდაზე, როდესაც ჩამ-
თვლიმა. ჩემს მსახურებს მოსული არავინ დაუნახავთ, მაგრამ,

92
როგორც ჩანს, მეფის ამალიდან დადო ვინმემ. სამხრეთიდან სხვა
არავინ მოგვსვლია.
– ხის კოლოფიო, ამბობ? – ჩაეკითხა კეტლინი.
– შიგნით მშვენიერი ახალი გამადიდებელი შუშები იდო, ობსერ-
ვატორიაში გამოსადეგი, როგორც ჩანს, მირიდან. მირის მეშუშეებს
სხვა ვერავინ შეედრება.
ნედი მოიღუშა. კეტლინმა იცოდა, რომ ასეთი საუბარი მოთმინე-
ბას მალე აკარგვინებდა ხოლმე.
– შუშები, – თქვა ლორდმა, – მერე მე რა შუაში ვარ?
– მეც იგივე კითხვა დამებადა, – მიუგო მაისტერ ლუვინმა, – ცხა-
დი იყო, აქ მეტი იფარებოდა, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანდა.
სქელი ქურქების ქვეშ მოქცეულ კეტლინს გააჟრჟოლა.
– გამადიდებელი შუშა ისეთი რამაა, რაც დანახვაში გვშველის,
– თქვა მან. – ჭეშმარიტად, – დაუდასტურა ლუვინმა და თითებით
თავის ორდენის ყელსაბამს შეეხო: მის ყელს მჭიდროდ შემოჭდობი-
ლი სქელი ჯაჭვის ყოველი რგოლი განსხვავებული ლითონით იყო
ნაჭედი. კეტლინმა იგრძნო, კვლავ როგორ წამოყო მასში ძრწოლამ
თავი.
– რისი ჩვენება სურთ ჩვენთვის უფრო ცხადად?
– ზუსტად იგივე ვკითხე საკუთარ თავს, – მაისტერ ლუვინმა სა-
ხელოდან მჭიდროდ დახვეული ქაღალდი გამოაძვრინა, – ნამდვი-
ლი გზავნილი ორმაგ ფსკერში ვიპოვე, შუშების ყუთი რომ დავშალე.
მაგრამ იგი ჩემთვის როდია განკუთვნილი.
ნედმა ხელი გაუწოდე.
– მაშ, მომეცი.
ლუვინი არ განძრეულა.
– შემინდე, მილორდ. წერილი არც შენთვისაა. მხოლოდ და მხო-
ლოდ ლედი კეტლინს განეკუთვნება. შეიძლება გეახლო?
კეტლინმა თავი დაუქნია – ხმას იქნებ ემტყუნა. მაისტერმა საწო-
ლის გვერდით მაგიდაზე დადო წერილი, რომელსაც ზედ ლურჯი

93
ცვილის მომცრო ლუქი ესვა, ქალს თავი დაუკრა და წასვლა და-
აპირა. – დარჩი, – უბრძანა ნედმა. უსიხარულო ხმა ჰქონდა. შემ-
დეგ კეტლინს შეხედა, – რა არის? ერთიანად ცახცახებ, მილედი.
– მეშინია, – გამოტყდა ქალი. წამოიწია და წერილი ათრთოლე-
ბულ ხელში აიღო. მივიწყებული ქურქები დასცვივდა და შიშვე-
ლი სხეული გამოუჩინა. ლურჯ ცვილს ერინის საგვარეულოს
მთვარიან-შევარდნიანი ბეჭედი აჩნდა.
– ლიზასგანაა, – კეტლინმა ქმარს შეხედა, – სასიხარულოს
არაფერს გვაუწყებს, – უთხრა, – ამ წერილს მწუხარება ახლავს,
ნედ, ვგრძნობ.
ნედმა შუბლი შეიკრა, სახე მოექუფრა.
– გახსენი.
კეტლინმა ლუქი გატეხა. მზერით გადაურბინა ნაწერს. თავი-
დან აზრი ვერ გამოიტანა, შემდეგ გაახსენდა.
– ლიზას საქმე სათუოდ არ გაუხდია. ბავშვები რომ ვიყავით,
ჩვენი საიდუმლო ენა გვქონდა.
– შეგიძლია, წაიკითხო?
– კი, – დაუდასტურა კეტლინმა.
– მაშ, ჩვენც გვითხარი.
– იქნებ დაგტოვოთ, – თქვა მაისტერ ლუვინმა.
– არა, – უთხრა კეტლინმა, – შენი რჩევა დაგვჭირდება. მან
ქურქები გადაიყარა და საწოლიდან გადმოხტა. ღამის ჰაერი სა-
მარესავით გამყინავად მოედო შიშველ კანზე, როდესაც ფეხშიშ-
ველამ ოთახი გადაირბინა. მაისტერ ლუვინმა მზერა დახარა. ნე-
დიც კი შემცბარი ჩანდა.
– რას სჩადი? – ჰკითხა ცოლს.
– ცეცხლს ვანთებ, – მიუგო კეტლინმა. ხალათი მოძებნა და
შიგ გამოეხვია, შემდეგ ცივ ბუხართან ჩაიმუხლა.
– მაისტერ ლუვინი... – წამოიწყო ნედმა.

94
– ყველა შვილის გაჩენაში მაისტერ ლუვინი მშველოდა, – მიუგო
კეტლინმა, – ახლა ყასიდი მორცხვობის დრო არ არის, – მან ქა-
ღალდი კვარებს შორის შეჩურთა და ზემოდან უფრო მომსხო შეშის
ნაჭრები დაალაგა.
ნედმა ოთახი გადაჭრა, ქალს მკლავში წაავლო ხელი და წამოა-
ყენა. ასე ეჭირა, პირისპირ, ახლოდან ჩასცქეროდა თვალებში.
– მითხარი, მილედი! რა იყო წერილში?
კეტლინი დაიძაგრა, მის მარწუხებში მოქცეული.
– გაფრთხილება, – თქვა წყნარად, – თუკი გონება გვეყოფა, შე-
ვისმინოთ. ქმარი სახეში ჩასცქეროდა.
– განაგრძე.
– ლიზა ამბობს, რომ ჯონ არინი მოკლეს.
ნედის თითები უფრო ძლიერად ჩააფრინდა მკლავზე.
– ვინ მოკლა?
– ლანისტერებმა, – უთხრა ქალმა, – დედოფალმა.
ნედმა ხელი უშვა. ქალს კანზე მუქი წითელი კვალი დააჩნდა. –
ღმერთებო, – წაიჩურჩულა მან, ხმა ხრინწიანი გაუხდა, – შენი და
მწუხარებამ დაჯაბნა. არ ესმის, რას ამბობს.
– ესმის, – შეეპასუხა კეტლინი, – ლიზა ფიცხია, მართალია, მაგ-
რამ ეს წერილი გულდასმით იყო შედგენილი, გამჭრიახად დამალუ-
ლი. მან იცოდა, თუკი მისი წერილი ავ ხელში ჩავარდებოდა, ეს სიკ-
ვდილის ტოლფასი იქნებოდა. ამდენს რომ აგდებდა სასწორზე, ალ-
ბათ უბრალო ეჭვზე უფრო საფუძვლიანი მიზეზი ჰქონდა. – კეტლინ-
მა ქმარს შეხედა, – ახლა მართლაც რომ სხვა არჩევანი აღარ
გვაქვს. რობერტის მარჯვენა უნდა გახდე, მასთან ერთად სამხრეთში
გაემართო და სიმართლე გაარკვიო, – და მაშინვე შენიშნა, რომ
ნედს სრულიად საპირისპირო დასკვნა გამოეტანა.
– მე ვიცი, რომ სიმართლე აქაა და სხვაგან არსად, – ჩაილაპა-
რაკა მან, – სამხრეთი ასპიტების ბუდეა, რომელსაც უნდა ერიდო.

95
ლუვინმა თავისი ჯაჭვის ყელსაბამი გამოქაჩა, ლითონის რგო-
ლებს მისი ყელის ნაზი კანი დაეჟეჟა.
– მეფის მარჯვენა ერთობ ძალმოსილი კაცია, მილორდ. მას
შესწევს ძალა, სიმართლე შეიტყოს ლორდ არინის სიკვდილზე
და მისი მკვლელები მეფის სამართალს წარუდგინოს. შესწევს
ძალა, დაიცვას ლედი არინი და მისი ვაჟი, თუკი მართალია, რა-
საც იგი შიშობს. ნედმა საწოლ ოთახს უმწეო მზერა მოავლო.
კეტლინს გული მისკენ უხმობდა, მაგრამ იცოდა, ჯერ ვერ ჩაეკ-
ვრებოდა მკერდში. ჯერ გამარჯვება უნდა მოეპოვებინა, თავისი
შვილების გამო. – შენ ამბობ, რომ რობერტი ძმასავით გიყვარს.
შენს ძმას ლანისტერების ხელში ტოვებ?
– სხვებსაც წაუღიხართ ორივენი, – ჩაიბუტბუტა ნედმა პირ-
ქუშად. მათ ზურგი შეაქცია და ფანჯარას მიუბრუნდა. ქალი დუმ-
და, დუმდა მაისტერიც. იცდიდნენ, სანამ ედარდ სტარკი უხმოდ
ეთხოვებოდა სახლს, რომელიც უყვარდა. როდესაც ბოლოს და
ბოლოს შემობრუნდა, დაღლილი და სევდით სავსე ხმა ჰქონდა,
თვალების კუთხეებში კი ოდნავი სისველე უციმციმებდა.
– ოდესღაც მამაჩემიც გაემართა სამხრეთს, მანაც მეფის მო-
წოდება იღო ყურად. უკან არც დაბრუნებულა.
– ახლა სხვა დროა, – უთხრა მაისტერ ლუვინმა, – მეფეც
სხვაა. – ჰო, – თქვა ნედმა უფერული ხმით. მივიდა და ბუხართან
სკამზე დაჯდა. – კეტლინ, შენ აქ, ვინტერფელში დარჩები.
მისმა სიტყვებმა ქალს გული ყინულოვანი მახვილით გაუგმი-
რა.
– არა, – თქვა უეცრად შეშინებულმა. ეს სასჯელი იყო? ვეღა-
რასოდეს ნახავს ქმრის სახეს, ვერ იგრძნობს სხეულზე მის მკლა-
ვებს? – დიახ, – ნედს ხმაზე ეტყობოდა, რომ შედავებას არ დაუშ-
ვებდა, – შენ ჩრდილოეთი უნდა მართო ჩემ ნაცვლად, სანამ მე
რობერტის საქმეებს ვაგვარებ. ვინტერფელში მუდამ უნდა რჩე-
ბოდეს სტარკი. რობი თოთხმეტისაა. მალე კაცი გახდება. უნდა

96
ისწავლოს, როგორ უნდა მართვა, მე კი მის გვერდით არ ვიქნები.
ჩართე საქმეებში, ეთათბირე ხოლმე. მზად უნდა იყოს, დრო რომ
მოუწევს.
– ღმერთების ნებით, დიდხანს არ მოუწევს, – ჩაიბუტბუტა მაის-
ტერ ლუვინმა.
– მაისტერ ლუვინ, შენ როგორც ჩემს სისხლსა და ხორცს, ისე
გენდობი. ჩემს ცოლს რჩევა შეაწიე, დიდი საქმე იქნება თუ მცირე.
ასწავლე ჩემს ვაჟს, რაც უნდა იცოდეს. ზამთარი დგება. მაისტერ
ლუვინმა უხმოდ დაუქნია თავი. სიჩუმე ჩამოწვა, სანამ კეტლინი
მხნეობას მოიკრეფდა და დასვამდა კითხვას, რომლის პასუხიც ყვე-
ლაზე მეტად აშინებდა:
– და დანარჩენი ბავშვები?
ნედი ადგა, ქალი მკლავებში მოიქცია, სახე სახესთან მიუტანა. –
რიკონი მეტად პატარაა, – უთხრა ნაზად, – იგი აქ დარჩება, შენთან
და რობთან ერთად. დანარჩენებს თან წავიყვან.
– მე ამას ვერ გავუძლებ, – თქვა აცახცახებულმა კეტლინმა. –
უნდა გაუძლო, – უთხრა ქმარმა, – სანსა ჯოფრის უნდა გაჰყვეს, ეს
ახლა ცხადია, მათ საბაბი არ უნდა მივცეთ, ჩვენს ერთგულებაში ეჭ-
ვი შეიტანონ. არიასაც არ აწყენდა სამხრეთის კარის ავან-ჩავანის
გაგება – უკვე კარგა ხანია, დროა. რამდენიმე წელიწადში ისიც უკვე
საქორწინო ასაკის იქნება.
სანსა სამხრეთში იბრწყინებს, გაიფიქრა კეტლინმა, და ღმერთე-
ბი არიან მოწმე, არიას მოუხდებოდა დახვეწა. გულში იგი უწადინოდ
შეეგუა კიდევაც მათ წასვლას. მაგრამ ბრანი არ უნდა წავიდეს!
ოღონდ ისიც არა.
– ჰო, – თქვა მან, – მაგრამ, ნედ, გევედრები, ჩვენი სიყვარულის
ხათრით, დატოვე ბრანი ვინტერფელში. იგი მხოლოდ შვიდი წლი-
საა. – მე რვის ვიყავი, როდესაც მამაჩემმა აღსაზრდელად საარწი-
ვეში გამგზავნა, – თქვა ნედმა, – სერ როდრიკი მეუბნება, რომ რობ-
სა და პრინც ჯოფრის ერთმანეთი თვალში არ მოსდით. ამაში კარგი

97
არაფერია. ბრანს შეუძლია, მათი გაუცხოება შეამციროს. ის
გულმისასვლელი ბავშვია, მოცინარი, საყვარელი. დე, გაიზარ-
დოს პატარა პრინცებთან ერთად, დამეგობრდნენ, როგორც მე
და რობერტი დავმეგობრდით. ამით ჩვენი გვარი უფრო დაცული
იქნება ხიფათისგან. ნედი მართალი იყო, კეტლინმა ეს იცოდა.
მაგრამ ტკივილი ამის შეგნებით როდი ცხრებოდა. მაშასადამე,
ოთხივე უნდა დაკარგოს: ნედი, ორივე ასული და თავისი საყვა-
რელი, გულთბილი ბრანი. მხოლოდ რობს და პატარა რიკონს
დაუტოვებენ. ქალი თავს უკვე მარტოდ გრძნობდა. ვინტერფელი
ისეთი უკიდეგანო ალაგია!
– კედლებს მოარიდე, მაშინ, – თქვა მამაცურად, – ხომ იცი,
ბრანი ჭკუას კარგავს ცოცვაზე.
ნედმა კოცნით დაუშრო ცრემლები, სანამ თვალებს მოსწყდე-
ბოდნენ. – მადლობა, მილედი, – ჩაუჩურჩულა ქალს, – ვიცი,
როგორ გიმძიმს.
– ჯონ სნოუ სად იქნება, მილორდ? – იკითხა მაისტერ ლუვინ-
მა. კეტლინი მისი სახელის ხსენებაზე დაიძაბა. ნედმა იგრძნო მი-
სი სიბრაზე და განზე გადგა.
უამრავი მამაკაცი ხდება ბუშის მამა. კეტლინი ამ ცოდნით
აღიზარდა. იგი არ გაოცებულა, როდესაც ქორწინების პირველ
წელს შეიტყო, რომ ნედს ლაშქრობაში გადაყრილ ვიღაც ქალ-
თან შვილი გაეჩინა. ბოლოს და ბოლოს, მას მამაკაცური საჭი-
როებანი გააჩნდა, მათ კი ის წელიწადი ცალ-ცალკე გაატარეს,
ნედი სამხრეთში ომში იყო წასული, ხოლო კეტლინი მამამისის
ციხე-კოშკს იყო შეფარებული რივერანში. ქალის ფიქრები
რობს, მის მკერდქვეშ დაბინადრებულ ბავშვს უფრო დასტრია-
ლებდა, ვიდრე თითქმის უცხო ქმარს. კაცს უფლება ჰქონდა ნე-
ბისმიერ სულისმოთქმაზე, რასაც კი ბრძოლებს შორის იპოვიდა.
ხოლო თუკი მისი თესლი სიცოცხლედ იქცეოდა, ქალი მოელო-
და, რომ მამა კიდევაც იზრუნებდა ბავშვზე.

98
მაგრამ ნედი ამას არ დასჯერდა. სტარკები სხვებს არ ჰგავდნენ.
ნედმა თავისი ბუში შინ მოიყვანა და მთელი ჩრდილოეთის დასანა-
ხად თავისი ძე უწოდა. როდესაც, ბოლოს და ბოლოს, ომები დას-
რულდა და კეტლინი ვინტერფელში ჩამოვიდა, ჯონი და მისი გამდე-
ლი უკვე ციხე-დარბაზის ბინადრებად დახვდნენ.
ამ ამბავმა ღრმა იარა დაუტოვა. ნედი ბავშვის დედაზე არაფერს
ამბობდა, სიტყვასაც კი არ ძრავდა, მაგრამ ციხე-დარბაზში საიდუმ-
ლოებები არ იფარება და კეტლინსაც ესმოდა, როგორ იმეორებ-
დნენ მისი მოახლეები მისი ქმრის ჯარისკაცებისგან მოსმენილ ამ-
ბებს. ისინი ჩურჩულით ახსენებდნენ სერ არტურ დაინის, განთიადის
მახვილს, ეირისის ქეშიკ შვიდ რაინდთაგან ყველაზე უფრო საზა-
რელს; ჰყვებოდნენ, თუ ვით შეება მათი ჭაბუკი ლორდი პირისპირ
ბრძოლაში და დასცა იგი. შემდეგ ჰყვებოდნენ, თუ ვით წაუღო ნედმა
სერ არტურის ხმალი მის მშვენიერ ყმაწვილ დას, რომელიც ძმას
ზაფხულის ზღვის პირას აღმართულ ციხე-კოშკ მოწყვეტილ ვარ-
სკვლავში უცდიდა – ლედი აშერა დაინის, აშოლტილსა და თვალ-
წარმტაცს, გულში მწვდომი იისფერი თვალები რომ ჰქონდა. კეტ-
ლინს ორი კვირა დასჭირდა, მხნეობა რომ მოეკრიბა და ერთხელაც,
ღამით საწოლში მასთან მწოლარე ქმარს პირდაპირ ჰკითხა, რა სი-
მართლე იყო ამ ამბებში.
სწორედ მაშინ კეტლინს მთელი მათი თანაცხოვრების განმავ-
ლობაში პირველად და ერთადერთხელ შეეშინდა ნედის.
– ნურასოდეს მკითხავ ჯონზე, – თქვა მან ყინულივით ცივი ხმით,
– იგი ჩემი სისხლი და ხორცია, მეტი არც არაფრის ცოდნა არ გჭირ-
დება. ახლა კი მილედი მომახსენებს, სად გაიგონა ეგ სახელი. ქალ-
მა დაიფიცა, რომ მის ნებას დაჰყვებოდა; ისიც უთხრა, საიდან იცო-
და. იმ დღის შემდეგ ჩურჩული შეწყდა და აშერა დაინის სახელი ვინ-
ტერფელში აღარავის სმენია.

99
ვინც არ უნდა ყოფილიყო ჯონის დედა, ჩანს, ნედს იგი თავდა-
ვიწყებით უყვარდა, რადგანაც კეტლინის არა სიტყვას არ შეეძ-
ლო დაერწმუნებინა იგი, ბიჭი შინიდან მოეშორებინა. ქალმა ეს
ვერასოდეს აპატია. კეტლინმა მერე და მერე მთელი გულით შე-
იყვარა ქმარი, მაგრამ ჯონი ვერაფრით შეითვისა. მას იქნებ ათი
ბუშიც აეტანა ნედის ხათრით, თუკი ისინი თვალში არ შეეჩრე-
ბოდნენ. ჯონი კი მუდამ მის თვალწინ ტრიალებდა და რაც უფრო
იზრდებოდა, უფრო მეტად ემსგავსებოდა ნედს, ყველა იმ კანო-
ნიერ შვილზე მეტადაც, რომელიც მან ქმარს გაუჩინა. ეს რატომ-
ღაც კიდევ უფრო უარესი იყო.
– ჯონი უნდა წამოგყვეს, – თქვა ახლა ქალმა.
– ის და რობი მეგობრობენ, – უთხრა ნედმა, – იმედი მქონ-
და... – იგი აქ ვერ დარჩება, – შეაწყვეტინა კეტლინმა, – ის შენი
შვილია და არა ჩემი. მე არ დავიტოვებ, – იცოდა, ულმობელი
იყო, მაგრამ სიმართლეს ამბობდა. ბიჭის ვინტერფელში დატო-
ვებით ნედი მას სიკეთეს ვერ მოუტანდა.
ნედმა ცოლს გაწამებული მზერა მიაპყრო.
– ხომ იცი, სამხრეთში თან ვერ წავიყვან. მეფის კარზე მის-
თვის ადგილი არ იქნება. ბიჭი, ბუშის გვარით... ხომ კარგად იცი,
რასაც იტყვიან მასზე. გარიყავენ და გააწამებენ.
კეტლინმა გული გაიქვავა, ქმრის თვალებში ჩამდგარ უხმო
ვედრებას რომ არ დაჰყოლოდა.
– როგორც ამბობენ, შენი ძმაკაცი რობერტი თავადაც ათიო-
დე ბუშის მამაა.
– და არც ერთი მათგანი თვალითაც არავის უხილავს სამეფო
კარზე! – გაცხარდა ნედი, – ლანისტერის ქალმა იზრუნა საამი-
სოდ. როგორ შეგიძლია, ასე საზიზღრად სასტიკი იყო, კეტლინ?
ის ხომ ჯერ ბავშვია. იგი...
ნედი გაცეცხლებული იყო. მეტსაც და უარესებსაც იტყოდა,
მაგრამ მაისტერ ლუვინი საუბარში ჩაერთო.

100
– სხვა გამოსავალიც გამოჩნდა, – თქვა მან წყნარი ხმით, – რამ-
დენიმე დღის წინ შენი ძმა ბენჯენი მოვიდა ჩემთან ჯონზე სალაპარა-
კოდ. როგორც ჩანს, ბიჭს შავად შემოსვა სწადია.
ნედი განცვიფრებული ჩანდა.
– მან ღამის ებგურში მიღება ითხოვა?
კეტლინს არაფერი უთქვამს. დე, ნედმა თავად გადახარშოს ეს
გონებაში; მისი ხმა საქმეს არც წაადგებოდა. თუმც მზად იყო, სიხა-
რულით იქვე გადაეკოცნა მაისტერ ლუვინი. ეს საუცხოო გადაწყვე-
ტილება იქნებოდა. ბენჯენ სტარკი შეფიცული ძმა იყო.
ჯონი მისთვის ძე გახდებოდა, შვილი, რომელიც თავად არასო-
დეს ეყოლებოდა. და თავის დროზე ბიჭიც დადებდა ფიცს. მას არ
ეყოლებოდა შვილები, რომლებიც ერთ მშვენიერ დღეს შესაძლოა,
კეტლინის საკუთარ შვილიშვილებს ვინტერფელს შესდავებოდნენ.
– კედელზე მსახურება დიდად საპატიოა, მილორდ, – თქვა მაისტერ
ლუვინმა.
– და ღამის ებგურში ბუშიც კი შეიძლება აღზევდეს, – ფიქრიანად
ჩაილაპარაკა ნედმა. ხმა მაინც შეწუხებული ჰქონდა. – ჯონი ძლიერ
ყმაწვილია. ეს რომ ეთხოვა, როდესაც ზრდასრული კაცი იქნებოდა,
სხვა ამბავია, მაგრამ თოთხმეტი წლის ბიჭი... – მძიმე მსხვერპლია,
– დაეთანხმა მაისტერ ლუვინი, – მაგრამ ახლა მძიმე დრო დგას, მი-
ლორდ. მისი გზა არ არის უფრო ძნელი, ვიდრე შენი ან შენი ქალბა-
ტონისა.
კეტლინმა გაიხსენა სამი შვილი, რომლებიც უნდა დაეკარგა. ძა-
ლიან გაუჭირდა, კვლავ უსიტყვო დარჩენილიყო.
ნედმა მათ ზურგი აქცია და ფანჯრიდან გაიხედა, მოგრძო სახე
მდუმარე და ფიქრიანი ჰქონდა. ბოლოს ამოიოხრა და შემობრუნდა.
– კეთილი, – უთხრა მაისტერ ლუვინს, – ვთვლი, რომ ასე აჯობებს.
დაველაპარაკები ბენს.
– ჯონს როდის ვუთხრათ? – ჰკითხა მაისტერმა.

101
– როდესაც საჭიროდ ჩავთვლი. უნდა მოვემზადოთ, ორ კვი-
რაზე ადრე ვერ გავალთ. დე, ჯონი დატკბეს ამ ბოლო დღეებით.
მალე ზაფხული გავა, და ბავშვობაც, მასთან ერთად. დრო რომ
მოვა, მე თავად ვეტყვი.

102
არია

103
არიას გვირისტი ისევ დაღრეცილი გამოვიდა.
გულდაწყვეტილმა ბღვერით დახედა თავის ნამუშევარს და
თვალი გოგონებს შორის ჩამჯდარი სანსასკენ გაექცა. სანსას ნა-
ქარგი უზადო იყო. ყველა ასე ამბობდა. „სანსას ნამუშევარი მა-
სავით ლამაზია”, ასე უთხრა სეპტა მორდეინმა მათ დედა-ლე-
დის, „მას ისეთი ნატიფი, ფაქიზი ხელი აქვს”. როდესაც ლედი
კეტლინმა არიაზე ჰკითხა, სეპტამ ჩაიფრუტუნა: „არიას მჭედლის
ხელები აქვს”. მან მალულად გახედა ოთახის მოპირდაპირე
კუთხეს: ვაითუ, სეპტა მორდეინს მისი ფიქრები ამოეკითხა, მაგ-
რამ დღეს სეპტა არიას აინუნშიაც არ აგდებდა. იგი პრინცესა
მირცელას მისჯდომოდა და ერთიანად ღიმილად და აღტაცებად
იფრქვეოდა. სეპტას ხშირად როდი ხვდებოდა პატივი, მეფის ასუ-
ლისთვის ესწავლებინა ხელსაქმე – ასეც მოახსენა დედოფალს,
როდესაც მან მირცელა სხვებთან ერთად სამეცადინოდ მოუყვა-
ნა. არიას აზრით, მირცელას გვირისტიც, ცოტა არ იყოს, მობრე-
ცილი ჩანდა, მაგრამ სეპტას ჟღურტულზე ამას ვერაფრით მიხ-
ვდებოდი.
იგი კვლავ დააკვირდა საკუთარ ნაქარგს, ფიქრობდა, იქნებ
რამე ეშველოსო, შემდეგ ამოიოხრა და ნემსი დადო. მოღრუბ-
ლული მიაჩერდა დას. სანსა ხალისიანად ქაქანებდა და არც ქარ-
გვა ავიწყდებოდა. ბეთი კასელი, სერ როდრიკის პატარა ასული,
მის ფერხთით იჯდა და მის ყოველ სიტყვას ისრუტავდა, ჯეინ პუ-
ლი კი გადახრილიყო და რაღაცას ყურში ჩასჩურჩულებდა.
– რაზე ლაპარაკობთ? – ჰკითხა არიამ ანაზდად.
ჯეინმა შემკრთალი მზერა მოაპყრო, შემდეგ ჩაიხითხითა.
სანსა დარცხვენილი ჩანდა. ბეთი გაწითლდა. პასუხი არავის გა-
უცია.
– მითხარით, – დაიჟინა არიამ.

104
ჯეინმა სეპტას გახედა, რათა დარწმუნებულიყო, არ გვისმენსო.
ამ დროს მირცელამაც რაღაც თქვა და სეპტა სხვა ქალებთან ერთად
აკისკისდა.
– პრინცზე ვლაპარაკობდით, – თქვა სანსამ, ხმა კოცნასავით ნა-
ზი ჰქონდა.
არიამ იცოდა, რომელ პრინცსაც გულისხმობდა: ჯოფრის, რასაკ-
ვირველია. იმას, მაღალი და ლამაზი რომელიც იყო. ნადიმზე სანსა
მასთან იჯდა. არიას იმ პრინცთან მოუწია ჯდომა, პატარა და სქელი
რომ იყო. აბა რა.
– ჯოფრის შენი და მოსწონს, – ჩასჩურჩულა ჯეინმა, ისეთი ამაყი
ჩანდა, გეგონებოდა, ეს მისი დამსახურება იყო. იგი ვინტერფელის
მოურავის ქალიშვილი და სანსას საუკეთესო მეგობარი გახლდათ,
– მან სანსას უთხრა, ძალიან ლამაზი ხარო.
– იგი სანსას ცოლად მოიყვანს, – ოცნებით თქვა პატარა ბეთმა
და საკუთარ თავს ჩაეხუტა, – მაშინ სანსა მთელი სახელმწიფოს დე-
დოფალი იქნება.
სანსას შეფაკლვა სჩვეოდა. ლოყები თვალწარმტაცად ეფაკლე-
ბოდა. იგი ყველაფერს თვალწარმტაცად აკეთებსო, გაურკვეველი
აღშფოთებით გაიფიქრა არიამ.
– ბეთ, რაღაცებს არ უნდა იგონებდე! – შენიშვნა მისცა სანსამ
უმცროს გოგონას და თავზე სათუთად გადაუსვა ხელი, რათა ნათ-
ქვამის სიმკაცრე შეერბილებინა. შემდეგ არიას შეხედა, – რას ფიქ-
რობ პრინც ჯოფზე, დაიკო? ძალიან დახვეწილია, ჰო? რას იტყვი?
– ჯონი ამბობს, გოგოს ჰგავსო, – მიუგო არიამ.
სანსამ ამოიოხრა, თან გვირისტს ავლებდა.
– საბრალო ჯონი, – თქვა მან, – ეჭვიანობს, ბუშია და იმიტომ. –
იგი ჩვენი ძმაა, – თქვა არიამ, ცოტა ზედმეტად ხმამაღლა. მისმა
ხმამ კოშკის ოთახში შუადღის სიწყნარე გაკვეთა. სეპტა მორდეინმა

105
მზერა ასწია. გაძვალტყავებული სახე და მახვილი თვალები
ჰქონდა, მისი ვიწრო უტუჩო პირი კი სწორედ მოღუშვისთვის იყო
ზედგამოჭრილი. და ახლა კიდევაც იღუშებოდა.
– რაზე საუბრობთ, ბავშვებო?
– ჩვენი ნახევარძმაა, – რბილად, უშეცდომოდ დააზუსტა სან-
სამ და სეპტას გაუღიმა, – არია და მე სწორედ ახლა აღვნიშნავ-
დით, რა ნაამები ვართ, დღეს პრინცესა ჩვენთან რომ არის.
სეპტა მორდეინმა თავი დაუქნია.
– მართლაც. ეს ჩვენთვის ყველასთვის დიდი პატივია, –
პრინცესა მირცელამ უხერხულად გაიღიმა ამ ქათინაურზე.
– არია, რად არ მუშაობ? – ჰკითხა სეპტამ. იგი წამოდგა და
გახამებული ქვედაკაბების შრაშუნით გადმოჭრა ოთახი, – მანა-
ხე შენი გვირისტი.
არიას სურდა, ეკივლა. სანსამ ხომ მუდამ ასე იცის სეპტას ყუ-
რადღების მიპყრობა!
– ინებეთ, – თქვა და ნაქარგი მიაწოდა.
სეპტა ნამუშევარს ჩაუკირკიტდა.
– არია, არია, არია, – თქვა მან, – ასე არ ვარგა. საერთოდ არ
ვარგა.
ყველა არიას შესცქეროდა. ეს მეტისმეტი იყო. სანსა ზედმე-
ტად კარგად იყო აღზრდილი, რომ გაეღიმა დის შერცხვენის გა-
მო, მაგრამ ჯეინმა კი კმაყოფილებით ჩაიცინა მის ნაცვლად.
პრინცესა მირცელაც კი შეწუხებული ჩანდა არიას ხვედრით.
არიამ იგრძნო, როგორ აუვსო თვალები ცრემლმა. იგი სკამი-
დან წამოხტა და კარისკენ გაექანა.
– არია, დაბრუნდი ახლავე! ნაბიჯიც აღარ გადადგა მეტი! ლე-
დი კეტლინს ამას უთუოდ მოვახსენებ! თანაც ჩვენი მეფის ასუ-
ლის თვალწინ! შენ ყველას გვარცხვენ! – მიაძახა სეპტა მორდე-
ინმა. არია კართან შეჩერდა და შემობრუნდა, ტუჩი კბილებში

106
ჰქონდა მოქცეული. ცრემლები უკვე ლოყებს უსველებდა. მან მო-
ახერხა, მოუქნელად თავი დაეკრა მირცელასთვის.
– ნება მიბოძეთ, მილედი.
მირცელამ გაოცებული ხამხამით შეანათა თვალები, შემდეგ
რჩევის ძიებაში მხლებელ ქალბატონებს გადახედა. მაგრამ, თუკი
იგი დაბნეული იყო, სეპტა მორდეინს ყოყმანის არაფერი ეტყობოდა.
– და სად აპირებ წასვლას, თუ იცი, არია? – ჰკითხა ქედმაღლუ-
რად. არიამ ჯიქურ შეხედა.
– ცხენი მყავს დასაჭედი, – უთხრა მიამიტი ხმით და სეპტას სახე-
ზე გამოსახულმა განცვიფრებამ მყისიერი კმაყოფილება აგრძნობი-
ნა. შემდეგ შეტრიალდა, ოთახიდან გავიდა და რაც შეეძლო, სწრა-
ფად ჩაირბინა საფეხურები.
ეს უსამართლობა იყო. სანსას ყველაფერი ჰქონდა. სანსა ორი
წლით უფროსი იყო; იქნებ იმ დროისთვის, არია რომ დაიბადა, მის-
თვის აღარაფერი დარჩა – ხშირად ასე ეგონა ხოლმე. სანსას ეხერ-
ხებოდა ხელსაქმე, ცეკვა და სიმღერა. იგი ლექსებს წერდა. იცოდა,
როგორ ჩაეცვა; უკრავდა არფასა და ზანზალაკებზე. მეტიც, იგი ლა-
მაზი იყო. სანსას დედისეული სახის სინატიფე, მაღალი ყვრიმალები
და ტალების ხშირი მოწითურო თმა დაჰყვა. არია მათი ლორდი მა-
მის კვალზე წავიდა. უსხივო ყავისფერი თმა და მოგრძო, კუშტი სახე
ჰქონდა. ჯეინი მას „არია-ცხენსიფათას” ეძახდა და ჭიხვინებდა, რო-
დესაც სადმე ახლომახლო დაიგულებდა ხოლმე. სამწუხაროდ, ერ-
თადერთი რამ, რაც არიას დაზე უკეთ გამოსდიოდა, ეს ცხენის ჭენე-
ბა იყო. ჰო, და კიდევ საოჯახო საქმეები. სანსას ციფრებისთვის სა-
ჭირო ჭკუა-გონება არ გააჩნდა. თუკი სანსა ჯოფს გაჰყვებოდა, არია
პრინცისსავე სასიკეთოდ იმედოვნებდა, რომ სასახლეში კარგი მო-
ურავი ჰყავდათ.
ნიმერია მას მცველის ოთახში უცდიდა, კიბის ბოლოს. არიას და-
ნახვისთანავე მის ფეხებთან გაჩნდა. არია გაიბადრა. მგლის ლეკვს
უყვარდა იგი, თუნდაც რომ სხვას არავის ჰყვარებოდა. ნიმერია

107
ყველგან ფეხდაფეხ დაჰყვებოდა და მის ოთახში იძინებდა, საწო-
ლის ფერხთით. დედას რომ არ აეკრძალა, არია სიამოვნებით წაიყ-
ვანდა ხელსაქმის გაკვეთილზეც. მაშინ ნახავდა სეპტა მორდეინი,
როგორ უნდოდა მისი გვირისტის დაწუნება.
ნიმერიამ აღტაცებით წაკბინა ხელზე, როდესაც არიამ აუშვა.
ლეკვს ყვითელი თვალები ჰქონდა. მზის შუქზე ოქროს ორი მო-
ნეტასავით უელვარებდა ხოლმე. არიამ მას როინის ქვეყნის მე-
ომარი დედოფლის სახელი დაარქვა, მისი, ვინც თავის ხალხს
ვიწრო ზღვის გადაღმა გაუძღვა. ამაზედაც ერთი ამბავი ატყდა.
სანსამ, რასაკვირველია, თავის ლეკვს „ლედი” დაარქვა. არია
დაიჭყანა და მაგრად ჩაიხუტა მგლის ლეკვი. ნიმერიამ ყური აუ-
ლოკა და გოგონა ახითხითდა.
სეპტა მორდეინი ნამდვილად უკვე ყველაფერს შეატყობინებ-
და ლედი-დედას. თავის ოთახში რომ წასულიყო, იქ იოლად იპო-
ვიდნენ. არიას არ ენაღვლებოდა, თუკი იპოვიდნენ, მაგრამ უკე-
თესი გასართობიც ეგულებოდა. ციხე-კოშკის ეზოში ბიჭები ხმა-
ლაობაში ვარჯიშობდნენ. არიას სურდა ენახა, როგორ გაშოტავ-
და რობი მიწაზე იმ დახვეწილ პრინც ჯოფრის.
– წავედით! – ჩასჩურჩულა ნიმერიას, წამოდგა და მოკურ-
ცხლა, მგელიც ფეხდაფეხ მისდევდა.
საჭურველის საწყობსა და ციტადელს გადახურული ხიდი
აერთებდა, მისი ფანჯრიდან კი ხელისგულივით მოჩანდა მთელი
შიდა ეზო. არია და მგელი სწორედ იქით გარბოდნენ.
როდესაც გახვითქულებმა და აქოშინებულებმა ფანჯარას მი-
აღწიეს, რაფაზე ჯონი დახვდათ ჩამომჯდარი, ცალ მოხრილ მუხ-
ლზე ნიკაპი დაეყრდნო და მოშვებული იჯდა. იმგვარი გატაცებით
უმზერდა, თუ რა ხდებოდა ეზოში, რომ არიას მიახლოება არც კი
შეუმჩნევია, სანამ მისი თეთრი მგელი მოსულთა მისაგებებლად
არ წამოდგა. ნიმერია მას სიფრთხილით მიუახლოვდა. ლანდმა,

108
რომელიც უკვე თავის და-ძმებზე მსხვილი იყო, დასუნა ლეკვი, ნა-
ზად წაკბინა ყურზე და ისევ ძირს გაწვა.
ჯონმა არიას კითხვის მზერა შეგება.
– ახლა ხელსაქმის გაკვეთილზე არ უნდა იყო, დაიკო?
არია დაეჭყანა.
– მინდოდა მენახა, როგორ ჩხუბობენ.
– მაშ, აქ მოდი, – გაუღიმა ჯონმა.
არია ფანჯარაზე აძვრა და მის გვერდით მოკალათდა. დაბლა,
ეზოდან, ლითონის ჩხარის და ხვნეშის ხმები ამოდიოდა.
იმედი გაუცრუვდა: იქ ერთმანეთს უმცროსი ბიჭები ერკინებოდ-
ნენ. ბრანი ისე სქლად იყო შეფუთული, გეგონებოდა, ბუმბულის სა-
ბანი ჩაუცვამსო, პრინცი ტომენი კი, ისედაც მსუქანი, სრულიად
მრგვალი ჩანდა. ისინი ხვნეშოდნენ, ფრუტუნებდნენ და ერთმანეთს
დაბამბულ ხის ხმლებს უქნევდნენ, მათ თვალს არ აცილებდა მოხუ-
ცი სერ როდრიკ კასელი, შერკინების ოსტატი, მაღალი და კასრივით
ჩადგმული, დიდებული სპეტაკი ბაკენბარდებით შემკული. ათიოდე
მაყურებელი, მამაკაცები და ბიჭები, მორკინალებს შეძახილებით
ამხნევებდნენ, ყველაზე ხმამაღლა რობის ხმა ისმოდა. არიამ მის
გვერდით თეონ გრეიჯოი დაინახა, მას შავი კამზოლი ემოსა, მკერ-
დზე თავისი გვარის ოქროსფერი კრაკენი ჰქონდა ამოქარგული და
სახეზე აგდებული, ცალყბა ღიმილი შერჩენოდა. ორივე მებრძოლი
ბარბაცებდა. არია მიხვდა, უკვე კარგა ხანია, რაც იბრძვიანო. – ცო-
ტა არ იყოს, ქარგვაზე უფრო დამღლელია, – შენიშნა ჯონმა. – ცოტა
არ იყოს, ქარგვაზე უფრო სახალისოა, – მიუგო არიამ. ჯონმა ფარ-
თოდ გაიღიმა, ხელი გაიწვდინა და გოგონას თმა მოუჩეჩა. არიამ
შესცინა. ისინი მუდამ მეგობრობდნენ. ჯონიც, არიასი არ იყოს, მა-
მას ჩამოჰგავდა სახით. ეს მათ სხვებისგან გამოარჩევდა: რობი, სან-
სა, ბრანი და პაწია რიკონიც კი ტალებს დაემგვანნენ, ღიმილიანები
და თმანათელნი. არია პატარაობისას იმასაც შიშობდა, ასეთი რომ
ვარ, ალბათ მეც ბუში ვიქნებიო. მან თავისი შფოთი სხვას კი არა,

109
ჯონს გაუზიარა და სწორედ ჯონმა დაამშვიდა იგი. – შენ რატომ
არ ხარ დაბლა, ეზოში? – ჰკითხა არიამ.
ჯონმა ტუჩის კუთხით გაიღიმა.
– ბუშებს ნება არ აქვთ, ჭაბუკი პრინცები ალილაონ, – თქვა
მან, – ვარჯიშის დროს მიღებული ყველა დაჟეჟილობა კანონიე-
რი შვილების ხელით უნდა აღსრულდეს.
– ოჰ, – არია შეცბა. თავადაც უნდა მიმხვდარიყო. დღეს უკვე
მეორედ გაიფიქრა, ცხოვრება უსამართლოდ არის მოწყობი-
ლიო. იგი უმზერდა, მისი უმცროსი ძმა როგორ უბაგუნებდა ტო-
მენს. – ბრანივით მეც შემიძლია ბრძოლა, – თქვა მან, – ის ჯერ
შვიდი წლისაა. მე უკვე ცხრის ვარ.
ჯონმა მთელი თავისი თოთხმეტწლიანი სიბრძნით შეათვა-
ლიერა იგი.
– ძალიან გაჩხიკული ხარ, – უთხრა დას და მკლავზე ხელი
წაავლო, კუნთები რომ მოესინჯა. შემდეგ ამოიოხრა და თავი გა-
აქნია, – მეეჭვება, ორლესულის აწევა შეძლო, მოქნევაზე ხომ
არაფერს ვამბობ.
არიამ მკლავი გამოსტაცა და შეუბღვირა. ჯონმა ისევ მოუჩეჩა
თმა. ორივემ ცქერა დაუწყო ბრანსა და ტომენს, ერთმანეთს
გარს რომ უვლიდნენ.
– ხედავ პრინც ჯოფრის? – ჰკითხა ჯონმა.
არიას პრინცი აქამდე ვერ შეემჩნია, მაგრამ რომ დაძებნა,
დაინახა, რომ სხვებზე უკან იდგა, მაღალი ქვის კედლის ჩრდილ-
ში. მას გარს ეხვივნენ ლანისტერებისა და ბარათეონების ლივ-
რეებში გამოწყობილი ახალგაზრდა სკვაირები – არია ვერ-
ცერთს ვერ ცნობდა.
მათ შორის რამდენიმე უფროსი მამაკაციც შენიშნა და დაას-
კვნა, რაინდები იქნებიანო.
– შეხე გერბს მის იალმაგზე, – მიუთითა ჯონმა.

110
არია დააკვირდა. პრინცის დაბამბულ იალმაგზე მდიდრულად
მოკაზმული ფარი იყო ამოქარგული. ნაქარგი უდავოდ ჩინებული
იყო. გერბს გრძივი ხაზი ორ ნახევრად ყოფდა; ერთ ნახევარზე სამე-
ფო გვარის გვირგვინოსანი ხარირემი მოჩანდა, მეორე ნახევარზე
კი – ლანისტერების ლომი.
– ლანისტერები ქედმაღლები არიან, – შენიშნა ჯონმა, – შეიძ-
ლება გეთქვა, სამეფო სიმბოლოც კმარაო, მაგრამ არა. იგი დედის
გვარს სამეფო გვარის თანაბარ პატივს სდებს.
– ქალიც ხო მნიშვნელოვანია! – შეედავა არია.
ჯონმა ჩაიხითხითა.
– იქნებ შენც ასე მოქცეულიყავი, დაიკო. შენს გერბზე ტალი და
სტარკები შეაერთე.
– მგელი, ხახაში გაჩრილი თევზით? – არიამ გულიანად გადაი-
კისკისა, – რა სულელური სანახავი იქნებოდა. ეგეც რომ არა, თუ
გოგოები არ იბრძვიან, გერბი რაღაში უნდათ?
ჯონმა მხრები აიჩეჩა.
– გოგოებს ეკუთვნით გერბი, ხმალი კი – არა. ბუშებს ხმლები
ეკუთვნით, გერბი კი – არა. დაიკო, ეს წესები მე არ დამიდგენია.
დაბლიდან ყვირილის ხმა გაისმა. პრინცი ტომენი მტვერში გორავ-
და, წამოდგომას ცდილობდა, მაგრამ ვერ ახერხებდა. დაბამბული
სამოსი ზურგზე გადაბრუნებულ კუს ამგვანებდა. თავს ბრანი ედგა,
ხის ხმალი აღემართა და მზად იყო, მაშინვე ეძგერებინა, როგორც
კი მოწინააღმდეგე ფეხზე წამოდგებოდა. მამაკაცებმა სიცილი მორ-
თეს.
– კმარა! – იყვირა სერ როდრიკმა, პრინცს ხელი გაუწოდა და
ფეხზე წამოახტუნა. – კარგი ორთაბრძოლა იყო. ლიუ, დონის, მიეხ-
მარეთ გახდაში. – მან მიმოიხედა, – პრინც ჯოფრი, რობ, ერთხელაც
ცდით?
რობი, უკვე გახვითქული წინა შერკინების გამო, მაშინვე წინ წა-
მოდგა. – სიამოვნებით.

111
როდრიკის მოწოდების პასუხად ჯოფრიც მზის გულზე გამო-
ვიდა. თმა ოქრომკედივით უბრწყინავდა, სახეზე კი მოწყენილო-
ბა ეწერა. – ეს ბავშვური თამაშებია, სერ როდრიკ.
თეონ გრეიჯოის უნებლიე სიცილი წასკდა.
– ბავშვები არ ხართ? – წარმოთქვა აგდებით.
– რობი იქნებ ბავშვიც იყოს, – თქვა ჯოფრიმ, – მე კი პრინცი
ვარ. და მომბეზრდა სტარკების ტყეპვა სათამაშო ხმლებით. –
შენ მეტად იტყიპები, ვიდრე სხვას ტყიპავ, ჯოფ, – უთხრა რობმა,
– ხომ არ გეშინია?
პრინც ჯოფრიმ თვალი თვალში გაუყარა.
– ო, გული მისკდება. შენ ხომ ბევრად უფროსი ხარ.
ლანისტერების მხლებლებთაგან რამდენიმემ გაიცინა.
ჯონი წარბშეკრული ჩასცქეროდა ეზოს.
– ჯოფრი ნამდვილი პატარა ნეხვია, – უთხრა არიას.
სერ როდრიკმა ფიქრიანად მოიქაჩა ქათქათა ბაკენბარდები.
– აბა, რას გვთავაზობ? – ჰკითხა პრინცს.
– მჭრელ რკინას.
– მოსულა, – მიუგდო რობმა, – ინანებ!
ორთაბრძოლის ოსტატმა რობს მხარზე დაადო ხელი დასა-
შოშმინებლად. – მჭრელი რკინა მეტისმეტად სახიფათოა. სა-
ტურნირო ხმლების ნებას კი დაგრთავთ, მობლაგვებული პირე-
ბით.
ჯოფრის არაფერი უთქვამს, მაგრამ მამაკაცთა ჯგუფს არიას-
თვის უცნობი მაღალი რაინდი გამოეყო და პრინცს წინ ჩაუდგა.
მას შავი თმა და დამწვრობის ნაიარევით დაფარული სახე ჰქონ-
და. – იგი შენი პრინცია. შენ ვინ ხარ, რომ ბედავ, უთხრა, ბასრი
ხმლის დაპყრობის ნება არ გაქვსო, სერ?
– ვინტერფელის ორთაბრძოლის ოსტატი გახლავარ, კლეგე-
ინ, და კარგს იზამ, ამას თუ არ დაივიწყებ.

112
– თქვენ აქ ქალებს წვრთნით თუ? – არ ცხრებოდა სახედამწვა-
რი. ბუღასავით ჩაკუნთული იყო.
– მე რაინდებს ვწვრთნი, – ხაზგასმით მშვიდად მიუგო სერ როდ-
რიკმა, – ფოლადს მაშინ მივცემ ხელში, მზად რომ იქნებიან. ასაკი
როდესაც მოუწევთ.
სახედამწვარმა რობს შეხედა.
– რამდენი წლის ხარ, ბიჭო?
– თოთხმეტის.
– მე თორმეტის ვიყავი, კაცი რომ მოვკალი. დარწმუნებული
ბრძანდებოდეთ, მაშინ ბლაგვი ხმალი არ მჭერია.
არია ხედავდა, როგორ ადუღდა რობი. თავმოყვარეობა შელახუ-
ლი ჰქონდა. იგი სერ როდრიკს მიუბრუნდა.
– ნება მომეცი. შემიძლია, დავამარცხო.
– მაშ, სატურნირო ხმლით დაამარცხე, – უთხრა სერ როდრიკმა.
ჯოფრიმ მხრები აიჩეჩა.
– მოდი, ასაკი რომ მოგიწევს, მაშინ შემხვდი, სტარკ. თუ არ გა-
დაბერდი მანამდე. – ლანისტერების მხლებლებმა სიცილი ატეხეს.
რობის გინება მთელ ეზოზე გაისმა. გაოგნებულმა არიამ პირზე
ხელი აიფარა. თეონ გრეიჯოიმ რობს მკლავზე ხელი წაავლო, პრინ-
ცთან რომ არ მიეშვა. შეშფოთებულმა სერ როდრიკმა ისევ დაიქაჩა
ბაკენბარდები. ჯოფრიმ ყასიდად დაამთქნარა და უმცროს ძმას მი-
უბრუნდა. – წამო, ტომენ. გავიდა თამაშის საათი. წამო, ბალღებმა
კი იანცონ.
ამაზე ლანისტერების ხალხმა ისევ სიცილი ატეხა, რობმა კი ისევ
შეიგინა. სერ როდრიკს თეთრი ბაკენბარდების ქვეშ სახე რისხვით
აჭარხლებოდა. თეონს რობი მარწუხივით მტკიცედ ეჭირა, სანამ
პრინცები და მათი ამალა მშვიდობიანად არ გაეცალნენ.
ჯონი უცქერდა, როგორ წავიდნენ ისინი, არია კი ჯონს უმზერდა.
ბიჭს სახე უძრავი ჰქონდა, საღვთო ტყის გულში ჩამდგარი ტბორის
ზედაპირივით. ბოლოს იგი რაფიდან ჩამოხტა.

113
– წარმოდგენა დასრულებულია, – თქვა, დაიხარა და ლანდს
ყურებს უკან მოფხანა. თეთრი მგელი წამოდგა და ფეხებზე გა-
ეხახუნა. – დაიკო, შენ ჯობია, ისევ შენს ოთახში გაიქცე. სეპტა
მორდეინი უეჭველად დადარაჯებულია, რაც უფრო დიდხანს და-
იმალები, უფრო მეტად დაგსჯის. მთელი ზამთარი კერვას ვერ
აუხვალ. გაზაფხულის სითბოები რომ დადგება, შენს უსულო სხე-
ულს იპოვიან, გათოშილ თითებში ჯერაც ნემსი გექნება ჩაჭერი-
ლი მაგრად, მაგრად.
არიას ამაზე სულაც არ ეცინებოდა.
– ვერ ვიტან კერვას! – თქვა ცხარედ, – ეს უსამართლობაა. –
ამქვეყნად ყველაფერი უსამართლობაა, – მიუგო ჯონმა. კვლავ
მოუჩეჩა თმები და გაშორდა, ლანდიც უჩუმრად მიჰყვა. ნიმერია-
მაც მათკენ გაიწია, შემდეგ შეჩერდა და უკან დაბრუნდა, რაკი
დაინახა, რომ არია არ მოდიოდა.
გოგონა უხალისოდ გაემართა მეორე მხარეს.
სინამდვილეში ყველაფერი უარესად აღმოჩნდა, ვიდრე ჯონს
ეგონა. არიას ოთახში სეპტა მორდეინი კი არ ელოდა. მას სეპტა
მორდეინი და დედამისი ელოდნენ.

114
ბრანი

115
სანადიროდ განთიადისას გავიდნენ. მეფემ საღამოს ნადიმის-
თვის გარეული ტახი ისურვა. პრინცი ჯოფრი მამამისს მიჰყვებო-
და, ასე რომ, რობსაც ნება დართეს, მონადირეებს შეერთებოდა.
ძია ბენჯენი, იორი, თეონ გრეიჯოი, სერ როდრიკი და დედოფ-
ლის სასაცილო მოკლე ძმაც კი მათთან ერთად გაჭენდნენ. ბო-
ლოს და ბოლოს, ეს უკანასკნელი ნადირობა იყო. მეორე დღეს
ისინი სამხრეთისკენ მიემგზავრებოდნენ.
ბრანი შინ დატოვეს, ჯონთან, გოგონებთან და რიკონთან ერ-
თად. მაგრამ რიკონი ძალიან პატარა იყო, გოგონები ხომ გოგო-
ნები იყვნენ და ჯონი და მისი მგელი კი არსად ჩანდნენ. ბრანს
ისინი დიდად არც უძებნია. ფიქრობდა, ჯონი ბრაზობს ჩემზეო.
საერთოდ, ამ ბოლო დღეებში ჯონი თითქოს ყველაზე ბრაზობდა.
ბრანი ვერ მიმხვდარიყო, რატომ. ის ხომ ძია ბენჯენს მიჰყვებოდა
კედელზე, ღამის ებგურის საძმოს შეუერთდებოდა. ეს ლამის ისე-
ვე კარგი იყო, როგორც სამხრეთში მეფესთან ერთად გამგზავ-
რება. რჩებოდა რობი, ჯონი კი არა.
ბრანს ერთი სული ჰქონდა, როდის გაემგზავრებოდნენ. სამე-
ფო გზას გაივლიდა საკუთარი ცხენით, პონით კი არა, ნამდვილი
ცხენით. მამამისი მეფის მარჯვენა გახდებოდა და ისინი წითელ
ციხე-დარბაზში იცხოვრებდნენ მეფის საბიჯელაში, ციხეში, რო-
მელიც დრაკონთა ბატონებს აეგოთ. ბებერი ნენი ამბობდა, იქ
მოჩვენებები ცხოვრობენ, მიწისქვეშა დილეგებს საზარელი ამ-
ბები ახსოვთ, კედლებზე კი დრაკონების თავები ჰკიდიაო. ბრანს
ამაზე ფიქრიც კი თრთოლას გვრიდა, მაგრამ სრულიადაც არ
ეშინოდა. ან კი როგორ უნდა შეშინებოდა? მის გვერდით მამამი-
სი იქნებოდა, და მეფეც, თავის შეფიცულ რაინდებთან ერთად.
ბრანი ოდესმე თავადაც რაინდი გახდებოდა, ერთი მეფის ქე-
შიკთაგანი. ნენი ამბობდა, ისინი მთელ სახელმწიფოში საუკეთე-
სო მოხმალავენი არიანო. ისინი მხოლოდ შვიდნი იყვნენ რიც-

116
ხვით, თეთრი აბჯარი ეცვათ და არც ცოლები ჰყავდათ, არც შვილე-
ბი, მხოლოდ მეფის სამსახურისთვის ცხოვრობდნენ. ბრანს სმენო-
და მათი ამბები. ამ რაინდთა სახელები ყურში მუსიკად ჩაესმოდა.
ვერცხლისფარელი სერვინი. სერ რიამ რედვინი. პრინცი ეიმონი
დრაკონის რაინდი. ტყუპები სერ ერიკი და სერ არიკი, რომლებიც
ერთმანეთის ხმლით დაეცნენ ასობით წლის წინ, მაშინ, როდესაც
დაძმა აღდგომოდა ერთურთს ომში, მელექსეთაგან დრაკონთა ცეკ-
ვად რომ იწოდა. თეთრი ბუღა, ჰეროლდ ჰაიტაუერი. სერ არტურ დე-
ინი, აისის მახვილი. ბარისტან მამაცი.
ჩრდილოეთში არტურს ორი მეფის ქეშიკი ახლდა. ბრანი მათ მო-
ნუსხული აკვირდებოდა და გამოლაპარაკებაც ვერ გაებედა. სერ
ბოროსი მელოტი და ფართოყბიანი იყო, სერ მერინს კი ღრმად ჩამ-
ჯდარი თვალები და ჟანგისფერი წვერი ჰქონდა. სერ ჯეიმი ლანისტე-
რი ყველაზე მეტად ჩამოჰგავდა ძველ ამბებში მოხსენიებულ რაინ-
დებს და ისიც მეფის ქეშიკთაგანი იყო, მაგრამ რობმა თქვა, რომ მას
ძველი შლეგი მეფე ჰყავდა მოკლული და ქეშიკად აღარ უნდა ჩათ-
ვლილიყო. ცოცხალთა შორის უდიდესი რაინდი სერ ბარისტან სელ-
მი გახლდათ, ბარისტან მამაცი, მეფის დაცვის ლორდ-მეთაური. მა-
მა დაჰპირდა, მეფის საბიჯელში რომ ჩავიდოდნენ, სერ ბარისტან-
საც ნახავდნენ, და ბრანი თავისი ოთახის კედელზე ინიშნავდა დარ-
ჩენილ დღეებს, ერთი სული ჰქონდა, წასულიყო და თავისი თვალით
ენახა ის სამყარო, რომელზედაც აქამდე მხოლოდ ოცნებობდა, და-
ეწყო ცხოვრება, რომელიც ძლივს თუ წარმოედგინა.
მაგრამ ახლა, როდესაც უკანასკნელი დღეღა დარჩენოდა, ბრან-
მა დაბნეულობა იგრძნო. ვინტერფელი ის ერთადერთი ადგილი
იყო, რომელიც მას თავის სახლად მიაჩნდა. მამამ უთხრა, რომ
სახლს დღეს უნდა გამომშვიდობებოდა, და ბრანიც ცდილობდა. რო-
დესაც ნადირობის მონაწილენი წავიდნენ, მან ციხე-კოშკი დაიარა,
აპირებდა, მოენახულებინა ყველა, ვისაც კი ტოვებდა: მოხუცი ნე-

117
ნი..და მზარეული გეიჯი, მიკენი თავის სამჭედლოში, ჰოდორი,
მეჯინიბე ბიჭი, რომელიც სულ იღიმებოდა, ბრანის პონის უვლი-
და და ერთადერთი სიტყვა, რომელსაც წარმოთქვამდა, მისივე
სახელი „ჰოდორი” იყო; სათბურების მომვლელი კაცი, მაყვლით
რომ უმასპინძლდებოდა ხოლმე, როცა ბრანი ესტუმრებოდა...
მაგრამ არაფერი გამოუვიდა. იგი თავდაპირველად საჯინი-
ბოს ეწვია, ბაგაში მდგომი თავისი პონი მოინახულა – თუმც ეს
უკვე აღარც იყო მისი პონი, მას ნამდვილ ცხენს აძლევდნენ და
პონი წარსულში რჩებოდა, და ბრანს ანაზდად მოუნდა, ჩამჯდა-
რიყო და ეტირა. იგი შეტრიალდა და გაიქცა, სანამ ჰოდორი და
სხვა მეჯინიბეები თვალებზე მომდგარ ცრემლს შენიშნავდნენ.
ამით დასრულდა კიდევაც მისი გამომშვიდობებები. ამის ნაც-
ვლად ბრანმა მთელი დილა საღვთო ტყეში გაატარა, ცდილობ-
და, თავისი მგლისთვის ჯოხის მოტანა ესწავლებინა, მაგრამ ვე-
რაფერი მოახერხა. ლეკვი მამამისის საძაღლის ნებისმიერ მწე-
ვარზე უფრო გონიერი იყო და ბრანს შეეძლო დაეფიცა, რომ მას
ესმოდა თითოეული სიტყვა, რასაც პატრონი ეუბნებოდა, უბრა-
ლოდ, ჯოხების დევნა არ ეხალისებოდა.
ბრანს ჯერაც ვერ გადაეწყვიტა, რა შეერქმია ლეკვისთვის.
რობი თავისას რუხ ქარს ეძახდა, რადგან ის ძლიერ სწრაფად
დარბოდა. სანსამ თავისას ლედი დაარქვა, არიამ კი რომელი-
ღაც ძველი გრძნეული დედოფლის, სიმღერათა გმირი ქალის სა-
ხელი გამოჩხრიკა. პატარა რიკონი თავის ლეკვს ბურძგლა-
ძაღლს ეძახდა, ბრანის აზრით, ეს სახელი მგელსაზარას სრუ-
ლიადაც არ შეეფერებოდა. ჯონის თეთრ მგელს ლანდი ერქვა.
ბრანს რომ მოჰფიქრებოდა, თავისასაც ამ სახელს დაარქმევდა,
თუმცა მისი ლეკვი თეთრი არ იყო. ბოლო კვირებში მან ასობით
სახელი მოსინჯა, მაგრამ არც ერთი არ ჟღერდა ისე, რომ მოსწო-
ნებოდა.

118
ბოლოს და ბოლოს, ჯოხით თამაშმა დაღალა და გადაწყვიტა, სა-
ცოცად წასულიყო. უკვე რამდენიმე კვირა იყო, რაც დალეწილ კოშ-
კზე არ ამძვრალა: ერთბაშად იმდენი რამ მოხდა, რომ არც კი ეცა-
ლა, აწი კი შესაძლოა, მეტად ვეღარც მოეხერხებინა. მან საღვთო
ტყე გადაირბინა, ოღონდ პირდაპირ არ გადაუჭრია, განზე დაიჭირა,
რათა ასცდენოდა ტბორს, სადაც გულის ხე იზრდებოდა.
გულის ხე ყოველთვის აფრთხობდა; ხეებს თვალები არ უნდა
ჰქონდეთ და არც მათი ფოთლები უნდა ჩამოჰგავდნენ ხელებსო, მი-
აჩნდა ბრანს. მგელი მის ფეხდაფეხ მოქროდა.
– შენ აქ დარჩი, – უთხრა ლეკვს, იარაღის საწყობთან ამოსული
ხეგუშაგას ძირს რომ მიადგნენ, – დაწექი. სწორია. ასე იყავი. მგელი
დაემორჩილა. ბრანმა ყურებს უკან მოფხანა, შემდეგ შებრუნდა,
შეხტა, დაბალ ტოტს ჩამოეკიდა და აიზიდა. ნახევარი ხე უკვე ათავე-
ბული ჰქონდა, სხარტად გადადიოდა ტოტიდან ტოტზე, როდესაც
მგელი წამოდგა და ყმუილს მოჰყვა.
ბრანმა დაბლა ჩაიხედა. მგელი დადუმდა და დაწვრილებული .
ყვითელი თვალებით მიაჩერდა. ბრანს უცნაურმა ჟრუანტელმა დაუ-
არა. კვლავ ზემოთ გასწია, ისევ აყმუვლდა მგელი.
– წყნარად! – ჩასძახა ბრანმა, – დაჯექი! მანდ იყავი. დედაჩემზე
უარესი ხარ.
ბრანი ხეზე მიძვრებოდა და ყმუილი მიაცილებდა, არც მიმწყდა-
რა, სანამ იარაღის საწყობის სახურავზე არ გადახტა და თვალს არ
მიეფარა.
ვინტერფელის სახურავები ბრანის მეორე სახლი იყო. დედას
ხშირად უთქვამს, რომ ბრანმა ცოცვა უფრო ადრე დაიწყო, ვიდრე
სიარული. ბრანს არ ახსოვდა, როდის აიდგა ფეხი, მაგრამ ვერც
იმას იხსენებდა, ცოცვა როდის დაიწყო, ასე რომ, დედა ალბათ მარ-
თალს ამბობდა.

119
პატარა ბიჭისთვის ვინტერფელი ქვის რუხი ლაბირინთი იყო,
ყველა მიმართულებით დაქსაქსული კედლებით, კოშკებით,
ეზოებითა და გვირაბებით. ციხე-კოშკის უძველეს ნაწილში პა-
ლატები ისე დამრეცილიყო, რომ ზუსტად ვერც იტყოდი, რომელ
სართულზე იმყოფებოდი. როგორც ერთხელ მაისტერმა ლუვინ-
მა უთხრა, ეს შენობა საუკუნეთა განმავლობაში იზრდებოდა,
როგორც ვეება ქვის მცენარე, ტოტები დაკორძილი, მსხვილი და
დაგრეხილი ჰქონდა, ფესვები კი ღრმად გაედგა მიწაში.
როდესაც ბრანი ამ ლაბირინთიდან გამოძვრა და ცის ახლოს
ამოყო თავი, მთელი ვინტერფელი თვალწინ გადაეშალა. მოს-
წონდა, რასაც ხედავდა: თავზემოთ მხოლოდ ფრინველები ტრი-
ალებდნენ, ციხე-კოშკის მთელი ცხოვრება კი სადღაც დაბლა
ჩქეფდა. ბრანს შეეძლო, საათობით მჯდარიყო ფორმადაკარ-
გულ, წვიმით ჩამორეცხილ გორგულიებს შორის, პირველი ცი-
ხის თავს რომ შემოხვეოდნენ, და თვალი მიედევნებინა ამ ცხოვ-
რებისთვის: ეზოში ხის თუ ფოლადის იარაღით მოვარჯიშე მეომ-
რებისთვის, სათბურებში ბოსტნეულის მოვლაში გართული მზა-
რეულებისთვის, საძაღლეში წინ და უკან მორბენალი მოუსვენა-
რი მწევრებისთვის, საღვთო ბაღის მდუმარებისთვის, სარეცხი
ჭის გვერდით მოქაქანე გოგოებისთვის. ამ დროს გრძნობდა,
რომ ციხე-კოშკის ბატონ-პატრონი იყო, და ასე სრულად რობიც
კი ვერასდროს შეიცნობდა ამ გრძნობას. ამ გზით მან ვინტერფე-
ლის საიდუმლოებებიც შეიტყო. მშენებლებს მიწა არსად მოეს-
წორებინათ – ვინტერფელის გალავნის შიგნით გორაკები და ვე-
ლები იყო მოქცეული. სამრეკლოს კოშკის მეოთხე სართული-
დან გამომავალი დახურული ხიდი საფრინველეს მეორე სარ-
თულს უერთდებოდა – ბრანმა ეს იცოდა. ისიც იცოდა, რომ შეიძ-
ლებოდა, სამხრეთის კარიბჭიდან შესულიყავი შიდა გალავნის
შიგნით, სამი სართულით მაღლა აცოცებულიყავი და მთელი

120
ვინტერფელისთვის შემოგერბინა ქვაში ჩართული ვიწრო გვირა-
ბით, მერე კი მიწის დონეზე გამოსულიყავი ჩრდილოეთის კარიბ-
ჭესთან, სადაც გალავანი მთელი თავისი ასფუტიანი სიმაღლით
წამოგადგებოდა თავს. ბრანი დარწმუნებული იყო, რომ ეს მაის-
ტერ ლუვინმაც კი არ უწყოდა.
დედამისს თავზარს სცემდა ფიქრი, რომ ერთ დღესაც ბრანი კედ-
ლიდან ჩამოვარდებოდა და თავს დაიღუპავდა. ბრანი არწმუნებდა,
ეს არ მოხდებაო, მაგრამ მას არ სჯეროდა. ერთხელ აიძულა შვილი,
დაჰპირებოდა, რომ არსად აძვრებოდა. ბიჭმა თითქმის ორ კვირას
მოახერხა, პირობა არ დაერღვია, თუმც მთელი ეს ხანი უბედური და
უხალისო იყო. ბოლოს და ბოლოს საძინებელი ოთახის ფანჯრიდან
გაიპარა, როდესაც მის ძმებს ეძინათ. დანაშაულის გრძნობით შეპ-
ყრობილმა, მან მეორე დღესვე აღიარა, რაც ჩაედინა. ლორდმა
ედარდმა იგი განსაწმენდად საღვთო ტყეში გაამწესა, მცველებიც
მიუჩინა, რათა ბრანი მთელი ღამით მარტო დარჩენილიყო და საკუ-
თარ ურჩობაზე დაფიქრებულიყო. მეორე დილით ბრანი ვერსად
იპოვეს. ბოლოს და ბოლოს მთელ კორომში ყველაზე მაღალი ხეგუ-
შაგას ტოტებში აღმოაჩინეს მძინარე.
მამა თუმც ბრაზობდა, სიცილი მაინც ვერ შეიკავა.
– შენ ჩემი შვილი კი არ ხარ, – უთხრა ბიჭს, როცა იგი დაბლა
ჩამოიყვანეს, – ციყვი ხარ ნამდვილი. ჰოდა, იყავი. თუ ცოცვის გა-
რეშე არ შეგიძლია, იცოცე, მაგრამ ეცადე, დედაშენმა არ დაგინა-
ხოს ხოლმე.
ბრანიც ცდილობდა, თუმც თავს არ იტყუებდა, დედა ვერაფერს
ხვდებაო. რაკი მამამ არ აუკრძალა, დედამ დახმარებისთვის სხვებს
მიმართა. ბებერმა ნენმა მას მოუთხრო ზღაპარი ერთ ცუდ ბიჭზე,
რომელიც ძლიერ მაღლა აძვრა და მეხი დაეცა, მერე კი ყვავები
მოფრინდნენ და თვალები ამოკორტნეს. ბრანზე ამას შთაბეჭდილე-
ბა არ მოუხდენია: დალეწილი კოშკის თავზე უამრავი ყვავის ბუდე
იყო, იქ ბრანის გარდა არავინ მიდიოდა, ბიჭს კი ზოგჯერ ჯიბეებით

121
ფეტვი აჰქონდა და ყვავები პირდაპირ მისი პეშვიდან კენკავ-
დნენ. არცერთ მათგანს არასოდეს გულშიც არ გაუვლია, მის-
თვის თვალების ამოკორტნა ეცადა.
ამის მერე მაისტერ ლუვინმა პატარა თიხის ბიჭუნა გამოძერ-
წა, ტიკინას ბრანის სამოსი ჩააცვა და გალავნიდან ქვემოთ, ეზო-
ში გადააგდო: ამით სურდა, ბრანისთვის ეჩვენებინა, რა მოუვი-
დოდა, თუკი ჩავარდებოდა. ეს საკმაოდ სახალისო იყო, მაგრამ
საბოლოოდ ბრანმა მაისტერს ჯიქურ შეხედა და უთხრა:
– მე თიხის არ ვარ. და, თანაც, არასოდეს ჩავვარდები. მერე
იყო და, ერთი ხანობა მცველები დასდევდნენ ხოლმე, თუკი სა-
ხურავზე თვალს მოჰკრავდნენ. ამაზე უკეთესი დროსტარება
ბრანს არ ახსოვდა. ძმებთან თამაშივით იყო, ოღონდ აქ ბრანი
მუდამ იმარჯვებდა ხოლმე. ვერც ერთი მცველი სანახევროდაც
ვერ უტოლდებოდა ცოცვაში, იორიც კი. უფრო ხშირად კი საერ-
თოდაც ვერ ამჩნევდნენ. ადამიანები მაღლა არასოდეს იცქირე-
ბიან. კიდევ ამის გამოც უყვარდა ცოცვა – ვითომც უჩინარი ყო-
ფილხარ. უყვარდა, როდესაც კედელზე იზიდებოდა მაღლა და
მაღლა, ქვას ქვაზე ასცდებოდა, ხელის და ფეხის თითებს მტკი-
ცედ აბჯენდა მათ შორის დარჩენილ ვიწრო ნაპრალებში. სანამ
აცოცდებოდა, ყოველთვის იხდიდა ჩექმებს და ფეხშიშველი რჩე-
ბოდა – ასე თითქოს ოთხი ხელი ჰქონდა ორის ნაცვლად. უყვარ-
და, ამის შემდეგ ყრუდ, საამოდ რომ უკვნესოდა კუნთები. მოს-
წონდა ჰაერი, მაღლა რომ ხვდებოდა – ზამთრის ატამივით ტკბი-
ლი და გრილი. მოსწონდა ჩიტებიც: დალეწილი კოშკის ბინადა-
რი ყვავები, ლოდებს შორის ნაპრალებში შებუდებული პაწია ბე-
ღურები, დაჩაჩანაკებული ბუ, რომელსაც ძველი არსენალის
მტვრიან სხვენში ეძინა. ბრანი ყველა მათგანს იცნობდა.

122
ყველაზე მეტად კი უყვარდა ისეთ ადგილებში ასვლა, სადაც სხვა
ვერავინ ადიოდა, და რუხი, განრთხმული ვინტერფელის იმგვარად
დანახვა, როგორც სხვა ვერავინ დაინახავდა. ამგვარი ცქერა მთელ
ციხე-კოშკს ბრანის საიდუმლო ალაგად ხდიდა.
მისი უსაყვარლესი საძრომიალო დალეწილი კოშკი იყო. ოდეს-
ღაც იგი საგუშაგო გოდოლი ყოფილიყო, ვინტერფელის ყველაზე
მაღალი შენობა. დიდი ხნის წინათ, მამამისის დაბადებამდეც კი
ასეულობით წლით ადრე, კოშკს მეხი დაეცა და ხანძარი გაუჩინა. შე-
ნობის ზედა მესამედი მის შიგნით ჩაიქცა და მას შემდეგ აღარც
აღუდგენიათ. მამამისი დროდადრო მსახურებს აგზავნიდა კოშკის
საძირკველში, რათა მათ ქვების გროვებში და დანახშირებულ, დამ-
პალ ძელებს შორის ჩაბუდებული ვირთხების სოროები მოესპოთ,
მაგრამ კოშკის უსწორმასწორო წვერზე ბრანისა და ყვავების გარდა
აღარავინ ადიოდა.
ბრანს კი იქ ასასვლელად ორი გზა ეგულებოდა. შეიძლებოდა,
პირდაპირ კოშკის ფერდს აჰყოლოდი, მაგრამ ქვები მოყანყალებუ-
ლი იყო, მათი შემაკავშირებელი დუღაბი დიდი ხნის წინ ქცეულიყო
მტვრად და ბრანს მთელი წონით დაყრდნობა არ სიამოვნებდა. ამას
ჯობდა, საღვთო ტყიდან დაეწყო, პირდაპირ მაღალ ხეგუშაგაზე აცო-
ცებულიყო, სახურავიდან სახურავზე ხტომით გადაეჭრა იარაღების
საწყობი და დაცვის დარბაზი – ოღონდ ფეხშიშველს, მცველებს რომ
არ გაეგონათ – და ამგვარად მიეღწია პირველი ციხის ყრუ კედელ-
თან. ეს ჩადგმული, მრგვალი გოდოლი, ციხის უძველესი ნაწილი,
სინამდვილეში უფრო მაღალი იყო, ვიდრე ჩანდა. ახლა აქ ვირთხე-
ბი და ობობებიღა ცხოვრობდნენ, მაგრამ ძველი ქვები საცოცად
მშვენივრად გამოდგებოდა. შეგეძლო, პირდაპირ აცოცებულიყავი,
მიგეღწია კიდესთან, საიდანაც გორგულიები ბრმად გადმოყუდე-
ბოდნენ სიცარიელეს, ქიმერიდან ქიმერაზე გადაქანებულიყავი
ხელმონაცვლებით და ამგვარად, ხელებზე დაკიდებულს შემოგევ-
ლო ჩრდილოეთის მხარე. აქედან, თუკი კარგად გაიწვართებოდი,

123
შეგეძლო მისწვდომოდი და გადაზიდულიყავი დალეწილ კოშ-
კზე, რომელიც ამ ადგილას პირველ ციხესთან საკმაოდ ახლოს
იხრებოდა. მერე ათიოდე ფუტსაც აივლიდი გაშავებულ ქვებზე,
წვერზე გახვიდოდი, მაღალ ბუდეებთან, და ყვავებიც მოგაკით-
ხავდნენ, ფეტვი ხომ არ მოგიტანიაო.
მკლავებზე დაკიდებული ბრანი ჩვეული, ძალდაუტანებელი
მოძრაობით მიქანაობდა ქიმერიდან ქიმერაზე, ხმები რომ ჩაეს-
მა. ისე გაოცდა, ლამის ხელი გაეშვა. რაც თავი ახსოვდა, პირვე-
ლი ციხე მუდამ უკაცრიელი იყო ხოლმე.
– მე ეს არ მომწონს, – ამბობდა ქალი. ქვემოთ კედელს ფან-
ჯრების მწკრივი გასდევდა და ხმა ამ მხარის ბოლო ფანჯრიდან
გამოდიოდა, – მარჯვენა შენ უნდა ყოფილიყავი.
– ღმერთებმა დამიფარონ, – ზანტად მიუგო მამაკაცის ხმამ,
– ეს საჩემო პატივი არაა. მეტისმეტად ბევრ მუშაობას მოით-
ხოვს. ბრანი ხელებზე ეკიდა და აყურადებდა, უეცრად გზის გაგ-
რძელების შეეშინდა. შეიძლება მისი ფეხისთვის მოეკრათ თვა-
ლი, როცა იგი ფანჯრის ზემოთ გაქანდებოდა.
– ვერ ხვდები, ამით რა საფრთხეში ვვარდებით? – განაგ-
რძობდა ქალი, – რობერტს ეს კაცი ძმასავით უყვარს.
– რობერტს თავისი ძმების ატანა არ აქვს. მაგრამ რა მისი
ბრალია. ჯერ მარტო სტანისი ვისაც გინდა, იმას დამართებს მუც-
ლის გვრემას.
– ნუ სულელობ. სტანისი და რენლი ერთია, ედარდ სტარკი კი
– სულ სხვა. რობერტი სტარკს ყურს დაუგდებს. ჯანდაბას წაუღია
ორთავე. უნდა დამეძალებინა, რომ შენ დაესახელებინე, მაგრამ
დარწმუნებული ვიყავი, სტარკი უარს ეტყოდა.
– ჩავთვალოთ, რომ გაგვიმართლა, – თქვა კაცმა, – მეფეს
იოლად შეეძლო, რომელიმე თავისი ძმა დაესახელებინა, ან
თუნდაც, ღმერთებმა ნუ ქნან, ნეკა. ამპარტავანი მტრების ნაც-
ვლად ღირსეული მტრები თუ მეყოლება, ღამით უფრო მშვიდად

124
დავიძინებ ხოლმე. ბრანი ხვდებოდა, რომ ისინი მამამისზე ლაპარა-
კობდნენ. სურდა, მეტი გაეგონა. კიდევ რამდენიმე ფუტიც... მაგრამ
ისინი დაინახავდნენ, ფანჯრის წინ თუ გაქანდებოდა.
– მოგვიწევს, თვალი არ მოვაცილოთ, – თქვა ქალმა.
– მე რომ შენი ყურება მირჩევნია? – უთხრა კაცმა, გაბეზრებული
ხმა ჰქონდა, – მოდი ისევ ჩემთან.
– ლორდ ედარდს არასოდეს არაფერი აინტერესებდა, რაც კი ყე-
ლის სამხრეთით ხდებოდა, – თქვა ქალმა, – არასოდეს. გეუბნები,
ჩვენ წინააღმდეგ წასვლა აქვს განზრახული. აბა, ისე თავის სამ-
ფლობელოებს რატომ მიატოვებდა?
– ათასი მიზეზი შეიძლება იყოს. მოვალეობა. ღირსება. სურს, მი-
სი სახელი უფრო ხმამაღლა გაჟღერდეს მატიანეში, ან ცოლს მო-
შორდეს, ან ორივე ერთად. იქნებ, უბრალოდ მოენატრა, ცხოვრება-
ში ერთხელ მაინც გათბეს.
– მისი ცოლი ლედი ერინის დაა. საოცარია, რომ ლიზა აქ არ
დაგვხვდა და თავისი ბრალდებები არ მოგვაგება.
ბრანმა დაბლა ჩაიხედა. ფანჯრებს ქვემოთ ვიწრო შვერილი გას-
დევდა, სულ რამდენიმე გოჯის სიგანისა. შეეცადა, შვერილისკენ
დაშვებულიყო. მეტისმეტად შორსაა. იქამდე ვერაფრით მიწვდებო-
და. – ზედმეტად შფოთავ. ლიზა ერინი დამფრთხალი ქათამია.
– ეს დამფრთხალი ქათამი ჯონ ერინის სარეცელს იყოფდა. – რა-
მე რომ სცოდნოდა, რობერტს მიადგებოდა, სანამ მეფის საბიჯელი-
დან მოკურცხლავდა.
– მას მერე, რაც რობერტი უკვე თანახმა იყო, მისი მიკნავებული
ბიჭი კასტერლის კლდეზე აღეზარდა? არა მგონია. იცის, რომ ბიჭის
სიცოცხლე მისი სიჩუმის მძევალია. იქნებ ახლა კიდევაც გათამამ-
დეს, რაკი თავი სამშვიდობოს დაიგულა, მაღლა, საარწივეში.
– ოჰ, ეს დედები, – კაცმა ეს სიტყვა გინებასავით წარმოთქვა, –
მე მგონი, შვილის გაჩენა რაღაცას უშავებს თქვენს გონებას. ყველა-
ნი გიჟები ხართ, – მან გაიცინა და სიცილის ხმა მწარედ გაისმა, –

125
ახლა რამდენიც უნდა, იმდენი გამამაცდეს. რაც არ უნდა იცო-
დეს, რაც არ უნდა ეგონოს, ვიციო, დამტკიცება არაფრის შეუძ-
ლია. – იგი წუთით დადუმდა, – თუ შეუძლია?
– შენ გგონია, მეფე მტკიცებულებას მოითხოვს? – თქვა ქალ-
მა, – გეუბნები, არ ვუყვარვარ-მეთქი.
– და ეს ვისი ბრალია, ძვირფასო დაიკო?
ბრანი შვერილს დააკვირდა. მეტისმეტად ვიწრო იყო დასახ-
ტომად, შეიძლებოდა ჩავარდნილიყო. მაგრამ თუკი ჩავარდნი-
სას ხელის ჩავლებას მოახერხებდა, მერე კი აიზიდებოდა...
ოღონდ ამას შესაძლოა, ხმაური გამოეწვია, და მათ ფანჯრიდან
გადმოეხედათ. დარწმუნებით არ იცოდა, რას ისმენდა, მაგრამ
ზუსტად ხვდებოდა, რომ ეს მისი ყურებისთვის არ იყო განკუთ-
ვნილი.
– შენც რობერტივით ბრმა ხარ, – ამბობდა ქალი.
– თუ ეს ნიშნავს, რომ ერთსა და იმავეს ვხედავთ, მაშინ მარ-
თალი ხარ, – მიუგო კაცმა, – მე ვხედავ კაცს, რომელიც უწინ
მოკვდება, ვიდრე თავის მეფეს უღალატებს.
– ერთს უკვე უღალატა, თუ დაგავიწყდა, როგორ იყო? – თქვა
ქალმა, – ო, არ უარვყოფ, რომ იგი რობერტის ერთგულია, ეს
ხომ ცხადზე უცხადესია. მაგრამ რა მოხდება, როდესაც რობერტი
მოკვდება და ტახტზე ჯოფი ავა? და რაც უფრო მალე მოხდება ასე,
ჩვენ ყველანი მით უფრო უხიფათოდ ვიქნებით. ჩემი ქმარი დღი-
თი დღე უფრო და უფრო მოუსვენარი ხდება. სტარკი გვერდში
რომ ეყოლება, კიდევ უარესი იქნება. ჯერაც შეყვარებულია მის
დაზე, იმ უღიმღამო, თექვსმეტი წლის პატარა მკვდარზე. ვინ იცის
როდის გადაწყვეტს, ვინმე ახალი ლიანას გამო თავიდან მომი-
ცილოს? ბრანს უცებ ძალიან შეეშინდა. ისღა უნდოდა, დაბრუნე-
ბულიყო, თავისი ძმები მოეძებნა. მაგრამ რას ეტყოდა მათ? ბრა-
ნი მიხვდა, რომ ფანჯარას უნდა მიახლოებოდა. უნდა დაენახა,
ვინ ლაპარაკობდა. კაცმა ამოიოხრა.

126
– ნაკლები უნდა იფიქრო მომავალზე და მეტი – ამწუთიერ სიამე-
ებზე. – მორჩი! – თქვა ქალმა. ბრანს სილის გაწვნის ხმა ჩაესმა, რა-
საც კაცის სიცილი მოჰყვა.
ბრანი აიზიდა, ქიმერაზე მოექცა და სახურავზე გადაძვრა. ეს უფ-
რო იოლი გზა იყო. სახურავს გაუყვა და მომდევნო ქიმერას მიუახ-
ლოვდა, იმას, რომელიც ზუსტად მოსაუბრეთა ფანჯრის თავზე იყო
გაწვდილი.
– ამ ლაპარაკმა გული გამიწვრილა, დაიკო, – თქვა კაცმა, – მო-
დი ჩემთან და გაჩუმდი.
ბრანი ქიმერას გადააჯდა, ფეხები მტკიცედ შემოაჭდო და თავ-
დაღმა შემოტრიალდა. ფეხებით ჩამოკიდებულმა ფრთხილად გაიწ-
ვდინა თავი ფანჯრისკენ. თავდაყირა ამობრუნებული ქვეყნიერება
უჩვეულო სანახავი იყო. მის ქვემოთ თავბრუდამხვევად ტორტმა-
ნებდა შიდა ეზო, ქვები ჯერაც სველი იყო მდნარი თოვლისგან.
ბრანმა ფანჯარაში შეიჭყიტა.
ოთახში ქალი და კაცი ერთმანეთს დასჭიდებოდნენ. ორივე შიშ-
ველი იყო. ბრანი ვერ ხედავდა, ვინ იყვნენ ისინი: კაცი ფანჯრისკენ
ზურგით იდგა და მისი სხეული ფარავდა ქალს, რომელიც კედელ-
თან მიემწყვდია.
რბილი, სველი ხმები გაისმა. ბრანი მიხვდა, რომ ისინი ერთმა-
ნეთს კოცნიდნენ. თვალებგაფართოებული, შიშით შეპყრობილი უც-
ქერდა, სუნთქვა ეკვროდა. კაცს ქალისთვის ფეხებს შორის შეეყო
ხელი და, როგორც ჩანს, სტკენდა, რაკი ქალი ხმადაბლა, ყრუდ აკ-
ვნესდა.
– მორჩი. – თქვა მან, – გაჩერდი, გაჩე. ო, გთხოვ, – მაგრამ და-
ბალი, სუსტი ხმით ლაპარაკობდა და კაცს არ იშორებდა. ხელები
თმებში შეუცურა, დაბურდულ ოქროსფერ თმებში, და კაცის სახე თა-
ვისი მკერდისკენ მიიზიდა.
ბრანმა დაინახა ქალის სახე. თვალები დახუჭული ჰქონდა, ბაგე
გაეპო და კვნესოდა. ოქროსფერი თმა სახეზე ეყრებოდა, რაკი თავი

127
წინ და უკან ექანებოდა, მაგრამ ბრანმა მაინც იცნო დედოფალი.
ალბათ, რაღაც ხმა დასცდა: ქალმა უცებ თვალები გაახილა და პირ-
დაპირ მას მიაშტერდა. და იკივლა.
მერე ყველაფერი ერთბაშად მოხდა. ქალმა კაცი გამალებით
მოიშორა, ყვიროდა და ბრანზე უთითებდა. ბრანი შეეცადა, აზი-
დულიყო და ორად მოიკეცა, ქიმერას ხელებით რომ მისწვდომო-
და. ზედმეტად ჩქარობდა. ხელები ამაოდ მოაფხაჭუნა გლუვ ქვა-
ზე, შიშით ატანილს ფეხები გაეშვა და ერთბაშად დასხლტა. ერთ
თავბრუდამხვევ, გამთანგველ წამში გვერდით ჩაუქროლა ფან-
ჯარამ, ბრანმა სცადა, ხელი ეტაცა შვერილისთვის, გაუსხლტა,
ისევ სტაცა მეორე ხელი. მაგრად მიეხეთქა შენობის კედელს.
დარტყმამ სული შეუგუბა. ბრანი ცალ ხელზე ქანაობდა და ქოში-
ნებდა. მის ზემოთ ფანჯარაში სახეები გამოჩნდა. დედოფალი. და
ბრანმა მის გვერდით მდგარი კაციც იცნო. ისინი სარკეში არეკ-
ლილებივით ჰგავდნენ ერთმანეთს. – დაგვინახა, – კიოდა ქალი.
– ჰო, მართალია, – თქვა კაცმა.
ბრანს თითები ეშვებოდა. მეორე ხელიც სტაცა შვერილს.
მტკიცე ქვას ფრჩხილებით იყო ჩაფრენილი. კაცმა ხელი ჩაუწ-
ვდინა. – მომეცი ხელი, სანამ ჩავარდნილხარ.
ბრანმა მკლავში ჩაავლო ხელი და მთელი ძალით ჩაებღაუჭა.
კაცმა იგი შვერილზე შეახტუნა.
– აბა რას შვრები? – აღშფოთდა ქალი.
კაცს არაფერი უპასუხია. ძლიერ ღონიერი იყო. ბრანი ახლა
რაფაზე შეაყენა.
– რამდენი წლის ხარ, ბიჭო?
– შვიდის, – მიუგო ბრანმა, შვებით ერთიანად ცახცახებდა.
მის თითებს კაცის მკლავზე ღრმა ნაჭდევები დაემჩნიათ. გაუბე-
დავად შეუშვა ხელი.
კაცმა ქალს გადახედა.

128
– რას არ იზამ სიყვარულისთვის, – უთხრა ზიზღით და ბრანს ხე-
ლი ჰკრა.
ბრანმა დაიყვირა და ზურგით გადაქანდა ცარიელ სივრცეში. ჩა-
საჭიდებელი არაფერი იყო. ეზო ერთბაშად ამოიჭრა მაღლა.
სადღაც მოშორებით მგელი ყმუოდა. დალეწილ კოშკს ყვავები
დასტრიალებდნენ ფეტვის მოლოდინში.

129
ტირიონი

130
სადღაც, ვინტერფელის უსასრულო ქვის ლაბირინთის სიღრმეებში,
მგელი აყმუვლდა. ხმა ციხე-კოშკს სამგლოვიარო დროშასავით ეკი-
და.
ტირიონ ლანისტერმა წიგნებს თვალი მოსწყვიტა და გააჟრჟო-
ლა, თუმც ბიბლიოთეკა მყუდრო და თბილი იყო. მგლის ყმუილი
კაცს როგორღაც ხელიდან აცლიდა საკუთარ „აქ და ახლას” და წარ-
მოსახვის უღრან, ბნელ ტყეში ტოვებდა, სადაც იგი დედიშობილა გა-
ურბოდა უკან ადევნებულ ხროვას.
როდესაც მგელსაზარა კვლავ აყმუვლდა, ტირიონმა მძიმე ტყა-
ვისყდიანი წიგნი დახურა. ეს იყო დიდი ხნის წინ გარდაცვლილი მა-
ისტერის საუკუნეების წინანდელი მოსაზრებანი წელიწადის დროთა
ცვლის შესახებ. დაამთქნარა და პირზე ხელის ზურგი აიფარა. მისი
ლამპარი ციმციმებდა, ზეთი თითქმის ჩალეულიყო, მაღალ ფან-
ჯრებს კი განთიადის შუქი ეპარებოდა. ტირიონს მთელი ღამე კით-
ხვაში გაეტარებინა, მაგრამ ამაში უჩვეულო არაფერი იყო. იგი
ძილს დიდად არასოდეს დაგიდევდათ.
მერხიდან რომ ჩამოძვრა, იგრძნო, რომ ფეხები გახევებოდა და
სტკიოდა. დაიზილა და, მცირე შვება რომ იგრძნო, მძიმედ წაჩლა-
ხუნდა სეპტონისკენ, რომელიც მაგიდას მისჯდომოდა, გადაშლილ
წიგნზე თავი ჩამოედო და წყნარად ფშვინავდა. ტირიონმა წიგნის სა-
თაურს შეავლო თვალი. ცხოვრება დიდი მაისტერ ეითელმურისა,
რასაკვირველია.
– ჩეილი, – მოუხმო წყნარად. ყმაწვილი კაცი შემცბარი წამოხტა,
თვალებს ახამხამებდა, ვერცხლის ძეწკვით ჩამოკიდებული ორდე-
ნის კრისტალი გამალებით უქანავებდა. – წავედი, ვისაუზმებ.
წიგნები თაროებზე დააბრუნე. ვალირიულ გრაგნილებს ფრთხი-
ლად მოეპყარი, პერგამენტი ძალიან გამომშრალია. აირმიდონის
„საომარი მანქანები” ერთობ იშვიათი რამაა, თქვენი კი ერთადერ-
თი სრული ასლია, რაც კი მინახავს.

131
ჩეილი უაზროდ მიშტერებოდა, სანახევროდ ჯერაც ეძინა. ტი-
რიონმა მოთმინებით გაუმეორა დავალება, სეპტონს მხარზე
დაჰკრა ხელი და თავის საქმეებთან დატოვა.
გარეთ გასულმა ტირიონმა მთელი მკერდით ჩაისუნთქა დი-
ლის ცივი ჰაერი და ბიბლიოთეკის კოშკზე გარედან შემოხვეული
ქვის კიბის ციცაბო, დამქანცველ საფეხურებს დაუყვა. ნელა მი-
იწევდა წინ: საფეხურები მაღალი და ვიწრო გამოეკვეთათ, მას კი
მოკლე, დაბრეცილი ფეხები ჰქონდა. რიჟრაჟში ვინტერფელის
გალავანი ჯერაც ბუნდოვნად ილანდებოდა, თუმც დაბლა ეზოში
უკვე ბევრი ხალხი მოჩანდა. ტირიონის ყურს სანდორ კლეგეინის
ჟღრიალა ხმა მისწვდა:
– რამდენ ხანს კვდება ეს ბიჭი. ნეტავ ცოტა დაეჩქარებინა. ტი-
რიონმა დაბლა ჩაიხედა და თავად ქოფაკიც დაინახა. იგი ჭაბუკი
ჯოფრის გვერდით იდგა, მათ გარშემო კი სკვაირები ირეოდნენ.
– უხმოდ მაინც კვდება, – მიუგო პრინცმა, – ეს მგელია, რომ აგ-
ვიკლო. წუხელ თითქმის არც მეძინა.
კლეგეინის გრძელი ჩრდილი მაგრად დატკეპნილ მიწაზე გა-
იწელა, როდესაც მისმა სკვაირმა თავზე შავი მუზარადი დაარქვა.
– შემიძლია, დავადუმო ეგ ქმნილება, თუკი ისურვებ, – თქვა ახ-
დილი ზუჩის მიღმიდან. მსახურმა ბიჭმა ხელში ორლესული მის-
ცა. მან იარაღს წონა მოუსინჯა, დილის ცივი ჰაერი გაკვეთა. მის
ზურგსუკან ეზოს ფოლადის ფოლადზე ჯახების ხმა ავსებდა.
ამ შენიშვნამ პრინცი, ჩანს, გაახალისა.
– ძაღლი ძაღლის ტყავის დასახევად გაგზავნო! – შესძახა
მან, – ვინტერფელში იმდენი მგელი დაფუთფუთებს, რომ სტარ-
კები ერთით მეტს, ერთით ნაკლებს ვერც მიხვდებიან!
ტირიონი ბოლო საფეხურიდან ეზოში ჩახტა.
– ნაძლევს ვდებ, ეგრე არაა, დისწულო. სტარკებმა თვლა ექ-
ვსის ზემოთაც იციან. ზოგი იმ პრინცისგან განსხვავებით, ვისი სა-
ხელიც ახლავე შემიძლია მოგახსენო.

132
ჯოფრის ეყო სინდისი, გაწითლებულიყო მაინც.
– ხმა არსაიდან, – წარმოთქვა სანდორმა. იგი თავისი მუზარა-
დიდან იმზირებოდა, თავს აქეთ-იქით ატრიალებდა, – ჰაერის უხი-
ლავი სულები!
პრინცი ახარხარდა, როგორც ყოველთვის, როდესაც მისი მცვე-
ლი ამ ფარსს წარმოადგენდა ხოლმე. ტირიონი ამას ჩვეული იყო. –
ქვემოთ ჩამოიხედე.
ახოვანმა სანდორმა მიწას დახედა და თითქოს ახლაღა შეამჩნია
იგი. – პატარა ლორდი ტირიონი! – თქვა მან, – ბოდიში მომითხო-
ვია. ვერ შეგნიშნე, აქ რომ იდექი.
– იცოდე, დღეს შენი თავხედობებისთვის არ მცხელა, – ტირიონი
დისწულს მიუბრუნდა, – ჯოფრი, კარგა ხანია, დროა, ლორდ ედა-
რდს და მის ქალბატონს ეახლო და თანაგრძნობა გამოუცხადო.
ჯოფრი ისე აღრენილი ჩანდა, როგორც მხოლოდ ყმაწვილ პრინცს
შეუძლია იყოს.
– ჩემი თანაგრძნობა რას უშველით?
– არაფერს, – უთხრა ტირიონმა, – და მაინც, ეს შენი ვალია. უკვე
ყველამ შეამჩნია, რომ არც კი მისულხარ.
– ეგ სტარკი ბიჭი ჩემთვის არაფერს ნიშნავს, – განაცხადა ჯოფ-
რიმ, – ქალების ღნავილს კი საერთოდ ვერ ვიტან.
ტირიონ ლანისტერი წამოიწია და დისწულს მაგრად გაულაწუნა
სახეში. ბიჭს ლოყა აუწითლდა.
– ერთი სიტყვაც, – უთხრა ტირიონმა, – და ისევ დაგარტყამ. –
დედას ვეტყვი! – წამოიძახა ჯოფრიმ.
ტირიონმა ისევ გაულაწუნა. ახლა ბიჭის ორივე ლოყას ცეცხლი
ეკიდა.
– კი ეტყვი დედაშენს, – უთხრა ტირიონმა, – მაგრამ მანამდე მი-
ეთრევი ლორდ და ლედი სტარკებთან, მათ წინაშე მუხლებზე დაეცე-
მი და მოახსენებ, რა ძალიან სწუხხარ, რომ მზად ხარ მათი სამსახუ-
რისთვის, თუკი უმცირესი რამ მაინც შეგიძლია გააკეთო მათთვის ან

133
მათი შინაურებისთვის ამ უიმედო ჟამს, და რომ ლოცულობ მათ-
თვის. გაიგე? კარგად გაიგე?
ბიჭს სახე ისე მოქცეოდა, გეგონებოდა, სადაცაა ატირდებაო.
მაგრამ არ ატირებულა, მოახერხა, ოდნავ დაექნია თავი, შემდეგ
შებრუნდა და თავქუდმოგლეჯილი გაიქცა ეზოდან, ხელი ლოყა-
ზე ჰქონდა აფარებული. ტირიონმა თვალი გააყოლა.
სახეზე ჩრდილი დაეცა. მობრუნდა და დაინახა, რომ თავზე
კლეგეინი წამოსდგომოდა მთასავით. მისი კუპრისფერი აბჯარი
თითქოს მზეს აბნელებდა, მუზარადზე ზუჩი ჩამოეწია. თავსარ-
ქმელს ხახადაფჩენილი შავი ძაღლის თავის ფორმა ჰქონდა და
საზარელი იყო სანახავად, თუმც ტირიონს მუდამ მიაჩნდა, რომ
ის ბევრად სჯობდა კლეგეინის საშინელ დამწვარ სახეს.
– პრინცი ამას არ დაგივიწყებს, პატარა ლორდო, – გააფ-
რთხილა ქოფაკმა. მისი სიცილი მუზარადიდან ყრუ გრუხუნად
გაისმა. – ნეტამც, – მიუგო ტირიონ ლანისტერმა, – და თუ და-
ავიწყდა, კარგი ძაღლი გამოდექი და შეახსენე, – მან ეზოს თვა-
ლი მოავლო, – თუ იცი, სად შეიძლება ჩემი ძმა ვნახო? – დედო-
ფალთან ერთად საუზმობს.
– აჰა, – ტირიონმა სანდორს უგულისყუროდ დაუქნია თავი
და თავისი დაგვაჯული ფეხებით რაც შეეძლო სწრაფად გასწია
ეზოდან, მიდიოდა და უსტვენდა. ვაი იმ რაინდს, ვინც დღეს ქო-
ფაკს პირველი შეერკინებაო, გაიფიქრა. კლეგეინი თავშეკავე-
ბით არასოდეს გამოირჩეოდა.
სასტუმრო სახლის დილის ოთახში ცივი, უსიხარულო ხემსი
იყო გაშლილი. ჯეიმი და სერსეი ბავშვებთან ერთად სუფრას მის-
ხდომოდნენ და ხმადაბლა საუბრობდნენ.
– რობერტი ჯერ არ ამდგარა? – იკითხა ტირიონმა და დაუპა-
ტიჟებლად მიუჯდა მაგიდას.

134
დამ გადმოხედა. სახეზე ნაცნობი მსუბუქი ზიზღი ეწერა, დაბადე-
ბის დღიდან მოყოლებული, ძმისთვის სხვაგვარად არც შეუხედავს.
– მეფეს საერთოდ არ უძინია, – უთხრა, – იგი ლორდ ედარდის
გვერდითაა. მათი საწუხარი ძლიერ ახლოს მიიტანა გულთან. – დი-
დი გულის პატრონია ჩვენი რობერტი, – ზანტად გაიღიმა ჯეიმიმ. იგი
იშვიათად თუ ეკიდებოდა რამეს სერიოზულად. ტირიონმა ეს იცოდა
და პატიობდა. ბავშვობის ხანგრძლივი, საზარელი წლების განმავ-
ლობაში ჯეიმი ერთადერთი იყო, ვისაც მისთვის სულ მცირე სიყვა-
რული ან პატივისცემა მაინც ეჩვენებინა, და ამის გამო ტირიონი
მზად იყო, ძმისთვის თითქმის ყველაფერი ეპატიებინა.
– პური, – უთხრა ტირიონმა მოახლოებულ მსახურს, – და ორი
ის პატარა თევზი, კიდევ კარგი მუქი ლუდიც, დასაყოლებლად. ჰო,
და ცოტა ლორი. ისე დაბრაწე, რომ გაშავდეს, – მსახურმა თავი და-
უკრა და გაეცალა. ტირიონი და-ძმას მიუბრუნდა. ტყუპები იყვნენ,
ქალი და კაცი. ამ დილით მთლად ერთნაირად გამოიყურებოდნენ.
ორივეს მუქი მწვანე სამოსი შეერჩია, მათ თვალებს შეხამებული. ქე-
რა კულულები მოხდენილი დაუდევრობით ჩამოშლოდათ, მაჯებზე,
თითებსა და კისრებზე კი ოქროს სამკაულები უბრწყინავდათ. ტირი-
ონმა გაიფიქრა, ნეტავ როგორი იქნებოდა, ტყუპისცალი რომ მყო-
ლოდაო, და გადაწყვიტა, ჯობს, არც ვიცოდეო. სარკეშიც კმაროდა
ყოველდღე საკუთარი თავის შეთვალიერება. კიდევ ერთი მისნაირი
– ამის გაფიქრებაც კი თავზარს სცემდა.
– რამე ახალი ხომ არ გაგიგია ბრანზე, ძია? – ჰკითხა პრინცმა
ტომენმა.
– წუხელ შევჩერდი ავადმყოფის ოთახთან. – მიუგო ტირიონმა,
– ცვლილებები არაა. მაისტერის აზრით, ეს საიმედო ნიშანია. – ნე-
ტა ბრანდონი არ მოკვდეს, – გაუბედავად თქვა ტომენმა. საყვარე-
ლი ბიჭი იყო. თავის ძმას არაფრით ჰგავდა, მაგრამ, თუკი ასეა, არც
ჯეიმსა და ტირიონს ეთქმოდათ ერთმანეთის ალი-კვალი. – ლორდ
ედარდს ძმა ჰყავდა, იმასაც ბრანდონი ერქვა, – ჩაფიქრდა ჯეიმი, –

135
ერთი მძევალთაგანი, ტარგარიენებმა რომ მოკლეს. ჩანს, უიღ-
ბლო სახელია.
– ეგრე ძალიან უიღბლოც არაა, – უთხრა ტირიონმა. მსახურ-
მა ლანგარი მიართვა. მან შავ პურს ყუა წაატეხა.
სერსეი ყურადღებით დააცქერდა.
– რას გულისხმობ?
ტირიონმა გვერდელად გაუღიმა.
– არაფერი, უბრალოდ, ტომენს შეიძლება ნატვრა აუხდეს.
მაისტერი თვლის, რომ ბიჭი შესაძლოა გადარჩეს.
მირცელამ სიხარულით შეჰყვირა, ტომენსაც მღელვარე ღი-
მილი გადაეფინა სახეზე, მაგრამ ტირიონი ბავშვებს როდი უც-
ქერდა. ჯეიმიმ და სერსეიმ სულ რაღაც წამით გაუყარეს ერთმა-
ნეთს თვალი თვალში, მაგრამ მას ეს მზერა არ გამოპარვია. შემ-
დეგ მისი და მაგიდას დააცქერდა.
– რა საცოდაობაა. ეს ჩრდილოელი ღმერთები ულმობლები
არიან, ბავშვს ამდენ ხანს რომ ტანჯავენ.
– რა თქვა მაისტერმა? – ჩაეკითხა ჯეიმი.
ჩაკბეჩისას ლორი ახრაშუნდა. ტირიონი ფიქრიანად ღეჭავ-
და, ბოლოს თქვა:
– ფიქრობს, ბიჭი სასიკვდილო თუ იყო, აქამდე მოკვდებოდა.
ოთხი დღე გავიდა და ცვლილებები არ ჩანს.
– ბრანი გამოკეთდება, ძია? – ჰკითხა პატარა მირცელამ. დე-
დამისის სილამაზე უნაკლოდ გამოჰყოლოდა, ხასიათი კი – სრუ-
ლიადაც არა.
– წელშია გაწყვეტილი, პატარავ, – უთხრა ტირიონმა, – და-
ცემისგან ფეხებიც დაემსხვრა. ახლა თაფლით და წყლით აცოც-
ხლებენ, შიმშილმა რომ არ მოუღოს ბოლო. იქნებ, თუკი გონს
მოვა, ნამდვილი საჭმლის ჭამა შეძლოს, მაგრამ ვეღარასოდეს
ივლის. – გონს თუ მოვა, – გაიმეორა სერსეიმ, – რამდენად შე-

136
საძლებელია? – ღმერთებმა იციან, – მიუგო ტირიონმა, – მაისტერი
მხოლოდ იმედოვნებს. – პური გაღეჭა და განაგრძო, – თუგინდ და-
ვიფიცებ, რომ ის მგელი აცოცხლებს. დღედაღამ მისი ფანჯრის ქვეშ
ზის და ყმუის. მაისტერმა თქვა, ერთხელ ფანჯარა მიხურეს, ხმა რომ
არ გაეგონათ, და ბრანი თითქოს დასუსტდა. როდესაც ფანჯარა გა-
მოაღეს, გულმა უფრო ძლიერად დაუწყო ფეთქვა.
დედოფალს შეაჟრჟოლა.
– რაღაც არაბუნებრივი არის ამ ცხოველებში, – თქვა მან, – სა-
შიშები არიან. არ დავუშვებ, რომელიმე მათგანი სამხრეთში წამოგ-
ვყვეს. – გაგიჭირდება მათი შეჩერება, დაიკო. იმ გოგოებს გვერდი-
დან არ სცილდებიან.
ტირიონი თავის თევზებს შეუდგა.
– ესე იგი, თქვენ მალევე მიემგზავრებით?
– მაგას მალე აღარ ჰქვია, – უთხრა სერსეიმ. მერე შუბლი შეიკ-
რა, – ჩვენ მივემგზავრებით? – გაიმეორა შეკითხვა, – ღმერთებო,
არ მითხრა, მე აქ ვრჩებიო.
ტირიონმა მხრები აიჩეჩა.
– ბენჯენ სტარკი ღამის ებგურში ბრუნდება და თავისი ძმის ბუშიც
თან მიჰყავს. ვფიქრობ, მათთან ერთად ხომ არ წავიდე და ვნახო ის
კედელი, რომელზეც ამდენი რამ გვსმენია.
ჯეიმიმ გაიღიმა.
– ხომ არ ვფიქრობთ, შავი შევიმოსოთ, ძვირფასო ძმაო?
ტირიონმა გაიცინა.
– მე და უბიწოების აღთქმა? ჩათვალე, დორნიდან მოყოლებუ-
ლი, კასტერლის კლდემდე მთელი ბოზები მათხოვრებად გადაიქცე-
ვიან! არა, მინდა, კედლის თავზე დავდგე და ქვეყნიერების კიდიდან
გადავაფსა – ეგაა და ეგ.
სერსეი ერთბაშად წამოდგა.
– საჭირო არაა, ბავშვებს ეს სიბინძურე ასმენინო. ტომენ, მირცე-
ლა, წავედით!

137
იგი სწრაფი ნაბიჯით გავიდა დილის ოთახიდან, უკან კაბის
გრძელ კალთას და თავის ნაშიერებს მიიყოლებდა.
ჯეიმი ლანისტერმა ფიქრიანად შეათვალიერა ძმა თავისი ცი-
ვი მწვანე თვალებით.
– სტარკი არასოდეს დათანხმდება, ვინტერფელი დატოვოს,
სანამ მის შვილს სიკვდილის აჩრდილი წამოსდგომია.
– წამოვა, თუკი რობერტი უბრძანებს, – თქვა ტირიონმა, –
რობერტი კი უბრძანებს. ასეა თუ ისე, ლორდი ედარდი ბიჭს მა-
ინც ვერაფერს შველის.
– მას შეუძლია, ბიჭის ტანჯვას ბოლო მოუღოს, – უთხრა ჯე-
იმიმ, – მე ასე მოვიქცეოდი, ჩემი შვილი რომ იყოს. გულმოწყა-
ლება ეგ იქნებოდა.
– ჯობს, ეს რჩევა ლორდ ედარდის ყურში არ ჩაგეწვეთებინა,
ძვირფასო ძმაო. არა მგონია, მადლობელი დაგრჩეს.
– ბიჭი რომც გადარჩეს, ხეიბარი იქნება. ხეიბარზეც უარესი.
საცოდაობა. მე კარგ, სუფთა სიკვდილს ვარჩევდი.
ტირიონმა მხრების აჩეჩვით უპასუხა და ამან კიდევ უფრო გა-
მოკვეთა მისი დაქანებული ბეჭები.
– რაც შეეხება საცოდაობას, – თქვა მან, – ნება მიბოძეთ, არ
დაგეთანხმო. სიკვდილი საზარელი დასასრულია და მეტი არა-
ფერი, როდესაც სიცოცხლე ათასი შესაძლებლობითაა სავსე.
ჯეიმიმ გაუღიმა.
– მაგალითად, შეიძლება პატარა გარყვნილი ჭინკა იყო, ხო?
– სწორედაც, – აღიარა ტირიონმა, – იმედი მაქვს, ბიჭი გონს მო-
ვა. ძალიან მაინტერესებს, რას იტყვის ერთი.
მის ძმას ღიმილი მოებრიცა, აეჭრა.
– ტირიონ, ძვირფასო ძმაო, – უთხრა მოღუშულმა, – ზოგჯერ
დამაეჭვებ და იმასაც მაფიქრებინებ, ნეტავ ვის მხარეზე დგას-
მეთქი. ტირიონს პირი თევზითა და პურით ჰქონდა გამოტენილი.

138
მან მაგარი მუქი ლუდი მოსვა, ლუკმა ჩაყლაპა და ჯეიმის ველური
ღიმილი მიაგება.
– აბა, რას ამბობ, ჯეიმი, ძვირფასო ძმაო, – უთხრა, – გულს
მტკენ. ხომ იცი, როგორ მიყვარს ჩემი ოჯახი.

139
ჯონი

140
ჯონი ნელა მიუყვებოდა საფეხურებს, ცდილობდა, არ ეფიქრა, რომ
შესაძლოა თავის სიცოცხლეში უკანასკნელად ადიოდა ამ კიბეზე.
ლანდიც უჩუმრად მოაბიჯებდა მის გვერდით რბილი თათებით. გა-
რეთ ქარბუქი ტრიალებდა და ციხე-კოშკის კარიბჭეში იჭრებოდა,
მაგრამ ქვის სქელი კედლების შიგნით ჯერაც სითბო და სიწყნარე
იდგა. ზედმეტი სიწყნარე, ჯონისთვის რომ გეკითხათ.
ბაქანს რომ მიაღწია, შიშით შეპყრობილი დიდი ხნით შედგა.
ლანდი დრუნჩით გაეხახუნა ხელზე. ამან სითამამე შესძინა. წელში
გაიმართა და კარი შეაღო.
ლედი სტარკი შვილის საწოლთან იჯდა. აგერ უკვე ორი კვირა იქ-
ნებოდა, იგი დღესა და ღამეს ამ ოთახში ატარებდა. ბრანს გვერდი-
დან წუთითაც არ მოსცილებია. მისთვის საკვები აქვე მოჰქონდათ,
ღამის ჭურჭელიც, ვიწრო და მაგარი ტახტიც შემოუტანეს დასასვე-
ნებლად, თუმც ამბობდნენ, თითქმის არც სძინავსო. შვილს საკუთა-
რი ხელით აჭმევდა, თაფლიან წყალს და ბალახების ნაყენს აძლევ-
და და ამით აცოცხლებდა. ერთხელაც არ გამოსულა ოთახიდან. ამი-
ტომ ჯონიც იქაურობას ახლოს არ ეკარებოდა.
მაგრამ ახლა მეტი დრო აღარ რჩებოდა.
იგი წუთით კარში გაჩერდა, ვერ ბედავდა, რამე ეთქვა ან ოთახში
შესულიყო. ფანჯარა ღია იყო. დაბლა მგელი ყმუოდა. ლანდმა, მისი
ხმა რომ ჩაესმა, თავი ასწია.
ლედი სტარკმა გამოხედა. თავიდან თითქოს ვერც კი იცნო. ბო-
ლოს თვალები დაახამხამა.
– აქ რა გინდა? – ჰკითხა უცნაურად დაცლილი, უგრძნობი ხმით.
– ბრანის სანახავად მოვედი, – მიუგო ჯონმა, – „ნახვამდის” სათ-
ქმელად.
ქალს სახე არ შესცვლია. გრძელი, მუქი ჩალისფერი თმა უსხივო
და აბურდული ჰქონდა. თითქოს ოცი წლით ერთბაშად დაბერებუ-
ლიყო. – ხომ უთხარი. ახლა წადი.

141
მისი არსების ნაწილს გაქცევა სურდა, მაგრამ იცოდა, ახლა
რომ წასულიყო, შესაძლოა, ბრანი ვეღარასოდეს ენახა. მღელ-
ვარემ, ოთახში ნაბიჯი შედგა.
– გთხოვ, – უთხრა ქალს.
მის თვალებში ცივად გაკრთა რაღაც.
– გითხარი, წადი-მეთქი. აქ არავის სჭირდები.
ოდესღაც ეს სიტყვები აქედან გააქცევდა. ოდესღაც შეიძლება
აეტირებინათ კიდეც. ახლა მხოლოდ ბრაზი მოჰგვარეს. სულ მა-
ლე იგი ღამის ებგურის შეფიცული ძმა იქნებოდა და კეტლინ
სტარკზე უარეს ხიფათს შეეყრებოდა პირისპირ.
– იგი ჩემი ძმაა. – თქვა.
– მცველებს ხომ არ დავუძახო?
– მიდი, დაუძახე, – ჯიქურ უთხრა ჯონმა, – მის ნახვას მაინც
ვერ დამიშლი, – მან ოთახი გადაჭრა, მწოლარეს მიუახლოვდა
ისე, რომ საწოლი მასა და ქალს შორის რჩებოდა, და ბრანს და-
ხედა. მისი ერთი ხელი დედას ხელში ეჭირა. თითები ფრინველის
ჭანგებს უგავდა. ეს არ იყო ბრანი, რომელსაც ჯონი იცნობდა.
სხეულიდან ხორცი ერთიანად გასცლოდა, კანი მჭიდროდ გა-
დაჰკვროდა ჯოხებივით ძვლებზე. ჯონი შეძრწუნდა, საბნის ქვეშ
მისი არაბუნებრივად მოქცეული ფეხები რომ შენიშნა. ჩაშავე-
ბულ ფოსოებში ჩაცვენილი თვალები ღია ჰქონდა, თუმც ვერა-
ფერს ხედავდა. დაცემას თითქოს დაეპატარავებინა. როგორღაც
ფოთოლს ჩამოჰგავდა, გეგონებოდა, პირველივე ძლიერი ქარი
მოწყვეტს და სამარეში ჩაასვენებსო.
და მაინც, ამ დამსხვრეული ნეკნების მყიფე ცხაურის ქვეშ
მკერდი სუსტი სუნთქვით აუდ-ჩაუდიოდა.
– ბრან, – წარმოთქვა ჯონმა, – ბოდიში, რომ აქამდე არ მო-
ვედი. მეშინოდა. – გრძნობდა, როგორ დაუცურდა ლოყებზე
ცრემლები.

142
ოღონდ ეს აღარ ანაღვლებდა. – არ მოკვდე, ბრან. გემუდარები.
ყველანი ველოდებით, გონს როდის მოხვალ. მეც, რობიც, გოგონე-
ბიც, ყველანი...
ლედი სტარკი თვალს არ აცილებდა. მას ყვირილი არ აუტეხავს,
ჯონმა ეს ნების დართვად მიიღო. ფანჯრის ძირას ისევ აყმუვლდა
მგელსაზარა. ლეკვი, რომლისთვისაც ბრანმა სახელის შერქმევა
ვერ მოასწრო.
– ახლა უნდა წავიდე, – უთხრა ჯონმა, – ძია ბენჯენი მიცდის.
ჩრდილოეთისკენ მივდივარ, კედელზე. დღესვე უნდა გავიდეთ, სა-
ნამ თოვლს დაუდვია. – მას ახსოვდა, რარიგ აღტაცებული იყო ბრა-
ნი მოსალოდნელი მოგზაურობით. ამის ატანა აღარ შეეძლო, მას-
თან ასეთი განშორება გულს უკლავდა. ცრემლები მოიწმინდა, და-
იხარა და მსუბუქად ეამბორა პირზე.
– მინდოდა, ჩემთან დარჩენილიყო, – ჩუმად თქვა ლედი სტარ-
კმა.
ჯონი დადარაჯებული მიაცქერდა, არ იცოდა, რის მოლოდინი
ჰქონოდა. ქალი ზედაც არ უყურებდა. მას ესაუბრებოდა, მაგრამ თან
ისე იქცეოდა, თითქოს ჯონი ოთახში არც ყოფილიყო.
– მაგისთვის ვლოცულობდი, – განაგრძო ერთფეროვანი ხმით,
– ჩემი უსაყვარლესი ბიჭი იყო. სეპტაში წავედი და შვიდგზის შევ-
თხოვე ღმერთის შვიდ სახებას, ნედს გადაეფიქრებინა მისი წაყვანა
და აქ, ჩემთან დაეტოვებინა. ზოგჯერ ლოცვა შეისმინება ხოლმე.
ჯონმა არ იცოდა, რა ეთქვა.
– ეს თქვენი ბრალი არ ყოფილა, – მოახერხა, ამოეთქვა უხერ-
ხული სიჩუმის მერე.
ქალმა ბოლოს და ბოლოს შეხედა, თვალებში შხამი ედგა.
– შენი ნუგეში არაფრად მჭირდება, ბუშო.
ჯონმა მზერა დახარა. ქალი ბრანის ხელს ეალერსებოდა. მან
ძმის მეორე ხელი აიღო, ჩიტივით თითებზე მოუჭირა.
– ნახვამდის, – უთხრა.

143
უკვე კართან მისულს ქალის ხმა წამოეწია.
– ჯონ, – დაუძახა მან. არ უნდა გაჩერებულიყო, მაგრამ ადრე
არასოდეს მიემართა ასე, სახელით. ჯონი მოტრიალდა და და-
ინახა, რომ ქალი სახეში მისჩერებოდა, თითქოს პირველად ხე-
დავდა.
– დიახ?
– ეს შენ უნდა მოგსვლოდა, – უთხრა ქალმა. შემდეგ ბრანს
მიუბრუნდა და მოთქმით ატირდა, მთელი სხეული უცახცახებდა.
ჯონს ადრე არასდროს ენახა იგი მტირალი.
ეზომდე ჩასასვლელი გზა უსაშველოდ გაიწელა.
გარეთ ხმაური და არეულობა დახვდა. ფორნები იტვირთებო-
და, მსახურები ყვიროდნენ, ცხენებს კაზმავდნენ და თავლებიდან
გამოჰყავდათ. მსუბუქი თოვა დაიწყო და ყველა წასვლის ფაცი-
ფუცში იყო.
მთელი ამ ალიაქოთის ცენტრში რობი იდგა, ისიც ბრძანებებს
გაიძახოდა, სხვა მეთაურთა დარად. ბოლო დროს თითქოს გაზ-
რდილიყო, ბრანის დაცემას და დედის უმწეობას თითქოს ძალა
შეემატებინა მისთვის. გვერდში რუხი ქარი ედგა.
– ძია ბენჯენი დაგეძებს, – უთხრა ჯონს, – აპირებდა, ერთი
საათის წინ უკვე გასული ყოფილიყო.
– ვიცი, – უთხრა ჯონმა, – ახლავე, – მან ხმაურსა და ალია-
ქოთს თვალი მოავლო, – წასვლა უფრო ძნელი ყოფილა, ვიდრე
მეგონა. – ჰო, ჩემთვისაც, – დაეთანხმა რობი. მის თმაში ჩაფრე-
ნილი ფანტელები სხეულის მხურვალებისგან დნებოდნენ და
წვეთებად იქცეოდნენ, – მოინახულე?
ჯონმა თავი დაუქნია, ხმას ვერ ენდო.
– არ მოკვდება, – თქვა რობმა, – ვიცი, ასეა.
– სტარკები ძნელი მოსაკლავები ხართ, – დაეთანხმა ჯონი.
ერთგვაროვანი და დაღლილი ხმა ჰქონდა. ამ სტუმრობამ მთე-
ლი ძალა გამოაცალა.
რობი მიხვდა, რომ რაღაც ვერ იყო რიგზე.

144
– დედაჩემმა... – წამოიწყო მან.
– იგი... კარგად შემხვდა, – უთხრა ჯონმა.
რობს აშკარად გულზე მოეშვა.
– კარგია, – თქვა და გაიღიმა, – აწი, როცა გნახავ, უკვე შავი გეც-
მევა.
ჯონმა თავს აიძულა, საპასუხოდ გაეღიმა.
– ყოველთვის მიყვარდა ეგ ფერი. როგორ გგონია, რამდენ ხან-
ში შემმოსავენ?
– საკმაოდ მალე, – შეჰპირდა რობი. ჯონი მიიზიდა და მხურვა-
ლედ მოეხვია, – მშვიდობით, სნოუ!
ჯონმაც გულში ჩაიკრა იგი.
– შენც ასევე, სტარკ. ბრანს მიხედე.
– მივხედავ, – ხვევნა შეწყვიტეს და უხერხულად მიაცქერდნენ
ერთმანეთს.
– ძია ბენჯენმა დამიბარა, თავლებთან გამეგზავნე, თუკი გნახავ-
დი, – უთხრა ბოლოს რობმა.
– ერთი გამომშვიდობებადღა დამრჩა, – მიუგო ჯონმა.
– მაშინ არ მინახავხარ, – გაეპასუხა რობი. ჯონმა იქვე დატოვა
იგი, თოვლზე მდგარი, ფორნებით, მგლებითა და ცხენებით გარშე-
მორტყმული. იარაღის საწყობამდე გზა მოკლე აღმოჩნდა. ჯონმა აი-
ღო თავისი შეკრულა და დახურული ხიდი გადაიარა.
არია თავის ოთახში იყო, გაპრიალებულ ძელქვის სკივრში
ბარგს ალაგებდა. სკივრი გოგონაზე უფრო დიდი იყო. ნიმერია ეხ-
მარებოდა: არია მხოლოდ მიუთითებდა, მგელი კი სირბილით გა-
დაჭრიდა ოთახს, კბილებში მოიგდებდა აბრეშუმის ქსოვილებს და
გოგონასთან მოჰქონდა. მაგრამ ლანდის სუნი რომ იკრა, ჩაჯდა და
მოსულებს შეჰყეფა.
არიამ მხარსუკან გამოხედა, ჯონის დანახვაზე ფეხზე წამოხტა და
გაჩხიკული მკლავებით კისერზე შემოეჭდო.

145
– მეშინოდა, რომ უკვე წახვედი, – თქვა სულშეგუბებულმა, –
გარეთ გამოსვლის ნება არ მაქვს, რომ მოვსულიყავი და გამოგ-
მშვიდობებოდი. – ახლა რაღა ჰქენი? – ცნობისწადილმა შეიპ-
ყრო ჯონი.
არიამ ხელი უშვა და დაიჭყანა.
– არაფერი. ჩალაგებულიც ვიყავი და ყველაფერი. – მან მი-
უთითა უზარმაზარ სკივრზე, რომელიც მესამედად თუ იყო სავსე,
და მთელ ოთახში მიმოფანტულ ტანსაცმელზე, – სეპტა მორდეი-
ნი ამბობს, ყველაფერი თავიდან უნდა გააკეთოო. თურმე ნუ იტ-
ყვი, ჩემი ნივთები სათანადოდ ფაქიზად არ ყოფილა დაკეცილი.
თურმე ნუ იტყვი, წესიერი სამხრეთელი ლედი თავის ტანსაც-
მელს სკივრში არ ყრის ასე, ძონძებივით.
– შენ კი მასე ქენი, დაიკო?
– აბა, ხომ მაინც ყველაფერი აირევა გზაში? – მიუგო არიამ,
– ვის რაში ენაღვლება, როგორ იქნება დაკეცილი? – სეპტა მორ-
დეინს, – უთხრა ჯონმა, – ისიც არა მგონია მოეწონოს, ნიმერია
როგორ გეხმარება. – ძუ ლეკვი უხმოდ მიაცქერდა თავისი მუქი
ოქროვანი თვალებით, – ეს ისე, სიტყვამ მოიტანა. რაღაც მაქვს
შენთვის, თან გასატანებლად, აი, ის კი ძალიან გულმოდგინედ
უნდა მოთავსდეს ბარგში.
გოგონას სახე გაუბრწყინდა.
– საჩუქარი?
– შეგიძლია, ასეც უწოდო. დაკეტე კარი.
აღტაცებულმა არიამ კართან მიირბინა და წინკარი მოათვა-
ლიერა. – ნიმერია, აქ მოდი. უდარაჯე. – მან მგელი გარეთ და-
ტოვა, ვინმეს მოახლოება რომ შეეტყობინებინა, და კარი მიხუ-
რა. ამასობაში ჯონმა თან მოტანილ ნივთს შემოხვეული ქსოვი-
ლი შემოაცალა და არიას გაუწოდა.

146
არიას თვალები გაუფართოვდა. მისნაირი, მუქი თვალები. – ხმა-
ლი, – ამოთქვა ხმადაბალი, მოგუდული ამოსუნთქვით. ქარქაში
რბილი რუხი ტყავისა ჰქონდა, ცოდვასავით დამყოლი. ჯონმა აუჩქა-
რებლად გააშიშვლა პირი, რათა არიას კარგად შეემჩნია ფოლადზე
ამსხლტარი ლურჯი ათინათი.
– ეს სათამაშო არ გეგონოს, – გააფრთხილა და, – ფრთხილად
იყავი, არაფერი გაიჭრა. ისეთი ბასრია, პარსვა შეიძლება. – გოგოე-
ბი არ იპარსებიან, – თქვა არიამ.
– ზოგჯერ არ აწყენდათ. დაგინახავს სეპტას ფეხები?
არიამ შეჰხითხითა.
– რა ძალიან წვრილია.
– შენც ხომ წვრილი ხარ, – უთხრა ჯონმა, – მიკენს საგანგებოდ
გავაკეთებინე. პენტოსში, მირში და სხვა თავისუფალ ქალაქებში
ასეთ ხმლებს ავაზაკები ხმარობენ. კაცს თავს ვერ წაასხეპ ამით,
მაგრამ სხარტი თუ ხარ, ბლომად ნასვრეტებს გაუკეთებ.
– მე ვარ ხოლმე სხარტი, – თქვა არიამ.
– მოგიწევს, ყოველდღე წაივარჯიშო, – ხმალი ხელში ჩაუდო, აჩ-
ვენა, როგორ დაეჭირა, და უკან დაიხია. – როგორ გრძნობ ხელში?
მოგწონს მისი ბალანსი?
– მგონი, კი.
– პირველი გაკვეთილი: წვეტიანი ბოლოთი უნდა აძგერო.
არიამ მკლავზე ბრტყლად გადაჰკრა ხმლის პირი. ჯონს ემწარა,
მაგრამ სახეზე უნებლიე ბედნიერი ღიმილი გადაეფინა.
– რომელი ბოლოთი უნდა ვაძგერო, კი ვიცი! – წამოიძახა არიამ.
მერე სახეზე ეჭვი გამოეხატა, – სეპტა მორდეინი წამართმევს. – ვერ
წაგართმევს, თუ არ ეცოდინება, რომ გაქვს.
– ვისთან ერთად ვივარჯიშო?
– ვინმეს იპოვი, – აღუთქვა ჯონმა, – მეფის საბიჯელი ნამდვილი
დიდი ქალაქია, ვინტერფელზე ათასჯერ უფრო დიდი. სანამ ამხანაგს

147
იპოვიდე, დააკვირდი, როგორ იბრძვიან სავარჯიშო ეზოებში.
ირბინე, ცხენი აჭენე: მოღონიერდი. და, რაც არ უნდა აკეთო...
არიამ იცოდა, ამ სიტყვებს რა მოჰყვებოდა. და ორივემ ერ-
თხმად წარმოთქვა:
– არ... უთხრა... სანსას!
ჯონმა თმები აუჩეჩა.
– მომენატრები, დაიკო.
არიას უცებ გამომეტყველება შეეცვალა, გეგონებოდა, სადა-
ცაა, ატირდებაო.
– ნეტავ შენც ჩვენთან ერთად მოდიოდე!
– სხვადასხვა გზებს ზოგჯერ ერთი და იმავე ციხე-კოშკისკენ
მივყავართ. ვინ იცის? – ახლა მეტ სიმხნევეს გრძნობდა. არ აპი-
რებდა, თავისთვის სევდის უფლება მიეცა. – ახლა ჯობს, წავიდე.
კედელზე მთელი წელი ღამის ქოთნების დაცლა არ ამცდება, ძია
ბენჯენს კიდევ თუ ვალოდინებ.
არია მისკენ გაექანა, ბოლოჯერ ჩასახუტებლად.
– ჯერ ხმალი დადე! – სიცილით გააფრთხილა ჯონმა. გოგო-
ნამ თითქმის მორცხვად გადადო მახვილი და ძმას კოცნა კოცნა-
ზე დააყარა.
როდესაც ჯონი კარისკენ შებრუნდა, არიამ ისევ ხმალს სტაცა
ხელი, ბალანსი მოუსინჯა.
– კინაღამ დამავიწყდა, – უთხრა ჯონმა, – ყველა გამორჩეულ
ხმალს სახელი აქვს.
– ყინულივით, ხომ? – გაეპასუხა არია და ხელში დაპყრობილ
მახვილს დახედა, – ამასაც ჰქვია რამე? ო, მითხარი!
– ვერ ხვდები? – გამოაჯავრა ჯონმა, – რა არის შენი უსაყვარ-
ლესი ნივთი?
არია საგონებელში ჩავარდნილი მიაჩერდა. მერე უცებ მიხ-
ვედრამ გაუნათა სახე. ისე უცებ მიხვდა, რომ ორივემ ერთად
წარმოთქვა: – ნემსი!

148
მისი კისკისის მოგონება ჯონს სითბოდ გაედევნა ჩრდილოეთის
გრძელ გზაზე.

149
დენერისი

150
დენერის ტარგარიენს თავისი ქორწილი ხალ დროგოსთან შიშითა
და ბარბაროსული ბრწყინვალებით სავსე დაამახსოვრდა. ქორწი-
ლი გალავნის გარეთ გაშლილ ველზე გადაიხადეს, რადგანაც დოთ-
რაკებს სწამდათ, რომ კაცის ცხოვრებაში ყველა მნიშვნელოვანი
მოვლენა ღია ცის ქვეშ უნდა მომხდარიყო.
დროგომ თავისი ხალასარი მოიწვია და ისინიც მოვიდნენ: ორ-
მოცი ათასი დოთრაკი მეომარი და აურაცხელი ქალი, ბავშვი და მო-
ნა. ქალაქის გალავნის გარეთ დაბანაკდნენ თავიანთი უკიდეგანო
ჯოგებით, დაგრეხილი ჩალით სასახლეები აღმართეს, თვალსაწი-
ერზე ყველაფერი გადაჭამეს და პენტოსის დარბაისელ მოსახლეო-
ბას დღითი დღე უფრო და უფრო აშფოთებდნენ.
– ჩემმა თანამოძმე მაგისტრებმა ქალაქის დაცვა გააორმაგეს, –
მოახსენა მათ ილირიომ ერთ საღამოს, როდესაც ისინი თაფლიანი
იხვისა და ხრაშუნა ნარინჯისფერი წიწაკის კერძით სავსე ლანგრებს
უსხდნენ ხალ დროგოს სასახლეში. ხალი თავის ხალასართან წავი-
და, თავისი სახლი კი დენერისსა და მის ძმას გადასცა ქორწილამდე.
– ჯობს, რაც მალე გავათხოვებთ პრინცესა დენერისს, სანამ პენტო-
სის ქონების ნახევარი დაქირავებული მეომრებისა და ავაზაკების
ხელში არ გადასულა, – გაიხუმრა სერ იორაჰ მორმონტმა. ლტოლ-
ვილმა რაინდმა მის ძმას იმ ღამესვე შესთავაზა ხმლით სამსახური,
როდესაც დენერისი ხალ დროგოს მიჰყიდეს, და ვისერისმა სიამოვ-
ნებით მიიღო შეთავაზება. მას შემდეგ მორმონტი მათი მუდმივი თა-
ნამეინახე შეიქნა.
მაგისტრმა ილირიომ ორად გაყოფილ წვერში ჩაიხითხითა, მაგ-
რამ ვისერისს არც გაჰღიმებია.
– ხვალვე გავათხოვებდით, თუ ხალი ისურვებს, – თქვა და დენის
გადახედა, მან თვალები დახარა, – ოღონდ ფასი გადაიხადოს. ილი-
რიომ ზანტად გადაკვანწა ხელი ჰაერში, კოტიტა თითებზე ბეჭდებმა
იელვეს.

151
– ხომ გითხარი, ყველაფერი მოგვარებულია. დამიჯერე. ხა-
ლი გვირგვინს დაგპირდა და მიიღებ კიდევაც.
– კარგი, მაგრამ როდის?
– როდესაც ხალი საჭიროდ მიიჩნევს, – მიუგო ილირიომ, –
ჯერ გოგოს მიიღებს; რომ შეირთავს, მერე მასთან ერთად ველე-
ბი უნდა გადაიაროს და ცოლი დოშ ხალინს წარუდგინოს ვაის
დოთრაკში. იქნებ ამის მერე მოიცალოს. თუკი ნიშნები ომის სი-
კეთეს აუწყებენ. ვისერისი მოუთმენლობით დუღდა.
– დავაფსი დოთრაკელების ნიშნებს. მამაჩემის ტახტზე უზურ-
პატორი ზის. რამდენ ხანს უნდა ვიცადო?
ილირიომ მძიმე მხრები აიჩეჩა.
– თითქმის მთელი შენი სიცოცხლე იცდიდი, დიდო მეფეო. რა
მნიშვნელობა აქვს კიდევ რამდენიმე თვეს ან რამდენიმე წელი-
წადს? სერ იორაჰმა, რომელსაც აღმოსავლეთით ვაის დოთრა-
კამდე ემოგზაურა, დასტურის ნიშნად თავი დაუქნია.
– მე მოთმინებას გირჩევდი, თქვენო მოწყალებავ. დოთრაკე-
ბი სიტყვას არ ტეხენ, მაგრამ თავად წყვეტენ, რა როდის გააკე-
თონ. უჩინო კაცი შეიძლება ხალს მოწყალებას ევედროს, მაგრამ
მისი კიცხვა არასოდეს უნდა გაბედოს.
ვისერისი აიბუძგლა.
– ენას მოუკელი, მორმონტ, თუ არ გინდა, ამოგაცალო. მე
უჩინო კაცი როდი ვარ, შვიდი სამეფოს კანონიერი ხელმწიფე
გახლავარ. დრაკონი მოწყალებას არასოდეს ითხოვს.
სერ იორაჰმა მოწიწებით დახარა მზერა. ილირიომ იდუმა-
ლად გაიღიმა და იხვს ფრთა ააგლიჯა. ნაზი ხორცის წიწკნას რომ
შეუდგა, თითებზე თაფლი და ცხიმი დასდინდა და წვერში ჩაეწვე-
თა. დრაკონები აღარ არიან, გაიფიქრა ძმას მიჩერებულმა დე-
ნიმ, თუმც ხმამაღლა თქმა ვერ გაბედა.

152
თუმც იმ ღამით ერთი დრაკონი ესიზმრა. ვისერისი სცემდა,
სტკენდა. თავად შიშველი იყო, შიშით მოდუნებული. ძმას გაუს-
ხლტა, მაგრამ სხეული თითქოს ზანტი, მოუქნელი გახდომოდა. ვი-
სერისმა ისევ დაარტყა. დენი წაბორძიკდა და დაეცა. „შენ დრაკონი
გამოაღვიძე!” გაჰკიოდა მისი ძმა და თან წიხლებს სცემდა, „დრაკო-
ნი გამოაღვიძე, დრაკონი გამოაღვიძე!” დენის ბარძაყები სისხლით
გაეწება. მან თვალები დახუჭა და აქვითინდა. თითქოსდა ამის პასუ-
ხად, გრგვინვა და ვეება კოცონის ტკაცუნის ხმა ჩაესმა. როდესაც გა-
მოიხედა, ვისერისი აღარსად ჩანდა, მის გარშემო ცეცხლის უზარმა-
ზარი სვეტები აღმართულიყო, შუა ცეცხლში კი დრაკონი იჯდა. მან
აუჩქარებლად მოაბრუნა ვეება თავი და, როდესაც მისი ბაჯაღლო
თვალები დენერისისას შეხვდა, გოგონას გამოეღვიძა. ერთიანად
ცახცახებდა და ოფლად იყო გაღვრილი. ასე ძალიან არასოდეს შე-
შინებია...
...სანამ ბოლოს და ბოლოს მისი ქორწილის დღე არ დადგა. ცე-
რემონია განთიადისას დაიწყო და ბინდამდე გრძელდებოდა. სმის,
ჭამის და ორთაბრძოლის დაუსრულებელი დღე იდგა. ჩალის სასახ-
ლეთა შორის მიწისგან გრძელი დახრილი ბაქანი ააგეს და დენი ზედ
დასვეს, ხალ დროგოს გვერდით, დოთრაკი ხალხის აბორგებული
ზღვის ზემოთ. მას ადრე არასდროს ეხილა ერთ ადგილას მოგროვი-
ლი ამდენი ადამიანი, არც ესოდენ უცნაურ და საზარელ ხალხს შეხ-
ვედროდა. ცხენთა ბატონები თავისუფალ ქალაქებში სტუმრობისას
იქნებ კიდევაც ეხვეოდნენ მდიდრულ ქსოვილებში და სურნელოვან
ინანთებსაც იპკურებდნენ, მაგრამ ქალაქების გარეთ, ღია ცის ქვეშ,
თავიანთ ძველ წესებს მისდევდნენ. ქალებსაც და კაცებსაც ერთნაი-
რი მოხატული ტყავის ჟილეტები ემოსათ შიშველ ტანზე, კანჭებზე კი
ძუის პაჭიჭები ამოეცვათ და ბრინჯაოს მონეტების წვივსაკრავებით
შეეკრათ. მეომრები გრძელ ნაწნავებს შიგნეულის ორმოებიდან
ამოღებული ქონით იპოხავდნენ. თაფლითა და წიწაკით შეზავებულ

153
ცხენის მწვადებს ნთქავდნენ, გონის დაკარგვამდე სვამდნენ ფა-
შატის მჟავე რძეს და ილირიოს ჩინებულ ღვინოებს და კოცონის
გარშემო შემომსხდარნი, ერთმანეთს ოხუნჯობებით უმასპინ-
ძლდებოდნენ ხეშეში, დენის სმენისთვის უცხო ხმით.
ვისერისი ზუსტად პატარძლის ქვემოთ დაესვათ, ახალი, შავი
შალის ტუნიკა ეცვა და მკერდზე მეწამული დრაკონი ჰქონდა გა-
მოსახული – დიდებულად გამოიყურებოდა. გვერდში ილირიო
და სერ იორაჰი მისხდომოდნენ. მათ საპატიო ადგილი ჰქონდათ
მიჩენილი, ზუსტად ხალის სისხლისმიერი მხედრების ქვემოთ,
მაგრამ დენი ძმის იისფერ თვალებში ჩამდგარ ბრაზს ამჩნევდა.
მას არ მოსწონდა დაზე დაბლა ჯდომა და გულს ასკდებოდა იმის
გამო, რომ მონები ყოველ კერძს ჯერ ხალსა და მის სასძლოს
სთავაზობდნენ, მასთან კი წყვილის დაწუნებული არჩივი მიჰქონ-
დათ. სხვა არაფერი დარჩენოდა, თავის აღშფოთებას დაჰგურგუ-
რებდა და სულ უფრო ეწამლებოდა გუნება, ყოველი ახალი შე-
ურაცხყოფის კვალდაკვალ. დენის არასოდეს უგრძნია თავი ისე
მარტოსულად, როგორც აქ, ამ უზარმაზარი ურდოს შუაგულში
ჩამჯდარი გრძნობდა. ძმამ უბრძანა, სახეზე ღიმილი ჰქონოდა
გადაფენილი, და ისიც იღიმებოდა, სანამ სახე არ დაეძაგრა და
უნებლიე ცრემლები არ მოადგა. ძალიან ეცადა, დაემალა ისინი,
რაკი იცოდა, როგორ განრისხდებოდა ვისერისი, დროგოს გა-
უგებარი რეაქციის შიშით. მასთან კერძები მიჰქონდათ: ხორცისა
და სქელი შავი საწებლების ნაზავი და დოთრაკული სისხლის
ღვეზელები, შემდეგ – ხილი, შაქარას ღეროები და პენტოსის
სამზარეულოებიდან მოზიდული ნატიფი ნამცხვრები, მაგრამ იგი
ყველაფერს ხელის აქნევით უარობდა. გულ-მუცელი ერეოდა და
იცოდა, ლუკმასაც ვერ შეირგებდა.
ხმის გამცემი არავინ ჰყავდა. ხალ დროგო ბრძანებებსა და
ოხუნჯობებს გადასძახოდა თავის სისხლისმიერებს და მათ პასუ-

154
ხებზე ხარხარებდა, გვერდით მჯდომ დენის კი ზედაც არ უყურებდა.
საერთო ენა არ გააჩნდათ: დენის დოთრაკული არ ესმოდა, ხალი კი
თავისუფალი ქალაქების მცხოვრები „ნაბიჭვარი ვალირიელების”
კილოკავზე ორიოდ სიტყვას აბამდა, მაგრამ შვიდი სამეფოს საერ-
თო ენის არაფერი გაეგებოდა. დენი ილირიოსთან ან თავის ძმასთა-
ნაც კი ინდომებდა საუბარს, მაგრამ ისინი მეტისმეტად შორს იყვნენ,
რამე რომ გაეგებინებინა.
და ისიც იჯდა, თავის საქორწილო აბრეშუმებში გამოხვეული,
თაფლით დამტკბარი ღვინის თასი ჩაებღუჯა და ხმადაბლა საუბრობ-
და თავისთავთან. მე დრაკონის სისხლთაგანი ვარ, ეუბნებოდა
თავს, მე დენერის გრიგალით შობილი ვარ, დრაკონის ქვის პრინცე-
სა, ეაგონ დამპყრობლის სისხლთაგანი და თესლთაგანი.
მზეს ცის თაღზე მეოთხედი გზაც არ აევლო, როდესაც მან პირვე-
ლად ნახა კაცის სიკვდილი. დოლები სცემდა და რამდენიმე ქალი
ხალის წინაშე ცეკვავდა. დროგო უძრავი სახით უცქერდა, მაგრამ
მისი თვალები მათ მოძრაობას მისდევდა და დროდადრო გადააბ-
ნევდა ხოლმე ბრინჯაოს მონეტებს, რომლებსაც ქალები ჩხუბით
იტაცებდნენ.
ქალებს მებრძოლებიც უცქერდნენ. ბოლოს ერთმა მათგანმა
წრეში შეაბიჯა, მოცეკვავეს მკლავში ჩაავლო ხელი, მიწაზე დააჩოქა
და იქვე შეაჯდა, როგორც ულაყი შეეტოტება ხოლმე ფაშატს. ილი-
რიოს ნათქვამი ჰქონდა, რომ შესაძლოა, ასეთი რამ მომხდარიყო:
„დოთრაკები ერთმანეთს საქონლის დარად თანაეყოფიან. ხალა-
სარში დაფარული არაფერია და ცოდვა და სირცხვილი მათ სხვაგ-
ვარად ესმით, ვიდრე ჩვენ”.
დენი რომ მიხვდა, რაც ხდებოდა, წყვილს შეშინებულმა აარიდა
თვალი. მაგრამ აქ მეორე მეომარი წამოდგა წინ, მერე მესამე და მა-
ლე ვეღარსად გაიხედავდი, შეერთებული წყვილები რომ არ დაგე-
ნახა. მერე ორი კაცი ერთსა და იმავე ქალს წაეტანა. დენერისს ჩაეს-
მა ყვირილი, ძიძგილაობას შეასწრო თვალი და უცებ, მეყსეულად

155
იელვეს გაშიშვლებულმა არახებმა – გრძელმა, სამართებელი-
ვით ბასრმა მახვილებმა, სანახევროდ ხმალს, სანახევროდ
ცელს რომ ჩამოჰგავდნენ. სიკვდილის ცეკვა დაიწყო, მებრძო-
ლები ერთმანეთს გარს უვლიდნენ და ხმლებს უქნევდნენ, ხან მი-
ეჭრებოდნენ ერთურთს, ხან უგანებდნენ; მახვილებს თავზემოთ
ატრიალებდნენ და მოწინააღმდეგეს ლანძღვით იკლებდნენ.
გარშემო არავის მოსვლია აზრად, მათ შუღლში ჩარეულიყო.
ყველაფერი ისევე უცებ დამთავრდა, როგორც დაიწყო. არა-
ხები ისე სწრაფად ელავდნენ, დენის თვალი ვერ მიედევნებინა.
ერთერთ მებრძოლს ნაბიჯმა უმტყუნა, მეორემ ბრტყელ ნახევარ-
წრედ მოიქნია მახვილი, ფოლადმა დოთრაკს სწორედ წელს ზე-
მოთ უწია და ხერხემლიდან ჭიპამდე გადახსნა, შიგნეულობა მი-
წაზე გადმოიყარა. მოწინააღმდეგე რომ მოკლა, გამარჯვებულმა
იქვე მდგომ ქალს წაავლო ხელი – სულაც არა იმას, ვის გამოც
ჩხუბში ჩაება – და იქვე, მაშინვე დაეუფლა. მონებმა გვამი გაათ-
რიეს და კვლავ ცეკვა გაჩაღდა.
მაგისტრმა ილირიომ დენი ამაზეც გააფრთხილა. „დოთრაკუ-
ლი ქორწილი უღიმღამოდ და უინტერესოდ ითვლება, სამიოდ
კაცი მაინც თუ არ მოიკლა”, ასე უთხრა. დენერისის ქორწილი,
ჩანს, განსაკუთრებით ხარისხიანი იყო: საღამომდე თორმეტი კა-
ცი მაინც შეიწირა.
რაც დრო გადიოდა, დენის ძრწოლა ემატებოდა, და ბოლოს
იმის ძალაღა შერჩა, რომ ყელს მოწოლილი კივილი შეეკავები-
ნა. მას თავზარს სცემდნენ დოთრაკები, რომელთა წესებიც უცხო
და ამაზრზენი ეჩვენებოდა და რომლებიც მის თვალში ადამიანე-
ბი კი არა, კაცის სახის მქონე მხეცები იყვნენ; აშინებდა საკუთა-
რი ძმა, მისი რისხვა, თუკი დენერისი იმედს გაუცრუებდა. ყველა-
ზე მეტად კი ეშინოდა იმისა, რაც ამაღამ უნდა მომხდარიყო, ვარ-

156
სკვლავების ქვეშ, როდესაც ძმა დენერისს ამ ბუმბერაზს ჩააბარებ-
და, ამ გოლიათს, რომელიც ახლა გვერდით მისჯდომოდა და სვამ-
და, ბრინჯაოს ნიღაბივით უძრავი და სასტიკი სახით.
მე დრაკონის სისხლთაგანი ვარ, კვლავ გაუმეორა თავს.
როდესაც ბოლოს და ბოლოს მზე ჩასასვლელად დაექანა, ხალ
დროგომ ხელი ხელს შემოჰკრა და დოლების ცემა, ყვირილი და ქე-
იფი ერთბაშად შეწყდა. დროგო წამოდგა და დენიც ზეზე წამოაყენა.
საქორწილო საჩუქრების მიღების დრო მოსულიყო.
და მან იცოდა: საჩუქრების შემდეგ, მზე რომ ჩავიდოდა, პირვე-
ლი ჭენების და მისი ქორწილის დაგვირგვინების დრო დადგებოდა.
დენი ცდილობდა, ეს ფიქრი მოეცილებინა, მაგრამ ის თავს არ ანე-
ბებდა. მკლავები ტანზე შემოიჭდო, რომ როგორმე ცახცახი დაეოკე-
ბინა. ძმამ, ვისერისმა, სამი მოახლე უძღვნა. დენიმ იცოდა, რომ მას
ეს საჩუქარი არაფრად დაუჯდა – უეჭველია, გოგონები ილირიომ
მისცა. ირი და ჟიქვი ხორბლისფერი დოთრაკები იყვნენ, შავი თმები
და ნუშივით თვალები ჰქონდათ; დორეა კი ქერა, ცისფერთვალა
ლაისელი გოგონა იყო. – ეს უბრალო მსახურები არ გეგონოს, ძვირ-
ფასო დაო, – უთხრა ძმამ, როდესაც გოგონები სათითაოდ წამოდ-
გნენ წინ, – ილირიომ და მე ისინი საგანგებოდ შენთვის შევარჩიეთ.
ირი ჯირითს გასწავლის, ჟიქვი – დოთრაკულ ენას, დორეა კი სიყვა-
რულის ქალურ ხელოვნებაში გაგიწაფავს. – მან მკრთალად გაიღი-
მა, – მართლაც რომ ოსტატია, ამას ილირიოც და მეც დაგიდასტუ-
რებთ.
სერ იორაჰ მორმონტმა ბოდიში მოიხადა თავისი საჩუქრის გა-
მო. – მცირედი ძღვენია, ჩემო პრინცესავ, მაგრამ ღარიბ ლტოლ-
ვილს მეტი ვერა მომიხერხებია, – უთხრა და მის წინ ძველი წიგნების
მომცრო დასტა დადო. დენერისმა დაინახა, რომ ეს შვიდი სამეფოს
მატიანეები და სიმღერები იყო, საერთო ენაზე დაწერილი, და მომ-
ძღვნელს გულით გადაუხადა მადლობა. მაგისტრმა ილირიომ ბრძა-

157
ნება ჩაიდუდუნა და ოთხი ზორბა მონა წინ გამოიჭრა, მათ ბრინ-
ჯაოთი შეჭედილი კედრის დიდი სკივრი მოჰქონდათ. როდესაც
სკივრი გახსნა, დენერისმა ნახა, რომ იგი თავისუფალი ქალაქე-
ბის ნარჩევი ხავერდითა და დიბა-ატლასით იყო სავსე... ხოლო
სულ ზემოდან რბილ ქსოვილებში ჩაბუდებული სამი უზარმაზარი
კვერცხი იდო. დენის სუნთქვა შეეკრა. ასეთი მშვენება მას არა-
სოდეს ენახა. ყოველი მათგანი დანარჩენთაგან განსხვავდებო-
და; იმგვარი მდიდრული ფერებით იყვნენ შემკული, რომ თავი-
დან დენერისს პატიოსანი თვლებით ეგონა მოოჭვილი; იმდენად
დიდები, რომ ასაღებად ორივე ხელით დასწვდა. ფრთხილად აი-
ღო ხელში, მოელოდა, რომ ნატიფი ფაიფურის ან თხელი მინან-
ქრის ნაკეთობა იქნებოდა, ან იქნებ მინისმბერის ნაოსტატარიც
კი, მაგრამ ის ბევრად უფრო მძიმე გამოდგა, თითქოს მთლიანი
ქვის ყოფილიყო. ნაჭუჭი ციცქნა ქერცლებით ჰქონდა დაფარუ-
ლი და, თითებში რომ შეატრიალა, გაპრიალებული ლითონის
დარად აელვარდნენ ჩამავალი მზის სხივებზე. ერთი მუქი მწვანე
იყო, ელვარე ბრინჯაოსფერი ლაქები აჩნდა, რომლებიც ჩნდე-
ბოდა და ქრებოდა, როდესაც დენი კვერცხს ხელში ატრიალებ-
და. მეორე ღია-კრემისფერი იყო, ოქროსფრად დაძარღვული.
მესამე – შავი, შუაღამის ზღვასავით ჩამუქებული, მაგრამ მის კუ-
ნაპეტ სიღრმეს მეწამული ჭავლების და ციდა მორევების ტრი-
ალი აცოცხლებდა.
– ეს რეებია? – იკითხა დენერისმა, ხმა გაბზარვოდა და აღტა-
ცებით ავსებოდა.
– დრაკონის კვერცხებია, ასშაის მიღმა ბინდის მიწებიდან ჩა-
მოტანილი, – მიუგო მაგისტრმა ილირიომ, – უსასრულო დრო-
ჟამმა ისინი ქვად აქცია, თუმც ჯერაც მშვენებით ელვარებენ.
– მუდამ თვალის ჩინივით მოვუფრთხილდები, – დენერისს
სმენოდა ამგვარი კვერცხების შესახებ, თუმც თვალით არასო-
დეს ეხილა და იმედიც არ ჰქონდა, რომ იხილავდა. ეს მართლაც

158
რომ მეფური საჩუქარი იყო, თუმც მან იცოდა, რომ ილირიოს შეეძ-
ლო, თავისთვის უფლება მიეცა, გულუხვი ყოფილიყო: დენის მიყიდ-
ვით ხალ დროგოსთვის თავის წილად იმდენი ცხენი და მონა მიით-
ვალა, ერთ გვარიან საბადებელს მარტო ის უდრიდა.
ხალის სისხლისმიერმა მხედრებმა მას ადათისამებრ სამი იარა-
ღი უძღვნეს, მართლაც ჩინებული ნივთები: ჰაგომ მას ვერცხლისტა-
რიანი, მძლავრი ტყავის მათრახი გადასცა, კოჰოლომ – ოქროფე-
რილი არახი, ქოთომ კი – დრაკონის ძვლის ორთაღიანი მშვილდი,
რომელიც სიმაღლით დენისაც აღემატებოდა. მაგისტრმა ილირიომ
და სერ იორაჰმა ასწავლეს, ამ საჩუქრებზე რაგვარ უარს მოითხოვ-
და მისგან ადათი:
– ეს დიდი მეომრის საკადრისი ძღვენია, ო, სისხლნო ჩემო სის-
ხლთაგანნო, მე კი ქალი ვარ მხოლოდ. დე, ჩემმა ქმარმა-ბატონმა
მოიხმაროს ისინი ჩემ ნაცვლად, – ამგვარად, ხალ დროგომაც მი-
იღო თავისი „საპატარძლო საჩუქრები”.
სხვა დოთრაკებმაც უამრავი საჩუქარი მიართვეს: ფეხსამოსი და
პატიოსანი თვლები, ვერცხლის რგოლები თმაში ჩასაბნევად, მონე-
ტების სარტყლები, მოხატული ჟილეტები და ფაფუკი ბეწვეული, ქვი-
შაბრეშუმი და ინანთეული, ნემსები, ბუმბულები და მეწამული მინის
პაწია ბოთლაკები, და კიდევ – ათასი თაგვის ტყავისგან შეკერილი
მოსასხამი.
– დიდებული ძღვენია, ხალესი, იღბლიანი, – შეაქო მაგისტრმა
ილირიომ ეს ბოლო საჩუქარი, მას მერე, რაც დენერისს აუხსნა, თუ
რა იყო იგი.
საჩუქრები ვეება გროვებად ეწყო მის გარშემო, უფრო მეტი, ვიდ-
რე ოდესმე წარმოედგინა, მეტი, ვიდრე ოდესმე შეეძლო, ესურვა ან
გამოეყენებინა.
ყველაზე ბოლოს დროგომ თავისი საპატარძლო ძღვენი გამოაბ-
რძანა. როდესაც მან დენერისის გვერდით საპატიო ადგილი დატო-

159
ვა, ბანაკის შუაგულიდან მომლოდინე სიჩუმე დაიძრა და მთელ
ხალასარს მოედო. დაბრუნებული ხალის წინაშე დოთრაკელ
მეძღვნეთა ხშირი წყება გაიპო და მან დენის ცხენი მიჰგვარა.
ეს ახალგაზრდა ფაშატი იყო, მკვირცხლი და დიდებული. დე-
ნის ცხენების შესახებ მხოლოდ იმდენი თუ გაეგებოდა, რომ მიმ-
ხვდარიყო: ეს არ იყო ჩვეულებრივი პირუტყვი. რაღაც ისეთი
ჰქონდა, რაც დენერისს აღტაცებით სულს უგუბებდა. ზამთრის
ზღვასავით რუხი იყო და ვერცხლის კვამლის დარი ფაფარი ეყა-
რა. ხალ დროგომ რაღაც წარმოთქვა დოთრაკულად და მაგის-
ტრმა ილირიომ გადათარგმნა: – ფაფრის ვერცხლი შენი თმის
ვერცხლის საფერიაო, ხალი ამბობს. – რა მშვენიერია! – ჩაიბუტ-
ბუტა დენიმ.
– მთელი ხალასარის სიამაყეა, – მიუგო ილირიომ, – ადათის
მიხედვით, ხალესი მისი ადგილის შესაფერის ცხენს უნდა აჭენებ-
დეს, მისი ადგილი კი ხალის გვერდითაა.
დროგო წინ წამოდგა და ხელები წელზე წაავლო, ბავშვივით
მსუბუქად აიტაცა და ვიწრო დოთრაკულ უნაგირში ჩასვა – ასეთ
პატარა უნაგირებს დენი ჩვეული არ იყო. იგი ერთხანს დაბნეული
იჯდა. არავის გაუფრთხილებია, ახლა როგორ უნდა მოქცეული-
ყო. – რა უნდა ვქნა? – ჰკითხა ილირიოს.
მის ნაცვლად სერ იორაჰ მორმონტმა გასცა პასუხი:
– სადავეები აიღე და გასწი. შორს წასვლა არ მოგიწევს. დე-
ნიმ შიშით წამოკრიფა სადავეები და ფეხები მოკლე უზანგში შედ-
გა. იგი დიდი ვერაფერი ცხენოსანი იყო, უფრო მეტად გემით, ეტ-
ლით ან ტახტრევნით მგზავრობდა ხოლმე, ვიდრე ამხედრებუ-
ლი. ღმერთებს შეევედრა, არ ჩამოვარდნილიყო და თავი არ შე-
ერცხვინა, და ფაშატს ოდნავ, გაუბედავად შეეხო მუხლებით.
და, პირველად ბოლო დღეების განმავლობაში, შიში სრული-
ად გადაავიწყდა. ან იქნებ საერთოდაც პირველად – მთელ მის

160
ცხოვრებაში? ვერცხლისფერ-რუხი ფაშატი რბილი, ხავერდოვანი
ნაბიჯით დაიძრა და მათ წინ ბრბო ორად გაიპო. ყველას თვალი მას
უმზერდა. დენიმ იგრძნო, რომ უფრო სწრაფად მიქროდა, ვიდრე გა-
ნიზრახავდა, მაგრამ ეს აღტაცებას უფრო ჰგვრიდა, ვიდრე შიშს.
ცხენი ნავარდით გაიჭრა წინ და დენიმ გაიღიმა. დოთრაკები ერ-
თმანეთს აწყდებოდნენ, მისთვის გზა რომ მიეცათ. ფაშატი მუხლე-
ბის ოდნავ შეხებას, სადავის უმსუბუქეს მოზიდვას პასუხობდა.
ცხენი გააჭენა, დოთრაკები ყიჟინასა და სიცილს მიადევნებდნენ
და გვერდზე ხტებოდნენ გზის დასაცლელად. როდესაც ცხენი უკანვე
შემოაბრუნა, წინ, ზედ მის გზაზე, ცეცხლით ამოვსებული ხრამი და-
ინახა. ორივე მხრიდან ხალხი შემოსდგომოდათ, გასაჩერებელი ად-
გილიც აღარ რჩებოდა. დენერისს დღემდე უცნობმა სიმამაცემ აუვ-
სო გული და ფაშატს სადავე მიანება.
ვერცხლისფერი ცხენი ფრთოსანივით გადაევლო ხრამს.
მაგისტრ ილირიოს წინ მოზიდა აღვირი და უთხრა:
– ხალ დროგოს უთხარი, რომ მას ჩემთვის ქარი უჩუქებია. სქელ-
მა პენტოსელმა ყვითელი წვერი ჩამოივარცხნა და მისი სიტყვები
დოთრაკულ ენაზე გაიმეორა. დენიმ ახალშერთული ქმრის ღიმილს
პირველად მაშინ მოჰკრა თვალი.
სწორედ იმ წამს მზის უკანასკნელი სხივიც მოეფარა პენტოსის
მაღალ გალავანს. დენის დროის შეგრძნება მთლად დაჰკარგოდა.
ხალ დროგომ სისხლისმიერ მხედრებს უბრძანა, მისთვისაც მიერ-
თმიათ მისი მოსხლეტილი წითელი ულაყი. სანამ ხალი ცხენს უნა-
გირს ადგამდა, ვისერისი ფარულად მიუახლოვდა ვერცხლოვან ფა-
შატზე მჯდომ დენის, თითები წვივში ჩაუჭირა და უთხრა:
– აამე იგი, ძვირფასო დაიკო, თორემ ვფიცავ, ნახავ, როგორ გა-
მოიღვიძებს დრაკონი – ისე, როგორც ადრე არასდროს გამოუღვი-
ძია.

161
ძმის ნათქვამმა კვლავ შიში მოჰგვარა. ისევ ბავშვად იგრძნო
თავი, ცამეტი წლის მარტოსულ გოგონად, რომელიც სრულია-
დაც არ იყო მზად იმისთვის, რაც უნდა გადახდომოდა.
ვარსკვლავები რომ აკიაფდნენ, ისინი გვერდიგვერდ გაუდ-
გნენ გზას, უკან მოიტოვეს მთელი ხალასარი და ჩალის სასახლე-
ები. ხალ დროგოს მისთვის ხმაც არ გაუცია, სწრაფი ჩორთით შე-
აგდო ცხენი მოხშირებულ ბინდში. ჭენებისას გრძელ ნაწნავში
ჩაბმული ვერცხლის ციდა ზანზალაკები უწკრიალებდა. „მე დრა-
კონის სისხლთაგანი ვარ”, ხმამაღლა ჩურჩულებდა დენერისი
და ქმარს მისდევდა, ლამობდა, მხნეობა მოეკრიბა, „დრაკონს
არასოდეს ეშინოდა”. შემდგომ მას ვერ გაეხსენებინა, რამდენ
ხანს ან რამდენად შორს იარეს, მაგრამ უკვე სრული სიბნელე
იდგა, როდესაც მომცრო მდინარის პირას გაშლილ მოლზე შე-
ჩერდნენ. დროგო ცხენიდან გადმოხტა და დენიც გადმოსვა მისი
ფაშატიდან. მის ხელებში თავი შუშასავით მსხვრევადი ეჩვენა,
ხელ-ფეხი ბამბად მოექცა. ასე უმწეოდ იდგა და თრთოდა, თავის
საქორწილო აბრეშუმებით მორთული, სანამ დროგო ცხენებს
აბამდა, და როდესაც იგი შემობრუნდა და შეხედა, ტირილი და-
იწყო.
ხალ დროგო მის ცრემლებს მიაჩერდა, სახე უცნაურად დაც-
ლილი და უმეტყველო ჰქონდა.
– არა, – უთხრა, ხელი ასწია და დაკოჟრილი ცერით უხეშად
მოსწმინდა ცრემლები.
– შენ საერთო ენაზე ლაპარაკობ, – უთხრა გაოცებულმა დე-
ნიმ. – არა, – გაიმეორა მან.
იქნებ ეს ერთადერთი სიტყვა იცისო, გაიფიქრა, მაგრამ ეს
ერთი სიტყვაც იმაზე მეტი იყო, ვიდრე დენი მოელოდა, და ამის
გამო თავი როგორღაც უკეთ იგრძნო. დროგო სათუთად შეეხო
თმაზე, მისი ვერცხლისფერი დალალები თითებს შორის გაიცუ-
რა, თან წყნარად ბუტბუტებდა დოთრაკულ ენაზე. დენის სიტყვე-

162
ბის მნიშვნელობა არ გაეგებოდა, მაგრამ ხმაში სითბო და იმგვარი
სინაზე ისმოდა, რასაც იგი არაფრით არ მოელოდა ამ კაცისგან.
მან ნიკაპის ქვეშ ამოსდო თითი და სახე აუწია, და დენი ახლა
პირდაპირ თვალებში შესცქეროდა. დროგო მთასავით წამოსდგო-
მოდა თავს – თუმც სხვებსაც ყველას ასე ზემოდან დაჰყურებდა. მსუ-
ბუქად ამოსდო ხელები მკლავების ქვეშ, ასწია და მდინარის პირას
მომრგვალებულ ლოდზე დასვა. თავად მის პირისპირ ფეხმორ-
თხმით დაჯდა მიწაზე და ასე მათი სახეები ერთ სიმაღლეზე აღმოჩ-
ნდა.
– არა, – კვლავ გაიმეორა.
– მარტო ეს სიტყვა იცი? – ჰკითხა დენიმ.
დროგოს არ უპასუხნია. გრძელი მძიმე ნაწნავი ზურგსუკან მიწა-
ზე დასთრევდა. მარჯვენა მხარზე გადმოიტარა და სათითაოდ დაიწ-
ყო ზანზალაკების გამოცლა. მცირე ხნის მერე დენი წინ გადაიხარა
და მიეშველა. როდესაც დაასრულეს, დროგომ ხელით ანიშნა. დე-
ნიმ გაიგო. ნელა, ფრთხილად დაიწყო მისი ნაწნავის დაშლა. ამას
კარგა ხანი დასჭირდა. მთელი ეს დრო დროგო უსიტყვოდ იჯდა და
თვალს არ აშორებდა. როდესაც მთელი ნაწნავი დაიშალა, მან თავი
გაიქნია და თმა წყვდიადის მდინარედ დაეფინა ზურგზე, გაპოხილი,
მბზინავი. დენის არასდროს ეხილა ასეთი გრძელი, ასეთი შავი, ასე-
თი ხშირი თმა.
შემდეგ დროგოს ჯერი დადგა. მან დენის გახდა დაუწყო.
მარჯვე და გასაოცრად ნაზი თითები ჰქონდა. სათითაოდ,
ფრთხილად აცლიდა აბრეშუმის ნაკუწებს, დენი კი უძრავად იჯდა,
ხმას არ ძრავდა და თვალებში შესცქეროდა. როდესაც ხალმა პატა-
რა ძუძუები გაუშიშვლა, მან ვეღარ გაძლო, განზე გაიხედა და სიშიშ-
ვლე ხელებით დაიფარა.
– არა, – უთხრა დროგომ. ნაზად, მაგრამ მტკიცედ გააწევინა ხე-
ლები მკერდიდან და ისევ აუწია სახე, თვალებში რომ ჩაეხედა, –
არა, – კვლავ გაუმეორა. – არა, – ექოდ გაეპასუხა დენის ხმა.

163
მაშინ ფეხზე წამოაყენა და ახლოს მიიზიდა, აბრეშუმის უკა-
ნასკნელი ნაჭრების მოსაცილებლად. ღამის ჰაერი სუსხიანად
მოედო შიშველ კანზე. აკანკალდა, მკლავები და ფეხები დაებურ-
ძგლა. შიში იპყრობდა იმის გაფიქრებაზე, რაც ამის მერე უნდა
მომხდარიყო, მაგრამ კარგა ხანს არც არაფერი მოხდარა. ხალ
დროგო ფეხმორთხმული იჯდა და უცქერდა, მზერით ისრუტავდა
მის სხეულს.
შემდეგ კი შეეხო. თავიდან ნაზად, მერე უფრო ძალუმად. დე-
ნი გრძნობდა მისი ხელების საზარელ ძალას, მაგრამ არც ერ-
თხელ ოდნავადაც არ უტკენია. დენის ხელი პეშვში მოიქცია და
სათითაოდ მოეალერსა თითებზე, ფრთხილად დააყოლა ხელი
მის ფეხს. სახეზე მიეფერა, ყურების რკალი მოხაზა, პირის გარ-
შემო ნაზად შემოუტარა თითები. ორივე ხელი თმაში ჩაუყარა და
თითებით გადაუვარცხნა. შემდეგ შემოაბრუნა, ბეჭები დაუსრი-
სა, თითის სახსარი ხერხემალზე ჩამოუტარა. თითქოს საათები
გავიდა, სანამ ბოლოს და ბოლოს მკერდზე შეეხო. ძუძუების ქვეშ
სალუქ კანზე ეფერებოდა და ჟრჟოლას ჰგვრიდა. კერტებს წრი-
ულად ავლებდა ცერებს, სრესდა მათ ცერსა და საჩვენებელ თი-
თებს შორის, შემდეგ მოქაჩა – თავიდან ოდნავ, შემდეგ უფრო და
უფრო დაჟინებით, სანამ დენის კერტები არ გაუმაგრდა და აუკ-
ვნესდა.
შემდეგ შეჩერდა და დენი მუხლებზე დაისვა. გოგონას სახე
შეეფაკლა, სუნთქვა აუჩქარდა, გული უფართქალებდა. დროგომ
მისი სახე უზარმაზარ პეშვში მოიქცია და თვალებში ჩახედა.
– არა? – თქვა მან და დენიმ მის ხმაში შეკითხვა გაიგონა. მი-
სი ხელი ხელში აიღო და დაბლა, ფეხებს შორის გაჩენილი სის-
ველისკენ მიიზიდა.
– ჰო, – წაიჩურჩულა და მისი თითი ცხელ წიაღში შეიცურა.

164
ედარდი

165
ნაბათი განთიადამდე ერთი საათით ადრე გაისმა, ქვეყნიერება
ჯერაც უძრავი და რუხი იყო.
ალინმა მოურიდებლად შეანჯღრია და სიზმრები გაუფანტა.
ნედი ფეხარევით გამოვიდა განთიადისწინა სუსხში და ნახა, რომ
მისი ცხენი უკვე შეეკაზმათ, მეფე კი უკვე ამხედრებულიყო კიდე-
ვაც. რობერტს სქელი ყავისფერი ხელთათმანები ეცვა, მძიმე
ქურქი მოესხა და ჩაჩი ყურებზე ჰქონდა ჩამოფხატული – ნამდვი-
ლი ცხენზე შემჯდარი დათვი იყო.
– ადე, სტარკ! – დაიროხროხა მან, – ადე, ადე! სახელმწიფო
საქმეები გვაქვს გასარჩევი!
– რასაკვირველია, – მიუგო ნედმა, – შემობრძანდი, თქვენო
მოწყალებავ.
ალინმა მის წინ კარვის კალთა ასწია.
– არა, არა, არა, – იუარა რობერტმა. ყოველი სიტყვა პირი-
დან ორთქლთან ერთად სდიოდა, – ბანაკს უამრავი ყური ასხია.
ეგეც რომ არა, მინდა, ცხენით გავიარო და მოვსინჯო ერთი, ეს
შენი სამშობლო რა ხილია.
ნედმა დაინახა, რომ მეფის უკან სერ ბოროსი და სერ მერინი
ჩამდგარიყვნენ ათამდე მცველთან ერთად. სხვა რაღა დარჩენო-
და: თვალები უნდა მოეფშვნიტა, ჩაეცვა და ამხედრებულიყო.
ტემპს რობერტი კარნახობდა, თავის ზორბა შავ საბრძოლო
ცხენს გამალებით მიერეკებოდა, ნედი კი მის გვერდით მიაჭენებ-
და და ცდილობდა, არ ჩამორჩენოდა. ჭენებისას მეფეს შეკითხვა
მიაძახა, მაგრამ ქარმა სიტყვები გაფანტა და რობერტს მისი ხმა
არ გაუგონია. ამის შემდეგ ნედი უსიტყვოდ მიგელავდა. სულ მა-
ლე სამეფო გზიდან გადაუხვიეს და ჯანღით მობურული ბორცვე-
ბიანი ველებისკენ აიღეს გეზი. ამასობაში მცველები ჩამორჩნენ,
ყურსანიერს გასცდნენ, მაგრამ რობერტი ნაბიჯს არ ანელებდა.

166
ალიონი რომ ამოჩნდა, ისინი დაბალ ქედს მოექცნენ თავზე და აქ
მეფემ სადავე მოზიდა. ამ დროისთვის უკვე რამდენიმე მილით გა-
მოსცდენოდნენ მთავარ რაზმს. ნედმაც მის გვერდით შეაჩერა ცხე-
ნი.
რობერტი წამოწითლებული და გახალისებული ჩანდა.
– ღმერთებო! – შესძახა სიცილით, – რა კარგია, გარეთ გამოაღ-
წიო და ეს გზა, როგორც წესი და რიგია, ისე გალიო – ცხენით! გეფი-
ცები, ნედ, ამ ღოღვამ კაცი ჭკუიდან შეიძლება გადაგიყვანოს! – იგი,
რობერტ ბარათეონი, მოთმინებას ვერასოდეს დაიკვეხნიდა. – ეს
წყეული ბორბლებიანი სახლი, ეს ჭრიალი და მოთქმა, ყოველ გო-
როხზე ისე გადაღოღება, თითქოს მთაზე ადიოდე... გეუბნები, თუ ამ
უბადრუკობას კიდევ ჩაატყდება ღერში, ცეცხლს მივცემ, სერსეიმ კი
ფეხით იაროს! ნედს გაეცინა.
– მე კი ჩირაღდანს მოგაწვდი.
– აი, კაი კაცი! – მეფემ მხარზე დაჰკრა ხელი, – ლამისაა ყველა
მივატოვო და გზა განვაგრძო.
– მჯერა, გულით ამბობ, – ღიმილი გაუკრთა ნედს.
– კი, კი, – დაუდასტურა მეფემ, – რას იტყვი, ნედ? წარმოიდგინე:
მარტო მე და შენ ვიქნებით, ორი მოხეტიალე რაინდი სამეფო გზაზე,
წელზე ხმლები გვექნება, წინ კი, ღმერთებმა იციან, რა მოგველოდე-
ბა; და იქნებ ვინმე ფერმერის ქალმა ან ტავერნის მოახლემ გაგვით-
ბოს ამაღამ ლოგინები...
– ახ, ნეტამც კი შეგვეძლოს, – მიუგო ნედმა, – მაგრამ ახლა ვა-
ლი გვაკისრია, ჩემო უფალო... სახელმწიფოს წინაშე, შვილების წი-
ნაშე, მე – ჩემი ლედი-ცოლის, შენ კი – დედოფლის წინაშე. აღარ
ვართ ის ბიჭები, ოდესღაც რომ ვიყავით.
– შენ ხომ არასდროს ყოფილხარ „ის ბიჭი, ოდესღაც რომ ვიყა-
ვით”, – ჩაიბუზღუნა რობერტმა, – მით უარესი. და მაინც, იმ ერ-
თხელ... რა ერქვა იმ შენ საყვარელს? ბეკა? არა, ეგ ხომ ჩემი იყო,
ღმერთებმა უშველონ, შავი თმა ჰქონდა და უზარმაზარი თბილი

167
თვალები, შიგ დაიხრჩობოდი კაცი. შენი იყო... ალინა? არა. ერ-
თხელ ხომ მითხარი. მერილი? ხომ იცი, ვიზეც ვამბობ, შენი ბუშის
დედა?
– ვილა ერქვა, – მიუგო ნედმა ცივი თავაზით, – და მიჯობს,
ამაზე არ ვისაუბრო.
– ვილა. ჰო, – გაიბადრა მეფე, – იშვიათი გოგო უნდა ყოფი-
ლიყო, თუკი ლორდ ედარდ სტარკს ღირსება გადაავიწყა, თუნ-
დაც ერთი საათით. არასოდეს მოგიყოლია, როგორი იყო...
ნედს ბრაზით მოეკუმა პირი.
– არც ვაპირებ. შეეშვი მაგ ამბავს, რობერტ, თუ მართლა გიყ-
ვარვარ, როგორც ამბობ. მე ღირსება შევილახე და ღირსება შე-
ვულახე კეტლინს, ღმერთების და კაცთა წინაშე.
– ღმერთები შეგინდობენ, კეტლინს წესიერად არც კი იცნობ-
დი. – მე იგი ცოლად დავისვი. ჩემს ბავშვს ატარებდა.
– ძალიან მკაცრი ხარ საკუთარი თავის მიმართ, ნედ. ყოველ-
თვის ასე იყავი. დასწყევლოს ეშმაკმა, არავის სჭირდება, ლო-
გინში ბაელორ კურთხეული ეწვეს. – მან მუხლზე დაირტყა ხელი,
– კარგი, ეგრე იყოს, აღარ დაგაძალებ, თუ ასე ძალიან გხვდება
გულზე, მაგრამ, გეფიცები, ზოგჯერ ისეთი ჩხვლეტია ხარ, რომ
გერბად ზღარბი უნდა გქონდეს.
ამომავალმა მზემ განთიადის თეთრი ნისლები შუქის თითე-
ბით განგმირა. მათ ქვემოთ ფართო ველი გადაიშალა, უნაყოფო
და ლეგა, მის მოსწორებულ სიბრტყეს აქა-იქ ამოზიდული მოგ-
რძო, დაბალი ბორცვები არღვევდა.
ნედმა მეფეს მათზე მიუთითა:
– პირველ ადამიანთა ყორღანებია.
რობერტმა შუბლი შეიკრა.
– სასაფლაოზე მოვხვდით?
– ჩრდილოეთში ყოველ ფეხის ნაბიჯზე ყორღანებია, თქვენო
მოწყალებავ, – უთხრა ნედმა, – ძველი მხარეა.

168
– და ცივი, – ჩაიბურტყუნა რობერტმა და მოსასხამი უფრო მჭიდ-
როდ შემოიხვია. მათ უკან მცველებმა კარგა შორს შეაყენეს ცხენე-
ბი, ქედის ძირას დარჩნენ. – კარგი, აქ იმისთვის არ მომიყვანიხარ,
რომ საფლავებზე გალაპარაკო ან შენი ბუშის გამო წაგეჩხუბო. ღა-
მით მეფის საბიჯელიდან ლორდ ვარისის გამოგზავნილი მხედარი
მოვიდა. ნახე, – მეფემ ქამრიდან დაგრაგნილი ქაღალდი ამოიძრო
და ნედს გაუწოდა.
საჭურისი ვარისი მეფის მეჭორეთუხუცესი იყო. ახლა იგი რო-
ბერტს ემსახურებოდა, ისევე, როგორც ადრე – ეირის ტარგარიენს.
ნედმა მღელვარედ გაშალა გრაგნილი, ლიზასა და მის საშინელ
ბრალდებაზე ფიქრობდა, მაგრამ წერილი ლედი ერინს არ შეეხებო-
და.
– ეს ვინ შეგატყობინათ?
– გახსოვს სერ იორაჰ მორმონტი?
– თითქოს შემეძლოს, დამვიწყებოდა, – მოუჭრა ნედმა. დათვის
კუნძულელი მორმონტების გვარს ძველ, ამაყ და ღირსეულ ოჯახად
იცნობდნენ, თუმც მათი მამულები ცივი, შორი და ღარიბი იყო. სერ
იორაჰი შეეცადა, ოჯახის ხაზინა ტიროშელი მონებით მოვაჭრის-
თვის რამდენიმე დეზერტირის მიყიდვით შეევსო. რაკი მორმონტები
სტარკების ალმისმპყრობელები იყვნენ, მისი დანაშაული მთელ
ჩრდილოეთს ულახავდა ღირსებას. ნედი დათვის კუნძულამდე
გრძელ გზას არ დაერიდა, მისულმა კი ისღა აღმოაჩინა, რომ იორა-
ჰი გემში ჩამჯდარიყო და მის ხმალ ყინულს და მეფის სამსჯავროს
გაჰქცეოდა. მას შემდეგ ხუთი წელიწადი გავიდა.
– სერ იორაჰი ახლა პენტოსში იმყოფება და ძლიერაა მოწადი-
ნებული, მეფის პატიება დაიმსახუროს და დაბრუნება შეძლოს, –
აუხსნა რობერტმა, – ლორდი ვარისი მას მშვენივრად იყენებს.
– ანუ, მონებით მოვაჭრე მსტოვრად გადაქცეულა, – თქვა ნედმა
ამრეზით და წერილი უკან დაუბრუნა, – მერჩივნა, გვამად ქცეული-

169
ყო. – როგორც ვარისი მეუბნება, მსტოვრები გვამებზე უფრო გა-
მოსადეგები არიან. კარგი, იორაჰი იქით იყოს და, მისი შეტყობი-
ნება რას გეუბნება?
– რომ დენერის ტარგარიენი ვიღაც დოთრაკელ ცხენთა ბა-
ტონს მისთხოვდა. მერედა რაო? საქორწილო საჩუქარი გვაქვს
გასაგზავნი? მეფე მოიღუშა.
– ჰო, დანა კარგი საჩუქარი იქნებოდა. კარგი დანა, ბასრი, და
ერთიც – მამაცი კაცი, მოსაქნევად.
ნედს გაოცება არ გაუთამაშებია. რობერტი შეპყრობილი იყო
ტარგარიენთა სიძულვილით. მას ახსოვდა ფიცხელი სიტყვები,
რომლებითაც მან და რობერტმა ერთმანეთს მიმართეს მაშინ,
როდესაც ტაივინ ლანისტერმა რობერტს რეიგარის ცოლისა და
შვილების გვამები მიართვა ერთგულების ნიშნად. ნედი ამას
მკვლელობას უწოდებდა, რობერტი კი ომს არქმევდა. როდესაც
ნედმა აღშფოთებით განაცხადა, რომ პატარა პრინცი და პრინცე-
სა ჯერ მხოლოდ ბავშვები იყვნენ, მისმა ახლად გამომცხვარმა
მეფემ მიუგო: „მე აქ ბავშვებს ვერ ვხედავ. ვხედავ მხოლოდ დრა-
კონის ნაშიერებს”. ჯონ ერინმაც კი ვერ შეძლო ატეხილი გრიგა-
ლის დაშოშმინება. გააფთრებული ედარდ სტარკი იმავე დღეს
გაჭენდა, რათა სამხრეთში მარტოს გადაეხადა ომის უკანასკნე-
ლი ბრძოლები. ისინი ისევ სიკვდილმა შეარიგა: ლიანას სიკ-
ვდილმა და მისი წასვლით მოტანილმა საერთო მწუხარებამ.
ამჯერად ნედმა გადაწყვიტა, თავი შეეკავებინა.
– თქვენო მოწყალებავ, ეგ გოგონა ჯერ ლამის ბავშვია. შენ კი
ტაივინ ლანისტერი არ ხარ, უცოდველთა ჟლეტას რომ მიჰყო ხე-
ლი. – ამბობდნენ, რეიგარის პატარა ასული ატირებული გამო-
ათრიეს საწოლის ქვეშიდან და იქვე აკუწეს ხმლით. ბიჭი ჯერ კი-
დევ დედის მკლავებში მწოლარე ჩვილი იყო, მაგრამ ლორდ ტა-
ივინის ჯარისკაცებმა დედის მკერდს მოჰგლიჯეს და თავით კე-

170
დელს შეანარცხეს. – და კიდევ რამდენ ხანს დარჩება უცოდველი? –
რობერტმა კუშტად მოკუმა პირი, – ეგ ბავშვი სულ მალე ფეხებს გა-
ჩაჩხავს და, ჩემდა ჭირად, დრაკონის ნაშიერების ჩეკვას მოჰყვება.
– და მაინც, – მიუგო ნედმა, – ბავშვების მკვლელობა... ეს ბო-
როტება იქნებოდა... გაუგონარი ბოროტება.
– გაუგონარი?! – დასჭექა მეფემ, – გაუგონარი ის იყო, რაც ეი-
რისმა შენს ძმას დამართა. გაუგონარი ის იყო, მამაშენი როგორ
მოკვდა. და რეიგარი... როგორ გგონია, რამდენჯერ ახადა შენს დას
ნამუსი? რამდენ ასჯერ? – უკვე ისე ხმამაღლა ღრიალებდა, რომ მის-
მა ცხენმა შეშფოთებით დაიჭიხვინა. მეფემ პირუტყვის დასაშოშმი-
ნებლად მძლავრად დაქაჩა აღვირი და ნედს ბრაზით მიაშვირა თი-
თი, – მე მოვსპობ ყველა ტარგარიენს, ვისაც კი მივწვდები, სანამ მა-
თი ძვირფასი დრაკონებივით არ ამოწყდებიან, მერე კი მივალ და
მათ საფლავებს დავაფსამ!
ნედმა იცოდა, რომ ჯობდა, განრისხებულ რობერტს არ შეხლო-
და. თუკი წლებმაც ვერ გაანელეს რობერტის შურისძიების წყურვი-
ლი, მისი სიტყვები ამას ვერ მოახერხებდა.
– ამას ვერ მისწვდები, ასე არაა? – უთხრა მშვიდად.
მეფეს მწარედ მოეღრიცა პირი.
– ვერა, დასწყევლონ ღმერთებმა. ვიღაც სიფილისიან პენტო-
სელ ყველის ვაჭარს შეუფარებია ისიც და მისი ძმაც, გარშემო თავი-
სი მამულების გალავნები შემოურტყამს, თავს წოწოლაქუდიანი სა-
ჭურისები დაუხვევია, ახლა კი დოთრაკებს გადაულოცა. ორივე
წლების წინ უნდა დამეხოცა, მაშინ, როდესაც მათი ხელში ჩაგდება
ადვილი იყო, მაგრამ ჯონი შენ არაფრით გჯობდა. მე კიდევ უარესი
სულელი ვარ, ყურს რომ ვუგდებდი.
– ჯონ ერინი ბრძენი კაცი და ღირსეული მარჯვენა იყო.
რობერტმა ჩაიფრუტუნა. მრისხანება ისევე უცებ გადაუვლიდა,
როგორც ეწვეოდა ხოლმე.

171
– ამბობენ, ამ ხალ დროგოს ასი ათასი კაცი ჰყავს თავის ურ-
დოშიო. ამაზე რაღას იტყოდა ჯონი?
– იტყოდა, რომ მილიონი დოთრაკელიც კი არაფრით ემუქ-
რება სახელმწიფოს, რაკი ისინი ვიწრო ზღვის აქეთ არ გადმოდი-
ან, – მშვიდად მიუგო ნედმა, – ბარბაროსებს გემები არ ჰყავთ.
ღია ზღვა სძულთ და ეშინიათ მისი.
მეფე მოუსვენრად შეტოკდა უნაგირზე.
– იქნებ ასეც იყოს. სამაგიეროდ, თავისუფალ ქალაქებს აქვთ
გემები. გეუბნები შენ, ნედ, არ მომწონს ეს ქორწინება. შვიდ სა-
მეფოში ჯერაც არიან ისეთები, ვინც უზურპატორს მიწოდებენ.
დაგავიწყდა, ომში ტარგარიენების მხარეზე რამდენი გვარი იბ-
რძოდა?
ახლა ჯერ ჩასაფრებულები არიან, თავიანთ დროს უცდიან,
მაგრამ პატარა შანსიც რომ მისცე, ძილში მომკლავენ და ჩემს
შვილებსაც ზედ მომაყოლებენ. თუ ის მათხოვარი მეფე ზღვას
გადმოლახავს და უკან ურდოსთან ერთად დაბრუნდება, მოღა-
ლატეები მაშინვე მისკენ გადავლენ.
– არ გადმოლახავს, – აღუთქვა ნედმა, – და თუ მოხდა უბე-
დურება და მასე ქნა, ისევ იმ ზღვაშივე ჩავუძახებთ. როდესაც
ახალ აღმოსავლეთის მცველს აირჩევ...
მეფემ ამოიხვნეშა.
– საბოლოოდ გეუბნები, ერინის ბიჭს მცველად არ დავასახე-
ლებ. ვიცი, ბიჭი შენი ცოლის დისწულია, მაგრამ ახლა, როდესაც
ტარგარიენები დოთრაკებს უძვრებიან ლოგინში, გიჟი უნდა ვი-
ყო, სახელმწიფოს მეოთხედი უდღეურ ბავშვს მივაბარო.
ნედი ამას მზად დაუხვდა.
– ასეა თუ ისე, აღმოსავლეთში მცველი გვჭირდება. თუ რო-
ბერტ ერინი არ გამოდგება, რომელიმე შენი ძმა დაასახელე.
სტანისმა ნამდვილად გამოიჩინა თავი გრიგალის კიდის ალყი-
სას.

172
იგი წუთით გაჩუმდა, აცალა, ეს სახელი მოსაუბრეთა შორის ჩამ-
დგარიყო.
– ჰოდა ასე, – დაასრულა ხმადაბლა, თან მეფეს აკვირდებოდა,
– თუ ამ პატივს სხვას არ ხარ შეპირებული. რობერტმა იკადრა, სა-
ხეზე წამით შეცბუნება დასტყობოდა, თუმცა, თითქმის მაშინვე, გა-
ღიზიანება აღებეჭდა.
– მერედა რაო, მასეც რომ იყოს?
– ჯეიმი ლანისტერს, ასეა?
რობერტმა ცხენს დეზი ჰკრა და ქედიდან ყორღანებისკენ იწყო
დაშვება. ნედი მიჰყვა. მეფე არ შეჩერებულა, არც თანამგზავრისკენ
მოუხედავს, მზერა მხოლოდ პირდაპირ ჰქონდა მიმართული. – ჰო,
– წარმოთქვა ბოლოს: ერთადერთი მოჭრილი სიტყვა, საბოლოო. –
მეფისმკვლელი, – თქვა ნედმა. მაშასადამე, ხმები მართალი აღმოჩ-
ნდა. მან იცოდა, რომ ამიერიდან სახიფათო გზას ადგა. – უნარიანი
და გაბედული კაცია, რასაკვირველია, – განაგრძო ფრთხილად, –
მაგრამ მამამისი დასავლეთის მცველია, რობერტ. დრო მოვა და
სერ ჯეიმი ამ პატივს გადაიბარებს. ვერავინ შეძლებს, დასავლეთი
და აღმოსავლეთი ერთად დაიჭიროს. – მთავარი საზრუნავი უთქმე-
ლი დატოვა: რომ ეს გადაწყვეტილება არმიის ნახევარს ლანისტე-
რების ხელში აგდებდა.
– მოდი, მაგაზე თავის დროზე ვიტეხოთ თავი, – ჯიუტად წარმოთ-
ქვა მეფემ, – დღესდღეობით ლორდი ტაივინი კასტერლის კლდესა-
ვით მარადი ჩანს, ასე რომ, მეეჭვება, ჯეიმის მალე მოუწიოს მამის
საქმეთა გადაბარება. ამით ტვინს ნუღა გავიბურღავ, ნედ, გადაწყვე-
ტილი ამბავია.
– თქვენო მოწყალებავ, შეიძლება გულწრფელად გითხრა?
– ჩანს, რომც მინდოდეს, მაინც ვერ გაგაჩუმებ, – ჩაიბუზღუნა
რობერტმა. მაღალ ლეგა ბალახში მიჰყავდათ ცხენები.
– ენდობი ჯეიმი ლანისტერს?

173
– ის ჩემი ცოლის ტყუპისცალი და მეფის ქეშიკთა შეფიცული
ძმაა. მისი სიცოცხლე, მომავალი და ღირსება ჩემს სიცოცხლესა და
მომავალს ებმის.
– როგორც ეირის ტარგარიენისას ებმოდა, – შენიშნა ნედმა.
– რატომ არ უნდა ვენდობოდე? რაც კი მითხოვია, ყველაფერი
შეუსრულებია. მისი ხმალი დამეხმარა, მომეპოვებინა ტახტი,
რომელზედაც ვზივარ.
მისი ხმალი დაგეხმარა, შებღალულიყო ტახტი, რომელზედაც
ზიხარ, გაიფიქრა ნედმა, მაგრამ ამ სიტყვებს არ დაანება, მის ბა-
გეს დასცდენოდნენ.
– მან ფიცი დადო, თავისი მეფის სიცოცხლე საკუთარი სი-
ცოცხლის ფასად დაეცვა. მერე კი ადგა და იმ მეფეს ყელი გამოს-
ჭრა. – დალახვროს შვიდმა ჯოჯოხეთმა, ვიღაცას ხომ უნდა მო-
ეკლა ეირისი! – რობერტმა ცხენი ანაზდად შეაყენა ძველი ყორ-
ღანის გვერდით, – ჯეიმი რომ არა, ამის გაკეთება მე ან შენ მოგ-
ვიწევდა. – მე და შენ მეფის ქეშიკთა შეფიცული ძმები არ ვყო-
ფილვართ, – უთხრა ნედმა. იქვე, იმწუთას გადაწყვიტა, რომ
დრო დამდგარიყო, რობერტს სრული სიმართლე შეეტყო, – გახ-
სოვს სამკბილა, თქვენო მოწყალებავ?
– გვირგვინი იქ მოვიპოვე. რა დამავიწყებს?
– შენ რეიგარმა დაგჭრა, – მოაგონა ნედმა, – ამიტომ, როდე-
საც ტარგარიენების ლაშქარმა პირი იბრუნა და გაიქცა, დევნა მე
მომანდე. რეიგარის ჯარისგან რაც დარჩენილიყო, უკან, მეფის
საბიჯელისკენ ილტვოდა. ჩვენც მივდევდით. ეირისი წითელ ცი-
ხეს იყო შეფარებული რამდენიმე ათას მის ერთგულ კაცთან ერ-
თად. მეგონა, კარიბჭე ჩარაზული დამიხვდებოდა...
რობერტმა მოუთმენლად გააქნია თავი.
– მაგრამ აღმოჩნდა, რომ ჩვენს ხალხს უკვე აეღო ქალაქი.
მერედა რაო?

174
– ჩვენს ხალხს კი არა, – მოთმინებით განუმარტა ნედმა, – ლა-
ნისტერების ხალხს. ქონგურებზე ლანისტერების ლომი ფრიალებ-
და, და არა გვირგვინოსანი ხარირემი. ქალაქი კი ღალატით აიღეს.
ომი ლამის ერთ წელიწადს მძვინვარებდა. მცირე და დიდი ლორ-
დები რობერტის დროშების ქვეშ შეიკრიბნენ; ზოგიც ტარგარიენე-
ბის ერთგული დარჩა. კასტერლის კლდის ბატონი მძლეთამძლე
ლანისტერები, დასავლეთის მცველნი, ბრძოლას თავს არიდებდნენ
და უპასუხოდ ტოვებდნენ როგორც აჯანყებულთა, ისე მეფის მომ-
ხრეთა მოწოდებას, მათაც აესხათ იარაღი. ეირინ ტარგარიენმა
ჩათვალა, რომ მისმა ღმერთებმა შეიწყნარეს მისი ვედრება, როდე-
საც ლორდ ტაივინ ლანისტერი მეფის საბიჯელის კარიბჭის წინ წარ-
დგა თორმეტათასიანი ჯარით და ერთგულება გამოუცხადა. და
შლეგმა მეფემ თავისი უკანასკნელი შლეგური ბრძანება გასცა. მან
ქალაქი კარიბჭეს მომდგარ ლომებს გაუღო.
– ღალატი ის ხილია, ტარგარიენები მშვენივრად რომ იცნობ-
დნენ, – უთხრა რობერტმა. გულში ისევ უდუღდებოდა მრისხანება,
– ლანისტერებმა მათებურადვე გადაუხადეს. უკეთესს არც იმსახუ-
რებდნენ. ამის გამო ღამეებს უძილოდ არ გავათენებ.
– შენ იქ არ ყოფილხარ, – მწარედ მიუგო ნედმა. იგი უძილო ღა-
მეებს კარგად იცნობდა. თოთხმეტი წელი იყო, ამ ტყუილით ცხოვ-
რობდა, და ღამღამობით ჯერაც სდევდა იგი, – იმ გამარჯვებაში ღირ-
სების მისხალიც არ ყოფილა.
– სხვებსაც წაუღიათ შენი ღირსება! – შეიკურთხა რობერტმა, –
ტარგარიენებმა ღირსების რა იცოდნენ, ერთი! ჩადი შენს აკლდამა-
ში და ლიანას ჰკითხე დრაკონის ღირსების ამბები!
– ლიანას გამო შური უკვე იძიე სამკბილასთან, – უთხრა ნედმა
და მეფის გვერდით შეჩერდა. დამპირდი, ნედ, ასე ჩასჩურჩულა ლი-
ანამ მაშინ.
– შურისძიებამ მე იგი ვერ დამიბრუნა, – რობერტმა რუხ შორეთს
გახედა, – წყეულიმც იყვნენ ღმერთები. ტყუილი, ფუჭი გამარჯვება

175
მომცეს. გვირგვინი... მე ხომ მათ ლიანას თავს ვევედრებოდი!
შენს დაზე ვევედრებოდი, ისევ სამშვიდობოს ყოფილიყო, ისევ
ჩემი ყოფილიყო, როგორც ოდესღაც ვაპირებდით. გეკითხები,
ნედ, რა ყრია ამ გვირგვინში? ღმერთები მეფეების და მენახირეე-
ბის ლოცვებს ერთნაირად დასცინიან.
– ღმერთების ნაცვლად პასუხს ვერ გაგცემ, თქვენო მოწყა-
ლებავ... მარტო ის შემიძლია გითხრა, რა ვნახე, იმ დღეს სატახ-
ტო დარბაზში რომ შევედი. მოკლული ეირისი იატაკზე ეგდო, სა-
კუთარ სისხლში. კედლებიდან მისი დრაკონის თავები გვაშტერ-
დებოდნენ. ჯეიმის თავის ოქროს აბჯარზე მეფის ქეშიკის თეთრი
მოსასხამი ჰქონდა მოგდებული. ახლაც თვალწინ მიდგას. ხმა-
ლიც კი მოოქრული ეჭირა. იგი რკინის ტახტზე იჯდა, თავის რაინ-
დებზე ამაღლებული, ლომის თავის სახედ მოყვანილი მუზარადი
ეხურა. ო, როგორ კაშკაშებდა! – ეს ყველამ იცის, – შეედავა მე-
ფე.
– მე ჯერ კიდევ ცხენზე ვიჯექი. მთელი დარბაზი უსიტყვოდ ჩა-
ვიარე, დრაკონის თავისქალების გრძელ მწკრივებს შორის. ასე
მეგონა, დრაკონები როგორღაც თვალს მადევნებდნენ. ტახტის
წინ გავჩერდი და მასზე მჯდომს ავხედე. მუხლებზე თავისი ოქ-
როს ხმალი ესვენა, მეფის სისხლით დაფერილი პირით. უკან ჩე-
მი მებრძოლები მომდევდნენ, დარბაზს ავსებდნენ. ლანისტერის
ხალხმა უკან დაიხია. ვუყურებდი იქ, ტახტზე მჯდარს, და ვიცდი-
დი. ბოლოს და ბოლოს ჯეიმიმ გაიცინა და წამოდგა. მუზარადი
მოიხადა და მითხრა: „ნუ გეშინია, სტარკ. ჩვენს მეგობარ რო-
ბერტს ტახტს ვუთბობდი, ესაა და ეს. სამწუხაროდ, დასაჯდომად
დიდად მოხერხებული ვერაა”.
მეფემ თავი უკან გადაიგდო და გადაიხარხარა. მისი მგრგვი-
ნავი სიცილის ხმამ მაღალი ლეგა ბალახიდან ყვავების გუნდი წა-
მოაფრთხო. ისინი ფრთების გამალებული ქნევით შეერივნენ
სივრცეს. – გგონია, ლანისტერს იმიტომ არ უნდა ვენდობოდე,

176
რომ რამდენიმე წუთით ჩემს ტახტზე ჩამოჯდა? – ხარხარმა კვლავ
შეუტოკა სხეული, – ჯეიმი სულ რაღაც ჩვიდმეტის იყო, ნედ. თით-
ქმის ბავშვი.
– ბავშვი იყო თუ კაცი, იმ ტახტზე უფლება არ გააჩნდა. – იქნებ
დაღლილი იყო? – ივარაუდა რობერტმა, – მეფეების ხოცვა დამქან-
ცველი საქმეა. იციან ღმერთებმა, იმ წყეულ ოთახში ტრაკს სხვაგან
ვერსად ჩამოდებ. და მართალი თქვა, ზედ ჯდომა უსაშველოდ მო-
უხერხებელია. სხვადასხვა მნიშვნელობით. – მეფემ თავი გაიქნია,
– კაი, ახლა უკვე ვიცი ჯეიმის ბნელი და ცოდვიანი წარსული, ასე
რომ, ეს ამბავი შეგვიძლია დავივიწყოთ. უკვე მართლა ყელში მაქვს
ამოსული ეს საიდუმლოებები, ბრძოლები და სახელმწიფო საკითხე-
ბი, ნედ. ესეც, მონეტების თვლის არ იყოს, სიქას მაცლის. წამო, გავ-
ჭენდეთ, ჩვენ რომ ვიცოდით, ისე. ისევ მინდა, ქარი სახეში მცემდეს,
თმებს მიწეწავდეს, – მან ცხენს დეზი ჰკრა, ნავარდით შეაგდო ყორ-
ღანზე, წამში გადაევლო თხემს, კოლბოხების სეტყვა გადმოყარა
ფლოქვებით.
ნედი წუთით შეყოვნდა, სანამ უკან მიჰყვებოდა. სიტყვები გამო-
ლეოდა და უმწეობის ყოვლისმომცველ გრძნობას შეეპყრო. უკვე
მერამდენედ ჰკითხა თავს, აქ რას ვაკეთებ და რატომ მოვედიო. იგი
ჯონ ერინი როდი იყო, თავისი მეფის ველური ბუნება დაეოკებინა და
ბრძნული შეგონებებით დაემოძღვრა. რობერტი იმას იზამდა, რაც
მოეპრიანებოდა, და ნედი ვერა სიტყვით, ვერა საქმით ვერაფერს
გადაათქმევინებდა. მისი ადგილი ვინტერფელში იყო. მისი ადგილი
მგლოვიარე კეტლინის და ბრანის გვერდით იყო. მაგრამ კაცს ყო-
ველთვის როდი შეუძლია იქ იყოს, სადაც მისი ადგილია. ბედს შე-
გუებულმა ედარდ სტარკმა ცხენს ქუსლები შემოჰკრა და მეფეს გა-
ედევნა.

177
ტირიონი

178
ჩრდილოეთი უსასრულოდ გრძელდებოდა.
ვერავინ იტყოდა, ტირიონ ლანისტერს რუკების ვინმეზე ნაკლე-
ბად გაეგებაო, მაგრამ ამ გაუვალმა ბილიკებმა, სამეფო გზიდან
აქამდე რომ გამოიარა, და მათზე ორკვირიანმა მგზავრობამ დაარ-
წმუნა, რომ რუკა ერთი რამ იყო, აქაურობა კი – მეორე.
მათ ვინტერფელი მეფესთან ერთად დატოვეს, სამეფო გამგზავ-
რების ალიაქოთში, ხალხის შეძახილების, ცხენთა ფრთხვინვის,
ფორნების რახრახის და დედოფლის ვეებერთელა ბორბლებიანი
სახლის ოხვრის თანხლებით. სამეფო გზა იქვე, ციხე-დარბაზისა და
ქალაქის განრთხმული სხეულის მიღმა გადიოდა. იქ დროშებმა,
ფორნებმა, რაინდთა და თავისუფალ მხედართა რაზმებმა სამხრე-
თისკენ ქნეს პირი და ალიაქოთიც თან წაიყოლეს, ტირიონმა კი ბენ-
ჯენ სტარკთან და მის ძმისწულთან ერთად ჩრდილოეთს მიმართა.
ამის მერე სიცივემ იმატა, მასთან ერთად – მდუმარებამაც. გზის და-
სავლეთით რუხი და უსწორმასწორო კაჟის გორაკები მოჩანდა, მათ
ქვის წვერებზე მაღალი საგუშაგო კოშკები წამომდგარიყვნენ. აღმო-
სავლეთის მხარე უფრო ვაკე იყო, მიწა დაბორცვილ ველად იშლე-
ბოდა და თვალსაწიერის კიდემდე იწვართებოდა. სწრაფ, ვიწრო
მდინარეებს ქვის ხიდები კვეთდა, ძელების და ქვის გალავნებით
მოზღუდული სიმაგრეების გარშემო კი მომცრო ფერმები მიყუჟუ-
ლიყვნენ. გზას მგზავრები არ აკლდა და ღამღამობით უბრალო სას-
ტუმროებში მოსვენებასაც ახერხებდნენ.
ოღონდ სამი დღის მგზავრობის შემდეგ დასახლებული მიწები
უღრანმა ტყემ შეცვალა, სამეფო გზა გაუკაცრიელდა. ყოველი გავ-
ლილი მილის შემდეგ კაჟის გორაკები უფრო მაღლები, უფრო უკა-
რებანი ჩანდნენ, მეხუთე დღეს კი საერთოდაც მთებად იქცნენ, დაკ-
ბილული ჭიუხებით და დათოვლილი თხემებით მორთულ ცივ,
ლურჯ-მორუხო გოლიათებად. ჩრდილოეთიდან მოქროლილი ქარი
მაღალი მწვერვალებიდან ბაირაღებივით შლიდა ყინულის კრის-
ტალთა ხილაბანდებს.

179
დასავლეთის მთების ძირს მიდევნებული გზა ტყეში გადი-
ოდა, ჩრდილოეთისკენ და ჩრდილო-აღმოსავლეთისკენ მი-
ემართებოდა. ტირიონს ეჩვენებოდა, რომ ამ მუხებსა და მარად-
მწვანე თუ გაშავებულ ეკალბარდებზე უფრო ძველი და უფრო
ბნელი ტევრი არასოდეს ენახა. ბენჯენ სტარკი მას „მგლისტყედ”
მოიხსენიებდა და, მართლაც, მათ ღამეებს შორეული, და ზოგ-
ჯერ არცთუ შორეული, ხროვების ყმუილი ახმიანებდა. ჯონ სნო-
უს ალბინოსი მგელსაზარა ყურებს ცქვეტდა ამ ღამეული ყმუ-
ილის გაგონებისას, მაგრამ თავად არც ერთხელ არ გაპასუხე-
ბია. ტირიონის აზრით, ამ ცხოველში იყო რაღაც ისეთი, რაც
შფოთს იწვევდა.
ამ დროისთვის ჯგუფში რვანი იყვნენ, მგლის ჩაუთვლელად.
ტირიონი ორ თავის კაცთან ერთად მგზავრობდა, როგორც ლა-
ნისტერს შეჰფეროდა. ბენჯენ სტარკს მხოლოდ თავისი ბუში
ძმისწული ახლდა და ღამის ებგურში რამდენიმე ახალი ცხენიც
მიჰყავდა, მაგრამ ერთხელაც ღამე მგლისტყის პირას, მომცრო
ციხესიმაგრის ძელური გალავნის შიგნით გაათიეს და აქ მათ
ჯგუფს სხვა შავი ძმები შეუერთდნენ. ერთი მათგანი იორენი იყო,
მხრებში მოხრილი და პირქუში, სახის ნაკვთები თავისი სამოსი-
ვით შავი წვერით ჰქონდა დაფარული, მაგრამ ძველი ფესვივით
უდრეკი და კლდესავით მტკიცე ჩანდა. მას ორი ჩამოფლეთილი
გლეხის ბიჭი ახლდა, თითების მცხოვრებნი.
– მოძალადეები, – განმარტა იორენმა და თავის სამწყსოს
ცივად გადახედა. ტირიონმა ყველაფერი გაიგო. კედელზე ცხოვ-
რებას იოლს ვერ დაარქმევდი, მაგრამ, უეჭველია, დასაჭურისე-
ბას სჯობდა.
ხუთი კაცი, სამი ბიჭი, მგელსაზარა, თორმეტი ცხენი და ბენ-
ჯენისთვის მაისტერ ლუვინის მიერ გადაცემული ყორნებიანი გა-
ლია – უეჭველია, უცნაური ჯგუფი იყო სამეფო გზისთვის, და ნე-
ბისმიერი სხვა გზისთვისაც.

180
ტირიონმა შენიშნა, რომ ჯონ სნოუ იორენსა და მის კუშტ ამხანა-
გებს უცნაური გამომეტყველებით უმზერდა და ეს მზერა უხერხულად
წააგავდა ზიზღნარევს. იორენი ბეჭებში მოხრილიყო და მჟავე სუნი
ასდიოდა, თმა-წვერი მოთელილი, გაზინთული და ტილებით სავსე
ჰქონდა, ძველი, საკერებლებიანი და გაურეცხავი ტანსაცმელი ეცვა.
მისი ახალწვეულები კიდევ უარესად ყარდნენ და მათი სიბრიყვე
მათ სიბოროტეს ტოლს არ უდებდა. უეჭველია, ბიჭს წარმოედგინა,
რომ ღამის ებგურს ბიძამისისნაირი მებრძოლები შეადგენდნენ. თუ-
კი ასე იყო, იორენის და მისი თანამგზავრების დანახვამ იგი უხეშად
გამოაფხიზლა. ტირიონს ბიჭი ებრალებოდა. მან მძიმე ცხოვრება
აირჩია... ან იქნებ უფრო სწორი იქნებოდა, ეთქვა, მძიმე ცხოვრება
აურჩიეს.
აი, მისი ბიძა კი ბევრად ნაკლებად მოსდიოდა თვალში. როგორც
ჩანს, ბენჯენ სტარკი იზიარებდა ძმის გრძნობებს ლანისტერების მი-
მართ და სულაც არ გახარებია, როდესაც ტირიონმა თავისი გან-
ზრახვა აუწყა.
– გაფრთხილებ, ლანისტერ, კედელზე სასტუმროები არ დაგ-
ხვდება, – ასე უთხრა, თან ზემოდან დაჰყურებდა.
– ნამდვილად არ გაგიჭირდებათ ადგილის გამონახვა, ღამე რომ
გამათევინოთ, – უპასუხა ტირიონმა, – ალბათ უკვე შეამჩნევდი, რა
პატარა ვარ.
დედოფლის ძმისთვის უარის თქმა ძნელია, ცხადია, და ამით საქ-
მეც გადაწყდა, მაგრამ სტარკი ნასიამოვნები არ დარჩენილა. – ეს
გზა არ გეამება, გპირდები, – უთხრა მოჭრილად და იმ წუთიდან, რაც
გზას გაუდგნენ, ძალა არ დაუზოგავს, რომ პირობა შეესრულებინა.
პირველი კვირის ბოლოსთვის ტირიონს სწრაფი ჭენებისგან ბარ-
კლები დაუბუჟდა, ფეხები მწარედ ეკვანძებოდა და ძვლებამდე გა-
ითოშა, მაგრამ არც ერთხელ არ დაუჩივლია. წყეულიმც იყოს, თუ
ბენჯენ სტარკს კმაყოფილების მიზეზი მისცეს.

181
მან ცოტათი შურიც იძია, როდესაც საქმე სამგზავრო ქურქზე
მიდგა. ეს ძველი, დაფლეთილი, ობის სუნით გაჟღენთილი დათ-
ვის ტყავი სტარკმა ღამის ებგურის ძმის ჩვეული თავაზით შეაძ-
ლია და, უეჭველია, ასევე თავაზიანი უარის მოლოდინი ჰქონდა.
ტირიონმა შემოთავაზება ღიმილით მიიღო. მან თავისი ყველაზე
უფრო თბილი სამოსი წამოიყოლა თან, როდესაც ვინტერფე-
ლისკენ დაიძრნენ, და მალევე აღმოაჩინა, რომ ეს სითბო სრუ-
ლიად არ იყო საკმარისი. აქ, ჩრდილოეთისკენ, ციოდა და სუსხი
უფრო და უფრო ძლიერდებოდა. ღამღამობით უკვე გვარიანად
ყინავდა და, ქარი რომ ქროდა, დანასავით ატანდა მის ყველაზე
უფრო თბილ შალებში. სტარკი ახლა, უეჭველია, კიდევაც ნანობ-
და თავის რაინდულ თავგამოდებას. ვინ იცის, ჭკუაც ისწავლა.
ზრდილად იქნებოდა თუ სხვაგვარად, ლანისტერები შეძლეულ-
ზე არასდროს ამბობდნენ უარს.
რაც უფრო წინ მიიწევდნენ ჩრდილოეთისკენ, ციხესიმაგრეე-
ბი და ფერმები უფრო და უფრო იშვიათი სანახავი, უფრო და უფ-
რო მომცრო ხდებოდა, ბოლოს კი თავშესაფარი ჭერი საერთოდ
აღარსად ჩანდა და ისინი საკუთარი თავის ანაბარაღა დარჩნენ.
ბანაკის გაშლისას თუ აკეცვისას ტირიონს დიდად ვერაფერში
მოიხმარდი. ზედმეტად დაგვაჯული იყო, მეტისმეტად ჩლახუნა,
მეტისმეტად გებლანდებოდა ფეხებში. ამიტომ, სანამ სტარკი და
სხვები სახელდახელო თავშესაფრებს აგებდნენ, ცხენებს აბინა-
ვებდნენ და კოცონს ანთებდნენ, მან ჩვევად გაიხადა, აეღო თა-
ვისი ქურქი და ღვინის ტიკი და მოშორებით მოკალათებულიყო.
მათი მგზავრობის მეთვრამეტე საღამოს მან მოიმარაგა იშ-
ვიათი ჯიშის ტკბილი ქარვისფერი ღვინო ზაფხულის კუნძულები-
დან, რომელიც მას კასტერლის კლდიდან აქამდე ეტარებინა, და
წიგნი, რომელიც დრაკონების ისტორიას და მათ თავისებურე-
ბებს მიმოიხილავდა. ლორდ ედარდ სტარკის ნებართვით ტირი-
ონმა ვინტერფელის ბიბლიოთეკიდან რამდენიმე იშვიათი წიგნი

182
ითხოვა და ჩრდილოურ მგზავრობაში წაიყოლა. – ბანაკის ხმაურს
რომ გასცდა, მალევე იპოვა მყუდრო ადგილი წმინდა, ყინულივით
ცივი ჩქერალის პირას. დაღვლარჭნილი ბერმუხა სუსხიანი ქარის-
გან იფარავდა. ტირიონი გამოეხვა თავის ქურქში, ზურგით ხის ზროს
მიეყრდნო, ღვინო მოსვა და დრაკონის ძვლის თვისებებს ჩაუღ-
რმავდა. წიგნმა მოუთხრო, რომ დრაკონის ძვალი შავი ფერისაა
მასში რკინის მაღალი შემცველობის გამო. იგი ფოლადივით მტკი-
ცეა, მაგრამ უფრო მსუბუქი და ბევრად უფრო დრეკადია და, რასაკ-
ვირველია, სრულიად არ ეკარება ცეცხლი.
დრაკონის ძვლის მშვილდი დოთრაკებში დიდად ფასობს და ეს
არცაა გასაკვირი – ამ მშვილდით შეიარაღებული მოისარი ნების-
მიერი ხის მშვილდის მფლობელს დაჯაბნის.
ტირიონს სულიმწარედ ხიბლავდნენ დრაკონები. როდესაც იგი
პირველად ჩავიდა მეფის საბიჯელში, საკუთარი დისა და რობერტ
ბარათეონის ქორწილში, მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი, მოეძიე-
ბინა დრაკონის თავის ქალები, ოდესღაც ტარგარიენთა სატახტო
დარბაზის კედლებზე რომ ეკიდა. მეფე რობერტმა ისინი ბაირაღები-
თა და ფარდაგებით ჩაანაცვლა, მაგრამ ტირიონი არ დაცხრა, სანამ
ბნელ საკუჭნაოში შენახულ თავის ქალებს არ მიაგნო.
მოელოდა, რომ ისინი შთამბეჭდავი, იქნებ შიშისმგვრელებიც
იქნებოდნენ. ოღონდ არ ეგონა, მშვენიერები თუ მოეჩვენებოდა.
არადა, იყვნენ: გიშერივით შავები და გლუვები, პრიალები, იმდე-
ნად, რომ ეჩვენებოდა, თითქოსდა ძვალი ციმციმებდა მისი ჩირაღ-
დნის შუქზე. ტირიონი გრძნობდა, რომ მათ მოსწონდათ ცეცხლი.
ერთ-ერთ მოზრდილ ქალას ხახაში ჩირაღდანი ჩაუდგა და უცქერდა,
როგორ ხტოდნენ და ცეკვავდნენ ჩრდილები კედელზე მის ზურგსუ-
კან. გრძელი ეშვები შავი ალმასის მრუდე დანებს ჩამოჰგავდნენ. ჩი-
რაღდნის ალი ვერაფერს აკლებდათ: იყო დრო, ბევრად უფრო
მცხუნვარე ცეცხლი ევლებოდათ ხოლმე გარს. როდესაც წამოვიდა,
ტირიონი დაიფიცებდა, რომ გამოცარიელებული თვალის ბუდეები

183
უმზერდნენ, როგორ ტოვებდა იგი ბნელ საკუჭნაოს. სულ ცხრა-
მეტი თავის ქალა იყო: უძველესი სამი ათას წელიწადს ითვლი-
და; ყველაზე ახალგაზრდა – სულ რაღაც საუკუნე-ნახევარს. ბო-
ლო წყვილი ზომით ყველაზე პატარაც იყო: დაახლოებით ნაგა-
ზის თავისხელა ქალები, ისიც უცნაურად მობრეცილები – ესღა
დარჩენილიყო დრაკონის ქვაზე გამოჩეკილი ორი უკანასკნელი
ნაშიერისგან. ესენი ტარგარიენების უკანასკნელი დრაკონები
იყვნენ, იქნებ, საერთოდაც უკანასკნელნი დრაკონთა მოდგმი-
დან, და დიდხანს არც უცოცხლიათ.
ამის მერე, თავის ქალები უფრო და უფრო მსხვილდებოდა და
გვირგვინდებოდა სიმღერებსა და ზღაპრებში დასახლებული სა-
მი ურჩხულის თავის ქალით, იმ დრაკონებით, ეაგონ ტარგარი-
ენმა და მისმა დებმა რომ შემოუსიეს შვიდ სამეფოს უხსოვარ
დროს. მთქმელებმა მათ ღმერთების სახელები მისცეს: ბელერი-
ონი, მერექსისი, ვეიგარი. დამუნჯებული ტირიონი მოწიწებული
თრთოლით იდგა მათ დაღებულ ხახებში. ვეიგარის ყრონტში
ცხენით შეიძლებოდა შეჭენებულიყავი, თუმც უკან ვეღარასოდეს
გამოჭენდებოდი. მერექსისი მასზე დიდიც კი იყო, მათგან ყველა-
ზე მსხვილს კი, ბელერიონს, შავ ძრწოლას, მთელ-მთელად შე-
ეძლო ეყლაპა ზუბრები ან სულაც ის ბანჯგვლიანი მამონტები,
რომლებიც, როგორც ამბობდნენ, იბენის ნავსადგურის მიღმა
გაშლილ ცივ ტრამალებზე დაძრწოდნენ. ტირიონი მანამდე იდგა
ბნელ საკუჭნაოში, სანამ მისი ჩირაღდანი თითქმის ბოლომდე
არ ჩაიწვა, და ბელერიონის ვეება, თვალებგამოცარიელებულ
თავის ქალას უმზერდა. ცდილობდა, ცოცხალი ნადირის ზომას
მიმხვდარიყო, წარმოედგინა, თუ როგორი იქნებოდა იგი, როდე-
საც ვეება შავ ფრთებს გაშლიდა და ცეცხლის ფრქვევით გადაიქ-
როლებდა ცის კამარაზე.

184
მისი შორეული წინაპარი, კასტერლის კლდის მეფე ლორენი
ოდესღაც შეეცადა, წინ აღსდგომოდა ამ ცეცხლს, როდესაც საწიე-
რის მეფე მერნს შეეკრა დამპყრობელი ტარგარიენის წინააღმდეგ.
ეს თითქმის სამასი წლის წინ მოხდა, მაშინ, როდესაც შვიდი სამეფო
მართლაც სამეფოები იყო, და არა უბრალოდ, უფრო დიდი სახელ-
მწიფოს მხარეები. ორი მეფის გაერთიანებულ ლაშქარში ექვსასი
დროშა ფრიალებდა, ხუთი ათასი ცხენოსანი რაინდი იდგა და ათი
ამდენი თავისუფალი მხედარი და მებრძოლი ირიცხებოდა. მემა-
ტიანეთა თქმით, ეაგონ დრაკონთბატონს ამის მეხუთედი ჯარი თუ
ჰყავდა და მათგანაც უმეტესობა ეაგონისგან ბოლოს მოკლული მე-
ფის რაზმებიდან იყვნენ გაწვეულები, მათი ერთგულება საეჭვო იყო.

ორი ლაშქარი ერთმანეთს საწიერის ფართო ველებზე შეეყარა,


სამკალად მოწეულ ოქროვან ყანებს შორის. ორი მეფის შეტევის წი-
ნაშე ტარგარიენის ლაშქარი შედრკა, გაიფანტა და გაქცევა იწყო.
მემატიანეთა სიტყვით, დაპყრობა მცირე ხნით თავის დასასრულს
ეწია... მაგრამ მხოლოდ იმ რამდენიმე წუთით, მანამ, სანამ ეაგონ
ტარგარიენი და მისი დები ბრძოლაში ჩაებმებოდნენ.
ვეიგარი, მერექსისი და ბელერიონი იმ ერთადერთხელ აუშვეს
სამივე ერთად. მთქმელებმა ამას ცეცხლის ველის ამბავი უწოდეს.
იმ დღეს ოთხი ათასამდე კაცი დაიფერფლა, მათ შორის იყო სა-
წიერის მეფე მერნიც. მეფე ლორენი გადარჩა და იმდენ ხანს კიდევ
იცოცხლა, რომ მოესწრო, ტარგარიენებს დანებებოდა, ერთგული
მსახურება შეეფიცა და ვაჟიც გაეჩინა, რის გამოც ტირიონი ჯეროვ-
ნად მადლიერი იყო მისი.
– ამდენს რატომ კითხულობ?
ტირიონმა აიხედა, ხმა რომ ჩაესმა. შორიახლოს ჯონ სნოუ დამ-
დგარიყო და ინტერესით მისჩერებოდა. მან წიგნი დახურა, სანიშ-
ნად თითი ჩაატანა და უპასუხა:
– შემომხედე და მითხარი, რას ხედავ.

185
ბიჭი ეჭვით დააცქერდა.
– ეს რაღაც ხუმრობაა? შენ გხედავ. ტირიონ ლანისტერს. ტი-
რიონმა ამოიოხრა.
– ბუშის კვალობაზე უჩვეულოდ თავაზიანი ხარ, სნოუ. შენ ჯუ-
ჯას ხედავ. რამდენის ხარ, თორმეტის?
– თოთხმეტის.
– თოთხმეტის, და უფრო მაღალი ხარ, ვიდრე მე ვიქნები
ოდესმე. ფეხები მოკლე და მობრეცილი მაქვს და სიარული მი-
ჭირს. ცხენიდან რომ არ გადმოვვარდე, საგანგებო უნაგირი
მჭირდება, საკუთრივ ჩემი მოგონილი უნაგირი. იქნებ ამის ცოდ-
ნაც ისურვო. ან ეგ უნაგირი უნდა შემექმნა, ან პონიზე ვმჯდარი-
ყავი. მკლავები საკმაოდ ძლიერი მაქვს, მაგრამ ისევ და ისევ, ძა-
ლიან მოკლეებია. ხმლის მქნეველად ვერასოდეს გამოვდგები.
გლეხად რომ დავბადებულიყავი, მშობლებს იქნებ მინდორშიც
დავეტოვებინე სასიკვდილოდ, ან მონათა მოვაჭრის მახინჯთა
სამხეცეში გავეყიდე. ვაგლახ, რომ კასტერლის კლდის ლორდ
ლანისტერად დავიბადე, მახინჯთა სამხეცეების მფლობელები კი
ყველანი ლანისტერებზე უფრო ღარიბები არიან. ჩემგან რაღა-
ცებს ელიან. მამაჩემი ოც წელიწადს მეფის მარჯვენა იყო. რო-
გორც მერე გამოდგა, ჩემმა ძმამ სწორედ ის მეფე სიცოცხლეს
გამოასალმა, მაგრამ ცხოვრება ხომ მუდამაც სავსეა ამგვარი
წვრილ-წვრილი ბედის ირონიებით. ჩემი და ახალ მეფეს მის-
თხოვდა და ჩემი აუტანელი ძმისწული მომდევნო მეფე იქნება.
მეც ჩემი გვარის ღირსებაში საკუთარი წვლილი უნდა შევიტანო,
ასე არაა? მაგრამ როგორ? როგორ და, თუ ფეხები მეტისმეტად
მოკლე მაქვს სხეულთან შედარებით, სამაგიეროდ, თავი მაქვს
მეტისმეტად დიდი, თუმცა მირჩევნია ჩავთვალო, რომ ზუსტად
იმდენად დიდია, ჩემი გონება რომ დაიტიოს. მე საკუთარ ძლიერ
და სუსტ მხარეებს საღად ვაფასებ. ჩემი იარაღი ჩემი გონებაა.

186
ჩემს ძმას ხმალი აქვს, მეფე რობერტს – ურო, ხოლო მე ჩემი გონება
მაქვს... გონებას კი წიგნები სჭირდება ისევე, როგორც ხმალს – სა-
ლესი, ფხის შესანარჩუნებლად. – ტირიონმა წიგნის ტყავის ყდას ხე-
ლი დაუტყაპუნა, – აი, რატომ ვკითხულობ ამდენს, ჯონ სნოუ. ბიჭმა
მდუმარედ, ყურადღებით შეისმინა ნათქვამი. გვარი კი სხვა მიეცათ,
მაგრამ სახე სტარკისა ჰქონდა: მოგრძო, კუშტი, ფხიზელი, იმგვარი,
ნაფიქრს რომ არ გასცემს. ვინც არ უნდა ყოფილიყო დედამისი, მას
საკუთარი ცოტა რამ დაეტოვებინა შვილში. – რაზე კითხულობ? –
დაეკითხა.
– დრაკონებზე, – მიუგო ტირიონმა.
– რა აზრი აქვს? დრაკონები აღარ არიან. – უთხრა ბიჭმა ჭაბუკუ-
რი იოლი თავდაჯერებით.
– ასე ამბობენ, – მიუგო ტირიონმა, – სამწუხაროა, არა? შენხელა
რომ ვიყავი, ვოცნებობდი, საკუთარი დრაკონი მყოლოდა.
– მართლა? – ეჭვით ჩაეკითხა ბიჭი. შეიძლება ეგონა, ტირიონი
მასხრად მიგდებსო.
– ჰო, მართლა. დაგვაჯულ, მოღრეცილ, მახინჯ ბიჭსაც კი შეუძ-
ლია, ქვეყნიერებას ზემოდან დახედოს, თუკი დრაკონზე ამხედრდე-
ბა. – ტირიონმა დათვის ქურქი გადაიგდო და წამოდგა, – კასტერ-
ლის კლდის ჯურღმულებში კოცონებს ვანთებდი ხოლმე და საათო-
ბით ვუცქერდი ალს, წარმოვიდგენდი, თითქოსდა ეს დრაკონის ცეც-
ხლი იყო. ზოგჯერ წარმოვიდგენდი, რომ შიგ მამაჩემი იწვოდა. ზოგ-
ჯერ – ჩემი და.
ჯონ სნოუ თვალს არ აშორებდა, მზერაში ერთად ედგა ძრწოლა
და აღტაცება. ტირიონმა გადაიხარხარა.
– ეგრე ნუ მიყურებ, ბუშო. ვიცი შენი საიდუმლო. შენც იგივე გი-
ოცნებია ხოლმე.
– არა, – თქვა თავზარდაცემულმა ჯონმა, – მე არ...
– არა? არასდროს? – ტირიონმა წარბი ასწია, – თუმცა ხო, უეჭ-
ველია, სტარკები საშინლად კარგად გექცეოდნენ. დარწმუნებული

187
ვარ, ლედი სტარკი საკუთარი შვილებისგან არ გარჩევს. შენი ძმა
რობიც, მუდამ კეთილად გეპყრობოდა, და რატომაც არა? მას ვინ-
ტერფელი ერგება, შენ კიდევ – კედელი. მამაშენს კიდევ... ალბათ
ჰქონდა მიზეზები, ღამის ებგურში გამოემწყვდიე.
– მორჩი, – ჯონს ბრაზით მოეღუშა სახე, – ღამის ებგური სა-
პატიო საქმეა!
ტირიონმა გაიცინა.
– ზედმეტად გონიერი ხარ საიმისოდ, ეს რომ გჯეროდეს. ღა-
მის ებგური ერთი დიდი ნაგავსაყრელია სახელმწიფოს ყველა
ხელმოცარულის მოსაქუჩებლად. შევამჩნიე, იორენს და მის ბი-
ჭებს რომ უცქერდი. ეგენი არიან შენი ახალი ძმები, ჯონ სნოუ,
როგორ მოგწონს? გონებაშეზღუდული გლეხუჭები, მევალეები,
ბრაკონიერები, მოძალადეები, ქურდები და შენნაირი ბუშები
ყველა კედელზე იხვეტება, გრუმკინებს, სნარკებს და კიდევ სხვა
ურჩხულებს სდარაჯობენ – შენც გექნება გაგონილი ძიძისგან მა-
გათზე ზღაპრები. კარგი ისაა, რომ გრუმკინები და სნარკები არ
არსებობენ, ასე რომ, სამუშაო სახიფათო არ უნდა იყოს. ცუდი
ისაა, რომ ყვერებს მოიყინავ, მაგრამ რაკი გამრავლება მაინც
გეკრძალებათ, არა მგონია, ამას დიდი მნიშვნელობა ჰქონდეს.
– მორჩი! – იწივლა ბიჭმა. ნაბიჯი წინ წამოდგა, მუშტები შეეკ-
რა, სადაც იყო, ცრემლი წასკდებოდა.
უცებ, ბრიყვულად, ტირიონმა თავი დამნაშავედ იგრძნო. მა-
ნაც წინ წადგა ბიჯი, სურდა, ბიჭისთვის გამამხნევებლად მოეტყა-
პუნებინა მხარზე ხელი ან ბოდიშის სიტყვები ჩაებუტბუტებინა.
მას არ შეუმჩნევია მგელი, სად იყო, ან როგორ ეცა. ერთ წამს
ნაბიჯს დგამდა სნოუსკენ, მეორე წამს კი უკვე მაგარ კლდოვან
მიწაზე იყო გაშოტილი, დაცემისას გაგდებული წიგნი კამარას
კრავდა ჰაერში, ანაზდეული დარტყმისგან სული შეჰგუბებოდა,
პირი კი მიწით, სისხლით და დამპალი ფოთლებით ჰქონდა გა-
მოვსებული. წამოდგომა რომ სცადა, ზურგმა მწარედ გასჭვალა.

188
ალბათ, დაცემისას თუ იღრძო. გამწარებით გააღრჭიალა კბილები,
ფესვს ჩაეჭიდა და წამოჯდა. – მომეხმარე, – უთხრა ბიჭს და ხელი
გაუწოდა.
მგელი უკვე მათ შორის იდგა. არ იღრინებოდა. ეს წყეული არსე-
ბა ხმას საერთოდ არ იღებდა. მხოლოდ უცქერდა გიზგიზა წითელი
თვალებით, ეშვებს უჩენდა და ესეც სრულიად კმაროდა. ტირიონი
კვნესით ისევ მიწაზე დაეშვა.
– კარგი მაშინ, ნუ მომეხმარები. აქ ვიჯდები, არ გავინძრევი, სა-
ნამ არ წახვალ.
ჯონ სნოუმ ლანდს ხშირ თეთრ ბეწვზე მიუალერსა, უკვე იღიმე-
ბოდა. – თავაზიანად მთხოვე.
ტირიონ ლანისტერმა იგრძნო, როგორ იღვიძებდა მასში რისხვა,
და ნების ძალით დათრგუნა იგი. ცხოვრებაში პირველად როდი შე-
ურაცხყოფდნენ, და ეს არც ბოლოჯერ იქნებოდა. ამჯერად იქნებ და-
იმსახურა კიდევაც.
– დიდად მადლობელი ვიქნებოდი, თუკი გულისხმიერებას გა-
მოიჩენდი, ჯონ, – წარმოთქვა თვინიერად.
– დაჯექი, ლანდი, – უთხრა ბიჭმა. მგელსაზარა დაცუცქდა. წი-
თელ თვალებს ტირიონს არ აშორებდა. ჯონმა დაცემულს უკნიდან
შემოუარა, მკლავებქვეშ ხელები ამოსდო და იოლად წამოაყენა.
შემდეგ წიგნი აიღო და მიაწოდა.
– რატომ მეცა? – ტირიონმა მგელსაზარას ალმაცერად გახედა.
ხელის ზურგით სისხლი და ტალახი მოიწმინდა პირიდან.
– შეიძლება გრუმკინი ეგონე.
ტირიონმა გამომცდელად შეხედა. მერე გაეცინა, სრულიად
უნებლიეთ ცხვირიდან წასკდა შეუკავებელი, ხალისიანი ფრუტუნი.
– ო, ღმერთებო, – სიცილი ახრჩობდა და თავს იქნევდა, – ალბათ
მართლა ვგავარ გრუმკინს. და სნარკებს რაღას უშვრება? – ჯობს,
არც იცოდე, – ჯონმა ტიკი აიღო და ისიც ტირიონს მიაწოდა. ტირი-
ონმა საცობი ამოაძრო, თავი გადახარა და პირში გრძელი ყლუპი

189
ჩაიწურა. ღვინო გრილ ცეცხლად ჩარაკრაკდა ყელში და სტომა-
ქი გაუთბო. მან ტიკი ჯონს გაუწოდა.
– გინდა?
ბიჭმა ტიკი ჩამოართვა და ფრთხილად მოყლუპა.
– ეგ სიმართლეა, ხო? – იკითხა, სმას რომ მორჩა, – ღამის
ებგურზე რაც მითხარი.
ტირიონმა თავი დაუქნია.
ჯონ სნოუმ კუშტად მოკუმა პირი.
– რაცაა, ეგაა.
ტირიონმა ფართოდ გაუღიმა.
– ყოჩაღ, ბუშო. უმრავლესობა არჩევს, უარყოს მწარე სიმარ-
თლე,, ვიდრე თვალი გაუსწოროს მას.
– უმრავლესობა, – გაიმეორა ბიჭმა, – მაგრამ შენ – არა. –
არა, – დაუდასტურა ტირიონმა, – მე არა. დრაკონებზეც კი უკვე
იშვიათად ვოცნებობ. დრაკონები არ არსებობენ. – იგი ძირს
დაგდებულ დათვის ქურქს დასწვდა, – წამო, ჯობია, მანამდე დავ-
ბრუნდეთ ბანაკში, ვიდრე ბიძაშენი დროშებს გაშლიდეს ჩვენს
საძებრად. ბანაკამდე შორი არ იყო, მაგრამ უხეში, კლდოვანი
მიწა სავალს ანელებდა და იმ დროისთვის, უკან რომ დაბრუნ-
დნენ, ტირიონს მწარედ ეკვანძებოდა ფეხის კუნთები. ჯონ სნოუმ
ხელი გაუწოდა, დახლართულ ფესვებზე რომ გადადიოდნენ,
მაგრამ ტირიონმა უარით აუქნია ხელი. იგი თავად გაიკვალავდა
გზას, მთელი სიცოცხლე ხომ სწორედ ასე იქცეოდა. და მაინც, ბა-
ნაკის დანახვა ეამა. კარვები მიედგათ უხსოვარ დროს მიტოვე-
ბული, სანახევროდ დაქცეული ციხესიმაგრის კედელზე, რომე-
ლიც ქარისგან იფარავდათ. ცხენები ნაკვები იყვნენ, კოცონი ენ-
თო. იორენი ქვაზე იჯდა და ციყვს ატყავებდა. წვნიანის მადის აღ-
მძვრელმა სურნელმა ტირიონს ნესტოებში შეუღიტინა. იქ მიჩან-

190
ჩალდა, სადაც მისი მსახური მორეკი წვნიანის ქოთანს დასტრია-
ლებდა თავს. მორეკმა უსიტყვოდ გაუწოდა ჩამჩა. ტირიონმა გა-
სინჯა და დაუბრუნა. – წიწაკა აკლია, – უთხრა.
ბენჯენ სტარკი გამოვიდა კარვიდან, სადაც ძმისწულთან ერთად
სახლობდა.
– აი, სად ყოფილხარ. ჯონ, ჯანდაბა მაგას, ნუ წახვალ ხოლმე ასე
მარტო. უკვე ვიფიქრე, რომ სხვებმა ჩაგიგდეს ხელში. – გრუმკინებ-
მა, – სიცილით უთხრა ტირიონმა. ჯონ სნოუმ გაიღიმა. სტარკმა იო-
რენს შეფიქრიანებული მზერა ესროლა. მოხუცებულმა ჩაიდუდღუ-
ნა, მხრები აიჩეჩა და თავის სისხლიან საქმეს მიუბრუნდა. ციყვის
დამატებამ წვნიანი მაწიერად შეასქელა; კოცონის გარშემო ჩამომ-
სხდარებმა კერძს შავი პური და ხმელი ყველი მიატანეს.
ტირიონი წრეზე გადასცემდა თავის ტიკს, სანამ იორენიც კი არ
შეთვრა. ნელ-ნელა კომპანია დაიშალა, კარვებს და ძილს მისცეს
სათითაოდ თავი, მხოლოდ ჯონ სნოუ დარჩა, რომელსაც ღამის გუ-
შაგობის პირველი ჯერი რგებოდა.
ტირიონი, როგორც ყოველთვის, ბოლო წავიდა. როდესაც მსა-
ხურების მიერ მისთვის აგებულ კარავში შეაბიჯა, შეჩერდა და ჯონ
სნოუს მოხედა. ბიჭი კოცონთან იდგა, უძრავი და მტკიცე სახე ჰქონ-
და, ფიქრებში წასული ალს ჩასცქეროდა.
ტირიონ ლანისტერმა ნაღვლიანად გაიღიმა და საწოლს მიაშუ-
რა.

191
კეტლინი

192
ნედი და გოგონები უკვე რვა დღის წასულები იყვნენ, როდესაც ერთ
საღამოს მაისტერ ლუვინი კეტლინს ბრანის საავადო სამყოფელში
მიადგა, თან საკითხავი ლამპარი და საანგარიშო რვეულები მიიტა-
ნა. – დიდი ხანია, დროა, ციფრებისთვის გადაგვეხედა, მილედი, –
თქვა მან, – ალბათ გინდათ იცოდეთ, რა დაგვიჯდა ეს სამეფო ვიზი-
ტი. კეტლინმა სარეცელში ჩაფლულ ბრანს დახედა და შუბლიდან
თმები გადაუვარცხნა. შეამჩნია, რომ ზედმეტად მოზრდოდა. მალე
საჭირო გახდებოდა, თმები შეეკვეცა მისთვის.
– ციფრების ნახვა არაფრად მჭირდება, მაისტერ ლუვინ, – თქვა
ისე, რომ ბრანისთვის თვალი არ მოუცილებია, – ისედაც ვიცი, რა
დაგვიჯდა ეს ვიზიტი. მომაშორე ეგ რვეულები.
– მილედი, მეფის ამალას ჯანსაღი მადა ჰქონდა. ჩვენი საწყობე-
ბი უნდა შევავსოთ, სანამ...
– გითხარი, მომაშორე-მეთქი, – შეაწყვეტინა ქალმა, – რაც
გვჭირდება, მოურავი მიხედავს.
– მოურავი არ გვყავს, – შეახსენა მაისტერ ლუვინმა. პატარა რუ-
ხი ვირთხასავითაა, გაიფიქრა ქალმა, თავიდან ხომ ვერ მოიშორებ.
– პული სამხრეთს გაემგზავრა, ლორდ ედარდის მეურნეობა რომ
მოაწყოს მეფის საბიჯელში.
კეტლინმა უგულისყუროდ დაუქნია თავი.
– ჰო, ჰო. მახსოვს. – ბრანი ისეთი ფერმკრთალი იყო. გაიფიქრა,
ნეტავ თუ შეიძლება, მისი საწოლი ფანჯრის ქვეშ დავდგათ, რომ დი-
ლის მზე მიადგეს ხოლმეო.
მაისტერ ლუვინმა ლამპარი კართან ნიშაში შედგა და მის ფი-
თილს დაუწყო ჩხიკინი.
– რამდენიმე კაცია დასანიშნი, დაყოვნებას რომ ვერ ითმენს, მი-
ლედი. მოურავის გარდა, მცველთა მეთაური გვჭირდება, იორის სა-
ნაცვლოდ, ახალი მეჯინიბეთუხუცესი...
ქალმა თავი შემოაბრუნა, მზერით გამსჭვალა მოსული.

193
– მეჯინიბეთუხუცესი?! – შოლტივით გადაუჭირა სიტყვა. . მა-
ისტერი გაოგნებული იდგა.
– დიახ, მილედი. ჰალენი სამხრეთს გაემგზავრა ლორდ
ედარდთან ერთად, ასე რომ...
– წინ დალეწილი და მომაკვდავი შვილი მიწევს, ლუვინ, და
შენ გსურს, ახალ მეჯინიბეთუხუცესზე ვიმსჯელო? შენ გგონია, მე-
ნაღვლება, რა ხდება თავლებში? გგონია, წუთით მაინც მანაღ-
ვლებს? ვინტერფელის ყველა ცხენს ერთმანეთის მიყოლებით
გამოვჭრიდი ყელს საკუთარი ხელით, თუკი ეს ბრანს თვალს გა-
ახელინებდა, გესმის ეს შენ? გესმის?
ლუვინმა თავი დახარა.
– დიახ, მილედი, მაგრამ დანიშვნები...
– მე გადავწყვეტ დანიშვნებს, – თქვა რობმა.
კეტლინს არ გაუგონია, როდის მოვიდა იგი, მაგრამ აი, აგერ
იდგა, კარში, და დედას უცქერდა. უეცარი სირცხვილით გააცნო-
ბიერა, რომ მაისტერს ყვირილით მიმართა. რა მოსდიოდა?
უსაშველოდ დაქანცული იყო, თავიც გამუდმებითს სტკიოდა.
მაისტერ ლუვინმა მზერა კეტლინიდან მის ვაჟზე გადაიტანა.
– მე სია მოვამზადე, აქ ჩამოვწერე მათი სახელები, ვის დანიშ-
ვნასაც სავარაუდოდ ვისურვებდით თავისუფალ ადგილებზე, –
თქვა მან და რობს სახელოდან გამოძვრენილი ქაღალდი გაუწო-
და. მისმა ვაჟმა სახელებს გადახედა. კეტლინმა შენიშნა, რომ
იგი გარედან შემოსულიყო; ლოყები სიცივისგან აწითლებოდა,
თმა აბურძგნული და ქარით გაწეწილი ჰქონდა. – კარგია, – თქვა
მან, – ამათზე ხვალ მოვილაპარაკოთ, – და სია უკან დაუბრუნა.
– ძალიან კარგი, მილორდ, – ქაღალდი სახელოში გაუჩინარდა.
– ახლა დაგვტოვე, – უთხრა რობმა. მაისტერ ლუვინმა თავი და-
უკრა და გაეცალა. რობმა კარი მიხურა და დედას მიუბრუნდა.
კეტლინმა შენიშნა, რომ ხმალი ეკეთა.
– დედა, რას შვრები?

194
კეტლინი მუდამ თვლიდა, რომ რობი მას ჰგავდა; ბრანის, რიკო-
ნის და სანსას მსგავსად, მასაც ტალის ფერები დაჰყოლოდა, ქერა
თმა, ცისფერი თვალები. მაგრამ ახლა ქალმა პირველად შენიშნა
მის სახეზე რაღაც ედარდ სტარკისეული, რაღაც შეუვალი და მტკი-
ცე, ჩრდილოური.
– რას ვშვრები? – გაიმეორა მან გაოცებით, – ამას როგორ მე-
კითხები? შენ როგორ გგონია, რას ვშვრები? შენს ძმას ვუვლი.
ბრანს ვუვლი.
– მაშ, ამას მოვლას უწოდებ? რაც ბრანი დაიმტვრა, ამ ოთახიდან
არ გამოსულხარ. მამა და გოგონები რომ გაემგზავრნენ, კარიბჭეს-
თანაც კი არ მოხვედი.
– მე მათ აქ გამოვემშვიდობე და იმ ფანჯრიდან ვუცქერდი, რო-
გორ გაემგზავრნენ, – იგი ნედს ევედრებოდა, არ წასულიყო, ახლა,
მას შემდეგ, რაც მოხდა; ახლა ხომ ყველაფერი შეიცვალა, ნუთუ ნე-
დი ამას ვერ ხედავდა? ვედრებამ შედეგი არ გამოიღო. სხვა გზა არ
მაქვსო, უთხრა, და წავიდა, ასე არჩია.
– ბრანს ვერ დავტოვებ, წუთითაც ვერა, ახლა, როდესაც შესაძ-
ლოა, ყოველი წუთი მისთვის ბოლო იყოს. მე მის გვერდით უნდა ვი-
ყო, თუკი... თუკი. – მან შვილის მოდუნებული ხელი აიღო, თითები
თითებს შორის შეუცურა. ისეთი სუსტი, გაწვრილებული ხელი ჰქონ-
და, ძალა მთლად გამოსცლოდა, მაგრამ მისი შეხება ჯერაც აგრძნო-
ბინებდა სიცოცხლის სითბოს.
რობს ხმა მოურბილდა.
– იგი არ მოკვდება, დედა. მაისტერ ლუვინი ამბობს, რომ ყველა-
ზე სახიფათო დრომ გადაიარა.
– და თუ მაისტერ ლუვინი ცდება? თუ ბრანს დავჭირდი, მე კი
გვერდით არ ვიყო?
– რიკონს უკვე სჭირდები, – შეუვალი ხმით უთხრა რობმა, – სამი
წლისაა მხოლოდ, ვერ გაუგია, რა ხდება. ფიქრობს, რომ ყველამ მი-
ატოვა, ჰოდა, მთელი დღეები კუდში დამდევს, ფეხზე მებღაუჭება და

195
ტირის. არ ვიცი, რა მოვუხერხო. – წუთით გაჩუმდა, ქვედა ტუჩს
იჭამდა, ზუსტად ისე, როგორც პატარაობისას სჩვეოდა. – დედა, მეც
მჭირდები. ვცდილობ, მაგრამ არ შემიძლია... არ შემიძლია, ყველა-
ფერს მარტო გავუმკლავდე. – ხმა მოძალებულმა გრძნობებმა გაუბ-
ზარა და კეტლინს გაახსენდა, რომ იგი თოთხმეტი წლის იყო, მე-
ტის არა. მოუნდა, ამდგარიყო და მასთან მისულიყო, მაგრამ
ბრანს ჯერაც ეჭირა მისი ხელი და ქალი ადგილიდან არ იძროდა.
კოშკის ძირას მგელი აყმუვლდა. კეტლინი აცახცახდა, სულ
ერთი წამით.
– ბრანისაა, – რობმა ფანჯარა გამოაღო და ღამის ჰაერი კოშ-
კის დახუთულ ოთახში შემოუშვა. ყმუილი უფრო ხმამაღლა გაის-
მა. ცივი, ეული ხმობა იყო, სევდითა და სასოწარკვეთით სავსე.
– ნუ, – უთხრა ქალმა, – ბრანს სითბო სჭირდება.
– ბრანს სჭირდება, მათი მღერა გაიგონოს, – მიუგო რობმა.
სადღაც გარეთ, ვინტერფელში, პირველ მგელს მეორემ შეუწონა
ხმა. შემდეგ მესამემ, უფრო ახლოდან. – ბურძგლაძაღლი და რუ-
ხი ქარი, – თქვა რობმა, უსმენდა, მათი ხმები როგორ ერთად
მაღლდებოდა და ერთადვე წყდებოდა, – ყურს თუ მიუგდებ, ხმე-
ბითაც გაარჩევ.
კეტლინი ცახცახებდა. მწუხარება, სიცივე, მგელსაზარათა
ყმუილი აცახცახებდა. ღამიდან ღამემდე ყმუილი, ცივი ქარი და
რუხი, ცარიელი ციხე-დარბაზი, ისევ და ისევ, არასოდეს არაფე-
რი იცვლებოდა, მისი ბიჭი კი აქ ეწვა, დალეწილი, ყველაზე საყ-
ვარელი მისი შვილებიდან, ყველაზე გულიანი და თავაზიანი,
ბრანი, რომელსაც უყვარდა სიცილი, ცოცვა და რომელიც რაინ-
დობაზე ოცნებობდა, ახლა ყველაფერი წარსულს ჩაჰბარებოდა,
მის სიცილს ვეღარასოდეს გაიგონებდა. კეტლინს ტირილი აუ-
ვარდა, ხელი გაითავისუფლა და ყურებზე აიფარა, ეს საზარელი
ყმუილი რომ აღარ სმენოდა.

196
– გააჩუმე! – იყვირა, – აღარ შემიძლია, გააჩუმე, გააჩუმე, დახო-
ცე ყველა, თუ გინდა, ოღონდ გააჩუმე როგორმე!
არ ახსოვდა, როგორ დაეცა დაბლა, მაგრამ აი, იატაკზე იწვა,
რობი კი აყენებდა, ძლიერ მკლავებში იკრავდა.
– ნუ გეშინია, დედა. ისინი არასდროს არაფერს დაუშავებენ, –
მან დედა ოთახის კუთხეში მდგარ ვიწრო ტახტთან მიიყვანა, – და-
ხუჭე თვალები, – უთხრა ნაზად, – დაისვენე. მაისტერ ლუვინმა მით-
ხრა, რომ ბრანის ჩამოვარდნის მერე თითქმის არც გიძინია.
– არ შემიძლია, – მოთქვამდა კეტლინი, – შემინდონ ღმერთებ-
მა, რობ, არ შემიძლია, ვაი და, მოკვდეს, მე რომ მეძინება, ვაი და,
მოკვდეს, ვაი და, მოკვდეს... – მგლები ჯერაც ყმუოდნენ. მან იკივლა
და ისევ აიფარა ყურებზე ხელები, – ო, ღმერთებო, დახურე ფანჯარა!
– კარგი, თუ პირობას მომცემ, რომ დაიძინებ, – რობი ფანჯარას მიუ-
ახლოვდა, მაგრამ დარაბებს რომ მისწვდა, მგლების მწუხარე ყმუ-
ილს სხვა ხმებიც დაერთო, – ძაღლები, – თქვა მან და მიაყურადა, –
ყველა ძაღლი ყეფს. ადრე ასე არასდროს უქნიათ... – კეტლინმა გა-
იგონა, როგორ შეუგუბდა რობს სუნთქვა. შვილს ახედა და ლამპრის
შუქზე მისი გაფითრებული სახე დაინახა, – ხანძარი, – ჩაიჩურჩულა
რობმა. ხანძარი, გაუელვა კეტლინს, და შემდეგ, ბრანი! – მომეხმა-
რე, – უთხრა გადაჭრით, – მომეხმარე, ბრანი გავიყვანოთ. რობს
თითქოს არ ესმოდა მისი.
– ბიბლიოთეკის კოშკი იწვის, – თქვა მან.
კეტლინი ღია ფანჯარაში უკვე ხედავდა მოციმციმე მოწითალო
შუქებს. იგი შვებით დაეშვა საწოლზე. ბრანს საფრთხე არ ემუქრე-
ბოდა. ბიბლიოთეკა ციხის ეზოს გადაღმა იყო, აქამდე ცეცხლი ვე-
რაფრით ვერ მოსწვდებოდათ.
– მადლობა ღმერთებს, – ჩაიჩურჩულა.
ბრანმა ისე შეხედა, თითქოს ფიქრობდა, ხომ არ შეიშალაო. –
დედა, აქ იყავი. როგორც კი ცეცხლს ჩავაქრობთ, მაშინვე დავბრუნ-

197
დები, – ოთახიდან სირბილით გავარდა. კეტლინმა გაიგონა,
როგორ შესძახა მან ოთახის გარეთ მდგარ მცველებს, ესმოდა,
როგორ გამალებით დაეშვნენ კიბეზე ყველანი ერთად, ორ-სამ
საფეხურზე ხტომით.
გარეთ, ეზოში, ისმოდა შეძახილები: „ხანძარი!”, ყვირილი,
გაქცეული ფეხების ბრაგაბრუგი, დამფრთხალი ცხენების ჭიხვი-
ნი და ციხის ძაღლების გააფთრებული ყეფა. კეტლინი ალია-
ქოთს აყურადებდა და უცებ მიხვდა, რომ ყმუილი აღარ ისმოდა.
მგელსაზარები დადუმდნენ. – კეტლინმა ღმერთების შვიდ სახე-
ბას უხმო, მადლობის ლოცვა აღუვლინა და ფანჯარას მიუახ-
ლოვდა. ეზოს გადაღმა ბიბლიოთეკის ფანჯრებიდან ალის გრძე-
ლი ენები გამოიჭრა. იგი უცქერდა ცაში მაღლად ადენილ
კვამლს და დანანებით ფიქრობდა იმ წიგნებზე, რომლებიც სტარ-
კებს საუკუნეთა განმავლობაში ეგროვებინათ. შემდეგ დარაბები
ჩარაზა.
ფანჯრიდან რომ შემობრუნდა, ოთახში შემოსული კაცი და-
ინახა. – აქ არ უნდა ყოფილიყავ, – პირქუშად ჩაიბუზღუნა მან, –
აქ არვინ უნდა ყოფილიყო.
პატარა, ჭუჭყიანი კაცი იყო, ბინძური ყავისფერი ტანსაცმელი
ეცვა და ცხენის სუნად ქოთდა. კეტლინი ყველას იცნობდა, ვინც
კი მათ თავლებში მუშაობდა, მაგრამ ეს კაცი ადრე არ ენახა. გაძ-
ვალტყავებული იყო, მეჩხერი ქერა თმა და ძვლოვან სახეში
ღრმად ჩამჯდარი უფერული თვალები ჰქონდა, ხელში კი ხანჯა-
ლი ეჭირა.
კეტლინმა შეხედა მის დანას, შემდეგ – ბრანს.
– არა, – თქვა მან. სიტყვა ყელში გაეჩარა, ოდნავ გასაგონი
ჩურჩულითღა დასცდა.
კაცმა, როგორც ჩანს, მაინც გაიგონა.

198
– ეს გულმოწყალებაა, – უთხრა, – მაინც უკვე მკვდარია. – არა,
– ახლა უფრო ხმამაღლა თქვა კეტლინმა, ხმა დაიმორჩილა, – არა,
ვერ იზამ.
იგი უკან, ფანჯრისკენ გაექანა, რათა კივილით მშველელი მოეხ-
მო, მაგრამ კაცი უფრო სწრაფი აღმოჩნდა, ვიდრე კეტლინი წარმო-
იდგენდა. ცალი ხელი პირზე ააფარა და თავი უკან გადაუზნიქა, მე-
ორე ხელით ხანჯალი ყელთან მიუტანა. აუტანლად ყარდა.

კეტლინმა ორივე ხელი ასწია, მთელი ძალით ჩააფრინდა ხან-


ჯლის პირს და მოიშორა. გაიგონა, როგორ შეიკურთხა კაცმა მის
ყურთან. თითები სისხლით გაეწება, მაგრამ ხანჯალს არაფრით არ
ეშვებოდა. პირზე აფარებულმა ხელმა უფრო ძლიერად მოუჭირა,
სუნთქვა აღარ შეეძლო. კეტლინმა თავი გვერდზე გადაღრიცა და
მოახერხა, მის ხორცს კბილებით მისწვდენოდა. მაგრად უკბინა
ხელზე. კაცმა ტკივილით დაიღმუვლა. ქალმა კბილები გააღრჭიალა
და გამოგლიჯა, და უცებ კაცმა ხელი უშვა. კეტლინს პირში მისი სის-
ხლის გემო ჰქონდა. ჰაერი ჩაყლაპა და იკივლა, კაცი თმაში ჩააფ-
რინდა და მოიშორა, ქალი წაბორძიკდა და დაეცა, და აქოშინებული,
აცახცახებული კაციც მაშინვე თავს დაადგა, სისხლით განებილი
ხანჯალი ჯერაც ხელში ჰქონდა ჩაბღუჯული.
– აქ არ უნდა ყოფილიყავ, – გაიმეორა სულელივით.
კეტლინმა მის ზურგსუკან ღია კარში შემომსხლტარ ჩრდილს
მოჰკრა თვალი. გაისმა ყრუ ხმა, ღრენაზე უფრო ჩუმი, მუქარის ოდ-
ნავი შრიალი, მაგრამ კაცმა, ჩანს, რაღაცას მოჰკრა ყური, რადგა-
ნაც მიბრუნება იწყო სწორედ მაშინ, მგელმა რომ ისკუპა. ერთად და-
ენარცხნენ ძირს, წაქცეულ კეტლინზე დაცვივდნენ ისინიც. მგელი
კაცს ყბის ქვეშ სწვდა. კაცის ღრიალი წამზე ნაკლებ ხანს გაგრძელ-
და, მერე კი მხეცმა თავი უკან გამოიქნია და ნახევარი ყანყრატო გა-
მოგლიჯა.
კეტლინს მისი სისხლი თბილ წვიმად დაესხურა სახეზე.

199
მგელი ახლა მას უცქერდა. წითელი და სველი ლაშები ჰქონ-
და, ბნელ ოთახში ოქროსფრად უელვარებდა თვალები. კეტლინ-
მა ბრანის მგელი იცნო. რასაკვირველია, ის იყო.
– მადლობა, – წაიჩურჩულა კეტლინმა მკრთალი, სუსტი
ხმით. აცახცახებული ხელი ასწია. მგელი მიუახლოვდა, თითები
დაუსუნა და სველი, ხეშეში ენით აულოკა სისხლი. როდესაც ხე-
ლი მთლად გაუსუფთავა, უხმოდ მიბრუნდა, ბრანის საწოლზე ახ-
ტა და გვერდით მიუწვა. კეტლინს ისტერიული სიცილი აუტყდა.
ასეთ დღეში იყვნენ ისინი, როდესაც რობი, მაისტერ ლუვინი
და სერ როდრიკი ოთახში შემოიჭრნენ ვინტერფელის მცველთა
ნახევარი შემადგენლობის თანხლებით. როცა კეტლინს ბოლოს
და ბოლოს ხმა ჩაუწყდა, იგი თბილ საბნებში გამოახვიეს და სე-
ფე-გოდოლში გადაიყვანეს, მის საკუთარ ოთახებში. მოხუცმა
ნენმა გახადა მას, ცხელ აბაზანაში ჩასვა და რბილი ქსოვილით
სისხლი ჩამოჰბანა. მერე მაისტერ ლუვინი მოვიდა მისთვის ჭრი-
ლობების შესახვევად. თითები ღრმად ჩასჭროდა, თითქმის
ძვლებამდე, და თავზე, იქ, სადაც მომხვდურმა ბღუჯა თმა ამოაგ-
ლიჯა, კანი გადატყაული და სისხლმდინარე ჰქონდა. მაისტერმა
უთხრა, რომ ტკივილი ახლაღა დაეწყებოდა, და ძილის მოსაგ-
ვრელად ყაყაჩოს რძე მისცა. ბოლოს და ბოლოს მან თვალები
დახუჭა.
– როდესაც თვალი გაახილა, უთხრეს, რომ ოთხი დღე იძინა.
კეტლინმა თავი დაუქნია და საწოლში წამოჯდა. ახლა ყველაფე-
რი კოშმარულ სიზმრად ეჩვენებოდა, ყოველივე, რაც ბრანის ჩა-
მოვარდნის შემდეგ მოხდა, სისხლითა და გლოვით სავსე საზა-
რელ სიზმრად, მაგრამ მტკივანი ხელები შეახსენებდა, რომ ეს
სინამდვილე იყო. თავს სუსტად და გაბრუებულად გრძნობდა,
მაგრამ უცნაურად თავდაჯერებული იყო, თითქოსდა უზარმაზა-
რი ტვირთი ჩამოხსნოდა მხრებიდან.

200
– მომიტანეთ პური და თაფლი, – უთხრა მან მსახურებს, – და მა-
ისტერ ლუვინს მოახსენეთ, რომ სახვევების გამოცვლა მჭირდება.
მსახურებმა გაოცებით შეხედეს და ბრძანების შესასრულებლად გა-
ქანდნენ.
კეტლინს გაახსენდა, რა დღეში იყო მანამდე, და სირცხვილი
დაეუფლა. მან ყველას უმტყუნა, შვილებსაც, ქმარსაც, სახლსაც. ეს
აღარ განმეორდებოდა. იგი აჩვენებდა ამ ჩრდილოელებს, რა ძლი-
ერები შეუძლიათ იყვნენ რივერანელ ტალებს.
სანამ საჭმელს მოართმევდნენ, რობიც მოვიდა. მას თან როდ-
რიკ კასელი ახლდა, აგრეთვე – მისი ქმრის აღსაზრდელი თეონ
გრეიჯოი, ბოლოს კი მოდიოდა ჰალის მოლენი, დაკუნთული მცვე-
ლი, ოთხკუთხა ყავისფერი წვერით. რობის სიტყვით, იგი მცველთა
მეთაური იყო. კეტლინმა შენიშნა, რომ მისი ვაჟი მოთრიმლულ
ტყავსა და ჯაჭვის პერანგში იყო გამოწყობილი, წელზე კი ხმალი ეკი-
და. – ვინ იყო ის კაცი? – ჰკითხა მათ კეტლინმა.
– მისი სახელი არავინ იცის, – მიუგო ჰალის მოლენმა, – ვინ-
ტერფელელი არ ყოფილა, მილედი, მაგრამ რამდენიმე კაცი ამ-
ბობს, რომ ბოლო კვირებში აქაც და ციხე-კოშკის ახლომახლოც
თვალი მოუკრავთ.
– ესე იგი, მეფის ამალიდანაა, – თქვა კეტლინმა, – ან ლანისტე-
რების. შეიძლება, სხვები რომ წავიდნენ, ეგ დარჩა.
– შესაძლოა, – უთხრა ჰალმა, – ბოლო დროს ვინტერფელში იმ-
დენი უცხო ტრიალებს, რომ ვერავინ იტყვის, ვისი კაცი იყო.
– თქვენს თავლებში იმალებოდა, – თქვა გრეიჯოიმ, – სუნით შე-
იძლება მიხვედრა.
– და როგორ მოახერხა, ასე შეუმჩნეველი დარჩენილიყო? –
მკაცრად იკითხა კეტლინმა. ჰალის მოლენი შეცბუნებული ჩანდა.
– ცხენების ნაწილი ლორდმა ედარდმა სამხრეთში წაიყვანა, ზო-
გიც ღამის ებგურში გავგზავნეთ, ამის გამო თავლები სანახევროდ

201
დაცარიელდა. მეჯინიბეებისგან დასამალად დიდი მოხერხება
აღარც იყო საჭირო. შეიძლება, ჰოდორმა შეამჩნია იგი, ამბობენ,
ეგ ბიჭი უცნაურად ირჯებოდაო, მაგრამ რაკი ასე ბრიყვია... –
ჰალმა თავი გააქნია.
– ჩვენ მივაგენით იმ ადგილს, სადაც ეძინა ხოლმე, – ჩაურთო
რობმა, – ჩალის ქვეშ ტყავის ქისით ოთხმოცდაათი ვერცხლის
ირემი ჰქონდა ჩაფლული.
– კარგია, რომ ჩემი ვაჟის სიცოცხლე იაფად არ გაყიდულა, –
მწარედ თქვა კეტლინმა. ჰალის მოლენმა გაოგნებული მზერა
მიაპყრო.
– თქვენი წყალობა არ მომკლებოდეს, მილედი, ამბობ, რომ
მას თქვენი შვილის მოკვლა ჰქონდა გუმანში?
– ეგ ხომ სიგიჟეა, – დაეჭვდა გრეიჯოი.
– ბრანის მოსაკლავად მოვიდა, – თქვა კეტლინმა, – სულ
ბურტყუნებდა, რომ წესით აქ არ უნდა დავხვედროდი. მან ბიბ-
ლიოთეკას ცეცხლი გაუჩინა, ეგონა, ხანძრის ჩასაქრობად გა-
ვიქცეოდი და ჩემს მცველებსაც თან გავიყოლებდი. მწუხარებით
ნახევრად შეშლილი რომ არ ვყოფილიყავი, ასეც მოხდებოდა.
– ვის რაში უნდა ბრანის მოკვლა? – იკითხა რობმა, – ღმერ-
თებო, იგი ერთი პატარა ბიჭია, უმწეო, უგონოდ მძინარე...
კეტლინმა პირმშოს გამომწვევად შეხედა.
– თუკი ჩრდილოეთის მმართველი შენ უნდა იყო, ეს საკითხე-
ბი უნდა განსაჯო, რობ. თავად უპასუხე საკუთარ კითხვას. ვის რა-
ში უნდა სჭირდებოდეს უგონოდ მწოლარე ბავშვის მოკვლა?
სანამ იგი პასუხს გასცემდა, მსახურები დაბრუნდნენ და სამ-
ზარეულოდან სინით ახალი საჭმელი მოზიდეს. დავალებულზე
ბევრად მეტი მოეტანათ: ცხელი პური, კარაქი, თაფლი და მაყ-
ვლის მურაბა, თხლად დაჭრილი ლორი და თოხლო კვერცხი,
სოლივით ჩამოჭრილი ყველი და პიტნიანი რძით სავსე ტოლჩა.
ყოველივე ამას მაისტერ ლუვინიც მოჰყვებოდა.

202
– როგორაა ჩემი შვილი, მაისტერ? – კეტლინმა მოტანილ სანო-
ვაგეს დახედა და იგრძნო, რომ მადა სულ არ ჰქონდა.
მაისტერ ლუვინმა თვალები დახარა.
– ისევ ისე, მილედი.
კეტლინი სწორედ ამგვარ პასუხს ელოდა, არც მეტს, არც ნაკ-
ლებს. ხელებში ტკივილი უფეთქავდა, თითქოს ჯერაც ხორცში
ღრმად ჩაჭრილ ხანჯალს იყო ჩაფრენილი. მან მსახურები გაუშვა და
კვლავ რობს შეხედა.
– გაქვს პასუხი?
– ვიღაც შიშობს, რომ ბრანი გონს მოვა, – თქვა რობმა, – აში-
ნებს რაღაც, რაც მას შეუძლია თქვას ან ჩაიდინოს, აშინებს რაღაც,
რაც მან იცის.
კეტლინი ამაყი იყო შვილის პასუხით.
– ძალიან კარგია, – იგი ახალ მცველთა მეთაურს მიუბრუნდა, –
ბრანი ხიფათისგან უნდა დავიცვათ. სადაც ერთი მკვლელი იყო, იქ
სხვებიც შეიძლება გამოჩნდნენ.
– რამდენი მცველი გსურთ, მილედი? – ჰკითხა ჰალმა.
– სანამ ლორდი ედარდი წასულია, ვინტერფელის ბატონად ჩემი
ვაჟი რჩება, – მიუგო ქალმა.
რობი ოდნავ მეტად გაიმართა.
– ერთი კაცი ოთახში გაამწესე, სადღეღამისოდ, ერთი კართან
დააყენე, ორიც – კიბის ძირში. ჩემი ან დედაჩემის ნებართვის გარე-
შე ბრანი არავინ ინახულოს.
– როგორც ბრძანებ, მილორდ.
– ახლავე მიხედე, – ურჩია კეტლინმა.
– და მისი მგელი მასთან იყოს ოთახში, – დაურთო რობმა. – ჰო,
– თქვა კეტლინმა. და გაიმეორა, – ჰო.
ჰალის მოლენმა თავი დაუკრა და გავიდა.
– ლედი სტარკ, – მიმართა სერ როდრიკმა, როდესაც მცველი
წავიდა, – შენიშნეთ, როგორი იყო ხანჯალი, მკვლელს რომ ეპყრა?

203
– გარემოებებმა არ დამანებეს, გულდასმით გამომეკვლია ის,
მაგრამ თავს დავდებ, რომ პირი ბასრი ჰქონდა, – მიუგო კეტ-
ლინმა ცივი ღიმილით, – რად მეკითხები?
– დანა ავაზაკის ხელში ჩაბღუჯული ვიპოვეთ. მომეჩვენა,
რომ ამგვარი კაცისთვის სრულიად შეუფერებელი, ზედმეტად
დახვეწილი იარაღი იყო, ამიტომაც დიდხანს და გულდაგულ
ვათვალიერე. პირი ვალირიული ფოლადის აქვს, ტარი – დრა-
კონის ძვლისა. ამგვარ იარაღს არაფერი ესაქმება ეგეთი კაცის
ხელში. ნამდვილად, ვიღაცამ მისცა.
კეტლინმა ფიქრიანად დაუქნია თავი.
– რობ, დაკეტე კარი.
მან გაოცებით შეხედა, მაგრამ დამორჩილდა.
– ის, რის თქმასაც ვაპირებ, ამ ოთახის კედლებს არ უნდა გას-
ცდეს, – უთხრა მან შეკრებილებს, – მინდა, რომ შემომფიცოთ.
თუკი ჩემი ეჭვი ნაწილობრივ მაინც გამართლებულია, მაშ, ნედი
და ჩემი გოგონები სასიკვდილო საფრთხისკენ გაემგზავრნენ, და
მავანის ყურში ჩაწვეთებული სიტყვა მათ შესაძლოა სიცოცხლის
ფასად დაუჯდეთ. – ლორდი ედარდი ჩემთვის მეორე მამაა, –
თქვა თეონ გრეიჯოიმ, – ასე რომ, ვფიცავ.
– გფიცავ, – თქვა მაისტერ ლუვინმა.
– მეც აგრეთვე, მილედი, – გამოეხმაურა სერ როდრიკი.
კეტლინმა შვილს შეხედა.
– შენ, რობ?
მან თანხმობით დაუქნია თავი.
– ჩემი და ლიზა დარწმუნებულია, რომ მისი ქმარი, ლორდი
ერინი, ლანისტერებმა მოკლეს, – უთხრა მათ კეტლინმა, – ახლა
მაგონდება, იმ დღეს, ბრანი რომ ჩამოვარდა, ჯეიმი ლანისტერი
სანადიროდ არ წასულა. აქ დარჩა, ციხეში.
ოთახი სამარისებურად გარინდულიყო.

204
– მე არ მგონია, რომ ბრანი კოშკიდან ჩამოვარდა, – წარმოთქვა
კეტლინმა სრულ მდუმარებაში, – ვფიქრობ, იგი გადმოაგდეს. მათ
სახეებზე ნათლად იკითხებოდა გაოგნება.
– მილედი, ეს საზარელი ბრალდებაა, – თქვა როდრიკ კასელმა,
– მეფისმკვლელიც კი უკან დაიხევს, როცა საქმე უცოდველი ბავ-
შვის მკვლელობაზე მიდგება.
– ოჰ, დაიხევს კი? – ჰკითხა თეონ გრეიჯოიმ, – ეჭვი მეპარება. –
ლანისტერების ქედმაღლობას ან ლანისტერების პატივმოყვარეო-
ბას საზღვარი არ აქვს, – თქვა კეტლინმა.
– ბიჭს ადრე არასდროს დასხლტომია ხელი, – ფიქრიანად თქვა
მაისტერ ლუვინმა, – ვინტერფელის ყველა ქვა ზეპირად იცოდა. –
ღმერთებო, – შეიკურთხა რობმა, ყმაწვილი სახე რისხვით მოღრუბ-
ვლოდა, – თუკი ეს მართალია, მოუწევს, ზღოს! – მან ხმალი იშიშ-
ვლა და ჰაერი გაკვეთა, – ჩემი ხელით მოვკლავ!
სერ როდრიკმა შეუტია:
– ჩააგე ხმალი! ლანისტერები ასი ლიგის იქით არიან. არასოდეს
იშიშვლო ხმალი, თუკი არ აპირებ, მოიხმარო. რამდენჯერ უნდა გა-
გიმეორო, სულელო ბიჭო?
შემცბარმა რობმა ხმალი ჩააგო, ერთბაშად ისევ ბავშვად ქცე-
ულმა. კეტლინმა სერ როდრიკს მიმართა:
– ვხედავ, ჩემს ვაჟს უკვე ფოლადის ხმალი შემოურტყამს. – ჩავ-
თვალე, უკვე დროა, – უთხრა მოხუცმა ორთაბრძოლის ოსტატმა.
რობი დედას შეშფოთებული უცქერდა.
– უკვე აქამდეც დრო იყო, – თქვა ქალმა, – ვინტერფელს მალე
შესაძლოა თავისი ყველა ხმალი დასჭირდეს და ჯობს, თუ ის ხმლები
ხის არ იქნება.
თეონ გრეიჯოიმ მახვილის ვადაზე დაიდო ხელი და თქვა:
– მილედი, თუკი საქმე მაგაზე მიდგება, ჩემი გვარი თქვენ წინაშე
დიდ ვალშია.

205
მაისტერ ლუვინმა თავისი ძეწკვი გამოქაჩა იქ, სადაც ლითო-
ნი კისერს უხეხავდა. – ჩვენ ვარაუდების მეტი არაფერი გაგვაჩ-
ნია. ბრალის წაყენებას კი დედოფლის საყვარელ ძმას ვუპი-
რებთ. დედოფალი ყოველივე ამას მოწყალე თვალით როდი შე-
ხედავს. მტკიცებულება უნდა გვქონდეს, ან ხმა აღარასოდეს უნ-
და დავძრათ.
– თქვენი მტკიცებულება ხანჯალია, – თქვა სერ როდრიკმა, –
ასეთი მშვენიერი მახვილი შეუმჩნეველი არ დარჩებოდა. კეტ-
ლინმა გაიაზრა, რომ სიმართლის გაგება მხოლოდ ერთგან შე-
იძლებოდა.
– ვინმე მეფის საბიჯელში უნდა წავიდეს.
– მე წავალ, – თქვა რობმა.
– არა, – უთხრა დედამ, – შენი ადგილი აქ არის. ვინტერფელ-
ში მუდამ უნდა რჩებოდეს სტარკი. – მან შეხედა დიდ, თეთრბა-
კენბარდებიან სერ როდრიკს, რუხ ანაფორაში გამოხვეულ მაის-
ტერ ლუვინს, თხელ, შავგვრემან და სხარტ ჭაბუკ გრეიჯოის.
ვინ გაგზავნოს? ვის უნდა მიენდოს? და დარწმუნებით გადაწ-
ყვიტა. ქვასავით უგრძნობი, გახევებული ხელებით წვალებით
გადაიყარა საბნები და საწოლიდან გადმოვიდა, – მე თვითონ უნ-
და წავიდე.
– მილედი, – მიმართა მაისტერ ლუვინმა, – ვითომ ბრძნუ-
ლად განსაჯე? ლანისტერები, უეჭველია, შენს ჩასვლას ეჭვის
თვალით შეხედავენ.
– და ბრანი? – ჰკითხა რობმა. საბრალო ბიჭი მთლად დაბნეუ-
ლი ჩანდა, – გინდა თქვა, რომ მიატოვებ?
– ბრანისთვის რაც შემეძლო, ყველაფერი გავაკეთე, – უთხრა
დედამ და დაჭრილი ხელი მკლავზე ჩამოსდო, – მისი სიცოცხლე
ღმერთებსა და მაისტერ ლუვინზეა მინდობილი. როგორც თა-
ვადვე შემახსენე, რობ, მე ახლა ჩემს სხვა შვილებზეც უნდა ვი-

206
ფიქრო. – ძლიერი დაცვა დაგჭირდება, მილედი, – შეახსენა თეონ-
მა. – ჰალს გაგაყოლებ, მცველთა რაზმთან ერთად, – თქვა რობმა.
– არა, – იუარა კეტლინმა, – დიდი ჯგუფი უსარგებლო ყურადღებას
მიიპყრობს. ლანისტერებს არ უნდა გავაგებინო, რომ მივდივარ.
სერ როდრიკი შეედავა:
– მილედი, მე მაინც დამრთე ნება, გამოგყვე. სამეფო გზა მარტო
მავალი ქალისთვის სახიფათო შეიძლება იყოს.
– სამეფო გზას არც გავუყვები, – მიუგო კეტლინმა. წუთით ჩაფიქ-
რდა, შემდეგ თანხმობით დაიქნია თავი, – ორი მხედარი ერთივით
სწრაფად ივლის, და ბევრად უფრო სწრაფად, ვიდრე ფორნებით და
სამგზავრო სახლით დამძიმებული გრძელი კოლონა. შენს თანხლე-
ბას ვისურვებდი, სერ როდრიკ. თეთრ დაშნას ზღვამდე დავუყვებით
და თეთრ ნავსადგურში გემს ვიქირავებთ. მუხლმაგარი ცხენები და
ზურგის ნიავქარი მეფის საბიჯელში ნედსა და ლანისტერებზე ბევ-
რად ადრე ჩაგვიყვანს. მერე კი, გაიფიქრა მან, რა იქნება, იმას მერე
ვნახავთ.

207
სანსა

208
ედარდ სტარკი გათენებამდე წავიდა, მოახსენა სანსას სეპტა მორ-
დეინმა საუზმეზე.
– მეფემ კაცი გამოუგზავნა. ნამდვილად, ისევ სანადიროდ წა-
ვიდნენ. როგორც მითხრეს, ამ მხარეში ჯერაც არიან ველური ზუბ-
რები. – არასოდეს მინახავს ზუბრი, – თქვა სანსამ და მაგიდის ქვეშ
ლედის ლორის ნაჭერი ჩააწოდა. მგელსაზარამ დედოფალივით ნა-
ზად აიღო ხელით მიწოდებული ნუგბარი.
სეპტა მორდეინმა გაკიცხვით ჩაიფრუტუნა.
– კეთილშობილი ქალბატონი სუფრასთან ძაღლებს არ კვებავს,
– თქვა მან, ისევ ჩამოტეხა ფიჭის ნაჭერი და თაფლი პურის ნაჭერზე
დაიწუნა.
– ეს ძაღლი არ არის, მგელსაზარაა, – შეუსწორა სანსამ, ლედი
კი ამასობაში ხეშეში ენით თითებს ულოკავდა, – და თანაც, მამამ
გვითხრა, შეგიძლიათ, თან გყავდეთ, თუ გინდათო.
სეპტა არ ცხრებოდა.
– შენ კარგი გოგონა ხარ, სანსა, მაგრამ თუ გინდა დავიფიცებ,
როცა საქმე ამ არსებაზე მიდგება, შენი და არიასავით თავნება ხდე-
ბი, – იგი მოიღუშა, – და არია სადღა არის ამ დილით? – არ შიოდა,
– მიუგო სანსამ, თუმც თითქმის დარწმუნებული იყო, რომ მისი და
ჯერ კიდევ რამდენიმე საათის წინ ჩაიპარა სამზარეულოში და მზა-
რეულის რომელიმე შეგირდს საუზმე გამოსტყუა.
– აუცილებლად შეახსენე, დღეს ლამაზად გამოეწყოს. ალბათ,
ნაცრისფერი ხავერდი აჯობებს. ყველანი მიწვეულები ვართ დედო-
ფალთან და პრინცესა მირცელასთან ერთად სამეფო სამგზავრო
სახლით გასასეირნებლად, და რაც შეიძლება კარგად უნდა გამოვი-
ყურებოდეთ.
სანსა უკვე რაც შეიძლება კარგად გამოიყურებოდა”. მან მანამ-
დე ივარცხნა გრძელი, მოწითურო თმები, სანამ არ აუბზინდა, და თა-
ვისი ულამაზესი ცისფერი აბრეშუმის კაბა შეარჩია. იგი დღევანდელ

209
დღეს აგერ უკვე კვირაზე მეტი იყო, მოუთმენლად ელოდა. დე-
დოფალთან ერთად სეირნობა უდიდესი პატივი იყო და თანაც, იქ
შესაძლოა, პრინც ჯოფრისაც შეხვედროდა, თავის დანიშნულს.
ამის გაფიქრებაც კი უცნაურად ათრთოლებდა მთელ მის არსე-
ბას, თუმც ისინი კიდევ წლები და წლები არ დაქორწინდებოდნენ.
სანსა ჯოფრის ჯერ წესიერად არც იცნობდა, მაგრამ უკვე შეყვა-
რებული იყო მასზე. იგი ზუსტად ჰგავდა სანსას ოცნების პრინცს:
მაღალი, ლამაზი, ძლიერი და ოქროსქოჩრიანი. სანსას მის
გვერდით ყოფნის ყოველი წუთი ეძვირფასებოდა, თუმც ამის შე-
საძლებლობა იშვიათად ეძლეოდა ხოლმე. ერთადერთი რამ,
რაც დღეს აშფოთებდა, არია იყო. არიას ყველაფრის გაფუჭება
სჩვეოდა. ვერასოდეს იტყოდი წინასწარ, რას ჩაიდენდა.
– ვეტყვი, – ყოყმანით თქვა სანსამ, – მაგრამ მაინც ისე ჩაიც-
ვამს, როგორც ყოველთვის, – ერთი იმედიღა რჩებოდა, რომ ძა-
ლიან სამარცხვინოდ არ იქნებოდა ჩაცმული, – შეიძლება, დაგ-
ტოვოთ?
– შეიძლება, – სეპტა მორდეინი მორიგი თაფლიანი პურის
გამზადებას შეუდგა, და სანსა მერხიდან ჩამოსრიალდა. სასტუმ-
როს საერთო ოთახიდან გამოქცეულს ლედი ფეხდაფეხ აედევნა.
გარეთ გასული წუთით გაჩერდა ყვირილის, ლანძღვის და ხის
ბორბლების ჭრიალის ხმებში – კაცები კარვებს და ჩარდახებს
კეცავდნენ და ფორნებს ტვირთავდნენ, მორიგი დღის მარშის-
თვის ემზადებოდნენ. სასტუმრო ღია ფერის ქვით ნაგები სამსარ-
თულიანი ფართო შენობა იყო, სანსას ნანახ ყველა სხვა სასტუმ-
როზე უფრო დიდი, მაგრამ მეფის ამალის მესამედიც ძლივს და-
იტია: ახლა ისინი ოთხასზე მეტიც იყვნენ, მისი მამის ხალხისა და
გზად შემოერთებული თავისუფალი მხედრების ჩათვლით.
მან არია სამკბილას პირას იპოვა, იგი ცდილობდა, ნიმერია
წყნარად დაესვა და ბეწვზე შემხმარი ტალახი ჩამოევარცხნა.

210
მგელსაზარას ეს საქმიანობა სულაც არ სიამოვნებდა. არიას იგივე
სამგზავრო ტყავის სამოსი ეცვა, რაც გუშინ და გუშინწინაც ემოსა.
– ჯობია, რამე ლამაზი ჩაიცვა, – უთხრა სანსამ, – სეპტა მორდე-
ინმა თქვა. დღეს პრინცესა მირცელასთან ერთად დედოფლის სამ-
გზავრო სახლით ვიმგზავრებთ.
– მე არა, – მიუგო არიამ, თან ცდილობდა, ნიმერიას აბურდული
რუხი ბეწვი გამოევარცხნა, – მიკა და მე ვაპირებთ, მდინარეს ავუყ-
ვეთ ცხენებით და ფონთან ლალები დავძებნოთ.
– ლალები. – გაიმეორა დაბნეულმა სანსამ, – რა ლალები?
არიამ, როგორც სულელს, ისე შეხედა.
– რეიგარის ლალები. მეფე რობერტმა აქ მოკლა იგი და გვირ-
გვინი მოიპოვა.
სანსამ თავის გაჩხიკულ უმცროს დას ეჭვით შეხედა.
– ლალების საძებნელად ვერ წახვალ, პრინცესა გველოდება.
დედოფალმა ორივე მიგვიწვია.
– სულ არ მენაღვლება, – უთხრა არიამ, – სამგზავრო სახლს
ფანჯრებიც კი არ აქვს, ვერაფერსაც ვერ დაინახავ.
– და ნეტავ რის დანახვა გინდა? – ჰკითხა გაღიზიანებულმა სან-
სამ. იგი ამ მიწვევას ერთიანად აეფორიაქებინა, მისი შტერი და კი
ყველაფრის გაფუჭებას ცდილობდა – სწორედ იმას აკეთებდა, რისი
შიშიც სანსას თავიდანვე ჰქონდა, – გარშემო მარტო მინდვრები,
ფერმები და ციხეებია.
– არა, მარტო ეგ არა, – ჯიუტად მიუგო არიამ, – ზოგჯერ მაინც
რომ მოგვყვებოდე ხოლმე, შენც ნახავდი.
– მეჯავრება ცხენზე ჯდომა, – ცხარედ თქვა სანსამ, – ტალახიან-
დები, მტვრიანდები, ყველაფერი გტკივა და მეტი არაფერი.
არიამ მხრები აიჩეჩა.
– წყნარად! – შეუყვირა ნიმერიას, – არაფერსაც არ გტკენ, – მე-
რე სანსას უთხრა: – ყელს რომ გადმოვდიოდით, ოცდათექვსმეტი

211
ისეთი ყვავილი დავთვალე, ადრე რომ არასოდეს მინახავს, მი-
კამ კი ლომხვლიკა მანახა.
სანსას შეაჟრჟოლა. თორმეტი დღე გადადიოდნენ ყელს, დაგ-
რეხილ მიწაყრილიან გზას მიუყვებოდნენ დაუსრულებელ შავ
ჭაობებს შორის, და სანსას იქ გატარებული ყოველი წუთი სძაგ-
და. ჰაერი ნოტიო, წებოვანი იყო, ყრილი – იმდენად ვიწრო, რომ
ღამით წესიერ ბანაკს ვერც კი შლიდნენ, ზედ სამეფო გზაზე უწევ-
დათ ღამის გათევა. გარს ნახევრად დაძირული ხეების ხშირი
ტევრი შემოჯარვოდათ, ტოტებს უფერული, დაჟიებული აბედი
ეკიდა. შლამში ვეებერთელა ყვავილები ყვაოდნენ, გარინდული
წყლის ზედაპირზეც ყვავილები ტივტივებდნენ, მაგრამ თუკი სი-
სულელეს ჩაიდენდი და მათ დასაკრეფად ყრილიდან გადახვი-
დოდი, იქვე საფლობი იყო გამზადებული შენს შესასრუტად, ხე-
ებიდან გველები გითვალთვალებდნენ, წყალში კი სანახევროდ
ჩამალულიყვნენ თვალებიან-კბილებიანი მორების მსგავსი
ლომხვლიკები.
რასაკვირველია, არიას არაფერი აჩერებდა. ერთ დღესაც
დაბრუნდა, თავისი ცხენის კბილებით იკრიჭებოდა, თმები აბურ-
დული ჰქონდა, ტანსაცმელი – ტალახით მოსვრილი, გულში კი
მამისთვის შეგროვებული იისფერი და მწვანე ყვავილების გა-
ფარჩხულ თაიგულს იკრავდა. სანსას იმედი ჰქონდა, რომ მამა
არიას უბრძანებდა, წესიერად მოქცეულიყო და როგორც კე-
თილშობილ ლედის შეეფერებოდა, ისე გარჯილიყო, მაგრამ
ამის მაგივრად მან არია ჩაიხუტა და ყვავილებისთვის მადლობა
გადაუხადა. ამის მერე არიას კიდევ უარესად გაუვიდა თავს.
მერე გაირკვა, რომ იისფერ ყვავილებს სახელად შხამიანი
კოცნა ერქვა და არიას მკლავებზე გამონაყარიც გაუჩნდა. სანსა
ფიქრობდა, რომ ეს ჭკუას ასწავლიდა, მაგრამ არიას გამონაყა-
რი სიცილადაც არ ეყო და მეორე დღესვე ვიღაც უბირი ჭაობის
ქალივით მკლავებზე შლამი შეიზილა, მხოლოდ და მხოლოდ

212
იმიტომ, რომ მისმა ძმაკაცმა მიკამ უთხრა, ასე ფხანა გაგივლისო.
მკლავები და ბეჭები დალილავებოდა, მუქი იისფერი ნაკაწრები და
გამკრთალებული ყვითელ-მწვანე ლაქები აჩნდა – სანსა ყველაფერ
ამას ხედავდა, როდესაც მისი და დასაძინებლად იხდიდა ხოლმე.
შვიდმა ღმერთმა იცის, სად იშოვა ისინი.
არია თავისას არ იშლიდა, ნიმერიას დაბურდულ ბეწვს ვარცხნი-
და და ქაქანებდა, თუ რა ენახა სამხრეთისკენ მგზავრობისას. – წინა
კვირას ის მოჩვენებებიანი საგუშაგო კოშკი ვიპოვეთ, იმის წინა
დღეს კი ველური ცხენების რემას ვდიეთ. უნდა გენახა, რას გარბოდ-
ნენ, ნიმერიას სუნი რომ იკრეს, – მგელი მისი ხელიდან თავის დაძ-
ვრენას შეეცადა და არია გაუწყრა, – გაჩე, მეორე გვერდიც უნდა მო-
ვათავო, მთლად ტალახიანი ხარ!
– კოლონას არ უნდა მოშორდე, – შეახსენა სანსამ, – მამამ ასე
თქვა.
არიამ მხრები აიჩეჩა.
– შორს არ წავსულვარ. თანაც, ნიმერია სულ ჩემთან იყო. ხო, და
ყოველთვის სადღაც კი არ მივდივარ ხოლმე. ხანდახან ისიც სახა-
ლისოა, უბრალოდ ფორნების გვერდით იარო ცხენით და ხალხს
ელაპარაკო.
სანსამ მშვენივრად იცოდა, რა ხალხთან მოსწონდა არიას საუბა-
რი: საჭურველმტვირთველებთან, მეჯინიბეებთან და მსახურ გოგო-
ებთან, ბერიკაცებთან და ტიტლიკანა ბავშვებთან, გაუგებარი ჩამო-
მავლობის, სიტყვამოურიდებელ თავისუფალ მხედრებთან. არია
მზად იყო, განურჩევლად ყველას დამეგობრებოდა. ყველაზე უარე-
სი ხომ ეს მიკა იყო, ყასბის ბიჭი, ცამეტი წლის გაველურებული ყმაწ-
ვილი, რომელსაც ხორცის ფორანში ეძინა და სასაკლაოს კუნძის
სუნი ასდიოდა. სანსას მისი დანახვაც კი ცუდად ხდიდა, მაგრამ
არიას, ჩანს, დასთან ერთად სეირნობას მასთან ყოფნა ერჩივნა.
სანსას უკვე მოთმინება ელეოდა.

213
– უნდა წამომყვე, – მტკიცედ უთხრა დას, – დედოფლისთვის
უარის თქმა არ შეიძლება. სეპტა მორდეინი გელოდება.
არიამ ხმა არ გასცა. ოღონდ სავარცხელი მაგრად მოქაჩა. შე-
ურაცხყოფილმა ნიმერიამ დაიღრინა და გვერდით გახტა.
– მოდი აქ!
– იქ ლიმონის ნამცხვრები და ჩაი იქნება, – განაგრძო სანსამ,
როგორც უფროსს და კეთილგონიერ ადამიანს შეჰფერის. ლედი
ფეხზე გაეხახუნა. სანსამ ყურები დაფხანა, ისე, როგორც მგელს
უყვარდა, და ლედიც მის გვერდით ჩაცუცქდა; უცქერდა, როგორ
დასდევდა არია ნიმერიას. – რატომ უნდა გინდოდეს, სუნიანი ბე-
ბერი ცხენით იარო, ყველაფერი დაგიბუჟდეს და გაოფლიანდე,
თუკი შეგიძლია, ბუმბულის ბალიშებზე წამოწვე და დედოფალ-
თან ერთად ნამცხვრებს შეექცე?
– არ მომწონს დედოფალი, – თქვა არიამ უბრალოდ. სანსას
სუნთქვა შეუგუბდა, არიასგანაც კი არ ელოდა ასეთი საშინელე-
ბის თქმას, მაგრამ მისი და არხეინად განაგრძობდა ქაქანს, – ნი-
მერიას შეყვანასაც კი არ მანებებს, – მან სავარცხელი ქამარში
გაიჩარა და თავისი მგლისკენ დაიძრა. ნიმერია ყურადღებით
ადევნებდა თვალს, რამდენად მიუახლოვდებოდა იგი.
– სამეფო სამგზავრო სახლში მგელს არაფერი ესაქმება, –
უთხრა სანსამ, – თანაც, პრინცესა მირცელას მათი ეშინია და შენ
ეს ძალიან კარგად იცი.
– მირცელა პატარა ბავშვია, – არიამ კისრით დაითრია ნიმე-
რია, მაგრამ, როგორც კი ქამრიდან სავარცხელი ამოიღო,
მგელსაზარა გაუსხლტა და მოკურცხლა. გაგულისებულმა არიამ
სავარცხელი მინაზე დაანარცხა. – ცუდი მგელი! – მიაძახა გაქ-
ცეულს. სანსამ ღიმილი ვერ შეიკავა. საძაღლეების გამრიგემ ერ-
თხელ უთხრა, ცხოველი თავის პატრონს ემსგავსებაო. დაიხარა
და ჭკვიან ლედის მსუბუქად, ნაუცბათევად მოეხვია. მგელმა
ლოყა აულოკა. სანსამ ჩაიხითხითა. არიამ გაიგონა, მობრუნდა

214
და დას მიაჩერდა, – სულერთია, რაც არ უნდა მითხრა, მაინც ცხე-
ნით წავალ, – მოგრძო, ცხენივით სახეზე ჯიუტი გამომეტყველება
აღებეჭდა, რაც ნიშნავდა, რომ გადაწყვეტილი ჰქონდა, თავის ჭკუ-
აზე მოქცეულიყო.
– ღმერთებმა იციან, არია, ზოგჯერ ისე ბავშვივით იქცევი, – უთ-
ხრა სანსამ, – მაშინ მე თვითონ წავალ. ასე კიდევ უკეთესიც იქნება.
ლედი და მე მთელ ლიმონიან ნამცხვრებს გეახლებით და უშენოდ
დიდებულ დროს გავატარებთ.
იგი შებრუნდა, რომ წასულიყო, მაგრამ არიამ მიაძახა:
– ლედისაც არ შეგაყვანინებენ! – და, სანამ სანსა პასუხს გასცემ-
და, უკვე შორს იყო, ნიმერიას მისდევდა მდინარის ნაპირის გას-
წვრივ. ნაწყენი სანსა მარტო გაუდგა გრძელ გზას უკან, სასტუმროს-
კენ, სადაც, იცოდა, სეპტა მორდეინი იცდიდა. ლედი უხმაუროდ მო-
ძუნძულებდა მის გვერდით. გოგონას ლამის ეტირა. მას მხოლოდ ის
სურდა, ყველაფერი ლამაზად, მშვენიერად მომხდარიყო, ისე, რო-
გორც სიმღერებში ჰყვებიან. რატომ არ შეიძლებოდა, არია საყვა-
რელი, დამყოლი და კეთილი ყოფილიყო, პრინცესა მირცელასა-
ვით? თავად სწორედ მირცელასნაირ დას ისურვებდა.
სანსა ვერ ხვდებოდა, როგორ შეიძლებოდა, სულ რაღაც ორი
წლის სხვაობით დაბადებული დები ასე განსხვავებულები ყოფი-
ლიყვნენ. არია ბუში რომ ყოფილიყო, მათი ნახევარძმა ჯონის
მსგავსად, მაშინ კიდევ გასაგები იქნებოდა. იგი გარეგნულადაც კი
ჯონს ჰგავდა, სტარკების გრძელი სახე და მუქი თმები ჰქონდა და მა-
თი დედა-ლედის არც ნაკვთები, არც ფერები არ დაჰყოლოდა. ჯონის
დედა მდაბიოთაგანი იყო – ყოველ შემთხვევაში, ხალხი ჩურჩულით
ამას ამბობდა. ერთხელ, პატარაობაში, სანსამ დედასაც კი ჰკითხა,
იქნებ რამე მოხდაო. იქნებ მისი ნამდვილი და გრუმკინებმა მოიპა-
რეს. მაგრამ დედამ მხოლოდ გაიცინა და მიუგო, რომ არაფერი ამ-
გვარი არ მომხდარა, არია მისი შვილი და სანსას კანონიერი და
იყო, მათი სისხლი და ხორცი. სანსა ვერ ხვდებოდა, დედას რატომ

215
უნდა მოსურვებოდა ასეთი ტყუილის თქმა, ამიტომაც ჩათვალა,
რომ სიმართლეს ეუბნებოდნენ.
ბანაკის შუაგულს რომ მიუახლოვდა, საწუხარი სწრაფად გა-
დაავიწყდა. დედოფლის სამგზავრო სახლის გარშემო ხალხი
შეგროვილიყო. სანსას ჩაესმა აღტაცებული ხმები, სკის ზუზუნს
რომ ჩამოჰგავდა. სახლის კარი მოღებული იყო, ხის კიბის თავში
დედოფალი იდგა და ვიღაც დაბლა მდგომს უღიმოდა. სანსამ გა-
იგონა მისი სიტყვები:
– საბჭო დიდ პატივს გვდებს, კეთილო ბატონებო.
– რა ხდება? – ჰკითხა სანსამ ნაცნობ საჭურველმტვირ-
თველს. – საბჭომ მეფის საბიჯელიდან მხედრები გამოგზავნა,
დარჩენილ გზაზე რომ გაგვაცილონ, – მიუგო მან, – საპატიო
დაცვა მეფისთვის. სანსას სურდა, ახლოდან ენახა, ამიტომ ლე-
დის ნება დართო, შეგროვილ ხალხში მისთვის გზა გაეკაფა.
ხალხი საჩქაროდ განზე იწევდა, მგელსაზარას ერიდებოდნენ.
სახლს რომ მიუახლოვდა, დედოფლის წინ დაჩოქილი ორი რა-
ინდი დაინახა, ისეთი მოხდენილი და დიდებული აბჯრები ემო-
სათ, რომ გაოცებით ააფახულა თვალები.
ერთ რაინდს მოკაზმული, თეთრი მინანქრის ფარფლებით
შეთხზული აბჯარი ეცვა, ახალი თოვლივით თვალისმომჭრელი,
მზეზე აბრჭყვიალებული ვერცხლის სევადითა და ბალთა-აბზინ-
დებით შემკული. ჩაჩქანი რომ მოიხადა, სანსამ დაინახა, რომ
იგი მოხუცებული კაცი იყო, თავისი აბჯარივით სპეტაკი თმა
ჰქონდა, მაგრამ ძლიერი და მოქნილი ჩანდა. მისი მხრებიდან
მეფის ქეშიკის ქათქათა მოსასხამი ეშვებოდა.
მისი ამხანაგი ოციოდე წლის კაცი იყო, ფოლადის ფურცლის
მუქი მწვანე აბჯარი ეცვა. ამაზე ლამაზი კაცი სანსას თვალს არას-
დროს ენახა: მაღალსა და მძლავრად ასხმულს გიშერივით შავი
თმა მხრებზე სცემდა და მის სუფთად გაპარსულ სახეს ჩარჩოდ

216
ევლებოდა, მოცინარი მწვანე თვალები კი აბჯრის ფერს ეხამებოდა.
ცალი მკლავის ქვეშ ირმისრქიანი მუზარადი ამოედო, მისი თვალის-
მომჭრელი ცხაური ოქროსფრად ბრწყინავდა.
მესამე უცნობი სანსამ თავიდან ვერც შენიშნა. იგი სხვებივით
მუხლმოყრილი არ იდგა. გვერდით იყო მიმდგარი, მათ ცხენებთან,
გაძვალტყავებული და მოღუშული, და დანარჩენებს უხმოდ ადევ-
ნებდა თვალს. ჩოფურა, უწვერო სახე, ღრმად ჩამჯდარი თვალები
და ჩაცვენილი ლოყები ჰქონდა. მოხუცი არ იყო, მაგრამ თმა ყურებს
ზემოთღა ეზრდებოდა ზოლად, თუმცა რაც შემორჩენოდა, ქალივით
გრძლად მოეზარდა. აბჯრად მოთრიმლულ ტყავზე გადაცმული სადა
და შეუმკობელი დაუფერავი ჯაჭვის პერანგი ეცვა, რომელსაც სიძვე-
ლის და ხშირი ხმარების კვალი აჩნდა. მარჯვენა მხრის ზემოთ უჩან-
და ზურგზე მიკრული ხმლის დალაქული ტყავის ვადა: საორხელე
ორლესული, რომელიც მეტისმეტად გრძელი იყო საიმისოდ, რომ
წელზე ჩამობმული ეტარებინა.
– მეფე სანადიროდაა წასული, მაგრამ ვიცი, დაბრუნებულს
თქვენი ნახვა ეამება, – ეუბნებოდა დედოფალი მის წინ მუხლმოყ-
რილ რაინდებს, მაგრამ სანსას მესამე კაცისთვის ვერ მოეწყვიტა
თვალი. მან თითქოს იგრძნო დაჟინებული მზერა და აუჩქარებლად
მოაბრუნა თავი. ერთბაშად თავსდამტყდარი გაუსაძლისი ძრწოლა
ერთ-ერთი უმძაფრესი შეგრძნება იყო, რაც კი სანსა სტარკს ცხოვ-
რებაში განეცადა. უკან გადადგა ნაბიჯი და ვიღაცას შეასკდა.
მხრებზე ძლიერი ხელების ჩავლება იგრძნო და წუთით იფიქრა,
მამაჩემიაო, მაგრამ როცა მობრუნდა, დაინახა, რომ სანდორ კლე-
გეინის დამწვარი სახე დასცქეროდა, პირი ღიმილის საზარელი
მსგავსებით მოღრეცოდა.
– ცახცახებ, გოგონი, – უთხრა ხრინწიანი ხმით, – ასე გაშინებ?
დიახაც აშინებდა, მას შემდეგ, რაც პირველად მოჰკრა თვალი ნი-
ღაბს, რადაც ცეცხლს სერ კლეგეინის სახე ექცია, თუმც ახლა ეჩვე-
ნებოდა, რომ სანახევროდაც არ იყო ისე საზარელი, როგორც ის,

217
სხვა. და მაინც, სანსა გაიწია მისგან, ქოფაკმა გაიცინა, ლედი კი
მათ შორის ჩადგა და გამაფრთხილებლად დაიღრინა. სანსა მუხ-
ლებზე დაეშვა და მგელს მკლავები შემოხვია. გარშემო ხალხი
იდგა, სანსა გრძნობდა მათ მზერას და აქეთ-იქიდან მოგუდული
შენიშვნები და ნაწყვეტ-ნაწყვეტი ხითხითი ჩაესმოდა.
– მგელი, – თქვა ვიღაც კაცმა, და მეორე გამოეხმაურა: შვიდ
ჯოჯოხეთს წაუღია, ეს მგელსაზარაა! – მაშინ პირველმა კაცმა
იკითხა: რა უნდა ბანაკში? – და ქოფაკმა ხრინწიანი ხმით მიუგო:
სტარკებს ძიძებად ჰყავთ ხოლმე.
სანსამ უცებ აღიქვა, რომ ორი უცნობი რაინდი მას და ლედის
დასცქეროდა, ხელში გაშიშვლებული ხმლები ეჭირათ, და ისევ
შეეშინდა, და შერცხვა. თვალები ცრემლებით აევსო.
მან გაიგონა დედოფლის ხმა:
– ჯოფრი, სანსასთან მიდი. – და მისი პრინცი მის გვერდით
გაჩნდა. – დაანებეთ თავი, – თქვა ჯოფრიმ. თავს წამოადგა,
მშვენიერი იყო თავის ლურჯი შალისა და შავი ტყავის სამოსში,
ოქროს დალალები მზეზე გვირგვინივით უელვარებდა. სანსას
ხელი გაუწოდა და წამოაყენა, – რა ხდება, ძვირფასო ლედი? რამ
შეგაშინა? არავინ არაფერს დაგიშავებს. მოაშორეთ ხმლები,
ყველამ. მგელი მისი პატარა შინაური ცხოველია, ესაა და ეს, –
მან სანდორ კლეგეინს შეხედა, – და შენ, ძაღლო, გადი აქედან,
თორემ ჩემს დანიშნულს აშინებ. მუდამ ერთგულმა ქოფაკმა თა-
ვი დაუკრა, უკან დაიხია და წყნარად შეერია მოჯარულ ხალხს.
სანსა ლამობდა, გრძნობებს მორეოდა. თავს ისე ბრიყვად
გრძნობდა. იგი ვინტერფელელი სტარკი იყო, წარჩინებული ლე-
დი, და ერთ დღესაც დედოფალი გახდებოდა. – სერ კლეგეინმა
კი არ დამაფრთხო, ძვირფასო პრინცო, – შეეცადა, აეხსნა, –
სულ სხვა იყო.
უცნობმა რაინდებმა ერთმანეთს გადახედეს.
– პეინი? – ჩაიხითხითა მწვანეაბჯრიანმა ჭაბუკმა.

218
თეთრად შემოსილმა მოხუცებულმა სანსას თავაზით მიმართა: –
ხდება ხოლმე, სერ ილინი მეც მაშინებს, ძვირფასო ლედი. შიშის
მომგვრელად გამოიყურება.
– როგორც უნდა გამოიყურებოდეს კიდევაც, – დედოფალი სამ-
გზავრო სახლიდან დაეშვა. მაცქერალთა ბრბო მის წინაშე გაიპო,
გზა მისცეს, – თუკი ავაზაკებს მეფის სამსჯავროსი არ ეშინიათ, მაშა-
სადამე, შეუფერებელი კაცისთვის მიუნდვიათ ეგ საქმე. სანსამ, რო-
გორც იყო, შეძლო, სათანადოდ ეპასუხა.
– მაშ, უეჭველია, სწორად შეგირჩევიათ, თქვენო მოწყალებავ.
გარშემო ყურისწამღებმა ხარხარმა იფეთქა.
– კარგადაა ნათქვამი, ბალღო, – თქვა თეთრმა მოხუცებულმა,
– როგორც ედარდ სტარკის ასულს შეჰფერის. ჩემთვის პატივია შე-
ნი გაცნობა, როგორი უჩვეულოც არ უნდა იყოს ჩვენი პირველი შეხ-
ვედრა. სერ ბარისტან სელმი გახლავარ, მეფის ქეშიკთაგანი, – და
თავი დაუკრა.
სანსასთვის ეს სახელი ნაცნობი იყო, და თანაც მთელი ის თავა-
ზი, რაც სეპტა მორდეინს მისთვის წლების განმავლობაში ჩაენერგა,
უკვე დაბრუნებოდა.
– მეფის ქეშიკთა ლორდ-მეთაური, – თქვა მან, – ჩვენი მეფე რო-
ბერტის და მანამდე ეირის ტარგარიენის მრჩეველი. ეს ჩემთვისაა
დიდი პატივი, კეთილო რაინდო. შორეულ ჩრდილოეთშიც კი მე-
ლექსეები ხოტბას ასხამენ ბარისტან მამაცის საგმირო საქმეებს.
მწვანე რაინდმა ისევ გადაიხარხარა.
– ბარისტან ბებრისო, ალბათ გინდოდა გეთქვა. ასე ტკბილადაც
ნუ აქებ, ბალღო, უკვე ისედაც მწვანე კიტრივით მოაქვს თავი, – მან
სანსას გაუღიმა, – ახლა, მგლის გოგოვ, თუკი შეგიძლია, მეც დამ-
დო სახელი, მაშინ მომიწევს ვაღიარო, რომ ჭეშმარიტად მარჯვენას
ასული ბრძანდები.
მის გვერდით მდგარი ჯოფრი დაიძაგრა.
– დაფიქრდი, როგორ მიმართავ ჩემს დანიშნულს!

219
– ვუპასუხებ, – სასწრაფოდ თქვა სანსამ, თავისი პრინცის
რისხვა რომ დაეცხრო, და მწვანე რაინდს გაუღიმა, – შენს მუზა-
რადს ირმის რქები ამშვენებს, მილორდ. ხარირემი სამეფო სახ-
ლის ემბლემაა. მეფე რობერტს ორი ძმა ჰყავს. ესოდენ ყმაწვი-
ლი, მხოლოდ რენლი ბარათეონი შეიძლება იყო, გრიგალის კი-
დის ბატონი და მეფის მრჩეველი, და მეც ამ სახელით მოგიხსე-
ნიებ.
სერ ბარისტანმა ჩაიხითხითა.
– ესოდენ ყმაწვილი, იგი მხოლოდ მატრაკვეცა და თავხედი
შეიძლება იყოს, და მეც ასე მოვიხსენიებ.
ყველამ გაიცინა, თავად ლორდი რენლი ყველაზე ხმამაღლა
ხარხარებდა. რამდენიმე წუთის წინანდელი დაძაბულობა გა-
იფანტა და სანსამ თავი ისევ ბედნიერად იგრძნო... სანამ სერ
ილინ პეინმა მხრების მოძრაობით არ ჩამოიშორა გზიდან ორი
კაცი და გაუღიმრად დადგა გოგონას წინ. ხმას არ იღებდა. ლე-
დიმ კბილები გამოაჩინა და ხმადაბლა, მუქარით აღრინდა, მაგ-
რამ ამჯერად სანსამ მგელს თავზე ნაზად დაადო ხელი და დააჩუ-
მა.
– ბოდიშს ვითხოვ, თუკი გაწყენინეთ, სერ ილინ, – თქვა მან.
პასუხს ელოდა, მაგრამ არ მიუღია. ჯალათი თვალმოუცილებ-
ლად უცქერდა და მისი უფერული თვალები თითქოს სამოსსაც
ხდიდა, ტყავსაც აძრობდა და მხოლოდ გაშიშვლებულ სულს
იტოვებდა თვალწინ. შემდეგ უსიტყვოდვე შებრუნდა და წავიდა.
სანსას ვერაფერი გაეგო. თავის პრინცს შეხედა.
– აუგი ვუთხარი რამე, თქვენო მოწყალებავ? რატომ არაფე-
რი მითხრა?
– სერ ილინი ეს თოთხმეტი წელია, ენაწყლიანობით არ გამო-
ირჩევა, – განმარტა ლორდმა რენლიმ მზაკვრული ღიმილით.
ჯოფრიმ ბიძას აშკარა სიძულვილით შეხედა, შემდეგ სანსას
ხელი ჩაჰკიდა.

220
– ეირის ტარგარიენმა ენა ამოგლიჯა ცხელი მარწუხებით. – სა-
მაგიეროდ, თავისი ხმლით მშვენივრად ამბობს სათქმელს, – თქვა
დედოფალმა, – და სახელმწიფოსადმი მისი ერთგულება ეჭვშეუტა-
ნელია. – შემდეგ მოწყალედ გაიღიმა და თქვა, – სანსა, ბატონ
მრჩევლებს და მე სასაუბრო გვაქვს, სანამ მეფე დაბრუნდებოდეს
მამაშენთან ერთად. სამწუხაროდ, შენი სტუმრობა მირცელასთან
უნდა გადავდოთ. თუ შეიძლება, შენს ძვირფას დაიკოს ბოდიში მო-
უხადე ჩემ მაგივრად. ჯოფრი, ეგებ გულისხმიერება გამოიჩინო და
დღეს ჩვენი სტუმარი შენ შეაქციო?
– ეს ჩემთვის ძალიან სასიამოვნო იქნება, დედა, – მიუგო ჯოფ-
რიმ ძალიან ოფიციალურად. მან სანსას მკლავი გამოსდო და სამ-
გზავრო სახლს მოაშორა. გოგონას სიხარულით ფრთა შესხმოდა.
– მთელ დღეს თავის პრინცთან გაატარებს! ჯოფრის მაღმერთე-
ბელი თვალებით შესციცინებდა. როგორი გალანტური იყოო, ფიქ-
რობდა. ის, თუ როგორ დაიხსნა სერ ილინის ან ქოფაკისგან, ო, ეს
ხომ ლამის სიმღერებში მოთხრობილ ამბებს ემსგავსებოდა! ასე
სარკისფარელმა სერვინმა იხსნა პრინცესა დეირისა გოლიათების-
გან, ასე პრინცი ეიმონ დრაკონის რაინდი იცავდა დედოფალ ნაერი-
სის ღირსებას ბოროტი სერ მორგილის ცილისწამებისგან.
მის სახელოზე დასვენებული ჯოფრის ხელი გულს უჩქროლებდა.
– რის გაკეთებას ისურვებდი?
შენთან ყოფნას, გაიფიქრა სანსამ, მაგრამ მიუგო:
– რასაც კი შენ ისურვებ, ჩემო პრინცო.
ჯოფრი წუთით ჩაფიქრდა.
– შეგვიძლია, ცხენებით გავისეირნოთ.
– ო, როგორ მიყვარს ცხენებით სეირნობა, – თქვა სანსამ. ჯოფ-
რიმ გახედა ლედის, კვალდაკვალ რომ მოსდევდათ.
– შენი მგელი ალბათ ცხენებს დააფრთხობს, ჩემი ძაღლი კი,
მგონი, შენ გაშინებს. მოდი, ორივე დავტოვოთ და მარტო ჩვენ წავი-
დეთ, რას იტყვი?

221
სანსა შეფიქრიანდა.
– თუკი ასე გინდა... – თქვა ყოყმანით, – ალბათ, შეიძლება,
ლედი დავაბა. – მაინც ბოლომდე ვერ მიმხვდარიყო, – არ ვიცო-
დი, ძაღლი თუ გყავდა...
ჯოფრიმ გაიცინა.
– სიმართლე თუ გინდა, დედაჩემის ძაღლია. მცველად მომი-
ჩინა და ისიც მიცავს.
– ქოფაკზე ამბობ, – თქვა სანსამ. უნდოდა, საკუთარი თავის-
თვის წამოერტყა ასეთი მიუხვედრელობისთვის. მისი პრინცი
არასოდეს შეიყვარებდა, შტერად თუ აჩვენებდა თავს, – მისი და-
ტოვება სახიფათო არ არის?
პრინცი ჯოფრი უბრალოდ შეკითხვამაც კი გააღიზიანა.
– ნურაფრის გეშინია, ლედი. თითქმის კაცი ვარ უკვე და შენი
ძმებივით ჯოხებით კი არ ვიბრძვი. ამის მეტი არავინ მჭირდება,
– მან ხმალი ამოზიდა და სანსას უჩვენა. ეს მოელვარე ლურჯი
ფოლადის ორლესული იყო, მომცროდ, თორმეტი წლის ბიჭის
სარგოდ გამოჭედილი, ციხე-დარბაზის მჭედელთა ნაოსტატარი
და პირწამახული, ტყავის ტარი ეგო და ლომის სახედ გამოყვანი-
ლი ოქროს ვადა ჰქონდა. სანსამ მის დანახვაზე აღტაცებით შეს-
ძახა და ჯოფრი ამით ნაამები ჩანდა. – მე ამას ლომის ეშვს ვეძა-
ხი, – თქვა მან. ასე რომ, მათ მგელსაზარა და პრინცის მცველი
ბანაკში დატოვეს და სამკბილას ჩრდილოეთ ნაპირს გაუყვნენ
აღმოსავლეთისკენ, თან ლომის ეშვის გარდა არავინ წაიყოლეს.
ეს ჩინებული, ჯადოსნური დღე იყო. თბილი ჰაერი ყვავილე-
ბის სუნს აევსო, აქაური ტყეების მშვიდი მშვენების მსგავსი სან-
სას ჩრდილოეთში არაფერი ენახა. ჯოფრის ცხენი წმინდა სის-
ხლის ქურანა ულაყი იყო, ნიავივით სწრაფი, და პრინცი მას და-
უდევარი თავაშვებულობით აჭენებდა, ისე სწრაფად, რომ სანსა
ძლივს ახერხებდა, თავისი ფაშატით არ ჩამორჩენოდა. ეს თავ-

222
გადასავლების დღე იყო. მათ მდინარისპირა გამოქვაბულები გამო-
იკვლიეს და ბინდისკატას კვალს მის ბუნაგამდე მისდიეს; როდესაც
მოშივდათ, ჯოფრიმ კვამლის მეშვეობით ციხესიმაგრე იპოვა და
მასპინძლებს მოსთხოვა, მათი პრინცისა და მისი ლედისთვის საჭ-
მელი და ღვინო მიერთმიათ. ახლად დაჭერილი კალმახით ისაუზმეს
და სანსამ იმაზე მეტი ღვინო დალია, ვიდრე ოდესმე შეესვა.
– მამა მხოლოდ ერთი ჭიქის დალევის ნებას გვრთავს, და ისიც
მხოლოდ ნადიმზე, – გაუმხილა მან თავის პრინცს.
– ჩემს დანიშნულს შეუძლია, რამდენიც სურს, იმდენი დალიოს,
– მიუგო ჯოფრიმ და ჭიქა შეუვსო.
სადილობის შემდეგ უფრო ნელა იარეს. ჯოფრი ცხენდაცხენ მი-
მავალ სანსას მაღალი, საამო და სუფთა ხმით უმღეროდა. გოგონა
ცოტათი ღვინოს გაებრუებინა.
– უკან ხომ არ გავბრუნებულიყავით? – იკითხა მან.
– მალე, – მიუგო ჯოფრიმ, – ომის ველი ზუსტად ჩვენ წინაა,
ეგერ, მდინარე რომ უხვევს. ხომ იცი, სადაც მამაჩემმა რეიგარ ტარ-
გარიენი მოკლა. მან მკერდი ჩაუნგრია, აი, ასე, აბჯრიანად, – ჯოფ-
რიმ წარმოსახვითი საბრძოლო ურო მოიქნია, რომ ეჩვენებინა, რო-
გორ მოხდა ეს, – მერე ბიძაჩემმა ჯეიმიმ ბებერი ეირისი მოკლა და
მამაჩემი მეფე გახდა. ეს რა ხმებია?
სანსასაც ჩაესმოდა ტყეში ყრუდ დარხეული ხმა, ხის კაკუნის
მსგავსი – რაკ, რაკ, რაკ.
– არ ვიცი, – თქვა მან. მაგრამ მაინც აფორიაქდა, – ჯოფრი, წა-
მო, გავბრუნდეთ.
– მინდა ვნახო, რა არის, – ჯოფრიმ ცხენი ხმის მიმართულებით
შეაბრუნა და სანსას მიყოლის მეტი აღარა დარჩენოდა რა. ხმა გაძ-
ლიერდა და უფრო ცხადი გახდა, რომ ხეს ხეზე სცემდნენ, და რომ
მიახლოვდნენ, მძიმე სუნთქვა და ხანგამოშვებით ხვნეშაც ჩაესმათ.
– იქ ვიღაცაა, – თქვა შეშფოთებულმა სანსამ. მიხვდა, რომ ლედიზე
ფიქრობდა და ნატრობდა, მგელსაზარა გვერდით ჰყოლოდა.

223
– ჩემთან არაფერი გემუქრება, – ჯოფრიმ ლომის ეშვი იშიშ-
ვლა. ტყავზე გაცურებული ფოლადის ხმამ სანსას ჟრჟოლა მოჰ-
გვარა, – აქეთ, – თქვა პრინცმა და ცხენი ხშირად ნაზარდ ხეებს
შორის გააძვრინა.
ხეების მიღმა მდელოზე, მდინარეს რომ გადაჰყურებდა, ისი-
ნი რაინდობანას თამაშში გართულ გოგონასა და ბიჭს წაადგნენ
თავზე. ხმლებად ჯოხები ეჭირათ, როგორც ჩანს, ცოცხის ტარები;
გამალებით დარბოდნენ ბალახზე და გამეტებით უქნევდნენ ერ-
თმანეთს ჯოხებს. ბიჭი რამდენიმე წლით უფროსი იყო, მთელი
თავით მაღალი და ბევრად უფრო ღონიერი, ამიტომ შემტევადაც
ის გამოდიოდა. გატალახიანებულ ტყავებში ჩაცმული გაჩხიკუ-
ლი გოგო თავს იცავდა და უმეტესწილად კიდევაც ახერხებდა, ბი-
ჭის მოქნეულისთვის თავისი ჯოხი დაეხვედრებინა, მაგრამ ყო-
ველთვის არ გამოსდიოდა. როდესაც სცადა, თავად შეეტია, ბიჭ-
მა მის ჯოხს თავისი აუკრა, გვერდით გასწია და მერე მაგრად ჩა-
არტყა გოგონას თითებში. მან შეჰყვირა და იარაღი გაუვარდა.
პრინც ჯოფრის სიცილი აუტყდა. ბიჭმა მოიხედა, შიშით თვა-
ლები გაუფართოვდა და ჯოხი ბალახზე დააგდო. გოგონაც მი-
აჩერდათ, თან მოხრილ თითებს იწუწნიდა, ტკივილი რომ დაეც-
ხრო, და სანსა შეძრწუნდა.
– არია? – დაუძახა, თვალებს არ უჯერებდა.
– წადით აქედან! – შემოსძახა პასუხად არიამ, თვალები ბრა-
ზის ცრემლით ჰქონდა სავსე, – აქ რაღა გინდათ! თავი დაგვანე-
ბეთ! ჯოფრიმ არიასგან სანსაზე გადაიტანა მზერა, მერე ისევ
არიას შეხედა.
– შენი დაა?
სანსამ თავი დაუქნია და გაწითლდა. ჯოფრიმ ბიჭი შეათვალი-
ერა. მოუხეშავი ყმაწვილი იყო, ტლანქი, დაჭორფლილი სახე და
ხშირი წითური თმა ჰქონდა.

224
– შენ ვინღა ხარ, ბიჭო? – ჰკითხა მბრძანებლური ხმით, მერე რა,
რომ ის, მეორე, მასზე ერთი წლით უფროსი იყო.
– მიკა, – ჩაიბუტბუტა ბიჭმა. მან იცნო პრინცი და მზერა დახარა,
– მილორდ.
– ყასბის შვილია, – თქვა სანსამ.
– ჩემი მეგობარია, – გადაჭრით თქვა არიამ, – თავი დაანებეთ.
– ყასბის შვილი, რომელსაც რაინდობა სურს, ჰო? – ჯოფრი ცხენი-
დან ჩამოხტა, ხელში ხმალი ეჭირა, – აიღე შენი ხმალი, ყასბის ბიჭო,
– სეირის მოლოდინით თვალები ანთებოდა, – ვნახოთ ერთი, რად
ვარგიხარ.
შიშით გათანგული მიკა არ ინძრეოდა.
ჯოფრი მისკენ დაიძრა.
– მიდი, აიღე. თუ მარტო პატარა გოგოებთან იცი ჩხუბი? – თი-
თონ მთხოვა, მილორდ, – უთხრა მიკამ, – თითონ მთხოვა. სანსას-
თვის კმაროდა, არიასთვის შეეხედა და მისი წამოჭარხლებული სახე
დაენახა, რომ მიმხვდარიყო: ბიჭი მართალს ამბობდა. მაგრამ ჯოფ-
რი მოსმენის ხასიათზე არ გახლდათ. ღვინომ სულ გააშმაგა: – აი-
ღებ თუ არა ხმალს?
მიკამ თავი გააქნია.
– ეგ ხო ჯოხია, მილორდ. არაფერი ხმალი არაა, ეგ ხო ჯოხია. –
შენ კი ყასბის ბიჭი ხარ, რაინდი კი არა, – ჯოფრიმ ხმალი ასწია და
მისი წვერი აცახცახებულ, გაუნძრევლად მდგარ მიკას ყვრიმალზე
მიაბჯინა, – იცი, რომ შენ ჩემი ლედის დას ურტყამდი? – იქ, სადაც
მისი ხმალი მიკას ყვრიმალს ებჯინებოდა, სისხლის კაშკაშა კვირტი
გაიფურჩქნა, და ბიჭის ლოყას ზანტად ჩამოუყვა წითელი ნაკადი.
– გეყო! – იწივლა არიამ და თავის დაგდებულ ჯოხს სტაცა ხელი.
სანსა შიშს შეეპყრო.
– არია, ნუ ერევი!
– არ ვატკენ... ძალიან, – უთხრა არიას პრინცმა, ყასბის ბიჭს
თვალს არ აცილებდა.

225
არია მისკენ დაიძრა.
სანსა თავისი ფაშატიდან ჩამოსრიალდა, მაგრამ დააგვიანა.
არიამ ორივე ხელით მოიქნია ჯოხი. ხე ხმამაღალი ლაწანით გა-
დაიმსხვრა პრინცის კეფაზე, და ამის მერე თავზარდაცემული
სანსას თვალწინ ყველაფერი ერთბაშად მოხდა. ჯოფრი წაბარ-
ბაცდა და შემოტრიალდა, თან ღრიალით იგინებოდა. მიკამ, რაც
ძალი და ღონე ჰქონდა, ხეებისკენ მოკურცხლა. არიამ კვლავ შე-
მოუქნია პრინცს, მაგრამ ჯოფრიმ დარტყმას ამჯერად ლომის ეშ-
ვი დაუხვედრა და გადალეწილი ჯოხის ნარჩენი ხელიდან გააგ-
დებინა. თავი უკნიდან ერთიანად სისხლით ჰქონდა მოთხვრი-
ლი, თვალები უგიზგიზებდა. სანსა წიოდა: „არა, არა, მორჩით,
მორჩით, ორივე, ყველაფერს აფუჭებთ!”, მაგრამ ყურს არავინ
უგდებდა. არიამ ქვა აიტაცა და ჯოფრის თავში გაუქანა. ააცილა
და მის ცხენს მოახვედრა, წმინდა სისხლის ქურანი ყალყზე შედ-
გა და იქით გაჭენდა, საითაც მიკა გაუჩინარდა. „გაჩე, გაჩერდი!”
– იკივლა სანსამ. ჯოფრიმ არიას გინებით მოუქნია ხმალი, საში-
ნელ, ბილწ სიტყვებს ღრიალებდა. არია ახლა კი შეშინდა და
სირბილით გაეცალა, მაგრამ ჯოფრი მიჰყვა, ტყემდე მისდია და
ხესთან მოიმწყვდია. სანსამ არ იცოდა, რა ექნა. უმწეოდ უცქერ-
და, ცრემლებს ლამის დაებრმავებინა. შემდეგ გვერდით რუხმა
ლანდმა ჩაუქროლა და უცებ საიდანღაც ნიმერია გაჩნდა, ისკუპა
და ჯოფრის ხმლიან მკლავზე ჩაავლო კბილები. მას მახვილი თი-
თებიდან გაუვარდა, მგლის დაჯახებამ მოცელა და ორივენი ბა-
ლახში გაგორდნენ, ნიმერია იღრინებოდა და მის მკლავს არ ეშ-
ვებოდა, პრინცი ტკივილისგან ღრიალებდა. – მომაშორე! – წი-
ოდა იგი, – მომაშორე!
არიას ხმამ შოლტივით გაიშხუილა:
– ნიმერია!
მგელსაზარა ჯოფრის შეეშვა, მივიდა და არიას დაუდგა გვერ-
დით. პრინცი ბალახებში იწვა, სლუკუნებდა და დასახიჩრებულ

226
მკლავს მეორე ხელით იკავებდა. პერანგი სისხლით დალბობოდა. –
არ უტკენია... ძალიან, – უთხრა არიამ. მას დაგდებული ლომის ეშვი
აეღო და ახლა დაცემულს თავზე ადგა, ხმალს ორივე ხელით იყო
ჩაფრენილი. – ჯოფრის შეშინებული სლუკუნი დასცდა, არიას რომ
ახედა.
– არა, – თქვა მან, – არაფერი დამიშავო. დედას ვეტყვი. – და-
ანებე თავი! – უკივლა სანსამ დას.
არია შებრუნდა და ხმალი გასტყორცნა, ამ მოქნევაში მთელი
სხეულის ძალ-ღონე ჩადო. ლურჯმა ფოლადმა მზეზე გაიელვა, რო-
დესაც ხმალი მდინარის თავზე შემობზრიალდა. იგი წყალში ჩავარ-
და და შხაპუნით გაუჩინარდა. ჯოფრიმ დაიკვნესა. არია თავისი ცხე-
ნისკენ გაიქცა, ნიმერია ფეხდაფეხ მიჰყვა.
ისინი წავიდნენ, სანსა კი პრინც ჯოფრის მიუახლოვდა. მას ტკი-
ვილისგან თვალები დაეხუჭა და ნაწყვეტ-ნაწყვეტ სუნთქავდა. სან-
სამ მის გვერდით ჩაიმუხლა.
– ჯოფრი, – აქვითინდა იგი, – ო, ნახე, რა ქნეს, შეხედე, რა ქნეს.
– ჩემი საბრალო პრინცი. ნუ გეშინია. ახლავე ციხესიმაგრეში წავალ
და მშველელს მოგიყვან, – მან ნაზად გაიწვდინა ხელი და რბილი
ოქროსფერი თმა შუბლიდან გადაუწია.
ჯოფრიმ უცებ თვალები გაახილა და სანსას შეხედა. ამ მზერაში
არაფერი იყო ზიზღის გარდა, მდაბალი სიძულვილის გარდა. – ჰო-
და წადი, – ესროლა უკმეხად, – და ნუ მეხები.

227
ედარდი

228
– იპოვეს, მილორდ.
ნედი სწრაფად წამოდგა. – ჩვენმა ხალხმა? თუ ლანისტერების?
– იორიმ, – მიუგო მისმა მოურავმა ვაიონ პულმა, – დაშავებული არ
არის.
– მადლობა ღმერთებს, – თქვა ნედმა. უკვე ოთხი დღე იყო, მისი
ხალხი არიას ეძებდა, მაგრამ მთელი ეს ხანი დედოფლის მსახურე-
ბიც ჩხრეკდნენ გარემოს.
– სად არის? იორის უთხარი, ახლავე აქ მომიყვანოს.
– მაპატიე, მილორდ, – უთხრა პულმა, – კარიბჭესთან მცველე-
ბად ლანისტერების ხალხი იდგა და მათ დედოფალს მოახსენეს, იო-
რიმ გოგონა რომ შემოიყვანა. არია დაუყოვნებლივ მეფეს მიჰგვა-
რეს... – წყეულიმც იყოს ეგ ქალი! – ნედი სწრაფი ნაბიჯით გაემართა
კარისკენ, – იპოვე, სად არის სანსა და საჯარო ოთახში მოიყვანე.
შესაძლოა, მისი სიტყვაც საჭირო გახდეს.
მრისხანებით ადუღებული დაუყვა კოშკის კიბეს. პირველი სამი
დღე მძებნელებს თავად უძღოდა და არიას გაუჩინარების მერე ალ-
ბათ ერთი საათიც არ სძინებია. ამ დილით ისე გულგატეხილი და
ქანცგამოცლილი იყო, რომ ფეხზე ძლივსღა იდგა, მაგრამ ახლა
რისხვამ ძალა შემატა.
ციხე-კოშკის ეზო რომ გადაჭრა, აქეთ-იქიდან შესძახეს, მაგრამ
სიჩქარეში ყური არ უთხოვებია. გაიქცეოდა კიდევაც, მეფის მარჯვე-
ნა რომ არ ყოფილიყო, მაგრამ მარჯვენამ ღირსება უნდა შეინარჩუ-
ნოს. გრძნობდა ადევნებულ თვალებს, ესმოდა მასზე მოჩურჩულე
მოგუდული ხმები. ეს მოკრძალებული ციხე-კოშკი და მამულები
სამკბილას ნახევარი დღის სავალზე იყო დაცილებული სამხრეთის-
კენ. მეფის ამალა დაუპატიჟებლად ჩაუსახლდა მის ლორდს, სერ
რეიმუნ დარის, სანამ მდინარის ორთავე ნაპირზე არიასა და ყასბის
ბიჭის გაცხოველებული ძებნა გრძელდებოდა. ისინი სასურველი
სტუმრები არ ყოფილან. სერ რეიმუნს მეფის მშვიდობის კანონი
იცავდა, მაგრამ მისი ოჯახი სამკბილასთან რეიგარის დრაკონიანი

229
დროშების ქვეშ იბრძოდა და მისი სამი უფროსი ძმა ამ ბრძოლა-
ში დაეცა; ეს კი რობერტსაც და სერ რეიმუნსაც მშვენივრად ახ-
სოვდა. მეფის ხალხი, დარების ხალხი, ლანისტერების ხალხი და
სტარკების ხალხი ერთად იყვნენ შეყრილები მათთვის აშკარად
ვიწრო ციხე-კოშკში და დაძაბულობა სულ უფრო მატულობდა.
მეფემ სერ რეიმუნის საჯარო დარბაზი მიისაკუთრა და ნედსაც
სწორედ იქ დახვდა ყველა შეკრებილი. ოთახი ხალხით იყო სავ-
სე, მეტისმეტად ბევრი ხალხითო, გაიფიქრა კარში გამალებით
შეჭრილმა ნედმა. პირისპირ რომ დარჩენილიყვნენ, იგი და რო-
ბერტი შეძლებდნენ, ყველაფერი მეგობრულად, ურთიერთგაგე-
ბით მოეგვარებინათ. რობერტი დარების საკარცხულზე იყო და-
ბერტყებული ოთახის ბოლოში, სახე შეუვალი და მოღუშული
ჰქონდა. გვერდით სერსეი ლანისტერი ედგა შვილთან ერთად.
დედოფალს ხელი ჯოფრის მხარზე ჩამოედო. ბიჭს მკლავი ჯერაც
აბრეშუმის სქელი სახვევებით ჰქონდა შეკრული.
არია ოთახის შუაგულში იდგა, იორი კასელის მეტი არავინ
ახლდა და დარბაზში მყოფი ყველა მას შესცქეროდა.
– არია! – ხმამაღლა დაუძახა ნედმა და მისკენ გაეშურა. მისი
ნაბიჯები ქვის იატაკს აგუგუნებდა. მამის დანახვაზე არიამ შეჰ-
ყვირა და ტირილი წასკდა.
ნედი ცალ მუხლზე დაეშვა და შვილი გულში ჩაიკრა. გოგონა
ერთიანად ცახცახებდა.
– მაპატიე, – სლუკუნებდა ის, – მაპატიე, არ მინდოდა, არ
მინდოდა. – ვიცი, – უთხრა მამამ. ისეთი ერთი ციდა იყო მის
მკლავებში, პატარა, გაჩხიკული გოგო, მეტი არაფერი. ვერ მიხ-
ვდებოდი, ასეთი ალიაქოთის მიზეზი როგორ უნდა გამხდარიყო,
– რამე ხომ არ გტკივა?
– არა, – სახე მოთხვრილი ჰქონდა და ცრემლები ლოყებზე
მოვარდისფრო კვალს უტოვებდა, – მშია ცოტა. რაღაც კენკრებს
ვჭამდი, მაგრამ სხვა არაფერი იყო.

230
– სულ მალე გაჭმევთ, – შეჰპირდა ნედი. ფეხზე წამოდგა, მეფის
პირისპირ აღიმართა. თვალი დარბაზს მოავლო, თანამგრძნობელ
სახეებს ეძებდა. მისივე ხალხის გარდა, მეგობრულად საკმაოდ ცო-
ტა იცქირებოდა. სერ რეიმუნ დარის მზერა ოსტატურად ფარავდა,
თუ რა ჰქონდა გუნებაში. ლორდი რენლი ცალყბად იღიმოდა, ამ-
გვარ ღიმილს რასაც გინდა, იმას მიაწერდი, მოხუცი სერ ბარისტანი
კი მწუხარე ჩანდა. დანარჩენები ლანისტერებისანი იყვნენ და მტრუ-
ლად იცქირებოდნენ. ერთადერთ შეღავათად რჩებოდა, რომ არც
ჯეიმი ლანისტერი, არც სანდორ კლეგეინი აქ არ იყვნენ, ჯერაც უძ-
ღვებოდნენ ძებნას სამკბილას ჩრდილო ნაპირზე.
– რატომ არავინ მომახსენა, რომ ჩემი ასული მოიძებნა? – ჯიქურ
იკითხა ნედმა, მისი ხმა ზარივით რეკდა, – რატომ მაშინვე მე არ მო-
მიყვანეს?
იგი რობერტს მიმართავდა, მაგრამ პასუხი სერსეი ლანისტერმა
გასცა:
– როგორ ბედავ, ასე მიმართო შენს მეფეს?!
ამ სიტყვებზე მეფე შეინძრა.
– იყუჩე, ქალო! – შეუღრინა ცოლს და თავის საკარცხულში გა-
იმართა, – მაპატიე, ნედ. შენი გოგონას შეშინება არც მიფიქრია. მო-
მეჩვენა, უმჯობესი იქნებოდა, აქ მომეყვანა და სწრაფად მოვრჩენი-
ლიყავით საქმეს.
– ნეტავ რა საქმეს? – ნედის ხმაში ყინული ჟღერდა.
დედოფალმა წინ წამოდგა ნაბიჯი.
– მშვენივრად მოგეხსენება, სტარკ. ეს შენი გოგო ჩემს შვილს
თავს დაესხა. ეგ და მაგისი ყასბის ბიჭი. მაგისმა მხეცმა კი მკლავის
მოგლეჯა დაუპირა.
– არ არის მართალი, – ხმამაღლა თქვა არიამ, – მარტო ცოტათი
უკბინა. ეგ მიკას ხმლით ჩხვლეტდა!

231
– ჯოფრიმ გვიამბო, რაც მოხდა, – თქვა დედოფალმა, – შენ
და ყასბის ბიჭი კეტებით სცემდით, თან ის შენი მგელი გყავდა
მიქსეული. – ეგრე არ ყოფილა, – თქვა არიამ, ტირილს აღარა-
ფერი უკლდა. ნედმა მხარზე დაადო ხელი.
– ეგრე იყო! – დაიჟინა პრინცმა ჯოფრიმ, – ყველანი თავს და-
მესხნენ, და მაგან ლომის ეშვი მდინარეში ჩააგდო! – ნედმა შე-
ნიშნა, რომ ამის თქმისას პრინცს არიასთვის ერთხელაც არ შე-
უხედავს. – მატყუარა! – იკივლა არიამ.
– ხმა ჩაიგდე! – დაჰკივლა პრინცმა პასუხად.
– კმარა! – დასჭექა მეფემ და სკამიდან წამოიმართა, ხმა ბრა-
ზით უთრთოდა. სიჩუმე ჩამოვარდა. მან არიას შეუბღვირა ხშირი
თმა-წვერის მიღმიდან, – ახლა, ბალღო, მომითხრობ, თუ რა
მოხდა. ყველაფერი მიამბე, და მართალი თქვი. მეფისთვის ტყუ-
ილის თქმა დიდი დანაშაულია, – შემდეგ შვილს გადახედა, –
როდესაც ეს მორჩება, შენი ჯერი დადგება. მანამდე კი შენი ხმა
არ გავიგონო. არიამ მოყოლა რომ დაიწყო, ნედმა გაიგონა, რო-
გორ გაიღო კარი. მხარსუკან გაიხედა და დაინახა, რომ ვაიონ
პულმა სანსა შემოიყვანა. ისინი ჩუმად იდგნენ დარბაზის კიდეში,
სანამ არია ლაპარაკობდა. როდესაც იგი მოჰყვა, როგორ ჩააგ-
დო ჯოფრის ხმალი შიგ სამკბილას წყლებში, რენლი ბარათეონს
სიცილი აუტყდა. მეფე გაგულისდა. – სერ ბარისტან, გააცილე
ჩემი ძმა დარბაზიდან, სანამ დამხრჩვალა. ლორდ რენლიმ სიცი-
ლი შეიკავა.
– ჩემი ძმა მეტად გულისხმიერია. კარს თავადაც ვიპოვი, –
მან ჯოფრის თავი დაუკრა, – იქნებ მოგვიანებით მიამბო, სველი
ვირთხის ზომა-წონის გოგომ როგორ აგყარა იარაღი ცოცხის ტა-
რით და ხმალი მდინარეში ჩაგიგდო, – როდესაც გასულის ზურ-
გსუკან კარი მიიხურა, ნედს ჩაესმა, როგორ წარმოთქვა: ლომის
ეშვი! – და კვლავ თავშეუკავებლად ახარხარდა.

232
პრინც ჯოფრის ფერი არ ედო, როდესაც სრულიად განსხვავებუ-
ლად აღწერდა მომხდარს. მისმა ვაჟმა თხრობა რომ დაასრულა, მე-
ფე მძიმედ წამოდგა სკამიდან, სახეზე ეტყობოდა, ახლა აქ ყოფნას
ყველაფერი ერჩივნა.
– შვიდივე ჯოჯოხეთის სახელით, რა ჯანდაბა უნდა ვქნა? ერთი
ერთს ამბობს, მეორე – სულ სხვას.
– იქ მარტო ეს ორნი არ ყოფილან, – თქვა ნედმა, – სანსა, აქ მო-
დი! – ნედმა სანსას მონათხრობი იმავე საღამოს მოისმინა, არია
რომ გაუჩინარდა, და იცოდა სიმართლე, – გვიამბე, რა მოხდა. მის-
მა უფროსმა ასულმა ყოყმანით გადმოდგა წინ ნაბიჯი. ცისფერი ხა-
ვერდის თეთრარშიიანი კაბა ეცვა, ყელზე ვერცხლის. ძეწკვი ეკიდა.
ხშირი ქერა თმა საგულდაგულოდ, აბზინებამდე ევარცხნა. მან ჯერ
დას შეხედა თვალების ხამხამით, მერე – ყმაწვილ პრინცს. – არ ვი-
ცი, – თქვა ცრემლმორეული ხმით, ისე ჩანდა, თითქოს აქედან გაქ-
ცევას ნატრობდა, – არ მახსოვს. ყველაფერი ისე სწრაფად მოხდა,
არ დამინახავს...
– დამპალო! – დაუყვირა არიამ. იგი შურდულივით მიეჭრა დას,
ძირს დააგდო და მუშტები დაუშინა, – მატყუარა, მატყუარა, მატყუ-
არა!
– არია, შეჩერდი! – დაუყვირა ნედმა. იორიმ არია დას მოაცილა,
ის კი ისევ იწევდა და წიხლებს იქნევდა. სანსას ფერი არ ედო და ცახ-
ცახებდა, როდესაც ნედმა ფეხზე წამოაყენა.
– გეტკინა რამე? – ჰკითხა, მაგრამ სანსა არიას უცქერდა, შეკით-
ხვა არც გაუგია.
– ეს გოგო თავისი საზიზღარი მხეცივით ცოფიანია, – თქვა სერ-
სეი ლანისტერმა, – რობერტ, უნდა დაისაჯოს.
– დალახვროს შვიდმა ჯოჯოხეთმა, სერსეი, – შეიკურთხა რო-
ბერტმა, – შეხედე ერთი. ბავშვია. რა გინდა რომ ვუქნა, ქუჩებში ჩა-
მოვატარო შოლტვა-შოლტვით? ჯანდაბა, ბავშვები სულ ჩხუბობენ.
მორჩა. საშინელი არაფერი მომხდარა.

233
დედოფალი გაალმასდა.
– ჯოფრის ეს ნაიარევი მთელი თავისი სიცოცხლე დარჩება!
რობერტმა თავის უფროს ვაჟს გადახედა.
– ჰოდა, დარჩეს. იქნებ ამან მაინც ასწავლოს ჭკუა. ნედ, მიხე-
დე, რომ შენი შვილი დაისაჯოს. მე კიდევ ჩემს ვაჟს მივხედავ. –
უეჭველად, თქვენო მოწყალებავ, – ნედს გულზე მოეშვა. რობერ-
ტი გასასვლელისკენ დაიძრა, მაგრამ დედოფალს ამით არ დაემ-
თავრებინა.
– და მგელსაზარაზე რაღას იტყვი? – მიაძახა მეფეს, – რას
უზამ მხეცს, შენი შვილი რომ დაგლიჯა?
მეფე შეჩერდა, შუბლშეკრული შემობრუნდა.
– წყეული მგელი სულ დამავიწყდა.
ნედმა შენიშნა, როგორ დაიძაგრა არია იორის მკლავებში. –
მგელსაზარას კვალს ვერ მივაგენით, თქვენო მოწყალებავ, –
სწრაფად თქვა იორიმ. რობერტს, ჩანს, არ სწყენია.
– არა? ჰოდა, რას იზამ.
დედოფალმა ხმა აიმაღლა:
– ასი ოქროს დრაკონი ჯილდოდ იმას, ვინც მგლის ტყავს მო-
მიტანს! – კაი ძვირი ტყავი ჰქონია, – ჩაიბურტყუნა რობერტმა, –
მე ამ საქმეში ხელი არ მაქვს, ქალო. შეგიძლია, ლანისტერების
ფულები იხადო შენს წყეულ ქურქებში.
დედოფალმა ცივად შეავლო თვალი.
– ასეთი ძუნწი არ მეგონე. მეფე, როგორსაც, მეგონა, ცოლად
გავყევი, მგლის ტყავს მზის ჩასვლამდე დამიფენდა საწოლზე.
რობერტს რისხვით მოეღრუბლა სახე.
– კარგი ოინი იქნებოდა, მითუმეტეს, უმგლოდ.
– მგელი არის, – თქვა სერსეი ლანისტერმა. ძალიან ჩუმად
თქვა, მაგრამ მწვანე თვალები გამარჯვებით უბრწყინავდა.

234
ჯერ ვერავინ გაიგო, რას გულისხმობდა, მაგრამ როდესაც ნათ-
ქვამის მნიშვნელობას მიხვდნენ, მეფემ გაღიზიანებით აიჩეჩა მხრე-
ბი.
– როგორც გენებოს. სერ ილინს დაავალე.
– რობერტ, შეუძლებელია, მაგას გულისხმობდე, – წინ აღუდგა
ნედი.
მეფე დავის ხასიათზე აღარ იყო.
– კმარა, ნედ, მეტი არაფრის გაგონება აღარ მინდა. მგელსაზარა
ველური მხეცია. ადრე თუ გვიან ისევე ეცემა შენს გოგონას, რო-
გორც ჩემს შვილს ეცა. ძაღლი მიუყვანე, უფრო კმაყოფილი დარჩე-
ბა.
სანსა, როგორც ჩანს, ახლაღა მიხვდა, რა ხდებოდა. თვალებში
შიში ედგა, მამას რომ ახედა.
– ლედიზე არ ამბობს, ჰო? – სიმართლე მამის სახეზე ამოიკითხა,
– არა! არა, ლედი არა, ლედის არავისთვის უკბენია, ლედი კარგია...
– ლედი იქ არც ყოფილა! – ბრაზით შესძახა არიამ, – დაანებეთ
თავი!
– არ ქნან, – ივედრებოდა სანსა, – არ გააკეთებინო, გემუდარე-
ბით, გემუდარებით, ეგ ლედი არ ყოფილა, ნიმერია იყო, ეგ არიამ
ქნა, ნუ იზამთ მაგას, ეგ ლედი არ ყოფილა, გეხვეწები, არ დაასჯევი-
ნო ლედი, მე ისე ვიზამ, რომ კარგად იქცეოდეს, გპირდებით, გპირ-
დებით... – და ტირილი მორთო.
ნედმა გულში ჩაიკრა მტირალი – სხვა ვერაფრით ანუგეშებდა.
ოთახის მიღმა რობერტს გადახედა.
– გთხოვ, რობერტ. ჩვენი სიყვარულის ხათრით. ჩემი დის სიყვა-
რულის სახელით. გთხოვ.
მეფე დიდხანს უცქერდა მათ, შემდეგ მზერა ცოლზე გადაიტანა.
– წყეული იყავ, სერსეი, – თქვა მძულვარედ.
ნედი წამოდგა, ნაზად გამოთავისუფლდა სანსას ხვევნისგან. ბო-
ლო ოთხი დღის დაქანცულობა ერთბაშად დაუბრუნდა.

235
– მაშ, შენ თვითონ ჰქენი ეგ, რობერტ. – წარმოთქვა ფოლა-
დივით ცივი და მჭრელი ხმით, – იმდენი სიმამაცე მაინც იქონიე,
რომ შენ თვითონ ქნა.
რობერტმა ცარიელი, უსიცოცხლო თვალებით შეხედა ნედს
და უსიტყვოდ წავიდა, ტყვიასავით მძიმე ნაბიჯით. დარბაზში
მდუმარება ჩამოწვა.
– სად არის მგელსაზარა? – იკითხა სერსეი ლანისტერმა, მი-
სი ქმარი რომ წავიდა. დედის გვერდით მდგარი პრინცი ჯოფრი
იღიმებოდა. – მხეცი ჭიშკრის ჯიხურის გარეთ არის ჯაჭვით დაბ-
მული, თქვენო მოწყალებავ, – უწადინოდ მიუგო სერ ბარისტან-
მა. – მიხმეთ ილინ პეინი.
– არა, – წარმოთქვა ნედმა, – იორი, გოგონები თავიანთ
ოთახში წაიყვანე და მერე ყინული მომიტანე, – ამ სიტყვებს ყელ-
ში ნაღველას გემო ამოჰქონდა, მაგრამ მაინც ამოთქვა, ძალდა-
ტანებით, – თუკი ეს უნდა გაკეთდეს, მე ვიზამ.
სერსეი ლანისტერმა ეჭვით შეათვალიერა.
– შენ, სტარკ? რამე ხრიკია? ვითომ რატომ უნდა გინდოდეს
შენი ხელით ამის ჩადენა?
ყველანი მას მისჩერებოდნენ, მაგრამ სანსას მზერა იყო,
გულს რომ უფლეთდა.
– იგი ჩრდილოელია. ყასაბზე მეტს იმსახურებს.
ოთახიდან მიმავალს თვალები ეწვოდა და ყურებში თავისი
გოგონების მოთქმა ედგა. მგელსაზარას ლეკვი იქ დახვდა, სა-
დაც დაებათ. ერთხანს გვერდით მიუჯდა.
– ლედი, – წარმოთქვა, მის სახელს აგემოვნებდა. დიდად
არასოდეს დაკვირვებია სახელებს, რომლებიც მისმა შვილებმა
ლეკვებს დაარქვეს, მაგრამ ახლა, ლედის რომ უცქერდა, მიხ-
ვდა, რომ სანსას კარგად შეერჩია. იგი ყველაზე მომცრო იყო და-
ძმებში, ყველაზე მოხდენილი, ყველაზე მშვიდი და მიმნდობი.

236
ლეკვმა ნათელი ოქროსფერი თვალებით შეხედა და ნედმა მას ხში-
რი რუხი ბეწვი მოუჩეჩა. იორიმ მალევე მოუტანა ყინული.
როდესაც ყველაფერი დასრულდა, ნედმა უთხრა:
– ოთხი კაცი შეარჩიე, სხეული ჩრდილოეთში წაიღონ. ვინტერ-
ფელში დამარხონ.
– მთელი ამხელა გზა გაატარონ? – ჰკითხა გაოცებულმა იორიმ.
– მთელი ამხელა გზა, – დაუდასტურა ნედმა, – ლანისტერის ქალი
ვერ ეღირსება ამის ტყავს.
იგი უკან, კოშკისკენ მიდიოდა, რათა, ბოლოს და ბოლოს, თავის-
თვის ძილი ეღირსებინა, როდესაც ძებნიდან მობრუნებულმა სან-
დორ კლეგეინმა და მისმა მხედრებმა ციხის კარიბჭეში შემოაჭენეს
ცხენები. ქოფაკს საომარი ცხენის გავაზე ტვირთი გადაეკიდა, სის-
ხლიან მოსასხამში გამოხვეული რაღაც მძიმე სხეული.
– შენი გოგოსთვის თვალი არ მოგვიკრავს, მარჯვენავ, – ჩამო-
ხავლა კლეგეინმა, – მაგრამ დღე მთლად ფუჭად არ დაგვიკარგავს.
მაგის პატარა შინაური ცხოველი ჩავიგდეთ ხელში, – ხელი უკან გა-
იწვდინა და ტვირთს უბიძგა, სისხლიანი ფუთა ყრუ ბრაგვანით და-
ეცა ნედის წინ.
ნედი დაიხარა და მოსასხამი გადაწია, შიშით ფიქრობდა სიტ-
ყვებზე, რომელთა თქმაც არიასთვის მოუწევდა. მაგრამ ეს ნიმერია
როდი იყო. ეს მიკა იყო, ყასბის ბიჭი, მთელი სხეული შემხმარი სის-
ხლით მოსვროდა. თითქმის ორად იყო გაჩეხილი მხრიდან წელამ-
დე, ზევიდან მოქნეული საზარელი დარტყმით.
– ცხენდაცხენ მიეწიე, – თქვა ნედმა.
ქოფაკს თითქოს თვალები გაუბრწყინდა თავისი საშინელი ძაღ-
ლისთავა მუზარადის შიგნით.
– გარბოდა, – მან ნედს სახეში შეხედა და გადაიხარხარა, – მაგ-
რამ არც ისე სწრაფად.

237
ბრანი

238
თითქოს უკვე წლები იყო, რაც ვარდებოდა.
იფრინე, დაიჩურჩულა ხმამ სიბნელეში, მაგრამ ბრანმა არ იცო-
და, როგორ ეფრინა, ამიტომაც ვარდნის მეტი არაფერი შეეძლო
ეკეთებინა.
მაისტერ ლუვინმა თიხისგან პატარა ბიჭი გამოძერწა, გამოწვა,
მაგარი და მსხვრევადი გახადა, ბრანის ტანსაცმელი ჩააცვა და სა-
ხურავიდან გადააგდო. მაგრამ მე არასოდეს ჩავვარდები, თქვა მან,
თან ვარდებოდა.
მის ქვეშ მიწა ისე შორს იყო, რომ ძლივს არჩევდა გარშემო მო-
რიალე რუხ ნისლებში, მაგრამ გრძნობდა, რა სწრაფად ვარდებოდა
და იცოდა, თუ რა ელოდა იქ, დაბლა. სიზმარშიც კი შეუძლებელია,
სულ მუდამ ვარდებოდე. იცოდა, ზუსტად მიწაზე დაცემის წინ გამო-
იღვიძებდა. მიწაზე დაცემის წინ ყოველთვის იღვიძებ. და თუ არ გა-
გეღვიძა? ჰკითხა ხმამ.
მიწა ახლა უფრო ახლოს იყო, ჯერ კიდევ ძალიან ძალიან მოშო-
რებით, ათასობით მილის იქით, მაგრამ უფრო ახლო, ვიდრე მანამ-
დე. აქ, სიბნელეში, ძალიან ციოდა. არ იყო არც მზე, არც ვარსკვლა-
ვები, მხოლოდ მიწა ჩანდა ქვემოთ და მაღლა მოექანებოდა მის და-
სალეწად; იყო რუხი ჯანღი და მოჩურჩულე ხმა. ბრანს ყვირილი
სურდა.
არ იყვირო. იფრინე.
– არ შემიძლია ფრენა, – თქვა ბრანმა, – არ შემიძლია, არა. სა-
იდან იცი? გიცდია ოდესმე?
ხმა მაღალი და გაწვრილებული იყო. ბრანმა მიმოიხედა, რომ
გაეგო, საიდან ისმოდა. მის გვერდით ყვავი ეშვებოდა წრეებად, იქ-
ვე, ხელის მიწვდენის მიღმა, ბრანის ვარდნას მისდევდა.
– მიშველე, – უთხრა ბრანმა. ვცდილობ, მიუგო ყვავმა. მითხარი,
ფეტვი გაქვს?

239
ბრანმა ჯიბეში ჩაიყო ხელი. მის გარშემო წყვდიადი თავბრუ-
დამხვევად ბრუნავდა. ხელი რომ ამოიღო, ოქროვანი მარცვლე-
ბი თითებს შორის დაუსხლტა და ჰაერში დაეფანტა. ისინიც მას-
თან ერთად ცვიოდნენ.
ყვავი ხელზე დააჯდა და კენკვას შეუდგა.
– შენ მართლა ყვავი ხარ? – ჰკითხა ბრანმა.
შენ მართლა ვარდები? კითხვა შეუბრუნა ყვავმა.
– ეს სიზმარია, სხვა არაფერი, – თქვა ბრანმა.
ასეა? ჰკითხა ყვავმა.
– მიწას რომ დავეცემი, გამოვიღვიძებ, – უთხრა ბრანმა
ფრინველს. მიწას რომ დაეცემი, მოკვდები, მიუგო ყვავმა და
ფეტვს მიუბრუნდა. ბრანმა დაბლა ჩაიხედა. ახლა უკვე მთებს არ-
ჩევდა, მათ დათოვლილ მწვერვალებს, და ბნელ ტყეებში გაჭი-
მული მდინარეების ვერცხლის ლენტებს. მან თვალები დახუჭა
და ატირდა.
ეს ვერ გიშველის, უთხრა ყვავმა. ხომ გითხარი, უნდა იფრი-
ნო, კი არ უნდა იტირო. ვითომ ძალიან ძნელია? მე ხომ დავფრი-
ნავ. ყვავი ჰაერში შესრიალდა და ბრანის ხელის გარშემო აფარ-
თქალდა. – შენ ფრთები გაქვს, – შეახსენა ბრანმა.
იქნებ შენც გაქვს.
ბრანმა ბეჭები მოისინჯა, ბუმბულს ეძებდა.
ფრთები სხვადასხვანაირი არსებობს, უთხრა ყვავმა.
ბრანი თავის მკლავებს, თავის ფეხებს დასცქეროდა. ძალიან
გამხდარი ეჩვენა, ძვალზე გადაკრული ტყავიღა დარჩენილიყო.
ყოველთვის ასე იყო გაჩხიკული? ლამობდა, გაეხსენებინა.
რუხი ნისლიდან სახე ამოცურდა, სხივოსანი, ოქროსფერი. –
რას არ იზამ სიყვარულისთვის, – თქვა მან.
ბრანმა შეჰყვირა.

240
ყვავი ჩხავილით აიჭრა ჰაერში. ეგ არა, შესწივლა ბრანს. ეგ და-
ივიწყე, ახლა ეგ არაფრად გჭირდება, გვერდზე გადადე, მოიშორე.
ბრანს მხარზე დააჯდა და ჩაუნისკარტა, და სხივოსანი ოქროსფერი
სახე გაქრა.
ბრანი ახლა უფრო სწრაფად ვარდებოდა. მიწისკენ მიექანებოდა
და მის გარშემო ზუზუნებდა, ღმუოდა რუხი ჯანღი.
– რას მიშვრები? – ჰკითხა ყვავს, თვალები ცრემლებით ავსებო-
და. გასწავლი, როგორ იფრინო.
– არ ვიცი ფრენა!
ახლა ხომ ფრენ.
– ახლა ვვარდები!
ყველა გაფრენა ვარდნით იწყება, თქვა ყვავმა. ჩაიხედე დაბლა.
– მეშინია...
დაბლა ჩაიხედე!!!
ბრანმა დაბლა ჩაიხედა და იგრძნო, როგორ გაუწყალდა გულ-
ღვიძლი. მიწა მისკენ მოექანებოდა. მის ქვეშ მთელი ქვეყნიერება
გადაშლილიყო, თეთრით, მრეშით და მწვანით ნაქსოვი ფარდაგი.
ყველაფერს ისე ცხადად ხედავდა, რომ წუთით შიშიც დაავიწყდა. ხე-
დავდა მთელ სახელმწიფოს, ხედავდა ყველას მასში.
მან დაინახა ვინტერფელი არწივების გადასახედიდან, მისი მა-
ღალი კოშკები, ზემოდან მოკლე და ჩადგმულები რომ ჩანდნენ, მისი
გალავნები – მტვერში გავლებული ზოლების მსგავსები. დაინახა მა-
ისტერ ლუვინი მის აივანზე, ცას რომ აკვირდებოდა პრიალა ბრინჯა-
ოს ჭოგრიტით და რვეულში შენიშვნების ჩაწერისას იჭმუხნებოდა.
დაინახა თავისი ძმა რობი, უფრო ძლიერი, უფრო მაღალი, ვიდრე
ახსოვდა, ნამდვილი ფოლადის ხმლით ფარიკაობდა ციხის ეზოში;
დაინახა ჰოდორი, თავლების მუშა გონსუსტი გოლიათი, გრდემლი
რომ მიჰქონდა მიკენის სამჭედლოსკენ და ისე მსუბუქად შეეგდო
მხარზე, როგორც სხვა ბამბის შეკვრას ან ნამჯის ძნას ატარებდა.
საღვთო ტყის შუაგულში ვეება თეთრი სარკმლის ხე შავი ტბორის

241
წყლებში საკუთარ ანარეკლს ჩასჩერებოდა, სუსხიან ქარში
ფოთლები უშრიალებდა. ბრანის ცქერა რომ იგრძნო, გარინ-
დულ წყალს თვალი მოაცილა და ყოველივეს მიხვედრილი მზე-
რა მიაპყრო ბიჭს.
ბრანმა აღმოსავლეთს გახედა და დაინახა, ნაკბეჩის წყლებს
გალერა სერავდა. დაინახა დედამისი, მარტო რომ იჯდა კაიუტა-
ში და მის წინ მაგიდაზე დადებულ, სისხლით დალაქულ დანას
დასცქეროდა, მენიჩბეები ნიჩბებს უსვამდნენ, სერ როდრიკი კი
მოაჯირზე იყო გადაყუდებული, აძაგძაგებდა და გული ერეოდა.
მათ წინ ცა იღრუბლებოდა და ქარიშხლისთვის ემზადებოდა,
მაგრამ გემზე მყოფნი ამას როგორღაც ვერ ამჩნევდნენ.
სამხრეთისკენ რომ გაიხედა, სამკბილას ფართო, ლურჯ-
მწვანე, მძლავრი ნაკადი დაუდგა თვალწინ. დაინახა მამამისი,
მეფეს ევედრებოდა და სახეზე ტკივილი ჰქონდა აღბეჭდილი. და-
ინახა სანსა, ღამით ტირილ-ტირილით რომ ჩასძინებოდა, და
არია, უხმოდ რომ იცქირებოდა და გულში ღრმად ინახავდა თა-
ვის საიდუმლოებებს. მათ გარშემო ხშირი ჩრდილები იწვა. ერთი
ლანდი ნახშირივით ჩამუქებული იყო და ქოფაკის საზარელი სა-
ხე ჰქონდა. მეორე მზის დარად იყო შეჭურვილი, ოქროვანი და
მშვენიერი ჩანდა. ორივეს თავზემოთ ქვისაბჯრიანი გოლიათი
წამომართულიყო, მაგრამ როდესაც ზარადის ცხაური აიწია, მის
შიგნით არაფერი აღმოჩნდა, სიბნელისა და შედედებული შავი
სისხლის გარდა.
ბრანმა მზერა აიმაღლა და ცხადად დაინახა ვიწრო ზღვის გა-
დაღმა მიწები, თავისუფალ ქალაქებამდე და მის მიღმა დოთრა-
კების მწვანე ზღვამდე უწია თვალი, მთების ძირას ჩამჯდარ ვაის
დოთრაკამდე, ნეფრიტის ზღვის ლეგენდარულ მხარემდე, ბინ-
დის მიწების წინ გაშლილ ასშაიმდე, სადაც ამომავალი მზის ქვეშ
დრაკონები შეინძრნენ.

242
ბოლოს ჩრდილოეთს გახედა. დაინახა ცისფერი ბროლივით
მბრწყინავი კედელი, დაინახა თავისი ბუში ძმა ჯონი, მარტოს რომ
ეძინა ცივ საწოლში, კანი კი გამკრთალებოდა და გაუხეშებოდა, რა-
კი ყველანაირი სითბოს მოგონებაც კი გასცლოდა და განქარვებო-
და. გადაიხედა კედლის გადაღმაც, თოვლით მობურული უსასრუ-
ლო ტყეების მიღმა, ჭირხლიანი ნაპირებისა და ყინულის ფართო
მდინარეების, იმ მკვდარი ველების მიღმა, სადაც არაფერი ცხოვ-
რობდა და არაფერი იზრდებოდა. უფრო ჩრდილოეთით, ჩრდილო-
ეთით, ჩრდილოეთით გაიხედა, ქვეყნიერების კიდეზე ჩამოფარებუ-
ლი ნათლის ფარდისკენ, და მერე ფარდის იქითაც. ღრმად, გულის-
გულში ჩახედა ზამთარს, და მაშინ კი წამოიყვირა შეშინებულმა;
ლოყები დაუშანთა საკუთარი ცრემლების მხურვალებამ.

ახლა უკვე იცი, ჩასჩურჩულა ყვავმა, მხარზე რომ ჩამოსჯდომო-


და. ახლა უკვე იცი, რატომ გევალება, იცოცხლო.
– რატომ? – ჰკითხა ბრანმა, ვერაფერი გაეგო, ვარდებოდა, ვარ-
დებოდა. იმიტომ, რომ ზამთარი მოდის.
ბრანმა მხარზე შემომჯდარ ყვავს შეხედა და ყვავიც მას ჩააცქერ-
და. ფრინველს სამი თვალი ჰქონდა და ეს მესამე თვალი საზარელი
ცოდნით იყო სავსე. ბრანმა დაბლა ჩაიხედა. ახლა მის ქვეშ აღარა-
ფერი იყო თოვლის, თოშისა და სიკვდილის მეტი, მის ქვეშ დამზრა-
ლი, უსიცოცხლო მიწა მოჩანდა, სადაც ცისფერ-თეთრი, დაკბილუ-
ლი ყინულის წვეტები მასთან შეხვედრას მოელოდნენ. შუბების და-
რად მოქროდნენ მისკენ. ბრანმა მათ წვერებზე დაცმული ათასობით
სხვა მესიზმრის ძვლები დაინახა. გაუსაძლისი შიში იპყრობდა.
– შეიძლება, კაცი მამაცი იყოს, თუ ეშინია? – სუსტ, შორეულ
ხმად ჩაესმა საკუთარი სიტყვები. და მამის ხმამ უპასუხა: – მხოლოდ
მაგ დროს შეიძლება, კაცი მამაცი იყოს.
ახლა, ბრან, დაბეჯითებით უთხრა ყვავმა, აირჩიე. იფრინე ან
მოკვდი.

243
სიკვდილმა წივილით გაიწვადა მისკენ ხელები.
ბრანმა მკლავები გაშალა და გაფრინდა.
უხილავმა ფრთებმა ქარი შესვეს, აივსნენ და ბიჭი მაღლა ას-
წიეს. ყინულის საზარელი მახათები დადაბლდნენ მის ქვეშ. თავ-
ზემოთ ცა გაეხსნა. ბრანი ლივლივებდა. ეს ცოცვას ჯობდა. ეს
ყველაფერს ჯობდა. ქვეყნიერება მის ქვეშ შემცირდა, დაპატა-
რავდა. – დავფრინავ! – აღტაცებით შესძახა მან.
შეგატყვე, უთხრა სამთვალა ყვავმა. ისიც ამაღლდა ჰაერში,
ფრთებს სახეში უტყლაშუნებდა, აჩერებდა, აბრმავებდა. ბრანი
უმწეოდ აწყდებოდა ჰაერს, ყვავის ფრთები კი ლოყებზე სცემ-
დნენ. გამწარებით ჩასცხო ნისკარტი და ბიჭმა თვალებს შორის,
შუბლზე უეცარი, დამაბრმავებელი ტკივილი იგრძნო.
– რას შვრები?! – უწივლა ფრინველს.
ყვავმა ნისკარტი გააღო და დასჩხავლა, ყურისწამღები, შეძ-
რჩუნებული ხმით. რუხი ნისლები შეტოკდა, დატრიალდა მის
გარშემო, მერე ერთბაშად ფარდასავით გადაიწია და ბრანმა და-
ინახა, რომ ყვავი სინამდვილეში ქალი იყო, გრძელ და შავთმია-
ნი მსახური ქალი, და საიდანღაც იცნობდა ამ ქალს, ვინტერფე-
ლიდან, ჰო, ასეა, და უცებ გააცნობიერა, რომ ვინტერფელში იმ-
ყოფებოდა, საწოლში იწვა კოშკის რომელიღაც მაღალ ცივ
ოთახში, შავთმიანმა ქალმა კი წყლიანი ჯამი ხელიდან გააგდო,
ჯამი იატაკს დაელეწა და ნამსხვრევებად იქცა, ხოლო ქალი სირ-
ბილით დაუყვა კიბეს, თან გაიძახოდა: – გამოიღვიძა, გამოიღვი-
ძა, გამოიღვიძა!
ბრანმა შუბლზე მოისვა ხელი, თვალებს შორის. ის ადგილი,
სადაც ყვავმა ჩაუნისკარტა, ჯერაც ეწვოდა, მაგრამ შუბლზე არც
სისხლი, არც ჭრილობა არ აჩნდა. თავს სუსტად და გაბრუებუ-
ლად გრძნობდა. შეეცადა, საწოლიდან გადმოსულიყო, მაგრამ
არაფერი შეცვლილა.

244
უცებ საწოლის გვერდზე რაღაც ამოძრავდა და შემდეგ მსუბუქად
დაეშვა ბიჭის ფეხებზე. ბრანმა ვერაფერი იგრძნო. მზესავით კაშკაშა
წყვილი თვალი შემოსცქეროდა. ფანჯარა ღია იყო და ოთახში ცი-
ოდა, მაგრამ მგლისგან მომავალი სითბო ცხელი აბაზანასავით ევ-
ლებოდა გარს. მისი ლეკვი, გაახსენდა ბრანს... ხომ ის არის? ახლა
ისე დიდი ჩანდა. მოსაფერებლად გაიწვდინა ხელი, თითები ფოთო-
ლივით უცახცახებდა.
როდესაც კოშკის კიბეებზე ამორბენით სულშეგუბებული მისი
ძმა ოთახში შემოიჭრა, მგელსაზარა ბრანს სახეს ულოკავდა. ბიჭმა
მშვიდად აიხედა მაღლა.
– მისი სახელია ზაფხული, – ასე თქვა.

245
კეტლინი

246
– მეფის საბიჯელს ერთ საათში მივადგებით.
მოაჯირს მიყრდნობილი კეტლინი შემობრუნდა და თავი აიძულა,
გაეღიმა.
– თქვენმა მენიჩბეებმა ჩინებული სამსახური გაგვიწიეს, კაპიტა-
ნო. ყოველი მათგანი ჩემი მადლიერების ნიშნად ვერცხლის ირემს
მიიღებს.
კაპიტანმა მორეო ტურნიტისმა მოზომილად დაუკრა თავი.
– ერთობ გულუხვი ბრძანდებით, ლედი სტარკ. თქვენებრ დიდე-
ბული ქალბატონის სამსახურის პატივიც საკმაო ჯილდოა მათთვის.
– და მაინც, ვერცხლსაც მიიღებენ.
მორეომ გაიღიმა.
– როგორც ბრძანებთ.
კაპიტანი საერთო ენაზე თავისუფლად ლაპარაკობდა, მის ნაუ-
ბარს სულ ოდნავ დაჰკრავდა ტიროშული აქცენტი. როგორც კეტ-
ლინს უთხრა, უკვე ოცდაათი წელიწადი იყო, რაც ვიწრო ზღვას სე-
რავდა, ჯერ როგორც მენიჩბე, შემდეგ – მესაჭე, ბოლოს კი – საკუ-
თარი სავაჭრო გალერების მეპატრონე. გრიგალთან მოცეკვავე მი-
სი მეოთხე და ყველა ადრინდელზე უფრო სწრაფი გემი იყო: ორან-
ძიანი, სამოცნიჩბიანი გალერა.
უეჭველად, ეს იყო ყველაზე სწრაფი გემი მათ შორის, რომელიც
შეიძლებოდა თეთრ ნავსადგურში დაგექირავებინა, როდესაც კეტ-
ლინი და სერ როდრიკ კასელი იქ ჩავიდნენ, მდინარის ნაპირის და-
ყოლებაზე დაუოკებელი ჭენებით დაქანცულები. ტიროშელების სი-
ძუნწე საქვეყნოდ ცნობილი ამბავი იყო. ამიტომ სერ როდრიკი სამი
დის ნაპირებიდან მოსული სათევზაო კარჭაპის დაქირავებას ურჩევ-
და, მაგრამ კეტლინმა დაბეჯითებით ითხოვა, გალერა აეყვანათ. და
კარგადაც მოიქცა. თითქმის მთელ მათ გზაზე პირქარი უბერავდა და
გალერის ნიჩბების გარეშე ჯერაც სადღაც თითების წყლებში იფარ-
თხალებდნენ, იმის ნაცვლად, რომ მეფის საბიჯელთან და მგზავრო-
ბის დასასრულთან ყოფილიყვნენ მისული.

247
უკვე რა ახლოსაა, გაიფიქრა მან. ტილოს სახვევების ქვეშ ჯე-
რაც უბჟუოდა თითები იქ, სადაც ხანჯალმა ჩაჭრა. კეტლინი
გრძნობდა: ეს ტკივილი მუდამ შეახსენებდა, დავიწყების გზას არ
დაუტოვებდა. მარცხენა ხელზე ბოლო ორ თითს ვერ ხრიდა, და-
ნარჩენებიც ვეღარასოდეს იქნებოდნენ ძველებურად მარჯვე. და
მაინც, ეს საკმაოდ მცირე ფასი იყო ბრანის სიცოცხლის სანაც-
ვლოდ. სერ როდრიკი სწორედ ამ დროს გამოჩნდა გემბანზე.
– ჩემო კეთილო მეგობარო, – მიმართა მორეომ, ორად გა-
ყოფილი მწვანე წვერის ქვეშიდან ლაპარაკობდა. ტიროშელებს
ხასხასა ფერები უყვართ, მაშინაც კი, როცა საქმე თმა-წვერს ეხე-
ბა. – სასიამოვნოა, რომ ვხედავ, თავს უკეთ გრძნობ.
– ჰო, – დაეთანხმა სერ როდრიკი, – აგერ თითქმის ორი
დღეა, სიკვდილი აღარ მინატრია. – მან კეტლინს თავი დაუკრა,
– მილედი. მართლაც უკეთ გამოიყურებოდა. თეთრი ნავსადგუ-
რიდან გამოსვლის მერე ოდნავ გამხდარიყო, მაგრამ თითქმის
ძველებური სერ როდრიკი იყო ისევ. ნაკბეჩის ძლიერმა ქარებმა
და ვიწრო ზღვის ღელვებმა არ დაინდეს იგი, ერთხელ ლამის გე-
მიდანაც კი გადავარდა, როდესაც მოულოდნელად გრიგალი
დაატყდათ თავს დრაკონის ქვის მახლობლად, მაგრამ როგორ-
ღაც ბაწარს მოეჭიდა, ამასობაში მორეოს სამმა მეზღვაურმაც მი-
უსწრო და დაბლა, გემბანის ქვეშ ჩაიყვანეს უსაფრთხო ადგი-
ლას.
– კაპიტანი ზუსტად ახლა მეუბნებოდა, რომ ჩვენი მგზავრობა
დასასრულს მიუახლოვდა, – უთხრა კეტლინმა.
სერ როდრიკმა მოახერხა, ცალყბად გაეღიმა.
– ასე უცებ?
თავისი დაფანჩული თეთრი ბაკენბარდების გარეშე უცნაური
სანახავი იყო: როგორღაც უფრო ტანმორჩილი, ნაკლებად შე-
უპოვარი და ათი წლით უფროსი ჩანდა. მაგრამ იქ, ნაკბეჩთან,
გონივრული ეჩვენა, დალაქის სამართებლისთვის მიენდო თავი

248
– მას შემდეგ, რაც მისი ბაკენბარდები მესამედ შეიბილწა, სანამ სერ
როდრიკი მოაჯირს იყო გადაყურებული და მოტრიალე ქარაშოტში
არწყევდა. – დაგტოვებთ, თქვენს საქმეებზე საბაასოდ, – თქვა კაპი-
ტანმა მორეომ, თავი დაუკრა და გაეცალათ.
გალერა ნემსიყლაპიასავით მისრიალებდა წყალზე, მისი ნიჩბე-
ბი გამოზომილად იწეოდა და ეშვებოდა. სერ როდრიკმა მოაჯირს
ჩასჭიდა ხელი და გაცურებულ ნაპირს გახედა.
– ვერ იტყვი, რომ ჩაუქი დამცველი გამოვდექი.
კეტლინი მკლავზე შეეხო.
– უკვე აქ ვართ, სერ როდრიკ, და აქამდე უხიფათოდ მოვაღწიეთ.
სინამდვილეში მხოლოდ ამას აქვს მნიშვნელობა. – გახევებული
თითებით ხანჯალი მოისინჯა მოსასხამის ქვეშ. იქ იყო. შეამჩნია,
რომ სჭირდებოდა, თავის გასამხნევებლად დროდადრო შეხებოდა
იარაღს, – ახლა მეფის ორთაბრძოლის ოსტატთან უნდა მივაღწიოთ
და ვილოცოთ, რომ მისი ნდობა შეიძლებოდეს.
– სერ არონ სანტაგარი სიამეთმოყვარე, მაგრამ პატიოსანი კა-
ცია, – სერ როდრიკს ხელი სახისკენ გაექცა ბაკენბარდებზე ჩამო-
სასმელად და კიდევ ერთხელ გაახსენდა, რომ აღარ ჰქონდა ისინი.
დაბნეული ჩანდა. – მან შეიძლება იცნოს ხანჯალი, ჰო... მაგრამ,
მილედი, როგორც კი ნაპირზე გადავალთ, საფრთხე დაგვემუქრება.
და მეფის კარზე არიან ისეთებიც, დანახვისას რომ გიცნობენ.
კეტლინს პირი დაეძაბა.
– ნეკა, – ჩაიბუტბუტა მან. თვალწინ ამოუტივტივდა სახე: ბიჭის
სახე, თუმც ის უკვე აღარ იყო ბიჭი. მისი მამა რამდენიმე წლის წინ
გარდაიცვალა და ახლა თავად გახდა ლორდი ბეილიში, მაგრამ მა-
ინც ყველა ნეკას ეძახდა. ეს სახელი კეტლინის ძმამ ედმურმა შეარ-
ქვა დიდი ხნის წინათ, რივერანში. ნეკას მშობლების მოკრძალებუ-
ლი მამულები თითებიდან ყველაზე პატარაზე მდებარეობდა, პეტი-
რი კი თავის ასაკთან შედარებით ყოველთვის დაბალი და კაფანდა-
რა იყო.

249
სერ როდრიკმა ხმა ჩაიწმინდა.
– ლორდი ბეილიში ოდესღაც, ჰმ... – მას აზრი გაუწყდა, ყოყ-
მანით არჩევდა თავაზიან ყალიბს სათქმელისთვის.
კეტლინს საბოდიშოდ არ სცხელოდა.
– იგი მამაჩემის აღსაზრდელი იყო. ერთად გავიზარდეთ რი-
ვერანში. ძმად მიმაჩნდა, მაგრამ მისი გრძნობა ჩემდამი... ძმურ-
ზე მეტი იყო. როდესაც გამოაცხადეს, რომ ბრანდონ სტარკს უნ-
და გავყოლოდი, პეტირმა იგი ჩემს ხელზე უფლების მოსაპოვებ-
ლად გამოიწვია. გიჟურად მოიქცა. ბრანდონი ოცი წლის იყო, პე-
ტირი – თხუთმეტისაც ძლივს იქნებოდა. იძულებული გავხდი,
ბრანდონს პეტირის დანდობას შევვედრებოდი. მანაც ერთი ნაი-
არევი აკმარა და ისე გაუშვა. მოგვიანებით მამაჩემმა განუტევა
აღსაზრდელი და მას მერე აღარც მინახავს, – მან სახე მარილიან
შხეფებს მიუშვირა, თითქოსდა ნიავქარს მის მოგონებათა გა-
ფანტვა შეეძლო, – ბრანდონი რომ მოკლეს, პეტირმა მომწერა
რივერანში, მაგრამ მე წერილი წაუკითხავად დავწვი. მაშინ უკვე
ვიცოდი, რომ ნედი შემირთავდა თავისი ძმის ნაცვლად. სერ
როდრიკის თითებმა ისევ მოსინჯეს არარსებული ბაკენბარდები.
– ნეკა ახლა მცირე საბჭოს წევრია.
– ვიცოდი, რომ ბევრს მიაღწევდა, – თქვა კეტლინმა, – ყო-
ველთვის ჭკვიანი იყო, სულ პატარაობიდან. მაგრამ ერთია, იყო
ჭკვიანი, და მეორე – იყო ბრძენი. ნეტავ წლებმა როგორ შეცვა-
ლეს? მაღლა, მათ თავზემოთ, ბაგირებზე ასულმა შორსმზირებმა
სიმღერა წამოიწყეს. გემბანზე დარწეული ნაბიჯით ჩაიარა კაპი-
ტანმა მორეომ, ბრძანებებს გასცემდა, და მათ გარშემო გრი-
გალთან მოცეკვავის მთელი ეკიპაჟი გამალებულ საქმიანობას
შეუდგა, სამ მაღალ ბორცვზე შემომჯდარი მეფის საბიჯელი კი
აუჩქარებლად შემოცურდა თვალსაწიერში.

250
კეტლინმა იცოდა, რომ სამასი წლის წინ ის მაღლობები ტყით
იყო დაფარული და მხოლოდ ერთი მუჭა მეთევზეები ცხოვრობდნენ
შავწყალა ჩქერის ჩრდილო ნაპირზე, იქ, სადაც ეს ღრმა, მძლავრი
მდინარე ზღვაში ჩაედინებოდა. შემდეგ ეაგონ დამპყრობელი მო-
ცურდა დრაკონის ქვიდან. მისი ლაშქარი აქ გადმოსხდა ნაპირზე და
აქვე, ყველაზე მაღალ ბორცვზე ააგო დამპყრობელმა მორებით და
თიხით თავისი პირველი ტლანქი სიმაგრე.
ახლა, სადამდეც კი თვალი გასწვდებოდა, ნაპირს ქალაქი ფა-
რავდა. ქვის დიდებული სახლები და ფანჩატურები, ბეღლები, აგუ-
რის საწყობები, ხის ფუნდუკები და სავაჭრო ფარდულები, დუქნები,
სასაფლაოები და საროსკიპოები – ყველაფერი ერთმანეთზე იყო
მიწყობილი. თევზის ბაზრის ყაყანი ამსიშორეზეც კი ესმოდა. შენო-
ბებს შორის მოჩანდა ნარგავებდაყოლებული ფართო ქუჩები, დაკ-
ლაკნილი მიმოხვეული შუკები და ისე ვიწრო გასასვლელები, სადაც
ორი კაცი ერთმანეთს გვერდს ძლივს აუქცევდა.
ვისენიას გორას გვირგვინად ედგა ბაელორის დიდი ტაძარი,
ბროლის შვიდი კოშკით. ქალაქის გადაღმა, რეინისის გორაზე დრა-
კონის ხარო იდგა, ვეება გუმბათი ჩაქცეოდა, მისი ბრინჯაოს კარი
უკვე საუკუნე იყო, ჩარაზული რჩებოდა. გორებს შორის დების ქუჩა
ჩამოდიოდა, ლარივით სწორი. შორეთში ქალაქის მაღალი, მტკიცე
გალავანი აღმართულიყო.
წყლის ზედაპირს ზოლებად აჩნდა ასამდე გემსაბმელი და ნავ-
სადგური ხომალდებით იყო სავსე. ღრმა წყლის სათევზაო გემები და
სამდინარო ხომალდები შემოდიოდნენ და ტოვებდნენ ყურეს, მე-
ბორნეები წინ და უკან სერავდნენ შავწყალა ჩქერის ნაკადს, სავაჭ-
რო გალერები ბრაავოსიდან, პენტოსიდან თუ ლაისიდან ჩამოტა-
ნილ საქონელს ტვირთავდნენ. კეტლინმა თვალი მოჰკრა დედოფ-
ლის მოკაზმულ ბარჟას, იბენის პორტიდან მოსული მუცელგაბერი-
ლი, კუპრით შავად გალესილი ვეშაპთმჭერის გვერდით რომ იყო

251
მიბმული. მდინარის აყოლებაზე თორმეტიოდე მოსხლეტილი
საომარი ხომალდი ისვენებდა თავ-თავის სადგომებში, აფრები
შეეკეცათ, მათ ავად გამომცქირალ რკინის ტარანებს წყალი ეტ-
ყლაშუნებოდა.
და ეაგონის მაღალი ბორცვიდან ყოველივეს კუშტად გად-
მოსცქეროდა წითელი ციხე – რკინის ლავგარდანებით დაგვირ-
გვინებული შვიდი უზარმაზარი მრგვალი გოდოლი, ვეებერთე-
ლა პირქუში ბარბიკანი, თაღიანი დარბაზები და დახურული ხი-
დები, ყაზარმები, დილეგები და ბეღლები, გოდოლებს შორის გა-
ჭიმული, მოისართა ბუდეებით დახუნძლული სქელი გალავნები,
და ყოველივე ეს მქრქალი წითელი ქვით იყო ნაგები. მისი აგება
ეაგონ დამპყრობელმა ბრძანა. ციხე მისი ძის, მეაგონ ულმობ-
ლის დროს დასრულდა და ამის შემდეგ მან თავები დააყრევინა
ყოველ ქვისმთლელს, კირითხუროს თუ დურგალს, ვისაც კი აგე-
ბაზე ემუშავა, და დაიფიცა, რომ მხოლოდ დრაკონის სისხლთა-
განს ეცოდინებოდა დრაკონთბატონთა მიერ აღმართული სიმაგ-
რის საიდუმლოებანი.
მაგრამ ახლა მის ქონგურებზე შავის ნაცვლად ოქროსფერი
დროშები ფრიალებდა და იქ, სადაც ოდესღაც სამთავიანი დრა-
კონი ცეცხლს აფრქვევდა, ახლა ბარათეონთა საგვარეულოს
გვირგვინოსანი ირემი იწონებდა თავს.
ზაფხულის კუნძულებიდან მოსული მაღალანძიანი გედი-გემი
ნავსადგურიდან მოფართქალებდა, მისი ქათქათა აფრები ქარს
დაებერა. გრიგალთან მოცეკვავემ გვერდით ჩაუარა, პირდაპირ
ნაპირისკენ მიემართებოდა.
– მილედი, – მიმართა სერ როდრიკმა, – სანამ საწოლში ვი-
ყავი გაშოტილი, მოვიფიქრე, როგორ ჯობს მოვიქცეთ. სასახლე-
ში შენ არ უნდა შეხვიდე. შენ ნაცვლად მე წავალ და სერ არონს
სადმე უხიფათო ადგილას მოგგვრი.

252
გალერა ნავსაბმელს უახლოვდებოდა, მორეო თავისუფალი ქა-
ლაქების უხეშ ვალირიულ ენაზე გასძახოდა ბრძანებებს. კეტლინი
მოხუც რაინდს დააცქერდა.
– საშიშროება შენთვისაც ისეთივე იქნება, როგორიც ჩემთვის. –
არა მგონია,,– ღიმილით თქვა სერ როდრიკმა, – ამასწინათ წყალში
ჩემს ანარეკლს მოვკარი თვალი და საკუთარი თავი ძლივს ვიცანი.
ბაკენბარდების გარეშე სულ ბოლოს დედაჩემმა მნახა, ის კი ორმო-
ცი წლის წინ გარდაიცვალა. დარწმუნებული ვარ, არაფერი მემუქ-
რება, მილედი.
მორეომ მორიგი ბრძანება დასჭექა. სამოცი ნიჩაბი ერთდროუ-
ლად ასცილდა წყლის ზედაპირს, შემდეგ დაეშვა და წყალს უკან
უბიძგა. გალერამ სვლა შეანელა. კვლავ გაისმა შეძახილი. ნიჩბები
გემის მუცელში შესრიალდნენ. ნავმისადგომს რომ მიეჯახნენ, ტი-
როშელი მეზღვაურები ნაპირზე ჩახტნენ გალერას მისაბმელად. მო-
რეო მოახლოვდა სწრაფი ნაბიჯით, ერთიანად ღიმილად იღვრებო-
და.
– მეფის საბიჯელი, მილედი, როგორც გვიბრძანეთ, და მერწმუ-
ნეთ, არც ერთ გემს არ გაუვლია ეს გზა უფრო სწრაფად და უფრო
საიმედოდ. დაგჭირდებათ დახმარება ბარგის სასახლეში გადასატა-
ნად?
– სასახლეში არ წავალთ. იქნებ რომელიმე სუფთა და კარგად
მოწყობილი სასტუმრო გვირჩიო, მდინარიდან არცთუ მოშორებით
რომ იყოს.
ტიროშელმა გაყოფილ მწვანე წვერზე წაივლო ხელი.
– გასაგებია. რამდენიმე ისეთი ადგილი ვიცი, თქვენს მოთხოვ-
ნებს რომ შეეფერებოდა. მაგრამ ჯერ, გავკადნიერდები და დათქმუ-
ლი ანაზღაურების მეორე ნახევარზე დავძრავ სიტყვას. და, რასაკ-
ვირველია, ის დამატებითი ვერცხლიც, რასაც ასე გულისხმიერად
შეგვპირდი. როგორც მახსოვს, სამოც ირემზე იყო საუბარი. – მენიჩ-
ბეებისთვის, – შეახსენა კეტლინმა.

253
– ო, რასაკვირველია, – თქვა მორეომ, – თუმც იქნებ უმჯობე-
სი ყოფილიყო, მე შემენახა ტიროშში დაბრუნებამდე. მათი ცო-
ლებისა და შვილების ხათრით. აქ რომ მისცეთ ვერცხლი, მილე-
დი, კამათელში წააგებენ ან ერთი ღამის სიამისთვის გაფლანგა-
ვენ.
– კიდევ უარეს რამეშიც შეიძლება დაეხარჯოთ ფული, – ჩა-
ურთო სერ როდრიკმაც, – ზამთარი მოდის.
– კაცმა გადაწყვეტილება თვითონ უნდა მიიღოს, – თქვა კეტ-
ლინმა, – მათ ვერცხლი დაიმსახურეს. თუ როგორ დახარჯავენ,
ეს ჩემი საზრუნავი აღარაა.
– როგორც ბრძანებთ, მილედი, – ღიმილით და თავდაკვრით
მიკეტლინმა, დარწმუნებული რომ ყოფილიყო, თავად გადაუხა-
და მენიჩბეებს ფული, ყველას თითო ირემი ჩამოურიგა, და სპი-
ლენძის მონეტით გაუსწორდა ორ კაცს, რომლებმაც მათი სკივ-
რები ვისენიას გორაკის შუამდე აიტანეს, მორეოს მისწავლებულ
სასტუმრომდე. ეს უწესრიგოდ ნაშენები ძველი შენობა იყო
გველთევზას ხეივანში. მისმა მეპატრონემ, უჟმურმა დედაბერმა,
დაცეცებული თვალები რომ ჰქონდა, ეჭვით შეათვალიერა მოსუ-
ლები და კეტლინის მიწოდებული მონეტა კბილით მოსინჯა, ნაღ-
დიაო, რომ დარწმუნებულიყო. მაგრამ ოთახები ფართო და კარ-
გად განიავებული ჰქონდა, მორეომ კი დაიფიცა, თევზს მასავით
გემრიელად მთელ შვიდ სამეფოში არავინ ამზადებსო. და, რაც
მთავარია, მას არაფრად აინტერესებდა თავისი სტუმრების სახე-
ლები. – ვფიქრობ, აჯობებს, საერთო დარბაზს მოერიდო, – უთ-
ხრა სერ როდრიკმა, როდესაც ოთახებში შესახლდნენ, – ასეთ
ადგილასაც კი დაზუსტებით ვერ იტყვი, ვინ შეიძლება გითვალ-
თვალებდეს. – მუქი მოსასხამის ქვეშ, რომლის ფართო ჩაჩიც
რაც შეეძლო, დაბლა წამოეფარებინა თვალებზე, ჯაჭვის პერანგი
ეცვა და ორლესული ჩამოება, – დაღამებამდე დავბრუნდები და

254
თან სერ არონს მოვიყვან, – აღუთქვა კეტლინს, – დაისვენე, მილე-
დი. კეტლინი დაქანცული იყო. მგზავრობა ხანგრძლივი და დამ-
ღლელი გამოდგა, თავად კი ძველებურად ახალგაზრდა აღარ ეთ-
ქმოდა. მისი ფანჯარა ხეივანსა და სახურავებზე გადიოდა, მოშორე-
ბით შავწყალაც მოჩანდა. იგი უცქერდა, მიმავალი სერ როდრიკი რა
სწრაფად და მხნედ მიაბიჯებდა მოფუსფუსე ქუჩებში, სანამ თვალთა-
ხედვიდან არ დაეკარგა ხალხში, შემდეგ კი გადაწყვიტა, მისი რჩევა
ეღო ყურად. ლოგინი ბუმბულის ნაცვლად თივით დაეტენათ, მაგრამ
ჩაძინება არ გასჭირვებია.
იგი კარზე ბრახუნმა გამოაღვიძა.
კეტლინი სწრაფად წამოჯდა. ფანჯრიდან მოჩანდა მეფის საბიჯე-
ლის სახურავები, ახლა ჩამავალი მზის სხივს რომ აეწითლებინა.
უფრო მეტხანს სძინებოდა, ვიდრე აპირებდა. მის კარზე ისევ დააბ-
რახუნეს და ვიღაცამ დაიძახა:
– გააღეთ, მეფის სახელით!
– ერთი წუთით, – გაეპასუხა კეტლინი. სწრაფად გამოეხვია მო-
სასხამში. ხანჯალი საწოლის მაგიდაზე იდო. აიღო და ხელში ჩაბღუ-
ჯა, სანამ მძიმე ხის კარს ურ დულს გამოაცლიდა.
ოთახში შემოცვენილ კაცებს ქალაქის მცველთა შავი ჯაჭვი და
ოქროსფერი მოსასხამები ეცვათ. მ ათმა მეთაურმა კეტლინის ხელ-
ში ხანჯლის დანახვაზე გაიღიმა და უთხრა:
– ეს საჭირო არ არის, მილედი. მოვედით, რათა სასახლეში მი-
გაცილოთ. – ვისი განკარგულებით? – ჰკითხა კეტლინმა.
მოსულმა ლენტი გაუწოდა. კეტ ლინმა იგრძნო, რომ სუნთქვა შე-
უკრა. რუხ ცვილზე ბეჭედს ჯაფარ ა გამოესახა.
– პეტირი, – წარმოთქვა მან. ასე უცებ. ჩანს, სერ როდრიკს რა-
ღაც დაემართა. მან მცველთა მეთაურს შეხედა.
– იცით, ვინ ვარ?

255
– არა, მილედი, – მიუგო მან, – მილორდმა ნეკამ მხოლოდ
ის გვითხრა, მასთან მიგვეყვანე და თავაზიანად მოგპყრობო-
დით. კეტლინმა თავი დაუქნია.
– შეგიძლიათ, გარეთ მოიცადოთ, სანამ ჩავიცვამ.
ხელები თასში ჩაიბანა და ახალი ტილოთი გადაიხვია. გასიე-
ბული, მოუქნელი თითები არ ემორჩილებოდნენ, როდესაც ლა-
მობდა, თასმით შეეკრა ზედატანი და ღია-ყავისფერი მოსასხამი
ყელთან შეებნია. როგორ შეიტყო ნეკამ მისი აქყოფნა? სერ
როდრიკი ამას არასოდეს გაუმხელდა. მოხუცი კი იყო, მაგრამ
საშინლად ჯიუტი და თავდადებამდე ერთგული გახლდათ. ხომ
არ დაიგვიანეს, ლანისტერებმა უკვე ხომ არ ჩამოაღწიეს მეფის
საბიჯელში? არა, ასე რომ ყოფილიყო, ნედიც ჩამოსული იქნებო-
და, და უეჭველად მოვიდოდა მასთან. როგორ? ..
მორეო, გაიფიქრა მერე. ტიროშელმა იცოდა, ვინ იყვნენ ისი-
ნი და სად გაჩერდნენ, წყეულიმც იყოს. იმედია, კარგი ფასი მა-
ინც აიღო ამ ცნობაში.
მათ კეტლინისთვის ცხენი მოეყვანათ. ქუჩებში უკვე ფარნებს
ანთებდნენ, გზას რომ დაადგნენ. კეტლინი გზად მოქალაქეთა
მზერას გრძნობდა, ოქროსფერმოსასხამიანი მცველების თან-
ხლებით მავალი. წითელ ციხეს რომ მიაღწიეს, კარიბჭის ცხაური
უკვე ჩამოეშვათ და ვეება ჭიშკარი ღამის მოლოდინში ჩაერაზათ,
მაგრამ შუქით აციმციმებული სასახლის ფანჯრები ჯერაც ფხიზ-
ლობდნენ. მცველებმა ცხენები გალავნის გარეთ დატოვეს ლა
კეტლინი ვიწრო გვერდითა კარით გაატარეს, შემდეგ კი კოშკის
უსასრულო კიბეს აუყოლეს. იგი მარტო იყო ოთახში, ხის მძიმე
მაგიდას უჯდა, გვერდით ზეთის ლამპარი მოედგა და წერდ ა.
კეტლინი რომ შეიყვანეს, კალამი დადო და ქალს შეხედა.
– კეტ, – თქვა წყნარად.
– რატომ მომიყვანეს აქ ასეთნაირად?

256
იგი წამოდგა და მცველებს ხელის მკვეთრი მოძრაობით ანიშნა.
– დაგვტოვეთ.
– დარწმუნებული ვარ, უკადრისად არავინ მოგპყრობია, – თქვა,
როდესაც მცველები წავიდნენ, – მკაცრი მითითება მივეცი, – მან ქა-
ლის სახვევები შეამჩნია, – შენი ხელები...
კეტრინმა გამოუთქმელი შეკითხვა უყურადღებოდ დატოვა.
– ჩვეული არ ვარ, მომსახურე გოგოსავით დამიბაროს ვინმემ, –
უთხრა ყინულივით ცივი ხმით, – ბავშვი რომ იყავი, ზრდილობა მა-
შინ არ გეშლებოდა...
– განგარისხე, მილედი. ეს კი გუნებაშიც არა მქონია, – სახეზე
სინანული ეწერა. მისმა გამომეტყველებამ კეტლინს მოგონებები
გაუცოცხლა. ცელქი ბავშვი იყო, მაგრამ ყველა ონავარი საქციელის
მერე მონანიე სახე უხდებოდა ხოლმე. ასეთი ნიჭი გააჩნდა. წლებს
დიდად ვერ შეეცვალათ იგი. პეტირი კაფანდარა ბავშვი იყო და ტან-
მორჩილი კაცი დადგა. კეტლინზე ორიოდე გოჯით დაბალი იყო,
თხელი და სხარტი, იგივე მკვეთრი ნაკვთები და მოცინარი რუხ-
მწვანე თვალები ჰქონდა. ახლა ნიკაპზე პატარა წვეტიანი წვერი მო-
ეზარდა და, თუმც ჯერ ოცდაათისაც არ იყო, მუქ თმაში ვერცხლის
ღერები გამორეოდა. ისინი კარგად ეხამებოდნენ ვერცხლის ჯაფა-
რას, რომლითაც ნეკას მოსასხამი შეებნია. მას ბავშვობიდანვე ძა-
ლიან უყვარდა ვერცხლი.
– როგორ გაიგე, ქალაქში რომ ვიყავი? – ჰკითხა კეტლინმა. –
ლორდმა ვარისმა ყველაფერი იცის, – მიუგო პეტირმა ეშმაკური ღი-
მილით, – იგიც მალე შემოგვიერთდება, მაგრამ მე მსურდა, ჯერ
მარტოს მენახე. რამდენი ხანი გავიდა, კეტ. რამდენი წელიწადი?
კეტლინი მოუყრუა მის შინაურულ ტონს. უფრო მნიშვნელოვანი სა-
კითხები აინტერესებდა.
– ესე იგი, მეფის ობობამ მიპოვა.
ნეკა დაიჯღანა.

257
– არ გინდა, ასე ნუ ეძახი. ძალიან მგრძნობიარეა. მგონი,
იმის გამო, საჭურისი რომაა. ამ ქალაქში ისეთი არაფერი ხდება,
ვარისმა რომ არ იცოდეს. ხშირად, ვიდრე მოხდებოდეს, უკვე მა-
ნამდეც იცის. ყველგან ჰყავს ამბის მომტანები. თავისი ჩიტუნი-
ები, როგორც თვითონ ამბობს. ჰოდა, ერთმა ჩიტუნამ შენი ჩა-
მოსვლის ამბავი შეიტყო. საბედნიეროდ, ვარისი პირველად ჩემ-
თან მოვიდა. – რატომ შენთან?
ნეკამ მხრები აიჩეჩა.
– და რატომ არა? მე ხაზინადარი ვარ, მეფის პირადი მრჩევე-
ლი. სელმი და ლორდი რენლი ჩრდილოეთს გაემგზავრნენ რო-
ბერტთან შესახვედრად, ლორდი სტანისი დრაკონის ქვაზეა წა-
სული, აქ მაისტერ პაიცელი და მეღა დავრჩით. ცხადია, ჩემთან
მოვიდა. მე მუდამ შენი დის, ლიზას მეგობრად ვრჩებოდი, ვარის-
მა იცის ეს. – ვარისმა ის თუ იცის...
– ლორდმა ვარისმა ყველაფერი იცის... იმის გარდა, თუ რა-
ტომ ხარ აქ. – მან წარბი აზიდა, – რატომ ხარ აქ?
– ცოლს უფლება აქვს, ქმარი მოენატროს, და თუკი დედას
სჭირდება, თავისი ასულები ახლოს ჰყავდეს, ვინ ეტყვის უარს?
ნეკამ გაიცინა.
– მშვენიერია, მილედი, მაგრამ გევედრები, ნუ ელი, რომ და-
გიჯერო. საამისოდ მეტად კარგად გიცნობ. შემახსენე, როგორ
ჟღერს ტალების თქმა?
კეტლინს ყელი გაუშრა.
– ოჯახი, ვალი, ღირსება, – ძალდატანებით წარმოთქვა. ნეკა
მას მეტისმეტად კარგად იცნობდა.
– ოჯახი, ვალი, ღირსება, – გამოძახილივით გაიმეორა ნეკამ,
– ყოველივე ეს გავალებდა, ვინტერფელში დარჩენილიყავი, იქ,
სადაც ჩვენმა მარჯვენამ დაგტოვა. არა, მილედი, რაღაც მოხდა.
ეს შენი ნაჩქარევი მოგზაურობა უეჭველად რაღაც დიდი აუცი-

258
ლებლობითაა ნაკარნახევი. გემუდარები, ნება მომეცი, დაგეხმარო.
ძველი ძვირფასი მეგობრები უყოყმანოდ უნდა დაენდონ ერთმა-
ნეთს, – კარზე წყნარი კაკუნი გაისმა, – მობრძანდით! – გასძახა ნე-
კამ. კარში ჩასუქებულმა, სურნელოვანმა, ფერუმარილიანმა და
კვერცხივით უბალნო კაცმა შემოაბიჯა. მეწამული აბრეშუმის ფარ-
თო ხალათზე ოქროვანი ფარჩის ჟილეტი ეცვა, ფეხები კი რბილი ხა-
ვერდის წაწვეტებული ქოშებით შეემოსა.
– ლედი სტარკ, – თქვა მან და მისი ხელი საკუთარ ხელისგულებ-
ში მოიქცია, – თქვენი კვლავ ხილვა ამდენი წლის მერე ჩემთვის დი-
დი სიხარულის მომტანია, – რბილი, ნოტიო შეხება ჰქონდა, მის სუნ-
თქვას კი იასამნის სურნელი დაჰკრავდა, – ო, საბრალო ხელები.
დაიწვით, ძვირფასო ლედი? ასეთი ნაზი თითები... ჩვენი კეთილი მა-
ისტერ პაიცელი ჩინებულ მალამოს ამზადებს, მოვატანინო ერთი
შუშა?
კეტლინმა მისი პეშვიდან თითები დაიძვრინა:
– მადლობას მოგახსენებთ, მილორდ, მაგრამ ჩემმა საკუთარმა
მაისტერმა ლუვინმა უკვე მიხედა ჩემს ჭრილობებს.
ვარისმა თავი დაუკანტურა.
– უზომოდ დამამწუხრა თქვენი ვაჟის ამბავმა. ასეთ ყმაწვილ
ასაკში. ღმერთები შეუბრალებელნი არიან.
– ამაში კი გეთანხმებით, ლორდ ვარის, – უთხრა კეტლინმა. ეს
წოდება მხოლოდ თავაზიანობისთვის მოხდილი ხარკი იყო ვარი-
სის, როგორც საბჭოს წევრის, მიმართ. ვარისი თავისი ქსელის გარ-
და, არც არაფრის ლორდი არ გახლდათ, თავის მოამბეთა გარდა,
არც არავის ბატონი არ ყოფილა.
საჭურისმა რბილი თათები გაშალა.
– და არა მხოლოდ მაგაში, იმედია, ძვირფასო ლედი. უდიდეს პა-
ტივს ვცემ თქვენს მეუღლეს, ჩვენს ახალ მარჯვენას, და ვიცი, ჩვენ
ორთავეს გვიყვარს მეფე რობერტი.

259
– დიახ, – სხვა გზა არ ჰქონდა, ასე უნდა ეთქვა, – რასაკვირ-
ველია. – ქვეყნიერებას არ ახსოვს მეფე, ჩვენი რობერტივით საყ-
ვარელი რომ ყოფილიყო ხალხისთვის, – დამცინავად შენიშნა
ნეკამ და მზაკვრულად ჩაიღიმა, – ყოველ შემთხვევაში, ვარისს
არ სმენია. – მოწყალეო ქალბატონო, – უდიდესი მზრუნველო-
ბით მიმართა ვარისმა, – თავისუფალ ქალაქებში მოიძებნებიან
მკურნალები, სასწაულმოქმედ ფხვნილებს რომ აზავებენ. თქვე-
ნი ერთი სიტყვა და, აქ დავიბარებ თქვენი საყვარელი ბრანის გა-
მო.
– მაისტერ ლუვინი ბრანისთვის ყველაფერს აკეთებს, რაც კი
შესაძლებელია, – უთხრა კეტლინმა. აქ, ამ ადამიანებთან ბრან-
ზე სიტყვის გაგრძელება არ სურდა. ნეკას მცირედ თუ ენდობო-
და, ვარისს კი – სრულიადაც არა. საკუთარ მწუხარებას მათ არ
დაანახვებს. – ლორდმა ბაელიშმა მომახსენა, რომ ჩემს აქ მოყ-
ვანას თქვენ უნდა გიმადლოდეთ.
ვარისმა პატარა გოგონასავით ჩაიკისკისა.
– ო, დიახ. ალბათ დამნაშავე ვარ. იმედი მაქვს, შემინდობთ,
მოწყალეო ლედი, – იგი სავარძელში მოკალათდა და ხელები
შეატყუპა, – კადნიერებად არ ჩამოგვართმევთ, რომ გავბედო და
გთხოვოთ, ხანჯალი გვიჩვენოთ?
კეტლინ სტარკი საჭურისს გაოგნებული შეაჩერდა, ყურებს
არ უჯერებდა. მართლაც ობობაა, გაიფიქრა გააფთრებულმა,
გრძნეული ან რაღაც უარესი. ისეთი რამები იცოდა, რაც თითქოს
შეუძლებელი იყო, ვინმეს სცოდნოდა, თუმცა...
– რა უქენით სერ როდრიკს? – ჰკითხა მოთხოვნით.
ნეკა დაიბნა.
– თავი ბრძოლის ველზე შუბის გარეშე მისული რაინდი მგო-
ნია. რა ხანჯალზე საუბრობთ? ვინ არის სერ როდრიკი?
– სერ როდრიკი ვინტერფელში ორთაბრძოლის ოსტატია, –
ამცნო ვარისმა, – გარწმუნებთ, ლედი სტარკ, თქვენი კეთილი

260
რაინდისთვის ხელიც არ გვიხლია. იგი აქ ამ დილით გამოცხადდა,
სერ არონ სანტაგარს ეწვია სავარჯიშო დარბაზში და მათ ერთ კონ-
კრეტულ ხანჯალზე ისაუბრეს. მზის ჩასვლის დროისთვის ისინი ერ-
თად გავიდნენ სასახლიდან და გაემართნენ იმ ამაზრზენი ბუნაგის-
კენ, სადაც თქვენ იყავით გაჩერებული. ისინი ახლაც იქ არიან, სას-
ტუმრო ოთახში სასმელით იქცევენ თავს თქვენს მოლოდინში. სერ
როდრიკი მეტად შეწუხდა, შინ რომ არ დახვდით.
– საიდან იცით ეს ყველაფერი?
– ჩიტუნებს ამბავი მოაქვთ, – ღიმილით უთხრა ვარისმა, – მე რა-
ღაცები ვიცი ხოლმე, ძვირფასო ლედი. ასეთია ჩემი სამსახურის ბუ-
ნება, – მან მხრები აიჩეჩა, – ხანჯალი თან გაქვთ, ხომ ასეა? კეტლინ-
მა ხანჯალი მოსასხამის ქვეშიდან გამოაძვრინა და ვარისის წინ მა-
გიდაზე დააგდო.
– ინებეთ. იქნებ თქვენმა ჩიტუნებმა ისიც გვითხრან, ვისია. ვა-
რისმა დანა გადამეტებული სიფრთხილით აიღო ხელში და ფხაზე
ცერი გაუსვა. თითიდან სისხლმა გამოჟონა, ვარისმა დაიწრიპინა და
ხანჯალი მაგიდაზევე დააგდო. სისხლმდინარე ცერი პირისკენ გა-
იქანა და მოწუწნა.
– ფრთხილად, – უთხრა კეტლინმა, – ბასრია.
– ვერაფერი ინარჩუნებს სიბასრეს ვალირიული ფოლადივით, –
თქვა ნეკამ და კეტლინს მოღუშული, გამაფრთხილებელი მზერა შე-
ავლო. ხანჯალი ხელში მსუბუქად აწონა, ტარის სიმარჯვე მოუსინჯა;
შემდეგ ჰაერში შეაგდო და მეორე ხელით დაიჭირა, – რა დიდებული
ბალანსია. გინდა, ამის პატრონი იპოვო, ეგაა შენი ჩამოსვლის მიზე-
ზი? ამისთვის სერ არონი არ გჭირდება, მილედი. ჩემთან უნდა მო-
სულიყავი.
– და შენთან რომ მოვსულიყავი, რას მეტყოდი?
– გეტყოდი, რომ მეფის საბიჯელში ასეთი დანა ერთადერთი იყო,
– წვეტზე ცერი და საჩვენებელი თითი წაავლო, დანა მხარსუკან გა-

261
დაწია და მაჯის გაწაფული მოძრაობით ოთახის მიღმა გადატ-
ყორცნა. ხანჯალი წვეტით კარს მოხვდა და, აცახცახებული,
ღრმად ჩაესო მუხის ფიცარში, – ეს ჩემია.
– შენი? – რაღაც უაზრობა გამოდიოდა. პეტირი ვინტერფელ-
ში არ ყოფილა.
– პრინც ჯოფრის დღეობაზე გამართულ ტურნირამდე ჩემი
იყო, – თქვა მან, ოთახი გადაჭრა და ხანჯალი კარიდან ამოაძრო,
– შერკინებისას სერ ჯეიმიზე დავდე, ნახევარი სამეფო კარის არ
იყოს, – პეტირის დარცხვენილმა ღიმილმა იგი კვლავ ბიჭუნას
დაამსგავსა, – ლორას ტაირელმა ცხენიდან რომ ჩამოაგდო, ბევ-
რი ჩვენგანი ცოტათი გაღარიბდა. სერ ჯეიმიმ ასი ოქროს დრაკო-
ნი წააგო, დედოფალმა – ზურმუხტის ყელსაბამი, მე კი – ჩემი და-
ნა. მისმა მოწყალებამ ზურმუხტი უკანვე მიიღო, მაგრამ დანარ-
ჩენი ყველაფერი გამარჯვებულმა დაიტოვა.
– ვინ? – ჰკითხა კეტლინმა. შიშმა პირი გაუშრო, თითები ტკი-
ვილის ხსოვნით აუკვნესდა.
– ჭინკამ, – მიუგო ნეკამ, ვარისი კი თვალმოუცილებლად აკ-
ვირდებოდა ქალის სახეს, – ტირიონ ლანისტერმა.

262
ჯონი

263
ეზოს ხმლების ჟღრიალი აგუგუნებდა.
შავი შალის, მოთრიმლული ტყავის და აბჯრის ქვეშ ჯონს
მკერდზე ცივად ჩასდინდა ოფლი, შეტევაზე რომ გადავიდა. გრე-
ნი უკან-უკან წაბორძიკდა, მოუქნელად იცავდა თავს. ხმალი რომ
ასწია, ჯონმა მის ქვეშ დაყვინთა, წრიულად მოქნეული ხმალი მე-
ტოქეს უკნიდან შემოჰკრა ფეხზე და წააბარბაცა. გრენის შემოტე-
ვას მაღალი ჩეხვითი მოქნევით უპასუხა და ჩაფხუტი ჩაუჭყლიტა.
როდესაც მან გვერდიდან შემოქნევა სცადა, ჯონმა მის ხმალს პი-
რი აუკრა და შეჯავშნული წინამხარი მკერდში ლენა. გრენმა წო-
ნასწორობა დაკარგა და მძიმედ ჩაებერტყა თოვლში. ჯონმა მა-
ჯაზე დაჰკრა ხმალი და იარაღი გააგდებინა. გრენი ტკივილით
აღრიალდა. – კმარა! – სერ ალისერ თორნის ხმა ვალირიული
ფოლადივით მჭრელი იყო.
საკუთარ მაჯაზე დახრილი გრენი წინ და უკან ირწეოდა.
– ამ ბუშმა მაჯა მომტეხა!
– ამ ბუშმა მუხლის ძარღვები გადაგიჭრა, ეგ ცარიელი გოგრა
გაგიხეთქა და ხელი მოგკვეთა. ზუსტად ეგ დაგემართებოდა,
ალესილი ხმლებით რომ გებრძოლათ. ბედი გქონია, რომ ღამის
ებგურს გუშაგების გარდა საჯინიბოების დამხვეტებიც სჭირდება.
– მან ჯერენსა და გომბეშოს ხელით ანიშნა, – წამოაყენეთ კამეჩი
ფეხზე, დასაფლავების ამბები აქვს მოსაგვარებელი.
სანამ ბიჭები გრენს აჭენებდნენ, ჯონმა ჩაფხუტი მოიხადა. დი-
ლის ყინვიანი ჰაერი სასიამოვნოდ მოედო სახეზე. ხმალს დაეყ-
რდნო, ღრმად ჩაისუნთქა და წუთით გამარჯვებით მოგვრილ სი-
ამეს მინებდა.
– ეს ორლესულია, ბებრის ყავარჯენი კი არა, – მკვახედ უთ-
ხრა სერ ალისერმა, – რაო, ფეხები ხომ არ გტკივა, ლორდ სნოუ?
ჯონს სძაგდა ეს დამცინავი სახელი, ლორდმა ალისერმა ვარჯიშ-

264
ზე მოსვლის პირველსავე დღეს რომ მიაკერა. ბიჭებმა დაუყოვნებ-
ლივ აიტაცეს იგი და ახლა ყველგან ეს სახელი ჩაესმოდა. ხმალი
ქარქაშში ჩააგო.
– არა, – მიუგო.
თორნი ფართო ნაბიჯით მიუახლოვდა, სიარულისას უხეში შავი
ტყავის სამოსი ოდნავ შრაშუნებდა. იგი ორმოცდაათი წლის ჭარმა-
გი კაცი იყო, გამხდარი და მტკიცე. თმაში თეთრი გამორეოდა, თვა-
ლები კი გიშრის ნატეხებს მიუგავდა – ახლა კი სიმართლე თქვი.
– დავიღალე, – გამოტყდა ჯონი. მძიმე ორლესულის ქნევით და-
ქანცული მკლავი ეწვოდა და ახლა, ორთაბრძოლა რომ დასრულ-
და, თავისი დაჟეჟილობებიც იგრძნო.
– ამას ჰქვია, რომ სუსტი ხარ.
– მოვიგე.
– არა, კამეჩმა წააგო.
ერთმა ბიჭთაგანმა ჩაიხითხითა. ჯონმა იცოდა, რომ ჯობდა, არ
შეპასუხებოდა. მან დაამარცხა ყველა, ვისთანაც კი სერ ალისერმა
შეარკინა, მაგრამ ამით ვერაფერი მოიგო. ორთაბრძოლის ოსტატი
მხოლოდ დასცინოდა. ჯონმა დაასკვნა, რომ თორნს სძულდა იგი;
რასაკვირველია, დანარჩენი ბიჭები მეტადაც კი სძულდა. – დღეის-
თვის კმარა, – მოახსენა მათ თორნმა, – ერთ დღეში ამაზე მეტ უნი-
ჭობას ვეღარ მოვინელებ. თუკი როდესმე სხვები მოგვადგებიან,
ღმერთებს ვთხოვ, მშვილდოსნები ჰყავდეთ, იმიტომ, რომ საისრე
ხორცის მეტად მაინც არაფრად ვარგიხართ.
ჯონი დანარჩენებს უკან, საიარაღოში მიჰყვა. მარტო მიაბიჯებდა
– საერთოდ, აქ ხშირად დადიოდა ხოლმე მარტო. ჯგუფი, რომელ-
შიც ვარჯიშობდა, თითქმის ოც ბიჭს ითვლიდა, მაგრამ მეგობარს ვე-
რავის უწოდებდა. უმრავლესობა მასზე ორი-სამი წლით უფროსი
იყო, თუმც ვერცერთი იმის ნახევარსაც ვერ ახერხებდა, რაც რობს
თოთხმეტი წლის ასაკში შეეძლო. დარეონი მკვირცხლი იყო, მაგ-

265
რამ დარტყმის მიღების ეშინოდა. პიპი ხმალს ხანჯალივით ხმა-
რობდა, ჯერენი გოგოსავით უღონო იყო, გრენი – ზანტი და მო-
უქნელი. ჰალდერს დაუნდობლად ძლიერი დარტყმები სჩვეოდა,
მაგრამ პირდაპირ მოწინააღმდეგის ხმალს ეგებოდა. რაც მეტ
დროს ატარებდა ჯონი ბიჭებთან, მით უფრო აგდებით უცქერდა
მათ.
შიგნით შესულმა ჯონმა ხმალი და ქარქაში ქვის კედელში შე-
სობილ კავზე ჩამოკიდა ისე, რომ გარშემო მყოფთათვის ზედაც
არ შეუხედავს. მან თანმიმდევრობით გაიძრო აბჯარი, ტყავი და
ოფლით გაჟღენთილი შალეული. გრძელი ოთახის ორივე ბო-
ლოში რკინის მაყლებზე ნახშირის ნამტვრევები იწვოდა, მაგრამ
ჯონმა იგრძნო, რომ ცახცახებდა. აქ სუსხი მუდამ თან სდევდა.
რამდენიმე წელიწადში კიდევაც გადაავიწყდებოდა, თუ როგორი
იყო თბილად ყოფნა. დაღლილობამ ერთბაშად დარია ხელი. ჩა-
იცვა უხეში შავი ქსოვილის ტანსაცმელი – აქ მათი ყოველდღიუ-
რი სამოსი ეს იყო. მერე მერხზე ჩამოჯდა, თითებით მოსასხამის
შესაკრავ ზორტებს ეძებდა. როგორ ცივაო, გაიფიქრა, და ვინ-
ტერფელის თბილი დარბაზები გაახსენდა, სადაც კედელში ცხე-
ლი წყალი დიოდა, როგორც სისხლი – ადამიანის სხეულში. ცი-
ხეშავში სითბოს ძნელად თუ წააწყდებოდი; კედლები აქ ცივი
იყო, ხალხი – კიდევ უფრო ცივი.
მისთვის არავის უთქვამს, რომ ღამის ებგური ამგვარი რამ იქ-
ნებოდა. არავის, ტირიონ ლანისტერის გარდა. ქონდრისკაცმა
თვალი აუხილა, ჩრდილოეთისკენ მიმავალ გზას რომ ადგნენ,
მაგრამ მაშინ უკვე გვიანი იყო. ჯონი საგონებელს ეძლეოდა, ნე-
ტავ მამაჩემმა თუ იცოდა, რა ხდება კედელზეო. ფიქრობდა, კი
უნდა სცოდნოდაო; ამის გამო უფრო მეტადაც სტკიოდა გული.
ბიძამისმაც კი მიატოვა ამ გათოშილ ქვეყნის გადასაკარგავ-
ში. აქ, კედელზე, მისთვის კარგად ნაცნობი გულისხმიერი ბენჯენ
სტარკი სხვა კაცი გახდა. იგი უფროსი აეშაგი იყო და დღეებს და

266
ღამეებს ლორდ-მეთაურ მორმონტთან, მაისტერ ეიმონთან და სხვა
მაღალი რანგის მეთაურებთან ატარებდა, ჯონი კი სერ ალისერ
თორნის არცთუ სათუთ მზრუნველობას მიანდეს.
ჩამოსვლიდან სამ დღეში ჯონმა გაიგო, რომ ბენჯენ სტარკი ექვსი
კაცის თანხლებით ავსულებიან ტყეში რეიდზე მიდიოდა. იმ საღა-
მოსვე დაიმარტოხელა ბიძა დიდ, ხით მოგებულ საერთო დარბაზში
და ევედრა, ისიც თან წაეყვანა. ბენჯენმა მტკიცე უარი უთხრა.
– ეს ვინტერფელი როდია, – უთხრა ჯონს, თან ჩანგლით და ხან-
ჯლით ხორცს ჭრიდა, – კედელზე კაცი მხოლოდ იმას იღებს, რასაც
იმსახურებს. შენ აეშაგი არ ხარ, ჯონ, ერთი ჭყინტი ბიჭი ხარ, ჯერაც
ზაფხულის სუნი რომ ასდის.
ჯონი ბრიყვულად შეედავა.
– ამ დღეობაზე თხუთმეტის გავხდები, თითქმის კაცი ვარ უკვე. –
ბიჭი ხარ, და ბიჭად დარჩები, სანამ სერ ალისერი არ იტყვის, რომ
უკვე მზად ხარ, ღამის ებგურის მებრძოლი იყო. თუ ფიქრობდი, რომ
შენი სტარკის სისხლი აქ შეღავათებს მოგიტანდა, შემცდარხარ.
ფიცს რომ ვდებთ, ძველ ოჯახებს ვწყდებით. მამაშენს ყოველთვის
ექნება ჩემს გულში საგანგებო ადგილი, მაგრამ ჩემი ძმები ახლა
ესენი არიან, – მან ხანჯლით მიათითა გარშემო შეკრებილ კაცებზე,
შავად შემოსილ უტეს, ცივ კაცებზე.
ჯონი მეორე დილით განთიადისას ადგა, ბიძამისის წასვლა რომ
ენახა. ერთი გუშაგთაგანი, ზორბა უშნო კაცი, თავის ცხენს უნაგირს
ადგამდა და უხამს სიმღერას გასძახოდა, დილის ცივ ჰაერში ორ-
თქლად დიოდა მისი ნასუნთქი. ბენ სტარკს მასზე გაეღიმა, მაგრამ
ძმისშვილისთვის ღიმილი არ გაუმეტებია.
– რამდენჯერ უნდა გითხრა, არა-მეთქი, ჯონ? რომ დავბრუნდე-
ბი, მერე დავილაპარაკოთ.
ჯონი უცქერდა, როგორ შეიყვანა ბიძამისმა ცხენი გვირაბში; გა-
ახსენდა ყველაფერი, რაც კი ტირიონ ლანისტერმა მოახსენა სამე-

267
ფო გზაზე, და წარმოიდგინა, ბენ სტარკი როგორ ეგდო მკვდარი,
მისივე სისხლით გადაწითლებულ თოვლში. ამ ფიქრმა შეზარა.
რად გადაიქცა?
ამის მერე თავის ეულ საკანში ლანდი მოძებნა და მის ხშირ
თეთრ ბეწვში სახე ჩარგო.
თუკი უწერია, ეული იყოს, თავის სიმარტოვეს ჯავშნად აქ-
ცევს. ციხეშავში საღვთო ტყე არ იყო, მხოლოდ მომცრო სეპტი
და ლოთი სეპტონი იპოვებოდა, თუმც ჯონს არ გასჩენია სურვი-
ლი, ღმერთებს შევედრებოდა – გინდ ძველებს, გინდ ახლებს.
თუკი არსებობენ, ზამთარივით სასტიკი და დაუნდობლები
არიანო, ფიქრობდა ჯონი.
ძალიან ენატრებოდა თავისი ნამდვილი ძმები: პატარა რიკო-
ნი, ნათელი თვალები რომ უციმციმებდა, როცა სასუსნავს
სთხოვდა ხოლმე; რობი, მისი მეტოქე, საუკეთესო მეგობარი და
მუდმივი თანამზრახველი; ბრანი, ჯიუტი და ცნობისმოყვარე, მუ-
დამ მონდომებული, ძმებს მიჰყოლოდა და ჩართულიყო ყველა-
ფერში, რასაც კი ჯონი და რობი აკეთებდნენ. გოგონებიც ენატ-
რებოდა, სანსაც კი, რომელიც მას შემდეგ, რაც საკმარისად გა-
იზარდა და მიხვდა, თუ რას ნიშნავდა ბუში, ჯონს მუდამ „ჩემს ნა-
ხევარძმას” უწოდებდა. და არია... არია რობზე მეტადაც კი ენატ-
რებოდა, ეს პატარა გაჩხიკული არსება, სულ გადატყაული მუხ-
ლებით, დაბურდული თმით და დაგლეჯილი ტანსაცმლით რომ
დარბოდა, ასეთი შეუპოვარი და თავისნათქვამა. არიაც ხომ, ჯო-
ნის არ იყოს, ვერ ერგებოდა გარემოს... თუმც ყოველთვის შეეძ-
ლო ძმის გაცინება. ჯონი რას არ დათმობდა, ოღონდ ახლა მას-
თან ყოფილიყო, თმები მოეჩეჩა მისთვის და დაენახა, როგორ
დაიჭყანებოდა, ესმინა, როგორ დაასრულებდა სათქმელს მას-
თან ერთად.
– შენ მე მაჯა მომტეხე, შე ბუშო!

268
ბრაზით სავსე ხმის გაგონებაზე ჯონმა მზერა მაღლა ააპყრო.
თავს გრენი წამოსდგომოდა, სქელკისერას და სახეღაჟღაჟას ზურგს
კიდევ სამი ძმაკაცი უმაგრებდა. ჯონმა იცნო გომბერი, ტანდაბალი,
უსიამო ხმის პატრონი უშნო ბიჭი. ახალწვეულები ყველანი გომბე-
შოს ეძახდნენ. კიდევ ორნი კი სწორედ ისინი იყვნენ, ვისთან ერთა-
დაც დაემგზავრათ იორენი, ჩრდილოეთისკენ რომ მოემართებოდ-
ნენ – თითებზე დაჭერილი მოძალადეები. ჯონს მათი სახელები
აღარ ახსოვდა. რამდენადაც ახერხებდა, ხმასაც არ სცემდა მათ. და-
უნდობლები და ჩხუბისთავები იყვნენ, ღირსების ნატამალიც არ გა-
აჩნდათ.
ჯონი წამოდგა.
– კარგად მთხოვე და, მეორესაც მოგამტვრევ, – დაჰპირდა მო-
სულს. გრენი თექვსმეტის იყო და ჯონს მთელი თავით აღემატებოდა.
ოთხივე მასზე მაღალი იყო, მაგრამ ჯონს მათი არ ეშინოდა. საწ-
ვრთნელ ეზოში ყოველი მათგანი დამარცხებული ჰყავდა. – ეგება ეს
ჩვენ დაგამტვრიოთ თავ-პირი, – უთხრა ერთმა მოძალადემ. – სცა-
დე, – ჯონი კედელზე დაკიდებულ ხმალს წასწვდა, მაგრამ ერთ-ერ-
თმა მკლავი დაუჭირა და ზურგსუკან ამოუტრიალა.
– ისე შვრები, რომ უვარგისები ვჩანვართ, – დაიჩივლა გომბე-
შომ. – თქვენ უვარგისები მანამდე იყავით, სანამ საერთოდ თვალს
მოგკრავდით, – მიუგო ჯონმა. მისმა დამატყვევებელმა მაგრად მოჰ-
ქაჩა მკლავი. მწარე ტკივილმა დაუარა სხეულში, მაგრამ ჯონი უმალ
მოკვდებოდა, ვიდრე იყვირებდა.
გომბეშო მიუახლოვდა.
– პატარა ლორდისწულს გრძელი ენა აბია, – ღორივით თვალე-
ბი ჰქონდა, პატარა და მბრწყინავი, – დედისგან დაგყვა, ბუშო? ვინ
იყო დედაშენი, ვინმე კახპა? გვითხარი, რა ერქვა. იქნებ ერთი-ორ-
ჯერ მიხმარია კიდევაც, – და გაიცინა.
ჯონი გველთევზასავით დაიკლაკნა და მის დამჭერ ბიჭს ქუსლი
ტერფში ჩასცხო. მან ტკივილით შეჰყვირა და ტყვეს ხელი უშვა. ჯონი

269
გომბეშოს ეცა, მან უკან დაიხია, მერხზე წაიბორძიკა და პირაღმა
დაეცა, ჯონი მკერდზე გადააჯდა და ორივე ხელი ყელში წაუჭირა,
დატკეპნილ მიწაზე თავით ახეთქებდა.
თითელებმა გადმოათრიეს და უხეშად დააგდეს მიწაზე. გრენ-
მა წიხლები დაუშინა. ჯონი გორვით ცდილობდა, დარტყმებს გას-
ცლოდა, როდესაც საიარაღოს ბინდში ხაფი ხმა შემოიჭრა:
– შეწყვიტეთ! ახლავე!
ჯონი ბარბაცით წამოდგა ფეხზე. დონალ ნოი დასდგომოდათ
თავზე, თვალებიდან ცეცხლს ყრიდა.
– ბრძოლა თუ გინდათ, სამაგისოდ ეზო არსებობს, – გამოუც-
ხადა მეიარაღემ, – მომაშორეთ საიარაღოდან ეგ თქვენი ცემა-
ტყეპა, თორემ მე თვითონ მივხედავ მაგ საქმეს. გპირდებით, არ
მოგეწონებათ. გომბეშო მიწაზე წამოჯდა, ფრთხილად მოისინჯა
კეფა. თითებზე სისხლი შერჩა.
– ჩემი მოკვლა უნდოდა!
– სწორეა. მეც დავინახე, – ჩაურთო ერთ-ერთმა მოძალადემ.
– მე კიდევ მაჯა მომტეხა, – გაიმეორა გრენმა და ნოის ხელი გა-
უწოდა საჩვენებლად.
მეიარაღემ წამით დახედა გაწვდილ მაჯას.
– დაბეჟილია. შესაძლოა, ნაღრძობი. მაისტერ ეიმონი მალა-
მოს მოგცემს. შენც გაყევი, გომბერ, ეგ თავიც მისახედია. დანარ-
ჩენები თქვენს სენაკებში დაბრუნდით. შენ არა, სნოუ. შენ დარჩი.
ჯონი მძიმედ ჩამოჯდა ხის გრძელ მერხზე, გრძნობდა მიმავა-
ლი ბიჭების მზერას, მომავალ ანგარიშსწორებას რომ ჰპირდე-
ბოდა. მკლავში ამტვრევდა.
– ებგურს სჭირდება ყოველი ადამიანი, ვისაც კი მოიპოვებს,
– უთხრა დონალ ნოიმ, საიარაღოში ისინიღა რომ დარჩნენ, –
თუნდაც გომბეშოსნაირი კაცები. მისი მოკვლა დიდებას არ მო-
გიტანს. ჯონს ბოღმა ახრჩობდა.
– თქვა, რომ დედაჩემი...

270
– კახპა იყოო. გავიგონე. მერე რა?
– ლორდი ედარდ სტარკი ის კაცი არ იყო, კახპებში ევლო, – ცი-
ვად თქვა ჯონმა, – მისი ღირსება...
– ღირსებას ხელი არ შეუშლია, ბუშის მამა გამხდარიყო. ასეა?
ჯონი რისხვით კანკალებდა.
– შეიძლება წავიდე?
– წახვალ, მე როცა გეტყვი.
ჯონი მოღუშული მიაჩერდა მაყალს ადენილ კვამლს, მაგრამ ნო-
იმ ნიკაპში წაავლო ხელი, სქელი თითებით სახე შემოუბრუნა. – მე
მიყურე, როცა გელაპარაკები, ბიჭო!
ჯონმა შეხედა. მეიარაღეს ელის კასრივით გულმკერდი და მისი
შესაფერი ღიპი ჰქონდა. მუდამ გაუპარსავ სახეზე ფართო, ბრტყელი
ცხვირი დასტყეპებოდა. შავი შალის ქურთუკის მარცხენა სახელო
მხართან ორლესულის ფორმის ბროშით ჰქონდა მიმაგრებული. –
სიტყვები დედაშენს კახპად არ აქცევს. რაც იყო, ის იყო, და გომბე-
შომ რაც არ უნდა თქვას, ამით ვერაფერს შეცვლის. ხომ იცი, კედელ-
ზე გვყავს მებრძოლები, ვისი დედები მართლაც კახპები იყვნენ.
ოღონდ არა დედაჩემი, ჯიუტად გაიფიქრა ჯონმა. დედაზე არაფე-
რი იცოდა; ედარდ სტარკი არასდროს არაფერს ჰყვებოდა მასზე.
მაგრამ ჯონს ესიზმრებოდა ხოლმე იგი, ისე ხშირად, რომ თითქმის
ცნობდა მის სახეს. სიზმრებში დედა მშვენიერი და წარჩინებული
იყო და კეთილი თვალები ჰქონდა.
– თვლი, რომ ძალიან ძნელია, კეთილშობილი ლორდის ბუში
იყო? – განაგრძო მეიარაღემ, – ის ბიჭი, ჯერენი, სეპტონის ნაში-
ერია, კოტერ პაიკი კი ტავერნის გოგოს უკანონო შვილია. დღეს იგი
აღმოსავლეთის ებგურის მეთაურია, ზღვასთან.
– ფეხებზე მკიდია, – უთხრა ჯონმა, – ფეხებზე მკიდია ისინიც,
შენც, თორნიც, ბენჯენ სტარკიც და ყველა დანარჩენიც. ვერ ვიტან
აქაურობას. აქ ძალიან... სიცივეა აქ.

271
– ჰო. სიცივეა, სიძნელეა და დაუნდობლობა, ასეთია კედელი
და მებრძოლებიც, რომლებიც ზედ დადიან. არ ჰგავს იმ ზღაპ-
რებს, ძიძა რომ გიამბობდა ხოლმე. ჰოდა, დაიკიდე ზღაპრებიც
და შენი ძიძაც. რაცაა, ესაა და მთელი ცხოვრება აქ უნდა გაატა-
რო, ისევე, როგორც ჩვენ, ყველამ.
– ცხოვრება, – მწარედ გაიმეორა ჯონმა. მეიარაღეს რა ენაღ-
ვლებოდა, იტყოდა რამეს ცხოვრებაზე. მას კი ჰქონდა ცხოვრება
ნანახი. მან შავი მხოლოდ მას შემდეგ შეიმოსა, რაც გრიგალის
კიდის ალყის დროს მკლავი დაკარგა. მანამდე სტანის ბარათე-
ონის, მეფის ძმის, მჭედელი იყო. შვიდი სამეფო კიდით-კიდემდე
გადაიარა. ქეიფობდა კიდევაც, გოგოებსაც დასდევდა და ასი
ბრძოლა მაინც გადაიხადა. ამბობდნენ, სწორედ დონალ ნოის
გამოეჭედა მეფე რობერტის საომარი ურო, ის, რომელმაც რე-
იგარ ტარგარიენს სული გააფრთხობინა სამკბილაზე. მას ეკეთე-
ბინა ყველაფერი, რასაც ჯონი ვერასდროს გამოცდიდა, და მერე,
როდესაც დაბერდა და ოცდაათს გვარიანად გადასცდა, ალმაცე-
რად მოქნეულმა ტაბარმა დაჭრა და ჭრილობა იმგვარად გაუმი-
ზეზდა, რომ მთელი მკლავი მოსაკვეთი გაუხდა. დონალ ნოი ამის
მერეღა მოვიდა კედელზე, დახეიბრებული, როდესაც მისი ცხოვ-
რება ლამის ჩავლილი იყო.
– დიახ, ცხოვრება, – გაიმეორა ნოიმ, – მოკლე თუ ხან-
გრძლივი, ეს უკვე შენზეა, სნოუ. ასე თუ განაგრძობ, ერთ მშვენი-
ერ ღამეს რომელიმე შენი ძმა ყელს გამოგჭრის და ეგ იქნება.
– ისინი ჩემი ძმები არ არიან, – შეუღრინა ჯონმა, – მათ ვძულ-
ვარ, მათზე უკეთესი ვარ და იმიტომ.
– არა. მათ სძულხარ იმიტომ, რომ ისე იქცევი, თითქოს მათზე
უკეთესი იყო. ისინი გიცქერენ და ხედავენ ციხე-დარბაზში გაჩე-
ნილ ბუშს, რომელსაც თავი ლორდისწული ჰგონია, – მეიარაღე
მისკენ დაიხარა, – შენ ლორდისწული არ ხარ. გახსოვდეს ეს.
სნოუ ხარ და არა სტარკი. ბუში ხარ და ჩხუბისთავი.

272
– ჩხუბისთავი?! – ჯონს ლამის ყელში გადასცდა სიტყვა. ბრალ-
დება იმდენად უსამართლო იყო, რომ სუნთქვა შეუგუბდა, – ისინი
დამადგნენ თავზე. ოთხივე ერთად.
– ოთხნი, ვისაც საწვრთნელ ეზოში აბუჩად იგდებდი. ოთხნი, ვი-
საც შესაძლოა, შენი ეშინიათ. მე ვუცქერდი შენს ორთაბრძოლას.
ამას წვრთნა არ ჰქვია. შენს ხმალს ფხა რომ ჰქონდეს, დიდი ხანია,
დახოცილები ეყრებოდნენ. შენ იცი ეს, მეც ვიცი, იმათაც იციან. მის-
ხალს არაფერს არჩენ. სირცხვილს აჭმევ. ამით ამაყობ? ჯონი შეყოყ-
მანდა. დიახაც ამაყობდა, როცა იმარჯვებდა. რატომაც არ უნდა ეა-
მაყა? მაგრამ მეიარაღე ამ ნუგეშსაც არ უტოვებდა, მის გამარჯვე-
ბებს ისე ახსენებდა, თითქოს ჯონი რაღაც სათაკილოს აკეთებდა.
– ისინი ყველანი ჩემზე უფროსები არიან, – თქვა თავის მარ-
თლებით. – უფროსები, უფრო მაღლები და უფრო ღონივრები, მარ-
თალია. ნაძლევს დავდებ, ვინტერფელში შენი ორთაბრძოლის ოს-
ტატი გასწავლიდა, როგორ უნდა ებრძოლო შენზე დიდ მოწინააღ-
მდეგეს. ვინ იყო, ვინმე მოხუცი რაინდი?
– სერ როდრიკ კასელი, – ფრთხილად წარმოთქვა ჯონმა. აქ რა-
ღაც მახე ჰქონდა დაგებული და მარყუჟი სულ უფრო მჭიდროვდებო-
და მის გარშემო.
დონალ ნოი კიდევ უფრო წინ გადაიხარა, ჯონს სახე სახესთან მი-
უტანა.
– ახლა დაფიქრდი, ბიჭო. დანარჩენებს არავის არასდროს ჰყო-
ლიათ ორთაბრძოლის მასწავლებელი, სანამ სერ ალისერთან არ
მოხვდნენ. მათი მამები ფერმერები, მეფორნეები და ბრაკონიერები
იყვნენ, მჭედლები, მაღაროელები და სავაჭრო გალერების მენიჩბე-
ები. ჩხუბზე მხოლოდ ის იციან, რაც გემბანებზე, ოლდთაუნისა და
ლანისპორტის ხეივნებში, სამეფო გზისპირა საროსკიპოებში და
დუქნებში აქვთ ნასწავლი. იქნებ აქ მოსვლამდე ორიოდეჯერ ჯოხე-
ბიც ურაკუნებიათ ერთმანეთისთვის, მაგრამ მერწმუნე, ოციდან არც
ერთი არ ყოფილა იმდენად მდიდარი, რომ საკუთარი ნამდვილი

273
ხმალი მაინც ჰქონოდა. – შეუვალ მზერას არ აშორებდა, – ახ-
ლაც გატკბობს საკუთარი გამარჯვებების გემო, ლორდ სნოუ?
– მასე ნუ მეძახი! – შეუტია ჯონმა, მაგრამ მის ბრაზს უკვე ძა-
ლა გამოსცლოდა. უცებ სირცხვილმა და დანაშაულის გრძნობამ
შეიპყრო, – მე არასოდეს... მე არ მიფიქრია...
– ჯობია, მიეჩვიო დაფიქრებას, – ურჩია ნოიმ, – ან არადა,
რომ დაიძინებ, ხანჯალი ხელიდან არ გაუშვა ხოლმე. ახლა წადი.
ჯონი საიარაღოდან რომ გამოვიდა, თითქმის შუადღე იდგა.
ღრუბლებს შორის სხივმა გამოაღწია. მზეს ზურგი შეაქცია და
თვალი ააყოლა კედელს, ცისფერი ბროლივით რომ აელვარდა
მზის შუქზე. ამდენი კვირის მერეც კი ჟრჟოლას ჰგვრიდა მისი და-
ნახვა. საუკუნოვანი ქარებით მოტანილმა ქვიშამ დაკენკა და გა-
ხეხა იგი, აპკივით დაედო ზემოდან. ამიტომაც ხშირად ღია ნაც-
რისფერი ჩანდა, მარად ღრუბლიანი ცის დარი... მაგრამ თუკი
მოწმენდილ დღეს მზე პირდაპირ დაეცემოდა, ის ციმციმს იწყებ-
და, შუქით გაცოცხლებული, ვეებერთელა ცისფერ-თეთრი
კლდე, ნახევარ ცას რომ ფარავდა. ადამიანის ხელით შექმნილი
უდიდესი ნაგებობააო, ასე მოახსენა ბენჯენ სტარკმა ჯონს, რო-
დესაც სამეფო გზიდან პირველად მოჰკრეს კედელს თვალი. „და,
უეჭველად, ყველაზე უსარგებლოო”, დასძინა ტირიონ ლანის-
ტერმა ღრეჭვით, მაგრამ ჭინკასაც კი ხმა ჩაუწყდა, კედელს რომ
მიუახლოვდნენ. მრავალი მილის იქიდან შეგეძლო დაგენახა
ჩრდილო ცისაწიერზე გავლებული ეს მკრთალი მოცისფრო ზო-
ლი, დასავლეთით და აღმოსავლეთით რომ იწვართებოდა და
შორეთში იკარგებოდა, ვეება და უწყვეტი. აქ ქვეყნის დასალი-
ერიაო, თითქოს ამას ამბობდა.
როდესაც ბოლოს და ბოლოს ციხეშავს ჰკიდეს თვალი, მისი
ძელის გოდოლები და ქვის კოშკები ყინულის თვალუწვდენელი
კედლის ქვეშ თოვლში გაბნეულ ერთ მუჭა ციდა სათამაშო კუბე-
ბად ეჩვენათ. შავ ძმათა უძველესი სიმაგრე ვინტერფელი როდი

274
იყო, ნამდვილი ციხე არც ეთქმოდა. გალავანი არ გააჩნდა და ვერ
დაიცავდი ვერც სამხრეთის, ვერც აღმოსავლეთის თუ დასავლეთის
მხრიდან. მაგრამ ღამის ებგურს მხოლოდ ჩრდილოეთი ანაღვლებ-
და, ჩრდილოეთით კი კედელი იყო წამომართული. თითქმის შვიდა-
სი ფუტის სიმაღლეზე იყო აზიდული და სამჯერ აღემატებოდა მის ძი-
რას მიყუჟული სიმაგრის ყველაზე მაღალ კოშკს. ბიძამ უთხრა, კედ-
ლის თავი იმდენად ფართოა, რომ თორმეტ შეჯავშნულ ცხენოსან
მხედარს გვერდიგვერდ შეუძლია მასზე გავლაო. იქ ვეება ფილაკ-
ვნებისა და უზარმაზარი ხის ამწეების აწოწილი ფიგურები შემომ-
სხდარიყვნენ ლეშიჭამია ფრინველების ჩონჩხებივით, მათ შორის
კი ჭიანჭველებივით დაიარებოდნენ შავად შემოსილი ადამიანები.
ახლა, საიარაღოს გარეთ რომ იდგა და კედელს ასცქეროდა,
ჯონმა ისეთივე გაოგნება იგრძნო, როგორიც მაშინ, სამეფო გზაზე,
კედელს პირველად რომ ჰკიდა თვალი. კედელმა ასე იცოდა. ჯონს
ზოგჯერ თითქმის ავიწყდებოდა კიდევაც მისი არსებობა, როგორც
თავზემოთ ცის ან ფეხქვეშ დედამიწის არსებობას ივიწყებ, მაგრამ
ზოგჯერ ისიც ეჩვენებოდა, რომ მთელ სამყაროში არაფერი არსე-
ბობდა, კედლის გარდა. ის შვიდ სამეფოზე უფრო ძველი იყო და მის
ძირას მდგარ, ზემოთ მაცქერალ ჯონს თავბრუს ახვევდა. გრძნობდა,
როგორ აწვებოდა ამ უზარმაზარი ყინულის გაუსაძლისი წონა, თით-
ქოს სადაცაა, უნდა დაყირავებულიყო, და ჯონმა როგორღაც იცოდა,
რომ თუკი კედელი დაიქცეოდა, სამყაროც დაიქცეოდა მასთან ერ-
თად.
– მოსვენებას არ გაძლევს, იმის მიღმა რა ხდება, – წარმოთქვა
ნაცნობმა ხმამ.
ჯონმა მოიხედა.
– ლანისტერ. ვერ შევამჩნიე... მინდოდა მეთქვა, რომ მეგონა,
მარტო ვიყავი.
ტირიონ ლანისტერი ისე სქლად იყო ქურქებში შეფუთული, რომ
პატარა ბელს ჩამოჰგავდა.

275
– მოულოდნელად თავს წადგომაზე ბევრი რამ შეიძლება ით-
ქვას. წინასწარ არასოდეს იცი, რა შეიძლება შეიტყო.
– ჩემგან ვერაფერს შეიტყობ, – უთხრა ჯონმა. მგზავრობის
დასრულების შემდეგ ქონდრისკაცს ძვირად ხვდებოდა ხოლმე.
როგორც დედოფლის ღვიძლი ძმა, ტირიონ ლანისტერი ღამის
ებგურის საპატიო სტუმარი გახლდათ. ლორდ-მეთაურმა ეგრეთ
წოდებულ მეფის კოშკში გამოუყო ოთახები – თუმც უკვე ასეუ-
ლობით წელი იყო, აქაურობას არც ერთი მეფე არ სტუმრებოდა.
ლანისტერი მორმონტის სუფრასთან სადილობდა, დღისით კე-
დელზე დაჭენაობდა, ღამღამობით კი სერ ალისერთან, ბოუენ
მარშთან და სხვა მაღალჩინოსან ოფიცრებთან ერთად კამა-
თელს აგორებდა და სვამდა.
– ო, სადაც არ უნდა მივიდე, ყველგან რაღაცას შევიტყობ
ხოლმე, – პატარა კაცმა კედელს დაკორძილი შავი საბჯენი ჯოხი
მიაშვირა, – და რას ვამბობდი... რატომაა, რომ, როგორც კი ერ-
თი კაცი კედელს ააგებს, მეორეს მაშინვე სულიმწარედ უნდება
შეიტყოს, რა არის იქით? – მან თავი გადახარა და ჯონს თავისი
უჩვეულო, განსხვავებული თვალები მიაპყრო, – ხომ გინდა იცო-
დე, რა არის იქით?
– ისეთი არც არაფერია, – მიუგო ჯონმა. მას სურდა, ბენჯენ
სტარკს გაჰყოლოდა რეიდებზე, ავსულებიანი ტყის იდუმალება-
ში შეეღწია, სურდა, მენს რეიდარის ველურებს შებმოდა და სა-
ხელმწიფო სხვათაგან დაეცვა, მაგრამ მართლა რაც გინდა, იმა-
ზე ჯობს, ხმაც არ ამოიღო, – აეშაგები ამბობენ, იქ მხოლოდ ტყე-
ები, მთები და გაყინული ტბებია, უამრავი თოვლი და ყინულიო.
– კიდევ, გრუმკინები და სნარკები, – აჰყვა ტირიონი, – მოდი, ნუ
დავივიწყებთ მათ, ლორდ სნოუ, თორემ აბა რა საჭიროა, ამხელა
რაღაც რომ აყუდებულა?
– ნუ მეძახი ლორდ სნოუს.
ქონდრისკაცმა წარბი ასწია.

276
– აბა, გირჩევნია, ჭინკას გეძახდნენ? როგორც კი დაანახვებ,
რომ მათ სიტყვებს შეუძლიათ გატკინონ, მერე უკვე დაცინვას ვეღა-
რასოდეს დააღწევ თავს. თუკი ხალხი გადაწყვეტს, სახელი შეგარ-
ქვას, მიიღე იგი, საკუთრებად გაიხადე. მაშინ ვეღარ მოახერხებენ,
ამ სახელით გატკინონ. – მან თავისი ჯოხით ანიშნა, მიიპატიჟა, – წა-
მო, გამოიარე ჩემთან ერთად. ახლა საერთო დარბაზში ალბათ რამე
მყრალ წვნიანს არიგებენ, მე კი ერთი ჯამი ცხელი კერძი არ მაწყენ-
და.
ჯონიც მშიერი იყო, ამიტომაც ლანისტერს გვერდში ამოუდგა და
ნაბიჯი შეანელა, რათა ქონდრისკაცის მოუქნელ, ტორტმანით
სვლას მიჰყოლოდა. ქარი ძლიერდებოდა და ესმოდათ, როგორ
ჭრიალებდა ხის შენობები მათ გარშემო, შორს კი მივიწყებული მძი-
მე დარაბა ჯახუნობდა, ისევ, ისევ. ერთხელ, სახურავიდან თოვლის
ფილაც დაცურდა და ყრუ ბრაგვანით დაეცა მათ შორიახლოს. – რა-
ღაც შენს მგელს ვეღარ ვხედავ, – უთხრა ლანისტერმა, გვერდიგ-
ვერდ რომ მიაბიჯებდნენ.
– წვრთნების დროს ძველ თავლებში ვაბამ ხოლმე. ახლა ყველა
ცხენი აღმოსავლეთ თავლებში ჰყავთ, ასე რომ, იქ არავინ აწუხებს.
დანარჩენ დროს სულ ჩემთანაა. სენაკი ჰარდინის კოშკში მაქვს. –
ეგ, დალეწილი ქონგურები რომ აქვს, ის არაა? ქვეშ ეზო ქვის ნამ-
ტვრევებით რომ არის მოფენილი და ცოტათი გადაწოლილიც გეჩ-
ვენება, როგორც ჩვენი კეთილშობილი მეფე რობერტი, ალიონამდე
სმის შემდეგ? მეგონა, ეგ შენობები მიტოვებული იყო.
ჯონმა მხრები აიჩეჩა.
– არავის ენაღვლება, სად დაიძინებ. ძველი კოშკების უმეტესობა
ცარიელია, რომელიც გინდა, ის სენაკი შეგიძლია აირჩიო. ოდეს-
ღაც ციხეშავი ხუთი ათას მებრძოლს აძლევდა ბინას, მათი ცხენიან-
მსახურიან-იარაღიანად. ახლა აქ ამის მეათედიღა თუ ცხოვრობდა
და ციხის ნაწილიც თანდათან ინგრეოდა.

277
ტირიონ ლანისტერის სიცილი ორთქლის ნაკადად დააჩნდა
სუსხიან ჰაერს.
– არ დამავიწყდეს, მამაშენს ვუთხრა, რომ რაც შეიძლება მე-
ტი კირითხურო დააპატიმროს, სანამ შენი კოშკი დაქცეულა.
ჯონი მის ნათქვამში დამცინავ ტონს გრძნობდა, მაგრამ სი-
მართლეს ვერსად გაექცეოდი. ებგურს კედლის გასწვრივ ცხრა-
მეტი დიდი სიმაგრე აეგო, მაგრამ მათგან სამშიღა იდგნენ მცვე-
ლები: ქარებით გადალეკილ რუხ სანაპიროზე მდგარ აღმოსავ-
ლეთის გუშაგში, ბინდის კოშკში ზედ მთების ძირას, სადაც კედე-
ლი სრულდებოდა, და ციხეშავში მათ შორის, სამეფო გზის ბო-
ლოში. დანარჩენი სიმაგრეები დიდი ხნის წინ მიეტოვებინათ და
ახლა ამ უკაცრიელ, შიშისმგვრელ ალაგებში ცივი ქარებიღა
სტვენდნენ ჩაშავებულ სარკმლებში, მოაჯირებს კი გარდასულ-
თა სულები ხუნძლავდნენ.
– მირჩევნია ასე, ჩემთვის რომ ვარ, – ჯიუტად თქვა ჯონმა,
დანარჩენებს ლანდის ეშინიათ.
– ჭკვიანი ბიჭები, – მოიწონა ლანისტერმა. შემდეგ საუბრის
საგანი შეცვალა, – ლაპარაკობენ, ბიძაშენი რაღაც ძალიან დიდი
ხანია, არ ჩანსო.
ჯონს გაახსენდა, რა ინატრა განრისხებულმა, თვალწინ წარ-
მოუდგა თოვლში დაცემული მკვდარი ბენჯენ სტარკის სახება, და
საჩქაროდ გვერდზე გაიხედა. ქონდრისკაცს უცნაურად შეეძლო,
საგნებსა და მოვლენებს ჩამხვდარიყო, და ჯონს არ სურდა, მისი
დამნაშავე თვალებიც შეემჩნია. – ასე თქვა, რომ ჩემი დღეობის-
თვის მობრუნდებოდა, – დაეთანხმა ტირიონს. მისი დღეობა კი-
დევაც დადგა და კიდევაც ჩაიარა, შეუმჩნევლად, ორიოდე კვი-
რის წინ, – სერ ვაიმარ როისს დაეძებდნენ, მისი მამა ლორდ
ერინის მედროშეა. ძია ბენჯენმა თქვა, რომ შესაძლოა, ბინდის
კოშკამდეც კი მისულიყვნენ ძებნით. მთელი ეს გზა მთებში უნდა
აევლოთ.

278
– გავიგე, ბოლო დროს ბლომად აეშაგები გამქრალან, – თქვა
ლანისტერმა. ამასობაში საერთო დარბაზში ამავალი კიბე აათავეს,
მან ფართოდ გაიღიმა და კარი გამოაღო, – იქნებ წლეულს გრუმკი-
ნები-დამშეულები არიან.
დარბაზი უკიდეგანო და სუსხიანი იყო, თუმც ვეებერთელა ბუ-
ხარში მძლავრი ცეცხლი გიზგიზებდა. მისი მაღალი ჭერის კოჭებზე
ყვავებს დაედოთ ბუდე. ჯონს ჩაესმოდა მათი ყრანტალი, როდესაც
დღის მზარეულს წვნიანით სავსე ჯამი და შავი პურის ყუა ჩამოარ-
თვა. გრენი, გომბეშო და კიდევ რამდენიმე ბიჭი ცეცხლთან ყველაზე
ახლოს-მდგარ მერხზე ჩამომსხდარიყვნენ, იცინოდნენ და უხეში
ხმით ერთმანეთს ლანძღავდნენ. ჯონმა მათ ფიქრიანი თვალი შეავ-
ლო, შემდეგ კი დარბაზის მეორე ბოლოში ჩამოჯდა, დანარჩენ მე-
ინახეთაგან კარგა მოშორებით.
ტირიონ ლანისტერი მის პირისპირ დაჯდა და ეჭვით დაყნოსა
წვნიანი.
– ქერი, ხახვი, სტაფილო, – ჩაიბუტბუტა თავისთვის, – ვინმემ უნ-
და გააგებინოს ამ მზარეულს, რომ თალგამი ხორცი არ არის. – ეს
ცხვრის წვნიანია, – ჯონმა ხელთათმანები წაიძრო და ხელები ჯამი-
დან ამომავალ თბილ ორთქლს მიუშვირა. საჭმლის სუნი ნერწყვს
ჰგვრიდა.
– სნოუ.
ჯონი ალისერ თორნის დაძახილს ცნობდა, მაგრამ ამჯერად მის
ხმას უჩვეულო ტონი ახლდა, რაც მანამდე არ სმენოდა. თავი ხმის-
კენ მიატრიალა.
– ლორდ-მეთაური გიბარებს. ახლავე.
ჯონი შიშმა წუთით გააშეშა. ლორდ-მეთაურს რაში უნდა დასჭირ-
ვებოდა მისი დაბარება? ბენჯენზე გაიგეს რაღაც, გაიფიქრა თავზარ-
დაცემულმა, ალბათ მოკვდა, მისი ხილვა აცხადდა. – ბიძაჩემი? –
აღმოხდა უნებურად, – მშვიდობით დაბრუნდა? – ლორდ-მეთაური

279
ცდას ჩვეული არ არის, – მიუგო სერ ალისერმა, – მე კი ჩვეული
არ ვარ, ბუშები ჩემს გაცემულ ბრძანებებზე ჩამეკითხონ.
ტირიონ ლანისტერი მერხიდან შეტრიალდა და წამოდგა.
– მორჩი, თორნ. ნუ აშინებ ბიჭს.
– შენ კიდევ ცხვირს ნუ ყოფ იმ საქმეებში, რაც არ გეხება, ლა-
ნისტერ. აქ შენ სიტყვა არ გეთქმის.
– სამაგიეროდ, მეფის კარზე მეთქმის, – ღიმილით შეუბრუნა
ქონდრისკაცმა, – საჭირო ყურში ჩაწვეთებული სიტყვა და, ეგე-
თივე უკმეხ ბერიკაცად მოკვდები, სანამ ახალ შეგირდს მიიღებ-
დე გასაწვრთნელად. ახლა კი უთხარი სნოუს, ბებერ დათვს რაში
დასჭირდა მისი ნახვა. რამე ახალი ამბებია ბიძამისზე?
– არა, – უპასუხა სერ ალისერმა, – სულ სხვა რამეზეა. ამ დი-
ლით ვინტერფელიდან ჩიტი მოფრინდა და წერილი მოიტანა, მი-
სი ძმის ამბებია. მისი ნახევარძმის, – დააზუსტა მან.
– ბრანი! – ამოთქვა ჯონმა და ძალისძალით წამოდგა ფეხზე,
– ბრანს დაემართა რაღაც! ტირიონ ლანისტერმა მკლავზე და-
ადო ხელი.
– ჯონ. გულით ვწუხვარ.
ჯონს მისი სიტყვები ძლივს ჩაესმოდა. ტირიონის ხელი მო-
იშორა და დარბაზი სწრაფი ნაბიჯით გადაჭრა. კარს ხელი რომ
ჰკრა, უკვე გარბოდა. მეთაურის კოშკისკენ პირდაპირ ძველ ნამ-
ქერებზე გადაჭრა გზა. მცველებს გასცდა, ორ-ორ საფეხურზე
ხტომით აირბინა კიბე. ლორდმეთაურთან რომ შევარდა, ჩექმე-
ბი თოვლით ჰქონდა დამბალი, თავად კი შეშლილი თვალებით
იცქირებოდა და ქოშინით სუნთქავდა. – ბრანი, – ამოთქვა ერ-
თბაშად, – რას იტყობინება ბრანზე? ჯეორ მორმონტი, ღამის ებ-
გურის ლორდ-მეთაური, მოუხეშავი ბერიკაცი იყო, ფართო მე-
ლოტი თავი და გაბურძგნული ჭაღარა წვერი ჰქონდა. მკლავზე
ჩამოსკუპებულ ყორანს მარცვლებით უმასპინძლდებოდა.

280
– შენზე მითხრეს, კითხვა იცისო, – ყორანი მკლავიდან აიქნია,
ფრინველმა ფრთები ააფართქალა და ფანჯარას მიაფრინდა, სადაც
ჩამოჯდა და უცქერდა, როგორ ამოიძრო მორმონტმა ქამრიდან ქა-
ღალდის გრაგნილი და ჯონს გაუწოდა.
– ფეტვი, – ჩაიყრანტალა ფრინველმა ხრინწიანად, – ფეტვი,
ფეტვი.
ჯონმა თეთრი ცვილის გატეხილ ბეჭედზე ამოტვიფრული მგელ-
საზარას გამოსახულებას თითი დააყოლა. იცნო რობის ხელწერა,
მაგრამ წაკითხვა რომ სცადა, ასოები გაიდღაბნა, ერთმანეთში
აირია მის თვალწინ. იგრძნო, რომ ტიროდა. მერე კი, ცრემლების
მიღმა ამოკითხული სიტყვების აზრს ჩასწვდა და თავი ასწია. – გა-
მოიღვიძა. ღმერთებმა უკან დაგვიბრუნეს!
– ხეიბარი, – უთხრა მორმონტმა, – ვწუხვარ, ბიჭო. ბოლომდე
ჩაიკითხე.
მან დახედა დაწერილ სიტყვებს, მაგრამ მათ რაღა მნიშვნელობა
ჰქონდათ. სხვა აღარაფერს ჰქონდა მნიშვნელობა. ბრანი იცოც-
ხლებდა.
– ჩემი ძმა იცოცხლებს, – უთხრა მორმონტს. ლორდ-მეთაურმა
თავი გაიქნია, მუჭით ფეტვი აიღო და დაუსტვინა. ყორანი მხარზე და-
აფრინდა ჩხავილით:
– იცოცხლებს! იცოცხლებს!
ჯონმა კიბე ჩაირბინა, სახეზე ღიმილი ეფინა, ხელში კი რობის წე-
რილი ჩაებღუჯა.
– ჩემი ძმა იცოცხლებს! – მიახარა მცველებს. მათ ერთმანეთს
გადახედეს. ჯონი სირბილით დაბრუნდა საერთო დარბაზში, სადაც
ტირიონ ლანისტერი ის იყო თავის კერძს ამთავრებდა. ჯუჯა-კაცს
იღლიებში ამოსდო ხელები, ჰაერში აიტაცა და დაატრიალა. – ბრა-
ნი იცოცხლებს! – გაჰყვიროდა იგი. ტირიონი შემკრთალი ჩანდა.
ჯონმა დაბლა დასვა და ხელებში წერილი მიაჩეჩა, – აი, ნახე! სხვები
გარშემო შემოგროვდნენ და ცნობისმოყვარეობით უცქერდნენ.

281
ჯონმა შორიახლოს გრენი შენიშნა. ცალ მაჯაზე შალის სქელი
სახვევი ედო. შეწუხებული და შეცბუნებული ჩანდა, და არა სახი-
ფათო. ჯონი მიუახლოვდა. გრენმა უკან-უკან დაიხია და ხელები
ასწია.
– არ მომეკარო ახლა, ბუშო!
ჯონმა გაუღიმა.
– ბოდიში, მაგ მაჯის გამო. რობმა ერთხელ ჩემზე გამოსცადა
იგივე ილეთი, ოღონდ ხის ხმლით. შვიდი ჯოჯოხეთივით მეწვო-
და, შენ კი ალბათ უარესიც დაგემართა. მისმინე, თუ გინდა, გას-
წავლი, ამისგან თავი როგორ უნდა დაიცვა.
ალისერ თორნმა მის სიტყვებს ყური მოჰკრა.
– ლორდ სნოუს ჩემი ადგილის დაჭერა მოსურვებია, – ჩაიფ-
რუტუნა მან, – მგელს უფრო ადვილად ვასწავლი ჯამბაზობას,
ვიდრე შენ ამ კამეჩს – ხმლის ტრიალს.
– დავდოთ ნაძლევი, სერ ალისერ, – გაეპასუხა ჯონი, – ლან-
დის ჯამბაზობა კარგი სანახავი იქნება.
ჯონმა გაიგონა, გაოგნებულმა გრენმა ერთბაშად რომ შე-
ისუნთქა. სიჩუმე ჩამოვარდა.
მერე კი ტირიონ ლანისტერმა გადაიხარხარა. მას გვერდითა
მაგიდასთან მსხდომი სამი შავი ძმა აჰყვა. ხარხარი სწრაფად
გავრცელდა უფრო და უფრო შორეულ მერხებზე, სანამ მზარეუ-
ლებმაც კი არ ატეხეს სიცილი. კოჭებზე შემომსხდარი ფრინვე-
ლები შეწრიალდნენ და ბოლოს და ბოლოს გრენიც კი ახითხით-
და. სერ ალისერი ჯონს თვალს არ აცილებდა. გარშემო ხარხარი
გრგვინავდა, მას კი სახე ჩაუშავდა და ხელი, რომლითაც ხმალს
იმარჯვებდა ხოლმე, მუშტად შეეკრა.
– დიდი შეცდომა დაუშვი, ლორდ სნოუ, – წარმოთქვა ბოლოს
მტრის ღვარძლიანი ტონით.

282
ედარდი

283
ედარდ სტარკი გაბეზრებული, დაღლილი, მშიერი და აღრენილი
იყო, როდესაც ცხენი წითელი ციხის აზიდულ ბრინჯაოს კარში შე-
ატარა. ჯერაც ცხენზე იჯდა, ცხელ აბაზანაში ჩალბობაზე, შემწვარ
ფრინველზე და რბილ საწოლზე ოცნებობდა, როდესაც მეფის
მოურავმა მოახსენა, გრანდ-მაისტერი პაიცელი მცირე საბჭოს
გადაუდებელ შეკრებას იწვევსო. მარჯვენის დასწრების პატივს
ითხოვდნენ, როგორც კი ეს შესაძლებელი გახდებოდა.
– დილით იქნება შესაძლებელი, – შეუღრინა ნედმა და ჩა-
მოხდა. მოურავი მდაბლად მოიდრიკა.
– მრჩევლებს მოვახსენებ, რომ სწუხხართ, მაგრამ ვერ დაეს-
წრებით, მილორდ.
– არა, წყეულიმც იყოს, – შეაჩერა ნედმა. არ ივარგებდა საბ-
ჭოს გაგულისება, როდესაც საქმეს ჯერ არც კი შესდგომოდა, –
შევხვდები. სთხოვე, რამდენიმე წუთი მიბოძონ, სანამ რამე უფ-
რო შესაფერისს გადავიცვამდე.
– დიახ, მილორდ, – უთხრა მოურავმა, – თქვენთვის ლორდ
ერინის ყოფილი ოთახები გამოვყავით, თუკი ინებებთ. თქვენს
ნივთებს იქ მივატანინებ.
– მადლობა მომიხსენებია, – ნედმა საცხენოსნო ხელთათმა-
ნები წაიძრო და ქამარში გაიჩარა. მისი სახლობა ჭიშკარში შე-
მოდიოდა ნედის ფეხდაფეხ. თვალი მოჰკრა ვაიონ პულის, თავის
მოურავს, და მახილით მოუხმო.
– როგორც ჩანს, საბჭოს საჩქაროდ ვჭირდები. თვალი მი-
ადევნე, რომ ჩემმა ასულებმა ნახონ თავიანთი ოთახები, და იქ
დატოვე. არია არანაირ დაზვერვებზე არ გაძვრეს. – პულიმ თავი
დაუკრა. ნედი ისევ მეფის მოურავს მიუბრუნდა, – ჩემი ფორნები
ჯერაც ქალაქის ქუჩებში გამოღწევას ლამობენ. სათანადო სამო-
სი დამჭირდება. – დიდი სიამოვნებით მოგართმევთ, – მიუგო
მოურავმა.

284
ასე შეაბიჯა დაღლილ-დაქანცულმა და ნათხოვარ სამოსში გა-
მოწყობილმა ნედმა საბჭოს პალატებში, სადაც მცირე საბჭოს ოთხი
წევრი მას მოელოდა.
პალატა მდიდრული ავეჯით გაეწყოთ. იატაკზე ჭილოფების ნაც-
ვლად მირის ხალიჩები ეგო, ერთ კუთხეში მიდგმულ ნაჩუქურთმებ
შირმას ხასხასა ფერებით გამოსახული ასი ზღაპრული ცხოველი ამ-
შვენებდა – ზაფხულის კუნძულელების ნახელავი. კედელს ნორვო-
სიდან, ქოჰორიდან და ლაისიდან ჩამოტანილი ფარდაგები ფარავ-
და, კარს კი აქეთ-იქიდან წყვილი ვალირიული სფინქსი ამოსდგო-
მოდა, შავი მარმარილოს სახეებზე გაპრიალებული ძოწის თვალები
უღვიოდათ.
კარში შესვლისთანავე მიეგება და მიესალმა მრჩეველი, რომე-
ლიც ნედს ყველაზე ნაკლებად მოსდიოდა თვალში – საჭურისი ვა-
რისი. – ლორდო სტარკ, სამეფო გზაზე თავს გადამხდარი უსიამოვ-
ნების შესახებ შეტყობამ უსაშველოდ დამამწუხრა. ჩვენ ყველანი
სეპტაში დავდიოდით, პრინც ჯოფრისთვის სანთლები რომ დაგვენ-
თო. ვლოცულობ მისი გამოჯანმრთელებისთვის, – მისმა ხელმა
ნედს სახელოზე უმარილის კვალი დაუტოვა, საფლავზე დაყრილი
ყვავილებივით მძიმე და ტკბილი სუნი უდიოდა.
– თქვენმა ღმერთებმა გისმინეს, – ცივად, მაგრამ ზრდილობია-
ნად გაეპასუხა ნედი, – პრინცი დღითი დღე ძალებს იკრებს, – მან
საჭურისის ჩაკიდებული ხელისგან თავი გამოითავისუფლა, ოთახი
გადაჭრა და მიუახლოვდა შირმასთან მდგარ ლორდ რენლის, რო-
მელიც ხმადაბლა ესაუბრებოდა ტანმორჩილ ახალგაზრდა კაცს –
ეს, უეჭველია, ნეკა უნდა ყოფილიყო. რენლი რვა წლის ბავშვი იყო,
რობერტმა ტახტი რომ მოიპოვა, მაგრამ დაკაცებული ისე დაემსგავ-
სა თავის ძმას, რომ ნედს მისი დანახვა აცბუნებდა კიდევაც. როდე-
საც კი არ უნდა შეხვედროდა, ეჩვენებოდა, რომ გასული წლები სად-
ღაც გამქრალიყვნენ და თვალწინ რობერტი ედგა, სამკბილასთან
ახლახან გამარჯვებული.

285
– ვხედავ, მშვიდობიანად ჩამოაღწიე, ლორდო სტარკ, – მი-
მართა რენლიმ.
– თქვენც, აგრეთვე, – გაეპასუხა ნედი, – უნდა შემინდო, მაგ-
რამ ზოგჯერ მთლად შენი ძმა რობერტი მგონიხარ.
– მხოლოდ მკრთალი ასლი, – მხრები აიჩეჩა რენლიმ.
– სამაგიეროდ, ბევრად უკეთ ჩაცმული, – წაკბინა ნეკამ, –
ლორდი რენლი ჩაცმაზე მეტს ხარჯავს, ვიდრე კარის ქალბატო-
ნების ნახევარი.
ჩანს, არ სტყუოდა. მუქ-მწვანე ხავერდში გამოწყობილ
ლორდ რენლის კამზოლზე თორმეტიოდე ოქროს ირემი ჰქონდა
ამოქარგული. ზურმუხტის ბროშით დამაგრებული ფარჩის მოკ-
ლე მოსასხამი დაუდევრად ეშვებოდა ცალი მხრიდან.
– უარესი ბოროტებაც არსებობს ამქვეყნად, – სიცილით გა-
ეპასუხა რენლი, – მაგალითად, ის, შენ როგორც იცვამ.
ნეკამ მის ქილიკს ყური არ ათხოვა. იგი ნედს ზომავდა თვა-
ლით და სახეზე ლამის თავხედური ღიმილი ეფინა.
– უკვე წლებია, მსურდა, თქვენი გაცნობის პატივი მქონოდა.
უეჭველად, ლედი კეტლინი მახსენებდა თქვენთან.
– დიახ, – მიუგო ნედმა სუსხიანი ხმით. მისი შენიშვნის შეფა-
რულმა ქედმაღლობამ გაჰკენწლა, – როგორც ვხვდები, ჩემს ძმა
ბრანდონსაც იცნობდით.
რენლი ბარათეონმა გაიცინა. ვარისი ახლოს მოფრატუნდა
ყურის დასაგდებად.
– საკმაოდ კარგად, – უპასუხა ნეკამ, – დღესაც მატყვია მისი
პატივისცემის კვალი. ბრანდონიც მახსენებდა ხოლმე?
– ხშირად, და ერთგვარად ცხელ გულზე, – ნედი იმედოვნებ-
და, რომ თემა ამით ამოიწურებოდა. ამ თამაშის, ამ სიტყვიერი
ორთაბრძოლის თავი არ ჰქონდა.

286
– მე კი ვფიქრობდი, რომ თქვენ, სტარკებს, სიცხე არ გიხდებათ,
– განაგრძო ნეკამ, – აქ, სამხრეთში, ამბობენ, რომ ყველანი ყინუ-
ლისგან ხართ ნაკვეთი და ყელს თუ ჩამოსცდით, დნებით.
– არ ვაპირებ მალე დადნობას, ლორდ ბეილიშ. შეგიძლიათ,
ამის იმედი იქონიოთ. – ნედი სათათბირო მაგიდას მიუახლოვდა და
თქვა, – მაისტერ პაიცელ, ხომ ჯანმრთელად ბრძანდებით? მაგიდის
ბოლოსთან მაღალ სკამში მჯდომმა გრანდ-მაისტერმა მშვიდად გა-
უღიმა.
– დიახ, ჩემი ასაკის კვალობაზე, ჯანს არ ვუჩივი, მილორდ, მაგ-
რამ, სამწუხაროდ, მალე ვიღლები ხოლმე. – თხელი თეთრი თმა
ფოჩებად ევლებოდა შუბლის მელოტ გუმბათს, მაისტერის კეთილ
სახეს რომ აგვირგვინებდა. მისი ყელსაბამი არ ჰგავდა მაისტერ ლუ-
ვინის მარტივ ლითონის საყელოს: ოციოდე ერთად შეკრული მსხვი-
ლი ჯაჭვი მძიმე ყელსაბამად ეფინებოდა სხეულზე და ყელსა და
მკერდს უფარავდა. ჯაჭვის რგოლები ადამიანისთვის ცნობილი ყვე-
ლანაირი ლითონისგან გამოეჭედათ: აქ იყო შავი რკინა თუ წითელი
ოქრო, კაშკაშა სპილენძი თუ მქრქალი ტყვია, ფოლადი, კალა და
ფერმკრთალი ვერცხლი, თუთია, ბრინჯაო და პლატინა. ჭედურობას
ძოწები, ამეთვისტოები და შავი მარგალიტები ამკობდა, აქაიქ ზურ-
მუხტი და ლალიც ბრწყინავდა, – იქნებ მალე დაგვეწყო? – გრანდ-
მაისტერმა ფართო ღიპზე დაიკრიფა ხელები, – თორემ მეშინია, არ
ჩამეძინოს, ძალიან თუ გავაჭიანურეთ.
– როგორც ინებებთ.
მაგიდის თავში მეფის სავარძელი ცარიელი იდგა, ბალიშებზე
ოქრომკედით ბარათეონთა გვირგვინოსანი ხარირემი იყო ამოქარ-
გული. ნედი მის გვერდით მდგარ სკამზე ჩამოჯდა, მეფის სკამის
მარჯვნივ.
– ბატონებო, – წარმოთქვა ოფიციალურად, – ვწუხვარ, რომ გა-
ლოდინეთ. – მეფის მარჯვენა ბრძანდებით, – უთხრა ვარისმა, –
თქვენ საამებლად თქვენი ხმალი და ჩვენი კისერი, ლორდო სტარკ.

287
როდესაც ყველა მოთავსდა მათთვის განკუთვნილ სკამებზე,
ედარდ სტარკმა ცხადზე უცხადესად იგრძნო, რომ მისი ადგილი
აქ არ იყო. გაახსენდა, თუ რა უთხრა რობერტმა ვინტერფელის
აკლდამაში. ქლესებით და ყეყეჩებით ვარ გარშემორტყმულიო,
არწმუნებდა მეფე. ნედმა სათათბირო მაგიდას თვალი დააყოლა
და იფიქრა, ნეტავ რომელია ქლესა და რომელი – ყეყეჩიო. უკვე
კიდევაც ვიციო, გაიფიქრა.
– მხოლოდ ხუთნი ვართ, – შენიშნა მან.
– ლორდი სტანისი დრაკონის ქვაზე გაემგზავრა, მალევე მას
შემდეგ, რაც მეფე ჩრდილოეთისკენ დაიძრა, – უთხრა ვარისმა,
– ჩვენი ქველი სერ ბარისტანი, ეჭვი არაა, ახლა ქალაქის ქუჩებ-
ში მომავალი მეფის გვერდით მოაჭენებს ცხენს, როგორც ეს მე-
ფის ქეშიკთა ლორდ-მეთაურს ეგების.
– იქნებ ჯობდეს, დავიცადოთ, სანამ მეფე და სერ ბარისტანი
შემოგვიერთდებიან? – შესთავაზათ ნედმა.
რენლი ბარათეონმა ხმამაღლა გაიცინა.
– თუკი ლოდინს მოვყვებით, ჩემი ძმა როდის დაგვდებს პა-
ტივს და თავის მეფურ სიახლოვეს გვაღირსებს, დიდხანს მოგვი-
წევს ჯდომა. – ჩვენს კეთილ მეფე რობერტს მრავალი საზრუნავი
აქვს, – ჩაურთო ვარისმა, – ზოგ უმნიშვნელო საკითხს ჩვენ გვან-
დობს ხოლმე, თავისი ტვირთის შესამსუბუქებლად.
– ლორდ ვარისს სურს თქვას, რომ მონეტების, ჭირნახულის
და სამართლის საქმეები ჩემს მეფურ ძმას სიკვდილივით ეზარე-
ბა, – თქვა ლორდმა რენლიმ, – ასე რომ, სახელმწიფოს მართვა
ჩვენზეა. დროდადრო მითითებას შემოგვითვლის ხოლმე, – მან
სახელოდან მსუბუქად დახვეული ქაღალდი გამოიძრო და მაგი-
დაზე დადო, – ამ დილით მიბრძანა, რაც შეიძლება სწრაფად დავ-
წინაურებულიყავი და გრანდ-მაისტერ პაიცელისთვის მეთხოვა,
დაუყოვნებლივ მოეწვია ეს საბჭო. ჩვენთვის საშური დავალება
აქვს.

288
ნეკამ გაიღიმა და ქაღალდი ნედს გაუწოდა. მას სამეფო ბეჭედი
ესვა. ნედმა ცერა თითით გადაამტვრია ცვილი და დახვეული წერი-
ლი გაასწორა, მეფის საშურ ბრძანებას რომ გასცნობოდა. სულ უფ-
რო და უფრო მზარდი გაოგნებით ჩაიკითხა სიტყვები. ნუთუ რობერ-
ტის სიბრიყვეს ბოლო არ გააჩნდა? ის, რომ ყოველივე მისი სახე-
ლით ხდებოდა, ჭრილობაზე მარილის მოყრას ჰგავდა.
– მაღალო ღმერთებო, – შეიკურთხა მან.
– რითაც ლორდ ედარდს სურს გვაცნობოს, – გამოაცხადა ლორ-
დმა რენლიმ, – რომ მისი მოწყალება გვავალებს, მოვაწყოთ დიდი
ტურნირი მეფის მარჯვენას დანიშვნასთან დაკავშირებით. – რა დაჯ-
დება? – აუღელვებლად იკითხა ნეკამ.
ნედმა პასუხი წერილიდან ამოიკითხა:
– ორმოცი ათასი ოქროს დრაკონი – ჩემპიონს. ოცი ათასი – მე-
ორე ადგილზე გასულ კაცს. კიდევ ოცი – ხელდახელ ბრძოლაში გა-
მარჯვებულს, ათი ათასი კი – მშვილდოსანთა შორის საუკეთესო ჩუ-
ბინს.
– ოთხმოცდაათი ათასი ოქროთი, – ამოიოხრა ნეკამ, – ამას
სხვა ხარჯებიც ხომ დაემატება. რობერტი არნახული ნადიმის გამარ-
თვას მოისურვებს. ეს ნიშნავს, რომ დაგვჭირდება მზარეულები, ხუ-
როები, ხელის გოგოები, მომღერლები, ჯამბაზები, მასხარები... –
მასხარები ოხრად გვყავს, – თქვა სერ რენლიმ.
გრანდ-მაისტერმა პაიცელმა ნეკას შეხედა და ჰკითხა:
– ხაზინა ამ ხარჯს აიტანს?
– რა ხაზინა? – პირმოღრეცით მიუგო ნეკამ, – თუ ღმერთები
გწამთ, მაისტერ, რად გვინდა ეს სისულელეები. ჩემსავით კარგად
იცით, რომ ხაზინა უკვე წლებია, ცარიელია. ფულის სესხება მომი-
წევს. უეჭველია, ლანისტერები ხელს გაგვიმართავენ. ლორდ ტა-
ივინის ამჟამად სადღაც სამ მილიონამდე გვმართებს, ასი ათასი
აქეთ, ასი ათასი იქით – რა ბედენაა?
ნედი გაოგნდა.

289
– თქვენ გინდათ თქვათ, რომ გვირგვინს სამმილიონიანი ვა-
ლი აქვს ოქროთი?!
– გვირგვინს ექვს მილიონ ოქროზე მეტი ვალი აქვს, ლორდო
სტარკ. ლანისტერების ვალი ყველაზე მსხვილი ნაწილია, მაგ-
რამ ჩვენ ნასესხები გვაქვს აგრეთვე ლორდ ტაირელისგან, ბრა-
ავოსის რკინის ნაპირისგან და რამდენიმე ტიროშული სავაჭრო
ამქრისგან. ბოლო დროს მომიწია, შემწედ რწმენისთვის მიმე-
მართა.
არქისეპტონი ისე ვაჭრობს, დორნელ თევზის გადამყიდველს
შეშურდება.
ნედი ყურებს არ უჯერებდა.
– ეირის ტარგარიენმა ოქროთი გაძეძგილი ხაზინა დატოვა.
როგორ დაუშვით, ასე მომხდარიყო?
ნეკამ მხრები აიჩეჩა.
– ხაზინადარის საქმე ფულის შოვნაა, მეფე და მარჯვენა კი
ხარჯავენ. – არ მჯერა, ჯონ ერინს რობერტისთვის სახელმწიფოს
გაკოტრება დაენებებინა, – წარმოთქვა ნედმა ცხარედ.
გრანდ-მაისტერმა პაიცელმა ფართო მელოტი თავი გაიქნია,
სი ძეწკვები წყნარად აწკრიალდნენ.
მილორდი ერინი კეთილგონიერი კაცი ბრძანდებოდა, მაგ-
რამ, სამწუხაროდ, მისი მოწყალება ყოველთვის როდი უგდებდა
ყურს მის ბრძნულ რჩევას.
– მის უდიდებულესობა ჩემს ძმას ტურნირები და ქეიფები უყ-
ვარს, – თქვა რენლი ბარათეონმა, – და ეჯავრება, როგორც თვი-
თონ უწოდებს, „მონეტების თვლა”.
– დაველაპარაკები მის მოწყალებას, – გადაწყვიტა ნედმა, –
ეს ტურნირი ისეთი ხარჯია, რის უფლებასაც სახელმწიფო თავს
ვერ მისცემს.
– დაელაპარაკე, თუ გსურს, – უთხრა ლორდმა რენლიმ, –
ჩვენ კი, აჯობებს, მაინც დავგეგმოთ ეგ საქმე.

290
– სხვა დროს, – შეაგება ნედმა. დამსწრეთა მზერამ მიახვედრა,
ალბათ ზედმეტად გადაჭრით ვთქვიო. უნდა ხსომებოდა, რომ ვინ-
ტერფელში არ იყო, სადაც მასზე მაღლა მხოლოდ მეფეღა იდგა. აქ
იგი მხოლოდ უპირველესი იყო თანასწორთა შორის.
– შემინდეთ, ბატონებო, – თქვა შემრიგებლურად, – დაღლილი
ვარ. მოდით, დღეისთვის შევწყვიტოთ და იმ დროისთვის გადავ-
დოთ, უფრო ძალამოკრებილები რომ ვიქნებით, – მათი თანხმობის-
თვის აღარ დაუცდია, სწრაფად წამოდგა, ყველას თავი დაუკრა და
კარისკენ გაემართა.
კარიბჭეში შემომავალი ფორნებისა და მხედრების ნაკადი ჯერაც
არ დაშრეტილიყო და ეზო ტალახის, ცხენების და ხალხის ხმაურიან,
არეულ ნაზავს აევსო. როგორც უთხრეს, მეფე ჯერ არ მობრძანებუ-
ლიყო. სამკბილაზე მომხდარი ამაზრზენი ამბების შემდეგ სტარკები
და მათი მხლებლები მთავარ კოლონას კარგა ძალით დასცილდნენ,
დაწინაურდნენ, ლანისტერებსა და სულ უფრო მზარდ დაძაბულობას
რომ გასცლოდნენ. რობერტი თითქმის არც ჩანდა. ამბობდნენ, რომ
იგი ვეება სამგზავრო სახლით მოდიოდა და ნახევარჯერ მთვრალი
იყო ხოლმე. მაშინ იგი შესაძლოა, ჯერაც მრავალი საათის სავალის
მანძილზე ყოფილიყო აქედან, მაგრამ მაინც იმაზე ადრე მოვიდოდა,
ვიდრე ნედს ეამებოდა. საკმარისი იყო, სანსას სახისთვის შეეხედა,
რომ ხელახლა ადუღებულიყო რისხვით. მგზავრობის ბოლო ორი
კვირა ნამდვილი სატანჯველი იყო. სანსა არიას ადანაშაულებდა და
უთხრა, რომ წესით ნიმერია უნდა მოეკლათ. არია მთლად გასაცო-
დავდა, რომ შეიტყო, რა დაემართა მის ყასბის ბიჭს. სანსა ლოგინში
ტიროდა, სანამ ძილი თავს არ წაართმევდა, არია მთელ დღეებს
მდუმარე და მოღუშული ატარებდა, ედარდ სტარკს კი ძილს ვინტერ-
ფელელი სტარკებისთვის გამზადებული ყინულოვანი ჯოჯოხეთის
ზმანებები უშფოთებდა.

291
მან გადაჭრა გარე ეზო, ასაწევი ცხაურის ქვეშ გაიარა, შიდა
ეზოში შევიდა და გაემართა იმ შენობისკენ, რომელიც, მისი აზ-
რით, მარჯვენას კოშკი უნდა ყოფილიყო, როდესაც მის წინ ნეკა
გამოჩნდა. – აქეთ არა, სტარკ. მე გამომყევი.
ნედი შეყოყმანდა, მაგრამ გაჰყვა. ნეკა მას კოშკში შეუძღვა,
კიბე ჩაატარა, მასთან ერთად გადაჭრა მომცრო დაძირული შიდა
ეზო და გაუყვა უკაცრიელ ტალანს, სადაც კედლის გასწვრივ გუ-
შაგებად ჩამწკრივებულიყვნენ ცარიელი აბჯრები. ეს ტარგარი-
ენთა დანატოვარი იყო, მუზარადების თხემზე გაყოლებული
დრაკონის ქერცლებით, ან დამტვერილი და მივიწყებული.
– ამ გზით ჩემს პალატებთან არ მივალთ, – თქვა ნედმა. – მე-
რე ხომ არ მითქვამს, იქ მივალთ-მეთქი? ჯურღმულებში ჩამყავ-
ხარ, ყელი უნდა გამოგჭრა და გვამი კედელში ჩავაშენო, – ნეკას
ხმა სარკაზმით იყო გაჯერებული, – ამის დრო არ არის, სტარკ.
შენი ცოლი გვიცდის.
– რა თამაშს მეთამაშები, ნეკა? კეტლინი ვინტერფელშია,
აქედან ათასობით მილის იქით.
– არა, მართლა?! – ნეკას რუხ-მწვანე თვალები ხალისით აუ-
ციმციმდა, – მაშინ, ჩანს, ვიღაც გასაოცრად მოხერხებული
თვითმარქვიაა. ბოლოჯერ გეუბნები, მომყევი. ან ნუ მომყვები და
ვინც არის, ჩემთვის დავიტოვებ, – ამ სიტყვებით გაჩქარებით და-
უყვა საფეხურებს.
ნედი სიფრთხილით მიჰყვა. ფიქრობდა, ნეტავ ეს დღე რო-
დესმე თუ დამთავრდებაო. ეჯავრებოდა ამგვარი ინტრიგები,
მაგრამ იწყებდა მიხვედრას, რომ ნეკასნაირი კაცისთვის მათი
ხლართვა სუნთქვასავით ბუნებრივი იყო.
საფეხურები რომ ჩაათავეს, რკინით შეჭედილ მუხის მძიმე
კართან აღმოჩნდნენ. პეტირ ბაელიშმა რაზა ასწია და ნედს ხე-
ლის მოძრაობით ანიშნა, კარი გაევლო. დაისის მეწამულ ბინდში
გააბიჯეს და მდინარისპირა მაღალ კლდოვან ფლატეზე შედგნენ.

292
– უკვე სასახლიდან გავედით, – თქვა ნედმა.
– შენი გაცურება ძნელი ყოფილა, სტარკ, – გაიკრიჭა ნეკა, – რამ
მიგახვედრა, მზემ? თუ ცამ? მომყევი. კლდეში ღრმულებია გამოჭრი-
ლი. ეცადე, არ ჩაიჩეხო, თორემ კეტლინი არასწორად გამიგებს, –
ეს თქვა და ფლატეს კიდეს გადასცდა, მაიმუნივით სხარტად იწყო
დაშვება.
ნედი წუთით აკვირდებოდა ფლატის შვეულ პირს, შემდეგ ნეკას
მიჰყვა, ოღონდ უფრო ნელა ირჯებოდა. კლდეზე მართლაც დახვდა
ღრმულები, როგორც ნეკამ აღუთქვა, მეჩხერი ნაჭდევები, რაც ქვე-
მოდან არ გამოჩნდებოდა, თუკი ზუსტად არ იცოდი, სად გეძებნა.
სადღაც დაბლა, თავბრუდამხვევად შორს ჩანდა მდინარე. ნედს სახე
კლდეზე ჰქონდა მიბჯენილი და ცდილობდა, დაბლა იმაზე მეტად არ
ეცქირა, ვიდრე ეს აუცილებელი იყო. – როდესაც ბოლოს და ბოლოს
ძირამდე ჩააღწია და წყლის პირს გაყოლებულ ვიწრო, ლამიან ბი-
ლიკზე დადგა, დაინახა, რომ ნეკა ზარმაცად მიჰყუდებოდა კლდეს
და ვაშლს ჭამდა. უკვე თითქმის გულამდე დაეყვანა.
– ბერდები და ნელდები, სტარკ, – უთხრა და ვაშლი არხეინად
გადაისროლა წყლის ჩქერში, – მაგრამ არა უშავს, აქედან ცხენებით
წავალთ.
მართლაც ელოდებოდათ ორი ცხენი. ნედი ამხედრდა და ჩორ-
თით მიჰყვა ნეკას, ბილიკი ჩაიარეს და ქალაქის ქუჩებში შევიდნენ.
ბაელიშმა ბოლოს და ბოლოს ერთი დაფხავებული სახლის წინ მო-
ზიდა აღვირს. შენობა ხის იყო, სამსართულიანი, მისი განათებული
ფანჯრებიდან შუქი იღვრებოდა საღამოს მოძალებულ ბინდბუნდში.
შიგნიდან გამოსული მუსიკისა და ხრინწიანი სიცილის ხმა მდინა-
რის წყლებს ეფინებოდა. კარის გვერდით მძიმე ჯაჭვზე გრეხილი
ნავთის ლამპა ეკიდა, წითელი შუშის მრგვალი თალფაქით. ნედ
სტარკი ჩამოხდა, განრისხებული იყო.

293
– საროსკიპო, – წარმოთქვა მან, ნეკას მხრებში ჩაავლო ხე-
ლი და შემოაბრუნა, – მთელი ეს გზა იმისთვის გამომატარე, სა-
როსკიპოში რომ მოგეყვანე!
– აქაა შენი ცოლი, – უთხრა ნეკამ.
ეს უკვე ბოლო წვეთი იყო.
– ბრანდონი ზედმეტად გულჩვილად მოგექცა! – ნედმა კა-
ფანდარა კაცი კედელს ააკრა და ნიკაპზე მოზრდილი პატარა,
წაწვეტებული წვერის ქვეშ ხანჯალი მიაბჯინა.
– მილორდ, არა! – შემოსძახა მტკიცე ხმამ, – მართალს ამ-
ბობს, – და ზურგსუკან გაჩქარებული ნაბიჯები გაისმა.
ნედი შემობრუნდა, ხელში მახვილს ბღუჯავდა. მისკენ თეთ-
რთმიანი კაცი მოიჩქაროდა. ყავისფერი ჯვალოს ტანსაცმელი
ემოსა და სირბილისას ღაბაბი უთიმთიმებდა.
– ეს შენ არ გეხება... – წამოიწყო ნედმა; შემდეგ ერთბაშად
იცნო. გაოგნებულმა დაუშვა ხანჯალი, – სერ როდრიკ?!
როდრიკ კასელმა თავი დაუქნია.
– თქვენი ქალბატონი მაღლა გელით.
ნედს ვერაფერი გაეგო.
– კეტლინი მართლაც აქაა? ეს ნეკას მოგონილი ახირებული
მასხარაობა არაა? – იკითხა და ხანჯალი ჩააგო.
– ნეტა ეგრე ყოფილიყო, სტარკ, – გაეპასუხა ნეკა, – მომყევი
და სცადე, ცოტა მეტად ჰგავდე საღერღელაშლილ კაცს და ცოტა
ნაკლებად – მეფის მარჯვენას. არ ივარგებს, აქ რომ გიცნონ. იქ-
ნებ, რომ ჩავივლით, ერთი-ორ ძუძუსაც წაუთათუნო ხელი?
მათ გაიარეს ხალხმრავალი საერთო ოთახი, სადაც სქელი
ქალი უხამს სიმღერას გასძახოდა, საცვალ-პერანგებსა და ჰა-
ეროვან ფერად აბრეშუმებში ჩაცმული ლამაზი ყმაწვილი ქალე-
ბი კი თავიანთ სატრფოებს ეკვროდნენ და მუხლებზე უსკუპდე-

294
ბოდნენ. ნედს ზედაც არავინ შეხედა. სერ როდრიკი დაბლა დარჩა,
ნეკა კი ნედს მესამე სართულზე აუძღვა, დერეფანი გაატარა და კარი
შეაღო.
ოთახში მას კეტლინი ელოდა. ქმრის დანახვისას შეჰყვირა, მას-
თან მიირბინა და გულში ჩაეკრა.
– მილედი, – ჩაიჩურჩულა გაოცებულმა ნედმა.
– ო, მშვენიერია, – თქვა ნეკამ და კარი მიხურა, – იცანი. – ასე
მეგონა, აღარასოდეს მოხვიდოდი, მილორდ, – დაიჩურჩულა მის
მკერდს მიკრულმა ქალმა, – პეტირი ყველაფერს მატყობინებდა.
მან მიამბო, რა გადაგხდა არიასა და ყმაწვილი პრინცის გამო. რო-
გორ არიან ჩემი გოგონები?
– ორივე გლოვობს და ბრაზობს, – მიუგო ნედმა, – კეტ, არაფერი
მესმის. რა გინდა მეფის საბიჯელში? რა მოხდა? ბრანის გამო? ხომ
არ... – მოკვდაო, ეს სიტყვა მოადგა პირს, მაგრამ ვერ ამოთქვა. –
ბრანის გამოა, მაგრამ ის არა, რაც გგონია, – მიუგო კეტლინმა.
ნედს ვერაფერი გაეგო.
– მაშ როგორ? რად ხარ აქ, საყვარელო? ან ეს ადგილი რაღაა?
– რაც ჩანს, ისაა ზუსტად, – ნეკა ფანჯრის რაფაზე მოწყობილ სავარ-
ძელზე მიწვა, – საროსკიპო. შეგიძლია მოიფიქრო უფრო წარმოუდ-
გენელი ადგილი, სადაც შესაძლოა, კეტლინ ტალის წააწყდე?
ისე მოხდა, რომ ამ კერძო დაწესებულების პატრონი მე ვარ, –
გაიღიმა მან, – ასე რომ, ყველაფერი იოლად მოგვარდა. ყველაზე
მეტად იმას ვცდილობ, ლანისტერებმა არ შეიტყონ, კეტი აქ რომ იმ-
ყოფება, მეფის საბიჯელში.
– რატომ? – ჰკითხა ნედმა. მერე ქალის ხელები დაინახა, შენიშ-
ნა, რა უხერხულად ჰქონდა შეტრიალებული, შენიშნა მოუშუშებელი
წითელი ნაწიბურები, მარცხენაზე – ორი გაშეშებული თითი. – დაჭ-
რილხარ, – მისი ხელები აიღო, გადმოაბრუნა და დააცქერდა, –
ღმერთებო. რა ღრმა ჭრილობებია... ხმლისგან ან... როგორ მოგი-
ვიდა, მილედი?

295
კეტლინმა მოსასხამის ქვეშიდან ხანჯალი გამოაცურა და
ქმარს ხელში ჩაუდო.
– ეს მახვილი გამოგზავნეს, რათა ბრანისთვის ყელი გამოეჭ-
რათ და მისი სიცოცხლის ნიშატი დაეშრიტათ.
ნედმა ერთბაშად ასწია თავი, შეაცქერდა.
– მაგრამ... ვინ... ვის...
კეტლინმა ტუჩებზე თითი დაადო.
– მოდი, ყველაფერს თავიდან მოვყვები, საყვარელო. ასე უფ-
რო მალე იქნება. მისმინე.
ნედიც უსმენდა, ცოლმა კი ყოველივე უამბო, ბიბლიოთეკის
ხანძრიდან მოჰყვა და ვარისთან, მცველებთან და ნეკასთან შეხ-
ვედრით დაასრულა. მაშინ ედარდ სტარკი გაბრუებული ჩამოჯდა
მაგიდასთან, ხელში ხანჯალი ეჭირა. ბრანის მგელმა ბიჭი სიკ-
ვდილს გადაარჩინა, გაიფიქრა დუნედ. რა თქვა ჯონმა, თოვლში
დაყრილი ლეკვები რომ იპოვეს? ეს ლეკვები შენს შვილებს უნდა
ჰყავდეთ, მილორდ. მან კი სანსას ლეკვი მოკლა, და რის გულის-
თვის? ამის გამო სინდისი ქენჯნიდა? თუ შიში? თუკი ის მგლები
ღმერთებმა გამოგზავნეს, ეს რა სიბრიყვე ჩაიდინა თავად?
ფიქრებით გატანჯულმა ნედმა თავი აიძულა, კვლავ ხანჯალს
მიჰბრუნებოდა. რას ნიშნავდა ყოველივე?
– ჭინკას ხანჯალი, – გაიმეორა. ამაში ვერანაირ აზრს ვერ ხე-
დავდა. თითები შემოაჭდო დრაკონის ძვლისგან გამოთლილ
გლუვ ტარს და მახვილი მაგიდას დაასო, იგრძნო, როგორ შეერ-
ჭო იგი ხეში. იქვე დარჩა, წვეტზე წამომდგარი, თითქოს დასცი-
ნოდაო, – ტირიონ ლანისტერს ბრანის მოკვლა რაში სჭირდებო-
და? ბიჭს მისთვის არაფერი დაუშავებია.
– თქვენ, სტარკებს, თავში თოვლი გიყრიათ? – დაეკითხა ნე-
კა, – ჭინკა ამას მარტოკა არაფრით იზამდა!
ნედი წამოდგა და ბოლთის ცემით გადაჭრა ოთახი.

296
– თუკი ამაში დედოფალია ჩარეული, ან, ღმერთებმა ნუ ქნან, თა-
ვად მეფე... არა, ამას ვერასდროს დავიჯერებ, – მაგრამ ამ სიტყვე-
ბის წარმოთქმისას მოაგონდა ყორღანებზე დათენებული ის სუსხია-
ნი დილა და რობერტის საუბარი ტარგარიენი პრინცესასთვის დაქი-
რავებული მკვლელების მიგზავნაზე. გაახსენდა რეიგარის პატარა
ვაჟი, მისი წითლად აზელილი თავის ქალა, მოაგონდა, როგორ შებ-
რუნდა მეფე მაშინ, ისევე, როგორც დარის საჯარო დარბაზში შებ-
რუნდა არცთუ დიდი ხნის წინ. ნედს ჯერაც ჩაესმოდა სანსას ვედრე-
ბა, და ლიანაც ხომ ასე შეევედრა ოდესღაც. – როგორც ჩანს, მეფემ
არაფერი იცოდა, – თქვა ნეკამ, – პირველად როდი ხდება ასე. ჩვენი
კეთილი რობერტი კარგად გავარჯიშდა მისთვის არასასიამოვნო
რაღაცებზე თვალის დახუჭვაში.
ნედმა ამაზე ვერაფერი მიუგო. თვალწინ ყასბის ბიჭის სახე ამოუ-
ტივტივდა, მისი ლამის ორად გადაჩეხილი სხეული, მეფეს კი ამაზე
შემდგომ სიტყვაც არ დაუძრავს. თავი უგუგუნებდა.
ნეკა აუჩქარებლად მიუახლოვდა მაგიდას და მახვილი ხიდან
ამოაძრო.
– ასეც და ისეც, ბრალის დადება ღალატის ტოლფასია. დაადანა-
შაულე მეფე და, სიტყვა დამთავრებულიც არ გექნება, უკვე ილინ პე-
ინთან იცეკვებ. დედოფალი კი... თუკი შეძლებთ, მტკიცებულება მო-
იპოვოთ და შეძლებთ, რობერტი აიძულოთ, ყური დაგიგდოთ, მაშინ
იქნებ...
– მტკიცებულება გვაქვს, – უთხრა ნედმა, – აი, ეს ხანჯალი. –
ესა?! – ნეკა უგულისყუროდ ატრიალებდა ხანჯალს ჰაერში, რიგრი-
გობით იჭერდა წვერით და ტარით, – მშვენიერი ფოლადია, მაგრამ
ორპირ ჭრის, მილორდ. ჭინკა, უეჭველია, დაიფიცებს, რომ მახვილი
დაკარგა ან მოჰპარეს ვინტერფელში ყოფნისას და ახლა, როდესაც
მისი დაქირავებული მკვდარია, ვინღა დაადგება პირზე? – მან მსუ-

297
ბუქად გადაუგდო ნედს მახვილი, – გირჩევდით, მდინარეში გა-
დააგდოთ და დაივიწყოთ, საერთოდ თუ გამოჭედილა ოდესმე.
ნედმა ცივად შეათვალიერა იგი.
– ლორდო ბაელიშ, მე ვინტერფელელი სტარკი გახლავარ.
ჩემი ვაჟი დახეიბრდა და უგონოდ წევს, იქნებ – მომაკვდავიც.
იგი დაიღუპებოდა, და კეტლინიც მასთან ერთად, რომ არა
მგლის ლეკვი, თოვლში რომ ვიპოვეთ და გამოვზარდეთ. თუკი
მართლა გჯერა, რომ შემიძლია ამის დავიწყება, მაშ, ახლაც ისე-
თივე ბრიყვი ყოფილხარ, როგორიც მაშინ იყავი, ჩემი ძმა ხმალ-
ში რომ გამოიწვიე. – იქნებ ბრიყვიც ვიყო, სტარკ... მაგრამ, მი-
უხედავად ამისა, მე ჯერაც აგერ ვარ, შენი ძმა კი ბოლო თოთხმე-
ტი წელია, თავის გაყინულ სამარეში ლპება. თუკი ასე ძალიან
გწადია მის გვერდით დალპობა, გადარწმუნებას ნამდვილად არ
დაგიწყებ; მაგრამ თავად ვამჯობინებდი, მხარში არ გედგეთ ამ
საქმეში, არა, მადლობა მომიხსენებია. – შენ ის კაცი ხარ, ვისაც
ჩემი ნებით არც ერთ საქმეში არ ამოვიყენებდი მხარში, ლორდო
ბაელიშ.
– შიგ გულში დამკოდეთ, – ნეკამ გულზე იტაცა ხელი, – ჩემ-
დათავად თქვენ, სტარკები, მუდამ საშინლად მოსაწყენები მეჩ-
ვენებოდით, მაგრამ კეტი, ვატყობ, რატომღაც მოგეჯაჭვათ – ჩემ-
თვის გაუგებარი მიზეზების გამო. შევეცდები, მისი ხათრით სი-
ცოცხლე შეგინარჩუნოთ. ვაღიარებ, უმადური სამუშაოა, მაგრამ
არასოდეს შემეძლო, შენი ცოლისთვის რამეზე უარი მეთქვა.
– მე პეტირს ვუთხარი, რა ეჭვიც გვაქვს ლორდ ერინის სიკ-
ვდილზე, – თქვა კეტლინმა, – დამპირდა, რომ სიმართლის გარ-
კვევაში დაგეხმარება.
ედარდ სტარკს ამ ახალმა ამბავმა აღტაცება სულაც არ მოჰ-
გვარა, მაგრამ დახმარება მართლაც რომ დასჭირდებოდა, ნეკა
კი ოდესღაც ძმასავით იყო კეტლინთან შეზრდილი. პირველად
როდი ხდებოდა, როცა ნედი იძულებული იყო, საერთო საქმე
მისთვის საძულველ კაცთან ერთად ეკეთებინა.

298
– ძალიან კარგი, – თქვა და ხანჯალი ქამარში გაირჭო, – შენ ვა-
რისიც ახსენე. საჭურისმაც ყველაფერი იცის?
– არა ჩემგან, – უთხრა კეტლინმა, – სულელი კი არ შეგირთავს
ცოლად, ედარდ სტარკ, მაგრამ ვარისი ახერხებს, ისეთი რაღაცები
შეიტყოს, რაც, წესით, ქვეყნად არავის უნდა სცოდნოდა. რაღაც
ბნელ ხელოვნებას ფლობს, ნედ, შემიძლია დავიფიცო.
– ჯაშუშები ჰყავს, ეგ ყველამ იცის, – გულგრილად ჩაურთო ნედ-
მა.
– მარტო ეგ არაა, – უმტკიცებდა კეტლინი, – სერ როდრიკი სერ
არონ სანტაგარს ელაპარაკა სრულიად საიდუმლოდ, მაგრამ ობო-
ბამ საიდანღაც იცოდა მათი საუბრის შინაარსი. მეშინია მაგ კაცის.
ნეკამ გაიღიმა.
– ლორდი ვარისი მე მომანდე, ძვირფასო ლედი. თუკი მცირედი
უხამსობის ნებას დამრთავთ – და სხვაგან სად მეპატიება, თუ არა აქ
– ეგ კაცი ყვერებით მყავს დაჭერილი, – მან თვალსაჩინოებისთვის
პეშვი მოამრგვალა, თან იღიმებოდა, – ან მეყოლებოდა, კაცი რომ
იყოს ან ყვერები ჰქონდეს. ხომ იცით, საკენკს თუ დაუყრი, ჩიტუნები
აჭიკჭიკდებიან, ვარისს კი ეს არ გაუხარდებოდა. თქვენი რომ ვიყო,
ლანისტერებზე მეტს ვიდარდებდი, ვიდრე საჭურისზე. ნედს ამის-
თვის ნეკას შეგონება არ სჭირდებოდა. გონებაში კვლავ და კვლავ
უცოცხლდებოდა ის დღე, არია რომ იპოვეს, დედოფლის გამომეტ-
ყველება, როდესაც წარმოთქვა, მგელი გვყავსო – ესოდენ წყნა-
რად, მშვიდად. ფიქრობდა ბიჭ მიკაზე, ჯონ ერინის უცაბედ სიკვდილ-
ზე, ბრანის ჩამოვარდნაზე, ბებერ შლეგ ეირის ტარგარიენზე, თავი-
სი სატახტო დარბაზის იატაკზე დაგდებული რომ კვდებოდა, მისი
სისხლი კი მოოქრული მახვილის პირს აშრებოდა...
– მილედი, – წარმოთქვა მან და კეტლინს მიუბრუნდა, – აქ აღა-
რაფერი გესაქმება. მსურს, დაუყოვნებლივ ვინტერფელში დაბრუნ-
დე. იქ, სადაც ერთი მკვლელი იყო, შესაძლოა, სხვებიც გამოჩნდნენ.

299
ვისაც არ უნდა ებრძანებინა ბრანის მოკვლა, მალევე შეიტ-
ყობდა, რომ ბიჭი ჯერაც ცოცხალია.
– იმედი მქონდა, გოგონებს ვნახავდი... – თქვა კეტლინმა. –
ეს უკიდურესად უგუნური გადაწყვეტილება იქნებოდა, – ჩაურთო
ნეკამ, – წითელ ციხეში უამრავი ცნობისმოყვარე თვალია, თა-
ნაც, ბავშვებს ლაპარაკი სჩვევიათ.
– მართალს ამბობს, საყვარელო, – უთხრა ნედმა ცოლს და
მოეხვია, – წაიყვანე სერ როდრიკი და ვინტერფელისკენ გასწიე.
გოგონებს მე მივხედავ. შინ წადი, ჩვენს ვაჟებთან, და ხიფათის-
გან დაიფარე. – როგორც მეტყვი, ჩემო ბატონო, – კეტლინმა სა-
ხე ააპყრო და ნედმა აკოცა. ქალმა დასახიჩრებული თითები
ქმარს ზურგზე შემოაჭდო, ძალუმად, თითქოს სურდა, სამუდა-
მოდ ასე ჰყოლოდა, საკუთარი მკლავებით ყველანაირი ხიფათი-
საგან დაეცვა.
– ლორდი და ლედი საძინებლის გამოყენებას ხომ არ ისურ-
ვებდნენ? – ჰკითხა ნეკამ, – უნდა გითხრა, სტარკ, რომ აქ ეგეთ
რამებში საფასურს ვახდევინებთ.
– წუთით მარტო დაგვტოვე, სხვას არას გთხოვ, – უთხრა კეტ-
ლინმა. – კეთილი, – ნეკა კარისკენ გაემართა, – ნუ გააჭიანუ-
რებთ. დიდი ხანია, დროა, მე და მარჯვენა სასახლეში დავბრუნ-
დეთ, სანამ ჩვენს არყოფნას შეამჩნევდნენ.
კეტლინი ნეკას მიუახლოვდა და მისი ხელი პეშვებში მოიქ-
ცია. – არასოდეს დავივიწყებ შენს დახმარებას, პეტირ. როდესაც
შენი ხალხი მომადგა და წამომიყვანეს, არ ვიცოდი, მეგობართან
აღმოვჩნდებოდი თუ მტერთან. შენ მეგობარზე მეტიც გამოდექი.
ვიპოვე ძმა, დაკარგული რომ მეგონა.
პეტირ ბაელიშმა გაუღიმა.

300
– მე უიმედოდ მგრძნობიარე გახლავარ, ძვირფასო ლედი. მაგ-
რამ არავის უთხრა. წლები დამჭირდა, რათა მეფის კარი დამერწმუ-
ნებინა, წამხდარი და გულქვა რომ ვარ, და მეწყინებოდა, ამხელა
შრომამ ფუჭად რომ ჩამიაროს.
ნედმა მისი ნათქვამიდან სიტყვაც არ დაიჯერა, მაგრამ თავაზია-
ნი ხმით მიმართა:
– ჩემი მადლობაც მიითვალე, ლორდო ბაელიშ.
– ო, ეს მართლაც დიდი განძია, – გაეპასუხა ნეკა და გავიდა. რო-
დესაც მის უკან კარი მიიხურა, ნედი ცოლს მიუბრუნდა. – შინ რომ
დაბრუნდები, ჰელმან ტოლჰართს და გალბარტ გლოვერს სიტყვა
შეუთვალე ჩემი ბეჭდით: ას-ასი მშვილდოსანი დარაზმონ და მათ კა-
ილინი გაამაგრონ. ორას შეუდრეკელ ჩუბინს ყელზე მთელი ლაშ-
ქრის შეკავება შეუძლია. ლორდ მანდერლის შეუთვალე, თეთრ ნავ-
სადგურში ყველა ფორტი გაამაგროს, შეაკეთოს და მებრძოლებით
შეავსოს. და დღეიდან მსურს, თეონ გრეიჯოის მკაცრად უთვალთვა-
ლონ. ომი თუ იქნა, მამამისის ფლოტი ძალიან დაგვჭირდება.
– ომი? – კეტლინს სახეზე შიში გამოეხატა.
– საქმე აქამდე არ მივა, – აღუთქვა ნედმა, და გონებაში ღმერ-
თებს შესთხოვა, მართალი ყოფილიყო. ცოლი კვლავ გულში ჩაიკ-
რა, – ლანისტერები სუსტთან შეუბრალებლები არიან, მაგრამ
ჩრდილოეთზე გალაშქრებას ვერ გაბედავენ, თუკი ზურგსუკან მთე-
ლი დანარჩენი სახელმწიფო არ ედგებათ, ამას კი ვერ მოახერხებენ.
მე ეს მასხარაობა უნდა გავითამაშო, ვითომცდა ყველაფერი რიგზე
იყოს. გაიხსენე, რისთვის ჩამოვედი აქ, საყვარელო. თუკი ვიპოვი
მტკიცებულებას, რომ ლანისტერებმა მოკლეს ჯონ ერინი... მან იგ-
რძნო, როგორ აცახცახდა კეტლინი მის მკლავებში. ქალი ნაიარე-
ვიანი ხელებით ჩააფრინდა ქმარს.
– თუ იპოვი, მაშინ რა მოხდება, საყვარელო?

301
ნედმა იცოდა, რომ ყველაზე სახიფათო ამის მერე იქნებოდა.
– სამართალი მეფის ხელშია, – უთხრა ცოლს, – სიმართლეს
რომ შევიტყობ, რობერტს უნდა მივადგე, – და ვილოცო, რომ იგი
ის კაცია, მე რომ მგონია, დაასრულა აზრი მდუმარედ, და არა ის
კაცი, ვინც, ვშიშობ, რომ გახდა.

302
ტირიონი

303
– უკვე ნამდვილად გადაწყვიტე, ასე უცებ დაგვტოვო? – ჰკითხა
ლორდ-მეთაურმა.
– დიახ, ლორდ მორმონტ, – მიუგო ტირიონმა, – ჩემი ძმა ჯე-
იმი ალბათ უკვე საგონებელშია, ნეტავ რა მოუვიდაო. იქნებ ჩათ-
ვალოს კიდეც, რომ შავის შემოსვაზე დამიყოლიე.
– კიდევაც ვიზამდი, რომ შემეძლოს, – მორმონტი კიბორჩხა-
ლას მარწუხს გადასწვდა, ხელი მოუჭირა და დაამსხვრია. თუმც
დაბერებულიყო, ლორდ-მეთაურს ჯერაც დათვის ღონე მოსდევ-
და, – გამჭრიახი კაცი ხარ, ტირიონ. შენნაირი ხალხი გვჭირდება
კედელზე. ტირიონმა გულიანად გაუღიმა.
– მაშ, შვიდივე სამეფოში დავძებნი ჯუჯებს და ყველას თქვენ
გამოგიგზავნით, ლორდ მორმონტ, – გარშემო სიცილი ატყდა,
მან კი კიბორჩხალას ფეხიდან ხორცი გამოწუწნა და კიდევ ერ-
თიც გადაიღო. კიბორჩხალები იმ დილით ჩამოვიდა აღმოსავ-
ლეთის გუშაგიდან, თოვლიან კასრში შეფუთულები, და წვნიანი
და გემრიელი გამოდგა. სუფრასთან მსხდომთა შორის მხოლოდ
სერ ალისერ თორნს არ დასჩენია ღიმილის ნატამალი.
– ლანისტერი დაგვცინის.
– მხოლოდ შენ, სერ ალისერ, – გაეპასუხა ტირიონი. ამჯერად
სუფრაზე გადარბენილ სიცილს ნერვიული, ორჭოფული ელფერი
დაჰკრავდა.
თორნის შავი თვალები სიძულვილით მიაჩერდა ტირიონს.
– ნახევარკაცას კვალობაზე, მეტად თამამი ენა გაბია. იქნებ
მე და შენ ერთად გავსულიყავით სავარჯიშო ეზოში?
– რისთვის? – ჰკითხა ტირიონმა, – კიბორჩხალები აქაა.
მის პასუხს ისევ ხარხარი მოჰყვა. სერ ალისერი წამოდგა, პი-
რი ვიწრო ხაზად აჩნდა.
– გამო, ხელში იარაღი დაიკავე და მერე მეხუმრე!
ტირიონი ყურადღებით დააცქერდა საკუთარ მარჯვენას.

304
– იცი, ხელში იარაღი ისედაც მიჭირავს, სერ ალისერ, მერე რა,
რომ კიბორჩხალას ჩანგალი აღმოჩნდა. შევერკინოთ? – იგი თავის
სკამზე შეხტა და თორნის მკერდს ციდა ჩანგლით დაუწყო ჩხვლეტა.
კოშკის ოთახში ხარხარმა იფეთქა. ლორდ-მეთაურს პირიდან კი-
ბორჩხალას ნამცეცები გადმოსცვივდა, ჰაერს ყლაპავდა და ახვე-
ლებდა. მისი ყორანიც კი ჩაერთო საერთო აურზაურში, ფანჯრის
თავზე შემომჯდარი ხმამაღლა ჩხაოდა:
– ვერკინოთ! ვერკინოთ!
სერ ალისერ თორნი ისე გაჯგიმული გავიდა ოთახიდან, თითქოს
სარი ჰქონოდა გადაყლაპული.
მორმონტი ჯერაც ჰაერს ყლაპავდა. ტირიონმა ბეჭებს შორის ხე-
ლი დაჰკრა.
– გამარჯვებულს ნადავლიც ეკუთვნის! – წამოიძახა მან, – თორ-
ნის წილ კიბორჩხალებს მოვითხოვ! ბოლოს და ბოლოს ლორდ-მე-
თაურმა სული მოითქვა.
– ავი კაცი ხარ, ასე რომ გაგვიჯავრე ჩვენი სერ ალისერი! – ჩა-
იბურტყუნა მან.
ტირიონი ჩამოჯდა და ღვინო მოსვა.
– კაცი მკერდზე სამიზნეს თუ მიიხატავს, უნდა ელოდეს, რომ ად-
რე თუ გვიან ვინმეს ხელი წაუცდება და ისარს ესვრის. ისე, ზოგი გვა-
მიც მინახავს, თქვენს სერ ალისერზე მეტი იუმორის გრძნობა რომ
ჰქონია.
– არც მასეა საქმე, – შეედავა ლორდი მოურავი ბოუენ მარში,
ბროწეულივით მრგვალი და წითელი კაცი, – ერთი გასმინა, რა სა-
ხუმარო სახელებს აძლევს იმ ბიჭებს, ვისაც წვრთნის!
ტირიონს ზოგი ეს „სახუმარო სახელი” სმენოდა.
– ნაძლევს დავდებ, ბიჭებსაც აქვთ მისთვის შერქმეული რაღაცე-
ბი, – თქვა მან, – თვალებიდან ყინული გამოიფშვნიტეთ, ჩემო კეთი-
ლო ლორდებო. სერ ალისერ თორნი თქვენს თავლებს უნდა ხვეტ-
დეს, იმის ნაცვლად, რომ ახალბედა მეომრებს გიწვრთნიდეთ.

305
– ებგურს მეჯინიბეები არ აკლია, – დაიგრგვინა ლორდმა
მორმონტმა, – ამ ბოლო დროს სხვას არც არავის გვიგზავნიან.
მეჯინიბეები, ქურდბაცაცები და მოძალადეები. სერ ალისერი ნა-
კურთხი რაინდია, ერთი იმ მცირეოდენ რაინდთაგან, ვინც შავი
შეიმოსა ჩემი ლორდ-მეთაურობისას. მეფის საბიჯელზე მამაცუ-
რად იბრძოლა. – ოღონდ წაგებულ მხარეს, – მშრალად ჩაურთო
სერ ჯარემი რაიკერმა, – ეგ მე მკითხეთ, ქონგურებზე მის გვერ-
დით ვიდექი. ტაივინ ლანისტერმა დიდებული არჩევანი შემოგ-
ვთავაზა: ან შავი შეგვემოსა, ან მზის ჩასვლამდე თავებს დაგვაყ-
რევინებდა და სარზე წამოაცვამდა. საწყენად არ მითქვამს, ტი-
რიონ.
– საწყენი რა არის, სერ ჯარემი. მამაჩემი სარზე დაგებულ თა-
ვებზე ჭკუას კარგავს, მით უფრო, თუ ამ თავების პატრონებმა რა-
მით გააჯავრეს. ხოლო თქვენ იმდენად კეთილშობილი სახე
გაქვთ, უეჭველია, თქვენი თავით ზედ მეფის კარიბჭის ზემოთ შე-
ამკობდა გალავანს. ვფიქრობ, შთამბეჭდავი სანახავი იქნებო-
დით იქ, მაღლა... – მადლობა მომიხსენებია, – დამცინავი ღიმი-
ლით მოახსენა სერ ჯარემიმ.
ლორდ-მეთაურმა მორმონტმა ხმა ჩაიწმინდა.
– ზოგჯერ მეჩვენება, რომ სერ ალისერი მართალს ამბობს
შენზე, ტირიონ. დაგვცინი ჩვენც და ჩვენს საპატიო საქმეს, აქ, კე-
დელზე. ტირიონმა მხრები აიჩეჩა.
– ჩვენ ყველას გვჭირდება, დროდადრო რომ დაგვცინონ,
ლორდ – მორმონტ, მეტისმეტად სერიოზულად რომ არ ვუცქერ-
დეთ საკუთარ თავს. ღვინო დამიმატეთ, თუ შეიძლება, – მან თა-
ვისი თასი გაიწვდინა. რაიკერმა სასმისი შეუვსო, ბოუენ მარშმა
კი უთხრა:
– ასეთი პატარა კაცის კვალობაზე, ძალუმი წყურვილი გცოდ-
ნია. – ო, ჩემი აზრით, ლორდი ტირიონი საკმაოდ მოსული კაცია,

306
– წარმოთქვა მაგიდის მეორე ბოლოში მჯდარმა მაისტერ ეიმონმა.
იგი წყნარად ლაპარაკობდა, მაგრამ ღამის ებგურის სარდლები ჩა-
ჩუმდნენ, რათა კარგად გაეგონათ, თუ რას იტყოდა უხუცესი, – ვფიქ-
რობ, იგი გოლიათია, აქ, ქვეყნიერების დასალიერში ჩვენთან მოსუ-
ლი გოლიათი.
ტირიონმა თავაზით მიუგო:
– ჩემთვის ბევრი სახელი უწოდებიათ, მილორდ, მაგრამ „გოლი-
ათი” ძვირად ისმოდა მათ შორის.
– სისულელეა, – მაისტერ ეიმონმა ლიბრგადაკრული, რძისფე-
რი თვალების მზერა ტირიონის სახეზე გადაიტანა, – მე მართლაც
ასე ვფიქრობ.
უჩვეულო იყო, რომ ტირიონ ლანისტერს პასუხის გაცემა გა-
უჭირდა. ისღა მოახერხა, თავი დაეკრა და წარმოეთქვა:
– მეტად კეთილი ბრძანდებით, მაისტერ ეიმონ.
უსინათლო მოხუცმა გაიღიმა. ციდა იყო, დანაოჭებული და უთ-
მო, მის თავს გადავლილ ასეულ წელიწადს იმგვარად დაეპატარავე-
ბინა, რომ ნაირგვარი ლითონით ნაჭედი მისი მაისტერის ყელსაბამი
მობოშებული ეკიდა ყელზე.
– ჩემთვის მრავალი სახელი უწოდებიათ, მილორდ, – თქვა მან,
– მაგრამ „კეთილი” ძვირად ისმოდა მათ შორის. ამჯერად ტირიონ-
მა თავად გადაიხარხარა პირველმა.
კარგა ხნის მერე, როდესაც ჭამის საპასუხისმგებლო საქმე მო-
ითავეს და დაიშალნენ, მორმონტმა ტირიონს ცეცხლისპირა სკამი
და სუნელებით წამოდუღებული იმგვარად მაგარი ღვინო შესთავა-
ზა, შემსმელს თვალზე ცრემლს რომ მოადენდა.
– სამეფო გზა ასე განაპირა ჩრდილოეთში შეიძლება სახიფათოც
იყოს, – უთხრა ლორდ-მეთაურმა, ღვინოს რომ შეექცეოდნენ. – თან
ჯიკი და მორეკი მეყოლებიან, – მიუგი ტირიონმა„ – იორენიც ისევ
სამხრეთისკენ მოდის.

307
– იორენი მარტო ერთი კაცია. ებგურმა ვინტერფელამდე მა-
ინც უნდა მიგაცილოს, – იმგვარი ტონით განაცხადა მორმონტმა,
შედავებას რომ გამორიცხავდა, – სამი კაცი საკმარისი იქნება.
– კეთილი, რაკი ასე დაბეჯითებით ითხოვთ, მილორდ, – უთ-
ხრა ტირიონმა, – იქნებ ჭაბუკი სნოუ გამოგეყოლებინა? ძმების
ნახვით ძალიან გაიხარებდა.
მორმონტმა ხშირი რუხი წვერით დაფარული სახე მოღუშა.
– სნოუ? აა, სტარკის ბუში. არა მგონია. ახალგაზრდებმა უნდა
გადაივიწყონ ძველი ცხოვრება, ძმები და დედები და ეგეთი რა-
მეები. შინ სტუმრობა იმ გრძნობებს აუშლის, რომლებსაც, ჯობს,
არ შევეხოთ. ვიცი, რასაც ვამბობ. ჩემი საკუთარი სისხლი და
ხორცი...
ახლა, ჩემი შვილის ღირსების აყრის მერე, დათვის კუნძულს
ჩემი და მეგი მართავს. დისშვილები მყავს, რომლებიც არას-
დროს მინახავს, – მან ნერწყვი გადაყლაპა, – ესეც რომ არა, ჯონ
სნოუ ერთი ბიჭია და მეტი არაფერი. შენ კი სამი ძლიერი მოხმა-
ლავე გამოგყვება, საფრთხე რომ არაფერი შეგემთხვეს.
– შეძრული ვარ ამგვარი მზრუნველობით, ლორდ მორმონტ,
– მაგარი სასმელი ტირიონს აბრუებდა, მაგრამ არც იმდენად ათ-
რობდა, რომ ვერ მიმხვდარიყო, ბებერ დათვს ჩემგან რაღაც უნ-
დაო, – ვიმედოვნებ, შემეძლება, ეს სიკეთე რამით გადავიხადო.
– შეგეძლება, – პირდაპირ უთხრა მორმონტმა, – შენი და ტახტზე
მეფის გვერდით ზის, შენი ძმა დიდი რაინდია, მამაშენი კი შვიდი
სამეფოს უძლიერესი ლორდია. სიტყვა შეგვაწიე მათთან. მოუყე-
ვი, რა გაგვჭირვებია. თავადაც ხომ ნახე, მილორდ. ღამის ებგუ-
რი სულს ღაფავს. ათასზე ნაკლები დავრჩით. ექვსასი აქ ვართ,
ორასი – ბინდის კოშკში, კიდევ ნაკლები – აღმოსავლეთის გუ-
შაგში, და ამათგან მესამედიც ძლივსაა ნამდვილი მებრძოლი.
კედელი კი ასი ლიგაა სიგრძეში. დაფიქრდი ამაზე. თავს რომ

308
დაგვესხან, კედლის ყოველი მილის დასაცავად სამი კაცი მყავს, მე-
ტი არა.
– სამი და მესამედი, – მთქნარებით შეუსწორა ტირიონმა. მორ-
მონტს მისი ნათქვამი თითქოს არც გაუგია. მოხუცმა ხელები
ცეცხლს მიუშვირა გასათბობად.
– ბენჯენ სტარკი იონ როისის ვაჟის საძებრად გავგზავნე – ის თა-
ვის პირველსავე რეიდზე დაიკარგა. ეგ ბიჭი, როისი, სიმინდივით
ჭყინტი იყო, მაგრამ დაიჟინა, ჩემი ჯგუფი უნდა მყავდესო, როგორც
რაინდს, მეკუთვნისო. მისი მამა-ლორდის წყენინება არ მინდოდა,
ჰოდა, დავყაბულდი. ორ ისეთ კაცთან ერთად გავგზავნე, კედელზე
არავის ჩამოუვარდებოდნენ. სისულელე ვქენი.
– სისულელე! – დაეთანხმა ყორანი. ტირიონმა ახედა. ფრინვე-
ლი შავი მძივივით თვალებით დაჰყურებდათ და ფრთებს აფართქუ-
ნებდა, – სისულელე! – კვლავ დაიჩხავლა. უეჭველად, ბებერი მორ-
მონტი გაუნაწყენდებოდა, ამ ქმნილებას კისერს თუ მოუგრეხდა.
სამწუხაროა.
ლორდ-მეთაური ამ მომაბეზრებელ ჩხავილს არც იმჩნევდა. –
გარედი თითქმის ჩემხელა იყო და კედელზე ჩემზე მეტი ხანი ჰქონდა
გატარებული, – განაგრძობდა იგი, – მაგრამ, ჩანს, ფიცი გატეხა და
გაიქცა. არასოდეს დავიჯერებდი, მასზე მაინც, მაგრამ ლორდმა
ედარდმა ვინტერფელიდან მისი თავი გამომიგზავნა. როისზე არა-
ფერი ვიცით. საბოლოოდ, ერთი დეზერტირი და ორი დაკარგული
კაცი გვყავს, ახლა კიდევ ბენ სტარკიც წავიდა და აღარ გამოჩნდა, –
მან ღრმად ამოიხვნეშა, – მის მოსაძებნად ვინღა გავგზავნო? ორ წე-
ლიწადში სამოცდაათის გავხდები. ძალიან ბებერი და ძალიან დაღ-
ლილი ვარ იმ ტვირთისთვის, მხრებზე რომ მაწევს, მაგრამ, რომ ჩა-
მოვიხსნა, ვინ შემენაცვლება? ალისერ თორნი? ბოუენ მარში? მაის-
ტერ ეიმონივით ბრმა უნდა ვიყო, რომ ვერ ვხედავდე, ისინი რანი
არიან. ღამის ებგური დაბღვერილი ბიჭების და დაქანცული ბერიკა-
ცების რაზმი გახდა. იმათ გარდა, ვინც ამ საღამოს ჩემს სუფრასთან

309
იჯდა, შეიძლება, კიდევ თორმეტი კაცი მომიგროვდეს ისეთი,
კითხვა რომ იცის, და კიდევ ნაკლები ისეთი, ფიქრი რომ შეუძ-
ლია, ან დაგეგმვა, ან ხელმძღვანელობა. იყო დრო, ებგური ზაფ-
ხულებს შენებაში ატარებდა, და ყოველი ლორდ-მეთაური კე-
დელს უფრო მაღალს ტოვებდა, ვიდრე დახვდა. ახლა იმასღა ვა-
ხერხებთ, ცოცხლად გადავრჩეთ.
ტირიონი მიხვდა, რომ ბერიკაცი სრულიადაც არ ხუმრობდა.
ოდნავ შემცბარიც იყო მისი გულისტკივილით. ლორდმა მორ-
მონტმა თავისი ცხოვრების დიდი ნაწილი კედელზე გაატარა და
სჭირდებოდა იმის რწმენა, რომ მთელ ამ წლებს ფუჭად არ ჩაუვ-
ლია.
– გპირდები, რომ მეფეს მოვახსენებ თქვენს გასაჭირს, –
აღუთქვა მთელი სერიოზულობით, – მამაჩემსაც დაველაპარაკე-
ბი და ჩემს ძმასაც, ჯეიმის, – და მართლაც ასე მოიქცეოდა. ტი-
რიონ ლანისტერი სიტყვას არ ტეხდა. მაგრამ ის აღარ უთქვამს,
რომ მეფე რობერტი ყურსაც არ ათხოვებდა, რომ ლორდი ტაივი-
ნი ჰკითხავდა, საღი აზრი მთლად ხომ არ გამოგცლიაო, ჯეიმი კი
გაიცინებდა და მეტი არაფერი. – ახალგაზრდა კაცი ხარ, ტირი-
ონ, – უთხრა მორმონტმა, – რამდენი ზამთარი გინახავს?
მან მხრები აიჩეჩა.
– რვა, ცხრა. აღარ მახსოვს.
– და ყველა მათგანი ხანმოკლე იყო.
– ალბათ, რაკი ასე ამბობ, მილორდ, – ტირიონი რომ დაიბა-
და, გამორჩეულად სასტიკი ზამთარი მძვინვარებდა, და ის, რო-
გორც მაისტერები ამბობდნენ, თითქმის სამ წელიწადს გაგ-
რძელდა, მაგრამ ტირიონის პირველი მოგონებები გაზაფხულის
დღეებისა იყო. – ჩემს პატარაობაში იტყოდნენ ხოლმე, რომ ხან-
გრძლივი ზაფხული ხანგრძლივი ზამთრის დადგომას მოასწა-
ვებს. ეს ზაფხული ცხრა წელიწადს გაგრძელდა, ტირიონ, მალე
მეათე წელი წავა. დაფიქრდი ამაზე.

310
– ჩემს პატარაობაში, – მიუგო ტირიონმა, – გადია მეუბნებოდა,
რომ როდესმე, თუკი ადამიანები დაიმსახურებენ, ღმერთები მათ
უბოძებდნენ სამყაროს დაუსრულებელი ზაფხულით. იქნებ ჩვენ იმა-
ზე უკეთ ვიქცეოდით, ვიდრე გვგონია, და, ბოლოს და ბოლოს, მარა-
დიული ზაფხული დაგვიდგა? – გაიკრიჭა იგი.
ლორდ-მეთაურს ხალისს ვერ შეატყობდი.
– ისეთი ბრიყვი არ ხარ, ამის გჯეროდეს, მილორდ. დღეები უკვე
მოკლდება. ეიმონმა წერილები მიიღო ციტადელიდან, მათი ნიშნები
მის საკუთარ დაკვირვებებს ემთხვევა. ზაფხულის ბოლო თავს წა-
მოგვდგომია, – მორმონტი ტირიონს მსუბუქად სწვდა ხელზე, – უნ-
და აიძულო ისინი, შეიგნონ. გეუბნები, მილორდ, წყვდიადი გვიახ-
ლოვდება. ტყეში ველური არსებები დაძრწიან, მგელსაზარები, მა-
მონტები და ზუბრებისხელა თოვლის დათვები, სიზმრებში კი უფრო
ბნელი ლანდებიც მსტუმრობენ.
– სიზმრებში, – გამოეხმაურა ტირიონი, თავად კი ფიქრობდა, თუ
რა სულიმწარედ სჭირდებოდა კიდევ ერთი ჭიქა რამე მაგარი სასმე-
ლი.
მორმონტმა ყური არ ათხოვა მკვახე ტონს, მის ხმაში რომ ისმო-
და. – აღმოსავლეთის გუშაგის მახლობლად მეთევზეებმა ნაპირზე
თეთრ მავალებსაც მოჰკრეს თვალი.
ამჯერად ტირიონმა თავი ვეღარ შეიკავა:
– მეთევზეები ლანისპორტში მერლინგებს ხედავენ ხშირად. –
დენის მალისტერი მწერს, რომ მთიელები სამხრეთისკენ მიემართე-
ბიან, ბინდის კოშკთან ჩაივლიან მალვით – ადრე ამდენი არასოდეს
დაძრულან. ისინი გარბიან, მილორდ... მაგრამ რას გაურბიან? –
ლორდი მორმონტი ფანჯარას მიადგა და ღამეს გახედა, – ბებერი
ძვლები მაქვს, ლანისტერ, მაგრამ ამგვარი სუსხი არასოდეს უგ-
რძნიათ. გავედრებ, გადაეცი მეფეს, რაც გითხარი. ზამთარი მოდის,
და როდესაც ხანგრძლივი ღამე დადგება, სახელმწიფოსა და ჩრდი-
ლოეთიდან მოქროლილ წყვდიადს შორის მხოლოდ ღამის ებგური

311
იდგება. მაშინ კი ღმერთებმა გვიშველონ ყველას, თუკი მზად არ
ვიქენით.
– ღმერთების შველა მე დამჭირდება, თუ ამაღამ ცოტა მაინც
არ წავუძინე. იორენი აპირებს, გათენებისთანავე გაუდგეს გზას,
– ტირიონი წამოდგა, ღვინით ძილმორეული და ამ საბედისწერო
საუბრებით დაქანცული, – მადლობა მომიხსენებია თქვენი სტუ-
მართმოყვარეობისთვის, ლორდ მორმონტ.
– უთხარი მათ, ტირიონ. უთხარი და დააჯერე. მე სხვა მად-
ლობა არ მინდა, – მან დაუსტვინა, ყორანი ჩამოფრინდა და
მხარზე დაასკუპდა. მორმონტმა გაიღიმა და ჯიბიდან ამოღებუ-
ლი ფეტვით გაუმასპინძლდა. ამ ყოფით დატოვა იგი ტირიონმა.
გარეთ სასტიკად ციოდა. ქურქებში შეფუთულმა ტირიონ ლა-
ნისტერმა ხალჯაგები წამოიცვა და თავი დაუქნია საბრალო გა-
თოშილ გუშაგებს, მეთაურის კოშკის კართან რომ იდგნენ. ეზო
გადაჭრა და მეფის კოშკში მოთავსებული თავისი ოთახებისკენ
გაემართა, რაც შეეძლო, სწრაფად მიაბიჯებდა. მისი ჩექმები ღა-
მით თოვლზე გაჩენილ ქერქს ამტვრევდნენ და ეს უსწორო ნამ-
ტვრევები ფეხქვეშ უხრაშუნებდა, ორთქლად ამომავალი სუნ-
თქვა კი ალამივით ეკიდა ცხვირწინ. ხელები იღლიებში შეილაგა
და უფრო სწრაფად გააბიჯა, თან ნატრობდა, ნეტავ მორეკს არ
დავიწყებოდა, ჩემი ლოგინი ცეცხლიდან გამოღებული ცხელი
აგურებით შეეთბოო. მეფის კოშკის უკან კედელი ელავდა მთვა-
რის შუქზე, ვეება, იდუმალი. ტირიონი წუთით შეჩერდა და ახედა.
ფეხები სტკიოდა სიცივით და სწრაფი სიარულით. უეცრად უცნა-
ურმა სიშლეგემ დარია ხელი, მოესურვა, ერთხელაც გადაეხედა
ქვეყნიერების კიდიდან. ამის შესაძლებლობა მეტად აღარც მექ-
ნებაო, გაიფიქრა.
ხვალ სამხრეთისკენ გაეშურებოდა და ვერ წარმოედგინა,
რას უნდა ეიძულებინა, სხვა დროსაც დაბრუნებულიყო ამ გაყი-
ნულ უდაბურებაში. მეფის კოშკი უკვე მის წინ აღმართულიყო,

312
სითბოსა და რბილ მოსასვენებელს ჰპირდებოდა, მაგრამ აი, ტი-
რიონი უკვე გასცდა მას და კედლის მკრთალი, თვალუწვდენელი
ზღუდისკენ მიემართებოდა.
სამხრეთ მხარეს ხის კიბე ასდევდა, იგი ყინულში ღრმად ჩასო-
ბილ და ჩაყინულ მსხვილ ძელებზე იყო დამაგრებული. ხან ერთ, ხან
მეორე მხარეს მიემართებოდა მისი საფეხურები, მაღლა და მაღლა
მიიკვლევდა გზას, ელვის კვესების დარად დაკლაკნილი. შავი ძმები
ირწმუნებოდნენ, რომ კიბე ბევრად უფრო მტკიცე იყო, ვიდრე ჩანდა,
მაგრამ ტირიონს ფეხები ისე მტკივნეულად ეჭიმებოდა, რომ კიბეზე
ასვლა არც უფიქრია. ამის მაგივრად, კედლის გვერდით დადგმულ
რკინის გალიას მიუახლოვდა, შიგნით შეძვრა და სამჯერ ძლიერად
ჩამოჰკრა ზარის ბაწარს.
ასე იდგა, ცხაურს შიგნით, კედლისკენ ზურგმიქცეული, და მოეჩ-
ვენა, რომ მთელმა მარადისობამ ჩაიარა, სანამ იცდიდა. ყოველ
შემთხვევაში, დრო საკმარისი ჰქონდა, რომ დაფიქრებულიყო, ამას
რად ჩავდივარო. ის იყო, აპირებდა, ხელი აეღო თავის ანაზდეულ
წადილზე და დასაწოლად წასულიყო, რომ გალია შეირყა და ზევით
დაიწყო სვლა.
ტირიონი ნელა მიიწევდა ზემოთ, თავიდან – წყვეტილად და
ბორძიკით, მერე და მერე – უფრო თანაბრად. მიწა სადღაც ქვემოთ
დარჩა, გალია დატრიალდა და ტირიონი რკინის გისოსებს ჩაებღა-
უჭა. ლითონის სიცივეს ხელთათმანების შიგნითაც გრძნობდა. მან
სიამოვნებით შენიშნა, რომ მორეკს მის ოთახში ცეცხლი დაენთო,
მაგრამ ლორდ-მეთაურის კოშკი ჩაბნელებული ჩანდა. ჩანს, ბებერი
დათვი მასზე უფრო კეთილგონიერი იყო.
შემდეგ კოშკებს ასცდა, და მაინც ზევით მიიწევდა. ციხეშავი მის
ფეხქვეშ იწვა, მოსევადებულს ჰგავდა მთვარის შუქზე. აქ, მაღლი-
დან მოჩანდა, რა გაფიჩხული და ცარიელი იყო, მოჩანდა მისი უფან-
ჯრო სიმაგრეები, ჩამოშლილი კედლები, დამსხვრეული ქვებით მო-

313
ფენილი ეზოები. მოშორებით ხედავდა თხუნელქალაქის სინათ-
ლეებს – ეს პატარა სოფელი იყო სამეფო გზის პირას, სამხრე-
თისკენ ნახევარი ლიგის მანძილზე – და აქა-იქ მთვარის კაშკაშა
სხივი სხლტებოდა მთებიდან ჩამოქანებული და ველებზე გადა-
სალტული ყინულოვანი მდინარეების ჩქერებზე. მთელი დანარ-
ჩენი ქვეყნიერება ქარიან ბორცვთა და თოვლით დალაქულ ქვი-
ან მინდორთა უდაბურების ამარა რჩებოდა.
ბოლოს, როგორც იქნა, მის ზურგსუკან ბოხი ხმა გაისმა:
– შვიდ ჯოჯოხეთს გეფიცებით, ეს ხომ ქონდრისკაცია! – გა-
ლია შეტოკდა და ერთბაშად გაჩერდა, ეკიდა და ნელა ქანაობდა
ბაწრების ჭრიალით.
– მოიყვა, ჯანდაბა მაგას, – გაისმა ხვნეშა, ფიცრების ხმამა-
ღალი ჭრიალი, გალია გვერდით გაცურდა და ტირიონი კედლის
თავზე აღმოჩნდა. მან შეიცადა, სანამ გალია ქანაობას მორჩებო-
და, შემდეგ კარი-ცხაური გააღო და ყინულზე დახტა. შავად შემო-
სილი მძიმე ფიგურა ჯალამბარზე იყო დახრილი, მეორეს კი გა-
ლია ეჭირა ხელჯაგიანი ხელით. სახეები შალის შარფებით ისე
მოებურათ, თვალებიდღა უჩანდათ, სხეულები კი გაფუყული
ჰქონდათ ერთმანეთზე გადაცმული შალისა და ტყავის, შავზე და-
დებული შავი ფენების გამო. – და ნეტავ აქ რა გინდა, ასეთ
დროს? – ჰკითხა ჯალამბართან მდგარმა.
– ბოლოჯერ გადავიხედავ.
კაცებმა დაღვრემილი მზერით გადახედეს ერთმანეთს.
– იცქირე, რამდენიც გენებოს, – უთხრა მეორემ, – ოღონდ
გაფრთხილდი, არ ჩავარდე, მოკლე კაცო. ბებერი დათვი ტყა-
ვებს გაგვაძრობს. მაღალი ოწინარის ქვეშ ხის პატარა ჯიხური
იდგა. ტირიონმა თვალი მოჰკრა მაყალზე გაღვივებულ ნაკვერ-
ჩხალს და ხანმოკლე სითბო მიელამუნა, როდესაც ჯალამბრის
კაცმა კარი გამოაღო და ისევ შიგნით შევიდა. იგი მარტო დარჩა
კედლის თავზე.

314
აქ, მაღლა, სასტიკად ციოდა და ქარი მომთხოვნი საყვარელი-
ვით ლამობდა, მისთვის ტანსაცმელი შემოეცალა. კედლის თავი უფ-
რო ფართო იყო, ვიდრე სამეფო გზა ზოგ ადგილებში, ასე რომ, ტი-
რიონს ჩავარდნის შიში არ ჰქონია, თუმც ფეხის მოსაკიდი უფრო მო-
ლიპული იყო, ვიდრე ისურვებდა. ძმები სავალ ნაწილზე დამსხვრე-
ულ ქვას აყრიდნენ, მაგრამ ურიცხვი ნაბიჯი კედელს ალღობდა, ყი-
ნული თითქოს ხრეშის გარშემო ამოიზრდებოდა, კენჭებს ყლაპავ-
და, სანამ ბილიკი არ გაშიშვლდებოდა და კვლავ ქვის დაფშვნა არ
გახდებოდა საჭირო.
და მაინც, აქ გავლა საძნელო არ იყო. ტირიონმა გახედა აღმო-
სავლეთსა და დასავლეთს, მის წინ გაწვართულ უსასრულო თეთრ
გზას, რომელსაც არც თავი უჩანდა და არც ბოლო, და მის ორთავე
მხარეს პირდაღებულ უფსკრულს. დასავლეთისკენ წავალო, გადაწ-
ყვიტა უმიზეზოდ, და კიდევაც გაემართა იქით, ჩრდილო კიდესთან
ახლოს გამავალ ბილიკს მიუყვებოდა, სადაც დაყრილი ხრეში ყვე-
ლაზე უფრო შეულახავი ჩანდა.
შიშველი ლოყები ყინვამ აუწითლა, ფეხები ყოველი ნაბიჯის მე-
რე უფრო მწარედ უკვნესოდა, მაგრამ ტირიონი ამას აინუნშიც არ
აგდებდა. გარშემო ქარი დაზუზუნებდა, ფეხქვეშ კენჭები ხრაშუნებ-
და, მის წინ კი ჩანდა კედლის თეთრი ზოლი, რომელიც გორაკების
თხემებს მისდევდა, მაღლდებოდა და დასავლეთის ჰორიზონტს
მიღმა უჩინარდებოდა. მან ჩაუარა მძლავრ ფილაკვანს, რომელიც
ქალაქის გალავანზე უფრო მაღალი იქნებოდა, მისი ძირი ღრმად
იყო ყინულში ჩაფლული. სასროლი ხარიხა შესაკეთებლად ჩამოეხ-
სნათ და ასევე დაეტოვებინათ; ახლა გატეხილი სათამაშოსავით
იდო კედლის თავზე, ყინულში სანახევროდ ჩამარხული.
ფილაკვნის მეორე ბოლოდან გუშაგმა შემოსძახა:
– ვინ მოდის? შესდექი!
ტირიონი შედგა.

315
– დიდხანს თუ ვიდგები, ადგილზე მივეყინები, ჯონ, – თქვა
მან, როდესაც ბალნიანი თეთრი ჩრდილი უჩუმრად მიცურდა
მასთან და ქურქები დაუყნოსა, – გაუმარჯოს, ლანდი.
ჯონ სნოუ მიუახლოვდა. ქურქებსა და ტყავებში გამოხვეული
უფრო მოსული და მძიმე ჩანდა, მოსასხამის ჩაჩი თვალებზე
ჰქონდა ჩამოფხატული.
– ლანისტერ, – წარმოთქვა მან და შარფი გამოქაჩა, პირი
რომ გამოეჩინა, – ნამდვილად არ მეგონა, აქ თუ გნახავდი. –
ჯონს ხელში რკინისბუნიკიანი მძიმე შუბი ეჭირა, თავისზე უფრო
მაღალი, გვერდზე კი ტყავის ქარქაშით ხმალი ეკიდა. მკერდზე
ვერცხლით შეჭედილი მოელვარე საომარი საყვირი მოუჩანდა.
– ჰო, წესით, ყველაზე ნაკლებად აქ იყო საფიქრებელი ჩემი
ნახვა, – დაეთანხმა ტირიონი, – ხუშტურმა ამიტანა. ლანდს რომ
მივეკარო, ხელს მომაჭამს თუ არა?
– არა, რაკი მეც აქ ვარ, – დაჰპირდა ჯონი.
ტირიონმა თეთრ მგელს ყურებს უკან დაფხანა. წითელი თვა-
ლები გულგრილად შესცქეროდნენ. ცხოველი უკვე მკერდამდე
სწვდებოდა.
ტირიონს პირქუში შეგრძნება გაუჩნდა, რომ, წელიწადიც და,
მოუწევდა, ქვემოდან ზემოთ ეცქირა მგლისთვის.
– რას აკეთებ აქ, მაღლა, ამ შუაღამისას? – ჰკითხა ჯონს, –
რასაკვირველია, მამაკაცური ღირსებების წაყინვის გარდა?
– ღამის გუშაგობა მერგო, – მიუგო ჯონმა, – ისევ. სერ ალი-
სერმა მოწყალედ მოაწყო ისე, რომ გუშაგების მეთაური ჩემით
განსაკუთრებით დაინტერესდა. როგორც ჩანს, ფიქრობს, რომ,
თუ ნახევარი ღამე არ დამაძინეს, დილის ვარჯიშზე ჩამეძინება.
ჯერჯერობით იმედს ვუცრუებ.
ტირიონმა ფართოდ გაუღიმა.
– ლანდმა ჯამბაზობა ისწავლა უკვე?

316
– არა, – ღიმილით მიუგო ჯონმა, – მაგრამ გრენმა ამ დილით
ჰალდერი დაამარცხა, პიპსაც ისე ხშირად აღარ უვარდება ხელი-
დან ხმალი, როგორც ადრე.
– პიპს?!
– სინამდვილეში პიპარი ჰქვია. პატარა ბიჭი რომაა, დიდყურა.
დაინახა, გრენთან რომ ვმუშაობდი, და მთხოვა, დავხმარებოდი.
თორნს ისიც კი არ უჩვენებია, სწორად როგორ უნდა მოჰკიდოს
ხმალს ხელი, არც ერთხელ. – იგი შებრუნდა და ჩრდილოეთს გახე-
და, – კედლის ერთი მილი მაქვს საგუშაგო. გამოივლი ჩემთან ერ-
თად? – ნელა თუ ივლი.
– გუშაგების მეთაური მეუბნება, რომ უნდა ვიარო, თუ არ მინდა,
სისხლი გამეყინოს, მაგრამ რამდენად სწრაფად უნდა ვიარო –
არასდროს უთქვამს. ისინი კედელს გაუყვნენ, ჯონს გვერდით ლან-
დი მოსდევდა თეთრ აჩრდილად.
– ხვალ დილით მივემგზავრები, – უთხრა ტირიონმა.
– ვიცი, – ჯონის ხმაში უჩვეულო სევდა გაისმა.
– ვფიქრობ, გზად ვინტერფელში შევიარო. თუ გინდა, რამე გა-
დავცე შენგან...
– რობს უთხარი, რომ ვაპირებ, ღამის ებგურს ვუსარდლო და ხი-
ფათი ავაცილო, ასე რომ, შეუძლია, გოგონებთან ერთად ქარგვას
ჩაუჯდეს, თავისი ხმალი კი მიკენს ნალებად გადაადნობინოს.
–”შენი ძმა ჩემზე ბრგეა, – სიცილით მიუგო ტირიონმა, – უარს
ვამბობ ისეთი რამის გადაცემაზე, რაც ჩემი სიკვდილის მიზეზი შეიძ-
ლება გახდეს.
– რიკონი გკითხავს ჩემზე, როდის დაბრუნდებაო. სცადე აუხსნა,
სად ვარ წამოსული, თუკი შეძლებ. უთხარი, რომ სანამ არ ვიქნები,
ჩემი ნივთები მას ჰქონდეს – გაუხარდება.
როგორც ჩანს, დღეს ყველას გადაუწყვეტია, ჩემგან ბევრს მო-
ელოდესო, გაიფიქრა ტირიონ ლანისტერმა.
– იცი, შეგეძლო ეს ყველაფერი მიგეწერა.

317
– რიკონმა ჯერ კითხვა არ იცის. ბრანი... – ჯონი ერთბაშად
შედგა, – არ ვიცი, ბრანს რა, შევუთვალო. დაეხმარე, ტირიონ.
– მე რა დახმარება შემიძლია? მაისტერი არ ვარ, ტკივილი
რომ შევუმსუბუქო. ჯადო-ხრიკები არ ვიცი, ფეხები რომ ავუმუშა-
ვო. – ხომ ახერხებდი დამხმარებოდი, როდესაც მჭირდებოდა, –
უთხრა ჯონ სნოუმ. – ეგ რა დახმარება იყო, – თქვა ტირიონმა, –
სიტყვები, სხვა არაფერი.
– მაშ, ბრანსაც სიტყვებით დაეხმარე.
– შენ კოჭლს ევედრები, ხეიბარს ცეკვა ასწავლოს. რაც არ
უნდა სული და გული ჩაიდოს გაკვეთილში, შედეგი სასაცილო
იქნება. მაგრამ, ასეა თუ ისე, მე ვიცი, რა არის ძმის სიყვარული,
ლორდ სნოუ. ბრანს რითაც შევძლებ, იმ მცირედით დავეხმარე-
ბი. – მადლობა მომიხსენებია, ჩემო ლორდო ლანისტერთაგანო,
– ჯონმა ხელჯაგი წაიძრო და ლანისტერს შიშველი ხელი გაუწო-
და, – მეგობარო. ტირიონს უჩვეულოდ მოხვდა გულზე მისი სიტ-
ყვები.
– ჩემს ნათესავთა უმრავლესობა კია ბუშები, – თქვა მოქცეუ-
ლი ღიმილით, – მაგრამ შენ პირველი ხარ, ვისთან დამეგობრე-
ბაც მომიხდა, – მან კბილებით წაიძრო ხელთათმანი და სნოუს
ხელი ჩამოართვა, შეუმოსავი სხეულით იგრძნო მისი შეუმოსავი
სხეული. ბიჭს მტკიცე, ძლიერი ხელი ჰქონდა.
როდესაც ხელჯაგი კვლავ ჩაიცვა, ჯონ სნოუ მკვეთრად შეტ-
რიალდა და კედლის ჩრდილო კიდეს გადევნებულ ყინულის და-
ბალ პარაპეტს მიუახლოვდა. მის ქვემოთ კედლის პირი უფ-
სკრულში ექანებოდა; უფრო დაბლა კი წყვდიადი და ველურეთი-
ღა იყო. ტირიონი მიჰყვა და ისინი გვერდიგვერდ შედგნენ ქვეყ-
ნიერების კიდეზე. ღამის ებგურის წესებით, ტყის პირი კედელს
ჩრდილოეთიდან ნახევარ მილზე მეტად არ უნდა მოახლოებო-
და. ძელქვების, ხეგუშაგების და მუხების უღრანი აქ საუკუნეთა
წინ გაეკაფათ და კედელსა და ტყეს შორის გაჩენილი ფართო

318
ახოს გადმოლახვას შეუმჩნევლად ვერა მტერი ვერ შეძლებდა. ტი-
რიონს სმენოდა, რომ ყველა სხვა ადგილას კედლის გასწვრივ, სამ
სიმაგრეს შორის, ველური ტევრი კვლავ წინ გამოჩოჩდა ათწლეულ-
თა განმავლობაში, რომ ზოგან რუხ-მწვანე ხეგუშაგებმა და
მკრთალმა თეთრმა ძელქვებმა თავად კედლის ჩრდილში გაიდგეს
ფესვი, მაგრამ ციხეშავი მუდამ ხარბად ნთქავდა შეშას და ტყეს მის
მახლობლად ჯერაც რიგიანად აკავებდნენ შავი ძმების ცულები.
თუმცა ტყეს შორი მაინც არ ეთქმოდა. ამ სიმაღლიდან ტირიონი
ხედავდა ღია მიწის მიღმა წამომართულ მუქ ხეებს, თითქოსდა ყინუ-
ლის კედლის გასწვრივ მეორე კედელი გაეყოლებინათ – ღამის კე-
დელი. იმ შავ ტევრში იშვიათად თუ მოქნეულიყო ცული, აქ მთვარის
სხივიც კი ვერ ატანდა ფესვების, ეკალბარდებისა და ჩახლართული
ტოტების საუკუნოვან ნართში. იქ ხეები ვეება იზრდებოდნენ და აე-
შაგები ამბობდნენ, გეგონება, ფიქრი შეუძლიათ და ადამიანების არ-
სებობას საერთოდ არ ცნობენო. გასაკვირი არ იყო, რომ ღამის ებ-
გურმა ამ ტევრს სახელად ავსულებიანი ტყე შეარქვა. ასე იდგა ტი-
რიონ ლანისტერი, გადასცქეროდა უკიდეგანო წყვდიადს, სადაც ერ-
თი ცეცხლიც კი არსად ენთო, ქარი გარს ევლებოდა და სიცივე შუბი-
ვით უმსჭვალავდა გულ-მუცელს, და იგრძნო: ლამის დაეჯერებინა
მოარული ხმები სხვებზე, ღამეში მოარულ მტერზე... საკუთარი
ოხუნჯობა გრუმკინებსა და სნარკებზე უკვე აღარც ისე სასაცილო ეჩ-
ვენებოდა.
– იქ სადღაც ბიძაჩემია, – წყნარად წარმოთქვა ჯონმა. შუბს იყო
ჩამოყრდნობილი და წყვდიადს ჩასცქეროდა, – როდესაც პირვე-
ლად ამომგზავნეს აქ, ვფიქრობდი, ამაღამ ძია ბენი უკან დაბრუნდე-
ბა, მე პირველი დავინახავ, როგორ მოაჭენებს ცხენს, და საყვირს
ჩავბერავ-მეთქი. მაგრამ იგი არ დაბრუნებულა. არც იმ ღამით, არც
მერე.
– ადროვე, – უთხრა ტირიონმა.

319
შორს ჩრდილოეთით მგელი აყმუვლდა. მას მეორე ხმა აჰყვა,
შემდეგ კიდევ, კიდევ. ლანდმა თავი გვერდზე გადახარა და ყური მი-
უგდო.
– თუ იგი არ დაბრუნდება, – პირობა დადო ჯონ სნოუმ, – მე და
ლანდი წავალთ და ვიპოვით, – მან მგელსაზარას თავზე დაადო
ხელი. – მჯერა შენი, – უთხრა ტირიონმა, თავისთვის კი იფიქრა,
შენს მოსაძებნად ვინღა წამოვა? და გააჟრჟოლა.

320
არია

321
მამამისს ისევ ეჩხუბა საბჭოსთან. არიამ ეს სახეზე შეატყო, რო-
დესაც იგი სადილად მოვიდა, ისევ დაგვიანებით, როგორც ბო-
ლო დროს ხშირად ხდებოდა ხოლმე. პირველი თავი კერძი,
ტკბილი გოგრის წვნიანი, უკვე გაეტანათ, როდესაც ნედ სტარკი
მცირე დარბაზში შემოვიდა ჩქარი ნაბიჯით. „მცირედ” მოიხსენი-
ებდნენ, რათა სეფედარბაზისგან გაერჩიათ, სადაც მეფეს ათასი
კაცის ნადიმად დასხმა შეეძლო, თორემ თაღებიანი ჭერით დახუ-
რულ ამ გრძელ ოთახში ჩარიგებულ მერხ-მაგიდებს ორასიოდე
კაცი უჭირველად შემოუსხდებოდა.
– მილორდ, – წარმოთქვა იორიმ და ფეხზე წამოდგა, მას და-
ნარჩენი მცველებიც აჰყვნენ. ყველა მათგანს ახალი მოსასხამი
ეცვა – მძიმე რუხი შალის ქსოვილს კიდეზე თეთრი ატლასის ქო-
ბა გასდევდა. ყოველი მოსასხამის ნაკეცებს ნაჭედი ვერცხლის
ხელი იჭერდა, რაც ნიშნავდა, რომ მისი მატარებელი მეფის მარ-
ჯვენის კარის მცველთაგანი იყო. ისინი მხოლოდ ორმოცდაათნი
იყვნენ და გრძელი სკამების მეტი წილი ცარიელი რჩებოდა.
– დასხედით, – წარმოთქვა ედარდ სტარკმა, – ვხედავ, სა-
დილს უჩემოდ შესდგომიხართ. კარგია, რომ ამ ქალაქში ვიღა-
ცას მაინც შერჩა საღი აზრი, – მან მსახურებს ანიშნა, კერძი გა-
ნეახლებინათ. მათ ნივრით და სუნელებით შეზავებული შემწვა-
რი ნეკნების შემოტანა იწყეს ფართო სინებით.
– სავარჯიშო ეზოებში ლაპარაკობენ, რომ ტურნირს ჩაატა-
რებენ, მილორდ, – თქვა იორიმ, როდესაც დაჯდა, – ამბობენ,
რომ მთელი სახელმწიფოდან ჩამოვლენ რაინდები, რათა ერ-
თმანეთს შეერკინონ და ინადიმონ მეფის მარჯვენად თქვენი და-
ნიშვნის აღსანიშნავად.
არია ატყობდა, რომ მამამისი სულაც არ იყო ამ ამბით ნაამე-
ბი. – იმასაც ამბობენ, რომ ამქვეყნად მაგაზე უფრო ნაკლებად
არაფერი მჭირდება?
სანსას თვალები თეფშებივით დაუმრგვალდა.

322
– ტურნირი! – ამოთქვა სუნთქვაშეკრულმა. იგი სეპტა მორდეინ-
სა და ჯეინი პულს შორის იჯდა, არიასგან იმდენად შორს, რამდენა-
დაც შეიძლებოდა, ისე, რომ მამის შენიშვნა არ დაემსახურებინა, –
ჩვენც შეიძლება წამოვიდეთ, მამა?
– შენ იცი, რასაც ვფიქრობ ამაზე, სანსა. როგორც ჩანს, მე მევა-
ლება, რობერტის თამაშები მოვაწყო და მისი ხათრით თავი ისე და-
ვიჭირო, თითქოს ვფიქრობდე, პატივი მომაგეს; ეს არ ნიშნავს, რომ
ჩემი ასულებიც აუცილებლად უნდა მონაწილეობდნენ ამ სისულე-
ლეში. – ო, გთხოვ, – შეევედრა სანსა, – მინდა, ვნახო.
სეპტა მორდეინი საუბარში ჩაერთო:
– იქ პრინცესა მირცელა იქნება, მილორდ, იგი კი ლედი სანსაზე
უმცროსია. სამეფო კარის ყველა ქალბატონი მიწვეული იქნება ასეთ
დიდ მოვლენაზე, თანაც, ტურნირი თქვენს საპატივცემულოდ იმარ-
თება და უცნაური იქნებოდა, თქვენი ოჯახის წევრები რომ არ დაეს-
წრონ.
მამა გულგატეხილი ჩანდა.
– ალბათ ასეა. კეთილი, შენთვის ადგილს გამოვაყოფინებ, სან-
სა, – მან არია შენიშნა, – თქვენთვის, ორივესთვის. – მაგათი შტე-
რული ტურნირი არაფერში მენაღვლება, – განაცხადა არიამ. მან
იცოდა, რომ იქ პრინცი ჯოფრი იქნებოდა, მას კი პრინცი ჯოფრი
ეჯავრებოდა.
სანსამ თავი ასწია.
– ეს მშვენიერი სანახაობა იქნება. შენ იქ არავის სჭირდები. მა-
მას სახეზე ბრაზმა გადაურბინა.
– კმარა, სანსა. იმდენს იზამ, გადავიფიქრებ, რასაც შეგპირდი.
ამ თქვენმა უსასრულო ომმა დამქანცა. თქვენ დები ხართ. და მოვე-
ლი, რომ დებივით იქცეოდეთ. გასაგებია?
სანსამ ტუჩზე იკბინა და თავი დაუქნია. არიამ თავი დახარა და
მოღუშული ჩააცქერდა თეფშს. გრძნობდა, როგორ მოადგა ცრემ-
ლები.

323
მან ბრაზით მოისრისა თვალები, მტკიცედ გადაეწყვიტა, არ
ეტირა.
დარბაზში მხოლოდ დანა-ჩანგლის წკარუნი ისმოდა.
– გთხოვთ მომიტევოთ, – თქვა სუფრასთან მჯდომმა მამამ, –
ამ საღამოს რაღაც მადა არ მაქვს, – და იგი დარბაზიდან გავიდა.
მისი წასვლის შემდეგ სანსა და ჯეინი პული აღტაცებით აჩურ-
ჩულდნენ ერთმანეთთან. მაგიდის ბოლოში იორიმ გაიცინა რა-
ღაც ხუმრობაზე, ჰალენმა კი ისევ ცხენებზე გააბა უსასრულოდ:
– ხო იცი, საბრძოლო ცხენი ტურნირისთვის ისე არ გამოგადგე-
ბა. საომარი ცხენი სულ სხვა რამეა, სულ სხვა, – რაც ყველას უკ-
ვე ათასჯერ მოესმინა; დესმონდმა, ჯეკსმა და ჰალენის ვაჟმა
ჰარვინმა შემოუძახეს და ჩააჩუმეს, პორთერმა კი მსახურებს
გასძახა, კიდევ მოეტანათ ღვინო.
არიას არავინ ესაუბრებოდა. მას ეს სრულიადაც არ ანაღ-
ვლებდა. კიდევაც მოსწონდა. სულაც მარტო შეჭამდა ხოლმე,
თავის ოთახში, ნება რომ დაერთოთ. ზოგჯერ კიდევაც ანებებ-
დნენ, როდესაც მამა მეფესთან იყო მიწვეული ან ვინმე ლორ-
დთან თუ რომელიმე მხარის დესპანთან ერთად სადილობდა.
სხვა დროს კი მამის სასტუმრო ოთახში ჭამდა, მხოლოდ ნედთან
და სანსასთან ერთად. არიას ამ დროს ყველაზე მეტად ენატრე-
ბოდა თავისი ძმები. სურდა, ბრანი გამოეჯავრებინა, პაწია რი-
კონთან ეთამაშა, რობს კი მისთვის გაეღიმა. სურდა, ჯონს მის-
თვის თმები მოეჩეჩა, „დაიკო” დაეძახა და მასთან ერთად დაემ-
თავრებინა წინადადებები. მაგრამ ყველანი შორს იყვნენ. არა-
ვინ დარჩენოდა გვერდით, მხოლოდ სანსა, რომელიც ხმასაც კი
არ გასცემდა, მამას რომ არ ეიძულებინა. შინ, ვინტერფელში,
თითქმის ყოველ მეორე დღეს სეფედარბაზში სადილობდნენ. მა-
მა ხშირად ამბობდა ხოლმე, რომ საჭიროდ მიაჩნდა, ბატონი ხემ-
სად თავის მებრძოლებთან ერთად დამჯდარიყო, თუკი მათი შე-
ნარჩუნება სურდა. ერთხელ გაიგონა, როგორ ეუბნებოდა მამა

324
რობს: „იცნობდე მებრძოლებს, რომლებიც უკან მოგყვებიან. და მა-
თაც გააცანი შენი თავი. ნუ მოსთხოვ მათ, უცნობისთვის დადონ სი-
ცოცხლე”. ვინტერფელში მის საკუთარ სუფრასთან მუდამ იყო ზედ-
მეტი ადგილი და ყოველდღე სხვადასხვა ადამიანს იწვევდა თავის-
თან. თუ ერთ საღამოს მის გვერდით ვაიონ პული იჯდა და საუბარი
ფულს, ბეღლებსა და მსახურებს შეეხებოდა, მეორე საღამოს მიკენი
უწევდა თანამეინახობას და მამა უსმენდა მის-მონაყოლს აბჯრებსა
და ხმლებზე, ყურს უგდებდა მის მსჯელობას, თუ რამდენად ცხელი
უნდა იყოს ლითონი ჭედვისას და რომელია ფოლადის წრთობის სა-
უკეთესო ხერხი. სხვა დროს მასთან ჰალენი იჯდებოდა თავისი გა-
უთავებელი საუბრებით ცხენებზე, ან სეპტონი ჩაილი ბიბლიოთეკი-
დან, ან იორი, სერ როდრიკი ან თუნდაც მოხუცი ნენი თავისი ზღაპ-
რებით.
არიას არაფერი ერჩივნა მამის სუფრასთან ჯდომას და ამ საუბ-
რების ყურის გდებას. მას გრძელ მაგიდებთან მსხდარ მებრძოლთა
მოსმენაც უყვარდა – ტყავივით გამოქნილი თავისუფალი მხედრე-
ბის, ქველი რაინდების და უშიშარი ჭაბუკი საჭურველთმტვირთვე-
ლების, თმაშევერცხლილი მოხუცი მეომრების ამბები. არია მათ
თოვლის გუნდებს ესროდა ხოლმე და სამზარეულოდან ღვეზლების
მოპარვაში შველოდა. მათი ცოლები არიას კვერებით უმასპინ-
ძლდებოდნენ, არია მათ ჩვილებს სახელებს უგონებდა და მათ შვი-
ლებთან ერთად ურჩხულ-მზეთუნახავობანას, განძის-დამალობანას
და ციხის-აღებობანას თამაშობდა. სქელი ტომი მას „არია-ფეხშიბ-
ლანდიას” ეძახდა, რადგანაც, მისი თქმით, ყველას ფეხებში ედებო-
და. გოგონას ეს სახელი „ცხენსიფათაზე” გაცილებით მეტად მოს-
წონდა.
მაგრამ ეს ყველაფერი ვინტერფელში ხდებოდა, შორეულ სამყა-
როში, და ახლა ყველაფერი შეცვლილიყო. რაც მეფის საბიჯელში
ჩამოვიდნენ, დღეს პირველად იყო, მებრძოლებთან ერთად რომ სა-
დილობდნენ. არიას ეჯავრებოდა მათთან ყოფნა. უკვე ეჯავრებოდა

325
მათი ხმები, მათი სიცილი, მათი მოყოლილი ამბები. ოდესღაც
ისინი მეგობრებად ეგულებოდა, მათთან თავს უსაფრთხოდ
გრძნობდა, მაგრამ ახლა იცოდა, რომ ასე მხოლოდ ეჩვენებოდა.
მათ დედოფალს ლედის მოკვლა დაანებეს, ეს უკვე საშინელება
იყო, მაგრამ მერე ქოფაკმა მიკას მიაგნო. ჯეინ პულმა მოუთხრო,
ისე წვრილად აკუნა, რომ ყასაბს ტომარაში ჩადებული მიუტანეს
და თავიდან საბრალო კაცს ეგონა, დაკლული ღორი მომცესო.
და ხმაც არავის ამოუღია, არც ხმალი უშიშვლია, არავის: არც
ჰარვინს, რომელიც მუდამ ასე ყინჩად ლაპარაკობდა, არც ალი-
ნს, რომელიც რაინდობას აპირებდა, არც იორის, მცველთა კაპი-
ტანს. მამასაც კი არაფერი უქნია.
– იგი ჩემი მეგობარი იყო, – ჩასჩურჩულა თეფშს, ისე ხმადაბ-
ლა, რომ არავის გაუგონია. იქ ხელუხლებლად ელაგა მისი არ-
ჩივი ნეკნები, უკვე გაციებული, მათ ქვეშ, თეფშზე, ცხიმის თხელი
ფენა მკვრივდებოდა. არიამ დახედა და ლამის წამოაზიდა. გა-
იწია, მაგიდას მოშორდა.
– გეხვეწები, სად ფიქრობ წასვლას, ყმაწვილო ლედი? –
ჰკითხა სეპტა მორდეინმა.
– არ მშია, – არიას გაუჭირდა, ზრდილობისთვის მოეხმო, –
უკაცრავად, შეიძლება დაგტოვოთ? – გაიხსენა ძლივძლივობით.
– არ შეიძლება, – მიუგო სეპტამ, – საჭმელს თითქმის არც მიჰ-
კარებიხარ. დაბრძანდები და თეფშს მოასუფთავებ.
– შენ მოასუფთავე, თუ გინდა, – სანამ ვინმე მის შეჩერებას
მოასწრებდა, არიამ კარისკენ მოკურცხლა. მებრძოლები ახარ-
ხარდნენ, სეპტა მორდეინი კი არიას მისძახოდა, უფრო და უფრო
იმაღლებდა ხმას.
მარჯვენას კოშკის კართან სქელი ტომი გუშაგობდა. მან თვა-
ლები აახამხამა, მისკენ გამოქანებული არია რომ დაინახა და
სეპტას ძახილი ჩაესმა.

326
– აბა, პატარავ, გაჩერდი... – წამოიწყო მან და არიას წასწვდა,
მაგრამ გოგონა ფეხებს შორის გაუძვრა და სირბილით აუყვა კოშკის
ხვეულ კიბეს, ქვის საფეხურებზე ყრუდ ბაგუნობდა მისი ნაბიჯები,
უკან კი ტომი მისდევდა ქოშინით.
ერთადერთი, რაც არიას მოსწონდა მთელ მეფის საბიჯელში, ეს
მისი ოთახი იყო, ოთახის მთავარ ღირსებად კი კარს თვლიდა – რკი-
ნის სალტეებით შეკრულ მუქი მუხის მძიმე ფილას. როდესაც კარს
მიკეტავდა და მძიმე რაზას ჩამოსწევდა, მის ოთახში ვეღარავინ შე-
აღწევდა: ვეღარც სეპტა მორდეინი, ვერც სქელი ტომი, ვერც სანსა,
იორი ან ქოფაკი – ვეღარავინ! ახლაც სწორედ ეს ქნა: კარი მიკეტა.
რაზა რომ ჩამოუშვა, არიამ, ბოლოს და ბოლოს, თავი ისე სამშვი-
დობოს დაიგულა, რომ უკვე შეეძლო, ატირებულიყო.
სლუკუნით მოეწყო ფანჯრის ძირას გამართულ დასაჯდომზე. ყვე-
ლა სძულდა და ყველაზე მეტად – საკუთარი თავი. ყველაფერი მისი
ბრალი იყო, ყველაფერი ცუდი, რაც კი მოხდა. სანსამ ასე უთხრა, ჯე-
ინიმაც.
კარზე სქელი ტომი აბრახუნებდა.
– არია, რა ხდება? – ეძახდა იგი, – მანდ ხარ?
– არა! – დაუყვირა არიამ. ბრახუნი შეწყდა. ცოტა ხანში გაიგონა,
როგორ მოსცილდა კარს ტომი. სქელი ტომის გაბრიყვება ყოველ-
თვის ძალზე იოლი იყო.
არია მისი საწოლის ფერხთით დადგმულ სკივრს მიუახლოვდა.
ჩაიმუხლა, სარქველი ახადა და ორივე ხელით იწყო თავისი ტანსაც-
მლის ამოლაგება, ერთად ბღუჯავდა აბრეშუმს, სატინას, ხავერდსა
თუ შალს, და იატაკზე ყრიდა. ის სკივრის ფსკერზე ეგულებოდა, იქ,
სადაც თვითონვე ჩამალა. თითქმის სინაზით აიღო ხელში და წვრი-
ლი პირი ქარქაშიდან ამოაცურა.
ნემსი.

327
ისევ გაახსენდა მიკა და თვალები ცრემლებით აევსო. მისი
ბრალია, მისი ბრალია, მისი ბრალია. არასოდეს რომ არ ეთხო-
ვა, მეხმალავეო... კარზე ადრინდელზე უფრო ხმამაღალი ბრახუ-
ნი გაისმა.
– არია სტარკ, ახლავე გააღე კარი, გესმის ჩემი?
არია შემობრუნდა, ხელში ნემსი ეჭირა.
– ჯობია, არ მომეკარო! – გააფრთხილა სეპტა და გაცხარე-
ბით გაკვეთა ჰაერი.
– მარჯვენა შეიტყობს ამის შესახებ! – სეპტა მორდეინი გააფ-
თრებული იყო.
– არ მენაღვლება! – დაუკივლა არიამ, – წადი აქედან!
– ინანებ ამ თავხედურ ქცევას, ყმაწვილო ლედი, მე გპირდები
ამას!
არია კარს იყო მიყურადებული, სანამ არ ჩაესმა, როგორ და-
შორდა სეპტას ნაბიჯები. მერე ისევ ფანჯარასთან მივიდა და დაბ-
ლა ეზოს ჩააცქერდა. ნეტავ ბრანივით ცოცვა ვიცოდეო, გაიფიქ-
რა; მაშინ ფანჯრიდან გადაძვრებოდა, კოშკის კედელზე ჩაცოც-
დებოდა და გაიქცეოდა ამ საშინელი ადგილიდან, მოსცილდებო-
და სანსას, სეპტა მორდეინსა და პრინც ჯოფრის, ყველას, ყვე-
ლას. საგზალს სამზარეულოდან მოიპარავდა, თან წაიღებდა
ნემსს, თავის კარგ ჩექმებს და თბილ მოსასხამს. სამკბილას ქვე-
მოთ ტყეებში ნიმერიას იპოვიდა და ერთად დაბრუნდებოდნენ
ვინტერფელში, ან ჯონთან გაიქცეოდნენ კედელზე. იგრძნო, რომ
ნატრობდა, ჯონი აქ ყოფილიყო, მის ახლოს. მაშინ იქნებ ასე ეუ-
ლად არ ეგრძნო თავი.
კარზე მსუბუქმა კაკუნმა არია გაქცევაზე ოცნებას მოსწყვიტა.
იგი ფანჯრიდან შემობრუნდა.
– არია, – დაუძახა მამის ხმამ, – გააღე კარი. სალაპარაკო
მაქვს შენთან.

328
არიამ ოთახი გადაჭრა და რაზა ასწია. მამა მარტო მოსულიყო.
სევდიანი უფრო ჩანდა, ვიდრე გაბრაზებული. ამან არია კიდევ მე-
ტად შეაწუხა.
– შეიძლება შემოვიდე?
არიამ თავი დაუქნია, შემდეგ დარცხვენილმა თავი დახარა. მა-
მამ კარი მიხურა.
– ეს ხმალი ვისია?
– ჩემია, – არიას ლამის გადაავიწყდა, ხელში ნემსი რომ ეჭირა.
– აქ მომე.
არიამ უწადინოდ გადასცა ხმალი, ფიქრობდა, იქნებ ვერც ვერა-
სოდეს დავიჭირო ხელშიო. მამამ იგი სინათლეზე შეატრიალა, ყუ-
რადღებით დაათვალიერა პირის ორივე მხარე. წვეტი ცერა თითით
მოუსინჯა.
– ავაზაკთა მახვილი, – თქვა მან, – მაგრამ, მგონი, მჭედლის
დამღას ვცნობ. მიკენის დამზადებულია.
არიას მისთვის ტყუილის თქმა არ შეეძლო. თვალები დახარა.
ლორდმა ედარდ სტარკმა ამოიოხრა.
– ჩემი ცხრა წლის ასული ჩემივე საკუთარი სამჭედლოდან შეი-
არაღდა, მე კი ამის შესახებ არაფერი ვიცი. მეფის მარჯვენას შვიდი
სამეფოს მართვა ევალება, მაგრამ ჩანს, საკუთარი ოჯახის მართვაც
კი არ შემიძლია. როგორ მოხდა, რომ ეს ხმალი გაქვს, არია? სად
იშოვე? არიამ ტუჩი მოიღეჭა და არაფერი უთქვამს. ჯონს არ გას-
ცემს, თავიანთ მამასთანაც კი.
ცოტა ხნის მერე მამამ თქვა:
– არა მგონია, ამას დიდი მნიშვნელობა ჰქონდეს, – მან კუშტად
დახედა ხმალს, ხელში რომ ეჭირა, – ეს ბავშვის სათამაშო არაა,
მით უფრო – გოგონასი. რას იტყოდა სეპტა მორდეინი, რომ გაეგო,
ხმლით თამაშობ?
– მე ამით არ ვთამაშობდი, – იუარა არიამ, – მეჯავრება სეპტა
მორდეინი.

329
– კმარა, – მტკიცედ მოჭრა მამამ, – სეპტა მხოლოდ იმას აკე-
თებს, რაც ევალება, თუმც, ხედავენ ღმერთები, შენ ეს საბრალო
ქალს ტანჯვად უქციე. დედაშენმა და მე შეუძლებელი საქმე დავა-
კისრეთ, შენი ქალბატონად ქცევა რომ დავავალეთ.
– არ მინდა ქალბატონობა! – იფეთქა არიამ.
– წესით, ეს სათამაშო აქვე, ახლავე უნდა გადავიმტვრიო მუხ-
ლზე და მთელ ამ სისულელეს ბოლო მოვუღო.
– ნემსი არ გადაიმტვრევა. – ჯიუტად წარმოთქვა არიამ, მაგ-
რამ ხმამ კი უმტყუნა.
– სახელიცა ჰქვია, ანუ, – მამამ ამოიოხრა, – ეჰ, არია. ველუ-
რი ბუნება გაქვს, ბალღო. „მგლის სისხლიო”, მამაჩემი ამას ასე
უწოდებდა. ლიანასაც დაჰკრავდა ამის ელფერი, ბრანდონს კი –
ელფერზედაც მეტი. ამან ორივე ადრე ჩაიყვანა სამარეში. – არი-
ას ესმოდა მის ხმაში ჩაბუდებული სევდა. ლორდი სტარკი ხში-
რად როდი ახსენებდა მამამისს, ან დასა და ძმას, რომლებიც
არიას დაბადებამდე გარდაცვლილიყვნენ, – ლიანას იქნებ ხმა-
ლი ეტარებინა კიდევაც, მის მამა-ლორდს ნება რომ დაერთო.
ზოგჯერ მის თავს მახსენებ. გარეგნულადაც კი ჰგავხარ. – ლიანა
ლამაზი იყო, – თქვა გაოცებულმა არიამ. ყველა ასე ამბობდა.
არიაზე კი ლამაზიაო, არასოდეს არავის უთქვამს.
– ჰო, იყო, – დაეთანხმა ედარდ სტარკი, – ლამაზი და თავნე-
ბა, და უდროოდ მოკვდა, – მან ხმალი ასწია, თავისსა და არიას
შორის ეჭირა, – არია, რას აპირებ, გააკეთო ამ... ნემსით? ვისი
განგმირვა გაქვს გუმანში? შენი დის? სეპტა მორდეინის? საერ-
თოდ, იცი რამე ხმლით ბრძოლაზე?
ერთადერთი, რაც თავში მოუვიდა, ჯონის სიტყვები იყო, და
მაშინვე წამოროშა:
– წვეტიანი ბოლოთი უნდა აძგერო.
მამას მოკლედ გაეცინა.
– არსი ეგაა, კაცმა რომ თქვას.

330
არიას გულით სურდა აეხსნა, გაეგებინებინა მისთვის.
– მინდოდა, ვცდილობდი მესწავლა, მაგრამ... – თვალები ცრემ-
ლით აევსო, – მიკას ვთხოვე, ჩემთან ერთად ევარჯიშა, – ერთბაშად
დაატყდა თავს მწუხარება. მიბრუნდა, ერთიანად ცახცახებდა. – მე
ვთხოვე! – ტიროდა გულამოსკვნით, – ჩემი ბრალი იყო, მე თვითონ
ვთხოვე...
უცებ იგრძნო, როგორ მოეხვია მამა. ნაზად იკრავდა გულში, გო-
გონაც შემობრუნდა და მის მკერდზე მიყრდნობილი სლუკუნებდა.
– არა, ჩემო ძვირფასო, – უყვავებდა მამა, – იგლოვე შენი მეგო-
ბარი, მაგრამ ნუ იბრალებ მის სიკვდილს. ყასბის ბიჭი შენ არ მოგიკ-
ლავს. ეს მკვლელობა ქოფაკის სინდისზეა, მასზე და იმ ბოროტ ქალ-
ზე, ვისაც იგი ემსახურება.
– მძულს იგი, – გამოუტყდა არია, სახე აჭარხლებოდა, სრუტუ-
ნებდა, – ქოფაკიც, დედოფალიც, მეფეც და პრინცი ჯოფრიც. ყველა
მძულს. ჯოფრი იტყუებოდა, ისე არ მომხდარა, როგორც ის მოჰყვა.
სანსაც მძულს. ძალიანაც კარგად ახსოვდა, უბრალოდ მოიტყუა,
რომ ჯოფრის მოსწონებოდა.
– ჩვენ ყველანი ვიტყუებით, – უთხრა მამამ, – ან იქნებ გგონია,
დავიჯერე, რომ ნიმერია გაგექცა?
არია შეცბა, წამოწითლდა.
– იორი დამპირდა, არ ვიტყვიო.
– მან პირობა შეასრულა, – ღიმილით უთხრა მამამ, – ზოგი რა-
მის თქმა არც მჭირდება, ისედაც ვიცი. ბრმასაც კი შეეძლო დაენახა,
რომ ის მგელი თავისი ნებით არასოდეს მიგატოვებდა.
– ქვების სროლა დაგვჭირდა, – თქვა არიამ უბედური ხმით, –
ვუთხარი, გაქცეულიყო, წასულიყო და თავისუფალს ეცხოვრა, რომ
მე აღარ მინდოდა მისი ყოლა. იქ სხვა მგლებიც იყვნენ, რომლებთა-
ნაც ითამაშებდა, გვესმოდა, როგორ ყმუოდნენ, იორიმაც უთხრა,
რომ ტყეში არაფრით მოსწყინდებოდა, რომ ირმებზეც ინადირებდა.
ის კი მაინც მოგვყვებოდა და, ბოლოს და ბოლოს, ქვების სროლა

331
დავუწყეთ. მე ორჯერ მოვარტყი. აწკმუტუნდა და შემომხედა, მე
კი ისე მრცხვენოდა. მაგრამ სწორად მოვიქეცით, ხო? დედოფა-
ლი მოაკვლევინებდა.
– სწორად მოიქეცით, – უთხრა მამამ, – და ეს ტყუილიც კი...
არ იყო უღირსი, – მას ნემსი გვერდზე გადაედო, სანამ არიასთან
მივიდოდა და მოეხვეოდა. ახლა მახვილი ისევ ხელში აიღო და
ფანჯარას მიუახლოვდა. წუთით ასე იდგა, შიდა ეზოს გადასცქე-
როდა. შემობრუნებულს ფიქრიანი მზერა ჰქონდა. ფანჯარასთან
ჩამოჯდა და მუხლებზე გარდიგარდმო დაიდო ნემსი.
– არია, დაჯექი. მინდა შევეცადო და რაღაც-რაღაცები აგიხ-
სნა. არია შეშფოთებული ჩამოსკუპდა თავისი საწოლის კიდეზე.
– იმისთვის, რომ ყველა ჩემი საზრუნავი გაიზიარო, ძალიან პა-
ტარა ხარ, – უთხრა მამამ, – მაგრამ შენ ვინტერფელელი სტარ-
კიც ხარ, ამავე დროს. შენ იცი, რა არის ჩვენი თქმა.
– ზამთარი მოდის, – დაიჩურჩულა არიამ.
– მძიმე და სასტიკი ჟამი, – სიტყვა ჩამოართვა მამამ, – ჩვენ
იგი უკვე ვიგემეთ სამკბილაზე, და მაშინაც, ბრანი რომ ჩამოვარ-
და. შენ, საყვარელო, გრძელი ზაფხულის დროს დაიბადე, და
სხვა არაფერი გინახავს, მაგრამ ახლა მართლაც დგება ზამთა-
რი. გაიხსენე ჩვენი გვარის სიმბოლო, არია.
– მგელსაზარა, – წარმოთქვა გოგონამ და ნიმერია გაახსენ-
და. უეცარი შიშით ატანილმა მუხლები მკერდთან აიკეცა და
მკლავები მოხვია.
– რაღაცას მოგითხრობ მგლებზე და ყური დამიგდე, პატარავ.
როდესაც თოვლი მიწას ფარავს და თეთრი ქარბუქი უბერავს,
მარტოხელა მგელი კვდება. მაგრამ ხროვა გადარჩება ხოლმე.
კინკლაობა ზაფხულში შეიძლება. ზამთარში ჩვენ ერთმანეთი
უნდა დავიცვათ, გავათბოთ, ერთმანეთს ჩვენ-ჩვენი ძალა გავუ-
ზიაროთ. ასე რომ, თუკი აუცილებელია, ვინმე გძულდეს, არია,

332
ისინი შეიძულე, ვინც მართლაც რაღაცას გვიშავებს. სეპტა მორდეი-
ნი კეთილი ქალია, სანსა კი... სანსა შენი დაა. ერთმანეთისგან იქნებ
მზესა და მთვარესავით განსხვავდებოდეთ, მაგრამ ორთავეს გულში
ერთი და იგივე სისხლი ჩქეფს. შენ გჭირდება იგი, ისევე, როგორც
შენ სჭირდები მას... ორივენი კი მე მჭირდებით, მიშველონ ღმერ-
თებმა. არია დააღონა მისმა დაღლილმა ხმამ.
– არ მძულს სანსა, – უთხრა მამას, – სინამდვილეში არ მძულს.
– ეს მხოლოდ სანახევროდ იყო ტყუილი. – შენი შეშინება არ მინდა,
მაგრამ არც შენს მოტყუებას ვაპირებ. ბნელ და სახიფათო ადგილას
ჩამოვედით, შვილო. აქ ვინტერფელი როდია. გვყავს მტრები, რომ-
ლებიც ჩვენთვის სიავეს განიზრახავენ. ერთმანეთთან ომის უფლება
არ გვაქვს. ეს შენი თავნებობა, გაქცევები, უხეში სიტყვები, დაუმორ-
ჩილებლობა... შინ ესენი ბავშვის საზაფხულო თამაშები იყო და მეტი
არაფერი. აქ და ახლა, კარსმომდგარი ზამთრით, ყველაფერ ამას
სხვა მნიშვნელობა ეძლევა. დრო დადგა, გაზრდა დაიწყო.
– ეგრე ვიზამ, – აღუთქვა არიამ, არასოდეს ჰყვარებია მამა ისე
ძლიერად, როგორც იმწუთას. – მე შემიძლია, ძლიერიც ვიყო. ისე-
თივე ძლიერი, როგორიც რობია.
მამამ მას ნემსი გაუწოდა, ტარით მისკენ.
– აჰა.
არიამ ხმალს გაოცებით დახედა. თავიდან აღების ეშინოდა, ში-
შობდა, თუკი ხელს გაიწვდენდა, ისევ გამოსტაცებდნენ, მაგრამ მა-
მამ წააქეზა:
– აიღე, შენია.
არიამ ხმალი ხელში აიღო.
– შეიძლება მქონდეს? მართლა?
– მართლა, – გაუღიმა მამამ, – რომ ჩამოგართვა, ორ კვირაში
შენი ბალიშის ქვეშ ალბათ ლახტს ვიპოვი. ეცადე, საკუთარ დას არ
აძგერო, რაც არ უნდა გამოგიწვიოს.

333
– არა, არა. გპირდები, – არიამ მაგრად ჩაიკრა გულში ნემსი,
მამა კი ოთახიდან გავიდა.
დილით, საუზმეზე, არიამ ბოდიში მოუხადა სეპტა მორდეინს
და პატიება სთხოვა. სეპტა ეჭვით მიაჩერდა, მაგრამ მამამ მოწო-
ნებით დაუქნია თავი.
სამი დღის შემდეგ, შუადღისას, მამას მოურავმა ვაიონ პულმა
არია მცირე დარბაზში გაგზავნა. ხარიხა-მაგიდები დაეშალათ,
გრძელი სკამები კი კედელთან მიეწყოთ. არიას ეგონა, რომ
დარბაზში არავინ იყო, სანამ უცნობმა ხმამ არ წარმოთქვა:
– დაგაგვიანდა, ბიჭო.
ჩრდილიდან გამხდარი, მელოტი კაცი გამოვიდა, გრძელი
ცხვირი ნისკარტს მიუგავდა, ხელში ორი წვრილი ხის ხმალი ეჭი-
რა. – ხვალ აქ ზუსტად შუადღისას მოხვალ, – აქცენტით ლაპარა-
კობდა, თავისუფალი ქალაქების საუბრის ლაღი მდინარება მოს-
დგამდა, ბრაავოსული ალბათ, ან იქნებ მირული.
– ვინ ხარ? – ჰკითხა არიამ.
– შენი ცეკვის მასწავლებელი, – მან ერთი ხმალი არიას გა-
დაუგდო. არია წაეპოტინა, ვერ დაიჭირა და გაიგონა, როგორ
დაბრახუნდა იატაკზე, – ხვალ უკვე დაიჭერ. ახლა კი აიღე ხელ-
ში.
ეს უბრალო ჯოხი როდი იყო, არამედ ნამდვილი ხის ხმალი –
კოტაც ჰქონდა, ტარიც, ვადაც. არიამ იატაკიდან აიღო ის და
მღელვარედ დაებღაუჭა ორივე ხელით, წინ გაიშვირა. უფრო
მძიმე იყო, ვიდრე ჩანდა, ნემსზე ბევრად უფრო მძიმე.
მელოტმა კაცმა კბილები დააკაპუნა.
– ასე არა, ბიჭო. ეს საორხელე დიდი ხმალი არაა, ცალი ხე-
ლით დაიჭირე.
– ძალიან მძიმეა, – უთხრა არიამ.

334
– მძიმე იმიტომაა, რომ გაგაძლიეროს, და წონასწორობისთვი-
საც. შიგნიდან გამოღრუტნულია და ტყვია აქვს ჩასხმული, სულ
ესაა. ერთი ხელის მეტი არ სჭირდება.
არიამ მარჯვენა ხელი უშვა ხმლის ტარს და გაოფლილი ხელის-
გული შარვალზე შეიწმინდა. ხმალი მარცხენა ხელით დაიკავა. ჩანს,
კაცს ეს მოეწონა.
– მარცხენა ხელი კარგია. ყველაფერი შეტრიალებულია, ეს შენს
მტრებს საქმეს გაუძნელებს. ახლა კი არასწორად დგახარ. ტანი
გვერდულად მოაბრუნე, ასე, ჰო. რა შუბის ტარივით წვრილი ხარ.
ეგეც კარგია, მტერს უფრო პატარა სამიზნე ექნება. ახლა, როგორ
გიკავია. აბა მანახე, – ახლოს მივიდა და ხელზე დააცქერდა, თითე-
ბი გადაუწია, სხვაგვარად დაულაგა, – აი, ასე, ჰო. ასე ძალიან ჩაფ-
რენილი ნუ ხარ, ლაღად უნდა გეჭიროს, ფაქიზად.
– რომ გამივარდეს?
– მახვილი შენი მკლავის ნაწილი უნდა იყოს, – უთხრა მელოტმა
კაცმა, – შეიძლება, მკლავის ნაწილი დაგივარდეს? არა. სირიო ფო-
რელი ცხრა წელს იყო ბრაავოსის ადმირალის პირველი მახვილი,
მას ასეთ რამებში ჭკუა მოეკითხება. დაუჯერე, ბიჭო.
მან არიას მესამედ უწოდა ბიჭი.
– მე გოგო ვარ, – შეუსწორა არიამ.
– ბიჭი, გოგო, რა ბედენაა, – უთხრა სირიო ფორელმა, – ხმალი
ხარ და მორჩა. – მან კვლავ დააკაპუნა კბილები, – აი ასე, დაჭერა
ეგრე უნდა. ტაბარი კი არ გიკავია, შენ გიჭირავს...
– ნემსი, – ცხარედ ჩაურთო არიამ.
– ზუსტად. ახლა კი ცეკვას დავიწყებთ. გახსოვდეს, ბალღო, ვეს-
ტეროსულ რკინის ცეკვას კი არ ვსწავლობთ, რაინდების ცეკვას,
ჩეხვას და ლეწვას – არა. ეს ავაზაკთა ცეკვაა, წყლების ცეკვა, სწრა-
ფი, ანაზდეული. ყველა კაცი წყლისგანაა გაკეთებული, არ იცოდი?
როცა ხმლით გაჩხვლეტ, წყალი გამოედინება და ისინი იხოცებიან,

335
– მან უკან გადადგა ნაბიჯი და თავისი ხის ხმალი აიღო, – ახლა
შენ შეეცდები, დამარტყა...
არია შეეცადა, დაერტყა. ოთხ საათს ცდილობდა, სანამ სხეულის
ყველა კუნთი არ ასტკივდა და აუკვნესდა, სირიო ფორელი კი კბი-
ლებს აკაპუნებდა და ასწავლიდა, რა და როგორ უნდა ექნა. მეორე
დღეს ისინი ნამდვილ მუშაობას შეუდგნენ.

336
დენერისი

337
– დოთრაკის ზღვა, – წარმოთქვა სერ იორაჰ მორმონტმა, აღვი-
რი მოზიდა და ცხენი დენერისის გვერდით შეაყენა ქედის ქიმზე.
მათ ქვემოთ უკიდეგანო, ცარიელი ვაკე იშლებოდა, ვრცელი და
ბრტყელი სივრცე, და შორეულ ჰორიზონტამდე, ჰორიზონტს
მიღმაც გრძელდებოდა. მართლაც რომ ზღვააო, გაიფიქრა დენე-
რისმა. მათ წინ აღარ იყო არც ბორცვები, არც მთები, არც ხეები,
არა ქალაქები თუ გზები, მხოლოდ დაუსრულებელი ბალახი მო-
ჩანდა, მისი მაღალი ფოთლები ტალღებივით ღელავდნენ ქარის
წამოქროლებაზე.
– რა მწვანეა, – თქვა დენერისმა.
– აქ და ახლა მწვანეა, – დაეთანხმა სერ იორაჰი, – ერთი გა-
ნახა, ყვავილობისას როგორია, კიდით კიდემდე სულ ჭიაფერი
ყვავილებით დაფარული, სისხლის ზღვა გეგონება. გვალვიან
დროს მთელი ეს სამყარო ძველი ბრინჯაოს ფერს იდებს. და ეს
მხოლოდ რანას ბალახია, ბავშვო. იქით და იქით ასობით სხვა ბა-
ლახი შეგხვდება, ლიმონივით ყვითელი და ინდიგოსავით ჩამუ-
ქებული ბალახები, ლილისა და ნარინჯის ფერი ბალახები, ცი-
სარტყელა-ბალახები. ამბობენ, ასშაის მიღმა ბინდის მიწებზე აჩ-
რდილის ბალახების ოკეანეებიაო. ცხენოსან კაცზე უფრო მაღა-
ლი იზრდება და მთვარის სპეკალივით მქრქალი ღეროები აქვს.
ყველა სხვა ბალახს კლავს და ღამით კრულ სულებთან ერთად
ელვარებს. დოთრაკელები ამბობენ, რომ ოდესმე აჩრდილის ბა-
ლახი მთელ ქვეყნიერებას დაფარავს და ყოველივე ცოცხალი
დაიღუპება.
დენის ამ ფიქრზე გააჟრჟოლა.
– არ მინდა ახლა ამაზე საუბარი, – უთხრა რაინდს, – აქ ისე-
თი სილამაზეა, არ მსურს, ყოველივეს დაღუპვაზე ვიფიქრო.
– როგორც ინებებ, ხალესი, – მოწიწებით დაეთანხმა სერ იო-
რაჰი. დენერისს ხმები ჩაესმა და მიბრუნდა, უკან რომ გაეხედა.

338
მან და მორმონტმა გამოასწრეს დანარჩენებს, ახლა სხვებიც მოუყ-
ვებოდნენ ქედის ფერდს მათ ქვემოთ. მისი მოახლე ირი და მისი ხა-
სის ჭაბუკი მშვილდოსნები კენტავრებივით ძალდაუტანებლად მო-
გელავდნენ, მაგრამ ვისერისი ჯერაც ებრძოდა მოკლე უზანგებსა და
ბრტყელ უნაგირს. მისი ძმა აქ საწყალობლად გამოიყურებოდა. არც
უნდა წამოჰყოლოდათ. მაგისტრი ილირიო დაჟინებით სთხოვდა,
პენტოსში მოეცადა, თავისი სასახლის სტუმართმოყვარეობას სთა-
ვაზობდა, მაგრამ ვისერისს ამის გაგონებაც არ სურდა. იგი დროგოს
გვერდიდან არ მოსცილდებოდა, სანამ ვალს არ გადაუხდიდნენ, სა-
ნამ დაპირებულ გვირგვინს არ მიიღებდა. „ხოლო თუ ჩემს გაცურე-
ბას მოინდომებს, გაიგებს, რას ნიშნავს დრაკონის გაღვიძება, და მე-
რე თავის თავს დააბრალოს”, დაიქადნა ვისერისმა და ხელი ნათხო-
ვარი ხმლის ტარზე ჩამოიდო. ამ სიტყვებზე ილირიომ თვალები აა-
ხამხამა და იღბალი უსურვა.
დენი მიხვდა, რომ ახლა ძმის წუწუნის მოსმენის არანაირი სურ-
ვილი არ გააჩნდა. ისეთი მშვენიერი დღე იდგა. თავს ლურჯი ცა დას-
ცქეროდათ, მის სიღრმეში მსხვერპლს დადარაჯებული მიმინო
კრავდა ირაოს. ბალახის ზღვა ნიავის ყოველ წამოქროლებაზე ტო-
კავდა და ფშვენდა, დენის სახეზე თბილი სიო ელამუნებოდა და სიმ-
შვიდეს ჰგვრიდა. იგი არ დაანებებს ვისერისს, ეს შეგრძნება წაუხ-
დინოს. – აქ დაიცადე, – უთხრა სერ იორაჰს, – ყველას უთხარი, აქ
დარჩნენ. უთხარი, რომ ასე ვბრძანე.
რაინდმა გაიღიმა. სერ იორაჰს მომხიბვლელი კაცი არ ეთქმო-
და. კისერი და მხრები ბუღას მიუგავდა და შავი უხეში ბალანი იმდე-
ნად ხშირად მოსდებოდა მკლავებსა და მკერდზე, რომ თავისთვის
თმა აღარ დარჩენოდა. მაგრამ მის ღიმილს დენისთვის ნუგეში მოჰ-
ქონდა.
– დედოფალივით საუბარს სწავლობ, დენერის.

339
– დედოფალივით არა, – უთხრა დენერისმა, – ხალესივით, –
მან ცხენი მოატრიალა და ჭენებით მარტო დაუყვა ქიმიდან დაშ-
ვებულ ფერდობს.
დაღმართი ციცაბო და ქვიანი იყო, მაგრამ დენი უშიშრად მი-
გელავდა და გული უმღეროდა ამ ჭენებით და ხიფათით აღტაცე-
ბულს. მთელი მისი ცხოვრება ვისერისი ჩასჩიჩინებდა, რომ იგი
პრინცესა იყო, მაგრამ დენერის ტარგარიენს თავი არასდროს
უგრძნია მეფის ასულად, სანამ თავის ვერცხლაზე არ შეჯდა.
თავიდან ეს სულაც არ ეიოლებოდა. ხალასარი მისი ქორწი-
ლის მეორე დილით აიშალა, აღმოსავლეთით, ვაის დოთრაკის-
კენ გასწიეს, და მესამე დღისთვის დენერისს უკვე ეგონა, სადა-
ცაა, მოვკვდებიო. უნაგირმა საჯდომზე დიდი, სისხლმდენი
წყლულები გაუჩინა, ბარკლები გადაეხეხა, ხელებზე ბებერები
დააჯდა აღვირის ჭერისგან. ფეხებისა და ზურგის კუნთები ისე
სტკიოდა, რომ ჯდომასაც ძლივს ახერხებდა. საღამოობით ცხე-
ნიდან მოახლეებს ჩამოჰყავდათ. საშველი ღამეებსაც კი არ მოჰ-
ქონდათ. ხალ დროგო მგზავრობისას ზედაც არ უცქერდა, ისევე
იქცეოდა, როგორც მათი ქორწილის დროს. საღამოობით თავის
მეომრებთან და სისხლისმიერ მხედრებთან ერთად სვამდა, და-
აჭენებდა თავის საუკეთესო ბედაურებს და უცქერდა, როგორ
ცეკვავდნენ ქალები და როგორ იხოცებოდნენ კაცები. მის ამ
ცხოვრებაში დენერისის ადგილი არ იყო. ვახშმობდა მარტო, ან
სერ იორაჰთან და თავის ძმასთან ერთად, შემდეგ კი ტირილით
იძინებდა. მაგრამ ყოველ ღამით, ალიონამდე ცოტა ადრე, კა-
რავში დროგო შემოდიოდა და ბნელში აღვიძებდა, რათა მასზე
შემხდარიყო ისევე დაუოკებლად, რა დაუოკებლობითაც თავის
ულაყს აჭენებდა ხოლმე. მუდამ უკნიდან ეუფლებოდა, დოთრა-
კული წესით, და დენი ამის გამო მადლიერი იყო; ასე ქმარიბატო-
ნი ვერ დაუნახავდა ცრემლებით დასველებულ სახეს და თანაც

340
შეეძლო, ბალიში ჩაეჩარა პირში, რომ არავის გაეგონა, ტკივილით
რომ წამოიყვირებდა ხოლმე. საქმეს რომ მოამთავრებდა, დროგო
თვალებს ხუჭავდა და წყნარად აფშვინდებოდა, დენი კი მის გვერ-
დით იწვა და დაბეჟილი სხეულის კვნესა არ აძინებდა. დღე დღეს
მისდევდა, ღამე – ღამეს, სანამ დენიმ არ იგრძნო, მეტს ერთ წუთსაც
ვეღარ გავუძლებო. მოვკვდები და აღარსად წავალო, გადაწყვიტა
ერთ ღამეს...
მაგრამ იმ ღამით ძილში მას კვლავ ეზმანა დრაკონი. ამჯერად
ვისერისი აღარ უნახავს. მხოლოდ თავად და დრაკონი იყვნენ. მას
ღამესავით წკვარამი ქერცლები ჰქონდა, სისხლით სველი და გაწე-
ბილი. მისი, დენის სისხლით – უტყუარად იგრძნო. თვალები გამ-
ლღვალ ლავას მიუგავდა და, ხახა რომ დააღო, პირიდან გრგვინვით
გამოეჭრა ალის ცხელი ნაკადი. დენის ესმოდა, როგორ უმღერდა
დრაკონი, მან გაშლილი მკლავები შეაგება ცეცხლს, მოეხვია, ერ-
თიანად მიეცა მის მწველ ძალას, მიეცა მის განმწმენდ, გამომწრთო-
ბელ, განმბანველ სიმხურვალეს. გრძნობდა, როგორ შეეტუსა კანი,
გაუშავდა და გადასძვრა, გრძნობდა, როგორ აუდუღდა სისხლი
ძარღვებში, ორთქლად ექცა, მაგრამ ამ გრძნობას ტკივილი არ ახ-
ლდა. ძლიერი იყო, განახლებული, უწყალო.
უცნაურია, მაგრამ მეორე დღეს ტკივილებს დიდად აღარ და-
უტანჯავთ. თითქოსდა ღმერთებმა ისმინეს მისი და წყალობა მო-
იღეს. მოახლეებმაც კი შეატყვეს ცვლილება.
– ხალესი, – ჰკითხა ჟიქვიმ, – რა ხდება? ავად ხომ არ ხარ? – ვი-
ყავი, – მიუგო დენერისმა, იგი ილირიოს ნაჩუქარ დრაკონის კვერ-
ცხებს დასდგომოდა თავს. სამთაგან ყველაზე მოზრდილს მისწვდა,
მსუბუქად გადაუსვა ხელი ნაჭუჭზე. შავ-მეწამული, გაიფიქრა მან,
ჩემი სიზმრის დრაკონივით. ქვა მის თითებქვეშ უცნაურ სითბოს გა-
მოსცემდა... თუ ჯერაც სიზმარს ხედავდა? შფოთით მოაშორა ხელი.
იმ დროიდან მოყოლებული, ყოველი ახალი დღე წინაზე უფრო
იოლი იყო. ფეხები გაუღონივრდა; ბებერები დაუსკდა და ხელები

341
დაუკოჟრდა; სათუთი ბარკლები ტყავის ღვედივით გაუმაგრდა.
ხალმა მის მოახლე ირის უბრძანა, დენისთვის დოთრაკული ჯირითი
ესწავლებინა, მაგრამ ნამდვილ მასწავლებლად ახალგაზრდა ფაშა-
ტი გამოადგა. ცხენი თითქოს გრძნობდა მის გუნება-განწყობას,
თითქოს საერთო გონი ჰქონდათ. ყოველ მომდევნო დღეს დენი
უფრო თავდაჯერებული მხედარი ხდებოდა. დოთრაკები მკაცრი
და სინაზეს მოკლებული ადამიანები იყვნენ და თავიანთი ცხოვე-
ლებისთვის სახელის დარქმევა ჩვევად არ ჰქონდათ, და დენიც
თავის ცხენს ფიქრებში უბრალოდ ვერცხლად მოიხსენიებდა. ასე
ძლიერად არასოდეს არაფერი ჰყვარებია.
ცხენზე ჯდომა ნაკლებ განსაცდელად რომ ექცა, დენიმ გარე-
მოს მშვენიერების შემჩნევა იწყო. იგი დროგოსა და მის სის-
ხლისმიერ მხედრებთან ერთად ხალასარის თავში ჩამდგარი
მგზავრობდა, ასე რომ, ყოველ ადგილს ახალსა და გადაუქელავს
ხედავდა. მათ უკან ვეება ურდო იქნებ ბალახსაც ჯეგავდა, მდინა-
რეებსაც ამღვრევდა და სულის შემხუთავადაც ამტვერებდა მი-
წას, მაგრამ წინ შემოგებებული ველები მუდამ მწვანე და ხასხასა
იყო. მათ გადაქრეს ნორვოსის ბორცვიანი მხარე, ჩაუარეს ტერა-
სებზე შეფენილ ფერმებსა და პატარა სოფლებს; აქაური ქალაქე-
ბის მცხოვრებლები ბათქაშიანი თეთრი გალავნების თავზე შემ-
დგარიყვნენ და შეშფოთებულ მზერას მიაყოლებდნენ მიმავ-
ლებს. გადალახეს სამი ფართო და მდორე მდინარე, და ერთიც –
სწრაფი, ვიწრო და მუხანათი. ბანაკად იდგნენ მაღალ ლურჯ ჩან-
ჩქერთან, გვერდი აუარეს უზარმაზარი მკვდარი ქალაქის ნაქცე-
ვებს, სადაც, როგორც ამბობდნენ, გაშავებულ მარმარილოს
სვეტებს შორის მოჩვენებების ოხვრა გაისმოდა ხოლმე. ჩამოი-
გელვეს ათასი წლის წინათ აგებული, დოთრაკული მშვილდის
ლარივით სწორი ვალირიული თემშარები. ნახევარი თვე იარეს
ქოჰორის ტყეში, სადაც ფოთლები მაღალ ოქროს ჩარდახებად
ედგათ თავზე, ხეთა ზროები კი ქალაქის კარიბჭესავით განიერი

342
იყო. ამ ტყეში უზარმაზარი ლოსები და ხალიანი ვეფხვები ბინად-
რობდნენ, და ლემურებიც, ვერცხლის ქურქი და დაჭყეტილი წი-
თელი თვალები რომ ჰქონდათ, მაგრამ ხალასარის წინაშე ყვე-
ლა გაქცევით შველოდა თავს და დენის მათთვის თვალიც არ მო-
უკრავს.
ამ დროისთვის ადრინდელი ტანჯვა მკრთალ მოგონებადღა
ჰქცეოდა. მთელი დღე ცხენზე ჯდომის მერე ახლაც სტკიოდა ხოლმე
სხეული, მაგრამ ამ ტკივილს რაღაცნაირი სიამეც ახლდა. ყოველ
დილით იგი სიხარულით ჯდებოდა უნაგირზე, ერთი სული ჰქონდა,
შეეტყო, რა საოცრებები ელოდა გზად. უკვე მის ღამეებსაც კი ახ-
ლდა რაღაც სიამე და თუკი ახლაც ყვიროდა ხოლმე, როცა დროგო
ეუფლებოდა, მიზეზი ყოველთვის ტკივილი როდი იყო.
ქედის ძირას ჩასულს გარს მაღალი, დრეკადი ბალახი შემოერ-
ტყა. დენიმ ცხენს თავი დაუჭირა, ჩორთზე გადაიყვანა და ველს შე-
ერია, სიმწვანესა და ნეტარ სიმარტოვეში ჩაიკარგა. ხალასარში
მარტო ვერასოდეს რჩებოდა. ხალ დროგო მასთან მხოლოდ მზის
ჩასვლის შემდეგ მოდიოდა, მაგრამ მოახლეები სულ მასთან იყვნენ,
საჭმელს მიართმევდნენ, ბანდნენ და მისი კარვის კართან ეძინათ,
დროგოს სისხლისმიერი მხედრები და თავად დენის ხასის მეომრე-
ბი დიდ მანძილზე არასოდეს სცილდებოდნენ და ძმაც უამურ ჩრდი-
ლად დასდევდა დღისითა თუ ღამით. დენის ახლაც ესმოდა მისი ხმა
ქედის თხემიდან, იგი გამკინავად, ბრაზით უყვიროდა სერ იორაჰს.
დენი კვლავ წინ მიდიოდა, სულ უფრო ღრმად იძირებოდა დოთრა-
კის ზღვაში.
სიმწვანემ დანთქა იგი. ჰაერი მიწისა და ბალახის სურნელით იყო
გაჟღენთილი, რასაც ცხენის სხეულის, დენის ოფლისა და მისი თმის
საპოხი ზეთის სუნი ერეოდა. დოთრაკული სუნები. ისინი თითქოს
აქაურობას ავსებდნენ, გარემოს ნაწილი იყვნენ. მან სიცილით, მთე-
ლი გულმკერდით შეისრუტა ეს სურნელი. უცებ მოესურვა, ფეხქვეშ

343
მიწა ეგრძნო. უნაგირიდან ჩამოსრიალდა და ვერცხლა საბალა-
ხოდ მიუშვა, თავად კი მაღალი ჩექმები წაიძრო.
ვისერისი თავს ზაფხულის ქარიშხალივით ანაზდად დაატყდა,
ერთბაშად შეყენებული ცხენი აიყალყა მხედრის ქვეშ.
– როგორ ბედავ! – დაჰკივლა დას, – მე მიბრძანებ? მე?! –
ცხენის ზურგს გადმოევლო და მიწაზე რომ დახტა, წაბორძიკდა.
სახეგაჭარხლებული კვლავ ფეხზე წამოდგა, დას ჩააფრინდა და
შეანჯღრია, – დაგავიწყდა, ვინ ხარ? შეხედე შენს თავს! შეხედე
ერთი! დენის შეხედვა არ სჭირდებოდა. ფეხშიშველი იდგა, თმა-
გაპოხილი, ტანთ დოთრაკული მხედრული ტყავები და საპატარ-
ძლო საჩუქრად მირთმეული მოხატული ჟილეტი ეცვა. აქაურო-
ბის ნაწილივით გამოიყურებოდა. ქალაქური აბრეშუმით და ჯაჭ-
ვის პერანგით შემოსილი ვისერისი კი ჭუჭყიანი და დალაქული
ჩანდა.
– დრაკონს ვერავინ ვერაფერს უბრძანებს. გესმის? მე შვიდი
სამეფოს მბრძანებელი ვარ, ვიღაც ცხენთაბატონის კახპისგან
ბრძანებებს არ ავიტან, გესმის თუ არა?! – ხელი ჟილეტში ჩაუყო,
თითები მწარედ ჩააჭირა ძუძუზე, – გესმის თუ არა?!
დენიმ ძლიერად ჰკრა ხელი.
ვისერისი გაფართოებული იისფერი თვალებით მიაჩერდა,
თითქოს ვერ დაეჯერებინა, რაც მოხდა. დენი მას არასოდეს შე-
წინააღმდეგებია. არასდროს შეუბრუნებია ხელი. სახე რისხვით
მოეღრიცა.
დენიმ იცოდა, ახლა ატკენდა, და მწარედ.
ტკაც.
შოლტის ხმა მეხის გავარდნას ჰგავდა. მარყუჟი ვისერისს
ყელზე შემოეჭდო და უკან დაქაჩა. იგი ბალახზე განერთხა, და-
რეტიანებული და სუნთქვაშეკრული. დოთრაკელმა მხედრებმა
ყვირილი აუტეხეს, როდესაც მან თავის განთავისუფლება სცადა.

344
იმან, რომელსაც შოლტი ეკავა, ჭაბუკმა ჯოგომ, ხაფი ხმით რაღაც
იკითხა. დენის მისი სიტყვები არ გაეგებოდა, მაგრამ ამ დროისთვის
ირიც მოახლოვდა, სერ იორაჰიც, მისი დანარჩენი ხასიც.
– ჯოგო გეკითხება, ხომ არ მოვკლაო, ხალესი, – უთხრა ირიმ. –
არა, – მიუგო დენერისმა, – არა.
ჯოგოს ეს სიტყვა ესმოდა. რომელიღაც სხვა მხედარმა რაღაც წა-
მოიძახა და დოთრაკელებმა სიცილი ატეხეს.
– ქვარო თვლის, რომ ყური უნდა მოაჭრევინო, პატივისცემა რომ
ისწავლოს.
მისი ძმა მუხლებზე იდგა, თითებით ტყავის მარყუჟს ჩაჰფრენო-
და, გაუგებრად ღმუოდა და პირით ჰაერს იტაცებდა. შოლტი მჭიდ-
როდ შემორტყმოდა ხორხზე.
– უთხარი ყველას, რომ არ მსურს, რამე დაუშავონ, – თქვა დე-
ნიმ. ირიმ მისი სიტყვები დოთრაკულად გაიმეორა. ჯოგომ შოლტი
მოქაჩა, ვისერისი თოკზე ჩამობმული ტიკინასავით შემოაბზრიალა.
იგი კვლავ ბალახზე გაიშხლართა, ტყავის მარყუჟი აღარ ბორკავდა,
ნიკაპის ქვეშ ვიწრო სისხლიანი ზოლი ემჩნეოდა, იქ, სადაც შოლტს
ღრმად ჩაეჭრა კანი.
– მე გავაფრთხილე, რაც მოხდებოდა, მილედი, – თქვა სერ იო-
რაჰმა, – ვუთხარი, ქედზე დარჩენილიყო, როგორც ბრძანე. – ვიცი,
რომ უთხარი, – მიუგო დენიმ, თან ვისერისს თვალს არ აცილებდა.
იგი მიწაზე იწვა, ხმაურით ისრუტავდა ჰაერს, სახე გასწითლებოდა
და სლუკუნებდა. საბრალობელი ვინმე იყო. ის მუდამაც საბრალო-
ბელი ვინმე იყო. აქამდე რატომ ვერასოდეს ამჩნევდა? მის არსება-
ში, იქ, სადაც ადრე შიში ბუდობდა, ახლა სიცარიელეს დაესადგურე-
ბინა.
– წამოიყვანე მისი ცხენი, – უბრძანა დენიმ სერ იორაჰს. ვისერი-
სი გაოგნებული მიაჩერდა. საკუთარი ყურისთვის ვერ დაეჯერებინა.
დენისაც ბოლომდე არ სჯეროდა, რის თქმასაც აპირებდა, მაგრამ
სიტყვები თავისთავად დასცდა, – ჩემი ძმა ფეხით გამოგვყვეს უკან,

345
ხალასარამდე, – დოთრაკებისთვის კაცი, რომელიც ცხენზე არ
იჯდა, კაციც არ იყო, უმდაბლესი იყო ყველას შორის, პატივ- და
ღირსებააყრილი, – დე, ყველამ ასეთი ნახოს. – არა! – იწივლა
ვისერისმა. იგი სერ იორაჰს მიუბრუნდა და საერთო ენაზე შე-
ევედრა, მის ნათქვამს მხედრები ვერ გაიგებდნენ, – დაარტყი,
სერ იორაჰ. ატკინე. შენი მეფე გიბრძანებს ამას. დახოცე ეს დოთ-
რაკელი ძაღლები და მაგას კი ჭკუა ასწავლე!
ლტოლვილმა რაინდმა ჯერ დენის გადახედა, მერე – მის
ძმას; და ფეხშიშველი იდგა, ფეხის თითებს შორის ტალახი შერ-
ჩენოდა, თმაზე ზეთი ესვა; ძმა აბრეშუმსა და ფოლადში იყო გა-
მოწყობილი. დენიმ რაინდის სახეზე პასუხი ამოიკითხა.
– ფეხით წამოგვყვება, ხალესი, – მან ვისერისის ცხენი აღვი-
რით დაიჭირა, სანამ დენი თავის ვერცხლაზე ამხედრდებოდა.
ვისერისმა გაოგნებით შეხედა და ტალახში ჩაჯდა. ხმა არ
ამოუღია, მაგრამ არც განძრეულა, და წასულები ბოღმიანი მზე-
რით გააცილა. მალე მაღალ ბალახში ჩაიკარგა. როდესაც
თვალს მიეფარა, დენი შეშინდა. – გამოაგნებს გზას უკან? –
ჰკითხა სერ იორაჰს.
– შენი ძმასავით ბრმა კაციც კი მოახერხებს, ჩვენს კვალს გა-
მოყვეს, – მიუგო მან.
– ამაყია. ასე შერცხვენილს შეიძლება გაუჭირდეს დაბრუნე-
ბა. იორაჰს გაეცინა.
– სად წავა? თუკი თვითონ ვერ მოძებნის ხალასარს, ხალასა-
რი მოძებნის მას. დოთრაკის ზღვაში დახრჩობა არც ისე ადვი-
ლია, ბავშვო.
დენი მიხვდა, რომ მართალს ეუბნებოდა. ხალასარი მოარულ
ქალაქს ჰგავდა, მაგრამ ბრმად და გზა-კვალის გაუგნებლად რო-
დი დადიოდა. დაწინაურებული მზირები მუდამ ჩხრეკდნენ გზას,
მოულოდნელი შემთხვევების, მსხვერპლის თუ მტრის უმცირეს

346
ნიშანს დაეძებდნენ, ცხენოსანი ბადრაგი კი მათ გვერდებს იცავდა.
არაფერი გამოეპარებოდათ, მით უფრო აქ, ამ მხარეში, საიდანაც
იყვნენ გამოსულები. ეს ველები მათი ნაწილი იყო... და ახლა მისიც,
დენერისის. – დავარტყი, – წარმოთქვა გაოცებული ხმით. ახლა,
როდესაც ყველაფერმა ჩაიარა, ასე ეგონა, რაღაც უცნაური სიზმარი
ვნახეო, – სერ იორაჰ, როგორ ფიქრობ... ისე განრისხებული იქნება,
რომ დაბრუნდება, – დენის გააჟრჟოლა, – დრაკონი გამოვაღვიძე,
არა? სერ იორაჰმა ჩაიფრუტუნა.
– შეიძლება, მკვდარი გააღვიძო, გოგონა? უკანასკნელი დრაკო-
ნი შენი ძმა რეიგარი იყო, იგი კი სამკბილასთან მოკვდა. ვისერისი
გველის აჩრდილიც კი არ არის, რა დრაკონი...
დენი დააფრთხო მისმა პირდაპირმა ნათქვამმა. მოეჩვენა, რომ
ყველაფერი, რისიც აქამდე სჯეროდა, სათუო გახდა.
– შენ... შენი ხმალი მიუძღვენი ფიცით.
– სწორედაც რომ, გოგონა. და თუკი შენი ძმა გველის აჩრდილი-
ღაა, მისი მსახური რაღა უნდა იყოს? – სერ იორაჰის ხმაში სიმწარე
ისმოდა.
– და მაინც, იგია ნამდვილი მეფე. იგი არის...
იორაჰმა აღვირი მოსწია და დენერისს შეხედა.
– სიმართლე მითხარი. ისურვებდი, ვისერისი ტახტზე მჯდომი გე-
ხილა?
დენი ჩაფიქრდა.
– არ იქნებოდა კარგი მეფე, ჰო?
– უარესებიც ყოფილან... მაგრამ ცოტა, – რაინდმა ცხენს დეზები
შემოჰკრა და დაიძრა.
დენი მხარდამხარ მიჰყვა.
– ასეა თუ ისე, უბრალო ხალხი მოელის. მაგისტრი ილირიო ამ-
ბობს, რომ ისინი დრაკონის დროშებს კერავენ და ლოცულობენ,
რომ ვისერისი დაბრუნდეს ვიწრო ზღვის იქიდან და გაათავისუფ-
ლოს ისინი.

347
– უბრალო ხალხი ლოცულობს, რომ წვიმა მოვიდეს, ბავშვე-
ბი ჯანმრთელად იყვნენ და ზაფხული არასოდეს დასრულდეს, –
უთხრა სერ იორაჰმა, – მათ არაფერში ენაღვლებათ დიდებული
ლორდების სატახტოთა თამაში, ოღონდ კი მათ დაანებონ თავი,
– მან მხრები აიჩეჩა, – მაგრამ თავს არასოდეს ანებებდნენ. დენი
ერთხანს უსიტყვოდ მიდიოდა და მის სიტყვებზე რებუსივით
იტეხდა თავს. აზრი, რომ ხალხს არაფრად ენაღვლებოდა, მეფე
მართავდა თუ უზურპატორი, ეწინააღმდეგებოდა ყველაფერს,
რაც კი ვისერისს ოდესმე მისთვის ეთქვა. მაგრამ, რაც მეტს
უფიქრდებოდა სერ იორაჰის სიტყვებს, მით უფრო დამაჯერებე-
ლი ეჩვენებოდა ისინი.
– შენ რაღაზე ლოცულობ, სერ იორაჰ? – ჰკითხა რაინდს.
– მშობლიურ სახლზე, – მის ხმაში უზომო მონატრება ისმო-
და. – მეც ვლოცულობ მშობლიურ სახლზე, – უთხრა დენერისმა.
მას სჯეროდა რაინდის ნათქვამი.
სერ იორაჰმა გაუცინა.
– მაშ, მიმოიხედე, ხალესი!
მაგრამ დენის თვალწინ დოთრაკის ველები როდი ედგა. მე-
ფის საბიჯელი და ეაგონ დამპყრობლის აგებული წითელი ციხე
ელანდებოდა. დრაკონის ქვა ელანდებოდა, სადაც თავად დაიბა-
და. მის წარმოსახვაში ათასობით ლამპრით იყვნენ ისინი გაჩი-
რაღდნებული, ყოველი ფანჯრიდან შუქი იღვრებოდა. მის წარ-
მოსახვაში იქ ყველა კარი წითელი იყო.
– ჩემი ძმა ვერასოდეს დაიბრუნებს შვიდ სამეფოს, – წარ-
მოთქვა დენიმ. მიხვდა, რომ უკვე დიდი ხანი იყო, ეს იცოდა. მთე-
ლი სიცოცხლე იყო, იცოდა. ოღონდ არასდროს მიუცია თავის-
თვის უფლება, ეს წარმოეთქვა, თუნდაც ჩურჩულით, ახლა კი სერ
იორაჰ მორმონტის გასაგონად, მთელი ქვეყნის გასაგონად
თქვა. სერ იორაჰმა გამომცდელად შეხედა.
– მაშ, ფიქრობ, რომ ვერა.

348
– იგი ვერ გაუძღვება ჯარს, თუნდაც რომ მისცეს ჩემმა ლორდმა
ქმარმა. საერთოდ არ აქვს ფული და მისი ერთადერთი რაინდიც
გველზე უარესს უწოდებს. დოთრაკები მასხრად იგდებენ მის სისუს-
ტეს. იგი ვერასოდეს დაგვაბრუნებს შინ.
– ბრძენი ბავშვი, – გაუღიმა რაინდმა.
– ბავშვი არ ვარ, – მიუგო დენმა გაცხარებით. ვერცხლას ფერ-
დებზე ქუსლები მოუჭირა და ნავარდით მიუშვა, სულ უფრო სწრა-
ფად მიგელავდა, შორს ჩამოიტოვა იორაჰიც, ირიც, დანარჩენებიც.
თბილი ქარი თმას უშლიდა, ჩამავალი მზე კი წითლად უფერავდა სა-
ხეს. ხალასარს რომ მიაღწია, უკვე ღამე წვებოდა.
მონებს დენერისის კარავი ნაკადულით გამოკვებილი ტბორის
პირას გაეშალათ. მის ყურს ბორცვზე წამომართული გრეხილი ბა-
ლახის სასახლიდან მომდინარე უხეში ხმები სწვდებოდა. მალე იქ
სიცილი ატყდებოდა, როდესაც მისი ხასის მხედრები მოჰყვებოდ-
ნენ, თუ რა მოხდა დღეს იქ, ბალახებს შორის. იმ დროისთვის, რო-
დესაც ვისერისი უკან მოჩლახუნდებოდა, ყოველ კაცს, ქალს თუ
ბავშვს ეცოდინებოდა, რომ მან ფეხით იარა. ხალასარში დაფარული
არაფერი რჩებოდა.
დენიმ ვერცხლა მონებს გადასცა დასაურვებლად და კარავში შე-
ვიდა. აბრეშუმის კალთების ქვეშ სიგრილე და ბინდი იდგა. როდე-
საც ზურგსუკან შესასვლელს კარი ჩამოეფარა, დენიმ დაინახა, კარ-
ვის მეორე კედელთან დალაგებულ მის დრაკონის კვერცხებს ქსო-
ვილში შემოპარული წითელი, მტვრიანი სხივი მისწვდა. წამით მეწა-
მული ალის უამრავმა ნაპერწკალმა ჩაუქროლა თვალწინ, მაგრამ
თვალები დაახამხამა, და გაქრნენ.
ქვებია, გაუმეორა თავს. ქვებია და მეტი არაფერი, ილირიომაც
ხომ ასე უთხრა, დრაკონები ყველანი დაიხოცნენ. ხელისგული და-
ადო შავ კვერცხს, თითები ნაზად გაშალა მისი ნაჭუჭის მრუდზე.
კვერცხი თბილი იყო. ლამის ცხელი.
– მზე, – დაიჩურჩულა დენიმ, – მზემ გაათბო გზაში.

349
მოახლეებს უბრძანა, მისთვის აბაზანა გაემზადებინათ. დო-
რეამ კარვის გარეთ ცეცხლი გააჩაღა, ირიმ და ჟიქვიმ კი დიდი
სპილენძის ვარცლი – ესეც საქორწილო საჩუქარი – ჩამოხსნეს
ბარგის ცხენებს და ტბორიდან წყალი მოზიდეს. როდესაც აბაზა-
ნას ორთქლი აუვიდა, ირი მას წყალში ჩასვლაში დაეხმარა და
თავადაც ვარცლში ჩაძვრა.
– გინახავს როდესმე დრაკონი? – იკითხა, როდესაც ირი მისი
ზურგის ხეხვას შეუდგა, ჟიქვიმ კი თმებიდან ტალახის გამორეც-
ხვა დაუწყო. დენის სმენოდა, რომ პირველი დრაკონები აღმო-
სავლეთიდან მოვიდნენ, ასშაის მიღმა გადაშლილი ბინდის მხა-
რიდან და ნეფრიტის ზღვის კუნძულებიდან. იქნებ ისინი ისევ
ცხოვრობდნენ იმ საოცარ და ველურ სამეფოებში?
– დრაკონები აღარ არიან, ხალესი, – უთხრა ირიმ.
– დაიხოცნენ, – კვერი დაუკრა ჟიქვიმ, – დიდი, დიდი ხნის წი-
ნათ.
ვისერისმა უთხრა, რომ ტარგარიენთა უკანასკნელი დრაკო-
ნები საუკუნე-ნახევრის წინ დაიხოცნენ, დრაკონთა წყევლად წო-
დებული ეაგონის მეფობის დროს. ეს დენის არც ისე შორეულ
წარსულად ეჩვენებოდა.
– ყველგან? – იკითხა იმედგაცრუებულმა, – აღმოსავლეთ-
შიც კი?
დასავლეთში მაგია მოკვდა, როდესაც ვალირიასა და გრძე-
ლი ზაფხულის კუნძულებს წერამ უწია. ვერც ჯადოთი ნაჭედი
ხმლები, ვერც ქარიშხლის შემლოცველნი, ვერც დრაკონები ვე-
ღარ შეძლებდნენ მის დანარჩუნებას. მაგრამ დენის მუდამ ჩაეს-
მოდა, რომ აღმოსავლეთი სულ სხვა იყო. ამბობდნენ, რომ ნეფ-
რიტის ზღვის კუნძულებზე ჯერაც დაძრწოდნენ მანტიკორები,
რომ ი-ტის ჯუნგლები ბასილისკოებით იყო სავსე, რომ გრძნე-
ულები, ჯადოქრები და აერომანტები ასშაიში დაუფარავად მის-

350
დევდნენ თავიანთ ხელობას, ბინდისმკვრელები და სისხლის მაგები
კი ღამის წყვდიადში მალავდნენ თავიანთ საზარელ ჯადოქრობებს.
ვითომ რატომ არ უნდა ეცხოვრათ იქ დრაკონებსაც?
– დრაკონები არ არიან, – გაიმეორა ირიმ, – ძლიერმა კაცებმა
სულ დახოცეს. რადგან ისინი საშინელი ბოროტი მხეცები არიან. ეს
ყველამ იცის.
– ყველამ იცის, – კვერი დაუკრა ჟიქვიმ.
– ერთმა ქართელმა ვაჭარმა მიამბო, რომ დრაკონები მთვარი-
დან მოვიდნენ, – თქვა ქერა დორეამ. იგი ცეცხლთან იდგა და პირ-
სახოცს ათბობდა. ჟიქვი და ირი დენის ასაკის იყვნენ, დოთრაკი გო-
გონები, რომლებიც მონებად წამოიყვანეს, როდესაც დროგომ მათი
მამების ხალასარი გაანადგურა. დორეა მათზე უფროსი იყო, თით-
ქმის ოცი წლის. მაგისტრმა ილირიომ იგი ლაისის ერთ სალხინო
სახლში იპოვა.
სველი ვერცხლისფერი თმა თვალებზე ჩამოეშალა, როდესაც გა-
ოცებულმა დენიმ მისკენ შეაბრუნა სახე.
– მთვარიდან?
– მან მითხრა, რომ მთვარე კვერცხი იყო, ხალესი, – განაგრძო
ლაისელმა გოგონამ, – ოდესღაც ცაზე ორი მთვარე დაცურავდა.
მაგრამ ერთი ძალიან მიუახლოვდა მზეს და გასკდა მისი სიცხისგან.
ათასობით და ათასობით დრაკონი გამოიჭრა მისგან და მზის ცეც-
ხლი შესვეს. ამიტომაცაა, დრაკონები ცეცხლს რომ აფრქვევენ.
ერთ მშვენიერ დღეს მეორე მთვარეც აკოცებს მზეს, ისიც გასკდე-
ბა და დრაკონები დაბრუნდებიან.
დოთრაკელი გოგონები ახითხითდნენ, აკისკისდნენ.
– სულელი ჩალისთავა მხევალი ხარ, – უთხრა ირიმ, – მთვარე
კვერცხი არაა. მთვარე ქალღმერთია, მზის ცოლი. ეს ყველამ იცის.
– ყველამ იცის, – დაუდასტურა ჟიქვიმ.

351
დენის კანი ვარდისფრად უღვიოდა, როდესაც ვარცლიდან
ამოძვრა. ჟიქვიმ იგი დააწვინა, რათა ნელსაცხებლებით დაეზი-
ლა და ყველა ფორიდან ამოეწმინდა მტვერი. ამის მერე ირიმ
ყვავილსუნელას და დარიჩინის წვეთები აპკურა. სანამ დორეა
თმას უვარცხნიდა და ვერცხლივით უბზინებდა, დენი მთვარეზე,
კვერცხებზე და დრაკონებზე ფიქრობდა.
ვახშმად მოკრძალებული ხემსი ჰქონდა: ხილი, ყველი და გა-
ხუხული პური, რასაც თაფლით დამტკბარ ღვინოს აყოლებდა.
– დორეა, დარჩი და ჩემთან ერთად ივახშმე, – უბრძანა დე-
ნიმ, როდესაც დანარჩენი მოახლეები დაითხოვა. ლაისელ გო-
გონას თაფლისფერი თმა და ზაფხულის ცას მიმგვანებული თვა-
ლები ჰქონდა. ის ლურჯი თვალები დახარა, მარტო რომ დარ-
ჩნენ. – პატივს მდებ, ხალესი, – ასე უთხრა, თუმცა ეს პატივი კი
არა, მხოლოდ სამსახური იყო. მთვარის ამოსვლის შემდეგაც
დიდხანს ისხდნენ და საუბრობდნენ.
იმ ღამით კარავში მოსულ დროგოს მომლოდინე დენი დახ-
ვდა. ცოლის კარვის კარში ჩამდგარმა გაკვირვებული თვალი შე-
ავლო. დენი აუჩქარებლად წამოდგა, გაიხსნა აბრეშუმის საღა-
მური და დაანება, მიწაზე დაცემულიყო.
– ამ ღამით გარეთ უნდა გავიდეთ, მილორდ, – უთხრა ქმარს,
რადგანაც, დოთრაკული რწმენით, კაცის ცხოვრებაში ყველა
მნიშვნელოვანი მოვლენა ღია ცის ქვეშ უნდა ხდებოდეს.
ხალ დროგო მიჰყვა, გაედევნა მთვარის შუქში, თმაში ჩაწნუ-
ლი ზანზალაკები წყნარად უწკრიალებდა. კარვიდან რამდენიმე
იარდის მოშორებით რბილი ბალახის საწოლი იყო გამართული,
დენიმ სწორედ იქ მიიზიდა დროგო მიწისკენ. როდესაც მან ცო-
ლის შემობრუნება სცადა, დენიმ მკერდზე დაადო ხელი.
– არა, – უთხრა, – ამაღამ სახეში გიცქერ.
შუა ხალასარში განმარტოება შეუძლებელია. დენი გრძნობ-
და, როგორ უცქერდნენ, როდესაც დროგოს ხდიდა, ესმოდა

352
წყნარი ხმები, როცა დორეას დარიგების თანახმად იქცეოდა. მას ეს
არ ანაღვლებდა. ხალესი იყო თუ არა? სხვისი არა, ქმრის თვალები
აინტერესებდა მხოლოდ და, როდესაც დროგოს ზემოდან მოექცა,
მის თვალებში ისეთი რამ შენიშნა, რაც ადრე არასდროს დაუნახავს.
ისეთი სიშმაგით იძვროდა მასზე, როგორც თავის ვერცხლას აჭენებ-
და ხოლმე, და ბოლოს, როდესაც სიამის წუთი ეწვია, ხალ დროგომ
მისი სახელი ამოიძახა.
უკვე დოთრაკის ზღვის მეორე ბოლოში გასულიყვნენ, როდესაც
ჟიქვიმ ხელი გადაუსვა დენის სათუთად გამობურცულ მუცელს და
უთხრა:
– ხალესი, ორსულად ხარ.
– ვიცი, – მიუგო დენიმ.
მისი მეთოთხმეტე დღეობა იდგა.

353
ბრანი

354
დაბლა, ეზოში, რიკონი დარბოდა მგლებთან ერთად.
ბრანი ფანჯარასთან რაფა-ტახტზე იჯდა და უცქერდა. ბიჭი სა-
ითაც არ უნდა გაქცეულიყო, რუხი ქარი ასწრებდა, გზას უჭრიდა და
წინ ხვდებოდა, რიკონი კი მის დანახვაზე აღტაცებით კიოდა და სხვა
მიმართულებით გარბოდა. ბურძგლაძაღლი ფეხდაფეხ მისდევდა,
ბიჭთან ერთად უხვევდა და მსუბუქად წაკბენდა ხოლმე სხვა მგლებს,
თუკი ისინი ძალიან მიუახლოვდებოდნენ. მას ბალანი გაუმუქდა,
მთლად გაუშავდა, თვალები კი მწვანედ უგიზგიზებდა. ბრანის ზაფ-
ხული ბოლო მირბოდა, ვერცხლისა და კვამლისფერი ქურქი ეცვა,
მისი ყვითელი ოქროს თვალები ყველაფერს ამჩნევდნენ, რაც კი და-
ინახებოდა. რუხ ქარზე უფრო მომცრო და უფრო ფრთხილი დადგა.
ბრანს მიაჩნდა, რომ იგი ყველაზე ჭკვიანი იყო მთელ ნაყარში. ეს-
მოდა ძმის სულის შეგუბებამდე კისკისი, როდესაც რიკონი პატარა,
ბავშვური ფეხებით გადარბოდა მაგრად დატკეპნილ მიწაზე. ბრანს
თვალები აეწვა. სურდა, თვითონაც იქ ყოფილიყო, ეცინა და ერბინა.
საკუთარ თავზე გაბრაზებულმა მუჭით მოიწმინდა ცრემლები, სანამ
ისინი თვალებიდან დასცვივდებოდნენ. მისმა მერვე დღეობამ უკვე
ჩაიარა. თითქმის კაცი იყო უკვე, ასე დიდი ბიჭები არ ტირიან.
– ტყუილი იყო და მეტი არაფერი, – თქვა მწარედ, სიზმრად ნანა-
ხი ყვავი რომ გაახსენდა, – არაფერიც არ შემიძლია ფრენა. ფრენა
კი არა, სირბილიც კი არ შემიძლია.
– ყვავები მატყუარები არიან, – დაეთანხმა ბებერი ნენი. იგი თა-
ვის სკამზე იჯდა და ქსოვდა, – მე ზღაპარი ვიცი ყვავზე.
– აღარ მინდა ზღაპრები, – შეუღრინა გაღიზიანებულმა ბრანმა.
ოდესღაც მას უყვარდა ბებერი ნენი და მისი ზღაპრები. ადრე. მაგ-
რამ ახლა ყველაფერი სხვანაირად იყო. ნენს ახლა მთელი დღით
მასთან ტოვებდნენ, რათა მიეხედა, სუფთად ჰყოლოდა და მარტო
არ დაეტოვებინა, რაც უფრო უარესიც იყო, – მეჯავრება შენი შტერუ-
ლი ზღაპრები.
დედაბერმა უკბილო პირით გაუღიმა.

355
– ჩემი ზღაპრები? არა, ჩემო პატარა ლორდო, ეს ჩემები
არაა. ზღაპრები თავისთვისაა, ჩემამდეც და ჩემ მერეც, შენამ-
დეც, ჩემო კარგო. რა მახინჯი დედაბერიაო, იფიქრა ბრანმა
ავად. დაკუჭული იყო, დანაოჭებული, თითქმის დაბრმავებული,
ისე დაუძლურებული, რომ კიბეზე თავისით ვერ ადიოდა; დალა-
ქულ ვარდისფერ კინკრიხოზე ორიოდე ღერი თეთრი თმა შერჩე-
ნოდა. ზუსტად არავინ იცოდა, რამდენი წლის იყო, მაგრამ მამა
ამბობდა, ჩემს ბიჭობაში უკვე ბებერი ნენი ერქვაო. უეჭველია,
ვინტერფელში ყველაზე უხუცესი იყო, იქნებ მთელ შვიდ სამეფო-
შიც კი არავინ იყო მასზე ხნიერი. ნენი ვინტერფელში ძიძად მო-
ეყვანათ ბრანდონ სტარკისთვის, ვისი დედაც მისი შობისას გარ-
დაცვლილიყო. ეს ბრანდონ სტარკი ლორდ რიკარდის, ბრანის
პაპის უფროსი ძმა ყოფილა, ან იქნებ უმცროსი ძმა, ან იქნებ
ლორდ რიკარდის მამის ძმაც იყო. ბებერი ნენი ხან ასე ამბობდა,
ხან – ისე. მაგრამ მის ყველა მონათხრობში გაგრძელება ერ-
თნაირი იყო: ბავშვი სამი წლისა ზაფხულის ციებამ მოკლა, მაგ-
რამ ბებერი ნენი მაინც ვინტერფელში დარჩა თავის შვილებთან
ერთად. მისი ორივე ვაჟი იმ ომში დაიღუპა, რომელმაც რობერტს
გვირგვინი მოუტანა, მისი შვილიშვილი კი პაიკის გალავანზე და-
ეცა ბეილონ გრეიჯოის ამბოხის დროს. მისი ასულები დიდი ხნის
წინ დათხოვდნენ, სხვა ადგილებში გადასახლდნენ და დაიხოც-
ნენ. შთამომავალთაგან ახლა ჰოდორიღა დარჩენოდა გვერდში,
გონებასუსტი გოლიათი, თავლებში რომ მუშაობდა; ბებერი ნენი
კი ცოცხლობდა და ცოცხლობდა, ქსოვდა და ზღაპრებს ჰყვებო-
და. – სულ არ მენაღვლება, ვისი ზღაპრებია, – უთხრა ბრანმა, –
მაინც მეჯავრება.
მას არ უნდოდა ზღაპრები, არ უნდოდა ბებერი ნენი. დედა და
მამა უნდოდა. უნდოდა, ერბინა უკან ადევნებულ ზაფხულთან ერ-
თად.

356
უნდოდა, დალეწილ კოშკზე ამძვრალიყო და ყვავებისთვის ფეტ-
ვი ეჭმია. უნდოდა, ძმებთან ერთად თავისი პონი ეჭენებინა. უნდო-
და, ყველაფერი ისე ყოფილიყო, როგორც ადრე.
– მე ვიცი ზღაპარი ბიჭზე, ზღაპრები რომ არ უყვარდა, – თქვა ბე-
ბერმა ნენმა, იმ თავისი სულელური ოდნავი ღიმილით, მის ჩხირებს
კი მოძრაობა არ შეუწყვეტიათ, ტკაც-ტკუც, ტკაც-ტკუც, და ბრანი უკ-
ვე მზად იყო, ეკივლა მისთვის.
მან იცოდა, რომ აღარასოდეს არაფერი იქნებოდა ისე, როგორც
ადრე. ყვავმა გააცურა და ფრენა აიძულა, მაგრამ როცა გაიღვიძა,
აღმოაჩინა, რომ თვითონ დალეწილი იყო, მთელი სამყარო – შეც-
ვლილი. ყველამ მიატოვა, მამამ, დედამ, დებმა და მისმა ბუშმა ძმამ
ჯონმაც კი. მამა დაპირებული იყო, რომ მეფის საბიჯელში წაიყვან-
და, თანაც ნამდვილი ცხენით, მაგრამ ყველანი ბრანის გარეშე წასუ-
ლიყვნენ. მაისტერ ლუვინმა ლორდ ედარდთან ფრინველი გაგზავნა
წერილით, ერთი წერილი დედას გაუგზავნა, ერთიც – ჯონს კედელ-
ზე, მაგრამ პასუხი არსაიდან მოსულა.
– ფრინველები ხშირად იკარგებიან ხოლმე, ბავშვო, – უთხრა მა-
ისტერმა ბრანს, – აქედან მეფის საბიჯელამდე მრავალი მილი და
მრავალი ქორია, წერილებს შესაძლოა, ვერ მიეღწია მათთან. და მა-
ინც, ბრანს ეჩვენებოდა, თითქოს ყველანი დაიხოცნენ, სანამ თვი-
თონ ეძინა... ან იქნებ ბრანი მოკვდა და ყველამ დაივიწყა? იორი,
სერ როდრიკი და ვაიონ პულიც კი წავიდნენ, ჰალენი და ჰარვინი,
სქელი ტომი და მცველთა რაზმის ერთი მეოთხედი.
შინ მხოლოდ რობი და პატარა რიკონი დარჩნენ, და რობი ძალი-
ან იყო შეცვლილი იგი ახლა ლორდი რობი იყო, ან, ყოველ შემთხვე-
ვაში, ცდილობდა, რომ ყოფილიყო. ნამდვილი ხმალი შეება და
არასდროს იღიმებოდა. მთელ დღეებს მცველების წვრთნაში ატა-
რებდა და თავადაც ბევრს ვარჯიშობდა ხმალაობაში. ეზო ფოლადის
ჩხირით რეკდა, უნუგეშო ბრანი კი ამას ზემოდან გადასქეროდა. სა-

357
ღამოობით რობი მაისტერ ლუვინთან ერთად იკეტებოდა სალა-
პარაკოდ ან საანგარიშო წიგნების გადასახედად. ზოგჯერ ჰალის
მოლენთან ერთად გაემგზავრებოდა ხოლმე ამხედრებული და
რამდენიმე დღე უკან არ ბრუნდებოდა – შორეულ სიმაგრეებს
სტუმრობდა. ერთ დღეზე დიდხანს თუ იყო წასული, რიკონი ტი-
როდა და ბრანს ეკითხებოდა, რობი როდესმე თუ დაბრუნდებაო?
მაშინაც კი, როდესაც შინ იყო, ვინტერფელში, ლორდ რობს ჰა-
ლეს მოლენისა და თეონ გრეიჯოისთვის მეტი დრო ჰქონდა, ვიდ-
რე ოდესმე გამოუნახავს თავისი ძმებისთვის.
– მე შემიძლია, მოგითხრო ზღაპარი ბრანდონ მშენებელზე,
– უთხრა ბებერმა ნენმა, – შენი საყვარელი ზღაპარი. ათასობით
და ათასობით წლის წინათ ბრანდონ მშენებელმა ააგო ვინტერ-
ფელი და, ზოგის თქმით, კედელიც. ბრანმა იცოდა ეს ზღაპარი,
მაგრამ მისი საყვარელი ამბავი ის არასოდეს ყოფილა. შეიძლე-
ბა, რომელიმე სხვა ბრანდონს უყვარდა. ზოგჯერ ნენი ისე ესაუბ-
რებოდა, როგორც თავის ბრანდონს, იმ პატარას, რომელსაც ძუ-
ძუს აწოვებდა ურიცხვი წლების წინ; ზოგჯერ კი მის ბიძა ბრან-
დონში ერეოდა, მასში, ჯერ კიდევ ბრანის დაბადებამდე რომ
მოკლა შლეგმა მეფემ. დედამ ერთხელ უთხრა, ნენმა იმდენ ხანს
იცოცხლა, ყველა ბრანდონ სტარკი მის ხსოვნაში ერთ ადამია-
ნად იქცაო.
– ჩემი საყვარელი ეგ არ არის, – უთხრა ნენს, – მე საშინელი
ამბები მიყვარდა. – გარედან რაღაც აურზაური მოესმა და ისევ
ფანჯრისკენ შებრუნდა. რიკონი ციხე-დარბაზის კარიბჭისკენ
გარბოდა, უკან მგლები მისდევდნენ, მაგრამ კოშკის ამ ფანჯრი-
დან ბრანი ვერ ხედავდა, თუ რა ხდებოდა კარიბჭესთან. გულ-
დაწყვეტით დაირტყა მუშტი ფეხზე, მაგრამ ვერაფერი იგრძნო.
– ო, ძვირფასო ზაფხულის ბალღო, – წყნარად უთხრა ბებერ-
მა ნენმა, – აბა, შიშისა შენ რა იცი? შიში ზამთრისაა, პატარა

358
ლორდო, როდესაც ასი ფუტის სიღრმის თოვლი მოდის და ჩრდი-
ლოეთიდან ყმუილით მოქრის ქარბუქი. შიში გრძელი ღამისაა,
როდესაც მზე რამდენიმე წელიწადს სახეს არ აჩენს, პატარა
ბალღები კი იბადებიან, ცხოვრობენ და კვდებიან წყვდიადში,
მზის უნახავი, მგელსაზარები ძვალტყავდებიან და შიმშილობენ,
ტყეებში კი თეთრი მავალები დადიან.
– სხვებზე ამბობ, – ამრეზით უთხრა ბრანმა.
– სხვები, ჰო, – დაეთანხმა ნენი, – ათასობით წლის წინათ ისეთი
ცივი, სასტიკი და დაუსრულებელი ზამთარი დადგა, როგორზეც
არასდროს არავის არც კი სმენოდა. ღამე მთელი ერთი თაობის
ცხოვრების მანძილზე გაგრძელდა, მეფეები ისევე ცახცახებდნენ და
იხოცებოდნენ თავიანთ ციხე-დარბაზებში, როგორც – მეღორეები
ქოხებში. ქალები გუდავდნენ თავიანთ შვილებს, რომ არ ეცქირათ,
როგორ მოუღებდათ ბოლოს შიმშილი, შემდეგ კი მოთქვამდნენ და
გრძნობდნენ, როგორ ეყინებოდათ სახეზე დადენილი ცრემლები, –
მისი ხმაც, მისი ჩხირებიც დაჩუმდნენ. დედაბერმა ბრანს მქრქალი,
ლიბრიანი თვალებით ახედა და ჰკითხა, – მაშ, ასეთი ზღაპრები გიყ-
ვარს, ბალღო?
– ჰო, ოღონდ... – უწადინოდ წამოიწყო ბრანმა.
ბებერმა ნენმა თავი დაუქნია.
– სხვები იმ წყვდიადის დროს მოვიდნენ პირველად, – წამოიწყო
მან და მისი ჩხირებიც ატკაცუნდნენ, – ცივები იყვნენ, მკვდრები,
რკინა და ცეცხლი სძულდათ, მზის სხივების შეხება და ყველა ის არ-
სება ეჯავრებოდათ, ვისაც ცხელი სისხლი უჩქეფდა ძარღვებში. ცი-
ხესიმაგრეებს, ქალაქებს და სამეფოებს გადაუარეს, ურიცხვი გმირი
და ლაშქარი მოსრეს; თავიანთ გაცრეცილ მკვდარ ცხენებზე ის-
ხდნენ და დახოცილთა მხედრობას უძღოდნენ წინ. მამაცთა ხმლები
ვერ აჩერებდნენ მათ წინსვლას და არც ქალები, არც ძუძუთა ბავშვე-

359
ბი არ აღძრავდნენ მათში სიბრალულს. როგორც მხეცებზე, ისე
ნადირობდნენ ქალებზე ტყეში და თავიანთ მკვდარ მსახურებს
ადამიანთა ბავშვების ხორცით კვებავდნენ.
ხმა დაიდაბლა, თითქმის ჩურჩულებდა, და ბრანმა თავს შე-
ატყო, რომ უკეთ მოსასმენად წინ გადახრილიყო.
– ეს ანდალთა მოსვლამდე ხდებოდა, ბევრად უფრო ადრე,
ვიდრე როინის ქალაქებიდან ქალები გაიქცეოდნენ ვიწრო
ზღვის გადაღმა, მაშინ ქვეყნად ასობით სამეფო იყო, პირველ
ადამიანთა სამეფოები, მათი, ვისაც ეს მიწები ტყის შვილების-
თვის წაეგვარათ. მაგრამ აქა-იქ, უღრან ტყეებში აგებულ ხის ქა-
ლაქებსა და ღრუ მთებში ჯერაც სახლობდნენ ტყის შვილები და
ხეების სახეებიც ჯერ კიდევ უცქერდნენ, შეიტყობდნენ. და როდე-
საც დედამიწაზე სიცივემ და სიკვდილმა დაივანა, უკანასკნელმა
გმირმა გადაწყვიტა, ეპოვა ტყის შვილები, რადგანაც იმედი
ჰქონდა, რომ მათი ძველისძველი მაგია კვლავ აპოვნინებდა
იმას, რაც ადამიანთა ლაშქრებმა ვერ დაიცვეს და ხელიდან გა-
მოეცალათ. მკვდარ მხარეებს მიმართა მათ საძებრად, თან ხმა-
ლი ჰქონდა, ცხენი და ძაღლი ჰყავდა და თორმეტიოდე ამხანაგი
ახლდა. წლები და წლები ეძებდა, სანამ ტყის შვილების და მათი
ფარული ქალაქების პოვნის იმედი არ გადაეწურა. თანდათან
დაიხოცნენ მისი მეგობრები, ცხენიც მოუკვდა, ბოლოს ძაღლიც,
ხოლო ხმალი ისე გაიყინა, რომ შემოქნევისას პირი ნამსხვრევე-
ბად ექცა. სხვებმა კი იყნოსეს მისი ცხელი სისხლი, უჩუმრად ჩა-
უდგნენ კვალში, ქოფაკებისხელა, მკრთალ-თეთრი ობობების
ხროვებს მიიყოლებდნენ და მისდევდნენ...
კარი ჯახუნით გაიღო და ბრანს შიშით ლამის გული ამოუხტა
მკერდიდან, მაგრამ ეს მხოლოდ და მხოლოდ მაისტერ ლუვინი
იყო, მის უკან კიბეზე ჰოდორი იდგა.
– ჰოდორი! – გამოაცხადა მეჯინიბე ბიჭმა, როგორც ყოველ-
თვის, და ყველას ფართო ღიმილი ჩამოურიგა.

360
მაისტერ ლუვინი არ იღიმოდა.
– სტუმრები გვყავს, – აცნობა ბრანს, – და შენი იქ ყოფნაც საჭი-
როა, ბრან.
– მე ახლა ზღაპარს ვუსმენ, – შეედავა ბრანი.
– ზღაპრები მოიცდის, პატარა ლორდო, და, როდესაც მათთან
დაბრუნდები, ხომ იცი, აქვე დაგხვდებიან, – უთხრა ბებერმა ნენმა,
– სტუმრებს მაგდენი მოცდა არ შეუძლიათ, თანაც ხშირად თავიან-
თი ზღაპრებით მოგვადგებიან ხოლმე.
– ვინ არიან? – დაეკითხა ბრანი მაისტერ ლუვინს.
– ტირიონ ლანისტერი და ღამის ებგურის რამდენიმე ძმა, დანა-
ბარები მოიტანეს შენი ძმა ჯონისგან. რობი ახლა მათ ხვდება. ჰო-
დორ, ჩაიყვან ბრანს დარბაზში?
– ჰოდორ! – ხალისით დაეთანხმა ჰოდორი. იგი დაიხარა, რათა
უზარმაზარი გაბურძგნული თავი კარის ზედა წირთხლის ქვეშ გა-
მოეტარებინა. თითქმის შვიდი ფუტი იყო სიმაღლეში. ვერ დაიჯე-
რებდი, რომ ბებერი ნენის შთამომავალი იყო. ბრანმა იფიქრა, რომ
დაბერდება, ნეტავ ისიც თავის დიდედასავით შედგებაო? ეს წარმო-
უდგენელი ეჩვენა, ჰოდორს ათასი წელიც რომ ეცხოვრა, მაინც.
ჰოდორმა ბრანი თივის ხელეულივით მსუბუქად აიტაცა და ფარ-
თო მკერდზე მიიწვინა. მას მუდამ ცხენების სუნი დაჰკრავდა, მაგრამ
ეს არასასიამოვნო სიმყრალე როდი იყო. სქლად დაკუნთული და
მუქი ბალნით დაფარული მკლავები ჰქონდა.
– ჰოდორ! – წარმოთქვა კვლავ. თეონ გრეიჯოიმ ერთხელ აღ-
ნიშნა, მართალია, ჰოდორმა ბევრი არაფერი იცის, მაგრამ იმაში კი
ეჭვს ვერავინ შეიტანს, რომ საკუთარი სახელი დაზეპირებული აქ-
ვსო. ბებერი ნენი სიცილით ქათამივით აკაკანდა, როდესაც ბრანმა
გრეიჯოის ნათქვამი გაუმეორა, და გამოუტყდა, ჰოდორს სინამდვი-
ლეში ვოლდერი ჰქვიაო. არავინ იცის, „ჰოდორი” საიდანღა მოიტა-
ნაო, ამბობდა ნენი, მაგრამ როდესაც ეს სიტყვა დაიჩემა, სახელა-
დაც შერჩაო. ამის მეტი სხვა სიტყვა არც იცოდა.

361
მათ ბებერი ნენი კოშკის მაღალ ოთახში დატოვეს თავის ჩხი-
რებთან და მოგონებებთან. ჰოდორმა ბრანი კიბეზე ჩაიყვანა და
დერეფანს გაუყვა, თან რაღაცას ღიღინებდა უსმენოდ. მაისტერ
ლუვინი უკან მისდევდათ და ცდილობდა, მეჯინიბე ბიჭის გრძელ
ნაბიჯებს არ ჩამორჩენოდა.
რობი მამის მაღალ ტახტზე იჯდა, ჯაჭვის პერანგი და მოთრიმ-
ლული ტყავი ეცვა და ლორდ რობის მკაცრი სახე მიეღო. მის
უკან თეონ გრეიჯოი და ჰალის მოლენი ჩამდგარიყვნენ. რუხი
ქვის კედლის გასწვრივ, ვიწრო და მაღალი ფანჯრების ქვეშ,
თორმეტი მცველი ჩამწკრივებულიყო. შუა ოთახში ქონდრისკა-
ცი იდგა თავისი მსახურებით, და მათთან ერთად – ღამის ებგუ-
რის შავ სამოსში გამოწყობილი ოთხი უცნობი. როგორც კი ჰო-
დორმა კარში შეატარა, ბრანმა დარბაზში დავანებული რისხვა
იგრძნო.
– ღამის ებგურის ყველა მებრძოლს მივესალმებით აქ, ვინ-
ტერფელში და სტუმრად მივიღებთ, რამდენ ხანსაც კი დარჩენას
ისურვებენ, – ამბობდა რობი ლორდ რობის ხმით. მუხლებზე
გარდიგარდმო ხმალი დაესვენებინა, ყველას დასანახად ელვა-
რებდა მისი შიშველი პირი. ბრანმაც კი იცოდა, რას ნიშნავდა გა-
შიშვლებული ხმლით სტუმრის დახვედრა.
– ღამის ებგურის ყველა მებრძოლს, – გაიმეორა ქონდრის-
კაცმა, – მაგრამ არა მე, სწორად გაგიგე, ბიჭო?
რობი წამოდგა და ჯუჯას ხმალი მიაშვირა.
– სანამ დედაჩემი და მამაჩემი წასულები არიან, აქ მე ვარ
ლორდი, ლანისტერ. ბიჭი ვინმე სხვას დაუძახე.
– ლორდი თუ ხარ, ლორდის ზრდილობა უნდა ისწავლო, –
მიუგო ჯუჯამ, მისი სახისკენ წვეტით დამიზნებული ხმალი აინუნ-
შიც არ ჩაუგდია, – ჩანს, მამათქვენის მთელი თავაზი შენს ბუშ
ძმას ერგო.

362
– ჯონი, – ამოთქვა ჰოდორის მკლავებში მოქცეულმა ბრანმა.
ქონდრისკაცი მოტრიალდა მის დასანახად.
– მაშ, მართალი ყოფილა, ბიჭი ცოცხალია. დაუჯერებელია.
თქვენ, სტარკები, ძნელი მოსაკლავები ხართ.
– ჯობს, თქვენ, ლანისტერებმა ეს არ დაივიწყოთ, – რობმა ხმა-
ლი დაუშვა, – ჰოდორ, მოიყვანე აქ ჩემი ძმა.
– ჰოდორ, – თქვა ჰოდორმა, სახეზე ღიმილგადაფენილმა გაი-
არა დარბაზი და ბრანი სტარკების მაღალ საკარცხულზე დასვა. ვინ-
ტერფელის ბატონები ამ ტახტზე ისხდნენ მას მერე, რაც თავი ჩრდი-
ლოეთის მეფეებად გამოაცხადეს. ცივი ქვის დასაჯდომი ხანგრძლივ
ხმარებას გაეპრიალებინა; მგელსაზარათა ქვაში ნაკვეთი თავები
მისი მსხვილი სახელურების ბოლოებიდან იღრინებოდნენ. ტახტზე
ჩამომჯდარმა ბრანმა მათ ხელი ჩასჭიდა, უსარგებლო ფეხები ჰაერ-
ში უქანავებდა. ეს უზარმაზარი საკარცხული თავს პატარა ბავშვად
აგრძნობინებდა.
რობმა მას მხარზე ჩამოადო ხელი.
– შენ თქვი, რომ ბრანთან საქმე გქონდა. აი ისიც, ლანისტერ. ტი-
რიონ ლანისტერის მზერა ბრანს მოუსვენრობას ჰგვრიდა. ერთი
თვალი შავი ჰქონდა, ერთი – მწვანე, და ორივე მას უცქერდა, ჩხრეკ-
და, წონიდა.
– მითხრეს, რომ ძალიან კარგად ცოცავდი, ბრან, – უთხრა ბო-
ლოს ჯუჯამ, – მითხარი, იმ დღეს რა მოხდა, რომ ჩამოვარდი? – არ
ჩამოვვარდნილვარ, – დაიჟინა ბრანმა. ის არ ჩამოვარდნილა, არა,
არა, არა.
– ბავშვს არ ახსოვს, როგორ ჩამოვარდა, არც ის, იქამდე რო-
გორ აცოცდა, – წყნარად წარმოთქვა მაისტერ ლუვინმა.
– საინტერესოა, – თქვა ტირიონ ლანისტერმა.

363
– ჩემი ძმა აქ კითხვებზე საპასუხოდ არ მოგვიყვანია, ლანის-
ტერ, – მოჭრა რობმა, – თქვი, რა საქმეც გაქვს და შენს გზას ეწიე.
– საჩუქარი მაქვს შენთვის, – მიმართა ბრანს ქონდრისკაცმა, –
არ გინდა, ცხენით იარო, ბიჭო? მაისტერ ლუვინი წინ წამოდგა.
– მილორდ, ბავშვს ფეხები მოსწყდა. ცხენზე ვერ შეჯდება. –
სისულელეა, – თქვა ლანისტერმა, – სათანადო ცხენით და სათა-
ნადო უნაგირით ხეიბარსაც კი შეუძლია მხედრობა.
მისმა სიტყვამ ბრანს გული განუგმირა. თვალები უნებურმა
ცრემლებმა აუვსო.
– მე ხეიბარი არ ვარ!
– მაშ, მე ქონდრისკაცი არ ვყოფილვარ, – პირი მოიღრიცა
ჯუჯამ, – რას გაიხარებს მამაჩემი, ამას რომ გაიგებს!
გრეიჯოიმ ხმამაღლა გაიცინა.
– როგორი ცხენი და როგორი უნაგირი უნდა იყოს? – ჰკითხა
მაისტერ ლუვინმა.
– ჭკვიანი, გაწვრთნილი ცხენი, – მიუგო ლანისტერმა, – ბიჭი
ფეხებს ვერ იხმარს, ცხოველი რომ მართოს, ასე რომ, ცხენი მხე-
დარს უნდა მოარგოთ, ასწავლოთ, რომ აღვირს, ხმით ბრძანებას
დაემორჩილოს. მე ერთი წლის გაუხედნავ კვიცს გირჩევდით,
ისეთს, რომლისთვისაც ძველი ნასწავლის გადაჩვევა არ დაგ-
ჭირდებათ, – მან ქამრიდან დახვეული ქაღალდი ამოიძრო, – ეს
კი თქვენს მეუნაგირეს მიეცით. დანარჩენს თვითონ გააკეთებს.
მაისტერ ლუვინმა ქონდრისკაცს ქაღალდი ჩამოართვა, პატარა
რუხი ციყვივით დაინტერესებული ჩანდა. გრაგნილი გაშალა, ყუ-
რადღებით დააკვირდა.
– გასაგებია. მშვენივრად დაგიხაზავთ, მილორდ. დიახაც, წე-
სით, უნდა გამოვიდეს. მე თვითონაც კი უნდა მეფიქრა ამაზე. –
ეს მე იოლად მომაფიქრდა, მაისტერ. ჩემი უნაგირისგან ძალია-
ნაც არ განსხვავდება.

364
– მართლა შემეძლება ცხენით სიარული? – იკითხა ბრანმა. ძა-
ლიან სურდა, დაეჯერებინა, მაგრამ ეშინოდა. იქნებ ესეც ტყუილი
იყო და მეტი არაფერი. ყვავიც დაჰპირდა, ფრენას შეძლებო. – შე-
გეძლება, – აღუთქვა ქონდრისკაცმა, – და გპირდები, ბიჭო, ცხენზე
შემჯდარი ისეთივე მაღალი იქნები, როგორც ნებისმიერი სხვა.
რობ სტარკი საგონებელში იყო ჩავარდნილი.
– ეს რამე ხრიკია, ლანისტერ? რაში განაღვლებს ბრანის ბედი?
რატომ უნდა გსურდეს, დაეხმარო?
– თქვენმა ძმამ ჯონმა მთხოვა. და თანაც ხეიბრები, ბუშები და
დამტვრეული რაღაცები გულს მიჩუყებენ ხოლმე, – ტირიონ ლანის-
ტერმა ხელი გულზე მიიდო და გაიკრიჭა.
ვიღაცამ ეზოს კარი მოაფრიალა. დარბაზში მზის შუქი შემოიღვა-
რა და აქოშინებული რიკონი შემოჰყვა სირბილით. მგლებიც მასთან
იყვნენ. თვალებგაფართოებული ბიჭი კართანვე შეჩერდა, მაგრამ
მგლები კვლავ წინ მოიწევდნენ. მათ ლანისტერი დაინახეს, ან იქნებ
მისი სუნი იკრეს. პირველი ზაფხული აღრინდა. მას რუხი ქარი აჰყვა.
ისინი ჯუჯა კაცისკენ გაძუნძულდნენ, ერთმა მარჯვნიდან დაუარა, მე-
ორემ – მარცხნიდან.
– მგლებს შენი სუნი არ მოეწონათ, ლანისტერ, – შენიშნა თეონ
გრეიჯოიმ.
– ალბათ დროა, დაგტოვოთ, – თქვა ტირიონმა. მან უკან გადად-
გა ნაბიჯი... და სწორედ მის ზურგსუკან ბინდიდან ღრენით გამოაბი-
ჯა ბურძგლაძაღლმა. ლანისტერი გვერდზე გახტა და მეორე მხრი-
დან ზაფხული ეძგერა. ბორძიკით გაეცალა მის შეტევას და ამ დროს
რუხმა ქარმა მკლავზე გაჰკრა კბილი, სახელო კბილით გაუგლიჯა
და ქსოვილის ნაწილი ჩამოახია.
– არა! – იყვირა ტახტზე მჯდარმა ბრანმა, როცა ლანისტერის
მსახურებმა იარაღი იშიშვლეს, – ზაფხული, აქ მოდი! ზაფხული, ჩემ-
თან!

365
მგელსაზარამ გაიგონა მისი დაძახილი, ბრანს შეხედა, მერე
ისევ – ლანისტერს. უკან-უკან დაიხია, ქონდრისკაცს მოშორდა
და ბრანის ჩამოკიდებულ ფეხებთან ჩაჯდა.
რობი სუნთქვაშეკრული უცქერდა ყოველივეს. ახლა ერთბა-
შად ამოიქშინა და შესძახა:
– რუხი ქარი! – მისმა მგელსაზარამ სწრაფად, უხმოდ მიირ-
ბინა პატრონთან. ლანისტერის სიახლოვეს ბურძგლაძაღლიღა
დარჩა, ჯუჯას უღრენდა და თვალები მწვანედ უგიზგიზებდა.
– რიკონ, დაუძახე! – შეჰყვირა ბრანმა თავის პატარა ძმას,
რიკონიც გამოერკვა და დაჰკივლა:
– შინ, ბურძგლა, შინ, ახლავე!
შავმა მგელმა ბოლოჯერაც შეუღრინა ლანისტერს და რიკო-
ნისკენ გაქანდა, მანაც მაგრად შემოხვია მკლავები კისერზე.
ტირიონ ლანისტერმა შარფი შემოიხსნა, შუბლი შეიმშრალა
და ცივად წარმოთქვა:
– რა საინტერესოა.
– როგორ ხარ, მილორდ? – ჰკითხა ერთმა მსახურთაგანმა,
ხელში გაშიშვლებული ხმალი ეკავა და თვალი შფოთით ეჭირა
მგლებზე. – სახელო მაქვს გაგლეჯილი და შარვალი – უსიამოდ
სველი, მაგრამ ღირსების გარდა, არაფერი დამზიანებია.
რობიც კი განცვიფრებული ჩანდა.
– მგლები... არ ვიცი, რატომ მოიქცნენ ასე...
– უეჭველია, სადილად ჩამთვალეს, – ლანისტერმა მოუხერ-
ხებლად დაუკრა ბრანს თავი, – მადლობა, რომ მომაშორე ისინი,
პატარა სერ. უეჭველად გეუბნები, გაუჭირდებოდათ ჩემი მონე-
ლება. ახლა კი მართლაც წავედი.
– ერთი წუთით, მილორდ, – მიმართა მაისტერ ლუვინმა. იგი
რობს მიუახლოვდა და, მისკენ თავდახრილი, ჩურჩულით მო-

366
ეთათბირა რაღაცაზე. ბრანი ცდილობდა გაეგონა, თუ რას ამბობ-
დნენ, მაგრამ ვერ შეძლო, ძალიან ხმადაბლა საუბრობდნენ. ბო-
ლოს რობ სტარკმა ხმალი ქარქაშში ჩააგო.
– მე... ალბათ ზედმეტად ფიცხლად დაგიხვდი, – წარმოთქვა მან,
– შენ ბრანს სიკეთე უყავი, და... – მან ძალდატანებით მოითოკა
გრძნობები, – ვინტერფელის სტუმართმოყვარეობას გთავაზობ, თუ-
კი ისურვებ, ლანისტერ.
– დამხსენი შენს ყასიდ თავაზს, ბიჭო. არაფრად გეპიტნავები და
სულ არ გინდა, აქ გყავდე. თქვენი გალავნის გარეთ სასტუმრო შევ-
ნიშნე, ზამთრის ქალაქში. იქ ვიშოვი ღამისსათევს და ორივენი უფ-
რო მშვიდად დავიძინებთ. რამდენიმე მონეტის ფასად იქნებ ვინმე
ტურფაც ვიპოვო, ლოგინის გამთბობად, – იგი ერთ-ერთ შავ ძმას მი-
უბრუნდა, – იორენ, ალიონზე სამხრეთისკენ გავწევთ. გზაზე წამო-
მეწევით, უეჭველია, – ამ სიტყვებით იგი გასასვლელისკენ გაემარ-
თა, თავისი მოკლე ფეხებით გადაჭრა დარბაზი, რიკონს ჩაუარა და
კარში გავიდა. უკან მსახურები მიჰყვნენ. ღამის ებგურის ოთხი ძმა
დარჩა. რობი მათ ორჭოფულად მიუბრუნდა.
– თქვენთვის ოთახებია გამზადებული და ცხელი წყალიც უხვად
გექნებათ მგზავრობის მტვრის ჩამოსაბანად. იმედი მაქვს, პატივს
დაგვდებთ და ამ საღამოს ჩვენს სუფრას შემოუერთდებით, – ბრან-
მაც კი შენიშნა, რა ნაძალადევად წარმოთქვამდა სიტყვებს; ეს დას-
წავლილი სიტყვები იყო, და არა გულითადი მოპატიჟება, თუმც შავ-
მა ძმებმა მაინც მადლობა მოახსენეს.
ზაფხული კოშკის საფეხურებზე აჰყვა ბრანს, რომელიც ჰოდორ-
მა უკან, მის საწოლ ოთახში წაიყვანა. ბებერ ნენს სკამზე ჩამოსძინე-
ბოდა. ჰოდორმა „ჰოდორო”, ჩაილაპარაკა, მკლავებში აიტაცა
წყნარად მხვრინავი დიდი დიდედა და წაიყვანა, ბრანი კი იწვა და
ფიქრობდა. ბრანი შეჰპირდა, რომ დიდ დარბაზში ღამის ებგურის
ძმებისთვის გაშლილ სუფრას დაასწრებდა.

367
– ზაფხული! – დაუძახა მგელს. იგი საწოლზე ამოხტა. ბრანმა
მაგრად მოხვია მკლავები, ლოყაზე მის ცხელ სუნთქვას გრძნობ-
და. – მე ახლა ცხენზე ჯდომა შემეძლება, – ჩასჩურჩულა მეგო-
ბარს, – მალე შევძლებთ, ტყეში სანადიროდ ვიაროთ, აი, ნახავ.
ცოტა ხანში ჩაეძინა. სიზმარში ისევ ცოცავდა, ძველი უფანჯრო
კოშკის კედელს მიუყვებოდა, თითები გაშავებულ ქვებს შორის
ესობოდნენ, ფეხები საყრდენს სინჯავდნენ. მაღლა და მაღლა მი-
უყვებოდა კედელს, ღრუბლებში გაიარა, ღამის ცას შეერია, კოშ-
კი კი კვლავ მის წინ იყო აღმართული. როდესაც შეჩერდა და
დაბლა ჩაიხედა, თავბრუ დაეხვა და იგრძნო, თითები უსხლტე-
ბოდა. ბრანმა წამოიყვირა და კედელს აეკრა. მიწა ათასობით მი-
ლით ქვემოთ მოეტოვებინა, მან კი ფრენა არ იცოდა. ფრენა არ
იცოდა. შეიცადა, სანამ გული საგულეში ჩაუდგებოდა, სანამ
კვლავ თავისუფლად ამოისუნთქებდა, და ისევ მაღლა იწყო ცოც-
ვა. სხვა გზა არ ჰქონდა, მხოლოდ წინ თუ წაიწევდა. მაღლა და
შორს, ვეება გაცრეცილი მთვარის პირისპირ, თითქოსდა ქვის
ქიმერების გარჩევა შეეძლო. მკლავები სტკიოდა და უბუჟდებო-
და, მაგრამ შესვენება ვერ გაებედა. თავი აიძულა, უფრო სწრა-
ფად ეცოცა. ქიმერები მის სვლას მზერას ადევნებდნენ, თვალები
ქურაში დარჩენილი ღადარივით წითლად უელავდათ. იქნებ
ოდესღაც ლომები იყვნენ, მაგრამ ახლა დაბრეცილები და მახინ-
ჯები ჩანდნენ. ბრანს ესმოდა, როგორ ეჩურჩულებოდნენ ერთმა-
ნეთს წყნარად, სასმენად საზარელი ქვის ხმით. არ უნდა უსმინო,
უთხრა თავს, არ უნდა უსმინოს, თუ არ ესმის მათი ნაუბარი, საფ-
რთხე არ ემუქრება. მაგრამ როდესაც ქიმერები ქვას მოსწყდნენ
და ძუნძულით დაუყვნენ კოშკის კედელს ბრანისკენ, იგი მიხვდა,
რომ დიახაც, საფრთხე დაემუქრა. „არ გამიგონია!” მოთქვამდა
იგი, ისინი კი უახლოვდებოდნენ, უახლოვდებოდნენ, „არ გამი-
გონია,
სიბნელეში
არა!” ჩაკარგულს გამოეღვიძა, სულს ვერ ითქვამდა,
თავს ვეება შავი ლანდი წამოსდგომოდა.

368
– არ გამიგონია, – დაიჩურჩულა შიშით აცახცახებულმა, მაგრამ
ლანდმა ჰოდორო, უთხრა და საწოლის გვერდზე სანთელი აანთო.
ბრანმა შვებით ამოისუნთქა.
ჰოდორმა თბილ წყალში დასველებული ქსოვილით ოფლი ჩა-
მოჰბანა და მარჯვე, ფრთხილი ხელებით ტანთ ჩააცვა. დრო რომ
მოვიდა, სეფე-დარბაზში ჩაიყვანა, იქ ცეცხლის პირას გრძელი ხა-
რიხა-მაგიდა გაეწყოთ. სუფრის თავში ლორდის სკამი ცარიელი
რჩებოდა, მაგრამ რობი მის მარჯვნივ იჯდა, ბრანი კი – ძმის პირის-
პირ. ვახშმად ჰქონდათ გოჭი, მტრედის ღვეზელი და თალგამი ერ-
ბოში, ჩაროზად კი მზარეული ფიჭას დაჰპირდათ. ზაფხული ბრანს
ხელიდან სტაცებდა ნასუფრალს, რუხი ქარი და ბურძგლაძაღლი კი
კუთხეში ერთმანეთს ძვალს ედავებოდნენ. ვინტერფელის ძაღლები
სეფე-დარბაზს აღარ ეკარებოდნენ. ბრანს თავიდან უკვირდა, მაგ-
რამ მერე და მერე შეეჩვია.
შავ ძმათა შორის უფროსი იორენი იყო, ამიტომ მოურავმა იგი
რობსა და მაისტერ ლუვინს შორის დასვა. მოხუც კაცს მჟავე სუნი ას-
დიოდა, თითქოს დიდი ხანი იყო, არ ებანავა. ხორცს კბილებით
გლეჯდა და ძვლიდან ტვინის გამოსაწუწნად ნეკნებს ამსხვრევდა,
ჯონ სნოუს ხსენებაზე კი მხრები აიჩეჩა.
– სერ ალისტერის ჭირი, – ჩაიბურტყუნა მან, რაზეც მისმა ორმა
ამხანაგმა გაიცინა, თუმც ბრანი ვერ მიხვდა, რატომ. მაგრამ როდე-
საც რობმა ძია ბენჯენის ამბავი იკითხა, ისინი ავისმომასწავებლად
დადუმდნენ.
– რა ხდება? – იკითხა ბრანმა.
იორენმა თითები ჟილეტზე შეიწმინდა, – მძიმე ამბავია, მი-
ლორდ, და უმადურობაა, ამით გადაგიხადოთ თქვენი პურ-ღვინოს
სამაგიერო, მაგრამ კაცი კითხვას რომ სვამს, პასუხიც უნდა მიიღოს.
სტარკი დაიკარგა.
– ბებერმა დათვმა ვეიმარ რიოსის საძებრად გაგზავნა და დაბ-
რუნება დაუგვიანდა, მილორდ, – თქვა მეორე ძმამ.

369
– დიდი ხანი გავიდა, – ჩაურთო იორენმა, – როგორც ჩანს,
დაიღუპა. – ბიძაჩემი არ მომკვდარა, – ხმამაღლა განაცხადა
რობ სტარკმა, ხმაზე ეტყობოდა, რომ ბრაზობდა. მერხიდან წა-
მოდგა და ხელი ხმლის ვადაზე დაიდო, – გესმით ჩემი? ბიძაჩემი
არ მომკვდარა! – ქვის კედლებმა აირეკლეს მისი ხმა და ბრანი
უეცარმა შიშმა აიტანა. ბებერმა სუნიანმა იორენმა გულგრილად
ახედა რობს.
– როგორც იტყვი, მილორდ, – თქვა და კბილებს შორის ჰა-
ერი შეისრუტა ხორცის ნამცეცის გამოსაგდებად.
ძმათაგან ყველაზე ახალგაზრდა მოუსვენრად შეტოკდა სკამ-
ზე. – კედელზე არ არის კაცი, ავსულებიან ტყეს ბენჯენ სტარკზე
უკეთ რომ იცნობდეს. მოახერხებს გზის გამოგნებას.
– ვნახოთ, – თქვა იორენმა, – ან გამოიგნებს, ან ვერა. კარგი
მებრძოლები წასულან ადრეც იმ ტყეებში და უკან აღარ დაბრუ-
ნებულან. ერთადერთი, რაც ახლა ბრანს გონებაში უტრიალებ-
და, ბებერი ნენის ზღაპარი იყო სხვებზე და უკანასკნელ გმირზე,
თეთრ ტყეებში მიმავალს მკვდარი მეომრები და ქოფაკისხელა
ობობები რომ ედგნენ კვალში. წუთით შიშმა შეიპყრო, ბოლოს კი
გაახსენდა, რით დამთავრდა ის ზღაპარი.
– შვილები დაეხმარებიან! – წამოცდა უცებ, – ტყის შვილები!
თეონ გრეიჯოიმ ჩაიხითხითა, მაისტერ ლუვინმა კი უთხრა: –
ბრან, ტყის შვილები ათასობით წლის წინ ამოწყდნენ ან გადაი-
კარგნენ. მათგან მხოლოდ ხეებზე გამოსახული სახეები დარჩა.
– აქ შეიძლება ეგრეც იყოს, მაისტერ, – გაეპასუხა იორენი, –
მაგრამ იქით, კედლის გადაღმა, ვინ იცის, რა ხდება? იქ კაცი და-
ნამდვილებით ვერ იტყვის, რა ცოცხლობს და რა მომკვდარა.
იმ ღამით, როდესაც სუფრაზე სინები დაცარიელდა, რობმა
ბრანი თავისი ხელით აიყვანა საწოლამდე. წინ რუხი ქარი მიუძ-
ღვებოდათ, უკან კი ფეხდაფეხ მოსდევდათ ზაფხული. რობს თა-

370
ვისი ასაკის კვალობაზე ჯანი არ აკლდა, ბრანი კი ჩალის ხელეული-
ვით მჩატე იყო, მაგრამ ბნელი და ციცაბო კიბის ავლამ რობი მაინც
ააქოშინა.
მან ბრანი საწოლში ჩააწვინა, საბნები დააფარა და სანთელი ჩა-
აქრო. შემდეგ სიბნელეში ძმის გვერდით ჩამოჯდა. ბრანს სურდა,
დალაპარაკებოდა, მაგრამ არ იცოდა, რა ეთქვა.
– ვიშოვით შენთვის ცხენს, გპირდები, – ჩურჩულით თქვა ბო-
ლოს რობმა.
– როდესმე თუ დაბრუნდებიან? – ჰკითხა ბრანმა.
– კი, – რობის ხმაში იმდენი იმედი ისმოდა, რომ ბრანი მიხვდა,
ახლა ძმა ელაპარაკებოდა და არა ლორდი რობი, – დედა მალე მო-
ვა. იქნებ იმ დროისთვის შევძლოთ, ცხენებით შევეგებოთ. როგორ
გაოცდება, ცხენზე რომ დაგინახავს? – ბრანი ოთახის სიბნელეშიც
კი გრძნობდა ძმის ღიმილს, – მერე კი ჩრდილოეთისკენ გავემგზავ-
რებით კედლის სანახავად. ჯონს არც კი შევატყობინებთ, რომ მივ-
დივართ, უბრალოდ, ერთ მშვენიერ დღეს გამოვეცხადებით. ეს მთე-
ლი თავგადასავალი იქნება.
– თავგადასავალი, – ფიქრიანად გაიმეორა ბრანმა. ძმის ქვითი-
ნი ჩაესმა. ოთახი ბნელი იყო და რობის ცრემლებს ვერ ხედავდა,
ამიტომ ხელი გაიწოდა და მისი ხელი მოძებნა. მათი თითები ერთმა-
ნეთს ჩაეწნა.

371
ედარდი

372
– ლორდ ერინის სიკვდილმა ყველა მეტად დაგვამწუხრა, მილორდ,
– თქვა მაისტერ პაიცელმა, – მოხარული ვიქნები, შეძლებისდაგვა-
რად წვრილად მოგახსენოთ, თუ როგორი იყო მისი გარდაცვალება.
დაბრძანდით. წახემსებას ხომ არ ინებებდით? იქნებ ფინიკი გე-
ამოთ? მშვენიერი ხურმა გვაქვს, შეგვიძლია, შემოგთავაზოთ. სამ-
წუხაროდ, ღვინოს ჩემი მონელების სისტემა ვეღარ გუობს, მაგრამ
ეგებ ცივი რძე მოგართვათ, თაფლით დამტკბარი. ამ სიცხეში გასაგ-
რილებლად მაგას არაფერი სჯობს.
უდავოდ ცხელოდა; ნედს აბრეშუმის ტუნიკა მკერდზე ეკვროდა.
ქალაქს სველი მატყლის საბანივით ეფარა მძიმე, ნოტიო ჰაერი,
მდინარის ნაპირებზე კი ერთი ალიაქოთი იდგა, რადგანაც ღატაკი
ქალაქელები გამოჰქცეოდნენ თავიანთი სადგომების სიცხესა და
უჰაერობას და ახლა ერთმანეთს დასაძინებელ ადგილებს ედავე-
ბოდნენ წყლის პირას, იქ, სადაც ჯერაც იძვროდა ნიავი.
– დიდად დაგიმადლებდით, – უთხრა ნედმა და ჩამოჯდა.
პაიცელმა ცერითა და საჩვენებელი თითით აიღო პაწია ვერ-
ცხლის ზანზალაკი და წყნარად დააწკარუნა. სასტუმრო ოთახში
წერწეტა მოსამსახურე გოგონა შემოვიდა.
– ცივი რძე მოგვართვი მეფის მარჯვენას და მე, გეთაყვა. კარგად
დაატკბე.
გოგონა სასმელის მოსატანად წავიდა, გრანდ მაისტერმა კი თი-
თები ერთმანეთს გადააჭდო და ხელები ღიპზე დაილაგა.
– ხალხი იტყვის, ზაფხულის ბოლო წელიწადი ყველაზე ცხელი
არის ხოლმეო. არაა მართალი, მაგრამ ხშირად ასე გეჩვენება, არა?
ასეთ დღეებში თქვენი ჩრდილოური ზაფხულის თოვლებისა მშურს
ხოლმე, – ბერიკაცი სკამზე შეირხა და კისერზე დაკიდებული მძიმე
თვლებიანი ჯაჭვი წყნარად აუწკარუნდა, – დარწმუნებით გეტყვით,
მეფე მაეკარის ზაფხული ახლანდელზე უფრო ცხელი იყო, და თით-
ქმის ამდენ ხანსვე გაგრძელდა. გამოჩნდნენ ბრიყვები, თავად სა-

373
სახლეშიც კი, ვინც თვლიდა, აი, ბოლოს და ბოლოს, აღთქმული
სამუდამო ზაფხული დაგვიდგა, ზამთარი აღარასოდეს მოვაო,
მაგრამ მეშვიდე წელს ზაფხული მოულოდნელად დასრულდა,
მას ხანმოკლე შემოდგომა და სასტიკი გრძელი ზამთარი მოჰყვა.
და მაინც, მაშინდელი სიცხე ამაზე უარესი იყო. ძველქალაქს
დღისით ალმური ასდიოდა, მხოლოდ ღამით იღვიძებდა სიცოც-
ხლე. მდინარისპირა ბაღებში დავიარებოდით და ღმერთებზე
ვბჭობდით. დღესაც მახსოვს იმ ღამეების სურნელი, მილორდ:
ინანთის და ოფლის, გადასკდომამდე მწიფე ნესვების, ატმებისა
და ბროწეულების, ძაღლყურძენას და მთვარის ვარდის სურნე-
ლი. მაშინ ჭაბუკი ვიყავი, ჯერაც ვჭედავდი ჩემს ჯაჭვს. სიცხე ისე
არ მაცლიდა სიქას, როგორც ახლა, – პაიცელს თვალებზე მძიმე
ქუთუთოები ჩამოშვებოდა და სანახევროდ მძინარეს ჰგავდა, –
ბოდიში მომითხოვია, ლორდ ედარდ. აქ იმისთვის როდი მო-
სულხართ, სულელური მიმოხილვა ისმინოთ იმ ზაფხულის თა-
ობაზე, მამათქვენის დაბადებამდე რომ მიეცა დავიწყებას. მი-
უტევეთ ბერიკაცს ეს გადახვევები. გონება ხმალს ჰგავს, სამწუ-
ხაროდ. რომ ძველდება, ჟანგი ეკიდება. აჰა, ესეც ჩვენი რძე, –
მოსამსახურე გოგონამ სინი მათ შორის მაგიდაზე დადო, პა-
იცელმა გაუღიმა, – ძვირფასო ბავშვო, – ჭიქა აიღო, მოსვა და
თავი დაუქნია, – მადლობა. შეგიძლია, დაგვტოვო. როდესაც გო-
გონა წავიდა, პაიცელმა ნედს უფერული, წყლიანი თვალები მი-
აპყრო.
– რას ვამბობდით? ო, დიახ. ლორდ ერინზე მკითხეთ...
ნედმა თავაზიანად მოსვა თავისი სასმელი. სასიამოვნოდ ცი-
ვი იყო, თუმც, მისი გემოვნებით, ზედმეტად დამტკბარი.
– სიმართლე თუ გნებავთ, მეფის მარჯვენა რაღაც ხანი შეც-
ვლილი და აფორიაქებული იყო, – განაგრძო პაიცელმა, – მე და
იგი მრავალი წელიწადი ვისხედით ერთად საბჭოში, და ცვლი-
ლება ჩემთვის თვალსაჩინო იყო, მაგრამ მე ეს მივაწერე მძიმე

374
ტვირთს, რომელსაც იგი ესოდენ ერთგულად ზიდავდა მრავალი
წლის მანძილზე.
მის ფართო მხრებს აწვა მთელი სახელმწიფოს საზრუნავი, და
სხვებიც, მათ გარდა. მისი ვაჟი მუდამ ავად იყო, მისი ლედი მეუღლე
კი შვილის გამო ისე ღელავდა, რომ ბიჭს ლამის თვალს არ აცილებ-
და. ყოველივე ეს კმაროდა, რაგინდარა მძლავრი ადამიანისთვის
გამოეცალა ძალა, ლორდი ჯონი კი ახალგაზრდა აღარ გახლდათ.
გასაკვირი არ იყო, ნაღვლიანი და დაღლილი რომ ჩანდა. მაშინ ასე
ვფიქრობდი. ოღონდ ახლა ისე დარწმუნებული აღარ ვარ, – მან მძი-
მედ გაიქნია თავი. – მის ბოლო ავადობაზე რას მეტყოდით?
გრანდ-მაისტერმა უმწეო მწუხარებით გაშალა ხელები.
– ერთ დღეს რაღაც წიგნის სათხოვნელად მოვიდა ჩემთან, ჩვე-
ულებრივად საღად და ჯანმრთელად გამოიყურებოდა, თუმც მომეჩ-
ვენა, რომ რაღაც ძალიან აშფოთებდა. მეორე დილით კი უკვე ტკი-
ვილით იკრუნჩხებოდა და საწოლიდან წამოდგომაც არ შეეძლო. მა-
ისტერ კოლემონს მიაჩნდა, რომ მუცლის ციება სჭირდა. ცხელი
ამინდები იდგა, მარჯვენა ხშირად მიირთმევდა გაციებულ ღვინოს,
ამან კი შესაძლოა მონელება დაარღვიოს. რაკი ლორდი ჯონი უარე-
სად შეიქნა, მე თავად მივედი მასთან, მაგრამ ღმერთებმა არ მომ-
კერძეს მისი გადარჩენის ძალა.
– გავიგე, მაისტერ კოლემონი დაგითხოვიათ.
გრანდ-მაისტერმა აუჩქარებლად, ხაზგასმით დაიქნია თავი –
თითქოს მყინვარი მოძრაობსო. – ეგრე ვქენი და, ვშიშობ, ლედი
ლიზა ამას არასოდეს მაპატიებს. იქნებ შევცდი, მაგრამ მაშინ ასე
მეჩვენა საჭიროდ. მაისტერ კოლემონს შვილივით ვუცქერი და მის
ნიჭთა არავისზე ნაკლები პატივისმცემელი არ გახლავართ, მაგრამ
იგი ახალგაზრდაა, ახალგაზრდები კი ხშირად სათვალავში არ აგ-
დებენ ხნიერი სხეულის უძლურებას. იგი ლამობდა, ლორდ ერინის-

375
თვის ორგანიზმი გამხსნელი წამლებით და წიწაკის წვენით გაეწ-
მინდა, მე კი შემეშინდა, რომ მოკლავდა ამით. – უკანასკნელ სა-
ათებში ლორდმა ერინმა რამე ხომ არ გითხრათ?
პაიცელმა შუბლი მოჭმუხნა.
– ბოლოს, როდესაც ავადობამ უკვე ხელი დარია, მარჯვენამ
რამდენჯერმე ამოიძახა რობერტის სახელი, მაგრამ ვერ გეტ-
ყვით, შვილს –მოუხმობდა თუ მეფეს. ლედი ლიზა ბავშვს ავად-
მყოფთან შესვლას არ ანებებდა, შიშობდა, სენი მასაც არ გადას-
დებოდა. მეფე მოდიოდა ხოლმე, საათობით ეჯდა საწოლთან,
ესაუბრებოდა და ხუმრობდა წარსულ ამბებზე, ცდილობდა, ასე
გაემხნევებინა ლორდი ჯონი. გულს გაგიგმირავდა მისი ზრუნვის
და სიყვარულის ნახვა. – სხვა არაფერი? ბოლოს არაფერი უთ-
ქვამს?
– როდესაც დავრწმუნდი, რომ იმედი აღარაფრის იყო, მარ-
ჯვენას ყაყაჩოს რძე მივეცი, რომ არ ეტანჯა. სანამ უკანასკნელად
დახუჭავდა თვალებს, რაღაც ჩაუჩურჩულა მეფესა და მეუღლე-
ლედის, თავისი ვაჟი დალოცა. თესლი ძლიერიაო, თქვა. ბოლოს
უკვე ისე მძიმედ ლაპარაკობდა, ნათქვამს ვეღარც გაარჩევდი.
სიკვდილი დილამდე არ სწვევია, მაგრამ ლორდ ჯონს ამის მერე
აღარ უტანჯია. მეტად არც აღარაფერი უთქვამს.
ნედმა ისევ მოსვა რძე, ცდილობდა, სასმელის სიტკბოსგან
კრიჭა არ შეჰკვროდა.
– ლორდ ერინის სიკვდილში რამე არაბუნებრივი ხომ არ გეჩ-
ვენათ? – არაბუნებრივი? – მოხუც მაისტერს ჩურჩულამდე და-
უდაბლდა ხმა, – არა, ამას არ ვიტყოდი. ცხადია, სამწუხარო რამ
მოხდა. მაგრამ თავისთავად სიკვდილი ყველაზე ბუნებრივი რა-
მაა, ლორდ ედარდ. ჯონ ერინმა აწ განისვენა, ბოლოს და ბო-
ლოს, ჩამოიხსნა ტვირთი.
– ეს სენი, რომელმაც შეიწირა, – თქვა ნედმა, – გინახავთ ად-
რე, მსგავსი რამ სხვას დამართოდეს?

376
– აგერ უკვე თითქმის ორმოცი წელიწადია, რაც შვიდი სამეფოს
გრანდ-მაისტერი ვარ, – მიუგო პაიცელმა, – ახლა ხომ ჩვენს კეთილ
მეფე რობერტს ვახლავარ, მანამდე ეირის ტარგარიენის მეფობისას
გახლდით გრანდ-მაისტერი, მასზე ადრე – მისი მამის, ჯეჰერიეს მე-
ორის დროს, და მცირე ხანს, რამდენიმე თვე, ჯეჰერიესის მამასაც კი
ვახლდი, ეაგონ იღბლიანს, მეხუთეს მისი სახელისა. იმაზე მეტი ავა-
დობა მინახავს, ვიდრე ვისურვებდი, მხსომებოდა, მილორდ. და აი,
რას გეტყვით: ყოველი შემთხვევა გამორჩეულია, და ყოველი შემ-
თხვევა ერთმანეთს წააგავს. ლორდ ჯონის სიკვდილი არც ერთ
სხვაზე უფრო უცნაური არ ყოფილა.
– მისი ცოლი სხვაგვარად ფიქრობს.
გრანდ-მაისტერმა თავი დაუქნია.
– ახლა გამახსენდა, ქვრივი თქვენი წარჩინებული მეუღლის დაა.
თუკი ბერიკაცს მოურიდებელ საუბარს შეუნდობთ, აი, რას გეტყო-
დით: მწუხარებას შეუძლია, უძლიერესი და ჩინებულად გაწვრთნი-
ლი გონებაც კი დაბინდოს, ლედი ერინი კი ასეთით არც არასდროს
დაიკვეხნიდა. ბოლო მუცლის მოშლის მერე ყოველი ჩრდილი
მტრად ეჩვენებოდა, მისი ლორდი-მეუღლის გარდაცვალებამ კი მო-
ტეხა და თავგზა დააკარგვინა.
– ამგვარად, სავსებით დარწმუნებული ბრძანდებით, რომ ჯონ
ერინი უეცარმა სენმა შეიწირა?
– დიახ, – მწუხარედ მიუგო პაიცელმა, – თუ არა სენი, კეთილო
მილორდ, მიზეზი რა უნდა ყოფილიყო?
– საწამლავი, – ხმადაბლა ივარაუდა ნედმა.
პაიცელს ერთბაშად გაეხილა მთვლემარე თვალები. ხნიერი მა-
ისტერი მოუსვენრად შეინძრა სკამზე.
– რა შემაშფოთებელი ფიქრია. თავისუფალ ქალაქებში ხომ არ
ვართ, სადაც ეგეთი რამ არავის უკვირს. გრანდ-მაისტერი აეთელ-
მური წერდა, ყოველ მამაკაცს უდევს გულში მკვლელობაო, მაგრამ
ეგრეც რომ იყოს, მოწამვლა უმდაბლესი საქციელია. – იგი წუთით

377
დადუმდა, მზერა ფიქრში გაეფანტა, – რაც თქვენ ივარაუდეთ, შე-
საძლებელია, მილორდ, მაგრამ არა მგონია, სინამდვილეში ეგ
მომხდარიყო. ყოველი ასე თუ ისე ვარგისი მაისტერი ცნობს ჩვე-
ულებრივი საწამლავების კვალს, ლორდ ერინს კი არც ერთი ნი-
შანი არ ეტყობოდა. თანაც, მეფის მარჯვენა ყველას უყვარდა. კა-
ცის ტყავში გამოხვეულ რა ურჩხულს უნდა მოეკლა ესოდენ კე-
თილშობილი ლორდი?
– მსმენია, საწამლავი ქალის იარაღიაო.
პაიცელმა ფიქრიანად ჩამოივარცხნა წვერი თითებით.
– ეგრე იტყვიან, ქალების, მშიშრების... და საჭურისების, –
მან ყელი ჩაიწმინდა და ნახველის სქელი კოშტი ძირს დაგებულ
ჭილზე გადააფურთხა. მათ თავზემოთ საფრინველეში ხმამაღლა
დაიჩხავლა ყვავმა, – ლორდი ვარისი დაბადებით ლაისელი მო-
ნაა, იცოდით? ნუ ენდობით ობობებს, მილორდ.
ნედს ამის თქმა დიდად არც სჭირდებოდა. რაღაც იყო ვარის-
ში ისეთი, რისგანაც ლამის ბურძგლავდა.
– დავიმახსოვრებ ამას, მაისტერ. და მადლობას მოგახსე-
ნებთ დახმარებისთვის. თქვენი საკმაო დრო შევიწირე, – ნედი
ფეხზე წამოდგა.
გრანდ-მაისტერი პაიცელი მძიმედ აიზიდა სკამიდან და ნედი
კარამდე მიაცილა.
– ვიმედოვნებ, მცირედით მაინც დაგეხმარეთ, გონება დაგემ-
შვიდებინათ. თუკი კიდევ რამით შემიძლია, სამსახური გაგიწი-
ოთ, თქვენ ოღონდ მკითხეთ.
– ერთი რამ, – უთხრა ნედმა, – ვისურვებდი, ის წიგნი გადა-
მეთვალიერებინა, თქვენ რომ ჯონს ათხოვეთ, სანამ სენი ხელს
დარევდა.
– ვშიშობ, არცთუ საინტერესო მოგეჩვენებათ. ეს იყო გრან-
დმაისტერ მალეონის შედგენილი ვეება ტომი დიდებულ გვართა
ჩამომავლობის შესახებ.

378
– მაინც მინდოდა, მენახა.
ბერიკაცმა კარი გამოაღო.
– როგორც ინებებთ. სადღაც აქ მაქვს. როდესაც ვიპოვი, პირდა-
პირ თქვენს პალატებში გამოგიგზავნით.
– დიდად დამავალებდით, – უთხრა ნედმა. მერე, თითქოს ახლა-
ღა გაახსენდაო, განაგრძო, – უკანასკნელი შეკითხვაც, თუ ნებას
დამრთავდით. ახსენეთ, რომ მეფე ლორდ ერინს საწოლთან უჯდა,
როდესაც იგი გარდაიცვალა. დედოფალიც მასთან ერთად იყო? –
არა, იცით, – მიუგო პაიცელმა, – იგი ბავშვებთან ერთად კასტერ-
ლის კლდეზე გაემგზავრა, მამამისს ახლდა. ლორდი ტაივინი მთე-
ლი ამალით ჩამოვიდა პრინც ჯოფრის დღეობისთვის მიძღვნილ
ტურნირზე, ეჭვი არაა, იმედი ჰქონდა, რომ მოწმე გახდებოდა, რო-
გორ მოიპოვებდა მისი ძე ჯეიმი ჩემპიონის ტიტულს. ეს იმედი მწა-
რედ გაუცრუვდა. მე მხვდა წილად, დედოფლისთვის ლორდ ერინის
მოულოდნელი გარდაცვალების ცნობა გამეგზავნა. ასე გულდამძი-
მებულს ფრინველი არასდროს გამიშვია.
– შავი ფრთები, შავი ამბები, – ჩაილაპარაკა ნედმა. ეს გამონათ-
ქვამი ბიჭობაში ისწავლა ბებერი ნენისგან.
– მეთევზეთა ცოლები ეგრე იტყვიან ხოლმე, – დაეთანხმა
გრანდ-მაისტერი პაიცელი, – მაგრამ ჩვენ ხომ ვიცით, რომ მუდამ
ეგრე არ არის. როდესაც მაისტერ ლუვინის ფრინველმა თქვენი ბრა-
ნის ამბავი შეგვატყობინა, წერილმა სასახლეში ყველა წრფელი გუ-
ლი გაახარა, განა ასე არაა?
– როგორც ბრძანებთ, მაისტერ.
– ღმერთები მოწყალენი არიან. – პაიცელმა თავი მოდრიკა, –
მოდით, როცა კი გენებოთ, ლორდ ედარდ. მსახურად მიგულეთ. დი-
ახ, გაიფიქრა ნედმა, კარი რომ მიკეტა, მაგრამ ვის მსახურად? თა-
ვისი ოთახებისკენ მიმავალი ნედი მარჯვენის კოშკის დახვეულ კი-
ბეზე არიას წაადგა. იგი ცალ ფეხზე იდგა და მკლავებს იქნევდა, წო-

379
ნასწორობა რომ შეენარჩუნებინა. უხეშ ქვას მისთვის შიშველი
ფეხისგულები გადაექლიტა. ნედი შეჩერდა და ასულს შეხედა. –
არია, რას აკეთებ?
– სირიო ამბობს, წყალზე მოცეკვავეს ცალი ფეხის თითზე სა-
ათობით შეუძლია დგომაო. – ხელებით ჰაერს წაეპოტინა, თავი
რომ შეემაგრებინა.
ნედმა ღიმილი ვერ შეიკავა.
– რომელ თითზე? – გამოაჯავრა გოგონას.
– ნებისმიერზე! – მიუგო მისი შეკითხვით გაგულისებულმა
არიამ. იგი მარჯვენა ფეხიდან მარცხენაზე გადახტა და სახიფა-
თოდ შექანდა, სანამ წონასწორობას აღიდგენდა.
– აუცილებლად აქ უნდა იდგე? – ჰკითხა მამამ, – ამ საფეხუ-
რებიდან დაგორება ადვილია.
– სირიო ამბობს, წყალზე მოცეკვავე არასდროს ვარდებაო, –
მან ფეხი ჩამოუშვა და ორივე ტერფით დადგა, – მამა, ბრანი ახ-
ლა ჩამოვა და ჩვენთან იცხოვრებს? – ჯერ ვერა, საყვარელო.
დიდხანს ვერა. ჯერ ძალები უნდა აღიდგინოს.
არიამ ტუჩი მოიკვნიტა.
– რას იზამს ბრანი, როცა გაიზრდება?
ნედმა მის გვერდით ჩაიმუხლა.
– ამ კითხვაზე პასუხის საპოვნელად მას ბევრი დრო აქვს,
წლები და წლები. ახლა იმის ცოდნაც საკმარისია, რომ იცოც-
ხლებს. იმ საღამოს, ვინტერფელიდან ფრინველმა რომ მოაღ-
წია, ედარდ სტარკმა თავისი გოგონები სასახლის საღვთო ტყეში
წაიყვანა. თელების, მურყნების და შავი ვერხვების ეს კორომი
მდინარეს გადასცქეროდა. გულის ხედ ბერმუხა იდგა, ძველის-
ძველ ტოტებზე ერთიანად კვამლისსურო მოსდებოდა. მამამ და
შვილებმა მუხის წინ მუხლი მოიყარეს და მადლობა შესწირეს,
თითქოს ის სარკმლისხე ყოფილიყო. სანსას მთვარის ამოს-
ვლისთანავე ჩაეძინა, არიას – რამდენიმე საათის შემდეგ, ნედის

380
მოსასხამის ქვეშ ბალახზე მოკუნტულს. ნედმა მთელი დანარჩენი
ღამე მარტომ იფხიზლა. როდესაც ქალაქს ალიონი დაადგა, მწოლა-
რე გოგონების გარშემო დრაკონისხახის წითელი ყვავილები გაშ-
ლილიყვნენ.
– ბრანი დამესიზმრა, – ჩასჩურჩულა სანსამ, – იღიმებოდა... –
აპირებდა, რომ რაინდი ყოფილიყო, – ეუბნებოდა ახლა არია, – მე-
ფის ქეშიკი რაინდი. მაინც შეძლებს, რაინდი გახდეს? – ვერა, – მი-
უგო ნედმა. ტყუილის თქმა საჭიროდ არ მიაჩნდა, – მაგრამ როდის-
მე შეიძლება, დიდი ციხესიმაგრის ლორდი გახდეს და მეფის საბჭოს
წევრი იყოს. მან იქნებ ციხეები ააგოს ბრანდონ მშენებლის დარად,
ან დაისის ზღვა გადაცუროს გემით, ან დედათქვენის რწმენას შეუდ-
გეს და არქისეპტონი გახდეს, – მაგრამ იგი ვეღარასოდეს ირბენს
თავისი მგლის გვერდითო, გაიფიქრა. ამ ფიქრს ისეთი სევდა ახ-
ლდა, რომ სიტყვებად ვერ აქცევდა. ვერ დაწვება ქალთან, ვერც სა-
კუთარ ძეს აიყვანს ხელში.
არიამ თავი გადახარა.
– მეც შეიძლება, მეფის მრჩეველი ვიყო, ციხეები ავაგო ან არქი-
სეპტონი გავხდე?
– შენ, – ნედმა მსუბუქად აკოცა შუბლზე, – მეფეს გაჰყვები ცო-
ლად და მის სასახლეს გაუძღვები, შენი ვაჟები კი იქნებიან რაინდე-
ბი, პრინცები და ლორდები და, დიახაც, შეიძლება, არქისეპტონიც.
არია დაიჭყანა.
– არა, ეგრე სანსა იქნება, – მარჯვენა ფეხი აიკეცა და კვლავ ცალ
ფეხზე შედგა. ნედმა ამოიოხრა და დატოვა იქვე, სადაც იყო. თავის
ოთახებში რომ შევიდა, ოფლით დალაქული აბრეშუმის სამოსი გა-
იძრო და საწოლის გვერდით მდგარი ტაშტიდან თავზე ცივი წყალი
გადაივლო. სახეს რომ იმშრალებდა, ალინი შემოვიდა. – მილორდ,
გარეთ ლორდი ბაელიში გელოდებათ და გთხოვთ, მიიღოთ, – მო-
ახსენა ნედს.

381
– სასტუმრო ოთახში შეიყვანე, – ნედი ახალ პერანგს გადას-
წვდა, რაც შეიძლება, თხელი ტილოს ქსოვილი შეარჩია, – დაუყოვ-
ნებლივ ვნახავ.
ოთახში რომ შევიდა, ნედმა დაინახა, რომ ნეკა ფანჯრის რა-
ფაზე შემომჯდარიყო და უცქერდა, დაბლა ეზოში როგორ ხმალა-
ობდნენ მეფის ქეშიკები.
– ბებერ სელმის ჭკუაც ისევე რომ უჭრიდეს, როგორც ხმალი,
ჩვენი საბჭოს სხდომები ბევრად უფრო საამო საქმე იქნებოდა, –
წარმოთქვა ოცნებით. – სერ ბარისტანი სიქველითა და ღირსე-
ბით მეფის საბიჯელში არავის ჩამოუვარდება, – ნედი მეფის ქე-
შიკთა ჭარმაგ, თეთრთმიან ლორდ-მეთაურს დიდ პატივს სცემ-
და.
– და არც მომაბეზრებლობით, – დაურთო ნეკამ, – თუმც უნდა
მოგახსენოთ, რომ ტურნირზე ალბათ თავს ისახელებს. შარშან
ქოფაკი ჩამოაგდო ცხენიდან, და სულ რაღაც ოთხი წლის წინ
ჩემპიონი გახდა.
ედარდ სტარკს თუ რამე არ ანაღვლებდა, ეს ტურნირში გა-
მარჯვებულის ვინაობა იყო.
– რამეს უნდა მივაწეროთ შენი სტუმრობა, ლორდ პეტირ, თუ,
უბრალოდ, ჩემი ფანჯრიდან გადახედვა მოგესურვა?
ნეკამ გაიღიმა.
– მე კეტს დავპირდი, რომ ძიებაში დაგეხმარებოდი, და ასეც
მოვიქეცი. ამ განაცხადმა ნედი გააოცა. დაჰპირდა თუ არ დაჰ-
პირდა, ლორდ პეტირ ბაელიში მასში არანაირ ნდობას არ აღ-
ძრავდა, და ამ უნდობლობას სანახევროდ სწორედ ნეკას ზედმე-
ტი გამჭრიახობა იწვევდა.
– რამე იპოვე ჩემთვის?
– ვინმე, – შეუსწორა ნეკამ, – ოთხი ვინმე, რომ დავაზუსტოთ.
მარჯვენის მსახურთა დაკითხვა არ გიფიქრია?
ნედი მოიღუშა.

382
– დავკითხავდი, რომ შემძლებოდა. ლედი ერინმა მთელი სახ-
ლეულობა თან წაასხა, საარწივეში, – ლიზამ ამ მხრივ არანაირი შე-
ღავათი არ გაუწია. ყველა, ვინც კი მის ქმართან დაახლოებული იყო,
თან გაჰყვა ლედი ერინს, როდესაც იგი მეფის საბიჯელიდან გაიქცა:
ჯონის მაისტერიც, მისი მოურავიც, მცველთა კაპიტანი, მისი რაინ-
დები და მსახურები.
– თითქმის მთელი სახლეულობა, – უთხრა ნეკამ, – ყველა არ
წაჰყოლია, რამდენიმე დარჩა. ორსული მზარეული გოგო სასწრა-
ფოდ მისთხოვდა ლორდ რენლის ერთ-ერთ მეჯინიბეს, თავლის მო-
სამსახურე ბიჭი ქალაქის მცველად წავიდა, სუფრის ხელის ბიჭი
ქურდობის გამო დაითხოვეს, და ლორდ ერინის საჭურველთმტვირ-
თველიც დარჩა.
– საჭურველთმტვირთველი? – ნედი სასიამოვნოდ იყო გაოცე-
ბული. საჭურველთმტვირთველებს ხშირად წვრილად მოეხსენებათ
ბატონის საქმეები.
– სერ ჰიუ ველელი, – დაასახელა იგი ნეკამ, – ლორდი ერინის
სიკვდილის მერე მეფემ ჭაბუკი რაინდად აკურთხა.
– კაცს გავგზავნი მის მოსაყვანად, – თქვა ნედმა, – და სხვებთა-
ნაც. ნეკა მოიჭმუხნა.
– მილორდ, მობრძანდი ერთი ფანჯარასთან, თუ არ შეწუხდები.
– რატომ?
– მოდი და გაჩვენებ, მილორდ.
წარბშეკრული ნედი ფანჯარას მიუახლოვდა. პეტირ ბაელიშმა
დაუდევარი მოძრაობით მიანიშნა.
– ეგერ, ეზოს გადაღმა, საიარაღოს კართან, ხედავ კიბესთან და-
ცუცქულ ბიჭს, ხმალს რომ აპრიალებს სალესით?
– ჰო, და რა?
– ეგ ბიჭი ვარისის მოენეა. ობობას მეტისმეტად აინტერესებ შენ
და მთელი შენი საქმიანობა. – ნეკამ რაფაზე ადგილი შეინაცვლა, –

383
ახლა გალავანს შეხედე. უფრო დასავლეთისკენ, თავლების ზე-
მოთ. ხედავ ქონგურებზე გადმოკიდებულ გუშაგს?
ნედმა შენიშნა იგი.
– ეგეც საჭურისის ამბისმიმტანია?
– არა, ეგ დედოფლისაა. თუ ატყობ, თვალწინ ამ კოშკის კა-
რის მშვენიერი ხედი ეშლება, ასე რომ, არ გამოეპარება, ვინ
გსტუმრობს. მათ გარდა, სხვებიც არიან, ბევრ მათგანს მეც კი
ვერ ვცნობ.
წითელი ციხე თვალებითაა სავსე. როგორ ფიქრობ, კეტი სა-
როსკიპოში რატომ დავმალე?
ედარდ სტარკს ეჯავრებოდა ეს ინტრიგები.
– დალახვროს შვიდმა ჯოჯოხეთმა, – შეიკურთხა მან. მარ-
თლაცდა, ისე ჩანდა, თითქოს გალავანზე მდგომი კაცი მას უთ-
ვალთვალებდა. ნედმა მოუსვენრობა იგრძნო და ფანჯარას მოს-
ცილდა, – ამ წყეულ ქალაქში ყველა ვინმეს მოენეა?
– ლამის, – მიუგო ნეკამ. ხელი გაშალა და თითებზე დაიწყო
ჩამოთვლა, – მე არ ვარ, შენ, მეფე... თუმცა, რომ დაფიქრდე, მე-
ფე მეტისმეტად ბევრ რამეს ეუბნება დედოფალს, და შენზეც დი-
დად თავს ვერ დავდებ. – იგი ფეხზე წამოდგა, – გყავს ისეთი კა-
ცი, ვისაც სავსებით და დანამდვილებით ენდობი?
– დიახ, – მიუგო ნედმა.
– თუკი ასეა, მე ვალირიაში ერთი ჩინებული სასახლე მიდგას,
რომელსაც სიამოვნებით მოგყიდიდი, – დამცინავი ღიმილით
წარმოთქვა ნეკამ, – უფრო ბრძნული პასუხი იქნებოდა, არაო,
გეთქვა, მილორდ, მაგრამ ჩავთვალოთ, რომ ასეა. გაგზავნე ეგ
შენი სანიმუშო ყმა სერ ჰიუსთან და სხვებთან. შენი წასვლა-წა-
მოსვლა შეუმჩნეველი არ დარჩება, მაგრამ თავად ობობა ვარის-
საც კი არ შეუძლია, ყველა შენს მსახურს დღედაღამ უთვალთვა-
ლოს. – ამის თქმა იყო და კარისკენ დაიძრა.

384
– ლორდ პეტირ, – მიადევნა ნედმა, – მე... მადლობა მომიხსენე-
ბია დახმარებისთვის. იქნებ ვცდებოდი, რომ არ გენდობოდი.
ნეკამ პატარა წამახულ წვერზე თითები ჩამოისვა.
– ძნელად ითვისებ რაღაცებს, ლორდ ედარდ. იმ დროიდან, რაც
მეფის საბიჯელში ცხენიდან ჩამოხტი, ეს უნდობლობა შენი ყველაზე
უფრო ჭკვიანური საქციელი იყო.

385
ჯონი

386
ჯონი დარეონს უჩვენებდა, უკეთ როგორ გამოსვლოდა გვერდული
შემოქნევა, როდესაც საწვრთნელ ეზოში ახალწვეული შემოვიდა. –
ფეხები უფრო განზე უნდა გედგას, – აჯერებდა ჯონი, – წონასწორო-
ბა არ უნდა დაკარგო. ასე, კარგია. ახლა შემოტრიალდი დარტყმას-
თან ერთად, მთელი წონა ხმალს მიადევნე.
დარეონი ერთბაშად შედგა და მუზარადის ცხაური აიწია.
– შვიდო ღმერთო, – ჩაილაპარაკა მან, – ერთი ამას შეხედე,
ჯონ. ჯონი შემობრუნდა. მუზარადის სამზერი ჭრილიდან მან დაინახა
საიარაღოს კარში ჩამდგარი უმსუქნესი ბიჭი, ვინც კი ოდესმე შეხ-
ვედროდა. მისი შემხედვარე იტყოდი, ოც ზოდს მაინც იწონისო. და-
ქარგული იალმაგის ბეწვის საყელოზე ღაბაბები ეფინა, სავსე მთვა-
რესავით მრგვალ სახეზე მოუსვენრად დაცეცებული უფერული თვა-
ლები მოუჩანდა, კოტიტა გაოფლილ ხელებს ანგარიშმიუცემლად
იწმენდდა ხავერდის კამზოლზე.
– ასე... ასე მითხრეს, აქ მოვსულიყავი, რომ... მევარჯიშა, – თქვა
ისე, რომ არავისთვის მიუმართავს.
– ლორდისწული, – მოახსენა პიპმა ჯონს, – სამხრეთელია, სავა-
რაუდოდ, სადმე ზენაბაღიდან, – პიპს მსახიობების დასთან ერთად
მოევლო შვიდი სამეფო და იკვეხნიდა, კაცის ხმის მიხედვით შემიძ-
ლია ვთქვა, რა მოხელეა და სად დაბადებულაო.
სქელი ბიჭის ბეწვმოვლებულ იალმაგს მკერდზე ფართო ნაბიჯით
მიმავალი მონადირე ამოექარგა წითელი ძაფით. ჯონი ამ გერბს არ
იცნობდა. სერ ალისერ თორნმა თავის ახალ მოწაფეს შეხედა და გა-
ნაცხადა; – ჩანს, სამხრეთში ბრაკონიერები და ქურდები გამოელი-
ათ და კედლის დასაცავად უკვე ღორებს გვიგზავნიან. აბჯარი, თქვე-
ნი აზრით, ბეწვეული და ხავერდი ყოფილა, შაშხთა ლორდო?
მალე გაირკვა, რომ ახალმოსულს თან მოეტანა თავისი საჭურ-
ველი: დაბამბული კამზოლი, მოთრიმლული ტყავი, ჯაჭვი, ჯავშანი
და მუზარადი; ხისა და ტყავის ვეება ფარიც კი ჰქონდა, მასაც იგივე
მიმავალი მონადირე ამშვენებდა, რაც იალმაგს. მაგრამ ამათგან

387
არაფერი იყო შავი ფერის და სერ ალისერმა მოსთხოვა, საიარა-
ღოდან შეჭურვილიყო. ნახევარი დილა ამაში გავიდა. დონალ
ნოის მოუხდა, მის ღიპზე მოსარგებად ჯაჭვის პერანგი გაერღვია
და გვერდებში ტყავის ნაჭრები ჩაედგა. თავზე მუზარადი რომ და-
ხურვოდა, მეიარაღემ ცხაური მოხსნა. ტყავის სამოსი ფეხებსა და
იღლიებში ისე მჭიდროდ ადგა, რომ ძლივს იძროდა. საბრძო-
ლოდ გამოწყობილი ბიჭი გადახარშულ ძეხვს ჰგავდა, რომელ-
საც სადაცაა, კანი უნდა გადაუსკდეს.
– იმედი ვიქონიოთ, რომ ისეთი უსუსურიც არ ხარ, როგორიც
გვეჩვენები, – უთხრა სერ ალისერმა, – ჰალდერ, ნახე ერთი, სერ
გოჭი რის მაქნისია.
ჯონ სნოუ შეიჭმუხნა. ჰალდერი სამტეხლოში დაიბადა და
ქვითხუროს შეგირდად სწავლობდა. თექვსმეტის იყო, მაღალი
და დაკუნთული, მასზე მძიმე შემოკვრა ჯონს არავისგან ეგემა. –
ეს ჩხუბი ბოზის ტრაკზე უარესი საყურებელი იქნება, – ჩაიბურ-
ტყუნა პიპმა, და მართალი გამოდგა.
წუთიც არ გასულიყო და, სქელი ბიჭი უკვე მიწაზე ეგდო, მთე-
ლი სხეული უცახცახებდა, გახეთქილი მუზარადის ქვემოდან სის-
ხლი სდიოდა და კოტიტა თითებიც სისხლით ჰქონდა მოთხვრი-
ლი. – გნებდები! – დაიკივლა მან, – აღარ გინდა, გნებდები, არ
დამარტყა! რასტი და რამდენიმე ბიჭი იცინოდნენ. ოღონდ სერ
ალისერს ბრძოლა დასრულებულად არ გამოუცხადებია.
– ადე ზეზე, სერ გოჭი, – შესძახა წაქცეულს, – აიღე ხმალი!
ბიჭი ძირს განრთხმული დარჩა, მაშინ თორნმა ჰალდერს ანიშნა:
– ბრტყლად ურტყი ხმალი, სანამ დადგომას არ მოახერხებს.
ჰალდერმა საცდელად შემოჰკრა მოწინააღმდეგის გაბუშ-
ტულ ლოყებს.
– უფრო მაგრად არ შეგიძლია? – დასცინა თორნმა. ჰალდერ-
მა ორლესულს ორივე ხელი ჩასჭიდა და ისე მძლავრად დაჰკრა,

388
რომ ბრტყელი პირითაც კი გადახეთქა ტყავის სამოსი. ახალი ბიჭი
ტკივილით აწივლდა.
ჯონ სნოუმ წინ წადგა ბიჯი. პიპმა შეჯავშნული ხელი მკლავზე და-
ადო.
– ჯონ, არა, – ჩასჩურჩულა, ცქვიტმა და კაფანდარამ, თან სერ
ალისერისკენ აპარებდა შეშფოთებულ მზერას.
– ადე ზეზე! – გაიმეორა თორნმა. სქელი ბიჭი წამოდგომას შე-
ეცადა, ფეხი დაუსხლტა და ისევ მძიმედ დაეცა მიწაზე.
– სერ გოჭი მიხვედრას იწყებს, – გამოაცხადა სერ ალისერმა, –
ერთიც. ჰალდერმა ხმალი ასწია, მორიგი დარტყმისთვის მოემზადა.
– ერთი შაშხი ჩამოგვიჭერი! – სიცილით მოსთხოვა რასტმა. ჯონმა
პიპის ხელი მოიცილა.
– ჰალდერ, გეყო!
ჰალდერმა სერ ალისერს გადახედა.
– ბუში ბრძანებს და გლეხუჭები ცახცახებენ, – თავისი ხაფი, ცივი
ხმით წარმოთქვა მასწავლებელმა, – შეგახსენებთ, ლორდ სნოუ,
რომ აქ მე გახლავარ ორთაბრძოლის ოსტატი.
– ერთი შეხედე, ჰალდერ, – უმტკიცებდა ჯონი, თორნს კი ყურსაც
არ უგდებდა, – დაცემული მტრის ცემა რა ვაჟკაცობაა. ხომ დაგნებ-
და, – მან სქელი ბიჭის გვერდით ჩაიმუხლა.
ჰალდერმა ხმალი დაუშვა.
– დამნებდა, – გაიმეორა მანაც.
სერ ალისერის ონიქსის თვალები ჯონ სნოუს მიაჩერდნენ. –
ჩანს, ჩვენი ბუში გამიჯნურდა, – წარმოთქვა, როდესაც ჯონი სქელ
ბიჭს ფეხზე წამოდგომაში მოეხმარა, – ერთი შენი იარაღი მანახე,
ლორდ სნოუ.
ჯონმა თავისი ორლესული იშიშვლა. იგი სერ ალისერის ურჩო-
ბას მხოლოდ გარკვეულ ზღვრამდე ბედავდა, ახლა კი, ატყობდა, ამ
ზღვარს ბევრად გადასცილებოდა.
თორნმა გაიღიმა.

389
– ბუშს სურს, თავისი სატრფო ქალბატონი დაიცვას, ჩვენ კი
ამას წვრთნად ვაქცევთ. ტასტი, მუწუკა, უშველეთ ჩვენს ქვისთა-
ვას, – რასტი და ალბეტი ჰალდერს ამოუდგნენ გვერდში, –
თქვენ სამს აღარ უნდა გაგიჭირდეთ ლედი გოჭის აჭყვიტინება.
ოღონდ როგორმე ბუშს უნდა გასცდეთ.
– ჩემ უკან დადექი, – უთხრა ჯონმა სქელ ბიჭს. სერ ალისერი
ხშირად აყენებდა ორი მოწინააღმდეგის პირისპირ, მაგრამ სამს
ერთად ჯერ არ შერკინებია. მიხვდა, რომ ამ საღამოს დასაძინებ-
ლად ალბათ დაჟეჟილი და გასისხლიანებული დაწვებოდა. თავი
სასტიკი შემოტევისთვის შეიმზადა.
უეცრად მის გვერდით პიპარი გაჩნდა.
– სამი ორზე – ასე უფრო მაგრა გავერთობით, – წარმოთქვა
მხიარულად. მუზარადის ცხაური ჩამოიწია და ხმალი იშიშვლა.
სანამ ჯონი შედავებას მოასწრებდა, გრენიც წინ წამოდგა და მე-
სამე კაცად ამოუდგათ მხარში.
ეზოში სამარისებური სიჩუმე ჩამოწვა. ჯონი გრძნობდა სერ
ალისერის მზერას.
– რას უცდით? – ჰკითხა მან რასტსა და მისიანებს მოჩვენები-
თად რბილი ხმით, მაგრამ პირველი ჯონი დაიძრა. ჰალდერმა
ძლივს მოასწრო მისი ხმლის მოგერიება.
ჯონი მას უკან დახევას აიძულებდა, ყოველი დარტყმით უტევ-
და, არ ანებებდა, წელში გამართულიყო. გაიცანი მტერიო, ასწავ-
ლა ოდესღაც სერ როდრიკმა. ჯონი იცნობდა ჰალდერს, საშინ-
ლად ძლიერს, მაგრამ მოუთმენელს, თავდაცვის უცოდინარს. თუ
გააღიზიანებდი, აუცილებლად გაიხსნებოდა, ეს ისევე გარდაუ-
ვალი იყო, როგორც მზის ჩასვლა ყოველ საღამოს. ეზო ხმლების
ჩხარის გამოძახილებმა აავსო, როდესაც დანარჩენებიც ბრძო-
ლაში ჩაებნენ.
ჯონმა მისი თავისკენ დაშვებულ დაუნდობელ დარტყმას ხმა-
ლი შეაგება, დარტყმის უკუგებამ მწვავედ დაურბინა მკლავში.

390
გვერდულად შემოჰკრა ჰალდერს ნეკნებზე და ჯილდოდ მეტოქის-
გან ტკივილით წამოცდენილი მოგუდული ხვნეშა დაიმსახურა. საპა-
სუხო დარტყმა მხარზე ეძგერა. ჯაჭვის პერანგმა გაიღრჭიალა და
ტკივილი ცეცხლად წაეკიდა კისერზე, მაგრამ წამით ჰალდერმაც
წონასწორობა დაკარგა. ჯონმა ხმლის მოქნევით მარცხენა ფეხი გა-
მოაცალა და ისიც გინებით და ლაწანით მიწას დაენარცხა.
გრენი მშვენივრად იცავდა წონასწორობას, როგორც ჯონმა ას-
წავლა, და ალბეტს გასაქანს არ აძლევდა. მაგრამ პიპს კი გასაჭირი
ადგა. რასტი მასზე ორი წლით და ორმოცი ფუნტით უფრო დიდი იყო.
ჯონი მოძალადეს უკან დაუდგა და მუზარადზე ზარივით შემოჰკრა.
რასტი შემობრუნდა, პიპმა კი მისი დაცვის ქვეშ დაყვინთა, წააქცია
და მახვილი ყელზე მიაბჯინა. ამასობაში ჯონიც თავს დაადგა. ორი
ხმლის წინაშე ალბეტმა უკან დაიხია.
– გნებდებით! – წამოიძახა მან.
სერ ალისერ თორნი ამ სცენას ზიზღით ადევნებდა თვალს. – ეს
ბალაგანი დღეისთვის უკვე საკმარისად დიდხანს გაგრძელდა, –
თქვა და იქაურობას გაეცალა. გაკვეთილი დასრულდა.
დარეონმა ჰალდერი ფეხზე წამოაყენა. ქვისმტეხის ვაჟმა მუზა-
რადი მოიძრო და ეზოს მეორე მხარეს გატყორცნა.
– წამით უკვე ვიფიქრე, რომ ხელში ჩაგიგდე, სნოუ.
– წამით კიდევაც ჩამიგდე, – მიუგო სნოუმ. ჯაჭვის და ტყავის ქვეშ
მხარი ეწვოდა. ხმალი ჩააგო და სცადა, მუზარადი მოეხადა, მაგრამ
ხელი რომ ასწია, ისეთმა ტკივილმა დაუარა მკლავში, უნებურად
კბილები გააღრჭიალა.
– მე ვიზამ, – მოესმა ხმა. მსხვილთითება ხელებმა მუზარადი სა-
ყელოს ჩახსნეს და ფრთხილად აწიეს მაღლა, – გატკინა?
– ადრეც ბევრჯერ ვყოფილვარ დაჟეჟილი, – ჯონმა მხარი მო-
ისინჯა და ტკივილისგან მოიჭმუხნა. მათ გარშემო ეზო ცარიელდე-
ბოდა. იქ, სადაც ჰალდერმა მუზარადი გაუხეთქა, სქელ ბიჭს თმა
სისხლით ჰქონდა განებილი.

391
– მე სემუელ ტარლი ვარ, რქის... – გაჩუმდა და ტუჩები მო-
ილოკა, – უფრო სწორად, ვიყავი რქის მთიდან, სანამ... წამოვი-
დოდი. შავის შესამოსად მოვედი. მამაჩემი ლორდი რანდილია,
ზენაბაღელი ტაირელის მებაირაღე. მე მისი მემკვიდრე ვიყავი,
ოღონდ... – და ხმა ჩაუწყდა.
– მე ჯონ სნოუ ვარ, ნედ სტარკის ბუში, ვინტერფელიდან. სე-
მუელ ტარლიმ თავი დაუქნია.
– მე... თუ გინდა, სემი დამიძახე. დედაჩემი სემს მეძახის. –
შენ შეგიძლია, მაგას ლორდი სნოუ დაუძახო, – უთხრა მოახ-
ლოებულმა პიპმა, – არაფერი საჭიროა, იცოდე, დედამისი რას
ეძახის. – ეს ორნი გრენი და პიპარი არიან, – თქვა ჯონმა.
– გრენი უშნო რომელიცაა, ისაა, – აუხსნა პიპმა.
გრენი მოიღუშა.
– შენ ჩემზე უშნო ხარ. ყურები მაინც არ მაქვს ღამურასავით.
– დიდი მადლობა თქვენ ყველას, – სევდიანად წარმოთქვა
სქელმა ბიჭმა.
– რატომ არ ადექი და არ შეებრძოლე? – პასუხი მოსთხოვა
გრენმა. – მინდოდა, მართლა. უბრალოდ... არ შემეძლო. არ მინ-
დოდა, მეტად რომ დაერტყა, – იგი მიწას ჩააცქერდა, – მე... მე
მგონი, მშიშარა ვარ. მამაჩემი ყოველთვის ასე ამბობდა.
გრენს თითქოს ურო ჩასცხესო, ისე დაჭყიტა თვალები. პიპმაც
კი ვერაფერი თქვა ამაზე, პიპი კი რამის თქმას ყოველთვის ახერ-
ხებდა. აბა, საკუთარ თავს მშიშრად ვინ გამოაცხადებს?
სემუელ ტარლიმ, ჩანს, მათ სახეზე ამოიკითხა, რასაც ფიქ-
რობდნენ. ჯონის მზერას წააწყდა და უმალ თვალი აარიდა, დამ-
ფრთხალი ცხოველის სიმარდით.
– მე... ბოდიში. განგებ არ ვაკეთებ, რომ... ასეთი ვიყო, რო-
გორიც ვარ, – და მძიმე ნაბიჯით საიარაღოსკენ გაემართა.
– დღეს დაჭრილი იყავი, – მიაძახა ჯონმა, – ხვალ უკეთ გამო-
გივა. სემმა მწუხარედ გამოხედა მხარსუკან.

392
– არა, არ გამომივა, – თვალებზე მომდგარ ცრემლს ებრძოდა, –
არასოდეს გამომდის უკეთ. როდესაც სემი წავიდა, გრენმა წარბი შე-
იკრა.
– მშიშრები არავის უყვარს, – თქვა აღელვებულმა, – ნეტავ არ
დავხმარებოდით. ჩვენც მშიშრები რომ ვეგონოთ?
– შენ ისეთი შტერი ხარ, მშიშარა როგორ იქნები, – უთხრა პიპმა.
– არაფერიც, – მიუგო გრენმა.
– დიახფერიც. ტყეში დათვი რომ დაგეცეს, ისეთი შტერი ხარ,
არც გაექცევი.
– არაფერიც, – შეედავა გრენი, – შენზე უფრო ჩქარაც გავექცევი,
– უცებ შეწყვიტა ლაპარაკი, რაკი დაინახა, როგორ იკრიჭებოდა პი-
პი, და მიხვდა, რა თქვა თვითონ ამწუთას. სქელი კისერი აუჭარხალ-
და. ჯონმა ისინი მათ კინკლაობას შეატოვა და საიარაღოში დაბრუნ-
და. ხმალი დაკიდა და დაბამბული აბჯარი გაიძრო. ციხეშავის ცხოვ-
რება განსაზღვრულ განრიგს მისდევდა. დილაობით ხმალაობაში
ვარჯიშობდნენ, დღისით – მუშაობდნენ. შავი ძმები ახალწვეულებს
სხვადასხვა საქმეს აკისრებდნენ, რათა მათი ნიჭი და უნარები გამო-
ემჟღავნებინათ. ჯონს ყველაზე მეტად ის დღეები უყვარდა, ლან-
დთან ერთად სანადიროდ რომ მიდიოდა, რათა ლორდ-მეთაურის
სუფრა ნანადირევით დაემშვენებინა. მაგრამ ერთ ასეთ დღეზე
თორმეტი დონალ ნოისთან გატარებული დღე მოდიოდა, როდესაც
ჯონი სალეს ქვას ატრიალებდა, სანამ ცალხელა მჭედელი ხმარებით
დაბლაგვებულ ხმლებს ლესავდა, ან საბერველებს ამუშავებდა, ნოი
კი ახალ ხმალს ჭედდა. სხვა დროს წერილები მიმოჰქონდა, გუშაგად
იდგა, თავლებს ხვეტდა, ისრებს ეზიდებოდა, მაისტერ ეიმონს ფრინ-
ველების მოვლაში ეხმარებოდა ან ბოუენ მარშს ანგარიშსა და აღ-
წერებში შველოდა.
იმ დღეს გუშაგ-მეთაურმა იგი ჯალამბრის გალიაში შეგზავნა და
თან ოთხი კასრი ახლად დაფხვნილი ქვა აატანინა კედლის თავზე

393
ყინულის ბილიკზე მოსაყრელად. ეს მარტოდ საკეთებელი, მო-
მაბეზრებელი საქმე იყო, მართალია, ლანდი გვერდიდან არ
შორდებოდა, მაგრამ მაინც; ოღონდ ჯონმა აღმოაჩინა, რომ
ბედს სულაც არ უჩიოდა. მოწმენდილ ამინდში კედლის თავიდან
ნახევარი ქვეყნიერება მოჩანდა, ჰაერი კი აქ ყოველთვის სუს-
ხიანი და გამამხნევებელი იყო. აქ შეეძლო, რამდენიც უნდოდა,
იმდენი ეფიქრა, და შეამჩნია, რომ სემუელ ტარლიზე ფიქრობ-
და... და, რაც არ უნდა გასაკვირი ყოფილიყო, ტირიონ ლანის-
ტერზე. ფიქრობდა, ნეტავ ტირიონი სქელ ბიჭს როგორ მოექცე-
ოდაო. ადამიანების უმრავლესობა არჩევს, უარყოს მწარე სი-
მართლე, ვიდრე თვალი გაუსწოროს მასო, უთხრა ქონდრისკაც-
მა კრეჭით. ქვეყანა სავსე იყო მშიშრებით, რომლებსაც თავი გმი-
რებად მოჰქონდათ. საკუთარი მშიშრობის აღიარებას უცნაური
სიმამაცე სჭირდებოდა, რაც სემუელ ტარლის დიახაც გააჩნდა.
მტკივანი მხარის გამო საქმე ნელა მიიწევდა წინ. უკვე საღა-
მოვდებოდა, როდესაც ჯონი ბილიკის მოხრეშვას მორჩა. ერ-
თხანს კედლის თავზე დაყოვნდა, ჩამავალ მზეს და სისხლის-
ფრად აგიზგიზებულ დასავლეთის ცას უცქირა, შემდეგ, როდესაც
ჩრდილოეთზე უკვე ბინდმა იწყო ჩამოწოლა, ცარიელი კასრები
ისევ გალიაში შეაგორა და ჯალამბრის კაცს ანიშნა, დაბლა და-
მიშვიო.
ვახშამი თითქმის დასრულებული იყო, როდესაც მან და ლან-
დმა საერთო დარბაზს მიაღწიეს. შავ ძმათა ერთი ჯგუფი ცეც-
ხლთან ჩამომჯდარიყო და შემთბარი ღვინით და კამათლით იქ-
ცევდნენ თავს.
ჯონის მეგობრები დასავლეთის კედლის ახლოს ჩამომსხდა-
რიყვნენ მერხზე და იცინოდნენ. პიპი შუა თხრობაში იყო. მსა-
ხიობის ყურპარტყუნა ბიჭი მთხზველად იყო დაბადებული, ათასი
სხვადასხვა ხმით შეეძლო საუბარი და თავის ამბებს არა მარტო

394
ჰყვებოდა, არამედ განასახიერებდა კიდევაც, ყველა გმირს თვითონ
თამაშობდა, ხან თუ მეფე იყო, წუთში მეღორე ხდებოდა. ფუნდუკის
მომსახურე გოგოებს ან ქალწულ პრინცესებს როცა ამეტყველებდა,
მაღალი კრინით იწყებდა საუბარს, და ყველას სიცილის ცრემლები
სცვიოდა. მისი საჭურისები სერ ალისერის გასაოცრად ზუსტი კარი-
კატურები გამოდიოდნენ. ჯონიც სხვებივით ხალისობდა მისი მან-
ჭვა-გრეხით... მაგრამ ამჯერად მათთან არ მისულა, შებრუნდა და
მერხის ბოლოსკენ გაემართა, იქ, სადაც ეულად ჩამომჯდარიყო სე-
მუელ ტარლი, სხვებისგან რაც შეიძლება მოშორებით.
ამ საღამოს ვახშმად ღორის ხორცის ღვეზლები ჰქონდათ და იგი
სწორედ უკანასკნელ ნაჭერს უღებდა ბოლოს, როდესაც ჯონი მის
პირდაპირ ჩამოჯდა. სქელ ბიჭს ლანდის დანახვაზე თვალები გა-
უფართოვდა. – ეს მგელია?
– მგელსაზარაა. ლანდი ჰქვია. მგელსაზარა მამაჩემის გვარის
ნიშანია.
– ჩვენი ნიშანი მიმავალი მონადირეა, – უთხრა სემუელ ტარ-
ლიმ. – გიყვარს ნადირობა?
სქელ ბიჭს გააჟრჟოლა.
– მეჯავრება, – ისე იყურებოდა, თითქოს ისევ ტირილს აპირებ-
სო. – ახლა რაღა გჭირს? – ჰკითხა ჯონმა, – რატომ ხარ სულ ასეთი
დამფრთხალი?
სემი თავისი ღვეზლის ნარჩენს დააჩერდა და ოდნავ გაიქნია თა-
ვი, ისეთი დამფრთხალი იყო, ხმის ამოღებასაც ვერ ახერხებდა.
დარბაზში ისევ სიცილმა იფეთქა. ჯონს პიპის წრიპინი ჩაესმა. იგი
წამოდგა.
– წამო, გავიდეთ.
სემმა სქელი მრგვალი სახე მიაპყრო.
– რატომ? გარეთ რაღას გავაკეთებთ? – ჰკითხა ეჭვით.
– ვილაპარაკებთ, – მიუგო ჯონმა, – კედელი ნახე?

395
– მე სქელი ვარ, ბრმა კი არა. ვნახე, აბა რა, შვიდასი ფუტის
სიმაღლისაა, – მაინც წამოდგა, ბეწვმოგებული მოსასხმი შემო-
იხვია და ჯონს საერთო დარბაზიდან გაჰყვა, თუმც ფრთხილობ-
და, თითქოს ღამეში ჩასაფრებული რაღაც დაუნდობელი ოინის
ეჭვი ჰქონდა. ლანდი მათ გვერდით მიძუნძულებდა.
– არ მეგონა, აქაურობა ასეთი თუ იქნებოდა, – თქვა სემმა,
სიტყვები ორთქლთან ერთად სდიოდა პირიდან. უკვე ქოშინებ-
და, ჯონისთვის ფეხის აწყობას რომ ლამობდა, – ყველა შენობა
იქცევა და ისეთი... ისეთი...
– სიცივეა? – კოშკებს სქელი ჭირხლი მოსდებოდა, მათ ფეხ-
ქვეშ კი რუხი ბალახის წყნარი ხრაშუნი ისმოდა.
სემმა უნუგეშოდ დაუქნია თავი.
– მეჯავრება სიცივე. წუხელ სიბნელეში გამეღვიძა, ცეცხლი
ჩამქრალიყო და დარწმუნებული ვიყავი, რომ დილისთვის ისე
გავიფიჩხებოდი, ცოცხალი ვეღარ გადავრჩებოდი.
– საიდანაც ჩამოხვედი, იქ ალბათ უფრო თბილა.
– თოვლი პირველად გასულ თვეში ვნახე. ყორღანების მხა-
რეს გავდიოდით მე და ის მხედრები, მამაჩემმა ჩრდილოეთში
გამცილებლად რომ გამომაყოლა, და მაშინ დაიწყო ცვენა იმ
თეთრმა რაღაცებმა, წყნარი წვიმასავით. თავიდან ძალიან ლა-
მაზი მომეჩვენა, თითქოს ბუმბულები ეშვებოდნენ ციდან; მაგრამ
თოვა გაგრძელდა, გაგრძელდა, აღარ ჩერდებოდა, სანამ ძვლე-
ბიანად არ გავიყინე. ჩემს კაცებს წვერებში თოვლის ნამცეცები
გასჩროდათ, კიდევ მეტი – მხრებზე ეფინათ, თოვა კი არ წყდე-
ბოდა. შემეშინდა, რომ არც არასდროს გადაიღებდა.
ჯონს გაეღიმა.
მათ წინ კედელი წამოიმართა, მკრთალად ელავდა ნახევარ-
მთვარის შუქზე. მის ზემოთ ცაზე კრიალა, კაშკაშა ვარსკვლავები
ბრწყინავდნენ.

396
– იქ ასვლას მაიძულებენ? – იკითხა სემმა. სახე მჟავე რძესავით
აეჭრა, უსასრულო ხის კიბეს რომ შეხედა, – მოვკვდები, იმაზე აცო-
ცება თუ მომიწევს.
– იქ ჯალამბარია, – მიათითა ჯონმა, – შეიძლება, გალიით აგიყ-
ვანონ. სემუელ ტარლიმ ამოიფშვინა.
– არ მიყვარს სიმაღლე.
ეს უკვე მეტისმეტი იყო. ჯონმა ეჭვით გახედა.
– შენ რა, ყველაფრის გეშინია? არ მესმის. თუ მართლა ასეთი
მშიშარა ხარ, აქ რა გინდა? რაში უნდა უნდოდეს მხდალს ღამის ებ-
გურის წევრობა?
სემუელ ტარლი თვალმოუცილებლად შეაჩერდა. მრგვალი სახე
თანდათან ჩამოეშალა, იგი დათრთვილულ მიწაზე ჩაჯდა და ატირ-
და, დაუოკებელი სლუკუნი მთელ სხეულს უტოკებდა. ჯონ სნოუ იდ-
გა და უმზერდა, სხვა ვერაფერი მოეხერხებინა. ყორღანების მხარე-
ში წამოსული თოვლის მსგავსად, ცრემლებს ბოლო არ უჩანდა.
ლანდი მიხვდა, რა უნდა ექნა. მქრქალი მგელსაზარა აჩრდილივით
უჩუმრად მიუახლოვდა და სემუელ ტარლის სახიდან ცრემლები აუ-
ლოკა. სქელმა ბიჭმა წამოიყვირა, შეშინდა... და როგორღაც, თვა-
ლის დახამხამებაში, მისი ქვითინი სიცილად გადაიქცა. ჯონ სნოუ
მასთან ერთად იცინოდა. შემდეგ ისინი ჩამოსხდნენ გაყინულ მიწა-
ზე, მოსასხამებში შეფუთულები, მათ შორის ლანდი იყო ჩამჯდარი.
ჯონმა უამბო, როგორ იპოვეს მან და რობმა ახალდაბადებული ლეკ-
ვები გვიანი ზაფხულის თოვლში. მას შემდეგ თითქოს ათასი წელი
იყო გასული. მალე აღმოჩნდა, რომ ვინტერფელზე ჰყვებოდა.
– ზოგჯერ მესიზმრება ხოლმე, თითქოს გრძელ ცარიელ დარ-
ბაზს მივუყვები. ვყვირი, გარშემო ჩემი ხმა რეკს, მაგრამ არავინ მპა-
სუხობს. მეც ნაბიჯს ვუჩქარებ, კარებს ვაღებ, სახელებს ვიძახი. არც
კი ვიცი, ვის დავეძებ. უფრო ხშირად – მამაჩემს, მაგრამ ზოგჯერ
რობს ვეძებ ხოლმე, ხან – ჩემს პატარა დას, არიას, ხან – ბიძაჩემს,

397
– ბენჯენ სტარკის გახსენებამ დაადარდიანა. ბიძამისი ჯერაც არ
გამოჩენილიყო. ბებერმა დათვმა მის მოსაძებნად აეშაგები გაგ-
ზავნა. ორ გასვლას სერ ჯარემი რაიკერი გაუძღვა, ბინდის კოშ-
კიდანაც ქვორინ ნახევარხელა გამოვიდა, მაგრამ ვერაფერი ნა-
ხეს, ხეებზე მობმული რამდენიმე მკვეთრი ფერის ნიშნულის
გარდა, ბიძამისს გზის მოსანიშნად რომ დაეტოვებინა. ჩრდილო-
დასავლეთით მდებარე კლდოვან ზეგნებზე ნიშნები ერთბაშად
გაქრა და ბენ სტარკის კვალი სრულიად გაუჩინარდა.
– შენს სიზმარში ზოგჯერ მაინც პოულობ ვინმეს? – ჰკითხა
სემმა. ჯონმა თავი გაიქნია.
– ვერა, ვერავის. ციხე-დარბაზი ყოველთვის ცარიელია, –
მას არავისთვის მოუყოლია ეს სიზმარი, და ვერ გაეგო, რატომ
მოუთხრობდა ახლა სემს, მაგრამ როგორღაც სიამოვნებდა ამა-
ზე ლაპარაკი, – საყვავეებიც კი მიტოვებულია, თავლები კი
ძვლებითაა სავსე. ეს ყოველთვის თავზარს მცემს ხოლმე. მაშინ
სირბილს ვიწყებ, კარებს მოღებულს ვტოვებ, კოშკზე სამ-სამ სა-
ფეხურზე ხტომით ავრბივარ, ყვირილით მოვუხმობ ვიღაცას, ვინ-
მეს მაინც. და უცებ აკლდამის კართან აღმოვჩნდები. შიგნით სიბ-
ნელეა, და დაბლა ჩამავალ დახვეულ კიბეს ვარჩევ. საიდანღაც
ვიცი, რომ დაბლა უნდა ჩავიდე, მაგრამ არ მინდა. მეშინია იმის,
რაც შეიძლება იქ მიცდიდეს. იქ, დაბლა, ვინტერის ძველი მეფეე-
ბი სხედან, ფეხებთან ქვის მგლები უწევთ, მუხლებზე რკინის
ხმლები უწყვიათ, მაგრამ მათი როდი მეშინია. ვყვირი, რომ მე
სტარკი არ ვარ, რომ ეს ადგილი ჩემთვის არაა, მაგრამ არ მშვე-
ლის, მაინც უნდა ჩავიდე, და მეც დაშვებას ვიწყებ, ჩასვლისას
ხელს კედელს მივაყოლებ, ჩირაღდანიც არ მაქვს, გზა რომ გავი-
ნათო. უფრო და უფრო ბნელდება, დაბოლოს ყვირილი მომაწვე-
ბა ყელში, – იგი გაჩუმდა, მოღუშული, დარცხვენილი, – აქ ყო-
ველთვის მეღვიძება ხოლმე. – ეღვიძებოდა შეციებულს, ოფლად
გაღვრილს, თავისი სენაკის წყვდიადში აცახცახებულს. ლანდი

398
საწოლზე შეახტებოდა ხოლმე, მისი სითბო განთიადივით გულის-
მომცემი იყო. და ისევ იძინებდა, მგელსაზარას გრძელბეწვა თეთრ
ქურქში სახეჩარგული, – შენ არ გესიზმრება რქის მთა?
– არა, – სემს პირი მაგრად მოეკუმა, – მეჯავრებოდა იქაურობა.
– მან ლანდს ყურს უკან დაფხანა, მობღუნძულმა, და ჯონმაც სიჩუმე
აღარ დაარღვია. კარგა ხნის მერე სემუელ ტარლი ალაპარაკდა, ჯო-
ნი კი უხმოდ უსმენდა, და შეიტყო, თუ როგორ აღმოჩნდა კედელზე
თვითაღიარებული მხდალი.
ტარლები ძველთაგანვე პატივცემული გვარი იყო, ისინი მეის ტა-
ირელის, ზენაბაღის ბატონისა და სამხრეთის მცველის, მებაირაღე-
ნი გახლდნენ. ლორდ რენდილ ტარლის პირმშო ბარაქიანი მიწების,
მტკიცე ციხისა და არაკებში ქებაშესხმული საორხელე ორლესულის
მემკვიდრედ დაიბადა. ორლესულს სახელად გულთამსვრელი ერ-
ქვა, ვალირიული ფოლადისგან იყო გაჭედილი და აგერ უკვე ხუთა-
სი წელიწადი შესრულდებოდა, რაც მამიდან შვილს გადაეცემოდა
გვარში. რა ამაყი და გახარებულიც არ უნდა ყოფილიყო მამა-ბატო-
ნი სემუელის დაბადებით, მთელი სიხარული თანდათან გაუქარვდა,
რაკი ბიჭი პუტკუნა, სათუთი და მოუქნელი გამოადგა. სემს უყვარდა
მუსიკის სმენა და საკუთარი სიმღერების თხზვა, რბილი ხავერდის
ტანსაცმელი, ციხე-დარბაზის სამზარეულოში მზარეულების სიახ-
ლოვეს თამაში და მძაფრი სურნელით ტკბობა, როდესაც ლიმონის
ნამცხვარს ან მოცვის ტარტს აწაპნიდა ხოლმე. ჭკუას კარგავდა წიგ-
ნებზე, კნუტებსა და ცეკვაზე, მერე რა, რომ ცეკვა მარჯვედ ვერ გა-
მოსდიოდა; მაგრამ სისხლის დანახვაზე გული უწუხდა და დაკლული
ქათმის დანახვაც კი ატირებდა. რქის მთაზე თორმეტი ორთაბრძო-
ლის ოსტატი მაინც გამოიცვალა, რომელნიც ამაოდ ცდილობდნენ,
სემუელი რაინდად ექციათ, როგორც მამამისი ნატრობდა. ბიჭს აგი-
ნებდნენ, წკეპლავდნენ, სცემდნენ და აშიმშილებდნენ. ერთი აიძუ-
ლებდა, აბჯრიანს დაეძინა, რათა მხედრული სული შეეძინა. სხვამ

399
დედამისის კაბა ჩააცვა და ციხე-კოშკის ეზოში გაატარა, რათა
სირცხვილს მაინც გამოებრძმედა მისი ვაჟკაცობა. სემი კი მხო-
ლოდ უფრო სუქდებოდა და უფრო ფრთხებოდა, სანამ მამამისს
იმედგაცრუება ჯერ სიბრაზედ, შემდეგ კი ზიზღად არ ექცა. – ერ-
თხელ, – გაუმხილა სემმა, ჩურჩულზე გადავიდა, – ციხეკოშკში
ორი კაცი მოვიდა, ქართელი გრძნეულები, თეთრი კანი და ლურ-
ჯი ტუჩები ჰქონდათ. მათ ხარ-ზუბრი დაკლეს და მის ცხელ სის-
ხლში მაბანავეს, მაგრამ არც ამან გამამამაცა, როგორც ისინი
გვპირდებოდნენ. მე გული შემიწუხდა და ვარწყიე. მამამ კი ისინი
გააშოლტინა.
ბოლოს და ბოლოს, მრავალი წლის და სამი ასულის მერე,
ლედი ტარლიმ ქმარ-ბატონს მეორე ვაჟი აჩუქა. იმ დღიდან
ლორდმა რანდილმა სემზე საბოლოოდ აიღო ხელი და მთელი
თავისი დრო უმცროს ვაჟს დაუთმო, რომელიც, მამის გასახა-
რად, დაუოკებელი, ჯანსაღი ბავშვი იზრდებოდა. სემუელს რამ-
დენიმე ნეტარი წელიწადი ეღირსა, რაც სიამოვნებით მიუძღვნა
თავის საყვარელ მუსიკას და წიგნებს...
...სანამ მისი მეთხუთმეტე დღეობა არ გათენდა. ამ დღეს იგი
გააღვიძეს, მისი ცხენი უკვე შეკაზმული ჰყავდათ. სამმა იარაღას-
ხმულმა კაცმა იგი რქის მთის მახლობელ ტყეში შეიყვანა, სადაც
სემის მამა ირემს ატყავებდა. „ლამის უკვე კაცი ხარ”, უთხრა
ლორდმა რანდილმა თავის უფროს ძეს, მისი გრძელი დანა წუ-
თითაც არ წყვეტდა მუშაობას, „შენი განკვეთისთვის არანაირი
საბაბი არ მოგიცია, მაგრამ ვერც იმის ნებას გიბოძებ, რომ შენ
მიიღო ის მამული და ტიტული, რაც დიკონისთვის უფრო უპრი-
ანია. გულთამსვრელი ისეთ კაცს უნდა ჩაუვარდეს ხელში, ვისაც
მისი ჭერა შეეძლება, შენ კი მის ტარს შეხებასაც არ იმსახურებ.
ამიტომ გადავწყვიტე, დღევანდელ დღეს გამოგეცხადებინა, რომ
შავის შემოსვა გწადია. ყველანაირ უფლებას აიყრი შენი ძმის

400
მემკვიდრეობაზე და მზის ჩასვლამდე ჩრდილოეთისკენ გაემართე-
ბი.
თუ ასე არ მოიქცევი, მაშინ ხვალ დილით სანადიროდ წამომყვე-
ბი. შენი ცხენი სადმე ტყეში წაბორძიკდება და სასიკვდილოდ დაგა-
ნარცხებს მიწაზე... ანუ ასე ვეტყვი დედაშენს. მას დიაცის ჩვილი გუ-
ლი აქვს და შენთვისაც კი მოეპოვება დედური გრძნობები, მე კი არა-
ნაირი სურვილი არ მაქვს, მას ტკივილი მივაყენო. გთხოვ, ნუ გეგო-
ნება, იოლად გამოგივიდეს, შემეწინააღმდეგო. არაფერი მეამება
იმაზე მეტად, რომ რა ღორიცა ხარ, იმ ღორივით დაგკლა”. იდაყვე-
ბამდე სისხლით მოსვრილი ხელებით ტყავის გასაცლელი დანა
გვერდზე გადადო. „ასე რომ, ამგვარი არჩევანი გაქვს. ან ღამის ებ-
გური”, მან ხელი ირემში ჩაყო, გული ამოგლიჯა და პეშვში ეჭირა,
წითელი, სისხლგამდინარი, „ან ეს”.
სემი თავის ამბავს მშვიდი, მკვდარი ხმით მოჰყვა, თითქოს მას კი
არა, სხვას გადახდომოდა. და უცნაურიაო, გაიფიქრა ჯონმა, ერთხე-
ლაც არ წამოუსლუკუნია. თხრობას რომ მორჩა, ერთხანს უხმოდ ის-
ხდნენ და ქარის ზუზუნს უსმენდნენ. მთელ სამყაროში სხვა არა ხმა
არ ისმოდა. ბოლოს ჯონმა თქვა:
– ჯობია, საერთო დარბაზში დავბრუნდეთ.
– რატომ? – ჰკითხა სემმა.
ჯონმა მხრები აიჩეჩა.
– იქ ცხელი სიდრის დალევა შეიძლება, ან სუნელიანი ღვინის,
რომელიც გირჩევნია. ზოგჯერ დარეონი გვიმღერის ხოლმე, ხასი-
ათზე თუ მოვიდა. ადრე მომღერალი იყო... მთლად მომღერალი კი
არა, მაგრამ თითქმის: მომღერლის შეგირდი იყო.
– აქ როგორ მოხვდა? – ჰკითხა სემმა.
– ოქროსტყის ლორდმა როვანმა თავისი ასულის ლოგინიდან
გამოათრია. გოგო ორი წლით უფროსი იყო და დარეონი იფიცება,
თვითონ დამეხმარა, მასთან ფანჯარაში რომ შევმძვრალიყავიო,
მაგრამ თავისი მამის წინაშე განაცხადა, იძალადაო, და დარეონი აქ

401
აღმოჩნდა. მაისტერ ეიმონმა მისი მღერა რომ გაიგონა, ასე
თქვა, ხმა თაფლში ამოვლებულ ელჭექს უგავსო, – ჯონს გაეღი-
მა, – ზოგჯერ გომბეშოც მღერის, ასე ვთქვათ, მამამისის ღვინის
სარდაფში ნასწავლ ლოთიან სიმღერებს. პიპი ამბობს, მისი ხმა
ფსელში ამოვლებულ კუილს ჰგავსო, – და ორივემ გაიცინა.
– სიამოვნებით მოვუსმენდი ორივეს, – გამოტყდა სემი, –
მაგრამ იქ ჩემი დანახვაც არავის უნდა, – შეწუხებული სახე ჰქონ-
და, – ხვალ დილით ისევ დამაძალებს ბრძოლას, ჰო? – კი, – და-
უდასტურა ჯონმა, სხვა რა დარჩენოდა.
სემი მოუქნელად წამოდგა.
– ჯობია, ვეცადო, დავიძინო, – მოსასხამში გამოეხვია და მძი-
მე ნაბიჯით გაემართა.
ჯონი და ლანდი საერთო ოთახში რომ დაბრუნდნენ, სხვები
ჯერაც იქ დახვდნენ.
– სად იყავი? – ჰკითხა პიპმა.
– სემთან ვლაპარაკობდი.
– მართლა რა მშიშარაა, – თქვა გრენმა, – ვახშმის დროს,
თავისი ღვეზელი რომ აიღო, ჩვენს მერხზე ჯერ კიდევ იყო ადგი-
ლი, მაგრამ შეშინდა, მოსულიყო და ჩვენთან დამჯდარიყო.
– შაშხთა ბატონს მიაჩნია, რომ ჩვენნაირებთან ერთად ჭამა
არ ეკადრება, – ივარაუდა ჯერენმა.
– შევნიშნე, ღორის ხორცის ღვეზელს რომ ჭამდა, – ჩაიცინა
გომბეშომ, – იქნებ თავისი ძმა იყო? – და ღრუტუნს მოჰყვა. –
მორჩი! – შეუტია ჯონმა.
მისი მოულოდნელი გაბრაზებით შეცბუნებული ბიჭები ჩაჩუმ-
დნენ. – ახლა მისმინეთ, – წარმოთქვა ჯონმა ჩამოწოლილ სიჩუ-
მეში და აუხსნა მათ, რა და როგორ უნდა ექნათ. ჰიპმა მხარი და-
უჭირა, როგორც წინდაწინვე მოელოდა, აი, ჰალდერის თანხმო-
ბა კი სასიამოვნო მოულოდნელობა აღმოჩნდა. გრენი თავიდან
შეშფოთდა, მაგრამ ჯონმა იცოდა, რით მოელბო მისთვის გული.

402
დანარჩენებიც ერთმანეთის მიყოლებით დაყაბულდნენ. ჯონი ზოგს
არწმუნებდა, სხვებს – თავს უქონავდა, ზოგს არცხვენდა, სადაც სა-
ჭირო იყო, მუქარასაც არ ერიდებოდა. ბოლოს ყველა დათანხმდა...
ყველა, რასტის გარდა.
– თქვენ, ქალიშვილებო, როგორც გინდათ, ისე ქენით, – თქვა
მან, – მაგრამ თუ თორნი ლედი გოჭთან მაჩხუბებს, ვაპირებ, ლო-
რის ნაჭერი ჩამოვათალო, – ჯონს სახეში შესცინა და გავიდა. ამის
შემდეგ რამდენიმე საათი გავიდა, ციხეს უკვე ეძინა, როდესაც
რასტს სენაკში სამნი ეწვივნენ. გრენმა მკლავები დაუჭირა, პიპი კი
ფეხებზე დააჯდა. ჯონს ჩაესმოდა რასტის აჩქარებული სუნთქვა,
ლანდი მკერდზე რომ შეახტა. მგელსაზარას თვალები ნაკვერჩხლე-
ბივით უგიზგიზებდა, როდესაც ბიჭს ყელის ნაზ კანზე მსუბუქად მო-
ავლო კბილები, ცოტათი, ისე, რომ სისხლს გამოეჟონა. – გახსოვ-
დეს, რომ ვიცით, სადაც გძინავს, – უთხრა ჯონმა ძალიან რბილად.
მეორე დილით ჯონმა გაიგონა, რასტი ალბეტს და გომბეშოს
რომ ეუბნებოდა, პარსვისას სამართებელი დამიცდაო.
იმ დღიდან მოყოლებული, არც რასტს, არც სხვას არავის არ უტ-
კენია სემუელ ტარლისთვის. როდესაც სერ ალისერი მის წინააღ-
მდეგ აყენებდათ, ერთ ადგილას იდგნენ და მის უნიათო, მოუქნელ
დარტყმებს იგერიებდნენ. თუ ორთაბრძოლის ოსტატი დაუღრია-
ლებდათ და შეტევას ბრძანებდა, ისინი გამოზომილი მოძრაობით
მიეახლებოდნენ და მსუბუქად უტყაპუნებდნენ ხმალს შეჯავშნულ
მკერდზე, მუზარადზე ან ბარკალზე. სერ ალისერი ბობოქრობდა,
იმუქრებოდა, ქალებს, მშიშრებს და უარესებსაც უწოდებდა, მაგრამ
სემს მაინც არავინ აზიანებდა. რამდენიმე საღამოს შემდეგ, როდე-
საც ჯონმა დაიყოლია, ყველასთან ერთად ევახშმა, სემი ჰალდერს
მიუჯდა გვერდით. კიდევ ორმა კვირამ გაიარა, სანამ იგი გაბედავდა,
მათ საუბარში ჩართულიყო, და ცოტა ხანში სხვებთან ერთად იგუდე-
ბოდა სიცილით პიპის მანჭვაზე და აჯავრებდა გრენს.

403
სემუელ ტარლი იქნებ ძალიანაც სქელი, მოუქნელი და ფე-
თიანი იყო, მაგრამ სულელი სულაც არ გახლდათ. ერთ საღამოს
იგი ჯონს სენაკში მიადგა.
– არ ვიცი, რა ჰქენი, მაგრამ ვიცი, რომ ეს შენი გაკეთებულია,
– მან დარცხვენით გაიხედა გვერდზე, – ადრე არასდროს მყო-
ლია მეგობარი. – ჩვენ მეგობრები არ ვართ, – ჯონმა სემს ფარ-
თო მხრებზე მოხვია ხელი, – ძმები ვართ.
და მართლაც ასეაო, გაიფიქრა, როდესაც სემი წავიდა. რობი,
ბრანი და რიკონი მამამისის შვილები იყვნენ, და ჯერაც უყვარდა
ისინი, მაგრამ ჯონმა იცოდა, რომ არასდროს ყოფილა ერთი
მათგანი. ამაზე კეტლინ სტარკმა იზრუნა. ვინტერფელის რუხი
კედლები იქნებ კიდევაც ეზმანებოდა მძინარეს, მაგრამ ახლა მი-
სი ცხოვრება ციხეშავი იყო, მისი ძმები კი იყვნენ სემი და გრენი,
ჰალდერი და პიპი, და სხვა განკიცხულები, ღამის ებგურის შავი
სამოსით მოსილები. – ბიძაჩემი მართალს მეუბნებოდა, – ჩას-
ჩურჩულა მან ლანდს. ისღა ანაღვლებდა, ნეტავ როდესმე თუ ვი-
ხილავ ბენჯენ სტარკს, ეს რომ ვუთხრაო.

404
ედარდი

405
– მთელი ეს ალიაქოთი მარჯვენის ტურნირის გამოა, – შესჩივლა
მეფის საბჭოს ქალაქის მცველთა მეთაურმა.
– მეფის ტურნირის, – შეუსწორა შეჭმუხნულმა ნედმა, – გარ-
წმუნებთ, მარჯვენას ის არაფრად ეპიტნავება.
– უწოდეთ, როგორც გენებოთ, მილორდ. მთელი სახელმწი-
ფოდან მოედინებიან რაინდები, ყოველ რაინდს კი ორი თავისუ-
ფალი მხედარი, სამი ხელოსანი, ექვსი მეომარი, დუჟინი ვაჭარი,
ორი დუჟინი კახპა და იმდენი ქურდი მოჰყვება, ვარაუდისაც მე-
შინია. ამ წყეული პაპანაქების გამო ლამისაა, ნახევარი ქალაქი
გადაირიოს, ახლა კიდევ ეს სტუმრები... გასული ღამის ამბები
ესაა: ერთი დამხრჩვალი, ერთი ცემა-ტყეპა ტავერნაში, სამი და-
ნით ჩხუბი, ორი ხანძარი, აურაცხელი ძარცვა და მთვრალი
მხედრების დოღი დების ქუჩაზე. წინა ღამით დიდ სეპტაში, ცი-
სარტყელას ტბორში ქალის თავი იპოვეს. არავინ იცის, იქ რო-
გორ მოხვდა ან საერთოდ, ვისი თავია. – რა საშინელებაა, – გა-
აცახცახა ვარისს.
ლორდი რენლი ბარათეონი ნაკლებ თანაგრძნობას ავლენ-
და. – თუკი მეფის სიმშვიდის უზრუნველყოფა არ შეგიძლია,
იანოს, იქნებ ქალაქის დაცვას ვინმე სხვამ უნდა უსარდლოს,
ისეთმა, ვინც ამას მოახერხებს.
ჯირკუტანა, ფართოყბიანი იანოს სლინტი გულმოსული ბაყა-
ყივით გაიფუყა, მელოტი კინკრიხო გაუწითლდა.
– თავად ეაგონ დრაკონიც კი ვერ მოახერხებდა სიმშვიდის
უზრუნველყოფას, ლორდ რენლი. მეტი ხალხი მჭირდება.
– რამდენი? – ჰკითხა წინწახრილმა ნედმა. როგორც ყოველ-
თვის, რობერტმა არც ახლა შეიწუხა თავი საბჭოს კრებაზე დას-
წრებით, ამიტომ მეფის სახელით კვლავ მის მარჯვენას უნდა
ელაპარაკა. – იმდენი, რამდენსაც მიშოვით, ლორდ მარჯვენა.

406
– ორმოცდაათი ახალი კაცი აიყვანე, – უთხრა ნედმა, – ლორდი
ბაელიში იზრუნებს, რომ მათი გასამრჯელო გადმოგცეთ.
– მე ვიზრუნებ? – იკითხა ნეკამ.
– დიახ. თქვენ მოიძიეთ ორმოცი ათასი ოქროს დრაკონი ჩემ-
პიონის ქისისთვის, და უეჭველია, რამდენიმე მონეტასაც მოაკოწი-
წებთ მეფის სიმშვიდის დასაცავად, – ნედი ისევ იანოს სლინტს მიუბ-
რუნდა, – ამას გარდა, ოც ჩაუქ ხმალს მე შემოგაშველებ ჩემი საკუ-
თარი სახლეულის მხედრებიდან, რათა ქალაქის მცველებთან ერ-
თად იმსახურონ, ვიდრე ეს ხალხმრავლობა დაიშლება.
– უღრმესი მადლობა მომიხსენებია, ლორდო მარჯვენა, – სლინ-
ტმა თავი მოიდრიკა, – გპირდებით, სასარგებლო საქმეში გამოვი-
ყენებთ. გუშაგთა მეთაური რომ წავიდა, ედარდ სტარკი საბჭოს და-
ნარჩენ წევრებს მიუბრუნდა.
– ამ სისულელეს რაც უფრო მალე მოვითავებთ, მით უფრო კმა-
ყოფილი დავრჩები, – თითქოსდა სიძვირე და გამაბეზრებელი სამ-
ზადისი არ კმაროდა, ყველას და თითოეულს პირი შეეკრა, რომ ნე-
დის ჭრილობაზე მარილი მოეყარა და „მარჯვენას ტურნირიო”, და-
ეჟინებინა, თითქოსდა მიზეზი მართლაც სტარკი ყოფილიყო. და რო-
ბერტი, ჩანს, გულწრფელად ფიქრობდა, რომ ნედი ნაამები უნდა
დარჩენილიყო!
– სახელმწიფოსთვის სასარგებლოა ამგვარი ტურნირები, მი-
ლორდ, – თქვა მაისტერ პაიცელმა, – მათ მაღალთათვის დიდების
მოხვეჭის შესაძლებლობა მოაქვთ, მდაბალთ კი საწუხარს ავიწყებს.
– და მრავალ ჯიბეს ფულით ავსებს, – დასძინა ნეკამ, – ქალაქში
ყველა სასტუმრო სავსეა, კახპები კი გაჩაჩხულები დადიან და ყო-
ველ ნაბიჯზე წკარუნობენ.
ლორდმა რენლიმ გაიცინა.
– რა იღბალია, რომ ჩემი ძმა სტანისი არ გვესწრება. გახსოვთ,
საროსკიპოების აკრძალვა რომ ითხოვა? მეფემ მაშინ ჰკითხა, ბა-
რემ ჭამა, ჯმა და სუნთქვაც ხომ არ აგვეკრძალაო. სიმართლე თუ

407
გინდა, ზოგჯერ მიკვირს კიდევაც, ის თავისი უშნო ასული როგორ
გააჩინა. საქორწინო სარეცლის გასაზიარებლად ბრძოლის ველზე
მიმავალი კაცივით მიაბიჯებს, თვალებში პირქუში მზერა უდგას და
სახეზე მტკიცე გადაწყვეტილება აწერია, რადაც არ უნდა დაუჯდეს,
ვალი აღასრულოს.
ნედი საერთო ხარხარს არ აჰყოლია.
– შენი ძმა სტანისის მეც გამკვირვებია. ვფიქრობ, ნეტავ რო-
დის დაბრუნდება დრაკონის ქვიდან და საბჭოში თავის ადგილს
დაიკავებს. – უეჭველად, მაშინვე, როგორც კი ყველა იმ კახპას
ზღვაში შევრეკავთ შოლტებით, – გაეპასუხა ნეკა, და ოთახში სი-
ცილმა იმატა. – რაც კახპებზე მოვისმინე, ერთი დღისთვის სრუ-
ლიად კმარა, – ნედი წამოდგა, – ხვალამდე. როდესაც ნედი მარ-
ჯვენის კოშკში დაბრუნდა, კარი ჰარვინს ებარა.
– იორის ჩემთან უხმე და მამაშენს უთხარი, ცხენი შემიკაზ-
მოს, – უთხრა ნედმა ზედმეტად მკვახედ.
– როგორც ბრძანებთ, მილორდ.
წითელი ციხე და „მარჯვენის ტურნირი” მაღიზიანებს და მა-
უხეშებსო, ფიქრობდა ნედი, კიბეს რომ მიუყვებოდა. ენატრებო-
და კეტლინის მოალერსე მკლავები, ჩრდილოეთის გრილი დღე-
ები და სუსხიანი ღამეები.
თავის ოთახში შესულმა გაიძრო მრჩევლის აბრეშუმის სამო-
სი და იორის მოლოდინში წიგნს ჩაუჯდა – გრანდ-მაისტერ მა-
ლეონის „შვიდი სამეფოს წარჩინებულ გვართა წარმომავლობა
და ისტორია, მრავალი ბრწყინვალე ლორდის, დიდებული ლე-
დის და მათ შვილთა აღწერითურთ”. პაიცელმა მართალი თქვა:
ძლიერ მოსაწყენი საკითხავი იყო. მაგრამ ჯონ ერინმა მოითხოვა
ეს წიგნი და ნედი დარწმუნებული იყო, მას საამისო მიზეზი ექნე-
ბოდა. ამ წიგნში რაღაც იმალებოდა, რაღაც სიმართლე იყო ჩა-
მარხული ამ მყიფე ყვითელ გვერდებში – ოღონდ კი მოეხერხე-
ბინა მისი შემჩნევა. მაგრამ რის? წიგნი საუკუნეზე მეტი ხნისა

408
იყო. საეჭვოა, ამჟამად ცოცხალ კაცთაგან ვინმე მაინც ყოფილიყო
დაბადებული, როდესაც მალეონი ქორწინებათა, შობათა და გარ-
დაცვალებათა ამ მტვრიან სიებს ადგენდა.
მან კვლავ გადახედა იმ ნაწილს, ლანისტერთა გვარს რომ ეძ-
ღვნებოდა, მაინც რჩებოდა ბუნდოვანი იმედი, რომ რამე მინიშნებას
მიაგნებდა. ლანისტერები ძველი გვარი იყო, რომელიც ლან გამ-
ჭრიახისგან იღებდა სათავეს, გმირთა ხანის ამ ცრუპენტელასგან,
ვინც, თქმა არ უნდა, ბრან მშენებელივით ლეგენდარული იყო, სახე-
ლი კი უეჭველად მასზე მეტადაც გავარდნოდა, რაკი მთქმელების და
მელექსეთა მეტი სიყვარული მოეხვეჭა. სიმღერების გმირი ლანი ის
ჯეელი იყო, რომელმაც კასტერლებს დასტყუა კასტერლის კლდე
ისე, საკუთარი მახვილი გონების გარდა, სხვა საჭურველი არ უხმა-
რია, და მზეს ოქრო მოჰპარა თავისი ხუჭუჭი თმის დასაფერად. ნედი
ნატრობდა, ნეტავ აქ იყოს, ამ წყეულ წიგნს სიმართლე რომ დასტყუ-
ოსო.
კარზე მსუბუქმა დაკვრამ იორი კასელის მოსვლა აუწყა. ნედმა
მალეონის ტომი დახურა და შემოდიო, გასძახა.
– ქალაქის დაცვას ოცი ჩემი მცველის გადაცემას შევპირდი,
ტურნირის დასრულებამდე, – უთხრა შემოსულს, – არჩევა შენთვის
მომინდვია. მეთაურად ალინი დაუყენე და დარწმუნდი, რომ კარგად
შეიგნონ: ჩხუბის აღმკვეთად არიან საჭირონი, და არა წამომწყებად.
– ნედი წამოდგა, კედრის სკივრს ახადა და ტილოს მსუბუქი შიდა პე-
რანგი ამოიღო, – იპოვე მეჯინიბე ბიჭი?
– ქალაქის მცველი, მილორდ, – შეუსწორა იორიმ, – იფიცება,
ცხენს ცხოვრებაში ახლოსაც აღარ გავეკარებიო.
– და რას ამბობს?
– ამბობს, ლორდ ერინს კარგად ვიცნობდიო. განუყრელი მე-
გობრები იყვნენ, – იორიმ ჩაიფრუტუნა, – მეფის მარჯვენა ბიჭებს
მათ დღეობაზე ყოველთვის ფულს ჩუქნიდა ხოლმეო, ამბობს. ცხე-

409
ნებთან მოპყრობაც იცოდა, თავისებს ზედმეტად არასოდეს აჭე-
ნებდა და მათთვის სტაფილო და ვაშლები მოჰქონდა, ამიტომაც
მისი მოსვლა ცხოველებს მუდამ უხაროდათო.
– სტაფილო და ვაშლები, – გაიმეორა ნედმა. ჩანს, ეს ბიჭი
სხვებზე ნაკლებადაც კი გამოადგებოდა, არადა, ეს ბოლო იყო იმ
ოთხიდან, ნეკამ რომ უპოვა. იორი რიგრიგობით ელაპარაკა თი-
თოეულ მათგანს. სერ ჰიუ უხეში და ბევრი არაფრის მთქმელი
აღმოჩნდა, თან ისეთი ქედმაღალი იყო, მხოლოდ ახლად გამომ-
ცხვარ რაინდს რომ შეუძლია. თუკი მარჯვენას მასთან საუბარი
სურდა, სიამოვნებით მიიღებდა თავისთან, მაგრამ უბრალო
მცველთა კაპიტნისაგან დაკითხვას არ აიტანდა... თუნდაც რომ
ხსენებული კაპიტანი მასზე ათი წლით უფროსი და ასჯერ უკეთე-
სი მოხმალავე ყოფილიყო. მოსამსახურე გოგო სასიამოვნო მო-
საუბრე მაინც აღმოჩნდა. იგი მოჰყვა, რომ ლორდი ჯონი უფრო
მეტს კითხულობდა, ვიდრე ეს სასარგებლო იქნებოდა მისთვის,
რომ მას აწუხებდა და ასევდიანებდა თავისი პატარა ვაჟის სისუს-
ტე, თავის ლედი-მეუღლეს კი მკვახედ მიმართავდა ხოლმე. ხე-
ლის ბიჭი, ამჟამად მეხამლე, ლორდ ჯონს ერთხელაც კი არ გა-
მოლაპარაკებია, მაგრამ სამზარეულოში აკრეფილი ჭორებით
კი გუდა ჰქონდა სავსე: ლორდი მეფეს წაეჩხუბა, ლორდი საჭ-
მელს არც კი მიეკარა, ლორდი თავის ვაჟს აღსაზრდელად დრა-
კონის ქვაზე აგზავნიდა, ლორდი მწევრების მოშენებამ დააინტე-
რესა, ლორდი ოსტატ მეიარაღესთან მივიდა და ახალი აბჯარი
შეუკვეთა, რომელიც მთლიანად თეთრი ვერცხლის იქნება,
მკერდზე კი ლურჯი იასპის შევარდენი და სადაფის მთვარე ეხა-
ტება. თავად მეფის ძმა გაჰყვა სასურველი ფორმის შესარჩევა-
დო, თქვა ბიჭმა. არა, ლორდი რენლი კი არა, მეორე, ლორდი
სტანისი.

410
– ჩვენს ქალაქის მცველს სხვა არაფერი უხსენებია საგულის-
ხმო? – ყმაწვილი იფიცება, ლორდი ჯონი მასზე ორჯერ ახალგაზ-
რდა კაცივით ძლიერი იყოო. ხშირად გადიოდა ცხენით ლორდ
სტანისთან ერთადო, ამბობს.
ისევ სტანისი, გაიფიქრა ნედმა. ეს უცნაური ეჩვენა. ჯონ ერინსა
და მეფის ძმას გულითადი ურთიერთობა ჰქონდათ, მაგრამ მეგობ-
რები არასოდეს ყოფილან. ხოლო სანამ რობერტი ვინტერფელის
გზას ადგა, სტანისმა დრაკონის ქვას მიმართა, გაემგზავრა კუნძულ-
ზე მდგარ ტარგარიენების სიმაგრეში, რომელიც თავად დაეპყრო
თავისი ძმის სახელით. ერთი სიტყვითაც არ დაუბარებია, თუ როდის
აპირებდა დაბრუნებას.
– და სად მიდიოდნენ ხოლმე ერთად? – იკითხა ნედმა.
– ბიჭი ამბობს, საროსკიპოშიო.
– საროსკიპოში? – ჩაეკითხა ნედი, – საარწივეს ბატონი და მე-
ფის მარჯვენა საროსკიპოში მიდიოდა სტანის ბარათეონთან ერ-
თად?! – მან უნდოდ გაიქნია თავი, თან წარმოიდგინა, ლორდი რენ-
ლი რა დღეში იქნებოდა, ასეთი ლუკმა რომ ჩავარდნოდა ხელში.
რობერტის ავხორცობა მთელ სახელმწიფოს მოდებული უხამსი სიმ-
ღერების თემად იყო ქცეული, მაგრამ სტანისი სულ სხვაგვარი კაცი
იყო. მეფეზე სულ რაღაც ერთი წლით უმცროსი, ძმისგან გასაკვირად
განსხვავდებოდა: მკაცრი, გაუცინარი, შეუნდობელი, თავისი ვალის
კუშტად აღმსრულებელი.
– ბიჭი ამტკიცებს, ნამდვილად ასეაო. მარჯვენა თან სამ მცველს
იახლებდა ხოლმე და ბიჭი ამბობს, ის მცველების ოხუნჯობა მესმო-
და ამის თაობაზე, იქიდან დაბრუნებულებს ცხენებს რომ ჩამოვარ-
თმევდიო.
– რომელ საროსკიპოში? – იკითხა ნედმა.
– ბიჭმა არ იცის. მცველებს ეცოდინებათ.
– საბრალო ლიზამ ყველა ველზე წაიყვანა, – მშრალად თქვა
ნედმა, – ღმერთები ძალას არ იშურებენ ჩვენს გასაწბილებლად.

411
ლედი ლიზა, მაისტერ კოლემონი, ლორდი სტანისი... ყველა, ვი-
საც შეიძლებოდა სცოდნოდა, თუ რა მოუვიდა სინამდვილეში
ლორდ ერინს, აქედან ათასი მილის დაშორებით იმყოფება.
– მოუწოდებ ლორდ სტანისს, დრაკონის ქვიდან დაბრუნდეს?
– ჯერ არა, – თქვა ნედმა, – არა, სანამ უკეთ არ გავერკვევი ყო-
ველივე ამაში და არ დავრწმუნდები, ლორდი სტანისი საითკე-
ნაა, – ნედს ეს ფიქრი აჰკვიატებოდა, თავს არ ანებებდა. რატომ
წავიდა სტანისი? ედო მას წილი ჯონ ერინის მკვლელობაში? თუ
შეშინებული იყო რამით? ნედს უჭირდა წარმოედგინა, თუ რას შე-
იძლებოდა დაეფრთხო სტანის ბარათეონი, რომელმაც ოდეს-
ღაც მთელი წელი გაუძლო გრიგალის კიდის ალყას, ვირთხებით
და ჩექმების ტყავით იბრუნებდა სულს, მაშინ, როცა ლორდი ტა-
ირელი და ლორდი რედვინი გარს შემოსდგომოდნენ თავიანთი
ლაშქრით და გალავანზე მდგომთა დასანახად ნადიმს ნადიმზე
მართავდნენ.
– ჩემი კამზოლი მომიტანე, თუ შეიძლება. რუხი, მგელსაზა-
რას გერბით. მინდა, ამ მეიარაღემ იცოდეს, ვინ ვარ. იქნებ ამან
უფრო ენაწყლიანი გახადოს.
იორი კარადისკენ გაემართა.
– ლორდი რენლი ლორდ სტანისის ძმაა, მეფის არ იყოს.
– მაგრამ, როგორც ჩანს, სასეირნოდ არ მიჰყავდათ ხოლმე,
– ნედს ვერ გადაეწყვიტა, რა ეყო რენლისთვის, მუდამ ასე მე-
გობრული და ღიმილიანი რენლისთვის. რამდენიმე დღის წინ მან
ნედი გვერდზე გაიხმო და ვარდისფერი ოქროს ნატიფი მედა-
ლიონი უჩვენა. მედალიონში მირული ხასხასა ფერებით შესრუ-
ლებული მინიატურა აღმოჩნდა, მასზე გამოსახულ მომხიბვლელ
ყმაწვილ ქალს ნუკრის თვალები და მხრებზე დაყრილი რბილი
ყავისფერი თმა ჰქონდა. როგორც ჩანს, რენლის გულით სურდა
გაეგო, ნედს ეს გოგონა ვინმეს თუ აგონებდა, და შეეტყო, რომ

412
იმედი გაუცრუვდა, როდესაც მან პასუხად მხოლოდ მხრები აიჩეჩა.
ასული ლორას ტაირელის და მარჯერიაო, გამოუტყდა რენლი, და
არის ხალხი, ვინც ამბობს, რომ იგი ლიანას ჰგავსო.
– არა, – უთხრა მას გაოცებულმა ნედმა. განა ასეთი რამ შესაძ-
ლებელი იყო: ლორდი რენლი, რომელიც ასე ძალიან ჰგავდა ჭაბუკ
რობერტს, გაუმიჯნურდა გოგონას, ვისაც ყმაწვილი ლიანას განსა-
ხიერებად თვლიდა? ეს შემთხვევა უბრალო უცნაურობაზე მეტად
მოხვდა გულზე.
იორიმ კამზოლი გაუწოდა და ნედმა სახელოებში გაუყარა ხელე-
ბი. – იქნებ ლორდი სტანისი რობერტის ტურნირისთვის დაბრუნ-
დეს? – იკითხა მან, იორი კი ამ დროს თასმებით უკრავდა სამოსს
ზურგზე.
– ეს დიდი იღბალი იქნებოდა, მილორდ, – მიუგო იორიმ.
ნედმა ორლესული შეიბა.
– ანუ, ძალიან გეეჭვება, ჩამოვიდეს, – პირქუშად გაიღიმა მან.
იორიმ ნედს მოსასხამი ნაკეცებად აასხა მხრებზე და ყელთან მარ-
ჯვენის სამეფო ნიშნით დაუმაგრა.
– მეიარაღე თავისი სახელოსნოს თავზე ცხოვრობს, დიდ სახლში
ფოლადის ქუჩის დასაწყისში. ალინმა იცის გზა, მილორდ. ნედმა თა-
ვი დაუქნია.
– ღმერთებმა უშველონ იმ ხელის ბიჭს, თუ ლანდების სადევნად
მაგზავნის, – საკმაოდ სუსტი ძაფი იყო მისადევნებლად, მაგრამ ჯონ
ერინი, როგორსაც ნედ სტარკი იცნობდა, ის კაცი არ იყო, მოოჭვი-
ლი და მოვერცხლილი აბჯარი ეტარებინა. ფოლადი ფოლადია; და-
საცავად გჭირდება და არა მოსაკაზმად. რასაკვირველია, შეიძლე-
ბოდა, თვალსაზრისი შესცვლოდა. პირველი როდი იქნებოდა მათ-
გან, ვინც სამეფო კარზე გატარებული წლების მერე სხვა თვალით
შეხედა რაღაც-რაღაცებს.. მაგრამ ცვლილება საკმაოდ თვალში სა-
ცემი იყო, ნედის გულში ეჭვი რომ გაეჩინა.
– კიდევ რით შემიძლია, გემსახუროთ?

413
– ალბათ, კარგი იქნებოდა, საროსკიპოებში დაგეწყო სიარუ-
ლი. – ძნელი სამსახურია, მილორდ, – გაიბადრა იორი, – ჩვენე-
ბი სიხარულით დამეხმარებიან. პორთერმა მშვენივრად დაიწყო
უკვე.
ეზოში შეკაზმული იდგა ნედის საყვარელი ცხენი. ეზო რომ გა-
დაჭრა, ვარლი და ჯეკსი აქეთ-იქიდან ამოუდგნენ. ფოლადის ზა-
რადების და ჯაჭვის პერანგების ქვეშ ალბათ ოფლად იღვრებოდ-
ნენ, მაგრამ ჩივილის სიტყვა არ დასცდენიათ. ლორდმა ედარ-
დმა მეფის კარიბჭე განვლო, ქალაქის სიმყრალეში შეაბიჯა.
რუხ-თეთრი მოსასხამი ჩქერივით ეშვებოდა მხრებიდან და ყვე-
ლა თვალი მას უცქერდა. ცხენს ქუსლი ჰკრა, ჩორთზე გადაიყვა-
ნა, მცველებიც მიჰყვნენ. იგი ხშირ-ხშირად იხედებოდა უკან,
როდესაც ქალაქის ხალხმრავალ ქუჩებში გზას მიიკვლევდნენ.
ტომარდი და დესმონდი დილით ადრე გამოვიდნენ სასახლიდან,
რათა მათ გასავლელ გზაზე წინასწარ დათქმულ ადგილებში ჩამ-
დგარიყვნენ და ეთვალთვალათ, ვინმე ხომ არ აედევნებოდათ,
მაგრამ ნედს მაინც ეჭვი ღრღნიდა. მეფის ობობისა და მისი ჩიტუ-
ნების აჩრდილი იმგვარად აფორიაქებდა, როგორც ასულს –
ქორწინების ღამე.
ფოლადის ქუჩა მდინარის კარის გვერდით გაშლილი ბაზრის
მოედნიდან დაიწყო. ასე მოიხსენიებდნენ ქალაქის ამ კარიბჭეს
რუკები, ხალხი კი ტალახის კარს უწოდებდა. აქ შუა ბრბოში ოჩო-
ფეხებზე შემდგარი ჯამბაზი მიაბიჯებდა, რომელიღაც ბუმბერაზი
მწერივით, უკან კი ფეხშიშველი ბავშვების გუნდი ასდევნებოდა
ყიჟინით. იქ ორი ჩამოძონძილი ბიჭი ხმალაობდა ჯოხებით,
ბრანზე უფროსი არც ერთი არ იქნებოდა, მათ გარშემო მოგრო-
ვილ მაყურებელთაგან კი ხმამაღალი წაქეზება და გაგულისებუ-
ლი გინება ისმოდა. რომელიღაც დედაბერმა ამ გმირულ რკინე-
ბას თავისებურად მოუღო ბოლო: ფანჯრიდან გადმოიხარა და

414
მებრძოლებს თავზე ნარეცხით სავსე სათლი დააცალა. გალავნის
ჩრდილში თავიანთი ურმების გვერდით ფერმერები ჩამდგარიყვნენ
და გაიძახოდნენ:
– ვაშლები, საუკეთესო ვაშლები! ნახევარ ფასად!
– წითელი ნესვები, თაფლივით ტკბილი!
– თალგამი, ხახვი და მწვანილი, აქეთ წამოდით, აქეთ, თალგა-
მი, ხახვი და მწვანილი, აქეთ წამოდით, აქეთ!
ტალახის კარი ღია იყო და აწეული ცხაურის ქვეშ ქალაქის
მცველთა რაზმი იდგა. ოქროსფერი მოსასხამები ემოსათ და შუბებს
ჩამოყრდნობილი იდგნენ. როდესაც დასავლეთიდან მომავალი მხე-
დართა რაზმი გამოჩნდა, მცველები ამოქმედდნენ, ბრძანებებს გაჰ-
ყვიროდნენ, განზე სწევდნენ ურმებსა და ფეხით მოსიარულეებს, რა-
თა რაინდისთვის და მისი ამალისთვის გზა მიეცათ. კარიბჭეში შემო-
გელვებულ პირველ მხედარს გრძელი შავი დროშა მოჰქონდა. აბ-
რეშუმის ქსოვილი ქარს სულიერივით აჰყოლოდა, ზედ ღამის ცაზე
გაკლაკნილი ალისფერი მეხი იყო გამოხატული. – გზა, გზა ლორდ
ბერიკს! – იყვირა მხედარმა, – გზა ლორდ ბერიკს! მას თითქმის
ფეხდაფეხ მოსდევდა თავად ყმაწვილი ლორდიც, შავ რაშზე ამხედ-
რებული ახოვანი ჭაბუკი, „წითურ-ოქროსფერი თმით და ვარსკვლა-
ვებით დაწინწკლული შავი ატლასის მოსასხამით მოსილი.
– მარჯვენას ტურნირზე საბრძოლველად მოსულხარ, მილორდ?
– შეჰყვირა მცველმა.
– მარჯვენას ტურნირზე გასამარჯვებლად მოვსულვარ! – შესძა-
ხა პასუხად ლორდმა ბერიკმა, ბრბომ კი ყიჟინა დასცა.
ნედმა მოედნიდან ფოლადის ქუჩაზე შეუხვია და მიმოხვეულ
გზას მოგრძო გორაკის თხემისკენ აუყვა, ჩაუარა ღია ქურებთან მო-
მუშავე მჭედლებს, ჯაჭვის პერანგების ფასზე მოვაჭრე თავისუფალ
მხედრებს, კავეულის ჭაღარა ვაჭრებს, ფორნებიდან ძველ პირებსა
და სამართებლებს რომ ჰყიდდნენ. რაც უფრო მაღლა მიუყვებოდნენ
ქუჩას, მით უფრო მაღალი სახლები ხვდებოდათ. მათთვის საჭირო

415
კაცი ქუჩის ბოლოში ცხოვრობდა, გორაკის თავზე წამომდგარ
ხის უზარმაზარ შებათქაშებულ სახლში, რომლის ზედა სართუ-
ლებიც ვიწრო ქუჩას წამოსდგომოდა თავს. მის ორმაგ კარს შავ
ხეში და ძელქვაში ნაკვეთი ნადირობის სცენა ამშვენებდა. შესას-
ვლელს ორი ქვის რაინდი გუშაგობდა. ტანთ გაპრიალებული წი-
თელი ფოლადის ახირებული აბჯრები ემოსათ, რაც ერთს გრი-
ფონს, ხოლო მეორეს – მარტორქას ამსგავსებდა. ნედმა ცხენი
ჯეკსს დაუტოვა, მხრით შეაღო კარი და შევიდა.
ახალგაზრდა, ტანწერწეტა მსახურმა გოგონამ უმალ შენიშნა
მარჯვენის ნიშანი და კამზოლზე ამოქარგული გერბი, და ბატო-
ნიც დაუყოვნებლივ შემოვიდა, ღიმილად და სალმად იფრქვე-
ოდა. – ღვინო მოართვი მეფის მარჯვენას, – უთხრა გოგოს და
ნედს ხელით მიანიშნა ტახტზე, – მე ტობო მოტი მქვია, მილორდ,
გთხოვთ, გთხოვთ, მოისვენეთ, როგორც ისურვებთ, – შავი ხა-
ვერდის ქურთუკი ეცვა, სახელოებზე ვერცხლის მკედით ჩაქუჩე-
ბი ჰქონდა ამოქარგული, კისერზე მსხვილი ვერცხლის ჯაჭვით
მტრედის კვერცხისხელა საფირონი ეკიდა, – თუკი მარჯვენის
ტურნირისთვის ახალი იარაღი გჭირდებათ, სწორედ საჭირო ად-
გილას მოსულხართ, – ნედს არ უარუყვია მისი ვარაუდი, – ჩემი
ნამუშევარი ძვირი ღირს და ამის გამო სულაც არ ვბოდიშობ, მი-
ლორდ, – ლაპარაკ-ლაპარაკით შეავსო ორი ერთნაირი ვერ-
ცხლის თასი, – გარწმუნებთ, მთელ შვიდ სამეფოში ჩემნაირ ოს-
ტატს ვერსად იპოვით.
თუკი ინებებთ, შემოიარეთ მეფის საბიჯელის სამჭედლოები
და თავად შეადარეთ. ჯაჭვის პერანგს ნებისმიერი სოფლის მჭე-
დელი გამოარაკუნებს; მაგრამ ჩემი ნამუშევარი ხელოვნებაა.
ნედმა ღვინო მოსვა და მეიარაღეს დაანება, ელაპარაკა. ყვა-
ვილის რაინდი ყველა თავის საჭურველს აქ ყიდულობსო, იკვეხ-
ნიდა ტობო, და სხვაც მრავალი ბრწყინვალე ლორდი, ისინი,
ვინც ერკვევიან კარგ იარაღში, და თავად მეფის ძმა, ლორდი

416
რენლიცო. იქნებ მარჯვენას უნახავს ლორდ რენლის ახალი აბჯარი,
მწვანე ფოლადის, ოქროსსირმებიანი? მან იცოდა საიდუმლო, რო-
გორ ჩაედო ფერი თავად ფოლადში, ნახატი და მინანქარი – ეს უბი-
რი ხელოსნების უბადრუკი ხერხიაო. ან იქნებ მარჯვენას ხმალი
სჭირდება? ტობომ ვალირიული ფოლადის დამუშავება ქოჰორის
ქურებთან ისწავლა ბიჭობაში. ძველი იარაღის ხელახლა გადაჭედვა
მხოლოდ შელოცვების მცოდნე კაცს შეუძლიაო, ამბობდა.
– სტარკების გვარის გერბი მგელსაზარაა, ხომ? შემიძლია,
მგელსაზარას მუზარადი გამოვჭედო, ნამდვილს ისე მიმსგავსებუ-
ლი, რომ ქუჩაში ბავშვებს დააფრთხობთ, – იფიცებოდა იგი.
ნედმა გაიღიმა.
– ლორდ ერინს შევარდნის მუზარადი თქვენ დაუმზადეთ?
ტობო კარგა ხნით დადუმდა და ღვინიანი თასი გვერდით გადა-
დო. – მარჯვენა მართლაც მეწვია ლორდ სტანისთან, მეფის ძმას-
თან, ერთად. სამწუხაროდ, უნდა მოგახსენოთ, რომ მათ პატივი არ
დაუდვიათ, ჩემთვის რამე შეეკვეთათ.
ნედმა მეიარაღეს მზერა გაუსწორა, არაფერი უთქვამს, ელოდა.
მრავალწლიანი გამოცდილება კარნახობდა, რომ სიჩუმე ზოგჯერ
უფრო სრულ პასუხს იღებდა, ვიდრე შეკითხვა. ამჯერადაც ასე მოხ-
და.
– ბიჭის ნახვა უნდოდათ, – უთხრა მეიარაღემ, – ამიტომაც უკან,
სამჭედლოში გავიყვანე.
– ბიჭის, – გამოეხმაურა ნედი. გუმანითაც არ იცოდა, ეს ბიჭი ვინ
უნდა ყოფილიყო, – მეც ვისურვებდი ბიჭის ნახვას.
ტობო მოტმა ცივი, ფრთხილი მზერა შეავლო.
– როგორც ინებებთ, მილორდ, – მის ხმაში ადრინდელი გული-
თადობის კვალიც არ დარჩენილიყო. იგი ნედს უკანა კარიდან გაუძ-
ღვა, ვიწრო ეზო გადაატარა და მიიყვანა მღვიმისმაგვარ ქვის ფარ-
დულთან, სადაც სამჭედლო სამუშაოებს ასრულებდნენ. კარი რომ

417
გამოაღო, შიგნიდან იმგვარად გამოიჭრა ცხელი ჰაერი, ნედს
ეგონა, დრაკონის ხახაში შევდივარო. შიგნით ყველა კუთხეში
ქურა გიზგიზებდა, ჰაერი კი კვამლის და გოგირდის სუნით იყო
გაჟღენთილი. უმცროსი ოსტატები მხოლოდ იმისთვის ანებებ-
დნენ თავს თავიანთ ჩაქუჩებსა და მარწუხებს, რომ შუბლიდან
ოფლი მოეწურათ, წელს ზემოთ გაშიშვლებული შეგირდები კი
საბერველებს არ აჩერებდნენ.
ოსტატის დაძახილზე მაღალი ჭაბუკი შემობრუნდა. რობისხე-
ლა იქნებოდა, მკერდზე და მკლავებზე კუნთები ებურცებოდა. –
ეს ლორდი სტარკი ბრძანდება, მეფის ახალი მარჯვენა, – უთხრა
ოსტატმა ბიჭს. მან ნედს კუშტი ცისფერი თვალები გაუსწორა და
ოფლით განებილი შავი თმა თითებით გადაიყარა შუბლიდან.
ხშირი თმა ჰქონდა, გაბურძგნული და დაუვარცხნელი, მელა-
ნივით შავი. ყბებზე მუქად მოსდებოდა პირველი ღინღლი.
– ეს ჯენდრია. თავისი ასაკის კვალობაზე ჯანი არ აკლია, ბე-
ჯითადაც მუშაობს. უჩვენე მარჯვენას ის მუზარადი, შენ რომ გა-
მოჭედე, ბიჭი.
ბიჭი მათ თითქმის დარცხვენით მიუძღვა თავის მერხთან და
ნედს გაუწოდა ფოლადის მუზარადი, ხარის თავად რომ იყო მოყ-
ვანილი და ორი გრძელი, მრუდე რქა აგვირგვინებდა.
ნედმა მუზარადი ხელებში შეატრიალა. ფოლადი უხეში იყო,
გაუპრიალებელი, მაგრამ ფორმა ოსტატურად მიეცათ.
– მშვენიერი ნახელავია. სიამოვნებით შევიძენდი, თუკი დათ-
მობდი. ბიჭმა მუზარადი ხელიდან გამოსტაცა.
– არ იყიდება.
ტობო მოტს თავზარი დაეცა.
– ბიჭო, ეს მეფის მარჯვენაა. თუკი მის უდიდებულესობას ეს
მუზარადი ნებავს, უძღვენი. დიდი პატივია, შენს ნამუშევარს რომ
გთხოვს.
– ჩემთვის დავამზადე, – ჯიუტად მიუგო ბიჭმა.

418
– ათასგზის ბოდიში მომითხოვია, მილორდ, – საჩქაროდ მიუბ-
რუნდა ნედს ოსტატი, – ეს ბიჭი უწრთობი ფოლადივით ხისტია და,
ფოლადის არ იყოს, ცემა მოარბილებს. ამ მუზარადმა, დიდი-დიდი,
უმცროსი ოსტატის ნამუშევრად ივარგოს. მიუტევეთ და გპირდებით,
მე გამოგიჭედავთ ისეთ მუზარადს, რომლის მსგავსი ჯერ არც კი გი-
ნახავთ.
– მას ისეთი არაფერი ჩაუდენია, მიტევება რომ სჭირდებოდეს.
ჯენდრი, როდესაც შენს სანახავად ლორდი ერინი მოვიდა, რაზე გე-
საუბრა?
– რაღაც კითხვები დამისვა, სულ ეგ იყო, მილორდ.
– რა კითხვები?
ბიჭმა მხრები აიჩეჩა.
– თავს როგორ ვგრძნობ, კარგად თუ მექცევიან, სამუშაო თუ
მომწონს, კიდევ რაღაცები – დედაჩემზე. ვინ იყო, როგორ გამოიყუ-
რებოდა და ეგეთები.
– შენ რა უთხარი? – ჰკითხა ნედმა.
ბიჭმა ისევ უკან გადაიყარა შუბლზე ჩამოცვენილი შავი თმა. – მე
პატარა ვიყავი, დედაჩემი რომ მოკვდა. ყვითელი თმა ჰქონდა და,
მახსოვს, ზოგჯერ მიმღეროდა ხოლმე. ფუნდუკში მუშაობდა. –
ლორდმა სტანისმაც გკითხა რამე?
– მელოტმა? არა, იმან არა. სიტყვაც არ დაუძრავს, მხოლოდ მი-
ყურებდა, თითქოს მოძალადე ვიყავი და მაგის გოგოს შევუვარდი.
– მაგ ბილწ ენას კბილი დააჭირე, – შეუტია ოსტატმა, – ეს თავად
მეფის მარჯვენა ბრძანდება. – ბიჭმა თვალები დახარა, – გონიერი
ბიჭია, მაგრამ ჯიუტი. ეს მუზარადი... ხარისთავას ეძახდნენ, ჰოდა
ამანაც ადგა და ასე მიაფარა სიფათებში.
ნედი ბიჭს თავზე შეეხო, ხშირ შავ თმაზე გადაუსვა თითები. – შე-
მომხედე, ჯენდრი.

419
შეგირდმა სახე ასწია. ნედი დააკვირდა მისი ყბის ხაზს, ლურ-
ჯი ყინულების მსგავს თვალებს. დიახ, გაიფიქრა, ვხედავ, ცხა-
დია. – მიხედე შენს სამუშაოს, ბიჭი. ბოდიში მომითხოვია, რომ
გაგაცდინე. ოსტატთან ერთად შებრუნდა სახლში.
– ბიჭის შეგირდობის საფასური ვინ გადაიხადა? – ჰკითხა
სასხვათაშორისოდ. მოტი გაღიზიანდა.
– ხომ ნახეთ ბიჭი. როგორი ძლიერია. რა ხელები აქვს, უროს
საქნევად ზედგამოჭრილი. ისეთი შეგირდი დადგებოდა, საფასუ-
რის გარეშე ავიყვანე.
– ახლა კი მართალი მომახსენე, – არ დაუთმო ნედმა, – ქუ-
ჩები სავსეა ღონიერი ბიჭებით. კედელი რომ დაიქცევა, იმ დღეს
დავიჯერებ, რომ მუქთა შეგირდების აყვანა დაიწყეთ. ვინ გადაუ-
ხადა საფასური? – ერთმა ლორდმა, – უხალისოდ მიუგო ოსტატ-
მა, – სახელი არ უთქვამს, არც გერბი ჰქონდა სამოსზე. ოქროთი
გადამიხადა, ჩვეულებრივ ფასზე ორჯერ მეტი, და მითხრა, რომ
ერთხელ ბიჭის სწავლისას იხდიდა, მეორედ კი – ჩემი სიჩუმისას.
– აღმიწერე.
– მოსული იყო, მხრებში ჩამრგვალებული, თქვენსავით მა-
ღალი არ იქნებოდა. ყავისფერი წვერი ჰქონდა, მაგრამ, შემიძ-
ლია დავიფიცო, ჟღალიც ერია. მდიდრული მოსასხამი ეხურა,
ვერცხლის მკედით მოსირმული მძიმე მეწამული ხავერდი, მაგ-
რამ სახეზე ჩაჩი ჰქონდა ჩამოფარებული და სახე გარკვევით ვერ
დავუნახე, – იგი წუთით შეყოყმანდა, – მილორდ, მე უსიამოვნე-
ბები არ მინდა. – არც არავის გვინდა, მაგრამ, სამწუხაროდ, დრო
გვიდგას უსიამოვნო, ოსტატო, – მიუგო ნედმა, – თქვენ იცით,
ვინცაა ეს ბიჭი. – მე ერთი უბრალო მეიარაღე ვარ, მილორდ.
მხოლოდ ის ვიცი, რაც მითხრეს.
– თქვენ იცით, ვინცაა ეს ბიჭი, – მოთმინებით გაუმეორა ნედ-
მა, – კითხვას კი არ გისვამთ.

420
– ეს ბიჭი ჩემი შეგირდია, – უთხრა ოსტატმა და ნედს ძველ რკი-
ნასავით უდრეკი მზერა გაუსწორა, – თუ ვინ იყო, სანამ ჩემთან მოხ-
ვდებოდა, ეს მე არ მეხება.
ნედმა თავი დაუქნია. გადაწყვიტა, რომ მოსწონდა ტობო მოტი,
ოსტატი მეიარაღე.
– თუკი როდესმე დადგება ისეთი დღე, როდესაც ჯენდრი გადაწ-
ყვეტს, ხმლის ჭედვას მისი ქნევა მირჩევნიაო, ჩემთან გამოგზავნეთ.
მას მეომრის იერი აქვს. მანამდე კი, მიიღეთ ჩემი მადლობა, ოსტა-
ტო, და ჩემი დაპირება. თუკი როდესმე ბავშვების დასაფრთხობი მუ-
ზარადი დამჭირდა, პირველ რიგში, თქვენ მოგადგებით. მისი მცვე-
ლები გარეთ უცდიდნენ, ცხენებთან.
– იპოვეთ რამე, მილორდ? – ჰკითხა ჯეკსმა, ცხენზე რომ ჯდებო-
და. – დიახ, ვიპოვე, – მიუგო ნედმა. რა საქმე ჰქონდა ჯონ ერინს მე-
ფის ბუშთან და რატომ დაუჯდა ეს სიცოცხლის ფასად?

421
კეტლინი

422
– მილედი, ჯობს, თავზე დაიფარო, – უთხრა სერ როდრიკმა. მათი
ცხენები მძიმედ მიაბიჯებდნენ ჩრდილოეთისკენ, – ასე შეიძლება,
გაცივდე.
– ეს ხომ წყალია, სერ როდრიკ, სხვა არაფერი, – მიუგო კეტლინ-
მა. სველი თმა მძიმედ ეკიდა მხრებზე, შუბლზე აბურდული კულული
მიჰკვროდა. კარგად წარმოედგინა, რა ჩამოძონძილი და ველური
ჩანდა, მაგრამ სულ არაფრად ენაღვლებოდა. სამხრეთული წვიმა
მოალერსე და თბილი იყო. კეტლინს მოსწონდა მისი შეხება სახეზე,
დედის კოცნასავით ნაზი. ამ წვიმამ ბავშვობაში დააბრუნა, რივერა-
ნის გრძელ, ნაცრისფერ დღეებში. თვალწინ ედგა საღვთო ტყე, ტე-
ნით დამძიმებული, წვეთებჩამომწყდარი ტოტები, ჩაესმოდა ძმის
სიცილი – ბიჭი მიწას სქლად დაფენილ დამბალ ფოთლებში დარბო-
და და დის დაჭერას ლამობდა. ახსენდებოდა, როგორ აკეთებდა
ლიზასთან ერთად ტალახის ნამცხვრებს, კვლავ გრძნობდა მათ სიმ-
ძიმეს, თითებსშორის გამოდენილ ლეგა, წებოვან ტალახს... მერე კი
ხითხითით უმასპინძლდებოდნენ ნეკას, მანაც იმდენი ტალახი ჭამა,
რომ ერთი კვირა ავად იყო. რა ყმაწვილები იყვნენ ყველანი.
კეტლინს ლამის დაავიწყდა ის წვიმები. ჩრდილოეთში ცივი, თავ-
სხმა წვიმები იცოდა, ღამღამობით ზოგჯერ ხორხოშად იქცეოდა
ხოლმე. წინასწარ ვერ იტყოდი, მოსავალს დაღუპავდა თუ ააბიბი-
ნებდა, და გაწვიმებისას ზრდასრული კაცებიც კი უახლოეს თავშესა-
ფარს მიაშურებდნენ ხოლმე. ასეთ ამინდში პატარა გოგონებს გა-
რეთ სათამაშოდ ვერ გაუშვებდი.
– მთლად დავსველდი, – დაიჩივლა სერ როდრიკმა, – ძვლებამ-
დე დავლბი.
გარშემო მჭიდროდ შემოსჯაროდათ ტყე და ფოთლებზე წვიმის
გაუთავებელ წკაპუნს ხმადაბალი ტყლაშუნი ერთვოდა – ეს მათი
ცხენების ფლოქვები სწყდებოდა ტალახს.

423
– ამაღამ ცეცხლი დაგვჭირდება, მილედი, ცხელი კერძიც არ
გვაწყენდა არც ერთს. – წინ, გზაჯვარედინზე, სასტუმრო დგას, –
უთხრა კეტლინმა. ყმაწვილობისას იქ მრავალი ღამე გაეტარები-
ნა, როდესაც მამასთან ერთად მოგზაურობდა ხოლმე. ლორდ
ჰოსტერ ტალის ჯეელობაში დაუდგრომელი ხასიათი მოსდგამ-
და, მუდამ სადღაც მიემგზავრებოდა ხოლმე. კეტლინს კარგად
ახსოვდა სასტუმროს მეპატრონე სქელი ქალი, მაშა ჰედლი, ვინც
დღედაღამ ფოთოლმწარას ღეჭავდა და ბავშვებისთვის ღიმილი-
სა და ტკბილი ნაზუქების ულევი მარაგი ჰქონდა. ნაზუქები თაფ-
ლით იყო გაჟღენთილი, მძიმედ, საამოდ დნებოდა პირში, აი, ღი-
მილები კი კეტლინს თავზარს სცემდა. ფოთოლმწარას მაშას-
თვის მუქ-წითლად შეეღება კბილები და მისი ღიმილი სისხლიან
საშინელებად ექცია.
– სასტუმრო, – ფიქრიანად გაიმეორა სერ როდრიკმა, – ნე-
ტამც... მაგრამ ვერ გავრისკავთ. თუკი გვსურს, არავინ გვიცნოს,
უმჯობესი იქნებოდა, რამე მომცრო ციხე-კოშკი გვეპოვა... – მან
სიტყვა გაწყვიტა, რაკი წინ გზიდან ხმები მოისმა: წყლის შხაპუნი,
აბჯრის ჩხარი, ცხენის ჭიხვინი, – მხედრები, – გააფრთხილა კეტ-
ლინი და ხელი ხმლის ტარს დაადო. აქაც კი, სამეფო გზაზე, სიფ-
რთხილეს თავი არ სტკიოდა.
ხმებს მიჰყვნენ, განიერი მოსახვევი განვლეს და კიდევაც და-
ინახეს ისინი: შეჭურვილ მეომართა რაზმი ხმაურით გადმოდიო-
და მოდიდებული მდინარის ფონს. კეტლინმა აღვირი მოზიდა,
რათა გაეტარებინა ისინი. დროშა, მოწინავე მხედარს რომ ეჭი-
რა, დასველებული და მოღვენთილი ეკიდა ტარს და არ ჩანდა,
მაგრამ კარგად შენიშნეს მცველების ინდიგოსფერი მოსასხამე-
ბი, მათ ბეჭებზე კი ვერცხლის თოლიას გაეშალა ფრთები.
– მალისტერები, – ჩასჩურჩულა სერ როდრიკმა, – მილედი,
ჯობს, ჩაჩი წამოიფაროთ.

424
კეტლინი არ განძრეულა. მხედრებთან ერთად თავად ლორდი
ჯეისონ მალისტერი მოდიოდა, გარს მისი რაინდები ეხვია, ვაჟი, პეტ-
რიკი, გვერდით მოჰყვებოდა, უკან კი ფეხდაფეხ მოსდევდნენ მათი
საჭურველთმტვირთველები. კეტლინმა იცოდა, რომ ისინი მეფის
საბიჯელში მიემართებოდნენ, მარჯვენის ტურნირზე. ეს ერთი კვირა
იყო, სამეფო გზაზე ბუზებივით მოხშირდნენ მგზავრები: რაინდები
და თავისუფალი მხედრები, მომღერლები თავიანთი ქნარებით და
დოლებით, სვიით, ქერით და თაფლუჭით სავსე კასრებით დატვირ-
თული მძიმე ურმები, ვაჭრები, ხელოსნები და კახპები, და ყველა
სამხრეთისკენ მიედინებოდა.
კეტლინი გაბედულად აკვირდებოდა ლორდ ჯეისონს. უკანასკნე-
ლად იგი თავის საქორწილო ლხინში ჰყავდა ნანახი, სტუმრად წვე-
ული ლორდი მაშინ პატარძლის ბიძას ელაღობებოდა. მალისტერე-
ბი ტალების მებაირაღენი იყვნენ და მუდამ საამო საჩუქრების მოძ-
ღვნა იცოდნენ. ყავისფერი თმა ახლა თეთრად შეფიფქვოდა, სახეზე
დროს თავისი კვალი დაემჩნია, თუმც წლებს ვერაფერი დაეკლოთ
მისი თავდაჭერისთვის. იმგვარად მოჰყავდა ცხენი, თითქოს ამქვეყ-
ნად არავისი ეშინიაო. კეტლინს მისმა ამგვარმა შეუვალობამ შურიც
კი აღუძრა: თავად ხომ უამრავი რამის შიში გაუჩნდა. მხედრებმა
რომ ჩაიარეს, ლორდმა ჯეისონმა თავაზით დაუკრა თავი, მაგრამ ეს
მხოლოდ ბრწყინვალე ლორდის ზრდილობის გამოვლენა იყო გზად
შემთხვევით შემოყრილ უცხოთა წინაშე. მის შეუპოვარ თვალებში
ცნობის ნაპერწკალი არ გამკრთალა, ვაჟმა კი ზედ შეხედვაც არ
აღირსათ.
– ვერ გიცნო, – თქვა გაოცებულმა სერ როდრიკმა, რაზმი რომ
გასცდათ.
– მან გზის პირას ტალახში ამოვლებულ ორ მგზავრს მოჰკრა
თვალი, გაწუწულებს და დაღლილებს. აზრადაც არ მოუვიდოდა
ეფიქრა, რომ ერთი მათგანი მისი ბატონის ასული შეიძლებოდა ყო-

425
ფილიყო. ვფიქრობ, სასტუმროში არაფერი გვემუქრება, სერ
როდრიკ. ბინდი წვებოდა, სასტუმროს რომ მიაღწიეს – სამკბი-
ლას დიდი შესართავის ჩრდილოეთით, გზაჯვარედინზე. მაშა
ჰედლი იმაზე უფრო მსუქანი და ჭაღარა აღმოჩნდა, ვიდრე კეტ-
ლინს ახსოვდა, ფოთოლმწარას კი ძველებურად ღეჭავდა, მაგ-
რამ მოსულებისთვის მხოლოდ დაკვირვებული მზერა გაიმეტა,
საზარელი წითელი ღიმილის ნასახიც არ ეტყობოდა.
– ორი ოთახი მაქვს კიბის თავზე, ეგენიღა დარჩა, – განაცხა-
და მან, თან ღეჭვას არ წყვეტდა, – სამრეკლოს ქვეშ არის; ხემსის
დრო კი არ გამოგრჩებათ ხოლმე, თუმცა ზოგი თვლის, ზედმე-
ტად ხმაურიანი ოთახებიაო. ვერაფერს გავაწყობ. გაძეძგილები
ვართ, ანუ თითქმის, მაგრამ რა განსხვავებაა. ან იმ ოთახებს
იღებთ, ან გზაზე რჩებით.
ჰოდა, აიღეს ის ოთახები, დაბალი, მტვრიანი მანსარდები და-
კიდული ვიწრო კიბის თავზე.
– ჩექმები დაბლა დატოვეთ, – უთხრა მაშამ, მას მერე, რაც
საფასური გამოართვა, – მსახური ბიჭი გაწმენდს. სულ არ მჭირ-
დება, კიბეები გამიტალახიანოთ. ზარს ყურადღება მიაქციეთ.
ვინც საჭმელად გვიან გამოდის, ვერაფერსაც ვერ მიიღებს, –
არანაირი ღიმილი, ან ტკბილი ნაზუქები.
ვახშმის ზარის ხმა მართლაც ყურისწამღები იყო. კეტლინს
უკვე გადაეცვა მშრალი სამოსი, ფანჯარასთან იჯდა და უცქერდა,
მინაზე როგორ ჩამორბოდა წვეთები. შუშა დაბურული და ბუშტუ-
კებიანი იყო, გარეთ კი სველი ბინდი წვებოდა. კეტლინი ძლივ-
სღა არჩევდა ტალახიან გზაჯვარედინს, სადაც ორი თემშარა ერ-
თმანეთს ხვდებოდა. გზაჯვარედინი კეტლინს მოსვენებას უკარ-
გავდა. თუკი აქედან დასავლეთით გაუხვევდნენ, რივერანამდე
იოლი, ნება-ნება სავალი გზა ედოთ წინ. მამა მუდამ ბრძნულ
რჩევას აძლევდა, როდესაც კეტლინს ყველაზე მეტად სჭირდე-
ბოდა ხოლმე მრჩეველი, და იგი ნატრობდა მასთან საუბარს,

426
სურდა, გაეფრთხილებინა მოსალოდნელი ქარიშხლის გამო. თუკი
ვინტერფელი საომრად უნდა შემზადებულიყო, მით უფრო სჭირდე-
ბოდა ეს რივერანს, რომელიც ბევრად უფრო ახლოს იყო მეფის სა-
ბიჯელთან, დასავლეთიდან კი აჩრდილივით წამოსდგომოდა კას-
ტერლის კლდის მძლავრება. მამამისი ჯანზე რომ ყოფილიყო, იქნებ
კიდევაც გადაეწყვიტა მისკენ წასვლა, მაგრამ ჰოსტერ ტალი ბოლო
ორი წელიწადი ლოგინად იყო ჩავარდნილი და კეტლინს უმძიმდა
მისთვის ახალი საზრუნავის გაჩენა.
აღმოსავლეთის გზა უფრო ველური და ხიფათიანი იყო, კლდო-
ვანი მთიანეთის და უღრანი ტყეების გავლით მთვარის მთებისკენ
მაღლდებოდა, უღელტეხილებსა და უფსკრულებს გასცდებოდა და
ერინის ველზე და მის მიღმა ქვიანი თითებისკენ ეშვებოდა. ველს სა-
არწივე წამოსდგომოდა თავზე, მაღალი და შეუვალი, ცას სწვდებო-
და მისი გოდოლები. იქ და დახვდებოდა... და, იქნებ, ზოგი პასუხიც,
ნედი რასაც ეძებდა. ლიზამ ნამდვილად იმაზე მეტი იცოდა, ვიდრე
გაბედა და წერილს ანდო. მას შესაძლოა, ჰქონდა ის მტკიცებულება,
რაც ნედს ლანისტერთა დასამხობად გამოადგებოდა, და თუკი საქმე
ომზე მიდგებოდა, მათ დასჭირდებოდათ ერინები და აღმოსავლელი
ლორდები, რომლებიც მათ მსახურებდნენ.
მაგრამ მთის გზა ხიფათიანი იყო. ბილიკებზე ბინდისკატები დაძ-
რწოდნენ, ხშირი მეწყერები იცოდა, მთიელთა მოდგმები კი არანა-
ირ კანონს არ ცნობდნენ, გზაზე საძარცვად და საკლავად ჩამოდი-
ოდნენ და თოვლივით უჩინარდებოდნენ, როდესაც ველიდან რაინ-
დები დაიძვრებოდნენ მათ საძებრად. თავად ჯონ ერინიც კი, საარ-
წივეს ერთი ყველაზე ბრწყინვალე ლორდი, მთების გადავლისას მუ-
დამ შეჭურვილ რაზმს იახლებდა ხოლმე. კეტლინის რაზმი კი ერთა-
დერთი ხნიერი რაინდი გახლდათ, უზომო ერთგულებით შეიარაღე-
ბული. არა, გაიფიქრა მან, რივერანი და საარწივე მოიცდიან. მისი
გზა ჩრდილოეთისკენ მიემართებოდა, ვინტერფელში, საითაც მისი

427
ვაჟები და მისი ვალი უხმობდნენ. როგორც კი მშვიდობიანად გა-
დასცდებოდნენ ყელს, მას შეეძლო, ნედის მებაირაღედ გამოეც-
ხადებინა თავი და მალემსრბოლი მხედრები გაეგზავნა თავის
წინ, ისინი კი სამეფო გზაზე გუშაგებს დააყენებდნენ.
გზაჯვარედინის მიღმა ველები წვიმას დაებნელებინა, მაგრამ
კეტლინი იმ მიწებს ნათლად ხედავდა ხსოვნის თვალით. ზედ
გზის გადაღმა ბაზრობის ადგილი იყო, იმის იქით, ერთი მილის
დაშორებით სოფელი შეგხვდებოდა – ქვის პატარა სეპტის გარ-
შემო მიყუჟული ორმოცდაათიოდე თეთრი სახლი. ახლა სახლე-
ბი ალბათ მეტი იქნება: ბოლო ზაფხული გრძელი და მშვიდობია-
ნი იყო. აქედან ჩრდილოეთისკენ სამეფო გზა სამკბილას მწვანე
კბილს მისდევდა, ბარაქიან ველებსა და მწვანე ტყეებს გადაჭრი-
და, სიცოცხლით სავსე ქალაქებს, მტკიცე სიმაგრეებს და მდინა-
რისპირა ლორდების ციხე-კოშკებს აუვლიდა გვერდს.
კეტლინი მათ ყველას იცნობდა: ბლექვუდებსა და ბრაკენ-
სებს, დაუძინებელ მტრებს, ვის შეხლა-შემოხლათა დაშოშმინე-
ბა მამამისს ევალებოდა; ლედი ვენტს, გვარის უკანასკნელ ჩამო-
მავალს, თავის აჩრდილებთან ერთად ჰარენჰალის ღრმა სარდა-
ფებში რომ ცხოვრობდა; ფხუკიან ლორდ ფრეის, შვიდი ცოლი
რომ გააცილა საიქიოს და თავისი ტყუპი ციხე-კოშკი შვილებით,
შვილიშვილებით და შვილთაშვილებით აავსო, აგრეთვე ბუშები-
თა და ბუშისშვილებით. ყველა მათგანი ტალების მებაირაღენი
იყვნენ და ფიცით ჰქონდათ აღთქმული, ხმლით ემსახურათ რი-
ვერანისთვის. კეტლინი ფიქრობდა, ნეტავ ეს თუ იკმარებს, საქმე
ომზე თუ მიდგებაო. მამამისი ამქვეყნად ყველაზე ერთგული ადა-
მიანი იყო და, უეჭველია, ბაირაღებს შეყრად მოუწოდებდა... მაგ-
რამ მოვიდოდნენ კი ხმობილნი? დარები, რაიგერები და მოტო-
ნებიც შეფიცულები იყვნენ რივერანს ხმლით მსახურებას, მაგ-
რამ სამკბილაზე რეიგარ ტარგარიენის გვერდით იბრძოდნენ,

428
ლორდმა ფრეიმ კი თავის ახალწვეულებთან ერთად მაშინღა მოაღ-
წია, როცა ბრძოლა კარგა ხნის დასრულებული იყო, და კიდევ სა-
კითხავი რჩებოდა, რომელ ლაშქარს აპირებდა შეერთებოდა
(თქვენსასო, დაბეჯითებით უმტკიცებდა გამარჯვებულებს, მაგ-
რამ მას მერე კეტლინის მამა მუდამ „მოსვლა-გვიან ლორდ ფრე-
ის” ეძახდა). ომამდე საქმე არ უნდა მივიდესო, ცხარედ გაიფიქრა
კეტლინმა. მათ ეს არ უნდა დაუშვან. ზარის გუგუნი მიწყდა და, სერ
როდრიკმაც შემოაღო კარი. – ჯობს, ვიჩქაროთ, თუ არ გვინდა, ამ
საღამოს მშივრები დავრჩეთ, მილედი.
– იქნებ უფრო უსაფრთხო იყოს, სანამ ყელს არ გადავცდებით,
ქალბატონი და მისი რაინდი არ გვერქვას, – უთხრა კეტლინმა, – უბ-
რალო მგზავრები ნაკლებ ყურადღებას იპყრობენ. ვთქვათ, მამა-
შვილი ვიყოთ, ვითომც გზას რაღაც ოჯახური საჭიროების გამო და-
ვადექით. – როგორც იტყვი, მილედი, – დაჰყაბულდა სერ როდრი-
კი. კეტლინს სიცილი რომ აუტყდა, მაშინღა მიხვდა, რაც ეშლებოდა,
– ძვალ-რბილში გამჯდარი თავაზი ძნელი დასავიწყებელია, შ-შვი-
ლო, – შეეცადა, არარსებული ბაკენბარდები მოექაჩა და გაწბილე-
ბულმა ამოიოხრა. კეტლინმა მკლავი გამოსდო.
– წამო, მამა. ვფიქრობ, მაშა ჰედლის გაწყობილი სუფრა მოგე-
წონება, მაგრამ მაინცადამაინც ნუ შეაქებ. მერწმუნე, მისი ღიმილის
დანახვა არ გესიამოვნება.
საერთო ოთახი გრძელი და განიავებული იყო. მის ერთ ბოლოში
ვეებერთელა კასრები ჩაემწკრივებინათ, მეორე ბოლოში კი ბუხარი
მოჩანდა. მსახური ბიჭი წინ და უკან დარბოდა და მწვადიან შამფუ-
რებს დაარბენინებდა, მაშა კი კასრებიდან ლუდს იღებდა და ისევ
იღეჭებოდა.
გრძელი მერხები ხალხით იყო სავსე, ქალაქელებსა და ფერმე-
რებს ყველა ჯურის მგზავრები შერეოდნენ. გზაჯვარედინები უჩვეუ-
ლო ხალხს შეყრის ხოლმე ერთად. ქსოვილის მღებავები, შავი და

429
წითელი ხელები რომ ჰქონდათ, თევზის სუნად აქოთებულ მება-
დურებს მისხდომოდნენ გვერდით, დაკუნთული მჭედელი ძლივს
შეჭედილიყო ჩამომხმარი სეპტონის გვერდით დარჩენილ ად-
გილზე, დაჩეხილი ქირით-მებრძოლები და ფუმფულა ვაჭრები
გულითადი ამხანაგებივით უზიარებდნენ ერთმანეთს ახალ ამ-
ბებს. შეგროვილ ხალხში იმაზე მეტი ხმლოსანი იყო, ვიდრე კეტ-
ლინს ეამებოდა. ცეცხლთან მიმჯდარ სამ კაცს სამოსზე ბრაკანე-
ბის წითელი ულაყი მოუჩანდა, იქვე მოთავსებულიყო ლურჯი
ფოლადის ჯაჭვებსა და რუხ-ვერცხლისფერ ზარადებში გამოწყო-
ბილი მეომრების მოზრდილი ჯგუფი, ბეჭებზე კიდევ ერთი ნაცნო-
ბი გერბი – ფრეის გვარის ტყუპი გოდოლი – რომ ეხატათ. კეტ-
ლინმა მათი სახეები შეათვალიერა, მაგრამ ყველა ძალიან
ახალგაზრდა ჩანდა, შეუძლებელი იყო, ეცნოთ. მათგან ყველაზე
უფროსი ბრანისხელაც არ იქნებოდა მაშინ, როცა კეტლინი
ჩრდილოეთს გაემგზავრა.
სერ როდრიკმა სამზარეულოს ახლოს იპოვა თავისუფალი
ადგილები. მათ პირდაპირ, მაგიდის გადაღმა ჩამომჯდარი სან-
დომიანი ჭაბუკი ხის ქნარს აჟღარუნებდა.
– შვიდგზის გწყალობდეთ ღმერთები, კეთილო ხალხო, –
წარმოთქვა მან, როდესაც ახლად მოსულები მაგიდას მიუს-
ხდნენ. წინ ღვინის ცარიელი ჭიქა ედგა.
– შენც ასევე, მგოსანო, – მიუგო კეტლინმა. სერ როდრიკმა
პური, ხორცი და ლუდი მოითხოვა, ხმაზე ეტყობოდა, დაყოვნე-
ბას არ მოითმენდა. მომღერალი თვრამეტიოდე წლის იქნებოდა,
მან თამამად გაუსწორა მოსულებს თვალი და ჰკითხა, თუ სად მი-
დიოდნენ, საიდან მოსულიყვნენ, რა ახალი ამბები იცოდნენ,
კითხვას კითხვაზე ისრებივით აყრიდათ და პასუხის მოსასმენად
ერთხელაც არ შეყოვნებულა.
– ორი კვირის წინ გამოვედით მეფის საბიჯელიდან, – უპასუ-
ხა კეტლინმა მის ყველაზე უწყინარ კითხვას.

430
– მე კი იქით მივექანები, – წარმოთქვა ჭაბუკმა. კეტლინი სწო-
რად ეჭვობდა – მას საკუთარი ამბის მოყოლა უფრო აინტერესებდა,
ვიდრე სხვების მოსმენა. მომღერლებს ხომ საკუთარ ხმასავით
ტკბილი ქვეყნად არაფერი ეჩვენებათ, – მარჯვენის ტურნირი – ეს
ხომ მდიდარი ლორდები და მათი მძიმე ქისებია! ბოლო ტურნირი-
დან იმაზე მეტი ვერცხლით გამოვედი, ვიდრე ზიდვა შემეძლო... ან
გამოვიდოდი, ყველაფერი მეფისმკვლელზე რომ არ დამედო და არ
წამეგო.
– მემორინეებს ღმერთები არ სწყალობენ, – მკაცრად წარმოთ-
ქვა სერ როდრიკმა. იგი ჩრდილოელი იყო და სტარკის აზრს ტურნი-
რებზე სავსებით ეთანხმებოდა.
– მე ნამდვილად არ მწყალობდნენ, ეგ ვიცი, – თქვა მომღერალ-
მა, – თქვენმა ბოროტმა ღმერთებმა და ყვავილის რაინდმა ერთობ-
ლივად დედა მიტირეს.
– უეჭველია, ეს გაკვეთილად გამოგადგათ, – მიმართა სერ
როდრიკმა.
– ნამდვილად. ამჯერად ჩემი ჯილა ჩემპიონი იქნება, სერ ლორა-
სი. სერ როდრიკი შეეცადა, არარსებული ბაკენბარდები მოექაჩა,
მაგრამ სანამ შეგონების ჩამოყალიბებას მოასწრებდა, მსახურმა
ბიჭმა მოირბინა. მან წინ დაულაგათ ლავაში-სინები, რომლებიც
შამფურებიდან ჩამოცლილი შებრაწული ხორცის მსხვილი, წვნიანი
და ცხელი ნაჭრებით აავსო. სხვა შამფურზე ციცქნა ხახვები, წიწაკა
და კოტიტა სოკოები ჰქონდა ასხმული. სერ როდრიკი სიამით მიუჯ-
და ვახშამს, ბიჭი კი ლუდის მოსატანად გაიქცა.
– მე მარილიონი მქვია, – თქვა მომღერალმა და ქნარის სიმს თი-
თი გამოჰკრა, – უეჭველია, სადმე გსმენიათ ჩემი დაკვრა?
მისმა საუბრის ნირმა კეტლინს ღიმილი მოჰგვარა. ჩრდილოეთ-
ში შორეულ მოგზაურობას და ვინტერფელამდე ჩასვლას ცოტა მო-
ხეტიალე მომღერალი თუ ბედავდა, მაგრამ მისნაირთა მოდგმა რი-
ვერანში გატარებული სიყმაწვილის ჟამიდან ახსოვდა.

431
– ვშიშობ, არა, – მიუგო.
მომღერალმა ქნარი სევდიანად დააკვნესა.
– ბევრი დაგიკარგავთ. როგორ გგონიათ, ვინ იყო საუკეთესო
მგოსანი მათგან, ვისთვისაც ოდესმე ყური დაგიგდიათ?
– ალია ბრაავოსელი, – მყისვე მიუგო სერ როდრიკმა.
– ო, მე იმ ბებერ ჭოკზე ბევრად უკეთესად ვმღერი, – განაც-
ხადა მარილიონმა, – თუკი საფასურად ვერცხლი მოგეძევებათ,
სიამოვნებით დაგარწმუნებდით ამაში.
– იქნებ ერთი-ორი სპილენძის მონეტა მომეპოვებოდეს, მაგ-
რამ მირჩევნია, ჭაში ჩავყარო, ვიდრე შენს ყმუილში გადავიხა-
დო, – ჩაიბუზღუნა სერ როდრიკმა. ყველამ კარგად იცოდა, თუ
რა აზრის იყო ის მომღერლებზე: მუსიკა გოგოებისთვის ზედგა-
მოჭრილ საქმიანობად მიაჩნდა, მაგრამ ვერ გაეგო, ჯან-ღონით
სავსე ბიჭს ხელი ქნარით რად უნდა დაეკავებინა, როცა შეეძლო,
ხმალი სჭეროდა მის ნაცვლად.
– პაპათქვენს მძიმე ხასიათი ჰქონია, – კეტლინს მიუბრუნდა
მარილიონი, – მსურდა, მეამებინეთ. თქვენი მშვენებისთვის მი-
მეგო პატივი. სიმართლე თუ გინდათ, ჩემი სიმღერა მეფეებისა
და ბრწყინვალე ლორდების საკადრისია.
– ო, ეჭვიც არ მეპარება, – მიუგო კეტლინმა, – მსმენია,
ლორდ ტალის ჰყვარებია სიმღერები. ნამდვილად, რივერანში
ნამყოფი იქნებით.
– ათასჯერ, – უზრუნველად მიუგო მომღერალმა, – ჩემთვის
იქ ოთახი აქვთ დათმობილი, ახალგაზრდა ლორდი ძმასავით მი-
ყურებს. კეტლინს გაეღიმა, როდესაც გაიფიქრა, ნეტავ ედმუნდი
ამაზე რა აზრის იქნებოდაო. ოდესღაც რომელიღაც მომღერალ-
მა ლოგინში ჩაითრია გოგო, ვისზეც მის ძმას გული შევარდნო-
და, მას შემდეგ ედმუნდს მომღერლების დანახვაც აღარ უნდო-
და.

432
– ვინტერფელში? – ჩაეკითხა მარილიონს, – ჩრდილოეთში თუ
ყოფილხართ?
– იქ რა მინდა? – კითხვა შეუბრუნა მომღერალმა, – იქ არაფერია
ქარბუქების და დათვების მეტი, სტარკებს კი მგლების ყმუილის გარ-
და სხვა მუსიკა არც გაეგებათ.
კეტლინს შორიდან ჩაესმა, ოთახის მეორე ბოლოში ჯახუნით
რომ გაიღო კარი.
– მასპინძელო! – გაისმა მსახურის ხმა, – ცხენები გვყავს დასა-
ბინავებელი, ჩემს ბატონს, ლორდ ლანისტერს კი ოთახი და ცხელი
აბაზანა სჭირდება.
– ჩემო ღმერთებო, – ამოთქვა სერ როდრიკმა, სანამ კეტლინმა
მოასწრო და დასაჩუმებლად მისწვდა, მაგრად მოავლო თითები მა-
ჯაზე. მაშა ჰედლი კი მდაბლად იდრიკებოდა და თავის საზარელ წი-
თელ ღიმილს აფრქვევდა.
– ვწუხვარ, მილორდ, მართლაც, სასტუმრო სავსეა, ყველა ოთა-
ხი. ოთხნი იყვნენ: ღამის ებგურის შავი სამოსით მოსილი მოხუცებუ-
ლი, ორი მსახური... და იგი, იდგა იქ, პატარა და სიცოცხლესავით
შეუპოვარი.
– ჩემი მხლებლები თავლებშიც მოთავსდებიან, მე კი, თავადაც
ხედავთ, დიდი ოთახი არ მჭირდება, – დამცინავმა ღიმილმა გაუნა-
თა სახე, – თუკი ცეცხლი გუზგუზებს, ქვეშაგებში კი მაინცადამაინც
ფუთფუთი არ გააქვთ რწყილებს, ჩათვალეთ, რომ უკვე ბედნიერი
ვარ.
მაშა ჰედლიმ აღარ იცოდა, რა ექნა.
– მილორდ, ვერაფერს შემოგთავაზებთ, ტურნირია, საშველი
აღარ გვაქვს, ოჰ...
ტირიონ ლანისტერმა ქისიდან მონეტა ამოიღო და ჰაერში შეაგ-
დო, დაიჭირა, ისევ შეაგდო. კეტლინმა ოთახის მეორე ბოლოდანაც
კი იოლად გამოარჩია ოქროს ციმციმი.

433
გახუნებულ ლურჯ მოსასხამში გამოხვეული თავისუფალი
მხედარი ფეხზე წამოხტა.
– მიბრძანდით ჩემს ოთახში, მილორდ.
– აი, ჭკვიანი კაცი, – ლანისტერმა დაბზრიალებული ოქრო
მისკენ გაისროლა, – სარფასაც სხარტად გრძნობს, – ქონდრის-
კაცი კვლავ მაშა ჰედლის მიუბრუნდა, – ვახშმის მოხერხებას
შეძლებ, ხომ? – რასაც ინებებთ, მილორდ, რასაც კი ინებებთ, –
შეჰპირდა სასტუმროს მეპატრონე. და შხამადაც შეერგოს, გა-
იფიქრა კეტლინმა, თვალწინ კი ბრანი ედგა, საკუთარ სისხლში
მოფართხალე. ლანისტერმა უახლოეს მაგიდებს მოავლო თვა-
ლი.– ჩემი მსახურები იმასვე მიირთმევენ, რითაც დანარჩენ
სტუმრებს უმასპინძლდებით. ორმაგი არჩივი უბოძეთ, მძიმე და
გრძელი გზა გამოვიარეთ. მე შემწვარი ფრინველი მომართვით
– ქათამი, იხვი, მტრედი – სულერთია. და ერთი სურა საუკეთესო
ღვინო ამომიგზავნეთ. იორენ, ივახშმებ ჩემთან ერთად?
– დიახ, მილორდ, – მიუგო შავმა ძმამ.
ქონდრისკაცს ოთახის მეორე ბოლოსკენ არც კი გაუხედავს
და კეტლინი ფიქრობდა, რა იღბალია, მისგან ხალხით შევსებუ-
ლი მერხები რომ გვყოფსო, როდესაც უეცრად მარილიონი ფეხ-
ზე წამოხტა. – მილორდ ლანისტერ! – შესძახა მოსულს, – სი-
ამოვნებით შეგაქცევდით, სანამ ვახშმობთ. ნება მიბოძეთ, გიმ-
ღეროთ თქმულება მეფის საბიჯელზე მამათქვენის დიადი გამარ-
ჯვების შესახებ! – ამაზე მეტად ვერც ვერაფერი წაახდენდა ჩემს
ვახშამს, – მშრალად მიუგო ქონდრისკაცმა. მისი სხვადასხვაფე-
რი თვალები მომღერალს შეაჩერდნენ, შემდეგ დასცილდნენ...
და კეტლინს მიაგნეს. წამით საგონებელში ჩავარდნილი შესცქე-
როდა, კეტლინმა სახე მიიბრუნა, მაგრამ გვიანღა. ქონდრისკაცი
უკვე იღიმებოდა. – ლედი სტარკ, რა მოულოდნელი სიამეა
თქვენი ნახვა, – წარმოთქვა მან, – გული დამწყდა, ვინტერფელ-
ში რომ აგცდით.

434
მარილიონი პირდაღებული მიაჩერდა, შეცბუნება მის სახეზე
ნელ-ნელა გაწბილებამ შეცვალა. კეტლინი აუჩქარებლად წამოდგა.
სერ როდრიკმა შეიკურთხა. ნეტავ კი დაყოვნებულიყო კედელზე,
გაიფიქრა ქალმა, ნეტამც...
– ლედი... სტარკ? – ბოხი ხმით იკითხა მაშა ჰედლიმ.
– ბოლოჯერ აქ ღამე რომ გავათიე, ჯერ კიდევ კეტლინ ტალი
მერქვა, – უთხრა მასპინძელს. გარშემო ატეხილი ბუტბუტი ჩაესმო-
და, გრძნობდა მასზე მიპყრობილ თვალებს. კეტლინმა ოთახს მზერა
მოატარა, რაინდების და ხმლით შეფიცული მებრძოლების სახეებს
მოავლო თვალი და ღრმად ჩაისუნთქა, გულის შმაგი ძგერა რომ
დაეოკებინა. გაბედავდა, ასე გაერისკა? დასაფიქრებლად დრო
აღარ ჰქონდა, წამიც და, მთელ ოთახს მოდებული საკუთარი ხმის
რეკვა ჩაესმა.
– თქვენ, მანდ, კუთხეში, – მიმართა ხნიერ კაცს, რომელიც აქამ-
დე არც კი შეემჩნია, – განა ჰარენჰალის შავ ღამურას არ ვხედავ
ამოქარგულს თქვენს იალმაგზე?
კაცი წამოდგა.
– დიახ, მილედი.
– და ლედი ვენტი ხომ მამაჩემის, რივერანელი ლორდ ჰოსტერ
ტალის გულითადი და ერთგული მეგობარია?
– გახლავთ, – დაბეჯითებით მიუგო კაცმა.
სერ როდრიკი უხმოდ წამოდგა და ხმალი ქარქაშში მოაბოშა.
ქონდრისკაცი მშვიდად შესცქეროდათ, უმეტყველო სახით, განსხვა-
ვებულ თვალებში გაოცება ეხატებოდა.
– წითელი ულაყი რივერანში მუდამ სასურველი სანახავი იყო, –
მიმართა კეტლინმა ბუხართან მსხდომ სამეულს, – მამაჩემი იონოს
ბრაკენს მუდამ ერთ უძველეს და უერთგულეს მებაირაღედ თვლი-
და.
სამმა მეომარმა ორჭოფულად გადახედა ერთმანეთს.

435
– ჩვენი ბატონი მის ნდობას დიდ პატივად მიიჩნევს, – ყოყმა-
ნით თქვა ერთმა.
– შემშურებია მამათქვენის, რამდენი ძვირფასი მეგობარი
ჰყოლია, – დამცინავად წარმოთქვა ლანისტერმა, – მაგრამ
მთლად ვერ მივმხვდარვარ, ამით რას განიზრახავთ, ლედი
სტარკ.
ქალმა პასუხის ღირსად არ გახადა და ლურჯ-ნაცრისფერში
გამოწყობილ ჯგუფს მიუბრუნდა. ყველაფერს ისინი გადაწყვეტ-
დნენ; ოცზე მეტი იქნებოდნენ.
– თქვენს გერბსაც ვიცნობ: ფრეიების ტყუპ კოშკს. როგორ
ბრძანდება თქვენი კეთილი ლორდი, ბატონებო?
მათი კაპიტანი წამოდგა.
– ლორდი ვოლდერი თავს კარგად გრძნობს, მილედი. აპი-
რებს, თავის ოთხმოცდამეათე დღეობაზე ახალი ცოლი შეირთოს
და თქვენს ლორდ-მამას სთხოვა, პატივი დასდოს და ქორწილში
ენვიოს. ტირიონ ლანისტერმა ჩაიხითხითა. კეტლინი მაშინ დარ-
წმუნდა, რომ უკვე ხელში ჩაიგდო იგი.
– ეს ქაცი სტუმრად შემოვიდა ჩემს სახლში და იქ მკვლელი
მიუგზავნა ჩემს ვაჟს, შვიდი წლის ბიჭს, – გამოაცხადა მთელი
ოთახის გასაგონად და ტირიონს მიათითა. სერ როდრიკი გვერ-
დში ამოუდგა, ხელთ გაშიშვლებული ხმალი ეპყრა, – მეფე რო-
ბერტისა და თქვენი კეთილშობილი ლორდების სახელით, მოგი-
წოდებთ, შეიპყროთ იგი და დამეხმაროთ, ვინტერფელში დავაბ-
რუნო, სადაც მეფის სამსჯავროს დაელოდება.
ძნელი სათქმელია, იმწუთას რა უფრო ეამა: დუჟინი ხმლის
ამოწვდის შეწყობილი ხმა თუ ტირიონ ლანისტერის მოქცეული
სახის ხილვა.

436
სანსა

437
სანსა მარჯვენის ტურნირზე სეპტა მორდეინთან და ჯენი პულთან
ერთად გაემგზავრა. ტახტრევნის ფარდები ისეთი თხელი ყვითე-
ლი აბრეშუმის იყო, რომ მათ მიღმაც ყველაფერს ხედავდა. ისინი
მთელ ქვეყანას ოქროდ აქცევდნენ. ქალაქის გალავნის გარეთ,
მდინარის პირას, ასობით მორთულ-მოკაზმული კარავი აეგოთ
და უბრალო ხალხი ათასობით გამოსულიყო სანახაობისთვის.
მთელი ეს დიდებულება სანსას სუნთქვას უკრავდა: ლაპლაპა აბ-
ჯრები, ვერცხლითა და ოქროთი აღკაზმული ვეება ბედაურები,
ბრბოს შეძახილები, ქარში გაფრიალებული ბაირაღები... და თა-
ვად რაინდები, ყველაზე მეტად – სწორედ რაინდები!
– ეს უკეთესია, ვიდრე სიმღერებში ჰყვებიან ხოლმე, – და-
იჩურჩულა მან, როდესაც მამის შეპირებულ ადგილებზე დას-
ხდნენ, დიდებულ ბატონებსა და ქალბატონებს შორის. სანსას იმ
დღეს თვალწარმტაცად ეცვა, მწვანე ფერის კაბა მისი თმის მოწი-
თურო ელვარებას უსვამდა ხაზს, და მან იცოდა, რომ ყველა უმ-
ზერდა და უღიმოდა. შემდეგ კი უცქერდნენ, როგორ დაიძრნენ
წინ სიმღერის გმირი რაინდები, ასობით მოდიოდნენ, ყოველი
მომდევნო წინაზე მეტადაც სახელგავარდნილი იყო. მოედანზე
შვიდი რაინდი, მეფის შვიდი ქეშიკი შემოვიდა. ჯეიმი ლანისტე-
რის გარდა, ყველას რძისფერი, ფარფლების სახედ ნაჭედი აბჯა-
რი ეცვა, მათი მოსასხამები ახალმოსული თოვლივით ქათქა-
თებდა. მოსასხამი სერ ჯეიმისაც თეთრი მოეცვა, მაგრამ მის ქვეშ
თავით ფეხამდე ოქროსფრად კაშკაშებდა, ლომისთავიანი ჩაჩ-
ქანი ეხურა და ოქროს ხმალი ება. მათ გვერდით ზვავივით ჩაიგ-
რგვინა სერ გრეგორ კლეგეინმა, ცხენოსან მთად წოდებულმა;
სანსამ იცნო ლორდი იონ როისი, რომელიც ორი წლის წინ ვინ-
ტერფელს სტუმრობდა.
– მისი აბჯარი ბრინჯაოსია, ათასობით და ათასობით წლის
წინ ნაჭედი, ზედ კი მაგიური რუნებია ამოტვიფრული და მის პატ-
რონს ზიანისგან იცავს, – ჩასჩურჩულა ჯეინის. სეპტა მორდეინმა

438
მათ ლორდი ჯეისონ მალისტერი დაანახვა, ვერცხლით მოხატულ
ინდიგოს ფერებში, არწივისფრთიანი მუზარადით. მან სამკბილაზე
ბრძოლისას რეიგარის სამი მებაირაღე დასცა. გოგონებმა ბევრი
იხითხითეს მირელ მეომარ ქურუმ თოროსზე, წითელი ფართხუნა
ანაფორა და გაპარსული თავი რომ ჰქონდა, სანამ სეპტამ არ უამ-
ბოთ, ოდესღაც იგი პაიკის გალავანზე ავიდა ცეცხლოვანი მახვი-
ლით ხელშიო.
დანარჩენ მხედრებს სანსა ვერ ცნობდა. აქ იყვნენ თითებიდან,
ზენაბაღიდან და დორნის მთებიდან მოსული ზღუდის რაინდები,
სიმღერებში შეუმკობელი თავისუფალი მხედრები და ახლად გამომ-
ცხვარი საჭურველთმტვირთველები, დიდებული ლორდების უმ-
ცროსი ვაჟები და ნაკლებად წარჩინებული გვარების ჩამომავალნი.
ჭაბუკები იყვნენ, მათგან ბევრი ჯერ ვერანაირი საგმირო საქმეებით
ვერ დაიკვეხნიდა, მაგრამ სანსა და ჯეინი შეთანხმდნენ, რომ დად-
გებოდა ჟამი, როდესაც მათი სახელები მთელ შვიდ სამეფოს ააგუ-
გუნებდა. სერ ბეილონ სუანი. ლორდი ბრაის ქერონი მარშებიდან.
ბრინჯაოს იონის მემკვიდრე სერ ანდარ როისი და მისი უმცროსი ძმა
სერ რობარი, რომელთაც მოვერცხლილ ფოლადის სამკერდულებ-
ზე ბრინჯაოთი იგივე უძველესი რუნები ჰქონდათ გამოყვანილი, მათ
მამას რომ იფარავდა ზიანისგან. ტყუპები, სერ ჰორასი და სერ ჰო-
ბერი, ვის ფარებზეც რედვაინების გერბი მოჩანდა, წითელი ყურძნის
მტევანი ლურჯ ველზე. პეტრიკ მალისტერი, ლორდ ჯეისონის ძე. ექ-
ვსი ფრეი გადასალახიდან: სერ ჯარედი, სერ ჰოსტინი, სერ დანვე-
ლი, სერ ემონი, სერ თეო, სერ პერვინი – მოხუცი ლორდ ვოლდერ
ფრეის შვილები და შვილიშვილები, და მისი ბუში ვაჟი მარტინ რი-
ვერსიც, სხვებთან ერთად.
ჯეინი პული გამოტყდა, რომ თავზარს სცემდა ჯალაბარ ზო, ზაფ-
ხულის კუნძულების დევნილი პრინცი, რომელსაც მწვანე და ალის-
ფერი ბუმბულების მოსასხამი მოეცვა ღამესავით მუქ კანზე; მაგრამ

439
როდესაც ჭაბუკ ლორდ ბერიკ დონდარიონს მოჰკრა თვალი, წი-
თელ ოქროს მინამგვანი ქოჩრით და ელვის კლაკნილით გახაზული
შავი ფარით, განაცხადა, რომ სურდა, დაუყოვნებლივ გაჰყოლოდა
მას ცოლად.
მორკინალთა შორის იყო ქოფაკიც და მეფის ძმაც, მომხიბ-
ლავი ლორდი რენლი გრიგალის კიდიდან. ვინტერფელისა და
ჩრდილოეთის სახელით იორი, ალინი და ჰარვინი გამოდიოდ-
ნენ.
– იორი ამათთან მათხოვარს ჰგავს, – ცხვირი აიბზუა სეპტა
მორდეინმა მის გამოჩენაზე. სანსას ისღა დარჩენოდა, კვერი და-
ეკრა. იორის უბრალო, შეუმკობელი ლურჯ-ნაცრისფერი აბჯარი
ეცვა, თხელი რუხი მოსასხამი კი უსუფთაო ძონძივით ეშვებოდა
მხრებიდან. თუმც თავი არ შეურცხვენია, პირველ შეტაკებაში
ჰორას რედვინი ჩამოაგდო ცხენიდან, მეორეში – ერთ-ერთი
ფრეი. მესამე ორთაბრძოლაში სამჯერ შეეტაკა თავისუფალ მხე-
დარს, ლოთორ ბრუნი რომ ერქვა და მასავით უღიმღამო აბჯარი
რომ ემოსა. უნაგირიდან არც ერთი არ ჩამოვარდნილა, მაგრამ
ბრუნს უფრო მტკიცედ ეპყრა შუბი, უფრო ზუსტადაც აძგერებდა,
ამიტომ მეფემ გამარჯვება მას მიანიჭა. ალინსა და ჰარვინს უა-
რესად მოუხდათ საქმე: ჰარვინი პირველივე შეტევისას დასცა
მეფის ქეშიკმა სერ მერინმა, ალინი კი სერ ბეილონ სუანმა გაშო-
ტა.
რაინდთა შერკინებამ მთელ დღეს გასტანა და ბინდშიც
გრძელდებოდა, დიდი საბრძოლო ცხენების ფლოქვები საასპა-
რეზო მოედანს სცემდნენ, სანამ მინდორი ათხრილი მიწის გა-
პარტახებულ ნაკუწად არ იქცა. ბევრჯერ წამოიყვირეს სანსამ და
ჯეინიმ, როდესაც ცხენოსნები ერთურთს ელეწებოდნენ, შუბები
ნაფოტებად ცვიოდნენ ჰაერში, მდაბიორები კი თავიანთ რჩეუ-
ლებს ღრიალით ამხნევებდნენ. ყოველთვის, როდესაც მებრძო-

440
ლი ცხენიდან ვარდებოდა, ჯეინი პატარა შეშინებული გოგოსავით
თვალებზე იფარებდა ხელებს, მაგრამ სანსა უფრო უტეხი აღმოჩ-
ნდა. დიდებულ ლედის მოეხსენებოდა, როგორ მოქცეულიყო ტურ-
ნირებზე. სეპტა მორდეინმაც კი შენიშნა მისი თავდაჭერა და მოწო-
ნებით დაუქნია თავი.
მეფისმკვლელი ბრწყინვალედ ასპარეზობდა. მან ისე არხეინად
დასცა სერ ანდარ როისი და მარშელი ლორდი ბრაის ქერონი, თით-
ქოს საწვრთნელ რგოლებს ყრიდა, შემდეგ კი ძნელი გამარჯვება
მოიპოვა თეთრთმიან ბარისტან სელმისთან, რომელსაც წინა ორ
შერკინებაში მასზე ოცდაათი და ორმოცი წლით უმცროსი მეტოქეე-
ბი დაეჯაბნა.
სანდორ კლეგეინი და მისი ბუმბერაზი ძმა სერ გრეგორ მთა ასე-
ვე უძლეველები ჩანდნენ და მეტოქეს მეტოქეზე ამარცხებდნენ ულ-
მობელი, დაუოკებელი კვეთებით. სერ გრეგორის მეორე შერკინება
იმ დღის ყველაზე საზარელ ამბად იქცა: მისი შუბი მაღლა ასხლტა
და ველიდან ჩამოსულ ჭაბუკ რაინდს იმგვარი ძალით ეძგერა რკი-
ნის საყელოს ქვეშ, რომ ყელი გაუხვრიტა და წამში სიცოცხლეს გა-
მოასალმა. ჭაბუკი სანსასგან ხუთიოდ ნაბიჯის მოშორებით დაეცა.
სერ გრეგორის შუბის წვერი ყელში ჩასტეხოდა და იგი ნელი ფეთ-
ქვით იცლებოდა სისხლისგან, ყოველი მომდევნო ნაკადი წინაზე
უფრო ნაკლული მოედინებოდა. ჭაბუკის ბეგთარი სიახლით კაშკა-
შებდა, მის გაწვდილ მკლავზე თვალისმომჭრელი ცეცხლის ზოლი
აელვარდა, როცა ფოლადმა მზის სხივი აისხლიტა. მერე კი მზე
ღრუბელს მიეფარა და კაშკაშიც ჩაქრა. ლაჟვარდოვანი მოსასხამი
ეცვა, ზაფხულის ნათელი ცის ფერი, რომელსაც კიდეზე ქათქათა ნა-
ხევარმთვარეების არშია მოუყვებოდა, მაგრამ სისხლმა რომ გაჟ-
ღინთა, ქსოვილი გამუქდა, მთვარეები კი წითლად შეიღებნენ, თი-
თო-თითოდ, ერთმანეთის მიყოლებით. ჯეინი პული ისე გულამოს-
კვნით მოთქვამდა, რომ სეპტა მორდეინმა ბოლოს და ბოლოს და-
სამშვიდებლად გაიყვანა კიდევაც, ხოლო სანსა გამართული იჯდა,

441
ხელები მუხლებზე დაეკრიფა და უცნაურად მონუსხული უცქერ-
და. მას ადრე არასოდეს ენახა კაცის სიკვდილი. იფიქრა, მეც უნ-
და მეტირაო, მაგრამ ცრემლები არ ადგებოდა. ალბათ მთელი
თავისი ცრემლები ლედიზე და ბრანზე დახარჯა. მოკლული
იორი, სერ როდრიკი ან მამაჩემი რომ ყოფილიყო, სხვაგვარად
იქნებოდაო, უთხრა საკუთარ თავს. ეს ცისფერმოსასხამიანი ჭა-
ბუკი რაინდი მისთვის არავინ იყო – ვიღაც უცნობი ერინის ველი-
დან, ვისი სახელიც გაგონებისთანავე დაავიწყდა. და ახლა ქვეყ-
ნიერებაც გადაივიწყებს მის სახელსო, მიხვდა სანსა; მისთვის
არც ერთი სიმღერა არ ითქმებოდა. სამწუხაროა.
როდესაც ცხედარი გაიტანეს, მინდორზე ნიჩბიანმა ბიჭმა შე-
მოირბინა და დაღვრილ სისხლს მიწა წააყარა. ამის შემდეგ ას-
პარეზობა გაგრძელდა.
სერ ბეილონ სუანიც დამარცხდა გრეგორთან, ლორდი რენ-
ლი კი – ქოფაკთან. ულმობელმა დარტყმამ რენლი ისეთი ძა-
ლით მოისროლა უნაგირიდან, რომ იგი თითქოს უკუ გადაფრინ-
და ცხენიდან, ჰაერში ფეხებაშვერილი. თავი მიწას ისეთი ტკაცა-
ნით დაარტყა, რომ ბრბოს ოხვრა აღმოხდა, მაგრამ თურმე მხო-
ლოდ მუზარადის ოქროს რქას წაატყდა ერთი ტოტი. როდესაც
ლორდი რენლი ფეხზე წამოდგა, მაყურებლებმა ველური ყიჟინა
დასცეს, რადგანაც რობერტის მომხიბვლელი ჭაბუკი ძმა ყველას
უყვარდა. მან მომტვრეული რქა გამარჯვებულ მეტოქეს გადასცა
თავაზიანი ქედის მოდრეკით. ქოფაკმა ერთი ჩაიფრუტუნა და გა-
ტეხილი რქა ბრბოში მოისროლა, იქ კი მდაბიორებმა ხელჩარ-
თული ბრძოლა გააჩაღეს ოქროს ნამტვრევის მოსაპოვებლად,
სანამ ლორდი რენლი მათთან არ გავიდა და მშვიდობა არ დაამ-
ყარა. ამ დროს სეპტა მორდეინიც დაბრუნდა, იგი მარტო იყო. ჯე-
ინი თავს ცუდად გრძნობსო, ასე თქვა; მას გოგონა სასახლემდე
მიეცილებინა. სანსას კი უკვე კიდევაც გადავიწყებოდა ჯეინი.

442
ამის მერე უჯრულამოსასხამიანმა ზღუდის რაინდმა ბერიკ დონ-
დარიონის ცხენის მოკვლით თავი შეირცხვინა, რის გამოც ასპარე-
ზობას ჩამოაშორეს. ლორდმა ბერიკმა ახალ ცხენზე გადაიტანა უნა-
გირი, მხოლოდ იმისთვის, რომ მაშინვე მირელ თოროსს ჩამოეგ-
დო. სერ არონ სანტაგარი და ლოთორ ბრუნი უშედეგოდ შეერკინ-
ნენ სამჯერ; ამის შემდგომ სერ არონი ლორდმა ჯეისონ მალისტერ-
მა დაამარცხა, ბრუნი კი – იონ როისის უმცროსმა ძემ, რობარმა. ბო-
ლოს და ბოლოს, ასპარეზობას ოთხნიღა შემორჩნენ: ქოფაკი და მი-
სი საზარელი ძმა გრეგორი, ჯეიმი ლანისტერ მეფისმკვლელი და
სერ ლორას ტაირელი, ჭაბუკი, რომელსაც ყვავილების რაინდს
უწოდებდნენ.
სერ ლორასი მეის ტაირელის – ზენაბაღის ბატონის და სამხრე-
თის მცველის – ნაბოლარა ვაჟი იყო. თექვსმეტი წლისა, ასპარეზო-
ბის ყველაზე ყმაწვილი მხედარი გახლდათ, თუმც იმ დილით თავის
პირველ სამ შერკინებაში მეფის სამი ქეშიკი ჩამოაგდო ცხენიდან.
სანსას ასეთი მშვენიერი ქვეყნად არავინ ეხილა. მის უჩვეულოდ
მოყვანილ ბექთარზე ათასი სხვადასხვა ყვავილის თაიგული გაშლი-
ლიყო ფერად მინანქრად, ქათქათა რაშს კი თეთრი და წითელი ვარ-
დებით შეთხზული თაქალთო ეფინა. ყოველი გამარჯვების შემდეგ
სერ ლორასი მუზარადს იხდიდა და ნელი ნაბიჯით დაუვლიდა მოე-
დანს ზღუდის გასწვრივ, ბოლოს თოქალთოდან ერთ – თეთრ ვარდს
გამოაძრობდა და მაცქერალ ხალხში რომელიმე მშვენიერ ასულს
სტყორცნიდა.
იმ დღეს მისი ბოლო მეტოქე ახალგაზრდა როისი იყო. სერ რო-
ბარი ვერ დაიფარეს უძველესმა რუნებმა, როდესაც სერ ლორასმა
მას ფარი გაუხეთქა და უნაგირიდან მიწას დაანარცხა საშინელი
ჟღრიალით. ძირს დაცემული რობარი იწვა და კვნესოდა, სანამ გა-
მარჯვებული მინდორს გარს უვლიდა. ბოლოს, როგორც იყო, საკა-
ცე შემოატანინეს და უგონო, უძრავი რაინდი თავისი კარვისკენ წა-

443
იღეს. სანსას ეს არც კი შეუმჩნევია. იგი მხოლოდ სერ ლორასს
ხედავდა. როდესაც თეთრი ცხენი მის წინ შეჩერდა, იფიქრა, ახ-
ლა გული გამისკდებაო.
სხვა ასულებს რაინდი თეთრ ვარდებს სძღვნიდა, სანსასთვის
კი წითელი შეარჩია.
– ძვირფასო ქალბატონო, – თქვა მან, – არა გამარჯვება არ
შეედრება შენს მშვენებას.
სანსამ მორცხვად ჩამოართვა ყვავილი, მისი თავაზით გაოგ-
ნებულს ხმის ამოღებაც ვერ მოეხერხებინა. რაინდს აბურდულ
ხვეულებად ეყარა ხშირი ყავისფერი თმა, თვალები გამლღვალ
ოქროს მიუგავდა. სანსამ ვარდის ნაზი სურნელი შეიყნოსა და მი-
სი წასვლის მერეც დიდხანს იჯდა, ყვავილით ხელში. როდესაც
ბოლოს და ბოლოს აიხედა, დაინახა, რომ თავს ვიღაც კაცი დას-
დგომოდა. დაბალი იყო, წვეტიანი წვერი და შევერცხლილი თმა
ჰქონდა, თითქმის მამამისის ხნის იქნებოდა.
– ალბათ მისი ასული ხარ, – უთხრა სანსას. რუხ-მწვანე თვა-
ლები არ უღიმოდნენ, ტუჩებისგან განსხვავებით, – ტალის ჰგავ-
ხარ. – მე სანსა სტარკი ვარ, – მიუგო შეშფოთებულმა გოგონამ.
კაცს ბეწვისსაყელოიანი სქელი მოსასხამი ვერცხლის ჯაფარათი
ჰქონდა შებნეული და დიდებული ლორდის შეუბოჭავი მიხრა-
მოხრა ჰქონდა. ოღონდ სანსა მას არ იცნობდა, – პატივი არ მქო-
ნია, მილორდ...
სეპტა მორდეინი საჩქაროდ წაეშველა.
– საყვარელო ბავშვო, ეს ლორდი პეტირ ბაელიში ბრძანდე-
ბა, მეფის მცირე საბჭოს წევრი.
– დედაშენი ოდესღაც ჩემი ლამაზთა დედოფალი იყო, – წყნა-
რად წარმოთქვა კაცმა. მის სუნთქვას პიტნის სურნელი ასდი-
ოდა, – მისი თმა გაქვს, – კაცის თითები ლოცვაზე მიელამუნა,
როდესაც მან ერთ მოწითურო კულულს მიუალერსა. მერე ერ-
თბაშად შებრუნდა და გასცილდათ.

444
მთვარე უკვე კარგა შემაღლებულიყო და მაყურებელიც დაიქან-
ცა, ამიტომ მეფემ განკარგულება გასცა, რომ ბოლო სამი ბრძოლა
მეორე დილით ჩაეტარებინათ, ხელჩართულ ორთაბრძოლებამდე.
მდაბიორებმა სახლებისკენ გასწიეს, გზად იმდღევანდელ ასპარე-
ზობასა და დილისთვის გადადებულ ბრძოლებზე საუბრობდნენ, მე-
ფის კარი კი მდინარის ნაპირისკენ გაემართა სანადიმოდ. ექვსი
ბუმბერაზი ზუბრი საათების განმავლობაში იწვებოდა, ხის შამფურ-
ზე წამოგებული ნელა ტრიალებდა ცეცხლზე, მზარეული ბიჭები კი
ერბოს და მწვანილებს ამატებდნენ, სანამ ხორცი არ აშიშხინდა და
დაიბრაწა. მაგიდები და მერხები კარვების გარეთ გაემართათ, სუფ-
რაზე მწვანილი, მარწყვი და ახლად გამომცხვარი პური დაეხვავები-
ნათ.
სანსას და სეპტა მორდეინს მეტად საპატიო ადგილები მიუჩინეს,
თავად მეფის და დედოფლის შემაღლებული დასაბრძანებლის მარ-
ცხნივ. როდესაც მარჯვნიდან პრინცი ჯოფრი მიუჯდა, სანსამ იგ-
რძნო, როგორ მოაწვა ყელში ბურთი. პრინცს მისთვის ხმაც არ გა-
უცია იმ საშინელი შემთხვევის მერე, თავად კი გამოლაპარაკებას
ვერ ბედავდა. თავიდან გადაწყვიტა, რომ სძულდა იგი იმის გამო,
რაც ლედის დამართეს, მაგრამ მას შემდეგ, რაც ტირილით ცრემლე-
ბი დაელია, თავს უთხრა, რომ ეს ჯოფრის არ ჩაუდენია, სინამდვი-
ლეში მას არა. დედოფლის ბრალი იყო; იგი უნდა სძულებოდა, დე-
დოფალი და არია. არია რომ არა, არაფერიც არ მოხდებოდა. ამ სა-
ღამოს ჯოფრის სიძულვილი მას არ შეეძლო. იგი მეტისმეტად მომ-
ხიბვლელი იყო შესაძულებლად. ლურჯი კამზოლი ეცვა, რომელსაც
არშიად ოქროს ლომის თავების ორმაგი რიგი დაჰყვებოდა, შუბლს
კი ოქროსა და საფირონების თხელი გვირგვინი უმშვენებდა. თმაც
იმ ოქროსავით უელვარებდა. სანსამ შეხედა და აცახცახდა, ეშინო-
და, რომ იგი ზედაც არ შეხედავდა ან, კიდევ უარესი, კვლავ სიძულ-
ვილით მიმართავდა და ქვითინით გააქცევდა სუფრიდან. მაგრამ

445
ჯოფრიმ გაუღიმა და ხელზე ეამბორა, სიმღერების გმირი პრინ-
ცებივით მშვენიერმა და ზრდილმა, და უთხრა: – სერ ლორასს
თვალი უჭრის მშვენიერების დასანახად, ძვირფასო ლედი.
– იგი მეტისმეტად კეთილია, – შეეპასუხა სანსა. ცდილობდა,
მოკრძალებული და მშვიდი ყოფილიყო, თუმც აღტაცებით ცაში
ფრენდა, – სერ ლორასი ჭეშმარიტი რაინდია. როგორ გგონია,
ხვალ გაიმარჯვებს, მილორდ?
– არა, – მიუგო ჯოფრიმ, – ჩემი ძაღლი მოუვლის, ან იქნებ
ბიძაჩემი ჯეიმი. რამდენიმე წელიწადში კი, როდესაც იმდენად
გავიზრდები, რომ მოედანზე გასვლა შემეძლება, მე მოვუვლი მა-
გათ სუყველას, – მან ხელი ასწია, მოუხმო მსახურს, ჩაციებული
ზაფხულის ღვინით სავსე სურა რომ ეჭირა ხელში, და სანსას ჭიქა
შეუვსო. მან შეშფოთებულმა გადახედა სეპტა მორდეინს, ჯოფრი
კი გადაიხარა და სეპტას ჭიქაც აავსო, მანაც თავი დაუქნია, თა-
ვაზიანი მადლობა გადაუხადა და სხვა აღარაფერი უთქვამს.
მსახურები მთელი ღამე დაუღალავად ავსებდნენ ყველა დაც-
ლილ ჭიქას, მაგრამ სანსას შემდგომ არ ახსოვდა, თუნდაც რომ
ბაგე დაესველებინა ღვინით. იგი ჯადოსნური ღამით იყო მთვრა-
ლი, ბრწყინვალებით თავბრუ დასხმოდა და აღაფრთოვანებდა
მთელი ეს მშვენიერება, რაზედაც მთელი სიცოცხლე ოცნებობდა
და ვერც კი გაებედა, მისი მიწვდომის იმედი ჰქონოდა. მეფის
კარვის წინ მომღერლები ისხდნენ და ღამის სიბნელეს ჰანგით
ავსებდნენ. ჯამბაზი ჰაერში აბრუნებდა ცეცხლწაკიდებული ჯოხე-
ბის წყებას. მეფის საკუთარი მასხარა, სახემიჭყლეტილი სულე-
ლი, ყველა მთვარე-ბიჭს რომ ეძახდა, ოჩოფეხებზე შემდგარი
ცეკვავდა და იმგვარი მარჯვე სიავით აჯავრებდა ყველას, რომ
სანსა დაეჭვდა, იქნებ სულაც არ არის სულელიო. მის ხელოვნე-
ბას სეპტა მორდეინიც კი ვერ აღუდგა: როდესაც მასხარამ არქი-
სეპტონზე დაამღერა, სეპტა ისე იცინოდა, რომ ღვინო ზედ გადა-
ისხა. ჯოფრი კი თავაზიანობის განსახიერება იყო. მთელი ღამე

446
სანსასთან საუბრობდა, ქათინაურებს აფრქვევდა, აცინებდა და
მთვარე-ბიჭის ხუმრობების ასახსნელად ცოტ-ცოტა კარის ჭო-
რებსაც უმხელდა. სანსა ისე იყო მონუსხული, რომ ზრდილობა
სულ გადაავიწყდა და მის მარცხნივ მჯდარ სეპტა მორდეინს ზე-
დაც აღარ უყურებდა.
მთელი ეს ხანი კერძი კერძს ცვლიდა. შვრიის სქელი შეჭამანდი
და ირმის ხორცი. მანანას, ისპანახისა და ქლიავის სალათები, დანა-
ყილი ნიგვზით შეზავებული. თაფლსა და ნიორში ჩაწყობილი ლო-
კოკინები. სანსას ლოკოკინები ადრე არასოდეს ეჭამა. ჯოფრიმ უჩ-
ვენა, როგორ ამოეღო ლოკოკინა ნიჟარიდან, და პირველი ტკბილი
ლუკმა თავად მიაწოდა. შემდეგ მდინარეში ახლად დაჭერილი და
თიხაში გამომცხვარი კალმახი მოიტანეს; მისი პრინცი დაეხმარა,
მაგარი გარსი გაეტეხა და მასში მოთავსებული თეთრი ქერცლებია-
ნი ხორცი გამოეჩინა. და როდესაც ხორცის კერძი გამოიტანეს, ჯოფ-
რი თავად მოემსახურა, დედოფლისთვის განკუთვნილ ნაჭერს ნაწი-
ლი ჩამოათალა და ღიმილით დაუდო თეფშზე. სანსა შებოჭილ მოძ-
რაობაზე ამჩნევდა, რომ მარჯვენა მკლავი ჯერაც აწუხებდა, მაგრამ
პრინცს ჩივილის სიტყვაც არ დასცდენია.
შემდეგ შემოიტანეს ნაზუქები, მტრედის ღვეზელი, დარიჩინიანი
შემწვარი ვაშლები და შაქრით დაფიფქული ლიმონის ნამცხვრები.
სანსა ამ დროისთვის ისე დანაყრებულიყო, რომ თავის საყვარელ
ლიმონის ნამცხვარსაც კი ორზე მეტს ვერ მოერია. ის იყო ფიქრობ-
და, მესამესაც ხომ არ გავუბედოო, რომ მეფე აყვირდა. მეფე რობერ-
ტი ყოველი კერძის შემოტანის მერე უფრო და უფრო ხმამაღალი
ხდებოდა. დროდადრო სანსას ჩაესმოდა, როგორ იცინოდა იგი ან
მუსიკის და დანა-ჩანგლის წკრიალის ხმას გადაფარავდა მგრგვინა-
ვი ბრძანებებით, მაგრამ იმდენად შორს ისხდნენ, რომ სიტყვების
გარჩევა არ შეეძლო.
ახლა კი ყველამ გაიგონა მისი ხმა.

447
– არა! – იმგვარად დაიგრგვინა მან, რომ ყველა სხვა საუბა-
რი მიწყდა. გაოგნებულმა სანსამ დაინახა, რომ მეფე ფეხზე წა-
მომდგარიყო, სახე აჭარხლებოდა და ბარბაცებდა. ხელში ღვი-
ნით სავსე სირჩა ეჭირა და უზომოდ მთვრალი იყო, – რა უნდა
ვქნა, შენი საქმე არ არის, ქალო! – უღრიალა დედოფალ სერსე-
ის, – აქ მე ვარ მეფე, გესმის შენ? აქ მე გავცემ ბრძანებებს და, თუ
ვამბობ, რომ ხვალ ვიბრძოლებ, კიდევაც ვიბრძოლებ!
ყველა მათ მისჩერებოდა. სანსა ხედავდა სერ ბარისტანს, მე-
ფის ძმას რენლის, იმ კაფანდარა კაცსაც, ასე უცნაურად რომ
ელაპარაკა; მაგრამ არავინ ცდილობდა, საქმეში ჩარეულიყო.
დედოფალს ნიღაბივით უძრავი სახე ჰქონდა და ისე გაფითრებუ-
ლიყო, თოვლისგან ნაქანდაკარი გეგონებოდათ. იგი სუფრიდან
წამოდგა, ქვედაკაბები შემოიკრიბა და უსიტყვოდ გაიჭრა გა-
რეთ, უკან მსახურები მისდევდნენ.
ჯეიმი ლანისტერმა მეფეს მხარზე დაადო ხელი, მაგრამ მან
ძალუმად მოიშორა. ლანისტერი წაბორძიკდა და დაეცა. მეფემ
გადაიხარხარა. – მძლე რაინდი. ჯერ კიდევ შემიძლია, მიწაში გა-
გორაო. ეს არ დაივიწყო, მეფისმკვლელო! – გულზე დაიბრაგუნა
მოოჭვილი სირჩა და ატლასის ტუნიკაზე ღვინო გადაიქცია, – მო-
მეცით ჩემი ურო და მთელ სახელმწიფოში ვერავინ დამიდგება
წინ!
ჯეიმი ლანისტერი წამოდგა და ტანსაცმელი ჩამოიფერთხა. –
როგორც ბრძანებ, თქვენო მოწყალებავ, – თქვა დაძაგრული
ხმით. წინ მომღიმარი ლორდი რენლი წამოდგა.
– ღვინო დაღვარე, რობერტ. მოდი, ახალ თასს მოგცემ.
სანსა შეკრთა, როდესაც ჯოფრიმ მკლავზე ხელი დაადო.
– უკვე გვიანია, – უთხრა პრინცმა. უცნაური სახე ჰქონდა,
სანსას თითქოს ვერც კი ხედავდა, – სასახლემდე მიმცილებელი
ხომ არ დაგჭირდება?

448
– არა, – წამოიწყო სანსამ. სეპტა მორდეინი მოძებნა თვალებით
და გაოგნდა, როდესაც დაინახა, როგორ ჩამოედო მას მაგიდაზე თა-
ვი და წყნარად, ქალურად ხვრინავდა, – ანუ უნდა მეთქვა... ჰო, დი-
დი მადლობა, კარგი იქნებოდა. დაღლილი ვარ, გზა კი ჩაბნელებუ-
ლია. ურიგო არ იქნებოდა, დამცველი თუ მეყოლებოდა.
– ძაღლო! – დაუძახა ჯოფრიმ.
სანდორ კლეგეინი თითქოს ღამის ჰაერიდან გამოისახა, ისე
სწრაფად გამოჩნდა. აბჯრის ნაცვლად წითელი შალის ტუნიკა ჩაეც-
ვა, რომელსაც წინიდან ტყავის ნაჭრით გამოყვანილი ძაღლის თავი
ეკერა. დამწვარი სახე ჩირაღდნის შუქზე მქრქალ წითლად ულაპ-
ლაპებდა.
– დიახ, თქვენო მოწყალებავ?
– ჩემი დანიშნული სასახლემდე მიაცილე, ისე, რომ არანაირი
ხიფათი არ შეემთხვეს, – მკვახედ მოჭრა პრინცმა და არც კი გამომ-
შვიდობებია, სწრაფი ნაბიჯით გაშორდათ.
სანსა გრძნობდა ქოფაკის მზერას.
– გეგონა, ჯოფრი თვითონვე წაგიყვანდა? – გაიცინა მან. მისი სი-
ცილი ხაროში ჩამწყვდეული ძაღლების ღრენას მოჰგავდა, – ეგ ძა-
ლიან სათუო საქმეა, – სანსა ფეხზე წამოაყენა, ისიც უსიტყვოდ და-
ემორჩილა, – წამო, მარტო შენ კი არ მოგიხდება გამოძინება. ძალი-
ან ბევრი დავლიე, ხვალ კი იქნებ ჩემი ძმა გამიხდეს მოსაკლავი, –
და კვლავ გაიცინა. უცებ დამფრთხალი სანსა სეპტას მხარზე წაეტა-
ნა, უნდოდა, გაეღვიძებინა, მაგრამ ის მხოლოდ უფრო ხმამაღლა
ახვრინდა. მეფე რობერტს ბარბაცით დაეტოვებინა ნადიმი და მერ-
ხები უეცრად სანახევროდ დაცლილიყო. ლხინი ჩათავდა და მშვე-
ნიერი სიზმარი ამგვარად დასრულდა.
ქოფაკმა ჩირაღდანი ამოაძრო და გზის გასანათებლად წაიყო-
ლა. სანსა ფეხდაფეხ მისდევდა. მიწა ქვიანი და უსწორმასწორო
იყო, მოციმციმე შუქზე თითქოს ირყეოდა და ტორტმანებდა მის ფეხ-
ქვეშ. მზერა დახრილი ჰქონდა, რომ დაენახა, ფეხს სად ადგამდა.

449
კარვებს შორის მიდიოდნენ, ყველა კარავზე მეპატრონის დროშა
იყო აღმართული, შესასვლელთან კი აბჯარი ეკიდა; თითოეული ნა-
ბიჯის შემდეგ სიჩუმე უფრო და უფრო მძიმდებოდა. სანსას ქოფაკი
ისე აშინებდა, რომ მისი დანახვაც კი უმძიმდა, მაგრამ გოგონა ძლი-
ერ კარგად იყო აღზრდილი. ნამდვილი ლედი მის სახეს ყურად-
ღებას არ მიაქცევდაო, უთხრა თავისთავს.
– დღეს დიდებულად იასპარეზე, სერ სანდორ, – თავს აიძუ-
ლა, ეთქვა.
– შეეშვი მაგ ფუჭ პაწია ქათინაურებს, გოგონი... და მაგ
„სერ”– ებს, – შეუღრინა სანდორ კლეგეინმა, – მე რაინდი არ
ვარ. მიმიფურთხებია მაგათთვისაც და მაგათი ფიცი-მტკიცის-
თვისაც. რაინდი ჩემი ძმაა. ნახე, როგორ იასპარეზა?
– დიახ, – დაიჩურჩულა აცახცახებულმა სანსამ, – იგი... – დი-
დებული იყო? – დაასრულა ქოფაკმა.
დამცინისო, მიხვდა სანსა.
– წინ ვერავინ აღუდგა, – მოახერხა ბოლოს; საკუთარი თავი
ეამაყებოდა. ტყუილი ხომ არ უთქვამს.
სანდორ კლეგეინი უეცრად შეჩერდა ბნელ, ცარიელ შუა მინ-
დორზე. სანსას ისღა დარჩენოდა, თავადაც შემდგარიყო მის
გვერდით.
– რომელიღაც სეპტას კარგად გაუწვრთნიხარ. ზაფხულის
კუნძულების რომელიღაც ფერად ჩიტუნას ჰგავხარ, არა? პატარა
ფერად მოლაპარაკე ჩიტს, შენც მასავით იმეორებ იმ ლამაზ პა-
ტარა სიტყვებს, რომლის ჭიკჭიკიც გასწავლეს, ხომ?
– ბოროტად მელაპარაკები, – სანსა გრძნობდა, რა ძლიერად
უცემდა გული, – მაშინებ. მინდა, წავიდე აქედან.
– წინ ვერავინ აღუდგება, – ჩაიხრიალა ქოფაკმა, – რა გინდა,
სწორია. გრეგორს წინ ვერასდროს ვერავინ აღუდგებოდა. ის ბი-
ჭი ამ დილით, მისი მეორე შერკინება, ო, რა კოხტად მოაგვარა

450
საქმე. დაინახე, ხო? სულელი ბიჭი, ამ კრებულში რა ესაქმებოდა.
არც ფული ჰქონდა, არც საჭურველთმტვირთველი ჰყავდა, არავინ
უშველა, ის აბჯარი მოერგო. ის საყელო წესიერად არ ჰქონდა და-
მაგრებული. გგონია, გრეგორმა ეგ ვერ შენიშნა? გგონია, სერ გრე-
გორს შემთხვევით აუსხლტა შუბი, არა? პატარა ლამაზო მოჭიკჭიკე
გოგონა, შენ ხომ დაიჯერე, მართლაც ჩიტივით თავცარიელი ყო-
ფილხარ. გრეგორის შუბი იქ ეძგერება, სადაც გრეგორს სურს, აძგე-
როს. შემომხედე. შემომხედე! – სანდორ კლეგეინმა ფართო ხელი
ნიკაპის ქვეშ ამოსდო და სახე მაღლა ააწევინა. სანსას წინ ჩაცუცქდა
და ჩირაღდანი სახესთან მიიტანა, – ხომ ლამაზი გეჩვენება. კარგად,
დიდხანს დააკვირდი. ხომ ვიცი, რომ სწორედ ეს გინდა. ხომ ვხედავ-
დი, მთელი ის ხანი, სამეფო გზაზე, სულ თვალს მარიდებდი. ფეხებზე
დაიკიდე ეგ. კარგად შეხედე!
მის თითებს რკინის მარწუხივით ჩაეჭირათ სანსას ნიკაპი. თვა-
ლებში ჩასცქეროდა მთვრალი, რისხვით დაბინდული თვალებით.
უნდა შეეხედა, სხვა გზა არ იყო.
სახის მარჯვენა მხარე გამხდარი ჰქონდა, გამოკვეთილი ყვრიმა-
ლი, წინწამოწეული შუბლის ქვეშ ჩამჯდარი რუხი თვალი, დიდი, მო-
კაუჭებული ცხვირი. თხელი, მუქი თმა მოეზარდა და გვერდით გა-
დაევარცხნა, რადგან მარცხენა მხარეზე თმა არ ამოსდიოდა. სახის
მარცხენა მხარე განადგურებული ჰქონდა. ყური მთლად მოსწვოდა,
მის ადგილას ხვრელის გარდა არაფერი ჩანდა. თვალი ჯანსაღი
დარჩენოდა, მაგრამ მის გარშემო დაღმეჭილი ნაიარევი მოუჩანდა,
ტყავივით სქელი და პრიალა ხორცი, ღრმულებით დაწერტილი და
ღრმა ნახეთქებით დაბზარული, რომლებიც მოძრაობისას წითლად
და ნოტიოდ უპრიალებდა. დაბლა ყბაზე, იქ, სადაც ბოლომდე ამოს-
წვოდა ხორცი, ძვალს დალანდავდი. სანსა ატირდა. მაშინ მან ხელი
უშვა და ჩირაღდანი მიწას დააქრო.
– ამისთვის ლამაზი სიტყვები აღარ შემოგრჩა, გოგონი? სადაა
სეპტას ნასწავლები პატარა ქათინაურები? – პასუხი რომ არ მიიღო,

451
განაგრძო, – ბევრს ჰგონია, რომ ეს სადმე ბრძოლაში დამემარ-
თა. ალყა, ცეცხლმოდებული კოშკი, ჩირაღდნიანი მტერი.
ერთმა შტერმა ისიც კი მკითხა, დრაკონმა ხომ არ მოგასუნ-
თქაო, – ამჯერად უფრო წყნარად გაიცინა, თუმც კვლავინდებუ-
რად მწარედ, – მე გეტყვი, რა იყო ეს, გოგონი, – თქვა მან, აღარ
ჩანდა, ღამეში დარხეულ ხმად ქცეულიყო, სულ ახლოს წამოხ-
რილ აჩრდილად; სანსა შესმული ღვინის მჟავე სიმყრალეს
გრძნობდა. მის სუნთქვაში, – შენზე პატარა ვიყავი მაშინ, ექვსის,
იქნებ შვიდი წლის. სოფელში, მამაჩემის ციხის ქვემოთ, დურ-
გალმა დახლი ჩადგა და ბატონის გულის მოსაგებად საჩუქრები
გამოგვიგზავნა. ბერიკაცი საოცარ სათამაშოებს ამზადებდა. არ
მახსოვს, მე რა მერგო, მაგრამ გრეგორის საჩუქარი უფრო მო-
მეწონა. ეს ხის რაინდი იყო, ერთიანად მოხატული, ყველა სახსა-
რი ცალკე ჰქონდა მიბმული და თოკებით დამაგრებული, ისე,
რომ შეგეძლო, გებრძოლებინა. გრეგორი ჩემზე ხუთი წლით უფ-
როსია, ის სათამაშო არაფრად უღირდა, უკვე საჭურველ-
თმტვირთველი იყო, თითქმის ექვს ფუტს უწევდა სიმაღლეში და
ბუღასავით კუნთებს ათამაშებდა. ჰოდა, ავიღე მისი რაინდი, მაგ-
რამ, უნდა გითხრა, დიდად ვერ გავერთე. მთელი ის ხანი შიშით
გული მისკდებოდა და არც ტყუილად – მიპოვა იმ სათამაშოთი.
ოთახში მაყალი იდგა. გრეგორს სიტყვაც არ უთქვამს, უბრალოდ
იღლიაში ამომიჩარა და სახით გვერდულად მიმაჭირა ნაღვერ-
დალზე, მე კი ყურისწამღებად ვწიოდი. ხომ ნახე, რა ღონიერია.
მაშინაც კი სამმა კაცმა ძლივს გამომგლიჯა ხელიდან. სეპტონე-
ბი შვიდ ჯოჯოხეთს გვიქადაგებენ. აბა რა იციან? ჯოჯოხეთის ამ-
ბავი, ვინც დამწვარა, მარტო იმან იცის.
მამაჩემმა ყველას უთხრა, რომ ჩემს ლოგინს მოედო ცეც-
ხლი, და ჩვენმა მაისტერმა დასაამებელი ზეთი წამისვა. ზეთი!
გრეგორმაც მიიღო მისი წილი. ოთხ წელიწადში შვიდი ზეთით

452
ცხეს, მან სარაინდო ფიცი დადო, რეიგარ ტარგარიენმა მხარზე ხმა-
ლი დაჰკრა და წარმოთქვა: „წამოდექი, სერ გრეგორ”.
ხრინწიანი ხმა მიწყდა. ჩუმად იჯდა მის წინ დაცუცქული, ღამეში
გამოხვეული უფორმო აჩრდილი, თვალისგან დაფარული. სანსას
ჩაესმოდა მისი ნაწყვეტ-ნაწყვეტი სუნთქვა. იგრძნო, რომ წუხილი
იპყრობდა მის გამო. როგორღაც შიში გაუქარვდა.
სიჩუმე გაგრძელდა, გაგრძელდა, იმდენ ხანს, რომ გოგონა
კვლავ შეიპყრო შიშმა, მაგრამ ახლა ქოფაკის გამო ეშინოდა, არა
თავისთვის. ხელით იპოვა მისი ჩამოსხმული მხარი.
– იგი ნამდვილი რაინდი არ ყოფილა, – ჩასჩურჩულა.
ქოფაკმა თავი გადაიგდო და ახარხარდა. სანსა უკან-უკან წა-
ბორძიკდა, გაშორდა, მაგრამ მან მკლავით დაიჭირა.
– არა, – შეჰღრინა სახეში, – არა, ჩიტუნა, არ ყოფილა ნამდვილი
რაინდი.
გზად ქალაქამდე სანდორ კლეგეინს ხმაც აღარ დაუძრავს. მიიყ-
ვანა იქ, სადაც ეტლები იცდიდნენ, მეეტლეს უბრძანა, უკან, წითელ
ციხეში დაებრუნებინა ისინი, სანსა დასვა და თავადაც შეჰყვა. უხ-
მოდ შევლეს მეფის კარიბჭე და ჩირაღდნებით განათებულ ქალაქის
ქუჩებს აუყვნენ. შემდეგ მან გამოაღო გვერდითა კარი და სასახლე-
ში შეუძღვა, დამწვარი სახე უკრთოდა და თვალებში მძიმე ფიქრი
ედგა. კოშკის კიბეებზე ამავალს ერთი საფეხურით უკან მიჰყვებო-
და, უხიფათოდ გაატარა მთელი გზა და საძინებელი ოთახის დერეფ-
ნამდე მიაცილა.
– მადლობა, მილორდ, – მოკრძალებით უთხრა სანსამ.
ქოფაკმა მკლავში წაავლო ხელი და მისკენ დაიხარა.
– რაც ამაღამ გითხარი... – ხმა ჩვეულებრივზე მეტადაც ჩახლე-
ჩოდა, – თუკი ოდესმე ჯოფრის მოუყვები... შენს დას, მამაშენს... ვი-
საც გინდა...
– არ ვეტყვი, – დაიჩურჩულა სანსამ, – გპირდები.
ეს არ კმაროდა.

453
– თუკი ვინმეს მაინც ეტყვი, – დაასრულა მან სიტყვა, – მოგ-
კლავ.

454
ედარდი

455
– ბოლო ღამისთევა მე შევუსრულე, – თქვა სერ ბარისტან სელ-
მიმ. ისინი ურემში ჩაწვენილ სხეულს დაჰყურებდნენ, – სხვა არა-
ვინ ჰყავდა. მხოლოდ დედა, ველზე ცხოვრობს, ასე მითხრეს.
განთიადის მკრთალ სინათლეზე ჭაბუკი რაინდი ჩაძინებულს
ჰგავდა. სიცოცხლეში ლამაზი არ ეთქმოდა, მაგრამ სიკვდილმა
უხეში ნაკვთები მოურბილა, მდუმარე დებმა კი მის საუკეთესო
ხავერდის ტუნიკაში შემოსეს, რომლის მაღალი საყელოც შუბით
შელეწილ ყელს უფარავდა. ედარდ სტარკი სახეზე დააცქერდა
და იფიქრა, ნეტავ ჩემ გამო თუ მოკვდაო. ლანისტერის მებაირა-
ღემ მოკლა მანამ, სანამ ნედი მასთან საუბარს მოასწრებდა; შე-
იძლებოდა, ეს შემთხვევით მომხდარიყო? ამას ალბათ ვერასო-
დეს შეიტყობდა.
– ჰიუ ოთხ წელიწადს იყო ჯონ ერინის საჭურველთმტვირთვე-
ლი, – განაგრძობდა სელმი, – მეფემ იგი ჩრდილოეთში წას-
ვლამდე გახადა რაინდად, ჯონის ხსოვნის ხათრით. ბიჭს ეს ნატ-
ვრად ჰქონდა ქცეული, თუმცა მგონია, არ იყო მზად.
ნედს იმ ღამით ცუდად ეძინა და უჩვეულოდ დაქანცულად
გრძნობდა თავს.
– მზად არასდროს არავინ ვართ, – წარმოთქვა მან.
– რაინდობისთვის?
– სიკვდილისთვის, – ნედმა ფრთხილად გადააფარა ბიჭს მო-
სასხამი, სისხლით გაჟღენთილი ლაჟვარდი, ნახევარმთვარეე-
ბით მოქობილი. როდესაც მისი დედა იკითხავს, რისთვის მოკ-
ვდა ჩემი შვილიო, გაიფიქრა მწარედ, ეტყვიან, მეფის მარჯვენის,
ედარდ სტარკისთვის პატივის მისაგებად იბრძოლაო, – ამაო
სიკვდილია. ომი გასართობი არ უნდა იყოს, – იგი ურმის გვერ-
დით მდგარ ქალს მიუბრუნდა, რომელიც ერთიანად რუხში იყო
გამოხვეული, თვალების მეტი არაფერი უჩანდა. მდუმარე დები
ადამიანის სხეულს სამარისთვის ამზადებდნენ, სიკვდილისთვის

456
სახეში ჩახედვა კი უბედურების მომტანად მიიჩნეოდა, – მისი აბჯა-
რიც შინ გაგზავნეთ, ველზე. დედას ენდომება, ჰქონდეს.
– ეგ კარგა ბლომად ვერცხლი ეღირება, – თქვა სერ ბარისტანმა,
– ბიჭმა საგანგებოდ ტურნირისთვის გამოაჭედვინა. სადა ნამუშევა-
რია, მაგრამ რიგიანი. არც ვიცი, ბოლომდე ჰქონდა თუ არა მჭედ-
ლისთვის გადახდილი.
– გუშინ გადაიხადა, მილორდ, და ძვირიც, – მიუგო ნედმა. და
მდუმარე დას გაუმეორა, – გაუგზავნეთ დედას აბჯარი. მჭედელს მე
გავუსწორდები, – ქალმა თავი დაუკრა.
ამის მერე სერ ბარისტანი და ნედი მეფის კარვისკენ გაემართნენ.
ბანაკი ნელ-ნელა ამოძრავებას იწყებდა. კოცონების თავზე სქელი
ძეხვები შიშხინებდა და სკდებოდა და ჰაერს ნივრისა და წიწაკის სუ-
ნით ავსებდა. ახალგაზრდა საჭურველთმტვირთველები სხვადასხვა
დავალების შესასრულებლად გარბოდნენ, მათი ბატონები კი
მთქნარებითა და ზმორებით იღვიძებდნენ ახალი დღის შესახვედ-
რად. მსახურმა, იღლიაში ბატი რომ ამოეჩარა, მათ დანახვაზე მუხ-
ლი მოიყარა.
– მილორდებო, – ჩაიბუტბუტა თავდახრილმა, ბატი კი ყიყინებდა
და თითებზე უნისკარტებდა. კარვების გარეთ გამოფენილი ფარები
მნახველს მობინადრის ვინაობას აუწყებდა: სიგარდის ვერცხლის
არწივი, ბრაის ქერონის ბულბულებიანი ველი, რედვინების ყურ-
ძნის მტევნები, ზოლიანი ტახი, წითელი ბუღა, ცეცხლმოდებული ხე,
თეთრი ვერძი, სამმაგი სპირალი, მეწამული მარტორქა, მოცეკვავე
ასული, შავი გველგესლა, ტყუპი გოდოლი, ზარნაშო და ბოლოს, მე-
ფის ქეშიკთა სადა თეთრი გერბები, განთიადის სხივივით მოქათქა-
თე. – მეფე აპირებს, დღეს ხელჩართულ ბრძოლაში გამოვიდეს, –
თქვა სერ ბარისტანმა, როდესაც სერ მერინის ფარს ჩაუარეს. ფარის
ნახატი ღრმა ნაჭდევით იყო შელანძღული, ეს ლორას ტაირელის
შუბის კვალი იყო, ამ ძგერებით ჩამოაგდო მეტოქე.

457
– ჰო, – პირქუშად წარმოთქვა ნედმა. წუხელ იორიმ გააღვიძა
და ეს ახალი ამბავი მოახსენა. რა გასაკვირია, ცუდად რომ ეძინა.
სერ ბარისტანიც შეშფოთებული ჩანდა.
– ამბობენ, ღამის ტურფები განთიადისას მკრთალდებიან და
დილის შუქზე ხშირად უარყოფენ ღვინის შვილებსო.
– ამბობენ, – დაეთანხმა ნედი, – მაგრამ ეგ რობერტზე არაა.
– სხვები იქნებ მერე და მერე დაჰფიქრებოდნენ მთვრალი რიხით
ნათქვამ სიტყვებს, მაგრამ რობერტ ბარათეონს ყველაფერი
ემახსოვრებოდა და, რაკი ემახსოვრებოდა, არც უკან დაიხევდა.
მეფის კარავი წყლის პირას იდგა და მდინარიდან დაძრული
დილის ნისლები რუხ ფთილებად ეხვეოდა გარს. მთლიანად ოქ-
როსფერი აბრეშუმისა იყო, მთელ ბანაკში ყველაზე დიდი და
ბრწყინვალე ნაგებობა. შესასვლელთან მოჩანდა რობერტის სა-
ომარი ურო და ბარათეონების გვირგვინოსანი ხარირმით შემკუ-
ლი უზარმაზარი რკინის ფარი. ნედს იმედი ჰქონდა, რომ მეფე
ლოგინში დახვდებოდა, ნამთვრალევ ძილს მიცემული, მაგრამ
იღბალმა არ გაუღიმა. რობერტი ყანწით ლუდს სვამდა და გაჯავ-
რებული გრგვინავდა, ორი ჭაბუკი საჭურველთმტვირთველი კი
ლამობდა, მეფე თავის აბჯარში ჩაეტენა.
– თქვენო ბრწყინვალებავ, – ეუბნებოდა ერთი, ლამის იყო,
ეტირა, – ძალიან პატარაა, არ გამოდგება, – ხელი აუცდა და სა-
ყელო, რომლის შემოცმასაც ლამობდა რობერტის სქელ კისერ-
ზე, ჟღრიალით დაენარცხა მიწას.
– შვიდ ჯოჯოხეთს წაუღია! – შეიკურთხა რობერტმა, – მე თვი-
თონ უნდა ვქნა მაინცდამაინც? დაგაჯვით ორივეს. აიღე. რას
დგახარ და მომშტერებიხარ, ლანს, აიღე! – ჭაბუკი გვერდზე გახ-
ტა და მეფემ მოსულები შენიშნა, – შეხე ამ დებილებს, ნედ. ჩემმა
ცოლმა დაიჟინა, ეს ორი აიყვანე საჭურველთმტვირთველება-
დო, ისინი კი უსარგებლო კი არა, უარესებიც არიან. კაცისთვის

458
აბჯარი ვერ მოურგიათ წესიერად. საჭურველთმტვირთველები ვარ-
თო, ამბობენ.
მე კი გეუბნები, მეღორეები არიან, აბრეშუმებში გამოპრანჭული.
ნედი ერთი შეხედვით მიხვდა, რაც აძნელებდა საქმეს.
– ბიჭები არაფერ შუაში არიან, – უთხრა მეფეს, – ზედმეტად სქე-
ლი ხარ, მაგ აბჯარში რომ ჩაეტიო, რობერტ.
რობერტ ბარათეონმა გრძელი ყლუპით გამოსცალა ლუდი, ცა-
რიელი ყანწი თავის ქვეშაგებ ქურქებში ჩააგდო, ხელის ზურგით პი-
რი მოიწმინდა და პირქუშად წარმოთქვა:
– სქელი? ასე უნდა ელაპარაკო შენს მეფეს? – და უცებ ქარიშხა-
ლივით ანაზდეული სიცილი წასკდა, – აჰ, ჯანდაბა შენს თავს, ნედ,
რატომ ხარ მუდამ მართალი?
საჭურველთმტვირთველები შფოთით იღიმებოდნენ, სანამ მეფე
მათ არ მიუბრუნდა.
– თქვენ. ჰო, თქვენ, ორივე. ხომ გაიგონეთ, რა თქვა მარჯვენამ.
მეფე მეტისმეტად სქელია და თავის აბჯარში ვერ ეტევა. წადით,
არონ სანტაგარი იპოვეთ. უთხარით, რომ სამკერდულის გასაჭიმი
მჭირდება. ახლავე! რას უცდით?
ბიჭები კისრისტეხით გაცვივდნენ კარვიდან, სიჩქარით ერთმა-
ნეთს აწყდებოდნენ. რობერტმა მოახერხა, მათ წასვლამდე მკაცრი
სახე შეენარჩუნებინა. მერე კი, სიცილით ათახთახებული, სკამზე
დაებერტყა. სერ ბარისტან სელმიც ხითხითით აჰყვა. ედარდ სტარ-
კმაც კი მოახერხა, გაეღიმა. მაგრამ, როგორც ყოველთვის, ბნელი
ფიქრები მოეჯარა. მას თვალში მოხვდა ორივე საჭურველთმტვირ-
თველის გარეგნობა: ლამაზი ბიჭები იყვნენ, ქერები და ჩამოსხმუ-
ლები. ერთი სანსასხელა იყო, გრძელი ოქროსფერი კულულები ეს-
ხა; მეორე ალბათ თხუთმეტი წლის იქნებოდა, მოწითურო თმა ჰქონ-
და, ულვაში დასტყობოდა და დედოფლის ზურმუხტისფერი თვალე-
ბით იცქირებოდა.

459
– ახ, ერთი სანტაგარის სახე დამანახვა, ამას რომ გაიგონებს,
– თქვა რობერტმა, – იმედია, მიხვდება და თვითონაც სადმე გაგ-
ზავნის. მთელი დღე აქეთ-იქით უნდა ვარბენინოთ!
– ის ბიჭები, – ჰკითხა ნედმა, – ლანისტერები არიან?
რობერტმა თავი დაუქნია და ცრემლები მოიწმინდა.
– ბიძაშვილები. ლორდ ტაივინის ძმისშვილები. რომელიღაც
გარდაცვლილის. ან იქნებ იმის, ცოცხალი რომელიც ჰყავს, ახ-
ლა დავფიქრდი. არ მახსოვს. ჩემი ცოლი დიდი ოჯახიდანაა, ნედ.
პატივმოყვარე ოჯახიდან, გაიფიქრა ნედმა. იგი საჭურველ-
თმტვირთველებს არაფერს ემართლებოდა, მაგრამ აშფოთებ-
და, რომ რობერტი, დღითა თუ ღამით, დედოფლის ნათესავებით
იყო გარშემორტყმული. ლანისტერების მადას თანამდებობების
და პატივის მოხვეჭაში, ჩანს, საზღვარი არ ჰქონდა.
– ამბობენ, შენ და დედოფალი წუხელ შელაპარაკდით.
რობერტს სახიდან ხალისი ჩამოერეცხა.
– ის ქალი ცდილობდა, ჩემთვის ხელჩართულ ბრძოლაში გა-
მოსვლა აეკრძალა. ახლა სასახლეში ზის და იბუტება, წყეულიმც
იყოს. შენი და არასოდეს მაჭმევდა ასეთ სირცხვილს.
– შენ ლიანას ჩემსავით არ იცნობდი, – მიუგო ნედმა, – მის
მშვენებას ხედავდი, მასში დაფარულ ფოლადს კი ვერ ამჩნევდი.
ასე გეტყოდა, რომ ამ ბრძოლაში არაფერი გესაქმება.
– შენც, ხო? – მოიღუშა მეფე, – რა მჟავე კაცი ხარ, სტარკ. ნა-
მეტანი დიდი ხანია, რაც ჩრდილოეთში ჩაჯექი, გულ-გვამში მთე-
ლი წვენები ჩაგეყინა. აი, მე ჯერ კიდევ სისხლი მიჩუხჩუხებს! –
ამის დასტურად მკერდზე მუშტი დაიბრაგუნა.
– მეფე ხარ, – შეახსენა ნედმა.
– ხომ ვზივარ იმ წყეულ რკინის სკამზე, როცა საჭიროა! ამი-
ტომ რა, ყველაფერი გადამავიწყდა, რაც სხვა კაცებს ახარებს?

460
ცოტა ღვინო ხანდახან, ლოგინში გოგოს წივილ-კივილი, ლაჯებში
ცხენის უნაგირი? შვიდ ჯოჯოხეთსაც დაულახვრავს, ნედ, მინდა, ვინ-
მეს ვლეწო. სერ ბარისტან სელმიმ ხმა ამოიღო:
– თქვენო მოწყალებავ, არა მგონია, მეფეს ხელჩართული ბრძო-
ლა შეჰფეროდეს. ეს არ იქნება პატიოსანი შერკინება. ვინ გაბედავს,
დაგარტყას?
რობერტი გულწრფელად შემცბარი ჩანდა.
– ვინ და, ვინც გინდა, ჯანდაბა მაგათ. ოღონდ თუ მოახერხებს.
და ბოლო კაცი, ფეხზე ვინც დარჩება...
– ...შენ იქნები, – დაასრულა ნედმა. მან უმალ შენიშნა, რომ
სელმიმ მიზანში მოახვედრა. შერკინების ხიფათი რობერტს მხო-
ლოდ საღერღელს უშლიდა, მაგრამ ამ საბუთმა მისი თავმოყვარეო-
ბა გაკენწლა, – სერ ბარისტანი მართალს ამბობს. შვიდ სამეფოში
ერთი კაციც კი არ მოიძებნება, ვინც გაბედავს, შემოგკრას და შენი
რისხვა დაიმსახუროს.
მეფე ზეზე წამოიჭრა, სახე აუჭარხალდა.
– იმის თქმა გინდათ, რომ ის კუნტრუშა მხდალები გამამარჯვე-
ბინებენ? – უეჭველად, – მოუჭრა ნედმა, სერ ბარისტან სელმიმაც
უხმო დასტურით დახარა თავი.
რობერტი ისე გაცეცხლდა, თავიდან სიტყვაც ვერ დაძრა. ფართო
ნაბიჯით გადაჭრა კარავი, შემობრუნდა, უკან წამოვიდა, მოქუშული,
გაბრაზებული სახე ჰქონდა. დაბლა დაგდებულ თავის სამკერდულს
დასწვდა და ბარისტან სელმის გაუქანა გამოუთქმელი რისხვით.
სელმიმ უგანა.
– გაეთრიე, – ცივად წარმოთქვა მაშინ მეფემ, – გაეთრიე, სანამ
მომიკლავხარ.
სერ ბარისტანი აჩქარებით გავიდა. ნედი ის იყო, უნდა მიჰყოლო-
და, რომ მეფემ ისევ დაიძახა:
– შენ არა, ნედ.

461
ნედი შემობრუნდა. რობერტმა თავისი ყანწი აიღო, კუთხეში
მდგარი კასრიდან შეავსო და ნედს გაუწოდა.
– დალიე, – უთხრა მოჭრით.
– არ მწყურია...
– დალიე. შენი მეფე გიბრძანებს.
ნედმა ყანწი ჩამოართვა და შესვა. ლუდი მუქი და სქელი იყო,
ისე მაგარი, რომ თვალები აეწვა. რობერტი ისევ დაჯდა. – წყე-
ული იყავ, ნედ სტარკ. შენც და ჯონ ერინიც, მე ხომ ორივე მიყ-
ვარდით. თქვენ კი რა მიყავით? მეფედ შენ უნდა მჯდარიყავი, შენ
ან ჯონი.
– შენ მეტი უფლებით გერგებოდა, თქვენო მოწყალებავ.
– მე გითხარი, დალიე-მეთქი, და არა მედავე-მეთქი. მეფედ
შენ გამხადე, ახლა კი იმის ზრდილობა მაინც იქონიე, რომ მის-
მინო, როცა ვლაპარაკობ, ჯანდაბა შენ თავს. შემომხედე, ნედ.
შეხე, მეფობამ რა დამმართა. ღმერთებო, მეტისმეტად სქელი
ვარ საკუთარ აბჯარში ჩასატევად, როგორ შეიძლებოდა, საქმე
აქამდე მისულიყო? – რობერტ...
– დალიე და ჩუმად იყავი, მეფე როცა ლაპარაკობს. გეფიცე-
ბი, ნედ, არასოდეს ვყოფილვარ ისე ცოცხალი, როგორც მაშინ,
როდესაც ამ ტახტისთვის ვიბრძოდი, ან ისე მკვდარი, როგორც
ახლა ვარ, როცა ტახტი უკვე მოვიპოვე. და სერსეიც... მაგის ყო-
ლას ჯონ ერინს უნდა ვუმადლოდე. რაც ლიანა მომტაცეს, ცო-
ლის შერთვა საერთოდ აღარ მინდოდა, მაგრამ ჯონმა მითხრა,
სახელმწიფოს მემკვიდრე სჭირდებაო. სერსეი ლანისტერი შესა-
ფერი იქნებაო, მითხრა, იგი ლორდ ტაივინს დამინათესავებდა,
ეს კი გამომადგებოდა, თუკი ვისერის ტარგარიენი ოდესმე მამა-
მისის ტახტის დაბრუნებას შეეცდებოდა. – რობერტმა თავი გაიქ-
ნია, – მიყვარდა ბერიკაცი, გეფიცები, მაგრამ ახლა ვფიქრობ,
მთვარე-ბიჭზე უარესი ბრიყვი იყო. ჰო, კი, სერსეი მშვენიერი შე-
სახედია, მართლაც, მაგრამ ცივია... იმ თავის სარცხვინელს ისე

462
უფრთხილდება, გეგონება, კასტერლის კლდის მთელ ოქროს ფე-
ხებშორის მალავსო. ჰოდა, მომე ეგ ლუდი, შენ თუ არ სვამ, – მან
ყანწი ჩამოართვა, პირში ჩაიპირქვავა, დააბოყინა და ტუჩები მოიწ-
მინდა, – ბოდიშს გიხდი შენი გოგოს გამო, ნედ. მართლა. ანუ იმ
მგელზე. ჩემი ვაჟი ტყუოდა, თავს დავდებ თუ გინდა. ჩემი ვაჟი... ხომ
გიყვარს შენი შვილები, ხომ ასეა?
– მთელი გულით, – მიუგო ნედმა.
– მოდი, ერთ საიდუმლოს გაგიმხელ, ნედ. რამდენჯერ მიოცნე-
ბია გვირგვინზე უარის თქმა. ვნატრობდი, თავისუფალი ქალაქების-
კენ გავყოლოდი გემს, ჩემი ცხენი და ჩემი ურო წამეყოლებინა და
ცხოვრება ომსა და კახპებში გამეტარებინა, მე ხომ მაგისთვის ვარ
დაბადებული – ქირით მეომარი მეფე ვიქნებოდი, როგორ ვეყვარე-
ბოდი მთქმელებსაც! იცი, რა მაჩერებს? რომ წარმოვიდგენ, როგორ
ზის ჯოფრი ტახტზე, უკან კი სერსეი უდგას და ყურში ჩასჩურჩულებს.
ჩემი ვაჟი. როგორ შემეძლო, ეგეთი ძე გამეკეთებინა, ნედ? – ჯერ
ბავშვია, – უხერხულად წარმოთქვა ნედმა. მას პრინცი ჯოფრი სუ-
ლაც არ მოსდიოდა თვალში, მაგრამ რობერტის ხმაში ტკივილი ეს-
მოდა, – დაგავიწყდა, რა ველური იყავი მაგხელა? – ველური რომ
ყოფილიყო, ეგ არ დამანაღვლიანებდა, ნედ. მას ჩემსავით არ იც-
ნობ, – ამოიოხრა და თავი გააქნია, – აჰ, ან იქნებ მართალიც ხარ.
ჯონი ხშირად სასოწარკვეთილი იყო ჩემ გამო, მაგრამ კარგ მეფედ
გავიზარდე, – რობერტმა ნედს შეხედა და მოიღუშა, მისგან სიტყვას
რომ ვერ ეღირსა, – იცი რა, შეგეძლო რამე გეთქვა და დამთანხმე-
ბოდი.
– თქვენო მოწყალებავ... – ფრთხილად წამოიწყო ნედმა.
რობერტმა ზურგზე დაჰკრა ხელი.
– კარგი, კარგი, თქვი, რომ ეირისზე უკეთესი მეფე ვიყავი და
მოვრჩეთ ამით. შენ არასდროს შეგეძლო სიცრუე, გინდ სიყვარუ-
ლით, გინდ ვინმესთვის პატივის მისაგებად, ნედ სტარკ. ჯერ კიდევ

463
ახალგაზრდა ვარ და ახლა, როცა შენც გვერდში მყავხარ, ყვე-
ლაფერი სხვანაირად იქნება. ისეთ მეფობას ვიზამთ, სიმღერებში
ამბობდნენ, ლანისტერები კი შვიდ ჯოჯოხეთს წაუღია. შაშხის სუ-
ნი მცემს. როგორ გგონია, ვინ იქნება დღეს ჩვენი ჩემპიონი? მეის
ტაირელის ბიჭი ნახე, ხო? ყვავილების რაინდიო, ასე ეძახიან. აი,
ძე, რომლითაც ნებისმიერი იამაყებდა. წინა ტურნირზე მეფის-
მკვლელი იმ თავის მოოქრულ კურტუმზე დააბერტყა, ერთი გე-
ნახა, სერსეი რა ცეცხლებს ყრიდა. მაშინ იმდენი ვიცინე, გვერ-
დები ამტკივდა. რენლი ამბობს, და ჰყავსო, თოთხმეტი წლის
ასული, აისივით მშვენიერი...
მათ ერთად ისაუზმეს წყლის პირას გამართულ მერხ-მაგი-
დასთან შავი პურით, მოხარშული ბატის კვერცხებით და შაშხითა
და ხახვებით შემწვარი თევზით. მეფეს სევდიანი განწყობა დი-
ლის ნისლებთან ერთად გაეფანტა, ცოტა ხანში იგი უკვე ფორ-
თოხალს შეექცეოდა და ტკბილ მოგონებებს ეძლეოდა, იხსენებ-
და საარწივეში გათენებულ დილას მათი ბიჭობიდან.
– ..ჯონს ერთი კასრი ფორთოხლები მიართვა, გახსოვს?
ოღონდ ფორთოხლები ამასობაში დამპალიყო, ამიტომაც ჩე-
მი ავიღე და მაგიდის იქით ვისროლე, და დაკსს შიგ ცხვირში არ
მოვარტყი? ხომ გახსოვს, რედფორტის ჩოფურა საჭურველ-
თმტვირთველი? იმან მე მესროლა და, ჯონმა გაკუებაც ვერ მო-
ასწრო, რომ სეფე-დარბაზში უკვე ფორთოხლების სეტყვა მოდი-
ოდა, – იგი აროხროხდა და ნედსაც კი გაეღიმა იმ მოგონებებზე.
ეს ის ბიჭია, ვისთან ერთადაც გავიზარდეო, გაიფიქრა მან; ეს
ის რობერტ ბარათეონი იყო, ვისაც იცნობდა და უყვარდა. თუკი
შეძლებდა და დაამტკიცებდა, რომ ბრანზე თავდასხმაში ლანის-
ტერების ხელი ერია, დაამტკიცებდა, რომ მათ მოკლეს ჯონ ერი-
ნი, ეს კაცი მას ყურს დაუგდებდა. მაშინ სერსეი დაეცემოდა და,

464
თუ ლორდი ტაივინი დასავლეთის აჯანყებას გაბედავდა, რობერტი
მას ისევე გაანადგურებდა, როგორც რეიგარი გაანადგურა სამკბი-
ლასთან. ყოველივე ცხადად წარმოუდგა თვალწინ.
ედარდ სტარკს კარგა ხანი იყო, საუზმე ასე გემრიელად არ შერ-
გებოდა, და მერეც უწინდელზე უფრო ხშირად და იოლად იღიმოდა,
სანამ ტურნირის განახლების დრომ არ მოაწია. საასპარეზო მო-
ედანზე ნედი მეფესთან ერთად მივიდა. იგი სანსას იყო შეპირებული,
ბოლო შერკინებებისთვის ერთად ეცქირათ; სეპტა მორდეინი თავს
შეუძლოდ გრძნობდა, გოგონას კი მტკიცედ განეზრახა, ასპარეზო-
ბის ბოლო ბრძოლები არ გაეცდინა. რობერტი მის ადგილამდე რომ
მიაცილა, შენიშნა, რომ სერსეი ლანისტერს გადაეწყვიტა, არ მობ-
რძანებულიყო; მეფის გვერდით სკამი ცარიელი იყო. ნედს ამანაც
იმედი ჩაუსახა.
მან გზა გაიკაფა იქითკენ, სადაც მისი ასული იჯდა, და სწორედ
მაშინ იპოვა, როდესაც დღის პირველი შერკინების დაწყების ნიშ-
ნად ბუკებმა დასჭექეს. სანსა ისე იყო გართული, ძლივს შეამჩნია მი-
სი მისვლა.
მებრძოლთაგან პირველი სანდორ კლეგეინი გამოჩნდა. ჭვარ-
ტლივით ბნელ აბჯარზე ზეთისხილისფერი მოსასხამი მოეცვა.
მორთვა-მოკაზმვისთვის ხარკი მხოლოდ ამით და თავისი ძაღ-
ლისთავა მუზარადით მოეხადა.
– ასი ოქროს დრაკონი მეფისმკვლელზე, – ხმამაღლა განაცხა-
და ნეკამ, როდესაც მინდორზე ჯეიმი ლანისტერი შემოვიდა მოხდე-
ნილი წმინდა სისხლის ქურანით. ცხენს მოოქრული ჯაჭვის თაქალ-
თო ეცვა და ჯეიმიც თავით-ფეხამდე ბრჭყვიალებდა. მისი შუბიც კი
ზაფხულის კუნძულებიდან ჩამოტანილი ოქროსფერი ხის იყო. – მო-
სულა, – შესძახა ლორდმა რენლიმ პასუხად, – ამ დილით ქოფაკი
მშიერი ჩანს.
– მშიერმა ქოფაკმაც კი იცის, რომ ხელს, რომელიც კვებავს, საკ-
ბენად არ უნდა წაეტანოს, – გულგრილად გადასძახა ნეკამ. სანდორ

465
კლეგეინმა ხმამაღალი ჩხარით დაუშვა მუზარადის ცხაური და
ადგილი დაიკავა. სერ ჯეიმიმ კოცნა გაუგზავნა რომელიღაც
ტურფას, წყნარად ჩამოიწია ცხაური და მოედნის ბოლოსკენ გა-
ემართა. მებრძოლებმა შუბები დახარეს.
ნედ სტარკს ყველაფერს ის ერჩივნა, ორივე დამარცხებული
ეხილა, მაგრამ სანსა თვალსველი და გაფაციცებული უმზერდა
სანახაობას. სახელდახელოდ აღმართული მაყურებელთა ქან-
დარა აძაგძაგდა, ცხენები რომ გაჭენდნენ. ქოფაკი წინწახრილი
მიაჭენებდა, შუბი კლდესავით მტკიცედ ეპყრა, მაგრამ ჯეიმიმ შე-
ტაკებამდე წამით ადრე მარჯვედ შეატრიალა ტანი. კლეგეინის
შუბის წვერი უწყინრად გასრიალდა ლომისგამოსახულებიან ოქ-
როს ფარზე, თავად კი ზუსტი დარტყმა მიიღო. ხე ნაფოტებად და-
ილეწა, ქოფაკი კი შექანდა, უნაგირში თავის შემაგრებას ლამობ-
და. სანსამ სუნთქვა შეიკრა. მდაბიორებს შორის კანტიკუნტი ყი-
ჟინა გაისმა. – ახლა ვფიქრობ, რაში დავხარჯო შენი ფული, – გა-
დასძახა ნეკამ ლორდ რენლის.
ქოფაკმა ძლივძლივობით შეიმაგრა თავი. მან მკვეთრად შე-
აბრუნა ცხენი და უკან, საასპარეზო ბილიკისკენ გასწია მეორე
ცდისთვის. ჯეიმი ლანისტერმა მიაგდო გადამტვრეული შუბი და
ახალს სტაცა ხელი, თან საჭურველთმტვირთველს გაეხუმრა.
ქოფაკმა ცხენს დეზი ჰკრა და გამოაჭენა. ლანისტერიც დაიძრა
მის შესახვედრად. ამჯერად, როდესაც ჯეიმიმ ტანი შეაბრუნა,
სანდორ კლეგეინმაც მასთან ერთად მოინაცვლა შუბი. ორივე
შუბი ლაწანით გადაიმსხვრა, და იმ დროისთვის, როდესაც ნაფო-
ტები მიწას დაეფინა, უმხედრო ქურანი უკვე მინდვრად მინავარ-
დობდა ბალახის საძებრად, სერ ჯეიმი ლანისტერი კი მიწაზე გო-
რავდა, ოქროვანი და მიჭყლეტილ-მოჭყლეტილი.
– ვიცოდი, ქოფაკი გაიმარჯვებდა, – თქვა სანსამ.
ნეკამ გაიგონა მისი ნათქვამი.

466
– თუ იცი, მეორე რკენაში ვინ გაიმარჯვებს, ახლავე მითხარი, სა-
ნამ ლორდმა რენლიმ მთლად არ გამპუტა, – დაუძახა მან სანსას.
ნედს გაეღიმა.
– რა ცუდია, რომ ჭინკა აქ არ არის, – პასუხად შემოსძახა ლორ-
დმა რენლიმ, – მაშინ ორ ამდენს მოვიგებდი.
ჯეიმი ლანისტერი უკვე ფეხზე იდგა, მაგრამ მისი მოკაზმული
ლომისთავა ჩაჩქანი დაცემისას შებრუნდა და ჩაიჭყლიტა, და ახლა
თავიდან ვერ იხდიდა. მდაბიო მაყურებელი სტვენდა და მასზე უთი-
თებდა, ბატონები და ქალბატონები ლამობდნენ, ხითხითი შეეკავე-
ბინათ, და ვერ კი ახერხებდნენ, და მთელ ამ აურზაურში ნედს ესმო-
და მეფე რობერტის ყველაზე ხმამაღალი ხარხარი. ბოლოს და ბო-
ლოს, იძულებული გახდნენ, ბრმა და მობარბაცე ლომი ლანისტერი
მჭედელთან წაეყვანათ.
ამ დროისთვის საასპარეზო ბილიკის თავში სერ გრეგორ კლე-
გეინი აღიმართა. ბუმბერაზი იყო, ამხელა კაცი ედარდ სტარკს არა-
სოდეს ენახა. რობერტ ბარათეონი და მისი ძმები ახოვანი ადამიანე-
ბი იყვნენ, ქოფაკიც დიდი და მოსული იყო, სტარკებს კი ვინტერ-
ფელში ჰყავდათ ჭკუასუსტი მეჯინიბე ჰოდორი, ვის გვერდითაც ყვე-
ლანი ჩიები გამოჩნდებოდნენ, მაგრამ ცხენოსან მთად წოდებული
ეს რაინდი ჰოდორსაც ზემოდან დახედავდა. სიმაღლით შვიდ ფუტზე
კარგა მეტი იქნებოდა, თითქმის რვა ფუტამდე, მძლავრი მხრები და
მომცრო ხის ტანის სისქე მკლავები ჰქონდა. საბრძოლო ცხენი მის
შეჯავშნულ ლაჯებშუა პონივით ჩანდა, შუბი კი მის ხელში ცოცხის
ტარად მოგეჩვენებოდა.
ძმისგან განსხვავებით, სერ გრეგორი მეფის კარზე არ ცხოვრობ-
და. მარტოკაცი იყო, თავის მამულებს იშვიათად ტოვებდა, მხოლოდ
საომრად ან ტურნირებზე თუ გაემგზავრებოდა. მეფის საბიჯელი
რომ დაეცა, იგი ლორდ ტაივინს ახლდა, მაშინ ჩვიდმეტი წლის ახ-
ლად გამომცხვარი რაინდი იყო და ბუმბერაზობისა და მოუთოკავი
ულმობლობის გამო უკვე მაშინვე გავარდნოდა სახელი.

467
ზოგი იმასაც ამბობდა, რომ სწორედ მან შეახეთქა პატარა
პრინცი ეაგონ ტარგარიენი თავით კედელს, და ჩურჩულით და-
ურთავდნენ, რომ მანვე ახადა ნამუსი პრინცის დედას, დორნელ
პრინცესა ელიას, სანამ ხმლით განგმირავდა. ოღონდ ამაზე
არასდროს საუბრობდნენ გრეგორის გასაგონად. ნედ სტარკს არ
ახსოვს, ერთი სიტყვით მაინც გამოლაპარაკებოდა ამ კაცს, თუმც
ბეილონ გრეიჯოის ჯანყისას სხვა ათასობით რაინდს შორის გრე-
გორიც მის გვერდით იბრძოდა. ახლაც გული ეთანაღრებოდა,
რომ უმზერდა. ნედი ჭორებს იშვიათად ათხოვებდა ყურს, მაგრამ
სერ გრეგორზე დარხეული ხმები მეტისმეტად ბნელი იყო. იგი მა-
ლე მესამედ აპირებდა დაქორწინებას, თუმც ორი ადრინდელი
ცოლის სიკვდილზე საზარელ ამბებს ჰყვებოდნენ ჩურჩულით.
ამბობდნენ, თითქოსდა მისი სიმაგრე ერთი პირქუში ალაგი იყო,
სადაც მსახურები გამოუცნობი გზით უჩინარდებოდნენ და ძაღ-
ლებიც კი ვერ ბედავდნენ დარბაზში შესვლას. ახსენებდნენ დას,
რომელიც ახალგაზრდა მოკვდა უცნაური სიკვდილით, ცეცხლს,
მისი ძმა რომ დაასახიჩრა, და უბედურ შემთხვევას ნადირობი-
სას, მათი მამა რომ შეიწირა. გრეგორმა მემკვიდრეობად მიიღო
ციხე-კოშკი, ოქრო და საგვარეულო მამულები. მისმა უმცროსმა
ძმამ იმ დღესვე დატოვა მშობლიური სახლი, ლანისტერებს
ხმლით სამსახური შეჰფიცა, და ამბობდნენ, რომ აღარასოდეს
დაბრუნებულა უკან, სტუმრადაც აღარასოდეს შეუდგამს შინ ფე-
ხი.
ყვავილების რაინდი მოედანზე შემოვიდა, შეკრებილ ხალხს
ბუტბუტმა გადაურბინა, და ნედს ჩაესმა სანსას ცხარე ჩურჩული:
„რა ლამაზია!” ალვასავით აშოლტილ სერ ლორას ტაირელს სა-
არაკო აბჯარი ეცვა, თვალისმომჭრელ ბრწყინვალებამდე გაპ-
რიალებულ ვერცხლზე გადაწნული შავი ლერწები და ციცქნა
ლურჯი კესანეები იყო გამოსახული. ნედის მსგავსად, მდაბიო-
რებმაც მყის შენიშნეს, რომ ყვავილებს სილურჯეს საფირონის

468
თვლები სძენდნენ; ათასობით პირს შეძახილი აღმოხდა. ჭაბუკს
მხარზე მძიმედ ეკიდა თვალწარმტაცი მოსასხამი, იგი ნამდვილი
კესანეებით იყო დაწნული, ასობით ცინცხალი ყვავილი მძიმე შა-
ლის ქსოვილში ჩაეკერებინათ. მისი მერანი მხედარივით მოს-
ხლეტილი იყო, მოხდენილი რუხი ფაშატი, სწრაფი ქროლვისთვის
აღნაგი. სერ გრეგორის ვეება ულაყმა შებღავლა, მისი სუნი რომ იკ-
რა. ზენაბაღელმა ჭაბუკმა რაღაც ანიშნა მუხლებით და მისი ცხენი
მოცეკვავის სიმარჯვით მოჰყვა გვერდულ ნავარდს. სანსა მამას
მკლავზე ჩააფრინდა.
– მამა, სერ გრეგორს არ გააბედინო მისი დაშავება, – ასე უთ-
ხრა. ნედმა შენიშნა, რომ მას გულზე მიებნია ის ვარდი, სერ ლორას-
მა წინადღით რომ უძღვნა. ამის თაობაზეც იორიმ მოახსენა. – ის
ხომ სატურნირე შუბებია, – უთხრა შვილს, – ისე ამზადებენ, რომ
ძგერებისას იმსხვრეოდეს და არავინ შავდება, – მაგრამ გაახსენდა
ურემში ჩაწვენილი მკვდარი ბიჭი ნახევარმთვარეებიანი მოსასხა-
მით, და სიტყვები თითქოს ყელში გაეჩხირა.
სერ გრეგორს თავისი ცხენის დაოკება უჭირდა. ულაყი ჭიხვინებ-
და, ფლოქვით მიწას თხრიდა, თავს იქნევდა. მთამ გამეტებით მის-
ცხო შეჯავშნული ჩექმა. ცხენი ყალყზე შედგა და ლამის ჩამოაგდო
მხედარი.
ყვავილების რაინდმა მეფეს სალამი უძღვნა, მოედნის მეორე ბო-
ლოსკენ გაემართა და შუბი დახარა, გაემზადა. სერ გრეგორმა ცხენი
ბილიკზე შეაყენა, აღვირს ებრძოდა. და... დაიწყო. მთაკაცის ულაყი
დაუოკებელი ჭენებით გაიჭრა წინ, შმაგად მიგელავდა, ხოლო ფაშა-
ტი აბრეშუმის დინებასავით თანაბრად, მსუბუქად გამოქროლდა.
სერ გრეგორმა ფარი მოიმარჯვა, შუბი შეათამაშა ხელში, თან სულ
იმის ცდაში იყო, თავისი დაუმორჩილებელი მერანი სწორ გეზზე და-
ეჭირა, და უეცრად ლორას ტაირელი თავს წამოადგა, აუცდენლად
აძგერა შუბი და მთაკაცი თვალის დახამხამებაში მიწისკენ დაქანდა.

469
ისე უზარმაზარი იყო, რომ ცხენიც თან წაიყოლა, ფოლადისა და
სხეულის არეულ გროვად დახვავდნენ მიწაზე. ნედს ჩაესმოდა
ტაშის ცემა, ყიჟინა, სტვენა, გაოცების შეძახილები, აღტაცებული
ბუტბუტი, და მთელ ამ ალიაქოთში ცხადად გაირჩეოდა ქოფაკის
ჟღრიალა, ხრინწიანი ხარხარი. ყვავილების რაინდმა მოედნის
ბოლოს შეაყენა ცხენი. შუბიც კი არ გასტეხოდა. მისმა საფირო-
ნებმა მზეზე გაიბრწყინეს, როცა სახემღიმარმა ჩაჩქანის ცხაური
აიწია. მაყურებელი გაგიჟებული აღტაცებით აღრიალდა.
შუა მინდორზე სერ გრეგორ კლეგეინმა თავი გამოითავისუფ-
ლა და გააფთრებული წამოდგა ფეხზე. მუზარადი მოიგლიჯა და
მიწაზე დაანარცხა. სახე რისხვით ჩაშავებოდა, თმა თვალებზე
ჰქონდა ჩამოფხატული.
– ხმალი! – უღრიალა საჭურველთმტვირთველს და ბიჭმაც
დაუყოვნებლივ მიურბენინა. ამასობაში ულაყიც უკვე წამომდგა-
რიყო.
სერ გრეგორმა ცხენი ერთი მძლავრი დარტყმით მოკლა,
ცხოველს სანახევროდ გადაუჭრა კისერი. აღტაცების ყიჟინა
წამს წივილ-კივილით შეიცვალა. ულაყი ხმამაღალი ყვირილით
ჩაიკეცა და სასიკვდილოდ გაფართხალდა. სერ გრეგორი კი უკ-
ვე სერ ლორას ტაირელისკენ მიაბოტებდა, ხელში სისხლიანი
ხმალი ჰქონდა დაბღუჯული.
– შეაჩერეთ! – იყვირა ნედმა, მაგრამ მისი სიტყვები საყო-
ველთაო ღრიანცელში ჩაიკარგა. ყველა რაც ძალი და ღონე
ჰქონდა, გაჰკიოდა, სანსა კი ცრემლებს ღვრიდა.
ყველაფერი მეტისმეტად სწრაფად მოხდა. ყვავილების რაინ-
დი ყვირილით ითხოვდა, მისი ხმალი მოეტანათ, როდესაც სერ
გრეგორმა ხელისკვრით მოისროლა გვერდზე მისი საჭურველ-
თმტვირთველი და ცხენის სადავეები დაუჭირა. ფაშატმა სის-
ხლის სუნი იკრა და ყალყზე შედგა. ლორას ტაირელმა თავი შე-
იმაგრა, თუმც ძლივძლივობით. სერ გრეგორმა დაუნდობელი

470
ორხელა მოქნევით შემოატრიალა ხმალი ჰაერში, ბიჭს მკერდზე
უწია და უნაგირიდან ჩამოაგდო. დამფრთხალმა ცხენმა მოკურ-
ცხლა, სერ ლორასი კი უგონოდ გაიშოტა მიწაზე. მაგრამ როდე-
საც გრეგორმა მომაკვდინებელი დარტყმისთვის შემართა ხმა-
ლი, ხრინწიანმა ხმამ შეაჩერა: – თავი დაანებე! – და ფოლადში შე-
მოსილმა ხელმა იგი წაქცეულისგან განზე გაქაჩა.
მთაკაცი უსიტყვო მრისხანებით შებრუნდა, სასიკვდილო კამა-
რად შეატრიალა ორლესული და მთელი თავისი ბუმბერაზული ძა-
ლა მოქნევას მიაყოლა, მაგრამ ქოფაკმა მის მოქნევას თავისი ხმა-
ლი დაუხვედრა და მოიგერია; შემდეგ თითქოს მთელმა მარადისო-
ბამ ჩაიარა, ორი ძმა კი იდგა, ერთმანეთს დარტყმებს უნაცვლებ-
დნენ, ამასობაში კი დარეტიანებული ლორას ტაირელი სამშვიდო-
ბოს გაიყვანეს. ნედმა დაინახა, სამგზის დაუმიზნა სერ გრეგორმა
დაუნდობელი დარტყმა ქოფაკისთავა მუზარადს, როცა სანდორს
ერთხელაც არ მოუქნევია მახვილი ძმის დაუცველი სახისკენ. ბრძო-
ლას ბოლო მეფის ხმამ დაუდო... მეფის ხმამ და ოცმა ხმლოსანმა.
ჯონ ერინი მათ ეუბნებოდა ხოლმე, სარდალს ბრძოლის ველზე ომა-
ხიანი ხმა სჭირდებაო, და რობერტმა მისი სიმართლე სამკბილაზე
დაადასტურა. მისი ხმა ახლაც გამოდგა.
– შეწყვიტეთ ეს სიგიჟე! – დაიგრგვინა მან, – თქვენი მეფის სახე-
ლით! ქოფაკი ცალ მუხლზე დაეშვა, სერ გრეგორის შემოქნევამ ჰა-
ერი გაკვეთა და, როგორც იყო, გონს მოეგო. მან ხმალი გააგდო და
რობერტს შეაჩერდა, გარს მეფის ქეშიკები, თორმეტი სხვა რაინდი
და მცველები ეხვია. უსიტყვოდ შებრუნდა და გააბიჯა, სერ ბარისტან
სელმის აუქცია მხარი.
– გაუშვით, წავიდეს, – თქვა რობერტმა და ამითაც მორჩა. – ახ-
ლა ქოფაკი ჩემპიონია? – ჰკითხა სანსამ ნედს.
– არა, – მიუგო ნედმა, – ერთი საბოლოო შერკინება იქნება, ქო-
ფაკსა და ყვავილების რაინდს შორის.

471
მაგრამ საბოლოოდ სანსა აღმოჩნდა მართალი. ცოტა ხანში
მინდორზე უბრალო ტილოს კამზოლში გამოწყობილი სერ ლო-
რას ტაირელი გამოვიდა და სანდორ კლეგეინს უთხრა:
– სიცოცხლეს შენ გიმადლი. ეს დღე შენია, სერ.
– სერ არ ვარ, – მიუგო ქოფაკმა, მაგრამ გამარჯვებაც შეიფე-
რა, ჩემპიონის ქისაც და, იქნებ სიცოცხლეში პირველად, მდაბი-
ორთა სიყვარულიც. მათ თავისი კარვისკენ წასული ჩემპიონი
აღტაცების ყიჟინით გააცილეს.
ნედი სანსასთან ერთად ისრის სასროლი მოედნისკენ გა-
ემართა, გზა ნეკას, ლორდ რენლისა და კიდევ რამდენიმე მაყუ-
რებელთან ერთად გალიეს.
– ტაირელმა ნამდვილად იცოდა, რომ ფაშატი ახურებული
იყო, – ამბობდა ნეკა, – დავიფიცებ, მაგ ბიჭმა ყველაფერი წინ-
დაწინ გათვალა. გრეგორი მუდამ ვეებერთელა, ფიცხ ცხენებს
არჩევდა, მამაცები უფრო რომ იყვნენ, ვიდრე დამყოლები, – იგი
საკუთარმა შენიშვნამ გაამხიარულა.
მაგრამ სერ ბარისტან სელმის ხალისი არ ეტყობოდა.
– ამგვარ ოინებს მცირე ღირსება ახლავს, – ჩაილაპარაკა
მტკიცედ. – მცირე ღირსება და ოცი ათასი ოქრო, – გაიღიმა
ლორდმა რენლიმ. იმ დღეს მოისართა შეჯიბრში გაიმარჯვა ბიჭ-
მა, სახელად ენგაიმ, უგერბო მდაბიორმა დორნის მარშებიდან,
მან სერ ბეილონ სუანი და ჯალაბარ ზო დაჯაბნა ასი ნაბიჯიდან
სროლისას, ხოლო სხვა მოისრები უფრო მოკლე მანძილზე ჩა-
მოიცილეს. ნედმა ალინი გაგზავნა, რათა მოეძებნა იგი და მარ-
ჯვენას მცველთა რიგში ჩარიცხვა შეეთავაზებინა, მაგრამ ბიჭი
პირთამდე იყო სავსე ღვინით, გამარჯვებით და ჯერარნახული
სიმდიდრით, და უარი განაცხადა. ხელჩართული ბრძოლა სამ
საათს გაგრძელდა. ორმოცამდე ადამიანი ეცილებოდა ერთმა-
ნეთს: თავისუფალი მხედრები, ზღუდის რაინდები და სახელის

472
მაძიებელი ახალცხებული რაინდები. ისინი ბლაგვი იარაღით იბ-
რძოდნენ, ტალახისა და სისხლის ნაზელში ჩამდგარები; მცირე
ჯგუფები მხარდამხარ დგებოდნენ, შემდეგ კი თანამებრძოლები
ერთმანეთს დაერეოდნენ ხოლმე, მოკავშირეობა დგებოდა და
ირღვეოდა, სანამ ერთი კაცი არ დარჩა ფეხზე. გამარჯვებული
აღმოჩნდა წითელი ქურუმი, მირელი თოროსი, თავგადაპარსული
შეშლილი, ცეცხლოვანი ხმლით რომ იბრძოდა. მას ადრეც გაემარ-
ჯვა ხელჩართულ ბრძოლებში; მისი აალებული ხმალი სხვა მხედრე-
ბის ცხენებს აფრთხობდა, თოროსს კი ამქვეყნად ვერაფერი აშინებ-
და. ამ ბრძოლის საბოლოო მოსავალი იყო სამი მოტეხილი კიდური,
გაბზარული ლავიწი, ათობით დაჩეჩქვილი თითი, ორი ცხენი, რო-
მელთა მოკვლაც მოუხდებოდათ, ხოლო ჭრილობებს, ნაღრძობებს
და დაბეჟილობებს აღარავინ ითვლიდა. ნედს უზომოდ ახარებდა,
რომ რობერტს მონაწილეობა არ მიუღია. კარგა ხანია, ნედს ისე იმე-
დიანად არ ეგრძნო თავი, როგორც იმ საღამოს ნადიმზე გრძნობდა.
რობერტი ჩინებულ გუნებაზე გახლდათ, ლანისტერები არსად ჩან-
დნენ და მისი ასულებიც კი კარგად იქცეოდნენ. იორიმ არია მოიყ-
ვანა, რომ ისიც მათთან ყოფილიყო, და სანსა დას კეთილად გამოე-
ლაპარაკა.
– გასაოცარი ტურნირი იყო, – ამოიოხრა მან, – უნდა მოსული-
ყავი. როგორ მიდის ცეკვის საქმე?
– სულ ყველაფერი მტკივა, – აღფრთოვანებით აუწყა არიამ და
თავმომწონედ უჩვენა საზარლად ჩალურჯებული ფეხი.
– როგორც ჩანს, საშინლად ცეკვავ, – ეჭვით წარმოთქვა სანსამ.
მოგვიანებით სანსამ მომღერლებისკენ გადაინაცვლა, რომლებიც
ერთმანეთთან დაკავშირებული ბალადებისგან შეკრულ რთულ
წარმოდგენას ასრულებდნენ, სახელად „დრაკონთა ცეკვა” რომ ერ-
ქვა, და ნედმა თავად დაუთვალიერა არიას დაბეჟილი ფეხი.
– იმედია, ფორელი ზედმეტადაც არ გაწვალებს.

473
არია ცალ ფეხზე დადგა. ბოლო დროს ეს ბევრად უკეთ გამოს-
დიოდა. – სირიო ამბობს, რომ ყოველი ნატკენი გაკვეთილია,
ხოლო ყოველი გაკვეთილი უკეთესს გხდის.
ნედმა შუბლი შეიკრა. სირიო ფორელს უმწიკვლო რეპუტაცია
ჰქონდა და მისი თვალისმომჭრელი ბრაავოსული სტილი ზუს-
ტად შეეფერებოდა არიას წვრილ მახვილს, მაგრამ... რამდენიმე
დღის წინ გოგონა შავი აბრეშუმის ნაჭრით თვალაკრული დაბო-
რიალებდა. სირიო მასწავლის, როგორ დავინახო სმენით, ყნოს-
ვით, შეხებითო, უთხრა მამას. მანამდე კი ბრუნვებს და უკუღმა
სალტოებს ასწავლიდა. – არია, დარწმუნებული ხარ, რომ გინდა,
ასევე განაგრძო? მან თავი დაუქნია.
– ხვალ კატები უნდა დავიჭიროთ.
– კატები, – ნედმა ამოიოხრა, – ხომ არ შევცდი, ეს ბრაავო-
სელი რომ აგიყვანე. თუ გინდა, იორის ვთხოვ, შენს წვრთნას მი-
ხედოს. ან იქნებ სერ ბარისტანს ჩავაწვეთო სიტყვა. ახალგაზ-
რდობაში შვიდი სამეფოს საუკეთესო მეხმლე იყო.
– არ მინდა ისინი, – უთხრა არიამ, – სირიო მინდა.
ნედმა თითებით გადაივარცხნა თმა. ნებისმიერი რიგიანი
ორთაბრძოლის ოსტატი არიას მოქნევა-მოგერიების საწყის
ილეთებს შეასწავლიდა მთელი ამ თვალის ახვევების, სალტო-
ების, ასკინკილების და მსგავსი სისულელეების გარეშე, მაგრამ
თავის უმცროს ასულსაც კარგად იცნობდა და იცოდა, ასე ჯიუტად
რომ გამობზეკდა ყბას, შედავებას აზრი არ ჰქონდა.
– კარგი, როგორც გინდა, – უთხრა. უეჭველია, სულ მალე
თვითონვე მობეზრდებოდა, – ეცადე, ფრთხილად იყო.
– ფრთხილად ვიქნები, – სერიოზულად აღუთქვა არიამ და
მსუბუქად გადახტა ახლა მარცხენა ფეხზე.
გვიან ღამით კი, მას შემდეგ, რაც გოგონები ქალაქში გაატა-
რა, მშვიდობიანად მიაცილა ლოგინებამდე და დატოვა სანსა თა-

474
ვის ოცნებებთან, არია კი – თავის დაბეჟილობებთან ერთად, ნედი
თავის ოთახებში ავიდა, მარჯვენის კოშკის ზედა სართულზე. იმდღე-
ვანდელ ცხელ ამინდს დაკეტილ ოთახში დახუთული ჰაერი დაეტო-
ვებინა. ნედი ფანჯარას მიუახლოვდა და მძიმე დარაბები გამოაღო,
ღამის გრილი ჰაერი შემოუშვა. სეფე-ეზოს გადაღმა ნეკას ფანჯრებ-
ში სანთლის მოციმციმე სხივი შენიშნა. შუაღამეს კარგა გვარიანად
იქნებოდა გადაცილებული. დაბლა, მდინარის პირას, ახლაღა
ცხრებოდა და სრულდებოდა დროსტარება.
მან ხანჯალი აიღო და დააკვირდა. ნეკას მახვილი, სატურნირო
ნაძლევში ტირიონ ლანისტერის მიერ მოგებული, შემდეგ კი უგო-
ნოდ მწოლარე ბრანის მოსაკლავად გაგზავნილი. რატომ? რად უნ-
და ნდომებოდა ქონდრისკაცს ბრანის სიკვდილი? რად უნდა ნდომე-
ბოდა ვინმეს ბრანის სიკვდილი?
ხანჯალი, ბრანის ჩამოვარდნა, ეს ყოველივე როგორღაც ჯონ
ერინის მკვლელობას უკავშირდებოდა, ნედი ამას ალღოთი
გრძნობდა, მაგრამ სიმართლე ჯონის სიკვდილზე მისთვის ახლაც
ისევე დაბურული იყო, როგორც მაშინ, ძიებას რომ შეუდგა. ლორდი
სტანისი მეფის საბიჯელში ტურნირისთვისაც არ დაბრუნებულა. ლი-
ზა ერინი საარწივეს მაღალი კედლების მიღმა შეყუჟულიყო და დუმ-
და. საჭურველთმტვირთველი მოკლეს, იორი კი ჯერაც საროსკიპო-
ებს ჩხრეკდა. რა იპოვა აქამდე, რობერტის ბუშის გარდა?
ნედს ეჭვიც არ ეპარებოდა, რომ მეიარაღის კუშტი შეგირდი მე-
ფის შვილი იყო. ბარათეონთა ნაკვთები იცნობოდა მის სახეზე, ყბის
ხაზში, თვალებში, შავ თმაში. რენლი ძალიან ახალგაზრდა იყო, ამ
ასაკის შვილი ვერ ეყოლებოდა, სტანისი კი – მეტისმეტად თავდაჭე-
რილი და ღირსების მტკიცედ მცველი. ჯენდრი, უეჭველია, რობერ-
ტის უნდა ყოფილიყო. ეს კი იცოდა, მაგრამ განა რა შეიტყო? მეფეს
მდაბიო დედების შობილი სხვა შვილებიც ჰყავდა, მთელ შვიდ სამე-
ფოში გაფანტული. მან ერთი თავისი ბუში აღიარა კიდევაც, ბრანის
ასაკის ბიჭი, ვისი დედაც წარჩინებული ჩამომავლობის იყო. ბიჭუნას

475
ლორდ რენლის ციხე-კოშკის ზედამხედველი ზრდიდა გრიგა-
ლის კიდეზე. – ნედს რობერტის პირველი შვილიც ახსოვდა,
ველზე დაბადებული გოგონა, მაშინ რობერტი ლამის თავადაც
ჯერ კიდევ ბავშვი იყო. ეს საყვარელი პატარა გოგონა გრიგალის
კიდის ჭაბუკ ლორდს თავდავიწყებით უყვარდა. ყოველდღე მი-
დიოდა ბავშვთან სათამაშოდ, კარგა ხანს მას მერეც, რაც დედა-
მისის მიმართ გული გაუგრილდა. ხშირად ნედსაც წაიყოლებდა
ხოლმე ამხანაგად, ისე რომ, მის სურვილს არც დაგიდევდათ.
გოგონა ახლა ჩვიდმეტის ან თვრამეტის იქნებოდა, რობერტი
უფრო უმცროსი იყო, მისი მამა რომ გახდა. ეუცნაურა ამის გა-
ფიქრება.
შეუძლებელია, სერსეი ნაამები ყოფილიყო ქმარი-ბატონის
უკანონო ნაშიერებით, თუმცა საბოლოოდ მნიშვნელობა არ
ჰქონდა, მეფეს ერთი ბუში ეყოლებოდა თუ ასი. კანონი და ადათი
ქორწინების გარეშე გაჩენილ შვილებს მცირე უფლებებს უტო-
ვებდა. ჯენდრი, ველელი გოგონა, ბიჭი გრიგალის კიდეზე – მათ-
გან ვერავინ დაემუქრებოდა რობერტის კანონიერი შვილების
უფლებებს... ფიქრები კარზე წყნარმა კაკუნმა გააწყვეტინა.
– კაცია მოსული და შენს ნახვას ითხოვს, მილორდ, – დაუძა-
ხა ჰარვინმა, – სახელი არ უთქვამს.
– შემოუშვი, – უპასუხა დაინტერესებულმა ნედმა.
მოსული ტანად მსუქანი იყო, დახეთქილი, ტალახშემხმარი
ჩექმები და ყველაზე უხეში ჯვალოს მძიმე ყავისფერი ლაბადა ეც-
ვა, სახეს ჩამოფხატული ჩაჩი უფარავდა, ხელები ფართო სახე-
ლოებში შეემალა.
– ვინ ხარ? – ჰკითხა ნედმა.
– მეგობარი, – უცნაური დაბალი ხმით წარმოთქვა მობუ-
რულმა კაცმა, – მარტოებმა უნდა ვისაუბროთ, ლორდ სტარკ.
ცნობისწადილი სიფრთხილეზე ძლიერი გამოდგა.

476
– ჰარვინ, დაგვტოვე, – უბრძანა მსახურს. კარი რომ დაიხურა და
ოთახში მარტო დარჩნენ, მოსულმა მერეღა გადაიწია თავსარქმე-
ლი. – ლორდ ვარის? – განცვიფრდა ნედი.
– ლორდ სტარკ, – თავაზით მიმართა ვარისმა და ჩამოჯდა, –
კადნიერებაში არ ჩამომართმევთ, სასმელი რომ გთხოვოთ? ნედმა
ორი სირჩა აიღო, ზაფხულის ღვინით შეავსო და ერთი ვარისს გა-
უწოდა.
– პირისპირაც რომ შეგჩეხებოდით, ვერ გიცნობდით, – უთხრა
ეჭვით. საჭურისი მუდამ მხოლოდ ხავერდ-აბრეშუმსა და უმდიდრეს
პორფირში შემოსილი ენახა, თანაც ამჯერად ოფლის სუნი ასდიოდა
შროშანების ჩვეული სურნელის ნაცვლად.
– სწორედ მაგის იმედად ვიყავი, – მიუგო ვარისმა, – არ ივარ-
გებს, მავანთ შეიტყონ, რომ პირისპირ ვისაუბრეთ. დედოფალი გა-
ფაციცებით გადევნებს თვალყურს. ეს ღვინო სწორედ ისაა, რაც
მჭირდებოდა. გმადლობთ.
– ჩემს სხვა მცველებს როგორ გამოსცდით? – ჰკითხა ნედმა.
კოშკის კართან პორთერი და დეინი იდგნენ, ალინი – კიბეზე. – წი-
თელ ციხეში ისეთი გასასვლელებია, მხოლოდ მოჩვენებებმა და
ობობებმა რომ იციან, – დამნაშავე ღიმილით წარმოთქვა ვარისმა,
– დიდხანს არ დაგაყოვნებთ, მილორდ. არის რაღაცები, რაც უნდა
იცოდე. მეფის მარჯვენა ბრძანდებით, მეფე კი ბრიყვია, – საჭურისის
გადამტკბარი კილო გაუქრა; ხმა ახლა წვრილი და შოლტივით მოქ-
ნეული ჰქონდა, – თქვენი მეგობარია, ვიცი, მაგრამ ბრიყვია მაინც...
და განწირული, თუკი თქვენ არ გადაარჩენთ. დღეს ცოტას გაწყდა,
დაღუპულიყო. იმედი ჰქონდათ, ხელჩართული ბრძოლის დროს მო-
ეკლათ.
წუთით ნედმა ხმაც ვერ დაძრა შეცბუნებით.
– ვის?
ვარისმა ღვინო მოსვა.

477
– თუკი მართლაც მჭირდება თქვენთვის ამის თქმა, მაშ, რო-
ბერტზე უარესი ბრიყვიც ყოფილხართ, მე კი მხარე შემშლია.
– ლანისტერებს, – წარმოთქვა ნედმა, – დედოფალს... არა,
არ მჯერა, სერსეისგანაც კი. სთხოვდა, არ ებრძოლა!
– ქალმა აუკრძალა ბრძოლა, მისი ძმის, მისი რაინდების, ნა-
ხევარი კარის თვალწინ. ახლა მითხარით, ამაზე უფრო უეჭვე-
ლად რამე აიძულებდა რობერტს, ბრძოლაში ჩაბმულიყო? გე-
კითხებით. ნედს გულ-მუცელი ემღვრეოდა. საჭურისი სრულ სი-
მართლეს ამბობდა; საკმარისი იყო, გეთქვა რობერტ ბარათეო-
ნისთვის, რომ მას არ შეეძლო ექნა, ჯობდა, არ ექნა ან არაფრის-
დიდებით არ უნდა ექნა რამე, და წყალი არ გაუვიდოდა – ის საქ-
მე გაკეთდებოდა. – რომც ებრძოლა, ვინ გაბედავდა, მეფისთვის
შემოეკრა? ვარისმა მხრები აიჩეჩა.
– ბრძოლაში ორმოცი მხედარი იყო ჩართული. ლანისტე-
რებს ბევრი მომხრე ჰყავთ. მთელ იმ ალიაქოთში, ცხენების ჭიხ-
ვინში, ძვლების მსხვრევაში და მირელი თოროსის სულელური
ცეცხლოვანი ხმლის ქნევაში, ვინ ჩათვლიდა მკვლელობად, მისი
მოწყალება შემთხვევითი შემოკვრით რომ დაღუპულიყო? – იგი
სურასთან მივიდა და ხელახლა შეივსო სირჩა, – საქმე რომ გა-
კეთდებოდა, მკვლელს მწუხარებისგან შეშლილს ვიხილავდით.
თითქმის ჩამესმის კიდევაც, რა ხმით მოჰყვებოდა გოდებას. რა
საწუხარი დაგვატყდებოდა! მაგრამ უეჭველია, მოწყალე და
ლმობიერი ქვრივი შეიბრალებდა უბედურს, საბრალოს ფეხზე
წამოაყენებდა და შენდობის ამბორით ანუგეშებდა. კეთილ მეფე
ჯოფრისაც სხვა რა გზა ექნებოდა და აპატიებდა, – საჭურისმა
ლოყაზე გადაისვა ხელი, – ან შესაძლოა, სერსეი სერ ილინს მის-
თვის თავს მოაკვეთინებდა. ასე ლანისტერები ნაკლებ რისკს
გასწევდნენ, თუმც მათი უმნიშვნელო მეგობრისთვის უსიამო მო-
ულოდნელობა იქნებოდა.
ნედმა იგრძნო, როგორ მოერია ბრაზი.

478
– იცოდით ამ შეთქმულების შესახებ და არაფერი მოიმოქმედეთ!
– მე მოენეებს ვმართავ და არა მეომრებს.
– შეგეძლოთ, ჩემთან უფრო ადრე მოსულიყავით.
– ო, დიახ, ვაღიარებ. თქვენ კი უმალ მეფესთან გაქანდებოდით,
ასეა? და როდესაც რობერტი საფრთხის შესახებ შეიტყობდა, რას
იზამდა? მაინტერესებს.
ნედმა აწონ-დაწონა მისი ნათქვამი.
– ყველას ჯანდაბის იქით გაუშვებდა და მაინც იბრძოლებდა, რა-
თა ეჩვენებინა, რომ მათი არ ეშინია.
ვარისმა ხელები გაშალა.
– ერთიც უნდა ვაღიარო, ლორდ ედარდ. ის მაინტერესებდა,
თქვენ რას მოიმოქმედებდით. რატომ ჩემთან არ მოხვედიო, მკით-
ხეთ, და უნდა გიპასუხოთ: რატომ და – არ გენდობოდით, მილორდ.
– არ მენდობოდით? – ნედი გულწრფელად გაოცდა.
– წითელ ციხეში ორგვარი ხალხი ბინადრობს, ლორდ ედარდ.
ისინი, ვინც სახელმწიფოს ერთგულებენ, და ისინი, ვინც მხოლოდ
საკუთარ თავს ერთგულებენ. ამდილანდლამდე ვერ ვიტყოდი,
თქვენ რომელი იყავით... ამიტომაც შევიცადე, რომ მენახა... ახლა
უკვე დაბეჯითებით ვიცი, – მან ოდნავ და დაძაბულად გაიღიმა თავი-
სი პუტკუნა ტუჩებით და წამით მისი ნამდვილი სახე და სახალხო ნი-
ღაბი ერთმანეთს დაემთხვა, – მე უკვე ვიწყებ მიხვედრას, დედო-
ფალს თქვენი ასე ძალიან რატომ ეშინია. ო, დიახ, ვხვდები.
– მას თქვენი უნდა ეშინოდეს, – უთხრა ნედმა.
– არა. მე ვარ ის, რაც ვარ. მეფე მე მომიხმარს, მაგრამ თან
რცხვენია ამის გამო. ჩვენი რობერტი ქველი მეომარია და ასეთ მა-
მაც კაცს არ შეიძლება, მოენეები, ჯაშუშები და საჭურისები უყვარ-
დეს. თუკი ერთხელაც დადგება დღე, როცა სერსეი ჩასჩურჩულებს,
„მოკალი ეს კაციო”, ილინ პეინი თვალის დახამხამებაში წამასლეკს
თავს და ვინ იტირებს მაშინ საჭურისის გამო? გინდა ჩრდილოეთი
იყოს და გინდ სამხრეთი, ობობებზე სიმღერებს არავინ თხზავს, –

479
მან ხელი გაიწვდინა და ნედს რბილი თითებით შეეხო, – მაგრამ
თქვენ, ლორდ სტარკ... ვფიქრობ... არა, ვიცი... თქვენ მეფე არ მოგ-
კლავთ, თავისი დედოფლის ხათრითაც კი, და ჩვენი ხსნა შეიძლება
სწორედ ეგ იყოს.
ეს უკვე მეტისმეტი იყო. წუთით ედარდ სტარკს ისღა სურდა,
ვინტერფელში დაბრუნებულიყო, ჩრდილოეთის სუფთა უბრა-
ლოებაში, სადაც მტრებად მხოლოდ ზამთარი და კედლის მიღმა
მცხოვრები ველურები ეგულებოდნენ.
– რობერტს ნამდვილად ეყოლება სხვა ერთგული მეგობრე-
ბიც, – შეედავა ვარისს, – მისი ძმები, მისი...
– ...„ცოლი? – დაასრულა ვარისმა ბასრი ღიმილით, – მის
ძმებს ლანისტერები სძულთ, ეგ მართალია, მაგრამ დედოფლის
სიძულვილი უეჭველად არ ნიშნავს მეფის სიყვარულს, ხომ ასეა?
სერ ბარისტანს უყვარს თავისი ღირსება, გრანდ-მაისტერ პაი-
ცელს – თავისი თანამდებობა, ნეკას კი ნეკა უყვარს.
– მეფის ქეშიკები...
– ქაღალდის ფარი, – თქვა საჭურისმა, – ეცადეთ, ასე გაოგ-
ნებული არ ჩანდეთ, ლორდ სტარკ. ჯეიმი ლანისტერი თავადაა
თეთრი ხმლების შეფიცული ძმა, მისი ფიცის ფასი კი ყველამ
კარგად ვიცით. მტვრად და სიმღერებად იქცა ის დღეები, როდე-
საც რიამ რედვაინის და პრინც ეიმონ დრაკონის რაინდის დარ
მამრებს ეცვათ თეთრი მოსასხამები. იმ შვიდთაგან ჭეშმარიტი
ფოლადისგან მხოლოდ სერ ბარისტან სელმია ნაჭედი, სელმი კი
მოხუცია. სერ ბოროსი და სერ მერინი სულით და ხორცით დე-
დოფლისანი არიან და დანარჩენებიც ჩემში უდიდეს ეჭვს აღძრა-
ვენ. არა, მილორდ, როდესაც საქმე ხმლების შიშვლებაზე მიდ-
გება, თქვენ იქნებით ერთადერთი ნამდვილი მეგობარი რობერტ
ბარათეონის გვერდით.

480
– რობერტს უნდა ვუთხრათ, – თქვა ნედმა, – თუკი რასაც ამ-
ბობთ, მართალია, თუკი ეს ნაწილობრივ მაინც სიმართლეა, ეს
მეფემაც უნდა გაიგოს.
– და რა საბუთს მივართმევთ? ჩემს ნათქვამს მათი ნათქვამის წი-
ნააღმდეგ? ჩემს ჩიტუნებს დედოფლის და მეფისმკვლელის, მისი
ძმებისა და მისი საბჭოს, დასავლეთისა და აღმოსავლეთის მცველე-
ბის, კასტერლის კლდის მთელი სიმძლავრის საპირწონედ? გემუდა-
რებით, მაშ, ახლავე გაგზავნეთ კაცი სერ ილინთან, ასე ყველას ნაკ-
ლები დრო დაგვეკარგება. კარგად ვიცი, ეგ გზა სადამდე მიდის. –
მაგრამ თუკი ის, რასაც ამბობთ, სიმართლეა, ისინი ხელსაყრელ
დროს დაუცდიან და კვლავ იმავეს შეეცდებიან.
– სწორედაც რომ, – უთხრა ვარისმა, – და, ვშიშობ, უფრო ადრე
ეცდებიან, ვიდრე გვიან. თქვენ მათ უზომოდ აშფოთებთ, ლორდ
ედარდ. მაგრამ ჩემი ჩიტუნები ყველაფერს მოისმენენ და მე და
თქვენ ერთად იქნებ შევძლოთ და დავასწროთ, – იგი წამოდგა, თავ-
სარქმელი წამოიწია და ისევ დაიფარა სახე, – ღვინისთვის მადლო-
ბას მოგახსენებთ. მომავალში ისევ ვისაუბრებთ. როდესაც შემდეგ
ჯერზე საბჭოზე შევხვდებით, არ შეგეშალოთ, ძველებურად აგდებუ-
ლად მომეპყარით. ეგ არ გაგიჭირდებათ.
უკვე კართან მისულს ნედმა დაუძახა:
– ვარის!
საჭურისი შემობრუნდა.
– როგორ მოკვდა ჯონ ერინი?
– სულ ვფიქრობდი, ნეტავ ამას როდის მიადგება-მეთქი.
– მითხარით.
– ლაისის ცრემლებს ეძახიან. იშვიათი და ძვირი რამაა, წყალი-
ვით წმინდა და გემრიელი, არც კვალს ტოვებს. ლორდ ერინს ვემუ-
დარებოდი, ჭაშნაგირი გაეჩინა, სწორედ ამ ოთახში ვევედრებოდი,
მაგრამ მას გაგონებაც არ სურდა. ასე მითხრა, ეგეთ რამეებზე მხო-
ლოდ მან შეიძლება იფიქროს, ვინც მთლად კაცი არ არისო.

481
ნედს ყველაფერი უნდა სცოდნოდა.
– ვინ მისცა საწამლავი?
– უეჭველია, ვინმე ახლო და ძვირფასმა მეგობარმა, ვინც
მასთან ერთად ხშირად იყოფდა პურ-ღვინოს. ო, მაგრამ რომელ-
მა? ამგვარები ბევრი ჰყავდა, ლორდი ერინი კეთილი, მიმნდობი
ადამიანი გახლდათ, – საჭურისმა ამოიოხრა, – ერთი ბიჭი იყო.
ჯონ ერინს უმადლოდა, თუკი რამეს წარმოადგენდა საერთოდ.
მაგრამ როდესაც ქვრივმა თავის სახლობასთან ერთად საარწი-
ვეს მიმართა, ის ბიჭი მეფის საბიჯელში დარჩა და წარმატებაც
ერგო. ყოველთვის გულს მიხარებს, როდესაც ვხედავ, ახალგაზ-
რდა მაღლა რომ მიიწევს, – მის ხმაში ისევ შოლტმა გაიშხუილა,
ყოველი სიტყვა შემოკვრას ჰგავდა, – ალბათ რა მოხდენილი
ვინმე იყო ტურნირზე, იმ თავის კაშკაშა ახალ აბჯარში, იმ ნახე-
ვარმთვარეებიანი მოსასხამით. რა სამწუხაროა, ასე უდროოდ
რომ მოკვდა, მასთან დალაპარაკებაც ვერ მოასწარით...
ნედი თავს, ისე გრძნობდა, თითქოს მასაც საწამლავი და-
ელია, – საჭურველთმტვირთველი, – წარმოთქვა, – სერ ჰიუ. –
კბილანები კბილანებში და ისევ კბილანებში. ნედს თავი უგუგუ-
ნებდა. – რატომ? რატომ ახლა? ჯონ ერინი თოთხმეტ წელს იყო
მეფის მარჯვენა. განა რას შვრებოდა, მისი მოკვლა რომ დასჭირ-
დათ?
– კითხვებს სვამდა, – მიუგო ვარისმა და კარში გასრიალდა.

482
ტირიონი

483
ტირიონ ლანისტერი განთიადისწინა სუსხში იდგა და უცქერდა,
როგორ კლავდა ჩიგენი მის ცხენს, და სტარკების ანგარიშს კი-
დევ ერთი ვალი მიაწერა. როდესაც ჯირკუტანა დაქირავებულმა
მებრძოლმა ასაქნელი დანით მუცელი გაჭრა, ცხოველის შიგ-
ნეულობას ორთქლი ავარდა. სწრაფად ირჯებოდა, ფუჭად ერ-
თხელაც არ დაუსვამს; საქმე მალე უნდა მოეთავებინა, სანამ სის-
ხლის სუნი ზეგნებიდან ბინდისკატებს მოიზიდავდა.
– ამაღამ მშიერი არავინ დავრჩებით, – თქვა ბრონმა. აჩ-
რდილს ჩამოჰგავდა: ჩონჩხივით გამხდარი და ჩონჩხივით უტე-
ხი, შავთვალა, შავთმიანი, ჯაგარა წვერით.
– ზოგს იქნებ მაინც მოგვშივდეს, – შეეპასუხა ტირიონი, –
ცხენების ჭამა არ მიყვარს. მითუმეტეს, ჩემი ცხენის. – ხორცი
ხორცია, – მხრები აიჩეჩა ბრონმა, – დოთრაკებს ცხენის ხორცი
ძროხას ან ღორსაც ურჩევნიათ.
– შენ მე დოთრაკი გგონივარ? – პირქუშად დაეკითხა ტირი-
ონი. დოთრაკები მართლაც ჭამენ ცხენის ხორცს; კიდევ, სახი-
ჩარ ბავშვებს ხალასარის უკან ადევნებულ მაწანწალა ძაღლებს
უტოვებენ დასაგლეჯად. დოთრაკული ადათები დიდად არ ხიბ-
ლავდნენ. ჩიგენმა სისხლიანი ხორცის თხელი ნაჭერი ჩამოჭრა
და მაღლა ასწია, შეათვალიერა.
– გინდა გასინჯო, ქონდრისკაცო?
– ეს ფაშატი ჩემმა ძმა ჯეიმიმ ოცდამესამე დღეობაზე მაჩუქა,
– წარმოთქვა ტირიონმა დაღლილი ხმით.
– ჰოდა, მადლობა გადაეცი ჩვენგან. – ჩიგენი გაიღრიჭა, ყვი-
თელი კბილები გადმოყარა და უმი ხორცი ორ ლუკმად გადაყ-
ლაპა, – ჯიშიანის გემო აქვს. – უმჯობესი იქნება, ხახვთან ერთად
თუ შეწვავ, – ჩაურთო ბრონმა.
ტირიონი უსიტყვოდ წაჩლახუნდა მათგან. სიცივე ძვლებში
გასჯდომოდა, ფეხები კი ისე სტკიოდა, ძლივსღა აბიჯებდა. იქნებ

484
მის მკვდარ ფაშატს გაუმართლა. თავად წინ ედო კიდევ რამდენიმე
საათის მგზავრობა, რამდენიმე ლუკმა საკვები და ხანმოკლე, ცივი
ძილი მაგარ მიწაზე, შემდეგ კვლავ ასეთი ღამე, შემდეგ კიდევ ერთი,
კიდევ, და ღმერთებმა იცოდნენ, ყოველივე რით დამთავრდებოდა.
– წყეული იყოს ეგ ქალი, – ჩაიბურტყუნა, როდესაც ძალისძალით
მიუყვებოდა აღმართს თავის დამტყვევებლებთან დასაბრუნებლად
და მოგონებები მოეძალნენ, – წყეული იყოს ეგეც და ყველა სტარ-
კიც.
მოგონება ჯერაც ადრინდელივით მწარე იყო. ერთ წუთს თუ ვახ-
შამს უკვეთავდა, მეორე წუთას უკვე შეიარაღებული ხალხის პირის-
პირ იდგა, ჯიკიც ხმალს ეტანებოდა, სასტუმროს სქელი მეპატრონე
კი კიოდა: „ხმლები არა, აქ არ გინდათ, გემუდარებით, მილორდე-
ბო!” ტირიონმა ჯიკს სასწრაფოდ ჩამოქაჩა მკლავზე, სანამ იმდენი
ექნა, რომ ორივე წვრილად აეკუწათ.
– ზრდილობა რა უყავი, ჯიკ? ჩვენი კეთილი დიასახლისი ამბობს,
ხმლები არ გვინდაო. როგორც გთხოვს, ისე ჰქენი, – მან ნაძალადე-
ვად გაიღიმა, თავადაც გრძნობდა, რა ყალბად გამოუვიდა, – სავა-
ლალო შეცდომას უშვებთ, ლედი სტარკ. თქვენს ვაჟზე არანაირ თავ-
დასხმაში ხელი არ ჩამირევია. ჩემი ღირსებით...
– ლანისტერის ღირსება, – ესღა თქვა ქალმა. ხელები ასწია, რა-
თა ოთახში მყოფებს ყველას კარგად დაენახა, – ეს ნაიარევები მისი
ხანჯლის კვალია. მახვილი ჩემი შვილისთვის ყელის გამოსაჭრე-
ლად გამოგზავნა.
ტირიონი გრძნობდა გარშემო დაგუბებულ ბრაზს, სქელსა და გა-
ბოლილს, სტარკი ქალის ხელებზე დაჩნეული ნაჭდევებით ნაკვებს.
– მოკალი, – ჩაისისინა უკნიდან ვიღაც გალეშილმა ფეთხუმმა
და ეს დაძახილი სხვა ხმებმაც აიტაცეს, უფრო სწრაფად, ვიდრე თა-
ვად იფიქრებდა, დაუშვებდა. ყველა უცნობი იყო; სულ რაღაც წუთის
წინ საკმაოდ კეთილად განწყობილები, ახლა კვალში ჩამდგარი ქო-
ფაკებივით ყეფდნენ და მის სისხლს ითხოვდნენ.

485
ტირიონმა ხმამაღლა წარმოთქვა, თან ცდილობდა, ხმაში
კანკალი არ დასტყობოდა:
– თუკი ლედი სტარკს სჯერა, რომ პასუხი უნდა ვაგო რაღაც
დანაშაულის გამო, წავყვები და ვაგებ კიდევაც პასუხს. სხვა გზა
არ რჩებოდა. გზის ხმალდახმალ გაკაფვა საკუთარი ხელით საფ-
ლავის გათხრას ნიშნავდა. სტარკის ცოლმა დახმარება რომ ით-
ხოვა, თორმეტი ხმლოსანი მაინც გამოეხმაურა მის მოწოდებას:
ჰარენჰალელი კაცი, სამი ბრაკენი, ორიოდე საეჭვო ქირით მებ-
რძოლი, ვისი შემხედვარეც იტყოდა, თვალსაც არ დაახამხამე-
ბენ, ისე მომკლავენო, და რამდენიმე უტვინო დღიური მუშა,
რომლებიც, უეჭველია, ვერ გარკვეულიყვნენ, რას სჩადიოდნენ.
ტირიონს რაღა გააჩნდა მათთან გასამკლავებლად? ქამარზე ჩა-
მობმული დაშნა და ორი მსახური. ჯიკი საკმაოდ რიგიანად იქ-
ნევდა ხმალს, მაგრამ მორეკი სათვალავში ჩასაგდებიც არ იყო:
მეჯინიბეობას, მზარეულობას, ხელზე მოსამსახურეობას ერთად
უწევდა, მაგრამ მეომარი არ ეთქმოდა. იორენს რაც შეეხება, რა
გუნებაზეც არ უნდა ყოფილიყო, შავი ძმების ფიცი ავალებდა, სა-
ხელმწიფოს შუღლში არ ჩარეულიყო. იორენი არაფერს მოიმოქ-
მედებდა.
მართლაც, შავი ძმა უსიტყვოდ გადგა განზე, როდესაც კეტ-
ლინ სტარკის გვერდით მდგარმა მოხუცმა რაინდმა წარმოთქვა,
იარაღი ჩამოართვითო, ხოლო ქირით მებრძოლმა ბრონმა ჯიკს
თითებიდან ხმალი გამოაცალა და სამივეს ხანჯლები შეაგროვა.
– მშვენიერია, – თქვა მოხუცებულმა, საერთო ოთახშიც დაძაბუ-
ლობამ შესამჩნევად იკლო. ტირიონმა იცნო მისი ხაფი ხმა: ვინ-
ტერფელის ორთაბრძოლის ოსტატი იყო, ოღონდ ბაკენბარდები
გაეკრიჭა.
– აქ ნუ მოკლავ! – ალისფრად შეფერილი ნერწყვის ფრქვე-
ვით შეევედრა კეტლინ სტარკს სასტუმროს მეპატრონე.
– ნურსად ნუ მოკლავ, – შეუსწორა ტირიონმა.

486
– სადმე სხვაგან წაიყვანე, აქ სისხლს ნუ დაღვრი, მილედი, დი-
დებულთა ჩხუბი არაფრად მჭირდება...
– უკან, ვინტერფელში წავიყვანთ, – თქვა კეტლინმა და ტირიონ-
მა გაიფიქრა, მაშ ასე, შესაძლოა... უკვე დრო ეხელთა, ოთახი შეათ-
ვალიერა და ვითარება უკეთ შეაფასა. დანახულით მთლად იმედ-
გაცრუებული არ დარჩენილა. ო, უეჭველია, სტარკის ცოლი ჭკვი-
ანურად მოიქცა. მეომრები ჯერ აიძულა, საჯაროდ დაედასტურები-
ნათ მათი ბატონების მიერ მამამისისთვის მიცემული ფიცი, შემდეგ
კი შემწეობა სთხოვა, თანაც ქალმა, ო, ეს მართლაც გულის ამაჩუ-
ყებელი იყო. მაგრამ ბოლომდე მაინც ვერ მიაღწია, რის სურვილიც
იქნებ ჰქონდა. საერთო ოთახში ვარაუდით ორმოცდაათი კაცი მა-
ინც იქნებოდა. კეტლინის ვედრებამ სულ რაღაც თორმეტი კაცი წა-
მოაყენა ფეხზე. სხვები გაოცებულები ჩანდნენ, ან შეშინებულები, ან
მოღუშულები. ტირიონმა შენიშნა, რომ მხოლოდ ორი ფრეი შეინ-
ძრა, და ისინიც სასწრაფოდ დასხდნენ, როდესაც დაინახეს, რომ მა-
თი კაპიტანი ჩარევას არ აპირებდა. ვერ გაებედა, თორემ იქნებ გა-
ეღიმა კიდევაც.
– მაშასადამე, ვინტერფელში, – თქვა ამის ნაცვლად. გრძელი
გზა იყო, თავად გამოსცადა, სულ ახლახანს ჩამოევლო იგი. გზად იმ-
დენი რამ შეიძლება მოხდეს.
– მამაჩემი ალბათ მომიკითხავს, ნეტავ რა დაემართაო, – დაამა-
ტა მან და ხმლოსანს, რომელმაც თავისი ოთახი დაუთმო, თვალი
თვალში გაუყარა, – იგი გულუხვად დააჯილდოებს ნებისმიერს, ვინც
შეატყობინებს, რა მოხდა აქ დღეს, – რასაკვირველია, ლორდ ტაი-
ვინს ასეთი რამ აზრადაც არ მოუვიდოდა, მაგრამ ჯილდოზე ტირიო-
ნი თავადვე იზრუნებდა, თუკი თავისუფლებას მოიპოვებდა. სერ
როდრიკმა შეშფოთებულმა გადახედა თავის ქალბატონს, დიახაც,
სწორადაც ღელავდა.

487
– მისი მსახურებიც წამოგვყვებიან, – განაცხადა ბებერმა რა-
ინდმა, – ყველა დანარჩენს კი მადლობელი დავრჩებით, რაკი აქ
მომხდარზე სიტყვას არ დაძრავენ.
ტირიონმა თავი ძლივს შეიმაგრა, რომ არ გაეცინა. სიტყვას
არ დაძრავენ? ბებერი შტერი. თუ მთელ სასტუმროს არ დაატყვე-
ვებდა, რაწამს აქედან გავიდოდნენ, მათი ამბავიც ყოველმხრივ
დაიწყებდა გავრცელებას. თავისუფალი მხედარი, ჯიბეში ახლა
ოქროს მონეტა რომ ეგდო, ისარივით გაქანდებოდა კასტერლის
კლდისკენ. იგი თუ არა, ვინმე სხვა. იორენი ამბავს სამხრეთის-
კენ წაიყოლებდა. იმ ბრიყვ მომღერალს იქნებ ბალადაც შეეთ-
ხზა. ფრეის ხალხი თავიანთ ბატონს მოახსენებდნენ, რაც ნახეს,
და ღმერთებმა იციან, ის რას მოიმოქმედებდა. ლორდი ვოლდერ
ფრეი იქნებ კიდევაც იყო რივერანს შეფიცული, მაგრამ საკმაოდ
წინდახედული კაციც გახლდათ, მუდამ ზრუნავდა, მოგებულის
მხარეს ყოფილიყო და ამით დღეგრძელი სიცოცხლეც გაინაღდა.
სულ ცოტა, ფრინველს მაინც გაგზავნიდა მეფის საბიჯელში და
იქნებ მეტიც გაებედა.
კეტლინ სტარკი დროს არ კარგავდა.
– ახლავე უნდა დავიძრათ. დასვენებული ცხენები დაგვჭირ-
დება, საგზალიც. თქვენ კი, მეომრებო, იცოდეთ, სტარკების გვა-
რის სამუდამო მადლობა გერგებათ. თუ რომელიმე გადაწყვეტთ,
ჩვენს ტყვეთა დაცვაში და მათ ვინტერფელამდე მიყვანაში დაგ-
ვეხმაროთ, გულუხვ გასამრჯელოს გპირდებით.
მეტი არც იყო საჭირო; ბრიყვები სასწრაფოდ წინ გამოიჭ-
რნენ. ტირიონმა ყურადღებით შეათვალიერა ისინი; ნამდვი-
ლად, კარგ გასამრჯელოს მიიღებენო, აღუთქვა თავისთავს,
თუმც შესაძლოა არც მთლად ისეთს, როგორის იმედიც აქვთ. მა-
შინაც კი, გარეთ რომ გაიყვანეს, წვიმაში ცხენები შეკაზმეს და
უხეში ბაწრით ხელები გაუკრეს, ტირიონ ლანისტერს დიდად არ
შეშინებია. ისინი ვერასდროს მიიყვანდნენ ვინტერფელამდე,

488
ამაზე თავს დადებდა; ერთი დღეც არ გაივლიდა, უკვე მდევარი ჩა-
უდგებოდათ კვალში, ჩიტებს აფრენდნენ, სადაც საჭირო იყო, და
უეჭველია, რომელიმე მდინარისპირა ლორდი მამამისის კეთილ-
განწყობის მოპოვებას მოისურვებდა და მის საშველად ხელს გამოი-
ღებდა. ტირიონი საკუთარი გამჭრიახობით ტკბებოდა, როდესაც ვი-
ღაცამ ჩაჩი თვალებზე ჩამოაფხატა და უნაგირზე აზიდა.
დაურიდებლად გაჭენდნენ წვიმაში, ტირიონს სულ მალე ფეხები
დაეჭიმა და აუკვნესდა, საჯდომი დაეჟეჟა, ასტკივდა. მერეც კი, რო-
დესაც ისინი სამშვიდობო მანძილზე გასცდნენ სასტუმროს და კეტ-
ლინ სტარკმა ცხენები ჩორთზე გადააყვანინა, მაინც საცოდავი, გუ-
ლისწამღები ჯაყჯაყით გაგრძელდა მძიმე გზა, ყველაფერს კი ათას-
წილად აუარესებდა მისი სიბრმავე. ყოველი მოსახვევი ცხენიდან
გადმოვარდნით ემუქრებოდა. ჩაჩი ხმებსაც ახშობდა, ამიტომ ვერ
გაეგო, რა ითქმოდა მის გარშემო, წვიმა ქსოვილს ალბობდა და სა-
ხეზე აკრავდა, იმგვარად, რომ ბოლოს სუნთქვაც კი საძნელო გახ-
და. ბაწარმა მაჯები გადაუხეხა და, რაც დრო გადიოდა, ღამე რაც უფ-
რო ძველდებოდა, მარყუჟი თითქოს სულ უფრო მჭიდროვდებოდა.
ის იყო დავაპირე, თბილი ცეცხლის პირას ჩამომჯდარი შემწვარ
ფრინველს შევქცეოდი, და ამ დამპალ მგოსანს მაინცდამაინც მაშინ
დასჭირდა, პირი მოეღოო, მწუხარედ ფიქრობდა იგი. დამპალი მგო-
სანი მათთან ერთად წამოვიდა. ამაზე დიადი სიმღერა დაიწერება და
სწორედ მე ვიქნები, ვინც მას შეთხზავსო, ასე უთხრა კეტლინ
სტარკს, როდესაც აუწყა, რომ განზრახული ჰქონდა, მათ გაჰყოლო-
და და ენახა, რით დამთავრდებოდა ეს „დიდებული თავგადასავა-
ლი”. ლანისტერების მხედრები რომ წამოგვეწევიან, ნეტავ თავგა-
დასავალი მერეც ასე დიდებული თუ მოეჩვენებაო, იფიქრა ტირიონ-
მა.
წვიმამ როგორც იყო გადაიღო, ტირიონის თვალებზე წამოფარე-
ბულ სველ ქსოვილში უკვე განთიადის შუქი გამოსჭვიროდა, როდე-
საც კეტლინ სტარკმა ჩამოხდომის ბრძანება გასცა. მოურიდებელმა

489
ხელებმა იგი უნაგირიდან ჩამოათრიეს, მაჯები გაუხსნეს და ჩაჩი
გადახადეს. მან დაინახა ვიწრო ქვიანი გზა, გარშემო ველურად,
მაღლივად წამოჯაგრული გორაკები, შორეულ ჰორიზონტზე –
თოვლით თავდაბურული დაკბილული მწვერვალები, და ყველა
იმედი ერთბაშად გადაეწურა.
– ეს მთის გზაა, – შეიცხადა მან და ლედი სტარკს საყვედუ-
რით მიაჩერდა, – აღმოსავლეთის გზა. შენ კი თქვი, რომ ვინტერ-
ფელში მივდიოდით!
კეტლინ სტარკმა სულ ოდნავი ღიმილი გაიმეტა.
– თანაც, ბევრჯერ და ხმამაღლა, – დაუდასტურა, – უეჭვე-
ლია, შენი მეგობრები რომ აგვედევნებიან, იმ გზას გაუყვებიან.
კარგი სისწრაფეც მისურვებია.
ახლაც კი, ამდენი გრძელი დღის შემდეგ, ეს მოგონება ტირი-
ონს მწარე ბრაზით ავსებდა. მას მთელი სიცოცხლე თავი მოჰ-
ქონდა გამჭრიახი გონებით, ერთადერთი ნიჭით, რაც ღმერთებს
მისთვის გამოემეტებინათ, და მაინც, ამ შვიდგზის წყეულმა ძუ
მგელმა კეტლინ სტარკმა ყველანაირად აჯობა ჭკუაში. ამის შეგ-
ნება უფრო მეტად ამწარებდა, ვიდრე თვითონ მოტაცების ამბა-
ვი.
ისინი მხოლოდ ცხენების გამოსაკვებად და დასარწყულებ-
ლად შეჩერდნენ, შემდეგ ისევ გზას დაადგნენ. ამჯერად ტირიო-
ნისთვის ჩაჩი აღარ ჩამოუფხატებიათ. მეორე ღამის შემდეგ აღა-
რც ხელებს უკრავდნენ და მერე და მერე, სიმაღლე რომ აკრი-
ფეს, უკვე დიდად აღარც მის დაცვას დაგიდევდნენ. თითქოსდა
აღარ ეშინოდათ, რომ გაჰქცეოდათ. ან კი რად უნდა შინებოდათ?
აქ, მთებში, გარემო მკაცრი და ველური იყო, გზას კლდოვანი ბი-
ლიკი უფრო ეთქმოდა. რომც გაქცეულიყო, სადამდე მიაღწევდა,
მარტო, უსაგზლოდ? ბინდისკატებს იგი ლუკმადაც არ ეყოფო-
დათ, მთის ციხესიმაგრეების ბინადარი მთიელები კი ერთიანად
ავაზაკები და მკვლელები იყვნენ და ხმლის კანონის გარდა სხვა

490
არა კანონს არ ცნობდნენ. ოღონდ ესაა, სტარკის ცოლს ისევ დაუც-
ხრომლად მიჰყავდა რაზმი წინ. ტირიონმა იცოდა, საით მიიჩქა-
როდნენ. მაშინვე გაიგო, როგორც კი თვალებიდან ჩაჩი ახადეს. ეს
მთები ერინთა საგვარეულოს სამფლობელოები იყო, გარდაცვლი-
ლი მარჯვენის ქვრივი კი გვარად ტალი გახლდათ, კეტლინ სტარკის
და... და სულ არ მეგობრობდა ლანისტერებთან. ტირიონმა შორი-
დან გაიცნო ლედი ლიზა, როდესაც იგი მეფის საბიჯელში ცხოვრობ-
და, და სულაც არ ეშურებოდა ამ ნაცნობობის განახლებას.
მისი დამტყვევებლები გზის დაბლა, მდინარის პირას შეგროვი-
ლიყვნენ. ცხენებს უკვე წყურვილი მოეკლათ ყინულივით ცივი ნაკა-
დიდან და ახლა კლდის ნაპრალებში ბღუჯა-ბღუჯა ამოზრდილ ლეგა
ბალახს წიწკნიდნენ. ჯიკი და მორეკი ერთმანეთთან ახლოს მიმდგა-
რიყვნენ, პირქუშები და უბედურები ჩანდნენ. მათ მოჰორი ედგათ
თავზე, შუბს ჩამოჰყრდნობოდა და მრგვალი რკინის ზარადი ეხურა,
გეგონებოდა, კეფაზე თასი დაუმხვიაო. იქვე მომღერალი მარილიო-
ნი იჯდა, თავის ქნარს პოხავდა და წუწუნებდა, ერთი დახეთ, ნესტი
სიმებს რას უშვრებაო.
– ცოტა უნდა შევისვენოთ, მილედი, – ეუბნებოდა კეტლინს სერ
უილის ვოუდი, როდესაც ტირიონი მიუახლოვდათ. ეს კისერგაშეშე-
ბული, აუღელვებელი ზღუდის რაინდი ლედი ვენტის კაცი იყო და მა-
შინ, სასტუმროში, იგი პირველი წამოდგა კეტლინ სტარკის დასახმა-
რებლად. – სერ უილისი მართალს ამბობს, მილედი, – დაეთანხმა
მას სერ როდრიკი, – ეს უკვე მესამე ცხენი დავკარგეთ...
– ლანისტერები თუ დაგვეწევიან, იმდენს დავკარგავთ, ცხენები
უკან დაგვრჩება, – შეახსენა მათ ქალმა. სახე ქარით დაშაშვროდა
და ჩამოხმობოდა, მაგრამ თვალებში წინანდებურად ედგა მტკიცე
განზრახვა.
– აქ? ძნელი საფიქრებელია, – ჩაურთო ტირიონმა.
– ქალბატონი შენს აზრს არ კითხულობს, დაგვაჯულო, – შეუტია
კარლეკეტმა, ზორბა და სქელმა ტეტიამ, მოკლედ შეკრეჭილი თმა

491
და ღორის სახე რომ ჰქონდა. იგი ერთი ბრაკენელი იყო, ლორდ
იონოსის სამსახურში მდგარი მეომარი. ტირიონი საგანგებოდ
შეეცადა, ყველა მათგანის სახელები შეეტყო, რათა შემდგომში
შესძლებოდა, მათთვის მადლობა მოეხსენებინა სათუთი მოპ-
ყრობის გამო. ლანისტერი მუდამ იხდის თავის ვალებს. კარლე-
კეტი ამას როდესმე თავადაც შეიტყობდა, ამას კარგად გაიგებ-
დნენ მისი მეგობრები ლარისი და მოჰორი, კეთილი სერ უილი-
სიც, ქირით მებრძოლი ბრონი და ჩიგენიც. საგანგებოდ ჭკუის
სასწავლ გაკვეთილს გეგმავდა მარილიონისთვის, მისი ხის ქნა-
რითა და საამო ტენორით, ვინც ესოდენ მამაცურად ლამობდა,
გაერითმა „ჭინკა” „კიკნასა” და „ტლინკასთან” და მთელი ამ
ალიაქოთიდან სიმღერა გამოეცხო. – აცალეთ, თქვას, – ბრძანა
ლედი სტარკმა.
ტირიონ ლანისტერი ლოდზე ჩამოჯდა. – ამ დროისთვის ჩვე-
ნი მდევარი ალბათ ყელზე გადადის და შენს დაგდებულ ტყუილს
სამეფო გზაზე მისდევს.. თუკი ჩავთვლით, რომ მდევარი გვყავს,
რასაც დანამდვილებით ვერც ვიტყვით. ო, უეჭველია, ამბავი მა-
მაჩემის ყურამდე მიაღწევდა... მაგრამ მამაჩემს დიდად არ ვუყ-
ვარვარ და სრულიადაც არ ვარ დარწმუნებული, რომ თავს შე-
იწუხებს და გაინძრევა, – ეს მხოლოდ სანახევროდ იყო ტყუილი;
ლორდ ტაივინ ლანისტერს ჩირადაც არ უღირდა თავისი სახიჩა-
რი ძე, მაგრამ იგი გვარის სულ მცირედ აბუჩად აგდებასაც არ იწ-
ყნარებდა, – ეს ულმობელი მხარეა, ლედი სტარკ. სანამ ველზე
არ ჩახვალ, დახმარებას ვერავისგან მიიღებ, და რამდენ ცხენსაც
დაკარგავ, მით მეტად დაიტვირთებიან დანარჩენები. კიდევ უა-
რესი, ასე შეიძლება, მეც კი დამკარგო. პატარა ვარ, არცთუ ძლი-
ერი, და თუ მოვკვდი, რაღა აზრი აქვს ამას ყველაფერს? – ეს უკვე
ტყუილი აღარ იყო; ტირიონმა არ იცოდა, კიდევ რამდენ ხანს გა-
უძლებდა ასეთ სწრაფ სვლას.

492
– შეიძლება ითქვას, რომ ამის აზრი შენი სიკვდილია, ლანის-
ტერ, – მიუგო კეტლინ სტარკმა.
– არა მგონია. ჩემი სიკვდილი რომ გნდომებოდა, კმაროდა, ერ-
თი სიტყვა გეთქვა ამ ერთგული მეგობრებისთვის და რომელიმე სი-
ხარულით გამინაღდებდა წითელ ღიმილს, – მან კარლეკეტს გადა-
ხედა, მაგრამ ის ზედმეტად ჩლუნგი იყო, დაცინვას ვერ ჩასწვდებო-
და. – სტარკები არ ხოცავენ ხალხს ლოგინში.
– არც მე, – თქვა ტირიონმა, – ისევ გეტყვი, შენი შვილის მოკ-
ვლის მცდელობაში ჩემი ხელი არ ურევია.
– მკვლელი შენი ხანჯლით იყო შეიარაღებული.
ტირიონმა იგრძნო, როგორ ერეოდა ბრაზი.
– ის ჩემი ხანჯალი არ იყო, – დაბეჯითებით წარმოთქვა, – რამ-
დენჯერ უნდა დავიფიცო? ლედი სტარკ, ჩემზე რასაც არ უნდა ფიქ-
რობდე, სულელი ნამდვილად არ ვარ. და ერთი ჩვეულებრივი ავა-
ზაკისთვის საკუთარი ხანჯლის მიცემა მხოლოდ შტერს თუ შეუძლია.
ქალის თვალებში წუთით თითქოს ეჭვის ნაპერწკალი გაკრთა,
მაგრამ თქმით კი ეს თქვა:
– პეტირი ვითომ რატომ მომატყუებდა?
– რატომ ჯვამს დათვი ტყეში? – შეეპასუხა ტირიონი, – იმიტომ,
რომ ასეთია მისი ბუნება. ნეკასნაირ კაცს ტყუილის თქმა სუნთქვა-
სავით იოლად გამოსდის. ვინ-ვინ და, შენ კი უნდა იცოდე ეს.
ქალმა მისკენ გადადგა ნაბიჯი, სახე გაქვავებოდა.
– რის თქმა გინდა ამით, ლანისტერ?
ტირიონმა თავი გვერდზე გადახარა.
– რის და, მეფის კარზე ყველას მოსმენილი აქვს ამბავი, როგორ
ერგო მას შენი ქალწულობა, მილედი.
– ტყუილია! – განაცხადა კეტლინ სტარკმა.
– ოჰ, ეს თახსირი პატარა ჭინკა, – მარილიონი შემცბარი იყო.
კარლეკეტმა ხანჯალი იძრო, შავი რკინის ავი ნაჭერი.

493
– ოღონდ მითხარით, მილედი, და მაგის ცრუ ენას ფეხებთან
დაგიგდებთ, – ამის წარმოდგენაზე ღორის თვალები აღტაცებით
აუციმციმდა.
კეტლინ სტარკი ტირიონს იმგვარი ყინულოვანი მზერით მი-
აჩერდა, როგორიც მის სახეზე ტყვეს არასოდეს ეხილა.
– იყო დრო, პეტირ ბაელიშს ვუყვარდი. ჯერ მთლად ბავშვი
იყო. მისი გრძნობა ყველა ჩვენგანისთვის სამძიმო აღმოჩნდა,
მაგრამ ის ნამდვილი იყო, ნაღდი, და ამაში დასაცინი არაფერია.
ჩემი ხელი სურდა. სიმართლე თუ გნებავს, ესაა, შენ კი მართლაც
ავი კაცი ხარ, ლანისტერ. – შენ კი მართლაც ჩერჩეტი ხარ, ლედი
სტარკ. ნეკას არავინ არასდროს ჰყვარებია ნეკას გარდა, და
მერწმუნე, შენი ხელის მოპოვებაზე კი არ მოჰყვება ხოლმე კვეხ-
ნას, არამედ იმ შენს მწიფე ძუძუებზე, ტკბილ ტუჩებზე, ფეხებშო-
რის ანთებულ ალმურზე. კარლეკეტმა თმაში ჩაბღუჯა და მაგრად
გადაუქაჩა თავი უკან, ყელი გაუშიშვლა. ტირიონმა ნიკაპის ქვეშ
ფოლადის ცივი ამბორი იგრძნო.
– გამოვუშვა სისხლი, მილედი?
– მომკალი და სიმართლეც ჩემთან ერთად დაიმარხება, –
ამოთქვა ტირიონმა.
– აცალე, თქვას, – ბრძანა კეტლინ სტარკმა.
კარლეკეტმა უხალისოდ შეუშვა ხელი.
ტირიონმა ღრმად ამოიხვნეშა.
– რა გითხრა ნეკამ, როგორ აღმოჩნდა ჩემს ხელში ის მაგის
ხანჯალი? ამაზე მიპასუხე.
– ნაძლევში მოუგე, პრინც ჯოფრის დღეობაზე გამართული
ტურნირის დროს.
– როდესაც ჩემი ძმა ყვავილების რაინდმა ჩამოაგდო ცხენი-
დან, ასე თქვა, არა?
– ჰო, ასე თქვა, – დაუდასტურა ქალმა. შუბლზე ნაოჭი გასწო-
ლოდა. – მხედრები!

494
დაძახილი მათ თავზემოთ წამომართული, ქარით დაჭმული ქე-
დიდან მოისმა. სერ როდრიკს ლარისი აეგზავნა კლდეზე, რათა მას
გზისთვის ეთვალთვალა, სანამ დანარჩენები ისვენებდნენ.
წუთით არავინ ინძრეოდა. პირველი კეტლინ სტარკი გამოერკვა.
– სერ როდრიკ, სერ უილის, ცხენებზე! – იყვირა მან, – დანარჩენი
ცხენები ჩვენ უკან ჩააყენეთ. მოჰორ, ტყვეებს მიხედე... – ჩვენც ია-
რაღი მოგვეცი! – ტირიონი ფეხზე წამოხტა და ქალს მკლავში სტაცა
ხელი, – ყველა მოხმალავე დაგჭირდება.
ქალმა იცოდა, რომ მართალს ეუბნებოდა, ტირიონი ამას ატყობ-
და. მთიელთა კლანებს არაფრად აინტერესებდათ დიდებულ საგვა-
რეოთა შუღლები; ისინი სტარკსაც და ლანისტერსაც თანაბარი სი-
ამოვნებით მიასაღებდნენ, ისევე, როგორც ერთმანეთსაც ხოცავ-
დნენ ხოლმე. იქნებ თავად კეტლინი დაენდოთ: იგი ჯერ კიდევ საკ-
მაოდ ახალგაზრდა იყო, ვაჟების გაჩენას ჯერ კიდევ შეძლებდა. მაგ-
რამ ქალი მაინც ყოყმანობდა.
– მესმის მათი ხმები! – შესძახა სერ როდრიკმა. ტირიონმა თავი
მიაბრუნა, უკეთ მისაყურადებლად, და მართლაც მოესმა ფლოქვე-
ბის თქარუნი, თორმეტი თუ მეტი ცხენი ჭენებით უახლოვდებოდათ.
უეცრად ყველა ამოძრავდა, იარაღს მისწვდნენ, ცხენებისკენ გაიქ-
ცნენ.
მათ გარშემო სეტყვად დაცვივდა კენჭები, როდესაც ლარისი
ხტუნვითა და სრიალით დაეშვა თხემიდან. იგი აქოშინებული შეჩერ-
და კეტლინ სტარკის წინ. მოუხეშავი კაცი იყო, წვეტიანი ფოლადის
ქუდის ქვეშიდან ბღუჯებად გამოსჩროდა აწეწილი ჟანგისფერი თმა.
– ოცი კაცია, იქნებ ოცდახუთიც, – თქვა ქოშინით, – რძის გვე-
ლები ან მთვარის ძმები, როგორც ვხვდები. ჩანს, მოთვალთვალეე-
ბი ჰყავთ, მილედი... ფარული მზირები... იციან, აქ რომ ვართ. სერ
როდრიკ კასელი უკვე ცხენზე იჯდა, ხელთ ორლესული ეპყრა. მო-
ჰორი ლოდის უკან ჩაცუცქდა, ორივე ხელით თავის რკინისწვერიან
შუბს იყო ჩაფრენილი, კბილებში ხანჯალი ეჭირა.

495
– ჰეი, მგოსანო! – დაუძახა სერ უილის ვოუდმა, – დამეხმარე
ამ სამკერდულის მორგებაში!
მარილიონი გაშეშებული იჯდა, თავის ქნარს ბღუჯავდა, სახე-
ზე მიტკლისფერი დასდებოდა; მაგრამ ტირიონის მსახური მორე-
კი სწრაფად წამოხტა ფეხზე და რაინდთან მიირბინა, შეჯავშნაში
რომ დახმარებოდა.
ტირიონი კეტლინ სტარკს ხელს არ უშვებდა.
– სხვა გზა არ გაქვს, – უთხრა ქალს, – ჩვენ სამნი, და კიდევ
მეოთხე ჩვენს სადარაჯოდ უნდა გაცდეს... აქ ახლა ოთხი კაცი შე-
იძლება სიკვდილის ან სიცოცხლის ამბავს წყვეტდეს.
– სიტყვა მომეცი, რომ, ბრძოლა რომ დასრულდება, კვლავ
დადებთ იარაღს. – სიტყვა?! – ფლოქვების თქარუნი უფრო ახ-
ლოდან ისმოდა. ტირიონი ცალყბად გაიკრიჭა, – ო, მაგას მო-
გართმევთ, მილედი... თავდებად ლანისტერის ღირსება მაქვს.
წამით ეგონა, ახლა სახეში შემაფურთხებსო, მაგრამ ამის სა-
ნაცვლოდ ქალმა მოჭრა:
– იარაღი მიეცით, – და მსწრაფლ გასცილდა. სერ როდრიკმა
ჯეკს მისი ქარქაშიანი ხმალი გადაუგდო, თავად კი შეტრიალდა,
მტრის დასახვედრად მოემზადა. მორეკმა მშვილდი და კაპარჭი
იშოვა და ცალ მუხლზე დაეშვა გზის პირას. იგი მშვილდს უკეთ
მოიხმარდა, ვიდრე ხმალს. ბრონი კი ცხენდაცხენ მიუახლოვდა
ტირიონს და ორპირი ტაბარი შესთავაზა.
– ტაბარით არასოდეს მიბრძოლია, – ამ იარაღს უხერხუ-
ლად, უცხოდ გრძნობდა ხელში. მოკლე ტარი ჰქონდა, მძიმე თა-
ვი, და წვერზე – ავი ხიშტი.
– ვითომ შეშას აპობ, – ბრონმა ზურგზე მიკრული ქარქაში-
დან ხმალი იშიშვლა. გვერდზე გადააფურთხა და ჩორთით გაეშუ-
რა ჩიგენის და სერ როდრიკის გვერდით მოსაწყობად. სერ უი-

496
ლისიც ამხედრდა და მათ შეუერთდა, ხელით მუზარადს ისინჯავდა,
რომელიც ლითონის ქოთანს მოჰგავდა, ვიწრო სათვალთვალო
ჭრილი და გრძელი შავი აბრეშუმის კუდი ჰქონდა.
– შეშას სისხლი არ სდის, – თქვა ტირიონმა, გამორჩეულად არა-
ვის მიმართავდა. აბჯრის გარეშე თავს შიშვლად გრძნობდა. შესაფე-
რისი ლოდის მოსაძებნად მიმოიხედა და იქით გაიქცა, სადაც მარი-
ლიონი იმალებოდა.
– ჩაიწიე!
– წადი აქედან! – უწივლა ბიჭმა, – მე მგოსანი ვარ, ამ ბრძოლას-
თან ხელი არ მინდა მქონდეს!
– რა, მოგბეზრდა თავგადასავლები? – ტირიონმა წიხლი მისცხო
და აიძულა, გვერდზე გაწეულიყო. ძლივსღა მოასწრო – წამის უმალ
მხედრები ზედ წამოადგნენ.
არსად ჩანდა ჰერალდი ან ბაირაღები, არც საყვირები თუ დაფ-
დაფები ხმობდა. მხოლოდ მშვილდთა ლარებმა გაიწუილეს, როცა
მორეკმა და ლარისმა პირველი ისრები გატყორცნეს, და ანაზდად
განთიადის თხელი ნისლიდან თქარუნით გამოიჭრნენ მთიელები,
თხელი, შავგვრემანი კაცები, მოთრიმლული ტყავი და მიუსადაგე-
ბელი ნაჭრებით შეკოწიწებული აბჯრები ეცვათ, სახეები ცხაურიანი
ნახევარზარადებით ჰქონდათ დაფარული. საფუხარიან ხელებში
სულ სხვადასხვაგვარი იარაღი ეპყრათ: ორლესულები, შუბები თუ
ალესილი ცელები, წამახული კეტები, ხანჯლები თუ მძიმე რკინის
უროები. წინ ბინდისკატის ტყავის ზოლიან მოსასხამში გამოწყობი-
ლი ახოვანი კაცი უძღოდათ, საორხელე ორლესულით იყო შეიარა-
ღებული. – ვინტერფელი! – შესძახა სერ როდრიკმა და მტრის შე-
სახვედრად გაქანდა, გვერდით ბრონი და ჩიგენი მისდევდნენ ხმამა-
ღალი, უსიტყვო საომარი ყიჟინით. მათ სერ უილის ვოუდი მიჰყვა,
თავსზემოთ წვეტებიან ლახტს ატრიალებდა.

497
– ჰარენჰალი! ჰარენჰალი! – მღეროდა იგი. ტირიონს უეცარი
სურვილი მოეძალა, წამომხტარიყო, თავისი ტაბარი დაეტრიალები-
ნა და „კასტერლის კლდეო”, დაეჭექა, მაგრამ ამ სიგიჟემ მალევე
გაუარა და უფრო დაბლა ჩაცუცქდა.
მას დამფრთხალი ცხენების ჭიხვინი და ლითონის ლითონზე
ხეთქების ხმა ჩაესმა. ჩიგენის ხმალი ჯაჭვისპერანგიანი მხედრის
დაუცველ სახეზე ასრიალდა, ბრონი ქარბორბალასავით შეიჭრა
მთიელთა შორის, მარჯვნივ თუ მარცხნივ მტერს კაფავდა. სერ
როდრიკი ბინდისკატის მოსასხამიან დიდ კაცს სცემდა, მათი
ცხენები ერთურთის გარშემო ცეკვავდნენ, სანამ მხედრები ერ-
თმანეთს დარტყმას დარტყმაზე უნაცვლებდნენ. ჯიკი უბელო
ცხენს მოევლო და შუა ბრძოლაში შეიჭრა. ტირიონმა დაინახა,
რომ მოსასხამიან კაცს ყელში ისარი გასჩროდა. მან პირი დააღო
დასაღრიალებლად, მაგრამ მხოლოდ სისხლი წასკდა. დაბლა
რომ დაეცა, სერ როდრიკი უკვე ვიღაც სხვას ებრძოდა.
უეცრად მარილიონმა იწივლა და თავზე თავისი ქნარი წაიფა-
რა – მათ საფარ ლოდს ცხენი გადმოევლო. ტირიონი ზეზე წამო-
იჭრა, მხედარი კი მათკენ მოტრიალდა და ხიშტიანი ურო შემარ-
თა. ტირიონმა ორივე ხელით მოიქნია ტაბარი. ზევით და ცერად
წასული მისი პირი შეტევით წამოსულ ცხენს ყანყრატოში გამოე-
დო უცნაური ღრჭიალით და ტირიონს ლამის ხელიდან გაუვარდა
იარაღი, როდესაც ცხოველი კივილით დაეზღერთა მიწას. მან
მოახერხა, ტაბარი გამოეთავისუფლებინა და მოუქნელად ეგანა
წაქცეულისთვის. მარილიონს ნაკლებად გაუმართლა. ცხენი და
მხედარი პირდაპირ მომღერალს დაეხვავნენ თავზე. ტირიონი
მიეჭრა, სანამ მხედარს ფეხი ჯერაც დაცემული ცხენის ქვეშ ჰქონ-
და მოყოლილი, და ტაბარი დასცხო კისერზე, ზედ ბეჭების ზე-
მოთ.
პირის გამოთავისუფლებას რომ ლამობდა, გაიგონა, როგორ
კვნესოდა გვამების ქვეშ მოყოლილი მარილიონი.

498
– ვინმემ მიშველეთ, – ხვნეშოდა მომღერალი, – მიშველონ
ღმერთებმა, სისხლისგან ვიცლები.
– ეგ ნამდვილად ცხენის სისხლი იქნება, – უთხრა ტირიონმა.
ცხენის ლეშის ქვემოდან მომღერლის ხელი გამოძვრა, ხუთთითა
ობობასავით მოფორთხავდა მიწაზე. ტირიონმა მოფათურე თითებს
ქუსლი ჩააჭირა და გულის მომაოხებელი ტკაცანი ჩაესმა, – თვალე-
ბი დახუჭე და თავი მოიმკვდარუნე, – ურჩია მომღერალს, თვითონ
კი ტაბარს დასწვდა და შებრუნდა.
ამის მერე ყველაფერი ერთმანეთში აირია. განთიადი კივილით
და გადაძახილებით აივსო, ჰაერი სისხლის სუნმა დაამძიმა, სამყა-
რო კი ქაოსში დაინთქა. ყურთან ისრები უზუზუნებდა და ჩხაკუნით
სხლტებოდა ლოდებზე. დაინახა უცხენო ბრონი, ორივე ხელში თი-
თო ხმალი ეპყრა და ისე იბრძოდა. ტირიონი ბრძოლის კიდეზე რჩე-
ბოდა, ლოდიდან ლოდისკენ გადარბოდა და, ბინდბუნდიდან გამომ-
ხტარი, გვერდით ჩაქროლილ ცხენებს ფეხებს უჩეხავდა. დაჭრილ
მთიელს წაადგა და ბოლო მოუღო, თან მისი ნახევარმუზარადიც მი-
ისაკუთრა. ზედმეტად მჭიდროდ კი მოადგა, მაგრამ ტირიონი კმაყო-
ფილი იყო, რაღაც აბჯარი მაინც რომ იცავდა. ჯიკი უკნიდან დარ-
ტყმით დასცეს, როდესაც იგი წინ შემოფეთებულ მტერს ჩეხავდა, მე-
რე კი ტირიონი კარლეკეტის გაშოტილ სხეულზე წაბორძიკდა. ღო-
რის სახე უროთი ჰქონდა ჩანგრეული, მაგრამ ტირიონმა იცნო ხან-
ჯალი, რომელიც წაქცეულს მკვდარი თითებიდან გამოაცალა. ხან-
ჯალს ქამარში იტენიდა, ქალის კივილი რომ შემოესმა.
კეტლინ სტარკი მთის ფრიალო კედელთან იყო მიმწყვდეული,
გარშემო სამი კაცი შემოხვეოდა, ერთი ჯერაც ცხენზე იჯდა, ორი ქვე-
ითად იყო. დასახიჩრებულ ხელში უხერხულად დაებღუჯა ხანჯალი,
მაგრამ ზურგი უკვე კლდეზე ჰქონდა მიბჯენილი და სამი მხრიდან
უტევდნენ. რაც უნდათ, ის უქნიათ მაგ ძუკნასთვის, გაიფიქრა ტირი-
ონმა, შეარგოს, რაც ელის, მაგრამ რატომღაც მისკენ მიიწევდა. სა-

499
ნამ მის მისვლას შენიშნავდნენ, პირველ კაცს მანამდე გამოუსვა
ტაბარის მუხლის უკან, და მძიმე პირმა ხორცი და ძვალი ფუტუ-
რო ჯოხივით გადაჭრა. ამ შეშას სისხლი სდის, ანგარიშმიუცე-
მელ ფიქრად გაუელვა ტირიონს, მეორე კაცი კი უკვე უტევდა. ტი-
რიონმა დაყვინთა მისი ხმლის ქვეშ, ტაბარი შემოუქნია, კაცმა
უკან დაიხია... კეტლინ სტარკი ამოუდგა ზურგსუკან და ყელი გა-
მოსჭრა. მხედარს კი უეცრად გაახსენდა, სადღაც გადაუდებელი
საქმე რომ ელოდა, და სასწრაფოდ გაჭენდა.
ტირიონმა მიმოიხედა. მტრები ზოგი დაცემულიყო, ზოგიც გა-
უჩინარებულიყო. სანამ არ უცქერდა, ბრძოლა როგორღაც დას-
რულებულიყო კიდევაც. გარშემო მომაკვდავი ცხენების და დაჭ-
რილი ადამიანებს კვნესა-ყვირილი ისმოდა. გასაოცარია, მაგ-
რამ თავად მათ შორის არ ერია. თითები გაშალა და ტაბარს და-
ანება, მიწაზე დახეთქებულიყო. ხელები სისხლით ჰქონდა გაწე-
ბილი. შეეძლო დაეფიცა, რომ ნახევარი დღე ბრძოლაში გაატა-
რეს, მაგრამ მზე ადგილიდან თითქმის არც დაძრულიყო.
– ეს შენი პირველი ბრძოლაა? – ჰკითხა მერე ბრონმა, რომე-
ლიც ჯიკის სხეულისკენ დახრილიყო და ჩექმებს ხდიდა. კარგი
ჩექმები იყო, ისეთი, ლანისტერების მსახურს რომ შეჰფერის;
სქელი ტყავისა, გაპოხილი და დრეკადი, ბრონისებს ბევრად
ჯობდა.
ტირიონმა თავი დაუქნია.
– მამაჩემი ისეთი ამაყი იქნება, – თქვა მან. ფეხები ისე მწა-
რედ ეკვანძებოდა, რომ ძლივს იდგა ზეზე. უცნაურია, ბრძოლის
დროს ტკივილი ერთხელაც არ უგრძნია.
– ახლა ქალი გინდა, – უთხრა ბრონმა და შავი თვალები აუ-
ელვარდა. ჩექმები უნაგირის ხურჯინში ჩაყარა, – დამიჯერე, კა-
ცი ცოტა სისხლს რომ გამოუშვებ, მერე ქალს არაფერი ჯობს.

500
ჩიგენი წამით შეეშვა ყაჩაღების გვამების ჩხრეკას, თანხმობით
ჩაიფრუტუნა და ტუჩები მოილოკა. ტირიონმა გაიხედა იქით, სადაც
ლედი სტარკი სერ როდრიკს ჭრილობებს უხვევდა.
– უარს არ ვიტყვი, თუ იქნა. – ასე თქვა. თავისუფალი მხედრები
ახარხარდნენ, ტირიონმაც ფართოდ გაიღიმა და გაიფიქრა, ესეც და-
საწყისიო.
მერე მდინარის პირას ჩაიმუხლა და ყინულივით ცივი წყლით სა-
ხიდან სისხლი ჩამოიბანა. როდესაც უკან მიჩლახუნდა, დანარჩე-
ნებთან, ერთხელაც გადახედა დახოცილებს. მკვდარი მთიელები
გამხდრები და ჩამოძონძილები ჩანდნენ, მათი ცხენები გაძვალტყა-
ვებული და ტანმორჩილები იყვნენ, სათითაოდ გადაუთვლიდი ყვე-
ლა ნეკნს. ბრონმა და ჩიგენმა რა იარაღიც შეარჩინეს, ყველა ერ-
თმანეთზე უფრო უბადრუკი იყო: უროები, კეტები, ცელი... გაახსენ-
და ბინდისკატის ქურქიანი ზორბა კაცი, სერ როდრიკს რომ ერკინე-
ბოდა საორხელე ხმლით, მაგრამ როდესაც ქვიან მიწაზე განრთხმუ-
ლი მისი გვამი იპოვა, ზორბა სულაც აღარ მოეჩვენა. დიდებული მო-
სასხამი დაჰკარგოდა და ტირიონმა შენიშნა, რომ ხმლის პირი ულ-
მობლად იყო დაკბილული, მისი იაფფასიანი ფოლადი ჟანგს და-
ელაქა. რა გასაკვირია, რომ მთიელებმა ცხრა გვამი დატოვეს მიწა-
ზე დაყრილი.
თავად მხოლოდ სამი კაცი დაკარგეს: ლორდ ბრაკენის ორი მე-
ომარი – კარლეკეტი და მოჰორი – და ტირიონის მსახური ჯიკი, რო-
მელმაც ესოდენ მამაცური წარმოდგენა გაუმართათ თავისი უბელო
ცხენით შეტევით. მაინც ბრიყვი გამოდგა, გაიფიქრა ტირიონმა. –
ლედი სტარკ, დაბეჯითებით გირჩევთ, რაც შეიძლება, სწრაფად გავ-
წიოთ აქედან, – წარმოთქვა სერ უილის ვოუდმა, თან სიფრთხილით
ჩხრეკდა ქედის თხემს მუზარადის ჭრილის მიღმიდან, – ახლა კი მო-
ვიგერიეთ, მაგრამ შორს არ წავიდოდნენ. – ჯერ ჩვენი მკვდრები უნ-
და დავმარხოთ, სერ უილის, – მიუგო ქალმა, – ისინი მამაცი მეომ-
რები იყვნენ. ყვავებს და ბინდისკატებს არ დავუტოვებ საჯიჯგნად.

501
– მიწა ძლიერ კლდოვანია, ვერ გავთხრით, – უთხრა სერ უი-
ლისმა. – მაშინ ქვებს მოვაგროვებთ და ყრილ-სამარხებს აღ-
ვმართავთ. – რამდენიც გნებავთ, იმდენი აგროვეთ ქვები, – სა-
უბარში ჩაერია ბრონი, – მაგრამ ჩემ და ჩიგენის გარეშე მოგი-
წევთ მაგის კეთება.
უკეთესი საქმეც მეგულება, ვიდრე მკვდრებზე ლოდების და-
ლაგებაა... სუნთქვა, მაგალითად, – მან ყველა ცოცხლად დარ-
ჩენილს გადახედა, – თუკი რომელიმე თქვენგანი აპირებს, და-
ღამებისას ცოცხალი იყოს, ჩვენ გამოგვყვეს.
– მილედი, სამწუხაროდ, მართალს ამბობს, – დაქანცული
ხმით წარმოთქვა სერ როდრიკმა. ბებერი რაინდი ბრძოლაში
დაიჭრა, მარცხენა მკლავზე ღრმა ჭრილობა ჰქონდა, კისერიც
შუბით გაეკაწრათ, და ხმაში ერთბაშად დაეტყო ასაკი, – თუკი აქ
დავყოვნდებით, უეჭველად, ისევ დაგვესხმიან თავს და მეორე
შეტაკებას შესაძლოა ცოცხლები ვეღარ დავეღწიოთ.
ტირიონი ხედავდა რისხვას კეტლინის სახეზე, მაგრამ ქალს
სხვა გზა აღარ რჩებოდა.
– მაშ, შეგვინდონ ღმერთებმა. ახლავე გზას გავუდგებით.
ცხენები ახლა აღარ აკლდათ. ტირიონმა თავისი უნაგირი ჯიკის
ხალიან იაბოზე გადაიტანა, ცხოველი საკმარისად ჯანიანი ჩან-
და, სამ-ოთხ დღეს მაინც გაუძლებდა. ის იყო, უნდა შემჯდარიყო,
რომ ლარისი მიადგა და უთხრა:
– ახლა კი ეგ ხანჯალი აქ მომე, ჯუჯავ.
– დაუტოვე, – კეტლინ სტარკმა თავისი ცხენიდან ჩამოხედა,
– და თვალი მიადევნე, რომ თავისი ტაბარიც დაუბრუნონ. დაგ-
ვჭირდება, თუ ისევ შემოგვიტიეს.
– მადლობა მომიხსენებია, ლედი, – ტირიონი ცხენზე აცოც-
და. – შეგიძლია, შენთვის შეინახო, – მოკლედ მოუჭრა ქალმა, –
ადრინდელზე მეტად არც ახლა გენდობი, – და გასცილდა, სანამ
ტირიონი პასუხს მოიფიქრებდა.

502
მან კი შეისწორა მიტაცებული მუზარადი და ბრონს ტაბარი ჩამო-
ართვა. გაახსენდა, როგორ დაიწყო ეს მოგზაურობა: ხელებგაკ-
რულმა და თვალებზე ჩაჩჩამოფხატულმა, და დაასკვნა, რომ მდგო-
მარეობა საგრძნობად გამოუკეთდა. ლედი სტარკმა, რამდენიც უნ-
და, ინახოს თავისი ნდობა; სანამ ტაბარი თან ექნება, ტირიონი ჩათ-
ვლის, რომ ამ თამაშში თვითონაა დაწინაურებული.
რაზმს სერ უილის ლოუდი გაუძღვა და დანარჩენები უკან მი-
იდევნა, ბრონი ბოლოში ჩადგა; შუაში, ყველაზე უხიფათო ადგილას,
ლედი სტარკი მოიქციეს, მას გვერდით ჩრდილივით მიჰყვებოდა
სერ როდრიკი. მარილიონი გზადაგზა მოღუშულ მზერას აპარებდა
უკან, ტირიონისკენ. მომღერალს დაემტვრა რამდენიმე ნეკნი, თავი-
სი ქნარი და მთელი ოთხი თითი ხელზე, რომლითაც უკრავდა, მაგ-
რამ დილა მთლად უიღბლოც არ გამომდგარიყო მისთვის: სადღაც
ეშოვა დიდებული, ბინდისკატის ტყავის მოსასხამი, თეთრად დაზო-
ლილი სქელი შავი ქურქი. ჩუმად იბღუნძებოდა მისი თბილი ნაკეცე-
ბის ქვეშ და პირველად ამდენი ხნის მანძილზე სათქმელი არაფერი
ჰქონდა.
ნახევარი მილიც არ გაევლოთ, როდესაც უკნიდან ბინდისკატე-
ბის ბოხი ღრენა მოესმათ, რაც მერე და მერე ველურ ღრიალში გა-
დაიზარდა – ნადირი მათგან დატოვებულ გვამებს ერთურთს ეცი-
ლებოდა. მარილიონი თვალდათვალ გაფითრდა. ტირიონი ჩორ-
თით მიუახლოვდა, გვერდში ამოუდგა.
– მხდალი, – უთხრა, – მშვენივრად გაერითმება „ხმალი”, –
ცხენს ქუსლები შემოჰკრა და მომღერალს გაასწრო, სერ როდრიკ-
თან და კეტლინ სტარკთან მივიდა.
ქალმა გამოხედა, ტუჩები მჭიდროდ მოეკუმა.
– ჰოდა იმას ვამბობდი, სანამ ასე მოურიდებლად შეგვაწყვეტი-
ნებდნენ, – წამოიწყო ტირიონმა, – ნეკას ზღაპარს სერიოზული ხინ-
ჯი ახლავს. რასაც არ უნდა ფიქრობდე ჩემზე, ლედი სტარკ, ამის

503
თქმა დანამდვილებით შემიძლია: ჩემი ოჯახის წინააღმდეგ ნაძ-
ლევს არასოდეს ვდებ ხოლმე.

504
არია

505
ცალყურა შავმა ტომმა ზურგი ამოკუზა და ხახადაღებულმა გა-
მაფრთხილებლად დაუხავლა.
არია მსუბუქი ძუნძულით მიუყვებოდა შუკას, ფეხშიშველა,
მარჯვედ ინარჩუნებდა წონასწორობას თითის წვერებზე, საკუთა-
რი გულის ფართქალს აყურადებდა და ნელა, ღრმად სუნთქავდა.
ჩრდილივით უხმაუროდ, გაუმეორა თავს, ბუმბულივით მსუბუ-
ქად. კატა დადარაჯებული ადევნებდა თვალს მის მოახლოებას.
კატების ჭერა ძნელი საქმე იყო. ხელებზე ბოლომდე მოუშუ-
შებელი ნაკაწრები აჩნდა, მუხლები ფუფხით ჰქონდა დაფარუ-
ლი, დაცემისას სულ იტყავებდა ხოლმე. თავიდან მზარეულის ვე-
ება სქელი კატაც კი დაუსხლტა ხელიდან, მაგრამ სირიო კვლავ
და კვლავ იმავეს აიძულებდა, დღედაღამ კატებს ადევნებდა.
– ასე ნელი ხარ? უფრო სხარტად გაისარჯე, გოგო. მტრებს
ეგეთი ნაკაწრებით კი ვერ გადაურჩები, – ასე უთხრა, როდესაც
ხელებდასისხლიანებულმა არიამ მასთან მიირბინა. ჭრილობებ-
ზე მირული ცეცხლი წაუსვა, რამაც ხელები ისე აუწვა, არიამ ტუჩ-
ზე იკბინა, რომ არ ეყვირა. მერე კი სხვა კატების დასაჭერად გაგ-
ზავნა. წითელი ციხე სავსე იყო კატებით, რა ჯურისას არ წააწყდე-
ბოდი: მზისგულზე მთვლემარე ზარმაც ბებერ კატებს; ცივად მომ-
ზირალ ვირთხიჭერიებს, მუქარით რომ იქნევდნენ კუდის წვე-
რებს; მკვირცხლ კნუტებს, ნემსებივით ბრჭყალები რომ ჰქონ-
დათ; დავარცხნილ და მიმნდობ ქალბატონების კატებს; ნაგავ-
საყრელებს მოდებულ გაქუცულ ლანდებს. არიამ სათითაოდ მო-
იგდო ისინი ხელში, შეიპყრო და ამაყად მიართვა სირიო ფო-
რელს... ყველა, ამის გარდა, ცალყურა ხვად კატად ქცეული ამ
შავი დემონის გარდა.
– ამ სასახლის ნამდვილი მეფე ეგაა, რომ იცოდე, – უთხრა
არიას ერთმა ოქროსფერმოსასხამიანმა მცველმა, – ცოდვაზე
ბებერი და ორჯერ უფრო მზაკვარია. ერთხელაც მეფე არტური
დედოფლის მამას აქეიფებდა, ეგ შავი ნაბიჭვარი ზედ მაგიდაზე

506
შეხტა და ლორდ ტაივინს შემწვარი მწყერი პირდაპირ თითებიდან
გამოსტაცა. რობერტი ისე ხარხარებდა, იტყოდი, გასკდებაო. მაგას
ახლოსაც არ მიეკარო, ბალღო!
კატამ არიას ნახევარი ციხე-დარბაზი გაარბენინა; ორჯერ შემოა-
ტარა მარჯვენის კოშკის გარშემო, გადააჭრევინა შიდა ეზო, გაატა-
რა თავლებში, ჩაარბენინა ხვეული კიბე, უკან მოატოვებინა მცირე
სამზარეულო, საღორე ბაკები და ოქროსმოსასხამიანთა ყაზარმები,
შემდეგ მდინარისპირა კედელს დააყოლა ძირის გასწვრივ, აატარა
სხვა კიბე, გაარბენინა და ისევ უკან გამოარბენინა გამცემის სავალ-
ზე, ისევ დაბლა ჩაიყვანა, გაატარა კარიბჭე, შემოარბენინა ჭის გარ-
შემო და იმდენჯერ შეიყვან-გამოიყვანა უცნაურ შენობებში, რომ
არიას უკვე ვეღარ გაეგო, სად იმყოფებოდნენ. ახლა კი, ბოლოს და
ბოლოს, ჩაიგდო ხელში. ორივე მხრიდან მაღალი კედლები აღმარ-
თულიყო, წინაც ქვით ამოყვანილი შიშველი, უფანჯრო ზედაპირი
აზიდულიყო. ჩრდილივით უჩუმრად, გაიმეორა გოგონამ და წინ გას-
რიალდა, ბუმბულივით მსუბუქად. სამ ნაბიჯზე რომ მიუახლოვდა,
კატა ადგილს მოსწყდა. მარცხნივ, შემდეგ მარჯვნივ მიაწყდა; და
მარჯვნივ, შემდეგ მარცხნივ მიჰყვა არიაც, გასაქცევი გზა მოუჭრა.
კატამ ისევ დაუხავლა და შეეცადა, ფეხებს შორის გასძვრომოდა.
გველივით სწრაფად, გაიფიქრა გოგონამ. ხელები ცხოველს შემო-
აჭდო. მკერდზე მიიკრა და ხმამაღალი სიცილით შემობრუნდა, კატა
კი გაშმაგებით უფხოჭნიდა ტყავის კურტაკს. არიამ ელვის სისწრა-
ფით აკოცა თვალებს შორის და უმალვე უკან გასწია თავი, სანამ კა-
ტა სახეზე მისწვდებოდა კლანჭებით. კატა ღნაოდა და ფხუკუნებდა.
– რას უშვრება იმ კატას?
შემცბარმა არიამ კატა გააგდო და ხმისკენ შეტრიალდა. ტომი წა-
მის უმალ გაქრა. შუკის ბოლოში გოგონა იდგა, მხრებზე ოქროს კუ-
ლულები ეყარა და ლურჯი ატლასის ულამაზესი კაბით თოჯინას ჩა-
მოჰგავდა. გვერდით პუტკუნა და პატარა ქერა ბიჭი ედგა, კამზოლზე

507
მარგალიტებით უკანა ფეხებზე შემდგარი ხარირემი ჰქონდა
ამოქარგული, ქამარზე კი პაწია ხმალი ეკიდა. პრინცესა მირცე-
ლა და პრინცი ტომენი, გაიფიქრა არიამ. მათ უკან ტვირთმზიდი
ცხენივით ვეებერთელა სეპტა წამომართულიყო, კიდევ მის უკან
კი ჭიაფერ მოსასხამებში გამოწყობილი ორი ახოვანი კაცი ჩან-
და, ლანისტერების სახლობის მცველები. – რას უშვრებოდი იმ
კატას, ბიჭო? – მკაცრად ჰკითხა მირცელამ. შემდეგ ძმას გადაუ-
ლაპარაკა, – რა ჩამოკონკილი ბიჭია, არა? შეხედე ერთი, – და
ჩაიხითხითა.
– დაკონკილი ჭუჭყიანი სუნიანი ბიჭი, – დაუდასტურა ტომენ-
მა. ვერ მცნობენო, მიხვდა არია. იმასაც კი ვერ მიმხვდარან, გო-
გო რომ ვარო. არც იყო გასაკვირი: ფეხშიშველს, დასვრილს, ცი-
ხედარბაზში ამდენი სირბილით თმა გასწეწოდა, კატის კლანჭე-
ბით დასერილი კურტაკი ეცვა, ყავისფერი ჯვალოს შარვალი კი
ფუფხებიანი მუხლების ზემოთ აეკეცა. კატების საჭერად რომ მი-
დიხარ, კაბებს და აბრეშუმებს ვერ ჩაიცვამ. სასწრაფოდ მოიდ-
რიკა თავი და ცალ მუხლზე დაეშვა. იქნებ ვერც იცნონ. თუ არა
და, ამაზე ლაპარაკს ხომ ბოლო აღარ ექნება. სეპტა მორდეინს
გული გაუსკდება, სანსა კი ხმასაც არასოდეს გასცემს, ისე შერ-
ცხვება.
ბებერი სქელი სეპტა მისკენ დაიძრა, – ბიჭო, როგორ მოხვდი
აქ? სასახლის ამ ნაწილში არაფერი გესაქმება. – ეგეთებს ხომ
ვერასოდეს მოიშორებ, – თქვა ერთმა წითელმოსასხამიანმა, –
ეს იგივეა, ვირთხების მოშორებას ცდილობდე.
– ვისი ხარ, ბიჭო? – არ ცხრებოდა სეპტა, – მიპასუხე. რა
გჭირს, მუნჯი ხომ არ ხარ?
არიამ ყელში შეიკავა ხმა. რომ ეპასუხა, ტომენი და მირცელა
ნამდვილად იცნობდნენ.
– გოდვინ, ერთი აქ მოიყვანე, – თქვა სეპტამ. მცველთაგან
უფრო მაღალი შუკას დაუყვა. არიას შიშმა გოლიათის ხელივით

508
წაუჭირა ყელში. ახლა ხმას ვერ დაძრავდა, თუნდაც ეთქვათ, შენი
სიცოცხლე ამაზე ჰკიდიაო. დამდგარი წყალივით მშვიდად, წარ-
მოთქვა უხმოდ, მხოლოდ ტუჩებით.
გოდვინი რომ წასწვდა, არიაც დაიძრა, გველივით „სწრაფად.
მარცხნივ გადაიწია, მცველის თითები მკლავზე აუცურდა, კაცის
გარშემო შემობრუნდა. ზაფხულის აბრეშუმივით გლუვად. იმ დრო-
ისთვის, როდესაც მცველიც მოტრიალდა, არია უკვე შუკაში გარბო-
და. ირემივით მარდად. სეპტა კიოდა, არია მარმარილოს სვეტები-
ვით სქელ და თეთრ ფეხებს შორის გაუსრიალდა, წამოხტა, პრინც
ტომენს შეასკდა და, როდესაც იგი ბრაგვანით ჩაჯდა და „უუფო”,
ამოთქვა, თავზე გადაახტა; შემდეგ მეორე მცველს დაუსხლტა, ყვე-
ლას გასცდა და რაც ძალი და ღონე ჰქონდა, გაკურცხლა. მას ჩაეს-
მოდა ყვირილი, შემდეგ ნაბიჯების ბრაგუნი, ნელ-ნელა რომ უახ-
ლოვდებოდა უკნიდან. არია დაეცა და გაგორდა. წითელმოსასხამი-
ანმა გვერდით ჩაუქროლა და წაბორძიკდა. არია კვლავ ფეხზე წა-
მოხტა. თავზემოთ ფანჯარა შენიშნა, მაღალი და ვიწრო, საისრე
ჭრილზე ოდნავ მეტი თუ იქნებოდა. შეხტა, რაფას ჩაეჭიდა, აიზიდა.
შიგნით რომ ეკვეხებოდა, სუნთქვა შეიკრა. გველთევზასავით სრი-
ალა. გაოგნებული დამლაგებელი ქალის წინ დაეცა იატაკზე, წამოხ-
ტა, ტანსაცმელი ჩამოიბერტყა და ისევ მოკურცხლა, კარი გაიქრო-
ლა, განვლო გრძელი დარბაზი, კიბეები ჩაირბინა, გადაჭრა ფარუ-
ლი შიდა ეზო, კუთხეს შემოუარა, კედელს გადაევლო და დაბალი
ვიწრო ფანჯრიდან წყვდიადით მოცულ სარდაფში შეძვრა. უკან მო-
დევნებული ხმები უფრო და უფრო შორდებოდა.
არიას სუნთქვა ეკვროდა და სრულიად აჰბნეოდა გზა-კვალი. შავ
დღეში იყო, თუ იცნეს, მაგრამ არა, წესით ვერ უნდა ეცნოთ. ძალიან
სწრაფად ირჯებოდა. ირემივით მარდად.
იგი სიბნელეში ჩაცუცქდა, ნესტიანი ქვის კედელზე მიყრდნობი-
ლი, და ყური მიუგდო მდევრის ხმებს, მაგრამ საკუთარი გულისცე-
მის და შორს წყლის წვეთვის მეტი არაფერი ჩაესმოდა. ჩრდილივით

509
უჩუმრად, უთხრა თავს. ნეტავ სად იყო. როდესაც მეფის საბი-
ჯელში ახალი ჩამოსულები იყვნენ, ზოგჯერ საშინელ სიზმრად
ხედავდა, თითქოს სასახლეში იკარგებოდა.
მამამ უთხრა, რომ წითელი ციხე ვინტერფელზე პატარა იყო,
მაგრამ მის სიზმრებში იგი უზარმაზარი ჩანდა, უსასრულო ქვის
ლაბირინთი, რომლის კედლებიც თითქოსდა მოძრაობდნენ და
იცვლებოდნენ მის ზურგსუკან. პირქუშ დარბაზებს მიუყვებოდა
ხოლმე თითქოს, გახუნებულ ფარდაგებს ჩაუვლიდა, უსასრულო
ხვეულ კიბეებზე ჩადიოდა, შიდა ეზოებზე ან ხიდებზე გადარბო-
და, მის ძახილს ექო ეხმიანებოდა, საპასუხო დაძახილი კი არა-
სოდეს ისმოდა. ზოგ ოთახში წითელ ქვის კედლებს თითქოს სის-
ხლი სდიოდა, ფანჯარა კი არსად ჩანდა. ზოგჯერ მამის ხმას გა-
იგონებდა, მაგრამ მუდამ სადღაც შორიდან მომავალს, და, რაც
არ უნდა სწრაფი სირბილით გასდევნებოდა ამ ხმას, იგი სულ უფ-
რო სუსტად ჩაესმოდა, სანამ საბოლოოდ არ მიწყდებოდა და
არია მარტოდმარტო არ დარჩებოდა წყვდიადში.
გაიფიქრა, რომ ახლა, ამწუთასაც ძალიან ბნელოდა. შიშვე-
ლი მუხლები მკერდზე მიიკრა, ზედ მკლავები შემოიხვია და გა-
აჟრჟოლა. წყნარად იჯდება, დაიცდის და ათიათასამდე დაით-
ვლის. მერე კი უკვე მშვიდობიანად შეეძლება, უკან გამოცოცდეს
და მოძებნოს გზა შინისკენ.
ოთხმოცდაშვიდამდე რომ მივიდა, ოთახმა წყვდიადიდან
ამოცურება იწყო: მისი თვალები სიბნელეს ეჩვეოდა. გარშემო
ამოჩენილმა ლანდებმა ნელ-ნელა ფორმა შეიძინეს. ბინდიდან
უზარმაზარი ცარიელი თვალები შემოაჩერდნენ და გოგონამ
ბუნდოვნად გაარჩია გრძელი ეშვების დაკბილული ჩრდილები.
თვლის ძაფი გაუწყდა. თვალები დახუჭა, ტუჩზე იკბინა და შიში
მოიგერია. როდესაც კვლავ გამოიხედავს, ურჩხულები გამქრა-
ლი დახვდებოდნენ. არც არასოდეს იქნებიან ნამყოფი. წარმო-

510
იდგინა, რომ გვერდით ბნელში სირიო ედგა და ყურში ჩასჩურჩუ-
ლებდა. დამდგარი წყალივით მშვიდი, უთხრა თავს. დათვივით
ძლიერი. სამურავივით შემტევი. მან თვალები გაახილა.
ურჩხულები იქვე დახვდნენ, მაგრამ შიში გამქრალიყო.
არია ფეხზე წამოდგა, ფრთხილად დაიძრა. გარშემო ყოველი
მხრიდან თავები შემოხვეოდნენ. იგი ცნობისწადილით შეეხო ერთს,
ნეტავ ნამდვილი თუაო, გაიფიქრა. თითისწვერები დააყოლა უზარ-
მაზარ ყბას. ნამდვილს ჰგავდა. ხელისგულით გრძნობდა მის სიგ-
ლუვეს, ცივად, მყარად იგრძნობოდა. თითებით ჩამოჰყვა ეშვს,
შავს, ბასრს, სიბნელისგან ნაჭედ მახვილს. ამან ჟრჟოლა მოჰგვარა.
– მკვდარია, – წარმოთქვა ხმამაღლა, – თავის ქალაა, სხვა არაფე-
რი. ვერაფერს დამიშავებს, – მაგრამ ურჩხულმა თითქოს იცოდა მი-
სი აქყოფნა. გრძნობდა, როგორ უცქერდნენ ბინდიდან ცარიელი
თვალები და ამ ბნელ, გამოქვაბულის მსგავს ოთახში რაღაც მძულ-
ვარე ჩაბუდებულიყო.
ფრთხილად მოშორდა ქალას და ზურგით დაეჯახა მეორეს, პირ-
ველზე უფრო დიდს. წამით იგრძნო, როგორ ჩაესო მხარში მისი კბი-
ლები, თითქოს ლამობდნენ, ხორცი ამოეგლიჯათ. არია შემოტრი-
ალდა, იგრძნო, როგორ გაიქაჩა და გაეფხრიწა ვეება ეშვზე გამოდე-
ბული კურტაკი, და შემდეგ წამს უკვე გარბოდა. წინ კიდევ ერთი ქა-
ლა წამოემართა, ყველა წინანდელზე უფრო დიდი ურჩხული, მაგ-
რამ არიას ნაბიჯიც არ შეუნელებია. ხმლის სიგრძე შავი კბილების
რიგს გადაახტა, მშიერ ყბებს შორის გასხლტა და კარს ეცა. ხელის
ცეცებით იპოვა ხეში ჩასმული რკინის რგოლი და გამოქაჩა. კარი
ჯერ არ დაჰყვა, მერე კი ნელა იწყო შიგნითკენ შემოტრიალება, იმ-
გვარი ყურისწამღები ჭრიალით, რომ არია დანამდვილებით იტყო-
და, ხმა მთელმა ქალაქმა გაიგონაო. კარი იმხელაზე გამოაღო, რომ
შიგ გასხლტომა შესძლებოდა, და მის მიღმა დერეფანში გაძვრა.
თუკი ურჩხულებიან დარბაზში ბნელოდა, ეს დერეფანი შვიდივე
ჯოჯოხეთის უწკვარამესი ჯურღმული იყო. დამდგარი წყალივით

511
მშვიდი, უთხრა არიამ თავისთავს, მაგრამ მას შემდეგაც, რაც
თვალებს აცალა, სიბნელეს შესჩვეოდნენ, მაინც არაფერი ჩან-
და, მხოლოდ ახლახან გამოვლილი კარის მოხაზულობა ილან-
დებოდა ბუნდოვან სირუხედ. სახის წინ თითები გაიქნია, ჰაერის
მოძრაობა იგრძნო, მაგრამ ვერაფერი დაინახა. მთლად ბრმა
იყო. წყალზე მოცეკვავე ყველა გრძნობით ხედავსო, შეახსენა
თავისთავს. თვალები დახუჭა და სუნთქვა დაიწყნარა, ერთი,
ორი, სამი; სიმშვიდე შეისრუტა და ხელები გაიწვდინა.
მარცხნივ თითებით უხეშად დამუშავებულ ქვას წააწყდა. კე-
დელ-კედელ გასწია, ხელს ზედაპირს მიაყოლებდა, პატარა,
მცოცავი ნაბიჯებით ღრმავდებოდა წყვდიადში. ყველა დერეფანი
სადღაცამდე მიდის. აქ შემოსასვლელი არსებობს, ესე იგი, გა-
სასვლელიც იარსებებს. შიში ხმალზე ღრმად ჭრის. არია არ შე-
შინდება. თითქოს უკვე ძალიან გრძელი გზა გაევლო, როდესაც
კედელი ერთბაშად გათავდა და ლოცვაზე ცივი ჰაერის ნაკადი
მიელამუნა. კანზე მოეცაცუნა ჩამოშლილი თმის ღერები. სად-
ღაც შორს და დაბლიდან ხმები შემოესმა – ჩექმების ჭრაჭუნი,
გაურკვეველი საუბრის ნაწყვეტები. კედელზე მოციმციმე ოდნავი
შუქი გაკრთა და არიამ დაინახა, რომ დიდი და შავი ჭის პირზე
იდგა, გარდიგარდმო ოცი ფუტის სიგანის ხვრელი შორს მიწის
სიღრმეში ქანდებოდა. მის მრუდე კედელში უზარმაზარი ქვები
იყო შესმული საფეხურებად და ეს კიბე წრეებად ეშვებოდა დაბ-
ლა და დაბლა, იმ ჯოჯოხეთის კიბესავით ბნელი, ბებერი ნენი
რომ უამბობდათ ხოლმე. და იმ წყვდიადიდან, მიწის იმ შიგანი-
დან, რაღაც მოიწევდა მაღლა... არიამ კიდეს გადახედა და სახე-
ზე ცივი შავი სუნთქვა იგრძნო. შორს და დაბლა დაინახა ეული
ჩირაღდნის შუქი, სანთლის ალივით მცირე. ორი კაციაო, მიხ-
ვდა. გოლიათებივით მაღალი მათი ჩრდილები ჭის კედლებზე იბ-
რიცებოდნენ. ჩაესმა ხვრელიდან ექოდ ამომავალი მათი ნაუბა-
რი.

512
– ...იპოვა ერთი ბუში, – თქვა ერთმა, – მალე პირველს სხვებიც
მოჰყვებიან. ერთ დღეში, ორში, ნახევარ თვეში...
– და სიმართლეს რომ შეიტყობს, რას მოიმოქმედებს? – იკითხა
მეორე ხმამ თავისუფალი ქალაქების მდინარი აქცენტით.
– ეგ მხოლოდ ღმერთებმა იციან, – გაეპასუხა პირველი ხმა.
არია არჩევდა ჩირაღდანს ადენილი რუხი კვამლის ფთილას, მაღლა
რომ მოიწევდა და გველივით იგრიხებოდა, – ბრიყვები მისი ვაჟის
მოკვლას შეეცადნენ, და, რაც ყველაფერზე უარესია, რაღაც მასხა-
რაობად აქციეს ეს. ეგ ის კაცი არაა, ასეთი რამ დაივიწყოს. გაფ-
რთხილებ, მგელი და ლომი მალე ყელში წასწვდებიან ერთმანეთს,
გვსურს თუ არ გვსურს ეს, მაინც.
– ძალიან ადრეა, ძალიან ადრე, – დაიჩივლა აქცენტიანმა ხმამ,
– ახლა ომი რაში გვარგია? მზად არ ვართ. დააყოვნე. – ბარემ მით-
ხარი, დრო გააჩერეო. ჯადოქარი ხომ არ გგონივარ? მისმა თანამო-
საუბრემ ჩაიხითხითა.
– არც ბევრი გიკლია.
ალი ცივ ჰაერს ლოკავდა. მაღალი ჩრდილები გოგონას ლამის
ზედ წამოსდგომოდნენ. წამის მერე თვალი ჰკიდა ჩირაღდნიან კაცს,
მას ამხანაგი მოჰყვებოდა გვერდით. არია უკან გაცოცდა, მუცელზე
დაეცა და ქვას მიეტყეპა. როდესაც კაცებმა საფეხურების თავს ამო-
აღწიეს, სუნთქვაც შეიკრა.
– რა გინდა რომ ვქნა? – იკითხა იმან, ჩირაღდანი რომ მოჰქონ-
და. მოსული კაცი იყო, ტყავის მოკლე მოსასხამი ეხურა. მძიმე ჩექ-
მები ეცვა, მაგრამ უხმო ნაბიჯი ჰქონდა, თითქმის მისრიალებდა მი-
წაზე. ფოლადის ზარადის ქვემოთ მრგვალი ნაიარევი სახე და მუქი
წვერის ჯაგარი მოუჩანდა, მოთრიმლული ტყავის სამოსზე ჯაჭვი გა-
დაეცვა, ქამარზე კი ხანჯალი და სატევარი ეკიდა. არიას მასში რა-
ღაც უჩვეულოდ ნაცნობი ეჩვენა.

513
– თუ შეიძლება, ერთი მარჯვენა მოკვდეს, რატომ მეორეც
არა? – გაეპასუხა ის, აქცენტი და ორად გაყოფილი ყვითელი წვე-
რი რომ ჰქონდა, – ეს ცეკვა ადრეც გიცეკვია, მეგობარო.
ეს კაცი არიას ადრე არასოდეს ენახა, ამას დარწმუნებით იტ-
ყოდა. უზომოდ მსუქანი იყო, მაგრამ მსუბუქად იძვროდა, იმგვა-
რი ჰაეროვნებით მიჰქონდა მთელი თავისი წონა ფეხის წვერებ-
ზე, როგორც ნამდვილ წყალზე მოცეკვავეს. ჩირაღდნის სხივზე
ბეჭდები უციმციმებდა: წითელი ოქრო და მქრქალი ვერცხლი,
ლალებით, საფირონებით და ჩაჭრილი ყვითელი ვეფხვის თვლე-
ბით დახუნძლული.
ყველა თითზე ბეჭედი ეკეთა; ზოგზე ორიც.
– „ადრე” „ახლას” არ ნიშნავს და ეს მარჯვენაც წინასგან გან-
სხვავდება, – წარმოთქვა ნაიარევიანმა კაცმა, როდესაც მათ დე-
რეფანში შემოაბიჯეს. ქვასავით უძრავად, უთხრა არიამ თავს,
ჩრდილივით უჩუმრად. საკუთარი ჩირაღდნის შუქით თვალაბმუ-
ლებმა სულ რამდენიმე ფუტით გვერდზე ჩაუარეს და ქვაზე
ბრტყლად განრთხმული გოგონა ვერ შენიშნეს.
– იქნებ ასეცაა, – წვერგაყოფილი შეჩერდა და გრძელი აღ-
მართის მერე სული მოითქვა, – და მაინც, დრო გვჭირდება.
პრინცესა ორსულადაა. ხალი არც გაინძრევა, სანამ მისი ძე არ
დაიბადება. ხომ იცი, ეს ველურები როგორც არიან...
ჩირაღდნიანმა კაცმა რაღაც გამოქაჩა. არიას დაბალი
გრგვინვა ჩაესმა. ჭერიდან ყურისწამღები გრუხუნით ჩამოსკდა
კლდის უზარმაზარი ფილა, ჩირაღდნის შუქზე წითლად რომ ჩან-
და – არიამ ლამის შეჰყვირა. იქ, სადაც ადრე ჭას დაეღო პირი,
ახლა ერთიანი, მტკიცე ქვის მეტი არაფერი მოჩანდა.
– თუ დროზე არ გაინძრა, მერე იქნებ გვიანიც იყოს, – თქვა
ფოლადისზარადიანმა მოსულმა კაცმა, – ეს ორი მოთამაშის თა-
მაში აღარაა, თუკი ოდესღაც მაინც ყოფილა. სტანის ბარათეონი

514
და ლიზა ერინი სადაც არიან, იქ მე ვეღარ მივწვდები, და მოენეები
ამბობენ, ისინი გარშემო ხმლებს იკრებენო. ყვავილების რაინდი ზე-
ნაბაღში წერილს აფრენს და მამას დაჟინებით სთხოვს, მისი და მე-
ფის კარზე გამოგზავნოს. გოგო თოთხმეტი წლის ქალწულია, სათ-
ნო, ლამაზი და მიმზიდველი, და სერ რენლი და სერ ლორასი განიზ-
რახავენ, რომ რობერტმა ლოგინში ჩაიგოროს იგი, იქორწინოს და
ასე ახალი დედოფალი გამოაცხონ. ნეკა... ღმერთებმა იციან, ნეკა
რა თამაშს თამაშობს. და მაინც, ლორდი სტარკია, მოსვენებას რომ
არ მაძლევს. ბუში უკვე ჰყავს, წიგნიც აქვს და სულ მალე სიმართლე-
საც მოიგდებს ხელში. ახლა კიდევ მისმა ცოლმა ტირიონ ლანისტე-
რი მოიტაცა, ნეკას ჩაჩრის წყალობით. ლორდი ტაივინი ამას ღირ-
სების ახდად მიიღებს, ჯეიმის კი ჭინკას უცნაური სიყვარული აქვს.
თუკი ლანისტერები ჩრდილოეთისკენ დაიძვრებიან, ეს ტალებსაც
აუცილებლად ჩაითრევს. დააყოვნეო, ამბობ. მე კი გპასუხობ, იჩქა-
რე-მეთქი. ყველაზე ხელმარჯვე ჯამბაზსაც კი არ შეუძლია, სამუდა-
მოდ ჰაერში ამყოფოს ასი ბურთი.
– შენ ჯამბაზზე მეტი ხარ, ძველო მეგობარო. შენ ნამდვილი ჯა-
დოქარი ხარ. ერთადერთი, რასაც გთხოვ – ცოტა ხანს გააგრძელე
შენი ჯადო, – ისინი გაუყვნენ დერეფანს იქით, საიდანაც არია მოვი-
და, ურჩხულებიან ოთახსაც გასცდნენ.
– რაც კი შემიძლია, ვიზამ, – დათმობით წარმოთქვა ჩირაღდნი-
ანმა, – ოქრო დამჭირდება, და კიდევ ორმოცდაათი ჩიტი.
არიამ აცალა, საკმაო მანძილით დასცილებოდნენ, შემდეგ კი
ფეხაკრეფით გაჰყვა უკან. ჩრდილივით უჩუმრად.
– ამდენი? – ხმები მისუსტდა, მის წინ შუქიც დაპატარავდა, – ისე-
თები, შენ რომ გინდა, ძნელი საშოვნელია... თან ახალგაზრდები,
თან წერა იცოდნენ... იქნებ უფრო ხნიერები... ასე იოლად არ მოკ-
ვდება...
– არა. ახალგაზრდები უფრო უხიფათოა...
– ...„კარგად მოუარე...

515
– ...თუკი ენას კბილს დააჭერენ...
– ,„საშიშროება...
მას მერეც, რაც მათი ხმები მიწყდა, არია დიდხანს ხედავდა
ჩირაღდნის ალს, კვამლიან ვარსკვლავს, თავისკენ რომ უხმობ-
და.ორჯერ თითქოს თვალთაგან დაეკარგა, მაგრამ იგი პირდა-
პირ სვლას განაგრძობდა და ორჯერვე ციცაბო, ვიწრო კიბის
თავზე გავიდა, ჩირაღდნის ციმციმი კი შორს და დაბლა დალან-
და. ისევ შუქს მიჰყვა, დაბლა, დაბლა. ერთხელ ქვაზე წაბორძიკ-
და და კედელს მიეჯახა, და აღმოაჩინა, რომ აქ მიწის ზედაპირი
ფიცრებით იყო გამაგრებული, მაშინ, როცა მანამდე გვირაბი
სულ ქვით ამოყვანილი ხვდებოდა. , ალბათ რამდენიმე მილი
გაიარა მათ მიდევნებულმა. ბოლოს ისინი გაუჩინარდნენ, მაგ-
რამ წინ სვლის მეტი სხვა გზა არ ჰქონდა. ისევ კედელი მოსინჯა
და მიჰყვა, უჩინო და გზადაკარგული, თან წარმოიდგინა, რომ
სიბნელეში გვერდით ნიმერია მისდევდა ძუნძულით. ბოლოს
მუხლამდე მყრალ წყალში აღმოჩნდა, ინატრა, ნეტავ მასზე ცეკვა
შემეძლოს, როგორც ალბათ სირიოს შეუძლიაო, და დაეჭვდა,
როდესმე სინათლეს ისევ თუ დავინახავო. სრულიად ბნელოდა,
როდესაც ბოლოს და ბოლოს ღამის ჰაერზე გავიდა.
ნახა, რომ სანარცხე მილის პირთან იდგა, იქ, სადაც ის მდი-
ნარეში ჩაედინებოდა. თავად ისე საზარლად ყარდა, რომ იქვე
გაიძრო ტანთ, ბინძური სამოსი მდინარის პირას დაყარა და
ღრმა შავ წყალში ჩაყვინთა. მანამდე იცურავა, სანამ თავი სუფ-
თად არ იგრძნო, და ცახცახით ამოძვრა წყლიდან. სანამ არია
ტანსაცმელს რეცხავდა, მდინარისპირა გზაზე რამდენიმე მხე-
დარმა ჩაიარა, მაგრამ თუკი კიდევაც შენიშნეს გაჩხიკული შიშ-
ველი გოგონა, რომელიც მთვარის შუქზე თავის კონკებს ჭიჭყნი-
და წყალში, ყურადღება არ მიუქცევიათ. სასახლეს რამდენიმე
მილი აშორებდა, მაგრამ მეფის საბიჯელის ნებისმიერ კუთხეში

516
კმაროდა, მაღლა აგეხედა, და დაინახავდი ეაგონის გორაზე წამო-
მართულ წითელ ციხეს, ასე რომ, გზის დაკარგვის საფრთხე აღარ
ემუქრებოდა. იმ დროისთვის, კარიბჭეს რომ მიაღწია, ტანსაცმელი
თითქმის გაშრობოდა. ცხაური ჩამოშვებული იყო, კარიბჭე – გადა-
რაზული, ამიტომ არია გვერდითა კარს მიადგა. გუშაგად მდგარ ოქ-
როსმოსასხამიანებს ძალიან გაეცინათ, როდესაც გოგონამ შეშვება
მოითხოვა.
– წადი, გაიარე, – უთხრა ერთმა, – სამზარეულოს ნასუფრალები
გათავდა და დაღამების მერე მთხოვნელებს აღარ ვუშვებთ. – მე
მათხოვარი არ ვარ. მე აქ ვცხოვრობ.
– გითხარი, გაიარე-მეთქი. თუ ალიყური გჭირდება, უკეთ რომ
გაიგონო?
– მამაჩემის ნახვა მინდა.
მცველებმა ერთმანეთს გადახედეს.
– მე დედოფალი მინდა ვიხმარო, მაგრამ რა ხეირი, – თქვა უფ-
რო ახალგაზრდამ.
უფრო ხნიერმა წარბი შეიკრა.
– ვინაა მამაშენი, ბიჭო, ქალაქის მევირთხე?
– მეფის მარჯვენა, – მიუგო არიამ. – ორივე მცველმა გაიცინა,
მაგრამ უფრო ხნიერმა გოგონას მუშტი გაუქანა, სასხვათაშორი-
სოდ, როგორც ძაღლს ამოსცხებდა წიხლს. არიამ გამოქანებული
დარტყმა მანამდეც კი დაინახა, სანამ ხელი მოძრაობას დაიწყებდა.
მოცეკვავის სისხარტით გამოერიდა დარტყმას, ხელი არ შეხებია.
– ბიჭი არ ვარ! – მიახალა მცველებს, – მე ვარ არია სტარკი ვინ-
ტერფელელი, და თითსაც კი თუ დამაკარებთ, მამა-ბატონი თქვენ
ორივეს თავებს სარზე ააგებს. თუ ჩემი არ გჯერათ, მარჯვენის კოშ-
კიდან იორი კასელი ან ვაიონ პული მოიყვანეთ, – მან დოინჯი შე-
მოიყარა, – ახლა გახსნით კარს თუ ალიყური გჭირდებათ, უკეთ
რომ გაიგონოთ? მამამისი მარტო იჯდა სასტუმროში, როდესაც ჰარ-

517
ვინმა და სქელმა ტომმა არია შეუყვანეს. იდაყვთან რბილად
უციმციმებდა ნავთის ლამპარი, თავად კი საკითხავზე დახრილი-
ყო – ამხელა წიგნი არიას არასოდეს ენახა, ვეება სქელი ტომი,
გაურკვეველი ნაწერით შევსებული მისი დახეთქილი ყვითელი
გვერდები გახუნებული ტყავის ყდაში აეკინძათ. ედარდმა წიგნი
დახურა, ჰარვინის ანგარიშს რომ ისმენდა. მადლობის მოხდით
დაითხოვა ისინი და მკაცრი სახით მიუბრუნდა არიას.
– გესმის თუ არა, რომ ჩემს მცველთა ნახევარი შენს საძებ-
რად მყავს გაგზავნილი? – უთხრა, მარტონი რომ დარჩნენ, –
სეპტა მორდეინი შიშით აღარ არის. სეპტაშია და შენს მშვიდო-
ბით დაბრუნებაზე ლოცულობს. არია, ხომ იცი, რომ ჩემი ნებარ-
თვის გარეშე სასახლის კარიბჭქს არ უნდა გასცდე?
– კარიბჭეს არ გავცდენივარ, – წამოიძახა მან, – ანუ არ ვაპი-
რებდი. დაბლა ვიყავი, სარდაფებში, მაგრამ იმათ იმ გვირაბში
შემოუხვიეს.
საშინლად ბნელოდა, მე კი არც ჩირაღდანი მქონდა, არც სან-
თელი, რამე რომ დამენახა, ამიტომ იმათ უნდა გავყოლოდი.
რომლითაც შევედი, იმ გზით ვერ გამოვიდოდი ურჩხულების გა-
მო. მამა, ისინი შენს მოკვლაზე ლაპარაკობდნენ! ურჩხულები კი
არა, ის ორი კაცი. იმათ მე არ დავუნახივარ, ქვასავით უძრავი და
ჩრდილივით უხმო ვიყავი, მაგრამ მე კი მესმოდა, რას ლაპარა-
კობდნენ. ასე თქვეს, რომ წიგნიც გაქვს და ბუშიც გყავს, და თუ
შეიძლება, ერთი მარჯვენა მოკვდეს, რატომ მეორეც არა? ეს ის
წიგნია? ნაძლევს დავდებ, ის ბუში კიდევ ჯონი იქნება.
– ჯონი? არია, რაზე ლაპარაკობ? ვინ თქვა ეგ?
– იმათ, – უთხრა არიამ, – ერთი სქელი კაცი იყო, ორად გა-
ყოფილი ყვითელი წვერი ჰქონდა, მეორეს ჯაჭვი ეცვა და ფოლა-
დის ზარადი ეხურა, და სქელმა თქვა, უნდა დავაყოვნოთო, მაგ-
რამ მეორემ უთხრა, ამდენ ხანს ჯამბაზობას ვერ შევძლებო და

518
რომ ლომი და მგელი ერთმანეთის შეჭმას აპირებენ და ეს ყველაფე-
რი მასხარაობა იყოო, – იგი შეეცადა, დანარჩენიც გაეხსენებინა.
ბოლომდე არ ესმოდა, რა გაიგონა, და ახლა ყველაფერი თავში
არეოდა, – სქელმა თქვა, პრინცესა ორსულადააო. ზარადიანმა,
რომელსაც ჩირაღდანი მოჰქონდა, ასე მიუგო, უნდა ვიჩქაროთო.
მგონი, ჯადოქარი იყო. – ჯადოქარი, – წარმოთქვა ნედმა, არ იღიმე-
ბოდა, – გრძელი თეთრი წვერი ჰქონდა და ვარსკვლავებიანი, მაღა-
ლი და წვეტიანი ქუდი ეხურა?
– არა! ბებერი ნენის ზღაპრებივით კი არ იყო. ჯადოქარს არ ჰგავ-
და, მაგრამ სქელმა უთხრა, ხარო.
– გაფრთხილებ, არია, ამ ყველაფერს თუ არაფრისგან იგონებ...
– არა, ხომ გითხარი, სარდაფში იყო, საიდუმლო ჭის გვერდით. მე
კატებს მივდევდი, ჰოდა... – არიას სახე მოეჭმუხნა. თუკი გამოტყდე-
ბოდა, პრინცი ტომენი გადავაყირავეო, მამა ძალიან გაუჯავრდებო-
და, – ...ჰოდა, იმ ფანჯარაში შევძვერი. სწორედ იქ ვნახე ურჩხულე-
ბი.
– ურჩხულები და ჯადოქრები, – გაიმეორა მამამისმა, – ჩანს,
გვარიანი თავგადასავალი გამოგივლია. ის კაცები, ვისი ლაპარაკიც
გაიგონე, ამბობ, რომ ჯამბაზობას და მასხარაობას ახსენებდნენ? –
ჰო, – აღიარა არიამ, – მაგრამ...
– არია, ისინი მასხარები იყვნენ, – უთხრა მამამ, – მეფის საბი-
ჯელში ახლა, ამწუთას ათობით დასია, ჩამოვიდნენ, რომ ტურნირზე
შეგროვილ ამდენ ხალხში ცოტაოდენი ფული იშოვონ. ზუსტად არ
ვიცი, იმ ორს სასახლეში რა უნდოდა, მაგრამ იქნებ მეფემ წარმოდ-
გენის ჩვენება სთხოვა.
– არა, – ჯიუტად გაიქნია თავი არიამ, – ისინი არ ყოფილან... –
როგორც არ უნდა იყოს, ხალხს უკან არ უნდა აედევნო და მალულად
ყური არ უნდა უგდო. არც ის მინდა, ხმები გავარდეს, როგორ მის-
დევს ჩემი ასული მაწანწალა კატებს რაღაც უცნაურ ფანჯრებში. ერ-
თი ზედ დაიხედე, ჩემო გოგონა. მკლავები სულ დაღლეტილი გაქვს.

519
ძალიან გაგიგრძელდა ეგ ამბავი. სირიო ფორელს უთხარი, და-
ლაპარაკება მინდა მასთან...
სიტყვა მოკლე, ანაზდეულმა დაკაკუნებამ გააწყვეტინა.
– ბოდიში მომითხოვია, ლორდ ედარდ, – შემოსძახა დეს-
მონდმა ოდნავ შემოღებულ კარში, – მაგრამ აქ შავი ძმაა მოსუ-
ლი და შეხვედრას ითხოვს. ამბობს, სასწრაფო საქმე მაქვსო. ვი-
ფიქრე, რომ ისურვებდი გაგეგო, რა საქმეა.
– ღამის ებგურისთვის ჩემი კარი მუდამ ღიაა, – თქვა მამამ.
დესმონდმა კაცი ოთახში შემოატარა. იგი ბეჭებში მოხრილი და
უშნო იყო, გაბურძგნული წვერი ჰქონდა და უსუფთაო ტანსაცმე-
ლი ეცვა, მაგრამ მამა კეთილად მიესალმა და სახელი ჰკითხა. –
იორენი, თუკი ინებებთ, მილორდ. ბოდიში მომითხოვია გვიანი
საათისთვის, – მან არიას თავი დაუკრა, – ეს კი თქვენი ვაჟი უნდა
იყოს. თქვენი იერი აქვს.
– გოგო ვარ, – მიუგო გაჯავრებულმა არიამ. თუკი ეს მოხუცე-
ბული კედლიდან მოდიოდა, მას გზად ვინტერფელი უნდა გამო-
ევლო, – ჩემს ძმებს იცნობ? – ჰკითხა გულისფანცქალით, – რო-
ბი და ბრანი ვინტერფელში არიან, ჯონი კი – კედელზე. ჯონ სნოუ,
ისიც ღამის ებგურშია, წესით უნდა იცოდე, მგელსაზარა ჰყავს,
თეთრი, წითელთვალება. ჯონი უკვე გახდა აეშაგი? მე არია
სტარკი ვარ, – სუნიანი შავი ტანსაცმლით მოსილი მოხუცებული
არიას უცნაურად შესცქეროდა, მაგრამ არია ვერ გაჩერებული-
ყო, – როდესაც უკან, კედელზე წახვალ, წაუღებ ჯონს წერილს,
თუ მე დავუწერ? – როგორ უნდოდა, ჯონი ახლა აქ ჰყოლოდა!
იგი ყველაფერს დაუჯერებდა სარდაფებზეც, გაყოფილწვერიან
სქელ კაცზეც და რკინისზარადიან ჯადოქარზეც.
– ჩემს ასულს ზრდილობა ხშირად ავიწყდება, – წარმოთქვა
ედარდ სტარკმა ოდნავი ღიმილით, რამაც მისი სიტყვების სიმ-
კაცრე შეარბილა, – უმორჩილესად გთხოვ, შეუნდო, იორენ. ჩემ-
მა ძმა ბენჯენმა გამოგგზავნა?

520
– სხვას არავის გამოვუგზავნივარ, მილორდ, ბებერი მორმონ-
ტის გარდა. აქ იმიტომ მოვედი, რომ კედელზე წასაყვანი ხალხი ვი-
შოვო, და როდესაც რობერტი შემდეგ დარბაზობას მოაწყობს, მუხ-
ლებზე დავეცემი და ჩვენს გასაჭირზე ვიყვირებ, იქნებ მეფეს ან მის
მარჯვენას საპყრობილეებში რამდენიმე არამზადა აღმოაჩნდეთ,
ისეთი, რომლის თავიდან მოშორებასაც ისურვებდნენ. თუმცა შეიძ-
ლება ითქვას, ბენჯენ სტარკია ის მიზეზი, რატომაც ჩვენ ახლა ვსაუბ-
რობთ. მას შავი სისხლი უდგას. რაც ჩემს ძმადაც ისევე ხდის, რო-
გორც თქვენს ძმად. მისი ხათრით მოვედი. ძალიან ვაჭენე, მარ-
თლაც, ლამის ცხენი მოვკალი, ისე გამოვრეკე, მაგრამ სხვები კარგა
ჩამოვიტოვე უკან.
– სხვები?
იორენმა გადააფურთხა.
– ქირით მებრძოლები, თავისუფალი მხედრები და ეგეთი ნაყარ-
ნუყრობა. სასტუმრო მაგით სავსე იყო, და დავინახე, გეში რომ
აიღეს. სისხლის გეში თუ ოქროს გეში, საბოლოოდ მაინც ერთი სუნი
უდის. თუმცა ყველა მეფის საბიჯელს კი არ მოაწყდა. ზოგი კასტერ-
ლის კლდისკენ გაჭენდა, კლდე კი უფრო ახლოშია. ლორდ ტაივინ-
თან საამდროოდ უკვე მიაწია სიტყვამ, ეს ნაღდია.
მამამ შუბლი შეკრა.
– რა სიტყვამ?
იორენი არიას მიაჩერდა.
– იმან, რაც ჯობს მარტოკას გითხრა, მილორდ, ბოდიში კი მო-
მითხოვია. – როგორც იტყვი. დესმონდ, მიაცილე ჩემი ასული თავის
ოთახებამდე, – მან გოგონას შუბლზე აკოცა, – ჩვენს საუბარს დი-
ლით დავამთავრებთ.
არია ფეხს არ იცვლიდა.
– ჯონს არაფერი ცუდი არ მოსვლია, ხო? – ჰკითხა იორენს, – ან
ძია ბენჯენს?

521
– იცით, სტარკზე ვერაფერს გეტყვით. ყმაწვილი სნოუ კი კარ-
გად იყო, მე რომ წამოვედი. ახლა იმათ ამბავს კი არ შევუშფო-
თებივარ. დესმონდმა არიას ხელი ჩაჰკიდა.
– წამობრძანდი, ქალბატონო. ხომ გაიგონე, რა თქვა მამა-ბა-
ტონმა. არიას სხვა გზა აღარ ჰქონდა, უნდა გაჰყოლოდა, თან
ფიქრობდა, ნეტავ მის მაგივრად სქელი ტომი ყოფილიყოო. ტომ-
თან მოახერხებდა, რამე საბაბით კართან შეყოვნებულიყო და
გაეგონა, რას ამბობდა იორენი, აი დესმონდი კი მეტისმეტად მი-
ზანდასახული ვინმე იყო, მას ვერ გააცურებდი.
– რამდენი მცველი ჰყავს მამაჩემს? – ჰკითხა, მისი ოთახე-
ბისკენ რომ ეშვებოდნენ.
– აქ, მეფის საბიჯელზე? ორმოცდაათი.
– თქვენ არავის დაანებებთ მის მოკვლას, ხომ ასეა?
დესმონდმა გაიცინა.
– მაგის დარდი ნუ გაქვს, პატარა ლედი. ლორდ ედარდს დღი-
თა და ღამით იცავენ. ცუდი არაფერი მოუვა.
– ლანისტერებს ორმოცდაათ კაცზე მეტი ჰყავთ, – შენიშნა
არიამ. – ასეა, მაგრამ ყოველი ჩრდილოელი ათ აქაურ სამხრე-
თელ მეხმლეს უდრის, ასე რომ, მშვიდად იძინე.
– და თუ მოსაკლავად ჯადოქარს მიუგზავნიან?
– ხო, თუ ეგრეა საქმე, – მიუგო დესმონდმა და თავისი ორ-
ლესული ამოზიდა, – ჯადოქრებიც ჩვეულებრივი კაცებივით იხო-
ცებიან, თავს თუ წააჭრი.

522
ედარდი

523
– რობერტ, გემუდარები, – შეევედრა ნედი, – ერთი უსმინე, რას
ამბობ. ეგ ხომ ბავშვის მკვლელობა იქნება.
– ის კახპა ორსულადაა! – მეფის მუშტი მეხის გრგვინვით და-
ეხეთქა საბჭოს მაგიდას, – გაფრთხილებდი, ასე იქნება-მეთქი,
ნედ. იქ, ყორღანების მხარეში, გაგაფრთხილე, მაგრამ ყურიც არ
შეიბერტყე. ჰოდა, ახლა მოგიწევს, მოისმინო. მსურს, რომ მოკ-
ვდნენ, დედაც და ბავშვიც, და ის უტვინო ვისერისიც მათთან ერ-
თად. საკმაოდ გასაგებად ჩამოვაყალიბე? მინდა, მოკვდნენ.
დანარჩენი მრჩევლები თავგამოდებით ცდილობდნენ, თავი
ისე დაეჭირათ, თითქოს სულაც სხვაგან ყოფილიყვნენ. უეჭვე-
ლია, მასზე უფრო ბრძნულად იქცეოდნენ. ედარდ სტარკს ასე ეუ-
ლად თავი იშვიათად უგრძნია.
– სამუდამო ჩირქს მოსცხებ შენს სახელს, ამას თუ ჩაიდენ. –
მაშ, დაე, ეს ჩემს კისერზე იყოს, ოღონდ კი გაკეთდეს. არც ისე
ბრმა ვარ, ცულის ჩრდილსაც ვერ ვხედავდე, როდესაც ის უკვე
ჩემს კისერზეა დაღირებული.
– ეს ცული არ არის, – შეეპასუხა ნედი, – მხოლოდ ჩრდილია,
ჩრდილის ჩრდილი, თანაც ოცი წლის წინანდელი... თუკი საერ-
თოდ არსებობს.
– თუკი? – რბილად დაეკითხა ვარისი და უმარილიანი ხელე-
ბი ერთმანეთს ჩაჰკიდა, – ლაფში მსვრით, მილორდ. განა მეფეს
და მის საბჭოს ტყუილებს მოვუტანდი?
ნედმა საჭურისს ცივად გადახედა.
– თქვენ ჩვენამდე მოიტანდით მოღალატის ნაჩურჩულევს ნა-
ხევარი ქვეყნიერების იქიდან, მილორდ. იქნებ მორმონტი ცდე-
ბა. იქნებ ტყუის.
– სერ იორაჰი ვერ გაბედავდა, მეცრუოს, – წარმოთქვა ვა-
რისმა მზაკვრული ღიმილით, – ენდეთ მის ნათქვამს, მილორდ.
პრინცესა ბავშვს ელის.

524
– ასე ამბობთ თქვენ. თუკი ცდებით, შიში არ უნდა გვქონდეს. თუ
გოგოს მუცელი მოეშლება, შიში არ უნდა გვქონდეს. თუ ვაჟის ნაც-
ვლად ასულს შობს, შიში არ უნდა გვქონდეს. თუ მისი შვილი ბალ-
ღობაში მოკვდება, შიში არ უნდა გვქონდეს.
– მაგრამ ბიჭი რომ იყოს? – დაიჩემა რობერტმა, – და რომ იცოც-
ხლოს?
– ჩვენ და მას შორის მაინც ვიწრო ზღვა იქნება გაწოლილი. იმ
დღეს შევშინდები, დოთრაკები თავიანთ ცხენებს წყალზე ჭენებას
რომ ასწავლიან.
მეფემ ღვინო მოსვა და საბჭოს მაგიდის გადაღმიდან ნედს თვა-
ლები გადმოუბრიალა.
– მაშ, მირჩევ, უქმად ვიჯდე, სანამ დრაკონის ნაშიერი თავის
ჯარს ჩემს ნაპირზე არ გადმოსხამს, ეგრეა?
– ეს „დრაკონის ნაშიერი” ჯერ დედის მუცლადაა, – მიუგო ნედმა,
– ეაგონიც რომ იყოს, ვერაფერს დაიპყრობდა, სანამ ძუძუს არ მოს-
წყვეტენ.
– ღმერთებო! ზუბრივით გაქირი ხარ, სტარკ, – მეფემ საბჭოს მა-
გიდას მოავლო თვალი, – დანარჩენებმა ენები გადაყლაპეთ? ვერა-
ვინ შეაგნებინებთ ამ სიფათმოყინულ ბრიყვს?
ვარისმა მეფეს ქლესურად შეჰღიმა და ნედს მკლავზე ჩამოსდო
ხელი.
– კარგად მესმის თქვენი ქენჯნა, ლორდ ედარდ, მართლაც რომ
მესმის. ამ სამწუხარო სიახლის მოტანა საბჭოზე სრულიად არ მახა-
რებდა, მერწმუნეთ. საზარელ საკითხს განვსჯით, ავ საკითხს.
მაგრამ ჩვენ, ვინც ვთვლით, რომ მართვა გვაკისრია, მოვალე
ვართ, ავი საქმეები ვაკეთოთ სახელმწიფოს სასიკეთოდ, რაც არ უნ-
და გულს გვტკენდეს ეს.
ლორდმა რენლიმ მხრები აიჩეჩა.

525
– მე საკითხი საკმაოდ მარტივი მეჩვენება. ვისერისი და მისი
და წლების წინ უნდა დაგვეხოცა, მაგრამ მისი მოწყალება ჩემი
ძმა შეცდა და ჯონ ერინის რჩევას უგდო ყური.
– გულმოწყალება არასოდეს არის შეცდომა, ლორდ რენლი,
– მიუგო ნედმა, – სამკბილაზე სერ ბარისტანმა, აქ რომ ბრძან-
დება, ათზე მეტი ჩაუქი კაცი დაგვიხოცა, რობერტის და ჩემი მე-
გობრები. როდესაც იგი მოგვგვარეს, მძიმედ დაჭრილი და სიკ-
ვდილს მიტანებული, რუს ბოლტონი გვარწმუნებდა, ყელი გა-
მოგვეჭრა მისთვის, მაგრამ შენმა ძმამ ბრძანა: „მე კაცს არ მოვ-
კლავ ერთგულების გამო, არც იმისთვის, კარგად რომ იბრძო-
ლაო”, და სერ ბარისტანს მკურნალად საკუთარი მაისტერი მი-
უჩინა, – მან მეფე ხანგრძლივი, ცივი მზერით გაზომა, – ნეტავ მა-
შინდელი კაცი დღესაც აქ ყოფილიყო. რობერტს სინდისი ეყო,
გაწითლებულიყო.
– ეს იგივე არ არის! – შეედავა ნედს, – სერ ბარისტანი მეფის
ქეშიკი რაინდი იყო.
– დენერისი კი თოთხმეტი წლის გოგოა, – ნედმა იცოდა, რომ
ამ დაჟინებით კეთილგონიერების ზღვარს კარგა გადასცილებო-
და, მაგრამ გაჩუმება არ შეეძლო, – რობერტ, გეკითხები, რის-
თვის ავუჯანყდით ეირის ტარგარიენს, თუ არა ბავშვების მკვლე-
ლობებისთვის ბოლოს მოსაღებად?
– ტარგარიენებისთვის ბოლოს მოსაღებად! – დაიბუხუნა მე-
ფემ. – თქვენო მოწყალებავ, არასოდეს მეგონა, რეიგარის რომ
გეშინოდა, – ნედი შეეცადა, ხმისთვის დამცინავი კილო მოეცი-
ლებინა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა, – ნუთუ წლებმა იმდენად
გამოგაცალა სიმამაცე, რომ ჯერ დაუბადებელი ბავშვის ჩრდილი
შიშით გაცახცახებს? რობერტი ჭარხლისფერი გახდა.
– ახლა მორჩი, ნედ, – გააფრთხილა მასზე თითმიშვერილმა,
– მეტი სიტყვაც არ დაძრა. დაგავიწყდა, ვინაა აქ მეფე? – არა,

526
თქვენო მოწყალებავ, – მიუგო ნედმა, – და იმედია, შენც გახსოვს.
– კმარა! – დაიღრიალა მეფემ, – დამღალა ამ ლაპარაკმა! ახლა-
ვე მოვრჩები ამას, თუ არა და, წყეულიმც ვიყო! რას იტყვით თქვენ,
ყველანი?
– გოგო უნდა მოკვდეს, – განაცხადა ლორდმა რენლიმ.
– სხვა გზა არ გვაქვს, – ჩაიდუდუნა ვარისმა, – სამწუხაროა, სამ-
წუხარო...
სერ ბარისტან სელმიმ ცისფერი თვალებით ამოიხედა და თქვა:
– თქვენო მოწყალებავ, ღირსება ბრძოლის ველზე მტერთან
შერკინებას მოაქვს, და არა მის ჩაკვლას დედის საშოში. მომიტევე,
მაგრამ ლორდ ედარდს უნდა დავუჭირო მხარი.
გრანდ-მაისტერმა პაიცელმა ხმა ჩაიწმინდა, რასაც თითქოს
კარგა ხანი დასჭირდა.
– ჩემი ორდენი სახელმწიფოს ემსახურება და არა მმართველს.
იყო დრო, მეფე ეირისის ისეთივე ერთგული მრჩეველი ვიყავი, რო-
გორიც თქვენი ვარ, ასე რომ, ამ მისი გოგონასთვის ცუდი არაფერი
მსურს. მაგრამ ამას გკითხავთ: თუკი კვლავ ომი დაიწყება, რამდენი
ჯარისკაცი შეეწირება ამას? რამდენი ქალაქი დაიწვება? რამდენ
ბავშვს მოწყვეტენ დედის მკერდს შუბის წვერზე ასაგებად? – მან დი-
დებულ თეთრ წვერზე ჩამოისვა ხელი, უსაზღვროდ მწუხარემ, უსაზ-
ღვროდ დაღალულმა, – განა სიბრძნე, ან, გნებავთ, გულმოწყალე-
ბაც, არ გვკარნახობს, რომ დენერის ტარგარიენი უნდა მოკვდეს,
რათა ამ ათობით ათასებმა იცოცხლონ?
– გულმოწყალებაც, – გაიმეორა ვარისმა, – ო, მწყობრად და
ჭეშმარიტად ნათქვამია, გრანდ-მაისტერ. სწორედ რომ ეგრეა.
ღმერთებს დენერის ტარგარიენისთვის ძის ბოძება რომ მოეგუნე-
ბოთ, სახელმწიფო სისხლად უნდა დაიღვაროს.
ნეკა ბოლო იყო. ნედმა რომ შეხედა, ლორდმა პეტირმა მთქნა-
რება დაიოკა.

527
– როდესაც აღმოაჩენ, რომ ლოგინში უშნო ქალი გიწევს, ყვე-
ლაფერს აჯობებს, თვალები დახუჭო და მალე მორჩე საქმეს, –
განაცხადა მან, – მოცდა ქალს არ გაალამაზებს. აკოცე და მორ-
ჩი.
– აკოცეო? – გაიმეორა გაოგნებულმა სერ ბარისტანმა.
– ფოლადით, – განუმარტა ნეკამ.
რობერტი თავისი მარჯვენისკენ შებრუნდა.
– ჰოდა ასე, ნედ. შენ და სელმი ამ საკითხში მარტო დარჩით.
ერთადერთი ისღა გვრჩება გასარკვევი, ვინ შეიძლება ვიპოვოთ
მის მოსაკლავად?
– მორმონტს მეფისგან შენდობის მიღება სურს, – შეახსენათ
ლორდმა რენლიმ.
– მართალია, უზომოდ სურს, – დაეთანხმა ვარისი, – მაგრამ
სიცოცხლე კიდევ მეტადაც სწყურია. ახლა პრინცესა ვაის დოთ-
რაკს უახლოვდება, სადაც მახვილის გაშიშვლება სიკვდილის
ტოლფასია. თუკი მოგითხრობთ, რას უზამენ დოთრაკები იმ საბ-
რალოს, ვინც ხალესის მოუღერებს მახვილს, ვერც ერთი თქვენ-
განი ამაღამ თვალს ვერ მოხუჭავს, – მან უმარილით შელესილი
ლოყა მოისრისა, – აი, საწამლავი... ლაისის ცრემლები, ვთქვათ.
ხალ დროგოს არაფრად სჭირდება იცოდეს, რომ ეს ბუნებრივი
სიკვდილი არ იყო.
გრანდ-მაისტერ პაიცელის მთვლემარე თვალები დაეჭყიტა.
მან ეჭვით გახედა საჭურისს.
– საწამლავი მხდალის იარაღია, – შეედავა მეფე.
ნედს ამის სმენა აღარ შეეძლო.
– თოთხმეტი წლის გოგოს მოსაკლავად დაქირავებულ
მკვლელებს უგზავნი და კიდევ ღირსება გედარდება? – მან უკან
გასწია სკამი და წამოდგა, – ხმალი იმავე კაცმა უნდა მოიქნიოს,
ვისაც განაჩენი გამოაქვს. თვალებში ჩახედე გოგონას, სანამ

528
მოკლავდე. მისი ცრემლები იხილე, მისი ბოლო სიტყვები ისმინე. ეს
ვალი მაინც მოიხადე მის წინაშე.
– ღმერთებო, – შეიკურთხა მეფემ, სიტყვა იმგვარად აღმოხდა,
თითქოს მრისხანებას ძლივს იკავებდა, – თუ შენ მართლა მაგას გუ-
ლისხმობ, წყეულიმც იყავ, – იქვე, იდაყვთან მდგარ ღვინის სურას
წასწვდა, ნახა, რომ ცარიელი იყო, და მოისროლა, კედელს შეალე-
წა, – ღვინოც გამომელია და მოთმინებაც. კმარა ამაზე.
უბრალოდ, ადექი და გააკეთე.
– მკვლელობაში წილს არ დავიდებ, რობერტ. ქენი, როგორც
გსურს, მაგრამ ნუ მთხოვ, მეც ბეჭედი დაგისვა მაგაზე. წუთით რო-
ბერტს თითქოს ვერ გაეგო, რას ეუბნებოდა ნედი. წინააღმდეგობა ის
ხილი არ იყო, ხშირად რომ ეგემა. ნათქვამის არსს რომ ჩაწვდა,
ნელ-ნელა სახეც შეეცვალა. თვალები დაუწვრილდა და ხავერდის
საყელოდან კისერზე ალმური ამოჰყვა. განრისხებულმა თითი მიაშ-
ვირა ნედს.
– შენ მეფის მარჯვენა ხარ, ლორდ სტარკ. რასაც გიბრძანებ, იმას
იქმ, ანარადა, ვიშოვი ისეთ მარჯვენას, რომელიც იზამს.
– წარმატებები მისურვებია მისთვის, – ნედმა მოიხსნა მძიმე
ბროში, მოსასხამის ნაკეცებზე რომ ებნია – მდიდრულად ნაჭედი
ვერცხლის ხელი, მისი თანამდებობის ნიშანი რომ იყო. მეფის წინ
მაგიდაზე დადო და მწუხარებით გაახსენდა კაცი, რომელმაც იგი მი-
აბნია, მეგობარი, ვინც უყვარდა, – უკეთეს კაცად გიცნობდი, რო-
ბერტ. ვფიქრობდი, უფრო კეთილშობილი მეფე დავსვით ტახტზე.
რობერტს სახე უგიზგიზებდა.
– გარეთ! – დაიხავლა მან, რისხვა ლამის ახრჩობდა, – გაეთრიე
და ჯანდაბამდე გზა გქონია, ყელში ხარ ამოსული. რას უცდი? წადი,
გაიქეცი შენს ვინტერფელში. და იცოდე, აღარასოდეს შემეჩეხოს შე-
ნი სიფათი, თორემ ვფიცავ, შენს თავს სარზე ავაგებ! ნედმა თავი და-
უკრა, უსიტყვოდ მოტრიალდა ქუსლებზე.

529
გრძნობდა ზურგზე მიბჯენილ რობერტის მზერას. საბჭოს
დარბაზს რომ ტოვებდა, ბჭობა ისე განახლდა, თითქმის არც გაწ-
ყვეტილა. – ბრაავოსში არსებობს საძმო, სახელად უსახონი, –
შესთავაზათ გრანდ-მაისტერმა პაიცელმა.
– თუ იცით, მათი აყვანა რა ძვირი ჯდება? – შეედავა ნეკა, –
მაგის ნახევარ ფასად ჩვეულებრივი ქირით მებრძოლების მთელ
ჯარს იშოვი, და ეს მაშინ, როცა ვაჭარს უკვეთავ. გაფიქრებაც მე-
შინია, პრინცესაში რას მოგვთხოვენ.
ზურგსუკან მიკეტილმა კარმა ხმები ჩაახშო. დარბაზის შესას-
ვლელთან სერ ბოროს ბლაუნტი იდგა, გრძელი ქათქათა მოსას-
ხამი და მეფის ქეშიკის აბჯარი ეცვა. სწრაფად, ინტერესით გახე-
და ნედს თვალის კუთხიდან, თუმც არაფერი უკითხავს.
როდესაც მარჯვენის კოშკისკენ მიმავალი ეზოს კვეთდა, იგ-
რძნო, რა მძიმე, დამთრგუნველი იყო დღე. ჰაერში წვიმის მუქა-
რა ჩაყურსულიყო. ნედს წვიმა გაახარებდა. იქნებ უსუფთაობა
ნაკლებად ეგრძნო. კაბინეტში შესულმა ვაიონ პული იხმო. მო-
ურავი მყისვე ეახლა.
– მიხმობდით, ლორდ მარჯვენავ?
– მარჯვენა აღარ ვარ, – უთხრა ნედმა, – მეფე და მე წავიჩხუ-
ბეთ. ვინტერფელში უნდა დავბრუნდეთ.
– ახლავე დავიწყებ მაგის მოგვარებას, მილორდ. მოგზაურო-
ბისთვის ყველაფერი რომ გამზადდეს, ორი კვირა დაგვჭირდება.
– ეგ ორი კვირა იქნებ არც გვქონდეს. იქნებ ერთი დღეც არ
გვქონდეს. მეფემ რაღაც ახსენა ჩემი თავის სარზე წამოცმის შე-
სახებ, – ნედმა შუბლი შეიკრა. სინამდვილეში არ სჯეროდა, რომ
მეფე რამეს დაუშავებდა, რობერტი ამას არ იზამდა. ახლა კი გან-
რისხებული იყო, მაგრამ რაკი ნედი მშვიდობიანად გაეცალა
თვალსაწიერიდან, მალე რისხვაც დაუცხრებოდა, როგორც ყო-
ველთვის ხდებოდა ხოლმე. ყოველთვის? ანაზდად, მტანჯველად
ამოუტივტივდა რეიგარ ტარგარიენის სახება. თხუთმეტი წლის

530
მკვდარი, რობერტს ისევ ისე სძულდა იგი. შემაშფოთებელი აზრი
იყო... და აქ სხვა რამეც ერეოდა, კეტლინის და ქონდრისკაცის
საქმე, რაზედაც წუხელ იორენმა გააფრთხილა. ეს სულ მალე გა-
მოაშკარავდებოდა, ცხადზე უცხადესია, და როცა მეფე ასეა გან-
რისხებული... რობერტს ტირიონ ლანისტერი იქნებ ჩირადაც არ
უღირდა, მაგრამ მის სიამაყეს კი გაჰკენწლავდა, და კიდევ, არავინ
იცის, რას იზამდა დედოფალი. – იქნებ, ყველაზე უფრო საიმედო ყო-
ფილიყო, მე წინ წავსულიყავი, – უთხრა პოლს, – თან ჩემს ასულებს
და რამდენიმე მცველს წავიყოლებ. დანარჩენები შეიძლება მერე
გამოგვყვეთ, როდესაც გაემზადებით. იორის შეატყობინე, მაგრამ
სხვას არავის უთხრა, და სანამ მე და გოგონები არ წავალთ, არაფე-
რი მოიმოქმედო. სასახლეში კედლებსაც თვალები და ყურები ას-
ხია, მე კი ვამჯობინებდი, ჩემი გეგმები არავის სცოდნოდა.
– როგორც ბრძანებ, მილორდ.
ვაიონი რომ წავიდა, ედარდ სტარკი ფანჯარას მიუახლოვდა და
დაფიქრებული ჩამოჯდა რაფაზე. რობერტი რომ სხვა გზას არ უტო-
ვებდა, ამას ცხადად ხედავდა. მისი მადლობელი უნდა ყოფილიყო.
კარგი იქნებოდა ვინტერფელში დაბრუნება. არც არასოდეს უნდა
წამოსულიყო იქიდან. იქ ვაჟები ელოდნენ. იქნებ მას და კეტლინს
კიდევ გაეჩინათ ძე, ჯერ ხომ არც ისე ბებრები იყვნენ. და ბოლო
დროს ხშირად ატყობდა, თოვლს რომ ნატრობდა, ღამეული მგლის-
ტყის უძირო სიმშვიდეს.
და მაინც, წასვლაზე ფიქრი ბრაზსაც ჰგვრიდა. ჯერ კიდევ რამდე-
ნი რამ რჩებოდა გასაკეთებელი. რობერტი და მისი მხდალებისა და
ქლესების საბჭო სახელმწიფოს გაყვლეფდნენ, ნებაზე რომ მიგეშ-
ვა... ან, კიდევ უარესი, ლანისტერებს მიჰყიდდნენ მათი ვალების ან-
გარიშში. და სიმართლეც ჯონ ერინის სიკვდილზე ჯერაც ხელიდან
უსხლტებოდა. კი, რამდენიმე ნაგლეჯი კი მოიძია, რაც საკმარისი
იყო, ჯონის მკვლელობაში რომ დარწმუნებულიყო, მაგრამ ეს ტყის

531
რბილ მიწაზე დაჩნეული ნადირის კვალი იყო მხოლოდ, სხვა
არაფერი. თავად მხეცისთვის ჯერ თვალიც არ მოეკრა, თუმც
გრძნობდა, რომ სადღაც აქვე იყო, ჩასაფრებული, მიმალული,
უნდობი.
უცებ აზრმა დაჰკრა, რომ ვინტერფელში ზღვის გზით შეეძლო
დაბრუნება. ნედი დიდი ნაოსანი არ გახლდათ და, ჩვეულებრივ,
ზღვას სამეფო გზით სიარულს არჩევდა, მაგრამ თუ გემით წავი-
დოდა, შეეძლო, დრაკონის ქვაზე შეჩერებულიყო და სტანის ბა-
რათეონს დალაპარაკებოდა. პაიცელმა მას წყალგაღმა ყორანი
გაუგზავნა წერილით, რომლითაც ნედი თავაზიანად სთხოვდა
ლორდ სტანისს, დაბრუნებულიყო და მცირე საბჭოში თავისი ად-
გილი დაეკავებინა. პასუხი ჯერაც არ მოსულიყო, მაგრამ მისი
დუმილი ეჭვს კიდევ უფრო უღრმავებდა. ლორდი სტანისი მოზია-
რე იყო იმ საიდუმლოსი, რომელსაც ჯონ ერინი შეეწირა – ნედმა
ეს უეჭველად იცოდა. სიმართლე, რომელსაც იგი ეძებდა, შესაძ-
ლოა ტარგარიენთა გვარის უძველეს კუნძულ-ციხესიმაგრეზე
ელოდა. და სიმართლეს რომ მოიპოვებდა, მერე რაღა მოხდებო-
და? ზოგი საიდუმლო ჯობს დაფარული იყოს, თუ ხიფათს არ ეძებ.
ზოგი საიდუმლო მეტად საშიშია, მათაც კი ვერ გაუზიარებ, ვინც
გიყვარს და ვისაც ენდობი. ნედმა კეტლინის ჩამოტანილი ხანჯა-
ლი ქამარზე ჩამობმული ქარქაშიდან ამოაცურა. ჭინკას მახვი-
ლი. რაში უნდა ნდომოდა ქონდრისკაცს ბრანის სიკვდილი? ნამ-
დვილად მის დასადუმებლად. კიდევ ერთი საიდუმლო, ან იქნებ
იმავე ქსელის სხვა ძაფია მხოლოდ? შესაძლოა, რობერტი ამაში
ჩარეული ყოფილიყო? ამას არასოდეს ივარაუდებდა, მაგრამ
ოდესღაც იმასაც არ იფიქრებდა, რობერტი ქალების და ბავშვე-
ბის დახოცვის ბრძანებას გასცემსო. კეტლინი ეცადა, გაეფრთხი-
ლებინა იგი. შენ კაცს იცნობდიო, ასე უთხრა. მეფე კი უცხოა შენ-

532
თვისო. რაც მალე მოშორდებოდა მეფის საბიჯელს, მით უკეთესი.
თუკი იყო გემი, დილით ჩრდილოეთისკენ რომ გაცურავდა, კარგი
იქნებოდა, თავად ზედ აღმოჩენილიყო.
მან კვლავ მოუხმო ვაიონ პულს და დოკებზე გაგზავნა, უჩუმრად,
მაგრამ სწრაფად რომ გაერკვია გემების ამბავი.
– სწრაფი გემი მიპოვე, ისეთი, საქმის მცოდნე კაპიტანი რომ
ჰყავდეს, – უთხრა მოურავს, – მისი კაიუტების ზომა და ავეჯის ხა-
რისხი არ მანაღვლებს, მთავარია, სწრაფი და საიმედო იყოს. და-
უყოვნებლივ მსურს გამგზავრება.
პული ჯერ არ წასულიყო, რომ ტომარდმა სტუმრის მოსვლა აუწ-
ყა. – ლორდ ბაელიშს სურს შენი ნახვა, მილორდ.
ნედი ლამის დანებდა ცდუნებას, გაებრუნებინა იგი, მაგრამ გა-
დაიფიქრა. ჯერ კიდევ არ იყო თავისუფალი; ჯერ კიდევ უნდა ეთამა-
შა მათი წესებით.
– შემოაცილე, ტომ.
ლორდი პეტირი იმგვარად შემოსეირნდა მისაღებში, თითქოს იმ
დილით არც არაფერი მომხდარიყოს. ნაღებისა და ვერცხლისფე-
რებში გაწყობილი ნაჭრევებიანი ხავერდის კამზოლი ეცვა, შავი მე-
ლიის ბეწვით მოვლებული ნაცრისფერი აბრეშუმის მოსასხამი და
მისთვის ჩვეული დამცინავი ღიმილი ამშვენებდა.
ნედი ცივად შეხვდა.
– ნება მიბოძეთ, თქვენი სტუმრობის მიზეზი შევიტყო, ლორდ ბა-
ელიშ.
– დიდხანს არ დაგაყოვნებთ, ლედი ტანდასთან სადილად მივდი-
ვარ და გზად შემოვიარე. სალამურას ღვეზელი და გოჭი ექნებათ.
ფიქრად აქვს, თავისი უმცროსი ასული შემრთოს, ასე რომ, ყოველ-
თვის სანაქებო სუფრას შლის. მართალი გითხრა, მასზე უწინ დედა-
ღორს შევირთავდი, მაგრამ ნუ ეტყვი. სალამურას ღვეზელი ძალიან

533
მიყვარს. – მაშ, ნუ დააყოვნებთ თქვენი გველთევზების დაგემოვ-
ნებას, მილორდ, – უთხრა ნედმა ყინულოვანი ზიზღით, – ახლა
ვერც კი ვიგონებ, თქვენზე ნაკლებ ვის ახლო ყოფნას ვისურვებ-
დი.
– ო, დარწმუნებული ვარ, თავს ძალას თუ დაატანთ, რამდე-
ნიმე სახელს გაიხსენებდით. ვარისს, მაგალითად. სერსეის. ან
რობერტს. მისი მოწყალება გააფთრებულია შენზე. მას შემდეგ,
რაც ამ დილით საბჭო დატოვე, რაღაც ხანი კიდევ ბობოქრობდა.
როგორც მახსენდება, საკმაოდ ხშირად ახსენებდა სიტყვებს
„თავხედი” და „უმადური”.
ნედმა ამაზე პასუხიც არ აღირსა. არც სკამი შეუთავაზებია,
თუმც ნეკა მაინც ჩამოჯდა.
– მას მერე, რაც დარბაზიდან გაიჭერი, მეღა დავრჩი მათ და-
სარწმუნებლად, უსახონი არ დაექირავებინათ, – განაგრძობდა
იგი, ხალისით იყო სავსე, – ამის ნაცვლად ვარისი ფრთხილად
გაავრცელებს ცნობას, რომ ჩვენ ლორდობას ვუბოძებთ ნებისმი-
ერს, ვინც ტარგარიენების გოგოს გაასაღებს.
– ამგვარად, მკვლელებს უკვე წოდებას ვუძღვნით, – წარ-
მოთქვა ნედმა ზიზღით.
ნეკამ მხრები აიჩეჩა.
– წოდება იაფი ჯდება. უსახონი ძვირს ითხოვენ. სიმართლე
თუ გინდა, ტარგარიენების გოგოს მე მეტი სიკეთე ვუყავი, ვიდრე
შენ, მთელი იმ ღირსებაზე საუბრებით. დე, რომელიმე ქირით
მებრძოლი დათვრეს საკუთარი ლორდობის ზმანებით და მისი
მოკვლა სცადოს. ნამდვილად, ჩააფლავებს ამ ამბავს, ამის მერე
კი დოთრაკები უკვე ფხიზლად იქნებიან. მისთვის უსახონი რომ
მიგვეგზავნა, ჩათვალე, რომ უკვე დამარხული იყო.
ნედმა შუბლი შეიკრა.

534
– შენ ზიხარ საბჭოში და უშნო ქალსა და ფოლადის კოცნაზე ღა-
ღადებ, ახლა კი მოელი, დავიჯერო, გოგოს დაცვას რომ ლამობდი?
მაინც რამხელა სულელი გგონივარ?
– სინამდვილეში მართლაც რომ უზარმაზარი, – სიცილით მიუგო
ნეკამ.
– მკვლელობა ყოველთვის ასე გახალისებს, ლორდ ბაელიშ? –
მკვლელობა კი არა, შენ მახალისებ, ლორდ სტარკ. სახელმწიფოს
ისე მართავ, თითქოს გათხელებულ ყინულზე ცეკვავდე. გავბედავ
ვივარაუდო, რომ ერთობ კეთილშობილურად ჩაშხაპუნდები წყალ-
ში. ჩემი ღრმა რწმენით, ამ დილით პირველი ტკაცანი ჩამესმა.
– პირველი და უკანასკნელი, – უთხრა ნედმა, – მორჩა, საკმარი-
სია. – როდის ფიქრობ ვინტერფელში დაბრუნებას, მილორდ?
– როგორც კი შევძლებ. შენ რაო?
– არაფერი... მაგრამ თუ ისე მოხდა, რომ საღამოს ჯერაც აქ იქნე,
სიამოვნებით წაგიყვანდი იმ საროსკიპოში, შენი იორი ასე უშედე-
გოდ რომ ეძებდა, – ნეკამ გაიღიმა, – და ლედი სტარკთანაც კი არ
დაგაბეზღებდი.

535
კეტლინი

536
– მილედი, უნდა შემოგეთვალა ჩვენთვის, რომ მოდიოდი, – უთხრა
სერ დონელ ვეინვუდმა. მათი ცხენები ციცაბო ბილიკს მიუყვებოდ-
ნენ, – მცველებს გაახლებდით. მთის გზა აღარაა ისე უხიფათო, რო-
გორც ოდესღაც ყოფილა, თქვენსავით მცირე ჯგუფისთვის. – სამწუ-
ხაროდ, ეგ ჩვენითაც შევიტყვეთ, სერ დონელ, – მიუგო კეტლინმა.
ზოგჯერ ასე ეგონა, გული ქვად მექცაო. მის აქამდე მოსაყვანად ექ-
ვსმა მამაცმა მებრძოლმა დადო თავი, მას კი დაღუპულების ცრემ-
ლით გლოვაც კი არ შეეძლო. მათი სახელებიც კი უქრებოდა ხსოვ-
ნიდან, – მთიელები დღითა და ღამით გვდევდნენ. პირველი შეტაკე-
ბისას სამი კაცი დავკარგეთ, კიდევ ორიც – მეორე ბრძოლაში, ლა-
ნისტერის მსახური კი ცხელებამ მოკლა, ჭრილობები რომ გაუმიზეზ-
და. როდესაც თქვენი ხალხის მოახლოების ხმები ჩაგვესმა, ჩავთვა-
ლე, რომ საბოლოოდ განწირულები ვიყავით, – ისინი უკანასკნელი
უიმედო ბრძოლისთვის მოეწყვნენ, ხელთ მახვილები ეპყრათ, ზურ-
გი კლდისკენ ქნეს. ქონდრისკაცი თავის ტაბარს პირს უსწორებდა
და ხელით რაღაც დამცინავი მოძრაობა გამოჰყავდა, როდესაც
ბრონმა მხედართა რაზმის წინ გაშლილი დროშა შენიშნა, ერინთა
გვარის ლაჟვარდოვან-თეთრი მთვარე და შევარდენი. კეტლინს ასე
ძალიან ჯერ არაფრის დანახვა არ გახარებოდა.
– ლორდ ჯონის გარდაცვალების მერე მთიელები გათამამდნენ,
– თქვა სერ დონელმა. იგი ოცი წლის დაბალი ჯეელი იყო, მონდო-
მებული და მარტივი; ფართო ცხვირი და ხშირი, აბურდული ყავის-
ფერი თმა ჰქონდა, – ჩემი გადასაწყვეტი რომ ყოფილიყო, ასკაციან
რაზმს დავძრავდი მთებისკენ, გამოვრეკავდი იმ თავიანთი სიმაგ-
რეებიდან და კარგ ჭკუას ვასწავლიდი, მაგრამ თქვენმა დამ ამიკ-
რძალა. მან თავის რაინდებს მარჯვენის ტურნირში მონაწილეობის
ნებაც კი არ დართო. სურს, ყველა ჩვენი ხმლოსანი სახლთან ახლოს
ჰყავდეს, ველის დასაცავად... რისგან დასაცავად, ზუსტად არავინ
იცის. აჩრდილებისგანო, ზოგი ასეც ამბობს, – მან შეშფოთებულმა

537
გადახედა ქალს, თითქოს უცებ გაახსენდა, ვის ესაუბრებოდა, –
იმედია, ზედმეტი არაფერი წამომცდა, მილედი. საწყენად არ
მითქვამს.
– პირდაპირი სიტყვა არ მწყინს, სერ დონელ, – კეტლინმა
იცოდა, რის შიში ჰქონდა მის დას. აჩრდილების არა, ლანისტე-
რების, გაიფიქრა თავისთვის და უკან გაიხედა, სადაც ბრონის
გვერდით ტირიონს მოჰყავდა ცხენი. ეს ორნი ჩიგენის სიკვდი-
ლის მერე განუყრელი მეგობრები შეიქნენ. ეს გვაჯი კაცი ბევრად
უფრო გამჭრიახი იყო, ვიდრე კეტლინი ისურვებდა. მთებს რომ
შეუყვნენ, ტირიონი მისი ტყვე იყო, შეკოჭილს და უმწეოს მოათ-
რევდნენ. ახლა რაღა გამოდიოდა? ჯერაც მისი ტყვე ეთქმოდა,
მაგრამ აგერ, ამხედრებული მოაბიჯებდა, ქამარში ხანჯალი
ჰქონდა გაჩრილი, უნაგირზე კი ტაბარი ეკრა; მომღერლისგან
კამათელში მოგებული ბინდისკატის ქურქი და ჩიგენის გვამის-
თვის გახდილი ჯაჭვის პერანგი ემოსა. ქონდრისკაცს და კეტლი-
ნის გაუბედურებული რაზმის ნარჩენს ორი ოცეული მეომარი შე-
მოსდგომოდა გარს, მისი დის, ლიზას, და ჯონ ერინის ყმაწვილი
ვაჟის მსახური რაინდები და მეომრები, მაგრამ ტირიონს შიშის
ნიშანწყალიც არ ეტყობოდა. იქნებ ვცდებიო, დაეჭვდა კეტლინი,
და არა პირველად. იქნებ ტირიონი უდანაშაულო იყო ბრანთა-
ნაც, ჯონ ერინთანაც და სხვა ბრალდებების წინაშეც? და თუკი
ასეა, მაშინ თავად კეტლინი რა გამოდიოდა? ქონდრისკაცის აქ
ამოყვანას ექვსი კაცი შეეწირა.
თავი გაიმტკიცა და ეჭვები მოიშორა.
– თქვენს ციხესიმაგრეს რომ მივაღწევთ, დიდად დაგიმად-
ლით, თუ დაუყოვნებლივ გაგზავნით კაცს მაისტერ კოლემონის
მოსაყვანად. სერ როდრიკს ჭრილობების გამო ცხელება სჭირს,
– მას არაერთხელ გაუჩნდა შიში, რომ ქველი ბებერი რაინდი ამ
მგზავრობას ვერ გადაიტანდა. ბოლო დღეებში ცხენზედაც ძლივ-

538
სღა იჯდა და ბრონი ქალს არწმუნებდა, ავადმყოფი ბედის ანაბარა
დავაგდოთო, მაგრამ კეტლინს ამის გაგონებაც არ სურდა. ადგნენ
და უნაგირზე მიაბეს, და ქალმა მომღერალ მარილიონს უბრძანა,
მისთვის თვალი მიედევნებინა.
სერ დონელი შეყოყმანდა, სანამ პასუხს გასცემდა.
– ლედი ლიზამ განკარგულება გასცა, მაისტერი მუდამ საარწი-
ვეში იყოს, ლორდ რობერტს რომ მიხედოს, – თქვა მან, – კარიბჭეს-
თან სეპტონი გვყავს, ვინც ჩვენს დაჭრილებს უვლის ხოლმე. თქვენი
მებრძოლის ჭრილობებსაც შეიძლება, უწამლოს.
კეტლინს მაისტერის მეცნიერების უფრო სწამდა, ვიდრე სეპტო-
ნის ლოცვების. ის იყო, უნდა ეთქვა კიდევაც ამის შესახებ, რომ წინ
გზაზე ქონგურები შენიშნა, გზის ორთავე მხარეს პირდაპირ მთათა
კლდოვან კედელში ჩაშენებული გრძელი პარაპეტები. იქ, სადაც
გზა ვიწროვდებოდა იმგვარად, რომ მასზე გვერდიგვერდ ჩამდგარი
ოთხი ცხენოსანი ძლივსღა გაივლიდა, კლდოვან ფერდებს ტყუპი სა-
გუშაგო კოშკი მიჰკვროდა, მათ ერთმანეთთან აერთებდა ავდრით
შელახული რუხი ქვის გადახურული ხიდი, რომელიც გზას ზემოდან
გადარკალვოდა. კოშკების, ქონგურებისა და ხიდის საისრე ღრი-
ჭოებიდან მდუმარე სახეები იცქირებოდნენ. როდესაც მიმავლებმა
თითქმის ბოლომდე ააღწიეს, მათ შესახვედრად ცხენოსანი რაინდი
გამოვიდა. ცხენი და აბჯარი რუხი ჰქონდა, მაგრამ მოსასხამი რივე-
რანის ლურჯი-და-წითელი ტალღოვანი ზოლებით ულივლივებდა,
ნაკეცები კი მხარზე ოქროთი და ობსიდიანით ნაკეთები პრიალა შა-
ვი თევზით ჰქონდა დაბნეული.
– ვის სურს სისხლიანი კარიბჭის გავლა? – შემოსძახათ მან. –
სერ დონელ ვეინვუდს, ლედი კეტლინ სტარკსა და მის მხლებლებ-
თან ერთად, – უპასუხა ახალგაზრდა რაინდმა.
კარიბჭის რაინდმა მუზარადის ცხაური აიწია.
– კიდევაც ვიფიქრე, ლედი რაღაც მეცნობა-მეთქი. შორს წამო-
სულხარ შინიდან, პატარა კეტ.

539
– შენც, ძია, – კეტლინს გაეღიმა მთელი იმ სიმძიმის მიუხე-
დავად, რაც გადაეტანა. ამ ხრინწიანი, გაბოლილი ხმის გაგონე-
ბამ ოცი წლით უკან დააბრუნა, ბავშვობის დღეებში.
– ჩემი სახლი ჩემ ზურგსუკანაა, – ჩაიბუზღუნა მან.
– შენი სახლი ჩემს გულშია, – უთხრა კეტლინმა, – მოიხადე
მუზარადი. ერთი ისევ შეგხედო სახეში.
– წლებმა ცხვირ-პირი ვერ მომილამაზეს, სამწუხაროდ, – მი-
უგო ბრინდენ ტალიმ, მაგრამ, მუზარადი რომ აიხადა, კეტლინმა
დაინახა, რომ ტყუილად ჩიოდა. ნაკვთები დაღაროდა და დაშაშ-
როდა, დროს თმებიდან სპილენძის ფერი გამოეტაცა და რუხიღა
დაეტოვებინა, მაგრამ ღიმილი იგივე ჰქონდა, დაფანჩული წარ-
ბები სქელი მუხლუხოებივით ასხდნენ, ღრმა ლურჯი თვალები კი
სიცილით ანაპერწკალებოდა.
– ლიზამ იცოდა, რომ მოდიოდი?
– დრო აღარ მქონდა, წინდაწინ რომ შემეთვალა, – უთხრა
კეტლინმა. მის უკან ნელ-ნელა მოგროვდნენ დანარჩენებიც, –
ვშიშობ, ქარიშხლის წინამორბედებად მოვდივართ, ძია.
– ნებას გვრთავ, ველზე შევიდეთ? – ჰკითხა სერ დონელმა.
ვეინვუდები ყოველთვის გულდასმით იცავდნენ წესსა და რიგს.
– რობერტ ერინის, საარწივეს ლორდის, ველის მფარველის,
აღმოსავლეთის ჭეშმარიტი მცველის სახელით, ნება მომიცია,
თავისუფლად განვლოთ კარიბჭე, და ვალად გდებთ, არ შეაშფო-
თოთ მისი სიმშვიდე, – მიუგო სერ ბრიდენმა, – მობრძანდით.
და კეტლინი ცხენდაცხენ მიჰყვა ბიძას უკან, შეაბიჯა სისხლია-
ნი კარიბჭის ჩრდილში, რომელსაც თორმეტი ლაშქარი შელეწო-
და გმირთა ხანაში. აქ ქვით ნაშენ გამაგრებათა ბოლოში გასულს
თვალწინ ერთბაშად გადაეშლებოდა მწვანე მინდვრები, ლურჯი
ცა და თოვლით თავშემკული მწვერვალები, რომელთა დანახვაც
კეტლინს სუნთქვას უკრავდა. ერინის ველი დილის სხივში იყო

540
გაღვრილი. მათ წინ გაწოლილიყო და შორს ბუნდ თვალსაწიერში
ინთქმებოდა ეს უშფოთველი მხარე, მის ბარაქიან შავ ნიადაგს,
ფართო მდორე მდინარეებს და მზეზე სარკეებივით აბრჭყვიალე-
ბულ ასობით პატარა ტბას ყოველი მხრიდან დარაჯად შემომდგარი
მწვერვალები იცავდნენ. ხორბალი, სიმინდი და ქერი მაღალ ტანს
იყრიდა ყანებში და ზენაბაღშიც კი არ მოჰყავდათ უფრო დიდი გოგ-
რები ან უფრო ტკბილი ხილი, ვიდრე აქ. ისინი ველის დასავლეთ კი-
დეზე იყვნენ შემდგარი, სადაც მთის გზა უკანასკნელ უღელტეხილს
კვეთდა და შემდეგ კლაკვნით ეშვებოდა ორი მილით ქვემოთ გაშ-
ლილი დაბლობებისკენ. აქ ველი ვიწრო იყო, მხედარი მის გარდი-
გარდმო გადაჭრას ნახევარ დღეს თუ მოანდომებდა, და ჩრდილოე-
თის მთები ისე ახლო შემომდგარიყვნენ, კეტლინს ლამის ხელი გა-
ეწვდინა და მისწვდომოდა. ყველა მთას თავს წამოსდგომოდა ჭი-
უხებიანი მწვერვალი გოლიათის შუბი, ამ მთას დანარჩენი მთებიც
კი დაბლიდან ასცქეროდნენ, ველის სიბრტყეს სამ-ნახევარი მილით
აცილებული მისი წვეტი ყინულოვან ნისლებში იკარგებოდა. დასავ-
ლეთისკენ გაწვდილ მის მძლავრ მხარზე ელისას ცრემლების აჩ-
რდილი-ნაკადი მოედინებოდა: კეტლინი ამსიშორიდანაც კი არჩევ-
და მუქ კლდეზე დაჩნეულ ვერცხლის ნათელ ძაფს. როდესაც ბიძა-
მისმა შეჩერებული დაინახა, თავისი ცხენი მასთან ახლოს მიაყენა
და ხელი გაიშვირა:
– იქაა, ელისას ცრემლების გვერდით. აქედან მხოლოდ თეთრი
ციმციმი შეიძლება შენიშნო, ისიც დროდადრო, თუ კარგად დააკ-
ვირდები და მზეც საჭირო კუთხით დაეცემა კედელს.
შვიდი კოშკიაო, ნათქვამი ჰქონდა ნედს მისთვის, თეთრი ხან-
ჯლებივით არის გაჩრილი ცის სტომაქში, ისე მაღლები, რომ შეიძ-
ლება, მათ თავზე შედგე და ღრუბლებს დახედო.
– ცხენდაცხენ რამდენი ხანი დაგვჭირდება?
– მთის ძირას საღამომდე მივალთ, – მიუგო ძია ბრინდენმა, –
მაგრამ ასასვლელად ერთი დღეც მოგვინდება.

541
მათ უკან სერ როდრიკ კასელმა გაიღო ხმა.
– მილედი, ვშიშობ, დღეს მეტს ვეღარ ვივლი, – ახლად მოზ-
რდილი, უსწორმასწორო ბაკენბარდების ქვეშ სახე ჩამოხმობო-
და, და ისეთი დაქანცული ჩანდა, კეტლინს შეეშინდა, ცხენიდან
არ გადმოვარდეს; – არცაა აუცილებელი, – უთხრა რაინდს, –
შენ ყველაფერი ამისრულე, რაც კი შეიძლებოდა მეთხოვა, და
ასგზის მეტიც. საარწივემდე დარჩენილ გზაზე ბიძაჩემი გამაცი-
ლებს. ლანისტერი უნდა გამომყვეს, მაგრამ შენ და დანარჩენებს
წინ არაფერი გიდგათ, აქ მოისვენოთ და ძალები მოიკრიბოთ.
– მათი სტუმრობა ჩვენთვის პატივი იქნება, – წარმოთქვა სერ
დონელმა ახალგაზრდული საზეიმო თავაზით. გზაჯვარედინთან
მდგარი სასტუმროდან კეტლინს გამოყოლილი რაზმიდან სერ
როდრიკის გარდა, ბრონი, სერ უოლის ვოუდი და მგოსანი მარი-
ლიონიღა დარჩენილიყვნენ.
– მილედი, – მარილიონმა წინ წამოაყენა ცხენი, – გევედრე-
ბი, ნება დამრთე, საარწივემდე გამოგყვე, რათა ვიხილო ზღაპ-
რის დასასრულიც, როგორც დასაბამი ვიხილე, – ბიჭს გაწამებუ-
ლი ხმა ჰქონდა, თუმც უცნაურად მიზანდასახულად ლაპარაკობ-
და; თვალებში ციებიანი ბრწყინვა ჩასდგომოდა.
კეტლინს მგოსნისთვის თან წაყოლა არც თავიდან უთხოვია,
თავად მან გადაწყვიტა ასე; ხოლო რა გზით გადაურჩა მგზავრო-
ბის სიძნელეებს, როდესაც ამდენი მამაცი მეომარი დახოცილი
და დაუმარხავი დარჩათ გზაზე, ქალისთვის გამოუცნობი იყო.
მაგრამ აჰა, აქ იდგა, მის წინ, ყბებზე მოდებული წვერის ზოლი
თითქმის კაცს ამსგავსებდა. იქნებ კეტლინს მის წინაშე რაღაც
ვალიც ჰქონდა, რაკი აქამდე გამოჰყვა.
– კეთილი, – დართო ნება.
– მეც წამოვალ, – გამოაცხადა ბრონმა.
კეტლინს ეს უკვე ნაკლებად ესიამოვნა. იცოდა, ბრონის გა-
რეშე ვერასოდეს მოაღწევდა ველამდე; შეუპოვარი მებრძოლი

542
იყო, მისი ხმლის წყალობითაც გამოაღწიეს სამშვიდობოს. და მაინც,
კეტლინს ეს ქირით მებრძოლი თვალში არ მოსდიოდა. მამაციც იყო
და ძლიერიც, მაგრამ გულმოწყალება არ გააჩნდა და ერთგულებაც
აკლდა. თანაც, მეტისმეტად ხშირად ხედავდა ლანისტერის გვერ-
დით მომავალს, ისინი ხმადაბლა საუბრობდნენ და იცინოდნენ რა-
ღაც თავიანთ ხუმრობებზე. ერჩივნა, აქვე და ახლავე მოეშორებინა
იგი ქონდრისკაცისთვის, მაგრამ რაკი მარილიონს დასთანხმდა, სა-
არწივემდე გაეყოლებინა, ვეღარ მოეხერხებინა, თავაზიანად ეთქვა
უარი ბრონისთვის იმავეზე.
– როგორც გსურს, – უთხრა მასაც, თუმც შენიშნა, რომ ბრონს
სინამდვილეში ნებართვა არც უთხოვია.
სერ უილის ვოუდი სერ როდრიკთან ერთად დარჩა, მათ ჭრილო-
ბებს უკვე თავს დაჰფუსფუსებდა რბილად მოუბარი სეპტონი. ცხენე-
ბიც იქვე დატოვეს, საბრალო ჩამოტყაული ცხოველები. სერ დონე-
ლი შეჰპირდათ, რომ საარწივეზე და მთვარის კარიბჭეზე ფრინვე-
ლებს გაგზავნიდა და მათ მისვლას შეატყობინებდა. თავლებიდან
დასვენებული ცხენები გამოიყვანეს, მთის ჯიშის მუხლმტკიცე, ბან-
ჯგვლიანი ცხოველები, და ერთ საათში კვლავ გზას ადგნენ. კეტ-
ლინს ცხენი ბიძამისის გვერდით მიჰყავდა, როდესაც დაბლობისკენ
იწყეს დაშვება. მათ უკან მისდევდნენ ბრონი, ტირიონ ლანისტერი,
მარილიონი და ბრინდენის ექვსი მებრძოლი.
მთის გზის მესამედი რომ ჩაიარეს და დანარჩენების სმენის საწი-
ერსაც კარგად გასცდნენ, მაშინღა მიუბრუნდა ბიძა და უთხრა:
– აბა, ბალღო, მიამბე იმ შენს ქარიშხალზე.
– უკვე მრავალი წელია, ბავშვი არ ვყოფილვარ, ძია, – უთხრა
კეტლინმა, მაგრამ მაინც ყველაფერი მოუთხრო. არც ეგონა, მოყო-
ლა ამდენ დროს თუ წაიღებდა. უამბო ლიზას წერილსა და ბრანის
ჩამოვარდნაზე, მკვლელის ხანჯალსა და ნეკაზე, გზაჯვარედინისპი-
რა სასტუმროში ტირიონ ლანისტერთან შემთხვევით შეყრაზე. ბიძა
უსიტყვოდ უსმენდა, მძიმე წარბები სულ უფრო მეტად ეფხატებოდა

543
თვალებზე, რაკი სულ უფრო მეტად იკრავდა შუბლს. ბრინდენ
ტალიმ ყოველთვის იცოდა, როგორ უნდა ესმინა... ყველასთვის,
კეტლინის მამის გარდა. იგი ლორდ ჰოსტერის ძმა იყო, ხუთი
წლით მასზე უმცროსი, მაგრამ კეტლინს რაც თავი ახსოვდა, ძმე-
ბი მუდამ კრიჭაში ედგნენ ერთმანეთს. კეტლინი მაშინ რვა წლის
იყო, როდესაც ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი ჩხუბი მოუვიდათ,
და ლორდმა ჰოსტერმა ბრინდენს „ტულების ფარის შავი ცხვა-
რი” უწოდა. ბრინდენმა სიცილით შეუსწორა, რომ, რაკი მათი
გვარის გერბი წყლიდან ამომხტარი კალმახი იყო, შავი ცხვარი
კი არა, შავი თევზი უფრო ეთქმოდა, რაც იმ დღიდან თავის საკუ-
თარ გერბადაც აიღო.
ძმებს შორის შეხლა-შემოხლას ბოლო არ ჰქონია კეტლინისა
და ლიზას ქორწილის დღემდე. სწორედ საქორწილო ლხინზე მო-
ახსენა ბრინდენმა ძმას, რომ რივერანს ტოვებდა, რათა ლიზას-
თვის და მისი ახალშერთული ქმრისთვის, საარწივეს ლორდის-
თვის, ემსახურა. ლორდ ჰოსტერს მას შემდეგ ძმის სახელიც კი
აღარ უხსენებია, რაც კეტლინმა ედმურის იშვიათი წერილები-
დან იცოდა.
და მაინც, კეტლინის მთელი ბავშვობა სწორედ ბრინდენ შავი
თევზი იყო ის კაცი, ვისთანაც ლორდ ჰოსტერის შვილები გარ-
ბოდნენ სატირლად თუ ამბების მოსაყოლად, როდესაც მამას არ
ეცალა, დედა კი შეუძლოდ იყო. კეტლინი, ლიზა, ედმური... და
დიან, პეტირ ბეილიშიც კი, მათი მამის აღსაზრდელი... და ბიძა
მაშინაც, როგორც ახლა, ყურადღებით უსმენდა ყველას, სიცი-
ლით ხარობდა მათ გამარჯვებებს და თანაუგრძნობდა მათ ბავ-
შვურ მარცხებს. თხრობა რომ დაასრულა, ბიძამისი კიდევ დიდ-
ხანს დუმდა, მისი ცხენი კი ციცაბო, კლდოვან ბილიკს უმკლავ-
დებოდა.

544
– მამაშენს უნდა შევატყობინოთ, – თქვა ბოლოს, – თუ ლანის-
ტერები დაიძვრებიან, ვინტერფელი შორია, ველი თავისი მთებით
არის დაცული, აი, რივერანი კი ზედ გზაზე უდევთ.
– მაგის შიში მეც მქონდა, – გამოტყდა კეტლინი, – საარწივეს
რომ მივაღწევთ, მაისტერ კოლემონს ვთხოვ, ფრინველი გაგზავ-
ნოს, – მას სხვა წერილებიც გასაგზავნი ექნებოდა: ის ბრძანებები,
ნედმა თავის მებაიარაღეებთან რომ დააბარა, ჩრდილოეთის დაცვა
მზად ჰყოლოდათ. – რა განწყობაა ველზე? – ჰკითხა ბიძას. – ბრა-
ზობენ, – აღიარა ბრინდენმა, – ლორდი ჯონი ყველას ძალიან უყ-
ვარდა და ჯეიმი ლანისტერის დადგენამ იმ თანამდებობაზე, რომე-
ლიც ერინებს ლამის სამ ასეულ წელიწადს ეჭირათ, ყველა ძალიან
შეურაცხყო. ლიზამ გვიბრძანა, მის ვაჟს „აღმოსავლეთის ჭეშმარი-
ტი მცველი ვუწოდოთ”, მაგრამ ეს თვალს არავის უბამს. მარჯვენის
სიკვდილის ამბავიც მარტო შენს დას კი არ აეჭვებს. ვერავინ ბედავს,
პირდაპირ თქვას, ჯონ ერინი მოკლესო, მაგრამ ეჭვის ჩრდილი მარ-
თლაც რომ ბნელია, – მჭიდროდ პირმოკუმულმა კეტლინს გადახე-
და, – და თან ეს ბიჭიც. – ბიჭი? მას რაღა სჭირს? – მან თავი დახარა,
დაბლა წამოყუდებულ კლდეს რომ მორიდებოდა, და ცხენი მკვეთრ
მოსახვევში შეიყვანა. ბიძას ხმა შეჭირვებული ჰქონდა.
– ლორდი რობერტი, – ამოიოხრა მან, – ექვსი წლისაა, ავად-
მყოფი, და მზადაა, იტიროს, თავის თოჯინებს თუ გამოართმევ. ჯონ
ერინის კანონიერი ძეა, ყველა ღმერთის სახელით, თუმცა არიან
ისეთები, ვინც ამბობენ, მამამისის ადგილის დასაკავებლად მეტის-
მეტად სუსტიაო. ეს ბოლო თოთხმეტი წელიწადი ნესტორ როისი
იყო ველის დიდმოურავად, სანამ ლორდი ჯონი მეფის საბიჯელში
მსახურობდა, და ბევრი ჩურჩულებს, რომ მან უნდა მართოს, სანამ
ბიჭს ასაკი მოუწევს. სხვები ამბობენ, რომ ლიზა ისევ უნდა გათხოვ-
დეს, და რაც შეიძლება, მალე. მთხოვნელები უკვე გროვდებიან, რო-
გორც ყვავები ბრძოლის ველზე. საარწივე სავსეა ეგეთებით.

545
– ამის მოლოდინი უნდა მქონოდა, – თქვა კეტლინმა. რა გა-
საკვირია: ლიზა ჯერაც ახალგაზრდა იყო, მთისა და ველის სამე-
ფო კი დიდებულ მზითვად მოჰყვებოდა, – ლიზა თანახმაა, კვლავ
გათხოვდეს?
– ამბობს კიო, თუკი მისი შესაფერი კაცი გამოჩნდა, – თქვა
ბრინდენ ტალიმ, – მაგრამ უკვე უარი უთხრა ლორდ ნესტორს და
თორმეტიოდე სხვა შესაფერის კაცს. მან დაიფიცა, რომ ამჯერად
თავისთვის ქმარს თვითონვე შეარჩევს.
– ვინ-ვინ და შენ ამის გამო ბრალს ვერ დასდებ.
სერ ბრინდენმა ჩაიფრუტუნა.
– არც ვდებ, მაგრამ... ასე მგონია, რომ ლიზა მხოლოდ
თვალთმაქცობს ამ არშიყობებით. ამგვარი გართობა მოსწონს,
მაგრამ მე ასე მჯერა, რომ შენი და აპირებს, თავადვე მართოს,
სანამ მისი ბიჭი არ გაიზრდება და არ შეძლებს, მართლაც გახდეს
საარწივეს ლორდი, როგორც მოიხსენიება.
– ქალს შეუძლია, კაცივით ბრძნულად მართოს, – უთხრა
კეტლინმა. – მტკიცე ნების ქალს კი შეუძლია, – ბიძამისმა ალმა-
ცერად გამოხედა, – ნუ შეგეშლება, კეტ. ლიზა იგივე არ არის,
რაც შენ. – იგი წამით შეყოყმანდა, – მართალი თუ გინდა, ვში-
შობ, შენი და ისე ვერ გამოგადგება, როგორც ისურვებდი.
– რის თქმა გინდა? – ვერ მიხვდა კეტლინი.
– ლიზა, რომელიც მეფის საბიჯელიდან დაბრუნდა, აღარ
არის ის გოგონა, სამხრეთს რომ გაემგზავრა, როდესაც მისი ქმა-
რი მეფემ მარჯვენად დაასახელა. იმ წლებმა მისთვის მძიმედ
ჩაიარა, შენ კი უნდა იცოდე. ლორდი ერინი თავისი ვალის ერ-
თგული ქმარი იყო, მაგრამ მათი ქორწინება პოლიტიკის გამო
მოხდა და არა სიყვარულით.
– როგორც ჩემი.

546
– ერთნაირად კი დაიწყო, მაგრამ მისი ქორწინება შენსავით ბედ-
ნიერად არ დასრულდა. ორი ბავშვის მკვდრად შობა, ოთხჯერ მუც-
ლის მოწყვეტა, ლორდ ერინის სიკვდილი... კეტლინ, ღმერთებმა
ლიზას ეს ერთადერთი ბავშვი მისცეს და ახლა შენი და მხოლოდ
მისთვის ცოცხლობს, ამ საბრალო ბიჭისთვის. რა გასაკვირია, რომ
გამოქცევა არჩია ბავშვის ლანისტერებისთვის გადაცემას. შენი და
შეშინებულია, ბავშვო, და ყველაზე უფრო მეტად ლანისტერების
ეშინია. იგი ველზე გამოიქცა, ბნელში მოარული ქურდივით გამოი-
პარა წითელი ციხიდან, და ყველაფერი იმისთვის ჩაიდინა, რომ თა-
ვისი ძე ლომის ხახიდან გამოეტაცა... ახლა კი ლომი კარზე მიაყენე.
– შებორკილი, – შეეპასუხა კეტლინი. მარჯვნივ ნაპრალს დაეღო
პირი, მისი სიღრმე ბნელში იკარგებოდა. ქალმა ცხენს აღვირი მოკ-
ლედ დაუჭირა და ფრთხილად, ნაბიჯ-ნაბიჯ მიჰყვა გზას. – ჰოო? –
ბიძამისმა მხარსუკან გაიხედა, იქითკენ, სადაც ლანისტერი აუჩქა-
რებლად მოუყვებოდა ციცაბო ბილიკს, – ვხედავ, უნაგირზე ტაბარი
აქვს მიკრული, ქამარში ხანჯალი გაუჩრია, ის ქირით მებრძოლი კი
მშიერი ძაღლივით ასდევნებია. სად არის ბორკილები, ძვირფასო?
კეტლინი მოუსვენრად შეინძრა უნაგირზე.
– ქონდრისკაცი აქაა, და არა საკუთარი გადაწყვეტილებით. შე-
ბორკილია თუ არა, მაინც ჩემი ტყვეა. ლიზას ჩემზე ნაკლებად არ ენ-
დომება მისთვის დანაშაულებათა გამო პასუხის მოკითხვა. ხომ
სწორედ მისი ქმარი-ბატონი მოკლეს ლანისტერებმა და სწორედ
მისმა წერილმა გაგვაფრთხილა ლანისტერების მტრობაზე.
ბრინდენ შავმა თევზმა დაღლილად გაუღიმა.
– იმედი მაქვს, მართალი ხარ, ბავშვო, – ამოიოხრა მან იმგვარი
კილოთი, რაც კეტლინს ამცნობდა, გეშლებაო.
მზე გვარიანად გადახრილიყო დასავლეთისკენ, როდესაც ციცა-
ბო ფერდმა გაივაკა ცხენთა ფლოქვებქვეშ. გზა გაფართოვდა და
გასწორდა და კეტლინმა ახლა პირველად შენიშნა მის პირას ნაზარ-
დი ბალახი და მინდვრის ყვავილები. დაბლობზე რომ ჩამოაღწიეს,

547
სიარული გაადვილდა და მათაც უფრო სწრაფად გასწიეს წინ,
ჩორთით განვლეს ხასხასა ფოთლოვანი ტყეები და მთვლემარე
პატარა სოფლები, ჩაუარეს ბოსტნებსა და ხორბლის ოქროვან
ყანებს, მზეზე მოციმციმე ათიოდე ნაკადშიც გადაშხაპუნდნენ.
ბიძამისმა მედროშე დააწინაურა. ტარზე, ხელში რომ ეჭირა, ორ-
მაგი დროშა ფრიალებდა: ერინთა გვარის მთვარე და შევარდე-
ნი, და მის ქვემოთ – ბრინდენის საკუთარი შავი თევზი. სოფ-
ლელთა ურმები, ვაჭრების ეტლები და ნაკლებად წარჩინებული
გვარის მხედრები განზე დგებოდნენ და მათ უთმობდნენ გზას.
და მაინც, უკვე სრულიად ბნელოდა, როდესაც გოლიათის შუ-
ბის ძირას მდგარ მტკიცე ციხე-კოშკს მიატანეს. მის ქონგურებზე
ჩირაღდნები ციმციმებდა, მისი თხრილის ბნელ წყლებში ნამგა-
ლა მთვარე ტოკავდა და ელვარებდა. ასაწევი ხიდი აეზიდათ და
ცხაური ჩამოეშვათ, მაგრამ კეტლინი ხედავდა, რომ კარიბჭეს-
თან საგუშაგოში ცეცხლი ენთო, მის მიღმა ოთხკუთხედი კოშკის
ფანჯრებიდანაც სინათლე კრთოდა.
– მთვარის კარიბჭე, – უთხრა ბიძამ, როდესაც მთელმა რაზ-
მმა აღვირები მოზიდა. მისი მედროშე თხრილის კიდეს მიადგა,
საგუშაგოში მდგარ მცველებს რომ მისალმებოდა, – ლორდ ნეს-
ტორის საბრძანებელი. წესით, უნდა მოგველოდეს. აიხედე.
კეტლინმა მზერა ააპყრო, მაღლა, მაღლა, უფრო მაღლა.
თავდაპირველად მხოლოდ კლდეს და ხეებს ხედავდა, ღამის
სიბნელით შებურული ვეებერთელა მთის თავსწამომდგარ სიდი-
ადეს, უვარსკვლავო ზეცასავით ჩაშავებულს. შემდეგ, კარგა ზე-
მოთ, შენიშნა შორეულ ცეცხლთა ლაპლაპი; ეს მთის ციცაბო
ფერდზე აშენებული ციხე-კოშკი იყო, მისი სინათლეები ნარინ-
ჯისფერი თვალებივით დასცქეროდნენ მაღლიდან. მათ ზემოთ
კიდევ მოჩანდა ცეცხლი, უფრო მაღლა, უფრო შორეული, და კი-
დევ უფრო ზემოთ – მესამე, ცაში მოციმციმე ნაპერწკლად. და

548
ბოლოს, იქ, სადაც მხოლოდ შევარდნები კრავდნენ ირაოს, მთვა-
რის შუქზე თეთრი ციალი კრთოდა.
თავბრუ დაეხვა, იმ ფითრ კოშკებს რომ უცქერდა, ესოდენ მაღლა
შეკარგულს ცაში.
– საარწივე, – ჩაესმა მარილიონის განცვიფრებული ბუტბუტი.
ტირიონ ლანისტერის ხმამ მჭახედ გასერა სიჩუმე.
– ჩანს, ერინებს სტუმრობები დიდად არ ეხატებათ გულზე. თუ
ფიქრობ, გვაიძულო, ბნელაში ავძვრეთ იმ მთაზე, მე ვარჩევდი, აქვე
მომკლა.
– ღამეს აქ გავათევთ და დილით შევუყვებით, – უთხრა ბრინდენ-
მა. – ერთი სული მაქვს, – გაეპასუხა ქონდრისკაცი, – იქ ასვლას
როგორ ვაპირებთ? ჯიხვზე ჯდომის არანაირი გამოცდილება არ
მაქვს.
– ჯორზე, – ღიმილით უთხრა ბრინდენმა.
– მთაში საფეხურებია გამოჭრილი, – თქვა კეტლინმა. ნედს უხ-
სენებია ისინი, როდესაც რობერტ ბარათეონთან და ჯონ ერინთან
ერთად აქ გატარებულ თავის ახალგაზრდობაზე ჰყვებოდა ხოლმე.
ბიძამ თავი დაუქნია.
– ახლა ძალიან ბნელა და არ ჩანს, მაგრამ საფეხურები მარ-
თლაც არის. ცხენისთვის მეტად ციცაბო და ვიწროა, აი, ჯორებს კი
თითქმის მთელი გზის გავლა შეუძლიათ. ბილიკს სამგან გზის ციხე-
სიმაგრე იცავს: ქვა, თოვლი და ცა. ჯორები ცამდე მიგვიყვანენ. ტი-
რიონ ლანისტერმა ეჭვით აიხედა მაღლა.
– და იმის მერე?
ბრინდენს გაეღიმა.
– იმის მერე ბილიკი ჯორებისთვისაც კი მეტისმეტად ციცაბო
ხდება. დანარჩენ გზას ფეხით ავდივართ ხოლმე. ან იქნებ ამჯობი-
ნოთ, კალათით აგნიონ. საარწივე ზედ ცის ციხის ზემოთაა კლდეზე
მიკრული და მის სარდაფებში ექვსი დიდი ჯალამბარია, გრძელი

549
რკინის ჯაჭვებით, ქვემოდან ტვირთის ასაზიდად. თუკი ისურვებ,
მილორდ ლანისტერ, შემიძლია მოგიხერხო, ზემოთ პურთან,
ლუდთან და ვაშლებთან ერთად გაემგზავრო.
ქონდრისკაცმა მოწყვეტით გაიცინა.
– გოგრა რომ ვიყო, ეგრე ვიზამდი. ვაჰმე, რომ ჩემს მამა-ბა-
ტონს ყველაზე მეტად ის გააწბილებს, მის ძე ლანისტერს ბედის-
წერის შესახვედრად თალგამის კასრივით თუ აქაჩავენ. თუკი
თქვენ გზას ფეხით შეუყვებით, ვშიშობ, მეც იგივე მომიწევს, გა-
ვაკეთო. ჩვენ, ლანისტერებს, განსაკუთრებული სიამაყე მოგ-
ვდგამს. – სიამაყე? – გააწყვეტინა კეტლინმა. ტირიონის დამცი-
ნავმა კილომ და არხეინმა განწყობამ ბრაზი მოჰგვარა, – ამპარ-
ტავნებაო, მაგას ასე ჰქვია. ამპარტავნება, სიხარბე და ძალაუფ-
ლების წყურვილი. – უდავოდ, ჩემი ძმა მართლაც ამპარტავანია,
– მიუგო ტირიონ ლანისტერმა, – სიხარბე მამაჩემის მოგონი-
ლია, ჩემს ტკბილ დაიკო სერსეის კი ძალაუფლების წყურვილი
ასუნთქებს და აცოცხლებს. მაგრამ აი მე კრავივით უცოდველი
ვარ. გინდა, დავიკიკინო? – გაიბადრა იგი.
სანამ კეტლინი პასუხის გაცემას მოასწრებდა, ასაწევი ხიდი
ჭრიალით დაეშვა და მათ მოესმათ გაზეთილი ჯაჭვების ხმა, რაც
ცხაურის გახსნას მოასწავებდა. შეიარაღებულმა მეომრებმა
ცეცხლმოდებული მუგუზლები გამოიტანეს გზის გასანათებლად
და კეტლინის ბიძამ ჯგუფი თხრილის გადასავლელად გაიყო-
ლია. ლორდი ნესტორ როისი, ველის დიდმოურავი და მთვარის
კარიბჭის მჭერი, მათ შესახვედრად ეზოში გამოსულიყო, გარშე-
მო თავისი რაინდები ეხვივნენ.
– ლედი სტარკ, – თავი მოიდრიკა სალმით. დიდი კაცი იყო,
კასრივით გულმკერდი ჰქონდა და თავის დაკვრა მოუქნელად
გამოუვიდა. კეტლინი დაქვეითდა და წინ დაუდგა.

550
– ლორდ ნესტორ, – წარმოთქვა. ამ კაცს მხოლოდ გადმოცემით
იცნობდა; ნესტორი ბრონზე იონის ბიძაშვილი იყო, როისების გვა-
რის განაპირა შტოს ჩამომავალი, მაგრამ მაინც დიდებული და უფ-
ლებამოსილი ლორდი გახლდათ, – გრძელი და დამღლელი გზა გა-
მოვიარეთ. გავბედავ და, თქვენი ჭერის სტუმართმოყვარეობას შე-
გევედრებით. – ჩემი ჭერი თქვენია, მილედი, – ხრინწიანი ხმით მი-
უგო ლორდმა ნესტორმა, – მაგრამ თქვენმა დამ, ლედი ლიზამ სა-
არწივედან სიტყვა შემოთვალა. მას დაუყოვნებლივ სურს თქვენი
ნახვა. დანარჩენებს აქ დავაბინავებთ და ზემოთ გათენებისთანავე
გავამგზავრებთ. კეტლინის ბიძა ცხენიდან გადმოხტა.
– რა სიგიჟეა? – იკითხა მკვახედ. ბრინდენ ტალი ის კაცი არ იყო,
როდესმე ფიცხელი სიტყვა შეერბილებინა, – ღამით იაროს, თანაც
ისე, რომ მთვარე სავსეც არ არის? ლიზასაც კი უნდა ესმოდეს, რომ
ეს კისრისმოსატეხი მიწვევაა!
– ჯორებმა გზა იციან, სერ ბრინდენ, – ჩვიდმეტი-თვრამეტი წლის
მოსხლეტილი გოგონა ლორდ ნესტორს გვერდით ამოუდგა. მუქი
თმა მოკლედ და სწორად ჰქონდა შემოჭრილი თავის გარშემო,
ტანთ მხედრული ტყავის სამოსი და მსუბუქი მოვერცხლილი ჯაჭვი
ეცვა. მან კეტლინს თავის ბატონზე უფრო მოხდენილად დაუკრა თა-
ვი, – გპირდები, მილედი, არა ზიანი არ მოგადგებათ. პატივად ჩავ-
თვლი თქვენს აცილებას. ასჯერ ავსულვარ ამ გზაზე სიბნელეში. მა-
იკლი ამბობს, მამაშენი ალბათ ჯიხვი იყოო.
ისე ყოყოჩურად ლაპარაკობდა, კეტლინს გაეღიმა.
– რა გქვია, ბავშვო?
– მია სტოუნი, თქვენის ნებართვით, მილედი, – მიუგო გოგონამ.
კეტლინს ეს არ ეამა; ღიმილი ძლივს გაიჩერა სახეზე. ველზე ბუშებს
გვარად სტოუნი ეძლეოდათ; ჩრდილოეთში ისინი სნოუები იყვნენ,
ზენაბაღში – ფლაუერები. შვიდსავე სამეფოში ადათს დაედგინა ერ-
თი გვარი იმ ბავშვებისთვის, საკუთარის გარეშე რომ დაბადებუ-
ლიყვნენ. კეტლინი ამ გოგონას არაფერს ერჩოდა, მაგრამ უეცრად

551
კედელზე გაგზავნილი ნედის ბუში მოაგონდა და ამ ფიქრმა ერ-
თდროულად გააჯავრა და დანაშაულიც აგრძნობინა. შეყოვნდა, შე-
საფერ სიტყვებს ეძებდა პასუხად.
სიჩუმის სიცარიელე ლორდმა ნესტორმა შეავსო.
– მია გონიერი გოგონაა, და თუ პირობას იძლევა, რომ უხი-
ფათოდ მიგიყვანთ ლედი ლიზასთან, მე მისი მჯერა. ჯერ არასო-
დეს გაუცრუებია ჩემთვის იმედი.
– მაშ, თავი შენთვის მომინდვია, მია სტოუნ, – თქვა კეტლინ-
მა, – ლორდ ნესტორ, თქვენ კი გაკისრებთ, თვალი კარგად გე-
ჭიროთ ჩემს ტყვეზე.
– და მე გაკისრებთ, ტყვეს ფიალა ღვინო და კარგად შებრა-
წული დედალი მიართვათ, სანამ შიმშილით მომკვდარა, – თქვა
ლანისტერმა, – კარგი იქნებოდა, გოგოც მიგეყვანათ, მაგრამ ამ-
დენის თხოვნა ალბათ უკვე უხერხულია.
ქირით მებრძოლმა გადაიხარხარა.
ლორდმა ნესტორმა მის ლაზღანდარობას ყურიც არ ათხოვა.
– როგორც ბრძანებ, მილედი, ისე მოვიქცევით, – მხოლოდ ამის
მერე შეხედა ქონდრისკაცს, – ჩვენი ლორდი ლანისტერი კოშკის
საკანში მიაცილეთ და საჭმელ-სასმელი შეუტანეთ.
ტირიონს გაუძღვნენ და წაიყვანეს, კეტლინმა კი დატოვა ბიძა
და დანარჩენები და ბუშ გოგონასთან ერთად ციხე-კოშკი გაი-
არა. მაღალ შიდა ეზოში ორი შეკაზმული, გამზადებული ჯორი
უცდიდათ. მია დაეხმარა, ერთ-ერთზე ამხედრებულიყო, ამასო-
ბაში ლაჟვარდოვან მოსასხამში გამოწყობილმა მცველმა უკანა
ჭიშკარი გააღო. მის მიღმა ფიჭვების და ნაძვების ხშირი ტყე დახ-
ვდათ, და შავი კედლის დარად წამომდგარი მთა, მაგრამ საფე-
ხურები მართლაც იქ იყო, ღრმად გამოკვეთილი კლდეში და ცის-
კენ ამავალი.

552
– ზოგს თვალდახუჭული სიარული უფრო უადვილდება, – თქვა
მიამ, როდესაც ჯორები ჭიშკრის გავლით ბნელ ტყეში შეიყვანა, –
როდესაც ეშინიათ ან თავბრუ ესხმით, ზოგჯერ ძალიან ძლიერად ებ-
ღაუჭებიან ჯორს. ამათ კი ეგ არ უყვართ.
– ტალად დავიბადე და სტარკს გავყევი ცოლად, – მიუგო კეტ-
ლინმა, – იოლად შესაშინებელი არ ვარ. ჩირაღდანს აანთებ? – სა-
ფეხურები კუპრივით შავი იყო.
გოგონა დაიჯღანა.
– ჩირაღდნები გაბრმავებენ და მეტი არაფერი. ასეთ მოწმენდილ
ღამეში მთვარის და ვარსკვლავების შუქიც კმარა. მაიკლი ამბობს,
ბუს თვალები გაქვსო, – იგი ამხედრდა და ჯორი პირველ საფეხურზე
შეაყენა. კეტლინის ცხოველი თავისი ნებით მიჰყვა.
– მაიკლი ადრეც ახსენე, – უთხრა კეტლინმა. ჯორები ნელი, მაგ-
რამ თანაბარი ნაბიჯით შეუყვნენ კიბეს. იგი ამგვარი სვლით სრული-
ად კმაყოფილი იყო.
– მაიკლი ჩემი შეყვარებულია, – განუმარტა მიამ, – მაიკლ რედ-
ფორტი. იგი სერ ლინ კორბრის საჭურველთმტვირთველია. რო-
გორც კი რაინდი გახდება, დავქორწინდებით, მომავალ წელს, ან
იმის მერმისს.
ამას რომ ამბობდა, ზუსტად სანსას ჰგავდა, ისე ბედნიერი და
უმანკო იყო თავის ოცნებებში. კეტლინს გაეღიმა, მაგრამ ღიმილს
თან სევდა ახლდა. მან იცოდა, რომ რედფორტები ველის ძველი
გვარი იყო, მათ ძარღვებში პირველ ადამიანთა სისხლი ჩქეფდა. იქ-
ნებ კიდევაც იყო მისი შეყვარებული, მაგრამ არც ერთი რედფორტი
არასოდეს შეირთავდა ბუშს. ვაჟს ოჯახი უფრო შესაფერის კავშირს
მოუხერხებდა, კორბრისთან, ვეინვუდთან ან როისთან, ან იქნებ
რომელიმე სხვა, უფრო დიდებული გვარის ასულს მოჰგვრიდა ვე-
ლის საზღვრებს გარედან. თუ მაიკლ რედფორტი საერთოდ გაიზია-
რებდა ამ გოგონასთან სარეცელს, ეს ნამალავი სიახლოვე იქნებო-

553
და. ასასვლელი იმაზე უფრო იოლი აღმოჩნდა, ვიდრე კეტლინი
იმედოვნებდა. ხეები ახლოს იყვნენ მომდგარი, ბილიკზე გად-
მოხრილიყვნენ და მოშარიშურე მწვანე ჩარდახად ადგნენ თავს,
ისე, რომ მთვარის სხივსაც არ უშვებდნენ მგზავრებამდე, და კეტ-
ლინს ეჩვენებოდა, გრძელ შავ გვირაბს მივუყვებითო. მაგრამ
ჯორებს მტკიცე და დაუღლელი მუხლი ჰქონდათ, მია სტოუნს კი,
ჩანს, მართლაც შეეძლო, ბნელში მხედველი თვალით დაეკვეხ-
ნა. მძიმე-მძიმედ მიიწევდნენ ზემოთ, ხან აქეთ, ხან იქით მისდევ-
დნენ მთის კალთაზე მიმოკლაკნილ გზას, როდესაც საფეხურები
გეზს იცვლიდა და უხვევდა. ბილიკს დაცვენილი წიწვების სქელი
ხალიჩა ფარავდა და მათი ჯორების ნალები სულ ოდნავ ჩქამს გა-
მოსცემდა. სიწყნარემ კეტლინი მოთენთა, ნელმა მონანავე რხე-
ვამ უნაგირში დაარწია. ცოტაც და, უკვე მოძალებულ ძილს ებ-
რძოდა.
იქნებ წუთით კიდევაც ჩათვლიმა. რადგანაც მძიმე, რკინით
შეჭედილი კარი ანაზდად წამოიმართა გზაზე.
– ქვა, – ხალისიანად განაცხადა მიამ და დაქვეითდა. ქვის შე-
უვალი გალავნის თავზე რკინის შუბები დაეყოლებინათ და მთელ
ციხესიმაგრეს ორი მრგვალი გოდოლი დაჰყურებდა თავს. მიას
დაძახილზე ჭიშკარი გაიღო. იქ გზის ციხის მეთაური სქელი რა-
ინდი მიას სახელით მიესალმა და ჯერაც ცხელი, შამფურიდან ახ-
ლად ჩამოყრილი შებრაწული ხორცი და ხახვები შესთავაზათ.
კეტლინი თურმე ვერც კი გრძნობდა, როგორ დამშეულიყო. ეზო-
ში იდგა და ჭამდა, მეჯინიბეებმა კი ამასობაში მათი უნაგირები
დასვენებულ ჯორებზე გადაიტანეს. ცხელი წვენი ნიკაპზე ჩამოს-
წურწურებდა და მოსასხამზე ეწვეთებოდა, მაგრამ ისე შიოდა,
აღარას დაგიდევდათ. შემდეგ ისევ ახალ ჯორზე ამხედრება, ისევ
გასვლა ვარსკვლავთა შუქზე. კეტლინს აღმართის მეორე ნაწი-
ლი უფრო სახიფათო ეჩვენა. ბილიკი უფრო ციცაბო იყო, საფე-

554
ხურები – უფრო გაცვეთილი და აქა-იქ ზედ კენჭები და ქვის ნამ-
ტვრევები ეყარა. მია რამდენჯერმე ჩამოქვეითდა, რათა ბილიკ-
ზე ჩამოვარდნილი ლოდი გადაეგდო. – არ ღირს, აქ ჯორმა ფეხი
მოიტეხოს, – თქვა მან. კეტლინი იძულებული იყო, დათანხმებო-
და. ახლა სიმაღლესაც მეტად გრძნობდა. ხეები გამეჩხერდა, ქა-
რი უფრო დაუოკებლად ქროდა, ტანსაცმელს აცლიდა და თმებს
თვალებში სჩრიდა. დროდადრო საფეხურები უკვე გავლილი ბილი-
კის თავზე აღმოჩნდებოდა და კეტლინი ხედავდა ციხე ქვას, უფრო
ქვემოთ – მთვარის კარიბჭეს, რომლის ჩირაღდნებიც აქედან სან-
თლებივით პატარები მოჩანდა. თოვლი ქვაზე უფრო მომცრო იყო:
უდუღაბო ქვის გალავნის უკან შეყუჟული ერთი გამაგრებული კოშ-
კი, ერთი ხის შენობა და თავლა. მაგრამ იმგვარად იყო მიმჯდარი
გოლიათის შუბის ფერდს, რომ ქვედა ციხიდან ამომავალ მთელ
ქვის კიბეს თავზე დასცქეროდა. საარწივესკენ დაძრულ მტერს მო-
უწევდა, ციხე-ქვიდან საფეხურ-საფეხურ წაწეულიყო წინ, მაშინ, რო-
დესაც თოვლიდან ქვებისა და ისრების წვიმა დაატყდებოდა. ციხის
მეთაურმა, შფოთიანმა და ჩოფურა ჭაბუკმა რაინდმა მათ პური და
ყველი შესთავაზა და ცეცხლთან გასათბობად მიიწვია, მაგრამ მიამ
იუარა.
– უნდა წავიდეთ, მილედი, – თქვა მან.
– როგორც შენ გინდა, – თავი დაუქნია კეტლინმა.
მათ ისევ გამოუცვალეს ჯორები. კეტლინს თეთრი შეხვდა. მისი
დანახვისას მიამ გაიღიმა, – თეთრა ძალიან კარგია, მილედი. დაუც-
დენელი ფეხი აქვს, ყინულზეც კი, მაგრამ ფრთხილად უნდა იყოთ.
წიხლი იცის, თუ არ მოეწონე.
თეთრ ჯორს კეტლინი თითქოს მოეწონა; წიხლებს გადარჩნენ,
მადლობა ღმერთებს. არც ყინული შეხვედრიათ და ქალი ამის გა-
მოც მადლიერი იყო.
– დედა ამბობს, რომ ასობით წლის წინ თოვლი ამ ადგილიდან
იწყებოდა, – უთხრა მიამ, – აქაურობა მუდამ გადათეთრებული იყო,

555
– გოგონამ მხრები აიჩეჩა, – არ მახსოვს, ასე დაბლა როდისმე
მენახოს თოვლი, მაგრამ შეიძლება, ოდესღაც მართლაც ეგრე
იყო, ძველ დროში.
რა ახალგაზრდააო, გაიფიქრა კეტლინმა, და შეეცადა გაეხ-
სენებინა, ოდესმე თავადაც თუ იყო მასავით. გოგონას ნახევარი
სიცოცხლე ზაფხულში ეცხოვრა და სხვა ამინდს არც იცნობდა.
ზამთარი მოდის, ბავშვო, უნდოდა ეთქვა მისთვის. სიტყვები პირ-
ზე ადგა; თითქმის წარმოთქვა კიდევაც. იქნებ, ბოლოს და ბო-
ლოს, სტარკი ხდებოდა? ციხე თოვლის ზემოთ ქარი ცოცხალ არ-
სებად გადაიქცა, ტრამალზე გაჭრილი მგელივით ყმუოდა მათ
გარშემო, შემდეგ უცებ ჩაწყნარდებოდა, თითქოს სურდა,
მსხვერპლს გული დაეარხეინებინა. აქ, მაღლა, ვარსკვლავები
უფრო კაშკაშა ჩანდნენ, ისე ახლოს ციმციმებდნენ, ლამის იყო,
ხელით მისწვდომოდი, ნამგალა მთვარე კი ვეება ენთო მოწმენ-
დილ კუნაპეტ ცაზე. კეტლინმა შენიშნა, რომ დაბლა ცქერას ჯობ-
და, მაღლა აეხედა. საფეხურები დამსკდარი და ჩამომტვრეული
იყო საუკუნეების მანძილზე ყინვითა და დათბობით, ურიცხვი ჯო-
რების ნაბიჯებით, და ახლა, სიბნელეშიც კი, სიმაღლის შიშით გუ-
ლი ყელში ებჯინებოდა. როდესაც ორ წვეტიან კლდეს შორის მა-
ღალ უნაგირაზე შედგნენ, მია ჩამოქვეითდა.
– აქ ჯობს, ჯორები აღვირით გადავიყვანოთ, – თქვა მან, – აქ
ქარი შეიძლება, ცოტა არ იყოს, საშიშარი გახდეს, მილედი. კეტ-
ლინი გახევებული მოძრაობით გამოსცდა ჩრდილებს და წინ გა-
წოლილ ბილიკს გახედა; ოცი ფუტის სიგრძის და თითქმის სამი
ფუტის სიგანის იყო, ოღონდ ორთავე მხარეს მისი კიდეები უფ-
სკრულში ექანებოდა. ესმოდა, როგორ წიოდა ქარი. მიამ მსუბუ-
ქად გააბიჯა, ჯორი ისე მშვიდად მიჰყვა, თითქოს სასახლის შიდა
ეზო გადაეჭრათ. ახლა მისი ჯერი იყო. მაგრამ ჯერ პირველი ნა-
ბიჯიც არ გადაედგა, რომ შიშმა კეტლინს კრიჭა შეუკრა. შეიგ-
რძნობდა სიცარიელეს, ჰაერის ვრცელ უფსკრულს, მის გარშემო

556
შავად რომ დაეღო პირი. ცახცახით შეჩერდა, ნაბიჯის გადადგმაც
ვერ გაებედა. ქარმა იკივლა და მოსასხამზე ჩაეჭიდა, მის გადაგ-
დებას ლამობდა. კეტლინმა უკან გააცურა ფეხი, მორიდებული,
პატარა ნაბიჯი; მაგრამ იქვე ჯორი ედგა და უკან ვერ დაიხია. აქ
მოვკვდებიო, გაიფიქრა. გრძნობდა, როგორ დაუყვა ზურგზე ცივი
ოფლი.
– ლედი სტარკ! – შემოსძახა მიამ უფსკრულის მიღმიდან. გოგო-
ნას ხმა ათასობით ლიგის იქიდან ჩაესმოდა, – ყველაფერი რიგზეა?
კეტლინ ტალი სტარკმა სიამაყის ნარჩენიც გადაყლაპა.
– მე... მე არ შემიძლია, ბავშვო, – გასძახა პასუხად. – შეგიძლი-
ათ, – დაუძახა ბუშმა გოგონამ, – ვიცი, შეგიძლიათ. ნახეთ, რა ფარ-
თოა ბილიკი.
– არ მინდა, შევხედო, – ქვეყნიერება ტრიალებდა მის გარშემო,
მთა, ცა, ჯორები, ბზრიალასავით ბრუნავდა, ბრუნავდა... კეტლინმა
თვალები დახუჭა ნაწყვეტ-ნაწყვეტი სუნთქვის დასაწყნარებლად. –
მოვალ თქვენთან, – უთხრა მიამ, – არ გაინძრეთ, მილედი. განძრე-
ვას კეტლინი არც იფიქრებდა. ქარის წივილს და კლდეზე ტყავის
ლანჩის გაცურების ხმას უგდებდა ყურს. მერე მიაც მოვიდა, ნაზად
ჩაჰკიდა ხელი მკლავში.
– თვალები დახუჭეთ, თუ გინდათ. ახლა თოკს ხელი უშვით, თეთ-
რა თავს მიხედავს. კარგია, მილედი. მე გადაგიყვანთ, იოლია, აი,
ნახავთ. ნაბიჯი გადმოდგით, აი, ასე, ფეხი გამოსწიეთ, უბრალოდ,
წინ გამოაცურეთ. ხედავთ? ახლა მეორე. იოლია. შეგეძლოთ, ზედ
გადაგერბინათ კიდევაც. ახლა ისევ, წამოდით. ასე, – ამგვარად, ნა-
ბიჯ-ნაბიჯ, მტკაველ-მტკაველ ბუშმა გოგონამ ბრმა და აცახცახებუ-
ლი კეტლინი ბილიკზე გადაიყვანა, თეთრი ჯორი კი აღუშფოთვე-
ლად მისდევდათ უკან.
გზის ციხე, ცად წოდებული, სხვა არა იყო, თუ არა მთის ფერდს
მიკრული, ნახევარმთვარედ ნაშენები უდუღაბო ქვის კედელი, მაგ-

557
რამ კეტლინ სტარკის თვალს ასე ვალირიის თვალუწვდენელი
კოშკებიც კი არ აამებდნენ. აქ, ბოლოს და ბოლოს, მთის თოვ-
ლის გვირგვინსაც მიადგნენ; ცის დაშაშრული ქვები ჭირხლს მო-
ესავადებინა, მაღლა ფერდიდან კი ყინულის გრძელი შუბები ეშ-
ვებოდნენ. აღმოსავლეთით ცა უკვე განთიადს შეეხსნა, როდე-
საც მია სტოუნმა მცველებს შესძახა და მათ წინ ჭიშკარი გაიღო.
კედლის შიგნით მხოლოდ დაქანებული გრძელი აღმართები და
ლოდებისა და ყველა ზომის ქვის ვეება გროვები ჩანდა. უეჭვე-
ლია, აქედან ზვავის დაწყება უიოლესი საქმე იყო. მათ წინ ფრი-
ალო კლდეში გამოქვაბულს დაეღო პირი.
– იქ, შიგნით, თავლები და ყაზარმებია, – თქვა მიამ, – გზის
ბოლო ნაწილი მთის შიგნითაა მოქცეული. იქნებ ცოტა ბნელო-
დეს, მაგრამ სამაგიეროდ, ქარი არ გიბერავს. ჯორები მარტო
აქამდე მოდიან ხოლმე. ამის მერე გზა ბუხრის მილივითაა, ქვის
მისადგმელ კიბეს უფრო ჰგავს, ვიდრე ჩვეულებრივ საფეხურებს,
მაგრამ ძალიან ძნელიც არაა. ერთი საათიც და, იქ ვიქნებით.
კეტლინმა მაღლა აიხედა. ზუსტად თავზემოთ შენიშნა საარ-
წივეს საძირკვლის ქვები, მქრქალად რომ იკვეთებოდნენ გან-
თიადის შუქში. აქედან ექვსას ფუტზე უფრო მაღლა აღარ იქნებო-
და. ქვემოდან ის პატარა თეთრ ფიჭას წააგავდა. კეტლინს გაახ-
სენდა, რას ამბობდა ბიძამისი კალათებსა და ჯალამბრებზე.
– ლანისტერებს შესაძლოა, სიამაყე მოსდგამდეთ, – უთხრა
მიას, – მაგრამ ტალებს უფრო საღი აზრი დაგვყვება დაბადები-
სას. მთელი დღე და ღამის უდიდესი ნაწილი უნაგირში ვიჯექი.
უთხარით, კალათა ჩამოუშვან. ზემოთ თალგამებთან ერთად
ავალ.
მზე მთებს კარგა ძალით ასცილებოდა, როდესაც კეტლინ
სტარკმა, ბოლოს და ბოლოს, საარწივეს მიაღწია. ჩასკვნილი ჭა-
ღარა კაცი, ლაჟვარდისფერი მოსასხამი რომ ეცვა და აბჯრის

558
სამკერდულზე ჭედური მთვარე და შევარდენი მოუჩანდა, კეტლინს
კალათიდან გადმოსვლაში მიეხმარა. ეს სერ ვარდის იგანი იყო, ოინ
ერინის სახლეულის მცველთა კაპიტანი. გვერდით მაისტერ კოლე-
მონი ედგა, თხელი, ნერვიული, თმა ძალიან აკლდა, აი, კისერი კი
ზედმეტი ჰქონდა.
– ლედი სტარკ, – წარმოთქვა სერ ვარდისმა, – თქვენი სტუმრო-
ბა ისევე საამოა, რამდენადაც მოულოდნელი.
მაისტერ კოლემონმა თანხმობით დააკანტურა თავი.
– მართლაც რომ, მილედი, მართლაც რომ. თქვენს დას უკვე
სიტყვა შევუთვალე. ბრძანა, გაგვეღვიძებინა, როგორც კი მოხვი-
დოდით. – იმედი მაქვს, ღამით კარგად ეძინა, – წაკბინა კეტლინმა,
მაგრამ ეს, ჩანს, შეუმჩნეველი დარჩა.
ჯალამბრიანი ოთახიდან დამხვდურებმა იგი ხვეული კიბით ააცი-
ლეს მაღლა. საარწივეს დიდებული გვარის სასახლის კვალობაზე
მომცრო ეთქმოდა: ბუმბერაზი მთის მხარზე ერთმანეთს კაპარჭში
ჩალაგებული ისრებივით მჭიდროდ მისჯროდა შვიდი წერწეტა კოშ-
კი. აქ თავლები, სამჭედლოები ან საძაღლეები არც სჭირდებოდათ,
თუმც მისი ბეღელი ვინტერფელისას არ ჩამოუვარდებაო, ამბობდა
ნედი, და მის კოშკებში ხუთას ადამიანს შეეძლო ეცხოვრა. მაგრამ
დის შესახვედრად მიმავალ კეტლინს იგი უცნაურად უკაცური ეჩვე-
ნა, მკრთალი ქვით ნაშენები მისი ცარიელი დარბაზები ყველა ჩქამს
ექოთი ეხმიანებოდა.
ლიზა მარტო უცდიდა თავის მისაღებში, ჯერაც საღამური ხალა-
თი ეცვა. გრძელი მოწითურო თმა გაშლილი ეყარა შიშველ თეთრ
მხრებზე და ზურგზეც ეფინებოდა. უკან მოახლე ედგა და ღამით
აბურდულ კულულებს უვარცხნიდა. კეტლინი რომ შემოვიდა, მისი
და ღიმილით წამოდგა ფეხზე.

559
– კეტ, – წარმოთქვა მან, – ო, კეტ, რა ბედნიერებაა შენი ნახ-
ვა. ჩემი ძვირფასი დაიკო, – ოთახი გადმოირბინა და და მკლა-
ვებში მოიქცია, – რამდენი ხანია, – ჩაიბუტბუტა დას მიკრულმა,
– ო, მართლაც რამდენი, რამდენი ხანია...
სინამდვილეში ხუთი წელი გასულიყო. ხუთი ავი წელიწადი,
ლიზასთვის. მათ უკვალოდ არ ჩაევლოთ. და კეტლინზე ორი
წლით უმცროსი იყო, მაგრამ ახლა უფრო ხნიერი ჩანდა. კეტ-
ლინზე დაბალი, ტანად განში წასულიყო, სახე გაჰფითრებოდა
და ჩატეტკოდა. მასაც ტალების ცისფერი თვალები ჰქონდა, მაგ-
რამ უფერული და წყლიანი, მუდამ დაცეცებული. პატარა პირი
მოუთმენელი, ბუტია გახდომოდა. დას ჩახუტებულ კეტლინს მო-
აგონდა ის ტანწერწეტა, მკერდმაღალი გოგონა, მის გვერდით
მდგარი რომ იცდიდა რივერანის სეპტაში. რა საყვარელი და იმე-
დით სავსე იყო მაშინ! მთელი იმ მშვენებიდან სქელი მოწითურო
თმის ჩანჩქერიღა შემორჩენოდა, ახლა წელამდე რომ სცემდა.
– კარგად გამოიყურები, – იცრუა კეტლინმა, – მაგრამ... დაღ-
ლილი ჩანხარ.
დამ მკლავები უშვა.
– დაღლილი. დიახ. ჰო. მართლაც, – თითქოს ახლაღა შენიშ-
ნა დანარჩენები: თავისი მოახლე, მაისტერ კოლემონი, სერ ვარ-
დისი, – დაგვტოვეთ, – უთხრა მათ, – მსურს, დას მარტო ვესაუბ-
რო, – მან კეტლინს ხელი ჩაჰკიდა, სანამ ისინი გადიოდნენ...
...და, როგორც კი კარი მიიხურა, ერთბაშად გააგდო ხელი-
დან. – სულ დაკარგე ჭკუა? – შეუტია კეტლინს, – აქ მომითრიე,
ნებართვა არც გიკითხავს, გაფრთხილებაც არ იკადრე, ლანის-
ტერებთან იმ შენს შეხლა-შემოხლაში ჩვენც უნდა ჩაგვითრიო?
– ჩემს შეხლა-შემოხლაში? – კეტლინი ყურს არ უჯერებდა.
ბუხარში მაღალი ცეცხლი გიზგიზებდა, აი, ლიზას ხმას კი სითბოს
ნიშანწყალიც არ შერჩენოდა, – თავდაპირველად ის შენი იყო,
დაო!

560
შენ არ გამომიგზავნე ის წყეული ბარათი, შენ არ მომწერე, რომ
ლანისტერებმა მოგიკლეს ქმარი?
– რომ გამეფრთხილებინე, თავი შორს დაგეჭირა მათგან! მათ-
თან ბრძოლას არასოდეს ვაპირებდი! ღმერთებო, კეტ, ხვდები, რა
ჩაიდინე?
– დედა? – წარმოთქვა წვრილმა ხმამ. ლიზა მსწრაფლ შეტრი-
ალდა, მძიმე ხალათი ფეხებზე შემოეხვია. კარში რობერტ ერინი იდ-
გა, საარწივეს ლორდი, ხელში გაქუცულ ნაჭრის თოჯინას ბღუჯავდა
და ფართო თვალებით შემოსცქეროდათ. გულისმომკვლელად გამ-
ხდარი ბავშვი იყო, თავისი ასაკისთვის ტანმორჩილი; გაუთავებ-
ლად ავადმყოფობდა და დროდადრო აცახცახებდა. მაისტერები
ამას „ცახცახა სენს” უწოდებდნენ, – ხმები ჩამესმა.
ან რა გასაკვირია, გაიფიქრა კეტლინმა; ლიზა ლამის ყვიროდა.
და მაინც, დამ მას მიაბჯინა გამკიცხველი მზერა.
– ეს დეიდაშენი კეტლინია, პატარავ. ჩემი და, ლედი სტარკი. გახ-
სოვს?
ბიჭმა ცარიელი მზერა მიაპყრო.
– მგონი, კი, – წარმოთქვა თვალების ხამხამით, თუმც კეტლინმა
ბოლოჯერ რომ ნახა, ჯერ წლისაც არ იყო. ლიზა ცეცხლთან ჩამოჯდა
და ბიჭი მიიხმო.
– მოდი დედასთან, საყვარელო, – საღამური გაუსწორა და მისი
რბილი ყავისფერი თმის მოწესრიგებას მიჰყო ხელი, – ხომ მშვენი-
ერია? და ძლიერიცაა, ყური არ უგდო, რასაც გეტყვიან. ჯონმა იცო-
და. თესლი ძლიერიაო, ასე მითხრა. მისი ბოლო სიტყვები ეს იყო.
რობერტის სახელს იმეორებდა და ისე ჩამეჭიდა მკლავზე, ნაჭდევე-
ბი დამაჩნდა. უთხარი მათ, თესლი ძლიერია. მისი თესლი. მას სურ-
და, ყველას შეეტყო, რა კარგი და ძლიერი ბიჭი უნდა დადგეს ჩემი
პატარა. – ლიზა, – უთხრა კეტლინმა, – თუკი ლანისტერებზე მარ-
თალს ამბობ, მით უფრო აუცილებელია, სწრაფად ვიმოქმედოთ.

561
ჩვენ... – ბავშვთან არ გინდა, – უთხრა ლიზამ, – სათუთი ხასიათი
აქვს, ჰო, ჩემო ტკბილო?
– ეს ბიჭი საარწივეს ლორდი და ველის მფარველია, – შეახ-
სენა: კეტლინმა, – და ახლა მორიდების დრო არაა. ნედი თვლის,
რომ შეიძლება საქმე ომამდე მივიდეს.
– ჩუ! – შეუტია ლიზამ, – ასე ბიჭს აშინებ, – პატარა რობერტმა
მხარსუკან კეტლინისკენ გააპარა თვალი და აცახცახდა. თოჯინა
ჭილოფზე დაეცა, ბიჭი კი დედას მიეკრო, – ნუ გეშინია, ჩემო პა-
ტარავ, – ჩასჩურჩულებდა ლიზა, – დედა აქაა, ვერაფერს დაგი-
შავებენ, – მან ხალათი გადაიხსნა და გაფითრებული, მძიმე ძუძუ
ამოიღო, გაწითლებული კერტით. ბიჭი ხარბად წასწვდა, სახე დე-
დის მკერდში ჩარგო და წოვას შეუდგა. ლიზამ თმაზე გადაუსვა
ხელი. კეტლინს ხმა ჩავარდნოდა. ეს ჯონ ერინის ძეაო, გაიფიქრა
უნდობლად. გაახსენდა თავისი ნაბოლარა, სამი წლის რიკონი,
ამ ბიჭზე ორჯერ უმცროსი და ხუთჯერ უფრო შეუპოვარი რომ
იყო. აღარ უკვირდა, რომ ველის ლორდები შფოთავდნენ. პირ-
ველად ახლა მიხვდა, რად შეეცადა მეფე, ბავშვი დედისთვის მო-
ეცილებინა და ლანისტერებისთვის დაეკისრებინა მისი აღ-
ზრდა...
– აქ უსაფრთხოდ ვართ, – ამბობდა ლიზა. კეტლინი დარწმუ-
ნებით ვერ იტყოდა, დას ეუბნებოდა თუ ბიჭის.
– სულელი ნუ ხარ, – კეტლინს ბრაზი მოერია, – უსაფრთხოდ
არავინაა. თუ გგონია, აქ დაიმალები და ამიტომ ლანისტერებს
გადაავიწყდები, ძალიან გეშლება.
ლიზამ ბიჭს ყურზე დააფარა ხელი.
– რომც შეძლონ და ჯარი მთებზე და სისხლიან კარიბჭეში გა-
მოატარონ, საარწივე მაინც მიუდგომელია. ხომ თვითონ ნახე. აქ
ვერასოდეს ვერც ერთმა მტერმა ვერ შემოაღწია.
კეტლინს უნდოდა, მისთვის სილა გაეწნა. ძია ბრინდენი მის
გაფრთხილებას ცდილობდა, ახლაღა მიხვდა.

562
– არც ერთი ციხე არ არის შეუვალი.
– ეს ციხე არის, – დაიჟინა ლიზამ, – ყველა ასე ამბობს. ოღონდ
ეგაა, რა უნდა ვუყო იმ ჭინკას, აქ რომ მომითრიე?
– ცუდი კაცია? – იკითხა საარწივეს ლორდმა, დედის ძუძუ პირი-
დან გადმოუვარდა, სველი, წითელი კერტი ჰქონდა.
– ძალიან ცუდია, – უთხრა ლიზამ და მკერდი დაიფარა, – მაგრამ
დედა არ დაანებებს, ჩემს პატარას რამე დაუშავოს.
– გადააფრინე, – ცხარედ წარმოთქვა რობერტმა.
ლიზა შვილს თმებზე მიეალერსა.
– იქნებ ასეც ვქნათ, – ჩაიბუტბუტა, – იქნებ სწორედ მასე მოვიქ-
ცეთ.

563
ედარდი

564
ნეკა საროსკიპოს საერთო ოთახში დახვდა, შინაურულად ელაქლა-
ქებოდა მაღალ, მოხდენილ ქალს, რომელსაც მელანივით შავ სხე-
ულზე ბუმბულებიანი ხალათი მოესხა. ბუხართან ჰუვარდი ვიღაც
მკერდსავსე ასულს ფანტობანას ეთამაშებოდა. როგორც ჩანდა, მას
ჯერჯერობით მხოლოდ ქამარი, მოსასხამი, ჯაჭვის პერანგი და მარ-
ჯვენა ჩექმა წაეგო, გოგონა კი იძულებული გამხდარიყო, წელამდე
ჩაეხსნა პერანგის ღილები. იორი კასელი წვიმით დაქსელილ ფანჯა-
რასთან იდგა, ცალყბა ღიმილით უმზერდა, როგორ აბრუნებდა ჰუ-
ვარდი ბარათებს და თვითონაც თვალს წყალს ალევინებდა.
ნედი კიბის ძირას შეყოვნდა და ხელთათმანები ჩაიცვა.
– ჩვენი წასვლის დროა. ჩემი საქმე აქ მოვათავე.
ჰუვარდი ფეხზე წამოდგა, დაბარბაცდა და ნაჩქარევად იწყო თა-
ვისი ნივთების წამოკრეფა.
– როგორც ინებებ, მილორდ, – თქვა იორიმ, – წავალ, ვილს ცხე-
ნების გამოყვანას ვუშველი, – და კარისკენ გაემართა.
ნეკა აუჩქარებლად შეუდგა გამოთხოვებას. მან შავკანიან ქალს
ხელზე აკოცა, ყურში რაღაც ოხუნჯობა ჩასჩურჩულა, რამაც ის ხმა-
მაღლა გააცინა, და ნედისკენ გამოემართა.
– შენი საქმე? – წამოიწყო უზრუნველად, – თუ რობერტის? ასე
ამბობენ, მარჯვენა მეფის სიზმრებს ხედავს, მეფის ხმით ლაპარა-
კობს, მეფის ხმლით განაგებსო. ეს ხომ არ ნიშნავს, რომ ქალებთა-
ნაც მეფის... – ლორდ ბაელიშ, – გააწყვეტინა ნედმა, – ზედმეტს ბე-
დავ. დახმარებისთვის მადლობელი ვარ, შენ რომ არა, ამ საროსკი-
პოსთვის იქნებ წლები და წლები ვერ მოგვეგნო. ოღონდ ეს არ ნიშ-
ნავს, რომ ვაპირებ, შენი დაცინვა ავიტანო. თანაც, მარჯვენა აღარ
ვარ.
– ჩანს, მგელსაზარა ჩხვლეტია მხეცი ყოფილა, – პირი მოიღრი-
ცა ნეკამ.

565
უვარსკვლავო შავი ციდან თბილი წვიმა მოშხაპუნობდა, რო-
დესაც ისინი თავლისკენ მიემართებოდნენ. ნედმა მოსასხამის
ჩაჩი წამოიწია. იორიმ ცხენი გამოუყვანა. მას უკან მოჰყვა ჭაბუკი
ვილი, ცალი ხელით ნეკას ფაშატს ექაჩებოდა, მეორით კი ქა-
მარს და შარვლის თასმებს ისწორებდა. თავლის კარიდან ფეხ-
შიშველა კახპა გადმოიხარა და კისკისით გამოაცილა.
– ახლა უკან, სასახლეში წავალთ, მილორდ? – ჰკითხა
იორიმ. ნედმა თავი დაუქნია და უნაგირს მოევლო. მის გვერდით
ნეკაც ამხედრდა. იორი და დანარჩენებიც მათ მიჰყვნენ.
– ჩატაიას საუცხოო დაწესებულება გაუმართავს, – თქვა ნე-
კამ, გზას რომ დაადგნენ, – იმასაც ვფიქრობდი, ხომ არ მეყიდა-
მეთქი. საროსკიპოები ბევრად უფრო საიმედო დაბანდებაა, ვიდ-
რე გემები, როგორც დავადგინე. კახპები იშვიათად იძირებიან,
და თუ მეკობრეები შეასხდებიან, არა უშავს, მეკობრეებიც ნაღდ
ფულს იხდიან, ყველასავით, – ლორდმა საკუთარ ოხუნჯობაზე
ჩაიხითხითა. – ნედმა აცალა, ეყბედა. ცოტა ხანში იგი ჩაჩუმდა
და გზა უხმოდ განაგრძეს. მეფის საბიჯელის ქუჩები ბნელი და
უკაცური იყო. წვიმამ ყველა სახლებში შერეკა. იგი ნედს თავზე
ეშხაპუნებოდა, სისხლივით თბილი და ძველი ბრალივით უმოწ-
ყალო. სახეზე მსხვილი წვეთები ჩამოსდიოდა. „რობერტი არა-
სოდეს დასჯერდება ერთ სარეცელს”, უთხრა ლიანამ ვინტერ-
ფელში, იმ დიდი ხნის წინ გარდასულ ღამეს, როდესაც მათმა მა-
მამ ასულის ხელი გრიგალის კიდის ჭაბუკ ლორდს აღუთქვა, „მე
ვიცი, რომ ველზე ვიღაც გოგოსთან შვილი ჰყავს”. ნედს რობერ-
ტის პატარა გოგონა მკლავებში სწვენოდა; როგორ შეეძლო მისი
უარყოფა, არც დას ეტყოდა სიცრუეს, მაგრამ არწმუნებდა, რომ
მნიშვნელობა არ ჰქონდა, თუ რა ჩაედინა რობერტს მათ ნიშნო-
ბამდე, რომ კარგი და წრფელი კაცი იყო და მთელი გულით ეყვა-
რებოდა იგი. ლიანამ მხოლოდ გაიღიმა. „სიყვარული მშვენიერი

566
რამაა, ნედ, საყვარელო, მაგრამ ადამიანის ბუნებას ვერ ცვლის”.
გოგონა ისე ნორჩი იყო, რომ ნედმა ასაკის კითხვაც კი ვერ გაბე-
და. უეჭველია, ქალწული იქნებოდა; კარგ საროსკიპოებს ყოველ-
თვის მოეძევებათ ქალწული, თუკი საკმარისად მძიმე ქისას დაანახ-
ვებ.
მსუბუქი წითური თმა ჰქონდა და ცხვირზე თვალებს შორის ჭორ-
ფლები ეყარა, და როდესაც ძუძუ მოიშიშვლა ჩვილისთვის მოსაწო-
ვებლად, ნედმა დაინახა, რომ მკერდიც დაჭორფლილი ჰქონოდა.
– გოგონაა, ბარა დავარქვი, – თქვა მან, თან ბავშვს აჭმევდა, –
ხომ ჰგავს მას, მილორდ? მისი ცხვირი აქვს, და მისი თმები... –
ჰგავს, – ედარდ სტარკი ჩვილის რბილ, მუქ კულულებს შეეხო. თმა
თითებს შორის შავი აბრეშუმივით გაუსრიალდა. თითქოს გაახსენ-
და, რობერტის პირმშოსაც ასეთივე თმა ჰქონდა.
– უთხარით მას ეს, როდესაც ნახავთ, მილორდ, თუკი... თუკი
ინებებთ. უამბეთ, რა მშვენიერია.
– ვეტყვი, – დაჰპირდა ნედი. ეს მისი უბედურება იყო. რობერტი
ამ ორ ბავშვს უკვდავ სიყვარულს შეჰფიცებდა და ჯერ დაღამებულიც
არ იქნებოდა, მათ არსებობასაც გადაივიწყებდა, მაგრამ ნედ სტარ-
კი თავის პირობებს ასრულებდა. მოაგონდა პირობა, რომელიც მო-
მაკვდავი ლიანასთვის მიეცა, და ფასი, რომელიც მათ შესასრულებ-
ლად გადაიხადა. – და უთხარით, რომ სხვა არავისთან ვყოფილვარ.
გეფიცებით, მილორდ, ძველი ღმერთების, ახალი ღმერთების სახე-
ლით. ჩატაიამ თქვა, რომ ნახევარი წელი მაქვს, ბავშვის ხათრით,
და იმ იმედით, რომ ის დაბრუნდება. ჰოდა, ხომ ეტყვით, რომ ველო-
დები? არ მინდა არც ძვირფასეულობა, არაფერი, მხოლოდ ის, თვი-
თონ. მუდამ კეთილად მექცეოდა, მართლა.
კეთილად გექცეოდა, უანგარიშოდ გაიფიქრა ნედმა.
– ვეტყვი, ბავშვო, და გპირდები, ბარას არაფერი მოაკლდება. მა-
შინ მან გაიღიმა, ისეთი იმედიანი, სათნო ღიმილით, რომ ნედს გუ-

567
ლი ჩასწყდა. წვიმიან ღამეში მიმავალ ნედს თვალწინ ჯონ სნოუს
სახე ედგა, ასე რომ ჩამოჰგავდა მის საკუთარ სიყმაწვილეს. თუ-
კი ღმერთები ასე ითვალისწუნებენ ბუშებს, გაიფიქრა ბუნდოვ-
ნად, მაშ, რად ავსებენ კაცს ამგვარი ლტოლვით?
– ლორდ ბაელიშ, რა იცი რობერტის ბუშებზე?
– უპირველესად ის, რომ შენზე მეტი ჰყავს.
– რამდენი?
ნეკამ მხრები აიჩეჩა. მოსასხამის ზურგზე წყლის ნაკადები ჩა-
მოსდევდნენ.
– რა მნიშვნელობა აქვს? ამდენ ქალთან თუ წვები, ზოგი
ძღვენსაც მოგართმევს, მისი მოწყალება კი ამ საქმეს არასოდეს
ერიდებოდა. მე ვიცი, რომ მან აღიარა ის ბიჭი, გრიგალის კიდეზე
რომ იზრდება, აი ის, ლორდ სტანისის ქორწინების ღამეს რომ
ჩასახა.
სხვანაირად ვერც იზამდა. დედა ფლორენტი იყო, ლედი სე-
ლისის დისწული, ერთი მისი სეფექალი. რენლი ამბობს, რობერ-
ტმა გოგო ნადიმის დროს ხელით აიყვანა ზედა სართულზე და სა-
ქორწინო საძინებელში შეიჭრა, სანამ სტანისი და მისი სასძლო
ჯერაც ცეკვავდნენო. ლორდმა სტანისმა, ჩანს, ჩათვალა, რომ ეს
მისი ცოლის გვარის ღირსებას ჩირქს სცხებდა, ამიტომაც, ბიჭი
რომ დაიბადა, იგი რენლის გაუგზავნა გემით, – ნეკამ ნედს ალ-
მაცერად გახედა, – მსმენია ჭორებიც, რომ რობერტმა კასტერ-
ლის კლდის მოსამსახურე გოგოს ტყუპები გაუკეთა, სამი წლის
წინ, დასავლეთში რომ იყო წასული, ლორდ ტაივინის ტურნირზე.
სერსეიმ ჩვილები დაახოცინა, დედა კი ჩამვლელ მონებით მო-
ვაჭრეს მიჰყიდა. ლანისტერების სიამაყე ძალიან შეილახა, ასე
ახლოს, მათ სახლთან...
ნედი დაიჯღანა. ასეთ ბინძურ ამბებს სახელმწიფოში ყველა
დიდებულ ლორდს უთხზავდნენ. სერსეი ლანისტერზე ასეთ რა-

568
მეს საკმაოდ იოლად დაიჯერებდა... მაგრამ განა მეფე მის გვერდით
ასეთ რამეს დაუშვებდა? რობერტი, რომელსაც ოდესღაც იცნობდა,
ამას არ ჩაიდენდა, მაგრამ რობერტი, რომელსაც ოდესღაც იცნობ-
და, ადრე არასოდეს იყო ასე გაწაფული მისთვის უამურ რაღაცებზე
თვალების დახუჭვაში.
– ოინ ერინი ასე უცებ რატომ უნდა დაინტერესებულიყო მეფის
უკანონო შვილებით?
კაფანდარა კაცმა დუნედ აიჩეჩა მხრები.
– იგი მეფის მარჯვენა იყო. უეჭველია, რობერტმა სთხოვა, თვა-
ლი მიედევნებინა, რომ არაფერი დაჰკლებოდათ.
ნედს წვიმამ ძვლებამდე გაატანა და ლამის გულიც გათოშვოდა.
– მარტო ეგ არ უნდა ყოფილიყო, თორემ მოკვლა რაში დასჭირ-
დათ? ნეკამ სველი თმები შეიბერტყა და გაიცინა.
– ახლა ვხვდები. ლორდმა ერინმა შეიტყო, რომ მისმა მოწყალე-
ბამ რამდენიმე კახპა და მეთევზე ქალი გაბერა, და ამის გამო მისი
ჩაჩუმება გახდა საჭირო. ან რა გასაკვირია. დატოვებ ასეთ კაცს
ცოცხალს და გაიხედავ, იმასაც წამოროშავს, მზე აღმოსავლეთიდან
ამოდისო.
ნედს ამაზე შუბლის შეკვრის გარდა სხვა პასუხი არ მოეძევებო-
და. რამდენი წლის მერე პირველად გაახსენდა რეიგარ ტარგარი-
ენი. იფიქრა, ნეტავ რეიგარი საროსკიპოებს თუ სტუმრობდაო. რა-
ტომღაც ეგონა, რომ არა.
წვიმა ახლა უფრო ძლიერად ასხამდა, თვალებს უწვავდა და მი-
წაზე შხაპუნობდა. გორაკიდან შავი წყლის ღვარები ჩარბოდნენ;
უეცრად იორიმ შესძახა:
– მილორდ! – ხმა განგაშისგან ჩახრინწვოდა. იმავ წამს ქუჩა ჯა-
რისკაცებით აივსო.
ნედმა თვალი მოჰკრა ტყავზე გადაცმულ ჯაჭვის პერანგებს, სა-
ფუხარებს და საბარკულებს, ოქროს ლომით დაგვირგვინებულ ფო-

569
ლადის ჩაჩქანებს; წვიმით დამბალი მოსასხამები ზურგზე ეკვრო-
დათ. დათვლა არ დასცალდა, მაგრამ ათნი მაინც იქნებოდნენ, ერთ
მწკრივად იდგნენ, ქვეითად; ხელთ ორლესულები და რკინისპირია-
ნი შუბები ეპყრათ და ქუჩას კეტავდნენ.
– უკნიდან! – მოესმა ვილის დაძახილი და, ცხენი რომ მოაბ-
რუნა, იქაც დაინახა მეომრები, უკან დასახევ გზას რომ უჭრიდ-
ნენ. იორის ხმალი ჟღრიალა მღერით დასცდა ქარქაშს.
– გზა მოგვეცით, ან მოკვდით!
– მგლები ყმუიან, – წარმოთქვა მათმა წინამძღოლმა. ნედი
ხედავდა, როგორ დასდიოდა სახეზე წვიმა, – მაგრამ რა პატარა
ხროვაა. ნეკამ თავისი ცხენი დაძრა, ფრთხილად, ნაბიჯ-ნაბიჯ მი-
იწევდა წინ. – რას ნიშნავს თქვენი სიტყვები? ეს მეფის მარჯვენა
ბრძანდება. – იყო მეფის მარჯვენა, – ტალახი წმინდა სისხლის
ულაყის ფლოქვების ხმას ახშობდა. ჯარისკაცთა მწკრივმა გზა
მისცა მომავალს. მის ოქროს სამკერდულზე ლანისტერების ლო-
მი აყალყულიყო და გამოწვევით ღრიალებდა, – ახლა, მართა-
ლი გითხრათ, დარწმუნებით ვერც ვიტყვი, თუ რა ბრძანდება.
– ლანისტერ, რა სიგიჟეა, – უთხრა ნეკამ, – გაგვატარე. სა-
სახლეში გველიან. როგორ გგონია, რას სჩადი?
– იცის, რასაც სჩადის, – აუღელვებლად წარმოთქვა ნედმა.
ჯეიმი ლანისტერმა გაიღიმა.
– მართალს ბრძანებს. ჩემს ძმას ვეძებ. ხომ გახსოვს ჩემი ძმა,
ლორდ სტარკ? ვინტერფელში თან გვახლდა. ქერათმიანი, სხვა-
დასხვა ფერის თვალებით, ენამახვილი. პატარა კაცი.
– კარგად მახსოვს, – მიუგო ნედმა.
– ჩანს, გზაზე რაღაც უსიამოვნებას გადააწყდა. ჩვენი ლორ-
დიმამა გვარიანად შეშფოთებულია. იქნებ შემთხვევით იცოდე,
ვინ შეიძლება, ჩემი ძმისთვის ავს განიზრახავდეს?
– შენი ძმა ჩემი ბრძანებით აიყვანეს, რათა პასუხი აგოს თა-
ვის დანაშაულთა გამო, – წარმოთქვა ნედ სტარკმა.

570
ნეკამ სასოწარკვეთით დაიკვნესა.
– მილორდებო...
სერ ჯეიმიმ ორლესული ქარქაშიდან ამოიტაცა და ულაყი წინ მო-
აგდო.
– ფოლადი მიჩვენე, ლორდ ედარდ. თუ სხვა გზა არ იქნა, შენც
ეირისივით დაგკლავ, მაგრამ ვამჯობინებდი, მახვილით ხელში მოკ-
ვდე, – მერე ცივად, ქედმაღლურად გადახედა ნეკას, – ლორდ ბა-
ელიშ, აქაურობის დატოვებას ვიჩქარებდი, ძვირფას სამოსზე სის-
ხლის ლაქების დაჩნევა რომ მადარდებდეს.
ნეკას თავპატიჟი არ დაუდვია.
– ქალაქის მცველებს მოვიყვან, – დაჰპირდა ნედს. ლანისტერის
მებრძოლთა რიგი მის წინ გაიხსნა, გაატარა და კვლავ შეიკრა. ნე-
კამ თავის ფაშატს ქუსლები მოსცხო და კუთხის მიღმა გაუჩინარდა.
ნედის მებრძოლებმა ხმლები ამოიწვადეს, მაგრამ სამნი იყვნენ
ოცის პირისპირ. ახლომახლო კარებიდან და ფანჯრებიდან ცნობის-
მოყვარე თვალები იცქირებოდნენ, მაგრამ ჩარევას არავინ აპირებ-
და. ნედის ხალხი ცხენებზე ისხდა, ლანისტერების – ქვეითად იყ-
ვნენ, თავად ჯეიმის გარდა. იქნებ მოეხერხებინათ, შეტევით სამშვი-
დობოს გასულიყვნენ, მაგრამ ედარდ სტარკმა ჩათვალა, რომ უფრო
საიმედო და უხიფათო გზაც არსებობდა.
– მომკალი და, – გააფრთხილა მეფისმკვლელი, – კეტლინი ტი-
რიონს ალბათ დანამდვილებით გამოასალმებს სიცოცხლეს.
ჯეიმი ლანისტერმა ნედს მკერდზე წაჰკრა მოოქრული მახვილი,
რომელსაც უკანასკნელი მეფე-დრაკონის სისხლი შეესვა.
– ასე მოიქცევა? კეთილშობილი კეტლინ ტალი რივერანელი
მძევალს მოკლავს? ვფიქრობ... რომ არა, – და ამოიოხრა, – მაგრამ
არ მსურს, ჩემი ძმის სიცოცხლე ქალის ღირსებას მივანდო, – ჯეიმიმ
მოოქრული ხმალი ქარქაშში ჩაასრიალა, – ასე რომ, ალბათ ნებას
მოგცემ, რობერტთან გაიქცე და უამბო, როგორ შეგაშინე. ნეტავ რა-

571
მედ მაინც თუ ჩააგდებს, – ჯეიმიმ სველი თმა თითებით გადაი-
ვარცხნა უკან და ცხენი მოატრიალა. ხმლოსნების რიგს რომ გას-
ცდა, უკან მოხედა თავის კაპიტანს, – ტრეგარ, თვალყური მი-
ადევნე, ლორდ სტარკს რამე ზიანი არ შეემთხვეს.
– როგორც ბრძანებ, მილორდ.
– და მაინც... სულ დაუსჯელადაც ხომ ვერ გავუშვებთ, ამი-
ტომ... – ღამის და წვიმის მიღმა თეთრად იელვა მისმა ღიმილმა,
– ხალხი დაუხოცეთ.
– არა! – შესძახა ნედ სტარკმა და ხმალს წაეტანა. ჯეიმი უკვე
ქუჩას დაუყვა მსუბუქი ჩორთით, როდესაც ვილის ყვირილი გა-
ისმა. ორივე მხრიდან შემოადგნენ მებრძოლები. ნედმა ერთს
ცხენდაცხენ გადაუარა, ხმალს უქნევდა წითელმოსასხამიან აჩ-
რდილებს, მის შეტევას რომ გაურბოდნენ. იორი კასელმა ცხენს
დეზი შემოჰკრა და მიუშვა. ფოლადით დაჭედილი ფლოქვი ლა-
ნისტერის კაცს სახეში ეძგერა გულისწამღები ლაწანით. მეორე
კაცი გზიდან ჩამოეცალა და წამით იორის გზა გაეხსნა. ვილმა შე-
იკურთხა, მომაკვდავი ცხენიდან რომ ჩამოათრიეს; წვიმის ბინ-
დში მოქნეულმა ხმლებმა იელვეს. ნედი მათთან მიჭენდა, ტრე-
გარის მუზარადზე დაუშვა თავისი ორლესული. დაკვრის უკუგე-
ბამ კბილები გააღრჭიალებინა. ტრეგარი მუხლებზე დაეცა, ლო-
მიანი თხემი ორად გადახსნოდა, სახეზე სისხლი ჩამოსდიოდა.
ჰუვარდი მისი ცხენის აღვირზე წატანებულ ხელებს ჩეხავდა, რო-
დესაც შუბი ეძგერა მუცელში. უცებ მათ შორის უკან დაბრუნებუ-
ლი იორი გამოჩნდა, მის მოქნეულ ხმალს ნაფლეთებად მოს-
წყდა წითელი წვიმა.
– არა! – იყვირა ნედმა, – იორი, გასწი!
ნედის ცხენი დასხლტა და ტალახში ჩაეზღართა. დამაბრმავე-
ბელმა ტკივილმა გამსჭვალა და პირი სისხლის გემომ აუვსო.
მან დაინახა, როგორ გადაუჭრეს ფეხის ძარღვები იორის
ცხენს და მხედარი დაბლა ჩამოათრიეს, გარს შემოერტყნენ და

572
ისღა ჩანდა, როგორ აღიმართებოდა და ეშვებოდა ხმლები. როდე-
საც ნედის ცხენმა წამოდგომა მოახერხა, თავადაც შეეცადა, წამო-
მართულიყო, და კვლავ დაეცა, ტკივილის ყვირილმა სუნთქვა შე-
უგუბა. ხედავდა, გადამტვრეული ძვალი წვივში რომ გამოსჩროდა.
ამის მერე კარგა ხანი აღარაფერი დაუნახავს. კოკისპირულად წვიმ-
და, წვიმდა. როდესაც თვალები გაახილა, ლორდი ედარდ სტარკი
თავის მკვდრებთან მარტო დარჩენილიყო. ცხენი მიუახლოვდა, სის-
ხლის მწკლარტე სუნი იკრა და სადღაც გაკურცხლა. ნედმა ტალახში
გაითრია სხეული, მტანჯველი ტკივილით კბილებს აღრჭიალებდა.
თითქოს წლები დასჭირდა მასთან მისაღწევად. სანთლის შუქით
განათებული ფანჯრებიდან სახეები იცქირებოდნენ, შუკებიდან და
კარებში ხალხი ამოჩნდა, მაგრამ საშველად არავინ დაძრულა. ნე-
კამ და ქალაქის მცველებმა იგი ქუჩაში იპოვეს, მკლავებში იორი კა-
სელის სხეული ეწვინა.
ოქროსფერნამოსასხამიანებმა სადღაც საკაცე იშოვეს, მაგრამ
გზა სასახლემდე ბუნდოვან ტანჯვად გაიწელა და ნედმა რამდენჯერ-
მე დაკარგა გონება. ის ახსოვდა, წითელი ციხე მის თვალწინ გან-
თიადის პირველ რუხ ნათელში რომ ამოჩნდა. მტკიცე გალავნის
ღია-ვარდისფერი ქვები წვიმას სისხლისფრად ჩაემუქებინა. მერე კი
გრანდ-მაისტერი პაიცელი დახრილიყო მისკენ, ჭიქა ეჭირა და ჩას-
ჩურჩულებდა:
– დალიეთ, მილორდ. აი. ყაყაჩოს რძე, ტკივილის დასაყუჩებ-
ლად, – ახსოვდა, როგორ გადაყლაპა მიწოდებული სასმელი; პა-
იცელი ვიღაცას ეუბნებოდა, ღვინო ადუღებამდე გაეცხელებინა და
სუფთა აბრეშუმი მოეტანა, ამის მერე კი აღარაფერი გაუგია.

573
დენერისი

574
ვაის დოთრაკის ცხენის კარიბჭე ორი ბუმბერაზი ბრინჯაოს ულაყით
იყო გამოყვანილი: ყალყზე შემდგარი ცხოველები წინა ფლოქვებით
ეხებოდნენ ერთმანეთს და გზის ზემოთ, ასი ფუტის სიმაღლეზე, წაწ-
ვეტებულ თაღს კრავდნენ.
დენი ვერ იტყოდა, რად უნდოდა ქალაქს კარიბჭე, თუკი არ გააჩ-
ნდა გალავანი... და არც შენობები, თვალს თუ დაუჯერებდა. და მა-
ინც, აქ აღმართულიყო იგი, ვეება და მშვენიერი; გოლიათ ცხენებს
შორის შორეული იისფერი მთები მოჩანდა, ბრინჯაოს ულაყები
გრძელ ჩრდილს ფენდნენ ატორტმანებულ ბალახზე; ხალ დროგო
ხალასარს მათ ფლოქვებქვეშ შეუძღვა და ღმერთების გზას დაუყვა,
გვერდში მისი სისხლისმიერი მხედრები მიჰყვებოდნენ.
დენი მათ თავისი ვერცხლათი მისდევდა, მას აქეთ-იქიდან ამოს-
დგომოდნენ სერ იორაჰ მორმონტი და ძმა ვისერისი, რომელიც ისევ
შეესვათ ცხენზე. იმ დღის მერე, როდესაც დენიმ ძმა ბალახის ზღვაში
დატოვა და იძულებული გახადა, ხალასარში ფეხით დაბრუნებული-
ყო, დოთრაკებმა მას დაცინვით ხალ რაი მარი შეარქვეს, ფეხებდაწ-
ყლულებული მეფე. მეორე დღეს ხალ დროგომ მას ურემში ჩაჯდომა
შესთავაზა და ვისერისიც დათანხმდა. თავის ჯიუტ უმეცრებაში ვერც
კი შეეგნო, რომ აბუჩად იგდებდნენ; ურმებით მგზავრობდნენ საჭუ-
რისები, ხეიბრები, მშობიარე ქალები, ძალიან პატარები და ძალიან
მიხრწნილები. ამის გამო მეორე სახელიც შეიძინა: ხალ რაგატი, ანუ
ურმის მეფე. ძმა მიიჩნევდა, რომ ხალი ამგვარად უხდიდა ბოდიშს
იმის გამო, რაც დენიმ დამართა. გოგონა კი სერ იორაჰს შეევედრა,
არ განემარტა ვისერისისთვის, რაც ხდებოდა, რათა მას თავი შერ-
ცხვენილად არ ეგრძნო. რაინდმა ამაზე მიუგო, რომ მეფეს მოუხდე-
ბოდა ცოტაოდენი სირცხვილის გრძნობა... მაგრამ მისი ნება აასრუ-
ლა. დენის უამრავი ვედრება და დორეას ნასწავლი ყველა სასიყვა-
რულო ილეთის მოხმობა დასჭირდა, დროგო რომ მოელბო და ვისე-
რისისთვის კვლავ მოეპოვებინა კოლონის თავში მათთან ერთად
ცხენდაცხენ სიარულის უფლება.

575
– ქალაქი სადაა? – იკითხა გოგონამ, ბრინჯაოს თაღი რომ
გაიარეს. არსად ჩანდა სახლები, არც ადამიანები, ბალახის
ზღვას სერავდა მხოლოდ გზა, რომელსაც დოთრაკების მიერ სა-
უკუნეთა განმავლობაში ძარცვით მოხვეჭილი უძველესი ქანდა-
კებების რიგი გასდევდა. – წინ, – მიუგო სერ იორაჰმა, – მთების
ძირას.
ცხენის კარიბჭეში გასულებს ორივე მხრიდან თავს წამოად-
გნენ ნაალაფარი ღმერთები და მოტაცებული გმირები. მკვდარი
ქალაქების გადავიწყებული ღვთაებები ცას უღერებდნენ თავი-
ანთ წამტვრეულ მეხებს, დენი კი მათ ფეხებთან მიდიოდა თავისი
ვერცხლათი. ტახტებზე დაბრძანებული ქვის მეფეები ჩამოსცქე-
როდნენ მაღლიდან, დაკენკილი, დალაქული სახეები ჰქონდათ,
მათი სახელებიც კი ჩაკარგულიყო დროის ბურუსში. მარმარი-
ლოს კვარცხლბეკებზე ღვედივით მოქნილი, მხოლოდ ყვავილ-
წნულებით შემოსილი ასულები ცეკვავდნენ, ან ჰაერს ღვრიდნენ
ხელში ნაჭერი დამტვრეული დოქებიდან. გზის პირას ბალახში
ურჩხულებიც იდგნენ: შავი რკინის დრაკონები, თვალებად სპე-
კალები რომ ესვათ; აღრიალებული გრიფონები; მანტიკორები,
ეკლიანი კუდები დასაგესლად რომ მოეღერებინათ, და სხვა მხე-
ცებიც, რომელთა სახელებიც მან არ იცოდა. ზოგი ქანდაკება ისე
მშვენიერი იყო, რომ აღტაცებით სული უგუბდებოდა, ზოგი კი –
ისე უფორმო და საზარელი, რომ დენის მათი ცქერაც ძლივს აე-
ტანა. სერ იორაჰმა უთხრა, რომ საშინელი ქანდაკებები ალბათ
ასშაის მიღმა მდებარე ბინდის მიწებიდან იყო ჩამოტანილი.
– რამდენია, – თქვა დენიმ, ვერცხლას აუჩქარებლად მიჰყავ-
და წინ, – და რამდენი ქვეყნიდან.:
ვისერისი ნაკლებად იყო აღტაცებული.
– მკვდარი ქალაქების ნაგავი, – ჩაიფრუტუნა მან. იგი
ფრთხილობდა და საერთო ენაზე ლაპარაკობდა, რომელიც
დოთრაკთაგან ცოტას თუ ესმოდა, მაგრამ დენერისმა მაინც უკან

576
გააპარა მზერა, თავისი ხასის მეომრებისკენ, რათა დარწმუნებული-
ყო, ძმის ნათქვამი ვერავინ გაიგონაო. ის კი არ ცხრებოდა, – ამ ვე-
ლურებმა მარტო ის იციან, როგორ მოიპარონ მათზე უკეთესი ხალ-
ხის გაკეთებული რაღაცები... და როგორ მოკლან, – მან გაიცინა, –
აი, მოკვლა კი კარგად გამოსდით. ასე რომ არა, არც არაფერში დამ-
ჭირდებოდნენ. – ეს ახლა ჩემი ხალხია, – უთხრა დენიმ, – ველუ-
რებს არ უნდა უწოდებდე, ძმაო.
– დრაკონი, რასაც უნდა, იმას ამბობს, – თქვა ვისერისმა... საერ-
თო ენაზე. მხარსუკან გახედა მათ ფეხდაფეხ მომავალ ჰაგოს და რა-
ხაროს და დამცინავი ღიმილი უბოძა, – ხედავ, ამ ველურებს ტვინი
არ ჰყოფნით, განვითარებული ადამიანების ლაპარაკი გაიგონ. მათ
წინ გზას ორმოცდაათი ფუტის სიმაღლის ხავსმოდებული ლოდი წა-
მოეყუდა. ვისერისმა გაბეზრებული თვალებით ახედა. – რამდენ
ხანს უნდა ვიყურყუტოთ ამ ნანგრევებს შორის, სანამ დროგო ჩემს
ჯარს მომცემდეს? დავიღალე უკვე ლოდინით.
– პრინცესა დოშ ხალინს უნდა წარუდგინონ...
– იმ დედაბრებს, ჰო, – შეაწყვეტინა ვისერისმა, – და მასხარების
წარმოდგენა უნდა გამართონ, მუცელში რომ უზის, იმ ლეკვზე წინას-
წარმეტყველებით, ხომ მითხარი. მე ეგ რაში მენაღვლება? ყელში
ამოვიდა ცხენის ხორცი და ამ ველურების ყროლმა ხომ ლამისაა,
ცუდად გამხადოს, – მან დასუნა თავისი ტუნიკის ფართო, ფართხუნა
სახელო, სადაც საყნოსებელს ინახავდა ხოლმე. ამას დიდად ვერ
უნდა ეშველა. ტუნიკა ბინძური ჰქონდა. მთელი ის აბრეშუმები და
სქელი შალეული, რაც ვისერისს პენტოსიდან გამოჰყოლოდა, ხან-
გრძლივი მგზავრობისგან დალაქავდა და ოფლით გაეჟღინთა. – და-
სავლეთის ბაზარზე მოიძებნება უფრო საშენო გემოვნების საჭმელი,
თქვენო მოწყალებავ, – უთხრა სერ იორაჰ მორმონტმა, – თავიანთი
საქონლის გასაყიდად აქ ჩამოდიან ხოლმე ვაჭრები თავისუფალი
ქალაქებიდან. ხალი კი პირობას თავის დროზე შეასრულებს. – უჯო-

577
ბს, შეასრულოს, – პირქუშად წარმოთქვა ვისერისმა, – მე გვირ-
გვინს დამპირდნენ და მტკიცედ მაქვს გადაწყვეტილი, კიდევაც მივი-
ღო. დრაკონს აბუჩად არ იგდებენ, – მან ქალს მიმსგავსებული კვერ-
ნისთავა და ექვსძუძუიანი არსების უხამსი ქანდაკება შენიშნა და
მისკენ გაემართა უფრო ახლოდან შესათვალიერებლად.
დენის გულზე მოეშვა, თუმც შეშფოთებული იყო.
– ღმერთებს შევთხოვ, ჩემმა მზემ და მნათობმა დიდხანს არ
ალოდინოს, – უთხრა სერ იორაჰს, როდესაც ძმა ყურსაწიერს
გასცდა. რაინდმა ვისერისი ეჭვის თვალით გააცილა.
– შენი ძმა პენტოსში უნდა დარჩენილიყო. ხალასარში მისი
ადგილი არ არის. ილირიო შეეცადა, გაეფრთხილებინა.
– როგორც კი თავის ათი ათასს მიიღებს, მაშინვე წავა. ჩემი
ქმარი-ბატონი მას ოქროს გვირგვინს დაჰპირდა.
სერ იორაჰმა ამოიხვნეშა.
– დიახ, ხალესი, მაგრამ... დოთრაკები ამ საქმეებს სხვაგვა-
რად უცქერენ, არა ისე, როგორც დასავლეთში გვჩვევია. მეც,
ილირიოსი არ იყოს, ამას ჩავჩიჩინებდი, მაგრამ შენმა ძმამ ყუ-
რიც არ გვიგდო. ცხენთა ბატონები ვაჭრები არ არიან. ვისერისი
თვლის, რომ გაგყიდა, და საფასურს ელის. ხალ დროგო კი იტ-
ყოდა, რომ საჩუქრად მიგიღო. დიახაც, ვისერისს სამაგიერო სა-
ჩუქარს მიუძღვნის... მაგრამ თავის დროზე. ხალს საჩუქარი არ
უნდა მოსთხოვო. ხალს საერთოდ არაფერი არ უნდა მოსთხოვო.
– ხომ არასწორია, ამდენს რომ ალოდინებს, – დენიმ არ იცო-
და, რად იცავდა ძმას, მაგრამ მაინც იცავდა, – ვისერისი ამბობს,
ათი ათასი დოთრაკელი მყვირალათი მთელ შვიდ სამეფოს გავ-
წმენდდიო. სერ იორაჰმა ჩაიფრუტუნა.
– ვისერისი თავლასაც ვერ განწმენდს ათი ათასი ცოცხით.
დენი არ გააოცა მისი ხმის აგდებულმა კილომ და არც უცდია, ეს
დაეფარა.

578
– რა... რა მოხდებოდა, ვისერისის ნაცვლად ვინმე სხვა რომ ყო-
ფილიყო? – იკითხა მან, – ვინმე უფრო ძლიერი? მაშინ მართლა შეძ-
ლებდნენ დოთრაკები შვიდი სამეფოს დაპყრობას?
სერ იორაჰს სახე შეუფიქრიანდა. მათი ცხენები გვერდიგვერდ
მიაბიჯებდნენ ღმერთების გზაზე.
– პირველად რომ მოვხვდი აქ, შვიდი სამეფოდან გამოქცეული,
და დოთრაკებს შევხედე, ნახევრად შიშველი ბარბაროსები დავინა-
ხე, თავიანთი ცხენებივით ველურები. მაშინ რომ გეკითხა, პრინცე-
სა, გეტყოდი, რომ ათას ჩაუქ რაინდს არაფრად გაუჭირდებოდა ათ-
ჯერ მეტი დოთრაკის დაფრენა.
– მაგრამ ახლა რომ გკითხო?
– ახლა, – მიუგო რაინდმა, – ისე დარწმუნებით ვეღარ ვიტყვი.
ესენი ცხენს ნებისმიერ რაინდზე უკეთ აჭენებენ, შიში არ იციან და
მათი მოისრები ჩვენსას ჯაბნიან. შვიდ სამეფოში მშვილდოსნები,
როგორც წესი, ქვეითად იბრძვიან, ფარების გალავნის უკნიდან ან
წაწვეტებული ძელების ზღუდეს მოფარებულნი. დოთრაკები ცხენ-
დაცხენ ისვრიან, შეტევისას გინდა თუ უკან დახევისას, ერთნაირად
სიკვდილს თესავენ... და იმდენნი არიან, მილედი. მხოლოდ შენს
ქმარ-ბატონს ორმოცი ათასი ცხენოსანი მეომარი ჰყავს თავის ხა-
ლასარში. – ეს მართლაც ძალიან ბევრია?
– შენმა ძმა რეიგარმა სამკბილასთან ამდენივე გამოიყვანა, –
აღიარა სერ იორაჰმა, – მაგრამ რაინდი მათგან მეათედზე მეტი არ
იქნებოდა. დანარჩენები იყვნენ მშვილდოსნები, თავისუფალი მხედ-
რები და შუბებით და აფთებით შეიარაღებული ქვეითი ჯარისკაცები.
რეიგარი რომ დაეცა, ბევრმა დაყარა იარაღი და ბრძოლის ველი-
დან გაიქცა. როგორ გგონია, ასეთი ბრბო რამდენ ხანს შეაკავებდა
სისხლმოწყურებული ორმოცი ათასი მყვირალას შეტევას?
მოთრიმლული ტყავის ჯუბაჩები და ჯაჭვის პერანგები რამდენად
საიმედოდ დაიცავდნენ წვიმად წამოსული ისრებისგან?
– დიდხანს ვერა, – მიუგო დენიმ, – კარგად ვერა.

579
რაინდმა თავი დაუქნია.
– ოღონდ, პრინცესა, თუკი შვიდი სამეფოს მბრძანებელს
ღმერთებმა ბატის სამყოფი ტვინი მაინც მისცეს, საქმე აქამდე
არასოდეს მიდგება. მხედრებს საალყო ბრძოლის არაფერი გა-
ეგებათ. არა მგონია, შვიდ სამეფოში ყველაზე სუსტი ციხესიმაგ-
რის აღება მაინც შეძლონ, მაგრამ თუ რობერტ ბარათეონი იმდე-
ნად ბრიყვი აღმოჩნდა, რომ მათ ბრძოლის ველზე შეხვდეს...
– და არის? – ჰკითხა დენიმ, – ანუ, ბრიყვია?
სერ იორაჰი ერთხანს დაფიქრდა.
– რობერტი დოთრაკად უნდა დაბადებულიყო, – თქვა ბო-
ლოს, – შენი ხალი გეტყოდა, რომ მხოლოდ მხდალი დაიმალება
ქვის კედლების უკან, იმის ნაცვლად, რომ მახვილით ხელში
მტერს პირისპირ დაუდგეს. უზურპატორი მას კვერს დაუკრავდა.
ის ძლიერი კაცია, მამაცი... და საკმაოდ განუსჯელი საიმისოდ,
რომ დოთრაკელთა ურდოს ბრძოლის ველზე შეეყაროს. მაგრამ
ხალხი, გარს რომ ახვევია... ასე ვთქვათ, მათი სალამურები სხვა
ხმაზე უკრავენ. მისი ძმა სტანისი, ლორდი ტაივინ ლანისტერი,
ედარდ სტარკი, – და გადააფურთხა. – შენ გძულს ეს ლორდი
სტარკი, – თქვა დენიმ.
– მან წამართვა ყველაფერი, რაც კი მიყვარდა, რამდენიმე
ტილიანი ბრაკონიერის და მისი ძვირფასი ღირსების გამო, –
მწარედ წარმოთქვა სერ იორაჰმა. დენი მისი კილოთი ხვდებო-
და, რომ დანაკარგი ჯერაც გულს უგმირავდა. სწრაფადვე შეცვა-
ლა საუბრის თემა, – ეგერ, – მიათითა წინ, – ვაის დოთრაკი.
ცხენთა ბატონების ქალაქი. ხალ დროგომ და მისმა სისხლისმი-
ერმა მხედრებმა ხალასარი ვრცელ დასავლეთის ბაზარზე გა-
დაატარეს და მის მიღმა ფართო შარებს დაუყვნენ. დენი ახლოს
მისდევდა თავისი ვერცხლათი და გარშემო გამოჩენილ საოცრე-
ბებს აცქერდებოდა. ვაის დოთრაკი მისთვის ცნობილ ყველა ქა-

580
ლაქზე უფრო დიდიც იყო და მათში ყველაზე პატარაც. დენის აზრით,
ის პენტოსზე ათჯერ ვრცელი მაინც იქნებოდა, გალავნებით ან რაიმე
საზღვრით შეუზღუდავი უკიდეგანო სადგომი; მისი ფართო ქარიანი
ქუჩები ბალახით და ტალახით იყო მოგებული და ველის ყვავილე-
ბის ნოხი ეფინა. დასავლეთის თავისუფალ ქალაქებში კოშკები, სახ-
ლები თუ ქოხები, ხიდები თუ დუქნები ერთმანეთზე იყო მიჯრილი,
ვაის დოთრაკი კი ზანტად განრთხმულიყო, გაშლილიყო და თბილ
მზეს ეფიცხებოდა ძველისძველი, უკადრი და ცარიელი. შენობებიც
კი გასაოცარი ეჩვენა. ხედავდა თლილი ქვით ნაგებ ფანჩატურებს,
ციხე-დარბაზისხელა, ჭილით ნაშენ სახლებს, მოფამფალებულ ხის
კოშკებს, მარმარილოთი მოპირკეთებულ საფეხუროვან პირამი-
დებს, მორებით ნაშენებ უსახურავო დარბაზებს. ზოგ სასახლეს გა-
ლავნის ნაცვლად ეკლიანი ბუჩქნარი ეკრა.
– ერთმანეთს არც ერთი არ ჰგავს, – თქვა დენიმ.
– შენი ძმა ნაწილობრივ მართალს ამბობდა, – აღიარა სერ იო-
რაჰმა, – დოთრაკებმა შენება არ იციან. ათასი წლის წინათ, სახლის
გასაკეთებლად მიწაში ორმოს ამოთხრიდნენ და დაწნული ჩალის
სახურავით დაფარავდნენ. ეს შენობები, შენ რომ ხედავ, გაძარცული
ქვეყნებიდან ჩამორეკილმა მონებმა ააგეს, და ყველამ თავისი ხალ-
ხის წესს მისდია.
დარბაზების უმეტესობა, ყველაზე უფრო დიდები და მოკაზმულე-
ბიც კი, მიტოვებული ჩანდა.
– სადაა ხალხი, რომელიც აქ ცხოვრობს? – იკითხა დენიმ. ბა-
ზარში უამრავი ხალხი ირეოდა, ბავშვები დარბოდნენ, კაცები ყვი-
როდნენ, მაგრამ სხვაგან თავის საქმეზე მიმავალ რამდენიმე საჭუ-
რისს თუ მოჰკრა თვალი.
– წმინდა ქალაქში მუდმივად მხოლოდ დოშ ხალინის დედაბრე-
ბი ცხოვრობენ, კიდევ – მათი მონები და მსახურები, – მიუგო სერ
იორაჰმა, – მაგრამ ვაის დოთრაკი იმხელაა, რომ აქ ყველა ხალასა-

581
რის ყოველი მეომრისთვის მოიძებნება ბინა, თუკი ყველა ხალი
ერთდროულად მოისურვებს დედასთან დაბრუნებას. დედაბრებ-
მა იწინასწარმეტყველეს, რომ მოვა დღე, როცა ეს მოხდება, ამი-
ტომაც ვაის დოთრაკი მზად უნდა იყოს თავისი ყველა შვილის მი-
საღებად. ხალ დროგომ, ბოლოს და ბოლოს, შეჩერების ბრძანე-
ბა გასცა – აღმოსავლეთის ბაზრის მახლობლად, იქ, სადაც ი-ტი-
დან, ასშაიდან და ბინდის მიწებიდან მოსული ვაჭართა ქარავნე-
ბი ჩერდებოდნენ, პირდაპირ კი დედა-მთა აღმართულიყო. დე-
ნის გაეღიმა, როდესაც მოაგონდა მაგისტრ ილირიოს მხევალი
გოგონა, მისი მონაყოლი ორასოთახიან სასახლეზე და მთლიანი
ვერცხლის კარებზე. „სასახლე” ხის მღვიმისებური სანადიმო
დარბაზი აღმოჩნდა, მის ორმოცფუტიან, უხეშად ნაჩორკნ ხის
კედლებს აბრეშუმისგან ნაკერი სახურავი ედგა, ვრცელი გაფუ-
ყული კარავი, რომელიც შეიძლებოდა გაგეშალა იშვიათი წვიმე-
ბისგან თავის დასაცავად, ან დაგეკეცა და უკიდეგანო ცის ქვეშ
დარჩენილიყავი. დარბაზის გარშემო გაშლილიყო ფართო ბა-
ლახოვანი ბაკები ცხენებისთვის, ისინი მაღალი ცოცხალი ღობე-
ებით, საცეცხლე ორმოებით და მიწიდან პაწია მთებივით ამო-
ბურცული, ბალახით დაფარული ასობით მრგვალი მიწური სახ-
ლით იყო მოსაზღვრული.
მონების მცირე არმიამ ადრევე გამოასწრო კოლონას, რათა
ხალ დროგოს მოსვლისთვის ყველაფერი გაემზადებინათ. რო-
დესაც ყველა მხედარი დაქვეითდა, ხალმაც შეიხსნა თავისი არა-
ხი და იქვე მომლოდინე მონას გადასცა, ყველა სხვა იარაღიც აი-
ყარა. გამონაკლისი თავად ხალ დროგოც კი არ იყო. სერ იორაჰ-
მა დენის აუხსნა, რომ ვაის დოთრაკში ხმლის ტარება და თავი-
სუფალი კაცის სისხლის დაღვრა იკრძალებოდა. მოშუღარი ხა-
ლასარებიც კი ივიწყებდნენ მტრობას და პურ-მარილს იყოფ-

582
დნენ, სანამ დედამთის თვალსაწიერზე იმყოფებოდნენ. აქ განკარ-
გულებებს დოშ ხალინის დედაბრები გასცემდნენ, აქ ყველა დოთრა-
კელი ერთი სისხლის იყო, ერთი ხალასარი, ერთი ფარა.
ირი და ჟიქვი დენის ვერცხლადან ჩამოსვლაში შველოდნენ, რო-
დესაც კოჰოლო მიუახლოვდათ. ეს ჩასუქებული მელოტი კაცი ყვე-
ლაზე უფროსი იყო დროგოს სამ სისხლისმიერ მხედარს შორის; კა-
უჭა ცხვირი ჰქონდა, პირში კი დამტვრეული კბილები სჭარბობდა:
ისინი კეტმა ჩაუმსხვრია ოცი წლის წინ, მაშინ, როდესაც პატარა ხა-
ლაკა დაიხსნა იმ ქირით მებრძოლებისგან, დროგოს მიყიდვა რომ
მოინდომეს მამამისის მტრებისთვის. მისი სიცოცხლე დროგოსას
ხალის დაბადების დღესვე გადაეჯაჭვა.
სისხლისმიერი მხედრები ყველა ხალს ჰყავდა. თავიდან დენი
ფიქრობდა, რომ ისინი დოთრაკული მეფის ქეშიკები იყვნენ, თავი-
ანთი ბატონის დასაცავად შეფიცულები, მაგრამ სინამდვილეში მა-
თი კავშირი უფრო ღრმა აღმოჩნდა. ისინი ხალის ძმები იყვნენ, მისი
ჩრდილები, მისი ყველაზე თავდადებული მეგობრები. „სისხლი ჩემი
სისხლთაგანი” – ასე მოიხსენიებდა დროგო მათ, და მართლაც ასე
იყო; ერთი ცხოვრებით ცხოვრობდნენ. ცხენთა ბატონების უძველე-
სი ადათით, როდესაც ხალი კვდებოდა, მასთან ერთად კვდებოდნენ
მისი სისხლისმიერი მხედრებიც, რათა ღამეულ მხარეშიც მის გვერ-
დით ეჭენებინათ ცხენი. თუკი ხალი რომელიმე მტრის ხელით და-
ეცემოდა, სისხლისმიერები მხოლოდ შურისძიებისთვის ცოცხლობ-
დნენ, შემდეგ კი სიხარულით მიჰყვებოდნენ ბატონს სამარეში. ზოგ
ხალასარშიო, უთხრა ჟიქვიმ, ხალს მათთან საზიარო ჰქონდა ღვი-
ნო, კარავი, ცოლებიც კი – მაგრამ არა ცხენები. კაცის ცხენი მისი
იყო, და მხოლოდ მისი.
დენერისს უხაროდა, რომ ხალ დროგო იმ უძველეს ადათებს არ
მისდევდა. სულ არ უნდოდა, ხალს იგი თავისი სისხლისმიერების-
თვის გაეზიარებინა. და თუკი ბებერი კოჰოლო საკმაოდ კეთილად
ეპყრობოდა, დანარჩენები შიშს ჰგვრიდნენ; ჰაგო, ბუმბერაზი და

583
მდუმარე, ხშირად უბღვერდა ხოლმე, თითქოს ავიწყდებოდა, ვინ
იყო დენი, ქოთოს კი ბოროტი მზერა და მარდი ხელები ჰქონდა, ისე-
თი, ტკენა რომ სიამოვნებდათ. დორეას გლუვ თეთრ კანზე დალურ-
ჯებებს უტოვებდა, როცა კი შეეხებოდა, და ზოგჯერ ღამღამობით
ირის ატირებდა ხოლმე. დენის ეჩვენებოდა, რომ მის ცხენებსაც
კი ეშინოდათ პატრონის. მაგრამ ისინი სამკვდრო-სასიცოც-
ხლოდ იყვნენ გადაჯაჭვული დროგოსთან და დენის მათთან შე-
გუების გარდა სხვა არა დარჩენოდა რა. და ზოგჯერ იმასაც კი ატ-
ყობდა თავს, რომ სურდა, მამამისსაც ამგვარი კაცები ჰყოლოდა
დამცველებად. სიმღერებში ქეშიკთა რაზმის თეთრი რაინდები
მუდამ კეთილშობილები, ქველები და ერთგულნი იყვნენ; არადა,
მეფე ეირისი ერთმა მათგანმა მოკლა, ლამაზმა ბიჭმა, ახლა მე-
ფისმკვლელი რომ შეერქვა, მეორე კი, სერ ბარისტან მამაცი,
უზურპატორის მხარეზე გადავიდა. ნეტავ შვიდ სამეფოში ყველა
ასეთი ორგული იყო? როდესაც მისი ძე რკინის ტახტზე დაჯდება,
დენერისი იზრუნებს, რომ მას გვერდში საკუთარი სისხლისმიე-
რი მხედრები ედგნენ, ქეშიკთა ღალატისგან რომ დაიცვან.
– ხალესი, – მიმართა კოჰოლომ დოთრაკულ ენაზე, – დრო-
გო, ვინც სისხლია ჩემი სისხლთაგანი, მიბრძანებს გითხრა, რომ
ამაღამ დედამთაზე უნდა ავიდეს, რათა ღმერთებს მშვიდობიანი
დაბრუნების სამადლობელი მსხვერპლი შესწიროს.
დენიმ იცოდა, რომ დედაზე ფეხის დადგმის ნება მხოლოდ კა-
ცებს ეძლეოდათ. ხალის სისხლისმიერები მასთან ერთად წავი-
დოდნენ და განთიადისას დაბრუნდებოდნენ.
– უთხარი ჩემს მზესა და მნათობს, რომ ვოცნებობ მასზე, და
მოუთმენლად დაველოდები მის დაბრუნებას, – მიუგო მადლიე-
რებით. რაც უფრო იზრდებოდა ბავშვი მის წიაღში, დენი მით უფ-
რო იოლად იღლებოდა; მართალი თუ გინდათ, ახლა მოსვენე-
ბით გატარებულ ღამეს არაფერი ერჩივნა. ცოლის ორსულობამ

584
დროგოს თითქოს მეტადაც გაუხელა მისკენ ლტოლვა და ბოლო
დროს მისი ხვევნა-ალერსი ძალას აცლიდა.
დორეამ იგი გამოქვაბულ ბორცვთან მიიყვანა, რომელიც დენი-
სა და მისი ხალისთვის გაემზადებინათ. შიგნით სიგრილე და ბინ-
დბუნდი იდგა, მიწისგან გაკეთებულ კარავს ჰგავდა.
– ჟიქვი, აბაზანა გაამზადეთ, თუ შეიძლება, – უბრძანა მოახლეს.
სურდა, კანიდან მგზავრობის მტვერი ჩამოებანა და დაქანცული
ძვლები დაელბო. საამო იყო იმის გაფიქრება, რომ ერთხანს აქ და-
ყოვნდებოდნენ, რომ დილით თავის ვერცხლაზე შეჯდომა არ მო-
უწევდა.
წყალი ქაფქაფა ცხელი იყო, ისეთი, როგორიც უყვარდა.
– ჩემს ძმას საჩუქრებს ამაღამ გადავცემ, – გადაწყვიტა, როდე-
საც ჟიქვი თმას ჰბანდა, – წმინდა ქალაქში მეფის შესახედაობა უნდა
ჰქონდეს. დორეა, გაიქეცი, იპოვე იგი და ჩემთან მოიწვიე ვახშმად,
– ვისერისი ლაისელ გოგონას უკეთ ეპყრობოდა, ვიდრე დის დოთ-
რაკელ მოახლეებს; იქნებ იმის გამო, რომ პენტოსში ყოფნისას მა-
გისტრმა ილირიომ მასთან დაწოლის ნება დართო, – ირი, შენ ბა-
ზარში წადი და ხილი და ხორცი იყიდე. ოღონდ ცხენის ხორცი არა.
– ცხენისა ყველას ჯობია, – უთხრა ირიმ, – ცხენის ხორცი კაცს აღო-
ნივრებს.
– ვისერისს ცხენის ხორცი ეჯავრება.
– როგორც ბრძანებ, ხალესი.
მან თხის ბარკალი და ხილითა და ბოსტნეულით სავსე კალათი
მოიტანა. ჟიქვიმ ხორცი ტკბილი მწვანილით და ცხარე ღერებით შე-
ანელა და, სანამ იწვებოდა, თაფლს ასხამდა. ჰქონდათ ნესვები,
ბროწეულები, ქლიავი და რაღაც უცნაური აღმოსავლური ხილეუ-
ლობა, რომელსაც დენი არ იცნობდა. სანამ მისი მოახლეები კერძს
ამზადებდნენ, დენიმ ამოიღო სამოსი, თავისი ძმის ზომაზე რომ და-
ემზადებინა: გახამებული თეთრი ტილოს ტუნიკა და პაჭიჭები, ტყა-

585
ვის სანდლები, მუხლამდე თასმით რომ აისხმებოდა, ბრინჯაოს
მონეტებით შემდგარი ქამარი და ტყავის ჟილეტი, რომელზედაც
ცეცხლისმფრქვეველი დრაკონები იყო ამოქარგული. დოთრაკე-
ბი მას მეტი პატივისცემით მოეპყრობიან, ასე მათხოვარივით თუ
არ ივლისო, იმედი ჰქონდა დენის, და იქნებ მას შეენდო დის-
თვის, ბალახების ზღვაში სირცხვილი რომ აჭამა. ის ხომ მაინც
მისი მეფე იყო, ბოლოს და ბოლოს, და მისი ძმა. ორივენი დრა-
კონის სისხლთაგანნი იყვნენ. სამოსს ახლდა ბალახისფერი ქვი-
შაბრეშუმის მოსასხამიც, კიდეებზე დაყოლებული ღია-ნაცრის-
ფერი ქობით, რაც ძმის თმის ვერცხლს უფრო თვალში საცემს
გახდიდა. დენი სწორედ მას ათავსებდა სხვა საჩუქრების გვერ-
დით, როდესაც ვისერისი გამოცხადდა; მას დორეასთვის მკლავ-
ში ჩაევლო ხელი და მოათრევდა. გოგონას ნაცემი თვალი ჩა-
ლურჯებოდა.
– როგორ ბედავ, ეს ბოზი მომიგზავნო ბრძანებებით! – გამო-
უცხადა და მოახლე უხეშად მიაგდო ხალიჩაზე.
მისი ბრაზი დენისთვის სრულიად მოულოდნელი იყო.
– მე მინდოდა... დორეა, რა უთხარი?
– ხალესი, ბოდიში, მაპატიე. მივედი მასთან, როგორც დამა-
ვალე, და ვუთხარი, რომ ბრძანებდი, შენთან ერთად ევახშმა.
– დრაკონს არავინ უბრძანებს! – დაიღრინა ვისერისმა, – მე
შენი მეფე ვარ! მისი თავი უნდა მომებრუნებინა შენთვის!
ლისელი გოგონა შიშით მოიკუნტა, მაგრამ დენიმ ხელი გადა-
უსვა, დაამშვიდა.
– ნუ გეშინია, არაფერს დაგიშავებს. საყვარელო ძმაო, გეხ-
ვეწები, აპატიე, გოგონამ შეცდომით გითხრა, მე დავავალე, ეთ-
ხოვა, ჩემთან გევახშმა, თუკი ეს თქვენს მოწყალებას ეამებოდა,
– ძმას ხელი ჩაჰკიდა და ოთახი გადაატარა, – შეხედე. ეს შენ-
თვისაა. ვისერისმა ეჭვით შეიკრა შუბლი.
– ეს რაღაა?

586
– ახალი სამოსი. შენთვის შევაკერინე, – დენიმ მორცხვად გა-
უღიმა. მან დას შეხედა და დამცინავად ჩაიცინა.
– დოთრაკული ძონძები. ახლა ჩემი ჩაცმაც გადაწყვიტე?
– გთხოვ... უფრო გრილად და მოხერხებულად იქნები, თანაც ვი-
ფიქრე... მათნაირად რომ ჩაიცვა, იქნებ დოთრაკებმა... – დენიმ არ
იცოდა, როგორ ეთქვა ისე, რომ დრაკონი არ გამოეღვიძებინა. –
ცოტა ხანში თმის დაწვნას მომთხოვ.
– მე არასოდეს... – რატომ იყო ძმა ყოველთვის ასეთი ბოროტი?
დენის ხომ მხოლოდ მისი დახმარება უნდოდა, – ნაწნავის უფლება
არც გაქვს, ჯერ არც ერთი გამარჯვება არ მოგიპოვებია. ეს არ უნდა
ეთქვა. მის იასამნისფერ თვალებში რისხვა გაკრთა, მაგრამ ვერ ბე-
დავდა, დაერტყა, ახლა, როცა მოახლეები უცქერდნენ, გარეთ კი ხა-
სის მეომრები იდგნენ. ვისერისმა მოსასხამი აიღო და დაყნოსა.
– ნეხვის სუნი აქვს. შეიძლება, ცხენის საბნად გამომადგეს. –
დორეას საგანგებოდ შენთვის შევაკერინე, – უთხრა გულნატკენმა
დენიმ, – ეს ხალის შესაფერი სამოსია.
– მე შვიდი სამეფოს მბრძანებელი ვარ და არა ვიღაც ბალახების
წვენით გაძუნძგლული ველური, თმებზე შებმული ეჟვნებით, – მი-
ახალა ვისერისმა და მკლავზე ჩააფრინდა, – გავიწყდება, ვინ ხარ,
შე ბოზო. იქნებ გგონია, ეგ გაბერილი მუცელი გიშველის, დრაკონს
თუ გამოაღვიძებ?
მკლავში მტკივნეულად ჩაეჭირა მისი თითები და წამით დენიმ
თავი კვლავ იმ ბავშვად იგრძნო, შიშით რომ ცახცახებდა ძმის რის-
ხვის წინაშე. თავისუფალი ხელი გაიწოდა და დაბღუჯა პირველივე,
რასაც წააწყდა: ქამარი, რომლის ჩუქებასაც აპირებდა მისთვის, ჩუ-
ქურთმიანი ბრინჯაოს მონეტებით ასხმული მძიმე ჯაჭვი. მთელი ძა-
ლით მოიქნია.
ვისერისს ქამარი ზედ სახეზე გადაეჭირა. დას ხელი უშვა. ერთი
მედალიონის კიდემ ლოყა გაუხეთქა და სისხლი წასკდა.

587
– შენ თვითონ გავიწყდება, ვინ ხარ, – უთხრა დენიმ, – იმ
დღეს, ბალახებში, ვერაფერი შეიგნე? ახლა გამშორდი, სანამ არ
დავუძახე ჩემს ხასს და აქედან არ გაგათრიეს. თან ილოცე, რომ
ხალ დროგომ არ შეიტყოს, რა მოხდა, თორემ გამოგფატრავს და
საკუთარ ნაწლავებს გაჭმევს.
ვისერისი ბორძიკით წამოდგა.
– ჩემს სამეფოში რომ დავბრუნდები, განანებ ამ დღეს, შე ბო-
ზო, – და გარეთ გავიდა, ჭრილობა ხელით ეჭირა. საჩუქრებიც
დატოვა. მისი სისხლის წვეთები ლამაზ ქვიშაბრეშუმის მოსას-
ხამს მიშხეფებოდა. დენიმ რბილი ქსოვილი ლოყაზე მიიკრა და
ფეხმორთხმით ჩაჯდა თავის ქვეშაგებში.
– შენი ვახშამი მზადაა, ხალესი, – მოახსენა ჟიქვიმ.
– არ მშია, – სევდით წარმოთქვა დენიმ. ერთბაშად მოეძალა
დაღლილობა, – კერძი თქვენ გაიყავით, ნაწილიც სერ იორაჰს
გაუგზავნეთ, თუ გინდათ, – წუთის მერე დაურთო, – დრაკონის
ერთერთი კვერცხი მომიტანე, თუ შეიძლება.
ირიმ მუქ-მწვანე ნაჭუჭიანი კვერცხი მოუტანა. პატარა ხელე-
ბით რომ აბრუნებდა, ქერცლებს შორის ციმციმით ჩნდებოდა
ბრინჯაოსფერი ხალები. დენი გვერდზე დაწვა და მოიკუნტა, ქვი-
შაბრეშუმის მოსასხამი წაიფარა და კვერცხი გამობურცულ მუ-
ცელსა და პატარა, სათუთ ძუძუებს შორის დაარწია. უყვარდა
მათთან ჩახუტება. ისე მშვენიერები იყვნენ, და ზოგჯერ უბრა-
ლოდ მათთან ახლოს ყოფნა უფრო ძლიერს, უფრო მამაცს ხდი-
და, თითქოს მათ შიგნით გამომწყვდეული ქვის დრაკონები რო-
გორღაც თავის ძალას უზიარებდნენ. ასე იწვა, კვერცხთან ჩაკ-
რული, როდესაც მის წიაღში ბავშვი იძრა... თითქოს გარეთ იწევ-
და, ძმა – ძმისკენ, სისხლი – სისხლისკენ.
– შენ დრაკონი ხარ, – ჩასჩურჩულა მას დენიმ, – ნამდვილი
დრაკონი. მე ეს ვიცი. ვიცი, – მან გაიღიმა და სახლზე ოცნებით
ჩაეძინა.

588
ბრანი

589
მსუბუქად თოვდა. ბრანს ფიფქები სახეზე ასხდებოდა. ისინი მა-
შინვე დნებოდნენ, მათი შეხება უნაზეს წვიმას ჩამოჰგავდა. წელ-
გამართული იჯდა ცხენზე და უცქერდა, როგორ სწევდნენ ჯალამ-
ბრით რკინის ცხაურს. ცდილობდა, მშვიდი ყოფილიყო, მაგრამ
მისი გული მკერდიდან ამოხტომას ლამობდა.
– მზად ხარ? – ჰკითხა რობმა.
ბრანმა თავი დაუქნია. იცოდა, ღელვა არ უნდა დასტყობოდა.
ვინტერფელს ჩამოვარდნის მერე აღარ გასცდენია, მაგრამ გა-
დაწყვეტილი ჰქონდა, ცხენი კარიბჭეში რაინდივით ღირსეულად
გაეტარებინა.
– მაშ, დავიძრათ, – რობმა თავის მაღალ რუხ-თეთრ იაბოს
ქუსლები შემოჰკრა და ცხაურის ქვეშ გაატარა.
– მიდი, – წასჩურჩულა ბრანმა თავის ცხენს, მსუბუქად შეეხო
კისერზე და მომცრო წაბლისფერი ჭაკი დაიძრა. ბრანმა მას მო-
ცეკვავე შეარქვა. ცხოველი ორი წლის იყო და ჯოსეთი ამბობდა,
უფრო ჭკვიანია, ვიდრე ნებისმიერ ცხენს უფლება აქვს, იყოსო.
მოცეკვავე საგანგებოდ გაწვრთნეს, ხმას, აღვირს და შეხებას
რომ დამორჩილებოდა.
აქამდე ბრანს იგი მხოლოდ ეზოს გარშემო დაჰყავდა. თავი-
დან ჯოსეთი ან ჰოდორი მიუძღვებოდნენ ხოლმე, ბრანი კი ღვე-
დებით მიბმული იჯდა უჩვეულოდ დიდ უნაგირში, რომელიც ჭინ-
კამ დაუხატა, მაგრამ ბოლო ორი კვირა ცხენს დახმარების გარე-
შე ატარებდა, ჩორთით დაჰყავდა წრეზე, წრეზე, და ყოველი შე-
მობრუნებისას უფრო და უფრო მამაცდებოდა.
კარიბჭის ქვეშ გაიარეს, ასაწევ ხიდს გასცდნენ და გარე გა-
ლავანიც გავლეს. ზაფხული და რუხი ქარი მათ გვერდით მოძუნ-
ძულებდნენ და ჰაერს ყნოსავდნენ. უკან ფეხდაფეხ მოსდევდათ
თეონ გრეიჯოი, თავისი მაღალი მშვილდი და ფართოპირა ისრე-
ბით სავსე კაპარჭი თან ჰქონდა; ირმის მონადირებას ვაპირებო,

590
ასე უთხრა დანარჩენებს. მას ჯაჭვისპერანგებიანი და რკინისზარა-
დებიანი ოთხი მცველი მოჰყვებოდა; მწკრივში შემდეგი ჯოსეთი იდ-
გა, ჭოკივით წვრილი მეჯინიბე, რომელიც რობმა მეჯინიბეთუხუცე-
სად დააყენა, სანამ ჰალენი წასული იყო. სულ ბოლოში მაისტერ
ლუვინი ვირს მოაჩაქჩაქებდა. ბრანს ერჩივნა, ის და რობი მარტოე-
ბი წასულიყვნენ, მხოლოდ ორნი, მაგრამ ჰალ მოლენს ამის გაგო-
ნებაც არ სურდა და მაისტერმაც მას დაუჭირა მხარი. თუკი ბრანი
ცხენიდან გადმოვარდებოდა ან რამენაირად თავს დაიზიანებდა, მა-
ისტერს მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი, მის ახლოს ყოფილიყო.
ციხე-დარბაზის მიღმა ბაზრის მოედანი იყო, მისი ხის დახლები
ამჟამად ცარიელი იდგა. ისინი დასახლების ტალახიან შუკას მიუყ-
ვებოდნენ, ძელებით და შეულესავი ქვით აგებულ მომცრო, კოხტა
სახლებს ჩაუვლიდნენ გვერდით. ხალხი ხუთიდან ერთში თუ ცხოვ-
რობდა, ამ სახლების საკვამურებიდან მსუბუქი კვამლი ამოდიოდა.
დანარჩენები მერე და მერე შეივსებოდა, აცივების კვალად. როდე-
საც თოვლი მოდის და ჩრდილოეთიდან გამთოშავი ქარები უბერა-
ვენო, ამბობდა ბებერი ნენი, ფერმერები თავიანთ დამზრალ მინ-
დვრებს და შორეულ ციხესიმაგრეებს ტოვებენ, ურმებს ტვირთავენ
და ზამთრის ქალაქიც ცოცხლდებაო. ბრანს არასოდეს ენახა, ასე
მომხდარიყო, მაგრამ მაისტერ ლუვინი ამბობდა, ის დღე შორს
აღარ არისო. ხანგრძლივი ზაფხულის დასასრული მოახლოებული-
ყო. ზამთარი მოდის.
ზოგი სოფლელი შეშფოთებით უმზერდა მგელსაზარებს, როდე-
საც მხედრები გვერდით ჩაუვლიდნენ, ერთმა კაცმა შეშის შეკრუ-
ლაც კი დააგდო და შიშით გახტა განზე, მაგრამ ქალაქის მცხოვრებ-
თა უმრავლესობისთვის ეს სანახაობა უკვე ჩვეული გამხდარიყო. ბი-
ჭების დანახვისას ისინი მუხლს იდრეკდნენ, რობი კი ყველას ლორ-
დისთვის შესაფერისი ღირსებით უკრავდა თავს.

591
რაკი ფეხებით მოჭიდება არ შეეძლო, ცხენის ნაბიჯებით დარ-
წეული ბრანი თავდაპირველად თავს არცთუ მყარად გრძნობდა,
მაგრამ იგი საიმედოდ ჩაესვათ ვეება უნაგირში, რომელსაც სქე-
ლი კეხი და მაღალი საზურგე ჰქონდა, მკერდზე და თეძოებზე გა-
დაჭერილი ღვედები კი ჩამოვარდნას არ დაანებებდნენ. ცოტა
ხანში რწევა თითქმის ბუნებრივი გახდა. შფოთი გაუქარწყლდა
და სახეზე მღელვარე ღიმილი გაუკრთა.
ლუდის დუქან მუგუზალის აბრის ქვეშ ორი მომსახურე გოგო-
ნა იდგა. როდესაც თეონ გრეიჯოიმ შესძახათ, მათგან უფრო
ახალგაზრდა წამოწითლდა და სახეზე ხელები აიფარა. თეონმა
თავის ცხენს დეზი ჰკრა და რობს ამოუდგა გვერდში.
– რა კარგია ეს კირა, – თქვა სიცილით, – ლოგინში კვერნა-
სავით სხმარტალებს, მაგრამ ქუჩაში ხმის გაცემაზეც ქალიშვი-
ლივით წითლდება. მოგიყევი, იმ ღამეს მაგან და ბესამ...
– ახლა, ჩემი ძმის გასაგონად ნუ, თეონ, – გააფრთხილა
რობმა და თვალით ბრანი მოძებნა. ბრანმა გვერდით გაიხედა და
თავი ისე დაიჭირა, თითქოს ნათქვამი არ გაუგონია, მაგრამ გრე-
იჯოის მზერას მაინც გრძნობდა. უეჭველია, იღიმება. ის ყოველ-
თვის ბევრს იღიმებოდა, თითქოსდა სამყარო რაღაც საიდუმლო
ოხუნჯობა იყო, რომლის გასაგებად მხოლოდ მას ჰყოფნიდა გამ-
ჭრიახობა. რობი, როგორც ჩანს, აღტაცებული იყო თეონით და
მოსწონდა. მის გვედით ყოფნა, მაგრამ ბრანს არასოდეს გააჩ-
ნდა თბილი გრძნობები მამამისის აღსაზრდელის მიმართ.
რობი მოახლოვდა.
– კარგად გამოგდის, ბრან.
– უფრო სწრაფად მინდა სიარული, – მიუგო ბრანმა.
რობმა გაიღიმა.
– როგორც გენებოს, – მან თავისი იაბო ნავარდზე გადაიყვა-
ნა.

592
მგლებიც მას გაედევნენ. ბრანმა მკვეთრად დაატკაცუნა აღვირი
და მოცეკვავემაც უმატა ნაბიჯს. ჩაესმოდა თეონ გრეიჯოის ყვირილი
და ჩამორჩენილი ცხენების ფლოქვების თქარუნი.
ბრანის მოსასხამი გაიბერა, ქარში აფრიალდა, თოვა სახეში მო-
ასკდა. რობი კარგად დაწინაურდა, დროდადრო მხარსუკან იხედე-
ბოდა, რათა დარწმუნებულიყო, ბრანი და დანარჩენები მომდევენო.

ბრანმა ისევ გაატკაცუნა აღვირი. მოცეკვავე აბრეშუმივით რბი-


ლად გაჭენდა. ძმამდე დარჩენილი მანძილი მცირდებოდა. იმ დრო-
ისთვის, როდესაც იგი რობს წამოეწია მგლისტყის პირას, ზამთრის
ქალაქიდან ორი მილის მოშორებით, სხვები უკვე კარგა ძალით ჩა-
მოეტოვებინათ უკან.
– ცხენის ჭენება შემიძლია! – იყვირა გაბადრულმა ბრანმა. ეს
თითქმის ფრენასავით კარგი იყო.
– გაგეჯიბრებოდი, მაგრამ მეშინია, რომ მომიგებ, – რობი ხალი-
სით და ხუმრობით ლაპარაკობდა, მაგრამ ბრანი გრძნობდა, რომ
მისი ღიმილი რაღაც შფოთს მალავდა.
– არ მინდა გაჯიბრება, – ბრანმა მიმოიხედა, მგელსაზარებს
ეძებდა. ორივე ტყეში გაუჩინარებულიყო, – გესმოდა, წუხელ ზაფხუ-
ლი როგორ ყმუოდა?
– რუხი ქარიც მოუსვენრად იყო, – გაეპასუხა რობი. მოწითურო
ომა აბურძგნოდა და გასწეწოდა, ყბებზე კი ჟღალი ჯაგარი მოსდებო-
და, რაც თხუთმეტი წლისაზე უფროსს აჩენდა, – ზოგჯერ ვფიქრობ,
რომ იციან რაღაცები... გრძნობენ რაღაცებს... – რობმა ამოიოხრა,
– ვერასოდეს ვხვდები, რა უნდა გითხრა და რა – არა, ბრან. ნეტავ
ცოტა უფრო დიდი იყო.
– უკვე რვის ვარ! – თქვა ბრანმა, – რვა თხუთმეტზე არც იმდენად
ნაკლებია, და მე ვინტერფელის მემკვიდრე ვარ, შენ შემდეგ.

593
– ეგრეა, – რობი სევდიანი და ცოტათი შეშინებულიც ჩანდა,
– ბრან, რაღაც უნდა გითხრა. წუხელ ღამით ფრინველი მოვიდა.
მეფის საბიჯელიდან; მაისტერ ლუვინმა გამაღვიძა.
ბრანმა ანაზდეული შიში იგრძნო. შავი ფრთები, შავი ამბე-
ბიო, ასე ამბობდა ხოლმე ბებერი ნენი, და ბოლო დროს შიკრიკი
ყორნები მისი ანდაზის სიმართლეს ადასტურებდნენ. როდესაც
რობმა ღამის ებგურის ლორდ-მეთაურს მისწერა, ფრინველმა
პასუხად მოიტანა, რომ ძია ბენჯენი ჯერაც არ გამოჩენილიყო. მე-
რე საარწივედან მოაღწია ბარათმა დედისგან, მაგრამ კეთილი
ამბავი არც მას მოუტანია. დედა არ ატყობინებდათ, დაბრუნებას
როდის ფიქრობდა, მხოლოდ იმას უთვლიდათ, რომ ჭინკა დაეტ-
ყვევებინა. ბრანს ეს კაცუნა მოსწონდა, მაგრამ სიტყვა „ლანის-
ტერის“ გაგონებაზე თითქოსდა ყინულოვანი ჟრჟოლა აუყვებო-
და ხერხემალზე. რაღაც უკავშირდებოდა ლანისტერებს, რაღაც
ისეთი, რაც უნდა ხსომებოდა, მაგრამ როდესაც გახსენებას ლა-
მობდა, თავბრუ ესხმოდა და გულ-მუცელი უქვავდებოდა.
რობმა იმ დღის უმეტესი ნაწილი მაისტერ ლუვინთან, თეონ
გრეიჯოისთან და ჰალის მოლენთან ჩაკეტილმა გაატარა. ამის
მერე ფეხმალ ცხენებზე შემსხდარი მხედრები გაჭენდნენ, რათა
რობის ბრძანებები მთელი ჩრდილოეთისთვის მოეფინათ. ბრან-
მა ყური მოჰკრა, როგორ ახსენებდნენ მოათ კაილინს – უძვე-
ლეს ციხესიმაგრეს, რომელიც ყელზე აეგოთ პირველ ადამიანე-
ბს. მას არავინ აუხსნა, რა ხდებოდა, თუმც თვითონაც იცოდა,
რომ კარგი არაფერი ტრიალებდა.
ახლა კი ისევ ყორანი, ისევ წერილი. ბრანი იმედის ხავსს მო-
ეჭიდა: – დედასგან? შინ ბრუნდება?
– წერილი ალინმა გამოგზავნა მეფის საბიჯელიდან. იორი კა-
სელი მკვდარია, ვილი და ჰევარდიც. მეფისმკვლელმა დახოცა,
– რობმა სახე თოვას შეუშვირა, ლოყებზე ფანტელები ასხდე-
ბოდნენ და ადნებოდნენ, – მშვიდობა უძღვნან ღმერთებმა.

594
ბრანს სიტყვები ვერ ეპოვა. თითქოს ვიღაცამ მუშტის შემოკვრით
დაარეტიანა. ბრანი რომ დაიბადა, იორი უკვე იყო ვინტერფელის კა-
რის დაცვის მეთაური.
– იორი მოკლეს? – ხსოვნაში ამოუტივტივდა ყველა ის შემთხვე-
ვა, როდესაც იორი სახურავებზე დასდევდა. თვალწინ დაუდგა, რო-
გორ ჭრიდა ჯაჭვსა და აბჯარში გამოწყობილი იორი ვინტერფელის
ეზოს მტკიცე ნაბიჯით, ან როგორ იჯდა სეფე-დარბაზში ჩვეულ ად-
გილზე და ხუმრობდა ჭამის დროს, – რატომ უნდა ნდომოდა ვინმეს
იორის მოკვლა? რობმა ნელა, გაჭირვებით გაიქნია თავი, მზერაში
ტკივილი ედგა.
– არ ვიცი, და... ბრან, უარესიც მოხდა. ბრძოლისას მამა დაცემუ-
ლი ცხენის ქვეშ მოყვა. ალინი ამბობს, ფეხი დაემსხვრაო, და... მა-
ისტერ პაიცელმა ყაყაჩოს რძე მისცა, მაგრამ ზუსტად ვერ ამბობენ,
როდის... ის როდის... – ფლოქვების ხმამ იგი გზისკენ გაახედა,
იქით, საიდანაც თეონი და სხვები უახლოვდებოდნენ, – გონს რო-
დის მოვა, – დაასრულა სათქმელი. მერე ხელი ხმლის კოტაზე ჩა-
მოიდო და ლორდ რობის თავდაჯერებული კილოთი განაგრძო, –
ბრან, გპირდები, რაც არ უნდა მოხდეს, ამას არავის დავავიწყებ.
ძმის კილოში რაღაც ისეთი ისმოდა, ბრანი კიდევ უფრო მეტად
შეშინდა.
– რას იზამ? – იკითხა მან, და თეონ გრეიჯოიმაც ამ დროს შეაყე-
ნა ცხენი მათ გვერდით.
– თეონს მიაჩნია, რომ ბაირაღებს უნდა მოვუწოდო, – თქვა რობ-
მა.
– სისხლი სისხლის წილ, – გრეიჯოი, როგორც იქნა, არ იღიმე-
ბოდა. გამხდარ, მუქ სახეზე მოწყურებული გამომეტყველება აღბეჭ-
დვოდა, შავი თმა თვალებზე ჰქონდა ჩამოშლილი.
– ბაირაღების მოწოდება მხოლოდ ლორდს შეუძლია, – თქვა
ბრანმა. თოვლი მათ გარშემო მინამქვრას იწყებდა.

595
– მამათქვენი თუ მოკვდება, – თქვა თეონმა, – ვინტერფელის
ლორდი რობი იქნება.
– არ მოკვდება! – დაუყვირა ბრანმა.
რობმა ხელი ჩაჰკიდა.
– არ მოკვდება. მამაჩვენი არ მოკვდება, – უთხრა მშვიდად,
– მაგრამ... ჩრდილოეთის ღირსება ახლა ჩემი საპატრონოა. რო-
დესაც მამაბატონმა დაგვტოვა, მითხრა, ძლიერი ვყოფილიყავი,
შენი და რიკონის სახელითაც. თითქმის კაცი ვარ უკვე, ბრან.
ბრანი ცახცახებდა.
– ნეტავ დედა დაბრუნებულიყო, – თქვა საცოდავად. მიიხე-
და, მაისტერი ლუვინი დაძებნა; მისი სახედარი ჯერაც შორს იყო,
ჩაქჩაქით მოუყვებოდა აღმართს, – მაისტერ ლუვინმაც ასე თქვა,
ბაირაღებს მოვუწოდოთო?
– მაისტერი დედაბერივით ფრთხილია, – თქვა თეონმა.
– მამა ყოველთვის ყურს უგდებდა მის რჩევას, – შეახსენა
ბრანმა ძმას, – დედაც.
– მეც კი ვუგდებ, – შეედავა რობი, – მე ყველას ვუსმენ.
ჭენებით მოგვრილი ხალისი ბრანს სულ გაუქარვდა, მის სა-
ხეზე დამსხდარი ფიფქებივით დადნა. არცთუ დიდი ხნის წინ აღ-
ტაცებას მოჰგვრიდა იმის წარმოდგენა, რომ რობი ბაირაღებს
მოუწოდებდა და საომრად გაჭენდებოდა, მაგრამ ახლა მხო-
ლოდ შიშს გრძნობდა.
– შეიძლება ახლა გავბრუნდეთ? – იკითხა, – მცივა.
რობმა მიმოიხედა.
– მგლები უნდა ვიპოვოთ. ცოტა სიარულს კიდევ გაუძლებ?
– მე იმდენ ხანს შემიძლია ვიარო, რამდენიც შენ, – მაისტერ
ლუვინი აფრთხილებდათ, შორს არ წასულიყვნენ, შიშობდა, უჩ-
ვევ უნაგირს ბიჭისთვის წყლულები არ გაეჩინა, მაგრამ ბრანი

596
ძმის წინაშე სისუსტეს არაფრით გამოამჟღავნებდა. ისედაც ყელში
ჰქონდა ამოსული, ყველანი თავს რომ დაჰფუსფუსებდნენ და ეკით-
ხებოდნენ, როგორ ხარო.
– მაშ, დავედევნოთ მდევრებს, – თქვა რობმა. გვერდიგვერდ მი-
მავალი ცხენები სამეფო გზიდან გადაიყვანეს და მგლისტყეში შე-
ვიდნენ. თეონი ჩამორჩათ და კარგა მანძილზე მისდევდათ, თან
მცველებთან ოხუნჯობდა.
ხეების ქვეშ სიარული სასიამოვნო იყო. ბრანს მოცეკვავე ნაბი-
ჯით მიჰყავდა, აღვირი მიშვებული ეჭირა და სულ აქეთ-იქით იცქი-
რებოდა. ამ ტყეს იცნობდა, მაგრამ იმდენ ხანს იყო გამომწყვდეული
ვინტერფელში, ასე ეგონა, აქაურობას პირველად ვხედავო. ნესტო-
ებს სუნები უვსებდა: ფიჭვის წიწვების მკვეთრი, ცინცხალი სურნე-
ლი, სველი ფოთლების მიწური ოხშივარი, ცხოველთა მუსკუსის და
შორი სამზადი ცეცხლების ოდნავი შეხსენება. მან თვალი მოჰკრა,
როგორ მიხტოდა შავი ციყვი მუხის თოვლიან ტოტებში, შემდეგ კი
ობობა-იმპერატორის ვერცხლისფერი ქსელის დასათვალიერებ-
ლად შეჩერდა.
თეონი და დანარჩენები უფრო და უფრო უკან რჩებოდნენ, მალე
ბრანს მათი ხმებიც აღარ ჩაესმოდა. წინიდან სწრაფი ნაკადის სუს-
ტმა ჩხრიალმა მოაღწია. ხმა ძლიერდებოდა, ბოლოს მდინარესაც
მიადგნენ. ბრანს თვალები ცრემლებმა აუწვა.
– ბრან? – მოხედა რობმა, – რა იყო?
ბრანმა თავი გაიქნია.
– უბრალოდ, გამახსენდა, ერთხელ აქ იორიმ მოგვიყვანა, კალ-
მახზე სათევზაოდ. მე, შენ და ჯონი. გახსოვს?
– მახსოვს, – რობს წყნარი, მწუხარე ხმა ჰქონდა.
– მე ვერაფერი დავიჭირე, – განაგრძო ბრანმა, – მაგრამ უკან,
ვინტერფელისკენ რომ მივდიოდით, ჯონმა თავისი თევზი მე მომცა.
ნეტავ, როდისმე კიდევ ვნახავთ ჯონს?

597
– ძია ბენჯენი ხომ ვნახეთ, მეფის სტუმრობის დროს, – გაახ-
სენა რობმა, – ჯონიც გვესტუმრება ხოლმე, აი, ნახავ.
ნაკადი ღრმა და ჩქარი იყო. რობი ჩამოხდა და თავისი ცხენი
ფონზე აღვირით გაიყვანა. ყველაზე ღრმა ადგილას წყალი შუა
ბარძაყამდე შემოადგა. გაღმა ნაპირას ცხენი ხეზე მიაბა და უკან
გამოტოპა, ბრანისა და მოცეკვავის გადასაყვანად. ნაკადი ლო-
დებისა და ფესვების გარშემო ქაფდებოდა და ბრანს სახეზე შხე-
ფები მოედო. სიამით გაეღიმა. წუთით თავი ისევ ძლიერად,
მრთელად იგრძნო. ხეებს ახედა და მათზე აცოცება ინატრა, ზედ
კენწეროზე მოქცევა, ისე, მთელი ტყე ფეხქვეშ რომ დაჰფენოდა.
უკვე გაღმა იყვნენ, ყმუილი რომ ჩაესმათ: გაწელილი კივილი
მაღლდებოდა და ხეებს შორის ცივი ქარის მსგავსად მოედინე-
ბოდა. ბრანმა თავი ასწია, ყური უკეთ რომ მიეგდო.
– ზაფხულია, – თქვა მან. ჯერ სიტყვა არ დაემთავრებინა, რომ
პირველს მეორე ხმაც შეუერთდა.
– რაღაც მოკლეს, – თქვა რობმა და ამხედრდა, – ჯობია, წა-
ვიდე და მოვიყვანო. აქ დამელოდე, თეონი და დანარჩენებიც
ალბათ მალე შემოგვიერთდებიან.
– მე მინდა, გამოგყვე, – უთხრა ბრანმა.
– მარტო უფრო მალე ვიპოვი, – რობმა ცხენი შეაბრუნა და
ხეებს შორის გაუჩინარდა.
ის რომ წავიდა, ბრანს მოეჩვენა, რომ ტყე უფრო მჭიდროდ
შემოადგა გარს. ახლა უფრო გახშირდა ბარდნა. მიწაზე დაცემუ-
ლი ფიფქები დნებოდა, მაგრამ გარშემო ყოველ ქვას, ყოველ
ფესვს და ტოტს სითეთრე ეფარა საბნად. იცდიდა და ხვდებოდა,
თურმე რა უსიამო ყოფაში დარჩენილიყო. უზანგებზე უსარგებ-
ლოდ ჩამოკიდებულ ფეხებს ვერ შეიგრძნობდა, მკერდზე შემორ-
ტყმული ღვედი კი უჭერდა და კანს უხეხავდა. დამდნარ თოვლს

598
მისთვის ხელთათმანები დაელბო და ხელები ეყინებოდა. უკვირდა,
ამდენ ხანს თეონი, მაისტერ ლუვინი, ჯოსეთი და სხვები სადღა
არიანო.
ფოთლების შარიშური რომ ჩაესმა, ბრანმა აღვირი მოქაჩა და
მოცეკვავე შეაბრუნა, მეგობრების დანახვას მოელოდა, მაგრამ
არა:
ტყიდან მდინარის პირას გამოსული ჩამოძონძილი ადამიანები
უცნობები იყვნენ.
– კეთილ დღეს გისურვებთ, – წარმოთქვა შეშფოთებულმა ბრან-
მა.
ერთი შეხედვა კმაროდა, რომ მიმხვდარიყო: ისინი არც მეტყე-
ვეები იყვნენ, არც ფერმერები. უეცრად აღიქვა, თავად რა მდიდრუ-
ლად ეცვა. მისი რუხი შალის, ვერცხლისღილებიანი იალმაგი სულ
ახალი იყო, მხრებზე მოგდებული, ბეწვისსარჩულიანი მოსასხამიც
ვერცხლის მძიმე ქინძისთავით ჰქონდა შებნეული. მისი ჩექმებიც,
ხელთათმანებიც ბეწვით იყო დათბუნებული.
– სულ მარტო დარჩი, ჰო? – ჰკითხა მათგან ყველაზე უფრო ზორ-
ბამ. მელოტი იყო, ხეშეში, ქარით დაშაშრული სახე ჰქონდა, – და-
იკარგა მგლისტყეში, საწყალი ბიჭი.
– არ დავკარგულვარ, – ბრანს არ მოსწონდა, მოსულები როგორ
შესცქეროდნენ. ოთხი გადათვალა, მაგრამ, თავი რომ შეაბრუნა,
ზურგსუკან კიდევ ორი დაინახა, – ჩემი ძმა ეს წუთია, წავიდა, და
სულ მალე ჩემი მცველები აქ იქნებიან.
– შენი მცველებიო, ამბობ? – ჩაურთო მეორე კაცმა. წაგრძელე-
ბულ სახეს რუხი ჯაგარი უფარავდა, – და ვითომ რა უნდა ჰქონდეთ
დასაცავი, პატარა ლორდო? ის ვერცხლის ქინძისთავი ხომ არა,
შენს მოსასხამზე რომ ვხედავ?

599
– ლამაზია, – წარმოთქვა ქალის ხმამ. ძლივს მიხვდებოდი,
ქალი რომ იყო: მაღალს და გამხდარს დანარჩენებივით უხეში
ნაკვთები ჰქონდა, თმები თასის ფორმის ზარადში შეეკეცა. ხელ-
ში შავი მუხის რვაფუტიანი შუბი ეჭირა, ჟანგიანი ფოლადის პი-
რით.
– მოიტა, შევხედოთ, – თქვა ზორბა მელოტმა კაცმა.
ბრანი გულისფანცქალით უმზერდა. კაცს თითქმის კონკებად
ქცეული ბინძური სამოსი ეცვა, რომელსაც ზოგან ყავისფერი, ზო-
გან – ლურჯი, სხვაგან – მუქი მწვანე საკერებელი ედო და მთლი-
ანად რუხად გამოხუნებულიყო, თუმცა ოდესღაც ეს მოსასხამი
შესაძლოა შავი ყოფილიყო, შემკრთალმა ბრანმა შენიშნა, რომ
ჯაგარმოდებულ კაცსაც შავი კონკები ეცვა. უცბად გაახსენდა ფი-
ცის გამტეხი, მამამისმა თავი რომ მოჰკვეთა სწორედ იმ დღეს,
მგლის ლეკვები რომ იპოვეს; მასაც შავად ეცვა და მამამ თქვა,
ღამის ებგურიდან არის გამოქცეულიო. არავინ არის მათზე უფ-
რო საშიშიო, მოაგონდა ლორდ ედარდის ნათქვამი. დეზერტირ-
მა იცის, რომ მდევრის ხელში ჩავარდნა ასეც და ისეც სიცოც-
ხლის ფასად დაუჯდება, ამიტომ არანაირი დანაშაულის ჩადენას
არ მოერიდება, რაგინდარა ავს თუ დაუნდობელს.
– ქინძისთავი, ბიჭო, – ზორბა კაცმა ხელი გაიწოდა.
– ცხენსაც წავიყვანთ, – თქვა ახლა სხვამ, ეს ქალი რობზე და-
ბალი იქნებოდა, ფართო ბრტყელი სახე და სწორი ყვითელი თმა
ჰქონდა, – ჩამო დაბლა, სწრაფად, – სახელოდან ხერხივით პირ-
დაკბილული დანა ამოიცურა.
– ვერა, – წამოსცდა ბრანს, – არ შემიძლია.
ზორბა კაცმა აღვირზე უტაცა ხელი, სანამ ბრანი მოისაზრებ-
და, მოცეკვავე შემოებრუნებინა და გაჭენებულიყო.
– შეგიძლია, ლორდისწულო... და კიდევაც იზამ, თუკი გეს-
მის, რა ჯობს შენთვის.

600
– სტივ, შეხედე, როგორაა მიბმული, – მაღალმა ქალმა შუბით
მიანიშნა, – შეიძლება, სიმართლეს იძახის.
– ღვედებით, ხო? – სტივმა ქამარზე ჩამობმული ქარქაშიდან ხან-
ჯალი ამოაგო, – ღვედებს როგორმე მოვუვლით.
– შენ კუტი ხარ თუ რა? – ჰკითხა დაბალმა ქალმა.
ბრანი გაცხარდა.
– მე ვინტერფელელი ბრანდონ სტარკი ვარ, და გიჯობს, ჩემს
ცხენს ჩამოეცალო, თორემ ცოცხლები ვერც ერთი ვერ გადარჩებით.
რუხჯაგრიანმა გაძვალტყავებულმა კაცმა გადაიხარხარა.
– ეს ბიჭი სტარკია, ნამდვილად. მხოლოდ სტარკი შეიძლება
იყოს ისეთი სულელი, რომ მუქარას მოჰყვეს, როდესაც უფრო ჭკვი-
ანი ხვეწნას დაიწყებდა.
– ჭუჭუ მოჭერით და პირში ჩათხარეთ, – მოიფიქრა დაბალმა
ქალმა, – ეგ ხო გააჩუმებს.
– რა მახინჯიც ხარ, ის შტერი ხარ, ჰალი, – უთხრა მაღალმა ქალ-
მა, – მკვდარ ბიჭს ფასი აღარ აქვს, აი, ცოცხალს კი... დასწყევლოს
ღმერთებმა, ხვდები, რას გაიმეტებს მენსი, ოღონდ ბენჯენ სტარკის
ღვიძლი მძევლად ჰყავდეს!
– ჯანდაბას მენსი, – შეიკურთხა ზორბა კაცმა, – შენ რა, ისევ იქ
გინდა დაბრუნება, ოშა? მით უფრო შტერი შენ ხარ. გგონია, თეთრ
მავალებს ენაღვლებათ, მძევალი გყავს თუ არა? – იგი ბრანისკენ
შეტრიალდა და მის თეძოზე გადაჭერილ ღვედს ხანჯალი დაუსვა.
ტყავი ტკაცანით გადასკდა.
ხანჯალი სწრაფად და მოურიდებლად იყო მოქნეული და ღრმა-
დაც ჩაჭრა. ბრანმა დაიხედა და თვალი მოჰკრა ფერმკრთალ კანს
იქ, სადაც მისი შალის შარვალი ჩაიხა. შემდეგ სისხლმა იწყო დენა.
უცქერდა, როგორ იზრდებოდა წითელი ლაქა; თავბრუ ესხმოდა,
თითქოს სადღაც სხვაგან იყო. ტკივილი არ უგრძნია, საერთოდ არა-
ფერი უგრძნია. ზორბა კაცმა გაოცებით დაიხვნეშა.

601
– ახლავე დაყარეთ იარაღი და გპირდებით, სწრაფად და უწ-
ვალებლად მოკვდებით, – შესძახა რობმა.
ბრანმა ბოლო იმედით ახედა, და მართლაც, აქ იყო. შეუპო-
ვარი სიტყვები ცოტათი წაახდინა ძმის ხმაში დაძაბულობით გა-
ჩენილმა ბზარმა. ამხედრებულს, ცხენის ზურგზე ლოსის სის-
ხლიანი სხეული გადაეკიდებინა, ხელთათმნიან ხელში ხმალი
ეპყრა.
– აი, ძმაც, – წარმოთქვა კაცმა, რუხი, ჯაგრიანი სახე რომ
ჰქონდა. – რა შეუპოვარია, ხო? – დასცინა დაბალმა ქალმა. ჰა-
ლი, ასე მიმართავდნენ, – ჩვენთან ბრძოლას აპირებ, ბიჭო?
– ნუ სულელობ, ბიჭი. ერთი ხარ, ექვსის წინააღმდეგ, – მა-
ღალმა ქალმა, ოშამ, შუბი დახარა, – გადმოხტი ცხენიდან და
ხმალიც დააგდე. ცხენებისთვის და ნანადირევისთვის მადლობას
გეტყვით და შენ და შენს ძმას შეგიძლიათ, თქვენს გზას დაადგეთ.
რობმა დაუსტვინა. სველ ფოთლებზე რბილი თათების ჩუმი
ბაგუნი მოესმათ. ხისქვეშა ბუჩქები გაიწ-გამოიწია, დაბლა დახ-
რილმა ტოტებმა დაგროვილი თოვლი შეიბერტყეს და სიმწვანი-
დან რუხი ქარი და ზაფხული ამოჩნდნენ. ზაფხულმა ჰაერი დაყ-
ნოსა და დაიღრინა.
– მგლები! – აღმოხდა ჰალის.
– მგელსაზარები, – შეუსწორა ბრანმა. ლეკვები ჯერ სანახევ-
როდ იყვნენ გაზრდილები და უკვე ბრანის ნანახ არც ერთ მგელს
არ ჩამოუვარდებოდნენ სიდიდით; მაგრამ ჩვეულებრივი მგლე-
ბისგან იოლად განასხვავებდი, თუკი იცოდი, რას დაჰკვირვებო-
დი. მაისტერ ლუვინმა და მეძაღლეთუხუცესმა ფარლენმა აუხ-
სნეს: მგელსაზარებს სხეულთან შეფარდებით მგლებზე უფრო
დიდი თავები და გრძელი ფეხები ჰქონდათ, დრუნჩი და ყბა კი –
შესამჩნევად უფრო ვიწრო და წინწამოწეული. წყნარ თოვაში
მდგარი ამ მხეცებისგან ძრწოლისა და შიშის ზარის დამთრგუნ-
ველი განცდა ვრცელდებოდა. რუხ ქარს დრუნჩზე ახალი სისხლი
ეცხო.

602
– ძაღლები, – აგდებით წარმოთქვა ზორბა მელოტმა კაცმა, –
თუმცა ამბობენ, მგლის ბეწვის მოსასხამზე უკეთ ღამით არაფერი
ათბობსო, – მან მკვეთრად გაიქნია ხელი, – შეიპყარით!
– ვინტერფელი! – შესძახა რობმა და ცხენს ქუსლი ჰკრა. იაბო
ნაპირის გასწვრივ გაჭენდა, დაკონკილი ადამიანებიც წინ გამოქან-
დნენ. ტაბარიანი კაცი ყვირილით, დაურიდებლად გამოიჭრა წინ.
რობის ხმალი ზედ სახეზე გადაეჭირა, საზარელი ხრაშუნით და კაშ-
კაშა სისხლის ფრქვევით. ის კაცი, გამხდარი, ჯაგარმოდებული სახე
რომ ჰქონდა, აღვირზე წაეტანა და წამით კიდევაც მოიგდო ხელში...
შემდეგ წამს კი რუხი ქარი ეძგერა და ძირს დასცა. კაცი უკან გადა-
ქანდა და ყვირილით და დგაფუნით ჩავარდა მდინარეში, თავიანად
დაიძირა, თან გამალებით იქნევდა დანას. მგელსაზარამ მის კვალ-
დაკვალ ჩაყვინთა და იქ, სადაც გაუჩინარდნენ, თეთრი წყალი წით-
ლად შეიღება. რობი და ოშა ამასობაში შუა მდინარეში ჩამდგარიყ-
ვნენ და ერთმანეთს უტევდნენ. ქალის ხელში გრძელი შუბი ფოლა-
დისთავა გველად ქცეულიყო, ერთხელ, მეორედ, მესამედ უმიზნა
რობის მკერდს, მაგრამ იგი ყოველ ძგერებას თავის ორლესულს უხ-
ვედრებდა და წვეტს ირიდებდა. მეოთხე თუ მეხუთე ძგერებისას მა-
ღალი ქალი მეტისმეტად გადაიზნიქა და წონასწორობა დაკარგა,
რობი კი წინ გამოიჭრა და ცხენდაცხენ მიეტანა, ძირს დასცა.
რამდენიმე ფუტის იქით ზაფხული ჰალის ეძგერა. დანამ გვერდი
გაკენწლა, ზაფხული ღრენით გაერიდა და შემობრუნდა, ისევ ეცა.
ამჯერად ქალს წვივზე მოავლო ყბები. დაბალმა ქალმა ორივე ხე-
ლით დაბღუჯა დანა და ჩასცა, მაგრამ მგელსაზარა თითქოს
გრძნობდა ფოლადის პირის მოძრაობას. წამით განზე გახტა, ხახა
ტყავით, ქსოვილითა და სისხლიანი ხორცით ჰქონდა გამოვსებული.
როდესაც ჰალი წაბარბაცდა და დაეცა, ისევ მიეჭრა, ზურგზე გადა-
აქცია და ეშვებით მუცელზე მიეტანა.
მეექვსე კაცი თავქუდმოგლეჯილი გაექცა ამ სასაკლაოს... მაგ-
რამ შორს ვერ წავიდა. როდესაც ბორძიკით ააღწია გაღმა ნაპირზე,

603
მდინარიდან რუხი ქარი ამოიჭრა, ბეწვიდან წურწურით გასდიო-
და წყალი.
ტანი შეიბერტყა და ორიოდე ნახტომით მიეწია გაქცეულს,
კბილების ერთი დაწკაპუნებით გადაუჭრა ფეხის ძარღვები და,
როდესაც აღრიალებული კაცი უკან, წყლისკენ დაცურდა, ყელში
წასწვდა.
და აი, ზორბა სტივის გარდა მოწინააღმდეგე აღარავინ დარ-
ჩა. მან ხანჯალი დაუსვა ბრანის მკერდის ღვედს, მკლავზე ხელი
სტაცა და მოქაჩა. ბრანმა უეცრად იგრძნო, რომ ვარდებოდა. მი-
წაზე გაიშხლართა, ფეხები აებლანდა და ცალი ტერფი წყალში
ჩაუვარდა. წყლის სიცივე არ უგრძნია, მაგრამ კარგად იგრძნო
ფოლადის შეხება, როდესაც სტივმა ყელზე ხანჯალი მიაბჯინა.
– უკან დაიწი! – გაფრთხილებით შესძახა კაცმა, – თორემ,
ვფიცავარ, ბიჭს ყანყრატოს გამოვჭრი!
აქოშინებულმა რობმა ცხენი შეაყენა. თვალებში რისხვა და-
უცხრა და ხმლიანი ხელი ჩამოუვარდა.
ბრანი იმწუთას ყველაფერს ხედავდა. ზაფხული ჰალის ჯიჯ-
გნიდა, მისი მუცლიდან ლურჯ პრიალა გველებს ექაჩებოდა.
ქალს ფართოდ დაეჭყიტა თვალები, ბრანი ვერ მიმხვდარიყო,
ცოცხალი იყო თუ მკვდარი. ჯაგარმოდებული კაცი და მეორე, ტა-
ბარიანი, უძრავად იწვნენ, მაგრამ ოშა მუხლებზე წამომდგარი-
ყო და ხელიდან გავარდნილი შუბისკენ მიცოცავდა. გაწუწული
რუხი ქარი მისკენ მიძუნძულებდა.
– დაუძახე! – იყვირა ზორბა კაცმა, – ორივეს შენთან დაუძა-
ხე, თორემ ხეიბარს ახლავე მოვკლავ!
– რუხი ქარი, ზაფხული, ჩემთან, – წარმოთქვა რობმა.
მგელსაზარები შეჩერდნენ, თავები მოაბრუნეს. რუხმა ქარმა
რობთან მიირბინა. ზაფხული იქვე დარჩა, სადაც იყო, ბრანსა და
მის გვერდით მდგარ კაცს თვალს არ აცილებდა. დაიღრინა.
დრუნჩი სველი და წითელი ჰქონდა, თვალები უგიზგიზებდა.

604
ოშამ შუბი დაიბჯინა და ფეხზე წამოდგა. მკლავიდან, იქ, სადაც
რობმა დაჭრა, სისხლი სდიოდა. ბრანი ხედავდა ზორბა კაცის სახეზე
ჩამოდენილ ოფლს. მიხვდა, სტივსაც მასავით ეშინოდა.
– სტარკები, – ჩაიბურტყუნა კაცმა, – წყეული სტარკები. – და
ხმას აუმაღლა, – ოშა, მოკალი მგლები და ხმალი გამოართვი!
– შენ თვითონ მოკალი, – მიუგო ქალმა, – მაგ ურჩხულებს ახ-
ლოც არ მივეკარები.
სტივი წუთით დაიბნა. ხელი უცახცახებდა; ბრანმა იგრძნო, რო-
გორ დასდინდა სისხლის წვეთები ყელიდან, სადაც დანა ჰქონდა
მიბჯენილი. კაცის სიმყრალე ნესტოებს უვსებდა; მას შიშის სუნი ას-
დიოდა.
– ეი, შენ, – სტივმა რობს შესძახა, – სახელი გაქვს?
– მე რობ სტარკი ვარ, ვინტერფელის მემკვიდრე.
– ეს შენი ძმაა?
– ჰო.
– თუ გინდა, ცოცხალი გყავდეს, რასაც გეტყვი, ის ქენი. ჩამო
ცხენიდან.
რობი წუთით შეყოყმანდა. შემდეგ ნელა და ხაზგასმული მოძ-
რაობით ჩამოხდა და დადგა, ხელში ხმალი ეპყრა.
– ახლა მგლები დახოცე.
რობი არ განძრეულა.
– ქენი, რაც გითხარი. მგლები ან ბიჭი!
– არა! – შეჰკივლა ბრანმა. რობს რომ ჩაედინა, რასაც მისგან
ითხოვდნენ, სტივი მაინც ორივეს დახოცავდა, რაკი მგელსაზარები
ხელს ვეღარ შეუშლიდნენ.
მელოტმა კაცმა თავისუფალი ხელი თმებში ჩაავლო და დაუნ-
დობლად დაქაჩა, სანამ ბრანი ტკივილით არ ასლუკუნდა.
– მოკეტე, კუტო, გესმის? – უფრო მაგრად მობღუჯა თმა, – გეს-
მის? მათ უკან ტყეში რაღაცამ დაიზუზუნა. სტივს მოგუდული შეძახი-
ლი დასცდა, როდესაც ფართოპირიანი ისრის სამართებელივით

605
ბასრი წვეტი ნახევარ ფუტზე გამოეჩარა მკერდიდან. ისარი კაშ-
კაშა წითელი იყო, თითქოსდა სისხლით შეეღებათ.
ბრანის ყელიდან ხანჯალი დაცურდა. ზორბა კაცი შებრუნდა
და წაიქცა, სახით ნაკადში ჩაემხო. მისმა სიმძიმემ ისარი გადა-
ამტვრია. ბრანი უცქერდა, როგორ ტრიალით მიჰყვებოდა წყალს
მის სისხლს გადევნებული სიცოცხლე.
ოშამ მიმოიხედა, დაინახა, როგორ სათითაოდ ჩნდებოდნენ
მამას მცველები ხეებს შორის, ხელში იარაღი ეპყრათ. შუბი მი-
წაზე დააგდო. – შემიწყალე, მილორდ! – შეჰყვირა ბრანს.
მცველებს უცნაური, გაფითრებული გამომეტყველება ეწე-
რათ სახეზე, ბრძოლის ადგილს რომ ავლებდნენ თვალს. ორჭო-
ფულად უცქერდნენ მგლებს და, როდესაც ზაფხული ჰალის გვამს
მიუბრუნდა საჭმელად, ჯოსეთმა დანა გააგდო და ბუჩქისკენ წა-
ბარბაცდა, პირს აზიდებდა. ხეების უკნიდან გამოსული მაისტერ
ლუვინიც კი გაოგნებული ჩანდა, მაგრამ ამან სულ ერთი წუთს
გასტანა. შემდეგ თავი გაიქნია და ფონში გამოშხაპუნდა, ბრანს
მიუახლოვდა.
– დაჭრილი ხარ?
– ფეხი გამიჭრა, – უთხრა ბრანმა, – მაგრამ მე ვერ ვიგრძენი.
მაისტერმა ჭრილობის დასათვალიერებლად ჩაიმუხლა,
ბრანმა კი თავი მიატრიალა. ხეგუშაგას გვერდით თეონ გრეიჯოი
იდგა, ხელში მშვილდი ეჭირა. იღიმებოდა. მუდამ იღიმოდა. ფე-
ხებთან, რბილ ნიადაგში, ექვსიოდე ისარი ერჭო, მაგრამ მას
მხოლოდ ერთი დასჭირდა. – რა ლამაზი რამეა მკვდარი მტერი,
– ასე განაცხადა.
– ჯონი სულ ამბობდა, რომ ვირი ხარ, გრეიჯოი, – ხმამაღლა
მიმართა რობმა, – ერთი, ეზოში უნდა მიგაჯაჭვო და ბრანი შენზე
ვავარჯიშო მიზანში სროლაში.
– ძმის გადარჩენისთვის მადლობის მაგიერია?

606
– რომ აგეცდინა? – ჰკითხა რობმა, – რომ დაგეჭრა, და ვერ მო-
გეკლა? სიკვდილის წინ ხელი რომ შეხტომოდა? ან მის ნაცვლად
ბრანისთვის მოგეხვედრებინა? შენ არ შეიძლებოდა გცოდნოდა, ამ
კაცს სამკერდული ეკეთა თუ არა, უკნიდან მარტო მის მოსასხამს ხე-
დავდი. მაშინ რა დაემართებოდა ჩემს ძმას? ამაზე თუ დაფიქრდი,
გრეიჯოი?
თეონს სახიდან ღიმილი ჩამოერეცხა. მოღუშულმა მხრები აიჩე-
ჩა და სათითაოდ იწყო მიწიდან თავისი ისრების ამოძრობა.
რობმა ახლა მცველებს გადაუბრიალა თვალები.
– სად დაიკარგეთ? – მოსთხოვა პასუხი, – დარწმუნებული ვიყა-
ვი, სულ ახლო მოგვყვებოდით!
კაცებმა შეწუხებული სახეებით გადახედეს ერთმანეთს.
– მოგყვებოდით, მილორდ, – უპასუხა ქვენთმა, მათგან ყველაზე
ახალგაზრდამ, ყბებზე რბილ ყავისფერ ღინღლად მოდებული წვერი
რომ ჰქონდა, – მაგრამ თავიდან, ბოდიში მომითხოვია და, მაისტერ
ლუვინს და მის სახედარს ვუცდიდით, მერე კი, ისა... – მან თეონს
გადახედა და საბოლოოდ დაბნეულმა სწრაფადვე მოაშორა მზერა.
– მე კი ინდაური შევნიშნე, – თქვა შეკითხვით გაღიზიანებულმა
თეონმა, – საიდან უნდა მცოდნოდა, რომ ბიჭს მარტო დატოვებდი?
რობმა თავი მიაბრუნა და კვლავ თეონს მიაჩერდა. ბრანს არა-
სოდეს ენახა იგი ასე გაბრაზებული, მაგრამ თქმით არაფერი უთ-
ქვამს. ბოლოს მაისტერ ლუვინის გვერდით ჩაიმუხლა.
– ძალიან არის დაჭრილი?
– უბრალო ნაკაწრია, – მიუგო მაისტერმა. ქსოვილი მდინარეში
დაასველა ჭრილობის მოსაწმენდად, – მათგან ორი შავადაა შემო-
სილი, – უთხრა რობს, თან მუშაობდა.
რობმა მდინარისკენ გაიხედა, რომლის წყალშიც სტივი გან-
რთხმულიყო, მის დაძონძილ შავ მოსასხამს სწრაფი ნაკადი ექაჩე-
ბოდა და ალივლივებდა.

607
– ღამის ებგურის დეზერტირები, – წარმოთქვა პირქუშად, –
რამ გამოასულელათ, ვინტერფელს ასე რომ მოუახლოვდნენ?
– ხშირად სისულელე და სასოწარკვეთა ძნელი გასარჩევი
ხდება, – უთხრა მაისტერ ლუვინმა.
– დავმარხოთ ესენი, მილორდ? – ჰკითხა ქვენთმა.
– ისინი ჩვენ არ დაგვმარხავდნენ, – მიუგო რობმა, – თავები
მოჰკვეთე, კედელზე გავგზავნით. დანარჩენი ლეშიჭამია ყვავებს
დაუტოვეთ. – და ეგა? – ქვენთმა ცერით ოშასკენ მიათითა.
რობი ტყვისკენ გაემართა. ქალი მასზე ერთი თავით მაღალი
იყო, მაგრამ რობის მიახლოებისას მუხლებზე დაეცა.
– მაჩუქე სიცოცხლე, მილორდ სტარკ, და შენი ვიქნები.
– ჩემი? მერედა, ფიცის გამტეხი რაში მარგია?
– მე ფიცი არ გამიტეხავს. კედლიდან სტივი და ვალენი გამო-
იქცნენ, მე კი არა. შავი ყვავები თავისთან ქალებს არ იჩერებენ.
თეონ გრეიჯოი აუჩქარებელი ნაბიჯით მიუახლოვდათ.
– ეგ მგლებს მიეცი, – ურჩია რობს. ქალს თვალი გაექცა ჰა-
ლის ნარჩენებისკენ და უმალვე მოსწყვიტა მზერა. აცახცახდა.
ჩანდა, ეს აზრი მცველებსაც კი ცუდად ხდიდა.
– ქალია, – თქვა რობმა.
– ველური, – ჩაურთო ბრანმა, – ასე თქვა, რომ მათ ცოცხალი
უნდა დავეტოვებინე, მენს რაიდერთან წასაყვანად.
– სახელი გაქვს? – ჰკითხა რობმა.
– ოშა, თუ ლორდი ინებებს, – პირქუშად ჩაიბურტყუნა მან.
მაისტერ ლუვინი ფეხზე წამოდგა.
– კარგი იქნებოდა, დაგვეკითხა.
ბრანმა ძმას სახეზე შვება შეატყო.
– როგორც იტყვი, მაისტერ. ვეინ, ხელები შეუკარი. ვინტერ-
ფელში წამოგვყვება... და იცოცხლებს თუ მოკვდება – იმაზე კი-
დია, თუ რა სიმართლეს გვეტყვის.

608
ტირიონი

609
– ჭამა გინდა? – შეუბღვირა მორდმა. ცალი ხელის სქელი, კოტი-
ტა თითებით თეფში ეჭირა, ზედ ზეთით შეზავებული ცერცვი იდო.
ტირიონ ლანისტერს შიმშილით კუჭი უხმებოდა, მაგრამ ამ
პირუტყვს ხვეწნით არ ასიამოვნებდა.
– ბატკნის კანჭი მეამებოდა, – გაეპასუხა კუთხეში მიყრილი
ბინძური თივის გროვიდან, – ურიგო არ იქნებოდა ხახვიანი მუ-
ხუდოს კერძი, კარაქიანი ახალგამომცხვარი პური და შემთბარი
დარიჩინიანი ღვინო, დასაყოლებლად. ან ლუდიც ივარგებდა,
თუ უფრო იოლი საშოვნელია. წუნია კი არ ვარ.
– აი, ცერცვი, – უთხრა მორდმა, – აგერ. – და თეფში გაუწო-
და.
ტირიონმა ამოიოხრა. მისი მეციხოვნე ოცი ზოდის წონა პიტა-
ლო სიბრიყვე იყო, დაჟანგული ჩამპალი კბილები და წვრილი
მუქი თვალები ჰქონდა. სახის მარცხენა მხარეს პრიალა ნაიარე-
ვი გადაჰკვროდა, იქ, სადაც ხანჯალს მისთვის ყური და ლოყის
ნაწილი ჩამოეთალა. მისი განზრახვა მისივე სიმახინჯესავით
ცხადი იყო, მაგრამ ტირიონს შიოდა. თეფშისკენ ხელი გაიწოდა.
მორდმა ღრეჭით გასწია თეფში უკან.
– აგერ, – ისე ეჭირა, რომ ტირიონი ვერ მისწვდომოდა.
ჯუჯა წვალებით წამოდგა, ყველა სახსარი სტკიოდა.
– ყველა ჯერზე ეს შტერული თამაში უნდა გავმართოთ? – კი-
დევ ერთხელ წასწვდა თავის ცერცვს.
მორდმა მოუქნელი ნაბიჯით უკან დაიხია, თან ჩამპალი კბი-
ლებით იღრიჭებოდა.
– აგერაა, ჯუჯაკაცო, – თეფში გაწვდილი მკლავით დაიჭირა,
კიდის გადაღმა, იქ, სადაც საკანი მთავრდებოდა და ცა იწყებო-
და, – არ გინდა ჭამა? მიდი, აიღე.
ტირიონს მოკლე მკლავები ჰქონდა, თეფშს ვერ მისწვდებო-
და, თან კიდესთან ასე ახლოს მისვლასაც არ აპირებდა. მორდის

610
მძიმე თეთრ ღიპში ერთი სწრაფი ბიძგიც იკმარებდა და მედილეგე
ციხე ცის ლოდებზე დანთხეულ გულისამრევ წითელ ლაქად იქცე-
ოდა, იმ სხვა მრავალი ტუსაღის დარად, საუკუნეთა და საუკუნეთა
მანძილზე საარწივეს საკნებში რომ მოხვედრილიყვნენ.
– მოდი, დავფიქრდე. სინამდვილეში სულაც არ მშია, – განაცხა-
და მან და საკნის კუთხეში დაბრუნდა.
მორდმა ამოიღრუტუნა და სქელი თითები გაშალა. ქარმა თეფში
გაიტაცა, დააბზრიალა. ერთი მუჭა მუხუდო უკან შემოეყარათ, მთე-
ლი ჯამი საკვები კი უფსკრულმა ჩაყლაპა, გაუჩინარდა. მედილეგე
ახარხარდა, ღიპი ლაბასავით აუთიმთიმდა.
ტირიონი რისხვით აენთო.
– შე სიფილისიანი ტრაკის გაგდებულო ნაბიჭვარო! – მიახალა
მორდს, – ერთი მანახა, სისხლის ტრაწვით გძვრებოდეს სული!
საპასუხოდ მორდმა წიხლი მისცხო, ფოლადისცხვირიანი ჩექმა
ჩააზილა ნეკნებში და გავიდა.
– უკან მიმაქვს ჩემი სიტყვები! – ჰაერის ყლაპვით ამოიძახა ტი-
რიონმა, რომელიც ორად მოკეცილი ეგდო თავის ჩალაზე, – ჩემი
ხელით მოგკლავ, ვფიცავარ! – მძიმე, რკინით შეჭედილი კარი გაჯა-
ხუნდა და ჩაირაზა. ტირიონს გასაღებების ჟღრიალი ჩაესმა.
ასეთი პატარა ტანის კვალობაზე ზედმეტად გრძელი ენა მაქვსო,
ფიქრობდა იგი, თან უკან გაცოცდა, საკნის კუთხისკენ. ამ საკნებს
ერინები საოხუნჯოდ „ჯურღმულებს“ უწოდებდნენ. ტირიონს ერთა-
დერთი თხელი საბანი ჰქონდა ქვეშაგებად, ამ საბნის ქვეშ მოიკუნტა
და თვალისმომჭრელ მოწმენდილ ცას და თითქოს უსასრულოდ გა-
ჭიმულ შორ მთებს გახედა, თან ნატრობდა, ახლაც თან ჰქონოდა
ბინდისკატის მოსასხამი, მარილიონს კამათელში რომ მოუგო – ის,
მომღერალმა ყაჩაღების მკვდარ ბელადს რომ აართვა. ტყავს სის-
ხლის და ობის სუნი ასდიოდა, მაგრამ თბილი და სქელი იყო. მორ-
დმა მოსასხამს თვალი მოჰკრა თუ არა, მაშინვე მიითვისა.

611
ქარი კლანჭებივით ბასრი თითებით ეტანებოდა მის საბანს.
საკანი ჯუჯასთვისაც კი უსაშველოდ პატარა იყო. ხუთი ფუტის
იქით, იქ, სადაც კედელი უნდა ყოფილიყო, სადაც წესიერ დი-
ლეგში კედელი იქნებოდა, იატაკი თავდებოდა და ცა იწყებოდა.
ტუსაღს უხვად ჰქონდა ცინცხალი ჰაერი და მზის შუქი, ღამღამო-
ბით კი – მთვარე და ვარსკვლავები, მაგრამ ტირიონი არც და-
ფიქრდებოდა, ისე გადაცვლიდა ამ სიმდიდრეს კასტერლის
კლდის სიღრმეებში ჩაკარგულ უწკვარამეს, უპირქუშეს ჯურ-
ღმულზე.
– გადაფრინდები, – აღუთქვა მორდმა, საკანში რომ შემოაგ-
დო, – ოცი დღე, ოცდაათი; ჰა-ჰა ორმოცდაათი, მერე გადაფრინ-
დები.
მთელ სახელმწიფოში მხოლოდ ერინებს ჰქონდათ ისეთი დი-
ლეგი, საიდანაც ტუსაღებს გაქცევა არ ეკრძალებოდათ. პირველ
დღეს, მას შემდეგ, რაც რამდენიმე საათს მხნეობას იკრეფდა, ტი-
რიონი მუცელზე გაიშოტა და კიდესთან მიცოცდა, თავი გადაყო
და გადაიხედა. ციხე ცა ექვსასი ფუტით ქვემოთ იყო და მისგან
წმინდა ჰაერის გარდა არაფერი ყოფდა. თუკი კისერს გაიწვდი-
და, სხვა საკნებსაც დაინახავდა თავის მარჯვნივ, მარცხნივ და ზე-
მოთაც. იგი ქვის ფიჭაში გამომწყვდეული ფუტკარი იყო, და ვი-
ღაცას მისთვის ფრთები დაეგლიჯა.
საკანში ციოდა, დღედაღამ ქარი ზუზუნებდა და, რაც ყველა-
ფერზე უარესი იყო, იატაკი ფერდდებოდა. სულ ოდნავ, მაგრამ
ესეც კმაროდა. ტირიონს თვალის მოხუჭვის ეშინოდა; ეშინოდა,
რომ ძილში გვერდს იცვლიდა და ანაზდეული ძრწოლით შეპ-
ყრობილს გაეღვიძებოდა, კიდეზე გადაცურებისას. რა გასაკვი-
რია, რომ ამ ციურ საკნებს ტუსაღები გონიდან გადაჰყავდა.
ღმერთებო, მიშველეთ, დაეწერა კედელზე რომელიღაც ად-
რინდელ ბინადარს, ასოები საეჭვოდ წააგავდა სისხლით ნათ-

612
ხიპნს; ლაჟვარდი მიხმობს. თავდაპირველად ტირიონი ფიქრობდა,
ამის დამწერი ნეტავ ვინ იყო და რა მოუვიდაო. შემდეგ გადაწყვიტა,
რომ ჯობდა, არც სცოდნოდა.
ნეტავ ენაზე კბილი დაეჭირა...
ყველაფერი იმ საცოდავმა ბიჭმა დაიწყო, რომელიც ნაჩუქურ-
თმალი სარკმლისხის ტახტზე იჯდა ერინების გვარის მთვარე-და-შე-
ვარდნიანი დროშების ქვეშ და შემოსულს ზემოდან დასცქეროდა.
ტირიონ ლანისტერს მთელი მისი ცხოვრება ზემოდან დასცქეროდ-
ნენ, მაგრამ ამას იშვიათად ახერხებდნენ წირპლიანი ექვსი წლის
ლაწირაკები, რომლებსაც დუნდულების ქვეშ სქელი მუთაქების
ამოდება სჭირდებოდათ, როგორმე კაცის სიმაღლეზე რომ დამ-
სხდარიყვნენ.
– ესაა ის ცუდი კაცი? – იკითხა ბიჭმა, თან თავის თოჯინას ბღუ-
ჯავდა.
– ესაა, – მიუგო ლედი ლიზამ, მის გვერდით უფრო მომცრო ტახ-
ტზე რომ იჯდა. ერთიანად ცისფრად იყო გამოწყობილი, მის კარს შე-
მოსეულ ხელისმაძიებელთა მოსახიბლად უმარილი და სუნამო არ
დაეზოგა.
– რა პატარაა, – ჩაიხითხითა საარწივეს ლორდმა.
– ეს ჭინკა ტირიონია, ლანისტერების გვარიდან, მათ მამაშენი
მოკლეს, – ქალმა ხმა აღიმაღლა და მისი სიტყვები საარწივეს სეფე-
დარბაზს მოედო, ჟღერით აირეკლა რძესავით ქათქათა კედლებსა
და წერწეტა სვეტებზე, რათა ყველა იქ მყოფს კარგად გაეგონა, – მან
მეფის მარჯვენა გამოასალმა სიცოცხლეს!
– ვაჰ, ეგეც მე მოვკალი? – სულელივით გაიოცა ტირიონმა.
არადა, დრო სწორედ საიმისო იყო, ენაზე კბილი დაეჭირა და თა-
ვი ჩაეღუნა. ახლა ამას მშვენივრად ხვდებოდა. დალახვროს შვიდმა
ჯოჯოხეთმა, მაშინაც მშვენივრად ხვდებოდა. ერინთა სეფე-დარბაზი
ვრცელი და სადა იყო, ცისფრად დაძარღვული თეთრი მარმარილოს
კედლები მკაცრ სიცივეს ასხივებდნენ, მაგრამ ბევრად უფრო ცივი

613
იყო გარშემო მდგართა სახეები. კასტერლის კლდის მძლავრება
აქედან შორს დარჩენილიყო და ერინის ველზე ლანისტერების არც
ერთი მეგობარი არ ცხოვრობდა. ახლა მორჩილება და დუმილი ყვე-
ლაფერზე უკეთ დაიცავდა.
მაგრამ ტირიონი მეტისმეტად აღრენილი იყო საიმისოდ, რომ
კეთილგონივრულად მოქცეულიყო. მისდა სამარცხვინოდ, სა-
არწივეში ამოსვლისას მან ღირსეულად ვერ ამოიარა ერთდღია-
ნი სავალის ბოლო აღმართი, მისი კოტიტა ფეხები ვეღარ სძლევ-
დნენ გზის ბოლო მონაკვეთს და იგი ბრონმა ამოიტანა ზურგით.
ღირსების ამგვარი შელახვა ნავთად დაესხა ტირიონის ბრაზის
ცეცხლს.
– როგორც ჩანს, ძალიან საქმიანი პატარა კაცი ვყოფილვარ,
– წარმოთქვა ყინულოვანი სარკაზმით, – ნეტავ, როდის ვას-
წრებდი ამდენ ხოცვას და ჟლეტვას?
არ უნდა დავიწყებოდა, ვისთან ჰქონდა საქმე. ლიზა ერინსა
და მის ნახევრად არანორმალურ უდღეურ ვაჟს სამეფო კარზე
ოხუნჯობების დამფასებლად არავინ იცნობდა, მით უფრო, როცა
მახვილი სიტყვა მათკენ იყო მიმართული.
– ჭინკა, – ცივად წარმოთქვა ლიზამ, – ან დაიოკებ მაგ შენს
დამცინავ ენას და ჩემს ვაჟს, როგორც შეეფერება, ისე დაელაპა-
რაკები, ან არადა, გპირდები, საკმაო მიზეზი გაგიჩნდება, ინანო.
გახსოვდეს, სად ხარ. ეს საარწივეა, შენ გარშემო ვისაც ხედავ,
ველის რაინდები არიან, ერთგული და სანდო მებრძოლები, მათ
ჯონ ერინი უყვარდათ. ნებისმიერი მათგანი სიცოცხლეს გასწი-
რავს ჩემთვის.
– ლედი ერინ, რამე თუ დამიშავდება, ჩემი ძმა ჯეიმი იზრუ-
ნებს, რომ სწორედ ეგრე მოიქცნენ.
– ფრენა თუ იცი, მილორდ ლანისტერ? – ჰკითხა ლედი ლი-
ზამ, – ჯუჯებს ფრთები ასხიათ? თუკი არა, ჭკუას იზამდი, ჩაგეყ-
ლაპა მორიგი მუქარა, რაც კი ენაზე მოგადგებოდა.

614
– არ გემუქრებით, – შეეპასუხა ტირიონი, – პირობა მოგეცით.
ამ სიტყვებზე პატარა ლორდი რობერტი წამოხტა, ისე იყო აფო-
რიაქებული, რომ თოჯინაც კი დააგდო.
– ვერაფერს დაგვიშავებ! – დაიკივლა მან, – აქ ვერავინ ვერა-
ფერს დაგვიშავებს. დედა, უთხარი, აქ ვერაფერსაც ვერ დაგვიშა-
ვებს, – ბიჭმა ცახცახი დაიწყო.
– საარწივე შეუვალი ციხეა, – მშვიდი ხმით განაცხადა ლიზა
ერინმა. შვილი ახლოს მიიზიდა და პუტკუნა თეთრ მკლავებში მოიქ-
ცია, დაიფარა, – ჭინკა ჩვენს შეშინებას ცდილობს, საყვარელო. ლა-
ნისტერები ყველანი მატყუარები არიან. ჩემს ძვირფას ბიჭს ვერავინ
ვერაფერს დაუშავებს.
საშინელება ის იყო, რომ ქალი, უეჭველია, მართალს ამბობდა.
ტირიონმა ნახა, რად დაუჯდა აქ ამოღწევა, და კარგად წარმოედგი-
ნა, რა დღეში ჩავარდებოდა ის რაინდი, ვინც შეეცდებოდა, აბჯარში
ჩამჯდარს ბრძოლით გაეკაფა ციხისკენ ასასვლელი, როდესაც ზე-
მოდან სეტყვასავით დააყრიდნენ ქვებსა და ისრებს, ხოლო ყოველი
საფეხურის დასაპყრობად მტერთან შებმა მოუწევდა. ვერანაირი ღა-
მის კოშმარი მიახლოებითაც ვერ აღწერდა მის გასაჭირს. რა გასაკ-
ვირია, რომ საარწივე ვერასდროს ვერავის აეღო.
და მაინც, ტირიონი ვერა და ვერ გაჩუმდა.
– შეუვალი კი არა, – შეუსწორა ლიზას, – უბრალოდ, ძნელად
ასაღები.
ყმაწვილმა რობერტმა მაღლიდან თითი მიაშვირა, ხელი უცახცა-
ხებდა.
– მატყუარა ხარ. დედა, მინდა ვნახო, როგორ იფრენს.
ორმა ცისფერმოსასხამიანმა მცველმა ტირიონს მკლავებში ჩა-
ავლო ხელი და იატაკს მოსწყვიტა.
ღმერთებმა იციან, რა შეიძლებოდა მომხდარიყო, რომ არა კეტ-
ლინ სტარკი.

615
– დაო, – ხმამაღლა წარმოთქვა მან, ტახტების ქვემოთ
მდგარმა, – გთხოვ, ნუ დაივიწყებ, რომ ეს კაცი ჩემი ტყვეა. არ
მსურს, რამე ავნონ. ლიზა ერინმა დას წუთით ცივი მზერა მიაპ-
ყრო, შემდეგ წამოდგა და გამალებული გაეშურა ტირიონისკენ,
უკან გრძელი კალთა მისთრევდა. ტირიონმა წამით იფიქრა, ახ-
ლა დამარტყამსო, მაგრამ ამის ნაცვლად ქალმა მცველებს უბ-
რძანა, მისთვის ხელი გაეშვათ. კაცებმა მას იატაკისკენ უბიძგეს,
ტირიონს ფეხები მოეკვეთა და დაეცა.
ალბათ რა კარგი სანახავი იქნებოდა, ძლივძლივობით რომ
წამოიწია მუხლებზე, მარჯვენა ფეხი რომ გაეკვანძა და ისევ გა-
გორდა. ერინების სეფე-დარბაზში ხარხარმა იფეთქა და კედ-
ლებს მიაწყდა.
– ჩემი დის პატარა სტუმარი ისე დაიღალა, ფეხზეც ვერ დგას,
– განაცხადა ლედი ლიზამ, – სერ ვარდის, ჩაიყვანე დილეგში.
ჩვენს რომელიმე ციურ საკანში მოსვენება ძლიერ არგებს.
მცველებმა უხეშად წამოაყენეს ფეხზე. ტირიონ ლანისტერი
მათ შორის ეკიდა, უნიათოდ იქნევდა წიხლებს, სახეზე სირცხვი-
ლის ალმური ედებოდა.
– ამას არ დავივიწყებ, – თქვა ყველას გასაგონად, დარბაზი-
დან რომ წაათრიეს. .
და არც დაუვიწყებია, მაგრამ რა ხეირი!
თავდაპირველად თავს აჯერებდა, რომ მისი ტყვეობა დიდ-
ხანს არ გასტანდა. ლიზა ერინს მისი მორჯულება სურდა, ესაა და
ეს. სულ მალე ვინმეს გამოგზავნიდა წასაყვანად. ლიზა თუ არა,
კეტლინ სტარკს ენდომებოდა მისი დაკითხვა. აი, მაშინ უფრო
ფრთხილად შეარჩევდა სიტყვებს. ასე უბოდიშოდ ვერ მოკლავ-
დნენ; ბოლოს და ბოლოს, კასტერლის კლდელი ლანისტერი იყო
და, თუკი დები მის სისხლს დაღვრიდნენ, ეს ომის ხანძარს აან-
თებდა. ყოველ შემთხვევაში, თავის თავს ასე აჯერებდა.
ახლა ისე დარწმუნებული აღარ იყო.

616
იქნებ მის დამტყვევებლებს სურდათ, უბრალოდ დაელპოთ აქ, ამ
დილეგში, მაგრამ ტირიონი შიშობდა, რომ ლპობისთვის ძალა დიდ-
ხანს აღარ ეყოფოდა. დღითი დღე სუსტდებოდა და ერთხელაც მორ-
დის წიხლები და მუშტები მართლაც მძიმედ დააზიანებდა, თუკი მე-
დილეგე მანამდე შიმშილით არ ამოხდიდა სულს. კიდევ რამდენიმე
სუსხიანი და მშიერი ღამეც და, ლაჟვარდი მასაც დაუწყებდა ხმობას.
ხშირად ფიქრობდა, ნეტავ ჩემი საკნის კედლებს მიღმა (რა კედლე-
ბიც იყო) რაღა ხდებაო. ლორდი ტაივინი უეჭველად დარაზმავდა
მხედრებს, როდესაც ტირიონის მოტაცების ამბავი მის ყურს მის-
წვდებოდა. იქნებ ამწუთას ჯეიმი მთვარის მთების გზაზე მოუძღოდა
ლაშქარს... თუკი ამის ნაცვლად ჩრდილოეთით არ მიქროდა, ვინ-
ტერფელთან შესაბმელად. ველის მიღმა ნეტავ ვინმემ ვარაუდად მა-
ინც თუ იცოდა, საით წაიყვანა კეტლინ სტარკმა თავისი ტყვე? ნეტავ
სერსეი როგორ მოიქცეოდა, მის ამბავს რომ შეიტყობდა? მეფეს იქ-
ნებ მისი გათავისუფლება ებრძანებინა, მაგრამ საკითხავი იყო, ვის
დაუგდებდა რობერტი ყურს – თავის დედოფალს თუ თავის მარჯვე-
ნას? ტირიონს ფუჭი იმედები არ გააჩნდა იმის თაობაზე, თუ რამდე-
ნად უყვარდა – მეფეს მისი და.
თუკი სერსეის ჭკუა ეყოფოდა, იგი მოითხოვდა, მეფე თავად ყო-
ფილიყო ტირიონის მსაჯული. ამაზე ნედ სტარკიც კი ვერ ეტყოდა
უარს, ისე, რომ მეფის ღირსება არ შეებღალა. ტირიონი კი სიხარუ-
ლით ეცდებოდა, სამსჯავროზე თავისი სიმართლე დაემტკიცებინა.
რაგინდარა მკვლელობებიც არ უნდა შეეწამებინათ მისთვის,
რამდენადაც ხვდებოდა, სტარკებს ჯერ არანაირი მტკიცებულება არ
გააჩნდათ. დე, თავიანთი ბრალდება რკინის ტახტისა და ქვეყნის
მთავართა წინაშე წარმოეთქვათ. ეს მათი დასასრულის მომასწავე-
ბელი იქნებოდა. ოღონდაც კი სერსეის ამის განჭვრეტის გონი ჰყოფ-
ნოდა...

617
ტირიონ ლანისტერმა ამოიოხრა. მისი და მოკლებული არ
იყო ერთგვარ მდაბალ გამჭრიახობას, მაგრამ ამპარტავნება აბ-
რმავებდა.
იმაში, რაც მოხდა, იგი შეურაცხყოფას დაინახავდა და არა შე-
საძლებლობას. ჯეიმი მასზე უარესი იყო – წინდაუხედავი, ჯიუტი
და ფიცხი. ძმა არასოდეს გახსნიდა კვანძს, თუკი შეეძლო,
ხმლით გაეკვეთა იგი. ტირიონი თავს იტეხდა ფიქრით, მათგან
რომელმა მიაგზავნა მკვლელი სტარკის ბიჭის დასადუმებლად,
და მართლაც მათ მოაწყვეს თუ არა შეთქმულება ლორდ ერინის
მოსაკლავად. თუკი ძველი მარჯვენა მართლაც მოკლული იყო,
ყველაფერი მარჯვედ და ჭკვიანურად მოეწყოთ. მისი ხნის ადა-
მიანის გარდაცვალება უეცარი სენით ჩვეულებრივი ამბავი იყო.
და პირიქით, ბრანდონ სტარკთან ვიღაც უტვინოს მიგზავნა მო-
პარული დანით ისეთი მოუხეშავი საქციელი იყო, რომ ტირიონი
გაოგნებული რჩებოდა. და განა ეს უჩვეულო არ ჩანდა, კაცი რომ
დაფიქრდეს?..
ტირიონს გააჟრჟოლა. უამური ეჭვი შეუჩნდა. იქნებ მგელსა-
ზარას და ლომის გარდა სხვა ნადირიც ბინადრობდა ტყეში? თუ-
კი ეს მართალი იყო, ვიღაც მას საკუთარი მიზნებისთვის იყენებ-
და. ტირიონ ლანისტერს ეჯავრებოდა, როდესაც იყენებდნენ.
უნდა დაეძვრინა აქედან თავი, რაც შეიძლება, მალე. მორდის
მორევაზე ფიქრიც ზედმეტი იყო და, როგორც ჩანს, არც ექვსას-
ფუტიანი თოკის შეგზავნას უპირებდა საკანში ვინმე. ასე რომ, ის-
ღა რჩებოდა, დამტყვევებლები დაეყოლიებინა, ტყვე გაეთავი-
სუფლებინათ. ამ დილეგში მისმა ენამ შემოაგდო; ახლა მასვე კე-
თილი ენება და დაეხსნა აქედან. ტირიონმა წელი აითრია, თან
ძალიან ცდილობდა, არად ჩაეგდო ფეხქვეშ დაქანებული იატაკი,
მუდმივად და სულ ოდნავ რომ ეზიდებოდა კიდისკენ. მუშტით და-
აბრახუნა კარზე.
– მორდ! – იყვირა, – მედილეგე! მორდ, მჭირდები!

618
ათი წუთი მაინც გავიდა ამ ყვირილსა და ბრახუნში, სანამ ნაბიჯე-
ბის ხმას გაიგონებდა. ტირიონმა წამით მოასწრო ნაბიჯის უკან გა-
დადგმა, სანამ კარი ზრიალით გაიღებოდა.
– ვხმაურობთ, – დაიღრინა მორდმა, თვალები ჩასისხლიანებო-
და.
ცალ მსუქან ხელში ფართო, სქელი ქამარი ეკავა, ორმაგად
ჰქონდა მუშტზე გადახვეული.
ნურასოდეს დაანახვებ, რომ მათი გეშინია, შეახსენა ტირიონმა
თავს.
– გამდიდრებაზე რას იტყოდი? – ჰკითხა მორდს.
მორდმა შემოჰკრა. ქამარი ხელუკუღმა გაიქნია, ზანტად, მაგრამ
ტყავი ტირიონს მკლავზე გადაეჭირა. დარტყმის ძალამ შეაბარბაცა
და ტკივილით კბილები გააღრჭიალა.
– კრინტი, ჯუჯაკაცო, – გააფრთხილა მორდმა.
– ოქრო, – უთხრა ტირიონმა და სახეზე ნაძალადევი ღიმილი გა-
მოისახა, – კასტერლის კლდე ოქროთია სავსე... ოოოჰ, – ამჯერად
ქამარი წაღმა იყო მოქნეული, მორდმა მეტი ძალაც მიაყოლა, ტყავ-
მა გაიტკაცუნა და ასხლტა. ქამარი ნეკნებზე გადაეჭირა და აწკმუტუ-
ნებული ტირიონი მუხლებზე დასცა. თავს ძალა დაატანა, მედილე-
გესთვის აეხედა, – ლანისტერებივით მდიდარი-მეთქი, მორდ... –
ამოიხავლა მან. მორდმა დაიხვნეშა. ქამარმა ჰაერში გაიზუზუნა და
ტირიონს სახეზე გადაეჭირა. ტკივილი იმდენად მწარე იყო, ვერც კი
იგრძნო, როგორ დაეცა; თვალები რომ გაახილა, საკნის იატაკზე ეგ-
დო. ყურები უგუგუნებდა, პირი კი სისხლით ჰქონდა სავსე. წამოდ-
გომა სცადა და საყრდენის ძებნაში ხელი მოაფათურა, და თითების
ქვეშ... ვერაფერი იგრძნო. ტირიონმა დამდუღრულივით გამოსწია
ხელი და სცადა, სუნთქვა შეეკრა. ზედ კიდეზე დაცემულიყო, ლაჟ-
ვარდიდან ორიოდე გოჯის დაშორებით.

619
– კიდე გაქვს რამე სათქმელი? – მორდმა ქამარი მუშტებს შო-
რის გაჭიმა და მკვეთრად გაქაჩა. ტკაცუნმა ტირიონი ფეხზე წა-
მოახტუნა. მედილეგე ახარხარდა.
არ გადამაგდებს, უთხრა თავს გაკერპებულმა ტირიონმა და
ცოცვით გამოშორდა კიდეს. კეტლინ სტარკს ცოცხალი ვუნდი-
ვარ, მედილეგე ჩემს მოკვლას ვერ გაბედავს. ხელის ზურგით ტუ-
ჩიდან სისხლი მოიწმინდა, გაიკრიჭა და თქვა:
– ეს ბოლო მაგარი იყო, მორდ.
მედილეგემ ალმაცერად შეხედა, ცდილობდა გადაეწყვიტა,
დასცინოდნენ თუ არა.
– შენნაირი ძლიერი კაცი გამომადგებოდა, – განაგრძო ტი-
რიონმა.
ქამარი მისკენ გამოშხუილდა, მაგრამ ამჯერად მოასწრო, გა-
რიდებოდა. ბეჭებზე გაჰკრა ოდნავ, ეგ იყო და ეგ.
– ოქრო, – გაიმეორა მან, თან კიბორჩხალასავით გვერდუ-
ლად დაიხია უკან, – იმაზე მეტი ოქრო, რაც კი ცხოვრების მან-
ძილზე თვალით გინახავს. გეყოფა, რომ მამულები იყიდო, ქალე-
ბი, ცხენები იყიდო... ლორდი შეგეძლო გამხდარიყავი. ლორდი
მორდი, – ტირიონმა სისხლისა და ლორწოს კოშტი ამოახველა
და ჰაერში გადააფურთხა.
– არ არის ოქრო, – უთხრა მორდმა.
მისმენს! გაიფიქრა ტირიონმა.
– რომ შემიპყრეს, ქისაც წამართვეს, მაგრამ ის ოქრო ჯერაც
ჩემია. კეტლინ სტარკმა იქნებ შეიპყროს კაცი, მაგრამ მის გაძარ-
ცვას არასოდეს იკადრებს. ეს ღირსებას შეულახავდა. დამეხმა-
რე, და მთელ ოქროს შენ მოგცემ.
მორდის ქამარი კვლავ წინ გამოიჭრა, მაგრამ ეს უგერგილო,
დუნე მოქნევა იყო, ზანტი და ზერელე. ტირიონმა ტყავი ხელში
მოიგდო და არ გაუშვა, – შენ არაფერი დაგემუქრება. მხოლოდ

620
წერილის მიტანა გინდა. მედილეგემ ტირიონს თავისი ქამარი ხელი-
დან გამოგლიჯა.
– წერილის, – ისე წარმოთქვა, თითქოს ეს სიტყვა ადრე არასო-
დეს სმენოდა. შეიჭმუხნა და შუბლზე ღრმა ღარები გაუჩნდა.
– ხომ გაიგონე, რაც ვთქვი, მილორდ. შენს ქალბატონს ჩემი სიტ-
ყვა გადაეცი. უთხარი... – რა? რა დაიყოლიებდა ლიზა ერინს? ტირი-
ონ ლანისტერს უცებ გონება გაუნათდა, – უთხარი, რომ მინდა, ჩემი
დანაშაული ვაღიარო.
მორდმა მკლავი აღმართა და ტირიონი მორიგი დარტყმის ასა-
ტანად მოემზადა, მაგრამ მედილეგე შეყოყმანდა. მის მზერაში ეჭვი
და სიხარბე ერთმანეთს ცვლიდა. ძალიან სურდა შეპირებული ოქ-
რო, მაგრამ გაცურების ეშინოდა. ისეთ კაცს ჰგავდა, რომელიც ხში-
რად გაეცურებინათ.
– ტყუილი, – ჩაიბურტყუნა მოღუშულმა, – ჯუჯაკაცი მატყუებს.
– დავწერ, რასაც დაგპირდი, – შეჰპირდა ტირიონი.
ზოგი უწიგნური ნაწერს ალმაცერად უყურებს; სხვები კი ცრუ-
მორწმუნის მოწიწებით შესცქერიან დაწერილ სიტყვას, თითქოსდა
ის რაღაც ჯადოქრობა იყოს. საბედნიეროდ, მორდიც ასეთი აღმოჩ-
ნდა.
მედილეგემ ქამარი დაუშვა.
– დაწერე ოქროზე. ბევრ ოქროზე.
– კი, კი, ბევრ ოქროს დაგიწერ, – დაარწმუნა ტირიონმა, – ქისა
მხოლოდ მცირე ნაწილი იქნება, მეგობარო. ჩემს ძმას მთლიანი ოქ-
როს აბჯარი აცვია, – სინამდვილეში ჯეიმის აბჯარი მოოქრული ფო-
ლადისა იყო, მაგრამ ეს ტეტია ვერასოდეს გაარჩევდა.
მორდმა ფიქრიანად დაუსვა თითები თავის ქამარს, მაგრამ ბო-
ლოს და ბოლოს მოტყდა და ქაღალდისა და მელნის მოსატანად წა-
ვიდა. ბარათი რომ დაიწერა, მედილეგემ ეჭვით მოღუშულმა დახე-
და.
– ახლა ჩემი წერილი წაიღე, – მოითხოვა ტირიონმა.

621
გვიან ღამით მოაკითხეს, გათოშილ ტირიონს მაინც ჩასძინე-
ბოდა.
მორდმა კარი გააღო, მაგრამ სიტყვა არ დაუძრავს. სერ ვარ-
დის იგენმა ტყვე ჩექმის ჭვინტის კვრით გააღვიძა.
– წამოდექი, ჭინკავ. მილედის შენი ნახვა სურს.
ტირიონმა თვალები მოიფშვნიტა და სახეზე გამოგონილი
გულგრილობა გამოისახა.
– ცხადია, სურს. მაგრამ რატომ ფიქრობთ, რომ მეც მსურს მი-
სი ნახვა?
სერ ვარდისმა შუბლი შეიკრა. ტირიონს კარგად ახსოვდა იგი
იმ დროიდან, რომელიც მას მეფის საბიჯელში გაეტარებინა მარ-
ჯვენის სახლობის მცველთა კაპიტნად. კუთხოვანი, უბრალო სა-
ხე და ჭაღარა თმა ჰქონდა, ტანად მძიმე იყო და იუმორის გრძნო-
ბის მისხალიც არ გააჩნდა.
– შენი სურვილები მე არაფერში მენაღვლება. ადე ფეხზე,
თორემ ძალით წაგიღებენ.
ტირიონი მძიმედ წამოდგა.
– ცივი ღამეა, – წარმოთქვა სხვათა შორის, – სეფე-დარბაზში
კი ისე უბერავს. არ მინდა, გავცივდე. მორდ, ქენი სიკეთე, მომი-
ტანე ჩემი მოსასხამი.
მედილეგემ ცერად გახედა, სახე ეჭვით გაუქვავდა.
– ჩემი მოსასხამი, – გაუმეორა ტირიონმა, – ბინდისტყავი,
შესანახად რომ გამომართვი. ხომ გახსოვს.
– მოუტანე ის წყეული მოსასხამი, – უთხრა სერ ვარდისმა.
მორდმა წაბურტყუნებაც ვერ გაბედა. ტირიონს მომავალი
ჭკუის სწავლების მუქარით გადახედა, მაგრამ მოსასხამის მოსა-
ტანად მაინც წავიდა. როდესაც თავის ტყვეს კისრის გარშემო მო-
ასხა იგი, ტირიონმა გაიღიმა.
– მადლობა მომიხსენებია. ანი როდესაც ამას ჩავიცვამ, სულ
შენ გამახსენდები ხოლმე, – გრძელი ქურქის დათრეული ბოლო

622
მარჯვენა მხარზე გადაიგდო და ამდენი დღის განმავლობაში პირვე-
ლად გათბა, – გამიძეხი, სერ ვარდის.
ერინების სეფე-დარბაზი კედლებს ჩაყოლებული ორმოცდაათი
ჩირაღდნის შუქით ვარვარებდა. ლედი ლიზას შავი აბრეშუმები მო-
სავდა, მკერდზე მარგალიტებით მთვარე და შევარდენი ჰქონდა და-
ქარგული. ღამის ებგურად წამსვლელს არ ჰგავდა, ამიტომ ტირიონ-
მა ივარაუდა, ალბათ გადაუწყვეტია, აღსარების მოსმენას სამგლო-
ვიარო სამოსი შეეფერებაო. რთულ ნაწნავად მოკონილი მოწითუ-
რო გრძელი თმა მარცხენა მხარზე გადმოეგდო. მის გვერდით მდგა-
რი უფრო მაღალი ტახტი ცარიელი იყო; უეჭველია, საარწივეს პატა-
რა ლორდი იწვა და ძილში აცახცახებდა. ტირიონი ამისთვისაც მად-
ლობდა ბედს.
იგი მდაბლად მოიდრიკა და დრო იხელთა, დარბაზი მოეთვა-
ლიერებინა. ლედი ერინს მისი აღიარების მოსასმენად თავისი რა-
ინდებისა და მსახურებისთვის მოეწოდებინა – ტირიონს სწორედ
ამის იმედი ჰქონდა. მან შენიშნა ბრინდენ ტალის უტეხი სახე და
ლორდ ნესტორის მოუხეშავი ნაკვთები. ნესტორის გვერდით მდგა-
რი ახალგაზრდა კაცი, რომლის სახესაც შავი ბაკენბარდები ულმო-
ბელ გამომეტყველებას ანიჭებდა, სხვა ვერავინ იქნებოდა, თუ არა
მისი მემკვიდრე, სერ ალბარი. ველის უმთავრეს გვართაგან თით-
ქმის ყველას წარმომადგენელი ესწრებოდა ამ შეკრებას. ტირიონმა
დაინახა სერ ლინ კორბრი, ხმალივით თხელი და მოსხლეტილი,
ლორდი ჰანტერი მისი ნიკრისიანი ფეხებით, თავისი ვაჟებით გარ-
შემორტყმული დაქვრივებული ლედი ვეინვუდი. სხვების გერბებს
ტირიონი ვერ ცნობდა: გადამტვრეულ შუბს, მწვანე ასპიტს, ცეც-
ხლმოდებულ კოშკს, ფრთიან ბარძიმს.
ველის ლორდებს შორის რამდენიმე მისი თანამგზავრიც მოჩან-
და, ვისთან ერთადაც მთების გზა გამოევლო: ჭრილობებისგან სანა-
ხევროდ მოკეთებულ ფერმკრთალ სერ როდრიკ კასელს სერ უილის

623
ვოუდი ედგა გვერდით. მგოსან მარილიონს ახალი ქნარი ეშოვა.
ტირიონმა გაიღიმა; რაც არ უნდა მომხდარიყო აქ ამ ღამით, არ
ისურვებდა, ეს საიდუმლოდ დარჩენილიყო, მომღერალზე უკეთ
კი ამბავს მთელ ქვეყანას ვერავინ მოჰფენდა. დარბაზის ბოლო-
ში სვეტს მიყრდნობილი ბრონი იდგა. თავისუფალი მხედრის შა-
ვი თვალები მოუშორებლად უცქერდნენ ტირიონს, ხელი კი
ხმლის ვადაზე ესვენა. ტირიონმა ხანგრძლივი, ფიქრიანი მზერა
გაუსწორა...
პირველი კეტლინ სტარკი დაელაპარაკა.
– გვითხრეს, დანაშაულთა აღიარება გსურს.
– ასეა, მილედი, – მიუგო ტირიონმა.
ლიზა ერინმა დას გაუღიმა.
– ციური საკნები უტყუარად ტეხს მათ სიჯიუტეს. იქ ღმერთე-
ბის თვალწინ არიან, მათ მზერას სიბნელეში ვერ ემალებიან.
– მე იგი გატეხილი არ მეჩვენება, – თქვა ლედი კეტლინმა.
ლედი ლიზამ მისი სიტყვები არად ჩააგდო.
– გვითხარი, რის თქმაც გსურდა, – უბრძანა ტირიონს.
ახლა კი კამათლის აყრის დროა, გაიფიქრა მან და კვლავ
ბრონს გახედა სწრაფი მზერით.
– რით დავიწყო? ვაღიარებ, ერთი გათახსირებული პატარა
კაცი ვარ. ვერ მოთვლი, კისერზე იმდენი დანაშაული და ცოდვა
მაწევს, ჩემო ბატონებო და ქალბატონებო. განა ერთ, ასობით
ბოზთან ვწოლილვარ. ჩემი მამა-ბატონის სიკვდილი მისურვებია
და ჩემი დის, ჩვენი სათნო დედოფლისაც – აგრეთვე. – მის უკან
ვიღაცამ ჩაიხითხითა, – ჩემს მსახურებს მუდამ კეთილად არ ვექ-
ცეოდი. ნაძლევებს ვდებდი და კამათელს ვთამაშობდი ხოლმე.
ტყუილებსაც კი ვამბობდი, სირცხვილით ვიწვი, რომ ვაღიარებ.
უამრავი ავი და ღვარძლიანი რამ მითქვამს კარის დიდებულ ბა-
ტონებსა და ქალბატონებზე, – ამას უკვე დაუფარავი ხარხარი
მოჰყვა, – ერთხელ მე...

624
– სიჩუმე! – ლიზა ერინს ფერმკრთალი მრგვალი სახე მჭახედ
ავარდისფერებოდა, – რა გგონია, რას სჩადი, ქონდრისკაცო?
ტირიონმა თავი ცალ მხარეს გადახარა.
– რას და, დანაშაულს ვაღიარებ, მილედი...
კეტლინ სტარკმა წინ წამოდგა ნაბიჯი.
– შენ ბრალად გედება დაქირავებული მკვლელის მიგზავნა ჩემი
შვილის, ბრანისთვის – ლოგინად ჩავარდნილი ბავშვის მოსაკლა-
ვად, და ლორდ ჯონ ერინის, მეფის მარჯვენის მოკვლის შეთქმულე-
ბის მოწყობა.
ტირიონმა უმწეოდ აიჩეჩა მხრები.
– სამწუხაროდ, მაგ დანაშაულებს ვერ ვაღიარებ. მაგ მკვლელო-
ბებზე არაფერი ვიცი.
ლედი ლიზა თავისი სარკმლისხის ტახტიდან წამოდგა.
– მასხრად აგდებას არ მოვითმენ. ხომ გაიხუმრე, ჭინკავ. იმე-
დია, ისიამოვნე. სერ ვარდის, წაიყვანე უკან, დილეგში... ოღონდ ამ-
ჯერად უფრო მომცრო საკანი შეურჩიე და იატაკიც უფრო დაქანებუ-
ლი იყოს.
– ამგვარად აღსრულდება ველზე მართლმსაჯულება? – ისე მჭე-
ქარედ დაიღრიალა ტირიონმა, რომ სერ ვარდისი წუთით ადგილზე
გაშეშდა, – ღირსება სისხლიან კარიბჭეს აქეთ ვერ გამოსცდება?
თქვენ ბრალს მდებთ, მე დანაშაულს უარვყოფ, ამიტომ ღია საკანში
მაგდებთ, სიცივით და შიმშილით მოსაკლავად, – მან თავი ასწია,
რათა ყველას კარგად დაენახა წყლულები, მორდმა რომ დაუტოვა
სახეზე, – სადაა მეფის სამართალი? ან იქნებ საარწივე აღარაა შვი-
დი სამეფოს ნაწილი? ამბობთ, ბრალს გდებთო. კეთილი. მოვითხოვ
სამსჯავროს!
მომეცით ნება, ვთქვა, და დაე, ჩემი სიმართლე თუ ტყუილი ყვე-
ლას დასანახად გასამართლდეს, ღმერთების და ადამიანების წინა-
შე!

625
სეფე-დარბაზს ხმადაბალმა ბუტბუტმა გადაურბინა. ტირიონ-
მა იცოდა, რომ ლიზა ხელში მოიგდო. ბრალდებული დიდებული
გვარის ჩამომავალი იყო, სახელმწიფოს უძლიერესი ლორდის
ძე, დედოფლის ძმა. სამსჯავროს წინაშე წარდგენაზე უარს ვერა-
ვინ ეტყოდა. ცისფერმოსასხამიანი მცველები ტირიონისკენ და-
იძრნენ, მაგრამ სერ ვარდისმა შეაჩერა ისინი და ლედი ლიზას
შეხედა.
ქალს პატარა პირი გაბეზრებულმა ღიმილმა მოუღრიცა.
– თუკი განგსჯით და დამნაშავე აღმოჩნდები იმ დანაშაულთა
ჩადენაში, რასაც ბრალად გდებთ, მაშინ, თავად მეფის კანონით,
ისინი საკუთარი სიცოცხლით უნდა ზღო. საარწივეში ჯალათი არ
გვყავს, მილორდ ლანისტერ. გააღეთ მთვარის კარი.
მაცქერალთა მჭიდრო რიგები გაიპო. მარმარილოს ორ წერ-
წეტა სვეტს შორის სარკმლისხის ვიწრო კარი იყო ჩადგმული. ახ-
ლოს მდგომებმა უკან დაიხიეს, როდესაც ორმა მცველმა კარის-
კენ გააბიჯა. ერთმა მძიმე ბრინჯაოს რაზა ასწია, მეორემ სახე-
ლურს მოქაჩა და კარი შიგნით შემოაღო. ღიობში სტვენით შე-
მოჭრილმა ანაზდეულმა ქარმა ცისფერი მოსასხამები ტკაცუნით
აუფრიალათ მხრებზე. მის მიღმა ცივი, გულგრილი ვარსკვლავე-
ბით დაწინწკლული ღამეული ცის სიცარიელე გაიხსნა.
– იხილე მეფის სამსჯავრო, – წარმოთქვა ლიზა ერინმა. ჩი-
რაღდნების ალი ალმებივით აფართქალდა კედლების გასწვრივ.
აქა-იქ რამდენიმე ჩაქრა კიდევაც.
– ლიზა, ასე მოქცევა გონივრული არ მგონია, – თქვა კეტლინ
სტარკმა. დარბაზში შავი ქარი ტრიალებდა.
დამ მისი სიტყვები არად ჩააგდო.
– სამსჯავრო გსურს, მილორდ ლანისტერ. კეთილი, გექნება
სამსჯავრო. ჩემი ვაჟი მოუსმენს, რის თქმასაც ინებებ, და შენ გა-
იგონებ მის განაჩენს. შემდეგ კი შეგეძლება, მიბრძანდე... ან ერ-
თი, ან მეორე კარით. მეტისმეტად კმაყოფილი ჩანს საკუთარი

626
თავითო, გაიფიქრა ტირიონმა, ან კი რა გასაკვირია? სამსჯავროს
შედეგი ქალს არ აშინებდა, რაკი მოსამართლე ლორდი მისი უდ-
ღეური შვილი ბრძანდებოდა. ტირიონმა მთვარის კარს შეხედა. დე-
და, მინდა ვნახო, როგორ გადაფრინდებაო, ბიჭს უკვე ნათქვამი
ჰქონდა. ამ საცოდავმა ცინგლიანმა ბავშვმა ნეტავ უკვე რამდენი კა-
ცი მიაბრძანა მთვარის კარში?
– მადლობა მომიხსენებია, კეთილო ლედი, მაგრამ ლორდ რო-
ბერტის შეწუხების მიზეზს ვერ ვხედავ, – თავაზიანად მიუგო ტირი-
ონმა, – ღმერთებმა უწყიან ჩემი უცოდველობა. მათ სამსჯავროს და-
ვენდობი, და არა ადამიანებისას. ორთაბრძოლის სამსჯავროს ვით-
ხოვ.
მოვარდნილი ხარხარის ქარიშხალმა ერინთა დარბაზი აავსო.
ლორდმა ნესტორ როისმა ჩაიფრუტუნა, სერ უილისი ხითხითებ-
და, სერ ლინ კორბრი ხარხარებდა, სხვებს თავები უკან გადაეგდოთ
და ისე ხაოდნენ, რომ ცრემლები სცვიოდათ. მარილიონმა დამ-
ტვრეული თითებით მოუქნელად გააჟღრიალა ხალისიანი ჰანგი თა-
ვის ახალ ქნარზე. მთვარის კარში შემოვარდნილი ქარიც კი თით-
ქოს დამცინავად წიოდა.
ლიზა ერინის წყალწყალა ცისფერი თვალები ორჭოფულად უც-
ქერდნენ. ტირიონმა შეძლო და ნაბიჯი აურია.
– უეჭველად, ამის უფლება გაქვს.
იალმაგზე მწვანე ასპიტამოქარგული ჭაბუკი რაინდი წინ წამოდ-
გა და ცალ მუხლზე დაეშვა.
– მილედი, თქვენი სიმართლის ფალავნობის პატივი მობოძეთ.
– ეგ პატივი მე მერგება, – წარმოთქვა მოხუცმა ლორდმა ჰან-
ტერმა, – იმ სიყვარულის გამო, რომელიც შენი მეუღლე-ლორდის
მიმართ მაქვს, ნება დამრთე, მისი სიკვდილის გამო შური ვიძიო.
– მამაჩემი ლორდ ჯონს ერთგულად მსახურებდა, ვით ველის
დიდმოურავი, – დაიბუხუნა სერ ალბარ როისმა, – ნება მიბოძე, მე
მის ძეს ვემსახურო.

627
– ღმერთები სწყალობენ მართალ მომჩივანს, – თქვა სერ
ლინ კორბრიმ, – მაგრამ ხშირად ხდება, რომ მართალი სწორედ
ყველაზე მარჯვე მოხმალავე აღმოჩნდება ხოლმე. ჩვენ ყველამ
ვიცით, აქ ვინაა საუკეთესო, – და თავმდაბლად გაიღიმა.
ერთდროულად აყაყანდა თორმეტიოდე კაცი, ცდილობდნენ,
ხმამაღალი შეძახილებით ერთმანეთი დაეჯაბნათ. ტირიონს ნი-
რი წაუხდა, როდესაც მიხვდა, რამდენ უცხო ადამიანს ეწადა მისი
მოკვლა. იქნებ მისი გეგმა არცთუ ჭკვიანური იყო?
ლედი ლიზამ ხელი ასწია მათ დასაჩუმებლად.
– მადლობა მომიხსენებია, მილორდებო, ისევე, როგორც ჩე-
მი ვაჟიც მადლობელი დაგრჩებოდათ, ჩვენ შორის რომ იყოს.
შვიდ სამეფოში არსად არიან ველის რაინდებივით მამაცი და ერ-
თგული მებრძოლები. ნეტავ შემეძლოს, ყველას მოგანიჭოთ ეს
პატივი. მაგრამ მხოლოდ ერთის არჩევა შემიძლია, – სერ ვარ-
დის იგენ, – ხელით მიათითა მისკენ, – შენ მუდამ იყავი ჩემი
ლორდი მეუღლის სანდო მარჯვენა. შენ იქნები ჩვენი ფალავა-
ნიც.
სერ ვარდისი ერთადერთი იყო, ვინც მდუმარე იდგა.
– მილედი, – მწუხარედ წარმოთქვა მან და ცალ მუხლზე და-
ეშვა, – გევედრები, სხვას აჰკიდო ეს ტვირთი, მე იგი არ მეთნევა.
ეს კაცი მეომარი არაა. შეხედეთ ერთი. ჯუჯაა, ტანად ჩემზე ორ-
ჯერ პატარა და კოჭლი. სირცხვილი იქნება, მოკლა ასეთი კაცი
და ამას სამსჯავრო უწოდო.
მშვენიერია, გაიფიქრა ტირიონმა.
– ვეთანხმები, – წარმოთქვა ხმამაღლა.
ლიზამ რისხვით დაუბრიალა თვალები.
– შენ არ ითხოვდი ორთაბრძოლის სამსჯავროს?
– ახლა კი ვითხოვ, ფალავანი ავირჩიო, როგორც შენ აირჩიე
შენთვის. ჩემი ძმა ჯეიმი სიხარულით დაიჭერდა ჩემს ადგილს,
ვიცი.

628
– შენი ძვირფასი მეფისმკვლელი ჩვენგან ათასობით ლიგის იქი-
თაა, – მოუჭრა ლიზა ერინმა.
– ფრინველი გაუგზავნეთ. სიამოვნებით დაველოდები მის ჩა-
მოსვლას.
– გათენებისთანავე დადგები სერ ვარისის პირისპირ.
– მგოსანო, – მარილიონს მიუბრუნდა ტირიონი, – როდესაც ამ
ამბებზე ბალადას შეთხზავ, არ დაგავიწყდეს, ყველას მოუთხრო, თუ
ვით უთხრა ლედი ერინმა უარი ჯუჯას ფალავნის არჩევაზე და იგი,
კოჭლი, დაწყლულებული და ნაშიმშილარი, თავის საუკეთესო რა-
ინდთან საბრძოლველად გაგზავნა.
– არაფერ უარს არ გეუბნები! – ლიზას გაღიზიანებისგან ხმა გაბ-
ზარვოდა და გასწვრილებოდა, – დანიშნე ფალავანი, ჭინკა... თუკი
გგონია, რომ შეგიძლია იპოვო კაცი, შენთვის რომ მოკვდებოდა.
– თუ თქვენთვის სულერთია, მე მიჯობს, ისეთი ვიპოვო, ვინც
სხვას მოკლავდა ჩემთვის, – ტირიონმა გრძელ დარბაზს გახედა.
არავინ გატოკებულა. ერთ უსასრულო წამს იმასაც ფიქრობდა, ეს
ყველაფერი ერთი უზარმაზარი ხელმოცარვა ხომ არ არისო.
მერე ოთახის ბოლოში ვიღაც შეინძრა.
– მე გამოვალ ჯუჯასთვის, – დაიძახა ბრონმა.

629
ედარდი

630
ძველი სიზმარი ესიზმრებოდა: სამ თეთრმოსასხამიან რაინდზე, დი-
დი ხნის წინ დაქცეულ კოშკზე, სისხლიან სარეცელში მწოლ ლიანა-
ზე. სიზმარში მის გვერდით მისი მეგობრები მიაჭენებდნენ ცხენებს,
ისე, როგორც ამას ცხადში შვრებოდნენ ოდესღაც. ამაყი მარტინ კა-
სელი, იორის მამა; ერთგული თეო ვალი; ეთან გლოვერი, რომე-
ლიც ადრე ბრანდონის საჭურველთმტვირთველი ყოფილიყო; სერ
მარკ რაისველი, ამოდ მოუბარი და ლმობიერი გულის პატრონი;
კრანოგელი ჰოულანდ რიდი; თავის მაღალ წითელ ულაყზე ამხედ-
რებული ლორდი დასტინი. ნედი მათ სახეებს ოდესღაც საკუთარი-
ვით იცნობდა, მაგრამ წლები ახუნებს კაცთა ხსოვნას, მათ ხსოვნა-
საც კი, ვისი არდავიწყების ფიციც დაგიდვია. სიზმარში მათგან ლან-
დებიღა დარჩენილიყვნენ, ნისლით ქმნილ ცხენებზე შემსხდარ აჩ-
რდილებად მოქროდნენ.
შვიდნი იყვნენ და სამის პირისპირ იდგნენ. სიზმარშიც ისევე, რო-
გორც ცხადში. მაგრამ ეს უბრალო სამეული როდი იყო. მრგვალი
კოშკის წინ იცდიდნენ, ზურგსუკან დორნის წითელი მთები წამომარ-
თვოდათ, ქათქათა მოსასხამებს ქარი უფრიალებდათ. და ესენი არ
იყვნენ ლანდები; ახლაც კი, სახეები სიცხადით უელავდათ. სერ. არ-
ტურ დეინს, აისის მახვილს, ბაგეზე სევდიანი ღიმილი აჩნდა. ორლე-
სულ განთიადის ტარი მარჯვენა მხარს უკნიდან ამოსჩროდა. სერ
ოსველ ვენტი ცალ მუხლზე ჩაჩოქილიყო და თავის ხმალს სალესით
პირს უფხავებდა.
თეთრად მომინანქრებულ მუზარადზე მისი გვარის სიმბოლოს,
შავ ღამურას, გაეშალა ფრთები. მათ შორის შეუპოვარი მოხუცი სერ
გეროლდ ჰაიტაუერი იდგა – თეთრი ბუღა, მეფის ქეშიკთა ლორდ-
მეთაური.
– სამკბილასთან გეძებდით, – უთხრა მათ ნედმა.
– იქ არ ვიყავით, – მიუგო სერ გეროლდმა.
– ვაი უზურპატორს, რომ ვყოფილიყავით, – დაურთო სერ ოს-
ველმა.

631
– მეფის საბიჯელი რომ დაეცა, სერ ჯეიმიმ თქვენი მეფე ოქ-
როს ხმლით მოკლა, და მე ვკვირობდი, თქვენ სადღა იყავით.
– შორს, – მიუგო სერ გეროლდმა, – თორემ ეირისი ახლაც
რკინის ტახტზე იჯდებოდა, ჩვენი ცრუ ძმა კი შვიდი ჯოჯოხეთის
ცეცხლებში იქნებოდა გახვეული.
– გრიგალის კიდეზე ალყის მოსახსნელად მოვედი, – უთხრა
მათ ნედმა, – ლორდმა ტაირელმა და ლორდმა რედვაინმა დახა-
რეს თავიანთი ბაირაღები, მათმა ყველა რაინდმა კი მუხლი მო-
იდრიკა და ერთგულება შემოგვფიცა. არ მეეჭვებოდა, რომ
თქვენც მათ შორის გიხილავდით.
– ჩვენი მუხლი იოლად როდი იდრიკება, – წარმოთქვა სერ
არტურ დეინმა.
– სერ უილემ დარი დრაკონის ქვაზე გაიქცა, თქვენს დედო-
ფალთან და პრინც– ვისერისთან ერთად. ვიფიქრე, შესაძლო
იყო, მასთან ერთად გაგეცურათ.
– სერ უილემი ღირსეული და ერთგული კაცია, – თქვა სერ
ოსველმა.
– მაგრამ მეფის ქეშიკი არ არის, – შენიშნა სერ გეროლდმა,
– მეფის ქეშიკები არასოდეს გარბიან.
– არც მაშინ, არც ახლა, – სერ არტურმა მუზარადი დაირქვა.
– ფიცი გვაქვს დადებული, – განმარტა სერ გეროლდმა.
ნედის აჩრდილები მის ზურგს უკან შეინძრნენ, ხელთ ლანდის
ხმლები იპყრეს. შვიდნი იყვნენ, სამის პირისპირ.
– ახლა კი იწყება, – წარმოთქვა სერ არტურ დეინმა, აისის
მახვილმა. განთიადი იშიშვლა და ორივე ხელით იპყრა. ხმლის
პირი მთვარის სპეკალივით მკრთალი იყო, საკუთარი შუქით გა-
ცოცხლებული.
– არა, – ნედის ხმა მწუხარე იყო, – ახლა კი მთავრდება.
ფოლადი და ლანდები დაუოკებელ ორომტრიალად მიაწ-
ყდნენ ერთმანეთს და ედარდს ლიანას კივილი ჩაესმა. „ედარდ!“

632
ეძახდა იგი. ვარდის ფურცლების ქარაშოტმა გადაიქროლა სის-
ხლის ზოლებით დალაქულ ცაზე, სიკვდილის თვალებივით ლაჟ-
ვარდ ცაზე.
– ლორდ ედარდ! – კვლავ დაუძახა ლიანამ.
– გპირდები, – დაიჩურჩულა მან, – ლია, გპირდები.
– ლორდ ედარდ! – გაიმეორა სიბნელიდან მამაკაცის ხმამ.
ედარდ სტარკმა დაიკვნესა და თვალები გაახილა. მარჯვენის
კოშკის მაღალ ფანჯრებში მთვარის შუქი იღვრებოდა.
– ლორდ ედარდ? – საწოლს თავს აჩრდილი დასდგომოდა.
– რამდენი... რამდენი ხანია? – ზეწრები აბურდული იყო, შეხვე-
ულ ფეხზე არტაშანი ედო. ფერდზე ყრუ, მფეთქავი ტკივილი ამოუყ-
ვა.
– ექვსი დღე და შვიდი ღამე, – ხმა ვაიონ პულის იყო. მოურავმა
ნედს ბაგესთან ფიალა მიუტანა, – დალიე, მილორდ.
– რაა...?
– წყალია. მაისტერ პაიცელმა თქვა, რომ გეწყურებოდა.
ნედმა მოსვა. ტუჩები გამომშრალი და დამსკდარი ჰქონდა. წყა-
ლი თაფლივით ტკბილი ეჩვენა.
– მეფემ ბრძანება დაგვიტოვა, – უთხრა პულმა, ფიალა რომ და-
იცალა, – შენთან საუბარი სურს, მილორდ.
– დილით, – მიუგო ნედმა, – ცოტათი ღონეს რომ მოვიკრებ. –
ახლა რობერტს ვერ შეხვდებოდა. სიზმარმა ცინდალივით უღონო
დატოვა.
– მილორდ, მეფემ გვიბრძანა, როგორც კი თვალს გაახელდი,
მასთან გაგვეგზავნე, – მოურავი საწოლთან მდგარი სანთლის ანთე-
ბას შეუდგა.
ნედმა წყნარად შეიკურთხა. რობერტი მოთმინებით არასოდეს
გამოირჩეოდა.
– უთხარი, რომ მეტად სუსტად ვარ და ვერ მივეახლები. თუკი
ჩემთან საუბარი სურს, სიამოვნებით მივიღებდი აქ. იმედია, ღრმა

633
ძილისგან გამოაფხიზლებ. და მოუხმე... – ის იყო, იორისო, უნდა
ეთქვა, რომ გაახსენდა, – ჩემი მცველების კაპიტანს მოუწოდე.
მოურავის წასვლიდან რამდენიმე წუთში ოთახში ალინი შე-
მოვიდა.
– მილორდ?
– პული მეუბნება, რომ ექვსი დღე გავიდა, – უთხრა ნედმა, –
უნდა ვიცოდე, როგორია ვითარება.
– მეფისმკვლელი ქალაქიდან გაიქცა, – უთხრა ალინმა, – ამ-
ბობენ, კასტერლის კლდისკენ გაჭენდა, მამამისთანო. ლედი
კეტლინის მიერ ჭინკას შეპყრობის ამბავი ყველას პირზე აკერია.
გაძლიერებული დაცვა დავაყენე, თუკი ინებებ...
– კარგია, – უთხრა ნედმა, – ჩემი ასულები?
– ყოველდღე შენ გვერდით იყვნენ, მილორდ. სანსა ჩუმად
ლოცულობს, მაგრამ არია... – იგი შეყოყმანდა, – მას შემდეგ,
რაც მოგიყვანეს, ხმა არ დაუძრავს. უტეხი პატარა ვინმეა, მი-
ლორდ. არასოდეს მინახავს ამდენი რისხვა გოგონაში.
– რაც არ უნდა მოხდეს, – უთხრა ნედმა, – მსურს, ჩემი ასუ-
ლები დაცულები იყვნენ. ვშიშობ, ეს მხოლოდ დასაწყისია.
– არაფერი დაუშავდებათ, ლორდ ედარდ, – აღუთქვა ალინ-
მა, – ამის თავდები ჩემი სიცოცხლეა.
– იორი და დანარჩენები?
– მდუმარე დებს გადავეცი ისინი, რათა ჩრდილოეთით, ვინ-
ტერფელს გაეგზავნათ. იორი პაპამისის გვერდით ისურვებდა
განსვენებას. ჰო, ასეა, პაპის გვერდით, რადგანაც იორის მამა
შორს სამხრეთში იყო დამარხული. მარტინ კასელი სხვებთან
ერთად დაეცა. მერე ნედმა კოშკი დაშალა და მისი სისხლიანი
ქვებით ქედის თხემზე რვა ქვაკაცა აღმართა. ამბობდნენ, რე-
იგარმა აქაურობას სიხარულის კოშკი უწოდაო, მაგრამ ნედის-
თვის მწარე იყო მისი მოგონება. შვიდნი იყვნენ სამის პირისპირ,
მაგრამ ორი მხედარიღა წამოვიდა იქიდან ცოცხალი: თავად

634
ედარდ სტარკი და პატარა კრანოგელი, ჰოულანდ რიდი. ალბათ არ
იყო კარგის ნიშანი, ამდენი წლის მერე კვლავ რომ ეზმანა ეს სიზმა-
რი. – სწორად გადაგიწყვეტია, ალინ, – ნედს სიტყვა არ დაემთავრე-
ბინა, რომ ვაიონ პული დაბრუნდა. მოურავმა თავი დაუკრა.
– მისი მოწყალება დგას გარეთ, თან დედოფალი ახლავს.
ნედი წამოიწია და წამოჯდა, ფეხი მწველმა ტკივილმა გაუმსჭვა-
ლა და სახე მოჭმუხნა. არ ეგონა, სერსეი თუ მოვიდოდა. კარგს არ
მოასწავებდა, რომ მოვიდა.
– შემოუშვი და დაგვტოვეთ. რასაც ვიტყვით, ამ კედლებს არ უნ-
და გასცდეს.
პული წყნარად გავიდა.
რობერტს ეზრუნა, სათანადოდ გამოწყობილიყო. შავი ხავერდის
კამზოლი ეცვა, მკერდზე ოქრომკედით ბარათეონთა გვირგვინოსა-
ნი ხარირემი ჰქონდა ამოქარგული. მოკლე ოქროვანი მანტიის ქვეშ
ოქროსფერ-შავი უჯრულა მოსასხამი ჩამოშლოდა. ხელში ღვინიანი
სურა ეჭირა, სახე უკვე სასმელით წამოსწითლებოდა. მას ფეხდაფეხ
სერსეი ლანისტერი შემოჰყვა, თმებში ტიარას პატიოსანი თვლები
უციმციმებდა.
– თქვენო მოწყალებავ, – წარმოთქვა ნედმა, – მომიტევე. ვერ
ვდგები.
– არაფერია, – მოუჭრა მეფემ, – ღვინოს დალევ? არბორიდანაა.
კარგი მოსავალია.
– მცირე ჭიქით, – მიუგო ნედმა, – თავი ჯერაც ყაყაჩოს რძით
მაქვს დამძიმებული.
– შენ ადგილას კაცმა უნდა ჩათვალოს, რომ ბედი სწყალობს, თა-
ვი ჯერაც მხრებზე თუ აბია, – განაცხადა დედოფალმა.
– წყნარად, ქალო, – შეუტია რობერტმა. მან ნედს ღვინიანი ჭიქა
მიუტანა, – ფეხი ჯერაც გტკივა?
– ცოტათი, – ნედს თავი უბრუოდა, მაგრამ დედოფლის წინაშე
სისუსტის გამჟღავნება არ ივარგებდა.

635
– პაიცელი იფიცება, სრულიად შეხორცდებაო, – რობერტი
მოიღუშა, – როგორც ვხვდები, იცი, რა ქნა კეტლინმა?
– ვიცი, – ნედმა ღვინო მოსვა, – ჩემი ცოლი უდანაშაულოა,
თქვენო მოწყალებავ. რაც ჩაიდინა, ჩემი ბრძანებით ქნა.
– ეს არ მომწონს, ნედ, – დაიბუხუნა რობერტმა.
– რა უფლებით ბედავ ჩემს სისხლსა და ხორცზე ხელის აღ-
მართვას? – პასუხი მოითხოვა სერსეიმ, – თავი ვინ გგონია?
– მეფის მარჯვენა, – ყინულოვანი თავაზით მოუგო ნედმა, –
თავად შენი ბატონი-ქმრის მიერ მაქვს დაკისრებული, მეფის სიმ-
შვიდის დარაჯად ვიდგე და მეფის სამართალი აღვასრულო.
– იყავი მარჯვენა, – წამოიწყო სერსეიმ, – მაგრამ ახლა...
– სიჩუმე! – იღრიალა მეფემ, – ხომ ჰკითხე, და კიდევაც გიპა-
სუხა. რისხვით გაფითრებული სერსეი დაჩუმდა, რობერტი კი
კვლავ ნედს მიუბრუნდა.
– მეფის სიმშვიდის დარაჯადო, ამბობ. ასე დარაჯობ ჩემს სიმ-
შვიდეს, ნედ? შვიდი კაცი დაიხოცა...
– რვა, – შეუსწორა დედოფალმა, – ტრეგარი ამ დილით მოკ-
ვდა, ლორდ სტარკის მიერ მიყენებული ჭრილობით.
– ადამიანის გატაცება სამეფო გზაზე და მთვრალი მებრძო-
ლების ატეხილი ხოცვა-ჟლეტა ჩემს ქუჩებში, – თქვა მეფემ, –
ამას არ მოვითმენ, ნედ.
– კეტლინს საკმაო მიზეზები ჰქონდა ჭინკას შესაპყრობად...
– არ მოვითმენ-მეთქი, გითხარი! ჯანდაბას წაუღია მისი მიზე-
ზები! უბრძანებ, ახლავე გაათავისუფლოს ჯუჯა, და ჯეიმის შე-
ურიგდები.
– სამი კაცი თვალწინ ჩამიხოცეს, მხოლოდ იმიტომ, რომ ჯე-
იმის ჩემი დასჯა მოეპრიანა. ეს დავივიწყო?
– შეტაკებას მიზეზი ჩემი ძმა არ გამხდარა, – უთხრა მეფეს
სერსეიმ. – ლორდი სტარკი მთვრალი ბრუნდებოდა საროსკიპო-
დან.

636
მისი ხალხი ჯეიმის და მის მცველებს თავს დაესხა, ისევე, რო-
გორც აისა ცოლი – ტირიონს, სამეფო გზაზე.
– განა მასე მიცნობ, რობერტ, – უთხრა ნედმა, – ლორდ ბეილიშს
და; კითხე. ჩემი თუ არ გჯერა. ისიც იქ იყო.
– ნეკას უკვე ველაპარაკე, – თქვა რობერტმა, – ასე ამბობს,
ბრძოლის დაწყებამდე გავჭენდი ოქროსმოსასხამებიანების მოსაყ-
ვანადო, მაგრამ ინას კი აღიარებს, რომელიღაც საროსკიპოდან
რომ ბრუნდებოდით.
– რომელიღაც საროსკიპოდან? ჯანდაბას შენი თავი, რობერტ, იქ
შენი შვილის სანახავად წავედი! დედამისმა გოგონას ბარა დაარქვა.
იმ გოგონას ჰგავს, პირველი რომელიც გეყოლა, ველზე, ჯერაც ბი-
ჭები რომ ვიყავით, მაშინ, – ამას რომ ამბობდა, დედოფალს თვალს
არ აცილებდა. მას სახე ნიღაბს უგავდა, უძრავი და ფერმკრთალი,
არაფერს ამჟღავნებდა. ..
რობერტი წამოჭარხლდა.
– ბარა, – ჩაიბურტყუნა მან, – ვითომდა, ჩემ საამებლად? ჯანდა-
ბა მაგ გოგოს. მეტი ტვინი ჰქონდა მეგონა.
– თხუთმეტზე მეტის არ იქნება, კახპაა, და ფიქრობდი, ტვინი ექ-
ნებოდა? – უნდოდ დაეკითხა ნედი. ფეხი მწარედ სტკიოდა. თავშე-
კავება უჭირდა, – ის შტერი ბავშვი შეყვარებულია შენზე, რობერტ.
მეფემ სერსეის გახედა.
– ეს თემა დედოფლის ყურებისთვის შეუფერებელია.
– დედოფალს არაფერი ეამება, რის თქმასაც კი ვაპირებ, – მი-
უგო ნედმა, – როგორც მითხრეს, მეფისმკვლელი ქალაქიდან გაქ-
ცეულა.
ნება მომეცი, დავედევნო, მოვიყვანო და მართლმსაჯულების წი-
ნაშე წარვადგინო.
მეფემ ჭიქით ღვინო დაატრიალა, ფიქრობდა. შემდეგ მოსვა.
– არა, – უთხრა ნედს, – აღარ მინდა მაგის გაგრძელება. ჯეიმიმ
სამი კაცი მოგიკლა, შენ მას – ხუთი. მორჩა ამით.

637
– ასე გესმის მართლმსაჯულება? – იფეთქა ნედმა, – თუკი
ასეა, მიხარია, რომ შენი მარჯვენა აღარ ვარ.
დედოფალმა ქმარს შეხედა.
– ვინმეს რომ გაებედა და ტარგარიენს დალაპარაკებოდა
ისე, როგორც ეს შენ გელაპარაკება...
– შენ მე ეირისი ხომ არ გგონივარ? – შეაწყვეტინა რობერ-
ტია.
– მე შენ მეფე მგონიხარ. ჯეიმი და ტირიონი შენი ძმები არიან.
ქორწინების კანონის და ჩვენი კავშირის სახელით. სტარკებ-
მა ერთი გააქციეს, მეორე კი შეიპყრეს. ეს კაცი ყოველი ამოსუნ-
თქვით ღირსებას გილახავს, შენ კი დამდგარხარ აქ თვინიერად
და ეკითხები, ფეხი ხომ არ სტკივა და ღვინოს თუ ინებებს!
რობერტს სახე რისხვით ჩაუმუქდა.
– რამდენჯერ გითხრა, ენა დაიმოკლე-მეთქი, ქალო?
სერსეის სახეზე ზიზღის მთელ ხელოვნებას შეისწავლიდი.
– როგორ დაგვცინეს ღმერთებმა ჩვენ ორს, – ასე თქვა, – წე-
სით და რიგით, შენ კაბა უნდა გეცვას, მე კი – აბჯარი.
რისხვით აჭარხლებულმა მეფემ ხელი მოუქნია, გამეტებით,
ხელუკუღმა შემოსცხო თავში. ქალი მაგიდას მიაწყდა და მაგრად
დაეცა. მაგრამ სერსეი ლანისტერს არ უყვირია. ნატიფი თითები
ჩამოისვა ლოყაზე, იქ, სადაც ფერმკრთალი გადატკეცილი კანი
უკვე გაწითლებას იწყებდა. დილით ნახევარი სახე ჩალურჯებუ-
ლი ექნებოდა.
– ამას პატივის ნიშანივით ვატარებ, – განაცხადა მან.
– ატარებ და კრინტს არ დაძრავ, თორემ კიდევ გცემ პატივს,
– შეჰპირდა რობერტი. მან მცველებს გასძახა. ოთახში სერ მე-
რინ ტრანტმა შემოაბიჯა, თეთრი აბჯარი ეცვა, მაღალი და პირ-
ქუში იყო, – დედოფალი დაიღალა. საძინებლამდე მიაცილე.
რაინდმა სერსეი წამოაყენა და უსიტყვოდ გაიყვანა ოთახი-
დან.

638
რობერტი სურას გადასწვდა და ჭიქა შეივსო.
– ხედავ, რას მიშვრება, ნედ, – მეფე ჩამოჯდა, ღვინის ჭიქას ჩას-
ჩერებოდა და წინ და უკან ანჯღრევდა, – ჩემი მოყვარული ცოლი.
ჩემი ბავშვების დედა, – რისხვა უკვე გამოსცლოდა; ნედმა მის თვა-
ლებში რაღაც მწუხარე და შემკრთალი შენიშნა, – არ უნდა დამერ-
ტყა. ეს არ იყო... არ იყო მეფური საქციელი, – თავის ხელებს და-
აჩერდა, თითქოს ვერ ხვდებოდა, რა იყო ისინი, – ყოველთვის ღო-
ნიერი ვიყავი... ვერავინ მერეოდა, ვერავინ. როგორ შეიძლება ვინ-
მეს ებრძოლო, თუ არ შეიძლება, დაარტყა? – მეფემ გაოგნებით გა-
იქნია თავი, – რეიგარი... რეიგარმა გაიმარჯვა, წყეულიც იყოს. ხომ
მოვკალი, ნედ, ხომ გავუგლიჯე ის შავი აბჯარი და შავი გული გავუპე,
და ჩემს ფეხებთან დალია სული. ამაზე სიმღერებია ნათქვამი. მაგ-
რამ როგორღაც მაინც გაიმარჯვა. ახლა მას ლიანა ჰყავს, მე კი – ეგ,
– მეფემ ჭიქა გამოცალა. – თქვენო მოწყალებავ, – უთხრა ნედმა, –
სალაპარაკო გვაქვს...
რობერტმა საფეთქლებზე მიიჭირა თითები.
– ყელში მაქვს ეს ლაპარაკები ამოსული. დილით მეფისტყეში
მივდივარ სანადიროდ. რაც არ უნდა გქონდეს სათქმელი, ჩემს დაბ-
რუნებამდე მოიცდის.
– თუკი ღმერთები მოწყალე იქნებიან, რომ დაბრუნდები, აქ
აღარ დაგხვდები. ვინტერფელში დაბრუნება მიბრძანე, ხომ გახ-
სოვს?
რობერტი წამოდგა, თავის შესამაგრებლად საწოლის სვეტს სტა-
ცა ხელი.
– ღმერთები იშვიათად არიან მოწყალენი, ნედ. აჰა, ეს შენია, –
მოსასხამის სარჩულში ჩაკერებული ჯიბიდან მძიმე ვერცხლის ხელი
ამოიღო, მარჯვენის ბროში, და საწოლზე დააგდო, – მოგწონს ეს თუ
არ მოგწონს, ჩემი მარჯვენა ხარ, ჯანდაბა შენს თავს. გიკრძალავ
წასვლას.

639
ნედმა ვერცხლის ბროში აიღო. როგორც ჩანდა, არჩევანი არ
ეძლეოდა. ფეხი სტეხდა და თავს ბავშვივით უმწეოდ გრძნობდა.
– ტარგარიენების გოგონა...
მეფემ დაიგმინა.
– შვიდმა ჯოჯოხეთმა დასწყევლოს, ნუღა დაიწყებ ეხლა. გა-
დაწყვეტილია, მაგაზე აღარაფრის გაგონება აღარ მინდა.
– რად გინდივარ მარჯვენად, თუ ჩემი რჩევის მოსმენაც არ
გინდა?
– რად? – რობერტი ახარხარდა, – რატომაც არა? ვინმემ ხომ
უნდა მართოს ეს წყეული სამეფო. გაიკეთე ბროში, ნედ. გიხდება.
და თუ როდისმე ისევ მომიგდებ, გეფიცები, მაგ წყეულ ბალთას
ჯეიმი ლანისტერს მივაბნევ გულზე.

640
კეტლინი

641
აღმოსავლეთის ცა მეწამულით და ოქროთი დაიფერა, მზემ ერი-
ნის ველს რომ გადმოხედა. კეტლინ სტარკი უმზერდა, როგორ
მძლავრობდა ნათელი; ხელები მისი ოთახის ფანჯრის წინ გაყო-
ლებულ ქვის ნატიფ ბალუსტრადაზე დაესვენებინა. მის ქვემოთ
ქვეყნიერებამ შავიდან ლურჯად იცვალა ფერი, შემდეგ კი მწვა-
ნედ შეიღება – მინდვრებსა და ტყეებს განთიადი ეპარებოდა.
ელისას ცრემლების ზემოთ მკრთალი თეთრი ნისლი დიოდა, იქ,
სადაც აჩრდილი-ნაკადი მთის მხარზე ეკიდებოდა და გოლიათის
შუბის ფრიალო პირზე გრძელ ვარდნას იწყებდა. კეტლინი სახე-
ზე შხეფების ოდნავ შეხებას გრძნობდა.
ელისა ერინმა იხილა, როგორ მოკლეს მისი ქმარი, მისი ძმე-
ბი, ყველა მისი შვილი, მაგრამ სიცოცხლეში ერთი ცრემლიც კი
არ დასდენია. ამიტომ სიკვდილის მერე ღმერთებმა განუჩინეს,
რომ სიმშვიდე ვერ ეღირსებოდა, სანამ მისი ტირილი არ მორ-
წყავდა ველის შავ მიწებს, რომელშიც განისვენებდნენ ისინი,
ვინც მას უყვარდა. ელისა ექვსი ათასი წლის წინ მოკვდა და ჯერ
ჩანჩქერის წვეთიც კი არ დასცემოდა შორს დაბლა გაშლილ
ველს. კეტლინმა იფიქრა, რომ მოვკვდები, ჩემი – ცრემლებით
ნეტავ რამხელა ჩანჩქერი გაკეთდებაო.
– დანარჩენიც მითხარი, – თქვა.
– მეფისმკვლელი კასტერლის კლდესთან ლაშქარს კრებს, –
მიუგო სერ როდრიკ კასელმა მის უკან გაშლილი ოთახიდან, –
თქვენი ძმა წერს, რომ კლდეზე მხედრები გაგზავნა და მოითხო-
ვა, ლორდ ტაივინს თავისი განზრახვა განეცხადებინა, მაგრამ
პასუხი არ მიუღია. ედმუნდმა ლორდ ვანცსა და ლორდ პაიპერს
უბრძანა, ოქროს ეშვის ქვემოთ ფონი დაიცვან. იგი ფიცს გაძ-
ლევთ, რომ ტალების მიწის გოჯსაც არ დათმობს ისე, ლანისტე-
რების სისხლით თუ არ მორწყა.
კეტლინმა მზის ამოსვლას თვალი მოსწყვიტა და შემობრუნ-
და.

642
წარმტაცმა სანახაობამ გული ვერ გაუხალისა; სიავედ ეჩვენებო-
და დღის ასეთი მშვენებით გათენება, თუკი ისე უღირსად უნდა დას-
რულებულიყო, როგორ დასასრულსაც კეტლინი მოელოდა.
– ედმურმა მხედრები წარგზავნა და ფიცი დადო, – თქვა მან, –
მაგრამ ედმური არ არის რივერანის ლორდი. მამაჩემზე რაა ნათ-
ქვამი?
– წერილში ლორდი ჰოსტერი ნახსენები არ არის, მილედი, –
სერ როდრიკმა ბაკენბარდები დაიქაჩა. სანამ ჭრილობებს ირჩენდა,
სახეზე ისევ წამოზრდოდა თოვლივით ქათქათა, ეკლებივით ჩხვლე-
ტია თმა და უკვე თითქმის თავის თავს ჰგავდა.
– მამაჩემი რივერანის დაცვას ედმურს არ მიანდობდა, ავადმყო-
ფობას ძალიან რომ არ დაერია ხელი, – თქვა შეწუხებულმა ქალმა,
– როგორც კი ეს ფრინველი მოვიდა, მაშინვე უნდა გაგეღვიძები-
ნეთ.
– მაისტერ კოლემონმა მითხრა, რომ ქალბატონმა, თქვენმა
დამ, გადაწყვიტა, ჯობდა, ძილი დაეცლიათ.
– უნდა გავეღვიძებინე, – გაიმეორა კეტლინმა.
– მაისტერი მეუბნება, რომ თქვენი და ბრძოლის შემდეგ აპირებ-
და თქვენთან საუბარს, – უთხრა სერ როდრიკმა.
– მაშ, აპირებს, ეს მასხარების წარმოდგენა ბოლომდე ნახოს? –
კეტლინმა სახე დაჯღანა, – ჯუჯამ თავის დაკრულზე აცეკვა, ლიზა კი
ისეთი ყრუა, ჰანგი ვერც გაიგონა. რაც არ უნდა მოხდეს ამ დილას,
სერ როდრიკ, უკვე დიდი ხანია, წასვლის დრო დაგვდგომია. ჩემი
ადგილი ვინტერფელშია, ჩემს ვაჟებთან. თუკი ისე მოძლიერდი,
რომ მგზავრობა შეგიძლია, ლიზას მცველთა რაზმს ვთხოვ, თოლია-
ქალაქამდე მიგვაცილონ. იქიდან გემზე შეგვიძლია დავსხდეთ.
– ისევ გემზე? – სერ როდრიკს სიმწვანემ გადაჰკრა, მაგრამ მო-
ახერხა, არ აცახცახებულიყო, – როგორც იტყვი, მილედი.

643
მოხუცი რაინდი კარში გავიდა მოსაცდელად, კეტლინმა კი
ლიზას მიერ მისთვის მიჩენილ მსახურებს მოუხმო. სანამ ჩაცმა-
ში ეხმარებოდნენ, იფიქრა, იქნებ მოვახერხო და ლიზას გადავა-
ფიქრებინო, თუკი ორთაბრძოლამდე დაველაპარაკებიო. ლიზა
გადაწყვეტილებებს გუნება-განწყობილების კვალდაკვალ იც-
ვლიდა, გუნება კი საათში ერთხელ უსხვაფერდებოდა. ის მორ-
ცხვი გოგონა, რივერანში რომ იცნობდა, იქცა ქალად, რომელიც
შეიძლებოდა ამაყი, შეშინებული, ულმობელი, მეოცნებე, განუს-
ჯელი, მორიდებული, ჯიუტი ყოფილიყო, და, ყველაფერთან ერ-
თად, ცვალებადიც.
როდესაც ის ქვემძრომი მედილეგე მოხოხდა და მოახსენათ,
ტირიონ ლანისტერს აღსარების თქმა სურსო, კეტლინი ლიზას
არწმუნებდა, ქონდრისკაცს განმარტოებით შეხვედროდნენ, მაგ-
რამ არა, მის დას უეჭველად ნახევარი ველის თვალწინ უნდა და-
ედგა ეს წარმოდგენა. და ახლა ესეც...
– ლანისტერი ჩემი ტყვეა, – უთხრა მან სერ როდრიკს, კოშ-
კის კიბეზე რომ დაეშვნენ და საარწივეს ცივ თეთრ დარბაზებს გა-
დიოდნენ. კეტლინს სადა რუხი შალი ემოსა და მოვერცხლილი
ქამარი ერტყა, – ჩემს დას ეს უნდა შევახსენო.
ლიზას ოთახების კართან კეტლინი გარეთ გამოჭრილ ბიძას
შეეჩეხა.
– შენც მიდიხარ ამ ბრიყვთა ზეიმზე? – მიახალა სერ ბრინ-
დენმა, – გეტყოდი, ერთი შემოულაწუნე შენს დას და გონს მოიყ-
ვანე-მეთქი, მაგრამ აზრი არ აქვს. ტყუილად ხელს დაილურჯებ.
– რივერანიდან ფრინველი ჩამოვიდა, – წამოიწყო კეტლინ-
მა, – წერილი ედმურისგან...
– ვიცი, ბალღო, – შავი თევზი, ბრინდენის მოსასხამს რომ
ამაგრებდა, მისი ერთადერთი სამკაული იყო, – ამის გაგება მა-

644
ისტერ კოლემონისგან მომიხდა. შენს დას ვთხოვე, გავეშვი, ათასი
გამოცდილი ხმლოსანი მოეცა და საჩქაროდ რივერანისკენ გავჭე-
ნებულიყავით.
აბა, თუ იცი, რა მითხრა? ველი ვერ დათმობს ათას ხმლოსანს,
ძია, ერთსაც კი ვერ გაიმეტებსო, ასე მითხრა. შენ კარიბჭის რაინდი
ხარ და შენი ადგილი აქ არისო. – შეღებული კარიდან ბავშვის კის-
კისი გამოიჭრა და ბიძამისმა მოღუშულმა გაიხედა უკან, – ჰოდა, ასე
ვუთხარი, რომ შეუძლია, წყეული კარიბჭის რაინდი ხელახლა იშო-
ვოს. შავი თევზი ვარ თუ რა, მაინც ტალი ვარ, ბოლოს და ბოლოს.
ამავე საღამოს რივერანისკენ წავალ.
კეტლინს არ შეეძლო, გაოცება გაეთამაშებინა.
– მარტო წახვალ? შენც ჩემსავით კარგად იცი, რომ მთის გზას
ცოცხალი ვერ გადაურჩები. მე და სერ როდრიკი ვინტერფელში
ვბრუნდებით. ჩვენ წამოგვყევი, ძია. მე მოგცემ ათას კაცს. ამ ბრძო-
ლაში რივერანი მარტო არ იქნება.
ბრინდენი წუთით დაფიქრდა, შემდეგ თანხმობით დაუკრა თავი.
– როგორც იტყვი. შორი გზიდან მოვლა გამოდის, მაგრამ შინ ასე
უფრო მშვიდობით მივალ. დაბლა დაგიცდი, – და სწრაფი ნაბიჯით
გაეშურა, უკან გაფრიალებული მოსასხამი მისდევდა.
კეტლინმა და სერ როდრიკმა ერთმანეთს გადახედეს და კარში
შევიდნენ. ბავშვის ხითხითის გაწვრილებული, ნერვიული ხმა უფრო
ახლოდან გაისმა.
ლიზას ოთახები მომცრო ბაღს გადასცქეროდა; მიწისა და ბალა-
ხის წრეს, სადაც ლურჯი ყვავილები ხარობდნენ, ყოველი მხრიდან
თეთრი კოშკები შემორტყმოდნენ გარს. მშენებლები აქ საღვთო
ტყის გაშენებას განიზრახავდნენ, მაგრამ საარწივე მთების მტკიცე
კლდეზე იყო დაშენებული და, რამდენი მიწაც არ ამოზიდეს დაბლა
ველიდან, სარკმლისხეს აქ ფესვი ვერ გაადგმევინეს. ამიტომაც სა-
არწივეს ლორდებმა ბაღში ბალახი დაათესინეს და დაბალ ყვავი-

645
ლოვან ბუჩქებს შორის ქანდაკებები მიმოფანტეს. დღეს ორი ფა-
ლავანი სწორედ აქ მიანდობდა ღმერთების ნებას საკუთარ სი-
ცოცხლეს და ტირიონ ლანისტერის სიცოცხლესაც, აგრეთვე.
ლიზას თმა ახლად დაევარცხნა, კრემისფერ ხავერდში იყო
გამოწყობილი და რძესავით თეთრ ყელზე საფირონების და
მთვარის სპეკალების აცმა უელავდა. სამეფო კარის დარბაზობა
იმ ტერასაზე მოეწვია, ბრძოლის ადგილს რომ გადაჰყურებდა.
მას გარს ეხვივნენ რაინდები, მსახურები და დიდებული თუ მცი-
რე ლორდები. მათგან ბევრს ჯერაც იმედი ჰქონდა, შეერთო იგი,
ლოგინში ჩასწოლოდა და მის მხარდამხარ ემართა ერინის ვე-
ლი.
კეტლინი საარწივეში სტუმრობისას დარწმუნდა, რომ მათი ეს
იმედი ფუჭი იყო.
რობერტის სკამის ასამაღლებლად ხის ბაქანი აეგოთ; იქ იჯდა
საარწივეს ლორდი, კისკისებდა და ტაშს უკრავდა, მასხარის
თეთრ-ცისფერ სამოსში გამოწყობილი კუზიანი მეთოჯინე კი მის
წინ ხის ორ რაინდს ერთმანეთს არკინებდა. მაგიდებზე სქელი
ნაღებით სავსე ქოთნები და მაყვლიანი კალათები ელაგა, სტუმ-
რები სევადიანი ვერცხლის თასებით ტკბილ, ფორთოხლისსურ-
ნელიან ღვინოს შეექცეოდნენ. რა გასაკვირია, ბრინდენი „ბრიყ-
ვთა ზეიმიო“, რომ გაიძახოდა.
ტერასის გადაღმა მჯდარმა ლიზამ ხალისიანად გაიცინა
ლორდ ჰანტერის რომელიღაც ხუმრობაზე და სერ ლინ კორბრის
ხანჯლის წვეტიდან მაყვალი დააგემოვნა. ამ თაყვანისმცემლებს
ლიზა ყველაზე მეტად სწყალობდა .. დღესდღეობით მაინც. კეტ-
ლინს გაუჭირდებოდა თქმა, ამ ორთაგან ლიზას საქმროდ რომე-
ლი უფრო შეუფერებელი იყო. ეონ ჰანტერი ჯონ ერინზე უფრო
ხნიერიც იქნებოდა, ნიკრისის ქარს სანახევროდ დაეხეიბრებინა
და ერთიმეორეზე უფრო ხარბი სამი ჩხუბისთავი ვაჟი ეკიდა კი-
სერზე. სერ ლინის ამბავი სულ სხვანაირი უტვინობა ჩანდა:

646
აშოლტილი და ლამაზი კაცი იყო, უძველესი, ან დაშრეტილი გვარის
ჩამომავალი, მაგრამ ფუყე, განუსჯელი, ფიცხი... და, როგორც ჩურ-
ჩულით ამბობდნენ, ყველამ იცოდა, რომ სრულიადაც არ იტაცებდა
ქალთა მომხიბვლელობა.
ლიზამ კეტლინი რომ შენიშნა, მოეხვია, როგორც მოყვარულ
დას შეჰფერის, და ლოყაზე ნოტიოდ ეამბორა.
– რა საუცხოო დილაა, არა? ღმერთები გვიღიმიან. ღვინო გასინ-
ჯე, საყვარელო. ლორდი ჰანტერი იმდენად გულისხმიერია, რომ სა-
განგებოდ მოატანინა თავისი საკუთარი მარნებიდან.
– არა, გმადლობ. ლიზა, უნდა დაგელაპარაკო.
– მერე, – შეჰპირდა და ზურგი აქცია.
– ახლავე, – წარმოთქვა კეტლინმა იმაზე ხმამაღლა, ვიდრე აპი-
რებდა. სტუმრები მათკენ შემობრუნებას იწყებდნენ, – ლიზა, არ შე-
იძლება, ამ სისულელეს ბოლომდე მისდიო. ჭინკას ფასი მაშინ აქვს,
თუ ცოცხალი იქნება. მკვდარი – ყვავების სარჩოდ თუ გამოდგება.
და თუ მისი ფალავანი გაიმარჯვებს...
– ძლიერ საეჭვოა, მილედი, – დაარწმუნა ლორდმა ჰანტერმა და
ბებრულად დალაქავებული ხელი მხარზე მოუთათუნა, – სერ ვარ-
დისი ჩინებული მებრძოლია. ეს ქირით მებრძოლი ერთ ლუკმად
ეყოფა.
– განა, მილორდ? – ცივად დაეკითხა კეტლინი, – არა მგონია, –
მას ნანახი ჰქონდა, როგორ იბრძოდა ბრონი მთის გზაზე; შემთხვე-
ვით როდი გადარჩა ცოცხალი იქ, სადაც სხვა მებრძოლები დაეცნენ.
ავაზასავით მოძრაობდა და იმ თავის შეუხედავ ხმალსაც საკუთარი
მკლავივით იქნევდა.
ლიზას მთხოვნელები მათ გარშემო გროვდებოდნენ, როგორც
ფუტკრები – აყვავებულ რტოზე.
– ქალები ამ საქმეში დიდად ვერ ერკვევიან, – განაცხადა სერ
მორტონ ვეინვუდმა, – სერ ვარდისი რაინდია, ძვირფასო ლედი, ის
მეორე კი... ხომ იცით, ეგეთები გულის სიღრმეში მუდამ მხდალები

647
არიან. ომში კი მოაქვთ სარგებელი, როდესაც ათასობით მათ-
ნაირი უდგათ გვერდში, მაგრამ საკმარისია, მარტო აღმოჩნდნენ
და მაშინვე იჩუტებიან, სიმამაცე აღარ შერჩებათ ხოლმე.
– დავუშვათ, მართალს ბრძანებთ, – ამ ძალით თავაზიან
ტონს ლამის იყო, კრიჭა შეეკრა კეტლინისთვის, – რას გვარგებს
ჯუჯას სიკვდილი? თუ გგონიათ, ჯეიმის ჩირად უღირს, მის ძმას
სამსჯავრო გავუმართეთ თუ არა, სანამ კლდიდან გადავუძახებ-
დით?
– თავი მოკვეთეთ, ჯობია, – შესთავაზა სერ ლინ კორბრიმ, –
მეფისმკვლელი ჭინკას თავს რომ მიიღებს, ეს მისთვისაც გაფ-
რთხილება იქნება.
ლიზამ მოუთმენლად გაიქნია წელამდე დაშვებული მოწითუ-
რო თმა.
– ლორდ რობერტს სურს ნახოს, როგორ გადაფრინდება, –
ისე თქვა, თითქოს ეს ყველაფერს წყვეტდა, – ჭინკამ კი თავის
თავს დააბრალოს. ორთაბრძოლის სამსჯავრო თვითონვე მოით-
ხოვა.
– ლედი ლიზას რომც მოესურვებინა, აღარც შეეძლო, ღირსე-
ბის შელახვის გარეშე ეუარა, – სიტყვები გაწელა ლორდმა ჰან-
ტერმა.
კეტლინმა ისინი უპასუხოდ დატოვა და მთელი ძალისხმევა
დისკენ მიმართა.
– ხომ გახსოვს, ტირიონ ლანისტერი ჩემი ტყვეა.
– მე კი გახსენებ, ჯუჯამ ქმარი მომიკლა! – ხმა აიმაღლა ლი-
ზამ, – მან მეფის მარჯვენა მოწამლა და ჩემი ძვირფასი პატარა
უმამოდ დატოვა, ჰოდა ახლა მინდა, ზღოს! – ლიზა ისე სწრაფად
შეტრიალდა, რომ დიდებული ქვედაკაბები ტანზე შემოეხვია, და
სწრაფი ნაბიჯით გადაჭრა ტერასა. სერ ლინი, სერ მორტონი და
სხვები ცივი თავისდაკვრით დაეთხოვნენ კეტლინს და საარწივეს
ქალბატონს მიჰყვნენ.

648
– გგონია, მართლაც მან ქნა? – ჩუმი ხმით ჰკითხა სერ როდრიკ-
მა, როდესაც ისევ მარტონი დარჩნენ, – ანუ მართლაც მან მოკლა
ლორდი ჯონი? ჭინკა ჯერაც უარყოფს, თანაც ისეთი თავგამოდე-
ბით...
– მე მჯერა, რომ ლორდი ერინი ლანისტერებმა მოკლეს, – მი-
უგო კეტლინმა, – მაგრამ ეს ტირიონმა ჩაიდინა, სერ ჯეიმიმ თუ დე-
დოფალმა, ამას ვერ ვიტყვი. – ვინტერფელში გაგზავნილ წერილში
ლიზა სერსეის სდებდა ბრალს, მაგრამ ახლა დარწმუნებული ჩანდა,
რომ მკვლელი სწორედ ტირიონი იყო... იქნებ იმიტომ, რომ ჯუჯა აქ
ჰყავდა, დედოფალს კი წითელი ციხის გალავანი იცავდა და აქედან
ასობით ლიგის მოშორებით, სამხრეთში იმყოფებოდა. კეტლინს
ლამის იყო ენატრა, ნეტა დის წერილი წაკითხვამდე დამეწვაო.
სერ როდრიკმა ბაკენბარდები დაიქაჩა.
– მაშ, საწამლავი... ეს შეიძლება მართლაც ჯუჯას ექნა. ან სერსე-
ის. ამბობენ, საწამლავი ქალის იარაღიაო, ბოდიში მომითხოვია, მი-
ლედი. მეფისმკვლელი ხომ დიდად გულზე არ მეხატება, მაგრამ ეგე-
თი საქმის ჩამდენი კაცი არაა. სხვა არაფერი უნდა, ოღონდ კი სის-
ხლი დაანახა იმ თავის ოქროს ხმალზე. საწამლავი იყო, ხომ, მილე-
დი?
გაუგებარი შფოთით შეპყრობილმა კეტლინმა შუბლი შეიკრა.
– სხვა გზით როგორ უნდა მოეხერხებინათ, რომ ბუნებრივი სიკ-
ვდილისთვის დაემსგავსებინათ?
მათ უკან ლორდი რობერტი აღტაცებით აკივლდა, რადგანაც ერ-
თმა სათამაშო რაინდმა მეორე შუაზე გადაჩეხა და ტერასაზე წითე-
ლი ნახერხის ნაკადი დააპნია. კეტლინმა დისშვილს გახედა და
ამოიოხრა. – ბიჭი სრულიად გაუზრდელია. ვერასოდეს იქნება ისე
ძლიერი, რომ მართოს, თუ დროებით დედას არ მოაშორეს.
– მისი ლორდი-მამა დაგეთანხმებოდათ, – წარმოთქვა ხმამ მის
გვერდით. ქალი შებრუნდა და მაისტერ კოლემონი დაინახა, მას
ხელში ღვინის თასი ეჭირა, – იცით, აპირებდა, ბიჭი დრაკონის ქვაზე

649
გაეგზავნა აღსაზრდელად... ოჰ, ოღონდ ახლა ზედმეტს ვლაპა-
რაკობ, – გამობურცული ყანყრატო მღელვარედ აუთამაშდა მო-
ბოშებული მაისტერის ჯაჭვქვეშ, – ვშიშობ, ლორდ ჰანტერის ჩი-
ნებულ ღვინოს ზომაზე მეტად მივეძალე. მოსალოდნელმა სის-
ხლისღვრამ ნერვები მთლად გამილია... – გეშლებათ, მაისტერ,
– უთხრა კეტლინმა, – ბიჭს კასტერლის კლდეზე აგზავნიდნენ,
და არა დრაკონის ქვაზე, თანაც ეგ შეთანხმება მარჯვენის სიკ-
ვდილის მერე მოხდა, ჩემი დის თანხმობის გარეშე.
მაისტერმა ისე მკვეთრად გააკანტურა უზომოდ გრძელი კის-
რის ბოლოზე შემომჯდარი თავი, რომ ისიც ძაფებზე გამობმული
ტიკინა გეგონებოდა.
– არა, ბოდიში მომითხოვია, მილედი, მაგრამ სწორედ ჯონ
ერინი... მათ თავზემოთ ხმამაღლა ჩამოჰკრა ზარმა. დიდებულმა
ლორდებმაც და მომსახურე გოგონებმაც ერთნაირად მიატოვეს,
რასაც აკეთებდნენ, და ქვის მოაჯირს მიადგნენ. დაბლა ორი ცის-
ფერმოსასხამიანი მცველი ტირიონ ლანისტერს შემოუძღვა ბაღ-
ში. საარწივეს სქელმა სეპტონმა იგი მიიყვანა ბაღის შუაგულში
მდგარ მოქვითინე ქალთან, ცისფრად დაძარღვული თეთრი მარ-
მარილოსგან რომ იყო გამოქანდაკებული და, უეჭველია, ელი-
სას გამოსახავდა.
– ბოროტი პატარა კაცი, – ხითხითით თქვა ლორდმა რობერ-
ტმა, – დედა, შეიძლება გადავაფრინო? მინდა ვნახო, როგორ იფ-
რენს.
– ცოტა ხანში, ჩემო ძვირფასო, – შეჰპირდა ლიზა.
– ჯერ სამსჯავრო, – გაწელა სერ ლინ კორბრიმ, – მერე სას-
ჯელი.
სულ მალე ბაღის მეორე მხრიდან ორი ფალავანი შემოვიდა.
რაინდს ორი ჭაბუკი საჭურველთმტვირთველი ახლდა დამხმა-
რედ, ქირით მებრძოლს – საარწივეს ორთაბრძოლის ოსტატი.

650
სერ ვარდის იგენი თავით ფეხამდე ფოლადში იყო ჩამჯდარი, ჯაჭ-
ვის ზემოდან მძიმე აბჯარი და დაბამბული იალმაგი ეცვა. კრემის-
ფერცისფერი მინანქარით დაფარული დიდი, მრგვალი ბალთები,
რომლებზედაც ერინთა გვარის მთვარე-და-შევარდენი იყო გამოსა-
ხული, მკერდსა და მკლავის სახსრებს უფარავდა. წელიდან ბარძა-
ყის შუამდე ნაკეცებიანი ლითონის კალთა ფარავდა, ყელზეც მტკიცე
საყელური ჰქონდა მოვლებული. მუზარადის საფეთქლებთან შე-
ვარდნის ფრთები ეშლებოდა, სახეს წაწვეტებული ლითონის ნის-
კარტი უფარავდა, რომელშიც სამზერად ვიწრო ჭრილი იყო დატანე-
ბული.
ბრონი ისე მსუბუქად იყო შეჭურვილი, რომ რაინდის გვერდით
ლამის შიშველი ჩანდა. მოთრიმლულ ტყავზე მხოლოდ გაზეთილი
შავი ჯაჭვის პერანგი გადაეცვა, თავზე ფოლადის მრგვალი ჩაფხუტი
ეფარა, რომელსაც საცხვირე და ჯაჭვის ზარადი ჰქონდა. ფოლადის
საწვივით გაწყობილი ტყავის მაღალი ჩექმები ნაწილობრივ მაინც
უცავდა ფეხებს, ხელთათმანების თითებში კი შავი რკინის წრეები
ჰქონდა ჩაკერებული. მაგრამ კეტლინმა შენიშნა, რომ ქირით მებ-
რძოლი თავის მოწინააღმდეგეზე ნახევარი მტკაველით უფრო მაღა-
ლი იყო და უფრო გრძელი საწიერიც ექნებოდა... თანაც, ბრონი
თხუთმეტიოდე წლით უფრო ახალგაზრდაც ჩანდა.
ერთმანეთის პირისპირ დაიჩოქეს მოტირალი ქალის ფერხთით,
ლანისტერი მათ შორის იდგა. სეპტონმა წელზე ჩამობმული რბილი
ქსოვილის ჩანთიდან დაწახნაგებული ბროლის სფერო ამოიღო და
თავზემოთ დაიჭირა. გარშემო სხივები გაიფანტა, ჭინკას სახეზე ცი-
სარტყელები აცეკვდნენ. მაღალი, საზეიმო, ამღერებული ხმით სეპ-
ტონმა ღმერთებს შესთხოვა, დაბლა გადმოეხედათ და თავდებად
ყოფილიყვნენ, რათა სიმართლე მოეძიათ ამ კაცის გულში, ეძღვნათ
მისთვის სიცოცხლე და თავისუფლება, თუ უცოდველი იყო, ან – სიკ-
ვდილი, თუ იყო ბრალეული. მის ხმას გამოძახილად აბრუნებდნენ
გარშემორტყმული კოშკები.

651
როდესაც ბოლო გამოძახილიც მიწყდა, სეპტონმა დაუშვა თა-
ვისი კრისტალი და საჩქაროდ გაშორდა იქაურობას. ტირიონი
გადაიხარა და, სანამ მცველი გაიყვანდა, ბრონს რაღაც ჩასჩურ-
ჩულა ყურში. ქირით მებრძოლი სიცილით წამოდგა და მუხლი-
დან ბალახის ღერი ჩამოიფერთხა.
რობერტ ერინი, საარწივეს ლორდი და ველის მცველი, მო-
უთმენლად წრიალებდა თავის შემაღლებულ სკამზე.
– როდის უნდა იჩხუბონ? – იკითხა წუწუნით.
სერ ვარდისი ფეხზე ერთ-ერთმა საჭურველთმტვირთველმა
წამოაყენა. მეორემ თითქმის ოთხი ფუტის სიმაღლის სამკუთხა
ფარი მოუტანა – რკინის ღილებით დაწინწკლული მძიმე მუხა.
ფარი მარცხენა მკლავზე მიაბეს. როდესაც საარწივეს ორთაბ-
რძოლის ოსტატმა ბრონს ასეთივე ფარი შესთავაზა, ქირით მებ-
რძოლმა გადააფურთხა და ხელის აქნევით იუარა. სამი დღის ნა-
ზარდი უხეში შავი წვერი ყბებსა და ლოყებს უფარავდა, მაგრამ
იმიტომ კი არა, რომ სამართებელი ვერ ეშოვა; მისი ხმლის პირი
სახიფათოდ ბზინავდა, ჩანდა, ყოველდღე საათობით ლესავ-
დნენ, სანამ ისე არ გაბასრდა, რომ ხელსაც ვეღარ შეახებდი. სერ
ვარდისმა საფუხარიანი ხელი გაიწოდა და საჭურველთმტვირ-
თველმა თითებში ლამაზი ორლესული ჩაუდო. პირზე ნატიფი
ვერცხლის სევადით მთაგრეხილი იყო გამოსახული. ტარად შე-
ვარდნის თავი ჰქონდა, ვადა ფრთების სახედ იყო მოყვანილი.
– ეს ხმალი ჯონისთვის დავამზადებინე მეფის საბიჯელში, –
ამაყად განუცხადა ლიზამ სტუმრებს, რომლებიც უცქერდნენ,
როგორ მოიმარჯვა სერ ვარდისმა ხმალი და სასინჯად მოიქნია,
– ყოველთვის, როდესაც მეფე რობერტის ნაცვლად რკინის ტახ-
ტზე ჯდებოდა ხოლმე, ეს ხმალი ეკეთა. ხომ ლამაზია? ვიფიქრე,
რომ სწორი იქნება, ჩვენმა ფალავანმა ჯონის შური მისივე
ხმლით იძიოს.

652
უდავოდ, სევადიანი მოვერცხლილი ხმალი მშვენიერი სანახავი
იყო, მაგრამ კეტლინს ეჩვენებოდა, რომ სერ ვარდისი საკუთარი
ხმლით უფრო თავდაჯერებულად იბრძოლებდა. მაინც არაფერი უთ-
ქვამს; დასთან ფუჭი კამათით უკვე დაღლილიყო.
– უთხარი, იჩხუბონ! – იყვირა ლორდმა რობერტმა.
სერ ვარდისი საარწივეს ლორდს გამოეჭიმა და სალმის ნიშნად
ხმალი აღმართა.
– საარწივეს და ველის სახელით!
ტირიონ ლანისტერი ბაღის მეორე მხარეს აივანზე დაესვათ,
ორივე მხრიდან მცველები ამოსდგომოდნენ. ბრონი მისკენ შებრუნ-
და და მას მისცა სალამი.
– შენს ბრძანებას ელიან, – უთხრა ლედი ლიზამ თავის ლორდ
ძეს.
– იბრძოლეთ! – იწივლა ბიჭმა, სკამის სახელურებზე ჩაფრე-
ნილს მკლავები უცახცახებდა.
სერ ვარდისი შებრუნდა, თავისი მძიმე ფარი იფარა. ბრონიც შე-
მოტრიალდა და პირისპირ დაუდგა. მათი ხმლები ჟღრიალით გა-
დაჯვარედინდა ერთხელ, მეორედ, საცდელად. ქირით მებრძოლმა
უკან გადადგა ნაბიჯი. რაინდმა მისდია, თან ფარს ეფარებოდა. ზე-
მოდან უქნია ხმალი, მაგრამ ბრონი უკან გახტა, ვერცხლის პირმა
ვეღარ უწვდინა და მხოლოდ ჰაერიღა გაკვეთა. ბრონმა მარჯვნივ
გააბიჯა, გვერდულად, წრეზე. სერ ვარდისიც შებრუნდა და მიჰყვა,
ფარი ჯერაც მათ შორის ეჭირა. რაინდი წინ დაიძრა, უსწორმასწორო
მიწაზე ფრთხილად სინჯავდა ყოველ ნაბიჯს. ქირით მებრძოლმა
უგანა, ბაგეზე მკრთალი ღიმილი დასთამაშებდა. სერ ვარდისმა ჩეხ-
ვით შეუტია, მაგრამ ბრონი გაუსხლტა და მსუბუქად გადაახტა და-
ბალ ხავსიან ლოდს. ქირით მებრძოლი ახლა მარცხნივ დაიძრა,
ფარს გასცილდა, რაინდის დაუცველ გვერდს მიუახლოვდა. სერ
ვარდისმა სცადა, ფეხებში მოეცელა, მაგრამ ვერ მისწვდა. ბრონი

653
უფრო მარცხნივ გაუსრიალდა. სერ ვარდისი ადგილზე დატრი-
ალდა.
– ეს კაცი მხდალია! – განაცხადა ლორდმა ჰანტერმა, – და-
უდექი და იბრძოლე, მშიშარავ! – მის დაძახილს სხვებიც აჰ-
ყვნენ.
კეტლინმა სერ როდრიკს გადახედა. ვინტერფელის ორთაბ-
რძოლის ოსტატმა მკვეთრად გაიქნია თავი.
– უნდა, სერ ვარდისს თავი ადევნინოს. რაც გინდა ძლიერი
იყოს, აბჯრისა და ფარის სიმძიმე კაცს ღონეს გამოაცლის.
კეტლინი თითქმის ყოველდღე ხედავდა ხმალაობაში მოვარ-
ჯიშე მებრძოლებს, თავისი სიცოცხლის განმავლობაში ნახევარი
ასეული ტურნირისთვის მაინც ეცქირა, მაგრამ ეს, რასაც ახლა
ხედავდა, რაღაც სხვა იყო, უფრო შემზარავი და ხიფათიანი, ცეკ-
ვა, სადაც ნაბიჯის მცირე შეცდომაც კი სიკვდილს ნიშნავდა. და,
სანამ უცქერდა, კეტლინ სტარკს სხვა დროს გამართული სხვა
ორთაბრძოლა ისეთი სიცხადით დაუდგა თვალწინ, თითქოს ყვე-
ლაფერი გუშინ მომხდარიყო.
ისინი ერთმანეთს რივერანის ციხის ქვედა ეზოში შეხვდნენ.
როდესაც ბრანდონმა დაინახა, რომ პეტირს მხოლოდ მუზარადი
ეხურა და ჯაჭვის პერანგი და სამკერდული ეცვა, მანაც მოიშორა
აბჯრის დიდი წილი. პეტირი კეტლინს ევედრა, მისთვის ებოძა
რაიმე ნიშანი, რასაც ბრძოლისას მიიბნევდა, მაგრამ ქალმა უა-
რი უთხრა. მამა-ბატონმა ბრანდონ სტარკს აღუთქვა მისი თავი
და კეტლინმაც სწორედ მას მისცა ღია-ცისფერი ხილაბანდი, რო-
მელზეც თავად ამოექარგა რივერანის მხლტომი კალმახი. ხი-
ლაბანდი ხელში რომ ჩაუდო, ვედრებით უთხრა: „ერთი სულელი
ბიჭია, მაგრამ ძმასავით შევიყვარე. მისი სიკვდილის ხილვა და-
მამწუხრებს“. მისმა დანიშნულმა შეხედა სტარკების ცივი რუხი
თვალებით და შეჰპირდა, დაენდო ბიჭი, რომელსაც კეტლინი უყ-
ვარდა.

654
ბრძოლა ლამის დაწყებისთანავე დასრულდა. ბრანდონი ზრდას-
რული კაცი და მეომარი იყო; ნეკას მთელი ეზო გადააჭრევინა და
წყლის კიბეზე ჩადენა, ყოველ ნაბიჯზე სეტყვასავით აყრიდა დარ-
ტყმებს და სულ მალე ბიჭი უკვე ბორძიკობდა და ათობით ჭრილობი-
დან სისხლი სდიოდა. „დამნებდი!“ არაერთხელ შესძახა მას ბრან-
დონმა, მაგრამ პეტირი მხოლოდ უარით იქნევდა თავს და ჯიუტად
განაგრძობდა ბრძოლას. მდინარე წვივებამდე რომ შემოადგათ,
ბრანდონმა ბოლოს და ბოლოს ბრძოლა დაასრულა სასტიკი ხელუ-
კუღმა მოქნევით. ფოლადმა პეტირის ჯაჭვსა და ტყავში გაატანა და
ნეკნების ქვეშ დაუცველ სხეულში შეცურდა, ისე ღრმად, რომ კეტ-
ლინი დარწმუნებით იტყოდა, ჭრილობა სასიკვდილოაო. დაცემისას
მან ქალს შეხედა და „კეტო“, ჩაიბუტბუტა; შეჯავშნულ თითებს შო-
რის კაშკაშა სისხლი დასდინდა. კეტლინს ეგონა, ეს უკვე გადავიწ-
ყებული ჰქონდა.
მაშინ უკანასკნელად დაინახა ნეკას სახე... იმ დღემდე, მეფის სა-
ბიჯელში მის წინაშე რომ მიიყვანეს. ორი კვირა გავიდა, სანამ ნეკა
ისე მომჯობინდებოდა, რომ რივერანიდან წასვლა შესძლებოდა,
მაგრამ მამა-ბატონმა კეტლინს აუკრძალა ლოგინად მწოლი ავად-
მყოფის მონახულება. პეტირის მოვლაში მათ მაისტერს ლიზა ეხმა-
რებოდა – იმ დღეებში იგი უფრო ლმობიერი და მორიდებული იყო.
ედმურმაც მოინახულა, მაგრამ პეტირმა დაითხოვა. კეტლინის ძმა
ორთაბრძოლის დროს ბრანდონის საჭურველთმტვირთველი იყო
და პეტირი ამას არასოდეს აპატიებდა. როგორც კი იმდენად მომჯო-
ბინდა, რომ მისი გადაყვანა შეიძლებოდა, ლორდმა ჰოსტერ ტალიმ
პეტირ ბეილიში საბოლოოდ გამოსაკეთებლად დახურული ტახ-
ტრევნით გაამგზავრა თითებზე, ზღვაში შეჭრილ ქარიან, კლდოვან
შვერილზე, სადაც ნეკა დაბადებულიყო.
ფოლადის ფოლადზე ჯახმა იგი აწმყოში დააბრუნა. სერ ვარდისი
დაუცხრომლად უტევდა ბრონს, ზედ ეტანებოდა თავისი ფარითა და

655
ხმლით. ქირით მებრძოლი უკან-უკან იხევდა, ყოველ მოქნევას
ამჩნევდა და მოხერხებულად აბიჯებდა მიწაში ამოჩრილ ქვებსა
და ფესვებს; მტერს თვალს წუთითაც არ სწყვეტდა. კეტლინი ხე-
დავდა, რომ ის უფრო სხარტი იყო; რაინდის მოვერცხლილი ხმა-
ლი მას ერთხელაც არ გაჰკარებია, მისმა შეუხედავმა რუხმა მახ-
ვილმა კი სერ ვარდისის მხრის საფარს ნაჭდევი გაუჩინა.
ხანმოკლე გაცხარებული შერკინება როგორც დაიწყო, ისევე
სწრაფად დასრულდა, როდესაც ბრონმა გვერდითი ნაბიჯი გა-
დადგა და მოტირალი ქალის ქანდაკების უკან შესხლტა. სერ
ვარდისმა ხმალი აძგერა იმ ადგილს, სადაც წამის წინ მისი მოწი-
ნააღმდეგე იდგა, და ელისას ფერმკრთალ მარმარილოს თეძოს
ნაპერწკლები გააყრევინა.
– კარგად არ ჩხუბობენ, დედა, – დაიწუწუნა საარწივეს ლორ-
დმა, – მინდა, რომ იჩხუბონ.
– იჩხუბებენ, საყვარელო, – დაუყვავა დედამ, – ეგ ქირით
მებრძოლი მთელ დღეს ხომ ვერ ირბენს.
ლიზას ტერასაზე მდგარ ლორდთაგან ზოგი ცალყბად ოხუნ-
ჯობდა და ღვინის თასებს ივსებდა, ოღონდ ბაღის გადაღმიდან
ტირიონის სხვადასხვაფერი თვალები იმგვარად უცქერდნენ ფა-
ლავნების ცეკვას, თითქოს ამქვეყნად სხვა აღარაფერი არსე-
ბობდა.
ბრონი მძლავრად და სწრაფად გამოიჭრა ქანდაკების უკნი-
დან, ისევ მარცხნივ წავიდა და რაინდის დაუცველ მარჯვენა
ფერდს ორხელა დარტყმა უმიზნა. სერ ვარდისმა მოიგერია, მაგ-
რამ უხერხულად, და ქირით მებრძოლის მახვილის პირმა მაღ-
ლა, მოწინააღმდეგის თავისკენ იელვა. ლითონმა გაიმღერა და
შევარდნის ფრთა ღრჭიალით დაეცა მიწაზე. სერ ვარდისმა წო-
ნასწორობის შესანარჩუნებლად ნახევარი ნაბიჯით უკან დაიხია
და ფარი ასწია. მუხის ნაფოტები გაიფანტა, როდესაც ბრონის
ხმალი ხის ზღუდეს დაატყდა. ქირით მებრძოლი კვლავ მარცხნივ

656
გადგა, ფარს გაერიდა და სერ ვარდისს მუცელზე შემოჰკრა, მისი
მახვილის სამართებელივით პირმა რაინდს აბჯარზე კაშკაშა ნაჭ-
დევი დაუტოვა.
სერ ვარლისმა უკან გადადგმულ ფეხს ძლიერად უბიძგა, წინ გა-
მოიჭრა და თავისი ვერცხლის მახვილი გავეშებული მოქნევით რკა-
ლად დაუშვა მტრისკენ. ბრონმა თავისი ხმლით აისხლიტა და მსუ-
ბუქად გაეცალა დარტყმას. რაინდი მოტირალ ქალს შეასკდა და
კვარცხლბეკზე შეაბარბაცა. ბორძიკით დაიხია უკან, თავს აქეთ-
იქით ატრიალებდა და მტერს დაეძებდა. მისი მუზარადის სამზერი
ჭრილი ხედვას უზღუდავდა.
– შენ უკან, სერ! – შესძახა ლორდმა ჰანტერმა, მაგრამ გვიანი
იყო. ბრონმა ორი ხელით მოიქნია ხმალი, დარტყმამ სერ ვარდისს
იარაღიანი ხელის იდაყვზე უწია. სახსრის დამცველმა ნაკეცებიანმა
ლითონმა ღრჭიალი გაიღო. რაინდმა დაიხვნეშა, შემოტრიალდა,
იარაღი შემართა. ბრონი ამჯერად არ გასცლია. ხმლები ერთმანეთს
შეეჯახა, ლითონის მღერამ ბაღი აავსო და ჟღერით აირეკლა საარ-
წივეს თეთრი კოშკებიდან. – სერ ვარდისი დაჭრილია, – მწუხარე
ხმით წარმოთქვა სერ როდრიკმა.
კეტლინს ამის თქმა არ სჭირდებოდა; თავადაც ჰქონდა თვალე-
ბი.
ხედავდა რაინდის წინამხარზე ჩამორბენილი სისხლის კაშკაშა
ნაკადულს, იდაყვის სახსართან გაჩენილ სისველეს. მტრის დარ-
ტყმებს სულ უფრო შეყოვნებული, სულ უფრო დაბალი მოქნევით
იგერიებდა. სერ ვარდისი მოწინააღმდეგეს გვერდულად დაუდგა,
შეეცადა, ხმლის ნაცვლად ფარით დაეცვა თავი, მაგრამ კატასავით
სხარტი ბრონი გარს უვლიდა. ქირით მებრძოლს თითქოს ძალა ემა-
ტებოდა. მისი მოქნევები უკვე კვალს ტოვებდა. რაინდის აბჯარი
ღრმა მბზინვარე ღარებით იყო დაფარული, ნაჭდევები მოჩანდა მის
მარჯვენა თეძოზე, ნისკარტიან მუზარადზე, გარდიგარდმო კვეთდა
მის სამკერდულს, საყელურსაც გრძელი ღარი აჩნდა. მთვარისა-და-

657
შევარდნის ბალთა სერ ვარდისის მარჯვენა მკლავზე ორად იყო
გაპობილი და ღვედებზე კონწიალებდა.
მისი მუზარადის სასუნთქი ხვრელებიდან მძიმე ქოშინი ისმო-
და.რაც არ უნდა დაბრმავებული ყოფილიყვნენ ქედმაღლობით
ველის ლორდები და რაინდები, ისინი ხედავდნენ, რა ხდებოდა
მათ ქვემოთ; მაგრამ ლედი ლიზა ვერაფერს ხვდებოდა.
– კმარა, სერ ვარდის! – ჩასძახა რაინდს, – მოუღე ბოლო, ჩე-
მი პატარა დაიღალა ლოდინით!
სერ ვარდის იგენის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ თავისი
ქალბატონის ბრძანებას დაემორჩილა, თუმც მისთვის უკანას-
კნელს. წამით უკან გადაქანდა, თავისი დაჩეხილი ფარის უკან
მოკუნტული; და მეორე ნამს შეუტია. მოულოდნელმა დაძგერე-
ბამ ბრონს წონასწორობა დააკარგვინა. სერ ვარდისი ზედ მიას-
კდა და ფარის კიდე ქირით მებრძოლს სახეში გასცხო. ლამის,
ლამის წაიქცა ბრონი... ფეხარეულმა უკან დაიხია, ქვას წამოედო
და თავის შესამაგრებლად მოტირალ ქალს ჩაეჭიდა. სერ ვარ-
დისმა ფარი გააგდო და ბორძიკით მიჰყვა, ორივე ხელით შემარ-
თა ხმალი. მარჯვენა მკლავი იდაყვიდან თითებამდე ახლა სულ
სისხლით ჰქონდა მოსვრილი, მაგრამ მისი ბოლო, თავგანწირუ-
ლი მოქნევა ბრონს კისრიდან წელამდე გაჩეხავდა... ქირით მებ-
რძოლი უძრავად რომ დალოდებოდა.
მაგრამ ბრონი უკან გახტა. ჯონ ერინის ლამაზი, მოსევადებუ-
ლი ვერცხლის ხმალი მოტირალი ქალის მარმარილოს იდაყვზე
ასხლტა და პირის მესამედი წმინდად წაემტვრა. ბრონმა მხარი
ქანდაკების ზურგს მიაბჯინა. ელისა ერინის ქარ-წვიმით შელან-
ძღული სახება შეტორტმანდა და ზათქით დაენარცხა მიწას, ქვეშ
სერ ვარდის იგენი მოიყოლა ბრონი თვალის დახამხამებაში
თავს წაადგა, ფეხით მოაცილა დამსხვრეული ბალთის ნარჩენე-

658
ბი და მკლავსა და სამკერდულს შორის დაუცველი ადგილი გამოუ-
ჩინა. სერ ვარდისი გვერდზე იწვა, მოტირალი ქალის გადამსხვრეუ-
ლი ტანის ქვეშ მოქცეული ვერ ინძრეოდა.
კეტლინს ჩაესმა რაინდის კვნესა, როდესაც ქირით მებრძოლმა
თავისი მახვილი ორი ხელით ასწია და მთელი თავისი წონის მიყო-
ლებით ღრმად ჩასცა მკლავის ქვეშ, ნეკნებს შორის. სერ ვარდის
იგენი გაცახცახდა და გაშეშდა.
საარწივეს თავზე მდუმარება ჩამოწვა. ბრონმა ჩაფხუტი გადაიძ-
რო და ბალახზე დააგდო. ფარის მირტყმისგან ტუჩი გახეთქილი და
სისხლიანი ჰქონდა. პირიდან მოტეხილი კბილი გადმოაფურთხა.
– მორჩა, დედა? – იკითხა საარწივეს ლორდმა.
არა, უნდოდა ეთქვა კეტლინს, ახლაღა იწყება.
– ჰო, – წარმოთქვა დაღვრემილმა ლიზამ. მისი ხმა ისევე ცივი,
ისევე მკვდარი იყო, როგორც მისი მცველთა კაპიტანი.
– ახლა შეიძლება გადავაფრინო ეს პატარა კაცი?
ბაღის იქით ტირიონ ლანისტერი ფეხზე წამოდგა.
– ეს პატარა კაცი არა, – თქვა, – ეს პატარა კაცი დაბლა თალგა-
მების კალათით ჩავა, მადლობა მომიხსენებია.
– შენ თვლი, რომ... – წამოიწყო ლიზამ.
– მე ვთვლი, რომ ერინების გვარი მიცემულ სიტყვას არ ივიწ-
ყებს, – თქვა ჭინკამ, – მაღალი, ვითარცა ღირსება.
– შენ დამპირდი, რომ გადავაფრენდი! – უკივლა დედას საარწი-
ვეს ლორდმა და აცახცახდა.
ლედი ლიზას სახე მრისხანებით უვარვარებდა.
– ღმერთებმა ინებეს, იგი უდანაშაულოდ გამოეცხადებინათ,
შვილო. სხვა გზა არ გვაქვს, უნდა გავათავისუფლოთ, – მან ხმა აი-
მაღლა, – მცველებო, მოაშორეთ მილორდ ლანისტერი და მისი...
არსება აქედან. სისხლიან კარიბჭემდე მიაცილეთ და გაათავისუფ-
ლეთ. იზრუნეთ, რათა ცხენები და სამკბილამდე სამყოფი საგზალი

659
ჰქონდეთ და მთელი მათი ნივთები და იარაღი დაუბრუნეთ. მთის
გზაზე ყველაფერი დასჭირდებათ.
– მთის გზაზე, – გაიმეორა ტირიონ ლანისტერმა. ლიზას სა-
ხეზე მკრთალმა, კმაყოფილმა ღიმილმა გადაჰკრა. კეტლინი
მიხვდა, ლიზას ახლა ამ გზით გამოჰქონდა სასიკვდილო განაჩე-
ნი. ეს ტირიონ ლანისტერსაც მშვენივრად მოეხსენებოდა. და მა-
ინც, ჯუჯამ დამცინავად მოიდრიკა თავი ლედი ერინის წინაშე.
– როგორც ბრძანებ, მილედი, – ასე უთხრა, – მე მგონი, გზას
გავიგნებთ.

660
ჯონი

661
– ჩემს გამოწვრთნილ ბიჭებში ყველაზე უვარგისებსაც ტოლს არ
უდებთ უვარგისობაში, – განუცხადათ სერ თორნიმ, როდესაც ყვე-
ლანი ეზოში შეგროვდნენ, – თქვენი ხელები ნეხვის ნიჩბის საჭე-
რად არის მომარჯვებული და არა ხმლისთვის, და ჩემი ნება რომ
იყოს, ყველას ღორების სამწყემსად გაგამწესებდით. მაგრამ წუ-
ხელ მითხრეს, რომ გიურენი სამეფო გზაზე ხუთ ახალ ბიჭს მო-
ერეკება. ერთი-ორს იქნებ მათივე ფსელის ფასი მაინც ჰქონდეს.
იმათთვის ადგილის გასათავისუფლებლად გადავწყვიტე, თქვენ-
გან რვა ლორდ-მეთაურს გადავცე და რაც უნდა, ის გიქნათ, – მან
სათითაოდ ამოიძახა სახელები, – გომბეშო. ქვისთავა. კამეჩი.
მიჯნური. მუწუკა. მაკაკა. სერ გაგრია, – ბოლოს ჯონს შეხედა, –
და ბუში.
პიპმა დაიყიჟინა და თავისი ხმალი ჰაერს აძგერა. სერ ალის-
ტერმა ქვეწარმავლის მზერით გააშეშა იგი.
– აწი ღამის ებგურის მებრძოლებს დაგარქმევენ, მაგრამ ამ
ჯამბაზების მაკაკაზე უარესი სულელები იქნებით, მაგას თუ და-
იჯერებთ. ჯერ კიდევ ბიჭები ხართ, ცხვირმოუხოცავები და ზაფხუ-
ლის სუნად ყარხართ, ჰოდა, ზამთარი რომ მოვა, კიდევაც და-
იხოცებით ბუზებივით, – სერ თორნიმ ამ სიტყვებით დატოვა ისი-
ნი.
დანარჩენი ბიჭები დასახელებული რვის გარშემო შეგროვ-
დნენ, იცინოდნენ, იგინებოდნენ და მილოცვებს აყრიდნენ. ჰალ-
დერმა გომბეშოს უკანალზე ბრტყლად გადაუჭირა ხმალი და და-
იღრიალა:
– გომბეშო, ღამის ებგური!
პიპმა იწივლა, შავ ძმას ცხენი ეკუთვნისო, გრენს მხრებზე შე-
ახტა და ორივე ერთად დაენარცხა მიწაზე, გორავდნენ, წიხლებს
იქნევდნენ და ხორხოცებდნენ. დარეონი საიარაღოსკენ გაქანდა
და უკან წითელი ღვინით სავსე ტიკით დაბრუნდა. სულელებივით
გაბადრულებმა სასმელი წრეში ჩამოატარეს და ჯონმა სწორედ

662
მაშინ შენიშნა სემუელ ტარლი, ეულად რომ იდგა ეზოს კუთხეში
ამართული ხმელი შიშველი ხის ქვეშ. ჯონმა მას ტიკი შესთავაზა.
– მოყლუპავ?
სემმა თავი გაიქნია.
– არა, ჯონ, მადლობა.
– ხომ კარგად ხარ?
– კი, მშვენივრად, მართლა, – იცრუა სქელმა ბიჭმა, – ისე მიხა-
რია თქვენ გამო, – მრგვალი სახე შეუკრთა, ნაძალადევად რომ გა-
იღიმა, – ერთ დღესაც პირველი აეშაგი გახდები, როგორც ბიძაშენი
იყო.
– არის, – შეუსწორა ჯონმა. მან არ აღიარა, რომ ბენჯენ სტარკი
ცოცხლებში აღარ ეწერა. სანამ კიდევ რამეს იტყოდა, ჰალდერმა
შესძახა: – ჰეი, გინდათ, სულ თქვენ დალიოთ?
პიპმა ტიკი ხელიდან გამოსტაცა და სიცილით გასხლტა გვერ-
დზე.
გრენი მკლავზე ჩააფრინდა, პიპმა კი ტიკს ხელი მოუჭირა და წვე-
რილი წითელი ნაკადი ჯონს სახეზე მიეშხეფა. ჰალდერმა აღშფოთე-
ბით შეჰყმუვლა ღვინის ასე ტყუილად დაღვრის გამო. მატთარი და
ჯერედი კედელზე აძვრნენ და ყველას გუნდები დაუშინეს.
როდესაც ჯონმა მოახერხა და ორომტრიალს თავი დააღწია,
თმებში ჩაყრილი თოვლით და წითლად დალაქავებული იალმაგით,
სემუელ ტარლი უკვე წასულიყო.
იმ ღამით სამთითა ჰობმა ახალი ამბის აღსანიშნავად ბიჭებს სა-
განგებო ვახშამი მოუმზადა. როდესაც ჯონი საერთო დარბაზში შე-
ვიდა, მას თავად დიდმოურავი მიუძღვა ცეცხლთან მდგარ მერხამ-
დე.
უფროსი მებრძოლები მათ გვერდით ჩავლილს მხარზე ხელს უტ-
ყაპუნებდნენ. რვა მომავალმა ძმამ ნივრითა და მწვანილებით შესუ-
ნელებული ბატკნის ნეკნებით იქეიფა, რომელიც პიტნის ღერებით

663
იყო მორთული, გარშემო კი ერბოში დამბალი დასრესილი თალ-
გამები ჰქონდა შემოლაგებული.
– ლორდ-მეთაურის სუფრიდან გიწილადეს, – მოახსენათ
ბოუენ მარშმა. მოართვეს ისპანახის, ქათმისცერცვასა და თალ-
გამის ფოთლების სალათები, ბოლოს კი გაყინული მოცვით და
ტკბილი ნაღებით გაუმასპინძლდნენ.
– როგორ ფიქრობ, ერთად დაგვტოვებენ? – იკითხა პიპმა,
როდესაც ნეტარებით ნთქავდნენ გემრიელ ვახშამს.
გომბეშო დაიჯღანა.
– იმედია, არა. ამ შენი ყურების ცქერა ყელშია ამოსული.
– ჰეჰ, – არ დაუთმო პიპმა, – ერთი უსმინე, ყვავი ყორანს შე
შავოო, რო ეუბნება. შენ ნამდვილად აეშაგი იქნები, გომბეშო.
მოინდომებენ, ციხიდან რაც შეიძლება შორს ჰყავდეთ. მენს რა-
იდერი თუ დაგვესხა თავს, ჩაჩქანი აიწიე და სახე დაანახვე, მა-
შინვე ტირილით გაიქცევა. გრენის გარდა ყველამ გაიცინა.
– მე მინდა, რომ აეშაგი ვიყო.
– შენც და ყველასაც, – უთხრა მატთარმა. ყველა მამაკაცი,
ვისაც კი შავი ემოსა, ყველა კედელს გუშაგობდა, და მის დასაცა-
ვად ყველას ევალებოდა იარაღის აღმართვა, მაგრამ ღამის ებ-
გურის ნამდვილი მებრძოლი გული აეშაგები იყვნენ. სწორედ
ისინი ბედავდნენ კედლის მიღმა გადასვლას, ავსულებიან ტყეში
და ბინდის კოშკის დასავლეთით, ყინულოვან მთათა ზეგნებზე
დააგელვებდნენ ცხენებს; ველურებს, გოლიათებს და საზარელ
თოვლის დათვებს ებრძოდნენ.
– ყველას არა, – უთხრა ჰალდერმა, – მე მშენებლობა მინდა.
რა აზრი ექნება აეშაგობას, კედელი თუ დაიქცა?
მშენებელთა ორდენი ქვისმთლელებს და ხუროებს ზრდიდა
ციხეებისა და კოშკების შესაკეთებლად, მაღაროელებს – გვირა-
ბების სათხრელად, გზების და ბილიკების მოსაკირწყლი ქვის
დასაფშვნელად, ტყისმჭრელებს – ხეების საკაფად იქ, სადაც ტყე

664
მეტისმეტად ახლო მოადგებოდა კედელს. ამბობდნენ, ოდესღაც ყი-
ნულის უზარმაზარ ლოდებს ჭრიდნენ შორს ავსულებიან ტყეში მდე-
ბარე გაყინული ტბებიდან და მარხილებით მოეზიდებოდნენ სამ-
ხრეთისკენ, კიდევ უფრო რომ აემაღლებინათ კედელიო. მაგრამ ის
დღეები საუკუნეების წინ ჩაჰბარებოდა წარსულს; ახლა იმასღა
ახერხებდნენ, რომ აღმოსავლეთის გუშაგიდან ვიდრე ბინდის კოშ-
კამდე დაუყვებოდნენ კედელს, ნაპრალებს და დნობას აკვირდე-
ბოდნენ და ზიანს როგორც შეეძლოთ, ისე შეაკეთებდნენ.
– ბებერი დათვი სულელი კი არ არის, – შენიშნა დარეონმა, –
შენ უეჭველად მშენებელი იქნები, ჯონი კი – უეჭველად აეშაგი. ჩვენ
შორის ის საუკეთესო მოხმალავე და საუკეთესო მხედარია, ბიძამი-
სიც პირველი იყო, სანამ... – ნირწამხდარს ხმა ჩაუწყდა, მიხვდა, კი-
ნაღამ რა წამოსცდა.
– ბენჯენ სტარკი ახლაც პირველი აეშაგია, – უოხრა მას ჯონ სნო-
უმ, ხელში თავის მოცვიან ჯამს ათამაშებდა. იქნებ სხვას ყველას გა-
დაუწყდა ბიძამისის დაბრუნების იმედი, მაგრამ არა მას. მან თით-
ქმის ხელუხლებელი მოცვი გვერდზე გასწია და წამოდგა.
– ამის ჭამას არ აპირებ? – ჰკითხა გომბეშომ.
– შენი იყოს, – ჯონმა ჰობის მოწყობილ ქეიფს გემო ძლივს გა-
უსინჯა, – მეტი ლუკმა აღარ ჩამივა, – კართან მიკრული კავიდან თა-
ვისი მოსასხამი ჩამოხსნა და მხარით გაიკაფა გარეთ გასასვლელი
გზა. პიპი უკან მიჰყვა.
– ჯონ, რა იყო?
– სემი, – გაუმხილა ჯონმა, – ამ საღამოს სავახშმოდ არ მოსულა.
– საჭმლის გამოტოვება არ იცის ხოლმე, – ფიქრიანად წარმოთ-
ქვა პიპმა, – გგონია, ავად გახდა?
– დამფრთხალია. ჩვენ მას ვტოვებთ, – გაახსენდა ის დღე, ვინ-
ტერფელს რომ ტოვებდა, ის ტკბილ-მწარე გამომშვიდობებები;
უგონოდ მწოლარე დამტვრეული ბრანი, თმაში ფიფქებჩაყრილი
რობი, არია, კოცნით რომ ახრჩობდა ნემსის ჩუქების მერე, – ფიცის

665
სიტყვებს რომ წარმოვთქვამთ, მერე ყველას ჩვენი ვალი გვექნე-
ბა, რომლის შესრულებაც მოგვიწევს. ზოგი შეიძლება აქედან
სხვაგან გაუშვან, აღმოსავლეთის გუშაგზე ან ბინდის კოშკში. სე-
მი საწვრთნელ ჯგუფში დარჩება, რასტის და კუგერისნაირებთან
და კიდევ იმ ახალ ბიჭებთან ერთად, ახლა სამეფო გზას რომ მო-
უყვებიან. ღმერთებმა იციან, ისინი როგორები აღმოჩნდებიან,
მაგრამ შეგიძლია ნაძლევი დადო, რომ სერ ალისერი მათ სემის
წინააღმდეგ დარაზმავს, როგორც კი ამის შესაძლებლობა მი-
ეცემა.
პიპი დაიჯღანა.
– შენ რაც შეგეძლო, გაუკეთე.
შფოთით შეპყრობილი ჯონი ჰარდინის კოშკისკენ გაემართა
ლანდის წამოსაყვანად. მგელსაზარა გვერდით მიჰყვა და ერთად
გაემართნენ თავლებისკენ. უფრო მფრთხალი ცხენები მათი მი-
ახლოებისას ბაკებს ფლოქვებს სცემდნენ და შესულებისკენ ატ-
რიალებდნენ თვალებს. ჯონმა თავისი ფაშატი შეკაზმა, ამხედ-
რდა და ციხეშავს სამხრეთისკენ გასცდა, ჭენებით შეერია მთვა-
რით განათებულ ღამეს. ლანდი მის წინ გაიჭრა, მიწის პირზე გა-
იქროლა და თვალისდახამხამებაში გაქრა. ჯონმა არ შეაჩერა.
მგელს ნადირობა სჭირდებოდა.
თავად არსაითკენ მიემართებოდა. მხოლოდ სვლა სწყურო-
და. ერთხანს მდინარეს მისდია, კლდეზე წყლის ყინულოვან რაკ-
რაკს უგდო ყური, შემდეგ მინდვრები გადაჭრა და სამეფო გზის-
კენ გაემართა. მალე მის თვალწინ გაიწვართა ვიწრო, ქვიანი, ბა-
ლახით დალაქავებული შარა, მგზავრს ბევრს არაფერს რომ
აღუთქვამდა, მაგრამ ჯონ სნოუ მისმა დანახვამ უკიდეგანო წადი-
ლით აავსო. ეს გზა ვინტერფელისკენ მიემართებოდა, მის იქით
რივერანი იყო, მეფის საბიჯელი, საარწივე და კიდევ უამრავი
სხვა ადგილი; კასტერლის კლდე, სახეების კუნძული, დორნის

666
წითელი მთები, ზღვაში – ბრაავოსის ასობით კუნძული, ვალირიის
მბოლავი ნაქცევები... ადგილები, რომელთაც ჯონი ვერასდროს ნა-
ხავდა. ის გზა ქვეყნიერებისკენ მიემართებოდა... ჯონი კი აქ იყო.
ფიცს რომ დადებდა, კედელი მისი სახლი გახდებოდა და ასე იქნე-
ბოდა, სანამ მაისტერ ეიმონივით არ დაბერდებოდა.
– ფიცი ჯერ არ დამიდვია, – ჩაიბუტბუტა თავისთვის. იგი დამნა-
შავე არ იყო, რომელსაც ან შავი უნდა შეემოსა, ან თავისი დანაშაუ-
ლი ეზღო. აქ თავისი ნებით მოვიდა და შეეძლო, საკუთარი ნებითვე
წასულიყო... სანამ ფიცის სიტყვები არ წარმოეთქვა. შეეძლო, ახლა
ამ გზას მიჰყოლოდა და ეს ყველაფერი მიეტოვებინა. სანამ მთვარე
კვლავ გაივსებოდა, უკვე ვინტერფელში იქნებოდა თავის ძმებთან.
ნახევარძმებთან, შეახსენა შინაგანმა ხმამ. და ლედი სტარკთან,
რომელსაც სულ არ გაუხარდება შენი დაბრუნება. ვინტერფელში მი-
სი ადგილი არ იყო. არ იყო არც მეფის საბიჯელში. საკუთარ დედა-
საც კი არ მოეძევებოდა მისთვის ადგილი. დედაზე ფიქრმა სევდა
მოჰგვარა. სურდა სცოდნოდა, ვინ იყო იგი, როგორი იყო, რად მი-
ატოვა მისმა მამამ. იმიტომ, რომ მეძავი იყო, ან მოღალატე ცოლი,
სულელო. რაღაც ბნელი და უღირსი მოხდა, თორემ ასე ძლიერ რად
რცხვენოდა ლორდ ედარდს მასზე საუბარი?
ჯონ სნოუმ ცხენი სამეფო გზიდან გადააყენა და უკან მიიხედა.
ციხეშავის სინათლეები გორაკს მიჰფარებოდა და არ ჩანდა, მაგ-
რამ კედელს კარგად ხედავდა, ცივს და უსასრულოს, თვალსაწიე-
რის ერთი კიდიდან მეორემდე გადაჭიმულს.
მან ცხენი მოაბრუნა და შინისკენ გაემართა.
ლანდი რომ დაბრუნდა, უკვე აღმართი აეთავებინა და ლორდ-
მეთაურის კოშკში ანთებულ შორეულ შუქს ხედავდა. მგელსაზარა
ძუნძულით გაჰყვა ცხენს გვერდით, დრუნჩი სისხლით წითლად
ჰქონდა მოთხვრილი. ჯონი მიხვდა, უკანა გზაზე ისევ სემუელ ტარ-
ლიზე რომ ფიქრობდა. თავლებამდე რომ მივიდა, უკვე იცოდა, რა
უნდა ექნა.

667
მაისტერ ეიმონის ოთახები საყვავეს ქვემოთ დაბალ ხის სი-
მაგრეში იყო მოთავსებული. აქ მასთან ერთად ცხოვრობდა ორი
ახალგაზრდა მნე, რომლებიც მაისტერს უვლიდნენ და საქმის
შესრულებაშიც ეხმარებოდნენ. ძმები ხუმრობდნენ, რომ მას
დამხმარეებად ღამის ებგურის ორი ყველაზე უშნო ძმა მიუჩინეს:
მაინც ბრმაა და მათი ცქერა არ მოუწევსო. კლიდასი დაგვაჯული
და მელოტი იყო, ნიკაპი არ ეტყობოდა და თხუნელასავით პატა-
რა ვარდისფერი თვალები ჰქონდა.
ჩეტს კისერზე მტრედის კვერცხისხელა ცხიმგროვა აჯდა, სახე
კი ძირმაგარებით და მუწუკებით ჰქონდა გადაწითლებული. იქ-
ნებ ამის ბრალიც იყო, სულ გაბრაზებული რომ ჩანდა.
ჯონის კაკუნზე ჩეტმა გამოიხედა.
– მაისტერ ეიმონთან საუბარი მჭირდება, – უთხრა ჯონმა.
– მაისტერი უკვე დასაძინებლად წავიდა და შენთვისაც უკვე
ძილის დროა. დილით მოდი და იქნებ მიგიღოს, – და კარის მი-
ხურვა დაიწყო. ჯონმა კარის ღრიჭოში ჩექმა შედგა და მიხურვა
არ დაანება.
– ახლა უნდა დაველაპარაკო. დილით უკვე გვიანი იქნება.
ჩეტმა შუბლი შეკრა.
– მაისტერი ჩვეული არაა, რომ ღამით აღვიძებდნენ. ის მაინც
იცი, რამდენი წლისაა?
– იმდენის, რომ მომსვლელებს შენზე მეტი ზრდილობით შეხ-
ვდეს, – უთხრა ჯონმა, – ჩემგან ბოდიში გადაეცი. არ შევაწუხებ-
დი, მნიშვნელოვანი საქმე რომ არ მქონდეს.
– უარს თუ გეუბნები?
ჯონი კარში შედგმულ ფეხს არ იცვლიდა.
– მთელი ღამე ასე ვიდგები, თუ საჭიროა.
შავმა ძმამ გაბეზრებით ჩაიფრუტუნა და მის შესაშვებად კარი
გააღო. – ბიბლიოთეკაში დაიცადე. იქ შეშას ნახავ. ცეცხლი აან-
თე. ეგღა მაკლია, მაისტერი შენ გამო გაცივდეს.

668
შეშის ნაჭრები უკვე მხიარულად ტკაცუნებდნენ, როდესაც ჩეტმა
მაისტერ ეიმონი შემოიყვანა. მოხუცებულს საღამური ეცვა, მაგრამ
კისერზე თავისი ორდენის ჯაჭვი ეკეთა. მაისტერები მას ძილშიაც კი
არ იხსნიდნენ.
– ცეცხლთან დაჯდომა მეამებოდა, – თქვა მან, როდესაც სახეზე
სითბო იგრძნო. ჩეტმა მოხერხებულად დასვა, ფეხებზე ქურქი და-
აფარა და კართან დასადგომად წავიდა.
– ბოდიშს ვითხოვ, რომ გაგაღვიძე, მაისტერ, – უთხრა ჯონმა.
– არ გაგიღვიძებივარ, – მიუგო მაისტერ ეიმონმა, – როგორც შე-
ვატყვე, რაც უფრო ვბერდები, მით უფრო ნაკლები ძილი მჭირდება,
მე კი ძალიან დავბერდი. ხშირად ნახევარ ღამეს ლანდებს შორის
ვატარებ და ორმოცდაათი წლის წინანდელ ამბებს ისე ვიგონებ,
თითქოს გუშინ მომხდარიყოს. შუაღამის სტუმარი სასიამოვნო
ცვლილებაა.
მაშ, მითხარ, ჯონ სნოუ, რად მოხვედი ჩემს მოსანახულებლად
ასე უჩვეულო დროს?
– რათა გთხოვოთ, სემუელ ტარლის წვრთნა შეუწყვიტონ და ღა-
მის ებგურის ძმად მიიღონ.
– ეს მაისტერ ეიმონის საზრუნავი არაა, – გააპროტესტა ჩეტმა.
– ჩვენმა ლორდ-მეთაურმა ახალწვეულების წვრთნის საქმე სერ
ალისერ თორნს მიანდო, – რბილად უთხრა მაისტერმა, – მხოლოდ
იგი წყვეტს, თუ როდის არის ბიჭი მზად ფიცის დასადებად, და შენ ეს,
უეჭველია, იცი. მაშ, ჩემთან რატომ მოხვედი?
– ლორდ-მეთაური შენს სიტყვას ყურს უგდებს, – უთხრა ჯონმა,
– თანაც, ღამის ებგურის დაჭრილებსა და სნეულებზე შენ ზრუნავ.
– შენი მეგობარი სემუელი დაჭრილი ან სნეულია?
– იქნება, – აღუთქვა ჯონმა, – თუ არ დაეხმარები.
მან მაისტერს ყველაფერი უამბო, ისიც კი არ გამოუტოვებია, რო-
გორ მიუქსია რასტს ლანდი. მაისტერ ეიმონი უხმოდ უსმენდა, ბრმა

669
თვალებს ცეცხლს არ აშორებდა, ჩეტი კი მის ყოველ სიტყვაზე
უფრო და უფრო იღუშებოდა.
– თუ ჩვენ არ დავიცავთ, სემს არაფერი ეშველება, – დაასრუ-
ლა ჯონმა, – ხმლის ქნევას ეგ ვერასოდეს ისწავლის. მაგის აკუწ-
ვა ჩემს დას, არიასაც არ გაუჭირდება, ის კი ჯერ ათისაც არაა.
სერ ალისერი სემს ბრძოლას თუ აიძულებს, ერთხელაც იქნება,
აუცილებლად მოკლავენ ან დააშავებენ.
ჩეტმა თავი ვეღარ შეიკავა.
– მინახავს ეგ სქელი ბიჭი საერთო დარბაზში, – თქვა მან, –
ნამდვილი ღორია, და უიმედო მხდალიც ყოფილა, თუკი რასაც
ამბობ, სიმართლეა. – იქნებ ასეც იყოს, – წარმოთქვა მაისტერ
ეიმონმა, – მითხარი, ჩეტ, რას გვირჩევდი, რა უნდა ვუყოთ ეგეთ
ბიჭს?
– დატოვეთ, სადაც არის, – მიუგო ჩეტმა, – კედელზე სუსტებს
არაფერი ესაქმებათ. დე, ივარჯიშოს, სანამ მზად არ იქნება, რამ-
დენი წელიწადიც არ უნდა დასჭირდეს. სერ ალისერი მისგან ან
კაცს გამოიყვანს ან შემოაკვდება, როგორც ღმერთები ინებებენ.
– რა სიბრიყვეა, – თქვა ჯონმა. მან ღრმად ამოისუნთქა, რათა
ფიქრები მოეკრიბა, – მახსოვს, ერთხელ მაისტერ ლუვინს ვკით-
ხე, თუ რატომ ეკეთა კისერზე ჯაჭვი.
მაისტერ ეიმონი ფრთხილად შეეხო საკუთარ საყელურს, ლი-
თონის მძიმე რგოლებს გაუსვა გაძვალტყავებული, დამჭკნარი
თითი.
– განაგრძე.
– მან მითხრა, რომ მაისტერის საყელო ჯაჭვისაა, რათა შეახ-
სენოს, რომ მსახურების ფიცი აქვს დადებული, – გაიხსენა ჯონ-
მა, – მაშინ ვკითხე, თითოეული რგოლი განსხვავებული ლითო-
ნის რატომ ჰქონდა. ვერცხლის ჯაჭვი ბევრად უფრო მოუხდებო-
და შენს რუხ კაბას-მეთქი, ვუთხარი. მაისტერ ლუვინს გაეცინა.

670
მაისტერი თავის ჯაჭვს სწავლაში ამზადებსო, ასე მითხრა. ყოველი
ლითონი სხვადასხვა დარგის სწავლებას შეესაბამებაო. ოქრო ფუ-
ლის და ანგარიშის ცოდნაა, ვერცხლი – კურნების ცოდნა, რკინა –
ბრძოლის ხელოვნების. ისიც თქვა, კიდევ სხვა მნიშვნელობებიც აქ-
ვსო. ჯაჭვმა მაისტერს უნდა მოაგონოს სახელმწიფო, რომელსაც ემ-
სახურება – განა ასე არაა? ლორდები ოქროა და რაინდები – ფო-
ლადი, მაგრამ ორი რგოლით ჯაჭვი ვერ გაკეთდება. ვერცხლიც
გჭირდება, რკინაც და ტყვიაც, კალა, სპილენძი, ბრინჯაო და სხვაც
ყველა, ესენი კი ფერმერები, მჭედლები, ვაჭრები და სხვანი არიან.
ჯაჭვისთვის ყველანაირი ლითონია საჭირო და ქვეყანასაც ყველა-
ნაირი ადამიანები სჭირდება.
მაისტერ ეიმონმა გაიღიმა.
– მერე?
– ღამის ებგურსაც ყველანაირი ხალხი სჭირდება. მაშ, რა საჭი-
როა აეშაგების, მნეების და მშენებლების ყოლა? ლორდმა რან-
დილმა სემი მეომარი ვერ გახადა, ვერც სერ ალისერი გახდის. კა-
ლას რკინად ვერ აქცევ, რაც არ უნდა ჭედო და რაც არ უნდა მძიმე
ურო ურტყა; მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ კალა უსარგებლო რამეა.
რატომ არ შეიძლება, სემი მნე იყოს?
ჩეტმა შეუბღვირა.
– მე ვარ მნე. გგონია, ეს იოლი საქმეა და მხდალებს შეეფერება?
ებგურს მნეთა ორდენი აცოცხლებს. ჩვენ ვნადირობთ და მიწას
ვამუშავებთ, ცხენებს ვუვლით, ძროხებს ვწველით, შეშას ვაგრო-
ვებთ, საჭმელს ვამზადებთ. როგორ გგონია, ვინ ამზადებს თქვენს
ტანსაცმელს? ვინ ეზიდება საჭირო მარაგებს სამხრეთიდან? მნეები.
მაისტერ ეიმონს მეტი მოთმინება ჰქონდა.
– შენი მეგობარი ნადირობს?
– ეჯავრება ნადირობა, – უნდა ეღიარებინა ჯონს.
– ხვნა-თესვა იცის? – კვლავ ჩაეკითხა მაისტერი, – შეუძლია,
ურემი ან გემი მართოს? ძროხის დაკვლა შეუძლია?

671
– არა...
ჩეტმა ღვარძლით გაიცინა.
– მინახავს, რა მოსდით განაზებულ ლორდისწულებს, საქმის
საკეთებლად რომ დააყენებ. კარაქის შედღვებას დაავალებ და
ხელები უბებერდებათ და სისხლი სდით. შეშის დასაჩეხად ნაჯახს
თუ მისცემ, საკუთარ ფეხს მოიჭრიან.
– მე ვიცი, რის კეთება შეუძლია სემს ყველა სხვაზე უკეთ.
– რის? – სწრაფად დაეკითხა მაისტერი.
ჯონმა ფრთხილად გახედა ჩეტს, კართან რომ იდგა და ბრა-
ზით ძირმაგარები უღვიოდა.
– შენი დახმარება შეუძლია, – თქვა საჩქაროდ, – ანგარიში
იცის და წერა და კითხვაც შეუძლია. გამიგია, რომ ჩეტმა კითხვა
არ იცის, კლიდასს კი სუსტი თვალები აქვს. სემმა მამამისის ბიბ-
ლიოთეკაში ყველა წიგნი წაიკითხა. ყორნებსაც მშვენივრად მი-
ხედავს. როგორც ჩანს, იგი ცხოველებს მოსწონთ. ლანდი მაშინ-
ვე შეეჩვია. ბრძოლის გარდაც ბევრი რამ არის, რის გაკეთებაც
შეუძლია. ღამის ებგურს ყოველი კაცი სჭირდება. რატომ უნდა
მოვკლათ რომელიმე ტყუილუბრალოდ? არ ჯობია, გამოვიყე-
ნოთ?
მაისტერ ეიმონმა თვალები დახუჭა და წამით ჯონს კიდევაც
შეეშინდა, ხომ არ ჩაეძინაო. ბოლოს წარმოთქვა:
– მაისტერ ლუვინს კარგად გაუწვრთნიხარ, ჯონ სნოუ. ჩანს,
ჭკუაც ხმალივით გიჭრის.
– ეს ნიშნავს, რომ...?
– ეს ნიშნავს, რომ დავფიქრდები იმაზე, რაც მითხარი, – გა-
დაჭრით უთხრა მაისტერმა, – ახლა კი, დარწმუნებული ვარ, და-
მეძინება. ჩეტ, ჩვენი ჭაბუკი ძმა კარამდე მიაცილე.

672
ტირიონი

673
თავი შარაგზის გვერდით ნაზარდი ვერხვების კორომს შეაფა-
რეს. მათი ცხენები მთის ნაკადის წყალს დაეწაფნენ, ტირიონი კი
ხმელი ტოტების შეგროვებას შეუდგა. დაიხარა, დახეთქილი ტო-
ტი აიღო და მუშტრის თვალით გაზომა.
– ეს გამოდგება? ცეცხლის დანთებაში ხელი გაჩვეული არ
მაქვს. მორეკი მინთებდა ხოლმე.
– ცეცხლი? – ბრონმა გვერდზე გადააფურთხა, – ასე გწყურია
სიკვდილი, ქონდრისკაცო? თუ ჭკუიდან გადახვედი? ცეცხლი
რომ დავანთოთ, რაც კი გარშემო რამდენიმე მილის მანძილზე
მთიელებია, ყველა აქ მოგვადგება. გადაწყვეტილი მაქვს, ამ
გზას ცოცხალი გადავურჩე, ლანისტერ. – და ამის ჩადენას რო-
გორ ფიქრობ? – ჰკითხა ტირიონმა. მან აღებული ტოტი იღლიის
ქვეშ ამოიჩარა და მეჩხერ ბუჩქებში გაძვრა შეშის საძებრად. ამ-
დენი დახრით ზურგი სტკიოდა; ალიონზე გაქვავებულსახიანმა
სერ ლინ კორბრიმ ისინი სისხლიან კარიბჭეში გამოატარა და უბ-
რძანა, უკან არასოდეს დაბრუნებულიყვნენ. მას მერე მთელი
დღე ცხენიდან არ ჩამოსულან.
– გზის ბრძოლით გაკაფვას კი ვერ შევძლებთ, – უთხრა
ბრონმა, – მაგრამ ორი უფრო სწრაფად ივლის, ვიდრე ათი, და
მტერს თვალშიც ნაკლებად შეეჩხირება. რაც ნაკლებ დღეებს გა-
ვატარებთ ამ მთებში, მით უფრო მეტი შანსი გვაქვს, მდინარეთს
მივაღწიოთ. გაუჩერებლად და სწრაფად ვაჭენოთ-მეთქი, ვამ-
ბობ. ღამით ვიაროთ და დღისით დავიმალოთ, სადაც შესაძლე-
ბელია, გზას ვერიდოთ, არ ვიხმაუროთ და ცეცხლი არ გავაჩა-
ღოთ.
ტირიონ ლანისტერმა ამოიოხრა.
– დიდებული გეგმაა, ბრონ. სცადე, როგორც გინდოდეს... და
მაპატიე, თუ შენს დასამარხად არ გავჩერდი.

674
– ფიქრობ, ჩემზე მეტხანს იცოცხლო, ქონდრისკაცო? – გაიკრიჭა
ქირით მებრძოლი. ღიმილში შავი ნაპრალი მოუჩანდა იქ, სადაც
სერ ვარდის იგენის ფარმა კბილი შუაზე გადაუმტვრია.
ტირიონმა მხრები აიჩეჩა.
– ღამით შეუჩერებლად და სწრაფად თუ აჭენებ, აუცილებლად
გადაიჩეხები და თავს გაიხეთქავ. მირჩევნია, აუჩქარებლად და სვე-
ნებსვენებით ვიარო. კი ვიცი, ცხენის ხორცის გემო რომ მოგწონს,
ბრონ, მაგრამ ახლა ცხენები თუ დაგვეხოცა, ისღა დაგვრჩება, ბინ-
დისკატები შევკაზმოთ... და, მართალი თუ გინდა, მგონია, რომ მთი-
ელები მაინც გვიპოვიან, რაც არ უნდა ვქნათ. ყოველი მხრიდან
გვითვალთვალებენ, – მან თათმანიანი ხელი გარს შემომდგარ მა-
ღალ, ქარიან ფრიალოებს მოატარა.
ბრონმა სახე დაჯღანა.
– მაშინ ვერ გადავრჩებით, ლანისტერ.
– თუკი ასეა, მირჩევნია, სითბოში მოვკვდე, – მიუგო ტირიონმა,
– ცეცხლი გვინდა. აქ, მაღლა, ცივი ღამეები იცის, ცხელი კერძი კი
კუჭებს გაგვითბობდა და გაგვახალისებდა. როგორ გგონია, ნადირს
ვერ ვიშოვით? ლედი ლიზამ მზრუნველად დაიჭირა თადარიგი, რომ
ნამდვილი ქეიფის გამართვა შეგვძლებოდა და დამარილებული
ხორცი, მაგარი ყველი და ხმელი პური გვიბოძა, მაგრამ მინდა ახლა
მე კბილის მოტეხვა, როცა არც ვიცი, როდის მივაღწევ უახლოეს მა-
ისტერამდე?
– ხორცს ვიშოვი, – ჩამოშლილი შავი თმის მიღმიდან ბრონის
მუქი თვალები უნდობლად აკვირდებოდნენ ტირიონს, – წესით, ამ
შტერულ ცეცხლთან უნდა მიგატოვო. შენს ცხენსაც თუ წავიყვან,
ორჯერ მეტი შანსი მექნება, გავაღწიო. მაშინ რაღას იზამ, ქონდრის-
კაცო?
– ალბათ მოვკვდები, – ტირიონი ისევ ტოტის ასაღებად დაიხა-
რა.
– არა გგონია, ასე მოვიქცე?

675
– წუთითაც არ დაფიქრდებოდი, ეს რომ გადაგარჩენდეს.
დიდხანს არ გიფიქრია, ისე მიაყუჩე შენი მეგობარი ჩიგენი, მუ-
ცელში ის ისარი რომ ეტაკა, – ბრონმა მაშინ ჩიგენს თმებით გა-
დაუქაჩა თავი და ხანჯლის წვერი ყურის ქვეშ აძგერა, მერე კი
კეტლინ სტარკს უთხრა, ისრის ჭრილობამ მოკლაო.
– მაინც უნდა მომკვდარიყო, – თქვა ბრონმა, – მისი კვნესა
კი მტერს იზიდავდა. ჩიგენიც ასევე მომექცეოდა... და ჩემი მეგო-
ბარი არ ყოფილა, უბრალოდ, თანამგზავრი იყო. ნუ შეგეშლება,
ქონდრისკაცო. შენ გამო ვიბრძოლე, მაგრამ კი არ მიყვარხარ.
– მეც შენი ხმალი მჭირდებოდა, – უთხრა ტირიონმა, – შენი
სიყვარული კი არა, – მან ერთი იღლია შეშა მიწაზე დაყარა.
ბრონმა ისევ ფართოდ გაიღიმა.
– უნდა ვაღიარო, არც ერთ ქირით მებრძოლს სიმამაცეში
ტოლს არ უდებ. საიდან იცოდი, რომ შენკენ ვიქნებოდი?
– ვიცოდი? – ტირიონი უხერხულად დაცუცქდა თავის დაგვა-
ჯულ ფეხებზე და კოცონის აწყობას შეუდგა, – მე კამათელი ავყა-
რე. იქ, სასტუმროში, შენ და ჩიგენი ჩემს დასატყვევებლად გა-
ისარჯეთ. რატომ? სხვებმა ეს თავიანთ ვალად ჩათვალეს, იმ
ლორდების ღირსების დაცვად, ვისაც ემსახურებოდნენ. მაგრამ
არა თქვენ. თქვენ არც ბატონი გყავდათ, არც ვალი გქონდათ და
საკმაოდ მცირე ღირსების პატრონები ბრძანდებოდით, მაშინ
თავი რატომ გაიცხელეთ და ჩაერიეთ? – მან დანა ამოიღო და
ერთ ტოტს წვრილად აათალა ნაფოტები, აბედად რომ მოეხმარა,
– ჰოდა, საერთოდ რისთვის ირჯებიან ქირით მებრძოლები? ოქ-
როსთვის. თქვენ ივარაუდეთ, რომ ლედი კეტლინი დახმარების-
თვის დაგაჯილდოებდათ, იქნებ სამსახურშიც აეყვანეთ. აი, ასე
ივარგებს, მგონი. ტალი გაქვს? – ბრონი ორი თითით ჩაძვრა ქა-
მარზე ჩამობმულ ქისაში და ტალი ძირს დააგდო. ტირიონმა ის
ჰაერში დაიჭირა.

676
– მადლობები, – უთხრა, – საქმე ისაა, რომ სტარკებს, არ იცნობ.
ლორდი ედარდი ამაყი, ღირსების პატივისმცემელი და მართა-
ლი კაცია, მისი ლედი კი – კიდევ უარესი. ო, უეჭველად, ერთი-ორ
მონეტას გიბოძებდა, როცა ყველაფერი დამთავრდებოდა, ხელში
ჩაგიდებდა თავაზიანი სიტყვებით და ზიზღიანი მზერით, მაგრამ ამის
მეტის იმედი აღარ უნდა გქონოდა. სტარკები იმ ხალხში, მსახურე-
ბად რომ ირჩევენ, სიმამაცეს, ერთგულებას და ღირსებას ეძებენ,
შენ და ჩიგენი კი, სიმართლე თუ გინდა, მდაბიო ნაძირლები იყავით,
– ტირიონმა ტალი თავის ხანჯალს ჩამოჰკრა და ნაპერწკლის გაჩენა
სცადა, მაგრამ ამაოდ.
ბრონმა ჩაიფრუტუნა.
– თამამი ენა გაქვს, პატარა კაცო. ერთხელაც ვინმე ძირში მო-
გაჭრის და შენვე შეგაჭმევს.
– ყველა ამას მეუბნება, – ტირიონმა ქირით მებრძოლს ახედა, –
გაწყენინე? ბოდიში მომითხოვია... მაგრამ მართლაც ნაძირალა
ხარ, ბრონ, ეგ ნუ შეგეშლება. ვალი, ღირსება, მეგობრობა – რას
ნიშნავს ეს შენთვის? თავს ნუ შეიწუხებ, პასუხი ისედაც ორივემ ვი-
ცით. მაგრამ, რაც არ უნდა იყოს, სულელი არ ხარ. მას მერე, რაც
ველს მივაღწიეთ, ლედი სტარკს უკვე აღარაფერში სჭირდებოდი...
მაგრამ მე მჭირდებოდი, და ერთადერთი რამ, რაც ლანისტერებს
არასოდეს აკლდათ, ეს ოქროა. კამათლის აყრის დრო რომ მოვიდა,
იმედი მქონდა, საკმარისად გამჭრიახი აღმოჩნდებოდი და დაინა-
ხავდი, რომელ მხარეს იყო მეტი სარფა. ჩემდა საბედნიეროდ, აღ-
მოჩნდი კიდევაც, – მან ისევ უშედეგოდ ჩამოჰკრა ერთმანეთს ტალი
და ფოლადი.
– მანახე, – ბრონი მის გვერდით ჩაცუცქდა, – მე ვიზამ, – ტირი-
ონს ტალი და დანა გამოართვა და პირველსავე ჯერზე ნაპერწკლები
გააყრევინა. ტოტის ანათალები აბჟუტდა.
– ყოჩაღ, – შეაქო ტირიონმა, – იქნებ ნაძირალაც ხარ, მაგრამ
უეჭველად გამოსადეგი, და როცა ხმალი გიჭირავს, ლამის ჩემს

677
ძმას, ჯეიმის არ დაუდო ტოლი. რა გინდა, ბრონ? ოქრო? მამულე-
ბი? ქალები?
ცოცხლად შემინახე და გექნება.
ბრონმა ფრთხილად შეუბერა ცეცხლს და ალი უფრო მაღლა
ავარდა.
– და რომ მოკვდე?
– რას იზამ, მაშინ ერთი მართლაც მწუხარე ჭირისუფალი მე-
ყოლება, – უთხრა ტირიონმა ღრეჭით, – ოქროს ჩემთან ერთად
გამოეთხოვები. ცეცხლი უკვე საამოდ გიზგიზებდა. ბრონი წა-
მოდგა, ტალი ისევ ქისაში ჩაიბრუნა და ტირიონს მისი ხანჯალი
გადაუგდო.
– სამართლიანია, ვერაფერს იტყვი, – თქვა მან, – მაშ, ჩემი
ხმალი შენად იგულე... მაგრამ ნუ ელი, რომ, რამდენჯერაც მო-
გეჯმება, მუხლებზე დავემხობი და მილორდის ძახილს დაგიწყებ.
არავის ქლესა მე არ ვარ.
– და არც არავის მეგობარი, – უთხრა ტირიონმა, – ეჭვიც არ
მეპარება, რომ ისევე თვალისდაუხამხამებლად გამწირავ, რო-
გორც ლედი სტარკი გაწირე, თუ ამაში სარფას დაინახავ. თუკი
როდისმე მოვა დღე და ჩემი გაყიდვის ცდუნება გაგიჩნდება, გახ-
სოვდეს, ბრონ – იმ ფასს მეც შევწვდები, რაც არ უნდა შემოგთა-
ვაზონ. მომწონს, ცოცხალი რომ ვარ. ახლა კი, როგორ გგონია,
მოახერხებ ჩვენთვის ვახშმის შოვნას?
– ცხენებს მიხედე, – უთხრა ბრონმა, თეძოსთან დაკიდებული
ხანჯალი იშიშვლა და ფართო ნაბიჯით ხეებს შეერია.
ერთი საათის შემდეგ ცხენები უკვე დაურვებული და ნაკვები
იყვნენ, ცეცხლი მხიარულად ტკაცუნობდა, ალის თავზე კი შიშხი-
ნით ტრიალებდა ციკნის ბარკალი.
– ახლა კაი ღვინოღა გვაკლია ჩვენს ციკანზე დასაყოლებ-
ლად, – თქვა ტირიონმა.

678
– ეგეც, კიდევ ქალი და თორმეტიოდე მხედარი, – გაეპასუხა
ბრონი. იგი ფეხმორთხმული იჯდა ცეცხლთან და თავის ორლესულს
სალესით პირს უბასრებდა. ქვის ფოლადზე გასმის ეს ხეშეში ხმა უც-
ნაურად გულისმომცემი იყო. – მალე მთლად ჩამობნელდება, – შე-
ნიშნა ქირით მებრძოლმა, – გუშაგად პირველ ჯერზე მე დავდგები...
თუ აქვს რამე აზრი. იქნებ ჯობდეს, ძილში მოვეკვლევინოთ.

– ო, ასე მგონია, სანამ ძილზე მიდგება საქმე, მანამდე გამოჩ-


ნდებიან, – შემწვარი ხორცის სუნი ტირიონს პირს უწყლიანებდა.
ბრონმა ცეცხლის იქიდან გამოხედა.
– რაღაც გეგმა გაქვს, – უთხრა დუნედ, ფოლადს ისევ ქვაზე აშ-
რიალებდა.
– იმედი, ასე ვთქვათ, – მიუგო ტირიონმა, – ისევ კამათელს ავ-
ყრი. – ფსონად ჩვენი სიცოცხლეა?
ტირიონმა მხრები აიჩეჩა.
– სხვა რა გზა გვაქვს? – იგი ცეცხლისკენ გადაიხარა და ციკანს
ხორცის თხელი ნაჭერი ჩამოათალა, – აჰჰჰ, – სიამოვნებით დაიხ-
ვნეშა, ლუკმა რომ გაღეჭა. ნიკაპზე ცხიმი დასდინდა, – რომ ვინდო-
მებდი, იმაზე ცოტა უფრო მაგარია, და სუნელებიც აკლია, მაგრამ
ძალიანაც არ ვიწუწუნებ. ისევ საარწივეში რომ ვიყო, ახლა უფსკრუ-
ლის პირზე ვიცეკვებდი მოხარშული ცერცვის შოვნის იმედით.
– იმ მედილეგეს კი მაინც მიეცი ოქროთი სავსე ქისა, – უთხრა
ბრონმა.
– ლანისტერი ვალს ყოველთვის ისტუმრებს.
თვითონ მორდიც კი არ უჯერებდა თვალებს, ტირიონმა ტყავის
ქისა რომ გადაუგდო. თასმა რომ შეხსნა და ოქროს ელვარება და-
ინახა, თვალები მოხარშული კვერცხებივით დაუმრგვალდა.
– ვერცხლი ჩემთვის დავიტოვე, – უთხრა მაშინ ტირიონმა ცალ-
ყბა – ღიმილით, – მაგრამ შენ ოქროს დაგპირდი და აჰა, აიღე, – ქი-

679
საში იმაზე მეტი იყო, ვიდრე მორდისნაირი კაცი როდისმე მო-
ახერხებდა ეშოვა, თუნდაც მთელი სიცოცხლე ტუსაღების წვა-
ლებაში გაეტარებინა, – და გახსოვდეს, რაც გითხარი, ეს მხო-
ლოდ მცირე წილია. თუკი ერთხელაც დაიღლები ლედი ერინის
მსახურობით, კასტერლის კლდეზე მობრძანდი და, რაც მმარ-
თებს, სრულად მოგართმევ, – მორდი, რომელსაც ორივე ხელი-
დან ოქროს დრაკონები ეფანტებოდა, მუხლებზე დაეცა და აღუთ-
ქვა, რომ სწორედ ასე მოიქცეოდა.
ბრონმა თავისი ხანჯალი ხორცში შეარჭო და ბარკალი ცეც-
ხლიდან გადმოათრია. დაბრაწულ ხორცს სქელ ნაჭრებად ათ-
ლიდა ძვლიდან, ტირიონმა კი ამასობაში ხმელი პურის ორი ყუა
გამოღრუტნა, რაც თეფშებადაც გამოადგებოდათ.
– მდინარემდე თუ მივაღწევთ, მაშინ რას იზამ? – ჰკითხა ქი-
რით მებრძოლმა, თან ხორცს ჭრიდა.
– ო, უპირველეს ყოვლისა, კახპას, ბუმბულის ქვეშაგებს და
ღვინის სურას ვიშოვი, – ტირიონმა თავისი ყუა გაუწოდა და
ბრონმაც ხორცით აუვსო, – მერე კი ალბათ კასტერლის კლდის-
კენ ან მეფის საბიჯელისკენ გავწევ. რამდენიმე კითხვა გამიჩნდა
ერთ რომელიღაც ხანჯალთან დაკავშირებით და პასუხები მინდა
გავიგო.
ქირით მებრძოლმა ლუკმა გაღეჭა და გადაყლაპა.
– მაშ, მართალს ამბობდი? ის შენი დანა არ იყო?
ტირიონმა მკრთალად გაიღიმა.
– როგორ ატყობ, ვგავარ მატყუარას?
მუცლები რომ აივსეს, ცაზე უკვე ვარსკვლავები ენთო და მთე-
ბის უკნიდან ნახევარი მთვარე ამოდიოდა. ტირიონმა ბინდისკა-
ტის ქურქი მიწაზე გაფინა და ზედ გაიშხლართა, ბალიშად უნაგი-
რი დაიდო.
– ჩვენი მეგობრები არ ჩქარობენ.

680
– მაგათ ადგილზე რომ ვიყო, ხაფანგის შიში მექნებოდა, – წარ-
მოთქვა ბრონმა, – მათი მიტყუება რომ არ გვინდოდეს, ასე დაუფა-
რავად რატომ ვისხდებოდით?
ტირიონმა ჩაიხითხითა.
– მაშინ, რომ ვიმღეროთ, საერთოდ თავზარდაცემულები მო-
კურცხლავენ, – და რაღაც ჰანგი წაუსტვინა.
– გიჟი ხარ შენ, ქონდრისკაცო, – უთხრა ბრონმა და ხანჯლით
ფრჩხილებიდან ქონის გამოწმენდას მიჰყო ხელი.
– სად დაკარგე მუსიკის სიყვარული, ბრონ?
– მუსიკა თუ გინდოდა, ფალავნად მომღერალი უნდა აგეყვანა.
ტირიონი გაიბადრა.
– რა სანახავი იქნებოდა. თვალწინ მიდგას, როგორ იგერიებს
სერ ვარდისს თავისი ხის ქნარით, – მან სტვენა განაგრძო, – იცი ეს
სიმღერა? – ჰკითხა ბრონს.
– სადღაც-სადღაც მომიკრავს ყური, სასტუმროებსა და საროსკი-
პოებში.
– მირულია. „ჩემი სიყვარულის შემოდგომა“ ჰქვია. ტკბილი და
სევდიანია, თუ სიტყვები გესმის. ამ სიმღერას ის გოგონა მიმღერო-
და ხოლმე, სულ პირველი რომელიც ჩავიწვინე ლოგინში, და ვეღა-
რასოდეს გამოვიგდე თავიდან, – ტირიონმა ცას ახედა. მოწმენდი-
ლი ცივი ღამე იდგა და ვარსკვლავები სიმართლესავით კაშკაშად და
ულმობლად დასციმციმებდნენ მთებს, – მაშინაც ასეთი ღამე იდგა,
რომ შევხვდი, – ჩაესმა საკუთარი ხმა, – მე და ჯეიმი ლანისპორტი-
დან ვბრუნდებოდით, როდესაც კივილი გავიგონეთ და დავინახეთ,
როგორ მორბოდა იგი გზაზე, უკან ორი კაცი მოსდევდა და ყვირი-
ლით ემუქრებოდნენ. ჩემმა ძმამ ხმალი იშიშვლა და კაცებს გამო-
უდგა, მე კი ცხენიდან ჩამოვხტი გოგონას დასაცავად. ჩემზე ერთი
წლით უფროსი თუ იქნებოდა, მუქთმიანი, ტანწერწეტა, იმგვარი სა-
ხე ჰქონდა, კაცს გულს გაუგმირავდა. მე ხომ ნამდვილად გამიგმი-
რა. მდაბიო იყო, დამშეული, დაუბანელი... მაგრამ მიმზიდველი.

681
ზურგზე სანახევროდ შემოეხიათ დაკონკილი ტანსაცმელი, ჰოდა
მეც ავდექი და ჩემი მოსასხამი შემოვახვიე, სანამ ჯეიმი ტყეში იმ კა-
ცებს დასდევდა. უკან რომ მოაჭენა ცხენი, უკვე გოგონას სახელიც
ვიცოდი და ამბავიც. მიწის მოიჯარადის შვილი იყო, მამა ციებით მო-
უკვდა და დაობლდა, ახლა მიდიოდა... არსაითკენ, სინამდვილე-
ში.
ჯეიმი იმ კაცების დაჭერის წადილით იწვოდა. კასტერლის
კლდესთან ასე ახლოს ყაჩაღები ხშირად კი არ ბედავდნენ მგზავ-
რებზე თავდასხმას, ჰოდა, საკუთარ შეურაცხყოფად მიიღო. მაგ-
რამ გოგონა ისე იყო შეშინებული, მარტო ვერსად წავიდოდა,
ამიტომაც შევთავაზე, მახლობელ სასტუმრომდე მიმეყვანა და
გავმასპინძლებოდი, სანამ ჩემი ძმა კლდეზე წავიდოდა და მშვე-
ლელს მოიყვანდა.
ვერც კი წარმოვიდგენდი, ასე მშიერი თუ იქნებოდა. ორ
მთლიან ქათამს და ნაწილობრივ მესამესაც მოვუღეთ ბოლო და
მთელი სურა ღვინო დავლიეთ, თან გაუთავებლად ვლაპარაკობ-
დით. სულ რაღაც ცამეტის ვიყავი და ალბათ ღვინო მომეკიდა.
ამის მერე რაც მახსოვს, უკვე მასთან ვიწექი. ის თუ მორცხვობდა,
მე – მასზე მეტად. ახლაც არ ვიცი, როგორ გავბედე. ქალწულობა
რომ ავართვი, იტირა, მაგრამ მერე მაკოცა და ეს სიმღერა მიმ-
ღერა, ჰოდა, დილისთვის უკვე შეყვარებული ვიყავი.
– შენ? – ბრონის ხმაში გაოცება ისმოდა.
– დაუჯერებელია, ჰო? – ტირიონი კვლავ სტვენას მოჰყვა, –
ცოლად მოვიყვანე, – გამოტყდა ბოლოს.
– კასტერლის კლდის ბატონმა ლანისტერმა მოიჯარადის
ასულზე იქორწინა, – წარმოთქვა ბრონმა, – როგორ მოახერხე?
– ოხ, გაოცდები, რა შეუძლია ბიჭს ჩაიდინოს რამდენიმე ტყუ-
ილის, ორმოცდაათი ვერცხლის და მთვრალი სეპტონის მოშვე-
ლიებით.

682
ვერ გავბედე, ჩემი პატარძალი შინ, კასტერლის კლდეზე მიმეყ-
ვანა, ამიტომაც საკუთარი ქოხი მოვუწყვე და ორი კვირა ცოლქმრო-
ბანას ვთამაშობდით. მერე კი სეპტონი გამოფხიზლდა და ყველაფე-
რი მამაბატონთან აღიარა, – ტირიონი გაოცებას იყო, ისე გაანადგუ-
რა ამის თქმამ, ამდენი წელიწადის მერეც. იქნებ დაღლილი იყო და
სხვა არაფერი, – ასე დასრულდა ჩემი ქორწინება, – იგი წამოჯდა და
თვალების ხამხამით დააცქერდა ჩანავლულ ცეცხლს.
– გააგდო ის გოგო?
– უკეთესი რამ ჩაიდინა, – თქვა ტირიონმა, – ჯერ ჩემი ძმა აიძუ-
ლა, სიმართლეში გამომტყდომოდა. თურმე ის გოგო მეძავი ყოფი-
ლა.
მთელი ის ამბავი ჯეიმიმ მოაწყო. გზაც, ყაჩაღებიც, ყველაფერი.
გადაწყვიტა, რომ დრო იყო, ქალი მეგემა. ორმაგი გადაიხადა და
ქალწული იშოვა, რაკი ჩემთვის პირველი უნდა ყოფილიყო. ჯეიმი
ამას რომ მოჰყვა, ლორდმა ტაივინმა მოაყვანინა ჩემი ცოლი და თა-
ვის მცველებს მისცა. საკმაოდ კარგად გადაუხადეს. ყოველ კაცზე
ერთი ვერცხლი – აბა მითხარი, ბევრ კახპას უხდიან ასე ძვირს? მე
ყაზარმის კუთხეში დამსვა და მიბრძანა, მეცქირა. ბოლოს იმდენი
ვერცხლი დაუგროვდა, რომ ხელებში ვეღარ ეტეოდა, მონეტები თი-
თებს შორის უცვიოდა და მიწაზე მიგორავდა, ის... – კვამლი თვა-
ლებს უწვავდა. ტირიონმა ყელი ჩაიწმინდა და ცეცხლისგან შებრუნ-
და, სიბნელეს ჩააცქერდა, – ლორდმა ტაივინმა მაიძულა, ბოლო მე
ვყოფილიყავი, – თქვა წყნარად, – და მისთვის გადასახდელად ოქ-
როს მონეტა მომცა, იმიტომ, რომ მე ლანისტერი ვიყავი და მეტიც
ვღირდი.
ცოტა ხანში მას კვლავ ჩაესმა ის ხმა, ფოლადის ქვაზე ხახუნი –
ბრონი კვლავ ხმლის ლესვას მიუბრუნდა.
– ცამეტის ვიქნებოდი, ოცდაათის თუ სამის, მოვკლავდი იმ კაცს,
ვინც მაგას მიზამდა.
ტირიონი შემობრუნდა, რომ პირისპირ შეეხედა.

683
– ერთ დღესაც შესაძლოა მოახერხო ეგ. ხომ გახსოვს, რა
გითხარი. ლანისტერი ვალს ყოველთვის აბრუნებს, – მან დაამ-
თქნარა, – მე მგონი, ვცდი, დავიძინო. გამაღვიძე, სიკვდილის
დრო თუ მოვა.
ბინდისკატის ტყავში გამოეხვა და თვალები დახუჭა. მიწა ქვი-
ანი და ცივი იყო, მაგრამ ცოტა ხანში ტირიონ ლანისტერმა მარ-
თლაც დაიძინა. ციური საკანი ესიზმრა. ამჯერად თავად მედილე-
გე იყო და არა ტუსაღი, ახოვანს, ხელში ქამარი ეჭირა და მამა-
მისს ურტყამდა, უკან ახევინებდა, უფსკრულისაკენ...
– ტირიონ, – დაბალი, დაჟინებული ხმით გააფრთხილა
ბრონმა.
ტირიონი წამის უმალ გამოფხიზლდა. ცეცხლისგან ნაკვერ-
ჩხალიღა დარჩენილიყო და ყველა მხრიდან უჩუმრად მოიწევ-
დნენ მათკენ ლანდები. ბრონი ცალ მუხლზე წამომდგარიყო,
ცალ ხელში ხმალი ეჭირა, მეორეში – ხანჯალი. ტირიონმა ხე-
ლით ანიშნა: არ გაინძრე. – მოდით ჩვენს ცეცხლთან, ღამე ცი-
ვია, – გასძახა ახლოს მოპარულ ლანდებს, – სამწუხაროდ, ღვი-
ნო არ გვაქვს, რომ შემოგთავაზოთ, მაგრამ თხას კი გიწილადებ-
დით.
ლანდები შედგნენ. ტირიონმა ლითონზე ასხლეტილ მთვარის
სხივს მოჰკრა თვალი.
– ჩვენი მთებია, – გამოსძახა ხეებიდან ბოხმა, უხეშმა და
მტრულმა ხმამ, – თხაც ჩვენია.
– თქვენი თხაა, – დაეთანხმა ტირიონი, – ვინ ხართ?
– თქვენს ღმერთებს რომ შეხვდებით, – გამოეპასუხა სხვა
ხმა, – უთხარით, რომ მათთან გაგგზავნათ გუნთორ გურნის ძემ
ქვის ყვავების ტომიდან, – გაისმა ნაბიჯით გადამტვრეული ტო-
ტის ხმა და გრძელი დანით შეიარაღებული გამხდარი კაცი წინ
გამოვიდა, მთვარის შუქში.

684
– და კიდევ, შაგა დოლფის ძემ, – ეს ისევ პირველი ხმა იყო, ბო-
ხი, სახიფათო. მათ ხელმარცხნივ ლოდი შეინძრა, წამოდგა და კა-
ცად იქცა. მძიმე, ზანტი და ნელი ჩანდა, ერთიანად ტყავებით იყო მო-
სილი, მარჯვენა ხელში კეტი ეკავა, მარცხენაში – ნაჯახი.
სხვა ხმებმა სხვა სახელები შემოსძახეს: კონი, ტორეკი, ჯაგოტი
და კიდევ სხვებიც, რომლებიც ტირიონს გაგონებისთანავე დაავიწ-
ყდა; ათნი მაინც იყვნენ. ხმლები და დანები სულ რამდენიმეს ჰქონ-
და; სხვები ფიწლებს, ცელებს და ხის შუბებს იქნევდნენ. ტირიონმა
შეიცადა, სანამ სახელების ამოძახებას მორჩებოდნენ და მერეღა
გასცა პასუხი. – მე ტირიონ ტაივინის ძე ვარ, ლანისტერების, კლდის
ლომების ტომიდან. ჩვენ სიხარულით გადაგიხდით იმ თხის საფა-
სურს, რომელიც შევჭამეთ.
– რა შეგიძლია მოგვცე, ტირიონ ტაივინის ძევ? – ჰკითხა იმან,
გუნთორად რომ დაისახელა თავი და რომელიც, ჩანს, ბელადი უნდა
ყოფილიყო.
– ქისაში ვერცხლი მომეპოვება, – უთხრა მათ ტირიონმა, – ეს
აბჯარი, მე რომ მაცვია, დიდი მაქვს, მაგრამ კონს მშვენივრად მო-
ერგება, და ეს ტაბარიც, მე რომ მიჭირავს, შაგას ღონიერ ხელს იმ
შეშის საჩეხ ცულზე ბევრად უფრო მოუხდება, ახლა რომ უკავია.
– ნახევარკაცას უნდა, ჩვენივე საქონლით გადაგვიხადოს, –
თქვა კონმა.
– კონი მართალს ამბობს, – წარმოთქვა გუნთორმა, – შენი ვერ-
ცხლი ჩვენია. თქვენი ცხენები ჩვენია. შენი აბჯარიც, შენი ტაბარიც
და ის დანაც, წელზე რომ გკიდია – ეგეც ჩვენებია. არაფერი გაქვთ
ჩვენთვის მოსაცემი, საკუთარი სიცოცხლის გარდა. როგორ გინდა
მოკვდე, ტირიონ ტაივინის ძევ?
– ჩემს საკუთარ საწოლში, მუცელი ღვინით მქონდეს სავსე, სირ-
ზე გოგონას პირი მქონდეს მოვლებული და თანაც ოთხმოცი წლის
ვიყო, – მიუგო ტირიონმა.

685
ზორბა რომელიც იყო, შაგამ, პირველმა და ყველაზე ხმამაღ-
ლა გაიცინა. სხვები ნაკლებად გახალისებული ჩანდნენ.
– კონ, წამოიყვანე მაგათი ცხენები, – ბრძანა გუნთორმა, –
ის კაცი მოკალით, ნახევარკაცა კი დაიჭირეთ. თხებს მოწველის
და დედებს გაართობს.
ბრონი ფეხზე წამოხტა.
– პირველს ვის გინდათ სიკვდილი?
– არა! – გადაჭრით თქვა ტირიონმა, – გუნთორ გურნის ძევ,
მისმინე. ჩემი გვარი მდიდარი და ძლიერია. თუ ქვის ყვავები ამ
მთებიდან მშვიდობიანად გაგვიყვანენ, ჩემი ლორდი-მამა ოქ-
როში გაბანავებთ. – დაბლობის ლორდის ოქროს ისევე არ აქვს
ფასი, როგორც ნახევარკაცას დაპირებებს, – თქვა გუნთორმა.
– იქნებ ნახევარიც ვიყო, – მიუგო ტირიონმა, – მაგრამ იმდე-
ნი სიმამაცე მაინც მაქვს, ჩემს მტრებს პირისპირ შევეგებო. რო-
გორ იქცევიან ქვის ყვავები, როდესაც ველის რაინდები გზაზე ჩა-
ივლიან?
კლდეების უკან იმალებიან და ცახცახებენ, ესაა და ეს.
შაგამ რისხვით დაიღრიალა და კეტი ნაჯახზე მიახათქუნა. ჯა-
გოტმა ტირიონს გრძელი ხის შუბის ცეცხლზე გამაგრებული წვე-
ტი შესჩარა სახეში. ლანისტერი ძალიან შეეცადა, არ შემკრთა-
ლიყო.
– ამაზე უკეთესი იარაღი ვერსად მოიპარეთ? – ასე თქვა, –
ალბათ ცხვრის მოსაკლავად გამოდგება... თუ ცხვარი წინააღ-
მდეგობას არ გაგიწევთ. მამაჩემის მჭედელი ჯვამს ამაზე უკეთეს
იარაღს.
– შე მოკლეკაცა! – იღრიალა შაგამ, – მერე დასცინე ჩემს ნა-
ჯახს, კაცობას რომ წაგაჭრი და თხებს შევაჭმევ!
მაგრამ გუნთორმა ხელი ასწია.
– არა. მოვუსმენ, რას იტყვის. დედები მშივრები დაგვიდიან,
იარაღი კი მეტ პირს აძღობს, ვიდრე ოქრო. რას მოგვცემ თქვენი

686
სიცოცხლის ფასად, ტირიონ ტაივინის ძევ? ხმლებს? შუბებს? აბ-
ჯარს?
– ყველაფერ ამას, და მეტსაც, გუნთორ გურნის ძევ, – ღიმი-
ლით მიუგო ტირიონ ლანისტერმა, – მე თქვენ ერინის ველს მოგ-
ცემთ.

687
ედარდი

688
წითელი ციხის მაღალ ვიწრო ფანჯრებში შემოჭრილი დაისის ნათე-
ლი იატაკს ეფინებოდა და მუქ-წითელ ზოლებად წვებოდა კედლებ-
ზე, სადაც ოდესღაც დრაკონის თავები ეკიდა. ახლა ქვას ნადირობის
სცენების ამსახველი გობელენები ფარავდა, რომლებიც მწვანე, ყვი-
თელი და ლურჯი ფერებით ხასხასებდნენ, მაგრამ ნედ სტარკს მაინც
ეჩვენებოდა, რომ დარბაზში ერთადერთი ფერი სისხლის სიწითლე
იყო.
იგი შემაღლებულად იჯდა ეაგონ დამპყრობლის უზარმაზარ
ძველ ტახტზე, წვეტებით, დაკბილული კიდეებით და მობრეცილი
ლითონით შემდგარ ამ რკინის საშინელებაზე. როგორც რობერტი
აფრთხილებდა, მართლაც ჯოჯოხეთურად მოუხერხებელი დასაჯ-
დომი იყო, მით უფრო ახლა, როდესაც დალეწილი ფეხი ყოველ
წუთს სულ უფრო მეტად სტეხდა. ლითონი, რომელზეც იჯდა, ამ ერთ
საათში კიდევ უფრო გამაგრდა, საზურგის ეშვებიან ფოლადს კი შე-
უძლებელი იყო, მიჰყრდნობოდი. მეფე არასდროს უნდა იჯდეს გან-
ცხრომითო, ეთქვა ეაგონ დამპყრობელს, როდესაც თავისი მეიარა-
ღეებისთვის ებრძანებინა, მტრების მიერ მის ფერხთით დაწყობილი
ხმლებით ტახტი დაემზადებინათ. წყეული იყოს ეაგონი თავისი ქედ-
მაღლობიანად, პირქუშად გაიფიქრა ნედმა, და წყეული იყოს რო-
ბერტი და მისი ნადირობაც. – დარწმუნებით იცით, რომ ეს უბრა-
ლოდ ყაჩაღები არ ყოფილან?
– შემპარავად იკითხა ვარისმა. იგი ტახტის ძირას მდგარ საბჭოს
მაგიდასთან იჯდა; მის გვერდით მოუსვენრად შეიშმუშნა გრანდ-მა-
ისტერი პაიცელი, ნეკა კი ხელში კალამს ათამაშებდა. სხვა მრჩევ-
ლები არსად ჩანდნენ: მეფისტყეში თეთრი ხარირემი შეენიშნათ და
ლორდი რენლი და სერ ბარისტანი მეფეს გაჰყვნენ მის მოსანადი-
რებლად, პრინც ჯოფრისთან, სანდორ კლეგეინთან, ბეილონ სუან-
თან და ნახევარ სამეფო კართან ერთად. ჰოდა, ახლა ნედი უნდა
მჯდარიყო რკინის ტახტზე, სანამ მეფე წასული იყო.

689
თავად იჯდა მაინც. საბჭოს წევრების გარდა, დანარჩენები ან
ფეხზე უნდა მდგარიყვნენ მოწიწებით, ან მუხლებზე. მაღალ კა-
რებთან შეგროვილი მთხოვნელები, გობელენების ქვეშ ჩამ-
წკრივებული რაინდები, დიდებული ლორდები და ქალბატონები,
აივნებზე შეფენილი უჩინო ხალხი, აბჯარში ჩამჯდარი მცველები
ოქროს თუ რუხი მოსასხამებით – ყველანი ფეხზე იდგნენ.
სოფლელები კი დაჩოქილიყვნენ: კაცები, ქალები, ბავშვები,
ყველა ერთნაირად ჩამოძონძილი და სისხლით მოთხვრილი, ში-
შით სახემოქცეულები. მათ ზურგსუკან იდგა სამი რაინდი, რომ-
ლებსაც ეს ხალხი აქ მოწმეებად მოეყვანა.
– ყაჩაღები, ლორდ ვარის? – სერ რეიმუნ დარის ხმა ზიზღში
იყო ამოვლებული, – ო, ყაჩაღები იყვნენ მართლაც, უეჭველია.
ყაჩაღი ლანისტერები.
ნედმა იგრძნო, როგორ გადაურბინა დარბაზს შეშფოთებამ,
დიდებული ლორდები და მსახურები ერთნაირად დაიძაბნენ სას-
მენად. თავად ყასიდადაც ვერ გაოცდებოდა. მას შემდეგ, რაც
კეტლინმა ტირიონ ლანისტერი შეიპყრო, დასავლეთს ხმელი ჩა-
ლასავით ნაპერწკალიღა სჭირდებოდა ასაალებლად. რივერან-
მაც და კასტერლის კლდემაც ბაირაღებს მოუწოდა, ოქროს ეშვის
ქვემოთ უღელტეხილზე ჯარები გროვდებოდნენ. ადრე თუ გვიან
სისხლი დაიღვრებოდა. ერთადერთ კითხვად ისღა რჩებოდა, რა
გზით აჯობებდა ჭრილობის მოშრობა.
სევდიანთვალება სერ კარილ ვენსმა, რომელიც ლამაზი კაცი
იქნებოდა, სახე ერთიანად წითელი ლაქით რომ არ ჰქონოდა და-
ფარული, ხელით მიათითა დაჩოქილ სოფლელებს.
– შერერის სიმაგრიდან ესენიღა დარჩნენ, ლორდ ედარდ.
დანარჩენები დაიხოცნენ, ვენდის ქალაქის და ჯამბაზების ფონის
მცხოვრებლებთან ერთად.

690
– ადექით, – უბრძანა ნედმა სოფლელებს. იგი არასოდეს ენდო-
ბოდა დაჩოქილი კაცის მიერ წარმოთქმულ სიტყვებს, – ყველანი
ადექით.
– თითოდ, ორ-ორად იწყო წამოდგომა შერერის სიმაგრის ნარ-
ჩენმა.
ათ ბებრუხუნას წამოყენება დასჭირდა, სისხლით კაბამოთხვრი-
ლი ყმაწვილი ქალი კი დაჩოქილი დარჩა, გაშტერებელი მისჩერე-
ბოდა სერ ერის ოუკჰარტს, თეთრ აბჯარში გამოწყობილი ტახტის ძი-
რას რომ დამდგარიყო და მზად იყო მეფის დასაცავად... ან მეფის
მარჯვენისაო, ივარაუდა ნედმა.
– ჯოს, – მიმართა სერ რეიმუნ დარიმ სქელ შემელოტებულ კაცს,
ლუდის მხარშავის წინსაფარი რომ ეკეთა, – უამბე მარჯვენას, რა
მოხდა შერერში.
ჯოსმა თავი დაუქნია.
– თუ მისი მოწყალება ინებებს...
– მისი მოწყალება შავწყალას გადაღმა ნადირობს, – უთხრა
ნედმა, თან ჰკვირობდა, როგორ შეიძლება ადამიანი წითელი ციხი-
დან რამდენიმე დღის სავალზე ცხოვრობდეს და ამბადაც არ იცო-
დეს, როგორია მისი მეფეო. ნედს თეთრი ტილოს კამზოლი ეცვა,
მკერდზე სტარკების მგელსაზარა ეხატა; შავი შალის მოსასხამი
ყელთან მარჯვენის ვერცხლის ხელით ჰქონდა შებნეული. შავი,
თეთრი და ნაცრისფერი – სიმართლის ყველა ელფერი მოსავდა, –
მე ლორდი ედარდ სტარკი ვარ, მეფის მარჯვენა. მითხარი, ვინ ხარ
და რა იცი იმ მხედრებზე. – მე მაქვს... მქონდა... მე მქონდა ლუდსა-
ხარში, მილორდ, შერერში, ქვის ხიდთან. ყელის აქეთ მაგაზე უკე-
თესი ლუდი არსად იშოვებაო, ყველა ამას ამბობდა, ბოდიში მომით-
ხოვია, მილორდ. ახლა ისიც დაიღუპა, სხვა ყველაფერთან ერთად,
მილორდ. მოვიდნენ და დალიეს, რამდენსაც მოერივნენ, დანარჩე-
ნი კი დააქციეს, სანამ ცეცხლს გააჩენდნენ; ჩემს სისხლსაც დაღ-
ვრიდნენ, რომ დავეჭირე, მილორდ.

691
– ყველაფერი გადაგვიწვეს, – თქვა მის გვერდით მდგარმა
ფერმერმა, – ბნელში მოჭენდნენ სამხრეთიდან, ყანებს და სახ-
ლებს ცეცხლი წაუკიდეს, ვინც მათი შეჩერება სცადა, დახოცეს.
მაგრამ მძარცველები არ ყოფილან, მილორდ. ჩვენი საქონლის
მოტაცება კი არ უნდოდათ, არა, ჩემი მეწველი ძროხა სადაც ნა-
ხეს, იქ დაკლეს, და მატლების და ყვავების შესაჭმელად დააგ-
დეს.
– ჩემს შეგირდს ცხენდაცხენ გადაუარეს, – თქვა ჯმუხმა კაც-
მა; მჭედლის დაკუნთული მკლავები ჰქონდა, თავზე სახვევი ეკე-
თა. სამეფო კარზე მოსასვლელად თავისი საუკეთესო ტანსაცმე-
ლი შეერჩია, მაგრამ ბრიჯზე საკერებელი ედო, მოსასხამი დალა-
ქავებული და მტვრიანი ჰქონდა, – მინდვრებზე სდიეს თავიანთი
ცხენებით, შუბებით ჩხვლეტდნენ, თითქოს ნადირი ყოფილიყო;
თვითონ სიცილით კვდებოდნენ, ბიჭი კი ბორძიკობდა და ყვირო-
და, სანამ იმ ზორბამ გამჭოლად არ გაუყარა მკერდში შუბი.
მუხლებზე მდგარმა გოგონამ სახე მაღალ ტახტზე შემომჯდარ
ნედს მიაპყრო.
– დედაჩემიც მოკლეს, თქვენო მოწყალებავ. და მათ... მათ...
– ხმა ჩაუწყდა, თითქოს დაავიწყდა, რის თქმას აპირებდა. ტირი-
ლი აუვარდა.
სერ რეიმუნ დარიმ მის ნაცვლად განაგრძო.
– ვენდის ქალაქში ხალხმა სიმაგრეს შეაფარა თავი, მაგრამ
იქ კედლები მორების იყო. მომხდურებმა კედლებს ჩალა შემო-
აწყვეს და ცეცხლი წაუკიდეს, ცოცხლად გამობუგეს ყველანი.
როდესაც ხალხმა ჭიშკარი გახსნა და გამოიქცნენ, ისრებით და-
ხოცეს, დედები და ძუძუთა ბავშვებიც კი არ დაინდეს.
– ო, რა შემზარავია, – ჩაიბუტბუტა ვარისმა, – როგორ შეუძ-
ლია ადამიანს, ასე სასტიკი იყოს?
– ჩვენც იმავეს დაგვმართებდნენ, მაგრამ შერერის სიმაგრე
ქვისაა, – თქვა ჯოსმა, – ზოგს უნდოდა, კვამლით გამოვეყარეთ

692
იქიდან, მაგრამ ზორბამ უთხრათ, მდინარის აღმა უფრო მწიფე ხი-
ლიაო, და ჯამბაზების ფონისკენ გაჭენდნენ.
წინ რომ გადაიხარა, ნედმა თითებით ცივი ფოლადის შეხება იგ-
რძნო. ყოველ თითსა და თითს შორის ბასრი პირი ამოჩრილიყო,
დაგრეხილი ხმლების წვეტები კლანჭებივით იშლებოდა ტახტის სა-
ხელურების თავებზე. სამ საუკუნეს ჩაევლო, მაგრამ ზოგი ჯერაც ისე
ბასრი იყო, ზედ ხელის გაჭრა შეიძლებოდა. რკინის ტახტს დაუდევა-
რი პატრონისთვის უამრავი მახე ჰქონდა გამზადებული. სიმღერებ-
ში ამბობდნენ, თითქოს მის დამზადებას ათასი ხმალი დასჭირდა;
ბელერიონ შავი ძრწოლის სუნთქვამ თეთრად გაავარვარა ისინი,
გაჭედვას ორმოცდაცხრამეტი დღე მოუნდა. ბოლოს რაც დამზადდა,
ეს იყო – ალესილი პირებით, წვეტებით და ბასრი ლითონის ნამ-
სხვრევებით შეთხზული ეს კუზიანი, შავი საშინელება; სკამი, რო-
მელსაც შეეძლო, კაცი მოეკლა; და მოუკლავს კიდევაც, თუ ლეგენ-
დებს დაეჯერებოდა.
ედარდ სტარკს ვერაფრით გაეგო, თავად რას აკეთებდა აქ, ამ
ტახტზე მჯდომი, მაგრამ აი, იჯდა მასზე, ხალხი კი შესცქეროდა და
მისგან სამართალს მოელოდა.
– რით ამტკიცებთ, რომ ლანისტერები იყვნენ? – იკითხა, თან
მრისხანების დაოკებას ცდილობდა, – მეწამული მოსასხამები ეც-
ვათ ან ლომიანი დროშები მოჰქონდათ?
– ასე განუსჯელად უგუნურები ლანისტერებიც კი არ არიან, – წა-
მოიძახა სერ მარქ პაიპერმა. დიდი ჩხუბისთავი მამლაყინწა იყო, ნე-
დის აზრით, ზედმეტად ახალგაზრდა და ზედმეტად ფიცხი, მაგრამ
კეტლინის ძმის, ედმურის ახლო მეგობრად იცნობდა.
– ყველა თავდამსხმელი ცხენოსანი იყო და აბჯარი ეცვა, მი-
ლორდ, – მშვიდად უპასუხა სერ კარილმა, – ფოლადისწვერიანი შუ-
ბებით და ორლესულებით იყვნენ შეიარაღებული, საქონელს ტაბა-

693
რებით ხოცავდნენ, – მან ერთ ჩამოძონძილ გადარჩენილს მიაშ-
ვირა ხელი, – შენ. ჰო, შენ, ნუ გეშინია, არავინ არაფერს დაგიშა-
ვებს. უთხარი მარჯვენას, რაც მე მითხარი.
ბერიკაცმა თავი დააკანტურა.
– იმ ცხენებზე ვამბობდი, – თქვა მან, – საბრძოლო ულაყებზე
ისხდნენ. მრავალი წელი ვიმუშავე ბებერი სერ ვილუმის თავ-
ლებში და გარჩევა შემიძლია. არც ერთ იმ ცხენს ცხოვრებაში გუ-
თანი არ ჰქონდა ნათრევი, მოწმეა ღმერთები, არ ვტყუი.
– ყაჩაღები კარგ ცხენებზე, – შენიშნა ნეკამ, – იქნებ ცხენები
წინა დარბეული ადგილიდან მოიტაცეს?
– რამდენი მრბეველი იყო იმ რაზმში? – ჰკითხა ნედმა.
– ასი მაინც იქნებოდა, – უპასუხა ჯოსმა, ზუსტად მაშინ, როცა
თავშეხვეულმა მჭედელმა წარმოთქვა, ორმოცდაათიო, მის უკან
მდგარმა ბებიამ კი წაიჩიფჩიფა:
– ასობით, ასობით, მილორდ, ჯარი იყო.
– უფრო მეტ სიმართლეს ამბობ, ვიდრე გგონია, კარგო ქა-
ლო, – უთხრა ლორდმა ედარდმა, – ამბობთ, დროშები არა ჰქო-
ნიათო. რა აბჯარი ეცვათ? რომელიმემ შენიშნეთ ნიშნები ან
მორთულობები, რამე სახეები ფარებზე ან მუზარადებზე?
ლუდის მხარშველმა ჯოსმა თავი გაიქნია.
– სამწუხაროდ, მილორდ, ვერა – სადა აბჯარი ეცვათ. ოღო-
ნდ.
ის, რომელიც მეთაურობდათ, ისიც სხვებივით იყო შეჭურვი-
ლი, მაგრამ მაინც არავისში შეგეშლებოდათ. მისი ზომის გამო,
მილორდ.
ვინც ამბობენ, გოლიათები ყველანი დაიხოცნენო, იმათ ეს
კაცი არასოდეს უნახავთ. კამეჩივით ზორბა იყო და ისეთი ხმა
ჰქონდა, ქვებს ხეთქავდა.
– მთაკაცი! – ხმამაღლა წარმოთქვა სერ მარქმა, – ვის ეეჭვე-
ბოდა? ეგ ყველაფერი გრეგორ კლეგეინის საქმეა!

694
ნედს ჩაესმა, როგორ გაირბინა ბუტბუტმა ფანჯრების ქვეშ და
დარბაზის ბოლოში. დერეფანში მდგომებმაც კი შეშფოთებით გა-
დაუჩურჩულეს ერთმანეთს. მცირე ხალხს დიდებული ლორდებივით
კარგად შეეგნო, რას მოასწავებდა, თუკი სერ მარქის სიტყვები მარ-
თალი გამოდგებოდა. სერ გრეგორ კლეგეინი ლორდ ტაივინ ლა-
ნისტერის მებაირაღე იყო. ნედი სოფლელების შეშინებულ სახეებს
დააკვირდა. რა გასაკვირია, ასე რომ იყვნენ დამფრთხალები; ისინი
ფიქრობდნენ, აქ იმისთვის მოერეკათ, რომ ლორდ ტაივინი ხელ-
სისხლიან მკვლელად შეერაცხათ მეფის წინაშე, რომელიც ქორწი-
ნების კანონით მისი შვილი იყო. იფიქრა, ნეტავ, აქ რომ მოჰყავდათ,
რაინდებმა არჩევანი თუ მისცესო.
გრანდ-მაისტერი მძიმედ წამოდგა საბჭოს მაგიდიდან, კისერზე
ჯაჭვი უჟღრიალებდა, მისი წოდების ნიშანი.
– სერ მარქ, შენდამი დიდი პატივისცემის მიუხედავად, არ შეგიძ-
ლიათ თქვათ, რომ ის ყაჩაღი სერ გრეგორი იყო. სახელმწიფოში
სხვაც ბევრი ზორბა კაცია.
– ცხენოსან მთასავით დიდი? – ჰკითხა სერ კარილმა, – მე მის-
ნაირი არავინ შემხვედრია.
– აქ მყოფთაგან არც არავის შეხვედრია, – ცხარედ წარმოთქვა
სერ რეიმუნმა, – მის გვერდით მისი ძმაც კი ლეკვს ჰგავს. მილორ-
დებო, გამოიხედეთ თვალებში. გვამებს მაინცდამაინც მისი ბეჭედი
უნდა ესვას? ის კაცი გრეგორი იყო.
– სერ გრეგორი ყაჩაღობას ვითომ რატომ დაიწყებდა? – იკითხა
პაიცელმა, – მისი მებატონის წყალობით, საკუთარი ციხესიმაგრე
და მამულები აქვს. იგი ნაკურთხი რაინდია.
– ცრუ რაინდი! – არ შეეპუა სერ მარქი, – ლორდ ტაივინის ცო-
ფიანი ძაღლი.
– მილორდ მარჯვენავ, – განაცხადა პაიცელმა მტკიცედ, – დაბე-
ჯითებით გთხოვთ, შეახსენო ამ კეთილ რაინდს, რომ ლორდი ტა-
ივინ ლანისტერი ჩვენი საკუთარი მოწყალე დედოფლის მამაა.

695
– გმადლობთ, გრანდ-მაისტერ პაიცელ, – უთხრა ნედმა, –
ვშიშობ, შეიძლება დაგვვიწყებოდა, რომ არ შეგეხსენებინათ.
აქ, ამაღლებული ტახტიდან, ნედი ხედავდა დარბაზის ბოლოს
კარში გამსხლტარ ადამიანებს. კურდღლები, სოროებს მიაშურე-
ბენ... ან ვირთხები, დედოფლის ყველის საცმუცნად მიიჩქარიან.
დერეფანში სეპტა მორდეინს მოჰკრა თვალი, მას გვერდით სან-
სა ედგა. ნედს ბრაზი მოერია: აქ პატარა გოგონას ადგილი არ
იყო. მაგრამ სეპტას ვერ ეცოდინებოდა, რომ დღევანდელი დარ-
ბაზობა განსხვავებული იქნებოდა ჩვეულებრივი მოსაწყენი შეხ-
ვედრებისგან, სადაც სათხოვარები ისმინებოდა, მეტოქე სიმაგ-
რეებს შორის საშუღარი საქმეები წყდებოდა და სასაზღვრე ქვე-
ბის ადგილმდებარეობის შესახებ დავა გაირჩეოდა.
დაბლა მდგომ საბჭოს მაგდასთან პეტირ ბეილიში, როგორც
იყო, მოსწყდა თავის კალამს და წინ წაიხარა.
– სერ მარქ, სერ კარილ, სერ რეიმუნ – ნება მიბოძეთ, კით-
ხვით მოგმართოთ. ეს სიმაგრეები თქვენი მფარველობის ქვეშ
იყო. სად იყავით მთელი ამ ხოცვა-ჟლეტვის დროს?
მას სერ კარილმა გასცა პასუხი:
– მე ჩემს ლორდ-მამას ვახლდი ოქროს ეშვის ქვემოთ უღელ-
ტეხილზე; სერ მარქიც იქ იყო. როდესაც სერ ედმურ ტალიმ ამ
თავდასხმებზე შეიტყო, შემოგვითვალა, მებრძოლთა მცირე
რაზმით წავსულიყავით, მოგვეძებნა გადარჩენილები და მეფის
წინაშე წარგვედგინა.
– სერ ედმურმა რივერანში მომიწოდა მთელ ჩემს ძალებთან
ერთად, – ჩაურთო სერ რეიმუნ დარიმ, – მისი გალავნის სიახ-
ლოვეს, მდინარის გადაღმა ვიყავი დაბანაკებული მისი ბრძანე-
ბის მოლოდინში, როდესაც ამბავმა ჩემამდე მოაღწია. იმ დრო-
ისთვის, როდესაც ჩემს მიწებზე დაბრუნება შევძელი, კლეგეინს
და მის ავაზაკებს უკანვე გადაელახათ წითელი კბილი და ლანის-
ტერების გორებისკენ ეჭირათ გეზი.

696
ნეკამ ფიქრიანად ჩამოისვა ხელი წვერის ბოლოზე.
– და ისევ რომ დაბრუნდნენ, სერ?
– თუ ისევ მოვლენ, მათ აოხრებულ ყანებს მათივე სისხლით მო-
ვარწყვევინებთ, – ცხარედ განაცხადა სერ მარქ პაიპერმა.
– სერ ედმურ დარიმ საზღვრიდან ერთი დღის სავალის მანძილზე
განლაგებულ ყველა სოფელში რაზმი გაგზავნა, – განმარტა სერ კა-
რილმა, – შემდეგი თავდამსხმელი ასე იოლ ნადავლს ვერ ჩაიგდებს
ხელში.
და შესაძლოა, ლორდ ტაივინს სწორედ ეს სწადია, გაიფიქრა
ნედმა, რივერანს ძალა დაუშრიტოს, ბიჭი აიძულოს, გაფანტოს თა-
ვისი მეომრები. მისი ცოლისძმა ჭაბუკი იყო და სიბრძნეზე მეტად სი-
მამაცე მოსდგამდა. იგი შეეცდებოდა, თავისი მიწის ყოველი გოჯი
შეენარჩუნებინა, დაეცვა ყოველი კაცი, ქალი თუ ბავშვი, ვისაც კი
იგი ბატონად ეგულებოდა, ლორდი ტაივინი საკმაოდ გამჭრიახი
გახლდათ, რომ ეს ძალიან კარგად სცოდნოდა.
– თუკი თქვენი მინდვრები და სიმაგრეები ახლა დაცულია, – ამ-
ბობდა ლორდი პეტირი, – მაშ, ტახტისგან რაღას ითხოვთ?
– სამკბილას ლორდები იცავენ მეფის დადგენილ მშვიდობას, –
მიუგო სერ რეიმუნ დარიმ, – ლანისტერებმა იგი დაარღვიეს. ჩვენ
ვითხოვთ ნებართვას, პასუხი გავცეთ, იარაღს იარაღი მივაგებოთ.
შერერის, ვენდის ქალაქის და ჯამბაზების ფონის მცხოვრებთათვის
სამართალს ვითხოვთ.
– ედმური მიიჩნევს, რომ გრეგორ კლეგეინს ვალი მისივე სის-
ხლიანი მონეტით უნდა დავუბრუნოთ, – განაცხადა სერ მარქმა, –
მაგრამ მოხუცმა ლორდმა ჰოსტერმა გვიბრძანა, აქ მოვსულიყავით
და მეფის ნებართვა გამოგვეთხოვა, სანამ შევუტევდით მაშ, მად-
ლობა ღმერთებს მოხუცი ლორდ ჰოსტერის წინდახედულობისთვის.
ტაივინ ლანისტერი არა მხოლოდ ლომი იყო, გვარიანი მელაც გახ-
ლდათ. თუკი მან მართლაც გაგზავნა სერ გრეგორი სოფლების საჟ-

697
ლეტად და საძარცვად, – ნედს კი ეჭვიც არ ეპარებოდა, რომ სწო-
რედ ასე მოიქცა, – იმაზეც იზრუნა, რომ მის რაინდს ღამის საფარ-
ქვეშ ევლო, დროშები არ გაეშალა და თავი ჩვეულებრივ მძარცვე-
ლად მოეჩვენებინა. რივერანს საპასუხოდ რომ შეეტია, სერსეი და
მამამისი დაიჟინებდნენ, თითქოსდა მეფის მშვიდობა ტალებს დაერ-
ღვიათ და არა ლანისტერებს. ღმერთებმა იციან, რას დაიჯერებ-
და რობერტი.
გრანდ-მაისტერი პაიცელი ისევ ფეხზე წამომდგარიყო.
– მილორდ მარჯვენავ, თუკი ამ კეთილ ხალხს მიაჩნია, რომ
სერ გრეგორმა უღალატა წმინდა ფიცს და ძარცვას და ძალადო-
ბას მიჰყო ხელი, დე, წავიდნენ მის მებატონესთან და მასთან
უჩივლონ. ეს დანაშაულობანი ტახტის საზრუნავი არაა. ლორდ
ტაივინის სამართალი ეძიონ.
– ეს ყოველივე მეფის მართლმსაჯულებაა, – უთხრა მას ნედ-
მა, – ჩრდილოეთი, სამხრეთი, აღმოსავლეთი თუ დასავლეთი –
რასაც ჩავდივართ, ყველაფერს რობერტის სახელით ჩავდი-
ვართ.
– მეფის მართლმსაჯულება, – გაიმეორა გრანდ-მაისტერმა
პაიცელმა, – მართლაც ასეა, ამიტომაც ეს საკითხი უნდა გადავ-
დოთ, სანამ მეფე...
– მეფე მდინარის გაღმა ნადირობს და იქნებ რამდენიმე დღე
არ დაბრუნდეს, – უთხრა ლორდმა ედარდმა, – რობერტმა დამა-
ვალა, აქ მის ნაცვლად ვმჯდარიყავი, მისი ყურით მესმინა და მი-
სი პირით მელაპარაკა. მეც ვაპირებ, სწორედ ასე მოვიქცე...
თუმცა გეთანხმებით, რომ მეფეს უნდა შევატყობინოთ, – მან
კედლის გობელენების ქვემოთ ნაცნობ სახეს მოჰკრა თვალი, –
სერ რობარ.
სერ რობარ როისი წინ წამოდგა და თავი მოდრიკა.
– მილორდ.

698
– მამაშენი მეფესთან ერთად ნადირობს, – უთხრა ნედმა, – შე-
ატყობინებ მათ, თუ რა ითქვა და მოხდა დღეს აქ?
– დაუყოვნებლივ, მილორდ.
– მაშასადამე, ნებას გვრთავთ, სერ გრეგორზე შური ვიძიოთ? –
ჰკითხა სერ მარქმა ტახტს.
– შური იძიოთ? – გაიმეორა ნედმა, – მე მგონი, მართლმსაჯულე-
ბაზე ვსაუბრობდით. კლეგეინის მინდვრების გადაწვა და მისი ხალ-
ხის ამოხოცვა მეფის მართლმსაჯულებას ვერ აღადგენს, მხოლოდ
თქვენს შელახულ სიამაყეს განკურნავს, – მან მზერა მოაშორა ჭა-
ბუკ რაინდს, სანამ იგი თავისი აღშფოთების გამოთქმას მოასწრებ-
და, და სოფლელებს მიმართა, – შერერელებო, მე ვერ დაგიბრუ-
ნებთ თქვენს სახლებსა და ყანებს, ვერც დახოცილებს აღგიდგენთ
მკვდრეთით; მაგრამ იქნებ შევძლო და ჩვენი მეფის, რობერტის სა-
ხელით მცირედ მაინც აღვადგინო სამართლიანობა.
დარბაზში მყოფნი ყველანი მას შესცქეროდნენ, იცდიდნენ. ნედი
ნელა წამოდგა, ტახტიდან მკლავების ძალით აიზიდა; მყარ სახვევში
მოქცეულ დალეწილ ფეხზე ტკივილის კლანჭები ჩააფრინდა. შეეცა-
და, არად ჩაეგდო ტკივილი; ახლა არაფრით ივარგებდა მათთვის
საკუთარი სისუსტის შემჩნევინება.
– პირველ ადამიანებს სწამდათ, რომ მსაჯულს, რომელიც სიკ-
ვდილის განაჩენს გამოიტანდა, თავად უნდა ეშიშვლა მახვილი, და
ჩრდილოეთში ჯერაც ამ წესს მივდევთ. სხვისი გაგზავნა ჩემი ვალის
შემსრულებლად გულზე არ მეხატება, მაგრამ, ჩანს, სხვა გზა არ
მაქვს, – მან თავის მოტეხილ ფეხზე ანიშნა.
– ლორდ ედარდ! – გაისმა დაძახილი დარბაზის დასავლეთის
მხრიდან და მოხდენილი ყმაწვილი თამამი, ფართო ნაბიჯით წამო-
ვიდა წინ. უაბჯროდ სერ ლორას ტაირელი თექვსმეტ წლისაზე უფრო
ახალგაზრდაც კი ჩანდა. ცისფერი აბრეშუმი მოსავდა, ქამრად ოქ-
როს ვარდებით შედგენილი ჯაჭვი ერტყა – თავისი გვარის სიმბო-

699
ლო-ყვავილი, – გევედრებით, თქვენ ნაცვლად ქმედების პატივი
მიბოძოთ. მე დამაკისრეთ ეგ საქმე, მილორდ, და, გეფიცებით,
იმედს არ გაგიცრუებთ. ნეკამ ჩაიქირქილა.
– სერ ლორას, მარტო რომ გაგიშვათ, სერ გრეგორი უკან
თქვენს თავსღა გამოგვიგზავნის, მაგ ლამაზ პირში ბოლოკს ჩაგ-
ჩრით და ისე. ცხენოსანი მთა ის კაცი არ არის, ვინმეს მარ-
თლმსაჯულებას ქედი მოუდრიკოს.
– გრეგორ კლეგეინის არ მეშინია, – ქედმაღლურად წარ-
მოთქვა სერ ლორასმა.
ნედი მძიმედ დაეშვა ეაგონის დაბრეცილი ტახტის მაგარ რკი-
ნის დასაჯდომზე. მზერა კედელთან ჩამწკრივებულ სახეებს გა-
აყოლა.
– ლორდი ბერიკი. მირელი თოროსი. სერ გლადენი. ლორდი
ლოთარი, – ჩამოთვლილები სათითაოდ წამოდგნენ წინ, – ყო-
ველი თქვენგანი ოც კაცს აღჭურვავს, რათა ჩემი სიტყვა გრეგო-
რის ციხესიმაგრეში მიიტანოს. თქვენთან ერთად წამოვა ოცი ჩე-
მი საკუთარი მცველი. ლორდ ბერიკ დონდარიონ, მეთაური შენ
იქნები, როგორც ეს შენს რანგს შეჰფერის.
წითურ-ოქროსფერთმიანმა ჭაბუკმა ლორდმა თავი დაუკრა –
როგორც ბრძანებ, ლორდ ედარდ.
ნედმა ხმა აიმაღლა და მისი სიტყვები სატახტო დარბაზის ბო-
ლოშიც მკაფიოდ გაისმა:
– სახელით რობერტისა ბარათეონთა გვარიდან, ვინც არის
პირველი მისი სახელისა, მეფე ანდალთა, როინართა და პირ-
ველ კაცთა, შვიდი სამეფოს ხელმწიფე და სახელმწიფოს მფარ-
ველი; სიტყვით ედარდისა სტარკთა გვარიდან, ვინც არის მისი
მარჯვენა, გავალებთ, რაც შეიძლება სწრაფად გაჭენდეთ დასავ-
ლეთის მხარეში, მეფის დროშის ქვეშ გადალახოთ სამკბილას
წითელი კბილი და იქ მეფის განაჩენი აუწყოთ ცრუ რაინდს, გრე-
გორ კლეგეინს, აგრეთვე ყველა მათგანს, ვინც მის დანაშაულში

700
იყო ჩარეული. მე მას ვდებ ბრალს, და ვყრი ღირსებას, და ვართმევ
ყველანაირ რანგსა და ტიტულს, ყველა მამულს, ქონებასა და საუფ-
ლოს, და ვუსჯი სიკვდილს. დე, ღმერთებმა შეიწყალონ მისი სული.
როდესაც მისი სიტყვების გამოძახილი მიწყდა, ყვავილების რა-
ინდს სახეზე გაოგნება დაეწერა.
– ლორდ ედარდ, მე რაღას მიბრძანებ?
ნედმა ჩამოხედა. ამ სიმაღლიდან იგი ლამის რობისხელა ჩანდა.
– არავის შეაქვს ეჭვი შენს სიქველეში, სერ ლორას, მაგრამ ჩვენ
აქ მართლმსაჯულებას აღვასრულებთ, შენ კი შურისძიება გწყურია,
– მან ისევ ლორდ ბერიკს შეხედა, – განთიადისთანავე გზას დაადე-
ქით. ასეთი საქმეები ჯობს, რაც მალე აღსრულდება, – მან ხელი აღ-
მართა, – ტახტი დღეს აღარც ერთ თხოვნას აღარ მოისმენს.
ალინმა და პორტერმა რკინის ციცაბო საფეხურები აიარეს, ნედს
ჩამოსვლაში რომ დახმარებოდნენ. კიბეზე რომ ჩამოდიოდა,
გრძნობდა ლორას ტაირელის მოღუშულ მზერას, მაგრამ ბიჭი უფ-
რო ადრე შებრუნდა და წავიდა, ვიდრე ნედი სატახტო დარბაზის ია-
ტაკზე დადგამდა ფეხს.
რკინის ტახტის ძირში ვარისი იდგა და საბჭოს მაგიდიდან ქა-
ღალდებს აგროვებდა. ნეკა და გრანდ-მაისტერი პაიცელი უკვე წა-
სულიყვნენ.
– ჩემზე უფრო მამაცი ბრძანდები, მილორდ, – რბილად მიმართა
საჭურისმა.
– ეგ როგორ, ლორდ ვარის? – მკვახედ მიუგო ნედმა. ფეხი სტეხ-
და და სიტყვებით თამაშის გუნებაზე არ იყო.
– იქ, მაღლა, მე რომ ვმჯდარიყავი, სერ ლორასს გავგზავნიდი.
ისე ეწადა წასვლა... ის კაცი კი, ვისაც ლანისტერები მტრად მოუკი-
დებია, კარგს იზამდა, ტაირელები დაემეგობრებინა.
– სერ ლორასი ყმაწვილია, – უთხრა ნედმა, – ვფიქრობ, გაიზ-
რდება და წყენა გადაავიწყდება.

701
– და სერ ილინი? – საჭურისმა პუტკუნა, უმარილიან ლოყაზე
ხელი ჩამოისვა, – ბოლოს და ბოლოს, იგია მეფის მართლმსაჯუ-
ლება. მისი საქმის აღსასრულებლად სხვების გაგზავნა... ეს შე-
იძლება ვინმეს უდიდეს შეურაცხყოფად ეჩვენოს.
– რაც ფიქრადაც არ გამივლია, – სიმართლე რომ ითქვას, ნე-
დი არ ენდობოდა მუნჯ რაინდს, თუმც, შესაძლოა, მხოლოდ იმი-
ტომ, რომ ჯალათები საერთოდ არ ეხატებოდა გულზე, – გაგახ-
სენებ, რომ პეინები ლანისტერების გვარის მებაირაღეები არიან.
ჩავთვალე, უმჯობესი იქნებოდა, ის ხალხი შემერჩია, ვისაც
ლორდ ტაივინისთვის ერთგულება არ აქვს შეფიცული.
– წინდახედული ნაბიჯია, უეჭველად, – დაეთანხმა ვარისი, –
მაგრამ მე შემთხვევით დავინახე სერ ილინი, დარბაზის ბოლოში
რომ იდგა და იმ თავისი უფერული თვალებით მოგვჩერებოდა;
და, უნდა გითხრათ, ნაამები არ ჩანდა. თუმცა, რასაკვირველია,
ჩვენს მდუმარე რაინდზე რაიმეს დაბეჯითებით თქმა ძნელია.
იმედი მაქვს, მასაც დაავიწყდება ეს წყენა. თავისი საქმე ისე ძა-
ლიან უყვარს...

702
სანსა

703
– სერ ლორასს გაგზავნაზე უარი უთხრა, – უამბო სანსამ ჯეინი
პულს იმ საღამოს, როდესაც ერთად მიირთმევდნენ ცივ ვახშამს
ლამპის შუქზე, – მე მგონი, ფეხი რომ სტკივა, იმიტომ.
ლორდმა ედარდმა თავის საწოლ ოთახში ივახშმა ალინთან,
ჰარვინთან და ვაიონ პულთან ერთად, რათა მოტეხილი ფეხი
უკეთ მოესვენებინა. სეპტა მორდეინმაც დაიწუწუნა, რომ მთელ
დღეს დერეფანში დგომით ფეხები ასტკივდა. წესით, არია უნდა
მოსულიყო მათთან ერთად სავახშმოდ, მაგრამ თავისი ცეკვის
გაკვეთილიდან აგვიანებდა. – ფეხი? – ჩაეკითხა დაეჭვებული ჯე-
ინი. ლამაზი, მუქთმიანი გოგონა იყო, ისიც სანსასხელა, – სერ
ლორასმა ფეხი დაიზიანა?
– სენ ლორასმა კი არა, – სანსა ნაზად წიწკნიდა ქათმის ბარ-
კალს, – მამას სტკივა, სულელო. გამუდმებით ისე ძალიან სტკი-
ვა, რომ სულ აღრენილია ხოლმე. ეგ რომ არა, დარწმუნებული
ვარ, სერ ლორასს გაგზავნიდა.
მამის გადაწყვეტილება ჯერაც ვერ აეხსნა. როდესაც ყვავი-
ლების რაინდი ალაპარაკდა, გოგონამ დაიჯერა, რომ ბებერი ნე-
ნის ერთ-ერთი ზღაპართაგანი ახლა, მის თვალწინ შეისხამდა
ხორცს. სერ გრეგორი ურჩხული იყო, სერ ლორასი კი – ნამდვი-
ლი გმირი, რომელიც მას დაამარცხებდა. ჰგავდა კიდევაც ნამ-
დვილ გმირს – ასეთი აშოლტილი და მშვენიერი, წვრილ წელზე
შემოვლებული ოქროს ვარდებით და თვალებზე ჩამოშლილი
დიდებული წაბლისფერი თმით. და ამ დროს მამამ უარი უთხრა!
ამან უფრო მეტად დაამწუხრა, ვიდრე მოელოდა.
ეს ყველაფერი შესჩივლა სეპტა მორდეინს, როდესაც ისინი
დერეფნიდან ჩამომავალ კიბეს მოუყვებოდნენ, მაგრამ სეპტამ
მხოლოდ ის უთხრა, რომ მამა-ლორდის გადაწყვეტილებებთან
შედავება სანსას საქმე არ იყო.
სწორედ მაშინ იყო, ლორდმა ბეილიშმა რომ განაცხადა:

704
– ო, არ ვიცი, სეპტა. მისი მამა-ლორდის ზოგიერთ გადაწყვეტი-
ლებას ცოტაოდენი შედავება კიდევაც მოუხდებოდა. ყმაწვილი ლე-
დი ისევე ბრძენია, რამდენადაც – მშვენიერი, – და იგი სანსას წინ
მოიდრიკა ხელის ფართო გაშლით და იმგვარი მონდომებით, რომ
გოგონა დარწმუნებით ვერ იტყოდა, ეს კაცი აქებდა თუ დასცინოდა.
სეპტა მორდეინი ძლიერ შეწუხდა, როდესაც მიხვდა, რომ ლორ-
დმა ბეილიშმა მათ საუბარს ყური მოჰკრა.
– გოგონა უბრალოდ მესაუბრებოდა, მილორდ, – უთხრა მან ნე-
კას, – უმიზნო ლაქლაქია. კი არაფერს გულისხმობდა ამ შენიშვნით.
ლორდმა ბეილიშმა ხელი ჩამოისვა პატარა წამახულ წვერზე და ჩა-
ეკითხა:
– არაფერს? მითხარი, ბავშვო, როგორ გგონია, რატომ უნდა გა-
ეგზავნა სერ ლორასი?
სანსას სხვა გზა არ ჰქონდა, გმირების და ურჩხულების ამბავი უნ-
და აეხსნა. მეფის მრჩეველმა გაიღიმა.
– ჰოო, მე საამისოდ სხვა მიზეზები მექნებოდა, მაგრამ... – მან
სანსას ლოყაზე შეახო ხელი, ცერი მსუბუქად გააყოლა ყვრიმალზე,
– ცხოვრება სიმღერა როდია, საყვარელო. ერთ დღესაც, შენდა სა-
ვალალოდ, ამას იქნებ თავად მიხვდე.
მაგრამ სანსა ჯეინისთვის ამის მოყოლას აღარ აპირებდა; ამის
გახსენებაც კი აშფოთებდა.
– მეფის მართლმსაჯულება სერ ილინია, და არა სერ ლორასი, –
უთხრა ჯეინიმ, – ლორდ ედარდს ის უნდა გაეგზავნა.
სანსას გააჟრჟოლა. რამდენჯერაც სერ ილინ პეინს შეხედავდა,
იმდენჯერ ცახცახებდა. მისი ცქერისას ისეთი გრძნობა უჩნდებოდა,
თითქოს შიშველ კანზე რაღაც მკვდარი არსებები დააცოცავდნენ.
– სერ ილინი ლამის თვითონაც ურჩხულია. ძალიან კარგი, რომ
მამამ ის არ აირჩია.
– ლორდი ბერიკიც ისეთივე გმირია, როგორიც სერ ლორასი.
მუდამ თავაზიანი და მამაცია...

705
– ალბათ, – ყოყმანით წარმოთქვა სანსამ. ბერიკ დონდარიო-
ნი საკმაოდ მშვენიერი შესახედი იყო, მაგრამ საშინლად ბებერი
– თითქმის ოცდაორი წლისა; ყვავილების რაინდი ბევრად უკე-
თესი იქნებოდა.
რასაკვირველია, ჯეინის გული შეუვარდა ლორდ ბერიკზე მას
შემდეგ, რაც პირველად მოჰკრა თვალი ასპარეზობისას. და სან-
სა თვლიდა, რომ დიდი სისულელეც მოუვიდა; ჯეინი, ბოლოს და
ბოლოს, მოურავის ასული იყო და სხვა არაფერი, და, რაც არ უნ-
და ეოცნება ლორდ ბერიკზე, ის ზედაც არასოდეს შეხედავდა მას-
ზე ესოდენ დაბლა მდგომ გოგონას, თუნდაც ის გოგონა ასაკით
მასზე ორჯერ პატარა არც ყოფილიყო.
მაგრამ ამის თქმით მეგობარს ვერ ასიამოვნებდა, ამიტომ
სანსამ რძე მოსვა და საუბრის თემა შეცვალა.
– მე დამესიზმრა, რომ თეთრ ირემს ჯოფრი მოინადირებს, –
თქვა მან. სინამდვილეში ეს მხოლოდ მისი სურვილი იყო, მაგ-
რამ ასე თქმა, დამესიზმრაო, უკეთ ჟღერდა. ყველამ იცის, რომ
სიზმრები წინასწარმეტყველებენ. თეთრი ხარირემი მეტად იშვი-
ათ და ჯადოსნურ ცხოველად ითვლებოდა, და სანსას გული ეუბ-
ნებოდა, რომ მისი თავაზიანი პრინცი ბევრად სჯობდა თავის
ლოთ მამას.
– დაგესიზმრა? მართლა? პრინცი ჯოფრი უბრალოდ მიუახ-
ლოვდა მას, ხელი შეახო და არაფერი დაუშავა?
– არა, – უთხრა სანსამ, – ოქროს ისრით მოკლა და მე მო-
მართვა, – სიმღერებში რაინდები არასოდეს ხოცავდნენ ჯადოს-
ნურ ცხოველებს, უბრალოდ მიდიოდნენ მათთან ახლოს, ეხე-
ბოდნენ და არაფერს უშავებდნენ, მაგრამ მან იცოდა, რომ ჯოფ-
რის უყვარდა ნადირობა, განსაკუთრებით კი – სწორედ მოკვლა,
მონადირება. ოღონდ მხოლოდ ნადირის. სანსას სწამდა, რომ
მისი პრინცი არ იყო გარეული იორისა და იმ საბრალო მეომრე-
ბის დახოცვის საქმეში. ეს ყველაფერი მისმა საზიზღარმა ბიძამ,

706
მეფისმკვლელმა, ჩაიდინა. მან იცოდა, რომ მამამისს რისხვა ჯერაც
არ დასცხრობოდა, მაგრამ ჯოფრის დადანაშაულება უსამართლობა
იქნებოდა. ეს იგივეა, სანსა დაედანაშაულებინათ იმაში, რასაც არია
ჩაიდენდა.
– დღეს ნაშუადღევს შენი და ვნახე, – წამოროშა ჯეინიმ, თითქოს
სანსას ფიქრებს კითხულობდა, – თავლაში დადიოდა, ოღონდ ხე-
ლებით. რატომ უნდა მოგესურვოს ასეთი რამე?
– ზუსტად გეტყვი, რომ არასოდეს ვიცი, არია რატომ სჩადის რა-
მეს, – სანსას ეჯავრებოდა თავლები, იქაური სუნი და ბუზები. მაში-
ნაც კი, სასეირნოდ რომ მიდიოდა, ერჩივნა, ცხენი მსახურ ბიჭს შე-
ეკაზმა და მისთვის ეზოში გამოეყვანა, – გინდა დარბაზობაზე მოგიყ-
ვე თუ არა?
– კი, მინდა, – უთხრა ჯეინიმ.
– ერთი შავი ძმაც მოვიდა, კედელზე წასაყვანად ხალხს ითხოვ-
და, მაგრამ რაღაც ბებერი და სუნიანი იყო, – მას ეს ამბავი სრულია-
დაც არ მოეწონა. ყოველთვის ფიქრობდა, რომ ღამის ებგურში ძია
ბენჯენისნაირი მებრძოლები იყვნენ შეკრებილი. ეს კაცი კი მოკუზუ-
ლი და ამაზრზენი იყო და რომ შეხედავდი, იტყოდი, ტილები ეყოლე-
ბაო. თუკი ღამის ებგურში მართლა ასეთები იყვნენ, გული სწყდებო-
და თავისი ბუში ნახევარძმა ჯონის გამო, – მამამ იკითხა, ხომ არ იყ-
ვნენ დარბაზში რაინდები, რომლებიც ისურვებდნენ, საკუთარი გვა-
რისთვის პატივი მოეტანათ შავის შემოსვით, მაგრამ წინ არავინ წა-
მომდგარა, ამიტომაც იმ იორენს მეფის დილეგების გადარჩევის ნე-
ბა დართო და თავის გზაზე გაუშვა. შემდეგ ის ორი ძმა წარდგა მის
წინაშე, დორნის მარშელი ქირით მებრძოლები, და მეფეს ხმლით
სამსახური შესთავაზეს. მამამ მიიღო მათი ფიცი...
ჯეინიმ დაამთქნარა.
– ლიმონის ნამცხვრები კიდევ დარჩა?

707
სანსას არ უყვარდა, რომ აწყვეტინებდნენ, მაგრამ უნდა ეღია-
რებინა, რომ ლიმონის ნამცხვრები ბევრად უფრო საინტერესო
იყო, ვიდრე ის, რაც სატახტო დარბაზში ხდებოდა.
– წამო, ვნახოთ, – უთხრა ჯეინის.
ლიმონის ნამცხვრებში არ გაუმართლათ, მაგრამ ცივი მარ-
წყვის ღვეზლის ნახევარი იპოვეს, ეს კი დიდად უარესი არც იყო.
კოშკის კიბეზე ჩამომსხდრებმა შესანსლეს, ხითხითებდნენ, ჭო-
რაობდნენ და – ერთმანეთს საიდუმლოებებს უმხელდნენ, და
სანსა იმ ღამით დასაძინებლად რომ წავიდა, თავი ლამის არია-
სავით უწესო ეგონა.
დილით გათენებამდე გამოიღვიძა და ნამძინარევი მიიპარა
თავის ფანჯარასთან, რათა ეცქირა, როგორ რაზმავდა ლორდი
ბერიკი თავის მებრძოლებს. ქალაქის თავზე ცას განთიადი ეპა-
რებოდა, როდესაც ისინი გზას გაუდგნენ, წინ სამი ბაირაღი მიუძ-
ღოდათ: მეფის გვირგვინოსანი ხარირემი მაღალ ტარზე ეგო,
სტარკების მგელსაზარა და თავად ლორდ ბერიკის ორკაპა ელ-
ვის დროშა უფრო დაბალ ტარებზე ფრიალებდნენ. ყველაფერი
ისე აღტაცების მომგვრელი იყო, ხორცშესხმულ სიმღერას ჰგავ-
და: ხმლების ჟღრიალი, ჩირაღდნის ციმციმი, ქარში აცეკვებული
დროშები, ცხენთა ფრუტუნი და ჭიხვინი, აისის ოქროსფერი ნა-
თება, ცერად გამომსხლტარი კარიბჭის მაღლა აზიდული ცხა-
ურის გისოსებს შორის. ვინტერფელელი მებრძოლები ისე წარ-
მოსადეგნი ჩანდნენ ვერცხლის ჯაჭვის პერანგებსა და გრძელ
რუხ მოსასხამებში!
სტარკების ბაირაღი ალინს ეჭირა. რომ დაინახა, როგორ მო-
ზიდა მან აღვირი ლორდ ბერიკის გვერდით და მეთაურს გამოე-
ლაპარაკა, სანსას გული კიდევ უფრო მეტი სიამაყით აევსო.
ალინი იორიზე უფრო ლამაზი იყო; იგი ერთ მშვენიერ დღეს რა-
ინდი გახდებოდა.

708
მათი წასვლის შემდეგ მარჯვენის კოშკი ისე გამოცარიელდა,
რომ საუზმეზე ჩასულ სანსას არიას დანახვაც კი გაუხარდა.
– სად წავიდა ყველა? – მოსთხოვა დამ პასუხი, თან წითელ ფორ-
თოხალს ფცქვნიდა, – მამამ ისინი ჯეიმი ლანისტერის დასაჭერად
გაგზავნა?
სანსამ ამოიოხრა.
– ისინი ლორდ ბერიკს გაჰყვნენ, სერ გრეგორ კლეგეინს თავი
უნდა მოკვეთონ, – იგი მიუბრუნდა სეპტა მორდეინს, ხის კოვზით ფა-
ფას რომ შეექცეოდა, – სეპტა, ლორდი ბერიკი სერ გრეგორის თავს
მისსავე კარიბჭის ზემოთ ჩამოაცვამს სარზე, თუ წამოიღებს და მე-
ფეს მიართმევს?
სეპტას თავზარი დაეცა.
– ლედი დილის ფაფის მირთმევისას ამგვარ საკითხებზე არ სა-
უბრობს. რა იქნა შენი ზრდილობა, სანსა? ვფიცავ, ბოლო დროს ლა-
მის შენი დასავით ცუდად იქცევი!
– რა ჩაიდინა გრეგორმა? – იკითხა არიამ.
– სიმაგრე დაწვა და უამრავი ხალხი დახოცა, ქალები და ბავშვე-
ბიც.
არია მოიღუშა.
– ჯეიმი ლანისტერმა იორი მოკლა, კიდევ – ჰევარდი და ვილი,
ქოფაკმა კი – მიკა. ვინმეს მათთვისაც უნდა მოეკვეთა თავი.
– ეგ სულ სხვა რამეა, – შეედავა სანსა, – ქოფაკი ჯოფრის შეფი-
ცული ფარია. შენი ყასბის ბიჭი პრინცს თავს დაესხა.
– მატყუარა, – უთხრა არიამ. წითელი ფორთოხალი ისე ჩაბღუჯა
ხელში, რომ თითებს შორის სისხლისფერმა წვენმა დაუწყო დენა.
– მიდი, მეძახე, რაც გინდა, – განუცხადა სანსამ უზრუნველად, –
ჯოფრის რომ მივთხოვდები, მერე ვეღარ გაბედავ. მოგიწევს, თავი
დამიკრა და თქვენო მოწყალებავო, ასე მომმართო, – მან დაიწივ-
ლა, არიამ მაგიდის გადაღმიდან ფორთოხალი რომ გამოუქანა. სვე-
ლი ტყაპუნით მოხვდა შიგ შუბლში და მერე მუხლებზე ჩამოებერტყა.

709
– სიფათზე წვენი გაცხიათ, თქვენო მოწყალებავ, – უთხრა
არიამ.
წვენი ცხვირზე ჩამოსდიოდა და თვალებს სწვავდა. სანსამ
ხელსახოცით მოიწმინდა სახე. როდესაც დაინახა, მუხლებზე და-
ცემულ ხილს რა დღეში ჩაეგდო მისი მშვენიერი, სპილოსძვლის-
ფერი აბრეშუმის კაბა, კიდევ ერთხელ დაიწივლა.
– საშინელი ხარ! – უკივლა დას, – ლედის ნაცვლად შენ უნდა
მოეკალით!
სეპტა მორდეინი წვალებით წამოდგა ფეხზე.
– მამათქვენი-ლორდი ამას ყველაფერს შეიტყობს! გასწით
თქვენს ოთახებში! ახლავე! ახლავე!
– მეც? – სანსას თვალები ცრემლებით აევსო, – ეს უსამარ-
თლობაა!
– ნუ მედავები! გასწით!
სანსა მაღლა აწეული თავით გასცილდა. იგი დედოფალი იქ-
ნებოდა, დედოფლები კი არ ტირიან. იქ მაინც, სადაც მათ ვინმე
დაინახავს. თავის საწოლ ოთახს რომ მიაღწია, კარი გადარაზა
და კაბა გაიხადა. წითელმა ფორთოხალმა აბრეშუმზე გადღაბნი-
ლი ლაქა დაუტოვა.
– როგორ მძულს! – იკივლა ისევ. კაბა მოჭმუჭნა და ჩამქრალ
ბუხარში შეუძახა, წინა ღამის ნაცარზე. როდესაც დაინახა, რომ
წვენს ქვედაკაბის ქვეშ პერანგზეც გაეტანა, უნებლიეთ ტირილი
წასკდა. გამალებით გაიძრო დანარჩენი სამოსიც, საწოლზე და-
ეგდო და იმდენი იტირა, რომ ჩაეძინა.
შუადღე იყო, როდესაც სეპტა მორდეინმა კარზე დაუკაკუნა.
– სანსა, შენს ლორდ-მამას ახლავე უნდა შენი ნახვა.
სანსა წამოჯდა.
– ლედი, – წაიჩურჩულა მან. წუთით ეჩვენა, თითქოს მგელ-
საზარა ოთახში იყო, იმ თავის ოქროსფერი თვალებით შესცქე-
როდა, სევდიანი, ყველაფრის გამგები მზერით. სიზმარი ვნახეო,

710
მიხვდა. ლედი მასთან იყო, ერთად დარბოდნენ და... და... ვერ იხსე-
ნებდა. ეს იგივე იყო, ეცადა, წვიმა შეეპყრო თითებით. სიზმარი გან-
ქარდა, ლედი ისევ მკვდარი იყო. – სანსა, – ისევ მოისმა კაკუნი,
მკვეთრად, – გესმის ჩემი?
– დიახ, სეპტა, – დაუძახა სანსამ, – ერთი წუთით, ჩავიცვამ, თუ
შეიძლება, – თვალები ტირილით დასწითლებოდა, მაგრამ რაც შე-
ეძლო, ეცადა, თავი გაელამაზებინა.
სეპტა მორდეინმა ლორდი ედარდის მისაღებში რომ შეიყვანა,
მამა ვეება ტყავისყდიან წიგნზე იყო დახრილი, თაბაშირიანი ფეხი
მაგიდის ქვეშ ჰქონდა გაშვერილი.
– მოდი აქ, სანსა, – უთხრა, როდესაც სეპტა მისი დის მოსაყვა-
ნად წავიდა. გაბრაზებული არ ჩანდა, – გვერდით დამიჯექი, – მან
წიგნი დახურა.
სეპტა მორდეინი დაბრუნდა, ხელი მოსხმარტალე არიასთვის
ჰქონდა ჩავლებული. სანსას მომხიბვლელი სალათისფერი მოხატუ-
ლი ხალათი ჩაეცვა და მონანიე გამომეტყველება მიეღო, მისი და კი
ჯერაც იმ გაქუცულ ტყავებსა და ჯვალოებში იყო გამოხვეული, საუზ-
მეზე რომ ემოსა.
– აი, მეორეც, – განუცხადა სეპტამ.
– მადლობა, სეპტა მორდეინ. ჩემს ასულებს განმარტოებით ვე-
საუბრები, გეთაყვა.
სეპტამ თავი დაუკრა და გავიდა.
– ყველაფერი არიამ დაიწყო, – სწრაფად წარმოთქვა სანსამ,
ლამობდა, პირველი სიტყვა თავად ეთქვა, – მატყუარა დამიძახა და
ფორთოხალი მესროლა, კაბა გამიფუჭა, სპილოსძვლისფერი აბრე-
შუმი, აი ის, დედოფალმა სერსეიმ რომ მაჩუქა, როდესაც პრინც
ჯოფრიზე დავინიშნე. ვერ აუტანია, რომ პრინცს უნდა მივთხოვდე.
ცდილობს, რომ ყველაფერი გააფუჭოს, მამა, ეჯავრება ყველაფერი,
რაც კი ლამაზია, კეთილი ან დიდებული.

711
– კმარა, სანსა, – ლორდ ედარდს ხმა მოუთმენლობით გაუმ-
კაცრდა.
არიამ თვალები ააპყრო.
– ბოდიში, მამა. ცუდად მოვიქეცი და ჩემს საყვარელ დას პა-
ტიებას ვთხოვ.
სანსა ისე განცვიფრდა, რომ ერთხანს ხმაც ვერ ამოიღო. ბო-
ლოს და ბოლოს შეძლო, ეთქვა:
– ჩემს კაბას რაღა ეშველება?
– იქნებ... შევძლო და გავრეცხო, – ყოყმანით წარმოთქვა
არიამ.
– რეცხვა არ უშველის, – უთხრა სანსამ, – მთელი დღე და ღა-
მე უნდა ჩიჩქნო. აბრეშუმი სულ გაწყალდება.
– მაშინ მე... ახალს შეგიკერავ, – დაჰპირდა არია.
სანსამ ქედმაღლურად გადაიქნია თავი.
– შენ? შენ ისეთ კაბასაც ვერ შეკერავ, საღორეების ხვეტის
დროს ჩასაცმელად მაინც რომ გამოდგეს.
მამამ ამოიოხრა.
– აქ კაბებზე სალაპარაკოდ არ მომიყვანიხართ. ორივეს
უკან, ვინტერფელში გგზავნით.
სანსას გაოგნებისგან კიდევ ერთხელ ჩაუწყდა ხმა. ისევ იგ-
რძნო, რომ თვალები მოუწყლიანდა.
– ეგ როგორ! – წარმოთქვა არიამ.
– გთხოვ, მამა, – სანსამ ბოლოს და ბოლოს ხმა ამოიღო, –
გთხოვ, არ ქნა.
ედარდ სტარკმა ასულებს დაღლილი ღიმილი შეაგება.
– რაღაც მაინც ვიპოვეთ ისეთი, რაშიც ერთმანეთს ეთანხმე-
ბით.
– არაფერი ცუდი არ მიქნია, – შეევედრა სანსა, – არ მინდა
უკან დაბრუნება, – მას უყვარდა მეფის საბიჯელი; სამეფო კარის
ბრწყინვალება, ხავერდით და პატიოსანი თვლებით მორთული

712
დიდებული ლორდები და ლედები, ეს დიდი ქალაქი თავისი უამრავი
მცხოვრებით. მთელ მის ცხოვრებაში ყველაზე ჯადოსნური მოვლენა
ტურნირი იყო, და კიდევ რამდენი რამ იყო ისეთი, ჯერაც რომ არ ენა-
ხა: ჭირნახულის ზეიმები, ნიღბიანი მეჯლისები და ჯამბაზების წარ-
მოდგენები. ყოველივე ამის დაკარგვაზე აზრს გულშიაც ვერ გაივ-
ლებდა.
– არია გააბრუნე, მამა, მაგან დაიწყო, გეფიცები. მე კარგი ვიქ-
ნები, აი, ნახავ, შენ მხოლოდ ნება დამრთე, დავრჩე და გპირდები,
ისეთივე დიდებული, კეთილშობილი და ზრდილი ვიქნები, როგო-
რიც დედოფალია.
მამას უცნაურად მოეღრიცა პირი.
– სანსა, ჩხუბის გამო კი არ გყრით აქედან, თუმცა ხედავენ ღმერ-
თები, ეგ თქვენი კინკლაობა ყელში მაქვს ამოსული. მინდა, ვინტერ-
ფელში თქვენივე უსაფრთხოების გამო დაბრუნდეთ. ჩემი სამი კაცი
ძაღლებივით ჩახოცეს მეფის ტახტიდან ერთ ლიგაზე ნაკლები მან-
ძილის დაშორებით, რობერტმა კი რა ქნა? აიღო და სანადიროდ წა-
ვიდა. არია ტუჩს იჭამდა, საზიზღრად, როგორც სჩვეოდა.
– შეიძლება, სირიო თან წავიყვანოთ?
– ვის ენაღვლება შენი სულელური ცეკვის ოსტატი! – იფეთქა
სანსამ, – მამა, ახლაღა გამახსენდა, ვერსად ვერ წავალ, მე ხომ
პრინც ჯოფრის უნდა მივთხოვდე, – სცადა, მამისთვის გაბედულად
გაეღიმა, – მე მიყვარს იგი, მამა, მართლა-მართლა, ისე ძალიან
მიყვარს, როგორც დედოფალ ეირისს უყვარდა ეიმონ დრაკონის
რაინდი, ისე ძალიან, როგორც ჯონქვილს – სერ ფლორიანი. მინდა,
მისი დედოფალი ვიყო და მისი შვილები გავაჩინო.
– საყვარელო, – ალერსით უთხრა ნედმა, – ყური დამიგდე. რო-
ცა გაიზრდები, მე მიგათხოვებ დიდებულ ლორდს, რომელიც შენი
ღირსი იქნება – მამაცი, მზრუნველი, ძლიერი. შენთვის ჯოფრის გა-
რიგება დიდი შეცდომა იყო. ეს ბიჭი არ არის პრინცი ეიმონი, დამი-
ჯერე.

713
– არის! – დაიჟინა სანსამ, – არ მინდა ვინმე მამაცი და მზრუნ-
ველი. მე ეგ მინდა. ცხოვრების ბოლომდე ბედნიერები ვიქნებით,
ზუსტად ისე, როგორც სიმღერებშია, აი, ნახავ. ოქროსთმიან ძეს
გავუჩენ და ოდესმე ის მთელი სახელმწიფოს მეფე გახდება, ყვე-
ლაზე დიდი მეფე, რაც კი აქამდე ყოფილა, მგელივით მამაცი და
ლომივით ამაყი.
არია დაიჯღანა.
– ვერა, თუ მამამისი ჯოფრი იქნა, – თქვა მან, – ის მატყუარაა,
მხდალია და, რაც არ უნდა იყოს, ხარირემია, და არა ლომი.
სანსამ იგრძნო, როგორ მოაწვა თვალებზე ცრემლი.
– არაფერიც! თავის ლოთ მამას სულ არაფრით ჰგავს! – და-
უკივლა დას, მწუხარებით გათანგული აღარაფერს დაგიდევდათ.
მამამ უცნაურად შეხედა.
– ღმერთებო! – წარმოთქვა წყნარად, – ბავშვის პირით... –
სიტყვა გაწყვიტა და სეპტა მორდეინს გასძახა. გოგონებს კი უთ-
ხრა:
– თქვენს შინ დასაბრუნებლად სწრაფ სავაჭრო გალერას ვე-
ძებ. დღესდღეობით ზღვით მგზავრობა სამეფო გზაზე სიარულზე
უფრო უხიფათოა. როგორც კი შესაფერის გემს ვიპოვი, მაშინვე
გაემგზავრებით, სეპტა მორდეინთან და მცველების რაზმთან ერ-
თად.. და დიახ, სირიო ფორელიც წამოვა, თუკი დათანხმდება,
ჩემს სამსახურში ჩადგეს. მაგრამ ამაზე არავისთან თქვათ. აჯო-
ბებს, თუ ჩვენი გეგმების შესახებ არავის ეცოდინება. ხვალ ისევ
ვილაპარაკებთ.
როდესაც სეპტა მორდეინს ისინი კიბეზე ჩაჰყავდა, სანსას ტი-
რილი აუვარდა. ყველაფერს ართმევდნენ: ტურნირებს, მეფის
კარს და პრინცს, ყველაფერს, ისინი აპირებდნენ, სანსა ვინტერ-
ფელის პირქუშ რუხ კედლებში შეებრუნებინათ და სამუდამოდ იქ
გამოეკეტათ. მისი ცხოვრება მანამდე დასრულდა, სანამ დაიწყე-
ბოდა.

714
– მორჩი მოთქმას, ბალღო, – მკაცრად უთხრა სეპტა მორდეინ-
მა, – დარწმუნებული ვარ, თქვენმა ლორდმა მამამ უკეთ იცის,
თქვენთვის რა ჯობს.
– ეს არც ისე ცუდი იქნება, სანსა, – უთხრა არიამ, – ჩვენ გალე-
რით გავცურავთ. ეგეც თავგადასავალი იქნება, მერე, ისევ ბრანთან
და რობთან ვიქნებით, კიდევ – ბებერ ნენთან, ჰოდორთან და სხვებ-
თან, – იგი დას მკლავზე შეეხო.
– ჰოდორთან! – იწივლა სანსამ, – სწორედ ჰოდორს უნდა გაჰყვე
ცოლად, ზუსტად მისნაირი ხარ, შტერი, ბანჯგვლიანი და უშნო! –
დას მკლავი გამოსტაცა, სირბილით შეიჭრა თავის საწოლ ოთახში
და ზურგსუკან კარი ჩარაზა.

715
ედარდი

716
– ტკივილი ღმერთების საჩუქარია ჩვენთვის, ლორდ ედარდ, – უთ-
ხრა გრანდ-მაისტერმა პაიცელმა, – ეს მიანიშნებს, რომ ძვალი
მრთელდება, იარა ხორცდება. მადლობელი იყავით.
– მადლობელი მაშინ ვიქნები, ტკივილები რომ გამივლის.
პაიცელმა საწოლთან მიდგმულ მაგიდაზე თავდაცობილი ბოთ-
ლი დადო – აი, ყაყაჩოს რძე, დალიეთ, როდესაც ტკივილი აუტანე-
ლი იქნება.
– ისედაც ძალიან ბევრი მძინავს.
– ძილი უდიდესი მკურნალია.
– მე კი იმედი მქონდა, თქვენ იყავით.
პაიცელმა მკრთალად გაიღიმა.
– კარგია, ასეთ შეუპოვარ გუნებაზე რომ ხართ, – იგი ნედისკენ
დაიხარა და ხმა დაიდაბლა, – ამ დილით ყორანი მოფრინდა, დედო-
ფალს მისი ლორდი-მამისგან წერილი მოუტანა. ვიფიქრე, ჯობდა,
გცოდნოდათ.
– შავი ფრთები, შავი ამბები, – თქვა მოღუშულმა ნედმა, – რაო?
– ლორდი ტაივინი მეტისმეტად განრისხებულია, სერ გრეგორ
კლეგეინს ის რაზმი რომ გაუგზავნეთ, – გაუმხილა მაისტერმა, –
ვშიშობდი, ასეც იქნებოდა. გაიხსენეთ, ეს საბჭოზეც ვთქვი.
– იმრისხანოს და იყოს, – თქვა ნედმა. რამდენჯერაც ფეხში ტკი-
ვილი გაჭვალავდა, თვალწინ უდგებოდა ჯეიმის ელვარე ღიმილი და
მკლავებში უსულოდ მწოლი იორი, – სწეროს დედოფალს, რაც უნ-
და.
ლორდი ბერიკი თავად მეფის დროშით მიდის. თუკი ლორდი ტა-
ივინი შეეცდება, მეფის მართლმსაჯულებას აღუდგეს წინ, მაშინ
მოუწევს.
რობერტს გასცეს პასუხი. მის მოწყალებას კი ნადირობას მხო-
ლოდ მის ურჩ ლორდებთან ომი ურჩევნია.
პაიცელი უკან გადაიწია, გასწორდა; კისერზე მაისტერის ჯაქვი
გაუჟღრიალდა.

717
– როგორც ბრძანებთ. ხვალ ისევ გეახლებით, – მოხუცებულ-
მა – საჩქაროდ წამოკრიფა თავისი ნივთები და წავიდა. ნედი
თითქმის დარწმუნებით იტყოდა, რომ იგი პირდაპირ სამეფო ბი-
ნისკენ მიიჩქაროდა, დედოფლის ყურში საჩურჩულოდ. ვიფიქ-
რე, ჯობდა, გცოდნოდათ, კი, ნამდვილად... თითქოსდა სერსეის
არ დაევალებინოს მისთვის მამამისის მუქარის გადაცემა. ნედს
იმედი ჰქონდა, მისი პასუხის გამგონე დედოფალი იმ თავისი ჩა-
წიკწიკებული კბილების კრაჭუნს მოჰყვებოდა. თუ რას იზამდა
რობერტი – ამაში სრულიადაც არ იყო ისე დარწმუნებული, რო-
გორც თავი მოჰქონდა, მაგრამ არ იყო საჭირო, სერსეის ეს
სცოდნოდა.
პაიცელი რომ წავიდა, ნედმა თაფლით დამტკბარი ღვინო მო-
ითხოვა. ესეც აბრუებდა, მაგრამ ნაკლებად. ფიქრი უნდა შეს-
ძლებოდა. მან ათასჯერ ჰკითხა თავს, რას მოიმოქმედებდა ჯონ
ერინი, რომ დასცლოდა, რაც შეიტყო, იქიდან გამომდინარე
ემოქმედა. ან იქნებ კიდევაც შეუდგა საქმეს და ამიტომაც მოკ-
ვდა.
აოცებდა, როგორ შეუძლია ზოგჯერ ბავშვის უცოდველ
თვალს, შენიშნოს ის, რის დასანახადაც ზრდასრული კაცის მზე-
რა დახშულია. როდისმე, როდესაც სანსა უკვე დიდი იქნება, აუ-
ცილებლად უნდა უამბოს, მისმა სიტყვებმა როგორ აუხილა თვა-
ლი. არაფრით ჰგავს თავის ბებერ ლოთ მამასო, ასე გამოაცხა-
და, ბრაზით, შეუგნებლად, და ნედის არსებაში ულმობლად დატ-
რიალდა მარტივი სიმართლე, სიკვდილივით გამყინავი. ამ მახ-
ვილმა მოკლა ჯონ ერინიო, გაიფიქრა მაშინ ნედმა, რობერტსაც
იგი მოკლავს, უფრო აუჩქარებლად, მაგრამ ისევე დანამდვილე-
ბით. დალეწილი ფეხი იქნებ შეხორცდეს დროთა განმავლობაში,
მაგრამ ზოგი ღალატი ჩირქდება და სულს წამლავს.
გრანდ-მაისტერის წასვლიდან ასე, ერთი საათის მერე ნეკამ
შემოუარა. იგი ქლიავისფერ კამზოლში იყო გამოწყობილი,

718
მკერდზე შავი ძაფით ჯაფარა ჰქონდა ამოქარგული და შავ-თეთრად
დაზოლილი მოსასხამი ეცვა.
– დიდხანს ვერ გავჩერდები, მილორდ, – მოახსენა ნედს, – ლე-
დი ტანდა მიმელის, რომ მასთან ერთად ვისაუზმო. უეჭველად, ნასუქ
ხბოს შემიბრაწავს. თუ ხბო მის ასულს ოდნავ მაინც ემგვანება ნასუ-
ქობით, ალბათ გავსკდები და მოვკვდები. როგორ გაქვს ფეხი?
– დაწყლულებული და მტკივანია, ისე მტეხს, მაგიჟებს.
ნეკამ წარბი აზიდა.
– სამერმისოდ ეცადე, ცხენი ზედ აღარ დაიგდო. ჩემი დაჟინებუ-
ლი რჩევა იქნება, მალე გამოკეთდე. სახელმწიფოში არეულობა
მწიფდება. ვარისს დასავლეთიდან ავის მომასწავებელი ჩურჩული
მოსდის.
თავისუფალი მხედრები და ქირით მებრძოლები კასტერლის
კლდესთან გროვდებიან და, მერწმუნე, ლორდ ტაივინთან მუსაიფის
წყალწყალა სიამეს როდი ეძებენ.
– მეფის რა ისმის? – პასუხი მოსთხოვა ნედმა, – რამდენ ხანს
აპირებს რობერტი, ინადიროს?
– მისი ნება რომ იყოს, მანამ დარჩებოდა ტყეში, სანამ შენც და
დედოფალიც სიბერით მიხრწნილები არ დაიხოცებოდით, – მიუგო
ლორდმა პეტირმა მკრთალი ღიმილით, – მაგრამ რაკი ამის შესაძ-
ლებლობას მოკლებულია, ვფიქრობ, მაშინვე დაბრუნდება, რო-
გორც კი რამეს მოკლავს. როგორც ჩანს, მიაგნეს იმ თეთრ ირემს...
ან, უფრო სწორად, რაც მისგან იყო დარჩენილი, იმას. მანამდე
მგლებს უპოვიათ და მის მოწყალებას რქები და ჩლიქებიღა შეხვდა.
რობერტი ცეცხლებს ყრიდა, სანამ არ ესმა, უფრო ღრმად ტყეში რა-
ღაც უზარმაზარი ტახი დაშლიგინებსო. ის უნდა მოინადიროს, სხვა
არაფერი გვეშველება. ამ დილით პრინცი ჯოფრი დაბრუნდა, რო-
ისებთან, სერ ბეილონ სუანთან და კიდევ ოციოდე სხვა მხლებელ-
თან ერთად. დანარჩენები ჯერაც მეფესთან არიან.

719
– ქოფაკი? – იკითხა შუბლშეკრულმა ნედმა. ლანისტერების
მომხრეთაგან ყველაზე მეტად სანდორ კლეგეინი აფიქრებდა – რა-
კი სერ ჯეიმი ქალაქიდან იყო გაქცეული მამამისთან.
– ის ჯოფრისთან ერთად დაბრუნდა და პირდაპირ დედო-
ფალს მიაშურა, – გაიღიმა ნეკამ, – ას ვერცხლის ირემს გავიმე-
ტებდი, ოღონდ იქ ჭილოფში ჩამალული რწყილის ადგილას ვყო-
ფილიყავი, როცა შეიტყობდა, ლორდი ბერიკი ჩემი ძმისთვის თა-
ვის მოსაჭრელად წასულაო.
– ბრმაც კი ხედავს, რომ ქოფაკს ეჯავრება თავისი ძმა.
– ახ, მაგრამ ეს მისი საქმეა, გრეგორი ეჯავრებოდეს, შენი
საქმე კი არაა მისთვის თავის მოკვეთა. როგორც კი დონდარიო-
ნი ჩვენს მთაკაცს მწვერვალს წაკვეთს, კლეგეინების მამული და
შემოსავალი სანდორის გახდება, მაგრამ ნუ დარდობ, მისი მად-
ლობების სმენით ჩაფსმა არ მოგიწევს, ეგ ის ჩიტი არაა. ახლა კი
ბოდიში მომითხოვია. ლედი ტანდა და მისი ნასუქი ბოჩოლები
მელოდება.
კარისკენ მიმავალმა ლორდმა პეტირმა მაგიდაზე დადებული
სქელი წიგნი შენიშნა და შეჩერდა, ზანტად გადაშალა პირველი
გვერდი. – გრანდ-მაისტერი მალეონი. შვიდი სამეფოს წარჩინე-
ბულ გვართა წარმომავლობა და ისტორია, მრავალი ბრწყინვა-
ლე ლორდის, დიდებული ლედის და მათ შვილთა აღწერითურთ,
– წაიკითხა მან, – ასეთ მოსაწყენ საკითხავს ვერც წარმოვიდგენ-
დი ვერასოდეს. ძილის წამალია, მილორდ?
ნედმა წამით იფიქრა, ყველაფერი მოეთხრო მისთვის, მაგ-
რამ ნეკას გაუთავებელ ოხუნჯობაში რაღაც დაუძლევლად აღი-
ზიანებდა.
მეტისმეტად ჭკუით სავსე იყო და ტუჩის კუთხეში მუდამ დამ-
ცინავი ღიმილი უკრთოდა.
– ჯონ ერინი შეისწავლიდა ამ ტომს, ავად რომ გახდა, – წარ-
მოთქვა ფრთხილად, მის პასუხს აკვირდებოდა.

720
მან კი, როგორც მუდამ სჩვეოდა, ისე მიუგო:
– თუკი ასეა, სიკვდილი ალბათ დალოცვილ შვებად ეწვია, – თა-
ვი დაუკრა და გაეცალა.
ედარდ სტარკმა თავს ნება მისცა, შეეკურთხა. თავისი მსახურე-
ბის გარდა ამ ქალაქში არა კაცს არ ენდობოდა. ნეკამ კეტლინი და-
მალა და ნედს ძიებაში დაეხმარა, მაგრამ ჯერაც ტკივილით კენ-
წლავდა იმის გახსენება, რა საჩქაროდ გასცილდათ იგი საკუთარი
ტყავის გადასარჩენად, როდესაც წვიმიდან ჯეიმი და მისი ხმლოსნე-
ბი ამოჩნდნენ.
ვარისი კიდევ უარესი იყო. რაც არ უნდა ერთგულება ეფიცა, ეჭვი
არ იყო, საჭურისმა მეტისმეტად ბევრი იცოდა და მეტისმეტად ცოტას
აკეთებდა. გრანდ-მაისტერი პაიცელი დღითი დღე უფრო მეტად ჩან-
და სერსეის კაცად, სერ ბარისტანი კი მოხუცი და ხისტი იყო. იგი
ნედს ეტყოდა, ვალი აღესრულებინა.
დრო საშიშრად ცოტა რჩებოდა. მალე მეფე ნადირობიდან დაბ-
რუნდებოდა და ღირსება მოითხოვდა, ნედი მას ხლებოდა და მოეხ-
სენებინა ყოველივე, რაც შეიტყო. ვაიონ პულმა მოაგვარა, რომ სან-
სა და არია სამი დღის შემდეგ ბრაავოსიდან გაცურავდნენ ქარის
ალქ აჯით. ვინტერფელში მკის დაწყებამდე ჩააღწევდნენ. მათი
უსაფრთხოების მომიზეზება ნედის დაყოვნებას ვეღარ გაამარ-
თლებდა.
მაგრამ წინა ღამით მას რეიგარის ბავშვები ესიზმრა. ლორდმა
ტაივინმა მათი სხეულები რკინის ტახტის წინ დაალაგა, ბავშვები
ლანისტერების კარის მცველთა ალისფერ მოსასხამებში იყვნენ
გახვეული. ეს ჭკვიანურად ქნა: წითელ ქსოვილს სისხლი ნაკლებად
აჩნდა. პატარა პრინცესა ფეხშიშველი იყო, ჯერაც ღამის პერანგი ეც-
ვა, ბიჭი კი... ბიჭი... ნედი ამას ვეღარ დაუშვებდა. სახელმწიფო ვე-
ღარ გადაიტანდა კიდევ ერთ შლეგ მეფეს, სისხლისა და შურისგების
მორიგ მეჯლისს.
ბავშვების გადარჩენის გზა უნდა მონახოს.

721
რობერტს შეეძლო, გულმოწყალე ყოფილიყო. მან მხოლოდ
სერ ბარისტანი როდი შეიწყნარა. გრანდ-მაისტერი პაიცელი,
ობობა ვარისი, ლორდი ბეილონ გრეიჯოი – ოდესღაც ყველანი
რობერტის მტრებად ითვლებოდნენ, მაგრამ ყველა სიხარულით
მიიღო მეგობრად და ერთგულების ფიცის სანაცვლოდ ღირსება
და რანგი შეუნარჩუნა. მამაც და პატიოსან ადამიანს რობერტი
ღირსეული მტრის შესაფერისი პატივით მოეპყრობოდა.
მაგრამ ეს სულ სხვა რამ იყო: ბნელში მიწვდილი საწამლავი,
სულში ჩაცემული მახვილი. ამის პატიებას ვერასოდეს შეძლებ-
და, ისევე, როგორც რეიგარს ვერ შეუნდო. ნედი ხვდებოდა, რომ
რობერტი არავის დაინდობდა.
და მაინც, იცოდა, რომ თვითონ ვერ დადუმდებოდა. ვალი
ჰქონდა:
რობერტის წინაშე, სახელმწიფოს წინაშე, ჯონ ერინის აჩრდი-
ლის წინაშე... და ბრანის წინაშეც, რომელმაც, უეჭველია, სიმარ-
თლის რაღაც შვერილს წამოჰკრა ფეხი. თორემ რატომ ეცდე-
ბოდნენ მის მოკვლას?
ნაშუადღევს მან მოუწოდა ტომარდს – ამ ჟღალბაკენბარდე-
ბიან, მოსულ მცველს მისი შვილები სქელ ტომს ეძახდნენ. იო-
რის სიკვდილის და ალინის წასვლის მერე მის შინაურ მცველებს
სქელი ტომი მეთაურობდა. ამის გაფიქრებამ ნედს გაურკვეველი
შფოთვა მოჰგვარა.
ტომარდი საიმედო კაცი იყო: დაუზარელი, ერთგული, მოუღ-
ლელი, ასე თუ ისე უნარიანი, მაგრამ უკვე ორმოცდაათს უკაკუ-
ნებდა, დიდი ენერგიულობით კი სიჭაბუკეშიც არ გამოირჩეოდა.
იქნებ ნედი მეტისმეტად აჩქარდა, თავის მცველთა ნახევარი ბე-
რიკთან ერთად რომ გაგზავნა, თანაც – საუკეთესო ხმლოსნები.
– შენი დახმარება დამჭირდება, – უთხრა მასთან მოსულ
ტომს, რომელიც ოდნავ შეშფოთებული ჩანდა, როგორც ყოველ-
თვის, როცა ლორდის წინაშე მოუწოდებდნენ ხოლმე, – საღვთო

722
ტყეში წამიყვანე – განა გონივრული იქნება, ლორდ ედარდ? თქვენი
ფეხის გამო...
– იქნებ არც იყოს. მაგრამ აუცილებელია.
ტომარდმა ვარლის დაუძახა. მათ შორის ჩამდგარმა ნედმა ორი-
ვეს მხრებზე მოხვია მკლავები, ამგვარად ჩაიარა კოშკის დაქანებუ-
ლი კიბე და შიდა ეზო გადაჭრა.
– მსურს, დაცვა გააორმაგო, – უთხრა ტომს, – ჩემი ნებართვის
გარეშე არავინ შევიდეს ან გამოვიდეს მარჯვენის კოშკიდან.
ტომმა თვალები აახამხამა.
– მილორდ, ალინი და დანარჩენები აქ რომ არ გვყავს, უკვე ძა-
ლიან გვიჭირს...
– ასე დროებით იქნება, ცოტა ხნით. საგუშაგო დრო გააგრძელე.
– როგორც ბრძანებთ, მილორდ, – მიუგო ტომმა, – შეიძლება,
გკითხოთ, რატომ....
– ჯობია, არ მკითხო, – მოუჭრა ნედმა.
საღვთო ტყე უკაცური დახვდა – სამხრეთელი ღმერთების ამ ცი-
ხესიმაგრეში მუდამ ასე იყო ხოლმე. ნედს ფეხზე ცეცხლად მოედო
ტკივილი, როდესაც მცველებმა გულის ხის გვერდით ბალახზე და-
უშვეს.
– მადლობა, – მან სახელოდან სტარკების ბეჭდით დალუქული
ქაღალდი გამოიღო, – აი, გეთაყვა, დაუყოვნებლივ მიიტანეთ.
ტომარდმა შეხედა სახელს, რომელიც ნედს წერილზე წაეწერა,
და შეშფოთებულმა ტუჩები მოილოკა.
– მილორდ...
– გააკეთე, რაც დაგავალე, ტომ, – უთხრა ნედმა.
ვერ იტყოდა, რამდენ ხანს იცადა საღვთო ტყის მდუმარებაში. აქ
სიმშვიდე იდგა. სქელი გალავანი სასახლის ალიაქოთს ახშობდა და
ნედს ესმოდა ჩიტების გალობა, ნაკადულების ჩხრიალი, ფოთოლთა
შრიალი. გულის ხედ მუხა იყო, ყავისფერი და უსახო, მაგრამ ნედ

723
სტარკი მაინც გრძნობდა თავისი ღმერთების სიახლოვეს. ფეხიც
ისე ძალიან აღარ სტკიოდა.
ქალი მასთან მზის ჩასვლისას მოვიდა, როდესაც გალავნები-
სა და კოშკების თავზე ღრუბლები ჭიაფერით აენთნენ. მარტო
მოვიდა, როგორც ნედმა მოითხოვა. ამჯერად სადად ეცვა: ტყა-
ვის ჩექმები და სანადირო მწვანე სამოსი. როდესაც ყავისფერი
მოსასხამის ჩაჩი გადაიწია, ნედმა დაინახა, როგორ ჩალურჯებო-
და სახე იქ, სადაც მეფემ შემოჰკრა. მკვეთრი ქლიავისფერი
ყვითლად გაბაცებულიყო და გასიებაც დასცხრომოდა, მაგრამ
მაინც არავის შეეშლებოდა, თუ რის კვალი აჩნდა სახეზე.
– რატომ აქ? – ჰკითხა სერსეი ლანისტერმა, თავს რომ დაად-
გა.
– ღმერთებმა რომ დაგვინახონ.
ქალი მის გვერდით ჩამოჯდა ბალახზე. მისი ყოველი მოძრაო-
ბა ნატიფი იყო. ხვეულ ქერა თმას ქარი უშლიდა, თვალები ზაფ-
ხულის ფოთლებივით მწვანე ჰქონდა. დიდი ხანი გავიდა იმ დრო-
იდან, როცა ნედ სტარკი მის მშვენებას ამჩნევდა, მაგრამ ახლა
ხედავდა ამ სილამაზეს.
– ვიცი სიმართლე, რის გამოც ჯონ ერინი მოკვდა, – უთხრა
ქალს.
– მართლა? – დედოფალი სახეზე აკვირდებოდა, კატასავით
ფრთხილი, – ამისთვის მომიწოდე აქ, ლორდ სტარკ? გამოცანე-
ბის სათქმელად? თუ აპირებ, შემიპყრო, როგორც შენმა ცოლმა
– ჩემი ძმა?
– მართლაც ასე რომ გეგონოს, არ მოხვიდოდი, – ნედი
ფრთხილად შეეხო ლოყაზე, – ასე ადრეც უქნია?
– ერთი-ორჯერ, – მის ხელს თავი მოარიდა, – სახეში – არა-
სოდეს.

724
ჯეიმი მოკლავდა, თუნდაც რომ სიცოცხლის ფასად დასჯდომო-
და, – სერსეიმ გამომწვევად შეხედა, – ჩემი ძმა ას შენს მეგობარს
უდრის. – შენი ძმა? – უთხრა ნედმა, – თუ შენი საყვარელი?
– ორივე, – ქალი სიმართლეს არ შეეპუა, – ორივენი ბავშვები
რომ ვიყავით, ჯერ კიდევ იმ დროიდან. და რატომაც არა? ტარგარიე-
ნები სამი ასეული წლის განმავლობაში აქორწინებდნენ და-ძმებს,
სისხლის სიწმინდის შესანარჩუნებლად. მე და ჯეიმი კი და-ძმაზე მე-
ტი ვართ. ჩვენ ორ სხეულში მყოფი ერთი ადამიანი ვართ. დედის წი-
აღსაც ერთად ვიყოფდით. ბებერმა მაისტერმა თქვა, რომ იგი ქვეყა-
ნას ჩემს ფეხს ჩაჭიდებული მოევლინა. როდესაც იგი ჩემშია,
ვგრძნობ, რომ... მთლიანი ვარ, – ბაგეზე ღიმილის ლანდი გაუკრთა.

– ჩემი შვილი ბრანი...


მისდა სასიქადულოდ, სერსეის მზერა არ აურიდებია.
– დაგვინახა. შვილები ხომ გიყვარს, ასეა?
რობერტმაც ზუსტად ეს ჰკითხა, იმ დილას, ხელჩართულ ბრძო-
ლას რომ აპირებდა. ნედმა ახლაც იგივე პასუხი გასცა:
– მთელი გულით.
– მეც არანაკლებ მიყვარს ჩემები.
ნედმა გაიფიქრა, ასარჩევი რომ მქონოდა, ვიღაც ჩემთვის უცნო-
ბი ბავშვის სიცოცხლე რობის, სანსას, არიას, ბრანის და რიკონის სი-
ცოცხლის სანაცვლოდ, რას ვიზამდი? მეტიც, რას იზამდა კეტლინი,
ჯონის და მის ღვიძლ შვილებს შორის რომ ჰქონოდა ასარჩევი? მან
არ იცოდა. ღმერთებს შესთხოვა, არც არასოდეს გაეგო.
– სამივე ჯეიმისია, – თქვა მან. ეს შეკითხვა როდი იყო.
– მადლობა ღმერთებს.
თესლი ძლიერიაო, წამოიძახა სასიკვდილო სარეცელზე მწოლ-
მა ჯონ ერინმა, და მართლაც ასე იყო. ყველა ბუშს ღამესავით შავი
თმა ჰქონდა. გრანდ-მაისტერმა მალეონმა აღწერა ხარირემსა და

725
ლომს შორის ბოლო ქორწინება, ოთხმოცდაათიოდე წლის წინ,
როდესაც ტია ლანისტერი მისთხოვდა გოვენ ბარათეონს, მმარ-
თველი ლორდის მესამე ძეს. მათი ერთადერთი შთამომავალი,
უსახელო ბიჭი, რომელიც მალეონისეული აღწერით, ზორბა და
ჯანსაღი ყმაწვილი იყო და შავი ქოჩრით დაიბადა, ბავშვობაშივე
გარდაიცვალა. ამაზე ოცდაათი წლით ადრე მამრმა ლანისტერმა
ბარათეონის ასული მოიყვანა ცოლად. მან სამი გოგონა და ერ-
თი ძე შვა, ყველა შავთმიანი. რამდენიც არ უნდა ეჩხრიკა ნედს
ფარატინა ყვითელი გვერდები, მუდამ იგებდა, –რომ ოქრო ყო-
ველთვის ნახშირს უთმობდა ადგილს.
– თორმეტი წელიწადი, – წარმოთქვა ნედმა, – როგორ მოხ-
და, რომ მეფისგან არც ერთი ბავშვი არ გყოლია?
მან ჯიქურ ასწია თავი.
– შენმა რობერტმა ერთხელ დამტოვა ორსულად, – ხმა ზიზ-
ღით ჰ ქონდა სავსე, – ჩემმა ძმამ იპოვა ქალი, რომელმაც გამომ-
წმინდა. მას არაფერი შეუტყვია. სიმართლე თუ გინდა, მისი შეხე-
ბის წარმოდგენაც კი მძაგს და უკვე წლებია, ჩემს წიაღში არ შე-
მიშვია. მის საამებლად სხვა ხერხებიც ვიცი, თუ მოხდა და თავი-
სი ბოზები იმდენი ხნით მიატოვა, ჩემს საძინებლამდე მობარბა-
ცება რომ მოასწროს. რასაც არ უნდა ვაკეთებდეთ, მეფე, რო-
გორც წესი, ისე მთვრალია, რომ დილისთვის აღარაფერი ახ-
სოვს.
– როგორ მოხდა, რომ ყველას ასე ჰქონდა თვალი დაბრმა-
ვებული?
სიმართლე მუდამ მათ თვალწინ იყო, ბავშვების სახეებზე და-
წერილი. ნედმა თავი ცუდად იგრძნო.
– – მახსოვს, როგორი იყო რობერტი იმ დღეს, ტახტი რომ მო-
იპოვა.

726
თხემით ტერფამდე მეფე, – წარმოთქვა წყნარად, – ათასი სხვა
ქალი მთელი გულით შეიყვარებდა. რა ჩაიდინა, ასე რომ გძულს?
ქალს თვალები აუგიზგიზდა, მწვანე ალით აენთო ბინდში, თავი-
სი გვარის სიმბოლოს, ლომის, დარად.
– ჩვენი ქორწილის ღამეს, როდესაც პირველად გავიზიარეთ სა-
რე ცელი, მან შენი დის სახელი დამიძახა. ჩემზე იყო, ჩემში, ღვინით
ყარდა, და ლიანაო, დაიჩურჩულა.
ნედ სტარკს თვალწინ მკრთალი ცისფერი ვარდები დაუდგა და
წუთით ტირილი მოუნდა.
– აღარ ვიცი, რომელი უფრო მებრალებით.
დედოფალი მისმა სიტყვებმა ჩანს, გაახალისა.
– შენთვის შეინახე შენი სიბრალული, ლორდ სტარკ. მე არაფერ-
ში მჭირდება.
– შენ იცი, თუ რა მევალება, გავაკეთო.
– გევალება? – ქალმა ჯანსაღ ფეხზე დაადო ხელისგული, მუხ-
ლის ზემოთ, – ნამდვილი მამაკაცი აკეთებს იმას, რაც სურს, და არა
იმას, რაც ევალება, – თითები ნაზად გადაუსვა ბარძაყზე უნაზეს და-
პირებად, – სახელმწიფოს ძლიერი მარჯვენა სჭირდება. ჯოფის კი-
დევ რამდენიმე წელი არ დაუდგება მეფობის ასაკი. ომი აღარავის
სურს, მე – ყველაზე ნაკლებად, – ნაზად შეეხო სახეზე, თმაზე, – თუ
მეგობრები შეიძლება მტრები გახდნენ, მტრებიც შეიძლება დამე-
გობრდნენ. შენი ცოლი აქედან ათასობით ლიგას მიღმაა, ჩემი ძმა
კი გაიქცა. კეთილად მომეპყარი, ნედ. გეფიცები, ამას არასოდეს შე-
ინანებ.
– ჯონ ერინსაც იგივე შესთავაზე?
მან სილა შემოჰკრა.
– ამას პატივის ნიშანივით ვატარებ, – მშრალად უთხრა ნედმა.
– პატივი! – მიახალა ქალმა, – როგორ ბედავ, ღირსებით სავსე
ლორდი ითამაშო აქ, ჩემ თვალწინ! ვინ გგონივარ? შენ თვითონვე

727
გყავს ბუში, მე ხომ ვნახე. ნეტავ, ვინ იყო მისი დედა? ვინმე დორ-
ნელი გლეხუჭა, რომელსაც ნამუსი ახადე, სანამ მისი სიმაგრე
იწვოდა? ვინმე კახპა? თუ მგლოვიარე და იყო, ლედი აშარა?
მითხრეს, ზღვაში გადაიჩეხა თავიო. რატომ? ძმის გამო, შენ რომ
მოუკალი, თუ ბავშვის გამო, რომელიც მოსტაცე? მითხარი, ჩემო
ღირსეულო ლორდო ედარდ, რით განსხვავდები რობერტისგან,
ჩემგან, ან ჯეიმისგან?
– დავიწყოთ იმით, – მიუგო ნედმა, – რომ მე ბავშვებს არ ვხო-
ცავ. კარგს იზამდი, ყური რომ გეგდო, მილედი. ამას მხოლოდ
ერთხელ გეტყვი. მეფე ნადირობიდან რომ მობრუნდება, ვაპი-
რებ, სიმართლე გავუმხილო. იმ დროისთვის უკვე წასული უნდა
იყო. შენც და შენი შვილებიც, სამივე, და არა კასტერლის კლდე-
ზე. მე გირჩევდი, თავისუფალი ქალაქებისკენ გაგეცურა, ან კი-
დევ უფრო შორს, ზაფხულის კუნძულებზე ან იბენის პორტში. სა-
დამდეც კი ქარები ქრიან.
– ლტოლვილი, – თქვა ქალმა, – მწარე თასია შესასმელად.
– იმაზე უფრო ტკბილი კია, რაც მამაშენმა რეიგარის შვი-
ლებს შეასვა, – უთხრა ნედმა, – და უფრო ლმობიერი, ვიდრე იმ-
სახურებ. კარგი იქნება, თუკი მამაშენი და შენი ძმებიც გამოგყვე-
ბიან. ლორდ ტაივინის ოქრო უზრუნველ ცხოვრებას გიყიდით და
დასაცავად ხმლოსნებს დაგიქირავებთ. მცველები კი ნამდვი-
ლად დაგჭირდებათ. გპირდებით, საითაც არ უნდა გაიქცეთ, რო-
ბერტის რისხვა უკან დაგედევნებათ, რაგინდარა შორს და იმას
იქითაც, თუ საჭირო იქნა.
დედოფალი წამოდგა.
– და ჩემს რისხვაზე რაღას იტყვი, ლორდ სტარკ? – ჰკითხა
შეპარვით. მზერას მის სახეზე დაატარებდა, – სახელმწიფო შენ-
თვის უნდა აგეღო. ხელის გაწვდენაღა უნდოდა. ჯეიმმა მიამბო,
როგორ ნახე იგი რკინის ტახტზე მჯდარი, იმ დღეს, მეფის საბიჯე-
ლი რომ დაეცა, და აიძულე, დაეთმო. ეს საშენო წუთი იყო. უნდა

728
აგევლო ის საფეხურები და დამჯდარიყავი – მეტი არაფერი გჭირდე-
ბოდა. რა მწარე შეცდომაა.
– მე იმაზე მეტი შეცდომა დამიშვია, ვიდრე შენ შეგიძლია, წარ-
მოიდგინო, – უთხრა ნედმა, – მაგრამ ჩემს შეცდომათა შორის ეგ
არაა. – ო, მაგრამ ეს ნამდვილად იყო შეცდომა, მილორდ, – შეედა-
ვა სერსეი, – როდესაც სატახტოთა თამაშში ერთვები, იმარჯვებ ან
კვდები. შუა არ არსებობს.
მან ჩაჩი წამოიწია გასიებული სახის დასაფარად და დატოვა ნე-
დი იქ, ბინდში, მუხის ძირას, საღვთო ტყის მდუმარებაში, გალურჯე-
ბული ცის ქვეშ. ვარსკვლავები იწყებდნენ გამოსვლას.

729
დენერისი

730
გულს ორთქლი ასდიოდა საღამოს სუსხიან ჰაერში, როდესაც ხალ-
მა დროგომ წინ დაუდო იგი, უმი, სისხლიანი. მკლავები იდაყვებამ-
დე წითლად ჰქონდა მოთხვრილი. მის უკან, ველური ულაყის ლეშის
გვერდით მისი სისხლისმიერი მხედრები დაჩოქილიყვნენ ქვიშაზე,
ხელში ქვის დანები ეჭირათ. ულაყის სისხლი შავად მოჩანდა ორმოს
მაღალ ცარცის კედლებზე წრედ დაყოლებული ჩირაღდნების შუქზე.
დენი თავის ნაზად გამობურცულ მუცელს შეეხო. კანი ოფლით
ჰქონდა დაცვარული, შუბლზეც ოფლი ჩამოსწანწკარებდა. გრძნობ-
და, როგორ უმზერდნენ მოხუცი ქალები, ვაის დოთრაკის ჟამმოთეუ-
ლი დედაბრები; დაჭმუჭნულ სახეებზე მუქად უელავდათ თვალები,
გაპრიალებული კაჟის ნატეხების დარად. იგი არ უნდა შეკრთეს, არც
შიში დაეტყოს. დრაკონის სისხლთაგანი ვარ, უთხრა თავის თავს,
როდესაც ულაყის გული ორივე ხელით აიღო, პირთან მიიტანა და
მაგარ, დრეკად ხორცში კბილები ჩაასო.
პირი თბილმა სისხლმა აუვსო და ნიკაპზე დასდინდა. გემო ისეთი
იყო, შეიძლებოდა, დაეხრჩო, მაგრამ მან თავი აიძულა, დაეღეჭა და
გადაეყლაპა. ულაყის გული მის ვაჟს ძლიერს, სწრაფს და უშიშარს
გახდიდა, ასე მიაჩნდათ დოთრაკებს, მაგრამ მხოლოდ მაშინ, თუკი
დედა მთლიანად შეძლებდა მის შეჭმას. თუ სისხლი სუნთქვას შე-
უგუბებდა ან ხორცს აზიდებდა, წინასწარმეტყველება ნაკლებად სა-
ხარბიელო იქნებოდა: ბავშვი შესაძლოა მკვდრად შობილიყო, ან
სუსტი და სახიჩარი დაბადებულიყო, ან გოგონა გამომდგარიყო.
ამ დღისთვის მომზადებაში მოახლეები დაეხმარნენ. მიუხედა-
ვად იმისა, რომ ეს ბოლო ორი თვე საჭმელზე მიზეზობდა, დენი გე-
მოს შესაჩვევად მთელი ჯამ ნახევრად შედედებულ სისხლს მიირ-
თმევდა სადილად, ირი კი ცხენის ხმელ ხორცს აძლევდა საღეჭად,
სანამ დონის ყბები არ ასტკივდებოდა ხოლმე. ცერემონიამდე მთე-
ლი დღე-ღამე არაფერი უჭამია, იმედი ჰქონდა, შიმშილი დაეხმარე-
ბოდა უმი ხორცის მუცელში გაჩერებაში.

731
– –ველური ულაყის გული ერთი მტკიცე კუნთი იყო, დენის
ყოველი ლუკმა კბილებით უნდა მოეღრღნა და მერე დიდხანს
ეღეჭა. ვაის დოთრაკის წმინდა ზღუდის შიგნით, მთების დედის
ჩრდილქვეშ ფოლადის პირის შეტანა იკრძალებოდა; მას გული
კბილებით და ფრჩხილებით უნდა დაეგლიჯა. გულ-მუცელი აუ-
ჯანყდა, დაუტრიალდა, მაგრამ იგი ჭამას განაგრძობდა, სახე გუ-
ლის სისხლით ჰქონდა მოთხვრილი, გაგლეჯილი ხორციდან
დროდადრო ტუჩებზე რომ მიასკდებოდა ხოლმე.
სანამ ჭამდა, ხალი დროგო თავს ადგა, სახე ბრინჯაოს ფარი-
ვით გაჰქვავებოდა. ქონით გაპოხილი გრძელი შავი ნაწნავი უპ-
რიალებდა, ულვაშებზე ოქროს რგოლები ეკეთა, ნაწნავში ოქ-
როს ზანზალაკები ჰქონდა ჩაბნეული და წელზე ერთიანი ოქროს
მედალიონებით შეკრული მძიმე ქამარი ერტყა, მაგრამ მკერდი
მოშიშვლებული ჰქონდა. როდესაც გრძნობდა, ახლა ძალა მიმ-
ტყუნებსო, დენი მას შესცქეროდა ხოლმე. შეხედავდა და ღეჭავ-
და და ყლაპავდა, ღეჭავდა და ყლაპავდა, ღეჭავდა და ყლაპავდა.
ბოლოსკენ დენის მოეჩვენა, რომ მის მუქ, ნუშისებრ თვალებში
შეუპოვარი სიამაყე გაკრთა, მაგრამ დარწმუნებით ვერ იტყოდა.
ხალის სახე ხშირად როდი ამხელდა მის ფიქრებს.
ბოლოს და ბოლოს ეს დასრულდა. ლოყები და თითები გაწე-
ბილი ჰქონდა, როდესაც ბოლო ლუკმა ჩაყლაპა ძალისძალით.
მხოლოდ მაშინ შეხედა ისევ მოხუც ქალებს, დოშ ხალენის დე-
დაბრებს.
– ხალაკა დოთრაე მრანა! – განაცხადა დოთრაკულად, რაც
შეიძლება მონდომებით. პრინცი მხედრობს ჩემში! ამ ფრაზის
წარმოთქმაში რამდენიმე დღე ვარჯიშობდა თავის მოახლე ჟიქ-
ვისთან ერთად.
უხუცესმა დედაბერმა, მოხრილმა და დაჭმუჭნილმა, ძვალ-
ტყავა ქალმა, მხოლოდ ერთი შავი თვალი რომ ჰქონდა, მკლავი
მაღლა შემართა.

732
– ხალაკა დოთრაე! – იწივლა მან, – პრინცი მხედრობს!
– მხედრობს! – გამოეპასუხნენ სხვა ქალები, – რახ! რახ! რახ ჰაჯ!
– გამოაცხადეს მათ. ბიჭი, ბიჭი, ძლიერი ბიჭი.
ზარებმა ჩამოჰკრა, ბრინჯაოს ფრინველთა ანაზდეულ ჟღრი-
ალად გაისმა ხმა. გრძლად, მოგუდულად დაირხა ბოხი საომარი
საყვირის ხმობა. მოხუცი ქალები სიმღერას მოჰყვნენ. მოხატული
ტყავის ჟილეტის ქვეშ ზეთითა და ოფლით აპრიალებული დაშრეტი-
ლი ძუძუები უქანავებდათ. მათმა მსახურმა საჭურისებმა ფართო
ბრინჯაოს ქურაზე ხმელი ბალახის შეკვრები დაყარეს და მთვარისა
და ვარსკვლავებისკენ სურნელოვანი კვამლი აიჭრა. დოთრაკებს
სწამდათ, რომ ვარსკვლავები ცეცხლის ცხენები იყვნენ, ღამღამო-
ბით მათი რიცხვმრავალი რემა ცის კამარაზე მიჭენაობდა ხოლმე.
კვამლი რომ ამაღლდა, მღერა მიწყდა და უხუცესმა დედაბერმა
თავისი ერთადერთი თვალი დახუჭა, უკეთ რომ განეჭვრიტა მომავა-
ლი. სრული მდუმარება ჩამოწვა. დენის ჩაესმოდა ღამის ფრინველ-
თა შორეული ხმიანობა, ჩირაღდნების შიშინი და ტკაცუნი, ტბაში
წყლის წყნარი ტყლაშუნი. დოთრაკები დედაბერს ღამესავით კუნა-
პეტი თვალებით შესცქეროდნენ და იცდიდნენ.
ხალ დროგომ დენის მკლავზე დაადო ხელი. გოგონამ იგრძნო,
როგორ დაძაბვოდა თითები. დროგოსავით უძლეველი ხალიც შეიძ-
ლებოდა, შიშს შეეპყრო, როდესაც დოშ ხალენი მომავლის კვამლში
იხედებოდა. ზურგსუკან შეშფოთებული მოახლეები აფართქალ-
დნენ.
ბოლოს დედაბერმა თვალი გაახილა და მკლავები აღმართა.
– ვიხილე მისი სახე და ვისმინე მის ფლოქვთა გრიალი, – გამო-
აცხადა წვრილი, მთრთოლვარე ხმით.
– მის ფლოქვთა გრიალი! – გამოსძახეს სხვებმა.
– ქარივით მიაგელვებს ცხენს, მის უკან მისი ხალასარი დედამი-
წას ფარავს, აურაცხელ მამრთა ხელში სამართებელა ბალახის

733
ფოთლებივით ელავენ არახები. გრიგალივით ულმობელი იქნე-
ბა ეს პრინცი.
მტრები მის წინაშე შიშით იცახცახებენ, მათი ცოლები სის-
ხლის ცრემლებს დაღვრიან და ხორცს დაიგლეჯენ გლოვით. მის
თმაში ჩაბნეული ზარები მის მოახლოებას იმღერებენ, ქვის კარ-
ვებში შემალულ რძისფერ კაცებს კი თავზარს დასცემს მისი სა-
ხელი, – ბებერი ქალი აცახცახდა და იმგვარად შეხედა დენის,
თითქოს ეშინოდა კიდევაც, – პრინცი მოგელავს, და იგი იქნება
ულაყი, ვინც სამყაროს გახედნის! – ულაყი, სამყაროს რომ გა-
ხედნის, – ექოდ შემოსძახეს მაცქერლებმა, სანამ მათი ხმით ღა-
მე არ
ცალთვალა
აგუგუნდა.დედაბერი დენის მიაცქერდა.
– რა ერქმევა მას, ულაყს, სამყაროს რომ გახედნის?
დენი საპასუხოდ ფეხზე წამოდგა.
– მას რეიგო ერქმევა, – მიუგო სიტყვებით, რომელიც ჟიქვიმ
ასწავლა. მკერდის ქვეშ ამობურცულ მუცელს ხელებით შეეხო,
დაიცვა, დოთრაკელები ერთხმად რომ აღრიალდნენ.
– რეიგო! – გრგვინავდნენ ისინი, – რეიგო, რეიგო, რეიგო!
სახელი ჯერაც რეკდა მის ყურებში, როდესაც ხალმა დროგომ
ორმოდან გამოიყვანა. უკან მისი სისხლისმიერები მოჰყვნენ.
მათ დანარჩენებმა მოსდიეს, ღმერთების გზაზე გამოვიდნენ,
ფართო ბალახოვან შარაზე, რომელიც ვაის დოთრაკს შუაზე
ჭრიდა, ცხენის კარიბჭიდან ვიდრე მთების დედამდე. სხვებზე წინ
დოშ ხალენის დედაბრები წამოვიდნენ, თავიანთი საჭურისებისა
და მონების თანხლებით. ზოგი მაღალ მოჩუქურთმებულ
კვერთხს იბჯენდა და ბებერი, მოცახცახე ფეხებით მოხანხალებ-
და, ზოგი კი ცხენთა ბატონის შესაფერისი ღირსებით მოაბიჯებ-
და. ყველა ეს ბებერი ქალი ოდესღაც ხალესი იყო. როდესაც მა-
თი ქმარი-ბატონი კვდებოდა და მის მხედრებს წინ ახალი ხალი
გაუძღვებოდა, ვის გვერდითაც ახალი ხალესი იქნებოდა ამხედ-

734
რებული, ძველ ხალესის აქ აგზავნიდნენ, რათა მათ რიცხვმრავალი
დოთრაკი ხალხი ემართათ. ყველაზე ძლევამოსილი ხალიც კი ქედს
იხრიდა დოშ ხალენის სიბრძნისა და ძალაუფლების წინაშე. და მა-
ინც, დენის ჟრუანტელმა დაუარა იმის გაფიქრებაზე, რომ როდისმე
შესაძლო იყო, ისიც აქ გამოეგზავნათ, ისე, რომ მისთვის არც ეკით-
ხათ.
ბრძენქალებს უკან დანარჩენები მოჰყვებოდნენ: ხალი ოგო და
მისი ვაჟი, ხალაკა ფოგო, ხალი ჯომო და მისი ცოლები, დროგოს ხა-
ლასარის მეთაურები, დენის მოახლეები, ხალის მსახურები და მო-
ნები, და კიდევ მრავალი სხვა. ზარები რეკდა და საზეიმოდ ცემდა
დოლები, როდესაც ისინი ღმერთების გზაზე მიაბიჯებდნენ. მკვდარი
ხალხებისთვის მოტაცებული გმირები და ღმერთები გზის მიღმა ბინ-
დში იყურსებოდნენ. პროცესიის მხარდამხარ ბალახში მსუბუქად
მირბოდნენ ხელჩირაღდნიანი მონები და მოციმციმე ალს მაღალი
ქანდაკებები ლამის გაეცოცხლებინა.
– რას ნიშნავს სახელი რეიგო? – ჰკითხა ხალმა დროგომ სიარუ-
ლისას, შვიდი სამეფოს საერთო ენაზე. დენი, როცა მოახერხებდა,
რამდენიმე სიტყვას ასწავლიდა ხოლმე. დროგო სწორად სწავლობ-
და, როცა ყურადღებას მიატანდა, თუმცა ისეთი მძიმე და ბარბარო-
სული აქცენტი ჰქონდა, არც სერ იორაჰს და არც ვისერისს სიტყვაც
კი არ ესმოდათ მისი ნათქვამიდან.
– ჩემი ძმა რეიგარი შეუპოვარი მეომარი იყო, ჩემო მზევ და ვარ-
სკვლავნო, – მიუგო დენიმ, – იგი ჩემს დაბადებამდე მოკვდა. სერ
იორაჰი ამბობს, რომ იგი უკანასკნელი დრაკონი იყო.
ხალ დროგომ ჩამოხედა. სახე სპილენძის ნიღაბს მიუგავდა, მაგ-
რამ ოქროს რგოლების სიმძიმით ჩამოხრილი გრძელი შავი ულვა-
შის ქვეშ თითქოს ღიმილის ლანდი გაუკრთა.
– კარგი სახელი არის, დან არეს ცოლო, ჩემი ცხოვრების მთვა-
რევ, – ასე უთხრა.

735
მიადგნენ დოთრაკის ტბას, რომელსაც სამყაროს საშოს ეძახ-
დნენ.
ნაპირებს ლელიანი ევლებოდა. ათასობით და ათასობით
წლის წინო, უთხრა ჟიქვიმ, მისი სიღრმიდან პირველი კაცი გამო-
ვიდა, პირველი ცხენის ზურგზე მჯდარიო.
მთელი ამალა ბალახოვან ნაპირზე იცდიდა, როდესაც დენიმ
ტანთ გაიძრო და თავისი გასვრილი სამოსი მიწაზე დაყარა. გა-
შიშვლებულმა ფრთხილად შეაბიჯა წყალში. ირიმ უთხრა, ტბა
უძიროაო, მაგრამ დენიმ იგრძნო, ფეხის თითებს შორის როგორ
გამოსდინდა რბილი შლამი, მაღალ ლაქაშებს შორის რომ გაი-
არა. მშვიდ შავ წყალზე მთვარე ფარფატებდა, გაიდღაბნა და
კვლავ შეიკრა, დენის დაძრულმა ტალღებმა რომ გადაუარეს.
ფერმკრთალი კანი დაებურძგლა, როდესაც სიცივე ბარძაყებზე
აუყვა და ფეხებს შორის აკოცა. ულაყის სისხლი ხელებზე და პი-
რის გარშემო შეხმობოდა. დენიმ პეშვი მოამრგვალა და წმინდა
წყალი თავზემოთ აიტანა, განიწმინდა თავი, განწმინდა მის წიაღ-
ში მოქცეული ბავშვი; ხალი და დანარჩენები კი უცქერდნენ. გა-
იგონა, დოშ ხალენის მოხუცი ქალები როგორ ებუტბუტებოდნენ
ერთმანეთს, და მოუნდა სცოდნოდა, რას ამბობდნენ.
ტბიდან რომ ამოვიდა, მოცახცახე და წყალჩამომდინარი, მო-
ახლე დორეა მისკენ გაეჩქარა და მოხატული ქვიშაბრეშუმის ხა-
ლათი მიაგება, მაგრამ ხალმა დროგომ ხელის მოძრაობით ანიშ-
ნა, მოშორებოდა.
იგი სიამით შესცქეროდა ცოლის დაბერილ მკერდს და გამო-
ბურცულ მუცელს და დენი ხედავდა, მისი მამაკაცობის ნიშანი
როგორ ებჯინებოდა ცხენის ტყავის შარვალს, სარტყლის მძიმე
ოქროს მედალიონების ქვემოთ. ქმარს მიუახლოვდა და თასმის
შეხსნაში დაეხმარა.

736
მაშინ მისმა ვეებერთელა ხალმა თეძოებზე მოავლო ხელი და ჰა-
ერში ასწია, თითქოს ბავშვი ყოფილიყო, მის თმაში ჩაბნეული ზან-
ზალაკები წყნარად აწკარუნდნენ.
დენიმ მხრებზე მოხვია მკლავები და სახე მის კისერში ჩარგო,
როდესაც დროგო მასში შეიჭრა. სამი სწრაფი ძგერება და – დამთავ-
რდა. – ულაყი, სამყაროს რომ გახედნის, – დაიჩურჩულა დროგომ
ხრინწით. ხელებზე ჯერაც ცხენის სისხლის სუნი უდიოდა. ყელზე უკ-
ბინა, – მაგრად, სიამის წუთი რომ დაუდგა, და როდესაც ცოლი ას-
წია და მოიშორა, დენის მისი თესლი ბარძაყის შიდა მხარეს ჩამოს-
დინდა. მხოლოდ ამის მერე დართო ნება დორეას, სურნელოვან
ქვიშაბრეშუმში გამოეხვია იგი, ირის კი მისთვის რბილი ჩუსტები
მოერგი), ფეხებზე. ხალ დროგომ თასმა შეიკრა და ბრძანება ამოი-
ძახა. ტბის პირას ცხენები მოიყვანეს. ვერცხლაზე შეჯდომისას მიშ-
ველების პატივი კოჰოლოს ერგო. დროგომ თავისი ულაყი შემოაბ-
რუნა და ღმერთების გზას დაუყვა მთვარისა და ვარსკვლავების სხი-
ვებქვეშ. ვერცხლაზე შემჯდარი დენი იოლად მისდევდა გვერდში.
აბრეშუმის ჩარდახი, ხალ დროგოს დარბაზს რომ ფარავდა, ამ
ღამით აეკეცათ, და მის კედლებში შესულებს მთვარეც თან მიჰყვათ.
უზარმაზარი, ქვით მოგებული საცეცხლე ორმოებიდან ათი ფუ-
ტის სიმაღლეზე სცემდა ალი. ჰაერი შემწვარი ხორცისა და ფაშატის
შედედებული, მჟავე რძის სუნით დახუთულიყო. შესულებს დარბაზი
ხალხით და ხმაურით სავსე დახვდათ, ბალიშებზე მიჯრით ჩამომ-
სხდარიყვნენ ისინი, ვისი რანგი თუ სახელი არ კმაროდა, ცერემო-
ნიაზე რომ დაეშვათ. დენიმ თაღიან შესასვლელში შეატარა ცხენი
და შუა გასასვლელს აუყვა რიგებს შორის. ყველას თვალი მას უც-
ქერდა. დოთრაკები ხმამაღლა გაიძახოდნენ შენიშვნებს მისი მუც-
ლის და ძუძუების შესახებ, მასში ჩასახულ სიცოცხლეს ადღეგრძე-
ლებდნენ. დენის არ ესმოდა ყველაფერი, რასაც ისინი ყვიროდნენ,
მაგრამ ერთ ფრაზას ცხადად არჩევდა: „ულაყი, სამყაროს რომ გა-
ხედნის“, ჩაესმოდა მას ათასი ხმის ღრიალი.

737
დოლებისა და საყვირების ხმიანობა ერთმანეთს შეერწყა ღა-
მის ჰაერში. დაბალ მაგიდებზე, სხვადასხვაგვარ ხორცის ნაჭ-
რებსა და ქლიავებით, ფინიკებითა და ბროწეულებით დახუნ-
ძლულ სინებს შორის ნახევრად ჩაცმული ქალები ცეკვავდნენ.
კაცები ფაშატის ამჟავებული რძით იყვნენ მთვრალები, მაგრამ
დენიმ იცოდა, რომ ამაღამ არახების ჩხარი არ ატყდებოდა, ასე-
თი რამ არ მოხდებოდა აქ, ამ წმინდა ქალაქში, სადაც ფოლადი
და სისხლისღვრა აკრძალული იყო.
ხალ დროგო ჩამოხდა და მაღალ მერხზე თავის ადგილზე
დაჯდა.
ხალი ჯომო და ხალი ოგო, რომლებიც მოსულებს ვაის დოთ-
რაკში დახვდნენ თავიანთ ხალასარებთან ერთად, მის მარჯვნივ
და მარცხნივ საპატიო ადგილებზე დასხეს. მათ ქვემოთ სამი ხა-
ლის სისხლისმიერი მხედრები ისხდნენ, კიდევ უფრო ქვემოთ –
ხალ ჯომოს ოთხი ცოლი.
დენი ვერცხლადან ჩამოცოცდა და აღვირი ერთ-ერთ მონას
გადასცა. სანამ დორეა და ირი ბალიშებით დასაჯდომს უწყობ-
დნენ, ძმის მოსაძებნად დარბაზს მოავლო თვალი. ამ გრძელ,
ხალხით სავსე დარბაზშიც კი ვისერისი იოლი გამოსარჩევი იქნე-
ბოდა თავისი თეთრი კანით, ვერცხლის თმებით და გლახაკის
ძონძებით, მაგრამ თვალი ვერსად მოჰკრა.
მან მზერა მოატარა კედლების გასწვრივ ჩარიგებულ მწკრი-
ვებს – აქ დაბალი მაგიდების გარშემო მოთავსებულიყვნენ გაც-
ვეთილ ფარდაგებზე და თხელ ბალიშებზე დამსხდარი მებრძო-
ლები, რომელთა ნაწნავები მათ მამაკაცურ ნიშანზე უფრო მოკ-
ლეც კი იყო, მაგრამ მხოლოდ სპილენძისფერი სახეები და შავი
თვალები შენიშნა. დარბაზის შუაგულის მახლობლად, შუა სა-
ცეცხლე ორმოს გვერდით სერ მორმონტი შენიშნა. ეს ადგილი
მაღალ პატივს არ ნიშნავდა, მაგრამ ღირსეულთათვის იყო;
დოთრაკები აფასებდნენ, როგორ მოიხმარდა რაინდი ხმალს.

738
დენიმ ჟიქვი გაგზავნა და დაავალა, რაინდი მის მაგიდასთან მოეყ-
ვანა. მორმონტი მაშინვე ეახლა და მის წინ ცალ მუხლზე დაიჩოქა.
– ხალესი, მიბრძანე და მიმსახურე.
დენიმ თავის გვერდით ცხენის ტყავის აფუებულ ბალიშს დაუტყა-
პუნა ხელი.
– დაჯექი და მესაუბრე.
– დიდი პატივია, – რაინდმა ბალიშზე ფეხი მოირთხა. მის წინ მო-
ნა დაეშვა მუხლებზე და მწიფე ლეღვებით სავსე ხის ლანგარი გა-
უწოდა. იორაჰმა ერთი ცალი აიღო და ნახევრამდე ჩაკბიჩა.
– სად არის ჩემი ძმა? – ჰკითხა დენიმ, – ამ დროისთვის უკვე უნ-
და მოსულიყო სანადიმოდ.
– მისი მოწყალება ამ დილით ვნახე, – მიუგო რაინდმა, – მით-
ხრა, რომ დასავლეთის ბაზარში მიდიოდა, ღვინოს ეძებდა.
– ღვინოს? – ეჭვით ჩაეკითხა დენი. მან იცოდა, ვისერისი ვერ
იტანდა ამჟავებული ცხენის რძის გემოს, დოთრაკები რომ სვამდნენ
ხოლმე, და ბოლო დროს ხშირად სტუმრობდა ბაზრებს, დასავლეთი-
დან და აღმოსავლეთიდან დიდი ქარავნებით მოსულ ვაჭრებთან ერ-
თად სვამდა ხოლმე. როგორც ჩანს, დის გვერდით ყოფნას მათ შო-
რის – გარევა ერჩივნა.
– ღვინოს, ხო, – დაუდასტურა სერ იორაჰმა, – და ქარავნების
მცველებად წამოსული ქირის მებრძოლების აყვანას ვარაუდობდა,
თავისი ჯარის შესაკრებად, – მომსახურე გოგონამ მათ წინ სისხლის
ღვეზელი დადო და რაინდი ორივე ხელით შეუდგა მის ჭამას.
– მერე ეგ ჭკვიანურია? – ჰკითხა დენიმ, – ჯარისკაცებისთვის მი-
საცემი ოქრო არ აქვს. რომ უღალატონ? – ქარავნის მცველები ღირ-
სებაზე ფიქრით თავს დიდად არ იწუხებდნენ ხოლმე, მეფის საბი-
ჯელში კი უზურპატორი მისი ძმის თავში კარგ ფასს გადაიხდიდა, –
უნდა წაჰყოლოდი და მის უსაფრთხოებაზე გეზრუნა, ხომ მას ხარ შე-
ფიცული.

739
– – ვაის დოთრაკში ვართ, – შეახსენა რაინდმა, – აქ არავის
აქვს უფლება, იარაღი ატაროს ან კაცის სისხლი დაღვაროს.
– მაგრამ ხალხი მაინც იხოცება ხოლმე, – შეედავა დენი, –
ჯოგომ მითხრა. ზოგ ვაჭარს საჭურისები ჰყავს თან, ეგეთი ზორბა
კაცები, – რომლებიც ქურდებს აბრეშუმის ფართლით ახრჩობენ.
ასე სისხლი არ იღვრება და ღმერთები არ განრისხდებიან.
– – მაშინ იმედი ვიქონიოთ, რომ შენს ძმას ეყოფა ჭკუა, არა-
ფერი მოიპაროს, – სერ იორაჰმა ხელის ზურგით შეიწმინდა ცხი-
მიანი პირი და მაგიდის იქიდან დენისკენ გადაიხარა, – შენი
დრაკონების კვერცხების წაღებას ფიქრობდა, სანამ არ გავაფ-
რთხილე, ხელებს წაგაჭრი, თითიც რომ ახლო-მეთქი.
დენი ისე გაოგნდა, რომ ერთხანს სიტყვის თქმაც ვერ მო-
ახერხა.
– ჩემი კვერცხები... მაგრამ ისინი ხომ ჩემია, მაგისტრმა ილი-
რიომ – მე მაჩუქა, საქორწილო საჩუქარია, რად უნდა უნდოდეს
ვისერისს... ის ხომ ქვებია, მეტი არაფერი...
– იგივე შეიძლება ითქვას ლალებზე, ალმასებსა და ცეცხლო-
ვან ოპალებზე, პრინცესა... და დრაკონის კვერცხები კი ბევრად
უფრო იშვიათია. ის ვაჭრები, ვისთან ერთადაც შენი ძმა სვამდა,
საკუთარ მამაკაცობის ნიშანსაც კი გაყიდიან, ოღონდ ერთი ეგ
ქვა მაინც ჩაიგდონ ხელში, სამივეთი კი ვისერისს იმდენი ქირით
მებრძოლის ყიდვა შეუძლია, რამდენიც კი დასჭირდება.
დენიმ ეს არ იცოდა, არც კი ეგონა.
– მაშინ... უნდა აეღო. მოპარვა არ სჭირდება. ეთხოვა და მივ-
ცემდი. ის ჩემი ძმაა... და ჩემი ნამდვილი მეფე.
– შენი ძმაა, – დაუდასტურა სერ იორაჰმა.
– შენ არ გესმის, სერ, – უთხრა დენიმ, – დედაჩემი ჩემი შო-
ბისას მო კვდა, მამაჩემი და ჩემი ძმა რეიგარი – კიდევ უფრო ად-
რე. მათი სახელებიც კი არ მეცოდინებოდა, ვისერისი რომ არ

740
მყოლოდა გვერდში და არ ეთქვა. ის ერთადერთი გადარჩა. ერთა-
დერთი. მის გარდა არავინ მყავს. – ოდესღაც ასე იყო, – უთხრა სერ
იორაჰმა, – ახლა ასე აღარაა, ხალესი. ახლა შენ დოთრაკთაგანი
ხარ. შენს წიაღში იზრდება ულაყი, სამყაროს რომ გახედნის, – მან
ჯამი გაიშვირა და მონამ ფაშატის მათრობელა რძით აუვსო იგი, სას-
მელს მჟავე სუნი ჰქონდა და კოლტებით იყო სავსე.
დენიმ მსახური გოგონა ხელის აქნევით მოიშორა. სუნიც კი ცუ-
დად ხდიდა და არაფრად უნდოდა, ახლა ამოებრუნებინა ცხენის გუ-
ლი, ძალისძალით რომ შეეჭამა.
– ეგ რას ნიშნავს? – ჰკითხა რაინდს, – ვინაა ეს ულაყი? ყველა
ამას შემომძახოდა, მაგრამ მე არ მესმის.
– ეს ის ულაყია, ხალთა ხალმა რომ აღუთქვათ უძველეს წინას-
წარმეტყველებაში, ბავშვო. იგი დოთრაკებს ერთიან ხალასარად
შეკრავს და დედამიწის კიდემდე მიჭენდება, ასე გვპირდება წინას-
წარმეტყველება. ქვეყნად ყველა ხალხი მისი ფარა იქნება.
– ო, – ჩუმად წარმოთქვა დენიმ. მუცლის ბორცვზე ხალათი გა-
დაისწორა ხელით, – რეიგო დავარქვი.
– სახელი, რომელიც უზურპატორს სისხლს გაუყინავს.
უცებ დორეამ დაქაჩა იდაყვზე.
– მილედი, – დაჟინებით წასჩურჩულა მან, – შენი ძმა...
დენიმ გახედა გრძელ, უსახურავო დარბაზს და მართლაც დაინა-
ხა, მისკენ მომავალი. არეულ ნაბიჯზე მაშინვე შეატყო, რომ ვისე-
რისმა ღვინო იშოვა... და კიდევ რაღაც, რაც გაბედულებად შეიძლე-
ბოდა ჩაგეთვალა თავისი მეწამული აბრეშუმები ეცვა, გაზინთული
და გზით დალაქავებული. შავი ხავერდის მოსასხამი და ხელთათმა-
ნები მზეს გამოეხუნებინა. ჩექმები გამომხმარი და დახეთქილი
ჰქონდა, ვერცხლისფერ-ქერა თმა – მოთელილი და აბურდული. ქა-
მარზე ტყავის ქარქაშით ორლესული ჩამოება. დოთრაკებმა შენიშ-

741
ნეს მისი ხმალი; დენის ესმოდა, მისი ძმის გარშემო როგორ
ტალღად დაიძრა გინება, მუქარა და მრისხანე ბუტბუტი. მუსიკა
დოლების შფოთიან ცემად მიწყდა.
დენის გული შიშის ზაფრამ მოუწურა.
– მასთან მიდი, – უბრძანა სერ იორაჰს, – გააჩერე. აქ მოიყ-
ვანე. უთხარი, რომ ჰქონდეს დრაკონის კვერცხები, ეგ თუ უნდა,
– რაინდი სწრაფად წამოდგა ფეხზე.
– სად არის ჩემი და? – იყვირა ვისერისმა, ხმა ღვინით ჩახლე-
ჩოდა, – მისთვის მიძღვნილ ნადიმზე მოვედი. როგორ ბედავთ,
უჩემოდ ჭამოთ? მეფის წინაშე არავინ ჭამს. სად არის? ეგ ბოზი
დრაკონს ვერ დაემალება. იგი სამი საცეცხლე ორმოთაგან ყვე-
ლაზე დიდის გვერდით შეჩერდა და დოთრაკების სახეებს მოავ-
ლო თვალი. დარბაზში ხუთი ათასი კაცი იყო, მაგრამ მათგან
სულ რამდენიმემ იცოდა საერთო ენა.
ოღონდ, თუმც სიტყვები არ ესმოდათ, მისი შეხედვაც კმარო-
და, რომ მიმხვდარიყავი, რა მთვრალი იყო.
სერ იორაჰი საჩქაროდ მიუახლოვდა, რაღაც ჩასჩურჩულა
ყურში და მკლავზე მოჰკიდა ხელი, მაგრამ ვისერისმა მკლავი
გამოჰგლიჯა. – გასწი ხელები! არავის აქვს უფლება, დრაკონს
მისი ნებართვის გარეშე შეეხოს!
დენიმ მღელვარედ ახედა საპატიო დასაჯდომს. ხალი დროგო
მის გვერდით მჯდარ ხალებს რაღაცას ეუბნებოდა. ხალმა ჯომომ
ფართოდ გაიღიმა, ხალი ოგო კი ხმამაღალ ხარხარს მოჰყვა.
სიცილის ხმაზე ვისერისმა მზერა ასწია.
– ხალ დროგო! – წარმოთქვა ხრინწიანი ხმით, თითქმის თა-
ვაზიანად, – სანადიმოდ მოვედი, – ბარბაცით გასცილდა სერ იო-
რაჰს და გაემართა, რათა სამ ხალს გვერდით მისჯდომოდა შე-
მაღლებულზე.

742
ხალ დროგო წამოდგა, დოთრაკულად თორმეტიოდე სიტყვა ის-
როლა – ისე სწრაფად, რომ დენიმ ვერ გაარჩია – და ხელი გაიშვი-
რა. – ხალი დროგო ამბობს, რომ მაღალ დასაჯდომზე შენი ადგილი
არ არის, – გადაუთარგმნა სერ იორაჰმა მის ძმას, – ხალი დროგო
ამბობს, რომ იქაა შენი ადგილი.
ვისერისმა გაიხედა, სად უთითებდა ხალი. გრძელი დარბაზის
ბოლოში, კედელთან მიმწყვდეულ კუთხეში, ბნელ ჩრდილში შეკარ-
გულნი, რათა უკეთეს კაცთა თვალს არ დაენახა, ისხდნენ მდაბალ-
თა შორის უმდაბლესნი: უსახელო მდაბიო ბიჭები, თვალებდაბინ-
დული და მუხლებდასუსტებული ბერიკაცები, გონებასუსტები და სა-
ხიჩრები.
– ხორცისგან მოშორებით და პატივისგან კიდევ უფრო შორს.
– ეგ მეფის ადგილი არაა! – გამოაცხადა მისმა ძმამ.
– არის ადგილი, – მიუგო ხალმა დროგომ დენის ნასწავლებ სა-
ერთო ენაზე, – ფეხმტკივანი მეფის, – მან ხელი ხელს შემოჰკრა, –
ურემი! მოუტანეთ ურემი ხალ რაგატს!
ხუთი ათასი დოთრაკი ხარხარსა და ყვირილს მოჰყვა. სერ იო-
რაჰი ვისერისის გვერდით იდგა და ყურში ჩაჰყვიროდა, მაგრამ
დარბაზის ღრიანცელში დენის არ ესმოდა, რას ეუბნებოდა. მისმა
ძმამ საპასუხოდ უყვირა რაღაც, ისინი შეიბნენ და მორმონტმა ვისე-
რისი იატაკზე გაშხლართა. დენის ძმამ ხმალი იშიშვლა.
შიშველი მახვილი საშიშარი სიწითლით დაფერა საცეცხლე ორ-
მოებიდან ამოზიდულმა ალმა.
– გამშორდი! – დაისისინა ვისერისმა. სერ იორაჰმა უკან გადად-
გა ნაბიჯი და ძმა ბარბაცით წამოდგა ფეხზე. ხმალი თავზემოთ დაიტ-
რიალა – ნათხოვარი მახვილი, მაგისტრმა ილირიომ რომ მისცა,
მისთვის უფრო მეფური იერი რომ შეეძინა. გარშემო ყოველი მხრი-
დან დოთრაკები შემოჰყვიროდნენ და უხამსად აგინებდნენ.

743
შეძრწუნებულ დენის უსიტყვო ყვირილი აღმოხდა. ძმას თუ
არ ესმოდა. მან კარგად იცოდა, თუ რას ნიშნავდა აქ ამოწვდილი
ხმალი.
ვისერისმა მის ხმაზე თავი მიაბრუნა და ახლაღა დაინახა.
– აგერაა, – წარმოთქვა ღიმილით. სწრაფი ნაბიჯით გასწია
მისკენ, ჰაერს ისე ჩეხდა, თითქოს მტერთა შორის გასასვლელს
იკაფავსო, თუმც არავის უცდია გზაზე გადადგომა.
– მახვილი... შენ არ უნდა... – შეევედრა დენი, – ვისერის,
გთხოვ. ეს აკრძალულია. დადე ხმალი და მოდი, ჩემთან ბალი-
შებზე დაჯექი. აქ სასმელია, საჭმელი... დრაკონის კვერცხები
გინდა? აიღე, ოღონდ ეგ ხმალი გადააგდე.
– გააკეთე, რასაც გეუბნება, ბრიყვო! – დაუყვირა სერ იორაჰ-
მა, – სანამ შენ გამო ყველა დავუხოცივართ!
ვისერისმა გაიცინა.
– ვერ მოგვკლავენ. აქ, წმინდა ქალაქში სისხლს ვერ დაღ-
ვრიან...
მე კი შემიძლია.
მან ხმლის წვერი დენერისს ძუძუებს შორის მიაბჯინა და დაბ-
ლა ჩამოაცურა, მისი მუცლის ბორცვის თავზე.
– მე ის მინდა, რისთვისაც მოვედი, – უთხრა დას, – მე მინდა
გვირგვინი, რომელსაც იგი დამპირდა. შენ კი გიყიდა, მაგრამ
ფასი არ გადაუხდია. უთხარი, რომ მინდა ის მივიღო, რისთვისაც
გაგყიდე, ან არადა, უკან მიმყავხარ. შენც და კვერცხებიც. თავი-
სი წყეული კვიცი ჰყავდეს, თუ უნდა. ამ ნაბიჭვარს ამოვჭრი და
დავუტოვებ.
ხმლის წვერმა აბრეშუმებში გაატანა და ჭიპზე უჩხვლიტა. ხე-
დავდა, ვისერისი ტიროდა; ტიროდა და ხარხარებდა ერთდროუ-
ლად ეს კაცი, ოდესღაც მისი ძმა რომ იყო. ბუნდოვნად, თითქოს
ძალიან შორიდან, დენის ჩაესმა, როგორ სლუკუნებდა მისი შეძ-

744
რწუნებული მოახლე ჟიქვი, როგორ ივედრებოდა, რომ ვერ გაბე-
დავდა თარგმნას, რომ ხალი შეკრავდა და ცხენზე გამობმულს მთე-
ბის დედამდე ათრევდა. იგი გოგონას მხრებზე მოეხვია.
– ნუ გეშინია, – უთხრა, – მე თვითონ ვეტყვი.
არ იცოდა, სიტყვები ეყოფოდა თუ არა, მაგრამ როდესაც დაას-
რულა, ხალმა დროგომ დოთრაკულად რამდენიმე მოკლე წინადა-
დება წარმოთქვა და დენი მიხვდა, რომ მან გაიგო. მისი ცხოვრების
მზემ შემაღლებულიდან ნაბიჯი ჩამოდგა.
– რა თქვა? – თვალების ხამხამით ჰკითხა კაცმა, ოდესღაც მისი
ძმა რომ იყო.
დარბაზში ისეთი სიჩუმე ჩამოწვა, რომ ხალ დროგოს ყოველ ნა-
ბიჯზე დენის მის თმებში ჩაბნეული ზანზალაკების წყნარი წკრიალი
ჩაესმოდა. მას სისხლისმიერი მხედრები მოსდევდნენ, სამი სპილენ-
ძისფერი ჩრდილის დარად. დენერისს ერთიანად გააცივა.
– ამბობს, გექნება დიდებული ოქროს გვირგვინი, ისეთი, რომ
კაცნი იცახცახებენ მისი ხილვისას.
ვისერისმა გაიღიმა და ხმალი დაუშვა. ეს ძლიერ სევდისმგვერე-
ლი იყო, ეს იყო, რაც დენის მერე გულს უფლეთდა – როგორ გაიღი-
მა.
– სწორედ ეგ მინდოდა, – თქვა მან, – რასაც დამპირდა.
როდესაც მისი ცხოვრების მზემ მასთან მოაღწია, დენიმ წელზე
მოხვია ხელი. ხალმა ერთი სიტყვა წარმოთქვა და მისი სისხლისმიე-
რები წინ გამოიჭრნენ. ქოთომ კაცი, მისი ძმა რომ ყოფილიყო,
მკლავებით დაიჭირა. ჰაგომ თავისი უზარმაზარი ხელების ერთი შე-
მოტრიალებით მაჯა გადაუმსხვრია. კოჰოლომ დადუნებული თითე-
ბიდან ხმალი გამოაცალა. ვისერისი ახლაც კი ვერაფერს მიხვდა.
– არა! – იყვირა მან, – ხელს ნუ მახლებთ, მე დრაკონი ვარ, დრა-
კონი, და გვირგვინს დამადგამენ!

745
ხალ დროგომ სარტყელი შეიხსნა. მედალიონები ბაჯაღლო
ოქროსი იყო, მძიმე, ნაჩუქურთმალი, თითოეული – კაცის ხე-
ლისგულივით ფართო. ბრძანება გასძახა. მზარეულმა მონებმა
საცეცხლე ორმოდან მძიმე რკინის კარდალა ამოზიდეს, კერძი
მიწაზე დააქციეს და კარდალა ისევ ცეცხლზე შემოდგეს. დრო-
გომ შიგ ქამარი ჩააგდო და უგრძნობელი სახით უცქერდა, რო-
გორ გაწითლდნენ მედალიონები: და ფორმა დაკარგეს. დენი ხე-
დავდა მის იასპის თვალებში აცეკვებულ ალებს. მონამ ხალს
სქელი, ცხენის ბეწვის ხელთათმანები მიაწოდა, და მანაც ჩაიცვა
ისე, რომ ვისერისისთვის ერთხელაც არ შეუხედავს. ვისერისი
ხმამაღლა, უსიტყვოდ აკივლდა – ეს სიკვდილის პირისპირ დამ-
დგარი მხდალი კაცის კივილი იყო. წიხლებს იქნევდა და იკლაკ-
ნებოდა, ძაღლივით ყმუოდა და ბავშვივით მოთქვამდა, მაგრამ
დოთრაკელებს მტკიცედ ეკავათ. სერ იორაჰი მივიდა, დენის
გვერდით დაუდგა, მხარზე დაადო ხელი.
– შეტრიალდი, ჩემო პრინცესა, გევედრები.
– არა, – მან გამობურცულ მუცელზე დაილაგა მკლავები,
თითქოს იცავსო.
ბოლოს და ბოლოს ვისერისმა მას შეხედა.
– დაო, გთხოვ... დენი, უთხარი... ისე ქენი... ძვირფასო დაო...
როდესაც ოქრო სანახევროდ გადნა და დინება დაიწყო,
დროგომ ალში შეყო ხელი და კარდალა გამოიტაცა.
– გვირგვინი! – დაიღრიალა მან, – აგერ. გვირგვინი ურმის
მეფეს! – და კარდალა თავზე დააცალა კაცს, რომელიც ოდესღაც
დენის ძმა იყო. ღრიალი, ვისერის ტარგარიენს რომ აღმოხდა,
როდესაც ამ საზარელმა ლითონის მუზარადმა სახე დაუფარა,
ადამიანის ხმას არ ჰგავდა. ფეხები შლეგურად ააბარტყუნა მიწის
იატაკზე, შენელდა, გაშეშდა. გამდნარი ოქროს სქელი წვეთები
მკერდზე დაეღვენთა და ალისფერი აბრეშუმი ააბოლა... მაგრამ
სისხლის წვეთიც არ გამოსვლია.

746
არ ყოფილა დრაკონი, უცნაურად მშვიდად გაიფიქრა დენერის-
მა.
დრაკონს ცეცხლი ვერ მოკლავს.

747
ედარდი

748
ვინტერფელის ქვეშ აკლდამებში მიაბიჯებდა, როგორც ათასგზის
უქნია ადრე. ზამთრის მეფეები ყინულის თვალებით უმზერდნენ ჩავ-
ლილს მათ ფერხთით მწოლი მგელსაზარები კი ქვის თავებს მისკენ
აბრუნებდნენ ღრენით. ბოლოს მიაღწია იმ სამარეს, სადაც მისი მამა
განისვენებდა ბრანდონისა და ლიანას გვერდით.
– – დამპირდი, ნედ, – დაიჩურჩულა ლიანას ქანდაკებამ.
ცისფერი ვარდების ყვავილწნული ეკიდა და სისხლის ცრემლე-
ბით ტიროდა.
ედარდ სტარკი ერთბაშად წამოჯდა, გული გამალებით უძგერდა,
საბნები გარშემო მიმოეყარა. ოთახში ჯურღმულივით ბნელოდა და
ვიღაც კარზე აბრახუნებდა.
– ლორდ ედარდ! – ხმამაღლა დაიძახა ვიღაცამ.
– ერთი წუთით! – ჩაუცმელმა, მუხლებდასუსტებულმა ბორძიკით
გადაიარა ჩაბნელებული ოთახი. კარი რომ გააღო, მუშტშემართუ-
ლი ტომარდი დაინახა, კაინიც იქვე იყო, ხელში სანთელი ეჭირა.
მათ შორის მეფის მოურავი იდგა. სახე ქვისგან რომ ჰქონოდა გა-
მოთლილი, იქნებ მაშინ მეტის ამოკითხვა შეგძლებოდა.
– მილორდ მარჯვენავ, – წარმოთქვა გაბმით, – მისი მოწყალება
მეფე თავისთან მოგიწოდებთ. დაუყოვნებლივ.
მაშასადამე, რობერტი ნადირობიდან დაბრუნდა. კარგა ხანია,
დრო იყო.
– რამდენიმე წუთი მინდა, რომ ჩავიცვა, – ნედმა მოურავი გარეთ
დატოვა ჩაცმაში კაინი დაეხმარა; თეთრ ტილოს ტუნიკასა და რუხ
მოსასხამში გამოეწყო, ჩაიცვა შარვალი, რომლის ტოტიც ჩაჭრილი
და გახსნილი იყო თაბაშირში ჩასმულ ფეხთან, თავისი თანამდებო-
ბის ნიშანი მიიბნია და ბოლოს მძიმე ვერცხლის რგოლებით შედგე-
ნილი ქამარი შემოირტყა. ვალირიული ხანჯალი ქარქაშით ჩამოიბა
წელთან წითელი ციხე ბნელი და გარინდული იყო, როდესაც კაინის

749
და ტომარდის თანხლებით შიდა ეზოს კვეთდა. მთვარე იქვე,
ქონგურებს ზემოთ ეკიდა, სისავსემდე ცოტა აკლდა. გალავნის
თავზე ოქროსმოსასხამიანი გუშაგები დადიოდნენ.
სამეფო ბინა მეაგორის სიმაგრეში იყო, განიერ ოთხკუთხა
კოშკში, რომელიც წითელი ციხის შუაგულში იდგა თორმეტი ფუ-
ტის სისქის გალავნისა და რკინის შუბებით მოგებული მშრალი
თხრილის მიღმა – ციხე-ციხეში. ხიდის ბოლოში სერ ბოროს
ბლოუნტი იდგა გუშაგად, მთვარის შუქზე მისი თეთრი ფოლადის
აბჯარი მოჩვენებას ჰგავდა. შიგნით შესულმა ნედმა კიდევ ორ
ქეშიკ რაინდს ჩაუარა: სერ პრესტონ გრინფილდი კიბის ძირში
იდგა, სერ ბარისტან სელმი კი მეფის საძინებლის კართან იცდი-
და. სამი თეთრმოსასხამიანი მებრძოლი, გაიფიქრა მან და გახ-
სენებამ უცნაური ჟრჟოლა მოჰგვარა. სერ ბარისტანს სახე მისი
აბჯარივით გაჰფითრებოდა. ნედი მის დანახვისთანავე მიხვდა,
რომ რაღაც საშინელება ხდებოდა. მეფის მოურავმა კარი გააღო.
– ლორდი ედარდ სტარკი, მეფის მარჯვენა, – გამოაცხადა
მან.
– აქ მოიყვანე, – რობერტს უჩვეულოდ ჩახრინწვოდა ხმა.
საძინებლის ორთავე ბოლოში წყვილ ბუხარში ცეცხლი გიზ-
გიზებდა და ოთახს პირქუში წითელი შუქით ავსებდა. გაუსაძლი-
სი სიცხე იდგა. რობერტი ბალდახინიან საწოლზე იწვა. თავს
გრანდ-მაისტერი პაიცელი დასტრიალებდა, ლორდი რენლი კი
დარაბებმიხურული ფანჯრის წინ ბოლთას სცემდა. მსახურები
დაფუსფუსებდნენ, ცეცხლს უკეთებდნენ და ღვინოს ადუღებ-
დნენ. სერსეი ლანისტერი საწოლის კიდეზე იჯდა, ქმრის გვერ-
დით. თმები აბურდული ჰქონდა, თითქოს ლოგინიდან ახლაღა
წამომდგარაო, მაგრამ თვალებში ძილის ნასახი არ ეტყობოდა.
ეს თვალები ნედს მისდევდნენ, როდესაც ტომარდის და კაინის
დახმარებით ოთახი გამოიარა. ეჩვენებოდა, რომ ძლიერ ნელა
მოძრაობდა, თითქოს ისევ სიზმარში იყო.

750
მეფეს ჯერ კიდევ ჩექმები ეცვა. რობერტს საბანი ეხურა, საბნი-
დან გამოჩრილ ფეხებზე ნედი ტყავს შემხმარ ტალახს და ბალახის
ფოთლებს ხედავდა. იატაკზე მწვანე კამზოლი ეგდო, გაჭრილი და
მოსროლილი, მისი ქსოვილი წითელ-ლეგა ლაქებს გაეხამებინა.
ოთახში კვამლის, სისხლისა და სიკვდილის სუნი იდგა.
– ნედ, – დაიჩურჩულა მეფემ მისი დანახვისას. სახე რძესავით
გაჰფითრებოდა, – მოდი... უფრო ახლოს.
დამხმარეებმა ნედი ახლოს მიიყვანეს. იგი საწოლის სვეტს ჩა-
ეჭიდა და თავი შეიმაგრა. ერთი დახედვაც კმაროდა, რომ მომხვდა-
რიყო, რა მძიმედ იყო რობერტი დაშავებული.
– რა... – წამოიწყო მან, სიტყვა ყელში გაეჭედა.
– ტახი, – ლორდ რენლის ჯერაც სანადირო მწვანე სამოსი ეცვა,
მოსასხამი სისხლით დალაქვოდა.
– ეშმა, – ამოიხავლა მეფემ, – ჩემივე ბრალია. ზედმეტი ღვინო
ვსვი, ჯოჯოხეთსაც წაუღია ჩემი თავი. შუბი ავაცილე.
– დანარჩენები სადღა იყავით? – პასუხი მოსთხოვა ნედმა
ლორდ რენლის, – სად იყვნენ სერ ბარისტანი და მეფის ქეშიკები?
რენლის პირი მოეღრიცა.
– ჩემმა ძმამ გვიბრძანა, გვერდზე გავმდგარიყავით და დაგვენე-
ბებინა, ტახი მარტოს მოეკლა.
ედარდ სტარკმა საბნი ასწია.
რაც შეეძლოთ, ყველაფერი ეღონათ ჭრილობის შესაკვრელად,
მაგრამ ეს სრულიადაც არ კმაროდა. ჩანს, ტახი რაღაც საზარელი
ქმნილება უნდა ყოფილიყო. საზარდულიდან ძუძუმდე გაეფატრა ეშ-
ვებით მეფის სხეული. ღვინოში დამბალი დოლბანდები, გრანდ-მა-
ისტერს ჭრილობაზე რომ შემოეწყო, უკვე სისხლს გაეშავებინა და
სხეულს ამაზრზენი სუნი უდიოდა. ნედს გულ-მუცელი დაუტრიალდა.
საბანი ისევ დაუშვა.
– ყარს, – თქვა რობერტმა, – სიკვდილის ყროლია, ნუ გგონია,
არ ვგრძნობდე. კარგად მიქნა იმ ნაბიჭვარმა, ხო? მაგრამ მეც... მეც

751
არ დავაკელი, ნედ, – მეფის წითელკბილება ღიმილი მისი ჭრი-
ლობასავით საზარელი სანახავი იყო, – დანა შიგ თვალში გავუ-
ყარე. ჰკითხე ამათ, თუ არა. ჰკითხე.
– ეგრეა, – ჩაიბურტყუნა ლორდმა რენლიმ, – ლეში თან მო-
ვიტანეთ, როგორც ჩემმა ძმამ გვიბრძანა.
– სანადიმოდ, – დაიჩურჩულა რობერტმა, – ახლა დაგვტო-
ვეთ.
ყველამ, ვინც ხართ. ნედს უნდა ველაპარაკო.
– რობერტ, ჩემო ძვირფასო... – წამოიწყო სერსეიმ.
– ვთქვი, წადით-მეთქი, – გაიმეორა რობერტმა, ძველი შე-
უპოვრობის ნასახით, – რა ვერ გაიგე აქედან, ქალო?
სერსეიმ წამოკრიფა თავისი ქვედაკაბები და შელახული ღირ-
სება და კარისკენ დაიძრა. მას ლორდი რენლი და დანარჩენებიც
მიჰყვნენ. გრანდ-მაისტერი შეყოვნდა, ხელები უცახცახებდა,
როდესაც მეფეს სქელი თეთრი სითხით სავსე ჯამი შესთავაზა.
– ყაყაჩოს რძე, თქვენო მოწყალებავ. შესვი. ტკივილს და-
გიამებს.
რობერტმა ხელის ზურგი გაჰკრა ჯამს, მოიშორა.
– გადი აქედან. ანი ისედაც საკმაოდ ბევრს ვიძინებ, ბებერო
შტერო. გაეთრიე.
გრანდ-მაისტერმა პაიცელმა ნედს მწუხარე თვალებით შეხე-
და და ოთახიდან გაფრატუნდა.
– ჯანდაბა შენს თავს, რობერტ, – უთხრა ნედმა, მარტო რომ
დარჩნენ. ფეხი ისე სტეხდა, რომ ტკივილს ლამის იყო, დაებრმა-
ვებინა. ან იქნებ დარდი უნისლავდა თვალებს. იგი საწოლზე და-
ეშვა, მეგობრის გვერდით, – სულ ეგეთი ჯიუტი რატომ უნდა იყო?
– ეხ, წადი შენი, ნედ, – ამოიხრიალა მეფემ, – ხომ მოვკალი
ის ნაბიჭვარი? – თვალებზე აბურდული შავი თმის ბღუჯა ჩამოე-
შალა, მის მიღმიდან ამოაცქერდა ნედს, – შენთვისაც იგივე უნდა

752
მექნა. კაცს მშვიდად ნადირობას არ აცდი. სერ რობარმა მომძებნა.
გრეგორის თავი. რა მხეცობაა. ქოფაკისთვის კი არ მითქვამს. სერ-
სეიმ გაახაროს, – სიცილი კვნესად გადაექცა, ტკივილმა რომ გამ-
სჭვალა, – შემინდონ ღმერთებმა, – თქვა, სული რომ მოითქვა, – ის
გოგო. დენერისი. ბავშვია ჯერ, მართალი იყავი. ამის გამოა, იმ გო-
გოს... ღმერთებმა ტახი მომიგზავნეს... ჩემს დასასჯელად გამოგზავ-
ნეს... – მეფემ ხველას სისხლი ამოაყოლა, – არ იყო სწორი, არა,
მე... გოგონაა ჯერ... ვარისმა, ნეკამ, ჩემმა ძმამაც კი... უმაქნისებ-
მა... არავინ მითხრა შენ მეტმა, ნედ... მარტო შენ... – ხელი ასწია
ტკივილით, ძლივძლივობით, – ქაღალდი და მელანი. ეგერ, მაგიდა-
ზე. დაწერე, რასაც გეტყვი.
ნედმა ქაღალდი მუხლზე გადაისწორა და კალამი აიღო.
– როგორც ბრძანებ, თქვენო მოწყალებავ.
– ეს არის ანდერძი და სიტყვა რობერტისა ბარათეონთა გვარი-
დან, ვინც არის პირველი მისი სახელისა, მეფე ანდალთა და ყველა-
ფერი, რაც მაგის მერეა – დაწერე ეგ წყეული ტიტულები, ხომ იცი,
როგორ გრძელდება. ამით ვუბრძანებ ედარდს სტარკების გვარი-
დან, ვინტერფელის ბატონს და მეფის მარჯვენას, იმსახუროს, ვით
ლორდმა რეგენტმა და სახელმწიფოს მფარველმა ჩემი... ჩემი სიკ-
ვდილის შემდეგ... მართოს ჩემ... ჩემ ნაცვლად, სანამ ჩემს ძეს, ჯოფ-
რის ასაკი შეუსრულდებოდეს.
– რობერტ, ჯოფრი შენი შვილი არ არის, უნდოდა ეთქვა ნედს,
მაგრამ სიტყვები ვერ დაიმორჩილა. რობერტს სახეზე ცხადზე უცხა-
დესად ეწერა ტანჯვა; ტკივილს ვეღარ დაუმატებდა. ამიტომ ნედმა
თავი ჩახარა და წერას შეუდგა; ხოლო იქ, სადაც მეფემ „ჩემს ძეს,
ჯოფრის“-თქვა, მან ამის ნაცვლად „ჩემს მემკვიდრეს“ დაწერა. ამ
სიცრუემ თავი გასვრილად აგრძნობინა. ტყუილი, რომელსაც სიყვა-
რულის გამო ვამბობთ, გაიფიქრა მან. დე, შემინდონ ღმერთებმა.
– კიდევ რის თქმა გსურს?

753
– თქვი... რაც საჭიროა. დაიფაროს და დაიცვას, ძველი და
ახალი ღმერთები, შენ იცი, როგორ უნდა. დაწერე. მე ხელს მო-
ვაწერ. რომ მოვკვდები, ამას საბჭოს გადასცემ.
– რობერტ, – უთხრა ნედმა მწუხარებისგან ჩახლეჩილი ხმით,
– ნუ იზამ ამას. ნუ ჩამაკვდები ხელში. სახელმწიფოს სჭირდები.
რობერტმა ხელი ჩაჰკიდა, მაგრად მოუჭირა თითები.
– რა... ცუდი მატყუარა ხარ, ნედ სტარკ, – წარმოთქვა ტკივი-
ლის – დაძლევით, – სახელმწიფო... სახელმწიფომ იცის, რა უგ-
ვანო მეფეც ვიყავი. ეირისივით ცუდი, მიშველონ ღმერთებმა.
– არა, – უთხრა ნედმა მომაკვდავ მეგობარს, – ეირისივით
ცუდი არ ყოფილხარ, თქვენო მოწყალებავ. ახლოსაც ვერ მოდი-
ოდი.
რობერტმა შეძლო, სუსტად, წითელი კბილებით გაეღიმა.
– იმას მაინც იტყვიან... ეს ბოლო... ბოლოს სწორად მოვიქე-
ცი. შენ არ მიმტყუნებ. ახლა შენ მართავ. ეს საქმე ჩემზე უარესა-
დაც გაგიმწარებს სიცოცხლეს... მაგრამ კარგად გააკეთებ. მორ-
ჩი მაგ ჯღაბნას? – დიახ, თქვენო მოწყალებავ, – ნედმა რობერტს
ქაღალდი მიაწოდა. მეფემ ბრმად მოაწერა ხელი, ნაწერზე სის-
ხლის ნათხიპნი დატოვა, – ბეჭდით უნდა დამოწმდეს. ტახი ჩემს
აღაპზე შეწვით, – რობერტს ხმა ძლივს ემორჩილებოდა, – ვაშ-
ლი ჩაუდეთ პირში, კანი დაუბრაწეთ. შეჭამეთ ეგ ნაბიჭვარი. ფე-
ხებზე დაიკიდე, ლუკმა ყელზეც რომ დაგადგეს. დამპირდი, ნედ.
– გპირდები, – დამპირდი, ნედ, გაიმეორა ლიანას ხმამაც.
– ის გოგო, – თქვა მეფემ, – დენერისი. იცოცხლოს. თუ შე-
გიძლია, თუკი... გვიანი არაა... დაელაპარაკე იმათ... ვარისს, ნე-
კას... სუ მოაკვლევინებ. და ჩემს ძეს მოეხმარე, ნედ. გახადე...
უკეთესი, ვიდრე მე ვიყავი, – ტკივილით სახე დაემანჭა, – შემინ-
დონ ღმერთებმა.
– შეგინდობენ, მეგობარო, – უთხრა ნედმა, – შეგინდობენ.
მეფემ თვალები დახუჭა და თითქოს დამშვიდდა.

754
– ღორის მოკლული, – ჩაიბურტყუნა, – სასაცილოა, მაგრამ,
რომ ვიცინი, ძალიან მტკივა.
ნედს არ ეცინებოდა.
– დავუძახო სხვებს?
რობერტმა სუსტად დაუქნია თავი.
– როგორც გინდა. ღმერთებო, რატომ ცივა აქ ასე ძალიან?
მსახურებმა ოთახში შემოირბინეს და საჩქაროდ იწყეს ცეცხლში
შეშის შეკეთება. დედოფალი წასულიყო; ეს მცირედი შვება მაინც
იყო. თუკი საღი აზრი შერჩენია, სერსეი გათენებამდე ბავშვებს წაიყ-
ვანს და გაიქცევა, გაიფიქრა ნედმა. ისედაც ძალიან დიდხანს და-
ყოვნდა.
მეფე რობერტმა, ჩანს, დიდად არ მოისაკლისა იგი. თავის ძმას,
რენლის და გრანდ-მაისტერ პაიცელს უბრძანა, მოწმეებად ყოფი-
ლიყვნენ, როდესაც მან ნედის ნაწერზე დაწვეთებულ ყვითელ ცვილ-
ზე თავისი ბეჭედი დასვა.
– ახლა მომეცით რამე, ტკივილი რომ დამიამოს, და მაცალეთ
სიკვდილი გრანდ-მაისტერმა პაიცელმა საჩქაროდ შეუმზადა ყაყა-
ჩოს რძის ახალი ულუფა. მეფემ ამჯერად ერთბაშად გამოცალა იგი.
შავ წვერში სქელი თეთრი წვეთები ჩარჩა. მან ცარიელი ჯამი განზე
მოისროლა.
– სიზმარს ვნახავ?
პასუხი ნედმა გასცა:
– ნახავ, მილორდ.
– კარგია, – თქვა მან ღიმილით, – ლიანას შენს მოკითხვას გა-
დავცემ, ნედ. იზრუნე ჩემს შვილებზე ჩემ მაგივრად.
მისი სიტყვები ნედს ლახვარივით დაესო გულზე. წუთით დაიბნა:
თავს ტყუილს ვერ აიძულებდა. შემდეგ ბუშები გაახსენდა: დედის
მკერდს მიკრული პატარა ბარა, ველელი მია, სამჭედლოში მომუშა-
ვე გენდრი და ყველა სხვა.

755
– მე... დავიცავ შენს შვილებს, როგორც ჩემს საკუთარს, –
წარმოთქვა ნელა.
რობერტმა თავი დაუქნია და თვალები დახუჭა. ნედი უცქერ-
და, მის ძველ მეგობარს როგორ გადააცილა სახიდან ტკივილი
ყაყაჩოს რძემ და ზორბა სხეული მოდუნდა, ბალიშებში ჩაეფლო.
ძილმა წაიღო იგი.
გრანდ-მაისტერი ნედს მიუახლოვდა, წყნარად გაიჟღრიალა
მისმა მძიმე ჯაჭვმა.
– რაც შემიძლია, ცდას არ დავზოგავ, მილორდ, მაგრამ ჭრი-
ლობა დალპა. მის უკან მოსაყვანად ორი დღე დასჭირდათ. იმ
დროს, როდესაც ვნახე, უკვე დაგვიანებული იყო. მე შემიძლია,
ტანჯვა შევუმსუბუქო, მაგრამ აწი მხოლოდ ღმერთებს შეუძლიათ
მისი განკურნება.
– რამდენი ხანი დარჩა? – ჰკითხა ნედმა.
– წესით და რიგით, უკვე მკვდარი უნდა იყოს. არასოდეს მი-
ნახავს, კაცი ასე შეუპოვრად ეჭიდებოდეს სიცოცხლეს.
– – ჩემი ძმა მუდამ ძლიერი იყო, – თქვა ლორდმა რენლიმ,
– იქნებ სიბრძნე აკლდა, მაგრამ ძლიერი იყო, – საძინებლის სუ-
ლისშემხუთველ სიცხეში შუბლი ოფლით დასცვაროდა. რობერ-
ტის აჩრდილი გეგონებოდა, იქ მდგარი, ჭაბუკი, შავგვრემანი,
მოხდენილი, – მან მოკლა ის ტახი. მუცლიდან შიგნეული ჰქონ-
და გადმოცვენილი, მაგრამ – ტახი როგორღაც მოკლა, – ხმა გა-
ოცებით ჰქონდა სავსე.
– რობერტი ის კაცი არ იყო, ბრძოლის ველი დაეტოვებინა,
სანამ მტერი ფეხზე დგას, – უთხრა ნედმა.
გარეთ, კართან ჯერ კიდევ იდგა სერ ბარისტან სელმი და კოშ-
კის კიბეს გუშაგობდა.
– მაისტერ პაიცელმა რობერტს ყაყაჩოს რძე მისცა, – უთხრა
ნედმა, – არავინ შეაშფოთოს მისი მოსვენება ჩემი ნებართვის გა-
რეშე.

756
– როგორც ბრძანებ, ისე იქნება, მილორდ, – სერ ბარისტანი თა-
ვის ასაკზე უფრო ხნიერი ჩანდა, – მე ვუმტყუნე ჩემს წმინდა ვალს.
– – უერთგულესი რაინდიც კი ვერ დაიცავს მეფეს საკუთარი თა-
ვისგან, – უთხრა ნედმა, – რობერტს ტახზე ნადირობა უყვარდა. ჩემი
თვალით მინახავს, როგორ დაუხოცავს ათასობით, – ფეხმოუცვლე-
ლად იდგა ხოლმე, წარბსაც არ შეიხრიდა, გაიბოტებოდა, ხელში
თავისი ვეება შუბი ეჭირა; ტახი მისკენ რომ გამოქანდებოდა, ხში-
რად შეუკურთხებდა ხოლმე და იცდიდა სულ უკანასკნელ წამამდე,
სანამ ნადირი ის იყო უნდა დასტაკებოდა, და ერთადერთი აუცდენე-
ლი და მძლავრი ძგერებით კლავდა, – ვერავინ იტყოდა, რომ ეს ტა-
ხი მისი ბედისწერა იქნებოდა.
– დიდი სიკეთეა, მაგას რომ მეუბნები, ლორდ ედარდ.
– მეფემ თავადაც ასე თქვა. ღვინოს აბრალებდა.
ჭაღარა რაინდმა დაღლილად დაუქნია თავი.
– იმ დროისთვის, ტახი რომ წამოვაგდეთ, მისი მოწყალება უნა-
გირზე ქანაობდა, მაგრამ მაინც გვიბრძანა, გვერდზე გავმდგარიყა-
ვით.
– ეს მითხარი, სერ ბარისტან, – ძალიან წყნარად ჰკითხა ვარის-
მა, – ვინ დაალევინა მეფეს ის ღვინო?
ნედს არ გაუგონია, საჭურისი როგორ მოუახლოვდათ, მაგრამ,
რომ მიიხედა, დაინახა იქვე მდგომი. იატაკამდე დათრეული შავი ხა-
ვერდის ხალათი ეცვა, სახეზე ახალი უმარილი ესვა.
– ღვინო მეფის საკუთარი ტიკიდან იყო, – მიუგო სერ ბარისტან-
მა.
– მხოლოდ ერთი ტიკი ჰქონდა? ნადირობა წყურვილს ახე-
ლებს...
– არ დამითვლია. ნამდვილად, ერთზე მეტი იქნებოდა. საჭურ-
ველთმტვირთველს მოჰქონდა ხოლმე სავსე ტიკი, როცა კი მეფე
მოითხოვდა.

757
– დამჯერე ბიჭი, – წარმოთქვა ვარისმა, – ზრუნავდა, მეფეს
გულის გასახარელი სასმელი არ შემოჰკლებოდა.
ნედს პირში სიმწარის გემო ედგა. მას გაახსენდა ორი ქერათ-
მიანი ჭაბუკი, მეფემ სამკერდულის გასაჭიმად რომ გაგზავნა. მე-
ფე იმღამინდელ ნადიმზე ყველას უამბობდა ამ ამბავს და ისე იცი-
ნოდა, ლამის დამხრჩვალიყო.
– რომელი საჭურველთმტვირთველი?
– უფროსი, – მიუგო სერ ბარისტანმა, – ლანსელი.
– კარგად ვიცნობ მაგ ყმაწვილს, – თქვა ვარისმა, – უდრეკი
ბიჭია, სერ კევან ლანისტერის ძე, ლორდ ტაივინის ძმისშვილი
და დედოფლის ბიძაშვილი. იმედი მაქვს, ძვირფასი ბიჭუნა თავს
არ იდანაშაულებს. ბავშვები ისეთი გულჩვილები არიან თავიანთ
ყმაწვილურ უცოდველობაში, ოჰ, რა კარგად მახსოვს.
უეჭველია, ვარისი ოდესღაც ყმაწვილი იქნებოდა. ნედმა
იფიქრა, იქნებ უცოდველიც კი იყოო.
– ბავშვები ახსენეთ. რობერტმა დენერის ტარგარიენზე გუნე-
ბა იცვალა. რაც კი გაუმზადეთ, მსურს, რომ გააუქმოთ. ახლავე.
– ვაგლახ, – უთხრა ვარისმა, – „ახლავეც“ კი შესაძლოა მე-
ტისმეტად დაგვიანებული იყოს. ვშიშობ, ის ფრინველები უკვე
გაფრინდნენ. მაგრამ რაც კი შემიძლია, ყველაფერს ვიღონებ,
მილორდ.
თქვენის ნებართვით, – მან თავი დაუკრა და კიბეზე დაეშვა,
გაუჩინარდა. მისი რბილძირიანი ქოშები ქვაზე შარიშურობდა,
საფეხურებს რომ დაუყვებოდა.
კაინს და ტომარდს ნედი ხიდზე გადაჰყავდათ, როდესაც მე-
აგორის სიმაგრიდან ლორდი რენლი გამოჩნდა.
– ლორდ ედარდ! – შესძახა მან, – ერთი წუთით, ნებას თუ
დამრთავთ!
ნედი შეჩერდა.
– რასაკვირველია.

758
რენლი გვერდით დაუდგა.
– შენი ხალხის გარეშე მსურს გესაუბრო, – შუა ხიდზე შეხვდნენ
ერთმანეთს, მათ ქვეშ მშრალი თხრილი იწვა. მთვარის შუქი ვერ-
ცხლით ფერავდა მის კალაპოტს გაყოლილი შუბების ავ წვეტებს.

ნედმა ხელით ანიშნა. ტომარდმა და კაინმა თავები დაუკრეს და


მოწიწებით დაიხიეს უკან. ლორდმა რენლიმ დაქანცული მზერით
გახედა ხიდის ბოლოში მდგარ სერ ბოროსს, მათ უკან კარში ჩამ-
დგარ სერ პრესტონს.
– ის ანდერში, – იგი ნედისკენ გადაიხარა, – რეგენტობა, ჰო?
ჩემმა ძმამ მფარველად დაგნიშნა? – პასუხისთვის არც მოუცდია, –
მილორდ, ჩემს პირად დაცვაში ოცდაათი ხმლოსანი მყავს, სხვა მე-
გობრებიც მეგულება, რაინდები და ლორდები. ერთი საათი მომეცი
და ას ხმლოსანს მოგგვრი.
– და რა ვუყო იმ ას ხმლოსანს, მილორდ?
– შეუტიე! ახლა, სანამ სასახლეს სძინავს, – რენლიმ ისევ გახედა
სერ ბოროსს და ხმა დაჟინებულ ჩურჩულამდე დაიდაბლა, – ჯოფრი
დედამისს უნდა მოვაცილოთ და ხელში ვიგდოთ. გინდ მფარველი
ერქვას და გინდ არა, სახელმწიფო მის ხელშია, ვისაც მეფე ჰყავს
ხელში. მირცელა და ტომენიც უნდა შევიპყროთ. ბავშვები თუ გვე-
ყოლება, სერსეი ჩვენ წინააღმდეგ ვერაფერს გაბედავს. საბჭო
ლორდ-პროტექტორად დაგამტკიცებს და ჯოფრის შენს აღსაზრდე-
ლად გახდის.
ნედმა ცივი მზერით გაზომა იგი.
– რობერტი ჯერ არ მომკვდარა. იქნებ ღმერთებმა შეიწყალონ.
თუკი ასე არ მოხდა, საბჭოს უნდა მოვუწოდო, მისი უკანასკნელი
სიტყვები ვაცნობო და მისი შემცვლელის საკითხი განვიხილოთ.
მაგრამ მისი ამქვეყნად ყოფნის უკანასკნელ საათს არ შევბღალავ
მის დარბაზებში სისხლისღვრით და შეშინებული ბავშვების ლოგი-
ნებიდან გამოთრევით.

759
ლორდმა რენლიმ უკან გადადგა ნაბიჯი, მშვილდის ლარი-
ვით იყო მოზიდული.
ყოველი დაყოვნებული წუთით სერსეის დამატებით წუთს
სჩუქნი მოსამზადებლად. იმ დროისთვის, რობერტი რომ მოკ-
ვდება, იქნებ დაგვიანებულიც იყოს... ორივე ჩვენგანისთვის.
– მაშინ უნდა ვილოცოთ, რომ რობერტი არ მოკვდეს.
– ეგ ნაკლებად სავარაუდოა, – თქვა რენლიმ.
– ზოგჯერ ღმერთები გულმოწყალენი არიან.
– ლანისტერები კი არა, – ლორდი რენლი შეტრიალდა და
უკან გადაიარა თხრილი, კოშკში შევიდა, სადაც მისი მომაკვდა-
ვი ძმა იწვა. ნედი თავის ოთახებში დაქანცული და დათრგუნვი-
ლი დაბრუნდა, მაგრამ დაძინება არც უფიქრია, ახლა არა. რო-
დესაც სატახტოთა თამაშში ხარ ჩაბმული, იმარჯვებ ან კვდებიო,
უთხრა სერსეი ლანისტერმა საღვთო ტყეში. უკვე იმასაც ფიქ-
რობდა, ნეტავ სწორად თუ მოვიქეცი, ლორდ რენლის შემოთავა-
ზებაზე უარი რომ ვთქვიო. ეჯავრებოდა ეს ინტრიგები და ბავშვე-
ბის შეშინებაც ვერ იყო ღირსეული საქმე, მაგრამ... თუკი სერსეი
გაქცევის ნაცვლად ბრძოლას გადაწყვეტდა, იქნებ ძალიანაც
დასჭირვებოდა რენლის ასი ხმლოსანი და სხვებიც, მათ გარდა.
– ნეკა მჭირდება, – უთხრა კაინს, – თუ თავის ოთახებში არ
დაგხვდა, წაიყვანე იმდენი კაცი, რამდენიც დაგჭირდება, და მე-
ფის საბიჯელის ყველა ღვინის სარდაფსა და საროსკიპოში და-
ძებნეთ, სანამ არ იპოვით. გათენებამდე აქ მომიყვანეთ, – კაინმა
თავი დაუკრა და წავიდა, ნედი კი ტომარდს მიუბრუნდა, – ქარის
ალქაჯი საღამოს მოქცევისას გაცურავს. მხლებლები უკვე შეარ-
ჩიე?
– ათი კაცი, პორთერის მეთაურობით.
– ოცი, და მეთაური შენ იქნები, – უთხრა ნედმა. პორთერი მა-
მაცი მებრძოლი იყო, მაგრამ თავნება. უნდოდა, მისი ასულების

760
უსაფრთხოებაზე ვინმე უფრო საიმედოს და ჭკუადამჯდარს ეზრუნა.
– როგორც ისურვებ, მილორდ, – უთხრა ტომმა, – ვერ ვიტყვი,
რომ გული დამწყდება, აქაურობას ზურგი ვაქციო. ცოლი მენატრე-
ბა.
– ჩრდილოეთისკენ რომ გაუხვევთ, დრაკონის ქვას ჩაუვლით.
მინდა, იქ წერილი გაგატანო.
ტომს შეშფოთება დაეტყო.
– დრაკონის ქვაზე, მილორდ? – ტარგარიენთა გვარის ციხე-კუნ-
ძულს ავბედითი სახელი ჰქონდა.
– კაპიტან ქოსს უთხარი, როგორც კი კუნძული გამოჩნდება, ჩემი
ბაირაღი აღმართოს. თორემ შესაძლოა, დაუპატიჟებელი სტუმრე-
ბის შიში ჰქონდეთ. გაჩერება თუ არ ინდომა, ფული რამდენიც საჭი-
რო იყოს, იმდენი შესთავაზე. წერილს მოგცემ, რომელიც ლორდ
სტანის ბარათეონს უნდა გადასცე ხელიდან ხელში. სხვა არავის.
არც მის მოურავს, არც მის მცველთა მეთაურს, არც მის ლედი-მეუღ-
ლეს, მხოლოდ თავად ლორდ სტანისს.
– როგორც მიბრძანებ, მილორდ.
ტომარდი რომ წავიდა, ლორდი ედარდ სტარკი დაჯდა და მაგი-
დაზე დადგმული სანთლის ალს გაუშტერა თვალი. წუთით მწუხარე-
ბამ დაიმონა. ყველაფერზე მეტად ახლა ის უნდოდა, საღვთო ტყეში
წასულიყო, გულის ხის წინ მუხლი მოეყარა და ღმერთებს – შევედ-
რებოდა, ეცოცხლებინათ რობერტ ბარათეონი, რომელიც მისთვის
ძმაზე მეტიც იყო. შემდგომ ადამიანები ჩურჩულს მოჰყვებოდნენ,
რომ ედარდ სტარკმა უღალატა თავისი მეფის მეგობრობას და მის
ძეებს სამემკვიდრო დააკარგვინა. ისღა დარჩენოდა, იმედი ჰქონო-
და, რომ ღმერთებს ეცოდინებოდათ სიმართლე და რობერტიც სი-
მართლეს შეიტყობდა სამარის მიღმა ქვეყანაში.
ნედმა მეფის უკანასკნელი წერილი აიღო ხელში. ოქროსფერი
ცვილით დაბეჭდილი ტკიცინა თეთრი პერგამენტის გრაგნილი, რამ-

761
დენიმე მოკლე სიტყვა და სისხლის ნათხიპნი. რა მცირეა გან-
სხვავება გამარჯვებასა და მარცხს შორის, სიცოცხლესა და სიკ-
ვდილს შორის.
ქაღალდის სუფთა ფურცელი აიღო და კალამი სამელნეში ჩა-
აწო.
მის მოწყალებას, სტანისს ბარათეონთა გვარიდან, – დაწერა
მან. იმ დროს, როდესაც ამ წერილს მიიღებ, შენი ძმა რობერტი,
ჩვენი მეფე ბოლო თხუთმეტი წლის განმავლობაში, ცოცხალი
აღარ იქნება. იგი ტახმა დაფლითა მეფისტყეში ნადირობისას...
ასოები თითქოს იბრიცებოდნენ და ცეკვავდნენ ქაღალდზე,
ხელი შეუჩერდა. ლორდი ტაივინი და სერ ჯეიმი ის ხალხი არ
იყო, ღირსების აყრა თვინიერად მოეთმინათ; მოსალოდნელი
იყო, რომ იბრძოლებდნენ და არსად გაიქცეოდნენ. უეჭველია,
ჯონ ერინის სიკვდილის მერე ლორდი სტანისი ფრთხილობდა და
ბევრი ცუდის მოლოდინი ჰქონდა, მაგრამ ახლა აუცილებელი
იყო, დაუყოვნებლივ გამოეცურა მეფის საბიჯელისკენ მთელი
თავისი ძალებით, სანამ ლანისტერები საბრძოლველად დაირაზ-
მებოდნენ.
ნედი ყოველ სიტყვას სიფრთხილით არჩევდა. როდესაც და-
ასრულა, წერილს მოაწერა: ედარდ სტარკი, ვინტერფელის
ლორდი, მეფის მარჯვენა და სახელმწიფოს მფარველი; ქაღალ-
დი დააშრო, ორად გადაკეცა და დასაბეჭდი ცვილი სანთლის ალ-
ზე გაადნო.
ეს რეგენტობა დიდხანს არ გაგრძელდებაო, ფიქრობდა იგი,
სანამ ცვილი რბილდებოდა. ახალი მეფე თავის მარჯვენას აირ-
ჩევდა. ნედი თავისუფალი იქნებოდა და შინ წასვლას შეძლებდა.
ვინტერფელის გახსენებამ სახეზე მკრთალი ღიმილი დაატყო.
სურდა, კვლავ ესმინა ბრანის სიცილი, რობთან ერთად ბაზით სა-
ნადიროდ წასულიყო, მოთამაშე რიკონისთვის ეცქირა. სურდა,
უსიზმრო ძილს წაეღო საკუთარ ლოგინში ჩაწოლილი, მკლავებ-
ში კი თავისი ლედის, კეტლინის სხეული ჰქონოდა ჩაკრული.

762
კაინი რომ დაბრუნდა, ნედი რბილ თეთრ ცვილზე მგელსაზარას
ბეჭედს სვამდა. დესმონდიც თან ახლდა, მათ შორის კი ნეკა ჩამდგა-
რიყო. ნედმა მცველებს მადლობა გადაუხადა და გაუშვა.
ნეკას გაბერილსახელოებიანი ლურჯი ხავერდის ტუნიკა ემოსა,
ვერცხლისფერ მოსასხამზე ჯაფარები ჰქონდა გამოხატული.
– როგორც ვხვდები, მოსალოცად არის საქმე.
ნედი შეიჭმუხნა.
– მეფე დაჭრილია და სიკვდილს ელის.
– ვიცი, – მიუგო ნეკამ, – ისიც ვიცი, რომ რობერტმა სახელმწი-
ფოს მფარველად დაგასახელა.
ნედს თვალი გაექცა მაგიდაზე დადებული მეფის წერილისკენ,
რომელსაც გაუტეხელი ბეჭედი ესვა.
– და საიდან იცი, მილორდ?
– ვარისმა გადამიკრა სიტყვა, – უთხრა ნეკამ, – ახლა კი შენც
დამიდასტურე.
ნედს ბრაზით მოეღრიცა პირი.
– ჯანდაბას წაუღია ეგ ვარისი და მისი ჩიტუნები. კეტლინმა მარ-
თალი თქვა, ეგ კაცი რაღაც ბნელ ხელოვნებას ფლობს. არ ვენდობი.
– მშვენიერია. სწავლობ რაღაცებს, – ნეკა წინ გადმოიხარა, –
მაგრამ ნაძლევს ვდებ, ამ შუაღამისას აქ საჭურისზე საჭორაოდ არ
მოგითრევივარ.
– არა, – დაეთანხმა ნედი, – მე ვიცი საიდუმლო, რის დასაცავა-
დაც ჯონ ერინი მოკლეს. რობერტს არც ერთი კანონიერი ძე არ დარ-
ჩება.
ჯოფრი და ტომენი ჯეიმი ლანისტერის ბუშები არიან, დედოფალ-
თან სისხლის აღრევის შედეგად შობილნი.
ნეკამ წარბი აზიდა.
– გამაოგნებელია, – მისი ტონი გულისხმობდა, რომ სრულია-
დაც არ გახლდათ გაოგნებული, – გოგონაც? უეჭველია. ასე რომ,
მეფე რომ მოკვდება...

763
– ტახტი წესით და რიგით გადაეცემა ლორდ სტანისს, რობერ-
ტის ძმათაგან უფროსს.
ლორდმა პეტირმა ფიქრიანად ჩამოისვა ხელი წაწვეტებულ
წვერზე.
– როგორც ჩანს. თუკი...
– თუკი, მილორდ? ამას ვარაუდი არ უნდა. მემკვიდრე სტანი-
სია.
ამას არაფერი შეცვლის.
– სტანისი შენი დახმარების გარეშე ტახტს ვერ დაიჭერს. სიბ-
რძნე თუ გეყოფა, იზრუნებ, რომ გამარჯვებული ჯოფრი დარჩეს.
ნედმა გამგმირავად შეხედა.
– ღირსების ნატამალიც არ გაგაჩნია?
– ოჰ, ნატამალი, რასაკვირველია, – უანგარიშოდ მიუგო ნე-
კამ, – მისმინე, სტანისი შენი მეგობარი არაა, არც ჩემი. მისი ძმე-
ბიც კი ძლივს იტანენ. ეგ კაცი რკინისაა, მტკიცე და დაუყოლიე-
ბელი. ნამდვილად ახალ მარჯვენას და ახალ საბჭოს დანიშნავს.
უეჭველია, მადლობას გეტყვის მისთვის გვირგვინის გადაცემის-
თვის, მაგრამ ამის გამო არ შეგიყვარებს. მისი გამეფება კი ომს
მოგვიტანს. სტანისი ტახტზე მშვიდად ვერ იჯდება, სანამ სერსეის
და მის ბუშებს არ დახოცავს. როგორ გგონია, ლორდი ტაივინი
გულხელდაკრეფილი დარჩება, სანამ მისი ასულის თავს სარს
აზომებენ? კასტერლის კლდე აჯანყდება, და არა მარტო კასტერ-
ლის კლდე. რობერტმა იპოვა ძალა, შეენდო იმ ხალხისთვის,
რომელიც მეფე ეირისს ემსახურებოდა, თუკი ისინი ერთგულე-
ბას შეჰფიცებდნენ. სტანისი ნაკლებად მიმტევებელია. ის არ და-
ივიწყებს გრიგალის კიდის ალყას და ლორდი ტაირელი და
ლორდი რედვაინიც ვერ გაბედავენ დავიწყებას. ყველას, ვინც კი
დრაკონის დროშების ქვეშ იბრძოდა ან ბეილონ გრეიჯოისთან
ერთად აჯანყდა, საკმაო მიზეზი აქვს, ეშინოდეს. დასვი სტანისი

764
რკინის ტახტზე და გპირდები, სახელმწიფოს სისხლი დასდინდება.
ახლა კი მონეტის მეორე მხარეს შევხედოთ. ჯოფრი ჯერ მხო-
ლოდ თორმეტისაა, რობერტმა კი შენ მოგცა რეგენტობა, მილორდ.
შენ მეფის მარჯვენა და სახელმწიფოს მფარველი ხარ. ძალაუფლება
შენია, ლორდ სტარკ. ისღა გრჩება, ხელი გაიწვდინო და აიღო. მშვი-
დობა ჩამოაგდე შენსა და ლანისტერებს შორის. გაათავისუფლე
ჭინკა. ჯოფრი შენს სანსაზე დააქორწინე. უმცროსი გოგონა პრინც
ტომენს გააყოლე ცოლად, შენმა მემკვიდრემ კი მირცელა შეირ-
თოს. სანამ ჯოფრის ასაკი შეუსრულდება, ოთხი წელიწადი გავა. იმ
დროისთვის შენ უკვე მეორე მამად მიგიჩნევს, და თუკი არა... ოთხი
წელიწადი ხანგრძლივი დროა, მილორდ. საკმაოდ დიდი დრო იმის-
თვის, რომ ლორდი სტანისი თავიდან მოვიცილოთ. მაშინ, თუკი
ჯოფრი არ გამოგვადგა, ჩვენ შეგვეძლება, გავამხილოთ მისი პატა-
რა საიდუმლო და ტახტზე ლორდი რენლი დავსვათ.
– ჩვენ? –გაიმეორა ნედმა.
ნეკამ მხრები აიჩეჩა.
– ვინმე დაგჭირდება გვერდში, ტვირთის შესამსუბუქებლად.
გარწმუნებ, მოკრძალებული ფასი დაგიჯდებით.
– შენი ფასი, – ნედის ხმას ყინულები ესხა, – ლორდ ბეილიშ, რა-
საც შენ მთავაზობ, ეგ ღალატია.
– მხოლოდ მაშინ, თუკი დავმარცხდით.
– შენ დაგავიწყდა, – უთხრა ნედმა, – ჯონ ერინი დაგავიწყდა.
იორი კასელი დაგავიწყდა. და ეს დაგავიწყდა, – მან ხანჯალი
ამოიღო და მათ შორის მაგიდაზე დადო: დრაკონის ძვლის და ვალი-
რიული ფოლადის ზოლი, ბასრი, ვით განსხვავება მართალსა და
მცდარს, სიმართლესა და ტყუილს, სიცოცხლესა და სიკვდილს შო-
რის, – მათ ჩემს შვილს კაცი მიუგზავნეს ყელის გამოსაჭრელად.
ნეკამ ამოიოხრა.

765
– სამწუხაროდ, მართლაც დამავიწყდა, მილორდ. გევედრები
მომიტევო. იყო წუთი, როცა არ მახსოვდა, რომ სტარკს ვესაუბრე-
ბოდი, – მას პირი მოეღრიცა, – ესე იგი, სტანისი, და ომი?
– ეს ასარჩევი არაა. მემკვიდრე სტანისია.
– შორს ჩემგან ლორდ-მფარველთან დავა. მაშ რა გნებავს
ჩემგან?
ჩემი სიბრძნე რომ არა, ამაში დავრწმუნდი.
– ცდას არ დავაკლებ, რომ დავივიწყო შენი... სიბრძნეები, –
წარმოთქვა ნედმა ამრეზით, – აქ იმისთვის დაგიძახე, რომ დახ-
მარება გთხოვო, კეტლინს რასაც დაჰპირდი. ეს ყველა ჩვენგა-
ნისთვის სახიფათო ჟამია. მართალია, რობერტმა ლორდ-მფარ-
ველად დამნიშნა, მაგრამ მთელი ქვეყნის თვალში ჯოფრი ჯერაც
მისი ძე და მემკვიდრეა. დედოფალს თორმეტი რაინდი და ასი
ხმლოსანი ჰყავს, რომლებიც მის ყველა ბრძანებას შეასრულე-
ბენ... ეს სრულიად საკმარისია ჩემი დარჩენილი მცველების და-
საჯაბნად. და, თუკი რამე გამეგება, მისი ძმა ჯეიმი ახლა, სანამ
ჩვენ ვსაუბრობთ, შესაძლოა მეფის საბიჯელისკენ მოქროდეს,
ლანისტერების ლაშქრის თავში ჩამდგარი.
– შენ კი ჯარი არ გყავს, – ნეკა მაგიდაზე დადებულ ხანჯალს
ათამაშებდა, აუჩქარებლად ატრიალებდა თითით, – ლორდ რენ-
ლისა და ლანისტერებს ერთმანეთის დიდი სიყვარული არ აქვთ.
ბრინჯაოს იონ როისი, სერ ბეილონ სუანი, სერ ლორასი, ლედი
ტანდა, რედვაინი ტყუპები... აქ, კარზე, ამათ ყველას მოეპოვება
რაინდების ამალა და შეფიცული ხმლები.
– რენლის თავის პირად დაცვაში ოცდაათი კაცი ჰყავს, სხვებს
– ამაზე ნაკლებიც. ეს არ კმარა, დარწმუნებითაც რომ ვიცოდე,
რომ ყველა მათგანი ჩემს ერთგულებას არჩევს. მჭირდება, ოქ-
როსმოსასხამიანები ჩემკენ იყვნენ. ქალაქის დაცვაში ორი ათა-
სი კაცია, მათ სასახლის, ქალაქის და მეფის მშვიდობის დაცვის
ფიცი აქვთ დადებული.

766
– ო, მაგრამ თუ დედოფალი ერთ მეფეს გამოაცხადებს და მარ-
ჯვენა – სხვას, რომლის სიმშვიდეს დაიცავენ ისინი? – ლორდმა პე-
ტირმა ხანჯალს თითი წაჰკრა და ადგილზე დააბზრიალა. ქანაობით
ბრუნავდა გარს და, როდესაც ბრუნვა შეანელა და გაჩერდა, მისი
წვეტი ნეკასკენ იყო მიშვერილი, – აჰა, ესეც პასუხი, – თქვა მან ღი-
მილით, – გაჰყვებიან მას, ვინც გადაუხდით, – იგი უკან გადაწვა და
ნედს ღიად მიაჩერდა სახეში, რუხ-მწვანე თვალები დაცინვით უციმ-
ციმებდა, – შენ შენი ღირსება აბჯარივით გაცვია, სტარკ. გგონია, და-
გიცავს და დაგიფარავს, მაგრამ ამის ნაცვლად გამძიმებს და მოძ-
რაობას გიშლის. აბა, შეხედე შენს თავს. იცი, აქ რატომ მომიხმე.
იცი, რის თხოვნა გინდა. იცი, რომ ეს უნდა გაკეთდეს... მაგრამ ღირ-
სეული საქციელი არაა, ჰოდა, სიტყვები ყელში გეჩხირება.
ნედს დაძაბულობისგან კისერი გაუშეშდა. წუთით ისე მოეძალა
ბრაზი, ხმაც ვერ გაიღო.
ნეკამ გაიცინა.
– უნდა მეიძულებინე, გეთქვა, მაგრამ დიდი დაუნდობლობა იქ-
ნებოდა... ჰოდა, შიში ნუ გექნება, კეთილო მილორდ. კეტლინისად-
მი ჩემი სიყვარულის ხათრით ახლავე გავემართები იანოს სლინ-
ტთან და დავრწმუნდები, რომ ქალაქის მცველები შენკენ არიან. ექ-
ვსი ათასი ოქრო ეყოფა ამ ამბავს. მესამედი – მეთაურს, მესამედი –
ოფიცრებს და მესამედი – მებრძოლებს. იქნებ ამის ნახევრითაც
მოგვეხერხებინა მათი ყიდვა, მაგრამ ჯობს, სათუო არ გავხადოთ, –
მან ღიმილით აიღო ხელში ხანჯალი და ნედს გაუწოდა, ტარით წინ.

767
ჯონი

768
ჯონი ვაშლის ღვეზლებით და სისხლის ძეხვით საუზმობდა, როდესაც
სემუელ ტარლი მის გვერდით მერხს დაებერტყა.
– სეპტში დამიძახეს, – უჩურჩულა აღტაცებით, – წვრთნას მამ-
თავრებინებენ. მეც ძმა გავხდები თქვენთან ერთად. წარმოგიდგე-
ნია? – არა, მართლა?
– მართლა. მაისტერ ეიმონს უნდა დავეხმარო ბიბლიოთეკაში
და ფრინველებთან. ვიღაც ისეთი სჭირდება, ვისაც კითხვა და წერი-
ლების წერა შეუძლია.
– ამისთვის მშვენივრად გამოდგები, – ღიმილით უთხრა ჯონმა.
სემმა შეშფოთებით მიმოიხედა.
– არ არის წასვლის დრო? არ უნდა დავიგვიანო, თორემ შეიძლე-
ბა გადაიფიქრონ, – ჯონის მხარდამხარ სულ კუნტრუშით გაიარა ბა-
ლახმოდებული ეზო. თბილი, მზიანი დღე იდგა. კედლის ფერდებზე
წყლის ნაკადები მოწანწკარებდა და ყინული ერთიანად ბრწყინავ-
და, ციმციმებდა. სეპტის შიგნით ვეებერთელა კრისტალს სამხრე-
თის სარკმლიდან შემოჭრილი მზის სხივი დაეჭირა და ცისარტყე-
ლად დაეფინა საკურთხეველზე. სემის დანახვაზე პიპს პირი ღია
დარჩა, გომბეშომ კი გრენს ფერდში მუჯლუგუნი წაჰკრა, მაგრამ
სიტყვის თქმა ვერავინ გაბედა. სეპტონი კელადარი საცეცხლურს
იქნევდა და ჰაერს საკმევლის სურნელით ავსებდა, რამაც ჯონს ლე-
დი სტარკის პატარა სეპტი მოაგონა ვინტერფელში. სეპტონი, ამ ერ-
თხელ მაინც, ფხიზელი ჩახდა. უმაღლესი ოფიცრობა სრული შემად-
გენლობით მოვიდა. მაისტერ ეიმონი კლიდასს ეყრდნობოდა, სერ
ალისერი მოღუშული, ცივად იმზირებოდა, ლორდ-მეთაური მორ-
მონტი ბრწყინავდა შავ შალის კამზოლში, ვერცხლის დათვის კლან-
ჭებით რომ იბნეოდა. მათ უკან სამი ორდენის უფროსი წევრები ჩამ-
დგარიყვნენ: წითელსახიანი ბოუენ მარში, ლორდი-მოურავი; პირ-
ველი მშენებელი ოთელ იარვიკი და სერ ჯერემი რიკერი, რომელიც
ბენჯენ სტარკის არყოფნისას აეშაგებს სარდლობდა.

769
მორმონტი საკურთხევლის წინ დადგა, ფართო მელოტ თავზე
ცისარტყელა გადაეფინა.
– თქვენ ჩვენთან დამნაშავეებად მოხვედით, – წამოიწყო მან,
– ბრაკონიერები, მოძალადენი, მევალენი, მკვლელები და ქურ-
დები.
თქვენ ჩვენთან ბავშვებად მოხვედით. მოხვედით მარტოსუ-
ლები, შებორკილები, არც მეგობრები გაგაჩნდათ, არც ღირსება.
მოხვედით ჩვენთან მდიდრები და მოხვედით ღარიბნი. ზოგი
თქვენგანი ამაყი გვარების ჩამომავლობას ატარებს. სხვებს მხო-
ლოდ ბუშების გვარები აქვთ ან საერთოდაც არ აქვთ გვარები.
ახლა ეს ყოველივე წარსულს ჩაბარდა. კედელზე ჩვენ ყველანი
ერთი გვარის ვართ. საღამოს, მზე რომ ჩავა და ბინდი ჩამოწვება,
თქვენ ფიცს დადებთ. იმ დროიდან თქვენ ღამის ებგურის შეფი-
ცული ძმები იქნებით. თქვენი დანაშაულებანი ჩამოგერეცხებათ,
თქვენი ვალები გეპატიებათ. ასევე უნდა ჩამოირეცხოთ წარსუ-
ლი ერთგულება, გვერდზე გადადოთ თქვენი სიძულვილი, ერ-
თნაირად დაივიწყოთ ძველი მტრობა თუ სიყვარული. აქ ყველა-
ფერს თავიდან იწყებთ.
ღამის ებგურის მებრძოლი სახელმწიფოსთვის ცხოვრობს.
არა მეფისთვის, არა ლორდისთვის, არა ამა თუ იმ გვარის ღირ-
სებისთვის, არც ოქროს, დიდებისა თუ ქალის სიყვარულისთვის,
არამედ სახელმწიფოსთვის და მასში მცხოვრები ყველა ხალხის-
თვის. ღამის ებგურის მებრძოლი ცოლს არ ირთავს და ძეს არ
შობს. ჩვენი ცოლი ვალია. ჩვენი ქალბატონი ღირსებაა. და
თქვენ ხართ ის ძენი, ვინც კი ოდესმე გვეყოლება. ფიცის სიტყვე-
ბი უკვე დაისწავლეთ. სანამ მათ წარმოთქვამთ, კარგად დაფიქ-
რდით, რადგან, რა ერთხელ შავს შეიმოსავთ, მერე უკან დასაბ-
რუნებელი გზა აღარ დაგრჩებათ. სასჯელი დეზერტირობისთვის
სიკვდილია, – ბებერი დათვი წუთით შეყოვნდა, სანამ განაგ-
რძობდა, – არის ვინმე თქვენ შორის, ვისაც სურს, დაგვტოვოს?
თუკი ასეა, ახლავე წავიდეს, და აუგს მასზე არავინ იფიქრებს.

770
არავინ განძრეულა.
– კეთილი და პატიოსანი, – თქვა მორმონტმა, – საღამოს აქ შე-
გეძლებათ ფიცის დადება, სეპტონისა და თქვენი ორდენის მეთაუ-
რის წინაშე. თქვენ შორის ვინმე აღიარებს ძველ ღმერთებს?
ჯონი წამოდგა.
– მე, მილორდ.
– ვფიქრობ, მოინდომებ, ფიცის სიტყვები გულის ხის წინაშე წარ-
მოთქვა, როგორც ბიძაშენი მოიქცა, – უთხრა მორმონტმა.
– დიახ, მილორდ, – მიუგო ჯონმა. სეპტის ღმერთებს მასთან
არაფერი ესაქმებოდათ; სტარკების ძარღვებში პირველ კაცთა სის-
ხლი ჩქეფდა. გაიგონა, მის ზურგსუკან როგორ დაიჩურჩულა გრენ-
მა:
– აქ საღვთო ტყე არ არის. ხო არა? აქ საღვთო ტყე არსად მინა-
ხავს.
– შენ ზუბრების ჯოგსაც ვერ დაინახავ, სანამ თოვლში არ ჩაგ-
ტკეპნიან, – ჩურჩულითვე გაეპასუხა პიპი.
– როგორ არა, – გაჯიქდა გრენი, – შორიდანვე დავინახავ.
მორმონტმა გრენის ეჭვები დაადასტურა.
– ციხეშავს საღვთო ტყე არ სჭირდება. კედლის გადაღმა ავსუ-
ლებიანი ტყე ისევ ისეთი დგას, როგორც აისის ხანაში იდგა, ბევრად
არე, სანამ ანდალები მოიყოლებდნენ შვიდთ ვიწრო ზღვის გადაღ-
მიდან. აქედან ნახევარ ლიგაში სარკმლისხის კორომს ნახავთ და
ვინძლო, თქვენს ღმერთებსაც.
– მილორდ, – ჯონმა ამ ხმის გაგონებისას გაოცებით მიიხედა
უკან. სემუელ ტარლი ფეხზე წამომდგარიყო. სქელი ბიჭი ოფლიან
ხელისგულებს ტუნიკაზე იწმენდდა, – შეიძლება... შეიძლება, მეც წა-
ვიდე? ფიცი იმ გულის ხესთან დავდო?
– ტარლების გვარიც ძველ ღმერთებს სცემს თაყვანს? – ჰკითხა
მორმონტმა.

771
– არა, მილორდ, – მიუგო სემმა გაწვრილებული, მოცახცახე
ხმით.
ჯონმა იცოდა, რომ უმაღლესი ოფიცრები მას შიშს ჰგვრიდ-
ნენ, ყველაზე მეტად კი – ბებერი დათვი, – შვიდთა ნათელში მო-
მეცა სახელი რქის გორის სეპტში, ისევე, როგორც მამაჩემს, რო-
გორც მის მამას და როგორც ყველა ტარლის, ათასი წელია.
– რატომ გსურს, უარყო შენი მამის და შენი გვარის ღმერთე-
ბი? – ჰკითხა სერ ჯარემი რიკერმა.
– ამიერიდან ჩემი გვარი ღამის ებგურია, – უთხრა სემმა, –
შვიდთა არასოდეს შეუსმენიათ ჩემი ლოცვა. იქნებ ძველმა
ღმერთებმა მისმინონ. – როგორც გინდა, ბიჭო, – დათანხმდა
მორმონტი. სემი ისევ დაჯდა, დაჯდა ჯონიც, – ჩვენ ყოველი
თქვენგანი სხვადასხვა ორდენში გავამწესეთ, ჩვენი საჭიროები-
სა და თქვენი უნარების თუ ძალის შესაბამისად, – ბოუენ მარში
წინ წამოდგა და ქაღალდის გრაგნილი მიაწოდა. ლორდ-მეთა-
ურმა გაშალა ის და კითხვას შეუდგა, – ჰალდერი, მშენებლებში,
– დაიწყო მან. ჰალდერმა თანხმობით ოდნავ ჩაიქნია თავი, –
გრენი, აეშაგებში. ალბეტი, მშენებლებში. პიპარი, აეშაგებში, –
პიპმა ჯონს გადახედა და ყურები გაამოძრავა, – სემუელი, მნეებ-
ში, – სემმა შვებით ამოიხვნეშა და შუბლი აბრეშუმის ხელსახო-
ცით შეიწმინდა, – მატთარი აეშაგებში. დარეონი მნეებში. გომ-
ბერი აეშაგებში, ჯონი მნეებში.
მნეებში?! ჯონმა თავიდან ყურებს არ დაუჯერა. მორმონტმა
ალბათ შეცდომით წაიკითხა. ადგომა დააპირა, პირი გააღო, უნ-
დოდა ეთქვა, რომ შეეშალათ... და დაინახა, როგორ აკვირდებო-
და სერ ალისერი, ობსიდიანის ანატკეცივით მუქად მოელვარე
თვალებით, და ყველაფერს მიხვდა.
ბებერმა დათვმა ქაღალდი დააგორგოლავა.
– თქვენი ორდენების მეთაურები აგიხსნიან თქვენს მოვა-
ლეობებს.

772
ყველა ღმერთი გფარავდეთ, ძმებო, – ლორდ-მეთაურმა თავის
ნახევრად მოდრეკით მიაგოთ პატივი და წავიდა. სერ ალისერი მას
გაჰყვა, სახეზე მკრთალი ღიმილი დასთამაშებდა. ჯონს ორთაბრძო-
ლის ოსტატი ესოდენ ბედნიერი არასოდეს ენახა.
– აეშაგები მე გამომყევით, – დაიძახა სერ ჯერემი რიკერმა, რო-
დესაც ისინი წავიდნენ.
პიპი ჯონს უცქერდა, ფეხზე რომ წამოდგა. ყურები გასწითლებო-
და. გრენი გაბადრულიყო, როგორც ჩანს, ვერ ხვდებოდა, რომ რა-
ღაც არ იყო რიგზე. მატი და გომბეშოც მათ მიჰყვნენ და სერ ჯერე-
მისთან ერთად სეპტიდან გავიდნენ.
– მშენებლები! – გამოაცხადა ლოყებჩავარდნილმა ოთელ იარ-
ვიკმა. ჰალდერმა და ალბეტმა მის ფეხდაფეხ დატოვეს სეპტი. ჯონმა
უმწეო გაოგნებით მიმოიხედა გარშემო. მაისტერ ეიმონს უჩინო
თვალები მიეპყრო სინათლისთვის, რომელსაც ვერ ხედავდა. სეპ-
ტონი საკურთხეველზე კრისტალებს ალაგებდა. მერხებზე მხოლოდ
სემი და დარკონი დარჩნენ. სქელი ბიჭი, მომღერალი და... თვითონ.
ლორდ-მოურავმა ბოუენ მარშმა კოტიტა ხელები მოისრისა.
– სემუელ, შენ მაისტერ ეიმონს დაეხმარები საყვავესა და ბიბ-
ლიოთეკაში. ჩეტი საძაღლეში გადავა, მწევრებს მიხედავს. მის სე-
ნაკს შენ დაიკავებ, რათა დღედაღამ მაისტერთან იყო ახლოს. მჯე-
რა, კარგად იზრუნებ მასზე, იგი ძლიერ მოხუცი და ჩვენთვის ძლიერ
ძვირფასია. დარეონ, მითხრეს, რომ მრავალი დიდებული ლორდის
სუფრაზე გიმღერია და მათი პურ-ღვინო გაგიზიარებია. შენ დასავ-
ლეთის გუშაგში გგზავნით. იქნებ შენი ხმა წაეხმაროს კოტერ პაიკს,
როდესაც სავაჭრო გალერები შემოვლენ საქონლის გასაყიდად. და-
მარილებულ ხორცსა და თევზში მეტისმეტად ძვირს ვიხდით, და ბო-
ლოს მიღებული ზეითუნის ზეთი საშინელი ხარისხის იყო. წარუდექი
ბორკასს, იქ რომ ჩახვალ, ის გემებთან საქმეს გაგიჩენს.
მარშმა გაღიმებული სახე ჯონისკენ მიაბრუნა.

773
– ლორდმა მორმონტმა შენ პირად მნედ მოგითხოვა, ჯონ. შე-
ნი საძინებელი სენაკი მისი ოთახების ქვემოთ იქნება, ლორდ-მე-
თაურის კოშკში. – და რა დამევალება? – მკვახედ ჰკითხა ჯონმა,
– ლორდ-მეთაურის სუფრას მოვემსახურები, ტანსაცმლის გახ-
დაში დავეხმარები, ცხელ აბაზანას გავუმზადებ?
– დიახაც, – მარში ჯონის კილოზე მოიღუშა, – კიდევ, წაიღ-
წამოიღებ მის წერილებს, მის ოთახში ცეცხლს ანთებულს შეინა-
ხავ, ყოველდღე გამოუცვლი ზეწრებს და გააკეთებ სხვა ყველა-
ფერს, რაც კი ლორდ-მეთაურმა შეიძლება მოგთხოვოს!
– მოსამსახურე ხომ არ გგონივართ?
– არა, – წარმოთქვა სეპტის ბოლოში მდგარმა მაისტერ ეი-
მონმა.
კლიდასი მას წამოდგომაში დაეხმარა, – ღამის ებგურის მებ-
რძოლი გვგონიხარ... მაგრამ იქნებ ვცდებოდით ამაში.
ჯონს დიდი ძალისხმევა დასჭირდა, რომ არ შემობრუნებული-
ყო და გარეთ არ გავარდნილიყო. მთელი თავისი დარჩენილი სი-
ცოცხლე გოგოსავით კარაქი უნდა ედღვიბა და კამზოლები ეკე-
რა?
– შეიძლება წავიდე? – იკითხა ძალდატანებით.
– როგორც გირჩევნია, – მიუგო ბოუენ მარშმა.
დარეონი და სემი მასთან ერთად გავიდნენ გარეთ. უსიტყვოდ
ჩავიდნენ ეზოში. ჯონმა მზეზე მოელვარე კედელს ახედა, დამ-
დნარი ყინული ათობით წვრილ თითად ჩამოსდევდა მის გვერ-
დებს. ჯონი ისე იყო გააფთრებული, დაუფიქრებლად დალეწავდა
მთელ კედელს და ჯანდაბასაც წაეღო მერე მთელი ქვეყნიერება.
– ჯონ, – მიმართა აფორიაქებულმა სემმა, – დაიცა. ვერ ხე-
დავ, რას აკეთებენ?
ჯონი გააფთრებული მიუტრიალდა.
– სერ ალისერის წყეულ ხელს ვხედავ ამაში, აი, რას ვხედავ.
ჩემთვის თავლაფის დასხმა უნდოდა და კიდევაც მოახერხა.

774
დარეონმა მზერით გაზომა.
– მნეობა ჩემნაირებისთვის და შენნაირებისთვის ზედგამოჭრი-
ლია, სემ, მაგრამ არა ლორდ სნოუსთვის.
– მე ყველა თქვენგანზე უკეთესი მოხმალავე და მოჯირითე ვარ,
– მიახალა ჯონმა, – ეს უსამართლობაა!
– სამართალი? – ჩაიფრუტუნა დარეონმა, – ის გოგო მე მელო-
დებოდა, ახალშობილივით ტიტლიკანა. ფანჯარაში თვითონ შემათ-
რია, და შენ კიდევ სამართალზე მელაპარაკები? – და წავიდა, გა-
შორდათ. – მნეობა თავლაფის დასხმა არაა, – უთხრა სემმა.
– გგონია, ვნატრობ, მთელი ჩემი სიცოცხლე ბერიკაცის საცვლე-
ბის რეცხვაში გავატარო?
– ბერიკაცი ღამის ებგურის ლორდ-მეთაურია, – შეახსენა სემმა,
– შენ დღედაღამ მის გვერდით იქნები. დიახაც, სასმისაც შეუვსებ და
ლოგინის თეთრეულსაც გამოუცვლი ხოლმე, მაგრამ ასევე მიიღებ
მის წერილებს, დაესწრები მის საბჭოებს, ბრძოლაში მისი საჭურ-
ველთმტვირთველი იქნები, ჩრდილივით ახლო მასთან. ყველაფერი
გეცოდინება, ყველაფრის მონაწილე გახდები... და ლორდ-მოურავ-
მა თქვა, რომ მორმონტმა თავად მოგითხოვა! პატარა რომ ვიყავი,
მამაჩემი მოითხოვდა,“ რომ დარბაზობის დროს თან ვხლებოდი საკ-
რებულო დარბაზში. როდესაც ზენაბაღში გაემართა, ლორდ ტაირე-
ლის წინაშე მუხლის მოსადრეკად, მეც თან წამიყვანა. მერე და მერე
დიკონი მიჰყავდა ხოლმე და მე შინ მტოვებდა და არც ის ანაღვლებ-
და, ვიჯექი თუ არა მის დარბაზობებზე, რაკი დიკონი იქ ჰყავდა. უნ-
დოდა, მემკვიდრე გვერდში ჰყოლოდა, ნუთუ ვერ ხვდები? რომ ეც-
ქირა, ყური ეგდო და ესწავლა მისგან ყველაფერი. ნაძლევს დავდებ,
ლორდმა მორმონტმა ამიტომ მოგითხოვა, ჯონ. აბა სხვა რა მიზეზი
შეიძლება იყოს? უნდა, რომ მეთაურად აღგზარდოს!
ჯონი შეცბა. მართალია, ლორდი ედარდი ხშირად ასწრებდა
ხოლმე რობს საბჭოებზე შინ, ვინტერფელში. იქნებ სემი მართალი

775
იყო? ამბობდნენ, ღამის ებგურში ბუშიც კი შეიძლება დაწინაურ-
დესო.
– მე ეგ არასოდეს მითხოვია, – წარმოთქვა ჯიუტად.
– აქ თხოვნის გამო არავინ მოვუყვანივართ, – შეახსენა სემ-
მა. და უცებ ჯონ სნოუს შერცხვა.
მხდალი იყო თუ რა იყო, სემუელ ტარლის ეყო გამბედაობა,
თავისი ბედისწერა ისე მიეღო, როგორც კაცს შეჰფეროდა. კე-
დელზე ყველა იმას იღებს, რასაც იმსახურებსო, უთხრა ბენჯენ
სტარკმა იმ ბოლო ღამეს, ჯონმა ცოცხალი რომ ნახა. აეშაგი არ
ხარ, ჯონ, ერთი ჭყინტი ბიჭი ხარ, ჯერაც ზაფხულის სუნი რომ ას-
დის. სმენოდა, ბუშები ჩვეულებრივ ბავშვებზე უფრო სწრაფად
იზრდებიანო; აქ, კედელზე, ან გაიზრდებოდი ან მოკვდებოდი.
ჯონმა ღრმად ამოიხვნეშა.
– მართალს ამბობ. ბავშვივით ვიქცეოდი...
– ანუ დარჩები და ჩემთან ერთად ფიცს წარმოთქვამ?
– ძველ ღმერთებს ჩვენი მოლოდინი ექნებათ, – მან თავი აი-
ძულა, გაეღიმა.
ნაშუადღევს დაიძრნენ. კედელს ჭიშკარი არ გააჩნდა, არც აქ,
ციხეშავთან, არც სადმე მთელი სამასი მილის სიგრძეზე. ცხენებს
ყინულში გაჭრილ ვიწრო გვირაბში ჩაუძღვნენ, ცივი ბნელი კედ-
ლები ვიწროდ შემოსდგომოდათ გვერდებიდან, დერეფანი კი უხ-
ვევდა, იკლაკნებოდა. გზა სამჯერ გადაუღობათ რკინის გისოსმა,
ისინი იდგნენ და უცდიდნენ, სანამ ბოუენ მარში გასაღებს ამოი-
ღებდა და შეხსნიდა სქელ ჯაჭვებს, რომლებითაც კარები იყო
დაბმული. ლორდ-მოურავის უკან მდგარი ჯონი იცდიდა და
გრძნობდა, როგორ აწვებოდა კედლის უზარმაზარი მასა. ჰაერი
უფრო ცივი იყო, ვიდრე სამარეში, და კიდევ უფრო დახუთული.
კედლის ჩრდილოეთით შუადღის შუქში გამოსულმა უცნაური
შვება იგრძნო.

776
სემმა უეცარ შუქზე თვალები აახამხამა და დამფრთხალმა მი-
მოიხედა.
– ველურები... ისინი ხომ არ... კედელთან ასე ახლო მოსვლას
ვერასოდეს ბედავენ, არა?
– ჯერ არასდროს გაუბედავთ, – ჯონი უნაგირზე მოთავსდა. რო-
დესაც ბოუენ მარში და მათი მხლებელი აეშაგები ამხედრდნენ, მან
პირში ორი თითი ჩაიყო და დაუსტვინა. გვირაბიდან ხტომით გამო-
იჭრა ლანდი.
ლორდ-მოურავის ცხენმა დაიჭიხვინა და მგელსაზარასგან განზე
გაიწია.
– ამ მხეცის თან წამოყვანას აპირებ?
– დიახ, მილორდ, – მიუგო ჯონმა. ლანდმა თავი ასწია. თითქოს-
და ჰაერს სინჯავდა. თვალისდახამხამებაში მოსწყდა ადგილს, ისა-
რივით გადაიქროლა ფართო, ბალახმოდებული მინდორი და ხეებს
შორის გაუჩინარდა.
ტყეში შესულებმა სხვა სამყაროში ამოყვეს თავი. ჯონი ხშირად
ნადირობდა ხოლმე მამასთან, იორისთან და თავის ძმა რობთან ერ-
თად. ვინტერფელის გარშემო მოდებულ მგლისტყეს ნებისმიერი
მონადირესავით კარგად იცნობდა. ავსულებიანი ტყე იმ ნაცნობ
ტევრს ძალიან ჰგავდა, მაგრამ სულ სხვა შეგრძნებას ბადებდა.
შესაძლოა, ყველაფერი იმის ბრალი იყო, რომ ჯონმა იცოდა,
სამყაროს კიდის მიღმა რომ გავიდა. ეს როგორღაც ყველაფერს
ცვლიდა.
ყოველი ჩრდილი უფრო ბნელი ჩანდა, ყოველი ჩქამი უფრო ავ-
ბედითად ისმოდა. ხეები ახლოს შემოსდგომოდნენ და ჩამავალი
მზის სხივებს ეფარებოდნენ. მათი ცხენების ფლოქვებქვეშ თოვლის
თხელი ქერქი ისე ხრაშუნებდა, თითქოს ძვლები იფშვნებაო. როდე-
საც ქარი ფოთლებს ააშარიშურებდა, ჯონს ხერხემალზე თითქოს გა-
თოშილ თითს ააყოლებდა ვიღაც. კედელი მათ ზურგსუკან დარჩე-
ნილიყო და მხოლოდ ღმერთებმა იცოდნენ, რა ედოთ წინ.

777
მზე ხეებს შორის იძირებოდა, როდესაც მიაღწიეს იმ ადგილს,
საითაც მიემართებოდნენ – უღრან ტევრში მოქცეულ პატარა
მინდორზე უსწორმასწორო წრედ იზრდებოდა ცხრა სარკმლის-
ხე.
ჯონს სუნთქვა შეეკრა და დაინახა, რომ სემ ტარლისაც თვა-
ლები დაეჭყიტა. მგლისტყეშიც კი იშვიათად ნახავდი გვერდიგ-
ვერდ გაზრდილ ორ-სამ თეთრ ხეს, ცხრა ხის კორომი კი გაუგო-
ნარი რამ იყო.
ტყის მიწას ჩამოცვენილი ფოთლების ნოხი ფარავდა: ზედა-
პირზე სისხლისფრად წითელი, უფრო ღრმად – შავად ჩამპალი.
სქელ გლუვ ზროებს ძვლისფერი ედო და ცხრა სახე წრის შიგნით
იცქირებოდა.
თვალებში ჩამხმარი წვენი ლალივით წითელი და მაგარი
ჩანდა. ბოუენ მარშმა უბრძანათ, ცხენები წრის გარეთ დაეტოვე-
ბინათ.
– ეს წმინდა ადგილია, ჩვენ მას არ შევბღალავთ.
კორომში რომ შევიდნენ, სემუელ ტარლი ნელა შემოტრიალ-
და და რიგრიგობით ჩააცქერდა თითოეულ სახეს. არც ერთი არ
იყო ზუსტად მეორის მსგავსი.
– ისინი გვიცქერენ, – დაიჩურჩულა ბიჭმა, – ძველი ღმერთე-
ბი.
– ჰო, – ჯონმა მუხლი მოიყარა, მის გვერდით დაიჩოქა სემ-
მაც.
ფიცის სიტყვები ერთად წარმოთქვეს, როდესაც დასავლეთში
უკანასკნელი სხივიც ჩაქრა და რუხი დღე ბნელ ღამედ იქცა.
– ისმინე ჩემი სიტყვა და მოწმედ მეყოლე, – ბინდიან კორომს
ავსებდა მათი ხმა, – ღამე წვება და ან იწყება ჩემი გუშაგობა. ის
სიკვდილამდე არ დასრულდება. არ შევირთავ ცოლს, არ ვეუფ-
ლები მამულს, – არ ვშობ შვილებს. არ ვატარებ გვირგვინს და

778
არ მოვიხვეჭ დიდებას. ჩემს საგუშაგოზე ვიცოცხლებ და მოვკვდები.
მე ვარ მახვილი წყვდიადში. კედელზე შემდგარი გუშაგი ვარ. ცეც-
ხლი ვარ, სიცივეს რომ გაფანტავს, ნათელი, განთიადი რომ მოაქვს,
საყვირი, მძინარეებს რომ აღვიძებს, ფარი, კაცთა სახელმწიფოებს
რომ იცავს. ჩემს სიცოცხლესა და ღირსებას ღამის ებგურს ვუძღვნი,
ამ ღამით და ყველა იმ ღამეშიც, აწი რომ დადგება.
ტყეში სიჩუმე ჩამოწვა.
– მუხლი რომ მოიყარეთ, ბიჭები იყავით, – საზეიმოდ წაიმღერა
ბოუენ მარშმა, – ახლა კი წამოდგებით, ვით ღამის ებგურის მებ-
რძოლნი. ჯონმა სემს ხელი გაუწოდა, წამოდგომაში რომ მიხმარე-
ბოდა. მათ გარშემო აეშაგები მოგროვდნენ, ბიჭებისთვის ღიმილს
და მილოცვებს არ იშურებდნენ. ყველანი ულოცავდნენ, ბებერი ბუზ-
ღუნა მეტყევე დაივენის გარდა.
– – ჯობს, უკან გავბრუნდეთ, მილორდ, – უთხრა მან ბოუენ
მარშს, – ბნელდება, ღამის სუნს კი რაღაც ისეთი ერევა, რაც არ მომ-
წონს. და უცებ ლანდი დაბრუნდა, უხმოდ შემოვიდა ორ სარკმლის-
ხეს შორის. თეთრი ბეწვი და წითელი თვალები, აღიქვა აფორიაქე-
ბულმა – ჯონმა. ხეებივით...
მგელს პირით რაღაც ეჭირა, რაღაც შავი.
– ეს რა იშოვა? – იკითხა შუბლშეკრულმა ბოუენ მარშმა.
– ჩემთან, ლანდი, – ჯონმა ჩაიმუხლა, – აქ მომეცი.
მგელსაზარა მასთან მიძუნძულდა. ჯონმა გაიგონა, როგორ ერ-
თბაშად შეიკრა სუნთქვა სემუელ ტარლიმ.
– მაღალო ღმერთებო, – ჩაიბურტყუნა დაივენმა, – ეს ხომ ხე-
ლია.

779
ედარდი

780
ფანჯარაში უკვე განთიადის რუხი შუქი იღვრებოდა, როდესაც
ფლოქვების თქარუნმა ედარდ სტარკი ხანმოკლე, დაქანცულო-
ბით მოგვრილი ძილისგან გამოაღვიძა. მაგიდიდან თავი აიღო და
ეზოში გადაიხედა. დაბლა, აბჯრებსა და ტყავებში გამოწყობილი
ალისფერმოსასხამიანი მეომრები დილის ვარჯიშს შესდგომოდნენ,
ხმლებს ახმაურებდნენ და ცხენდაცხენ უტევდნენ თივით გატენილ
საფრთხობელებს. ნედი უცქერდა, როგორ გადაიქროლა სანდორ
კლეგეინმა მაგრად დატკეპნილ მიწაზე და რკინისწვეტიანი შუბი ფი-
ტულს თავში აძგერა. ჯვალო გასკდა და თივა მიმოიფანტა, ლანის-
ტერების მცველები კი ხუმრობას და გინებას მოჰყვნენ.
ეს უშიშარი წარმოდგენა ნეტავ მე თუ მეძღვნებაო, გაიფიქრა
ნედმა. თუკი ასეა, სერსეი უფრო ბრიყვი იყო, ვიდრე მას წარმოედ-
გინა. ჯანდაბა, რატომ არ გარბის ეგ ქალი? ერთხელ, მეორედ მივე-
ცი ამის შანსი...
ღრუბლიანი და პირქუში დილა იდგა. ნედმა თავის გოგონებთან
და სეპტა მორდეინთან ერთად ისაუზმა. სანსა ჯერაც უნუგეშო იყო,
მოღუშული მისჩერებოდა საჭმელს და ჭამაზე უარს აცხადებდა, სა-
მაგიეროდ, არიამ ყველაფერი ჩანთქა, რაც წინ ეწყო.
– სირიო ამბობს, რომ ერთი, ბოლო გაკვეთილისთვის, კიდევ
გვაქვს დრო, სანამ ამ საღამოს გემზე ავიდოდეთ, – თქვა მან, – შე-
იძლება, მამა? ყველაფერი ჩალაგებული მაქვს.
– მოკლე გაკვეთილი იყოს, და იცოდე, დასაბანად და გამოსაც-
ვლელად დრო გქონდეს. მინდა, რომ შუადღისთვის უკვე წასასვლე-
ლად გამზადებული იყოთ, გასაგებია?
– შუადღისთვის, – კვერი დაუკრა არიამ.
სანსამ თავის კერძს თვალი მოსწყვიტა.
– თუ მაგისთვის შეიძლება, გაკვეთილი ჰქონდეს, მე რატომ არ
მაძლევ ნებას, პრინც ჯოფრის გამოვეთხოვო?
– მე სიამოვნებით წავყვებოდი, ლორდ ედარდ, – შესთავაზა სეპ-
ტა მორდეინმა, – გემზე არაფრისდიდებით არ დაიგვიანებს.

781
– გონივრული არ იქნება ახლა ჯოფრისთან წასვლა, სანსა.
სამწუხაროდ.
სანსას თვალები ცრემლებით აევსო.
– და რატომ?
– სანსა, ლორდმა-მამამ უკეთ იცის, – უთხრა სეპტა მორდე-
ინმა, – მის გადაწყვეტილებებს არ უნდა ედავო.
– ეს უსამართლობაა! – სანსამ მაგიდიდან უკან გაიწია, სკამი
გადააყირავა და ტირილით გაიქცა მისაღებიდან.
სეპტა მორდეინი წამოდგა, მაგრამ ნედმა ანიშნა, დამჯდარი-
ყო.
– წავიდეს, სეპტა. შევეცდები, გავაგებინო, როდესაც ყველა-
ნი ისევ ვინტერფელში ვიქნებით უსაფრთხოდ, – სეპტამ თავი და-
უკრა და დაჯდა საუზმის დასამთავრებლად.
ერთი საათის შემდეგ გრანდ-მაისტერი პაიცელი ედარდ
სტარკის მისაღებში შემოვიდა. მხრები ჩამოყრილი ჰქონდა,
თითქოსდა კისერზე შემოვლებული დიდი მაისტერის ჯაჭვი ერ-
თბაშად მეტისმეტად დამძიმებულიყო.
– მილორდ, – უთხრა ნედს, – მეფე რობერტი აღარაა. ღმერ-
თებმა მას მოსვენება უბოძეს.
– არა, – მიუგო ნედმა, – მას სძულდა მოსვენება. ღმერთებმა
მას სიყვარული და სიცილი უბოძეს, და მართალი ომის სიხარუ-
ლი. – უცნაური იყო, რა დაცარიელებულად გრძნობდა თავს. ამ
სტუმრობას ელოდა, მაგრამ მაისტერის სიტყვებმა მაინც რაღაც
მოკლა მის არსებაში. ყველა თავის ტიტულს დათმობდა, ოღონდ
ახლა თავისუფალი გოდება შესძლებოდა... მაგრამ იგი რობერ-
ტის მარჯვენა იყო და ჟამი, რომელიც ძრწოლას ჰგვრიდა, დამ-
დგარიყო.
– ქენით სიკეთე, უხმეთ საბჭოს წევრებს აქ, ჩემს მისაღებში,
– უთხრა პაიცელს. მარჯვენის კოშკი იმდენად უსაფრთხო იყო,

782
რამდენადაც მან და ტომენმა მოახერხეს. საბჭოს ოთახებზე იმავეს
ვერ იტყოდა. – მილორდ? – თვალები აახამხამა პაიცელმა, – ნამ-
დვილად, სახელმწიფო საქმეები მოიცდის ხვალამდე, როდესაც ჩვე-
ნი მწუხარების ჭრილობა ასე ახალი არ იქნება.
– – სამწუხაროდ, დაუყოვნებლივ უნდა შევიკრიბოთ, – წყნარად
მაგრამ მტკიცედ უთხრა ნედმა.
პაიცელმა თავი დაუკრა.
– როგორც მარჯვენა ბრძანებს, – თავის მსახურებს მოუხმო და
დავალებით დაგზავნა აქეთ-იქით, შემდეგ მადლობით მიიღო ნედის
შეთავაზებული სკამი და ჭიქა ტკბილი ლუდი.
მოწოდებას პირველი სერ ბარისტან სელმი გამოეხმაურა, უზა-
დო, თავის ქათქათა მოსასხამსა და მინანქრიან აბჯარში გამოწყო-
ბილი.
– მილორდ, – თქვა მან, – ჩემი ადგილი ახლა ჭაბუკი მეფის
გვერდითაა. გევედრებით, გამათავისუფლეთ, რომ მას ვეახლო.
– შენი ადგილი აქაა, სერ ბარისტან, – უთხრა ნედმა.
შემდეგი ნეკა მოვიდა, ჯერაც იმ ლურჯ ხავერდსა და ჯაფარებიან
მოსასხამში იყო გამოწყობილი, წინა ღამით რომ ეცვა. ჩექმები
ცხენზე ჯდომისგან გამტვრიანებოდა.
– მილორდებო, – წარმოთქვა მან უმისამართო ღიმილით, სანამ
ნედს მიუბრუნდებოდა, – ის მცირე დავალება, რაც დამაკისრეთ,
შესრულებულია, ლორდ ედარდ.
ვარისი ლავანდის სურნელის ფრქვევით შემოვიდა, აბაზანით გა-
ვარდისფრებული; პუტკუნა სახე გახეხილი და ახლად უმარილწას-
მული ჰქონდა, რბილი ჩუსტებით თითქმის უხმაუროდ დააბიჯებდა.
– ჩიტუნებმა დღეს სევდიანად იგალობეს, – წარმოთქვა მას შემ-
დეგ, რაც ჩამოჯდა, – სახელმწიფო ცრემლს ღვრის. დავიწყოთ?
– აი, ლორდი რენლიც მოვა, – უთხრა ნედმა.
ვარისმა მწუხარედ შეხედა.
– ვშიშობ, ლორდი რენლი ქალაქიდან გაემგზავრა.

783
– ქალაქიდან გაემგზავრა? – ნედს რენლის მხარდაჭერის
იმედი ჰქონდა.
– გათენებამდე ერთი საათით ადრე უკანა ჭიშკრით გავიდა,
თან სერ ლორასი და ორმოცდაათიოდე მსახური ახლდა, – უთ-
ხრა მათ ვარისმა, – ბოლოს რომ ნახეს, სამხრეთისკენ მიაჭენებ-
დნენ ცხენებს, ჩქარობდნენ, ცოტა არ იყოს. უეჭველია, გრიგა-
ლის კიდისკენ ან ზენაბაღისკენ აეღოთ გეზი.
ესეც რენლი და მისი ასი ხმლოსანი. ნედს არ მოსწონდა, თუ
რის სუნი უდიოდა ამას, მაგრამ ვერაფერს გააწყობდა. მან რო-
ბერტის ბოლო წერილი ამოიღო.
– წუხელ მეფემ თავისთან მიმიხმო და მიბრძანა, მისი უკანას-
კნელი სურვილი ჩამეწერა. ლორდი რენლი და გრანდ-მაისტერი
მოწმეებად იყვნენ, როდესაც რობერტმა წერილი დაბეჭდა, რათა
მისი სიკვდილის მერე საბჭოს გაეხსნა. სერ ბარისტან, დაგვდებთ
პატივს?
მეფის ქეშიკთა ლორდ-მეთაური ქაღალდს დააკვირდა.
– მეფე რობერტის ბეჭედია, გაუტეხავი, – მან წერილი გახსნა
და წაიკითხა, – ამით ლორდი ედარდ სტარკი სახელმწიფოს
მფარველად სახელდება, რათა მართოს, ვით რეგენტმა, სანამ
მეფის მემკვიდრეს ასაკი არ მოუწევს.
და მას უკვე უწია ასაკმა, გაიფიქრა ნედმა, მაგრამ ხმამაღლა
არ უთქვამს. იგი არც პაიცელს, არც ვარისს არ ენდობოდა, სერ
ბარისტანს კი ღირსება ავალდებულებდა, დაეცვა და დაეფარა
ბიჭი, რომელიც მეფედ მიაჩნდა. მოხუცი რაინდი ჯოფრის ასე იო-
ლად არ მიატოვებდა. ტყუილის აუცილებლობა პირში სიმწარის
გემოს უტოვებდა, მაგრამ ნედმა იცოდა, აქ ფრთხილად უნდა გა-
ევლო, საბჭო თავის გვერდით შეენარჩუნებინა და ეთამაშა ეს
თამაში, სანამ რეგენტად არ დამტკიცდებოდა. მემკვიდრეობის
საკითხის მოსაგვარებლად შემდგომაც საკმაო დრო ექნებოდა,
მას მერე, რაც არია და სანსა თავს ვინტერფელს შეაფარებდნენ

784
და ლორდი სტანისი მთელი თავისი ძალით მეფის საბიჯელში დაბ-
რუნდებოდა.
– საბჭოს ვთხოვ, ლორდ-მფარველად დამამტკიცოს, როგორც
რობერტს სურდა, – წარმოთქვა ნედმა, თან მათ სახეებს აკვირდე-
ბოდა. სურდა მიმხვდარიყო, რა იმალებოდა პაიცელის მილულული
თვალების მიღმა, ნეკას ზანტი ნახევარ-ღიმილის უკან და ვარისის
თითების შფოთიან თამაშში.
კარი გაიღო. მისაღებში სქელმა ტომმა შემოაბიჯა.
– ბოდიშს ვითხოვ, მილორდებო, მეფის მოურავი მოითხოვს...
მეფის მოურავი შემოვიდა და იქ მყოფებს თავი დაუკრა.
– პატივცემულო ლორდებო, მეფე მოითხოვს, მცირე საბჭო და-
უყოვნებლივ შეიკრიბოს მის სატახტო პალატაში.
ნედი ელოდა, რომ სერსეი შეტევას არ დააყოვნებდა. ეს მოხმობა
არ გაჰკვირვებია.
– მეფე მოკვდა, – თქვა მან, – მაგრამ თქვენ მაინც წამოგყვებით.
ტომ, გეთაყვა, ამალა მოამზადე.
ნეკამ ნედს მკლავი შესთავაზა და საფეხურებზე ჩასვლა უშველა,
მათ ვარისი, პაიცელი და სერ ბარისტანი მიჰყვნენ. კოშკის კართან
ჯაჭვის პერანგებსა და ფოლადის მუზარადებში გამოწყობილი იარა-
ღასხმული მეომრები ელოდნენ, ორმაგ მწკრივად ჩამდგარიყო რვა
კაცი. ქარი რუხ მოსასხამებს უტკაცუნებდათ, როდესაც საბჭო ეზოზე
გადააცილეს. არსად ჩანდნენ ლანისტერების ალისფერი მცველები,
და ნედს გული გაუმხნევა გალავნის თავზე და ჭიშკართან გამწესე-
ბული ოქროსმოსასხამიანების სიმრავლემ.
იანოს სლინტი სატახტო პალატის კართან დახვდათ, მოხატული
შავოქროსფერი სამკერდული ეკეთა და მკლავის ქვეშ მაღალთხე-
მიანი მუზარადი ამოედო. ქალაქის მცველთა მეთაური დაძაბულად
მოიდრიკა მათ წინაშე. მისმა მცველებმა დიდი, ოცი ფუტის სიმაღ-
ლის და ბრინჯაოთი შეჭედილი მუხის კარები გამოაღეს.
მეფის მოურავი მათ ოთახში შეუძღვა.

785
– ყველამ სალამი უძღვენით მის მოწყალებას, ჯოფრის ბარა-
თეონთა და ლანისტერთა გვარიდან, პირველს მისი სახელისა,
მეფეს ანდალთა და როინართა და პირველ კაცთა, შვიდი სამე-
ფოს მბრძანებელს და სახელმწიფოს მფარველს, – წაიმღერა
მან.
დარბაზის ბოლომდე, სადაც რკინის ტახტზე მჯდარი ჯოფრი
ელოდათ, გრძელი სავალი იყო. ნეკას მკლავს დაყრდნობილი
ნედი ნელა, კოჭლობით და შეხტომებით მიიწევდა ბიჭისკენ, რო-
მელიც თავს მეფეს უწოდებდა. სხვები უკან მიჰყვებოდნენ. რო-
დესაც ამ გზას პირველად გადიოდა, ცხენზე იჯდა, ხელში ხმალი
ეპყრა და ტარგარიენის დრაკონები კედლებიდან უცქერდნენ,
როგორ ჩამოსვა ტახტიდან ჯეიმი ლანისტერი. ნეტავ, ჯოფრიც
ასე იოლად თუ ჩამოვა იქიდანო, ფიქრობდა.
მეფის ქეშიკთა ხუთი რაინდი – ყველა, სერ ბარისტანის გარ-
და – ნახევარწრედ ჩამდგარიყო ტახტის ძირას. სრულად იყვნენ
შეჭურვილები, თხემიდან ტერფამდე მინანქრიან ფოლადში ჩამ-
სხდარნი, მხრებზე გრძელი ქათქათა მოსასხამები მოეგდოთ,
მარცხენა მკლავებზე ლაპლაპა თეთრი ფარები მიებათ. სერსეი
ლანისტერი და მისი ორი უმცროსი შვილი სერ ბოროსისა და სერ
მერინის უკან იდგნენ. დედოფალს ზღვის ტალღისფერი აბრეშუ-
მის კაბა ეცვა, ქაფივით ფერმკრთალი მირული მაქმანით გაწყო-
ბილი. ხელზე მტრედის კვერცხისხელა ზურმუხტისთვლიანი ოქ-
როს ბეჭედი ეკეთა, თავზე მისი შესაფერი ტიარა ედგა.
მათ ზემოთ, ეკლებსა და წვეტებს შორის ჯოფრი ჩამომჯდარი-
ყო, ოქროვანი ფარჩის კამზოლი ეცვა და წითელი ატლასის მოკ-
ლე მოსასხამი ეხურა. ტახტის ციცაბო ვიწრო კიბის ძირას სან-
დორ კლეგეინი იდგა. ჯაჭვი ეცვა, ჭვარტლისფერი სამკერდული
ეკეთა და თავისი დაღრენილი ძაღლისთავა მუზარადი ეხურა.

786
ტახტის უკან ლანისტერების ოცი მცველი იდგა, წელზე ორლესუ-
ლები ებათ. მხრებიდან ალისფერი მოსასხამები ეშვებოდათ და მუ-
ზარადების ქიმებზე ფოლადის ლომები ჰქონდათ გამოყვანილი.
მაგრამ ნეკას პირობა შეესრულებინა: კედლის გასწვრივ, ნადი-
რობისა და ბრძოლის ამსახველი გობელენების წინ, ქალაქის მცვე-
ლები გამოჭიმულიყვნენ, ყველა მათგანს რვაფუტიანი, რკინისწვე-
ტიანი შუბისთვის ჩაევლო ხელი. ლანისტერებს ხუთი ერთზე სჭარ-
ბობდნენ რიცხვით.
რომ გაჩერდა, ნედს ფეხი ტკივილით უვარვარებდა. ხელი ნეკას
მხარზე ედო, წონასწორობა რომ შეენარჩუნებინა.
ჯოფრი წამოდგა. მისი წითელი ატლასის მოსასხამი ოქროს მკე-
დით იყო მოხატული: ორმოცდაათი აღრიალებული ლომი ერთ მხა-
რეს, ორმოცდაათი ყალყზე შემდგარი ხარირემი – მეორე მხარეს.
– საბჭოს ვუბრძანებ, ყველაფერი მოამზადონ ჩემი კურთხევი-
სათვის, – გამოაცხადა ბიჭმა, – მსურს, გვირგვინი ორი კვირის გან-
მავლობაში დავიდგა. დღეს ჩემი ერთგული მრჩევლებისგან ერთგუ-
ლების ფიცს მივიღებ.
ნედმა რობერტის წერილი ამოიღო.
– ლორდ ვარის, ქენით სიკეთე, უჩვენეთ ეს წერილი მილედი ლა-
ნისტერს.
საჭურისმა წერილი სერსეის მიუტანა. დედოფალმა ნაწერს და-
ხედა.
– სახელმწიფოს მფარველი, – წაიკითხა მან, – ეს გაქვს ფარად,
მილორდ? ქაღალდის ფურცელი? – მან წერილი გადახია, ორად, მე-
რე ოთხად, და ნაკუწები იატაკზე დაყარა.
– ეს მეფის სიტყვა იყო, – წარმოთქვა თავზარდაცემულმა სერ ბა-
რისტანმა.
– ჩვენ ახლა ახალი მეფე გვყავს, – მიუგო სერსეი ლანისტერმა,
– ლორდ ედარდ, ჩვენი უკანასკნელი საუბრისას რაღაც რჩევა მო-
მეცი.

787
ნება მომეცი, იგივე სამსახური დაგიბრუნო. მუხლი მოიყარე,
მილორდ. მუხლი მოიყარე და ერთგულება შეჰფიცე ჩემს ვაჟს,
და ჩვენ ნებას მოგცემთ, ჩამოიხსნა მარჯვენის ვალი და შენი
ცხოვრება გაატარო იმ რუხ უდაბურებაში, შენ სახლს რომ უწო-
დებ.
– ეგრე მოვიქცეოდი, რომ შემეძლოს, – პირქუშად მიუგო
ნედმა.
რაკი ქალს მტკიცედ გადაეწყვიტა, აქ და ახლავე გადაეჭრა
ყველაფერი, ნედს სხვა გზა აღარ რჩებოდა, – შენს ძეს არ აქვს
უფლება ტახტზე, რომელზედაც ზის. რობერტის ნამდვილი მემ-
კვიდრე ლორდი სტანისია.
– ტყუილია! – იწივლა ჯოფრიმ, სახე აუჭარხლდა.
– დედა, რას გულისხმობს? – საწყალობლად ჰკითხა დედო-
ფალს პრინცესა მირცელამ, – ახლა მეფე ჯოფრი არაა?
– საკუთარ თავს შენივე პირით გამოუტანე განაჩენი, ლორდ
სტარკ, – უთხრა სერსეი ლანისტერმა, – სერ ბარისტან, შეიპყა-
რი ეგ მოღალატე.
მეფის ქეშიკთა ლორდ-მეთაური შეყოყმანდა. მას თვალის
დახამხამებაში გარს შემოადგნენ სტარკის მცველები, საფუხა-
რიან ხელებში გაშიშვლებული იარაღი ეპყრათ.
– ახლა კი ღალატი სიტყვებიდან ქმედებად იქცა, – წარმოთ-
ქვა სერსეიმ, – გგონიათ, სერ ბარისტანი მარტო დგას, მი-
ლორდ? – ლითონის ლითონზე ღრჭიალის ავბედითი ხმით ქო-
ფაკმა ორლესული იშიშვლა. მეფის ქეშიკი რაინდები და ლანის-
ტერების ოცი ალისფერმოსასხამიანი მცველი მის დასახმარებ-
ლად წინ გამოიჭრნენ.
– მოკალით! – ჩამოსწივლათ ბიჭმა რკინის ტახტიდან, – ყვე-
ლა მოკალით, ვბრძანებ!

788
– სხვა გზას აღარ მიტოვებ, – უთხრა ნედმა სერსეი ლანისტერს
და იანოს სლინტს გასძახა: – მეთაურო, შეიპყარით დედოფალი და
მისი შვილები. ზიანი არ მიაყენოთ, სამეფო ბინაზე გადაიყვანეთ და
იქ დატოვეთ, მცველები მიუჩინეთ!
– მცველებო! – დაიძახა იანოს სლინტმა და მუზარადი ჩამოიფ-
ხატა. ასიოდე ოქროსმოსასხამიანმა შუბები დახარა და მოახლოვ-
და.
– სისხლისღვრა არაფრად მინდა, – უთხრა ნედმა დედოფალს, –
უთხარი შენს ხალხს, იარაღი დაყარონ, და არავინ...
ყველაზე ახლოს მდგომმა ოქროსმოსასხამიანმა თავისი შუბი
ერთი მკვეთრი მოძრაობით აძგერა ტომარდს ზურგში. სქელ ტომს
დადუნებული თითებიდან ხმალი გაუსხლტა, როდესაც მკერდიდან
ჭყავსა და ჯაჭვში გატანებული სველი წითელი წვეტი გამოეჩარა. სა-
ნამ მისი ხმალი იატაკს დაეცემოდა, მანამდე ამოხდა სული.
ნედის დაძახილი უკვე გვიანი იყო. იანოს სლინტმა საკუთარი ხე-
ლით გამოსჭრა ყელი ვარლის. კაინი შებრუნდა, ფოლადმა იელვა,
უახლოეს შუბოსანს უკან დაახევინა შეუპოვარი მოქნევით; წუთით
თითქოს გზის გაკაფვა შეძლო. მაგრამ ქოფაკი დაატყდა თავს.
კლეგეინის პირველმა მოქნევამ კაინს მაჯაში წააწყვიტა ხმლი-
ანი ხელი, მეორემ კი მუხლებზე დააჩოქა და მხრიდან მკერდამდე
ჩაკვეთა. გარშემო მისი ხალხი რომ დაიხოცა, ნეკამ ნედს ქარქაში-
დან ხანჯალი ამოაცალა და ნიკაპის ქვეშ მიაბჯინა. მობოდიშებით
იღიმებოდა.
– ხომ გაგაფრთხილე, არ მენდო-მეთქი?

789
არია

790
– მაღლა, – იყვირა სირიო ფორელმა და თავში მოუქნია. ხის ხმლებ-
მა გაიჩხაკუნა, არიამ მოქნეულს თავისი რომ დაუხვედრა.
– მარცხნივ! – შესძახა და სტვენით დაუშვა ხმალი. გოგონასიც
წინ გამოიჭრა, დაუხვდა. ჯახმა სირიოს კბილები დააწკაპუნებინა.
– მარჯვნივ, – თქვა, – დაბლა. მარცხნივ, – ისევ, უფრო და უფრო
სწრაფად, თან წინ დაიძრა. არიამ უკან დაიხია მის წინაშე, ყოველ
მოქნევას ხმლით ირიდებდა.
– წრიულად, – გააფრთხილა და, როდესაც შეუტია, არია გვერ-
დით გადგა, მისი მახვილი განზე გააგდო და მასწავლებელს მხარზე
დაუშვა თავისი ხმალი. თითქმის წასწვდა, თითქმის, ისე ახლოს იყო,
რომ სიამით სახე გაებადრა. თვალებში ოფლით გაწეპილი თმის
ბღუჯა ჩამოუვარდა. ხელის ზურგით გადაიწია შუბლიდან.
– მარცხნივ, – წაიმღერა სირიომ, – დაბლა, – ხმალს ახლა
თვალს ვერ შეასწრებდი და მცირე დარბაზი ჩხაკ, ჩხაკ, ჩხაკით რეკ-
და, – მარცხნივ. მარცხნივ. მაღლა. მარცხნივ. მარჯვნივ. მარცხნივ.
დაბლა. მარცხნივ! ხის ხმალი შიგ მკერდში ეძგერა, მოულოდნელმა
ჩხვლეტამ მით უფრო ატკინა, რომ სხვა მხრიდან დაატყდა.
– ოჰ! – ამოიძახა გოგონამ. აქ ახალი ჩალურჯება დაეტყობოდა
იმ დროისთვის, დასაძინებლად რომ წავიდოდა – მაშინ უკვე შუა
ზღვაში იქნებოდნენ. დალილავება გაკვეთილია, უთხრა თავის
თავს, და ყოველი გაკვეთილი უკეთესს გვხდის.
სირიომ უკან დაიხია.
– ახლა მკვდარი ხარ.
არია დაიჭყანა.
– მომატყუე, – შეუტია სირიოს, – მარცხნივო, თქვი, და მარჯვნი-
დან დამარტყი.
– სწორედაც. და ახლა მკვდარი გოგო ხარ.
– მაგრამ შენ მომატყუე!
– ჩემი სიტყვები ტყუოდნენ. ჩემი თვალები და ჩემი მკლავი სი-
მართლეს გაჰყვიროდნენ, მაგრამ შენ არ ხედავდი.

791
– ვხედავდი, – შეეპასუხა არია, – წამით არ გაცილებდი
თვალს!
– ცქერა არ ნიშნავს ხედვას, მკვდარო გოგო. წყალზე მოცეკ-
ვავე ხედავს. მოდი, დადე ხმალი, ახლა მოსმენის დროა.
არია მას კედელთან მიჰყვა, სადაც სირიო მერხზე ჩამოჯდა.
– სირიო ფორელი ბრაავოსის ზღვათაბატონის პირველი ხმა-
ლი იყო, და იცი, ეს როგორ მოხდა?
– შენ ქალაქის საუკეთესო მოხმალავე იყავი.
– ასეა, მაგრამ რატომ? სხვებიც იყვნენ, უფრო ძლიერები, უფ-
რო სწრაფები, უფრო ახალგაზრდები. რატომ იყო სირიო ფორე-
ლი საუკეთესო? ახლა გეტყვი, – იგი ნეკის წვერით მსუბუქად შე-
ეხო საკუთარ ქუთუთოს, – ხედვა, ჭეშმარიტი ხედვა, აი, რა არის
მიზეზი. ახლა მისმინე. თუკი სადმე ქარები ქრიან, ყველგან აღწე-
ვენ ბრაავოსის გემები – უცხო, საოცარ ქვეყნებში მიდიან და
უკან დაბრუნებისას მათ კაპიტნებს“ უჩვეულო ცხოველები ჩა-
მოჰყავთ ზღვათაბატონის სამხეცისთვის. მხეცები, როგორებიც
არასდროს გინახავს: ზოლიანი ცხენები, დიდი ხალიანი ქმნილე-
ბები, ოჩოფეხებივით გრძელი კისრები რომ აბიათ, ძროხისხელა
ღორთაგვები, გესლიანი მანტიკორები, ვეფხვები, რომლებსაც
თავიანთი ბოკვერები ჩანთით დაჰყავთ, საზარელი მოსიარულე
ხვლიკები, კლანჭებად ცელები რომ აქვთ. სირიო ფორელს უნა-
ხავს ეს ქმნილებები.
მაშინ, რომელ დღეზეც ახლა ვყვები, პირველი ხმალი ახალი
მკვდარი იყო და ზღვათაბატონმა თავისთან მიხმო. ბევრი ბრა-
ავოსელი მივიდა მასთან და ყველა უკან გამოისტუმრა, ვერავინ
იტყოდა, რატომ. მის წინაშე რომ წარვდექი, იჯდა და მუხლებზე
სქელი ყვითელი კატა ეწვა. მან მითხრა, რომ ეს ცხოველი ერთმა
მისმა კაპიტანმა ჩამოუყვანა მზის აღმოსავალის მიღმა კუნძუ-
ლიდან. „გინახავს რამე ამ გოგონას მსგავსი?“ მკითხა მან. და მე
მივუგე: „ყოველღამ ბრაავოსოს ხეივნებში ათასობით მის

792
მსგავსს ვხედავ“. ზღვათაბატონმა გაიცინა და იმ დღეს პირველი ხმა-
ლი მეწოდა.
არიამ შუბლი შეიკრა.
– ვერ გავიგე.
სირიომ კბილები დააწკაპუნა.
— ეს ერთი ჩვეულებრივი კატა იყო. სხვები რაღაც ზღაპრული
ცხოველის დანახვას მოელოდნენ და კიდევაც ხედავდნენ, რა დი-
დიაო, ამბობდნენ. არცერთ სხა კატაზე უფრო დიდი არ იყო, მხო-
ლოდ გასქელებული იყო უძრაობით, რადგანაც ბატონი მას საკუთა-
რი მაგიდიდან კვებავდა. რა უცნაური პატარა ყურები აქვსო, ამბობ-
დნენ. არადა, კნუტობისას სხვა კნუტებთან ჭიდაობაში ჰქონდა მო-
ღეჭილი. და აშ კარად ხვადი იყო, თუმცა ზღვათაბატონმა „გოგონა“
დაუძახა და სხვებიც ამას ხედავდნენ. მისმენ?
არია დაფიქრდა იმაზე, რაც გაიგონა.
– შენ ის დაინახე, რაც თვალწინ გქონდა.
– სწორედაც. მხოლოდ ის გჭირდება, თვალები გაახილო. გული
გვატყუებს და გონება ოინებს გვიწყობს, მაგრამ თვალები სიმარ-
თლეს ხედავს. თვალებით იცქირე. პირით გემო გაუსინჯე. ცხვირით
დაყნოსე. კანით შეიგრძენი. მერე მოდის დაფიქრება, ამის შემდგომ,
და ამგვარად – სიმართლის ცოდნა.
– სწორედაც, – გაიკრიჭა არია.
სირიო ფორელმა თავს გაღიმების უფლება მისცა.
– ვფიქრობ, როდესაც იმ შენს ვინტერფელს მივაღწევთ, დრო იქ-
ნება, ნემსი ჩაგიდო ხელში.
– ჰო! – გაუხარდა არიას, – მოიცა, ვუჩვენო ჯონს...
მის ზურგსუკან ჯახანით გაიღო მცირე დარბაზის კარი, კედლებმა
ხმა აისხლიტეს. არია შეტრიალდა.
კარის თაღის ქვეშ მეფის ქეშიკი რაინდი იდგა, მის უკან ლანის-
ტერების ხუთი მცველი დარაზმულიყო. რაინდი სრულად იყო შეჭურ-

793
ვილი, მაგრამ მუზარადის ცხაური აწეული ჰქონდა. არიას ქუთუ-
თოებჩამოწოლილი თვალების და ჟანგისფერი ულვაშების და-
ნახვაზე გაახსენდა, რომ იგი მეფეს ახლდა ვინტერფელში სტუმ-
რობისას: სერ მერინ ტრანტი. წითელმოსასხამიანებს ტყავის
კურტაკებზე ჯაჭვის პერანგები ეცვათ და ლომისთხემიანი ზარა-
დები ეხურათ.
– არია სტარკ, – წარმოთქვა რაინდმა, – წამოგვყევი, ბალ-
ღო.
არიამ ეჭვით მოიღეჭა ტუჩი.
– რა გინდათ?
– მამაშენს სურს შენი ნახვა.
არიამ ნაბიჯი წადგა, მაგრამ სირიომ მკლავში ჩაავლო ხელი.
– და რატომ ხდება, რომ ლორდი ედარდი თავისი ხალხის მა-
გიერ ლანისტერებისას აგზავნის? მითხარით.
– შენი ადგილი იცოდე, ცეკვის ოსტატო, – უთხრა სერ მერინ-
მა, – ეს შენი საკითხავი არ არის.
– მამაჩემი თქვენ არ გამოგგზავნიდათ, – თქვა არიამ. მან თა-
ვის ხის ხმალს სტაცა ხელი. ლანისტერების მცველებს სიცილი
აუტყდათ.
– დადე ეგ ჯოხი, გოგო, – უთხრა სერ მერინმა, – მე მეფის ქე-
შიკთა, თეთრი ხმლოსნების შეფიცული ძმა ვარ.
– მეფისმკვლელიც ეგრე იყო, ძველი მეფე როცა მოკლა, –
წარმოთქვა არიამ, – არ მევალება, წამოგყვეთ, თუ არ მინდა.
სერ მერინ ტრანტს მოთმინება დაელია.
– აიყვანეთ, – უთხრა თავის ხალხს და მუზარადის ცხაური ჩა-
მოიწია. სამი კაცი დაიძრა, ყოველ ნაბიჯზე წყნარად უჟღრიალებ-
დათ ჯაჭვის აბჯარი. არიას უეცრად შეეშინდა. შიში ხმალზე უფრო
ღრმად ჭრის, უთხრა საკუთარ თავს, გულის გამალებული ძგერა
რომ დაეოკებინა.

794
სირიო ფორელმა მასა და მომავლებს შორის შეაბიჯა, ხის ხმალს
მსუბუქად იტყაპუნებდა ჩექმაზე.
– ჯობს, მანდ გაჩერდეთ. მეომრები ხართ თუ ძაღლები, ბავშვს
რომ აშინებთ?
– – განზე გადექი, ბერიკაცო, – უთხრა ერთ-ერთმა წითელმო-
სასხამიანმა.
სირიოს ჯოხი სტვენით აღიმართა და რეკვით შეეხეთქა მის მუზა-
რადს.
– მე სირიო ფორელი ვარ და ახლა შენ მეტი პატივისცემით დამე-
ლაპარაკები.
– პოსლიკა ნაბიჭვარი, – კაცმა ორლესული იშიშვლა. ჯოხი ისევ
დაიძრა, თვალს ვერ შეასწრებდი. არიას ხმამაღალი ტკაცანი ჩაეს-
მა, – ხმალი ჟღრიალით დაენარცხა ქვის იატაკზე.
– ვაი, ხელი! – იღრიალა მცველმა, დამტვრეულ თითებს მეორე
ხელით იკავებდა.
– ცეკვის ოსტატის კვალობაზე სწრაფი ყოფილხარ, – უთხრა სერ
მერინმა.
– შენ კი ნელი ხარ, რაინდის კვალობაზე, – მიუგო სირიომ.
– მოკალით ბრაავოსელი და გოგო აქ მომიყვანეთ, – ბრძანა
თეთრაბჯრიანმა რაინდმა.
ლანისტერების ოთხმა მცველმა ხმლები იშიშვლა. მეხუთემ,
დამტვრეულთითებიანმა, გადააფურთხა და მარცხენა ხელით ხანჯა-
ლი ამოაძრო ქარქაშიდან.
სირიო ფორელმა კბილები დააკაპუნა, წყალზე მოცეკვავის
დგომში შეტრიალდა, მტერს მხოლოდ ფერდი მიუშვირა.
– არია, ბალღო, – დაუძახა, ისე, რომ არც შეუხედავს, ლანისტე-
რებისთვის წუთითაც არ მოუშორებია თვალი, – დღეისთვის ცეკვას
მოვრჩით. ჯობს, ახლა წახვიდე. მამასთან გაიქეცი.
არიას არ სურდა მისი მიტოვება, მაგრამ სირიოს კარგად ესწავ-
ლებინა იმის შესრულება, რასაც თავად ეტყოდა.

795
– ირემივით მარდად, – დაიჩურჩულა.
– სწორედაც, – თქვა სირიო ფორელმა, ლანისტერები კი მო-
ახლოვდნენ.
არიამ უკან დაიხია, თავისი ხის ხმალი მაგრად ჰქონდა ჩაბ-
ღუჯული. ახლა რომ უცქერდა, მიხვდა, რომ სირიო მხოლოდ
ეთამაშებოდა, მას რომ ებრძოდა. წითელმოსასხამიანები სამი
მხრიდან შემოადგნენ, ხელში შიშველი ფოლადი ეჭირათ.
მკერდს და მკლავებს ჯაჭვი უფარავდათ, შარვლებში ფოლადის
მკედები ჰქონდათ ჩაკერებული, მაგრამ წვივებს მხოლოდ ტყავი
უფარავდათ. შიშველი ხელებით იბრძოდნენ და მუზარადებზე
საცხვირეები კი ჰქონდათ, მაგრამ თვალებს ცხაური არ იცავდა.
სირიო არ დაელოდა, სანამ მისწვდებოდნენ, მარცხნივ გას-
ხლტა.
არიას არასოდეს ენახა, ადამიანს ასე სწრაფად ემოძრავა.
ერთ ხმალს თავისი ჯოხი დაუხვედრა, მეორეს კი გაეცალა. მე-
ორე თავდამსხმელმა წონასწორობა დაკარგა და პირველს შეას-
კდა. სირიომ ზურგში წიხლი მიაყოლა და წითელმოსასხამიანები
ერთად დაცვივდნენ ძირს. მესამე მცველი წაქცეულებს გადმოახ-
ტა და წყალზე მოცეკვავეს თავში უმიზნა დარტყმა. სირიომ მისი
მახვილის ქვეშ დაყვინთა და მაღლა აძგერა ხმალი. მცველი ყვი-
რილით წაიქცა, სისხლმა იჩქეფა სველი წითელი ხვრელიდან იქ,
სადაც ადრე მარცხენა თვალი ჰქონდა.
წაქცეულები უკვე ფეხზე დგებოდნენ. სირიომ ერთს სახეში
მისცხო ფეხი, მეორეს კი თავიდან ფოლადის ქუდი ააცალა. ხან-
ჯლიანმა კაცმა მახვილი აძგერა. სირიომ დარტყმას მუზარადი
დაუხვედრა და კაცს თავისი ჯოხით კვირისტავი ჩაუმსხვრია. ბო-
ლო წითელმოსასხამიანმა შეიკურთხა და შეუტია, ორივე ხელით
მოქნეული ხმლით დაატყდა თავს. სირიომ მარჯვნივ უგანა, გამე-
ტებული მოქნევა კისერსა და მხარს შორის მოხვდა უმუზარადო
კაცს, მუხლებზე წამოდგომას რომ ცდილობდა. ორლესულმა

796
ღრჭიალით გაკვეთა ჯაჭვი, ტყავი და სხეული. მუხლებზე მდგარმა
ყურისწამღებად დაიყვირა. სანამ მისი მკვლელი ხმალს ამოაძრობ-
და, სირიომ ყანყრატოში აძგერა ჯოხი.
მცველმა დახშული ხმით ამოიძახა და უკან-უკან წაბორძიკდა,
ყელზე იტაცა ხელები, სახე ჩაუშავდა.
იმ დროისთვის, როდესაც არიამ დარბაზის უკანა კარს მიაღწია,
რომელიც სამზარეულოში გადიოდა, ხუთნი უკვე ძირს ეყარნენ,
მკვდრები ან მომაკვდავები. გაიგონა, როგორ შეიკურთხა სერ მე-
რინ ტრანტმა, წყეული კრეტინებიო, და თავისი ორლესული იშიშ-
ვლა.
სირიო ფორელი ისევ ისე დადგა და კბილები დააკაპუნა.
– არია, ბალღო! – დაუძახა გოგონას, ზედაც არ შეუხედავს, – მო-
შორდი აწი!
თვალებით უცქირეო, ასე ეუბნებოდა. არია ხედავდა: რაინდს,
თავიდან ტერფებამდე ღია ფერის აბჯრით შემოსილს, ფეხები, ყელი
და ხელები ლითონით ჰქონდა დაცული, თვალებს მაღალი თეთრი
მუზარადის მიღმა მალავდა, ხელში ბასრი ფოლადი ეპყრა. მის პი-
რისპირ იდგა: სირიო, ტყავის ჟილეტში, ხის ხმლით შეიარაღებული.
– სირიო, გაიქეცი! – დაუყვირა.
– ბრაავოსის პირველი ხმალი არ გარბის, – წაიმღერა მან, სერ
მერინმა ხმალი რომ მოუქნია. გვერდით გაუსრიალდა მოქნეულ
მახვილს, ჯოხი მოძრაობად გაიდღაბნა ჰაერში. თვალის დახამხამე-
ბაში აძგერა რაინდს საფეთქელზე, იდაყვსა და ყელში; ხემ მუზარა-
დის, საფუხარის, საყელოს ლითონზე გაიჟღრიალა. არია ფეხმოუც-
ვლელად იდგა. სერ მერინი წინ წამოვიდა; სირიომ უკან დაიხია. მო-
რიგი დარტყმა ჯოხით აირიდა, შემდეგი აიცილა, მესამე მოიგერია.
მესამემ ჯოხი ორად გადაუჭრა, ხე გააპო და ტყვიის გული გაკვე-
თა. არია ტირილით შებრუნდა და გაიქცა.
სამზარეულოებსა და საკუჭნაოებში მიქროდა, შიშით დაბრმავე-
ბული, მზარეულებსა და შეგირდებს გვერდს უქცევდა. წინ ხაბაზის

797
თანაშემწე ჩაუდგა, ხელში ხის სინი ეჭირა. არიამ გადააკოტრია-
ლა იგი, ახალგამომცხვარი სურნელოვანი პურები იატაკზე და-
იფანტა. ზურგსუკან ყვირილი ატყდა, მან კი სქელ ყასაბს შემო-
ურბინა, რომელიც ერთ ადგილას გაშეშებული მიშტერებოდა
გოგონას, ხელში კი დიდი დანა ეკავა. მკლავები იდაყვებამდე
წითლად ჰქონდა მოთხვრილი ყველაფერი, რაც კი სირიოს მის-
თვის ესწავლებინა, თავში უბრუნავდა. ირემივით მარდი. ჩრდი-
ლივით უხმო. შიში ხმალზე ღრმად ჭრის. გველივით სწრაფი.
დამდგარი წყალივით მშვიდი. შიში ხმალზე ღრმად ჭრის. დათვი-
ვით ძლიერი. სამურავივით შემტევი. შიში ხმალზე ღრმად ჭრის.
კაცს, რომელსაც დამარცხების ეშინია, უკვე დამარცხებულია.
შიში ხმალზე ღრმად ჭრის. შიში ხმალზე ღრმად ჭრის. შიში
ხმალზე ღრმად ჭრის. მისი ხის ხმლის ტარი ოფლისგან სლიპინა
გამხდარიყო, არია სულს ძლივს ითქვამდა, როდესაც კოშკურის
კიბეს მიაღწია. წამით გაშეშდა: მაღლა თუ ქვემოთ? მაღლა თუ
აუყვებოდა, გავიდოდა გადახურულ ხიდზე, რომელიც პატარა
ეზოს ზემოდან ევლებოდა და მარჯვენის კოშკში გადადიოდა,
მაგრამ უეჭველია, იფიქრებდნენ, რომ სწორედ იქით გაიქცა.
არასოდეს ჩაიდინო ის, რასაც შენგან მოელიან, უთხრა ერთხელ
სირიომ. არია დაღმა დაეშვა, წრეზე, წრეზე ; ერთბაშად ახტებო-
და ქვის ორ-სამ ვიწრო საფეხურს. ღრმა თაღებიან სარდაფში აღ-
მოჩნდა, ოცი ფუტის სიმაღლეზე შეწყობილ ელის კასრებს შო-
რის. სინათლე მხოლოდ კედელში მაღლა გაჭრილ ვიწრო დაქა-
ნებულ ფანჯრებში შემოდიოდა.
ეს საკუჭნაო ჩიხი აღმოჩნდა. ერთადერთი გზა გარეთ – ის
იყო, რომლითაც მოვიდა. მას ვერ გაებედა, კვლავ იმ საფეხუ-
რებს აჰყოლოდა, მაგრამ ვერც აქ დარჩებოდა. მამა უნდა ეპოვა
და მოეთხრო, რაც მოხდა. მამა დაიფარავდა.

798
არიამ ხის ხმალი ქამარში გაიჩარა და კასრიდან კასრზე მოჰყვა
ხტომას, სანამ ფანჯარას არ მიაღწია. ორივე ხელით ჩააფრინდა
ქვას და აიზიდა. კედელი სამი ფუტის სისქის იყო, მასში გაჭრილი
ფანჯარა აღმა და გარეთ შეჩერებულ გვირაბს ჰგავდა. არია დღის
შუქისკენ გა ცოცდა. როდესაც თავით მიწის დონეს გაუსწორდა, ში-
და ეზოს გადაღმა მარჯვენის კოშკისკენ გაიხედა.
მტკიცე ხის კარი გაპობილი და ჩამომტვრეული ეკიდა ანჯამაზე,
თითქოს ნაჯახით ჩამოეღოთ. საფეხურებზე პირჩაღმა ეგდო მკვდა-
რი კაცი, მოსასხამი ქვეშ ჰქონდა მოყოლილი, ჯავშნიან პერანგში
სიწითლე მოჟონავდა. არიამ უეცარი ძრწოლით შენიშნა, რომ
მკვდრის მოსასხამი თეთრი ატლასით გაწყობილი რუხი შალი იყო.
ვერ ცნობდა.
– არა, – წარმოთქვა ჩურჩულით. რა ხდებოდა? სად იყო მამამი-
სი? რატომ მოვიდნენ წითელმოსასხახმიანები მის წასაყვანად? გა-
ახსენდა, რა თქვა ყვითელწვერიანმა კაცმა იმ დღეს, ურჩხულები
რომ იპოვა. თუკი ერთი მარჯვენა შეიძლება მოკვდეს, მაშ რატომ მე-
ორეც არა? არიამ იგრძნო, როგორ მოადგა ცრემლები. სუნთქვა შე-
იკრა და ყური მიუგდო. ბრძოლის ხმაური მოესმა. მარჯვენის კოშკის
ფანჯრებიდან ყვირილი, გადაძახილები, ფოლადის ფოლადზე ჩხა-
რის ხმა გამოდიოდა.
უკან ვერ წავიდოდა. მამამისი...
არიამ თვალები დახუჭა. წუთით ისეთმა შიშმა შეიპყრო, განძრე-
ვაც ვერ გაებედა. მათ მოკლეს იორი, ვილი და ჰევარდი, კიდევ ის
მცველი, კიბესთან რომ იდგა, რომელიც არ უნდა ყოფილიყო. იქნებ
მამამისიც მოეკლათ და თვითონ არიაც, თუ დაიჭერდნენ.
– შიში ხმალზე ღრმად ჭრის, – წარმოთქვა ხმამაღლა, მაგრამ
რას არგებდა თავის მოჩვენება, თითქოსდა წყალზე მოცეკვავე ყო-
ფილიყო. სირიო მართლაც იყო წყალზე მოცეკვავე და თეთრმა რა-
ინდმა ალბათ მაინც მოკლა იგი, და, ასეც და ისეც, არია მხოლოდ
ერთი პატარა გოგონა იყო, ხის ხმლიანი, ეული და დამფრთხალი.

799
იგი ეზოში გამოცოცდა, სიფრთხილით მიმოიხედა და წამოდ-
გა. სასახლე უკაცრიელი ჩანდა. წითელი ციხე არასოდეს იყო
უკაცრიელი.
ალბათ ყველა შიგნით იყო შემალული, კარები ჩაერაზათ.
არიამ სინანულით ახედა თავის ოთახს, შემდეგ კი მარჯვენის
კოშკს გაშორდა, კედლის ძირს მიჰყვებოდა და ცდილობდა,
ჩრდილიდან ჩრდილში გადასულიყო. წარმოიდგინა, ვითომც კა-
ტებს დასდევდა... მაგრამ იქნებ ახლა თვითონ იყო კატა და, თუკი
დაიჭერდნენ, მოკლავდნენ.
არია შენობებს შორის მიიპარებოდა, კედლებზე ძვრებოდა;
როცა კი შეეძლო, ცდილობდა, ზურგი კედლისკენ ჰქონოდა, რა-
თა მოულოდნელად არავინ წამოსდგომოდა. ამ ყოფით თითქმის
დაუბრკოლებლად მიაღწია თავლებს. შიდა ეზოს რომ გადადი-
ოდა, თორმეტიოდე ოქროსფერმოსასხამიანმა ჩაურბინა გვერ-
დით, მაგრამ, რაკი არ იცოდა, ისინი ვის მხარეს იყვნენ, სასწრა-
ფოდ ჩაცუცქდა ჩრდილში და აცალა, ჩაევლოთ.
ჰალენი, რომელიც ვინტერფელის მეჯინიბეთუხუცესი იყო,
რაც კი არიას თავი ახსოვდა, თავლის კართან მიწაზე განრთხმუ-
ლიყო. იმდენჯერ ეძგერებინათ ხმალი, გეგონებოდა, პერანგი
ალისფერი ყვავილებით ჰქონოდა მოჩითული. არიას ეჭვიც არ
შეჰპარვია, მკვდარიაო, მაგრამ რომ მიუახლოვდა, მან თვალები
გაახილა.
– არიაფეხშიბლანდია, – დაიჩურჩულა, – შენ უნდა... გააფ-
რთხილო... ლორდი, მამაშენი... – პირიდან სისხლიანი ქაფი
გადმოსდინდა. მეჯინიბეთუხუცესმა თვალები დახუჭა და აღარა-
ფერი უთქვამს.
შიგნით კიდევ დახვდა გვამები: მეჯინიბე, რომელთან ერთა-
დაც თამაშობდა ხოლმე, და მამამისის სამი მცველი. ყუთებით და
სკივრებით დატვირთული ფორანი თავლის კარის სიახლოვეს
მიტოვებული იდგა. დახოცილი ადამიანები ალბათ ამ ფორანს

800
ტვირთავდნენ ნავსადგურში გასამგზავრებლად, როდესაც მათ თავს
დაესხნენ. არია უფრო ახლოს მიიპარა. ერთი მკვდარი დესმონდი
იყო, ის, ვინც ერთხელ თავისი ორლესული უჩვენა და მამამისის
უსაფრთხოებას დაჰპირდა. ზურგზე იწვა და უჩინოდ მისჩერებოდა
ჭერს, ღია თვალებზე ბუზები დააცოცავდნენ. მის ახლოს დაცემულ
მკვდარ კაცს წითელი მოსასხამი ეცვა და ლანისტერების ლომიანი
მუზარადი ეხურა.
ოღონდ მხოლოდ ერთი იყო. თითო ჩრდილოელი ათ ამ სამხრე-
თელ ხმლოსანს უდრისო, უთხრა მაშინ დესმონდმა.
– მატყუარა! – წარმოთქვა არიამ და, უეცრად გამწარებულმა,
ფეხი გასცხო.
ბაკებში ჩამდგარი ცხოველები ვერ ისვენებდნენ, ჭიხვინებდნენ
და ფრუტუნებდნენ, სისხლის სუნით შეშფოთებულები. არია მხო-
ლოდ იმას ფიქრობდა, ცხენი შეეკაზმა და გაქცეულიყო, სასახლეს
და ქალაქს გასცლოდა. მერე კი სამეფო გზიდან არ უნდა გადაეხვია
და ის თავად მიიყვანდა ვინტერფელში. კედლიდან აღვირი და აღ-
კაზმულობა ჩამოხსნა.
ფორანს უკნიდან რომ ჩაუარა, თვალი ჩამოვარდნილმა სკივრმა
მოსტაცა. ალბათ ბრძოლისას ჩამოვარდა, ან დატვირთვისას გა-
უვარდათ. ხე გამსკდარიყო, სახურავში გაჩენილი ნაპრალიდან
სკივრის შიგთავსი მიწაზე მიმოფანტულიყო. მან იცნო თავისი აბრე-
შუმები, ატლასები და ხავერდები, რომელიც არასოდეს სცმია. მაგ-
რამ სამეფო გზაზე შესაძლოა თბილი ტანსაცმელი დასჭირვებოდა...
თანაც...
არიამ მიწაზე ჩაიმუხლა მიმოყრილი ტანსაცმლის გვერდით.
იპოვა სქელი შალის მოსასხამი, ხავერდის ქვედაკაბა, აბრეშუმის
პერანგი და რამდენიმე საცვალი; კაბა, დედამ რომ მოუქარგა, ვერ-
ცხლის საბავშვო სამაჯური, რომლის გაყიდვაც შეიძლებოდა. გატე-
ხილი სახურავი გადასწია და სკივრში ხელები ააფათურა – ნემსს

801
ეძებდა. ფსკერზე ჰქონდა იგი ჩამალული, ყველაფრის ქვემოთ,
მაგრამ სკივრის გადმოვარდნისას ყველაფერი ერთმანეთში აზე-
ლილიყო. ერთხანს შეშინდა, ვაითუ ვიღაცამ იპოვა ხმალი და
მოიპარაო. შემდეგ, ატლასის კაბის ქვეშ თითებმა ლითონის სიმ-
ყარე მოსინჯეს.
– აგერ ისიც, – წაისისინა ხმამ იქვე, მის უკან.
შემკრთალი არია მიტრიალდა. ზურგსუკან მეჯინიბე ბიჭი ედ-
გა, დამცინავად იღიმებოდა, გაზინთული კურტაკის ქვეშიდან
ბინძური შიდა ხალათი მოუჩანდა. ჩექმები ნეხვით ჰქონდა დაფა-
რული, ცალ ხელში ფინალი ეჭირა.
– ვინ ხარ? – ჰკითხა არიამ.
– ვერ მიცნობს, – თქვა მან, – მაგრამ მე ვიცნობ მაგას, დი-
ახაც. მგლის გოგო.
– მომეხმარე, ცხენი შევკაზმო, – შეევედრა არია, ისევ სკივრს
გადასწვდა და ნემსი ჩაბღუჯა, – მამაჩემი მეფის მარჯვენაა, ის
დაგაჯილდოებს.
– მამაშენი მკვდარია, – უთხრა ბიჭმა და მისკენ წალასლას-
და, – მე დედოფალი დამაჯილდოებს. მოდი აქ, გოგო.
– არ მომეკარო! – არიამ ნემსის ტარს შემოაჭდო თითები.
– გითხარი, მოდი-თქო, – მკლავში დაბღუჯა, მაგრად.
ყველაფერი, რაც კი მისთვის სირიო ფორელს ესწავლებინა,
ერთბაშად გაქრა. იმ თავსდამტყდარი ზაფრის წუთს არიას ერთა-
დერთი გაკვეთილიდან ახსოვდა: ის, ჯონის გაკვეთილი, სულ
პირველი. მახვილი ბოლოთი აძგერა, ქვემოდან ზემოთ შეურჭო
გააფთრებული, შლეგური ძალით. ნემსმა ბიჭის ტყავის კურტაკ-
ში გაატანა, მუცლის თეთრ ხორცში გაუარა და ბეჭებს შორის
ამოეჩარა. მან ფინალი გააგდო და წყნარი ხმა გამოსცა, რაღაც
საშუალო ოხვრასა და სუნთქვის შეკვრას შორის. ხელები მახ-
ვილს ჩასჭიდა.

802
– ო, ღმერთებო, – დაიკვნესა მან, მისმა შიდა ტუნიკამ გაწითლე-
ბა იწყო, – გამოაძვრე.
არიამ ნემსი რომ გამოაძრო, ბიჭი მოკვდა.
ცხენები ხმამაღლა გაჰყვიროდნენ. არია თავს დაადგა უსულო
სხეულს, გაშეშებული, სიკვდილთან პირისპირ შეყრით დამფრთხა-
ლი.
ბიჭს პირიდან სისხლი დასდინდა, კიდევ უფრო მეტი იღვრებოდა
მისი გაჭრილი მუცლიდან და სხეულის ქვეშ გუბდებოდა. ხელები
მახვილზე ჩაფრენისგან გასჭროდა. არიამ ნელა დაიხია უკან, ხელ-
ში წითლად შეღებილი ნემსი ეჭირა. აქედან უნდა გაეღწია, სადმე
შორს წასულიყო, სადმე უსაფრთხო ადგილას, მეჯინიბის ბრალმდე-
ბელი თვალებისგან მოშორებით.
ისევ სტაცა ხელი აღვირს და აღკაზმულობას და თავისი ფაშატის-
კენ გაიქცა, მაგრამ როდესაც უნაგირი ასწია და ცხენს ზურგზე და-
ადო, უეცარი ძრწოლით მიხვდა, რომ სასახლის კარიბჭე დაკეტილი
დახვდებოდა. ალბათ გვერდითა გასასვლელებთანაც კი მცველები
იდგებოდნენ. იქნებ მცველებს ვერ ეცნოთ. თუ ბიჭი ეგონებოდათ,
იქნებ გაეტარებინათ... არა, მათ ნაბრძანები ექნებოდათ, არავინ გა-
ეშვათ გარეთ, მნიშვნელობა არ ექნებოდა, იცნობდნენ თუ ვერა.
მაგრამ სასახლიდან სხვა გზითაც შეიძლებოდა გასვლა...
არიას უნაგირი თითებიდან დაუცურდა და მიწაზე დაეცა, ზღარ-
თანით და მტვრის აბუქებით.
შეძლებდა, ისევ ეპოვა ურჩხულებიანი ოთახი? დარწმუნებული
არ იყო, მაგრამ იცოდა, რომ უნდა ეცადა.
მან დაძებნა თავისი შეგროვებული ტანსაცმელი, მოსასხამში გა-
მოეხვია და ნემსი მისი ნაკეცების ქვეშ ჩამალა. დანარჩენი ნივთები
მრგვალად გამოკრა. მკლავქვეშ ამოდებული ფუთით თავლის ბო-
ლოსკენ დაიძრა. უკანა კარს რაზა ახსნა და შფოთვით გაიხედა გა-
რეთ. ესმოდა ხმლების შორეული ჩხარი და ეზოს გადაღმა ტკივი-

803
ლით აყვირებული კაცის სისხლისგამყინავი ხმობა. მოუწევდა,
ხვეულ კიბეზე დაშვებულიყო, პატარა სამზარეულოსთვის და სა-
ღორე ბაკებისთვის ჩაევლო, ბოლოს სწორედ ასე ქნა, იმ დღეს,
შავ კატას რომ დასდევდა... ოღონდ ეს გზა სწორედ ოქროსმო-
სასხამიანების ყაზარმებთან ჩაატარებდა. იქით ვერ წავიდოდა.
არია შეეცადა, სხვა გზა გამოენახა. თუკი სასახლის მეორე მხა-
რისკენ წავიდოდა, მერე შეეძლო, მდინარის კედელს გაჰყოლო-
და ძირში და პატარა საღვთო ტყე გაევლო... მაგრამ მანამდე ეზო
უნდა გადაეჭრა, კედელზე მდგომი მცველების თვალწინ. ამდენი
კაცი გალავანზე არასოდეს ენახა. უმეტესად ოქროსმოსასხამია-
ნები იყვნენ, შუბებით შეიარაღებულები. ზოგი არიას სახეზეც იც-
ნობდა. რას იზამდნენ, თუკი დაინახავდნენ, როგორ გადარბოდა
იგი ეზოს? იქიდან, ზემოდან, ძალიან პატარა გამოჩნდებოდა,
შეძლებდნენ ეცნოთ, ვინც იყო? ჩააგდებდნენ ყურადღების ღირ-
სად? ახლა კი უნდა წავიდეო, უთხრა თავის თავს, მაგრამ საქმე
საქმეზე რომ მიდგა, ვერ დაიძრა, ისე იყო შეშინებული. დამდგა-
რი წყალივით მშვიდი, ჩასჩურჩულა ყურში ჩუმმა ხმამ.
არიას მოულოდნელობისგან კინაღამ ფუთა გაუვარდა. გამა-
ლებით მიმოიხედა, მაგრამ თავლაში არავინ იყო მის, ცხენების
და მკვდარი კაცის გარდა.
ჩრდილივით უხმო, ჩაესმა წყნარად. მისი საკუთარი ხმა იყო?
თუ სირიოსი? არ იცოდა, მაგრამ ამ ხმამ შიში როგორღაც დაუწ-
ყნარა.
იგი თავლიდან გავიდა.
ამაზე უფრო ძრწოლის მომგვრელი რამ ჯერ არასოდეს ჩა-
ედინა.
სურდა, გაქცეულიყო და დამალულიყო, მაგრამ თავი აიძუ-
ლა, ნელა გადაევლო ეზო, ერთ ფეხს მეორის წინ ისე ადგამდა,
თითქოს დრო თავზესაყრელად ჰქონდა და მიზეზი არ გააჩნდა,
ვინმესი შინებოდა. ეგონა, მცველების მზერას გრძნობდა, მათი

804
თვალები თითქოს ხოჭოებივით დააცოცავდნენ ტანსაცმლის ქვეშ
შიშველ კანზე. არიას მაღლა არ აუხედავს: იცოდა, თუკი შენიშნავ-
და, მიცქერენო, მთელი სიმამაცე გამოეცლებოდა, ტანსაცმლის ფუ-
თას მოისვრიდა და პატარა ბავშვივით ტირილით მოკურცხლავდა,
მაშინ კი მართლაც დაიჭერდნენ.
თვალს მიწას არ აშორებდა. როდესაც ბოლოს და ბოლოს ეზოს
განაპირას მდგარი სამეფო სეპტის ჩრდილამდე მიაღწია, არია ცივ
ოფლში იყო გაღვრილი, მაგრამ განგაში და ყვირილი არავის აუტე-
ხავს.
სეპტი ღია იყო და ცარიელი. შიგნით, მის სურნელოვან მდუმარე-
ბაში, ორმოცდაათიოდე სავედრებელი სანთელი ენთო. არიამ იფიქ-
რა, ღმერთები ორ სანთელს არ მოისაკლისებენო. სახელოებში შე-
ილაგა და უკანა ფანჯრით გარეთ გავიდა. იმ ხეივანში მოხვედრა, სა-
დაც ცალყურა ტომი მიიმწყვდია, არ გასჭირვებია, მაგრამ მერე კვა-
ლი აებნა. ფანჯრებში ძვრებოდა, კედლებს ახტებოდა და ჩრდილი-
ვით უხმოდ, ხელისცეცებით გადიოდა ბნელ საკუჭნაოებს. ერთხელ
ქალის მოთქმა მოესმა. საათზე მეტი დასჭირდა, რომ მიეგნო დაბა-
ლი ვიწრო ფანჯრისთვის, იმ სარდაფში რომ ჩადიოდა, სადაც ურ-
ჩხულები იცდიდნენ.
მან ფუთა შიგნით შეაგდო და სანთლის ასანთებად უკან დაბრუნ-
და.
ეს სახიფათო იყო: ცეცხლი, რომელიც ენახა, ჩანავლულიყო, და,
ნაღვერდალს რომ უბერავდა, ხმები ჩაესმა. მოციმციმე სანთელს
თითები მოაფარა და ფანჯარაში გაძვრა სწორედ მაშინ, როდესაც
ისინი კარში შემოდიოდნენ – ისე, რომ არც კი მოუხედავს სანახა-
ვად, ვინ იყვნენ. ამჯერად ურჩხულებს არ შეუშინებიათ. ლამის ძველ
მეგობრებად ეჩვენნენ. არიამ სანთელი თავზემოთ ასწია. მის ყო-
ველ ნაბიჯზე კედელზე ჩრდილები იძვროდნენ, თითქოს ურჩხულები
ტრიალდებოდნენ და თვალს აყოლებდნენ.

805
– დრაკონები, – დაიჩურჩულა გოგონამ. მოსასხამის ქვეში-
დან ნემსი გამოაძვრინა. წვრილი ხმალი ძლიერ პატარა ეჩვენე-
ბოდა, დრაკონები – ძლიერ დიდები, მაგრამ არია თავს უკეთ
გრძნობდა, ხელში იარაღი რომ ეჭირა.
კარს მიღმა გაწოლილი გრძელი უფანჯრო დარბაზი სწორედ
ისეთი ბნელი იყო, როგორიც ახსოვდა. ნემსი მარცხენით ეჭირა,
თავისი საფარიკაო ხელით, სანთელი მარჯვენაში დაებღუჯა. თი-
თებზე ცხელი ცვილი ეღვენთებოდა. ჭაში ჩასასვლელი მარცხნივ
იყო, არიამ მარჯვნივ გაუხვია. მისი არსების ნაწილს სურდა, მო-
ეკურცხლა, მაგრამ სანთლის გაქრობის შიში ჰქონდა. ვირთხე-
ბის ჩუმი წრიპინი ჩაესმოდა და შუქის კიდეზე ციცქნა წყვილი
თვალის ელვარებას ასწრებდა მზერას, მაგრამ ვირთხები არ
აშინებდნენ. სხვა რამეებისგან განსხვავებით. აქ დამალვა ისეთი
იოლი საქმე იყო, თვითონაც ხომ დაემალა ჯადოქარს და წვერ-
გაყოფილ კაცს. ლამის იყო, დაენახა კედელთან მდგარი მეჯინი-
ბე, რომელსაც თითები კლანჭებივით მოემარჯვებინა, ნემსით
ღრმად დაჭრილი ხელებიდან ჯერაც სისხლი სდიოდა. იქნებ იდ-
გა და იცდიდა, როდის ჩაუვლიდა არია, ხელი რომ ეტაცა. მის
სანთელს შორიდანვე დაინახავდა... იქნებ ჯობდა, სინათლის გა-
რეშე გასულიყო იოლას...
შიში ხმალზე უფრო ღრმად ჭრის, წასჩურჩულა წყნარმა ხმამ
შიგნიდან. არიას უცებ ვინტერფელის სამარხები გაახსენდა.
იქაურობა ბევრად უფრო საშინელია, ვიდრე ესო, უთხრა თავს.
სულ პატარა იყო, როდესაც სამარხებში პირველად მოხვდა. მის-
მა ძმამ, რობმა ჩაიყვანა ის, სანსა და პატარა ბრანი, რომელიც
ალბათ მაშინ იმხელა იყო, რამხელაც ახლა – რიკონი. მხოლოდ
ერთი სანთელი ჰქონდათ, თან და ბრანს თვალები ლამბაქები-
ვით დაუმრგვალდა, ზამთრის მეფეების სახეებს, მათ ფეხებთან
მწოლ მგლებს და მუხლებზე დასვენებულ რკინის ხმლებს რომ
უცქერდა.

806
რობმა სამარხების ბოლომდე მიიყვანა ისინი, გასცდნენ პაპას,
ბრანდონსა და ლიანას, მათი საკუთარი აკლდამები რომ ეჩვენები-
ნა. სანსა სულ სანთლის პატარა ნამწვს შესცქეროდა, ეშინოდა, არ
დალეულიყო. ბებერ ნენს მისთვის ნათქვამი ჰქონდა, რომ აქ, დაბ-
ლა, ობობები და ძაღლისხელა ვირთხები ცხოვრობდნენ. რობმა გა-
იღიმა, სანსამ ეს რომ თქვა.
– ობობებზე და ვირთხებზე უარესი რამეებიც არსებობენ, – და-
იჩურჩულა, – აქ მკვდრები დაიარებიან, – ამის თქმა იყო და, ხმაც
ჩაესმათ: ჩუმი, დაბალი, ჟრუანტელის მომგვრელი. პატარა ბრანმა
არიას ხელზე ჩაავლო ხელი.
როდესაც ღია სამარიდან მკრთალ-თეთრმა, სისხლის წყურვი-
ლით აკვნესებულმა სულმა გადმოაბიჯა, სანსამ წივილით მოკურ-
ცხლა კიბისკენ, ატირებული ბრანი კი რობს ფეხზე მოებღაუჭა. არი-
ას ფეხიც არ მოუცვლია და სულს მუშტი ჩასცხო. იგი ფქვილში ამო-
განგლული ჯონი აღმოჩნდა.
– შე შტერო, ბავშვი შეაშინე! – უყვირა არიამ. მაგრამ ჯონი და
რობი სიცილით იგუდებოდნენ და ძალიან მალე ბრანს და არიასაც
სიცილი აუტყდათ.
ამ მოგონებამ არიას ღიმილი მოჰგვარა და ამის მერე სიბნელე
აღარც აფრთხობდა. მეჯინიბე მკვდარი იყო, თავად მოკლა იგი და,
თუ სიბნელიდან გამოუხტებოდა, ისევ მოკლავდა. არია შინ მიდი-
ოდა. ყველაფერი უკეთ იქნებოდა, როდესაც შინ აღმოჩნდებოდა,
ვინტერფელის რუხი გრანიტის გალავანს შეფარებული.
წინ მისივე ნაბიჯების რბილი გამოძახილი უძღოდა, არია სულ
უფრო ღრმად ეშვებოდა წყვდიადში.

807
სანსა

808
სანსას მესამე დღეს მიაკითხეს.
მან მუქი რუხი შალის უბრალო კაბა შეარჩია, მარტივი თარგის,
მაგრამ საყელოს გარშემო და სახელოებზე მდიდრულად მოქარგუ-
ლი.
ეჩვენებოდა, რომ სქელი და მოუქნელი თითები ჰქონდა, როდე-
საც მსახურების დახმარების გარეშე ეწვალებოდა ვერცხლის შესაკ-
რავებს. ჯეინი პულიც მასთან ერთად იყო ჩამწყვდეული, მაგრამ მას
ვერაფერში დაიხმარებდი. ტირილით სახე დასივებოდა და მამამი-
სის გამო მოთქმას არ ათავებდა.
– დარწმუნებული ვარ, მამაშენი კარგადაა, – უთხრა მას სანსამ,
როდესაც ბოლოს და ბოლოს მოახერხა, სწორად შეებნია კაბის ღი-
ლები, – დედოფალს ვთხოვ, მისი ნახვის ნება დაგრთოს, – ეგონა,
ამგვარი გულისხმიერებით ჯეინის გაამხნევებდა, მაგრამ გოგონამ
ერთი შეხედა წითელი, დასივებული თვალებით და უფრო გულამოს-
კვნით ატირდა.
სანსამაც კი იტირა. პირველ დღეს. მარგორის სიმაგრის მტკიცე
კედლების შიგნითაც კი, ჩარაზული კარის მიღმა, ძნელი იყო, არ
შეგშინებოდა, როდესაც ხოცვა-ჟლეტა დაიწყო. იგი ეზოში იარაღის
ჩხარუნის ხმაზე იყო გაზრდილი და მის ცხოვრებაში ალბათ ერთი
დღეც არ ყოფილა ისეთი, ხმლების გადაჯვარედინების ჟღრიალი
რომ არ გაეგონა, მაგრამ ცოდნა, რომ ეს ნამდვილი ბრძოლა იყო,
როგორღაც დიდ განსხვავებას ქმნიდა. ეს ხმა ისე ჩაესმოდა, რო-
გორც ადრე არასდროს სმენია, და მას სხვა ჩქამებიც ერთვოდა: ტკი-
ვილის ხვნეშა, ჯავრიანი გინება, საშველად ხმობა და დაჭრილი და
მომაკვდავი მებრძოლების გმინვა. სიმღერებში რაინდები არც კვნე-
სოდნენ და არც შეწყალებას ითხოვდნენ.
ჰოდა, ისიც მოთქვამდა, დაკეტილი კარს მიღმიდან ივედრებო-
და, ეთქვათ მისთვის, თუ რა ხდებოდა; უხმობდა მამას, სეპტა მორ-
დეინს, მეფეს, თავის ჩაუქ პრინცს. თუკი მის მცველებს ესმოდათ კი-

809
დევაც მისი ვედრება, პასუხი არ გაუციათ. კარი მხოლოდ გვიან
ღამით გაიღო და ოთახში დალილავებული და აცახცახებული ჯე-
ინი პული შემოაგდეს.
„ყველას ხოცავენ!“ უკივლა მოურავის გოგომ. კიოდა და კი-
ოდა, აღარ ჩერდებოდა. ქოფაკმა ჩემი კარი საომარი უროთი და-
ლეწაო, თქვა. მარჯვენის კოშკის კიბეებზე გვამები ეყარა და სა-
ფეხურები სისხლით იყო გაწებილიო. სანსას ცრემლი შეაშრა,
რაკი მეგობრის დაწყნარებას ლამობდა. ერთ საწოლში დაიძი-
ნეს, დებივით ჩახუტებულებმა.
მეორე დღე კიდევ უარესი დადგა. ოთახი, რომელშიც სანსა
ჩაამწყვდიეს, მეაგორის სიმაგრის უმაღლესი კოშკის წვერში
იყო. ფანჯრიდან იგი ხედავდა, რომ კარიბჭის მძიმე ცხაური ჩა-
მოეშვათ და მაღლა აეზიდათ ასაწევი ხიდი იმ ფართო მშრალ
თხრილზე, გარსშემომდგარი სასახლიდან რომ აცალკევებდა
ციხეში-მდგარ-ციხეს. გალავნების ქონგურებს ლანისტერების
მცველები ეფარებოდნენ, ხელთ შუბები და არბალეტები ეჭირათ.
ბრძოლა დასრულებულიყო და წითელ ციხეს სამარისებური
მდუმარება აწვა. ამქვეყნად მხოლოდ ჯეინი პულის დაუსრულე-
ბელი ქვითინი და სლუკუნი ისმოდა.
საჭმელი მოუტანეს: საუზმედ ხმელი ყველი, ახლად გამომ-
ცხვარი პური და რძე, სადილად – შემწვარი წინწილა და ბოსტნე-
ული, ვახშმად კი – მოთუშული ხორცისა და ქერის კერძი, მაგრამ
მსახურები სანსას შეკითხვებს არ პასუხობდნენ. იმ საღამოს უც-
ხო ქალებმა მარჯვენის კოშკიდან ტანსაცმელი მოუტანეს, ჯეინის
რაღაც ნივთებიც შემოიტანეს, მაგრამ ისინი ლამის ჯეინივით შე-
შინებულები ჩანდნენ და, როდესაც სანსამ მათთან გამოლაპა-
რაკება სცადა, როგორც ჭირიანს, ისე გაექცნენ. კართან მდგარი
მცველები ჯერაც არ უშვებდნენ ოთახიდან.
– გთხოვთ, მე ისევ უნდა დაველაპარაკო დედოფალს, – უთ-
ხრა მათ სანსამ, როგორც ეუბნებოდა ყველას, ვისაც კი იმ დღეს

810
შეხვდა, – იგი ისურვებს ჩემთან საუბარს, ვიცი, რომ ისურვებს.
გთხოვთ, უთხარით, რომ მისი ნახვა მინდა. თუ დედოფალს არა,
მაშინ პრინც ჯოფრის მაინც უთხარით, გეთაყვა. ჩვენ უნდა დავ-
ქორწინდეთ, რომ გავიზრდებით.
მეორე დღეს, მზის ჩასვლისას, დიდი ზარი აგუგუნდა. დაბალი,
მჟღერი ხმა ჰქონდა და მისმა ხანგრძლივმა, ნელმა რეკვამ სანსას
გული ძრწოლით აუვსო. რეკვა გრძელდებოდა, გრძელდებოდა და
ცოტა ხნის შემდეგ ჩაესმათ, როგორ გამოეპასუხა რეკვას ვისენიას
ბორცვზე მდგარი ბაელორის დიდი სეპტის ზარები. ხმა მოახლოებუ-
ლი ქარიშხლის მაუწყებელი მეხივით გრგვინავდა ქალაქის თავზე.
– ეს რაღაა? – იკითხა ჯეიმიმ და ყურებზე ხელები აიფარა, – რა-
ტომ რეკავენ ზარებს?
– მეფე მოკვდა, – სანსა ვერ იტყოდა, საიდან იცოდა, მაგრამ
იცოდა. მათი ოთახი ნელმა, დაუსრულებელმა ჟღრიალმა აავსო,
გლოვის ზარივით მწუხარემ. სასახლეს მტერი დაესხა და მეფე რო-
ბერტი მოკლეს? იმ ბრძოლის ხმები იყო, რომ ჩაესმოდათ?
ცნობისწადილით შეპყრობილს, მშფოთვარეს და დამფრთხალს
ჩაეძინა. ახლა მეფე მისი მშვენიერი ჯოფრი იყო? თუ ისიც მოკლეს?
შიშობდა მის გამო, მამის გამო. ნეტავ კი ეთქვათ, რა ხდებოდა...
იმ ღამით სანსას ტახტზე მჯდარი ჯოფრი ესიზმრა, თავადაც გვერ-
დით ეჯდა, ოქროვანი ფარჩა ემოსა. თავზე გვირგვინი ედგა და ყვე-
ლა, ვისაც კი ოდესმე შეხვედროდა, მის წინაშე მოსულიყო მუხლის
მოსაყრელად და ქების შესასხმელად.
მომდევნო დილას, მესამე დღის გათენებისას, მეფის ქეშიკი სერ
ბოროს ბლაუნტი მოვიდა, დედოფალთან რომ წაეყვანა.
სერ ბოროსი ფართომკერდიანი და ფეხებმოგრეხილი უშნო კაცი
იყო. მიბრტყელებული ცხვირი და ჩამოკიდებული ლოყები ჰქონდა,
თავს ჭაღარა, თხელი თმა უფარავდა. დღეს თეთრი ხავერდი ეცვა და
ქათქათა მოსასხამი ლომის ბროშით შეებნია.

811
მხეცს ოქროს რბილი ბრწყინვალება გადაჰკრავდა, თვალე-
ბად კი ციცქნა ლალები ესვა.
– ამ დილით ძალიან წარმოსადეგი და ბრწყინვალე ხართ,
სერ ბოროს, – უთხრა სანსამ. ლედის თავაზიანობა არასოდეს
ავიწყდება, მას კი გადაწყვეტილი ჰქონდა, რადაც არ უნდა დას-
ჯდომოდა, ლედი ყოფილიყო.
– შენც, მილედი, – მშრალად მიუგო სერ ბოროსმა, – მისი
მოწყალება დედოფალი გელის. წამომყევი.
კართან მცველები იდგნენ, ლანისტერების მეომრები ალის-
ფერი მოსასხამებითა და ლომიანი მუზარადებით. სანსამ თავს
ძალა დაატანა, გვერდით რომ ჩაუარა, კეთილად გაუღიმა მათ
და დილა მშვიდობისა უსურვა.
მას შემდეგ, რაც ორი დილით ადრე სერ ერის ოუკჰარტმა ამ
ოთახში შემოიყვანა, სანსა ახლა პირველად გაუშვეს გარეთ.
– უსაფრთხოდ რომ იყო, საყვარელო, – უთხრა მას დედო-
ფალმა სერსეიმ, – ჯოფრი არასოდეს მაპატიებს, მის საცოლეს
რამე რომ დაემართოს.
სანსა მოელოდა, რომ სერ ბოროსი სამეფო ბინებისკენ გაუძ-
ღვებოდა, მაგრამ მან მეაგორის სიმაგრიდან გარეთ გაიყვანა.
ხიდი ისევ ჩამოეწიათ. მუშები ვიღაც კაცს თოკებით უშვებდნენ
მშრალი თხრილის სიღრმეში. სანსამ რომ გადაიხედა, მის
ფსკერზე დასობილ ვეება შუბებზე ჩამოცმული გვამი შენიშნა.
სასწრაფოდ მოაშორა მზერა – შეეშინდა, ეკითხა, შეეშინდა,
დაჰკვირვებოდა, შეეშინდა, რომ შესაძლოა, ვინმე ნაცნობი აღ-
მოჩენილიყო.
დედოფალი სერსეი მათ საბჭოს პალატებში დახვდათ, ქა-
ღალდებით, სანთლებით და ბეჭდის ცვილის ნაჭრებით დახუნ-
ძლული გრძელი მაგიდის თავში იჯდა. ოთახი სანსას მიერ ნანახ

812
არც ერთ ოთახს არ ჩამოუვარდებოდა ბრწყინვალებით. იგი გაოცე-
ბით უმზერდა მოჩუქურთმებულ ხის თეჯირს და კარის გვერდით
მჯდარ წყვილ სფინქსს.
– თქვენო მოწყალებავ, – წარმოთქვა სერ ბოროსმა, როდესაც
მათ ოთახის კარი შეუღო მეფის სხვა ქეშიკმა, უცნაურად მკვდარსა-
ხიანმა სერ მანდორმა, – მოვიყვანე გოგონა.
სანსას იმედი ჰქონდა, რომ დედოფალთან ჯოფრისაც ნახავდა.
მისი პრინცი აქ არ იყო, სამაგიეროდ, მეფის სამი მრჩეველი დახ-
ვდა. ლორდი პეტირ ბეილიში დედოფლის ხელმარცხნივ იჯდა,
გრანდ-მაისტერი პაიცელი – მაგიდის ბოლოში, ყვავილოვანი სურ-
ნელების მფრქვევი ლორდი ვარისი კი მათ თავს დასდგომოდათ.
ყველას შავი ეცვა – ძრწოლით შენიშნა სანსამ. სამგლოვიარო სა-
მოსი...
დედოფალს მაღალყელიანი შავი აბრეშუმის კაბა ემოსა, ყელსა
და მკერდზე ასობით მუქი წითელი ლალი ჰქონდა ჩაკერებული. პა-
ტიოსანი თვლები ცრემლის სახედ იყო მოყვანილი, თითქოსდა დე-
დოფალი სისხლის ცრემლებს ღვრიდა. სერსეიმ მისი დანახვისას
გაიღიმა და სანსამ იფიქრა, უფრო ალერსიანი და სევდიანი ღიმილი
არასდროს მინახავსო.
– სანსა, ძვირფასო ბავშვო, – თქვა დედოფალმა, – ვიცი, რომ
ჩემს ნახვას ითხოვდი. ვწუხვარ, რომ უფრო ადრე ვერ მოვახერხე,
ჩემთან მომეყვანე. ყველაფერი ძლიერ აირია და წუთითაც არ მქო-
ნია მოცლა. მჯერა, ჩემი მსახურები შენზე სათანადოდ ზრუნავ-
დნენ...
– ყველაფერი მოსაწონი და საამო იყო, თქვენო მოწყალებავ,
დიდი მადლობა, რომ მკითხეთ, – ზრდილად მიუგო სანსამ, – ოღო-
ნდ, იცით, ჩვენ არავინ დაგველაპარაკა და არ გვითხრა, რა მოხდა.
– ჩვენ? – ვერ მიხვდა სერსეი.
– მოურავის გოგოც მასთან შევიყვანეთ, – თქვა სერ ბოროსმა, –
ვერ მივხვდით, სხვაგან სად წაგვეყვანა.

813
დედოფალმა წარბი შეკრა.
– სხვა დროს იკითხავთ, – თქვა მკაცრად, – ღმერთებმა
იციან, რა ზღაპრებით გამოუვსო სანსას თავი.
– ჯეინი შეშინებულია, – უთხრა სანსამ, – ტირილს არ წყვეტს.
დავპირდი, რომ ვიკითხავდი, მამამისის ნახვა თუ შეუძლია.
მოხუცმა გრანდ-მაისტერმა პაიცელმა მზერა დახარა.
– მამამისი კარგადაა, ჰო? – იკითხა შეშფოთებულმა სანსამ.
მან იცოდა, რომ ბრძოლა იყო, მაგრამ მოურავს ხომ ნამდვილად
არავინ არაფერს დაუშავებდა. ვაიონ პული ხმალსაც კი არ ატა-
რებდა.
დედოფალმა სერსეიმ რიგრიგობით გადახედა საბჭოს ყო-
ველ წევრს.
– არაფრად მინდა, სანსა ტყუილუბრალოდ ავაღელვოთ. რა
ვუყოთ მის პატარა მეგობარს, მილორდებო?
ლორდი პეტირი წინ წამოიხარა.
– მე გამოვუნახავ ადგილს.
– ოღონდ არა ქალაქში, – უთხრა დედოფალმა.
– სულელი ხომ არ გგონივართ?
დედოფალს ამ სიტყვებისთვის ყურადღება არ მიუქცევია.
– სერ ბოროს, ის გოგონა ლორდ პეტირის ბინაზე გადაიყვა-
ნეთ და მის მსახურებს უთხარით, იქ ჰყავდეს, სანამ ლორდი მი-
აკითხავდეს. გოგონას უთხარით, რომ ნეკა მამის სანახავად წა-
იყვანს, ამან უნდა დაამშვიდოს. მინდა, სანსა ოთახში რომ დაბ-
რუნდება, ჯეინი იქ აღარ დახვდეს.
– როგორც მიბრძანებ, თქვენო მოწყალებავ, – მიუგო სერ
ბოროსმა. მდაბლად დაუკრა თავი, ქუსლებზე შეტრიალდა და გა-
ვიდა, ფრიალით გაიყოლა გრძელი თეთრი მოსასხამი.
სანსა შემცბარი იყო.
– არ მესმის, – თქვა მან, – სად არის ჯეინის მამა? რატომ არ
შეიძლება, სერ ბოროსმა წაიყვანოს მასთან, იმის ნაცვლად, რომ

814
ეს ლორდმა პეტირმა ქნას? – იგი თავის თავს დაჰპირდა, რომ ლე-
დივით მოიქცეოდა, დედოფალივით აუღელვებელი და თავისი დე-
დასავით, ლედი კეტლინივით ძლიერი იქნებოდა, მაგრამ ერთბაშად
ისევ შიშმა შეიპყრო. წუთით ეგონა, ახლა ტირილი წამსკდებაო, –
სად გზავნით?
ცუდი არაფერი ჩაუდენია, ის კარგი გოგოა!
– მან დაგამწუხრა და აგაღელვა, – ალერსით მიუგო დედოფალ-
მა და კვლავ გაუღიმა სანსას, მაგრამ ამით ვერ დაამშვიდა. ვარისი
თავის რბილ ხელებს იფშვნეტდა, გრანდ-მაისტერი პაიცელი ნამძი-
ნარევ თვალებს მის წინ დაწყობილ ქაღალდებს არ აცილებდა, მაგ-
რამ სანსა გრძნობდა, როგორ მისჩერებოდა ნეკა. ამ ტანდაბალი კა-
ცის მზერა – სანსას თავს შიშვლად აგრძნობინებდა. კანზე დაბურ-
ძგლა.
– საყვარელი სანსა, – უთხრა დედოფალმა და რბილი ხელი მა-
ჯაზე დაადო, – რა მშვენიერი ბავშვია. იმედი მაქვს, იცი, მე და ჯოფ-
რის როგორ გვიყვარხარ.
– მართლა?“– ჰკითხა სუნთქვაშეკრულმა სანსამ. ნეკა სულ გა-
დაავიწყდა. მის პრინცს უყვარდა იგი. სხვა არაფერს მნიშვნელობა
აღარ ჰქონდა.
დედოფალმა გაუღიმა.
– შენ ლამის საკუთარ ასულად მიმაჩნიხარ. და ვიცი, გულით
ჯოფრის სიყვარულს ატარებ, – დაღლილმა გაიქნია თავი, – ვშიშობ,
სამწუხარო ამბები გვაქვს შენს ლორდ მამაზე. სიმამაცე გმართებს,
ბავშვო. მისმა წყნარმა სიტყვებმა სანსას ჟრჟოლა მოჰგვარა.
– რა მოხდა?
– მამაშენი მოღალატეა, ძვირფასო, – უთხრა ლორდმა ვარისმა.
გრანდ-მაისტერმა პაიცელმა თავისი ხნიერი თავი ასწია.
– – საკუთარი ყურით გავიგონე, როგორ შეჰფიცა ლორდმა
ედარდმა ჩვენს საყვარელ მეფე რობერტს, რომ ჭაბუკ პრინცებს სა-
კუთარი ძეებივით დაიფარავდა. არადა, როგორც კი მეფე მოკვდა,

815
მცირე საბჭო შეკრიბა, რათა პრინც ჯოფრისთვის მისი კუთვნილი
ტახტი მოეტაცა.
– არა! – აღმოხდა სანსას, – ის ამას არ ჩაიდენდა. არ ჩაიდენ-
და! დედოფალმა წერილი აიღო. ქაღალდი გაგლეჯილი იყო და
ზედ შემხმარ სისხლს გაეხევებინა, მაგრამ გატეხილი ბეჭედი
ნამდვილად მის მამას ეკუთვნოდა, მკრთალ ცვილზე მგელსაზა-
რა იყო აღბეჭდილი, – ჩვენ ეს წერილი თქვენი სახლობის
მცველთა კაპიტანს ვუპოვეთ, სანსა. ჩემი განსვენებული ქმრის
ძმისთვის, სტანისისთვისაა მიწერილი და მოუწოდებს, ჩამოვი-
დეს და გვირგვინი მიიღოს.
– გემუდარებით, თქვენო მოწყალებავ, ეს შეცდომაა, – უე-
ცარმა ძრწოლამ მიასუსტა, გააბრუა, – გევედრებით, მოაყვანი-
ნეთ მამაჩემი, იგი გეტყვით, იგი არასოდეს დაწერდა ასეთ წე-
რილს, მეფე მისი მეგობარი იყო – რობერტს ასე მიაჩნდა, – უთ-
ხრა დედოფალმა, – ეს ღალატი გულს გაუგმირავდა. ღმერთები
მოწყალენი არიან, ამის ნახვას ვერ მოესწრო, – ქალმა ამოიოხ-
რა, – სანსა, საყვარელო, უნდა გაიგო, ამან რა საშინელ დღეში
ჩაგვყარა. შენ უცოდველი ხარ და ავი არაფერი ჩაგიდენია, მაგ-
რამ მაინც მოღალატის ასული გქვია. როგორ შემიძლია დავუშ-
ვა, რომ ჩემს ვაჟზე იქორწინო?
– მაგრამ მე ხომ მიყვარს იგი, – ატირდა შემცბარი და შეში-
ნებული სანსა. რას უპირებდნენ მას? რა უქნეს მის მამას? ყველა-
ფერი ასე როდი უნდა მომხდარიყო! იგი ჯოფრის უნდა გაჰყოლო-
და ცოლად, ისინი დანიშნულები იყვნენ, პრინცი მისთვის ქმრად
იყო შეპირებული, ამაზე სიზმარიც კი ნახა! უსამართლობა იყო
მისთვის პრინცის წართმევა, რაც არ უნდა ჩაედინა მამამისს, მა-
ინც.
– ეს ძალიან კარგად ვიცი, ბავშვო, – უთხრა დედოფალმა კე-
თილი, საამო ხმით, – სიყვარული რომ არა, რად მოხვიდოდი

816
ჩემთან და მიამბობდი, მამაშენი აქედან გამგზავრებას რომ გიპი-
რებდათ?
– სიყვარულის გამო მოვედი, – სასწრაფოდ წარმოთქვა სანსამ,
– მამა გამომშვიდობების უფლებასაც კი არ მაძლევდა, – იგი კარგი
გოგონა იყო, დამჯერი გოგონა, მაგრამ იმ დილით თავს არიასავით
უწესოდ გრძნობდა, სეპტა მორდეინს რომ გაეპარა, ლორდ-მამას
რომ ეურჩა. ადრე ასეთი თავნებური არაფერი ჩაედინა და არც მაშინ
ჩაიდენდა, ასე ძალიან რომ არ ჰყვარებოდა ჯოფრი, – აპირებდა,
უკან, ვინტერფელში წავეყვანე და ვინმე ზღუდის რაინდისთვის მი-
ვეთხოვებინე, თუმცა მე ჯოფი მინდოდა. ვუთხარი, მაგრამ ყური არ
დამიგდო. ბოლო იმედად მეფეღა რჩებოდა. მეფეს შეეძლო, მამის-
თვის ებრძანებინა, დაეტოვებინა სანსა მეფის საბიჯელში და პრინც
ჯოფრისთვის გაეყოლებინა ცოლად, სანსამ იცოდა, რომ მეფეს ეს
შეეძლო, მაგრამ მეფე ყოველთვის შიშს ჰგვრიდა. როხროხა იყო,
ხმამაღალი და ნახევარჯერ მთვრალი, და იქნებ გოგონა უბრალოდ
უკან, ლორდ ედარდთან გაეგზავნა, თუკი საერთოდ დართავდნენ
მისი ნახვის ნებას. ამიტომ მეფის მაგივრად დედოფალთან წავიდა
და გული გადაუშალა, სერსეიმაც ყური დაუგდო და ალერსიანად
მადლობა გადაუხადა... ოღონდ ამის მერე სერ ერისმა იგი მეაგო-
რის სიმაგრის კოშკის ოთახში აიყვანა და მცველები დაუყენა,
ორიოდე საათში კი გარეთ ბრძოლები დაიწყო.
– გევედრებით, – დაასრულა მან, – უნდა დამრთოთ ნება, პრინც
ჯოფრის გავყვე. მე მისთვის ისეთი კარგი ცოლი ვიქნები, აი, ნახავთ.
სწორედ თქვენნაირი დედოფალი ვიქნები, გპირდებით!
დედოფალმა სერსეიმ დანარჩენებს გადახედა.
– მრჩეველო მილორდებო, რას იტყვით მის თხოვნაზე?
– საბრალო ბავშვი, – ჩაიბუტბუტა ვარისმა, – ასეთ გულწრფელ
და უცოდველ სიყვარულს ატარებს, თქვენო მოწყალებავ. სისასტიკე
იქნებოდა მისი უარყოფა... მაგრამ რა შეგვიძლია ვქნათ? მამამისი
ბრალდებულია, – რბილ ხელებს უნუგეშო სევდით იფშვნეტდა.

817
– მოღალატის თესლით გაჩენილი ბავშვი ერთ დღესაც მიხ-
ვდება, რომ მისთვის ღალატი ბუნებრივი რამაა, – თქვა გრანდ-
მაისტერმა პაიცელმა, – ახლა კი უზომოდ მომხიბვლელია, მაგ-
რამ ათ წელიწადში ვინ იცის, რას იორგულებს?
– არა, – თქვა შეძრწუნებულმა სანსამ, – მე არ... არასოდეს...
მე არასოდეს ვუღალატებ ჯოფრის, მე იგი მიყვარს, გეფიცებით,
მართლა. – რა გულშიჩამწვდომია, – თქვა ვარისმა, – მაგრამ
ჭეშმარიტად ამბობენ, სისხლი ფიცზე მძლავრად დისო.
– იგი მე დედას მაგონებს, და არა მამას, – წყნარად წარმოთ-
ქვა ლორდმა პეტირ ბეილიშმა, – შეხედეთ. თმა, თვალები. ზედ-
გამოჭრილი კეტლინია მის ასაკში.
დედოფალმა სანსას ყოყმანით შეხედა, მაგრამ გოგონა მის
ნათელ მწვანე თვალებში სიკეთეს ხედავდა.
– ბავშვო, რომ შემეძლოს, მართლაც ვირწმუნო, მამაშენის
მსგავსი რომ არ ხარ, მაშინ... შენი და ჩემი ჯოფრის ქორწილივით
არაფერი გამახარებდა. ვიცი, რომ მასაც მთელი გულით უყვარ-
ხარ, – დედოფალმა ამოიოხრა, – და მაინც, ვფიქრობ, ლორდი
ვარისი და გრანდმაისტერი მართალს ამბობენ. სისხლი თავისას
იტყვის. იმის გახსენებაც კმარა, როგორ მიუქსია შენმა დამ ჩემს
ვაჟს თავისი მგე ლი.
– მე არიასნაირი არ ვარ, – ცხარედ ამოთქვა სანსამ, – მას
აქვს მოღალატის სისხლი, მე კი არა. მე კარგი ვარ, ჰკითხეთ სეპ-
ტა მორდეინს, ის გეტყვით, მე მხოლოდ ის მინდა, ჯოფრის ერ-
თგული და მოყვარული ცოლი ვიყო.
სერსეი სახეზე დააკვირდა, სანსა მისი მზერის სიმძიმეს
გრძნობდა, – მჯერა, რომ გულწრფელი ხარ, ბავშვო, – იგი
სხვებს მიუბრუნდა, – მილორდებო, მგონია, თუკი მისი დანარჩე-
ნი ოჯახი ამ საზარელ ჟამს ჩვენი ერთგული დარჩება, ეს დიდად
შეუწყობს ხელს ჩვენი შიშების გაქარვებას.

818
გრანდ-მაისტერმა პაიცელმა დიდი ფაფუკი წვერი ჩამოივარ-
ცხნა, ფართო შუბლი ფიქრმა დაუღარა.
– ლორდ ედარდს სამი ვაჟი ჰყავს.
– პატარა ბიჭები არიან, მეტი არაფერი, – მხრები აიჩეჩა ლორ-
დმა პეტირმა, – მე ლედი კეტლინი და ტალები უფრო მაფიქრებს.

დედოფალმა სანსას ხელი თავის პეშვში მოიქცია.


– ბავშვო, წერა იცი?
სანსამ აღელვებით დაუქნია თავი. კითხვა და წერა თავის ყველა
ძმაზე უკეთ გამოსდიოდა, თუმცა ანგარიში საერთოდ არ ეხერხებო-
და. – ეს ძალიან კარგია. იქნებ ჯერ კიდევ იყოს რამე საიმედო შენ-
თვის და ჯოფრისთვის...
– რა გსურთ, რომ ვქნა?
– დედაშენს უნდა მისწერო, აგრეთვე – შენს ძმას, უფროსი რო-
მელიცაა... რა ჰქვია?
– რობი, – მიუგო სანსამ.
– თქვენი ლორდი-მამის ღალატის ამბავი უეჭველია, მალევე მი-
აღწევს მათ ყურს. აჯობებს, შენგან თუ გაიგებენ. შენ უნდა უამბო
მათ, ლორდმა ედარდმა როგორ უღალატა თავის მეფეს.
სანსას უსაშველოდ სურდა ჯოფრი, მაგრამ ფიქრობდა, სიმამაცე
არ ეყოფოდა იმის გასაკეთებლად, რასაც დედოფალი სთხოვდა.
– მაგრამ იგი არასოდეს... მე არ... თქვენო მოწყალებავ, არ ვიცი,
რა ვთქვა...
დედოფალმა ხელზე ხელი მოუთათუნა.
– ჩვენ გეტყვით, რა დაწერო, ბავშვო. მთავარია, ლედი კეტლინი
და შენი ძმა დააჯერო, მეფის სიმშვიდეს მოუფრთხილდნენ.
– მათთვისვე მძიმე იქნება, ასე თუ არ მოიქცევიან, – თქვა მაის-
ტერმა პაიცელმა, – იმ სიყვარულის სახელით, რომელსაც მათ მი-
მართ გრძნობ, უნდა დააჯერო, სიბრძნის ბილიკს მისდიონ.

819
– უეჭველია, შენი დედა-ქალბატონი ძლიერ იღელვებს შენ
გამო, – უთხრა დედოფალმა, – უნდა შეატყობინო, რომ კარგად
ხარ და ჩვენ ვზრუნავთ შენზე, რომ კეთილად გეპყრობით და შენს
ყოველ საჭიროებას ვითვალისწინებთ. დაარწმუნე, მეფის საბი-
ჯელში ჩამოვიდნენ და ჯოფრის ერთგულება შეჰფიცონ, როდე-
საც იგი ტახტზე ავა. თუკი ასე მოიქცევიან... მაშინ დავრწმუნდე-
ბით, რომ შენს სისხლში ხინჯი არაა და, როდესაც შენი ქალობა
გაიფურჩქნება, მეფეზე იქორწინებ ბაელორის დიდ სეპტში,
ღმერთთა და კაცთა წინაშე.
– მეფეზე იქორწინებ... – ამ სიტყვებმა სანსას სუნთქვა აუჩქა-
რა, მაგრამ მაინც ყოყმანობდა.
– იქნებ... მამა რომ მენახა, მას დავლაპარაკებოდი...
– ღალატზე? – სიტყვა გადაუკრა ლორდმა ვარისმა.
– იმედს მიცრუებ, სანსა, – უთხრა დედოფალმა, მისი თვალე-
ბი ახლა ქვებს ჰგავდა, – ხომ გიამბეთ მამაშენის დანაშაულებზე?
თუკი მართლაც ისეთი ერთგული ხარ, როგორც ამბობ, რად უნ-
და გინდოდეს მისი ნახვა?
– მე... მე მხოლოდ იმის თქმა მსურდა... – სანსამ იგრძნო,
როგორ მოუწყლიანდა თვალები, – ხომ არ... გევედრებით, მას
ხომ არ... დაუშავდა რამე, ან... ან...
– ლორდ ედარდს არაფერი დაშავებია, – უთხრა დედოფალ-
მა.
– მაგრამ... რა ელის?
– ეს მეფის გადასაწყვეტია, – მძიმედ წარმოთქვა გრანდ-მა-
ისტერმა პაიცელმა.
მეფის! სანსას ცრემლები შეაშრა. ახლა ჯოფრია მეფეო, გა-
იფიქრა. მისი ქველი პრინცი არასოდეს არაფერს დაუშავებდა
მამამისს, სულერთია, რაც უნდა ჩაედინა. თუკი პრინცთან წავი-
დოდა და მამის შეწყალებას შეევედრებოდა, დარწმუნებული

820
იყო, იგი თხოვნას ყურად იღებდა. უნდა ეგდო ყური, მას სანსა უყ-
ვარდა, დედოფალმაც კი ასე თქვა. ჯოფი იძულებული იქნებოდა,
დაესაჯა მამამისი, მის ლორდებს მეფისგან ამის მოლოდინი ექ-
ნებოდათ, მაგრამ იქნებ ისე ექნა, რომ უკან, ვინტერფელში გაეგ-
ზავნა, ან ვიწრო ზღვის მიღმა რომელიმე თავისუფალ ქალაქში
გაეძევებინა. ეს მხოლოდ რამდენიმე წელიწადს გაგრძელდებოდა.
მერე სანსა და ჯოფრი დაქორწინდებოდნენ.
დედოფალი რომ გახდებოდა, ჯოფს დააჯერებდა, მამა უკან და-
ებრუნებინა და მისთვის შეწყალება ეძღვნა.
ოღონდ... თუკი დედა ან რობი რამე მოღალატურს ჩაიდენდნენ,
ბაირაღებს მოუწოდებდნენ ან ერთგულების ფიცის მიცემას იუარებ-
დნენ, ყველაფერი ცუდად დამთავრდებოდა. მისი ჯოფრი კარგი და
კეთილი იყო, მთელი გულით იცოდა, მაგრამ მეფეს ევალებოდა, მე-
ამბოხეებს მკაცრად მოჰპყრობოდა. უნდა გაეგებინებინა მათთვის
ყველაფერი, უნდა!
– მე... მე დავწერ წერილებს, – უთხრა მათ სანსამ.
სერსეიმ მზის ამოსვლასავით თბილად გაუღიმა, დაიხარა და ნა-
ზად აკოცა ლოყაზე.
– ვიცოდი, რომ ასე იზამდი. ჯოფრი ისე იამაყებს, როდესაც ვეტ-
ყვი, დღეს აქ რა სიმამაცე და კეთილგონიერება გამოავლინე.
ბოლოს და ბოლოს მან ოთხი წერილი დაწერა. მისწერა დედას,
ლედი კეტლინ სტარკს, ძმებს ვინტერფელში, აგრეთვე – თავის დე-
იდას და პაპას, საარწივეს ქალბატონს, ლიზა ერინს და რივერანელ
ლორდ ჰოსტერ ტალის. წერას რომ მორჩა, თითები გაშეშებული და
მელნით დათხვრილი ჰქონდა. მამამისის ბეჭედს ვარისი ინახავდა.
გოგონამ მკრთალი თეთრი ცვილი სანთლის ალზე გაათბო, ფრთხი-
ლად დაასხა ქაღალდს და უცქერდა, როგორ დაბეჭდა საჭურისმა
თითოეული წერილი სტარკების გვარის მგელსაზარათი.

821
როდესაც სერ მანდონ მურმა სანსა მეაგორის სიმაგრის კოშ-
კის ოთახში დააბრუნა, იქ ჯეინი პული და მისი ნივთები აღარ
დახვედრია. მეტს აღარავინ იტირებსო, შვებით გაიფიქრა მან.
მაგრამ ჯეინის გარეშე რაღაც უფრო ციოდა, მას მერეც კი, ცეც-
ხლი რომ დაანთო. სანსამ სკამი ბუხართან მიდგა, აიღო ერთ-ერ-
თი თავისი საყვარელი წიგნი და ჩაიკარგა ფლორიანისა და ჯონ-
ქვილის, ლედი შელასა და ცისარტყელას რაინდის მიჯნურობის
ამბებში, ქველი პრინცი ეიმონის და მისი დედოფლის საბედისწე-
რო სიყვარულის სამყაროში.
გვიანი ღამე იდგა, სანსა უკვე ძილს მიჰქონდა, როდესაც მიხ-
ვდა, რომ დაავიწყდა, დის შესახებ ეკითხა.

822
ჯონი

823
– ოთორი, – გამოაცხადა სერ ჯარემი რიკერმა, – უეჭველია. ეს
მეორე კი ჯაფერ ფლაუერზი იყო, – მან გვამი ჩექმის ჭვინტით
გადმოაბრუნა და მკვდარი გაფითრებული სახე ღრუბლებგადაკ-
რულ ცას შეაჩერდა ლურჯი, ლურჯი თვალებით, – ესენი ბენ
სტარკის ხალხია, ორივე.
ბიძაჩემის ხალხი, დუნედ გაიფიქრა ჯონმა. გაახსენდა, რო-
გორ ევედრებოდა თან წაყოლას. ღმერთებო, რა ჭყინტი ვიყავი.
რომ წავეყვანე, აქ იქნებ მე ვწოლილიყავი...
ჯაფერს მარჯვენა მაჯა წაწყვეტილი ჰქონდა, ლანდის ეშვებით
გაგლეჯილი ხორცი და დამსხვრეული ძვალი ერთმანეთში იყო
აზელილი. მისი მარჯვენა მტევანი უკვე ძმრიან ქილაში იდო მა-
ისტერ ეიმონის კოშკში. მარცხენა ხელი მკლავზე ება და მისი მო-
სასხამივით შავი ფერი ედო.
– შეგვიწყალონ ღმერთებმა, – ჩაიბუტბუტა ბებერმა დათვმა.
ცხენიდან ჩამოხდა და აღვირი ჯონს გადასცა. არაბუნებრივად
თბილი დილა იდგა. ლორდ-მეთაურს ფართო შუბლი ოფლით
დანამვოდა და ცვრიან ნესვს უგავდა. მისი ცხენი შფოთავდა,
თვალებს ატრიალებდა, მკვდრებისგან იმდენად შორს დგებოდა,
რამდენადაც აღვირი უშვებდა. ჯონმა რამდენიმე ნაბიჯით უკან
გაიყვანა, ძლივს აკავებდა, რომ არ აეწყვიტა. ცხენებს არ მოს-
წონდათ ეს ადგილი. ჯონი ამჯერად მათ გრძნობებს იზიარებდა.
ძაღლებს კიდევ უფრო ნაკლებად უნდოდათ აქ ყოფნა. ამ ად-
გილას ისინი ლანდმა მოიყვანა, ძაღლები საამისოდ არ გამოად-
გათ. როდესაც მეძაღლეთუხუცესმა სცადა, მოგლეჯილი ხელი-
დან მათთვის სუნი აეღებინებინა, თითქოს ყველა გაცოფდა: ყმუ-
ოდნენ, ყეფდნენ და გასაქცევად იწევდნენ. ახლაც რიგრიგობით
იღრინებოდნენ, წკმუტუნებდნენ და თავიანთ საბელებს ექაჩე-
ბოდნენ, ჩეტი კი გოშიებს და უჯიშოებს ეძახდა.
ტყეა და მეტი არაფერი, უთხრა ჯონმა თავს, ესენი კი მკვდრე-
ბი არიან, მეტი არაფერი. მკვდრები ადრეც ენახა...

824
წინა ღამით ისევ ვინტერფელი ნახა სიზმრად. ცარიელ ციხე-კოშ-
კში დაიარებოდა, მამას ეძებდა, სამარხებში ჩადიოდა. ოღონდ ამ-
ჯერად სიზმრის გაგრძელებაც ნახა. სიბნელეში ქვის ქვაზე ჭრიალის
ხმა ჩაესმა. რომ მოტრიალდა, დაინახა, რომ აკლდამები ერთიმეო-
რის მიყოლებით იღებოდა. მკვდარი მეფეები ბორძიკით გადმოდი-
ოდნენ ცივი ბნელი ლუსკუმებიდან. ჯონს კუნაპეტ სიბნელეში გამო-
ეღვიძა, მისი გული ამოხტომას ლამობდა. მერეც კი, როდესაც ლან-
დი ლოგინზე შეახტა და სახე დაუყნოსა, მაინც ვერ მოიცილა შიშის
ზაფრა. ჩაძინებას ვეღარ ბედავდა. კედელზე ავიდა და მოუსვენრად
იარა მის თავზე, სანამ აღმოსავლეთით ალიონს არ მოჰკრა თვალი.
ეს სიზმარი იყო, სხვა არაფერი. მე ახლა ღამის ებგურის ძმა ვარ და
არა ვიღაც დამფრთხალი ბიჭი.
ცხენებს სანახევროდ ამოფარებული სემუელ ტარლი ხეების
უკან იბღუნძებოდა. მრგვალ სქელ სახეზე აჭრილი რძის ფერი დას-
დებოდა.
სარწყევად ჯერ არცერთხელ არ შებრუნებულიყო, მაგრამ არც
მკვდრებისთვის შეევლო თვალი.
– არ შემიძლია, შევხედო, – დაიჩურჩულა საწყლად.
– უნდა შეხედო, – უთხრა ჯონმა ხმადაბლა, ისე, სხვებს რომ არ
გაეგონათ, – მაისტერ ეიმონმა გამოგგზავნა, მისი თვალები რომ
ყოფილიყავი, ასე არაა? რა საჭიროა თვალები, დახუჭული თუ დარ-
ჩა?
– ჰო, მაგრამ... ისეთი მშიშარა ვარ, ჯონ.
ჯონმა სემს მხარზე დაადო ხელი.
– ჩვენთან ერთად თორმეტი აეშაგია, ძაღლებიც გვყავს, ლანდიც
კი აქაა. ვერავინ ვერაფერს დაგიშავებს, სემ. მიდი და შეხედე. ყვე-
ლაზე ძნელი პირველი დანახვაა.
სემმა ცახცახით დაუქნია თავი და ცხადად შეეტყო, როგორ ძალ-
დატანებით მოიკრიფა სიმამაცე. ნელა შეაბრუნა თავი. თვალები გა-

825
უფართოვდა, მაგრამ ჯონს იგი მკლავით ეჭირა, რომ არ მიტრია-
ლებულიყო. – სერ ჯერემი, – ჩახლეჩილი ხმით იკითხა ბებერმა
დათვმა, – ბენ სტარკი კედლიდან რომ გაემგზავრა, თან ექვსი კა-
ცი ჰყავდა. სად არიან სხვები?
სერ ჯერემიმ თავი გაიქნია.
– ნეტავ ვიცოდე.
მორმონტს აშკარად არ ეამა ასეთი პასუხი.
– ორი ძმა ლამის კედლიდან დასანახ მანძილზე დაგვიკლეს,
თქვენს აეშაგებს კი არაფერი დაუნახავთ, არაფერი გაუგონიათ.
აქამდეც დაეცა ღამის ებგური? ამ ტყეებს რეიდებით გარს აღარ
ვუვლით? – კი, მილორდ, მაგრამ...
– ცხენოსანი გუშაგები ჯერაც მორიგეობენ?
– ასეა, მაგრამ...
– ამ კაცს თან სანადირო საყვირი აქვს, – ოთორს მიათითა
მორმონტმა, – უნდა ჩავთვალო, რომ ისე მოკვდა, ერთხელაც არ
ჩაუბერავს? თუ აეშაგები კიდევაც დაყრუვდით დაბრმავებასთან
ერთად?
სერ ჯერემი აიჯაგრა, სახე ბრაზით ჩამოუგრძელდა.
– საყვირში არავის ჩაუბერავს, მილორდ, თორემ ჩემი აეშა-
გები გაიგონებდნენ. არ მყავს საკმარისი ხალხი, იმდენი ცხენო-
სანი რაზმი რომ დადიოდეს საგუშაგოდ, რამდენსაც ვისურვებ-
დი... და მას მერე, რაც ბენჯენი დაიკარგა, უფრო ახლოს ვრჩებით
კედელთან, ვიდრე ადრე ვშვრებოდით ხოლმე, თქვენივე ბრძა-
ნებით.
ბებერმა დათვმა დაიხვნეშა.
– დიახ. კარგი. იყოს, როგორცაა, – მან მოუთმენლად ჩაიქ-
ნია ხელი, – მითხარი, როგორ დაიხოცნენ.
სერ ჯარემი იმ კაცის გვერდით ჩაცუცქდა, ჯაფერ ფლაუერსი
რომ უწოდა, და ქოჩორში სტაცა ხელი. ჩალასავით მსხვრევადი
თმა ხელში ჩაეფშვნა. რაინდმა შეიკურთხა და მკვდარს სახეში

826
მჯიღით უბიძგა. გვამის კისერზე პირი დააღო შემხმარი სისხლის
ქერქით დაფარულმა ღრმა ჭრილობამ. თავს სხეულთან ორიო-
დე უფერული მყესიღა აკავშირებდა.
– ეს ნაჯახით ქნეს.
– აჰა, – ჩაიბურტყუნა დაივენმა, ბებერმა მეტყევემ, – შეიძლება
იმ ტაბარით, ოთორს რომ ჰქონდა, მილორდ.
ჯონმა იგრძნო, როგორ აუდუღდა მუცელში დილით ნაჭამი საუზ-
მე, მაგრამ პირი მტკიცედ მოკუმა და თავს აიძულა, მეორე გვამის-
თვის შეეხედა. ოთორი სიცოცხლეში ზორბა უშნო კაცი იყო და მის-
გან ზორბა უშნო გვამი გამოვიდა. ტაბარი არსად ჩანდა. ჯონს ახსოვ-
და ოთორი, ეს ის იყო, ბენჯენის ჯგუფის გასვლის დღეს უხამს სიმღე-
რას რომ გაჰყვიროდა. მთელი სხეული რძესავით გაჰფითრებოდა,
ხელების გარდა. ხელები ჯაფერივით შავი ჰქონდა. ხმელი დახეთქი-
ლი სისხლი არშიებად ევლებოდა მის სასიკვდილო ჭრილობებს, გა-
მონაყარივით რომ უფარავდა მკერდს, საზარდულსა და ყელს. თვა-
ლები კი ჯერაც ღია ჰქონდა. საფირონივით ლურჯები, ცას ასცქე-
როდნენ.
სერ ჯარემი წამოდგა.
– ტაბარები ველურებსაც აქვთ.
მორმონტი მისკენ შებრუნდა.
– მაშ, გგონია, ეს მენს რაიდერის საქმეა?
– სხვა ვისი, მილორდ?
ჯონს შეეძლო, ეპასუხა. მანაც იცოდა, დანარჩენებმაც იცოდნენ,
მაგრამ მათგან არავინ წარმოთქვამდა იმ სიტყვას. სხვები ზღაპარია
და მეტი არაფერი, ბავშვების შესაშინებლად მოყოლილი ამბავი.
თუკი ოდესღაც კიდევაც უცხოვრიათ, რვა ათასი წლის წინ ყველა
გაქრა. ამის გაფიქრებაც კი თავს სულელად აგრძნობინებდა; ახლა
იგი უკვე კაცი იყო, ღამის ებგურის შავი ძმა, და არა ის პატარა ბიჭი,
ოდესღაც ბებერი ნენის ფერხთით რომ იჯდა ბრანთან, რობთან და
არიასთან ერთად.

827
მაგრამ ლორდ-მეთაურმა მორმონტმა ჩაიფრუტუნა.
– ბენ სტარკს ციხეშავიდან ნახევარი დღის ცხენით სავალზე
ველურები რომ დასხმოდნენ თავს, იგი მებრძოლების შესამა-
ტებლად დაბრუნდებოდა, მკვლელებს შვიდივე ჯოჯოხეთში ჩაჰ-
ყვებოდა და მათ თავებს აქ მომითრევდა.
– თუ თვითონაც არ მოკლავდნენ, – არ შეეპუა სერ ჯარემი.
ეს სიტყვები ახლაც კი ლახვრად ესობოდნენ. იმდენი ხანი გა-
ვიდა, ალბათ სიბრიყვე იყო, იმედი ჰქონოდა, ბენ სტარკი ჯერაც
ცოცხალიაო, მაგრამ ჯონ სნოუს რამე თუ მოსდგამდა, სიჯიუტე
იყო.
– ლამის ნახევარი წელიწადია, რაც ბენჯენ სტარკი წავიდა,
მილორდ, – განაგრძობდა სერ ჯარემი, – ტყე ვრცელია. ველუ-
რები სადაც გინდა, იქ შეიძლება თავს დასცემოდნენ. ნაძლევს
ვდებ, ეს ორნი იმ ჯგუფის ბოლო გადარჩენილები იყვნენ, უკან
ბრუნდებოდნენ, ჩვენთან... მაგრამ მტერი მანამდე წამოეწიათ,
სანამ კედელს შეაფარებდნენ თავს. გვამები ჯერაც ახალია. ეს
ხალხი ერთ დღეზე მეტის დახოცილები ვერ იქნებიან.
– არა, – დაიწრიპინა სემუელ ტარლიმ.
ჯონი განცვიფრდა. ყველაზე ნაკლებად ახლა სემის აღელვე-
ბული, გაწვრილებული ხმის გაგონებას ელოდა. სქელ ბიჭს
ოფიცრების ეშინოდა, სერ ჯარემი კი სულ არ იყო მოთმინებით
განთქმული.
– შენი აზრი არ მიკითხავს, ბიჭო, – ცივად უთხრა რიკერმა.
– ათქმევინეთ, სერ, – წამოროშა ჯონმა.
მორმონტმა მზერა სემიდან ჯონზე და ისევ უკან გადაიტანა.
– თუკი ყმაწვილს რაღაც აქვს სათქმელი, მოვუსმენ. ახლოს
მოდი, ბიჭო. მაგ ცხენების უკან ვერ გხედავთ.
სემმა ჯონს და ცხენებს შემოუარა, ოფლი ასკდებოდა.
– მილორდ, ეს... ეს ვერ მოხდებოდა ერთი დღის ან... შეხე-
დეთ...

828
სისხლი...
– ჰო? – მოუთმენლად ჩაიბუზღუნა მორმონტმა, – სისხლი, მერე?

– ქვეშ ისვრის სისხლის დანახვაზე, – წამოიძახა ჩეტმა და აეშა-


გები ახარხარდნენ.
სემმა შუბლიდან ოფლი მოიწმინდა.
– თქვენ... თქვენ ხედავთ, ლანდმა სადაც... ჯონის მგელსაზა-
რამ... ხომ ხედავთ, სად მოგლიჯა ხელი და მაინც... იქიდან სისხლი
არ გამოსულა, ნახეთ... – მან გვამისკენ გაიქნია ხელი, – მამაჩემი...
ლ-ლორდი რანდილი, იგი, იგი ზოგჯერ მაიძულებდა მეცქირა, რო-
გორ ქნიდა ცხოველებს, როცა... იმის მერე, რაც... – სემმა თავი გა-
აქნია, ნიკაპი აუცახცახდა. ახლა, რაკი გვამებს შეხედა, თვალის მო-
ცილება ვეღარ მოეხერხებინა, – ახალ მოკლულს... სისხლი წამოუ-
ვიდოდა, მილორდებო. მოგვიანებით... მოგვიანებით შედედდებო-
და, ლაბასავით... სქელი და... და... – გეგონებოდა, ცოტაც და, გული
წაუვიდოდა, – ეს კაცი... შეხედეთ მაჯაზე, როგორი ხმელია... მშრა-
ლი... თითქოს...
ჯონი მაშინვე მიხვდა, რას გულისხმობდა სემი. იგი ხედავდა
მკვდარი კაცის მაჯაზე დაწყვეტილ სისხლძარღვებს – თეთრ სხეულ-
ში ჩარჩენილ რკინის ჭიაყელებს. სისხლი შავ მტვერს მიუგავდა.
მაგრამ ჯარემი რიკერს ვერაფერი აჯერებდა.
– ერთ დღეზე ბევრად ადრე რომ დახოცილიყვნენ, ახლა უკვე
მზად იქნებოდნენ, ბიჭო. ახლა კი სუნიც არ უდით.
დაივენი, დაკორძილი ბებერი მეტყევე, რომელიც იკვეხნიდა
ხოლმე, თოვლის მოსვლა შემიძლია ვიყნოსოო, გვერდულად მიუ-
ახლოვდა გვამებს და ჰაერი შეიყნოსა.
– ჰო, ღიღილოებივით ვერ არიან, მაგრამ... მილორდი მართა-
ლია.
გვამის სიმყრალე არ აქვთ.

829
– ისინი... ისინი არ იხრწნებიან, – ხელი მიაშვირა სემმა, სქე-
ლი თითი ოდნავ უცახცახებდა, – შეხედეთ, არ ჩანს... მატლები
ან... ან... ბუზები ან რამე... აქ ეყარნენ ტყეში, მაგრამ ისინი... ისი-
ნი არ დაუფლეთია ან შეუჭამია ნადირს... მარტო ლანდმა... თო-
რემ ისე... არაფერი... – არ შეხებიათ, – წყნარად თქვა ჯონმა, –
ლანდი კი სხვაა. ძაღლები და ცხენებიც არ ეკარებიან.
აეშაგებმა ერთმანეთს გადახედეს. ხედავდნენ, რომ ბიჭი მარ-
თალს ამბობდა, ყოველი მათგანი ხედავდა. მორმონტმა შუბლი
შეიკრა, მზერა გვამებიდან ძაღლებზე გადაიტანა.
– ჩეტ, ახლო მიიყვანე ძაღლები.
ჩეტი ცდილობდა, იგინებოდა, საბელებს ქაჩავდა, ერთს წიხ-
ლიც ამოსცხო. ძაღლები წკმუტუნებდნენ და ფეხებს მიწას აბჯენ-
დნენ, არ მიჰყვებოდნენ. მაშინ ერთის მითრევა სცადა. ძუკნა გა-
უძალიანდა, იღრინებოდა და იკლაკნებოდა, თითქოს საყელო-
დან გამოძრომას ცდილობსო. ბოლოს ჩეტს შეუტია. მან საბელი
დააგდო და უკან გადაიქცა. ძაღლი თავზე გადაახტა და გაკურ-
ცხლა, ხეებს შორის გაუჩინარდა.
– ეს... აქ ყველაფერი არასწორადაა, – დაბეჯითებით წარ-
მოთქვა სემ ტარლიმ, – სისხლი... ტანსაცმელზეც და ტანზეც სის-
ხლის ლაქები აჩნიათ... შემხმარი, მაგრამ... მიწაზე სისხლი არ
არის, არც... არსად. იმ... იმ... იმ... – სემმა ძალდატანებით გა-
დაყლაპა ნერწყვი და ღრმად ჩაისუნთქა, – იმ ჭრილობებიდან...
საზარელი ჭრილობებიდან... გარშემო ყველგან სისხლი უნდა
ყოფილიყო. განა არა?
დაივენმა თავის ხის კბილებს შორის ჰაერი შეისრუტა.
– ეგებადა, აქ არ დახოცილან. ეგებადა, ვიღაცამ მოგვიტანა
და აქ დაგვიყარა. გაფრთხილებასავით თუ რაღაც, – ბებერმა
მეტყევემ ეჭვით დაიხედა ძირს, – და შეიძლება გამოვსულელდი,
მაგრამ უწინ არასოდეს ვიცოდი, ოთორს ლურჯი თვალები რომ
ჰქონდა.

830
სერ ჯარემი გაოცებული ჩანდა.
– არც ფლაუერსს ჰქონია, – შებრუნდა და მკვდარ კაცს დააცქერ-
და.
ტყეში სიჩუმე ჩამოვარდა. ერთხანს ყველას მხოლოდ სემის ქო-
შინი და დაივენის კბილებს შორის შესრუტული ჰაერის სველი წკლა-
პუნი ესმოდა. ჯონი ლანდის გვერდით დაცუცქდა.
– დავწვათ, – დაიჩურჩულა ვიღაცამ. რომელიღაც აეშაგმა – ჯო-
ნი ვერ იტყოდა, რომელმა.
– ჰო, დავწვათ, – დაბეჯითებით გაიმეორა ახლა სხვა ხმამ.
ბებერმა დათვმა ჯიუტად გაიქნია თავი.
– ჯერ არა. მინდა, მაისტერ ეიმონმა შეხედოს. მაგათ უკან წავი-
ღებთ, კედელზე.
ზოგი ბრძანება უფრო იოლი გასაცემია, ვიდრე შესასრულებე-
ლი.
მათ მკვდრები მოსასხამებში გამოახვიეს, მაგრამ როცა ჰეიკი და
დაივენი შეეცადნენ, გვამი ცხენზე დაებათ, ცხოველი შეიშალა, ყვი-
როდა და იყალყებოდა, წიხლებს იქნევდა და დასახმარებლად მო-
ვარდნილ კეტერს საკბენადაც კი წაეტანა. არც სხვა ცხენებთან გა-
უვიდათ რამე: ყველაზე უფრო თვინიერებიც არ სთანხმდებოდნენ
ამგვარი ტვირთის ტარებას. ბოლოს და ბოლოს იძულებული გახ-
დნენ, ტოტები მოეჩეხათ, უხეში საკაცეები დაემზადებინათ და გვა-
მები ხელით წაეღოთ.
შუადღე კარგა ხნის გადასული იყო, უკან რომ გამოემართნენ.
– ეს ტყეები უნდა გაიჩხრიკოს, – უბრძანა მორმონტმა სერ ჯარე-
მის, უკან რომ დაიძრნენ, – ყოველი ხე, ყოველი კლდე, ყოველი ბუჩ-
ქი, ტალახიანი მიწის ყოველი ფუტი უნდა ინახოს აქედან ათი ლიგის
ფარგლებში. ჩართე ყველა მებრძოლი, ვინც კი გყავს, და თუ საკმა-
რისი არ იქნა, მნეებიდან მონადირეები და მეტყევეებიც აიყვანე. თუ
ბენი და დანარჩენები სადმე აქ არიან, ცოცხლები თუ მკვდრები, უნ-
და მოინახონ. და თუ კიდევ ვინმეა ამ ტყეებში, ამას გავიგებ. უნდა

831
იპოვოთ და ხელში ჩაიგდოთ, თუ შესაძლებელია, ცოცხლად. გა-
საგებია?
– დიახ, მილორდ, – უპასუხა სერ ჯარემიმ, – ეგრე ვიზამთ.
ამის მერე მორმონტი უხმოდ, ჩაფიქრებული მიდიოდა თავი-
სი ცხენით. ჯონი ფეხდაფეხ მიჰყვებოდა, როგორც ლორდ-მე-
თაურის მნე. დღე იყო რუხი, ნოტიო, მოღრუბლული – ისეთი,
წვიმას რომ განატრებინებდა. ტყეს ნიავიც კი არ აშფოთებდა. ტე-
ნიანი, მძიმე ჰაერი იდგა და ჯონს ტანსაცმელი კანზე ეკვროდა.
თბილოდა. ზედმეტად თბილოდა. კედელი ღვარღვარად ტირო-
და, დღიდან დღემდე, და ჯონს – ისიც კი ეჩვენებოდა, პატარავ-
დებაო.
მოხუცები ასეთ ამინდს სულის ზაფხულს უწოდებდნენ და ამ-
ბობდნენ, ეს იმის ნიშანია, რომ ზაფხული ბოლოს და ბოლოს
სულს განუტევებსო. ამის შემდეგ სიცივეები დადგებაო, აფრთხი-
ლებდნენ ისინი სხვებს, გრძელ ზაფხულს კი ყოველთვის გრძე-
ლი ზამთარი მოჰყვებაო. ეს ზაფხული ათ წელიწადს გაგრძელდა.
ჯონი სულ პატარა იყო, როდესაც ის დაიწყო.
ლანდი ერთხანს მათთან ერთად მორბოდა, მერე კი ხეებს
შორის გაუჩინარდა. მგელსაზარას გარეშე ჯონს ლამის ეგონა,
შიშველი ვარო. შეატყო, რომ ყოველ ჩრდილს შეშფოთებული
აკვირდებოდა. უნებურად ახსენდებოდა ის ზღაპრები, ბებერი ნე-
ნი რომ უამბობდათ ვინტერფელში ბავშვობისას. ლამის ისევ ჩა-
ესმოდა მისი ხმა და ჩხირების ტკაცატკუცი. იმ წყვდიადში სხვები
მოაჭენებდნენ ცხენებს, ამბობდა ნენი სულ უფრო ჩუმი, ჩუმი
ხმით. ცივები და მკვდრები იყვნენ ისინი, სძულდათ რკინა, ცეც-
ხლი და მზის შეხება, სძულდათ ყველაფერი ცოცხალი, რომლის
ძარღვებშიც ცხელი სისხლი დიოდა. სიმაგრეები, ციხე-ქალაქები
და სამეფოები დაეცნენ მათ წინაშე და ისინი სამხრეთისკენ და-
იძრნენ ფითრისფერ მკვდარ ცხენებზე ამხედრებულები, უკან

832
მკვდართა ლაშქარს მიიყოლებდნენ. თავიანთ მკვდარ მსახურებს
კაცთა ბალღებით კვებავდნენ...
როდესაც ბებერი დაგრეხილი მუხის კენწეროს ზემოთ კედელს
მოჰკრა თვალი, ჯონმა უდიდესი შვება იგრძნო. მორმონტმა უეცრად
აღვირი მოზიდა და უნაგირში შემობრუნდა.
– ტარლი! – ამოიყეფა მან, – აქ მოდი.
ჯონმა შეატყო, ფაშატზე უხერხულად შემომჯდარ სემს სახეზე ში-
ში რომ გამოეხატა. უეჭველია, ფიქრობდა, რომ ხათაბალაში გაება.
– სქელი კი ხარ, მაგრამ ტვინი გიჭრის, ბიჭო, – ჩახლეჩილი ხმით
დაიბურდღუნა ბებერმა დათვმა, – ბარაქალა, კარგად იმუშავე. და
შენც, სნოუ.
სემს ჭარხლისფერი დაედო და ლამის ენა იღრძო, თავაზიან პა-
სუხს რომ ლამობდა. ჯონი იძულებული იყო, გაეღიმა.
ხეების ქვემოდან რომ გამოვიდნენ, მორმონტმა თავისი მუხლმა-
გარი პატარა ცხენი ჩორთით წაიყვანა. ტყიდან ისარივით გამოიჭრა
ლანდი და მათ შესახვედრად გამოქანდა, თან ლაშებს ილოკავდა,
დრუნჩი მსხვერპლის სისხლით მოსთხვროდა. მაღლა, კედელზე
მდგარმა ძმებმა მოახლოებული რაზმი შენიშნეს. ჯონს ჩაესმა გუშა-
გების დიდი ბუკის გუგუნი, რამდენიმე მილის მანძილზე რომ ეფინე-
ბოდა გარემოს – ერთი გრძელი ჩაბერვა, ხეებს შორის რომ გადაი-
გუგუნა და გამოძახილად ასხლტა ყინულიდან.
უუუუუუუუუუუოოოოოოოოოოო....
ხმა გაილია და ნელ-ნელა მიწყდა. ერთი ჩაბერვა აეშაგების დაბ-
რუნების ნიშანი იყო და ჯონმა გაიფიქრა: ერთი დღით ხომ მეც ვიყა-
ვი აეშაგი. აწი რაც არ უნდა მოხდეს, ამას ვეღარ წამართმევენ.
ცხენები ყინულის გვირაბში შეიყვანეს. პირველ ჭიშკართან ბოუ-
ენ მარში დახვდათ. ლორდ-მოურავი წამოწითლებული და აფორია-
ქებული იყო.
– მილორდ, – მიახალა მორმონტს, რკინის ცხაური რომ გამო-
აღო, – ფრინველი მოვიდა, ახლავე უნდა წამოხვიდე.

833
– რა ხდება, კაცო? – დაიბურდღუნა მორმონტმა.
ჯონის გასაოცრად, მარშმა, სანამ უპასუხებდა, მას გადახედა.
– წერილი მაისტერ ეიმონს აქვს. შენს მისაღებში იცდის.
– კეთილი და პატიოსანი. ჯონ, მიხედე ჩემს ცხენს და სერ ჯა-
რემის უთხარი, მკვდრები საწყობ ოთახში დაალაგოს, სანამ მა-
ისტერი მათთვის მოიცლიდეს, – მან ბურტყუნით და ჩქარი ნაბი-
ჯით გასწია.
ცხენები თავლაში რომ მიჰყავდათ, ჯონი მოუსვენრად
გრძნობდა, რომ ხალხი მას უცქერდა. სერ ალისერ თორნი ეზოში
ბიჭებს წვრთნიდა, მაგრამ თავის საქმიანობას მოსწყდა, ჯონი
მზერით რომ გაეცილებინა, პირზე მკრთალი ღიმილი აჩნდა.
ცალხელა დონალ ნოი საიარაღოს კარში იდგა.
– ღმერთები შენკენ, სნოუ, – დაუძახა ჯონს.
რაღაც მოხდა, გაიფიქრა ჯონმა. რაღაც ძალიან ცუდი მოხდა.
მკვდრები კედლის ძირას აშენებულ ერთ-ერთ საწყობში შე-
იტანეს, ყინულში გამოკვეთილ ბნელ ცივ საკანში, სადაც ხორცს,
ბურღულეულს და ზოგჯერ ლუდსაც კი ინახავდნენ ხოლმე. ჯონი
დარწმუნდა, რომ მორმონტის ცხენს აჭამეს, დაარწყულეს და
დააურვეს, შემდეგ თავისას მიხედა. ამის მერე მეგობრები მო-
იკითხა. გრენი და გომბეშო გუშაგებად იდგნენ, მაგრამ პიპინი
საერთო დარბაზში ნახა.
– რა მოხდა? – ჰკითხა მას.
პიპმა ხმა დაიდაბლა.
– მეფე მოკვდა.
ჯონს თავზარი დაეცა. რობერტ ბარათეონი ბებერი და სქელი
ჩანდა, ვინტერფელში რომ ჩამოვიდა, მაგრამ საკმაოდ ჯანმრთე-
ლად გამოიყურებოდა და მის ავადმყოფობაზე ხმებიც არ ისმო-
და.
– საიდან იცი?

834
– ერთმა მცველმა გაიგონა, კლიდასი მაისტერ ეიმონს წერილს
რომ უკითხავდა, – პიპი მისკენ დაიხარა, – ჯონ, ვწუხვარ. მამაშენის
მეგობარი იყო, ჰო?
– ოდესღაც ძმებივით იყვნენ, – საინტერესოა, ჯოფრი მამამისს
მეფის მარჯვენად დატოვებდა თუ არა. როგორც ჩანს, არა. შესაძ-
ლოა, ეს ნიშნავდა, რომ ლორდი ედარდი ვინტერფელში დაბრუნდე-
ბოდა, მასთან ერთად – ჯონის დებიც. იქნებ, ლორდ მორმონტს მა-
თი მონახულების ნებაც დაერთო. რა კარგი იქნებოდა არიას ფარ-
თო ღიმილის ნახვა და მამასთან საუბარი! დედაჩემზე ვკითხავ, გა-
დაწყვიტა ჯონმა. ახლა უკვე კაცი ვარ, დროა, მითხრას. თუნდაც რომ
კახპა ყოფილიყო, არ მენაღვლება, უნდა ვიცოდე.
– გავიგე, ჰეიკი ამბობდა, ის მკვდრები ბიძაშენის რაზმიდან ყო-
ფილან, – უთხრა პიპმა.
– ჰო, – დაუდასტურა ჯონმა, – ორი იმ ექვსიდან, თან რომ წაიყო-
ლა. უკვე დიდი ხნის მკვდრები არიან, მაგრამ... უცნაური გვამებია.
– უცნაური? – პიპი ცნობისწადილმა შეიპყრო, – რას ნიშნავს, უცნა-
ური?
– სემი გეტყვის, – ჯონს არ სურდა ამაზე საუბარი, – წავალ, ვნა-
ხავ, ბებერ დათვს რამეში ხომ არ ვჭირდები.
ლორდ-მეთაურის კოშკისკენ მარტო გაემართა,“ ავ წინათ-
გრძნობას შეეპყრო. გუშაგად მდგარი ძმები მოახლოებულს მწუხა-
რედ შესცქეროდნენ.
– ბებერი დათვი თავის მისაღებშია, – უთხრა ერთმა, – გიკითხა.
ჯონმა თავი დაუქნია. თავლიდან პირდაპირ აქ უნდა მოსულიყო.
სწრაფად აირბინა კოშკის კიბეები. ალბათ ღვინო უნდა ან ბუხ-
რის გაჩაღება, ესაა და ეს, დაირწმუნა თავი.
მისაღებში რომ შევიდა, მორმონტის ყორანი აყვირდა.
– ფეტვი! – დაიჩხავლა, – ფეტვი! ფეტვი! ფეტვი!

835
– არ დაუჯერო, ახლახან ვაჭამე, – დაიღრინა ბებერმა დათ-
ვმა. იგი ფანჯარასთან იჯდა და წერილს კითხულობდა, – ჭიქა
ღვინო მომაწოდე, ერთი შენთვისაც დაისხი.
– ჩემთვის, მილორდ?
მორმონტმა წერილს თვალი მოსწყვიტა და ჯონს მიაჩერდა.
თვალებში სიბრალული ედგა, ჯონი კარგად გრძნობდა ამას, –
ხომ გაიგონე, რაც გითხარი.
ჯონმა გადამეტებული სიფრთხილით ჩამოასხა სასმელი, ბუნ-
დოვნად აცნობიერებდა, რომ ამით დროს აჭიანურებდა. ჭიქები
რომ აივსებოდა, სხვა გზა არ ექნებოდა, წერილში უწყებული ამ-
ბის პირისპირ უნდა დამდგარიყო. მაგრამ ჭიქები ძალიან მალე
აივსო.
– დაჯე, ბიჭო, – უბრძანა მორმონტმა, – დალიე.
ჯონი ისევ იდგა.
– მამაჩემზეა, ხომ?
ბებერმა დათვმა წერილს თითი დაუკაკუნა.
– მამაშენზე და მეფეზე, – დაიბუხუნა, – არ მოგატყუებ, სავა-
ლალო ამბებია. არ მეგონა, სხვა მეფეს თუ კიდევ მოვესწრებოდი
ჩემი ასაკის კაცი, რობერტი ხომ ჩემზე ორჯერ ახალგაზრდა და
ხარივით ჯანმრთელი იყო, – მან ღვინო მოსვა, – ამბობენ, მეფეს
ნადირობა უყვარდაო. ყოველთვის ის გვღუპავს, რაც გვიყვარს,
ბიჭო. გახსოვდეს ეს. ჩემს შვილსაც უყვარდა ის თავისი ყმაწვი-
ლი ცოლი. თავკერძა ქალი. ის რომ არა, იმ მეკობრეების გაყიდ-
ვა არასოდეს აზრადაც არ მოუვიდოდა.
ჯონი ძლივს იგებდა, რას ეუბნებოდა მორმონტი.
– მილორდ, არ მესმის. რა მოუვიდა მამაჩემს?
– გითხარი, დაჯექი-მეთქი, – დაიბუხუნა მორმონტმა. „დაჯე“!
– იყვირა ყორანმა, – და დალიე, ჯანდაბასაც წაუღიხარ. ეს ბრძა-
ნებაა, სნოუ.
ჯონი ჩამოჯდა და ღვინო მოსვა.

836
– ლორდი ედარდი დაატუსაღეს. ბრალად ღალატი ედება. ამბო-
ბენ, რობერტის ძმებთან შეითქვა, რათა პრინცი ჯოფრისთვის ტახტი
წაერთმიათ.
– არა, – მაშინვე წარმოთქვა ჯონმა, – ეს შეუძლებელია. მამაჩე-
მი მეფეს არასოდეს უღალატებდა!
– ასეა თუ ისე, – უთხრა მორმონტმა, – ეს ჩემი სათქმელი არაა.
არც შენი...
– მაგრამ ეგ ტყუილია, – დაიჩემა ჯონმა. როგორ შეეძლოთ და-
ეშვათ, რომ მამამისი მოღალატე იყო, ყველანი ჭკუიდან გადაც-
დნენ?
ლორდ ედარდ სტარკი ღირსებას ასე არასოდეს აიყრიდა... ხომ
ასეა? იგი ბუშის მამა გახდა, დაიჩურჩულა ვიღაცამ მის არსებაში. რა
ღირსება იყო ამაში? და დედაშენი, ამაზე რაღას იტყვი? მისი სახე-
ლიც კი არასოდეს უთქვამს.
– მილორდ, რა მოუვა? მოკლავენ?
– ვერაფერს ვიტყვი, ბიჭო. წერილის გაგზავნას ვაპირებ. მეფის
– ზოგ მრჩეველს ვიცნობდი ახალგაზრდობისას. ბებერ პაიცელს,
ლორდ სტანისს, სერ ბარისტანს.., მამაშენმა ეს ჩაიდინა თუ არ ჩა-
იდინა, მაინც დიდი ლორდია. უნდა მისცენ უფლება, შავი შეიმოსოს
და აქ, ჩვენთან მოვიდეს. იციან ღმერთებმა, როგორ გვჭირდება
ლორდ ედარდის უნარების მქონე ხალხი.
ჯონმა იცოდა, რომ წარსულში ღალატში ბრალდებულებს ჰქონი-
ათ შესაძლებლობა, ღირსება კედელზე მსახურებით აღედგინათ.
რატომ არ შეიძლებოდა, ლორდ ედარდისთვისაც მიეცათ ამის უფ-
ლება? მისი მამა აქ. უჩვეულო და უცნაურად შემაშფოთებელი ფიქ-
რი იყო. საზარელი უსამართლობა იქნებოდა, მისთვის ვინტერფელი
წაერთმიათ და ეიძულებინათ, შავი შეემოსა, მაგრამ თუკი ეს სიცოც-
ხლეს შეუნარჩუნებდა... და ჯოფრი თანახმა გახდებოდა? გაიხსენა
პრინცი ვინტერფელში სტუმრობისას, ის, თუ როგორ დასცინოდა

837
ეზოში რობს, სერ როდრიკს. თავად ჯონი თითქოს არც კი შეუმ-
ჩნევია: ბუშებამდე მისი ზიზღის გრძნობაც კი არ ეშვებოდა.
– მილორდ, შეისმენს მეფე შენს სიტყვას?
ბებერმა დათვმა მხრები აიჩეჩა.
– ბიჭი-მეფე... ვფიქრობ, დედამისის სიტყვას დაუგდებს ყურს.
ცუდია, რომ ქონდრისკაცი არ ახლავთ. ის იმ ბიჭის ბიძაა, და
კარგად ნახა ჩვენი გაჭირვება, აქ რომ გვსტუმრობდა. ცუდი საქ-
მე ქნა შენმა დედა-ქალბატონმა, რომ დაატყვევა.
– ლედი სტარკი დედაჩემი არ არის, – მოუჭრა ჯონმა. ტირიონ
ლანისტერი მას ემეგობრებოდა. თუკი ლორდ ედარდს მოკლავ-
დნენ, ამაში კეტლინის ბრალი ისევე იქნებოდა, როგორც დე-
დოფლის, – მილორდ, ჩემს დებს რაღა ელით? არია და სანსა,
ისინი მამაჩემს ახლდნენ, იცით...
– პაიცელი მათ არ ახსენებს, მაგრამ უეჭველია, რომ ავად არ
მოექცევიან. ვიკითხავ მათზე, წერილს რომ დავწერ, – მორმონ-
ტმა თავი გაიქნია, – ეს ყველაფერი ამაზე უარეს დროს ვერც მოხ-
დებოდა. თუკი სახელმწიფოს როდისმე მაინც მტკიცე მეფე ესა-
ჭიროებოდა... წინ ბნელი დღეები და ცივი ღამეები გვიძევს,
ძვლებით ვგრძნობ ამას, – მან ჯონს ხანგრძლივი, გამჭოლი მზე-
რა მიაპყრო, – იმედია, რამე სისულელის ჩადენას არ ფიქრობ,
ბიჭო.
ის მამაჩემია, უნდოდა ეთქვა ჯონს, მაგრამ იცოდა, მორმონ-
ტი ამის გაგონებას არ ისურვებდა. ყელი გაუშრა. თავს აიძულა,
კვლავ მოესვა ღვინო.
– შენი ვალი ახლა აქ ყოფნაა, – შეახსენა ლორდ-მეთაურმა,
– შენი ძველი ცხოვრება მაშინ დამთავრდა, შავი რომ შეიმოსე,
– „შავი“, ხრინწით გამოეხმაურა ყორანი. მორმონტს ყურადღება
არ მიუქცევია, – რაც არ უნდა ხდებოდეს მეფის საბიჯელში, ეს
ჩვენი საზრუნავი არაა, – რაკი ჯონმა არაფერი უპასუხა, მოხუცე-
ბულმა ღვინო გამოცალა და უთხრა, – შეგიძლია წახვიდე. დღეს

838
აღარ დამჭირდები. დილით ეგებ იმ წერილის დაწერაში დამეხმარო.
ჯონს არ ახსოვდა, როგორ ადგა, როგორ გამოვიდა მისაღები-
დან.
რომ გამოერკვა, კოშკის კიბეზე ჩადიოდა და ფიქრობდა, ეს ხომ
მამაჩემია, ჩემი დები არიან, როგორ შეიძლება, ჩემი საზრუნავი არ
იყოს? გარეთ მდგომმა ერთმა მცველმა შეხედა და უთხრა:
– გამაგრდი, ბიჭო. ღმერთები სასტიკები არიან.
იციან, მიხვდა ჯონი.
– მამაჩემი მოღალატე არ არის, – თქვა ჩახლეჩილი ხმით. სიტ-
ყვებიც კი ყელში გაეჩხირა, თითქოს დახრჩობას უპირებდნენ. ქარი
ამოვარდა და ეზოში თითქოს უფრო ციოდა, ვიდრე მაშინ, კოშკში
რომ შევიდა. სულის ზაფხული მიწურულიყო.
დარჩენილმა დღემ თითქოს ბურანში ჩაიარა. ჯონი ვერ იტყოდა,
სად დადიოდა, რას აკეთებდა, ვის ელაპარაკებოდა. ლანდი მასთან
იყო, ეს კი იცოდა. მგელსაზარას ჩუმი სიახლოვე ამშვიდებდა. გო-
გონებს ესეც კი აკლიათ, გაიფიქრა მან. მგლებს შეეძლოთ, დაეცვათ
ისინი, მაგრამ ლედი მოკვდა, ნიმერია კი დაიკარგა, ისინი მთლად
მარტონი არიან. მზის ჩასვლისას ჩრდილოეთის ქარი ამოვარდა. სა-
ერთო ოთახში ვახშმად მიმავალ ჯონს ესმოდა, როგორ წიოდა იგი
კედლის გასწვრივ და ყინულის ქონგურების ზემოთ. ჰობს ირმის
წვნიანი დაემზადებინა, ქერით, ხახვებით და სტაფილოთი ჩასქელე-
ბული. როდესაც მან ჯონის ჯამში დამატებითი ულუფა ჩაუშვა და პუ-
რის დაბრაწული ყუა მიაწოდა, ბიჭი მიხვდა, ეს რასაც ნიშნავდა. მან
იცის. დარბაზს გადახედა. დაინახა, როგორ შებრუნდნენ თავები,
როგორ თავაზიანად მოარიდეს მზერა. ყველამ იცის.
გარშემო მეგობრები შემოეხვივნენ.
– სეპტონს ვთხოვეთ, მამაშენის სახელზე სანთელი აენთო, – უთ-
ხრა მატთარმა.

839
– ეს ტყუილია, ყველამ ვიცით, რომ ტყუილია, გრენმაც კი
იცის, რომ ტყუილია, – მიაყარა პიპმა. გრენმა თავი დაუქნია, სე-
მი კი ხელზე ჩაეჭიდა.
– ახლა შენ ჩემი ძმა ხარ, ასე რომ, ის მამაჩემიცაა, – უთხრა
სქელმა ბიჭმა, – თუ სარკმლის ტყეში გინდა წასვლა ძველი
ღმერთების წინაშე სალოცავად, მე წამოგყვები, – სარკმლის ტყე
კედლის იქით იყო, მაგრამ ჯონმა იცოდა, რომ სემი მართლაც
იზამდა, რასაც ეუბნებოდა. ესენი ჩემი ძმები არიან, გაიფიქრა
მან. ისევე, როგორც რობი, ბრანი და რიკონი...
მერე კი სიცილი ჩაესმა, მათრახივით ბასრი და ულმობელი,
და სერ ალისერ თორნის ხმაც გაიგონა.
– მარტო ბუში კი არ არის, მოღალატის ბუშია, – ეუბნებოდა
გარშემო შემოკრებილ ხალხს.
ჯონი თვალის დახამხამებაში მაგიდას მოევლო თავზე, ხელ-
ში ხანჯალი ეჭირა. პიპმა სცადა, ხელი ეტაცა, მაგრამ მან ფეხი
გაითავისუფლა, მაგიდაზე გაირბინა და სერ ალისერს წიხლით
გააგდებინა ჯამი, რომელიც ეჭირა. წვნიანი გარშემო მიმოისხა,
ძმებს შეეწუწა. თორნი უკან გახტა. ხალხი ყვიროდა, მაგრამ ჯონ
სნოუს მათი არ ჩაესმოდა. სელ ალისერს სახეში წრიულად მო-
უქნია ხანჯალი, იმ ცივ ონიქსის თვალებს უსწორა, მაგრამ სემი
მათ შორის ჩახტა და სანამ ჯონი მის გარს შემოვლას მოახერხებ-
და, პიპი მაიმუნივით შეახტა ზურგზე, გრენმა მკლავი გაუკავა,
გომბეშომ კი თითებიდან დანა გამოაცალა.
მოგვიანებით, ბევრად მოგვიანებით, როდესაც ჯონი თავის
საძინებელ სენაკში მიაცილეს, მის სანახავად მორმონტი ჩამო-
ვიდა, მხარზე ყორანი ეჯდა.
– გითხარი, სისულელე არაფერი ქნა-მეთქი, ბიჭო, – თქვა ბე-
ბერმა დათვმა. „ბიჭო“, აჰყვა ყორანიც. მორმონტმა კიცხვით გა-
იქნია თავი, – არადა, რა იმედებს ვამყარებდი შენზე.

840
მას ჩამოართვეს დანა, ხმალი, და სენაკიდან გასვლა აუკრძა-
ლეს, სანამ უმაღლესი ოფიცრობა არ შეიკრიბებოდა და არ გადაწ-
ყვეტდა, როგორ მოჰქცეოდნენ. შემდეგ კართან მცველი დაუყენეს,
მისი მორჩილება რომ უზრუნველეყოთ. მეგობრებს მისი მონახულე-
ბის ნება არ დართეს, მაგრამ ბებერი დათვი მოლბა და ლანდი და-
უტოვა, ასე რომ, მთლად მარტო არ ყოფილა.
– მამაჩემი მოღალატე არაა, – უთხრა მან მგელსაზარას, როდე-
საც ყველანი წავიდნენ. ლანდი უხმოდ მიაცქერდა. ჯონი კედელთან
ჩაჯდა, მკლავები ხელებზე შემოიხვია და თავისი ვიწრო საწოლის
გვერდით მაგიდაზე ანთებულ სანთელს მიაცქერდა. ალი კრთოდა
და ცახცახებდა, გარშემო ჩრდილები იძვროდნენ, ოთახი თითქოს
სულ უფრო ბნელი და ცივი ხდებოდა. ამაღამ არ დავიძინებ, გაიფიქ-
რა ჯონმა.
მაგრამ ალბათ ჩათვლიმა. რომ გამოეღვიძა, ფეხები გაფიჩხული
და დაბუჟებული ჰქონდა, სანთელი კი დიდი ხნის ჩამწვარი იყო.
ლანდი უკანა ფეხებზე იდგა და კარს ფხოჭნიდა. ჯონი გაოგნდა, რომ
დაინახა, რამსიმაღლე გაზრდილიყო მგელი.
– ლანდი, რა არის? – დაუძახა წყნარი ხმით. მგელსაზარამ თავი
მოაბრუნა და დახედა, უხმო ღრენით გაუშიშვლდა ეშვები. გაცოფ-
და?
იფიქრა ჯონმა, – ლანდი, მე ვარ, – ჩაიბუტბუტა წყნარად, ცდი-
ლობდა, ხმაში შიში არ დასტყობოდა, თუმც ძლიერად აცახცახებდა.
როდის აცივდა ასე ძალიან?
ლანდი კარს მოსცილდა. ხეზე, სადაც ის ფხოჭნიდა, ღრმა ღარე-
ბი იყო დაჩნეული. ჯონი სულ უფრო მზარდი მოუსვენრობით უცქერ-
და.
– იქ, გარეთ ვიღაც არის, ხომ? – დაიჩურჩულა. მგელსაზარა მი-
წას გაეკრა და უკან გამოცოცდა, კისერზე თეთრი ბალანი აეჯაგრა.
მცველი, იფიქრა ჯონმა, ჩემი კარის სადარაჯოდ კაცი დატოვეს,
ლანდი მის სუნს გრძნობს, ესაა და ეს. ჯონი ნელა წამოდგა ფეხზე.

841
ცახცახს ვერ იოკებდა, ნატრობდა, ნეტავ, ხმალი თან მქონოდაო.
სამი სწრაფი ნაბიჯით კართან გაჩნდა. სახელურს ჩაეჭიდა და გა-
მოქაჩა. ანჯამების ჭრიალზე ლამის შეხტა.
მისი მცველი მომჩვარული ეგდო ვიწრო საფეხურების გარ-
დიგარდმო და ჯონს ამოსცქეროდა. ჯონს ამოსცქეროდა, თუმც
მუცელზე იწვა. თავი სრულად უკან ჰქონდა შემობრუნებული. ეს
შეუძლებელია, უთხრა ჯონმა თავს. ეს ლორდ-მეთაურის კოშკია,
მას დღედაღამ სდარაჯობენ, ეს შეუძლებელია მომხდარიყო, ეს
სიზმარია, კოშმარები მესიზმრება.
ლანდმა გვერდით ჩაუსრიალა, კარში გავიდა. მგელი კიბეს
აჰყვა, შეჩერდა, ჯონს მოხედა. მაშინ იყო, რომ ჩაესმა: ჩექმის
წყნარი ფხაჭუნი ქვაზე, მოტრიალებული რაზის ჩქამი. ხმა ზევი-
დან ჩამოდიოდა.
ლორდ-მეთაურის ოთახებიდან.
იქნებ კოშმარიც ეთქმოდა, მაგრამ ეს სიზმარი არ იყო.
მცველის ხმალი ქარქაშში ეგო. ჯონი დაცუცქდა და გამოაძ-
რო.
ხელში ჩადებულმა ფოლადმა სიმამაცე შემატა. საფეხურებს
აჰყვა, ლანდი უხმოდ მიძუნძულებდა მის წინ. კიბის ყოველ მო-
სახვევში ჩრდილები ჩასაფრებულიყვნენ. ჯონი ფრთხილად მი-
იწევდა, ყოველ საეჭვო ჩრდილს ხმლის წვერით სინჯავდა.
უცებ მორმონტის ყორნის ჩხავილი ჩაესმა.
– ფეტვი! – გაჰკიოდა ფრინველი, – ფეტვი, ფეტვი, ფეტვი,
ფეტვი, ფეტვი!
ლანდი წინ გაიჭრა, ჯონი ბორძიკით მიჰყვა. მორმონტის მი-
საღებში შემავალი კარი მოფრიალებული იყო. მგელსაზარა შიგ-
ნით შევარდა, ჯონი კი ზღურბლზე შედგა, ხელში ხმალი ჰქონდა
მომარჯვებული, ცდილობდა, თვალი გაეჩვია სიბნელისთვის.
ფანჯრებს მძიმე ფარდები ეფარა და მელანივით შავი წყვდიადი
იდგა.

842
– ვინ ხარ მანდ? – დაიძახა.
და დაინახა: სიბნელე ბნელში, რომელიც მორმონტის საძინე-
ბელ სენაკში მიმავალი კარისკენ მიიწევდა, სულ შავებში გამოწყო-
ბილი კაცისმაგვარი ფიგურა, მოსასხამიანი და ჩაჩიანი... მაგრამ ჩა-
ჩის ქვემოდან ყინულოვანი ლურჯი სხივით ენთო თვალები...
ლანდმა ისკუპა. კაცი და მგელი ერთად დაეცნენ, არც ყვირილი
ისმოდა, არც ღრენა; გორვით შეასკდნენ სკამს, ქაღალდებით დატ-
ვირთული მაგიდა გადააყირავეს. მათ ზემოთ მორმონტის ყორანი
დაფართხუნობდა და ფეტვი, ფეტვიო, გაჰკიოდა. ჯონი თავს მაისტერ
ეიმონივით ბრმად გრძნობდა. ზურგი კედელს მიაყოლა, ფანჯრის-
კენ გაცურდა და ფარდა ჩამოგლიჯა. მისაღები მთვარის შუქმა აავ-
სო.
თვალი მოჰკრა თეთრ ბეწვში ჩაფლულ შავ ხელებს, გასიებული
მუქი თითები მისი მგელსაზარას ყელის გარშემო მჭიდროვდებოდა.
ლანდი იგრიხებოდა და საკბენად ეტანებოდა, ფეხებს აფართხა-
ლებდა, მაგრამ თავს ვერ აღწევდა.
ჯონს შიშის დრო აღარ ჰქონდა. ყვირილით გაიჭრა წინ და ძალუ-
მად მოიქნია ორლესული, მთელი თავისი წონა მოქნევას მიაყოლა.
ფოლადმა გაჭრა სახელო, კანი და ძვალი, მაგრამ როგორღაც
ცუდი ხმა გაიღო. შემოფეთებული სუნი ისე უცნაური და ცივი იყო,
ჯონს ლამის სუნთქვა შეუგუბდა. დაინახა იატაკზე დაგდებული
მკლავი და მტევანი, შავი თითები მთვარის სხივის გუბეში იკლაკნე-
ბოდნენ. ლანდი გამოუსხლტა მეორე ხელს და გვერდით გაცოცდა,
პირიდან წითელი ენა ჰქონდა გადმოგდებული.
ჩაჩიანმა კაცმა მქრქალი მთვარისებური სახე ასწია და ჯონმა
უყოყმანოდ გადაუსვა ხმალი. ფოლადმა მომხდური ძვლამდე ჩაჭ-
რა, ნახევარი ცხვირი წაათალა და ღრმა ნაპრალი გაუჩინა ლოყი-
დან ლოყამდე იმ თვალების, თვალების, თვალების ქვეშ, ლურჯი

843
ვარსკვლავებივით რომ უნათებდა. ჯონმა იცნო ეს სახე. ოთორი,
გაიფიქრა მან და უკან გადაბარბაცდა. ღმერთებო, ის ხომ მკვდა-
რია, მკვდარია, მე ვნახე, მკვდარი იყო.
იგრძნო, რაღაც ფხაჭნიდა კოჭზე. შავი თითები წვივზე ჩა-
ეჭიდნენ.
მკლავმა ფეხზე დაუწყო ამოცოცება, ქსოვილსა და ხორცს
გლეჯდა.
ჯონმა ზიზღით შეჰყვირა, ხმლის წვერით აიგლიჯა თითები ფე-
ხიდან და განზე მოისროლა. ის კლაკვნით დაეცა ძირს, თითები
იშლებოდნენ და იკუმშებოდნენ.
გვამი წინ გამოიჭრა. სისხლი არ სდიოდა. ცალხელას სახე
ლამის ორად ჰქონდა გადაჭრილი, მაგრამ თითქოს ვერაფერს
გრძნობდა.
ჯონმა ორლესული წინ აიფარა.
– გამშორდი! – უბრძანა გვამს გამყინავი ხმით.
– ფეტვი! – იჩხავლა ყორანმა, – ფეტვი, ფეტვი!
მოგლეჯილი მკლავი თავისი დახეული სახელოდან მოძვრე-
ბოდა – ფითრისფერი გველი, შავი ხუთთითა თავი რომ ება. ლან-
დმა ისკუპა და კბილებში მოიგდო. გაისმა თითების ძვლების
დაფშვნის ხმა.
ჯონმა გვამს კისერი ჩაუჩეხა, იგრძნო, რა ღრმად და ძლი-
ერად გაჭრა ფოლადმა.
მკვდარმა ოთორმა ჯონს ხელი შემოჰკრა და მოცელა.
ჯონს სუნთქვა შეეკრა, წაქცეული მაგიდა ბეჭებს შორის რომ
ეძგერა. ხმალი, სად არის ხმალი? გაუვარდა ეს წყეული იარაღი!
როდესაც დასაყვირებლად პირი გააღო, ქმნილებამ შავი მკვდა-
რი თითები პირში ჩასჩარა. ჯონი იხრჩობოდა, ლამობდა, მოეშო-
რებინა, მაგრამ მკვდარი კაცი მეტისმეტად მძიმე იყო. ყინული-
ვით ცივი თითები უფრო ღრმად ჩაუძვრნენ ყელში, ახრჩობდნენ.
სახე ჯონის სახესთან მოეტანა და მთელ დანარჩენ სამყაროს

844
უფარავდა. ლურჯად ანაპერწკლებულ თვალებს თრთვილი უფარავ-
და. ჯონმა ცივი სხეული ფრჩხილებით ჩამოფხოტნა და ქმნილებას
ფეხში წიხლი მისცხო. ლამობდა, ეკბინა, ლამობდა, დაერტყა, ლა-
მობდა, ესუნთქა...
– და უცებ გვამის სიმძიმე მოშორდა, ყელიდან თითები ამოგლი-
ჯა. ჯონმა ისღა მოახერხა, გვერდზე გადაგორებულიყო რწყევით და
ცახცახით. მკვდარს კვლავ ლანდი სცემოდა. ჯონი უცქერდა, მგელ-
საზარამ როგორ ჩაუყარა ეშვები ქმნილებას სტომაქში და ფატვრა
და გლეჯა დაუწყო. ნახევრად უგონო უცქერდა გაგრძელებული წუ-
თის განმავლობაში, სანამ ბოლოს და ბოლოს არ გაახსენდა, რომ
ხმალი უნდა ეპოვა... და დაინახა ლორდი მორმონტი, შიშველი და
ნამძინარევი იდგა კარში, ხელში კი ნავთის ლამპა ეჭირა. უთითებო
და დაღეჭილი მკლავი იატაკზე ბორგავდა, მისკენ მიიკლაკნებოდა.
ჯონმა სცადა, დაეყვირა, მაგრამ ხმა წართმეოდა. ბარბაცით წა-
მოდგა ფეხზე, წიხლით გადააგდო მკლავი და ბებერ დათვს თითები-
დან ლამპა წაგლიჯა. ალი აცახცახდა და ლამის ჩაქრა. – დაწვი! –
დაიყრანტალა ყორანმა, – დაწვი, დაწვი, დაწვი! ჯონი შებრუნდა და
ფანჯრიდან ჩამოგლეჯილი ფარდა დაინახა. აბურდულ ქსოვილში
ორივე ხელით ჩააგდო ლამპა. ლითონმა გაიჭრიალა, მინა დაიმ-
სხვრა, ნავთი გადმოიქცა და ფარდას ბრიალით ავარდა ალი. მისი
სიცხე უფრო ტკბილი იყო, ვიდრე ნებისმიერი კოცნა, რომელიც
ჯონს განეცადა.
– ლანდი! – იყვირა მან.
მგელსაზარა გამოსხლტა და მასთან მიირბინა, ქმნილება კი წა-
მოდგომას ლამობდა, მუცელში გაჩენილი საზარელი ჭრილობები-
დან მუქი გველები გადმოსცვენოდა. ჯონმა ხელები ცეცხლში ჩაყო,
ალმო დებული ფარდა დაბღუჯა და მკვდარ კაცს შემოუქნია. დაიწ-
ვას, შეევედრა იგი ღმერთებს, როდესაც ქსოვილი გვამს შემოეხვია,
ღმერთებო, გევედრებით, გევედრებით, დაიწვას.

845
ბრანი

846
კარსტარკები ცივ, ქარიან დილას მოვიდნენ, კარჰოლდის ციხე-ქა-
ლაქიდან სამი ასეული მხედარი და ორი ათასამდე ქვეითი ჩამოიყ-
ვანეს. მოახლოებული რაზმის შუბების წვერებს მკრთალი მზის სხი-
ვი აციმციმებდა. წინ კაცი უძღოდათ, რომელსაც თავისზე მაღალი
დოლი მოჰქონდა და მასზე ნელი, ბოხი ხმით სავალი რიტმი გამოჰ-
ყავდა: ბუუმ, ბუუმ, ბუუმ...
ბრანი საგუშაგო კოშკში იყო, ჰოდორს აჯდა მხრებზე და ლაშ-
ქრის მოახლოებას მაისტერ ლუვინის ჭოგრიტით უმზერდა. ჯარს თა-
ვად ლორდი რიკარდი მოუძღოდა, მისი ძეები, ჰარიონი, ედარდი და
ტორენიც ცხენდაცხენ მოსდევდნენ; მათ თავზემოთ ღამესავით შავი
დროშები ფრიალებდა, რომელზეც კარსტარკების გვარის თეთრი
სხივიანი მზე იყო გამოსახული. ბებერმა ნენმა თქვა, რომ მათ სტარ-
კების სისხლი ედგათ, ასობით წლების წინ ერთი გვარი ჰქონდათ,
მაგრამ, ბრანის აზრით, ისინი სტარკებს არ ჰგავდნენ. ზორბები იყ-
ვნენ, შესახედად შეუპოვრები, სახე სქელი წვერით ჰქონდათ დაფა-
რული, გაშლილი თმა მხრებს ქვემოთ სცემდათ, მოსასხამები დათ-
ვების, სელაპების და მგლების ტყავებისგან ჰქონდათ შეკერილი.
ბრანმა იცოდა, რომ ესენი ბოლოები იყვნენ. დანარჩენი ლორ-
დები უკვე ჩამოვიდნენ თავიანთ ლაშქრებთან ერთად. ბრანს ერთი
სული ჰქონდა, ცხენით გასულიყო, მათ შორის გარეულიყო, ენახა
ადამიანებით გაძეძგილი ზამთრის სახლები, ბაზრის მოედანზე ყო-
ველ დილით თავშეყრილი ხალხი, ბორბლებით თუ ფლოქვებით და-
ღარული და ათხრილი ქუჩები. მაგრამ რობმა ციხე-კოშკის დატოვე-
ბა აუკრძალა.
– შენთვის მცველად მოსაჩენი ზედმეტი მეომრები არ გვყავს, –
აუხსნა ძმამ.
– ზაფხულს წავიყვან, – ჯიუტობდა ბრანი.
– ბავშვივით ნუ მეპასუხები, ბრან, –უთხრა რობმა, – შენ თვითო-
ნაც მშვენივრად ხვდები. ორი დღის წინ ლორდ ბოლტონის ერთმა
ჯარისკაცმა ლორდ კერვინის კაცს მუგუზალში ხანჯალი გაუყარა.

847
დედაჩვენი ტყავს გამაძრობს, ნება თუ დაგრთე, ხიფათში შეყო
თავი, – ამას რომ ამბობდა, ლორდ რობის ხმით ლაპარაკობდა;
ესე იგი, შედავებას აზრი არ ჰქონდა.
მან იცოდა: რობი ამას მგლისტყეში მომხდარის გამო აკეთებ-
და. იმ ამბის გახსენება ჯერაც ავ სიზმრებს ჰგვრიდა ხოლმე. მა-
შინ პატარა ბავშვივით უმწეო აღმოჩნდა, თავის დაცვა იმაზე უკე-
თაც ვერ შეძლო, ვიდრე რიკონი მოახერხებდა. უარესადაც კი...
რიკონი იმათ წიხლს მაინც მოუქნევდა. ამის გამო სირცხვილი
სწვავდა. ის ხომ რობზე მხოლოდ რამდენიმე წლით იყო უმცრო-
სი. თუ მის ძმას უკვე კაცი ეთქმოდა, თავადაც იგივე მოეთხოვე-
ბოდა. თავის დაცვა უნდა შესძლებოდა. ერთი წლის წინ ბრანი
უეჭველად წავიდოდა ქალაქში, თუნდაც ამისთვის გალავანზე
გადაცოცება დასჭირვებოდა. მაშინ შეეძლო, კიბე ჩაერბინა, შემ-
ჯდარიყო და ჩამომხდარიყო თავისი პონიდან და თავისი ხის ხმა-
ლიც ექნია, ისე, რომ პრინცი ტომენი მიწაზე ეგორავებინა. ახლა
მხოლოდ ცქერას ახერხებდა, მაისტერ ლუვინის ლინზებიან
მილში ჭვრიტინს. მაისტერმა მას ყველა დროშის ცნობა ასწავ-
ლა:
გლოვერების შეჭურვილი მუშტი, ალისფერზე ვერცხლით და-
ხატული; ლედი მორმონტის შავი დათვი; საზარელი გატყავებუ-
ლი კაცი, რომელსაც დრედფორტელი რუს ბოლტონი მოიძღვა-
ნიებდა; ჰორნვუდების ხარი ცხენირემი; კერვინების ტაბარი;
ტოლჰართების სამი ხეგუშაგა; და ამბერების გვარის შიშის-
მგვრელი სიმბოლო: აღრიალებული გოლიათი დაწყვეტილ
ბორკილებში.
საკმაოდ მალე სახეებიც გაიცნო, როდესაც ლორდები, მათი
ვაჟები და მათი ქვეშევრდომი რაინდები ვინტერფელს ნადიმად
ეწვივნენ. ყველას ერთად დიდი დარბაზიც კი ვერ დაიტევდა, ამი-
ტომ რობმა ყველა უმთავრეს მებაირაღეს რიგრიგობით უმასპინ-

848
ძლა. ბრანი ყოველთვის საპატიო ადგილზე იჯდა ძმის ხელმარჯვნივ.
ზოგი მებაირაღე მას უცნაურად მიაშტერდებოდა ხოლმე, თითქოს-
და უკვირდათ, რა უფლებით დაესვათ ეს უმწიფარი ბიჭი მათზე მაღ-
ლა, მით უმეტეს, რომ ხეიბარიც იყო.
– ახლა უკვე რამდენია? – ჰკითხა ბრანმა მაისტერ ლუვინს, რო-
დესაც ლორდი კარსტარკი და მისი ვაჟები გარე გალავნის კარიბჭე-
ში შემოვიდნენ.
– თორმეტი ათასი კაცი ან თითქმის ამდენი.
– რამდენი რაინდია?
– საკმაოდ ცოტა, – მიუგო მაისტერმა მცირედი მოუთმენლობით,
– რაინდი რომ გახდე, სეპტში მღვიძარება უნდა აღასრულო და შვი-
დი ზეთი უნდა გცხონ ფიცის საკურთხებლად. ჩრდილოეთში დიდე-
ბული გვარებიდან მხოლოდ რამდენიმე აღიარებს შვიდთა. დანარ-
ჩენები ძველ ღმერთებს სცემენ თაყვანს და რაინდებს არ აკურთხე-
ბენ... მაგრამ ეს ლორდები, მათი ვაჟები და შეფიცული ხმლები ნაკ-
ლებად შეუპოვრები, ნაკლებად ერთგულები ან ნაკლებად ღირსე-
ულნი როდი არიან. მებრძოლის სიქველე მისი სახელის წინ დასმუ-
ლი „სერით“ არ განისაზღვრება, და ეს უკვე ასჯერ მოგახსენე.
– და მაინც, რამდენი რაინდი ჩამოვიდა? – არ დაცხრა ბრანი.
მაისტერ ლუვინმა ამოიოხრა.
– სამასი, შესაძლოა, ოთხასი... სამი ათას შეჭურვილ შუბოსან-
თან ერთად, რომლებიც რაინდები არ არიან.
– ლორდი კარსტარკი ბოლოა, – ფიქრიანად თქვა ბრანმა, – ამ
საღამოს რობი მას ანადიმებს.
– უეჭველია, ასე მოიქცევა.
– რამდენ ხანში... რამდენ ხანში წავლენ?
– მალე უნდა გავიდეს, ან საერთოდაც არა, – მიუგო მაისტერ
ლუვინმა, – ზამთრის ქალაქი გადავსებულია და ეს მისი ლაშქარი
პირწმინდად გადაჭამს აქაურობას, დიდხანს თუ დაყოვნდა. სამეფო
გზის გასწვრივ კიდევ სხვებიც ელოდებიან: ყორღანელი რაინდები,

849
კრანოგელები და ლორდი მანდერლი და ლორდი ფლინტი. მდი-
ნარეთში ბრძოლები უკვე დაიწყო, შენს ძმას კი მრავალი ლიგა
აქვს გასავლელი.
– ვიცი, – ბრანი თავს ზუსტად ისე უბედურად გრძნობდა, რო-
გორც ეს ხმაზე ეტყობოდა. ბრინჯაოს მილი ისევ მაისტერს გა-
დასცა და შენიშნა, ლუვინს კეფაზე თმა ისე შესთხელებოდა, რომ
ვარდისფერი კანი მოუჩანდა. უცნაური იყო მისი ასე ზემოდან
ცქერა, როდესაც მთელი ცხოვრება ქვემოდან ზემოთ შეჰყურებ-
და, მაგრამ ჰოდორს ზურგზე თუ ეჯექი, ყველას ზემოდან დახე-
დავდი, – აღარ მინდა ცქერა. ჰოდორ, უკან წამიყვანე, ციხეში.
– ჰოდორ, – წარმოთქვა ჰოდორმა.
მაისტერ ლუვინმა ჭოგრიტი სახელოში შეიცურა.
– ბრან, შენს ლორდ ძმას ახლა შენი ნახვის დრო არ ექნება.
ლორდ კარსტარკს და მის ვაჟებს უნდა შეხვდეს და მიესალმოს.
– მე რობს არ შევაწუხებ. საღვთო ტყეში მინდა წასვლა, – მან
ჰოდორს მხარზე დაადო ხელი.
– ჰოდორ.
კოშკის შიდა კედლის გრანიტში ერთმანეთის მიყოლებით ხე-
ლის მოსაჭიდები იყო გამოკვეთილი და კიბის მაგივრობას სწევ-
და. ჰოდორი შეუწყობლად ღიღინებდა და ხელის სათითაოდ მო-
ნაცვლებით დაბლა ჩადიოდა, მაისტერ ლუვინის მიერ საგანგე-
ბოდ დამზადებულ მოწნულ სკამში ჩამჯდარი ბრანი კი მის ზურ-
გზე ჯაყჯაყებდა. ლუვინმა ეს სკამი იმ გოდრების მიხედვით გააკე-
თა, რომლებსაც ქალები ზურგით შეშის საზიდად ხმარობდნენ.
ფეხების გასაყოფი ნახვრეტების და წონის უფრო თანაბრად გა-
დასანაწილებლად რამდენიმე ღვედის დამატება უკვე იოლი საქ-
მე იყო. რასაკვირველია, მოცეკვავით სიარულს ვერ შეედრებო-
და, მაგრამ ზოგ ადგილას ცხენი ვერ მიდიოდა, ჰოდორის ზურგზე
ჯდომა კი ბრანს ნაკლებად ერცხვინებოდა, ვიდრე პატარა ბავ-
შვივით ხელში ატატებული ტარება. როგორც ჩანს, ეს ჰოდორსაც

850
მოსწონდა, თუმცა ძნელი იყო, ჰოდორზე რამე დარწმუნებით გეთ-
ქვა. ერთადერთი სიძნელე კარები იყო: ჰოდორს შეიძლებოდა გა-
დავიწყებოდა, ზურგზე ბრანი რომ ეკიდა, და მაშინ კარში გავლა
ზოგჯერ მტკივნეული იყო ხოლმე.
ბოლო ორი კვირის განმავლობაში ციხე-კოშკში იმდენი ხალხი
შედი-გადიოდა, რომ რობმა ბრძანა, ორივე კარიბჭის ცხაური აე-
წიათ და მათ შორის ხიდი ღამითაც კი ჩამოშვებული დაეტოვებინათ.
ბრანი კოშკიდან რომ გამოვიდა, შეჯავშნული მეშუბეების გრძელი
რაზმი გალავნებს შორის გავლებულ თხრილზე გადმოდიოდა – ეს
კარსტარკების მეომრები იყვნენ, თავიანთი ლორდების კვალდაკ-
ვალ ციხეკოშკში შემოდიოდნენ. შავი რკინის ზარადები ეხურათ, შავ
შალის მოსასხამებზე თეთრი სხივოსანი მზე ჰქონდათ გამოსახული.
ჰოდორმა მათ გვერდით ჩაიძუნძულა, თან თავისთვის იღიმებოდა,
ჩექმებით გადაიბაგუნა ასაწევი ხიდის ხის ძელებზე. მხედრები გა-
ოცებით შესცქეროდნენ მათ გვერდით ჩავლილებს, ერთხელ ბრა-
ნის ყურს ვიღაცის ხარხარიც მისწვდა. ამგვარ რამეებს გულთან ახ-
ლო არ უშვებდა – „ხალხი ცქერას დაგიწყებს“, გააფრთხილა იგი მა-
ისტერ ლუვინმა, როდესაც მოწნული კალათის ღვედები ჰოდორს
პირველად გადაუჭირეს მკერდზე, „კიდევაც გიყურებენ, კიდევაც
ილაპარაკებენ შენზე, ზოგი კიდევაც დაგცინებს“. დამცინონ და იყ-
ვნენ, გაიფიქრა ბრანმა. საკუთარ საძინებელში რომ იჯდა, არავინ
დასცინოდა, მაგრამ იგი არ აპირებდა, მთელი სიცოცხლე საწოლში
გაეტარებინა.
კარიბჭის ცხაურს რომ გასცდნენ, ბრანმა ორი თითი ჩაიყო პირ-
ში და დაუსტვინა. ზაფხულმა ხტუნვით გადმოჭრა ეზო. უეცრად კარ-
სტარკების შუბოსნები შეჩოჩქოლდნენ, ლამობდნენ, ცხენებისთვის
თავი დაეჭირათ, ისინი კი, დაზაფრულები, თვალებს ატრიალებდნენ
და ჭიხვინებდნენ. ერთი ულაყი ყვირილით აღიმართა ყალყზე, მისი
მხედარი იგინებოდა და მთელი ძალ-ღონით თავს იმაგრებდა.

851
მგელსაზარას სუნი უჩვევ ცხენებს შიშის ზარს ჰგვრიდა, მაგრამ
ზაფხულის გაუჩინარების მერე მალევე დაშოშმინდნენ.
– საღვთო ტყეში, – შეახსენა ბრანმა ჰოდორს.
ვინტერფელიც კი ხალხით იყო გადავსებული. ეზო ხმლის და
საომარი ცულების ჯახანს, ფორნების რახრახს, ძაღლების ყეფას
გაეყრუებინა. საიარაღოს კარი ღია იყო და ბრანმა თვალი მოჰ-
კრა მიკენს, მისი ურო ცემდა, შიშველ მკერდზე ოფლი სდიოდა.
ბრანს ამდენი უცნობი მთელ ცხოვრებაში არ ენახა, მაშინაც კი,
მეფე რობერტი მამამისს რომ ეწვია.
შეეცადა, არ შემკრთალიყო, ჰოდორმა დაბალი კარის ქვეშ
რომ დაყვინთა. გრძელ ბინდიან ტალანს გაუყვნენ, ზაფხული უზ-
რუნველად მოძუნძულებდა მათ გვერდით. მგელი დროდადრო
ახედავდა ხოლმე, თვალები გამდნარი ოქროსავით უღვიოდა.
ბრანს მოუნდა, შეხებოდა, მაგრამ მეტისმეტად მაღლა იჯდა, ხე-
ლით ვერ მისწვდებოდა. საღვთო ტყე სიმშვიდის კუნძულად რჩე-
ბოდა იმ ქაოსში, რადაც ვინტერფელი იქცა. ჰოდორმა მუხების,
ხეგუშაგებისა და ძელქვების ხშირ ტევრში გააღწია და გულის
ხის გვერდით გაშლილ წყნარ ტბორთან გავიდა. იგი ღიღინით
შედგა სარკმლისხის დაგრეხილი ტოტების ქვეშ. ბრანი ტოტს მო-
ეჭიდა და სკამიდან ამოიზიდა, ფეხების უსიცოცხლო წონა დაწნუ-
ლი კალათის ნახვრეტებში ამოაძვრინა.
წუთით ასე ეკიდა და ქანაობდა, მუქი წითელი ფოთლები სა-
ხეზე ედებოდნენ, სანამ ჰოდორმა არ აიყვანა და წყლის პირას
ბრტყელ ქვაზე არ დაუშვა.
– ცოტა ხანს მარტო მინდა ყოფნა, – თქვა მან, – წადი, გახ-
ვანჩალდი. ტბორებთან წადი.
– ჰოდორ, – ჰოდორი ხეებს შორის გაშლიგინდა და გაუჩი-
ნარდა.
საღვთო ტყის გადაღმა, სასტუმრო სახლის ფანჯრებქვეშ
წყალქვეშა ცხელი წყარო სამ პატარა ტბორს ავსებდა. წყალს

852
დღედაღამ ორთქლი ასდიოდა და გვერდით წამომდგარ კედელს
სქლად მოსდებოდა ხავსი. ჰოდორს სძულდა ცივი წყალი და ხა-
ფანგში გაბმული ფოცხვერივით შეეწინააღმდეგებოდა ყველას,
ვინც კი საპნით დაემუქრებოდა, მაგრამ სიამოვნებით ჩაჯდებო-
და ხოლმე ყველაზე ცხელ ტბორში, საათობით იჯდა წყალში და რამ-
დენჯერაც ბნელი მწვანე სიღრმიდან ზედაპირზე ჰაერის ბუშტი ამო-
ცურდებოდა, იმდენჯერ თავადაც გაეპასუხებოდა ხმამაღალი ტუჩე-
ბის წკლაპუნით.
ზაფხულმა წყალი მოსვლიპა და ბრანის გვერდით ჩამოჯდა. მან
ყბის ქვეშ დაფხანა და ერთხანს ბიჭიც და ცხოველიც სიმშვიდის გან-
ცდას მიეცნენ. ბრანს ყოველთვის მოსწონდა საღვთო ტყე, ადრეც
უყვარდა აქ მოსვლა, მაგრამ ბოლო დროს აქაურობა უფრო და უფ-
რო მეტად იზიდავდა. გულის ხეც კი აღარ აშინებდა ისე, როგორც
ადრე.
თეთრ ზროში გამოკვეთილი ღრმა წითელი თვალები ახლაც უმ-
ზერდნენ, მაგრამ ახლა ეს როგორღაც ანუგეშებდა. ღმერთები დამ-
ცქერიან, უთხრა თავის თავს; ძველი ღმერთები, სტარკების, პირ-
ველ კაცთა და ტყის შვილების ღმერთები, მამამისის ღმერთები. მა-
თი მზერის ქვეშ თავს უსაფრთხოდ გრძნობდა, ტყის მდუმარება კი
ფიქრში ეხმარებოდა. ჩამოვარდნის მერე ბრანი ბევრს ფიქრობდა.
ფიქრობდა, ოცნებობდა და ღმერთებს ესაუბრებოდა.
– გევედრებით, ნუ წავა რობი, – წყნარად შესთხოვა ღმერთებს.
ხელი ცივ წყალში გაატარა და ტბორის ზედაპირზე ტალღები დაძ-
რა, – გევედრებით, დარჩეს. ან თუ აუცილებლად უნდა წავიდეს,
მშვიდობით დააბრუნეთ შინ, დედასთან, მამასთან და გოგონებთან
ერთად.
და... და რიკონიც რომ მიხვდეს.
მისი პატარა ძმა ზამთრის ქარბუქივით გაშმაგდა, როდესაც შე-
იტყო, რობი საომრად უნდა წავიდესო. მთელი დღე ხან ტიროდა, ხან
ბობოქრობდა, არაფერი უჭამია, თითქმის მთელი ღამე გაჰკიოდა,

853
ბებერ ნენს მუშტიც კი მოუქნია, როდესაც იგი შეეცადა, იავნანით
დაემშვიდებინა. მეორე დღეს კი გაუჩინარდა. რობმა ნახევარი
სასახლე მის საძებრად დარაზმა და როდესაც ბოლოს და ბო-
ლოს რიკონი აკლდამაში იპოვეს, მან მპოვნელებს მკვდარი მე-
ფის ხელიდან გამოტაცებული დაჟანგული რკინის ხმალი მოუქ-
ნია, დუჟმომდგარი ბურძგლაძაღლი კი მწვანეთვალება დემონი-
ვით დაატყდათ სიბნელიდან.
მგელი ლამის რიკონივით იყო შეშლილი, გეიგს მკლავზე უკ-
ბინა, მიკენს კი ბარძაყიდან ხორცი ამოაგლიჯა. თავად რობმა და
რუხმა ქარმა ძლივს დააშოშმინეს. ახლა შავი მგელი ფარლენს
საძაღლეში ჰყავდა ჯაჭვით დაბმული, რიკონი კი მისი მოცილე-
ბის გამო კიდევ უფრო უარესად ტიროდა.
მაისტერ ლუვინმა რობს ვინტერფელში დარჩენა ურჩია, ბრა-
ნიც დარჩენას ეხვეწებოდა, როგორც თავისთვის, ასევე რიკონის
გამო, მაგრამ მისმა ძმამ მხოლოდ ჯიუტად გაიქნია თავი და
თქვა:
– მე წასვლა არ მინდა. საჭიროა.
რაც მხოლოდ ნაწილობრივ იყო სიცრუე. ვიღაც მართლაც უნ-
და წასულიყო, ყელი დაეცვა და ტალებს ლანისტერების წინააღ-
მდეგ ბრძოლაში დახმარებოდა, მაგრამ ეს უეჭველად რობი რო-
დი უნდა ყოფილიყო. მის ძმას შეეძლო, სარდლობა ჰალ მოლე-
ნისთვის ან თეონ გრეიჯოისთვის გადაებარებინა, ან რომელიმე
თავისი მებაირაღე გაეგზავნა. მაისტერ ლუვინი სწორედ ამას
ურჩევდა, მაგრამ რობს არაფრის გაგონება არ სურდა.
– ჩემი მამა-ბატონი არასოდეს იკადრებდა, თავისი ხალხი სა-
სიკვდილოდ გაეშვა, თავად კი მხდალივით შეყუჟულიყო ვინ-
ტერფელის გალავნის შიგნით, – თქვა მან, თხემით ტერფამდე
ლორდი რობი იყო. ბრანს ახლა რობიც ნახევრად უცხო ეჩვენე-
ბოდა, გარდაქმნილიყო, მართლაც ლორდი გამხდარიყო, თუმც
ჯერ მეთექვსმეტე დღეობაც არ დასდგომოდა. როგორც ჩანს,

854
ამას მათი მამის მებაირაღეებიც გრძნობდნენ. ბევრი მათგანი ცდი-
ლობდა, გამოეცადა იგი, და ამას ყველა თავისებურად ახერხებდა.
რუს ბოლტონმა და რობერტ გლოვერმა ბრძოლის სარდლობის პა-
ტივი მოითხოვეს: პირველმა – ჯიქურ, მეორემ – ღიმილით და ხუმ-
რობით. ჩაფსკვნილმა, თმაჭაღარა მეგი მორმონტმა, მამაკაცივით
ჯაჭვი რომ ეცვა, რობს უთხრა, რომ ასაკით შვილიშვილად შეჰფე-
როდა და, ამდენად, შეეძლო, თავისი ბრძანებები თავისთვის და-
ეტოვებინა... მაგრამ რაკი საქმე საქმეზე ამგვარად მიდგა, შვილიშ-
ვილი ჰყავდა, გოგონა, რომლის რობისთვის მითხოვებასაც ისურ-
ვებდა. ტკბილად მოუბარმა ლორდმა კერვინმა მართლაც მოიყოლა
თან შვილი, ოცდაათი წლის ფუმფულა, მორცხვი ასული, რომელიც
მამამისის ხელმარცხნივ იჯდა და საკუთარი თეფშიდან მზერა ერ-
თხელაც არ აუპყრია მაღლა. ხალისიან ლორდ ჰორნვუდს ასულები
არ ჰყავდა, მაგრამ საჩუქრები მოჰქონდა: ერთ დღეს ცხენი, მეორე
დღეს – ირმის ბარკალი, მომდევნო დღეს – ვერცხლით მოვარაყე-
ბული სანადირო საყვირი, სამაგიეროდ კი არაფერი უნდოდა... მხო-
ლოდ ერთი სიმაგრე, პაპამისს რომ წაართვეს, კიდევ – რომელიღაც
ქედის ჩრდილოეთით ნადირობის უფლების ბოძება, და თეთრ დაშ-
ნაზე კაშხლის აშენება, თუკი ლორდის ნება იქნებოდა.
რობი ყველას ცივი თავაზით სცემდა პასუხს, როგორც ალბათ მა-
მაც მოიქცეოდა, და როგორღაც ყველა საკუთარ ნებაზე მოდრიკა.
ხოლო როდესაც ლორდმა ამბერმა – რომელსაც თავისი ჯარის-
კაცები დიდჯონს უწოდებდნენ და რომელიც ჰოდორივით მაღალი
და მასზე ორჯერ განიერი წარდგა რობის წინაშე – დაიქადნა, რომ
შინ წაიყვანდა თავის ლაშქარს, თუკი ჯარის წყობაში ჰორნვუდების
ან კერვინების უკან ჩააყენებდნენ, რობმა მას უთხრა, კი ბატონო,
მიბრძანდითო.

855
– და ლანისტერებთან რომ მოვითავებთ საქმეს, – შეჰპირდა
ლორდს, თან რუხ ქარს ყურებს უკან ფხანდა, – უკან გამოვილაშ-
ქრებთ, ჩრდილოეთისკენ, იმ შენი ციხიდან გამოგათრევთ და ჩამო-
გახრჩობთ, როგორც ფიცის გამტეხს.
დიდჯონმა გინებით ჩაახეთქა ცეცხლში ელის ბოთლი და
რობს დაუღრიალა, ისე ჭყინტი ხარ, ალბათ მწვანედ ფსამო. რო-
დესაც ჰალის მოლენი მის დასაშოშმინებლად დაიძრა, დიდჯონ-
მა იგი ერთი დარტყმით დასცა იატაკზე, მაგიდა წიხლით გადაა-
ყირავა და ისეთი ზორბა და საშიში ორლესული იშიშვლა, რომ-
ლის მსგავსიც ბრანს ცხოვრებაში არ დაენახა. მერხებზე მსხდა-
რი მისი ვაჟები, ძმები და შეფიცული მეხმლეები წამოხტნენ და
იარაღს წაეტანნენ.
მაგრამ რობმა ჩუმად წარმოთქვა ერთი სიტყვა, გაისმა ღრენა
და თვალის დახამხამებაში ლორდი ამბერი უკვე ზურგზე იყო გა-
შოტილი.
მისი ხმალი სამი ფუტის იქით იატაკზე ტრიალებდა, ხელიდან
კი, იქ, სადაც რუხმა ქარმა ორი თითი წააკვნიტა, სისხლი სდი-
ოდა.
– მამაჩემმა მასწავლა, ვინც ბატონის წინააღმდეგ იარაღს
იშიშვლებს, სიკვდილით ისჯებაო, – თქვა რობმა, – მაგრამ შენ,
უეჭველია, მხოლოდ ხორცის ლუკმის ჩამოთლა გინდოდა და
სხვა არაფერი.
ბრანს გულ-მუცელი აუწრიალდა, როდესაც დიდჯონი ასად-
გომად წამოწია, თან თითების წითელ გადანაჭრებს წუწნიდა...
მაგრამ, მისდა გასაოცრად, ზორბა კაცმა უეცრად გადაიხარხა-
რა.
– ეს შენი ხორცი, – დაიღრიალა მან, – ჯოჯოხეთურად მაგა-
რია!

856
და ამის მერე დიდჯონი როგორღაც რობის მარჯვენა ხელი გახ-
და, მისი ერთგული ფალავანი და თითოეულ შემხვედრს ხმამაღლა
შეაგონებდა, რომ ეს ბიჭი სტარკი იყო, ბოლოს და ბოლოს, და, წყეუ-
ლიმც იყოს, უჯობდათ, მუხლი მოედრიკათ მის წინაშე, თუ არ სურ-
დათ, მუხლებში გადაღრღნილები დაჩენილიყვნენ.
მაგრამ იმავე ღამეს, როდესაც სეფე-დარბაზში ცეცხლები ჩა-
ინავლა, ბრანს ფერდაკარგული და აცახცახებული ძმა საძინებელში
მიადგა.
– მეგონა, მომკლავდა, – აღიარა მან, – დაინახე, როგორ მიაგ-
დო ჰალი, თითქოს რიკონზე დიდი არც ყოფილიყო? ღმერთებო, რო-
გორ შემეშინდა. და დიდჯონი მათგან ყველაზე საშიში კი არაა, მხო-
ლოდ ხმაურობს სხვებზე მეტს. ლორდი რუსი სიტყვასაც არასოდეს
ძრავს, მხოლოდ შემომცქერის და მე სხვა აღარაფერზე შემიძლია
ფიქრი, მარტო ის მაგათი ოთახი მახსენდება დრედფორტში, სადაც
ბოლტონები თავიანთი მტრების ტყავებს კიდებენ.
– ეგ ხომ ბებერი ნენის ერთი ზღაპარია, მეტი არაფერი, – უთხრა
ბრანმა. ხმაში ეჭვის ელფერი შეეპარა, – ხო?
– არ ვიცი, – მან დაღლილად გაიქნია თავი, – ლორდი კერვინი
აპირებს, თავისი ასული სამხრეთში თან იახლოს. ჩემთვის საჭმლის
დასამზადებლადო, ასე ამბობს. თეონი დარწმუნებულია, რომ მაგ
გოგოს ერთ ღამესაც ჩემს ქვეშაგებში ვიპოვი. ნეტავ... ნეტავ, მამა
აქ ყოფილიყო... ამ ერთში ყველა ერთსულოვანი იყო: ბრანიც, რი-
კონიც და ლორდი რობიც; ყველა ნატრობდა, მამა აქ ყოფილიყო.
მაგრამ ლორდი ედარდი ათასობით ლიგის იქით იყო გადაკარგუ-
ლი, რომელიღაც დილეგის ტუსაღად ქცეულიყო, ან სიცოცხლის გა-
დასარჩენად ილტვოდა, ან იქნებ აღარც იყო ცოცხალი. როგორც
ჩანს, ეს დარწმუნებით არავინ იცოდა; ყოველ ჩამოსულ მგზავრს
სხვადასხვა ამბები ჩამოჰქონდა, ყველა ერთიმეორეზე უარესი. მა-
მის მცველების თავები შუბებზე აეცვათ და წითელი ციხის გალავან-

857
ზე ლპებოდნენ; მეფე რობერტს მამის ხელში დაელია სული; ბა-
რათეონებს მეფის საბიჯელისთვის ალყა შემოერტყათ; ლორდი
ედარდი მეფის ბილწ ძმასთან რენლისთან ერთად სამხრეთს
გაქცეულიყო. არია და სანსა ქოფაკს დაეხოცა. დედას ჭინკა ტი-
რიონი მოეკლა და მისი გვამი რივერანის გალავნიდან გადმოე-
კიდა. ლორდი ტაივინ ლანისტერი საარწივესკენ დაძრულიყო და
გზად ნახანძრალს და პარტახს ტოვებდა. ერთი ღვინით გამობ-
რუჟული მეზღაპრე იმასაც ამბობდა, რეიგარ ტარგარიენი მკედ-
რეთით აღმდგარა და ძველ გმირთა ურიცხვ სპას დრაკონის
ქვისკენ მიუძღვება მამის ტახტის დასაბრუნებლადო.
როდესაც ყორანი მოფრინდა და მამის ბეჭდით დალუქული,
სანსას ხელით ნაწერი ბარათი მოიტანა, ავი სიმართლე არანაკ-
ლებ დაუჯერებელი ეჩვენათ. ბრანს არასოდეს დაავიწყდებოდა
რობის გამომეტყველება, რომლითაც იგი მათი დის ნაწერს დას-
ჩერებოდა.
– ასე ამბობს, მამა ღალატში მეფის ძმებს შეეთქვაო, – ისევ
წერილს ჩახედა, – მეფე რობერტი მოკვდა, მე და დედას კი წი-
თელ ციხეში მოგვიწოდებენ, ჯოფრის ერთგულება რომ შევფი-
ცოთ. სანსა ამბობს, ერთგულები უნდა ვიყოთო, და როდესაც იგი
ჯოფრიზე დაქორწინდება, შეევედრება, ჩვენს ლორდ-მამას სი-
ცოცხლე უბოძოს, – ხელი მუშტად შეკრა და სანსას წერილი თი-
თებს შორის მოჭმუჭნა, – და არაფერს ამბობს არიაზე, სულ არა-
ფერს, ერთ სიტყვასაც კი! ჯანდაბას წაუღია, რა სჭირს ამ გოგოს?
ბრანს მთელ სხეულში ამცივნებდა.
– თავისი მგელი ხომ დაეღუპა, – წარმოთქვა შემკრთალმა,
გაახსენდა ის დღე, როდესაც მამამისის ოთხი მცველი სამხრეთი-
დან დაბრუნდა და ლედის ძვლები მოიტანეს. ზაფხული, რუხი ქა-
რი და ბურძგლაძაღლი გაწელილი, უნუგეშო ხმით მანამდე მოჰ-
ყვნენ ყმუილს, სანამ ისინი ასაწევ ხიდზე გადმოვიდოდნენ. პირ-
ველი ციხის ჩრდილქვეშ ძველი სასაფლაო იყო, აქ საფლავის

858
ქვებს ფერმკრთალი მღიერი მოსდებოდა და ზამთრის ძველი მეფეე-
ბი ერთგულ მსახურებს აქ უჩენდნენ სამუდამო განსასვენებელს.
ლედიც აქ დაფლეს, მისი ძმები კი მოუსვენარ ლანდებად დაძრწოდ-
ნენ საფლავებს შორის. ლედი სამხრეთისკენ გაემგზავრა და უკან
მხოლოდ მისი ძვლები დაბრუნდნენ.
მათი პაპა, მოხუცი ლორდი რიკარდიც წავიდა სამხრეთს, თან წა-
იყოლა თავისი ვაჟი ბრანდონი, მათი მამის ძმა, და თავისი ასი სა-
უკეთესო მეომარი. მათგან უკან არავინ დაბრუნებულა. მამაც სამ-
ხრეთისკენ გაეშურა არიასა და სანსასთან ერთად, იორისთან, ჰა-
ლენთან, სქელ ტომთან და სხვებთან ერთად; მოგვიანებით დედა და
სერ როდრიკიც წავიდნენ, და უკან არც ისინი დაბრუნებულან. ახლა
რობიც წასვლას აპირებდა. არა, მეფის საბიჯელში კი არ მიეშურე-
ბოდა ერთგულების ფიცის დასადებად, არამედ – რივერანში, გაშიშ-
ვლებული მახვილით ხელში. და თუკი მათი ლორდი-მამა მართლაც
ტუსაღი იყო, ეს ნამდვილად მის სიკვდილს მოასწავებდა. ბრანს ამის
უფრო მეტად ეშინოდა, ვიდრე გამოთქმა შეეძლო.
– თუკი რობი აუცილებლად უნდა წავიდეს, დაიფარეთ, – შეს-
თხოვა ბრანმა ძველ ღმერთებს, რომლებიც გულის ხის წითელი
თვალებით უცქერდნენ, – და დაიფარეთ მისი მხლებლები, ჰალი,
ქვენტი და დანარჩენები, ლორდი ამბერი, ლედი მორმონტი და სხვა
ლორდებიც. და თეონიც, ალბათ. დაიცავით, დაიფარეთ, თუკი ინე-
ბებთ, ღმერთებო. დაეხმარეთ, დაამარცხონ ლანისტერები, დაიხ-
სნან მამა და შინ მოიყვანონ.
საღვთო ტყეში სიომ დაიფშვინა, წითელი ფოთლები შეირხნენ
და აჩურჩულდნენ. ზაფხულმა ეშვები გამოაჩინა.
– შენ გესმის მათი, ბიჭო? – ჰკითხა ხმამ.
ბრანმა თავი ასწია. ტბორის გადაღმა, ბებერი მუხის ქვეშ, ოშა
იდგა. სახეს ფოთლები უჩრდილავდა. დაბორკილიც კი, კატასავით
უჩუმრად მოძრაობდა. ზაფხულმა ტბორს შემოუარა და მაღალი ქა-
ლი დაყნოსა. იგი შიშით გაეცალა.

859
– ზაფხული, ჩემთან! – დაუძახა ბრანმა. მგელსაზარამ ერ-
თხელაც დაყნოსა ქალი, შემობრუნდა და უკან გამოიქცა. ბრანმა
მას მკლავები შემოხვია.
– აქ რას აკეთებ? – ოშა არ ენახა მას შემდეგ, რაც ქალი
მგლისტყეში ტყვედ ჩაიგდეს, თუმც იცოდა, რომ სამზარეულოებ-
ში გაამწესეს სამუშაოდ.
– ისინი ჩემი ღმერთებიც არიან, – მიუგო ოშამ, – კედლის
იქით მათ გარდა სხვა ღმერთები არც არსებობენ, – ყავისფერი,
გაბურდული თმა წამოზრდოდა. ეს უფრო ქალურ იერს აძლევდა,
თმაც და ყავისფერი ჯვალოს უბრალო კაბაც, ჩამორთმეული ჯაჭ-
ვისა და ტყავის სანაცვლოდ რომ მიეცათ, – გეიჯი ნებას მრთავს,
დროდადრო ვილოცო ხოლმე, როდესაც დამჭირდება, მე კი ნე-
ბას ვაძლევ, ჩემი კაბის ქვეშ ისაქმიანოს, როგორც უნდა, როდე-
საც მას დასჭირდება. ეს ჩემთვის ძნელი არაა. მომწონს, ხელებ-
ზე ფქვილის სუნი რომ ასდის და სტივზე უკეთაც მექცევა, – მო-
უხერხებლად დაუკრა ბრანს თავი, – ახლა წავალ. გასახეხი ქოთ-
ნები მელოდება.
– არა, დარჩი, – უბრძანა ბრანმა, – მითხარი, რას გულის-
ხმობ, ღმერთების გესმისო, რომ მეუბნები.
ოშა ყურადღებით დააცქერდა.
– შენ სთხოვე და ისინიც გპასუხობენ. ყური მიაპყარი, უსმინე
და გაიგონებ.
ბრანმა ყური მიუგდო.
– ეს ქარია, სხვა არაფერი, – ყოყმანით თქვა ცოტა ხანში, –
ფოთლები შრიალებენ.
– როგორ გგონია, ვინ გზავნის ქარს, თუ არა ღმერთები? –
იგი ტბორის გადაღმა ჩამოჯდა, მოძრაობისას წყნარად წკარუ-
ნობდა. მიკენმა კოჭებზე მძიმე ჯაჭვით გადაბმული რკინის ბორ-
კილები დაუმაგრა; ქალს სიარული შეეძლო, თუკი მოკლე ნაბი-
ჯებს გადადგამდა, მაგრამ ვერ გაიქცეოდა, ვერც აცოცდებოდა,

860
ვერც ცხენზე შეჯდებოდა, – ისინი გხედავენ, ბიჭო. ესმით, რასაც ეუბ-
ნები. ეს შრიალი მათი პასუხია. – რას ამბობენ?
– სევდიანები არიან. შენი ლორდი-ძმა მათგან დახმარებას ვერ
მიიღებს, იქ ვერა, სადაც მიდის. ძველ ღმერთებს სამხრეთში ძალა
არ აბადიათ. იქ ათასობით წლის წინ მოჭრეს სარკმლისხეები. რო-
გორ მიაპყრონ მზერა შენს ძმას, თუკი თვალები არ აქვთ?
ბრანს ამაზე არ ეფიქრა. შეშინდა. თუკი ღმერთებსაც კი არ შეეძ-
ლოთ მისი ძმის დახმარება, რა იმედიღა რჩებოდა? იქნებ ოშას მათი
არასწორად ესმოდა. მან თავი დახარა და შეეცადა, კვლავ დაეგდო
ყური. მოეჩვენა, რომ ამჯერად სევდა ჩაესმა, მაგრამ ამის მეტი –
არაფერი.
შრიალი გაძლიერდა. ბრანმა ყრუ ნაბიჯების ხმა გაიგონა და ხე-
ებს შორის მოუქნელად გამოძვრა ჰოდორი, შიშველი იყო და იღიმე-
ბოდა.
– ჰოდორ!
– ალბათ ჩვენი ხმები გაიგონა, – თქვა ბრანმა, – ჰოდორ, ჩაცმა
დაგავიწყდა.
– ჰოდორ, – დაეთანხმა ჰოდორი. ყელს ქვემოთ მთლად სველი
იყო და სუსხიან ჰაერში ორთქლი ასდიოდა. სხეული ხშირი ყავისფე-
რი ბალნით ჰქონდა დაფარული. ფეხებს შორის გრძლად და მძიმედ
ეკიდა მამაკაცობის ნიშანი.
ოშამ იგი ამრეზილი ღიმილით შეათვალიერა.
– ვაჰ, რამხელა კაცია, – თქვა მან, – გოლიათის სისხლი აქვს,
თუ არა და, მე დედოფალი ვყოფილვარ.
– მაისტერ ლუვინი ამბობს, გოლიათები აღარ არსებობენო. ამ-
ბობს, ყველანი დაიხოცნენ, ტყის შვილებივითო. მათგან მხოლოდ
მიწაში ჩარჩენილი ძვლებიღა დარჩა, რომლებსაც ადამიანები
დროდადრო გუთნით ამოაბრუნებენ ხოლმეო.

861
– წავიდეს ერთი მაისტერ ლუვინი კედლის გადაღმა, – უთხრა
ოშამ, – მაშინ იპოვიდა გოლიათებს, ან თვითონ გოლიათები
იპოვიდნენ მაგას. ჩემმა ძმამ მოკლა ერთი ქალი-გოლიათი. ათი
ფუტი იყო სიმაღლით, და მათ კვალობაზე ჩია ეთქმოდა. თორმე-
ტი, ცამეტი ფუტი იზრდებიან, როგორც ვიცით. შეუპოვრები
არიან, თმით დაფარულები, ეშვებიანები, და ქალებს კაცებივით
ეზრდებათ წვერი, ასე რომ, ვერც გაარჩევ. ქალები ადამიან კა-
ცებს ისვამენ საყვარლად და ნახევარსისხლები მათგან ჩნდები-
ან. ადამიან-ქალებს თუ იჭერენ, მაშინ საქმე უფრო ცუდადაა. იმ-
ხელა კაცები ჰყავთ, ქალებს შუაზე ხლეჩენ, სანამ დააორსულებ-
დნენ, – მან ბრანს ფართოდ შესცინა, – მაგრამ შენ ვერ ხვდები,
რას ვამბობ, არა, ბიჭო?
– კი ვხვდები, – მოუჭრა ბრანმა. მან იცოდა, რა იყო შეწყვი-
ლება; ეზოში ძაღლები ენახა, ფაშატზე შემხდარი ულაყისთვისაც
ეცქირა.
მაგრამ ამაზე საუბარი ეუხერხულებოდა. მან ჰოდორს შეხე-
და, – წადი და შენი ტანსაცმელი აიღე, ჰოდორ, – უთხრა, – წადი,
ჩაიცვი.
– ჰოდორ, – იგი საიდანაც მოსულიყო, იქით გაბრუნდა, და-
ბალი ტოტის ქვეშ გაძვრა. რამხელააო, ფიქრობდა ბრანი, მიმა-
ვალს რომ უცქერდა, – მართლა არიან გოლიათები კედლის
იქით? – ეჭვით ჰკითხა ოშას.
– გოლიათებიც და გოლიათებზე უარესებიც, ლორდისწულო.
ვცადე, ეს მეთქვა შენი ძმისთვის, როდესაც კითხვებს მისვამდა;
მისთვის, თქვენი მაისტერისა და იმ ღიმილა ბიჭის, გრეიჯოის-
თვის. ცივი ქარები ტყდება, კაცები ტყეში მიდიან და აღარასოდეს
ბრუნდებიან უკან, თავიანთ კოცონთან... ან თუ ბრუნდებიან, ადა-
მიანები აღარ არიან, მხოლოდ რაღაც ქმნილებები, ლურჯი თვა-
ლებით და ცივი შავი ხელებით. როგორ ფიქრობ, რატომ გამოვი-

862
ქეცი სამხრეთისკენ სტივთან, ჰალისთან და იმ დანარჩენ ბრიყვებ-
თან ერთად? მენსი ფიქრობს, რომ – იბრძოლებს – ეგ მამაცი, საყ-
ვარელი, ჯიუტი კაცი, თითქოს თეთრი მავალები უბრალო აეშაგები
იყვნენ, მაგრამ რა იცის, აბა? რამდენიც უნდა, იმდენი ეძახოს თავს
კედლისმიღმელი მეფე, მაგრამ მაინც ერთი ჩვეულებრივი ბებერი
შავი ყვავია, ბინდისკოშკიდან გადმოფრენილი. მას სამთრისთვის
გემო არასოდეს გაუსინჯავს. მე კი იქ დავიბადე, ბალღო, დედაჩემი-
ვით და მის დედასავით, და უფრო ადრე მისი დედის მსგავსად, თა-
ვისუფალი ხალხის შვილად გავჩნდი. ჩვენ გვახსოვს, – ოშა წამოდ-
გა, მისი ჯაჭვი აჟღრიალდა, – ვცადე, ეს მეთქვა შენი ლორდისწული
ძმისთვის. ჯერ კიდევ გუშინაც, ეზოში რომ დავინახე. „მილორდ
სტარკ-მეთქი“, დავუძახე, დიდი პატივით, როგორც შეჰფერის, მაგ-
რამ მან ისე შემომხედა, თითქოს ვერც მხედავდა, იმ გაოფლილმა
საფრთხობელა დიდჯონმა კი გზიდან განზე მომისროლა. ჰოდა, ეგ-
რე იყოს. ვიჯდები ჩემს ბორკილებში და ენას კბილს დავაჭერ. კაცს,
რომელსაც მოსმენა არ სურს, გაგონება არც შეუძლია.
– მე მითხარი. რობი მე მომისმენს, ვიცი, მომისმენს.
– მოგისმენს რო? ვნახოთ. ეს უთხარი, მილორდ. ასე უთხარი,
რომ არასწორ გზაზე შემდგარა. ჩრდილოეთისკენ უნდა მიჰყავდეს
ჯარი.
ჩრდილოეთით, და არა სამხრეთით. გესმის?
ბრანმა თავი დაუქნია.
– ვეტყვი.
მაგრამ იმ საღამოს, როდესაც სეფე-დარბაზში ნადიმად ისხდნენ,
რობი მათთან არ იყო. ვახშამი მისაღებში მიატანინა, სადაც ლორდ
რიკარდთან, დიდჯონთან და სხვა მებაირაღე ლორდებთან ერთად
ხანგრძლივი ლაშქრობის საბოლოო გეგმებს აწყობდა. ბრანს მოუხ-
და მის ადგილზე ჯდომა მაგიდის თავში და ლორდ კარსტარკის, მისი
ვაჟების და საპატიო მეგობრებისთვის მასპინძლობის გაწევა. ყვე-

863
ლანი უკვე თავიანთ ადგილებზე ისხდნენ, როდესაც ჰოდორმა
ზურგზე მოკიდებული ბრანი დარბაზში შეიყვანა და მაღალი სა-
ვარძლის გვერდით ჩაიმუხლა. ორი მომსახურე კაცი ბრანს კა-
ლათიდან ამოსვლაში დაეხმარა. ბიჭი გრძნობდა, დარბაზში
მყოფი ყველა უცნობი მას რომ უცქერდა.
– მილორდებო, – გამოაცხადა ჰალის მოლენმა, – ბრანდონ
სტარკი ვინტერფელელი.
– ჩვენს ცეცხლთან მომიწვევიხართ, – წარმოთქვა ბრანმა
დაძაბული ხმით, – და ჩვენი მეგობრობის სახელით, მისთვის პა-
ტივის მისაგებად, პურ-ღვინოს გთავაზობთ.
ჰარიონ კარსტარკმა, ლორდ რიკარდის უფროსმა ვაჟმა, თა-
ვი დაუკრა, მას ძმებმაც მიბაძეს, მაგრამ როდესაც ისინი კვლავ
თავიანთ ადგილებზე დასხდნენ, ღვინის თასების წკრიალში
ბრანმა გაიგონა ორი უმცროსი ძმის ხმადაბალი საუბარი.
– მე... ასეთ სიცოცხლეს სიკვდილს ვამჯობინებდი, – ჩაილა-
პარაკა ერთმა, მისი მამის სეხნია ედარდმა, რის პასუხადაც ძმამ,
ტორენმა მიუგო, ჩანს, ბიჭი შინაგანადაც ისევე გატეხილა, რო-
გორც გარედან, მეტისმეტად მხდალია, სიცოცხლე რომ მოის-
წრაფოსო.
გატეხილი, მწარედ გაიფიქრა ბრანმა და დანა დაბღუჯა. ეს
იყო, რაც გახდა? ბრან გატეხილი?
– არ მინდა, გატეხილი ვიყო, – ცხარედ წასჩურჩულა მაისტერ
ლუვინს, ხელმარჯვნივ რომ ეჯდა, – რაინდობა მინდა.
– ზოგი ჩემს ორდენს გონების რაინდებს უწოდებს, – მიუგო
ლუვინმა, – შენ გასაოცრად ჭკვიანი ბიჭი ხარ, ბრან, როდესაც
რამეს გონს ატან. არასოდეს გიფიქრია მაისტერის ძეწკვის ტარე-
ბაზე? ცოდნას, რომელიც შეგეძლო შეგეძინა, საზღვრები არ
აქვს.
– მე მაგიის შესწავლა მინდა, – უთხრა ბრანმა, – ყვავი დამ-
პირდა, რომ ვიფრენდი.

864
მაისტერ ლუვინმა ამოიოხრა.
– მე შემიძლია გასწავლო ისტორია, კურნება, მცენარეთმცოდ-
ნეობა. შემიძლია ყორნების ენა გასწავლო, ციხის აგება და ის, თუ
როგორ მართავს ზღვაოსანი თავის გემს ვარსკვლავების მიხედვით.
შემიძლია, დღეების ათვლა და სეზონების აღნიშვნა გასწავლო, ძვე-
ლიქალაქის ციტადელში კი ათას სხვა რამესაც გასწავლიდნენ. მაგ-
რამ, ბრან, არავის შეუძლია, მაგია შეგასწავლოს.
– შვილებს შეუძლიათ, – უთხრა ბრანმა, – ტყის შვილებს, – ამან
მოაგონა, თუ რას დაჰპირდა ოშას საღვთო ტყეში, და მაისტერ ლუ-
ვინს მისი ნათქვამი უამბო.
მაისტერმა თავაზიანად მოუსმინა.
– მგონი, მაგ ველურ ქალს შეუძლია, ბებერი ნენი ზღაპრების მო-
ყოლაში დაიმოწაფოს, – თქვა მან, როდესაც ბრანმა თხრობა დაას-
რულა, – თუ გინდა, მე ისევ დაველაპარაკები ქალს, მაგრამ უმჯობე-
სი იქნება, თუ ძმას ამ სისულელით არ შეაწუხებ. ისედაც საკმაო საზ-
რუნავი აქვს, გოლიათებზე და ტყეში დახოცილ ხალხზე რომ არ
იდარდოს. შენი მამა-ბატონი ლანისტერებს ჰყავთ ტყვედ, ტყის შვი-
ლებს კი არა, – მან ბრანს მკლავზე ფრთხილად ჩამოსდო ხელი, –
იფიქრე იმაზე, მე რაც გითხარი, ბავშვო. ორი დღის მერე, როდესაც
ქარმოდებულ ცაზე წითელი ალიონი გაიშალა, მოცეკვავეზე მიბმუ-
ლი ბრანი ეზოში იდგა კარიბჭის ქვეშ და ძმას ემშვიდობებოდა.
– ვინტერფელში ახლა შენ ხარ ლორდი, – უთხრა რობმა. იგი
გრძელბეწვა რუხ ულაყზე იყო ამხედრებული, ცხენის ცალ მხარეს
ფარი ეკიდა: რკინით შეჭედილი ხე, თეთრ-ნაცრისფერი, მასზე კი –
მგელსაზარას დაღრენილი სახე. ძმას გამოთეთრებულ ტყავზე რუხი
ჯაჭვი გადაეცვა, წელზე ხმალი და ხანჯალი ჩამოება, მხრებზე ბეწ-
ვმოგებული მოსასხამი მოეგდო, – სანამ შინ დავბრუნდებით, ჩემი
ადგილი შენ უნდა დაიჭირო, როგორც მე დავიჭირე მამის ადგილი.

865
– ვიცი, – საცოდავად უთხრა ბრანმა. თავი ასე პატარად, ასე
მარტოსულად, ასე შეშინებულად არასოდეს ეგრძნო. არ იცოდა,
როგორ ყოფილიყო ლორდი.
– მაისტერ ლუვინის რჩევებს უსმინე და რიკონს მიხედე. უთ-
ხარი, რომ, როგორც კი ბრძოლას მოვრჩები, მაშინვე დავბრუნ-
დები.
რიკონმა დაბლა ჩამოსვლა არ ისურვა. ის მაღლა, თავის
ოთახში იყო, თვალებჩაწითლებული და ურჩი.
– არა! – იყვირა მან, როდესაც ბრანმა ჰკითხა, რობთან გა-
მომშვიდობება ხომ არ სურდა, – არანაირი ნახვამდის!
– უკვე ვუთხარი, – თქვა ბრანმა, – ასე ამბობს, უკან არასო-
დეს არავინ ბრუნდებაო.
– ყოველთვის ბავშვი ვერ იქნება. სტარკია, და ლამის ოთხი-
საა, – რობმა ამოიოხრა, – კარგი, დედა მალე დაბრუნდება. და,
გპირდები, მამას დავაბრუნებ.
მან თავისი საომარი ცხენი შეატრიალა და ჩორთით გასცილ-
და.
რუხი ქარი მიჰყვა, საომარი ცხენის გვერდით გაძუნძულდა
თხელი, სწრაფი. ჰალის მოლენი მათ წინ გავიდა კარიბჭეში, მის
თავზემოთ რუხი იფნის მაღალ ტარზე დაგებული სტარკების გვა-
რის თეთრი დროშა იშლებოდა. თეონ გრეიჯოი და დიდჯონი
რობს აქეთ-იქიდან ამოუდგნენ, მათ უკან ორ რიგად მოეწყვნენ
მათი რაინდები, ფოლადისწვეტიანი შუბები მზეზე აციმციმდა.
ბრანს ღელვით მოაგონდა ოშას სიტყვები. არასწორ გზას ად-
გასო, გაიფიქრა. წამით მოუნდა, ჭენებით გასდევნებოდა და ხმა-
მაღალი ძახილით გაეფრთხილებინა, მაგრამ რობი ცხაურის
ქვეშ გაუჩინარდა და ეს წამიც გაქრა.
ციხე-კოშკის გალავნის გარედან ხმების გუგუნი მოისმა.
ბრანმა იცოდა, ეს ქვეითი ჯარისკაცები და ქალაქის მცხოვრებ-
ლები ესალმებოდნენ მათ გვერდით ჩავლილ რობს. სალამს უძ-
ღვნიდნენ ლორდ სტარკს, ვინტერფელის ლორდს, მაღალ

866
ულაყზე რომ ამხედრებულიყო, მოსასხამი ქარში ეშლებოდა და
გვერდით რუხი ქარი მისდევდა.
მას ასე არასოდეს მიესალმებიან, მიხვდა ყრუ ტკივილით. იქნებ
კიდევაც იყო ვინტერფელის ლორდი, მისი ძმისა და მამის არყოფნა-
ში, მაგრამ მაინც ბრან გატეხილად რჩებოდა. მას თავისი ცხენიდან
ჩამოსვლაც კი არ შეეძლო, თავს თუ არ ჩამოიგდებდა.
როდესაც სალმის შორეული ხმებიც მიწყდა და ეზო ბოლოს და
ბოლოს დაცარიელდა, ვინტერფელი მიტოვებული და უსიცოცხლო
ეჩვენა. ბრანმა მიმოიხედა, დარჩენილების სახეებს დააკვირდა: ქა-
ლებს, ბავშვებს და ბერიკაცებს... და ჰოდორს. მეჯინიბე ბიჭს სახეზე
დაბნეულობა და შიში ეწერა.
– ჰოდორ? – ჰკითხა ბრანს სევდით.
– ჰოდორ, – დაუდასტურა მან, თუმცა ფიქრობდა, ნეტავ ეს რას
ნიშნავსო.

867
დენერისი

868
ხალმა დროგომ იამა და ქვეშაგებიდან წამოდგა, დენის თავზე წა-
მოიმართა. მაყალის მოწითალო შუქზე კანი ბრინჯაოსავით მუ-
ქად უბზინავდა, ფართო მკერდზე ძველი ნაიარევების მკრთალი ხა-
ზები მოუჩანდა. მელანივით შავი, გაშლილი თმა მხრებზე ეფინებო-
და და ზურგზე სცემდა, წელზე გვარიანად ქვემოთ. მამაკაცობის ნი-
შანი სველად უპრიალებდა. გრძელი ულვაშის ქვეშ პირი უკმაყოფი-
ლოდ მოეღრიცა.
– ულაყს, რომელიც სამყაროს გახედნის, რკინის სკამი არაფ-
რად სჭირდება.
დენი იდაყვს დაეყრდნო და ახედა, ასე მაღალსა და დიდებულს.
მისი თმა გამორჩევით უყვარდა. იგი არასოდეს შეეკვეცათ; დრო-
გოს დამარცხება ჯერ არ ეგემა.
– წინასწარმეტყველება იყო, რომ ულაყი დედამიწის კიდემდე
მიჭენდება, – თქვა მან.
– დედამიწის კიდე შავ მარილიან ზღვასთანაა, – უმალ მიუგო
დროგომ. ტილოს ნაჭერი თბილი წყლით სავსე თასში დაასველა და
კანიდან ოფლი და ზეთი ჩამოიწმინდა, – იმ შხამიანი წყლის გადავ-
ლა არც ერთ ცხენს არ შეუძლია.
– თავისუფალ ქალაქებში ათასობით გემია, – უთხრა დენიმ, რო-
გორც უკვე ადრეც ეთქვა, – ხის ცხენები, ასფეხები, რომლებიც ქა-
რით გავსებული ფრთებით კვეთენ ზღვებს.
ხალ დროგოს ამის გაგონებაც არ უნდოდა.
– ხის ცხენებზე და რკინის სკამებზე მეტს აღარ ვილაპარაკებთ, –
მან ტილო დააგდო და ჩაცმა დაიწყო, – დღეს ბალახებში გავალ და
ვინადირებ, ცოლო, – მან მოხატულ ჟილეტში მხრები წამოსწია და
წელზე ვერცხლის, ოქროსა და ბრინჯაოს მძიმე მედალიონებით აწ-
ყობილი ფართო ქამარი შეიბნია.
– ჰო, ჩემო მზევ და ვარსკვლავნო, – უთხრა დენიმ. დროგო თა-
ვის სისხლისმიერებს წაიყვანდა და ჰრაკარს, ველების დიდ თეთრ

869
ლომს, ჩაუდგებოდა კვალში. თუ გამარჯვებულები დაბრუნდე-
ბოდნენ, მისი ქმარი-ბატონი თავაშვებულ მხიარულებას მიეცე-
მოდა და მაშინ იქნებ ესურვა მისთვის ყურისგდება.
დროგოს ველური ნადირი არ აშინებდა, არც ვინმე ადამიანი,
ვისაც კი როდისმე ჰაერი ჩაესუნთქა; მაგრამ ზღვა სხვა რამ იყო.
დოთრაკებს წყალი, რომელსაც ცხენი ვერ დალევდა, შებილწუ-
ლად მიაჩნდათ. ოკეანის რუხ-მწვანე ველების ტორტმანი ცრურ-
წმენით შეფერილი ზიზღით ავსებდათ. დენიმ გაიგო, რომ დრო-
გო სხვა ცხენთაბატონებს უამრავ რამეში აღემატებოდა სიმამა-
ცით... მაგრამ არა ამაში. ოღონდაც კი მისი გემზე აყვანა მოეხერ-
ხებინა...
როდესაც ხალმა და მისმა სისხლისმიერებმა მშვილდები მო-
იგდეს და გაჭენდნენ, დენიმ თავის მოახლეებს უხმო. საკუთარი
სხეული ისე სქელი, მოუქნელი ეჩვენებოდა, რომ სიამოვნებდა
მათი ძლიერი მკლავების და მარჯვე ხელების დახმარება, თუმც
ადრე ხშირად უხერხულობას ჰგვრიდა, თავზე რომ დასტრია-
ლებდნენ და დაჰფუსფუსებდნენ. მათ დენი დაბანეს და განიერ,
მოლივლივე ქვიშაბრეშუმში გამოაწყვეს.
სანამ დორეა თმას ვარცხნიდა, დენიმ ჟიქვი სერ იორაჰ მორ-
მონტის მოსაყვანად გაგზავნა.
რაინდი უმალ ეახლა. მხედრის შესაფერისად, მოხატული ჟი-
ლეტი და ძუის პაჭიჭები ეცვა. განიერ მკერდს და დაკუნთულ
მკლავებს უხეში შავი ბალანი უფარავდა.
– ჩემო პრინცესა. რით შემიძლია გემსახურო?
– ჩემს ბატონ ქმარს უნდა დაელაპარაკო, – უთხრა დენიმ, –
ამბობს, ულაყი, სამყაროს რომ უმხედრებს, მთელი დედამიწის
ხმელეთის მბრძანებელი იქნება და შხამიანი წყლის გადალახვა
საჭირო არ არისო. ამბობს, რეიგო რომ დაიბადება, ხალასარს
აღმოსავლეთისკენ გავუძღვებიო, ნეფრიტის ზღვის გარშემო
ქვეყნების გასაძარცვად.

870
რაინდი დაფიქრებული ჩანდა.
– ხალს შვიდი სამეფო არასოდეს უნახავს, – თქვა მან, – მისთვის
ის ქვეყნები არაფერს ნიშნავს. თუკი იქაურობაზე საერთოდ დაფიქ-
რდება, უეჭველია, წარმოუდგება კუნძულები და. კლდეებზე მიკრუ-
ლი, ქარიშხლიანი ზღვით გარშემორტყმული რამდენიმე პატარა ქა-
ლაქი, ლორათის ან ლისის მსგავსი. აღმოსავლეთის საგანძურები
უფრო მომხიბვლელი ეჩვენება.
– მაგრამ იგი დასავლეთით უნდა წავიდეს, – დენი სასოს კარგავ-
და, – გთხოვ, დამეხმარე, გავაგებინო, – შვიდი სამეფო არც მას ენა-
ხა, დროგოსი არ იყოს, მაგრამ ეჩვენებოდა, რომ იცნობდა იქაურო-
ბას, ძმას იმდენი რამ ეამბნა. ვისერისი ათასჯერ ჰპირდებოდა, რომ
ერთხელაც იქ დააბრუნებდა დენის, მაგრამ ახლა ის მკვდარი იყო
და მისი დაპირებებიც მასთან ერთად მოკვდნენ.
– დოთრაკები რასაც აკეთებენ, მაშინ აკეთებენ, როცა თავად მი-
აჩნიათ საჭიროდ, და იმ მიზეზით, რასაც თავად თვლიან მიზეზად, –
მიუგო რაინდმა, – მოთმინება იქონიე, პრინცესა. ნუ გაიმეორებ შე-
ნი ძმის შეცდომას. ჩვენ წავალთ შინ, გპირდები.
შინ? ამ სიტყვამ დენის სევდა მოჰგვარა. სერ იორაჰს თავისი
დათვის კუნძული ჰქონდა, მაგრამ მისი სახლი სადღა იყო? რამდე-
ნიმე ზღაპარი, ლოცვის სიტყვებივით მოწიწებით გამეორებული სა-
ხელები, წითელი კარის გამკრთალი მოგონება... ნუთუ ვაის დოთ-
რაკი სამუდამოდ მისი სახლი გახდებოდა? დოშ ხალენის დედაბ-
რებს რომ უცქერდა, ნუთუ საკუთარ მომავალს ჩაჰყურებდა თვა-
ლებში?
სერ იორაჰმა ალბათ სევდა შეატყო.
– ღამით დიდი ქარავანი ჩამოვიდა, ხალესი. ოთხასი ცხენი, პენ-
ტოსიდან, ნორვოსის და ქოჰორის გავლით, მას ვაჭარი კაპიტანი ბი-
ან ვოტირისი მეთაურობს. იქნებ ილირიომ წერილი გამოგზავნა. და-
სავლეთის ბაზარზე გამოვლას ხომ არ ისურვებდი?
დენი შეინძრა.

871
– ჰო, კარგი იქნებოდა, – ბაზრები გამოცოცხლდებოდა ხოლ-
მე, როდესაც რომელიმეში ქარავანი შევიდოდა. წინასწარ ვერა-
სოდეს იტყოდი, ამჯერად რა განძეულს მოიტანდნენ ვაჭრები;
თანაც, კარგი იქნებოდა, კვლავ ესმინა ვალირიული ლაპარაკი,
როგორც თავისუფალ ქალაქებში ჩაესმოდა ხოლმე, – ირი, უთ-
ხარი, ტახტრევანი მომიმზადონ...
– მე შენ ხასს ვეტყვი, – თქვა სერ იორაჰმა და წავიდა.
ხალ დროგო მასთან რომ ყოფილიყო, დენი თავის ვერცხლა-
ზე შეჯდებოდა. დოთრაკელებთან დედები ცხენზე ისხდნენ ლამის
ბავშვის შობამდე, და მასაც არ უნდოდა, ქმრის წინაშე სისუსტე
გამოემჟღავნებინა. მაგრამ, რაკი ხალი სანადიროდ წასულიყო,
დენი სიამოვნებით გადაწვა რბილ ბალიშებზე და მსახურებმა წი-
თელი აბრეშუმის ფარდებით მოჩრდილული ტახტრევნით ვაის
დოთრაკში გაატარეს. სერ იორაჰი გვერდით მისდევდა, თან დე-
ნის ხალის ოთხი ჭაბუკი მეომარი და მოახლეებიც ახლდნენ.
დღე თბილი და უღრუბლო იყო, თავზე ლაჟვარდი ცა ეფარათ.
ქარი რომ მოუბერავდა, დენი მიწისა და ბალახის მსუყე სურ-
ნელს გრძნობდა. ტახტრევანი მოტაცებული ძეგლების ძირას
რომ მიჰქონდათ, იგი მორიგეობით შედიოდა მზიდან ჩრდილში
და პირიქით.
ტახტრევანი რწევით მიიწევდა წინ და დენი მკვდარი გმირე-
ბისა და დავიწყებული მეფეების სახეებს აკვირდებოდა. ფიქრობ-
და, დამწვარი ქალაქების ღმერთებს ნეტავ ჯერაც თუ შეუძლიათ
ლოცვების შესმენაო.
დრაკონის სისხლთაგანი რომ არ ვიყო, აქაურობა შესაძლოა
ჩემი სახლი გამხდარიყოო, გაიფიქრა სევდით. იგი ხალესი იყო,
ჰყავდა ძლიერი კაცი და სწრაფი ცხენი, მოახლეები, რომლებიც
ემსახურებოდნენ, მეომრები, რომლებიც იცავდნენ, და დაბერე-
ბის შემდეგ დოშ ხალენში საპატიო ადგილი ელოდა... მის წიაღში

872
კი იზრდებოდა ძე, რომელიც ერთ მშვენიერ დღეს მთელ ქვეყნიერე-
ბას მოევლებოდა ზურგზე. ეს ნებისმიერი ქალისთვის საკმარისი იქ-
ნებოდა... მაგრამ არა დრაკონისთვის. ახლა, ვისერისის დაღუპვის
შემდეგ, დენერისი ბოლო იყო, მთლად უკანასკნელი. იგი მეფეთა
და დამპყრობელთა თესლთაგანი იყო, როგორც ეს ბავშვი მის წიაღ-
ში. მას არ უნდა დავიწყებოდა.
დასავლეთის ბაზარი მაგრად დატკეპნილი მიწის მოედანი იყო,
რომელსაც გარშემო ალიზის აგურით ნაშენი ქოხები, საქონლის ბა-
კები და შეთეთრებული საქეიფო დარბაზები ერტყა გარს. მიწის ზე-
დაპირი იმგვარად იყო დაბორცვილი, თითქოს ვეება მიწისქვეშა
ცხოველებს ნიადაგიდან ამოკუზული ზურგები მოუჩანდათ. მათში
დაღებულ ბნელ პირებს გრილ და ღრუ საწყობებში ჩაჰყავდი. შიგ-
ნით მოედანი დახლებით და მათ შორის გასასვლელებით იყო დაქ-
სელილი, რომლებსაც დაწნული ბალახის საჩრდილობლები ფარავ-
და.
როდესაც ისინი ბაზარში მივიდნენ, ასამდე ვაჭარი და გამყიდვე-
ლი თავის საქონელს ტვირთავდა და დახლებზე ალაგებდა, მაგრამ
ეს დიდი სავაჭრო მოედანი დენის მაინც მდუმარე და უკაცრიელი ეჩ-
ვენებოდა იმ გადაჭედილ ბაზრებთან შედარებით, პენტოსიდან და
სხვა თავისუფალი ქალაქებიდან რომ ახსოვდა. აღმოსავლეთიდან
და დასავლეთიდან ქარავნები ვაის დოთრაკში არა იმდენად დოთ-
რაკელებისთვის რამის მისაყიდად ჩამოდიან, რამდენადაც ერთმა-
ნეთთან სავაჭროდო, აუხსნა სერ იორაჰმა. მხედრები მათ არ ერ-
ჩოდნენ, თუკი ჩამოსულები წმინდა ქალაქის სიმშვიდეს იცავდნენ,
არ შეურაცხყოფდნენ მთების დედას და სამყაროს საშოს და დოშ ხა-
ლენის დედაბრებს ჩვეულებისამებრ მარილს, ვერცხლსა და მარ-
ცვლეულს სძღვნიდნენ. დოთრაკებს ყიდვა-გაყიდვის საქმის მარ-
თლაც არაფერი გაეგებოდათ.
დენის აღმოსავლეთის ბაზრის უჩვეულო საქონელიც მოსწონდა,
მისი უცნაური სანახავებით, ხმებითა და სურნელებით. დილაობით

873
ხშირად მიდიოდა იქ, კვერცხის ხის ნაყოფს, კალიას ღვეზლებს
და მწვანე ატრიებს აგემოვნებდა, მჩხიბავების გაწელილ, გამკი-
ვან მღერას უგდებდა ყურს, ჰკვირვობდა ვერცხლის გალიაში გა-
მომწყვდეულ მანტიკორებს, უზარმაზარ რუხ სპილოებს, ზოლიან
შავთეთრ ცხენებს, ჯოგოს ნაიდან რომ ჩამოეყვანათ. ხალხის
ცქერაც მოსწონდა: მუქი კუშტი ასშაელების და მაღალი ფერ-
მკრთალი ქართელების; ი-ტის თვალნათელი, მაიმუნისკუდიანი
ქუდებით თავშემკული მამაკაცების; ბაიასაბადელი, შამირიანე-
ლი და კაიაკაიანაიელი მეომარი ქალების კერტებზე დამაგრებუ-
ლი რკინის რგოლები და ლოყებში ჩასმული ლალები რომ ჰქონ-
დათ; შეუვალი და საშიშარი ბინდის კაცებიც კი მოსწონდა, რომ-
ლებიც მკლავებს, ფეხებსა და მკერდს სვირინგებით იფარავ-
დნენ, სახეებს კი ნიღბების ქვეშ მალავდნენ. აღმოსავლეთის ბა-
ზარი დენისთვის საოცრების და ჯადოსნობის სამყოფელი იყო.
მაგრამ დასავლეთის ბაზარს სახლის სუნი უდიოდა.
ირიმ და ჟიქვიმ ტახტრევნიდან რომ გადმოიყვანეს, მან ჰაერი
დაყნოსა და იცნო ნივრის და პილპილის მკვეთრი სურნელი,
რომლებმაც ტიროშის და მირის ხეივნებს შორის დიდი ხნის წინ
გარდასული დღეები გაახსენა და ნაზი ღიმილი მოჰგვარა. ამ სუ-
ნის მიღმა ლისის მგზნებარე, მოტკბო ინანთეულს შეიგრძნობდა.
დაინახა მონები, რომლებსაც მირული ნატიფი მაქმანისა და
წმინდა შალის ნაირგვარი, მდიდრულ ელვარე ფერებად შეღები-
ლი ხვეულები მიჰქონდათ. ქარავნის მცველები სპილენძის მუზა-
რადებსა და მუხლამდე სიგრძის დაბამბულ ყვითელ ტუნიკებში
იყვნენ გამოწყობილი.
ისინი დახლებს შორის გასასვლელებში მიმოდიოდნენ, მოწ-
ნული ტყავის ქამრებზე ცარიელი ქარქაშები ეკიდათ. ერთ დახ-
ლზე მეიარაღეს ოქროთი და ვერცხლით მოვარაყებული ფოლა-
დის სამკერდულები და უჩვეულო ცხოველების დრუნჩებად ნაჭე-

874
დი მუზარადები გამოეფინა. მის გვერდით მომხიბლავი ყმაწვილი
ქალი იდგა და ლანისპორტულ ოქროულობას ყიდდა: ბეჭდებს,
გულსაბნევებს, ფარღულებს და ნატიფად ნაჭედ მედალიონებს, სა-
ქამრედ რომ გამოდგებოდა. მის დახლს მდუმარე, უთმო და ვეებერ-
თელა საჭურისი იცავდა; ოფლით დალაქავებული ხავერდის სამოსი
ეცვა და ყველა ახლო მისულს უბღვერდა. გასასვლელის იქით ი-
ტიელი სქელი ქსოვილით მოვაჭრე პენტოსელ ვაჭარს რომელიღაც
მწვანე საღებავის ფასზე ურიგდებოდა; თავს რომ აკანტურებდა, მის
ქუდზე მობმული მაიმუნის კუდი წინ და უკან ქანაობდა.
– პატარა რომ ვიყავი, მიყვარდა ბაზარში თამაში, – უთხრა დე-
ნიმ სერ იორაჰს, როდესაც ისინი დახლებს შორის დაჩრდილულ გა-
სასვლელს მიუყვებოდნენ, – იქ ისეთი სიცოცხლე ჩქეფდა, ყველა
ყვიროდა და იცინოდა, იმდენი გასაოცარი რამ შეგეძლო დაგეთვა-
ლიერებინა... თუმცა იშვიათად თუ გვებადა მონეტა რამის საყიდ-
ლად... ზოგჯერ ძეხვს თუ ვიყიდიდით ან თაფლათითებს...
შვიდ სამეფოში იციან თაფლათითები, ისეთი, ტიროშში რომ აც-
ხობენ?
– ნამცხვრებია ეგეთი, არა? არ ვიცი, პრინცესა, – რაინდმა თავი
დაუკრა, – თუ ნებას დამრთავ, ცოტა ხნით დაგტოვო, მე კაპიტანს
მოვძებნი და ვნახავ, ჩვენთვის წერილები ხომ არ აქვს.
– ძალიან კარგი. ერთად ვიპოვოთ.
– რა საჭიროა, შეწუხდე, – სერ იორაჰმა მოუთმენლად გაიხედა
გვერდზე, – გაერთე ბაზრით. საქმეს რომ მოვითავებ, მეც შემოგი-
ერთდებით.
უცნაურია, გაიფიქრა დენიმ, ხალხს შორის სწრაფი ნაბიჯით მი-
მავალ რაინდს რომ უცქერდა. ვერ ხვდებოდა, თავად რატომ არ უნ-
და წაჰყოლოდა. იქნებ სერ იორაჰს სურდა, ვაჭართა კაპიტნის ნახ-
ვის მერე ქალს შეხვედროდა? იცოდა, კახპები ხშირად მოგზაურობ-
დნენ ქარავნებთან ერთად, ზოგი კაცი კი საოცრად იმორცხვებს ამა-
ზე საუბრისას. მან მხრები აიჩეჩა.

875
– წამოდით, – უთხრა დანარჩენებს.
მოახლეები უკან მიჰყვნენ, როდესაც დენი კვლავ დახლებს
შორის დაიძრა.
– ნახე! – შესძახა დორეას, – ის ძეხვები, მე რომ გეუბნებოდი,
– მან მიათითა დახლზე, სადაც დანაოჭებული პატარა ქალი
ცხელ ქვაზე ხორცსა და ხახვებს წვავდა, – ბევრ ნიორს და ცხარე
წიწაკას უშვრებიან, – დენი აღტაცებული იყო ამ აღმოჩენით და
სხვებსაც შესთავაზა, მასთან ერთად გაესინჯათ. მოახლეებმა
ხითხითით და კრეჭით ჩანთქეს თავიანთი არჩივი, ხასის მეომრე-
ბი კი ეჭვით ყნოსავდნენ შემწვარ ხორცს.
– ამას სხვა გემო აქვს, ვიდრე მახსოვდა, – თქვა დენიმ, რამ-
დენჯერმე რომ მოკბიჩა.
– პენტოსში ღორის ხორცით ვაკეთებ, – უთხრა მოხუცმა
ქალმა, – მაგრამ დოთრაკის ზღვაში ჩემი ყველა ღორი დაიხოცა.
ესენი ცხენის ხორცითაა დამზადებული, მაგრამ იმნაირადვე შე-
ვაზავე.
– ოჰ, – დენის იმედი გაუცრუვდა, მაგრამ ქვაროს ძეხვი ისე
მოეწონა, რომ გადაწყვიტა, ერთიც ეჭამა; რიკარდიც ხომ არ ჩა-
მორჩებოდა, მან სამი ცალი დაიმატა და ხმამაღლა დააბოყინა.
დენიმ ჩაიხითხითა.
– რაც შენს ძმას, ხალ რაგატს დროგომ გვირგვინი დაადგა,
არ გაგიცინია, – უთხრა ირიმ, – რა კარგია შენი სიცილის დანახ-
ვა, ხალესი.
დენიმ მორცხვად ჩაიღიმა. სიცილი ისე საამო იყო... თავს სა-
ნახევროდ ისევ გოგონად გრძნობდა.
ნახევარი დილა ასე იბოდიალეს. დენიმ ზაფხულის კუნძულე-
ბიდან ჩამოტანილი თვალწარმტაცი ბუმბულებიანი მოსასხამი
ნახა და საჩუქრად იყიდა. სამაგიეროდ ვაჭარს თავისი ქამრიდან
მოხსნილი ვერცხლის მედალიონი მისცა – დოთრაკელები ასე
ყიდულობდნენ ხოლმე.

876
მეჩიტემ წითელ-მწვანე თუთიყუშს მისი სახელის წარმოთქმა ას-
წავლა, დენიმ კვლავ იცინა, მაგრამ ფრინველი მაინც არ იყიდა. სად
წაეღო ხალასარში წითელ-მწვანე თუთიყუში? სურნელოვანი ზეთის
თორმეტიოდე შუშა შეიძინა, თავისი ბავშვობის ინანთი; თვალებს
თუ დახუჭავდა და მათ დაყნოსავდა, ისევ ხედავდა წითელკარიან
დიდ სახლს. როდესაც დორეამ ნატვრით შეხედა ჯადოსნის ფარ-
დულში გამოკიდებულ ბარაქის თილისმას, დენიმ ისიც იყიდა და მო-
ახლეს ქა, თან გაიფიქრა, ახლა რამე ჟიქვის და ირისაც უნდა ვუპო-
ვოო.
კუთხეში რომ შეუხვიეს, მიადგნენ ღვინით მოვაჭრეს, რომელიც
სათითისხელა ჭიქებით გამვლელებს თავის საქონელს სთავაზობ-
და.
– ტკბილი წითელი! – გაიძახოდა იგი დოთრაკულად, ეტყობოდა,
ამ ენაში გაწაფული იყო, – ტკბილი წითელი ღვინოები მაქვს, ლისი-
დან, ვოლანტისიდან და არბორიდან. ლისის თეთრი ღვინოები, ტი-
როშული მსხლის ბრენდი, ცეცხლიღვინო, პილპილღვინო, მირული
მკრთალი მწვანე ნექტარები. კვამლისსუროს მრეში და ანდალური
მჟავე – ყველა მაქვს, ყველა აქ მაქვს, – ტანდაბალი კაცი იყო, თხე-
ლი და მოხდენილი, სელისფერი თმა ლისურ ყაიდაზე დაეხვია და
სურნელი ეპკურებინა. დენი მისი დახლის წინ რომ გაჩერდა, მდაბ-
ლად დაუკრა თავი, – იგემებ, ხალესი? ტკბილი წითელი მაქვს დორ-
ნიდან, მილედი, ისეთია, იტყვი, მღერისო, ქლიავის, ალუბლის და
მდიდრული მუქი მუხის ენაზე. კასრი გნებავს, ჭიქა, ერთი ყლუპი?
ერთხელ იგემე და შენს შვილს ჩემს სახელს დაარქმევ.
დენიმ გაიღიმა.
– ჩემს ძეს სახელი უკვე აქვს, მაგრამ შენს ზაფხულის ღვინოს
გავსინჯავდი, – წარმოთქვა ვალირიულად, თავისუფალი ქალაქების
კილოზე. სიტყვები ეუცნაურა, ამდენი ხნის მერე პირველად თქმუ-
ლი, – მხოლოდ გამასინჯე, თუ შეიძლება.

877
ვაჭარს, როგორც ჩანს, იგი დოთრაკელი ეგონა, მისი სამო-
სის, გაპოხილი თმის და მზეზე გაშავებული კანის გამო. მისი სიტ-
ყვების გაგონებაზე გაოცებით შეაცქერდა, – მილედი, შენ... ტი-
როშელი ხარ? ნუთუ?
– იქნებ, ტიროშულად ვლაპარაკობ და დოთრაკულად მაც-
ვია, მაგრამ თავად ვესტეროსიდან ვარ, მზის დასავლის სამე-
ფოებიდან, – უთხრა მას დენიმ.
დორეა გვერდში ამოუდგა.
– პატივი გაქვს, მიმართო დენერისს ტარგარიენთა გვარი-
დან, დენერის გრიგალით შობილს, მხედარ კაცთა ხალესის და
შვიდი სამეფოს პრინცესას.
ღვინით მოვაჭრე მუხლებზე დაემხო.
– პრინცესა, – წარმოთქვა ქედმოდრეკით.
– წამოდექი, – უბრძანა დენიმ, – და მაინც მსურს, გავსინჯო
ის ზაფხულის ღვინო, შენ რომ მიქე.
კაცი ფეხზე წამოხტა.
– ის? დორნული ნარეცხი. ის პრინცესას არ ეკადრება. მშრა-
ლი წითელი მაქვს არბორიდან, შუშხუნა, არაჩვეულებრივი. დამ-
დე პატივი, ნება მომეცი, ერთი კასრი მოგიძღვნა.
ხალ დროგომ თავისუფალ ქალაქებში სტუმრობისას კარგ
ღვინოს გემო გაუგო და დენიმ იცოდა, რომ ამგვარი კეთილშო-
ბილი სასმელით მას აამებდა.
– პატივს მდებ, სერ, – მომხიბლავად დაიჟღურტულა მან.
– ეს ჩემი პატივია, – ვაჭარმა თავისი დახლის ქვეშ მოქექა და
პატარა მუხის კასრი გამოაძვრინა. ხეზე ვაზის მტევნები იყო ამო-
დაღული, – რედვაინების გერბი, – თქვა მან და ნიშანს მიათითა,
– არბორულია. ამას სასმელი არ ჯობია.
– ამას მე და ხალი დროგო ერთად დავაგემოვნებთ. აგო, შე-
იტანე, თუ შეიძლება, ეს კასრი ჩემს ტახტრევანში.

878
ღვინით მოვაჭრეს სახე გაუბრწყინდა, დოთრაკელმა კასრი რომ
ასწია.
დენიმ ვერც შეამჩნია, როდის დაბრუნდა სერ იორაჰი, სანამ მისი
ნათქვამი არ ჩაესმა.
– არა, – წარმოთქვა რაინდმა უცნაური, მკვახე ხმით, – აგრ, და-
დე კასრი.
აგომ დენის შეხედა. მან ყოყმანით დაუქნია თავი.
– სერ იორაჰ, რამე რიგზე ვერაა?
– მომწყურდა. გახსენი, მეღვინევ.
ვაჭარი მოიღუშა.
– ღვინო ხალესისთვისაა, შენნაირებისთვის კი არა, სერ.
სერ იორაჰი დახლს მიუახლოვდა.
– თუკი არ გახსნი, შენი თავით გავხეთქავ, – აქ, წმინდა ქალაქში,
საკუთარი ხელების გარდა სხვა იარაღი არ ჰქონდა, მაგრამ ხელე-
ბიც კმაროდა: დიდი, მტკიცე, სახიფათო; თითის ნაწევრებზე ჯაგარა
მუქი თმა ჰქონდა მოდებული. ღვინით მოვაჭრე წამით შეყოყმანდა,
შემდეგ ჩაქუჩი აიღო და კასრს საცობი გამოაძრო.
– დაასხი, – უბრძანა სერ იორაჰმა. დენის ხასის ოთხი მეომარი
ზურგსუკან ჩაუდგა, იღუშებოდნენ და მუქი, ნუშისებრი თვალებით
უცქერდნენ, რა მოხდებოდა.
– ასეთი დიდებული ღვინის დალევა ისე, რომ სასმელს სუნთქვის
დრო არ მისცე, დანაშაულია, – ღვინით მოვაჭრეს ჩაქუჩი არ დაუდ-
ვია. ჟოგო ქამარზე დაკიდებულ დახვეულ მათრახს წასწვდა, მაგრამ
დენიმ მკლავზე მსუბუქი შეხებით შეაჩერა.
– ქენი, რასაც სერ იორაჰი გეუბნება, – თქვა. ხალხი ჩერდებოდა
მათ საცქერლად.
კაცმა სწრაფი, მოქუფრული მზერა შეაგება.
– როგორც პრინცესა ბრძანებს, – მან ჩაქუჩი განზე გადადო და
კასრი ასწია. ორი სათითისხელა საჭაშნიკო ჭიქა ისე მარჯვედ შეავ-
სო, რომ წვეთიც არ დაუღვრია.

879
სერ იორაჰმა ჭიქა ასწია და წარბშეკრულმა დაყნოსა.
– ხომ ტკბილია? – ღიმილით ჰკითხა ვაჭარმა, – გრძნობ ხი-
ლის სუნს, სერ? არბორული სურნელია. გასინჯე, მილორდ, და
მითხარი, არის თუ არა ეს საუკეთესო, ყველაზე დიდებული ღვი-
ნო მათ შორის, რაც კი სასაზე შეგხებია?
სერ იორაჰმა ჭიქა გაუწოდა.
– შენ პირველმა დააჭაშნიკე.
– მე? – გაეცინა კაცს, – მე ამ ჩამოსხმის ღირსი არ ვარ. და ის
ვაჭარი, თავის საქონელს რომ სვამს, უხეირო ვაჭარია, – გულ-
გახსნით იღიმებოდა, მაგრამ დენიმ შენიშნა, შუბლი ოფლით
როგორ უპრიალებდა.
– დალევ, – უთხრა ყინულივით ცივი ხმით, – დაცალე ჭიქა,
თორემ ვუბრძანებ, გაგაკავონ, სანამ სერ იორაჰი მთელ კასრს
არ ჩაგაცლის ხახაში.
ღვინით მოვაჭრემ მხრები აიჩეჩა, ჭიქას მისწვდა.. მაგრამ მის
ნაცვლად კასრს სტაცა ხელი და ორივე ხელით დენის სტყორცნა.
სერ იორაჰი დენის მიეჭრა, განზე უბიძგა. კასრი რაინდის მხარზე
ასხლტა და მიწას დაელეწა. დენი წაბორძიკდა, წონასწორობა
დაკარგა.
– არა! – იკივლა და ხელები გაიწვდინა, ვარდნა რომ შეეკა-
ვებინა... დორეამ მკლავით დაიჭირა და უკან გაქაჩა და საბოლო-
ოდ დენი ფეხებზე დაეცა და არა მუცლით.
ვაჭარი დახლს გადმოევლო და აგოსა და რახაროს შორის გა-
იჭრა.
ქვარო წასწვდა არახს, რომელიც ადგილზე არ დახვდა, ამა-
სობაში, ქერა კაცმა იგი გვერდით მიაგდო და გასასვლელში გა-
კურცხლა. დენიმ ჟოგოს მათრახის ტკაცუნი გაიგონა, დაინახა,
როგორ გასრიალდა ტყავი და ღვინით მოვაჭრეს ფეხზე შემოეხ-
ვია. კაცი პირქვე გაიშხლართა მიწაზე.

880
ქარავნის თორმეტიოდე მცველი სირბილით მოიჭრა. მათ თავად
პატრონი ახლდა, ვაჭართა მეთაური ბიან ვოტირისი, კაფანდარა
ნორვოსელი, ძველი ტყავის მსგავსი კანი და ყურებისკენ გაწვართუ-
ლი ჯაგარა ლურჯი ულვაშები რომ ჰქონდა. სიტყვის თქმაც არ დას-
ჭირვებია, თითქოს ისედაც იცოდა, რა მომხდარიყო.
– წაიღეთ ეს და გყავდეთ, მოიცადოს, სანამ შევიტყობთ, ხალი
რას ინებებს, – ბრძანა მან და მიწაზე მწოლ კაცს მიათითა. ორმა
მცველმა ღვინით მოვაჭრე ფეხზე წამოაყენა, – მისი საქონელი შენ-
თვის მომიძღვნია, პრინცესა, – განაგრძო ვაჭართა მეთაურმა, – მი-
იღე ეს მცირედი იმის ნიშნად, რომ დიდად ვწუხვარ, ჩემი ქარავნის
კაცი ამის ჩამდენი რომ გამოდგა.
დორეა და ჟიქვი დენის წამოდგომაში მოეხმარნენ. მოწამლული
ღვინო გატეხილი კასრიდან მიწაში იღვრებოდა.
– საიდან იცოდი? – ცახცახით ჰკითხა სერ იორაჰს, – საიდან?
– არ ვიცოდი, პრინცესა, სანამ იმ კაცმა დალევა არ იუარა; მაგ-
რამ მაგისტრ ილირიოს წერილი რომ წავიკითხე, შიში გამიჩნდა, –
მუქი თვალები ბაზარში მყოფ უცნობებს მოავლო, – წამო. ჯობს, ამის
შესახებ აქ არ ვილაპარაკოთ.
დენის ლამის ეტირა, უკან რომ მიჰყავდათ. პირში ადრე ნაცნობი
გემო ედგა: შიშის გემო. წლები და წლები ვისერისს უფრთხოდა,
დრაკონის გაღვიძების ეშინოდა. ახლა კი უარესი იყო. ახლა მხო-
ლოდ საკუთარი თავის გამო კი არ ეშინოდა, არამედ თავისი ბავშვის
გამოც. მან ალბათ იგრძნო დედის ძრწოლა და მოუსვენრად ატოკდა
მის წიაღში. დენიმ ნაზად გადაისვა ხელი გამობურცულ მუცელზე,
ნატრობდა, რომ შეძლებოდა მისი მიწვდენა, შეხება, დაყვავება.
– შენ დრაკონის სისხლთაგანი ხარ, პატარავ, – დაიჩურჩულა,
როდესაც მისი ტახტრევანი ტორტმანით გაუყვა გზას, მჭიდროდ ჩა-
მოშვებული ფარდებით, – დრაკონის სისხლთაგანი ხარ, დრაკონს
კი არაფრის ეშინია.

881
მიწის ღრუ ბორცვის ქვეშ რომ ჩავიდა, იქ, სადაც ვაის დოთ-
რაკში მისი სახლი იყო, დენიმ ბრძანა, ყველა წასულიყო – სერ
იორაჰის გარდა. – მითხარი, – უბრძანა რაინდს, ბალიშებზე რომ
მიწვა, – ამაში უზურპატორის ხელი ურევია?
– დიახ, – რაინდმა დაკეცილი პერგამენტი ამოიღო, – წერი-
ლია ვისერისისთვის, მაგისტრ ილირიოსგან. რობერტ ბარათეო-
ნი მამულს და ლორდობას ჰპირდება ნებისმიერს, შენი ან შენი
ძმის სიკვდილის სანაცვლოდ.
– ჩემი ძმის? – მის სლუკუნს სიცილი ერეოდა, – ჯერ არ იცის,
ხო? უზურპატორს დროგოსთვის ლორდობა აქვს საბოძებელი, –
ახლა უკვე სიცილში ერეოდა სლუკუნი. მკლავები ტანზე შემოიხ-
ვია, თითქოს თავს იცავდა, – და ჩემი სიკვდილის სანაცვლოდო,
ამბობ. მხოლოდ ჩემი?
– შენი და ბავშვის, – მიუგო მოქუფრულმა სერ იორაჰმა.
– არა, ჩემს შვილს ისინი ვერ მისწვდებიან, – არ ვიტირებ, გა-
დაწყვიტა დენიმ. არ აპირებდა, მჯდარიყო და შიშით ეცახცახა.
უზურპატორმა ახლა დრაკონი გააღვიძა, უთხრა თავს... და თვა-
ლი გაექცა დრაკონის კვერცხებისკენ, თავიანთ ხავერდის ბუდე-
ში რომ ჩაყუჟულიყვნენ. ლამპის ატორტმანებული შუქი მათ ქვის
ქერცლებს ფერავდა და ნეფრიტის, ჭიაფერის და ოქროს მოციმ-
ციმე მტვრის ნაწილაკები გარს დასტრიალებდათ, ვით მეფეს –
თავისი დიდებულები.
იქნებ ეს შიშით მოგვრილი სიგიჟე იყო? ან იქნებ – მის სის-
ხლში დაფარული უცნაური სიბრძნე? დენი მაშინ ამას ვერ იტყო-
და. საკუთარი ხმა ჩაესმა:
– სერ იორაჰ, მაყალი გამიჩაღე.
– ხალესი? – რაინდმა უცნაურად შეხედა, – ძალიან ცხელა.
ნამდვილად გსურს?
დენი ასე დარწმუნებული არასოდეს არაფერში ყოფილა.
– ჰო. მე... მამცივნებს. გააჩაღე მაყალი.

882
რაინდმა თავი დაუკრა.
– როგორც მიბრძანებ.
ნახშირი რომ აგიზგიზდა, დენიმ სერ იორაჰიც დაითხოვა. მარტო
უნდა ყოფილიყო, ჩაფიქრებული რომ აესრულებინა. ეს სიგიჟეა,
უთხრა თავს, როდესაც ხავერდიდან შავ-ჭიაფერი კვერცხი აიღო.
უბრალოდ, გასკდება და დაიწვება, ის კი ისე ლამაზია, სერ იორაჰი
იტყვის, რომ სულელი ვარ, თუ გავანადგურებ, მაგრამ მაინც, მა-
ინც... კვერცხი ორივე ხელით ჩაიხუტა, ცეცხლთან მიიტანა და გა-
ვარვარებულ ნახშირში ჩადო. შავი ქერცლები თითქოს აელვარ-
დნენ, ალმური რომ შეისრუტეს. ალმა პატარა წითელი ენებით ატ-
ლიკა ქვა. დენიმ დანარჩენი ორი კვერცხიც შავს მიუწყო გვერდით,
ცეცხლში. მაყალს რომ მოშორდა, სუნთქვა აუთრთოლდა.
იდგა და უცქერდა, სანამ ნახშირი არ ჩაიფერფლა. მობორიალე
ნაპერწკლები მაღლა მიცურავდნენ და საკვამურში ძვრებოდნენ.
დრაკონის კვერცხების გარშემო ელვარე ტალღებად დიოდა ალმუ-
რი. და მეტი არაფერი.
შენი ძმა რეიგარი უკანასკნელი დრაკონი იყო, უთხრა სერ იო-
რაჰმა. დენი მწუხარედ დასცქეროდა თავის კვერცხებს. რის მოლო-
დინი ჰქონდა? ათასეულ ათასობით წლის წინ ისინი ცოცხლობდნენ,
მაგრამ ახლა მხოლოდ ლამაზი ლოდებიღა იყვნენ.
ისინი დრაკონს ვერ შექმნიდნენ. დრაკონი ჰაერი და ცეცხლია.
ცოცხალი სხეული, და არა მკვდარი ქვა.
ხალი დროგო რომ დაბრუნდა, მაყალი უკვე გაციებულიყო. კო-
ჰოლოს მის უკან საბარგო ცხენი მოჰყავდა, რომელსაც ზურგზე
უზარმაზარი თეთრი ლომის ლეში ჰქონდა გადაკიდებული. მის თავ-
ზემოთ ვარსკვლავები იწყებდნენ გამოსვლას. ხალი სიცილით გად-
მოევლო თავის ულაყს და დენის უჩვენა იარები ფეხზე, სადაც ჰრა-
კარმა ჭანგები დაუსვა და პაჭიჭებში გაატანა.
– მისი ტყავის მოსასხამს დაგიმზადებ, ჩემი ცხოვრების მთვარევ,
– აღუთქვა ცოლს.

883
როდესაც დენიმ უამბო, თუ რა მოხდა ბაზარში, ხალმა დრო-
გომ სიცილი შეწყვიტა და მდუმარე გახდა.
– ეს მომწამვლელი პირველი იყო, – გააფრთხილა სერ იო-
რაჰმა, – მაგრამ უკანასკნელი როდი იქნება. ხალხი ლორდო-
ბისთვის ბევრ რამეს იკისრებს.
დროგოს ერთხანს ხმა არ დაუძრავს. ბოლოს კი წარმოთქვა:
– ეს საწამლავით მოვაჭრე გაურბოდა ჩემი ცხოვრების მთვა-
რეს.
უჯობდა კი, მას გასდევნებოდა. ასეც მოიქცევა. ჟოგო, იორაჰ
ანდალო, თითოეულს გეუბნებით, აირჩიეთ ჩემი რემიდან ნების-
მიერი ცხენი, რომელსაც ისურვებთ, და თქვენი იყოს. ნებისმიე-
რი ცხენი, გარდა ჩემი წითლისა და ვერცხლასი, რომელიც ჩემი
ცხოვრების მთვარის საქორწილო საჩუქარია ჩემგან. ამას გიძ-
ღვნით იმის გამო, რაც ქენით. ხოლო რეიგო დროგოს ძეს, ულა-
ყს, რომელიც სამყაროს გახედნის, მასაც ერგება ჩემგან ძღვენი.
მას ვაჩუქებ იმ რკინის სკამს, რომელზედაც მისი დედის მამა
მჯდარა. მე მას შვიდ სამეფოს ვაჩუქებ. მე, დროგო, ხალი, ჩავი-
დენ ამას, – მან ხმა აღიმაღლა და ცისკენ შემართა მუშტი, – ჩემს
ხალასარს წავუძღვები დასავლეთისკენ, ქვეყნიერების კიდეზე,
და ხის ცხენებს შავ მარილიან წყალზე გადავაჭენებ, რაც ადრე
არც ერთ ხალს არ ჩაუდენია. დავხოცავ რკინით შემოსილ კაცებს
და დავლეწავ მათ ქვის სახლებს. გავაბახებ მათ ქალებს, მათ
შვილებს მონებად გამოვრეკავ და მათ დამხობილ ღმერთებს
უკან, ვაის დოთრაკში მოვზიდავ, რათა მთათა დედას სცენ თაყ-
ვანი. ამის აღთქმას ვდებ მე, დროგო ბარბოს ძე. ამას ვფიცავ
მთათა დედის წინაშე და მოწმეებად ვარსკვლავები ჩამომცქერი-
ან.
მისმა ხალასარმა ვაის დოთრაკი ორი დღის შემდეგ დატოვა,
სამხრეთისა და დასავლეთისკენ აიღო ველზე გეზი. წინ თავის წი-
თელ ულაყზე შემჯდარი ხალი დროგო მიუძღოდათ, რომელსაც

884
მხარდამხარ მიჰყვებოდა ვერცხლაზე ამხედრებული დენერისი.
ღვინით მოვაჭრე მათ უკან მიიჩქაროდა, შიშველი, ქვეითი, ყელ-
სა და მაჯებზე ბორკილი ედო. მისი ჯაჭვები ვერცხლას აღვირზე
იყო მიბმული. ფეხშიშველი, ბორძიკით მისდევდა დენის. არაფე-
რი დაუშავდებოდა... სანამ არ ჩამორჩებოდა.

885
კეტლინი

886
ბაირაღები შორს იყო, ცხადად არ გაირჩეოდა, მაგრამ ტაატით მდი-
ნარი ნისლის მიღმაც კი ხედავდა, რომ თეთრები იყვნენ, შუაგულში
მუქად დალაქავებული. ეს მარტო სტარკების მგელსაზარა თუ იქნე-
ბოდა – რუხად დაჩნეული ყინულოვან ველზე. ამის საკუთარი თვა-
ლით დამნახავმა კეტლინმა აღვირი მოზიდა და მადლობის ნიშნად
თავი მოდრიკა. ღმერთები მოწყალენი იყვნენ. ძალიან არ დაუგვი-
ანია. – ჩვენს მოსვლას ელიან, მილედი, – უთხრა სერ უილის მან-
დერლიმ, – როგორც ჩემმა ლორდმა მამამ დაიფიცა.
– მოდი, მეტს ნუღარ ვალოდინებთ, სერ, – სერ ბრინდენ ტალიმ
ცხენს დეზები შემოჰკრა და სწრაფი ჩორთით გასწია ბაირაღებისკენ.
კეტლინი გვერდში გაჰყვა.
მათ სერ ვილისი და მისი ძმა სერ ვენდელი მიჰყვნენ, თხუთმე-
ტიოდე ასეული რეკრუტისგან შემდგარ რაზმს ედგნენ თავში. აქ იყო
ოცზე მეტი რაინდი, ამდენივე საჭურველთმტვირთველი, ორი ასეუ-
ლი ცხენოსანი: შუბოსნები, ხმლოსნები და თავისუფალი მხედრები.
დანარჩენები კი ქვეითად მოჰყვებოდნენ, შუბებით, გეონებით და
სამკბილა მარწახებით იყვნენ შეიარაღებული. ლორდი ვაიმანი
დარჩა, თეთრი ნავსადგურის დაცვისთვის რომ მიეხედა. სამოც
წლამდე იქნებოდა და ზედმეტად ჩასუქდა საიმისოდ, ცხენზე რომ
შემჯდარიყო.
– რომ მეფიქრა, ცხოვრებაში ომს კიდევ მოვესწრებოდი, ცოტა
ნაკლებ გველთევზას შევჭამდი, – უთხრა გემიდან ჩამოსულ კეტ-
ლინს და დიდ ღიპზე ორივე ხელი დაიტყაპუნა. კუპატივით მსხვილი
თითები ჰქონდა, – მაგრამ შიში ნუ გაქვს, ჩემი ბიჭები უხიფათოდ მი-
გაცილებენ შენს ვაჟთან.
მისი „ბიჭები“, ორივენი, კეტლინზე უფროსები იყვნენ და ქალს
თავისუფლად შეეძლო ესურვა, ნეტავ, ცოტა ნაკლებად გამომსგავ-
სებოდნენ მამასო. სერ უილისს რამდენიმე გველთევზაღა აკლდა
იქამდე, რომ ცხენზე შეჯდომა ვერც მას მოეხერხებინა; კეტლინს გუ-

887
ლით ეცოდებოდა საბრალო ცხოველი. სერ ვენდელი, უმცროსი
„ბიჭი“, ყველაზე სქელი კაცი იქნებოდა, ვინც კი კეტლინს ენახა,
თუკი მამამისს და მის ძმას გამორიცხავდა. უილისი წყნარი და
თავშეკავებული იყო, ვენდელი – ხმაურიანი და ბობოქარი. ორი-
ვეს თვალშისაცემი, ზღვის ლომისებური ულვაშები და ჩვილის
ტაკუნებივით შიშველი თავი ჰქონდა. როგორც ჩანდა, არც ერთს
არ გააჩნდა ისეთი ტანსაცმელი, საჭმლით არ ყოფილიყო დალა-
ქავებული. მაგრამ კეტლინს ისინი საკმაოდ მოსწონდა; მათ
რობთან მიიყვანეს, როგორც მათმა მამამ აღუთქვა, სხვას კი
არაფერს ჰქონდა მნიშვნელობა.
ქალი კმაყოფილი დარჩა, როდესაც შენიშნა, რომ მის ვაჟს
მზირები დაეყენებინა, აღმოსავლეთისკენაც კი. ლანისტერები
თუ მოვიდოდნენ, სამხრეთიდან მოადგებოდნენ, მაგრამ კარგი
იყო, რობი ფრთხილად რომ ირჯებოდა. ჩემი ძე ლაშქარს საომ-
რად მიუძღვება, გაიფიქრა კეტლინმა, ბოლომდე ჯერაც ვერ და-
ეჯერებინა. უსაშველოდ ღელავდა მის გამო, ვინტერფელის გა-
მო, მაგრამ შიშს სიამაყის გრძნობაც ერია. ერთი წლის წინ რობი
ბავშვი იყო. ახლა ვინ გამხდარიყო? კეტლინს ცნობისწადილი იპ-
ყრობდა.
დაწინაურებულმა მხედრებმა მანდერლის ბაირაღები შენიშ-
ნეს – ლურჯ-მწვანე ტალღებიდან ამოზიდული კაცთევზა, ხელში
სამკბილათი – და მეგობრულად მიესალმნენ. მათ წაუძღვნენ შე-
მაღლებული ადგილისკენ, რომელიც იმდენად მშრალი იყო, სა-
ბანაკედ გამოდგებოდა. სერ უილისმა აქ შეჩერება ბრძანა და აქ-
ვე დარჩა თავის ხალხთან ერთად, რათა კოცონების გაჩაღების
და ცხენების დაბინავების საქმისთვის მიეხედა, მისი ძმა ვენდე-
ლი კი კეტლინს – და ბიძამისს გაჰყვა, რათა მათი ბატონი ლორ-
დისთვის მამის სალამი გადაეცათ.

888
ცხენების ფლოქვებქვეშ მიწა რბილი და სველი იყო. ნელ-ნელა
– უკან მოიტოვეს ნოტიო ნიადაგი, ჩაუარეს კვამლიან ტორფის კო-
ცონებს, ცხენების მწკრივებს, ორცხობილათი და დამარილებული
ხორცით მძიმედ დატვირთულ ურმებს. გარშემორტყმულ მიწებს მი-
წის ქვიანი კუზი ასცილებოდა, ზედ საიალქნე ტილოთი შეკრული სა-
ლორდე კარავი იდგა. კეტლინმა იცნო დროშა, ჰორნვუდების ხარი
ცხენირემი, მუქ ნარინჯისფერ ფონზე ყავისფრად რომ მოჩანდა.
იქვე, მის იქით, ნისლების მიღმა, მან მოათ კაილინის გალავნებ-
სა და კოშკებს ჰკიდა თვალი... ან, უფრო იმას, რაც დარჩენილიყო.
შავი ბაზალტის უზარმაზარი ლოდები, თითო მოიჯარადის ქოხისხე-
ლა მაინც რომ იქნებოდა, ბავშვის სათამაშო ხის კუბებივით მიმო-
ფანტულიყვნენ და სანახევროდ ჩაფლულიყვნენ ჭანჭრობში. სხვა
აღარაფერი დარჩენილიყო გალავნისაგან, ოდესღაც ვინტერფელის
კედელივით მაღლად რომ იყო აზიდული. ხის სიმაგრე სრულიად
გამქრალიყო, ჯერ კიდევ ათასობით წლის წინ დამპალიყო, ნაფო-
ტიც კი აღარ მოჩანდა, მისი ოდინდელი ადგილსამყოფელი რომ მი-
ენიშნებინა. პირველ კაცთა დიდებული ციხესიმაგრისგან სამი კოშ-
კიღა შემორჩენილიყო... სამი იდგა იქ, სადაც ოდესღაც თორმეტი
იყო წამომართული, თუკი მეზღაპრეებს დაეჯერებოდათ.
კარიბჭის კოშკი საკმაოდ მტკიცე ჩანდა და აქეთ-იქიდან ორთავე
მხარეს შემორჩენილი რამდენიმეფუტიანი გალავნითაც კი იწონებ-
და თავს. ლოთის კოშკი ჭაობში იდგა, იქ, სადაც ოდესღაც სამხრე-
თისა და დასავლეთის გალავნები ხვდებოდნენ ერთმანეთს, და სა-
ნარცხე არხში სარწყევად წაკუზული მთვრალი კაცივით გადახრი-
ლიყო გვერდზე.
მაღალსა და წვრილ შვილების კოშკს კი, საიდანაც, როგორც
ლეგენდები ჰყვებოდნენ, ოდესღაც ტყის შვილები შესთხოვდნენ თა-
ვიანთ უსახელო ღმერთებს წყალთა ჩაქუჩის მოვლინებას, ნახევარი
გვირგვინი ჩამონგრეოდა. ასე გეგონებოდა, რომელიღაც ვეება ნა-

889
დირს კოშკის თავზე ქონგურები ჩამოეკბიჩა და ქვები ჭაობზე მი-
მოეფანტა. სამივე კოშკი მოდებულ ხავსს გაემწვანებინა. კარიბ-
ჭის კოშკის ჩრდილო მხარეს ქვებს შორის ხე იყო ამოზრდილი,
მის დაკორძილ ტოტებს ლანდისტყავას წებია თეთრი ხილაბან-
დები ეკონწიალებოდა.
– მიშველონ ღმერთებმა, – წამოიძახა სერ ბრინდენმა, რო-
დესაც დაინახა, თუ რა გადაეშალა თვალწინ, – ესაა მოათ კა-
ილინი? ეს ხომ მხოლოდ...
– ...სიკვდილის ხაფანგია, – დაასრულა კეტლინმა მის ნაც-
ვლად, – ვიცი, რა შესახედიცაა, ძია. პირველად რომ დავინახე,
მაშინაც ასე ვიფიქრე, მაგრამ ნედი მარწმუნებდა, რომ ეს ნან-
გრევები ბევრად უფრო მტკიცეა, ვიდრე ჩანს. სამი გადარჩენილი
კოშკი ყრილ გზას ყველა მხრიდან ადგას თავს და მტერმა, ვინც
არ უნდა იყოს, მათ შორის უნდა გაიაროს. აქ ჭაობი გაუვალია,
საფლობებითაა სავსე და შიგ გველები ფუთფუთებენ. რომელიმე
კოშკის ასაღებად ჯარმა წელავდე შავ შლამში უნდა გაიაროს,
ლომხვლიკებით სავსე თხრილი გადალახოს და ლიპ ხავსიან კე-
დელზე ააღწიოს, სანამ სხვა კოშკებიდან ისრებს უშენენ, – მან
ბიძას მძიმედ გაუღიმა, – და, როცა ღამდება, ამბობენ, აქ მოჩვე-
ნებები იცისო, ჩრდილოეთის ცივი შურისმაძიებელი სულები გა-
მოდიან და სამხრეთელების სისხლი სწყურიათო.
სერ ბრინდენმა ჩაიხითხითა.
– გამახსენე ხოლმე, აქ დიდხანს არ დავრჩე. ბოლოს რომ შე-
ვამოწმე, მე თვითონაც სამხრეთელი ვიყავი.
სამივე კოშკზე დროშები იყო აღმართული. კარსტარკების
სხივოსანი მზე ლოთის კოშკზე გამოეკიდათ, მგელსაზარას ქვე-
მოთ; შვილების კოშკზე დიდჯონის ბორკილებდაწყვეტილი გო-
ლიათი მოჩანდა.
მაგრამ კარიბჭის კოშკზე მხოლოდ სტარკების დროშა ფრი-
ალებდა – რობს თავისთვის აქ მოეწყო სადგომი. კეტლინიც

890
იქით გაემართა, უკან სერ ბრინდენი და სერ ვენდელი მიჰყვნენ. მა-
თი ცხენები ნელა მიაბიჯებდნენ მორების და ფიცრების გზაზე, რომე-
ლიც ტალახის შავმწვანე ველზე იყო გადებული.
ქალს შვილი მამამისის მებაირაღეებით გარშემორტყმული დახ-
ვდა, ერთ ქარიან დარბაზში, რომლის შავ ბუხარშიც ტორფის ცეც-
ხლი ბოლავდა. მასიურ ქვის მაგიდას უჯდა, წინ ქაღალდების და რუ-
კების დასტები ელაგა და დაბეჯითებით ელაპარაკებოდა რუს ბოლ-
ტონს და დიდჯონს. თავიდან დედა ვერც შენიშნა, თუმცა მის მგელს
არ გამოჰპარვია შემოსულები. ვეება რუხი ნადირი ცეცხლთან იწვა,
მაგრამ კეტლინი რომ შევიდა, თავი ასწია და ოქროს თვალები
თვალში გაუყარა. ლორდები ერთმანეთის მიყოლებით დაჩუმდნენ,
რობმა უეცარ სიჩუმეში აიხედა და დედა დაინახა.
– დედა? – იკითხა მღელვარებით ჩახლეჩილი ხმით.
კეტლინს სურდა, მიერბინა მასთან, საყვარელი შუბლი დაეკოც-
ნა, მკლავებში მოექცია და ისე ჩაეკრა გულში, რომ არასოდეს არა-
ფერი დაშავებოდა... მაგრამ აქ, მისი ლორდების წინაშე, ვერ ბედავ-
და. მის ძეს კაცის როლი მოერგო და ახლა ამას ვერ წაართმევდა.
ამიტომ შედგა ბაზალტის ფილის ბოლოში, რომელსაც მაგიდად ხმა-
რობდნენ.
მგელსაზარა წამოდგა და ოთახი გადაიძუნძულა, კეტლინთან მი-
ვიდა.
უფრო დიდი ჩანდა, ვიდრე მგელს შეეფერებოდა.
– წვერი მოგიშვია, – უთხრა რობს, სანამ რუხი ქარი მის ხელს
სუნავდა.
მან ჯაგარმოდებული ყბაზე ხელი მოისვა, უეცრად დარცხვენილ-
მა.
– ჰო, – ნიკაპზე თმა უფრო ჟღალი ჰქონდა, ვიდრე თავზე.
– მომწონს, – კეტლინმა მგელს ფრთხილად გადაუსვა თავზე ხე-
ლი, – ჩემს ძმას, ედმურს გამსგავსებს.

891
რუხმა ქარმა თამაშით წაჰკბინა თითებზე და ცეცხლის პირას
თავის ადგილს დაუბრუნდა.
სერ ჰელმან ტოლჰარტმა პირველმა მიბაძა მგელს, ოთახი
გადმოჭრა ქალისთვის სალმის მისაცემად, მის წინ მუხლი მო-
იყარა და შუბლი ხელზე მიაბჯინა.
– ლედი კეტლინ, – უთხრა, – მშვენიერი ხართ, როგორც მუ-
დამ, თვალის გამხარებელი სანახავი ამ მშფოთვარე ჟამს.
მას გლოვერები მოჰყვნენ, გალბარტი და რობეტი, შემდეგი
დიდჯონი ამბერი იყო, და დანარჩენები, ერთმანეთის მიყოლე-
ბით. ბოლოს თეონ გრეიჯოი მიეახლა.
– არ ვიფიქრებდი შენს აქ ნახვას, მილედი, – უთხრა, მუხლი
რომ მოიყარა.
– აქ მოსვლის ფიქრი არ მქონია, – მიუგო კეტლინმა, – სანამ
თეთრ ნავსადგურში ნაპირზე არ გადმოვედი, სადაც ლორდმა ვა-
იმანმა მაცნობა, რომ რობს ბაირაღებისთვის მოუწოდებია. რობ,
ხომ იცნობ მის ვაჟს, სერ ვენდელს, – ვენდელ მანდერლი წინ წა-
მოდგა და წელში მოიდრიკა, რამდენადაც ამას თავისი ზომები
ანებებდა, – და ჩემს ბიძას, სერ ბრინდენ ტალის, რომელმაც ჩემ
გამო ჩემი დის სამსახური მიატოვა.
– შავი თევზი, – წარმოთქვა რობმა, – მადლობა, რომ ჩვენ
გვერდით დადექით, სერ. შენსავით მამაცი ხალხი გვჭირდება.
სერ ვენდელ, მოხარული ვარ, აქ რომ გხედავ. სერ როდრიკიც
თან გახლავს, დედა? ძალიან დამაკლდა.
– სერ როდრიკი თეთრი ნავსადგურიდან ჩრდილოეთის გზას
ადგას. კასტელანად დავასახელე და ვუბრძანე, ჩვენს დაბრუნე-
ბამდე ვინტერფელი დაიჭიროს. მაისტერ ლუვინი ბრძენი მრჩე-
ველია, მაგრამ საომარ ხელობაში გაწაფული არ არის.
– ამის ნუ გეშინია, ლედი სტარკ, – უთხრა დიდჯონმა თავისი
მოგუგუნე ბასით, – ვინტერფელს ხიფათი არ ემუქრება. ჩვენს
ხმლებს უცებ შევთხრით ლანისტერებს საკუარში, უკაცრაული

892
პასუხია, და მერე – წითელი ციხისკენ, ნედის გასათავისუფლებ-
ლად.
– მილედი, ერთს გკითხავ, თუ შეიძლება, – რუს ბოლტონს,
დრედფორტის ლორდს, დაბალი ხმა ჰქონდა, მაგრამ, როდესაც ლა-
პარაკობდა, მასზე ზორბა კაცები მის მოსასმენად დაჩუმდებოდნენ
ხოლმე.
უჩვეულოდ ფერმკრთალი თვალები ჰქონდა, ლამის უფერული,
და მისი მზერა მოსაუბრეს მოსვენებას უკარგავდა, – ამბობენ,
ლორდ ტაივინის ჯუჯა ვაჟი ტყვედ გყოლია. აქ მოგვიყვანე? ვფიცავ,
ასეთი ნადავლი დიდად გამოგვადგებოდა.
– შეპყრობილი მყავდა ტირიონ ლანისტერი, მაგრამ აღარ მყავს,
– კეტლინი იძულებული იყო, ეღიარებინა. ამ ახალ ამბავს შეშფო-
თებული წამოძახილები გამოეხმაურა, – თქვენზე მეტად ნაამები
როდი ვარ ამით, მილორდებო. ღმერთებმა მისი გათავისუფლება
ისურვეს, რაშიც ჩემი ჩერჩეტი და წაეხმარათ, – იცოდა, ასე პირდა-
პირ არ უნდა გაემჟღავნებინა თავისი აგდებული დამოკიდებულება,
მაგრამ საარწივედან წამოსვლა უსიამოდ ახსენდებოდა. მან დას
შესთავაზა, ლორდ რობერტს წავიყოლებ და რამდენიმე წელი ვინ-
ტერფელში აღვზრდიო.
გაბედა, ევარაუდა, სხვა ბიჭებთან ურთიერთობა მას სიკეთეს მო-
უტანსო. ლიზას მრისხანება სახილველად საზარელი იყო: „და ხარ
თუ რა“, მიუგო მან, „თუ ჩემგან შვილის მოტაცებას შეეცდები, აქე-
დან მთვარის კარით გაგაბრძანებ“. ამის მერე სათქმელიც არაფერი
იყო. აღელვებულ ლორდებს უფრო დაწვრილებით სურდათ მისი გა-
მოკითხვა, მაგრამ კეტლინმა ხელი ასწია.
– უეჭველია, მოგვიანებით ამის დრო გვექნება, მაგრამ ახლა
მგზავრობამ დამქანცა. ჩემს ძესთან მარტო საუბარს ვისურვებდი.
ვიცი, შემინდობთ, მილორდებო, – მათ სხვა გზა აღარ რჩებოდათ;
მუდამ თავაზიანი ლორდ ჰორნვუდის კვალად მებაირაღეებმა კეტ-
ლინს თავი დაუკრეს და დატოვეს.

893
– შენც, თეონ, – დაურთო კეტლინმა, რაკი გრეიჯოი შეყოვ-
ნდა. მან გაიღიმა და გავიდა.
მაგიდაზე ლუდი და ყველი იდო. კეტლინმა ყანწი შეივსო, ჩა-
მოჯდა, მოსვა; შვილს თვალს არ აცილებდა. უფრო მაღალი ეჩ-
ვენებოდა, ვიდრე ახსოვდა, წვერის გამო უფრო ასაკიანიც ჩან-
და.– ედმური თექვსმეტის იყო, პირველად რომ მოიზარდა ბაკენ-
ბარდები. – მალე მეც თექვსმეტის ვიქნები, – მიუგო რობმა.
– ახლა კი თხუთმეტის ხარ. თხუთმეტი წლის, და ლაშქარს
ბრძოლაში მიუძღვები. თუ გესმის, რის შეიძლება მეშინოდეს,
რობ?
რობს მზერა გაუკერპდა.
– სხვა არავინ იყო.
– არავინ? კარგი რა, და ვინ იყო ის ხალხი, წუთის წინ აქ რომ
ვნახე? რუს ბოლტონი, რიკარდ კარსტარკი, გალბარტ და რობეტ
გლოვერები, დიდჯონი, ჰეიმან ტოლჰარტი... ნებისმიერი მათგა-
ნისთვის შეგეძლო სარდლობა დაგეკისრებინა. ღმერთებო, თე-
ონ გრეიჯოიც კი შეიძლებოდა გაგეგზავნა, თუმც მე მას არ ვირ-
ჩევდი.
– ისინი სტარკები არ არიან, – მიუგო შვილმა.
– ისინი კაცები არიან, რობ, ბრძოლებში ნაცადნი. ერთი წე-
ლიც არ არის გასული, რაც ხის ხმლით იბრძოდი.
ამის თქმაზე რობს თვალებში ბრაზი გაუკრთა, მაგრამ რისხვა
როგორც ეწვია, ისევე მალე გაქრა და უცებ ისევ ბავშვად იქცა.
– ვიცი, – თქვა ნირწამხდარმა, – და შენ... ისევ ვინტერფელში
დამაბრუნებ?
კეტლინმა ამოიოხრა.
– წესით, უნდა გამეგზავნე. არ უნდა წამოსულიყავი. მაგრამ
დაბრუნებას ვერ გაგიბედავ, ახლა უკვე ვეღარ. როდისმე ამ
ლორდებმა თავიანთ მებატონედ უნდა მიგიჩნიონ. ახლა აქედან
გუდა-ნაბადი რომ აგიკრა, იმას ემგვანება, დედა დასჯილ ბავშვს

894
ვახშმის გარეშე დასაძინებლად რომ გააგდებს. ეს არ დაავიწყდებათ
და ჩუმ-ჩუმად სიცილს მოჰყვებიან. მოვა დღე, როდესაც საჭირო იქ-
ნება, პატივისცემით მოგეპყრან, იქნებ ცოტა ეშინოდეთ კიდევაც შე-
ნი. სიცილი შიშს კლავს. ამას არ გაგიკეთებ, რაც არ უნდა ძალიან
მსურდეს, რომ ხიფათი აგარიდო.
– მადლობა მომიხსენებია, დედა, – მისი თავშეკავებული პასუ-
ხის მიღმა ცხადად გამოსჭვიოდა შვება.
კეტლინი მაგიდას გადასწვდა და თმაზე შეეხო.
– შენ ჩემი პირმშო ხარ, რობ. საკმარისია, შეგხედო და ის დღე
მახსენდება, ქვეყანას რომ მოევლინე, წითელსახა და აყვირებული.
რობი წამოდგა, მისი შეხებით აშკარად შემცბარი იყო, და ბუხ-
რისკენ წავიდა. რუხი ქარი თავით ფეხზე გაეხახუნა.
– ხომ იცი... მამაზე?
– კი, – ცნობამ რობერტის უეცარი სიკვდილის და ნედის დამხო-
ბის შესახებ კეტლინი ისე შეაშინა, ვერც კი იტყოდა, მაგრამ შვილს
თავის შიშს არ დაანახვებდა, – ლორდმა მანდერლიმ მითხრა,
თეთრ ნავსადგურში რომ გადმოვედი. შენს დებზე თუ იცი რამე?
– წერილი მივიღე, – რობი თავის მგელსაზარას ყბის ქვეშ ფხან-
და, – ერთი შენთვის იყო, მაგრამ ვინტერფელში მოვიდა, ჩემს წე-
რილთან ერთად, – მაგიდას მიუახლოვდა, რაღაც რუკები და ქა-
ღალდები გაქექა და დაჭმუჭნილი პერგამენტით ხელში მობრუნდა,
– ეს ისაა, მე რაც მომწერა. შენი წერილის წამოღება არც მიფიქრია.
რობის კილოში რაღაც შემაშფოთებელი ისმოდა. კეტლინმა ქა-
ღალდი გაასწორა და წაიკითხა. შფოთი უნდობლობით შეეცვალა,
მერე ბრაზმა მოიცვა, ბოლოს კი – შიშმა.
– ეს სერსეის წერილია, და არა შენი დის, – თქვა, კითხვა რომ
ჩაათავა, – ნამდვილი წერილი ისაა, რაზედაც სანსა არ წერს. მთე-
ლი ეს ამბავი, თუ რა კეთილად და თავაზიანად ეპყრობიან ლანის-
ტერები... მე ვცნობ მუქარის ხმას, თუნდაც ჩურჩულით იყოს წარ-
მოთქმული.

895
მათ სანსა მძევლად ჰყავთ და აპირებენ, თავისთან დაიტო-
ვონ.
– არია ნახსენებიც არაა, – მწუხარედ აღნიშნა რობმა.
– არა, – კეტლინს გაფიქრებაც არ უნდოდა, ეს რის მიმანიშ-
ნებელი შეიძლებოდა ყოფილიყო. ახლა არა, აქ არა. – იმედი
მქონდა... ჯერაც თუ გყავდა ჭინკა, მძევლები გაგვეცვალა, –
რობმა სანსას წერილი აიღო და მოჭმუჭნა; იმგვარად, რომ კეტ-
ლინი მიხვდა, ამას პირველად არ ჩადიოდა, – საარწივედან რა
ისმის? დეიდა ლიზას მივწერე, დახმარებას ვთხოვდი. მოუწოდა
ლორდ ერინის ბაირაღებს, თუ იცი? ველის რაინდები მოვლენ,
ჩვენ გვერდით დადგებიან? – მხოლოდ ერთი, – მიუგო კეტლინ-
მა, – მათგან საუკეთესო, ბიძაჩემი... მაგრამ ბრინდენ შავი თევზი
უპირველესად ტალი იყო. ჩემი და სისხლიანი კარიბჭის მიღმა
თითის განძრევასაც არ აპირებს.
რობი ამ ამბავმა დააღონა.
– დედა, რა უნდა ვქნათ? მთელი ეს ლაშქარი კი შევკრიბე,
თვრამეტი ათასი კაცი, მაგრამ მე არ... ზუსტად არ ვიცი... – კეტ-
ლინს შეხედა აბრწყინებული თვალებით, ამაყი ჭაბუკი ლორდი
გაქრა და წამს იგი კვლავ ბავშვი იყო, თხუთმეტი წლის ბიჭი, დე-
დას რომ შესცქეროდა პასუხის მოლოდინში.
ასე არ ივარგებდა.
– ასე ძალიან რა გაშინებს, რობ? – ჰკითხა ფრთხილად.
– მე... – მან თავი მიაბრუნა, პირველი ცრემლი რომ დაემა-
ლა, – თუ გავილაშქრებთ... რომც გავიმარჯვოთ... ლანისტერებს
სანსა ჰყავთ, და მამა. დახოცავენ, განა არა?
– მათ სურთ, რომ ჩვენ ასე გვეგონოს.
– გგონია, ცრუობენ?
– არ ვიცი, რობ. მხოლოდ ის ვიცი, რომ საქმე ასარჩევად არ
გაქვს. მეფის საბიჯელში თუ წახვალ ერთგულების ფიცის დასა-
დებად, იქიდან აღარასოდეს გამოგიშვებენ. თუ კუდს ამოიძუებ

896
და ვინტერფელში დაიხევ, ლორდებს შენ მიმართ ყველანაირი პატი-
ვისცემა გაუქრებათ. ზოგი შეიძლება ლანისტერებისკენაც კი გადა-
ვიდეს.
ამის მერე დედოფალს კიდევ უფრო ნაკლები შიში ექნება და შე-
ეძლება, როგორც სურს, ისე მოექცეს თავის ტყვეებს. ჩვენს ყველაზე
უტყუარ იმედად, ერთადერთ ნამდვილ იმედად რჩება, რომ მტერი
ბრძოლის ველზე დაამარცხო. თუკი მოახერხე და ლორდი ტაივინი
ან მეფისმკვლელი ტყვედ ჩაიგდე, მაშინ იქნებ გაცვლაც მოხერ-
ხდეს, მაგრამ მთავარი ეს არაა. სანამ შენ იმდენი ძალა გექნება,
რომ მათ ეშინოდეთ, ნედს და შენს დას საფრთხე არ უნდა დაემუქ-
როს. სერსეი საკმაოდ ბრძენია საიმისოდ, იცოდეს, რომ შესაძლოა,
ისინი საკუთარი მშვიდობის საყიდლად დასჭირდეს, თუ გამარჯვე-
ბის სასწორი მისკენ არ გადაიხარა.
– და თუ გამარჯვების სასწორი მისკენ გადაიხარა? – ჰკითხა
რობმა, – და არა ჩვენკენ?
კეტლინმა მისი ხელი ხელში აიღო.
– რობ, სიმართლეს არ შევალამაზებ შენთვის. თუ დამარცხდი,
არც ერთ ჩვენგანს აღარაფერი გვეშველება. ამბობენ, კასტერლის
კლდის გულში ქვის გარდა არაფერიაო. გაიხსენე რეიგარის ბავშვე-
ბის ბედი.
შვილის ყმაწვილ თვალებში შიში შენიშნა, მაგრამ მათში ძალაც
ჩანდა.
– მაშინ არ დავმარცხდები, – აღუთქვა დედას.
– მითხარი, რა იცი მდინარეთში ბრძოლების შესახებ, – კეტ-
ლინს უნდა გაეგო, მართლაც მზად იყო თუ არა იგი.
– ორი კვირაც არ არის, ოქროს ეშვის ქვემოთ გორაკებში ბრძო-
ლა გადაიხადეს, – უთხრა რობმა, – ძია ედმურმა ლორდი ვენსი და
ლორდი პაიპერი გაგზავნა ფონის დასაჭერად, მაგრამ მეფისმკვლე-
ლი დაატყდათ თავს და გააქცია. ლორდი ვენსი მოკლეს. ბოლო,
რაც შევიტყვეთ, ის იყო, რომ ლორდი პაიპერი უკან იხევდა, შენს

897
ძმას და მის სხვა მებაირაღეებს რომ შეერთებოდა, ჯეიმი ლანის-
ტერს ფეხდაფეხ მისდევდა. ამაზე უარესი კი ისაა, რომ მთელი ის ხა-
ნი, რაც ფონთან იბრძოდნენ, ლორდ ტაივინს ლანისტერების მეორე
ლაშქარი გარსშემოტარებით მოჰყავდა სამხრეთიდან. ამბობენ, ის
ჯეიმის ჯარზე უფრო რიცხვმრავალიაო. მამამ ალბათ იცოდა ეს
ამბავი, ამიტომ მათ წინააღმდეგ ვიღაცები გაგზავნა, მეფის საკუ-
თარი დროშის ქვეშ. სარდლობა ვიღაც სამხრეთელი ლორდის-
წულისთვის ჩაუბარებია, ლორდ ერიკისა თუ დერიკისთვის, თუ
რაღაც ასეთი, მაგრამ მათთან სერ რეიმუნ დარი იყო, და წერილ-
ში ეწერა, სხვა რაინდებიც ახლდნენ და მამაჩემის საკუთარი
მცველებიცო. ოღონდ, ეს ხაფანგი აღმოჩნდა. ლორდი დერიკი
ჯერ წითელ კბილზე არც გადასულიყო, რომ ლანისტერები დაეც-
ნენ, ჯანდაბას გაგზავნეს მეფის დროშა, ზურგში კი გრეგორ კლე-
გეინი დახვდათ, ჯამბაზების ფონზე დახევა რომ სცადეს. ეს ლორ-
დი დერიკი და კიდევ რამდენიმე შეიძლება დაუსხლტნენ, ზუსტად
არავისზე იციან, მაგრამ სერ რეიმუნი – მოკლეს, ჩვენი ვინტერ-
ფელელი მცველებიც თითქმის ყველა დახოცეს. ამბობენ, ლორ-
დმა ტაივინმა სამეფო გზა გადაკეტა და ახლა ჩრდილოეთისკენ
მიიწევს, ჰარენჰალისკენ, გზად ყველაფერს წვავს, რასაც გადა-
ეყრებაო.
ავი და ავზე უავესი ამბები, გაიფიქრა კეტლინმა. ეს იმაზე უა-
რესი იყო, ვიდრე წარმოედგინა.
– ფიქრობ, აქ დაუხვდე? – ჰკითხა შვილს.
– კი, თუ ასე შორს წამოვიდა, მაგრამ არავინ ფიქრობს, რომ
ასე იზამს, – მიუგო რობმა, – მე სიტყვა შევუთვალე ჰოულანდ
რიდს, მამას ძველ მეგობარს რუხიწყლის გუშაგიდან. თუკი ლა-
ნისტერები ყელამდე ამოვლენ, კრანოგელები მთელი გზა
სისხლს ადენენ ყოველ ნაბიჯზე, მაგრამ გალბარტ გლოვერი ამ-
ბობს, ლორდი ლანისტერი ზედმეტად ჭკვიანია, ეს რომ ქნასო,
და რუს ბოლტონიც ეთანხმება.

898
დარწმუნებული არიან, რომ სამკბილას ახლო დარჩება, რიგრი-
გობით ჩაიგდებს ხელში მდინარის ლორდების ციხეებს, სანამ რივე-
რანი მარტო არ აღმოჩნდება. მასთან შესახვედრად სამხრეთისკენ
უნდა დავიძრათ.
ამის გაფიქრებამაც კი კეტლინს ძვლები გაუთოშა. გამარჯვების
რა იმედი უნდა ჰქონოდა თხუთმეტი წლის ბიჭს, რომელსაც ბრძო-
ლებში გამობრძმედილი ჯეიმი და ტაივინ ლანისტერების წინააღ-
მდეგ დაეძრა ჯარი?
– გონივრული იქნება? აქ მტკიცედ ხარ გამაგრებული. ნათქვა-
მია, რომ ჩრდილოეთის ძველ მეფეებს შეეძლოთ, მოათ კაილინზე
გამაგრებულიყვნენ და მათზე ათჯერ უფრო დიდი ჯარი მოეგერიები-
ნათ.
– ჰო, მაგრამ საჭმელი და მარაგები გვითავდება, ამ მხარეში კი
იოლი როდია თავის გატანა. აქ ლორდ მანდერლის ველოდით, მაგ-
რამ ახლა, მისი ვაჟები რომ შემოგვიერთდნენ, უნდა დავიძრათ.
კეტლინი მიხვდა, რომ ახლა მისი ვაჟის ხმით ლორდი მებაირა-
ღეები ლაპარაკობდნენ. წლების განმავლობაში ბევრი მათგანის-
თვის ემასპინძლა ვინტერფელში და ნედთან ერთად მათ ბუხრებთან
და სუფრებთანაც ყოფილა მიწვეული. მან იცოდა, ყოველი მათგანი
რა კაცი იყო. ნეტავ, რობმაც თუ იცისო, იფიქრა. მაგრამ მათ ნათ-
ქვამში საღი აზრი იდო. მისი ვაჟის მიერ შეკრებილი ლაშქარი არ
იყო ერთ ადგილას მდგარი ჯარი, იმის მსგავსი, თავისუფალი ქალა-
ქები რომ ინახავდნენ, არც მცველთა რაზმი იყო, რომელსაც სამსა-
ხურისთვის ფულს უხდიან. მათი უმრავლესობა უბრალო ხალხი
იყო: მოიჯარადეები, მიწის მუშაკები, მეთევზეები, მწყემსები, სას-
ტუმროს მეპატრონეების, ვაჭრების და დაბაღების ვაჟები, მათ მცი-
რერიცხოვანი, ალაფს დახარბებული ქირით მებრძოლები და თავი-
სუფალი მხედრებიც ერიათ. როდესაც ლორდები მოუხმობდნენ,
ისინი მოვიდოდნენ... მაგრამ სამუდამოდ არ დარჩებოდნენ.

899
– დავიძრათ, კეთილი და პატიოსანი, – უთხრა შვილს, – მაგ-
რამ საით, და რა მიზნით? რის გაკეთებას აპირებ?
რობი შეყოყმანდა.
– დიდჯონს მიაჩნია, რომ ლორდ ტაივინს უნდა შევებრძო-
ლოთ, რაც მისთვის მოულოდნელი იქნება, – თქვა მან, – მაგრამ
გლოვერების და კარსტარკების აზრით, უფრო ჭკვიანური იქნე-
ბა, თუ ტაივინის ჯარს გარს დავუვლით და ძიას, სერ ედმურს შე-
ვუერთდებით მეფისმკვლელის წინააღმდეგ ბრძოლაში, – მან
თითებით გადაივარცხნა გაბურძგნილი მოწითურო თმა, ძალიან
შეწუხებული ჩანდა, – თუმცა იმ დროისთვის, რივერანს რომ მი-
ვაღწევთ... დარწმუნებული არ ვარ...
– იყავი დარწმუნებული, – უთხრა კეტლინმა, – ან შინ წადი
და ისევ შენი ხის ხმალი აიღე ხელში. აქ უფლება არ გაქვს, რუს
ბოლტონის და რიკარდ კარსტარკისნაირ კაცებს ყოყმანი და-
ანახვო. არ შეგეშალოს, რობ: ისინი შენი მებაირაღეები არიან,
მეგობრები კი არა. შენ თავი სარდლად გამოაცხადე. ჰოდა,
ისარდლე.
შვილმა გაოცებით შეხედა, თითქოს ყურებს არ უჯერებდა.
– როგორც იტყვი, დედა.
– ისევ გეკითხები. რის გაკეთებას აპირებ?
რობმა მაგიდის იქიდან რუკა გადმოითრია – ძველი ტყავის
დაძენძილი ნაჭერი, რომელიც გახუნებული ხაზებით იყო დაფა-
რული. ცალი ბოლო დახვევისგან ეპრიხებოდა, რობმა თავისი
ხანჯალი დაადო და გაასწორა.
– თავისი უპირატესობა ორივე გეგმას აქვს, მაგრამ... შეხედე,
ჩვენ თუ ლორდ ტაივინის ჯარის გარშემოვლას შევეცდებით,
ჩნდება იმის საფრთხე, რომ მასა და მეფისმკვლელს შორის მო-
ვექცეთ, და თუ შევუტევთ... ყველა ცნობის თანახმად, მას ჩემზე
მეტი მებრძოლი ჰყავს, შეჭურვილი ცხენი კი – ბევრად მეტი.
დიდჯონი ამბობს, რომ ამას მნიშვნელობა არ აქვს, ჩახდილებს

900
თუ წავასწრებთო, მაგრამ ასე მგონია, კაცს, რომელსაც იმდენი
ბრძოლა გადაუხდია, რამდენიც ტაივინ ლანისტერს, მოუმზადე-
ბელს ასე იოლად ვერ წაასწრებ.
– კეთილი, – უთხრა კეტლინმა. რობი ასე რომ იჯდა. და რუკებზე
თავს იტეხდა, ქალს მის ხმაში ნედის საუბრის გამოძახილი ესმოდა,
– კიდევ?
– აქ მოათ კაილინის დასაცავად მცირე რაზმს დავტოვებ, მეტწი-
ლად მოისარებს, და დანარჩენს ყრილ გზაზე დავძრავ, – თქვა მან,
– მაგრამ ყელს რომ ჩავცდებით, ჩვენს ლაშქარს ორად გავყოფ.
ქვეითებს შეეძლებათ, ისევ სამეფო გზას დაუყვნენ, ჩვენი ცხენოსნე-
ბი კი ამასობაში მწვანე კბილს გადალახავენ ტყუპებთან, – მან რუ-
კაზე მიათითა, – როდესაც ლორდ ტაივინს შეატყობინებენ, რომ
სამხრეთისკენ წავედით, ის ჩრდილოეთით გამოსწევს, რათა ჩვენს
მთავარ ლაშქარს შეებრძოლოს, და ჩვენი ცხენოსნები თავისუფ-
ლად დაუყვებიან დასავლეთ ნაპირს რივერანისკენ, – რობი სკამის
საზურგეს გადააწვა, მთლად გაღიმებაც ვერ გაებედა, მაგრამ საკუ-
თარი თავით კმაყოფილი იყო და დედის შექება სწყუროდა.
კეტლინმა შუბლშეკრულმა დახედა რუკას.
– ასე შენი ლაშქრის ორი ნაწილი მდინარით იქნება გაცალკევე-
ბული.
– და ასევე იქნებიან ჯეიმი და ლორდი ტაივინი, – ჯიქურ წარმოთ-
ქვა რობმა. ბოლოს და ბოლოს ღიმილიც დააჩნდა, – მწვანე კბილს
ვერსად გადახვალ ლალის ფონის ზემოთ, იქ, სადაც რობერტმა
გვირგვინი მოიპოვა. ვერსად, სანამ ტყუპებამდე არ აუყვები, ხიდი კი
ლორდ ფრეის უჭირავს, რომელიც მამაშენის მებაირაღეა, ასე არ
არის?
მოსვლა-გვიანი ლორდი ფრეი, გაიფიქრა კეტლინმა.
– არის, – დაუდასტურა, – მაგრამ მამაჩემი მას არასოდეს ენდო-
ბოდა. შენც არ გირჩევდი.
– არ ვენდობი, – შეჰპირდა რობი, – რას ფიქრობ?

901
კეტლინი მისდა უნებურად შთაბეჭდილების ქვეშ იყო. ტალის
ჰგავს, გაიფიქრა მან, მაგრამ მაინც მამამისის შვილია, ნედმაც
კარგად გამოწვრთნა.
– შენ რომელ ჯარს უსარდლებ?
– ცხენოსანს, – დაუყოვნებლივ მიუგო მან. ამაშიც მამამისს
ჰგავდა; ნედი ყველაზე სახიფათო საქმეს მუდამ თავად იკისრებ-
და ხოლმე. – დანარჩენებს?
– დიდჯონი ყოველთვის იმას ამბობს, ლორდი ტაივინი უნდა
გავსრისოთო. ვფიქრობ, მას დავდო ეს პატივი.
ეს პირველი შეცდომა იყო, მაგრამ როგორ მიეხვედრებინა
ისე, რომ მისი ახლად დაფრთიანებული თავდაჯერება არ შეელა-
ხა?
– მამაშენმა ერთხელ მითხრა, რომ დიდჯონი ყველაზე უფრო
უშიშარი ადამიანი იყო მათ შორის, ვისაც კი შეხვედროდა.
რობი გაიბადრა.
– რუხმა ქარმა ორი თითი მოაჭამა, მას კი სიცილადაც არ
ეყო. ესე იგი, მეთანხმები?
– მამაშენი უშიშარი არაა, – შენიშნა კეტლინმა, – მამაცია,
მაგრამ ეს სულ სხვა რამაა.
მისმა ძემ ნათქვამი აწონ-დაწონა.
– ლორდ ტაივინსა და ვინტერფელს შორის მხოლოდ აღმო-
სავლეთის ლაშქარი იქნება ჩამდგარი, – თქვა ფიქრიანად, – და
ის ცოტაოდენი მოისარები, აქ, მოათში რომ დავტოვებ. ასე რომ,
უშიშარი კაცი არ გამომადგება.
– არა. ცივი გამჭრიახობა გინდა და არა გამბედაობა.
– რუს ბოლტონი, – მაშინვე თქვა რობმა, – ეგ კაცი შიშს
მგვრის.
– მაშ, ვილოცოთ, რომ ტაივინ ლანისტერსაც შეაშინებს.
რობმა თავი დაუქნია და რუკა დაახვია.

902
– ბრძანებას გავცემ, ამალა შეკრიბონ, რომელიც შინ, ვინტერ-
ფელში მიგიყვანს.
კეტლინი რაც შეეძლო ცდილობდა, ძლიერი ყოფილიყო: ნედის
გულისთვის, კიდევ – მათი ამ ჯიუტი და მამაცი შვილის გულისთვის.
სასოწარკვეთილება და შიში ისე გადადო გვერდზე, თითქოს დაწუ-
ნებული სამოსი ყოფილიყოს... მაგრამ ახლა იგრძნო, რომ ბოლოს
და ბოლოს მაინც შეიმოსა იგი.
– არ მივდივარ ვინტერფელში, – გაიგონა საკუთარი სიტყვები
და გაოცდა, წამსკდარმა ცრემლებმა მზერა რომ დაუბინდა, – მამა-
ჩემი შესაძლოა, რივერანის გალავნის შიგნით კვდებოდეს. ჩემი ძმა
მტრებითაა გარშემორტყმული. მათთან უნდა წავიდე.

903
ტირიონი

904
ჩელა ჩეიკის ასული, შავყურათა ტომიდან, გზის დასაზვერად იყო
დაწინაურებული და გზაჯვარედინზე თავმოყრილი ჯარის ამბავი
სწორედ მან მოიტანა.
– კოცონების მიხედვით ასე, ოცი ათასამდე იქნებიან, – თქვა მან,
– წითელი დროშები აქვთ, ოქროსფერლომიანი.
– მამაშენი? – ჰკითხა ბრონმა.
– ან ჩემი ძმა ჯეიმი, – მიუგო ტირიონმა, – მალე გავიგებთ, – მან
თავის ჩამოძენძილ ავაზაკთა ბანდას გადახედა. სამასამდე იქნე-
ბოდნენ: ქვის ყვავები, მთვარის ძმები, შავყურები და დაშანთულები
– იმ ჯარის ჩანასახი, რომლის შექმნასაც იმედოვნებდა. გუნთორ
გურნის ძე დანარჩენ მთიელ ტომებს ახლაც კი დასარაზმავად აქე-
ზებდა. ფიქრობდა, ნეტავ ლორდი-მამაჩემი რას უზამს ამ ტყავებში
გამოხვეულ, ნაძარცვი ფოლადის ნაკუწებით შეიარაღებულ ხალ-
ხსო. სიმართლე თუ გინდათ, თავადაც არ იცოდა, რა ექნა მათთვის.
მათი მეთაური იყო თუ ტყვე? ისე ჩანდა, ცოტ-ცოტა ორივე იყო.
– იქნებ ჯობდეს, მარტო თუ მივუახლოვდები, – ივარაუდა ხმა-
მაღლა. – აჯობებს ტირიონ ტაივინის ძისათვის, – წარმოთქვა ულ-
ფმა, რომელიც მთვარის ძმების სახელით ლაპარაკობდა.
შაგამ შეუბღვირა, რაც გულისგასახეთქი სანახავი იყო.
– შაგა დოლფის ძეს ეს არ მოსწონს. შაგა ბიჭკაცას წაჰყვება, და
თუ ბიჭკაცა მოატყუებს, შაგა კაცობას წააჭრის...
– და თხებს აჭმევს, ჰო, – დაღლილი ხმით გამოეპასუხა ტირი-
ონი, – შაგა, მე ლანისტერის სიტყვა მოგეცი, დავბრუნდები.
– რატომ უნდა ვენდოთ შენს სიტყვას, – ჩელა პატარა მტკიცე ქა-
ლი იყო, ბიჭივით ბრტყელი, და ჭკუა არ აკლდა, – დაბლობის ლორ-
დებს ადრე გაუცურებიათ მთიელები.
– გულს მტკენ, ჩელა, – უთხრა ტირიონმა, – ვიფიქრე, ისე ძალი-
ან დავმეგობრდით-მეთქი. მაგრამ, როგორც გინდა. შენ წამომყევი,
კიდევ შაგა და კონი – ქვის ყვავებიდან, ულფი – მთვარის ძმებიდან

905
და ტიმეტ ტიმეტის ძე – დაშანთულებიდან, – მთიელებმა უნდო
მზერით გადახედეს ერთმანეთს, ტირიონი რომ ასახელებდათ, –
დანარჩენებმა აქ დაიცადეთ, სანამ კაცს არ გამოგიგზავნით. ეცა-
დეთ, ერთმანეთი არ დახოცოთ და არ დაასახიჩროთ, სანამ წასუ-
ლი ვიქნები.
ცხენს დეზები შემოჰკრა და ჩორთით გასწია, მათაც სხვა გზა
არ დარჩენოდათ – ან უნდა მიჰყოლოდნენ, ან მარტო გაეშვათ.
ტირიონს ორივე ხელს აძლევდა, ოღონდ კი არ დამსხდარიყვნენ
და მთელი დღე და ღამე ბჭობაში არ გაეტარებინათ. მთიელებ-
თან ეს სიძნელე არსებობდა: სრულიად ბრიყვულად, მიაჩნდათ,
რომ საბჭოზე ყოველი ადამიანისთვის უნდა მოესმინათ, ასე
რომ, ყველაფერზე გაუთავებლად დაობდნენ. ქალებსაც კი ჰქონ-
დათ თქმის ნება. რა გასაკვირია, რომ უკვე ასობით წელი იყო,
ველი, ცალკეული თავდასხმების გარდა, სხვა ვერაფრით შეეში-
ნებინათ. ტირიონი ამის შეცვლას აპირებდა.
ბრონიც მას გაჰყვა. სწრაფი და მოკლე ბუზღუნის მერე ხუთი
მთიელიც უკან აედევნათ თავიანთი პატარა გაძვალტყავებული
ცხენებით, პონებს რომ ჩამოჰგავდნენ და კლდეებზე თხებივით
დაძვრებოდნენ.
ქვის ყვავები გვერდიგვერდ მოდიოდნენ, ჩელა და ულფიც
ერთმანეთთან ახლოს რჩებოდნენ, რადგან მთვარის ძმებს და
შავყურებს მტკიცე კავშირები მოსდგამდათ. ტიმეტ ტიმეტის ძე
მარტო მოდიოდა. მთვარის მთების ყოველ ტომს ეშინოდა და-
შანთულების, რომლებიც საკუთარი სიმამაცის დასამტკიცებ-
ლად სხეულს ცეცხლით იშანთავდნენ და (როგორც დანარჩენები
ამბობდნენ) ნადიმებზე ჩვილებს წვავდნენ. და სხვა დაშანთუ-
ლებსაც ეშინოდათ ტიმეტის, რომელმაც მამაკაცობის ასაკის
მიღწევისას გავარვარებული დანით თვალი გამოითხარა. რო-
გორც ტირიონმა შეიტყო, ბიჭი ამ ადათის აღსრულებისას ჩვე-
ულებრივ ამოიშანთავდა კერტს, თითს ან (თუ მართლაც მამაცი

906
ან მართლაც შეშლილი იყო) ყურს. ტიმეტის თანატომელი დაშანთუ-
ლები ისე გააოცა მისმა არჩევანმა, რომ მათ დაუყოვნებლივ დაასა-
ხელეს წითელ ხელად, რაც, ჩანს, საბრძოლო ბელადის წოდებასა-
ვით რაღაც იყო.
– ნეტავ მათმა მეფემ რაღა მოიშანთა, – უთხრა ტირიონმა
ბრონს, როდესაც ეს ამბავი მოისმინა. გაკრეჭილმა ქირით მებ-
რძოლმა ფეხებს შორის წაივლო ხელი... მაგრამ ტიმეტის მახლობ-
ლად ბრონიც ენაზე კბილს აჭერდა. თუკი კაცი იმდენად შეშლილი
იყო, რომ საკუთარი თვალი გამოითხარა, ის მტრებს ფერებას არ
დაუწყებდა.
გორაკებს შორის დაშვებულ ჯგუფს შეულესავ კოშკებზე მდგარი
გუშაგები უთვალთვალებდნენ შორიდან, ერთხელ ტირიონმა თვა-
ლი მოჰკრა, ყორანი რომ ააფრინეს. იქ, სადაც მთის გზა ორ კლდო-
ვან შვერილს შორის უხვევდა, ისინი პირველ გამაგრებას მიადგნენ:
ოთხი ფუტის სიმაღლის დაბალი მიწაყრილი გზას ხერგავდა, სიმაღ-
ლეზე კი თორმეტიოდე მშვილდოსანი იყო შეფენილი.
ტირიონმა მხლებლები ისრის საწვდენი მანძილის მიღმა დატოვა
და კედელს მარტო მიუახლოვდა.
– ვინ არის აქ მეთაური? – შესძახა დამხვდურებს.
კაპიტანი სწრაფად მოვიდა და კიდევ უფრო სწრაფად გაუმზადა
ესკორტი, თავისი ლორდის ვაჟი რომ იცნო. გაშავებულ მინდვრებს
და გადამწვარ სიმაგრეებს ჩაუარეს ჩორთით, მდინარის პირებს,
სამკბილას მწვანე კბილს დაუყვნენ. ტირიონი ცხედრებს ვერსად ხე-
დავდა, მაგრამ ჰაერი ყორნებით და ლეშიჭამია ყვავებით იყო სავსე.
აქ ბრძოლა გადაეხადათ, სულ ცოტა ხნის წინ.
გზაჯვარედინიდან ნახევარი მილის მოშორებით წამახული ძე-
ლებით ბარიკადა აეგოთ, ზედ მეშუბეები და მშვილდოსნები იდგნენ.
ზღუდის იქით, სადამდეც თვალი გასწვდებოდა, ბანაკი იყო გადა-
ჭიმული. ასობით კოცონიდან კვამლის წვრილი ზოლები დიოდა, შე-
ჭურვილი მეომრები ხეების ქვეშ ისხდნენ და ხმლებს ლესავდნენ,

907
ტალახიან მიწაში ჩასობილ ტარებზე ნაცნობი დროშები ფრი-
ალებდა.
ძელებს რომ მიუახლოვდნენ, მხედართა რაზმი დაიძრა და
მათ შესახვედრად წამოვიდა. მათ წინამძღოლ რაინდს ამეთვის-
ტოებით მოოჭვილი ვერცხლის აბჯარი და იისფერ-ვერცხლისფე-
რი ზოლებიანი მოსასხამი ეცვა. ფარზე მარტორქა ჰქონდა გერ-
ბად გამოსახული, ცხენისთავა მუზარადის შუბლიდან კი ორფუ-
ტიანი ხვეული რქა გამოსჩროდა. ტირიონმა აღვირი მოზიდა,
რომ მისალმებოდა.
– სერ ფლემენტ.
სერ ფლემენტ ბრაქსმა მუზარადის ცხაური აიწია.
– ტირიონ, – წარმოთქვა გაოცებულმა, – მილორდ, ყველანი
ვშიშობდით, რომ მოგკლეს ან... – მან ეჭვით გადახედა მთიე-
ლებს, – ეს... შენი თანამგზავრები...
– ჩემი გულითადი მეგობრები და ერთგული მსახურები, –
უთხრა ტირიონმა, – სად ვნახო ლორდი-მამა?
– გზაჯვარედინის სასტუმროში დადგა ბინად.
ტირიონმა გადაიხარხარა. გზაჯვარედინის სასტუმრო! იქნებ
ღმერთები, ბოლოს და ბოლოს, სამართლიანები არიან.
– ახლავე მინდა ვნახო.
– როგორც იტყვი, მილორდ, – სერ ფლემენტმა ცხენი მოაბ-
რუნა და ბრძანებები გასძახა. ძელების სამი რიგი მიწიდან ამო-
აძვრეს, ზღუდეში ხვრელი რომ გაეხსნათ. ტირიონმა თავისი ჯგუ-
ფი მასში გაატარა.
ლორდ ტაივინის ბანაკი რამდენიმე ლიგაზე ვრცელდებოდა.
ჩელას ვარაუდი, ოცი ათასი იქნებიანო, არცთუ მცდარი უნდა ყო-
ფილიყო. უბრალო მებრძოლები ღია ცის ქვეშ დაბანაკებულიყ-
ვნენ, მაგრამ რაინდებს კარვები გაეშალათ, ზოგ დიდებულ
ლორდს სახლებისხელა ჩარდახებიც აეგო. ტირიონმა შენიშნა

908
პრესტერსების წითელი ხარი, ლორდ ქრაკეჰოლის ზოლიანი ტახი,
მარბრანდების ცეცხლმოდებული ხე, ლიდენების მაჩვი. რაინდები
შემოსძახოდნენ, მათ გვერდით რომ ჩაინავარდებდა, მებრძოლები
კი დაუფარავი გაოცებით აჩერდებოდნენ მთიელებს.
შაგაც მათსავით გაოცებით აფეთებდა თვალებს. უეჭველია, ამ-
დენი კაცი, ცხენი და იარაღი თავის დღეში არ ენახა. დანარჩენი მთი-
ელი ავაზაკები უკეთ მალავდნენ გრძნობებს, მაგრამ ტირიონი ზუს-
ტად ხვდებოდა, რომ ისინიც გაოცებულნი იყვნენ. მით უკეთესი. რაც
უფრო გააოგნებდათ ლანისტერების ძალმოსილება, მით უფრო იო-
ლი სამართავები იქნებოდნენ.
სასტუმრო და მისი თავლები ისეთივე დახვდა, როგორიც ახსოვ-
და, თუმცა იქ, სადაც ადრე სოფელი იდგა, ახლა გაფანტული ქვები
და გაშავებული საძირკვლებიღა მოჩანდა. ეზოში სახრჩობელა აღე-
მართათ და ზედ ჩამოკონწიალებულ სხეულს ყორნები შესეოდნენ.
ჯგუფის მიახლოებისას ყრანტალით და შავი ფრთების ტყლაშუნით
აიჭრნენ ცად. ტირიონი ჩამოხდა და შეხედა იმას, რაც გვამისგან
დარჩენილიყო. ფრინველებს ქალისთვის ტუჩები და თვალები და-
ეკორტნათ, ლოყებიც თითქმის მთლად შეეჭამათ და წითლად და-
ლაქავებული კბილები საზარელ ღიმილად გაეშიშვლებინათ.
– ოთახი, საჭმელი და ბოთლი ღვინო მინდოდა, სხვა კი არაფე-
რი, – შეახსენა მას ტირიონმა საყვედურით და ამოიოხრა.
თავლებიდან უმალ მოირბინეს ბიჭებმა მათი ცხენების მისახე-
დად.
შაგას თავისის დათმობა არაფრისდიდებით არ სურდა.
– ეს ბიჭი შენს ჭაკს არ მოიპარავს, – დაარწმუნა ტირიონმა, –
მხოლოდ ქერს და წყალს მისცემს და სამურველით დავარცხნის, –
დავარცხნა არც შაგას აწყენდა, მაგრამ ამის აღნიშვნა არცთუ ზრდი-
ლობიანი საქციელი იქნებოდა, – სიტყვას გაძლევ, ცხენს არაფერი
დაუშავდება.
შაგა ჯერაც თვალებს აბრიალებდა, მაგრამ აღვირი დათმო.

909
– ეს შაგა დოლფის ძის ცხენია! – დაუღრიალა მეჯინიბე ბიჭს.
– თუ უკან არ დაგიბრუნა, კაცობას წააჭრი და თხებს აჭმევ, –
შეჰპირდა ტირიონი, – თუკი აქ თხებს იშოვი.
ალისფერ მოსასხამებსა და ლომისთავა მუზარადებში გამოწ-
ყობილი ორი სახლობის მცველი სასტუმროს აბრის ქვეშ იდგა,
კარის აქეთიქით. ტირიონმა მათი კაპიტანი იცნო.
– მამაჩემი?
– საერთო ოთახშია, მილორდ.
– ჩემს მხლებლებს სასმელ-საჭმელი ენდომებათ, – უთხრა
მათ ტირიონმა, – მიხედეთ, რომ მიიღონ, – იგი სასტუმროში შე-
ვიდა და მამაც იქ დახვდა.
ტაივინ ლანისტერი, კასტერლის კლდის ლორდი და დასავ-
ლეთის მცველი, ორმოცდაათს გადაშორებოდა, მაგრამ ჯანი
ოცი წლის კაცივით მოსდევდა. დამჯდარიც კი ახოვანი იყო,
გრძელფეხება, ბეჭგანიერი, მუცელშეგდებული. წვრილი მკლა-
ვები კუნთებით ჰქონდა დაფარული. როდესაც ოდესღაც ხშირმა
ოქროსფერმა თმამ შეთხელება დაუწყო, დალაქს უბრძანა, მის-
თვის თავი გადაეპარსა: ლორდ ტაივინს ნაწილობრივი გადაწ-
ყვეტილებები არ სწამდა. ზედა ტუჩს და ნიკაპსაც იპარსავდა, მაგ-
რამ ბაკენბარდებს იტოვებდა, ხვეული ოქროსფერი თმის ხშირ
ზოლებს, ყურიდან ყბამდე რომ უფარავდა ლოყებს. ღიპმწვანე
თვალები ჰქონდა, ოქროსფრად დაწინწკლული. ერთმა სხვა
ბრიყვებზე უფრო ბრიყვმა ერთხელ იოხუნჯა, ლორდი ტაივინის
ქაქიც კი ოქროსფრადაა დაწინწკლულიო. ზოგი ამბობდა, ის კა-
ცი რაც ცოცხალია სადღაც, კასტერლის კლდის ღრმა ჯურღმუ-
ლებშიო.
სერ კევან ლანისტერი, მამამისის ერთადერთი ცოცხალი ძმა,
ლორდ ტაივინთან ერთად ელის ბოთლს უჯდა, როდესაც ტირიო-

910
ნი ოთახში შევიდა. ბიძა სქელი და შემელოტებული იყო, მოკლედ
შეკრეჭილი ყვითელი წვერი ზოლად გასდევდა მძიმე ყბაზე. სერ კე-
ვანმა იგი პირველმა დაინახა.
– ტირიონ, – წარმოთქვა გაოცებულმა.
– ძია, – წელში მოიდრიკა ტირიონი, – და მამა-ბატონო. რა სი-
ხარულია თქვენი აქ ნახვა.
ლორდი ტაივინი სკამიდან არ წამოწეულა, მაგრამ თავის ჯუჯა ძე
ხანგრძლივი, დაკვირვებული მზერით გაზომა.
– ვხედავ, ცნობა შენი გარდაცვალების შესახებ უსაფუძვლო ყო-
ფილა. – ბოდიში, იმედი რომ გაგიცრუე, მამა, – უთხრა ტირიონმა,
– წამოხტომა და ჩემი გულში ჩაკვრა საჭირო არ არის, არ მინდა, შე-
წუხდე, – მან ოთახი გადაჭრა, მაგიდისკენ გაემართა, თან მტანჯვე-
ლად აღიქვამდა, დაგვაჯული ფეხები როგორ ძალიან აქანებდნენ
ყოველ ნაბიჯზე. როცა კი მამამისი უცქერდა, ტირიონს მუდამ მტან-
ჯველად და ცხადად ახსოვდა საკუთარი სიმახინჯე და ნაკლი, – ასე
ჰგავს, თითქოს ჩემ გამო საომრად მიდიოდე, – თქვა მან, სკამზე
აცოცდა და მამამისის ელი დაისხა.
– მე რომ მკითხო, ეს ომი შენი დაწყებულია, – მიუგო ლორდმა
ტაივინმა, – შენი ძმა ჯეიმი ასე მორჩილად ქალს ტყვედ არასოდეს
ჩაბარდებოდა.
– მე და ჩემი ძმა მაგაში ერთმანეთს არ ვგავართ. კიდევ, ჩემზე
მაღალიცაა, თუ შეგიმჩნევია.
მამამისმა მოჭრილი სიტყვა არად ჩააგდო.
– ჩვენი სახლის ღირსება ილახებოდა. სხვა გზა არ მქონდა, უნდა
გამომელაშქრა. არავის აქვს უფლება, დაუსჯელად დაღვაროს ლა-
ნისტერის სისხლი...
– გესმას ჩემი ღრიალი, – წარმოთქვა გაკრეჭილმა ტირიონმა
ლანისტერების თქმა, – სიმართლე თუ გინდა, სისხლი საერთოდ არ
დამიღვრია, თუმცა ერთი-ორჯერ კი მიდგა საქმე მაქამდე. მორეკი
და ჯიკი მოკლეს.

911
– ალბათ ახალი მსახურები გჭირდება.
– ნუ შეწუხდები, მამა, ჩემით ვიშოვე რამდენიმე, – მან ელი
მოსვა. მართლაც ძალიან კარგი იყო, ყავისფერი ღა შუშხუნა, ისე
სქელი, რომ ლამის დაღეჭვა შეგეძლო. დასანანია, მამამისმა
სასტუმროს მეპატრონე რომ ჩამოკიდა, – როგორ მიდის ომის
საქმე?
პასუხი ბიძამ გასცა:
– საამდროოდ, მშვენივრად. სერ ედმურმა თავისი საზღვრე-
ბის გასწვრივ ჩააყენა პატარა რაზმები ჩვენს შესაჩერებლად, და
მამაშენმა და მე მოვახერხეთ, უმეტესად უკვე გაგვენადგურებინა
ისინი, ცალ-ცალკე, სანამ გადაჯგუფებას მოასწრებდნენ.
– შენი ძმა დიდებას დიდებაზე იხვეჭდა, – უთხრა მამამ, –
ლორდი ვენსი და პაიპერი დაამარცხა ოქროს ეშვთან და რივე-
რანის გალავანთან ტალების გაერთიანებულ ძალებს შეება. სამ-
კბილას ლორდებს უკან დაახევინა. სერ ედმურ ტალი, თავის
მრავალ მებაირაღესთან და რაინდთან ერთად ჩვენი ტყვეა.
ლორდმა ბლექვუდმა მცირერიცხოვანი თავდაღწეულნი უკან,
რივერანში შეიყვანა, სადაც ჯეიმის მათთვის ალყა აქვს შემორ-
ტყმული. ზოგმა საკუთარ ციხესიმაგრეს შეაფარა თავი.
– მამაშენი და მე რიგრიგობით ვილაშქრებდით მათზე, –
თქვა სერ კევანმა, – რაკი ლორდი ბლექვუდი იქ არ იყო, ყორ-
ნისხე მაშინვე დაეცა, ლედი ვენტმა ჰარენჰალი ჩაგვაბარა, რად-
განაც მის დასაცავად მეომრები არ ჰყავდა. სერ გრეგორმა პა-
იპერები და ბრაკენები გადაწვა... – და აღარავინ დარჩა, ვინც წინ
დაგიდგებოდათ?
– არც მთლად ეგრეა, – მიუგო სერ კევანმა, – მალისტერებს
ჯერაც უჭირავთ სიგარდი და ვოლდერ ფრეი თავის რეკრუტებს
რაზმავს ტყუპებში.
– ეგ გინდ ყოფილა გინდ არა, – თქვა ლორდმა ტაივინმა, –
ფრეი ბრძოლის ველზე მხოლოდ მაშინ გამოდის, უეჭველი გა-

912
მარჯვება თუ იყნოსა, ახლა კი მარცხის გარდა სხვა არაფრის სუნი
არ სცემს. ხოლო იასონ მალისტერს მარტო საბრძოლველად ძალა
არ გააჩნია. ჯეიმი რივერანს რომ აიღებს, ორივენი საკმაოდ მალე
დაიჩოქებენ. თუ სტარკები და ერინები არ გამოვლენ ჩვენ წინააღ-
მდეგ, ჩათვალე, რომ ომი მოგებულია.
– შენს ადგილზე ერინების გამო გულს დიდად არ გავიხეთქავდი,
– უთხრა ტირიონმა,– აი, სტარკები სხვა საქმეა. ლორდი ედარდი...
– ...ჩვენი მძევალია, – გააგრძელა მისმა მამამ, – სანამ წითელი
ციხის ჯურღმულში ლპება, ვერანაირ ჯარს ვერ უსარდლებს.
– ვერა, – დაეთანხმა სერ კევანი, – მაგრამ მისმა ძემ ბაირაღებს
მოუწოდა და მოათ კაილინში ზის, გარს ძლიერი ლაშქარი ჰყავს შე-
მოკრებილი.
– არც ერთი ხმალი არ ჭრის, სანამ არ იწრთობა, – განაცხადა
ლორდმა ტაივინმა, – სტარკის ბიჭი ბავშვია. უეჭველია, საომარი
საყვირების ხმა ძალიანაც მოსწონს და ქარში თავისი ბაირაღების
ფრიალის ცქერაც გულს უხარებს, მაგრამ ბოლოს და ბოლოს ასეთი
ამბები სასაკლაოთი მთავრდება. მეეჭვება, რამე შეძლოს.
საინტერესო ამბები დატრიალდა, სანამ არ ვიყავიო, გაიფიქრა
ტირიონმა.
– და რას შვრება ჩვენი უშიშარი მონარქი, სანამ აქ ეს სასაკლაოა
გაჩაღებული? – დაინტერესდა ტირიონი, – ჩემმა მომხიბლავმა და
დამაჯერებელმა დაიკომ როგორ მოახერხა რობერტის დაყოლიება,
მისი ძვირფასი მეგობარი ნედი საკანში ჩაეგდო?
– რობერტ ბარათეონი მოკვდა, – უთხრა მამამ, – მეფის საბი-
ჯელში შენი დისშვილი მეფობს.
ტირიონი ამან კი გააოგნა.
– ჩემი და ანუ, – მან ისევ მოყლუპა ელი. სახელმწიფო, რომელ-
შიც ქმრის მაგივრად სერსეი გასცემდა ბრძანებებს, ძველისგან სულ
განსხვავებული რამ იქნებოდა.

913
– თუკი აპირებ, რამე სასარგებლო გააკეთო, სარდლობას
დაგაკისრებ, – უთხრა მამამ, – ჩვენს ზურგში მარქ პაიპერი და
კარილ ვენსი მიუხედავი დაგვრჩნენ, წითელი კბილის გადაღმა
დროდადრო ჩვენს მიწებს არბევენ.
ტირიონმა გაკიცხვით გააწკლაპუნა ენა.
– დამპლები, გვეწინააღმდეგებიან. ჩვეულებრივ, სიამოვნე-
ბით დავსჯიდი ასეთი გაუზრდელობისთვის, მამა, მაგრამ ახლა
სხვაგან მაქვს გადაუდებელი საქმეები.
– მართლა? – ლორდ ტაივინზე ამან თითქოს შთაბეჭდილება
არ მოახდინა, – კიდევ ნედ სტარკის ორიოდე ბოლო ჩანაფიქრი
გვაქვს თავიდან მოსაშორებელი, ჩემს სასურსათო რაზმებს რომ
აწიოკებენ.
ბერიკ დონდარიონი, ჭაბუკი ლორდისწული, სიქველეზე გა-
დაბრუნებული წარმოდგენები რომ აწუხებს. თან ის ჩასქელებუ-
ლი ვაი-მღვდელი ჰყავს, აი ის, თავისი ხმლისთვის ცეცხლის წა-
კიდება რომ უყვარს. ხომ არ მოაგვარებდი მაგათ საქმეს ისე,
გვერდით რომ ჩაურბენდი?
ნამეტანი ვაი-ვაგლახის გარეშე?
ტირიონმა პირი ხელის ზურგით შეიწმინდა და გაიღიმა.
– მამა, გულს მითბობს ფიქრი, რომ შეიძლება მანდო... მაინც
რამდენი, ოცი კაცი? ორმოცდაათი? დარწმუნებული ხარ, რომ
შეგიძლია, ამდენი მოიკლო? კაი, სულერთია. თოროსს ან
ლორდ ბერიკს თუ გადავაწყდი, ორივეს მივასრისავ, არ დაგზარ-
დები, – იგი სკამიდან ჩამოცოცდა და დარწეული ნაბიჯით კარა-
დისკენ გასწია, რომელზედაც ხილით გარშემორტყმული თეთრი
დაძარღვული ყველი იდო, – ოღონდ მანამდე რამდენიმე ჩემი
საკუთარი პირობა მაქვს შესასრულებელი, – თქვა და ყველი სო-
ლად ამოჭრა, – დამჭირდება სამი ათასი მუზარადი და ამდენივე

914
აბჯარი, კიდევ ხმლები, შუბები, ფოლადის შუბისწვერები, ლახტები,
ტაბარები, საფუხარები, საყელურები, საბარკლეები, სამკერდულე-
ბი, ურმები ყოველივე ამის წასაღებად...
მის უკან კარი იმგვარი გამაყრუებელი ზათქით გაიღო, ტირიონს
ყველი კინაღამ ხელიდან გაუვარდა. სერ კევანი გინებით წამოიჭრა
ფეხზე, მცველთა კაპიტანმა კი ოთახი გაიფრინა და ბუხარს შეასკდა.
ზედ ცივ ნაცარზე დაბერტყებულს ლომიანი ჩაჩქანი გვერდზე მოჰ-
ქცეოდა, შაგამ კი მისი ხმალი ხის ზროსავით სქელ მუხლზე გადაიმ-
ტვრია, ნაწილები ძირს დაყარა და საერთო ოთახში შემოჯახუნდა.
თან შემოიყოლა სხეულის სიმყრალე, ყველის სუნზე უფრო მძაფრი
და ამ დახურულ სივრცეში ყველაფრის გადამფარავი.
– პატარა წითელქუდა, – დაიღრინა მან, – კიდევ ერთხელ თუ
მოუღერებ იარაღს შაგა დოლფის ძეს, კაცობას წაგაჭრი და ნაკვერ-
ჩხლებზე შევწვავ.
– რა, თხები აღარაო? – ჰკითხა ტირიონმა და ყველი ჩაკბიჩა.
შაგას ოთახში სხვა მთიელებიც შემოჰყვნენ, ბრონიც მათთან
იყო.
ქირით მებრძოლმა ტირიონის დასანახად უმწეოდ აიჩეჩა მხრე-
ბი.
– ნეტავ ვინ ხართ? – თოვლივით ცივი თავდაჭერით ჰკითხა
ლორდმა ტაივინმა.
– მე მომყვებოდნენ შინ, მამა, – განუმარტა ტირიონმა, – შეიძ-
ლება, მყავდნენ? ბევრს არ ჭამენ...
არავის გაუღიმია.
– რა უფლებით შემოიჭერით თქვენ, ველურები, ჩვენს საბჭოზე?
– პასუხი მოსთხოვა სერ კევანმა.
– ველურები, ბარელო? – კონი იქნებ ლამაზიც ყოფილიყო, თუ
დაბანდი, – ჩვენ თავისუფალი ხალხი ვართ, თავისუფალ ხალხს კი
ყველა საომარ საბჭოზე ჯდომის უფლება აქვს!
– რომელია თქვენ შორის ლომი ლორდი? – იკითხა ჩელამ.

915
– ორივენი ბერიკაცები არიან, – განაცხადა ტიმეტ ტიმეტის
ძემ, რომელსაც ცხოვრების მეოცე წელიწადი ჯერაც წინ ედო.
სერ კევანის ხელი ხმლის ტარისკენ დაიძრა, მაგრამ ძმამ მა-
ჯაზე დაადო ორი თითი და ხელი დაუჭირა. ლორდ ტაივინს აღ-
შფოთება არ ეტყობოდა.
– ტირიონ, ზრდილობა ხომ არ დაგვიწყნია? ქენი სიკეთე, გაგ-
ვაცანი ჩვენი... ღირსეული სტუმრები ტირიონმა თითები გაილო-
კა.
– სიამოვნებით. ეს მშვენიერი ქალწული ჩელა ჩეიკის ასუ-
ლია შავყურათა ტომიდან.
– არ ვარ ქალწული, – შეუტია ჩელამ, – ჩემმა ვაჟებმა ერთად
უკვე ორმოცდაათი ყური მოიპოვეს.
– დე, კვლავ ორმოცდაათიც მოეპოვებინოთ, – ტირიონი რწე-
ვით გაშორდა მას, – ეს კონი კორატის ძეა. შაგა დოლფის ძე
ისაა, ბანჯგვლიან კასტერლის კლდეს რომ ჩამოჰგავს. ორივენი
ქვის ყვავების ტომიდან არიან. ეს გახლავთ ულფი უმარის ძე,
მთვარის ძმების ტომიდან, ეს – ტიმეტ ტიმეტის ძე, დაშანთულე-
ბის წითელი ხელი. ეს კი ბრონია, ქირით მებრძოლი, გამორჩე-
ვით არავის მსახურებს. იმ მოკლე დროში, რაც ვიცნობ, უკვე ორ-
ჯერ გადავიდა ერთი მხარიდან მეორეზე, ასე რომ, შენ და იგი სა-
ნაქებოდ გაუგებთ ერთმანეთს, მამა, – ბრონსა და მთიელებს კი
მიმართა: – ნება მიბოძეთ, წარმოგიდგინოთ ჩემი მამა-ბატონი,
ტაივინ ტიტოს ძე ლანისტერთა გვარიდან, კასტერლის კლდის
ლორდი, დასავლეთის მცველი, ლანისპორტის ფარი და მერე,
როდისმე – მეფის მარჯვენა.
ლორდი ტაივინი წამოდგა – მედიდური, შეუმცდარი.
– დასავლეთშიც კი გვსმენია მთვარის მთების მებრძოლთა
სიჩაუქის ამბავი. რამ ჩამოგიყვანათ თქვენი ციხესიმაგრეები-
დან, მილორდებო? – ცხენებმა, – მიუგო შაგამ.

916
– დაპირებულმა აბრეშუმმა და ფოლადმა, – თქვა ტიმეტი ტიმე-
ტის ძემ.
ტირიონს ის იყო, მამისთვის უნდა მოეხსენებინა, თუ როგორ აპი-
რებდა, ერინის ველი მხრჩოლავ ტრამალად ექცია, მაგრამ არ დას-
ცალდა. კარი ისევ ჯახანით გაიღო. შიკრიკმა ტირიონის მთიელები
სწრაფი, გაოცებული მზერით შეათვალიერა და ლორდ ტაივინის წინ
ცალ მუხლზე დაეშვა.
– მილორდ, – თქვა მან, – სერ ადამმა მიბრძანა, შემეტყობინე-
ბინა, რომ სტარკების ლაშქარი ყრილ გზას დაუყვა.
ლორდ ტაივინ ლანისტერს არ გაუღიმია. ლორდი ტაივინი არა-
სოდეს იღიმებოდა, მაგრამ ტირიონმა მაინც ისწავლა, მამისთვის
შეეტყო, როდის იყო ნასიამოვნები, და ახლა სახეზე სწორედ ამას
ატყობდა.
– ანუ მგლის ლეკვი ბუნაგიდან გამოდის, ლომებთან რომ ითა-
მაშოს, – თქვა მშვიდი კმაყოფილების კილოთი, – დიდებულია. დაბ-
რუნდი სერ ადამთან და უთხარი, უკან დაიხიოს. ჩვენს მისვლამდე
ჩრდილოელებს არ შეებას, მაგრამ მინდა, მათი ფლანგები არბიოს
და უფრო და უფრო სამხრეთისკენ გამოიტყუოს.
– როგორც ბრძანეთ, ისე იქნება, – შიკრიკი შებრუნდა და გავი-
და.
– აქ კარგად ვართ განლაგებული, – შენიშნა სერ კევანმა, –
ფონთან ახლოს და თხრილებით და ძელებით დაცულები. თუკი ისი-
ნი სამხრეთისკენ მოიწევენ, ვიტყოდი, დაე, მოვიდნენ და შემოგვე-
ლეწონ.
– ბიჭი შეიძლება შეყოყმანდეს, შედრკეს, ჩვენს რიცხვს რომ ნა-
ხავს, – მიუგო ლორდმა ტაივინმა, – რაც მალე დავამარცხებთ
სტარკებს, მით მალე გამეხსნება ხელები სტანის ბარათეონთან გა-
სასწორებლად. მედოლეებს უთხარით, შეკრების ნიშანი დასცხონ
და ჯეიმის სიტყვა გაუგზავნეთ, რომ მე რობ სტარკის წინააღმდეგ და-
ვიძრები.

917
– როგორც ისურვებ, – უთხრა სერ კევანმა.
ტირიონი პირქუში აღტაცებით უმზერდა მამას, რომელიც
ისევ ნახევრად ველურ მთიელებს მიუბრუნდა.
– ამბობენ, მთებში მცხოვრები კაცები უშიშარი მეომრები
არიანო.
– მართლად ამბობენ, – მიუგო ქვის ყვავმა კონმა.
– ქალებიც, – დასძინა ჩელამ.
– გამომყევით ჩემი მტრის წინააღმდეგ ბრძოლებში და მიი-
ღებთ ყველაფერს, რასაც კი ჩემი ძე დაგპირდათ, და იმაზე მეტ-
საც, – უთხრა მათ ლორდმა ტაივინმა.
– ჩვენივე მონეტით აპირებ გადაგვიხადო? – ჰკითხა ულფ
უმარის ძემ, – რაში გვჭირდება მამის დაპირება, როდესაც ძის
უკვე გვაქვს? – გჭირდებათ-მეთქი, არც მიხსენებია, – მიუგო
ლორდმა ტაივინმა, – ჩემი სიტყვები თავაზი იყო და სხვა არაფე-
რი. აუცილებელი არაა, შემოგვიერთდეთ. ზამთრის მხარის ხალ-
ხი რკინით და ყინულით არიან შექმნილი და ჩემს უმამაცეს რა-
ინდებსაც კი ეშინიათ მათ პირისპირ დადგომა.
ოჰ, მარჯვედ მოატრიალა, გაიფიქრა ტირიონმა და პირი
ცალყბა ღიმილმა მოუღრიცა.
– დაშანთულებს არაფრის ეშინიათ. ტიმეტი ტიმეტის ძე გაჰ-
ყვება ლომებს.
– სადაც კი დაშანთულები მიდიან, ქვის ყვავები იქ უკვე ნამ-
ყოფები არიან ხოლმე, – ცხარედ განაცხადა კონმა, – ჩვენც წა-
მოგყვებით. – შაგა დოლფის ძე მათ კაცობას წააჭრის და ყვავებს
აჭმევს!
– ჩვენ წამოგყვებით, ლომო ლორდო, – დათანხმდა ჩელა ჩე-
იკის ასულიც, – ოღონდ თუ შენი ნახევარკაცა შვილიც წამოგ-
ვყვება. მან თავისი სულდგმა დაპირებებით იყიდა. სანამ ხელში
არ დავიჭერთ იარაღს, რომელსაც დაგვპირდა, მისი სიცოცხლე
ჩვენ გვეკუთვნის.

918
ლორდმა ოქროთი დაწინწკლული თვალები შვილს მიაპყრო.
– ვხალისობთ, – უთხრა ტირიონმა ბედს შეგუებული კაცის
ღიმილით.

919
სანსა

920
სატახტო პალატის კედლები გაეშიშვლებინათ, ნადირობის სცენე-
ბით მოხატული გობელენები, მეფე რობერტს რომ უყვარდა, ჩამო-
ეხსნათ და უწესრიგოდ დაეხვავებინათ კუთხეში.
სერ მანდორ მური მივიდა და ტახტის ქვემოთ თავის ადგილას
დადგა, სხვა ორი ქეშიკის გვერდით. სანსა კართან დარჩა, ამჯერად
მცველის გარეშე. დედოფალმა მას კარგი მოქცევის ჯილდოდ სასახ-
ლეში თავისუფლად სიარულის ნება დართო, მაგრამ სადაც არ უნდა
წასულიყო, სანსას მუდამ ვიღაც ახლდა.
– საპატიო დაცვა ჩემი მომავალი შვილისთვის, – ასე მოიხსენი-
ებდა მათ დედოფალი, მაგრამ სანსა სულაც არ გრძნობდა თავს პა-
ტივდებულად.
„სასახლეში თავისუფლად სიარული“ ნიშნავდა, რომ მას შეეძ-
ლო, წითელ ციხეში სადაც მოისურვებდა, იქ ევლო და პირობა მი-
ეცა, რომ გალავნის გარეთ არ გავიდოდა. ამ პირობას სანსა სიამოვ-
ნებით დადებდა. რომც მოსურვებოდა, გარეთ მაინც ვერ გავიდოდა.
კარიბჭეებს დღედაღამ იცავდნენ იანოს სლინტის ოქროსმოსასხა-
მიანები და ლანისტერების შინა მცველებიც ყოველთვის იქვე ტრი-
ალებდნენ ხოლმე. მაგრამ რომც მოეხერხებინა სასახლიდან გას-
ვლა, სად უნდა წასულიყო? ისიც კმაროდა, რომ შეეძლო, ეზოში ესე-
ირნა, მირცელას ბაღში ყვავილები ეკრიფა და სეპტში შესულიყო,
მამისთვის რომ ელოცა. ზოგჯერ საღვთო ტყეშიც ლოცულობდა, რა-
კი სტარკები ძველ ღმერთებს სცემდნენ თაყვანს.
ეს ჯოფრის მეფობის პირველი დარბაზობა იყო. სანსამ აღელვე-
ბულმა მიმოიხედა. დასავლეთის ფანჯრების ქვემოთ ლანისტერებს
სახლობის მცველების მწკრივი იდგა, ოქროსმოსასხამიანი ქალა-
ქის მცველების რიგი – აღმოსავლეთის ფანჯრების ქვეშ. მოქალა-
ქეების და მდაბიორების ნიშანწყალიც არსად ჩანდა, მაგრამ ქანდა-
რის ქვეშ დიდებული თუ მცირე ლორდების ჯგუფი მოუსვენრად
ინაცვლებდა ფეხს. ოცზე მეტი არ იქნებოდნენ, მაშინ, როცა მეფე
რობერტს ჩვეულებრივ ასი მაინც ელოდებოდა ხოლმე.

921
სანსა მათ შორის გაერია, სალმის სიტყვებს ბუტბუტებდა და
წინა რიგისკენ მიიწევდა. მან იცნო შავკანიანი ჯალაბარ ზო, მო-
ღუშული სერ არონ სანტაგარი, რედვაინი ტყუპები, ჰორორი და
სლობერი... ოღონდ, მას თითქოს ვერავინ ცნობდა. ან თუ ცნობ-
დნენ, ისე ერიდებოდნენ, თითქოს რუხი ჭირი შეჰყროდა. ავად-
მყოფური შესახედაობის მქონე ლორდმა გილესმა სახე დაიფარა
და ხველების შემოტევა გაითამაშა, ხოლო როდესაც სასაცილო
მთვრალმა სერ დონტოსმა სანსას მისალმება დააპირა, სერ ბე-
ილონ სუანმა ყურში რაღაც ჩასჩურჩულა და ისიც მიტრიალდა.
და რამდენი ვინმე საერთოდ არ იყო! სად წავიდნენ დანარჩე-
ნებიო, საგონებელს იყო სანსა. ამაოდ ეძებდა კეთილგანწყო-
ბილ სახეებს.
არც ერთ მათგანს არ შეუხედავს მისთვის თვალებში. თით-
ქოსდა სანსა მოჩვენებად გადაქცეულიყო, უდროოდ გარდაც-
ვლილიყო.
საბჭოს მაგიდას ეულად უჯდა გრანდ-მაისტერი პაიცელი,
მთვლემარეს ჰგავდა, ხელები წვერს ზემოდან დაეკრიფა. სანსამ
დაინახა დარბაზში გაჩქარებით შემოსული ლორდი ვარისი, მისი
ნაბიჯები ჩქამსაც არ გამოსცემდა. წუთის შემდეგ დარბაზის ბო-
ლოს მაღალ კარში მოღიმარი ლორდი ბეილიში შემოვიდა. იგი
მეგობრულად ესაუბრებოდა ლორდ ბეილონსა და სერ დონ-
ტოსს, სანამ საბჭოს მაგიდისკენ მიემართებოდა. სანსას გულ-მუ-
ცელი აუწრიალდა. არ უნდა მეშინოდეს, უთხრა თავს. საშიში
არაფერია, ყველაფერი კარგად იქნება, ჯოფს ვუყვარვარ და დე-
დოფალსაც, თვითონ თქვა.
ჰეროლდის ხმამ ჰაერი გაკვეთა:
– ყველამ სალამი უძღვენით მის მოწყალებას, ჯოფრის ბარა-
თეონთა და ლანისტერების გვარიდან, პირველს მისი სახელისა,
მეფეს ანდალთა, როინართა და პირველ კაცთა, შვიდი სამეფოს
მბრძანებელს.

922
ყველამ სალამი უძღვენით მის ლედი-დედას, სერსეის ლანის-
ტერთა გვარიდან, დედოფალ-რეგენტს, დასავლეთის ნათელს და
სახელმწიფოს მფარველს.
მათ თეთრი სამკერდულით მოელვარე სერ ბარისტან სელმი შე-
მოუძღვა. დედოფალს სერ ერის ოუკჰარტი მოაცილებდა, სერ ბო-
როს ბლოუნტი კი ჯოფრის გვერდით მოაბიჯებდა. ამგვარად, დარ-
ბაზში ახლა ექვსი ქეშიკი იყო, ჯეიმი ლანისტერის გარდა, ყველა
თეთრი მახვილი აქ შეიკრიბა. მისმა პრინცმა – არა, ახლა უკვე მის-
მა მეფემ! – ორ-ორ საფეხურზე აბიჯებით აიარა რკინის ტახტისკენ
მიმავალი კიბე, დედამისი კი საბჭოსთან დაჯდა. ჯოფრის წითელნაჭ-
რევებიანი შავი ხავერდი ემოსა, მოციმციმე ოქროქსოვილის მოკლე
მაღალყელიანი მოსასხამი მოეცვა, თავზე კი ლალებით და შავი ალ-
მასებით მოოჭვილი ოქროს გვირგვინი ედგა.
როდესაც ჯოფრი შეტრიალდა, დარბაზისთვის რომ გადაეხედა,
მისი მზერა სანსას შეხვდა. მან გაიღიმა, ჩამოჯდა და წარმოთქვა: –
მეფის ვალია, დასაჯოს ორგულები და დააჯილდოოს ის, ვინც წრფე-
ლია. გრანდ-მაისტერ პაიცელ, წაიკითხე ჩემი ბრძანებები.
პაიცელი მაგიდას დაეყრდნო და ფეხზე ისე წამოდგა. მუქი წითე-
ლი ხავერდის დიდებული კაბა ეცვა, ყარყუმის საყელოთი და ოქროს
საკინძეებით. მოოქრული ხვეული ჩუქურთმებით დამძიმებული ჩა-
მოზიდული სახელოდან პერგამენტი ამოიღო, გაშალა და დაიწყო
სახელების გრძელი სიის ჩაკითხვა, ყოველ დასახელებულ ადამი-
ანს მეფისა და საბჭოს სახელით უბრძანებდა, ტახტის წინაშე წამ-
დგარიყო და ჯოფრისთვის ერთგულება შეეფიცა. ამის გარეშე ისინი
მოღალატეებად იქნებოდნენ შერაცხულები, მათი მამულები და ტი-
ტულები ტახტის საკუთრება გახდებოდა.
სანსას სუნთქვა შეეკრა, ეს სახელები რომ გაიგონა: ლორდი
სტანის ბარათეონი, მისი ლედი-მეუღლე და მისი ასული; ლორდი
რენლი ბარათეონი; ორივე ლორდი როისი და მათი ვაჟები. სერ

923
ლორას ტაირელი. ლორდი მეის ტაირელი, მისი ძმები, ბიძები,
ვაჟები; წითელი ქურუმი, მირელი თოროსი; ლორდი ბერიკ დონ-
დარიონი; ლედი ლიზა ერინი და მისი ვაჟი, მცირეწლოვანი
ლორდი რობერტი; ლორდი ჰოსტერ ტალი, მისი ძმა სერ ბრინ-
დენი, მისი ძე სერ ედმური; ლორდი იასონ მალისტერი; ლორდი
ბრის კარონი მარშებიდან; ლორდი ტიტოს ბლექვუდი; ლორდი
ვოლდერ ფრეი და მისი მემკვიდრე სერ სტევრონი; ლორდი კა-
რილ ვენსი. ლორდი იონოს ბრაკენი; ლედი შეილა ვენტი; დო-
რან მარტელი, დორნის პრინცი, და მისი ძეები. რამდენნი არიან,
გაიფიქრა სანსამ, პაიცელი კი განაგრძობდა და განაგრძობდა
კითხვას; ყორნების მთელი გუნდი დასჭირდება ამ ბრძანებების
დაგზავნას.
და ბოლოს, ლამის უკანასკნელთა შორის, გაისმა სახელები,
რომელთა გაგონების მოლოდინი სანსას თავზარს სცემდა. ლე-
დი კეტლინ სტარკი. რობ სტარკი. ბრანდონ სტარკი, რიკონ
სტარკი, არია სტარკი. სანსამ შეძახილი შეიკავა. არია. მათ სურ-
დათ, არია ხლებოდათ და ფიცი დაედო... ეს ალბათ ნიშნავდა,
რომ მისი და გალერით გაიქცა, ახლა უკვე ვინტერფელში უნდა
იყოს სამშვიდობოს...
გრანდ-მაისტერმა პაიცელმა სია დააგორგოლავა, მარცხენა
სახელოში შეიცურა და მარჯვენა სახელოდან სხვა გრაგნილი გა-
მოიღო.
ყელი ჩაიწმინდა და განაგრძო:
– მის მოწყალებას ნებავს, მოღალატე ედარდ სტარკის ნაც-
ვლად, მეფის მარჯვენის თანამდებობა დაეკისროს ტაივინ ლა-
ნისტერს, კასტერლის კლდის ლორდსა და დასავლეთის
მცველს, რათა წარმოთქვას მისი ხმით, დაძრას მისი ჯარები მისი
მტრის წინააღმდეგ და აღასრულოს მისი მეფური ნება. ასე ბრძა-
ნა მეფემ. მცირე საბჭო ეთანხმება. მის მოწყალებას ნებავს, მო-
ღალატე სტანის ბარათეონის ნაცვლად მცირე საბჭოში ადგილი

924
დაიჭიროს მისმა ლედი-დედამ, დედოფალმა-რეგენტმა, სერსეი ლა-
ნისტერმა, რომელიც მუდამ ყოფილა მისი საიმედო დასაყრდენი; და
დაეხმაროს მეფეს, ბრძნულად და სამართლიანად მართოს. ასე
ბრძანა მეფემ. მცირე საბჭო ეთანხმება.
სანსას გარშემოხვეულ ლორდებს წყნარმა ბუტბუტმა გადაურბი-
ნა და მიჩუმდა. პაიცელმა განაგრძო:
– მის მოწყალებას აგრეთვე ნებავს, რომ მისი ერთგული მსახუ-
რი იანოს სლინტი, მეფის საბიჯელის ქალაქის მცველთა მეთაური,
დაუყოვნებლივ აღამაღლონ ლორდის ხარისხში და ებოძოს ჰარენ-
ჰალის უძველესი ტახტი მისი მამულებით და შემოსავლებითურთ,
და მის შემდეგ მის შვილებსა და შვილიშვილებზე გადავიდეს ეს პა-
ტივი უკუნითი უკუნისამდე. გარდა ამისა, იგი ბრძანებს, რომ ლორ-
დი სლინტი დაუყოვნებლივ დაჯდეს მის მცირე საბჭოში, რათა მეფეს
სახელმწიფოს მართვაში დაეხმაროს. ასე ბრძანა მეფემ. მცირე საბ-
ჭო ეთანხმება. სანსამ თვალის კუთხით მოძრაობა შენიშნა, იანოს
სლინტი დარბაზში რომ შემოვიდა. ბუტბუტი ამჯერად უფრო ხმამა-
ღალი და უფრო გაცხარებული იყო. ამაყმა ლორდებმა, რომელთა
გვარიც ათასობით წლის წინანდელ წარსულში იღებდა სათავეს,
უწადინოდ მისცეს გზა შემელოტებულ, ბაყაყისსახიან უბრალო მო-
ქალაქეს, როდესაც მან გვერდით ჩაუარათ. მას კამზოლის შავ ხა-
ვერდში ოქროს ფარფლები ჰქონდა ჩაკერებული და ყოველ ნაბიჯზე
წყნარად წკრიალებდა. მოსასხამი უჯრულა ოქროსფერ-შავი ატლა-
სისა ჰქონდა. წინ ორი შეუხედავი ბიჭი მოუძღოდა, ალბათ, მისი შვი-
ლები, რომლებიც ძლივძლივობით იკავებდნენ მძიმე ლითონის
ფარს, მათივე სიმაღლის რომ იყო.
გერბად სისხლიანი შუბი შეერჩია, ოქროსფრად მოყვანილი ღა-
მესავით კუნაპეტ ველზე. მისი დანახვისას სანსას მკლავებზე დაბურ-
ძგლა. ლორდი სლინტი თავის ადგილზე რომ მოთავსდა, გრანდ-მა-
ისტერმა პაიცელმა განაგრძო:

925
– და ბოლოს, ღალატისა და არეულობის ამ ჟამს, როდესაც
ჩვენი საყვარელი რობერტი ასე უდროოდ გამოგვეცალა, საბჭო
მიიჩნევს, რომ მეფე ჯოფრის სიცოცხლე და უსაფრთხოება უპირ-
ველესი მნიშვნელობისაა, – მან დედოფალს შეხედა.
სერსეი წამოდგა.
– სერ ბარისტან სელმი, წინ წამოდექი.
სერ ბარისტანი აქამდე ქანდაკებასავით უძრავად იდგა რკი-
ნის ტახტის ძირას, მაგრამ მისი სიტყვების გაგონებისას ცალ მუხ-
ლზე დაეშვა. – თქვენო მოწყალებავ, მიბრძანე და მიმსახურე.
– წამოდექი, სერ ბარისტან, – უთხრა სერსეი ლანისტერმა, –
შეგიძლია, მუზარადი მოიხადო.
– მილედი? – მოხუცი რაინდი წამოდგა და მაღალი თეთრი
მუზარადი მოიხადა, თუმცა, როგორც ჩანს, ვერ ხვდებოდა, რა-
ტომ.
– შენ დიდხანს და ერთგულად ემსახურე სახელმწიფოს, კე-
თილო სერ, და შვიდ სამეფოში კაცი თუ ქალი შენ მადლიერია.
მაგრამ ახლა, სამწუხაროდ, შენი სამსახური დასასრულს მიუახ-
ლოვდა. მეფის და საბჭოს სურვილია, ჩამოიხსნა შენი მძიმე
ტვირთი.
– ჩემი... ტვირთი?! ვშიშობ, მე... მე არ...
ახლად გამომცხვარმა ლორდმა იანოს სლინტმა წამოიწყო
მძიმე, ბლაგვი ხმით:
– მისი მიწყალება ცდილობს გითხრას, რომ გათავისუფლე-
ბული ხარ მეფის ქეშიკთა ლორდ-მეთაურის მოვალეობისგან.
ტახტის ძირას მდგარი მაღალი თეთრთმიანი რაინდი თით-
ქოს დაპატარავდა, სული ვერ მოეთქვა.
– თქვენო მოწყალებავ, – თქვა ბოლოს, – მეფის ქეშიკები შე-
ფიცული საძმოა. ფიცი მთელ ჩვენს სიცოცხლეს გასდევს.
ლორდ-მეთაურს მხოლოდ სიკვდილი ათავისუფლებს მისი წმინ-
და მოვალეობისგან.

926
– ვისი სიკვდილი, სერ ბარისტან? – დედოფლის ხმა აბრეშუმი-
ვით რბილი იყო, მაგრამ სიტყვები მთელ დარბაზში გაირხა, – შენი
თუ შენი მეფისა?
– შენ დაუშვი, მამაჩემი მომკვდარიყო, – რკინის ტახტის სიმაღ-
ლეზე შემომჯდარი ჯოფრი ბრალდების კილოთი ლაპარაკობდა, –
ძალიან მოხუცდი საიმისოდ, ვინმეს დაცვა რომ შეძლო.
სანსა უცქერდა, როგორ ახედა რაინდმა თავის ახალ მეფეს. ად-
რე ასაკს ვერასოდეს ატყობდა, ახლა კი შენიშნა.
– თქვენო მოწყალებავ, თეთრ ხმლად მაშინ შემარჩიეს, ოცდამე-
სამე წელში რომ გადავდექი. იმ წუთიდან, პირველად რომ ვიპყარი
ხელში ხმალი, სხვაზე არასდროს არაფერზე მიოცნებია. სრულიად
დავთმე ჩემი სამემკვიდრო ციხე. გოგონა, რომელიც უნდა შემერ-
თო, ჩემ ნაცვლად ჩემს ბიძაშვილს გაჰყვა. არ მჭირდებოდა არც მა-
მულები, არც ძეები, ჩემი სიცოცხლე სახელმწიფოს ეძღვნებოდა.
თავად სერ გეროლდ ჰაიტაუერმა ისმინა ჩემი ფიცი... რომ მთელ
ჩემს ძალს და ღონეს მეფის დაცვას მოვახმარდი... რომ ჩემს სისხლს
მისი სისხლის სანაცვლოდ დავღვრიდი... თეთრი ბუღას და დორნის
პრინც ლევინის მხარდამხარ ვიბრძოდი... სერ არტურ დეინის, აისის
მახვილის, გვერდით. სანამ მამაშენის სამსახურში ჩავდგებოდი, მა-
ნამდე მეფე ეირისის ფართაგანი ვიყავი, მანამდე – მისი მამის, ჯე-
იჰეირისის... სამი მეფე...
– და სამივე მკვდარია, – შენიშნა ნეკამ.
– ყავლი გაგივიდა, – გამოაცხადა სერსეი ლანისტერმა, – ჯოფ-
რის თავის გარშემო ახალგაზრდა და ძლიერი ხალხი სჭირდება.
საბჭოს განზრახული აქვს, რომ თეთრი ხმლების შეფიცულ ძმათა
ლორდ-მეთაურის ადგილზე სერ ჯეიმი ლანისტერმა შეგცვალოს.
– მეფისმკვლელმა, – სერ ბარისტანს ზიზღმა გაუმტკიცა ხმა, –
ცრუ რაინდი, რომელმაც თავისი ხმალი იმ მეფის სისხლით შებღა-
ლა, რომლის დაცვის ფიციც დაედო.

927
– სიტყვები ფრთხილად შეარჩიე, სერ, – გააფრთხილა დედო-
ფალმა, – შენ ჩვენს საყვარელ ძმაზე ლაპარაკობ, შენი მეფის სის-
ხლსა და ხორცზე.
ლორდ ვარისის საუბარი სხვებისაზე უფრო რბილი იყო.
– შენი სამსახური როდი დავივიწყეთ, კეთილო სერ. ლორდი
ტაივინ ლანისტერი სულგრძელად დაგვთანხმდა, გიძღვნათ მი-
წის გვარიანი ნაკვეთი ლანისპორტის ჩრდილოეთით, ზღვის პი-
რას, აგრეთვე – ოქრო და ხალხი, მტკიცე ციხის ასაგებად, და
მსახურები, რომლებიც შენს ყველა საჭიროებაზე იზრუნებენ.
სერ ბარისტანმა ჯიქურ შეხედა.
– დარბაზი, რომელშიც მოვკვდები, და ხალხი, რომელიც
დამმარხავს. მადლობა მომიხსენებია, მილორდებო... მაგრამ
მიმიფურთხებია თქვენი სიბრალულისთვის, – იგი მისწვდა აბ-
ზინდს, რომლითაც მოსასხამი ჰქონდა შებნეული, გახსნა იგი და
მძიმე თეთრი ქსოვილი მხრებიდან დაუცურდა, იატაკზე დახვავ-
და. მუზარადიც ჟღრიალით დაეცა ძირს. – მე რაინდი ვარ, – უთ-
ხრა ყველას. სამკერდულის ვერცხლის სამაგრები გახსნა და
ისიც იატაკს დაენარცხა, – და რაინდად მოვკვდები.
– შიშველ რაინდად, ასე ჩანს, – წაიქილიკა ნეკამ.
და მაშინ ყველამ გაიცინა, ტახტზე მჯდარმა ჯოფრიმ, დარბა-
ზობაზე მოსულმა ლორდებმა, იანოს სლინტმა, დედოფალმა
სერსეიმ და სანდორ კლეგეინმა, და თავად დანარჩენმა ქეშიკებ-
მაც კი, იმ ხუთმა, რომლებიც წუთის წინ მისი ძმები იყვნენ. ალ-
ბათ ეს ყველაზე უფრო მწარეა მისთვისო, გაიფიქრა სანსამ.
გულმა ქველი მოხუცებულისკენ გაუწია, შერცხვენილი და სახე-
წამოწითლებული რომ იდგა და რისხვით ხმაც ვერ დაეძრა.
ბოლოს მან ხმალი იშიშვლა.
სანსამ გაიგონა, როგორ შეჰკივლა ვიღაცამ. სერ ბოროსი და
სერ მერინი დაიძრნენ, რათა წინ აღსდგომოდნენ, მაგრამ მან
ზიზღით სავსე მზერით შეაჩერა ისინი.

928
– ნურაფრის გეშინიათ, სერ, თქვენს მეფეს საფრთხე არ ემუქრე-
ბა... მაგრამ ეს თქვენი დამსახურება არაა. ახლაც კი, ისე იოლად შე-
მიძლია გავიარო თქვენ ხუთს შორის, როგორც ხანჯალი გაკვეთდა
ყველს. თუკი მეფისმკვლელის მეთაურობით იმსახურებთ, არც ერ-
თი თქვენგანი არ არის ღირსი, თეთრი ემოსოს, – მან თავისი ხმალი
ტახტის ძირას მიაგდო, – აჰა, ბიჭო. გაადნე და ესეც სხვებს მიუმატე,
თუ გინდა. მაინც უფრო მეტ სამსახურს გაგიწევს, ვიდრე ის ხმლები,
ამ ხუთს რომ უჭირავს. იქნებ ლორდ სტანისს მოუწიოს მასზე დაჯ-
დომა შენს ტახტს რომ დაეუფლება.
და კარისკენ გრძელ გზას გაუდგა, მისი ნაბიჯები ხმამაღლა სცემ-
დნენ იატაკს და შიშველი კედლები გამოძახილით ეხმიანებოდნენ.
ლორდებმა და ქალბატონებმა გზა მისცეს. პაჟებმა მის უკან მა-
ღალ მუხის და ბრინჯაოს კარები რომ მიხურეს, დარბაზში მერეღა
გაისმა ხმები: ჩუმი გადალაპარაკება, უხერხული შეშმუშვნა, საბჭოს
მაგიდაზე ქაღალდების შრაშუნი.
– ბიჭი დამიძახა! – ჭირვეულად წარმოთქვა ჯოფრიმ, ახლა თა-
ვის ასაკზე უფრო პატარას ჰგავდა, – ისიც ბიძაჩემ სტანისზე ლაპა-
რაკობდა! – ფუჭი ლაყაფია, – უთხრა საჭურისმა ვარისმა, – არა-
ფერს გულისხმობდა.
– ის შესაძლოა, შეთქმულებას აწყობდა ჩემს ბიძებთან ერთად.
მსურს, შეიპყრონ და დაჰკითხონ! – არავინ განძრეულა, –
ვთქვი, მსურს შეიპყრონ-მეთქი!
იანოს სლინტი საბჭოს მაგიდიდან წამოდგა.
– მაგაზე ჩემი ოქროსმოსასხამიანები იზრუნებენ, თქვენო მოწ-
ყალებავ.
– კარგი, – უთხრა მეფე ჯოფრიმ. ლორდი იანოსი სწრაფი ნაბი-
ჯით გავიდა დარბაზიდან, მისი შეუხედავი შვილები კვალდაკვალ
მიჰყვნენ, თან სლინტების გერბიან ვეება ლითონის ფარს მიათრევ-
დნენ და ჩქარ-ჩქარა უნაცვლებდნენ ნაბიჯს, ცდილობდნენ, მამას არ
ჩამორჩენოდნენ.

929
– თქვენო მოწყალებავ, – შეახსენა მეფეს ნეკამ, – როგორც
ჩანს, შვიდი ახლა ექვსი გახდა. თქვენი სამეფო დაცვისთვის ახა-
ლი ხმალი გვჭირდება.
ჯოფრიმ გაიღიმა.
– უთხარი, დედა.
– მეფემ და საბჭომ გადაწყვიტეს, რომ მთელ შვიდ სამეფოში
არავის შეეფერება მისი მოწყალების დაცვა ისე, როგორც მის შე-
ფიცულ ფარს, სანდორ კლეგეინს.
– რას იტყვი ამაზე, ძაღლო? – ჰკითხა მეფე ჯოფრიმ.
ქოფაკის ნაიარევით დაფარულ სახეზე ძნელი იყო რამე ამო-
გეკითხა. ერთხანს დაფიქრდა.
– რატომაც არა? არც მამული, არც ცოლი არ მაბადია, მათი
მიტოვება რომ მომიხდეს, და ან მერედა რა, რომც მებადოს? –
მას დამწვარი ტუჩი მოებრიცა, – მაგრამ გაფრთხილებ, რაინდის
ფიცს არ დავდებ.
– მეფის ქეშიკებად შეფიცული ძმები ყოველთვის რაინდები
იყვნენ, – მტკიცედ წარმოთქვა სერ ბოროსმა.
– დღემდე, – უთხრა ქოფაკმა თავისი ბოხი ხრიალა ხმით და
სერ ბოროსი დადუმდა.
როდესაც წინ მეფის ჰეროლდი წამოდგა, სანსა მიხვდა, რომ
მისი დრო თითქმის დამდგარიყო. ღელვით გაისწორა ქვედაკა-
ბის ქსოვილი.
ძაძები ეცვა, გარდაცვლილი მეფის პატივისცემის ნიშნად,
მაგრამ თან საგანგებოდ იზრუნა, ლამაზი რომ ყოფილიყო. ის კა-
ბა ეცვა, სპილოსძვლისფერი აბრეშუმისა, დედოფალმა რომ აჩუ-
ქა და არიამ გაუფუჭა, მაგრამ სანსამ იგი შავად შეაღებინა და
ლაქა სრულიად აღარ ეტყობოდა. საათები გაატარა სამკაულე-
ბის რჩევაში და ბოლოს და ბოლოს გადაწყვიტა, უბრალო ვერ-
ცხლის ძეწკვის დახვეწილი სისადავე აერჩია. გუგუნად დაირხა
ჰეროლდის ხმა:

930
– თუკი ამ დარბაზში მყოფს ვინმეს სურს, სხვა საკითხი განიხი-
ლოს მისი მოწყალების წინაშე, დაე, თქვას ახლა, ან წინ წამოდგეს
მდუმარედ.
სანსა შეკრთა. ახლა, უთხრა თავს, ახლა უნდა ვქნა. ღმერთებმა
მომცენ სიმამაცე. მან ერთი ნაბიჯი გადადგა. შემდეგ მეორე. ლორ-
დები და რაინდები გზიდან ჩამოეცალნენ და გაატარეს, სანსა მათი
მზერის სიმძიმეს გრძნობდა. ჩემი ლედი-დედასავით ძლიერი უნდა
ვიყო. – თქვენო მოწყალებავ! – დაიძახა წყნარი, აცახცახებული
ხმით.
რკინის ტახტის სიმაღლიდან ჯოფრი დარბაზში მყოფებზე უკეთ
ხედავდა. პირველმა სწორედ მან შენიშნა სანსა.
– წინ წამოდექი, მილედი, – დაუძახა ღიმილით.
მისმა ღიმილმა სანსა გაამხნევა, ლამაზად, ძლიერად აგრძნობი-
ნა თავი. მას ვუყვარვარ, ვუყვარვარ. სანსამ თავი ასწია და მისკენ
გაემართა, არცთუ ნელა, არცთუ სწრაფად. არ უნდა დაანახვოს მათ,
როგორ ღელავს.
– ლედი სანსა, სტარკების გვარიდან, – დაიძახა ჰეროლდმა.
იგი ტახტის ძირას შეჩერდა, იქ, სადაც იატაკზე ბარისტან სელმის
ქათქათა მოსასხამი იყო დაღვრილი მისი მუზარადისა და სამკერ-
დულის გვერდით.
– რამე საქმე გაქვს მეფესთან და საბჭოსთან, სანსა? – ჰკითხა
საბჭოს მაგიდასთან მჯდარმა დედოფალმა.
– დიახ, – სანსამ მოსასხამზე დაიჩოქა, კაბა რომ არ გაესვარა,
და შიშისმგვრელ შავ ტახტზე მჯდომ თავის პრინცს ახედა, – თუკი
თქვენი მოწყალება ინებებს, მე ვითხოვ შეწყალებას მამაჩემისთვის,
ლორდ ედარდ სტარკისთვის, რომელიც მეფის მარჯვენა იყო, – ას-
ჯერ მაინც ივარჯიშა ამ სიტყვების წარმოთქმაში.
დედოფალმა ამოიოხრა.
– სანსა, იმედს მიცრუებ. რას გეუბნებოდი მოღალატის სისხლზე?

931
– მამაშენმა სავალალო და საზარელი დანაშაულები ჩაიდი-
ნა, მილედი, – წაიმღერა გრანდ-მაისტერმა პაიცელმა.
– ო, საბრალო მწუხარე არსება, – ამოიოხრა ვარისმა, – იგი
მხოლოდ და მხოლოდ ბავშვია, მილორდებო, არ ესმის, რას ით-
ხოვს.
სანსა მხოლოდ ჯოფრის შეჰყურებდა. უნდა დამიგდოს ყური,
უნდა. მეფე თავის ტახტზე შეინძრა.
– დაე თქვას, – ბრძანა მან, – მინდა ვისმინო, რას იტყვის.
– მადლობა, თქვენო მოწყალებავ, – სანსამ გაიღიმა, მორ-
ცხვი ფარული ღიმილით, მხოლოდ მისთვის. პრინცი უსმენდა.
იცოდა, მოუსმენდა. – ღალატი დამღუპველი სარეველაა, – მწუ-
ხარედ განაცხადა პაიცელმა, – ფესვით, ღეროთი თუ თესლით
მთლად უნდა ამოიძირკვოს, თორემ ყველა შარაგზის პირებს
ახალი მოღალატეები მოედებიან.
– შენ უარყოფ მამაშენის დანაშაულს? – ჰკითხა ლორდმა ბე-
ილიშმა.
– არა, მილორდ, – სანსამ იცოდა, რომ ეს არ უნდა ექნა, –
ვიცი, რომ უნდა დაისაჯოს. მე მხოლოდ გულმოწყალებას ვით-
ხოვ. მე ვიცი, ჩემი მამა-ბატონი უნდა ნანობდეს, რაც ჩაიდინა.
იგი მეფე რობერტის მეგობარი იყო და უყვარდა იგი, თქვენ ყვე-
ლამ იცით, რომ უყვარდა. არასოდეს სურვებია, მარჯვენა ყოფი-
ლიყო, სანამ მეფემ არ სთხოვა. ალბათ ატყუებდნენ. ლორდი
რენლი ან ლორდი სტანისი ან... ან ვინმე სხვა, ალბათ ატყუებ-
დნენ, თორემ...
მეფე ჯოფრი წინ გადმოიხარა, ხელებით ტახტის სახელურებს
იყო ჩაფრენილი. დალეწილი ხმლების წვერები თითებს შორის
გამოსჩროდა. – მან თქვა, რომ მეფე არ ვარ. რატომ თქვა ასე?
– ფეხი ჰქონდა მოტეხილი, – ფიცხლად მიუგო სანსამ, – სულ
გაუსაძლისად სტკიოდა, მაისტერ პაიცელი ყაყაჩოს რძეს აძლევ-
და, და ამბობენ, ყაყაჩოს რძე გონებას ბინდავსო. თორემ ამას

932
არასოდეს იტყოდა. – ბავშვური რწმენა... რა მომხიბვლელი მიამი-
ტობაა, – თქვა ვარისმა, – მაგრამ ამბობენ, სიბრძნე ხშირად ღაღა-
დებს ბავშვის პირითო.
– ღალატი ღალატია, – დაუყოვნებლივ გაეპასუხა პაიცელი.
ჯოფრი მოუსვენრად აწრიალდა ტახტზე.
– დედა?
სერსეი ლანისტერმა ფიქრიანი მზერით გაზომა სანსა.
– ლორდ ედარდს დანაშაულის აღიარება რომ ესურვა, – წარ-
მოთქვა ბოლოს, – შევიტყობდით, რომ შეინანა თავისი სისულელე.
ჯოფრი ხელებს დაეყრდნო და წამოდგა. გემუდარები, გაიფიქრა
სანსამ, გემუდარები, იყავი ისეთი მეფე, როგორიც მე ვიცი, რომ
ხარ, კარგი, მოწყალე და კეთილშობილი.
– კიდევ გაქვს რამე სათქმელი? – ჰკითხა სანსას.
– მხოლოდ... მხოლოდ ის, რომ ჩემდამი სიყვარული თუ გაქვს,
ამ სიკეთეს მიბოძებ, ჩემო პრინცო, – უთხრა სანსამ.
მეფე ჯოფრიმ იგი თავით ფეხებამდე აათვალიერა.
– შენმა ტკბილმა სიტყვებმა შემძრეს, – უთხრა თავაზით და თავი
დაუქნია, თითქოს ანიშნა, ყველაფერი კარგად იქნებაო, – ისე ვიზამ,
როგორც მთხოვ... მაგრამ თავდაპირველად მამაშენმა დანაშაული
უნდა აღიაროს. უნდა აღიაროს და თქვას, რომ მე ვარ მეფე, თორემ
შეწყალებას ვერ ეღირსება.
– აღიარებს, – უთხრა სანსამ, გული უმღეროდა, – ოჰ, ვიცი, ეგრე
იზამს.

933
ედარდი

934
იატაკზე დაყრილი ჩალა შარდის სუნად ყარდა. არ იყო არც ფანჯა-
რა, არც საწოლი, სანარცხე სათლიც კი არ იყო. ახსოვდა გვარჯი-
ლით დალაქავებული ღია-წითელი ქვის კედლები, კიდევ – ოთხი
გოჯის სისქისა და რკინით შეჭედილი, გაურანდავი ფიცრის კარი.
ყველაფერ ამას წამით მოჰკრა თვალი, შიგნით რომ შეუძახეს. კარი
რომ მიჯახუნდა, მერე აღარაფერი დაუნახავს. სრული წყვდიადი იდ-
გა. თუნდაც ბრმა ყოფილიყო.
ან მკვდარი. მეფესთან ერთად დამარხული.
– აჰ, რობერტ, – ჩაიბუტბუტა, ხელს ცივ ქვის კედელზე აფათუ-
რებდა, ფეხი ყოველ მოძრაობაზე სტეხდა. გაახსენდა, როგორ იხუმ-
რა მეფემ ვინტერფელის სამარხებში, ზამთრის მეფეები კი ცივი ქვის
თვალებით უცქერდნენ. მეფე ჭამს, თქვა მაშინ რობერტმა, მარჯვენა
კი ტრაკს წმენდსო. როგორ იცინა მაშინ. მაგრამ არასწორად ამბობ-
და. მეფე კვდება, გაიფიქრა ნედმა, მარჯვენას კი მარხავენ.
დილეგი წითელი ციხის ქვეშ იყო, იმაზე უფრო ღრმად, ვიდრე
ნედს წარმოდგენა გაებედა. გაახსენდა ძველი ზღაპრები მეაგორ
ბოროტის შესახებ, ყველა კირითხურო რომ დახოცა, ვინც კი მის სა-
სახლეს აგებდა, რათა ვერასდროს გაეთქვათ ციხის საიდუმლოება-
ნი.
წყევლიდა ყველას: ნეკას, იანოს სლინტს და მის ოქროსმოსას-
ხამიანებს, დედოფალს, მეფისმკვლელს, პაიცელს, ვარისსა და სერ
ბარისტანს, ლორდ რენლისაც კი, რობერტის სისხლსა და ხორცს,
მაშინ რომ გაიქცა, როდესაც ყველაზე მეტად იყო საჭირო. მაგრამ
ბოლოს საკუთარი თავი დაადანაშაულა.
– ბრიყვო! – ღრიალებდა სიბნელეში, – სამგზის წყეულო ბრმა
ბრიყვო! სერსეი ლანისტერის სახე თითქოს მის თვალწინ ფარფა-
ტებდა ბნელში. თმა მზის სხივით ჰქონდა სავსე, მაგრამ მისი ღიმი-
ლი დასცინოდა. „როდესაც სატახტოთა თამაშს თამაშობ, იმარჯვებ
ან კვდები“, ჩასჩურჩულა. ნედმა ითამაშა და წააგო, მისი სიბრიყვის

935
ფასი კი მისმა მსახურებმა გადაიხადეს საკუთარი სისხლით და
სიცოცხლით.
თავის ასულებზე რომ ფიქრობდა, მოთქმით ტირილი სურდა,
მაგრამ ცრემლი არ სდიოდა. ახლაც კი, იგი ვინტერფელელი
სტარკი იყო და ვარამიც და მრისხანებაც ღრმად ჩაჰყინვოდა
გულში. როდესაც უძრავად იწვა, ფეხი ისე ძალიან აღარ სტკი-
ოდა, ამიტომ ცდილობდა, არ შერხეულიყო. რამდენ ხანს იწვა,
ვერ იტყოდა. არსაით ჩანდა არც მზე, არც მთვარე. ვერაფერს ხე-
დავდა, კედელზე ნაჭდევები რომ გაეკეთებინა. თვალებს ხუჭავ-
და და ახელდა; სხვაობა არ იყო. იძინებდა, ფხიზლდებოდა, ისევ
იძინებდა. არ იცოდა, რა უფრო მწარე იყო, სიფხიზლე თუ ძილი.
როდესაც ეძინა, სიზმრებს ხედავდა, ბნელ, მშფოთვარე სიზ-
მრებს, სისხლითა და გატეხილი დაპირებებით რომ იყო სავსე.
რომ იღვიძებდა, ფიქრის მეტი არაფერი შეეძლო, ცხადით მოგ-
ვრილი ფიქრები კი ღამეულ კოშმარებზე უარესი იყო. კეტზე ფიქ-
რი ჭინჭრის ლოგინივით სუსხავდა. ნეტავ, სად არის და რას აკე-
თებსო, დარდობდა. ნეტავ როდისმე ისევ თუ იხილავდა?
საათები დღეებად დაგროვდა, ან ასე ეჩვენებოდა. დალეწი-
ლი ფეხი ყრუ ტკივილით უკვნესოდა, თაბაშირის ქვეშ კანი ექა-
ვებოდა. ბარძაყზე ხელს რომ იდებდა, თითებით ხორცის სიმ-
ხურვალეს გრძნობდა.
ერთადერთი ხმა, რაც ჩაესმოდა, საკუთარი სუნთქვა იყო. მე-
რე ხმამაღლა ლაპარაკი დაიწყო, მხოლოდ იმიტომ, ხმა რომ გა-
ეგონა. გეგმებს აწყობდა, რომ არ შეშლილიყო, იმედის კოშკებს
აგებდა წყვდიადში. რობერტის ძმები თავისუფლები იყვნენ,
დრაკონის ქვაზე და გრიგალის კიდეზე ჯარებს კრებდნენ. ალინი
და ჰარვინი მეფის საბიჯელში დაბრუნდებოდნენ მისი სახლობის
მცველებთან ერთად, მას მერე, რაც სერ გრეგორს გაუსწორდე-
ბოდნენ. კეტლინი ჩრდილოეთს ააჯანყებდა, ნედის ამბავს რომ

936
შეიტყობდა, მდინარეთისა და მთის და ველის ლორდები კი მის
გვერდით დადგებოდნენ.
ატყობდა, რომ რობერტზე მეტსა და მეტს ფიქრობდა. ხედავდა
მეფეს მისი სიჭაბუკის გაფურჩქვნის ხანაში, მაღალსა და ლამაზს,
თავზე ვეება ქორბუდა მუზარადი ეხურა, ხელში საომარი ურო ეპყრა
და, ცხენზე მჯდარი, რქით თავშემკულ ღმერთს ჩამოჰგავდა. ბნელში
მისი სიცილი ჩაესმოდა, ხედავდა მის თვალებს, მთის ტბებივით
ლურჯსა და წმინდას.
– ერთი ჩვენს თავს დახე, ნედ, – ეუბნებოდა რობერტი, – ღმერ-
თებო, აქამდე თავი როგორ მოვიყვანეთ? შენ აქ ხარ, მე კი ღორმა
მომკლა. ჩვენ ტახტი მოვიპოვეთ ერთად...
გიმტყუნე, რობერტ, გაიფიქრა ნედმა. ამის წარმოთქმა არ შეეძ-
ლო. გეცრუე, სიმართლე დაგიმალე. მათ დავანებე, მოეკალი.
მეფემ გაიგონა მისი. „უტეხო ბრიყვო“, ჩაიბუტბუტა, „ისე ამაყი
ხარ, ყურს არავის უგდებ. განა სიამაყე გაგაძღობს, სტარკ? ღირსება
დაიფარავს შენს შვილებს?“ სახე დაებზარა, ხორცი დაუსკდა, მან ხე-
ლი ასწია და ნიღაბი ჩამოიგლიჯა. ეს რობერტი კი არა, ნეკა იყო, იღ-
რიჭებოდა და ნედს დასცინოდა. სიტყვის სათქმელად პირი რომ გახ-
სნა, მისი ტყუილები უფერულ რუხ ფარვანებად იქცნენ და გაფრთხი-
ალდნენ.
ნედი თვლემდა, როდესაც დერეფნიდან ნაბიჯების ხმა შემოესმა.
თავიდან ეგონა, მესიზმრებაო, იმდენი ხანი იყო, რაც საკუთარი
ხმის გარდა არა ჩქამი არ სმენოდა. სიცხით იწვოდა, ფეხის ტკივილი
ტანჯავდა, ტუჩები გამოშრობოდა და დახეთქვოდა. როდესაც მძიმე
ხის კარი ჭრიალით გაიღო, უეცარმა შუქმა თვალი მოსჭრა.
მედილეგემ დოქი მიაჩეჩა. თიხა გრილი და დაცვარული იყო.
ნედმა ორივე ხელით დაბღუჯა იგი და დაეწაფა. წყალი პირის კუთხე-
ებთან გადმოეღვარა და წვერზე დასდინდა. სვამდა, სანამ არ მიხ-
ვდა, მეტი აღარ შემიძლიაო.
– რამდენი ხანია? – იკითხა, დოქს რომ მოსწყდა.

937
მედილეგე ერთი საფრთხობელა კაცი იყო, ვირთხის სახე და
მეჩხერი წვერი ჰქონდა, ჯაჭვის პერანგი ეცვა და ტყავის მოკლე
მოსასხამი ეხურა.
– ლაპარაკი აკრძალულია, – უთხრა ნედს და ხელიდან დოქი
გამოსტაცა.
– გთხოვ, – შეევედრა ნედი, – ჩემი ასულები... – კარი ჯახა-
ნით ჩაირაზა. ჩამოწოლილ სიბნელეში ნედმა თვალები დაახამ-
ხამა, თავი მკერდზე დახარა და ჩალაზე მოიკუნტა. საგები შარ-
დის და ქაქის სუნად აღარ ყარდა. საერთოდ არაფრის სუნი აღარ
უდიოდა.
ძილსა და ღვიძილს ერთმანეთისგან ვეღარ ასხვავებდა.
წყვდიადში ნელა, შეპარვით ეუფლებოდა მოგონებები, სიზმარი-
ვით ცოცხალი. ცრუ გაზაფხულის წელიწადი იდგა და ნედი ისევ
თვრამეტის იყო, საარწივედან ჰარენჰალში ჩამოსულიყო ტურ-
ნირზე. ხედავდა ბალახის ხასხასა სიმწვანეს, ქარში ყვავილების
მტვრის სურნელს გრძნობდა. თბილი დღეები, გრილი ღამეები
და ღვინის ტკბილი გემო... ახსოვდა ბრანდონის სიცილი, რო-
ბერტის შმაგი უძლეველობა ხელჩართულ ბრძოლაში, ახსოვდა,
როგორ ხარხარებდა, მარჯვნივ და მარცხნივ ხალხს ცხენებიდან
რომ ყრიდა. ახსენდებოდა ჯეიმი ლანისტერი, ოქროს ჭაბუკი
ფარფლებიან თეთრ აბჯარში, მეფის კარვის წინ რომ დაიჩოქა და
ფიცი დადო, დაეცვა და დაეფარა მეფე ეირისი. შემდეგ სერ ოს-
ველ ვენტმა ჯეიმი ფეხზე წამოაყენა და თავად თეთრმა ბუღამ,
ლორდ-მეთაურმა სერ გეროლდ ჰაიტაუერმა დაუმაგრა მხრებზე
ქათქათა მოსასხამი. ექვსივე თეთრი ხმალი იქ იყო და ახალ ძმას
ესალმებოდნენ.
მაგრამ შერკინება რომ დაიწყო, ის დღე მთლად რეიგარ ტარ-
გარიენის გახდა. მემკვიდრე პრინცს ის აბჯარი ეცვა, რომელიც
სიკვდილისასაც ეცმებოდა: მოელვარე შავი ფოლადი, მკერდზე
ლალებით გვარის ნიშანი, სამთავიანი დრაკონი ეხატა. ცხენს

938
რომ აჭენებდა, ზურგსუკან მეწამული აბრეშუმი ეშლებოდა და თით-
ქოს ვერც ერთი შუბი ვერ ეკარებოდა. ბრანდონი დაეცა მასთან შერ-
კინებისას, ბრინჯაოს იონ როისი, და თავად დიდებული სერ არტურ
დეინი, აისის მახვილი. რობერტი ჯონთან და მოხუც სერ ჰანტერთან
ოხუნჯობდა, როდესაც პრინცმა ფალავნის წოდებისთვის ბოლო
შერკინებაში სერ ბარისტანი ჩამოაგდო ცხენიდან და მინდორს შე-
მოუარა. ნედს ახსოვს ის წუთი, ყველა ღიმილი რომ ჩაქრა, როცა
პრინცმა რეიგარ ტარგარიენმა ცხენი შეუჩერებლად ჩაატარა საკუ-
თარი ცოლის, დორნელი პრინცესა ელია მარტელის წინ და ლამაზ-
თა დედოფლის გვირგვინი ლიანას დაუდო კალთაზე. ნედი ახლაც
ხედავდა ზამთრის ვარდების წნულს, თრთვილივით ცისფერს.
ნედ სტარკმა ხელი გაიწვდინა, ყვავილების გვირგვინი რომ
აეღო.
მაგრამ ცისფერი ფურცლების ქვეშ ეკლები იყო ჩამალული. იგ-
რძნო, მათი ბასრი და ავი ჭანგები როგორ შეესო ხელში, თითებზე
ჩამოდენილი სისხლის აუჩქარებელი ნაკადული დაინახა და აცახცა-
ხებულს გამოეღვიძა წყვდიადში.
დამპირდი, ნედ, ჩასჩურჩულა დამ თავისი სისხლიანი სარეცლი-
დან. მას უყვარდა ზამთრის ვარდების სურნელი.
– ღმერთებო, მიშველეთ, – აქვითინდა ნედი, – ჭკუიდან ვიშლე-
ბი!
ღმერთებმა პასუხი არ აღირსეს.
რამდენჯერაც მედილეგე წყალს მოუტანდა, ნედი თავს ეუბნებო-
და, რომ კიდევ ერთი დღე გასულიყო. თავდაპირველად შემოსულს
ევედრებოდა, რამე ეთქვა მის ასულებზე და საკნის გარეთ მომხდარ
ამბებზე. პასუხად მხოლოდ ხვნეშას და წიხლებს იღებდა. მოგვიანე-
ბით, მუცელმა გვრემა რომ დაუწყო, საჭმლის თხოვნა დაუწყო. ამას
ნაყოფი არ გამოუღია, საჭმელი არ მიუციათ. იქნებ ლანისტერები
აპირებდნენ, შიმშილით მოეკლათ?

939
– არა, – უთხრა საკუთარ თავს. სერსეის მისი მოკვლა რომ
ნდომებოდა, მასაც თავის მცველებთან ერთად აჩეხავდნენ სა-
ტახტო პალატში. ქალს იგი ცოცხალი სჭირდებოდა. სუსტი, სასო-
მიხდილი, მაგრამ ცოცხალი. კეტლინს მისი ძმა ჰყავდა ტყვედ;
სერსეი ვერ გაბედავდა ნედის მოკვლას, თორემ ჭინკა ამას თა-
ვისი სიცოცხლით ზღავდა.
საკნის გარედან რკინის ჯაჭვის ჟღარუნი მოესმა. კარი ჭრი-
ალით გაიღო, ნედმა ხელი ნესტიან კედელს მიაბჯინა და სინათ-
ლისკენ გაიზიდა. ჩირაღდნის ელვარებამ თვალები დაახუჭვინა.
– საჭმელი, – დაიხავლა მან.
– ღვინო, – გაეპასუხა ხმა. ვირთხისსახა კაცი არ იყო; ეს მე-
დილეგე უფრო განიერი ჩანდა, უფრო დაბალი, თუმც იგივე მოკ-
ლე მოსასხამი ეცვა და წვეტებიანი ფოლადის ზარადი ეხურა.
– დალიე, ლორდ ედარდ, – და ხელში ღვინის ტიკი ჩაუდო.
ხმა საკვირველად ეცნაურა, მაგრამ რაღაც დრო დასჭირდა,
ვიდრე გაიხსენებდა.
– ვარის? – წარმოთქვა ძლივძლივობით. კაცს სახეზე შეეხო,
– ეს არ... არ მესიზმრება. მართლაც აქ ხარ, – საჭურისს პუტკუნა
ლოყებზე მუქი ჯაგარი ჰქონდა მოზრდილი. ნედმა თითებით შე-
იგრძნო უხეში ღერები. ვარისი ოფლის და მჟავე ღვინის სუნით
აქოთებულ შეჭაღარავებულ მედილეგედ გარდასახულიყო, –
როგორ... რა ჯურის ჯადოქარი ხარ?
– მწყურვალი, – მიუგო ვარისმა, – დალიე, მილორდ.
ნედმა ხელებით მოსინჯა ტიკი.
– იგივე საწამლავია, რაც რობერტს მისცეს?
– გულს მტკენ, – ნაღვლიანად წარმოთქვა ვარისმა, – მარ-
თლაც, საჭურისები არავის უყვარს. მომე ტიკი, – მან შესვა, სავსე
ბაგის კუთხიდან წითელი ნაკადი დასდინდა, – იმას ვერ შეედრე-
ბა, ტურნირის ღამეს რითაც გამიმასპინძლდი, მაგრამ სხვებზე

940
უფრო მომწამლავი არ უნდა იყოს, – დაასკვნა მან და პირი მოიწმინ-
და, – აჰა.
ნედმა სცადა, ჩაეყლაპა.
– მთხლეა, – ასე ეგონა, ღვინოს უკანვე ამოვაზიდებო.
– ყოველმა კაცმა სიტკბოსთან ერთად მწარეც უნდა შესვას. დი-
დებულმა ლორდებმაც და საჭურისებმაც. ჟამი დაგიდგა, მილორდ.
– ჩემი გოგონები...
– უმცროსი სერ მერინს დაუსხლტა და გაიქცა, – უთხრა ვარისმა,
– მე მას ვერ მივაგენი. ვერც ლანისტერებმა. ეს კარგი ამბავია. ჩვენს
ახალ მეფეს ეგ გოგო თვალში არ მოსდის. უფროსი ჯერაც ჯოფრის
დანიშნულია. სერსეი გვერდიდან არ იშორებს. რამდენიმე დღის წინ
დარბაზობაზე მოვიდა და შენს შეწყალებას ითხოვდა. დასანანია, იქ
რომ არ იყავი, გულზე მოგხვდებოდა, – იგი წინ გადაიხარა და დაჟი-
ნებით ჩააშტერდა, – დარწმუნებული ვარ, ხვდები, განწირული რომ
ხარ, ლორდ ედარდ?
– დედოფალი არ მომკლავს, – თქვა ნედმა. თავი უბრუოდა; ღვი-
ნო მაგარი იყო, მას კი იმდენი ხანი იყო, არ ეჭამა, – კეტი... კეტს მისი
ძმა ჰყავს...
– ის ძმა არა, რომელიც საჭიროა, – ამოიოხრა ვარისმა, – და,
ასეა თუ ისე, აღარც ჰყავს. მან ჭინკას დაანება, ხელიდან გასხლტო-
მოდა. ჩემი ვარაუდით, ის ახლა უკვე მკვდარი უნდა იყოს, სადღაც,
მთვარის მთებში.
– ეგ თუ სიმართლეა, ყელი გამომჭერი და გავათავოთ, – ღვინით
გაბრუებული იყო, დაღლილი და დათრგუნვილი.
– ქვეყნად ყველაზე ნაკლებად შენი სისხლის დაღვრა მინდა.
ნედმა შუბლი შეკრა.
– ჩემს მცველებს რომ ხოცავდნენ, შენ დედოფლის გვერდით
იდექი და უცქერდი, და სიტყვაც არ დაგიძრავს.

941
– და სხვა დროსაც ეგრე მოვიქცევი. როგორც მახსოვს, უი-
არაღო ვიყავი, უაბჯროდ, გარს კი ლანისტერების ხმლოსნები
მეხვია, – საჭურისმა თავი გვერდზე გადახარა და უცნაურად შე-
ხედა, – პატარა ბიჭი რომ ვიყავი, სანამ დამასაჭურისებდნენ, თა-
ვისუფალში ჯამბაზების ჯგუფთან ერთად ვმოგზაურობდი. მათ
მასწავლეს, რომ ყოველ ადამიანს თავისი როლი აქვს, ცხოვრე-
ბაშიც ისევე, როგორც წარმოდგენაში. ასეა მეფის კარზეც. მეფის
სამართლის აღმსრულებელი შიშისმგვრელი უნდა იყოს, ხაზინა-
დარი – ხელმოჭერილი, ქეშიკების ლორდ-მეთაური – ჩაუქი...
მოენეთუხუცესი კი ცბიერი და ქლესა უნდა იყოს და სინდისი არ
უნდა ქენჯნიდეს. მამაცი მსტოვარი ისევე უსარგებლოა, როგორც
მშიშარა რაინდი, – მან ტიკი გამოართვა და დალია.
ნედი საჭურისს სახეში ჩააცქერდა, დახატული ნაიარევის და
ხელოვნური წვერის ქვეშ სიმართლის დანახვას ლამობდა.
კვლავ მოსვა ღვინო. ამჯერად უფრო იოლად ჩაყლაპა.
– შეგიძლია, ამ ხაროდან გამიყვანო?
– შევძლებდი... მაგრამ ვიზამ კი? არა. კითხვები დაისმება და
პასუხები ჩემამდე მოიყვანთ.
ნედი სხვას არც არაფერს ელოდა.
– რა პირდაპირი ხარ.
– საჭურისს ღირსება არ გააჩნია და ობობა სინდისის ქენჯნის
ფუფუნებას ვერ შესწვდება, მილორდ.
– წერილის წაღებაზე მაინც თუ დამთანხმდები?
– გააჩნია წერილს. თუ გინდა, სიამოვნებით მოგიტან ქა-
ღალდს და მელანს. მერე, როდესაც დაწერ, რაც გინდა, წავიღებ
წერილს და წავიკითხავ, და ან მივუტან მას, ვისთვისაც იქნება, ან
არა – იმის მიხედვით, ჩემს მიზნებს რა უფრო წაადგება.
– შენს მიზნებს. და რა მიზნები გაქვს, ლორდ ვარის?

942
– მშვიდობა, – უყოყმანოდ მიუგო ვარისმა, – თუ მეფის საბიჯელ-
ში ვინმე ლამობდა, რობერტ ბარათეონი ცოცხალი გადაერჩინა, ეს
მე ვიყავი, – ამოიოხრა, – თხუთმეტ წელიწადს ვიცავდი მტრებისგან,
მაგრამ მეგობრებისგან ვეღარ დავიცავი. რა ახირებულმა სიშლე-
გემ გათქმევინა დედოფლისთვის, რომ ჯოფრის წარმომავლობაზე
სიმართლე შეიტყვე?
– გულმოწყალების სიშლეგემ, – აღიარა ნედმა.
– აჰ, რასაკვირველია. პატიოსანი და ღირსეული კაცი ხარ,
ლორდ ედარდ. ხშირად ეს მავიწყდება ხოლმე. ეგეთი ისე ცოტა შემ-
ხვედრია ცხოვრებაში, – მან საკანს მოავლო თვალი, – როცა ვხე-
დავ, პატიოსნებამ და ღირსებამ რა შეგძინა, მესმის, რატომაა ეგრე.
ნედ სტარკმა თავი უკან გადასწია, ნესტიან ქვის კედელს მიაყ-
რდნო და თვალები დახუჭა. ფეხი სტეხდა.
– მეფის ღვინო... ლანსელი დაკითხე?
– რა თქმა უნდა. მას სერსეიმ მისცა ტიკები და უთხრა, რომ ეს
რობერტის საყვარელი მოსავლისა იყო, – საჭურისმა მხრები აიჩე-
ჩა, – მონადირეს ხიფათიანი ცხოვრება აქვს. თუ ტახი არაფერს და-
უშავებდა, მაშინ შესაძლოა, ცხენიდან ჩამოვარდნილიყო, ან ტყის
ასპიტს დაეგესლა, ან ისარი ასხლტომოდა ვინმეს... ტყე ღმერთების
სასაკლაოა. მეფე ღვინოს კი არ მოუკლავს. შენმა გულმოწყალებამ
მოკლა.
ნედს სწორედ ამის შიში ჰქონდა.
– შემინდონ ღმერთებმა.
– თუკი ღმერთები არიან, – უთხრა ვარისმა, – მგონია, რომ შე-
გინდობდნენ. ასეც და ისეც, დედოფალი დიდხანს აღარ დაიცდიდა.
რობერტი უმართავი ხდებოდა, ქალს კი მისი თავიდან მოშორება
სჭირდებოდა, მის ძმებთან გასასწორებლად ხელები რომ გახსნო-
და. ისინიც კარგი ჩიტები არიან, სტანისი და რენლი. რკინის საფუ-
ხარი და აბრეშუმის თათმანი, – პირი ხელის ზურგით მოიწმინდა, –

943
სისულელე ქენი, მილორდ. ნეკასთვის ყური უნდა გეგდო, როდე-
საც გარწმუნებდა, ჯოფრის მემკვიდრეობისთვის მხარი დაგეჭი-
რა.
– როგორ... ეგ საიდან იცი?
ვარისმა გაიღიმა.
– ვიცი, და შენ მხოლოდ ეს გეხება. ისიც ვიცი, რომ დილით
დედოფალი გეწვევა.
ნედმა ნელა ააპყრო თვალი.
– რატომ?
– სერსეი შენგან დამფრთხალია, მილორდ... მაგრამ ჰყავს
სხვა მტრები, ვისიც კიდევ უფრო მეტად ეშინია. მისი ძვირფასი
ჯეიმი ახლა, ამწუთასაც მდინარის ლორდებს ეომება. ლიზა ერი-
ნი საარწივეში ზის, ქვით და ფოლადით შემოზღუდული, და მასა
და დედოფალს შორის სიყვარულის მისხალსაც ვერ იპოვი.
დორნში მარტელებს ჯერაც კარგად ახსოვთ პრინცესა ელიასა
და მისი შვილების დახოცვა.
ახლა კი შენი ვაჟი ყელს ჩამოსცდა და უკან ჩრდილოეთის
ლაშქარს მოიყოლებს.
– რობი ჯერ ბიჭია, – გაოცდა ნედი.
– ჯარიანი ბიჭი, – მიუგო ვარისმა, – მაგრამ მაინც ჯერ ბიჭი,
როგორც თავადვე თქვი. მეფის ძმები არიან, ვინც სერსეის ღამის
ძილს უტეხენ... გამორჩევით, ლორდი სტანისი. მისი უფლება
ტახტზე ჯეროვანია, იგი გაწაფული სარდალია და სრულიად შე-
უბრალებელი ქვეყნად არაფერია ისე შიშისმგვრელი, როგორც
მართლაცდა პირუთვნელი კაცი. არავინ იცის, სტანისი დრაკო-
ნის ქვაზე რას საქმიანობდა, მაგრამ ნაძლევს დავდებ, ხმლების
შეგროვებას მეტ დროს ანდომებდა, ვიდრე – ნიჟარებისას. ჰო-
და, სერსეისაც ამაზე უსკდება გული: სანამ მამამისი და მისი ძმა
სტარკებთან და ტალებთან ომს ალევენ ძალას, ლორდი სტანისი

944
ხმელეთზე გადმოჯდება, თავს მეფედ გამოაცხადებს და მის ბიჭუნას
ხუჭუჭა ქერა თავს წაასხეპს... და დედოფლისასაც მიაყოლებს, თუმ-
ცა მართლაც მჯერა, რომ მას თავისი ბიჭის ბედი უფრო ანაღვლებს.
– რობერტის ნამდვილი მემკვიდრე სტანის ბარათეონია, – უთ-
ხრა ნედმა, – ტახტი მას ეკუთვნის. მე მის გამეფებას მივესალმები.
ვარისმა ენა გააწკლაპუნა.
– სერსეი ამის გაგონებასაც არ ისურვებს, გპირდები. სტანისმა
იქნებ კიდევაც მოიპოვოს ტახტი, მაგრამ მას სიხარულის შეძახილე-
ბით შენი გახრწნილი თავიღა შეეგებება, თუ ენას კბილს არ დააჭერ.
სანსა ისე გულისგამგმირავად ევედრა, სამარცხვინო იქნება, ამ ყვე-
ლაფერს განზე თუ მოისვრი. სიცოცხლეს გიბრუნებენ, თუკი აღებას
ინებებ.
სერსეი სულელი როდია. მან იცის, რომ მოთვინიერებული მგე-
ლი უფრო გამოსადეგია, ვიდრე – მკვდარი.
– შენ გინდა, ვემსახურო ქალს, რომელმაც მომიკლა მეფე, მსა-
ხურები ამომიხოცა და შვილი დამისახიჩრა? – ნედს ხმა უნდობლო-
ბით გაჟღენთოდა.
– მე მინდა, სახელმწიფოს ემსახურო, – მიუგო ვარისმა, – უთხა-
რი დედოფალს, რომ აღიარებ შენს ბოროტ მოღალატურ ზრახვას,
შენს ძეს უბრძანებ, იარაღი დადოს, და ჯოფრის ჭეშმარიტ მემკვიდ-
რედ გამოაცხადებ. დაპირდი, რომ სტანისსა და რენლის ორგულ
უზურპატორებად შერაცხავ. ჩვენმა მწვანეთვალება ძუ ლომმა იცის,
რომ სიტყვის კაცი ხარ. თუ შესთავაზებ მშვიდობას, რომელიც ასე
სჭირდება, და საიმისო დროს, სტანისს რომ გაუსწორდეს, თანაც
აღუთქვამ, რომ მის საიდუმლოს საფლავში ჩაიტან – მჯერა, ნებას
მოგცემს, შავი შეიმოსო და დარჩენილი ცხოვრება კედელზე გალიო,
შენს ძმასთან და უკანონოდ შობილ ძესთან ერთად.
ჯონის გახსენებამ ნედს სირცხვილი და სევდა მოჰგვარა, ღრმა,
ყოვლისმომცველი, სიტყვებში დაუტეველი. ნეტავ კი როდისმე ისევ
ენახა ბიჭი, დამჯდარიყო, ესაუბრა მასთან... ბინძური რუხი სახვევის

945
ქვეშ ფეხი ტკივილმა გაუმსჭვალა. შეიწმუხნა, უმწეოდ მუჭავდა
და კვლავ ხსნიდა თითებს.
– ეს შენი გეგმაა თუ ნეკასთან ხარ შეკრული? – ამოთქვა გა-
ჭირვებით.
ამ ვარაუდმა საჭურისი თითქოს გაახალისა.
– უმალ ქოჰორულ შავ თხას შევირთავ ცოლად. ნეკა მთელ
შვიდ სამეფოში რიგით მეორე ცბიერია. კი, მართლაც ვკვებავ
ხოლმე რჩეული ჭორებით, იმდენით, რომ ფიქრობდეს, თითქოს
მისი ვარ... ისევე, როგორც სერსეისაც ვაჯერებ, თითქოსდა მისი
ვიყო.
– და ისევე, როგორც მეც დამაჯერე, რომ ჩემი კაცი იყავი.
მითხარი, ლორდ ვარის, სინამდვილეში ვის ემსახურები?
ვარისმა ოდნავ გაიღიმა.
– ვის და სახელმწიფოს, ჩემო კეთილო ლორდ, ნუთუ გეეჭვე-
ბა?
ჩემს დაკარგულ კაცობას ვფიცავ, ასეა. სახელმწიფოს ვემსა-
ხურები, მას კი მშვიდობა სჭირდება, – მან ღვინის ბოლო ყლუპიც
გამოცალა და ცარიელი ტიკი გვერდით მიაგდო, – მაშ, რა იქნება
შენი პასუხი, ლორდ ედარდ? სიტყვა მომეცი, რომ დედოფალი
რომ გეწვევა, იმას ეტყვი, რის გაგონებაც შენგან უნდა.
– ეგრე რომ მოვიქცე, ჩემი სიტყვები ცარიელი აბჯარივით ფუ-
ყე იქნება. სიცოცხლე ჩემთვის ისე ძვირფასი არაა, ამის ფასად
რომ ვიყიდო.
– დასანანია, – საჭურისი წამოდგა, – და შენი ასულის სიცოც-
ხლე, მილორდ? ეგ რამდენად ძვირფასია?
ნედს გული გაეთოშა.
– ჩემი ასული...
– ხომ არ გგონია, დამავიწყდა შენი ტკბილი და უმანკო გოგო-
ნა?
დედოფალს ნამდვილად არ დავიწყებია.

946
– არა, – შეევედრა ნედი და ხმა გაებზარა, – ვარის, მიშველონ
ღმერთებმა, მიქენით, რაც გინდათ, ოღონდ ჩემს გოგონას ნუ ჩარ-
თავთ თქვენს გეგმებში. სანსა ჯერ ბავშვია.
– რეინისიც ბავშვი იყო. პრინც რეიგარის ასული. მშვენიერი პა-
ტარა არსება, შენს გოგონებზე უმცროსი. პატარა შავი კნუტი ჰყავდა
და ბელერიონს ეძახდა, იცოდი? სულ მაინტერესებდა, იმას რაღა
მოუკიდა. რეინისს უყვარდა წარმოედგინა, თითქოს ის ნამდვილი
ბელერიონი იყო, ძველი დროის შავი ძრწოლა, მაგრამ, ასე ჩანს,
ლანისტერებია უცებ ასწავლეს, კნუტსა და დრაკონს შორის რა გან-
სხვავებაა, მაშინ, ოთახის კარი რომ შეუმტვრიეს, – ვარისმა ღრმად,
დაქანცულმა ამოიოხრა, თითქოსდა მთელი სამყაროს სევდა ტომ-
რით ეკიდა მხრებზე, – არქისეპტონმა ერთხელ მითხრა, რომ ჩვენი
ტანჯვა ჩვენი ცოდვების ბრალია. ეს თუ ასეა, ლორდ ედარდ, მითხა-
რი მაშინ... რატომაა, რომ სწორედ უმანკოები იტანჯებიან ყველაზე
მეტად, როდესაც დიდებული ლორდები ამ თქვენს სატახტოების თა-
მაშს იწყებენ? იფიქრე ამაზე, თუ გინდა, სანამ დედოფლის მოლო-
დინში იქნები. და ამაზე დაფიქრებისთვისაც მოიტოვე დრო: დედოფ-
ლის მერე ვინც გეწვევა, იმან შეიძლება პური და ყველი მოგიტანოს,
და ყაყაჩოს რძეც, ტკივილის დასაამებლად... ან შესაძლოა, სანსას
თავი მოგართვას. არჩევანი, ძვირფასო მილორდ მარჯვენავ, შენია
და მხოლოდ შენი.

947
კეტლინი

948
ლაშქარი ყელის შავ ჭაობებში გაწოლილ ყრილ გზას რომ დაუყვა
და მის ქვემოთ მდინარეთის მიწებზე ჩაიღვარა, კეტლინს სულ უფ-
რო მეტად მოეძალა შიში. იგი გაქვავებული, კუშტი გამომეტყველე-
ბით მალავდა შფოთს, რომელიც კი არ ქრებოდა, არამედ ძალასაც
იკრებდა ყოველი განვლილი ლიგის კვალდაკვალ. დღეები შფოთ-
ვაში გადიოდა, ღამეებს მოსვენება არ მოჰქონდა და თავზემოთ გა-
დაფრენილი ყოველი ყორნის დანახვაზე კრიჭა ეკვროდა.
თავისი ლორდი-მამის გამო შიშობდა და მისი ავის მომასწავებე-
ლი მდუმარება უკვირდა. შიშობდა თავისი ძმის, ედმურის გამო და
ლოცვით შესთხოვდა ღმერთებს, დაეფარათ იგი, თუკი ბრძოლაში
მეფისმკვლელს შეეყრებოდა. შიშობდა ნედის და თავისი გოგონე-
ბის და ძვირფასი ძეების გამო, ვინტერფელში რომ დატოვა. მაგრამ
ვერავის ვერაფრით დაეხმარებოდა, ამიტომ თავს აიძულებდა, მათ-
ზე ფიქრები გვერდით გადაედო. რობისთვის უნდა დაზოგო შენი ძა-
ლები, უთხრა თავის თავს. ახლა მხოლოდ მისი დახმარება შეგიძ-
ლია. ჩრდილოეთივით მტკიცე და შეუპოვარი უნდა იყო, კეტლინ ტა-
ლი. ახლა ნამდვილი სტარკი უნდა იყო, შენი ვაჟის გამო.
რობი კოლონას მიუძღოდა ვინტერფელის გაშლილი თეთრი
დროშის ქვეშ. ყოველდღე თავის რომელიმე ლორდს სთხოვდა, მის
გვერდით ემგზავრა, რათა გზაში თათბირი შესძლებოდათ. რიგრი-
გობით ყველას მიაგებდა პატივს, არავის გამოარჩევდა, ყურს უგ-
დებდა, როგორც მისი ლორდი-მამა უსმენდა ხოლმე, ყველას სიტ-
ყვას და რჩევას წონიდა. რამდენი რამ ისწავლა ნედისგან, ფიქრობ-
და კეტლინი, მაგრამ საკმარისი ისწავლა?
შავმა თევზმა ასი რჩეული მეომარი და ასი ფეხმარდი ცხენი წა-
იყვანა და დაწინაურდა – ლაშქრის შეუფერხებელი მოძრაობის უზ-
რუნველყოფისთვის და გზის დასაზვერად. სერ ბრინდენის მხედრე-
ბის მოტანილი ცნობები კეტლინს არცთუ ამხნევებდნენ. ლორდ ტა-
ივინის ლაშქარი ჯერაც სამხრეთით იყო, მრავალი დღის სავალზე...

949
მაგრამ ვოლდერ ფრეის, გადასალახის ლორდს, მწვანე კბილის
პირას მდგარ თავის ციხესიმაგრესთან ოთხიათასიანი ჯარი შე-
ეკრიბა.
– ისევ გვიანი, – ჩაილაპარაკა კეტლინმა, ეს რომ შეიტყო.
იგივე ხდებოდა, რაც სამკბილაზე, წყეული იყოს ეგ კაცი. მისმა
ძმამ, ედმურმა ბაირაღებს მოუწოდა; წესით და რიგით, ლორდი
ფრეი უკვე წასული უნდა ყოფილიყო და რივერანში ტალის ლაშ-
ქარს შეერთებოდა, მაგრამ ის შინ იჯდა.
– ოთხი ათასი კაცი, – გაიმეორა რობმა, გაკვირვებული უფ-
რო იყო, ვიდრე გაჯავრებული, – ლორდ ფრეის შეუძლებელია
იმედი ჰქონდეს, ლანისტერებს მარტო გავუმკლავდებიო. უეჭვე-
ლია, აპირებს, ჩვენ შემოგვიერთდეს.
– აპირებს კი? – ჰკითხა კეტლინმა. მან თავისი ცხენი კოლო-
ნის თავში გაიყვანა და რობსა და მის იმდღევანდელ თანამ-
გზავრს, რობერტ გლოვერს ამოუდგა გვერდში. მათ უკან მეწინა-
ვე რაზმი გაშლილიყო – შუბებისა და დროშების ტაატით მომავა-
ლი ტყე, – ნეტავ ვიცოდე. ვოლდერ ფრეისგან ნურაფერს მოელი
და გაცრუებული არასოდეს დარჩები.
– ის ხომ მამაშენის მებაირაღეა.
– ზოგი ადამიანი თავის დადებულ ფიცს უფრო პასუხისგებით
ეკიდება, ვიდრე სხვა, რობ. ლორდი ვოლდერი კი მუდამ იმაზე
მეტად მეგობრობდა კასტერლის კლდესთან, ვიდრე მამაჩემს
მოუვიდოდა თვალში. ერთ მის ვაჟს ტაივინ ლანისტერის და
ჰყავს ცოლად. მართალია, ეს თავისთავად ბევრს არაფერს ნიშ-
ნავს. ლორდმა ვოლდერმა წლების და წლების განმავლობაში
უამრავი შვილი იყოლია, და ვინმეზე ხომ უნდა დაქორწინდნენ.
და მაინც...
– გგონია, აპირებს, ლანისტერებში გაგვცვალოს, მილედი? –
დაეკითხა შუბლშეკრული რობერტ გლოვერი.
კეტლინმა ამოიოხრა.

950
– სიმართლე გითხრათ, მეეჭვება, თუნდაც თავად ლორდმა ფრე-
იმ იცოდეს, რას აპირებს ლორდი ფრეი. ბერიკაცის სიფრთხილე და
ყმაწვილკაცის პატივმოყვარეობა ერთად აქვს, გაიძვერობა კი არა-
სოდეს აკლდა. – ტყუპები აუცილებლად გვჭირდება, დედა, – ცხა-
რედ წარმოთქვა რობმა, – მდინარეზე სხვა გზით ვერ გადავალთ. ეს
შენც იცი.
– ჰო. და კარგად იცის ვოლდერ ფრეიმაც, ეჭვი არ შეგეპაროს.
იმ ღამით ჭაობების სამხრეთ კიდესთან დაბანაკდნენ, სამეფო
გზასა და მდინარეს შორის შუა გზაზე. თეონ გრეიჯოიმ აქ მოუტანათ
ბოლო ცნობა კეტლინის ბიძისგან.
– სერ ბრინდენმა დამაბარა გითხრათ, რომ ლანისტერებთან
შებმა მოუხდა. თორმეტიოდე მზვერავი უახლოეს ხანებში ლორდ
ტაივინს ვეღარ უპატაკებს. ან ვერც ვეღარასდროს, – განაგრძო გაკ-
რეჭილმა, – მათ წინამარბ რაზმებს სერ ადამ მარბრანდი სარ-
დლობს, ახლა უკან, სამხრეთისკენ იხევს და გზადაგზა ყველაფერს
წვავს. დაახლოებით იცის, სად ვართ, მაგრამ შავი თევზი იფიცება,
რომ ვერ შეიტყობს, როცა გავიყოფით.
– თუ ლორდი ფრეი არ ეტყვის, – მოუჭრა კეტლინმა, – თეონ, ბი-
ძაჩემთან რომ დაბრუნდები, უთხარი, რომ ტყუპების გარშემო სა-
უკეთესო ჩუბინები დააყენოს, დღისით და ღამით, და უბრძანოს, ჩა-
მოაგდონ ყველა ყორანი, რომელიც კი ქონგურებიდან აფრინდება.
არაა საჭირო, ფრინველებმა ჩემი ძის გადაადგილების შესახებ
ლორდ ტაივინს წაუღონ ამბები.
– სერ ბრინდენმა მაგაზე უკვე იზრუნა, მილედი, – უპასუხა თეონ-
მა ცალგვერდა ღიმილით, – კიდევ რამდენიმე ჯაფარაც და, ღვეზ-
ლის გამოსაცხობადაც გვეყოფა. მათ ბუმბულებს ქუდისთვის შეგი-
ნახავ.
კეტლინი უნდა მიმხვდარიყო, რომ ბრინდენ შავი თევზი დაას-
წრებდა.

951
– რას შვრებოდნენ ფრეიები, სანამ ლანისტერები მათ ყანებს
წვავდნენ და სიმაგრეებს ძარცვავდნენ?
– სერ ადამის და ლორდ ვოლდერის მეომრები აქა-იქ შე-
ეხალნენ ერთმანეთს, – მიუგო თეონმა, – აქედან ცხენით ერთი
დღის სავალზე ლანისტერების ორი მზვერავი ვიპოვეთ, ყვავების
კერძად ქცეულო ფრეიებს ჩამოუკიდიათ. მაგრამ ლორდ ვოლ-
დერის ძირითადი ძალა ტყუპების გარშემო რჩება შემოკრები-
ლი.უეჭველია, ამას ფრეის ბეჭედი აზის, მწარედ გაიფიქრა კეტ-
ლინმა; დაყოვნდი, შეიცადე, უთვალთვალე, ნუ გარისკავ, სანამ
იძულებული არ გახდები.
– თუ ლანისტერებს შებმია, იქნებ აპირებს, თავისი ფიცი
აღასრულოს, – თქვა რობმა.
კეტლინი ნაკლებად იმედიანად იყო.
– საკუთარი მიწების დაცვა ერთია, ლორდ ტაივინის წინააღ-
მდეგ აშკარა ბრძოლა კი – სულ სხვა რამ.
რობი ისევ თეონ გრეიჯოის მიუბრუნდა.
– შავ თევზს მწვანე კბილზე გადასვლის სხვა ხერხი ხომ არ
უპოვია? თეონმა თავი გაიქნია.
– მდინარე ღრმა და ჩქარია. სერ ბრინდენი ამბობს, რომ ფო-
ნით ვერ გავალთ, ასე ჩრდილოეთით – ვერა.
– აქ გადასვლა აუცილებლად მჭირდება! – რობი ბრაზით
ადუღდა, – მგონია, ჩვენი ცხენები კი მოახერხებდნენ გადაცურ-
ვას, მაგრამ შეჯავშნულ მხედრებთან ერთად გაუჭირდებათ. ტი-
ვები დაგვჭირდებოდა ჩვენი იარაღის, აბჯარ-მუზარადის და შუ-
ბების გადასაზიდად, სამაგისო მასალა კი არ გაგვაჩნია. არც
დრო. ლორდი ტაივინი ჩრდილოეთისკენ მოემართება, – მან ხე-
ლი მუშტად შეკრა.

952
– ლორდი ფრეი ბრიყვი უნდა იყოს, ჩვენთვის გზის შეკვრა რომ
დააპიროს, – თქვა თეონ გრეიჯოიმ ჩვეული არხეინი თავდაჯერე-
ბით, – რიცხვით მასზე ხუთჯერ მეტი ვართ. ტყუპების აღება შეგიძ-
ლია, თუ დაგჭირდა, რობ.
– იოლი არ იქნება, – გააფრთხილა კეტლინმა, – და ვერც მოვას-
წრებთ. სანამ ალყა გექნება შემორტყმული, ტაივინ ლანისტერი თა-
ვის ლაშქარსაც მოგაყენებს და ზურგიდან შემოგიტევს.
რობმა დედას შეხედა, მერე გრეიჯოის; პასუხს ეძებდა და ვერ პო-
ულობდა. წუთით თხუთმეტ წლისაზე უფრო პატარასაც დაემსგავსა,
აბჯრის, ხმლის და ლოყებზე მოდებული წვერის მიუხედავად, მაინც.
– მამაჩემი რას იზამდა? – ჰკითხა დედას.
– გადასასვლელ გზას გამონახავდა, – უთხრა ქალმა, – რადაც
არ უნდა დასჯდომოდა.
მეორე დილით თავად სერ ბრინდენ ტალი დაბრუნდა მათთან.
მძიმე ჯავშანი და მუზარადი, კარიბჭის რაინდობისას რომ ეცვა, წი-
ნამარბის მსუბუქი ტყავითა და ჯაჭვით შეეცვალა, მაგრამ მოსასხამი
ახლაც ობსიდიანის თევზით ჰქონდა შებნეული.
კეტლინის ბიძა მოქუფრული იყო, ცხენიდან რომ ჩამოხტა.
– რივერანის კედლებთან ბრძოლა ყოფილა, – თქვა დაღვრე-
მილმა, – ეს ლანისტერის წინამარბისგან შევიტყვეთ, ტყვედ რომ ჩა-
ვიგდეთ. მეფისმკვლელმა ედმურის ლაშქარი დაარბია და სამკბი-
ლას ლორდები გააქცია.
კეტლინს ცივმა ხელმა მოუწურა გული.
– ჩემი ძმა?
– დაჭრილი და დატყვევებულია, – უთხრა სერ ბრინდენმა, –
ლორდი ბლექვუდი და სხვა გადარჩენილები რივერანს არიან შე-
ხიზნულები და ჯეიმის ლაშქარს ალყა აქვს მათთვის შემორტყმული.
რობი მოთმინებას კარგავდა.
– უნდა გადავიდეთ ამ წყეულ მდინარეს, თუ გვინდა, მათი დროზე
გამოხსნის იმედი შეგვრჩეს.

953
– ეგ იოლი არ იქნება, – გააფრთხილა ბიძამ, – ლორდმა
ფრეიმ მთელი თავისი ჯარი ციხეებში შეიყვანა, კარიბჭეები კი
დახშული და ჩარაზულია.
– ჯანდაბას წაუღია ეგ კაცი, – შეიკურთხა რობმა, – თუ ეგ ბე-
ბერი შტერი არ მოლბა და მდინარეზე არ გადამატარა, მის გალა-
ვანზე შეტევის გარდა, სხვა გზას არ დამიტოვებს. თუ დამჭირდა,
ტყუპებს ცხვირწინ ჩამოვუშლი, იმასაც ვნახავთ, ეს როგორღა
მოეწონება!
– გაჯავრებული ბავშვივით ლაპარაკობ, რობ, – გააწყვეტინა
კეტლინმა, – ბავშვი დაბრკოლებას რომ ხედავს, პირველი, რაც
თავში მოსდის, ისაა, რომ გარშემო შემოურბინოს ან წააქციოს,
რაც ხელს უშლის. ლორდმა უნდა იცოდეს, რომ ზოგჯერ სიტყვე-
ბით მიაღწევ იმას, რასაც ხმლებით ვერ მოიპოვებ.
რობს საყვედურის გაგონებაზე კისერი წამოუწითლდა.
– მითხარი, რას გულისხმობ, დედა, – წარმოთქვა მორჩი-
ლად.
– ექვსი ასეული წელიწადია, რაც ფრეიებს მდინარეზე გადა-
სასვლელი უჭირავთ, და ამ ექვსას წელიწადში უბაჟოდ არავინ
გადაუტარებიათ.
– რა ბაჟი? რა უნდა?
კეტლინმა გაიღიმა.
– აი, ეგ უნდა გავარკვიოთ.
– და თუ მე არ ვინდომებ მაგ ბაჟის გადახდას?
– მაშინ ჯობს უკან, მოათ კაილინში დაბრუნდე და ლორდ ტა-
ივინთან საბრძოლველად დაეწყო... ან ფრთები გამოისხა. სხვა
გზას ვერ ვხედავ, – კეტლინმა ცხენს ქუსლები შემოსცხო და გა-
შორდა, დატოვა შვილი, რათა მას დედის ნათქვამი აეწონ-დაე-
წონა. არ ივარგებდა, რობს ეგრძნო, თითქოსდა დედა მის ად-
გილს ისაკუთრებდა. ნეტავ სიბრძნეც ისევე ასწავლე, როგორც

954
მეომრის სიქველე, ნედ? მუხლის მოყრა თუ ასწავლე? შვიდი სამე-
ფოს სასაფლაოები სავსე იყო იმ უშიშარი მეომრების სამარეებით,
რომლებსაც დაჩოქება არასოდეს ესწავლათ.
შუადღე ახლოვდებოდა, როდესაც მათმა მეწინავეებმა თვალი
ჰკიდეს ტყუპებს, სადაც გადასალახის ლორდთა საბრძანებელი იყო.

მწვანე კბილი აქ ღრმა და სწრაფ ნაკადად მოედინებოდა, მაგრამ


ფრეიებმა აქ მრავალი საუკუნის წინ ააგეს ხიდი და მდინარეზე გა-
დასვლის ქირით გამდიდრდნენ კიდევაც. მდინარეზე გლუვი რუხი
ქვის მძლავრი თაღი იყო გადარკალული, მასზე ორი ურემი ერთმა-
ნეთს თავისუფლად აუქცევდა მხარს. წყლის კოშკი თაღის შუაგულ-
ში იყო ამოზიდული, მისი საისრე ჭრილებიდან, მკვლელი ხვრელე-
ბიდან და ქონგურებიდან ერთნაირად შეიძლებოდა გზის და მდინა-
რის შეკვრა.
ხიდს ფრეიების სამი თაობა აგებდა; რომ დაასრულეს, ორთავე
ნაპირზე მტკიცე ხის ციხეები ააგეს, რათა მათი ნებართვის გარეშე
გადავლა ვერავის მოეხერხებინა.
ხე უკვე დიდი ხანი იყო, ქვას შეეცვალა. ტყუპები – ორი ჯეჯგვი,
შეუხედავი, უზარმაზარი ციხესიმაგრე, სრულიად ერთნაირი, მათ
შორის გადარკალული ხიდით შეერთებული – უკვე საუკუნეები იყო,
რაც მდინარეზე გადასასვლელს დარაჯობდა. მათთან მისადგომებს
მაღალი გალავანი, ღრმა თხრილები და მძიმე მუხისა და რკინის კა-
რები იცავდა, ხიდის საყრდენები შიდა მტკიცე კოშკებში იყო მოთავ-
სებული, ორივე ნაპირზე ასაწევი ხიდები და ცხაურები მოეწყოთ, თა-
ვად თაღს კი წყლის კოშკი ედგა დარაჯად.
კეტლინი თვალის ერთი შევლებითაც დარწმუნდა, რომ ციხესი-
მაგრეს შეტევით ვერ აიღებდნენ. ქონგურები შუბებით, ხმლებითა
და არბალეტებით იყო აზღარბული; ყოველ საისრე ჭრილთან მო-
ისარი იდგა, ხიდები აზიდული იყო, ცხაურები – დაშვებული, ჭიშკრე-
ბი – ჩარაზული. დიდჯონმა როგორც კი დაინახა, წინ რა ელოდათ,

955
მაშინვე წყევლას და გინებას მოჰყვა. ლორდი რიკარდ კარსტარ-
კი უსიტყვოდ იბღვირებოდა.
– ამას ვერ შევუტევთ, მილორდებო, – განაცხადა რუს ბოლ-
ტონმა.
– ვერც ალყით ავიღებთ, თუ იქით ნაპირზე არ გადავალთ და
მეორე ციხესაც არ შემოვადგებით, – პირქუშად დასძინა ჰელმან
ტოლჰარტმა. ღრმად მომდინარი მწვანე წყლის გადაღმა დასავ-
ლეთის კოშკი იდგა რა თავისი აღმოსავლელი ძმის ანარეკლს
ჩამოჰგავდა, – თუნდაც რომ დრო გვქონოდა, რაც, დანამდვი-
ლებით, არ გაგვაჩნია.
იდგნენ ჩრდილოეთის ლორდები და ციხესიმაგრეს აკვირდე-
ბოდნენ.
ამ დროს გვერდითა მცირე კარი გაიღო, თხრილზე ფიცრის
ხიდი გადმოცურდა და მათთან შესახვედრად თორმეტი რაინდი
გამოემართა, რომლებსაც ლორდ ვოლდერის მრავალრიცხო-
ვან ვაჟთაგან ოთხი მოუძღოდა. მათ დროშებზე ტყუპი კოშკი იყო
გამოსახული, ლურჯად ეხატა ღია ვერცხლისფერ-რუხ ველზე.
სერ სტევრონ ფრეი, სამოცს გადაცილებული და თავადაც საკუ-
თარი შვილიშვილების ბაბუა, ძალიან ბებერ და დაქანცულ
ქრცვინს ჩამოჰგავდა, მაგრამ საკმაოდ თავაზიანი იყო.
– ჩემმა ლორდმა-მამამ გამომგზავნა, რათა მოგესალმოთ და
შევიტყო, თუ ვინ უძღვის ამ მძლავრ ლაშქარს.
– მე, – რობმა ცხენი დეზის კვრით წააყენა წინ. აბჯარი ეცვა,
უნაგირზე ვინტერფელის მგელსაზარიანი ფარი ეკრა, გვერდით
კი რუხი ქარი მიჰყვებოდა.
მოხუცმა რაინდმა კეტლინის ძეს შეხედა და უფერულ რუხ
თვალებში მკრთალი გაოცება გაუკრთა, მისი იაბო კი შეშფოთე-
ბით აჭიხვინდა და გვერდული ნაბიჯით გასცილდა მგელსაზარას.

956
– ჩემი ლორდი-მამა დიდ პატივად ჩათვლის, თუ ციხესიმაგრეში
ეწვევი, მის პურსა და ღვინოს გაიყოფ და შენი მიზნების შესახებ უამ-
ბობ. მისი სიტყვები მებაირაღე ლორდებს შორის ფილაკვნიდან ნას-
როლი ლოდივით ჩაელეწა. შეთავაზება არც ერთს არ მოეწონა. ისი-
ნი იკურთხებოდნენ, დაობდნენ, ერთმანეთს გადასძახოდნენ.
– ეს არ უნდა ჩაიდინო, მილორდ, – შეევედრა რობს გალბარტ
გლოვერი, – ლორდი ვოლდერი სანდო არ არის.
რუს ბოლტონმა თავი დაუქნია.
– შიგნით მარტო თუ შეხვალ, მის ხელში აღმოჩნდები. შეეძლება,
ლანისტერებს მიჰყიდოს შენი თავი, დილეგში ჩაგაგდოს ან ყელი
გამოგჭრას – რაც მოეპრიანება.
– თუკი ლორდ ფრეის ჩვენთან საუბარი სურს, გააღოს კარიბჭე-
ები, და ჩვენ ყველანი გავიზიარებთ მის პურ-ღვინოს, – განაცხადა
სერ ვენდელ მანდერლიმ.
– ან დაე, თავად გამოვიდეს გარეთ და რობს აქ გაუმასპინ-
ძლდეს, მისი საკუთარი და ჩვენი მეომრების თვალწინ, – შესთავა-
ზათ მისმა ძმამ, სერ ვილისმა.
კეტლინ სტარკი ყველა მათ ეჭვს იზიარებდა, მაგრამ სერ სტევ-
რონის ერთი შეხედვაც კმაროდა, რომ მიმხვდარიყო: მას სულაც არ
მოსწონდა, რაც ესმოდა. კიდევ რამდენიმე სიტყვა და, შესაძლებ-
ლობას ხელიდან გაუშვებდნენ. უნდა ემოქმედა, თანაც სწრაფად.
– მე წამოვალ, – თქვა ხმამაღლა.
– შენ, მილედი? – თეონ გრეიჯოიმ შუბლი შეიკრა.
– დედა, დარწმუნებული ხარ? – თვითონ რობი სულაც არ იყო
დარწმუნებული.
– ასე დარწმუნებული არასოდეს ვყოფილვარ, – კეტლინმა ენამ-
ჭევრად განავრცო თავისი ტყუილი, – ლორდი ვოლდერი მამაჩემის
მებაირაღეა. ბავშვობიდან ვიცნობ. იგი არაფრით დამიშავებს რა-
მეს, – თუკი ამაში სარგებელს არ დაინახავს, დაუმატა თავისთვის,

957
მაგრამ ზოგი სიმართლე არ გამოითქმის, ზოგი ტყუილი კი გარ-
დაუვლად სათქმელია.
– დარწმუნებული ვარ, მამა-ლორდს ეამება ლედი კეტლინ-
თან საუბარი, – თქვა სერ სტევრონმა, – იმისთვის, რათა ჩვენს
კეთილ ზრახვებში დაგარწმუნოთ, ჩემი ძმა სერ პერვინი აქ დარ-
ჩება, სანამ ქალბატონი უვნებლად დაგიბრუნდებოდეთ...
– იგი ჩვენი საპატიო სტუმარი იქნება, – თქვა რობმა. სერ
პერვინი, მათთან გამოსულ ფრეითაგან ყველაზე ახალგაზრდა,
ჩამოხდა და თავისი ცხენის აღვირი ძმას გადასცა.
– ვითხოვ, დედაჩემი საღამოსვე დაბრუნდეს, სერ სტევრონ,
– განაგრძო რობმა, – აქ დიდხანს დაყოვნება განზრახული არ
მაქვს.
სერ სტევრონ ფრეიმ თავაზით დაუკრა თავი.
– როგორც იტყვი, მილორდ.
კეტლინმა დეზის შემოკვრით დაძრა ცხენი და უკან აღარ მო-
უხედავს. ლორდ ვოლდერის ძეები და დესპანები მის უკან გა-
იშალნენ და მიჰყვნენ. კეტლინის მამამ ერთხელ თქვა, ლორდი
ვოლდერი ერთადერთი ლორდია მთელ შვიდ სამეფოში, რო-
მელმაც შეძლო და საკუთარი შარვლიდან ჯარი დაძრაო. როდე-
საც გადასალახის ლორდი კეტლინს შეეგება აღმოსავლეთის
კოშკის სეფე-დარბაზში, გარს კი ეხვია თავისი ოცი ცოცხალი ძე
(სერ პერვინის გარდა, რომელიც ოცდამეერთე იქნებოდა), ოც-
დათექვსმეტი ძეთა-ძე, ცხრამეტი ძის-ძეთა-ძე, უამრავი ასული,
მათი ასულები, ბუშები და ბუშთაშვილები – ქალი მიხვდა, თუ რა
იგულისხმა მამამისმა.
ლორდი ვოლდერი ოთხმოცდაათი წლის იყო, ჩამომჭკნარ
ვარდისფერ ქრცვინს ჰგავდა, დალაქავებული მელოტი თავი
ჰქონდა და დახმარების გარეშე ფეხზე ვერ დგებოდა მტკივანი

958
სახსრების გამო. დარბაზში რომ შემოიყვანეს, მისი ახალშერთული
ცოლი, თექვსმეტი წლის ფერმკრთალი სიფრიფანა გოგონა, საკა-
ცეს გვერდით მოჰყვებოდა.
იგი მერვე ლედი ფრეი იყო.
– რა სიამეა თქვენი კვლავ ხილვა ამდენი წლის მერე, მილორდ,
– წარმოთქვა კეტლინმა.
ბერიკაცმა უნდო, ალმაცერი მზერით შეათვალიერა.
– მართლაც? ეჭვი მეპარება. დამხსენი მაგ შენს თავაზიან სიტ-
ყვებს, ლედი კეტლინ, სამაგისოდ მეტად ბებერი ვარ. რად ხარ აქ?
შენს ბიჭს არ ეკადრება, თავად მოვიდეს ჩემთან? შენ რა უნდა გიყო?
კეტლინი პატარა გოგონა იყო, ბოლოჯერ რომ სტუმრობდა ტყუპებ-
ში, მაგრამ ლორდი ვოლდერი იმ დროიდანაც კი ფხუკიან, ენამწარე
და უხეშ ბერიკაცად დაამახსოვრდა. როგორც ჩანს, ასაკმა კიდევ
უფრო აუტანელი გახადა. სიტყვები სიფრთხილით უნდა შეერჩია, და
ეცადა, მისი ნათქვამი შეურაცხყოფად არ მიეღო.
– მამა, – საყვედურით მიმართა სერ სტევრონმა, – ლედი სტარკი
აქ შენ მოიწვიე.
– შენ რამე გკითხე? შენ კი არ ხარ ლორდი ფრეი, სანამ მე არ
მოვმკვდარვარ. ვგავარ მკვდარს? შენგან არანაირი მითითებები არ
მჭირდება გავიგონო.
– ჩვენი წარჩინებული სტუმრის წინაშე ასე ლაპარაკი რა საკად-
რისია, მამა, – უთხრა ერთ-ერთმა უმცროსმა შვილთაგანმა.
– ახლა ჩემმა ბუშებმაც მომინდომეს ზრდილობის სწავლება, –
დაიჩივლა ლორდმა ვოლდერმა, – როგორც მინდა, ისე ვიტყვი, ჯან-
დაბა თქვენს თავს. ჩემს ცხოვრებაში სამი მეფე მყოლია სტუმრად,
დედოფლებიც, რომ იცოდეთ, და, როგორ ფიქრობ, რიგერ, შენნაი-
რებისგან ჭკუის სწავლება მჭირდება? დედაშენი პირველად რომ
დავპეპლე, თხებს წველიდა, – მან აჭარხლებულ ჭაბუკს თითების
დატკაცუნებით ანიშნა, გაშორებოდა და თავის ორ უფროს ძეს ხე-
ლით ანიშნა, – დანველ, ვალენ, ჩამსვით სკამში.

959
მათ ლორდი ვოლდერი საკაციდან გადმოიყვანეს და ატატე-
ბული წაიღეს ფრეიების საკარცხულისკენ – შავი მუხის მაღალი
სავარძლისკენ, რომლის საზურგესაც ხიდით შეერთებული წყვი-
ლი კოშკის მოყვანილობა ჰქონდა. ყმაწვილი ცოლი თვინიერად
მიუახლოვდა და ფეხებზე საბანი დააფარა. რომ ჩამოსვეს, ბერი-
კაცმა კეტლინს ანიშნა, თავის წინაშე მოიხმო და ხელზე ქაღალ-
დივით მშრალი კოცნით შეეხო. – აჰა, – განაცხადა, – ახლა, რო-
დესაც თავაზიანობას ხარკი მოვუხადე, იქნებ ჩემმა შვილებმა პა-
ტივი დამდონ და ხმა ჩაიკმინდონ. რატომ ხარ აქ?
– რათა გთხოვო, კარიბჭეები გაგვიხსნა, მილორდ, – თავა-
ზით მოახსენა კეტლინმა, – ჩემი ვაჟი და მისი მებაირაღე ლორ-
დები ძლიერ მოწადინებულები არიან, მდინარე გადალახონ და
გზას ეწიონ.
– რივერანისკენ? – ჩაიხითხითა მან, – ო, არაა აუცილებელი,
რომ მითხრა, სულაც არაა. ჯერ არ დავბრმავებულვარ. ბერიკაცს
ჯერაც შეუძლია რუკების კითხვა.
– რივერანისკენ, – დაუდასტურა კეტლინმა. უარყოფის აზრს
ვერ ხედავდა, – სადაც მეგონა, რომ შენც იქნებოდი, მილორდ.
ჯერაც მამაჩემის მებაირაღე ხარ, ასე არაა?
– ჰეჰ, – წარმოთქვა ლორდმა ვოლდერმა, იცინოდა თუ ხვნე-
შოდა, ვერ გაიგებდი, – ჩემს ხმლოსნებს მოვუწოდე, დიახ, აქ
არიან, ხომ ხედავ კიდევაც მათ, გალავნის თავზე. ვაპირებდი,
როგორც კი მთელ ჩემს ძალას შემოვიკრებდი, მაშინვე დავძრუ-
ლიყავი. ანუ ჩემი ვაჟები გამეგზავნა. თავად მე ლაშქრობებს დი-
დი ხანია, გამოვეთხოვე, ლედი კეტლინ, – მან მიმოიხედა, რო-
გორც ჩანს, დადასტურებას ელოდა, და ორმოცდაათიოდე წლის
მაღალ, ბეჭებში მოხრილ კაცს მიათითა, – უთხარი, ჯარედ. უთ-
ხარი ლედის, ამას რომ განვიზრახავდი.
– ეგრე განიზრახავდა, მილედი, – თქვა სერ ჯარედ ფრეიმ, მე-
ორე ლედი ფრეის ვაჟთაგან ერთ-ერთმა, – სიტყვას გაძლევთ.

960
– განა ჩემი ბრალია, რომ შენმა ბრიყვმა ძმამ ბრძოლა მანამდე
წააგო, სანამ გასვლას მოვახერხებდით? – იგი თავის ბალიშებზე გა-
დაწვა და ბღვერით შეხედა, თითქოსდა შესადავებლად იწვევდა, –
ასე მითხრეს, მეფისმკვლელმა მის ლაშქარში ისე გაიარა, როგორც
ნაჯახმა – ჭყინტ ყველში. რატომ უნდა გაეჩქარონ ჩემი ბიჭები სამ-
ხრეთისკენ სასიკვდილოდ? ყველა, ვინც კი სამხრეთისკენ წავიდა,
ისევ ჩრდილოეთისკენ მორბის.
კეტლინი სიხარულით ააგებდა შამფურზე ამ ჯაჯღანა ბერიკაცს
და ნელ ცეცხლზე შეწვავდა, მაგრამ ხიდის გასახსნელად დრო მხო-
ლოდ საღამომდე ჰქონდა. ამიტომ მშვიდად თქვა:
– მით მეტი მიზეზი მოგვეპოვება, რომ უეჭველად ჩავიდეთ რივე-
რანში, და თანაც სწრაფად. სად შეგვიძლია გავიდეთ სასაუბროდ,
მილორდ?
– ახლა უკვე ვსაუბრობთ, – წაიბუზღუნა ლორდმა ფრეიმ. მისი
დალაქავებული ვარდისფერი თავი მკვეთრად მიტრიალ-მოტრიალ-
და, – რას მომჩერებიხართ ყველანი? – დაუყვირა თავის ნაშიერებს,
– გაეთრიეთ აქედან! ლედი სტარკს ჩემთან პირისპირ სურს საუბა-
რი. იქნებ ფიქრად აქვს, ჩემს უმანკოებას მოუსინჯოს კბილი, ჰეჰ. გა-
დით, ყველანი, რამე სასარგებლო საქმეს მოჰკიდეთ ხელი. ჰო,
შენც, ქალო. გადით, გადით, გადით! – მისი ძეები, შვილიშვილები,
ასულები, ბუშები, დისა და ძმისშვილები დარბაზიდან რომ გაედინ-
ნენ, ბერიკაცი კეტლინისკენ გადაიხარა და გაუმხილა, – ეგენი ყვე-
ლანი ჩემს სიკვდილს უცდიან. სტევრონმა უკვე ორმოცდაათი წელი-
წადი იცადა, მაგრამ მე სულ იმედს ვუცრუებ. რატომ უნდა მოვკვდე
მარტო იმიტომ, რომ მას შეეძლოს, ლორდი იყოს? გეკითხები.
არ ვიზამ მაგას.
– დიდი იმედი მაქვს, ას წელიწადს მიაღწევ.
– ეგ ნამდვილად გადარევდათ. ოჰ, ნამდვილად. ჰოდა, რა გინ-
დოდა, გეთქვა?
– მდინარეზე გვინდა გადასვლა, – უთხრა კეტლინმა.

961
– ოხ, მართლა? რა პირდაპირაა ნათქვამი. რატომ უნდა გაგა-
ტაროთ?
წამით ქალში ბრაზმა იფეთქა.
– საკუთარ ქონგურებზე აძრომის ძალა რომ შეგრჩენოდა,
ლორდო ფრეი, დაინახავდი, რომ ჩემს ვაჟს შენს გალავანთან
ოცი ათასი მეომარი ჰყავს მოყენებული.
– ჰოდა, ოცი ათას თბილ-თბილ გვამად გადაიქცევიან, ლორ-
დი ტაივინი აქ რომ მოაღწევს, – არ შეეპუა ბერიკაცი, – ნუ ცდი-
ლობ, დამაშინო, მილედი. შენი ქმარი წითელი ციხის ქვეშ რომე-
ლიღაც დილეგში ლპება, მამაშენი ავადაა, იქნებ კვდება კიდე-
ვაც, ჯეიმი ლანისტერს კი შენი ძმა ტყვედ ჰყავს ჩაგდებული. რა
გაქვს ისეთი, რისაც უნდა მეშინოდეს? ის შენი შვილი? ძეს ძეში
გამოგიბრი და მე კიდევ თვრამეტი დამრჩება, როდესაც შენები
ყველა დაიხოცება.
– მამაჩემისთვის ფიცი გაქვს მიცემული, – შეახსენა კეტლინ-
მა.
მან ღიმილით გადაიქნია თავი.
– ო, მართლაც, რაღაც სიტყვები კი წარმოვთქვი, მაგრამ, ასე
მახსოვს, გვირგვინსაც შევფიცე. ახლა მეფე ჯოფრია, ეს კი ნიშ-
ნავს, რომ შენც, შენი ბიჭიც და ყველა ის შტერი, გარეთ რომ
დგას, მეამბოხეები ხართ და სხვა არაფერი. იმდენი გონი მაინც
თუ მაქვს, რაც ღმერთს თუნდაც თევზისთვის გაუმეტებია, მაშინ
ლანისტერებს თქვენს მოთუხთუხებაში დავეხმარებოდი.
– და რატომ არ შვრები? – გამოიწვია კეტლინმა.
ლორდმა ვოლდერმა აგდებით ჩაიფრუტუნა.
– ლორდი ტაივინ ამაყი და ბრწყინვალე, დასავლეთის მცვე-
ლი, მეფის მარჯვენა – ო, რა დიდებული მამრია, იგი და მისი ოქ-
როს ესა და ოქროს ისა და ლომები აქ და ლომები იქ... ნაძლევს
დაგიდებ, ბევრ ლობიოს რომ შეჭამს, ქარებს ჩემსავით უშვებს,
მაგრამ განა გამოტყდება ამაში, აჰ, არასოდეს. და, როგორც არ

962
უნდა იყოს, ასე ნეტავ რაზე იბრიქება? ორად ორი ძე ჰყავს, და იმათ-
განაც ერთი დაჯღანული ჩია ურჩხულია. ძეს ძეში გამოვუბრი და მე
კიდევ ცხრამეტ-ნახევარი დამრჩება, მაგისები ყველა რომ დაიხოცე-
ბა! – მან ჩაიქირქილა, – თუკი ლორდ ტაივინს უნდა დავეხმარო, შე-
უძლია იკადროს და მთხოვოს.
კეტლინს სწორედ ამის გაგონება უნდოდა.
– მე გთხოვ დახმარებას, მილორდ, – უთხრა მორჩილად, – მა-
მაჩემიც, ჩემი ძმაც, ჩემი ლორდი-მეუღლეც და ჩემი ძეებიც გთხოვენ
ჩემი პირით. ლორდმა ვოლდერმა გაძვალტყავებული თითი სახეში
მიაშვირა.
– შენთვის შეინახე ეგ ტკბილი სიტყვები, მილედი. ტკბილი სიტ-
ყვები ცოლისგან მესმის. ხომ ნახე იგი? თექვსმეტი წლისაა, პატარა
ყვავილი, და მისი ნექტარი მხოლოდ მე მეკუთვნის. ნაძლევს დავ-
დებ, გაის ამ დროს ძეს გამიჩენს. შეიძლება, მემკვიდრედ ის დავტო-
ვო, ეს ხომ გადარევს ყველა დანარჩენს?
– დარწმუნებული ვარ, მრავალ ძეს გაგიჩენს.
მან თავი ააკანტურა.
– შენი ლორდი-მამა ქორწილში არ მოსულა. შეურაცხყოფად მი-
ვიღე. თუნდაც რომ კვდებოდეს. არც იმის წინა ქორწილზე მოვიდა.
მოსვლა-გვიან ლორდ ფრეის მეძახის, ხომ იცი. ფიქრობს, რომ მოვ-
კვდი? არ მოვმკვდარვარ, და გპირდები, მასაც გავაცილებ იმქვეყ-
ნად, ისევე, როგორც მამამისი უკვე გავაცილე. შენი ოჯახი ყოველ-
თვის ფეხებზე მიკიდებდა, ნუ უარყოფ ახლა, ნუ იცრუებ, შენც იცი,
მართალს ვამბობ. წლების წინ მამაშენს მივადექი და შევთავაზე, მი-
სი ძე და ჩემი ასული დაგვექორწინებინა. რატომაც არა? შერჩეუ-
ლიც მქონდა, თუ რომელი ასული: მშვენიერი გოგონა, ედმურზე
სულ რამდენიმე წლით უფროსი, მაგრამ თუკი შენს ძმას მასზე გული
არ მიუვიდოდა, სხვებიც მყავდა, ვინც შეეძლო აერჩია, ყმაწვილე-
ბიც, უფროსებიც, ქალწულებიც, ქვრივებიც – როგორსაც კი ისურ-
ვებდა. არა, ლორდ ჰოსტერს ამის გაგონებაც არ უნდოდა. ტკბილად

963
მელაპარაკა, ბოდიშებით, მაგრამ მე ბოდიშები კი არა, ასულის
დაბინავება მინდოდა. და შენი დაც, ისიც არაფრითაა უკეთესი.
ერთი წლის წინ, მეტის არა, ჯონ ერინი ჯერ კიდევ მეფის მარჯვენა
რომ იყო, ქალაქს წავედი, რომ მენახა, ჩემი შვილები ტურნირზე
როგორ გამოვიდოდნენ. სტევრონი და ჯარედი ასპარეზისთვის
უკვე ბებრები არიან, მაგრამ დანველი და ჰოსტინი წავიდნენ,
პერვინიც, ორმა ჩემმა ბუშმა კი ხელჩართულში სცადა ბედი. რომ
მცოდნოდა, რა სირცხვილს მაჭმევდნენ, არასოდეს შევიწუხებდი
თავს და იქ არ წავიდოდი. მთელი ეს გზა იმიტომ გავიარე, რომ
მენახა, ტაირელის ლეკვი ჰოსტინს როგორ გადმოაყირავებდა
ცხენიდან? გეკითხები. ბიჭი ორჯერ პატარაა, სერ გვირილას ეძა-
ხიან თუ რაღაც ეგეთს. დანველი კი ზღუდის რაინდმა ჩამოაგდო!
ზოგჯერ მეეჭვება, ეგ ორი მართლაც ჩემებია თუ არა. ჩემი მესამე
ცოლი კრეიკჰოლი იყო, მაგათი ქალები კი ყველანი ბოზები
არიან. მაგრამ ეგ არ ინაღვლო, დაბადებული. არ იყავი, ის რომ
მოკვდა. შენს დაზე გეუბნებოდი. ვივარაუდე, ლორდ და ლედი
ერინებს ორი ჩემი შვილიშვილი სამეფო კარზე აღეზარდათ, და
შევთავაზე, მათი შვილი მე წამომეყვანა და აქ, ტყუპებში აღმე-
ზარდა. ჩემი შვილიშვილები, რა, სამეფო კარზე გამოსაჩენები
არ არიან? საყვარელი ბიჭები არიან, წყნარები, ზრდილები.
ვოლდერი მერეტის ძეა, ჩემი სახელი ჰქვია, მეორე კი... ჰეჰ, ვერ
ვიხსენებ... შეიძლება, ისიც ვოლდერია, ყველას ვოლდერს არ-
ქმევენ, რომ მომაწონონ, მაგრამ მამამისი... ნეტა რომლის იყო?
– სახე მოჭმუხნა, – ჰოდა, ვინც არ უნდა ყოფილიყო, ლორდ ერი-
ნს არ უნდოდა აყვანა, არც მეორის, და ამაში შენს ლედი-დას
ვდებ ბრალს. ისეთი ყინულის ეკლები დაისხა, თითქოს ვთავა-
ზობდი, მისი ბიჭი ჯამბაზებისთვის მიმეყიდა ან დამესაჭურისები-
ნა, და როდესაც ლორდმა ერინმა მითხრა, ბავშვი დრაკონის
ქვაზე მიდის და სტანის ბარათეონი აღზრდისო, ქალი უსიტყვოდ

964
და უბოდიშოდ გავარდა ოთახიდან და მარჯვენას ისღა დარჩენოდა,
ბოდიშები ეხადა. ბოდიშები რაში მარგია? გეკითხები.
კეტლინმა შუბლი შეჭმუხნა, შფოთმა შეიპყრო.
– მე როგორც გავიგე, აპირებდნენ, ლიზას ბიჭი კასტერლის
კლდეზე გაეგზავნათ ლორდ ტაივინთან.
– არა, ლორდ სტანისთან, – გაანჩხლდა ვოლდერ ფრეი, – გგო-
ნია, ლორდ სტანისს ლორდ ტაივინისგან ვერ ვარჩევ? კი, ორივე სა-
კუარია და ორივეს თავი მოაქვს, აქაოდა, ისე კეთილშობილი ვარ,
ჯმა არ მეკადრებაო, მაგრამ ნუ გეშინია, ერთს მეორისგან მაინც
ვარჩევ. თუ გგონია, ისე ბებერი ვარ, არ მემახსოვრება? ოთხმოც-
დაათის ვარ და ყველაფერი ძალიან კარგად მახსოვს. ისიც მახსოვს,
ქალთან რა უნდა ვაკეთო. ის ჩემი ცოლი გაის ამ დრომდე ვაჟს გამი-
ჩენს, დაგენაძლავები, თუ გინდა. ან ასულს, რას იზამ. ბიჭი თუ გო-
გო, მაინც წითელი, დაჭმუჭნილი და მჩხავანა იქნება და, ძალიანაც
შეიძლება, დედამისმა ვოლდერის ან ვალდას დარქმევა მოუნდო-
მოს.
კეტლინს არ ანაღვლებდა, ლედი ფრეი თავისი ბავშვისთვის რა
სახელს ინდომებდა.
– ჯონ ერინი აპირებდა, თავისი ძე ლორდ სტანისთან აღეზარდა?
ზუსტად იცი?
– ჰო, ჰო, ჰო, – მიუგო ბერიკაცმა, – მაგრამ მოკვდა და ამას რა-
ღა მნიშვნელობა აქვს? ამბობ, მდინარეზე გინდათ გადასვლა?
– გვინდა...
– ჰოდა, არ შეგიძლიათ! – მოუჭრა ლორდმა ვოლდერმა, – მე
თუ არ გაგატარებთ. მე კი რატომ უნდა გაგატაროთ? ტალები და
სტარკები ჩემი მეგობრები არასოდეს ყოფილან, – იგი სკამის სა-
ზურგეზე გადაწვა, მკლავები გადაიჯვარედინა და პასუხის მოლო-
დინში კეტლინს კმაყოფილი ღიმილით მიაჩერდა.
ამის მერე უკვე ვაჭრობაღა იყო.

965
გაფუებული წითელი მზე დასავლეთის გორაკების თავზე ეკი-
და, როდესაც ციხის კარიბჭე გაიღო. ასაწევი ხიდი ჭრიალით და-
ეშვა დაბლა, ცხაური ჯალამბრებით აზიდეს და ამხედრებული
ლედი კეტლინ სტარკი თავის ძესთან და მის მებაირაღე ლორ-
დებთან გამოვიდა. მას უკან მოჰყვებოდნენ სერ ჯარედ ფრეი,
სერ ჰოსტინ ფრეი, სერ დანველ ფრეი და ლორდ ვოლდერის ბუ-
ში ძე რონელ რივერსი, რომლებიც ლურჯ ფოლადის ჯაჭვებსა და
მოვერცხლისფრო რუხ მოსასხამებში გამოწყობილი შუბოსნე-
ბის გრძელ მწკრივებს მოუძღოდნენ.
რობი მათ შესახვედრად გაჭენდა, რუხი ქარიც მისი ულაყის
გვერდით გარბოდა.
– შესრულებულია, – უთხრა ქალმა, – ლორდი ვოლდერი
მდინარეზე გადაგიშვებს. მისი ჯარიც შენია, მხოლოდ ოთხასამ-
დე მებრძოლს დაიტოვებს ტყუპების დასაცავად. შევთავაზე, რომ
ოთხასსაც შენსას დაუტოვებდი, მოისარების და ხმლოსნების შე-
რეულ რაზმს. თავისი გარნიზონის გაძლიერებაზე უარის თქმა
გაუჭირდება... მაგრამ მათ მეთაურად ისეთი კაცი დაუტოვე, რო-
მელსაც ნამდვილად ენდობი. ლორდ ვოლდერს შესაძლოა, ერ-
თგულების შესანარჩუნებლად დახმარება დასჭირდეს.
– როგორც იტყვი, დედა, – რობი შუბოსნების წყებებს უმზერ-
და, – იქნებ... სერ ჰელმან ტოლჰარტი, რას ფიქრობ?
– მშვენიერი არჩევანია.
– ჩვენ... ჩვენგან რა ისურვა?
– თუკი რამდენიმე მებრძოლის გამოყოფა შეგიძლია, მინდა
რაზმი, რომელიც ლორდ ფრეის ორ შვილიშვილს ჩრდილოე-
თით წაიყვანდა და ვინტერფელამდე მიაცილებდა, – უთხრა
ქალმა, – მათ აღსაზრდელებად აყვანას დავყაბულდი. პატარა
ბიჭები არიან, შვიდი და რვა წლისა. როგორც ჩანს, ორივეს
ვოლდერი ჰქვია. ნამდვილად, შენს ძმა ბრანს გაახარებს თანა-
ტოლი ბიჭების ახლოს ყოფნა.

966
– სულ ესაა? ორი აღსაზრდელი? ეს საკმაოდ მცირე ფასია...
– ლორდ ფრეის ვაჟი, ოლივარი ჩვენ წამოგვყვება, – განაგრძო
მან, – შენს პირად საჭურველთმტვირთველად იმსახურებს. მამა-
მისს სურს, თავის დროზე იგი რაინდად იკურთხოს.
– საჭურველთმტვირთველი, – მხრები აიჩეჩა რობმა, – მშვენი-
ერია, ძალიან კარგი, თუკი ის...
– აგრეთვე, თუკი შენი და, არია მშვიდობით დაგვიბრუნდება,
შევთანხმდით, რომ ცოლად გაჰყვება ლორდ ვოლდერის უმცროს
ვაჟს, ელმარს, როდესაც ორივეს ასაკი მოუწევს.
რობი შემცბარი ჩანდა.
– არიას ეს არაფრად მოეწონება.
– შენ კი, ბრძოლები რომ დასრულდება, მისი ერთი ასულთაგანი
უნდა შეირთო, – დაასრულა კეტლინმა, – ბატონმა ლორდმა გუ-
ლისხმიერად დაგრთო ნება, აირჩიო, რომელიც მოგეწონება. მას
ბევრი ჰყავს ისეთი, ვინც საამისოდ შესაფერისი ჰგონია.
მისდა სასახელოდ, რობი არ შემკრთალა.
– გასაგებია.
– თანახმა ხარ?
– უარის თქმა შემიძლია?
– არა, გადასვლა თუ გინდა.
– თანახმა ვარ, – კუშტად წარმოთქვა რობმა. კეტლინს ვაჟი
არასდროს მოსჩვენებია ასე მამაკაცური. ბიჭებმა შეიძლება ხმლე-
ბითაც ითამაშონ, მაგრამ საქორწინო შეთანხმებას დებს მხოლოდ
ლორდი, რომელმაც იცის, თუ რას ნიშნავს ეს.
მდინარე მოსაღამოებულზე გადალახეს, როდესაც მდინარეზე
ნამგალა მთვარე ტივტივებდა. ორმაგი კოლონა ვეება ფოლადის
გველივით შეიკლაკნა აღმოსავლეთ ტყუპის კარიბჭეში, შიდა ეზოსა
და ციხეში გასრიალდა, ხიდი გადაიარა და მეორე კოშკის კარიბჭი-
დან დასავლეთ ნაპირზე გამოვიდა.

967
ამხედრებული კეტლინი გველის თავში მიდიოდა, თავის ვაჟ-
თან, ბიძამის სერ ბრინდენთან და სერ სტევრონ ფრეისთან ერ-
თად. უკან მათ მხედართა ცხრა მეათედი მისდევდათ: რაინდები,
შუბოსნები, თავისუფალი მხედრები, ცხენოსანი მოისარები. ყვე-
ლას გადასვლას რამდენიმე საათი დასჭირდა. მერე და მერე კეტ-
ლინს გაახსენდებოდა ასაწევ ხიდზე აურაცხელი ფლოქვების
თქარუნი; საკაცეში მწოლი ლორდი ვოლდერ ფრეი, მათ სვლას
რომ უცქერდა; წყლის კოშკის გავლისას მკვლელ ხვრელებში
დანახული მოელვარე თვალები.
ჩრდილოეთის ლაშქრის უდიდესი ნაწილი, შუბოსნები,
მშვილდოსნები და შეიარაღებულ ქვეითთა აურაცხელი სიმრავ-
ლე აღმოსავლეთ ნაპირზე დარჩა რუს ბოლტონის სარდლობით.
რობმა მას უბრძანა, სამხრეთისკენ სვლა განეგრძო და ჩრდი-
ლოეთისკენ უზარმაზარი ლაშქრით დაძრულ ლორდ ტაივინს
აღსდგომოდა წინ.
მისდა სასიკეთოდ თუ სავალალოდ, რობმა კამათელი აყარა.

968
ჯონი

969
– კარგად ხარ, სნოუ? – ჰკითხა შუბლშეკრულმა მორმონტმა.
– კარგად, – დაიყრანტალა ყორანმა, – კარგად!
– დიახ, მილორდ, – იცრუა ჯონმა... რიხიანად, თითქოს ხმა-
მაღლა თქმა მის სიტყვებს სიმართლედ აქცევდა, – თქვენ?
მორმონტი მოიღუშა.
– მკვდარი კაცი მოკვლას მიპირებდა. კარგად უნდა ვიყო? –
ნიკაპის ქვეშ დაიფხანა. გაბურძგნილი რუხი წვერი მისთვის
ცეცხლს მოეტრუსა და ამიტომ შეეკვეცა. ახალმოზრდილი ჭაღა-
რა ბაკენბარდები უფრო მოხუცს, პატივაყრილს და გაჯავრებულს
აჩენდა, – კარგად არ გამოიყურები. ხელი როგორ გაქვს?
– მირჩება, – ჯონმა შებანდული თითები მის დასანახად მო-
ღუნა.
ცეცხლწაკიდებულ ფარდას ხელი რომ სტაცა, იმაზე უარესად
დაიწვა, ვიდრე იფიქრებდა, და ახლა მარჯვენა ხელი თითქმის
იდაყვამდე აბრეშუმის ნაჭრით ჰქონდა შეხვეული. მაშინ არაფე-
რი უგრძნია; ტკივილი მერე ეწვია. დახეთქილი წითელი კანიდან
სითხე სდიოდა, თითებს შორის საზარელი, ხოჭოებივით სქელი,
სისხლიანი ბებერები აჯდა, – მაისტერი ამბობს, ნაიარევები და-
გეტყობა, მაგრამ ხელი ადრინდებულად ჯანსაღი გექნებაო.
– ნაიარევებს არა უშავს. კედელზე ნახევარჯერ მაინც ხელ-
თათმანები გეცმევა.
– როგორც ბრძანებთ, მილორდ, – ჯონს ნაიარევები არ
ადარდებდა. დანარჩენი ბევრად უარესი იყო. მაისტერ ეიმონმა
ყაყაჩოს რძე დაალევინა, მაგრამ ტკივილი მაინც აუტანელი იყო.
თავიდან ეგონა, თითქოს თითებზე ჯერაც ცეცხლი ეკიდა, დღედა-
ღამ ალი ჰქონდა მოდებული. შვებას მხოლოდ მაშინ გრძნობდა,
თუ ხელებს თოვლით და ყინულის ნაფხეკით სავსე თასში ჩაყოფ-
და. ჯონი ღმერთებს მადლობდა, რომ ლანდის გარდა ვერავინ
ხედავდა, საწოლში ტკივილით რომ იკლაკნებოდა და სლუკუნებ-

970
და. ხოლო როდესაც ბოლოს და ბოლოს ძილი წაიღებდა, სიზმრებს
ხედავდა, და ეს უარესიც კი იყო. მის სიზმარში გვამს, რომელსაც ებ-
რძოდა, ლურჯი თვალები, შავი ხელები და მამამისის სახე ჰქონდა,
მაგრამ მორმონტს ამას როგორ ეტყოდა.
– წუხელ დივენი და ჰეიკი დაბრუნდნენ, – უთხრა ბებერმა დათ-
ვმა, – ბიძაშენის კვალსაც ვერ მიაგნეს, ისევე, როგორც სხვებმა.
– ვიცი, – ჯონმა თავს აიძულა, საერთო დარბაზში მიჩანჩალებუ-
ლიყო და მეგობრებთან ერთად ევახშმა, იქ კი აეშაგების ხელის მო-
ცარვის გარდა, სხვაზე არც არაფერზე ლაპარაკობდნენ.
– იცი, – ჩაიბურტყუნა მორმონტმა, – ნეტა როგორ ხდება, რომ
გარშემო ყველამ ყველაფერი იცის? – ეტყობა, პასუხს არ ელოდა, –
როგორც ჩანს, მხოლოდ ორი იყო ის... ის არსება, თუ რაღაც, კაცს
იმას არ დავარქმევ. და მადლობა ღმერთებს. მეტი რომ ყოფილი-
ყო... კაი, ჯობს, ამაზე არ ვიფიქროთ. მაგრამ ანი იქნება მეტი. მაგას
ამ ჩემი ბებერი ძვლებით ვგრძნობ, მაისტერ ეიმონიც მეთანხმება.
ცივი ქარები იწყებენ ქროლას. ზაფხული მიიწურა და ზამთარი მო-
დის, ისეთი, როგორიც ამ სამყაროს ჯერ არ უნახავს.
ზამთარი მოდის. სტარკების თქმა ჯონს არასოდეს ჩასმენია ყურ-
ში ისე პირქუშად და ავის მომასწავებლად, როგორც ახლა.
– მილორდ, – ჰკითხა ყოყმანით, – ამბობენ, წუხელ ფრინველი
მოსულაო?
– კი, იყო. და რაო?
– იმედი მქონდა, რამე გამეგო მამაზე.
– მამაზე, – გასცინა ბებერმა ყორანმა და მორმონტის მხარზე
თავის ქნევით მოინაცვლა ფეხი, – მამაზე.
ლორდ-მეთაურმა ხელი გაიწოდა, ნისკარტზე თითები რომ მო-
ეჭირა და დაედუმებინა, მაგრამ ყორანი თავზე აასკუპდა, ფრთები
ააფართხუნა, ოთახი გადაიფრინა და ფანჯრის თავზე დაეშვა, – შარი
და ხმაური, – ჩაიბუზღუნა მორმონტმა, – ეს ყორნები სხვა არაფერში
გარგია. რატომ ველოლიავები ამ ჭირიან ჩიტს... ლორდ ედარდზე

971
რამე ახალი რომ შემეტყო, როგორ გგონია, არ დაგიბარებდი?
ბუში ხარ თუ რა, მისი სისხლი და ხორცი ხარ მაინც. წერილი სერ
ბარისტან სელმის შეეხებოდა. როგორც ჩანს, მეფის ქეშიკობი-
დან დაითხოვეს. მისი ადგილი იმ შავ ძაღლს მისცეს, კლეგეინს,
სელმის კი ეძებენ, როგორც მოღალატეს. იმ შტერებმა მის შესაპ-
ყრობად ვიღაც მცველები გაგზავნეს, მაგრამ ორი მათგანი მოკ-
ლა და გაიქცა, – მორმონტმა ჩაიფრუტუნა, ცხადად ეტყობოდა,
რასაც ფიქრობდა მათზე, ვისაც აზრად მოუვიდა, ბარისტან მამა-
ცივით სახელგანთქმული რაინდისთვის ოქროსმოსასხამიანები
მიესია, – ტყეში თეთრი ლანდები დაბორიალებენ, ჩვენს დარბა-
ზებში მოუსვენებელი მკვდრები დაძრწიან, რკინის ტახტზე კი უმ-
წიფარი ბიჭი ზის, – წარმოთქვა აგდებით.
ყორანი ყურისწამღებ სიცილს მოჰყვა:
– ბიჭი, ბიჭი, ბიჭი, ბიჭი!
ჯონს გაახსენდა, რომ ბებერი დათვი მთელ იმედს სერ ბარის-
ტანზე ამყარებდა. თუკი იგი გაიკიცხა, ვინღა იღებდა ყურად მორ-
მონტის წერილებს? ხელი მუშტად შეეკრა. დამწვარ თითებში
ტკივილმა დაუარა. – ჩემს დებზე რა ისმის?
– წერილში ლორდი ედარდი ან გოგონები ნახსენები არ ყო-
ფილან, – მან მოუთმენლად აიჩეჩა მხრები, – იქნებ ჩემი წერი-
ლი არც მიუღიათ. ეიმონმა ორ პირად გაგზავნა და თავის საუკე-
თესო ფრინველებს გაატანა, მაგრამ ვინ იცის? ან, რაც უფრო სა-
ფიქრებელია, პაიცელმა პასუხის გაცემა არ იკადრა. ეს არც პირ-
ველი იქნება და არც უკანასკნელი. ვშიშობ, მეფის საბიჯელზე ჩი-
რადაც არავინ გვაგდებს. იმას გვეუბნებიან, რაც თავად სურთ,
რომ ვიცოდეთ, ეს კი საკმაოდ ცოტაა.
შენც ზუსტად იმას მეუბნები, რაც გსურს, ვიცოდე, ეგ კი უფრო
ნაკლებიცაა, წყრომით გაიფიქრა ჯონმა. მისმა ძმამ, რობმა ბა-
ირაღებს მოუწოდა და სამხრეთისკენ საომრად გაჭენდა, მაგრამ

972
ამაზე სიტყვაც არავინ ჩააწვეთა ყურში... არავინ, სემუელ ტარლის
გარდა, რომელმაც მაისტერ ეიმონს წაუკითხა წერილი და იმავე ღა-
მით საიდუმლოდ მოუთხრო ჯონს მისი შინაარსი, თან სულ იმას
იმეორებდა, რომ ასე არ უნდა მოქცეულიყო. უეჭველია, ფიქრობ-
დნენ, რომ ძმის ომი მას არ ეხებოდა. ამ ამბავმა იმაზე მეტად ააფო-
რიაქა, ვიდრე იფიქრებდა. რობი სალაშქროდ მიდიოდა, თავად კი –
არა. სულერთია, რამდენიც არ უნდა ემეორებინა გულში, რომ მისი
ადგილი ახლა აქ იყო, კედელზე, თავის ახალ ძმებთან – თავს მაინც
მხდალად გრძნობდა.
– ფეტვი! – გაჰყვიროდა ყორანი, – ფეტვი, ფეტვი:
– ოხ, ჩაიგდე ხმა, – უთხრა ბებერმა დათვმა, – სნოუ, რას ამბობს
მაისტერ ეიმონი, როდის შეგეძლება ხელის ხმარება?
– მალე, – მიუგო ჯონმა.
– კარგია, – მათ შორის მდგარ მაგიდაზე ლორდმა მორმონტმა
დიდი ხმალი დადო, ხმალს ვერცხლით დაზოლილი შავი ლითონის
ქარქაში ჰქონდა, – აჰა. მაშ, ამისთვისაც მზად იქნები.
ყვავი მოფრთხიალდა და მაგიდაზე დაჯდა, ბღენძით გააბიჯა
ხმლისკენ, თავი ცნობისწადილით დაეხარა გვერდზე. ჯონი შეყოყ-
მანდა. გუმანიც არ ჰქონდა, რას ნიშნავდა ეს.
– მილორდ?
– ცეცხლმა კოტადან ვერცხლი ჩამოადნო და ვადა და ტარი და-
უწვა. გამომშრალი ტყავი და ძველი ხე იყო, აბა რა მოუვიდოდა? აი,
პირი... ამ პირის დასაზიანებლად ასჯერ უფრო მწველი ცეცხლია სა-
ჭირო, – მორმონტმა ქარქაში მუხის უხეშ ფიცრებზე გაასრიალა, –
დანარჩენი თავიდან გავაკეთებინე. აიღე.
– აიღე, – გამოეხმაურა ყორანი, – აიღე, აიღე!
ჯონმა მოუქნელად აიღო ხმალი ხელში. მარცხენა ხელში; გადახ-
ვეული მარჯვენა ჯერაც ძლიერ მტკივანი და უძრავი ჰქონდა.
ფრთხილად ამოიღო ქარქაშიდან და თვალების გასწვრივ დაიჭირა.

973
კოტა ტყვიით დამძიმებული მქრქალი ქვისა ჰქონდა, გრძელი
პირის დასაბალანსებლად. დაღრენილი მგლის სახედ იყო გა-
მოთლილი, თვალებად ძოწის ნამსხვრევები ესვა. ტარი ახალთა-
ხალი ტყავისა ჰქონდა, რბილი და შავი, ოფლით თუ სისხლით
დაულაქავი. თავად პირი ნახევარი ფუტით მაინც უფრო გრძელი
იქნებოდა, ვიდრე ის ხმლები, რომლების ქნევასაც ჯონი შესჩვე-
ოდა; ლითონს სამი ღრმა ღარი გასდევდა. ყინული თუ ნამდვილი
საორხელე ორლესული იყო, ეს ხელნახევარა ჩანდა, ასეთს ზოგ-
ჯერ ბასტარდს, ბუშ-ხმალსაც უწოდებენ ხოლმე. მაგრამ მგლის-
თავა ხმალი უფრო მსუბუქი ჩანდა, ვიდრე ის მახვილები, ადრე
რაც სჭეროდა ხელში. ცერად რომ შეატრიალა, მუქ ფოლადში
მკრთალი ტალღები დალანდა, ლითონის მრავალგზისი გადა-
კეცვის კვალი.
– ეს ვალირიული ფოლადია, მილორდ, – წარმოთქვა გაოგ-
ნებულმა. მამას საკმაოდ ბევრჯერ დაუჭერინებია მისთვის ყინუ-
ლი; ცნობდა ამ ელვარებას, ამ შეგრძნებას.
– ასეა, – დაუდასტურა ბებერმა დათვმა, – ეს მამაჩემის ხმა-
ლი იყო, მანამდე – მამამისის. ხუთი საუკუნეა, რაც მას მორმონ-
ტები ატარებენ. თავის დროზე მე მერგო და, შავი რომ შევიმოსე,
ჩემს ვაჟს გადავეცი.
თავისი შვილის ხმალს მაძლევს. ჯონს ვერ დაეჯერებინა. ხმა-
ლი უნატიფესად იყო დაბალანსებული. სხივდაკრული წიბო
მკრთალად უელავდა.
– თქვენი ძე...
– ჩემმა ძემ მორმონტების გვარს პატივი აჰყარა, მაგრამ იმის
ნამუსი ეყო, ხმალი დაეტოვებინა, როდესაც გარბოდა. ჩემმა დამ
შესანახად მე დამიბრუნა იგი, მაგრამ მისი დანახვაც კი იორაჰის
თავლაფდასხმას მაგონებდა, ამიტომ შორს გადავინახე და აღა-
რც გამხსენებია, სანამ ჩემი საძინებლის ფერფლში არ ვიპოვეთ.
თავდაპირველად კოტად დათვის თავი ჰქონდა, ვერცხლისა, ისე

974
გაცვეთილი, რომ ნაკვეთი არც გაირჩეოდა. ვიფიქრე, შენთვის თეთ-
რი მგელი უფრო შესაფერისი იქნებოდა. ერთი ჩვენი მშენებელი ოს-
ტატურად კვეთს ქვას.
ჯონი ბრანისხელა რომ იყო, როგორც ყველა ბიჭი, ისიც ოცნე-
ბობდა ხოლმე საგმირო საქმეებზე. ოცნებიდან ოცნებაში მისი გმი-
რობები სახეს იცვლიდა, მაგრამ საკმაოდ ხშირად წარმოიდგენდა,
როგორ გადაარჩენდა მამას სასიკვდილო საფრთხისგან. შემდგომ
ლორდი ედარდი აცხადებდა, რომ ჯონმა დაამტკიცა, ნამდვილი
სტარკი რომ იყო, და ხელში ყინულს უდებდა. უკვე მაშინაც კი ხვდე-
ბოდა, რომ ეს ბავშვური სისულელე იყო; არც ერთ ბუშს არ უნდა
ჰქონოდა იმედი, რომ მამის ხმალს იპყრობდა ხელში. ამ ოცნების
გახსენებაზეც კი სირცხვილი წვავდა. საკუთარ ძმას პირმშოობას რა
კაცი უნდა შესცილებოდა? არ მაქვს ამის აღების უფლება, გაიფიქრა,
ისევე, როგორც ყინულზე არ მაქვს უფლება. დამწვარი თითები შე-
უთრთოლდა, კანქვეშ ტკივილმა დაუწყო ფეთქვა.
– მილორდ, დიდ პატივს მდებთ, მაგრამ...
– შენი „მაგრამების“ გაგონებაც არ მინდა, ბიჭო, – გააწყვეტინა
ლორდმა მორმონტმა, – ახლა აქ კი არ ვიჯდებოდი, შენ და ის შენი
მხეცი რომ არა! მამაცფრად იბრძოდი... და, მეტიც, სწრაფად აზროვ-
ნებდი. ცეცხლი! დიახ, დასწყევლონ ღმერთებმა. უნდა გვცოდნოდა.
უნდა გვხსომებოდა. გრძელი ღამე ადრეც დამდგარა. ო, რვა
ათასი წელიწადი დიდი დროა, ვინ ამბობს... მაგრამ თუ ღამის ებ-
გურს არ ემახსოვრება, სხვა ვინღა გაიხსენებს?
– ვინღა? – გამოსძახა ყბედმა ყვავმა, – ვინღა?
და მართლაც, ღმერთებმა იმ ღამით ისმინეს ჯონის ვედრება;
მკვდარი კაცის სამოსს ცეცხლი მოედო და იმგვარად აბრიალდა,
თითქოს ხორცი ცვილისა ჰქონოდა, ძვლები კი – ხმელი შეშის. საკ-
მარისი იყო, თვალები დაეხუჭა, და ჯონი კვლავ ხედავდა იმ არსებას,
მისაღებში რომ დაბარბაცებდა, ავეჯს აწყდებოდა და ალის ჩამო-
ფერთხვას ლამობდა. ყველაზე მეტად მისი სახე სდევდა, ცეცხლის

975
შარავანდით მოსილი, ჩალასავით აბრიალებული თმებით.
მკვდარი ხორცი თავზე ადნებოდა და ქალიდან ძვრებოდა, მის
ქვეშ ძვლის ელვარებას აშიშვლებდა.
ცეცხლმა განდევნა ის რაღაც დემონური ძალა, რომელიც
ოთორს ამოძრავებდა; დაკრუნჩხული სხეული, ნაცარში რომ
იპოვეს, დამწვარი ხორცისა და დაბუგული ძვლის მეტი არაფერი
ყოფილა. მაგრამ ღამის საშინელ სიზმრებში კვლავ დგებოდა მის
პირისპირ... და მაშინ აალებულ გვამს ლორდ ედარდის ნაკვთე-
ბი ჰქონდა. მამამისის კანი იყო, რომ სკდებოდა და შავდებოდა,
მამამისის თვალები ჩამოეღვენთებოდა დაშაშრულ ლოყებს გამ-
ლღვალი ცრემლების დარად. ჯონს ვერ გაეგო, ასე რატომ ხდე-
ბოდა ან რას მოასწავებდა მისი სიზმრები, მაგრამ თქმაც კი
უჭირდა, ისე აძრწუნებდნენ.
– ხმალი სიცოცხლის სანაცვლოდ მცირე საფასურია, – დაას-
რულა მორმონტმა, – აიღე და მორჩი ამაზე ლაპარაკს, გასაგე-
ბია?
– დიახ, მილორდ, – რბილი ტყავი დაიდრიკა ჯონის თითების
ქვეშ, თითქოს ხმალი მისი ხელისთვის იყო ჩამოსხმული. იცოდა,
რომ დიდ პატივს მიაგებდნენ, ასეც გრძნობდა, მაგრამ მაინც...
ის მამაჩემი არ არის, უნებლიეთ ეწვია ფიქრი. ლორდი ედა-
რდ სტარკია მამაჩემი. მას არ დავივიწყებ, რამდენი ხმალიც არ
უნდა მაჩუქონ. მაგრამ ლორდ მორმონტს ვერ ეტყოდა, რომ სხვა
კაცის ხმალზე ოცნებობდა...
– არც თავაზები მჭირდება, – უთხრა მორმონტმა, – ამიტომ
მადლობები არ მიხადო. იარაღს საქმით ეცი პატივი და არა სიტ-
ყვებით. ჯონმა თავი დაუქნია.
– სახელი აქვს, მილორდ?
– ჰქონდა, ოდესღაც. გრძელი კლანჭი ერქვა.
– კლანჭი, – იყვირა ყორანმა, – კლანჭი!

976
– გრძელი კლანჭი შესაფერი სახელია, – ჯონმა საცდელად მო-
იქნია. მარცხენა ხელით მოუქნელად და უხერხულად ეჭირა, მაგრამ
იარაღმა ისე გაკვეთა ჰაერი, თითქოს საკუთარი ნებით იძვროდა, –
მგლებსაც აქვთ კლანჭები, დათვების არ იყოს.
ბებერ დათვს, ჩანს, ეამა მისი სიტყვები.
– მეც ეგრე მგონია, რომ აქვთ. ალბათ მხარსუკან მოინდომებ
მის ტარებას. წელზე დასაკიდებლად მეტისმეტად გრძელია, მანამ-
დე მაინც, სანამ სიმაღლეში რამდენიმე გოჯს არ მოიმატებ. ალბათ
დაგჭირდება, ორხელა ძგერებაში ივარჯიშო. სერ ენდრიუ გიჩვენებს
ზოგ ილეთს, დამწვრობა რომ გაგივლის.
– სერ ენდრიუ? – ჯონისთვის ეს სახელი უცნობი იყო.
– სერ ენდრიუ ტართი, კაი კაცი. ახლა ბინდის კოშკიდან მოემ-
გზავრება, ორთაბრძოლის ოსტატის მოვალეობები რომ გადაიბა-
როს.
სერ ალისერ თორნი გუშინ დილით ზღვისკენ გაემგზავრა, აღმო-
სავლეთის გუშაგში.
ჯონმა ხმალი დაუშვა.
– რატომ? – იკითხა ბრიყვულად.
მორმონტმა ჩაიფრუტუნა.
– იმიტომ, რომ მე გავგზავნე, აბა რატომ? თან ის ხელი მიაქვს,
შენმა ლანდმა ჯაფერ ფლაუერს რომ წააწყვიტა. ვუბრძანე, მეფის სა-
ბიჯელისკენ მიმავალ გემში ჩაჯდეს და ის ხელი ბიჭ-მეფეს წინ და-
უდოს. ამან ყმაწვილი ჯოფრის ყურადღება უნდა მიიქციოს, ასე
ვფიქრობ... თანაც, სერ ალისერი რაინდია, წარჩინებული, ნაკურ-
თხი, კარზე ძველი მეგობრები ჰყავს, მისი არად ჩაგდება უფრო ძნე-
ლია, ვიდრე ჩვენი სანაქებო ყვავების.
– ყვავების, – ჯონს მოეჩვენა, რომ ყორანი, ცოტა არ იყოს, ნაწ-
ყენი ჩანდა.

977
– თანაც, – ლორდ-მეთაურმა ფრინველის აღშფოთებას ყუ-
რადღება არ მიაქცია, – ამის წყალობით შენ და იგი ათასი ლიგით
შორდებით ერთმანეთს, თან ისე, რომ ეს სასჯელად არ ჩანს, –
მან ჯონს სახეში მიაშვირა თითი, – და ნუ იფიქრებ, თითქოს სა-
ერთო დარბაზში დატრიალებულ იმ სისულელეს ვიწონებდე.
სიქველე შეიძლება თავში აგივარდეს და ათასი სისულელე და-
გიტრიალოს, მაგრამ შენ ბავშვი აღარა ხარ, რამდენი წლისასაც
არ უნდა ჰგავდე. ეს ხმალი, აქ რომ გიჭირავს, კაცის ხმალია და
კაცი უნდა იყო, მისი პყრობა რომ შეძლო. დღეის ამას იქით სწო-
რედაც მოველი, რომ კაცივით მოიქცევი.
– დიახ, მილორდ, – ჯონმა ხმალი უკან, ვერცხლით შეკრულ
ქარქაშში ჩააცურა. თუმც ეს ის ხმალი არ იყო, რომლის მიღება-
საც თავად ინატრებდა, მაინც დიდებული საჩუქარი მიართვეს,
და სერ ალისერის სიავეს რომ დახსნეს, ეს კიდევ უფრო დიდებუ-
ლი რამ იყო.
ბებერმა დათვმა ნიკაპი მოიქექა.
– დავიწყებულიც მქონდა, ახალი წვერი როგორ გექავება, –
თქვა მან, – რას იზამ, ამას არაფერი ეშველება. ეგ ხელები იმდე-
ნად თუ მოგირჩა, შენი მოვალეობის შესრულება შეძლო?
– დიახ, მილორდ.
– კარგია. ღამე ცივი იქნება, ცხელი შესუნელებული ღვინო
მენდომება. ერთი სურა წითელი მიშოვე, ძაან მჟავეც არ იყოს,
და სუნელები არ დაინანო. ჰობს კი უთხარი, კიდევ თუ გამომიგ-
ზავნის მოხარშულ ცხვრის ხორცს, თვითონ მაგასვე მოვხარშავ.
ის ბოლო ბარკალი მთლად ტალახისფერი იყო. ფრინველიც კი
არ იკადრებდა, – ყორანს ცერით მოეფერა თავზე და ჩიტმა კმა-
ყოფილებით ამოიკრუსუნა, – ახლა წადი. საქმე მაქვს საკეთებე-
ლი.
კოშკურის კიბეზე რომ დაეშვა, ხელში ხმლით, ნიშებში ჩამ-
დგარმა მცველებმა ღიმილით გააცილეს.

978
– ძვირფასი იარაღია, – უთხრა ერთმა.
– დაიმსახურე, სნოუ! – შეეხმიანა მეორე. ჯონმა თავს ძალა და-
ატანა და პასუხად გაუღიმა, თუმცა გული სხვას ეუბნებოდა. იცოდა,
რომ ნაამები უნდა ყოფილიყო, მაგრამ სიამეს ვერ გრძნობდა. ხელი
სტკიოდა, პირში კი ჯავრის გემო ედგა, თუმც ვერ იტყოდა, ვისზე
ბრაზობდა ან რატომ.
მისი ექვსიოდე მეგობარი გარეთ ჩასაფრებული ელოდა, როდე-
საც ჯონი გამოვიდა მეფის კოშკიდან, სადაც ამჟამად ლორდ-მეთაუ-
რი მორმონტი ბინადრობდა. ფარდულის კარზე სამიზნე დაეკიდები-
ნათ და შეიძლებოდა, ისრის სროლაში მოვარჯიშეებად მოგჩვენე-
ბოდნენ, მაგრამ ჯონს ჩასაფრებული კაცის გამორჩევა როგორმე
შეეძლო.
ჯერ კარში არ იყო გამოსული, პიპმა რომ დაუძახა:
– მოდი ერთი, გვაჩვენე!
– რა გიჩვენოთ? – ჰკითხა ჯონმა.
გომბეშო გვერდულად მიუახლოვდა.
– რა და, შენი ვარდივით ლოყები, სხვა რა?
– ხმალი, – გამოაცხადა გრენმა, – ხმლის ნახვა გვინდა.
ჯონმა მეგობრებს ბრალმდებლის მზერა მოატარა.
– იცოდით.
პიპი გაიბადრა.
– ყველანი გრენივით ყეყეჩები კი არ ვართ.
– ხართ, – შეედავა გრენი, – უფრო ყეყეჩებიც ხართ.
ჰალდერმა მობოდიშებით აიჩეჩა მხრები.
– პეიტს ქვის გამოკვეთაში მე ვშველოდი. ძოწები კი შენმა მეგო-
ბარმა სემმა იყიდა თხუნელქალაქში.
– და კიდევ მანამდეც ვიცოდით, – უთხრა გრენმა, – რუჯი დონალ
ნოის ეხმარებოდა სამჭედლოში. იქ იყო, ბებერმა დათვმა დამწვარი
ხმალი რომ შემოიტანა.
– ხმალი! – არ ცხრებოდა მატი.

979
– ხმა-ლი! ხმა-ლი! ხმა-ლი! – აჰყვნენ დანარჩენები.
ჯონმა გრძელი კლანჭი გააშიშვლა და დაანახვა, ხელში ატ-
რიალებდა, კარგად რომ შეეთვალიერებინათ. ბასტარდი მზის
მკრთალ სხივზე ელვარებდა, მუქი, სიკვდილის მომტანი.
– ვალირიული ფოლადია, – გამოაცხადა ზეიმით, ცდილობ-
და, ისეთი ნასიამოვნები და ამაყი ჩვენებოდა, როგორიც, წესით,
მართლაც უნდა ყოფილიყო.
– მე ვიცნობდი ერთ კაცს, ვისაც ვალირიული ფოლადის სა-
მართებელი ჰქონდა, – განაცხადა გომბეშომ, – ჰოდა, ერთხე-
ლაც, გაპარსვას რომ ცდილობდა, თავი მოიჭრა.
პიპი გაიკრიჭა.
– ღამის ებგური ათასი წელია არსებობს, – თქვა მან, – მაგ-
რამ, დაგენაძლავებით, ლორდი სნოუ პირველი ძმაა, რომელიც
ლორდ-მეთაურის კოშკის დაწვისთვის დააჯილდოვეს.
ყველას გაეცინა და ჯონსაც უნდა გაეღიმა. მის გაჩენილ
ცეცხლს სინამდვილეში არც დაუწვავს ის პირქუში ქვის კოშკი,
მაგრამ შიგნიდან ერთიანად გამოფატრა ორი ზედა სართული,
სადაც ბებერი დათვის ბინა იყო. ამას, როგორც ჩანს, დიდად
არავინ დაგიდევდათ, რაკი ცეცხლმა ოთორის შმაგი გვამიც მოს-
პო.
მეორე მოჩვენება, ცალხელა არსება, რომელიც ოდესღაც აე-
შაგი ჯაფერ ფლაუერსი იყო, აგრეთვე მოსპეს, თორმეტი ხმლით
აკუწეს, მაგრამ მანამდე მან სერ ჯარემი რიკერი და ოთხი სხვა
კაცი გამოასალმა სიცოცხლეს. სერ ჯერემიმ მას თავი მოჰკვეთა,
მაგრამ მაინც ვერ გადარჩა: უთავო გვამმა მისივე ხანჯალი ამოა-
ცალა ქარქაშიდან და მუცელში ჩასცა. ძალა და სიმამაცე ბევრს
ვერაფერს გარგებდა იმ მტრის წინააღმდეგ, რომელსაც სიკვდი-
ლი ვერ აჩერებდა. იარაღი და ჯავშანიც კი დიდად ვერ დაგიცავ-
და.
ამ პირქუშმა აზრმა ჯონს გუნება უარესად მოუშხამა.

980
– ჰობი უნდა ვნახო, ბებერი დათვის ვახშმის თაობაზე, – განაც-
ხადა მკვახედ და გრძელი კლანჭი ქარქაშში ჩააცურა. მეგობრებს
მხოლოდ კარგი სურდათ მისთვის, მაგრამ მისი არ ესმოდათ. ეს
მართლაც არ იყო მათი ბრალი; მათ არ მოუწიათ ოთორის პირის-
პირ დგომა; არ ენახათ იმ მკვდარი ლურჯი თვალების ბზინვა, არ ეგ-
რძნოთ იმ მკვდარი შავი თითების სიცივე. არც მდინარეთში ატეხილ
ბრძოლებზე სმენოდათ. მაშ, როგორღა გაეგოთ? მკვეთრად აქცია
მათ ზურგი და მოღუშული გაშორდა. პიპმა რაღაც გამოსძახა, მაგ-
რამ მას არად ჩაუგდია.
ხანძრის მერე ჯონი თავის ძველ სენაკში დააბრუნეს, სანახევ-
როდ ჩამოქცეულ ჰარდინის კოშკში, და ახლა იქით გაემართა. კა-
რის გვერდით ლანდი მოკუნტულიყო და ეძინა, მაგრამ ჯონის ნაბი-
ჯების გაგონებაზე თავი წამოსწია. მგელსაზარას წითელი თვალები
ძოწზე უფრო მუქი და ადამიანის თვალებზე უფრო გონიერი იყო.
ჯონმა ჩაიმუხლა, ყური დაფხანა და ხმლის ტარი უჩვენა.
– ნახე. ეს შენ ხარ.
ლანდმა დაყნოსა ნაკვეთი ქვა და ალოკა. ჯონს გაეღიმა.
– შენ ხარ, ვინც ეს პატივი დაიმსახურა, – უთხრა მგელს. და უცებ
გონებაში წამოუტივტივდა დღე, როდესაც ლეკვი იპოვა გვიანი ზაფ-
ხულის თოვლებში. უკვე ამხედრებული იყვნენ, მიდიოდნენ და და-
ნარჩენი ლეკვები თან მიჰყავდათ, მაგრამ ჯონს ხმა ჩაესმა და უკან
მიბრუნდა. და იპოვა კიდევაც, ნამქერში თითქმის არც მოჩანდა
თეთრი ბეწვი. სულ მარტო იყო, გაიფიქრა ჯონმა, და-ძმას მოშორე-
ბული. სხვანაირი იყო, ამიტომაც გააგდეს.
– ჯონ? – მან აიხედა. სემუელ ტარლი მოუსვენრად ქანაობდა
ქუსლებზე. ლოყები ასწითლებოდა და მძიმე ბეწვის ქურქში ისე გახ-
ვეულიყო, ზამთრის ძილისთვის გამზადებულს ჰგავდა.
– სემ. – ჯონი წამოდგა, – რა იყო? ხმლის ნახვა გინდა? – თუ
სხვებმა შეიტყვეს, უეჭველია, სემსაც ეცოდინებოდა.
სქელმა ბიჭმა თავი გაიქნია.

981
– ოდესღაც მე ვიყავი მამაჩემის ხმლის მემკვიდრე, – თქვა
მწუხარედ, – გულთამსვრელის. ლორდმა რენდილმა რამდენ-
ჯერმე დამაჭერინა ხელში, მაგრამ ის მე ყოველთვის მაფრთხობ-
და. ვალირიული ფოლადისა იყო, ლამაზი, მაგრამ ისე ბასრი,
რომ მეშინოდა, რომელიმე ჩემი და არ დამეზიანებინა. ახლა ის
დიკონის გახდება, – ოფლიანი ხელისგულები მოსასხამზე შეიწ-
მინდა, – მე, ახ... მაისტერ ეიმონს უნდა შენი ნახვა.
სახვევების გამოცვლის დრო არ იყო. ჯონმა ეჭვით შეიკრა
წარბები. – რატომ? – მოსთხოვა პასუხი. სემმა საწყლად შეხედა.
ეს პასუხად კმაროდა, – უთხარი, ხო? – ბრაზით წარმოთქვა ჯონ-
მა, – უთხარი, რომ მე მითხარი.
– მე... იგი... ჯონ, მე არ მინდოდა... თვითონ მკითხა... ანუ,
მგონია, რომ იცოდა, ისეთ რამებს ხედავს, სხვა რომ ვერავინ ამ-
ჩნევს...
– ის ბრმაა, – შეაწყვეტინა გაცხარებულმა ჯონმა, – გზას მე
თვითონ გავიგნებ, – მან სემი იქვე დატოვა, პირდაღებული და
აცახცახებული.
მაისტერ ეიმონი საყვავეში დახვდა, ყორნებს აჭმევდა. მას
კლიდასი ახლდა, დანაკუწებული ხორცით სავსე ბადია მიჰქონ-
და და ათრეული ნაბიჯით ინაცვლებდნენ ერთი გალიიდან მე-
ორესთან.
– სემმა მითხრა, ჩემი ნახვა გინდოდათ.
მაისტერმა თავი დაუქნია.
– ნამდვილად, მინდოდა. კლიდას, ბადია ჯონს გადაეცი. იქ-
ნებ გულისხმიერება გამოიჩინოს და დამეხმაროს, – კუზიანმა,
ვარდისფერთვალა ძმამ ჯონს ბადია გადასცა და კიბე ჩაირბინა,
– ხორცი გალიაში შეაგდე, – დაარიგა ეიმონმა, – დანარჩენს
თვითონ ფრინველები მიხედავენ. ჯონმა ბადია მარჯვენა ხელში
დაიჭირა და მარცხენა სისხლიან ნაჭრებში ჩაყო. ყორნები ხმამა-
ღალ ჩხავილს მოჰყვნენ და გისოსებს მოაფრინდნენ, ლითონს

982
ღამესავით შავ ფრთებს სცემდნენ. ხორცი თითის ნაწევარებისხელა
ნაჭრებად დაეკუწათ. მან მუჭი აივსო და უმი წითელი ნაჭრები გა-
ლიაში შეყარა, რასაც უფრო გაცხარებული ყრანტალი და ჩხუბი
მოჰყვა. ჯონმა სწრაფად აივსო მუჭი და პირველ ულუფას მიაყოლა.
– ლორდ მორმონტის ყორანს ხილი და მარცვლეული უყვარს.
– ის გამორჩეული ფრინველია, – მიუგო მაისტერმა, – ყორნები,
როგორც წესი, გეახლებიან მარცვალს, მაგრამ ხორცი ურჩევნიათ.
ეს მათ აღონიერებს და, ასე მგონია, სისხლის შეგრძნება ატკბობთ.
ამაში ადამიანებს ჰგვანან... და, ადამიანების არ იყოს, ყველა ყორა-
ნი ერთნაირი კი არ არის.
ჯონს ამაზე არაფერი ჰქონდა სათქმელი. მან კვლავ შეყარა ხორ-
ცი, თან ფიქრობდა, ნეტავ რატომ დამიძახაო. უეჭველია, ბერიკაცი
ეტყვის, როცა საჭიროდ ჩათვლის. მაისტერ ეიმონი ის კაცი არ იყო,
აჩქარებულიყო.
– წერილების წაღება მტრედებსა და გვრიტებსაც შეიძლება ას-
წავლო, – განაგრძო მაისტერმა, – თუმცა ყორანი უკეთ ფრენს, უფ-
რო დიდია, მამაცი, ბევრად უფრო გონიერი, უკეთ შეუძლია ქორე-
ბისგან თავის დაცვა... მაგრამ ყორნები შავები არიან, მძორს ჭამენ,
ამიტომ ზოგ ღვთისმოსავ ხალხს სძაგს ისინი. ბაელორ კურთხეული
შეეცადა, ყორნები მთლად მტრედებით შეეცვალა, იცოდი? – მაის-
ტერმა ღიმილით მიაპყრო ჯონს თავისი ლიბრიანი თვალები, – ღა-
მის ებგურს კი ყორნები ურჩევნია.
ჯონს მაჯამდე სისხლით მოთხვრილი ხელის თითები ბადიაში
ჰქონდა ჩაყოფილი.
– დივენი ამბობს, ველურები ყვავებს გვეძახიანო, – წარმოთქვა
ყოყმანით.
– ყვავი ყორნის ჩია ბიძაშვილია. ისიც და ისიც შავით მოსილი
მათხოვრები არიან, საძულველები, მათი მრუდედ ესმით.
ჯონს სულით და გულით სურდა, მიმხვდარიყო, თუ რაზე საუბ-
რობდნენ, და რატომ. ყორნები და მტრედები რაში ენაღვლებოდა?

983
თუკი ბერიკაცს მისთვის რამის თქმა სურდა, რატომ არ შეიძ-
ლებოდა, უბრალოდ ამდგარიყო და ეთქვა?
– ჯონ, თუ დაფიქრებულხარ ოდესმე, ღამის ებგურის მეომრე-
ბი რად არ ირთავენ ცოლებს და რად არ შობენ შვილებს? – ჰკით-
ხა მაისტერ ეიმონმა.
ჯონმა მხრები აიჩეჩა.
– არა, – მან კვლავ შეყარა გალიაში ხორცი. მარცხენა ხელის
თითები სისხლით ჰქონდა გაწებილი, მარჯვენა კი, რომელშიც
ბადია ეჭირა, ტკივილისგან უფეთქავდა.
– რომ არ უყვარდეთ, – პასუხი გასცა ბერიკაცმა, – რადგანაც
სიყვარული ღირსების მტერია, მოვალეობის სიკვდილია.
ჯონს ეს მართალი არ ეჩვენა, მაგრამ არაფერი უთქვამს. მა-
ისტერი ასი წლის იყო და ღამის ებგურის უმაღლესი ოფიცერი
ბრძანდებოდა. მასთან შედავება ჯონს არ შეჰფეროდა.
ბერიკაცმა იგრძნო მისი დაეჭვება.
– მითხარი, ჯონ, როდისმე რომ დადგეს დღე, როდესაც შენს
ლორდ-მამას მოუწევს, არჩევანი გააკეთოს, ერთი მხრივ, ღირ-
სებასა და, მეორე მხრივ, მათ შორის, ვინც უყვარს – რას მო-
იმოქმედებდა? ჯონი შეყოყმანდა. სურდა ეთქვა, რომ ლორდი
ედარდი ღირსებას არასოდეს დათმობდა, თუნდაც სიყვარულის
სახელით, მაგრამ მის არსებაში მორიდებით ჩაიჩურჩულა ჩუმმა
ხმამ: იგი ბუშის მამა გახდა, რა იყო ამაში ღირსეული? და დედა-
შენი, რას იტყვი მამაშენის ვალზე მის წინაშე, მისი სახელიც კი
არასოდეს უთქვამს.
– იგი მოიქცეოდა, როგორც სწორი იქნებოდა, – წარმოთქვა
მტკიცე ხმით, რათა ყოყმანი დაეფარა, – რაც არ უნდა მომხდა-
რიყო.
– მაშ, ლორდი ედარდი ათასში ერთია. უმრავლესობა ჩვენ-
გან ასე ძლიერი როდია. განა რა არის ღირსება ქალის სიყვარუ-

984
ლის გვერდით? რა არის ვალი შენს მკლავებში მწოლ პირმშოსთან
შედარებით?.. ან ძმის ღიმილთან? ქარია და სიტყვები. ჩვენ ადამია-
ნები ვართ და ღმერთებმა სიყვარულისთვის შეგვქმნეს. ეს ჩვენი
უდიდესი ბრწყინვალება და უდიდესი ვაებაა.
იმ ადამიანებმა, რომლებმაც ღამის ებგური შექმნეს, იცოდნენ,
რომ ჩრდილოეთიდან მომავალი სიბნელისგან სახელმწიფოს მხო-
ლოდ მათი სიმამაცე იცავდა. მათ იცოდნენ, რომ არ უნდა ჰქონო-
დათ დანაწევრებული ერთგულება, რათა მათი სიმტკიცე არ შესუს-
ტებულიყო. ამიტომ ფიცი დადეს, რომ არასოდეს იყოლიებდნენ არც
ცოლებს, არც შვილებს.
მაგრამ მათ ძმები ჰყავდათ, დები. დედები, რომლებმაც შობეს,
მამები, რომლებმაც სახელები მისცეს. ისინი ასობით სხვადასხვა
მოშუღარი სახელმწიფოდან იკრიბებოდნენ, და იცოდნენ, რომ
დრონი შეიცვლებოდნენ, ადამიანები კი – არა. ამიტომ ფიცი დადეს,
რომ ღამის ებგური არ მიიღებდა მონაწილეობას იმ სახელმწიფოთა
ომებში, რომელთაც იცავდა. მათ აასრულეს ფიცი. როდესაც ეაგონ-
მა შავი ჰარენი მოკლა და მის სამეფოს დაეპატრონა, კედლის
ლორდ-მეთაურ ჰარენის ძმა იყო, ათი ათას მეომარს განაგებდა. იგი
სალაშქროდ არ დაძრულა. მაშინ, როდესაც შვიდი სამეფო შვიდი
სამეფო იყო, თაობა არ ჩაივლიდა ისე, რომ მათგან სამი ან ოთხი
ომში არ ჩაბმულიყო. ებგური არ ერეოდა. როდესაც ვიწრო ზღვა ან-
დალებმა გადმოლახეს და პირველ კაცთა სამეფოები მიწის პირი-
დან აღგავეს, დაცემული მეფეების ვაჟები თავიანთი ფიცის ერთგუ-
ლი დარჩნენ და კედელს არ მოსცილებიან. და ასე იყო მუდამ, აუ-
რაცხელი წლების განმავლობაში. ესაა ღირსების ფასი. როდესაც
საშიში არაფერია, მხდალს შეუძლია, ნებისმიერ სხვასავით მამაცი
იყოს. და ჩვენ ყველანი აღვასრულებთ ვალს, როდესაც ეს არაფრად
გვიღირს. მაშინ რა იოლი ჩანს ღირსების ბილიკს მიყოლა!
მაგრამ ადრე თუ გვიან ყოველი კაცის ცხოვრებაში დგება დღე,
როდესაც ეს იოლი აღარაა, დღე, როდესაც უნდა ავირჩიოთ.

985
ზოგი ყორანი ჯერაც ჭამას აგრძელებდა, ნისკარტებზე ხორ-
ცის გრძელი წებია ნაჭრები ეკიდათ. დანარჩენები თითქოს მას
ადევნებდნენ თვალს. ჯონი გრძნობდა ყველა იმ პაწია შავი თვა-
ლის მზერას. – და მე ასეთი დღე დამიდგა... ამას მეუბნებით?
მაისტერ ეიმონმა თავი მოაბრუნა და იმ უჩინო თეთრი თვა-
ლებით შეაჩერდა. თითქოს შიგ გულში აწვდენდა მზერას. ჯონი
თავს ისე გრძნობდა, თითქოს შიშველი გამოეყვანათ ყველას და-
სანახად.
მან ბადიას ორივე ხელი მოჰკიდა და, რაც რჩებოდა, ისიც გი-
სოსებს შორის შეყარა. ხორცის ნაჭრები და სისხლი გალიას მო-
ედო და ყორნები მიმოფანტა. ისინი ყურისწამღები ჩხავილით
აიჭრნენ მაღლა.
უფრო სხარტებმა ფრენისას დაიტაცეს სისხლიანი ნაკუწები
და ხარბად ჩასანსლეს. ჯონმა ცარიელი ბადია დააგდო და ის
ჟღრიალით დაეცა იატაკზე.
ბერიკაცმა დამჭკნარი, დალაქავებული ხელი მხარზე დაადო.
– ეს გტკენს, ბიჭო, – უთხრა რბილად, – ო, მართლაც. არჩე-
ვა...
ყოველთვის გტკენს. და მუდამ გატკენს. ვიცი.
– არ იცით, – მწარედ უთხრა ჯონმა, – არავინ იცის. თუნდაც
რომ ბუში ვიყო, იგი მაინც მამაჩემია...
მაისტერ ეიმონმა ამოიოხრა.
– ვერაფერი გაიგე იქიდან, რაც გითხარი, ჯონ? გგონია, პირ-
ველი ხარ? – მან აუწერლად დაღლილი მოძრაობით გაიქნია
მხცოვანი თავი, – ღმერთებმა სამჯერ მოიგუნებეს ჩემი ფიცის გა-
მოცდა. ერთხელ – ყმაწვილი რომ ვიყავი, ერთხელ – ჩემი სრუ-
ლი მამაკაცობის ჟამს და ერთხელაც – როდესაც უკვე დავბერდი.
მაშინ ძალა უკვე დაშრეტილი მქონდა, მზერა – დაბინდული, მაგ-
რამ ეს ბოლო არჩევანი პირველივით ულმობელი იყო. ჩემს

986
ყორნებს სამხრეთიდან ცნობები მოჰქონდათ, მათ ფრთებზე უფრო
ბნელი სიტყვები, მაუწყებდნენ ჩემი გვარის დაქცევას, ჩემს ნათესავ-
თა ამოწყვეტას, პატივის აყრასა და გაპარტახებას. რა შემეძლო მექ-
ნა, ბებერს, ბრმას, უღონოს? ძუკძუთა ყრმასავით უმწეო ვიყავი და
მაინც ვწუხდი და ვვაებდი, ასე მივიწყებული რომ ვიჯექი, როდესაც
ისინი ჩემი ძმის საბრალო შვილიშვილებს ჟლეტდნენ, და მის ძეს და
პაწია ბალღებსაც კი...
ჯონს თავზარი დასცა ბერიკაცის თვალებში აციმციმებულმა
ცრემლებმა.
– ვინ ხარ? – ჰკითხა ხმადაბლა, ლამის შეძრწუნებულმა.
მხცოვან ბაგეზე უკბილო ღიმილი აცახცახდა.
– ერთი ციტადელის მაისტერი ვარ, ციხეშავის და ღამის ებგურის
სამსახურში მდგარი. ჩემს ორდენში შესულები გვარს ვიშორებთ,
როდესაც ფიცს წარმოვთქვამთ და საყელურს ვიკეთებთ, – ბერიკა-
ცი წვრილი, გალეული კისრის გარშემო მობოშებულ მაისტერის
ჯაჭვს შეეხო, – მამაჩემი მეიკარი იყო, პირველი მისი სახელისა, და
მის შემდეგ ჩემი ძმა ეაგონი გამეფდა ჩემ ნაცვლად. პაპაჩემმა
პრინც ეიმონ დრაკონის რაინდის სახელი დამარქვა, რომელიც მისი
ბიძა იყო, თუ მამამისი, გააჩნია, რომელ ლეგენდას ირწმუნებ.
ეიმონ, ასე მეძახდა... – ეიმონ... ტარგარიენი? – ჯონი ყურებს არ
უჯერებდა.
– ოდესღაც, – უთხრა ბერიკაცმა, – ოდესღაც. ასე რომ, ჯონ, ხომ
ხედავ, მეც ვიცი... და, რომ ვიცი, არ გეტყვი, დარჩი ან წადი-მეთქი.
ეს არჩევანი თავად უნდა გააკეთო და მერე მთელი დარჩენილი სი-
ცოცხლე ზიდო. როგორც მე ვქენი, – ხმა ჩურჩულამდე დაუდაბლდა,
– როგორც მე ვქენი.

987
დენერისი

988
ბრძოლა რომ დასრულდა, დენიმ თავისი ვერცხლა მკვდრებით სავ-
სე ველზე გადაატარა. უკან მოახლეები და მისი ხასის მეომრები –
მისდევდნენ, იღიმებოდნენ და ერთმანეთს ეხუმრებოდნენ.
დოთრაკების ცხენების ფლოქვებს მიწა აეთხარათ და ჭვავის და
ოსპის ნაზარდები ტალახში ჩაეტკეპნათ, ხოლო არახებს და ისრებს
სხვა, საზარელი თესლი ეთესათ და ყანა სისხლით მოერწყათ. მო-
მაკვდავი ცხენები თავებს სწევდნენ და მათ გვერდით ჩავლილ დე-
ნის შეჰკიოდნენ. დაჭრილი ადამიანები კვნესოდნენ და ივედრე-
ბოდნენ. მათ შორის ჯაქა რანები დადიოდნენ, მძიმე ტაბარებით შეი-
არაღებული, – გულმოწყალების მსახურები, და მკვდართაგან და
მომაკვდავთაგან განურჩევლად აგროვებდნენ თავების მოსავალს.
მათ მერე მინდორს პატარა გოგონები შეესეოდნენ, გვამებიდან
ამოძრობილი ისრებით კალათებს აივსებდნენ. სულ ბოლოს ძაღ-
ლები მოვიდოდნენ ყნოსვაყნოსვით, გამხდარი, მშიერი ძაღლები;
მათი გაველურებული ხროვები ხალასარს დიდ მანძილზე არასო-
დეს ჩამორჩებოდნენ.
ყველაზე ადრე ცხვრები დახოცილიყვნენ. ათასობით ეყარნენ,
ბუზებით გადაშავებულები, ყოველი ლეშიდან ისრის ტარი იყო
ამოჩრილი. დენიმ იცოდა, ეს ხალ ოგოს მხედრებმა ჩაიდინეს; დრო-
გოს ხალასარში არავინ აღმოჩნდებოდა ისე ბრიყვი, რომ ცხვრებზე
დაეხარჯა ისრები, როდესაც მწყემსები ჯერაც დასახოცები იყვნენ.
ქალაქს ცეცხლი ეკიდა, კვამლის შავი ბოლქვები მუქი ლურჯი
ცისკენ მიიგრაგნებოდა. გამომშრალი თიხის კედლების ქვეშ წინ და
უკან დაჭენაობდნენ მხედრები, გრძელ შოლტებს იქნევდნენ და გა-
დარჩენილებს აბოლებული ნანგრევებიდან მოერეკებოდნენ. ოგოს
ხალასარის ქალები და ბავშვები პირქუში სიამაყით მოაბიჯებდნენ,
თუმც დამარცხებულები და დამორჩილებულნი. ახლა ისინი მონები
იყვნენ, მაგრამ, როგორც ჩანს, ამის შიში არ ჰქონდათ. ქალაქის
მცხოვრებლებზე ამას ვერ იტყოდი. დენის ებრალებოდა ისინი; ახ-
სოვდა, რას ნიშნავდა შიში და ძრწოლა. დედებს ცარიელი, მკვდარი

989
სახეები ჰქონდათ, მობორძიკობდნენ და ხელჩაკიდებულ ატირე-
ბულ ბავშვებს მოიყოლებდნენ. მათ შორის რამდენიმე მამაკაცი თუ
მოჩანდა: ხეიბრები, მშიშრები და ბერიკაცები. სერ იორაჰმა უთხრა,
რომ ამ ქვეყნის ხალხი საკუთარ თავს ლაზარინებს უწოდებდა, მაგ-
რამ დოთრაკები მათ ჰაეშ რახის ეძახდნენ, კრავ-ხალხს. ოდეს-
ღაც დენის ისინი იქნებ დოთრაკებიც კი ჰგონებოდა, რადგან მა-
თაც სპილენძისფერი კანი და ნუშისებრი თვალები ჰქონდათ. ახ-
ლა კი უცხოებად ეჩვენებოდნენ, ტანად ჩადგმულებს და
ბრტყელსახიანებს არაბუნებრივად მოკლედ შეეკვეცათ თმა.
ცხვრების მწყემსები და ბოსტნეულის მჭამელი ხალხი იყო, დრო-
გომ თქვა, მდინარის მოსახვევის სამხრეთით ცხოვრობენო.
დოთრაკების ზღვის ბალახი ცხვრებისთვის კი არ იყო განკუთ-
ვნილი.
დენიმ დაინახა, როგორ მოწყდა ადგილს ერთი ბიჭი და მდი-
ნარისკენ გაექანა. მხედარმა გზა ჩაუჭრა და შემოაბრუნა, სხვე-
ბიც გარს შემოერტყნენ, შოლტები გადაუჭირეს სახეზე, აქეთ-
იქით არბენინებდნენ. ერთი უკან მისდევდა, დუნდულებზე შოლ-
ტავდა, სანამ თეძოები სისხლით არ შეეღება. მეორემ კოჭზე შე-
მოარტყა შოლტი და ძირს გაშოტა. ბოლოს, როდესაც ბიჭს ცოც-
ვაღა შეეძლო, მხედრებს გართობა მობეზრდათ და ზურგში ისა-
რი დაასვეს.
სერ იორაჰი დენის დალეწილი კარიბჭის გარეთ დახვდა. ჯავ-
შანზე მუქი მწვანე იალმაგი ეცვა. საფუხარები, საბარკლეები და
მუზარადი მუქი რუხი ფოლადისა ჰქონდა. დოთრაკებმა დასცი-
ნეს და მშიშარა ეძახეს, აბჯარი რომ ჩაიცვა, მაგრამ რაინდმა
გვარიანად უთავაზა კბილებში მათ, ვისაც აგდებული სიტყვები
დასცდა; ვნებები აღელდა, ორლესული არახს გადაეჭდო და მხე-
დარი, რომელიც ყველაზე ხმამაღლა იგდებდა აბუჩად, გზად და-
ტოვეს სისხლისგან დასაცლელად.

990
სერ იორაჰმა თავისი ბრტყელქიმა მუზარადის ცხაური აიწია,
ცხენდაცხენ დენის რომ მიუახლოვდა.
– ქმარი-ბატონი ქალაქში გელის.
– დროგოს არაფერი დაშავებია?
– რამდენიმე ჭრილობა აქვს, – მიუგო სერ იორაჰმა, – ისეთი
არაფერია. დღეს ორი ხალი მოკლა. ჯერ ხალი ოგო, მერე კი – მისი
ძე, ფოგო, რომელიც ოგოს დაცემის მერე ხალი გახდა. სისხლისმიე-
რებმა მათ თმაზე ზანზალაკები შეაჭრეს და ახლა ხალ დროგოს ყო-
ველი ნაბიჯი უწინდელზე უფრო ხმამაღლა რეკს.
ოგო და მისი ვაჟი მის ქმარ-ბატონთან ერთად ისხდნენ საპატიო
ადგილას ძის სახელდების ლხინზე, სადაც ვისერისს გვირგვინი და-
ადგეს, მაგრამ ეს ვაის დოთრაკში მოხდა, მთათა დედის ძირას, იქ
ყველა მხედარი მეორის ძმა იყო და ყველა შუღლი განზე იყო გადა-
დებული; ქალაქის გარეთ კი, ბალახის ზღვაში, ყველაფერი სულ
სხვაგვარად ხდებოდა. ოგოს ხალასარი ქალაქს უტევდა, როდესაც
ხალი დროგო წამოეწიათ. დენი ფიქრობდა, ნეტავ რა ეგონა კრავ-
ხალხს, თავიანთი დახეთქილი თიხის გალავნიდან პირველად რომ
მოჰკრეს თვალი ჩვენი ცხენების ფლოქვებით ადენილ მტვერსო. იქ-
ნებ ზოგიერთებმა, უფრო ახალგაზრდებმა და გულუბრყვილოებმა,
რომლებსაც ჯერ კიდევ სწამდათ, რომ ღმერთები ყურს უგდებენ გა-
ჭირვებაში ჩაცვენილი ადამიანების ლოცვებს, ისინი მხსნელებადაც
კი მიიღეს?
გზის გადაღმა დენისხელა გოგონა ხმამაღლა მოთქვამდა, მხე-
დარმა კი იგი გვამების გროვაზე პირქვე გადააქცია და მასში შეაღ-
წია. სხვა მხედრები ჩამოხდნენ და თავიანთ ჯერს უცდიდნენ. დოთ-
რაკებმა კრავ-ხალხს ამგვარი ხსნა მოუტანეს.
მე დრაკონის სისხლთაგანი ვარ, შეახსენა დენერის ტარგარიენ-
მა თავის თავს და სახე მიიბრუნა. მაგრად მოკუმა პირი, გული გაიქ-
ვავა და ცხენი კარიბჭისკენ წაიყვანა.

991
– ოგოს მხედრების უმეტესობა გაიქცა, – ეუბნებოდა სერ იო-
რაჰი, – მაგრამ ათი ათასი ტყვე მაინც იქნება.
მონები, გაიფიქრა დენიმ. ხალი დროგო მათ მდინარის დაღმა
ჩარეკავს, მონებით მოვაჭრის ყურის რომელიმე ქალაქამდე. დე-
ნის ტირილი უნდოდა, მაგრამ თავს უთხრა, რომ ძლიერი უნდა
ყოფილიყო.
ეს ომია, ომი ასეთია, ესაა რკინის ტახტის საფასური.
– ხალს ვუთხარი, რომ მერენისკენ უნდა გასწიოს, – თქვა სერ
იორაჰმა, – იქ უკეთეს ფასს აიღებს, ვიდრე მონებით მოვაჭრე ქა-
რავნებისგან. ილირიო იწერება, რომ გასულ წელს იქ ჭირი
მძვინვარებდა, ამიტომ საროსკიპოები ორმაგს იხდიან ჯან-
მრთელ ყმაწვილ ქალებში, ათ წლამდე ბიჭებში კი – სამმაგს. თუ
გზას საკმარისი რაოდენობის ბავშვები გადაურჩებიან, აღებული
ოქროთი იმდენ გემს ვიყიდით, რამდენიც გვინდა, და მათ სამარ-
თავად ხალხსაც დავიქირავებთ.
მათ უკან გოგონა, მხედრები რომ აბახებდნენ, გულისგამგმი-
რავად ყვიროდა, მისი გაგრძელებული, მოქვითინე ზმუილი არ
წყდებოდა. დენის ხელმა მაგრად დაქაჩა აღვირი და მან ვერ-
ცხლას თავი მოუტრიალა. – გააჩერეთ, – უბრძანა სერ იორაჰს.
– ხალესი? – რაინდის ხმაში გაოგნება ისმოდა.
– ხომ გაიგონე, რაც ვთქვი, – უთხრა დენიმ, – გააჩერე, – მან
თავის ხასს დოთრაკების ხეშეში კილოთი მიმართა, – ჟოგო, ქვა-
რო, თქვენ და სერ იორაჰმა. გაბახება არ დავინახო.
შემცბარმა მხედრებმა ერთმანეთს გადახედეს.
იორაჰ მორმონტმა მასთან ახლოს მიაყენა ცხენი.
– პრინცესა, – უთხრა მას, – ლმობიერი გული გაქვს, მაგრამ
არ გესმის. ასე იყო მუდამ. იმ მეომრებმა ხალისთვის სისხლი
დაღვარეს. ახლა კუთვნილ ჯილდოს იღებენ.

992
გზის გადაღმა გოგონა ჯერაც ტიროდა, მისი ხმაწვრილი, ერთფე-
როვანი მოთქმა უცხო იყო დენის სმენისთვის. პირველ კაცს უკვე
მოეთავებინა და მისი ადგილი მეორეს დაეჭირა.
– ის კრავი-გოგონაა, – უთხრა ქვარომ დოთრაკულად, – ის არა-
ფერია, ხალესი. მხედრები იმ გოგოს პატივს სდებენ. კრავი-ხალხი
ცხვრებთან წვება, ყველამ იცის.
– ყველამ იცის, – დაუდასტურა მოახლე ირიმ.
– ყველამ იცის, – დაეთანხმა ჟოგო, დროგოს ნაჩუქარ რუხ
ულაყზე შემჯდარი, – თუ მისი ყმუილი გაწუხებს, ხალესი, ჟოგო მის
ენას მოგართმევს, – და არახი ამოზიდა.
– არ მჭირდება, რამე დაუშავდეს, – უთხრა დენიმ, – ჩემთვის
მინდა იგი. ქენი, რასაც გიბრძანებ, თორემ პასუხს ხალ დროგოს
გასცემ. – ხო, ხალესი, – უპასუხა ჟოგომ და ცხენს დეზი ჰკრა. ქვარო
და სხვები მიჰყვნენ, თმაში ჩაბნეული ზანზალაკების წკრიალით.
– წაჰყევი, – უბრძანა დენიმ სერ იორაჰს.
– როგორც ბრძანებ, – რაინდმა უცნაურად შეხედა, – მართლაც
რომ, შენი ძმის და ხარ.
– ვისერისის? – დენის ვერ გაეგო.
– არა, – მიუგო მან, – რეიგარის, – და გაჭენდა.
დენის ჟოგოს ყვირილი მოესმა. მოძალადეებმა სიცილი დააყა-
რეს.
ერთმა პასუხად რაღაც შემოსძახა. ჟოგოს არახმა გაიელვა და
მოპასუხის თავი მხრებიდან დაგორდა. სიცილი წყევლა-კრულვად
გადაიქცა და მხედრები იარაღს მისწვდნენ, მაგრამ ამასობაში ქვა-
რო, აგო და რახაროც მიადგნენ. მან დაინახა, როგორ მიათითა
აგომ გზის აქეთ, სადაც დენი იჯდა თავის ვერცხლაზე. მხედრებმა ცი-
ვი შავი თვალებით გამოხედეს. ერთმა გადააფურთხა. დანარჩენები
ბურტყუნით დაბრუნდნენ თავიანთ ცხენებთან.
მთელი ეს ხანი კრავ-გოგოზე შეტოტებული კაცი კვლავ აგრძე-
ლებდა მასში შესვლა-გამოსვლას, იმდენად ესწრაფოდა საკუთარ

993
სიამეს, რომ თითქოს ვერც ამჩნევდა, რა ხდებოდა მის გარშემო.
სერ იორაჰი ჩამოხდა და ჯავშნიანი ხელით დაითრია. დოთრაკი მი-
წაზე გაიშხლართა, მყის წამოხტა დანაჩაბღუჯული და ყელში აგოს
ისარგაჩრილი მოკვდა. მორმონტმა გოგო გვამების გროვიდან წა-
მოაყენა და თავისი გასისხლიანებული მოსასხამი შემოახვია.
გზაზე გადაუძღვა და დენის მიუყვანა.
– რას უპირებ?
გოგო კანკალებდა, თვალები გაფართოებოდა და აზრისგან
დასცლოდა. თმა სისხლით ჰქონდა გაწებილი.
– დორეა, მიხედე ამ გოგოს. დოთრაკს არ ჰგავხარ, შეიძლე-
ბა, შენი არ შეეშინდეს. დანარჩენები მომყევით, – და ვერცხლა
დალეწილ ხის ჭიშკარში შეიყვანა.
ქალაქში უარესი ცოდვის ტრიალი იდგა. უამრავი სახლი იწ-
ვოდა, ჯაქა რანები საზარელ სამკალს შესდგომოდნენ. ვიწრო,
დაგრეხილ შუკებს უთავო გვამები ავსებდნენ. ჩაუარეს სხვა ქა-
ლებს, მეომრები რომ აბახებდნენ. დენი ყოველ ჯერზე აღვირს
მოზიდავდა, თავის ხასს გზავნიდა ამისთვის ბოლოს მოსაღებად
და მსხვერპლს საკუთარ მონად ასახელებდა. ერთმა მათგანმა,
ორმოციოდე წლის ჩასქელებულმა, ბრტყელცხვირა ქალმა
ლუღლუღით დალოცა დენი საერთო ენაზე, მაგრამ სხვები მხო-
ლოდ უაზრო ცარიელი მზერით მისჩერებოდნენ.
ეჭვით მეკიდებიანო, მიხვდა დენი სევდით; ეშინოდათ, რომ
მხსნელი რაღაც უარესს უმზადებდათ.
– ყველას ვერ დაიტოვებ, ბავშვო, – უთხრა სერ იორაჰმა, მე-
ოთხედ რომ შეჩერდნენ. ხასის მეომრები მის ახალ მონებს დე-
ნის კვალდაკვალ მოდენიდნენ.
– მე ხალესი ვარ, შეიდი სამეფოს მემკვიდრე, დრაკონის სის-
ხლთაგანი, – შეახსენა დენიმ – შენ არ შეგფერის, მიმითითო,
რის გაკეთება შემიძლია და რისა – არა.

994
სადღაც შუა ქალაქში სქელ ცეცხლსა და კვამლში ჩაიქცა შენობა
და დენის შეშინებული ბავშვების წივილ-კივილი ჩაესმა.
ხალ დროგო დაბალი და განიერი უფანჯრო ტაძრის წინ იჯდა. ტა-
ძარს სქელი თიხის კედლები ჰქონდა და უზარმაზარი მრეში ხახვის
მსგავსი წაწვეტებული გუმბათი ედგა. მის გვერდით დახვავებული
თავების გროვა სიმაღლით ხალსაც აღემატებოდა. კრავი-ხალხის
ერთი მოკლე ისარი მკლავში ჰქონდა გაჩრილი, შიშველი მკერდის
მარცხენა მხარე სისხლით იმგვარად ჰქონდა დაფარული, გეგონე-
ბოდა, საღებავი შეუსხამთო. სამივე სისხლისმიერი თან ახლდა.

ჟიქვი დენის ცხენიდან ჩამოსვლაში მოეხმარა – რაც მუცელი გა-


ებერა და დაუმძიმდა, უფრო და უფრო მოუქნელი გახდა. მან ხალის
წინ ჩაიმუხლა.
– ჩემი მზე-და-ვარსკვლავები დაჭრილია.
არახით მიყენებული ჭრილობა ფართო, მაგრამ ზედაპირული
იყო:
ხალს მარცხენა ძუძუს თავი აღარ ჰქონდა და სისხლიანი ხორცი-
სა და კანის ნაფლეთი სველი ჩვარივით ეკიდა მკერდზე.
– ეს ნაკაწრია, ცხოვრების მთვარე, ხალ ოგოს ერთი სისხლის-
მიერისგან, – უთხრა ხალმა დროგომ საერთო ენაზე, – მოვკალი
ამის გამო, ოგოც მოვკალი, – მან თავი მოაბრუნა, ნაწნავში ჩაბნეუ-
ლი ზანზალაკები წყნარად აწკრიალდნენ, – შენ რომ გესმის, ოგოა,
და ფოგო, მისი ხალაკა, ისიც უკვე. ისიც ხალი იყო, როცა მოვკალი.
– ჩემი ცხოვრების მზეს წინ ვერავინ დაუდგება, – უთხრა დენიმ,
– მამას ულაყისა, სამყაროს რომ გახედნის.
მათთან მხედარი მოჭენდა და უნაგირიდან გადმოხტა. ჰაგოს მი-
მართა, გაგულისებული დოთრაკული სიტყვები ისე სწრაფად დას-
დინდა პირიდან, რომ დენის ვერ გაერჩია, რას ამბობდა. ახოვანმა
სისხლისმიერმა მხედარმა მძიმედ გადმოხედა დენის, სანამ თავის
ხალს მიუბრუნდებოდა.

995
– ეს მაგოა, კო ჟაქოს ხასის მხედარი. ამბობს, რომ ხალესიმ
ალაფი წაართვა, კრავების ასული, რომელიც მისი იყო ზედ შე-
სახდომად.
ხალ დროგოს უძრავი და შეუვალი სახე ჰქონდა, მაგრამ თვა-
ლებში კითხვა ედგა, დენის რომ შეხედა.
– მითხარი სიმართლე ამაზე, ჩემი ცხოვრების მთვარევ, – უბ-
რძანა დოთრაკულად.
დენიმ უამბო, რაც ჩაიდინა; დოთრაკულ ენაზე მოუთხრო,
მარტივი, პირდაპირი სიტყვებით, რათა ხალს უკეთ გაეგო მისი.
რომ დაასრულა, დროგომ შუბლი შეიკრა.
– ომი ეგაა. ეგ ქალები ახლა ჩვენი მონები არიან, რაც გვე-
სიამოვნება, იმას ვუზამთ.
– მე მახარებს, ისინი უსაფრთხოდ რომ მყავს ჩემთან, – უთ-
ხრა დენიმ, თან ფიქრობდა, მეტისმეტი ხომ არ გავბედეო, – თუ
შენი მეომრები ამ ქალებს შეახტებიან, მაშინ ფრთხილად დაეუფ-
ლონ და ცოლებად იყოლიონ. ხალასარში ჩარიცხეთ, დე, შობონ
თქვენი ძეები.
ქოთო სისხლისმიერ მხედრებს შორის მუდამ ყველაზე უმოწ-
ყალო იყო. სწორედ მან გადაიხარხარა.
– ცხენი განა მძუვნობს ცხვართან?
რაღაცამ მის კილოში დენის ვისერისი მოაგონა. განრისხებუ-
ლი მიუბრუნდა.
– დრაკონი კი ცხენებს და ცხვრებს ერთნაირად ჭამს.
ხალ დროგომ გაიღიმა.
– ნახე, რა შეუპოვარი ხდება! – თქვა მან, – ეს ჩემი ძეა მასში,
ულაყი, სამყაროს რომ გახედნის, და თავისი ცეცხლით ავსებს.
ძალიან ნუ გააჭენე, ქოთო... დედამ თუ არ დაგწვა ადგილზევე,
მაშინ ვაჟი ჩაგტკეპნის მიწაში. შენ კი, მაგო, ენა დაიმოკლე და
სხვა კრავი ნახე ზედ შესახდომად. ესენი ჩემს ხალესის ეკუთვნის,
– მან დააპირა, ხელი გაეწოდებინა დენერისისთვის, მაგრამ

996
მკლავი რომ ასწია, უნებლიე ტკივილით დაიმანჭა და თავი მიაბრუ-
ნა.
დენიმ ლამის თავად იგრძნო მისი ტანჯვა. ჭრილობები იმაზე უა-
რესი იყო, ვიდრე სერ იორაჰმა დააჯერა.
– სად არიან მკურნალები? – მოითხოვა მან. ხალასარში ორგვა-
რი მკურნალები ჰყავდათ: ბერნი ქალები და საჭურისი მონები. ბა-
ლახეულით მოწამლე ქალები სამკურნალო ნახარშებსა და შელოც-
ვებს იშველიებდნენ, საჭურისები – დანას, ნემსსა და ცეცხლს, – რა-
ტომ არ ზრუნავენ ხალზე? – ხალმა უთმო კაცები დაითხოვა, ხალე-
სი, – დაარწმუნა ბებერმა კოჰოლომ. დენიმ შენიშნა, რომ სისხლის-
მიერი მხედარი თავადაც დაჭრილიყო, მარცხენა მხარზე ღრმა ნაჭ-
დევი მოუჩანდა.
– ბევრი მხედარი დაზიანდა, – ჯიუტად წარმოთქვა ხალმა დრო-
გომ, – ჯერ მათ მიხედონ. ეს ისარი ბუზის ნაკბენივითაა, ეს პატარა
ჭრილობა კი – კიდევ ერთი ნაიარევი იქნება, ჩემს ძეს რომ ვეტრა-
ბახო. დენი ხედავდა კუნთებს მის მკერდზე, სადაც კანი ჩამოეთა-
ლათ.
მკლავში გაჩრილი ისრიდანაც სისხლი ჩამოწანწკარებდა – ხალ
დროგოს ლოდინი არ შეჰფერის, – განაცხადა მან, – ჟოგო, მოძებნე
ის საჭურისები და ახლავე აქ მოიყვანე.
– ვერცხლის ქალბატონო, – წარმოთქვა მის უკან ქალის ხმამ, –
მე შემიძლია ვუშველო დაჭრილ დიდ მხედარს.
დენიმ თავი მიაბრუნა. ლაპარაკობდა ერთი მონათაგანი, მან
რომ დაისაკუთრა: მძიმე, ბრტყელცხვირა ქალი, რომელმაც დალო-
ცა.
– ხალს არ სჭირდება დახმარება ქალისგან, ცხვრებთან რომ წვე-
ბა, – შეუღრინა ქოთომ, – აგო, ამოსჭერი ენა.
აგომ თმებში ჩაავლო ხელი და ყელზე დანა მიაბჯინა.
დენიმ ხელი ასწია.
– არა. ის ჩემია. აცადეთ, თქვას.

997
აგომ მზერა მისგან ქოთოზე გადაიტანა და დანა დაუშვა.
– ცუდი არაფერი მაქვს გულში, შეუპოვარო მხედრებო, – ქა-
ლი დოთრაკულად კარგად ლაპარაკობდა, უმსუბუქესი და უთხე-
ლესი შალისგან შეკერილი კაბა ეცვა, მდიდრულად ნაქარგი,
მაგრამ ახლა ზედ ტალახი შეხმობოდა, სისხლით მოთხვრილი
და გაფხრეწილი ჰქონდა.
ჩამოხეული ქსოვილი ხელით ეჭირა მძიმე მკერდთან, – კურ-
ნების ხელოვნებაში მცირე რამ გამეგება.
– ვინ ხარ? – ჰკითხა დენიმ.
– მირი მაზ დური მქვია. ამ ტაძრის ღმერთის სძალი ვარ.
– მაეგი, – ისროლა ჰაგომ და თავის არახს თითით ფხა მო-
უსინჯა.
მზერა მოეღრუბლა. დენის გაახსენდა ეს სიტყვა ერთი საში-
ნელი ამბიდან, რომელიც ჟიქვიმ უამბო ცეცხლს პირას. მაეგი ის
ქალია, დემონებთან რომ წვება და ყველაზე ბნელ ჯადოქრობას-
თან აქვს ხელი, ბოროტ საქმეებთან, ბოროტ და უსულო არსებებ-
თან, ღამის წყვდიადში რომ ეწვევიან ადამიანებს და სიცოცხლე-
სა და ძალას გამოსწოვენ სხეულიდან. – მე მკურნალი ვარ, –
თქვა მირი მაზ დურმა.
– ცხვრების მკურნალი, – ჩაიფრუტუნა ქოთომ, – სისხლო ჩე-
მო სისხლთაგანო, მე ვამბობ, მოვკლათ ეს მაეგი და უთმო კა-
ცებს მოვუცადოთ დენიმ სისხლისმიერის გამოხდომა არად ჩააგ-
დო. მოხუცი, უვნებელი, ჩასქელებული ქალი მას მაეგად არ ეჩ-
ვენებოდა.
– სად შეისწავლე კურნება, მირი მაზ დურ?
– ჩემზე ადრე დედაჩემი იყო ღმერთის სძალი და შემასწავლა
ყველა გალობა და შელოცვა, რაც დიად მწყემსს ეამებოდა, და
მიჩვენა, როგორ შემექმნა წმინდა კვამლი და ნელსაცხებლები
ფოთლის, ფესვისა და ნაყოფისგან. როდესაც ყმაწვილი და უფ-

998
რო მომხიბვლელი ვიყავი, ქარავანს გავყევი ასშაიში ბინდის მიწებ-
თან, მათი მაგებისგან რომ მესწავლა. ასშაიში მრავალი ქვეყნიდან
მოდიან გემები, და მე იქ დიდი ხანი დავყავი, შორეულ ხალხთა კურ-
ნების ხერხები რომ შემესწავლა. ჯოგოს ნაიელმა მთვარის შემლოც-
ველმა მშობიარობის სიმღერები მაჩუქა, შენი ცხენოსანი ხალხის
ქალმა ბალახის, მარცვლისა და ცხენის ჯადოები მასწავლა, მზის და-
სავლის მხარიდან მოსულმა მაისტერმა კი სხეული გაკვეთა ჩემ
თვალწინ და მიჩვენა ყველა საიდუმლო, რაც კი კანქვეშაა დაფარუ-
ლი. სერ იორაჰ მორმონტმა ხმა დაძრა.
– მაისტერმა?
– მარვინი, ასე უწოდებდა თავს, – მიუგო ქალმა საერთო ენაზე,
– ზღვიდან იყო. ზღვის მიღმიდან. შვიდი ქვეყანაო, ამბობდა. მზის
დასავლის ქვეყნები. სადაც ხალხი რკინისაა და დრაკონები მბრძა-
ნებლობენ. ეს ენა მან მასწავლა.
– მაისტერი ასშაიში, – დაფიქრდა სერ იორაჰი, – მითხარი,
ღმერთის სძალო, იმ მაისტერ მარვინს რა ეკეთა ყელზე?
– ისეთი ვიწრო ჯაჭვი, რომ გეგონებოდა, დაახრჩობსო, რკინის
ლორდო; მრავალი ლითონის რგოლებით ნაჭედი.
რაინდმა დენის შეხედა.
– მხოლოდ ძველიქალაქის ციტადელში განსწავლული კაცი ატა-
რებს ეგეთ ჯაჭვს, – უთხრა, – მათ კი კურნებაზე ბევრი რამ იციან. –
რად უნდა გსურდეს, ჩემს ხალს უშველო?
– ყველა ადამიანი ერთი ფარის სამწყსოა, ჩვენ ასე გვასწავლეს,
– მიუგო მირი მაზ დურმა, – დიადმა მწყემსმა მიწაზე ყველა მისი
კრავის საკურნებლად მომავლინა, სადაც არ უნდა ვნახო ისინი.
ქოთომ მწარედ შემოულაწუნა.
– ჩვენ ცხვრები არ ვართ, მაეგი!
– გაჩერდი! – უთხრა გაბრაზებულმა დენიმ, – იგი ჩემია. არ და-
ვინახო, რამე დაუშავო.
ხალ დროგომ ამოიხვნეშა:

999
– ისარი ვინმემ უნდა ამოიღოს, ქოთო.
– ჰო, დიდო მხედარო, – მიუგო მირი მაზ დურმა და დალილა-
ვებულ სახეზე შეეხო, – მკერდი კი უნდა მოგბანოს და გაგიკე-
როს, რათა ჭრილობა არ დაგიჩირქდეს.
– მიდი მაშინ, ქენი, – უბრძანა ხალმა დროგომ.
– დიდო მხედარო, – უთხრა ქალმა, – ჩემი იარაღი და წამლე-
ბი ღმერთის სახლშია, იქ, სადაც მკურნავი ძალები ყველაზე
უკეთ მოქმედებენ. – მე წაგიღებ, სისხლო ჩემო სისხლთაგანო, –
შესთავაზა ჰაგომ.
ხალ დროგომ ხელის აქნევით მოიცილა.
– არა კაცის დახმარება არ მჭირდება, – თქვა ამაყი და მტკიცე
ხმით. დაუხმარებლად წამოდგა, ყველას ზემოდან დახედა. მკერ-
დზე ახალმა სისხლმა გადმოსჩქეფა, იქიდან, სადაც ოგოს არახს
ძუძუს თავი წაეკვეთა. დენი სწრაფად დაუდგა გვერდში.
– მე კაცი არ ვარ, – ჩასჩურჩულა, – ჰოდა, შეგიძლია დამეყ-
რდნო.
დროგომ ვეება ხელი მხარზე დაადო. დენიმ მისი წონის ნაწი-
ლი დაიყრდნო და თიხის დიდი ტაძრისკენ გაემართნენ. სამი სის-
ხლისმიერი უკან მიჰყვათ. დენიმ უბრძანა სერ იორაჰს და თავი-
სი ხასის მეომრებს, შესასვლელი დაეცვათ და ეზრუნათ, რომ
არავის წაეკიდებინა ცეცხლი შენობისთვის, ვიდრე თავად შიგ-
ნით იყვნენ შესულები.
მათ რამდენიმე წინა ოთახი გაიარეს, სანამ გუმბათის ქვეშ
მოთავსებულ ცენტრალურ პალატში არ აღმოჩნდნენ. ფარული
ფანჯრებიდან სუსტი შუქი იღვრებოდა დაბლა. კედელში ჩამაგ-
რებულ მჭიდებში რამდენიმე კვამლადენილი ჩირაღდანი ენთო.
მიწის იატაკზე ცხვრის ტყავები ეფინა.

1000
– აქეთ, – წარმოთქვა მირი მაზ დურმა და საკურთხეველს მიათი-
თა, დიდ, ცისფრად დაძარღვულ ქვას, რომელზედაც მწყემსების და
მათი ფარის სურათები იყო ამოკვეთილი. ხალი დროგო ქვაზე დაწ-
ვა.
მოხუცმა ქალმა ქურას ერთი პეშვი ხმელი ფოთლები დააყარა,
რამაც პალატი სურნელოვანი კვამლით აავსო.
– აჯობებს, გარეთ თუ მოიცდით, – უთხრა დანარჩენებს.
– ჩვენ მისი სისხლი სისხლთაგანი ვართ, – უთხრა კოჰოლომ, –
აქ ვიცდით.
ქოთო მირი მაზ დურს მოუახლოვდა.
– ეს იცოდე, კრავების ღმერთის სძალო. დაუშავებ რამეს ხალს
და შენც იგივე დაგემართება, – მან გასატყავებელი დანა ამოიღო და
ქალს უჩვენა.
– არაფერს დაუშავებს, – დენი გრძნობდა, რომ შეიძლებოდა ამ
მოხუცი, უბრალოსახიანი, ბრტყელცხვირა ქალის ნდობა. ბოლოს
და ბოლოს, მოძალადეების ხელიდან იხსნა.
– აქ თუ უნდა იყოთ, მომეხმარეთ, – უთხრა მირიმ სისხლისმი-
ერებს, – დიდი მხედარი მეტისმეტად ძლიერია. გააკავეთ, სანამ მე
ისარს ამოვუღებ, – კაბის ნაფლეთებს ხელი გაუშვა და ისინი წელზე
ჩამოეკონწიალა, როდესაც ნაჩუქურთმალი სკივრი გახსნა და ბოთ-
ლებს, კოლოფებს, დანებსა და ნემსებს შორის აფათურდა. ყველა-
ფერი რომ მოამზადა, ისრის დაკბილული პირი ჩატეხა და ტარი გა-
მოაძრო, თან რაღაცას იმეორებდა ლაზარინების მონოტონურ ენა-
ზე. ღვინიანი მათარა ქურაზე ადუღებამდე გააცხელა და ჭრილობებს
დაასხა. ხალმა დროგომ შეუკურთხა, მაგრამ არ განძრეულა. ქალმა
ისრის ჭრილობაზე სველი ფოთლები დააფინა და მის გაჭრილ
მკერდს მიუბრუნდა, ღია-მწვანე მალამო წასცხო, სანამ კანის ნაფ-
ლეთს თავის ადგილზე დააფენდა. ხალმა კბილები გააღრჭიალა და
ყვირილი შეიკავა. ღმერთის სძალმა ვერცხლის ნემსი და აბრეშუმის
ძაფის გორგალი აიღო და ხორცის გაკერვას შეუდგა. რომ მოათავა,

1001
კანს წითელი მალამო გადაუსვა, ზემოდან ისევ ფოთლები და-
აფარა და დაგლეჯილი კრავის ტყავით შეუკრა.
– უნდა წარმოთქვა ლოცვები, მე რომ მოგცემ, და კრავის ტყა-
ვი ათი დღე და ათი ღამე არ უნდა მოიცილო, – უთხრა, – ცხელე-
ბა გექნება, გეტკინება და, რომ მორჩები, დიდი ნაიარევი დაგ-
რჩება.
ხალ დროგო ზანზალაკების წკრიალით წამოჯდა.
– ჩემი ნაიარევები საამაყოა, ცხვრის ქალო, – მკლავი მოხა-
რა და შეიჭმუხნა.
– არც ღვინო, არც ყაყაჩოს რძე არ დალიო, – გააფრთხილა
ქალმა, – გეტკინება, მაგრამ სხეული ძლიერი უნდა შეინარჩუნო,
შხამის სულებს რომ გაუმკლავდე.
– მე ხალი ვარ, – უთხრა დროგომ, – ტკივილი ფეხებზე მკი-
დია და ვსვამ, რასაც მინდა. კოჰოლო, ჟილეტი მომიტანე, – უფ-
როსი კაცი გარეთ გაეჩქარა.
– ადრე ამბობდი, – უთხრა დენიმ უშნო ლაზარინ ქალს, –
სამშობიარო სიმღერებზე...
– სისხლიანი სარეცლის ყველა საიდუმლო ვიცი, ვერცხლის
ქალბატონო, ჩვილი არც ერთხელ არ დამიკარგავს, – მიუგო მი-
რი მაზ დურმა.
– დრო მიდგება, – უთხრა დენიმ, – მისი მოსვლისას მინდა,
შენ მომხედო, თუ თანახმა ხარ.
ხალ დროგომ გადაიხარხარა.
– ჩემი ცხოვრების მთვარევ, მონას კი არ უნდა სთხოვო, უნდა
უთხრა. იმას იზამს, რასაც უბრძანებ, – იგი საკურთხევლიდან
გადმოხტა, – წამოდით, სისხლისმიერნო. ულაყები გვიხმობენ,
აქაურობა ნაცრადაა ქცეული. დროა, გავჭენდეთ.
ჰაგო ტაძრიდან გასულ ხალს გაედევნა, მაგრამ ქოთო შეყოვ-
ნდა და მირი მაზ დურს თვალი თვალში გაუყარა.
– გახსოვდეს, მაეგი, როგორც ხალი იქნება, ისე იქნები შენც.

1002
– როგორც იტყვი, მხედარო, – მიუგო ქალმა, თან თავის ქოთ-
ნებსა და ბოთლებს აგროვებდა, – დიდი მწყემსი ხედავს თავის ფა-
რას.

1003
ტირიონი

1004
სამეფო გზის პირას ამართულ გორაკზე, თელის ხის ქვეშ, უხეშად
გათლილი ფიჭვის ფიცრებით გრძელი ხარიხა-მაგიდა გაემარ-
თათ და ზედ ოქროსფერი სუფრა გადაეფარებინათ. აქ, საკუთარი
კარვის გვერდით, ლორდი ტაივინი ვახშმობდა თავის ყველაზე ჩინე-
ბულ რაინდებთან და მებაირაღე ლორდებთან ერთად; მის თავზე-
მოთ, მაღალ ტარზე ფართო ალისფერ-ოქროვანი დროშა ფრიალებ-
და.
ტირიონი დაგვიანებით მოვიდა, უნაგირზე ჯდომით დაჟეჟილი
იყო, დაღვრემილი და ზედმეტად კარგად იცოდა, თუ რა სასაცილო
ჩანდა, ფერდობზე მამამისისკენ რომ მიჩლახუნებდა. იმდღევანდე-
ლი მარში გრძელი და დამქანცველი გამოდგა. იფიქრა, ამაღამ ალ-
ბათ კარგად გამოვიბრუჟებიო. ბინდდებოდა და ჰაერი ციცინათე-
ლებით იყო სავსე. მზარეულებს ხორცეული შემოჰქონდათ: ხუთი
კანდაბრაწული ძუძუთა გოჭი, პირში ყველას სხვადასხვა ხილი ედო.
სუნმა ტირიონს სასა მოუწყლიანა.
– ბოდიში მომითხოვია, – წამოიწყო და ბიძის გვერდით ძელ-
სკამზე ჩამოჯდა.
– იქნებ აჯობებს, ჩვენი მკვდრების დამარხვა დაგაკისრო, ტირი-
ონ, – უთხრა ლორდმა ტაივინმა, – თუ ბრძოლაშიც ისე დაიგვიანებ,
როგორც სუფრასთან, იმ დროისთვის, შენ რომ მოაღწევ, საბრძოლ-
ველიც აღარავინ იქნება.
– ო, მოსაკლავად ერთი-ორი გლეხის დატოვება ნამდვილად შე-
გეძლება ჩემთვის, მამა, – მიუგო ტირიონმა, – ძალიან ბევრიც არ
გინდა, ხარბი კი არ ვარ, – ღვინის სირჩა შეივსო და ცქერა დაუწყო,
როგორ ჩაჭრა სუფრასთან მომსახურე კაცმა გოჭი. დაბრაწული კა-
ნი გასკდა მისი დანის ქვეშ და ხორციდან ცხელი წვენი გადმოდინდა.
საუკუნეები იყო, ტირიონს ასეთი თვალგასახარელი არაფერი ენა-
ხა.

1005
– სერ ადამის წინამარბები ამბობენ, რომ სტარკის ლაშქარი
ტყუპებიდან სამხრეთისკენ დაეშვა, – აცნობა მამამ, სანამ თეფშს
ხორცის ნაჭრებით უვსებდნენ, – ლორდ ფრეის წვეულებიც მას
შეუერთდნენ. როგორც ჩანს, ახლა ჩვენგან ერთი დღის სავალზე
არიან ჩრდილოეთით.
– გთხოვ, მამა, – უთხრა ტირიონმა, – ჭამას ვაპირებ.
– რა, სტარკ ბიჭთან შეყრაზე ფიქრი გაფრთხობს, ტირიონ?
შენი ძმა ჯეიმი კი სიხარულით შეებმებოდა.
– მე მირჩევნია, ამ გოჭს შევება. რობ სტარკი ეგეთი ჩვილი
ვერაა და ასე საამო სუნიც არასოდეს უდიოდა.
ლორდი ლეფორდი დიდი მჟავე ვინმე იყო და მათ სურსათსა
და მარაგებს განაგებდა. ახლა წინ წამოიხარა.
– იმედია, შენი ველურებიც ასე უხალისოდ არ ომობენ, თო-
რემ გამოდის, ჩვენი ჩინებული იარაღი ტყუილად დაგვიხარჯავს
მათზე.
– ჩემი ველურები შენს იარაღს საუცხოოდ მოიხმარენ, მი-
ლორდ, – მიუგო ტირიონმა. როდესაც ლეფორდს უთხრა, იარა-
ღი და აბჯარი მჭირდება იმ სამასი კაცის შესაჭურვად, ულფმა
მთების მისადგომებიდან რომ წამოიყოლაო, ისეთი გახდა, იტ-
ყოდი, იარაღი კი არა, ჯარისკაცების გასართობად მისი ქალწუ-
ლი ასულები მოსთხოვესო.
ლორდი ლეფორდი მოიღუშა.
– დღეს ის ზორბა ბანჯგვლიანი ვნახე, აი ის, ორ ტაბარს რომ
ითხოვდა, მძიმე შავი ფოლადის ტაბარებს, ტყუპი ნახევარმთვა-
რა პირებით.
– შაგას ორივე ხელით უყვარს ხოცვა, – ტირიონს ორთქლა-
დენილი ხორცით სავსე თეფში დაუდეს წინ.
– ის შეშის საჩეხი ცულიც ჯერ კიდევ ზურგზე აქვს მიკრული.

1006
– შაგას მიაჩნია, რომ სამი ტაბარი ორს სჯობია, – ტირიონი ცე-
რითა და საჩვენებელი თითით სამარილეს გადასწვდა და თავის არ-
ჩივს გვარიანი მწიკვი მოაყარა.
სერ კევანი წინ წამოიხარა.
– ვიფიქრეთ, შენ და შენი ველურები ავანგარდად დაგვეყენები-
ნე, ბრძოლაში რომ ჩავებმებოდით.
სერ კევანი იშვიათად „ფიქრობდა“ რამეს ისეთს, რაც წინდაწინ
ლორდ ტაივინს არ ეფიქრა. ტირიონმა ხორცის ნაჭერი თავისი ხან-
ჯლის წვერზე ააგო და პირში ჩაუძახა. მისი სიტყვები რომ გაიგონა,
ხანჯალი დაუშვა.
– ავანგარდად? – იკითხა ეჭვით. მისი ლორდი-მამა ან უჩვეულო
პატივისცემით განმსჭვალულიყო ტირიონის უნარების მიმართ, ან
გადაეწყვიტა, საბოლოოდ მოეშორებინა თავიდან ოჯახის შემარ-
ცხვენელი ნაშიერი. ტირიონს გაუჩნდა პირქუში შეგრძნება, რომ
იცოდა, რომელი იყო მიზეზი.
– საკმაოდ შეუპოვრები ჩანან, – თქვა სერ კევანმა.
– შეუპოვრები? – ტირიონი მიხვდა, რომ ბიძას გაწვრთნილი ჩი-
ტივით ეხმიანებოდა. მამა უცქერდა, აფასებდა, მის ყოველ სიტყვას
წონიდა, – მოდი, გეტყვით, რა შეუპოვრებიც არიან. წუხელ მთვარის
ძმამ ქვის ყვავი ააგო დანაზე, ძეხვი ვერ გაიყვეს. ჰოდა, დღეს, ბანაკს
რომ ვშლიდით, სამმა ქვის ყვავმა დაიჭირა ის კაცი და ყელი გამოს-
ჭრა. იქნებ ძეხვის დაბრუნების იმედი ჰქონდათ, არ ვიცი. საბედნი-
ეროდ, ბრონმა მოახერხა, შაგასთვის მოკლულის ასოს წაკვეთა და-
ეშალა, მაგრამ ულფი მაინც მოითხოვს სასისხლო ფულს, შაგა და
კონი კი გადახდას უარობენ.
– ჯარისკაცებს დისციპლინა თუ აკლიათ, ეს მათი მეთაურის ბრა-
ლია, – თქვა მამამ. მისი ძმა ჯეიმი ყოველთვის ახერხებდა, მებრძო-
ლები ხალისით გაჰყოლოდნენ უკან და, თუ საჭირო გახდებოდა,
მომკვდარიყვნენ კიდეც მისთვის. ტირიონს ეს ნიჭი არ გააჩნდა. იგი

1007
ერთგულებას ოქროთი ყიდულობდა, მორჩილებას კი თავისი
გვარის მოშველიებით აიძულებდა, – უფრო ზორბა კაცი მოახერ-
ხებდა და შიშს ჩაუნერგავდა, ამის თქმა გსურს, მილორდ?
ლორდი ტაივინ ლანისტერი ძმას მიუბრუნდა.
– თუ ჩემი ძის მეომრები მის ბრძანებებს არ დაემორჩილები-
ან, იქნებ არ ღირს მათი ავანგარდად დაყენება. უეჭველია, თავს
უფრო მშვიდად იგრძნობს ზურგში, ჩვენი სატვირთო ქარავნის
მცველად.
– წყალობები არ მჭირდება, მამა, – თქვა გაბრაზებულმა ტი-
რიონმა, – თუ სხვაგვარი სარდლობა არ შეგიძლია შემომთავა-
ზო, გავუძღვები შენს მეწინავეებს.
ლორდი ტაივინი თავის ჯუჯა ძეს დააკვირდა.
– სარდლობაზე არაფერი მითქვამს. შენ სერ გრეგორის მე-
თაურობით იმსახურებ.
ტირიონმა ხორცი ჩაკბიჩა, გაღეჭა და გაბრაზებულმა გად-
მოაფურთხა.
– მივხვდი, რომ სულაც არ ვარ მშიერი, – თქვა და მოუქნე-
ლად გადმოცოცდა ძელსკამიდან, – მომიტევეთ, მილორდებო.
ლორდმა ტაივინმა თავი დახარა, წასვლის ნებართვა ანიშნა.
ტირიონი შეტრიალდა და მაგიდას გაშორდა. ზურგით მათ მზე-
რას გრძნობდა, ქანაობით რომ ჩადიოდა გორაკიდან. უკნიდან
ხარხარმა იფეთქა, მაგრამ მას არ მიუხედავს. დიდი იმედი ჰქონ-
და, ის ძუძუთა გოჭები ყელზე დაადგებოდათ.
სიბნელემ ყველა დროშა შავად შეღება. ლანისტერების ბანა-
კი რამდენიმე მილზე იყო გაჭიმული მდინარესა და სამეფო გზას
შორის. ჯარისკაცებს, ცხენებსა და ხეებს შორის იოლი იყო გზის
დაბნევა და ტირიონს სწორედ ასე დაემართა. თორმეტ დიდ კა-
რავს და ასობით კოცონს გასცდა. კარვებს შორის ციცინათელე-
ბი დაფარფატებდნენ მოხეტიალე ვარსკვლავების დარად. უცებ

1008
ნივრიანი ძეხვის სუნი ეცა, მწვავე, მადის აღმძვრელი, ისეთი მაცდუ-
რი, რომ ცარიელმა მუცელმა ყურყური დაუწყო. გაიგონა, მოშორე-
ბით როგორ წამოიწყეს რაღაც უხამსი სიმღერა. გვერდით მოხითხი-
თე ქალმა ჩაურბინა, მუქი მოსასხამის ქვეშ არაფერი ეცვა; მისი
მთვრალი მდევარი ფესვებს წამოედო. უფრო მოშორებით ორი შუ-
ბოსანი ერთმანეთს ერკინებოდა პატარა რუს აქეთ-იქიდან, ძგერე-
ბასა და მოგერიებაში ვარჯიშობდნენ გალეულ შუქზე, მკერდები შიშ-
ველი და ოფლით გაწებილი ჰქონდათ.
ტირიონისთვის არავის შეუხედავს. არავინ გამოლაპარაკებია.
აინუნშიაც არავინ აგდებდა. ლანისტერების გვარს შეფიცული
ადამიანები ერტყა გარს, ოციათასკაციანი ჯარი, და მაინც მარტო
იყო.
როდესაც სიბნელიდან შაგას მოგრუხუნე სიცილი გამოიჭრა, იგი
ხმას მიჰყვა და ღამეში მყუდროდ მოწყობილ ქვის ყვავებს მიადგა.
კონ კორატის ძემ ელის კათხა დაუქნია.
– ტირიონ ნახევარკაცა! მოდი, ჩვენს ცეცხლთან დაჯექი, ქვის
ყვავებთან პური ჭამე. ხარი გვაქვს.
– ვხედავ, კონ კორატის ძევ, – მოგუგუნე ცეცხლის თავზე ვეება
წითელი სხეული ეკიდა, მომცრო ხისხელა შამფურზე იყო წამოცმუ-
ლი. უეჭველია, ეს სწორედაც მომცრო ხე იყო. ორი ქვის ყვავი
ხორცს ატრიალებდა და სისხლი და ქონი ცეცხლში წვეთავდა.
– მადლობა. დამიძახეთ, ხარი რომ შეიწვება, – ისე ჩანდა, იქნებ
ბრძოლამდეც მოსწრებოდათ. ტირიონმა სვლა განაგრძო.
ყოველ ტომს თავისი კოცონი გაეჩაღებინა; შავყურები არ ჭამ-
დნენ ქვის ყვავებთან ერთად, ქვის ყვავები – მთვარის ძმებთან, და
არავინ იყოფდა პურს დაშანთულებთან. სრულიად უბრალო კარავი,
რომელიც ლორდ ლეფორდს დასტყუა მარაგებიდან, ოთხი კოცო-
ნის შუაში იყო გაშლილი. ბრონი ახალ მსახურებთან ერთად ღვინის
ტიკს უჯდა. ლორდმა ტაივინმა ტირიონს მეჯინიბე და ფარეში გაუგ-
ზავნა და საჭურველთმტვირთველის აყვანაც კი მოსთხოვა. ისინი

1009
მომცრო კოცონის ნაღვერდალს შემოსხდომოდნენ. თან გოგონა
ახლდათ: თხელი, მუქთმიანი, თვრამეტ წელზე მეტის არ უნდა
ყოფილიყო. ტირიონი წუთით მის სახეს დააცქერდა, სანამ ნა-
ცარში ჩაყრილ თევზის ძვლებს შეამჩნევდა. – რას ჭამდით?
– კალმახს, მილორდ, – უთხრა მეჯინიბემ, – ბრონმა დაიჭი-
რა.
კალმახი, გაიფიქრა ტირიონმა. ძუძუთა გოჭი. წყეული იყოს
მამაჩემი. იგი მწუხარედ მიაჩერდა ძვლებს, მუცელი აუბუყბუყდა.
მისმა საჭურველთმტვირთველმა, ავბედითი სახელი, როდ-
რიკ პეინი რომ ერქვა, გადაიფიქრა, რის თქმასაც აპირებდა. ეს
ბიჭი სერ ილინ პეინის, მეფის ჯალათის, შორეული ბიძაშვილი
იყო... და თითქმის მასავით ჩუმი, თუმც აქ მიზეზი ენის არქონა არ
გახლდათ. ტირიონმა ერთხელ გამოაყოფინა კიდევაც ენა, რომ
დარწმუნებულიყო.
– ენაა, ნამდვილად, – თქვა, – როგორმე მისი მოხმარება უნ-
და ისწავლო.
იმწუთას მოთმინება აღარ შერჩენოდა, რომ ეცადა და ნაფიქ-
რი დაეცდენინებინა მისთვის; საერთოდაც ეჭვობდა, ამ ბიჭის
ჩემთვის საჭურველთმტვირთველად მოჩენა ბოროტი ოხუნჯობაა
და სხვა არაფერიო ისევ გოგოზე გადაიტანა მზერა.
– ესაა? – ჰკითხა ბრონს.
გოგონა მსუბუქად წამოდგა და მას ხუთი ფუტის თუ მეტის
თვალშეუდგამი სიმაღლიდან დახედა.
– ეგაა, მილორდ, და ლაპარაკი თვითონვე შეუძლია, თუ
თქვენი ნებაც იქნება.
ტირიონმა ცალ მხარეს გადახარა თავი.
– მე ტირიონი ვარ, ლანისტერთა გვარიდან. კაცნი ჭინკად
მიხმობენ. – მე დედაჩემმა შაი დამარქვა. კაცები მიხმობენ... ხში-
რად.
ბრონმა გაიცინა და ტირიონსაც გაეღიმა.

1010
– კარავში შედი, შაი, დამდე პატივი, – მან კალთა ასწია და და-
იჭირა, გოგონას რომ გაევლო. შიგნით შესულმა, სანთლის ასანთე-
ბად ჩაიმუხლა. ჯარისკაცული ცხოვრება გარკვეულ სიამეებს მოკ-
ლებული როდი იყო. სადაც არ უნდა გაშლილიყო ბანაკი, მიმდევრე-
ბი არასოდეს აკლდა. ერთი დღის ლაშქრობის ბოლოს ტირიონმა
ბრონი მისთვის შესაფერისი კახპას მოსაძებნად გაგზავნა.
– ისეთი მირჩევნია, საკმაოდ ახალგაზრდა იყოს და რაც შეიძლე-
ბა, ლამაზი სახე ჰქონდეს, – ასე დააბარა, – თუკი წელს უბანავია კი-
დევაც, გამიხარდებოდა. თუ არა, დაბანე. აუცილებლად უთხარი,
ვინ ვარ, და გააფრთხილე, როგორი ვარ, – ჯიკი ამის საქმნელად
თავს ყოველთვის არ იწუხებდა ხოლმე. ზოგჯერ, გოგონები პირვე-
ლად რომ დაინახავდნენ ლორდისწულს, ვის საამებლადაც დაიქი-
რავეს, იმგვარი მზერა უხდებოდათ... ტირიონ ლანისტერს არაფრად
სჭირდებოდა, როდისმე კვლავ ეხილა ის გამოხედვა.
სანთელი მაღლა ასწია და გოგონა შეათვალიერა. ბრონს საქმე
მშვენივრად მოეგვარებინა; ნუკრისთვალება და ტანწერწეტა იყო,
პატარა მკვრივი ძუძუები და მრავალფეროვანი ღიმილი ჰქონდა,
ისე, რომ ზოგჯერ მორცხვი, ზოგჯერ უმანკო და ხანაც გარყვნილი
ჩანდა. ტირიონს ეს თვალში მოსდიოდა.
– გავიხადო, მილორდ? – ჰკითხა გოგომ.
– თავის დროზე. ქალწული ხარ, შაი?
– თუკი ასე გეამებათ, მილორდ, – უთხრა მოგონილი მორცხვო-
ბით.
– მე სიმართლე მეამება, გოგონი.
– დიახ, მაგრამ ეს ორმაგი დაგიჯდება.
ტირიონმა ჩათვალა, რომ ერთმანეთს შესანიშნავად გაუგებ-
დნენ.
– მე ლანისტერი ვარ. ოქრო ბლომად მაქვს და ნახავ, რომ გუ-
ლუხვიც ვარ... მაგრამ შენგან იმაზე მეტი მენდომება, რაც ფეხებს

1011
შორის გაქვს, თუმცა ეგეც. შენ ჩემს კარავში იცხოვრებ, ღვინოს
დამისხამ, იცინებ ჩემს ხუმრობებზე, ყოველდღე ცხენზე ჯდომის
მერე ფეხებს დამიზელ... და, ერთ დღეს იქნები ჩემთან თუ ერთ
წელს, სანამ ერთად ვართ, საწოლში სხვას არავის ჩაუგორდები.
– სამართლიანია, – იგი თავისი თხელი ჯვალოს კაბის ქობას
დასწვდა, ერთი რბილი მოძრაობით გადაიძრო თავზე და გვერ-
დით მიაგდო. მის ქვეშ შაის გარდა არაფერი იყო.
– სანთელს თუ არ დადებს, მილორდი თითებს დაიწვავს.
ტირიონმა სანთელი დადო, მისი ხელები თავისაში მოიქცია
და ნაზად მიიზიდა. გოგონა დაიხარა და აკოცა. ტუჩებზე თაფლი-
სა და მიხაკის სუნი ასდიოდა, თითები კი, მისი ტანსაცმლის შე-
საბნევებს რომ ეძებდნენ, მარჯვე და გაწაფული ჰქონდა.
მასში რომ შეაღწია, გოგონამ ალერსიანი ჩურჩულით და სი-
ამის მანიშნებელი ხმადაბალი, მოცახცახე კვნესით უპასუხა. ტი-
რიონი ეჭვობდა, რომ მისი აღტაცება მოგონილი იყო, მაგრამ ისე
კარგად აკეთებდა, ამას მნიშვნელობა აღარ ჰქონდა. ამდენი სი-
მართლეც არაფრად უნდოდა.
მას მართლაც სჭირდებოდა ეს გოგონა, მიხვდა ტირიონი, უკ-
ვე მერე, როდესაც იგი გაყუჩებული ეწვინა მკლავებში. ეს, ან ვი-
ღაც ამის მსგავსი. ლამის წელიწადი იყო, ქალთან არ წოლილი-
ყო, მას მერე, რაც თავის ძმასთან და მეფე რობერტთან ერთად
ვინტერფელისკენ გაემართა. ძალიანაც შესაძლოა, ხვალ მომ-
კვდარიყო, ან თუნდაც ზეგ, და, ასე თუ მოხდებოდა, ერჩივნა, სუ-
ლის ამოხდომისას შაიზე ეფიქრა, და არა მამა-ბატონზე, ლიზა
ერინზე ან ლედი კეტლინ სტარკზე.
გრძნობდა, როგორ ებჯინებოდა მკლავზე გვერდით მწოლი
გოგონას მკერდის სილბო. კარგი შეგრძნება იყო. მისი აზრები
სიმღერამ წალეკა. წყნარად, ჩუმად წამოიწყო სტვენა.
– ეს რაა, მილორდ? – ჩაიბუტბუტა მასზე სახემიდებულმა გო-
გომ.

1012
– არაფერი. სიმღერა, ბიჭობისას რომ ვისწავლე. სხვა არაფერი.
დაიძინე, საყვარელო.
როდესაც გოგონამ თვალები დახუჭა, სუნთქვა კი ღრმა და თანა-
ბარი გაუხდა, ტირიონი ფრთხილად გამოძვრა მის ქვეშიდან, მძინა-
რე რომ არ შეეშფოთებინა. შიშველი, ფეხაკრეფით გავიდა გარეთ,
საჭურველთმტვირთველს გადააბიჯა და კარავს უკნიდან შემოუარა
მოსაშარდად. ბრონი ფეხმორთხმით იჯდა წაბლის ძირას, დაბმული
ცხენების მახლობლად. სრულიად ფხიზელი, ხმალს პირს უფხავებ-
და. ქირით მებრძოლს სხვების მსგავსად თითქოს არც ეძინა ხოლმე.

– სად იპოვე? – ჰკითხა ტირიონმა, სანამ ფსამდა.


– ერთ რაინდს წავართვი. არ უნდოდა მოცემა, მაგრამ შენმა სა-
ხელმა როგორღაც გადააფიქრებინა... და კიდევ, ყელზე მიბჯენილ-
მა ხანჯალმაც. – მშვენიერი, – ცივად უთხრა ტირიონმა და ბოლო
წვეთები დაიფერთხა, – ასე მახსოვს, გითხარი, კახპა მიშოვე-მეთქი,
და არა მტრები. – ლამაზები უკვე სულ დანაწილებული იყო, – უთ-
ხრა ბრონმა, – სიამოვნებით წავიყვან უკან, უკბილო ბოზი თუ გირ-
ჩევნია.
ტირიონი მჯდომარესთან ახლო მიჩლახუნდა.
– ჩემი ლორდი-მამა ამას შეურაცხყოფას უწოდებდა და თავხე-
დობისთვის მაღაროებში გაგგზავნიდა.
– ჩემი ბედი, რომ მამაშენი არ ხარ, – მიუგო ბრონმა, – ერთი
ვნახე, მუწუკებიანი ცხვირით. ის ხომ არ გინდა?
– და რა, გული გაგიგმირა? – ესროლა პასუხად ტირიონმა, – შა-
ის დავიტოვებ. შემთხვევით იმ რაინდის სახელი ხომ არ იცი, ვისაც
გოგო წაართვი? მირჩევნია, ბრძოლისას გვერდით არ მყავდეს.
ბრონი წამოდგა, კატასავით სწრაფი და კატასავით მოქნილი,
ხელში ხმალს ატრიალებდა.
– ბრძოლაში გვერდით მე გეყოლები, ქონდრისკაცო.

1013
ტირიონმა თავი დაუქნია. ღამის ჰაერი თბილად ედებოდა
შიშველ ზურგზე.
– მიხედე, რომ ამ ბრძოლას გადავურჩე, და მერე შეგიძლია,
ჯილდო შენ თვითონ დაასახელო.
ბრონმა ორლესული მარჯვენიდან მარცხენაში გადაიგდო და
სასინჯად მოიქნია.
– შენნაირის მოკვლას ვინ მოინდომებს?
– მამა-ბატონი, მაგალითად. მეწინავედ დამაყენა.
– მეც მასე ვიზამდი. პატარა კაცი დიდი ფარით. მშვილდოს-
ნებს კრუნჩხვები დაემართებათ.
– რაც არ უნდა საოცარი იყოს, შენი სიტყვები გულისმომცემი
მეჩვენება, – უთხრა ტირიონმა, – ალბათ გავგიჟდი.
ბრონმა ხმალი ჩააგო.
– ნამდვილად.
ტირიონი კარავში რომ დაბრუნდა, შაი იდაყვზე წამოიწია და
ნამძინარევმა ჩაიბუტბუტა:
– გავიღვიძე და მილორდი წასული დამხვდა.
– მილორდი დაბრუნდა, – ტირიონი ლოგინში შეუძვრა.
გოგონას ხელი მის დაგრეხილ ფეხებს შორის ჩასრიალდა და
აღგზნებული ასო მოუსინჯა.
– ჰო, – დაიჩურჩულა, თან ხელით ეალერსებოდა.
ტირიონმა გამოჰკითხა იმ კაცზე, ვისგანაც ბრონმა წამოიყვა-
ნა, და გოგომ ერთი უმნიშვნელო ლორდისწულის ქვეშევრდომი
დაუსახელა.
– მისნაირის არ უნდა გეშინოდეს, მილორდ, – უთხრა, თი-
თებს არ აჩერებდა, – ერთი პატარა კაცია.
– და მე ვიღა ვარ, მითხარი ერთი? – ჰკითხა ტირიონმა, – ლი-
ათი?

1014
– ო, დიახ, – ჩაიკრუტუნა მან, – ჩემი გიგანტი ლანისტერი, – მე-
რე ზედ შეაჯდა და, რაღაც ხნით, ლამის კიდევაც დააჯერა თავის სიტ-
ყვებში. ტირიონს ღიმილით ჩაეძინა...
...და სიბნელეში ბუკების ჭექამ გამოაღვიძა. შაი მხრით ანჯღრევ-
და.
– მილორდ, – ჩაუჩურჩულა, – გაიღვიძე, მილორდ. მეშინია.
ტირიონი გაბრუებული წამოჯდა და საბანი გადაიგდო. ღამეში ვე-
ლურად, დაჟინებით ხმობდნენ საყვირები, ჩქარა, ჩქარა, ჩქარა, გა-
იძახოდნენ ისინი. ესმოდა ყვირილი, შუბების ჩხარუნი, ცხენების
ჭიხვინი, თუმც ბრძოლის დაწყებას ჯერ არაფერი უდასტურებდა.
– ჩემი ლორდი-მამის ბუკებია, – თქვა მან, – საბრძოლო მზადე-
ბისა. მეგონა, სტარკი ერთი დღის სავალზე იყო ჩვენგან.
დაბნეულმა შაიმ თავი გაიქნია. ფართოდ დაჭყეტილი თვალები
თეთრად მოუჩანდა.
ტირიონი ხვნეშით წამოდგა და გარეთ გაეშურა, გზადაგზა სა-
ჭურველთმტვირთველს უხმობდა. ღამეში ფერმკრთალი ნისლის
ფთილები იწეწებოდნენ, გრძელ თეთრ თითებად მოცოცავდნენ
მდინარიდან.
უნაგირებს ღვედებს უჭერდნენ, ფორნებს ტვირთავდნენ, კოცო-
ნებს აქრობდნენ. კვლავ დასჭექეს ბუკებმა: ჩქარა, ჩქარა, ჩქარა!
რაინდები მოფრუტუნე საომარ ცხენებს ევლებოდნენ ზურგზე, მეომ-
რები სირბილში ირტყამდნენ წელზე ხმლიან ქამრებს. პოდი წყნა-
რად ახვრინებული იპოვა. ტირიონმა მკვეთრად წასცხო ნეკნებში
ფეხის წვერი.
– ჩემი საჭურველი, – უთხრა, – დროზე!
ნისლებიდან ბრონი გამოვიდა ჩორთით, უკვე შეჭურვილი და ამ-
ხედრებული, თავზე თავისი გაზინთული ზარადი ეხურა.
– იცი, რა ხდება? – ჰკითხა ტირიონმა.

1015
– სტარკი ბიჭი მოგვეპარა, – უთხრა ბრონმა, – ღამით იარა
სამეფო გზაზე, ახლა მისი ლაშქარი მილზე ნაკლებ მანძილზე
დგას აქედან ჩრდილოეთით და საბრძოლოდ ირაზმებიან.
ჩქარა, ხმობდნენ ბუკები, ჩქარა, ჩქარა, ჩქარა..
– ნახე, რომ მთიელები მზად იყვნენ, – ტირიონმა ისევ კარავ-
ში დურთა თავი, – სადაა ჩემი ტანსაცმელი? – შეუყვირა შაის, –
აი. არა, ტყავები, ჯანდაბა! ჰო. ჩექმები მომიტანე.
რომ ჩაიცვა, საჭურველთმტვირთველმა აბჯარიც მოუტანა –
რა აბჯარიც იყო. ტირიონს ერთიანი მძიმე ფოლადის ჩინებული
აბჯარი ჰქონდა, ოსტატურად რომ იყო მორგებული მის მოქცეულ
სხეულზე, ვაი, რომ ის უსაფრთხოდ ინახებოდა კასტერლის
კლდეზე, ტირიონისგან განსხვავებით. ახლა იძულებული იყო,
ლორდ ლეფორდის ფორნებზე მოჩხრეკილი ნარჩენებით გასუ-
ლიყო იოლას: ჯაჭვის პერანგით და ქუდით, მოკლული რაინდის
საყელოთი, ნაწევრებიანი საბარკულებით და საფუხრებით და
წაწვეტებული ფოლადის ჩექმებით. ზოგი ამათგან მოხატული
იყო, ზოგი – სადა; არც ერთი ნაწილი არ შეესაბამებოდა მეორეს
და არც სათანადოდ აჯდა ტანზე. სამკერდული უფრო ზორბა კა-
ცისთვის იყო; მის მსხვილ თავს უზარმაზარი სათლისებური მუზა-
რადი გამოუნახეს, ერთფუტიანი სამკუთხა წვეტით რომ ბოლოვ-
დებოდა.
შაი პოდს აბზინდებისა და ბალთების შებნევაში ეხმარებოდა.
– თუ მოვკვდი, მიტირე, – უთხრა ტირიონმა კახპას.
– შენ რას გაიგებ? მკვდარი იქნები.
– გავიგებ.
– მჯერა, გაიგებ, – შაიმ მუზარადი დაამხო თავზე, პოდმა ის
საყელოზე მიამაგრა. ტირიონმა ხმლით და ხანჯლით დამძიმებუ-
ლი ქამარი შემოირტყა. ამასობაში მეჯინიბემ ცხენიც მოუყვანა,
უზარმაზარი ლეგა საბრძოლო ულაყი, მხედარივით მძიმედ შე-
ჯავშნული. ზედ შესაჯდომად დახმარება დასჭირდა; ასე ეგონა,

1016
ათასობით ზოდს ვიწონიო. პოდმა ფარი მიაწოდა, ფოლადით შეჭე-
დილი მძიმე ძელქვის ერთიანი ფილა. ბოლოს ტაბარი მისცეს ხელ-
ში. შაიმ უკან გადადგა ნაბიჯი და შეათვალიერა.
– მილორდი შიშისმგვრელ მეომარს ჰგავს.
– მილორდი შეუხამებელ აბჯარში ჩასმულ ჯუჯას ჰგავს, – მწარედ
მიუგო ტირიონმა, – მაგრამ შენი სიკეთის გამო მადლობა მომიხსე-
ნებია. პოდრიკ, თუ ბრძოლა წავაგეთ, ლედი მშვიდობით მიაცილე
შინ, – გოგონას ტაბარით სალამი მისცა, ცხენი შეატრიალა და ჩორ-
თით გასწია. შიგნეულობა თითქოს კვანძად შეკვროდა, ისე მჭიდრო
კვანძად, რომ ტკივილს გრძნობდა. უკან მისმა მსახურებმა საჩქა-
როდ იწყეს კარვის აკეცვა. აღმოსავლეთიდან მკრთალი მეწამული
თითები გაიშალა ცაზე – მზის პირველი სხივები ამოსცდა ცისკი-
დურს. დასავლეთით მუქი იისფერი ცა ჯერაც ვარსკვლავებით იყო
დაწინწკლული. ნეტავ ეს ჩემი უკანასკნელი აისი ხომ არ არისო,
ფიქრობდა ტირიონი... და ამაზე ფიქრი კი – სიმხდალეო? ნეტავ მის
ძმა ჯეიმის ბრძოლის წინ როდისმე თუ უფიქრია სიკვდილზე?
შორს საომარმა საყვირმა დასჭექა, მისი დაბალი კაეშნიანი ხმა
სულს თოშავდა. მთიელები თავიანთ ძვალტყავა ცხენებზე შეს-
ხდნენ, ხმამაღლა იგინებოდნენ და უხამსად ოხუნჯობდნენ. რამდე-
ნიმე მთვრალს ჰგავდა. ამომავალი მზე ნისლის მოფარფატე ხვიებს
ისრუტავდა, ტირიონი თავის რაზმს რომ გაუძღვა წინ. ბალახი, რო-
მელიც ცხენებს გადარჩენოდა, ცვარს დაემძიმებინა, თითქოსდა
გზადჩავლილ რომელიღაც ღმერთს მიწაზე ალმასებით სავსე ჩანთა
გადმოებნია. მთიელები ტირიონს ჩაუდგნენ კვალში, ყოველი ტომი
მათი მეთაურის უკან იყო მოწყობილი.
განთიადის შუქში ლორდ ტაივინ ლანისტერის ჯარი რკინის ვარ-
დის დარად გაიფურჩქნა, ეკლებმოელვარე.
ცენტრს მისი ბიძა გაუძღვებოდა. სერ კევანს თავისი დროშები
სამეფო გზის თავზე აღემართა. ქამრებზე კაპარჭებჩამობმული ფე-

1017
ხოსანი მოისარები სამ გრძელ მწკრივად დაწყობილიყვნენ,
მშვიდად იდგნენ გზის აღმოსავლეთით და დასავლეთით და
მშვილდებს ლარებს უბამდნენ. მათ შორის შუბოსნები ეწყობოდ-
ნენ კვადრატებად; მათ უკან წყება-წყება იდგნენ ხელშუბებით,
ხმლებითა და ტაბარებით შეიარაღებული მეომრები. სერ კევანს
და მებაირაღე ლორდებს, ლეფორდს, ლიდენს და სერეტს მათ
შეფიცულ მსახურებთან ერთად სამი ასეული მძიმედ შეჯავშნუ-
ლი ცხენოსანი შემოხვეოდა.
მარჯვენა ფრთა სულ მხედრობა იყო, ასე, ოთხი ათას კაცამ-
დე, ჯავშნებით დამძიმებულები. რაინდების სამ მეოთხედზე მეტი
სწორედ აქ შეკრებილიყო, ვეება ფოლადის მუშტივით შეკრუ-
ლიყვნენ ერთად.
მათ სერ ადამ მარბრანდი სარდლობდა. ტირიონმა დაინახა,
როგორ გაიშალა მისი დროშა, როდესაც მედროშემ ტარი შეარ-
ყია: ცეცხლმოდებული ხე, ნარინჯის და კვამლის ფერებში. მის
უკან ფრიალებდა სერ ფლემენტის იისფერი მარტორქა, კრეიკ-
ჰოლის ზოლიანი ტახი, სვიფტების აქოჩრილი მამალი და სხვანი
და სხვანი.
მამა-ბატონს იმ გორაკზე ერჩივნა დგომა, სადაც ღამე გაატა-
რა.
მის გარშემო რეზერვი ეწყობოდა – დიდძალი ჯარი, ზოგი ცხე-
ნოსნები და ქვეითები, სულ ხუთი ათასამდე მეომარი. ლორდი
ტაივინი თითქმის ყოველთვის რეზერვის სარდლობას ირჩევდა;
იგი მაღლობზე იდგებოდა, დაბლა გაჩაღებულ ბრძოლას დააკ-
ვირდებოდა და თავის ძალებს იქ და იმ დროს მიაშველებდა, სა-
დაც ყველაზე მეტად იქნებოდა საჭირო.
მამა-ბატონი შორიდანაც კი ბრწყინვალე ჩანდა. ტაივინ ლა-
ნისტერის საბრძოლო აბჯრის გვერდით მისი ძის, ჯეიმის მოოქ-
რული ჯავშანიც კი სამარცხვინო გამოჩნდებოდა. ოქროქსოვი-

1018
ლის უამრავი ფენით შეთხზული მისი გრძელი მოსასხამი იმდენად
მძიმე იყო, რომ ქარი ჭენებისასაც კი ვერ შლიდა, და ისე ფართო,
რომ ნაკეცები მთლად ფარავდა მხედრის საბრძოლო ულაყის გავას.
ამგვარ წონას ჩვეულებრივი აბზინდა ვერ გაუძლებდა, ამიტომ მო-
სასხამი შებნეული იყო ქსოვილთან შეხამებული ოქროს ძუ ლომე-
ბის წყვილით, ლორდ ლანისტერის მხრებზე რომ იყვნენ განრთხმუ-
ლები, თითქოსდა კამარის შესაკვრელად მოზიდულები. მათი მამ-
რი, დიდებული ფაფრით შემკული ხვადი ლომი, ლორდ ტაივინის მუ-
ზარადზე შემართულიყო და, ღრიალით ხახადაღებული, ცალი ტო-
ტით ჰაერს ფხოჭნიდა. სამივე ლომი ოქროსი იყო და თვალებად ლა-
ლები ესვათ. აბჯარი მძიმე ფოლადის ფირფიტისა ეცვა, მუქი მეწამუ-
ლი მინანქარით დაფარული, საბარკლეები და საფუხარები ოქროს
ხვიარა ზარნიშით ჰქონდა მოხატული. რონდელებად ოქროს სხივო-
სანი მზეები ეყენა, მისი ყველა შესაბნევი მოოქრული იყო, წითელი
ფოლადი კი ისე გაეპრიალებინათ, ცეცხლივით უგიზგიზებდა ამომა-
ვალი მზის სხივებზე.
ტირიონს უკვე ჩაესმოდა მტრების დაფდაფების ცემის ხმა. გაახ-
სენდა რობ სტარკი, როგორი ნახა ის ბოლოჯერ, ვინტერფელის სე-
ფედარბაზში მამამისის საკარცხულში მჯდარი; გაშიშვლებული, მო-
ელვარე ხმლით ხელში. გაახსენდა, ჩრდილებიდან როგორ მოად-
გნენ მგელსაზარები და უცებ ისევ თვალწინ დაუდგა ისინი, აღრენი-
ლები, საკბენად მოტანებულები, მოელვარე შიშველი ეშვებით. ნე-
ტავ ბიჭმა მგლებიც წამოიყვანა საომრად? ამ ფიქრმა ააფორიაქა.
ჩრდილოელები დაქანცულები იქნებოდნენ ხანგრძლივი მარ-
შით და უძილო ღამით. ტირიონი ჰკვირვობდა, რას ფიქრობდა ის ბი-
ჭი.
ეგონა, მოულოდნელად დაატყდებოდა მტერს, სანამ მათ ეძი-
ნათ? ეს ძნელად თუ მოხდებოდა; სხვა რაც არ უნდა დაგებრალებინა
ტაივინ ლანისტერისთვის, იოლად გასაცურებელი ნამდვილად არ
იყო.

1019
მეწინავეები მარცხნივ გროვდებოდნენ. ყველაზე ადრე დრო-
შა დაინახა – სამი შავი ძაღლი ყვითელ ველზე. მის ქვეშ სერ გრე-
გორი იჯდა ულაყზე, რომელზე უფრო ზორბა ცხენიც ტირიონს
არასოდეს ენახა.
ბრონმა ერთი გადახედა და გაიკრიჭა.
– ბრძოლისას მუდამ დიდ კაცს მისდიე ხოლმე.
ტირიონმა გამომცდელად შეხედა.
– ვითომ რატომ?
– ისეთი ჩინებული სამიზნეები არიან. აი ეგ ველზე ყველა
მშვილდოსნის მზერას თავისკენ მიიზიდავს.
ტირიონს სიცილი აუტყდა და მთაკაცს ახალი თვალით შეხე-
და.
– ვაღიარებ, ამაზე არ მიფიქრია.
კლეგეინს ბრწყინვალებაზე არ ეზრუნა. აბჯარი მქრქალი რუ-
ხი ფოლადის ფირფიტისა ჰქონდა, მძიმე ხმარებისგან შელახუ-
ლი, არც ემბლემა, არც რამე სამშვენისი არ აჩნდა. იგი ჯარისკა-
ცებს ხმლით მიუთითებდა, როგორ განლაგებულიყვნენ – ამ სა-
ორხელე ორლესულს გრეგორი იმგვარად ატრიალებდა ხელში,
როგორც ჩვეულებრივი კაცი ხანჯალს შეათამაშებდა.
– ვინმე ბრძოლას თუ გაექცა, მე თვითონ ავჩეხავ, – ღრი-
ალებდა იგი, როდესაც ტირიონს მოჰკრა თვალი, – ჭინკა! მარ-
ცხნივ ჩადექი. მდინარის პირს მისდიე. თუ შეგეძლება.
მარცხენის მარცხნივ. მათი ფლანგისთვის თავს დასავლებად
სტარკებს წყალზე მორბენალი ცხენები დასჭირდებოდათ.
ტირიონმა თავისი რაზმი ნაპირისკენ წაიყვანა.
– შეხედეთ! – დაიყვირა მან, – მდინარე! – მკრთალი ნისლის
საბანი ჯერაც ეკვროდა წყლის ზედაპირს, ჩამუქებული მწვანე ნა-
კადი მის ქვეშ მიიგრაგნებოდა. თავხელი ადგილები შლამიანი
და ლელმოდებული ჩანდა, – ის მდინარე ჩვენია. რაც არ უნდა

1020
მოხდეს, წყალთან ახლოს დარჩით. თვალთახედვიდან არაფრით არ
დაკარგოთ. არც ერთი მტერი არ გააჭაჭანოთ ჩვენსა და მდინარეს
შორის.
თუკი ისინი ჩვენს წყლებს აამღვრევენ, კუტუები წაასხიპეთ და
თევზებს აჭამეთ.
შაგას ორივე ხელში ტაბარები ეკავა. ერთმანეთს შემოსცხო და
დააჟღრიალა.
– ნახევარკაცა! – შეჰყვირა. დანარჩენი ქვის ყვავები აჰყვნენ,
მათ შავყურებმა და მთვარის ძმებმა მისცეს ხმა. დაშანთულები არ
ყვიროდნენ, მაგრამ ხმლები და შუბები ააჟღარუნეს, – ნახევარკაცა!
ნახევარკაცა! ნახევარკაცა!
ტირიონმა თავისი საბრძოლო ულაყი წრეზე დააბრუნა და ველი
შეათვალიერა. მიწა აქ დაბორცვილი და უსწორმასწორო იყო. მდი-
ნარის მახლობლად რბილი და შლამიანი ნიადაგი მდოვრე აღმარ-
თად იზიდებოდა სამეფო გზისკენ, რომლის მიღმაც, უკვე ქვიანი და
დახეთქილი, აღმოსავლეთისკენ იშლებოდა. გორაკების კალთებზე
აქაიქ ხეები ჩანდა, მაგრამ მიწა უმეტესად გაკაფული და დამუშავე-
ბული იყო. ტირიონის მკერდში აბაგუნებული გული დოლების ცემას
აჰყოლოდა, ტყავის და ფოლადის ფენების ქვეშ კი შუბლი ცივმა ოფ-
ლმა დაუცვარა. უცქერდა, როგორ აუყვებოდა და დაუყვებოდა მე-
ომართა მწკრივს მთაკაცა, ყვიროდა და ხელით ანიშნებდა. ეს
ფრთაც სულ კავალერიისგან შედგებოდა, მაგრამ თუკი მარჯვენა
ფლანგი რაინდებითა და მძიმე შუბოსნებით აგებული შეჯავშნული
მუშტი იყო, მეწინავენი დასავლეთის ნაყარ-ნუყარისგან მოეკრი-
ბათ: აქ ჩანდნენ ტყავის ქურთუკებში ჩაცმული ცხენოსანი მოისარე-
ბი, უდისციპლინო თავისუფალი მხედრების და ქირით მებრძოლე-
ბის არეული ჯგუფი, საგუთნე ცხენებზე შემსხდარი მიწის მუშაკები,
ცელებით და მამების ჟანგიანი ხმლებით რომ იყვნენ შეიარაღებუ-
ლი, ლანისპორტის საროსკიპოებიდან მოკრებილი, სანახევროდ
გაწვრთნილი ბიჭები და – ტირიონი, თავის მთიელებთან ერთად.

1021
– ყორნების საკვები, – ჩაიბურტყუნა ბრონმა მის გვერდით,
გაახმოვანა ის, რაც ტირიონმა უთქმელი დატოვა. თავის დაქნე-
ვის მეტი არაფერი დარჩენოდა. მამა-ბატონს საღი აზრი გამოე-
ცალა? აქ არ იდგნენ შუბოსნები, მშვილდოსნები ცოტანი იყვნენ,
რაინდები ერთი მუჭა თუ შეგროვდებოდა და ისინიც ცუდად შე-
ჯავშნულები ან უჯავშნოები იყვნენ, და ყველას მეთაურობდა უგუ-
ნური პირუტყვი, რომელიც თავისი რისხვის ძალით მიუძღოდა
ჯარს... ნუთუ მამამისი მოელოდა, რომ ეს ვითომ-ჯარი მარცხენა
ფლანგს დაუჭერდა?
ამაზე დაფიქრების დრო აღარ ჰქონდა. დაფდაფების ხმა ისე
ახლო ისმოდა, რომ ბაგუნი კანქვეშ უჯდებოდა და ხელებს უცახ-
ცახებდა.
ბრონმა ორლესული იშიშვლა და უცებ მტერიც იქვე გაჩნდა,
მათ წინ, გორაკების თხემებს გადმოსდინდა პირზე, გამოზომილი
ნაბიჯით მოიწევდა ფარების და შუბების კედლის უკან.
წყეულიმც იყონ ღმერთები, ერთი შეხედე, რამდენი არიან,
იფიქრა ტირიონმა, თუმც იცოდა, მამამისს ბრძოლის ველზე მეტი
მეომარი რომ ჰყავდა გამოყვანილი. შეჯავშნულ საბრძოლო
ცხენებზე შემსხდარი კაპიტნები მოუძღოდნენ, მედროშეები
გვერდით მოსდევდნენ გაშლილი ალმებით. თვალი მოჰკრა
ჰორნვუდების რქიან ცხენირემს, კარსტარკების სხივოსან მზეს,
ლორდ კერვინის ტაბარს, გლოვერების შეჯავშნულ მუშტს... და
ფრეიების ტყუპ კოშკს, ლურჯად დაჩენილს რუხ ველზე. ესეც მა-
მამისის თავდაჯერება, რომ ლორდი ვოლდერი ფეხსაც არ მოიც-
ვლიდა. სტარკების თეთრი ფერი ყველგან მოჩანდა, რუხი მგელ-
საზარები თითქოს მოქროდნენ და კამარას კრავდნენ, მაღალ
ტარებზე დაგებულ დროშებს ქარი რომ არხევდა. ბიჭი სადღა
არისო, ფიქრობდა ტირიონი.
საომარმა საყვირმა დასჭექა. ჰააროოოოოო, გაიწელა მისი
ხმა, ბოხი, გაგრძელებული და ჩრდილოეთიდან მოდენილი ცივი

1022
ქარივით გამთოშავი. და-და, და-და, და-დააააა, გაეპასუხნენ ლანის-
ტერების ბუკები, ყინჩად, გამომწვევად, თუმც ტირიონს მათი ხმა რა-
ღაც უფრო მცირე, უფრო შფოთიანი ეჩვენა. გულ-მუცელი უციმცი-
მებდა, დამადუნებელი, თხიერი შეგრძნებით; იმედოვნებდა, გულწა-
სული არ მოვკვდებიო.
საყვირების ხმა რომ მიწყდა, ჰაერი სტვენამ აავსო; მის ხელმარ-
ჯვნივ, გზის გასწვრივ ჩამდგარი მშვილდოსნების რიგებიდან ურიც-
ხვმა ისარმა შეკრა კამარა. ჩრდილოელები სირბილით წამოვიდ-
ნენ, ყიჟინით ახლოვდებოდნენ, მაგრამ ლანისტერების ისრები სეტ-
ყვასავით დაატყდათ თავს, ასობით ისარი, ათასობით, და ყიჟინი
ყვირილმა შეცვალა, მეომრები ბორძიკებდნენ და მიწაზე ცვიოდნენ.
ამასობაში ისრების მეორე წყება აიჭრა ჰაერში და მშვილდოსნე-
ბი უკვე მესამე ისარს აგებდნენ ლარზე.
ბუკებმა ისევ დასჭექეს, და-დააა, და-დააა, და-და, და-და, დადაა-
აააა. სერ გრეგორმა ვეება ხმალი მოიქნია, ბრძანება დაიგრგვინა
და ათასობით ხმა გაეპასუხა ღრიალით. ტირიონმა ცხენს დეზები
მოსცხო, ღრიანცელს თავისი ერთი ხმაც შერთო და მეწინავე რაზმი
შეტევით დაიძრა.
– მდინარე! – უყვირა მთიელებს უკვე ადგილიდან დაძრულმა, –
გახსოვდეთ, მდინარეს მისდიეთ!
ჯერაც რაზმის თავში იდგა, როდესაც მათ ნაბიჯს აუჩქარეს, ჩე-
ლამ სისხლის გამყინავი ყიჟინა დასცა და ჭენებით ჩაუქროლა, აყ-
მუვლებული შაგაც მიჰყვა. სხვა მთიელებიც არ ჩამორჩნენ და ტი-
რიონი მათი ცხენების აყენებულ მტვერში ჩამოიტოვეს.
წინ მტრის შუბოსნები ნახევარმთვარედ დაეწყვნენ, ორ რიგად
აიზღარბა ფოლადი, კარსტარკების მზიანი მუხის ფარების უკან იც-
დიდნენ. პირველმა მათ გრეგორ კლეგეინმა მიაღწია, სოლად დაწ-
ყობილ შეჭურვილი ვეტერანების რაზმს ედგა სათავეში. შემტევი
ცხენების ნახევარი დაფრთხა ბოლო წამს და შუბების რიგის წინ შე-

1023
ჩერდა. დანარჩენები დაიხოცნენ, ბასრი ფოლადის წვეტებმა
მკერდები დაუფლითეს. ტირიონმა დაინახა, როგორ დაეცა
თორმეტიოდე კაცი. მთაკაცის ულაყი აიყალყა, რკინით დაჭედი-
ლი ფლოქვები აიქნია, ამ დროს დაკბილული შუბის ბუნიკი გადა-
ესვა კისერზე. გახელებული ცხოველი მწკრივში შეიჭრა. ყოველი
მხრიდან ეძგერნენ შუბები, მაგრამ მისმა წონამ ფარების კედე-
ლი გაარღვია.
ჩრდილოელები ცხოველის სასიკვდილო ბორგვას გაერიდ-
ნენ. ცხენი წაიქცა, ფრთხვინავდა და ნესტოებიდან სისხლს აფ-
რქვევდა, მაგრამ მთაკაცი უვნებელი წამოდგა, გავეშებული იქ-
ნევდა თავის საორხელე ვეება ხმალს.
შაგა ნარღვევში შეიჭრა, სანამ ფარების კედელი ისევ შეიკ-
ვრებოდა, დანარჩენი ქვის ყვავებიც ფეხდაფეხ მიჰყვნენ.
– დაშანთულებო! მთვარის ძმებო! მომყევით! – იყვირა ტირი-
ონმა, თუმც უმეტესობა მასზე წინ გარბოდა. თვალი მოჰკრა, ტი-
მეტ ტიმეტის ძე როგორ გადმოევლო უნაგირს, მისი გაჭენებული
ცხენი უსულოდ რომ დაეცა; კარსტარკის შუბზე აგებული მთვა-
რის ძმა შენიშნა და დაინახა, კონის ცხენმა როგორ ჩაულეწა წიხ-
ლით ნეკნები მოწინააღმდეგე ჯარისკაცს. თავს ისრების წყება
დაატყდათ; არც იცოდა, რომელი მხრიდან მოფრინავდნენ ისი-
ნი, თუმც სტარკებს და ლანისტერებს ერთნაირად აწვიმდათ, აბ-
ჯარზე სხლტებოდა და შიშველ ხორცსაც პოულობდა. ტირიონმა
ფარი ასწია და მის უკან დაიმალა.
ზღარბი ფორმას კარგავდა, იშლებოდა, ჩრდილოელები უკან
იხევდნენ ცხენოსანი შეტევის წინაშე. ტირიონმა დაინახა, რო-
გორ შემოუქნია შაგამ მკერდში მისკენ გამოქცეულ შუბოსანს.
ტაბარმა იმ ბრიყვს ჯაჭვი და ტყავი გაუგლიჯა და ხორცსა და
ფილტვებში ჩაეფლო. კაცი ზეზეულად მოკვდა, ტაბარის პირი
მკერდში ჰქონდა გაჩრილი, შაგას კი ცხენი არ შეუჩერებია, მარ-
ცხენა ხელში დაჭერილი ნაჯახით ვიღაცას ორად გაუპო ფარი,

1024
მარჯვნივ კი ფორხილით მიჰყვებოდა უსულო, დადუნებული სხე-
ული. ბოლოს კაცი ტაბარის პირიდან ჩამოცურდა. შაგამ ორი ნა-
ჯახი ერთმანეთს შემოჰკრა და დაიღრიალა.
ოღონდ, მტერი რომ მიეტანა, ტირიონისთვის ბრძოლის ველი
მისი ცხენის გარშემო არსებული რამდენიმე ფუტით შემოიფარგლა.
ვიღაცამ მკერდისკენ აძგერა შუბი, მან ტაბარი გაიქნია და მოიგე-
რია. კაცმა უკან გადადგა ნაბიჯი ხელმეორე შეტევისთვის, მაგრამ
ტირიონმა ცხენს დეზი ჰკრა და მტერს ზედ მიაგდო. ბრონს გარს სამი
მოწინააღმდეგე ეხვია, მაგრამ მან პირველ შემომტევ შუბოსანს თა-
ვი წაჰკვეთა და ხელუკუღმა მოქნევით მეორე კაცს სახეზე გადაუსვა
ხმლის პირი. ტირიონს მარცხნიდან ნასროლი ხელშუბი ეძგერა და
ყრუ ბრაგვანით ჩაესო ფარში. იგი შეტრიალდა და მსროლელისკენ
დაიძრა, მაგრამ მან ფარი ასწია, ზემოდან წაიფარა. ტირიონმა გარს
დაუარა, ნაჯახით დარტყმას დარტყმაზე აყრიდა ფარის ხეს. გარშე-
მო მუხის ნაფოტები ცვიოდა, ბოლოს და ბოლოს ჩრდილოელს ფეხი
დაუცდა და ზურგზე გაიშოტა, ფარი ზემოდან ედო. ტირიონი ტაბა-
რით ვერ დასწვდებოდა, ჩამოხდომა კი დიდი დავიდარაბა იყო, ამი-
ტომაც მას თავი დაანება და სხვას გამოუდგა, უკნიდან მისწვდა მა-
ღალი მოქნევით; დარტყმის უკუგებამ მკლავი ძლავრად შეუტოკა.
მერე სულის მოსათქმელი წუთი გაუჩნდა. აღვირი მოქაჩა და თვა-
ლებით მდინარე მოძებნა. იქით, მის ხელმარჯვნივ მოჩანდა. ტირიო-
ნი როგორღაც ზურგისკენ შებრუნებულიყო.
გვერდით ერთმა დაშანთულმა ჩაუარა, ცხენზე მოშვებით იყო
დამხობილი. მუცელში მოხვედრილი შუბი ზურგიდან გამოსჩროდა.
შველით ვეღარაფერს უშველიდა, მაგრამ როდესაც დაინახა,
როგორ მოირბინა ერთმა ჩრდილოელმა და აღვირზე უტაცა ხელი,
ტირიონმა შეუტია.
მოწინააღმდეგე ხმლით ხელში დაუხვდა. მაღალი და გამხდარი
იყო, ჯაჭვის გრძელი აბჯარი და ნაწევარებიანი ფოლადის საფუხა-

1025
რები ეცვა, მაგრამ მუზარადი დაეკარგა და შუბლზე დაჩნეული
ნაჭდევიდან სისხლი დასდიოდა თვალებზე. ტირიონმა სახეში
უმიზნა, მაგრამ მაღალმა კაცმა ხმალი აუკრა და მოიგერია.
– ჯუჯა! – დაიღრიალა მან, – მოკვდი!
წრეზე დატრიალდა, რაკი ტირიონმა ცხენდაცხენ დაუარა
თავს, ტაბარს თავსა და მხრებზე უნაცვლებდა. ფოლადი ფო-
ლადზე რეკდა და ტირიონი მალე მიხვდა, რომ ეს მაღალი კაცი
მასზე უფრო სწრაფიც იყო და ძლიერიც. სად შვიდ ჯოჯოხეთში
იყო ბრონი გადახაფრული?
– მოკვდი! – დაიღმუვლა კაცმა და გავეშებულმა მოუქნია ხმა-
ლი.
ტირიონმა ძლივს მოასწრო ფარის აწევა; დარტყმის ძალით
ხე ხელში შემოელეწა. გაპობილი ნაწილები მკლავიდან დას-
ცვივდა.
– მოკვდი! – ისევ იღრიალა ხმლოსანმა, ახლოს მიუხდა და
ისეთი ძალით შემოჰკრა საფეთქელში, რომ ტირიონს თავი აუგუ-
გუნდა.
ხმალმა საზარლად გადაიღრჭიალა მუზარადის ფოლადზე.
მაღალს სახე გაებადრა... სანამ ტირიონის ულაყი გველივით
სწრაფად არ წასწვდა და უკბინა, ძვლამდე გაუშიშვლა ლოყა. მა-
შინ კი იკივლა კაცმა, ტირიონმა კი ტაბარი თავში დასცხო.
– შენ თვითონ მოკვდი, – უთხრა, და იმანაც დაუჯერა.
ტაბარი რომ გამოათავისუფლა, ყვირილი ჩაესმა.
– ედარდ! – რეკდა ყიჟინა, – ედარდისა და ვინტერფელის სა-
ხელით! – გრიგალივით დაატყდა თავს რაინდი, თავზემოთ ჯაჭ-
ვიანი ლახტის ეკლიან ბურთს რომ ატრიალებდა. მათი საბრძო-
ლო ულაყები მანამ შეასკდნენ ერთმანეთს, სანამ ტირიონი მო-
ასწრებდა და ბრონის დასაძახებლად პირს გააღებდა. იდაყვზე
ცეცხლად მოედო ტკივილი, როდესაც ლახტის ეკლებმა სახსარ-
ზე მოვლებული თხელი ლითონი გაუხვრიტეს. ტაბარი ხელიდან

1026
გაუქრა; ხმალს წაეპოტინა, მაგრამ ლახტი ისევ ბრუნავდა, ამჯერად
მისი სახისკენ მოქროდა. გულისწამღები ჭრიალი გაისმა და ტირი-
ონმა ვარდნა იწყო. მიწას როგორ დაეცა, აღარ ახსოვდა, მაგრამ
როცა აიხედა, თავზემოთ მხოლოდ ცა დაინახა. გვერდზე გადმოტ-
რიალდა და წამოდგომა სცადა, მაგრამ მთელი სხეული ტკივილმა
გაუმსჭვალა. ქვეყნიერება გულივით მოჰყვა ფეთქვას. რაინდი, რო-
მელმაც დასცა, თავს წამოადგა.
– ტირიონ ჭინკავ, – დასძახა ბუბუნა ხმით, – ჩემ ხელთ ხარ. მნებ-
დები, ლანისტერ?
ჰო, გაიფიქრა ტირიონმა, მაგრამ სიტყვა ყელში გაუწყდა. ყიყინა
ხმა დასცდა და ძალისძალით წამოიწია მუხლებზე, ხელს იარაღის
საპოვნელად იფათურებდა. ხმალი, ხანჯალი, რამე მაინც...
– მნებდები? – შეჯავშნულ საომარ ულაყზე ამხედრებული რაინ-
დი თავს ადგა. კაციც, ცხენიც უზარმაზარი ჩანდა. ეკლიანი ბურთი
ზანტ წრედ დატრიალდა. ტირიონს ხელები დადუნებული ჰქონდა,
მზერადაბინდული, ქარქაში – ცარიელი, – დამნებდი ან მოკვდი, –
განუცხადა რაინდმა. ჯაჭვი უფრო და უფრო სწრაფად დატრიალდა.
ტირიონი ფეხზე წამოხტა და თავი ცხენს მუცელში აძგერა. ცხო-
ველმა საზარლად შეჰკივლა და აიყალყა, სცადა, მტანჯველ ტკი-
ვილს გარ დებოდა; ტირიონს სისხლი და შიგნეულობა დაეწვიმა სა-
ხეზე და ცხენი ზვავივით დაასკდა მიწას. გონს რომ მოვიდა, მუზარა-
დის ცხაური ტალახით ჰქონდა ამოვსებული და ტერფზე რაღაც აწვე-
ბოდა. ფეხი გამოითავისუფლა, ყელი ისე ჰქონდა დაძაგრული, სიტ-
ყვასაც ძლივს ძრავდა.
– დაგნებდი, – დაიჩხავლა სუსტი ხმით.
– ჰო, – დაიკვნესა ტანჯვით სავსე ხმამ.
ტირიონმა მუზარადიდან ტალახი გადაიცალა, რომ დაენახა, რა
ხდებოდა. ცხენი მისგან მეორე მხარეს გადაქცეულიყო და საკუთარ
მხედარს დასცემოდა. რაინდს ფეხი ლეშის ქვეშ ჰქონდა მოყოლი-

1027
ლი, მკლავი, რომლითაც თავი შეიმაგრა, არაბუნებრივად მოღ-
რეცვოდა, – გნებდები, – გაიმეორა მან. ქამართან მოიფათურა
საღი ხელი, ხმალი, ამოიღო და ტირიონს ფეხებთან დაუგდო, –
გნებდები, მილორდ.
გაბრუებული ქონდრისკაცი მუხლებზე დაეშვა და ხმალი
აიღო.
მკლავს რომ ძრავდა, იდაყვი ტკივილით ეთანგებოდა. ბრძო-
ლამ, როგორც ჩანს, მის უკან გადაინაცვლა. მის მახლობლად
უამრავი გვამის გარდა არავინ ჩანდა. ყორნები უკვე წრეებად ეშ-
ვებოდნენ და მიწაზე სხდებოდნენ საჭმელად. დაინახა, რომ სერ
კევანს თავისი ცენტრალური რაზმი მეწინავეთა დასახმარებლად
მოეყვანა; მისმა შუბოსნებმა ჩრდილოელებს უკან, გორაკების-
კენ დაახევინეს. ახლა ფერდობებზე იბრძოდნენ, შუბები ფარების
ახალ კედელს აწყდებოდნენ, ფარები ამჯერად ოვალურები იყო,
რკინის მოქლონებით გამტკიცებული. სანამ უცქერდა, ჰაერი
კვლავ ისრებით აივსო და მუხის კედლის უკან მდგარი მებრძო-
ლები სიკვდილის მთესველი წვიმის ქვეშ დაეცნენ.
– მე მგონი, მარცხდებით, სერ, – უთხრა ცხენის ქვეშ მოყო-
ლილ რაინდს. მან არ უპასუხა.
ზურგსუკნიდან ფლოქვების თქარუნი მოესმა და საჩქაროდ
შეტრიალდა, თუმცა იდაყვი ისე სტკიოდა, ხმალს ვერც სწევდა.
ბრონმა აღვირი მოზიდა და ჩამოხედა.
– დიდი ვერაფერი ხეირია შენგან, როგორც აღმოჩნდა, – უთ-
ხრა ტირიონმა.
– ასე ჩანს, თვითონაც მშვენივრად გაართვი თავი, – მიუგო
ბრონმა, – თუმცა მუზარადის წვეტი დაგიკარგავს.
ტირიონმა მუზარადის თხემზე იტაცა ხელი. წვეტი მთლიანად
წატეხილი ჰქონდა.
– არ დამიკარგავს. ზუსტად ვიცი, სადაცაა. ჩემს ცხენს ხედავ?

1028
იმ დროისთვის, ცხენი რომ იპოვეს, კვლავ დასჭექეს ბუკებმა და
ლორდ ტაივინის რეზერვი ჭენებით ამოუყვა მდინარეს. ტირიონი
უცქერდა, როგორ ჩაუქროლა მამამ, როგორ გადაიგრგვინა ველზე,
მის თავზემოთ ლანისტერების მეწამულ-ოქროსფერი დროშა იშლე-
ბოდა.
გარს ხუთი ასეული რაინდი ერტყა, მათი შუბების წვერებზე მზის
სხივი სხლტებოდა. სტარკების მწკრივთა ნარჩენები უროს ქვეშ მო-
ყოლილი მინასავით დაფშვნა ამ შეტევამ.
ტირიონს აბჯრის ქვეშ იდაყვი გასიებოდა და სტეხდა, და არც უც-
დია, ამ სასაკლაოში ჩართულიყო. იგი და ბრონი მისი რაზმის მოსა-
ძებნად წავიდნენ. ბევრი მათგანი დახოცილებს შორის იპოვა. ულფი
უმარის ძე შედედებული სისხლის გუბეში იწვა, მკლავი იდაყვთან
ჰქონდა წაკვეთილი. თორმეტიოდე მთვარის ძმა მის გარშემო მო-
ფენილიყო მიწაზე. ისრებით დაცხრილული შაგა მხრებჩამოყრილი
იჯდა ხის ქვეშ, მუხლებზე კონის თავი ესვენა. ტირიონს ორივე
მკვდარი ეგონა, მაგრამ ცხენიდან რომ ჩამოხდა, შაგამ თვალები გა-
ახილა და წარმოთქვა:
– კონი კორატის ძე მოკლეს.
ლამაზ კონს მკერდზე დაჩნეული წითელი ლაქის გარდა სხვა ზი-
ანი არ ეტყობოდა – შუბის ძგერებას გაეგმირა. როდესაც ბრონმა
შაგა წამოაყენა, გოლიათმა კაცმა თითქოს ახლაღა შენიშნა თავისი
ისრები. სათითაოდ მოჰყვა მათ ამოძრობას, თან აბჯარსა და ტყავის
ფენებში გაჩენილ ნახვრეტებს აგინებდა, ხორცამდე ჩაღწეული რამ-
დენიმე ისრის ამოძრობისას კი ბალღივით ღრიალებდა. შაგადან ის-
რების ამოძრობით გართულებს ცხენდაცხენ მიადგათ ჩელა ჩეიკის
ასული და მოპოვებული ოთხი ყური უჩვენათ. ტიმეტიც იპოვეს, თა-
ვის დაშანთულებთან ერთად მკვდრებს ძარცვავდა. იმ სამასი მთი-
ელიდან, ტირიონ ლანისტერს ბრძოლაში რომ გაჰყვა, ალბათ ნახე-
ვარი გადარჩა.

1029
მან ცოცხლები მკვდრების საპატრონოდ დატოვა, ბრონი მისი
ტყვე რაინდის მისახედად გაგზავნა და მარტო გაეშურა მამის მო-
საძებნად. ლორდი ტაივინი მდინარის პირას იჯდა, მოოჭვილი
თასიდან ღვინოს წრუპავდა, საჭურველთმტვირთველი კი სამ-
კერდულის სამაგრებს უხსნიდა.
– მშვენიერი გამარჯვებაა, – თქვა სერ კევანმა, ტირონი რომ
დაინახა, – შენმა ველურებმა კარგად იბრძოლეს.
მამა ოქროსფრად დაწინწკლულ ღია-მწვანე თვალებს არ
აცილებდა, ისე ცივად უმზერდა, ტირიონს შეამცივნა.
– გაგაკვირვა ამან, მამა? – ჰკითხა, – გეგმები ჩაგიშალა? წე-
სით, ყველანი უნდა ამოვეხოცეთ, ასეა, ხო?
ლორდმა ტაივინმა თასი გამოცალა, სახეზე ვერა გრძნობას
ვერ შეატყობდი.
– ყველაზე ნაკლებად გამოწვრთნილები მარცხნივ დავაყენე,
ჰო.
მოველოდი, რომ გატყდებოდნენ. რობ სტარკი ჭყინტი ბიჭია,
წესით, სიმამაცე მეტი უნდა მოსდგამდეს, ვიდრე სიბრძნე. იმედი
მქონდა, თუკი დაინახავდა, ჩვენი მარცხენა ფლანგი რომ შედ-
რკა, გაჩენილ ნაპრალში შევარდებოდა, გაქცეულებს გამოედევ-
ნებოდა. კარგა შორს თუ შემოვიდოდა, სერ კევანის შუბები მო-
უტრიალდებოდნენ და ფლანგიდან დაარტყამდნენ, მდინარეში
ჩარეკავდნენ, ამასობაში მეც რეზერვს მოვაშველებდი.
– და გადაწყვიტე, ამ შუა სასაკლაოში ჩაგესვი, ოღონდ შენი
გეგმები არ გამიმხილე.
– ყასიდი უკანდახევა ნაკლებად დამაჯერებელია, – უთხრა
მამამ, – და არ მჩვევია, ჩემს გეგმებში ჩავახედო კაცი, ქირით
მებრძოლებთან და ველურებთან რომ იჭერს საქმეს.
– რა დასანანია, ჩემმა ველურებმა ასეთი აწყობილი ფერხუ-
ლი ჩაგიშალეს, – ტირიონმა ფოლადის საფუხარები წაიძრო და

1030
მიწაზე დაცვენა დაანება; მკლავს აყოლილმა ტკივილმა სახე და-
უმანჭა.
– სტარკი ბიჭი უფრო წინდახედული აღმოჩნდა, ვიდრე მისი ასა-
კის ადამიანისგან მოველოდი, – აღიარა ლორდმა ტაივინმა, – მაგ-
რამ გამარჯვება გამარჯვებაა. როგორც ჩანს, დაჭრილი ხარ.

ტირიონს მარჯვენა სახელო სისხლით ჰქონდა გაჟღენთილი.


– სასიამოვნოა, რომ შენიშნე, მამა, – გამოსცრა კბილებში, – შე-
იძლება, შეგაწუხო და გთხოვო, შენი მაისტერები მოაყვანინო? თუ,
რასაკვირველია, გულს არ გეხატება, ცალხელა ჯუჯა გყავდეს შვი-
ლად... – ლორდ ტაივინ! – დაჟინებულმა დაძახილმა მამამისს აიძუ-
ლა, თავი მიებრუნებინა, სანამ პასუხს მოასწრებდა. ტაივინ ლანის-
ტერი ფეხზე წამოდგა, როდესაც სერ ადამ მარბრანდი ცხენიდან ჩა-
მოხტა.
საბრძოლო ულაყი გაქაფული იყო და პირიდან სისხლი სდიოდა.
სერ ადამი ცალ მუხლზე დაეცა; დაკუნთული კაცი იყო, მუქი სპილენ-
ძისფერი თმა მხრებზე სცემდა, გაპრიალებული ბრინჯაოსფერი აბ-
ჯარი ეცვა და სამკერდულზე შავი სევადით თავისი გვარის ცეც-
ხლმოდებული ხე ჰქონდა გამოსახული.
– ჩემო ბატონო, მათი რამდენიმე მეთაური ჩავიგდეთ ხელში:
ლორდი კერვინი, სერ ვილის მანდერლი, ჰარიონ კარსტარკი,
ოთხი ფრეი. ლორდი ჰორნვუდი მოკლულია და, ვშიშობ, რუს ბოლ-
ტონი ხელიდან დაგვისხლტა.
– ბიჭი? – ჰკითხა ლორდმა ტაივინმა.
სერ ადამი შეყოყმანდა.
– სტარკი ბიჭი მათთან არ ყოფილა, მილორდ. ამბობენ, ტყუპებ-
თან მდინარეს გადავიდა, ცხენოსნების დიდი ნაწილი თან გაიყოლა
და რივერანისკენ მიეჩქარება.

1031
ჭყინტი ბიჭი, გაახსენდა ტირიონს, სიმამაცე მეტი უნდა მოს-
დგამდეს, ვიდრე სიბრძნე. გადაიხარხარებდა, ჭრილობა ასე
რომ არ სტკიებოდა.

1032
კეტლინი

1033
ტყე ჩურჩულით იყო სავსე.
მთვარის სხივი მდინარის ჩქერებზე ციმციმებდა. ნაკადი თა-
ვის ქვიან, მიმოკლაკნილ გეზს მიუყვებოდა დაბლა გაშლილი ვე-
ლის ძირზე. ხეების ქვეშ წყნარად ხვიხვინებდნენ ცხენები და ნო-
ტიო, ფოთლებით დაფარულ მიწას ფლოქვებს სცემდნენ, ჯარის-
კაცები კი მოგუდული ხმით, შფოთიანად ეხუმრებოდნენ ერთმა-
ნეთს. დროდადრო კეტლინს ჩაესმოდა შუბების ჩხაკუნი, ჯაჭვის
აბჯრის ლითონის რგოლების სუსტი ჩქამი, მაგრამ ეს ხმებიც მო-
გუდული იყო.
– ახლა უკვე დიდი ხანი აღარ უნდა იყოს დარჩენილი, მილე-
დი, – უთხრა ჰალის მოლენმა. მან ამ ბრძოლაში ლედის დაცვის
პატივი ითხოვა; ეს უფლება ეკუთვნოდა, როგორც ვინტერფელის
მცველთა მეთაურს, და რობს უარი არ უთქვამს. ქალს გარშემო
ოცდაათი მეომარი ეხვია, მათ ევალებოდათ, ხიფათისგან დაეც-
ვათ და მშვიდობით მიეცილებინათ ვინტერფელამდე, თუკი
ბრძოლის ბედი მათთვის უკუღმა მობრუნდებოდა. რობს სურდა,
ამ საქმისთვის ორმოცდაათი კაცი გამოეყო; კეტლინი უმტკიცებ-
და, ათიც საკმარისი იქნებაო; ბრძოლაში თითოეული ხმალი
დაგჭირდებაო. ბოლოს ოცდაათზე შეთანხმდნენ და ორივე უკმა-
ყოფილო დარჩა.
– როცა დაიწყება, მაშინ დაიწყება, – უთხრა კეტლინმა. და,
რაც დაიწყებოდა, იცოდა, იმას უთუოდ სიკვდილი მოჰყვებოდა.
იქნებ ჰალის სიკვდილი... ან თავად მისი, ან რობის. დაცული
არავინ იყო. არავისი სიცოცხლე არ იყო უეჭველი. კეტლინი თა-
ნახმა იყო, ეცადა, ესმინა ტყეში დარხეული ჩურჩულისა და ნაკა-
დის მკრთალი ჰანგისთვის, თავის თმებში თბილი ქარისთვის მი-
ეცა ბინა.
ბოლოს და ბოლოს, ლოდინი მისთვის უცხო არ ყოფილა. მი-
სი კაცები მუდამ ალოდინებდნენ ხოლმე. „დამხვდი, რომ დავ-

1034
ბრუნდები, პატარა კეტ“, სულ ასე ეუბნებოდა სამეფო კარზე, ბაზრო-
ბაზე თუ ომში წასული მამა. ისიც ელოდა, რივერანის ქონგურებთან
შემომდგარი, წითელი კბილის და ქვაგორიას წყლები კი დიოდა,
დიოდა... მამა ყოველთვის დაბარებულ დროს არ ბრუნდებოდა
ხოლმე და ხშირად რამდენიმე დღეც გადიოდა, კეტლინი კი გუშაგად
იდგა, საისრეებში იჭყიტებოდა, სანამ თვალს არ მოჰკრავდა თავის
ბებერ ყავისფერ იაბოზე შემომჯდარ ლორდ ჰოსტერს, მდინარის ნა-
პირს ჩორთით რომ მოჰყვებოდა ნავსადგომისკენ. „მელოდი?“
ჰკითხავდა ხოლმე, მის გულში ჩასაკრავად რომ დაიხრებოდა, „ხომ
მელოდი, პატარა კეტ?“ – ბრანდონ სტარკმაც, მელოდეო, დაუბარა.
„იდიდი ხნით არ წავალ, ჩემო ლედი“, შეჰფიცა მან, „ჩამოვალ და ვი-
ქორწინებთ“. მაგრამ, ქორწინების დღეს კეტლინის გვერდით სეპ-
ტში ბრანდონის ძმა ედარდი დადგა. ნედმა ორი კვირა თუ დაყო თა-
ვისი ახალშერთული ცოლის გვერდით, მერე კი საომრად გაჭენდა
და მანაც დაპირება დაუტოვა. ბოლოს და ბოლოს, ქალს წასულის-
გან სიტყვებზე მეტი დარჩა: ქმარმა კეტლინს ძე აჩუქა. ცხრა მთვარე
გაივსო და გაილია და რივერანში რობი მოევლინა ქვეყანას, მამა-
მისი კი ჯერაც სამხრეთში ომობდა. სისხლითა და ტკივილით შვა
იგი, არც იცოდა, ნედი როდისმე იხილავდა თუ არა ძეს. მისი შვი-
ლი... რა პატარა იყო...
ახლა კი რობს უცდიდა... რობს და ჯეიმი ლანისტერს, მოოქრულ
რაინდს, რომელზედაც ამბობდნენ, მოცდა არც არასოდეს უსწავ-
ლიაო.
– მეფისმკვლელი მოუსვენარია და რისხვა უცებ იპყრობს, – უთ-
ხრა რობს კეტლინის ბიძამ, ბრინდენმა. და მანაც სიცოცხლეც და გა-
მარჯვების იმედიც ამ სიტყვების სიმართლეზე დაამყარა.
რობს თუკი ეშინოდა, ამას არაფრით ამჟღავნებდა. კეტლინი უც-
ქერდა, როგორ დადიოდა მისი ძე ჯარისკაცებს შორის, ერთს მხარ-
ზე შეეხებოდა, მეორეს გაეხუმრებოდა, სხვას – აფორიაქებული ცხე-
ნის დაშოშმინებას უშველიდა. მისი აბჯარი სიარულისას წყნარად

1035
წკარუნებდა. შეუმოსავი მხოლოდ თავი ჰქონდა. კეტლინი უც-
ქერდა, როგორ უჩეჩავდა ქარი მოწითურო თმას, ასე რომ ჩამოჰ-
გავდა მის საკუთარს, და ჰკვირვობდა, როდის მოესწრო მის ვაჟს
ასე გაზრდა. თხუთმეტის იყო და ლამის დედას უსწრებდა სიმაღ-
ლით.
დაე, გაიზარდოს უფრო მაღალი, შეევედრა იგი ღმერთებს.
დაე, გახდეს თექვსმეტის, და ოცის, და ორმოცდაათის. გაიზარ-
დოს მამამისივით მაღალი და საკუთარი ძე ჩაიწვინოს მკლავებ-
ში. გევედრებით, გევედრებით, გევედრებით. როდესაც უცქერდა
ამ მაღალ ჭაბუკს, პირველი წვერი რომ მოზრდოდა და ფეხდაფეხ
ადევნებული მგელსაზარა დაჰყვებოდა, ქალი იმ ჩვილს ხედავ-
და, რივერანში მკერდზე რომ დაუწვინეს იმდენი ხნის წინ.
თბილი ღამე იდგა, მაგრამ რივერანზე გაიფიქრებდა თუ არა,
ცახცახი იტანდა. ნეტავ სად იყო მტერი? იქნებ ბიძამისი შეცდა?
იმდენი რამ იყო დამოკიდებული მისი ნათქვამის სიმართლეზე.
რობმა შავ თევზს სამი ასეული შუბოსანი გაატანა და წინ გაუშვა,
ჯარის მარშის დასაცავად.
– ჯეიმიმ არაფერი იცის, – უთხრა სერ ბრინდენმა, უკან რომ
დაბრუნდა, – თავს დავდებ ამაზე. არც ერთ ფრინველს მასთან არ
მიუღწევია, ამას ჩემმა მშვილდოსნებმა მიხედეს. რამდენჯერმე
დავინახეთ მისი წინამარბები, მაგრამ ისინი, ჩვენ რომლებმაც
დაგვინახეს, არ გადარჩენილან, ამბის მიტანა რომ მოეხერხები-
ნათ. მეტი უნდა დაეგზავნა. ჩვენზე არაფერი იცის.
– რამხელა ჯარი ჰყავს? – ჰკითხა მისმა ვაჟმა.
– თორმეტი ათასი ქვეითია, ციხე-კოშკის გარშემო სამ სხვა-
დასხვა ბანაკად დგანან, მდინარეები ჩამოდის მათ შორის, – უთ-
ხრა ბიძამ იმ გვერდელა ღიმილით, კეტლინს ასე კარგად რომ
ახსოვდა, – სხვანაირად რივერანს ალყაში ვერც მოიქცევ, და მა-
ინც, ეს შეეშალათ. კიდევ ორი თუ სამი ათასი ცხენოსანია.

1036
– მეფისმკვლელს სამი კაცი ჰყავს ერთ ჩვენსაზე, – თქვა გალ-
ბარტ, გლოვერმა.
– ეგ მართალია, – კვერი დაუკრა სერ ბრინდენმა, – მაგრამ ერ-
თი რამაა, რაც სერ ჯეიმის საერთოდ არ გააჩნია.
– აბა? – ჰკითხა რობმა.
– მოთმინება.
მათი ლაშქარი ტყუპებიდან წამოსვლის მერე კიდევ გაიზარდა
ლორდმა იასონ მალისტერმა თავისი ძალები სიგარდიდან გამოიყ-
ვანა და მათ შეუერთდა, როდესაც ლურჯი კბილის სათავეებს შემოუ-
არეს და სამხრეთისკენ გაჭენდნენ; სხვებიც ნელ-ნელა წინ წამოდ-
გნენ: ზღუდის რაინდები, მცირე ლორდები და უბატონო მებრძოლე-
ბი, რომლებიც ჩრდილოეთით გადაიხვეწნენ, როდესაც მისი ძმის,
ედმურის არმია დამარცხდა რივერანის გალავნებთან. რაც შეეძ-
ლოთ, მიერეკებოდნენ ცხენებს, რათა აქამდე მოეღწიათ, სანამ ჯე-
იმი ლანისტერს მათი მოსვლის შესახებ შეეტყო, ახლა კი ჟამი დამ-
დგარიყო.
კეტლინი უცქერდა, როგორ ამხედრდა მისი ვაჟი. ცხენს ოლივარ
ფრეი უჭერდა, ლორდ ვოლდერის ძე, იგი რობზე ორი წლით უფრო-
სი იყო, მაგრამ ათი წლით უმცროსი და ბევრად უფრო მღელვარე
ჩანდა.
რობის ფარი თავის ადგილზე მიამაგრა და მუზარადი ააწოდა.
როდესაც მან თავსარქმელით დაიფარა სახე, კეტლინს ასე რომ უყ-
ვარდა, მისი ძის ადგილას რუხ ულაყზე ამხედრებული ჭაბუკი რაინ-
დი დარჩა. ხეებს შორის ბნელოდა, მთვარის სხივი აქამდე არ აღწევ-
და. როდესაც რობმა თავი მოაბრუნა და დედას შეხედა, კეტლინი
სამზერის შიგნით მხოლოდ სიშავეს ხედავდა.
– დარაზმულ ჯარს უნდა ჩამოვუარო, დედა, – უთხრა მან, – მამა
ამბობს, ჯარისკაცებმა ბრძოლის წინ უნდა დაგინახონო.
– გასწი მაშინ, – უთხრა, – ეჩვენე.
– ეს მათ სიმამაცეს შემატებს, – თქვა რობმა.

1037
და მე ვინღა შემმატებს სიმამაცეს? სურდა სცოდნოდა, მაგრამ
გაჩუმდა და თავს აიძულა, შვილისთვის გაეღიმა. რობმა შეატ-
რიალა თავისი დიდი რუხი ულაყი და ნელი ნაბიჯით გაშორდა,
ფეხდაფეხ ლანდად მისდევდა რუხი ქარი. უკან მისი საბრძოლო
დაცვა მოეწყო.
როდესაც შვილმა კეტლინი აიძულა, დაცვაზე დათანხმებუ-
ლიყო, ქალმა დაიჟინა, რობსაც ჰყოლოდა მცველები, და მებაი-
რაღე ლორდებიც დაეთანხმნენ. მათ ძეთაგან ბევრს სურდა, ჭა-
ბუკი მგლის მხარდამხარ ბრძოლის პატივი რგებოდა – რობს ამ
სახელით მოიხსენიებდნენ ხოლმე. მის ოცდაათ მცველს შორის
იყო ტორენ კარსტარკი და მისი ძმა ედარდი, პატრეკ მალისტე-
რი, მცირეჯონი ამბერი, დარინ ჰორნვუდი, თეონ გრეიჯოი, ხუთი
მაინც ვოლდერ ფრეის რიცხვმრავალი შთამომავლებისგან; მათ
შორის ერია რამდენიმე უფრო ასაკოვანიც, სერ ვენდელ მან-
დერლის და რობინ ფლინტის მსგავსად. მხლებლად ერთი ქა-
ლიც კი ჰყავდა – დეისი მორმონტი, ლედი მაგის უფროსი ასული
და დათვის კუნძულის მემკვიდრე, ახოვანი, ექვსი ფუტის სიმაღ-
ლისა, რომელსაც ლახტი იმ ასაკში მისცეს ხელში, როცა გოგო-
ნების უმეტესობას დედოფალები უჭირავთ ხოლმე.
დანარჩენ ლორდთაგან ზოგი ბუზღუნებდა ამის გამო, მაგრამ
კეტლინმა მათ ჩივილს ყური არ უგდო.
– ახლა საქმე თქვენი გვარების პატივს კი არ ეხება, – უთხრა
მათ, – არამედ ჩემი შვილის სიცოცხლეს და სიმრთელეს.
და თუ საქმე საქმეზე მიდგა, გაიფიქრა მან, იქნება კი საკმა-
რისი ოცდაათი მცველი? იქნება კი საკმარისი ექვსი ათასი?
შორიდან ფრინველის დაძახილი მოისმა, გაწვრილებული
მკვეთრი ჭიკჭიკი, რაც კეტლინს ყინულოვანი ხელივით წასწვდა
ყელში. მას მეორე ჩიტი გამოეპასუხა, შემდეგ მესამე, მეოთხე.
მათ დაძახილს საკმაოდ კარგად იცნობდა, ვინტერფელში გატა-
რებული წლების მერე.

1038
თოვლის ღაჟოები. ზოგჯერ შეიძლებოდა მათთვის თვალის მოკ-
ვრა, შუა ზამთარში, როდესაც საღვთო ტყე თეთრი და უძრავი იდგა
ხოლმე. ისინი ჩრდილოელი ჩიტები იყვნენ.
მოდიან, გაიფიქრა კეტლინმა.
– მოდიან, მილედი, – წაიჩურჩულა ჰალ მოლენმა. ყოველთვის
ჩვევად ჰქონდა, ეთქვა, რაც ისედაც ცხადი იყო, – ღმერთები იყვნენ
ჩვენთან.
კეტლინმა თავი დაუქნია. ტყე მათ გარშემო ჩაჩუმდა. სიწყნარეში
ესმოდა მათი ხმა – სუსტი, მაგრამ თანდათან მოახლოებული: მრა-
ვალი ცხენის ფლოქვების თქარუნი, ხმლების, შუბების და აბჯრის
ჟღრიალი, ადამიანთა ხმების ბუბუნი, ზოგან სიცილი, ზოგან გინება.
თითქოს რამდენიმე ერა დადგა და ჩაიარა. ხმები მოძლიერდა.
კვლავ ესმოდა სიცილი, ბრძანებების ძახილი, შხაპუნი მცირე ნა-
კადის გადალახვისას და უკან გადმოსვლისას. ცხენმა დაიფრუტუნა.
კაცმა შეიკურთხა. და, ბოლოს და ბოლოს, ქალმა, ველის ძირს რომ
გადაჰყურებდა, დაინახა იგი... სულ ერთი წამით, ტოტების ჩარჩოში
მოქცეული, მაგრამ იცოდა, რომ ის იყო. შორიდანაც კი სერ ჯეიმი
ლანისტერი არავისში შეგეშლებოდა. მთვარის სხივს ვერცხლით
დაეფერა მისი აბჯარი და თმის ბაჯაღლო, მეწამული მოსასხამი კი
შავად შეეღება. მუზარადი არ ეხურა.
გაკრთა და კვლავ მიიმალა, მისი ვერცხლის აბჯარი ისევ დაფა-
რეს ხეებმა. უკან სხვები მიჰყვნენ გრძელ მწკრივად: რაინდები, შე-
ფიცული ხმლები და თავისუფალი მხედრები, ლანისტერის ცხენო-
სანთა სამი მეოთხედი.
– ის კაცი არაა, კარავში იჯდეს, სანამ მისი ხუროები საალყე კოშ-
კებს აგებენ, – აღუთქვა მათ სერ ბრინდენმა, – თავის რაინდებთან
ერთად უკვე სამჯერ გაილაშქრა, აეშაგების სადევნად და ურჩი სი-
მაგრის საიერიშოდ.
რობმა თავი დაუკრა და ბრინდენის დახატული რუკის შესწავლა
განაგრძო. ნედმა მას ასწავლა რუკების კითხვა.

1039
– აქ მოიყვანე, – მიათითა რუკაზე, – რამდენიმე ასეული კა-
ცით, მეტი არ გინდა, ტალის დროშები გქონდეთ. რომ დაგედევ-
ნება, ჩვენც დავხვდებით, – თითი ერთი გოჯით მარცხნივ გასწია,
– აქ.
„აქ“ ახლა ღამის მდუმარება იდგა, მთვარის შუქი და ჩრდი-
ლები, ფეხქვეშ სქელ ხალიჩად ეფინა მკვდარი ფოთლები, ხშირი
ტყით შემოსილი ქედი მდოვრედ ეშვებოდა მდინარისკენ, უფრო
და უფრო მოშორებით ხეების ქვეშ ბუჩქნარი მეჩხერდებოდა.
„აქ“ იდგა მისი შვილიც, თავის ულაყზე მჯდარი, ბოლოჯერ
რომ მოხედა დედას და ხმლით სალამი უძღვნა.
„აქ“ გაისმა მეგი მორმონტის საბრძოლო საყვირის ხმიანობა,
ხანგრძლივი ბოხი გუგუნი, აღმოსავლეთიდან რომ ჩამოიღვარა
ველზე და აუწყათ, ჯეიმი ლანისტერის ბოლო ცხენოსანიც შევიდა
ხაფანგშიო.
და რუხმა ქარმა თავი გადაიგდო და აყმუვლდა.
ხმამ კეტლინს გულში გაუარა და იგრძნო, როგორ ცახცახებ-
და.
საზარელი ხმა იყო, შემზარავი, თუმც მასში ჰანგიც ისმოდა.
წამით იქ, დაბლა მავალი ლანისტერების მიმართ სიბრალულის
მსგავსი გრძნობაც კი გაუჩნდა. აი, თურმე როგორი ხმა აქვს სიკ-
ვდილს, გაიფიქრა ქალმა.
ჰაააარუუუუუ... გაისმა პასუხი შორი ქედიდან – ეს დიდჯონმა
ჩაჰბერა თავის საყვირს. აღმოსავლეთით და დასავლეთით მა-
ლისტერების და ფრეიების ბუკებმა დასჭექეს შურისგების სიმღე-
რა.
თით, სადაც ველი ვიწროვდებოდა და ზეაღმართული იდაყვი-
ვით იღუნებოდა, ამ პირქუშ ქოროს ლორდ კარსტარკის საომარ-
მა ბუკებმა შერთეს თავიანთი ღრმა, მედიდური ხმები. კაცები
ყვიროდნენ, ცხენები ყალყზე დგებოდნენ დაბლა გაწოლილ მდი-
ნარეში.

1040
მოჩურჩულე ტყემ ერთბაშად ამოიფშვინა, რობის მიერ ხეების
ტოტებში შემალულმა მშვილდოსნებმა ისრები აფრინეს და ღამე
ადამიანების და ცხენების კივილმა შეძრა. კეტლინის გარშემო
მხედრები შუბებს იმარჯვებდნენ, გადაიყარა მიწა და ფოთლები, ავ
კაშკაშა წვეტებს რომ იმარხავდა, და წამახული ფოლადის ელვარე-
ბა გამოაჩინა.
– ვინტერფელი! – ჩაესმა რობის დაძახილი, როდესაც ისრებმა
კვლავ ამოიხვნეშეს. ნავარდით გაშორდა კეტლინს, თავისი რაზმი
ჩაიყოლა ფერდობზე.
კეტლინი უძრავად იჯდა ცხენზე, ჰალ მოლენი და მცველები გარს
შემოხვეოდნენ, და იცდიდა, როგორც ადრეც ეცადა – ბრანდონის-
თვის, ნედისთვის, მამასთვის. მაღლა იდგა, ქედზე, და იმას, რაც
დაბლა ხდებოდა, მის თვალთაგან მეტწილად ხეები ფარავდნენ. გუ-
ლის ფეთქვა, მეორედ, მეოთხედ – და აი, ის და მისი დამცველები
თითქოსდა მარტო ყოფილიყვნენ ტყეში. დანარჩენები სიმწვანეში
გალღვნენ, გაუჩინარდნენ. მაგრამ ველის გადაღმა შორეულ ქედს
რომ გახედა, დაინახა, დიდჯონის მხედრები როგორ გადმოედინნენ
ხეების ქვეშ ჩამდგარი სიბნელიდან. გრძელ რიგად გამოჩნდნენ,
უსასრულო რიგად, და ერთი წამით, თვალის სულ ერთი დახამხამე-
ბის განმავლობაში, კეტლინი ხედავდა მხოლოდ მათი შუბების წვე-
ტებზე ასხლეტილ მთვარის შუქს, თითქოსდა ვერცხლის ალმოდებუ-
ლი ათასი ტირიფის წნელი გადმოეშვა ქედიდან.
შემდეგ თვალები დაახამხამა, და აჰა, მხოლოდ მეომრები იყვნენ
ისინი, საკლავად თუ მოსაკვდომად დაშვებულები ველისკენ.
შემდგომ იგი ვერ დაიჩემებდა, ბრძოლას ვუცქირეო. მაგრამ ხმე-
ბი ჩაესმოდა – ველი გამოძახილებით რეკდა. გადალეწილი შუბ-კი-
ნეკის ტკაცანი, ხმლების ჩხარაჩხური, ძახილი „ლანისტერი!“ და
„ვინტერფელი!“ აგრეთვე – „ტალი! რივერანი და ტალი!“ როდესაც
მიხვდა, რომ სანახავი აღარაფერი ჩანდა, თვალები დახუჭა და ყური
მიუგდო. მის გარშემო ბრძოლა გაცოცხლდა. ესმოდა თქარუნი,

1041
თავხელში რკინის ჩექმების ჭყაპუნი, მუხის ფარებზე დაცემული
ხმლების ბრაგუნი და ფოლადის ფოლადზე ღრჭიალის ხმა; ისრების
სტვენა, დოლების ცემა, ათასობით ცხენის შეძრწუნებული კივილი.
მებრძოლები იგინებოდნენ და შებრალებას ითხოვდნენ, იღებდნენ
მას (ან ვერა) და სიცოცხლეს ინარჩუნებდნენ (ან კვდებოდნენ).
ქედების ფერდები ხმებს უცნაურ ოინებს უშვრებოდნენ. ერთხელ
კეტლინს რობის ხმა ჩაესმა, ისე ცხადად, თითქოს მის გვერდით
მდგარიყოს; „ჩემკენ, ჩემკენ!“ – იძახდა იგი, და მოესმა მისი
მგელსაზარას ღრენაც, იმ გრძელი ეშვების წკაპუნი გაიგონა,
ხორცის გლეჯის ხმა, შიშისა და ტკივილით ერთნაირად ახავლე-
ბული კაცისა და ცხენის ყვირილი. მხოლოდ ერთი მგელი იბრძო-
და? ძნელი იყო, დანამდვილებით გეთქვა.
თანდათანობით ხმაური ჩაჩუმდა და მიწყდა, სანამ მხოლოდ
მგლის ხმა არ დარჩა ველად. აღმოსავლეთი წითლად რომ შე-
იფერა, რუხი ქარი ისევ ყმუილს მოჰყვა.
რობი დედასთან სხვა ცხენით დაბრუნდა, თავისი რუხი ულა-
ყის ნაცვლად ამლაყი იაბო მოაჭენა, რომელიც დაბლა ველზე
დაეჭირა.
მის ფარზე გამოსახული მგლის თავი ორად იყო გადაჩეხილი,
მუხის ზედაპირს დაჩნეულ ღრმა ნაჭდევებში ხიწვიანი ხე მოჩან-
და, მაგრამ თავად რობი, როგორც ჩანს, მრთელი იყო. ოღონდ,
რომ მოახლოვდა, კეტლინმა დაინახა, რომ მისი შეჯავშნული
თათმანი და იალმაგის სახელო სისხლს გაეშავებინა.
– დაჭრილი ხარ, – უთხრა შვილს.
რობმა ხელი ასწია, თითები გაშალა და მომუჭა.
– არა, – უთხრა, – ეს... ტორენის სისხლია, შეიძლება, ან... –
მან თავი გაიქნია, – არ ვიცი.
მას ფერდობზე მებრძოლების ჯგრო ამოჰყვა, მოსვრილები
იყვნენ, აქა-იქ აბჯარამოჩეხილები, და სახეგაბადრულები. წინ

1042
თეონი და დიდჯონი მოუძღოდათ. შუაში სერ ჯეიმი ლანისტერს მო-
ათრევდნენ.
კეტლინის ცხენის წინ მიწაზე დააგდეს.
– მეფისმკვლელი, – განაცხადა ჰალმა სრულიად საჭიროების
გარეშე.
ლანისტერმა თავი ასწია.
– ლედი სტარკ, – წარმოთქვა მუხლებზე მდგარმა. თავზე დაჩ-
ნეული ნაჩეხიდან ლოყაზე სისხლი ჩამოსდიოდა, მაგრამ განთია-
დის მკრთალ შუქს მისი თმისთვის კვლავ ოქროს ბრწყინვა დაებრუ-
ნებინა, – ჩემს ხმალს შემოგთავაზებდი, მაგრამ, როგორც ჩანს,
სადღაც მივაკარგე.
– შენი ხმალი როდი მინდა, სერ, – უთხრა ქალმა, – მამაჩემი და
ჩემი ძმა ედმური მომეცი. მომეცი ჩემი ასულები. ჩემი ლორდი-მე-
უღლე. – ვშიშობ, ისინიც მივაკარგე.
– სამწუხაროა, – ცივად წარმოთქვა კეტლინმა.
– მოკალი, რობ, – არწმუნებდა თეონ გრეიჯოი, – მოკვეთე თავი.
– არა, – მიუგო მისმა ძემ და სისხლიანი ხელთათმანი წაიძრო, –
ცოცხალი უფრო გამოგვადგება, ვიდრე მკვდარი. და მამაჩემი არა-
სოდეს არავის ანებებდა ბრძოლის მერე ტყვეების ხოცვას.
– აი, ბრძენი კაცი, – თქვა ჯეიმი ლანისტერმა, – და ღირსეული.
– წაიყვანეთ და ბორკილები დაადეთ, – წარმოთქვა კეტლინმა.
– გააკეთეთ, როგორც ლედი-დედა ამბობს, – ბრძანა რობმა, –
და იზრუნეთ, რომ ძლიერი დაცვა ჰყავდეს. ლორდი კარსტარკი მო-
ინდომებს, მისი თავი სარზე წამოაცვას.
– ნამდვილად, – დაეთანხმა დიდჯონი და ხელით ანიშნა. ლანის-
ტერი წაიყვანეს, რათა ჭრილობა შეეხვიათ და ბორკილები და-
ედოთ.
– ლორდ კარსტარკს რატომ ენდომება მისი მოკვლა? – იკითხა
კეტლინმა.

1043
რობმა ტყეს გახედა, ისეთივე მწუხარე ფიქრიანი მზერით,
ნედს რომ ჰქონდა ხშირად.
– მან... მან ისინი დახოცა...
– ლორდ კარსტარკის ვაჟები, – განუმარტა გალბარტ გლო-
ვერმა.
– ორივე, – განაგრძო რობმა, – ტორენი და ედარდი. და და-
რინ ჰორნვუდიც.
– ლანისტერს სიმხდალეს ვერავინ დასწამებს, – თქვა გლო-
ვერმა, – როდესაც ნახა, რომ წაგებული იყო, ისევ შეამტკიცა თა-
ვისი მსახურები და ველზე აღმა გაიკაფა გზა, სურდა, ლორდ
რობს მისწვდომოდა და აეჩეხა. და ლამის მოახერხა კიდევაც.
– თავისი ხმალი ედარდ კარსტარკის კისერში ჩატოვა, მას მე-
რე, რაც ტორენს ხელი წაასხიპა და დარინ ჰორნვუდს ორად გა-
დაუჩეხა თავის ქალა, – თქვა რობმა, – მთელი ეს ხანი მე მეძახ-
და. მის შეჩერებას რომ არ ცდილიყვნენ...
– „„მაშინ ლორდ კარსტარკის ნაცვლად მე ვიგლოვებდი, –
თქვა კეტლინმა, – შენმა მებრძოლებმა ის ქნეს, რისი ფიციც
ჰქონდათ დადებული, რობ. თავიანთი ლორდის დაცვისას და-
იხოცნენ. იგლოვე ისინი. პატივი მიაგე მათ სიქველეს. მაგრამ
არა ახლა. ახლა გლოვის დრო არ გაქვს. გველს იქნებ თავი მოკ-
ვეთე, მაგრამ სხეულის სამი მეოთხედი ჯერაც მამაჩემის ციხის
გარშემოა შემოგრაგნილი. ბრძოლა მოვიგეთ, განა ომი.
– მაგრამ რა ბრძოლა! – ცხარედ წარმოთქვა თეონ გრე-
იჯოიმ, – მილედი, სახელმწიფოს ამგვარი გამარჯვება თვალი-
თაც არ უნახავს ხუთთა ველის მერე. თუნდ დავიფიცებ, ლანისტე-
რებმა ათი კაცი დაკარგეს ჩვენს ყოველ დაცემულზე. ასამდე რა-
ინდი ჩავიგდეთ ტყვედ და თორმეტი მებაირაღე ლორდი. ლორ-
დი ვესტერლინგი, ლორდი ბანეფორტი, სერ გართ გრინფილდი,
ლორდი ესტრენი, სერ ტიტოს ბრაქსი, მალორ დორნელი... და

1044
კიდევ სამი ლანისტერი, ჯეიმის გარდა, ლორდ ტაივინის ორი დის-
წული და ერთიც – მისი მკვდარი ძმის შვილი...
– და ლორდი ტაივინი? – შეაწყვეტინა კეტლინმა, – შემთხვევით
ლორდი ტაივინიც ხომ არ ჩაგიგდიათ ხელში?
– არა, – თეონმა ერთბაშად გაწყვიტა სიტყვა.
– ჰოდა, სანამ არ ჩაიგდებთ, ეს ომი დასრულებულად არც მიიჩ-
ნიო.
რობმა თავი ასწია და თვალებიდან თმა გადაიწია.
– დედაჩემი მართალს ამბობს. რივერანი ჯერაც არ გაგვითავი-
სუფლებია.

1045
დენერისი

1046
ბუზები ზანტად დასტრიალებდნენ ხალ დროგოს; სადღაც, ყურთას-
მენის ზღვარზე გაისმოდა მათი ფრთების წივილი და დენის ძრწო-
ლით ავსებდა.
შემაღლებული მზე უმოწყალოდ აჭერდა. დაბალი გორაკების გა-
შიშვლებულ ქანებს ლივლივით ასდიოდა ხვატის ტალღები. დენის
დაბერილ ძუძუებს შორის ოფლის წვრილი ნაკადი ჩაწანწკარდა. ის-
მოდა მხოლოდ მათი ცხენების ფლოქვების თანაბარი ცემა, დრო-
გოს თმაში ჩაბნეული ზანზალაკების რიტმული წკრიალი და უკან
მოდენილი შორეული საუბრები.
დენი ბუზებს აკვირდებოდა.
ფუტკრებივით დიდები იყვნენ, მსხვილები, მოიისფრო, მბზინვა-
რეები. დოთრაკები მათ სისხლის ბუზს ეძახდნენ. ჭაობებში და დამ-
დგარ ტბორებში ცხოვრობდნენ, კაცს თუ ცხენს ერთნაირად სწოვ-
დნენ სისხლს და კვერცხებს მკვდარ ან მომაკვდავ სხეულში დებ-
დნენ. დროგოს ეჯავრებოდა ისინი. როცა კი რომელიმე მიუახლოვ-
დებოდა, გველივით სწრაფად გაიქნევდა ხელს, მუჭში რომ მოექცია.
დენის არასოდეს შეუმჩნევია, აეცილებინოს. ვეება მუჭში ეჭირა და
გაშმაგებულ ბზუილს ყურს მიუგდებდა. შემდეგ თითებს მოუჭერდა
და, როდესაც კვლავ გაშლიდა, ბუზი მის ხელისგულზე დაჩნეულ წი-
თელი ლაქად იყო ქცეული.
ახლა ერთი მისი ულაყის გავაზე გაცოცდა და ცხენმა გასაფ-
რთხობად ავად მოიქნია კუდი. სხვები დროგოს გარშემო დაფრენ-
დნენ, ახლოს, უფრო ახლოს. ხალი არ იძვროდა. თვალები შორეუ-
ლი ლეგა მთებისთვის გაეშტერებინა, აღვირი მობოშებული ეჭირა
ხელში. მოხატული ჟილეტის ქვეშ მკერდის ჭრილობას ლეღვის
ფოთლები და გამხმარი ცისფერი ტალახი უფარავდა. ეს ბალახის
მცოდნე ქალებმა გაუკეთეს. მირი მაზ დურის საფენი აფხანინებდა
და ეწვოდა და ხალმა ექვსი დღის წინ მოიგლიჯა იგი, ქალს მაეგის
უწოდებდა და აგინებდა. ტალახის საფენი ჭრილობას უფრო უამებ-
და, ბალახის მცოდნე ქალებმა ყაყაჩოს ღვინოც დაუმზადეს, რასაც

1047
ბოლო სამი დღე უანგარიშოდ სვამდა. თუ ყაყაჩოს ღვინოს არა,
მაშინ ფაშატის მჟავე რძეს ან პილპილიან ლუდს ეძალებოდა.
ოღონდ საჭმელს თითქმის არ ეკარებოდა და ღამით ბორგავ-
და და კვნესოდა. დენი ხედავდა, როგორ მოექცა სახე. რეიგო არ
ცხრებოდა მის მუცელში, ულაყივით ისროდა წიხლებს, მაგრამ
დროგოს ესეც კი ვერ უღვიძებდა ინტერესს. დენი ყოველ დილით
ტკივილით გაჩენილ ახალ ღარებს ამჩნევდა შფოთიანი ძილის-
გან გამოღვიძებული ქმრის სახეზე. ახლა კიდევ ეს სიჩუმეც შიშს
ჰგვრიდა.
განთიადისას ცხენებზე რომ შესხდნენ, მას მერე დროგოს
სიტყვა არ დაუძრავს. დენი რომ იტყოდა რამეს, პასუხად მხო-
ლოდ დაიხვნეშებდა, შუადღის მერე კი აღარც ხვნეშოდა.
ერთი სისხლის ბუზი ხალს შიშველ მხარზე დააჯდა. მეორე
ტრიალით დაეშვა მის კისერზე და პირისკენ გაცოცდა. ხალი
დროგო უნაგირზე ირწეოდა, ზანზალაკები წკრიალებდნენ, მისი
ულაყი კი გაუჩერებლად მიიწევდა წინ მტკიცე, თანაბარი ნაბი-
ჯით.
დენიმ ვერცხლას ქუსლები შემოჰკრა და უფრო ახლოს ამო-
უდგა გვერდით.
– მილორდ, – უთხრა ალერსით, – დროგო. ჩემო მზევ და
ვარსკვლავნო.
მას, როგორც ჩანს, არ ჩაესმოდა. სისხლის ბუზი მისი დაკი-
დებული ულვაშის ქვეშ გაძვრა და ლოყაზე დაიბუდა, ცხვირის
გვერდით გაჩენილ ნაოჭში. დენის სუნთქვა შეეკრა, – დროგო, –
მოუხერხებლად გადაიხარა და მკლავზე შეეხო.
ხალ დროგო უნაგირში შეირყა, ნელა წაყირავდა და მძიმედ
ჩამოვარდა ცხენიდან. ბუზები წამით გაიფანტნენ, შემდეგ ისევ
მოგროვდნენ და მწოლარეზე იწყეს დასხდომა.
– არა, – დენიმ აღვირი მოზიდა. ახლა თავისი მუცელიც კი გა-
დაავიწყდა, ვერცხლადან ჩამოცოცდა და მასთან მიირბინა.

1048
სხეულის ქვეშ მოქცეული ბალახი ლეგა და ხმელი იყო. დენიმ
მის გვერდით რომ ჩაიმუხლა, დროგომ ტკივილისგან წამოიყვირა.
ხრინწით სუნთქავდა და, რომ შეხედა, დენი მიხვდა, ვერ ცნობდა.

– ჩემი ცხენი, – ამოთქვა წვალებით. დენიმ მკერდიდან ბუზები


გადააცალა, ერთი გაჭყლიტა, როგორც დროგომ იცოდა. თითებით
გრძნობდა, ხალის კანს ცეცხლი რომ ეკიდა.
ხალის სისხლისმიერი მხედრები ფეხდაფეხ მოსდევდნენ. დენიმ
გაიგონა, ჰაგომ რომ შეყვირა და ყველანი ჭენებით მოიჭრნენ. კო-
ჰოლო უნაგირს გადმოევლო.
– სისხლო ჩემო სისხლთაგანო, – თქვა მუხლებზე დაცემულმა.
ის ორნი ჯერაც ცხენებზე ისხდნენ.
– არა, – დაიკვნესა ხალმა დროგომ და დენის მკლავებში გაიბ-
რძოლა, – უნდა შევჯდე. წავიდე. არა.
– ცხენიდან გადმოვარდა, – ჰაგო ზემოდან დასცქეროდათ. ფარ-
თო სახეზე ემოცია არ ეწერა, მაგრამ ხმა ტყვიასავით მძიმე ჰქონდა.
– მაგას ნუ ამბობ, – უთხრა დენიმ, – დღეს საკმაოდ ბევრი ვიარეთ.
აქ დავბანაკდებით.
– აქ? – ჰაგომ მიმოიხედა. ყავისფერი, ხმელი ადგილი იყო, მი-
უსაფარი, – ეს ადგილი საბანაკედ არ გამოდგება.
– ქალი გაჩერებას არ უნდა გვიბრძანებდეს, – თქვა ქოთომ, –
თუნდაც ხალესი.
– აქ ვბანაკდებით, – გაიმეორა დენიმ, – ჰაგო, უთხარი სხვებს,
ხალმა დროგომ გაჩერება ბრძანაო. თუ იკითხეს, რატომო, უთხარი,
რომ დრო მომივიდა და გზას ვეღარ ვაგრძელებ. კოჰოლო, მონები
მოიყვანე, ახლავე გაშალონ ხალის კარავი. ქოთო...
– კი ნუ მიბრძანებ, ხალესი, – უთხრა ქოთომ.
– მირი მაზ დური მიპოვე, – უთხრა დენიმ. ღმერთის სძალი სხვა
კრავ-ხალხთან იქნებოდა, მონების გრძელ მწკრივში, – აქ მომიყვა-
ნე – თავისი სკივრიანად.

1049
ქოთო კაჟივით უტეხი მზერით მიაჩერდა მაღლიდან.
– მაეგი, – ამოთქვა ზიზღით, – მაგას არ ვიზამ.
– იზამ, – უთხრა დენიმ, – ან, დროგო რომ გამოფხიზლდება,
აუხსნი, რატომ მეურჩებოდი.
გაცეცხლებულმა ქოთომ თავისი ულაყი შეატრიალა და გა-
ჭენდა, ბრაზით აღვსილი... მაგრამ დენიმ იცოდა, რომ იგი მირი
მაზ დურთან ერთად დაბრუნდებოდა, ძალიანაც რომ არ ნდომო-
და, მაინც. მონებმა ხალ დროგოს კარავი გაშიშვლებული, დაკ-
ბილული ქანით აგებული შავი კლდის ქვეშ გაშალეს – მისი
ჩრდილი შუადღის მცხუნვარე მზისგან ოდნავ შვებას მაინც მის-
ცემდათ. და მაინც, ირიმ და დორეამ დენის დროგო კარავში რომ
შეაყვანინეს, ქვიშაბრეშუმის კალთების ქვეშ დახუთული ჰაერი
დახვდათ. მიწაზე სქელი, მოხატული ხალიჩები ეგო, კუთხეებში
ბალიშები იყო მიყრილი. იროამ, გოგონამ, რომელიც დენიმ იხ-
სნა კრავი-ხალხის თიხის გალავნებთან, მაყალი გააჩაღა. მათ
დროგო დაწნულ ჭილოფზე გაშოტეს.
– არა, – ლუღლუღებდა იგი საერთო ენაზე, – არა. არა, –
სხვას არაფერს ამბობდა, სხვა თითქოს არაფრის თქმა არ შეეძ-
ლო.
დორეამ მედალიონების ქამარი შეხსნა და ჟილეტი და შარვა-
ლი გახადა, ჟიქვიმ კი მის ფეხებთან ჩაიმუხლა, მხედრის სან-
დლებს თასმები გამოაძრო. ირის სურდა, კარვის კალთები აკე-
ცილი დაეტოვებინა, ნიავს რომ შემოეღწია, მაგრამ დენიმ არ და-
ანება. იგი არ დაუშვებდა, ვინმეს დროგო ამ დღეში ენახა – მბო-
დავი, უძლური. მისმა ხასმა რომ მოაღწია, გუშაგებად დააყენა
კარვის გარეთ.
– ჩემი ნებართვის გარეშე არავინ შემოუშვათ, – უთხრა ჟო-
გოს, – არავინ!
იროამ შიშით შეხედა გაშოტილ დროგოს.
– კვდება, – წაიჩურჩულა.

1050
დენიმ სილა შემოჰკრა.
– ხალი არ მოკვდება. იგი მამაა ულაყისა, სამყაროს რომ გახედ-
ნის. მას თმა არასოდეს მოუჭრია. ჯერაც ატარებს ზანზალაკებს, მა-
მამ რომ მისცა.
– ხალესი, – უთხრა ჟიქვიმ, – ის ცხენიდან ჩამოვარდა.
დენი აცახცახდა, უნებური ცრემლებით აევსო თვალები და მათ
ზურგი აქცია. ცხენიდან გადმოვარდა! მართალი იყო, თავად დაინა-
ხა, ხალის სისხლისმიერებმაც ნახეს; უეჭველია, მოახლეებმაც და
მისი ხასის მეომრებმაც. კიდევ რამდენმა? ამბავი არ დაიმალებოდა,
და დენიმ იცოდა, ეს რასაც ნიშნავდა. ხალი, რომელიც ცხენზე ვერ
იჯდა, ვერც მართავდა, დროგო კი ცხენიდან გადმოვარდა.
– უნდა დავბანოთ, – წარმოთქვა ჯიუტად. თავისთვის სასოს წარ-
კვეთის უფლება არ უნდა მიეცა, – ირი, ახლავე მოატანინე ვარცლი.
დორეა, იროა, წყალი იშოვეთ, გრილი წყალი, იგი ისეთი ცხელია, –
გეგონებოდა, კაცის კანში ჩასახლებული ცეცხლი იყო.
მონებმა სპილენძის მძიმე ვარცლი კარვის კუთხეში დადგეს.
დორეამ პირველი დოქი რომ მოიტანა, დენიმ აბრეშუმის ნაჭერი და-
ასველა და დროგოს შუბლზე დაადო, ალმოდებულ კანზე დააფინა.
მისი თვალები შემოსცქეროდნენ, მაგრამ ვერ ხედავდნენ. ბაგე რომ
გააპო, სიტყვა არ დასცდენია, მხოლოდ დაიკვნესა.
– სადაა მირი მაზ დური? – მოითხოვა დენიმ, მისი მოთმინება
შიშს გაელია.
– ქოთო იპოვის, – უთხრა ირიმ.
მოახლეებმა ვარცლი ნელთბილი წყლით აავსეს, გოგირდის სუ-
ნი რომ დაჰკრავდა; ბოთლაკებში ჩასხმული მწარე ზეთით და ერთი
პეშვი დაფხვნილი პიტნის ფოთლებით გაასურნელეს. სანამ აბაზა-
ნას ამზადებდნენ, დენიმ მოუქნელად მოიკეცა ფეხები ქმარ-ბატო-
ნის გვერდით, მუცელი მათი ბავშვით გამოჰბერვოდა. მღელვარე
თითებით დაუშალა ნაწნავი, როგორც იმ ღამით ვარსკვლავების
ქვეშ, როცა ხალი პირველად დაეუფლა. ზანზალაკები ფრთხილად,

1051
სათითაოდ გადადო გვერდით. კარგად რომ გახდება, მოიკით-
ხავსო, უთხრა თავის თავს.
აგომ თავი შემოყო აბრეშუმებში და კარავში ჰაერის სუნ-
თქვამ შემოაღწია.
– ხალესი, – თქვა მან, – ანდალი მოვიდა და შემოშვებას
მთხოვს.
„ანდალს“ დოთრაკები სერ იორაჰს ეძახდნენ.
– ჰო, – დენი მძიმედ წამოდგა, – შემოუშვი. – იგი რაინდს ენ-
დობოდა. თუ ვინმეს, მას ეცოდინებოდა, რა უნდა ექნათ.
სერ იორაჰ მორმონტმა კარის ფარდის ქვეშიდან ამოყვინთა
და წუთით შეჩერდა, თვალი ბინდისთვის რომ შეეჩვია. სამხრე-
თის მწველ პაპანაქებაში ლაქებიანი ქვიშაბრეშუმის ფართხუნა
შარვალი და თითებამოჭრილი, მუხლებამდე თასმით შეკრული
მხედრული სანდლები ეცვა. ქარქაში დაგრეხილი ძუის ქამარზე
ჩამოება. გამოთეთრებული ჟილეტის ქვეშ მკერდი მოშიშვლებუ-
ლი ჰქონდა, კანი მზისგან გასწითლებოდა.
– მთელ ხალასარში ბაგიდან ბაგეზე გადადის ხმები, ხალესი,
– თქვა მან, – ამბობენ, ხალი დროგო ცხენიდან ჩამოვარდაო.
– უშველე, – შეევედრა დენი, – იმ სიყვარულის ხათრით, რო-
მელიც, ამბობ, ჩემდამი გაქვს – უშველე ახლა.
რაინდმა მის გვერდით ჩაიმუხლა. დიდხანს, ყურადღებით უც-
ქირა დროგოს, შემდეგ – დენის.
– გაუშვი აქედან შენი მოახლეები.
უსიტყვოდ, შიშით ყელგაქვავებულმა დენიმ ხელით ანიშნა.
ირიმ დანარჩენი გოგონები გაიძღვანია და კარვიდან გავიდა.
მარტო რომ დარჩნენ, სერ იორაჰმა ხანჯალი ამოიღო. მარ-
ჯვედ, ასეთი ზორბა კაცისგან გასაოცარი სიფრთხილით იწყო
დროგოს მკერდიდან შავი ფოთლების და შემხმარი ცისფერი თი-
ხის გადაფხეკა. საფენი კრავი-ხალხის მიწის გალავნებივით გა-
მომხმარიყო და იმავე გალავნებივით იოლად იბზარებოდა. სერ

1052
იორაჰმა ხმელი თიხა დანით დაამტვრია, ნაფშხვენები ხორცს ააცა-
ლა, სათითაოდ ააძრო ფოთლები. ჭრილობას მყრალი, მოტკბო სუ-
ნი ავარდა, მისმა სიმძიმემ დენის ლამის სუნთქვა შეუგუბა. ფოთ-
ლებზე სისხლი და ჩირქი შემხმარიყო, დროგოს მკერდი კი ლპობას
აეპრიალებინა.
– არა, – დაიჩურჩულა დენიმ და ლოყებზე ცრემლები დასდინდა,
– არა, გევედრებით, ისმინონ ღმერთებმა, არა.
ხალი დროგო აბორგდა, რომელიღაც უჩინარ მტერს ეკვეთა. მი-
სი გახსნილი ჭრილობიდან ნელა, ბლანტედ დაიძრა შავი სისხლი.
– ჩათვალე, შენი ხალი მკვდარია, პრინცესა.
– არა, შეუძლებელია, მოკვდეს, არ უნდა მოკვდეს, მხოლოდ
გაჭრილი ჰქონდა, სხვა არაფერი, – დენიმ მისი ფართო დაკოჟრილი
მტევნები თავის პატარა ხელებში მოიქცია, – სიკვდილს არ დავანე-
ბებ... სერ იორაჰმა მწარედ ჩაიცინა.
– გინდ ხალესი იყო, გინდ დედოფალი, ამ ბრძანების გაცემა არ
შეგიძლია. შეინახე ცრემლები, ბალღო. ხვალ დაიტირე, ან ერთი
წლის მერე. ახლა გლოვის დრო არ გვაქვს. უნდა წავიდეთ, და სწრა-
ფად, სანამ მომკვდარა.
დენის ვერაფერი გაეგო.
– წავიდეთ? სად უნდა წავიდეთ?
– ასშაიში-მეთქი, მე ვიტყოდი. შორს სამხრეთშია, კაცთათვის
ნაცნობი ქვეყნიერების კიდეზე, მაგრამ ამბობენ, დიდი ნავსადგუ-
რიაო. იქ გემს ვიშოვით, პენტოსში რომ დავბრუნდეთ. მძიმე გზა იქ-
ნება, იცოდე. შენს ხასს ენდობი? გამოგვყვებიან?
– ხალმა დროგომ ჩემი დაცვა უბრძანათ, – ყოყმანით მიუგო დე-
ნიმ, – მაგრამ თუ მოკვდება... – თავის გამობურცულ მუცელს შეეხო,
– ვერ გავიგე. რატომ უნდა გავიქცე? მე ხალესი ვარ. დროგოს მემ-
კვიდრეს ვატარებ. დროგოს მერე ის იქნება ხალი...
სერ იორაჰი მოიღუშა.

1053
– ყური მიგდე, პრინცესა. დოთრაკები ძუძუთა ბალღს არ გაჰ-
ყვებიან. ისინი მხოლოდ და მხოლოდ დროგოს ძალას უხრიდნენ
ქედს. ის რომ აღარ იქნება, ჟაქო, პონო და სხვა კოსები მისი ად-
გილის მოსაპოვებლად იბრძოლებენ და ეს ხალასარი საკუთარ
თავს გაინადგურებს.
გამარჯვებული არ მოინდომებს მეტოქის ყოლას. ბიჭს დაბა-
დებისთანავე წაგგლეჯენ მკერდიდან. ძაღლებს მიუგდებენ...
დენიმ მკლავები შემოიხვია.
– კი მაგრამ, რატომ? – შესძახა საწყალობლად, – რად უნდა
მოკლან პატარა ბავშვი?
– იგი დროგოს ძეა, და დედაბრებმა თქვეს, რომ ის იქნება
ულაყი, სამყაროს რომ გახედნის. ეს მათი წინასწარმეტყველე-
ბაა. ჯობს, ბავშვი მოკლა, ვიდრე მისი რისხვის შიში გქონდეს,
როცა დაკაცდება.
ბავშვი შეფართხალდა მის სხეულში, თითქოს ჩაესმა. დენის
გაახსენდა ვისერისის ნაამბობი, თუ რა უყვეს უზურპატორის ქო-
ფაკებმა რეიგარის ბავშვებს. მისი ვაჟიც ჩვილი იყო, მაგრამ დე-
დის მკერდს მოგლიჯეს და თავი კედელზე შეუნარცხეს. ადამია-
ნები ასე იქცევიან. – ჩემს შვილს არაფერი უნდა დაუშავონ! – იყ-
ვირა დენიმ, – ჩემს ხასს ვუბრძანებ, დაიცვან, დროგოს სისხლის-
მიერებიც...
სერ იორაჰმა მხრებზე ჩაავლო ხელები.
– სისხლისმიერები ხალთან ერთად კვდებიან. შენ იცი ეს,
ბავშვო.
ისინი ვაის დოთრაკში წაგიყვანენ, დედაბრებთან, ეს ბოლო
ვალია, რომელიც ცოცხლებმა უნდა მოიხადონ ხალის წინაშე...
ამას რომ იზამენ, დროგოს გაჰყვებიან ღამის მხარეში.
დენის არ სურდა ვაის დოთრაკში დაბრუნება და მთელი დარ-
ჩენილი ცხოვრების იმ საშინელ ბებრუხანებს შორის გატარება,
მაგრამ იცოდა, რომ რაინდი სიმართლეს ეუბნებოდა. დროგო

1054
მისთვის მზესა და ვარსკვლავებზე მეტი იყო; იგი იყო ფარი, რომე-
ლიც საფრთხისგან იცავდა.
– არ მივატოვებ, – თქვა ჯიუტად, უბედურად. ისევ აიღო მისი ხე-
ლი, – არა.
კარვის ფარდის შერხევამ დენის თავი მიატრიალებინა. მირი მაზ
დური შემოვიდა მდაბალი სალმით. ხალასარის კვალში რამდენი-
მედღიანი მარშის მერე ძალაგამოცლილი ჩანდა. კოჭლობდა, ფეხე-
ბი დაჰბებრებოდა და სისხლი სდიოდა, თვალები ჩაცვენოდა. მას
ქოთო და ჰაგო შემოჰყვნენ, ღვთის სასძლოს სკივრისთვის აქეთ-
იქიდან ჩაევლოთ ხელები და მოჰქონდათ. სისხლისმიერებმა დრო-
გოს ჭრილობას რომ მოჰკრეს თვალი, ჰაგოს სკივრი თითებიდან გა-
უსხლტა და კარვის იატაკს დაეზღართა, ქოთომ კი ისე უხამსად შე-
იგინა, რომ ჰაერი წაბილწა.
მირი მაზ დური დროგოს დააცქერდა, სახე უძრავი და უსიცოც-
ხლო ჰქონდა.
– ჭრილობა დაუჩირქდა.
– შენი ნაქნარია, მაეგი, – უთხრა ქოთომ. ჰაგომ მირის ტყლაშუ-
ნით დაჭედა მუშტი ყვრიმალზე და წააქცია. შემდეგ დაცემულს წიხ-
ლი ამოსცხო.
– გაჩე! – იკივლა დენიმ.
ქოთომ ჰაგო შეაჩერა და უთხრა:
– წიხლები მაეგისთვის ზედმეტი პატივია. გარეთ გაათრიე. ბოძ-
ზე მივაბათ, რომ ყველა ჩავლილი კაცი ზედ შეაჯდეს. კაცები რომ
მოითავებენ, ძაღლები მივუშვათ. შიგნეული ქრცვინებმა დაუგლი-
ჯონ და ლეშიჭამია ყვავებმა თვალები დაჰკორტნონ. მდინარიდან
მოდენილი ბუზები საშოში კვერცხებს ჩაულაგებენ და მისი დამპალი
ძუძუებიდან ჩირქს დალევენ, – რკინასავით თითები ღმერთის
სძალს რბილ, თიმთიმა მკლავში ჩაავლო და აათრია, ფეხზე დააყე-
ნა.
– არა, – თქვა დენიმ, – მისთვის არაფერს დაგაშავებინებთ.

1055
ქოთოს გალეული ტუჩები გაეწელა, მის მობრეცილ ყავისფერ
კბილებს გადაეცალა ღიმილის საზარელ მსგავსებად.
– არა? მე მეუბნები, არაო? ჯობია, ლოცულობდე, შენი მაეგის
გვერდით შენც არ მიგაბათ. ეს შენი ნაქნარიც ისევეა, როგორც
მაგისი. სერ იორაჰი მათ შორის ჩადგა, ორლესული ქარქაშში
მოაბოშა.
– ენა დაიმოკლე, სისხლისმიერო. პრინცესა ჯერ კიდევ შენი
ხალესია. – მხოლოდ მანამ, სანამ ცოცხალია სისხლი ჩემი სის-
ხლთაგანი, – უთხრა ქოთომ რაინდს, – ხალი რომ მოკვდება, ეგ
არაფრად იქცევა.
დენიმ იგრძნო, როგორ დაიძაგრა, გაძლიერდა რაღაც მის
არსებაში.
– სანამ ხალესი გავხდებოდი, უკვე დრაკონის სისხლთაგანი
ვიყავი.
სერ იორაჰ, მოუხმე ჩემს ხასს.
– არა, – უთხრა ქოთომ, – წავალთ. ამჯერად... ხალესი.
ჰაგოც მას მიჰყვა, მოღუშული.
– მაგისგან კარგს არაფერს ელოდე, პრინცესა, – უთხრა
მორმონტმა, – დოთრაკები ამბობენ, კაცს და მის სისხლისმიერ
მხედრებს ზიარი სიცოცხლე აქვთო, და ქოთო ხედავს, როგორ
სრულდება ეს სიცოცხლე. მკვდარმა კი შიში არ იცის.
– არავინ მომკვდარა, – უთხრა დენიმ, – სერ იორაჰ, იქნებ
შენი ხმალი დამჭირდეს. ჯობს, თუ აბჯარს ჩაიცვამ. – დენი უფრო
შეშინებული იყო, ვიდრე ბედავდა, ეღიარებინა, თუნდაც საკუთა-
რი თავის წინაშე.
რაინდმა თავი დაუკრა, – როგორც იტყვი, – და კარვიდან გა-
ვიდა.
დენი მირი მაზ დურს მიუბრუნდა. ის დადარაჯებული უმზერ-
და.
– ასე რომ, კიდევ ერთხელ გადამარჩინე.

1056
– და ახლა შენ უნდა გადაარჩინო იგი, – უთხრა დენიმ, – გევედ-
რები. – მონას არ სთხოვ, – მკვახედ მიუგო მირიმ, – მონას ეუბნები,
რა ქნას. იგი სიცხის ალმურში გახვეულ დროგოს მიუახლოვდა და
დიდხანს დააცქერდა მის ჭრილობას.
– გინდ სთხოვე, გინდ უთხარი. მკურნალი ამას ვეღარაფერს უშ-
ველის, – ხალს თვალები დახუჭული ჰქონდა. ცალი თვალი თითე-
ბით გაუხილა, – ტკივილს ყაყაჩოს რძით იყუჩებდა. – კი, – გამოუტ-
ყდა დენი.
– მე მას ცეცხლისქერქას და არმიჩხვლიტოს საფენები დავადე
და კრავის ტყავით შევუკარი.
– ამბობდა, მეწვისო, და მოიგლიჯა. მებალახე ქალებმა ახალი
გაუკეთეს, სველი და დამაამებელი.
– ეწვოდა, ჰო. ცეცხლში დიდი მკურნავი ძალაა, ეს შენმა უბალ-
ნო კაცებმაც კი იციან.
– კიდევ გაუკეთე სახვევი, – შეევედრა დენი, – ამჯერად მე ვიზამ
ისე, რომ ნამდვილად ატაროს.
– მაგისთვის უკვე გვიანია, მილედი, – უთხრა მირიმ, – ახლა ის-
ღა შემიძლია, წინ რომ უდევს, ის ბნელი გზა გავუიოლო, ტკივილის
გარეშე რომ შევიდეს ღამის მხარეში. დილისთვის გათავდება.
მისი სიტყვები დენის გულში დანასავით გაეყარა. განა რა ჩაიდი-
ნა, ასე ულმობლები რომ გახდომოდნენ ღმერთები? როგორც იქნა,
იპოვა უხიფათო ადგილი, როგორც იქნა, გაიგო სიყვარულის და
იმედის გემო. როგორც იქნა, შინისაკენ მიდიოდა. ახლა ყველაფრის
დაკარგვა... – არა, – შეევედრა, – გადაარჩინე, და გაგათავისუფ-
ლებ, ვფიცავ.
გეცოდინება, როგორ... რამე ჯადოსნობა, რამე...
მირი მაზ დური საკუთარ ქუსლებზე დაჯდა და დენერისს ღამესა-
ვით შავი თვალებით მიაჩერდა.
– არის ერთი შელოცვა, – ჩუმად ლაპარაკობდა, ლამის ჩურჩუ-
ლებდა, – მაგრამ ძნელია, ლედი, და ბნელი. ზოგი იტყოდა, რომ

1057
სიკვდილი მასზე უფრო სუფთაა. ეს ასშაიში ვისწავლე და გაკვე-
თილში ძვირი გადავიხადე. ჩემი მასწავლებელი სისხლის მაგი
იყო ბინდის მიწებიდან. დენის ერთიანად გააცივა.
– მაშ, მართლაც მაეგი ყოფილხარ.
– ვარ კი? – გაიღიმა მირი მაზ დურმა, – ახლა შენი მხედრის
გადარჩენა მხოლოდ მაეგის შეუძლია, ვერცხლის ქალბატონო.
– სხვა გზა არ არსებობს?
– სხვა არა.
ხალ დროგომ ნაწყვეტ-ნაწყვეტ ამოიხვნეშა.
– ქენი, – ამოთქვა დენიმ. არ უნდა შინებოდა; იგი დრაკონის
სისხლთაგანი იყო, – გადაარჩინე.
– ამას თავის ფასი აქვს, – გააფრთხილა ღმერთის სასძლომ.
– ოქროს მოგცემ, ცხენებს, რასაც მოისურვებ.
– აქ ოქრო და ცხენები არ გაჭრის. ეს სისხლის მაგიაა, ლედი.
სიცოცხლის საფასური მხოლოდ სიკვდილით შეიძლება გადაი-
ხადო.
– სიკვდილით? – დენიმ მკლავები შემოიხვია, თავი დაიცვა;
ქუსლებზე შექანდა, – ჩემი სიკვდილით? – თავს უთხრა, რომ
მოკვდებოდა მისთვის, თუ საჭირო იქნებოდა. დრაკონის სის-
ხლთაგანი იყო, არ შეშინდებოდა. მისი ძმა რეიგარი მოკვდა ქა-
ლისთვის, რომელიც უყვარდა. – არა, – აღუთქვა მირი მაზ დურ-
მა, – შენი სიკვდილით არა, ხალესი. დენი შვებით ათრთოლდა.
– ქენი.
მაეგიმ მჭმუნვარედ დაუკრა თავი.
– როგორც ამბობ, ისე გაკეთდება. მოუხმე შენს მსახურებს.
ხალ დროგო უღონოდ დაიკრუნჩხა, როდესაც რახარომ და
ქვარომ იგი აბაზანაში ჩაუშვეს.
– არა, – წაილუღლუღა, – არა. უნდა შევჯდე, – წყალში თით-
ქოს მთელი ღონე გამოეცალა.

1058
– ცხენი მოუყვანეთ, – ბრძანა მირი მაზ დურმა და შეასრულეს.
ჟოგომ მაღალი წითელი ულაყი კარავში შემოიყვანა. ცხოველმა
სიკვდილის სუნი რომ იკრა, იყვირა და ყალყზე შედგა, თვალები რი-
ალა. მის დამორჩილებას სამი კაცი დასჭირდა.
– რის გაკეთებას აპირებ? – ჰკითხა დენიმ.
– სისხლი გვჭირდება, – მიუგო მირიმ, – ეგრე კეთდება.
ჟოგომ უკან დაიხია, ხელი არახზე წაივლო. თექვსმეტი წლის ჭა-
ბუკი იყო, ლერწამივით თხელი, უშიშარი, მოცინარი; ზედა ტუჩზე
პირველი ღინღლის ჩრდილი ედო. დენის წინაშე მუხლებზე დაეცა.
– ხალესი, – შეევედრა, – ეს არ უნდა ქნა. ნება დამრთე, მოვკლა
მაეგი.
– მისი მოკვლით შენს ხალს მოკლავ, – უთხრა დენიმ.
– ეს სისხლის მაგიაა, – შეეპასუხა ჟოგო, – აკრძალულია.
– მე ხალესი ვარ და ვამბობ, არ არის აკრძალული-მეთქი. ვაის
დოთრაკში ხალმა დროგომ ულაყი მოკლა და მე მისი გული შევჭამე,
ჩვენი ძისათვის ძალისა და სიმამაცის მისაცემად. ესეც იგივეა. იგი-
ვეა. ულაყი ტლინკებს ყრიდა და ყალყზე დგებოდა; რახარომ, ქვა-
რომ და აგომ იგი ვარცლს მიაყენეს, სადაც ხალი უკვე მკვდარივით
ტივტივებდა; ჭრილობიდან სისხლი და ჩირქი სდიოდა და წყალს
ერეოდა. მირი მაზ დურმა წამღერებით წარმოთქვა სიტყვები ენაზე,
რომელიც დენიმ არ იცოდა, და ხელში დანა გაუჩნდა. დენიმ ვერ და-
ინახა, საიდან ამოიღო. ძველი რამ იყო, წითელი ბრინჯაოსგან ნაჭე-
დი; ფოთლის ფორმის პირი ძველი ნიშნებით ჰქონდა დაფარული.
მაეგიმ ის ულაყს გამოუსვა ყელში, კეთილშობილი თავის ქვეშ. ცხე-
ნი აყვირდა და აცახცახდა, სისხლი წითელ ჩქეფად გადმოსდინდა.
დაეცემოდა, მაგრამ მისი ხასის მებრძოლებს წამოყენებული ეჭი-
რათ.
– ტაიჭის ძალავ, მხედარში გადადი, – წაიმღერა მირიმ, ცხენის
სისხლი კი დროგოს აბაზანის წყლებში დატრიალდა, – ცხოველის
ძალავ, კაცში გადადი.

1059
ულაყის წონას შეჭიდებული ჟოგო შეძრწუნებული ჩანდა. აში-
ნებდა უსიცოცხლო მძორის შეხება, მაგრამ ხელის გაშვებისაც
ეშინოდა. მხოლოდ ცხენი, გაიფიქრა დენიმ. თუკი დროგოს სი-
ცოცხლის ყიდვას ცხენის სიკვდილით შეძლებდა, თანახმა იყო,
საფასური ათასჯერ გადაეხადა.
ულაყს ხელი რომ უშვეს, აბაზანა მუქი წითელი იყო, დროგოს
სახის გარდა არაფერი უჩანდა. მირი მაზ დურს ლეში არაფრად
სჭირდებოდა. – დაწვით, – უთხრა დენიმ. იცოდა, რომ ასე იქცე-
ოდნენ ხოლმე.
კაცი რომ კვდებოდა, მის ცხენსაც კლავდნენ და სამგლოვია-
რო კოცონზე მის ქვეშ ათავსებდნენ, რათა პატრონი ღამის მხა-
რეში წაეყვანა. ხასის მეომრებმა ლეში კარვიდან გაათრიეს. ყვე-
ლაფერი სისხლით მოითხვარა. ქვიშაბრეშუმის კედლებიც კი
წითლად დაილაქა, ფეხქვეშ დაფენილი ფარდაგები შავი და სვე-
ლი იყო.
მაყალები აანთეს. მირი მაზ დურმა ნახშირზე წითელი ფხვნი-
ლი მოაბნია. ამან კვამლს მკვეთრი სუნი შესძინა, საკმაოდ სა-
სიამოვნო სუნი, მაგრამ იროა ტირილით გაიქცა კარვიდან, დენი
კი ძრწოლამ შეიპყრო. მაგრამ უკვე ისე შორს შეეტოპა, უკან ვე-
ღარ დაიხევდა. მოახლეები დაითხოვა.
– შენც წადი, ვერცხლის ლედი, – უთხრა მირი მაზ დურმა.
– დავრჩები, – თქვა დენიმ, – ეს კაცი ვარსკვლავების ქვეშ
დამეუფლა და სიცოცხლე მიანიჭა ბავშვს ჩემს წიაღში. არ მივა-
ტოვებ.
– უნდა წახვიდე. მღერას რომ დავიწყებ, კარავში აღარავინ
უნდა შემოვიდეს. ჩემი სიმღერა ძველ და ბნელ ძალებს გააღვი-
ძებს. ამაღამ აქ მკვდრები იცეკვებენ. ცოცხალთაგან მათ არავინ
უნდა უცქიროს.
დენიმ უმწეოდ დაუკრა თავი.

1060
– არავინ შემოვა, – ვარცლზე დაიხარა, სისხლის აბაზანაში ჩა-
წოლილი დროგოსკენ, და მსუბუქად აკოცა შუბლზე, – დამიბრუნე
იგი, – ჩაუჩურჩულა მირი მაზ დურს, სანამ გავიდოდა.
გარეთ დაბალი მზე ცისკიდურს დასდგომოდა, ცა წყლულივით
წითელი იყო. ხალასარი ბანაკად იდგა. სადამდეც კი თვალი გას-
წვდებოდა, კარვებით და საძილე ფარდაგებით იყო მოფენილი. ცხე-
ლი ქარი ქროდა. ჟოგო და აგო საცეცხლე ორმოს თხრიდნენ მკვდა-
რი ულაყის დასაწვავად. დენის გარშემო ბრბო შემოადგა, იდგნენ
და უცქერდნენ მკაცრი შავი თვალებით, სახეები სპილენძის ნაჭედ
ნიღბებს უგავდათ. დაინახა სერ იორაჰ მორმონტი, უკვე ტყავებსა და
აბჯარში გამოწყობილიყო. ფართო, შემელოტებული შუბლი ოფ-
ლით ჰქონდა დაცვარული. დოთრაკებს შორის გამოიარა და დენის
გვერდით დაუდგა. იმ მეწამული კვალის დანახვაზე, დენის ჩექმებმა
რომ დატოვა მიწაზე, სახიდან ფერი გადაეცალა.
– რა ჩაიდინე, სულელო ბავშვო? – ჰკითხა ხრინწიანი ხმით.
– უნდა გადამერჩინა.
– შეგვეძლო გავქცეულიყავით, – უთხრა მან, – ასშაიმდე მშვი-
დობით ჩაგაცილებდი, პრინცესა. რა საჭირო იყო...
– მართლაც შენი პრინცესა ვარ? – ჰკითხა დენიმ.
– იცი, რომ ასეა, ღმერთებმა გვიშველონ ორივეს.
– მაშ, ახლა დამეხმარე.
სერ იორაჰი დაიჯღანა.
– დაგეხმარებოდი, რომ მცოდნოდა, როგორ.
მირი მაზ დურის ხმა მაღალ, გაბასრულ ყმუილად იქცა. დენის
ხერხემალზე ჟრჟოლა დაუყვა. ზოგმა დოთრაკმა ბურტყუნით და-
იხია უკან. კარავი შიგ დანთებული მაყალების შუქით ღვიოდა. სის-
ხლით დალაქულ ქვიშაბრეშუმში მორიალე ჩრდილები ილანდე-
ბოდნენ.
მირი მაზ დური ცეკვავდა. მარტო არ იყო.
დენი ხედავდა დოთრაკთა სახეებზე აღბეჭდილ შეუფარავ შიშს.

1061
– ეს არ უნდა მოხდეს! – დაიგრგვინა ქოთომ.
დენის არ შეუნიშნავს, როდის დაბრუნდა სისხლისმიერი მხე-
დარი.
მას ჰაგო და კოჰოლო ახლდნენ. თან უბალნო კაცები მოიყვა-
ნეს, საჭურისები, დანით, ნემსით და ცეცხლით მკურნალები.
– ეს მოხდება, – მიუგო დენიმ.
– მაეგი! – დაიღრინა ჰაგომ. და ბებერმა კოჰოლომ – კოჰო-
ლომ, რომელმაც საკუთარი სიცოცხლე დროგოსას დაუკავშირა
მისი დაბადების დღიდანვე, კოჰოლომ, რომელიც მუდამ კეთი-
ლად ექცეოდა დენის – პირდაპირ სახეში შეაფურთხა.
– მოკვდები, მაეგი, – აღუთქვა ქოთომ, – მაგრამ ჯერ ის, მე-
ორე, უნდა მოკვდეს, – არახი იშიშვლა და კარვისკენ გაემართა.
– არა! – იყვირა დენიმ, – არ შეიძლება! – მხარზე ჩაავლო ხე-
ლი, მაგრამ ქოთომ გვერდით მიაგდო. დენი მუხლებზე დაეცა,
მკლავები მუცელზე გადაიჭდო ბავშვის დასაცავად, – შეაჩერეთ,
– უბრძანა თავის ხასს, – მოკალით!
რახარო და ქვარო კარვის ფარდის გვერდით იდგნენ. ქვარომ
წინ გადადგა ნაბიჯი და თავისი შოლტის ტარს წაეტანა, მაგრამ
ქოთო მოცეკვავესავით მსუბუქად დატრიალდა და მორკალული
არახი აღმართა.
ქვაროს მკლავის ქვეშ შემოჰკრა, მოკაშკაშე ბასრმა ფოლად-
მა ტყავი და კანი გაჭრა, ხორცსა და ნეკნების ძვალში გააღწია.
სისხლმა იხუვლა, ჭაბუკმა მხედარმა ბარბაცით დაიხია უკან,
სუნთქვა შეუგუბდა.
ქოთომ მახვილი ამოაძრო.
– ცხენლორდო, – დაუძახა სერ იორაჰ მორმონტმა, – აბა,
ჩემთან სინჯე, – მისი ორლესული ქარქაშიდან ამოცურდა.
ქოთო გინებით შემოტრიალდა. არახი ისე სწრაფად მოიყო-
ლა, რომ ზედ შერჩენილი ქვაროს სისხლი წვრილ წვეთებად და-
ფანტა, ცხელ ქარში მოსული წვიმის მსგავსად. ორლესული მას

1062
სერ იორაჰის სახიდან ერთი ფუტის დაშორებით გადაეჭდო და წამით
შეაჩერა, აცახცახებული, ქოთო კი რისხვით ღმუოდა. რაინდს ჯაჭვი
ეცვა, ნაწევარებიანი ფოლადის საბარკლეები და საფუხარები ეკეთა
და ყელს მძიმე საყელო უფარავდა, მაგრამ მუზარადი არ დაეხურა.
ქოთო უკან გასრიალდა, თავზემოთ მოელვარე გადღაბნილ
წრედ დაატრიალა არახი და ელვასავით სწრაფი დარტყმები დაატე-
ხა თავს მასთან მიჭრილ რაინდს. სერ იორაჰი ხმალს უხვედრებდა,
როგორც კი შეეძლო, მაგრამ არახი ისე სწრაფად კვეთდა, დენის ეჩ-
ვენებოდა, ქოთოს ოთხი არახი და ამდენივე ხელი აქვსო. ჩაესმა
ჯაჭვზე ფოლადის ღრჭიალი, დაინახა, როგორ დაცვივდა ნაპერ-
წკლები, როდესაც გრძელი მოღუნული მახვილი საყელოზე დაცურ-
და.
მოულოდნელად ახლა მორმონტმა წაიბარბაცა უკან-უკან, ქო-
თო კი შეტევით მიეჭრა. რაინდს სახის მარცხენა მხარე სისხლით ჩა-
მოუწითლდა. თეძოზე არახმა ჯაჭვი ჩაუჭრა და ააკოჭლა. ქოთო და-
ცინვით უკიჟინებდა, მხდალს ეძახდა, რძის კაცს, რკინისტანსაც-
მლიან საჭურისს. ახლა მოკვდებიო, ჰპირდებოდა, მისი არახი წი-
თელ ბინდში კრთოდა. დენის მუცელში დაუცხრომლად ფართხა-
ლებდა მისი ძე.
მოხრილი მახვილი დაუსხლტა სწორ მახვილს, ჯაჭვი გადახსნა
და ღრმად ჩაეჭრა რაინდს თეძოში.
მორმონტმა დაიხვნეშა, წაბორძიკდა. დენიმ ბასრი ტკივილი იგ-
რძნო მუცელში, ბარძაყები ჩამოუსველდა. ქოთომ გამარჯვების ყი-
ჟინა დასცა, მაგრამ მისი არახი ძვალში ჩაჭრილიყო და ნახევარი წა-
მით გაიჭედა.
ეს საკმარისი აღმოჩნდა. სერ იორაჰმა თავისი ორლესული დაბ-
ლა დაუშვა მთელი ძალით, რაც კი შერჩენოდა, გაჭრა ხორცი, ძარ-
ღვები, ძვალი, და ქოთოს წინამხარი ჩამოუვარდა, კანისა და მყესის
წვრილ ძაფზედღა დაეკიდა. რაინდმა მეორედ ყურში შემოჰკრა, ისე
დაუნდობლად, რომ გეგონებოდა, ქოთოს სახემ იფეთქაო.

1063
დოთრაკები ყვიროდნენ, მირი მაზ დური კარვის შიგნით
არაადამიანური ხმით ყმუოდა, მომაკვდავი ქვარო წყალს ივედ-
რებოდა. დენიმ ძახილით მოუხმო მშველელს, მაგრამ არავის
გაუგონია. რახარო ჰაგოს ებრძოდა, არახი არახს ერკინებოდა,
სანამ ჟოგოს მათრახმა მეხივით არ გაიტკაცუნა. შოლტი ჰაგოს
ყელზე დაეხვა. რომ გამოქაჩა, სისხლისმიერი უკან წაბორძიკდა,
წაიქცა და ხმალი გაუვარდა. რახარო წინ გადახტა, აღმუვლე-
ბულმა ორივე ხელით დაიქნია არახი და ჰაგოს თავზე დაუშვა.
წვეტი თვალებს შორის გაიჭედა, წითელი, აცახცახებული. ვიღა-
ცამ ქვა ისროლა და, დენიმ რომ დაიხედა, დაინახა, მხარი გაჭ-
რილი და სისხლიანი ჰქონდა.
– არა, – ატირდა იგი, – არა, გევედრებით, შეწყვიტეთ; ძალი-
ან დიდია, ამის ფასი მეტისმეტად დიდია.
ისევ გამოფრინდა ქვები. დენი კარვისკენ შეეცადა გაძრომას,
მაგრამ კოჰოლომ დაიჭირა. თმაში თითები ჩაუყარა, თავი უკან
გადაუწია და დენიმ ყელზე მისი დანის ცივი შეხება იგრძნო.
– ჩემი ბავშვი! – იკივლა მან, და იქნებ ღმერთებმა გაიგონეს,
რადგანაც კოჰოლო მაშინვე მოკვდა. მკლავის ქვეშ გაეწონა
აგოს ისარი, გული და ფილტვები გაუგლიჯა.
როდესაც, ბოლოს და ბოლოს, დენიმ თავის წამოწევის ძალა
მოიკრიბა, დაინახა, რომ ბრბო იფანტებოდა, დოთრაკები ჩუმად
მიიპარებოდნენ თავიანთი კარვებისა და საგებებისკენ. ზოგი
ცხენს კაზმავდა და იქაურობას ტოვებდა. მზე ჩასულიყო. ხალა-
სარში კოცონები ენთო, ალის მაღალი ენები გავეშებით ტკაცუ-
ნებდნენ და ცას ნაპერწკლებს აყრიდნენ. წამოდგომა სცადა,
ტკივილი ეძგერა და გოლიათის მუჭივით მოუჭირა. სუნთქვა შე-
ეკრა; ჰაერსღა ყლაპავდა, სხვა არაფერი შეეძლო. მირი მაზ დუ-
რის ხმა სამგლოვიარო ზარს ჩამოჰგავდა. კარავში ლანდები რი-
ალებდნენ.

1064
წელქვეშ მკლავი შეუცურდა. სერ იორაჰი ფეხზე აყენებდა. სახე
სისხლით გაწებვოდა და დენიმ დაინახა, რომ ნახევარი ყური აღარ
ჰქონდა. ტკივილმა ისევ შემოუტია და რაინდის მკლავებში დაიკ-
რუნჩხა. გაიგონა, როგორ ეძახდა იგი მოახლეებს, დახმარებოდნენ.
ნუთუ ყველას ასე ძლიერ ეშინოდა? დენიმ იცოდა პასუხი. კვლავ შე-
მოტეულმა ტკივილმა გათანგა და დენიმ ტუჩზე იკბინა კივილის შე-
საკავებლად. ისეთი გრძნობა ჰქონდა, თითქოს მის ძეს ორივე ხელ-
ში დანები ეჭირა და შიგნიდან სერავდა, გამოსასვლელს იკაფავდა.
– დორეა, წყეულიმც ყოფილხარ, – იღრიალა სერ იორაჰმა, – აქ
მოეთრიე. ბებიაქალი მოიყვანე!
– არ მოვლენ. ამბობენ, ეგ დაწყევლილიაო.
– მოვლენ, ან არადა, თავებს მოვჭრი და ხელში მივცემ!
დორეა ატირდა.
– წავიდნენ, მილორდ!
– მაეგი, – თქვა ვიღაც სხვამ. აგომ? – მაეგის მიუყვანეთ.
არა, სურდა ეთქვა დენის, არა, ეგ არა, არ უნდა ქნათ; მაგრამ,
პირი რომ გააღო, ტკივილის ღმუილი აღმოხდა და ოფლმა დაასხა.
რა სჭირდათ, ნუთუ ვერ ხედავდნენ? კარვის შიგნით ჩრდილები ცეკ-
ვავდნენ, მაყალსა და სისხლიან აბაზანას უვლიდნენ გარს, მუქად
ილაქებოდნენ ქვიშაბრეშუმზე და ზოგი სრულიადაც არ მოჰგავდა
ადამიანს. ერთ დიდი მგლის ლანდს მოჰკრა თვალი, სხვა ალმოდე-
ბულ კაცს ჰგავდა.
– კრავი-ქალი შობის სარეცლის საიდუმლოებებს იცნობს, –
თქვა ირიმ, – ასე თქვა, მე გავიგონე.
– ჰო, – დაეთანხმა დორეა, – მეც გავიგონე, რომ თქვა.
არა, იყვირა დენიმ. ან იქნებ მხოლოდ გაიფიქრა ასე, რადგანაც
ბაგიდან არც ჩურჩული, არც რამ ხმა არ დასცდენია. იგი მიჰქონ-
დათ.
თვალები გააღო და ბრტყელ უსიცოცხლო ცას ააჩერდა, შავს,
შიშველს, უვარსკვლავოს. არა, გევედრებით. მირი მაზ დურის ხმა

1065
გაძლიერდა, გაძლიერდა, სანამ მთელი სამყარო არ მოიცვა.
ლანდები! იკივლა დენიმ. მროკველები!
სერ იორაჰმა კარავში შეიტანა.

1066
არია

1067
ფქვილის ქუჩას დაყოლებული დუქნებიდან გამოსულ ცხელი პუ-
რის სუნზე უფრო საამო არიას არასოდეს არაფერი ეყნოსა. მან
ღრმად ჩაისუნთქა და მტრედისკენ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა.
სქელი რამ იყო, ჟრუნა-ყავისფერი, საქმიანად კენკავდა მოკირ-
წყლული ქუჩის ორ ქვას შორის ჩავარდნილ პურის ქერქს, მაგ-
რამ არიას ჩრდილი რომ დაეცა, ჰაერში აიჭრა.
გოგონას ხის ხმალი სტვენით დაედევნა და მიწიდან ორ ფუტ-
ში დაეწია. მტრედი ყავისფერი ბუმბულების ბუქში გაეხვა და დაბ-
ლა დაეცა. არია თვალის დახამხამებაში დააცხრა და ფრთაზე
სტაცა ხელი, მტრედი კი ფართქალებდა და არ ცხრებოდა. ხელზე
ჩაუნისკარტა.
არია ყელში სწვდა და მოუგრიხა, სანამ ძვლის ტკაცანი არ შე-
მოესმა. კატების ჭერასთან შედარებით მტრედები იოლი საქმე
იყო.
გვერდით ჩავლილმა სეპტონმა ალმაცერად გადმოხედა.
– აქ მტრედები ყველაზე იოლი სანახავია, – უთხრა არიამ, წა-
მოდგა, ტანსაცმელი ჩამოიბერტყა და დავარდნილი ხის ხმალი
აიღო, – ნამცეცებზე მოდიან.
სეპტონი საჩქაროდ გაეცალა.
არიამ მტრედი ქამარზე მიიბა და ქუჩას დაუყვა. ვიღაც კაცი
ღვეზლებით დატვირთულ ორბორბლიან ურიკას მიაგორებდა.
მათი სუნი მოცვზე, ლიმონზე და გარგარზე ღაღადებდა. გოგონას
მუცელი აუბუყბუყდა.
– შეიძლება ერთი ცალი ავიღო? – ჩაესმა საკუთარი ხმა, –
ლიმონის, ან... ან ნებისმიერი.
ურიკიანმა კაცმა ახედ-დახედა. შეეტყო, რომ დანახული არ
მოეწონა. – სამი გროში.
არიამ ხის ხმალი ჩექმაზე მიიტყაპუნა.
– მსუქან მტრედს მოგცემ, – უთხრა.
– სხვებსაც წაუღიათ შენი მტრედი, – უთხრა მეურიკემ.

1068
ღვეზლები ჯერაც თბილ-თბილი იყო. სუნი პირს უწყლიანებდა,
მაგრამ სამი გროში არ გააჩნდა... არც ერთი. მეურიკე შეათვალი-
ერა, თან იხსენებდა, რას ეუბნებოდა სირიო ხედვაზე. მოკლე იყო,
პატარა მრგვალი ღიპი ედო და სიარულისას მარცხენა ფეხს ოდნავ
მიითრევდა. არია სწორედ იმას ფიქრობდა, ღვეზელს ხელს თუ დავ-
ტაცებ და გავიქცევი, ვერასოდეს დამიჭერსო, როდესაც იმან უთხრა:
– შენი ბინძური ხელები შორს დაიჭირე. ოქროსმოსასხამიანებმა
იციან, როგორ მოუარონ სანაგვეების ქურდბაცაცა პატარა ვირ-
თხებს, დიახაც.
არიამ ფრთხილად გაიხედა უკან. შუკის თავში ორი ქალაქის
მცველი იდგა. მოსასხამები ლამის მიწამდე დასთრევდათ – მდიდ-
რული ოქროსფრად შეღებილი მძიმე შალის ქსოვილი. აბჯარი, ჩექ-
მები და ხელთათმანები შავი ეცვათ. ერთს თეძოზე ორლესული
ჰქონდა ჩამობმული, მეორეს რკინის კეტი ეჭირა. არიამ უკანასკნე-
ლად სინანულით შეხედა ღვეზლებს, ურიკისგან უკან დაიხია და საჩ-
ქაროდ გაშორდა იქაურობას. ოქროსმოსასხამიანები ყურადღებას
დიდად არ აქცევდნენ, მაგრამ არიას მათ დანახვაზეც კი გულ-მუცე-
ლი უქვავდებოდა. სასახლიდან რაც შეიძლებოდა შორს ეჭირა თა-
ვი, მაგრამ შორიდანაც კი მოჩანდა მაღალ წითელ გალავანზე და-
სალპობად გამოფენილი თავები. ყვავების გუნდები ბუზებივით ეხვე-
ოდნენ თითოეულ თავს და ერთმანეთს ხმაურით ეცილებოდნენ საკ-
ბილოს. რწყილიან ფსკერზე ამბობდნენ, ოქროსმოსასხამიანები
ლანისტერებს მიუდგნენო, მათი მეთაური ლორდი გახდა, სამკბი-
ლასთან მამულები უბოძეს და მეფის საბჭოში დასვესო.
სხვა ხმებიც ესმოდა, საზარელი ხმები, რომლებიც მისთვის სრუ-
ლიად გაუგებარი იყო. ზოგი ამბობდა, რომ მისმა მამამ მეფე რო-
ბერტი მოკლა და, თავის მხრივ, ლორდ რენლისგან იქნა მოკლული.
სხვები ამტკიცებდნენ, რომ მეფე რენლიმ მოკლა ძმებს შორის სიმ-
თვრალეში ატეხილი ჩხუბის დროს. აბა, რატომ გაიქცეოდა ღამის
სიბნელეში ერთი უბრალო ქურდივით? ერთი ამბავი ირწმუნებოდა,

1069
რომ მეფე ტახმა მოკლა ნადირობისას, სხვა ჰყვებოდა, რომ იგი
ტახის ჭამით მოკვდა, იმდენი ჭამა, რომ მაგიდასთანვე გასკდაო.
არაო, დაობდნენ სხვები, მეფე მაგიდასთან კი მოკვდა, მაგრამ იმის
გამო, რომ ობობა ვარისმა მოწამლაო. არა, ვარისმა კი არა, დედო-
ფალმა მოწამლაო. არა, ათაშანგით მოკვდა. არა, თევზის ძვალ-
მა დაახრჩო.
ერთში ყველა თანხმდებოდა: მეფე რობერტი მკვდარი იყო.
დიდი სეპტის შვიდ კოშკზე მთელ დღესა და მთელ ღამეს რეკდნენ
ზარები, მათი მგლოვიარე გუგუნი ბრინჯაოს ზღვის მოქცევასა-
ვით ედებოდა ქალაქს. ასე ზარებს მხოლოდ მეფის სიკვდილზე
რეკავენო, უთხრა არიას მთრიმლავის ბიჭმა.
მას შინ დაბრუნების მეტი არაფერი უნდოდა, მაგრამ მეფის
საბიჯელიდან გასვლა ისე იოლი არ აღმოჩნდა, როგორც იმე-
დოვნებდა.
პირზე ყველას ომის ამბავი ეკერა და ქალაქის გალავანზე ოქ-
როსმოსასხამიანები ისე ფუთფუთებდნენ, როგორც რწყილები...
თუნდაც თავად არიას ტანზე. ღამეებს რწყილიან ფსკერზე ათევ-
და, სხვენებზე და თავლებში, სადაც კი მისაწოლ ადგილს იპოვი-
და, და დიდი ხანი არ დასჭირვებია მისახვედრად, რომ უბანს შე-
საფერისი სახელი ერქვა.
წითელი ციხიდან გამოქცევის მერე არია ყოველდღე სათითა-
ოდ ჩამოუვლიდა ხოლმე ქალაქის შვიდივე კარიბჭეს. დრაკონის
კარი, ლომის კარი და ძველი კარი დაკეტილი და გადარაზული
ხვდებოდა.
ტალახის კარი და ღმერთების კარი ღია იყო, მაგრამ მხო-
ლოდ შემომსვლელებისთვის – მცველები გარეთ არავის უშვებ-
დნენ. ვისაც გამგზავრების ნებას რთავდნენ, მეფის კარში ან რკი-
ნის კარში უშვებდნენ, იქ კი გუშაგებად ლანისტერების მეწამულ-
მოსასხამიანი და ლომისმუზარადიანი მცველები იდგნენ. არია

1070
მეფის კარის მახლობლად მდგარი სასტუმროს სახურავიდან უთ-
ვალთვალებდა მათ და დაინახა, როგორ ჩხრეკდნენ ურმებს და
ეტლებს, მხედრებს საუნაგირე ჩანთებს ახსნევინებდნენ და დაჰ-
კითხავდნენ ყველას, ვინც ფეხით აპირებდა გავლას.
ზოგჯერ მდინარის გადაცურვაზე დაფიქრდებოდა ხოლმე, მაგ-
რამ შავწყალა ჩქერი ფართო და ღრმა იყო და ყველა უდასტურებდა,
სახიფათო და უნდო ნაკადები აქვსო. ფული არ ჰქონდა, მებორნის-
თვის რომ გადაეხადა ან გემზე ასულიყო.
ლორდმა-მამამ ასწავლა, არასოდეს ექურდა, მაგრამ სულ უფრო
უძნელდებოდა გახსენება, რატომ. თუკი აქედან მალევე არ გააღწევ-
და, ადრე თუ გვიან ოქროსმოსასხამიანებთან მოუწევდა შეხვედრა.
მას მერე, რაც თავისი ხმალჯოხათი ჩიტების ჩამოგდება ისწავლა,
ძალიან არ მოშივებია, მაგრამ ეშინოდა, რომ ამდენი მტრედების ჭა-
მა ცუდად გახდიდა. ორი ცალი უმად შეჭამა, სანამ რწყილიან
ფსკერს მიაგნებდა.
ფსკერში შუკების გასწვრივ სახემსეები დაეყოლიებინათ, სადაც
უკვე წლები იყო, წვნიანის უზარმაზარ კარდალებს ათუხთუხებდნენ.
შეგეძლო, ნახევარი ჩიტი გუშინდელი პურის ყუასა და „ჯამ ჭა-
მადზე“ გადაგეცვალა; მეორე ნახევარს ცეცხლში შეგადებინებდნენ
და შეგიბრაწავდნენ კიდევაც, თუკი ბუმბულებს თავად გააცლიდი.
არია რასაც გინდა გადაიხდიდა ჭიქა რძესა და ლიმონის ნამცხვარ-
ში, მაგრამ ჭამადსაც არა უშავდა. მასში, როგორც წესი, ქერი იყო
ხოლმე, კიდევ – სტაფილოს, ხახვისა და თალგამის ნაჭრები, ზოგ-
ჯერ – ვაშლიც კი, ხოლო ზედაპირზე ცხიმის ფენა ჰქონდა მოდებუ-
ლი. არია, როგორც წესი, ცდილობდა, ხორცზე არ ეფიქრა. ერთხელ
თევზის ნაჭერიც მიიღო.
ეგ იყო, რომ სახემსეები არასოდეს ხვდებოდა ცარიელი და მაში-
ნაც კი, საჭმელს რომ ნთქავდა, არია მისკენ მიპყრობილ მზერას
გრძნობდა. ზოგი მის ჩექმებს ან მის მოსასხამს უცქერდა და გოგონა
ხვდებოდა, რას ფიქრობდნენ ისინი. სხვების მზერისას ლამის

1071
გრძნობდა, როგორ უძვრებოდნენ მათი თვალები ტყავის სამო-
სის ქვეშ; ესენი რას ფიქრობდნენ, არ იცოდა, და ეს უფრო მეტა-
დაც კი აშინებდა. ერთი-ორჯერ შუკებში გამოჰყვნენ და დაედევ-
ნენ, მაგრამ ჯერ მისი დაჭერა ვერავის მოეხერხებინა.
ვერცხლის სამაჯური, რომლის გაყიდვის იმედიც ჰქონდა, და
მისი კარგი ტანსაცმლის ფუთა სასახლის გარეთ გათენებულ
პირველსავე ღამეს მოჰპარეს, გაიტაცეს, სანამ ღორის შუკის
ერთ გამომწვარ სახლში ეძინა. დაუტოვეს მხოლოდ მოსასხამი,
რომელშიც იყო გამოხვეული, ტყავები, რომელიც ზედ ეცვა, მისი
ხის სავარჯიშო ხმალი... და ნემსი. არია ნემსზე იწვა და ისე ეძინა,
თორემ იმასაც დაკარგავდა; უფრო ძვირი ღირდა, ვიდრე ყველა-
ფერი დანარჩენი ერთად. მას მერე არიამ მარჯვენა მხარზე გად-
მოშვებული მოსასხამით სიარული გაიხადა ჩვევად, თეძოზე ჩა-
მობმული ხმალი რომ დაემალა. ხის ხმალი მარცხენა ხელით
დაჰქონდა, ყველას დასანახად, მძარცველები რომ დაეფრთხო,
მაგრამ სახემსეებში ისეთი კაცებიც იკრიბებოდნენ, რომლებსაც
ტაბარის დანახვაც არ შეაშინებდათ. ეს კმაროდა, რომ გოგონას
მტრედები და ხმელი პური შესჯავრებოდა. საკმაოდ ხშირად მში-
ერი იძინებდა, ოღონდ კი მიშტერებულ თვალებს გადარჩენოდა.
ქალაქიდან თუ გააღწევდა, კენკრებს დაძებნიდა და დაკრეფ-
და, ან ბაღჩებს ესტუმრებოდა ვაშლების და ალუბლებისთვის.
არიას ახსოვდა, სამხრეთისკენ მგზავრობისას სამეფო გზიდან
ბაღჩებს ხედავდა ხოლმე. ტყეში ძირხვენებს ამოთხრიდა, იქნებ
კურდღლებიც მოენადირებინა. ქალაქში ვირთხებს, კატებს ან
გაძვალტყავებულ ძაღლებს თუ მოინადირებდი. ლეკვების ერთ
ნაყარში სახემსეები ერთ მუჭა სპილენძის გროშებს გადაგიხ-
დიდნენ, მაგრამ არიას ამაზე ფიქრიც არ უნდოდა.

1072
ფქვილის ქუჩის ქვემოთ დაკლაკნილი შუკებისა და გზაჯვარედი-
ნების ლაბირინთი იყო. არია ბრბოში იკაფავდა გზას, ცდილობდა,
ოქროსმოსასხამიანებს დაშორებოდა. შუა ქუჩაში სიარულს დაეჩ-
ვია.
ზოგჯერ ფორნებისა და ცხენებისთვის გვერდის აქცევა უხდებო-
და, მაგრამ ისინი ჩანდნენ მაინც, რომ მოდიოდნენ. შენობების მახ-
ლობლად თუ ივლიდი, ვინმე ხელსაც გტაცებდა. ზოგ შუკაში სხვა
გზა არ იყო, კედლებს უნდა გახახუნებოდი – შენობები ისე მჭიდროდ
იდგნენ, ლამის ერთმანეთს შეხებოდნენ.
არიას ყიჟინით ჩაუქროლა პატარა ბავშვების გუნდმა, ისინი გო-
რიალა სალტეს მისდევდნენ. მათ დანანებით მიაჩერდა, გაახსენდა
ის დრო, როდესაც თავადაც თამაშობდა სალტეებით ბრანთან, ჯონ-
თან და მათ პატარა ძმა რიკონთან ერთად. იფიქრა, ნეტავ, რიკონი
რამხელა გაიზარდა და ბრანი ხომ არ დარდობსო. ყველაფერს დათ-
მობდა, ოღონდ ახლა ჯონი სდგომოდა გვერდში, „დაიკო“ დაეძახა
და თმები მოეჩეჩა. აჩეჩვა კი არ აკლდა. გუბეებში ნახა თავისი ანა-
რეკლი და არ ეგონა, თმა საერთოდ თუ იჩეჩებოდა ამაზე უფრო მე-
ტად.
იგი შეეცადა, გამოლაპარაკებოდა ბავშვებს, ქუჩებში რომ ხვდე-
ბოდნენ; იმედი ჰქონდა, ვინმეს დაუმეგობრდებოდა, ვინც დასაძინე-
ბელ ადგილს მისცემდა. მაგრამ ალბათ არასწორ რაღაცებს ეუბნე-
ბოდა, ან სხვა რამ. პატარები მხოლოდ აკვირდებოდნენ სწრაფი,
ფრთხილი თვალებით და გარბოდნენ, თუ ძალიან მიუახლოვდებო-
და. მათი უფროსი ძმები და დები ისეთ კითხვებს უსვამდნენ, რომ-
ლებსაც არია ვერ პასუხობდა, საწყენ სახელებს ეძახდნენ და მისგან
რაღაცების მოტაცებას ცდილობდნენ. ჯერ კიდევ გუშინ, გაჩხიკულმა
ფეხშიშველა გოგომ, მასზე ორჯერ უფროსმა, მიწაზე დააგდო და ფე-
ხიდან ჩექმების წაძრობა დაუპირა, მაგრამ არიამ ისე შემოჰკრა
ყურში თავისი ხმალჯოხა, რომ გასისხლიანებული გოგო ტირილით
გაექცა.

1073
თავზე თოლია დასტრიალებდა, როდესაც არია გორაკიდან
ჩადიოდა და რწყილიანი ფსკერისკენ მიემართებოდა. ფიქრიანი
თვალით ახედა ფრინველს, მაგრამ იქამდე ჯოხს ნამდვილად
ვერ მიაწვდენდა. ჩიტმა ზღვა გაახსენა. იქნებ ამ გზით შეიძლებო-
და გაღწევა? ბებერი ნენი ჰყვებოდა ხოლმე ზღაპრებს ბიჭებზე,
რომელიც სავაჭრო გემებზე იპარებოდნენ და უამრავი თავგადა-
სავლის შესახვედრად მიეშურებოდნენ. იქნებ ეს არიასაც მო-
ეხერხებინა. გადაწყვიტა, სანაპიროზე ჩაევლო. მდინარე მაინც
ტალახის კარისკენ მიმავალ გზაზე იყო, იქაურობა კი დღეს ჯერ
არ დაეზვერა.
მდინარეს რომ მიაღწია, ნავმისადგომები უჩვეულოდ წყნარი
დახვდა. კიდევ ორი ოქროსმოსასხამიანი შენიშნა, გვერდიგ-
ვერდ მოუყვებოდნენ თევზის ბაზრის რიგებს, მაგრამ მათ გოგო-
ნასთვის ზედაც არ შეუხედავთ. დახლების ნახევარი ცარიელი
იყო, არიას ისიც ეჩვენა, დოკში ასე ცოტა გემი არასოდეს მდგა-
რაო. შავწყალაზე მეფის სამი საომარი გალერა მწყობრად იძ-
ვროდა, მათი ოქროფერილი ცხვირები წყალს ჭრიდნენ, ნიჩბები
მაღლა იწეოდნენ და ეშვებოდნენ. არიამ ცოტა ხანს უცქირა მათ,
შემდეგ მდინარეს გაუყვა.
მესამე ნავმისადგომზე მცველები იდგნენ, თეთრი ატლასით
შემოქობილი ნაცრისფერი მოსასხამები ეცვათ. არიას ლამის გუ-
ლი ამოუხტა მკერდიდან. ვინტერფელის ფერების დანახვაზე
თვალზე ცრემლი მოადგა. მათ უკან სრიალა, სამრიგა გალერა
ქანაობდა ღუზაზე. არია ვერ კითხულობდა გემის ფერდზე გამოყ-
ვანილ სახელს: უცხო სიტყვები იყო, მირული თუ ბრაავოსული,
იქნებ ძველი ვალირიულიც კი. მან გვერდით ჩავლილ მტვირთავ
მუშას სახელოში სტაცა ხელი.
– მითხარი, გთხოვ, ეს რა გემია?
– ქარის ალქაჯია, მირიდან, – მიუგო კაცმა.

1074
– ჯერ კიდევ აქ დგას! – წამოროშა არიამ. მტვირთავმა უცნაურად
შეხედა, მხრები აიჩეჩა და გაშორდა. არია ნავმისადგომისკენ გაიქ-
ცა. ქარის ალქაჯი ის გემი იყო, მამამისმა მის შინ გასაგზავნად რომ
დაიქირავა... და ჯერაც იცდიდა! მას კი ეგონა, უკვე ასი წლის წინ გა-
ცურა. ორი მცველი კამათელს აგორებდა. მესამე კი ბოლთას სცემ-
და, ხელი ხმლის ვადაზე ედო. არიას შერცხვა, ბავშვივით აღრიალე-
ბული დაენახათ და თვალების მოსასრესად შეჩერდა. თვალების,
თვალებს, თვალების, რატომ...
გაახილე თვალები და შეხედე, ჩაესმა სირიოს ჩურჩული.
არიამ შეხედა. მამამისის ყველა მებრძოლს იცნობდა. ის სამი
რუხმოსასხამიანი უცნობები იყვნენ.
– შენ! – დაუძახა იმან, ბოლთას რომ სცემდა, – აქ რა გინდა, ბი-
ჭო? კამათლის მოთამაშეებმაც თავები ასწიეს.
არიამ ძლივს მოახერხა, ადგილს არ მოწყვეტილიყო და არ გაქ-
ცეულიყო, მაგრამ იცოდა, ასე თუ იზამდა, მაშინვე დაედევნებოდ-
ნენ.
თავი აიძულა, მიახლოებოდა კიდევაც. ისინი გოგოს ეძებდნენ,
მცველს კი იგი ბიჭი ეგონა. ჰოდა, იყოს მაშინ ბიჭი.
– მტრედის ყიდვა გინდა? – მკვდარი ჩიტი უჩვენა.
– მოშორდი აქედან, – უთხრა მცველმა.
არიამ დაუჯერა. შეშინებულად თავის მოჩვენება არ გასჭირვე-
ბია.
მის უკან მცველები კამათელს მიუბრუნდნენ.
რწყილიან ფსკერში როგორ დაბრუნდა, ვერ იტყოდა, მაგრამ
ბორცვებს შორის დაგრეხილ ვიწრო, მოუკირწყლავ ქუჩებს რომ მი-
აღწია, მძიმედ ქოშინებდა. ფსკერს თავისი სიმყრალე ჰქონდა, სა-
ღორეების, თავლების და მთრიმლავთა ფარდულების ყროლი
უდიოდა, ღვინის სარდაფების და იაფფასიანი საროსკიპოების მჟავე
სუნს შერთული.

1075
არია ბურანში მყოფივით მიიკვლევდა გზას ქუჩის ლაბირინ-
თებში. სახემსიდან გამოსულმა ჭამადის სუნმა რომ შეუღიტინა,
მერეღა შეამჩნია, რომ მტრედი აღარ ჰქონდა. ეტყობა, სირბი-
ლისას ქამრიდან ჩამოუვარდა, ან ვიღაცამ ააცალა ისე, რომ არც
შეუმჩნევია წუთით ისევ ტირილი მოუნდა. ასეთი მსუქნის საშოვ-
ნელად ისევ ფქვილის ქუჩაზე მოუწევდა წაჩანჩალება.
შორს, ქალაქის გადაღმა, ზარები აგუგუნდნენ.
არიამ მაღლა აიხედა, ყური მიუგდო, ვერ გაეგო, ამჯერად ეს
რეკვა რას მოასწავებდა.
– ახლა რაღაა? – დაიძახა სქელმა კაცმა სახემსიდან.
– ისევ რეკენ, გვიშველონ ღმერთებმა, – მოთქმას მოჰყვა ვი-
ღაც დედაბერი.
მოხატული აბრეშუმის დარაიაში გამოხვეულმა თმაწითელა
კახპამ მეორე სართულის ფანჯარა გამოაფრიალა.
– ახლა ბიჭი-მეფე მოკვდა? – იყვირა ქუჩაზე გადმოყუდებულ-
მა, – ოხ, ეს ბიჭები, დიდხანს ვერასოდეს ძლებენ, – იგი აკისკის-
და, უკნიდან კი შიშველმა კაცმა შემოხვია მკლავები, კისერზე უკ-
ბინა და პერანგის ქვეშ ჩამოკიდებული მძიმე თეთრი ძუძუები და-
უსრისა.
– უტვინო ბოზო, – ასძახა სქელმა კაცმა, – მეფე არ მომკვდა-
რა, ეს მოწოდების ზარებია. ერთი კოშკი რეკს. მეფე რომ კვდება,
ქალაქში ყველა ზარს აგუგუნებენ.
– ეე, მორჩი კბენას, თორემ დაგირეკავ მე შენ ზარებს, – ფან-
ჯარაში გამოყუდებულმა ქალმა იდაყვით მოიშორა უკან მდგომი
კაცი, – მაშ, ვინ მოკვდა, თუ მეფე არა?
– მოწოდებისაა, – გაიმეორა სქელმა.
არიას ასაკის ორმა ბიჭმა ჩაიქროლა და გუბიდან შხეფები გა-
ფანტა. დედაბერმა მიაწყევლა, მაგრამ ისინი არ შეჩერებულან.
სხვა ხალხიც დაიძრა, გორაკის წვერისკენ მიემართებოდნენ,

1076
რომ გაეგოთ, რატომ რეკდნენ ზარები. არია ჩამორჩენილ ბიჭს გა-
მოედევნა.
– სად მიდიხარ? – დაუყვირა, ზურგსუკან რომ მოექცა, – რა ხდე-
ბა? მან ნაბიჯის შეუნელებლად მოხედა.
– ოქროსმოსასხამიანებს სეპტში მიჰყავთ.
– ვინ? – იკივლა არიამ, თან გარბოდა.
– მარჯვენა! ბუუ ამბობს, თავს სჭრიანო.
ჩავლილ ურემს გზაზე ღრმა თხრილი დაეტოვებინა. ბიჭი გადა-
ახტა, მაგრამ არიამ ვერც შენიშნა. ფეხი წამოჰკრა და პირქვე დაეცა,
მუხლი გადაიტყავა და თითები დაებეგვა, გაქვავებულ მიწას რომ
დაასკდა ხელებით. ფეხებს შორის ნემსი გაებლანდა. მარცხენა ხე-
ლის ცერი სისხლით ჰქონდა მოთხვრილი. მოიწუწნა და დაინახა,
რომ ნახევარი ფრჩხილი წაქცევისას მოჰგლეჯოდა. თითებში სტეხ-
და და მუხლიც მთლად სისხლიანი ჰქონდა.
– გზა! – იყვირა ვიღაცამ გზაჯვარედინზე, – გზა რედვაინის ბატო-
ნებს!
არიამ ძლივს მოასწრო გზიდან გადასვლა, რომ არ გადაეთე-
ლათ. ჭენებით ჩაიქროლა ვეება ცხენებზე ამხედრებულმა ოთხმა
მცველმა. ლურჯშინდისფერი უჯრულა მოსასხამები ეცვათ. მათ უკან
მოჰყვებოდათ ორი ჭაბუკი ლორდისწული, გვერდიგვერდ მოაქრო-
ლებდნენ წაბლისფერ იაბოებს და მუხუდოს მარცვლებივით ჩამოჰ-
გავდნენ ერთმანეთს. არიას ათასჯერ ენახა ისინი სასახლის ეზოში:
რედვაინი ტყუპები, სერ ჰორასი და სერ ჰობერი, შეუხედავი ჭაბუკე-
ბი, ფორთოხლისფერი თმები და დაჭორფლილი ოთხკუთხა სახეები
რომ ჰქონდათ. სანსა და ჯეინი პული მათ სერ ღორასს და სერ ღო-
ბერს ეძახდნენ და, სადაც კი თვალს მოჰკრავდნენ, ხითხითებდნენ
ხოლმე. ახლა სასაცილოები აღარ ჩანდნენ.
ყველა ერთ მხარეს მიიწევდა, ყველა ჩქარობდა, გაეგო, რატომ
რეკდნენ ზარები. ახლა უფრო ხმამაღლა გუგუნებდნენ, რეკდნენ,
უხმობდნენ. არია ხალხის ნაკადს შეუერთდა. აგლეჯილი ფრჩხილი

1077
ისე სტკიოდა, ტირილს ძლივს იკავებდა. ტუჩებს იკვნეტდა და
კოჭლობით აგრძელებდა გზას, გარშემო დარხეულ აღელვებულ
ხმებს აყურადებდა.
– ...მეფის მარჯვენა, ლორდი სტარკი. ბაელორის სეპტში მიჰ-
ყავთ.
– ასე მქონდა გაგონილი, მკვდარიაო.
– მალე, მალე. მოიხედე, ვერცხლის ირემს ვდებ, თავს წაჭრი-
ან.
– დიდი ხანია, დროა, მოღალატე ეგა, – გადააფურთხა კაცმა.
– ის არასოდეს... – ძლივს ამოთქვა არიამ. მაგრამ ბავშვი
იყო, სხვა არაფერი, და ის ორი მის თავზემოთ საუბარს განაგ-
რძობდა.
– შტერო! არაფერსაც არ მოჭრიან. როდის იყო, მოღალატე-
ებს დიდი სეპტის კიბეზე იმასუშვრებოდნენ?
– არა, ბიჭო, რაინდად უნდა აკურთხონ. მე ასე გავიგე, ძველი
მეფე, რობერტი, სტარკმა მოკლა. ყელი გამოჭრა ტყეში, და ზედ
რომ მიადგნენ, იდგა იქ, შენი მოწონებული, წარბს არ იტოკებდა,
და ასე თქვა, მის მოწყალებას ეს რაღაც ბებერმა ტახმა უქნაო.
– არაა, არაა მართალი. მისმა საკუთარმა ძმამ უქნა, იმ რენ-
ლიმ, აი, ოქროს ქორბუდა რომაა.
– მოკეტე ეგ ცრუპენტელა პირი, ქალო. არც კი იცი, რას ამ-
ბობ, მისი ბრწყინვალება პატიოსანი, მართალი კაცია.
დების ქუჩას რომ მიაღწიეს, ერთმანეთს უკვე მხრებს აბჯენ-
დნენ, ისე შევიწროვდნენ. არიამ ხალხის ნაკადს მისცა თავი და
ვისენიას ბორცვის წვერისკენ გაჰყვა. მარმარილოს თეთრი მო-
ედანი შექუჩებული ხალხით იყო სავსე, აღელვებული ყაყანებ-
დნენ და ცდილობდნენ, ბაელორის დიდ სეპტს მიახლოებოდნენ.
ზარები აქ ყურისწამღებად რეკდნენ.
არია ჭყლეტაში გაძვრა. ცხენების ფეხებს შორის ყვინთავდა
და მაგრად ჰქონდა ჩაბღუჯული თავისი ხის ხმალი. შუა ბრბოში

1078
მოქცეული, მკლავების, ფეხების და მუცლების გარდა ვერაფერს ხე-
დავდა, კიდევ სეპტის შვიდი წერწეტა კოშკი ჩანდა, თავზემოთ წამო-
ყუდებული. ხის ფორანი დაინახა და იფიქრა, ზედ აცოცებულიყო და
ისე გაეხედა, მაგრამ იგივე აზრი სხვებსაც მოსვლოდათ. მეურმემ
ასეთებს შეუკურთხა და შოლტის გადაკვრით მოიშორა.
არია ლამის შეშლილიყო. ბრბოში გზას რომ მიიკვლევდა, ზე-
ძირკველის ქვაზე მიაჭყლიტეს ბაელორ კურთხეულს ახედა, სეპტონ
მეფეს. ჯოხის ხმალი ქამარში გაირჭო და აცოცება იწყო. მოგლეჯი-
ლი ფრჩხილი მოხატულ მარმარილოზე სისხლის ნათხიპნებს ტო-
ვებდა, მაგრამ არია მაღლა მიიწევდა და მალე მეფის ტერფებს შო-
რის შეეკვეხა.
და მამა დაინახა.
ლორდი ედარდი არქისეპტონის ამბიონზე იდგა, სეპტის კარს გა-
რეთ, ხელს ორი ოქროსმოსასხამიანი აშველებდა. მდიდრული რუ-
ხი ხავერდის კამზოლი ეცვა, მკერდზე მძივებით თეთრი მგელი
ჰქონდა ამოქარგული, მხრებზე ბეწვშემოგებული რუხი შალის მო-
სასხამი მოეგდო, მაგრამ ასე ჩამომხმარი არიას ადრე არასოდეს
ენახა, მოგრძო სახე ტკივილით მოჰქცეოდა. კი არ იდგა, უფრო ეჭი-
რათ გვერდით მდგომებს; მოტეხილ ფეხზე რუხი, ბინძური არტაშანი
ედო.
უკან თავად არქისეპტონი ედგა, მოკლეს და ძალიან მსუქანს თმა
შევერცხლოდა, გრძელი თეთრი ანაფორა ეცვა და წნული ოქროს
ვეებერთელა გვირგვინი ედგა, რომელში ჩასმული ბროლიც ყოველ
შერხევაზე ცისარტყელებს აფენდა თავზე.
სეპტის კარის გარშემო, ამაღლებული მარმარილოს ამბიონის
წინ, რაინდები და დიდებული ლორდები შექუჩებულიყვნენ. მათ შო-
რის ჯოფრი გამოირჩეოდა, მთლად მეწამულში იყო გამოწყობილი,
ატლასსა და აბრეშუმში, სამოსი აყალყული ხარირმებით და აღრია-
ლებული ლომებით ჰქონდა მოხატული, თავზე ოქროს გვირგვინი
ეხურა. დედა-დედოფალი გვერდით ედგა, მეწამული ნაჭრევებით

1079
გაწყობილი ძაძა ეცვა, თმებს შავი ალმასების საბურველი უფა-
რავდა. არიამ იცნო ქოფაკი, თავის მუქ რუხ აბჯარზე ქათქათა მო-
სასხამი მოეგდო, გარშემო ოთხი ქეშიკი ეხვია. დაინახა საჭური-
სი ვარისი, რბილი ჩუსტები და მოხატული დამასკური ხალათი
ეცვა და ლორდებს შორის დააბიჯებდა, ხოლო დაბალი კაცი,
ვერცხლისფერი მოკლე მოსასხამით და წამახული წვერით ალ-
ბათ ის იქნებოდა, ოდესღაც არიას დედის გამო რომ იბრძოლა.
და იქვე, მათ შორის იდგა სანსა, ლაჟვარდისფერ აბრეშუმში
გა მოწყობილი; მოწითურო თმა დაბანილი და დახვეული ჰქონ-
და, ვერცხლის სამაჯურები ეკეთა. არია მოიღუშა, ვერ გაეგო, მი-
სი და აქ რას აკეთებდა ან ასე ბედნიერი რატომ ჩანდა.
ოქროსმოსასხამიანი შუბოსნების გრძელი მწკრივი ბრბოს
აკავებდა. მათ მოკაზმულ აბჯარში ჩაცმული ზორბა კაცი მეთაუ-
რობდა, მთლად შავი მინანქრითა და ოქროს ზარნიშით იყო და-
ფარული. მის მოსასხამს ნამდვილი ოქროქსოვილის ლითონუ-
რი ბზინვა დაჰკრავდა.
ზარმა გუგუნი რომ შეწყვიტა, დიდ მოედანზე ნელ-ნელა სიჩუ-
მე ჩამოწვა. მისმა მამამ თავი ასწია და ალაპარაკდა ისე ჩუმი,
სუსტი ხმით, რომ არია ძლივს არჩევდა, რას ამბობდა. მის უკან
ხალხმა ყვირილი მორთო. „რა?“ და „ხმამაღლა!“ გაიძახოდნენ
ისინი. შავ-ოქროვანაბჯრიანი კაცი მამას უკან ამოუდგა და უხე-
შად უბიძგა. თავი დაანებე! უნდოდა ეყვირა არიას, მაგრამ იცო-
და, ყურს არავინ დაუგდებდა. ტუჩი მოიკვნიტა. მამამ თავი ასწია
და ისევ წამოიწყო:
– მე ვარ ედარდ სტარკი, ვინტერფელის ლორდი და მეფის
მარჯვენა, – ამჯერად უფრო ხმამაღლა ლაპარაკობდა და მისი
სიტყვები მოედანს გადასწვდა, – და ვდგავარ თქვენ წინაშე, რა-
თა ღმერთებისა და ადამიანების წინაშე ვაღიარო ჩემი ღალატი.

1080
– არა, – ასლუკუნდა არია. მის ქვემოთ ბრბო ყვირილსა და ყი-
ჟინს მოჰყვა. ჰაერი დამცინავი, ღირსების შემლახველი სიტყვებით
აივსო. სანსამ სახე ხელებში ჩამალა.
მამამ კიდევ უფრო აღიმაღლა ხმა, ცდილობდა, ყველას გაეგონა
მისი ნათქვამი.
– მე ვუმტყუნე ჩემი მეფისა და მეგობრის, რობერტის ნდობას, –
იყვირა მან, – ფიცი დავდე, დამეცვა და მფარველად ვყოლოდი მის
შვილებს, მაგრამ ჯერ არც გაციებულიყო, შეთქმულება შევკარი, რა-
თა მომეკლა მისი ძე და ტახტი ჩემად დამენარჩუნებინა. დე, არქი-
სეპტონი, ბაელორ საყვარელი და შვიდნი იყვნენ თავდები ჩემი ნათ-
ქვამის სიმართლისა: ჯოფრი ბარათეონი რკინის ტახტის ერთადერ-
თი ჭეშმარიტი მემკვიდრეა და, ყველა ღმერთის წყალობით, შვიდი
სამეფოს ბატონი და სახელმწიფოს მფარველი.
ბრბოდან ქვა გამოიჭრა. არიამ წამოიყვირა, როცა დაინახა, რო-
გორ მოხვდა იგი მამამისს. ოქროსმოსასხამიანებმა დაცემისგან შე-
აკავეს. შუბლზე გაჩენილი ღრმა ნახეთქიდან სახეზე სისხლი ჩამოს-
დინდა. პირველს სხვა ქვები მოჰყვა. ერთი მის მარცხნივ მდგარ
მცველს მოხვდა. სხვა შავ-ოქროვან აბჯარში გამოწყობილი რაინ-
დის სამკერდულზე ასხლტა. ორი ქეშიკი ჯოფრის და დედოფლის წინ
ჩადგა, თავიანთი ფარებით დაიცვეს.
არიას ხელი მოსასხამის ქვეშ გაექცა და ქარქაშში ჩაგებული ნემ-
სი მონახა. თითები ტარზე ჩასჭიდა და ისე მოუჭირა, როგორც არა-
სოდეს არაფრისთვის მოუჭერია. გევედრებით, ღმერთებო, დაიფა-
რეთ იგი.
ნუ დააშავებინებ მამაჩემს.
არქისეპტონმა ჯოფრისა და. დედამისის წინ მოიყარა მუხლი.
– ვითარცა ვცოდავთ, ეგრეცა ვიტანჯვით, – წაიმღერა ღრმა, ბუ-
ბუნა ხმით, მამაზე ბევრად უფრო ხმამაღლა, – ამ კაცმა ღმერთებისა
და ადამიანების წინაშე აღიარა დანაშაული აქ, ამ წმინდა ალაგას, –
თავის გარშემო ცისარტყელა აუცეკვდა, ვედრებით რომ აღმართა

1081
ხელები, – ღმერთები სამართლიანები არიან, მაგრამ ბაელორ
კურთხეულმა გვასწავლა, რომ მოწყალებაც მოსდგამთ. რა
ელის ამ მოღალატეს, თქვენო მოწყალებავ?
ათასობით ხმა გაჰკიოდა, მაგრამ არიას მათი არ ესმოდა.
პრინცმა ჯოფრიმ... არა, მეფე ჯოფრიმ... თავის ქეშიკთა მცველი
ფარების უკნიდან გამოაბიჯა.
– დედა მიბრძანებს, ლორდ ედარდს შავის შემოსვის უფლება
მივცე, ლედი სანსაც მევედრა მისი მამის შეწყალებას, – მან პირ-
დაპირ სანსას შეხედა და გაიღიმა, და არიამ წუთით დაიჯერა,
რომ ღმერთებმა მისი ვედრება ისმინეს, სანამ ჯოფრი კვლავ
ბრბოს არ მოუბრუნდა და არ განაგრძო, – მაგრამ მათ ქალის
ჩვილი გულები აქვთ. სანამ მე თქვენი მეფე ვიქნები, ღალატი და-
უსჯელი არასოდეს დარჩება. სერ ილინ, მომართვი მისი თავი!
ბრბომ იბღავლა და არიამ იგრძნო, როგორ შექანდა ბაელო-
რის ქანდაკება, ხალხი ზედ რომ მოაწყდა. არქისეპტონმა მეფეს
მოსასხამში სტაცა ხელი, ვარისი გამოიჭრა წინ ხელების ქნევით
და დედოფალიც კი რაღაცას ეუბნებოდა, მაგრამ ჯოფრიმ თავი
გაიქნია. ლორდები და რაინდები განზე გადგნენ, როდესაც მათ
შორის გაიარა მაღალმა და უხორცომ, რკინის აბჯრით შემოსილ-
მა ჩონჩხმა, მეფის მართლმსაჯულებამ. ყრუდ, თითქოს ძლიერ
შორიდან, არიას დის კივილი ჩაესმა. სანსა მუხლებზე დაცემუ-
ლიყო და გულამოსკვნით მოთქვამდა. სერ ილინ პეინმა ამბიო-
ნის საფეხურები აიარა.
არია ბაელორის ფეხებს შორის დაიგრიხა და ბრბოში გადა-
ეშვა, თან ნემსი ამოზიდა. ყასბის ფეშტამლიან კაცს დაახტა და
წააქცია. მაშინვე ვიღაცამ წასცხო ზურგში და ლამის არიაც და-
ეცა. გარშემო სხეულებ; შემომჭიდროვდა, ბორძიკობდნენ და
მუჯლუგუნებს იქნევდნენ, თან საბრალო ყასაბს თელავდნენ.
არიამ მათ ნემსი მოუქნია. მაღლა, ამბიონზე, სერ ილინ პეინმა

1082
ხელით ანიშნა და შავ-ოქროვანმა რაინდმა ბრძანება გასცა. ოქ-
როსმოსასხამიანებმა ლორდი ედარდი მარმარილოზე წამოხა-
რეს, თავი და მკერდი კიდეზე ჰქონდა გადმოწეული.
– ეი, შენ! – უყვირა არიას ბრაზიანმა ხმამ, მაგრამ მან ტყვიასა-
ვით ჩაუქროლა გვერდით, ხალხს ხელის კვრით იცილებდა გზიდან,
მიძვრებოდა მათ შორის, ზედ ასკდებოდა, ვინც წინ დაუდგებოდა.

ფეხზე ვიღაცის ხელი წაეტანა და მან ნემსი დაუსვა, მერე წვივში


წიხლი სდრუზა. ერთი ქალი წაბორძიკდა, არიამ მის ზურგზე აირბი-
ნა, ორთავ მხარეს ხმალს იქნევდა, მაგრამ ეს არ შველოდა, არ შვე-
ლოდა, ძალიან ბევრი ხალხი იყო, გზის გაკაფვას ვერ ასწრებდა,
რომ ხალხი ისევ იკვრებოდა მის წინ. ვიღაცამ გვერდზე მიაგდო. ჯე-
რაც ჩაესმოდა სანსას კივილი.
სერ ილინმა ზურგზე დამაგრებული ქარქაშიდან საორხელე ორ-
ლესული იშიშვლა. ხმალი თავზემოთ რომ შემართა, მზის სხივი
თითქოს აიტალღა, დასრიალდა მუქ ლითონზე და სამართებელზე
უფრო ბასრ პირზე გაბრწყინდა. ყინული, გაიფიქრა არიამ, ყინული
უჭირავს! სახეზე ღვარად ჩამოდენილი ცრემლები აბრმავებდა.
და უცებ იმ ჭყლეტიდან ხელი გამოსხლტა და მკლავზე მგლის ხა-
ფანგივით შემოეჭდო, ისე ძლიერად, რომ ნემსი ბზრიალით გაუვარ-
და ხელიდან. ხელმა თავისკენ დაქაჩა, არიას მიწა გამოეცალა ფე-
ხიდან და დაეცემოდა, მასვე რომ არ დაეჭირა მაღლა აწეული, ისე
იოლად, თითქოს ნაჭრის თოჯინა ყოფილიყო. გოგონას სახეს სახე
მიუახლოვდა: გრძელი შავი თმა, გაბურდული წვერი და ჩამპალი
კბილები.
– ნუ უყურებ! – დაუღრინა ბოხმა ხმამ.
– მე... მე... მე... – ასლუკუნდა არია.
მოხუცებულმა ისე შეანჯღრია, რომ გოგონას კბილები აუწკაპუნ-
და.
– გაჩუმდი და თვალები დახუჭე, ბიჭო!

1083
ბუნდოვნად, თითქოს შორიდან, ჩაესმა... ხმა... მსუბუქი,
მჟღერი ხმა, თითქოს მილიონობით ადამიანმა ერთდროულად
ამოისუნთქა.
მოხუცის რკინასავით თითები მკლავში ჰქონდა ჩაჭერილი, –
მე მიყურე. ხო, აი ასე, მე მიყურე, – მის სუნთქვას მჟავე ღვინის
სუნი უდიოდა, – გაგახსენდა, ბიჭო?
სუნმა გაახსენა. არიამ დაინახა მოთელილი გაზინთული თმა,
საკერებლებიანი და მტვრიანი შავი მოსასხამი, მოხრილ მხრებს
რომ უფარავდა, უტეხი შავი თვალები, ალმაცერად რომ უცქერ-
დნენ. და გაახსენდა შავი ძმა, მამამისს რომ ეწვია.
– მიცანი ახლა, ხომ? ჭკვიანი ბიჭი, – და გადააფურთხა, – აქ
უკვე მორჩნენ. შენ მე წამომყვები და ჩუმად იქნები, – არიამ პა-
სუხი რომ წამოიწყო, ისევ შეანჯღრია, უფრო ძლიერადაც კი, –
ჩუმად-მეთქი!
მოედანი ცარიელდებოდა. ჭყლეტამ მათ გარშემო იკლო,
ხალხი ჩვეულებრივ ცხოვრებას უბრუნდებოდა. მაგრამ არიას
ცხოვრება დასრულებულიყო. გაბრუებული მიათრევდა ფეხებს
იორენის... ჰო, ასე ჰქვია, იორენი... გვერდით. არც ახსოვდა,
კაცმა ნემსი რომ იპოვა, სანამ მან ხმალი არ დაუბრუნა.
– იმედია, იცი ამის ხმარება, ბიჭო.
– არ ვარ... – დაიწყო მან.
მან რომელიღაც კარზე მიაგდო, თმაში ბინძური თითები ჩა-
უყარა, დაუბღუჯა და თავი უკან გადააგდებინა.
– არ ხარ ჭკვიანი ბიჭი, ამის თქმა გინდა?
მეორე ხელში დანა ეჭირა.
დანის პირმა მისი სახისკენ რომ იელვა, არია უკან მიაწყდა,
გაშმაგებული იქნევდა წიხლებს, თავს აქეთ-იქით იქნევდა, მაგ-
რამ კაცს მაინც ეჭირა თმებით, ისე მაგრად, რომ გოგონა
გრძნობდა, როგორ გადასკდომაზე ჰქონდა, კანი, ტუჩებზე კი
ცრემლების მარილიანი გემო დასდიოდა.

1084
ბრანი

1085
მათგან ყველაზე უფროსები უკვე კაცები იყვნენ, სახელდების
დღიდან ჩვიდმეტი და თვრამეტი წელი შესრულებოდათ. უმრავ-
ლესობა უფრო პატარები ჩანდნენ, თექვსმეტი ან ნაკლები წლი-
სები.
ბრანი მაისტერ ლუვინის კოშკურიდან იცქირებოდა და მათ
ხვნეშას, დაძაბულ შეძახილებს და გინებას ისმენდა, ისინი კი
კვერთხებსა და ხის ხმლებს იქნევდნენ. ეზო ხის ხეზე ჯახანით
რეკდა, რასაც მეტად ხშირად ერთვოდა ბრაგუნი და ტკივილის
შეძახილები, როდესაც დარტყმა ტყავს ან ხორცს უწევდა. ბიჭებს
შორის სერ როდრიკი დააბიჯებდა, თეთრი ბაკენბარდების ქვეშ
სახე წამოსწითლებოდა და თითოეულს და ყველას ერთად ეჯაჯ-
ღანებოდა. ბრანს მოხუცი რაინდი ასე შეუბრალებელი არასო-
დეს ენახა.
– არა, – იმეორებდა იგი, – არა. არა. არა.
– კარგად ვერ იბრძვიან, – ყოყმანით წარმოთქვა ბრანმა.
ზაფხულს ანგარიშმიუცემლად დაფხანა ყურებს შორის,
მგელსაზარა კი ამ დროს საჭმელად მიცემულ ბარკალს გლეჯდა.
კბილებს შორის ძვლები უხრაშუნებდა.
– ნამდვილად, – დაეთანხმა მაისტერ ლუვინი და ღრმად
ამოიოხრა. მაისტერი თავის დიდ, მირულლინზებიან ჭოგრიტში
იცქირებოდა, ჩრდილებს ზომავდა და დილის ცაზე დაკიდებული
კომეტის ადგილმდებარეობას ინიშნავდა, – მაგრამ დროის გათ-
ვალისწინებით... სერ როდრიკი ამაში მართალია, გალავნის სა-
გუშაგოდ ხალხი გვჭირდება.
შენმა ლორდმა-მამამ საუკეთესო მცველები მეფის საბიჯელ-
ში წაიყოლა, დანარჩენი მცველები შენმა ძმამ მოკრიბა და მათ-
თან ერთად – გარშემო რამდენიმე ლიგის მანძილზე ყველა შე-
საფერისი ყმაწვილიც. ბევრი მათგანი უკან აღარ დაგვიბრუნდე-
ბა და ჩვენ აუცილებლად დაგვჭირდება მათ შემცვლელთა პოვ-
ნა.

1086
ბრანი დანანებით ჩასცქეროდა ოფლგადადენილ ბიჭდოთრა-
კებს.
– ფეხები რომ მიმუშავებდეს, მაგათ ყველას დამარცხებას შევ-
ძლებდი. – გაახსენდა, ბოლოჯერ როდის ეჭირა ხმალი. ეს მაშინ
იყო, მეფე რომ ჩამოვიდა ვინტერფელში. მხოლოდ ხის ხმალი ჰქონ-
და, მაგრამ პრინცი ტომენი ორმოცდაათჯერ წააქცია, – კარგი იქნე-
ბა, სერ როდრიკმა აფთშუბას ხმარება მასწავლოს. გრძელტარიანი
აფთშუბა თუ მექნება, ჰოდორი შეიძლებოდა ჩემი ფეხები ყოფილი-
ყო. ერთად ვიქნებოდით რაინდი.
– ვფიქრობ, ეს... ვერ მოხერხდებოდა, – უთხრა მაისტერ ლუვინ-
მა, – ბრან, კაცი რომ იბრძვის, მისი მკლავები, ფეხები და გონება
ერთი უნდა იყოს, გაუყოფელი.
დაბლა ეზოში სერ როდრიკი ღრიალებდა:
– ბატებივით იბრძვით! ის გინისკარტებს და შენ უფრო მაგრად
უნისკარტებ. პენი! მოიგერიე დარტყმა! ბატების ბრძოლა არ გამოგ-
ვადგება. ესენი ნამდვილი ხმლები რომ იყოს, პირველივე ჩანისკარ-
ტება მკლავს წაგაცლიდა, – ვიღაც სხვა ბიჭს გაეცინა და მოხუცი რა-
ინდი მას მიუბრუნდა, – გეცინება. შენ! აი, სითავხედე. ზღარბივით
რომ ჩხუბობ... – ოდესღაც ყოფილა რაინდი, რომელიც ვერ ხედავ-
და, – ჯიუტად თქვა ბრანმა, სერ როდრიკი კი თავისას განაგრძობდა,
– ბებერმა ნენმა მიამბო. გრძელი კვერთხი ჰქონდა, რომელსაც
ორივე ბოლოში ბასრი პირი ეგო; ხელში ატრიალებდა და შეძლო,
ერთდროულად ორი კაცი აეჩეხა.
– სიმეონ ვარსკვლავთვალება, – წარმოთქვა ლუვინმა, თან წიგ-
ნში რიცხვებს იწერდა, – თვალები რომ დაკარგა, ცარიელ ბუდეებში
ვარსკვლავა საფირონები ჩაისვა, ყოველ შემთხვევაში, მომღერლე-
ბი ასე ამტკიცებენ. ბრან, ეგ უბრალოდ ზღაპარია, სულელი ფლო-
რიანის ამბის მსგავსად. გმირთა ხანის ლეგენდები, – მაისტერმა ენა
გააწკლაპუნა, – ეგ ზმანებები უნდა დაივიწყო, თორემ გულს გაგი-
ტეხს, სხვა არაფერი.

1087
ზმანებების ხსენებამ მოაგონა.
– წუხელ ისევ ყვავი მესიზმრა. სამთვალა ყვავი. ჩემს საძინე-
ბელში შემოფრინდა და მითხრა გავყოლოდი, ჰოდა, მეც გავყე-
ვი. აკლდამებში ჩავედით. იქ მამა დამხვდა და ვისაუბრეთ. ნაღ-
ვლიანი იყო.
– და რატომ იყო ნაღვლიანი? – ლუვინმა თავის ჭოგრიტში
გაიჭვრიტა. – მგონი, ჯონზე იყო რაღაც, – სიზმარი აშფოთებდა,
უფრო მეტად, ვიდრე ყვავიანი სხვა სიზმრები, – ჰოდორი არაფ-
რისდიდებით არ ჩავიდა აკლდამებში.
მაისტერი ცალი ყურით უსმენდა, ბრანი ამას ხვდებოდა. ახამ-
ხამებული თვალი ჭოგრს მოაშორა.
– ჰოდორი რა?
– აკლდამებში არ ჩავიდა. რომ გავიღვიძე, ვუთხარი, დაბლა
ჩავეყვანე, რომ მენახა, მამა მართლაც იქ ხომ არ იყო. თავიდან
ვერ ხვდებოდა, რას ვეუბნებოდი, მაგრამ მერე საფეხურებს მივა-
ყენე კარნახით, აქეთ წადი და იქით წადი-მეთქი. ოღონდ დაბლა
არ ჩაეშვა. ზედა საფეხურზე დადგა და ჰოდორო, გაიძახოდა.
თითქოს სიბნელის ეშინოდა, მაგრამ მე ჩირაღდანი მქონდა.
ამან ისე გამაცოფა, ლამის თავში წამოვარტყი, როგორც ბებერი
ნენი უშვრება ხოლმე, – დაინახა, როგორ შეიკრა შუბლი მაის-
ტერმა და საჩქაროდ დაამატა, – მაგრამ არ მიქნია. – კარგია. ჰო-
დორი კაცია და არა ჯორი, სახრე რომ ურტყა.
– სიზმარში ყვავთან ერთად ჩავფრინდი იქ, მაგრამ გამოღვი-
ძებული ამას ვერ ვშვრები, – აუხსნა ბრანმა.
– აკლდამებში ჩასვლა რად გინდოდა?
– – ხომ გითხარი. მამასთან სალაპარაკოდ.
მაისტერმა ყელზე შემოვლებული ჯაჭვი გამოქაჩა – ასე ხში-
რად შვრებოდა, საგონებელში რომ იყო ჩავარდნილი.

1088
– ბრან, საყვარელო ბავშვო, ერთ დღესაც ლორდი ედარდი იჯ-
დება იქ, დაბლა, ქვაში გამოკვეთილი, თავისი მამის, მამის მამისა
და ყველა სხვა სტარკის გვერდით, ჩრდილოეთის ძველ მეფეთა
ჩათვლით... მაგრამ ეს მრავალ წელიწადს არ მოხდება, ღმერთების
წყალობით. მამაშენი დედოფლის ტუსაღია მეფის საბიჯელში. აკ-
ლდამებში მას ვერ ნახავ.
– წუხელ იქ იყო, ველაპარაკე.
– ჯიუტი ბიჭი, – ამოიოხრა მაისტერმა და წიგნი გვერდზე გადა-
დო, – გინდა, წავიდეთ და ნახო?
– არ შემიძლია. ჰოდორი არ წამოვა, მოცეკვავე კი იმ ვიწრო და
დახვეულ კიბეზე ვერ ჩავა.
– მე მგონია, ამ დაბრკოლების დაძლევა შეგვიძლია.
ჰოდორის ნაცვლად მან ველურ ქალ ოშას მოუხმო. იგი მაღალი
და ძლიერი იყო და არასოდეს ჩიოდა, სადაც კი უბრძანებდნენ, და-
უზარლად მიდიოდა.
– მთელი ცხოვრება კედლის გადაღმა გავატარე, მიწაში ხვრელი
რაღას მიქვია, რომ შემაშინოს, მილორდებო, – თქვა მან.
– ზაფხული, წამო! – დაუძახა ბრანმა, როდესაც ქალმა თავის
რკინასავით მტკიცე მკლავებში მოიქცია. მგელსაზარამ ძვალს თავი
მიანება და აედევნა ოშას, რომელმაც ბრანს ეზო გადაატარა და მი-
წისქვეშ მოქცეულ ცივ სარდაფში ჩაიყვანა. წინ მაისტერ ლუვინი მი-
უძღოდა და ჩირაღდანი მიჰქონდა. ბრანს ისიც კი არ ენაღვლებოდა,
– ძალიან მაინც, – რომ ქალს მკლავებში ატაცებული მიჰყავდა და
არა ზურგით. სერ როდრიკმა ბრძანა, ოშასთვის ჯაჭვი შეეხსნათ,
რადგან მას მერე, რაც ვინტერფელში მოხვდა, ერთგულად და ბეჯი-
თად მსახურობდა. კოჭებზე ჯერაც ეკეთა მძიმე რკინის ბორკილები
იმის ნიშნად, რომ ბოლომდე არ ენდობოდნენ, მაგრამ ეს კიბეზე ჩა-
მავალის მტკიცე ნაბიჯს არ აფერხებდა.
ბრანს არ ახსოვდა, ბოლოჯერ აკლდამაში როდის ჩამოვიდა.
მაგრამ ნამდვილად ჩამოდიოდა ხოლმე.

1089
პატარა რომ იყო, რობთან, ჯონთან და დებთან ერთად ზოგ-
ჯერ აქ თამაშობდა. ნატრობდა, ისინი ახლაც მასთან ყოფილიყ-
ვნენ; მაშინ სარდაფი იქნებ ასე ბნელი და საშიში არ სჩვენებოდა.
ზაფხული გამოძახილებით სავსე ბინდში დაწინაურდა, შემდეგ
შეჩერდა, თავი ასწია და სუსხიანი უსიცოცხლო ჰაერი დაყნოსა.
კბილები დაკრიჭა და უკან გამოცოცდა, მაისტერის ჩირაღდნის
შუქზე თვალები ოქროსფრად უელვარებდა. ოშაც კი, ძველი რვა-
ლივით მტკიცე, შეშფოთებული ჩანდა.
– პირქუში ხალხი ჩანს, – თქვა, ქვის ტახტებზე მჯდარი გრა-
ნიტის სტარკების გრძელ რიგს რომ გააყოლა თვალი.
– ზამთრის მეფეები იყვნენ, – დაიჩურჩულა ბრანმა. აქ ხმამა-
ღალი ლაპარაკი როგორღაც არასწორ საქციელად ეჩვენებოდა.
ოშამ გაიღიმა.
– ზამთარს მეფე არ ჰყავს. ზამთარი რომ გენახა, გეცოდინე-
ბოდა, ზაფხულის ბიჭო.
– ათასობით წლები ისინი იყვნენ მეფეები ჩრდილოეთში, –
თქვა მაისტერ ლუვინმა და ჩირაღდანი ასწია, ისე, რომ შუქი ქვის
სახეებს მიადგა. ზოგი თმიანი და წვერიანი იყო, გაბურძგნილები
და მათ ფერხთით მოკეცილი მგლებივით შეუპოვრები. სხვებს
გაპარსული სახეები ჰქონდათ და მოუჩანდათ გრძელი და ბასრი
ნაკვთები, მათ მუხლებზე დასვენებული რკინის ორლესულების
მსგავსი, – მძიმე კაცები, მძიმე დროის შესაფერისი. წამოდით, –
იგი სწრაფი ნაბიჯით დაუყვა ტალანს, ქვის ბოძებისა და ქანდაკე-
ბების უსასრულო რიგი გასწვრივ. ჩირაღდანს მაღლა აწეულს მი-
იყოლებდა და ცეცხლის ალი უკან იზიდებოდა.
სარდაფი მღვიმეს ჰგავდა, თავად ვინტერფელზე უფრო გრძე-
ლი იყო და ჯონმა ერთხელ ისიც უთხრა, ამ აკლდამის ქვეშ კიდევ
არის სხვა დონეები, კიდევ უფრო ღრმა და ბნელი დერეფნები,
სადაც უფრო ძველი მეფეები ასვენიაო. სინათლის დაკარგვა არ
არგებდათ.

1090
ზაფხულმა იუარა, კიბეს მოშორებოდა, მაშინაც კი, როდესაც
ოშა ატატებულ ბრანთან ერთად ჩირაღდანს მიჰყვა.
– გახსოვს შენი ისტორია, ბრან? – ჰკითხა მაისტერმა სიარული-
სას, – უამბე ოშას, ვინ იყვნენ ისინი და რას იქმოდენ, თუკი შეძლებ.
ბრანმა გვერდით ჩავლილ სახეებს შეხედა და მათი საქმეები გაახ-
სენდა. მაისტერმა უამბო მათი ამბები, ბებერმა ნენმა კი მათ სიცოც-
ხლე ჩაჰბერა.
– აი, ის ჯონ სტარკია. აღმოსავლეთში მეკობრეები რომ გადმოს-
ხდნენ, მან ისინი გაყარა და თეთრ ნავსადგურში ციხე ააგო. მისი ძე
რიკარდ სტარკი იყო, ჩემი მამის მამა კი არა, სხვა რიკარდი, მან
მარშის მეფეს ყელი წაართვა და მისი ასული ცოლად შეირთო. ის,
ძალიან გამხდარი, გრძელი თმით და თხელი წვერით, თეონ სტარ-
კია. მას „მშიერ მგელს“ უწოდებდნენ, იმიტომ, რომ მუდამ ომში იყო.
ის ბრანდონია, მაღალი, მეოცნებე სახით, ბრანდონ გემისმგებელს
ეძახდნენ, იმიტომ, რომ ზღვა უყვარდა. მისი ლუსკუმა ცარიელია.
სცადა, დასავლეთისკენ გაეცურა. მზის დასავლის ზღვის გადაღმა
და მას მერე აღარავის უნახავს. მისი ძე ბრანდონ დამწველი იყო,
რადგან, მამაზე დამწუხრებულმა, მისი ყველა გემი ცეცხლს მისცა.
ეს როდრიკ სტარკია, ჭიდაობაში მოიგო დათვის კუნძული და მორ-
მონტებს მისცა. ის კი ტორენ სტარკია, მეფე, მუხლმოყრილი მეფე.
ის იყო უკანასკნელი მეფე ჩრდილოეთში და ვინტერფელის პირვე-
ლი ლორდი, მას მერე, რაც ეაგონ დამპყრობელს შეუვრდა. ო, ეს აქ
კრეგან სტარკია. ოდესღაც პრინც ეიმონს შეებრძოლა და დრაკონის
რაინდმა თქვა, რომ უკეთეს მოფარიკავეს არასოდეს შეხვედროდა
და, – უკვე ბოლოსთან ახლოს მისულიყვნენ და ბრანმა იგრძნო,
სევდა რომ მოეძალა, – ეს ჩემი პაპაა, ლორდი რიკარდი, მას შლეგ-
მა მეფე ეირისმა თავი მოჰკვეთა. გვერდით სამარეებში მისი ასული
ლიანა და ძე ბრანდონი განისვენებენ. მე კი არა, სხვა ბრანდონი, მა-
მაჩემის ძმა. მათ ძეგლები არ უნდა ჰქონდეთ, მარტო ლორდებსა და

1091
მეფეებს აქანდაკებენ, მაგრამ მამაჩემს ისინი ისე უყვარდა, რომ
გააკეთებინა.
– ასული რა ლამაზია, – თქვა ოშამ.
– რობერტი მასზე იყო დანიშნული, მაგრამ პრინცმა რეიგარ-
მა გაიტაცა და ნამუსი ახადა, – განუმარტა ბრანმა, – რობერტმა
მის დასაბრუნებლად იომა. მან მოკლა რეიგარი სამკბილაზე თა-
ვისი უროთი, მაგრამ ლიანა მოკვდა და მან ვეღარ დაიბრუნა იგი.
– სევდიანი ამბავია, – თქვა ოშამ, – მაგრამ ის ცარიელი
ხვრელები მეტი სევდითაა სავსე.
– ლორდ ედარდის სამარე იქნება, მისი დრო რომ მოვა, –
უთხრა მაისტერ ლუვინმა, – სიზმრად აქ ნახე მამა, ბრან?
– ჰო, – გახსენებამ ააცახცახა. შეშფოთებულმა მოათვალიე-
რა მიწისქვეშეთი, ტანზე დაბურძგლა. რაღაც ხმა ჩაესმა? ვინმე
იყო აქ? მაისტერ ლუვინმა ღია ლუსკუმისკენ გააბიჯა, ხელში ჩი-
რაღდანი ეჭირა.
– ხომ ხედავ, აქ არაა. არც იქნება, კიდევ მრავალ წელს. სიზ-
მრები სიზმრებია და მეტი არაფერი, ბავშვო, – მან ლუსკუმის სი-
შავეში ჩაყო მკლავი, თითქოს რაღაც დიდ მხეცს ჩაუყო პირში, –
ხედავ?
სრულიად ცარიე...
სიბნელე ღრენით ეძგერა.
ბრანმა დაინახა მწვანე გიზგიზა თვალები, ეშვების გაელვება,
გარსშემომდგარი ჯურღმულივით კუნაპეტი ბეწვი. მაისტერ ლუ-
ვინმა იღრიალა და ხელები შემართა. ჩირაღდანი თითებიდან გა-
უვარდა, ბრანდონ სტარკის ქვის სახეზე ასხლტა და ძეგლს ტერ-
ფებზე დაეცა, ცეცხლის ენები ქვის წვივებს მიელამუნნენ. მობარ-
ბაცე შუქზე გამოჩნდა, როგორ ებრძოდა ლუვინი მგელსაზარას,
დრუნჩში ურტყამდა ცალ ხელს, ხოლო მეორე მაჯაზე მისი ყბები
შემოვლებოდა.
– ზაფხული! – იწივლა ბრანმა.

1092
და ზაფხულმა მოირბინა, მის უკან ჩამდგარი ბინდიდან გამოტ-
ყვრა მხლტომელ ლანდად. ბურძგლაძაღლს შეეჯახა და გადააყირა-
ვა, და ორი მგელსაზარა რუხი და შავი ბეწვის გორგლად გაგორდა
იატაკზე, უღრენდნენ და კბენდნენ ერთმანეთს, მაისტერ ლუვინი კი
ამასობაში მუხლებზე წამოდგა, მკლავი გაგლეჯილი და სისხლიანი
ჰქონდა. ოშამ ბრანი ლორდ რიკარდის ქვის მგელს მიაყუდა და მა-
ისტერის დასახმარებლად გაეჩქარა. ჩამოღვენთილი ჩირაღდნის
შუქით გაჩენილი, ოცი ფუტის სიმაღლის ჩრდილის მგლები ერთმა-
ნეთს ერკინებოდნენ კედელსა და ჭერზე.
– ბურძგლა! – დაიძახა სუსტმა ხმამ. ბრანმა აიხედა და მამის
ლუსკუმაში მდგარი უმცროსი ძმა დაინახა. ბურძგლაძაღლმა ბო-
ლოჯერ წაკბინა ზაფხულს დრუნჩზე, გამოუსხლტა და რიკონისკენ
გაექანა.
– მამაჩემს თავი დაანებე, – გააფრთხილა რიკონმა ლუვინი, –
დაანებე თავი, იცოდე.
– რიკონ, – წყნარად უთხრა ბრანმა, – მამა აქ არ არის.
– არა, არის. მე ვნახე, – რიკონს სახეზე ცრემლები უპრიალებდა,
– წუხელ ვნახე.
– სიზმარში...?
რიკონმა თავი დაუქნია.
– თავი დაანებე. აცალე. სახლში ბრუნდება, როგორც დაგვპირ-
და შინ ბრუნდება.
ბრანს ასე დაბნეული ლუვინი ადრე არასოდეს ენახა. მკლავზე,
იქ, სადაც ბურძგლაძაღლმა სახელოს შალის ქსოვილი და მის ქვეშ
მოქცეული სხეული გაგლიჯა, სისხლი ჩამოსდიოდა.
– – ოშა, ჩირაღდანი, – ძლივს ამოთქვა ტკივილით გატანჯულმა,
და – ქალმა დაბლიდან აიტაცა მათი სინათლის წყარო, სანამ ის ჩაქ-
რებოდა. ბრანის ბიძის ორივე ფეხზე ჭვარტლის ზოლები დარჩა.
– ეგ... ეგ მხეცი, – განაგრძო ლუვინმა, – საძაღლეში უნდა იყოს
ჯაჭვით დაბმული.

1093
რიკონი ბურძგლაძაღლს სისხლით დამბალ დრუნჩზე მიეფე-
რა.
– მე ავუშვი. ჯაჭვი არ უყვარს, – და თითები აილოკა.
– რიკონ, – უთხრა ბრანმა, – არ გინდა, მე წამომყვე?
– არა. აქ მომწონს.
– აქ ბნელა. და ცივა.
– არ მეშინია. მამას უნდა დავუცადო.
– შეგიძლია, ჩემთან ერთად დაუცადო, – უთხრა ბრანმა, –
ერთად დაველოდებით, მე, შენ და ჩვენი მგლები, – ორივე მგელ-
საზარა ჭრილობებს ილოკავდა და ალბათ მიხედვა დასჭირდე-
ბოდათ.
– ბრან, – მტკიცედ მიმართა მაისტერმა, – ვიცი, რომ მხო-
ლოდ კარგი გინდა, მაგრამ ბურძგლაძაღლი მეტისმეტად ველუ-
რია, თავისუფლად რომ ირბინოს. მე მესამე ვარ, ვინც დაკბინა.
სასახლეში თუ გაუშვებ, თავის ნებაზე სარბენად, ადრე თუ გვიან
ვინმეს მოკლავს კიდევაც. სიმართლე მძიმეა, მაგრამ ეს მგელი
ან უნდა დავაბათ, ან...
მაისტერი შეყოყმანდა:
...ან მოვკლათ – გაიფიქრა ბრანმა, თქმით კი ეს თქვა:
– ჯაჭვი სამაგისო რამ არაა. ჩვენ, ყველა, შენს კოშკურაში და-
ვიცდით. – არაფრისდიდებით, – თქვა მაისტერმა ლუვინმა.
ოშა გაიკრიჭა.
– ასე მახსოვს, ლორდისწული აქ ეს ბიჭია, – მან ჩირაღდანი
ლუვინს დაუბრუნა და ბრანი ისევ ხელში აიტაცა, – მაშ, მაისტე-
რის კოშკში. – წამოხვალ, რიკონ?
ძმამ თავი დაუქნია.
– ბურძგლაც თუ წამოვა, ჰო, – თქვა და ოშასა და ბრანს აე-
დევნა.
მაისტერ ლუვინს სხვა რაღა დარჩენოდა, ისიც მათ მიჰყვა,
მაგრამ მგლებზე ფრთხილად ეჭირა თვალი.

1094
მაისტერ ლუვინის კოშკურა ისე იყო არეულ-დარეული, ბრანს
სასწაულად ეჩვენებოდა, ოდესმე რაიმეს პოვნას რომ ახერხებდა.
მაგიდებს და სკამებს წიგნების მოტორტმანე სვეტები ფარავდა, თა-
როებზე თავდაცობილი შუშები იყო ჩამომწკრივებული, ავეჯი სან-
თლის ნამწვებით და გამხმარი ცვილის გუბეებით იყო დალაქავებუ-
ლი, ტერასის კართან სამფეხზე ბრინჯაოს მირული ჭოგრიტი ეყენა,
კედლებზე ვარსკვლავური ცხრილები კონწიალებდა, ჭილოფებს,
ქაღალდებს, საკალმე ფრთებს შორის ჩრდილების რუკები იყო გა-
ფანტული და ყველაფერი ეს კოჭებზე ჩამომსხდარი ყორნების სკო-
რეთი იყო დაწინწკლული. ზემოდან მათი გამყივანი ყრანტალი ჩა-
ესმოდათ, სანამ ოშა მაისტერს ჭრილობებს ბანდა, სწმენდდა და უხ-
ვევდა მაისტერისავე ძუნწი მითითებების მიხედვით.
– ეს უგუნურებაა, – წარმოთქვა კაფანდარა რუხმა ლუვინმა, ქა-
ლი კი მგლის ნაკბენებზე მწვავე მალამოს უსვამდა, – გეთანხმებით,
უცნაურია, რომ ორივემ ერთი და იგივე სიზმარი ნახეთ, მაგრამ რომ
დაუფიქრდე, ეს ბუნებრივია. გენატრებათ მამა-ბატონი და იცით,
რომ ტუსაღია. შიშმა შესაძლოა, ადამიანს გონება აღუგზნოს და უც-
ნაური ფიქრები მოჰგვაროს. რიკონი ძალიან პატარაა და ვერ გაი-
გებს...
– მე ახლა ოთხის წლის ვარ, – თქვა რიკონმა. იგი ჭოგრიტით აკ-
ვირდებოდა პირველი ციხის ქიმერებს. მგელსაზარები დიდი მრგვა-
ლი ოთახის სხვადასხვა მხარეს ისხდნენ, ჭრილობებს ილოკავდნენ
და ძვლებს ღრღნიდნენ.
– ...ძალიან პატარაა და... ოოჰ, დალახვროს შვიდმა ჯოჯოხეთმა,
რა მწვავეა; არა, ნუ გაჩერდი, კიდევ წაუსვი. ძალიან პატარაა-მეთ-
ქი, მაგრამ შენ, ბრან, საკმაოდ დიდი ხარ, რომ ხვდებოდე, სიზმრები
სიზმრებია და მეტი არაფერი.
– ზოგი ეგრეა, ზოგი არა, – ოშამ მკრთალი წითელი რძეცეცხლა
გრძელ ჭრილობაში ჩაასხა. ლუვინმა მკვეთრად შეისუნთქა, – აი,
ტყის შვილები კი მოგითხრობდნენ ერთი-ორ რამეს სიზმრებზე.

1095
მაისტერს სახეზე ცრემლები ჩამოსდიოდა, მაგრამ ჯიუტად გა-
იქნია თავი.
– ტყის შვილები... მხოლოდ სიზმრებში ბინადრობენ. ახლა
ასეა.
დაიხოცნენ, ამოწყდნენ. კმარა, უკვე საკმარისია. ახლა სახ-
ვევები. სალბუნი და მერე საკრავები, და მჭიდროდ მოუჭირე,
თორემ სისხლი არ გაჩერდება.
– ბებერი ნენი ამბობს, რომ ტყის შვილებმა ხეების სიმღერები
იცოდნენ, რომ ჩიტებივით ფრენა, თევზებივით ცურვა და ცხოვე-
ლებთან საუბარი შეეძლოთ, – თქვა ბრანმა, – ასე ამბობს, ისეთ
მშვენიერ ჰანგებს ქმნიდნენ, მათი გაგონება ბავშვივით აგატი-
რებდაო.
– და ამას ყველაფერს მაგიით სჩადიოდნენ, – უგულისყუროდ
გაეპასუხა მაისტერი, – ნეტავი, აქ ყოფილიყვნენ. მათი შელოცვა
მკლავს უმტკივნეულოდ გამიმთელებდა, თანაც ბურძგლაძაღ-
ლას დაელაპარაკებოდნენ და აუხსნიდნენ, რომ კბენა არ შეიძ-
ლება, – მან ბრაზით, ალმაცერად გახედა ზორბა შავ მგელს, –
იცოდე, ბრან. კაცი, რომელიც მაგიის იმედადაა, მინის ხმლით
იბრძვის. როგორც ტყის შვილები შვრებოდნენ. მოიცა, რაღაცას
გიჩვენებ, – იგი სწრაფად წამოდგა, ოთახი გადაჭრა და უკან რომ
დაბრუნდა, საღ ხელში მწვანე ქოთანი ეჭირა, – შეხედე ამას, –
თქვა, საცობი ამოაძრო და იქიდან ერთი მუჭა მბზინვარე შავი ის-
რისპირები წამოყარა.
ბრანმა ერთი ცალი ხელში აიღო.
– მინისაა.
ცნობისწასდილით შეპყრობილი რიკონი ახლოს მოჩოჩდა და
მაგიდას დააჩერდა.
– დრაკონის მინა, – ასე მოიხსენია ოშამ, ლუვინის გვერდით
ჩამოჯდა და მისი მკლავის შეხვევას მიჰყო ხელი.

1096
– – ობსიდიანი, – დაიჩემა მაისტერ ლუვინმა, დაშავებული ხელი
ქალისთვის მიეშვირა, – ღმერთების ქურაშია გამოჭედილი ღრმად
მიწის ქვეშ. ტყის შვილები ამეებით ნადირობდნენ ათასობით წლე-
ბის წინ.
ტყის შვილები ლითონს არ ამუშავებდნენ. აბჯრის ნაცვლად
ფოთლით დაწნული გრძელი კვართები ეცვათ, ფეხებზე კი ხის ქერქს
იკრავდნენ, და ამგვარად ტყეს ერეოდნენ. ხმლების ნაცვლად ობსი-
დიანის მახვილები ჰქონდათ.
– ახლაც ასე აქვთ, – ოშამ რბილი სალბუნები დაადო ნაკბენებს
მაისტერის წინამხარზე და მჭიდროდ შეკრა სელის გრძელი დოლ-
ბანდით.
ბრანმა ისრის პირი თვალებთან ახლოს მიიტანა. შავი მინა გლუ-
ვი და პრიალა იყო. ლამაზი ეჩვენა.
– შეიძლება ერთი ავიღო?
– როგორც გინდა, – უთხრა მაისტერმა.
– ერთი მეც მინდა, – თქვა რიკონმა, – ოთხი მინდა. ოთხისა ვარ.
ლუვინმა მათვე გადაათვლევინა.
– ფრთხილად, ჯერაც ბასრებია. არ გაიჭრათ, – მომიყევი ტყის
შვილებზე, – უთხრა ბრანმა. სჭირდებოდა.
– რის ცოდნა გინდა?
– ყველაფრის.
მაისტერ ლუვინმა ჯაჭვის საყელური გამოიქაჩა იქ, სადაც კისერ-
ზე ეხახუნებოდა.
– ტყის შვილები აისის ხანის ხალხი იყო, პირველი ხალხი, მეფეე-
ბამდე და სამეფოებამდე ისინი ცხოვრობდნენ, – თქვა მან, – იმ
დროს სასახლეები და სიმაგრეები არ არსებობდა, არც ქალაქები,
აქედან ვიდრე დორნის ზღვამდე ერთი საბაზრო დაბაც კი არ იპოვე-
ბოდა.
ადამიანები არსად იყვნენ. იმ მიწებზე, ახლა შვიდ სამეფოს რომ
ვუწოდებთ, მხოლოდ ტყის შვილები ბინადრობდნენ.

1097
შავგვრემანი, მოხდენილი ხალხი იყო, ტანმორჩილები: დაკა-
ცებულებიც კი ბავშვზე მაღლები არ იყვნენ. უღრან ტყეებში
ცხოვრობდნენ, გამოქვაბულებში, კრანოგებზე და ხეებზე გაშე-
ნებულ ფარულ ქალაქებში. თუმც ღონე არ მოსდევდათ, მაგრამ
სწრაფები და მოქნილები იყვნენ. კაცები და ქალები ერთად ნა-
დირობდნენ სარკმლის ხის შუბებით და მფრინავი ბადეებით.
თაყვანსაცემად ტყის, მდინარის და კლდის ღმერთები ჰყავდათ,
ძველი ღმერთები, რომელთა სახელებიც ფარულია. მათ ბრძენ-
კაცებს მწვანე მჭვრეტელებს უწოდებდნენ, ისინი სარკმლისხეებ-
ზე უცნაურ სახეებს კვეთდნენ, იქიდან რომ ეთვალთვალათ. რამ-
დენ ხანს ბატონობდნენ აქ ტყის შვილები ან საიდან მოვიდნენ –
ეს არც ერთმა ადამიანმა არ იცის.
მაგრამ ასე, თორმეტიოდე ათასი წლის წინათ აღმოსავლე-
თიდან პირველი კაცნი მოვიდნენ, დორნის მოტეხილი მკლავი
გადმოიარეს, სანამ ის მოტყდებოდა. ბრინჯაოს ხმლებითა და
ფართო ტყავის ფარებით მოვიდნენ, ცხენებზე ამხედრებულები.
ვიწრო ზღვის ამ ნაპირზე მანამდე ცხენი არავის ენახა. უეჭველია,
ტყის შვილები ისევე დააფრთხო ცხენების დანახვამ, როგორც
პირველი კაცნი – ხეებზე ამოკვეთილი სახეების. პირველი კაცნი
სიმაგრეებს და ფერმებს რომ აშენებდნენ, ჭრიდნენ სახიან ხეებს
და ცეცხლში უკეთებდნენ. შეძრწუნებული ტყის შვილები ომში
ჩაებნენ. ძველი სიმღერები მოგვითხრობს, რომ მწვანე მჭვრეტე-
ლებმა ბნელ მაგიას მიმართეს, ზღვა ააღელვეს მიწის წასალე-
კად და მკლავი გახეთქეს, მაგრამ კარის ჩაკეტვა უკვე გვიანი
იყო. ომები მანამ გაგრძელდა, სანამ მიწა ერთიანად არ გაწით-
ლდა ადამიანებისა თუ ტყის შვილების სისხლით, მაგრამ ტყის
შვილების სისხლი მეტი დაიღვარა, რადგან ადამიანები უფრო
ზორბები და ძლიერები იყვნენ, ხოლო ხე, ქვა და ობსიდიანი
ბრინჯაოს იარაღს ვერ შეედრებოდა. ბოლოს ორივე მოდგმის
სიბრძნემ იმძლავრა და პირველ კაცთა ბელადები და გმირები

1098
მწვანე მჭვრეტელებსა და ტყის მროკველებს შეხვდნენ ღმერთების
თვალად წოდებული ვრცელი ტბის შუაში ამოზრდილ კუნძულზე,
სარკმლისხის კორომებში.
იქ შეთანხმდნენ და დაამტკიცეს: პირველ ადამიანებს ერგოთ სა-
ნაპიროები, ზეგანი ველები და მზიანი მინდვრები, მთები და ჭაობე-
ბი, მაგრამ უღრანი ტყეები სამარადჟამოდ ტყის შვილებს უნდა დარ-
ჩენოდათ და კაცთა მთელ სახელმწიფოში აღარც ერთი სარკმლისხე
არ უნდა მოჩეხილიყო. იმისათვის, რათა ღმერთები მათ შეთანხმე-
ბას მოწმედ ჰყოლოდა, კუნძულზე ნაზარდ ყველა ხეს სახე მისცეს,
შემდგომ კი შეიქმნა მწვანე კაცთა წმინდა ორდენი, რომელიც სახეე-
ბის კუნძულის გუშაგი და მეთვალყურე იქნებოდა.
ამ შეთანხმებამ ადამიანებსა და ტყის შვილებს შორის ოთხია-
თასწლიან მეგობრობას დაუდო სათავე. დროთა განმავლობაში
პირველმა ადამიანებმა თან მოყვანილ ღმერთებსაც კი აქციეს ზურ-
გი და ტყის ფარულ ღმერთებს შეუვარდნენ. ამ შეთანხმებით აისის
ხანა დასრულდა და გმირთა ხანა დაიწყო.
ბრანის მუჭი მბზინვარე შავი ისრის პირის გარშემო შეიკრა.
– მაგრამ ტყის შვილები ახლა აღარ არიანო, ასე თქვი.
– არიან, როგორ არა, – ოშამ კბილებით გაგლიჯა უკანასკნელი
სახვევის ბოლო, – კედლის ჩრდილოეთით ყველაფერი სხვაგვარა-
დაა. იქით წავიდნენ ტყის შვილებიც, გოლიათებიც და სხვა ძველი
მოდგმები.
მაისტერ ლუვინმა ამოიოხრა.
– ქალო, წესითა და რიგით, ახლა მკვდარი უნდა იყო, ან დაბორ-
კილი. სტარკები უფრო ლმობიერად მოგექცნენ, ვიდრე იმსახურებ-
დი.
მათი სიკეთის პასუხად ცუდი საქციელია ბიჭებისთვის თავების
გამოტენვა ყველანაირი სისულელით.
– მითხარი, სად წავიდნენ, – უთხრა ბრანმა, – მინდა, ვიცოდე.
– მეც მინდა, – გაიმეორა რიკონმა.

1099
– კეთილი და პატიოსანი, – ჩაიბურტყუნა ლუვინმა, – მანამ,
სანამ მმართველობის სადავეები პირველ ადამიანებს ეპყრათ,
შეთანხმებაც გრძელდებოდა: გმირთა ხანაში, გრძელი ღამის
დროს, შვიდი სამეფოს დაბადების მერეც; მაგრამ ბოლოს და ბო-
ლოს, მრავალი საუკუნის მერე, დადგა დრო, როდესაც ვიწრო
ზღვა სხვა ხალხმა გადმოცურა.
მათგან პირველები იყვნენ ანდალები – მაღალ, ქერათმიან
მებრძოლთა მოდგმა, რომლებიც ცეცხლითა და ფოლადით და
ახალი ღმერთების ნიშნით, მკერდზე გამოსახული შვიდქიმა ვარ-
სკვლავით მოვიდნენ. ომებმა ასობით წელიწადს გასტანა, მაგ-
რამ ბოლოს და ბოლოს ექვსი სამხრეთული სამეფო დაეცა მათ
წინაშე.
პირველი ადამიანები მმართველებად მხოლოდ აქ დარჩნენ,
სადაც ჩრდილოეთში მჯდომმა მეფემ მოიგერია ყველა ლაშქა-
რი, რომელიც კი ყელის გადმოვლას შეეცადა. ანდალები წვავ-
დნენ სარკმლისხეთა კორომებს, ჩეხავდნენ სახეებს, ხოცავდნენ
ტყის შვილებს, სადაც კი წააწყდებოდნენ მათ, და ყველგან აცხა-
დებდნენ შვიდთა ძლევას ძველ ღმერთებზე. ამიტომაც ტყის შვი-
ლები ჩრდილოეთისკენ გაიქცნენ...
ზაფხული ყმუილს მოჰყვა.
შეშინებულმა მაისტერ ლუვინმა სიტყვა გაწყვიტა. როდესაც
ბურძგლაძაღლი წამოხტა და თავისი ძმის ხმას საკუთარიც მიუ-
ერთა, ბრანს გული ძრწოლამ გაუთანგა.
– მოდის, – წაიჩურჩულა, სასოწარკვეთის უეჭველობით იცო-
და.
მიხვდა, რომ წუხანდელი ღამის მერე უკვე იცოდა, მას მერე,
რაც ყვავმა აკლდამებში ჩაიყვანა გამოსამშვიდობებლად. იცო-
და, მაგრამ არ იჯერებდა. სურდა, რომ მაისტერ ლუვინი მართა-
ლი გამომდგარიყო. ყვავი, გაიფიქრა, სამთვალა ყვავი...

1100
ყმუილი ისევე ანაზდად შეწყდა, როგორც დაიწყო. ზაფხულმა
კოშკის იატაკი გადაიძუნძულა, ბურძგლაძაღლთან მივიდა და ძმის
კისერზე სისხლშემხმარ ბეწვს დაუწყო ლოკვა. ფანჯრიდან ფრთების
ფართქალი გაისმა.
ქვის რუხ რაფაზე ყორანი დაეშვა, ნისკარტი გააღო და მკვეთრი,
ხრინწიანი ყრანტალი აღმოხდა ტკივილისგან.
რიკონი ატირდა. ხელიდან სათითაოდ დასცვივდა ისრის პირები
და იატაკზე აწკარუნდა. ბრანმა ახლოს მიიზიდა და მოეხვია.
მაისტერ ლუვინი შავ ფრინველს ისე უცქერდა, თითქოს ის ბუმ-
ბულიანი მორიელი ყოფილიყო. მთვარეულივით ნელა წამოდგა და
ფანჯრისკენ გაემართა. დაუსტვინა და ყორანი შებანდულ მკლავზე
შეახტა. ფრთებზე სისხლი შეხმობოდა.
– ქორი, – ჩაიბუტბუტა ლუვინმა, – ან იქნებ ზარნაშო. საბრალო,
ან როგორ დაუსხლტა, – ფეხიდან წერილი ჩამოხსნა.
ბრანმა იგრძნო, როგორ ცახცახებდა, მაისტერი გრაგნილს რომ
შლიდა.
– რა არის? – ჰკითხა, ძმას უფრო მაგრად იკრავდა გულში.
– ხომ იცი, რაც არის, ბიჭო, – ოშას ხმაში თანაგრძნობა ისმოდა.
ხელი თავზე დაადო.
მაისტერ ლუვინმა ნაწერიდან ძმებს ახედა, ხმა ვერ დაეძრა – პა-
ტარა რუხ კაცს რუხი ანაფორის სახელოზე სისხლი შეხმობოდა, ნა-
თელ რუხ თვალებში კი ცრემლები ედგა.
– მილორდებო, – უთხრა ბოლოს ვაჟებს ჩახრინწული, მისუსტე-
ბული ხმით, – ჩვენ... დაგვჭირდება, ისეთი ქვისმთლელი ვიპოვოთ,
მის გარეგნობას კარგად რომ იცნობდა...

1101
სანსა

1102
მეაგორის სიმაგრის შუაგულში, კოშკის ოთახში, სანსამ სიბნელეს
მისცა თავი. საწოლის გარშემო ფარდები ჩამოუშვა, იქ ეძინა, ტირი-
ლით იღვიძებდა და ისევ ძილში იძირებოდა. როდესაც ძილი აღარ
შეეძლო, მწუხარებით ათრთოლებული იწვა საბნების ქვეშ. მსახუ-
რები შემოდიოდნენ და გადიოდნენ, კერძები შემოჰქონდათ, მაგრამ
სანსას საჭმლის დანახვაც არ შეეძლო. ფანჯარასთან მიდგმულ მა-
გიდაზე სინები იყო აკოკოლავებული, ხელუხლებელი კერძები ფუჭ-
დებოდა და მსახურები ისევ უკან წაიღებდნენ ხოლმე.
ზოგჯერ მძიმე, უსიზმრო ძილი ეუფლებოდა და გაღვიძების მერე
უფრო დაღლილი იყო, ვიდრე თვალების მოხუჭვამდე. მაგრამ ასეთი
ძილი ყველაფერს სჯობდა, რადგან სიზმარს თუ ხედავდა, მამა ესიზ-
მრებოდა. მღვიძარს თუ მძინარს, მუდამ მამა ედგა თვალწინ, ხედავ-
და, როგორ აგდებდნენ დაბლა ოქროსმოსასხამიანები, ხედავდა
წინ გამოსულ სერ ილინს, ზურგსუკან დამაგრებული ქარქაშიდან ყი-
ნულს რომ ეზიდებოდა, ხედავდა იმ წამს... წამს, როცა... მაშინ სურ-
და, განზე გაეხედა, მართლაც ასე სურდა, ფეხები მოეკვეთა და მუხ-
ლებზე დაეცა, მაგრამ როგორღაც თავის მიბრუნება ვერ მოეხერხე-
ბინა, მთელი ის ხალხი ყვიროდა და გაჰკიოდა, მისმა პრინცმა კი გა-
უღიმა სანსას, გაუღიმა და გოგონამ თავი სამშვიდობოს იგრძნო,
მაგრამ მხოლოდ ერთი გულისძგერის განმავლობაში, სანამ პრინ-
ცმა ის სიტყვები არ წარმოთქვა, და მამას ფეხები... აი, ეს ახსოვდა,
მისი ფეხები, ის, თუ როგორ გაფართხალდნენ, როდესაც სერ ილინ-
მა... როდესაც ხმალი...
იქნებ მეც მოვკვდე, უთხრა თავის თავს, და ეს ფიქრი არც ისე სა-
ზარელი ეჩვენა. თუკი ფანჯრიდან გადაიგდებდა თავს, ამით მის ტან-
ჯვას ბოლო მოეღებოდა და შემდგომ წლებში მომღერლები სიმღე-
რებს შეთხზავდნენ მისი მწუხარების შესახებ. მისი სხეული, დალე-
წილი და უმანკო, დაბლა ქვაფენილზე ეგდებოდა ყველა მისი მოღა-
ლატის შესარცხვენად. სანსამ იმდენიც კი გაბედა, რომ საძინებელი

1103
გადაჭრა და დარაბები მოაფრიალა... მაგრამ მეტის სიმამაცე
აღარ ეყო და ისევ უკან, საწოლთან მიირბინა ქვითინით.
მსახური გოგონები ცდილობდნენ, გამოლაპარაკებოდნენ,
საჭმელი რომ შემოჰქონდათ ხოლმე, მაგრამ სანსას ერთხელაც
არ გაუცია პასუხი. ერთხელ მაისტერ პაიცელი ეწვია, წამლის შუ-
შებით და ბოთლებით სავსე კოლოფი მოიტანა და ჰკითხა, ავად
ხომ არ იყო. შუბლზე ხელი დაადო, მისთვის ტანთ გაახდევინა და
ყველგან მოსინჯა, სანამ მოახლეს გაკავებული ეჭირა. რომ წავი-
და, თაფლით დამტკბარ., წყლით და ბალახების ნაყენით შეზავე-
ბული წამალი მისცა და უბრძანა, ყოველღამე ერთი ყლუპი და-
ელია. მან მაშინვე ერთბაშად გამოცალა დატოვებული სასმელი
და ისევ დაიძინა.
კოშკის კიბეზე ამომავალი ნაბიჯების ხმა ესიზმრა, ქვაზე ტყა-
ვის საზარელი ჭრიალი ვიღაც ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ მოიწევდა მისი
საძინებლისკენ. მას ისღა შეეძლო, კარის უკან მიკუჭ-ულიყო და
ცახცახით ესმინა, როგორ უახლოვდებოდა, უახლოვდებოდა
იგი. იცოდა, ეს სერ ილინ პეინი – იყო, ყინულით ხელში მოიწევ-
და მისკენ, მისთვის თავის მოსაკვეთად მოდიოდა. ვერსად გაიქ-
ცეოდა, ვერსად დაიმალებოდა, კარსაც ვერაფრით ჩარაზავდა.
ბოლოს ნაბიჯის ხმა წყდებოდა და გოგონამ იცოდა, რომ იგი იქ-
ვე, კართან იდგა მდუმარედ, უსიცოცხლო თვალები და ჩოფურა
სახე ჰქონდა. ამ დროს სანსა აღიქვამდა, რომ შიშველი იყო. დაბ-
ლა ჩამჯდარი იკუნტებოდა, ლამობდა, სიშიშვლე ხელებით და-
ეფარა, კარი კი ჭრიალით იწყებდა გაღებას, ორლესულის წვერი
ჩნდებოდა ღრიჭოში...
სანსა იღვიძებდა ბუტბუტით: გთხოვთ, გთხოვთ, კარგად მო-
ვიქცევი, კარგად მოვიქცევი, გთხოვთ, არ ქნათ!“ მაგრამ ახლოს
არავინ იყო, რომ გაეგონა.
როდესაც ბოლოს მართლაც მოვიდნენ, სანსას ნაბიჯების ხმა
არ გაუგონია. კარი ჯოფრიმ გააღო, სერ ილინმა კი არა, ბიჭმა,

1104
რომელიც მისი პრინცი ყოფილიყო. გოგონა ერთიანად მოკუნტული
იწვა საწოლში, ფარდები ჩამოწეული ჰქონდა და ვერც იტყოდა, დღე
იდგა თუ ღამე. პირველი, რაც ჩაესმა, კარის მიჯახუნების ხმა იყო.
შემდეგ მისი საწოლის ფარდები გადახსნეს, მან ანაზდად შემოფე-
თებული შუქისგან თავდასაცავად ხელი ასწია და დაინახა ისინი,
თავს რომ დასდგომოდნენ.
– დღეს დარბაზობაზე თან მახლდები, – უთხრა ჯოფრიმ, – იცო-
დე, იბანავე და ისე ჩაიცვი, ჩემს დანიშნულს რომ ეკადრება, – გვერ-
დით უბრალო ყავისფერ კამზოლსა და მწვანე მანტიაში გამოწყობი-
ლი სანდორ კლეგეინი ედგა, დამწვარი სახე საზარლად მოუჩანდა
დილის შუქზე. მათ უკან კიდევ ორი მეფის ქეშიკი რაინდი იდგა,
თეთრი ატლასის მოსასხამებით.
სანსამ საბანი ნიკაპამდე აიწია და შიგ ჩაიმალა.
– არა, – წარმოთქვა ქვითინით, – გთხოვ... დამანებეთ თავი.
– თუ არ ადგები და თვითონ არ ჩაიცვამ, შენ ნაცვლად ამას ჩემი
ქოფაკი იზამს, – უთხრა ჯოფრიმ.
– გევედრები, ჩემო პრინცო.
– ახლა მეფე ვარ. ძაღლო, გამოათრიე ლოგინიდან.
სანდორ კლეგეინმა წელზე მოსჭიდა ხელი და ბუმბულის ქვეშა-
გებიდან ასწია; სანსამ უღონოდ გაიბრძოლა. საბანი იატაკზე დავარ-
და. სიშიშვლეს მხოლოდ სიფრიფანა ღამის პერანგი უფარავდა.
– ქენი, რასაც გეუბნებიან, ბავშვო, – უთხრა კლეგეინმა, – ჩაიც-
ვი, – თითქმის სიფრთხილით უბიძგა ტანსაცმლის კარადისკენ.
სანსამ მათგან უკან დაიხია.
– როგორც დედოფალი მთხოვდა, ისე მოვიქეცი, დავწერე წერი-
ლები, დავწერე ის, რაც მან მითხრა. შენ დამპირდი, რომ მოწყალე
იქნებოდი. გთხოვ, შინ გამიშვი. არანაირ ღალატს არ ჩავიდენ, კარ-
გად მოვიქცევი, არ მაქვს მოღალატის სისხლი, არა. მხოლოდ შინ
მინდა წასვლა, – თავაზიანი ქცევა გაახსენდა და თავი დახარა, – თუ
ინებებ, – დაასრულა სუსტი ხმით.

1105
– არა, არ ვინებებ, – უთხრა ჯოფრიმ, – დედა ამბობს, რომ
მაინც ცოლად უნდა მოგიყვანო, ასე რომ, დარჩები და დამჯერე
იქნები.
– არ მინდა, ცოლად გამოგყვე! – იწივლა სანსამ, – შენ მამა-
ჩემს თავი მოკვეთე!
– იგი მოღალატე იყო. ხომ არ დაგპირებივარ, რომ შევიწყა-
ლებდი; მოწყალე ვიქნები-მეთქი, მხოლოდ ეს გითხარი. მამაშე-
ნი რომ არ ყოფილიყო, ნაწილებად დავაგლეჯინებდი ან ცოც-
ხლად გავატყავებდი, ახლა კი უბრალოდ მოვაკვლევინე.
სანსა თვალმოუცილებლად შესცქეროდა და პირველად ხე-
დავდა მას. ჯოფრის ეცვა დაბამბული, ლომებით დამშვენებული
მეწამული კამზოლი და ოქროქსოვილის მოკლე მოსასხამი,
რომლის მაღალი საყელოც ჩარჩოდ ევლებოდა სახეზე. უკვირ-
და, როგორ იყო, ოდესღაც ლამაზი რომ ეგონა. ტუჩები ნაწვი-
მარზე გამომძვრალი ჭიაყელებივით წითელი და რბილი ჰქონდა,
თვალები კი – ცარიელი და ავი.
– მძულხარ, – დაიჩურჩულა მან. ჯოფრის სახე გაუმკაცრდა.
– დედა მეუბნება, მეფეს ცოლის ცემა არ შეშვენისო. სერ მე-
რინ.
გონს მოსვლაც ვერ მოასწრო და რაინდი უკვე თავს წამოად-
გა, გააწევინა ხელი, სახეზე აფარებას რომ ლამობდა, და ყურში
ხელუკუღმა შემოსცხო ხელთათმანიანი მუშტი. სანსას არ ახსოვ-
და, როგორ დაეცა, მაგრამ უცებ აღმოაჩინა, რომ ცალ მუხლზე
დამხობილი ეგდო ჭილოფებზე. თავი უგუგუნებდა. თავზე სერ მე-
რინ ტრანტი ადგა, თეთრ აბრეშუმის ხელთათმანზე სისხლი აჩ-
ნდა.
– ახლა იქნები დამჯერე, თუ ისევ დავასჯევინო შენი თავი?
სანსას ყური უბჟუოდა. ხელი მოიკიდა და, თითებს რომ დახე-
და, სველი და წითელი ჰქონდა.
– მე... როგორც... როგორც მიბრძანებ, მილორდ.

1106
– თქვენო მოწყალებავ, – შეუსწორა ჯოფრიმ, – დარბაზობაზე
გნახავ, – შებრუნდა და წავიდა.
სერ მერინი და სერ არისი გაჰყვნენ, მაგრამ სერ სანდორ კლე-
გეინი შეყოვნდა იმდენ ხანს, რომ მოუხეშავად წამოეყენებინა ფეხ-
ზე.
– აირიდე ზოგი ტკივილი, გოგონი, და დაუთმე, რაც უნდა.
– რა... რა უნდა? მითხარი, გთხოვ.
– უნდა, რომ იღიმებოდე, სურნელებას აფრქვევდე და მისი სიყ-
ვარულის ქალბატონი იყო, – დაიხრიალა ქოფაკმა, – უნდა, რომ
იჭიკჭიკო შენი საამო სიტყვები, როგორც სეპტამ გასწავლა. უნდა,
რომ გიყვარდეს... და გეშინოდეს მისი.
კლეგეინი რომ წავიდა, სანსა ისევ დაეშვა ჭილოფზე და ასე დარ-
ჩა, კედელს მიჩერებული, სანამ ორი მოახლე მოკრძალებით არ შე-
მოიპარა ოთახში.
– ცხელი წყალი დამჭირდება საბანაოდ, გეთაყვა, – უთხრა მათ
სანსამ, – სუნამოც, ცოტა უმარილიც, ამ დალურჯებულის დასაფა-
რად, – სახის მარჯვენა მხარე გაუსივდა და წვას იწყებდა, მაგრამ მან
იცოდა, რომ ჯოფრი ლამაზ სანსას ისურვებდა.
ცხელმა წყალმა ვინტერფელზე მოჰგვარა ფიქრები და ამან მო-
აძლიერა. მამის სიკვდილის დღიდან არ ებანავა და ნაბანი წყლის
სიბინძურემ შეაშინა. მოახლეებმა სახიდან სისხლი ჩამოჰბანეს,
ზურგი გაუხეხეს, თმები დაბანეს და უვარცხნეს, სანამ სქელ მოწითუ-
რო ხვეულებად არ დაეფინა ზურგზე. სანსა მათ არ ესაუბრებოდა,
მხოლოდ მაშინ, თუ რამეს უბრძანებდა; ისინი ლანისტერების მსა-
ხურები იყვნენ და არა მისი, მათ არ ენდობოდა.
ჩაცმის დრო რომ მოვიდა, ის მწვანე აბრეშუმის კაბა აირჩია,
ტურნირზე რომ ეცვა. გაახსენდა, რა თავაზით ეპყრობოდა ჯოფრი იმ
ღამით ნადიმზე. იქნებ კაბას მისთვისაც მოეგონებინა ის ღამე და უფ-
რო ლმობიერად მოქცეოდა.

1107
სანამ იცდიდა, ერთი ჭიქა დო დალია და ცოტაოდენი ტკბილი
ნამცხვარი მოციცქნა, მუცელი რომ დაეყუჩებინა. შუადღე იდგა,
სერ მერინი რომ დაბრუნდა. თავისი თეთრი აბჯარი ჩაეცვა: ოქ-
როთი დატიხრული მინანქრიანი ფარფლებისგან შემდგარი პე-
რანგი, მაღალი მუზარადი, კეხად ოქროს სხივოსანი მზე რომ
ჰქონდა, მოელვარე ფოლადის ფურცლის საბარკულები, საყე-
ლო, საფუხარები და ჩექმები და მძიმე შალის მოსასხამი, ოქროს
ლომით შებნეული. მუზარადიდან ცხაური მოეხსნა, შეუვალი სა-
ხე უკეთ რომ გამოსჩენოდა: თვალებქვეშ ჩამოზიდული ტომრე-
ბი, ფართო კუშტი პირი და შევერცხლილი ჟანგისფერი თმა.
– მილედი, – წელში მოიდრიკა იგი, თითქოს ცემით არ და-
ესისხლიანებინოს სამიოდ საათის წინ, – მისმა მოწყალებამ და-
მავალა, სატახტო ოთახამდე მიგაცილოთ.
– ჩემი ცემაც დაგავალათ, თუ წამოსვლაზე უარს ვიტყვი?
– უარს ამბობ წამოსვლაზე, მილედი? – მის მზერაში არანაი-
რი გამომეტყველება არ იკითხებოდა. თავისი ნახელავი წყლუ-
ლისთვის ზედაც არ შეუხედავს.
რაინდს არ სძულდა იგი, მიხვდა სანსა. არც უყვარდა. საერ-
თოდ არანაირი გრძნობა არ გააჩნდა მის მიმართ. გოგონა მის-
თვის მხოლოდ... მხოლოდ საგანი იყო.
– არა, – თქვა და ფეხზე წამოდგა. სურდა, განრისხებულიყო,
ეტკინა მისთვის, როგორც მან ატკინა, გაეფრთხილებინა, თუ კი-
დევ გაბედავდა მისთვის თითის დაკარებას, გააძევებდა, დედო-
ფალი რომ გახდებოდა... მაგრამ გაახსენდა, რაც ქოფაკმა უთ-
ხრა, და ესღა თქვა: – რასაც მისი მოწყალება ბრძანებს, იმას ვი-
ზამ.
– მეც ეგრე ვშვრები, – უთხრა იმან.
– ჰო... მაგრამ შენ არ ხარ ჭეშმარიტი რაინდი, სერ მერინ.
სანსამ იცოდა, სანდორ კლეგეინს ეს სიტყვები გააცინებდა.

1108
სხვები შესაძლოა, გინებას მოჰყოლოდნენ, გაჩუმდიო, გაეფ-
რთხილებინათ, იქნებ პატიებასაც შევედრებოდნენ. სერ მერინ
ტრანტს არაფერი ამათგან არ მოუმოქმედებია. სერ მერინ ტრანტს
უბრალოდ არ ენაღვლებოდა.
აივანზე სანსას მეტი არავინ ჩანდა. თავდახრილი იდგა, ცრემლე-
ბის შეკავებას ცდილობდა, სანამ დაბლა ჯოფრი თავის რკინის ტახ-
ტზე იყო დაბრძანებული და განკარგავდა იმას, რისთვისაც ენება, სა-
მართალი ეწოდებინა. ათიდან ცხრა საქმე, როგორც ჩანს, მოწყენი-
ლობას ჰგვრიდა; ასეთების განხილვას თავის საბჭოს ანებებდა და
სანამ ლორდი ბეილიში, გრანდ-მაისტერი პაიცელი ან დედოფალი
სერსეი საკითხს წყვეტდნენ, იგი მოუსვენრად ცქმუტავდა. მაგრამ
როცა გადაწყვეტდა, თავად წარემართა საქმე, მისი დედოფალი დე-
დაც კი ვერ გადააჯერებდა ხოლმე.
განსასჯელად ქურდი წაუყენეს და ჯოფრიმ სერ ილინს იქვე, დარ-
ბაზში მოაჭრევინა მისთვის ხელი. ორი რაინდი რომელიღაც მამუ-
ლის გამო დაობდა და გადაწყვიტა, მის მოსაპოვებლად დილით ერ-
თმანეთს შებრძოლებოდნენ.
– სამკვდროსასიცოცხლოდ, – დაურთო მაშინვე. მუხლებზე და-
ცემული ქალი ღალატისთვის დასჯილი კაცის თავს ევედრებოდა.
მიყვარდაო, თქვა, და სურდა, ღირსეულად მიებარებინა მიწისთვის.
– მოღალატე თუ გიყვარდა, შენც მოღალატე იქნები, – განაცხა-
და ჯოფრიმ. ორმა ოქროსმოსასხამიანმა ქალი დილეგში წაათრია.
შავი ხავერდის კამზოლსა და მოელვარე ოქროქსოვილის მოკ-
ლე მოსასხამში გამოწყობილი გომბეშოსსახა ლორდი სლინტი საბ-
ჭოს მაგიდის ბოლოში იჯდა და, რამდენჯერაც მეფე განაჩენს გამო-
აცხადებდა, მოწონებით უკრავდა თავს. სანსა მის უშნო სახეს დააც-
ქერდა, ახსენდებოდა, როგორ დასცა მან მამამისი სერ ილინის წინ,
რათა მას თავი მოეჭრა. სურდა, დაეშავებინა იგი, ნატრობდა, ვინმე
გმირს დაბლა დაეცა იგი და თავი მოეკვეთა. მაგრამ შინაგანმა ხმამ
ჩასჩურჩულა, გმირები არ არსებობენო, და გაახსენდა, რა უთხრა

1109
ლორდმა პეტირმა აქ, სწორედ ამ დარბაზში. „ცხოვრება სიმღე-
რა როდია, საყვარელო“, ასე უთხრა, „ერთ დღესაც, შენდა სავა-
ლალოდ, ამას იქნებ თავად მიხვდე“. ცხოვრებაში ურჩხულები
იმარჯვებენ, უთხრა თავის თავს, და ამჯერად ქოფაკის ხმა ჩაეს-
მა, მისი ცივი ხრიალი, ლითონის გასმა ქვაზე. „აირიდე ზოგი ტკი-
ვილი, გოგონი, და დაუთმე, რაც უნდა“.
სულ ბოლოს მსუქანი ტავერნის მომღერლის საქმეს არჩევ-
დნენ.
მას ბრალი გარდაცვლილი მეფე რობერტის გამასხარავებაში
ედებოდა. ჯოფმა ბრძანა, მისი ქნარი მოეტანათ და დაავალა, ის
სიმღერა დარბაზის წინაშე შეესრულებინა. მომღერალი მოთ-
ქვამდა და იფიცებოდა, რომ ის სიმღერა მის პირს აღარასოდეს
დასცდებოდა, მაგრამ მეფე თავისაზე იდგა. თითქოს სასაცილო
სიმღერა იყო, ღორს შერკინებულ რობერტზე. ღორი – ეს ის ტახი
იყო, მეფე რომ მოკლა, მაგრამ ზოგ სტროფში ლამის გეგონებო-
და, დედოფალზე მღერისო. სიმღერა რომ დასრულდა, ჯოფრიმ
განაცხადა, რომ გადაწყვიტა, გულმოწყალე ყოფილიყო. მომღე-
რალს შეეძლო, დაენარჩუნებინა თითები ან ენა. გადასაწყვეტად
ერთი დღე ექნებოდა. იანოს სლინტმა თავი დაუქნია. სანსამ შვე-
ბით გაიფიქრა, დღეისთვის დამთავრდაო, მაგრამ მისი განსაც-
დელი ჯერ არ დასრულებულიყო. ჰეროლდის ხმამ დარბაზი რომ
დაითხოვა, იგი სასწრაფოდ გაიქცა აივნიდან, მაგრამ დახვეული
კიბის ძირას მომლოდინე ჯოფრი დახვდა. თან ქოფაკი ახლდა,
სერ მერინიც. ყმაწვილმა მეფემ შემფასებლური მზერით აათვა-
ლიერა თავიდან ფეხებამდე.
– ბევრად უკეთ გამოიყურები, ვიდრე მანამდე.
– გმადლობთ, თქვენო მოწყალებავ, – მიუგო სანსამ. ფუჭი
სიტყვები იყო, მაგრამ მათ გამო ჯოფრიმ თავი დააქნია და გაიღი-
მა. – წამო ჩემთან, – უბრძანა და მკლავი შესთავაზა. სხვა გზა არ
იყო, უნდა დაჰყრდნობოდა. ოდესღაც მისი ხელის შეხება გულს

1110
უძგერებდა; ახლა კი ზიზღით დაბურძგლა, – მალე ჩემი დღეობა
დადგება, – თქვა ჯოფრიმ, სატახტო დარბაზის უკანა კარი რომ
გაიარეს, – დიდი ნადიმი გაიმართება და საჩუქრებს მივიღებ. შენ
რის ჩუქებას აპირებ? – მე... ჯერ არ მიფიქრია, მილორდ.
– თქვენო მოწყალებავ, – მოჭრით შეუსწორა მან, – მართლაც
სულელი გოგო ხარ, ჰო? დედაჩემი ასე ამბობს.
– მართლა? – ყოველივე იმის მერე, რაც მოხდა, მის სიტყვებს
სანსასთვის გულის ტკენის ძალა უნდა გამოსცლოდა, მაგრამ რა-
ტომღაც ასე არ იყო. დედოფალი გოგონას მუდამ ისე კეთილად ეპ-
ყრობოდა.
– ჰო, მართლა. ჩვენი შვილების გამო ღელავს, ისინიც შენსავით
სულელები არ გამოვიდნენ, მაგრამ ვუთხარი, ამაზე ნუ იწუხებ-მეთ-
ქი, – მან ხელით ანიშნა და სერ მერინმა მათ წინ კარი გააღო.
– მადლობა, თქვენო მოწყალებავ, – ჩაიბუტბუტა სანსამ. მარ-
თალს ამბობდა ქოფაკი, გაიფიქრა, ერთი პატარა ჩიტი ვარ და მეტი
არაფერი, სხვებისგან დასწავლილ სიტყვებს ვიმეორებ. მზე დასავ-
ლეთის გალავნის ქვემოთ ჩაცურებულიყო და წითელი ციხის ქვები
სისხლივით მუქად ბზინავდნენ.
– როგორც კი შეძლებ, მაშინვე დაგაორსულებ, – უთხრა ჯოფ-
რიმ, თან სავარჯიშო ეზო გადაატარა, – თუ პირველი ბავშვი სულე-
ლი გამოდგება, თავს მოგაჭრი და უფრო ჭკვიან ცოლს ვიპოვი. რო-
გორ ფიქრობ, როდის შეგეძლება ბავშვის ყოლა?
სანსა ვერც კი უყურებდა, ისე არცხვენდა მისი სიტყვები.
– სეპტა მორდეინი ამბობს, რომ... რომ წარჩინებული გოგონები
ჩვეულებრივ თორმეტი ან ცამეტი წლის ასაკში იფურჩქნებიან.
ჯოფრიმ თავი დაუქნია.
– აქეთ, – კარიბჭის ქვეშ შეუძღვა, გალავნის თავზე ამავალი კი-
ბის ძირისკენ გაემართა.
აცახცახებული სანსა ერთბაშად გაშორდა, უკან დაიხია. უცებ
მიხვდა, სად მიდიოდნენ.

1111
– არა, – წარმოთქვა სუნთქვაჩამწყდარმა, – გთხოვ, არა, ნუ
მაიძულებ, გევედრები...
ჯოფრიმ მაგრად მოკუმა ტუჩები.
– მინდა განახო, მოღალატეებს რა ემართებათ.
სანსამ გაშმაგებით გაიქნია თავი – არ ვიზამ. არ ვიზამ.
– შემიძლია, შენი თავი სერ მერინს ავათრევინო, – უთხრა
მან, – არ მოგეწონება. ჯობს, აკეთო, რადაც გეუბნები, – ჯოფრიმ
ხელი გაუწოდა, სანსა შიშით გაერიდა და ქოფაკს მიაწყდა.
– ეგრე ქენი, გოგო, – კლეგეინმა უკან, შეფისკენ უბიძგა. სა-
ხის დამწვარ მხარეს პირი შეუტოკდა და სანსას ლამის ჩაესმა
ისიც, რაც არ წარმოთქმულა. სულერთია, მაინც აგიყვანს მაღ-
ლა, ასე რომ, დაუთმე, რაც უნდა.
მან თავს აიძულა, მეფის გამოწვდილ ხელს შეხებოდა. ასვლა
საშინელ სიზმარს ჰგავდა. ყოველი ნაბიჯის გადადგმას ძალას
ატანდა, თითქოს კოჭამდე ტალახიდან ექაჩებოდა ფეხებს. საფე-
ხურებიც იმდენი იყო, ვერასოდეს იფიქრებდა, ამდენი თუ იქნე-
ბოდა: ათასობით და ათასობით საფეხური, ზემოთ კი საშინელე-
ბა ელოდა.
ბჭის მაღალი ქონგურებიდან მათ ქვემოთ მთელი ქვეყნიერე-
ბა გადაიშალა. სანსა ხედავდა ბაელორის დიდ სეპტს ვისენიას
ბორცვზე, სადაც მამამისი სიცოცხლეს გამოესალმა. დების ქუ-
ჩის მეორე ბოლოში დრაკონის ხაროს ცეცხლით გაშავებული
ნანგრევები ამართულიყო. დასავლეთით ვეება წითელი მზე ნა-
ხევრად ჩამალულიყო ღმერთების ჭიშკრის მიღმა. ზურგსუკან
მარილიანი ზღვა მოჰქცეოდა, სამხრეთით კი თევზის ბაზარი,
ნავსადგომები და შავწყალა ჩქერის მორევებიანი ნაკადი მოჩან-
და. ხოლო ჩრდილოეთით...
იგი ჩრდილოეთით მიტრიალდა და მხოლოდ ქალაქი დაინა-
ხა, ქუჩები, შუკები, ბორცვები და ჩიხები, ისევ ქუჩები, ისევ ჩიხე-

1112
ბი და შორი გალავნის ქვის წყობა. მაგრამ მან იცოდა, რომ ყოველი-
ვე ამის მიღმა ღია ქვეყნიერება იწყებოდა, ფერმები, ველები და ტყე-
ები, მათ მიღმა კი, ჩრდილოეთით, უფრო, უფრო ჩრდილოეთით ვინ-
ტერფელი იყო აღმართული.
– რას უცქერი? – უთხრა ჯოფრიმ, – აი, ეს უნდა მეჩვენებინა,
აგერ. გალავნის თავის გარეთა კიდეს მაღალი მოაჯირი იცავდა, იმ
სიმაღლის, სანსას ნიკაპამდე რომ მისწვდებოდა. ყოველი ხუთი ფუ-
ტის შემდეგ მასში მშვილდოსნებისთვის დუროები იყო გამოჭრილი.
თავები ქონგურსა და ქონგურს შორის აემართათ, გალავნის გას-
წვრივ; იმგვარად დაეგოთ რკინის შუბებზე, რომ სახით ქალაქისკენ
იყვნენ მიქცეულები. სანსამ ისინი მაშინვე შენიშნა, როგორც კი გა-
ლავნის თავზე შემოდგეს ფეხი, მაგრამ მდინარე, ახმაურებული ქუ-
ჩები და ჩამავალი მზე ბევრად უფრო ლამაზი საყურებელი იყო. შე-
უძლია, მაიძულოს, ვუცქირო თვეებს, უთხრა თავის თავს, მაგრამ
ვერ მაიძულებს, დავინახო ისინი.
– ეს მამაშენისაა, – უთხრა ჯოფრიმ, – აი, ეს. ძაღლო, მოატრი-
ალე, დაინახოს.
სანდორ კლეგეინმა თავს თმებში ჩაავლო ხელი და მოაბრუნა.
მოჭრილი თავი კუპრში ამოევლოთ, უფრო დიდხანს რომ შენა-
ხულიყო. სანსამ აუღელვებლად შეხედა, სრულიადაც არ ხედავდა.
სულაც არ ჰგავს ლორდ ედარდს, გაიფიქრა; არც კი გეგონებოდა,
ნამდვილი თუ იყო.
– რამდენ ხანსაა საჭირო, ვუყურო?
ჯოფრი იმედგაცრუებული ჩანდა.
– სხვების ნახვაც გინდა? – რიგი გრძელი იყო.
– თუ თქვენი მოწყალება ინებებს.
ჯოფრიმ იგი გალავნის თავის გასწვრივ გაიყოლა, თორმეტიოდე
თავს და ორ ცარიელ სარს ჩაუარეს.
– ესენი ჩემი ძია სტანისისა და ძია რენლისთვის მაქვს დატოვე-
ბული, – აუხსნა სანსას. დანარჩენების თავები მამამისისაზე ბევრად

1113
ადრე მოეკვეთათ და გამოეფინათ კედელზე. თუმც კუპრი ესვათ,
ბევრის ცნობა უკვე შეუძლებელი იყო. მეფემ ერთს მიათითა და
თქვა:
– აი, ის შენი სეპტაა, – მაგრამ სანსა იმასაც კი ვერ იტყოდა,
რომ ეს ქალის თავი იყო. გახრწნილი ყბა ჩამოვარდნოდა, ფრინ-
ველებს კი ცალი ყური და ლოყის დიდი ნაწილი მოეკორტნათ.
სანსა ადრეც ფიქრობდა, ნეტავ სეპტა მორდეინს რა დაემარ-
თაო, თუმც ახლა მიხვდა, ალბათ მთელი ეს ხანი ვიცოდიო.
– რატომ მოკალი? – ჰკითხა, – ღმერთებისთვის ჰქონდა აღ-
თქმა მიცემული...
– მოღალატე იყო, – ჯოფრის უკმაყოფილო სახე ჰქონდა; სან-
სა როგორღაც აგულისებდა, – შენ არ გითქვამს, ჩემს დღეობაზე
რას აპირებ, მაჩუქო. ან იქნებ მე გაჩუქო რამე, გინდა?
– როგორც ინებებ, მილორდ, – მიუგო სანსამ.
ჯოფრიმ რომ გაიღიმა, სანსა მიხვდა, რომ დასცინოდა.
– ხომ იცი, რომ შენი ძმაც მოღალატეა, – მან უკან მიატრია-
ლა სეპტა მორდეინის თავი, – შენი ძმა ვინტერფელიდან მახ-
სოვს. ჩემი ძაღლი მას ჯოხისხმალა ლორდს ეძახდა. ჰო, ძაღლო?
– ეგრე ვეძახდი? – გამოეპასუხა ქოფაკი, – არ მახსოვს.
ჯოფრიმ მოუთმენლად აიჩეჩა მხრები.
– შენმა ძმამ ბიძაჩემი ჯეიმი დაამარცხა. დედაჩემი ამბობს,
ღალატით და მოტყუებითო. იტირა, ეს რომ შეიტყო. ყველა ქალი
სუსტია, იგიც კი, თუმც თავს ისე იჭერს, თითქოს ასე არ იყოს. ამ-
ბობს, რომ მეფის საბიჯელში უნდა დავრჩეთ, შიშობს, ჩემმა სხვა
ბიძებმა არ შემოგვიტიონ, მაგრამ მე ეგ არ მენაღვლება. ჩემი
დღეობის ნადიმის მერე ვაპირებ, ლაშქარი შევკრიბო და ჩემი ხე-
ლით მოვკლა შენი ძმა. აი, რას გაჩუქებ, ლედი სანსა. ძმის თავს.
რაღაც სიგიჟე დაეუფლა და საკუთარი პასუხი ჩაესმა:
– და ჩემმა ძმამ რომ მაჩუქოს შენი თავი?
ჯოფრი მოიღუშა.

1114
– ასე არასოდეს უნდა დამცინო. ერთგული ცოლი თავის ბატონს
არ დასცინის. სერ მერინ, ასწავლე.
რაინდმა ამჯერად ყბის ქვეშ მოავლო ხელი და თავი გაუჩერა,
როცა ურტყამდა. ორჯერ შემოჰკრა, ჯერ მარცხნიდან, მერე, უფრო
გამეტებით, მარჯვნიდან. სანსას ტუჩი გაუსკდა და ნიკაპზე სისხლი
დასდინდა, მისი ცრემლების სიმლაშეს შეერთო.
– სულ ეგრე არ უნდა ტიროდე, – უთხრა ჯოფრიმ, – რომ იღიმები
და იცინი, უფრო ლამაზი ხარ.
სანსამ თავს აიძულა, გაეღიმა, იმის შიშით, რომ სერ მერინი ისევ
შემოჰკრავდა, ასე რომ არ მოქცეულიყო. მაგრამ ამით მეფის გული
ვერ მოიგო, ის მაინც თავს აქნევდა.
– მოიწმინდე სისხლი, რას ჰგავხარ.
გარე პარაპეტი ნიკაპამდე სწვდებოდა, მაგრამ გალავნის თავს
შიდა მხრიდან ზღუდე არ მიუყვებოდა, სულ არაფერი, იყო მხოლოდ
მაღალი ჩასავარდნი შიდა ეზოსკენ, სამოცდაათი თუ ოთხმოცი ფუ-
ტის სიმაღლისა. ხელის კვრის მეტი არაფერია საჭიროო, გაიფიქრა.
იგი აქვე იდგა, სულ ახლოს, მასხრად იგდებდა იმ თავისი სქელი
წურბელა ტუჩებით. შეგეძლო, ეს გექნა, უთხრა თავს. შეგეძლო. ახ-
ლავე ქენი. იმასაც კი არ ჰქონდა მნიშვნელობა, თავად გადაჰყვებო-
და თუ არა.
ამას არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდა.
– აჰა, გოგო, – მის წინ სანდორ კლეგეინმა ჩაიმუხლა, მასა და
ჯოფრის შორის. ასეთი ზორბა კაცისთვის გასაოცარი სიფრთხილით
დაუშრო გახეთქილი ტუჩიდან ჩამომდინარი სისხლი.
შესაფერისი წუთი დაიკარგა. სანსამ თვალები დახარა.
– მადლობა, – წარმოთქვა, სანდორმა საქმე რომ დაასრულა.
კარგი გოგონა იყო, ზრდილობა არასოდეს ავიწყდებოდა.

1115
დენერისი

1116
ფრთების ჩრდილი ადგა მის ცხელებიან სიზმრებს.
– არ გინდა დრაკონი გააღვიძო, ხომ არ გინდა?
გრძელ დარბაზს მიუყვებოდა, ქვის მაღალი თაღების ქვეშ გადი-
ოდა. უკან მიხედვა არ შეეძლო; უკან არ უნდა მიეხედა. წინ კარი
იყო, შორიდან ერთი ციდა ჩანდა, მაგრამ ამსიშორიდანაც არჩევდა,
რომ წითლად იყო შეღებილი. ნაბიჯს უჩქარებდა და მისი შიშველი
ფეხები ქვაზე სისხლიან კვალს ტოვებდა.
– არ გინდა დრაკონი გააღვიძო, ხომ არ გინდა?
დოთრაკის ზღვაზე დაფენილ მზის სხივებს ხედავდა, ცოცხალ
ველს, მიწისა და სიკვდილის სუნით გაჯერებულს. ქარი არხევდა ბა-
ლახს და წყალივით ალივლივებდა. დროგოს თავის ძლიერ მკლა-
ვებში ჰყავდა მოქცეული, მისი ხელი ეალერსებოდა, ბაგეებს უხსნი-
და და იმ საამო სისველეს უღვიძებდა, მხოლოდ დროგოს რომ ეკუთ-
ვნოდა; მაღლიდან ვარსკვლავები დაჰღიმოდნენ, დღის შუქით გაჩა-
ღებული ციდან. – შინ, – ჩაიჩურჩულა დენიმ, როდესაც დროგომ
მასში შეაღწია და თესლით აავსო, მაგრამ უეცრად ვარსკვლავები
ჩაქრა, ლაჟვარდოვან ცას ვეება ფრთები გადაეფარა და ქვეყნიერე-
ბა ცეცხლმა მოიცვა.
– არ გინდა დრაკონი გააღვიძო, ხომ?
სერ იორაჰს მოქცეული და მწუხარე სახე ჰქონდა.
– რეიგარი უკანასკნელი დრაკონი იყო, – უთხრა დენის. რაინდი
მჭვირვალ ხელებს ითბობდა მოგიზგიზე მაყალზე, რომელზედაც
ნაკვერჩხალივით ღვიოდნენ ქვის კვერცხები. ერთ წუთს აქ იყო, მე-
ორე წუთს კი ქრებოდა, სხეული უუფერულდებოდა, ქარზე უფრო
უხორცო ხდებოდა.
– უკანასკნელი დრაკონი, – დაიჩურჩულა ნისლივით მკრთალმა
და გაქრა. დენიმ ზურგსუკან წყვდიადი იგრძნო, წითელი კარი კი უფ-
რო შორს ჩანდა, ვიდრე ადრე.
– არ გინდა დრაკონი გააღვიძო, ხომ?
მის წინ ვისერისი იდგა და დაჰკიოდა.

1117
– დრაკონი არავის სთხოვს, შე ბოზო! დრაკონს ვერ უბრძა-
ნებ. მე დრაკონი ვარ და გვირგვინს დამადგამენ! – გამდნარი ოქ-
რო ცვილივით დასდიოდა სახეზე და ხორცში ღრმა ღარებს უტო-
ვებდა, – მე დრაკონი ვარ და გვირგვინს დამადგამენ! – წიოდა
იგი, თითები გველებივით უტკაცუნებდა, დენის კერტებზე კბენ-
დნენ, ჩქმეტდნენ, უგრეხდნენ, მაშინაც კი, ძმას თვალები რომ
გაუსკდა და ლაბასავით დასდინდა გამომხმარ, გაშავებულ ლო-
ყებზე.
– „არ გინდა დრაკონი გააღვიძო წითელი კარი ისე შორს
ილანდებოდა წინ, უკნიდან კი ზედ მობერილ ყინულოვან სუნ-
თქვას გრძნობდა. ეს სუნთქვა თუ დაეწეოდა, დენი დაიღუპებოდა
სიკვდილით, რომელიც სიკვდილზეც მეტი იქნებოდა, რომელიც
სამუდამოდ ჩატოვებდა წყვდიადში ეულად აყმუვლებულს. დენი
გაიქცა. – არ გინდა დრაკონი გააღვიძო შიგნიდან სხეულში სიც-
ხეს გრძნობდა, საკუთარ წიაღში დანთებულ საზარელ ცეცხლს.
მისი ძე მაღალი და ამაყი იყო, დროგოს სპილენძისფერი კანი და
დენის ოქრო-ვერცხლა თმა ჰქონდა, და ნუშისებური იისფერი
თვალები. შვილმა გაუღიმა და ხელი ასწია მისი ხელების შესახ-
ვედრად, მაგრამ, პირი რომ გააღო, ცეცხლი გადმოიფრქვა. დე-
დამ დაინახა, მკერდში როგორ ამოეწვა გული და წამის უმალ
აღარ იყო, როგორც ფარვანა სანთელზე, ისე დაიფერფლა. დენი
მოთქმით იგლოვდა შვილს, ძუძუზე ჩვილის ტკბილი ბაგით შეხე-
ბის აღთქმას, მაგრამ ცრემლები ორთქლად იქცა, კანზე რომ შე-
ეხო.
– გინდა დრაკონი გააღვიძო ტალანის გაყოლებაზე აჩრდი-
ლები იყვნენ ჩამწკრივებული, მეფეთა გახუნებული კაბები ემო-
სათ. ხელთ ფითრი ცეცხლის ხმლები ეპყრათ. ვერცხლის თმა,
ოქროს თმა, თეთრი პლატინის თმა სცემდათ მხრებზე, თვალე-
ბად კი ოპალი და ამეთვისტო, ნეფრიტი და თურმალინი ესხათ.
„სწრაფად!“ უყვიროდნენ ისინი, „სწრაფად, უფრო სწრაფად!“

1118
დენი გარბოდა, მისი ტერფები ქვას ადნობდა შეხებისას. „სწრაფად!“
ერთი კაცივით შეჰყვირეს ლანდებმა, დენიმ იწივლა და წინ უბიძგა
სხეულს. ტკივილის ვეება დანა დაესვა ზურგზე, იგრძნო, როგორ გა-
დაეხსნა კანი, დამწვარი სისხლის სიმყრალე ეცა და ფრთების
ჩრდილს მოჰკრა თვალი. და დენერის ტარგარიენი გაფრინდა.
– დრაკონი გააღვიძო კარი მის წინ ილანდებოდა, წითელი კარი,
ისე ახლო, ისე ახლო...
დარბაზი გაიდღაბნა მის გარშემო, მოდევნებულმა სიცივემ უკან
დაიხია. ქვა აღარსად ჩანდა და დენი დოთრაკის ზღვის თავზე მიფ-
რინავდა, მაღლა, უფრო მაღლა, მის ქვემოთ სიმწვანე ლივლივებდა
და ყოველივე ცოცხალი, მსუნთქავი, შიშით ილტვოდა მისი ფრთე-
ბის ჩრდილიდან. დენის სახლის სუნი სცემდა, ხედავდა სახლს, სწო-
რედ იმ კარის მიღმა: მწვანე ველებს, დიდ ქვის სახლებს და მკლა-
ვებს, რომლებიც გაათბობდნენ, იქ... მან კარი მოაფრიალა.
– დრაკონი...
და თავისი ძმა რეიგარი დაინახა, მისივე აბჯარივით შავ ულაყზე
ამხედრებული. მისი მუზარადის ვიწრო სამზერ ჭრილში წითლად
ღვიოდა ცეცხლი.
– უკანასკნელი დრაკონი, – ძლივს გასაგონად დაიჩურჩულა სერ
იორაჰის ხმამ, – უკანასკნელი, უკანასკნელი.
დენიმ პრიალა შავი ცხაური ასწია, მის მიღმა თავისივე სახე დახ-
ვდა. დიდხანს ამის მერე იყო მხოლოდ ტკივილი, მის სხეულში მო-
გიზგიზე ცეცხლი და ვარსკვლავთა ჩურჩული.
რომ გამოფხიზლდა, პირში ნაცრის გემო ედგა.
– არა, – კვნესოდა, – არა, გევედრებით.
– ხალესი? – ჟიქვი მის თავზემოთ ფარფატებდა, დამფრთხალი
შველი. კარავი ბინდით იყო მოცული, დაგუბებული, ჩახურული. მა-
ყალიდან ნაპერწკლები მიქროდნენ მაღლა და დენი მათ მზერით მი-
აცილებდა საკვამლე ხვრელში. ფრენენ, გაიფიქრა. ფრთები მქონ-
და და დავფრინავდი. მაგრამ ეს სიზმარი იყო, სხვა არაფერი.

1119
– დამეხმარე, – დაიჩურჩულა და წამოდგომას შეეცადა, – მო-
მიტანე... – ხმა ჭრილობასავით სისხლმდინარე ჰქონდა და ვერ
მოეგონებინა, თუ რა უნდოდა. რატომ სტკიოდა ასე? თითქოს ნა-
კუწებად დაეგლიჯათ მისი სხეული და მერე შეეკოწიწებინათ, –
მე მინდა...
– დიახ, ხალესი, – ჟიქვი გაქრა, ყვირილით მოკურცხლა კარ-
ვიდან.
დენის სჭირდებოდა... რაღაც... ვიღაც... რა? იცოდა, ის ძალი-
ან საჭირო იყო. ერთადერთი რამ იყო ამქვეყნად, რასაც მნიშვნე-
ლობა ჰქონდა. გვერდზე გადაბრუნდა და იდაყვს დაეყრდნო, ფე-
ხებზე შემოხვეულ საბანთან სცადა გამკლავება. განძრევა უჭირ-
და. სამყარო ატორტმანდა. მე უნდა...
ხალიჩაზე იპოვეს, თავისი დრაკონის კვერცხებისკენ მიცო-
ცავდა.
სერ იორაჰ მორმონტმა მკლავებში აიტაცა და უკან, აბრეშუ-
მის ლოგინში წაიღო, ის კი უღონოდ უძალიანდებოდა. რაინდის
მხრებს მიღმა დაინახა თავისი სამი მოახლე, ჟოგო მისი შეღინ-
ღლული ზედა ტუჩით და მირი მაზ დურის ბრტყელი ფართო სახე.
– მე უნდა... – სცადა, ეთქვა მათთვის, – მე უთუოდ...
– „„დაიძინე, პრინცესა, – უთხრა სერ იორაჰმა.
– არა, – ამბობდა დენი, – გთხოვ. გთხოვ.
– ჰო, – მან აბრეშუმის საბნები დაახურა, თუმც დენი სიცხით
იწვოდა, – დაიძინე და მოღონიერდი, ხალესი. დაგვიბრუნდი, –
და აი, მირი მაზ დური დაადგა თავს, მაეგი, და ტუჩებთან ფინჯანი
მიუტანა. მჟავე რძის გემო იგრძნო და კიდევ რაღაცის, სქელის
და მწარის. ნიკაპზე თბილი სითხე ჩამოსდინდა. როგორღაც ჩაყ-
ლაპა. კარავი გაბუნდოვანდა და ისევ ძილში ჩაიძირა. ამჯერად
სიზმარი აღარ უნახავს. წყნარი, უშფოთველი ტივტივებდა შავ
ტალღებზე ზღვაში, რომელსაც კიდე არ გააჩნდა.

1120
რაღაც დროის მერე – ვერ იტყოდა, ერთი ღამის, დღის თუ წლის
მერე – კვლავ გაიღვიძა. კარავში ბნელოდა, მისი აბრეშუმის კალ-
თები ფრთებივით ფართქალებდა, გარეთ ქარი რომ დაუბერავდა.
დენის ამჯერად ადგომა აღარ უცდია.
– ირი, – დაიძახა, – ჟიქვი! დორეა, – წამის უმალ მოვიდნენ, –
ყელი გამიშრა, – თქვა, – ისე ძალიან გამიშრა, – და წყალი მოუტა-
ნეს. თბილი და უგემო იყო, მაგრამ დენიმ ხარბად შესვა და ჟიქვის
მეორედაც მოატანინა. ირიმ რბილი ქსოვილი დაალბო და შუბლი
მოსწმინდა.
– ავად ვიყავი, – თქვა დენიმ. დოთრაკმა გოგონამ თავი დაუქ-
ნია, – რამდენ ხანს? – სველი ქსოვილი შუბლს უამებდა, მაგრამ ირი
ისეთი სევდიანი ჩანდა, დენის შიში იპყრობდა.
– დიდხანს, – დაიჩურჩულა მან. ჟიქვი რომ დაბრუნდა და წყალი
მოიტანა, მას მირი მაზ დური მოჰყვა, თვალები ნამძინარევი ჰქონ-
და. – დალიქ, – უთხრა და დენის კვლავ ფინჯანი მიუტანა ტუჩებთან,
მაგრამ ამჯერად მხოლოდ ღვინო შეასვა. ტკბილი, ტკბილი ღვინო.
დენიმ დალია, ზურგზე გადაწვა და საკუთარ წყნარ სუნთქვას მი-
უგდო ყური. კიდურებში სიმძიმე იგრძნო, კვლავ ძილი რომ წამოე-
პარა.
– მომიტანეთ, – ჩაიბუტბუტა გაურკვეველი, ძილმორეული ხმით,
– მომიტანეთ... მინდა, დავიჭირო...
– ჰო? – ჰკითხა მაეგიმ, – რა გსურს, ხალესი?
– მომიტანეთ... კვერცხი... დრაკონის კვერცხი... გთხოვთ... – ქუ-
თუთოები ტყვიასავით დაუმძიმდა, ის კი ისე იყო დაქანცული, ვერ
უძალიანდებოდა.
მესამედ რომ გამოიღვიძა, კარვის საკვამლე ხვრელში მზის ოქ-
როს სხივი იღვრებოდა, მკლავები კი დრაკონის კვერცხზე ჰქონდა
შემოხვეული. ღია ფერის კვერცხი იყო, ქერცლები ნაღებისფერი
ჰქონდა და ოქროსა და ბრინჯაოს ძარღვებით იყო დაქსელილი; დე-
ნი მის მხურვალებას გრძნობდა.

1121
აბრეშუმის საღამურის ქვეშ შიშველი კანი ოფლისგან უპრია-
ლებდა. დრაკონის ცვარი, გაიფიქრა დენიმ. თითები მსუბუქად
გააყოლა ნაჭუჭის ზედაპირს, ოქროს ხვეულებს მიჰყვა და იგ-
რძნო, ქვის სიღრმეში როგორ შეირხა რაღაც და საპასუხოდ მის-
კენ გამოიზიდა. არ შეშინებია. მთელი მისი შიში გამქრალიყო,
ამომწვარიყო.
დენიმ შუბლი მოისინჯა. ოფლის აპკის ქვეშ კანი გრილი
ჰქონდა, სიცხე დასცხრობოდა. ძლივძლივობით წამოჯდა. წუ-
თით თავბრუ დაეხვა და ბარძაყებს შორის ღრმა ტკივილმა გამ-
სჭვალა. მაგრამ თავს მოძლიერებულად გრძნობდა. დაძახილზე
მოახლეებმა მოირბინეს.
– წყალი, – უთხრა მათ, – სურით მომიტანეთ, ყველაზე ცივი,
რასაც იშოვით. და ალბათ ხილი. ფინიკები.
– როგორც იტყვი, ხალესი.
– სერ იორაჰი მჭირდება, – თქვა და წამოდგა. ჟიქვიმ ქვიშაბ-
რეშუმის ხალათი მოართვა და მხრებზე მოასხა, – კიდევ, თბილი
აბაზანა, კიდევ – მირი მაზ დური, და... – ერთბაშად გაახსენდა და
ენა დაებორკა, – ხალი დროგო, – წარმოთქვა ძალდატანებით,
შიშით აცქერდებოდა სახეებში, – არის?
– ხალი ცოცხლობს, – წყნარად მიუგო ირიმ... მაგრამ ამ სიტ-
ყვებს რომ წარმოთქვამდა, დენიმ მის თვალებში სიბნელე შენიშ-
ნა და, მეტი სიტყვის თქმაც ვერ მოასწრო, მოახლე ისე გაიქცა
წყლის მოსატანად. დენი დორეას მიუბრუნდა.
– მითხარი.
– ეე.. სერ იორაჰს მოვიყვან, – უთხრა ლისელმა გოგონამ,
თავი დაუკრა და კარვიდან გავარდა.
ჟიქვიც გაიქცეოდა, მაგრამ დენიმ მაჯაში ჩაავლო ხელი და
დაატყვევა.

1122
– რა არის? უნდა ვიცოდე. დროგო... და ჩემი შვილი, – ბავშვი
აქამდე რატომ არ გახსენებია? – ჩემი ბიჭი... რეიგო... სად არის?
მინდა მომიყვანოთ.
მოახლემ მზერა დახარა.
– ბიჭი... ვერ გადარჩა, ხალესი, – ხმა შიშნარევ ჩურჩულად დას-
ცდა. დენიმ ხელი უშვა. ჩემი შვილი მკვდარია, გაიფიქრა მან, ჟიქვი
კი კარვიდან გავიდა. საიდანღაც იცოდა. იცოდა მას მერე, რაც პირ-
ველად გაიღვიძა და ჟიქვის ცრემლები დაინახა. არა, გაღვიძებამ-
დეც იცოდა. სიზმარი მოაგონდა, ანაზდად, ცხადად, და გაახსენდა
მაღალი კაცი სპილენძისფერი კანით და გრძელი ოქრო-ვერცხლა
თმით, ცეცხლმოდებული.
იცოდა, მოთქმით უნდა ეტირა, მაგრამ თვალები ნაცარივით
მშრალი ჰქონდა. სიზმრად ტიროდა და ცრემლები ორთქლად ას-
დიოდა ლოყებიდან. მთელი მწუხარება ამომეწვა, უთხრა თავის
თავს. სევდიანი იყო, მაგრამ... გრძნობდა, რეიგო ისე ჩამოშორდა,
თითქოს არც არასდროს ყოფილიყო.
ცოტა ხანში კარავში სერ იორაჰი და მირი მაზ დური შემოვიდნენ
და ნახეს, დენი დრაკონის კვერცხებს დასდგომოდა თავს, იმ ორს,
ჯერაც სკივრში რომ ელაგა. ეჩვენა, ისევე იყვნენ გახურებული, რო-
გორც ის, რომელთან ერთადაც ეძინა.
– სერ იორაჰ, აქ მოდი, – უთხრა რაინდს. მისი ხელი აიღო და
წითელხვეულებიან შავ კვერცხზე დაადებინა, – რას გრძნობ?
– ნაჭუჭს, ქვასავით მტკიცეს, – ფრთხილად მიუგო რაინდმა, –
ქერცლებს.
– სითბოს?
– არა. ცივი ქვაა, – მან ხელი გასწია, – პრინცესა, თავს კარგად
გრძნობ? ღირდა, რომ ადექი, ასე დასუსტებული?
– დასუსტებული? ძლიერი ვარ, იორაჰ, – მის საამებლად მაინც
დაეშვა ბალიშების გროვაზე, – მიამბე, როგორ მოკვდა ჩემი შვილი.

1123
– არც უცოცხლია, ჩემო პრინცესა. ქალები ამბობენ... – იორაჰი
წაბარბაცდა და დენიმ შენიშნა, როგორ მომჩვარვოდა ხორცი,
როგორ კოჭლობდა სიარულისას.
– მითხარი. მითხარი, რას ამბობენ ქალები.
მან სახე მიიბრუნა. თვალებს აცეცებდა.
– ამბობენ, ბავშვი იყოო...
დენი უცდიდა, მაგრამ სერ იორაჰს ვერ წარმოეთქვა. კაცს სა-
ხე სირცხვილით ჩაუმუქდა. თავადაც ნახევრად გვამს ჰგავდა.
– ურჩხული, – დაასრულა მირი მაზ დურმა მის ნაცვლად. რა-
ინდს სწორედ რომ მძლავრი კაცი ეთქმოდა, მაგრამ დენი იმწუ-
თას მიხვდა, რომ მაეგი მასზე ძლიერი იყო, უფრო ბოროტიც და
ნამდვილად უფრო სახიფათოც, – მობრეცილი. მე თავად გამო-
ვათრიე. ხვლიკივით იყო დაქერცლილი, უსინათლო, კუდის რი-
კი და პატარა ტყავის ფრთები ჰქონდა ღამურასავით. ხელი რომ
შევახე, ხორცი ძვალს გაძვრა, შიგნიდან კი სამარის მატლებით
და ლპობის სუნით იყო სავსე. წლების წინ იყო მკვდარი.
წყვდიადი, გაიფიქრა დენიმ. საზარელი წყვდიადი, ჩასან-
თქმელად რომ მისდევდა. უკან თუ მიიხედავდა, დაიღუპებოდა.
– ჩემი შვილი ცოცხალი და ძლიერი იყო, როდესაც სერ იო-
რაჰმა კარავში შემომიყვანა, – თქვა მან, – ვგრძნობდი, როგორ
იქნევდა ფეხებს, დაბადებას ლამობდა.
– იქნებ ეგრეც იყო, – მიუგო მირი მაზ დურმა, – მაგრამ არ-
სება, რომელიც დაბადე, ისეთი იყო, მე რომ ვთქვი. იმ კარავში
სიკვდილი ვანობდა, ხალესი.
– მხოლოდ აჩრდილები იყვნენ, – შეუსწორა სერ იორაჰმა,
მაგრამ დენის მის ხმაში ეჭვი ჩაესმა, – მე ვნახე, მაეგი. გნახე,
მარტო შენ, აჩრდილებთან რომ ცეკვავდი.
– სამარე გრძელ ჩრდილებს აჩენს, რკინის ლორდო, – მიუგო
მირიმ, – გრძელსა და ბნელს, და საბოლოოდ ვერანაირი სინათ-
ლე ვერ აკავებს მათ.

1124
დენიმ იცოდა, სერ იორაჰმა მოკლა მისი შვილი. რაც ჩაიდინა,
სიყვარულის და ერთგულების გამო ქნა, მაგრამ სწორედ მან შეიტა-
ნა იქ, სადაც სულიერი არავინ უნდა შესულიყო, და მისი პატარა
წყვდიადს შეაჭამა. რაინდმა თავადაც იცოდა ეს: მისი განაცრისფე-
რებული სახე, ჩაცვენილი თვალები, კოჭლობა ამას ეუბნებოდა.
– შენც შეგეხო ის ჩრდილი, სერ იორაჰ, – უთხრა. რაინდს პასუხი
არ გაუცია. დენი ღმერთის სძალს მიუბრუნდა, – შენ გამაფრთხილე,
რომ მხოლოდ სიკვდილით შეიძლება სიცოცხლის საფასურის გა-
დახდა. მეგონა, ცხენზე ამბობდი.
– არა, – უთხრა მირი მაზ დურმა, – ეს ტყუილი თავად უთხარი
საკუთარ თავს. შენ იცოდი, რაც იყო ფასი.
იცოდა? მართლაც იცოდა? უკან თუ მივიხედავ, დავიღუპები.
– ფასი გადახდილია, – თქვა დენიმ, – ცხენი, ჩემი შვილი, ქვარო
და ქოთო, ჰაგო და კოჰოლო. ფასი გადახდილია, გადახდილია და
კვლავ გადახდილია, – იგი ბალიშებიდან წამოდგა, – სადაა ხალი
დროგო?
მიჩვენე, ღმერთის სძალო, მაეგი, სისხლის მაგო, ვინც კი ხარ.
მიჩვენე ხალი დროგო. მიჩვენე, რა ვიყიდე ჩემი ძის სიცოცხლით.
– როგორც მიბრძანებ, ხალესი, – უთხრა მოხუცმა ქალმა, – წა-
მო, წაგიყვან მასთან.
დენი იმაზე მეტად იყო დასუსტებული, ვიდრე ეგონა. სერ იორაჰ-
მა მკლავი მოხვია და წამოდგომაში დაეხმარა.
– დრო საკმარისი გვაქვს, ეგ მერე რომ ქნა, პრინცესა, – უთხრა
წყნარად.
– ახლავე ვნახავ, სერ იორაჰ.
კარვის ბინდის მერე გარე სამყარო დამაბრმავებლად ნათელი
ეჩვენა. მზე გამლღვალი ოქროსავით იწვოდა, მიწა კი გამომშრალი
და ცარიელი იყო. მოახლეები ხილით, ღვინითა და წყლით ხელში
ელოდნენ, ჟოგოც მოახლოვდა, სერ იორაჰს მის ტარებაში რომ მიშ-

1125
ველებოდა. მის უკან აგო და რახარო იდგნენ. ქვიშაზე ალაპლა-
პებული მზის გამო სხვას ვერაფერს ხედავდა, სანამ ხელი არ ას-
წია და თვალები არ მოიჩრდილა. დაინახა ნაცრიანი ნაცეცხლა-
რები, რამდენიმე ცხენი, უხალისოდ რომ დაეხეტებოდა ბალახის
ძებნაში, გაფანტული კარვები და საძილე ფუთები. ბავშვების პა-
ტარა ჯგუფი მოგროვდა მის საცქერლად, მათ უკან შენიშნა თავი-
ანთ საქმეზე მიმავალი ქალები და დამჭკნარი ბერიკაცები, ერ-
თფეროვან ლურჯ ცას რომ ასცქეროდნენ დაღლილი თვალებით
და დუნედ იტყაპუნებდნენ ხელს იქ, სადაც სისხლის ბუზი დააჯდე-
ბოდათ. ასი ადამიანი თუ იქნებოდა, მეტი არა. იქ, სადაც ადრე
დანარჩენი ორმოცი ათასი იდგა ბანაკად, ახლა ქარი და მტვერი-
ღა ცხოვრობდა.
– დროგოს ხალასარი წასულა, – თქვა დენიმ.
– ხალი, რომელიც ცხენზე ვერ ზის, ხალი არაა, – უთხრა ჟო-
გომ.
– დოთრაკები მხოლოდ ძლიერს მიჰყვებიან, – წარმოთქვა
სერ იორაჰმა, – სამწუხაროდ, ასეა, პრინცესა. მათ ვერაფრით
შეაჩერებდი. პირველი კო პონო წავიდა, ხალი პონო უწოდა
თავს, და მას ბევრი გაჰყვა. ჟაქოც დიდხანს აღარ დაყოვნებულა
და მას მიბაძა. დანარჩენები ღამღამობით მიიპარებოდნენ, დიდ
თუ მცირე ჯგუფებად. ახლა დოთრაკის ზღვაზე ათი ახალი ხალა-
სარია იქ, სადაც ოდესღაც მხოლოდ დროგოსი დაიარებოდა.
– ბებრები დარჩნენ, – უთხრა აგომ, – შეშინებულები, სუსტე-
ბი და ავადმყოფები. და ჩვენ, შეფიცულები. ჩვენ დავრჩით.
– ხალ დროგოს რემებიც გარეკეს, ხალესი, – უთხრა რახა-
რომ, – ცოტანი ვიყავით, ვერ შევაჩერეთ. ძლიერის უფლებაა,
სუსტს წაართვას. ბევრი მონაც წაიყვანეს, ხალისაც, შენიც, მაგ-
რამ ზოგი დატოვეს. – იროა? – ჰკითხა დენიმ, ის შეშინებული
ბავშვი გაახსენდა, კრავი-ხალხის ქალაქთან რომ იხსნა.

1126
– მაგომ დაიჭირა, რომელიც ახლა ხალ ჟაქოს სისხლისმიერი
მხედარია, – უთხრა ჟოგომ, – ასეც და ისეც მოიხმარა და მერე თა-
ვის ხალს მისცა, ჟაქომ კი – თავის დანარჩენ სისხლისმიერებს. ექ-
ვსნი იყვნენ. მასთან საქმე რომ მოითავეს, ყელი გამოსჭრეს.
– ასეთი წერა ჰქონია, ხალესი, – უთხრა აგომ.
უკან თუ მივიხედავ, დავიღუპები.
– ავი წერა ჰქონია, – თქვა დენიმ, – მაგრამ არც ისე ავი, როგო-
რიც მაგოს ექნება. მე გპირდებით ამას, ძველი და ახალი ღმერთების
სახელით, კრავების ღმერთის, ცხენების ღმერთის და ყველა ცოცხა-
ლი ღმერთის სახელით. ვფიცავ მთათა დედას და სამყაროს საშოს.
სანამ მე მოვითავებ მათთან საქმეს, მაგო და კო ჟაქო შემევედრები-
ან, ისევე მოწყალედ მოვეპყრა, როგორც ისინი იროას მოეპყრნენ.
დოთრაკებმა ეჭვით გადახედეს ერთმანეთს.
– ხალესი, – განუმარტა მოახლე ირიმ, როგორც ბავშვს, – ჟაქო
ახლა ხალია და უკან ოცი ათასი მხედარი მოჰყვება.
დენიმ თავი ასწია.
– მე კი დენერის გრიგალით შობილი ვარ, დენერისი ტარგარი-
ენთა გვარიდან, ეაგონ დამპყრობლის, მეაგორ ბოროტის და მანამ-
დე – ძველი ვალირიის სისხლი მიდგას. დრაკონის ასული ვარ და
გეფიცებით, ეს კაცები აკივლებულები მოკვდებიან. ახლა კი მიმიყ-
ვანეთ ხალ დროგოსთან.
ის შიშველ წითელ მიწაზე იწვა და მზეს ასჩერებოდა.
სხეულზე თორმეტიოდე სისხლის ბუზი აჯდა, თუმც თითქოს ვერც
გრძნობდა მათ. დენიმ ბუზებს აუქშია და დროგოს გვერდით ჩაიმუხ-
ლა. თვალები ფართოდ ჰქონდა გახელილი, მაგრამ არ ხედავდა და
დენი მაშინვე მიხვდა, რომ ბრმა იყო. მისი სახელი რომ დაიჩურჩუ-
ლა, არ შესტყობია, რომ გაიგონა. ჭრილობა მკერდზე საბოლოოდ
შეხორცებოდა, რუხი, წითელი, საზარელი ნაიარევით ჰქონდა დაფა-
რული.
– რატომ წევს გარეთ, მარტო, მზეზე? – იკითხა დენიმ.

1127
– თითქოს სითბო მოსწონს, პრინცესა, – უპასუხა სერ იორაჰ-
მა, – თვალს მზეს მიადევნებს, თუმც ვერ ხედავს. როგორღაც სი-
არულიც შეუძლია. სადაც წაიყვან, წამოგყვება, მაგრამ მეტს არა.
შეჭამს, თუ პირში საჭმელს ჩაუდებ, დალევს, თუ ბაგეზე წყალს
დააწურავ.
დენიმ ნაზად აკოცა შუბლზე თავის მზესა-და-ვარსკვლავებს
და წამოდგა, მირი მაზ დურის დაუდგა პირისპირ.
– ძვირი ჯადოები გქონია, მაეგი.
– იგი ცოცხალია, – უთხრა მირი მაზ დურმა, – შენ სიცოც-
ხლეს მთხოვდი. სიცოცხლის საფასური გადაიხადე.
– დროგოსნაირი კაცისთვის ეს სიცოცხლე არაა. მისი სიცოც-
ხლე სიცილი იყო, კოცონებზე შემწვარი ხორცი, ლაჯებში მოქ-
ცეული ცხენი. მისი სიცოცხლე ხელში ნაჭერი არახი და თმებში
აწკრიალებული ზანზალაკები იყო, მტრის შესახვედრად რომ მი-
გელავდა. მისი სიცოცხლე მისი სისხლისმიერი მხედრები იყ-
ვნენ, და მე ვიყავი, და ძე, რომელიც უნდა მეჩუქებინა.
მირი მაზ დურს არაფერი მიუგია.
– როდის გახდება ისეთი, როგორიც იყო? – პასუხი მოსთხო-
ვა დენიმ. – როდესაც მზე დასავლეთიდან ამოვა და აღმოსავლე-
თით ჩაესვენება, – მიუგო მირი მაზ დურიმ, – როდესაც ზღვები
დაშრება და მთებს ფოთლების დარად გაიტაცებენ ქარები. რო-
დესაც საშოში კვლავ ჩაგესახება სიცოცხლე და ცოცხალ ბავშვს
შობ. მაშინ დაბრუნდება, მანამდე არა. დენიმ სერ იორაჰს და და-
ნარჩენებს ხელით ანიშნა.
– დაგვტოვეთ. ამ მაეგის მარტო მსურს ვესაუბრო.
მორმონტი და დოთრაკები გაშორდნენ.
– იცოდი, – უთხრა დენიმ, ისინი რომ წავიდნენ. მთელი სხე-
ული სტკიოდა, შიგნიდან თუ გარედან, მაგრამ რისხვა ძალას
სძენდა, – იცოდი, რასაც ვყიდულობდი, ფასიც იცოდი, და მაინც
დამანებე, გადამეხადა იგი.

1128
– ცუდად მოიქცნენ, ტაძარი რომ დამიწვეს, – უშფოთველად მი-
უგო ტანმძიმე, ბრტყელცხვირა ქალმა, – ამან დიდი მწყემსი განა-
რისხა. – ამაში ღმერთის ხელი არ ერია, – ცივად უთხრა დენიმ. უკან
თუ მივიხედავ, დავიღუპები, – მომატყუე. სხეულში ჩამიკალი ბავ-
შვი.
– ულაყი, სამყაროს რომ გახედნის, ანი ქალაქებს ვეღარ გადაწ-
ვავს. მისი ხალასარი აღარც ერთ ხალხს არ ჩატკეპნის მიწაში
ფლოქვებით.
– მე შენ სიტყვა შეგაწიე, – წარმოთქვა მან ტკივილით, – გადა-
გარჩინე.
– გადამარჩინე? – მიახალა ლაზარელმა ქალმა, – სამმა მხე-
დარმა მიხმარა, ისე კი არა, როგორც კაცი ეუფლება ქალს, არამედ
უკნიდან, როგორც ძაღლი ეტოტება ძუკნას. შენ რომ ჩამოიარე, მე-
ოთხე იყო ჩემში. მაშ, როგორდა გადამარჩინე? ვნახე, როგორ და-
იწვა ჩემი ღმერთის სახლი, სადაც უამრავი კარგი ადამიანი განმი-
კურნავს. ჩემი სახლიც დაწვეს, ქუჩებში კი თავების გროვები ვნახე.
ვნახე იმ ხაბაზის თავი, პურს რომ მიცხობდა. იმ ბიჭის თავიც ვნახე,
რაღაც სამიოდე თვის წინ მკვდართვალა ციებისგან რომ გადავარ-
ჩინე. ვისმინე ბავშვების ტირილი, რომლებსაც მხედრები შოლტე-
ბით მიერეკებოდნენ. მაშ მითხარი, რაღა გადაარჩინე?
– შენი სიცოცხლე.
მირი მაზ დურმა ბოროტად გაიცინა.
– შეხედე შენს ხალს და მითხარი, რად ღირს სიცოცხლე, როდე-
საც სხვა ყველაფერი წაგერთმევა.
დენიმ დაუძახა თავისი ხასის მეომრებს და უბრძანა, წაეყვანათ
მირი მაზ დური და მისთვის ხელ-ფეხი გაეკოჭათ. მაგრამ, რომ მიჰ-
ყავდათ, მაეგიმ ისე გაუღიმა, თითქოს რაღაც საიდუმლო გაემხი-
ლათ ერთმანეთისთვის. ერთი სიტყვა, და დენის შეეძლო, მისთვის
თავი მოეკვეთინებინა... მაგრამ მაშინ რა დარჩებოდა? თავი? თუ სი-
ცოცხლეს ფასი არ გააჩნდა, რაღა იყო სიკვდილი?

1129
მათ ხალი დროგო უკან, მის კარავში შეიყვანეს და დენიმ
ბრძანა, ვარცლი აევსოთ. ამჯერად წყალს სისხლი აღარ შერე-
ვია. თავად დაბანა, ტალახი და მტვერი ჩამობანა მკლავებიდან
და მკერდიდან, რბილი ქსოვილით გაუწმინდა სახე, გრძელი შა-
ვი თმა გაუსაპნა და აბურდული ღერები გამოუვარცხნა, სანამ
ისევ ძველებურად არ აუბზინა. ამას რომ მორჩა, უკვე კარგა ხნის
დაბნელებული იყო და დენის ძალა ჰქონდა გამოცლილი. წასა-
ხემსებლად შეჩერდა, მაგრამ ლეღვის წაციცქნა და ყლუპი
წყლის გადაყლაპვაღა შეძლო. ძილი შვება იქნებოდა, მაგრამ
ისედაც საკმაოდ დიდხანს იძინა... მეტისმეტად დიდხანს, სინამ-
დვილეში. ეს ღამე დროგოსი მართებდა, ყველა იმ ღამის სახე-
ლით, რაც ყოფილიყო, და რაც შესაძლოა ისევ ჰქონოდა.
მათი პირველი ერთად ჭენების ხსოვნა ახლდა თან, როდესაც
გარეთ, სიბნელეში გამოიყოლა – დოთრაკებს ხომ სწამდათ,
რომ კაცის ცხოვრებაში ყველაფერი მნიშვნელოვანი ღია ცის
ქვეშ უნდა მომხდარიყო. თავს უთხრა, რომ ქვეყნად სიძულვილ-
ზე უმეტესი ძალებიც არსებობდნენ, და უფრო ძველი, უფრო უტ-
ყუარი ჯადოებიც, ვიდრე მაეგის მიერ ასშაიში ნასწავლი ნების-
მიერი ჯადოქრობა იყო. ბნელი, უმთვარო ღამე იდგა, მაგრამ ზე-
მოდან მილიონობით ვარსკვლავი დაჰკაშკაშებდა. ეს კეთილ
ნიშნად მიიღო.
აქ ბალახის რბილი ქვეშაგები არ დახვედრიათ. მხოლოდ მა-
გარი, მტვრიანი მიწა იყო, შიშველი, ზედ მოფანტული ქვებით. არ
ირხეოდნენ ქარში ხეები და არც მდინარე მოჩხრიალებდა, მისი
შიში წყლის წყნარი ჰანგით რომ გაეფანტა. დენიმ თავს უთხრა,
რომ ვარსკვლავებიც კმაროდა.
– გაიხსენე, დროგო, – ჩასჩურჩულა, – გაიხსენე ჩვენი პირ-
ველი ჭენება ჩვენი ქორწილის დღეს. გაიხსენე ის ღამე, რეიგო

1130
რომ ჩავსახეთ, გარს მთელი ხალასარი რომ გვეხვია, შენ კი სახეში
მიცქერდი. გაიხსენე, რა გრილი და წმინდა იყო წყალი სამყაროს სა-
შოში.
გაიხსენე, ჩემო მზევ და ვარსკვლავნო. გაიხსენე და დამიბრუნ-
დი.
მშობიარობის მერე მეტად მტკივანი და ნაჭრილობევი იყო, წიაღ-
ში მას ვერ მიიღებდა, როგორც ისურვებდა; მაგრამ დორეამ მას
სხვა ხერხებიც ასწავლა. დენი ხელებით, პირით, მკერდით ეალერ-
სებოდა. ფრჩხილებით ფხოჭნიდა, კოცნით უფარავდა სხეულს, ჩას-
ჩურჩულებდა, ლოცულობდა და ამბებს მოუთხრობდა, ბოლოს კი
საკუთარ ცრემლებში გაბანა. მაგრამ დროგომ ვერაფერი იგრძნო,
არც რამე უთქვამს, არც წამომდგარა.
და როდესაც შიშველ ცისკიდურზე უღიმღამო განთიადი ამოჩ-
ნდა, დენი მიხვდა, რომ დროგო მართლაც დაკარგა.
– როდესაც მზე დასავლეთიდან ამოვა და აღმოსავლეთით ჩაეს-
ვენება, – წარმოთქვა მწუხარედ, – როდესაც ზღვები დაშრება და
მთებს ფოთლების დარად გაიტაცებენ ქარები. როდესაც საშოში
კვლავ ჩამესახება სიცოცხლე და ცოცხალ ბავშვს ვშობ. მაშინ დაბ-
რუნდები, ჩემო მზევ და ვარსკვლავნო, მანამდე არა.
არასოდეს, იწივლა წყვდიადმა, არასოდეს არასოდეს არასოდეს.
დენიმ კარავში ბუმბულით გამოვსებული რბილი აბრეშუმის ბა-
ლიში მოძებნა. მკერდზე მიკრული მიჰქონდა, დროგოსთან რომ
ბრუნდებოდა, თავის მზესა და ვარსკვლავებთან. უკან თუ მივიხე-
დავ, დავიღუპები. სიარულიც კი ტკივილს ჰგვრიდა და ძილი ენატ-
რებოდა, უსიზმრო ძილი.
დაიჩოქა, დროგოს ტუჩებზე აკოცა და ბალიში სახეზე მიაჭირა.

1131
ტირიონი

1132
– მათ ჩემი ვაჟი ჰყავთ, – წარმოთქვა ტაივინ ლანისტერმა.
– ასეა, მილორდ, – შიკრიკს დაქანცულობით ხმა ებორკებოდა.
მის დაგლეჯილ იალმაგზე შემხმარ სისხლს სანახევროდ დაეფარა
მკერდზე გამოსახული კრეიკჰოლების ზოლიანი ტახი.
შენი ერთი ვაჟი, გაიფიქრა ტირიონმა. ღვინო მოსვა და ხმა არ
გაუღია, ჯეიმიზე ფიქრობდა. მკლავი რომ ასწია, იდაყვში ტკივილი
ეძგერა და თავისი ხანმოკლე საბრძოლო თავგადასავალი მოაგო-
ნა. ძმა უყვარდა, მაგრამ კასტერლის კლდის ყველა ღმერთის გუ-
ლისთვისაც კი არ ინდომებდა მის გვერდით ყოფნას მოჩურჩულე
ტყეში.
მამა-ბატონის მეთაურებისა და მებაირაღეების კრებული მყის
დადუმდა, მაცნემ ამბავი რომ აუწყათ. გრძელ, ქარიან საერთო
ოთახში მხოლოდ ბუხარში შეკეთებული შეშის ტკაცუნი ისმოდა.
სამხრეთისკენ ხანგრძლივი, გამალებული მგზავრობის სიძნე-
ლეთა მერე ტირიონს გულს უხარებდა ფიქრი, რომ ერთ ღამეს მაინც
გაათევდა სასტუმროში... თუმცა ასარჩევი რომ ჰქონოდა, ისურვებ-
და, მაინცადამაინც ისევ ამ მოგონებებით დატვირთულ სასტუმროში
არ მოხვედრილიყო. მამამისმა ქანცის გამცლელი მარშით ატარა
ჯარი, ამან კი თავისი ხარკი მოითხოვა. ბრძოლაში დაჭრილი ჯარის-
კაცები როგორც შეეძლოთ, ისე მისდევდნენ სხვებს, ან საკუთარი
თავის ანაბარა რჩებოდნენ. ხალხის რაღაც ნაწილი ყოველ დილით
გზისპირას რჩებოდათ, ისინი, ვინც წინა ღამით დაიძინეს და აღარც
გაუღვიძიათ. რაღაც ნაწილი დღის მანძილზე ეცემოდა სიარულისას.
და რაღაც ნაწილი ყოველ საღამოს გარბოდა, ჩამოწოლილ ბნელში
გაიპარებოდნენ ხოლმე.
ტირიონსაც ჰქონდა ცდუნება, მათთვის მიებაძა.
მეორე სართულის ოთახში იყო შესახლებული, ბუმბულის ქვეშა-
გებსა და გვერდით მწოლი შაის სხეულის სითბოში ნეტარებდა, რო-
დესაც საჭურველთმტვირთველმა გააღვიძა და უთხრა, რივერანი-

1133
დან მხედარი მოჭენდა და სავალალო ამბები მოიტანაო. მაშ,
ყველაფერი ამაო ყოფილა. სამხრეთისკენ სვლა, დაუსრულებე-
ლი დაჩქარებული მარშები, გზისპირას დატოვებული გვამები...
ყველაფერი ფუჭი გამოდგა. რობ სტარკი რივერანში მრავალი
დღის წინ ჩასულიყო.
– როგორ მოხდა ეს? – დაიკვნესა სერ ჰარის სვიფტმა, – რო-
გორ?
თუნდაც მოჩურჩულე ტყის მერე – რივერანი რკინის ალყაში
გყავდათ მოქცეული. რა სიგიჟემ დარია ხელი სერ ჯეიმის, თავი-
სი ხალხი სამ ბანაკად რომ გაყო? ხომ დანამდვილებით იცოდა,
ეს როგორ დაასუსტებდა? შენზე უკეთ მაინც იცოდა, შე უნიკაპო
მხდალო, გაიფიქრა ტირიონმა. ჯეიმიმ იქნებ კიდევაც დაკარგა
რივერანი, მაგრამ მაინც ბრაზს ჰგვრიდა იმის მოსმენა, თუ რო-
გორ ასხამდა ლაფს მის ძმას სვიფტისნაირი ურცხვი პირფერი,
ვისი უდიდესი გამარჯვებაც ცხოვრებაში ის იყო, რომ თავისნაი-
რივე უნიკაპო ასული სერ კევანს მიათხოვა და ამ გზით საკუთარი
სიცოცხლე ლანისტერებს დაუკავშირა.
– მის ადგილას მეც ასე მოვიქცეოდი, – მიუგო მისმა ბიძამ,
ბევრად უფრო მშვიდად, ვიდრე ტირიონი იზამდა, – რივერანი
არასოდეს გინახავს, სერ ჰარის, თორემ გეცოდინებოდა, რომ ჯე-
იმის სხვა არჩევანი ნაკლებად ჰქონდა. ციხესიმაგრე იმ კონცხზე
დგას, რომელთანაც ქვაგორია სამკბილას წითელ კბილში ჩა-
ედინება. სამკუთხედის ორ გვერდს მდინარეები შეადგენენ და,
მტერი რომ ემუქრებათ, ტალები მდინარეზე შლუზს. ხსნიან, მე-
სამე გვერდზე დაყოლებულ ფართო არხს ავსებენ და რივერანს
კუნძულად აქცევენ. ფრიალო გალავანი პირდაპირ წყლიდანაა
აღმართული და კოშკებზე მდგარი მცველები გაღმა ნაპირებზეც
მრავალ ლიგას გადაჰყურებენ. იმისათვის, რომ ციხეში არავინ
შევიდეს, მოალყემ ერთი ბანაკი ქვაგორიას ჩრდილოეთით უნდა

1134
დასცეს, ერთი – წითელი კბილის სამხრეთით, მესამე კი – მდინარე-
ებს შორის, თხრილის დასავლეთით. სხვაგვარად ალყას ვერაფრით
ვერ უზრუნველყოფ.
– სერ კევანი მართალს ამბობს, მილორდებო, – თქვა მაცნემ, –
ბანაკების გარშემო წამახული სარებით მესერი ავმართეთ, მაგრამ
ეს არ კმაროდა, მით უფრო, რომ მოულოდნელად დაგვეცნენ, ჩვენ
კი ერთმანეთისგან მდინარეები გვყოფდა. პირველად ჩრდილოე-
თის ბანაკს დაეცნენ. თავდასხმას არავინ ელოდა. მარქ პაიპერი წი-
ნადღით ჩვენს სანოვაგის ფორნებს დაესხა თავს, მაგრამ თან ორ-
მოცდაათ კაცზე მეტი არ ჰყოლია. სერ ჯეიმი წინაღამით გავიდა,
მომხდურებს რომ გასწორებოდა... ანუ მათ, ვინც გვეგონა, რომ
მომხდურები იყვნენ. ასე ვიცოდით, რომ სტარკის ჯარი მწვანე კბი-
ლის აღმოსავლეთ ნაპირზე იყო და სამხრეთისკენ მიეშურებოდა...
– და თქვენი წინამარბები? – სერ გრეგორ კლეგეინის სახე ქვის-
გან გეგონებოდა ნაკვეთი. ბუხარში დანთებული ცეცხლი კანზე ნა-
რინჯის ელფერად ედებოდა და თვალის ღრმულებში ღრმა ჩრდი-
ლებს ჰფენდა, – არაფერი უნახავთ? არ გაუფრთხილებიხართ?
სისხლით დათხვრილმა შიკრიკმა თავი გაიქნია.
– ჩვენი წინამარბები უჩინარდებოდნენ ხოლმე. გვეგონა, მარქ
პაიპერის საქმე იყო. მათ, ვინც უკან ბრუნდებოდა, არავინ დაუნა-
ხავთ. – კაცი თუ ვერავის ხედავს, თვალები არაფრად სჭირდება, –
განაცხადა მთაკაცამ, – ამოთხარეთ და შემდეგ წინამარბებს ჩამოუ-
რიგეთ. ასე უთხარით, იმედი გვაქვს, ოთხი თვალით უკეთ დაინა-
ხავთ, ვიდრე ორითო. თუ არ უშველათ, მათ მომდევნო კაცს ექვსი
თვალი ექნება.
ლორდმა ტაივინ ლანისტერმა სახე მიაბრუნა და სერ გრეგორს
დააკვირდა. მამამისის გუგებმა შუქი რომ აირეკლა, ტირიონმა ოქ-
როსფერ გაელვებას მოჰკრა თვალი, მაგრამ ვერ იტყოდა, ეს მზერა
მოწონების იყო თუ უკმაყოფილების. ლორდი ტაივინი თათბირებზე
ხშირად დუმდა, ლაპარაკს მოსმენა ერჩივნა – ტირიონი თავადაც

1135
ცდილობდა, ამ ჩვევით მამას დამსგავსებოდა. მაგრამ ასეთი
უსიტყვობა ტაივინისთვისაც კი უჩვეულო იყო, მისი ღვინოც ხე-
ლუხლებელი რჩებოდა.
– ამბობდი, ღამით დაგვესხნენო, – შეახსენა სერ კევანმა.
კაცმა დაღლილად დაუქნია თავი.
– ავანგარდს შავი თევზი მოუძღოდა, ჩვენი გუშაგები ამოწ-
ყვიტა და მთავარ შეტევას გზიდან მესერი ჩამოაცალა. იმ დრო-
ისთვის, როდესაც ჩვენები მიხვდნენ, თუ რა ხდებოდა, მხედრები
უკვე არხის ნაპირს ევლებოდნენ ზემოდან და ბანაკში მოაჭენებ-
დნენ ცხენებს, ხელში ხმლები და ჩირაღდნები ეკავათ. მე დასავ-
ლეთის ბანაკში ვიყავი, მდინარეებს შორის. ბრძოლის ხმა რომ
მოგვესმა და აბრიალებული კარვები დავინახეთ, ლორდი ბრაქ-
სი ტივებთან ჩაგვიძღვა და ვცადეთ, მდინარე ასე გადაგველახა,
ჭოკების დახმარებით, მაგრამ ნაკადმა დაღმა წაგვიღო და ტა-
ლებმა გალავნის თავზე მდგარი ფილაკვნებიდან ლოდები დაგ-
ვიშინეს. დავინახე, როგორ იქცა ნაფოტებად ერთი ტივი, ორი კი
გადაყირავდა, მებრძოლები მდინარეში ჩაცვივდნენ და დაიხ-
რჩვნენ... მათ კი, ვინც გადაცურვა მოახერხა, ნაპირზე სტარკები
დახვდნენ.
სერ ფლემენტ ბრაქსს ვერცხლის-და-ალისფერი მოსასხამი
ეცვა და ისეთი გამომეტყველება ჰქონდა, თითქოს ვერ მიხვედ-
რილიყო სიტყვებს, რომლებიც ჩაესმა.
– მამა-ბატონი...
– ვწუხვარ, მილორდ, – უთხრა შიკრიკმა, – ლორდ ბრაქსს
აბჯარი და ჯაჭვი ეცვა, მისი ტივი რომ გადაბრუნდა. ძლიერ ქვე-
ლი მეომარი იყო. შტერი მეომარი იყო, გაიფიქრა ტირიონმა, თა-
ვისი სირჩა დაატრიალა და ღვინოს ჩააცქერდა. თუკი ეს სიქველე
იყო: აბჯარასხმული მდინარეში შეცურებულიყავი უხეში ტივით,
როდესაც მეორე ნაპირზე მტერი გელოდა – მაშინ რამდენჯერაც
ასარჩევი გაუხდებოდა, იმდენჯერ აირჩევდა სიმხდალეს. ნეტავ

1136
ლორდი ბრაქსი განსაკუთრებულ სიქველეს თუ გრძნობდა, როდე-
საც აბჯრის სიმძიმემ შავ წყალში ჩაითრიაო, გაიფიქრა.
– მდინარეებს შორის მოქცეული ბანაკიც დაარბიეს, – ამბობდა
შიკრიკი, – სანამ წყლის გადალახვას ვლამობდით, დასავლეთიდან
სტარკების სხვა რაზმები მოიჭრნენ, აბჯრიანი ცხენოსნების ორი კო-
ლონა. ლორდ ამბერის შებორკილი გოლიათი და მალისტერების
არწივი დავინახე, მაგრამ მათ წინ ის ბიჭი მოუძღოდათ, გვერდით
საზარელი მგელი მოსდევდა. იქ არ ვყოფილვარ და მე არ მინახავს,
მაგრამ ამბობდნენ, მხეცმა ოთხი კაცი მოკლა და თორმეტი ცხენი
დაფლითაო.
ჩვენმა შუბოსნებმა ფარი-კედელი ააწყვეს და მათ პირველ შემო-
ტევას დაუდგნენ, მაგრამ ტალებმა რომ დაინახეს, მტერს ჩვენთვის
აღარ სცალიაო, რივერანის კარიბჭე გახსნეს, ტიტოს ბლექვუდმა
მარბიელი რაზმი გადმოატარა ასაწევ ხიდზე და ზურგიდან დაარტყა.
– ღმერთებო! – შეიკურთხა ლორდმა ლეფორდმა.
– დიდჯონმა ამბერმა ცეცხლი წაუკიდა საალყე კოშკებს, რომ-
ლებსაც ვაგებდით, ლორდმა ბლექვუდმა კი სერ ედმურ ტალი იპო-
ვა, სხვა ტყვეებს შორის დაბორკილი, ყველა წაიყვანა და წაგვივიდა.
ჩვენს სამხრეთ ბანაკს სერ ფორლი პრესტერი სარდლობდა. როდე-
საც დაინახა, რომ სხვა ბანაკები უკვე დაკარგული იყო, სრული წყო-
ბით დაიხია უკან, მაგრამ ტიროშელმა ქირით მებრძოლმა, თავისუ-
ფალ მხედრებს რომ მეთაურობდა, ზურგი აქცია მის ბაირაღებს და
მტრისკენ გადავიდა.
– წყეული იყოს ეგ კაცი, – ბიძამისი კევანი გაბრაზებული უფრო
ჩანდა, ვიდრე გაოცებული, – ვაფრთხილებდი ჯეიმის, არ ნდობოდა.
კაცი ფულისთვის რომ იბრძვის, ის მხოლოდ თავისი ქისის ერ-
თგულია. ლორდ ტაივინს ერთმანეთში ჩაწნულ თითებზე დაეყრდნო
ნიკაპი.
საუბარს რომ უსმენდა, მხოლოდ მისი თვალები იძვროდნენ.
აბურძგნილ ოქროვან ბაკენბარდებს შორის ნიღაბივით უძრავი სახე

1137
მოუჩანდა, მაგრამ ტირიონი ხედავდა, რომ გაპარსული თავი
ოფლის ციცქნა წვეთებით დასცვაროდა.
– ეს რანაირად უნდა მომხდარიყო?! – არ ცხრებოდა სერ ჰა-
რის სვიფტი, – სერ ჯეიმი ტყვედაა, ალყა მოხსნილია... კატას-
ტროფაა!
სერ ადამ მარბრანდმა უთხრა:
– ეჭვი არაა, ყველანი გემადლიერებით, ასე ცხადზე უცხადეს
გარემოებაზე რომ მიგვითითეთ, სერ ჰარის. საკითხავი ისაა, ანი
რა გავაკეთოთ? – რის გაკეთება შეგვიძლია? ჯეიმის ლაშქარი
ამოჟლეტილია, ტყვედაა ჩავარდნილი ან გაქცეულია, სტარკები
და ტალები კი ზუსტად ჩვენი მომარაგების გზაზე სხედან. დასავ-
ლეთისგან მოჭრილები ვართ! შეუძლიათ, კასტერლის კლდის-
კენ გაილაშქრონ, თუ ასე გადაწყვეტენ, და რა შეაჩერებთ? მი-
ლორდებო, დავმარცხდით. მშვიდობა უნდა ვითხოვოთ, დავზავ-
დეთ.
– მშვიდობა? – ტირიონმა ფიქრიანად შეანჯღრია თავისი
ღვინო, გრძელი ყლუპით გამოცალა და ცარიელი სირჩა იატაკს
დაანარცხა, რომელზეც ის ათას ნამტვრევად მიმოიფანტა, – აი,
თქვენი მშვიდობა, სერ ჰარის. ჩემმა ძვირფასმა დისშვილმა მა-
შინ დაამსხვრია იგი სრულად და საბოლოოდ, როდესაც გადაწ-
ყვიტა, წითელი ციხე ლორდ ედარდის თავით შეემკო. ახლა ამ
სირჩიდან უფრო იოლად დალევთ ღვინოს, ვიდრე რობ სტარკს
დაზავებაზე დაითანხმებთ. იგი იმარჯვებს... თუ ვერ შენიშნეთ?
– ორი ბრძოლა ომის ბედს არ წყვეტს, – შეედავა სერ ადამი,
– ჩვენ ჯერ კიდევ არ დავმარცხებულვართ. სიამოვნებით გამოვ-
ცდიდი იარაღს სტარკის ბიჭზე.
– იქნებ დროებით ზავზე დაგვთანხმდნენ და ტყვეების გაც-
ვლა დაგვანებონ, – შესთავაზათ ლორდმა ლეფორდმა.

1138
– სამი ერთშიც რომ მოგვცნენ, მაგ სასწორზე მაინც უფრო მსუ-
ბუქები გამოვდივართ, – არ დაინდო ტირიონმა, – და ჩემს ძმაში რას
შევაძლევთ? ლორდ ედარდის გახრწნილ თავს?
– ასე მსმენია, დედოფალ სერსეის მარჯვენის ასულები ჰყავსო,
– იმედიანად გაიხსენა ლეფორდმა, – თუ ბიჭებს მის დებს დავუბრუ-
ნებთ... სერ ადამმა აგდებით ჩაიფრუტუნა.
– სრული ვირები უნდა ვიყოთ, ჯეიმი ლანისტერის სიცოცხლე ორ
გოგოდ რომ ვიყიდოთ.
– მაშინ უნდა გამოვისყიდოთ სერ ჯეიმი, რადაც არ უნდა დაგვიჯ-
დეს, – თქვა ლორდმა ლეფორდმა.
ტირიონმა თვალები ცისკენ აატრიალა.
– სტარკებს ოქრო თუ შემოაკლდათ, შეუძლიათ, ჯეიმის აბჯარი
გადაადნონ.
– ზავს თუ ვითხოვთ, სუსტებად ჩაგვთვლიან, – ბჭობდა სერ
ადარნი, – ახლავე მათზე უნდა გავილაშქროთ.
– უეჭველია, მეფის კარზე ჩვენი მეგობრები მსჯელობენ, რომ და-
მატებით ჯარი მოგვაშველონ, – თქვა სერ ჰარისმა, – შეიძლება,
ვინმე კასტერლის კლდეზეც დაბრუნდეს და ახალი ლაშქარი შეკრი-
ბოს.
ლორდი ტაივინ ლანისტერი ფეხზე წამოდგა.
– მათ ჩემი ვაჟი ჰყავთ, – გაიმეორა ხმით, რომელმაც საუბრები
ისე მოსხიპა, თითქოს ხმალს კარაქი გაეჭრა, – დამტოვეთ. ყველამ.
მუდამ მამის მორჩილებას ჩვეული ტირიონიც წამოდგა, სხვებთან
ერთად რომ გასულიყო, მაგრამ მამამ გადახედა და უთხრა:
– შენ არა, ტირიონ. დარჩი. შენც, კევან. დანარჩენებმა გასწით.
ტირიონი კვლავ მერხზე ჩამოჯდა, გაოცებისგან ხმა ჩავარდნო-
და.
სერ კევანმა ოთახი გადაჭრა და ღვინის კასრებთან მივიდა.
– ძია, – დაუძახა ტირიონმა, – თუ შეიძლება...

1139
– აჰა, – მამამ თავისი თასი გაუწოდა, ღვინისთვის პირი არ
დაეკარებინა.
ტირიონი ახლა მთლად გაოგნდა. მოსვა.
ლორდი ტირიონი ჩამოჯდა.
– სტარკებზე მართალს ამბობ. ცოცხალი რომ გვყოლოდა,
შეგვეძლო, ედარდ სტარკი ვინტერფელთან და რივერანთან ზა-
ვის მისაღწევად გამოგვეყენებინა. ეს მშვიდობა იმ დროს მოგ-
ვცემდა, რაც რობერტის ძმებთან გასასწორებლად გვჭირდება.
მაგრამ, რაკი მკვდარია.... – ხელი მუშტად შეკრა, – სიგიჟე. სრუ-
ლი სიგიჟე.
– ჯოფრი ჯერ ბიჭია, – შენიშნა ტირიონმა, – მაგისხელა რომ
ვიყავი, მეც ჩამიდენია სისულელეები.
მამამ ჯიქურ შეხედა.
– ალბათ მადლიერები უნდა ვიყოთ, ჯერ კახპა რომ არ შეურ-
თავს.
ტირიონმა ღვინო მოსვა და თავში გაუელვა, ნეტავ რას ემ-
სგავსება ლორდი ტაივინი, ღვინის თასი სახეში რომ ვესრო-
ლოო.
– ჩვენ იმაზე უარეს დღეში ვართ, ვიდრე თქვენ გგონიათ, –
განაგრძო მამამისმა, – როგორც ჩანს, ახალი მეფე გამოგვიჩ-
ნდა.
სერ კევანს თავზარი დაეცა.
– ახალი რაო? რა უყვეს ჯოფრის?
ლორდ ტაივინს თხელ ბაგეზე ოდნავმა ზიზღმა გადაურბინა.
– ჯერ არაფერი. ჩემი შვილიშვილი ჯერაც რკინის ტახტზე ზის,
მაგრამ საჭურისმა სამხრეთიდან მომავალ ჩურჩულს მოჰკრა ყუ-
რი. რენლი ბარათეონმა ამ ორიოდე კვირის უკან ზენაბაღში მარ-
ჯერი ტაირელზე იქორწინა და ახლა გვირგვინზე უფლება განაც-
ხადა. პატარძლის მამამ და ძმებმა მუხლი მოუყარეს და ხმლით
სამსახური შეჰფიცეს.

1140
– ცუდი ამბებია, – სერ კევანი მოიღუშა და შუბლი არხებივით
ღრმა ღარებმა დაუსერა.
– ჩემი ასული გვიბრძანებს, დაუყოვნებლივ მეფის საბიჯელისკენ
გავჭენდეთ და წითელი ციხე მეფე რენლისა და ყვავილის რაინდის
შემოტევისგან დავიცვათ, – მან მაგრად მოკუმა პირი, – გვიბრძა-
ნებს, ხომ გაიგეთ. მეფისა და მისი საბჭოს სახელით.
– მეფე ჯოფრი ამ ამბავს როგორ უყურებს? – იკითხა ტირიონმა
იოლად შესამჩნევი შავი ხალისით.
– სერსეიმ ჯერ არ ჩათვალა საჭიროდ, ეთქვა, – თქვა ლორდმა
ტაივინმა, – შიშობს, რომ შესაძლოა მან თავად დაიჟინოს რენლის
წინააღმდეგ გალაშქრება.
– რა ჯარით? – ჰკითხა ტირიონმა, – იმედია, შენი ჯარის მიცემას
არ აპირებ?
– ქალაქის დაცვის წაყვანაზე ლაპარაკობს, – უთხრა ლორდმა
ტაივინმა.
– მაშინ ქალაქი დაუცველი დარჩება, – წარმოთქვა სერ კევანმა,
– და როცა ლორდი სტანისი დრაკონის ქვაზეა...
– დიახ, – ლორდმა ტაივინმა თავის ძეს დახედა, – ვფიქრობდი,
მასხარის ჩაჩის მეტს ვერაფერს მოირგებდი, ტირიონ, მაგრამ, ჩანს,
ვცდებოდი.
– აბა, მამა, ეს ლამის შექებასავით ჟღერს, – ტირიონი წინ გადაი-
ხარა, – და სტანისზე რას იტყვი? უფროსი ისაა და არა რენლი. თავის
ძმის განაცხადს როგორ უყურებს?
მამამისი მოიღუშა.
– თავიდან მეგონა, სტანისი უფრო დიდი საფრთხე იყო, ვიდრე
ყველა დანარჩენი ერთად. მაგრამ ის ხელსაც არ ანძრევს. ო, ვარისს
მისგანაც ესმა ჩურჩულები. სტანისი გემებს აგებს, სტანისი ქირით
მებრძოლებს აგროვებს, სტანისს ასშაიდან აჩრდილების შემ-
კვრელნი ჩამოჰყავს. ეს რას ნიშნავს? რა არის აქედან მართალი? –
მან მოუთმენლად აიჩეჩა მხრები, – კევან, მოიტა რუკა.

1141
სერ კევანმა ბრძანება შეასრულა. ლორდმა ტაივინმა ტყავის
გრაგნილი გაშალა და მაგიდაზე გადაასწორა.
– ჯეიმიმ ცუდ დღეში დაგვტოვა. რუს ბოლტონი და მისი ლაშ-
ქრის ნარჩენი ჩვენგან ჩრდილოეთით არიან. ტყუპები და მოათ
კაილინი მტერს უჭირავს. რობ სტარკი ჩვენ დასავლეთით ზის,
ასე რომ, ლანისპორტში და კლდეზე ვერ დავიხევთ, თუ ბრძო-
ლის გადახდას არ გადავწყვეტთ. ჯეიმი ტყვედაა, მისმა ჯარმა კი,
სავარაუდოდ, არსებობა შეწყვიტა. მირელი თოროსი და ბერიკ
დონდარიონი ჩვენი მომარაგების რაზმების რბევას განაგრძო-
ბენ. აღმოსავლეთით ერინები გვყავს, დრაკონის ქვაზე სტანის
ბარათეონია გამაგრებული, სამხრეთში კი ზენაბაღი და გრიგა-
ლის კიდე ბაირაღებს მოუწოდებენ.
ტირიონმა ცალყბად გაიღიმა.
– გამხნევდი, მამა. რეიგარ ტარგარიენი მაინც რჩება მკვდა-
რი.
– იმედი მქონდა, მაგ მასხარაობაზე მეტი რამის შემოთავაზე-
ბა შეგეძლო, ტირიონ, – უთხრა ლორდმა ტაივინ ლანისტერმა.
სერ კევანი წარბშეკრული დაჰყურებდა რუკას, შუბლი ღარებით
ჰქონდა დაფარული.
– რობ სტარკს ახლა ედმურ ტალი და სამკბილას ლორდებიც
გვერდში უდგანან. მათი გაერთიანებული ძალები ახლა შესაძ-
ლოა ჩვენსას აღემატებოდეს. რუს ბოლტონიც ჩვენ უკან რომაა...
ტაივინ, აქ თუ დავრჩით, ვშიშობ, სამ ჯარს შორის არ მოვექცეთ.
– აქ დარჩენას არც ვაპირებ. ჭაბუკ ლორდ სტარკს მანამდე
უნდა გავუსწორდეთ, სანამ რენლი ბარათეონი ზენაბაღიდან გა-
მოსვლას – მოახერხებს. ბოლტონი არ მაღელვებს. ფრთხილი
კაცია, მწვანე კბილზე კი სიფრთხილე შევმატეთ კიდევაც. ჩვენს
დადევნებას დიდად არ იჩქარებს. ამგვარად... დილით ჰარენჰა-
ლისკენ გავემართებით. კევან, მინდა, სერ ადამის წინამარბებმა
ჩვენი გადაადგილება დაიცვან. რამდენიც მოითხოვოს, იმდენი

1142
კაცი მიეცი და ოთხ-ოთხკაციან ჯგუფებად დაგზავნეთ. გაუჩინარებე-
ბი აღარ გავიგონო.
– როგორც იტყვი, მილორდ, მაგრამ... ჰარენჰალში რა გვინდა?

ერთი პირქუში, გაუხარელი ადგილია. ზოგი დაწყევლილსაც ეძა-


ხის.
– ჰოდა, ეძახონ, – უთხრა ლორდმა ტაივინმა, – სერ გრეგორი
აუშვი და თავის მძარცველებთან ერთად დაწინაურდეს. ვარგო ჰო-
უთი და მისი თავისუფალი მხედრებიც წინ წავიდნენ და სერ ამორი
ლორჩიც.
სამას-სამასი მხედარი მიეცი. უთხარი, რომ მსურს, ღმერთების
თვალიდან ვიდრე წითელ კბილამდე მთელი მდინარეთი ცეცხლში
გაეხვას.
– გადაწვავენ, მილორდ, – სერ კევანი ფეხზე წამოდგა, – ბრძა-
ნებებს გავცემ, – თავი დაუკრა და კარისკენ გაემართა.
მარტო რომ დარჩნენ, ლორდმა ტაივინმა ტირიონს გადახედა.
– შენს ველურებს იქნებ ძარცვით უნდოდეთ თავის შექცევა.
უთხარი, შეუძლიათ, ვარგო ჰოუთს გაჰყვნენ და ძარცვით გული
მოიოხონ – ნივთები, საქონელი, ქალები, რაც უნდათ, თავიანთთვის
აიღონ, დანარჩენი კი დაწვან.
– შაგას და ტიმეტს რომ უთხრა, როგორ არბიონ ხალხი, ეს იგი-
ვეა, მამალს ყივილი ასწავლო, – მიუგო ტირიონმა, – მაგრამ მირ-
ჩევნია, ჩემთან მყავდნენ. – იქნებ გაუთლელები და მოუთოკავები
იყვნენ, მაგრამ ველურები მისი ხალხი იყო და მათ მეტად ენდობო-
და, ვიდრე მამამისის მეომრებს. მათ სხვებისთვის გადალოცვას არ
აპირებდა.
– მაშინ ჯობია, მათი მოთოკვა ისწავლო. ეგღა მაკლია, ქალაქი
არბიონ.
– ქალაქი? – ტირიონი დაიბნა, – რა ქალაქი?
– მეფის საბიჯელი. კარზე გგზავნი.

1143
ყველაზე ნაკლებად ტირიონ ლანისტერი ამას ელოდა.
ღვინოს გადასწვდა, ნელი ყლუპებით სვამდა და ფიქრობდა.
– და იქ რა უნდა ვაკეთო?
– მართო, – მოუჭრა მამამ.
ტირიონი ახარხარდა.
– ჩემი ძვირფასი დაიკო იტყოდა ამაზე ერთი-ორ სიტყვას!
– რაც უნდა, ის თქვას. მის ვაჟს ვინმემ უნდა მიხედოს, სანამ
ყველანი დავუღუპივართ. რას მიკეთებენ ის მრჩეველი მაკაკები
საბჭოში – ჩვენი ძმა და მეგობარი პეტირი, ღრმად პატივცემული
გრანდ-მაისტერი და ის უსირო საოცრება ლორდი ვარისი? ეგეთ
რა რჩევებს აძლევენ ჯოფრის, რომ სისულელეს სისულელეზე
სჩადის? იმ იანოს სლინტის გალორდება ვინღა მოიგონა? მაგ კა-
ცის მამა ყასაბი იყო, ამათ კი აიღეს და ჰარენჰალი მიართვეს. ჰა-
რენჰალი, ოდესღაც მეფეების საბრძანისი! არა, ფეხს კი ვერ შედ-
გამს იქ, მე თუ საერთოდ რამე მომეკითხება. მითხრეს, სიმბო-
ლოდ გასისხლული შუბი აუღიაო. მე გასისხლულ ყასბის დანას
ვურჩევდი, – მამამისს ხმა არ აუმაღლებია, მაგრამ ტირიონი ხე-
დავდა ბრაზის კვესებას მისი თვალების ოქროში, – და სელმის
გაგდება! საერთოდ, რით ფიქრობდნენ, ეს რომ ქნეს? კი, ბებე-
რია, მაგრამ ბარისტან მამაცის სახელი ჯერაც რაღაცას ნიშნავს
სახელმწიფოში ვის სამსახურშიც არ უნდა იდგეს, ნებისმიერს
ღირსებას შესძენს. აბა, ქოფაკზე ვინმე იტყვის იმავეს? შენს
ძაღლს შეიძლება ძვლები უყარო მაგიდის ქვეშ, მაგრამ გვერდში
კი არ მოისვამ საკარცხულით, – მან ტირიონს სახეში მიაშვირა
თითი, – თუკი სერსეის არ შეუძლია, იმ ბიჭს ლაგამი ამოსდოს,
ეს შენ უნდა ქნა. და თუ ეს მრჩევლები გვაბითურებენ...
ტირიონმა იცოდა.
– სარები, – ამოიოხრა მან, – თავები. გალავნები.
– ვხედავ, ჩემგან რაღაცები გისწავლია.

1144
– იმაზე მეტიც, შენ რომ გგონია, მამა, – წყნარად მიუგო ტირი-
ონმა. ღვინო გამოცალა და თასი დაფიქრებულმა გადადო გვერ-
დით. მისი არსების ნაწილი იმაზე მეტად იყო ნასიამოვნები, ვიდრე
ამის აღიარება მოუნდებოდა. მეორე ნაწილს კარგად ახსოვდა მდი-
ნარეზე გამართული ბრძოლა და ეჭვობდა, ისევ მარცხენა ფლანგის
დასაჭერად ხომ არ მგზავნიანო.
– მე რატომ? – ჰკითხა და თავი ცალ მხარეს გადახარა, – ბიძაჩე-
მი არ გამოდგება? ან სერ ადამი, სერ ფლემენტი ან ლორდი სერეტი?
რატომ... უფრო დიდ კაცს არ ირჩევ?
ლორდი ტაივინი მკვეთრი მოძრაობით წამოდგა.
– შენ ჩემი ძე ხარ.
და მაშინ მიხვდა. იმაზე უკვე ხელი ჩაიქნიე, გაიფიქრა. წყეულო
ნაბიჭვარო, ფიქრობ, რომ ჯეიმი შეიძლება უკვე მკვდრად ჩათვალო,
ჰოდა ახლა მეღა დაგრჩი. ტირიონს უნდოდა, სილა გაეწნა მისთვის,
სახეში შეეფურთხებინა, ხანჯალი ეშიშვლა და გული ამოეჭრა მის-
თვის მკერდიდან, ენახა, მართლაც ძველი მტკიცე ოქროსი ხომ არ
ჰქონდა – როგორც მისი ყმები ამბობდნენ. მაგრამ ისევ ისე იჯდა,
მდუმარე და უძრავი.
დამსხვრეული სირჩის ნამტვრევებმა მამამისის ქუსლების ქვეშ
გაიხრაშუნა, ლორდმა ტაივინმა ოთახი რომ გადაჭრა.
– და კიდევ ერთიც, – თქვა კართან მისულმა, – მეფის კარზე იმ
კახპას არ მიიყვან.
ტირიონი მამის წასვლის მერე კიდევ დიდხანს იჯდა საერთო
ოთახში მარტო. ბოლოს და ბოლოს ავლო სამრეკლოს ქვეშ მოთავ-
სებული მყუდრო ოთახისკენ ამავალი საფეხურები. ოთახს ჭერი და-
ბალი ჰქონდა, მაგრამ ეს ჯუჯას სულაც არ ანაღვლებდა. ფანჯრიდან
ხედავდა სახრჩობელას, მამამისმა რომ ამართა ეზოში. სასტუმროს
მეპატრონის გვამი ნელა ტრიალებდა იმ თავის თოკზე, როცა ღამის
ქარი შემოუბერავდა ხოლმე. ქალს ხორცი ისე დაფლეთოდა და გა-
ლეოდა, როგორც ლანისტერებს – იმედები.

1145
ბუმბულის ლეიბზე რომ ჩამოჯდა, შაიმ ძილში დაიბუტბუტა და
მისკენ გადმოტრიალდა. ტირიონმა ხელი საბნის ქვეშ შეაცურა
და ნაზ ძუძუზე მოავლო. გოგონამ თვალები გაახილა.
– მილორდ, – უთხრა ნამძინარევი ღიმილით.
მარცხენა კერტი რომ გაუმკვრივდა, ტირიონი დაიხარა და
აკოცა.
– ვაპირებ, მეფის საბიჯელში გაგასეირნო, ძვირფასო, – ჩას-
ჩურჩულა.

1146
ჯონი

1147
ფაშატმა წყნარად დაიჭიხვინა, როდესაც ჯონმა უნაგირის ღვედი
მოჭიმა.
– ჩუ, მშვენიერო ქალბატონო, – დაუყვავა მან და შეეხო, და-
ამშვიდა. თავლაში ქარი ჩურჩულებდა, სახეში სცემდა მისი ცივი
მკვდარი სუნთქვა, მაგრამ ჯონი არად აგდებდა. ფუთა უნაგირს
მიაკრა, დასახიჩრებულ თითებს მოუქნელად ხმარობდა.
– ლანდი! – დაიძახა ჩუმად, – ჩემთან!
მგელი უმალ მის გვერდით გაჩნდა, თვალებით – ნაღვერ-
დლებით.
– ჯონ, გეხვეწები. ნუ შვრები ამას.
იგი ამხედრდა, ხელში აღვირი მოიგდო და ცხენი შემოაბრუ-
ნა, პირისპირ დაუდგა ღამეს. თავლის კარში სემუელ ტარლი იდ-
გა, მისი მხრის უკნიდან სავსე მთვარე იცქირებოდა. მისი გო-
ლიათური ჩრდილი ავის მომასწავებლად, შავად ეფინებოდა მი-
წას.
– ჩამომეცალე, სემ.
– ჯონ, ვერ გახვალ, – უთხრა სემმა, – არ გაგიშვებ.
– მირჩევნია, არაფერი დაგიშავო. გვერდზე გადექ, სემ, თო-
რემ გადაგივლი.
– მაგას არ იზამ. უნდა მომისმინო. გეხვეწები.
ჯონმა ცხენს დეზები შემოსცხო და ფაშატი კარისკენ გაქანდა.
წამით სემი ფეხმოუცვლელი დარჩა, სახე მის უკნიდან მოცქირა-
ლი მთვარესავით მრგვალი და გაფითრებული ჰქონდა, პირი გა-
ოცებულ წრედ უფართოვდებოდა. ბოლო წამს, როდესაც ლამის
ზედ მიაწყდნენ, გვერდით გადახტა, რაც ჯონმა წინასწარვე იცო-
და; წაბორძიკდა და წაიქცა. ფაშატი თავზე გადაახტა და ღამეში
გაიჭრა.
ჯონმა მძიმე მოსასხამის ჩაჩი წამოიფარა და ფაშატს აღვირი
მიუშვა.

1148
ციხეშავი მდუმარე და უძრავი იყო, როდესაც მას გასცდა. გვერ-
დით ლანდი მისდევდა. იცოდა, მის უკან კედელზე გუშაგები იდგნენ,
მაგრამ მათი მზერა ჩრდილოეთისკენ იყო მიმართული, არა სამხრე-
თისკენ. ვერავინ დაინახავდა, როგორ წავიდა, ვერავინ, სემუელ
ტარლის გარდა, რომელიც ახლა ფეხზე წამოდგომას ლამობდა ძვე-
ლი თავლების მტვერში. იმედი ჰქონდა, რომ არაფერი იტკინა, ასე
რომ გადაიქცა. ისეთი სქელი და მოუხერხებელი იყო, არ გაუჭირდე-
ბოდა, მაჯა მოეტეხა ან კოჭი ეღრძო, გზიდან რომ ჩამოეცალა.
– გავაფრთხილე, – ხმამაღლა წარმოთქვა ჯონმა, – ასეა თუ ისე,
სხვანაირად მასთან მაინც ვერაფერს გავაწყობდი.
ცხენით მიმავალმა დამწვარი ხელი გაამოძრავა, ნაიარევი თი-
თები მომუშტა და გაშალა. ჯერ კიდევ სტკიოდა, მაგრამ სიამოვნებ-
და, სახვევები რომ აღარ ეკეთა.
სამეფო გზის დახვეულ ზოლს მისდევდა, მთვარის შუქი კი ბორ-
ცვებს ვერცხლისფერში ხვევდა. საჭირო იყო, რაც შეიძლება შორს
გასცლოდა კედელს, სანამ მის წასვლას გაიგებდნენ. დილით გზი-
დან გადავიდოდა, მდევრის მოსაშორებლად უგზოდ შეერეოდა მინ-
დვრებს, ბუჩქებსა და მდინარეებს, მაგრამ ახლა სიჩქარე უფრო ძვი-
რად უღირდა, ვიდრე ფარულად სიარული. თუმცა ისედაც მშვენივ-
რად მიხვდებოდნენ, გეზი საით ეჭირებოდა.
– ბებერი დათვი, ჩვეულებრივ, ალიონზევე დგებოდა, ასე რომ, –
ჯონს გათენებამდე რაც შეიძლება ბევრი ლიგა უნდა დაედო თავსა
და კედელს შორის... თუკი სემ ტარლი არ გასცემდა. სქელი ბიჭი მო-
ვალეობის ერთგული და იოლად შესაშინებელი იყო, მაგრამ ჯონი
ძმასავით უყვარდა. თუ დაჰკითხავდნენ, სემი უეჭველად სიმარ-
თლეს იტყოდა, მაგრამ ჯონი ვერც წარმოიდგენდა, იგი მეფის კოშ-
კის კართან მდგარ მცველებს მისდგომოდა და მორმონტის გაღვი-
ძება მოეთხოვა.

1149
როდესაც ჯონი არ გამოჩნდება და სამზარეულოდან ბებერ
დათვს საუზმეს არ მიართმევს, ისინი მის სენაკში შეიხედავენ და
საწოლზე დასვენებულ გრძელ კლანჭს დაინახავდნენ. მისი და-
ტოვება გაუჭირდა, მაგრამ ჯონი ღირსებას იმდენად არ გაუცხოე-
ბოდა, ხმალი თან რომ წამოეღო. ეს იორაჰ მორმონტსაც კი არ
ჩაუდენია, პატივაყრილი სამშობლოდან რომ გაიქცა. უეჭველია,
ლორდი მორმონტი იპოვიდა ვინმეს, ვინც უფრო ღირსი იქნებო-
და, ეს ხმალი ეტარებინა. ჯონს ნირი წაუხდა, მორმონტი რომ გა-
ახსენდა. იცოდა, მოხუცს მისი დეზერტირობა მარილს მოაყრიდა
შვილის პატივაყრით დაჩნეულ ჯერაც პირშეუკრავ ჭრილობაზე.
ნდობის წილ ასე არ უნდა მოჰქცეოდა, მაგრამ სხვა გზა არ ჰქონ-
და. რაც არ უნდა ჩაედინა, ჯონი გრძნობდა, რომ ვიღაცას მაინც
ღალატობდა.
ახლაც კი ვერ იტყოდა დარწმუნებით, ღირსეული იყო თუ არა
მისი საქციელი. სამხრეთელებისთვის ეს უფრო იოლი იყო. მათ
ჰყავდათ სეპტონები, ისინი, ვინც ღმერთების ნებას აუწყებდნენ
და სწორის და მრუდის გარჩევაში დაეხმარებოდნენ. მაგრამ
სტარკები ძველ ღმერთებს სცემდნენ თაყვანს, უსახელო ღმერ-
თებს, გულის ხეები კი, თუმც ესმოდათ მათი, არ ლაპარაკობ-
დნენ.
როდესაც მის უკან ციხეშავის უკანასკნელი შუქებიც გაუჩი-
ნარდნენ, ჯონმა თავისი ფაშატი ნაბიჯზე გადაიყვანა. წინ დიდი
გზა ედო, ცხენი კი ერთი ჰყავდა. გზის გასწვრივ სამხრეთისკენ კი
შეხვდებოდა სიმაგრეები და ფერმერების სოფლები, სადაც იქ-
ნებ კიდევაც გადაეცვალა თავისი ფაშატი დასვენებულ ცხენზე,
როდესაც დასჭირდებოდა, მაგრამ ამას ვერ მოახერხებდა, თუ
ცხოველს დაასახიჩრებდა ან გზაში დაუვარდებოდა.
მალე ახალი ტანსაცმელიც უნდა ეშოვა; ალბათ მოპარვა მო-
უხდებოდა. ახლა თავით ფეხებამდე შავი ეცვა: ტყავის მაღალი

1150
მხედრული ჩექმები, ჯვალოს შარვალი და ტუნიკა, ტყავის უსახელო
კურტაკი და სქელი შალის მოსასხამი. მისი ორლესული და, ხანჯა-
ლი შავ ჯორის ტყავის ქარქაშში ეგო, უნაგირს მიკრულ ჩანთაში კი
შავი ჯაჭვის პერანგი და ქუდი ედო. თუ დაიჭერდნენ, თითოეული ეს
ნივთი შესაძლოა მისი სიკვდილის საწინდარი ყოფილიყო. ყელის
ჩრდილოეთით შავით მოსილ უცხო ადამიანს ყველა სოფელსა თუ
სიმაგრეში ცივი ეჭვით უცქერდნენ, მას კი მალე ძებნას დაუწყებ-
დნენ. ჯონმა იცოდა, მაისტერ ეიმონის ყორნები ცაში რომ აიჭრე-
ბოდნენ, მერე უსაფრთხო თავშესაფარს ვეღარსად იპოვიდა. ვინ-
ტერფელშიც კი. ბრანს ალბათ ენდომებოდა მისი შეშვება, მაგრამ
მაისტერ ლუვინი უფრო კეთილგონიერი იქნებოდა. ჭიშკარს ჩარა-
ზავდა და ჯონს დაითხოვდა, და სწორადაც მოიქცეოდა. ჯობდა, იქ
საერთოდ არ შეევლო.
თუმც ციხესიმაგრე ისეთი სიცხადით ედგა თვალწინ, თითქოს
იქიდან გუშინ წამოსულიყო: აზიდული გრანიტის გალავანი; სეფე-
დარბაზი თავისი კვამლის, ძაღლის და შემწვარი ხორცის სუნით; მა-
მის მისაღები; კოშკურა ოთახი, სადაც თავად ეძინა ხოლმე. მისი არ-
სების ერთ ნაწილს ყველაზე მეტად ის სურდა, კვლავ ესმინა ბრანის
სიცილი, გეიგის დამზადებული ხორციან-ლორიანი ღვეზლით ევახ-
შმა და ყური დაეგდო, როგორ ჰყვებოდა ბებერი ნენი ტყის შვილე-
ბის და ფლორიან სულელის ამბებს.
მაგრამ კედლიდან ამის გამო არ გამოქცეულა. იმიტომ წამოვი-
და, რომ, ბოლოს და ბოლოს, მამამისის შვილი და რობის ძმა იყო.
ხმლის ჩუქებამ, თუნდაც ეს გრძელი კლანჭივით დიდებული ხმალი
ყოფილიყო, იგი მორმონტად არ გახადა. ჯონი არც ეიმონ ტარგა-
რიენი იყო. ბერიკაცმა სამჯერ გააკეთა არჩევანი და სამივეჯერ ღირ-
სება არჩია; მაგრამ ეს – მან. ახლაც კი ჯონი დანამდვილებით ვერ
იტყოდა, მაისტერი იმიტომ დარჩა, რომ სუსტი და მხდალი იყო, თუ
იმიტომ, რომ იყო ძლიერი და ერთგული? ის კი კარგად ესმოდა, რას

1151
გულისხმობდა ბერიკაცი, არჩევანის ტკივილზე როცა ეუბნებო-
და; მეტისმეტად კარგადაც ესმოდა.
ტირიონ ლანისტერი უმტკიცებდა, რომ ადამიანების უმრავ-
ლესობას ურჩევნია, უარყოს მწარე სიმართლე, ვიდრე თვალი
გაუსწოროს მას, მაგრამ ჯონი უარყოფას ერთხელ და სამუდა-
მოდ გასწორებოდა.
რაც იყო, ეს იყო: ჯონ სნოუ, ბუში და ფიცის გამტეხი, უდედო,
უმეგობრო და დაწყევლილი. მთელი დარჩენილი სიცოცხლე –
რამდენ ხანსაც არ უნდა გაგრძელებულიყო იგი – განწირული
იქნებოდა, გარიყულ კაცად დარჩენილიყო, ჩრდილში მდგომ
მდუმარე არსებად, რომელიც საკუთარი ნამდვილი სახელის
თქმას ვერასოდეს გაბედავდა. შვიდ სამეფოში სადაც არ უნდა წა-
სულიყო, მაინც სიცრუეში უნდა ეცხოვრა, რათა ყოველ შემ-
ხვედრს იარაღი არ აემართა მასზე. მაგრამ ამას მნიშვნელობა
აღარ ექნებოდა, თუკი იმდენ ხანს მაინც იცოცხლებდა, რომ მო-
ესწრო, ძმას გვერდით დასდგომოდა და მამის გამო შურისძიება-
ში დახმარებოდა.
გაახსენდა რობი, როგორი ნახა უკანასკნელად – ეზოში
მდგარი, მოჟღალო თმაში ჩამდნარი ფანტელებით. ჯონი მასთან
ფარულად უნდა მისულიყო, შენიღბული. სცადა წარმოედგინა,
რა გამოეხატებოდა რობს სახეზე, თავს რომ გაუცხადებდა. მისი
ძმა თავს გაიქნევდა და გაუღიმებდა, და ეტყოდა... ეტყოდა...
მის სახეზე ღიმილი ვერ წარმოიდგინა. თუმც ძლიერ ცდი-
ლობდა, მაგრამ არ გამოსდიოდა. მიხვდა, რომ იმ დეზერტირზე
ეფიქრებოდა, მამამისმა თავი რომ მოჭრა იმ დღეს, მგელსაზა-
რები რომ იპოვეს. „შენ ფიცის სიტყვები წარმოთქვი“, უთხრა მას
ლორდმა ედარდმა, „ფიცი დადე შენი ძმების და ძველი და ახალი
ღმერთების წინაშე“. დესმონდმა და სქელმა ტომმა კაცი თავსაკ-
ვეთ კუნძთან მიათრიეს. ბრანს თვალები თეფშებივით დამრგვა-
ლებოდა და ჯონს მოუხდა, შეეხსენებინა, პონი კარგად დაეჭირა.

1152
ახსოვდა მამის სახის გამომეტყველება, როდესაც თეონ გრეიჯოიმ
ყინული მიაწოდა, ახსოვდა თოვლზე გადასხმული სისხლი, ისიც,
როგორ გაჰკრა თეონმა წიხლი მის ფეხებთან მიგორებულ თავს.
ფიქრობდა, როგორღა მოიქცეოდა ლორდი ედარდი, ამ დაფლე-
თილი უცნობის ნაცვლად დეზერტირი მისი ძმა ბენჯენი რომ ყოფი-
ლიყო.
იქნებოდა რამე განსხვავება? უნდა ყოფილიყო. ნამდვილად,
ნამდვილად... და რობიც ნამდვილად სიხარულით მიიღებს. წესით,
ასე მოიქცევა, თუ არა და...
ამაზე ფიქრიც კი არ შეეძლო. თითები ღრმა ტკივილით აეწვა, აღ-
ვირი რომ დაბღუჯა. ჯონმა ცხენს ქუსლები შემოსცხო და გააჭენა, სა-
მეფო გზას დაუყვა ქროლით, თითქოს საკუთარი ეჭვებისთვის სურ-
და გაესწრო. ჯონს სიკვდილის არ ეშინოდა, მაგრამ არ სურდა, ასე
მომკვდარიყო: ჩვეულებრივი ავაზაკის მსგავსად თავი მოეკვეთათ
შეკრულ-შებოჭილისთვის. თუ უნდა დაღუპულიყო, დაე, ეს ხელში
ხმლიანს მოსვლოდა, მამამისის მკვლელებთან შერკინებისას. ნამ-
დვილი სტარკი არ იყო, არც არასდროს ყოფილა... მაგრამ შეეძლო,
სტარკივით მომკვდარიყო. დაე, ეთქვათ, რომ ედარდ სტარკმა ოთხი
ძე შვა, და არა სამი. ლანდი თითქმის ნახევარი მილის მანძილზე
გვერდით მისდევდა, პირიდან წითელენაგადმოგდებული. კაცმა და
ცხენმა ერთნაირად დახარეს თავები, როდესაც მხედარმა ფაშატს
მეტი სისწრაფე მოსთხოვა. მგელმა ნაბიჯი შეანელა, შეჩერდა. უც-
ქერდა და მთვარის შუქზე თვალები წითლად უელავდა. კიდევაც გა-
უჩინარდა მათ უკან, მაგრამ ჯონმა იცოდა, რომ გამოჰყვებოდა, ისე,
როგორც უნდოდა, თავისი სიჩქარით.
წინ ხეებს შორის გზის ორივე მხარეს გაფანტული სინათლეები
აციმციმდა: ეს თხუნელქალაქი იყო. ღობესთან ჩავლილს ძაღლმა
შეჰყეფა, თავლიდან ჯორის ხრინწიანი ფრუტუნი მოესმა, მაგრამ

1153
სხვა მხრივ, სოფელი გარინდული იყო. დარაბებმიხურული ფან-
ჯრებიდან აქა-იქ ბუხრის შუქი გამოკრთოდა, ხის ლარტყებს შო-
რის ჟონავდა, მაგრამ არა ბევრგან.
თხუნელქალაქი იმაზე დიდი იყო, ვიდრე ჩანდა, მაგრამ მისი
სამი მეოთხედი მიწის ქვეშ მოქცეულიყო, ერთმანეთთან გვირა-
ბების ლაბირინთებით დაკავშირებულ ღრმა და თბილ სარდა-
ფებში იყუჟებოდა.
იქ, დაბლა, საროსკიპოც კი ჰქონდათ. მიწის ზედაპირზე მხო-
ლოდ საპირფარეშოსხელა ხის ჯიხური მოჩანდა, კარზე დაკიდე-
ბული წითელი ფარნით. კედელზე გაგონილი ჰქონდა, კახპებს
„დამარხულ განძად რომ მოიხსენიებდნენ. ნეტავ რომელიმე შა-
ოსანი ძმა ხომ არ არის ამაღამ წამოსული მაღაროების სათხრე-
ლადო, გაიფიქრა. ესეც ფიცის გატეხა იყო, მაგრამ, როგორც
ჩანს, არავის ენაღვლებოდა.
სანამ სოფელს კარგად არ გასცდა, ჯონს ნაბიჯი არ შეუნელე-
ბია.
თავადაც და ფაშატიც ოფლში იყვნენ გაღვრილები. სიცივით
აცახცახებული ჩამოხდა, დამწვარი ხელები სტკიოდა. ხეების
ქვეშ შემდნარი ნამქერი შერჩენილიყო და მთვარის შუქზე თეთ-
რად ქათქათებდა. მისგან მოწანწკარე წყალს პატარა თავხელი
გუბე დაეყენებინა. ჯონი ჩაცუცქდა, ხელები პეშვად შეკრა და ყი-
ნულივით ცივი ნადნობი წყლით აივსო. დალია, სახეზეც შეისხა,
სანამ ლოყები არ აეწვა. თითებში ახლა უფრო მეტად ტეხდა,
ვიდრე ბოლო დღეებში, თავიც უგუგუნებდა.
სწორად ვიქცევი, უთხრა თავის თავს, მაშ, რატომ ვარ ასე ცუ-
დად?
ცხენი გვარიანად გაქაფულიყო, ამიტომ ჯონი წინ წაუძღვა და
ერთხანს ასე ატარა. გზა ისე ვიწრო იყო, მასზე ორი მხედარი ერ-
თმანეთს გვერდს გაჭირვებით თუ აუქცევდა. ზედაპირი ციცქნა

1154
ნაკადულებით დაღარული და ქვებით მოფენილი ჰქონდა. ეს ჭენება
მართლაც სისულელე იყო, კისრის წასამტვრევად მოგონილი. ნეტავ
რამ დამრია ხელიო, ჰკვირვობდა ჯონი. ნუთუ ასე ძალიან ეჩქარე-
ბოდა სიკვდილი?
შორს ხეებს შორის რომელიღაც ცხოველის შეშინებული წივილი
გაისმა და ჯონმა თავი ასწია. ფაშატმა მოუსვენრად დაიხვიხვინა.
მისმა მგელმა მსხვერპლი იპოვა? ხელები პირის გარშემო მოიმ-
რგვალა.
– ლანდი! – გასძახა შორეთს, – ლანდი, ჩემთან!
ერთადერთ პასუხად ზურგსუკან აფრენილი ბუს ფრთების შრი-
ალი ჩაესმა.
შეჭმუხნილმა ჯონმა გზა განაგრძო. ნახევარი საათი თავად მიუძ-
ღოდა ფაშატს, სანამ ოფლი არ შეაშრო. ლანდი არ გამოჩენილა.
ჯონს სურდა, ამხედრებულიყო და ისევ ცხენდაცხენ ევლო, მაგ-
რამ მგლის გაუჩინარებამ შეაფიქრიანა.
– ლანდი! – ისევ დაუძახა, – სად ხარ? ჩემთან! ლანდი!
ამ ტყეებში მგელსაზარას ვერაფერი დაემუქრებოდა, თუნდაც სა-
ნახევროდ გაზრდილ მგელსაზარას, გარდა... არა, ლანდს საკმარი-
სად უჭრიდა ჭკუა, რომ დათვს არ შებმოდა, და მგლების ხროვა რომ
ყოფილიყო სადმე ახლომახლო, ჯონი უეჭველად გაიგონებდა მათ
ყმუილს.
გადაწყვიტა, ეჭამა. საჭმელი მუცელს დაუყუჩებდა და თან ლანდს
გაუადვილდებოდა დაწევა. ჯერ საფრთხე არ ემუქრებოდა, ციხეშავი
ძილს იყო მიცემული. საუნაგირე ჩანთაში ორცხობილა, ყველის ნა-
ჭერი და პატარა, დამჭკნარი ყავისფერი ვაშლი მოჩხრიკა. სამზა-
რეულოში აწაპნილი დამარილებული ხორცი და ლორის ნაჭერიც
ჰქონდა, მაგრამ ხორცს ხვალისთვის შეინახავდა. საჭმელი რომ გა-
უთავდებოდა, ნადირობა მოუწევდა, ეს კი შეაყოვნებდა.

1155
ჯონი ხეების ქვეშ ჩამოჯდა და თავის ორცხობილას და ყველს
შეექცა, მისმა ფაშატმა კი გზისპირა ბალახს დაუწყო ძოვა. ვაშლი
ბოლოსთვის მოიტოვა. ცოტათი მიჟეჟილიყო, მაგრამ ჯერაც
მომჟავო და წვნიანი რბილობი ჰქონდა. ვაშლი უკვე გულამდე
დაეყვანა, როდესაც ხმები ჩაესმა: ჩრდილოეთიდან ცხენებით
მოდიოდნენ. ჯონი წამოხტა და ფაშატთან მიირბინა. გაასწრებს?
არა, მეტისმეტად ახლოს იყვნენ, ნამდვილად გაიგონებდნენ მის
ჩქამს, და თუ ციხეშავიდან მოდიოდნენ...
ფაშატი გზიდან გადაიყვანა, რუხ-მწვანე ხეგუშაგების ხშირი
ნაზარდის უკან ჩააყენა.
– ახლა წყნარად, – უთხრა ხმადაბლა და ჩაიხარა, ტოტების
ქვემოდან რომ გაეჭვრიტა. თუკი ღმერთები მოწყალე იქნებოდ-
ნენ, მხედრები ჩაუვლიდნენ და გზას განაგრძობდნენ. იქნებ, სუ-
ლაც თხუნელქალაქის მცხოვრები ფერმერები იყვნენ, თავიანთი
ყანებისკენ მიეშურებოდნენ, თუმცა ამ შუაღამისას გარეთ რა
დარჩენოდათ...
ფლოქვების ხმა სულ უფრო ხმამაღლა ისმოდა, მხედრები
სწრაფი ჩორთით მოსდევდნენ სამეფო გზას. თუ ყური არ ატყუებ-
და, ხუთი-ექვსი მაინც უნდა ყოფილიყვნენ. ხეებს შორის მათი სა-
უბარის ხმებიც შემოცურდა.
– ..იცი, რომ ამ გზით წამოვიდა?
– ზუსტად საიდან უნდა ვიცოდე.
– იქნებ სულაც აღმოსავლეთისკენ წავიდა. ან გზიდან გადა-
ვიდა და ტყე-ტყე მოჭრა. მე ეგრე ვიზამდი.
– ბნელაში? რა სიშტერეა. ცხენიდან თუ არ ჩამოვარდებოდი
და კისერს არ წაიტეხდი, მაშინ გზა დაგებნეოდა, მხარი გექცეო-
და და მზის ამოსვლისთვის ისევ კედელზე გექნებოდა ცხვირი
მირჭობილი.

1156
– არაფერიც, – შეედავა გაჯავრებული გრენი, – პირდაპირ სამ-
ხრეთისკენ ვივლიდი, სამხრეთი ვარსკვლავებით შეგიძლია იპოვო.
– და თუ მოღრუბლულია? – ჰკითხა პიპმა, – მაშინ არ წავიდოდი.

საუბარში სხვა ხმა ჩაერთო;:


– და იცით, მე საით წავიდოდი? თხუნელქალაქში ჩავჯდებოდი და
დამარხულ განძს ამოვთხრიდი, – გომბეშოს ყურისწამღებმა სი-
ცილმა ხეებს შორის დაიგუგუნა. ჯონის ფაშატმა დაიფრთხვინა.
– ჩუმად, თქვენ, – თქვა ჰალდერმა, – მგონი, რაღაც მომესმა.
– სად? მე არაფერი გამიგონია, – ცხენები შედგნენ.
– მენ საკუთარი კუილიც კი არ გესმის.
– ძალიან კარგად მესმის, – გაჯიქდა გრენი.
– ჩუმად!
ყველა გაჩუმდა, მიაყურადეს. ჯონმა იგრძნო, რომ სუნთქვა შეიკ-
რა. სემი, გაიფიქრა მან. ბებერ დათვთან არ გაქცეულა, მაგრამ არც
დასაძინებლად წასულა, სხვა ბიჭები გაუღვიძებია. ჯანდაბას წაუღია
ყველა. გათენებისას თავიანთ საწოლებში თუ არ იწვებოდენ, მათაც
დეზერტირები დაერქმეოდათ. რას აკეთებდნენ, თუ იცოდნენ!
სიჩუმე თითქოს უსასრულოდ გაიწელა. წახრილი ჯონი ტოტებს
შორის მხოლოდ მათი ცხენების ფეხებს ხედავდა. ბოლოს პიპმა და-
ილაპარაკა.
– რა გაიგონე?
– არ ვიცი, – აღიარა ჰალდერმა, – რაღაც ხმა, ვიფიქრე, ცხენი
შეიძლებოდა ყოფილიყო, მაგრამ...
– აქ არაფერია.
თვალის კუთხით ჯონმა ხეებს შორის დაძრული ფერმკრთალი
აჩრდილი შენიშნა. ფოთლები აშრიალდა და ბინდიდან ისე მო-
ულოდნელად გამოიჭრა ლანდი, რომ ჯონის ფაშატი შეფრთხა და
დაიჭიხვინა.
– იქ! – იყვირა ჰალდერმა.

1157
– მეც გავიგონე!
– მოღალატევ, – უთხრა ჯონმა მგელსაზარას და უნაგირს მო-
ევლო. ფაშატი მოაბრუნა და ხეებს შორის გააძვრინა, მაგრამ
ათი ფუტიც არ გაევლო, რომ ზედ წაადგნენ.
– ჯონ! – დაუძახა პიპმა.
– მოსწიე აღვირი, – უთხრა გრენმა, – ყველას ვერ გაგვის-
წრებ.
ჯონი შემობრუნდა და მათ პირისპირ დადგა. ხმალი ამოზიდა.
– განზე გადექით. თქვენი დაშავება არ მინდა, მაგრამ ვიზამ,
თუ დამჭირდა.
– ერთი შვიდის წინააღმდეგ? – ჰალდერმა ნიშანი მისცა. ბი-
ჭები გაიფანტნენ და გარს შემოერტყნენ.
– რა გინდათ ჩემგან? – პასუხი მოსთხოვა ჯონმა.
– გვინდა, იქ დაგაბრუნოთ, სადაც შენი ადგილია, – უთხრა
პიპმა.
– ჩემი ადგილი ჩემი ძმის გვერდითაა.
– შენი ძმები ახლა ჩვენ ვართ, – უთხრა გრენმა.
– თუ დაგიჭირეს, თავს მოგჭრიან და შენ ეს ძალიან კარგად
იცი, – ჩაერთო გომბეშო ნერვიული სიცილით, – რა კამეჩივით
უტვინოდ იქცევი, – მე ეგრე არ ვიზამდი, – თქვა გრენმა, – მე ფი-
ცის გამტეხი არ ვარ. ფიცის სიტყვები წარმოვთქვი და ვაპირებ,
ავასრულო.
– მეც ეგრე ვაპირებდი, – უთხრა მათ ჯონმა, – არ გესმით?
მათ მამაჩემი მოკლეს. ომია, ჩემი ძმა, რობი მდინარეთში იბ-
რძვის...
– ვიცით, – მწუხარედ უთხრა პიპმა, – სემმა ყველაფერი გვი-
ამბო.
– მამაშენის გამო ძალიან ვწუხვართ, – უთხრა გრენმა, – მაგ-
რამ ეგ მიზეზი არაა. ფიცის სიტყვებს რომ წარმოთქვამ, მერე წას-
ვლა აღარ შეგიძლია, რაც არ უნდა მოხდეს.

1158
– უნდა წავიდე, – ცხარედ თქვა ჯონმა.
– შენ ფიცი წარმოთქვი, – შეახსენა პიპმა, – იწყება ჩემი გუშაგო-
ბაო, თქვი. ის სიკვდილამდე არ დასრულდებაო, ასე თქვი.
– ჩემს საგუშაგოზე ვიცოცხლებ და მოვკვდებიო, – თავის დაქნე-
ვით დაურთო გრენმა.
– არაა საჭირო, ფიცი მიმეოროთ, მეც თქვენსავით კარგად მახ-
სოვს, – ჯონი უკვე ბრაზს შეეპყრო. რატომ არ შეეძლოთ, მშვიდად
გაეშვათ? ასე გზას უძნელებდნენ, მეტი არაფერი.
– მე ვარ მახვილი წყვდიადში, – წაიმღერა ჰალდერმა.
– კედელზე შემდგარი გუშაგი ვარ, – აჰყვა გომბეშო.
ჯონმა ყველას პირში შეაგინა. მათ აინუნშიაც არ ჩაუგდიათ. პიპ-
მა თავის ცხენს დეზები შემოჰკრა და მასთან უფრო ახლოს მიაყენა,
არ ცხრებოდა:
– ცეცხლი ვარ, სიცივეს რომ გაფანტავს, ნათელი, განთიადი
რომ მოაქვს, საყვირი, მძინარეებს რომ აღვიძებს, ფარი, კაცთა სა-
ხელმწიფოებს რომ იცავს.
– უკან გადექ! – გააფრთხილა ჯონმა, თან ხმალს იქნევდა, – მარ-
თლა გეუბნები, პიპ, – აბჯრებიც კი არ ეცვათ, შეეძლო, ყველა აეკუ-
წა, თუ დასჭირდებოდა.
მატთარმა უკნიდან დაუარა და გუნდს თავისი ხმაც შეურთო:
– ჩემს სიცოცხლესა და ღირსებას ღამის ებგურს ვუძღვნი.
ჯონმა ფაშატს ქუსლები შემოსცხო, გარს დააბრუნა. გარშემო უკ-
ვე ყველგან ბიჭები იდგნენ, ყოველი მხრიდან შემოხვეოდნენ.
– ამ ღამით, – ჰალდერი მარცხნიდან მიუახლოვდა ჩორთით.
– და ყველა იმ ღამეშიც, აწი რომ დადგება, – დაასრულა პიპმა.
ხელი გაიწოდა და ჯონის აღვირს წასწვდა, – ასე რომ, აირჩიე. მომ-
კალი ან დაბრუნდი ჩემთან ერთად.
ჯონმა ხმალი ამართა... და უმწეოდ დაუშვა.
– ჯანდაბა, – თქვა მან, – ჯანდაბა თქვენ ყველას!

1159
– ხელები უნდა შეგიკრათ, თუ სიტყვას მოგვცემ, რომ წყნა-
რად წამოხვალ უკან? – ჰკითხა ჰალდერმა.
– არ გავიქცევი, თუ მაგას მეკითხები, – ხეების ქვეშიდან
ლანდი გამოძვრა და ჯონი მას მიაჩერდა, – რა კარგად დამეხმა-
რე, – უსაყვედურა. მან ღრმა, გონიერი წითელი თვალებით ამო-
ხედა.
– ჯობია, ვიჩქაროთ, – თქვა პიპმა, – გათენებამდე უკან თუ არ
დავბრუნდით, ბებერი დათვი ყველას ჩვენ-ჩვენს თავებს დაგვა-
ჭერინებს ხელში.
უკან დაბრუნება ჯონ სნოუს თითქმის არ დაამახსოვრდა. უფ-
რო მოკლე ეჩვენა, ვიდრე სამხრეთისკენ გავლილი გზა, იქნებ
იმის გამო, რომ გონება სხვაგან უქროდა. ტემპს პიპი ჰკარნახობ-
დათ: მიაჭენებდა, ან ნაბიჯით მიდიოდა, ან ჩორთით, მერე ისევ
გაჭენდებოდა ხოლმე. თხუნელქალაქი მოახლოვდა და გას-
ცდათ, საროსკიპოს თავზე წითელი ფარანი დიდი ხანია, ჩაექ-
როთ. გზა საკმაოდ სწრაფად განვლეს. განთიადამდე ჯერ კიდევ
ერთი საათი რჩებოდა, როდესაც ჯონმა წინ ციხეშავის კოშკებს
მოჰკრა თვალი, შავად რომ იკვეთებოდნენ კედლის ფერ-
მკრთალ უკიდეგანობაზე. ამჯერად იქაურობა საკუთარ სახლად
აღარ მოსჩვენებია.
იქნებ, შეძლეს და დამაბრუნეს, უთხრა ჯონმა თავის თავს,
მაგრამ ძალით ვერ დამტოვებენ. ომი ხვალ არ დასრულდებოდა,
არც ზეგ, მეგობრები კი დღედაღამ ვერ უდარაჯებდნენ. დაიცდი-
და, თავს მოაჩვენებდა, თითქოს თანახმა გახდა, დარჩენილი-
ყო... მერე კი, ყურადღებას რომ მოადუნებდნენ, დროს იხელთებ-
და და ისევ გაიქცეოდა. მეორედ სამეფო გზას როდი დაადგებო-
და. შეეძლო, კედელს აღმოსავლეთისკენ გაჰყოლოდა, იქნებ
ზღვამდეც – უფრო გრძელი გზა იყო, მაგრამ უფრო უხიფათო. ან
თუნდაც დასავლეთისკენ, მთებამდე, მერე კი უღელტეხილებით
სამხრეთისკენ დაშვებულიყო. ეს ველურების გზა იყო, მძიმე და

1160
საშიში, მაგრამ, სამაგიეროდ, იქით არავინ დაედევნებოდა. ვინტერ-
ფელს ან სამეფო გზას ასი ლიგის სიახლოვესაც კი არ გაეკარებოდა.
სემუელ ტარლი ძველ თავლებში ელოდათ, მიწაზე დაფერთხებუ-
ლიყო და ჩალის გროვას იყო მიყუდებული. აფორიაქებულს, თვალი
ვერ მოეხუჭა. მათ დანახვაზე წამოდგა და ტანსაცმელი ჩამოიბერ-
ტყა. – მე... ძალიან მიხარია, რომ გიპოვეს, ჯონ.
– მე კი არა, – ჯონი ცხენიდან ჩამოხდა.
პიპი უნაგირიდან გადმოხტა და გაფერმკრთალებულ ცას ამრე-
ზით გახედა.
– წაგვეხმარე ცხენების დაბინავებაში, სემ. წინ გრძელი დღე
გვაქვს, მის შესახვედრად კი ძილი არ მოგვიმარაგებია, ლორდ სნო-
უს წყალობით.
დღე რომ გათენდა, ჯონი სამზარეულოში შევიდა, როგორც ამას
ყოველ დილით აკეთებდა. სამთითა ჰობს არაფერი უთქვამს, ბებერი
დათვის საუზმე რომ მიაწოდა: სამი მაგრად მოხარშული ყვითელი
კვერცხი, გახუხული პური ლორის ნაჭრით და ერთი ფიალა შემჭკნა-
რი ქლიავები. ჯონმა ყველაფერი უკან, მეფის კოშკისკენ წაიღო.
მორმონტი ფანჯარასთან დახვდა მიმჯდარი, რაღაცას წერდა. მისი
ყორანი მხრებზე დააბოტებდა წინ და უკან და ფეტვი, ფეტვიო, ბუტ-
ბუტებდა. ჯონი რომ შევიდა, ფრინველმა დაიჩხავლა.
– საჭმელი მაგიდაზე დაალაგე, – ახედა ბებერმა დათვმა, – ცოტა
ლუდს დავლევ.
ჯონმა დარაბაჩამოშვებული ფანჯარა გამოაღო, გარეთა თარო-
დან ლუდის ბოცა აიღო და ყანწი შეავსო. ჰობს მისთვის ლიმონი მი-
ეცა, ჯერ კიდევ კედლის სიცივე რომ გამოჰყოლოდა. ჯონმა იგი მუჭ-
ში მოჭყლიტა. თითებს შორის წვენი გადმოსდინდა. მორმონტი ყო-
ველდღე იწურავდა ლუდში ლიმონს და ამბობდა, რომ სწორედ ამის
წყალობით შერჩა საკუთარი კბილები.

1161
– უეჭველია, გიყვარდა მამაშენი, – უთხრა მორმონტმა, რო-
დესაც ჯონმა ყანწი მიაწოდა, – რაც გვიყვარს, ყოველთვის ისაა,
რაც დაგვანგრევს ხოლმე, ბიჭო. გახსოვს, რომ გითხარი?
– მახსოვს, – კუშტად მოუჭრა ჯონმა. იგი არ აპირებდა მამა-
მისის სიკვდილზე ლაპარაკს, თუნდაც მორმონტთან.
– ჰოდა, არასოდეს დაგავიწყდეს. მწარე სიმართლეები ისეთი
რამაა, ხელიდან რომ არ უნდა გავუშვათ. მომე ჩემი თეფში. ისევ
ლორია? რას იზამ. დაღლილი ჩანხარ. მთვარის შუქზე მგზავრო-
ბამ ეგრე დაგღალა? ჯონს ყელი გაუშრა.
– იცით?
– იცი, – გამოსძახა ყორანმა მორმონტის მხრებიდან, – იცი.
ბებერმა დათვმა ჩაიფრუტუნა.
– როგორ გგონია, ღამის ებგურის ლორდ-მეთაურად იმის გა-
მო ამირჩიეს, რომ კუნძივით ყრუჩუნა ვარ, სნოუ? ეიმონმა მით-
ხრა, რომ წახვიდოდი. მე ვუთხარი, რომ დაბრუნდებოდი. მე ვიც-
ნობ ჩემს კაცებს... და ჩემს ბიჭებსაც. სამეფო გზაზე ღირსებამ და-
გაყენა... და ღირსებამვე დაგაბრუნა.
– უკან მეგობრებმა დამაბრუნეს, – უთხრა ჯონმა.
– განა ვთქვი, შენმა ღირსებამ-მეთქი? – მორმონტი თავის
თეფშს ჩაჰკირკიტებდა.
– მათ მამაჩემი მოკლეს. მოელოდით, რომ არაფერს ვიზამ-
დი?
– მართალი თუ გინდა, სწორედ იმას მოველოდით, რაც ქენი,
– მორმონტმა ქლიავი გაკბიჩა და კურკა გადმოაფურთხა, –
ვბრძანე, შენთვის თვალი ედევნებინათ. დაგინახეს, როგორ წახ-
ვედი. შენს ძმებს უკან რომ არ მოეყვანე, გზაზე აგიყვანდნენ, და
ამჯერად – არა მეგობრები. თუ, რასაკვირველია, ყორანივით
ფრთოსანი ცხენი არ გყავს. გყავს?
– არა, – ჯონი თავს სულელად გრძნობდა.
– ცუდია, გამოგვადგებოდა ეგეთი ცხენი.

1162
ჯონი მთელი ტანით წამოიმართა. თავს უთხრა, რომ ღირსეულად
მოკვდებოდა; ბოლოს და ბოლოს, ამის გაკეთება მაინც შეეძლო.
— მე ვიცი, დეზერტირობა რით ისჯება, მილორდ. სიკვდილის არ
მეშინია.
— ეშინია! — იყვირა ყორანმა.
— არც სიცოცხლის, იმედია, — თქვა მორმონტმა. თან ლორს
ნაჭერი ჩამოათალა და ფრინველს აჭამა, — შენ დეზერტირი არ
ხარ. ჯერ არა. აგერ, აქ დგახარ. ყველა ბიჭისთვის, რომელიც ღამით
თხუნელქალაქში გაიქცეოდა, თავები რომ დაგვეჭრა, კედელს ახლა
მოჩვენებებიღა უდარაჯებდნენ. მაგრამ იქნებ აპირებ, ისევ გაიპარო
ხვალ დილით ან ასე, ორიოდე კვირაში? ასეა? ამის იმედი გაქვს, ბი-
ჭო?
ჯონმა არაფერი უპასუხა.
— მე ეგრე მგონია, — მორმონტმა მოხარშულ კვერცხს ნაჭუჭი
გააცალა, — მამაშენი მოკვდა, ბიჭო. გგონია, მისი მკვდრეთით აღ-
დგენა შეგიძლია?
— არა, — უპასუხა პირქუშად, — კარგია, — უთხრა მორმონ-
ტმა, — ამდგარი მკვდრები ვნახეთ უკვე, შენც და მეც, და მეტად მა-
გის ნახვა არაფრად მინდა. — კვერცხი ორ ლუკმად შეჭამა და ნაჭუ-
ჭის ნამსხვრევი კბილებს შორის გადმოაწიტა, — შენი ძმა ბრძოლის
ველზეა გასული და უკან მთელი ჩრდილოეთის ჯარი უდგას. მის მე-
ბაირაღე ლორდთაგან ნებისმიერი მეტ ხმლოსანს განაგებს, ვიდრე
მთელ ღამის ებგურში მოგროვდება.
რატომ გგონია, რომ მათ შენი დახმარება სჭირდებათ? ეგეთი
მძლავრი მეომარი ხარ თუ ჯიბით გრუმკინი მიგყავს, რომელიც
ხმალს გაგიჩხიბავს?
ჯონს მის კითხვებზე პასუხი არ ჰქონდა. ყორანი კვერცხს უნის-
კარტებდა, ნაჭუჭს უმსხვრევდა. ნახვრეტში ნისკარტი შეყო და შიგ-
ნიდან ცილისა და გულის ნუგბარი ნაკუწები გამოათრია.
ბებერმა დათვმა ამოიოხრა.

1163
— ეს ომი მარტო შენ კი არ შეგეხო. თითქმის ნამდვილად, ჩე-
მი და შენი ძმის ლაშქარშია გარეული, ისიც და ის მაგის გოგო-
ებიც, მამაკაცის აბჯრებში გამოწყობილები. მეგი ერთი ჭაღარა
ბებერი სნარკია, ჯიუტი, ფიცხი და თავისნათქვამა. სიმართლე თუ
გინდა, მაგ საშინელი ქალის სიახლოვეს ძლივს ვძლებ, მაგრამ
ეს არ ნიშნავს, რომ მე იგი ნაკლებად მიყვარს, ვიდრე შენ — შე-
ნი ნახევარდები, — მოღუშულმა მორმონტმა ბოლო კვერცხი აი-
ღო და მუჭი მოუჭირა, სანამ ნაჭუჭმა არ დაიხრაშუნა, — ან იქნებ
ნიშნავდეს. ასეა თუ ისე, ძალიანაც ვიგლოვებ, ის რომ მოკლან,
მაგრამ აქედან კი არ გავრბივარ. მეც წარმოვთქვი ფიცი, შენსა-
ვით. ჩემი ადგილი აქაა... შენი სადღაა, ბიჭო?
მე ადგილი არ მაბადია, უნდოდა ეთქვა ჯონს, მე ბუში ვარ, არ
გამაჩნია არც უფლებები, არც გვარი, არც დედა, ახლა კი – აღა-
რც მამა. მაგრამ სიტყვები არაფრით დაემორჩილა.
– არ ვიცი.
– მე კი ვიცი, – უთხრა ლორდ-მეთაურმა მორმონტმა, – ცივი
ქარები ამოვარდება, სნოუ. კედლის მიღმა ჩრდილები გრძელ-
დება. კოტერ პაიკი გვწერს, რომ ცხენირმების ვეება ჯოგები სამ-
ხრეთისა და აღმოსავლეთისკენ მიემართებიან, ზღვისაკენ, და
მამონტებიც, აგრეთვე. ამბობს, რომ მისმა ერთმა მებრძოლმა
უშველებელი, მოღრეცილი ნაფეხური ნახა აღმოსავლეთის გუ-
შაგიდან სამიოდ ლიგაში.
ბინდისკოშკის აეშაგები მთელ მიტოვებულ სოფლებს ნახუ-
ლობენ, სერ დენისი კი ამბობს, ღამღამობით მთებში ცეცხლებს
ხედავენ, უზარმაზარ კოცონებს, დაბინდებიდან განთიადამდე
რომ გიზგიზებენ. ქვორინ ნახევარხელამ ხეობის სიღრმეში ტყვე
ჩაიგდო ხელში და ის კაცი ირწმუნება, მენს რაიდერი მთელ თა-
ვის ხალხს რომელიღაც ახალ, საიდუმლო სიმაგრეში აგროვებს,

1164
მას რომ უპოვია; რატომ და რისთვის – ღმერთებმა იციან. გგონია,
გასულ წელს ბიძაშენი ბენჯენი ერთადერთი აეშაგი იყო, რომელიც
დავკარგეთ?
– ბენ ჯენ, – დაიჩხავლა ყორანმა და თავი გადახარა; კვერცხის
ნამცეცები ნისკარტიდან გადმოუცვივდა, – ბენ ჯენ. ბენ ჯენ.
– არა, – უთხრა ჯონმა. სხვებიც დაიკარგნენ. ძალიან ბევრი.
– შენი ძმის ომი ჩვენსაზე უფრო მნიშვნელოვანი გგონია? –
ამოიყეფა ბერიკაცმა.
ჯონმა ტუჩი კბილებშორის მოიქცია. ყორანმა ფრთები აუფარ-
თხუნა.
– ომი, ომი, ომი, ომი, – წაიმღერა.
– არ არის ეგრე, – უთხრა მორმონტმა, – გვიშველონ ღმერთებ-
მა, ბიჭო, არც ბრმა ხარ და არც სულელი. როდესაც ღამეში მკვდრე-
ბი სანადიროდ გამოდიან, გგონია, რამე მნიშვნელობა აქვს, ვინ იჯ-
დება რკინის ტახტზე?
– არა, – ჯონს ამაზე არ უფიქრია.
– შენ ჩვენთან ლორდმა-მამამ გამოგგზავნა. ვინ იტყვის რატომ?
– რატომ? რატომ? რატომ? – დასძახა ყორანმა.
– ერთი, რაც ვიცი, ისაა, რომ სტარკების ძარღვებში პირველ კაც-
თა სისხლი ჩქეფს. კედელი პირველმა ადამიანებმა ააშენეს, და ამ-
ბობენ, რომ მათ ახსოვთ ის, რაც სხვათაგან დავიწყებულია. და ეს
შენი მხეცი... ეგ მიგვიძღვა იმ არსებებამდე, მაგან შეგატყობინა, კი-
ბეზე მკვდარი კაცი რომ იყო დაგდებული. სერ ჯერემი ამას, უეჭვე-
ლია, შემთხვევითობას დაარქმევდა, მაგრამ სერ ჯერემი მკვდარია,
მე კი არა, – ლორდმა მორმონტმა ლორის ნაჭერი ხანჯლის წვეტით
დაითრია, – ვფიქრობ, შენ აქ შემთხვევით არ მოხვედრილხარ, და
მინდა, შენ და ის შენი მგელი თან გვახლდეთ, კედლის იქით რომ გა-
ვალთ.
ეს რომ გაიგონა, ჯონს ზურგზე აღტაცების ჟრჟოლა აუყვა.
– კედლის იქით?

1165
– ხომ გაიგონე, რაც ვთქვი. ვაპირებ, ბენ სტარკი ვიპოვო.
ცოცხალი ან მკვდარი, – ლუკმა დაღეჭა და გადაყლაპა, – არ ვა-
პირებ, აქ ვიჯდე თვინიერად და თოვლსა და ყინულოვან ქარბუ-
ქებს ვუცადო.
უნდა ვიცოდეთ, რა ხდება. ამჯერად ღამის ებგური ამოძრავ-
დება, გაილაშქრებს კედლისმიღმელი მეფის, სხვების და ნების-
მიერი სხვა რამის წინააღმდეგ, რაც კი შეიძლება იქ დახვდეს. ვა-
პირებ, თავად ვუსარდლო მათ, – თავისი ხანჯალი ჯონს მიაშვირა
წვეტით, – ადათისამებრ, ლორდ-მეთაურის მნე მისი საჭურველ-
თმტვირთველიცაა... მაგრამ არაფერში მჭირდება, ყოველ დი-
ლით თავი იმაზე ვიმტვრიო, ისევ გაქცეული ხარ თუ არა. ასე
რომ, შენგან პასუხს მივიღებ, ლორდ სნოუ, თანაც ახლავე. ხარ
ღამის ებგურის ძმა... თუ მხოლოდ ერთი ბუში ბიჭი, ომობანას
თამაში რომ სწყურია?
ჯონ სნოუ წელში გაიმართა და ღრმად ჩაისუნთქა. მაპატიე,
მამა.
რობ, არია, ბრან... მაპატიეთ, ვერაფრით გეხმარებით. მარ-
თალია ბებერი დათვი. ეს ჩემი ადგილია.
– მე... თქვენი ვარ, მილორდ. თქვენი მებრძოლი. ვფიცავ.
აღარ გავიქცევი.
ბებერმა დათვმა ჩაიფრუტუნა.
– კარგია. ახლა მიდი და შენი ხმალი შემოირტყი.

1166
კეტლინი

1167
თითქოს ათასი წელი გასულიყო მას მერე, რაც კეტლინ სტარკმა
თავისი ჩვილი პირმშო რივერანიდან წამოიყვანა, პატარა ნავით
ქვაგორია გადაცურა და ჩრდილოეთით, ვინტერფელისკენ მიმა-
ვალ გზას დაადგა. ისევ ქვაგორიას გადალახვით დაბრუნდნენ
შინ, თუმც ახლა იმ ბიჭს ჩვილის სახვევების ნაცვლად ჯაჭვი და
აბჯარი ეცვა.
რობი რუხ ქართან ერთად ნავის ცხვირზე იჯდა, ხელი მგელ-
საზარას თავზე ესვენა. მენიჩბეები შეწყობილად უსვამდნენ. თან
თეონ გრეიჯოი ახლდა. უკან მისი ბიძა ბრინდენი გამოჰყვებოდა
მეორე ნავით, დიდჯონთან და ლორდ კარსტარკთან ერთად.
კეტლინი კიჩოსთან ახლოს დაჯდა. ქვაგორიას დაუყვნენ, წა-
მომართულ ბორბლის კოშკთან ჩაატარებინეს თავი მძლავრ ნა-
კადს. ვეებერთელა წყლის ბორბლის შხაპუნი და გრგვინვა მისი
ბავშვობის ხმები იყო და კეტლინს სევდიანი ღიმილი მოჰგვარა.
ციხის ქვიშაქვის გალავანზე ჯარისკაცები და მსახურები იდ-
გნენ და გაიძახოდნენ მის სახელს, რობის სახელს, „ვინტერფე-
ლიო“, ყვიროდნენ. ყოველ მოაჯირზე ტალების დროშა ფრი-
ალებდა: ვეცხლისფერი მხლტომი კალმახი, ალივლივებულ
ლურჯ-წითელ ველზე. შემძვრელი სანახაობა იყო, თუმც გული
ვერ გაუხალისა. ნეტავ ოდესმე თუ გაუხალისებდა რამე გულს. ო,
ნედ...
ბორბლის კოშკის ქვემოთ ფართოდ შემოუხვიეს და აქაფებუ-
ლი წყალი გაჭრეს. მენიჩბეებმა მძლავრად აამუშავეს მკლავები.
თვალი ჰკიდეს წყლის ჭიშკრის ფართო თაღს და კეტლინს ჩაესმა
მძიმე ჯაჭვების ჭრიალი, როდესაც დიდი რკინის ცხაური ჯალამ-
ბრებით მაღლა აზიდეს. ის აუჩქარებლად მიიწევდა მაღლა, ნავე-
ბი კი შესასვლელს უახლოვდებოდნენ, და კეტლინმა შენიშნა,
რომ ცხაურის ქვედა ნახევარი ჟანგს გაეწითლებინა. ქვეშ რომ
გაუარეს, მათგან ჩამოწურული ყავისფერი შლამი დაეწუწათ,

1168
დაკბილული წვეტები რამდენიმე გოჯით თუ ასცდებოდა მათ თავებს.
კეტლინმა ახედა გისოსებს და გაიფიქრა, ნეტავ, რამდენად ღრმად
ჩაჯდა ჟანგი, რამდენად გაუძლებს ცხაური ტარანის დაჯახებას და
გამოსაცვლელი ხომ არ არისო. მისი ფიქრები ბოლო დროს არცთუ
იშვიათად დასტრიალებდა ამგვარ საგნებს.
მათ თაღისა და გალავნის ქვეშ გაცურეს, მზის შუქიდან ჩრდილში
და ისევ მზის შუქში გადაინაცვლეს. მათ გარშემო ყველგან დიდი თუ
მცირე ხომალდები იყო მიბმული ქვაში ჩამაგრებულ რკინის რგო-
ლებზე. მამამისის მცველები და ძმა წყლის კიბეზე ელოდნენ. სერ
ედმურ ტალი ჯმუხი ახალგაზრდა კაცი იყო, აბურძგნილი მოწითურო
თმა და ჟღალი წვერი ჰქონდა. ბრძოლით დაკაწრული და დაჭყლე-
ტილი სამკერდული ეკეთა, ლურჯ-წითელი მოსასხამი სისხლით და
კვამლით დალაქვოდა. გვერდში ლორდი ჰოს ბლექვუდი ედგა, გა-
მომხმარი, მტკიცე, ჭოკივით კაცი, მოკლედ შეკრეჭილი ჭაღარაგა-
რეული ულვაშები და კაუჭა ცხვირი ჰქონდა. ჭყეტელა ყვითელ აბ-
ჯარზე გიშრის ზარნიშით მტევნის და ფოთლის სახეები ჰქონდა გა-
მოხატული, ვიწრო ბეჭებზე ყორნის ბუმბულებით შეკერილი მოსას-
ხამი ეფინა. სწორედ ლორდი ჰოსი უძღოდა რაზმს, რომელმაც ედ-
მური ლანისტერების ბანაკიდან დაიხსნა.
– შემოიყვანეთ, – ბრძანა სერ ედმურმა. სამი კაცი კიბეს დაუყვა,
მუხლამდე წყალში ჩადგნენ და ნავები გრძელი კაუჭებით ახლოს
მოითრიეს. რუხი ქარი რომ გადმოხტა, ერთმა ჭოკი დააგდო და უკან
მიაწყდა, ფეხი წამოჰკრა და ერთბაშად ჩაჯდა წყალში. სხვებმა გა-
იცინეს, კაცს სახეზე ბრიყვული გამომეტყველება აღებეჭდა. თეონ
გრეიჯოი ნავის კიდეს გადაევლო, კეტლინი წელით აიტაცა და უფრო
ზემოთ მშრალ საფეხურზე შემოსვა, თავად კი ჩექმებზე წყალი ელა-
მუნებოდა. ედმური საფეხურებზე დაეშვა და კეტლინს მოეხვია.
– ძვირფასო დაო, – წაიბუტბუტა ხრინწით. ლურჯი თვალები და
ღიმილისთვის მომარჯვებული ბაგე ჰქონდა, მაგრამ ახლა არ იღი-

1169
მებოდა. გამოფიტული და დაქანცული ჩანდა, ბრძოლით ძალა-
გამოცლილი და დაძაბულობით დაღლილი. დაჭრილი კისერი
შეხვეული ჰქონდა.
კეტლინი მხურვალედ ჩაეკრა გულში.
– შენი დარდი ჩემი დარდია, კეტ, – უთხრა ძმამ, როდესაც ერ-
თმანეთს მოსწყდნენ, – ლორდ ედარდზე რომ შევიტყვეთ... ლა-
ნისტერები ზღავენ, ვფიცავ, შურს ვიძიებ.
– ეგ ნედს დამიბრუნებს? – ჰკითხა ქალმა მოჭრით. ჭრილობა
ჯერ ძლიერ ახალი და პირგახსნილი იყო, შერბილებულ სიტ-
ყვებს ვერ პოულობდა. ახლა ნედზე ფიქრის უფლება არ ჰქონდა.
ახლა მასზე არ იფიქრებდა. ახლა ეს არაფრად არგებდა. ახლა
ძლიერი უნდა ყოფილიყო, – ეგ ყველაფერი მოიცდის. მამა უნდა
ვნახო.
– თავის მისაღებში გელის, – უთხრა ედმურმა.
– ლორდი ჰოსტერი სარეცელსაა მიჯაჭვული, მილედი, – გა-
ნუმარტა მამის მოურავმა. ამ კეთილ კაცს როდის მოესწრო ასე
დაბერება და გაჭაღარავება? – დამავალა, დაუყოვნებლივ მას-
თან მიმეყვანე. – მე მივიყვან, – ედმურმა წყლის კიბეზე ააცილა
და გადაატარა ქვედა ეზო, სადაც ოდესღაც პეტირ ბეილიშმა და
ბრანდონ სტარკმა მის გამო ხმლები გადააჯვარედინეს. თავზე
ციხესიმაგრის სქელი ქვიშაქვის კედლები წამოსდგომოდათ.
კართან ორი მცველი იდგა, მათ მუზარადებს ქიმი თევზის გვა-
რად ჰქონდა ნაჭედი.
– ძალიან ავადაა? – ჰკითხა ძმას, კარში რომ შევიდნენ; თან
პასუხის ეშინოდა. ედმურმა მგლოვიარე მზერით შეხედა.
– მაისტერები ამბობენ, ჩვენთან დიდხანს ყოფნა აღარ უწე-
რიაო.
გამუდმებული და მძიმე ტკივილები ტანჯავს.

1170
ბრმა რისხვამ შეიპყრო იგი, მისი სიტყვებით გაღვიძებულმა რის-
ხვამ. რისხვას ჰგვრიდა ძმა ედმური და და ლიზა, ლანისტერები, მა-
ისტერები, ნედი, მამამისი და საზარელი ღმერთები, რომლებსაც გა-
დაეწყვიტათ, ორივე წაერთმიათ მისთვის.
– უნდა გეთქვა, – უთხრა ძმას, – როგორც კი შეიტყვე, მაშინვე
ჩემთვისაც უნდა შემოგეთვალა.
– ამიკრძალა ამის გაკეთება. არ სურდა, მის მტრებს გაეგოთ,
რომ სიკვდილის პირას იყო. სახელმწიფო ასე რომ აირია, შიშობდა,
თუკი ლანისტერები შეიტყობდნენ, ასე სუსტად იყო...
– შესაძლოა, შემოეტიათ? – მძიმედ დაასრულა კეტლინმა. შენი
ნაქნარია, შენი, ჩასჩურჩულა შინაგანმა ხმამ. ჯუჯას შეპყრობა რომ
არ გაგებედა...
მდუმარედ აათავეს ხვეული კიბე.
ციხე სამგვერდა იყო, თავად რივერანის მსგავსად, და ლორდ
ჰოსტერის მისაღებიც სამკუთხედი იყო. აღმოსავლეთით ქვის აივანი
ჰქონდა მიდგმული, ვეება ქვიშაქვის გემის ჭვინტს რომ წააგავდა.
აქედან ციხესიმაგრის ბატონს შეეძლო, ზემოდან დაეხედა თავისი
გალავნებისა და ქონგურებისთვის, მათ მიღმა კი მდინარეთა შერ-
თვის ადგილისთვის ეცქირა. მამის ლოგინი აივანზე გაედგათ.
– მზეში ჯდომა და მდინარეების ცქერა მოსწონს, – აუხსნა ედ-
მურმა, – მამა, ნახე, ვინ მოვიყვანე. კეტი მოვიდა შენ სანახავად...
ჰოსტერ ტალი ყოველთვის ზორბა კაცი იყო: ახალგაზრდობაში მა-
ღალი და ბეჭგანიერი, შემდეგ კი, ასაკში შესული – სქელი. ახლა
თითქოს გალეულიყო, კუნთები და ხორცი ძვლებიდან ჩამოსდნო-
ბოდა. სახეც კი ჩამოგრძელებოდა. კეტლინმა ბოლოჯერ რომ ნახა,
თმაწვერი ყავისფერი ჰქონდა, ვერცხლით გვარიანად დაქსელილი.
ახლა თოვლივით გათეთრებულიყო.
ედმურის ხმა რომ გაიგონა, თვალები გაახილა.

1171
– პატარა კეტ, – ჩაიბუტბუტა სუსტი, ნიავივით ხმით, ტკივი-
ლით რომ ჰქონდა დაბზარული, – ჩემო პატარა კეტ, – სახეზე
აცახცახებული ღიმილი შეეხო, როდესაც ხელით მის ხელს დაუწ-
ყო ძებნა, – გიცდიდი... – დაგტოვებთ, ილაპარაკეთ, – თქვა
ძმამ, ლორდ-მამას ნაზად ემთხვია შუბლზე და წავიდა.
კეტლინმა მუხლი მოიყარა და მამის ხელი პეშვში მოიქცია.
დიდი ხელი იყო, მაგრამ გალეული, კანის ქვეშ ჩაყრილივით იძ-
ვროდნენ ძვლები, ძალა მთლად გამოსცლოდა.
– უნდა გეთქვა, – უთხრა მამას, – შიკრიკი, ყორანი...
– შიკრიკი იქნებ ტყვედ ჩაიგდოს ვინმემ, დაჰკითხოს, – უპა-
სუხა მან, – ყორანი იქნებ ჩამოაგდონ... – ტკივილმა შემოუტია
და მაგრად მოუჭირა შვილს თითებზე, – მუცელში კიბორჩხალე-
ბი ჩამისახლდნენ... მჩქმეტენ, გამუდმებით მჩქმეტენ. დღითა და
ღამით. საზარელი მარწუხები აქვთ ამ კიბორჩხალებს. მაისტერ
ვაიმანი ძილის ღვინოს მიზავებს, ყაყაჩოს რძეს... ბევრი მძი-
ნავს... მაგრამ მინდოდა, მღვიძებოდა და მენახე, როცა მოხვი-
დოდი. მეშინოდა... როდესაც ლანისტერებმა შენი ძმა ჩაიგდეს
ხელში, გარშემო კი ყველა მხრიდან ბანაკები შემოგვადგა... მე-
შინოდა, რომ შეიძლებოდა, შენ უნახავად წავსულიყავი. მეშინო-
და... – აქ ვარ, მამა, – უთხრა ქალმა, – რობთან, ჩემს შვილთან,
ერთად: მასაც ენდომება შენი ნახვა.
– შენი ბიჭი, – დაიჩურჩულა მოხუცმა, – ჩემი თვალები ჰქონ-
და, ასე მახსოვს.
– ჰქონდა და აქვს. და კიდევ ჯეიმი ლანისტერი მოგართვით,
შებორკილი. რივერანი ისევ თავისუფალია, მამა.
ლორდმა ჰოსტერმა გაიღიმა.
– ვნახე. წუხელ, ეს ბრძოლა რომ დაიწყო, ვუთხარი... უნდა
მენახა. კარიბჭის თავზე ამიყვანეს... ქონგურებს შორის ვუცქერ-
დი. აჰ, რა მშვენიერება იყო... ტალღებად მოაწყდნენ ჩირაღდნე-
ბი, მდინარეზე გადმოქროლილი დაძახილები მესმოდა... ეს

1172
ტკბილი დაძახილები... ის საალყე კოშკი რომ აბრიალდა, ღმერთე-
ბო... იქვე მოვკვდებოდი, თანაც სიხარულით, ოღონდაც კი მანამდე
შენი შვილების ნახვა მომესწრო. ეს შენმა ბიჭმა ქნა? შენმა რობმა?
– ჰო, – მიუგო უზომოდ ამაყმა კეტლინმა, – რობმა ქნა... და
ბრინდენმა. შენი ძმაც აქაა, მილორდ.
– ის. – მამას ხმა მკრთალ ჩურჩულამდე დაუდაბლდა, – შავი
თევზი... დაბრუნდა? ველიდან?
– ჰო.
– და ლიზა? – მის თხელ თეთრ თმაში გრილი ქარი იძვროდა, –
კეთილო ღმერთებო, შენი და... ისიც მოვიდა?
ისეთი იმედიანი, ისე მონატრული ხმა ჰქონდა, რომ კეტლინს სი-
მართლის თქმა გაუჭირდა.
– არა. სამწუხაროდ...
– ოჰ, – სახე მოეღვენთა, თვალებიც ნაკლებად უბრწყინავდა, –
იმედი მქონდა... მინდოდა, ისიც მენახა, მანამდე.
– ლიზა საარწივეშია თავის შვილთან ერთად.
ლორდმა ჰოსტერმა მძიმედ დაუქნია თავი.
– ახლა უკვე ლორდ რობერტთან ერთად, საწყალი ერინი მოკ-
ვდა...
მახსოვს... რატომ ისიც შენ არ წამოგყვა?
– შეშინებულია, მილორდ. საარწივეში თავს უსაფრთხოდ
გრძნობს, – მამას დანაოჭებულ შუბლზე აკოცა, – რობი ალბათ
გვიცდის. ნახავ? და ბრინდენსაც?
– შენი ვაჟი... – დაიჩურჩულა მან, – ჰო. კეტის შვილი. მახსოვს,
ჩემი თვალები ჰქონდა. რომ დაიბადა. მოიყვანე... ჰო.
– და შენი ძმა?
მამამისმა მდინარეებს გადახედა.
– შავი თევზი, – ჩაილაპარაკა, – იქორწინა? მოიყვანა... ვინმე
ცოლად?
სიკვდილის სარეცელზეც კი, მწუხარედ გაიფიქრა კეტლინმა.

1173
– არ უქორწინია. ხომ იცი, მამა. არც არასოდეს იქორწინებს.
– მე ვუთხარი... ვუბრძანე. შეირთე ცოლი! მისი ლორდი ვიყა-
ვი. უფლება მქონდა, მისთვის ცოლი შემერჩია. კარგი ცოლი.
რედვაინი.
ძველი გვარია. კარგი გოგონა იყო, ლამაზი... ჭორფლები. ბე-
თანი, ჰო. საბრალო ბავშვი. ჯერაც ელის. დიახ. ჯერაც...
– ბეთანი რედვაინი წლების წინ გაჰყვა ლორდ როვანს, – შე-
ახსენა კეტლინმა, – სამი შვილი ჰყავს მასთან.
– თუნდაც, – ჩაიბურტყუნა ლორდმა ჰოსტერმა, – თუნდაც.
ფეხებზე დაიკიდა გოგო. რედვაინები. ფეხებზე დამიკიდა მე. მისი
ლორდი, მისი ძმა... იმ შავმა თევზმა. სხვებიც შევთავაზე. ლორდ
ბრაკენის გოგო. ვოლდერ ფრეი... სამიდან ნებისმიერიო, ასე
თქვა... იქორწინა? შეირთო ვინმე? ვინმე?
– არავინ, – უთხრა კეტლინმა, – მაგრამ შენს სანახავად მრა-
ვალი ლიგა გამოიარა, ბრძოლით გაიკაფა რივერანში დასაბრუ-
ნებელი გზა.
მე აქ არ ვიქნებოდი, სერ ბრინდენი რომ არ დაგვხმარებოდა.
– მეომარი ყოველთვისაც იყო, – წვალებით ამოთქვა მამა-
მისმა, – ეგ კი იცოდა. კარიბჭის რაინდი, დიახ, – უკან გადაწვა
და თვალები დახუჭა, ძალა მთლად გამოსცლოდა, – მომიყვანე.
მერე. ახლა დავიძინებ. მეტისმეტად ავად ვარ საიმისოდ, ჩხუბი
რომ შევძლო. ამოგზავნე მერე ჩემთან, შავი თევზი...
კეტლინმა ნაზად აკოცა, თმა გაუსწორა და დატოვა მისი ცი-
ხის ჩრდილში, მისი მდინარეების დაბლით მოდენილ ჩხრიალში.
მისაღებიდან ჯერ არ გასულიყო, რომ მოხუცს უკვე ეძინა.
როდესაც ქვემო ეზოში ჩავიდა, სერ ბრინდენი წყლის კიბეზე
დახვდა; იდგა სველი ჩექმებით და რივერანის მცველთა კაპი-
ტანს ელაპარაკებოდა. კეტლინი რომ დაინახა, მაშინვე მისკენ
გამოეშურა.
– როგორ არის?

1174
– კვდება, – უთხრა ქალმა, – რის შიშიც გვქონდა.
ბიძამისს კლდისგან ნაჩორკნ სახეზე ცხადი ტკივილი დაეწერა
თითებით გადაივარცხნა სქელი შევერცხლილი თმა.
– მნახავს?
კეტლინმა თავი დაუქნია.
– ამბობს, მეტისმეტად ავად ვარ საიმისოდ, ჩხუბი რომ შევ-
ძლოო.
ბრინდენ შავმა თევზმა ჩაიხითხითა.
– მე კი მეტისმეტად ძველი ჯარისკაცი ვარ საიმისოდ, ეგ რომ და-
ვიჯერო. მის სამგლოვიარო კოცონს ცეცხლს რომ შევუნთებთ, ჰოს-
ტერი მაშინაც იმ რედვაინების გოგოზე დამიწყებს ჩიჩინს, ჯანდაბა
მაგის ძვლებს.
კეტლინმა გაიღიმა, იცოდა, ბიძამისი მართალი იყო.
– რობს ვერ ვხედავ.
– გრეიჯოისთან ერთად დარბაზში წავიდოდა.
თეონ გრეიჯოი რივერანის სეფე-დარბაზის გრძელ სკამზე ჩამომ-
ჯდარიყო, ყანწით ელს აგემოვნებდა და კეტლინის მამის გარნიზონს
მოჩურჩულე ტყეში გამართული სისხლისღვრის ამბებით უმასპინ-
ძლდებოდა.
– ზოგმა გაქცევა სცადა, მაგრამ ჩვენ ველი ორივე ბოლოში გა-
დავკეტეთ და სიბნელიდან დავატყდით თავს, მოღერებული ხმლე-
ბითა და შუბებით. ლანისტერებმა ალბათ იფიქრეს, თავად სხვები
გვეძგერნენო, როდესაც ის რობის მგელი მათ შორის შეიჭრა. მე
თვითონ დავინახე, ერთ კაცს მხრიდან მკლავი რომ წააწყვიტა, იმა-
თი ცხენები კი სულ გადაირივნენ, მგლის სუნი რომ იკრეს. უკვე
აღარ ვიცი, რამდენი მხედარი გადმოაგდო ცხენმა...
– თეონ, – შეაწყვეტინა კეტლინმა, – სად შემიძლია, ჩემი შვილი
ვნახო?
– ლორდი რობი საღვთო ტყეში წავიდა, მილედი...

1175
ნედიც ამას იზამდა. მამამისის შვილიც ისევეა, როგორც ჩემი,
ეს უნდა მახსოვდეს. ო, ღმერთებო, ნედი...
რობი ფოთლების მწვანე ჩარდახის ქვეშ ნახა. ბიჭს გარს მა-
ღალი წითელი ხეები და ვეება ბებერი თელები ერტყა. წვრილი
სარკმლისხის წინ დაჩოქილიყო, რომლის სახე სევდიანი უფრო
იყო, ვიდრე კუშტი.
თავის წინ მიწაში წვერით ჩაესო ორლესული, ხელთათმნიანი
ხელებით ჩასჭიდებოდა ტარზე. მის გარშემო სხვებსაც მოეყა-
რათ მუხლი: დიდჯონ ამბერს, რიკარდ კარსტარკს, მეგი მორ-
მონტს, გალბარტ გლოვერს, კიდევ სხვებსაც. ტიტოს ბლექვუდიც
კი აქ იყო, ფართო ყორანიმოსასხამი ზურგსუკან მიწაზე დაჰფე-
ნოდა. ესენი ძველ ღმერთებს სცემენ თაყვანს, გაიფიქრა კეტ-
ლინმა. თავს დაეკითხა, თავად რა ღმერთებს ვეთაყვანები ამ ბო-
ლო დროსო, და პასუხი ვერ იპოვა.
ლოცვისას მათი შეშფოთება არ ივარგებდა. ღმერთებს მათი
სარგო უნდა მიზღოდათ... თუნდაც ამ ბოროტ ღმერთებს, რომ-
ლებსაც ნედი მიჰყავდათ, ლორდი-მამა მიჰყავდათ მისგან. ამი-
ტომ კეტლინმა დაიცადა. მაღალ ტოტებში მდინარის ქარი დას-
რიალებდა, მარჯვნივ ბორბლის კოშკს ხედავდა, რომლის გვერ-
დებს ხავსი ასცოცებოდა. მოგონებებმა წალეკეს აქ, ასე მდგომი.
ამ ხეებს შორის მამა ცხენზე ჯდომას ასწავლიდა, იმ თელიდან
ედმური ჩამოვარდა და ხელი მოიტეხა, იქით კი, იმ ფანჩატურის
ქვეშ, იგი და ლიზა პეტირს კოცნობანას ეთამაშებოდნენ. წლები
გავიდა, ეს ერთხელაც არ გახსენებია. რა პატარები იყვნენ ყვე-
ლანი: თავად სანსასხელა იქნებოდა, ლიზა – არიაზე პატარა, პე-
ტირი კი კიდევ უფრო პატარა, მაგრამ ძალიან მოწადინებული.
გოგონები პეტირს ერთმანეთს უცვლიდნენ, ხან სერიოზულები,
ხან ახითხითებულები. ისე ცოცხლად მოაგონდა, ლამის იგრძნო
მხრებზე მისი გაოფლილი თითების შეხება და პიტნის სუნი მის

1176
სუნთქვაში. საღვთო ტყეში პიტნა ყოველთვის იზრდებოდა და პე-
ტირს მისი ღეჭვა უყვარდა. ისეთი გულადი პატარა ბიჭი იყო, სულ
რაღაც დავიდარაბაში ეხვეოდა.
– სცადა, ჩემთვის პირში ენა შეეყო, – გამოუტყდა კეტლინი დას
მერე, როდესაც მარტონი დარჩნენ.
– მეც ეგრე მიქნა, – დაიჩურჩულა ლიზამ, დამორცხვებულმა და
სუნთქვაშეკრულმა, – მომეწონა.
რობი ნელა წამოდგა ფეხზე და ხმალი ქარქაშში ჩააგო. კეტლინი
მიხვდა, რომ იმაზე ფიქრობდა, მის შვილს თუ ეკოცნა როდისმე გო-
გონასთვის საღვთო ტყეში. წესით, ნამდვილად უნდა ექნა. შემჩნეუ-
ლი ჰქონდა, ჯეინი პული როგორ ადევნებდა მას მოწყლიანებულ
თვალებს, და ზოგი მოსამსახურე გოგოც, ზოგი თვრამეტი წლისანიც
კი... მისი შვილი ნაომარი იყო და ადამიანები დაეხოცა თავისი
ხმლით, უეჭველია, ნაკოცნიც იქნებოდა. ქალს თვალებში ცრემლე-
ბი ედგა.
ბრაზით მოიწმინდა ისინი.
– დედა, – უთხრა რობმა, როდესაც იქ მდგომი დაინახა, – საბჭო
უნდა მოვიწვიოთ. რაღაც-რაღაცები გადასაწყვეტი გვაქვს.
– პაპაშენს უნდა შენი ნახვა, – უთხრა ქალმა, – რობ, იგი ძალიან
ავადაა.
– სერ ედმურმა მითხრა. ვწუხვარ, დედა... ლორდ ჰოსტერის და
შენ გამო. მაგრამ თავდაპირველად უნდა შევიკრიბოთ. სამხრეთი-
დან ამბავი მივიღეთ. რენლი ბარათეონმა თავისი ძმის გვირგვინზე
უფლება განაცხადა.
– რენლიმ? – ჰკითხა გაოგნებულმა ქალმა, – მეგონა, მაგას
ლორდი სტანისი იზამდა...
– ყველას ეგრე გვეგონა, მილედი, – უთხრა გალბარტ გლოვერ-
მა.

1177
საომარი საბჭო სეფე-დარბაზში შეიკრიბა, ოთხი გრძელი, ხა-
რიხებზე შეყენებული მაგიდა ერთმანეთს მიადგეს კვადრატის
გვერდებად. ლორდი ჰოსტერი მეტად სუსტად იყო და არ ესწრე-
ბოდა; თავის აივანზე ეძინა და მისი სიჭაბუკის მდინარეებზე და-
ფენილი მზე ესიზმრებოდა. ტალების საკარცხულში ედმური იჯ-
და, გვერდით ბრინდენ შავი თევზი მოესვა, მამამისის მებაირა-
ღენი კი მათ მარჯვნივ, მარცხნივ და გვერდითა მაგიდების გას-
წვრივ გამწკრივდნენ. სამკბილას გაქცეულმა ლორდებმა შეიტ-
ყვეს რივერანთან გამარჯვების ამბავი და ისევ შემოიკრიბნენ.
შემოვიდა კარილ ვენსი, უკვე ლორდი იყო, მისი მამა ოქროს ეშ-
ვის ძირას დაეცა. მას სერ მარქ პაიპერი ახლდა და თან დარიც
მოიყვანეს, სერ რეიმუნის ძე, რომელიც ბრანისხელა თუ იქნებო-
და. ლორდი იონოს ბრაკენი ქვის ზღუდის ნაქცევებიდან ჩამოვი-
და, დაბღვერილი, მობობოქრე, და ტიტოს ბლექვუდისგან იმდე-
ნად შორს დაჯდა, რამდენადაც ამას მაგიდის სიგრძე დაანებებ-
და.
ჩრდილოეთის ლორდები მეორე მხარეს მოთავსდნენ, კეტ-
ლინი და რობი ედმურის პირისპირ ისხდნენ მაგიდების გადაღმა.
უფრო ცოტანი იყვნენ. დიდჯონი რობის მარცხნივ იჯდა, მის მერე
– თეონ გრეიჯოი; გალბარტ გლოვერი და ლედი მორმონტი კეტ-
ლინის მარჯვნივ დასხდნენ. ლორდი რიკარდ კარსტარკი, გლო-
ვით ჩამომხმარი და თვალებჩაცვენილი, თავის ადგილას ისე
დაჯდა, გეგონებოდა, საზარელ სიზმარშიაო. გრძელი წვერი და-
უვარცხნელი და დაუბანელი უჩანდა.
მან მოჩურჩულე ტყეში ორი ძე დატოვა და არაფერი ისმოდა
მისი მესამისგანაც, უფროსისგან, რომელიც კარსტარკების შუ-
ბოსნებს ტაივინ ლანისტერის წინააღმდეგ გაუძღვა მწვანე კბილ-
ზე.

1178
ბჭობა გვიან ღამემდე გაგრძელდა. ყოველ ლორდს ჰქონდა სიტ-
ყვის თქმის უფლება, და კიდევაც ამბობდნენ... აგრეთვე ყვიროდნენ,
იგინებოდნენ, მსჯელობდნენ, პირფერობდნენ, ხუმრობდნენ, ვაჭ-
რობდნენ, კათხებს მაგიდაზე ახეთქებდნენ, იმუქრებოდნენ, ტოვებ-
დნენ საბჭოს და ბრუნდებოდნენ: ღუშვით თუ ღიმილით. კეტლინი იჯ-
და და ამას ყველაფერს უსმენდა. რუს ბოლტონმა გადააწყო მათი
მეორე ჯარის ნარჩენები ყრილი გზის პირზე. სერ ჰელმან ტოლჰარ-
ტსა და ვოლდერ ფრეის ჯერაც ეჭირათ ტყუპები. ლორდ ტაივინის
ჯარმა სამკბილა გადალახა და ჰარენჰალისკენ მიიწევდა. და სა-
ხელმწიფოს ორი მეფე ჰყავდა. ორ მეფეს შორის თანხმობა არ იყო.
მებაირაღე ლორდთაგან მრავალს სურდა, დაუყოვნებლივ გა-
ელაშქრათ ჰარენჰალზე, ლორდ ტაივინს ბრძოლის ველზე შეხვედ-
როდნენ და ლანისტერების მძლავრობისთვის ერთხელ და სამუდა-
მოდ მოეღოთ ბოლო. ახალგაზრდა, ფიცხი მარქ პაიპერი ამის ნაც-
ვლად დასავლეთით, კასტერლის კლდეზე შეტევას მოითხოვდა.
სხვები დაყოვნების მომხრენი იყვნენ. რივერანი ლანისტერების მო-
მარაგების გზას კეტავდა, მიუთითათ იასონ მალისტერმა; მოდით,
ხელსაყრელ დროს დავუცადოთ, მანამდე ლორდ ტაივინს ახალ-
წვეულებისა და სურსათის მიღების შესაძლებლობას არ მივცემთ,
ამასობაში კი ჩვენს დაცვას გავაძლიერებთ და დაქანცულ ჯარს და-
ვასვენებთო. ლორდ ბლექვუდს არაფრის შესმენა არ უნდოდა.
თვლიდა, რომ მოჩურჩულე ტყეში დაწყებული საქმე უნდა დაესრუ-
ლებინათ – ჰარენჰალისკენ დაძრულიყვნენ და რუს ბოლტონის ჯა-
რიც თავისთან მოეხმოთ. რასაც ბლექვუდი იჩემებდა, ბრაკენი, რო-
გორც ყოველთვის, იმის წინააღმდეგი იყო; ლორდი იონოს ბრაკენი
წამოდგა, რათა დაბეჯითებით ემტკიცებინა, რომ მათ მეფე რენლის-
თვის უნდა შეეფიცათ ერთგულება და სამხრეთისკენ გაეწიათ მის
ლაშქართან შესაერთებლად.
– რენლი მეფე არ არის, – თქვა რობმა. მისმა ძემ პირველად
დაძრა ხმა. მამამისის არ იყოს, მანაც იცოდა მოსმენა.

1179
– შენ ჯოფრის ვერ მიემხრობი, მილორდ, – უთხრა გალბარტ
გლოვერმა, – მან მამაშენი მოაკვლევინა.
– ეს ნიშნავს, რომ მან ბოროტება ჩაიდინა, – მიუგო რობმა, –
არ ვიცოდი, რომ ეს რენლის მეფედ ხდიდა. ჯოფრი ჯერაც რო-
ბერტის უფროსი კანონიერი შვილია, ასე რომ, ტახტი სახელმწი-
ფოს ყველა კანონით მას ეკუთვნის. ის თუ მოკვდება, და მე ვაპი-
რებ, მივხედო, რომ სწორედ ეგ ქნას, მას უმცროსი ძმა დარჩება.
ტომენი გვარში შემდეგია, ჯოფრის მერე.
– ტომენიც ეგეთივე ლანისტერია, – ვერ მოითმინა სერ მარქ
პაიპერმა. – შესაძლოა, – გაეპასუხა შეფიქრიანებული რობი, –
მაგრამ მათგან არცერთიც რომ არ იყოს მეფე, ლორდი რენლი
მაინც როგორღა იქნება? ის რობერტის ძმათაგან უმცროსია.
ბრანი ვერ იქნება ვინტერფელის ლორდი ჩემზე ადრე, რენლიც
ვერ გახდება მეფე ლორდ სტანისამდე.
ლედი მორმონტი დაეთანხმა:
– ლორდ სტანისს მეტი უფლება აქვს.
— რენლიმ გვირგვინი დაიდგა, — უთხრა მარქ პაიპერმა, —
ზენაბაღმა და გრიგალის კიდემ მხარი დაუჭირეს და დორნელე-
ბიც დიდხანს არ დააყოვნებენ. თუკი ვინტერფელი და რივერანი
მას შეუერთდებიან, შვიდი ზეპური გვარიდან ხუთი მის გვერდით
იქნება. ექვსი, თუკი ერინები ხელს გაანძრევენ! ექვსი ვიქნებით
კლდის წინააღმდეგ! მილორდებო, ერთ წელიწადში ყველას თა-
ვებს დავაყრევინებთ და სარზე ავაგებთ, დედოფალს და ბიჭ-მე-
ფეს, ლორდ ტაივინს, ჭინკას, მეფისმკვლელს, სერ კევანს —
ყველას! აი, რას მოვიგებთ, მეფე რენლის თუ მივუდგებით. და
ლორდი სტანისი რაღას შემოგვთავაზებს სამაგიეროდ, რომ გვი-
ღირდეს ამაზე უარის თქმა?
— უფლებას, — ჯიუტად უთხრა რობმა. კეტლინმა გაიფიქრა,
რომ ამის თქმისას შემაძრწუნებლად დაემსგავსა ნედს.

1180
— ამგვარად, გვთავაზობ, სტანისის უფლება ვაღიაროთ? —
ჰკითხა ედმურმა.
— არ ვიცი, — უთხრა რობმა, — ვილოცე, რომ მომცემოდა
ცოდნა, — თუ რა უნდა ვქნა, მაგრამ ღმერთებმა არ მიპასუხეს. ლა-
ნისტერებმა მამაჩემი მოკლეს, როგორც მოღალატე, და ვიცით, რომ
ეს სიცრუე იყო, მაგრამ თუ ჯოფრი კანონიერი მეფეა და ჩვენ მას ვე-
ომებით, მაშინ ჩვენ ვიქნებით მოღალატეები.
— ჩემი ლორდი-მამა სიფრთხილეს გვირჩევდა, — თქვა ხნიერ-
მა სერ სტევრონმა, სახეზე ფრეის ქრცვინისებური ღიმილი ეფინა,
— მოვიცადოთ, დაე, ამ ორმა მეფემ ტახტების თამაში წაითამაშოს.
ისინი ჩხუბს რომ მოითავებენ, ჩვენ შეგვიძლია, მუხლი მოვუყაროთ
გამარჯვებულს, ან შევებრძოლოთ — როგორც ვარჩევთ. ახლა
რენლი იარაღს რომ ისხამს, ლორდი ტაივინი ალბათ ზავის მომხრე
იქნება... და თავისი ვაჟის მშვიდობიანად დაბრუნების. კეთილშობი-
ლო ლორდებო, ნება მომეცით, ვეახლო მას ჰარენჰალში და ხელ-
საყრელი პირობები და გამოსასყიდი შევათანხმო...
მისი ხმა აღშფოთების ღრიალში დაიძირა.
— მხდალო! — დაიგრგვინა დიდჯონმა.
— ზავის თხოვნა სუსტებად გამოგვაჩენს, — განაცხადა ლედი
მორმონტმა.
— ჯანდაბას გამოსასყიდები, მეფისმკვლელი არ უნდა გადავ-
ცეთ! —
— იყვირა რიკარდ კარსტარკმა.
— და სულაც მშვიდობა რატომ არა? — იკითხა კეტლინმა.
ლორდებმა შეხედეს, მაგრამ იგი მხოლოდ რობის თვალებს
გრძნობდა, მისას, მარტო მისას.
– მილედი, მათ ჩემი ლორდი-მამა მოკლეს, შენი ქმარი, – უთხრა
გადაჭრით. ორლესული გააშიშვლა და თავის წინ მაგიდაზე დაასვე-
ნა, – აი, ის მშვიდობა, რაც შეიძლება ლანისტერებთან მქონდეს.

1181
დიდჯონმა მოწონებით დაიბუხუნა, მას სხვებმაც შერთეს ხმე-
ბი, ყვიროდნენ, ხმლებს აშიშვლებდნენ და მაგიდაზე მუშტებს აბ-
რახუნებდნენ. კეტლინმა შეიცადა, სანამ დაწყნარდებოდნენ.
– მილორდებო, – მერეღა თქვა, – ლორდი ედარდი თქვენი
ბატონი იყო, მაგრამ მე მის სარეცელს ვიზიარებდი და მისი შვი-
ლები დავბადე. ფიქრობთ, თქვენზე ნაკლებად მიყვარს იგი? –
მწუხარებამ ლამის ხმა ჩაუწყვიტა, მაგრამ კეტლინმა ღრმად ჩა-
ისუნთქა და თავი განიმტკიცა, – რობ, მაგ ხმალს მისი უკან დაბ-
რუნება რომ შეეძლოს, არასოდეს დაგანებებდი მის ქარქაშში ჩა-
გებას, სანამ ნედი კვლავ გვერდით არ დამიდგებოდა... მაგრამ
ის მოკვდა და ამას მოჩურჩულე ტყეში ათასი გამარჯვებაც ვერ
შეცვლის. ნედი დაიღუპა, და დარინ ჰორნვუდი, ლორდ კარ-
სტარკის ჩაუქი ვაჟებიც, მათ გარდა – ბევრი სხვა ქველი მამრიც,
და მათგან აღარავინ დაგვიბრუნდება. ამას კიდევ სხვათა სიკ-
ვდილებიც დავურთოთ?
– შენ ქალი ხარ, მილედი, – თავისი ბოხი ხმით დაიგრგვინა
დიდჯონმა, – ქალებს ეს ამბები არ ესმით.
– ქალები გულჩვილები ხართ, – თქვა ლორდმა კარსტარკმა,
სახეზე გლოვის ხაზები განუახლდა, – მამაკაცს შურისძიება
სჭირდება.
– ჩამიგდეთ ხელში სერსეი ლანისტერი, ლორდ კარსტარკ,
და ნახავთ, რა გულჩვილიც შეიძლება იყოს ქალი, – მიუგო კეტ-
ლინმა, – მე იქნებ არ მესმოდეს ტაქტიკა და სტრატეგია... მაგრამ
ფუჭი საქმეების კარგად გამეგება. საომრად რომ დავეწყვეთ, მა-
შინ ლანისტერები მდინარეთს აოხრებდნენ, ნედი კი ტუსაღი
იყო, ტყუილ ღალატს სწამებდნენ. ვიბრძოდით, რათა თავი დაგ-
ვეცვა და მილორდის თავისუფლება მოგვეპოვებინა. ჰოდა, ახ-
ლა ერთ მიზანს უკვე მივაღწიეთ, მეორე კი შეუძლებელი გახდა.
სიცოცხლის ბოლომდე ვიგლოვებ ნედს, მაგრამ ახლა ცოც-
ხლებზე უნდა ვიფიქრო. ჩემი ასულების დაბრუნება მინდა, ისინი

1182
კი ჯერაც დედოფალს ჰყავს ტყვედ. თუ ჩვენი ოთხი ლანისტერის მი-
ცემა მომიწევს მათ ორ სტარკში, ამას სარფიან გარიგებად ჩავთვლი
და ღმერთებს მადლობას შევწირავ. მინდა, ხიფათი არსაიდან გე-
მუქრებოდეს, რობ, ვინტერფელს მართავდე, მამაშენის ტახტზე
მჯდარი. მინდა, იცხოვრო, აკოცო გოგონას, ქალი შეირთო და ძის
მამა გახდე. მინდა, დავასრულო ეს ამბავი. მინდა, შინ წავიდე, მი-
ლორდებო, და ქმარი ვიგლოვო.
კეტლინმა ლაპარაკი რომ დაასრულა, დარბაზში არა ხმა არ ის-
მოდა.
– მშვიდობა, – თქვა ბიძამისმა ბრინდენმა, – მშვიდობა ძვირფა-
სი რამაა, მილედი... მაგრამ რა ფასად? რა აზრი აქვს, ხმალი სახნი-
სად გადაადნო, თუ მეორე დილით ისევ ხმლად გადაჭედვა მოგი-
წევს?
– რისთვის დადეს თავები ტორენმა და ჩემმა ედარდმა, თუ კარ-
ჰოლდში უნდა დავბრუნდე და თან არაფერი მივიტანო მათი ძვლე-
ბის მეტი? – იკითხა რიკარდ კარსტარკმა.
– დიახაც, – თქვა ლორდმა ბრაკენმა, – გრეგორ კლეგეინმა გა-
აჩანაგა ჩემი ნათესები, ყმები დამიხოცა და ქვის ზღუდე კვამლადე-
ნილ ნანგრევებად აქცია. ახლა კი მე მის გამომგზავნებს მუხლი უნ-
და მოვუყარო? რისთვის ვიბრძოლეთ, თუ ყველაფერს ძველებუ-
რადვე დავტოვებთ?
კეტლინის გასაკვირად და სამწუხაროდ, ლორდმა ბლექვუდმაც
კვერი დაუკრა:
– და თუ მეფე ჯოფრისთან მშვიდობას შევკრავთ, მაშინ მეფე
რენლის მოღალატეები არ ვიქნებით? თუკი ხარირემი ლომს დაჯაბ-
ნის, სად აღმოვჩნდებით მაშინ?
– რაც არ უნდა გადაწყვიტოთ, მე ლანისტერს არასოდეს ვუწო-
დებ ჩემს მეფეს, – განაცხადა მარქ პაიპერმა.
– არც მე! – იყვირა ყმაწვილმა დარიმ, – არასოდეს!

1183
ისევ ყაყანი ატყდა. კეტლინი სასოწარკვეთილი დაეშვა სკამ-
ზე. რა ახლოს ვიყავი, გაიფიქრა. თითქმის ყურად იღეს მისი,
თითქმის... მაგრამ შესაფერისი წუთი ხელიდან გაუსხლტა. მშვი-
დობას ვერ ეღირსებოდნენ, ვერც კურნებას, ვერც უსაფრთხო-
ებას. თავის ძეს შეხედა, უცქერდა, თუ როგორ უგდებდა იგი ყურს
ლორდების კამათს, საგონებელში ჩავარდნილი იჭმუხნებოდა,
მაგრამ თავის ომს იყო შეუღლებული. მან ვოლდერ ფრეის ასუ-
ლის შერთვის აღთქმა დადო, მაგრამ კეტლინს ახლა უკვე ცხა-
დად ედგა თვალწინ თავისი ძის ნამდვილი სასძლო: ის ხმალი
იყო, მაგიდაზე რომ დაასვენა.
კეტლინს თავისი გოგონები ახსენდებოდა, ფიქრობდა, რო-
დისმე კვლავ თუ ვიხილავ მათო, როდესაც დიდჯონი ზეზე წამო-
იჭრა.
– მილორდებო! – იყვირა მან, მისი ხმა გრგვინვით ასხლტა
სახურავის კოჭებზე, – აი, რას ვეტყოდი იმ ორ მეფეს! – მან გა-
დააფურთხა, – რენლი ბარათეონი ჩემთვის არარაობაა, სტანი-
სიც აგრეთვე. რატომ უნდა განაგებდნენ ჩემს და ჩემი მამულების
საქმეებს, ზენაბაღში თუ დორნში რომელიღაც ყვავილებიან ტახ-
ტზე დასკუპებულები? რა გაეგებათ კედლის თუ მგლისტყის, ან
პირველ კაცთა ყორღანების? მაგათი ღმერთებიც კი ცრუები
არიან. ლანისტერებიც სხვებს წაუღიათ, ეგენიც ამოვიდნენ ყელ-
ში, – იგი მხარსუკან გადასწვდა და თავისი უზარმაზარი საორხე-
ლე ორლესული ამოიღო, – ვითომ რატომ არ უნდა ვიყოთ ისევ
ჩვენი თავის ბატონები? ჩვენ დრაკონებს შევუღლდით, დრაკონე-
ბი კი ყველანი დაიხოცნენ! – მან ხმალი რობს მიაშვირა, – აგერ
ზის ის ერთადერთი მეფე, ვისთვისაც მუხლის მოყრას ვაპირებ,
მილორდებო! – დაიბუხუნა მან, – ჩრდილოეთის მეფე! – და და-
იჩოქა, და კეტლინის ძის ფერხთით დადო ხმალი.

1184
– მაგ პირობებით მშვიდობას მივიღებ, – თქვა ლორდმა კარ-
სტარკმა, – თავისთვის ჰქონდეთ მაგათი წითელი ციხეც და რკინის
სკამიც, – თავისი ორლესული ქარქაშიდან ამოაცურა, – ჩრდილოე-
თის მეფე! – წარმოთქვა და დიდჯონის გვერდით მოიყარა მუხლი.

მეგი მორმონტი წამოდგა.


– ზამთრის მეფე! – განაცხადა და თავისი ეკლებიანი ლახტი
ხმლების გვერდით დადო. და წამოდგნენ მდინარეთის ლორდებიც,
ბლექვუდი, ბრაკენი და მალისტერი, გვარები, რომლებიც არასო-
დეს მართულან ვინტერფელიდან; მაგრამ კეტლინი ხედავდა, რო-
გორ დგებოდნენ ისინი, ხმლებს აშიშვლებდნენ, იჩოქებდნენ და
ხმამაღლა გაიძახოდნენ უძველეს სიტყვებს, რომლებიც სამი ათასი
წელი იყო, სახელმწიფოში არავის სმენოდა – მას მერე, რაც ეაგონ
დრაკონი მოვიდა, რათა შვიდი სამეფო ერთი გაეხადა... მაგრამ ახ-
ლა კვლავ ისმოდა, ზარივით რეკდა, მამამისის სეფე-დარბაზის ხის
კედლებიდან ამსხლტარი:
– ჩრდილოეთის მეფე!
– ჩრდილოეთის მეფე!
– ჩრდილოეთის მეფე!

1185
დენერისი

1186
იქაურობა წითელი, უსიცოცხლო და გადაბუგული იყო, კარგ შეშას
ძნელად იპოვიდი. გაგზავნილებს უკან დაგრეხილი ვერხვები, წითე-
ლი ნარი, ლეგა ბალახის კონები მოჰქონდათ. ორი სხვებზე უფრო
სწორი ხე შეარჩიეს, ტოტები და კორძები გასხიპეს, ტყავი გააცალეს
და დაჩეხეს, ნაპობები ოთხკუთხად დაალაგეს. რახარომ შეარჩია
ულაყი იმ მცირერიცხოვანი რემიდან, რომელიც დარჩენოდათ; ეს
ცხენი ვერ შეედრებოდა ხალ დროგოს წითელ მერანს, მაგრამ იმას,
საერთოდ, ცოტა ცხენი თუ შეედრებოდა. შეშის ოთხკუთხედის შიგ-
ნით აგომ მას დამჭკნარი ვაშლი აჭამა და თვალის დახამხამებაში
დასცა თვალებს შორის ნაჯახის ზუსტი ძგერებით.
ხელფეხშეკრული მირი მაზ დური მიწაზე იჯდა და ღელვაჩამდგა-
რი შავი თვალებით შესცქეროდა.
– ცხენის მოკვლა არ კმარა, – უთხრა დენის, – სისხლი თავისთა-
ვად არც არაფერია. შენ არ ფლობ სიტყვებს შელოცვის აღსასრუ-
ლებლად, არც მათი საპოვნელი სიბრძნე გაგაჩნია. სისხლის მაგია
საბავშვო თამაშები ხომ არ გგონია? მაეგის ისე მეძახი, თითქოს
მლანძღავდე, მაგრამ ეგ სიტყვა „ბრძენს“ ნიშნავს და სხვა არაფერს.
ბავშვი ხარ და ბავშვურად უმეცარი. რის გაკეთებასაც არ უნდა აპი-
რებდე, მაინც არ გამოგივა. გამიხსენი ხელები და მოგეხმარები.
– დამღალა ამ მაეგის ყროყინმა, – უთხრა დენიმ ჟოგოს. მან
ქალს შოლტი გადაუჭირა და ამის მერე ღმერთის სძალს ხმა აღარ
ამოუღია. ცხენის ლეშზე დაჩეხილი შეშა დაალაგეს: მომცრო ხეების
ზროები და უფრო დიდების ტოტები, და ყველაზე სქელი და სწორი
ნასხეპები, რაც კი ნახეს. შეშას აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ
ალაგებდნენ, მზის ამოსავლიდან მზის დასავლისკენ. ბაქანზე დრო-
გოს ქონება დაახვავეს: მისი დიდი კარავი, მოხატული ჟილეტი, უნა-
გირი და აღვირი, შოლტი, რომელიც მამამისმა მისცა, მამაკაცობის
ასაკში რომ შევიდა, მისი არახი, რომლითაც ხალი ოგო და მისი ძე

1187
მოკლა, მძლავრი დრაკონის ძვლის მშვილდი. აგოს უნდოდა, ის
იარაღიც დაერთო, რომელიც დროგოს სისხლისმიერებმა დენის
მიუძღვნეს საქორწილო საჩუქრად, მაგრამ დენიმ აუკრძალა.
– ეგენი ჩემია, – უთხრა მხედარს, – და ვაპირებ, დავიტოვო.
ხალის განძზე ნარის კიდევ ერთი ფენა დაალაგეს და ზედ ხმე-
ლი ბალახის კონები მიმოფანტეს. სერ იორაჰ მორმონტმა დენი
გვერდზე გაიყვანა, როდესაც მზე ზენიტს მიუახლოვდა.
– პრინცესა... – წამოიწყო მან.
– ეგრე რატომ მეძახი? – შეუტია დენიმ, – ჩემი ძმა ვისერისი
შენი მეფე იყო, ასეა?
– ასეა, მილედი.
– ვისერისი მოკვდა. მე მისი მემკვიდრე ვარ, ტარგარიენთა
გვარის უკანასკნელი ჩამომავალი. ყველაფერი, რაც მისი იყო,
ახლა ჩემია. – ჩემო... დედოფალო, – უთხრა სერ იორაჰმა და
ცალ მუხლზე დაიჩოქა, – ჩემი ხმალი, მას რომ მივუძღვენი, ახლა
შენია, დენერის. და ჩემი გულიც, რომელიც არასოდეს ეკუთვნო-
და შენს ძმას. ერთი რაინდი ვარ და მეტი არაფერი, და ყარიბო-
ბის გარდა, ვერაფერს შემოგთავაზებ, მაგრამ გევედრები, ყური
მიგდე. დაეხსენი ხალ დროგოს. მარტო არ უნდა იყო. გპირდები,
ვერავინ წაგიყვანს ვაის დოთრაკში, თუ თავად არ მოისურვებ.
დოშ ხალენს შეერთება არ დაგჭირდება. გამომყევი აღმოსავ-
ლეთში. ი-ტიში, ქართში, ნეფრიტის ზღვასთან, ბინდისპირა ასშა-
იში. ჯერაც არნახულ საოცრებებს ვიხილავთ და, რასაც ღმერთე-
ბი გამოგვიგზავნიან, იმ ღვინოს შევსვამთ. გევედრები, ხალესი.
ვიცი, რაც განგიზრახავს. ნუ იზამ. ნუ.
– საჭიროა, – უთხრა დენიმ. სახეზე შეეხო ალერსით, სევდით,
– შენ არ გესმის.
– მესმის, რომ გიყვარდა, – უთხრა სერ იორაჰმა სასოწარკვე-
თით წალეკილი ხმით, – მეც მიყვარდა ჩემი ლედი-მეუღლე, მაგ-

1188
რამ მასთან ერთად არ მოვმკვდარვარ. ჩემი დედოფალი ხარ, ჩემი
ხმალი შენ გეკუთვნის, მაგრამ ნუ მომთხოვ, განზე გავდგე, როდესაც
დროგოს სამგლოვიარო კოცონზე აპირებ ასვლას. ვერ ვუცქერ, რო-
გორ დაიწვები.
– ამის გეშინია? – დენიმ მსუბუქად აკოცა ფართო შუბლზე, – ეგე-
თი ბავშვიც არ ვარ, ძვირფასო სერ.
– მასთან ერთად სიკვდილს არ აპირებ? შემომფიცავ, ჩემო დე-
დოფალო?
– ვფიცავ, – უთხრა შვიდი სამეფოს საერთო ენაზე, რომელიც მი-
სი იყო, ყველა უფლებით.
ბაქანის მესამე დონე თითისსიმსხო ტოტებით დააგეს და ხმელი
ფოთლებით და ფიჩხით დაფარეს. შეშა ჩრდილოეთიდან სამხრე-
თისკენ დააწყვეს, ყინულიდან ცეცხლისკენ, და ზედ მომაღლოდ და-
ალაგეს რბილი ბალიშები და აბრეშუმის ქვეშაგები. იმ დროისთვის,
კოცონის მზადებას რომ მორჩნენ, მზემ დასავლეთისკენ იწყო გა-
დახრა. დენიმ თავის გარშემო დოთრაკებს მოუწოდა. ასზე ნაკლები
დარჩენილიყო. ნეტავ ეაგონმა რამდენით დაიწყოო, გაიფიქრა. ამას
მნიშვნელობა არ ჰქონდა.
– თქვენ ჩემი ხალასარი იქნებით, – უთხრა მან, – აქ მონების სა-
ხეებს ვხედავ. მე თქვენ თავისუფლებას განიჭებთ. წადით, თუ
გსურთ, არავინ არაფერს დაგიშავებთ. თუ დარჩებით, იქნებით, რო-
გორც ჩვენი ძმები და დები, ქმრები და ცოლები, – დაღლილი, უმეტ-
ყველო თვალები მისჩერებოდნენ, – ვხედავ ბავშვებს, ქალებს, ხნი-
ერთა ნაოჭიან სახეებს. გუშინ მეც ბავშვი ვიყავი. დღეს ქალი ვარ.
ხვალ მოხუცი ვიქნები, ყოველ თქვენგანს ვეტყვი, მომეცით თქვენი
ხელი და თქვენი გული, და ჩემთან ყოველთვის იქნება თქვენი ადგი-
ლი, – იგი თავისი ხასის სამ ჭაბუკ მეომარს მიუბრუნდა, – ჟოგო, შენ
ვერცხლისტარა მათრახს გიძღვნი, რომელიც ჩემი საქორწილო სა-

1189
ჩუქარი იყო, და გიწოდებ კოს, და ვითხოვ შენგან ფიცს, რომ
იცოცხლებ და მოკვდები, ვით სისხლი ჩემი სისხლთაგანი, გვერ-
დით გამომყვები ცხენზე ამხედრებული და საფრთხისგან დამი-
ფარავ.
ჟოგომ მათრახი ჩამოართვა, მაგრამ სახეზე გაოცება ეწერა.
– ხალესი, – თქვა ყოყმანით, – ეს არ გამოვა. სირცხვილს მო-
მიტანს ქალის სისხლისმიერ მხედრად ყოფნა.
– აგო, – დაუძახა დენიმ, ჟოგოს სიტყვები არად ჩააგდო. უკან
თუ მივიხედავ, დავიღუპები. – შენ გიძღვნი დრაკონის ძვლის
შუბს, რომელიც ჩემი საქორწინო საჩუქარი იყო. – ორთაღიანი
მშვილდი იყო, მბზინვარე შავი და ნატიფი, დენიზე უფრო მაღა-
ლი, – გიწოდებ კოს და ვითხოვ შენგან ფიცს, რომ იცოცხლებ და
მოკვდები, ვით სისხლი ჩემი სისხლთაგანი, გვერდით გამომყვე-
ბი ცხენზე ამხედრებული და საფრთხისგან დამიფარავ.
აგოს მზერა არ აუმართავს, ისე მიიღო მშვილდი.
– ვერ ვიტყვი მაგ სიტყვებს. მხოლოდ კაცი შეიძლება გაუძ-
ღვეს ხალასარს ან კო დაასახელოს.
– რახარო, – თქვა დენიმ და უარისმთქმელისგან გვერდზე
შებრუნდა, – შენ მიიღებ დიდ არახს, რომელიც ჩემი საქორწი-
ლო ძღვენი იყო, ოქროთი მოზარნიშებული ტარითა და პირით.
შენც ჩემს კოს გიწოდებ და მოვითხოვ შენგან, რომ იცოცხლებ და
მოკვდები, ვით სისხლი ჩემი სისხლთაგანი, გვერდით გამომყვე-
ბი ცხენზე ამხედრებული და საფრთხისგან დამიფარავ.
– შენ ხალესი ხარ, – უთხრა რახარომ და არახი გამოართვა,
– გვერდით გამოგყვები მთების დედის ძირას გაშლილ ვაის
დოთრაკამდე და დაგიფარავ ხიფათისგან, სანამ დოშ ხალენის
დედაბრებს შორის შენს ადგილს არ დაიჭერ. მეტს ვერ დაგპირ-
დები.
დენიმ თავი დაუქნია, ისე მშვიდად, თითქოს მისი პასუხი არ
გაეგონოს, და თავის ფალავანთაგან უკანასკნელს მიმართა.

1190
– სერ იორაჰ მორმონტ, – თქვა მან, – პირველო და უდიდესო
ჩემს რაინდთაგან, შენთვის მოსაცემი საქორწილო ძღვენი არ გა-
მაჩნია, მაგრამ ფიცს გაძლევ, ერთ დღესაც ჩემი ხელიდან მიიღებ
ხმალს, რომლის მსგავსიც სამყაროს ჯერაც არასდროს უნახავს –
დრაკონის ცეცხლში ნაწრთობს და ვალირიული ფოლადით ნაჭედს.
და შენც გთხოვ, შემომფიცო.
– შემოგფიცავ, ჩემო დედოფალო, – უთხრა სერ იორაჰმა და და-
იჩოქა, თავისი ხმალი მის ფერხთით რომ დაედო, – ვფიცავ, გემსა-
ხურო, გმორჩილებდე და მოვკვდე შენთვის, თუ საჭირო იქნება.
– რაც არ უნდა მოხდეს?
– რაც არ უნდა მოხდეს.
– მე მივიღებ შენგან ამ ფიცს. ღმერთებს შევთხოვ, არასოდეს
ინანო მისი მოცემა, – დენიმ რაინდი ფეხზე წამოაყენა. ფეხის წვე-
რებზე აიწია, მის ბაგეს მისწვდა, ნაზად ეამბორა და უთხრა, – პირ-
ველი ხარ დედოფლის ქეშიკთა ჩემს რაზმში.
კარავში რომ შებრუნდა, ხალასარის მზერას გრძნობდა. დოთ-
რაკები ბურტყუნებდნენ და მუქი ნუშისებური თვალების კუთხიდან
უცნაურ ალმაცერ მზერას არ აშორებდნენ. დენი მიხვდა, რომ შეშ-
ლილად თვლიდნენ. იქნებ იყო კიდევაც შეშლილი. ამას ძალიან მა-
ლე გაიგებდა. უკან თუ მივიხედავ, დავიღუპები.
ირიმ ვარცლში რომ ჩასვა, წყალი ქაფქაფა ცხელი დახვდა, მაგ-
რამ დენი არ შემკრთალა, არ წამოუყვირია. მას უყვარდა სიცხე. სიც-
ხით თავს განწმენდილად გრძნობდა. ჟიქვიმ წყალი იმ ზეთებით გა-
ასურნელა, დენიმ ვაის დოთრაკის ბაზარზე რომ იპოვა. წყალს ნო-
ტიო, საამო ორთქლი ასდინდა. დორეამ თმა დაბანა და დაუწყო, გა-
ბურდული და მოთელილი ღერები გამოუვარცხნა. ირიმ ზურგი გა-
უხეხა. დენიმ თვალები დახუჭა და სურნელსა და სითბოს მისცა თა-
ვი. გრძნობდა, როგორ შეჟონა სიცხემ მტკივან შორისში. ათრთოლ-
და, მასში რომ შეაღწია და იგრძნო, როგორ გაილია წყალში ტკივი-
ლი და დაძაბულობა.

1191
დენი ტივტივებდა.
გასუფთავებულს მოახლეები წყლიდან ამოსვლაში მოეხმარ-
ნენ.ირიმ და ჟიქვიმ გაამშრალეს, დორეამ კი თმა უვარცხნა, სა-
ნამ თხევადი ვერცხლის მდინარედ არ დასდინდა ზურგზე. ყვა-
ვილსურნელა და დარიჩინი აპკურეს: თითო შეხება ორთავე მა-
ჯაზე, ყურების უკან, მძიმე რძისფერი ძუძუების წვერებზე. ბოლო
წვეთი ქალურ ნაკვთს ერგებოდა. ირის თითი საყვარლის კოცნა-
სავით მსუბუქი და გრილი იყო, ბაგეებს შორის რომ შეუსრიალ-
და.ამის მერე დენიმ ყველა დაითხოვა, რათა ხალი დროგო ღა-
მის მხარეში უკანასკნელი მგზავრობისთვის გაემზადებინა. ტანი
დაბანა, თმა დავარცხნა და გაუპოხა. ბოლოჯერ გაიტარა თითებს
შორის, შეიგრძნო მისი სიმძიმე და გაიხსენა, როგორ შეეხო მას
პირველად, მათი საქორწილო ჭენების ღამეს. მისთვის თმა არა-
სოდეს მოეკვეცათ. რამდენ კაცს შეუძლია, შეუკვეცელი თმით
მოკვდეს? სახე ხალის თმაში ჩარგო და ზეთების მუქი სურნელი
შეიყნოსა. დროგოს ბალახის და თბილი მიწის სუნი ჰქონდა,
კვამლის, მამაკაცური თესლისა და ცხენების სუნი, დროგოს სუნი
ჰქონდა. მაპატიე, ჩემი ცხოვრების მზეო, გაიფიქრა დენიმ. მაპა-
ტიე ყოველი, რაც ჩავიდინე და ყოველი, რაც აწი უნდა ჩავიდინო.
ფასი გადავიხადე, ჩემო ვარსკვლავო, მაგრამ ძვირი იყო, მეტად
ძვირი...
დენიმ თმა დაუწნა, ულვაშებზე ვერცხლის რგოლები წამოაც-
ვა და სათითაოდ დაჰკიდა ზანზალაკები. იმდენი იყო: ოქროსი,
ვერცხლის, ბრინჯაოს ზანზალაკები. იმისათვის, რომ მტერს გა-
ეგონა მისი მოახლოება და შიშით ძალა გამოსცლოდა. ძუის პა-
ჭიჭები და მაღალი ჩექმები ჩააცვა, წელზე ოქროსა და ვერცხლის
მედალიონებით ასხმული მძიმე ქამარი შემოარტყა. ნაიარევით
დაფარულ მკერდზე მოხატული ჟილეტი შემოაცვა, ძველი და გა-
ხუნებული, ის, რომელიც დროგოს ყველაზე მეტად უყვარდა. თა-
ვისთვის შეარჩია ფართო ქვიშაბრეშუმის შარვალი, წვივებზე

1192
თასმით შებნეული სანდლები და დროგოს ჟილეტის მსგავსი ჟილე-
ტი.
მზე ჩადიოდა, როდესაც ისევ მოიხმო ისინი, რათა დროგოს სხე-
ული კოცონზე გადაეტანათ. დოთრაკები მდუმარედ უცქერდნენ, ჟო-
გომ და აგომ როგორ გამოიტანეს იგი კარვიდან. დენი უკან მოსდევ-
დათ. ბალიშებსა და აბრეშუმებზე დააწვინეს, თავი შორს, ჩრდილო-
აღმოსავლეთით მდგარი მთების დედისკენ უქნეს.
– ზეთი, – ბრძანა დენიმ, მოიტანეს სურები და კოცონს დაასხეს,
დაალბეს აბრეშუმები, ნარი და ხმელი ბალახის კონები, სანამ ზეთმა
ძელებიდან წვეთა არ დაიწყო და ჰაერი სურნელით არ გაიჟღინთა.
– მომიტანეთ ჩემი კვერცხები, – უბრძანა დენიმ მოახლეებს.
მის ხმაში რაღაც იმგვარი ისმოდა, რომ მათ სირბილით გასწიეს.
სერ იორაჰმა მკლავზე დაადო ხელი.
– ჩემო დედოფალო, ღამის მხარეში დროგოს ეს კვერცხები
არაფრად გამოადგება. ჯობს, ასშაიში გაყიდო ისინი. ერთს თუ გაყი-
დი, შეგვეძლება, თავისუფალ ქალაქებში დასაბრუნებელი გემი ვი-
ყიდოთ. სამივეს თუ გაყიდი, მთელი შენი ცხოვრება მდიდარი იქნე-
ბი.
– ჩემთვის ისინი გასაყიდად არ უჩუქებიათ, – უთხრა დენიმ.
თავად აცოცდა მომზადებულ შეშაზე, კვერცხები გარშემო რომ
შემოეწყო თავისი მზისა-და-ვარსკვლავებისთვის. შავი გულთან და-
უდო, მკლავის ქვეშ. მწვანე – თავთან, გარს მისი ნაწნავი შემოახვია.
ნაღებისფერ-ოქროვანი ფეხებს შორის ჩაუდო. ბოლოჯერ რომ აკო-
ცა, დენის მისი ტუჩებიდან ზეთის სიტკბო აჰყვა.
კოცონიდან რომ ჩამოძვრა, შეამჩნია, როგორ უცქერდა მირი
მაზ დური.
– შეშლილი ხარ, – უთხრა ღმერთის სძალმა ხრინწიანი ხმით.
– განა ძალიან შორია სიგიჟიდან სიბრძნემდე? – ჰკითხა დენიმ,
– სერ იორაჰ, მოიყვანე ეს მაეგი და კოცონზე დააბი.
– კოცონზე... ჩემო დედოფალო, არა, მისმინე...

1193
– ქენი, რაც გითხარი, – რაინდი მაინც ყოყმანობდა და დენიმ
რისხვით იფეთქა, – შემომფიცე, რომ დამემორჩილებოდი, რაც
არ უნდა მოხდეს. რახარო, დაეხმარე.
ღმერთის სძალს არ უყვირია, როდესაც ხალ დროგოს კო-
ცონთან მიათრიეს და მის განძს შორის ბოძზე მიაბეს. დენიმ
ქალს თავისი ხელით დაასხა თავზე ზეთი.
– მადლობა მომიხსენებია, მირი მაზ დურ, იმ გაკვეთილების-
თვის, რაც შემაგონე, – უთხრა.
– ჩემს ყვირილს ვერ გაიგონებ, – მიუგო მირიმ. ზეთი თმიდან
დასდიოდა და ტანსაცმელს უჟღენთდა.
– გავიგონებ, – გაეპასუხა დენი, – მაგრამ შენი ყვირილი
არაფრად მინდა, მხოლოდ შენი სიცოცხლე მჭირდება. მახსოვს,
რაც მითხარი.
მხოლოდ სიკვდილით შეიძლება სიცოცხლის საფასურის გა-
დახდა.
მირი მაზ დურიმ პირი გააღო, მაგრამ არაფერი უპასუხია.
გვერდზე რომ გადგა, დენიმ დაინახა, რომ მაეგის ბრტყელი შავი
თვალებიდან ზიზღი გაქრა და ის, რაც მის ნაცვლად გამოჩნდა,
შესაძლოა, შიში ყოფილიყო. ამის მერე გასაკეთებელი აღარა-
ფერი დარჩენოდა, მზისთვის უნდა ეცქირა და პირველ ვარ-
სკვლავს დალოდებოდა.
როდესაც ცხენთაბატონი კვდება, მის ცხენსაც კლავენ, რათა
პატრონი ამაყად შეჭენდეს ღამის მხარეში. სხეულებს ღია ცის
ქვეშ წვავენ, ხალი თავისი ცეცხლოვანი ცხენით ზეცად მაღლდე-
ბა, ვარსკვლავებს შორის კუთვნილი ადგილი რომ დაიჭიროს.
რაც უფრო დაუმცხრალად იწვოდა კაცი ცხოვრებაში, მით უფრო
მძლავრად იკაშკაშებდა სიბნელეში მისი ვარსკვლავი.
ჟოგომ ის პირველმა შენიშნა.

1194
– ეგერ, – თქვა დახშული ხმით. დენიმ გაიხედა და დაინახა, დაბ-
ლა, აღმოსავლეთის ცისკიდურზე. პირველი ვარსკვლავი კომეტა
იყო, წითლად ბრიალებდა. სისხლისფერი, ცეცხლისფერი, დრაკო-
ნის კუდი.
უფრო ცხად ნიშანს ვერც ინატრებდა.
დენიმ აგოს ჩირაღდანი გამოართვა და ძელებს შორის შეთხარა.
ზეთი მყის აბრიალდა, ნარს და ხმელ ბალახს წამის მერე მოედო.
ცეცხლის პაწია ენები გამალებით აუყვნენ შეშას, ფეხმარდ წი-
თელ თაგუნებს ჩამოჰგავდნენ, ზეთზე დასრიალებდნენ და ქერქი-
დან ტოტზე, ტოტიდან ფოთოლზე ხტებოდნენ. ამდგარმა სიცხემ სა-
ხეში მოჰბერა, საყვარლის სუნთქვასავით რბილმა და ანაზდეულმა,
მაგრამ მალევე გაუსაძლისად გავარვარდა. დენიმ უკან გადადგა ნა-
ბიჯი. შეშა სულ უფრო ხმამაღლა ტკაცუნობდა. მირი მაზ დური სიმ-
ღერას მოჰყვა გამკივანი, გაწელილი ხმით. ცეცხლის ენები ბრუნავ-
და და იკლაკნებოდა, ერთმანეთს ასწრებდნენ ბაქანზე არბენას. ბინ-
დი ათინათებით აივსო, თითქოს ჰაერიც კი გალღვა სიცხით. დენის
ესმოდა, როგორ ფშვენდა და ტკაცუნობდა ძელები.
ცეცხლი მირი მაზ დურს შემოევლო გარშემო. მისი სიმღერა უფ-
რო ხმამაღალი, უფრო გამკივანი გახდა... მერე შეჰკივლა, ისევ,
ისევ, და სიმღერა სისხლისგამყინავ ყმუილად იქცა, მაღალ, გაძა-
ფულ, აგონიით სავსე მოთქმად.
ახლა ალმა მის დროგომდეც მიაღწია, მყის შემოევლო გარს. მის
ტანსაცმელს ცეცხლი მოედო და წამით ხალი მოფარფატე ნარინჯის-
ფერი აბრეშუმითა და დახვეული კვამლის რუხი, ზეთოვანი ბუქებით
იყო შემოსილი. დენის ბაგე გაეპო, იგრძნო, სუნთქვას რომ იკავებ-
და. მისი არსების ერთ ნაწილს სურდა, მასთან მისულიყო, როგორც
ამას სერ იორაჰი შიშობდა; ალში შეჭრილიყო და პატიება ეთხოვა
მისთვის, ერთხელაც, უკანასკნელად მიეღო თავის წიაღში, სანამ
ცეცხლი ძვლებიდან ხორცს არ ჩამოადნობდათ და ერთი არ გახდე-
ბოდნენ, სამუდამოდ შერწყმულნი.

1195
დამწვარი სხეულის ოხშივარს გრძნობდა, რომელიც ნაკვერ-
ჩხალზე შემწვარი ცხენის ხორცის სუნისგან არც განსხვავდებოდა.
მოძალებულ ბინდში კოცონი რაღაც დიდი ნადირივით ღრი-
ალებდა, მირი მაზ დურის კივილის მკრთალ ხმას ახშობდა და
ალის მაღალი ენებით ღამის მუცელს ლოკავდა. კვამლი რომ
გასქელდა, დოთრაკებმა ხველებით დაიხიეს უკან. ცეცხლის
უზარმაზარი ნარინჯისფერი კოშტები ბაირაღებად გაიშალნენ იმ
ჯოჯოხეთურ ქარში, ძელები სისინებდა და სკდებოდა, მოელვარე
ნაპერწკლები კვამლთან ერთად მიქროდა მაღლა, სიბნელეში
ახლად გაჩენილი ურიცხვი ციცინათელას დარად. სიცხემ ჰაერში
ვეება წითელი ფრთები შემოჰკრა და დოთრაკებს უკან დაახევი-
ნა, მორმონტსაც კი უკან დაახევინა, მაგრამ დენის ფეხიც არ მო-
უცვლია. იგი დრაკონის სისხლთაგანი იყო და მასში ცეცხლი ბუ-
დობდა.
სიმართლე დიდი ხნის წინ ვიგრძენი, იფიქრა დენიმ, და აგუ-
გუნებულ კოცონს მიუახლოვდა, მაგრამ მაყალის სიცხე არ კმა-
როდა. ალი დენის წინ მის ქორწილში აცეკვებული ქალივით იკ-
ლაკნებოდა, ბრუნავდა, მღეროდა, და თავის ყვითელ, ნარინჯის-
ფერ და მეწამულ ქალაღაიებს ატრიალებდა, საცქერლად საზა-
რელი, მაგრამ მიმზიდველი, ისე ძალიან მიმზიდველი, სიცხით
გაცოცხლებული. დენიმ მის შესაგებებლად მკლავები გაშალა,
კანი სიწითლით უღვიოდა. ესეც ქორწილია, გაიფიქრა. მირი მაზ
დური დადუმდა. ღმერთის სძალს იგი ბავშვად მიაჩნდა, მაგრამ
ბავშვები იზრდებიან და ბავშვები სწავლობენ. ერთი ნაბიჯიც, და
დენიმ ფეხისგულებზე ქვიშის სიმხურვალე იგრძნო, სანდლებშიც
კი გაატანა სიცხემ. ბარძაყებზე და ძუძუებს შორის ოფლი მოას-
კდა, ღვარად დასდინდა ლოყებზე, რომლებზეც ოდესღაც ცრემ-
ლები ჩამოსდიოდა. მის უკან სერ იორაჰი ყვიროდა, მაგრამ იგი
აღარაფერს ნიშნავდა, მხოლოდ ცეცხლს ჰქონდა მნიშვნელობა.
ალი ისე მშვენიერი იყო, დენის მასავით მომხიბვლელი არაფერი

1196
ენახა. ყოველი ენა ყვითელ, ნარინჯისფერ და მეწამულ ანაფორაში
გამოხვეული ჯადოქარი იყო, გრძელი კვამლის მოსასხამები უფრია-
ლებდათ. ჭიაფერ ცეცხლალომებს და ვეებერთელა ყვითელ გვე-
ლებს ხედავდა, და ცისფერი ალით შექმნილ მარტორქებს. ხედავდა
თევზებს, მელებსა და ურჩხულებს, მგლებს, ჭრელ ჩიტებს და აყვა-
ვებულ ხეებს, ყოველი მათგანი წინაზე უფრო მშვენიერი ჩანდა. ცხე-
ნი დაინახა, კვამლით გამოხატული ზორბა რუხი ულაყი, გაფრენი-
ლი ფაფარი ცისფერი ცეცხლის ნათლად გაშლოდა. ჰო, ჩემო სიყვა-
რულო, ჩემო მზევ და ვარსკვლავნო, ჰო, ამხედრდი ახლა, გაჭენდი.
ჟილეტს მის ტანზე ბოლი ავარდა, დენიმ მხრების შეთამაშებით
მოიშორა და მიწაზე დაცემა დაანება. მოხატული ტყავი ერთბაშად
აალდა, დენი კი ცეცხლისკენ გადახტა, შიშველი მკერდით შეეხო
ალს, წითელი, დაბერილი კერტებიდან რძის ნაკადულები გადმოს-
დინდა. ახლა, გაიფიქრა, ახლა, და წამით ხალ დროგოს მოჰკრა
თვალი, თავის კვამლის ულაყზე იყო ამხედრებული, ხელში ცეც-
ხლოვანი აღვირი ეპყრა. ხალმა გაიღიმა და მისი მათრახი სისინით
ჩამოიჭრა კოცონისკენ.
დენიმ ტკაცუნი გაიგონა, გამსკდარი ქვის ხმა; შეშის, ძეძვნარის
და ხმელი ბალახის ბაქანი შეინძრა და თავის თავში ჩაიქცა. ალმო-
დებული შეშის ნაფოტები მისკენ დაცურდა და დენის ნაცარი და ნაკ-
ვერჩხალი დააცვივდა თავზე. და რაღაც კიდევ ჩამოეხეთქა მაღლი-
დან, ხტომით და ტრიალით შეჩერდა მის ფეხებთან ნაკვეთი კლდის
ნამსხვრევი, მკრთალი, ოქროთი დაძარღვული, გატეხილი და აბო-
ლებული. სამყარო გუგუნმა მოიცვა, მაგრამ ცეცხლის ჩანჩქერის
მიღმა დენის ბუნდად ჩაესმოდა ქალების კივილი და ბალღების გა-
ოცებული შეძახილები.
სიცოცხლის ფასი მხოლოდ სიკვდილია.
და მეორედ გაისმა ტკაცანი, მეხის გავარდნასავით ხმამაღალი
და მკვეთრი, დენის გარშემო კვამლი შეინძრა და დატრიალდა, ბა-

1197
ქანი კი ატორტმანდა, ძელები ამოიფრქვა, რაკი ცეცხლს მათ
იდუმალ წიაღებშიც შეეღწია. დენიმ გაიგონა შეშინებული ცხენე-
ბის ძახილი, დოთრაკების შიშითა და ძრწოლით ამომსკდარი
ყვირილი, სერ იორაჰის ხმა, სახელით რომ უხმობდა და იგინე-
ბოდა. არა, სურდა დაეძახა მისთვის დენის, არა, ჩემო კეთილო
რაინდო, ჩემ გამო ნუ გეშინია.
ცეცხლი ჩემია. მე დენერის გრიგალით შობილი ვარ, დრაკო-
ნების ასული, დრაკონების პატარძალი, დრაკონების დედა, ვერ
ხედავ განა? ვერ ხედავ? ცად აიჭრა ცეცხლისა და კვამლის ოცდა-
ათფუტიანი ქარაშოტი, კოცონი დაინგრა და მის გარშემო ჩამო-
იქცა.
დენიმ უშიშრად შეაბიჯა ცეცხლოვან გრიგალში, თავის შვი-
ლებს უხმობდა.
მესამე ტკაცანი სამყაროს გასკდომასავით ხმამაღალი და
მკვეთრი იყო.
როდესაც ცეცხლი დაიშრიტა და მიწა იმდენად გაგრილდა,
რომ ზედ გავლა შეიძლებოდა, სერ იორაჰ მორმონტმა დენი ნა-
ცარში მჯდარი იპოვა, გარს გაშავებული მუგუზლები, მოელვარე
ნაღვერდალი და კაცის, ქალისა და ულაყის დაბუგული ძვლები
ეხვია. შიშველი იყო, ჭვარტლით დაფარული, ტანსაცმელი ნაც-
რად ქცეოდა, მშვენიერი თმა მთლად გადატრუსვოდა... მაგრამ
უვნებელი იყო.
ნაღებისფერ-ოქროვანი დრაკონი მარცხენა ძუძუს სწოვდა,
მწვანე-ბრინჯაოსფერი – მარჯვენას. მკლავებში ჰყავდა ისინი
მოქცეული. შავ-მეწამული ურჩხული მხრებზე შემოხვეოდა,
გრძელი დაკლაკნილი კისერი მისი ნიკაპის ქვეშ დაეგორგლა.
იორაჰი რომ დაინახა, თავი ასწია და ნაღვერდალივით წითელი
თვალებით შეხედა.

1198
რაინდს ხმა ჩაუწყდა და მუხლებზე დაეცა. მის უკან ხასის მეომ-
რები მოახლოვდნენ. ჟოგომ პირველმა დაუდო ფერხთით არახი.
– სისხლო ჩემო სისხლთაგანო, – ჩაიბუტბუტა და სახე კვამლა-
დენილ მიწას დააბჯინა.
– სისხლო ჩემო სისხლთაგანო, – გაიგონა დენიმ აგოს მოძახი-
ლი.
– სისხლო ჩემო სისხლთაგანო! – შეჰყვირა რახარომ.
მათ მოახლეები მოჰყვნენ, მერე კი სხვებიც, ყველა დოთრაკი,
კაცები, ქალები და ბავშვები, და დენიმ როგორც კი თვალებში ჩახე-
და მათ, მიხვდა: ახლა უკვე მისნი იყვნენ, დღესაც, ხვალაც და სამუ-
დამოდ; მისნი იმგვარად, როგორც არასოდეს ყოფილან დროგოსი.
და როდესაც დენერის ტარგარიენი ფეხზე წამოდგა, მისმა შავმა
დაისისინა და პირიდან და ნესტოებიდან კვამლი გამოუშვა. იმ ორ-
მაც თავი ანება ჭამას და თავისი ხმები შერთო დაძახილს; აპკიანი
ფრთები გაშალეს და ჰაერი შეძრეს, და ასეული წლების შემდეგ პირ-
ველად, ღამე დრაკონების ჰანგით გაცოცხლდა.

1199
დანართი

1200
ბარათეონთა გვარი

დიდებულ გვართა შორის ყველაზე ახალგაზრდა გვარია, იგი


დაპყრობის ომების დროს აღმოცენდა. ამბობენ, თითქოსდა, მისი
დამაარსებელი, ორის ბარათეონი, ეაგონ დრაკონის ბუში ძმა ყოფი-
ლიყოს, ორისი თანდათან დაწინაურდა და ეაგონის ერთ-ერთი ყვე-
ლაზე უძლეველი სარდალი შეიქნა. მას მერე, რაც შეება და დაამარ-
ცხა არგილაკ ქედმაღალი, გრიგალის კიდის უკანასკნელი მეფე. ეა-
გონმა მას ჯილდოდ არგილაკის სასახლე, მამულები და ასული უძ-
ღვნა. ორისმა ასული ცოლად მოიყვანა და მისი ხაზის დროშა, პატი-
ვი და თქმა თავისად მიიღო. ბარათეონთა გერბია ოქროსფერ მინ-
დორზე გამოსახული გვირგვინოსანი შავი ხარირემი. მათი თქმაა:
„რისხვა ჩვენია”.
მეფე რობერტ ბარათეონი, პირველი მისი სახელისა;
• მისი ცოლი, დედოფალი სერსეი, ლანისტერთა გვარიდან;
• მათი შვილები:
ⱶ პრინცი ჯოფრი, რკინის ტახტის მემკვიდრე, თორმეტი წლისა;
ⱶ პრინცესა მირცელა, რვა წლისა;
ⱶ პრინცი ტომენი, შვიდი წლისა;
• მისი ძმები:
ⱶ სტანის ბარათეონი, დრაკონის ქვის ლორდი;
ⱶⱶ მისი ცოლი ლედი სელისი ფლორენტთა გვარიდან;
ⱶⱶ მათი ასული შირინი, ცხრა წლისა;
ⱶ რენლი ბარათეონი, გრიგალის კიდის ლორდი;
• მეფის მცირე საბჭო:
ⱶ გრანდ-მაისტერი პაიცელი;
ⱶ ლორდი პეტირ ბეილიში, ნეკად წოდებული, ხაზინადარი;
ⱶ ლორდი სტანის ბარათეონი, გემთუხუცესი;
ⱶ ლორდი რენლი ბარათეონი, მსაჯულთუხუცესი;
ⱶ სერ ბარისტან სელმი, მეფის ქეშიკთა ლორდ-მეთაური;

1201
ⱶ ვარისი, საჭურისი, ობობად წოდებული, მოენეთუხუცესი.
• მეფის კარი და მსახურნი:
ⱶ სერ ილინ პეინი, მეფის მსაჯული, ჯალათი;
ⱶ სანდორ კლეგეინი, ქოფაკად წოდებული, პრინც ჯოფრის
შეფიცული ფარი;
ⱶ იანოს სლინტი, უაზნო, მეფის საბიჯელში ქალაქის დაცვის
მეთაური;
ⱶ ჯალაბარ ზო, ზაფხულის კუნძულელი დევნილი პრინცი;
ⱶ მთვარე-ბიჭი, ჯამბაზი და მასხარა;
ⱶ ლანსელ და ტირეკ ლანისტერები, მეფის საჭურველ-
თმტვირთველები, დედოფლის ბიძაშვილები.
ⱶ სერ არონ სანტაგარი, ორთაბრძოლის ოსტატი;
• მეფის ქეშიკები:
ⱶ სერ ბარისტან სელმი, ლორდ-მეთაური;
ⱶ სერ ჯეიმი ლანისტერი, მეფისმკვლელად წოდებული;
ⱶ სერ ბოროს ბლაუნტი;
ⱶ სერ მერინ ტრანტი;
ⱶ სერ ერის ოუკჰარტი;
ⱶ სერ პრესტონ გრინფილდი;
ⱶ სერ მანდონ მური.
გრიგალის კიდეს შეფიცულ გვართაგან უმთავრესი არიან
სელმები, ვილდები, ტრანტები, პენროუზები, ეროლები, ესტერ-
მონტები, ტართები, სვონები, დონდარიონები, კარონები.
დრაკონის ქვას შეფიცულ გვართაგან უმთავრესი არიან სელ-
ტიგარები, ველარიონები, სივორთები, ბარ ემონები და სანგლა-
სები.

1202
სტარკების გვარი

სტარკების წარმომავლობა ბრანდონ მშენებლისა და ვინტერის


უძველესი მეფეებისგან იღებს სათავეს. ათასობით წლის განმავლო-
ბაში ისინი, ვით ჩრდილოეთის მეფეები, ვინტერფელიდან მართავ-
დნენ სატახტოს, სანამ ტორჰენ სტარკმა, დაჩოქილმა მეფემ, არ არ-
ჩია, ბრძოლით წინ აღდგომის ნაცვლად ერთგულება შეეფიცა ეაგონ
დრაკონისთვის. მათი გერბია რუხი მგელსაზარა ყინულისფერ-
თეთრ მინდორზე. სტარკების თქმაა: „ზამთარი მოდის”.
ედარდ სტარკი, ვინტერფელის ლორდი, ჩრდილოეთის მცველი;
• მისი ცოლი ლედი კეტლინი, ტალების გვარიდან;
• მათი შვილები:
ⱶ რობი, ვინტერფელის მემკვიდრე, თოთხმეტი წლისა;
ⱶ სანსა, უფროსი ასული, თერთმეტი წლისა;
ⱶ არია, უმცროსი ასული, ცხრა წლისა;
ⱶ ბრანდონი (ბრანი), შვიდი წლისა;
ⱶ რიკონი, სამი წლისა;
• ედარდ სტარკის ბუში ვაჟი ჯონ სნოუ, თოთხმეტი წლისა;
• აღსაზრდელი თეონ გრეიჯოი, რკინის კუნძულების მემკვიდრე.
• ედარდ სტარკის და-ძმა:
ⱶ (ბრანდონი), უფროსი ძმა, მოკლეს ეირის II ტარგარიენის ბრძა-
ნებით;
ⱶ (ლიანა}, უმცროსი და, გარდაიცვალა დორნის მთებში;
ⱶ ბენჯენი, უმცროსი ძმა, ღამის ებგურის მებრძოლი.
• სტარკის კარი:
ⱶ მაისტერ ლუვინი, მრჩეველი, მკურნალი და მასწავლებელი;
ⱶ ვაიონ პული, ვინტერფელის მოურავი;
ⱶⱶ ჯეინი, მისი ასული, სანსას უახლოესი მეგობარი;
ⱶ იორი კასელი, მცველთა კაპიტანი;
ⱶⱶ ჰალის მოლენი, დესმონდი, ჯეკსი, პორთერი, ქვენტი, ალინი,

1203
ტომარდი, ვარლი, ჰევარდი, კაინი, ვილი — მცველები;
ⱶ სერ როდრიკ კასელი, ორთაბრძოლის ოსტატი, იორის ბიძა;
ⱶⱶ ბეთი, მისი ასული;
ⱶ სეპტა მორდეინი, ლორდ ედარდის ასულების მასწავლებე-
ლი;
ⱶ სეპტონი ჩეილი, სასახლის სეპტისა და ბიბლიოთეკის მეთ-
ვალყურე;
ⱶ ჰალენი, მეჯინიბეთუხუცესი;
ⱶⱶ მისი ვაჟი ჰარვინი, მცველი;
ⱶⱶ ჯოსეთი, მეჯინიბე და ცხენების გამხედნავი;
ⱶ ფარლენი, მეძაღლეთუხუცესი;
ⱶ ბებერი ნენი, მეზღაპრე, ოდესღაც — ძიძა;
ⱶⱶ ჰოდორი, მისი შვილთაშვილი, ჭკუასუსტი მეჯინიბე;
ⱶ გეიგი, მზარეული;
ⱶ მიკენი, მჭედელი და მეიარაღე.
• მისი მთავარი მებაირაღე ლორდები:
ⱶ სერ ჰელმან ტოლჰარტი;
ⱶ რიკარდ კარსტარკი, კარჰოლდის ლორდი;
ⱶ რუს ბოლტონი, დრედფორტის ლორდი;
ⱶ ჯონ ამბერი, დიდჯონად წოდებული;
ⱶ გალბარტ და რობერტ გლოვერები;
ⱶ ვაიმან მანდერლი, თეთრი ნავსადგურის ლორდი;
ⱶ მეგი მორმონტი, დათვის კუნძულის ლედი.
ვინტერფელს შეფიცულ გვართაგან უმთავრესი არიან კარ-
სტარკები, ამბერები, ფლინტები, მორმონტები, ჰორნვუდები,
კერვინები, რიდები, მანდერლიები, გლოვერები, ტოლჰარტები,
ბოლტონები.

1204
ლანისტერების გვარი

ქერათმიანი, მაღალი და ლამაზი ლანისტერები ანდალი თავგა-


დასავლების მაძიებლების ჩამომავლები არიან, რომელთაც დასავ-
ლეთის გორაკებსა და ველებზე მძლავრი სახელმწიფო ჩამოაყალი-
ბეს. თავი მოჰქონდათ, რომ დედის ხაზით მათი წინაპარი ლან გამ-
ჭრიახი იყო, გმირთა ხანის ლეგენდარული ცრუპენტელა. კასტერ-
ლის კლდის და ოქროს ეშვის ოქროების წყალობით ლანისტერები
დიდებულ გვართაგან უმდიდრესი ოჯახია. მათი ემბლემაა ოქროს-
ფერი ლომი მეწამულ ველზე. ლანისტერების თქმაა: „გესმას ჩემი
ღრიალი!”
ტაივინ ლანისტერი, კასტერლის კლდის ლორდი, დასავლეთის
მცველი, ლანისპორტის ფარი;
• მისი ცოლი (ლედი იოანა), მისი ბიძაშვილი, გადაჰყვა ლოგი-
ნობას.
• მათი შვილები:
ⱶ სერ ჯეიმი, მეფისმკვლელად წოდებული, კასტერლის კლდის
მემკვიდრე, სერსეის ტყუპისცალი;
ⱶ დედოფალი სერსეი, მეფე რობერტ ბარათეონის ცოლი, ჯეიმის
ტყუპისცალი;
ⱶ ტირიონი, ჭინკად წოდებული, ქონდრისკაცი.
• მისი და-ძმა:
ⱶ სერ კევანი, ტაივინის ძმათაგან უფროსი;
ⱶⱶ მისი ცოლი დორნა, სვიფტების გვარიდან;
ⱶⱶ მათი უფროსი ძე ლანსელი, მეფის საჭურველთმტვირთველი;
ⱶⱶ მათი ტყუპი ძეები ვილემი და მარტინი;
ⱶⱶ მათი პატარა ასული ჯანეი.
ⱶ ჯენა, ლორდ ტაივინის და, ცოლად გაჰყვა სერ ემონ ფრეის;
ⱶⱶ მათი ძე სერ კლეოს ფრეი;
ⱶⱶ მათი ძე თიონ ფრეი, საჭურველთმტვირთველი.

1205
ⱶ (სერ ტიგეტი}, ლორდის მეორე ძმა, გარდაიცვალა ათაშან-
გით;
ⱶⱶ მისი ქვრივი დარლესა მარბრანდების გვარიდან;
ⱶⱶ მათი ძე ტირეკი, მეფის საჭურველთმტვირთველი.
ⱶ (გერიონი), ლორდის უმცროსი ძმა, ზღვაში დაიკარგა;
ⱶⱶ მისი ბუში ასული ჯოი, ათი წლის გოგონა.
ⱶ მათი ბიძაშვილი სერ სტაფორდ ლანისტერი, განსვენებული
ლედი იოანას ძმა;
ⱶⱶ მისი ასულები სერენა და მირიელი;
ⱶⱶ მისი ძე სერ დევენ ლანისტერი.
ⱶ ლორდის მრჩეველი მაისტერ კრეილინი.
• ლორდ ტაივინის მთავარი რაინდები და მებაირაღე ლორ-
დები:
ⱶ ლორდი ლეო ლეფორდი;
ⱶ სერ ადამ მარბრანდი;
ⱶ სერ გრეგორ კლეგეინი, ცხენოსანი მთა;
ⱶ სერ ჰარის სვიფტი, სერ კევანის სიმამრი;
ⱶ ლორდი ანდროს ბრაქსი;
ⱶ სერ ფორლი პრესტერი;
ⱶ სერ ეიმორი ლორჩი;
ⱶ ვარგო ჰოუტი, თავისუფალ ქალაქ ქოჰორიდან, ქირით მებ-
რძოლი.
კასტერლის კლდეს შეფიცულ გვართაგან უმთავრესი არიან
პეინები, სვიფტები, მარბრანდები, ლიდენები, ბეინფორტები,
ლეფორდები, კრეიკჰოლები, სერეტები, ბრუმები, კლეგეინები,
პრესტერები და ვესტერლინგები.

1206
ერინების გვარი

ერინები მთის და ველის მეფეთა შთამომავლები არიან, ანდალ


წარჩინებულთა ერთ-ერთი უძველესი და უწმინდესი ხაზია. მათი ემ-
ბლემაა თეთრი მთვარე-და-შევარდენი ლურჯ ველზე. ერინების
თქმაა: „ღირსებასავით მაღლა”.
(ჯონ ერინი), საარწივეს ლორდი, ველის მფარველი, აღმოსავ-
ლეთის მცველი, მეფის მარჯვენა, მცირე ხნის წინ განსვენებული;
• მისი პირველი ცოლი (ლედი ჯეინი როისთა გვარიდან), გადაჰ-
ყვა ლოგინობას, დაბადა მკვდარი გოგონა;
• მისი მეორე ცოლი (ლედი როვენა ერინთა გვარიდან), მისი ბი-
ძაშვილი. გარდაიცვალა ზამთრის ციებით, უშვილო;
• მისი მესამე ცოლი და ქვრივი ლედი ლიზა, ტალების გვარიდან;
ⱶ მათი ძე რობერტ ერინი, ექვსი წლის ავადმყოფი ბიჭი, ამჟამად
— საარწივეს ლორდი და ველის მფარველი.
• მათი ვასალები და სახლობა:
ⱶ მაისტერ კოლემონი, მრჩეველი, მკურნალი და მასწავლებელი;
ⱶ სერ ვარდის იგენი, მცველების კაპიტანი;
ⱶ სერ ბრინდენ ტალი, შავ თევზად წოდებული, კარიბჭის რაინდი
და ლედი ლიზას ბიძა;
ⱶ ლორდი ნესტორ როისი, ველის დიდმოურავი;
ⱶⱶ სერ ალბარ როისი, მისი ძე;
ⱶⱶ მია სტოუნი, ლორდის სამსახურში მდგარი ბუში გოგონა;
ⱶ ლორდი ეონ ჰანტერი, ლედი ლიზას ხელის მაძიებელი;
ⱶ სერ ლინ კორბრი, ლედი ლიზას ხელის მაძიებელი;
ⱶⱶ მიჩელ რედფორტი, ლორდის საჭურველთმტვირთველი;
ⱶ ლედი ანია ვეინვუდი, ქვრივი;
ⱶⱶ სერ მორტონ ვეინვუდი, მისი ძე, ლედი ლიზას ხელის მაძიებე-
ლი;
ⱶⱶ სერ დონელ ვეინვუდი, მისი ძე;

1207
ⱶ მორდი, ულმობელი მედილეგე.
საარწივეს შეფიცულ გვართაგან უმთავრესი არიან როისები, ბე-
ილიშები, იგენები, ვეინვუდები, ჰანტერები, რედფორტები, კორბრი-
ები, ბელმორები, მელკოლმები და ჰერსიები.

1208
ტალების გვარი

ტალები არასოდეს ყოფილან მეფეები, თუმც მდიდარ მამულებსა


რივერანის დიდ ციხესიმაგრეს ათასობით წელს ფლობდნენ. დაპ-
ყრობის ომების დროს მდინარეთი ჰარენ შავს, კუნძულების მეფეს
ეკუთვნოდა. ჰარენის პაპამ, მეფე ჰარვინ ხელმტკიცემ, სამკბილა
წასტაცა არეგ გრიალის მეფეს, ვისმა წინაპრებმაც სამასი წლით ად-
რე დაიპყრეს მთელი მიწები ვიდრე ყელამდე და ძველი მდინარის
მეფეები საბოლოოდ გაჟლიტეს. ფუყე და სისხლისმსმელ ტირან ჰა-
რენ ბლექზე მის ქვეშევრდომებს მზე არ ამოსდიოდათ, ამიტომაც
მდინარის ლორდთაგან ბევრმა ზურგი აქცია მას და ეაგონის ლაშ-
ქარს შეუერთდა. მათგან პირველი რივერანელი ედმინ ტალი იყო.
როდესაც ჰარენი და მისი შთამომავლობა ალმოდებულ ჰარენჰალ-
ში დაიღუპნენ, ეაგონმა ტალების გვარი დააჯილდოვა და ლორდ ედ-
მინს სამკბილას მიწები სამფლობელოდ უბოძა, დანარჩენ მდინა-
რელ ლორდებს კი დაავალა, მისთვის ერთგულება შეეფიცათ. ტა-
ლების ემბლემა ვერცხლისფერი მხლტომი კალმახია ლურჯ-წითელ
ტალღოვან ველზე. ტალების თქმაა: „ოჯახი, ვალი, ღირსება”.
ჰოსტერ ტალი, რივერანის ლორდი;
• მისი ცოლი (ლედი მინისა, ვენტების გვარიდან), გადაჰყვა ლო-
გინობას;
• მათი შვილები:
ⱶ კეტლინი, უფროსი ასული, ცოლად გაჰყვა ლორდ ედარდ
სტარკს;
ⱶ ლიზა, უმცროსი ასული, ცოლად გაჰყვა ლორდ ჯონ ერინს;
ⱶ სერ ედმური, რივერანის მემკვიდრე;
• ლორდის ძმა, სერ ბრინდენი, შავ თევზად წოდებული;
• მისი სახლობა:
ⱶ მაისტერ ვაიმანი, მრჩეველი, მკურნალი და მასწავლებელი;
ⱶ სერ დესმონდ გრელი, ორთაბრძოლის ოსტატი;

1209
ⱶ სერ რობინ რაიგერი, მცველების კაპიტანი;
ⱶ უთერიდეს ვეინი, რივერანის მოურავი;
• ლორდის რაინდები და მებაირაღე ლორდები:
ⱶ ჯეისონ მალისტერი, სიგარდის ლორდი;
ⱶⱶ პატრეკ მალისტერი, მისი ძე და მემკვიდრე;
ⱶ ვოლდერ ფრეი, გადასალახის ლორდი;
ⱶⱶ მისი მრავალრიცხოვანი ძეები, შვილიშვილები და ბუშები.
ⱶ იონოს ბრაკენი, ქვის ზღუდის ლორდი;
ⱶ ტიტოს ბლექვუდი, ყორნისხის ლორდი;
ⱶ სერ რეიმუნდ დარი;
ⱶ სერ კარილ ვენსი;
ⱶ სერ მარქ პაიპერი;
ⱶ შეილა ვენტი, ჰარენჰალის ქალბატონი;
ⱶⱶ სერ ვილის ვოუდი, ლედი შელას მსახური რაინდი;
რივერანს შეფიცულ უმცროს გვართა შორის არიან დარები,
ფრეიები, მალისტერები, ბრაკენები, ბლექვუდები, ვენტები, რა-
იგერები, პაიპერები, ვენსები.

1210
ტაირელების გვარი

ტაირელები წარჩინებას საწიერის მეფეთა მოურავობით ეწივნენ,


მათი სამფლობელოები მოიცავდა დორნის მარშებიდან და შავწყა-
ლა ჩქერიდან სამხრეთ-დასავლეთით, მზის დასავლის ზღვამდე გა-
დაშლილ ნაყოფიერ მიწებს. აცხადებდნენ, რომ დედის ხაზით ვი-
თომცდა გართ მწვანეხელას ჩამომავლები ყოფილიყვნენ, პირველ
ადამიანთა მეფე-მებაღისა, რომელსაც ვაზისა და ყვავილების გვირ-
გვინი ედგა და მთელი მხარე ააყვავა. როდესაც მეფე მერნი, ძველი
ხაზის უკანასკნელი წარმომადგენელი, ცეცხლის ველზე დაიღუპა,
მისმა მოურავმა ჰარლენ ტაირელმა ზენაბაღი ეაგონ ტარგარიენს
დაუმორჩილა და ერთგულება აღუთქვა. ეაგონმა მას ციხესიმაგრე
და საწიერის მბრძანებლობა უბოძა. ტაირელების სიმბოლოა ოქ-
როს ვარდი ბალახისფერ ველზე. მათი თქმაა: „სულ უფრო ძლი-
ერი”.
მეის ტაირელი, ზენაბაღის ლორდი, სამხრეთის მცველი, მარშე-
ბის მფარველი, საწიერის დიდმარშალი;
• მისი ცოლი ლედი ალერი, ძველქალაქელი ჰაიტაუერების გვა-
რიდან;
• მათი შვილები:
ⱶ ვილასი, მათი უფროსი ძე, ზენაბაღის მემკვიდრე;
ⱶ სერ გარლანი, ქველად წოდებული, მათი მეორე ძე;
ⱶ სერ ლორასი, ყვავილების რაინდი, მათი უმცროსი ძე;
ⱶ მარჯერი, მათი ასული, თოთხმეტი წლისა;
• ლორდის ქვრივი დედა ლედი ოლენა რედვაინების გვარიდან,
ეკლის დედოფლად წოდებული.
• ლორდის დები:
ⱶ მინა, ცოლად გაჰყვა ლორდ პაქსტერ რედვაინს;
ⱶ ჯანა, ცოლად გაჰყვა სერ ჯონ ფოსოვეის.
• ლორდის ბიძები:

1211
ⱶ გართი, ზორბად წოდებული, ზენაბაღის ლორდ-სენეშალი;
ⱶⱶ მისი ბუში ძეები გარსი და გარეტ ფლაუერები;
ⱶ სერ მორინი, ძველქალაქის მცველების ლორდ-მეთაური;
ⱶ მაისტერ გორმონი, ციტადელის სწავლული.
• ლორდის სახლობა:
ⱶ მაისტერ ლომისი, მრჩეველი, მკურნალი და მასწავლებე-
ლი;
ⱶ იგონ ვირველი, მცველების კაპიტანი;
ⱶ სერ ვორტიმერ კრეინი, ორთაბრძოლის ოსტატი;
• მისი რაინდები და მებაირაღე ლორდები:
ⱶ პაქსტერ რედვაინი, არბორის ლორდი;
ⱶⱶ მისი ცოლი ლედი მინა ტაირელების გვარიდან;
ⱶⱶ მათი შვილები:
ⱶⱶⱶ სერ ჰორასი, დაცინვით ღორასს უხმობენ, ჰობერის ტყუ-
პისცალი;
ⱶⱶⱶ სერ ჰობერი, დაცინვით ღობერს უხმობენ, ჰორასის ტყუ-
პისცალი;
ⱶⱶⱶ დესმერა, თოთხმეტი წლის ასული.
ⱶ რენდილ ტარლი, რქის მთის ლორდი;
ⱶⱶ სემუელი, მისი უფროსი ძე, ღამის ებგურის ძმა;
ⱶⱶ დიკონი, მისი უმცროსი ძე, რქის მთის მემკვიდრე.
ⱶ არვინ ოუკჰარტი, ბებერი მუხის ქალბატონი;
ⱶ მათის როვანი, ოქროს ტყის ლორდი;
ⱶ ლეიტონ ჰაიტაუერი, ძველქალაქის ხმა, ნავსადგურის
ლორდი;
ⱶ სერ ჯონ ფოსოვეი.
ზენაბაღს შეფიცულ გვართაგან უმთავრესი არიან ვირველები
ფლორენტები, ოუკჰარტები, ჰაიტაურები, კრეინები, ტარლები,
რედვაინები, როვანები, ფოსოვეიები და მულენდორები.

1212
გრეიჯოის გვარი

პაიკელი გრეიჯოები აცხადებენ, რომ მათი გვარი გმირთახანე-


ლი რუხი მეფისგან მომდინარეობს. როგორც ლეგენდები ჰყვებიან,
რუხი მეფე არა მხოლოდ დასავლეთის კუნძულებს, არამედ თავად
ზღვასაც მართავდა და ცოლად სირინოზი მოიყვანა.
ათასობით წლის განმავლობაში რკინის კუნძულელი მეკობრეე-
ბი — რომელთაც მათგან ძარცულები „რკინისკაცებს” ეძახდნენ —
ზღვათა რისხვა იყვნენ, მათი გემები იბენის ნავსადგურამდე და ზაფ-
ხულის კუნძულებამდე აღწევდნენ. ყოველ კუნძულს თავისი „მარი-
ლის მეფე” და „კლდის მეფე” ჰყავდა. კუნძულების უმაღლესი მეფე
მათგან ირჩეოდა, სანამ მეფე არონმა ტახტი მემკვიდრეობითი არ
გახადა, როდესაც ასარჩევად შეკრებილი ყველა დანარჩენი მეფე
ამოხოცა. თავად არონის ხაზი შეწყდა ათასი წლის შემდეგ, როდე-
საც კუნძულებს ანდალებმა გადაუარეს. გრეიჯოები სხვა ლორდების
მსგავსად ქორწინებით დაუნათესავდნენ დამპყრობლებს.
რკინის მეფეებმა თავიანთი ძალაუფლება თავად კუნძულებზე
ბევრად შორს განავრცეს, ცეცხლითა და მახვილით ამოკვეთეს სა-
მეფოები. მეფე ქორედს შეეძლო მართებულად დაეკვეხნა, რომ მისი
გუჯარები სწვდებოდა „ყველგან, სადაც კი კაცთ მარილიანი წყლის
სუნი სცემდათ და ტალღათა ცემა ჩაესმოდათ”. მომდევნო საუკუნე-
ებში ქორედის შთამომავლებმა დაკარგეს არბორი, ძველქალაქი,
დათვის კუნძული და დასავლეთის სანაპიროს დიდი ნაწილი. ოღო-
ნდ, დაპყრობის ომებამდე მეფე ჰარენ შავი მართავდა მთელ მიწებს
მთებს შორის, ყელიდან ვიდრე შავწყალა ჩქერამდე. მას შემდეგ,
რაც ჰარენი და მისი ვაჟები ჰარენჰალის დაცემისას დაიღუპნენ, ეა-
გონ ტარგარიენმა მდინარეთი ტალების გვარს უბოძა და რკინის
კუნძულების გადარჩენილ ლორდებს ნება დართო, აღედგინათ უძ-

1213
ველესი ადათი და ერთმანეთს შორის აერჩიათ, ვინ იქნებოდა
უპირველესი. მათ პაიკის ლორდი ვიკონ გრეიჯოი აირჩიეს. გრე-
იჯოების სიმბოლოა ოქროსფერი კრაკენი შავ ველზე. მათი
თქმაა: „ჩვენ არ ვთესავთ”.
ბეილონ გრეიჯოი, რკინის კუნძულების ლორდი, მარილისა
და კლდის მეფე, პაიკის ლორდ რიპერ ზღვის ქარის ძე;
• მისი ცოლი ლედი ალანისი, ჰარლოების გვარიდან;
• მათი შვილები:
ⱶ (როდრიკი), უფროსი ძე, მოკლეს სიგარდთან გრეიჯოების
ამბოხისას;
ⱶ (მარონი), მათი მეორე ძე, მოკლეს პაიკის კედელზე გრე-
იჯოების ამბოხისას;
ⱶ აშა, მათი ასული, შავი ქარის კაპიტანი;
ⱶ თეონი, მათი ერთადერთი ცოცხლად დარჩენილი ძე, პაიკის
მემკვიდრე, ლორდ ედარდ სტარკის აღსაზრდელი;
• ლორდის ძმები:
ⱶ ეურონი, ყვავის თვალად წოდებული, სიჩუმის კაპიტანი, ყა-
ჩაღი, მეკობრე და მძარცველი;
ⱶ ვიქტარიონი, რკინის ფლოტის კაპიტანი;
ⱶ ეარონი, თმასველად წოდებული, დამხრჩვალი ღმერთის
მღვდელი.
პაიკს შეფიცულ უმცროს გვართა შორის არიან ჰარლოები,
სტოუნჰაუსები, მერლინები, სანდერლიები, ბოტლიები, ტო-
უნიები, ვინჩები, გუდბრაზერები.

1214
მარტელების გვარი

ნიმერია, როინის მეომარი-დედოფალი ათი ათასი გემით მოად-


გა დორნის მიწებს, შვიდი სამეფოს ყველაზე უფრო სამხრეთ კიდეს,
და ლორდი მორს მარტელი ქმრად შეირთო. მისი დახმარებით
ლორდმა მორსმა შეძლო მოწინააღმდეგეთა დამარცხება და მთე-
ლი დორნის მმართველი გახდა. როინართა გავლენა ძლიერი დარ-
ჩა, იმდენად, რომ დორნელი მმართველები თავს „მეფეების” ნაც-
ვლად „პრინცებს” უწოდებდნენ. დორნული კანონით, მამულები და
ტიტული გადაეცემოდა უფროს შვილს და არა უფროს ძეს. შვიდ სა-
მეფოთაგან მხოლოდ დორნი არ დაუპყრია ეაგონ დრაკონს. სახელ-
მწიფოს საბოლოოდ იგი ორი ასეული წლის მერეღა შეუერთდა, და
მაშინაც — ქორწინების და შეთანხმების გზით და არა მახვილით.
მშვიდობისმოყვარე მეფემ, დეირონ II-მ ცოლად შეირთო დორნელი
პრინცესა მირია და თავისი და დორნის მბრძანებელ პრინცს მიათ-
ხოვა. ამგვარად მიაღწია საწადელს იქ, სადაც მეომრებმა მარცხი
განიცადეს. მარტელების დროშა ოქროს შუბით გამსჭვალული წი-
თელი მზეა. მათი თქმაა: „ქედუხრელი, მოუდრეკელი, გაუტეხელი”.
დორან ნიმეროს მარტელი, მზეშუბის ლორდი, დორნის პრინცი;
• მისი ცოლი მელარიო, თავისუფალ ქალაქ ნორვოსიდან;
• მათი შვილები:
ⱶ პრინცესა არიანი, მათი უფროსი ასული, მზეშუბის მემკვიდრე;
ⱶ პრინცი კვენტინი, მათი უფროსი ძე;
ⱶ პრინცი ტრისტანი, მათი უმცროსი ძე.
• ლორდის და-ძმა:
ⱶ მისი და (პრინცესა ელია}, პრინც რეიგარ ტარგარიენის ცოლი,
მოკლეს მეფის საბიჯელის აოხრებისას.
ⱶ მათი შვილები:
ⱶⱶ (პრინცესა რეინისი), მცირეწლოვანი გოგონა, მოკლეს მეფის
საბიჯელის აოხრებისას;

1215
ⱶⱶ (პრინცი ეაგონი), ჩვილი, მოკლეს მეფის საბიჯელის აოხ-
რებისას.
• ლორდის ძმა ლორდი ობერინი, წითელი ასპიტი.
• ლორდის სახლობა:
ⱶ არეო ჰოტა, ნორვოსელი ქირით მებრძოლი, მცველების კა-
პიტანი;
ⱶ მაისტერ კალეოტი, მრჩეველი, მკურნალი და მასწავლებე-
ლი.
• რაინდები და მებაირაღე ლორდები:
ⱶ ედრიკ დეინი, მოწყვეტილი ვარსკვლავის ლორდი.
მზეშუბს შეფიცულ უმთავრეს გვართა შორის არიან ჯორდეი-
ნები, სანტაგარები, ალირიონები, ტოლანდები, ირონვუდები, ვი-
ლები, ფაულერები და დეინები.

1216
ტარგარიენთა ძველი დინასტია

ტარგარიენები დრაკონების სისხლთაგანები არიან, ვალირიის


ძველი სამფლობელოს დიდებულ ლორდთა ჩამომავალნი, მათი
მემკვიდრეობა ცხადდება გამაოგნებელ (ზოგი იტყოდა, არაადამი-
ანურ) სილამაზეში: ლილისფერი, ლაჟვარდოვანი ან იისფერი თვა-
ლები და ვერცხლისფერ-ოქროვანი ან პლატინისფერი-თეთრი თმა
აქვთ.
ეაგონ დრაკონის წინაპარი დაუსხლტა ვალირიის წერას და მას
მოყოლილ ქაოსსა და ხოცვა-ჟლეტას, და დრაკონის ქვაზე, ვიწრო
ზღვის ამ ქვიან კუნძულზე, დაევანა. სწორედ აქედან გაცურეს ეაგონ-
მა და მისმა დებმა, ვისენიამ და რეინისმა, შვიდი სამეფოს დასაპ-
ყრობად. სამეფო სისხლის შესანახად და მისი სიწმინდის შესანარ-
ჩუნებლად ტარგარიენები ხშირად მისდევდნენ და-ძმის ქორწინების
ვალირიულ ადათს. თავად ეაგონმა თავისი ორივე და შეირთო ცო-
ლად და ორივესთან ძე შვა. ტარგარიენთა დროშა შავ ველზე წით-
ლად გამოსახული სამთავა დრაკონია, სამი თავი ეაგონსა და მის
დებს გამოსახავს. ტარგარიენთა თქმაა: „ცეცხლი და სისხლი”.

ტარგარიენთა მიმდევრობა

ეაგონის ვესტეროსზე გადმობიჯების შემდგომი წელთაღრიც-


ხვით:
1-37 ეაგონ I — ეაგონ დამპყრობელი, ეაგონ დრაკონი;
37-42 ეინის I — ეაგონისა და რეინისის ძე;
42-48 მეაგორ I — მეაგორ ბოროტი, ეაგონისა და ვისენიას ძე;
48-103 ჯეიჰეირის I — ბებერი მეფე, მშვიდობისმყოფელი, ეინი-
სის ძე;
103-129 ვისერის I — ჯეიჰეირისის შვილიშვილი;

1217
129-131 ეაგონ II — ვისერისის უფროსი ძე; V. ეაგონ II-ს გა-
მეფებაში შეედავა მასზე ერთი წლით უფროსი და რეინირა. ორი-
ვე დაიღუპა მათ შორის გამართულ ომში, რომელსაც მომღერ-
ლებმა დრაკონთა ცეკვა უწოდეს.
131-157 ეაგონ III — დრაკონთა წყევლა, რეინირას ძე; ტარ-
გარიენების უკანასკნელი დრაკონი ეაგონ III-ის მეფობის დროს
მოკვდა.
157-161 დეირონ I — ჭაბუკი დრაკონი, ბიჭი-მეფე, ეაგონ III-
ის უფროსი ძე; დეირონმა დაიპყრო დორნი, მაგრამ ვერ შეინარ-
ჩუნა. მოკვდა ახალგაზრდა.
161-171 ბეილორ I — ბეილორ საყვარელი, ბეილორ კურ-
თხეული, სეპტონი და მეფე, ეაგონ III-ის მეორე ძე;
171-172 ვისერის II — ეაგონ III-ის უმცროსი ძმა;
172-184 ეაგონ IV — უღირსი, ვისერისის უფროსი ძე; მისი უმ-
ცროსი ძმა, პრინცი ეიმონ დრაკონის რაინდი, იყო დედოფალ ნე-
ირისის ფალავანი და, ზოგი გადმოცემით, საყვარელი.
184-209 დეირონ II — დედოფალ ნეირისის ძე ეაგონისგან ან
ეიმონისგან; დეირონმა სახელმწიფოს დორნი შეუერთა დორნის
პრინცესა მირიაზე ქორწინებით.
209-221 ეირის I — დეირონ II-ის მეორე ძე (შთამომავლობა
არ დარჩენია)
221-233 მეიკარ I — დეირონ II-ის მეოთხე ძე;
233-259 ეაგონ V — არამგონია, მაეკარის მეოთხე ძე;
259-262 ჯეიჰეირის II — ეაგონ არამგონიას მეორე ძე;
262-283 ეირის II — შლეგი მეფე, ჯეიჰეირისის ერთადერთი
ვაჟი. აქ დასრულდა დრაკონი-მეფეების ხაზი, ეირის II-ის დამხო-
ბით და მოკვლით; მასთან ერთად მოკლეს კრონ-პრინცი რეიგარ
ტარგარიენიც, იგი სამკბილასთან რობერტ ბარათეონმა დასცა.

1218
უკანასკნელი ტარგარიენები

(მეფე ეირის ტარგარიენი), მეორე მისი სახელისა, მოკლა ჯეიმი


ლანისტერმა მეფის საბიჯელის აოხრებისას;
• მისი და და ცოლი (დედოფალი რაელა), ლოგინობას გადაჰყვა
დრაკონის ქვაზე.
• მათი შვილები:
ⱶ (პრინცი რეიგარი), რკინის ტახტის მემკვიდრე, რობერტ ბარა-
თეონმა მოკლა სამკბილაზე;
ⱶ რეიგარის ცოლი პრინცესა ელია მარტელების გვარიდან, მოკ-
ლეს მეფის საბიჯელის აოხრებისას;
ⱶ მათი შვილები:
ⱶⱶ (პრინცესა რეინისი), მცირეწლოვანი გოგონა, მოკლეს მეფის
საბიჯელის აოხრებისას;
ⱶⱶ (პრინცი ეაგონი}, ჩვილი, მოკლეს მეფის საბიჯელის აოხრები-
სას;
• პრინცი ვისერისი, თავს უწოდებდა ვისერისს, მესამეს მისი სა-
ხელისა, შვიდი სამეფოს მბრძანებელს; მათხოვარ მეფედ წოდებუ-
ლი;
• პრინცესა დენერისი, დენერის გრიგალით შობილად წოდებუ-
ლი, ცამეტი წლისა.

1219

You might also like