Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 2

1

მეცნიერული მეთოდი

მეცნიერული მეთოდის შესწავლა წარმოადგენს მცდელობას აიხსნას ის


აქტივობები, რომლითაც მიიღწევა ადამიანის ქმედების წარმატება. ამ აქტივობებს
შორის უმეტესად განირჩევა მეცნიერების სისტემური მახასიათებლები, როგორიცაა
დაკვირვება და ცდა, დედუქცია და ინდუქცია, თეორია და ჰიპოთეზა. მეთოდი უნდა
გამომდინარეობდეს მეცნიერების მიზნისა და პროდუქტიდან, როგორიცაა ცოდნა,
წინასწარმეტყველება, კონტროლი და წარმოადგენს ამ მიზნების მიღწევის გზას. ამ
ცნებებთან და მოსაზრებებთან მიდგომა და მათი გაგება ძალიან განსხვავდებოდა
ისტორიის მანძილზე იმის მიხედვით, თუ რომელ დისციპლინასთან, დროსა და
ადგილთან გვქონდა შეხება. თუმცა, ყველა განსხვავებული შეხედულება იმის
შესახებ, თუ რას ნიშნავს იცოდე, როგორ შეიძლება იცოდე და რა შეიძლება იცოდე,
დაკავშირებულია ერთმანეთთან და სათავეს ჯერ კიდევ ადამიანის ფილოსოფიური
და მეცნიერული აზროვნების სათავეებთან, ანტიკურ საბერძნეთში იღებს.
მაგალითად, პლატონი სამყაროს ყოფდა დაკვირვებად და გააზრებად (ფორმა)
ნაწილებად, საიდანაც მეორე წარმოადგენდა მისთვის მეცნიერული შესწავლის და
ჭეშმარიტების საგანს, როგორც განსჯადს. მიუხედავად იმისა, რომ მომდევნო
ათასწლეულების განმავლობაში სხვადასხვა მეცნიერული მეთოდი გამოიყო და
განვითარდა, პლატონის და მისი თანამედროვისა და მოწაფის, არისტოტელეს
შეხედულებები, დღემდე აქტუალურია. არისტოტელისთვის ემპირიული დაკვირვება
ხილულ სამყაროზე, არის უმთავრესი მეცნიერული მეთოდი. მის მიერ
განცალკევებული დედუქციური და ინდუქციური მიდგომები დღემდე გვხვდება
ინტერპრეტაციით მეცნიერულ მეთოდოლოგიაში. იმისთვის კი, რომ მეცნიერული
მეთოდები მეტად ზუსტი გამხდარიყო, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს
გალილეომ და ბეკონმა, რომლებმაც, მეცნიერული მეთოდების მათემატიკური
აღწერა და მექანიკური ახსნა შემოიტანეს, რამაც სათავე დაუდო სტატისტიკურ
მეთოდებს. მკვლევარისთვის კრიტიკულია, ესმოდეს მეთოდის შინაარსი და მიზანი.
ტექნოლოგიურ ერაში კომპიუტერული მეთოდი დომინირებს ყველა დანარჩენზე.

ვ. კორძაია
2

შეკითხვები:

1. როგორ შეიძლება მეცნიერული მეთოდის გამოყენება რეალური


ცხოვრებისეული საკითხების გადასაჭრელად?
2. რა შეზღუდვები აქვს თანამედროვე სამყაროში მეცნიერულ მეთოდებს?

ვ. კორძაია

You might also like