ბუონაროტი არა და...

You might also like

Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 2

ახალი რეალობა 1960-იანი წლების იტალიურ კინოში / “არაკომუნიკაბელურობა“

მიქელანჯელო ანტონიონის ტრილოგიაში „გაუცხოება“

რით შემიძლია დავიწყო საუბარი ანტონიონის „გაუცხოებაზე“? ალბათ, იმით, რომ მე


პირველი მიქელანჯელო „მირჩევნია“ მეორეს (:დდდდ). არა, მართლა, ვფიქრობ, არ
მესმის ამ კაცის. ჩემთვის ზედმეტად მელანქოლიურია ყველა მისი პერსონაჟი . იმდენად
მელანქოლიური, რომ მონიკა ვიტის ყველა გაცინება არაადეკვატურად მეჩვენებოდა
(იმდენად მოულოდნელი და, ჩემი აზრით, უკონტექსტო იყო). თუმცა, შეიძლება, ზუსტად ეს
იყო ანტონიონის საზრუნავიც - ეჩვენებინა, რომ ადამიანის საქციელებს გამართლება
რეალურად არ აქვს, ან, უკეთ თუ ვიტყვით, იმდენად კომპლექსურია ყველა
გადაწყვეტილება, რომ ხშირად მისთვის „გადაწყვეტილების“ დარქმევაც კი
არასამართლიანია. მგონი, ჰოლივუდის „მესვეურებს“ არ მოეწონებოდათ მისი ფილმები
და დაძრახავდნენ მიქელანჯელოს დასასრულების გამო. მასთან ხომ ეს ამოუხსნელი
სევდა სწორედ დასასრულს აღწევს პიკს. მაშინ, როდესაც, თითქოს ყველა გზა ნაცადია
გამოსავლის საპოვნელად; მაშინ, როდესაც გგონია, რომ უარესი ვეღარ მოხდება და ამ
დროს ამოიღებს ლიდია პონტანო ჩანთიდან წერილს და გიკითხავს, თუ რის შემდეგ
მივიდა მელანქოლიურობის ამ ზღვრამდე. გაჩვენებს, რამდენად დიდი ტყუილი შეიძლება
თქვას ადამიანმა (ალბათ, უფრო კაცმა) ან რამდენად წარმავალია სამყარო (ალბათ ,
უფრო სიყვარული). მე, პირადად, ამ ორი ვერსიიდან ორივე თანაბრად მისაღები
მეჩვენება. ჰო, ჰოლივუდურ დასასრულებზე ვამბობდი და, შეიძლება ითქვას , თავისებურ
„ჰეფიენდს“ გვთავაზობს. უფრო ზუსტად კი მის ფილმებს ბედნიერი დასასრული აქვს
ადამიანებისთვის, ვისთვისაც სილამაზეა თავად ბედნიერება. ამ საკითხთან
დაკავშირებით კითხვა „რატომ?“ არავის უნდა გაუჩნდეს. რაც შეეხება ტრილოგიის
ფინალს, რაღა დაგიმალო, ვერ გავიგე რა მოხდა? ან მოხდა, საერთოდ, რამე? იქნებ, არც
მომხდარა იმიტომ, რომ არც უნდა მომხდარიყო? ფაქტია, ეს იყო ერთადერთი ისტორია
სამიდან, რომელსაც ბედნიერად დამთავრების შესაძლებლობა ჰქონდა . დავიჯერო , ამის
თქმა უნდოდა ანტონიონის? რომ არ არსებობს ბედნიერი დასასრული ? რომ საბოლოოდ
ყველაფერი მაინც ღალატამდე, ტყუილამდე, დაშორებამდე, ტკივილამდე მიდის? ამ
ყველაფერს ხომ „დაბნელების“ დასაწყისშიც გვაჩვენებს? ანუ ეს ტრილოგია
სინამდვილეში ერთ ციკლამდე დაიყვანება? არ ვიცი. ამაზე, ალბათ, ყველანაირი აზრის
არსებობა ლეგიტიმურია მიუხედავად იმისა, რომ, დარწმუნებული ვარ , თავად რეჟისორს
ძალიან კონკრეტული მიზანი ექნებოდა. რაც შეეხება მეორე „მახასიათებელს “, რომელიც
მე შემემნიშნა, იყო ანტონიონის სტილი, მოეცა შენთვის ერთგვარი წინასწარმეტყველების
საშუალება (ეს წინასწარმეტყველებები ძალიან მიყვარს, ფაქტია :დდ ). ვგულისხმობ , თუ
კარი უნდა გაიღოს, კადრში პერსონაჟს ფონს ზუსტადაც ის კარი უქმნის , თუ კამერაში
მეორე ადამიანიც უნდა გამოჩნდეს, მისთვის აუცილებლადაა დატოვებული კუთვნილი
ადგილი. ისევე, როგორც სანდროს ჰქონდა თავის „გულში“ ადგილი დატოვებული
ნებისმიერი ქალისთვის. რაღავ მომენტში ამაზრზენია, როდესაც საცოლის დაკარგვის
მეორე დღესვე მის (აწ უკვე ყოფილი საცოლის) უახლოეს მეგობართან ცდილობს რომანის
გაბმას. მაგრამ არ ვიცი, რატომ, ფაქტია, ანტონიონის არ სურს კაცების ბოლომდე
არაკაცებად გამოყვანა. ჯერ ერთი, უშუალოდ გაუჩინარებამდე სანდრო ანას,
ფაქტობრივად, ხელს სთხოვს, რაზეც უარს მიიღებს, რაც, არ ამართლებს მის საქციელს
მორალურად, მაგრამ აბსოლუტურად ამართლებს სუფთა პრაგმატულად . და მეორე -
კლაუდია, მიუხედავად იმისა, რომ აღიზიანებს სანდროს ამხელა ყურადღება , მაინც არ
აღიარებს მის გულგრილობას და, პირიქით, იცავს კიდეც მას. ხოლო რაც შეეხება თავად
კლაუდიას „გაცვლას“ სხვა ქალზე, ეს არც იყო გასაკვირი, რადგან რას უნდა ელოდო
ადამიანისგან, რომელმაც შენ მიმართ ინტერესი საცოლის დაკარგვიდან (ოღონდ ,
პირდაპირი მნიშვნელობით, დაკარგვიდან) მეორე დღესვე გამოიჩინა ? მაგრამ , ამბობენ ,
სიყვარული ბრმააო. მე, პირადად, ამ ცნების არ მჯერა. ფაქტია, ბოლო სცენაში მოღალატე
და „მსხვერპლი“ ერთად დგანან და სწორედ ეს უკანასკნელი ამშვიდებს დამნაშავეს ,
ეფერება რა თავზე. ფინალური სურათების სილამაზეზე კი ვისაუბრე, მაგრამ არაფერი
მითქვამს მონიკა ვიტის არასტანდარტულ, მოულოდნელად მომხიბლავ გარებნობაზე .
დაახლოებით ასეთი გაოცება მომგვარა იმ ფაქტმაც, ცოტა ხნის წინ ბრანდო რომ
მომეწონა on the waterfront-ში. მთავარი კი ისაა, რომ ამდენი „ვიმჭევრმეტყველე“ და
არაფერი მითქვამს იმ გაუცხოებაზე, რომელიც იმდენად მნიშვნელოვანია , რომ
ტრილოგიას სწორედ ასე ქვია. სინამდვილეში, ეს იმიტომ, რომ არ ვიცი, რა უნდა ვთქვა .
შეიძლება, სხვები გაუცხოებას ეძახიან იმას, რაც მე მელანქოლიად მოვნათლე ? ფაქტია ,
ლიდია პონტანო ძალიან დიდხანს დადის ქუჩებში, მაგრამ მას ვერავინ ამჩნევს
ადამიანად. იგი სამყაროსთვის მხოლოდ ვნების ობიექტად არსებობს . მათხოვარი რომ
მათხოვარია, ისიც კი არ სთხოვს დახმარებას, იმდენადაა გართული „თავის საქმეში “. ეს
ფენომენი, კერძოდ, ქალის მხოლოდ აღტყინების მიზეზად დანახვა და დასახვა
„თავგადასავალშიც“ გვხვდება. ანას ძებნის დროს, ერთ მომენტში, სანდრო სასტუმროში
შედის მის მოსაკითხად და როგორც კი იგი კლაუდიას მარტო დატოვებს, ყველა ირგვლივ
მყოფი კაცი ჟინიანი თვალებით უყურებს მას. საინტერესოა, ქალები როგორღა უყურებენ
კაცებს? არსებობს მოსაზრება, რომ კაცისთვის ქალი ცხოვრების ნაწილია, ქალისთვის კი
კაცი ცხოვრების საფუძველი. შეიძლება ითქვას, ეს აზრი მიქელანჯელოსთანაც
გამართლებულია, რაც მტკიცდება როგორც კლაუდიას არჩევანით, რადგან , ეს , ალბათ ,
არც იყო არჩევანი, არამედ მას, უბრალოდ, არ შეეძლო სხვანაირად , ასევე , ჯოვანი და
ლიდია პონტანოების ურთიერთობითაც. მაშინ, როდესაც ეს უკანასკნელი სრულ
აგონიაშია უსიყვარულობის გამო, პერსპექტიული მწერალი აქტიურად ცდილობს , შეივსოს
ემოციური დანაკლისი. რაც შეეხება თემას, დანაკლისი მისი წაკითხვის პროცესში /შემდეგ
დანაკლისი, ალბათ, გექნება, მაგრამ ემოციური არამგონია (:დდდ).

You might also like