Download as pdf or txt
Download as pdf or txt
You are on page 1of 12

ლექცია - 5

სამართლის სისტემა
განსახილველი საკითხები:

სამართლის ფუნქციური დანიშნულება;


 სამართლის სისტემა და მისის შემადგენელი ელემენტები;
შინაგანი სისტემურობა, ტელეოლოგიური, აქსიოლოგიური და აქსიომატიურ-
დედუქციური ელემენტები;
სამართლის გარეგანი სისტემა და სამართლის დაყოფა დარგებად;
 კერძო და საჯარო სამართალი, მათი მახასიათებლები და ძირითადი ელემენტები;
კერძო და საჯარ სამართლის გამიჯვნის პრაქტიკული დანიშნულება;
კერძო და საჯარო სამართლის გამიჯვნის კლასიკური და თანამედროვე მიდგომები.
სამართლის სისტემა

ზოგადსავალდებულო ქცევის წესების ერთობლიობა, ნორმათა ურთიერთკავშირი


არის სამართლის სისტემა

ფორმალური ნიშნის მიხედვით სამართლის სისტემა იყოფა:

გარეგანი სისტემა შინაგანი სისტემა


სამართლის შინაგანი სისტემა

სამართლის შინაგანი სისტემურობის თვალსაზრისით გამოყოფენ:

1. აქსიომატურ-დედუქციური -გამომდინარეობს სიტყვებიდან აქსიომა, დედუქცია.


გულისხმობს, რომ სამართლის ნორმა გამომდინარეობს უმაღლესი აქსიომიდან.

2. აქსიოლოგიური - აქსიოლოგია ბერძნული სიტყვაა და ნიშნავს „ღირს არს.“


აქსიოლოგიური სისტემის სათავეში დგას უზენაესი ღირებულება.

3. ტელეოლოგიური - (ბერძნული სიტყვა - ტელეოლოს -მიზანს მიღწეული, ლოგოს -


მოძღვრება) ესაა სისტემა რომელიც აყალიბებს სამართლის მიზნებს. სამართლის
მიზნის აბსტრაქტული ხასიათის გამო საკმაოდ რთულია მიზნისა და ღირებულებების
ერთმანეთისაგან გამიჯვნა.
სამართლის გარეგანი სისტემა

კერძო სამართალი - ზოგად სავალდებულო


ნორმათა ერთობლიობა, რომელიც არეგულირებს
საჯარო სამართალი - სამართალია, რომელშიც
კერძო პირთა შორის თანასწორობაზე
მონაწილეობს სახელმწიფო, სჯარო ინტერესების
დაფუძნებულ ურთიერთობას. სახელმწიფო არ
შესაბამისად.
უნდა ჩაერიოს კერძო სამართლებრივ
ურთიერთობაში.

სამოქალაქო ინტელექტუალური საკორპორაციო საკონსტიტუციო ადმინისტრაციული სისხლი

განათლება/
შრომა დიზაინი/მოდა საარჩევნო კულტურული საგადასახადო
სპორტი
მემკვიდრეობა
საჯარო და კერძო სამართლის ურთიერთმიმართება

რა აქვს საერთო კერძო სამართლის დარგებს? ხელშემკვრელ მხარეებს არ უწევთ


ურთიერთობა სახელმწიფოსთან. კერძო სამართალი ეფუძნება კერძო პირთა ავტონომიას
სახელმწიფოებრივი ნების გარეშე.

რაც შეეხება საჯარო სამართალს, ის უფრო მეტად, სახელმწიფოსათვის შექმნილ


სამართალს წარმოადგენს. მასზე დაყრდნობით მოქმედებს სახელმწიფო და მისი
ორგანოები.
სამართლებრივი ურთიერთობები, რომლებიც კერძო ინტერესებიდან გამომდინარეობენ
არსებითად სხვა ლოგიკას ეფუძნება, ვიდრე სამართლებრივი ურთიერთობები,
რომელთა მიზანიც საჯარო ინტერესების განხორციელებაა. კერძო ინტერესისთვის
მთავარია მისი კერძო (პირადი) ბუნება, ხოლო საჯაროსათვის კი – საჯარო
(საყოველთაო/საზოგადოებრივი) ხასიათი.
საჯარო და კერძო სამართლის პრინციპები

სამართლის ბევრი ცნება და პრინციპი საერთოა როგორც საჯარო, ისე კერძო


სამართლისათვის, თუმცა არის მათ შორის განმასხვავებელიც:

კერძო საჯარო

 პირადი თავისუფლება;
 კანონით ბოჭვის პრინციპი;
 ნების ავტონომია;
 ლეგალურობის პრინციპი.
 თანასწორობა
(ჰორიზონტალურია).

კერძო სამართალში მოქმედებს პრინციპი ნებადართულია ის, რაც არ არის


აკრძალული, საჯარო სამართალში პირიქით - ნებადართულია მხოლოდ ის, რაც
პირდაპირ დაშვებულია კანონით.
გამიჯვნის თეორიები

ყოველთვის მარტივი არ არის გაიმიჯნოს ურთიერთობა კერძო


სამართლებრივია თუ საჯარო სამართლებრივი. ამისთვის არსებობს
გამიჯვნის თეორიები:

1. ინტერესების თეორია - დასაბამს იღებს რომაელი იურისტის ულპიანესაგან (170-228წწ). ინტერესების


თეორიის მიხედვით, საჯარო და კერძო სამართალი განსხვავდება იმის მიხედვით, თუ რომელ ინტერესს
ანიჭებს იგი უპირატესობას. თუ საჯარო ინტერესია - საჯარო სამართლებრივია ურთიერთობა, თუ კერძო -
კერძო სამართლებრივი.

2. სუბორდინაციის თეორია - ამ თეორიის მიხედვით კერძოს ამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეები


თანასწორნი არიან, მაშინ როდესაც საჯარო სამართლებრივი ურთიერთობისთვის დამახასიათებელია
ურთიერთობის იერარქიული ხასიათი. კერძო სამართალი ეფუძნება ჰორიზონტალურ ურთიერთობებზე, მაშინ
როცა საჯარო სამართალი აგებულია ვერტიკალურ იერარქიულ ურთიერთობებზე.

3. სუბიექტების თეორია - ამ თეორიის თანახმად, მნიშვნელოვანია ვინ გამოდის, რა სტატუსით გამოდის, საჯარო
უფლებამოსილებით აღჭურვილი სუბიექტია თუ კერძო უფლებამოსილებით.
გამიჯვნის თეორიები

4. სპეციალური სამართლის თეორია - ამ თეორიის მიხედვით გადამწყვეტია სამართლებრივი მოწესრიგება


რომელ კონკრეტულ საგანს მიემართება, რა ფუნქციით არიან სუბიექტები ამ ურთიერთობებში აღჭურვილნი და
მოითხოვს თუ არა ეს ურთიერთობა საჯარო სამართლებრივ რეგულირებას.

5. კომბინირებული სამართლის თეორია - ამ თეორიის მიხედვით თუ გვინდა დავადგინოთ ესა თუ ის სამართალ


ურთიერთობა რომელ დარგს მიეკუთვნება, - საჯარო სამართლებრივს თუ კერძო სამართლებრივს, ვიწყებთ
მორიგეობით თითოეული თეორიის მისადაგებას და რომელი თეორიითაც მეტი იქნება, იმ სამართალ
ურთიერთობას მივაკუთვნებთ.
მაგალითები:

 საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს


ტენდერით შეუძინა ფორმები და საკანცელარიო ნივთები;
შემოსავლების სამსახურმა შპს „სხივს“ დააკისრა ჯარიმა პროდუქციაზე აქსციზის არ
არსებობის გამო;
სსიპ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა შეუწყვიტა შრომითი ხელშეკრულება
პეტრიაშვილს რეჟისორის თანამდებობაზე;
თბილისის მერიამ აიღო სესხი საკუთარი საჭიროებისათვის;
ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა
და ლტოლვილთა სამინისტრომ ლტოლვილის სტატუსი ჩამოართვა პირს;
განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ სკოლის დირექტორი ბრძანებით
გაათავისუფლა თანამდებობიდან.
დავალება

გამოკითხვა ზეპირი

ლიტერატურა:
გიორგი ხუბუა, სამართლის თეორია, მე-2 გამოცემა, თბილისი, 2015, გვ. 258-265;
 ლადო ჭანტურია, სამოქალაქო სამართლის ზოგადი ნაწილი, თბილისი, 2011, გვ. 7-
18.

You might also like