Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 3

სტუდენტი: ნინი გოქაძე, არქიტექტურა, III კურსი

ლექტორი: სესილი ძებნიაური

ესთეტიკა

ჩემს ბავშვობას ........ სურნელი და ......... ფერი აქვს.

ჩემს ბავშვობას ასე ბანალურად და ყველაზე ლამაზად დედაჩემის სუნამოს


სურნელი აქვს, შეზავებული მაისის ქუთაისის, ვარდების და საკმეველის სუნთან.
მე რომ ძალიან ბევრი ფული მქონდეს, აუცილებლად, ყველა რესურსს
მოვიხმობდი, რომ ეს სუნი შემექმნა, რათა ყოველი ამ სუნის გახსენებაზე, მე ისევ
ვხდები ბავშვი, ისეთივე ლაღი და ბედნიერი, ისეთივე სუფთა, როგორიც
ყველაფერია დასაწყისში. თქვენ წარმოიდგინეთ დღე, ქალობაში შესული,
ქალურობის ყვავილობის პერიოდში მყოფი, ულამაზესი, ჩემი დედა, როგორ
იღებავს სახეს საძინებელში, თავისი საოცრად ფერმკრთალი პუდრათი, ჰო, მეც
დედას ვგავარ, ასეთი თეთრი და უფრო თეთრიც, როგორ უბრწყინავს
თხილისფერი, საოცრად სქელი და ლამაზი თმა ფანჯრიდან შემოპარულ მზის
შუქზე, მზის, რომელიც გარეთ გასვლის წამიდანვე, უდიდეს სიამოვნებას
გპირდება, მზის, რომელიც იწვის და არავის წვავს და ბოლოს, აუცილებლად,
სახლიდან გასვლისას, სამი მიპკურება Dior J’adore, ვინაწილებთ ყურის ქვემოთ,
ერთიც თმაზე და ერთიც მაჯაზე. სუნამო, რომლის ფლაკონიც კი ისე მხიბლავდა
პატარა ნინის, ყოველთვის ქალის ყელს მაგონებდა და ყოველთვის უფრო
დიდი სიმძაფრით მანდომებდა, რომ საფრანგეთში დავბადებულიყავი, ელისეს
მინდვრებთან მესეირნა და ზუსტად ამ სიტყვებით მესაუბრა J’adore, Mon amour,
Oui, Non, მაგრამ, როგორც აღმოჩნდა მაისის ქუთაისში დაბადებაზეც არ ვთქვი
უარი, ეგ ხომ მეორე პარიზია, პატარა... წითელი ხიდიც ხომ ეიფელის რკინებით
არის აშენებული. ამ სურნელს, თითქოს მეტრების მოშორებით ვგრძნობდი, ეს
ხომ დედაჩემის სურნელი იყო. დრო გავიდა და რა თქმა უნდა, დედაჩემმა
ბევრჯერ სუნამო შეიცვალა, თუ გამოიცვალა, თუ როგორც იტყოდნენ და დიდი
ხნის შემდეგ, ერთხელ ისევ დაბრუნდა Dior J’adoreს მის ცხოვრებაში, მაგრამ
ბავშვობაში სულ სხვა იყო დედაჩემი ამ სურნელით. მაგრამ, როგორც პირველი
შეყვარებული, ისეთივე განსაკუთრებულია ეს ამბავი ჩემთვის, იმ ბევრ ამბავთა
შორის, რომლებიც ჩემს ცხოვრებაში ყოფილა, იმ სურათებს შორის, რომლებიც
ჩემს ორ თვალს დაუნახავს. მაგრამ, უეჭველია, მეორეც უნდა მოგიყვეთ...
გამიხარდება, თუ ოდნავ მაინც შეძლებთ მიუახლოვდეთ იმას, რასაც მე
ვგრძნობ მის გახსენებაზე. მახსოვს კადრი, მრგვალი მაგიდა, მბჟუტავი
ყვითელი შუქი, რომელიც უკუნ სიბნელეს ოდნავ ანათებდა. ამ მაგიდაზე
იშლებოდა ხოლმე საკურთის სუფრა, რომელსაც ჩემი დიდი ბებია დიდი
მოწანიდებით აკეთებდა ხოლმე და ამ ყველაფერს უძღვნიდა გარდაცვლილ
შვილებს და ქმარს, მაგრამ მე რო მკითხოთ საკუთარ მარტოობას უფრო
უძღვნიდა. აუცილებელი პირობაა, რომ საჭმელს დავარჭოთ სანთლები და
სანამ სანთლები არ ჩაიწვება, არ შეიძლება რამე წავიღოთ პირისკენ. მაგიდაზე
დევს ყველაფერი ის, რაც გარდაცვლილებს უყვარდათ, მათ შორის სიგარეტის
კოლოფი, რომლიდანაც მოზრდილობისას აუცილებლად ვიპარავდი
სიგარეტს, ვეწეოდი, იმ იმედით რომ ადრესატი მიიღებდა ამ ყველაფერს( ეს რა
თქმა უნდა ხუმრობით). მაგრამ, ამ საკრალურ სურათში , მთვარი ამბავი არის
სუნი, რომელიც ამ სურათს ამშვენებდა. ჩემი დიდი ბებია, თავისი საოცრად
თეთრი, გრძელი, ლამაზი და საოცარი თითების მიხვრა მოხვრით, დაანთებდა
საკმეველს, რომელიც მთელი ამ რიტუალის განმავლობაში იდო მაგიდის
ქვემოთ,მაგიდის ფეხთან და თავისი სიმძაფრით ყველას გვამახსოვრებინებდა
თავს და ახლაც, როცა გავივლი მიწისქვეშა გადასავლელებში, ზოგჯერ
ვგრძნობ ხოლმე მის სუნს, სადაც საეკლესიო ნივთებს ყიდიან, ეკლესიაშიც,
ალბათ, უბრალოდ მე აღარ დავდივარ და ყოველთვის მახსენდება ეს სურათი.
ახლა არც ჩემი დიდი ბებია აღარ არის და აღარც საკურთხის სუფრა,
სიგარეტსაც ჩემით ვყიდულობ და აღარც დამალვა მიწევს. მოკლედ, ჩემთვის
ქვეყანა გამოიცვალა, ჩემი გამოცდილებები, ის, რაც მიგრძვნია კი ჩემი
სიმდიდრეა, სხვა არაფერი არ გამაჩნია მართლა.

ოდესმე გინახავთ, როგორი ფერია პურის ყანები მზის


ჩასვლისას? კი, ქარვისფერია ჩემი ბავშვობაც. არც ყველაზე მეტად მომწონდა
ან მომწონს ეს ფერი, უბრალოდ, ასე მოხდა. ბავშვობაში დედა მეუბნებოდა,
რომ მეც მისნაირი თხილისფერთმიანი გოგო ვარ და ქარვისფერ მზით
გადამწვარ ყანებში ვთამაშობ, ნუ დამემსგავსებით... მაგრამ, მას შემდეგ
ყოველთვის დიდი სიამოვნებით წარმოვიდგენდი ამ სურათს, ყველაზე დიდი
ნეტარების გრძნობით ვივსებოდი ხოლმე. სამაჯურიც მქონდა, ქარვის
ქვებისგან, ისე მომწონდა, ისე მხიბლავდა, მზის შუქზე მივიტანდი ხოლმე და
ვათამაშებდი, მის ფერიცვალებას ვუყურებდი. ადამიანებიც ასე მარტივად
ვიცვლით ფერს, როგორც ქვების მზეზე? ალბათ, არვიცი... შეიძლება ასე
მარტივად, არა მაგრამ აშკარაა, რომ ჩვენი ცხოვრება იცლის ფერს. თეფშები
გვქონდა სახლში ქარვისფერი, ვერვიტანდი ამ თეფბიდან ჭამას. მე ხომ
საჭმელს უფრო ფერით და სტრუქტურით ვაფასებ და რაღაცნაირად უცლიდა ეს
თეფშები საჭმელს ფერს, არმომწონდა საშინლად, რაღაცნაირად ამძიმებდა
ჭამის პროცესს, ეს დაწყევლილი თეფშები, რომლის სახლიდან გაძევების
შემდეგ, ყველასგან გასკვირად დავიწყე წესიერი ჭამა, რადგან ამ თეფშზე,
ყველა ბავშვისთვის საყვარელი შემწვარი კარტოფილიც კი ისე
გამოიყურებოდა, რომ უბრალოდ ვერ შეჭამდი სიამოვნებით. მაგრამ ამ
თეფშების მიუხედავად, ბაშვობის შემდეგ ქარვა ყოველთვის არის ჩემს
თვალებში, როგორც ბავშვობის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მოგონება, რომელიც
კადრებად მაქვს თვალებში და ხანდახან მშობლებსაც კი ვაკვირვებ ისეთი
ფაქტების ცოდნით, რომლებიც წესით არ უნდა მახსოვდეს. მაგრამ,
ფელინისეული შავ-თეთრი ელფერით მახსოვს კადრები, რომლებიც
ფილმებივით თვალწინ მიდგება. მახსოვს კაკლის ხე, ჩემი ნათესავის ეზოში,
როგორ ირხეოდნენ კაკლები ნიავში. ულამაზესი კადრი იყო, ნებისმიერი
რეჟისორი რომ გამოიყენებდა, ბევრი ფერები მახსოვს და ვერც აღვწერ.
არსებობს რაღაცები, რასაც ვერ ამბობენ სიტყვები, ფერი ზუსტად ეგ ამბავი
მგონია, ვერ ახსნი, უნდა დაინახო და შეიგრძნო, ზე აღმატებულია ფერი,
რომელიც ცხოვრების ეტაპზე იცვლება, ხან რა ფერი ჭარბობს, ხანაც რა. ჩემს
გარდერობს შავი ფერი შემოეჩვია, ნაცრისფერ ქალაქში ვცხოვრობ და
ვარდისფერი ფიქრები მაქვს, ქარვა თვალებში, ბავშვობის გახსენებისას.

You might also like