Black Market Black World

You might also like

Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 7

ჩრდილოვანი ეკონომიკა და კანონიერი ქურდები

ამ გაკვეთილის გავლის შემდეგ მოსწავლეები შესძლებენ იმსჯელონ შემდეგ


საკითხებზე:

1. რა არის ჩრდილოვანი ეკონომიკა?


2. რა მიზეზები განაპირობებდა დიდი მასშტაბის ჩრდილოვანი ეკონომიკის
არსებობას საბჭოთა კავშირში?
3. ჩრდილოვანი ეკონომიკის დადებითი და უარყოფითი მხარეები
4. ვინ იყვნენ კანონიერი ქურდები?
5. კანონიერი ქურდების კოდექსი
6. რა უწყობდა ხელს კანონიერი ქურდების ინსტიტუტის არსებობას საბჭოთა
კავშირში?

რა არის ჩრდილოვანი ეკონომიკა?

იმისათვის რომ განვმარტოთ რა არის ჩრდილოვანი ეკონომიკა, საჭიროა


პირველ რიგში გავიაზროთ რა იგულისხმება ზოგადად სიტყვა ეკონომიკის ქვეშ.
ხშირად, როდესაც ადამიანები ამ ტერმინს გაიგონებენ, მათ წარმოდგენაში
იხატება რაღაც ძალიან რთული პროცესების ერთობლიობა, უამრავი ციფრებით,
ფორმულებითა და გრაფიკებით. თუმცა სინამდვილეში ეკონომიკა სხვა არაფერია
თუ არა ადამიანებს შორის ურთიერთობა. თითოეული ადამიანი ბუნებრივად
ცდილობს საკუთარი მისწრაფებების დაკმაყოფილებას. ზოგ მათგანს სურს გახდეს
პროფესორი, ზოგი დიდი კომპანიის მართვაზე ოცნებობს, ხოლო ზოგი კოსმოსში
გაფრენაზე. ნებისმიერი ასეთი მიზნის მიღწევა საჭიროებს გარკვეული
რესურსების დაგროვებას, იქნება ეს ინტელექტუალური (ცოდნა, გამოცდილება)
თუ მატერიალური (ფული). საჭირო რესურსების მოპოვება კი შესაძლებელია ან
შრომით ან საკუთარი შრომის ნაყოფის სხვის მიერ შექმნილ რესურსში გაცვლით.
მაგალითად, თუ გსურთ იყოლიოთ ძვირფასი იახტა, ის ან უნდა ააწყოთ
საკუთარი ხელით (რაც გულისხმობს, რომ მანამდე უნდა დეტალურად
შეისწავლოთ როგორ იწყობა იახტა), ან იშრომოთ, თქვენი შრომა გაცვალოთ
ფულში (იმუშაოთ რაიმე ორგანიზაციაში ან თავად შექმნათ კომპანია და მიიღოთ
მოგება – ორივე ამ შემთხვევაში თქვენ შრომას ცვლით ფულში), ხოლო შემდეგ ამ
ფულით შეიძინოთ იახტა. უამრავი ადამიანის ქმედებათა ერთობლიობა,
რომლებიც ცდილობენ დასახული, განსხვავებული მიზნების მიღწევას, არის ის
რასაც ჩვენ ვეძახით ეკონომიკას.

ტრადიციულად ჩრდილოვანს უწოდებენ ეკონომიკას, რომელიც არსებობს


სახელმწიფოს მიერ განსაზღვრული სამართლებრივი სივრცის გარეთ. უფრო
მარტივად რომ ავხსნათ, სახელმწიფო ადგენს ადამიანთა ურთიერთქმედებისთვის
გარკვეულ ჩარჩოებს, რომელთა შიგნითაც მოქმედება შესაძლებელია. მაგალითად,
როდესაც ადამიანი ცვლის საკუთარი შრომის ნაყოფს – ფულს, სხვა ადამიანის
მიერ შექმნილ პროდუქტში – ვთქვათ ყურძენში, რომელიც ამ ადამიანმა მოიყვანა
საკუთარ ნაკვეთში, ასეთი ქმედებით ორივე მხარე მოგებული რჩება. პირველი
ადამიანისთვის ყურძენი უფრო ძვირფასია, ვიდრე მასში გადახდილი ფულის
ოდენობა, ხოლო მეორესთვის მიღებული ფული უფრო ძვირფასია, ვიდრე
რამდენიმე კილოგრამი მოყვანილი ყურძნი. შედეგად ხდება გაცვლა და ორივე
მხარე მოგებული რჩება. თუმცა, ადამიანმა შესაძლოა სცადოს საჭირო რესურსების
მოპოვება თაღლითობის გზით ან მოპარვით. ასეთ შემთხვევაში მოგებული რჩება
მხოლოდ ის ვინც მოიპარა, ხოლო მეორე ადამიანი ზარალდება. ასეთი ქმედებების
დაშვების (წახალისების) შემთხვევაში, საბოლოო ჯამში დაზარალდება ყველა –
ადამიანებს აღარ ექნებათ რესურსების შექმნის/დაგროვების მოტივაცია, რადგან
ნებისმიერ დროს შეიძლება ისინი ვიღაცამ მოიპაროს. სწორედ ამიტომ
სახელმწიფო კრძალავს მოპარვას, თაღლითობას და სხვა, და ეს აკრძალვები
წარმოადგენს სწორედ იმ ჩარჩოებს, რომელთა შიგნითაც ადამიანებს შეუძლიათ
მოქმედება (ანუ ეკონომიკური საქმიანობა).

იმისათვის რომ სახელმწიფომ დაიცვას ადამიანების ქონება თაღლითური


გზით წართმევისგან ან მოპარვისგან, მას ესაჭიროება პოლიცია, არმია (ქვეყნის
გარედან მომავალი საფრთხეების თავიდან აცილების მიზნით) და სასამართლო. ამ
ინსტიტუტების შენახვა კი საჭირეობს გარკვეულ რესურსებს (ფულს). სწორედ ამ
მიზნით სახელმწიფო აწესებს გადასახადებს, რომლებსაც ვიხდით თითოეული
მოქალაქე. სწორედ ჩვენს მიერ გადახდილი გადასახადებით ხდება
პოლიციელების, ჯარისკაცებისა თუ მოსამართლეების ხელფასების გადახდა.
გადასახადების გადახდის ვალდებულება აგრეთვე წარმოადგენს სახელმწიფოს
მიერ დაწესებულ ერთგვარ ჩარჩოს ადამიანების მოქმდებისთვის.

ჩრდილოვანი ეკონომიკის არსებობა გულისხმობს, რომ ქვეყნის მოქალაქეები


თავს არიდებენ სახელმწიფოს მიერ დაწესებულ ჩარჩოებს და საკუთარ
საქმიანობას წარმართავენ ამ ჩარჩოების გვერდის ავლით. საყურადღებოა, რომ
ასეთი ქმედება ყოველთვის არ გულისხმობს მოპარვას ან თაღლითობას და
ადამიანებისთვის სარგებლის მოტანის თვალასაზრისით შესაძლოა საკმაოდ
პოზიტიურ როლსაც თამაშობდეს. ცნობისათვის, 2011 წლის ერთ–ერთი კვლევის
მონაცემებით1 ჩრდილოვან ეკონომიკაში მსოფლიოს მასშტაბით დასაქმებულია
დაახლოებით 1.8 მილიარდი ადამიანი (დედამიწის მოსახლეობის 26%).

რა მიზეზები განაპირობებდა დიდი მასშტაბის ჩრდილოვანი ეკონომიკის


არსებობას საბჭოთა კავშირში?
1
Neuwirth, Robert (September 2011). "Global Bazaar: Street Markets and Shantytowns Forge the World's Urban
Future Shantytowns, favelas and jhopadpattis turn out to be places of surprising innovation"
საბჭოთა კავშირში, რომლის ნაწილსაც საქართველო წარმოადგენდა 1921 წლის
ოკუპაციის შემდეგ, არსებობდა კოლექტიურ საკუთრებასა და ცენტრალურ
დაგეგმარებაზე დაფუძნებული ეკონომიკური სისტემა. სწორედ ამ სისტემის
ძირითადი პრინციპები განაპირობებდა იმას, რომ ეკონომიკის საკმაოდ
მნიშვნელოვანი ნაწილი სცდებოდა სახელმწიფოში არსებულ სამართლებრივ
ჩარჩოებს.

კოლექტიური საკუთრება გულისხმობს, რომ ყველაფერი – ნებისმიერი


საწარმო, მაღაზია, ბინა თუ მიწის ნაკვეთი – წარმოადგენდა სახელმწიფო
საკუთრებას. კერძო საკუთრება აკრძალული იყო. მიუხედავად იმისა, რომ ასეთ
სისტემას კომუნისტები წარმოაჩენდნენ როგორც უფრო სამართლიანს, კერძო
საკუთრების აკრძალვა ეწინააღმდეგება ადამიანის ბუნებას. ჩვენ ყველას გვსურს
გვქონდეს საკუთრება და ეს საკუთრება (რესურსები) გვჭირდება ჩვენივე მიზნების
მისაღწევად. მთავარი პრობლემა, რომელიც წარმოიშვა ასეთი სისტემის შექმნის
შედეგად მდგომარეობდა იმაში, რომ ე.წ. სახელმწიფო საკუთრება სინამდვილეში
არ ეკუთვნის არავის. აქედან გამომდინარე, არავის ჰქონდა მოტივაცია მაგალითად
გაეფართოვებინა საწარმო, ეზრუნა ახალ ტექნოლოგიებზე, შეემცირებინა ფასები
ან გაეუმჯობესებინა ხარისხი. პირიქით, ადამიანები ცდილობდნენ მაქსიმალურად
მეტი პირადი სარგებელი ენახათ ნებისმიერი ,,სახელმწიფო საწარმოდან“.
მაგალითად, პრაქტიკულად ყველა ღვინის ქარხანაში ხდებოდა გასაყიდი ღვინის
რაოდენობის ხელოვნურად ზრდა (წყლისა და შაქრის დამატებით), რომელიც
შემდეგ ჩრდილოვან ბაზარზე იყიდებოდა (იხილეთ ფოთოლი 1). ანალოგიური
სიტუაცია იყო ყველგან, საბჭოთა კავშირის მთელს ტერიტორიაზე.

მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც განაპირობებდა ჩრდილოვანი


ეკონომიკის არსებობას, იყო ეკონომიკის ცენტრალური დაგეგმარება. ნაცვლად
იმისა, რომ კერძო კომპანიებს თავად გაერკვიათ თუ რა პროდუქციაზე და რა
რაოდენობით იყო მოთხოვნა (როგორც ეს ხდება თავისუფალი ბაზრის
პირობებში), სპეციალური სახელმწიფო ორგანო წყვეტდა რა უნდა ყოფილიყო
ნაწარმოები, რა რაოდენობით, სად უნდა გაყიდულო, რა ფასად და ა.შ.
გამომდინარე იქიდან, რომ ამის დათვლა უბრალოდ შეუძლებელია, შედეგად
მარაზიებში იყიდებოდა ძალიან მცირე რაოდენობისა და დაბალი ხარისხის
პროდუქცია. უამრავ პროდუქტზე გაჩნდა დეფიციტი (იხილეთ ფოთოლი 2),
ხოლო დეფიციტურმა პროდუქციამ გადაინაცვლა ჩრდილოვან ბაზარზე. ამას
დაემატა ის, რომ საბჭოთა კავშირმა დაკეტა საზღვრები, რადგან არ სურდა ქვეყნის
მოქალაქეებს ჰქონოდათ ინფორმაცია იმის თაობაზე თუ როგორ ცხოვრობდნენ
ადამიანები სხვა, კაპიტალისტურ ქვეყნებში. საზღვრების დაკეთვასთან ერთად
აიკრძალა უცხოური წარმოების პროდუქციის გაყიდვაც. ამის გამო Levi’s–ის
ჯინსები, მარლბორო, Beatles’–ის ან Led Zeppelin–ის კასეტები, და საღეჭი რეზინიც
კი იყიდებოდა მხოლოდ ჩრდილოვან ბაზარზე.
ჩრდილოვანი ეკონომიკის დადებითი და უარყოფითი მხარეები

ზოგადად ითვლება რომ ჩრდილოვანი ეკონომიკის არსებობა ქვეყნისთვის


ზიანის მომტანია. თუ ადამიანები ეკონომიკურ საქმიანობას ეწევიან სახელმწიფოს
მიერ უზრუნველყოფილი სამართლებრივი სივრცის გარეთ, ეს როგორც წესი
ნიშნავს იმას, რომ ისინი არღვევენ კანონს, არ იხდიან გადასახადებს, შესაძლოა
ვაჭრობენ აკრძალული პროდუქციით და სხვა. ბუნებრივია ასეთი ქმედება
ნეგატიურად აღიქმება.

თუმცა, იმ შემთხვევაში თუ სახელმწიფო ზედმეტად ერევა ადამიანების


ცხოვრებაში, აწესებს ათასგვარ შეზღუდვებს, არ აძლევს მოქალაქეს საშუალებას
სრულად მოახდინოს საკუთარი ნიჭის რეალიზაცია, ჩრდილოვანი ბაზარი
შესაძლოა იქცეს ერთგვარ თავისუფალ სივრცედ, სადაც ადამიანები ეცდებიან
მეტი სარგებლის მიღებას.

საბჭოთა კავშირი წარმოადგენდა სწორედ ასეთი ტიპის სახელმწიფოს,


რომელიც მკაცრ ჩარჩოებში სვამდა საკუთარ მოქალაქეებს. შესაბამისად
ჩრდილოვანი ბაზრის ბევრი ფორმა, რომელიც გვხვდებოდა საბჭოთა
საქართველოშიც, წარმოადგენდა ადამიანების მიერ საკუთარი
მისწრაფებებისათვის ბრძოლის ერთგვარ გზას. მაგალითად ის ფაქტი, რომ როკ
მუსიკა იკრძალებოდა და უცხოური როკ–ჯგუფების მუსიკის გავრცელება
ხდებოდა ფარულად, შეიძლება განვიხილოთ როგორც ჩრდილოვანი ბაზრის
პოზიტიური ნიმუში.

ვინ იყვნენ კანონიერი ქურდები?

ე.წ. კანონიერი ქურდები წარმოადგენდნენ საბჭოთა კავშირში არსებული


კრიმინალური სამყაროს უმაღლეს ავტორიტეტებს. სხვადასხვა გათვლებით მათი
რაოდენობა რამდენიმე ასეულიდან რამდენიმე ათასამდე აღწევდა. არსებობს
რამდენიმე ვერსია იმის თაობაზე თუ როგორ გაჩნდა კანონიერი ქურდის
ინსტიტუტი. ერთ–ერთი მათგანის თანახმად ასეთი ტიპის კრიმინალური
ავტორიტეტები პირველად გაჩდნენ საკონცენტრაციო ბანაკებში, სადაც
მილიონობით ადამიანი გამოკეტა საბჭოთა ხელისუფლებამ. აქ მათ შექმნეს
საკუთარი სამყარო სპეციფიკური წესებით, ისინი განსხვავებით რიგითი
ტუსაღებისგან უარს ამბობდნენ მუშაობაზე და ბანაკის ადმინისტრაციასთან
ნებისმიერი ტიპის თანამშრომლობაზე, ხოლო პატიმრობიდან გათავისუფლების
შემთხვევაში მხოლოდ კრიმინალური გზით მოპოვებულ შემოსავალს
აღიარებდნენ. არსებობს მოსაზრება, რომ საბჭოთა ხელისუფლებამ კანონიერ
ქურდებს სპეციალურად მიანიჭა გარკვეული პრივილეგიები, რათა მათ
გაეკონტროლებინათ საკონცენტრაციო ბანაკებში გამომწყვდეული ურიცხვი
ადამიანი. საბჭთა კავშირის დაშლის შემდეგ კანონიერი ქურდები დაუახლოვდნენ
ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების სახელისუფლებო და ბიზნესს წრეებს და
დაივიწყეს კოდექსი, რომელიც მათ უკრძალავდა კრიმინალური წარმომავლობის
გარდა სხვა შემოსავლის მიღებას.

კანონიერი ქურდების კოდექსი

ერთ–ერთი ძირითადი მახასიათებელი, რომელიც გამოარჩევდათ კანონიერ


ქურდებს კრიმინალური სამყაროს სხვა წარმომადგენლებისგან როგორც საბჭოთა
კავშირის შიგნით, ისე მის გარეთ, იყო ე.წ. ქურდული კოდექსი. მიუხედავად
უამრავი მტკიცებულებისა, რომ რეალურად ამ კოდექსს განუხრელად
პრაქტიკულად არც ერთი ქურდი არ იცავდა, მაინც საინტერესოა რას მოიცავდა ის.

აღნიშნული კოდექსის მიხედვით ქურდს უნდა გაეწყვიტა კონტაქტი


ოჯახის წევრებთან, არ უნდა დაქორწინებულიყო, არ ჰყოლოდა შვილები, არ უნდა
ემუშავა, არ წასულიყო ჯარში, არ ქონოდა რაიმე ქონება, უნდა ეარსება მხოლოდ
კრიმინალური საქმიანობით მოპოვებული ან აზარტულ თამაშში მოგებული
ქონებით და სხვა.

კოდექსით გათვალისწინებულ ერთ–ერთ მოთხოვნას ქურდისთვის


წარმოადგენდა ქურდული სამყაროს ცხოვრების წესის პროპაგანდა
ახალგაზრდებში, ,,ნიჭიერი“ ახალგაზრდების შერჩევა და მათი ,,სწორ გზაზე
დაყენება“. შესაძლოა ეს იყო ქურდული ცხოვრების წესის ახალგაზრდებში
პოპულარობის ერთ–ერთი მიზეზი, მათ შორის საქართველოშიც.

რა უწყობდა ხელს კანონიერი ქურდების ინსტიტუტის არსებობას საბჭოთა


კავშირში?

კანონიერი ქურდების შემოსავლის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენდა


შემოსავალი ჩრდილოვანი ეკონომიკიდან. საბჭოთა მოქალაქეები, რომელთაც
ფორმალურად აკრძალული ქონდათ კერძო საკუთრების ქონა, მაგრამ კანონის
გვერდის ავლით მაინც ახერხებდნენ გარკვეული დოვლათის დაგროვებას,
იძულებული იყვნენ მოეძიათ ამ დოვლათის დაცვის რაიმე მექანიზმი. თუ მათ
ქონებას საფრთხე დაემუქრებოდა, ისინი ვერ მიმართავდნენ ოფიციალურ
სახელმწიფო სტრუქტურებს (მაგალითად მილიციას, სასამართლოს), რადგან ასეთ
შემთხვევაში მოუწევდათ საკუთარი ქონების წარმომავლობის გამხელა. ქონებას კი
საფრთხე მუდმივად ექმნებოდა იგივე კანონიერი ქურდების მხრიდან. შედეგად
ისინი იძულებულნი იყვნენ გარკვეული თანხა ეხადათ რომელიმე კანონიერი
ქურდისთვის, რათა მას უზრუნველეყო მისი ქონების დაცვა სხვა კრიმინალური
ავტორიტეტების თავდასხმისგან. ასეთი ტიპის შემოსავალი კანონიერი
ქურდისთვის არ ითვლებოდა მიუღებელ საქციელად, რადგან ის არ იყო შრომით
მოპოვებული.
ფოთოლი 1 + ილუსტრაცია – კადრი ფილმიდან (ან კასეტის ყდა)

1966 წელს, ქართველმა რეჟისორმა ოთარ იოსელიანმა გადაიღო ფილმი


სახელწოდებით ,,გიორგობის თვე“. ფილმში აღწერილია როგორ მოხვდებიან ორი
ახალგაზრდა ერთ–ერთ ღვინის ქარხანაში სამუშაოდ და აღმოაჩენენ იქ
გამეფებულ კორუფციას. ქარხნის პრაქტიკულად ყველა თანამშრომელი ამა თუ იმ
ფორმით ჩართულია სხვადასხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებებში. ერთ–ერთი
ახალგაზრდა სწრაფად ერგება ქარხანაში არსებულ რეალობას, ხოლო მეორე
უპირისპირდება მას. ფილმი კარგად გადმოსცემს საბჭოთა დროის ჩრდილოვანი
ეკონომიკის სურათს. ,,გიორგობის თვეს“ 1968 წელს მიღებული აქვს ჟორჟ
სადულის სახელობის პრემია (საფრანგეთი).

ფოთოლი 2 + ილუსტრაცია – ტალონები

უტოპიური სოციალისტური ეკონომიკური სისტემით გამოწვეული


დეფიციტის გამო, საბჭოთა კავშირში ხშირად ხდებოდა პროდუქციის ე.წ.
რაციონიზაცია – სხვადასხვა პროდუქტები იყიდებოდა მხოლოდ სპეციალური
ტალონის წარდგენის შემთხვევაში. თითოეული ტალონი მოქალაქეს აძლევდა
საშუალებას ეყიდა გარკვეული რაოდენობის პროდუქტი (მაგალითად – 250 გრ.
კარაქი). ამ გზით საბჭოთა ხელისუფლება ცდილობდა შეეზღუდა პროდუქციაზე
არსებული რეალური მოთხოვნა და წარმოებული პროდუქცია თანაბრად
გადაენაწილებინა მოსახლეობაზე. შედეგად, პრაქტიკულად ყველა დეფიციტური
პროდუქციისთვის არსებობდა ჩრდილოვანი ბაზარი.

ფოთოლი 3 + ილუსტრაცია – ქურდული ტატუ

კანონიერი ქურდები სხვა კრიმინალებისგან გამორჩევის მიზნით სხეულის


სხვადასხვა ნაწილებზე იკეთებდნენ სპეციფიკურ ტატუებს. თითოეულ ტატუს
ჰქონდა გარკვეული დანიშნულება და იყო კონკრეტული შინაარსის მატარებელი.
მაგალითად ტატუს მიხედვით შეიძლებოდა იმის გარკვევა თუ კრიმინალურ
იერარქიაში რომელ საფეხურზე იმყოფებოდა ქურდი, რომელ საპატიმროში მოხდა
მისი ქურდად აღიარება და სხვა. არა–ქურდის მიერ ქურდული ტატუს სხეულზე
დახატვა მკაცრად ისჯებოდა კანონიერი ქურდების მიერ.

გადაბმის პრობლემა – დე სოტოს თეორია – სამართლებრივი გარემოს არ არსებობა რომ


ჩაემატოს
კანონიერი ქურდების კავშირი სახელმწიფოსთან კორუფციული უფრო მეტად რომ იყოს
განმარტებული

You might also like