Download as pdf or txt
Download as pdf or txt
You are on page 1of 14

ადამია ადელინა

-კლასიფიკაცია-
(ქიმიაში)

დავიწყებ იმით რომ


ნივთიერებები ერთმანეთისგან
განსხვავდებიან ქიმიური და
ფიზიკური თვისებებით,
შედგენილობით.

“ნივთიერების
კლასიფიკაციის ზოგადი
სქემა ასეთია”:
[Figure 1]
ნივთიერებების კლასიფიკაციის სქემა

აგრეგატული მდგომარეობის მიხედვით


ნივთიერებები იყოფა მყარ, თხევად და
აირად ნივთიერებებად.
მყარი, თხევადი და აირადი ნივთიერებები
ოთახის ტემპერატურაზე აირადია ჟანგბადი
და ნახშირორჟანგი. თხევადია წყალი და
ვერცხლისწყალი. მეტალები,
ვერცლისწყლის გარდა, ოთახის
ტემპერატურაზე მყარია. ნებისმიერი
ნივთიერება ამ სამი მდგომარეობიდან ერთ
-ერთ მდგომარეობაშია.
წყალი ერთადერთია დედამიწაზე, რომელიც
სამივე აგრეგატულ მდგომარეობაშია.
[Figure 2]
წყალი ერთი და იგივე ნივთიერებაა სამ სხვადასხვა აგრეგატულ მდგომარეობაში.
(A) ყინული უნგრეთში. (B) მდინარე ნილოსი ეგვიპტეში. (C) ორთქლი უელსის
მატარებელში.

მეტალები მაღალ ტემპერატურაზე აირდ მდგომარეობაშიც გადადიან:

[Figure 3]
ნატრიუმის ორთქლის ნათურა გამოირჩევა ინტენსიური ყვითელი შეფრილობით

სუფთა ნივთიერება და ნარევი


ნივთიერებები შემადგენელი
კომპონენტების მიხედვით იყოფა ორ
ჯგუფად. სუფთა ნივთიერებად და ნარევად.
სუფთა ნივთიერება შედგება მხოლოდ ერთი
სახის მარტივი ან რთული ნივთიერებისგან.
ნარევი შედგება ორი ან მეტია მარტივი ან
რთული ნივთიერებისგან. სუფთა
ნვთიერებას აქვს მუდმივი შედგენილობა,
ნარევის შედგენილობა ცვალებადია. სუფთა
ნივთიერება იყოფა მარტივ და რთულ
ნივთიერებებად.
• მარტივი ნივთერება: ნივთიერება,
რომელიც უფრო მარტივ ნივთიერებებად
ვეღარ იშლება ქიმიური და ფიზიკური
გარდაქმნის დროს.
• ნაერთი/რთული ნივთიერება:
ნივთიერება, რომელიც ქიმიური გზით
შეიძლება დაიშალოს უფრო მარტივ
ნივთიერებებად.
სურათზე მოცემულია მარტივი ნივთიერება
გოგირდი და რთული ნივთიერება - წყალი.
[Figure 4]
სუფთა ნივთიერებები: მარცხნივ- მარტივი
ნივთიერება გოგირდი. მარჯვნივ - რთული
ნივთიერება- წყალი
სურათზე წარმოდგენილი მარტივი
ნივთიერება გოგირდი მყარ
მდგომარეობაშია, წყალი - თხევადია.
გოგირდი უფრო მარტივ ნივთიერებად ვეღარ
დაიშლება. წნევის და ტემპერატურის
ცვლილების შემთხვევაში შეუძლია
გარდაიქნას სხვა მარტივ ნივთიერებად-
თავისივე ალოტროპიულ მოდიფიკაციად.
ქიმიური ელემენტის ატომის უნარს
არსებობდეს რამდენიმე მარტივი
ნივთიერების სახით, ალოტროპია ეწოდება.
განსხვავებულ მარტივ ნივთიერებებს კი -
ალოტროპიული სახეცვლილებები/
მოდიფიკაციები. გოგირდის სამი
ალოტროპული სახეცვლილება არსებობს:
რომბული, პლასტიკური და მონოკლინური.
ჟანგბადი და ოზონიც ალოტროპიული
სახეცვლილებებია.
ნარევები
ნარევი შედგება ორი ან მეტი
ნივთიერებისგან. სუფთა ნივთიერებისგან
განსხვავებით მისი შედგენილობა
ცვალლებადია. ნარევის შემადგენელი
კომპონენტები ინარჩუნებენ ქიმიურ და
ფიზიკურ თვისებებს.
ჰომოგენური (ერთგვაროვანი) ნარევები
ჰომოგენური ნარევი შედგება ორი ან მეტი
ნივთიერებისგან, რომელთა გარჩევა
სინათლის მიკროსკოპითაც შეუძლებელია.
მარილიანი წყალი ჰომოგენური ნარევია.
გარეგნულად ერთგვაროვანი ნარევი სუფთა
ნივთიერებისგან არაფრით განსხვავდება.
თუმცა ნარევის შედგენილობა არ არის
მუდმივი, სუფთა ნივთიერების შედგენილობა
- მუდმივია. ადამიანს საკუთარი გემოვნების
მიხედვით შეუძლია მოამზადოს ჩაი, უფრო
მეტად ან ნაკლებად ტკბილი. ასევე ერთ
ჭიქა წყალში შეიძლება გაიხსნას ერთი ან
ორი კოვზი სუფრის მარილი. ხსნარი ორივე
შემთხვევაში გამჭვირვალეა, თუმცა
შედგენილობა განსხვავებულია. სუფთა
ნივთიერება წყალი კი ყველა შემთხვევაში
შეიცავს ორ ატომ წყალბადს და ერთ ატომ
ჟანგბადს.
სურათზე გამოსახული ღვინო და ,,თოფის
წამალი" ჰომოგენური ნარევების
მაგალითებია. გარეგნულად სუფთა
ნივთიერებას ემსგავსებიან. ღვინო თხევადი
ნარევია, რომელიც შეიცავს წყალს,
ეთანოლს და სხვა ნაერთებს. ,,თოფის
წამალი" მყარი ნარევია. ის შეიცავს
კალიუმის ნიტრატს (75%), დაქუცმაცებულ
ნახშირს (15%) და გოგირდს (10%).

ჰეტეროგენული ნარევები
ჰეტეროგენული ნარევი- მისი
კომპონენტები თვალით ან სინათლის
მიკროსკოპით შეიძლება გავარჩიოთ
ერთმანეთისგან. ნარევები არსებობს სამ
აგრეგატულ მდგომარეობაში: მყარი,
თხევადი და აირადი. ჰეტეროგენული
აირადი ნარევი არ არსებობს, იმიტომ, რომ
აირების მოლეკულებს შორის დიდი
თავისუფალი სივრცეების გამო, ისინი
ადვილად ერევიან ერთანეთს.
ჰეტეროგენული თხევადი ნარევებია:
სალათის დრესინგი, ძმრის და ზეთის, ძმრის
და წყლის ნარევები, რძე. მყარი ნარევის
მაგალითია ნიადაგი (ის შედგება ორგანული
და არაორგანული ნივთიერებებისგან,
მინერალებისგან, წყლისგან, ჰაერისგან),
ბეტონი;

[Figure 6]
ჰეტეროგენული ნარევის ნიმუშები: მარცხნივ:
ზეთი და ძმარი, მარჯვნივ: ძმარი და
ნიადაგი.
როგორ გამოვყოთ მისი შემადგენელი
კომპონენტები ჰეტეროგენული ნარევიდან ?
ამაზე შედეგ გაკვეთილში ვისაუბრებთ.
შეჯამება
• ნივთიერებების კლასიფიკაცია
შესაძლებელია ფიზიკური და ქიმიური
თვისებების მიხედვით.
• ნივთიერებების კლასიფიკაცია
შესაძლებელია აგრეგატული
მდგომარეობის მიხედვით.
• მყარ მდგომარეობაში ნაწილაკები
ახლოს არის ერთმანეთთან
განლაგებული, თხევად მდგომარეობაში
მანძილი უფრო დიდია, აირად
მდგომარეობაში მათ შორის
თავისუფალი სივრცეებია, რომელიც
აღემატება მოლეკულების ზომას.
• ნივთიერებები იყოფა სუფთა
ნივთიერებად და ნარევად. სუფთა
ნივთიერებას აქვს მუდმივი
შედგენილობა, ნარევის შედგენლობა -
ცვალებადია.
• სუფთა ნივთიერება იყოფა მარტივ
ნივთიერებებად და ნაერთებად. მარტივი
ნივთიერება შედგება ერთი სახის
ქიმიური ელემენტის ატომებისგან,
ნაერთი შედგება ორი ან მეტი სახის
ქიმიური ელეენტის ატომებისგან.
• ნარევები იყოფა ერთგვაროვან და
არაერთგვაროვან ნარევებად.
ერთგვაროვან ნარევში კომპონენტები
მიკროსკოპითაც არ ჩანს,
არაერთგვაროვან ნარევში კი
კომპონენტების გარჩევა შესაძლებელია
თვალით ან სინათლის მიკროსკოპით
მაინც.

პროექტზე მუშაობდა ადამია ადელინა


16-10-23წელი
❤მადლობა ყურადღებისთვის ❤

You might also like