შესავალი საქართველოს პოლიტიკაში კონსპექტი

You might also like

Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 25

შესავალი საქართველოს პოლიტიკაში

კვირა I: ქართული სახელმწიფო ისტორიის მანძილზე: მითი და რეალობა;


რატომ გეორგია, იბერია, ეგრისი; სამხრეთ კავკასიის გეოპოლიტიკური
მნიშვნელობა - საქართველოს ისტორია როგორც სატრანსპორტო
კომუნიკაციების ისტორია; ქრისტიანობა - ღირებულებითი თუ იძულებითი
არჩევანი?
საქართველო არის სახელმწიფო, რომელიც წარმოიშვა და ვითარდებოდა
აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის, რაც იყო მიზეზი იმისა, რომ ქვეყანამ შეიძინა
სატრანსპორტო მნიშვნელობა. საქართველო არის ქვეყანა, რომელზეც გადიოდა და
დღემდე გადის უამრავი გზა, რომელიც აკავშირდება დასავლეთსა და აღმოსავლეთს .
აღნიშნულ გზებს დიდი ისტორია აქვს. თავდაპირველად ძირიტადი საგზაო არტერია
განვითარდება ქვეყნის სამხრეთ აღმოსავლეთში, რადგან იქ მდებარეობს სპარსეთი ,
რომელთანაც მიმდინარეობდა ვაჭრობა, თუმცა არსებობდა ასევე ჩრდილოეთის გზები ,
რომლებიც პერიოდულად იხურებოდა, იცვლებოდა კლიმატური ცვლილებების გამო.
საქართველოს ისტორიული დედაქალაქი მცხეთა წარმოიშვა ამ გზების გადაკვეთის
ადგილას. ვახტანგ გორგასლის მეფობსი პერიოდში სპარსეთისკენ მიმავალი ახალი გზა
შეიქმნა, რომელცი წინაზე მეტად უსაფრთხო და გამტარუნარიანი იყო , აღნიშნული გზა
კლდეკარში შეიქმნა ხოლო თბილისი კლდეკარის კარიბჭე გახდა. ვახტანგ
გორგასლისავე პერიოდში შეიქმნა კიდევ ერთი ახალი გზა ჩრდილოეთში და ამასთან
ერთად ამ გზის დასაცავად უჯარმის ციხე შექმნა. ამ გზებს არაბების მიერ თბილისის
აღებამდე უმნიშვნელოვანესი როლი ჰქონდა. XII საუკუნეში ჩრდილოეთის გზები აღდგა
და გაიჭრა კიდევ ერთი ახალი გზა, რომელიც დასავლეთ და აღოსავლეთ საქართველოს
აკავშირებდა ერთმანეთთან და სანაოსნო მდინარე რიონამდე გადიოდა . დავით
აღმაშენებლის მიერ თბილისის დაბრუნების შემდეგ, ქალაქმა ისევ დაიბრუნა
მნიშვნელოვანი როლი და საკმაოდ გამდიდრდა. დროთა განმავლობაში თბილისმა ისევ
დაკარგა საკუთარი როლი, რისი მიზეზიც იყო ამ გზების აღმოსავლეთის გზებად
გადაქცევა და ევროპის დასუსტებამ იერუსალიმის დაცემის შემდეგ . შავ ზღვას
ისტორიულად მნიშვნელოვანი როლი ჰქონდა საქართველოს ისტორიაში . მეფე ლაშა -
გიორგის ფლოტის შექმნის იდეაც კი ჰქონდა, მანამდე კი თამარ მეფის ქმარი გიორგი
რუსი სწორედ ზღვით შემოდის საქართველოში და გაძევების შემდეგ ორჯერ სწორედ
ზღვით ბრუნდება. საქართველოში მონღოლთა ბატონობის პერიოდში ჩრდილოეთში
კიდევ ერთხელ განვითარდა გზა, რომელიც საქართველოს ოქროს ურდოსთან
აკავშირებდა თუმცა გიორგი V-ის მეფობის ხანაში ჩრდილოეთის გზა გაუვალი გახდა
რამაც მისი დაკეტვა გამოიწვია, რამაც ხელი შეუწყო საქართველოს მონღოლტაგან
გათავისუფლებას. გზე იყო ის, რაც რეალურად საქართველოს არსებობას
უზრუნველყოფდა და დამპყრობლები ძირითადად სადამსჯელო რაზმებს გზავნიდნენ
ქვეყანაში. სამცხის დამოუკიდებლობა იქ სწორედ კლდეკარის არსებობით იყო
განპირობებული, რომელიც მნიშვნელოვანი სავაჭრო გზის სტატუსს ინარჩუნებდა .
რკინიგზის განვითარებამ საქართველოს სატრანსპორტო მნიშვნელობა დააკარგვინა და
ძირითადი სატრანსპორტო კვანძი საქართველოს მაგივრად თურქეთზე გადიოდა ,
საქართველო კი მხოლოდ რუსეთის იმპერიის ინტერესებშიღა რჩებოდა, როგორც
ფანჯარა ინდოეთისკენ. თუმცა, ეს გაგრძელდა მანამ, სანამ საზღვაო გადაზიდვები კიდევ
უფრო არ გაიაფდა. დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ საქართველოს
სატრანსპორტო როლი დაუბრუნდა და ამაზე აქცენს სწორედ საქართველოს მეორე
პრეზიდენტი აკეთებდა. საქართველოსთვის სატრანსპორტო მნიშვნელობის დაბრუნება
სტრატეგიულად მნიშვნელოვანი იქნებოდა საქართველოსთვის, რადგან ამით ის
გამოვიდოდა როგორც რუსეთის ასევე სხვა სახელმწიფოების გავლენის სფეროდან ,
თუმცა ამისთვის დასავლეთის დარწმუნება იყო საჭირო.
საქართველოს სპარსელები „გორგიად“ მოიხსენიებენ, რაც მგლების ქვეყანას ნიშნავს .
ასეთი სახელი ქვეყანამ მოიპოვა იმიტომ, რომ ქართველები არ მოქმედებდნენ სწრაფად ,
არამედ ყველაფერს გეგმავდნენ და ამ გეგმებს შემდგომში ასრულებდნენ, ეს იყო
მეომრების ქვეყანა რომელსაც ვერ დაიმორჩილებდი და ასეთი „იმიჯის“ შექმნას ვახტანგ
გორგასლის ფიგურამაც შეუწყო ხელი, თუმცა შემგომში გავრცელდა საქართველოს სხვა
სახელი - „გეორგია“, რაც მიწათმოქმედთა ქვეყანას ნიშნავს, რაც იყო იდეოლოგიური
დარტყმა საქართველოზე, რათა დაევიწყებინათ საქართველოსთვის თავისი ისტორია და
ძირი გამოეთხარათ სულისკვეთებისთვის, რათა გაცილებით უფრო ადვილად
დაემორჩილებინათ ქვეყანა. საქართველო ხდება არა მგლების არამედ კურდღლების
ქვეყანა, ქვეყანა რომელშიც ყველაფერი ხდება დაუორგანიზებლად , სწრაფად და
სპონტანურად. 1918 წელს მგლების ქვეყანამ დაიბრუნა მნიშვნელობა და მოიპოვა
დამოუკიდებლობა თუმცა ეს მხოლოდ 1921 წლამდე გაგრძელდა.

საქართველოს გაქრისტინების ისტორია, რომელიც წმინდა ნინოს უკავშირდება ასევე


ბევრ კითხვას შეიცავს. უპირველეს ყოვლისა, საქართველოს ისტორიაში XIX საუკუნემდე
არ არისნ ისტორიული ფიგურები სახელად ნინო გარდა საკუთრივ წმინდა ნინოსი , მაშინ
როდესაც ყველა სხვა სახელმწიფოში განმანათლებლების სახელები ყველაზე
პოპულარულია. ისტორიკოსები თანხმდებიან, რომ ჩვენამდე მოღწეული წმიდან ნინოს
ცხოვრება IX საუკუნეშია დაწერილი, ის შეიძლებ არაქართველი ტყვე ქალი იყო, ლეონტი
მროველის XI საუკუნის ტექსტი და წმინდა ნინოს ცხოვრება განსხვავდება და ასევე
არსებობდა უფრო ადრეული ხელნაწერი წმიდნა ნინოს ცხოვრებისა . ანდრია
პირველწოდებული ითვლება იმად, ვინც საქართველოში ქრისტიანობა შემოიტანა თუმცა
მაშინ რატომ გახდა საჭირო რელიგიის მეორედ ქადაგება წმინდა ნინოს შემდეგ.
გავრცელებული აზრიტ ანდრია შემდეგ ქართველებმა რწმენა დაკარგეს და წმინდა
ნინომაც სწორედ ამიტომ იქადაგა ქრისტიანობა, ასევე არსებობს აზრი, რომ ანდრია
პირველწოდებული ქრისტიანობას დასავლეთში ხოლო წმინდა ნინო აღმოსავლეთ
საქართველოში ქადაგებდა. რომეული წყაროებით ანდრია პირველწოდებულმა იქადაგა
ქრისტიანობა II-III საუკუნეებში, თუმცა უკვე IX საუკუნეში 2 ვერსია იკიდებს ფეხს:
აღმოსავლეთ რომის იმპერიაში არსებული წყაროებით საქართველოში ქრისტიანობის
მქადაგებელია ანდრია პირველწოდებული ხოლო ქართული წყაროებით წმინდა ნინო .
ამასთანავე საეჭვოა ნინოს ჯვრის ისტორიაც, რადგან ნინო IV საუკუნეში ვერ შემოვიდოდა
საქართველოში ქრისტიანობის იმ სიმბოლოთი, რომელიც მხოლოდ 787 წელს ნიკეის
საეკლესიო კრებაზე მიიჩნიეს ქრისტიანობის სიმბოლოდ. როგორც ანდრია
პირველწოდებულის ასევე წმინდა ნინოს ისტორიებს პოლიტიკური დატვირთვა ჰქონდა
და მიზნად, ანდრია პირველწოდებულის ისტორიის შემთხვევაში აღმოსავლეთ რომის
იმპერიისგან რელიგიური და იდეოლოგიური დამოუკიდებლობის მოპოვებაა ხოლო
წმინდა ნინოს შემთხვევაში სომხური ეკლესიისგან განცალკევება, რომელიც ამავე დროს
დაპირისპირებაში იყო ქართულ ეკლესიასთან და მისგან გამიჯვნა ქართული
ეკლესიისთვის მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნებოდა რათა დაემტკიცებინათ ორი
ეკლესიის განსხვავება. ამ ვერსიის გარდა არსებობს მეორეც, რატომ გახდა სახელი ნინო
პოპულარული სწორედ XIX საუკუნეში, მაშნ როდესაც საქართველო რუსეთის იმპერიის
შემადგენლობაში იყო. რომ დავბრუნდეთ ნინოს ჯვრის ისტორიას, ის თავდაპირველად
სვეტიცხოველში იყო, შემდეგ გადატანისას დაზიანდა, აღმოჩნდა წმიდნა შუშანიკთან ,
შემდგომ სომხეთში, ანისის აღების შემდეგ მცხეთაში დაბრუნდა, იყო ანანურში
შემოსავების გამო, აღმოჩნდა მოსკოვში, შემდეგ ინახებოდა ლოსკოვოს მამულში ,
შემდგომ აღმოჩნდა რუსეთის იმპერატორ ალექსანდრეს კარზე, რომელმაც მისი
საქართველოში დაბრუნება ბრძანა ქართლ-კახეთის ანექსიის შემდეგ . ითვლება , რომ ეს
ისტორია არის ლეგენდა მისი რუსეთიდან საქართველოში დაბრუნების მომენტამდე ,
რადგან ამ პერიოდამდე მომხდარი ამბების ისტორიული წყაროებიტ დადასტურება არ
არსებობს. რეალურად, ეს იყო რუსეთის მიერ საქართველოს ისტორიის და იდენტობის
მიტაცების პროექტი და ის შესაძლებლობა, რომლიტაც რუსეთმა დაიწყო გაღვივება
„ერთმორწმუნეობის“ გაღვივებისა.

საქართველოს სამეფო გვარი როგორც ცნობილია - ბაგრატიონია, რომლის გამეფების და


ჩამოყალიბების სემიტური ვერსია არსებობს თუმცა შეიძლება ჩაითვალოს , რომ
ბაგრატიონი არის ბერძნული ტიტული, რომელიც უბოძეს და შემდგომში მას გვარის
მნიშვნელობა მიანიჭეს და შეთხზეზ სემიტური ლეგენდა, ბაგრატიონების იესოსთან
ნათესაობის შესახებ რათა განემტკიცებინათ საქართველოში საკუთარი სამეფო
ხელისუფლება, რომელიც, როგორც ცნობილია, ყველა მონარქიულ სახელმწიფოში,
ღმერთისგან ბოძებულად ითვლება.

მეოთხე სააუკუნე საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპია , რადგან


ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად სწორედ ამ პერიოდში მეოთხე საუკუნის 20-იან
წლებში გამოცხაადდა. ქართლში ქრისტიანობის ოფიციალურ რელიგიად აღიარება
იმდროინდელი ქართული და ბერძნული საზოგადოების მიერ სრულიად მართებულად
იქნა აღქმული, როგორც ქართლის სამეფოს პრორომაული საგარე-პოლიტიკური კურსის
გამოვლენა და ამ კურსის დაცვა. ქრისტიანობის გამოცხადებამ დიდი გავლენა იქონია
საქართველოს შემდგომი ისტორიაში და ასევე სოციალურ-ეკონომიკურ და კულტურულ
განვითარებაში. ამას ასევე დიდი მნიშვნელობა ჰქონდა საგარეო-პოლიტიკის კურსისა და
საერთაშორისო ორიენტაციისთვის, რამაც შემდგომში მნიშვნელოვნად განსაზღვრა
ურთიერთობა ქრისტიან მეზობლებთან, პირველ რიგში ბიზანტიის იმპერიასთან და ასევე
რუსეთთან. გარდა ამისა ქრისტიანობის გამოცხადებამ მთლიანად შეცვალა
მოსახლეობის ყოველდღიური ცხოვრება, კიდევ უფრო მიექცა ყურადღება ქართულ
დამწერლობას და ასევე ირანის შაჰისთვის ეს იყო ნიშანი იმისა, რომ ქართლი აღარ
იქნებოდა მათ მიმართა პროირანული.

რელიგია საქართველოში ბევრი პრობლემის გამომწვევი მიზეზი იყო და ბევრჯერ


ქართველ მეფეებს უწევდათ არჩევანის გაკეთება სარწმუნოებასა და ერის
კეთილდღეობას შორის. ასეთი პრეცენდენტი მაგალითად შეიქმნა მაშინ, როდესაც
სასანიათა შაჰის კარზე მისულმა ამიერკავკასიის დიდებულებმა მიიღეს მაზდეანობა
იმისთვის, რომ მათი ქვეყნები ირანს არ აეოხრებინა. ასევე, ეგრისის მეფე გუბაზის
მკვლელობის შემდეგ დიდებულებს შორის დადგა არჩევანი ბიზანტიასა და ირანს შორის .
იმის გათვალისწინებით, რომ მეფე გუბაზი ბიზანტიელებმა ღალატით მოკლეს ლოგიკური
იქნებოდა რომ ეგრისი მიმხრობოდა ირანს ბიზანტიის წინაამღდეგ საბრძოლველად , რის
მომხრედაც აიეტი გამოდიოდა, თუმცა ფარტაძის სიტყვამ, რომელიც ბიზანტიასთან
მოკავშირეობის მომხრედ გამოდიოდა იმძლავრა. რეალურად, ეგრისისთვის იმ
პერიოდში ირანის მოკავშირეობა უფრო ხელსაყრელიც შეიძლება გამოსულიყო თუ
გავითვალისიწნებთ იმას, რომ ირანისთვის დასავლეთ საქართველოს დაკავება
ყოველთვის პრობლემას წარმოადგენდა, ბიზანტიის დამარცხების შემთხვევაში ეგრისი
მეტ დამოუკიდებლობას მოიპოვებდა ვიდრე მის გვერდითვე მყოფი ბიზანტიის
მოკავშირეობის შემთხვევაში.

ისტორიულად საქართველო რიგ შემთხვევებში, მომძლავრების ფონზე ბევრ შეცდომას


უშვებდა. მაგალიტად ბაგრატ IV-ის დროს საქართველომ სომხეთს სამშვილდე წაართვა
მაშინ, როდესაც შეეძლო სომხეთი საკუთარ მოკავშირედ გაეხადა. ბაგრატის გვერდით კი
ალფ-არსლანის მომძლავრების ფონზე, ამ უკანასკნელის მიერ ხარაჯის მოთხოვნის
მიღება შეიძლება გამხდარიყო ორ სახელმწიფოს შორის მოკავშირეობის საწინდარი და
პერსპექტივაში, მოკავშირეობის პირობებში, ხარაჯის გაუქმების მიზეზიც , თუმცა მეტად
რეაქციული პოლიტიკის გატარებამ, რაც მეფე გიორგი II-ის დროსაც გაგრძელდა
საბოლოოდ დიდ თურქობამდე მიგვიყვანა. გიორგი II-მ არასწორი პოლიტიკა კახეთ-
ჰერეთის მიერთებებასთან დაკავშირებითაც გაატარა, მან ვერ შეძლო მისი დამორჩილება
და ამით შექმნა განცალკევებულად კახეთ-ჰერეთის თურქებთან მოკავშირეობის
პრეცენდენტი რაც საკუთარივ გიორგი მეფეს გამოუთხრიდა ძირს ისევე, როგორც
საქართველოს გაერთიანებას გრძელვადიან პერსპექტივაში.

საქართველოს ოქროს ხანის დასაწყისად დავით აღმაშენებლის მეფობაა მიჩნეული .


აღმაშენებელი იყო ის მეფე, რომელმაც საქართველოში აბსოლუტური მონარქია
განამტკიცა. ამ პროცესშ ბევრი დეტალია მნიშვნელოვანი. უპირველეს ყოვლისა , საჭირო
იყო ქვეყნის შიგნის ხელისუფლების გაძლიერება. დავითმა თანდათანობით შეძლო თურქ -
სეჩუკების განდევნა ქართლიდან, მან შემოიერთა კლდეკარის საერისთავო , ერწუხის
ბრძოლის შედეგად კახეთ-ჰერეთიც. დავითი კარგად აფასებდა საგარეო პოლიტიკურ
ვითარებასაც. დავითი მეფობდა მაშნ, როდესაც ევროპა გახვეული იყო ჯვაროსნულ
ლაშქრობებში და ამ უკანასკნელების მიერ იერუსალიმის აღების შემდეგ დავითმა
შეწყვიტა თურქ-სელჩუკებისთვის ხარკის გადახდა. ამასთან ერთად , დავითი
ათვიცნობიერებდა იმასაც, რომ ხელისუფლების განმტკიცებისთვის მას ესაჭიროებოდა
მორჩილი ეკლესია და ამისთვის მან მოიწვია რუის-ურბნისის საეკლესიო კრება
რომელზეც ახალი საეკლესიო ნორმები დაადგინა, ეკლესიიდან განდევნეს ის
სასულიერო პირები, რომლებიც განდგომილ ფეოდალებს იფარებდნენ და საბოლოოდ
მოხდა სასულიერო ხელისუფლების შემომტკიცება სამეფო ხელისუფლების ირგვლივ .
დავითმა გაატარა ადმინისტრაციული რეფორმა, შექმნა ახალი თანამდებობები ,
როგორიც იყო მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელის თანამდებობა, რითიც მან შეძლო
ხელისუფლების კიდვ უფრო განმტკიცება, გამომდინარე იქიდან, რომ ამ თანამდებობაზე
მეფე თავად ნიშნავდა ერთგულს ხოლო მის ხელში რეალურად როგორც საერო ისე
სასულიერო ძალაუფლება იყო. იმის გათვალისწინებით, რომ დავითსავე მიერ შექმნილი
სააჯო კარი, რომელიც სასამართლოს ინსტიტუტს წარმოადგენდა, ასევე
მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელის ხელში იყო, მეფე ხდებოდა სასამართლოს
მაკონტროლებელიც და კიდევ უფრო ამტკიცებდა აბსოლუტურ ხელისუფლებას
ქვეყანაში. დავითმა მოახდინა ჯარის რეორგანიზაცია და ისეთი ინსტიტუტების შექმნა
როგორიცაა ამირსპასალარი, რომელიც ჯარს განაგებდა, მანდატურთუხუცესი , რომელიც
საპოლიციო სამსახურის ტიპის ინსტიტუტი იყო. ამ ყველა რეფორმამ კიდევ უფრო
განამტკიცა დავითის აბსოლუტიზმი ქვეყანაში, რადგან ამ ინსტიტუტებსაც მეფის
ხელდასმული პირები მართავდნენ. დავითმა ყივჩაღებიც ჩამოასახლა საქართველოში ,
რასაც არა თავდაცვის არამედ გავლენის გაძლიერების მიზანსაც ისახავდა , რადგან ამით
დავითი პრაქტიკულად დაეპატრონა დარიალის გადმოსასვლელებს, რომელცი
რეგიონისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის იყო. დავითის მეფობის უმნიშვნელოვანესი
მოვლენა დიდგორის ბრძოლა იყო, რომელშიც ქართული მცირერიცხოვანი ჯარი
ილღაზის ჯარს ებრძოლებოდა. ბრძოლა ქართველთა გამარჯვებიტ დასრულდა , თუმცა
მცირერიცხოვანი ჯარის გამარჯვების მიზეზი ცალკე ინტერესის საგანი. ბრძოლა
მიმდინარეობს მაშნ, როდესაც თურქ-სელჩუკებიც და ევროპაც ჯვაროსნულ ომებშია
გახვეული. იერუსალიმის და ანტიოქიის დაკარგვამ ძლიერ შეასუსტა თურქ -სელჩუკების
პოზიციები და ჯვაროსნებთან არაერთმა ბრძლამ ჯარის დემორალიზებაც გამოიწვია .
სწორედ ასეთ ვითარებაში ხვდება დავითი სელჩუკთა ჯარს, შესაბამისად საგარეო
პოლიტიკურ ვითარებას მნიშვნელოვანი გავლენა ჰქონდა დიდგორის ბრძოლაზე . გარდა
ამისა საგულისხმოა ისიც, რომ წყაროების მიხედვით, დიდგორის ბრძლაში დავითის
მხარეს ჯვაროსნებიც მონაწილეობდნენ, მათი კვალი ქრება თუმცა შეგვიძლია
ვივარაუდოთ, რომ დავითს აქცენტი სწორედ ჯვაროსნებთან მოკავშირეობაზე ჰქონდა
გაკეთებული, რაც მისი მემკვიდრეების დროს იცვლება. დიდგორის ბრძლის შემდეგ
დავითმა შეძლო თბილისის, დმანისის, ანისის და შირვანის განთავისუფლებაც და
საქართველო პრაქტიკულად რეგიონალური ლიდერი გახდა და შეიძლება ჯვაროსნების
ძლიერი მოკავშირეც გამხდარიყო. დავითის გარდაცვალების შემდეგ სამეფო კარზე
ვითარება იცვლება. დავითის უფროსი ძე, დემეტრე I საქართველოს მეფე ხდება.
დემეტრეს მოუწია თურქ-სელცუკებთანაც გარკვეულ დათმობებზე წასვლა , ამავე დროს
მოეწწყო ორი შეთქმულება დემეტრეს წინააღმდეგ მისი უფროსი ვაჟის - დავითის
თაოსნობით. მეორე შეთქმულების დროს დემეტრე ბერად აღიკვეცა ხოლო დავითი ,
დავით V-ის სახელით გამეფდა. დავითი მალევე გარდაიცვალა, დემეტრე მეფობიდან
დაბრუნდა და შეამზადა ტახტი მისი უმცროსი შვილის, გიორგისთვის, რომელიც
შემდგომში გამეფდა კიდეც. დავით V-ის ვაჟი დემნა უფლისწული ცდილობდა ტახტის
დაბრუნებას გიორგი III-ის დროსაც. ამ უკანასკნელმა მეფობის მიწურულს
თაანამოსაყდრედ აიყვანა თამარი, რათა უზრუნველეყო თამარის მშვიდობიან გამეფება
გიორგის გარდაცვალების შემდეგ. თამარ მეფის დროს, საქართველოშ ვითარება ასევე
არ იყო მშვიდი. ქვეყანამ საგარეო პოლიტიკური ორიენტაცია არა ჯვაროსნებზე , არამედ
ეგვიპტის სულთან სალადინზე აიღო, თამარის დროს ქვეყანამ ორი სამოქალაქო ომი
გადაიტანა - ორი თამარის ქმრის - გიორგი რუსის ტახტის დაბრუნების მცდელობისას და
ასევე ორი - დემნა უფლისწულის ტახტის დაბრუნების მცდელობისას. ასევე საგულისხმოა
დაპირისპირება ყუთლუ-არსლანთან. თამარის მეფობისას შეიქმნა რთული სოციალური
ვითარება და შეიქმნა კრიზისი, ოქროს მონეტებიც კი სპილენძთან ნარევი იჭრებოდა ,
სამეფო ხელისუფლებაც შესუსტდა, ქვეყანა მოკავშირეების მაგივრად მეტ მტერს იძენდა
და ამით ნელ-ნელა ასუსტებდა ქვეყანას.

კვირა II: ქართული სახელმწიფო შუა საუკუნეებში; კონსტანტინოპოლის


დაცემა და მისი შედეგები საქართველოზე; სულხან-საბადან ილია
ჭავჭავაძემდე; გეორგიევსკის ტრაქტატი; აღმოსავლეთ და დასავლეთ
საქართველოს დაპყრობა რუსეთის მიერ. რუსეთ-ოსმალეთის ომები,
ადრიანოპოლისის და სან-სტეფანოს ზავები; ილია ჭავჭავაძის მოღვაწეობის
შედეგები; წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება - პირველი NGO
საქართველოში; „მამათა და შვილთა ბრძოლა“
თამარ მეფის გარდაცვალების შემდეგ საქართველოს ტახტზე მისი ვაჟი - ლაშა-გიორგი
ადის, რომელმაც ორიენტაცია ისევ და ისევ ჯვაროსნებზე აიღო. მას ჰქონდა განზრახვა
შეექმნა ფლოტი თუმცა ის გარდაიცვალა და ტახტზე მიდი და - რუსუდანი ავიდა.
რუსუდანმა დაადასტურა ჯვაროსნულ ლაშქრობებში მონაწილეობის სურვილი და
გააგრძელა ამ მიმართულებით მუშაობა თუმცა ამ სურვილის ასრულება მეფეს არ
დასცალდა მისი სამეფოს საზღვართან ჯალალ ედ დინის გამოჩენის გამო. ჯალალ ედ
დინმა გარნისთან ბრძოლის შემდეგ გააფრთხილა რუსუდანი მონღოლებისგან
მომდინარე საფრთხის შესახებ და მოკავშირეობაც შესთავაზა თუმცა რუსუდანმა უარი
თქვა აღნიშნულზე, რასაც ჯალალ ედ დინის ლაშქრობა და თბილისის აღება მოჰყვა .
რუსუდანის მხრიდან ეს სრულიად უგუნური ნაბიჯი იყო - ძლიერი მონღოლეთის
გაფართოების ფონზე რუსუდანი უნდა დათანხმებულიყო ჯალალ ედ დინის
მოკავშირეობას, რითაც შეიძლება მტერს ვერ დაამარცხებდა თუმცა შეაჩერებდა და
შესაძლოა საქართველო მოქცეულიყო არა მონღოლთა ბატონობის ქვეშ არამედ
დარჩენილიყო დამოუკიდებელი ამ უკანასკნელთანაც სწორი პოლიტიკის და შესაბამისი
ღონისძიებების გატარეის შემთხვევაში. იმედი იმისა, რომ მონღოლებთან
საბრძოლველად რომი მოვიდოდა, რომელიც ჯვაროსნული ლაშქრობების შემდეგ
დასუსტებული იყო, სრული უგუნურობაა რუსუდანის მხრიდან.

რუსუდანის გარდაცვალების შემდეგ საქართველოს სამეფო ტახტზე ორი პრეტენდეტი


ავიდა - რუსუდანის ძე დავითი და ლაშა-გიორგის ძე დავითი. მონღოლებმა ორივე
მათგანი დაამტკიცეს საქართველოს მეფედ. ბუნებრივია ასეთი გადაწყვეტილებით
მონღოლებს შუღლი შემოჰქონდათ ქართულ სამეფო კარზე, ხოლო ორმა მეფემ ვერ
შეძლეს შეთანხმებულად მოქმედება და საერთო მტრის წინააღმდეგ საერთო გამოსვლის
მაგივრად ისევ და ისევ ერთმანეთში პირველობას ეცილებოდნენ. მონღოლთა ბატონობის
პერიოდში საქართველო, მარკო პოლოს ცნობებით, დაუმორჩილებელი იყო თათრების
მიერ, ზღვას სევ და ისევ დიდი მნიშვნელობა ენიჭება ქვეყნისთვის და ასევე
განვითარებულია ვაჭრობა და ხელოსნობა. ამავე დროს, საქართველო ილხანთა სახანოს
და ოქროს ურდოს შორის ბრძოლის ველადაა ქცეული. ამავე დროს, დავით ნარინი
დასავლეთ საქართველოს მეფე ხდება, ხოლო აღმოსავლეთში დავით ულუ რჩება .

გიორგი V ბრწყინვალის მეფობის დროს საქართველოში ვითარება იცვლება. ამ დროს


საქართველოში განმგებლობს ჩობან ნოინი, რომელთანაც გიორგის კარგი ურთიერთობა
აქვს. ის ახერხებს ურჩი ფეოდალების დამორჩილებს და შემდგომში იწყებს
საქართველოს გაერთიანების პროცესს მონღოლთაგან განთავისუფლების
პერსპექტივით. მან დაიკავა იმერეთი, მშვიდობიანად დაიმორჩილა სამცხეც. ამავე დროს
მონღოლეთში შიდაარეულობა მწიფდება რითიც სარგებლობს გიორგი V და მონღოლებს
უწყვეტს ხარკს და ასევე ჯარსაც აგდებს ქვეყნიდან. გიორგი აწარმოებს საგარეო
პოლიტიკას, ის ისევ უბრუნდება ეგვიპტის სულთანს და ეგვიპტე და საქართველო ისევ
მოკავშირეები ხდებიან თუმცა ამასთანავე გიორგის საფრანგეთის მეფესთანაც აქვს
ურთიერთობა და ის საერთო ლაშქრობაში მონაწილეობის პირობასაც დებს წმინდა
მიწების გასათავისუფლებლად. გიორგიმ განამტკიცა სასამრტლო ხელისუფლება
კანონთა კრებულების შედგენით და შეძლო მთის ხალხის დამორჩილებაც . რეალურად ეს
იყო დავით აღმაშენებლის შემდეგ საქართველოს ძლიერების კიდევ ერთი პერიოდი
რომელიც სამწუხაროდ მალევე დამთავრდა.

მეფე ბაგრამ V-ის მმართველობის დროს საქართველოს საზღვართან ჩნდება თემურ


ლენგი. მან ილაშქრა საქართველოში, აიღო და გაძარცვა თბილისი. ბაგრატი ეახლა
თემურ ლენგს, მთელი ქვეყნის თემურის რჯულზე შედგომას დაპირდა რისთვისაც თემურმა
ბაგრატს ჯარი გამოაყოლა საქართველოში. ბაგრატმა კი თავის შვილებს შეატყობინა მისი
მოსვლის შესახებ. ბაგრატისვე გეგმით, ბაგრატის შვილები თავს დაეხსნენ თემურის ჯარს
და გაანადგურეს ის. არ ვფიქრობ რომ ბაგრატის აღნიშნული ქმედება გამართლებული
იყოს, ცხადია ასეთ ღალატს თემური ვერ აიტანდა კიდევ შემოვიდოდა საქართველოში
რაც კიდევ უფრო მეტად დააზარალებდა საქართველოს თუმცა ამგვარი უგუნური
პოლიტიკის წარმოება გაგრძელდა გიორგი VII-ის მმართველობის დროსაც. გიორგი VII
უპატივცემულოდ ექცეოდა თემურ ლენგს, არღვევდა მასთან დადებულ შეთანხმებებს და
სათანადოდ არ აფასებდა მას, რაც ყოველ ჯერზე იწვევდა საქართველოს გაპარტახხებას
თემურ ლენგის მიერ. გიორგის მიერ დადებული და შეუსრულებელი ზავი, მისი
გარდაცვალების შემდეგ დადებულ ზავზე მსუბუქი იყო და მისი არშესრულება გიორგის
არასწორი ნაბიჯი იყო, ის აქეზებდა თემურ ლენგს დაეწყო ლაშქრობები საქართველოს
წინაამღდეგ, რასაც სავალალო შედეგები მოჰქონდა.

კონსტანტინოპოლის დაცემა მოხდა 1453 წელს და ეს წელი შესაბამისად


საქართველოსთვისაც უარყოფითი შედეგების მომტანი იყო . კოსტანტინოპოლის დაცემის
შედეგად პირველ რიგში საქართველო საერთაშორისო სისტემაში ძველ ფუნქციას
კარგავს და სამწუხაროა ისიც, რომ ის ვერც ახლის შეძენას ახერხებს. კონსტანტინოპოლის
დაცემამ უარყოფითად იმოქმედა საქართველოზე როგორც, პოლიტიკური კუთხით , ასევე
ეკონომიკური და სოციალური კუთხითაც. დიდი დარტყმა მიიღო მან ასევე კულტურის
მხრიდანაც. ფაქტობრივად მრავალი საუკუნის საქართველოს კულტურა იზოლაციაში
მოექცა და ის მსოფლიო კულტურიც ცენტრებსაც მოსწყდა. გარდა ამისა , საქართველო
მოსწყდა იმ დროისთვის მნიშვნელოვან პოლიტიკის ცენტრებსა და ასევე სავაჭრო გზებს .
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რამ ამ ფაქტებისა არის ის, რომ თურქებმა შავი ზღვა
ოსმალეთის ტბად აქციეს და ამით საქართველომ კიდე უფრო დაკარგა იმის
შესაძლებლობა , რომ შეესრულებინა საკუთარი საერთაშორისო როლი. საბოლოოდ
შეიძლება ითქვას რომ ამ მოვლენას საქართველოსთვის კარგი არაფერი მოუტანია ,
უფრო მეტიც, საქართველოს საზღვრებს მიღმა აღმოჩნდა მსოფლიო პოლიტიკის
ინტერესები და ასევე ეკონომიკური ცენტრი.

კონსტანტინოპოლის დაცემის შემდეგ საქართველოს განვითარება ფერხდება და


გარკვეული ძვრები მხოლოდ და მხოლოდ ვახტანგ VI-ის დროს იკვეთება, როდესაც
დაარსდა სტამბა, რომელიც ევროპაში უკვე ორი საუკუნის ისტორიას ითვლიდა. ვახტან
მეექსეს უკავშირდება არაერთი რეფორმა,როცა ის სრულწლოვანი გახდა და ხელში
თავად აიღო მართვის სადავეები აქტიურად დაინტერესდა ჩრდილოეთიდან შემოსული
მომთაბარე ტომებით და ირანთან ერთად ლაშქრობა დიდი წარმატებით
დამთავდა.გარდა ამისა დინასტიური ქორწინებით საკუთარი ასული ირანის შაჰს
მიათხოვა,რაც ცხადია პირდაპირი დიპლომატიური ნაბიჯი იყო.მოგვიანებით ,როცა მისი
მეუღლე გარდაიცვალა ბიზანტიის იმპერატორის ასული შეირთო,რის შემდეგაც -კეისარი
ეგრისს ვახტანგის მფლობელობაში აბრუნებს.აღსანიშნავია საეკლესიო
რეფორმა,რომელსაც თავის მხრივ დიპლომატიური ხასიათი ჰქონდა.ვახტანგი
ურთიერთობას ამყარებს ბიზანტიასთან.ქართლში ეპისკოპოსობის დაწესებასთან
დაკავშირებით,(აპირებდა კონსტანტინოპოლიდან საეკლესიო პირების
მოწვევას)რეფორმის დრო იყო კარგად შერჩეული,რადგან ამ მდგომარეობაში მყოფი
ირანი წინააღმდეგობას ვერ გაუწევდა.დაწესდა კათოლიკოსობა და მოიპივეს
ავტოკეფალია.

ვახტანგმა:

 გააფართოვა საზღვრები
 შემოიერთა დასავლეთ საქართველო,ჰერეთი დაიბრუნა კლარჯეთი.
 ადმინისტრაციული რეფორმა
 საეკლესიო რეფორმა

როცა ვახტანგს ირანმა გამაჰმადიანება მოსთხოვა მეფობის სანაცვლოს ,უარი მიიღო და


მისი ძმა გაამეფა,ის კი დააპატიმრა.ვახტანგს იმედი ჰქონდა ევროპის და ამ მიზნით
დაიწყო სულხან საბას დიპლომატიური მისია ევროპაში:სულხან საბას ელჩობა
უპირველესი მიზეზს წამოადგენდა ირანში მყოფი ვახტანგ მე6 ის პატიმრობა , რომელსაც
მოსთხოვეს გამაჰმადიანება მაგრამ უარი განაცხადა ვახტანგ მე 6მ . იმ ფაქტმა რომ
ვახტანგ მე 6 ს ლუი 14 მა წერილი გაუგზავნა, იმოქედა ქართველებზე და მათ გადაწყვიტეს
რომ დახარების სათხოვნელად საფრანგეთშ გაეგზავნათ ვახტანგ მეექვსის თანამოაზრე
სულხან საბა ორბელიანი. მან წარუდგინა ლუი 14ს ვახტნგ 6 ის წერილი სადაც თავის
მდგომარეობის შესახებ წერდა, გარდა ამისა სულხან ასბამ ლუი 14 ს წარუდგინა
მემორანდუმი სადაც გადმოეცემული იყო თუ საფრანგეთსა და საქართველოს
ურთიერთობისთვის საჭირო ფაქტორები და პირობები. გარდა ამისა ქართელები მზად
იყვნენ კათოლიკობა გაევრცელებინათ, გარდა ამისა მზად იყვნენ დაემყარებინათ
სავაჭრო ეკონომიკური და პოლიტიკურინ ურთიერთობა საფრანგეთსა და ევროპის
ქვეყნებთან. ასევე მემორანდუმში განხილული იყო ევროპიდან აზიაში მიმავალი სავაჭრო
გზის შესახებ, რომელსაც საქართველოს ტერიტორიაზეც უნდა გაევლო . არსებობდა ის
ლოგიკური აზრი რო ამ გზის გაუყვანაზე სპარსეთი და თურქეთინ უარს იტყოდა, თმცა
სულხან საბა ლუი 14ს არწმუნედა რომ ვახტანგ მეექსვე ქრიატიანი დაბურუნდებოდა და ამ
საკითს მოაგვარებდა. თუმცა ამის მისაღწევად საფრანგეთს თავისი გავლენა უნდა
გამოეყენბინა. გარდა ამისა სულხან საბამ კიდევ ერთი წერილი გადასცა ლუი 14 ს
რომელშიც რომის პაპი მოუწოდებდა საფრანგეთს , რო მფარველობაში მიეღო
საფრანგეთის მეფე და მეფის ქრისტიანობით დაბრუნებისთვის ხელი შეეწყო თუმცა
საფრანგეთისგან მას პასუხი არ მიუღია. მიუხედავად იმისა რომ სულხან საბას რომის
პაპიც უჭერდა მხარს, რეალური დახმარება არც მისგან მიუღია. საბოლოოდ ვახტანგ
მეექვსე იძლებული გახდა მიეთღო მაჰმადიანობა და ისე დაბრუნებულიყო საქართელოში .
ვახტანგ VI აქტიურ კავშირზე გადის რუსეთთან და რუსეთის იმპერატორ პეტრე I-თან.
ვახტანგი ცდილობს პეტრეს დაყოლიებას ირანის წინააღმდეგ საერთო გამოსვლაზე
თუმცა ამაოდ, ვახტანგის სარდლობით ქართულ-სომხური გაერთიანებული ჯარი
ელოდებოდა რუსეთის ჯარს ირანის საზღვართან ხოლო რუსეთის ჯარი არ გამოჩნდა რაც
სრულიად ბუნებრივი და მოსალოდნელიც იყო. რუსეთი ამ დროს გახვეული იყო
სამხედრო დაპირისპირებაში შვედეთთან ჩრდილოეთის ომში და რა თქმა უნდა მის
ინტერესებში არ შედიოდა მეორე ფრონტის გახსნა ირანთან.

რუსეთის მეფეების იმედი სხვადასხვა დროს ჰქონდეთ, მათ შორის ვახტანგ VI-მდეც,
ალექსანდრე II, თეიმურაზ I, კახეთის მეფეები სთხოვდნენ რუსეთს დახმარებას,
მფარველობას და მოკავშირეობას აღუთქვამდნენ მას. ეს გრძელდებოდა შემდეგაც ,
თეიმურაზ II-ის და ერეკლე II-ის მმართველობის დროსაც თუმცა ამაოდ. რუსეთი ამ
დროსაც გახვეული იყო ოსმალეთის იმპერიასთან დაპირისპირებაში და მას არ აწყობს
ირანის სახით კიდევ ერთი მტრის გაჩენას და ოსმალეთისა და ირანის მოკავშირეობას .
ამასთანავე დასავლეთ საქართველოში დადიანი ატარებს საკმაოდ საინტერესო
პოლიტიკას ოსმალეთის მიმართ. ის უხდის ნებაყოფლობით ხარკს ოსმალეთის მიმართ ,
მათ ელჩებს აჩვენებს ქვეყნის უაღრეს სიღატაკეს და ა.შ. და ოსმალეთის მხრიდან ჯარის
გამოყვანის მოთხოვნაზე ხისტ უარს აცხადებს და ხაზს უსვამს სამეგრელოს
დამოუკიდებლობას ოსმალეთისგან ხარკისდა მიუხედავად. გარდა ამისა , დადიანი და
როსტომ ხანი გამოთქვამენ სურვილს იმერეთთან ომის შესახებ. შეგვიძლია ვთქვათ , რომ
დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს სრულიად სხვადასხვა ვექტორი აქვთ
არჩეული, აღმოსავლეთი რუსეთისკენ მიიწევს ხოლო დასავლეთი მეტ
დამოუკიდებლობას ინარჩუნებს და ქართულ სამეფოებს შორის გაუცხოებაც ღვივდება ,
რაც გამოიხატება იმერეთის მეფის წერილში, რომელიც მან რუსეთში გაგზავნა ,
რომელშიც დადიანის შესახებ საუბრობს, მის ოსმალეთთან მოკავშირეობაზე და მისი
მხრიდან იმერეთის რბევაზე.

ერეკლე II--ის მმართველობის დროს ქართლ-კახეთი კიდევ უფრო დაუახლოვდა რუსეთს ,


რაც საბოლოოდ სავალალოც აღმოჩნდა საქართველოსთვის. ერეკლე ვერ ახერხებს
ქვეყნის ცენტრალიზაციას და ძლიერი სამოხელეო აპარატის შექმნას. 1783 წელს დაიდო
გეორგიევსკის ტრაქტატი ქართლ-კახეთის სამეფოსა და რუსეთის იმპერიას შორის .
ტრაქტატის მიხედვით ქართველებს უნდა გვეღიარებინა რუსეთის უზენაესობა და მასთან
მჭიდრო კავშირი და პირობა უნდა დაგვედო, რომ რუსეთის აზრის გარეშე ვერანაირ
საგარეო პოლიტიკურ კურსს ვერ გავატარებდით. გარდა ამისა რუსეთი ირებდა
ვალდებულებას, რომ უზრუნველყოფდა ქართლ-კახეთის უსაფრთხოებას საგარეო
მტრისგან, თუმცა განსხვავებით საგარეო პოლიტიკისა ის მის საშინაო პოლიტიკაში არ
ჩაერეოდა. გარდა ამისა, ქართლ-კახეთის ტახტზე ვერავინ ავიდოდა ანამ , სანამ ამას
რუსეთის ხელისუფლება არ დაამტკიცებდა, მიუხედავად იმისა, რომ ქართველ
დიდებულებს და ტავადაზნაურებს იგივე პრივილეგიები და უფლებები ექნებოდათ ,
როგორც რუს დიდებულებს. რუსეთის იმპერატორმა ეკატერინებ დადო იმის გარანტია ,
რომ ის დაიცავდა და იზრუნდებდა ქართველ მეფეებზე. გარდა ამისა, ქართველებს ის
ყველა შეღავათი ეძლეოდათ ვაჭრობის მხრივ, რითაც რუსი ვაჭრები სარგებლობდნენ ეს
და კიდევ სხვა პირობები ორივე მხრისათვის მნიშვნელოვანი იყო და მნიშვნელოვანია
ისიც, რომ ხელშეკრულებაში რაიმე ცვლილების შეტანა მხოლოდ ურთიერთქმედებით
უნდა მომხდარიყო. ამ ყველაფრის პარალელურად ერეკლემ შემდგომში უარი განაცხადა
იმერეთის სამეფოსთან გაერთიანებაზე, რაც ასევე არასწორი ნაბიჯი იყო. ერეკლეს
პოლიტიკა გამიზნული უნდა ყოფილიყო გარეშე მტრებთან ურთიერთობის
დარეგულირებაზე და ქვეყნის გაერთიანებაზე, რაც სრულიად შესაძლებელიც იქნებოდა ,
თუმცა გეორგიევსკის ტრაქტატით რეგიონში რუსეთის სახით მესამე ძალა გამოჩნდა , რაც
აღიზიანებდა ირანს და ოსმალეთს და თავის მხრივ აღარ აძლევდა ქართულ სამეფოებს
მშვიდობიანი განვითარების შესაძლებლობას. ამ ზავმა რეალურად მოიტანა რუსეთის
მიერ ჯერ ქართლ-კახეთის ხოლო შემდეგ ეტაპობრივად ყველა სხვა ქართული
სახელმწიფოს ანექსია.

XIX საუკუნეში რუსეთ-ოსმალეთის იმები საქართველოზე მნიშვნელოვან გავლენას


ახდენდა, რადგან ქართული ტერიტორიები ხან რუსეთის ხან ოსმალეთის ხელისუფლების
ქვეშ ექცეოდა. ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანია ადრიანოპოლის და სან-სტეფანოს
ზავები. ადრიაანოპოლის ზავი დაკავშირებულია რუსეთ-თურქეთის ომთან და ზავს ხელი
მოეწერა 1829 წელს. ეს იყო სამშვიდობო ხელშეკრულება, რომლის მიხედვითც რუსეთი
თურქეთს უბრუნებდა ომის დროს მიღებულ ევროპულ ნაწილთა ტერიტორიებს . რუსეთის
ხელში გადადიოდა შავი ზღვის აღმ. სანაპირო მდინრე ყუბანის ყელიდან და ყველაზე
მნიშვნელოვანი რაც იყო არის ის, რომ რუსეთის ხელში გადადიოდა ახალციხე და
ახალქალაქი და ის შემოიერთებდა ასევე სამცხე ჯავახეთის დიდ ნაწლს .

რაც შეეხება სან-სტეფანოს ზავს, ეს ზავიც რუსეთ-თურქეთის ომს უკავშირდება . (1877-1878.


ამ ზავის შედეგად თურქეთმაა დაკარგა ბალკანური სამფლობელოები და უფრო
მნისვნელოვანის ის, რომ მან დაკარგა ასევე ტერიტორიები კავკასიაშიც . 1878 წლის სან
სტეფანოს საზავო ხელშეკრულებით გადაწყდა და ბერლინის კონგრესზე დადასტურდაა ,
რომ აჭარა ამიერიდან რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში იყო რაც შეეხებაა ბათუმს , ის
გახდა თავისუფალი სავაჭრო ქლაქი. აჭარის შემოერთებას დიდი გამოხმაურება მოჰყვა
ქართულ სზოგადოებაში, თუმცა შემდგომ რუსული ადმინისტრაციის არათანმიმდევრულმა
პოლიტიკამ მნიშვნელოვანი პრობლემები შეუქმნა აჭარის ადგილობრივ ქართველ
მუსლიმ მოსახლეობას და მისი ნაწილი სწორედ ამიტომ თურქეთში გადასახლდა .

საქართველოს რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში შესვლის შემდეგ ქვეყნის


ადმინიოსტრაციულ ტერიტორიული მოწყობა რუსეთის ინტერესების შესაბამისად მოხდა .
კავკასია კი, ისევე როგორც რუსეთი, გუბერნიებად იყო დაყოფილი. გუბერნიები თავის
მხრივ მაზრებად იყოფოდა. გარდა ამისა, ზოგიერთ ტერიტორიაზე, რომლებიც
შედარებით გვიან იქნა რუსეთის მიერ დაპყრობილი, გუბერნიების ნაცვლად ოლქები
ჩამოყალიბდა. გუბერნიების იმ ნაწილში, სადაც ეროვნული და რელიგიური უმცირესობები
ჭარბობდნენ, მაზრების ნაცვლად ოკრუგები შეიქმნა და ისინი გუბერნიის განსაკუთრებულ
ნაწილს წარმოადგენდნენ.

XIX საუკუნის ბოლოს საქართველოს ტერიტორიის უდიდესი ნაწილი თბილისის და


ქუთაისის გუბერნიების საზღვრებში იყო მოქცეული. თბილისის გუბერნიაში შედიოდა :
თბილისის, გორის, ახალციხის, ახალქალაქის, ბორჩალოს, დუშეთის, თიანეთის, თელავის
და სიღნაღის მაზრები და ზაქათალის ოკრუგი, ხოლო ქუთაისის გუბერნიაში - ქუთაისის ,
შორაპნის, სენაკის, ოზურგეთის, ზუგდიდის, ლეჩხუმის და რაჭის მაზრები, სოხუმის,
ბათუმის და ართვინის ოკრუგები. გარდა ამისა, საქართველოს ტერიტორიის ნაწილი
ყარსის ოლქში იყო შეყვანილი და ოლთისის და არტაანის ოკრუგები შეადგენდა .

XIX საუკუნეში საყურადღებოა საქართველოში ილია ჭავჭავაძის მოღვაწეობა , ილია


ჭავჭავაძე იყო გამოჩენილი ქართველი ლიბერალი, რომელსაც უდიდესი წვლილი
მიუძღვის საქართველოს განვითარებაში. ილია ჭავჭავაძის სახელს უკავშირდება
საქართველოში პირველი არასამთავრობო ორგანიზაციის - „ქართველთა შორის წერა -
კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ დაარსება, რომელიც უმნიშვნელოვანეს
მიზანს - სოფლებსა და ქალაქებში ქართულის ენის სწავლებას ემსახურებოდა. ასევე მის
სახელს უკავშირდება სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკის დაარსებაც , რომლითაც
დაფინანსდა კახეთში რკინიგზის მშენებლობა და ა.შ. ილია ხელმძღვანელობდა რიგ
დამოუკიდებელ გაზეთებს და ა.შ. ილია ჭავჭავაძეს უდიდესი წვლილი მიუძღვის რუსეთის
იმპერიის შემადგენლობაში მყოფი საქართველოს ეკონომიკურ, ღირებულებრივ
განვითარებაში.
ილიას ჰქონდა გამოკვეთილი პოზიცია ოსმალეთის იმპერიის შემადგენლობაში
არსებული ქართული მიწების შესახებ, ის საუბრობდა, რომ ჩვენ საერთო ისტორია გვაქვს
და ადრე თუ გვიან უნდა დადგეს ის მომენტი, როდესაც ეს ტერიტორიები შეერთდებიან ,
რადგან მიუხედავად იმისა, რომ იქ მცხოვრები მოსახლეობა აღარაა ქრისტიანი ჩვენ
მაინც გვაერთიანებს ისტორია და ჩვენ მაინც ერთნი ვართ ხოლო საქართველოში არ
ყოფილა ქართველების მიერ სხვა რელიგიის დევნა.

ის ფაქტი, რომ ამერიკა და ევროპა ორი დამოუკიდებელი ერთეულებია ყველასათვის


ცნობილია და შესაბამისად ისინი განსხვავდებიან მათი მოქმედებებითა და მოწყობითაც
და ამას ილია ჭავჭავაძეც კარგად გვაჩვენებს. ევროპა მუდამ იმას სცდილობს, რომ
საომრად მოემზდოს ქვეყანა და ამისათვის ევროპელები არანაირ ხარჯსა და საშუალებას
არ ზოგავენ და ცდილობენ მუდამ ჰქოდეთ შენარჩუნებული მათი ძლიერი ჯარი . ჯარის
მზად ყოფნაში იგულისხმება ისიც, რომ სახელმწიფო ყველანაირ აღჭურვილობასა და
საჭირო საშუალებებით ამარაგებს ჯარს, თუმცა ალბათ საინტერესოა ისიც, თუ როგორ
ახერხებს ევროპა ამის გამკლავებას და მოსდევს თუ არა ამას ერის გაღატაკება. როგორც
მონტესკიე ამბობს, ევროპის ასეთ ვითარებას ნამდვილად მოსდევს ერის გაღატაკება და
ეკონომიკური პრობლემები. ახლა კი გადავალ აშშ-ზე. ამერიკის ჯარი ამ კუთხით ბევრად
ჩამორჩება ევროპას, თუმცა ამერიკის სიმდიდრე და ეკონომიკური მდგომარეობა ბევრად
ჯობია ევროპას. ისინი ვაჭრობასა და მრეწველობას უფრო დიდ ყურადრებას აქცევენ.
შეიძლება იტქვას, რომ ამერიკა თავის სახელმწიფო ვალებს კარგად და თანდათანობით
იხდის რაც ევროპას შეეხება ისინი პირიქით, სახელმწიფო ვალებში იძირებიან.

კვირა III: საქართველო მეოცე საუკუნის დასაწყისში; საერთაშორისო


ვითარება და რუსეთის იმპერიის პრობლემები; პირველი მსოფლიო ომი და
მისი შედეგები; საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ხელსაყრელი
გარემოებების ჩამოყალიბება; ბრესტის ზავი და საქართველო; ტრაბზონის
მოლაპარაკებები; ბათუმის კონფერენცია; ამიერკავკასიის ფედერაცია;
პოლიტიკური პარტიები; საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადება;
პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა; საქართველოს პირველი
კონსტიტუცია.
XX საუკუნის დასაწყისში რუსეთში რთული ვითარება იქმნება. უპირველეს ყოვლისა
რუსეთი მარცხდება იაპონიასთან ომში და უწევს ტერიტორიების დათმობა . ესაა პირველი
შემთხვევა, როდესაც აზიური სახელმწიფო სამხედრო დაპირისპირებაში შედის ევროპულ
სახელმწიფოსთან და იმარჯვებს მასზე, ეს აღვივებს იაპონიის და სხვა აზიური
სახელმწიფოების იმპერიალისტურ ამბიციებსაც.

რუსეთში შექმნილი იყო რთული ეკონომიკური ვითარებაც. პეტრე სტოლიპინმა ამ ფონზე


დაიწყო რეფორმების გატარება სამრეწველო კაპიტალიზმის დამკვიდრების
მიმართულებით, რისთვისაც მას 20 წლიანი მშვიდობა სჭირდებოდა, რადგან ეს
რეფორმები შედეგს მხოლოდ რამდენიმე წლის შემდეგ გამოიღებდნენ, თუმცა
რეფორმატორი პრემიერ-მინისტრი მოკლეს.

1914 წელს ევროპაში პოლიტიკური ვითარება რთულდება და იწყება პირველი მსოფლიო


ომი. პირველ მსოფლიო ომში რუსეთის იმპერია ანტანტის მხარეს იბრძვის და
ერთდროულად რამდენიმე ფრონტზე უწევს ბრძოლა - ოსმალეთის იმპერიასთან ,
ავსტრია-უნგრეთთან და გერმანიასთან. თანდათანობით რუსეთში სიტუაცია რთულდება ,
იქმნება ჯარის მომარაგების და შენახვის პრობლემები, რთულდება ეკონომიკური და
სოციალური ვითარება სახელმწიფოს დიდი ხარჯების, ფრონტზე მარცხებისა და დიდი
დანაკარგების ფონზე. რუსეთში მოხდა თებერვლის რევოლუცია, რომელმაც გამოიწვია
დროებითი მთავრობის ჩამოყალიბება, რომელიც აგრძელებდა პირველ მსოფლიო ომში
მონაწილეობას. განსაკუთრებით, ომში მონაწილე რუსეთი დასავლეთსაც სჭირდებოდა
რათა გერმანიას ვერ მოეხდინა კონცენტრაცია დასავლეთის ფრონტზე . ამასობაში
რუსეთში მოხდა განხეთქილება სოციალ-დემოკრატებს შორის, ისინი გაიყვნენ
ბოლშევიკებად და მენშევიკებად. ბოლშევიკებმა მოახდინეს ოქტომბრის გადატრიალება
და საკუთარი ხელისუფლება დაამყარეს. რუსეთში მიმდინარე მოვლენების
პარალელურად რუსეთის იმპერიამ დაშლა დაიწყო. რუსეთს გამოეყვნენ ფინეთი და
პოლონეთი.

რუსეთის ხელისუფლებაში ლენინის მოსვლის შემდეგ ბრესტ-ლიტოვსკში იწყება


მოლაპარაკებები რუსეთსა და ცენტრალურ სახელმწიფოებს შორის რუსეთის ომიდან
გასვლის შესახებ. დადებული ზავის შედეგად, ესტონეთმა, ლიეტუვამ, ლატვიამ, ფინეთმა,
პოლონეთმა, ბელორუსმა და უკრაინამ დამოუკიდებლობა მოიპოვეს, რაც რუსეთის
დამარცხებას და დაშლას ნიშნავდა. გარდა ამისა ბრესტ-ლიტოვსკში ეხებიან კავკასიასაც ,
კერძოდ - რუსეთს მოუწია ყარსის, ბათუმის და არტაანის ოსმალეთის სასარგებლოდ
დატოვება. შემდგომში, აღნიშნული გადაწყვეტილება გააპროტესტა ამიერკავკასიის
დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობამ და განაცხადა ახალი
მოლაპარაკებების დაწყების სურვილი 1914 წელს ოსმალეთთან გაფორმები სასაზღვრო
შეთანხმების საფუძველზე. ოსმალეთთან ტერიტორიული დავის მოგვარების მცდელობა
ტრაბზონის მოლაპარაკებების დროსაც იყო, როდესაც ამიერკავკასიის მთავრობის
წევრები მზად იყვნენ გარკვეულ დათმობებზე წასულიყვნენ, თუმცა ოსმალეთმა საომარი
მოქმედებების გაგრძელება ამჯობინა. ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული
რესპუბლიკა მალევე დაიშალა და წარმოიქმნა სამი დამოუკიდებელი სახელმწიფო -
საქართველო, სომხეთი და აზერბაიჯანი. ბათუმის კონფერენციაზე, რომელმაც მუშაობა
განაგრძო საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ ხელი მოეწერა
საქართველოსთვის სეპარატულ ზავს, რომლიტაც საქართველომ დაკარგა ტერიტორიები ,
ოსმალეთს გადასცა რკინიგზა და ა.შ. ამ ყველაფრის ფონზე საქართველოს მთავრობა
გეზს გერმანიასთან დაახლოებაზე იღებს. გერმანიისთვის საქართველო უპირველეს
ყოვლისა რესურსების გამო საინტერესო სახელმწიფოა და საქართველოს მთავრობა
გერმანიის გამარჯვების შემთხვევაში ამ უკანასკნელის პროტექტორატის ქვეშ შესვლის
სურვილსაც გამოთქვამს.

ამიერკავკასიის ფედერაციაში ყველა სახელმწიფოს თავისი ინტერესები ამოძრავებდა :

სომხეთის ინტერესები:

მას ოფშორულ წყლებში გასასვლელი არ გააჩნდა და ამ თვალსაზრისით ის სრულაიდ


დამოკიდებული იყო საქართველოზე, ამიტომ სომხეთი უაღრესად არის დაინტერესებული
ჰქონდეს სანდო და მდგრადი გასასვლელი საერთაშორისო ბაზრებზე თავისი მეზობელი
ქვეყნის ინფრასტრუქტურის გამოყენებით, ასევე დაინტერესებულია უზრუნველყოს
სპოლენძისა და ოქროს სტაბილური საერთაშორისო ბაზარი, ენერგობაზრის
დივერსიფიკაციაც რადგან მთლაიანდ რუსეთზე არის დამოკიდებული .

იმის გათვალისწინებით,რომ სომხეთს არ ჰქონდა ზღვაზე გასასვლელი და იგი თითქმის


საქართველოზეა ამ კუთხით დამოკიდებული-მისი ინტერესის სფეროს შავი ზღვა და მასზე
გასასვლელი წარმოადგენდა.ასევე დაინტერესებელი იყო სპილენძისა და ოქროს
სტაბილური ბაზრის არსებობით

აზერბაიჯანის ინტერესები:

დაინტერესებულაი უფრო მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს მსოფლისო


ენერგომატარებლით მომარაგებაში და ამ თვალსაზრისით სრული თვალსაზრისით
დატვირთოს ბაქო-თბილისი-ჯეიაჰანის ნავთობსადენი.
კიდევ უფრო მნიშვნელოვანი როლის ჰქონა მსოფლიოს ენერგეტიკის სფეროში.სრული
დატვირთვა,თბილისი-ბაქო-ჯეიჰანის პროექტის და რელიგიური ინტერესებიც .

საქართველოს ინტერესები:

გაზარდოს თავისი როლი ენერგო მატარებლების სფეროში.საკუთარი პოლიტიკური თუ


სტრატეგიული მნიშვნელობის გასამყარებლად.

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა 1918 წლის 26 მაისს გამოცხადდა. მისი


მთავრობის ხელმძღვანელი ნოე რამიშვილი გახდა, რომელმაც მალევე შნაგან საქმეთა
მინისტრის პოსტზე გადაინაცვლა და ის ნოე ჟორდანიამ ჩაანაცვლა. საგარეო საქმეთა
მიმართულებას კი აკაკი ჩხენკელი ხელმძღვანელობდა. პირველ რესპუბლიკას მრავა
გამოწვევასთან მოუწია გამკლავება, რომელთაგან უმნიშვნელოვანესი იყო სეპარატიზმის
გაძლიერება, განსაკუთრებით აფხაზეთსა და ოსეთში, რთულად რჩებოდა ვითარება
აჭარაშიც, რომელზეც თვალი ეჭირა ოსმალეთის იმპერიას და შემდეგ თურქეთს . რთული
იყო საზღვრების საკითხიც, რომელიც მრავალი მცდელობისდა მიუხედავად
გადაუჭრელად რჩებოდა, საქართველოს მოუხდა სამხედრო დაპირისპირებაც კი
სომხეთთან. საქართველოში ამ დროს რუსეთში ჩაშლილი აგრარული რეფორმა ტარდება
და გლეხები მიწებს იღებენ, იქმნება რეგულარული ჯარი.

1918 წლის 3 მარტს ბრესტ-ლიტოვსკში ხელი მოეწერა ბრესტიის ზავს, რომლის


საფუძველზეც რუსეთმა ფაქტობრივად აღიარა დამარცხება. 1918 წლის 26 მაისს
ამიერკავკასიის ფედერაციამ შეწყვიტა არსებობა და ამავე დღეს საქართველომ
გამოაცხადა დამოუკიდებლობა. ნოე ჟორდანიამ გამოაცხადა საქ. დამოუკიდებლობა და
წაიკითხა საქ. დამოუკიდებლობის აქტი, სადაც ნათქვამი იყო საქართველოს სუვერენულ
სახელმწიფოებრიობაზე, ადამიანის სუვერენულ უფლებებბზე, ტერიტორიულ საზღვარზე
და ა.შ.

დამოუკიდებლობის პერიოდში სააქართველოში გატარდა ბევრი ღონისძიება და


რეფორმა, როგორიც იყო ქართული ენის სახელმწიფო ენად გამოცხადება, კონსტიტუციის
მიღება(რომლის ანალოგით დღეს იმართება სამართალი), სასამართლო და
ეკონომიკური რეფორმები და ა.შ. თუმცა ქვეყანაში იყო ძალიან ცუდი ეკონომიკური და
სოციალური მდგომარეობა. აღსანიშნავია ისიც, რომ 1920 წლის 7 მაისის
ხელშეკრულებამდე ბევრი ქვეყანა თავს იკავებდა საქ. დამოუკიდებლობის აღიარებაზე ,
თუმცა შემდეგ უკვე ბევრმა ქვეყანამ აღიარა.

საქართველოს მთავრობას ჰქონდა დაწყებული მუშაობა საქართველოს კონსტიტუციაზე ,


რომელიც 1921 წელს, საბჭოთა კავშირის მიერ საქართველოს დემოკრატიული
რესპუბლიკის ანექსიამდე სულ ცოტა ხნით ადრე მიიღეს. აღნიშნული კონსტიტუცია თავისი
შინაარსით იმ დროის კონსტიტუციებს შორის განსაკუთრებით პროგრესულია , რადგან ის
ხაზს უსვამს სახელისუფლებო შტოების დამოუკიდებლობას, სიტყვისა და გამოხატვის
თავისუფლებების აღიარებას, ქალებისთვის უფლებების მიცემას და ა.შ.

კვირა IV: საგარეო-პოლიტიკური ორიენტაციის საკითხი და გადარჩენის


სტრატეგიები; ურთიერთობა გერმანიასთან, ინგლისთან, რუსეთთან; 1920
წლის 7 მაისის ხელშეკრულება; რუსეთის მიერ საქართველოს ანექსია და
მისი შედეგები; რატომ დაიკარგა დამოუკიდებლობა?
საქართველოს საგარეო-პოლიტიკური ორიენტაციის საკითხი ყოველთვის
მნიშვნელოვანი იყო. თავდაპირველად რესპუბლიკამ აქცენტი გერმანიაზე გააკეთა .
გერმანიის დახმარებით ქვეყანაში დამყარდა სტაბილურობა, ოსმალეთთან მიღწეულ იქნა
შეთანხმება და ა.შ. თუმცა პირველ მსოფლიო ომში გერმანიის დამარცხების შემდეგ , მას
მოუწია კავკასიის და საქართველოს დატოვა. გერმანიის ნაცვლად საქართველოში
ჩნდება დიდი ბრიტანეთის ჯარი, რომლისადმი საქართველოში საკმაოდ ნეგატიურად
არიან განწყობილნი, მიუხედავად იმისა, რომ ბრიტანეთი იყო ის სახელმწიფო, რომელმაც
დაარეგულირა საქართველო-სომხეთის დაპირისპირება.

დიდი ბრიტანეთი საქართველოს მაინც რუსეთის ნაწილად თვლიდა და არ სურდა


საქართველოს გამო საბჭოთა რუსეთთან დაპირისპირებაში შესვლა. ბრიტანეთს არც
რაიმე ეკონომიკური ინტერესი ჰქონია საქართველოში, თუ გავითვალისწინებთ იმას , რომ
მას ჰქონდა საბადოები ახლო აღმოსავლეთში და ბაქოს ნავთობი და ამ კონტექსტში
საქართველო, როგორც ტრანზიტული სახელმწიფო, მას არ აინტერესებდა.
ბრიტანელებსა და ქართველებს შორის გაუცხოება გრძელდებოდა და საბოლოოდ
ბრიტანელებმაც დატოვეს საქართველო, რასაც ქართველები დიდი ზეიმით შეხვდნენ .
ბრიტანეთის გასვლას საქართველოდან მწვანე შუქი აუნთო რუსეთს აქ საკუთარი
ინტერესების გატარებაში და ბრიტანეთთან მოკავშირეობა შესაძლოა გამხდარიყო
საქართველოს დამოუკიდებლობის შენარჩუნების საწინდარი.

1920 წლის 7 მაისს საქართველოსა და საბჭოთა რუსეთს შორის ხელი მოეწერა


ხელშეკრულებას, რომლის მიხედვითაც რუსეთმა საქართველოს დამოუკიდებლობა სცნო
ხოლო საქართველოს უნდა დაეშვა კომუნისტური პარტიების მუშაობა საქართველოში .
შედეგად, იატაკქვეშა კომუნისტური მოძრაობამ ღიად დაიწყო საქმიანობა , თუმცა მათი
მუშაობა არსებითად უშედეგო იყო, რადგან საქართველოში წარმატებული აგრარული
რეფორმის შემდეგ გლეხები არ დგებოდნენ კომუნისტების მხარეს და სოციალ-
დემორკატებს ძლიერი მხარდაჭერა ჰქონდათ ქვეყნის შიგნით.

დაიდო ხელშეკრულება რუსეთის სოციალისტურ და საქართველოს დემოკრატიულ


რესპუბლიკას შორის. ხელშეკრულებით რუსეთი უპირობოდ ცნობდა საქართველოს
დამოუკიდებლობას , ხელს ირებდა მის შიანური საქმებში ჩარევისგან და აურს ამბობდა
სუვერენულ უფლებებზე საქართველოს მიმართ. საბჭოთა რუსეთი საქართველოს უდავო ,
გაუყოფელ ნაწილად აღიარებდა თბილსიი და ქუთაისი ყველა მაზრას. ეს ხელშეკრუოება
იმის მიუხედავად, რომ რატიფიკაციის გარეშე ფაქტსი ზალით შევიდა მოქმედებაში ,
მიშნელობანი იყო იმით, რომ ყოფილი მეტროპოლია იურდიულად სცნობდა ყოფილი
კოლონიის დამოუკიდებლობასა და ტერიტორიულ მთლიანობას. ეს აადვილებდა მისი
სუვერენიტეტის საერთაშორისო ცნობა-აღიარებას , მაგრამ იგივე ხელშეკრულება
ბოლშევიკურ რუსეთშ ხელ-ფეხს უხსნიდა საქართველოს დასაპყრობად .

ხელშეკრულების საფუძველზე საქართველოს და რუსეთს შორსი დამყარდა


დიპლომატიური ურთიერთობა. საქართველსო განახორციელა ხელშეკრულებიტ ნაკისრი
ვალდებულებები, მაგრამ საბჭოტა რუსეთან მშვიდობიანი ურთიერთობები დიდხანს აღარ
გაგრძელდა . 1921 წელს რუსეთამ ცალმხრივად დაარღვია მოსკოვის საზავო
ხელშეკრულება იგი შეოიჭრა საქართველსო ტერიტორიაზე და ბოლო მოუღო
საქართველსო დემოკრატიულ რესპუბლიკას, მანდ პორტებში რუსული ჯარემი განათავსა .

1920 წლის 7 მაისს ხელი მოაწერა დამფუძნებელი კრების წევრმა გრიგოლ


ურატაძემ.რუსეთის მხრიდან-ლევ კარახინმა.ხელშეკრულების მიხედვით

 რუსეთმა აღიარა საქართველოს დამოუკიდებლობა.


 რუსეთმა საქართველოს განუყოფელ ნაწილებად აღიარა:თბილისის,ქუთაისის
გუბერნიები და ბათუმის ოლქი. მათში შემავალი ოკრუგებითა და მაზრებით.ასევე
ზაქათალის და სოხუმის ოკრუგები. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ის,რომ
რუსეთი საქართველოს ნაწილად მიიჩნევდა შავი ზღვის გუბერნიის ნაწილსაც .
 თუმცა ქართული დიპლომატიის უდიდეს შეცდომად უნდა მივიჩნიოთ
ხელშეკრულების „განსაკუთრებით საიდუმლო დამატება“. იგი ავალდებულებდა
საქართველოს მთავრობას ლეგალური მოღვაწეობისა და აგიტაციის უფლება
მიეცა კომუნისტური(ბოლშევიკური)ორგანიზაციებისთვის და მათ წინააღმდეგ არ
გამოეყენებინა რეპრესიები,სამართალი და ადმინისტრაციული ზემოქმედება .
 საქართველოსთვის მიუღებელი იყო დამატებითი შეთანხმება ,ამ შეთანხმების
ძალით ზაქათალის ოკრუგის(საინგილოს) ტერიტორიის კუთვნილების საკითხი
განსახილველად უნდა გადასცემოდა ქართულ-აზერბაიჯანულ კომისიას ,რომლის
ხელმძღვანელიც იქნებოდა რუსეთის წარმომადგენელი.ცხადია,ტერიტორიულ
დავას საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკასა და საბჭოთა აზერბაიჯანს
შორის რუსეთი ამ უკანასკნელის სასარგებლოდ გადაწყვიტავდა.
 საქართველო-რუსეთის 1920 წლის 7 ამისის ხელშეკრულება ქართული
დიპლომატიის დიდ მონაპოვრად უნდა ჩაითვალოს.მას გადამწყვეტი
მნიშვნელობა ჰქონდა საქართველოს დე იურე აღიარებისთვის.1920 წლის 7 მაისის
ხელშეკრულება იყო ის დოკუმენტი,რომლის წყალობითაც 1921 წლის თებერვალ-
მარტის საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დაპყრობა შეფასდა როგორც -
სუვერენული ქვეყნის მიერ განხორციელებული ინტერვენცია,ანექსია და ოკუპაცია .

საქართველოს მთავრობამ 1921 წლის 21 თებერვალს მიიღო საქართველოს


დემოკრატიული რესპუბლიკის კონსტიტუცია. ამასობაში რუსეთს დაწყებული აქვს
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ანექსიის მცდელობა. მიუხედავად
საქართველოს მთავრობის წინააღმდეგობისა, რომელიც, თბილისის მალევე აღებისდა
მიუხედავად, მარტის შუა რიცხვებამდე აგრძელებდა ბრძოლას, მათ მოუწიათ
საქართველოს დატოვება და ემიგრაციაში წასვლა. ევროპის სახელმწიფოებს არსებითი
პროტესტი არ გამოუხატავთ დამოუკიდებელი სახელმწიფოს ანექსიის გამოც, რადგან
კავკასიას და საკუთრივ საქართველოს, რუსეთის ინტერესის და ამ სახელმწიფოს
ნაწილად მიიჩნევდნენ.

კვირა V: საქართველოს საბჭოთა რესპუბლიკა; გასაბჭოების პირველი


წლები; ემიგრაციული მთავრობის მოღვაწეობა; მეორე მსოფლიო
ომი; სტალინიზმის ფენომენი; 1956 წლის მოვლენები.
საქართველოს გასაბჭოების შემდეგ 1921 წელს ის კიდევ გარკვეული პერიოდი რჩებოდა
დამოუკიდებელ საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკად, რომელშიც 1921 წელს აღინიშნა
დამოუკიდებლობის დღე. თავდაპირველად განიხილებოდა იდეა, რომ სოცისლისტური
სახელმწიფოები გაერთიანებულიყვნენ რუსეთის ფედერაციასთან ავტონომიის
საფუძველზე, თუმცა ეს არ მოხდა. ამავე პერიოდში გაჩნდნენ ნაციონალ-უკლონისტები ,
რომლებიც არ იყვნენ სსრკ-ს შექმნის წინაამღდეგნი, თუმცა სტალინისგან და
ორჯონიკიძისგან განსხვავებით ისინი საქართველოს უშუალო წევრობას უჭერდნენ მხარს
და ეწინააღმდეგებოდნენ ავტონომიების შექმნას, თუმცა ეს პროექტი არ
განხორციელებულა. თავდაპირველად შეიქმნა ამიერკავკასიის სოციალისტური
ფედერაციული საბჭოთა რესპუბლიკა, რომელშიც გაერთიანდნენ სომხეთი, აზერბაიჯანი
და საქართველო. შესაბამისად, 1922 წელს საბჭთა სოციალისტური რესპუბლიკების
კავშირი ოთხმა პოლიტიკურმა სუბიექტმა შექმნა - უკრაინის სსრ, ბელარუსის სსრ , რსფსრ
და ა/კსფსრ. დაიწყო საქართველოს ავტონომიზაციის პროცესი. თავდაპირველად შეიქმნა
აფხაზეთის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა, რომელიც პრაქტიკულად
საქართველოს სსრ-სთან გათანაბრებული პოლიტიკური ერთეული იყო, თუმცა კრემლში
ამ შეცდომას მალევე მიხვდნენ, გამომდინარე იქიდან, რომ ამ გადაწყვეტილებით რსფსრ
კარგავდა მძლავრ ბერკეტს აფხაზეთის საკითხის სახით საქართველოზე ზეწოლისთვის .
მალევე დაიდო „სამოკავშირეო ხელშეკრულება“ საქართველოსა და აფხაზეთს შორის ,
რომლითაც აფხაზეთი შევიდა საქართველოს სსრ-ს შემადგენლობაშ ავტონომიის
სტატუსით და სსრკ-ს 1924 წლის კონსტიტუციაც მას განიხილავდა კიდეც როგორც
ავტონომიას საქართველოს სსრ-ს შემადგენლობაში. ამასთანავე, აფხაზეთის ცალკე
პოლიტიკურ ერთეულად გამოყვანა შექმნიდა პრეცენდენტს სხვა ხალხებისა და ეთნიკური
ჯგუფებისთვის, რომლებიც ამიერკავკასიაში და საკუთრივ რუსეთში ცხოვრობდნენ , ცალკე
რესპუბლიკები შეექმნათ. 1931 წელს აფხაზეთმა მიიღო საკუთარი სტატუსი - აფხაზეთის
ავტონომიური საბჭოთა სოცისლისტური რესპიუბლიკა. გარდა აფხაზეთისა, 1924 წელს
შეიქმნა აჭარის ავტონომიური საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა, რაც
განპირობებული იყო 1921 წელს მოსკოვის შეთანხმებით, რომლის მიხედვითაც თურქეთი
თმობდა აჭარასა და ბათუმს საბჭოთა საქართველოს სასარგებლოდ ავტონომიის
მინიჭების პირობით. ამასთანავე, 1922 წელს შეიქმნა სამხრეთ ოსეთის ავტონომიური
ოლქი. გარდა საქართველოსი ავტონომიზაცია აზერბაიჯანსაც შეეხო, რომელშიც
სომხეთის სსრ-სთან დავის შემდენ მთიანი ყარაბაღის ავტონომიური ოლქი შეიქმნა . ასევე
აზერბაიჯანის პროტექტორატის ქვეშ შეიქმნა ნახჭევნის ექსკპავის ტერიტორიაზე
ნახჭევანის საბჭოთა სოციალისტური რესპიბლიკა, რომელცი გადაკეთდა ნახჭევანის
ავტონომიურ საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკად. 1936 წელს ამიერკავკასიის
ფედერაციაც დაიშალა და წარმოიქმნა სამი საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა -
საქართველო, სომხეთი და აზერბაიჯანი.

საქართველოს გასაბჭოების შემდეგ ახალი მთავრობისთვის ცხადი იყო მოსახლეობის


მტრული დამოკიდებულება მათ მიმართ და თავდაპირველად მათ მეგობრული
დამოკიდებულების გამჟღავნება არჩიეს, თუმცა მიუხედავად ამისა მათ მოსახლეობის
მხრიდან პროტესტი ხვდებოდათ, ეწყობოდა საპროტესტო აქციები, სტალინის ჩამოსვლას
მოსახლეობა მტრულად და პროტესტით დახვდა. ამის შემდეგ ახალმა მტავრობამ
ძალისმიერი და ტერორის პოლიტიკის გატარება არჩია, დაპატიმრება, დეპორტაცია და
სიკვდილით დასჯა ჩვეულებრივი მოვლენა გახდა თუმცა მიუხედავად ამისა
საქართველოში იქმნებოდა პარტიზანული რაზმები, რომელბიც დიდ ზარალს აყენებდნენ
წითელ არმიას, პარტიზანული რაზმების წევრები და მათი ორგანიზატორები მალევე
დააკავეს და სიკვდილით დასაჯეს, რამაც დიდი ზარალი მოუტანა ქართველებს .
მიუხედავად ამისა, დიდი აჯანყებისთვის მზადება მაინც გაგრძელდა . 1924 წელს მოექყო
დიდი აჯანყება, რომელიც თავდაპირველად წარმატებიტ წარიმართა ყველგან გარდა
დიდი ქალაქებისა. რაიონებში აჯანყებულებმა ხელში აიღეს ძალაუფლება, თუმცა
თბილისში გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა და მისი აღება ვერ შეძლეს . წითელი
არმისი გაძლიერებული ნაწილები შემოვიდნენ საქართველოს ტერიტორიაზე და
კონტრშეტევაზე გადავიდნენ, შედეგად მათ სისხლში ჩაახშვეს აღნიშნული აჯანყება ,
უამრავი ადამიანი ყოველგვარი გასამართლების გარეშე დახვრიტეს , მათ შორის ისეთები ,
რომლებიც არ იყვნენ დაკავშირებული აღნიშნულ აჯანყებასთან.

გასაბჭოების შემდეგ საქართველოში მძლავრი კამპანია აგორდა ხელისუფლების


გამყარეის მიზნით. გაუქმდა ყველანაირი კერძო საკუთრება, მოხდა კოლექტივიზაცია ,
აიკრძალა ყველა პოლიტიკური პარტია გარდა კომუნისტური პარტიისა , ამიშავდა დიდი
პროპაგანდისტული მანქანა ქართველების გასაკომუნისტებლად , რეორგანიზაცია შეეხო
სკოლებს, სადაც რუსული ენის სწავლება პრიორიტეტული გახდა და სწავლება თავიდან
ბოლომდე კომუნისტურ იდეოლოგიასთან და ლენინის სწავლებებთან შესაბამისობაში
უნდა ყოფილი, იგივე შეეხო სახელმწიფო უნივერსიტეტებსაც, რომელშიც უამრავი
პროფესორ-მასწავლებელი გაათავისუფლეს და ერთული კომუნისტობის ნიშნით უვიცი
კომუნისტები დანიშნეს. საბჭოთა სწავლებები გაძლიერდა უნივერსიტეტში . ამასთანავე ,
შეიზღუდა გამოხატვის თავისუფლება, პრესა დაექვემდებარა ცენზურას , დამოუკიდებელი
პრესა აღარ არსებობდა ხოლო არსებული პრესა დაკავებული იყო კომუნისტური
პროპაგანდის გავრცელებით. ასევე დაიწყო რელიგიის დევნა, რელიგიური რიტუალების
ჩატარება აიკრძალა, კომუნისტები ანადგურებდნენ ეკლესია-მონასტრებს , მათი
უმეტესობა გადაკეთდა. იდევნებოდა სამღვდელოებაც. კომუნისტურმა იდეოლოგიამ
პრაქტიკულად რელიგიის სახეც მიიღო. ამასთანავე, საქართველოს შეეხო
ინდუსტრიალიზაცია, შეიქმნა ბევრი ფაბრიკა-ქარხანა, რომლებშიც წარმოებული
პროდუქცია როგორც წესი რუსეთში იგზავნებოდა. გაფართხოვდა სოფლის მეურნეობაც ,
თუმცა ამ შემთხვევაშიც, მოყვანილი პროდუქცია რუსეთში იგზავნებოდა .
კოლექტივიზაციის პროცესი საქართველოში მეტად რთულად წარიმართა , რადგან
როგორც წესი აქ არ არსებობდნენ კულაკები. კოლექტივიზაციის წინააღმდეგ გაჩაღდა
დიდი პარტიზანული ბრძლა, რომელიც 1922 წლის პარტიზანულ ბრძოლებს არ
ჩამოუვარდებოდა სიმძლავრით, ამას მოჰყვა დიდი წმენდა და რესპრესიები , რომელსაც
არა მხოლოდ ინტელიგენცია, რომელიც უარს ამბობდა საბჭთა ხელისუფლებასთან
შეგუებაზე, არამედ ის კომუნისტებიც შეიწირა, რომლებმაც „რუსუფიკაციაში“
საქართველოსთვის საფრთხე დაინახეს.

მეორე მსოფლიო ომის დროს საქართველოს გათავისუფლების იმედით ბევრმა


ქართველმა მესამე რაიხის მხარეს ბრძოლა გადაწყვეტა. საბჭოთა კავშირის მხარეს
მებრძოლ ქართველებს შორის უდიდესი ნაწილი ქერჩის ბრძოლაში დაიღუპა . ამ
ბრძოლაში საბჭოთა ჯარი ცუდი ხელმძღვანელობის და ორგანიზაციის პირობებში
განწირული იყო დამარცხებისთვის. ზემოთხსენებული ფაქტის გამო, რომ ბევრი
ქართველი ჰიტლერის მხარეს იბრძოდა, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ საქართველოში
რეპრესიები დაიწყო.

სტალინის გარდაცვალების შემდეგ საბჭოთა კავშირში დაიწყო სტალინის პიროვნების


კულტის წინააღმდეგ ბრძოლა, რასაც სათავეში ნიკიტა ხრუშოვი ედგა. სტალინის
მმართველობის დროს მის ფიგურას ქართველებისთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ,
ისინი ამაყობდნენ იმით, რომ იმპერიის სათავეში ქართველი იდგა და საკუთარ თავს
პრივილეგირებუალდაც მიიჩნევდნენ. სტალინი წარმოჩენილი იყო როგორც ერის მამა .
კულტის წინააღმდეგ გალაშქვრის შემდეგ, 1956 წელს საქართველოში დაიწყო
საპროტესტო ტალღა სტალინის პიროვნების დასაცავად. ერს სტალინის სახით
ხელოვნურად შექმნილი საყრდენი გამოეცალა. 1956 წლის 5 მარტს, სტალინის
გარდაცვალების დღეს გამოსული ახალგაზრდობის გამოსვლა გადაიზარდა მასობრივ
საპროტესტო აქციაში სტალინის კულტის დასაცავად, თუმცა ამ აქციამ მალე ეროვნული
დამოუკიდებლობის აღდგენის მიზანი დაისახა, რაც ძლიერების ზენიტში მყოფი საბჭოთა
კავშირის პირობებში შეუძლებელიც იყო. 9 მარტს საბჭოთა ჯარები შმეოვიდნენ თბილისში
და სასტიკად გაუსწორდნენ მომიტინგეებს. პრაქტიკულად ეს იყო პირველი შემთხვევა ,
როდესაც ხალხს აჩვენეს, რომ მათი კავშირიდან გამოსვლა და რაიმე სახის პროტესტი
შეუძლებელი იყო ამ სისტემის პირობებში. ამ მოვლენებმა დიდად შეცვალა ქართველების
წარმოდგენები. ამ მოვლენების შემდეგ საქართველო გახდა პრაქტიკულად პირველი
რესპუბლიკა, რომელშიც შეირყა კომუნისტური, სოციალისტური იდეალები,
თანასწორობის და თავისუფლების შესახებ. საქართველოში ფესვები გაიდგა და
გაიფურჩქნა კორუფციამ, საზოგადოებაში ნიჰილიზმიც დამკვიდრდა. აღსანიშნავია , რომ
საქართველო იყო ერთადერთი, სადაც სტალინის დასაცავად ვინმე გამოვიდა .ე როვნული
დამოუკიდებლობის მოპოვების შეუძლებლობა ცხადი იყო ასევე უნგრეთის
მოვლენებიდანაც, სადაც იყო რევოლუციის მცდელობა, რომელიც საბჭოთა ჯარებმა
სისხლში ჩაახშვეს. ამას მოჰყვა სოლიდარობის გამოხატვა სოციალისტური სივრცის
სხვადასხვა კუთხეში. აღნიშნული არ მომხდარა თბილისის 9 მატის მოვლენების შემდეგ ,
რადგან პროტესტის მიზეზი სრულიად მიუღებელი იყო - ტერორის განმახორციელებლის ,
მკვლელის დაცვა.
კვირა VI: საქართველო საბჭოთა კავშირში; საბჭოთა საქართველოს
პოლიტიკური მართვის სისტემა; საბჭოთა საქართველოს სოციალური და
ეკონომიკური მართვის სისტემა; „ცივი ომი“; პოსტ-სტალინური ეპოქა
საბჭოთა საქართველოში; საერთაშორისო ვითარება და საბჭოთა კავშირი
სპოლიტიკურ-ეკონომიკური პრობლემები;
ხრუშოვის პერიოდში საბჭოთა კავშირში ცხოვრება სულ უფრო და უფრო რთულდებოდა .
ტარდებოდა კვაზირეფორმები, რომელბიც რეალურად არაფერს არ ცვლიდნენ
სახელმწიფოში, ბიუჯეტის უდიდესი იხარჯებოდა თავდაცვაზე და ამერიკასთან
დაპირისპირებაზე, რაც იწვევდა რთულ სოციალურ ვითარებას. საბჭოთა კავშირში იყო
დეფიციტი პრაქტიკულად ყველაფერზე, რადგან გაწერილი ეკონომიკა არ და ვერ
მუშაობდა. საბჭოთა კავშირი აქცენს აკეთებდა დასავლეთთან დაპირისპირებაზე ,
აფინანსებდა სხვადასხვა რეჟიმებს განვითარებად სამყაროში, ის მნიშვნელოვან
მიღწევად მიიჩნევდა კომუნისტი ფიდელ კასტროს მოსვლას კუბის სათავეში , რომელიც
კუნძლოვანი სახელმწიფოა ამერიკის სამხრეთით, რომელიც კასტროს მოსვლისთანავე
საბჭოთა კავშირის მოკავშირე გახდა და შექმნა კარიბის კრიზისის პრეცენდენტიც .
ხრუშოვის გეგმამ, რომლიც მიხედვითაც ძირითადი აქცენტი ხორბლის მოყვანაზე
გაკეთდა, შიმშილობის საფრთხის წინაშე დააყენა საბჭოთა კავშირი, არასწორი
პოლიტიკის გატარების გამო დაშრა არალის ზღვა-ტბა, რომელში ჩამდინარე ორი
მდინარე - სირდარია და ამურდარია, ყაზახეთში და უზბეკეთში ბამბის პლანტაციებსი
მოსარწყავად გამოიყენეს. ბრეჟნევის მმართველობის პერიოდში საბჭოთა კავშირში
უძრაობის ხანა დაიწყო, ამ დროს აყვავდა კორუფცია. საკადრო პოლიტიკა ქვეყანაში
ერთგული კომუნისტორბის პრინციპს ემყარებოდა. საბჭოთა კავშირში წარმოიქმნა
უამრავი პრობლემა, ინდუსტრიალიზაციის ტემპი მნიშვნელოვნად შემცირდა , დახურული
ეკონომიკის პირობებში ეკონომიკა სტაგნაციაში იყო და ვერ ვითარდებოდა, ხოლო
შეიარაღებაზე გარებული უდიდესი ხარჯები კიდევ უფრო აზარალებდა ქვეყანას . მთელ
საბჭოთა კავშირში აყვავდა კორუფცია, რომელაც ძალიან იშვიათი დაპატიმრებებით
მოჩვენებიტად ებრძოდნენ, ხელისუფლება სუსტდებოდა, ძლიერდებოდა დისიდენტური
მოძრაობებიც. გარდა ამისა, საბჭოთა კავშირი ხრუშოვის მმართველობის დროს დიდ
თანხებს ხარჯავდა კოსმოსზე, რადგან მას ჰქონდა დიდი შეჯიბრება ამერიკასთან , თუმცა
რთული ეკონომიკური სიტუაცია სსრკ-ს გასაქანს არ აძლევდა. ამასთანავე დაიწყო
ევროპის გაერთიანების პროცესიც, ევროპის სახელმწიფოებმა გადაწყვიტეს ნდობაზე და
თანამშრომლობაზე დაფუძნებული ერთობის შექმნა, რომელიც ევროპაში მშვიდობას
დაამკვიდრებდა, რაც მოხდა კიდეც და ამან დღემდე გასტანა. ამავე დროს იქმნება ეუთო ,
რომელშიც საბჭთა კავშირიც ერთიანდება, რაც ხელს უწყობს ზემოთხსენებული
დისიდენტური მოძრაობების განვითარებას, ამხელს საბჭოთა ხელისუფლების მხრიდან
ადამიანის უფლებების დარღვევას და ა.შ.

ხრუშოვის მმართველობის სადავეების ხელში ჩაგდების შემდეგ მან დაიწყო სტალინის


კადრების თავისი ერთგული კადრებით ჩანაცვლება. ამ ფონზე საქართველოს სსრ -ს
მმართველი ვასილ მჟავანაძე გახდა, რომელიც 19 წელი მართავდა ქვეყანას. ამ დროს
საქართველოში მშვიდობაც სუფევდა, თუ არ ჩავთვლით 1956 წლის 9 მარტის მოვლენებს.
ჯერ კიდევ ამ მოვლენებამდე მჟავანაძემ შეძლო სტალინის რეპრესიების მსხვერპლი
რამდენიმე პოეტის რეაბილიტაცია. მჟავანაძის მმართველობა დაემთხვა სტაგნაციის
ხანას. ინდუსტრიული განვითარება შეჩერდა, თუმცა გაძლიერდა სოფელი, რომელში
წარმოებული პროდუქციაც აქტიურად გავიდა რუსეთის ბაზარზე. ამავე დროს წარმოიშვა
ჩრდილოვანი ეკონომიკა, რასაც ხელი გავრცელებულმა დეფიციტმაც შეუწყო . იხსნებოდა
ე.წ. „ცეხები“, რომელცი ხშირად სახელმწიფო საწარმოს ნაწილი იყო, რომელშიც
დეფიციტური საქონელი იწარმოებოდა. რეალურად ეს ხელს უწყობდა საბაზრო
ეკონომიკის წარმოქმნას, რაც იდეოლოგიური მარწუხების გამო შეუძლებელი იყო .
ჩრდილოვანი ეკონომიკა ვერ ავითარებდა ლეგალურ ეკონომიკას, რადგან ეს
„გაურკვეველი წარმომავლობის ფული“ ბევრ კითხვას გააჩენდა, ამიტომ მათი ხარჯვა
კერძო მანქანაზე, რესტორნებში, მომსახურებაზე, ძვირფასეულობებზე ხდებოდა .
მჟავანაძემ ბრეჟნევთან კარგი ურთიერთობა შეინარჩუნა და კიდევ 6 წელი მართავდა
ქვეყანას, თუმცა მოსკოვში მუდამ აწვდიდნენ ინფორმაციას ჩრდილოვანი ეკონომიკისა
და მასთან დაკავშირებული კორუფციის შესახებ. 1972 წელს მჟავანაძე პენსიაზე გაუშვეს .

მჟავანაძის შემდეგ საქართველოს სსრ-ს მმართველი გახდა ედუარდ შევარდნაძე . მან


დაიწყო სერიოზული ანტოკორუფციული კამპანია, სახელმწიფო ქონების მიტაცებსი
ბრალდებით დაკავებულებით გაივსო ციხეები. მან დაიწყო აპარატის
კორიფციონერებისგან წმენდა, თუმცა შემდგომ ეს ტემპი შენელდა და მალევე გაჩერდა ,
რადგან ეს ტენდენცია მოსკოვშიც აღარ მოსწონდათ. ამასობაში კორუფცია არსად
გამქრალა, ის უფრო სიღრმეში ჩავიდა და გაძვირდა, პარტიისა და ჩრდილოვანი
ეკონომიკის ერთგვარი თანამშრომლობა კი აღორძინდა. 1978 წლის მოვლენები
განსაკუთრეით მნიშვნელოვანია. საქართველოს სსრ-ში საკონსტიტუციო ცვლილებების
დროს აღმოჩნდა, რომ კონსტიტციიდან უნდა ამოეღოთ მუხლი, რომლითაც ქართული
სახელმწიფო ენის სტატუსით სარგებლობდა. ამ საზოგადოებაში პროტესტი გამოიწვია .
მოსახლეობა შეიკრიბა რუსთაველის გამზირზე მშვიდობიანი პროტესტის გამოსახატავად .
ამ პროტესტმა შედეგი გამოიღო, მოსკოვმა არ დაძაბა ურთიერთობა რესპუბლიკაში და არ
ააგორა ახალი საპრტესტო ტალღა, მან დათმობა ამჯობინა და აღნიშნული მუხლი
დააბრუნეს კონსტიტუციაში. თუმცა ყველაფერმა ასე მარტივადაც არ ჩაიარა , ამ ფონზე
აფხაზეთში მოითხოვეს აფხაზურისა და რუსულის სახელმწიფო ენებად გამოცხადება
აფხაზეთში, ამავდროულად დადგა საკითხი აფხაზეთის კრასნოდარის მხარის
შემადგენლობაში შესვლასთან დაკავშირებით. ეს პრეცენდენტი მოსკოვისთვისაც
სახიფათო იქნებოდა, ამიტომ მოსკოვმა რეაგირება ამ საკითხზე არ მოახდინა , თუმცა ეს
იყო სიგნალი და მუქარა საქართველოსთვის. 1985 წელს შევადნაძე საბჭოთა კავშირის
საგარეო საქმეთა მინისტრი გახდა.

შევარდნაძის შემდეგ საქართველოს სსრ-ს ჯუმბერ პატიაშვილი მართავდა . მისი


მმართველობა მეტად რთული გამოდგა, ის ვერ შეეგუა ნაციონალისტური იდეების
წამოწყებას საქართველოში და ვერ გამონახა მათთან საერთო ენა ხოლო 1989 წლის
მოვლენებმა საბოლოო დაღი დაასვლა მის მმართველობას. პატიაშვილმა
ანტიალკოჰოლური კამპანიის პირობებში შეძლო ქართული ვენახის გადარჩენა და
შენარჩუნება, ის ატარებდა ერთგვარ დემოგრაფიულ პოლიტიკას და სასაზღვრო
რეგიონებში ეკომიგრანტებს ასახლებდა აჭარიდან და სვანეთიდან. პატიაშვილს ჰქონდა
ლიდერის საჭირო თვისებები, თუმცა 9 აპრილის მოვლენებმა ძირი გამოუთხარეს მას , რომ
არა ეს გამსახურდია ვერ შეძლებლა 1990 წლის არჩევნების ამდენად მარტივად მოგებას .

კვირა VII: საბჭოთა კავშირის დასასრული; დისიდენტური და ეროვნული


მოძრაობები; საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის პერიპეტიები;
სამხედრო გადატრიალება და სამოქალაქო დაპირისპირება; სამხედრო
ხუნტა; გვიანი შევარდნაძის ეპოქა; ომი რუსეთთან;
საბჭოთა კავშირის ნგრევა ბევრმა სხვადასხვა ფაქტორმა განაპირობა. უპირველეს ყოვლისა
ქვეყანაში რთული ეკონომიკური ფონი შეიქმნა, საქონელზე, მათ შორის საყოფაცხოვრებო
საქონელზე დიდი დეფიციტი იყო შექმნილი, სახელმწიფო თავისი ბიუჯეტის უდიდეს
ნაწილს სამხედრო ხარჯებს ახმარდა და სამოქალაქო პროდუქციის წარმოება შეიძლება
ითქვას ნულამდე იყო დაყვანილი. საბჭოთა კავშირსა და აშშ-ს შორის ცივი ომის შერკინება
შეიარაღებული ძალების ზრდის თვალსაზრისით დამატებით ხარჯებს ითხოვდა, მაშინ,
როდესაც დასავლეთის კაპიტალისტურ ქვეყნებში ეკონომიკა იზრდებოდა და არც დეფიციტი
იყო, საბჭოთა კავშირში ბევრი ისეთი საგანი, რომელიც ევროპის მოქალაქისთვის
ყოველდღიურობის ნაწილი იყო, საბჭოთა მოქალაქისთვის ფუფუნების საგნად იყო ქცეული.
ამას დაერთო პოსტკოლონიურ სივრცეში საბჭთა კავშირის მცდელობა გაეზარდა თავისი
როლი და იდეოლოგიური ექსპანსია, რასაც დაერთვოდა სამხედრო ბაზების განლაგება ამ
ქვეყნებში, რაც იწვევდა სხვა სახელმწიფოებისთვის დახმარების გამოყოფას, რომელიც
რეალურად ზრდიდა საბჭოთა კავშირის ხარჯებს და ამ ქვეყნებს მოსკოვზე დამოკიდებულს
ხდიდა, რადგან ისინი ნფაქტობრივად მხოლოდ ამ სახსრებით ცხოვრობდნენ. საბჭოთა
კავშირი ნავთობის ექსპორტს აწარმოებდა და მისი ძირითადი შემოქავალი სწორედ ამაზე
მოდიოდა, თუმცა ნავთობის ფასის მკვეთრი ვარდნის გამო, რაც გამოწვეული იყო საუდის
არაბეთის მიერ მეტი ნავთობის მოპოვებით და ასევე ნავთობის მოპოვებით ჩრდილოეთის
ზღვის აუზში, ნავთობიც აღარ იყო საბჭოთა კავშირისთვის შემოსავლის წყარო.

70-იან წლებში ეუთოს შექმნის შემდეგ, რომელსაც საბჭოთა კავშირიც მიუერთდა, მთელი
საბჭოეთის მასშტაბით სხვადსხვა არასამთავრობო ორგანიზაციებმა იწყეს წარმოშობა, მათ
შორის იყო ჰელსინკის ჯგუფი, რომელიც საქართველოში ზვიად განსახურდიას
ხელმძღვანელობით შეიქმნა. ხელისუფლებაში გორბაჩოვის მოსვლის შემდეგ, დაიწყო
საბჭოთა კავშირში რეფორმების გატარების მცდელობა, გამოცხადდა პერესტროიკა,
გლასნოსტი. ამ ყველაფერმა შექმნა პრეცენდენტი იმისა, რომ ეროვნული მოძრაობები
გამოსულიყვნენ გარეთ და განეცხადებინათ საკუთარი არსებობის შესახებ, რადგან მანამდე
მათ ამის შესაძლებლობა არ ჰქონდათ, მათ დევნიდნენ, იჭერდნენ და ისინი დისიდენტებად
ითვლებოდნენ. ეროვნულმა მოძრაობამ მთელი საბჭოთა კავშირის მასშტაბით დიდი ძალა
ჰპოვა. 1989 წლიდან დაიწყო ფართო გამოსვლები სხვადასხვა მოთხოვნებით. ერთ-ერთი
ასეთი გამოსვლა 1989 წლის 9 აპრილს თბილისში მასშტაბური დარბევით დასრულდა,
საბჭოთა ჯარებმა ტანკებითა და ნიჩბებით დაშალეს საპროტესტო აქცია. ამან კიდევ უფრო
გააღვივა ეროვნული მუხტი ქართულ საზოგადოებაში და საზოგადოებამაც უფრო აქტიურად
დაიწყო ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენისთვის ბრძოლა. 1990 წელს საქართველოში
ჩატარდა არჩევევნები, რომლებზეც საქართველოს პრეზიდენტად არჩეულ იქნა ზვიად
გამსახურდია, შეიქმნა საკანონმდებლო ორგანო, თუმცა პირველი პრეზიდენტის
ხელისუფლება და მმართველობა არ ყოფილა წარმატებული.

ზვიად გამსახურდია პოპულისტი მმართველების რიგებს მიეკუთვნებოდა, რომელიც


ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ არ გამხდარა პოლიტიკოსი. გამსახურდია საბჭოთა
ყაიდის მმართველობას აგრძელებდა და არჩევნებზეც მან უმრავლესობა მოიპოვა არა
საკუთარი პროგრამის არამედ პიროვნული ქარიზმის დახმარებით. გამსახურდია
კვაზიდემოკრატიული სახელმწიფოს შემქმნელად მოგვევლინა, რომელმაც რიგი
ინსტიტუტებისა საკუთარ თავს დაუქვემდებარა, პრეზიდენტის ინსტიტუტი დიდი
უფლებებით აღჭურვა და პრაქტიკულად ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღება
საკანონმდებლო ორგანოსთვის გვერდის ავლით შეეძლო, ამ უკანასკნელში კი მის მიერ
წარდგენილ ნებისმიერ ინიციატივას იღებდნენ და სხდომებზე მას ხოტბას ასხამდნენ. ზვიად
გამსახურდია გაიგივებული იყო ქართულ სახელმწიფოსთან თუმცა მისი მკვეთრად
არასწორი პოლიტიკა და უუნარობა იმისა, რომ ემართა სახელმწიფო საბოლოოდ დაღუპა
მისი ხელისუფლება.
პრეზიდენტი გამსახურდია ნაციონალისტურ პოლიტიკას მიმართავდა. ისეთ მრავალეროვან
სახელმწიფოში როგორიც საქართველოა ნებისმიერი ნაციონალისტური პოლიტიკის
გატარება თავის თავად საფრთხის მომასწავებელია სხვადასხვა თვალსაზრისით.
გამსახურდია ხაზს უსვამდა ქართველთა უფლებების დაცვას, რომელიც დომინანტ ერად იყო
ქცეული, რაც ბევრ კითხვის ნიშანს აჩენდა ეთნიკური უმცირესობებისთვის - იქნებოდა თუ
არა დაცული მათი უსაფრთხოება და უფლებები სათანადოდ და ა.შ. ამ ყველაფერმა
საშუალება მისცა აფხაზეთსა და ოსეთში ნაციონალიზმის გაღვივებას. გამსახურდია
მიიჩნევდა რომ ყველა მეზობელ სახელმწიფოს საქართველოს მიმართ ტერიტორიული
პრეტენზიები გააჩნია და ა.შ.

გამსახურდიას ეკონომიკური პოლიტიკა არ იყო ნათლად გასაგები. თავდაპირველად ის


პირდებოდა პრივატიზაციის პროცესის დაწყებას, რაც საბოლოოდ არ შესრულდა,
სახელმწიფო აკონტროლებდა ქვეყნის მასშტაბით არსებულ მთელ ინდუსტრიას,
კანონმდებლობა არ ყოფილა ლიბერალიზებული, სახელმწიფომ პრაქტიკულად დაიტოვა
საბჭოთა კავშირის ეკონომიკური მოწყობა, რომელიც კაპიტალიზმის წინააღმდეგ
გამოდიოდა, რაზეც გამსახურდიაც საუბრობდა კაპიტალისტებზე და მეწარმეებზე, როგორც
ხალხის უფლებების და სურვილების შემლახველებზე. გამსახურდიას მმართველობის
პერიოდში ქვეყანა ეკონომიკურ ვაკუუმში იყო მოქცეული, ქვეყნის გასაღების ბაზრები იყო
დაკეტილი ხოლო ახალი ბაზრების მოძებნა შეუძლებელიც კი იყო, გამომდინარე
გამსახურდიას არასწორად წარმართული საგარეო პოლიტიკიდან.

თავდაპირველად ზვიად გამსახურდია საუბრობდა ევროპის ოჯახის წევრობაზე და


ქართველი ხალხის ისტორიულ არჩევანზე გამხდარიყო ევროპის ნაწილი თუმცა აშშ-ს
პრეზიდენტის ჯორჯ ბუშ უფროსის კიევში გაკეთებული განცხადების შემდეგ, რომელშიც ის
მხარს უჭერდა საბჭოთა კავშირის მშვიდობიან გარდაქმნას, ზვიად გამსახურდიამ დაიწყო
შეთქმულების თეორიების შექმნა, რომელთა მიხედვითაც სხვადასხვა მაშინდელი ევროპელი
თუ ამერიკელი ლიდერი მოსკოვთან ერთად ცდილობდნენ საბჭოთა კავშირის შენარჩუნებას.
გამსახურდიამ აქცენტი ევროპიდან რეგიონალურ პოლიტიკაზე გადაიტანა. გამსახურდიას
რუსეთთანაც ჰქონდა კავშირი. გამსახურდია იყო იმ ქვეყნის პრეზიდენტი, რომელიც
დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ მაიცნ საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში
შედიოდა. სამხრეთ ოსეთში მიმდინარე კონფლიქტის პარალელურად ის შეხვდა ელცინს და
ყაზბეგში ხელი მოეწერა ხელშეკრულებას, რომლის მიხედვითაც სამხედრო მოქმედებები
სამხრეთ ოსეთში შეწყდებოდა, ხოლო რეგიონში რუსულ-ქართული გაერთიანებული
კონტინგენტი შევიდოდა.

გამსახურდიას ახასიათებდა წარსულის განდიდება, სწორედ აქედან მოდის საუბრების


ქართველოს დიად წარსულზე, ქართული მართმადიდებლური ეკლესიის როლზე ქართული
სახელმწიფოებრიობის და ქართული სახელმწიფოს ჩამოყალიბება/შექმნის საქმეში და ა.შ.

გამსახურდიამ მოახდინა ქვეყნის პოლარიზაცია, ის აქტიურად ეძებდა მტრებს და


ოპონენტებს მუდმივად დასცინოდა, დამაკნინებლად მოიხსენიებდა და არანაირ ანგარიშს არ
უწევდა, მეტიც, ხშირად სამშობლოს ღალატშიც სდებდა ბრალს.

მიუხედავად ამ ყველაფრისა პირველი პრეზიდენტის მმართველობის დროს შეიქმნა პრესის


თავისუფლების პრეცენდენტი, მოქალაქეობა მიენიჭა ყველა იმ ადამიანს რომელიც
ცხოვრობდა საქართველოში მიუხედავად მათი ცხოვრების ხანგრძლივობისა და ა.შ. პრესის
თავისუფლების მიუხედავად, სახელმწიფოს მაინც ჰქოდნა შესაძლებლობა გავლენა
მოეხდინა მედიაზე, ზოგადად მედიაც დაკავებული იყო ზვიად გამსახურდიას განდიდებით,
მისი ციტირებით და სხვადასხვა ფოტოს გავრცელებით, რომელშიც ისინი გამსახაურდიას
ეროვნულობას უსვამდნენ ხაზს, გამსახურდიას გააჩნდა შესაძლებლობა დაეხურა
ნებისმიერი მედია თუ მას ეს დასჭირდებოდა გამომდინარე იმ ბერკეტებიდან, რომელიც მას
გააჩნდა.

გამსახურდიას მმართველობა არ გამოდგა წარმატებული. მთელი მისი მმართველობა


ემყარებოდა პოპულიზმს, იმ რთულ ეკონომიკურ ვითარებაში, რომელშიც ის აგრძელებდა
ხელისუფლების შენარჩუნებას ვერ ხერხდებდოა რეფორმების გატარება, ვერ ხერხდებდოა
ქვეყნსი დემოკრატიზაციის პროცესის დაწყება, რასაც თან ერთვოდა არასწორი საგარეო
პოლიტიკა. ამასთანავე, გამსახურდიას არასწორმა საკადრო პოლიტიკამ, რომლის
მიხედვითაც ის ნეპოტიზმით ნიშნავდა სხვადასხვა თანამდებობის პირებს, საფუძველი
ჩაუყარა კორუფციის გაძლიერებას ქვეყანაში. გამსახურდია ცდილობდა საკუთარი
ხელისუფლების განმტკიცებას და მუდმივად აპელირებდა ძლიერი საპრეზიდენტო
ინსტიტუტის შექმნისა და შენარჩუნების აუცილებლობით, ის ზრდიდა საკუთარ
უფლებამოსილებებს და ამით იმყარებდა თავის ძალაუფლებას, რამაც საბოლოოდ მისი
ხელისუფლება დამხობამდეც მიიყვანა.

რატომ ვერ შეძლო გამსახურდიას ხელისუფლებამ სტაბილური სახელმწიფოს შექმნა


საქართველოში? პირველი, ეს გახლდათ, პოსტტოტალური ნგრევის მემკვიდრეობა, რაც
ასუსტებდა და ძალას აცლიდა სახელმწიფო სტრუქტურებს, რათა მოეპოვებინათ რესურსები,
ეკონტროლებინათ ტერიტორიები და გაეცათ ხელფასები. მეორე, იდგა
სახელმწიფოებრიობის პრობლემა ანუ ჭირდა თანხმობის მიღწევა იმაზე, თუ ვინ უნდა
მიკუთვნებოდა ახალ სახელმწიფოს. საქართველო უნდა გამკლავებოდა გარე ნაციონალურ
სამშობლოებს ანუ მეზობელი სახელმწიფოების პრეტენციებს, უზრუნველეყო მათი
ეთნიკური თუ ლინგვისტური ნათესავების არა მხოლოდ დაცვა, არამედ ხშირად
რეინკორპორირებაც კი. მესამე, გამსახურდია სუსტი იყო, როგორც ხელმძღვანელი. მან ვერ
შეძლო რევოლუციონერიდან პოლიტიკოსად გადაქცევა და ინტერესთა კოალიციის
შენარჩუნება. კომუნისტური პარტიის კარგად აწონ-დაწონილი საკადრო პოლიტიკისგან
განსხვავებით, გამსახურდიას მიერ განხორციელებული დანიშვნები იყო შემთხვევითი,
თითქოსდა იმ მნიშვნელოვან ჯგუფებს შორის მტრობის გასაღვივებლად გამიზნული,
რომელთათვისაც უნდა ეხელმძღვანელა. მისმა ანტირურულმა რადიკალიზმმა
ფრუსტრირებულ ქართველთა შორის მხარდამჭერები კი მოუპოვა, მაგრამ გადაამტერა
ინტელიგენციას, ეროვნულ უმცირესობებსა და დაუპირისპირა მეზობელ რუსეთს, რომელიც
გორბაჩოვის პრეზიდენტობის პერიოდში მზად იყო კომპრომისზე წასასვლელად. მეოთხე,
ნეოპატრიმონიალიზმს თან ახლდა პატრონაჟული და ნეპოტისტური ნიშნები, რაც
აზიანებდა ინსტიტუციურ ძალაუფლებას და კერძო ინტერესებს ეროვნულზე მაღლა
აყენებდა. და ბოლოს, ეკონომიკა უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში იყო. თენგიზ სიგუამ,
საქართველოს რესპუბლიკის ახლადარჩეული უზენაესი საბჭოს გახსნით სესიაზე 1990 წლის
ნოემბერში მოსალოდნელი უმუშევრობის, ინფლაციის, საბიუჯეტო დეფიციტისა და
ენერგეტიკული კრიზისის პირქუში სურათი დახატა.

გამსახურდიას 1991 წლის შემოდგომაზე პოლიტიკური კრიზისი დაეწყო, რაც მისი რეჟიმის
დასასრულის დასაწყისი იყო. მას განუდგა კიტოვანი, რომელიც ყოფილი მოქანდაკე და
გამსახურდიას ძველი მეგობარი იყო და თენგიზ სიგუა - მისი პრემიერ-მინისტრი. ქვეყანა
გაიყო ორ ბანაკად, რომელიც სხვადასხვა ფაქტორის გათვალისწინებით სოფელი-ქალაქად
გაყოფასაც ნიშნავდა. დაიწყო სამოქალაქო ომი, რომელმაც გამოიწვია გამსახურდიას მიერ
თბილისის დატოვება.
სამხედრო საბჭო შეიქმნა 1991 წლის დეკემბერში, გამსახურდიას განდევნამდე რამდენიმე
დღით ადრე. ეს იყო მეორე მთავრობა იმ ოთხ მთავრობას შორის, რომელიც შეიქმნა 1992
წელს საქართველოში. მისი მისია იყო ახალი არჩევნების ჩატარებამდე ეკონომიკური
რეფორმების დაწყება და წესრიგის შენარჩუნება. სამხედრო საბწომ 1921 წლის კონსტიტუცი
აღადგინა და არალეგიტიმურად გამოაცხადა საბჭოთა კონსტიტუციებზე დამყარებული
ყველა მმართველობა, გამსახურდიას მმართველობის ჩათვლით. სამხედრო საბჭომ
ოფიციალური დელეგაცია გააგზავნა მოსკოვში, რათა შევარდნაძისთვის დაბრუნება
ეთხოვათ. შევარდნაძის ჩამოსვლიდან რამდენიმე დღეში 1992 წლის 10 მარტს სამხედრო
საბჭო დაიშალა. სამხედრო საბჭოს დაშლის შემდეგ ჩამოყალიბდა სახელმწიფო საბჭო.
სახელმწიფო საბწომ აღადგინა უმაღლესი სასწავლებლების ავტონომია, გამოაცხადა
მთავრობისგან მასმედიის დამოუკიდებლობა, აღადგინა ურთიერთობა რუსეთის
ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის ხელმძღვანელობასთან. სახელმწიფო საბჭო არსებობდა
1992 წლის მარტიდან - ოქტომბრამდე.

კვირა VIII: საქართველოს XX-XXI საუკუნეების მიჯნაზე; ეკონომიკური და


პოლიტიკური ტრანზაციის პრობლემები; ორი დამოუკიდებლობის შედარება;
ბრძოლა სახელმწიფო დამოუკიდებლობის გამტკიცებისთვის; პირველი ნაბიჯები
ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციისკენ; გაწევრიანება ევროსაბჭოში; ეუთო-
სტამბოლის სამიტი; ხავერდოვანი რევოლუცია;

საბჭოთა კავშირის დაშლის და მის შემდეგ საქართველოში განვითარებული მოვლენების


შემდეგ საქართველოს ფეხზე დადგომა გაუჭირდა. ქვეყანაში მიმდინარე სამოქალაქო ომის
პარალელურად დაიწყო ომი აფხაზეთში სეპარატიზმის გაღვივების გამო, არაკომპეტენტური
ხელმძღვანელობის და გაუმართავი მმართველობის გამო ვერ ხერხდებოდა რეფორმების
გატარება, არ ჩატარებულა მასობრივი პრივატიზაცია, ინფლაცია დღითი დღე იზრდებოდა
და პრაქტიკულად შეუჩერებელიც კი იყო, პრობლემები იყო საგადასახადო
კანონმდებლობასთან დაკავშირებით, პრივატიზაცია იმ დოზით რა დოზითაც
განხორციელდა უშედეგო იყო, რადგან საწარმოების გასხვისება ზედმეტად დაბალ ფასებში
ხდებოდა, კოლმეურნეობების მიწები გლეხებს დაუკანონდათ თუმცა მიწის გაყიდვა
აიკრძალა.

საქართველოს პირველი და მეორე დამოუკიდებლობის შედარებისას უპირველეს ყოვლსია


უნდა გავამახვილოთ ყურადღება იმ მოცემულობაზე, რომელმაც განაპირობა
დამოუკიდებლობის გამოცხადება/აღდგენა. 1918-1921 წლების საქართველოს
დემოკრატიული რესპუბლიკის შექმნისთვის არ ყოფილა არანაირი წინაპირობა,
პრაქტიკულად ეს საკმაოდ სპონტანურად მოხდა, რადგან იმ პერიოდში საუბარი იყო
მხოლოდ ავტონომიაზე რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში, თუმცა რუსეთის მარცხმა
პირველ მსოფლიო ომში, რუსეთში მიმდინარე სამოქალაქო ომმა და გერმანიის
დაინტერესებამ კავკასიით და კერძოდ საქართველოში მოიტანა საქართველოს
დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკიდებლობის გამოცხადება 1918 წელს. პირველ
რესპუბლიკას არ ჰქონდა ძლიერი მართვის აპარატი და ბიუროკრატია, რადგან ქვეყანას
მართავდა პეტერბურგში დანიშნული რუსი მოხელე, ხოლო ქვეყანა დაყოფილი იყო
გუბერნიებად და საქართველო როგორც ასეთი არც არსებობდა, თუმცა აღსანიშნავია, რომ
მეზობლებისგან განსხვავებით საქართველოში იყო კონსენსუსი იმის თაობაზე თუ რა
მიიჩნეოდა საქართველოდ და სად გადიოდა მისი პირობითი საზღვრები. ამასთანავე,
ქვეყანაში არ იყო ქართული საჯარისო შენაერთები, თუმცა იყო ძლიერი და გამოცდილი
ოფიცრობა, რომელთა რესურსი გამოუყენებელი დარჩა. არ არსებობდა ერთიანი ქართული
განათლების სისტემა და ა.შ. მეორე დამოუკიდებლობაზე საუბრისას მნიშვნელოვანია
აღინიშნოს, რომ დამოუკიდებლობის გამოცხადების მნიშვნელოვანი წინაპირობები
არსებობდა. საბჭოთა კავშირმა პრაქტიკულად თავად შეუქმნა ყველა მოკავშირე
რესპუბლიკას იმის შესაძლებლობა, რომ მათ დამოუკიდებლობა გამოეცხადებინათ.
ამასთანავე, საქართველოში არსებობდა მეტი პოლიტიკური სტრუქტურა, სახელმწიფო
აპარატი, რადგან რაღაც დონეზე ქვეყნის მართვა მაინც ადგილზე ხდებოდა, საქმის წარმოება
ნაწილობრივ ქართულ ენაზე მიმდინარეობდა, თუმცა ამ შემთხვევაშიც არ არსებობდა
ქართული ეროვნული შენაერთები და არც ძლიერი სამხედრო ელიტა ქვეყანას არ ჰყვადა. რაც
შეეხება ეკონომიკურ ვითარებას, პირველი დამოუკიდებლობის დროს ქვეყანას არ ჰქონდა
საგარეო კავშირები და საგარეო ვაჭრობა, ქვეყნსი ეკონომიკა მოსწყდა მთავარ გასაღების
ბაზარს, რამაც ეკონომიკური მდგომარეობა გააუარესა ისედაც მცირე მრეწველობის მქონე
სახელმწიფოში, თუმცა მნიშვნელოვანი ისაა, რომ მაშინ არ არსებობდა ამდენად დიდი
მოთხოვნა ენერგომატარებლებზე ან ნავთობზე, რადგან ელექტროფიცირებული მხოლოდ
თბილისი თუ იქნებოდა ხოლო სატრანსპორტო კავშირის სტაბილურობა, რომელიც
ძირითადად რკინიგზას მოიცავდა, უზრუნველყოფილი იყო ტყიბულის ქვანახშირით. მეორე
დამოუკიდებლობის პერიოდში, ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა მნიშვნელოვნად
დამძიმდა. უპირველეს ყოვლისა, აქაც, ქვეყანაში გაჩერდა წარმოება, რომელიც ძირითადად
საბჭოთა პერიოდში გაჩნდა და დაიკარგა წარმოებული საქონლის გასაღების ბაზარი,
ქვეყანაში დაიწყო მიდგრაცია, აიწია უმუშევრობის დონემ და ინფლაციამ, ამას თან დაერთო
სამხედრო მოქმედებები აფხაზეთში, რაც დიდ სამხედრო ხარჯებს მოითხოვდა, რაც კიდევ
უფრო ამძიმებდა ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობას. ამასთანავე, ამ პერიოდში ქვეყანას
გაცილებით უფრო ესაჭიროებოდა ენერგომატარებლები, ნავთობი და გაზი, რამაც ქვეყანის
საგარეო ვალის გაზრდა გამოიწვია. პირველი დამოუკიდებლობის პერიოდში მეტად
არასახარბიელო საგარეო პოლიტიკური ვითარებაც შეიქმნა. საქართველოს უწევდა ლავირება
გერმანიასა და ოსმალეთს შორის, სჭირდებოდა საკუთარი ტერიტორიული მთლიანობის
დაცვა, რომლის ხელყოფას მეზობელი სახელმწიფოები ცდილობდნენ, იყო კონფლიქტი
სომხეთთანაც. 1920 წლის 7 მაისის ხელშეკრულებამ საბჭოთა რუსეთთან პრაქტიკულად იყო
რუსეთის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტის აღიარება მაშინდელ საზღვრებში. პირველ
მსოფლიო ომში გერმანიის დამარცხების შემდეგ, ანტანტას სახელმწიფოები არ იყვნენ
დაინტერესებულები კავკასიით, ბრიტანეთის ინტერესები დაკმაყოფილებული იყო ახლო
აღმოსავლეთით, უკანასკნელმა ბრიტანულმა შენაერთმაც დატოვა ქვეყანა, ხოლო რეგიონში
ზესახელმწიფოებს შორის პირველობისთვის ბრძოლა არ დაწყებულა, რეგიონი საბოლოოდ
მაინც რუსეთს დარჩა. მეორე დამოუკიდებლობის პერიოდში, მნიშვნელოვანი იყო რომ ამ
დროისთვის უკვე არსებობდა სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაცია, რომლის ნაწილიც,
ქვეყნსი საშინაო პრობლემების გამო საქართველო გვიან გახდა (გაერო). გარდა ამისა, ქვეყანამ
შეძლო ყველა მეზობელთან საზღვრების აღიარებაზე მოლაპარაკება, რუსეთთანაც კი იყო
ამის შანსი, თუმცა მას შემდეგ რაც საქართველომ უარი თქვა რუსეთის ჯარების 25 წლით
საქართველოს ტერიტორიაზე დატოვებაზე, რუსეთმა მისი ხელშეკრულების რატიფიკაცია არ
მოახდინა. ამასთანავე, რეგიონი და საქართველო ნელ-ნელა აშშ-ს ინტერესებშიც შევიდა.

1992 წელს შევარდნაძემ სოჭში რუსეთთან მოაწერა ხელი ხელშეკრულებას, რომლის


მიხედვითაც სამხრეთ ოსეთში ცხადდებოდა ცეცხლისშეწყვეტა, ის ითვალისწინებდა
დემილიტარიზაციის გეგმას და ოთხმხრივი საკონტროლო კომისიის შექმნას ყველა მხარის
მონაწილეობით, ასევე სამმხრვ ერთობლივ სამშვიდობო ძალებს კონფლიქტის შემდგომი
განვითარების აღსაკვეთად. კონფლიქტი მაინც მოუგვარებელი იყო, მიუხედავად არსებული
ოქმებისა დევნილთა დაბრუნების შესახებ, ინფრასტრუქტურის გარდაქმნაში
თანამშრომლობისა და ინვესტიციების მოზიდვის დახმარების შესახებ, შევარდნაძე
ხვდებოდა სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლებს და ა.შ. ამის ფონზე კონფლიქტი გაღვივდა
დასავლეთ საქართველოშიც, სადაც თავდაპირველად გამოცხადდა დამოუკიდებლობა,
აფხაზებმა მმართველობა დაამყარეს ადგილობრივ სამხედრო შენაერთებზე და იქ გამყარდა
არძინბას ხელისუფლება თუმცა კიტოვანის უგუნური პოლიტიკის გამო, როდესაც მაინც
ჯარი შეიყვანა აფხაზეთის ტერიტორიაზე რკინიგზაზე კონტროლის აღდგენის მოტივით,
გამოიწვია სავალალო შედეგი და სამხედრო დაპირისპირება, რომელიც სოხუმის დაცემით
დასრულდა. საქართველო მაინც რჩებოდა რუსეთზე დამოკიდებულ სახელმწიფოდ, რადგან
რუსეთს ჰქოდნა ქართული პორტებით სარგებლობის უფლება, ის უზრუნველყოფდა
როგორც სანაპიროს ასევე სახმელეთო ტერიტორიის სასაზღვრო დაცვას და ა.შ.

მნიშვნელოვან პრობლემად რჩებოდა სამხედროებზე სამოქალაქო კონტროლი. შევარდნაძის


არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, ის ცდილობდა სამხედროებზე ძალაუფლების
განმტკიცებას და ასევე მათი პროფესიონალიზმის გაზრდას. (ჯონსი 137-140)

შევარდნაძის სახელს უკავშირდება კონსტიტუციის მიღება 1995 წელს, რომელიც


საპრეზიდენტო მმართველობას ამყარებდა სახელმწიფოში. კონსტიტუციის მიღება იყო
მნიშვნელოვანი ნაბიჯი ვითარების დასტაბილურებისთვის. ქვეყანამ დაიწყო ფინანსური
დახმარებების მიღება, დაიწყო ინფლაციის დონის შემცირება და სახეზე იყო პირველი,
დამოუკიდებელის აქართველოს ისტორიაში, ეკონომიკური ზრდა და ა.შ.

ედუარდ შევარდნაზე იყო საქართველოს მეორე პრეზიდენტი და ის წინა


ხელმძღვანელისაგან განსხვავდებოდა. შევარდნაძე ეკონომიკას დიდ ყურადღებას აქცევდა
და ამის დასაბუთება შეგვიძლია იმით, რომ ის ბევრ ეკონომიკურ ექსპერიმენტს ატარებდა,
რაც ნამდვილად აისახებოდა ქვეყანაზე. გარდა ამისა ქვეყანის შეიგნით ნორმალური
მდგომარეობის შესანარჩუნებლად ის ცდილობდაა კარგი ურთიერთობა დაემყარებინა
ქართველ ინტელიგენციასსთან და რა თქმა უნდა ესეც აისახებოდა მის მმართველობაზე და
ქვეყანაზე. მიუხედავად ამისა, შევარდნაძის სახელმწიფოს ახალი კონსტიტუციის მიღების
შემდეგაც ქარიზმატული ლიდერი, რეგიონული ძალაუფლების ცენტრები,
დაპირისპირებული ვასალები, პერიოდული შეიარაღბული ამბოხებები და ვასალურ
ერთგულებაზე დაფუძნებული პირადი ლოიალობა შეადგენდა. შევარდნაძე ქართველებმა
მიიჩნიეს ქვეყნის საზოგადოებრივ-პოლიტიკური განვითარებისთვის ყველაზე საიმედო
პირად. მიუხედავად იმისა, რომ შევარდნაძემ არადგინა ცენტრალური მმართველობა და
მიაღწია ეკონომიკის სტაილურობას , საბოლოოდ მან კანონის უზენაესობის დამყარება ვერ
შეძლო. 2000 წლისთვის შევარდნაძე მისთვის ჩვეული წესებით მართვადაა ქვეყანას. უნდა
აღვნიშნოთ ისიც, რომ შევარდნაძე მისთვის ნაცნობ კადრებს ენდობოდა და ასვე მისთვის
საპრეზიდენტო უფლებამოსილების მინიჭება ქვეყანაში სტაბილურობის აღდგენის
საუკეთესო გზა იყო შევარდნაძის მმართველობაში ასევე აუცილებლად უნდა ვახსენოთ მისი
საგარეო პოლიტიკა. პირველ რიგში დავიწყებ იმით, რომ შევარდნაძემ დასავლური
ორიენტაციის საგარეო კურსი აიღო. იმისათვის, რომ მას საგარეო პოლიტიკა წარმატებით
აღესრულებინა, მასინ მას პირველ რიგში რუსეთთან უნდაა მოეგვარებინა პრობლემები. აქვე
უნდა აღვნიშნო, რომ შევარდნაძე ზვიად გამსახურდიასთან შდარებით უფრო პრაგმაატული
პოლიტიკის გატარებით იყო დაკავეული. გარდა ამისა უყურდრებოდ ვერ დავტოვებთ იმ
ფაქტს, რომ რომ 1997 წელს აშშ-მა საქართველოს დაფინანსება დაიწყო საერთაშორისო
სამხედრო დაა სასწავლო და ასევე საზღვარგარეთის სამხედრო ნაწილების დაფინანსების
პროგრამათა საშუალებით. გარდა ამისა მნიშვნელოვანია ისიც, რომ სწორედ დასავლელი
სამხედრო სპეციალისტები უზრუნველყოფდნენ და ხელმძღვანელობდნენ 1999 წელს
დაარსებულ უსაფრთხოების საკითხებში მრჩეველტა საერთაშორისო საბჭოს და ასევე
ყურადრების გარეშე ვერ დავტოვებთ იმ ფაქტს , რომ 2002 წელს საქართველომ ნატოში
გაწევრიანებაზეც წარადგინა განცხადება. მნიშვნელოვანის ის ფაქტიც, რომ საქართველო
პროგრამის, თანამშრომლობა მშვიდობისთვის მონაწილეც გახდა, გარდა ამისა ის მსოფლიო
ბანკს, ევროპის საბჭოსა და საერთაშორისო სავალუტო ფონდს შეუერთდა და ასევე ხელი
მოაწერა ევროპულ ხელშეკრულებებს და გაწევრიანდა ევროპის სამეზობლო პროგრამაში.
საბოლოოდ შიძლება ითქვას, რომ შევარდნაძე აქტიურად მონაწილეობდა ქვეყნის
მმართველობაში, თუმცა ის ვითარებები და მოვლენები რაც ხელს უშლიდა მაას ქვეყნის
წარმართვაში მაინც დიდ გავლენას ახდენდა მის ხელმძღვანელობაზე.

საქართველოსთვის ძალიან დიდი მნიშნელობა ჰჰქონდა ეუთოს (სტამბოლის)


თაავყრილობას. ამ სამიტს ხელი მოეწერა 1999 წლის 17 ნოემბერს ანუ ხელი მოეწერა
ევროპული უსაფრთხოების ქარტიას და გაფორმდა მთავრობათაშორისი შეთანხმება ბაქო-
თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის თაობაზე და გაკეთდა განცხადება მის მხარდასსაჭერად.
ამ დოკუმენტის ერთ-ერთი დანართი წარმოადგენს რუსეთის ფედერაციისა და საქართველოს
ერთობლივ განცხადებას , რომელშიც კერძოდ ნათქვამია , რომ რუსეთი ვალდებული
ხდებოდა, რომ თავისი სამხედრო ბაზები უნდა გაეყვანა საქართველოს ტერიტორიიდან. მათ
2001 წლის ივლისამდე უნდა გაეყვანათ ვაზიანისა და გუდაუთის სამხედრო ბაზები, ხოლო
მოგვიანებით ახალქალაქისა და ბათუმის. ეს ხელშეკრულება სწორედ ამიტომ ყო
საქართველოსთვის ძალიან მნშვნელოვანი . ამით საქართველოს იმის საშუალება ეძლეოდა,
რომ თავად განესაზღვრა ესაჭიროებოდათ თუ არა რუსული ჯარის ყოფნა საქართველოს
ტერიტორიაზე.

კვირა IX: საქართველოს კონსტიტუცია, სახელმწიფოს მოწყობის


მოდელი, სოციალური და ეკონომიკური პოლიტიკის
ასპექტები, სახელმწიფო, მართლმ საჯულება, საარჩევნო სისტემა, საპრეზიდენტო
რესპუბლიკა, საპარლამენტო რესპუბლიკა, ადგილობრივი თვითმმართველობა

You might also like