Professional Documents
Culture Documents
ლორან გოდე - სკორტების მზე
ლორან გოდე - სკორტების მზე
ლორან გოდე
სკორტების მზე
3 მკითხველთა ლიგა
***
ჩეზარე პავეზე
Cesare Pavese, “I mari del Sud” in Lavorare stanca
4 მკითხველთა ლიგა
I
ბედისწერის ქვათა ვარვარი
1
Gargano – მასივი პულიას რეგიონში, იტალიის სამხრეთით.
5 მკითხველთა ლიგა
დიდან ვიცდი... ხორშაკმა დაბეროს და ცეცხლს მისცეს ჩემი თმე-
ბი – მაინც გავუძლებ. გზას ვადგავარ და წინ ვეღარაფერი დამიდ-
გება...”
საათებმა განვლო ასე, გავარვარებულ სივრცეში, ელფერს
რომ უკარგავდა ყველაფერს. როგორც იქნა, კიდევ ერთი მოსახ-
ვევი და ზღვაც გამოჩნდა. “აგე, ბოლოშიც გავედით, – გაიფიქრა
კაცმა, – თხუთმეტი წელია, ამას ვნატრობ”.
ზღვა იქ იყო, უკიდეგანო და მოსარკული გუბე – მზის ძლევა-
მოსილების არეკვლა ევალებოდა მხოლოდ. ეს უძრავი ზღვა და
სიცხის ბზინვარება გაფიქრებინებდათ, გზა არსად მიდის და არ-
სად თავდებაო – მით უმეტეს, მანამდე არც გზაჯვარედინი, არც
რამ დასახლება არ შეხვედრიათ. ვირი ისევ ისე, სვლას განაგ-
რძობდა – მზად იყო, ასეთივე ნელი სვლითა და თავგამოდებით
ზღვაშიც შესულიყო, თუკი პატრონი დაავალებდა. კაცს თავბრუ
ეხვეოდა. გახევებული იჯდა უნაგირზე. თვალსაწიერზე მხოლოდ
გორაკები და თავგზისამბნევი ზღვა მოჩანდა. “გზა შემეშალა, –
გაუელვა აზრმა, – სოფელი აქამდეც უნდა გამოჩენილიყო. ნამ-
დვილად. ჩემს ჩამოსვლას თუ მიხვდა და წყალში დაიხია, ზღვაში
ჩაიძირა, მემალება... მაინც არ შევეშვები. წყალშიაც შევალ, ბო-
ლომდე. შურს მაინც ვიძიებ”.
ვირმა ბორცვის წვერს მიაღწია. იფიქრებდით, უკანასკნელი
გორაკი იყო ამ ქვეყანაზე. სწორედ აქედან იხილეს მონტეპუჩიო.
კაცს გაეღიმა. ხელისგულივით მოჩანდა სოფელი – პატარა,
თეთრი, ერთმანეთზე მიჭეჭყილი სახლებით, ზღვაში შეჭრილი
მაღალი კლდიდან წყლის მშვიდ სივრცეებს გადაჰყურებდა. ძე-
ხორციელის დასახლება ამ ხრიოკ ბუნებაში დიდ უხიაგობად უნ-
და სჩვენებოდა ვირს, ოღონდ ყურიც არ შეუბერტყავს, გზა ისე გა-
ნაგრძო.
6 მკითხველთა ლიგა
სოფლის განაპირა სახლებს მიუახლოვდნენ. კაცმა წაიჩურჩუ-
ლა: “წინ გადამეღობება ვინმე და აქვე გავათავებ”. ქუჩის ყველა
კუნჭულს გულისყურით ათვალიერებდა. მალე დარწმუნდა, სწო-
რი არჩევანი გაეკეთებინა. ნაშუადღევს სოფელი მთლად ჩამ-
კვდარიყო: ქუჩები ცარიელი, დარაბები – დაგმანული; ძაღლებიც
კი გამქრალიყვნენ. ყველა ნაშუადღევის ძილს მისცემოდა და მი-
წაც რომ შერყეულიყო, ცხვირს არავინ გაყოფდა გარეთ. სოფელ-
ში ანდრეზიც კი დადიოდა – ერთხელ მავანს მინდვრიდან დაბრუ-
ნება შეჰგვიანებია და სწორედ დღის ამ საათზე გადაუკვეთია
სოფლის მოედანი. სანამ სახლების ჩრდილს შეაფარებდა თავს,
მზეს უკვე გაეგიჟებინა. ამბობდნენ, მზის სხივებმა ტვინი აუდუღა
თავშიო. მონტეპუჩიოში ამ ამბისა ყველას სჯეროდა. პატარა კი
იყო, მაგრამ ასეთ დროს მოედნის გადაკვეთა, საკუთარი თავის-
თვის სასიკვდილო განაჩენის გამოტანას უდრიდა.
ვირი და მისი პატრონი ზანტად მიუყვებოდნენ ქუჩას, რომელ-
საც იმ დროს, 1875 წელს, ნუოვას ქუჩა ერქვა, შემდგომ კორსო2
გარიბალდი დაარქვეს. ჯიქურ მიდიოდნენ, კაციშვილს არ გადაჰ-
ყრიან, ერთ გაძვალტყავებულ, სანაგვეზე გაზრდილ კატასაც კი
არ გადაურბენია მათ წინ. არც უცდია ვირი ჩრდილისთვის შეეფა-
რებინა, ან თავად მაინც ჩამომჯდარიყო სადმე. წინ მიიწევდა და
მისი ეს შეუპოვრობა დამზაფრავი ხდებოდა, ღმერთმანი.
“არც არაფერი შეცვლილა, – ჩაიბურტყუნა თავისთვის, – ისე-
თივე ბინძური ქუჩები და ზინზლიანი ფასადები...”
მამა ზამპანელიმ სწორედ ამ დროს მოჰკრა თვალი. მონტეპუ-
ჩიოს მოძღვარს, რომელსაც ყველა დონ ჯიორჯიოს ეძახდა, ეკ-
ლესიის მიმდებარე მიწის პატარა ნაგლეჯზე ბოსტანი ჰქონდა გა-
შენებული. იმ დილით ორი საათი წაემუშავა იქ, ახლა ლოცვანი
მოესაკლისებინა და აზრმა გაჰკრა, წიგნი ნამდვილად ფანჩატუ-
2
corso – იტალ. გამზირი.
7 მკითხველთა ლიგა
რის გვერდით, ხის მერხზე დამრჩებოდაო. მხრებში აწურული,
თვალებმოჭუტული – თითქოს თავსხმა წვიმააო – ისე გამოვიდა
გარეთ და თანაც თავს პირობა მისცა, ამ გამაგიჟებელ სიცხეში
ერთ წუთს არ გავჩერდები ზედმეტსო. სწორედ ამ დროს დაინახა
ვირი და მისი მხედარი როგორ მიუყვებოდნენ ნუოვას ქუჩას. დონ
ჯიორჯიო წამიერად შეყოვნდა, უნებლიეთ პირჯვარიც გადაიწე-
რა. მერე გამობრუნდა და ეკლესიის მძიმე, მუხის ხის კარს უკან
შეაფარა მზეს თავი. გასაკვირი ის კი არ იყო, განგაში რომ არ
ატეხა, და არც უცნობს გასძახა რამე – გაეგო მაინც ერთი, ვინ იყო
და ან რა საქმეზე მოსული (მოგზაურები აქ იშვიათობა გახლდათ,
ხოლო სოფლის ყველა მცხოვრებს დონ ჯიორჯიო სახეზე ცნობ-
და), არამედ ის, სენაკში მიბრუნებულს მგზავრი რომ აღარც გახ-
სენებია: წამოწვა და ზაფხულის ნაშუადღევის უსიზმრო ძილს მი-
ეცა. არადა, მხედრის დანახვაზე რომ პირჯვარს ისახავდა, იქნება
ხილულის გაქრობა სურდა? დონ ჯიორჯიომ ვერ იცნო ლუჩიანო
მასკალზონე, ან კი როგორ იცნობდა – იმ კაცისაგან აღარაფერი
დარჩენილიყო, ორმოციოდე წლისას, ლოყები ბებერივით ჩას-
ცვენოდა უკვე.
ლუჩიანო მასკალზონემ ჩაძინებული სოფლის ვიწრო შუკებში
იხეტიალა. “დრო დამჭირდა, მაგრამ დავბრუნდი. აქა ვარ. თქვე-
ნი სახლების ფასადებს მივუყვები, თქვენს ფანჯრებს ქვეშ დავია-
რები, თქვენ კი გძინავთ და ჯერ არაფერი იცით, არაფერს ეჭ-
ვობთ. ახლა აქა ვარ და რაც მეკუთვნის, მივიღებ კიდეც”. მანამ
იხეტიალეს, სანამ ვირი თავისით არ გაჩერდა. ერთბაშად. თით-
ქოს იცოდა, სწორედ აქ უნდა მოსულიყო, ამ ადგილას მთავრდე-
ბოდა ვარვარა მზესთან მისი ჭიდილი. ბისკოტების სახლის წინ
გაშეშდა და აღარც განძრეულა. კაცი მოულოდნელი სიმსუბუქით
გადმოხტა ძირს და კარზე დააკაკუნა. “ისევ დავბრუნდი, – გა-
იფიქრა, – ზუსტად თხუთმეტი წელი გაქარვდა”. ხელმეორედაც
8 მკითხველთა ლიგა
დააპირა დაკაკუნება, მაგრამ სწორედ ამ დროს კარი ფრთხილად
გაიღო. მის წინ ორმოციოდე წლის ქალი იდგა, უბრალო ხალათი
ეცვა. დიდხანს შესცქეროდა უსიტყვოდ, უმეტყველო სახით. არც
შიში, არც სიხარული, არც გაკვირვება. თვალებში ჩააშტერდა,
ცდილობდა გამოეცნო, კაცი რას აპირებდა. ლუჩიანო არ განძრე-
ულა, ჩანდა, ქალისაგან მოელოდა რაღაც ნიშანს, ჟესტს, თუნდაც
წარბის აწევას. იცდიდა. იცდიდა, სანამ სხეული არ გაუქვავდა.
“კარის მიხურვა თუ დააპირა, – გაიფიქრა, – კარიანად შევალ
შიგ და იქვე გავაუპატიურებ”. დაძაგრული, თვალებით ჭამდა
ქალს, დუმილის დასარღვევად მომენტს ჩასაფრებოდა. “იმაზე
ლამაზია, ვიდრე მახსოვდა. დღეს ტყუილუბრალოდ არ მოვკვდე-
ბი”. ცდილობდა ხალათის მიღმა ქალის სხეული წარმოესახა და
ეს უფრო უღვივებდა ჟინს. ქალი კი სიტყვას არ ძრავდა, წარსულს
მეხსიერების ზედაპირზე ამოტივტივებას აცდიდა. იცნო ეს კაცი,
როგორ არა, ოღონდ რატომ იდგა ახლა მისი კარის ზღურბლზე,
ამის ამოცნობა არც უცდია. ლუჩიანო მასკალზონე. ნამდვილად
ის იყო. თხუთმეტი წლის თავზე. ზიზღისა თუ სიყვარულის გარეშე
აკვირდებოდა, ისე ათვალიერებდა, თითქოს საკუთარ ბედისწე-
რას უსწორებდა თვალს. საბრძოლველი არც არაფერი იყო, ის
უკვე კაცს ეკუთვნოდა. რახან თხუთმეტი წლის შემდეგაც კი დაბ-
რუნდა და მის კარს მოადგა, რაც არ უნდა ეთხოვა, არაფერზე ეტ-
ყოდა უარს – აქვე დანებდებოდა, საკუთარი კარის ზღურბლზე,
ყველაფერზე ყაბულს იყო.
გარემომცველი სიჩუმე და უძრაობა რომ დაერღვია, სახე-
ლურს ხელი უშვა. ეს უბრალო მოძრაობა საკმარისი აღმოჩნდა,
ლუჩიანოს გაურკვეველი მოლოდინისათვის დაეღწია თავი. ახ-
ლა უკვე შეეძლო ქალის სახეზე ამოეკითხა, რომ არაფრის ეში-
ნოდა და არც არაფერზე გაუძალიანდებოდა. ისე მსუბუქად შეაბი-
ჯა შიგნით, თითქოს ჰაერის შერხევასაც კი ერიდებაო.
9 მკითხველთა ლიგა
ბისკოტების სახლში მტვრიანმა, ჭუჭყიანმა კაცმა იმ დროს შე-
აბიჯა, როცა ხვლიკები თევზებად გადაქცევას ნატრულობენ და
მათ ვერც ქვები ადანაშაულებენ ამაში.
ეს ამბავი ლუჩიანოს სიცოცხლის ფასად დაუჯდებოდა. იცოდა.
სახლიდან გამოსულს, ხალხი ქუჩებში დაუხვდებოდა, საკუთარი
წესებითა და ადათებით, მას კი პასუხისგება მოუწევდა. იცოდა,
ამოიცნობდნენ და ისიც იცოდა, მოკლავდნენ. აქ დაბრუნება, ამ
სოფელში, ამ სახლში შესვლა სიკვდილს ნიშნავდა. ამაზე ადრეც
უფიქრია. სოფელში დაბრუნებაც სწორედ ამ გამთანგველ დროს
არჩია – ამბობენ, ამ დროს კატებიც კი ბრმავდებიან მზისაგანო.
იცოდა, ქუჩები თუ უკაცრიელი არ დახვდებოდა, სოფლის მოედ-
ნამდეც ვერ მიაწევდა ცოცხალი. ყველაფერი კარგად ესმოდა და
მაინც, უბედურების გარდუვალობამ ვერც კი შეაკრთო. მშვიდად
შევიდა სახლში.
დრო დასჭირდა, რომ თვალები სიბნელისთვის შეეჩვია. ქალს
უკან გაჰყვა და მოეჩვენა, დაუსრულებელ დერეფანში იარეს,
ვიდრე პატარა საძინებელ ოთახში მივიდოდნენ. ჩამიჩუმი არსაი-
დან ისმოდა. კედლების სიგრილე კაცს საამოდ მოესალბუნა. ქა-
ლი ხელში აიყვანა. არაფერი უთქვამს. ტანსაცმელი გახადა. მხო-
ლოდ როცა აი ასე, მის თვალწინ მდგომი, შიშველი იხილა, თავი
ვეღარ შეიკავა და ესღა წაიჩურჩულა: “ფილომენა...” ქალი მთე-
ლი სხეულით შეკრთა. ამისათვის ყურადღება არ მიუქცევია –
იმას სჩადიოდა, რაც საკუთარ თავს ადრევე შეჰფიცა და რაც ახ-
ლა მის თავს ხდებოდა, ათასჯერ ჰქონდა წარმოდგენილი. თხუთ-
მეტი წელი ციხეში მხოლოდ ამაზე ფიქრობდა, სჯეროდა, ამ ქალს
რომ გააშიშვლებდა, ხორციელ სიამეზე გაცილებით მეტ სიამოვ-
ნებას იგემებდა – შურისგების სიამოვნებას. შეცდა. შურისძიებას
ეს არაფრით ჰგავდა. ახლა ორი სავსე ძუძუ ეკავა ხელისგულე-
ბით და ქალის ცხელ, თავბრუდამხვევ სურნელს შეიგრძნობდა
10 მკითხველთა ლიგა
მხოლოდ. ნანატრ წამს დაეწაფა და მზე, ფიცი, სოფლელთა პირ-
ქუფრი მზერა – ყველაფერი გადაავიწყდა.
როცა ფართო საწოლის გრილ ზეწრებზე დაეუფლა, ქალმა ქა-
ლიშვილივით ამოიკვნესა და ტუჩებზე ღიმილმოგვრილი, გაკ-
ვირვებული და ნეტარი, უნიათოდ მინებდა.
მთელი ცხოვრების მანძილზე, ლუჩიანო მასკალზონე – რო-
გორც ამ მხარეში იტყოდნენ და სანამ იტყოდნენ, მიწას დააფურ-
თხებდნენ ხოლმე – “ყაჩაღი” გახლდათ. თავს მძარცველობით
ირჩენდა, საქონელს იპარავდა, მგზავრებს ჯიბეებს უსუფთავებ-
და. შესაძლოა გარგანოს შარაზე ვინმე საცოდავიც ჰყავდა მოკ-
ლული – დანამდვილებით ეს არავინ იცოდა. ათას ტყუილ-მარ-
თალს ჰყვებოდნენ, ერთი კი ნამდვილი იყო: ლუჩიანო “ცუდ
გზას” დაადგა და მისგან შორს უნდა გჭეროდათ თავი.
თავისი ყაჩაღური კარიერის ზეობის ჟამს, ლუჩიანო მასკალ-
ზონე ხშირად დაიარებოდა მონტეპუჩიოში. წარმოშობით ამ სოფ-
ლიდან არ იყო, თუმცა კი უყვარდა იქაურობა და დროის უმეტეს
ნაწილსაც იქ ატარებდა. სწორედ სოფლის მოედანზე გაიცნო ფი-
ლომენა ბისკოტი. ეს მოკრძალებული, ახალგაზრდა ქალი, ხელ-
მოკლე, თუმცა პატივსაცემი ოჯახიშვილი, ბოლოს ნამდვილ ახი-
რებად ექცა. იცოდა, საკუთარი რეპუტაცია ყოველგვარ იმედს
უწურავდა, ფილომენა ოდესმე მისი გამხდარიყო. მაინც ისე ეწა-
და ეს ქალი, როგორც მხოლოდ ნამდვილ არამზადებს სჩვევიათ.
ნატრობდა, თუნდაც ერთი ღამით მისად დაეგულა. შეპყრობილი-
ვით დადიოდა სოფლის ქუჩებში და ნაშუადღევის ხვატში მის თვა-
ლებს მუგუზლებივით გადასდიოდათ ათინათი. ოღონდაც ბედის-
წერამ სხვანაირად განსაჯა: ერთ დილას კარაბინერები დაადგნენ
თავს დუქანში, სადაც ბინა ჰქონდა დადებული. ყოველგვარი მი-
კიბვ-მოკიბვისა და ახსნა-განმარტებების გარეშე წაიყვანეს.
თხუთმეტწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. მონტეპუჩიომაც მალევე
11 მკითხველთა ლიგა
დაივიწყა მისი არსებობა, ხალხი კმაყოფილიც კი იყო, თავიდან
მოიშორეს ეს ეშმაკის ნაშიერი, იმ კუთხის ქალებს ასე უდიერად
რომ უჭვრეტდა.
ლუჩიანო მასკალზონეს საკმარისზე მეტი დროც ჰქონდა ციხე-
ში, საკუთარი ცხოვრებისათვის თვალი გადაევლო. ბოლოს და
ბოლოს, წვრილმანი წაგლეჯა-ქურდობები, დიდი ვერაფერი გა-
ქანების მძარცველი... ისეთი რა გაუკეთებია ცხოვრებაში? არა-
ფერი. მოსაგონარი რა ჰქონდა სატუსაღოში? ისევ არაფერი.
ცხოვრებამ უაზროდ განვლო, უმიზნოდ. განსაკუთრებითაც არა-
ფერი მოუნდომებია, არც მარცხი განუცდია, იმიტომ რომ საქმეც
არაფერი წამოუწყია. მის უფერულ არსებობაში, ფილომენა ბის-
კოტის დაუფლების სურვილი ერთადერთ ხელის ჩასაჭიდად გა-
დაექცა. ახსოვდა, ქუჩაში რომ აედევნებოდა, ერთიანად ძაგძა-
გებდა და ლამის ვნებისაგან გაგუდულიყო. ამიტომაც საკუთარ
თავს შეჰფიცა, ციხიდან გამოსული, ამ ერთადერთ წყურვილს,
რადაც არ უნდა დასჯდომოდა, მაინც მოიკლავდა – დაეუფლებო-
და ფილომენა ბისკოტის და მერე თუნდაც მომკვდარიყო. სხვა
არაფერი ჩირადაც არ უღირდა.
ლუჩიანო მასკალზონე ფილომენა ბისკოტის სახლიდან ისე
გამოვიდა, მისთვის სიტყვა არ დაუგდია. სიყვარულისაგან დაღ-
ლილებს, ერთმანეთის გვერდიგვერდ ჩასძინებოდათ. რა ხანია,
ლუჩიანოს ასე გემრიელად არ უძინია – ნაშუადღევის, შვებამოგ-
ვრილი სხეულის, ვნებადაცლილი ხორცის ღრმა ძილით.
კარის წინ თავისი ვირი დახვდა, ისევ ისე შარაგზის მტვერში
ამოგანგლული. იმ წუთიდან უკვე იცოდა, საათმა უკუსვლა იწყო.
სიკვდილისაკენ მიექანებოდა. უყოყმანოდ. სოფლად სიცხე მო-
ტეხილიყო და მეზობელი სახლების ზღურბლებთან, ოღროჩოღ-
რო სკამებზე, შავოსანი გალეული მოხუცები ჩამომსხდარიყვნენ
– დაბალ ხმაზე ბჭობდნენ ამ უჩვეულო ვირის თაობაზე, ცდილობ-
12 მკითხველთა ლიგა
დნენ მისი სავარაუდო პატრონი გამოეცნოთ. ლუჩიანოს გამოჩე-
ნამ მათი საუბარი თითქოს ძირში მოსხიპაო და გარეშემო ავმა
სიჩუმემ დაისადგურა. გაეცინა. ყველაფერი ზუსტად ისე ხდებო-
და, როგორც ადრევე წარმოედგინა. “ეს მონტეპუჩიოელი იდიო-
ტები ოდნავადაც არ გამოცვლილან, – გაიფიქრა, – რა ჰგონიათ,
მაგათი მეშინია? ფიქრობენ, ხელიდან დავუსხლტები? ყველა ფე-
ხებზე მკიდია. მომკლავენ და ძალიანაც კარგი. მაგისთვისა ვარ
მოსული. იმ სიშორედან. დავტკბი. ამ ქალის მკლავებში. დავ-
ტკბი. სწორედაც აჯობებს, ყველაფერი აქ დასრულდეს – დღე-
იდან ცხოვრება ბოთლის ძირზე დარჩენილი ნალექივით უღიმღა-
მო და მოსაწყენი გახდება ჩემთვის”. ამას რომ ფიქრობდა, უცაბე-
დად, ერთმა ტუტუცურმა აზრმაც გაუელვა თავში. მეზობლების
დაჟინებული მზერის საპასუხოდ და იმის საჩვენებლად, არაფრის
რომ არ ეშინოდა, ზედ კარის ზღურბლზე, შარვლის უბე ყველას
დასანახად შეიკრა. მერე ვირზე შემოჯდა და უკანმოუხედავად,
თავის გზას დაადგა. ზურგს უკან მოხუცების ფაციფუცის ხმა მოეს-
მა. ამ უკბილო, ჩამჭკნარი პირებიდან ახალი ამბავი დაიყარა და
მოედო სახლიდან სახლს, ტერასიდან აივანს... ჭორი ფუვდებო-
და. ლუჩიანომ მონტეპუჩიოს მოედანი ხელმეორედ გადაჭრა. კა-
ფეებიდან მაგიდები გარეთ გამოედგათ. კაცები აქეთურ-იქითურ-
ზე მასლაათობდნენ. ჩავლისას, ყველამ ენა გადაყლაპა, ოღონდ
ზურგს უკან ხმები სულ უფრო და უფრო მატულობდა – ვინ არის?
საიდან მოსულა? ზოგიერთებმა იცნეს კიდეც, თუმცა ბოლომდე
მაინც ვერ იჯერებდნენ: ლუჩიანო მასკალზონე... “ჰო, მე ვარ, –
გაიფიქრა მათი გახევებული სახეების შემხედველმა, – ტვინს ნუ
იბურღავთ, ნამდვილად მე ვარ. ეჭვი ნუ გღრღნით. ისე მოიქეცით,
როგორც გენებოთ – ან გამატარეთ და ასეთი სულელური სახეე-
ბით მაინც ნუ მომშტერებიხართ. აი, ხომ ხედავთ, ჩაგიარეთ, არ-
სადაც არ მეჩქარება. არც გაქცევას ვაპირებ. ბუზები ხართ ნამ-
13 მკითხველთა ლიგა
დვილი – მომსხო, მახინჯი ბუზები. ხელის ერთი აქნევით დაგიფ-
რენთ ყველას”. ნუოვას ქუჩას დაუყვა. ხმაგაკმენდილი ბრბო ახ-
ლა საპატიო კორტეჟივით მიჰყვებოდა უკან. კაცებმა კაფეების
ტერასები მიატოვეს, ქალები კი აივნებზე გადმოდგნენ და გასძა-
ხოდნენ:
– ლუჩიანო მასკალზონე, მართლა შენა ხარ?!
– მაგარი ყვერებიანი ყოფილხარ, აქ დაბრუნება რომ გაბედე!
– ასწიე ეგ შენი რქიანი თავი – დაგინახო ერთი, მართლა თუ
შენა ხარ!
არავის პასუხობდა. ცისკიდურს მიშტერებოდა პირქუშად. “ქა-
ლები იყვირებენ, კაცები დამარტყამენ. ასეა”. ბრბოს სულ უფრო
ეტყობოდა მოუთმენლობა. უკვე ოცამდე კაცი მიჰყვებოდა ფეხ-
დაფეხ. ნუოვას ქუჩის მთელ გაყოლებაზე, ქალები ბავშვებს კალ-
თაზე იკრავდნენ, როცა მათ წინ ჩაივლიდა, და პირჯვარს იწერ-
დნენ. ეკლესიას მიადგა, იმ ადგილს, რამდენიმე საათის წინ დონ
ჯიორჯიოს რომ გადაეყარა. ამ დროს სხვებისაგან გამორჩეული,
ხმამაღალი შეძახილი გაისმა:
– მასკალზონე ლუჩიანო, შენი აღსასრულის დღეც დადგა!
ლუჩიანომ მხოლოდ თავი მიაბრუნა იქით და ხალხი თოფნაკ-
რავივით გაშეშდა მისი გამომწვევი ღიმილის შემხედველი. ღი-
მილზე ეტყობოდა სწორედ, ყველაფერი იცოდა და მაინც აბუჩად
იგდებდა ყველას. მიიღო ის, რის საძიებლადაც იყო მოსული და
ახლა გულდამტკბარი ჩავიდოდა საფლავში. ამ დაღრეჯილი სა-
ხის დანახვაზე ბავშვებმა ტირილი მორთეს, დედებს კი ერთხმად
აღმოხდათ: “ეშმა!”
როგორც იქნა, ლუჩიანომ სოფლის ბოლოს გააღწია. განაპი-
რა სახლი იქვე იდგა, სულ რამდენიმე მეტრში. იმის იქით უკვე
გორაკებში ჩაკარგული, გრძელი, ღორღიანი გზა და ზეთისხი-
ლის ხეებიღა მოჩანდა.
14 მკითხველთა ლიგა
სწორედ ამ დროს კაცების ჯგუფი გადაუდგა წინ. შუბლშეჭმუხ-
ნულნი, წერაქვებითა და ნიჩბებით შეიარაღებულნი, ერთმანეთს
მხარს უმაგრებდნენ. ლუჩიანო მასკალზონემ აღვირი მოქაჩა. სი-
ჩუმე ჩამოვარდა. ბიჯსაც არ დგამდა არავინ. “ესე იგი, აქ უნდა
მოვკვდე – სოფლის შესასვლელთან... მაცოდინა მაინც, პირვე-
ლი ვინ გამოიწევს ჩემზე...” ვირმა ღრმად ამოიხროტინა და ლუ-
ჩიანომ საპასუხოდ ბეჭზე მოუთათუნა ხელი. “წყალს დაალევინე-
ბენ კი ეს ხეპრეები, როცა მე ბოლოს მომიღებენ?” კაცებს ჩააშ-
ტერდა. არც შერხეულა. გარშემო მყოფმა ქალებმაც ხმა გაკმინ-
დეს. განძრევასაც კი ვერავინ ბედავდა. ლუჩიანომ უკანასკნე-
ლად შეიგრძნო გამხმარი პამიდვრების მძაფრი სუნი. აივნებზე
ქალებს ხის ფართო ფიცრები დაელაგებინათ, ოთხად დაჭრილ
პამიდვრებს ახმობდნენ მზეზე. დროთა განმავლობაში პამიდ-
ვრები გამხმარი მწერებივით წელში იკაკვებოდნენ და საძაგელი,
მჟავე სუნი ასდიოდათ. “აი, ეს პამიდვრები, აივნებზე რომ ხმება,
ჩემზე მეტხანს იცოცხლებენ”.
უეცრად, კარგა მოზრდილი ქვა მოხვდა პირდაპირ შუბლში.
თავს ძალა დაატანა, უნაგირზე წელგამართული დარჩენილიყო.
“აი ასე, – ლუჩიანოს ჯერ კიდევ ეყო დრო გასაფიქრებლად, – აი,
ასე მომკლავენ, ჩამქოლავენ, როგორც განკვეთილს”. მეორე ქვა
საფეთქელში მოხვდა. ამჯერად დარტყმის ძალამ გადმოაქანა,
მტვერში დაეცა, ფეხები უზანგში გაებლანდა. თვალებზე სისხლი
ჩამოსდიოდა. ირგვლივ ჯერ კიდევ ესმოდა ხმები – კაცები თით-
ქოს აზარტში შედიოდნენ, ყოველი მათგანი ქვას სწვდა. სეტყვა-
სავით დააყარეს. მზისაგან ალმურმოდებული ქვები მიწის მშრალ
სურნელს აფრქვევდნენ. პერანგი ბლანტი, ცხელი სისხლით გა-
ეჟღინთა. “ახლა მიწაზე ვგდივარ, – გაიფიქრა, – წინააღმდეგო-
ბასაც არ ვუწევ. მესროლონ, ნეტავ, რას ჩაკლავენ ჩემში ისეთს,
რაც უკვე მკვდარი არაა... ძალა მეცლება. სისხლისგან ვიცლები.
15 მკითხველთა ლიგა
რაღას აყოვნებენ, ბოლოც მომიღონ ბარემ!” ოღონდ ბოლო ქვა
რაღაც აგვიანებდა. ისიც კი გაიფიქრა, გაბოროტებულებს ჩემი
აგონიის გახანგრძლივება უნდათო. საქმე ის იყო, სოფლის
მღვდელს მოერბინა, ხალხსა და მის მსხვერპლს შორის ჩამდგა-
რიყო, ყველას მტარვალებად ნათლავდა და მოითხოვდა, კაცის-
კვლაზე ხელი აეღოთ. იგრძნო, ღვთის კაცმა როგორ ჩაიმუხლა
მის გვერდით, ყურთან მისი სუნთქვა იგრძნო და ხმაც გაიგონა:
“აქა ვარ, შვილო ჩემო, ცოტაც გაუძელი და დონ ჯიორჯიო მოგხე-
დავს”. ქვების წვიმა აღარ განახლებულა. ლუჩიანო მასკალზო-
ნეს უნდოდა, მღვდელი იქით გაეწია, რათა მონტეპუჩიოელებს
დაწყებული საქმე მოეთავებინათ, ოღონდაც ძალა არ ეყო.
მღვდლის ჩარევა არაფრის მომტანი იყო, მხოლოდ აგონიას
უხანგრძლივებდა. ჯობდა ჩაექოლათ, ველურად, გაბოროტებით,
თუნდაც ფეხებით გაეთელათ და მოეთავებინათ. სწორედ ამის
თქმა სურდა დონ ჯიორჯიოსათვის, მაგრამ ვერა ბგერა ვერ ამო-
უშვა პირიდან.
მღვდელი რომ არ ჩამდგარიყო ბრბოსა და მსხვერპლს შო-
რის, ლუჩიანო მასკალზონე ბედნიერი მოკვდებოდა, სახეზე ღი-
მილმორეული. ბრძოლის ველზე, გამარჯვებებით გულმოყირჭე-
ბული დამპყრობელივით. ცოტა ზედმეტ ხანს გაძლო. ცხოვრება
ძალზე ნელა ეცლებოდა ხელიდან და დრო მიეცა, გაეგონა ის,
რაც არასოდეს უნდა სცოდნოდა.
სოფლელები მისი სხეულის გარშემო შეჯგუფულიყვნენ, და
რადგან საქმე ბოლომდე მაინც ვერ მიიყვანეს, ახლა სიტყვიერი
შეურაცხყოფებით იქავებდნენ ენებს:
– აქ დაბრუნების სურვილს მოგისპობთ!
– ხომ გეუბნებოდით, ლუჩიანო, დღეს შენი სიკვდილის დღეა!
და, მერე, რიგით სულ ბოლო შეძახილისაგან თითქოს მიწა იძ-
რა მის სხეულქვეშ: “ღორიშვილო, მორჩა, იმაკოლატა უკანას-
16 მკითხველთა ლიგა
კნელია, ვინც შენ გააუპატიურე!” ღონემიხდილ, თვალებმილუ-
ლულ ლუჩიანო მასკალზონეს გონება შეუქანდა. იმაკოლატა? ეგ
ვინღაა? ფილომენა... წარსული თვალწინ წარმოესახა. ძველი
დროის სახეები გარსშემოხვეული ბრბოს ხორხოცში ირეოდა.
ბოლოს მაინც მიხვდა.
“რა ცოტა დამაკლდა, ბედნიერი მოვმკვდარიყავი! რამდენიმე
წამი, სულ რამდენიმე წამით ზედმეტი... სხეულზე ცხელი ქვების
ძალა შევიგრძენი, კარგი იყო... ასეც წარმომედგინა ყველაფერი.
სისხლი მდის. ცხოვრება ქრება. ბოლომდე ღიმილით, მაგათ და-
საცინად... ცოტა დამაკლდა, ეს სიამოვნება აღარ მიწერია. ცხოვ-
რებამ კიდევ ერთხელ დამიდო ფეხი... მესმის, ძაღლებივით რო-
გორ წკავწკავებენ გარშემო. ეს მონტეპუჩიოს კაცები იცინიან
ასე. მიწა, ჩემს სისხლს რომ სვამს, ისიც იცინის და საკუთარი ვი-
რიც და სოფლის ძაღლებიც დამცინიან... შეხედეთ ერთი ამ ლუ-
ჩიანო მასკალზონეს, თავის გულის ვარდი ფილომენა ეგონა და
მის დას კი დააკარგვინა ქალწულობა! ლუჩიანოს დაგვიხედეთ,
ეგონა, გამარჯვებული მოკვდებოდა, ახლა აგერ მტვერში გდია,
გაწბილებისაგან სახედაღრეჯილი... ბედმა დამცინა. მზესაც ეცი-
ნება ჩემზე – ცხოვრებაში ვერ ვივარგე, სიკვდილშიც ვერ ვივარ-
გე... მე, ლუჩიანო მასკალზონეს, მიმიფურთხებია იმ ბედისწე-
რისთვის, კაცს რომ ასე გაიდებს ფეხქვეშ!..”
კი, ნამდვილად იმაკოლატა იყო, ვისთანაც ლუჩიანომ იმრუ-
შა. ფილომენა ბისკოტი ლუჩიანოს დაპატიმრებიდან ცოტა ხნის
შემდეგ, ფილტვის ემბოლიით დაღუპულა. მისი უმცროსი და, იმა-
კოლატა ობლად დარჩა ბისკოტების ოჯახიდან და საგვარეულო
სახლში დასახლდა. დრო გადიოდა – თხუთმეტწლიანი კარჩაკე-
ტილი ცხოვრება და ნელინელ იმაკოლატაც თავის დას დაემსგავ-
სა. რომ დასცლოდა, აკი ფილომენასაც ასეთივე სახე ექნებოდა...
შინაბერა დარჩა იმაკოლატა, ცხოვრებისაგან გარიყულად
17 მკითხველთა ლიგა
გრძნობდა თავს და მთელი თავისი არსებობის მანძილზე, ერთა-
დერთ ღირსშესანიშნაობად წელიწადის დროთა ცვლას აღიქვამ-
და. ამ უღიმღამო წლების კვალად, ხშირად აგონდებოდა ერთი
კაცი, რომელიც ბავშვობაში მის დას ეარშიყებოდა. ეს მოგონება
სიამის ჟრუანტელს ჰგვრიდა მუდამ, მისი ხულიგნური ღიმილიც
არ ავიწყდებოდა და გაახსენდებოდა თუ არა, სიმხურვალე ალად
მოედებოდა ხოლმე სახეზე.
თხუთმეტი წლის თავზე, როცა იმაკოლატამ კარი გააღო და
ზღურბლზე ეს კაცი დახვდა, დღესავით ნათელი იყო, ბედის შე-
უვალი ძალის წინაშე უნდა მოეხარა ქედი. სწორედ ის არამზადა
ედგა იქ, პირისპირ. იმაკოლატას არასოდეს არაფერი გადახდო-
მია თავს, ახლა კი ვნებას ხელის გასაწვდომ მანძილზე აკავებდა.
მერე, როცა საძინებელ ოთახში, შიშველი სხეულის დანახვაზე,
კაცმა მისი დის სახელი წაიჩურჩულა, მკვდრის ფერი დაედო სა-
ხეზე იმაკოლატას – წამსვე იაზრა, სხვაში ეშლებოდა. იქნებადა
ხელი უნდა ეკრა, თვალი აეხილა მისთვის? ამის არავითარი სურ-
ვილი არ ჰქონდა. კაცი მის წინ იდგა, მის დაში ეშლებოდა და თუ
ეს უფრო მეტ სიამოვნებას ანიჭებდა, ქალიც მზად იყო მისთვის
დაეთმო ეს ფუფუნება. ტყუილი აქ არაფერ შუაში იყო – უბრა-
ლოდ, იმაკოლატა ყველაფერზე დათანხმდებოდა, ოღონდ ცხოვ-
რებაში ერთხელ მაინც წოლილიყო კაცთან.
დონ ჯიორჯიო ზეთს არ იშურებდა მომაკვდავისთვის, ოღონდ
ლუჩიანოს აღარაფერი ეყურებოდა, სიბრაზისაგან იძაგრებოდა
მხოლოდ:
“მე, მასკალზონე ლუჩიანო, გამასხარავებული ვკვდები. თუმ-
ცა ახლა ამით არაფერი შეიცვლება. ფილომენა თუ იმაკოლატა –
ახლა ამას რა მნიშვნელობა აქვს? ხომ კმაყოფილი ვარ. შეუძლია
ვინმეს ამის გაგება? თხუთმეტი წელი ამ ქალზე ვფიქრობდი.
თხუთმეტი წელი ვოცნებობდი, გულში ჩამეკრა. ვოცნებობდი იმ
18 მკითხველთა ლიგა
შვებაზე, რასაც მომგვრიდა. ციხიდან გამოსვლისთანავე, რაც
შევძელი, ყველაფერი გავაკეთე. იმ სახლამდე მივედი და ვინც იქ
დამხვდა, ის ქალი წავაწვინე. სიტყვა ხომ შევასრულე. თხუთმეტი
წელი მხოლოდ ამაზე ფიქრით. ბედმა ინება ჩემთვის ხაფანგი და-
ედო – ვის შეუძლია ამას წინ აღუდგეს... ძალა არ შემწევს, მდი-
ნარე აღმა ვადინო და არც ცაზე ვარსკვლავების გაქრობა შემიძ-
ლია. მე მხოლოდ კაცი ვიყავი, ის შევძელი, რისი გაკეთებაც კაცს
შეუძლია – სახლამდე მისვლა, კარზე დაბრახუნება და იმ ქალ-
თან ცხოვრება, ვინც კარი გამიღო... მხოლოდ კაცი ვიყავი. და-
ნარჩენი კი... ბედმა დამცინა, მე რა შემეძლო... მე ლუჩიანო მას-
კალზონე ვარ, ახლა ვკვდები და აღარც ჩემ შესახებ ქირქილით
მოყოლილი ჭორ-მართლის მოსმენა მინდა”.
ლუჩიანომ მანამ მიაბარა სული გამჩენს, ვიდრე სოფლის მოძ-
ღვარი ლოცვას დაასრულებდა. გაეცინებოდა ალბათ, სიკვდი-
ლამდე რომ სცოდნოდა, ეს დღე რას უქადდა.
იმაკოლატა ბისკოტი დაფეხმძიმდა. საწყალ ქალს ვაჟიშვილი
უნდა შესძენოდა. ასე გაგრძელდა მასკალზონების გვარი – შეც-
დომით, გაუგებრობის შედეგად. ავყია მამისაგან, სიყვარულის
აქტიდან ორი საათის თავზე რომ მოკლეს და იმ შინაბერასაგან,
ცხოვრებაში კაცი პირველად რომ იგემა. ასე გაჩნდა მასკალზო-
ნების ოჯახი; კაცისაგან, რომელიც შეცდა და ქალისაგან, რო-
მელმაც ტყუილს მოუხუჭა თვალი, რადგან ნდომისაგან მუხლები
უკანკალებდა.
ამ მწველ მზიან დღეს ბედისწერამ ისე ისურვა ადამიანებთან
გათამაშება, როგორც ზოგჯერ ფრთამოტეხილ ჩიტებს კატები
ეთამაშებიან ხოლმე ბრჭყალშემალული თათებით...
ცხელი ქარი უბერავს, გამხმარ ბალახს ძირს აწვენს და ქვები
სტვენენ. ქარს სოფლის ხმები და ზღვის სურნელი მოაქვს. ბებერი
ვარ და ჩემი ძვლები ქარის ყოველ მონაბერზე გამხმარი ხესავით
19 მკითხველთა ლიგა
ტკაცუნობს. დაღლილობისაგან ვარ ჩახერგილი. რომ არ წავ-
ბორძიკდე, მკლავს მთავაზობთ. ასაკით ჯერ კიდევ მოგდევთ ძა-
ლა. თქვენი სხეულის მშვიდი სიმხნევით ვგრძნობ ამას. თქვენ
დაგეყრდნობით და ასე მივალთ ბოლომდე. თქვენს მკლავს დაყ-
რდნობილი, არანაირ დაღლილობას არ შევუშინდები. ქარი ყუ-
რებში გვიწივის, ჩემს სიტყვებს ჰაერში ფანტავს. კარგად არ გეს-
მით, რასაც გიამბობთ. ნუ წუხხართ. ასე მირჩევნია, ქარმა გაიყო-
ლოს ჩემი სათქმელის ერთი ნაწილი. ჩემთვის ასე უფრო იოლია.
ლაპარაკს გადავეჩვიე. მე ხომ სკორტა ვარ. მე და ჩემი ძმები მუნ-
ჯის შვილები ვიყავით და მთელი მონტეპუჩიო “ენაჩაგდებულებს”
გვეძახდა.
გიკვირთ ალბათ, ჩემს ლაპარაკს რომ ისმენთ. ეს პირველი
შემთხვევაა, ამ ხნის მანძილზე. ოცი წელია, მონტეპუჩიოში ცხოვ-
რობთ – შესაძლოა, უფრო მეტიც. მომსწრე იყავით, დუმილის
სამყაროში როგორ ჩავყვინთე. სოფლელების მსგავსად, თქვენც
იფიქრებდით, სიბერის გაყინულ წყლებში შეცურა და უკან აღა-
რასოდეს გამობრუნდებაო. დღეს დილით თქვენთან მოვედი,
შეხვედრა გთხოვეთ და ვაითუ გვარიანადაც დაგაფრთხეთ. თით-
ქოს ძაღლს ან სახლის ფასადს ამოეღოს ხმა. ვერც წარმოიდგენ-
დით ალბათ, ამგვარი რამ საერთოდ თუ იყო შესაძლებელი. ამი-
ტომაც დამთანხმდით შეხვედრაზე. გაინტერესებთ, ბებერ კარმე-
ლას ასეთი რა აქვს თქვენთვის სათქმელი. ცნობისწადილი
გკლავთ, ღამით რატომ მოგიყვანეთ აქ. თქვენს მკლავს ვეყ-
რდნობი, ამ საცალფეხო ბილიკით მიმყავხართ. ეკლესია მარ-
ცხნივ მოვიტოვეთ, სოფელს ზურგი ვაქციეთ და თქვენი ცნობის-
მოყვარეობაც მატულობს. მადლობელი ვარ, დონ სალვატორე,
მაგ ცნობისმოყვარეობისათვის. ეგ მეხმარება, არ გადავიფიქრო.
გეტყვით, ხელახლა რატომ ავლაპარაკდი. გუშინ პირველად
ამერია გონება. ნუ გეღიმებათ – ფიქრობთ, შეუძლებელია საღ
20 მკითხველთა ლიგა
გონებაზე მყოფმა ადამიანმა თავად შეამჩნიოს, რომ გონება
აერია? გეშლებათ. გუშინ დამეწყო. გონება მებინდება. ამიერი-
დან, ჩემი დღეები დათვლილია. საღამო ხანს, ჩვეულებისამებრ,
განვლილ ცხოვრებას გადავავლე თვალი. ერთი კაცის სახელი
ვერ გავიხსენე. კარგად ვიცნობდი. სამოცი წელია, თითქმის ყო-
ველდღე მასზე ვფიქრობ. გუშინ კი სწორედ მისი სახელი მეხსიე-
რებიდან დამისხლტა. ერთი კია, რამდენიმე წამის მანძილზე ჩემი
მეხსიერება თეთრ უსაზღვრო სივრცედ გადაიქცა, მასზე ხელი
აღარ მიმიწვდებოდა. ოღონდ ეს დიდხანს არ გაგრძელებულა,
სახელი მალევე ამომიტივტივდა მეხსიერების ზედაპირზე. კორნი
– ასე ერქვა იმ კაცს. კორნი. სახელი კი გავიხსენე, ოღონდ თუკი
ერთხელ მაინც დამავიწყდა, ნიშნავს, რომ გონება დამიძაბუნდა
და თანდათანობით ყველაფერი დავიწყებას მიეცემა. ვიცი, ასეა.
დღეს დილითაც ამიტომ გინახულეთ. უნდა ვილაპარაკო, სანამ
ყველაფერი საბოლოოდ დამვიწყებია. ეს ნივთიც ამიტომ მოგარ-
თვით. მინდა შეინახოთ. იქნებ სულაც ეკლესიის ნეფში დაკი-
დოთ. მე თუ მკითხავთ, სწორედაც რომ ეკლესიაშია მისი ადგი-
ლი. კორნის სახელთანაა დაკავშირებული.. სახლში ვეღარ შევი-
ნახავ, ვაითუ ერთ დღესაც გამომეღვიძოს და არც აღარაფერი
მახსოვდეს. იმ ადამიანის სახელიც კი გადამავიწყდეს, ვისთვისაც
იყო განკუთვნილი. შემდგომში, როცა ჩემი შვილიშვილი ანა
სრულწლოვანი გახდება, მას გადაეცით. მაშინ უკვე მკვდარი ვიქ-
ნები. ან გონებაარეული. სურვილს შემისრულებთ და გამოვა,
რომ წლების მიღმიდან გავესაუბრები. აი, შეხედეთ – თლილი
ხის პატარა ფირფიტაა, გაპრიალებული და ლაქგადასმული. შუ-
აში ნეაპოლ-ნიუ-იორკის ეს ძველი გემის ბილეთი ჩავადებინე და
ბილეთის ქვეშ, სპილენძის ეს მედალიონი. ზედ სიტყვებია ამოტ-
ვიფრული: “კორნის, ვინც ნიუ-იორკის ქუჩებში მეგზურობა გაგ-
ვიწია”. თქვენ გაბარებთ. არ დაგავიწყდეთ, ანას ეკუთვნის.
21 მკითხველთა ლიგა
მოვყვები, დონ სალვატორე, ეს უკანასკნელი რამღა დამრჩა
გასაკეთებელი. აი, სიგარეტი მოგიტანეთ, მოსწიეთ. მიყვარს
თამბაქოს სუნი. გთხოვთ, მოსწიეთ. ქარი კვამლის ფთილებს სა-
საფლაომდე წაიღებს. ჩემს მკვდრებსაც ეამებათ. მოსწიეთ, დონ
სალვატორე. ორივესთვის კარგი იქნება. ერთი სიგარეტი სკორ-
ტების სახელზე.
ლაპარაკის დაწყება მიჭირს. მერე ყველაფერს მოვყვები. ჩემი
სიტყვები ქარს მიაქვს. წარმოვიდგენ, ვითომ ქარს ვესაუბრები,
თქვენ კი თითქმის არაფერი გესმით.
22 მკითხველთა ლიგა
II
როკოს წყევლა
24 მკითხველთა ლიგა
ემართა რამე – ღვთის რისხვა არ აგცდებათ! თქვენს მინდვრებს
დაუბრუნდით, ქანციც გაგწყვეტიათ ძაღლებივით, და მამაზეცი-
ერს მადლობა შესწირეთ, თუკი დროდადრო იწვიმებს – ესეც
არამია თქვენზე!”
ქადაგად დავარდნას რომ მორჩა, დონ ჯიორჯიომ მონტეპუჩი-
ოს მცხოვრებლები გაშტერებულები მიატოვა და ბავშვის წასაყ-
ვანად მიბრუნდა. იმავე დღეს წაიყვანა სან-ჯიოკონდოში, სანაპი-
როს ჩრდილოეთით მდებარე სოფელში. ეს ორი დასახლება რა
ხანია ერთმანეთს მტრობდა – მოქიშპეები შეიყრებოდნენ და
ხელჩართულ ჩხუბს მართავდნენ. მეთევზეებს ზღვაზეც ჰქონდათ
შეტაკებები, როგორც წესი, ერთურთს ბადეებს უფხრეწდნენ ან იმ
დღეს დაჭერილ თევზს უნადგურებდნენ. დონ ჯიორჯიომ ბავშვი
მეთევზის ოჯახს მიაბარა და თავის სამწყსოში დაბრუნდა. მერე,
როცა ერთ კვირა დღეს, სოფლის მოედანზე, ვიღაც უპოვარმა წუ-
ხილით გაიკითხა ბავშვის ამბავი, დონ ჯიორჯიომ მკვახედ მიუგო:
– შენ მაინც რაში გესაქმება, შე მართლა ეშმაკის კერძო? ჯერ
მზად იყავი, ჩვილი ჩაგეკლა და ახლა კი წუხხარ? დიახაც, სან-
ჯიოკონდოში გავაბარე, რა გიკვირს? თქვენ მაინც ყველას გჯობი-
ათ, წყალი არ გაუვა!..
კარგა ხანი დონ ჯიორჯიო ღვთისმსახურების ჩატარებაზე
უარს იყო. არც წირვა, არც ზიარება, არც აღსარების მიღება. “ამ
მხარეში ქრისტიანები რომ მომრავლდებიან, ჩემი მოვალეობის
შესრულებასაც მაშინღა მივუბრუნდებიო” – ასე ამბობდა.
გავიდა დრო და დონ ჯიორჯიოსაც სიბრაზე გამოუნელდა.
დარცხვენილი მონტეპუჩიოელები, დანაშაულზე წასწრებული
მოსწავლეებივით, ყოველდღე ეკლესიის კართან იყვნენ ატუზუ-
ლები. სოფელი მოლოდინში იყო – მიტევების მოლოდინში. რო-
გორც იქნა, გარდაცვლილთა მოსახსენიებელ კვირა დღეს,
მღვდელმა ფართოდ გააღო ეკლესიის კარები და დიდი ხნის მან-
25 მკითხველთა ლიგა
ძილზე პირველად ჩამორეკეს ზარებმა. “მკვდრებს ხომ ვერ დავ-
სჯი შთამომავალთა მათთა სირეგვენის გამოო” – ბუზღუნებდა
დონ ჯიორჯიო და წირვაც აღასრულა.
როკო გაიზარდა, დაკაცდა. ახალ გვარს ატარებდა – საკუთა-
რი მამისა და იმ მეთევზის, რომელმაც შეიკედლა, ნაერთ გვარს
– როკო სკორტა მასკალზონე. მამამისი ერთი ზანტი, არაფრის-
მქონე ვიგინდარა იყო, მთელი ცხოვრება წვრილმანი გამომძალ-
ველობით ირჩენდა თავს, როკო კი ნამდვილი ყაჩაღი დადგა: მინ-
დორში თავს ესხმოდა გლეხებს, იპარავდა საქონელს, ძარცვავ-
და ფერმებს, კლავდა გზააბნეულ მდიდრებს, მეთევზეებსა და მო-
ვაჭრეებს გამოსასყიდს ართმევდა. რამდენიმე კარაბინიერი და-
ადევნეს; სუყველანი გზის პირას იპოვეს, ტყვიით თავგახვრეტი-
ლი, შარვალჩახდილი თუ ბარბარის ლეღვის ხეებზე ტიკინებივით
მოქანავე. ხარბი იყო და სასტიკი. თან გვარიანი მექალთანეც –
ერთ ოციოდ ქალს მაინც ამუნათებდნენ მასთან კავშირში. სახე-
ლი რომ დაიგდო და მთელ რეგიონზე, როგორც მეპატრონე თა-
ვის ხალხზე, ისე გაბატონდა, როკომ მონტეპუჩიოსაც მოაკითხა,
ამაყად თავაწეულმა და მხრებგაჯგიმულმა, თითქოს არც არაფე-
რი ჰქონდა სასაყვედურო. მონტეპუჩიოში თითქოსდა არაფერი
შეცვლილიყო ამ ხნის მანძილზე – ერთად შექუჩებული სახლების
პატარა გროვა, ვიწრო შუკები და ზღვაზე ჩასასვლელი გრძელი,
დაკლაკნილი ქვის კიბე, რომლითაც მოხუცები სოფლიდან პორ-
ტში და პირუკუ ადი-ჩადიოდნენ, იმ სახედრის ჩვევადქცეული სი-
ზანტით, მზეში რომ თავს ზოგავს; აი, ბავშვები კი მუდამ გუნდე-
ბად ჩარბოდნენ კიბეებზე და არასოდეს გრძნობდნენ დაღლას.
სოფელი ზღვას გადაჰყურებდა. წლიდან წლამდე, ქარი და მზე
გულდასმით აპრიალებდა ქვის საფეხურებსა და ტალღებისკენვე
მიქცეულ ეკლესიის ფასადს. როკო სოფლის ამაღლებულ ნაწილ-
ში დასახლდა. ერთ ძნელად მისადგომ ადგილს დაეპატრონა და
26 მკითხველთა ლიგა
ზედ დიდი, ლამაზი კაზა აიშენა. როკო სკორტა მასკალზონე მდი-
დარი კაცი გახდა და ერთსა და იმავე პასუხს სცემდა მასთან დრო-
დადრო სათხოვნელად მოსულ თანასოფლელებს – იქნებ ჩვენ
თავი გაგვანებო და მხოლოდ მეზობელი სოფლები დახარკოო:
“ხმა ჩაიკმინდეთ, ნაძირალებო, თქვენი ღვთიური სასჯელი ვა-
რო”.
ერთხელაც, ზამთარი იყო, როკო დონ ჯიორჯიოსაც გამოეცხა-
და. ვიღაც ორი პირმოქუშული კაცი და დამფრთხალი გამომეტ-
ყველების ახალგაზრდა ქალი ახლდა თან. კაცებს პისტოლეტები
და კარაბინები ესხათ. როკომ მღვდელი მოიხმო და როცა ეს უკა-
ნასკნელი წინ დაუდგა, ჯვრისწერა მოსთხოვა. დონ ჯიორჯიო და-
ემორჩილა. შუა ცერემონიის დროს მღვდელმა პატარძლის სახე-
ლი იკითხა. როკომ რაღაც
უხერხულად გაიღიმა და ჩაიბურტყუნა: “არ ვიცი, მამაო...” და
მღვდელს რომ ყბა ჩამოუვარდა გაოცებისაგან, თანაც სახეზე ეტ-
ყობოდა, საკუთარ თავს ეკითხებოდა – გატაცებას ქორწინების
აქტით ხომ არ ვაკანონებო, იქვე დაამატა: “ყრუ-მუნჯია, მამაო”.
– გვარი? – ჩაეძია დონ ჯიორჯიო.
– მაგას რა მნიშვნელობა აქვს, მამაო – მაინც ხომ სკორტა
მასკალზონე იქნება.
მღვდელმა ჯვრისწერა გააგრძელა, თუმც კი გვარიანად შეწუ-
ხებული გახლდათ, ვაითუ ვცოდავ და უფლის წინაშე ვიქნები პა-
სუხისმგებელიო. მაინც დალოცა შეუღლებულები და ისეთი ხმით
დასტურჰყო: “ამინ!”, თითქოს ამბობდა: “ღმერთმა ინებოსო” და
სათამაშო მაგიდაზე აგორებდა კამათელს...
სწორედ იმ დროს, როცა ეს პატარა ჯგუფი უნაგირებზე შემოს-
ხდომასა და გაუჩინარებას აპირებდა, დონ ჯიორჯიომ გამბედაო-
ბა მოიკრიბა და ახალდაქორწინებულს გასძახა:
– როკო, ერთ წუთს შეიცადე, დაგელაპარაკო მინდა.
27 მკითხველთა ლიგა
ერთხანს უხერხული სიჩუმე ჩამოვარდა. მერე როკომ თავის
ორ მეჯვარეს ანიშნა, მის გარეშე დაძრულიყვნენ და მისი მეუღ-
ლეც თან გაეყოლებინათ. მღვდელმა შვებით ამოისუნთქა, გამბე-
დაობაც მოიკრიბა. ინტერესით აკვირებოდა ახალგაზრდა კაცს
და გრძნობდა, მასთან ლაპარაკი რომ შეიძლებოდა – ყაჩაღს,
რომელიც მთელ იმ მხარეს შიშის ზარს სცემდა, მის მიმართ ერ-
თგვარი რიდი მაინც ჰქონდა შემორჩენილი.
– ორივემ ვიცით, – დაიწყო მამა ზამპანელიმ, – რა ცოდვიან
ცხოვრებასაც ეწევი. ქვეყანა შენ მიერ ჩადენილ დანაშაულებებზე
ლაპარაკობს. შენ დანახვაზე კაცები ფითრდებიან და შენი სახე-
ლის ხსენებაზე ქალები პირჯვარს იწერენ. შიშს თესავ, სადაც არ
უნდა იყო. მონტეპუჩიოს რაღაზე აწიოკებ?
– ხომ იცით, რომ გიჟი ვარ, მამაო.
– რაა?
– კი, ასეა. ერთი უბედური, გიჟი ნაბუშარი. თქვენ უკეთ მოგეხ-
სენებათ. ცხედრისა და შინაბერას ნაშიერი ვარ. ღმერთმა დამცი-
ნა.
– ღმერთი თავის ქმნილებებს არ დასცინის, შვილო ჩემო.
– აკი ასეთი უკუღმართი გამაჩინა, მამაო. ხმამაღლა ამას არ
იტყვით, მაინც ეკლესიის მსახური ხართ, მაგრამ ისევე კი ფიქ-
რობთ, როგორც სუყველა. გიჟი ვარ, დიახ. ცხოველი. არც უნდა
დავბადებულიყავი.
– უჭკუო ხომ მაინც არ გეთქმის, შეგიძლია სხვა გზას დაადგე,
ხალხის პატივისცემაც დაიმსახურო...
– დღეს მდიდარი კაცი ვარ, მამაო. უფრო მდიდარი, ვიდრე
რომელიმე მონტეპუჩიოელი ხეპრე. სწორედ ამის გამო მცემენ
პატივს. სხვაგვარად არ შეუძლიათ. ჩემი შიშიც აქვთ, ოღონდ ეს
არაა მთავარი – გულისგულში შიშს კი არ განიცდიან, არამედ
შურსა და პატივისცემას ჩემი სიმდიდრის გამო. მხოლოდ ამაზე
28 მკითხველთა ლიგა
ფიქრობენ. ფული. მე კიდევ ფული მეტი მაქვს, ვიდრე ყველა ამათ
ერთად აღებულს.
– განა ისევ ამათ არ წაართვი, ამათგან არა გაქვს მთელი ეს
ფული?
– გინდათ მთხოვოთ, მონტეპუჩიოელებს გავანებო თავი,
ოღონდ მიზეზს ვერ ნახულობთ. კარგ მიზეზს. ასეა, მამაო. არც
არსებობს მიზეზი – ვითომ რატომ უნდა შევეშვა მაგათ? მზად იყ-
ვნენ ჩვილი მოეკლათ. ახლა მათზე მოვლენილი სასჯელი ვარ,
მორჩა და გათავდა.
– იქნებადა წინ არ უნდა აღვდგომოდი, – შეეპასუხა მღვდელი,
– დღეს თუ მათ კლავ და ძარცვავ, ასე გამოდის, თითქოს თავად
მე ჩავდიოდე ამას. იმიტომ კი არ გადამირჩენიხარ, ასე მოიქცე.
– ჭკუას ნუ მასწავლით, მამაო.
– იმას გასწავლი, რაც უფალს სურს, აკეთო.
– ძალიანაც კარგი. დამსაჯოს უფალმა, თუკი ჩემი ცხოვრების
წესით მას შეურაცხყოფას ვაყენებ. მოაცილოს ჩემი თავი მონტე-
პუჩიოს.
– როკო...
– ჭირი, დონ ჯიორჯიო – ჭირი გაიხსენეთ ან დაეკითხეთ უფა-
ლს, რატომ ღრღნის მიწას ხან ხანძრებით, ხან გვალვებით... მეც
ჭირი ვარ, მამაო, მეტი არაფერი. ანდა კალიების ღრუბელი, მი-
წისძვრა, ან რაიმე გადამდები სენი... ყველაფერი თავდაყირაა.
გიჟი ვარ, გამხეცებული, მალარია, შიმშილი! მამაზეციერს მი-
მართეთ. მე კი აქა ვარ და ჩემს კუთვნილს მაინც ვიცხოვრებ!
ხელი ჩაიქნია, ცხენს მოახტა და გაუჩინარდა. იმავე საღამოს,
სენაკის იდუმალებაში, მამა ზამპანელი მთელი თავისი რწმენის
მოხმობით ერთადერთ შეკითხვას უსვამდა უფალს: სურდა გა-
ეგო, სწორედ თუ მოიქცა, ჩვილი რომ გადაარჩინა... ლოცვით შე-
ევედრა და პასუხად მხოლოდ დუმილი მიიღო.
29 მკითხველთა ლიგა
როკო სკორტა მასკალზონეს თაობაზე ჭორები კვლავ აგორ-
და მონტეპუჩიოში. ყვებოდნენ, მუნჯი ირჩია ცოლად – მუნჯი და
თანაც შეუხედავი – მხოლოდ საკუთარი ცხოველური სურვილე-
ბის დასაკმაყოფილებლადო; ყვირილი რომ არ შესძლებოდა,
როცა სცემდა და გააუპატიურებდაო. ასევე ამბობდნენ, ეს საცო-
დავი, უენო არსება მიტომ არჩია, დარწმუნებული ყოფილიყო, ვე-
რაფერს გაიგებდა მისი შავბნელი საქმეების თაობაზე და ასევე,
ვერც ვერასოდეს გასცემდა. ეშმაკის ხელი ერია ამაში, უტყუ-
არად.
ოღონდაც აქვე უნდა ეღიარებინათ, ჯვრისწერის დღიდან მო-
ყოლებული, როკო მონტეპუჩიოს მცხოვრებლებს აღარ შეხებია.
თავისი საქმიანობა გაცილებით შორს, პულიას მიწებზე გადაიტა-
ნა. სოფელი მშვიდ ცხოვრებას დაუბრუნდა. ეამაყებოდათ კიდეც,
ასეთი სახელგავარდნილი პიროვნება რომ სახლობდა იქ. დონ
ჯიორჯიოს არ დავიწყებია, უფლისათვის მადლობა შეეწირა – მი-
აჩნდა, ყოვლისშემძლემ შეისმინა ჩემი მოკრძალებული თხოვ-
ნაო.
მუნჯმა სამი შვილი გაუჩინა: დომენიკო, ჯუზეპე და კარმელა.
მონტეპუჩიოს მცხოვრებლები ოჯახის თავს თითქმის ვერ ხედავ-
დნენ – დღენიადაგ გზაზე იყო გადებული, მოქმედების არეალის
გაზრდას ცდილობდა. მხოლოდ ღამით თუ ბრუნდებოდა სახლში.
ასეთ დროს სანთლების შუქი ატანდა ფანჯრებში, ისმოდა სიცი-
ლი, მოქეიფეთა ღრიანცელი. რამდენიმე დღე გაგრძელდებოდა
ხოლმე ასე, მერე კი ისევ სიჩუმე ჩამოწვებოდა. სოფელში არასო-
დეს ჩადიოდა როკო, რამდენიმეჯერ მისი სიკვდილის თუ დაჭე-
რის ხმაც გავარდა, ოღონდ ყოველი მომდევნო ბავშვის გაჩენა
ამგვარ ჭორებს ნიადაგს აცლიდა. მუნჯი მხოლოდ საყიდლებზე
თუ ჩამოივლიდა სოფლად და ბავშვებიც კუდში მისდევდნენ სოფ-
ლის შუკებში. ზოგჯერ სოფელში უცხოები გამოჩნდებოდნენ, სიტ-
30 მკითხველთა ლიგა
ყვის უთქმელად, რაღაც ყუთებით დატვირთული სახედრების წყე-
ბას მოუძღვებოდნენ წინ და ალაფს მაღლობზე წამოჭიმულ დიდ,
მდუმარე კარ-მიდამოში აბინავებდნენ: როკო მოპარულ საქო-
ნელს ეზიდებოდა თავისთან.
სკორტების ბავშვების მიმართ სოფელში ერთგვარი უთქმელი
კარანტინი იყო გამოცხადებული და სოფლის ბავშვებსაც მათთან
თამაში ეკრძალებოდათ. რამდენჯერ უთქვამთ მონტეპუჩიოელ
დედებს თავიანთ ნაშიერთათვის: “ამ ბავშვებთან მოთამაშე არ
დაგინახოო” და როდესაც გულუბრყვილო ბავშვი მიზეზს იკით-
ხავდა, ასე პასუხობდნენ – “ეგენი ხომ მასკალზონები არიანო”.
ბოლოს და ბოლოს, სამმა პატარამაც მორჩილად მიიღო ამგვარი
ვითარება. აკი ამჩნევდნენ, რამდენჯერაც ვინმე სოფლელი ბავ-
შვი მიუახლოვდებოდათ, იმწამსვე ქალი გაჩნდებოდა თითქოს
არსაიდან, მკლავში წაავლებდა ხელს, თავში წაუთაქებდა და და-
უყვირებდა: “დაგავიწყდა, რაც გითხარი, შე უბედურო?” საწყალი
ბავშვიც სულ ტირილ-ღნავილით შორდებოდა იქაურობას. ამგვა-
რად, მხოლოდ ერთმანეთში თამაშობდნენ.
ერთადერთი, ვინაც ამ პატარა ჯგუფის მარაქაში ერეოდა, რა-
ფაელი იყო, ღარიბი მეთევზის შვილი, რომელსაც ყველა ზედმეტ
სახელად ფაელუკს ეძახდა. მშობლების მრავალგზისი აკრძალ-
ვის მიუხედავად, სკორტებს დაუმეგობრდა და გვერდიდან არ
სცილდებოდა. ყოველ საღამოს, შინ მიბრუნებულს, მამა ეკითხე-
ბოდა, ვისთან ერთად დაყიალობდიო და პატარაც სულ ერთსა და
იმავეს იმეორებდა – ჩემს მეგობრებთანო. ასე რომ, ყოველ სა-
ღამოს, მამამისი ცემით ასიებდა და თან ზეცას ლანძღავდა, ასეთი
ბრიყვი რომ მოუვლინა მემკვიდრედ.. თუ მამა სახლში არ იყო,
დედა უსვამდა ტრადიციად ქცეულ შეკითხვას და ახლა ის ასილა-
ქებდა. ერთი თვის თავზე კი ორივეს მობეზრდა, აღარც არაფერს
ეკითხებოდნენ, ჯვარი დაუსვეს თავიანთ ვაჟიშვილს – მსგავსი
31 მკითხველთა ლიგა
ჩერჩეტისაგან კარგს რას უნდა მოველოდეთო. დედამისი სულაც
როგორც ვინმე ვიგინდარას, ისე ექცეოდა და, ვთქვათ, ვახშმო-
ბისას სულ ასე მიმართავდა ხოლმე: “ცალტვინავ, პური მომაწო-
დე ერთი!” და ამას ხუმრობითა თუ დაცინვით კი არ ამბობდა, უბ-
რალოდ, როგორც ფაქტს აღნიშნავდა. ბავშვზე ხელი ჰქონდათ
ჩაქნეული და ვგონებ, საკუთარ შვილადაც კი ვეღარ აღიქვამ-
დნენ.
1928 წლის თებერვლის ერთ დღეს როკო სოფლის ბაზარში
გამოჩნდა – მუნჯი ცოლისა და სამი შვილის თანხლებით, ყველა-
ნი საკვირაოდ გამოწყობილნი. სოფელი გაშრა. რა ხანია, ცხადში
არავის ენახა. ჯერ კიდევ ტანბრგეს, ჭაღარაშერეული წვერი ჩაც-
ვენილ ლოყებს უფარავდა. უკვე ორმოცდაათ წელს იქნებოდა გა-
დაცილებული, ოღონდ გამოხედვა კი არ შეცვლოდა – შიგადა-
შიგ, სიშმაგის მსგავსი რამ გამოსჭვიოდა ამ გამოხედვაში. მთე-
ლი დღე სოფელში გაატარა, ერთი კაფედან მეორეში გადადი-
ოდა, ნებისმიერ სათხოვარს უგდებდა ყურს და შემოთავაზებულ
საჩუქრებზეც არ უთქვამს უარი. თავდაჭერილად კი იქცეოდა და
ისე ჩანდა, მონტეპუჩიოს მიმართ ზიზღი და ბოღმა განელებოდა.
იმ დღეს, ხალხისთვის რომ გეკითხათ, ასეთი კაცისაგან რიგიანი
მერი დადგებოდა.
მოსაღამოვდა. გრილმა, ხანმოკლე წვიმამ დასცხო ქვაფე-
ნილს. სკორტა მასკალზონების ოჯახი თავის კარ-მიდამოში დაბ-
რუნდა და სოფლელებსაც საშუალება მიეცათ, ამ მოულოდნელი
გარდამოსვლის თაობაზე დაუსრულებლად ემსჯელათ. დაღამე-
ბულზე ისევ მოუხშირა წვიმამ. აცივდა, ზღვაც ღელავდა. სანაპი-
როს მთელ გაყოლებაზე ტალღები ეხეთქებოდა კლდეებს.
დონ ჯიორჯიო კარტოფილის წვნიანს გეახლათ. მასაც დატყო-
ბოდა ასაკი, მხრებში მოხრილიყო. ყოველგვარი ფიზიკური დატ-
ვირთვა – თავისი მიწის ნაგლეჯის ჩიჩქნა, ეკლესიაში სადურ-
32 მკითხველთა ლიგა
გლო სამუშაოების შესრულება – ყოველივე ამგვარი, რაშიც რა-
ღაც შვებას ჰპოვებდა, ახლა აკრძალული ჰქონდა. ერთიანად ჩა-
მოხმა, თითქოს სიკვდილს ადამიანების დათხელება სჭირდებო-
დეს, სანამ წასაყვანად მოაკითხავს... ბერიკაცი იყო, ოღონდ
მრევლი ჯერ კიდევ სულითა და ხორცით მისი ერთგული რჩებო-
და და მამა ზამპანელის შეცვლის ამბავს, მიწაზე გადაფურთხების
გარეშე, არც ერთი მათგანი არ შეხვდებოდა.
კარებზე დააკაკუნეს. დონ ჯიორჯიო შეკრთა. ჯერ ეგონა, კარ-
გად ვერ გაიგო – წვიმის ხმა იქნებოდაო, გაიფიქრა. მაგრამ ბრა-
ხუნი გაძლიერდა. ლოგინიდან სწრაფად წამოდგა – მომაკვდა-
ვისთვის ზეთის საკურთხევლად თუ იქნებიან მოსულნიო.
მის წინ თავიდან ფეხებამდე გალუმპული როკო სკორტა აღ-
მართულიყო. დონ ჯიორჯიო გაუნძრევლად იდგა, საკმარისი ხა-
ნი, კაცისთვის შეეხედა და ეაზრა, რამდენმა წელმა განვლო და
რა დაღი დაასვა მის ნაკვთებს. მღვდელმა იმთავითვე იცნო კი,
როგორ არა, ოღონდ სურდა დროის ნამოქმედარს დაკვირვებო-
და – როგორც ოქრომჭედლის ნამოქმედარს აკვირდებიან სა-
გულდაგულოდ.
– მამაო... – ბოლოს ხმა ამოიღო როკომ.
– შემოდი, შემოდი, – გაეპასუხა დონ ჯიორჯიო, – ამ ავდარში
რამ მოგიყვანა?
როკომ თვალებში ჩახედა მოხუცს და ხმადაბლა, მაგრამ ურ-
ყევი ხმით უპასუხა:
– აღსარების სათქმელად მოვედი.
ასე დაიწყო დონ ჯიორჯიოსა და როკო სკორტა მასკალზონეს
შორის პირისპირ შეხვედრა მონტეპუჩიოს ეკლესიაში, იმ ამბის
ორმოცდაათი წლის თავზე, როცა პირველმა მეორეს სიცოცხლე
შეუნარჩუნა. მას შემდეგ, რაც მღვდელმა ჯვარი დასწერა, ერთმა-
33 მკითხველთა ლიგა
ნეთი არც ენახათ, ერთი ღამე კი მეტისმეტად ხანმოკლე იყო
იმისთვის, რაც ამ ორ კაცს ერთმანეთისთვის ჰქონდა სათქმელი.
– გამორიცხულია... – ეუბნებოდა დონ ჯიორჯიო.
– მამაო...
– შეუძლებელია-მეთქი, გეუბნები!
– მამაო, – უმტკიცებდა როკო, – საუბარს რომ მოვრჩებით,
სახლში დავბრუნდები, დავწვები და ჩემი აღსასრულიც მოვა.
მერწმუნეთ. ვიცი, რასაც ვამბობ. ნუ მკითხავთ, საიდან. უბრა-
ლოდ, ვიცი. ახლა კი თქვენ წინაშე ვდგავარ აქ, მინდა, რომ მო-
მისმინოთ და მომისმენთ კიდეც, რადგან ღვთის მსახური ხართ
მხოლოდ და თავად ღმერთს ვერ ჩაენაცვლებით...
დონ ჯიორჯიო განცვიფრებული იყო იმ ურყევი ნებითა და სიმ-
შვიდით, მისი თანამოსაუბრისგან რომ გამოსჭვიოდა. არც არა-
ფერი დარჩენოდა, გარდა იმისა, დათანხმებულიყო. როკომ კი
ეკლესიის წყვდიადში ჩაიმუხლა და “მამაო ჩვენო” ჩაიკითხა ბო-
ლომდე. მერე თავი ასწია და თხრობა დაიწყო. ყველაფერი მოყ-
ვა. თითოეული ჩადენილი დანაშაული, ყოველი ავი საქმე, მისხა-
ლი არაფერი დაუმალავს. მოუკლავს კიდეც, უძარცვავს, სხვისი
ქალიც დაუსაკუთრებია. ცეცხლსა და შიშის ზარს თესდა ყველ-
გან. ქურდობა და ძალადობა – მხოლოდ ამისაგან შედგებოდა
მთელი მისი ცხოვრება... ეკლესიის ბინდბუნდში დონ ჯიორჯიო
მის სახეს ვერ არჩევდა, მხოლოდ ცოდვებისა და დანაშაულებე-
ბის ამ გრძელ ჩამონათვალს უსმენდა. რას გახდებოდა, ყველა-
ფერი უნდა მოესმინა. როკო რამდენიმე საათი ყვებოდა ჩადენილ
დანაშაულებს. რომ მორჩა, მღვდელმა აღარც კი იცოდა, რა პა-
სუხი ეთქვა. თავბრუ ეხვეოდა. ან კი რა შეეძლო ეღონა იმ ყვე-
ლაფრის შემდეგ, რაც აქ გაიგონა. ხელები უკანკალებდა.
– გისმინე, შვილო ჩემო... – როგორც იქნა, ამოღერღა, – ვი-
მედოვნებდი, ღმერთი ამარიდებდა სიბერეში ამგვარის გაგონე-
34 მკითხველთა ლიგა
ბას... მაგრამ ჩემთან მოხვედი და მეც ყური გიგდე. ვინ მომცა უფ-
ლება, ღვთის ქმნილებას უარი ვუთხრა, ოღონდ შენდობა კი არ
შემიძლია. თავად წარსდგები უფლის წინაშე, შვილო ჩემო, და
მოგიწევს მის რისხვას გაუსწორო თვალი.
– მე მხოლოდ ადამიანი ვარ და... – გაეპასუხა როკო. დონ ჯი-
ორჯიოსათვის საიდუმლოდ დარჩა, რისი თქმა სურდა ამით –
ბრალს იცილებდა თუ პირიქით, ცოდვების შენდობას ითხოვდა.
დაქანცული იყო მოხუცი. ფეხზე წამოდგა. მარტო სურდა დარ-
ჩენა.
მაგრამ როკომ კვლავ ამოიღო ხმა:
– სათქმელი კიდევ მაქვს, მამაო.
– რა გინდა? – დაეკითხა გულსგარეთ.
– ამ ეკლესიას მინდა ძღვენი შევწირო.
– რა ძღვენი?
– ყველაფერი, მამაო. ყველაფერი, რაც კი რამ გამაჩნია. წლე-
ბის მანძილზე დაგროვილი სიმდიდრე. მონტეპუჩიოში უმდიდრე-
სი კაცის ავლა-დიდება.
– შენგან ვერაფერს მივიღებ. მთელ მაგ ქონებას სისხლის სუ-
ნი უდის. მას შემდეგ, რაც მომიყევი, როგორ ბედავ კია... თუკი
მონანიება გსურს, ჯერ ხალხს ნაძარცვი უნდა დაუბრუნო.
– ეგ როგორღა გინდათ მოვახერხო?! ზოგი მკვდარია, ზოგის
არც ასავალ-დასავალი ვიცი...
– მაშინ, მთელ მონტეპუჩიოს დაურიგე – ყველას, განურჩევ-
ლად.
– იგივე არაა, თქვენ თუ გადმოგცემთ? თანაც, ამ ბინძურ
ფულს თუ ხალხს დავურიგებ, ყველას ჩემი ცოდვების თანამონა-
წილედ გავხდი, თქვენ მიერ გაღებული მოწყალება კი სულ სხვა
რამაა – აკი თავად ეკლესიას წარმოადგენთ და მონტეპუჩიოც
თქვენი სამწყსოა.
35 მკითხველთა ლიგა
გაშტერებული შესცქეროდა დონ ჯიორჯიო. ერთ უბირ ყაჩაღს
საიდან უნდა ჰქონოდა ამგვარი გაგება, ასეთი საღი აზრი? წარ-
მოიდგინა, ბედის ჩარხი რომ სხვაგვარად დატრიალებულიყო,
როკო სკორტაც სულ სხვა კაცი იქნებოდა – ხალხის დარბაისელი
წინამძღოლი, სურვილს რომ გაგიჩენდა, ყველა საქმეში გვერ-
დით დასდგომოდი.
– ბავშვები? – იკითხა მღვდელმა. – შენი ცოდვების სიას ახლა
საკუთარი შვილების გაძარცვაც გინდა მიამატო?
– რა მერე? ამგვარი ქონებით ტკბობის ნებას თუ მივცემ, ეგ
ხომ ცოდვაში განმტკიცებას ნიშნავს.
ერთი შეხედვით, კარგი არგუმენტი იყო, ძალზედ კარგი.
ოღონდაც დონ ჯიორჯიოს ეს ყოველივე ფუჭ რიტორიკად ეჩვენე-
ბოდა.
– ახლა ვინძლო, ნამდვილი მიზეზიც გამიმხილო, – უკვე სიბ-
რაზეშეპარული ხმით დაეკითხა.
აი, ამაზე კი აუტყდა როკოს სიცილი და მართლა ეშმაკისეუ-
ლად ხარხარებდა, მღვდელს კი მიტკლისფერი დაედო სახეზე.
– დონ ჯიორჯიო, – ესღა უთხრა, – რაღაც საიდუმლო მაინც ჩა-
მატანინეთ საფლავში...
ამ სიცილით ყველაფერი იყო ნათქვამი – შურისძიების უდი-
დესი სურვილი, რასაც ვერაფერი დააოკებდა. თავისიანების გა-
ნადგურება რომ შესძლებოდა, როკო უკან არ დაიხევდა. ყველა-
ფერი, რაც გააჩნდა, მასთან ერთად უნდა დასამარებულიყო. იმ
ჭკუაარეული კაცის სიცილი იყო, საკუთარ თითებს რომ იჭრის.
– იცი კი, ამით რა დღეშიც აგდებ? – ხელმეორედ შეეკითხა
მღვდელი. სურდა, ბოლომდე ჩასძიებოდა.
– კი, – ცივად გაეპასუხა როკო, – იცხოვრონ, ოღონდ მოსვე-
ნების გარეშე.
36 მკითხველთა ლიგა
– დაე, ასე იყოს. ვიღებ შესაწირს. რაც კი გაგაჩნია, მთელ ქო-
ნებას. ასე იყოს. არ იფიქრო, ამით მოიპოვო სულიერი სიმშვიდე.
– არა, მამაო. საფასურად სხვა სათხოვარი მაქვს.
– რა ვითომ? – დაეკითხა სიქაგაცლილი მოხუცი.
– ეკლესიას უდიდეს ქონებას ვწირავ, რაც კი ოდესმე უნახავს
მონტეპუჩიოს. სამაგიეროდ გთხოვთ, ჩემიანები, იმ სიღატაკის
მიუხედავად, დღეიდან რომ ვერ ასცდებათ, დიდგვაროვნებივით
დაკრძალონ. დანაპირების შესრულებაც ეკლესიისთვის მომინ-
დვია. ამიერიდან სკორტები სიდუხჭირეში იცხოვრებენ, ჩემგან
მათ არაფერი რჩებათ, ოღონდ მაინც ისე დიდებულად დაკრძა-
ლონ, როგორც არავინ – და აუცილებლად სამგლოვიარო პრო-
ცესიის თანხლებით. სწორედ გამიგეთ, დონ ჯიორჯიო, ამას ცუდ-
მედიდობის გამო როდი გთხოვთ. ღატაკთა გვარს მივცემ დასა-
ბამს და მათ ყველა ზიზღით შეხედავს. კარგად ვიცნობ მონტეპუ-
ჩიოელებს, მხოლოდ ფულს სცემენ პატივს. მათ პირები ამოუკე-
რეთ და მათ შორის ყველაზე უპოვარნი უფლისწულთა საკადრი-
სი პატივით დაკრძალეთ. აკი წერილ არს – უკანასკნელნი პირვე-
ლები იქნებიანო. მონტეპუჩიოში მაინც მოხდეს ასე. თაობიდან
თაობამდე. ეკლესიასაც ახსოვდეს მიცემული პირობა და მთელმა
სოფელმა მასკალზონების პროცესიას დაუხაროს თავი.
როკო სკორტას თვალები შეშლილივით უელავდა, გეგონებო-
დათ, წინ ვერაფერი დაუდგებაო. მოხუცმა ქაღალდი მოიტანა და
შეთანხმების პირობები გააფორმა. როცა ფურცელზე მელანი
შეშრა, როკოს გაუწოდა და დააყოლა: “დაე, იყოს ასე”.
გათენდა. დილის მზე უკვე ეკლესიის ფასადს აცხუნებდა. სო-
ფელი სინათლემ დატბორა. უსიტყვოდ დაშორდნენ ერთმანეთს,
თითქოსდა იმავე საღამოს უნდა შეხვედროდნენ.
სახლში მიბრუნებულ როკოს ოჯახი გაღვიძებული დაუხვდა.
სიტყვა არ დაუძრავს, მხოლოდ პატარა კარმელას გადაუსვა
37 მკითხველთა ლიგა
თმებზე ხელი. ბავშვი მამისაგან სიყვარულის ამგვარ გამოხატვას
არ იყო ჩვეული და გაკვირვებულმა ამოხედა. მერე როკო ლო-
გინში ჩაწვა და აღარც წამომდგარა. ექიმის მოყვანაზეც უარი გა-
ნაცხადა. მუნჯმა მღვდლის დასაძახებლად მოინდომა წასვლა,
მაგრამ როკომ მკლავზე მოქაჩა და უთხრა: “თავი დაანებე დონ
ჯიორჯიოს, გუშინ მძიმე ღამე ჰქონდა”. თუ მაინცა და მაინც, თა-
ნახმა იყო, მის ცოლს ორი მოხუცი ქალი მოეყვანა, ღამე გაეთიათ
მისთვის. სწორედ მათ მოსდეს მთელ სოფელს ამბავი – “როკო
სკორტა კვდებაო.” თავდაპირველად არავინ იჯერებდა. ყველას
წინა საღამოს ჰყავდა ნანახი – წარმოსადეგი, კეთილგანწყობი-
ლი, მხნე. ასე სწრაფად როგორ დაეპატრონა სიკვდილიო.
იმით დამთავრდა, ცნობისმოყვარეობისაგან დაგესლილი,
მონტეპუჩიოს მთელი მოსახლეობა სკორტების კარ-მიდამოს მო-
ედო. უნდოდათ ყოველივე საკუთარი თვალით ეხილათ. რამდე-
ნიმე ხნის მერე, ყველაზე გაბედულები სახლშიც შევიდნენ და მა-
ლე სხვებიც მიჰყვნენ კუდში. ბუზიყლაპიათა ბრბო ოთახებში შე-
იჭრა და ძნელი იყო თქმა, მომაკვდავისთვის უკანასკნელი პატი-
ვის მიგება სურდათ თუ პირიქით – სიხარულით გადაემოწმები-
ნათ, როკო მართლა თუ ღაფავდა სულს.
თანასოფლელების მთელი ეს ჯგრო რომ დაინახა შემოსული,
საწოლზე წამოიწია. უკანასკნელი ძალ-ღონე მოიკრიბა. სახეზე
ფითრის ფერი ედო. სხეული დალეოდა. მის წინ მდგომთ მიაჩერ-
და, თვალებში რისხვამ გაუელვა. განძრევასაც ვერავინ ბედავდა.
ბოლოს, მომაკვდავმა ხმა ამოიღო:
– ცალი ფეხი საფლავში მიდგას. ჩემს ავაზაკურ საქმეთა ნუსხა
გრძელი მოსასხამის კალთასავით მებლანდება ფეხებში. ოღონდ
მე როკო სკორტა მასკალზონე ვარ და ჯერაც ამაყად ვიღიმები.
სინანულს მოელით ჩემგან? გინდათ, მუხლებზე დავეცე და შენ-
დობა გთხოვოთ, უფალს კი შეწყალებას შევევედრო?! მიმიფურ-
38 მკითხველთა ლიგა
თხებია ყველაფრისთვის! ღვთის წყალობა იოლი წყალია, რომ-
ლითაც მშიშრები იბანენ პირს... მე არაფერს ვითხოვ. ვიცი, რა-
საც ფიქრობთ – ეკლესიაში დადიხართ, თქვენნაირ გულუბრყვი-
ლოთათვის დახატულ, ჯოჯოხეთის ამსახველ ფრესკებს აშტერ-
დებით, სადაც ეშმაკები ტყავს აძრობენ, როზგავენ, კბენენ, ფიწ-
ლებით ჯიჯგნიან წაწყმედილთ და რქიანი, ორთითა, ვაცისფეხება
ურჩხულები ზარ-ზეიმით ანაწევრებენ მსხვერპლთა სხეულებს!
შეჩვენებულები მუხლმოდრეკით ითხოვენ შეწყალებას, ქალები-
ვით წიკვინებენ. ოღონდ შეწყალება იქ არ მოსულა! და სწორე-
დაც რომ ეს განიჭებთ სიამოვნებას – მოგწონთ, სამართალს ხე-
დავთ ამაში. მიწაში ჩავდივარ და თქვენც ამ გაუთავებელი წი-
ვილ-კივილისა და ტანჯვის მორევისათვის გემეტებით. გუნებაში
ფიქრობთ, მალე როკო ჩვენი ეკლესიის ფრესკებზე გამოსახულ
სასჯელს სამარადისოდ იწვნევსო საკუთარ თავზე! გგონიათ, ში-
შით ვკანკალებ? კარგად შემომხედეთ, ისევ ის ღიმილი მაწერია
სახეზე, ჩემს სიცოცხლეში, ადგილზევე რომ გაქვავებდათ. არ მე-
შინია მე თქვენი ფრესკების, არც ეშმაკეულ მოლანდებებს შევუ-
წუხებივარ ღამღამობით. ვცოდავდი, ვკლავდი, პატივს ვხდიდი –
აღმიდგა წინ ვინმე? მძლია და გაათავისუფლა ჩემგან ეს ქვეყანა?
არავინ. ცაზე ღრუბლები ისევე მიდი-მოდიოდნენ და სისხლი რომ
მეცხო ხელებზე, დარი იდგა. ისეთი ნათელი ეფინა ირგვლივ,
იფიქრებდი, უფალი ამ ქვეყანას გარიგებიაო. რა გარიგებაზეა
ლაპარაკი, თუკი აქ ჩემნაირი ცოცხლობს! არა, ცა ცარიელია და
ღიმილით შემიძლია მოვკვდე. ხუთფეხა ურჩხული ვარ, აფთრის-
თვალება, მკვლელის ხელებით. სადაც არ გავიარე, ღმერთი
ყველგან უკან იხევდა. ისე მითმობდა გზას, როგორც ამას თქვენ
აკეთებდით მონტეპუჩიოს ქუჩებში. დღეს კი წვიმს და ამ ქვეყანას
დაუნანებლად ვტოვებ. ვთვრებოდი, ვმრუშობდი, ეკლესიის სი-
ჩუმეში ვუხამსობდი. ხარბად ვშთანთქავდი ყველაფერს, რაზეც
39 მკითხველთა ლიგა
კი ხელი მიმიწვდებოდა. დღეს უნდა გეზეიმათ ყველას – ცა უნდა
გახსნლიყო და მთავარანგელოზთა საყვირებს დაეცხოთ ჩემი
სიკვდილის აღსანიშნად. არადა – არაფერი მსგავსი. წვიმს. იფიქ-
რებ, ღმერთს გული სწყდება, მომაკვდავს რომ მხედავს. სისულე-
ლეა. ჩვეულებრივი ადამიანი ვარ. ამდენი ხანიც იმიტომ ვიცხოვ-
რე, ჩემნაირი რომაა ეს ქვეყანა. როკო სკორტა მასკალზონე. არც
არაფერს მოველი. და თქვენ, ვისაც ასე გეჯავრებით, თქვენ, ვი-
საც ყველაზე საშინელი ტანჯვისათვის გემეტებით, ჩემს სახელს
ბოლოს აღფრთოვანებით წარმოთქვამდით. ჩემი ფულის გამო.
ჩემი საქმეების ხსენებაზე იფურთხებით, ადამიანის ძველი, მყრა-
ლი პატივისცემა ოქროს მიმართ კი ვერ გამოგინელდათ. დიახ,
ოქრო გამაჩნია. ბევრი. უფრო მეტი, ვიდრე ყველა თქვენთაგანს,
ერთად აღებულს. ოღონდ ჩემთვის არაფერს ვიტოვებ. მხოლოდ
დანები და მოძალადის ღიმილი მიმყვება თან. მთელი ცხოვრება,
რაც მინდოდა, იმას ვაკეთებდი. მე როკო სკორტა მასკალზონე
ვარ – გიხაროდეთ, ვკვდები.
სათქმელს მორჩა და ბალიშებზე გადაწვა. ძალა გამოეცალა.
თვალებღია მოკვდა გახევებული მონტეპუჩიოელების წინაშე, სა-
მარისებურ სიჩუმეში. არ უხრიალია. არც კი ამოუოხრავს. მზერა-
გასწორებული შეეგება სიკვდილს.
დაკრძალვა მეორე დღისათვის დანიშნეს. სწორედ მაშინ გახ-
და მონტეპუჩიო საკვირველი ამბის მომსწრე. სკორტების სამო-
სახლოდან ჯერ მონოტონური სამგლოვიარო მუსიკა გაისმა, მე-
რე გრძელზე გრძელი კორტეჟიც გამოჩნდა, მამა ზამპანელის მე-
თაურობით – ვერცხლის ლამაზ საცეცხლურს იქნევდა და ქუჩებ-
ში მძიმე, ნაჯერი სურნელი იფრქვეოდა. ექვს კაცს მოჰქონდა კუ-
ბო, ხოლო წმინდა ელიას, მფარველი წმინდანის ქანდაკება ათ
სხვა კაცს გამოეტანა. მუსიკოსები იმ მხარის ყველაზე ნაღვლიან
საგალობლებს უკრავდნენ – ნელი, რიტმული ნაბიჯების თანწყო-
40 მკითხველთა ლიგა
ბით. მსგავსად არავინ არასოდეს დაუკრძალავთ მონტეპუჩიოში.
პროცესიამ კორსო ჩაიარა, ცენტრალურ მოედანზე შეჩერდა,
ძველი სოფლის ვიწროებში ჩაიკარგა და ისევ უკან გამობრუნდა,
მოედანი გადაჭრა, ხელმეორედ გაჩერდა, კორსო ამოიარა და
ბოლოს ეკლესიაში შევიდა. მოკლე ცერემონიის შემდეგ, რომ-
ლის დროსაც მღვდელმა გამოაცხადა, როკო სკორტა მასკალზო-
ნე მთელ თავის ქონებას ღვთის სახლს სწირავსო – რასაც ვიშვი-
შისა და აზრთა გაცვლა-გამოცვლის გარეშე არ ჩაუვლია – კორ-
ტეჟი კვლავ გაუდგა გზას სასულე ინსტრუმენტების გულისგამაწ-
ვრილებელ ხმაზე. ეკლესიის ზარებიც თითქოსდა რიტმს უწყობ-
დნენ ორკესტრის მკვნესარე მელოდიებს. გზად მთელ სოფელს
მოეყარა თავი, ყველას გამუდმებით ერთი და იგივე აზრი აწვა-
ლებდა: ნუთუ მართლა მთელ ქონებაზე იყო ლაპარაკი? და რამ-
დენი იყო, ნეტავ, ეს ქონება? როგორ მოიქცეოდა მღვდელი? მუნ-
ჯსა და მის სამ შვილს რაღა ეშველებოდა? კუშტად გასცქეროდ-
ნენ საწყალ ქალს, ცდილობდნენ მიმხვდარიყვნენ, იცოდა თუ არა
ქმრის ანდერძის თაობაზე რაიმე, ოღონდ ქვრივის დაღლილ სა-
ხეზე არაფერი იკითხებოდა. სრულიად მონტეპუჩიო შეკრებილი-
ყო აქ, როკო სკორტას კი საფლავში ეცინებოდა. მაინც ხომ მიაღ-
წია იმას, რაც ასე ეწადა მთელი ცხოვრების მანძილზე: დაეჩოქე-
ბინა მონტეპუჩიო. ხელთ მოეგდო სოფელი. ფული იყო ერთა-
დერთი საშუალება და როცა ამ ხეპრეებმა თავისიანად იგულეს,
თითქოს რაღაც სიყვარულის გრძნობასავითაც კი გაუჩნდათ მის
მიმართ – ხელზე კოცნიდნენ, “დონ როკოს” ეძახდნენ და მის ქო-
ნებას პატივისცემით უჭვრეტდნენ, ყველაფერი ეს ხელის ერთი
მოსმით გააქრო. ახლა ალბათ საფლავში ეცინებოდა და ნამდვი-
ლად არ აწუხებდა, თუნდაც ქვეყანა დაქცეულიყო მის შემდგომ.
მონტეპუჩიოელებისთვის ყველაფერი ნათელი იყო: როკო
სკორტა მასკალზონემ მის გვარს მოწეული წყევლა ააცილა. მას-
41 მკითხველთა ლიგა
კალზონე ნაბუშარის სინონიმად იყო ქცეული, ხოლო მის მატარე-
ბელთ სიგიჟე დაბედებოდათ. როკო პირველი იყო – სხვები, ეჭ-
ვგარეშეა, უარესები იქნებოდნენ. საკუთარი ქონების ეკლესიი-
სათვის გადაცემით, როკო სკორტამ ამ წყევლის შეცვლა ისურვა:
იმ დღიდან მისი შთამომავლები, გიჟების ნაცვლად, ღატაკებად
მოინათლებოდნენ. როკო სკორტა არსად მიმალულა, არ გაქცე-
ვია წყევლას. საფასურიც მაღალი იყო, მაგრამ სამართლიანი.
ამიერიდან ის შესაძლებლობას აძლევდა საკუთარ შვილებს, ნამ-
დვილი ქრისტიანები გამხდარყვნენ.
მამის საფლავის წინ სამი ბავშვი ერთმანეთს ეტმასნებოდა.
ფაელუკიც იქ იდგა, კარმელას ხელს ჩაჭიდებული. არ ტიროდ-
ნენ. არც ერთი მათგანი ნამდვილ ტკივილს არ განიცდიდა მამის
სიკვდილის გამო. ნაღველს კი არ შეეკრა მათთვის კრიჭა, არა-
მედ სიძულვილს. ესმოდათ, ყველაფერი წაართვეს და დღეიდან
მხოლოდ საკუთარი თავის იმედზეღა უნდა ყოფილიყვნენ. ესმო-
დათ, რაღაც გარეშე ნებამ სიღატაკე მიუსაჯა და ეს ნება მათი მშო-
ბელი მამისაგან მოდიოდა. დომენიკო, ჯუზეპე და კარმელა ფე-
ხებთან ორმოს ჩაშტერებოდნენ. გრძნობდნენ, მთელ თავიანთ
ცხოვრებას მარხავდნენ აქ. რითი ეცხოვრათ ხვალ? რა ფულით
და სად? კაზაც კი გაჩუქებული იყო. განა რა ძალა ეყოფოდა იმ
ბრძოლის გადატანას, წინ რომ ელოდათ? ერთმანეთს ეკვროდ-
ნენ, ზიზღით აღვსილები. ყველაფერს მიხვდნენ. ხალხის გამო-
ხედვაში უკვე იგრძნობოდა ყველაფერი. ამიერიდან ისინი ღატა-
კები იყვნენ – სულის გაძრობამდე ღატაკები.
მიყვარს აქ მოსვლა. რამდენჯერ მოვსულვარ. ამ ბებერ მიწაზე
მხოლოდ ქარის მოხვეტილი ველური ბალახი იზრდება. შუქი
ძლივსღა ბჟუტავს აქა-იქ სოფელში. იქ, მაღლა, ეკლესიის სამ-
რეკლოა. აქეთ არაფერია, ნახევრად მიწაში ჩაფლული ამ ძველი
ხის ავეჯის გარდა. აქ მსურდა თქვენი მოყვანა, დონ სალვატორე.
42 მკითხველთა ლიგა
მინდა, აქ ჩამოვსხდეთ. იცით, საიდანაა ეს ავეჯი? ეკლესიის ძვე-
ლი სააღმსარებლოდან, დონ ჯიორჯიოს დროს იყენებდნენ.
თქვენმა წინმორბედმა შეაცვლევინა. იმათ კი, ვისაც ავეჯის გადა-
ზიდვა ევალებოდათ, ეკლესიიდან გამოიტანეს და აქ მიატოვეს.
აღარავინ შეხებია. დაზიანდა. საღებავი გასცილდა. ხე დაძველ-
და. მიწაში ჩაეფლო. აქ ხშირად ჩამოვმჯდარვარ. ჩემი დროინდე-
ლი გახლავთ ეს ავეჯი.
სწორად გამიგეთ, დონ სალვატორე. აღსარების თქმას არ ვა-
პირებ. თუ აქ ამოგიყვანეთ და ჩემ გვერდით დაჯდომა გთხოვეთ
ამ ძველ, ხის ჩამოსაჯდომზე, იმიტომ არა, თქვენი კურთხევა მი-
მეღო. სკორტებს აღსარების თქმა არა სჩვევიათ. ერთადერთი მა-
მაჩემი იყო. წარბები ნუ შეკარით, შეურაცხყოფას არ გაყენებთ.
უბრალოდ, როკოს შვილი ვარ და კარგა ხანს თუ მისი ჯავრი მჭამ-
და, ეს არაფერს ცვლის. ჩემს ძარღვებში მისი სისხლი ჩქეფს.
მახსოვს მამაჩემი სიკვდილის სარეცელზე. სხეული ოფლისა-
გან უბზინავდა. ფერმიხდილს, სიკვდილი კარზე ჰყავდა მომდგა-
რი. კარგა ხანს აკვირდებოდა მის გარეშემო ყველაფერს. მთელი
სოფელი იმ პატარა საძინებელში მოჯარებულიყო. გადახედა მე-
უღლეს, შვილებს, ბრბოს, რომელსაც ნახევარი სიცოცხლე აწიო-
კებდა და მომაკვდავის ღიმილით გამოაცხადა: “გიხაროდეთ,
ვკვდები”. ამ სიტყვებმა სახეზე გაწნული სილასავით დამშანთეს.
“გიხაროდეთ, ვკვდები.” მონტეპუჩიოელებმა მართლაცდა გაიხა-
რეს, ჩვენ სამნი კი, საწოლის კიდესთან, თვალებდაჭყეტილები,
გამოფიტული მზერით ჩავშტერებოდით. რა უნდა გაგვხარებოდა
– მისი გარდაცვალება? და რატომ მერე? არადა, ეს სიტყვები გა-
ნურჩევლად ყველას გვეხებოდა. როკო ყოველთვის მარტოსული
იყო დანარჩენი სამყაროს პირისპირ. უნდა შემჯავრებოდა. შვი-
ლების შეურაცხყოფით გამოწვეული ზიზღი უნდა გამჩენოდა მის
მიმართ. ვერ შევძელი, დონ სალვატორე. მისი ხელის მოძრაობა
43 მკითხველთა ლიგა
გამახსენდა – სიკვდილის წინ, ვიდრე ლოგინში ჩაწვებოდა,
თმებზე ხელი გადამისვა უსიტყვოდ. ადრე ასეთი რამ არასოდეს
გაუკეთებია. კაცური ხელი თავზე ნაზად ჩამომიცურა და ვერ გა-
ვარკვიე, ეს დამატებითი წყევლა იყო თუ სიყვარულის გამოხატუ-
ლება. ვერ გავაკეთე არჩევანი. ბოლოს ჩავთვალე, ერთი იყო
ორივე. მომეფერა ისე, როგორც მამა ეფერება თავის ქალიშ-
ვილს და უბედურება კი შემატოვა, როგორც ამას მტერი გააკე-
თებდა. ამის გამო ვარ მამაჩემის შვილი. ჩემი ძმებისთვის ეს არ
გაუკეთებია. მხოლოდ მე დამასვა დაღი. მთელი სიმძიმე მე და-
მაწვა. ასე გამოდის, მამაჩემის ერთადერთი შვილი ვარ. დომენი-
კო და ჯუზეპე წლების მანძილზე, ნელ-ნელა იზრდებოდნენ, თით-
ქოს არავის გაეწიოს მათთვის მშობლობა. ეს ჟესტი ჩემთვის იყო
განკუთვნილი, როკომ მე გამომარჩია. ამით ვამაყობ და თუნდაც
წყევლა ყოფილიყოს, ეს არაფერს ცვლის. შეგიძლიათ ამის გაგე-
ბა?
მე როკოს შვილი ვარ, დონ სალვატორე. აღსარებას ნუ მო-
ელით ჩემგან. ეკლესიასა და სკორტებს შორის პაქტი დაირღვა.
ღია ცის ქვეშ, ამ სააღმსარებლოსთან მოგიყვანეთ, ეკლესიაში
არ მინდოდა თქვენთან შეხვედრა. არ მინდოდა, თავდახრილს ან
მონანიების მსურველთა გაბზარული ხმით მესაუბრა. სკორტებს
შეეფერებათ ეს ადგილი. ქარი ქრის და ღამე გარს გვახვევია. ჩვე-
ნი არავის ესმის, გარდა ქვებისა, ჩვენს ხმებს რომ ისხლეტენ.
წლებისაგან დაჭიანებულ ხეზე ჩამოვმსხდარვართ. ამ გალაქულ
ფიცრებს იმდენი აღსარება აქვთ მოსმენილი, ქვეყნის ტკივილმა
გააპრიალა. ათასობით ხმამ მოკრძალებით ჩაიბუტბუტა თავიან-
თი ცოდვები, შეცდომები აღიარეს, საკუთარ სიმახინჯეს ფარდა
ახადეს. დონ ჯიორჯიო აქ უგდებდა მათ ყურს. იმ საღამოს, აღსა-
რების სათქმელად მოსულ მამაჩემსაც აქ მოუსმინა, ვიდრე არ წა-
მოაზიდა. დონ სალვატორე, ამ სიტყვებმა გაჟღინთა ეს ხის ფიც-
44 მკითხველთა ლიგა
რები. დღევანდელი საღამოს მსგავსად, ქარიან ამინდში, წლების
მანძილზე დაგროვილი ათასობით დამნაშავის ჩურჩული, გულა-
მოსკვნილი ტირილი, სირცხვილნარევი აღსარება – ყველაფერი
ისმის ხელახლა. ტკივილის ბურუსი, გორაკებს რომ ეფინება. ეს
მეხმარება. მხოლოდ აქ შემიძლია ლაპარაკი. ამ ძველ ჩამოსაჯ-
დომზე. აღსარებას არ ვამბობ. არც კურთხევას მოველი. ცოდვე-
ბისაგან განწმენდას არ ვეძიებ, ისინი თან გამყვება იმ ქვეყნად.
სათქმელი კი უნდა ითქვას. შემდეგ გავუჩინარდები. ზაფხულო-
ბით, საღამო ხანს, იქნებ დაჰყვეს ქარს რაღაც სურნელი – სურ-
ნელი ერთი ცხოვრების – ხრეშისა და ველური ბალახის სურ-
ნელს რომ შეერიოს...
45 მკითხველთა ლიგა
III
ღატაკთა დაბრუნება
3
Ma va fan’culo!– იტალ. მიდი, შეაყოლე!
46 მკითხველთა ლიგა
“ერთი ამათ დამიხედეთ...” გზის პირას სწორედ ეს შიში ღრღნიდა
სამივეს. პატარა კენჭი ჯუზეპეს ფეხსაცმელში კი ბედის ნახელავი
გახლდათ; თითოეულ მათგანს სჭირდებოდა დრო, თვალებით
მიალერსებოდა სოფელს, სული მოეთქვა და პირჯვარი გადაეწე-
რა, ვიდრე დაღმართზე დაეშვებოდა.
ისე, ჯერ ერთი წელიც არ იქნებოდა გასული, რაც აქედან წა-
ვიდნენ. ასაკი დასტყობოდათ. გამომეტყველება გამკაცრებო-
დათ. მთელმა ცხოვრებამ ჩაიარა – სასოწარკვეთით, გაუსაძლი-
სის გაძლებით თუ პატარ-პატარა სასიხარულო მოულოდნელო-
ბებით აღსავსე ცხოვრებამ.
დომენიკოს ყველა Mimi va fan'culo-ს ეძახდა იმის გამო, რომ
ყველა მისი წინადადება ამ შეძახილით მთავრდებოდა, თანაც ისე
შენელებულად წარმოთქვამდა, თითქოს გინება კი არა და რაღაც
შელოცვა ყოფილიყოს. დომენიკო დაკაცდა – თვრამეტი წლის
ასაკში, ათი წლით მეტს მისცემდით. უხეშნაკვთებიანი, ფართო
სახე და იმგვარი გამჭოლი გამოხედვა ჰქონდა, კაცი იფიქრებდა,
თანამოსაუბრის ღირსებას წონისო. ფიზიკურად ძლიერი, დიდხე-
ლება, ერთთავად იმის ცდაში გახლდათ, რაც შეიძლება სწრაფად
გარკვეულიყო, ვისთან ჰქონდა საქმე. ამ კაცის ნდობა იქნება?
აქედან თუ გამოდნება რამე? – ამგვარი კითხვები თავში კი აღარ
ებადებოდა, ძვალ-რბილში ჰქონდა უკვე გამჯდარი.
ჯუზეპემ კი ბავშვობის ნაკვთები შეინარჩუნა. ორი წლით უფ-
რო ახალგაზრდას, მრგვალი და ლოყაწითელა სახე ჯერ კიდევ
შემორჩა – განვლილი თვეების მიუხედავად. შინაგანად, ამ პატა-
რა ჯგუფში ყოველგვარი კინკლაობის აღსაკვეთად იყო მომარ-
თული და ისეთი რწმენა ჰქონდა საკუთარი და-ძმის მიმართ, ხვა-
ლინდელი დღის გამო სასოწარკვეთას იშვიათად თუ მისცემია.
მეტსახელად Peppe pancia piena4 შეარქვეს. ყველაზე მეტად ჯუ-
4
Peppe pancia piena – იტალ. (აქ) პეპე ღორმუცელა.
47 მკითხველთა ლიგა
ზეპეს ამქვეყნად მუცლის ამოვსება უყვარდა. მუდამ იმის ფიქრში
იყო, როგორმე მაძღრისად ან უფრო მეტიც ეჭამა. თუკი გვარია-
ნად დანაყრდებოდა, იმ დღეს კარგ დღედ გამოაცხადებდა ხოლ-
მე, ორჯერ თუ გეახლებოდათ, თავი სვებედნიერად მიაჩნდა და
რამდენიმე ხანს გუნება-განწყობას არ უჩიოდა. ვინ მოთვლის, ნე-
აპოლიდან მონტეპუჩიოსაკენ მიმავალ გზაზე რამდენჯერ გაბად-
რვია სახე წინადღით ჩახეთქილი კარტოფილის გუფთებისა და
მაკარონის გახსენებაზე. ასეთ დროს საკუთარ თავს უბამდა საუ-
ბარს, მტვრიან გზაზე ნეტარად მომღიმარეს, დაღლილობა ავიწ-
ყდებოდა, მხიარულება იპყრობდა და ერთბაშად აყვირდებოდა
ხოლმე: “Madonna, che pasta!”5 მერე ძმას ხარბად დაეკითხებო-
და – “მიმი, გახსოვს?” და ამას ხსენებული კერძის გამოწვლილ-
ვითი აღწერა მოჰყვებოდა – რა სისქე, რა გემო, რა საწებელი ახ-
ლდა და დაჟინებით კითხულობდა: “გახსოვს მიმი, როგორი
sugo6 იყო, რანაირი წითელი? ღმერთმანი, შიგ ჩაშუშული ხორცი
იგრძნობოდა, გახსოვს?” ბოლოს და ბოლოს, მისი ბოდვებით
გულშემოყრილ მიმის აღმოხდებოდა: “Ma va fan'culo, ერთი შენ-
ცა და შენი მაკარონიც!” და ამით კიდევ ერთხელ შეახსენებდა,
რომ გრძელ გზას ადგნენ, ფეხები სტკიოდათ და არც კი იცოდნენ,
ასეთ კარგ მაკარონს კიდევ როდის გამოჰკრავდნენ კბილს...
კარმელას ძმები სიყვარულით მუჩას ეძახდნენ. ჯერ კიდევ
სულ ბავშვი იყო. აღნაგობაც და ხმაც ბავშვის ჰქონდა. ამის მი-
უხედავად, განვლილმა თვეებმა ძმებზე მეტად დაატყო კვალი.
სწორედ ის იყო მოგზაურობის დროს ამ პატარა ჯგუფის თავსდა-
ტეხილი ყველა უბედურებისა თუ სიხარულის თავი და
თავი. ოღონდ საყვედური მისთვის არავის არასოდეს უთ-
ქვამს, თვითონაც ხვდებოდა, ყველაფერი მისი გამოისობით ხდე-
5
Madonna, che pasta! – იტალ. ღმერთო, რა მაკარონი იყო!
6
sugo – იტალ. საწებელი.
48 მკითხველთა ლიგა
ბოდა და ბოლო წუთშიც მისი წყალობით შეტრიალდა ყველაფე-
რი. თავსგადამხდარმა ასაკისათვის შეუფერებელი პასუხისმგებ-
ლობის გრძნობა და გონიერება შესძინა. ყოველდღიურობაში
ისევ პატარა გოგოდ დარჩენილი, ძმების ხუმრობებზე ალალად
იცინოდა. თუკი ბედი უწყრებოდათ, კრიჭას კრავდა და მბრძანებ-
ლური ტონით იწყებდა ლაპარაკს. უკანა გზაზე სწორედ მას ებარა
სახედრის აღვირი. რაც გააჩნდათ, ძმებმა ყველაფერი მას მიან-
დეს. ვირიცა და ვირზე აკიდებული ყოველგვარი ხარახურაც – ეს
ჩემოდნებიო, ეს სპილენძის ჩაიდანიო, ჰოლანდიური ფაიფურის
თეფშებიო, მოწნული სკამიო, ბამბის საბნებიო, ქვაბების მთელი
ჯარი და რაღა არა. ცალკე აღებული, არც ერთი ნივთი არანაირ
ღირებულებას არ წარმოადგენდა, ერთად კი მთელი მათი საც-
ხოვრისის წონა ჰქონდა. ასე განსაჯეთ, დანაზოგი ფულიც კარმე-
ლასათვის მიებარებინათ და ისიც მთელ ამ საგანძურს ღარიბე-
ბისთვის ჩვეული მომჭირნეობით მზრუნველობდა.
– გგონიათ, ლამპიონებს აანთებენ? – ჯუზეპეს ხმამ გორაკე-
ბის სიჩუმე დაარღვია. სამი დღის წინ გზაზე ერთი ცხენოსანი წა-
მოეწიათ. ხანმოკლე საუბარში სკორტებმა აუხსნეს, სამშობლო-
ში, მონტეპუჩიოში ბრუნდებოდნენ. ცხენოსანი დაჰპირდა, მათი
დაბრუნების ამბავს ყველას შეატყობინებდა. სწორედ ამას გუ-
ლისხმობდა ჯუზეპე. კორსო გარიბალდიზე ლამპიონების ანთება
წესად ჰქონდათ, “ამერიკელი ემიგრანტების” დაბრუნების აღსა-
ნიშნად.
– რასაკვირველია არა, – უპასუხა დომენიკომ, – ლამპიონე-
ბი... – დაამატა მერე, თან მხრები აიჩეჩა. და ისევ სიჩუმე ჩამოდ-
გა.
არა, რაღა თქმა უნდა. სკორტების ნაშიერთ რა ლამპიონების
იმედი უნდა ჰქონოდათ. ჯუზეპეს სახე მოეღუშა. დომენიკომ ეს იმ-
გვარი ტონით განაცხადა, იოტისოდენა ეჭვის საბაბიც კი არ რჩე-
49 მკითხველთა ლიგა
ბოდა. დომენიკოსაც ხომ გაუელვა ამ აზრმა და ახლაც ამაზე ფიქ-
რობდა. ლამპიონებზე. მთელი სოფელი რომ ყოფილიყო იქ თავ-
მოყრილი. პატარა კარმელაც კი ამაზე ფიქრობდა. შესულიყვნენ
კორსო გარიბალდიზე და მომღიმარე და ცრემლმორეული სახეე-
ბი რომ შემოგებებოდნენ. სამივე ამაზე ოცნებობდა. დიახ. ყვე-
ლაფრის მიუხედავად, ლამპიონები მართლა არ იქნებოდა ური-
გო...
ქარი ამოვარდა. ბორცვების სურნელი მობერა. დღე ნელ-ნე-
ლა იწურებოდა. სიტყვის უთქმელად, თითქოს სოფელმა მიიზი-
დაო, სამივენი ერთდროულად, მოუთმენლობითა და შიშით აღ-
ვსილები დაადგნენ გზას.
მონტეპუჩიოში ღამით შევიდნენ. კორსო გარიბალდი მათ
თვალწინ გადაიშალა, ისეთივე, როგორც ამ ათი თვის წინ დატო-
ვეს, მხოლოდ ცარიელი. ქარი შუკებში დაქროდა, თავზე დაზმუო-
და უპატრონო კატებს, ზურგმორკალულები რომ გაურბოდნენ.
ძესულიერი არავინ ჩანდა. სოფელს ეძინა და სიარულისას ვირის
ჩლიქები სიმარტოვის ხმას გამოსცემდა.
დომენიკო, ჯუზეპე და კარმელა კრიჭაშეკრულები მიიწევდნენ
წინ. თავი არ ჰქონდათ ერთმანეთისთვის შეეხედათ. არც ლაპა-
რაკი სურდათ. საკუთარ თავზე ბრაზობდნენ, ეს სულელური იმე-
დი რომ აეკვიატათ – ლამპიონები... რა ჯანდაბის ლამპიონები?!
და ახლა კი თითებს მუშტავდნენ სიჩუმეში.
იმ ადგილს ჩაუარეს, სადაც მათ წასვლამდე ლუიჯი ზაკალო-
ნიას გალანტერეა იდგა. აშკარად რაღაც მომხდარიყო: აბრა
ძირს ეგდო, ფანჯრები – ჩალეწილი. აქ არც აღარაფერი იყიდე-
ბოდა და არც რაიმეს ყიდულობდნენ. ავად ენიშნათ. დიდი რამ
ერთგული მომხმარებლები არასოდეს ყოფილან, მაგრამ მონტე-
პუჩიოში ყოველგვარი ცვლილება ავის მომასწავებლად ეჩვენე-
ბოდათ. უნდოდათ, როგორც დატოვეს, ისევე დახვედროდათ ყვე-
50 მკითხველთა ლიგა
ლაფერი, მათ არყოფნაში დროის სვლა არაფერს დასტყობოდა.
და თუკი ლუიჯი ზაკალონიას გალანტერეაც კი აღარ არსებობდა,
ღმერთმა უწყის, სხვა რამდენი იმედგაცრუება ელოდათ.
კორსოზე ცოტათი წინ წაიწიეს თუ არა, კედელთან კაცის მო-
კუნტული სილუეტი დალანდეს, შუაგულ ქარში ჩასძინებოდა. ჯერ
ვინმე ლოთი ეგონათ, მაგრამ მერე ჯუზეპემ მორთო ყვირილი:
“რაფაელია, ღმერთმანი, რაფაელია!” ბიჭი ყვირილზე შეკრთა და
ერთი წამოხტომით დადგა ფეხზე. სკორტები სიხარულისაგან
ჭყიოდნენ, რაფაელს ბედნიერებისაგან თვალები უბრწყინავდა
და საკუთარ თავს ლანძღავდა – ასე უბედურად როგორ გამომ-
რჩა თქვენი შემოსვლაო. მათ შესახვედრად ემზადებოდა, თავს
სიტყვა მისცა, ღამეს ფეხდგომელა გავატარებო, მერე კი, ნელ-
ნელა, ძილი მოერია და ჩათვლიმა...
– აქა ხართ?! – ცრემლმორეული იძახდა, – მიმი, პეპე, მარ-
თლა აქა ხართ! კარგად შემახედეთ ერთი თქვენს თავს! მუჩა... მე
კი მეძინა, მე იდიოტს! მინდოდა, შორიდანვე დამენახეთ...
ერთმანეთს ეხვეოდნენ, კოცნიდნენ, ზურგზე ხელებს უტყაპუ-
ნებდნენ – ეს ერთი რამ მაინც არ შეცვლილა მონტეპუჩიოში –
რაფაელი ისევ მათთან ერთად იყო. ბიჭმა აღარ იცოდა თავი სა-
ით მიეტრიალებინა, რომელი ერთისათვის შეეხედა. ვირი თავი-
სი ავლა-დიდებით არც შეუმჩნევია, ოღონდ კარმელას სილამაზე
კი იმთავითვე მოხვდა თვალში, ამან სულ დააბნია და ენა უფრო
მეტად დაება.
როგორც იქნა, ორიოდ სიტყვა გარკვევით ამოღერღა: მეგობ-
რებს შეევედრა მასთან წასულიყვნენ. გვიანი იყო. სოფელს ეძი-
ნა. მონტეპუჩიოსთან სკორტების შეხვედრა ხვალამდე მოიცდი-
და. დათანხმდნენ და მერე ძიძგილაობაც მოუწიათ მეგობართან,
ყველა ჩანთა და ჩემოდანი, რაც კი ხელში ხვდებოდა, ზურგზე არ
წამოეკიდა. ის ახლა ნავსადგომთან ახლოს, კლდეში გამოჭრილ
51 მკითხველთა ლიგა
და კირით შელესილ ერთ მომცრო, უბადრუკ სადგომში ცხოვ-
რობდა. რაც შეიტყო, სკორტების დაბრუნებას წინ აღარაფერი
უდგასო, მუხლჩაუხრელად შეუდგა საქმეს: ზორბა თეთრი პური
იყიდა, ხორციანი საწებელი მოადუღა, მაკარონიც მოხარშა. პურ-
მარილიანი დახვედრის მოწყობა სურდა.
ტაბლას რომ შემოუსხდნენ და რაფაელმა დიდი ლანგრით, პა-
მიდვრის სქელ საწებელში მოთუხთუხე orecchiette7 შემოიტანა,
ჯუზეპეს ცრემლები წასკდა. მშობლიური მხარის გემო იცნო, ბავ-
შვობის მეგობარიც გვერდში ეჯდა და მეტი არც არაფერი სჭირ-
დებოდა – კორსო გარიბალდის ერთიანად გაჩახჩახებული ყვე-
ლა ლამპიონი ისე ვერ გაახარებდა, როგორც ეს ოხშივარმომ-
დგარი, პირთამდე სავსე თეფში orecchiette, და მის გადასან-
სვლასაც არ დაახანებდა.
ივახშმეს. თეთრი პურის მოზრდილ ნაჭრებს კბეჩდნენ. პურზე
რაფაელს პამიდორი, ზეითუნის ზეთი და მარილი შეეზილა. საწე-
ბელში ჩაბუჟბუჟებული მაკარონი პირში უდნებოდათ. ჭამდნენ
და ვერც ამჩნევდნენ, როგორი ნაღვლიანი სახით აკვირდებოდა
მათ რაფაელი. რამდენიმე ხნის შემდეგ კარმელას მაინც ეუცნაუ-
რა მისი დუმილი.
– რა იყო, რაფაელ, მოხდა რამე? – დაეკითხა.
არაფრის თქმა არ სურდა, ვიდრე მეგობრები ჭამას არ მორჩე-
ბოდნენ. ცოტა ხანს კიდევ მოიცდიდა სათქმელი. უნდოდა, ჯერ
გემო ჩაეტანებინა ჯუზეპეს, დრო და ხალისი ჰქონოდა თეფშის
მოსასუფთავებლად.
– რაფაელ? – ჩააჟინდა კარმელა.
– აბა, ახლა ნიუ-იორკისა მითხარით, ნიუ-იორკი როგორი
იყო? – მოჩვენებითი ხალისით ეკითხებოდა, ცდილობდა დრო
მოეგო. კარმელა არ მოტყუვდა:
7
orecchiette – მაკარონის ნაირსახეობა.
52 მკითხველთა ლიგა
– ჯერ შენ, რაფაელ... თქვი ბარემ, რაც სათქმელია!..
ძმებმა თავები წამოსწიეს თეფშებიდან. დას ხმაზე შეატყვეს,
რაღაც მოულოდნელი ხდებოდა. ყველანი სახეგაფითრებულ რა-
ფაელს მიაშტერდნენ.
– მინდოდა მეთქვა... – ჩაილუღლუღა, ისე რომ სათქმელი მა-
ინც ვერ დაამთავრა. სკორტები ადგილზე გაშეშდნენ. – დედათ-
ქვენი... მუნჯი... ორი თვეა, აღარ არის...
თავი ჩაქინდრა, სიტყვა არავის დაუძრავს. იცდიდნენ. მიხვდა,
კიდევ უნდა ეთქვა რამე. ყველაფერი უნდა მოეყოლა.
მუნჯს მალარიის ციება შეჰყროდა. რამდენიმე კვირა უმკლავ-
დებოდა ავადობას, მაგრამ მერე ძალებმა უმტყუნა. ცდილობდა
კია, დრო მოეგო. იმედოვნებდა, თავისიანების დაბრუნებამდე
მაინც გაატანდა. იმ დღემდე მაინც, რაიმე ახალი ამბავი შეეტყო.
არ დასცალდა და ერთხელაც, ძლიერი შეტევის დროს, სული და-
ლია.
– დონ ჯიორჯიომ ღირსეულად დაკრძალა? – ხმა ამოიღო დო-
მენიკომ.
შეკითხვა ერთხანს უპასუხოდ დარჩა. რაფაელი იტანჯებოდა.
სათქმელი მაინც ბოლომდე უნდა ეთქვა და არაფერი დაემალა.
– დონ ჯიორჯიო უფრო ადრე გარდაიცვალა. გულხელდაკრე-
ფილი. ბერიკაცს ღიმილი შერჩენოდა სახეზე...
– დედაჩვენი? – იკითხა ისევ კარმელამ. გრძნობდა, რაფაელი
პასუხს გაურბოდა და მის დუმილში კიდევ მეტი უბედურება მა-
ლავდა თავს.
– ვერაფერი მოვახერხე, – ჩაილუღლუღა რაფაელმა, – გვიან
მივედი. ზღვაში ვიყავი გასული. მთელი ორი დღით. რომ დავ-
ბრუნდი, უკვე დაკრძალული იყო. ახალმა მღვდელმა აიღო თავის
თავზე ყველაფერი. საერთო სასაფლაოზე დამარხეს. რა უნდა
მექნა.
53 მკითხველთა ლიგა
სკორტებს ბრაზისაგან სახეები მოექუფრათ, კრიჭა შეეკრათ.
სიტყვები – “საერთო სასაფლაო” გაწნილი სილასავით უფეთქავ-
დათ თავში.
– რა ჰქვია ახალ მღვდელს? – დომენიკომ იკითხა.
– დონ კარლო ბოზონი.
– ხვალ ვინახულებთ, – განაცხადა დომენიკომ და მის ხმაში
ჩანდა, უკვე იცოდა კიდეც, მღვდელს რასაც მოსთხოვდა. ამ ღა-
მით არ სურდა ამაზე საუბარი.
დაწვნენ, ჭამა არც კი დაუმთავრებიათ. არც ერთ მათგანს მეტი
არაფერი უთქვამს. საკუთარი ტკივილისათვის მიენდოთ თავი.
მეორე დღეს, კარმელა, ჯუზეპე, დომენიკო და რაფაელი ცის-
კრის ლოცვისთვის ადგნენ. ახალი მღვდელი დილის ცივ ჰაერზე,
გარეთ დაუხვდათ.
– მამაო! – გასძახა დომენიკომ.
– დილა მშვიდობისა, შვილებო, – გაეპასუხა მღვდელი დამ-
ტკბარი ხმით.
– მუნჯის შვილები ვართ.
– ვისი?
– მუნჯის.
– განა ეს რა სახელია, – გაიკვირვა დონ კარლომ, ტუჩებზე
ოდნავ შესამჩნევი ღიმილით.
– ასე ეძახდნენ, – მოკლედ მოუჭრა კარმელამ.
– ნათლობის სახელს გეკითხებით, – გაიმეორა მღვდელმა.
– სხვა სახელი არა ჰქონია.
– კარგი, ამჯერად ეგრე იყოს. რითი შემიძლია დაგეხმაროთ?
– რამდენიმე თვის წინ მომკვდარა, – თქვა დომენიკომ, – სა-
ერთო სასაფლაოზე დაგიმარხავთ.
– მახსოვს, კი. მონაწილე ვარ თქვენი მწუხარების, შვილებო.
ნუ იდარდებთ, დედათქვენი ახლა უფალთანაა.
54 მკითხველთა ლიგა
– დაკრძალვის ამბავზე მოვედით თქვენს სანახავად, – ისევ
მოუჭრა კარმელამ.
– აკი დავკრძალეთ კიდეც, როგორც შეეფერებოდა...
– ის სკორტა იყო.
– სკორტა. კეთილი, ხომ ჰქონია სახელი.
– როგორც სკორტა, ისე უნდა დაგეკრძალათ, – გააგრძელა
კარმელამ.
– როგორც ქრისტიანი, ისე დავკრძალეთ, – შეუსწორა დონ
ბოზონიმ.
დომენიკოს ბრაზისაგან სახე ჩაეტეტკა. გაბზარული ხმით უთ-
ხრა:
– არა, მამაო. როგორც სკორტა. აქ ასე წერია.
და ამ სიტყვებით მღვდელს ის ქაღალდი გაუწოდა, რომელზე-
დაც როკომ და დონ ჯიორჯიომ შეთანხმებას მოაწერეს ხელი.
მღვდელმა ჩუმად ჩაიკითხა საბუთი, წამოჭარხლდა და უეცრად
იფეთქა:
– ეს რაა?! ღმერთო შენ გვიშველე! წარმოუდგენელია! დონ ჯი-
ორჯიოს ვინ მისცა უფლება, ეკლესიის სახელით მოეწერა ხელი?
ერეტიკოსი, დიახ! სკორტა... მშვენიერია! და თქვენ თავს ქრის-
ტიანებს ეძახით? წარმათები ხართ ნამდვილი, მთელი აქაური
ხალხი. სკორტაო! ისე ჩავიდა მიწაში, როგორც ყველა. ესაა სულ,
რისი იმედიც უნდა ჰქონოდა.
– მამაო... – შეკამათება სცადა ჯუზეპემ, – ეკლესიას შეთან-
ხმება ჰქონდა ჩვენს ოჯახთან.
მაგრამ მღვდელმა თქმაც არ დააცადა ბოლომდე. მთელი
ხმით ღრიალებდა: “სიგიჟეა! რა შეთანხმება, რას ბოდავთ?!”
მერე უხეში მოძრაობით გაინთავისუფლა გზა და ეკლესიის კუ-
ტიკარში გაუჩინარდა.
55 მკითხველთა ლიგა
იქ არყოფნამ სკორტებს საშუალება არ მისცა, ეს მოვალეობა
თავადვე შეესრულებინათ და საკუთარი დედისთვის გაეთხარათ
საფლავი. ახლა, რაკი დაბრუნდნენ, მზად იყვნენ დედის ნეშტის-
თვის პატივი მიეგოთ. მარტოობა, საერთო საფლავი, შეგინებუ-
ლი შეთანხმება, ეს უამრავი წყენა... შეთანხმდნენ, იმავე ღამით,
ნიჩბებს აიღებდნენ და მუნჯის ნეშტის გადასასვენებლად წავი-
დოდნენ. შვილების ხელით გათხრილ საკუთარ საფლავში მაინც
განისვენოს. და ჯანდაბას, თუ სასაფლაოს გალავანს გარეთ იქნე-
ბა. ეს ჯობდა, ვიდრე მიწის უსახელო ნაგლეჯი საერთო სასაფლა-
ოზე.
ღამე ჩამოწვა. შეთანხმებისამებრ, რაფაელმა ნიჩბები მოიტა-
ნა. ციოდა. სასაფლაოს შემოღობილში ქურდებივით შეიპარნენ.
– მიმი?..
– რა იყო?
– დარწმუნებული ხარ, რაიმე მკრეხელობას რომ არ ჩავდი-
ვართ?
ვიდრე დომენიკო პასუხს გასცემდა, კარმელას ხმაც გაისმა:
– ეს საერთო სასაფლაოა მკრეხელობა!
ჯუზეპემ ნიჩაბს დაავლო ხელი:
– მართალი ხარ, მუჩა! არაფერია აქ საჭოჭმანო.
უსიტყვოდ თხრიდნენ. რაც უფრო ღრმად მიიწევდნენ, მით უფ-
რო მძიმე ხდებოდა ყოველი ნიჩბის ამოსმა. ეჩვენებოდათ, ყო-
ველ წამს შეიძლებოდა ძილიდან გამოეფხიზლებინათ საიქიოს
წასულთა სულები. ცდილობდნენ, არ ეძაგძაგათ, მიწიდან ამომა-
ვალ, გულისამრევი სიმყრალის პირისპირ.
როგორც იქნა, ნიჩბის წვერმა ფიცარზე გაიბრახუნა. გვარიანი
ძალდატანება დასჭირდათ კუბოს ორმოდან ამოსაღებად. ზედ
ფიჭვის ხეზე დანით იყო ამოკაწრული: “სკორტა”. მათი მშობელი
დედა იქ იყო, ამ უშნო ყუთში, ღარიბ-ღატაკის საკადრისად და-
56 მკითხველთა ლიგა
მარხული. არც მარმარილოს ფილა, არც სამგლოვიარო სვლა...
კუბო მხრებზე გაიდეს და უჩუმრად გავიდნენ სასაფლაოს შემო-
გარენიდან. რამდენიმე ხანს გალავნის გასწვრივ მიდიოდნენ, სა-
ნამ მიწის პატარა ნაყარს არ მიადგნენ. იქიდან ვერავინ დაინა-
ხავდათ. სწორედ აქ ჩამოდგეს ტვირთი. მხოლოდ მიწის ამოთ-
ხრაღა რჩებოდა. ახლა მუნჯი შეძლებდა თავისი შვილების სუნ-
თქვა შეეგრძნო მარადიულ ღამეში. თხრა რომ დააპირეს, ჯუზეპე
რაფაელს მიუბრუნდა:
– შენც ამოთხრი?
რაფაელი მონუსხულივით გაშეშდა. ჯუზეპეს ნათქვამი – ეს
დახმარების თხოვნა ან მათი ჯაფის გაზიარების სურვილი არ იყო
მხოლოდ – არა, მუნჯი, როგორც მის ერთ-ერთ ვაჟიშვილს, ისე
უნდა დაემარხა. რაფაელს ცარცის ფერი დაედო. ჯუზეპე და დო-
მენიკო მისჩერებოდნენ და პასუხს ელოდნენ მისგან. ჯუზეპემ, აშ-
კარა იყო, სამივე სკორტას სახელით დასვა ეს შეკითხვა. არც
ერთს არ შეუცხადებია. ელოდნენ, რაფაელს თავად გაეკეთებინა
არჩევანი. ნიჩაბი ხელში მოიგდო, თვალები ცრემლით ჰქონდა
სავსე. “რასაკვირველია” – უპასუხა და ამიერიდან თვითონაც
სკორტა უნდა გამხდარიყო, თითქოს ამ უბედური ქალის ცხედარი
დედობის კურთხევას იძლეოდა. დღეიდან მათი ძმა ხდებოდა,
ზუსტად ისევე, თითქოს ერთი სისხლისა ყოფილიყვნენ. მათი ძმა.
სკორტა. რაფაელი ნიჩბის ტარს მაგრად უჭერდა ხელს, ტირილი
რომ არ წასკდომოდა. ოღონდ იმწამს, როცა მიწის თხრა დაიწყო,
თავი ასწია და მზერა კარმელაზე შეაჩერა. იქვე, მათ გვერდით
იდგა, უმოძრაო და მდუმარე. თვალს ადევნებდა. რაფაელს გულ-
მა რეჩხი უყო. უზომო სინანული შემოაწვა. მუჩა. რა ლამაზი იყო!
ამიერიდან ძმის თვალით უნდა შეეხედა მისთვის. სინანული დათ-
რგუნა გულის სიღრმეში და მიწას მთელი ძალით ჩაასო ნიჩაბი.
57 მკითხველთა ლიგა
გასაკეთებელს მორჩნენ და კუბო ხელმეორედ დაფარეს მი-
წით. ერთხანს ხმა არ ამოუღიათ. არ უნდოდათ წასვლა, ისე რომ
უკანასკნელად არ მოეხარათ ქედი. კარგა ხანი გავიდა, ვიდრე
დომენიკო ხმას ამოიღებდა:
– ჩვენ სკორტები ვართ. მშობლები არა გვყავს. არც ერთს.
მხოლოდ გვარი დაგვრჩა. ეს გაგვათბობს ოთხივეს. გვაპატიოს
მუნჯმა, დღეს თუ ხელახლა დავიბადეთ.
ციოდა. თავჩაქინდრულები, კიდევ დიდხანს ჩაშტერებოდნენ
ნაყარ მიწას, ერთმანეთს ეკვროდნენ. და ეს სახელი – სკორტა –
მართლაც ჰყოფნიდათ გასათბობად. რაფაელი უხმოდ აღვარ-
ღვარებდა ცრემლებს. ოჯახი შეიძინა – და-ძმები, მათთვის სი-
ცოცხლესაც არ დაიშურებდა. დღეიდან, დიახ, მეოთხე სკორტა
იქნება. რაფაელ სკორტა. ამიერიდან, მონტეპუჩიოელების მხრი-
დან აბუჩად აგდების მცდელობაც კი ღიმილს თუ მოჰგვრიდა
მხოლოდ. რაფაელ სკორტა, სულითა და ხორცით. მათ გვერდით
იდგებოდა, ჭირსა და ლხინში. ისინი, ვინც თავზე მეტად უყვარდა,
ამერიკას გამგზავრებულები, ვინც საბოლოოდ დაკარგულები
ეგონა და ვისაც გიჟივით, მარტოდმარტო შეეგება მონტეპუჩი-
ოში. რაფაელ სკორტა. დიახ. გულისგულში იფიცებოდა, გვარს
არ შევარცხვენო.
მოვედი, ნიუ-იორკში მგზავრობის შესახებ მინდა გიამბოთ,
დონ სალვატორე. ღამე რომ არა, ლაპარაკს ვერაფრით გავბე-
დავდი. წყვდიადი გვახვევია, თქვენ მშვიდად აბოლებთ, მე კი ვა-
ლი მაქვს მოსახდელი.
მამაჩემის დასაფლავების შემდეგ, დონ ჯიორჯიომ თავისი
გეგმების გასაცნობად მიგვიხმო. ძველ სოფელში პატარა სახლი
ეპოვა, სადაც დედაჩვენი, მუნჯი შეძლებდა ცხოვრებას. ღარიბუ-
ლად, მაგრამ ღირსებით. რაც შეიძლება სწრაფად გადავიდოდა
იქ. ჩვენთვის კი სხვა გამოსავალი უნდა გამოძებნილიყო. მონტე-
58 მკითხველთა ლიგა
პუჩიოში ცხოვრება არაფერს გვიქადდა. ღატაკებს, გამწარებუ-
ლებს სოფლის ქუჩებში უნდა გვეწანწალა, იმათ მსგავსად, ვისაც
განგებამ წოდება და ღირსება ჩამოართვა. კარგი არაფერი გამო-
ვიდოდა აქედან. დონ ჯიორჯიოს არანაირად არ სურდა, უბედუ-
რებისა და უგვანო ცხოვრებისათვის გავეწირეთ. უკეთესი რამ
მოეფიქრებინა: ნეაპოლიდან ნიუ-იორკში მიმავალ გემზე იშოვი-
და სამ ბილეთს. ეკლესია გადაიხდიდა. იმ ქვეყანაში გავემგზავ-
რებოდით, სადაც ღარიბები ცაზე უფრო მაღალ შენობებს აგებ-
დნენ და ბედისწერა ზოგჯერ დაძონძილთა ჯიბეებსაც ავსებდა.
წამსვე დავთანხმდით. მახსოვს, იმ საღამოს, რაღაც გიჟური
წარმოსახვები მიტრიალებდა თავში. ლოცვასავით, განუწყვეტ-
ლივ ვიმეორებდი და თვალები მიბრწყინავდა ამ სიტყვის გამო:
ნიუ-იორკი... ნიუ-იორკი...
როდესაც მონტეპუჩიო დავტოვეთ და ნეაპოლში წავედით,
დონ ჯიორჯიო თან გვახლდა, უნდოდა ნავსაყუდელამდე მივეცი-
ლებინეთ. ერთხელაც მომეჩვენა, ჩვენს ფეხქვეშ რაღაცამ დაიგ-
რუხუნა კიდეც, თითქოს თავად მიწა კიცხავდა თავის შვილებს,
ასე უტიფრად რომ ბედავდნენ მის მიტოვებას. გარგანო გავი-
არეთ, ფოჯიას მოწყენილ, ვრცელ დაბლობზე დავეშვით, მთელი
იტალია გადავკვეთეთ, მხარიდან მხარეში გადავდიოდით, ვიდ-
რე ნეაპოლში არ ჩავაღწიეთ. თვალები გაგვიფართოვდა ამ ერ-
თმანეთში ალუფხული ხმაურის, ჭუჭყისა და სიცხის ლაბირინთის
დანახვაზე. მთელი ქალაქი აშმორებული თევზის სუნით ყარდა.
ქუჩებში მუცელგაბერილი და კბილებდაცვენლი ბავშვები ფუთ-
ფუთებდნენ.
დონ ჯიორჯიომ ნავსადგურამდე მიგვაცილა და ერთ-ერთ იმ
გემზე ავედით, დედამიწის ერთი კუთხიდან მეორეში ჩვენნაირ
უპოვართა გადასაყვანად რომ იყო აგებული. ადგილიც ჩვენნაი-
რებს შორის დავიკავეთ. დამშეულთვალებიანი ევროპის ღარიბ-
59 მკითხველთა ლიგა
ღატაკებს შორის. მთელი ოჯახები თუ მარტოხელა ბავშვები. რო-
გორც ყველას, ხალხის ბრბოში გაბნევის შიში გვქონდა და ერ-
თმანეთს ვიყავით ჩაჭიდებულნი; სხვების მსგავსად, პირველ ღა-
მეს არც ჩვენ მოგვკარებია ძილი, გვეშინოდა, ვიღაცის მარდი ხე-
ლი ერთადერთ, საზიარო საბანს აგვაცლიდა. გემმა რომ ნეაპო-
ლის ყურე დატოვა, ყველასთან ერთად, ჩვენც ავტირდით.
“ახალი ცხოვრება იწყება” – ჩაილუღლუღა დომენიკომ. იტა-
ლია თვალსა და ხელს შუა ქრებოდა. ყველას მსგავსად, ჩვენც პი-
რი ამერიკისკენ ვიბრუნეთ, ნაპირის გამოჩენის მოლოდინში.
ოცნებები გვასულდგმულებდა და იმედიანად ვიყავით. იქ ყველა-
ფერი სხვანაირია: ფერები, სურნელი, წესები, ხალხი. ყველაფე-
რი. უფრო დიადი, უფრო სათნო. ღია ზღვაში საათობით მოაჯირს
ჩავჭიდებოდით, ვოცნებობდით, ნეტავ, რა უნდა ყოფილიყო ის
ქვეყანა, სადაც ჩვენნაირი ზინზლიანებისათვის კარი ღია ჰქონ-
დათ. დღეები უსაშველოდ იწელებოდა, ოღონდ ამას აბა, რა მნიშ-
ვნელობა ჰქონდა – ხალისით მივენდეთ მათ დინებას, ცხოვრება
ხომ ახლა იწყებოდა.
როგორც იქნა, ერთ დღესაც ნიუ-იორკის ყურეში შევედით. გე-
მი ნელა მიიწევდა პატარა კუნძულ ელისისაკენ. ვერასოდეს და-
ვივიწყებ იმ სიხარულს, დონ სალვატორე. ვცეკვავდით და უაზ-
როდ გავყვიროდით რაღაცას. გემბანი თავაწყვეტილმა მღელვა-
რებამ მოიცვა. არც ერთი მეთევზის ნავი არ გაგვიშვია შეძახილე-
ბის გარეშე. ყველა მანჰეტენის შენობებისაკენ იშვერდა ხელს.
სანაპიროს სანახებს თვალებით ვჭამდით.
როცა გემი ნავმისადგომთან გაჩერდა, მხიარულებისა და მო-
უთმენლობის საერთო ჟივილ-ხივილში ჩავედით გემიდან. ბრბომ
პატარა კუნძულის ერთი დიდი დარბაზი გაავსო. მსოფლიოს ყვე-
ლა კუთხიდან მოეყარა იქ ხალხს თავი, მილეთის ლაპარაკი
გვესმოდა. ჯერ მილანური ან რომაული გვეგონა, მერე მივ-
60 მკითხველთა ლიგა
ხვდით, მთელი მსოფლიო გვეხვია გარშემო. თითქოსდა, თავი
დაკარგულად უნდა გვეგრძნო – უცხოები ვიყავით, სიტყვა არ
გვესმოდა, უცნაური გრძნობა კი დაგვეუფლა, დონ სალვატორე.
ისეთი რწმენა გაგვიჩნდა, ჩვენი ადგილიც იქ იყო, იმ გზააბნეუ-
ლებს შორის, ხმებისა და აქცენტების ზედახორაში, გარს მოყვრე-
ბი გვეხვია, სახე საერთო ჭუჭყით გვქონდა მოთხვრილი. მათაც
ჩვენსავით მუცელში უვლიდათ შიშისაგან. დონ ჯიორჯიო მართა-
ლი აღმოჩნდა, სწორედ იქ იყო ჩვენი ადგილი. იმ ქვეყანაში, არც
ერთ სხვა ქვეყანას რომ არ ჰგავდა. ამერიკაში ვიყავით უკვე და
აღარაფერი გვაშინებდა, მონტეპუჩიოს ცხოვრება შორეულად და
ულაზათოდ გვეჩვენებოდა. ახლა ამერიკაში ვიყავით, ღამღამო-
ბით მხოლოდ სახალისო სიზმრები გვიფრთხობდა ძილს...
დონ სალვატორე, ნუ მიაქცევთ ყურადღებას, ხმა თუ მიკანკა-
ლებს და თვალს ვერ გისწორებთ – ისეთი რამ უნდა გიამბოთ,
სკორტების გარდა, კაციშვილმა რომ არ იცის. არავინ. ყური მიგ-
დეთ. ღამე წინა გვაქვს და ყველაფერს მოგიყვებით.
გემიდან ხალისით ჩამოვედით. გვიხაროდა, მოუთმენლობას
ვერ ვმალავდით. ლოდინი მოგვიწია. გაუთავებელ რიგებში მოვ-
ხვდით. არც კი გვენაღვლებოდა. უამრავი საზრუნავი გვქონდა,
რისაც არაფერი გაგვეგებოდა. ზოზინით მივიწევდით წინ. ერთი
დახლიდან მეორესთან გვაგზავნიდნენ. ერთმანეთს ვეტმასნებო-
დით, გვეშინოდა, არ დავკარგულიყავით ამ ჯგლეთაში. საათები
გადიოდა და ხალხის ნაკადი მაინც არ კლებულობდა. თითქოს
ერთ ადგილს ტკეპნიდა მთელი ეს ბრბო. ჩვენში დომენიკო უფ-
როსობდა – იმან გაარკვია, თურმე ექიმებს უნდა ვენახეთ, ენა უნ-
და გამოგვეყო, რამდენიმეჯერ ღრმად ჩაგვესუნთქა და არ გვეუც-
ხოვა, პერანგის შეხსნას თუ მოგვთხოვდნენ. ყველაფერს უნდა
დავმორჩილებოდით. რა მერე, მზად ვიყავით, თუ საჭირო გახდე-
61 მკითხველთა ლიგა
ბოდა, დღეები გვეცადა. ამერიკა იქვე იყო, ხელის შესავლებ მან-
ძილზე.
შემოწმებაზე რომ გამიყვანეს, ექიმმა ხელის მოძრაობით შე-
მაჩერა, თვალებზე დამაკვირდა და სიტყვის უთქმელად ხელზე
ცარცით ნიშანი დამადო. მანიშნეს, სხვა დარბაზში გადავსულიყა-
ვი. მეორე ექიმმა ფილტვები მომისმინა. უფრო ხანგრძლივად.
კითხვებიც დამისვა, მაგრამ ვერაფერი გავიგე, არ ვიცოდი, რა
მეპასუხა. ბავშვი ვიყავი, დონ სალვატორე, ბავშვი, მუხლები მი-
კანკალებდა ამ უცხოების წინაშე, საქონელივით რომ მსინჯავ-
დნენ. მოგვიანებით ჩემი ძმები შემომიერთდნენ. ბრძოლა მოუწი-
ათ შემოსაშვებად.
მერე თარჯიმანიც მოვიდა და მაშინღა გავიგეთ, რა ხდებოდა.
რაღაც ინფექცია შემყრია. რამდენიმე დღე მართლაც ავად ვიყავი
გემზე. სიცხე მქონდა, ფაღარათი, თვალები – ჩაწითლებული. მე-
გონა, ყველაფერი უკვალოდ გაივლიდა. ბავშვი ვიყავი და ნიუ-
იორკს მივემგზავრებოდი – მეგონა, ვერანაირი ავადობა ვერა-
ფერს დამაკლებდა. ამ მეორე ექიმმა დიდხანს და ბევრი ილაპა-
რაკა და ისღა გავიგე, ჩემთვის მოგზაურობა იქ მთავრდებოდა.
მიწა გამომეცალა ფეხქვეშ. უარი მითხრეს, დონ სალვატორე.
ყველაფერი დამთავრდა. მრცხვენოდა, ჩემს ძმებს თვალს ვეღარ
ვუსწორებდი. ჩუმად იდგნენ ჩემ გვერდით. ვხედავდი, როგორ მი-
იწევდა წინ ემიგრანტების გრძელი რიგი. მარტო ერთ რამესღა
ვფიქრობდი: “ყველას უშვებენ, იმ დალეულსაც, და ამ ბებერსაც,
ალბათ ორ თვეში ჩაძაღლდება, ყველას და რატომ მე არა?”
თარჯიმანმა ხელმეორედ დაგვიწყო ახსნა: “უკან უნდა გაბ-
რუნდეთ... მგზავრობა უფასოა... პრობლემა არ არის... უფასო...”
მარტო ეს სიტყვა ეკერა პირზე. მაშინ იყო, ჯუზეპემ დომენიკოს
შესთავაზა, გზა მარტო გაეგრძელებინა: “მიმი, შენ გაიარე. მე მუ-
ჩასთან დავრჩები”.
62 მკითხველთა ლიგა
ხმას არ ვიღებდი. ჩვენი ბედი იქ წყდებოდა, იმ ოთახში. ჩვენი
ცხოვრება, მომავალი წლები. ხმას არ ვიღებდი, არ შემეძლო. ძა-
ლა არ მქონდა. მრცხვენოდა. მარტო სირცხვილის გრძნობაღა
დამრჩა. ისღა შემეძლო ყური დამეგდო და ჩემს ძმებს მივნდობო-
დი. ყველაფერი იმაზე იყო დამოკიდებული, რას გადაწყვეტდნენ.
ჯუზეპემ გაიმეორა: “ასე აჯობებს, მიმი. შენ მიდი, მარტოც მო-
ახერხებ რაიმეს. მე მუჩასთან დავრჩები. სამშობლოში დავბრუნ-
დებით. მერე კიდევ ვცდით, მოგვიანებით...”
უსაზღვრო დრო გავიდა. მერწმუნეთ, დონ სალვატორე, იმ
ერთ წუთს რამდენიმე წლით დავბერდი. ყველაფერი შეჩერდა.
ვიცდიდი, ბედისწერას სამივეს ცხოვრება აეწონა და მისთვის სა-
სურველი განაჩენიც გამოეტანა. ბოლოს დომენიკომ ამოიღო
ხმა: “არა. ერთად მოვედით, ერთად გავბრუნდებით”. ჯუზეპე მის
გადარწმუნებას შეეცადა, მაგრამ ამაოდ. აღარც კი უსმენდა. არა-
სოდეს დამავიწყდება, კრიჭაშეკრულმა როგორ ჩაიქნია ხელი და
ესღა ამოღერღა: “სამივე ერთად ან არც ერთი. არ ვდომებივართ.
წავიდნენ ერთი, მაგათი დედაც!”
63 მკითხველთა ლიგა
IV
ენაჩაგდებულთა სათამბაქოე
65 მკითხველთა ლიგა
როკოს წყევლის განაჩენი გამოუტანა. სიცოცხლეში როკოს მიერ
ჩადენილი ავკაცობები კარგად ახსოვდათ, და ახლა იმის გაფიქ-
რებაც კი ზარავდათ, მკვდარს რისი გაკეთება შეეძლო მათთვის.
უდავოდ, რაიმე უბედურება დაატყდებოდა თავს მონტეპუჩიოს –
მიწისძვრა, ან გვალვა. როკოს სული ტრიალებდა ირგვლივ, სა-
ღამოს ცხელ ჰაერში მისი სუნთქვა იგრძნობოდა...
მონტეპუჩიოს ურთიერთობა სკორტებთან, ერთმანეთში გა-
დახლართული გრძნობების – ზიზღის, სიამაყისა და შიშის ნარე-
ვი გახლდათ. ჩვეულებრივ, სოფელი კარმელას, დომენიკოს და
ჯუზეპეს არც იმჩნევდა. ღატაკები იყვნენ, ყაჩაღის შვილები და
სხვა არაფერი. მაგრამ თუკი ვინმე შეეცდებოდა, თუნდაც მათი
თმის ერთ ღერს შეხებოდა, ან შმაგი როკოს ხსოვნა შეებღალა,
მთელ სოფელს ერთგვარი მშობლიური გრძნობა უჩნდებოდა და
ისე იცავდა მათ, როგორც ძუ მგელი თავის ნაყარს. “ეს სკორტები
გვარიანი ვიგინდარები, მაგრამ მაინც ჩვენიანები არიან, – ასე
ფიქრობდა მონტეპუჩიოს უმრავლესობა, – და თანაც ნიუ-იორ-
კში არიან ნამყოფები”. ეს კი რაღაც წონას მატებდა მათ და სოფ-
ლელების თვალში, ხელშეუხებლებს ხდიდა.
მონტეპუჩიოს ეკლესია დაცარიელდა, აღარავინ ესწრებოდა
წირვას. დონ კარლოს ქუჩაშიც აღარ ესალმებოდნენ. “მილანე-
ლად” შერაცხეს, და ამით საბოლოო განაჩენიც გამოუტანეს.
მთელი სოფელი წინაპართა დროინდელ კერპთაყვანისმცემლო-
ბაში გადავარდა. რა ადათ-წესები აღარ გაიხსენეს – ღამღამო-
ბით, მთვარიანში, გორაკებზე ტარანტელას ცეკვავდნენ, მეთევ-
ზეები თევზისთავიან კერპებს, მფარველ წმინდანებსა და წყლის
სულებს ერთდროულად ეთაყვანებოდნენ, ზამთრის ღამეებში ბე-
ბერი ქალები სახლებში მკვდრებს ესაუბრებოდნენ... ერთ ჭკუა-
სუსტს, მათი წარმოდგენით, ავი სულით შეპყრობილს, ჯადოსა-
გან განწმენდის რიტუალიც კი ჩაუტარეს. მავანის სახლის კარ-
66 მკითხველთა ლიგა
თან ჩამოხრჩობილი კატაც კი იპოვეს. ეს უკვე ნამდვილი ამბოხი
იყო.
ასე გავიდა რამდენიმე თვე და ერთ დღესაც, დილის მიწუ-
რულს, მონტეპუჩიოს უჩვეულო მღელვარება დაეტყო. ისეთი ჭო-
რი აგორდა, გაოგნებისაგან ხალხი პირღია დარჩა. ჩუმ-ჩუმად
ლაპარაკობდნენ, მოხუცები პირჯვარს იწერდნენ. დილანდელი
ამბავი ყველას პირზე ეკერა – მამა ბოზონი მიიცვალაო. ეს კიდევ
არაფერი, იმდენად უცნაურ ვითარებაში იპოვეს მკვდარი, სირ-
ცხვილით მიზეზსაც კი ვერ ეძებდნენ.
რამდენიმე საათის მანძილზე მეტი ვერაფერი შეიტყვეს. შემ-
დგომ, თანდათანობით, დღემ რაც უფრო ფეხი მოიკიდა და მზემ
ფასადებს დააცხუნა, ჭორი სინამდვილედ იქცა. დონ კარლო გო-
რაკზე უპოვიათ, მონტეპუჩიოდან ერთი დღის სავალზე, მატლი-
ვით შიშველი და მეძუძური ხბოსავით ენაგადმოგდებული. რა
მოხდა, როგორ მოხდა? რა უნდოდა მარტოდმარტო იმ გორაკზე,
სამრევლოსაგან ასე მოშორებით? ქალი თუ კაცი, ყველა ამას
კითხულობდა და თან ჩვეულ საკვირაო თავშეყრის ადგილებში
ყავას გეახლებოდათ. შუადღისათვის ამბავი მოიტანეს, მამა ბო-
ზონის სხეული მწველი მზისაგან ჰქონია დამწვარი. მთლიანად,
სახეც კი, თუმცა თავად ცხედარი მიწაში თავჩარგული იპოვეს. სი-
მართლისთვის თვალი უნდა გაესწორებინათ: სანამ მოკვდებო-
და, დონ კარლო შიშველი იყო. ეტყობა, ასე უვლია საათობით,
მზის ქვეშ, ვიდრე კანზე ბებერები არ დააჯდა და ფეხები არ და-
უსისხლიანდა. ბოლოს კი, დაღლილობამ და უწყლობამ მოუღო
ბოლო. მთავარი მაინც ამოუცნობი რჩებოდა: რატომ და რისთვის
წავიდა ასე მარტო, იმ უკაცრიელ გორაკებზე, ყველაზე უბედურ
დროს – პაპანაქებაში. ეს კითხვა შემდგომ მონტეპუჩიოს მოსახ-
ლეების სასაუბრო თემად იქცა წლების მანძილზე. მაგრამ იმ
დროს, სწორედ იმ დღისათვის, რაიმე მაინც ხომ უნდა ეთქვათ
67 მკითხველთა ლიგა
დანამდვილებით! დაასკვნეს – აშკარად სიმარტოვემ აურია გო-
ნება, ახალ გამოღვიძებულს სიგიჟემ შემოუტია და გადაწყვიტა,
რადაც არ უნდა დასჯდომოდა, მისთვის საძულველი სოფელი მი-
ეტოვებინა. მერე მზემ ასწავლა ჭკუა. ეკლესიის მსახურის ამ
გროტესკულმა სიკვდილმა, ამ უხამსმა სიშიშვლემ, სოფლელები
კიდევ უფრო განამტკიცა თავიანთ საზრისში: დონ კარლო ბოზო-
ნი ვერაფერი დანაკარგი გახლდათ სამწყსოსთვის.
ეს ახალი ამბავი რომ შეიტყო, რაფაელს ელდა ეცა. მოედნი-
დან ფეხი ვერ მოიცვალა – ჭორ-მართალი იქაცა და ქუჩებშიც
ქარბორბალასავით ტრიალებდა. მეტი უნდოდა სცოდნოდა, დაწ-
ვრილებით გამოერკვია, სიმართლეში დარწმუნებულიყო... ალა-
ლად დამწუხრებული ჩანდა. ამან, ცოტა არ იყოს, თანასოფლე-
ლები გააკვირვა: ისიც ხომ სკორტა იყო უკვე, დონ კარლოს სიკ-
ვდილი რა გულზე უნდა მოხვედროდა? რაფაელმა ერთხანს კი-
დევ ითრია ფეხი, მერე, როცა იაზრა, მღვდლის სიკვდილის ამბა-
ვი ნამდვილიაო, მიწაზე დააფურთხა და წაილუღლუღა: “საკუთარ
თავთან ერთად მეც არ წამწყმიდა ამ ძაღლიშვილმა...”
წინა დღით, ეს ორი გორაკებზე გამავალ ბილიკზე გადაჰყრია
ერთმანეთს. რაფაელი ზღვიდან ბრუნდებოდა, დონ კარლო ეუ-
ლად სეირნობდა. ამ მხარეს ხეტიალი მისი ერთადერთი თავის
შესაქცევი გამხდარიყო. როცა სოფელმა მოიკვეთა, დონ კარლო
ჯერ განრისხდა, რამდენიმე კვირაში კი რისხვას უძირო სიმარ-
ტოვის გრძნობა ჩაენაცვლა. გონება აერია, დაიბნა ამგვარი გან-
მარტოების პირისპირ. სოფელში დარჩენა ნამდვილ ტანჯვად გა-
დაექცა. შვებას მხოლოდ ამგვარ სეირნობაში პოულობდა.
პირველმა სიტყვა სწორედ რაფაელმა ჩამოაგდო: ჩათვალა,
მოლაპარაკების ვინძლო უკანასკნელი შესაძლებლობა ხელი-
დან არ უნდა გაეშვა.
68 მკითხველთა ლიგა
– დონ კარლო, – უთხრა, – კმარა ჩვენი შეურაცხყოფა, იქნებ,
გადაწყვეტილება შეცვალოთ.
– გადაგვარებულების ჯგრო ხართ, – იღრიალა მღვდელმა პა-
სუხის ნაცვლად, – ღმერთი ყველაფერს ხედავს და საკადრის სას-
ჯელსაც მოგიზღავთ ყველას!
რაფაელს სისხლმა აასხა ტვინში, მაინც შეეცადა, თავი მო-
ეთოკა და გააგრძელა:
– გძულვართ. ასე იყოს. ოღონდ ვისაც სჯით, ის არაფერ შუ-
აშია. მუნჯს უფლება აქვს, სასაფლაოს მიწაზე დაიმარხოს.
– აკი იქ იყო, სანამ ამოთხრიდით. მიიღო, რასაც იმსახურებს.
თავად ცოდვილმა, უარესი ცოდვილები მოამრავლა!
რაფაელს მოეჩვენა, თვით ეს ხრიოკი გარემოც კი აქეზებდა,
სამაგიერო მიეზღო მღვდლისთვის...
– ღირსი არა ხართ ანაფორა გეცვათ, ბოზონი! გესმით ჩემი?
ეკლესიის ვირთხა ხართ ნამდვილი! ეგ ანაფორა გაიხადეთ, ან
აქვე გაგათავებთ, ადგილზე!
გაავებული ძაღლივით მივარდა მღვდელს, საყელოში სწვდა
და ხელის ერთი მოქნევით, გაცოფებულმა ანაფორის სახელო ჩა-
მოაგლიჯა. მღვდელი ჭკუაზე აღარ იყო, საკუთარი უსუსურობის
შეგრძნებისაგან იგუდებოდა. რაფაელი კი ჩაფრენოდა და შეშ-
ლილივით ღრიალებდა: “გაიხადე, შე შმორიანო, გაიხადე!” –
მთელი ძალით უფხრეწდა სამოსს, თან გამალებით ურტყამდა.
არც დაწყნარდა, ვიდრე მთლად არ გააშიშვლა. დონ კარლო
ბავშვივით ზლუქუნებდა, სხეულს ჩასუქებული ხელებით იფარავ-
და, ლოცვებს ბუტბუტებდა, თითქოს თავს ერეტიკოსების ხროვა
დასხმოდა. შურისძიების წყურვილით ანთებული რაფაელი უმოწ-
ყალოდ ღვარძლიანობდა: “ამიერიდან ასე ივლით, მატლივით
შიშველი. თქვენ რა უფლება გაქვთ ამგვარი სამოსი ატაროთ!
მოგკლავთ, ანაფორიანი თუ გნახეთ სადმე!”
69 მკითხველთა ლიგა
პასუხის სანაცვლოდ მამა ბოზონი მოთქმა-გოდებით გაშორ-
და და ბორცვებს იქით მალევე გაუჩინარდა. უკან აღარ დაბრუნე-
ბულა. მომხდარმა საბოლოოდ შეურყია გონი. დაკარგული, გზა-
აბნეული ბავშვივით იხეტიალა. არც დაღლილობას, არც მზეს არ
შეჰპუებია. დიდხანს იბორიალა, ვიდრე უღონოდ არ ჩაიკეცა სამ-
ხრეთის ამ მიწაზე, ასე სასტიკად რომ ეჯავრებოდა.
რაფაელი ერთხანს იქვე დარჩა. ადგილიდან არ იძვროდა –
ელოდებოდა სიბრაზე გამონელებოდა, გონს მოგებოდა, სო-
ფელში ისე დაბრუნებულიყო, მისი იერის გამო არავის არაფერი
ეეჭვა. ფეხებთან მღვდლის დაგლეჯილი სამოსი ეგდო. თვალს
ვერ აშორებდა. უცებ, რაღაც გაკიაფდა მზის სინათლეზე, და-
უფიქრებლად გადაიხარა და ოქროს საათი აიღო. იმწუთას რომ
წამომდგარიყო, შესაძლოა, ზიზღით მოესროლა იქით, მაგრამ
არ განძრეულა. გრძნობდა, ფონს არ იყო ჯერ გასული. ხელმეო-
რედ გადაიხარა, ნელა, ფრთხილად, დაფხრეწილ ანაფორას დას-
წვდა და ჯიბეები დაუქექა. დონ კარლოს საფულე დააცარიელა და
ცოტა მოშორებით, ბილიკზე დააგდო გახსნილი, ძვლებგამოც-
ლილი კარკასივით. ფულის დასტა და ოქროს საათი კი მუჭაში
მოიქცია, სახეზე შეშლილის უგვანო ღიმილი დაჰკრავდა.
“ამ ძაღლიშვილმა, საკუთარ თავთან ერთად, მეც არ წამწყმი-
და...” – რაფაელმა ახლაღა იაზრა, ის ჩხუბი კაცისკვლით დამ-
თავრებულიყო. საკუთარ თავს უმეორებდა, არავინ მომიკლავ-
სო, ოღონდ კარგად გრძნობდა, მაინც მის კისერზე იყო ეს სიკ-
ვდილი. თვალწინ ედგა შიშველი, ბავშვივით მტირალი მღვდელი,
გადასახლებამისჯილივით გორაკებში რომ იკარგებოდა. “აჰა ბა-
ტონო, წაწყმედილი ვარ, წაწყმედილი. ჩირადაც რომ არ ღირდა,
იმ არარაობის გამო...”
შუადღისთვის, მამა ბოზონის სხეული, ვირის ზურგზე შემოდე-
ბული ჩამოიტანეს მონტეპუჩიოში. გვამს ზეწარი ჰქონდა გადაფა-
70 მკითხველთა ლიგა
რებული – ბუზებისაგან დასაცავად კი არა, თავი რომ დაეზღვიათ
და მღვდლის სიშიშვლეს ქალები და ბავშვები არ შეეძრწუნებინა.
უცებ, მოულოდნელი რამ მოხდა. ვირის პატრონმა – სიტყვა-
ძუნწმა გლეხმა – ცხედარი ეკლესიის წინ დაასვენა, შემდეგ გარ-
კვევით და ხმამაღლა გამოაცხადა, მე ჩემი გავაკეთეო და მინ-
დორში გაბრუნდა. ცხედარი იქ დარჩა, ზეწარში გახვეული და ტა-
ლახში ამოთხვრილი. არავინ იძროდა. მონტეპუჩიოელები გულ-
ღვარძლიანნი იყვნენ და ცხედრის დამარხვის საკუთარ თავზე
აღება არავის სურდა. არც კუბოს აწევა. და საერთოდ, ვინ ჩაატა-
რებდა წირვას? სან-ჯიოკონდოს მღვდელი ბარიში იყო წასული
საქმეზე. მის დაბრუნებამდე, დონ კარლოს ცხედარი სამგზის გა-
იხრწნებოდა. ის კი არადა, ცოტა ხანში, მზის მცხუნვარებამ აღია-
რებინათ, მილანელის გვამს თუ ასე დატოვებდნენ, მალე ლეში-
ვით აქოთდებოდა. მშვენიერი შურისძიება კი გამოუვიდოდა მამა
ბოზონის – მონტეპუჩიოს ერთიანად დაწამვლა. რატომაც არა
რა, იქნებ რაიმე სენიც კი შეჰყროდათ. სხვა რა ჩარა იყო, უნდა
დაემარხათ. ზრდილობისა და გულმოწყალების გამო კი არა,
მხოლოდ იმიტომ, დარწმუნებულები ყოფილიყვნენ, ზიანს აღა-
რავის მიაყენებდა. გადაწყვიტეს, სასაფლაოს უკან, გალავნის გა-
რეთ გაეთხარათ ორმო. ოთხ კაცს ხვდა წილად მღვდლის დამარ-
ხვა. მიწაში გაპატიოსნების გარეშე ჩააგდეს. უსიტყვოდ. ურჯუ-
ლოსავით დამარხეს დონ კარლო, ლოცვაც კი არ შეაწიეს, რომ
საიქიოს მაინც მოშუშებოდა წყლულები.
მონტეპუჩიოსათვის ეს მნიშვნელოვანი მოვლენა დანარჩენ
სამყაროს გულთან ახლოს ნამდვილად არ მიუტანია. დონ კარ-
ლოს გარდაცვალების შემდეგ, საეპისკოპოსოს ისევ გადაავიწ-
ყდა სოფელი. მონტეპუჩიოელებსაც ეს უნდოდათ. მიჩვეულები
იყვნენ. ეკლესიის დახურულ კარს რომ ჩაუვლიდნენ, კიდევაც გა-
დაუჩურჩულებდნენ ერთმანეთს – “ბოზონისნაირის ყოლას,
71 მკითხველთა ლიგა
ჯობს, სულაც არავინ გვყავდესო” – შიშობდნენ, სანაცვლოდ
ახალ კაცს მოავლენდნენ ჩრდილოეთიდან, მერე ისიც ყველას
ვიგინდარებად შერაცხავდა, მათ წეს-ჩვეულებებს აბუჩად აიგ-
დებდა და მათი შვილების მონათვლაზეც კი უარს იტყოდა.
თითქოს ზეცამ ისმინაო მათი: არავინ მოდიოდა. ეკლესია
დარჩა გამოკეტილი, იმ სასახლეების მსგავსად, რომელთა დი-
დებული მფლობელები ერთბაშად ამოწყდებოდნენ და სიდიადის
ნელსურნელებასა და ძველ გამომშრალ ქვებს ტოვებდნენ სანაც-
ვლოდ.
სკორტები ხელახლა შეუდგნენ თავიანთ ღარიბულ ყოფას
მონტეპუჩიოში. ოთხივენი ერთად ცხოვრობდნენ, რაფაელის ქო-
ხის ერთადერთ ოთახში შეჭუჭკულები. თითოეულმა მათგანმა
საქმე გაიჩინა, სახლში მხოლოდ საჭმლის სამყოფი ფული თუ შე-
მოჰქონდათ და მეტი არაფერი. რაფაელს, საკუთარი ნავის უქონ-
ლობის გამო, დილაობით ვინმე თუ გაიყოლებდა ზღვაში, დაჭე-
რილი თევზის წილის სანაცვლოდ. დომენიკო და ჯუზეპე მიწის მე-
პატრონეებს დაუდგნენ დღიურ მუშებად, პამიდორს და ზეთის-
ხილს კრეფდნენ ან შეშას აპობდნენ. დღენიადაგ არაფრისმომ-
ცემ მიწას ჩაჰკირკიტებდნენ. კარმელა კი სამივესთვის საჭმელს
ამზადებდა, სარეცხს რეცხავდა და სოფელში ხელსაქმის შეკვე-
თებს ასრულებდა.
“ნიუ-იორკის ფულისთვის” – როგორც ერთმანეთში ეძახდნენ
– ხელი არ უხლიათ. ეს ფული სახლის საყიდლად ჰქონდათ გა-
დადებული. ჯერჯერობით ხელმომჭირნეობა იყო საჭირო, და
მოთმინება, როგორც კი ხელსაყრელი რამ გამოჩნდებოდა,
სახლს იყიდდნენ. რიგიანი სახლის სამყოფი თანხაც გააჩნდათ:
იმ დროს, მონტეპუჩიოში, ქვა არაფერი ღირდა. თუნდაც მცირეო-
დენი ზეითუნის ზეთი გაცილებით უფრო ძვირად ფასობდა, ვიდრე
რიყის ქვით ნაგები კედლები.
72 მკითხველთა ლიგა
ყველაფრისდა მიუხედავად, ერთ საღამოს კარმელამ წვნი-
ანის ჭამას თავი მიანება და განაცხადა:
– სხვა რამ უნდა მოვიფიქროთ.
– მაინც რა? – გაიკვირვა ჯუზეპემ.
– ეს ფული სახლისათვის კი არა, სხვა რამისთვის უნდა გამო-
ვიყენოთ.
– მერე, სად ვიცხოვროთ?
– თუ სახლს ვიყიდით, ლუკმაპურის საშოვნელად სახედრები-
ვით გაგწყდებათ ქანცი – შეედავა კარმელა, ამაზე ფიქრით ტვინი
ჰქონდა ნაჭყლეტი, – სხვა არაფრის იმედი არ უნდა გქონდეთ.
წლები ჩაივლის. არა, ფული გვაქვს და სხვა, რაიმე უკეთესი უნდა
მოვიფიქროთ.
– რა უნდა მოვიფიქროთ? – ინტერესით დაეკითხა დომენიკო.
– ჯერ არ ვიცი, ვნახოთ.
კარმელას ნათქვამმა სამივე ძმა საგონებელში ჩააგდო. მარ-
თალს კი ამბობდა – იყიდდნენ სახლს და რა მერე? ოთხი სახლის
საყიდი ფული მაინც ჰქონოდათ, მაგრამ სად იყო. რაიმე სხვა უნ-
და გაეხერხებინათ.
– ხვალ კვირაა, – განაგძო კარმელამ, – მეც გამიყოლეთ სო-
ფელში. საკუთარი თვალით მინდა შევხედო ყველაფერს, რასაც
თქვენ ხედავთ, მთელი დღე რასაც აკეთებთ, მეც ის ვაკეთო. შევ-
ხედავ და მოვიფიქრებ.
არც ახლა იცოდნენ, რა ეპასუხათ. მონტეპუჩიოში ქალები გა-
რეთ არ გამოდიოდნენ, წესი არ იყო. მხოლოდ დღის გარკვეულ
დროს – სისხამ დილით, ბაზარში ან წირვაზე. თუმცა, დონ კარ-
ლოს სიკვდილის მერე, წირვაც აღარ ტარდებოდა. ან კიდევ ზე-
თისხილის საკრეფად, ან ხატობის დღესასწაულზე. დანარჩენ
დროს სახლებში, სქელ კედლებს უკან გამომწყვდეულები ატა-
რებდნენ, მზესა და მამაკაცების ჟინიან მზერას მოფარებულნი.
73 მკითხველთა ლიგა
კარმელას წინადადება სოფლის ცხოვრების წესის წინააღმდეგ
წასვლას ნიშნავდა, მაგრამ ამერიკიდან დაბრუნების შემდეგ,
ძმები სკორტები უმცროსი დის ალღოს უსიტყვოდ ენდობოდნენ.
– თანახმა ვარ, – თქვა დომენიკომ.
მეორე დღეს, კარმელა თავის ყველაზე ლამაზ კაბაში გამოეწ-
ყო და ძმების თანხლებით გავიდა გარეთ. კაფეში წავიდნენ და
თითო ფინჯანი მაგარი ყავა დალიეს – როგორც ყოველ კვირა
დღეს იყო მიღებული – ისეთი მაგარი, უჩვევს ნაწლავებს რომ და-
უგრეხდა და გულისცემას აუჩქარებდა. მერე მაგიდას შემოუს-
ხდნენ და ერთი ხელი ბანქო წაითამაშეს. კარმელაც იქ იყო, სკამ-
ზე წელგამართული იჯდა და გამვლელებს თვალს აყოლებდა. აკ-
ვირდებოდა სოფლის ცხოვრებას. მოგვიანებით რამდენიმე მე-
გობარ მეთევზეს შეუარეს. საღამოსკენ კორსო გარიბალდის გა-
ყოლებით გაისეირნეს, აიარეს და ჩაიარეს, ნაცნობებს ესალმე-
ბოდნენ, დღის ახალ ამბებს კითხულობდნენ. ცხოვრებაში პირვე-
ლად, კარმელამ მთელი დღე სოფლის ქუჩებში, კაცების სამყა-
როში გაატარა. გაკვირვებით შესცქეროდნენ, ზურგს უკან მათი
მითქმა-მოთქმა ესმოდა. მისი იქ ყოფნის მიზეზს კითხულობდნენ,
ჩაცმულობას უფასებდნენ. კარმელას ეს არაფრად ენაღვლებო-
და – თავის ფიქრს ფიქრობდა. საღამოს, სახლში დაბრუნებულმა
ფეხსაცმელები შვებით გაიძრო. ფეხები სტკიოდა. დომენიკო წინ
დაუდგა, უხმოდ. მერე მაინც ჰკითხა:
– აბა, რას გვეტყვი?
ჯუზეპემ და რაფაელმა თავები წამოსწიეს, გაყუჩდნენ, ემანდ
პასუხიდან არაფერი გამორჩენოდათ.
– სიგარეტი, – მშვიდად უპასუხა კარმელამ.
– რა სიგარეტი?
– თამბაქოს ჯიხური უნდა გავხსნათ მონტეპუჩიოში.
74 მკითხველთა ლიგა
დომენიკოს სახე გაუნათდა. თამბაქოს ჯიხური. რასაკვირვე-
ლია. ეგეთი მონტეპუჩიოში არ არსებობდა. მედუქნე ყიდდა ღე-
რობით, ბაზარშიც შეგხვდებოდათ. ნამდვილი თამბაქოს ჯიხური
მონტეპუჩიოში ნაღდად არ იყო. კარმელა მთელი დღის განმავ-
ლობაში აკვირდებოდა კაცების ცხოვრებას, ერთი საერთო რამ
ჰქონდა სოფლის მეთევზეებსა და კორსოს ბურჟუებს – ყველა
მათგანი მოკლე, წვრილად გახვეულ სიგარეტს ექაჩებოდა ხარ-
ბად. ჩრდილს შეფარებულნი, აპერიტივის დროს თუ გაგანია მზე-
ში, მუშაობისას, ყველა ეწეოდა. აქედან მართლა შეიძლებოდა
რაღაცას გამორჩენოდნენ. თამბაქოს ჯიხური. ნამდვილად. ზედ
კორსოზე. კარმელა დარწმუნებული იყო – არა, თავსაც დადებდა
– საქონელი არასოდეს ჩაუწვებოდა.
სკორტები ამოძრავდნენ. ჯერ კორსო გარიბალდიზე შეიძინეს
სათავსო – პირველ სართულზე, ასე, ოცდაათი კვადრატული მეტ-
რი, სარდაფიანად. სულ ეს იყო, ამის მეტი სახსარი არ გააჩნდათ.
საღამოს, შინ მობრუნებულთ, კარმელა წარბებშეკრული დაუხ-
ვდათ.
– მოხდა რამე? – იკითხა ჯუზეპემ.
– ერთი გროშიც არ გაგვაჩნია ლიცენზიის საყიდლად, – თქვა
კარმელამ.
– რამდენია საჭირო?
– მაგის ფული არაფერია... შენ ეგა თქვი, ლიცენზიის ბიუროს
დირექტორს ხელი რომ მოუთბო, ეგაა საქმე. სანამ ლიცენზიას
გამოსტყუებ, ყოველ კვირა საჩუქრები უნდა უზიდო!
დომენიკოსა და ჯუზეპეს ხასიათი წაუხდათ, ახალი საზრუნავი
გამოუჩნდათ, ვერ მოეაზრებინათ, რა უნდა ექნათ. უცბად, რაფა-
ელმა რაღაცნაირად შეპარვით ჩაილაპარაკა:
75 მკითხველთა ლიგა
– ფული მე მაქვს. მოგცემთ, მხოლოდ ერთი პირობით: არ
მკითხოთ, საიდან და როგორ. და არც ის მკითხოთ, აქამდე რა-
ტომ არაფერი გითხარით. მაქვს და მორჩა. ეგაა მთავარი.
მერე დაჭმუჭნილი ქაღალდის ფულის მთელი დასტა დადო მა-
გიდაზე. მამა ბოზონის ფული. საათიც გაეყიდა. ამ დღემდე სულ
თან დაჰქონდა, არ იცოდა, რაში მოეხმარა, ვერც დახარჯვას ბე-
დავდა, გადასაყრელადაც არ ემეტებოდა. სკორტებმა სიხარუ-
ლის ყიჟინა დასცეს, თავად რაფაელს არავითარი შვება არ უგ-
რძვნია, დონ კარლოს შეშლილი სახე, მისი შიშველი სილუეტი
ედგა თვალწინ. სინდისი ქენჯნიდა.
ამ ფულით ლიცენზიის მისაღებად დაიწყეს მზადება. ექვსი
თვის მანძილზე, ყოველ ორ კვირაში ერთხელ, ვირზე ამხედრე-
ბული დომენიკო მონტეპუჩიოდან სან-ჯიოკონდოში მიდიოდა. იქ
იყო Monopolio di Stato-ს8 ადგილობრივი ოფისი. დირექტორის-
თვის შებოლილი ლორი, კარგა მოზრდილი თავი caciocavalli9
და რამდენიმე ბოთლი limoncello10 მიჰქონდა. დაუღალავად მი-
დი-მოდიოდა, მთელი ფული სწორედ სანოვაგის ყიდვაში გაფ-
ლანგა. ექვსი თვის თავზე, როგორც იქნა, თანხმობაც მიიღეს.
სკორტები ლიცენზიის მფლობელები გახდნენ. მთლად ჯიბეგაფ-
ხეკილები კი დარჩნენ. ერთი გროშიც აღარ შემორჩათ. მხოლოდ
ცარიელი ოთახის კედლები და ქაღალდის ის ერთი ფურცელი,
ვაჭრობის ნებართვას რომ იძლეოდა. თამბაქოს საყიდი ფულიც
არ გააჩნდათ. სიგარეტის პირველი პარტია განვადებით აიღეს.
დომენიკო და ჯუზეპე სან-ჯიოკონდოში წავიდნენ ჩამოსატანად.
ვირს ზურგზე აჰკიდეს და უკანა გზაზე, ცხოვრებაში პირველად
8
Monopolio di Stato – დაწესებულება, რომელსაც თამბაქოს ვაჭრობაზე სა-
ხელმწიფო მონოპოლიის ზედამხედველობა ევალება.
9
caciocavalli – პულიას მხარის ადგილობრივი მსხლის ფორმის ყველი.
10
limoncello – ლიმნის არაყი.
76 მკითხველთა ლიგა
მოეჩვენათ, როგორც იქნა, საქმე დაიძრაო. აქამდე მხოლოდ ით-
მენდნენ. არჩევანი უკვე გაკეთებული იყო. ახლა საკუთარი თა-
ვისთვის უნდა ებრძოლათ და მსგავსი პერსპექტივა, სიმართლე
თუ გინდათ, სულაც არ აფრთხობდათ.
ღერები მუყაოს ყუთებში ჩააწყვეს, სიგარეტის ბლოკები კი ერ-
თმანეთზე ელაგათ. კონტრაბანდის სათავსს ჰგავდა იქაურობა.
არც დახლი, არც სალარო. საქონლის გარდა, არაფერი, ისიც
შიშველ იატაკზე. ერთადერთი, რაც მიგახვედრებდათ, რომ ეს
ოფიციალურად გახსნილი მაღაზია იყო, კარების თავზე მიკრული
ხის აბრა გახლდათ, წარწერით: Tabaccheria Scorta Mascalzone
Rivendita n1.11 ასე გაჩნდა თამბაქოს პირველი ჯიხური მონტეპუ-
ჩიოში. თანაც მათი საკუთარი. დღეიდან, უძილო ცხოვრება ეწყე-
ბოდათ, მაგრამ სიქაც რომ გასძრობოდათ დაღლილობისაგან,
მაინც მთელი სულითა და გულით შეებმებოდნენ ამ უღელში. ყო-
ველ სისხამ დილით ვირს ტვირთს ჩამოხსნიდნენ, ვიდრე მეთევ-
ზეები ზღვაში გავიდოდნენ, ხოლო გლეხები მინდვრებს დაუბ-
რუნდებოდნენ. სკორტების ბედი ახლა ამ ყუთებთან იქნებოდა
გადაჯაჭვული, ამ პატარა თეთრ ღერებს დაუკავშირდებოდა, ზაფ-
ხულობით, საღამო ხანს, კაცები თითებით რომ ჩაფრენილან და
ქარში რომ ეფერფლებათ ნელ-ნელა. ოფლისა და კვამლის
ცხოვრება იწყებოდა. როგორც იქნა, შესაძლებლობა მიეცათ, სა-
კუთარი მამის ნაბოძებ სიღარიბეს დასხლტომოდნენ ხელიდან.
კუნძულ ელისზე ცხრა დღე დავრჩით. გასამგზავრებლად გემს
ველოდით. დონ სალვატორე, ცხრა დღე ვუჭვრეტდით ქვეყანას,
რომლის კარიც ჩვენთვის ჩარაზული აღმოჩნდა. ცხრა დღე სა-
მოთხის კარზე ვიდექით. პირველად მაშინ გამახსენდა ის წამი,
აღსარებიდან დაბრუნებულმა მამაჩემმა თავზე რომ გადამისვა
11
Tabaccheria Scorta Mascalzone Rivendita n1– იტალ.თამბაქოს ჯიხური
სკორტა მასკალზონე, მაღაზია N1.
77 მკითხველთა ლიგა
ხელი. მეჩვენებოდა, ხელი ისევ მეფერებოდა, ისევე, როგორც
ოდესღაც. მამაჩემის ხელი. პულიას გორაკების წყეულ ქარს მა-
გონებდა – უიღბლობის მშრალი ხელი, უხსოვარი დროიდან
მთელ თაობებს რომ წირავდა სიღატაკისთვის – ეცხოვრათ და
სული ამოხდომოდათ უმოწყალო მზის ქვეშ, ქვეყანაში, სადაც ზე-
თისხილის ხეებს ადამიანებზე მეტად უფრთხილდებიან.
ბოლოს და ბოლოს, გემზე ავედით. ჩასხდომას არაფერი
ჰქონდა საერთო ნეაპოლში, გამომგზავრებისას ატეხილ გნიას-
თან და ალიაქოთთან. ამჯერად უხმოდ, მსჯავრდადებულის ფე-
ხათრეული ნაბიჯით დავიკავეთ ადგილები. სულ ნაყარნუყარი
ხალხი ამოდიოდა: მთელი ევროპის სნეულები, ღატაკთა შორის
ყველაზე ღატაკნი. მორჩილი სევდის ხომალდი გახლდათ, უიღ-
ბლოთა, დაწყევლილთა ხომალდი. სამშობლოში გაბრუნებუ-
ლებს დამარცხების სირცხვილი ახრჩობდათ. თარჯიმანს არ მო-
უტყუებია, მგზავრობა უფასო იყო. ისედაც არავის ჰქონდა დასაბ-
რუნებელი ბილეთის საფასური. ხელისუფლებას კუნძულის მათ-
ხოვრებით გადაჭედვა თუ არ ეწადა, ერთი გამოსავალიღა რჩე-
ბოდა, მგზავრობის ხარჯის გადახდა საკუთარ თავზე აეღო. სამა-
გიეროდ, გამორიცხული იყო, თითო გემი თითო მიმართულებით,
სხვადასხვა ქვეყანაში გაეგზავნათ. დაწუნებულთა სამგზავრო
ხომალდი ატლანტიკას კვეთდა, ევროპის მთავარ ნავსადგურებ-
ში რიგრიგობით ჩერდებოდა და ცოცხალ ტვირთს ცლიდა.
უსაშველოდ გაიწელა ეს მგზავრობა, დონ სალვატორე. სა-
ათები წვეთ-წვეთად გადიოდა, საავადმყოფოს მსგავსად, წვეთო-
ვანის ნელ რიტმში. დორტუარებში იხოცებოდნენ – სენის, სასო-
წარკვეთის, სიმარტოვისაგან. განწირულ არსებებს ცხოვრების
გასაგრძელებლად ხელის ჩასაჭიდი მიზეზის პოვნა უჭირდათ.
ხშირად სიკვდილს უღიმღამო ღიმილით, შვებით ნებდებოდნენ,
78 მკითხველთა ლიგა
წერტილს უსვამდნენ გამოცდისა და შეურაცხყოფის იმ თანამიმ-
დევრობას, რასაც მათი სიცოცხლე ერქვა.
ჩემდა გასაკვირად, გამოვმჯობინდი. სიცხემ დამიწია. მალე
გემბანის ერთი ადგილიდან მეორეში გადავდიოდი. კიბეებზე ჩავ-
რბოდი, კორიდორებს მივუყვებოდი. ყველგან დავძვრებოდი.
რამდენიმე დღეში ყველა გავიცანი, განურჩევლად ასაკისა, ყვე-
ლა ენაზე მოლაპარაკე. მთელი დღეები, ვის აღარ ვეხმარებოდი;
წინდების დაკემსვა, მოხუცი ირლანდიელისთვის ცოტაოდენი
წყლის შოვნა თუ დანიელი ქალისთვის მუშტრის გამონახვა, ვერ-
ცხლის მედალიონს რომ იძლეოდა საბნის სანაცვლოდ. ყველას
სახელით ან გვარით ვიცნობდი. სნეულებს შუბლს ვწმენდდი. მო-
ხუცებს ვაპურებდი. ჩემს ძმებსაც ვიშველიებდი. მითითებებს ვიძ-
ლეოდი. კარგ ამინდში ავადმყოფები გემბანზე გამოჰყავდათ.
დორტუარებში წყალს არიგებდნენ. შეთავსებით შიკრიკები, მომ-
ვლელები ვიყავით, აღსარებას ვღებულობდით. ნელ-ნელა ხვედ-
რი გავიუმჯობესეთ – ერთ-ორ გროშს ვშოულობდით, ვცდილობ-
დით, რაიმე სასიკეთოს გამოვრჩენოდით. სიკვდილიანობა დიდი
იყო. იმ ცოტაოდენს, განსვენებულს რომ რჩებოდა, ერთმანეთში
ვინაწილებდით. სხვა გზა არ არსებობდა – მეტწილად, უიღბლო-
ნი იმ ქვეყნებში ბრუნდებოდნენ, სადაც არავინ ელოდათ. ახ-
ლობლები ამერიკაში დატოვეს ან იმ მიწაზე, სადაც ხელმეორედ
ფეხის დადგმა არ სურდათ. სად გაეგზავნათ ჩვრებში გამოკრული
გროშები, მისამართზე, სადაც ვერასოდეს მიაღწევდა? ნადავლი
გემზე უნდა გადანაწილებულიყო. როგორც წესი, ჯერ ეკიპაჟის
წევრები ითბობდნენ ხელს. სწორედ აქ ვიჩენდით მარიფათს. ვა-
ხერხებდით, ეკიპაჟისთვის რაც შეიძლება გვიან გვეცნობებინა
და ფულს ტრიუმის ფსკერის წყვდიადში ვიყოფდით. მოლაპარა-
კებები დიდხანს გრძელდებოდა. თუ გარდაცვლილს გემზე ოჯახი
ჰყავდა, ყველაფერი ცოცხლებს რჩებოდათ, თუ არადა, საათებს
79 მკითხველთა ლიგა
ვანდომებდით რაღაც ხარახურისა ან ერთი წყვილი ფეხსაცმლის
გამო შეთანხმების მიღწევას. ავადმყოფს არასოდეს ვუვლიდი,
მისი სიკვდილის იმედით ან რაიმეს გამორჩენის მიზნით. მინდო-
და მებრძოლა, სხვა საშუალება კი ვერ გამოვნახე, ეს იყო და ეს.
განსაკუთრებით ერთ მოხუც პოლონელს ვპატრონობდი. ძა-
ლიან შემაყვარა თავი. ვერაფრით მომეხერხებინა მისი გვარის
სრულად წარმოთქმა, კორნიევსკი თუ კორზენიევსკი... “კორნის”
ვეძახდი. ჩია კაცი იყო, სამოცდაათს მიტანებული. სხეული ნელ-
ნელა ღალატობდა. წასვლისას, ბედს ნუ გამოცდიო ურჩიეს, აუხ-
სნეს – ასაკში იყო, უძლური. მაინც დაიჩემა, უნდოდა საკუთარი
თვალით ენახა ეს აღთქმული ქვეყანა. ძალ-ღონემ მალე უმტყუ-
ნა. მომღიმარი თვალებიღა შერჩა, თვითონ თვალსა და ხელს შუა
დნებოდა. ზოგჯერ ჩემთვის გაუგებარ სიტყვებს ბუტბუტებდა. მე-
ცინებოდა, ადამიანური ენის გარდა, ყველაფერს წააგავდა მისი
ლაპარაკი.
კორნი. მან გადაგვარჩინა ჩვენი ცხოვრების მღრღნელი სიღა-
რიბისგან. ვიდრე ინგლისს მივაღწევდით, სული დალია. ღამით,
ქიმის რიტმულ რხევაში. სიკვდილის მიახლოება რომ იგრძნო,
თავისთან მიმიხმო და ბაწრით გადაფსკვნილი რაღაც ნაჭერი გა-
მომიწოდა. რაღაცაც თქვა, ვერ გავიგე, მერე თავი სარეცელზე
გადააგდო და თვალებღია, ლათინურად შეუდგა ლოცვას. მეც
მასთან ერთად ვლოცულობდი, ვიდრე სიკვდილმა უკანასკნელი
სუნთქვა არ მოსტაცა.
ნაჭერში რვა ოქროს მონეტა აღმოჩნდა გახვეული, და კიდევ,
ვერცხლის ჯვარცმა. ამ ფულმა გადაგვარჩინა.
კორნის სიკვდილიდან ცოტა ხნის შემდეგ, გემმა ევროპის
პორტებში დაიწყო შესვლა. სანაპიროს ჯერ ლონდონში მიადგა,
შემდეგ ჰავრში ჩაუშვა ღუზა, მერე ხმელთაშუა ზღვისკენ აიღო გე-
ზი – ბარსელონაში, მარსელში და, ბოლოს, ნეაპოლში გაჩერდა.
80 მკითხველთა ლიგა
ყოველ ნავსადგურში, გემი გაზინთული მგზავრებისაგან იცლე-
ბოდა და საქონლით იტვირთებოდა. გაჩერებებით ვსარგებლობ-
დით, ვვაჭრობდით. თითოეულ ნავსადგურში ორი, სამი დღე რჩე-
ბოდა – იმდენ ხანს, ვიდრე ტვირთს არ ამოზიდავდნენ და ეკიპაჟი
არ გამოფხიზლდებოდა. ამ ძვირფას საათებს რაიმე საქონლის
შესაძენად ვიყენებდით – ჩაის, ქვაბებს, თამბაქოს ვყიდულობ-
დით, ხელს კი შემდგომ გაჩერებაზე ვიცლიდით. ამ სასაცილო
ვაჭრობით, წვრილ-წვრილი თანხებით, წვითა და დაგვით დავაგ-
როვეთ ეს ერთი ბეწო ქონება. იმაზე მდიდრები კი დავბრუნდით,
ვიდრე გამგზავრებამდე ვიყავით. მთავარიც ესაა, დონ სალვატო-
რე – სიამაყის გრძნობა, სულ არაფერი გაგვაჩნდა და რაღაც მა-
ინც შევიძინეთ. აღმოვაჩინე, ნიჭი, კომერციის ნიჭი მქონია და
უკან დაბრუნებულებს, სიბინძურესა და ავადობას თავდაღწე-
ულებს, ამ პატარა განძის წყალობით, ცხოველებივით არ ამოგ-
ვხდა სული.
81 მკითხველთა ლიგა
V
ნადიმი
82 მკითხველთა ლიგა
სახლისაკენ არ წასულა, წმინდა მოწამეთა ქუჩაზე შეუხვია და
ფეხს აუჩქარა. შუაღამეს გადაცილებული იყო. გარეთ კაციშვილი
არ ჭაჭანებდა. ეკლესიის კარიბჭეს მიუახლოვდა, დარწმუნდა,
პირველი მოსულიყო. იქვე სკამზე ჩამოჯდომა არც უფიქრია, რამ-
დენიმე ნაბიჯის გადადგმაღა მოასწრო, რომ ვიღაც კაცი მიუახ-
ლოვდა. კარმელა ქარბუქში ეულად დარჩენილი ბავშვივით
გრძნობდა თავს. კაცი თავის დაკვრით, მოწიწებით მიესალმა.
კარმელა ნერვიულობდა, შეხვედრა არ გაჯანჯლებულიყო – ში-
შობდა, ამ უჩვეულო დროს შეამჩნევდა ვინმე და სოფელი ენის
ჭარტალს მოჰყვებოდა. კონვერტი ამოიღო ჯიბიდან და მოსულს
გაუწოდა.
– ეს თქვენთვის, დონ კარდელა. როგორც შევთანხმდით.
კაცმა გაიღიმა და კონვერტი სელის შარვლის ჯიბეში ჩაიცურა.
– არ დაითვლით? – გაიკვირვა ქალმა. კაცმა ხელმეორედ გა-
იღიმა – ნიშნად იმისა, ჩვენში ეგეთები არ მოსულაო – გამოემ-
შვიდობა და წავიდა.
შეხვედრამ სულ რამდენიმე წუთს გასტანა. ახლა კი მარტო
დარჩა. მოთავდა ყველაფერი. ამ შეხვედრის მოლოდინში მოსვე-
ნება დაეკარგა. ფულის გადახდის ამბავი ღამღამობით ძილს უკ-
რთობდა. ახლა კი ისე უკვალოდ ჩაიარა, არანაირი ანაბეჭდი არ
დაუტოვებია საღამოს ქარსა და ბნელში. და მაინც, კარმელა
გრძნობდა – მისი ბედის ბორბალი ახლებურად იწყებდა ტრი-
ალს.
თამბაქოს ჯიხურის ასამუშავებლად სკორტებმა ბლომად ფუ-
ლი ისესხეს. მას შემდეგ, რაც ამ საორჭოფო საქმეს მოჰკიდეს ხე-
ლი, ვალებში ჩაცვივდნენ. ფინანსებს კარმელა განაგებდა. ძმე-
ბისაგან მალულად, სარგებლიანი ვალების მანკიერ ბადეში გა-
ება. მონტეპუჩიოში, იმ დროს, მევახშეები მარტივად უდგებოდ-
ნენ საქმეს: თანხმდებოდნენ თანხაზე, სარგებლის ოდენობაზე და
83 მკითხველთა ლიგა
ფულის დასაბრუნებელ დღეს დაუთქვამდნენ მთხოვნელს. არც
რაიმე ხელწერილი არსებობდა, არც კონტრაქტი. არავითარი
მოწმე. მხოლოდ მიცემული სიტყვა და ამ სიტყვის რწმენა, ოღო-
ნდ ვაი იმათ, ვინც სიტყვას გატეხდა: ოჯახებს შორის სისხლიანი
და გაუთავებელი ანგარიშგება იწყებოდა.
დონ კარდელას, მის ბოლო კრედიტორს, კარმელამ რამდენი-
მე თვის წინ მიმართა, კორსოზე ერთი კაფეს მფლობელისათვის
სესხის დასაბრუნებლად. სხვა გამოსავალი არ ჰქონდა – დონ
კარდელა მისი უკანასკნელი მშველელი აღმოჩნდა. მან გადაარ-
ჩინა. მართალია, წესების თანახმად, სანაცვლოდ ორჯერ მეტი
ფული დაიბრუნა, ვიდრე ასესხა. კარმელა სასაყვედუროს ამაში
ვერაფერს ხედავდა.
დაინახა, როგორ მიეფარა ქუჩის კუთხეს მისი უკანასკნელი
კრედიტორი და შვებით ამოისუნთქა. რომ შესძლებოდა, ყვი-
რილსა და ცეკვას მოჰყვებოდა. თამბაქოს ჯიხური უკვე საკუთრივ
მათი იყო – აღარც ჩამორთმევის საშიშროება არსებობდა, აღა-
რც დაგირავების. ამიერიდან, საკუთარ თავს მოემსახურებოდნენ
მხოლოდ და თითოეული მოგებული ლირა უკვე სკორტებისა იქ-
ნებოდა. “არავის ვალი აღარ გვმართებს!” – იმდენჯერ გაიმეორა
ეს ფრაზა, ლამის იყო, თავბრუ დაეხვა. ცხოვრებაში თითქოს პირ-
ველად გახდა მართლა თავისუფალი.
კარმელას ძმები მოაგონდა. მთელი ეს წლები თავდაუზოგა-
ვად იშრომეს. ჯუზეპემ და დომენიკომ ქვის სამუშაოები საკუთარ
თავზე აიღეს, დახლი ამოაშენეს, იატაკი დააგეს. შიდა მხარე ცარ-
ცით შეათეთრეს. ნელ-ნელა, წლიდან წლამდე, სათავსმა სიცოც-
ხლე შეიძინა. ეს ძველი ქვებით ნაგები, ცივი ადგილი, ადამიანე-
ბის ოფლით საზრდოობდა თითქოს. რაც მეტს შრომობდნენ, სა-
თამბაქოე მით უფრო იძენდა ელფერს, ადამიანები კი გრძნობ-
დნენ ამას. გინდ კომერცია აიღეთ, ყანა თუ ნავი, ადამიანსა და
84 მკითხველთა ლიგა
მის სამუშაო იარაღს შორის იდუმალებით მოცული, პატივისცემა-
სა და ზიზღზე დაფუძნებული კავშირი არსებობს. თავს ევლებიან,
ზედ დაჰფოფინებენ ან ილანძღებიან ღამღამობით. ქანცი ეცლე-
ბათ, წელში წყდებიან. კვირა დღესა და მყუდრო ოჯახურ ცხოვრე-
ბას არ ანებებენ და მაინც, არაფრის სანაცვლოდ არ შეუძლიათ
მათთან განშორება. ასე იყო სწორედ თამბაქოს ჯიხურსა და
სკორტებს შორის. წყევლიდნენ და ლამის ეთაყვანებოდნენ ერ-
თდროულად. ასეა ყოველთვის, აღმერთებენ, რაც ასაზრდოებთ
და წყევლა-კრულვას უთვლიან, რაც ნაადრევად აბერებთ...
კარმელა ძმებზე ფიქრობდა. თავიანთი დრო და უძილო ღა-
მეები შემოსწირეს. იცოდა, ამ ვალს ვერასოდეს გადაიხდიდა.
ახლა კი ისიც არ შეეძლო, მათთვის საკუთარი ბედნიერება გა-
ეზიარებინა – აღებულ ვალებზე, გაწეულ რისკზე უნდა ეამბნა ყვე-
ლაფერი, ეს კი არასგზით არ სურდა. ხვალ, კვირა დღეს, სუყვე-
ლას ერთად თავშეყრილს ნახავდა და ერთი სული ჰქონდა, მათ
გვერდით ყოფილიყო. უცნაური კი გახლდათ რაფაელის ეს მიპა-
ტიჟება – ერთი კვირით ადრე შემოიარა სათქმელად, მთელ
კლანს – ბავშვებს, ქალებს, სუყველას ეპატიჟებოდა, სანაკორეს
რომ უძახდნენ, იმ ადგილას. მიზეზი არ გაუმხელია. კარმელა სა-
კუთარ თავს ჰპირდებოდა, როგორც არასდროს, ისე ვიზრუნებ
ჩემიანებზეო. თითოეულისათვის მოიფიქრებდა რამეს. ყველას,
ვინც კი მხარში ედგა, სითბოს არ მოაკლებდა – ძმებს, რძლებს,
ყველას, ვინც ძალ-ღონე არ დაიშურა სათამბაქოეს გადასარჩე-
ნად.
სახლში დაბრუნებული, ვიდრე კარს შეაღებდა და ქმარსა და
ორ ვაჟს ნახავდა, კარმელა სახლის მომიჯნავე, პატარა სადგომ-
ში შევიდა. სადგომს ახლა თავლად იყენებდნენ. ბებერი ვირი იდ-
გა იქ, უფანჯრო ოთახის ცხელ ჰაერში. ვირი ნეაპოლიდან ჩამო-
იყვანეს და მერე არასოდეს გასჩენიათ სურვილი, თავიდან მო-
85 მკითხველთა ლიგა
ეცილებინათ. სან-ჯიოკონდოდან მონტეპუჩიოში თამბაქოს ჩამო-
სატანად იყენებდნენ. დაუღლელი პირუტყვი იყო და მშვენივრად
შეეგუა პულიას ცასა და ახალ ცხოვრებას – იმდენად, სკორტები
აბოლებინებდნენ კიდევაც. ერთგული ცხოველი ძალზე ხალი-
სობდა ამით და ეს სანახაობა სოფლის ბავშვებს, თუგინდ სან-
ჯიოკონდოდან, დიდ სიამოვნებას ანიჭებდა – როგორც კი დაინა-
ხავდნენ, წამსვე კვალში ჩაუდგებოდნენ და მთელი ხმით გაჰყვი-
როდნენ: “E arrivato l'asino fumatore! L'asino fumatore!”12 ვირი
მართლაც ეწეოდა, ოღონდ სათამბაქოეს სიგარეტს კი არა – ეს
იგივე იქნებოდა, ღორებისთვის მურაბა მიგეცა – სკორტებს კი
ღერ სიგარეტს იოლად ვერ გააგდებინებდი ხელიდან... არა, გზა-
ზე გრძელღეროიან, გამხმარ ბალახს გლეჯდნენ თითის სიმსხო
კონად გამოკრავდნენ და ცეცხლს წაუკიდებდნენ. ვირიც მიბაკუ-
ნობდა და აბოლებდა დარბაისლურად. კვამლსაც, როგორც წე-
სია, ნესტოებიდან უშვებდა. მერე, ღერო რომ ბოლომდე ჩაეფერ-
ფლებოდა, ნამწვს მარჯვედ აფურთხებდა ლაშებიდან. ბავშვები
ამაზე ლამის ბჟირდებოდნენ სიცილით. ამიტომაც შეარქვეს მუ-
რატი – მონტეპუჩიოელი მწეველი ვირი.
კარმელამ პირუტყვს ფერდებზე მოუტყაპუნა ხელი და ყურში
ჩასჩურჩულა: “მადლობა, მურატი, დიდი მადლობა, caro.”13 ვირი
გაინაბა ალერსზე, თავი დაიქნია, თითქოს ესმოდა, სკორტები
თავისუფლებას რომ ზეიმობდნენ. ამიერიდან, სხვის სამსახურში
აღარასოდეს გასწყდებოდათ ქანცი.
კარმელა სახლში მიბრუნდა და შეხედა თუ არა ქმარს, იმწამ-
სვე რაღაც უჩვეულო მღელვარება შეატყო. ერთი კი გაიფიქრა,
გაუგია, დონ კარდელასაგან ფული რომ მქონდა ნასესხები მისი
12
E arrivato l’asino fumatore! L’asino fumatore! – იტალ. მწე-ველი ვირი მო-
ვიდა, მწეველი ვირი!
13
caro – იტალ. ძვირფასო.
86 მკითხველთა ლიგა
თანხმობის გარეშეო, მაგრამ საქმე აშკარად სხვაგვარად იყო.
თვალები საყვედურის უგვანო ანარეკლით კი არა, ატაცებული
ბავშვივით უბრწყინავდა. მიხვდა, რაღაც ახალი ჩანაფიქრის გა-
მო იყო აღტკინებული.
კარმელას მეუღლე, ანტონიო მანუციო, დონ მანუციოს – პრო-
ფესიით ვექილის, წარმოშობით მონტეპუჩიოს დიდგვაროვნისა
და თანამდებობით მუნიციპალური მრჩევლის – ვაჟი გახლდათ.
მდიდარი. ასობით ჰექტარი ზეთისხილის მფლობელი. დონ მანუ-
ციო იმათ რიცხვს ეკუთვნოდა, ვინც არაერთხელ გამხდარა რო-
კო სკორტა მასკალზონეს დარბევის მსხვერპლი. იმ ხანებში, მისი
ნათესაობიდან რამდენიმე კაციც კი მოუკლავთ. როდესაც შეიტ-
ყო, საკუთარი ვაჟი ამ ბანდიტის ქალიშვილის შერთვას აპირებ-
და, უბრძანა ოჯახსა და ამ “კახპას” შორის გაეკეთებინა არჩევანი.
მისი პირიდან წარმოთქმული ეს სიტყვა – putana14 – ისევე შემ-
ზარავი იყო, როგორც ტომატის სოუსის ლაქა თეთრ პერანგზე.
ანტონიომ არჩევანი გააკეთა და კარმელა ცოლად შეირთო.
ოჯახთან ყოველგვარი კავშირი გაწყვიტა, ბურჟუას დალხენილ
ცხოვრებასა და საკუთარ მომავალზე უარი თქვა. კარმელა შეირ-
თო – არაფრის მქონე, ვისაც ძმებისა და კეთილი სახელის გარდა
არც არაფერი გააჩნდა.
– რა ხდება? – შეეკითხა კარმელა. ანტონიოს ერთი სული
ჰქონდა, სათქმელი, ტუჩებს რომ უწვავდა, დროზე მოეყოლა.
– მუჩა, – მადლიერმა ამოხედა ცოლს, – ერთი აზრი მომივიდა
თავში, მთელი დღეა ამაზე ვფიქრობ. სიმართლე გითხრა, რა ხა-
ნია ვფიქრობ. დღეს კი დავრწმუნდი და გადაწყვეტილებაც მივი-
ღე. შენი ძმების შემხედველს მომივიდა ეს აზრი...
14
putana – იტალ. კახპა.
87 მკითხველთა ლიგა
კარმელას სახე მოეღუშა. არ უყვარდა, როცა ანტონიო მის
ძმებზე იწყებდა ლაპარაკს. ერჩივნა, საკუთარ შვილებზე, ელიასა
და დონატოზე ეფიქრა ცოტა უფრო ხშირად.
– რა ხდება? – ხელმეორედ შეეკითხა, დაღლილობა ეტყობო-
და ხმაში.
– იცი, რაღაც მეტი მრავალფეროვნებაა საჭირო, – თვითდა-
ჯერებულად განაცხადა ანტონიომ.
ცოლმა პასუხი არ გასცა. დაახლოებით უკვე ხვდებოდა, რასაც
ეტყოდა ქმარი. რასაკვირველია, არ იცოდა დანამდვილებით,
მაგრამ გრძნობდა, ისეთივე უაზრო იდეა იქნებოდა, როგორც
სხვა ბევრი მისი მსგავსი... ხასიათი გაუფუჭდა. მართლა ქარაფ-
შუტა კაცს გაჰყვა ცოლად – შეხედავდი, თითქოს თვალებიდან
ნაპერწკლებს ყრიდა, ცხოვრებაში კი მთვარეულივით დაბორია-
ლებდა. ამის გამო რამდენჯერ გული ნაღველით ავსებია კარმე-
ლას და ბედსაც დამდურებია.
– სწორედაც რომ მრავალფეროვნებაა საჭირო, მუჩა! – ხელ-
მეორედ წამოიწყო ანტონიომ, – შენს ძმებს შეხედე ერთი! აი, ვინ
იქცევა სწორად – დომენიკოს საკუთარი ბარი აქვს, პეპე და ფა-
ელუკი მეთევზეობენ... ამ დაწყევლილი სიგარეტის გარდა, რაიმე
სხვაც უნდა მოვიფიქროთ.
– სკორტების საქმე თამბაქოა! – მოკლედ მოუჭრა კარმელამ.
სამივე ძმა დაოჯახდა და ოჯახურ უღელთან ერთად, ახალ
ცხოვრებას შეუდგა. დომენიკომ 1934 წლის ივნისის თვეში, ერთ
მშვენიერ დღეს, ცოლად მარია ფარატელა შეირთო, მდიდარი
კომერსანტის ქალიშვილი. ამ ვნებამოკლებულმა ქორწინებამ
დომენიკოს ცხოვრებას მისთვის მანამდე უცნობი სიმყუდროვე
შესძინა. ამის გამო მარიას მიმართ სიყვარულზე მეტად მადლიე-
რებას გრძნობდა. მის გვერდით სიდუხჭირისაგან იყო დაცული.
ფარატელები არც ფუფუნებაში ცხოვრობდნენ – ზეთისხილის
88 მკითხველთა ლიგა
რამდენიმე ბაღის გარდა, ბარი ჰქონდათ გახსნილი კორსო გარი-
ბალდიზე. დომენიკოც თამბაქოს ჯიხურსა და ბარში ერთდროუ-
ლად მუშაობდა, დღეების მიხედვით, სადაც უფრო საჭირო იყო,
იქ ეშველებოდა. რაც შეეხება რაფაელს და ჯუზეპეს, ორივენი მე-
თევზეების ქალიშვილებზე დაქორწინდნენ და ზღვაში ყოფნა მა-
თი დროისა და ძალ-ღონის უმეტეს ნაწილს ითხოვდა. ძმები თამ-
ბაქოს ჯიხურს ჩამოსცილდნენ, მათი ცხოვრება ასე აეწყო და ის,
რომ ანტონიო ბედის ამ ცვლილებას “მრავალფეროვნებას” უწო-
დებდა, ნერვებს უწეწავდა კარმელას.
– ეს თამბაქო მძიმე ჯვარია ჩვენთვის, – გააგრძელა ანტონი-
ომ, რახან კარმელა დუმდა, – სადამდე მივალთ, თუ რაიმეს შეც-
ვლას არ შევეცდებით? რაც გასაკეთებელი იყო, ყველაფერი გა-
აკეთე და შენზე უკეთესად ამას ვერც ვერავინ შეძლებდა. ოღონდ
ახლა გარდაქმნაზეც უნდა ვიფიქროთ. სიგარეტით ლუკმაპურს
შოულობ, რაც კი ნამდვილად ღირებულია, არასოდეს გექნება:
ძალაუფლება.
– რას მთავაზობ?
– მერიაში წარვადგენ ჩემს კანდიდატურას.
კარმელას სიცილი წასკდა:– მაინტერესებს ერთი, ხმას ვინ
მოგცემს? საკუთარი ოჯახის მხარდაჭერაც კი არ გაგაჩნია. დომე-
ნიკო, ფაელუკი და პეპე – აი, ბატონო, ამ სამი ხმის იმედი შეიძ-
ლება გქონდეს, ესაა სულ.
– ვიცი, – თავისას განაგრძობდა ანტონიო, ბავშვივით განაწ-
ყენდა, თუმცა შენიშვნის სისწორესაც კარგად გრძნობდა, – ამა-
ზეც მიფიქრია ბევრჯერ. მონტეპუჩიოელ ხეპრეებს რა გაეგებათ
პოლიტიკის, იმის უნარიც არ შესწევთ, კაცის ღირსებები დაინა-
ხონ. ჯერ მათი პატივისცემა უნდა დავიმსახურო, ამიტომაც მივ-
დივარ აქედან.
89 მკითხველთა ლიგა
– მაინც სად მიდიხარ, აღარ იტყვი? – კარმელას გულმა რეჩხი
უყო.
– ესპანეთში. დუჩეს სანდო ხალხი სჭირდება. ვინც საკუთარ
ახალგაზრდობას არ დაიშურებს წითლების გასასრესად. მეც ერ-
თი მათგანი ვიქნები. მერწმუნე, მედლებით დახუნძლული რომ
დავბრუნდები, მერეღა შეიცნობენ ჩემში იმ კაცს, მერად რომ
სჭირდებათ!
კარმელამ ერთხანს იყუჩა. ესპანეთის ამბების შესახებ არაფე-
რი სმენოდა. არც მუსოლინის გეგმების თაობაზე იცოდა რამე.
გუმანით გრძნობდა, ოჯახის პატრონის ადგილი იქ არ იყო. სკორ-
ტების ნამდვილი ბრძოლის ველი აქ იყო, მონტეპუჩიოში, და არა
სადღაც ესპანეთში. 1936 წლის ამ დღეს, ისევე როგორც წელიწა-
დის ყველა სხვა დღესაც, მთელი გვარი სჭირდებოდათ, ერთია-
ნად შეკრული. დუჩეს და ესპანეთში მის ომს კი შეეძლო სხვა კა-
ცებისათვის მოეხმო. ერთხანს უყურა ქმარს და მერე დაბალ ხმა-
ზე გაიმეორა უბრალოდ:
– სკორტების საქმე თამბაქოა...
ანტონიო ყურს არ უგდებდა. უფრო მეტიც, გადაწყვეტილება
უკვე მიღებული ჰქონდა და ახლა შორეულ ქვეყნებზე მეოცნებე
ბავშვის მოციმციმე თვალებით იმზირებოდა.
– სკორტების შეიძლება, – თქვა ბოლოს, – ოღონდ მე მანუ-
ციო ვარ. და შენც – მას შემდეგ, რაც ცოლად გამომყევი.
ანტონიო მანუციოს გადაწყვეტილებას ძეხორციელი ვეღარ
შეაცვლევინებდა – ესპანეთში წავიდოდა და ფაშისტების მხარე-
ზე იბრძოლებდა. ასე ვთქვათ, საბრძოლო, პოლიტიკური გამოც-
დილების შეძენა სურდა, ახალ თავგადასავალში ჩაბმა...გვიან
ღამემდე მსჯელობდა, ამ იდეის გენიალურობაზე ლაპარაკობდა
და კიდევ იმაზე, უკან დაბრუნებულს როგორ წაადგებოდა გმირის
შარავანდედი. კარმელა აღარც კი უსმენდა. მისი პატარა ბიჭივით
90 მკითხველთა ლიგა
მოაზროვნე ქმარი ფაშისტების დიდებაზე განაგრძობდა საუბარს,
მას კი მაგიდაზე თავჩამოდებულს ჩასძინებოდა...
მეორე დღეს, კარმელას ქმრის ნათქვამი აღარც გახსენებია –
ათას სხვა წვრილმანზე უნდა ეზრუნა: ტანსაცმელი გამოეცვალა,
ბავშვები გამოეწყო, შინიონი გაეკეთებინა, ისიც შეემოწმებინა,
ანტონიოს მიერ ამორჩეული თეთრი პერანგი უზადოდ თუ იყო გა-
უთოებული, ელიასა და დონატოსთვის თმები გადაესვლიპა, სუ-
ნამო ეპკურებინა... არც მარაო უნდა დავიწყებოდა, ცხელი დღე
იდგა და მალე მხუთავი ჰაერი ჩამოწვებოდა ირგვლივ. მოკლედ,
ისე ნერვიულობდა, თითქოს საქმე შვილების პირველ ზიარებას
ან საკუთარ ქორწილს ეხებოდა. უამრავი რამ უნდა მოესწრო, თა-
ნაც არც უნდა დაეგვიანა. სახლის ერთი კუთხიდან მეორეში გა-
დი-გამოდიოდა, ხელში ჯაგრისი ეკავა, ტუჩებით თმის ჩხირი, თან
ცალ ფეხსაცმელს ეძებდა და იკურთხებოდა – თურმე ნუ იტყვით,
გამოსასვლელი კაბა დაპატარავებოდა და ღილების შეკვრა
უჭირდა.
როგორც იქნა, სამზადისს მორჩა. წასვლაღა იყო საჭირო. ან-
ტონიო კიდევ ერთხელ ჩაეკითხა, სად დათქვით შეხვედრის ად-
გილიო. კარმელამ უკვე მერამდენედ გაუმეორა: “Sanacore”. კი
მაგრამ, სად ჯანდაბაში მივყავართ? – კვირობდა ანტონიო. არ ვი-
ცი, სიურპრიზია, – ისევ ისე პასუხობდა ცოლი. ოჯახი გზას გაუდ-
გა. მონტეპუჩიოს მაღლობები უკან მოიტოვეს. დათქმულ ადგი-
ლამდე სანაპიროს გაყოლებით მიუყვებოდნენ გზას. მალე კონ-
ტრაბანდისტების გაკვალულ ვიწრო ბილიკს დაადგნენ და ერთ
გაშლილ ადგილას მივიდნენ, საიდანაც ისევ ლივლივა ზღვა გა-
მოჩნდა. ერთხანს შეჩერდნენ, ყოყმანობდნენ, ვერ გადაეწყვი-
ტათ, საით წასულიყვნენ, ვიდრე ხის დაფას შეამჩნევდნენ წარწე-
91 მკითხველთა ლიგა
რით: Trabucco Scorta.15 დაფა კიბისაკენ მიანიშნებდა. უსაშვე-
ლო ჩასასვლელის ბოლოს, ხის ფართო ბაქანზე აღმოჩნდნენ.
ზღვაზე გადაზიდულ ფრიალო კლდეზე იყო დაგებული. მთელი
პულიას სანაპირო სულ ამდაგვარი “ტრაბუკოებით” იყო მოფენი-
ლი. ეს სათევზაო ბაქნები რომელიღაც პრეისტორიული ცხოვე-
ლის ჩონჩხებს წააგავდა. კლდეზე მიმაგრებულ და დროისაგან
გათეთრებულ ფიცრებს თითქოს ვერანაირად ვერ უნდა გაეძლო
ქარიშხლებისთვის, და მაინც უძლებდნენ, უხსოვარი დროიდან
ქარისა და ზღვის მრისხანებას უმკლავდებოდნენ. ოდესღაც
ზღვაში გაუსვლელად, სათევზაოდ იყენებდნენ მათ. მას შემდეგ
რაც მეთევზეებმა მიატოვეს, მხოლოდ უცნაური მეთვალყურის
როლსღა ასრულებდა, ტალღებს ჩაშტერებოდა და მონაბერი ქა-
რისაგან ჭრიალებდა. ალალბედზე, ჰაიჰარად აგებული გეგონე-
ბოდათ, თუმცა ფიცრის ეს საეჭვო ნაგებობა ყველაფერს უძლებ-
და. ბაქანზე დაბურდული ბაწრების, ბაგირების, რაღაც სახელუ-
რებისა და გორგოლაჭების მთელი გროვა ეყარა. როცა კაცები
ბადეებს ექაჩებიან, აქ ყველაფერს ტკაცატკუცი გაუდის. ტრაბუ-
კოზე დინჯად და თავდაჯერებით ამოაქვთ ბადეები, თითქოს წარ-
მოსადეგმა, ბეჭგანიერმა კაცმა წყალში ხელები ჩაძირა და იქე-
დან ნელ-ნელა ზღვის მთელი საგანძური უნდა ამოაყოლოსო.
ეს ტრაბუკო რაფაელის ცოლის ოჯახს ეკუთვნოდა. სკორტებს
ყური ჰქონდათ მოკრული ამის თაობაზე. დღემდე ამ მიგდებულ
ნაგებობას არავინ იყენებდა. ჭიისაგან დაჭმული ფიცრებისა და
ანძების გროვადღა მოჩანდა. რამდენიმე თვის წინ რაფაელმა
ტრაბუკოს აღდგენა დაიწყო. ამას საღამოობით, თევზაობის მერე
ახერხებდა, ან დიდი ღელვის დროს, როცა ზღვაში ნავით არ გა-
ისვლებოდა. ყოველთვის მალულად და თავგამოდებით მუშაობ-
15
Trabucco Scorta – იტალ. სკორტების ტრაბუკო (ზღვაში შეჭრილი კლდეზე
დაგებული სათევზაო ბაქანი).
92 მკითხველთა ლიგა
და. ძალიან რომ გაუჭირდებოდა, ჩანაფიქრზე ხელი რომ არ
აეღო, დომენიკოზე, ჯუზეპესა და კარმელაზე იწყებდა ფიქრს – რა
მოულოდნელობა იქნებოდა მათთვის აქაურობა, განახლებულ
და გამოსადეგ მდგომარეობაში რომ ნახავდნენ.
სკორტები თვალებს არ უჯერებდნენ. აქ, ამ ფიცრებში არა
მარტო უცნაური სიმყარე შეიგრძნობოდა, ყველაფერი გემოვნე-
ბით და კოპწიადაც კი იყო მორთული. ბაქნის შუაგულში, ბადეებ-
სა და ბაწრებს შორის, უზარმაზარი მაგიდა წამოჭიმულიყო. ზედ
ხელით ნაქარგი, თეთრი სუფრა ეფარა. ტრაბუკოს ერთი კუთხი-
დან შემწვარი თევზისა და დაფნის ფოთლის სურნელი მოდიოდა.
რაფაელმა თავი გამოყო სიღრმეში შეჭრილი ნაგებობიდან – იქ
შეშის ღუმელი და მაყალი ჰქონდა დადგმული და ყურებამდე გა-
ღიმებულმა დაიყვირა: “მობრძანდით, მობრძანდით! კეთილი
იყოს თქვენი ფეხი ტრაბუკოზე!” მერე ყველა დაკოცნა, შეკით-
ხვებზე კი, პასუხის ნაცვლად, შეთქმულივით მალულად იღიმებო-
და. “ეს ღუმელი საიდან? მაგიდა? გეთქვა, რაიმეს მოვიტან-
დით”... რაფაელი იღიმებოდა და ამასღა პასუხობდა: “დაბრძან-
დით, ნურაფერზე წუხდებით, დაბრძანდით...”
კარმელა და მისი ჯალაბი პირველები მოვიდნენ და ჯერ დამ-
სხდრები არც იყვნენ, პატარა კიბიდან ხმამაღალი შეძახილები
რომ შემოესმათ. დომენიკო მოსულიყო ცოლთან და ორ ქალიშ-
ვილთან ერთად, უკან ჯუზეპე, მისი ცოლი და პატარა ვიტორიო
მოჰყვებოდნენ. ყველამ ერთად მოიყარა თავი, იყო ერთი ხვევნა-
კოცნა. ჩაცმულობის გამო ქალები ერთმანეთს ქათინაურებით
ამკობდნენ, კაცები სიგარეტს სთავაზობდნენ ერთმანეთს, პატა-
რა დისშვილებსა და ძმისშვილებს ჰაერში აბურთავებდნენ და
ისინიც, ამ გოლიათებს ჩაფრენილები, სიხარულით ჭყლოპინებ-
დნენ. კარმელა ცოტა ხნით მოშორებით ჩამოჯდა. ამ პატარა თავ-
ყრილობით უნდოდა დამტკბარიყო. ვინც უყვარდა, ყველა მისი-
93 მკითხველთა ლიგა
ანი, იქ იყო. კვირადღის ნათელში გასხივოსნებულები. ქალების
კაბები მამაკაცების პერანგების სითეთრეს ელოლიავებოდნენ.
ზღვა მშვიდი იყო და ლიცლიცა. კარმელას ღიმი დაეწერა სახეზე,
ცხოვრების ნდომის ღიმილი. მერე თითოეულს ცალ-ცალკე შეავ-
ლო თვალი. ჯუზეპე და მისი მეუღლე, მატეა... მატეას, მეთევზის
ქალიშვილს, ერთი უცნაური ზნე სჭირდა – რატომღაც საკუთარ
ლექსიკონში სიტყვა ქალი “კახპით” ჩაანაცვლა და იშვიათობა არ
იყო, ქუჩაში მეგობარს განმგმირავი ხმით მისალმებოდა: “Ciao,
putana!”.16 მსგავს მისალმებაზე გამვლელ-გამომვლელს სიცი-
ლი უტყდებოდა. კარმელას დამტკბარმა მზერამ ახლა ბავშვებზე
გადაინაცვლა: ლამაზ, ფითქინა კაბებში გამოწყობილი ლუკრე-
ცია და ნიკოლეტა – დომენიკოს ორი ქალიშვილი, ვიტორიო –
ჯუზეპესა და მატეას ვაჟი, დედამისი ძუძუს რომ ატენიდა ბუტბუ-
ტით: “მოწოვე სულელო, შენთვისაა, მოწოვე!” და მიშელი, კლა-
ნის ნაბოლარა, ქალები ერთმანეთს ხელიდან რომ სტაცებდნენ,
საფენებში გახვეული ჭყიოდა... უყურებდა და გულში ფიქრობდა,
მათ ბედნიერებას წინ ვერაფერი აღუდგებოდა, ვერაფერი შეუშ-
ლიდა ხელს, უბრალოდ ბედნიერები ყოფილიყვნენ.
ფიქრებიდან რაფაელის ხმამ გამოაფხიზლა: “აბა, მაგიდას-
თან, მაგიდასთან!” კარმელაც წამოდგა, ეჭვი არ ჰქონდა, ამიერი-
დან უკვე ყველაფერი თავისი რიგით წავიდოდა, რასაც საკუთარ
თავს დაჰპირდა, აასრულებდა კიდეც – თავისიანებს მოუვლიდა,
მათ სიხარულს გაიზიარებდა, მოეხვეოდა, ყურადღებას არ მოაკ-
ლებდა. რიგრიგობით, დარბაისლურად და ხალისით, თითოეულ
მათგანს ამოუდგებოდა მხარში.
მაგიდასთან მიმსხდარნი თხუთმეტნი იქნებოდნენ. უკვირდათ
კიდეც, როგორ გაიზარდა კლანი. რაფაელს ბედნიერებისაგან
სახე უბრწყინავდა. რამდენჯერ უოცნებია, ყველანი, ვინც უყვარ-
16
Ciao, putana! –იტალ. გამარჯობა, კახპავ!
94 მკითხველთა ლიგა
და, მის ტრაბუკოზე შეკრებილიყვნენ მასთან ერთად. მუხლჩაუ-
კეცავად მიდი-მოდიოდა აქეთ-იქით, ხან ღუმელთან იდგა, ხან
სამზარეულოში შეიხედავდა, სათევზაო ბადეებსაც დახედავდა
და ისევ მაგიდასთან ბრუნდებოდა. სურდა, ყველას რიგიანად გა-
მასპინძლებოდა, არავის მოკლებოდა რამე.
ეს დღე დაუვიწყარი დარჩებოდა სკორტებისთვის. ყველამ,
დიდმა თუ პატარამ, პირველად მოილხინა ასე. ძია ფაელუკს უხ-
ვად მოემზადებინა ყველაფერი. დასაწყისისათვის რაფაელმა და
ჯუზეპინამ ათიოდე თავი კერძი მიიტანეს სუფრაზე: კვერცხით, პუ-
რის გულითა და ყველით ფარშირებული, ცერა თითის სიმსხო მი-
დიები, დამწნილებული ანჩოუსის მკვრივი ხორცი, ენაზე რომ
დნებოდა, რვაფეხა, პამიდვრისა და ვარდკაჭაჭას სალათა,
თხლად დაჭრილი შემწვარი ბადრიჯანი, ანჩოუსის ფრიტები...
კერძებს მაგიდის ერთი ბოლოდან მეორეში აწვდიდნენ, არავინ
არაფერზე ამბობდა უარს.
თეფშები რომ მოასუფთავეს, რაფაელმა ორი უზარმაზარი,
ოხშივარმოდებული სასალათე შემოიტანა – ერთში იმ კუთხის
ტრადიციული მაკარონი, troccoli იყო მელანთევზით, მეორეში –
რიზოტო17 ზღვის ხილით. კერძებს სულ “ვაშას” ძახილით შეხ-
ვდნენ. მზარეული წამოჭარხლდა კიდეც. ყველა მადაზე იყო მო-
სული და ეგონათ, გაუთავებლად გაუგრძელდებოდათ სუფრა.
რაფაელმა ხუთი ბოთლი ადგილობრივი ღვინოც მოაყოლა –
ბლანტი ღვინო, მუქწითელი, ქრისტეს სისხლივით. სიცხემ დააჭი-
რა. სტუმრები მზისაგან ჩალის ჭილოფით იყვნენ დაცულები, თო-
რემ ასეთ მზეში ალბათ, ხვლიკებსაც კი სდიოდათ ოფლი.
საუბარი ჭურჭლის წკარუნის ფონზე მიდიოდა და ხან რომე-
ლიმე ბავშვის შეკითხვით, ხან კი გადაყირავებული ღვინის ჭიქის
გამო წყდებოდა წარამარა. ყველაფერსა და არაფერზე საუბრობ-
17
risotto –ბრინჯისგან დამზადებული იტალიური კერძი.
95 მკითხველთა ლიგა
დნენ. ჯუზეპინა მაკარონისა და რიზოტოს დამზადების წესზე ყვე-
ბოდა. ჭამის დროს საჭმელზე საუბარი, თითქოს უფრო მეტ სი-
ამოვნებას ჰგვრიდათ. ბჭობდნენ, იცინოდნენ. თითოეული გვერ-
დით მჯდომზე ზრუნავდა, თვალს ადევნებდნენ, თეფში არავის
დარჩენოდა ცარიელი.
ყველაფერი მოასუფთავეს. დანაყრდნენ. გრძნობდნენ, მეტის
ჭამა აღარ შეეძლოთ, რაფაელს კი ბოლო სიტყვა ჯერაც არ ჰქონ-
და ნათქვამი. მაგიდაზე ხუთი უზარმაზარი ლანგრით იმ დილით
დაჭერილი სხვადასხვა სახის თევზი შემოიტანა – ქორჭილა, დო-
რადა, შემწვარი კალმარებით სავსე სასალათე, ღია ცეცხლზე
შემწვარი, მომსხო ვარდისფერი კრევეტები, რამდენიმე ცალი
ლანგუსტიც კი... ამის დანახვაზე ქალებმა ლამის იყო დაიფიცეს,
თითსაც არაფერს დააკარებდნენ. ეს უკვე მართლა მეტისმეტი
იყო, შეიძლება ჭამისგან დახოცილიყვნენ კიდეც. რა გაეწყობო-
და, რაფაელისა და ჯუზეპინასათვის უნდა ეცათ პატივი. და არა
მარტო მათთვის – ცხოვრებისთვისაც, რომ ამგვარ დაუვიწყარ
სუფრას აზიარა. სამხრეთში ავმუცელას გახელებითა და სიხარ-
ბით მიირთმევენ კერძებს – იმდენს, რამდენსაც შეძლებენ. თით-
ქოს უბედურების მოლოდინში, უკანასკნელად ჭამდნენ. ბოლომ-
დე, ვიდრე საჭმელი წინ უდევთ, ლუკმანაკლულის ერთგვარი ინ-
სტინქტით. ჯანდაბას, თუ ცუდადაც გახდება ვინმე, ხალისით და
გადამეტებით უნდა მიირთვას ყველამ.
თევზიანი ლანგრები ჩამოატარეს და თანამეინახეებიც, მეტი
რა ჩარა იყო, გატაცებით შეუდგნენ საქმეს. ახლა უკვე მუცლის
ამოსავსებად კი არა, გემოს ჩასატანებლად გეახლებოდნენ. დი-
დი სურვილის მიუხედავად, შემწვარ კალმარებსაც კი ვერ მო-
უღეს ბოლო. ამან რაფაელი საბოლოოდ თვითკმაყოფილი და-
ტოვა – მაგიდაზე დარჩენილი საჭმელი იმას ნიშნავდა, რომ
სტუმრები მაწიერად დანაყრდნენ. სუფრის ბოლოს, რაფაელი
96 მკითხველთა ლიგა
თავის ძმას, ჯუზეპეს მიუბრუნდა, მუცელზე ხელი მიუტყაპუნა და
დაეკითხა: “Pancia piena?” ამაზე ყველას გაეცინა, თან ქამრებიც
შეიხსნეს, მარაოებიც მოიმარჯვეს. თუმცა სიცხე უკვე მოტეხილი-
ყო, მაძღარი სხეულები ამ ნაირ-ნაირი საჭმელებისა და მხიარუ-
ლებისაგან იღვენთებოდა. სულ ბოლოს, რაფაელმა კაცებისათ-
ვის ყავა და სამი სახის მაგარი სასმელი შემოიტანა: გრაპა, ლი-
მონჩელო და დაფნის ფოთლის არაყი. ყველას ჩამოუსხა და სიტ-
ყვა ითხოვა:
– ხომ იცით, მთელი სოფელი ყუმებს გვეძახის: ასე ამბობენ,
ეგენი მუნჯის შვილები არიან და პირს მხოლოდ საჭმელად აღე-
ბენ, სალაპარაკოდ – არასდროსო. ძალიანაც კარგი, ვიამაყოთ.
თუკი ამით ცნობისმოყვარეებს მოვიცილებთ და ეს რქიანები გაგ-
ვინაწყენდებიან. ასე იყოს, ვიყოთ ენაჩაგდებულები. ერთმანე-
თისთვის ნუ დავინანებთ კეთილ სიტყვას, სიტყვაძუნწები ნუ ვიქ-
ნებით.. თქვენი გამოცდილების მონაწილე მე არ ვყოფილვარ და
შესაძლოა, მონტეპუჩიოში ისე ამომხდეს სული, ამ მხარის გა-
მომშრალი გორაკების გარდა, არაფრის ნახვა მე არ მეღირსოს.
თქვენ აქა ხართ, ჩემთან. ჩემზე მეტი იცით. პირობა დადეთ, ჩემს
შვილებს მოუყვებით, რაც ნახეთ. ნიუ-იორკში მოგზაურობის გა-
მოცდილება თქვენთან ერთად რომ არ დაიმარხოს, დამპირდით,
თითოეული თქვენგანი ერთ რამეს მაინც მოუყვება შვილებს, შვი-
ლიშვილებს, ძმისშვილებს, იმათ შვილებს... რაიმე მოსაგონარი,
გამოცდილება. საიდუმლო, რომელიც თქვენთვის შემოინახეთ
და სხვას არავის გაანდობთ. ამის გარეშე ჩვენი შვილები, ყველა
სხვა მონტეპუჩიოელის მსგავსად, უცოდინრები დარჩებიან. თა-
კარა მზისა და სიჩუმის გარდა, ამ წუთისოფლის არაფერი ეცოდი-
ნებათ.
სკორტები შეთანხმდნენ, ასე იყოსო. თითოეული მათგანი,
ვიდრე ამ ქვეყნიდან წავიდოდა, თუკი რამ იცოდა, თავის მონა-
97 მკითხველთა ლიგა
გარს ერთხელ მაინც მოუყვებოდა, რჩევას მისცემდა, ცოდნას გა-
უზიარებდა – იმ მხეცებივით რომ არ დარჩენილიყვნენ, უთქმელი
მზის ქვეშ რომ ცხოვრობენ და იხოცებიან.
ნადიმი დამთავრდა. ოთხი საათი მაინც ისხდნენ მაგიდასთან.
კაცები სკამების საზურგეებს მიეყუდნენ, ბავშვებმა დაგორგლი-
ლი ბაწრების გროვას მიაშურეს სათამაშოდ, ქალები მაგიდის
ალაგებას შეუდგნენ.
თითქოს ბრძოლა გადაეტანათ, ისეთი ღონემიხდილი იყო
სუყველა. დაღლილი, მაგრამ ბედნიერი. იმდღევანდელი ბრძო-
ლა უდავოდ მოგებული ჰქონდათ. სუყველამ ერთად ცოტა ხნით
მაინც გაიხარა ცხოვრებისაგან. ყოველდღიურობის სიმძიმეს და-
უსხლტა ხელიდან. ეს სადილი ყველას მეხსიერებაში ჩაებეჭდა,
როგორც სკორტების დიდი ნადიმი. ცხოვრებაში პირველად ყვე-
ლამ ერთად მოიყარა თავი. ფოტოაპარატი რომ ჰქონოდათ, უეჭ-
ველია, ურთიერთმოსიყვარულების ამ ნაშუადღევს ფირზეც აღ-
ბეჭდავდნენ. ყველანი იქ იყვნენ – მშობლები, შვილები... ურიგო
არ იქნებოდა ყველაფერი უცვლელი დარჩენილიყო.
ცხოვრება არ დააყოვნებდა ჩამოჭკნობას, ნიადაგი მათ ფე-
ხებქვეშ ბზარს გაიჩენდა, ქალების ფერადოვანი კაბები გლოვის
ულაზათო, თალხ ფერად შეიღებებოდა, ანტონიო მანუციო ესპა-
ნეთში წავიდოდა, იქ მძიმე ჭრილობას გადაჰყვებოდა, ყოველ-
გვარი ზარ-ზეიმის გარეშე, და კარმელა ქვრივად დარჩებოდა ორ
ვაჟიშვილთან ერთად – პირველი სამგლოვიარო პირბადე ოჯა-
ხის ბედნიერების წილად. დომენიკომ, ჯუზეპემ და რაფაელმა გა-
დაწყვიტეს, თამბაქოს ჯიხური დისთვის დაეთმოთ, ამის გარდა,
არაფერი გააჩნდა და ორი სული ჰყავდა გამოსაკვები. ელიას და
დონატოს ცარიელზე არ უნდა დაეწყოთ, ერთ დროს ბიძების თავს
მოწეული გაჭირვების მსგავსი არაფერი უნდა ენახათ.
98 მკითხველთა ლიგა
უბედურება გაბზარავდა ამ კაცებისა და ქალების სავსე ცხოვ-
რებას. ამჟამად კი ამგვარი რამ აზრადაც არავის მოსდიოდა. ან-
ტონიომ კვლავინდებურად გრაპა ჩამოისხა. რაფაელს, საკუთა-
რი ძმების შემხედველს, მისივე ხელით დაჭერილ თევზებს ასე
ხარბად რომ მიირთმევდნენ, უნებურად თვალები უწყლიანდებო-
და.
სადილის ბოლოს, მუცელამოყორილნი, თითებდაქონილნი,
პერანგდალაქავებულნი, შუბლზე ოფლმომდგარნი, ყველანი
განცხრომას მისცემოდნენ. ბოლოს კი, სინანულით დატოვეს
ტრაბუკო. თავ-თავიანთ ცხოვრებას მიუბრუნდნენ.
კარგა ხნის მანძილზე, დაფნის ფოთლის ცხელი და მძაფრი სუ-
ნი ბედნიერების სურნელად ირეკლებოდა მათ ცხოვრებაში.
მიმიხვდით ალბათ, დონ სალვატორე, გუშინ კანკალმა რატომ
ამიტანა – გავიაზრე, კორნის სახელი აღარ მახსოვდა. არადა, ეს
კაცი თუ დავივიწყე, ყველაფერი თავდაყირა დადგება. დონ სალ-
ვატორე, ყველაფერი ბოლომდე ჯერ არ მომიყოლია. ცოტაც და-
მაცადეთ. მოსწიეთ, მშვიდად მოსწიეთ.
მონტეპუჩიოში დაბრუნებისას, ჩემს ძმებს დავაფიცე, ნიუ-
იორკში მარცხის შესახებ ხმა არ გაეღოთ. იმ საღამოს, როცა მუნ-
ჯი დავმარხეთ, რაფაელმა გვთხოვა, მოგზაურობის თაობაზე
მოგვეყოლა რამე. ტყუილის თქმა არც ერთ ჩვენგანს არ სურდა
და საიდუმლო გავანდეთ. ჩვენიანი იყო მაინც. შემოგვფიცა,
კრინტს არავისთან დაძრავდა. სიტყვა არც ერთს არ გაუტეხია.
მთელი მონტეპუჩიოსათვის ნიუ-იორკში ვიყავით ნამყოფნი და იქ
რამდენიმე თვე ვიცხოვრეთ. საკმარისი დრო ცოტაოდენი ფულის
საშოვნელად. ვინც ჩვენი ნაადრევი დაბრუნების მიზეზს იკითხავ-
და, დედის მარტოდმარტო დარჩენას ვიმიზეზებდით. საიდან უნ-
და გვცოდნოდა მისი გარდაცვალების შესახებ. არ მინდოდა
სცოდნოდათ, სკორტები უკან რომ გამოგვაბრუნეს. მთავარი ის
99 მკითხველთა ლიგა
არის, რას ამბობენ, რა ამბავს თხზავენ თქვენზე. სურვილი მქონ-
და, ნიუ-იორკი სკორტებთან ყოფილიყო გაიგივებული. გადაგვა-
რებულებისა და ღატაკების სახელი თავიდან უნდა მოგვეცილე-
ბინა. კარგად ვიცი აქაურების ამბავი. ჩვენი ბედის უკუღმართო-
ბაზე გაუთავებლად ილაპარაკებდნენ, როკოს წყევლასაც გაიხ-
სენებდნენ... მთავარი ის იყო, იმაზე მდიდრები დავბრუნდით,
ვიდრე აქედან წავედით. გეუბნებით, ეს იყო მთავარი. ჩემი შვი-
ლებისთვისაც კი არასოდეს გამიმხელია. არც ერთმა არაფერი
იცის. ჩემს ძმებს დავაფიცე და სიტყვა არ გატეხეს. უფრო მეტიც,
ქალაქის შესახებ ვყვებოდით, იქაურ ცხოვრებაზე. კორნის წყა-
ლობა იყო, ასე დაწვრილებით რომ ვყვებოდით. უკანა გზაზე, ერ-
თი იტალიურად მოლაპარაკე თავისიანი კაცი იპოვა, სთხოვა,
ჩვენთვის ძმისაგან მიღებული წერილები გადაეთარგმნა. ღამე-
ებს თეთრად ვათენებდით მის სმენაში. ზოგი რამ ახლაც კი მახ-
სოვს. კორნის ძმა თავის ცხოვრებაზე, თავის უბანზე ყვებოდა. ქუ-
ჩებს აღწერდა, სახლებს, მეზობლად მაცხოვრებლებს... მოკ-
ლედ, ქალაქის კარი გაგვიღო თითქოს. ფიქრში მუდამდღე იქ და-
ვეხეტებოდით. მოხუცი კორნის წერილების წყალობით ჩემს შვი-
ლებს ნიუ-იორკის შესახებ ვუყვებოდი. ჯუზეპე და დომენიკოც
ასევე მოიქცნენ. ამიტომაც მინდა, ეს “ნეაპოლ-ნიუ-იორკის” ბი-
ლეთი თქვენ მოგაბაროთ. გთხოვთ, ეკლესიის ნეფში ჩამოჰკი-
დოთ. ცალმხრივი ბილეთი. მონტეპუჩიოს ეკლესიაში დარჩეს და
მოხუცი კორნის სახელზე სანთლები დაიღვენთოს იქ. კი, სიცრუე-
ა თითქოს, ოღონდ არის და არც არის. ვიცი, შემისრულებთ.
მთელ მონტეპუჩიოს ეგონოს, ნიუ-იორკში რომ ვართ ნამყოფები.
ანა რომ სრულწლოვანი გახდება, ჩამოხსენით და მას გადაეცით.
გკითხავთ ალბათ, ეს რა არისო. უპასუხეთ, ნუ დაუმალავთ. მა-
ნამდე კი მინდა, სკორტების თვალები დიდი ქალაქის ათინათით
ბზინავდეს...
18
parmigiana – ბადრიჯნითა და ყველით დამზადებული იტალიური კერძი.
103 მკითხველთა ლიგა
ლი ოქროს ჯაჭვები და მედალიონები სანთლების შუქზე ბრჭყვი-
ალებდა.
საღამოს თერთმეტ საათზე, როცა მთელი მონტეპუჩიო კორ-
სოზე იმყოფებოდა და ხალხი ცივი სამელებითა და ნაყინით ისვე-
ლებდა პირს, უეცრად ველური ყვირილი შემოესმათ. დონ სალ-
ვატორე გამოჩნდა – ფერწასულს, თვალებგადმოკარკლულს,
თითქოს ეშმაკისთვის მოეკრას თვალი – ტუჩებგათეთრებულს,
გულის შეღონებას აღარაფერი უკლდა. დაჭრილი მხეცის ხმით
იღრიალა: “წმინდა მიქაელის მედალიონები მოიპარეს!” უცაბე-
დად, მთელ სოფელს ხმა ჩაუწყდა. სიჩუმემ იმდენ ხანს გასტანა,
ვიდრე მღვდლის ნათქვამს გაიაზრებდნენ. წმინდა მიქაელი გა-
ძარცვეს! აქ, მონტეპუჩიოში! გაუგონარი, შეუძლებელი ამბავი
იყო!
უცებ, სიჩუმე სიბრაზის უხმო დრტვინვაში გადაიზარდა და სუყ-
ველა ფეხზე წამოდგა. ვინ?! ვის შეეძლო მსგავსი დანაშაული ჩა-
ედინა? ვის? მთელი სოფელი შეურაცხყვეს! მსგავსი არაფერი გა-
გონილა – წმინდა მიქაელის გაძარცვა! დღესასწაულის წინა სა-
ღამოს! მონტეპუჩიოს უბედურება არ ასცდებოდა. კაცების ერთმა
ჯგუფმა ეკლესიას მიაშურა, მლოცველები დაკითხეს, თვალი ხომ
არ მოუკრავთ, უცნობი ვინმე ხომ არავინ დახეტიალობდა ახლო-
მახლო? რაიმე უჩვეულო ხომ არაფერი შეუნიშნავთ? ყველა კუთ-
ხე-კუნჭული გადაქექეს, არაფერი. არავის არაფერი დაუნახავს.
დონ სალვატორე განუწყვეტლივ იმეორებდა: დალახვროს ეშ-
მაკმა, დალახვროს ეშმაკმაო. მერე ისიც დააყოლა – ეს სოფელი
ქვაბია ავაზაკთა და სხვა არაფერიო. ყველაფერზე უარის თქმას
აპირებდა. პროცესიაზე, წირვაზე, ყველაფერზე.
კარმელასთან ისევე თავზარდაცემულნი იყვნენ, როგორც
ყველა სხვა ოჯახში. ჯუზეპემ სავახშმოდ შემოიარა. მაგიდასთან
ელია სულ სკამზე წრიალებდა, ვერ ისვენებდა. როდესაც დედა-
19
zio – იტალ. ბიძა.
108 მკითხველთა ლიგა
ერთ დილას, რძის ჭიქით ხელში, დონატომ ფართოდ გახელი-
ლი, ნაღვლიანი თვალებით შეხედა დედამისს და ჰკითხა:
– დედა?
– რა იყო? – გაეპასუხა ისიც.
– წმინდა მიქაელის მედალიონები მეც რომ მოვიპარო, ძმას-
თან წამიყვანთ?
ამან ლამის ჭკუაზე გადაიყვანა კარმელა. სასწრაფოდ თავის
ძმასთან, ჯუზეპესთან გაიქცა და წვრილად მოუყვა ყველაფერს.
– პეპე, – უთხრა, – დონატოს უნდა მიხედო როგორმე, ნამ-
დვილად რაღაცას მოიწევს. სულაც შიმშილით მოიკლავს თავს.
ძმის გარდა, აღარაფერზე ლაპარაკობს. შენთან ერთად წაიყვა-
ნე, რამე მოუხერხე. მის ასაკში არ უნდა ჰქონდეს ასეთი ჩამქრა-
ლი თვალები. ამ ბავშვს მთელი წუთისოფლის სევდა აწევსო
თითქოს.
ჯუზეპე დათანხმდა. იმავე საღამოს დისშვილს მიაკითხა, პორ-
ტში წაიყვანა და საკუთარ ნავზე გაამწესა. დონატომ იკითხა, სა-
ით აპირებდნენ გეზის აღებას. “დროა უკვე, ზოგი რამ შენც გა-
იგო” – მიუგო პეპემ პასუხად.
სკორტები კონტრაბანდას ეწეოდნენ. თავიდანვე ასე იყო.
ომის დროს დაიწყეს. დადგენილი რაციონივაჭრობისათვის სე-
რიოზულ მუხრუჭს წარმოადგენდა – ერთ სულ მოსახლეზე მხო-
ლოდ განსაზღვრული რაოდენობის კოლოფი სიგარეტი უნდა გა-
ყიდულიყო. კარმელას ეს აბსურდად მიაჩნდა. ჯერ ინგლისელი
ჯარისკაცებიდან დაიწყო, რომლებსაც სიამოვნებით ეთმობო-
დათ რამდენიმე კოლოფი სიგარეტი ლორის სანაცვლოდ. მით
უფრო, თუ არამწეველ ჯარისკაცს გამოძებნიდი. შემდეგ ჯუზეპეს
ალბანეთიდან გადმოჰქონდა – მალულად, ღამით, სახელმწიფო
საცავებიდან ან ამ რეგიონის სხვა სათამბაქოეებიდან მოპარული
სიგარეტით სავსე ნავები სანაპიროს ადგებოდნენ. კონტრაბან-
20
amore di zio – იტალ. ბიძის სიყვარულო.
121 მკითხველთა ლიგა
ყველას შვილები შეგვეძინა. კლანი გაიზარდა. არ ველოდი,
თუკი ყველაფერი ასე შეიცვლებოდა. დედა გავხდი. იმ დღიდან
მოყოლებული, ყველა დედის მსგავსად, ძუ მგლად ვიქეცი. რასაც
ვშოულობდი, სულ შვილებისთვის მინდოდა. მათთვის ვაგრო-
ვებდი, ყველაფერს ელიასა და დონატოსათვის ვინახავდი. ძუ
მგელი, დონ სალვატორე, მხოლოდ თავისიანზე რომ ფიქრობს
და ღოჯებს აჩენს, თუკი ვინმე მიუახლოვდა. ვალი კი გადაუხდე-
ლი დამრჩა. ძმებისთვის განკუთვნილი, შვილებისათვის მიმქონ-
და. ისე მოვიქეცი, როგორც ყველა დედა მოიქცეოდა. ვალი და-
ვივიწყე და ჩემი ნაშიერებისთვის ვიბრძოდი. გამოხედვაზე გატ-
ყობთ, თითქმის შემინდეთ კიდეც. გულში ფიქრობთ ალბათ, ყვე-
ლა დედა მართლაც ასე მოიქცეოდა – ბუნებრივია, შვილისათვის
გემეტებოდეს ყველაფერი. ოღონდ მე დავღუპე ჩემი ძმები, ხელი
შევუშალე, მათთვის საოცნებო ცხოვრებით ეცხოვრათ. ამერიკი-
დან წამოსვლა ვაიძულე. მე რომ არა, ბედს ეწეოდნენ, შესაძლოა
გამდიდრებულიყვნენ კიდეც. მე შემოვიტყუე ხელახლა ამ სამ-
ხრეთის მიწაზე, რომელსაც ვერაფერს გამორჩები. ვალის დავიწ-
ყების უფლება ჩემი შვილების გამოც კი არ მქონდა.
დომენიკო, ჯუზეპე და რაფაელი – მე ეს კაცები მიყვარდა. მე
და ვარ, დონ სალვატორე, თავისი ძმებისათვის უიღბლობის მთე-
ლი სიმახინჯე რომ განასახიერა.
21
fra’ (fratello) – შემოკლ. იტალ.ძმაო.
123 მკითხველთა ლიგა
სიმართლე ითქვას, ძმის შეკითხვამ გააოგნა: დარწმუნებული
იყო, საკუთარ გასაჭირს გარეგნულად არაფრით ამჟღავნებდა.
ნეტავ, რა თქვა, ან რა გააკეთა ისეთი, დონატო რომ დააეჭვა?
არაფერი. სრულიად არაფერი. ისეთი არც არაფერი უთქვამს და
არც მოუმოქმედია, რასაც ჩვეულებრივ არ აკეთებდა. ყიდდა ამ
ოხერ სიგარეტს. ყოველდღე ამ დაწყევლილი დახლის უკან ეგდო
და ამ დაწყევლილ კლიენტებს ემსახურებოდა. ჭკუიდან გადაჰ-
ყავდა ასეთ ცხოვრებას. გრძნობდა, დანაშაულის პირზე მდგომი
მკვლელივით იყო არეული. ბრაზს გულში იკლავდა, გულისნა-
დებს შეთქმულების მონაწილესავით ყველას უმალავდა. როდე-
საც ძმამ თვალი თვალში გაუყარა და პირდაპირ შეეკითხა, რა
ხდებაო, ისეთი განცდა დაეუფლა, თითქოს ნიღაბი ახადეს და გა-
აშიშვლეს. ეს კი ბოღმას უფრო უძლიერებდა.
საქმე ის გახლდათ, ელიას მარია კარმინელა შეუყვარდა და
ძაღლის თავიც სწორედ აქ იყო დამარხული. ახალგაზრდა ქალი,
მდიდარი, მონტეპუჩიოში ყველაზე ლამაზი სასტუმროს – “ტრა-
მონტანეს” მფლობელი ოჯახიდან გახლდათ. მამა კარმინელა
ექიმი იყო. დროს კონსულტაციებსა და სასტუმროს მართვაში
ატარებდა. ელიას სისხლი უდუღდებოდა, რამდენჯერაც ამ სას-
ტუმროს ფასადს ჩაუვლიდა. წყევლიდა ამ უზარმაზარ საცურაო
აუზს, დროშებს, ქარში რომ ტკაცატკუცი გაუდიოდათ, რესტო-
რანს, რომელიც ზღვას გადაჰყურებდა, წითელი და ოქროსფერი
მოსასვენებელი ლეიბებით მოფენილ, იჯარით აღებულ პლაჟის
ნაწილს... იწყევლებოდა, ეს ფუფუნება მასსა და მარიას შორის
დაუძლეველ წინაღობად აღმართულიყო. თავად არაფერი გააჩ-
ნდა და ეს მთელმა ქვეყანამ იცოდა. თამბაქოს ჯიხური განა რა
ბედენა იყო. ექიმის ქალიშვილისთვის, აბა, რა უნდა შეეთავაზე-
ბინა? წამოჰყოლოდა და ზაფხულში, საღამოობით, საქმეს რომ
ვერ აუდიოდა, მასთან ერთად წურწურით ეღვარა ოფლი? ყველა-
22
Aïe aïe aïe, Domani non mi importa per niente, Questa notte devi morire con
me – იტალ. ხვალემ იკითხოს ხვალისა, ამაღამ ჩემთან ერთად უნდა დალიო
სული.
141 მკითხველთა ლიგა
ზოგიერთ ადგილას ნამდვილი კანონგარეშე ვაჭრობა იყო გაჩა-
ღებული.
ელიას და მარიას მაღაზიის აღსადგენად საკმარისი ფული არ
გააჩნდათ. ერთხანს, თამბაქოთი ქუჩის გამყიდველებივით ვაჭ-
რობდნენ.
უცნაური რამ ხდებოდა – სოფელი უარს აცხადებდა სიგარე-
ტის საყიდლად სხვაგან წასულიყო. კვირა დღეს, ტურისტები გაკ-
ვირვებით ადევნებდნენ თვალს კორსოს ყველაზე უბადრუკი მა-
ღაზიის წინ გაჭიმულ რიგს. არც აბრა, არც დახლი და არც სალა-
რო აღარ არსებობდა. ოთხი კედელი. ორი სკამი და ცარიელ ია-
ტაკზე ახორხლილი თამბაქოს ყუთები, რომლებშიც ელია ხელე-
ბით ფათურობდა. ზაფხულში, საღამოობით, ტროტუარზე ვაჭ-
რობდა, ამასობაში მარია შიგნით კედლებს ხეხავდა. და მიუხედა-
ვად ყველაფრისა, მონტეპუჩიოელები მაინც რიგში დგებოდნენ.
მაშინაც კი, როდესაც ელია ამა თუ იმ დასახელების სიგარეტზე
უარს ეუბნებოდა მყიდველს (დიდი რაოდენობით თამბაქოს შეძე-
ნას ვერ სწვდებოდა და სულ რამდენიმე სახეობაზე აკეთებდა არ-
ჩევანს), სოფლელები სიცილით ეუბნებოდნენ: “მოიტა, რაც
გაქვს” და თან საფულეს იმარჯვებდნენ.
სოლიდარობის ამ გამოვლინებაში დონ სალვატორეს ხელიც
ერია. ყოველდღე, წირვის დროს, ურთიერთდახმარებაზე სწო-
რედ ის აგულიანებდა თავის მრევლს. შედეგმა ყოველგვარ მო-
ლოდინს გადააჭარბა და ერთ დღესაც, თამბაქოს ჯიხურს რომ
ჩაუარა და შესასვლელი კარის თავზე ახალი აბრა იხილა გამო-
კიდული, მაშინ კი აღმოხდა:
– ამ ღორისთავებიანებიდან, შესაძლოა, სუყველანი არც კი
იყვნენ დასაწვავები.
განათებული აბრა მართლაც იმ დღეს ჩამოიტანეს ფოჯიადან
და ზედ შეგეძლოთ წაგეკითხათ: Tabaccheria Scorta
23
ciao! – იტალ. ნახვამდის!
153 მკითხველთა ლიგა
– საით მიდიან?
– ჯერ აქ, შემდეგ სატვირთო მანქანით რომში მიგვყავს. იქი-
დან, რა ვიცი, ყველგან – გერმანიაში, საფრანგეთში, ინგლისში.
– ეს ქალიც? – ვერ ახერხებდა, ალბასა და მატეოს მიერ ნახ-
სენებ ქსელს შორის, პარალელი გაევლო.
– სიგარეტზე ბევრად მომგებიანია, არა? – შეკითხვითვე უპა-
სუხა მატეომ. აქეთ გადმოსაყვანად მზად არიან, უკანასკნელი გა-
იღონ. ლამისაა და რამდენსაც მოსთხოვ, იმდენი მოგცენ, – გა-
იცინა, მხარზე ხელი დაჰკრა დონატოს, გამოემშვიდობა, მანქანა-
ში ჩაჯდა და საბურავების სისინით მტვრის ბუღში გაუჩინარდა.
დონატო გაოგნებული დარჩა პლაჟზე, მარტოდმარტო. მზე ხე-
ლისუფალის მედიდური სიზანტით იწვერებოდა. ზღვა მოვარდის-
ფრო ნაპერწკლებად ლივლივებდა. ჯიბიდან ფულის დასტა
ამოიღო, გადაითვალა. ორი მილონი ლირა. ორი მილიონი ლი-
რა დაკუჭული ქაღალდის ფული. თუ ამას მატეოს, რამინუჩიოსა
და თავად ქსელის ხელმძღვანელის წილს დაამატებდა, ახალგაზ-
რდა ქალს, სულ ცოტა, რვა მილიონი ლირა ექნებოდა გადახდი-
ლი. დონატოს უსაზღვრო სირცხვილის გრძნობა ახრჩობდა. მერე
სიცილი აუტყდა. როკო მასკალზონეს მტაცებლური სიცილი. შეშ-
ლილივით იცინოდა, ახლაღა მიხვდა, ქალს უკანასკნელი გრო-
შები წაართვა.
“მხეცი ვარ. ორი მილიონი. ქალსა და მის შვილს ორი მილიო-
ნი წავართვი. ვუცინოდი, სახელს ვეკითხებოდი, მეგონა, მგზავ-
რობა სიამოვნებდა. ყველაზე უბადრუკი ვინმე ვარ. ქალი გავქურ-
დე, უკანასკნელი წავართვი და მერე საუბარიც გავუბი. როკოს
ღირსეული შვილიშვილი ვარ, ისეთივე საშინელი და კიდევ უფ-
რო უარესი. ურწმუნო. ნამუსგარეცხილი. აი, გავმდიდრდი კიდეც.
მთელი ცხოვრების დანაზოგი ჩავიდე ჯიბეში, წავალ ახლა და
სადმე დუქანში, ჩემს სახელზე თითო ჭიქას ჩამოვასხმევინებ იქ
24
Terremoto! Terremoto! – იტალ. მიწისძვრა! მიწისძვრა!
165 მკითხველთა ლიგა
იყო გამოსული. რაღაც უცნაური რეფლექსით, სახლებიდან ერ-
თბაშად გარეთ გამოსულიყვნენ, იმის შიშით, თუ კედლები ხრე-
შის ღრუბლებად დაინთხეოდა, ნანგრევების ხაფანგში არ გაბმუ-
ლიყვნენ. ყველა გარეთ დაბორიალებდა მთვარეულივით. ყეყე-
ჩებივით მიშტერებოდნენ ცას. ქალებმა, შვებით თუ შიშისაგან,
ტირილი მორთეს. ბავშვები ღნაოდნენ, ბრბომ აღარ იცოდა, რა
მოემოქმედა. ყველანი იქ იყვნენ, ერთმანეთს ეკვროდნენ, შინა-
განად ჯერ ისევ ძრწოდნენ და თან უხაროდათ, ცოცხლები რომ
გადარჩნენ. მიწის ღმუილი ძვალ-რბილში რომ ატანდათ, შიშით
ჩაენაცვლათ და კბილს კბილზე აცემინებდნენ.
ვიდრე ქუჩები ყვირილითა და გადაძახილებით აჟღერდებოდა
– და თითოეული მათგანი თავისიანებს გადაითვლიდა, ვიდრე
გაუთავებელ ქაქანში ბედის ამ დარტყმაზე დაუსრულებლად იმ-
სჯელებდნენ, ელია თამბაქოს ჯიხურიდან გამოვიდა. მიწისძვრის
დროს შენობაში დარჩა, ვერაფრის გაფიქრება ვერ მოასწრო, შე-
საძლო სიკვდილზეც არ უფიქრია. ქუჩაში გამოვარდა. თვალე-
ბით ტროტუარი მოათვალიერა და ძახილს მოჰყვა: “მუჩა, მუჩა!”
არავინ გამოეხმაურა. მთელ კორსოზე სწორედ ამ დროს ატყდა
ყვირილი და ელიას ხმა გონს მოსული ბრბოს ყაყანმა გადაფარა.
კარმელა მტვრით დაფარულ ქუჩებში მიიწევდა წინ. დიდი ხა-
ნია, ასე დაჟინებით არ უვლია. რაღაც ახალი შემართება აძლები-
ნებდა. გზას შეჯგუფულ ხალხს შორის იკვლევდა, ქვაფენილზე გა-
ჩენილ ნაპრალებს გვერდს უვლიდა. დაბალ ხმაზე ლაპარაკობ-
და. მის გონებაში ყველაფერი ერთად ირეოდა – მიწისძვრა, ძმე-
ბი, აგონიაში მყოფი, მოხუცი კორნი. წარსული ერთად აკინძულ
დომხალად ამოუტივტივდა. ერთი მოგონებიდან მეორეზე ხტო-
და. სახეები ერთმანეთს ენაცვლებოდნენ. მის გარშემო მყოფთ
ყურადღებას არ აქცევდა. ქუჩაში ქალებმა თვალი ჰკიდეს და გას-
ძახეს, როგორ ხარო. კარმელას პასუხი არ გაუცია – საკუთარ
25
la via dei Suplicii – იტალ. მაცხოვრის ტანჯვათა.
167 მკითხველთა ლიგა
ოროლა ძვირფასი ნივთი წამოიყოლა იმ შემთხვევისათვის, თუ
მათი სახლი განმეორებით შეტევას ვეღარ გაუძლებდა. მერე ყვე-
ლანი უბედურების მტანჯველ მოლოდინში გაიყუჩნენ.
მხოლოდ ელია დარბოდა ერთი ადგილიდან მეორეში, ხე-
ლებს იქნევდა, ბრბოში გზას იკვლევდა, ყველა ნაცნობ სახეს
ეკითხებოდა: “დედაჩემი? დედაჩემი არ გინახავთ?” პასუხად კი
ერთს იღებდა მხოლოდ: “დაჯექი, ელია! აქ დარჩი. მოიცადე. ისევ
განმეორდება. ჩვენთან დარჩი”. მაგრამ ელია რჩევას ყურად არ
იღებდა და ბრბოში დაკარგული ბავშვივით აწყდებოდა აქეთ-
იქით.
ბოლოს, ვიღაცამ მოედნიდან ხმა მიაწვდინა: “დავინახე დედა-
შენი. სასაფლაოსკენ წავიდა”. ელიას არც კი უცდია ამოეცნო, ვინ
დაეხმარა, ისე გავარდა მითითებულ მხარეს.
მიწა ისევ ისე უცაბედად იძრა. ელია სახით ძირს დაენარცხა.
შუაგულ ქუჩაში გაიშხლართა. ირგვლივ ყრუ გუგუნი იდგა. ელი-
ას მკერდქვეშ, ფეხებქვეშ, ხელისგულებქვეშ მიწა იზნიქებოდა,
იკუმშებოდა და თითოეულ ამ გაზმორებას მთელი სხეულით
გრძნობდა. ძვლებში უვლიდა გუგუნი. რამდენიმე წამი დარჩა
ასე, შუბლით მტვერში ჩარგული, შემდეგ რყევა შეწყდა. ეს ბუნე-
ბის გადავლილი გულისწყრომის შორეული ექოღა იყო. დედამი-
წა ამ განმეორებითი საყვედურით ადამიანებს თავს ახსენებდა.
იქ იყო, მათ ფეხებქვეშ ცხოვრობდა და ერთხელაც, დაქანცულო-
ბის თუ გულისწყრომის გამო, შესაძლოა ყველა ერთად შთაენ-
თქა თავის უძირო ხახაში.
იგრძნო თუ არა, მიწის რხევები ჩაწყნარდაო, ელია ფეხზე წა-
მოდგა. ლოყაზე სისხლი ჩამოსდიოდა. დაცემისას წარბი გახეთ-
ქოდა. არც კი შეიმშრალა, სასაფლაოსკენ განაგრძო გზა.
შესასვლელი ჭიშკარი ძირს ეგდო. გადააბიჯა და ცენტრალურ
ბილიკს დაადგა. საფლავის ქვებს პირი დაეღოთ. მიწას ღორღის
26
vecchietto –იტალ. ბერიკაცი.
172 მკითხველთა ლიგა
მოეჩვენა ყველაფერი. ის სულ სხვა ცხოვრება იყო თითქოს. სუ-
ლის მოსათქმელად ერთი წუთიც კი არ ჰქონია, ფულის შოვნაზე
ფიქრობდა. იმდენს მუშაობდა, მისი ღამეები ხანგრძლივობით
ნაშუადღევის ძილსღა უტოლდებოდა. იყო, აბა, არ იყო ბედნი-
ერი? ბიძამისი, ბებერი ფაელუკი არ ტყუოდა, ერთხელაც რომ
უთხრა, ოფლის ღვრას გემო ჩაატანეო. ასეც მოხდა. ქანცგაწყვე-
ტილი იყო, მაგრამ ბედნიერი. სწორედ ამ დაღლილობიდან იშვა
მისი ბედნიერება. იბრძოდა, ცხოვრებაში ფეხის მოკიდებას ცდი-
ლობდა და ახლა, როდესაც სკამზე ჩამომჯდარ ერთ ვინმე ბერი-
კაცად ქცეულიყო, მის ბედნიერებას თითქოს ხელს რაღა შეუშ-
ლიდა. საქმე ხელახლა აღადგინა, მეუღლესა და ქალიშვილს უზ-
რუნველყოფილი ცხოვრება შეუქმნა, სიღარიბეს თავი დააღწია
და ახლა აღარაფერი ემუქრებოდა. ადრინდელივით ბედნიერად
თავს მაინც ვერ გრძნობდა. სიმშვიდეში ცხოვრობდა – რაც თა-
ვისთავად მიღწევა იყო – ფულიც არ აკლდა, მაგრამ ცხოვრები-
სათვის გამოგლეჯილი ის ველური ბედნიერება კი უკან მოეტოვე-
ბინა.
პატარა ჯუზეპეს დედამისმა დაუძახა. დედის ხმის მჭექარე და
თბილმა ჟღერადობამ ელია ფიქრებიდან გამოარკვია. თავი ას-
წია. ბავშვები კალიების ღრუბელივით გაფანტულიყვნენ. ფეხზე
წამოდგა. დღე იწყებოდა. წმინდა ელიაობა დგებოდა. ცხელოდა.
უამრავი საქმე ედო წინ.
სახლიდან გამოვიდა და კორსოს აუყვა. იქაურობა უწინდელ
სოფელს აღარ ჰგავდა. შეეცადა, მეხსიერებაში ორმოცდაათი
წლის წინანდელი სოფელი აღედგინა: მისი ბავშვობის დროინდე-
ლი რამდენი მაღაზია იყო კიდევ შემორჩენილი? დროთა განმავ-
ლობაში ყველაფერმა სახე იცვალა. შვილებმა მამების საქმე გა-
დაიბარეს. აბრები შეიცვალა. ტერასები გაფართოვდა. ელია
სადღესასწაულოდ მორთული ქუჩების შუაგულში მიაბიჯებდა. აქ