Download as pdf or txt
Download as pdf or txt
You are on page 1of 9

კონსპექტი ლიტხელის ფინალურისთვის 1

რომანტიზმი XVIIIბ - XIXდ სს.

ღმერთთან მებრძლი ადამიანი ( ახალი პრომეთე )

ადამიანს შეუძლია შექმნას იმაზე ბევრად მეტი, ვიდრე აქამდე. რომანტიზმი არის ადამიანზე
გაცემული ყველაზე დიდი ავანსი. რომანტიზმმა სამყაროს ცენტრში დააყენა ადამიანი და
დააჯერა, რომ მას ყველაფერი შეუძლია. მნიშვნელობა არ აქვს გამარჯვებას, მთავარია
იბრძოლოს. ადამიანის არსებობის მშვენიერება მდგომარეობს მის ტრაგიკულობაში. იგი
დამარცხებისთვისაა შექმნილი. მსხვერპლი, რომელსაც ადამიანი გაიღებს, არის მშვენიერი.
იდეა - თუ შენ საკუთარი თავის გწამს, მაშინ შენ შეცვლი სამყაროს. მხატვრობაში - ვერ
ვხედავთ პერსონაჟის სახის გამომეტყველბას, ემოციებს. ადამიანი ან ძალიან პატარაა ან
ზურგით არის წარმოჩენილი. ნახატს რომ შეხედავთ, უნდა გადმოგცეთ პირველადი ემოცია.
თავად უნდა ჩადგეთ იმ მდგომარეობაში, რაც ნახატზეა. ძირითადად ცენტრში გამოსახულ
რაღაცას უნდა დავაკვირდეთ. ხშირად გაცრეცილ ფერებს იყენებენ. აწმყოს და წარსულის
დაპირისპირება. უგულვებელყოფენ ესთეტიურობას და სიმეტრიას. ფონად პეიზაჟებს
ხშირად იყენებდნენ. რომანტიზმის მხატვრობას სძულს ქალაქი და ურბანიზმი, ამიტომ
ყოველთვის ბუნებაა დახატული. რაც უფრო დიდი და უსაზღვროა სივრცე, მით უკეთესი.
საინტერესოა, წამის, რეფლექსის გამოსახვის ოსტატურობა.

მხატვრები: კასპარ დევიდ ფრიდრიხი („მოგზაური ნისლის ზღვის თავზე“, „ზამთრის


პეიზაჟი), ტერნერი (შტორმები, პეიზაჟები. „ვეზუვის აფთქება).

წიგნი: 1.ვიქტორ ჰიუგო „93 წელი“ (რომანში გადმოცემულია საფრანგეთის 1789 წლის
რევოლუციის დროინდელი მოვლენები. იაკობინელთა დიქტატურის პერიოდის
საფრანგეთის ბრძოლა გარეშე მტრებთან და ვანდეელ მეამბოხეებთან. რომანში ავტორმა
თავისი გმირების დახმარებით წარმოაჩინა რევოლუციის დროოინდელი საფრანგეთის ის
ძალები, რომლებსაც სხვადასხვაგვარად ესმით სამშობლოს კეთლდღეობა, სხვადასხვანაირად
იბრძვიან საფრანგეთისთვის. 2. მერი შელი „ფრანკენშტეინი“ (პირველი საკითხი - საკუთარ
ქმედებაზე პასუხისმგებლობის აღებაა. მეორე - განსხვავებულის მიღებაა. რეალურად
გარეგნული სიმახინჯის გამო ვერ მიიღო საზოგადეობამ ფრანკენშტაინის მიერ შექმნილი
არსება.ადამიანების ამბიციებს საზღვარი არ აქვს, მაგრამ ცოცხალი არსება ჯერ ვერ შექმნეს.
ექსკლუზიური უფლება კვლავ ღმერთს აქვს და ამას ცხადად გაჩვენებს მერი შელი).

ფილმი: დევიდ ლინჩი „ადამიანი სპილო“ (თავისი ინტერესი უცნაურის, იდუმალის


და შესაზარის მიმართ, რომელიც რეალურ ცხოვრებაში არსებობს და უპირატესად იწვევს
გარემომცველების უსიამოვნებას და გაღიზიანებას განსაკუთრებით ფაქიზად და
დელიკატურად, ეპატაჟის გარეშე, და ამიტომ ტრიუმფით გამოსახა ნამუშევარში „ადამიანი
სპილო“. დამდგმელი ისწრაფოდა, უპირველესყოვლისა, ადამიანური თანაგრძნობის გმირის,
სიყვარულსა და სითბოს მოკლებულს, მიმართ აღძვრის. თავისებური ამაღლების და მიწიერი
გარყვნილობისგან განთავისუფლების მოტივი ამ ადამიანის მიერ ჭეშმარიტი სულის
უკვდავობის მოპოვებითა შესაძლებელი).

ანტონიანი მარია
კონსპექტი ლიტხელის ფინალურისთვის 2

რომანტიზმი (მე-2 ნაწილი)

მარტოობის ადამიანი

არ არის მნიშვნელოვანი სოციალური ცხოვრება. მნიშვნელობა არ აქვს რჩეულია თუ


არარჩეული, ყველა ადამიანი მარტოა. მარტოობა სამყაროს შემეცნების ერთადერთი ხერხია.
ყოველთვის იბრძვის მარტო. ეს ცალკე შეგრძნებად არც ერთ მიმდინარეობაში არ ყოფილა. ეს
ფორმა არის იდეალური, მიუხედავად იმისა, რომ ბედნიერება არ მოაქვს. მე-2 დეტალი -
სამყაროს შეცნობაა. არა იდეური, არამედ ფიზიკური თვალსაზრისით. პერსონაჟები
მოგზაურობენ, არ არიან ჩაკეტილნი თავიანთ სოციალურ წრეში. მე-19 საუკუნის დასაწყიში
გამოჩენილი ადამიანები მოგზაურობენ ადგილებში, სადაც იქამდე ადამიანებს ფეხი არ
დაუდგამთ. რომანტიზმი ღიაა სხვადასხვა სამყაროებისთვის. აქ მიღებულია კულტურული
მრავალფეროვნება. არ აქვს მნიშვნელობა წარმომავლობას, კანის ფერს. ესაა უკანასკნელი
არისტოკრატიული მიმდინარეობა ხელოვნებაში. აქ ჯერ კიდევ მაღალი სოციალური ფენის
წარმომადგენლები არიან შემოქმედები (ფული იყო საჭირო). რომანტიზმისთვის
აუცილებლად დამახასიათებელია პატრიოტიზმი. ყველა ქვეყანაში შემოქმედები ეროვნების
მიხედვით ახდენენ საკუთარ იდენტიფიკაციას. აწუხებთ თავიანთი ქვეყნის ტკივილები.

გერმანელები ხატავენ რელიგიურ სურათებს. გაცრეცილი ღია ფერები; ამერიკელები


პატრიოტულს, მუქი წითელი, ალისფერი, მიწისფერი მწვანე; ინგლისელები საზღვაო,
წითელი ოქროსფერი; ფრანგები- დელაკრუა უდაბნოსფერი ყვითელი, მდოგვისფერი.

მხატვრები: აივაზოვსკი (იგი სხვებისგან განსხვავებით ცდილობს, რაც შეიძლება


მეტად მოექცეს ჩარჩოებში. აივაზოვსკი უფრო მეტად მარინისტია. თუმცა მანამდე
შეპყრობილი იყო სამყაროს შეცნობის იდეით) , დელაკრუა (დელაკრუას აინტერესებს წამის
წინა წამი. როცა გადაწყვეტილია, რაღაც მოხდეს, მაგრამ ჯერ არ მომხდარა. მას სურს, ჩვენ
დაგვასრულებინოს მოქმედებაც და ნახატიც. მისთვის მოლოდინი უფრო მაგარია, ვიდრე
დამდგარი წამი).

ანტონიანი მარია
კონსპექტი ლიტხელის ფინალურისთვის 3

რეალიზმი

ადამიანი - სოციალური ცხოველი, მას არ აინტერესებს იდეები

კლასიკური რეალიზმი ყველა დეტალითა და ჩვევით ჩამოყალიბდა მე-19 საუკუნეში


და გაგრძელდა ბოლომდე, მაგრამ იგი დღემდე არსებობს ოდნავ სახეცვლილი ფორმით.
რეალიზმი არის ერთადერთი მიმდინარეობა, რომელიც ჯერჯერობით არ გამქრალა.
რეალიზმს მიაჩნია, რომ კარგი იქნება, თუკი ხელოვნება კაცობრიობას თავს დაანებებს და არ
შეაწუხებს ზედმეტი იდეებით. რეალიზმს მიაჩნია, რომ ადამიანი არის ის, რასაც ყოველდღე
ვხედავთ. საინტერესოა ის, რომ რეალიზმი მოხიბლული იყო ქალაქით. მაგ: ამერიკელი,
ფრანგი, ინგლისელი რეალისტი მწერლები სწორედ ქალაქებით ინტერესდებიან და აღწერენ
ქალაქის მცხოვრებლებს. რეალისტ მწერლებს არ ეშინიათ სიმართლის საზოგადოებების
შესახებ. ამიტომ პერსონაჟები არ უნდა გავარჩიოთ, როგორც ინდივიდები, უნდა გავარჩიოთ,
როგორც საზოგადოება. ხელოვნება იძენს სულ სხვა მასშტაბს, ამიტომ რეალიზმს
აინტერესებს ბევრი ადამიანი ერთად, ამიტომ აინტერესებს ქალაქი და არავითარ
შემთხვევაში სოფელი. (მხატვრები პირიქით) რეალიზმს მიაჩნდა, რომ სამყარო ისეთია,
როგორიც არის და ჩვენი დამოკიდებულების მიუხედავად, არ შეიცვლება. ამიტომ
ხელოვნება უნდა იყოს დიდაქტიკური, შეგონებითი და არა თანაგანცდისკენ მიმართული.

ძალზე ლაკონური მიმდინარეობაა. მხოლოდ ერთი ქვეყნისთვის საინტერესო.


პირველი მიმდინარეობა, სადაც ქალთა უფლებების, განათლების, სოც. საკითხები დაისვა.
მთავარია - ხალხისთვის სიმართლის თქმა.

მხატვრები: ჟიულ ბრეტონი, ფრანსუა მილე, უილიამ ბუგერო, სერჯენტი

წიგნი: ონორე დე ბალზაკი - „მამა გორიო“ (ზოგი ”ადამიანურ კომედიას”, ზოგი კი


”ადამიანურ ტრაგედიას” უწოდებს. მამა გორიო არ არის უბრალოდ მამა, ისაა მამა-მოწამე,
რომელიც მოწყდა თავის საქმეს, უარი თქვა ყოველგვარ პირადულზე და თავი საკუთარ
ქალიშვილებს მიუძღვნა. შვილებისადმი არაამქვეყნიერი სიყვარული მას ბევრ სისულელეს
ჩაადენინებს. ბალზაკი ზოგჯერ დასცინის, ზოგჯერ კი ცრემლებს ღვრის გორიოს გამო. და
მაინც, რა იყო მამა გორიოს მთავარი შეცდომა? ადამიანის ფსიქოლოგიის გზამკვლევი
მწერალი გვიბიძგებს ამ კითხვაზე პასუხი თავად მოვძებნოთ.)

ფილმი: ვიტორიო დე სიკა - „ველოსიპედის გამტაცებელნი“ ( ერთ ჩვეულებრივ


ნივთზე დამოკიდებული ცხოვრება).

ანტონიანი მარია
კონსპექტი ლიტხელის ფინალურისთვის 4

მოდერნიზმი (ლიტ-ში), იმპრესიონიზმი (მხატ-ში) XIXს. 60-70წწ.

მნიშვნელოვანია თვითგამოხატვა. ერთმანეთის მსგავსს არაფრით არ გააკეთებენ.


განსხვავებულობის იდეა არის თვითმიზანი. ორიგინალურობა პრინციპული ამოსავალი
წერტილია მოდერნიზმის. მოდერნიზმი გვთავაზობს ადამიანის 2 ტიპს - ერთი არის უძლური
ქრისტე (დოსტოევსკის იდიოტი, თეიმურაზ ხევისთავი), ანუ ადამიანი, რომელიც არის
ასოციალური, მას უამრავი დადებითი თვისება აქვს მაგრამ ადამიანები ჩაგრავენ. მეორე -
ნიცშეს ზარატუსტრა. უამრავი მსხვერპლის ფასად მაინც მოიპოვებს გამარჯვებას. (გრიგოლ
რობაქიძის გველის პერანგი, კონსტანტინეს მთვარის მოტაცება). მოდერნიზმს რელიზმისგან
განსხვავებით არ აინტერესებს სოციალური ამბები. აინტერესებს ადამიანური
ექსცენტრიულობები. მოდერნისტულ ნაწარმოებებში ხშირად არიან ხელოვნი ადამიანები
(მხავრები, მწერლები, მუსიკოსები მაგ. „დორიან გრეის პორტრეტი“). სიკვდილის იდეაც
(თვითმკვლელობა) მნიშვნელოვანია. ხშირად ხდება თვითმიზნური. ისინი ცხოვრობენ
იმიტომ რომ ამ ცხოვრების განმავლობაში მიესწრაფვიან სიკვდილს, უცნაურ სიკვდილს
(ჭლექით, ვენების გადაჭრა, დიდი დოზით წამალი). მოდერნიზმში თვითგადარჩენის
ინსტინქტი ძალიან დაკნინებულია. იღებენ ადამიანებს, რომლებიც გარკვეული აზრით
გამორჩეულები და განსხვავებულები არიან სხვებისგან. აქვთ ვირტუალური წარმოდგენები.
გონებრივ სამუშაოს რომ ასრულებენ, ისეთები. აღმერთებენ ასოციალურობას და ხშირად
სიგიჟეს. მოდერნიზმი ამბობს, რომ ადამიანმა უკვე შექმნა ისეთი რამ, რასაც ვერ მართავს,
არამედ ის მართავს ადამიანს. ამიტომ ჰეკლბერი ფინი უარს ამბობს ცივილიზაციაზე და
უბრუნდება თავის ბუნებრივ ყოფას. უარს ამბობს ყველაფერზე საკუთარი სულის გამო.

იმპრესიონიზმი - ფრაგმენტული და მთლიანად ვიზუალური სტილი. იდეა -


ჰარმონიის შექმნა. მძაფრი და მკვეთრი არ გვხდება. იმპრ. აღმოაჩნს რომ ნებიმიერი სურათის
ნახვისას ჩვენ ვუკავშირებთ ჩვენთვის ნაცნობ რაღაცას. მნიშვნელოვანია - ტვინს, მეხსირებას
მიეწოდოს იმპულსი. უპირისპირდებოდნენ კლასიციზმის, აკადემიზმის პირობითობას,
ამტკიცებდნენ ყოველდღიური ცხოვრების, ჩვეულებრივი, დემოკრატიული მოტივების
სილამაზეს, აღწევდნენ გამოსახულების ცოცხალ უტყუარობას, ცდილობდნენ
„შთაბეჭდილების“ დაჭერას იმისგან, რასაც თვალი კონკრეტულ მომენტში ხედავს.
იმპრესიონისტები არ მიისწრაფვოდნენ მწვავე სოციალური პრობლემების, შემოქემდებაში
ფილოსოფიისა და ეპატაჟის ჩვენებისაკენ. ყურადღებას აქცევდნენ მხოლოდ გარემომცველი
ყოველდღიურობის სხვადასხვა გამოხატვის ხერხებს. „გაგრძელდი წამო, შენ მშვენიერი ხარ!“
მშვენიერება მათთვის მდგომარეობს არა საგნის გამოსახვაში, არამედ თვითონ ფერწერაში.

მხატვრები: მონე (ფუძემდებელი), პისარო (მონ მარტის ბულვარის სერია), რენუარი


(გრაციოზული სიზუსტე, ფერების წრეები, გმირები ერთმანეთს არ უყურებენ), სისლეი, მანე,
დეგა.

წიგნი: დოსტოევსკი „დანაშაული და სასჯელი“(ძლიერ, არაჩვეულებრივი,


ბრწყინვალე პიროვნებას შეუძლია საზოგადოებაზე მაღლა დადგეს. „ღვთიური ადამიანის“
იდეა სონიაშია წარმოჩენილი. ეგუება სამყაროს), ,, კნუტ ჰამსონის „შიმშილი“.

ფილმი: მიქელანჯელო ანტონიონი „The Passenger”(საკუთარი ცხოვრებით


უკმაყოფილო ჟურნალისტის ისტორია, რომელსაც სურს იყოს უჩნარი, თავისუფალი
ვალდებუბულებებისგან, პასუხისმგებლობებისგან, საკუთარი თავისგან).

ანტონიანი მარია
კონსპექტი ლიტხელის ფინალურისთვის 5

ნეორეალიზმი, ნეორომანტიზმი (ლიტ-ში), პოსტიმპრესიონიზმი (მხატ-ში) XIXბ-XXდ სს.

ნეორეალიზმი - თემატიკითა და დამოკიდებულებით კლასიკურ რეალიზმს გავს,


მაგრამ ცოტა მეტ ყურადღებას აქცევს ადამიანის ინდივიდუალურობას. თუმცა აინტერესებს
არა მისი ხელფასი, არამედ გონებრივი შესაძლებლობები . განიხილავენ თავიანთი ქვეყნის
ისტორიულ პერიოდს. ეს პერიოდი არის გარდამავალი ხაზი ერთიდან მეორე მოვლენაზე
(წარმართობიდან - ქრისტიანობამდე).

ნეორომანტიზმი - სიყვარული არის გამანადგურებელი, მკვლელი.


სიყვარული=სიკვდილს. მთელი ემოციითა და სერიოზულობით ამტკიცებს, რომ სიყვარული
უბედურებაა. ნეორომანტიკოსი ქალები არიან ქალი ტრანსფორმერები, ტერმინატორები.
ვერაფერი ვერ ერევათ (მარტოხელა დედები, ბევრი თაყვანისცემელი, რომელიც არ
აინერესებთ). ნეორომანტიკოსები რელიგიური თემატიკითაც ინტერესდებიან - სახარებიდან
და ძველი აღთქმიდან აქვთ ამოღებული სიუჟეტები (პერ ლაგერკვისტი). მიუხედავად იმისა,
რომ იმ პერიოდში ბოჰემური ცხოვრება იყო ნეორომანტიკოსი ქალები ბოჰემურად არ
ცხოვრობდნენ. ჰყავთ უცნაური და ძლიერი ქალები („ვიკინგები” - „ყოველთვის მინდოდა,
თავი დედაშენის კალთაში მდებოდა“). ნეორომანტიზმი იყო რეაქცია რეალიზმზე. დააბრუნა
ძლიერი პერსონაჟები, რომლებიც იბრძვიან და იმარჯვებენ.

პოსტიმპრესიონიზმი - მე-19 საუკუნის 80-იანი წლები. განწყობით ძალიან ჰგავს


იმპრესიონიზმს. მთავარია შთაბეჭდილება. თუმცა იმპრესიონიზმში არის მშვიდი, წყნარი,
ჰარმონიული სიუჟეტი, აქ კი მეტი ტრაგიკულობა, წუხილი და სევდაა. არსებობს 3 ჯგუფი:
ხაზისტები, ფერისტები, მომრიგებლები (ორივე).

მხატვრები: ვან გოგი, პოლ გოგენი, ჟორჟ სერა, ტულუზ ლოტრეკი

წიგნი: სიგრიდ უნსეტი - „ვიკინგები“ (X-XIსს. ნორვეგიისა და ისლანდიის ცხოვრების


ამსახველი ისტორიული რომანია, რომელიც უძველესი ისლანდიური საგების სტილით
ტრაგიკული სიყვარულისა და შურისძიების შემზარავ ამბავს მოგვითხრობს. თვალს
ვადევნებთ როგორ იწრთობა ქერა ვიგდისი და ბრძენ, ძლიერ ქალად ყალიბდება; როგორ
ცდილობს ვიგა-ლიოტი ერთი შეცდომის გამოსწორებას და სამაგიეროდ უამრავ სხვას სჩადის;
შიშისათვის არავის სცალია. წიგნი არის სიძულვილამდე მისული სიყვარულის,
შურისძიების, სიამაყის, სურვილებისა და მოვალეობების დაპირისპირების, რეალობასა და
არსებულ მოლოდინს შორის გაჩენილი ნაპრალის შესახებ).

ფილმი: ჩარლი ჩაპლინი „ბავშვი“ (მარტოხელა დედა ტოვებს ბავშვს მდიდრულ


სახლთან. მოყოლილია როგორ იზრდება ბავშვი და რა ხდება მის თავს. წლების შემდეგ
გამაგდები დედა ხდება ცნობილი და მდიდარი მსახიობი, რომელსაც შვილის უკან
დაბრუნება სურს).

ანტონიანი მარია
კონსპექტი ლიტხელის ფინალურისთვის 6

XXს. დასაწყისის ლიტერატურა და ხელოვნება

თავიდან ომი არ იყო აღქმული ადეკვატურად მათ მიერ, ვინც წერდა ან ხატავდა ომის
პერიოდში, 20-იანი წლების შუიდან ნელ-ნელა აცნობიერებენ. ომი წარმოდგენილია, როგორც
მასობრივი საშინელება, როცა ადამიანები კარგავენ ყოველგვარ იმედს. საქმე ისაა, რომ
პირველმა მსოფლიო ომმა გადაფარა ყველა მანამდელი ომი. მაგრამ ყველა მანამდელ
აღწერილობაში ომს დაჰკრავს ჰეროიკული ელფერი. 20-30-იან წლებში კი კარგავს ჰეროიკულ
ელფერს და რჩება მხოლოდ შიმშილი, სიკვდილი და უბედურება. ომი განსაკუთრებულად
პოპულარულია I მსოფლიო ომის შემდეგ გამოსულ მწერლებში და იმათში, რომლებიც
თვითონვე მონაწილეობდნენ ომში. დიდი ქალაქები - მეოცე საუკუნის დასაწყისში დიდი
ქალაქების თემა განსაკუთრებით აქტიური ხდება. ყველა დიდ ქალაქს ჰყავს თავისი მწერალი,
რომელიც აღწერს მას. ხელოვნება ხდება თვითმიზნური, უმთავრესია იდეა: ხელოვნება
მხოლოდ და მხოლოდ ხელოვნებისთვის. მას სცილდება სოციალური ელფერი,
ლიტერატურა არის მხოლოდ სააზროვნო სივრცე და ყოველგვარი ყოფითი საქმიანობების
გარეთაა. უმთავრესი იდეაა ერთი ძალიან ცნობილი დუალიზმი: აპოლონური და
დიონისური საწყისები. აპოლონური ტექსტები და აპოლონური პერსონაჟები არიან
მშვიდობისა და სიკეთის მოყვარულნი. სიმშვიდე აუცილებელია. ასევე მნიშვნელოვანი
მახასიათებელია თვითშეწირვის რიტუალი ტექსტში, როდესაც პერსონაჟი საკუთარი
თავგანწირვით რაღაცას ცვლის მსოფლიოში. დიონისური - ქაოსი, ბოროტება, ძალადობა და
არეულობა. აპოკალიფსის იდეა - დაკავშირებულია პირველ მსოფლიო ომთან. ამბობენ, რომ
წერტილოვანი საზღვარი თუ გვინდა დავსვათ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს იდეა პირველი
მსოფლიო ომის პერიოდიდანვე იღებს სათავეს, დაწერილია „აპოკალიფსის ოთხი მხედარი“.
კაცობრიობა გადაშენდება - ეს იდეა მთელი მე-20 საუკუნის მანძილზე მნიშვნელოვანია.
პირველი საფეხური - შიში და თავზარდაცემა. აპოკალიფსი გულისხმობს ანტიქრისტეს
მოსვლას, სამყაროს დასასრულს და იოანეს გამოცხადების ახდენას. ოთხი მხედარი მოდის
და ყველაფერს ანადგურებს. მეორე საფეხური - მწერლები ერთგვარ ტკბობას განიცდიან
მოსალოდნელი ნგრევით, აპოკალიფსის იდეას არამხოლოდ ომმა, არამედ ევოლუციის
იდეამაც შეუწყო ხელი. „შავი ჭირი“(კამიუ) - მამაცი აპოლონელი ცდილობს სამყაროს,
რომელიც ხელებში ეფშვნება, შეუნარჩუნოს თავისი სახე, მაშინაც კი, როცა ტექსტშივე ხვდება
ავტორი, რომ ეს შეუძლებელია.
მხატვრობა - ექსპრესიონიზმი არის იმპრესიონიზმის საწინააღმდეგო. იგი ძალიან
ჰგავს განწყობილებით რომანტიზმს, ბაროკოსა და გოიას შავი პერიოდის ნახატებს. მთავარია
ემოცია და ამ ემოციის გამოხატვა, სიმახინჯე და შენარცხება სამყაროსთან; სიმბოლიზმი;
კუბიზმი.
მხატვრები: მუნკი, კლიმტი, პიკასო.

წიგნი: „მშვიდობით, იარაღო“! ე.ჰემენგუეი. მთავარი თემაა პირველი მსოფლიო


ომი და სიყვარული. უსანდომო საომარმა დღეებმა და ჭეშმარიტმა ადამიანურმა გრძნობებმა
ავტორს უზრუნველყო კლასიკურ მხატვრულ პრობლემატიკაზე გასვლა - ადამიანის მიერ
სამყაროში საკუთარი ადგილის გაცნობიერება და მნიშვნელოვანი ყოფიერი კონსტანტების
განსაზღვრა -ომის მშვიდობის, სიცოცხლის სიკვდილის, რწმენის და ურწმუნოების.

ფილმი: ა.კუროსავა „სიზმრები“ ადამიანის ურთიერთობა გარე სამყაროსთან,


სიცოცხლესთან და სიკვდილთან. დემონსტრირებს თავისებურ შეხედულებას ადამიანის
სიცოცხლის აზრზე.
ანტონიანი მარია
კონსპექტი ლიტხელის ფინალურისთვის 7

XXს. 60-70იანი წლები ლიტერატურაში, 30-60იანები მხატვრობაში


ბოტნიკები - II მსოფ. ომის შემდეგ მსოფლიოს კულტურული დედაქალაქი პარიზის
მაგივრად გახდა ნიუ-იორკი. I მსოფ. ომისგან განსხვავებით ეს უფრო მძაფრად იქნა აღქმული
და ადამიანებმა მისი მიმდინარეობის დროსვე გაანალიზეს ყველაფერი. ყველა კომფლიქტი
დაწყებისთანავე ხდებოდა ხელოვანების შემოქმედების წყარო. ამ ყველაფრის პარალელურად
ყალიბდებოდა ახალგაზრდული მოძრაობები, ბიტ-თაობა. ერთი უნივერსიტეტის ერთმა
ჯგუფმა გადაწყვიტა, რომ არ მოსწონთ ის, რასაც ხედავენ და გადაწყვიტეს ამის შეცვლა.
ლიტერატურაში ჰიპების თაობას ბევრი არაფერი მოუტანია, ბიტ-თაობისგან განსხვავებით.
მათ მიერ მოტანილი მთავარი შოკი იყო : თავისუფლება და დაპირისპირება ბურჟუაზიულ
საზოგადოებასთან. ამერიკულ ჟურნალ-გაზეთებს რომ გადახედოთ, გაგიჩნდებათ შეგრძნება,
რომ პოლიტიკოსებისა და ვარსკვლავების გარდა არავინ არ ცხოვრობსო, ბიტ-საზოგადოებამ
ეს გამოასწორა. სტილისტურად იყო სრული აღვირახსნილობა. ეს იყო ტექსტები, რომლებიც
საერთოდ არაფერს არ ქადაგებდნენ. არ ჰქონდათ მორალი. ავტორი არაფერს არ ამტკიცებდა,
უბრალოდ ასახავდა იმას, რაც იყო. ბიტ-თაობის მთავარი იდეაა ჭეშმარიტ ამერიკულ
ღირებულებებთან დაბრუნება. ადამიანი უნდა გაიქცეს. სამყარო არის ხაფანგი.
აპოკალიფტური შიში იცვლება ხაფანგის შიშით. ამერიკულმა ლიტერატურამ აღმოაჩინა, რომ
თუ ხაფანგში ვართ, უნდა გავიქცეთ. („გაიქეცი, ბაჭია“, „მებრძოლთა კლუბი“, „ფორესტ
გამპი“, ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა“).

60-70-იან წლებში მხატვრობამ დაკარგა თავისი გავლენის სფერო, ლიტერატურამაც


დაკარგა თავისი ოდინდელი ფუნქცია და გავლენა და წინა პლანზე გამოვიდა მუსიკა,
კერძოდ როკი. ჯაზისგან განსვავებით მან შეიძინა სოციალური დატვირთვა. იყო
სოციალური პროტესტით დატვირთული მუსიკა. ყველაზე პოპულარული მაგალითია
“Imagine”. სახელმწიფოს ძალადობად წარმოდგენა ჩვეულებრივი ამბავი იყო.

ჰიპების მოძრაობა, რომელიც უფრო ჰარმონიული იყო, ვიდრე ბიტნიკებისა, თვლიდა,


რომ თავი უნდა დაენებებინათ ყველაფრისთვის და წასულიყვნენ. „კისერი გიტეხიათ
ყველას, არ შეგეხებით და არ შეგვეხოთ.“ ბიტნიკები უფრო აგრესიული ტიპები იყვნენ. მათი
იდეა იყო საზოგადოების შეცვლა, გადმოდიოდნენ შეტევაზე და არსად არ მიდიოდნენ.

სი(ზე)ურეალიზმი, მიაჩნიათ რომ მეტაფორულად უკავშირდებიან სამყაროს.


სოციალური ფონის გარეშე არ არის. სამყარო სიმბოლოებით უნდა გადმოვცეთ და ასეთი
სამყარო უფრო რეალ-ა. ერთი შეხედვით რასაც ვხედავთ ის არ იყოს, შეიძ. გავდეს ხეებს ან
მხრებს ზემოთ ად., მაგრამ ჰიროსიმა და ნაგასაკი იყოს. დალის ძირითადი თემა - ომ იდა
აპოკალიფსი, სხვა სიურ. განსხვავებით ესთეტიურ მშვენიერებას ინარჩუნებს. რენე მაგრიტი
უფრო ზოგადი, მეტად აპოლიტიკურ ნახატებს ქმნის. ბეკსინსკი - გაჟღენთილია სიკვდილის
ესთეტიკით და ტოტალური ნგრევით. კაცობრიობის განმარტოება - უფსკრულები,
რომლებიც ადამიანთა ჯგუფებს აშორებს. ჯერ კიდევ ანთია კოცონი, ანუ ადამიანები
ცოცხლობენ, მაგრამ რამდენიმე ადგილას კოცონი ჩამქრალია. ესაა შიში იმისა, რომ
კაცობრიობა ჯერ კი არის ცოცხალი, მაგრამ თუ ყველაფერი ასე გაგრძელდება, კოცონების
რაოდენობა შემცირდება.

წიგნი: ენტონი ბერჯესი - „მექანიკური ფორთოხალი“.

ფილმი: „ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა“.

ანტონიანი მარია
კონსპექტი ლიტხელის ფინალურისთვის 8

მაგიური რეალიზმი
მაგიური რეალიზმი - არის მხატვრული მეთოდი, რომელშიც მაგიური ელემენტები
ჩართულნი არიან სამყაროს რეალისტურ სურათში. ამ მიმდინარეობაში ფანტასტიკურ
ელემენტებს შეუძლიათ იყვნენ სულიერად არაწინააღმდეგობრივები, თუმცა არასდროს
განიმარტებიან; მოქმედი პირები იღებენ და არ ედავებიან მაგიური ელემენტების ლოგიკას;
არის სენსორული აღქმის მრავალრიცხოვანი დეტალი; ხშირად იყენებენ სიმბოლოებსა და
გამოსახულებებს; ადამიანის როგორც სოციალური არსების ემოციები და სულიერი
იმპულსები ხშირად ძალიან დეტალურად არის აღწერილი; ადამიანის როგორც სოციალური
არსების ემოციები და სულიერი იმპულსები ხშირად ძალიან დეტალურად არის აღწერილი;
იყენებენ დროის ნაკადის დამახინჯებას; ასევე დამაახასიათებელია მიზეზისა და
შედეგისთვის ადგილების შეცვლა - მაგალითად, პერსონაჟს შეუძლია ტრაგიკულ
მოვლენებამდე ტანჯვა და ა.შ.

მაგიური რეალიზმი ლათინურ ამერიკულ ლიტერატურაში არსებობს ძირითადად.


უკანასკნელი დიდი წარმომადგენელი იყო გაბრიელ გარსია მარკესი. მაგიური რეალიზმი
ძალიან ჰგავს სურრეალიზმს. ხდება ისეთი რამეები, რაც რეალურ სამყაროში არ ხდება.
მთავარი განმასხვავებელი - სურრეალიზმი არის კრიზისი ევროპული რეალობისა, მაგიური
რეალიზმი კი აღმავლობა ლათინური სამყაროსი. ეყრდნობა ევროპის კულტურულ
განვითარებას და ადგილობრივი, ინდიური მოსახლეობის მითოლოგიურ გამოცდილებას.

მხატვრები: მაიკლ პარკესი, კარელ ვილინკი.

წიგნი: მარკესი „გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა“. ჟურნალისტიკისა და


დეტექტივის ნაზავით, ღრმა ეგზისტენციალიზმითა და მარკესის განუმეორებელი მაგიურ
რეალისტური საკმაზით. ეს არის წიგნი, სადაც სიკვდილს და სიცოცხლეს თავისი აუწონავი
ფასი აქვს, სიყვარულს კიდევ უფრო დიდი და ამ ყველაფრის საიდუმლო ისევე იდუმალი და
ამოუხსნელია, როგორც თავად ადამიანური ბედისწერა; მარკესი - „ჩემი სევდიანი მეძავების
გახსენების ჟამს“ხორხე ლუის ბორხესი - „სამხრეთის გზატკეცილი“.

ფილმი: ბილე აუგუსტი - „სულების სახლი“.

ანტონიანი მარია
კონსპექტი ლიტხელის ფინალურისთვის 9

პოსტმოდერნი და პოპ-კულტურა

პოპ-კულტურა ხელოვნების ის ფორმაა, რომელიც პოპულარულია. დიდ


მტვერსასრუტს გავს, იწოვს ყველაფერს მისთვის საინტერესო დეტალებს. გადმოაქვს
ფორმები წინა მიმდინარეობებიდან, იდეები არა. მიმდინარეობა, რომელიც აქცენტს აკეთებს
ადამიანის ყველაზე მარტივ და ყველასთვის გასაგებ განცდებზე. ყველაზე დემოკრატიული
მიმდინარეობაა. სრულიად უკიდეგანო. მიზანი - გააუკეთესოს ადამიანი. საკუთარ თავზე
უკეთესი წარმოდგენა შეგვექვმნას, შანსს გვაძლევს ვიყო ჩვენი თავი. პოპ-კულტურის
მახასიათებელია ენობრივი სიმარტივე. ეს ტექსტები ყველასთვისაა დაწერილი. იმათთვის,
ვისაც არასდროს არაფერი არ წაუკითხავს. გარდა სიმარტივისა, ახასიათებს
მელოდრამატიზმი. გულჩვილ ადამიანებში აღძრავს ცრემლს. ამ ყველაფრის კარგი
ამსახველია „ბესტსელერთა სია“. ამ სიაში იშვიათად ხვდება კარგი წიგნი. ბესტსელერი ხდება
ორი ტიპის წიგნი: თინეიჯერებისთვის დაწერილი ტექსტები და პოლიტიკურ საკითხებზე
დაწერილი წიგნები. (მაგ. დათო ტურაშვილი ჩვენთან)

განსხვავებით პოპ-კულტურისგან პოსტმოდერნი ითხოვს მაღალ IQს. დაბალს


ახასიათებს ვურგალურობა, გულისრევამდე მისული იცნიზმი. აგდებული
დამოკიდებულება ადამიანის ცხოვრებასთან, ბედთან. მაღალი - აქვს მოდერნისტული
თვისებები, უბრალოდ მასში არის გადაფასება იდეალებისა. იგი ამტკიცებს, რომ არ არსებობს
საწყისი წერტილი, არ არსებობს კარგი და ცუდი, დადებითი და უარყოფითი, ეს ყველაფერი
არა მხოლოდ პირობითია, არამედ მათ შორის განსხვავებაც არ არის. იყენებენ ციტირებულ
სისტემას (ხშირად ან სხვა ავტორს მიაწერენ, ან კონტექსტიდან ამოღებულ უმნიშვნელო
ნაწილს და თვითონ უნდა მივხვდეთ) მაგ. ირონიული დამოკიდებულება როგორც საკუთარი
თავის მიმართ, ისე თავისი სათქმელის. კიდევ ერთი მახასიათებელი - იყენებს სხვა
ლიტერატურულ ტექსტებს სრულიად თვითნებურად. (ა.მორჩილაძის „ჰოლმსის საშაქრე“).
„ფეხბურთის თამაშის შემდეგ ღმერთმა და ეშმაკმა მაისურები გაცვალეს“ - აპოკალიფსი
იგულისხმება. ავტორი დასცინის სათქმელსაც და დასცინის იმასაც, რომ დასცინის
სათქმელს.

სთრით არტი - ქუჩის მხატვრობა პოპის ნაწილია. გამოირჩევა მარტივი სლოგანებით,


არ სჭირდება წინამდებარე განათლება. ის უნდა იყოს ყველასთვის ხელმისაწვდომი.
კლასიკური პოპისგან ხშირად განასხვავებს სოციალურ თემებზე აქტიური აქცენტი. გარდა
პოლიტიკური ნაწილისა, სთრით არტი ატარებს უბრალოდ დეკორატიულ ფუნქციასაც. მათი
აზრით, სამყარო არის ადგილი, სადაც ძალიან ბევრი უსახურობა, სიმახინჯე დაგროვდა,
შესაბამისად, აუცილებელია მისი გალამაზება და გაფერადება.

განვითარდა ძალიან ფოტოხელოვნება. ძირითადად სოციალურ თემატიკაზე.

თანამედროვე ხელოვნება ამტკიცებს: არაა აუცილებელი ყველაფერი იყოს


სერიოზული, სრულიად საკმარისია არსებობდეს ხელოვნება, თუნდაც იდეის გარეშე.“

მხატვრები: ენდი უროჰოლი, როი ლიხტენშტეინი, რობერტ რაუშენბერგი...

ანტონიანი მარია

You might also like