Download as pdf or txt
Download as pdf or txt
You are on page 1of 8

კავკასიის უნივერსიტეტი

EXCEL 2019
ლექცია 8

ბიზნესის სკოლა

 თემა 8. Microsoft Excel - საძიებო და ტექსტური ფუნქციები

HOMEWORK N4
ტექსტური ფუნქციები (Text Functions): CONCATENATE, LEFT , RIGHT, TEXT , VALUE,
EXACT, REPT, TRIM, LEN, UPPER, LOWER, PROPER, MID, REPLACE, FIND, SEARCH,
ROMAN, CLEAN;

საძიებო ფუნქციები: VLOOKUP, HLOOKUP, INDEX.

სამომხმარებლო ფორმატი.

საინფორმაციო ტექნოლოგიების კათედრა / ა. ჭანტურია


ტექსტური ფუნქციები (Text Functions)
დავალებები შეასრულეთ Lesson 8-TextFun HomeWork-TEMP ფაილში

დავალება N1 / შეასრულეთ Text გვერდზე:

C19 და C20 უჯრებში TEXT ფუნქციის გამოყენებით ფორმატის შენარჩუნებით გარდაქმენით


ტექსტად B19 და B20 უჯრებში წარმოდგენილი მონაცემები.

კერძოდ:
B20 ჩაწერილი თარიღის ტიპის მონაცემი - 12/31/2014, C20 უჯრაში ფუნქციის
გამოყენებით გარდაქნების ტექსტური ფორმატის მონაცემად:
Dec-31/Wednesday/2012
B19 ჩაწერილი პროცენტული ტიპის მონაცემი - 76%, C19 უჯრაში ფუნქციის გამოყენებით
გარდაქნების ტექსტური ფორმატის მონაცემად - 75.50%

B15, B16, B17, B18, C19, და C20 უჯრების მნიშვნელობების გამოყენებით ფუნქციის მეშვეობით
B21-უჯრაში მიიღეთ ტექსტი:

"დისტრიბუტორმა Dec-31/Wednesday/2014 თარიღისათვის შეასრულა გაყიდვების 75.50% "

შედეგი(პასუხი):

ა. ჭანტურია Page 1
დავალება N2 / შეასრულეთ Find Search Replace გვერდზე:

C23:C27 დიაპაზონში მოცემულია სტუდენტების კორპორატიული ელ.ფოსტის


მისამართები. კორპორატიული ელ. ფოსტის დომენი -„cu.edu.ge“ D23:D27 დიაპაზონში
ტექსტური ფუნქციების გამოყენებით შეცვალეთ ახალი დომენით - “gmail.com”(უჯრა
F20).

მითითება: დავალების შესრულებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ დამხმარე ტექსტური


ფუნქციები და დამატებით სვეტები: Find "@", Len Text: "cu.edu.ge".

შედეგი:

ა. ჭანტურია Page 2
დავალება N3 / შეასრულეთ HW Vlookup გვერდზე:

ამოცანა:
A4:C8 დიაპაზონი მოცემულია პროდუქტის კოდების, დასახელებების და შესაბამისი ფასების
ცხრილი.

F4:F13 დიაპაზონში მოცემულია დეკემბრის თვეში გაყიდული პროდუქტების კოდების სია;


I4:I13 დიაპაზონში მოცემულია დეკემბრის თვეში გაყიდული პროდუქტების რაოდენობები;

„NAME“ ველი (G4:G13) შეავსეთ შედეგი პირობით:


საძიებო (Vlookup, Hlookup) ფუნქციების მეშვეობით A4:C8 დიაპაზონის შესაბამისობის
ცხრილის გამოყენებით ყოველ Product ID -ს შეუსაბამეთ პროდუქტის დასახელება;

„Price“ ველი (H4:H13) შეავსეთ შედეგი პირობით:


საძიებო (Vlookup, Hlookup) ფუნქციების მეშვეობით A4:C8 დიაპაზონის შესაბამისობის
ცხრილის გამოყენებით ყოველ Product ID -ს შეუსაბამეთ პროდუქტის ღირებულება;

გამოიყენეთ Price და Number Product ველების მნიშვნელობები და მათემატიკური ფუნქციის


გამოყენებით H14 უჯრაში გამოთვალეთ:
ათივე დისტრიბუციის შესრულების შედეგად მიღებული შემოსავალი.

ა. ჭანტურია Page 3
შედეგი:

დავალება N4 / შეასრულეთ HW Vlookup გვერდზე:

ამოცანა:

ვთქვათ სტუდენტის შეფასება-ნიშანი (A, B, C, …) პროცენტული მაჩვენებლის შემდეგი შუალედებით


განისაზღვრება:

B21 უჯრიდან ააგეთ შეფასების პროცენტული მაჩვენებლებისა (Grade%_Range-X %) და შეფასებების


(Grade) შესაბამისობის ცხრილი საძიებო ფუნქციის table_array არგუმენტისათვის.

სტუდენტის მიერ მიღებული შეფასებები განთავსებულია E26:E34 დიაპაზონში.

გამოიყენეთ B21 უჯრიდან აგებული შესაბამისობის ცხრილი და საძიებო (Vlookup, Hlookup)


ფუნქციების მეშვეობით სტუდენტების მიერ მიღებულ ყოველ პროცენტულ შეფასებას (დიაპაზონი -
E26:E34) შესაბამისობაში მოუყვანეთ შეფასება-ნიშანი(დიაპაზონი F26:F34).

შედეგი:

ა. ჭანტურია Page 4
დავალება N5 / ამოცანა 1-8 შეასრულეთ HW გვერდზე:

ამოცანა 1: შეავსეთ „BD“ ველი:


გამოიყენეთ შემთხვევითი მთელი რიცხვების გენერირების ფუნქცია და „BD“ ველი შეავსეთ
თარიღებით 1990 წლის 1 იანვრიდან(უჯრა C1), 1995 წლის 1 იანვრამდე (უჯრა D1) , ჩათვლით;

ამოცანა 2: შეავსეთ „F_Name“ ველი:


„E_Mail Address“ ველის მნიშვნელობებისა და ტექსტური ფუნქციების გამოყენებით „F_Name“ ველში
წაიკითხეთ სტუდენტების მხოლოდ სახელები, რომლებიც „E_Mail Address“ ველის უჯრებში
განთავსებულია სიმბოლო „_“-მდე;
მითითება: სტუდენტის სახელის წასაკითხი ტექსტური ფუნქცია ააგეთ C4 ჯრაში და
გაავრცელეთ C5:C8 დიაპაზონში;
აუცილებლობის შემთხვევაში ცხრილის ბოლოს დაამატეთ დამხმარე სვეტები.

ამოცანა 3: შეავსეთ „L_Name“ ველი:


„E_Mail Address“ ველის მნიშვნელობებისა და ტექსტური ფუნქციების გამოყენებით „L _Name“
ველში წაიკითხეთ სტუდენტების მხოლოდ გვარები, რომლებიც „E_Mail Address“ ველის უჯრებში
განთავსებულია სიმბოლო „_“-ს შემდეგ, სიმბოლო „@“-მდე ;
მითითება: სტუდენტის გვარის წასაკითხი ტექსტური ფუნქცია ააგეთ D4 ჯრაში და
გაავრცელეთ D5:D8 დიაპაზონში;
აუცილებლობის შემთხვევაში ცხრილის ბოლოს დაამატეთ დამხმარე სვეტები.

ამოცანა 4: შეავსეთ „cu Replace with CSB“ ველი:


„E_Mail Address“ ველის მნიშვნელობებისა და ტექსტური ფუნქციების გამოყენებით „cu Replace with
CSB“ ველში წაიკითხეთ სტუდენტების კორპორატიული ელ. ფოსტის მისამართები სადაც
უნივერსიტეტის სახელი „cu“ შეცვლილი იქნება სკოლის დასახელებით „CSB“;
მითითება: შეცვლილი ელ. ფოსტის მისამართების წასაკითხი ტექსტური ფუნქცია ააგეთ
E4 ჯრაში და გაავრცელეთ E5:E8 დიაპაზონში;
აუცილებლობის შემთხვევაში ცხრილის ბოლოს დაამატეთ დამხმარე სვეტები.

ამოცანა 5: შეავსეთ „BD -TEXT“ ველი(იხ ამოცანის ამოხსნის შედეგი):


„BD“ ველის მნიშვნელობებისა და ტექსტური ფუნქციის გამოყენებით „BD –TEXT“ ველში
სტუდენტების დაბადების თარიღები წარმოადგინეთ ტექსტური ფორმატის მონაცემებად, შემდეგი
ფორმატით:
რიცხვი, სიმბოლო „ტირე“, კვრის დღის სრული დასახელება, სიმბოლო „მძიმე“,
თვის სრული დასახელება, სიმბოლო „მძიმე“, წლის რიგითი ნომერი.

მითითება: ტექსტური ფუნქცია ააგეთ F4 ჯრაში და გაავრცელეთ F5:F8 დიაპაზონში;

ა. ჭანტურია Page 5
ამოცანა 1-5-ის ამოხსნის შედეგი:

ამოცანა 6: შეავსეთ „PER Name“ ველი:


„F_Name“ და „L_Name“ ველების მნიშვნელობებისა და ტექსტური ფუნქციების გამოყენებით „PER
Name“ ველში დიდი რეგისტრებით ყოველი სტუდენტისათვის წაიკითხეთ გაერთიანებული გვარი
და სახელი. გვარსა და სახელს შორის ჩასვით „space” სიმბოლო.
მითითება: ტექსტური ფუნქცია ააგეთ G4 ჯრაში და გაავრცელეთ G5:G8 დიაპაზონში;
აუცილებლობის შემთხვევაში ცხრილის ბოლოს დაამატეთ დამხმარე სვეტები.

ამოცანა 7: შეავსეთ „Person BD Date“ ველი(იხ ამოცანის ამოხსნის შედეგი):


გამოიყენეთ ტექსტური ფუნქცია , ტექსტი H3 უჯრიდან და ცხრილის ველები:
„F_Name“ , „L_Name“ , „BD –TEXT“
„Person BD Date“ ველის მნიშვნელობა ყოველი სტუდენტისათვის მიიღეთ შემდეგი
თანმიმდევრობით:
სტუდენტის სახელი, სიმბოლო „space”, სტუდენტის გვარი, სიმბოლო „space”, ტექსტი
„Person BD Date“, სიმბოლოები „ორწერტილი“ და „space”, ტექსტური ფორმატის
სტუდენტის დაბადების თარიღი ;

ამოცანა 6-7-ის ამოხსნის შედეგი:

ა. ჭანტურია Page 6
ამოცანა 8***: შექმენით სამომხმარებლო ფულადი ფორმატი(იხ. ამოცანის ამოხსნის შედეგი):

არაუარყოფითი რიცხვებისათვის:
ფულადი ერთეულით-თქვენი სახელის პირველი სიმბოლო; ლურჯი ფერის
ფონტით; კლასების გამოყოფით;
უარყოფითი რიცხვებისათვის:
ფულადი ერთეულით-თქვენი გვარის პირველი სიმბოლო; წითელი ფერის
ფონტით; კლასების გამოყოფით; „მინუს“ სიმბოლოს გარეშე;
ამასთან ორივე შემთხვევაში ფულადი ერთეულის სიმბოლო უნდა განთავსდეს უჯრის
მარცხენა კიდეზე, ხოლო რიცხვითი მონაცემი უჯრის მარჯვნივ.

შექმნილი სამომხმარებლო ფორმატი დაუნიშნეთ B15:E25 დიაპაზონს.

ამოცანა 8-ის ამოხსნის შედეგი:

ა. ჭანტურია Page 7

You might also like