Download as doc, pdf, or txt
Download as doc, pdf, or txt
You are on page 1of 11

სილაბუსი

სასწავლო კურსის მოზარდთა პრობლემები და მშობელთა კონსულტირება.


დასახელება Adolesence Problems and Parents Consultation.
ავტორი მანანა მელიქიშვილი, ასოცირებული პროფესორი,PhD
ლექტორი მანანა მელიქიშვილი, ასოცირებული-პროფესორი, PhD, ივანე
ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო
უნივერსიტეტი, ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა
ფაკულტეტი, მობ. 555 33 63 83, ელფოსტა:
manana.melikishvili@tsu.ge
კონსულტაციის საათები შეთანხმებით
სასწავლო კურსის კოდი
სასწავლო კურსის სტატუსი ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი

დონე: მაგისტრატურა

კურსი არჩევითია
სასწავლო კურსის მიზანი . მოზარდთა ფიზიკური განვითარების და სქესობრივი
მომწიფების კანზომიერებების ცოდნა;
. მოზარდთა ფსიქო-სოციალური განვითარების
კანონზომიერებების ცოდნა;
. მოზარდთა სასკოლო მოსწრების გაუარესების მიზეზებისა და
პრობლემების ცოდნა;
. მოზარდთა ასოციალური ქცევის გამომწვევი ფაქტორების
ცოდნა;
. თეორიული ცოდნის საფუძველზე მოზარდთა განვითარების
სხვადასხვა ეტაპის დახასიათება;
. პრაქტიკული რეკომენდაციების მიცემა

ECTS კრედიტების რაოდენობა- 5 (125 სთ.)


საკონტაქტო – 30 საათი, მათ შორის:
კვირაში 1 ლექცია - 15 სთ.
კვირაში 1 სამუშაო ჯგუფში მუშაობა – 15 სთ.

შუალედური გამოცდა – 2 სთ.


დასკვნითი გამოცდა – 3 სთ.

დამოუკიდებელი მუშაობა - 90 საათი.

სულ - 125 საათი.


სასწავლო კურსის შესწავლის წინაპირობის გარეშე
2
წინაპირობები
სწავლის შედეგები ცოდნა და გაცნობიერება - სტუდენტმა იცის:
- მოზარდთა ფიზიკური განვითარებისა და სქესობრივი
მომწიფების კანონზომიერებები;
– თვით–კონცეფციის, თვითშეფასების, იდენტობის
ფორმირების კანონზომიერებები და მათზე მოქმედი
ფაქტორები;
– მოზარდთა დამოკიდებულება მშობლებთან, ოჯახის
სხვა წევრებთან და თანატოლებთან;
– მოზრდთა დაჯგუფებები და სუბკულტურა;
– მოზარდთა სასკოლო მოსწრების მიზეზები და
პრობლემები;
– მოზრდთა ასოციალური ქცევის გამომწვევი ფაქტორები
ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარი - სტუდენტს
შეუძლია:
- მოზრდის ფიზიკური განვითარების შეფასება;
- მოზარდის კოგნიტური განვითარების შეფასება;
- მოზარდი ფსიქოსოციალური განვითარების შეფასება;
- პრაქტიკული რეკომენდაციების მიცემა მშობლებისა და
პედაგოგებისათვის.
დასკვნის უნარი - სტუდენტს შეუძლია:
–მიღებული ცოდნის გაანალიზება და მათზე
დაყრდნობით დასაბუთებული დასკვნების ჩამოყალიბება.

–შეუძლია სიტუაციის ანალიზი სფეროსთვის შესაბამისი


მეთოდების გამოყენებით;

–გააჩნია რთული და არასრული ინფორმაციის (მათ


შორის, უახლესი კვლევების) ანალიზისა და კრიტიკული
გააზრების უნარი, რის საფუძველზეც შეუძლია
არგუმენტირებული დასკვნების ჩამოყალიბება;

კომუნიკაციის უნარი:
–ესმის თავისი სპეციალობის სფერო და შეუძლია
დისკუსიაში პროფესიულ დონეზე მონაწილეობა;

-განსხვავებული აზრის მოსმენა, ოპონირება და საკუთარი


აზრის დასაბუთება არგუმენტირებულად,

–იცნობს და თავისუფლად იყენებს საინფორმაციო


ტექნოლოგიებს, როგორც სასწავლო, ისე კვლევითი მიზნით;

–მიღებული ცოდნის საფუძველზე შეუძლია კონკრეტული


სამეცნიერო ლიტერატურის მოძიება და ამ მიზნით
3
თანამედროვე საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენება.

სწავლის უნარი – სტუდენტს შეუძლია:


–სწავლის დამოუკიდებლად წარმართვა;
–სასწავლო პროცესის თავისებურებების გაცნობიერება;
–პროგრამით გათვალისწინებული საკითხების შესასწავლად
დროის ეფექტურად განაწილება, სწავლის პერიოდში
შესრულებული სამუშაოების ჩასაბარებლად დადგენილი
ვადების დაცვა;
– მომავალში შესასწავლი საკითხებიდან პრიორიტეტების
განსაზღვრა და სწავლის სწორედ დაგეგმვა.

ღირებულებები:

–პროფესიული ეთიკური ნორმების დაცვა.

–პიროვნების პატივისცემა, მათი მონაცემების მიმართ


მიუკერძოებლობა და კონფიდენციალობა.

–სხვადასხვა ადამიანის შეხედულებებისა და ღირებულებების


მიმართ ტოლერანტობა.

–კულტურული მრავალფეროვნებისა და განსხვავებების


მიმღებლობა და პატივისცემა.
–შეუძლია ღირებულებებისადმი თავისი და სხვების
დამოკიდებულების შეფასება და ახალი ღირებულებების
დამკვიდრებაში წვლილის შეტანა.

სასწავლო კურსის შინაარსი იხ. დანართი


სწავლებისა და სწავლის 1. ვერბალური, ანუ ზეპირსიტყვიერი მეთოდი
მეთოდები 2. წიგნზე მუშაობის მეთოდი
3. წერითი მუშაობის მეთოდი
4. პრაქტიკული მეთოდები, რაც ხორციელდება სააუდიტორიო
მუშაობისას.
5. დისკუსია, დებატები
6. ჯგუფური მუშაობა (cooperative/ collaborative)
7. ახსნა–განმარტებითი მეთოდი
8. ქმედებაზე ორიენტირებული სწავლება

სასწავლო კურსის შეფასების შეფასების სისტემა ითვალისწინებს:


ფორმები, მეთოდები, ა) ხუთი სახის დადებით შეფასებას:
კრიტერიუმები ა.ა) (A) ფრიადი – შეფასების 91-100 ქულა;
4
ა.ბ) (B) ძალიან კარგი – მაქსიმალური შეფასების 81-90 ქულა;
ა.გ) (C) კარგი – მაქსიმალური შეფასების 71-80 ქულა;
ა.დ) (D) დამაკმაყოფილებელი – მაქსიმალური შეფასების 61-70
ქულა;
ა.ე) (E) საკმარისი – მაქსიმალური შეფასების 51-60 ქულა.

ბ) ორი სახის უარყოფით შეფასებას:


ბ.ა) (FX) ვერ ჩააბარა – მაქსიმალური შეფასების 41-50 ქულა, რაც
ნიშნავს, რომ სტუდენტს ჩასაბარებლად მეტი მუშაობა
სჭირდება და ეძლევა დამოუკიდებელი მუშაობით დამატებით
გამოცდაზე ერთხელ გასვლის უფლება;
ბ.ბ) (F) ჩაიჭრა – მაქსიმალური შეფასების 40 ქულა და ნაკლები,
რაც ნიშნავს, რომ სტუდენტის მიერ ჩატარებული სამუშაო არ
არის საკმარისი და მას საგანი ახლიდან აქვს შესასწავლი.
FX-ის მიღების შემთხვევაში უმაღლესი საგანმანათლებლო
დაწესებულება ვალდებულია დამატებითი გამოცდა დანიშნოს
დასკვნითი გამოცდის შედეგების გამოცხადებიდან არანაკლებ
5 დღეში.
დასკვნით გამოცდაზე გასვლის უფლება ეძლევა სტუდენტს,
რომელსაც შუალედური შეფასებების მინიმალური ქულის
გათვალისწინებით უგროვდება 21 ქულა.

სემესტრული აქტივობა: 40 ქულა (აქედან სამუშაო ჯგუფში


აქტივობა - 36 ქულა, პრეზენტაცია - 4 ქულა)

შუალედური გამოცდა: 20 ქულა

დასკვნითი გამოცდა: 40 ქულა

სამუშაო ჯგუფში აქტივობა: 36 ქულა (ზეპირი გამოკითხვა.


სტუდენტი გამოიკითხება 12–ჯერ, თითოეული შეფასება
მაქსიმუმ 3 ქულა).

სასემინარო მასალის შეფასების კრიტერიუმები:

3 ქულა - საკითხი გაშუქებულია სრულყოფილად; სტუდენტი


ზედმიწევნით ამჟღავნებს დამოუკიდებელი მსჯელობისა და
დასკვნის გაკეთების უნარს; აქვს მასალის კომპაქტურად
გადმოცემის უნარი.

2.5 ქულა - საკითხი სრულადაა გაშუქებული, მჯელობაში


უშვებს უმნიშვნელო ხასიათის შეცდომებს; სტუდენტი
ზედმიწევნით ამჟღავნებს დამოუკიდებელი მსჯელობისა და
დასკვნის გაკეთების უნარს, უშვებს უმნიშვნელო ხასიათის
5
შეცდომებს.
2 ქულა - საკითხი სრულადაა გაშუქებული, სტუდენტი მეტ-
ნაკლებად ამჟღავნებს დამოუკიდებელი მსჯელობისა და
დასკვნის გაკეთების უნარს; წარმოადგენს საკუთარ
მოსაზრებეს; მჯელობაში უშვებს უმნიშვნელო ხასიათის
შეცდომებს.
1.5 ქულა - საკითხი მეტ-ნაკლებად გაშუქებულია, მჯელობაში
უშვებს შეცდომებს; სტუდენტი ნაკლებად ამჟღავნებს
დამოუკიდებელი მსჯელობისა და დასკვნის გაკეთების უნარს;
უჭირს მასალის კომპეტენტურად გადმოცემა.
1 ქულა - საკითხი არაა სრულყოფილად გაშუქებული, არის
ფაქტობრივი უზუსტობები; სტუდენტის დამოუკიდებელი
მსჯელობისა და დასკვნის გაკეთების უნარი
დამაკმაყოფილებელია.
0.5 ქულა - სტუდენტი ფაქტობრივად ვერ ფლობს პროგრამით
გათვალისწინებულ მასალას; აქვს არსებითი შეცდომები.
დასკვნები არა აქვს.
0 ქულა - საკითხის ზეპირად გადმოცემა არ შეუძლია.

პრეზენტაცია – 4 ქულა, ტარდება სემესტრის მე–15 კვირას.


პრეზენტაციის შეფასების კრიტერიუმები:
4 ქულა– საშინაო დამოუკიდებელი ნაშრომი შინაარსობრივად
გამართულია, ტერმინოლოგია დაცულია. საკითხი ღრმად და
საფუძვლიანად აქვს გადმოცემული. გამოყენებულია როგორც
ძირითადი ისე დამხმარე ლიტერატურა. რეგლამენტი
დაცულია (10წთ), ნაშრომი არგუმენტირებულია,
აუდიტორიასთან კონტაქტურია და პრეზენტაცია მოცემულია
Power Point ფორმატითა და მის მაქსიმალური
შესაძლებლობების გამოყენებით.
3 ქულა– საშინაო დამოუკიდებელი ნაშრომი შინაარსობრივად
გამართულია, ტერმინოლოგია დაცულია. საკითხი
ამომწურავად არის გადმოცემული. გამოყენებულია როგორც
ძირითადი ისე დამხმარე ლიტერატურა. არსებითი შეცდომა არ
არის, თუმცა აღინიშნება გარკვეული სახის შეცდომები.
რეგლამენტი დაცულია (10წთ), ნაშრომი არგუმენტირებულია,
აუდიტორიასთან კონტაქტურია. პრეზენტაცია მოცემულია
Power Point ფორმატში.
2 ქულა– საშინაო დამოუკიდებელი ნაშრომი შეკვეცილია;
ტერმინოლოგიურად გამართულია; საკითხი ამომწურავად არ
არის გადმოცემული; არსებითი შეცდომა არ არის; თუმცა
აღნიშნება გარკვეული სახის შეცდომები.; ნაშრომი
არგუმენტირებულია, აუდიტორიასთან კონტაქტურია. მაგრამ
რეგლამენტი (10 წთ) არაა დაცული.
6
1–0 ქულა: საშინაო დამოუკიდებელი ნაშრომი საკითხის
შესაბამისი არ არის ან საერთოდ არაა მოცემული. პასუხი
არასრულია; საკითხი დამაკმაყოფილებლად არ არის
გადმოცემული; ტერმინოლოგია ნაკლოვანია; აღნიშნება
მნიშვნელოვანი და არსებითი ხასიათის შეცდომები.

შუალედური გამოცდა: 20 ქულა


შუალედური გამოცდა ტარდება წერითი გამოკითხვით,
სემესტრის მე–7 კვირას. ბილეთში არის 2 საკითხი. თითოეული
საკითხი ფასდება 10 ქულით.
შეფასების კრიტერიუმები:
1. 9-10 ქულა: პასუხი სრულია. საკითხი ზუსტად და
ამომწურავად არის გადმოცემული. ტერმინოლოგია
დაცულია. სტუდენტს ზედმიწევნით კარგად აქვს
ათვისებული როგორც ძირითადი, ასევე დამატებითი
ლიტერატურა;
2. 7-8 ქულა: პასუხი სრულია, მაგრამ შეკვეცილი.
ტერმინოლოგია დაცულია. არსებითი შეცდომა არ არის.
სტუდენტს ათვისებული აქვს ძირითადი ლიტერატურა;
3. 5-6 ქულა: პასუხი არასრულია. საკითხი და-
მაკმაყოფილებლად არის გადმოცემული. ტერმი-
ნოლოგია ნაკლოვანია. სტუდენტი ფლობს პროგრამით
გათვალისწინებულ მასალას, მაგრამ აღინიშნება
მცირედი შეცდომები;
4. 3-4 ქულა: პასუხი არასრულია. ტერმინოლოგია მცდარი.
აღინიშნება რამდენიმე არსებითი შეცდომა. სტუდენტს
არასაკმარისად აქვს ათვისებული ძირითადი
ლიტერატურა.
5. 1-2 ქულა: პასუხი ნაკლოვანია. ტრემინოლოგია არ არის
გამოყენებული. პასუხი არსებითად მცდარია.
გადმოცემულია საკითხის მხოლოდ ცალკეული
ფრაგმენტები;
6. 0 ქულა: პასუხი საკითხის შესაბამისი არ არის ან
საერთოდ არ არის მოცემული.

დასკვნითი გამოცდა: 40 ქულა


ბილეთში არის 4 საკითხი; თითოეული საგამოცდო საკითხი
ფასდება 10 ქულით. გამოცდა ჩატარედება წერითი
გამოკითხვით.
7
კრიტერიუმები:
1. 9-10 ქულა: პასუხი სრულია. საკითხი ზუსტად და ამო-
მწურავად არის გადმოცემული. ტერმინოლოგია დაცულია.
სტუდენტს ათვისებული აქვს როგორც ძირითადი, ასევე
დამატებითი ლიტერატურა.

2. 7-8 ქულა: პასუხი სრულია, მაგრამ შეკვეცილი. ტერმინო-


ლოგია დაცულია. არსებითი შეცდომა არ არის. სტუდენტს
ათვისებული აქვს ძირითადი ლიტერატურა.

3. 5-6 ქულა: პასუხი არასრულია. საკითხი დამაკმაყოფი-


ლებლად არის გადმოცემული. ტერმინოლოგია ნაკლოვანია.
სტუდენტი ფლობს პროგრამით გათვალისწინებულ
მასალას, მაგრამ აღენიშნება მცირედი შეცდომები.

4. 3-4 ქულა: პასუხი არასრულია. ტერმინოლოგია მცდარი.


აღინიშნება რამდენიმე არსებითი შეცდომა. სტუდენტს
არასაკმარისად აქვს ათვისებული ძირითადი ლიტერატურა.

5. 1-2 ქულა: პასუხი ნაკლოვანია. ტერმინოლოგია არ არის


გამოყენებული. პასუხი არსებითად მცდარია. გადმო-
ცემულია საკითხის მხოლოდ ცალკეული ფრაგმენტები.

6. 0 ქულა: პასუხი საკითხის შესაბამისი არ არის ან საერთოდ


არ არის მოცემული.

სამუშაო ჯგუფი - ზეპირი გამოკითხვა; შუალედური გამოცდა -


წერითი გამოკითხვა; დასკვნითი გამოცდა - წერითი
გამოკითხვა.

სავალდებულო 1. P. Rice, K. Dolgin (2010), Development, Relationshifs and Culture,


ლიტერატურა Peanson (რიდერი); გვ.613
2. R. Bayard, J. Bayard (1998), How to Deal With Acting-up
Teenager: Practical helf for Desperate Parents, Published by
M.Evans (რიდერი), გვ. 200

დამატებითი ლიტერატურა 1.მ. მელიქიშვილი (2013), ბავშვის განვითარების ასაკობრივი


თავისებურებები, თბილისი, მასწ. პროფ. განვითარების ცენტრი
8

2.Grac J. Craig, Wendy L. Dunn (2013), Understanding Human


Development, Prentice Hall
3.D. R. Shaffer, K. Kipp (2008), Developmental Psychology,
childhood&adolescence, THOMSOND
8.Babbit, N. (2006), Adolescent Drug and alcohol Abuse: How to
Spot It and Get Help for Your Family, Cambridge, England: O’Reilly
9.Watkins, M., Braun, L. (2005), Service Learning: From Classroom to
Community to Career, Indianapolis, IN: Jist.
www.bls.gov
www. siu.edu/-coreinst
www. health.org
www. bu. Edu,/education/caec
www. Familypride.org
www. Saafamilies.org
www.seicus.org
www.kff.org
www.agi-usa.org
. თსუ-ს ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა
ფაკულტეტის ბიბლიოთეკა.
. პირადი ბიბლიოთეკა.

დანართი

მოზარდთა პრობლემები და მშობელთა კონსულტირება

სასწავლო კურსის შინაარსი ლიტერატურა

1. გარდამავალი ასაკის ზოგადი დახასიათება. რას 1.P. Rice, K. Dolgin (2010), Development,
9
ნიშნავს გარდამავალი ასაკი; პოზიციური და Relationshifs and Culture, Peanson (რიდერი)
ნეგატიური დამოკიდებულება მოზარდების მიმართ
საზოგადოების გავლენა მოზარდებზე.
1 ლექცია. 1 სამუშო ჯგუფი.
2. მოზარდთა ფიზიკური განვითარება და სქესობრივი 1. P. Rice, K. Dolgin (2010), Development,
მომწიფება. მოზარდის ორგანიზმში მიმდინარე Relationshifs and Culture, Peanson, (რიდერი)
ენდოკრინული ცვლილებები, სხეულის სიმაღლისა და
წონის მომატება; ორგანიზმის სიმაღლეში ზრდის
განმსაზღვრელი ფაქტორები.
1 ლექცია, 1 სამუშაო ჯგუფი.
3.მოზარდის გარეგნული იერი. მოზარდთა 1. P. Rice, K. Dolgin (2010), Development,
დამოკიდებულება საკუთარი გარეგნობის მიმართ; Relationshifs and Culture, Peanson, (რიდერი)
ფიზიკური მიმზიდველობა.
1 ლექცია, 1 სამუშაო ჯგუფი.

4.თვითკონცეფცია, თვითშეფასება, იდენტობა. თვით- 1. P. Rice, K. Dolgin (2010), Development,


კონცეფცია და თვითშეფასება; რა ფაქტორები ახდენს Relationshifs and Culture, Peanson,
გავლენას თვითშეფასების ფორმირებაზე; ადექვატური (რიდერი)
თვითკონცეფციისა და თვითშეფასების მნიშვნელობა;
დადებითი თვითკონცეფციის ფორმირება; იდენტუ-
რობის სტატუსი; რა ფაქტორები ახდენს გავლენას
ადექვატური იდენტურობის ფორმირებაზე;
პრაქტიკული რეკომენდაციები.
1 ლექცია. 1 სამუშაო ჯგუფი.
5. მოზარდთა სექსუალური განათლება. რა უნდა 1. P. Rice, K. Dolgin (2010), Development,
იცოდეს მოზარდმა სქესობრივი საკითხების შესახებ; Relationshifs and Culture, Peanson, (რიდერი)
სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები. რა
ფაქტორები ახდენენ გავლენას ნაადრევი სქესობრივი
ცხოვრების დაწყებაზე; ნაადრევი ქორწინება. 1ლექცია.
1 სამუშაო ჯგუფი.
6.მოზარდი ოჯახში. მოზარდთა დამოკიდებულება 1. P. Rice, K. Dolgin (2010), Development,
მშობლებთან და ოჯახის სხვა წევრებთან; მოზარდებსა Relationshifs and Culture, Peanson , (რიდერი)
და მშობლებს შორის არსებული დაძაბულობის
გამომწვევი მიზეზები; აღზრდის ტიპები; არასრული
და შერეული ოჯახები; მოზარდთა პრობლემები
მშობელთა განქორწინების შემდეგ; პრაქტიკული
რეკომენდაციები..
1 leqcia. 1 sამუშაო ჯგუფი.
7.მოზარდისთვის საკუთარ ცხოვრებაზე პასუხისმგებ- 4.R. Bayard, J. Bayard (1998), How to Deal With
ლობის გადაცემა; ნაბიჯები, რომელიც უნდა გადადგას Acting-up Teenager: Practical helf for Desperate
მშობელმა. მოზარდის ტიპიური რეაქციები. როგორ Parents, Published by M.Evans, (რიდერი)
იქცევა მშობელი და მოზარდი კონფლიქტურ
სიტუაციაში.
10
1 ლექცია, 1 სამუშაო ჯგუფი
შუალედური გამოცდა
8.მშობელთა უფლებები, კონფლიქტის აღმოცენების 4.R. Bayard, J. Bayard (1998), How to Deal With
შიში, გახსნილობა, თანასწორი ურთიერთობები. Acting-up Teenager: Practical helf for Desperate
ტყუილი, ქურდობა, ბილწსიტყვაობა. მსჯელობები, Parents, Published by M.Evans,
რომელიც ეხმარება მშობელს საკუთარი პოზიციის (რიდერი)
გამყარებაში.
1 ლექცია, 1 სამუშაო ჯგუფი
9.მოზარდსა და მშობელს შორის ნდობის 4.R. Bayard, J. Bayard (1998), How to Deal With
ჩამოყალიბება. არსებული პრობლემების გადაწყვეტა. Acting-up Teenager: Practical helf for Desperate
კონკრეტული შემთხვევების განხილვა, პრაქტიკული Parents, Published by M.Evans, (რიდერი)
რეკომენდაციები.
1 ლექცია, 1 სამუსაო ჯგუფი
10.მოზარდთა სოციალური ადაპტაცია და 1. P. Rice, K. Dolgin (2010), Development,
დამოკიდებულებები თანატოლებთან. მეგობრობა Relationshifs and Culture, Peanson, (რიდერი)
გარდამავალ ასაკში; ჯგუფისადმი მიკუთვნა;
მოზარდის თვითდამკვიდრება ჯგუფში;
ჰეტეროსოციალურობის განვითარება; სიყვარული და
ეროტომანია; სიყვარულის დაკარგვა და მასთან
დაკავშირებული უარყოფითი ემოციები; პაემანი და
მასთან დაკავშირებული სირთულეები; პრაქტიკული
რეკომენდაციები.
1 ლექცია, 1 სამუშაო ჯგუფი.

11.მოზარდთა დაჯგუფებები და მათი სუბკულტურა. 1. P. Rice, K. Dolgin (2010), Development,


მიკროკლიმატი დაჯგუფებებში; დევიანტური Relationshifs and Culture, Peanson, (რიდერი)
სუბკულტურები; მოზარდის თვითდამკვიდრება. 1
ლექცია. 1 სამუშაო ჯგუფი.

12.მორალური პრინციპებისა და ღირებულებების 1 P. Rice, K. Dolgin (2010), Development,


ჩამოყალიბება. ქცევის მოდელები; ოჯახის როლი Relationshifs and Culture, Peanson., (რიდერი)
მოზარდის მორალური პრინციპების ჩამოყალიბებაში;
მოზარდის სოციალური განვითარება; რელიგია;
ტელევიზია. 1 ლექცია. 1 სამუშაო ჯგუფი.
11
13. მოზარდთა გაუცხოება. სახლიდან გაქცევა; 1. P. Rice, K. Dolgin (2010), Development,
თვითმკვლელობა; ასოციალური ქცევა. Relationshifs and Culture, Peanson, (რიდერი)
ალკოჰოლი, ნარკოტიკები, თამბაქო. რა ფაქტორები
უწყობენ ხელს ალკოჰოლის, ნარკოტიკების და
თამბაქოს გამოყენებას მოზარდობის ასაკში;
ალკოჰოლიზმისა და ნარკომანიის პრევენცია.
1 ლექცია. 1 სამუშაო ჯგუფი.

14.სასწავლო საქმიანობა, პროფესიის არჩევა. 1. P. Rice, K. Dolgin (2010), Development,


პროფესიის არჩევის განმსაზღვრელი ფაქტორები; Relationshifs and Culture, Peanson, (რიდერი)
მოზარდების სასკოლო მოსწრების გაუარესების
მიზეზები; პრობლემები მასწავლებლებთან
ურთიერთობაში. 1 ლექცია. 1 სამუშაო ჯგუფი.
15.პრეზენტაცია
2 საათი

You might also like