მედია

You might also like

Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 4

რა არის სახელმწიფო?

- ამაზე პასუხები იდეოლოგიების მიხედვითაც შეგიძლიათ


ეძიოთ და შესაბამის ლექციებზე უკეთ გაივლით, მაგრამ რადგან პირველი ჩვენთან
შეჯახება მოგიწიათ, მოდით განვიხილოთ, რა არის სახელმწიფო - ეგეთი კაცი იყო
ტროცკი თუ გახსოვთ - რომელიც ამბობდა, რომ ყველა სახელმწიფო ძალადობას
ემყარება. იყო კიდევ ვებერი, იყო ლოკი და ჰობზიც, რომლებიც სხვადასხვა დროს
სხვადასხვა ძალებს მიაწერდნენ სახელმწიფოს ჩამოყალიბებას და შექმნას, მაგრამ
მთავარი მაინც ის იყო, რომ ეს სახელმწიფო შექმნა ხალხმა. ხალხმა მიანიჭა
სახელმწიფოს სახელმწიფოობა და ლეგიტიმაციაც ძალდობაზე - ძალადობა კი
სახელწმიფოს მხრიდან გულისხმობს ხალხის შეზღუდვას და მათზე გარკვეული
წესების დაწესებას. თუმცა ეს იმისთვის მოვიგონეთ ისევ და ისვ ადამიანებმა, რომ
მეტად უსაფრთხოდ ვიგრძნოთ თავი.
შემდეგ გავართულეთ, რადგან გავანაალიზეთ, რომ სახელმწიფო ასე მარტივად არ
იქმნება და მას სჭირდება ხელისუფლება. ხან მეფეები გვყავდა, ხან იმპერატორები,
ხან დედოფლები ან სულაც რესპუბლიკები და ზოგჯერ ისეც ხდებოდა,
საზოგადოებას, ანუ იმ ხალხს ვინც ეს სახელმწიფო შექმნა და საერთოდ მოიფიქრა,
რომ მეფე საჭირო იყო, მხოლოდ თავისი გავლენის ქვეშ აქცევდა ხელისუფლება. ან
ისეც ხდებოდა, რომ ხალხი იგებდა ხელისუფლებისადმი მინიჭებული
ძალაუფლების გადაჭარბებით გამოყენების შესახებ და ამისთვის აწყობდა
რევოლუციებს.
ხალხი ასევე მიდიოდა და მიდის ომში, ირჩევს მთავრობას, ყიდულობს ტელეფონს,
ქირაობს ბინას და მიდის რესტორანში. რა საერთო აქვთ ამ ყველაფერს ერთმანეთთან?

ყველა მათგანის გაკეთებას სჭირდება ინფორმაცია და სწორედ ამ ინფორმაციის


მიღების წყაროა მედია.

მიუხედავად იმისა, რომ სიტყვა მედია 1920 იანი წლებიდან მოდის და პირველი
მსოფლიო ომის შემდეგ გვხვდება ევროპულ ლიტერატურაში, მისი შინაარსით რასაც
გულისხმობს, ეს სათავეს გააცილებით ადრიდან იღებს. იმ პერიოდიდან, როდესაც
დაიდგა პირველი წარმოდგენები ან ძველ საბერძნეთში ფილოსოფოსები
გამოდიოდნენ და თავიანთი იდეების შესახებ საჯაროდ ყვებოდნენ. მოკლედ,
ყველაფერი რაც საჯარო იყო და საზოგადოებაში გარკვეული იდეების გავრცელებას
ისახავდა მიზნად არის მედია. ამ ძალიან ფართო ცნების განმარტება ან გასაზღვრება
რთულია, რადგან ეს ლექციებიც კი შეიძლება მედიად ჩათვალოს ვინმემ. მაგრამ
მოდი უფრო დავკონკრეტდეთ და განვიხილოთ რა არის თანამედროვე მედია და რას
მოიცავს იგი?
 ბავშვების იდეები

- ბეჭდური მედია (წიგნი, გაზეთი, ჟურნალი, ბროშურა და სხვა)


- ჩანაწერები (CD, გრამაფონი, „კასეტა“
- კინო
- რადიო
- ტელევიზია
- ინტერნეტი
- მობილური ტელეფონი
რადგან ყველა ესენი არის ინფორმაციის და იდეების გავრცელების საშუალება.
ჩვენი ფოკუსი ამ კურსის განმავლობაში იქნება იმაზე, თუ როგორ ახდენს მედია
გავლენას ადამიანებზე და როგორ ავრცელებს იგი ინფორმაციას, და თითქმის ყველა
ზემოთ აღნიშნულ მას მედიის საშუალებას შევეხებით, თუმცა ეტაპობრივად და
სხვადასხვა კონტექსტის გამოყენებით.

როგორც ზემოთ არაერთხელ აღვნიშნეთ, მედია საზოგადოებაში გარკვეული იდეების


გავრცელების საშუალებაა.
იგი ხალხს აძლევს საშუალებას მეტი იცოდეს და სახელმწიფოსთან მიმართებით რომ
განვიხილოთ, მეტად აკონტროლოს ხელისუფლება.

თანამედროვე საქართველოზე ვამბობთ, რომ დემოკრატიული სახელმწიფოა, ან


გვინდა რომ იყოს. როგორ ფიქრობთ, რა მნიშვნელობა აქვს ამ დემოკრატიისთვის
მედიას? რა შეიძლება გააკეთოს მედიამ მეტად დემოკრატიული სახელმწიფოს
შექმნისთვის?

როგორ ფიქრობთ ყოველთვის ასე გულისხმიერად და სწორად იქცევიან მედიები?


I don’t think so.

და არ გეგონოთ, რომ ვსაუბროტ მიკერძოებულ მედიაზე, ან ვინმესგან


დაფინანსებულზე. ნებისმიერი ტიპის საინფორმაციო წყარო მუშაობს მარკეტინგის
პრინციპებით, რომელიც მინდა რომ განვიხილოთ და ვფიქრობ, ამის შემდეგ,
როგროც კი რაიმე საინფორმაციო ვებ გვერდზე შეხვალთ ან უბრალოდ ტელევიზორს
ჩართავთ, ისე ვეღარ შეხედავთ, რგოროც აქამდე და ჩემსავით სულ იმაზე
გაგეფიქრებათ ვინ რა აზრის შემოტენვას ცდილობს თქვენთვის. იდეაში ამ კურსის
გაკეთების მიზეზიც ეგ იყო - რომ ნდობა გაგიქროთ მოწოდებული ინფორმაციის
მიმართ და გასწავლოთ, რომ ყველაფერს კრიტიკული თვალით უნდა შეხედოთ და
ყველაფერი გადაამოწმოთ, რადგან ინფორმაციულ ომში მთელი სამყაროა ჩართული.
მაგრამ ამ ინფორმაციულ ომებზე და პოლიტიკურ ფიგურებზე შემდეგ ლექციაზე
ვისაუბრებთ. ახლა გავიგოთ რა ხერხებს იყენებენ მედია საშუალებები იმისთვის, რომ
მოგვაწოდონ ის ინფორმაცია, რომელსაც ისინი ჩათვლიან საჭიროდ ან
მნიშვნელოვნად. ქართულ კონკრეტული პირებისგნა დაფინანსებულ მედიებს ნუ
წარმოიდგენთ მაინცდამაინც.
1. დღის წესრიგის დაყენება - Agenda setting - ეს ნიშნავს, რომ ინფორმაცია,
რომელსაც მედია გვაწოდებს უფრო მეტად, მასიურად, ის ინფორმაცია
აქტუალური და საინტერესო ხდება ხალხისთვის. მაგალითად, კოვიდ
პანდემიის პირობებში შემოთავაზებული სტატიების უმრავლესობა,
განგრძობითად იყო კოვიდზე. თვეების განმავლობაში დღის წესრიგისთვის
უმთავრესი იყო პანდემია. მოგვიანებით ეს ჩაანაცვლა უკრაინის ომმა და
მიუხედავად იმისა, რომ კოვიდინფიცირებულების რაოდენობა მაინც ბევრი
იყო, ხალხმაც შეწყვიტა ამაზე საუბარი.
a. შემთხვევით არ ვახსენე ფრაზა - ხალხმაც შეწყვიტა ამაზე საუბარი.
Agenda setting პირდაპირ მიემართება იმას, თუ რას თვლის ხალხი
მნიშვნელოვნად განგრძობით პერიოდში. როცა მედიაში მუდმივად
საუბარია კოვიდზე, გგონია რომ ეს არის ყველაზე დიდი პრობლემა
მსოფლიოში. როცა გამუდმებით ზელენსკი ფიგურირებს, გგონია რომ
ზელენსკის პიროვნებაა უმნიშვნელოვანესი თანამედროვე
პოლიტიკისთვის. როცა სირიის ომია მუდმივად გაშქებული, ასადზე
ცუდი კაცი აღარ გგონია თუ არსებობს. ანუ ჩვენგან დამოუკიდებლად,
იმას მივიჩნევთ საჭიროდ, რაზეც ყურადღებას გაგვიმახვილებს მედია.
b. ეს ორმხირივი პროცესია, რადგან, საზოგადოების დაინტერეებაც მოდის
აქტუალურ საკითხებზე, რაც უფრო ცხელი და ემოციურია ხალხისთვის
ის უფრო საინტერესოა, და მედია კი ამ ინფორმაციის შეთავაზებით და
მუდმივად კონკრეტულ თემაზე ყურადღების გამახვილებით, კიდევ
უფრო მეტად აჯერებს ხალხს რომ სწორედ ეს საკითხია მნიშვნელოვანი
2. პრაიმინგი - priming - ეს დღის წესრიგის დაწესების ერთგვარი ქვეპუნქტია და
მოიცავს ყოველდღიურად ყველაზე „დიდი“ სათაურების გავრცელებას. როცა
დილას შეხვალ მაგალითად BBC-ს ვებ გვერდზე და ყველაზე დიდად რა
ინფრომაციას იქნება მოწოდებული, რამდენიმე მთავარი სათაური რაც იქნება
დღის, ეს არის პრაიმინგი. იმ დღისთვის ყველაზე მნიშვნელოვნად რა არის
მიჩნეული რომელი მედიის მიერ. და ნახავთ რომ სულ სხვადასხვა საკითხები
შეიძლება იყოს სხვადასხვა საინფორმაციო არხისთვის.
3. და მესამე ეს არის framing - ჩარჩოში მოქცევა. ეს არის მედიის მიკერძოების
საკითხი. ვინ უფრო მეტად მოსწონს ჟურნალისტს და ვინ ნაკლებად. და კიდევ
ერთხელ, თუნდაც იყოს დაოუკიდებელი მედია და არ ატარებდეს რაიმე
კონკრეტული ძლის ინტერესებს. მაგრამ ყველანი ადამიანები ვართ, ყველას
ჩვენი მიდგომა გვაქვს და ჩვენი დამოკიდებულებები. ამიტომ ერთი და იმავე
ნიუსის გავრცელებისას, ამ ახალ ამბავს რომელი მედია რა კუთხით
შემოგთავაზებს, რას მიაქცევს მნიშვნელობას და რას ჩათვლის საჭიროდ, ან
უბრალოდ როგორ სატაურს შეურჩევს, დადებით თუ უარყოფითს, ეს არის
მნიშნელოვანი.
Framing არის ეს - და ფოტო იოგურტებზე. თუმცა priming -ის და agenda setting ის
უკეთ გასაგებად მინდა თქვენ გთხოვოთ, უცხოური მედიის შემოქმება. ძალიან
ბევრნი ხართ ამიტომ დავიყოთ ჯგუფებად. (ეს თუ მოვასწარით) თუ არადა ორი
საიტის გახსნა და იქ დადგენა, რა არის მნიშვნელოვანი.

You might also like