Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 2

ისრაელ-ღაზას ომის პირობებში, არაბთა გაერთიანებული საამიროების

გადაწყვეტილება ექსპორტის კონტროლის შესახებ და აღნიშნულის გავლენა


რუსეთზე
არაბთან გაერთიანებული საამიროები აშშ-სა და ევროკავშირისთვის საყურადღებო
პარტნიორია, რუსეთთან მუდმივი კავშირების გამო, რაც გასულ წლებში ხელს
უშლიდა დასავლეთის მცდელობებს ეკონომიკურად შეეზღუდათ რუსეთი უკრაინის
ომზე საპასუხოდ. თუმცა ახლა, აბუ დაბის საგარეო პოლიტიკაში ზოგიერთმა
მოსალოდნელმა ცვლილებამ, რომელიც გამოწვეულია ისრაელ-ღაზას ომის
რეგიონზე გავრცელების საშიშროებით, შესაძლოა მცირედით შეცვალოს სურათი.
სექტემბრის დასაწყისში, გაერთიანებული სამეფოს, ევროკავშირისა და აშშ-ს
წარმომადგენლები ეწვივნენ არაბთა გაერთიანებულ საემიროებს, რათა გამოეთქვათ
თავიანთი შეშფოთება ყურის ქვეყნების რუსეთთან კავშირების შესახებ. უფრო
კონკრეტულად, დასავლეთის მიზანი იყო შეეზღუდათ რუსეთის წვდომა ორმაგი
დანიშნულების პროდუქტზე, მაგალითად კომპოიუტერულ ჩეპებსა და მცირე
ელექტრო კომპონენტებზე, რომელბსაც რუსული საომარი მანქანების
გასაძლიერებლად იყნებენ. ნახევარგამტარების მიწოდებისთვის ვაშინგტონმა
სანქციები დაუწესა არაბთან გაერთიანებულ საემიერობში დაფუძნებულ ორ
კომპანიას, რომლებმაც კარგა ელექტრონული ჩიპებისა, რუს იმპორტიორებს
რამდენიმე ვერტმფრენი და რობოტექნოლოგია გაუგზავნა. 2023 წლის დასაწყისში
სანქციები დაუწესდა ჰულს ას-საჰრას, იმის გამო, რომ რუსეთს გაუგზავნა
დაახლოებით 190,000 დოლარის ღირებულების ნახევარგამტარები, რომლებიც აშშ-
დან იყო და აშშ-ს ექსპორტის კონტროლს უნდა დაქვემდებარებოდა.
სწორედ ამგვარი მოცემულობის ფონზე, გავრცელდა ინფორმაცია, უპირველესად
Bloomberg News-თან საამიროების ხელისუფლების წამომადგენლების მიერ
გაკეთებული განცხადებების საფუძველზე, აბუ დაბი განიხილავს საექსპორტო
ლიცენზიების შემოღებას გარკვეულ ტექნოლოგიებზე, მათ შორის
ნახევარგამტარებზე.
აღნიშნული გადაწყვეტილება ერთის მხრივ დასავლეთის ზეწოლას მიუთითებს,
თუმცა ამასთანავე, ისრაელ-ღაზას კონფლიქტის პირობებში, აშშ-ს როგორც
უსაფრთოების გარანტორის პარტნიორად შენარჩუნების სურვილზეც მიუთითებს.
თუმცა, ჯერ კიდევ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, საექპორტო ლიცენზიების დაწესების
საკითხი, რადგან ეს ქმნის შესაძლებლობას, რომ მოსკოვი ირანიდან განაგრძობს
უპილოტო თვითმფრინავების თუ სხვა ტექნიკის შეძენას, ამით მეტად ჩამოშორდება
საამიროებს და მომავალში, შესაძლოა გამოავლინა საკუთარი მიკერძოება
საამიროებსა და ირანს შორის არსებული სადავო საკითხების მედიაციის პირობებში,
რა როლსაც იგი აქამდეც ასრულებდა.
ნახევარგამტარების მიწოდებს შეზღუდვას ვერ ექნება გადამწყვეტი გავლენა რუსეთ-
უკრაინის ომზე, თუმცა შეაფერხებს ამ ტექნიკის დასავლური მოდელების მიღებას,
რომელსაც ყურის სახელმწიფო აწვდიდა, კერძო კომპანიების გავლით (თუ მათი არ
შეზღუდვით).
არაბთა გაერთიანებული საემიროები და ყურის ყურის სხვა ქვეყნები არც თუ ისე
დიდი ენთუზიაზმით იყვნენ განწყობილნი რუსეთთან ურთიერთობების სანქციებით
გაფუჭების მიმართ. შესაბამისად, არაბთა გაერთიანებული საამიროების მიერ
ექსპორტის შეზღუდვა ახალ მიმართულებას შემოიტანს ყურის ქვეყნების საგარეო
პოლიტიკაში.

გამოყენებული რესურსები:

Reuters - UAE mulls export controls on items sanctioned by US, EU, Bloomberg reports
Bloomberg - UAE Considers Export Controls That May Hurt Russia’s War Machine
Bloomberg Law - UAE Weighs Export Permits for Sanctioned Tech Used in Russia War
Al-Jazeera - Will UAE hurt Russia with export controls to please the US amid Israel war?

You might also like