Download as pdf or txt
Download as pdf or txt
You are on page 1of 19

თავი 14

ისტორია, იდენტობა და ეთნიკურობა

ჯონ დევიდსონი

ის, რომ ინდივიდები და საზოგადოებები წარსულს იყენებენ არსებული


იდენტობის შესანარჩუმებლად, ისტორიოგრაფიული დისკუსიის ერთ-ე-
რთი კლიშეა. თანამედროვე ისტორიოგრაფიის დამფუძნებლების შეხე-
დულება, რომლის მიხედვითაც, იდენტობის ფოკუსი ერი-სახელმწიფოა,*
სულერთია მას volkisch** კონცეფციის ფარგლებში გავიაზრებთ, თუ დამ-
ფუძნებელი მამების თამამ კონსტრუქტად, თავისთავად მოცემულობად
მიიღეს: მაგალითად, ასე მოხდა ამერიკის შეერთებული შტატების შემ-
თხვევაში და რევოლუციის შემდგომი პერიოდის საფრანგეთში. ბოლო ხა-
ნებში ბევრ სხვადასხვა ჯგუფს გაუჩნდა მოთხოვნილება საკუთარ ისტო-
რიაზე, რომლებიც შეუერთდნენ ედვარდ პალმერ თომფსონის მეწინდეე-
ბს*** „შთამომავლობით უკიდეგანო ქედმაღლობისაგან“ ემანსიპაციის მო-
* დედანშია – nation-state ანუ ერი-სახელმწიფო. ეს არის სახელმწიფოს ტიპი,
რომელიც პოლიტიკურ ლეგიტიმაციას იღებს სუვერენული ხალხის ანუ ერის
სამსახურით. სახელმწიფო პოლიტიკური და გეოგრაფიული რეალობაა, ერი –
კულტურული და ეთნიკური. ამ ორი ტერმინის შეერთება ნიშნავს, რომ ერი და
სახელმწიფო ერთმანეთს ემთხვევა. ანუ სახელმწიფო გარკვეული ეთნიკურო-
ბის მატარებელი ხალხის მომცველია, ხალხი კი არის გარკვეული სახელმწიფოს
მფლობელი. ერი-სახელმწიფოები მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში სხვადასხვა
დროს და სხვადასხვა პირობებში წარმოიშვა.
** volk გერმანული სიტყვაა და ნიშნავს ხალხს, ზოგჯერ – ერს, ცხადია, ეთნოერს.
volkisch მისგან ნაწარმოები სიტყვაა და ნიშნავს „სახალხოს“, „პოპულისტურს“ ან
„ნაციონალისტურს“, „რასისტულს“. გერმანული სიტყვის გამოყენება, ვფიქრობ,
შემთხვევითი როდია: დასავლეთ ევროპის მასშტაბით სწორედ გერმანულ სი-
ნამდვილეში აღმოცენდა ამ ტიპის მოძრაობა და აზროვნება. მოცემულ ანუ სა-
ხელმწიფოთა (და ერების) კონცეპტუალიზაციის კონტექსტში volkisch ნიშნავს
ეთნიკურს, რომელიც ბევრის მიერ თანდაყოლილ იდენტობად გაიაზრება. და-
სავლეთ ევროპის ქვეყნებში ამ ტიპის ნაციონალიზმი სწორედ გერმანულ სამყა-
როს ახასიათებს და უპირისპირდება ერის ვოლუნტარისტულ, მოქალაქეობრივ,
კონსტრუქციონისტულ კონცეპტუალიზაციას. ინტელექტუალურად volkisch
აზროვნება ასოცირდება მეცხრამეტე საუკუნის ევროპაში გავრცელებული რო-
მანტიზმის იდეებთან, რომლის მსგავსად, ისიც ემოციურსა და ირაციონალურს
უტრიალებდა. ხალხია მისი ფოკუსი. ხალხად კი იგულისხმება სოფლური წა-
რმომავლობა. ესაა მშობლიური ლანდშაფტის, ხალხისა და კოსმოსის სულიერი
კავშირის იდეოლოგია.
*** დედანშია – „Thompson's stockingers“ ანუ „თომფსონის წინდების მქსოველნი“. ეს
გამოთქმა რომ გავიგოთ, უნდა გავიხსენოთ, რომ ედვარდ პალმერ თომფსო-
ნი (1924-1993) იყო ბრიტანელი ისტორიკოსი. ყველაზე მეტად ის ცნობილია
ისტორია, იდენტობა და ეთნიკურობა 293

საპოვებლად. სთეითისტური* შეხედულება პირველად მათ გააკრიტიკეს,


ვინც ასაბუთებდა არაელიტური ჯგუფების – მუშათა კლასის, ქალების,
ემიგრანტების – მნიშვნელობას ერი-სახელმწიფოს შიგნით. მოგვიანებით
ზოგი შეეცადა, საერთოდ დაეშალა პარადიგმა და ის დიდი ნარატივი, რო-
მელიც ამ პარადიგმას ეფუძნებოდა. ამგვარი განვითარება სოციალურ და
კრიტიკულ თეორიებში ურთიერთმოქმედებების გადანაცვლების შედე-
გია, რაც ხშირად ახლოს მდგომ დისციპლინათა მეშვეობით იმ ცვლილე-
ბებს იწვევს, რომელთაც ვაწყდებით ფართო პოლიტიკურ, სოციალურ და
კულტურულ კონტექსტში. დაახლოებით მეოცე საუკუნის სამოცდაათია-
ნი წლებიდან მოყოლებული, ისტორიკოსებისა და სხვების დაინტერესება
ეთნიკურობის და იდენტობის საკითხებით განსაკუთრებით ნათლად აჩ-
ვენებს კონტექსტისა და თეორიის ურთიერთზემოქმედებას. გამძლეობა,
პოსტკოლონიურ სახელმწიფოებში ჯგუფურ და ლინგვისტურ დაყოფათა
ჭეშმარიტი აღორძინება, 1989 წლის შემდეგ აღმოსავლეთ ევროპაში ახალი
და მახსოვრობაში არსებული ნაციონალიზმების აღმოცენება, დასავლეთ
ევროპაში რეგიონალურ/ნაციონალურ იდენტობათა თავიდან დაფუძნება,
რელიგიური იდენტობების მნიშვნელობის ზრდა, როგორც ეს მოხდა ბალ-
კანეთში, ისლამურ სამყაროში და ულსტერში,** ემიგრაციის იმპულსი და-
სავლეთ ევროპასა და ჩრდილო ამერიკაში – ყველაფერი ეს ძველ გარკვეუ-
ლობებს საორჭოფოს ხდიდა: კონკრეტულად, მანამდე არსებულ მოდერნი-
ზაციის თეორიას იმის შესახებ, რომ ძველი, ტრადიციული, ჩვეულებრივი
იდენტობები და ლოიალობები გაქრება მოდერნულობის (რომლის მთავა-
რი მახასიათებელი ერი-სახელმწიფოა) მზარდად ძლიერი და გლობალური
იმპულსის გავლენით. მეოცე საუკუნის ადრეული ოთხმოციანი წლებიდან
მოყოლებული, ფრანგულმა, განსაკუთრებით, ფუკოს, სოციალურმა და
კრიტიკულმა თეორიამ ედვარდ საიდის ორიენტალიზმთან ერთად დი-
გამოკვლევით „ინგლისის მუშათა კლასის ჩამოყალიბება“. წიგნი გამოქვეყნდა
1963 წელს, როცა მეცნიერი მუშაობდა ლიდსის უნივერსიტეტში. ამ ნაშრომში
ისტორიკოსი მოგვითხრობს მსოფლიოს პირველი მუშათა კლასის დავიწყებული
ისტორიის შესახებ გვიან მეთვრამეტე და ადრე მეცხრამეტე საუკუნეებს შორის
მონაკვეთში. შესავალში ის განმარტავს საკუთარ მიდგომას ისტორიისადმი: ესაა
ისტორია „ქვემოდან“. სწორედ აქ იხსენიებს „წინდების მქსოველებს“ („stockingers“).
ამავე შესავლიდანაა ბრჭყალებში ჩასმული მომდევნო სიტყვებიც „„შთამომავლო-
ბით უკიდეგანო ქედმაღლობისაგან“.
* დედანშია – „statist view“. ზემოთ უკვე განვმარტე ეს ტერმინი. იგი წარმოდგება სი-
ტყვიდან “ state” – სახელმწიფო. პოლიტიკურ მეცნიერებებში ეს ნიშნავს შეხედუ-
ლებას, რომლის მიხედვითაც, სახელმწიფო უნდა აკონტროლებდეს ეკონომიკურ
ან სოციალურ ცხოვრებას, ან ორივეს – რაიმე დოზით. ზემოთ წარმოდგენილი
იყო ისტორიის სთეითისტური პარადიგმა, რომელიც ისტორიული რეპრეზენტა-
ციის უმთავრეს მიზნად სახელმწიფოს ისტორიის რეპრეზენტაციას მიიჩნევს.
ცხადია, „ისტორია ქვემოდან“ (მუშათა, ქალთა და.ა.შ.) არის სთეითისტური პარა-
დიგმის გამოწვევა, რამდენადაც ის არა სახელმწიფოს, არამედ გარკვეული სოცი-
ალური ჯგუფების ისტორიის რეპრეზენტირებაზეა ფოკუსირებული.
** ულსტერი არის პროვინცია ირლანდიაში. ხანდახან მთელი ქვეყანა მოიხსენიება
ამ სახელით.
294 ჯონ დევიდსონი

დად იმოქმედა მთელ რიგ დისციპლინებზე: ლიტერატურულ თეორიასა


და ანთროპოლოგიაზე და, განსაკუთრებით, ის-ისაა წარმოქმნილ კულ-
ტურისა და პოსტკოლონიურ კვლევებზე, სოციოლოგიაზე, პოლიტიკურ
მეცნიერებასა და ისტორიაზე.1 ფუკოს აქცენტმა ერის იდეის სტრუქტუ-
რირებაში ელიტების მზარდ გავლენაზე და საიდის მიმდევართა ენთუზი-
აზმმა, ნიღაბი ჩამოეხსნათ „კოლონიური დისკურსისათვის“, ყურადღება
ერი-სახელმწიფოდან ალტერნატიულ, დაქვემდებარებულ, დიასპორულ
იდენტობებზე გადაიტანა.
„იდენტობისა“ და „ეთნიკურობის“ ცნებები პრობლემურია; ორივე სი-
ტყვას აქვს კომპლექსური ეტიმოლოგია და სამეცნიერო მიმოქცევაში –
ვარიაციული გამოყენება. იდენტობის მნიშვნელობის სათავე არის ლათი-
ნური idem, რაც იგივეობას ნიშნავს; სიტყვა მნიშვნელობას ინარჩუნებს
ზედსართავშიც – „იდენტური“. მეოცე საუკუნის შუა ხანებში სიტყვა სა-
მეცნიერო ხმარებაში ფსიქოლოგიამ, განსაკუთრებით, ერიკ ერიქსონის
ნაშრომმა, დაამკვიდრა. 2 ერიქსონი იდენტობას ინდივიდის თვითობის
ძირითად ნაწილად მიიჩნევს, რომელიც ვითარდება სოცოცხლის ციკ-
ლის განმავლობაში. სხვებისათვის, განსაკუთრებით, სოციოლოგები-
სათვის, იდენტობა ნიშნავს კავშირის, ერთობის წევრობას, მაგალითად,
კლასის, გენდერისა თუ ერის წარმომადგენლობას. ორივე შემთხვევაში
იდენტობა ეხება როგორც განსხვავებას, ისე – იგივეობას. ეთნიკური/ეთ-
ნიკურობა მომდინარეობს ბერძნული ethnos-დან, რაც ნიშნავს ხალხს ან
ერს. ახალ აღთქმაში ethnos წარმართს, „სხვას“ მიემართება. ესაა ებრა-
ული გოის პირდაპირი თარგმანი. ინგლისური სიტყვა „ethnic“ პირველად
„წარმართის“ აღსანიშნავად გამოიყენეს. მეცხრამეტე საუკუნეში, როცა
კელტების, საქსებისა და სლავების ჩათვლით, რასობრივი დაყოფის ბი-
ოლოგიური შეფასება თითქმის საყოველთაოდ გაიზიარეს, „ეთნიკურს“
რასობრივი მნიშვნელობა მიენიჭა. ადრეულ მეოცე საუკუნეში ადამიანუ-
რი ერთობების ვარიაციების ბიოლოგიური შეფასება დასუსტდა, ამიტომ
„ეთნიკურისა“ და „ეთნიკური ჯგუფების“ გამოყენება დაიწყეს უფრო ენი-
სა და კულტურის შემთხვევაში, თუმც ზოგ ვერსიაში ისინი კვლავ გა-
მოიყენებოდა საერთო წინაპრის მნიშვნელობით. პარალელურად ასაკის,
გენდერის, რელიგიისა და კლასის, „ეთნიკურობის“, როგორც სოციალუ-
რი კატეგორიის, გამოყენება იწყება ამერიკული ურბანული ცხოვრების
კვლევებით მეოცე საუკუნის ადრეულ ორმოციან წლებში უილიამ ლოიდ
უორნერისა და სხვების მიერ, რომლებიც ეფუძნებოდნენ ჰორაციუს კა-
ლენისა და რობერტ პარკისაგან მომდინარე უფრო ძველ ტრადიციას.
1945 წლის და, განსაკუთრებით, დაახლოებით მეოცე საუკუნის სამოც-
დაათიანი წლების შემდეგ, ამ ცნებას ფართოდ იყენებდნენ ისინი, ვინც
წერდა ნაციონალიზმის შესახებ – ანთროპოლოგები და პოსტკოლონი-
ური პერიოდის კრიტიკოსები. დიდი ძალისხმევა დასჭირდა იმის განმა-
რტებას, რას წარმოადგენს ethnie – ფრანგული არსებითი სახელი, რო-
მელიც სულ უფრო ანაცვლებდა ინგლისურ ენაში „ეთნიკურ ჯგუფს“.
დეფინიციები განსხვავდებოდა კომპლექსურობისა თუ სიზუსტის თვა-
ლსაზრისით. მთავარი საერთო ელემენტები იყო: „ხალხად ყოფნის გან-
ისტორია, იდენტობა და ეთნიკურობა 295

ცდა“, რაც ეთნიკურობის გულისგულია და აღნიშნავს მასში ჩართული


„ხალხის“ მიერ იდენტობის თვითცნობიერ განმეორებადობას ისე, რომ ეს
მეზობლებმა აღიარონ და მისი მთავარი განმსაზღვრელი კრიტერიუმი
იყოს ლინგვისტური და კულტურული.
ეს სიტყვა და ცნება სამეცნიერო სფეროდან ჟურნალისტიკასა და
სახალხო დისკურსში გადავიდა, თუმც ამერიკის შეერთებულ შტატებსა
და ბრიტანეთში – საკმაოდ განსხვავებული გზებით. ამერიკის შეერთე-
ბულ შტატებში, კონკრეტულად, 1970 წლის შემდგომ „ethnics“ ნიშნავდა
„თეთრ, არა ანგლოსაქსური წარმომავლობის ქალაქის მუშათა კლასს“.
დიდ ბრიტანეთში ის გამოიყენებოდა ზედსართავად, რომელიც „უმცი-
რესობას“ ნაკლებად ექტრემისტულად გამოხატავდა და მისი ქვეტექსტი
იყო „ფერადკანიანი“. ორივე შემთხვევაში სახალხო დისკურსში ეთნი-
კურობისა და რასის ცნებები ირეოდა. უკანასკნელი დროის ნაშრომებ-
მა, განსაკუთრებით, გენეტიკაში, ადამიანური განსხვავებების შესახებ
მსჯლობისას ბიოლოგიას მთავარი როლი დაუბრუნდა. ცოტა მეცნიერს
თუ სჯერა, რომ „რასა“ გამოსადეგი კატეგორიაა, რომლის მეშვეობითაც
შესაძლებელია „რასათა“ ურთიერთგანსხვავებათა აღწერა: ბიოლოგიუ-
რი განსხვავებები „რასებს“ შიგნით ხომ ისევე დიდია, როგორც განსხვა-
ვებები „რასებს“ შორის! ამის მიუხედავად, სახალხო და საზოგადო სფე-
როებში ბიოლოგიური განსხვავების სოციალური მნიშვნელობის რწმენა
ნარჩუნდება. მეტიც: რასა არსებობს, როგორც სოციალურად კონსტრუ-
ირებული რეალობა. სხვადასხვა ხარისხით სხვადასხვა ადგილას ფიზიკუ-
რი სხვაობა, უმთავრესად, კანის ფერი, ძალიან მნიშვნელოვანია ემოცი-
ური დამოკიდებულებებისა და საზოგადოების სტრუქტურირებისათვის.
შეხედულებათა უმთავრესი დაყოფა, რაც კოლექტიური იდენტობე-
ბის, კერძოდ, ეთნიკურობისა და, ცოტა განსხვავებული ფორმით, ნაცი-
ონალობის შესახებ ახლანდელი დისკუსიების უმეტესობის საფუძველია,
პრიმორდიალიზმისა* და კონსტრუქციონიზმის**(ზოგჯერ ამას უწოდე-

* პრიმორდიალიზმის თანახმად, ეთნიკურობის საფუძველია ადამიანთა პირვე-


ლყოფილი სულიერი ერთობა. ამ თეორიის მიხედვით, ეთნიკურობა ადამიანის,
მისი პიროვნების საწყისი ფუნდამენტური თვისებაა, რომელიც უპირობოა და
არ არის დამოკიდებული ისტორიულ, სოციალურ და ეკონომიკურ ფაქტორებზე.
ფილოსოფიურად ზოგჯერ პრიმორდიალიზმს უკავშირებენ გერმანულ რომა-
ნტიზმს, თუმც პრიმორდიალიზმი ხშირად ყოველგვარ ფილოსოფიურ ფესვებს
მოკლებულია და „სტიქიური“, ნაივური, „საღი აზრის“ ლოგიკური შეხედულებაა.
** კონსტრუქტივიზმი ასეა განმარტებული ერთ-ერთ ქართულენოვან გამოცემაში:
„ეთნიკურობა კონსტრუირდება, იქმნება შემოქმედებითი წარმოსახვის ნოვატო-
რული აქტის შედეგად, მას ქმნის ელიტა საკუთარი ინტერესების დასაცავად,
საფუძვლად კი უდევს მოგონილი ტრადიციები, რომლებიც თითქოსდა ძველთა-
განვე მნიშვნელოვანი იყო.“ იხ. Civil ენციკლოპედიური ლექსიკონი, http://www.
nplg.gov.ge/gwdict/index.php?a=term&d=5&t=5283. მაგრამ აქ საჭიროა დაზუსტება:
კონსტრუირდება ეროვნულობა ეთნიკურობის გამოგონების ხარჯზე, რადგან
ერის კონცეპტუალიზაციისათვის აუცილებელია „ფესვები“. ზოგადად კი კონ-
სტრუქციონიზმს ის ახასიათებს, რომ ადამიანებს მიაჩნიათ, რომ თავად შეა-
სრულეს როლი ისტორიული ტენდენციების ჩამოყალიბებაში. Circumstantialism,
296 ჯონ დევიდსონი

ბენ სირკუმსტენშიალიზმს ან ინსტრუმენტალიზმს) ურთიერთგანსხვავე-


ბაა. პრიმორდიალისტები ამტკიცებენ, რომ იდენტობებს ღრმად გაუდგა-
მთ ფესვი ისტორიაში: ეს შეეხება წინაპარს, ენას და კულტურას. უფრო
ადრინდელი ავტორები, რომლებიც რასიზმის ჩარჩოებში საქმიანობ-
დნენ, დეფინიციურად პრიმორდიალისტები იყვნენ. უფრო ახალი დროის
პრიმორდიალისტები, მაგალითად, კლიფორდ გერცი და ედვარდ შილზი,
ამტკიცებდნენ, რომ ეთნიკური მიჯაჭვულობა იმდენად ჩაეზარდა საე-
რთო წინაპრის განცდას, საზიარო ენას, ტერიტორიას, ტრადიციებსა
და რელიგიას, რომ „გამოუხატავ,ი და ზოგჯერ გამოუცალკევებელი ძა-
ლაა.“3 კონსტრუქციონისტები, ამის საპირისპიროდ, ამტკიცებენ, რომ
ერები, თანამედროვე მნიშვნელობით, განმანათლებლობისა და გვიანი
მეცხრამეტე საუკუნის რევოლუციების პროდუქტები არიან და ეთნი-
კური იდენტობანი და ახლანდელი სოციალური ცხოვრების ბევრი სხვა
მახასიათებელი „კონსტრუირებულია“ ინტელექტუალური და სოციალუ-
რი განვითარებების სერიების გზით, „შემოღებულია“, „წარმოსახულია“
ელიტების მიერ, რათა სოციალური და პოლიტიკური საჭიროებების მრა-
ვალფეროვნება დააკმაყოფილონ. ახლანდელ დისკუსიებში კონსტრუქ-
ციონისტული შეხედულებები, საკმაოდ განსხვავებული ვერსიების ვარი-
აციებით, წამყვანია. ზოგი მათგანი, კერძოდ, ედრიან ჰეისტინგსისა და
ენტონი სმითის კონცეფციები, თავიანთი მითითებით სხვადასხვა სახის
იდენტობის ღრმა ისტორიულ ფესვებზე და აქცენტირებით პრიმორდია-
ლისტური შეხედულებების მნიშვნელობაზე (რომელთა დანარჩუნებასაც
ხანდახან თავად ეთნიკური აქტორები გააფთრებით ცდილობენ), ამკვი-
დრებენ მოდიფიცირებულ პრიმორდიალიზმს.* ეს თეზისები შეიძლება
განვავითაროთ საკითხთა მთელი წყების, განსაკუთრებით, ნაციონა-

Instrumentalism ნიუანსებით გამოირჩევა: თუ პრიმორდიალისტებმა ასიმილაცი-


ის თეორიის წარუმატებლობას იმით უპასუხეს, რომ ეთნიკურობა დააკავში-
რეს ჯგუფის არსებასთან. თეორეტიკოსების სხვა ჯგუფმა – სირკუმსტენშია-
ლისტებმა ანუ ინსტრუმენტალისტებმა ეთნიკურობის წარმოშობა დაუკავშირა
პოლიტიკური და ეკონომიკური მიზეზებით გამოწვეულ საჭიროებებს, ნაციონა-
ლიზმის იდეოლოგიის აუცილებლობას. მათი აზრით, ეთნიკურობა არ არის სხვა
იდენტობებზე უფრო მძლავრი. იდენტობანი საზოგადოდ არამყარი ბუნებისაა
და ინდივიდებს, შესაძლოა, ერთდროულად მრავალი იდენტობა ჰქონდეთ.
* ე.დ. სმითის ერთ-ერთი წიგნი, კერძოდ, “ნაციონალიზმი: თეორია, იდეოლოგია,
ისტორია“ ვთარგმნე ამ რამდენიმე წლის წინათ (2004). მეტიც: მის თეორიას
ფართოდ ვიყენებ ისტორიული რეპრეზენტაციისათვის ჩემს ბოლოდროინდელ
ნაშრომებში, ამიტომ თავს უფლებას მივცემ, ამ თავის ავტორს არ დავეთანხმო,
სმითის, როგორც პრიმორდიალისტური მიდგომის (თუნდაც, მოდერნიზებუ-
ლის) დამამკვიდრებლად წარმოსახვაში, სმითი არ არის ესენციალისტი, ის კო-
ლექტიურ-კულტურული იდენტობების კონსტრუირებულობას არ უარყოფს,
მაგრამ მას მიაჩნია, რომ კონსტრუირება ხდება გარკვეული, რეალურად არსე-
ბული პრენაციონალური კულტურის ჩარჩოებში და ამ კულტურის ელემენტე-
ბის გამოყენებით. ელიტები ნაციებს არაფრისაგან, ვოლუნტარისტულად კი არ
აყალიბებენ, არამედ – წინარე კულტურის ელემენტების სელექციისა და რეი-
ნტერპრეტაციის შედეგად. ასეთ წარმოდგენებს, ცხადია, პრომორდიალიზმთან
საერთო არაფერი აქვს.
ისტორია, იდენტობა და ეთნიკურობა 297

ლიზმის მიმართ. ამერიკის შეერთებული შტატების შემთხვევაში ისინი


განიხილება ემიგრაციისა და ეთნიკურობის ისტორიოგრაფიასთან კავ-
შირის, აფრიკის შემთხვევაში – ტომებსა და ტრაიბალიზმთან კავშირის
თვალსაზრისით.
ამერიკის შეერთებული შტატების სპეციალისტთა საუბარზე ზე-
მოქმედებდა უფრო ფართო საზოგადო სფეროებში მიმდინარე განვითა-
რება და ასახავდა კიდეც მას. ამერიკული საზოგადოება კულტურულად
ყოველთვის იყო მრავალფეროვანი, მიუხედავად განსაკუთრებულობის
გამაერთიანებელი, ევროპული გამოცდილებისაგან განსხვავების მძაფ-
რი განცდისა, რაც ახასიათებდა ბევრი ამერიკელის მიერ საკუთარი თა-
ვის გააზრებას. ადგილობრივი ამერიკელები ბევრი საუკუნით უსწრებ-
დნენ წინ ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსულ ემიგრანტებს. აფრო-
ამერიკული ძალადობრივი ემიგრაციის დრო ევროპული დასახლებების
დასაწყისს ემთხვევა. გვიან მეოცე საუკუნემდე ორივე (ანუ ადგილობ-
რივებიც და აფროამერიკელებიც) თითქმის გამოირიცხა ამერიკული
იდენტობის მთავარი ნარატივიდან. მეჩვიდმეტე და მეთვრამეტე საუკუ-
ნეებიდან ხალხების წყება ჩრდილო ევროპიდან მოვიდა, რათა შემატე-
ბოდა ბრიტანელ დამფუძნებლებს, თუმც არ დაემხო ისინი. სამხრეთისა
და დასავლეთისაკენ გაფართოებამ ადრეული ფრანგული და ესპანური
დასახლებების ამერიკის შეერთებულ შტატებში ინკორპორირება გა-
მოიწვია. ყველა წყაროდან მომდინარე ემიგრაცია შემცირდა რევოლუ-
ციის შემდგომდროინდელ პერიოდში, მაგრამ აღორძინდა მეცხრამეტე
საუკუნის შუა ხანებში და უფრო მეტი ინტენსივობით გაგრძელდა 1924
წლამდე. გვიან მეცხრამეტე საუკუნეში ახალი ემიგრანტების გაზრდილ-
მა რაოდენობამ და იმათი პროპორციის ზრდამ, რომლებიც აღმოსავლეთ
და სამხრეთ ევროპიდან ჩამოვიდნენ, გამოიწვია გააფთრებული დაპი-
რისპირება. 1924 წელს ჯონსონ-რიდის აქტმა* ემიგრაცია მკვეთრად შე-
ამცირა: ის მიზნად ისახავდა ევგენიკური** და რასობრივი არგუმენტების

* დედანშია – „The Johnson-Reed Act“. ესაა იგივე 1924 კანონი ემიგრაციის შესა-
ხებ, რომლის მიხედვითაც, რეგულირდებოდა ამერიკის შეერთებულ შტატებში
შემსვლელი ემიგრანტების რაოდენობა. ემიგრანტთა ვიზების კვოტა დგინდე-
ბოდა 1890 წლიდან ამერიკაში მცხოვრები ყველა ეროვნების საერთო რაოდე-
ნობის ორი პროცენტით. ეს გულისხმობდა ეროვნული წარმომავლობის აქტს,
აზიელთა გამორიცხვის აქტს. კანონს კიდევ უნდა შეემცირებინა აღმოსავლეთ
და სამხრეთ ევროპელთა და აფრიკელთა და არაბული ქვეყნების წარმომადგე-
ნელთა ემიგრაცია. ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიკოსთა სახელმწი-
ფო ოფისის მიხედვით, ამ კანონის მიზანი იყო „ამერიკული ჰომოგენურობის
დაცვა“.
** Eugenics სოციალური მოძრაობაა, რომლის მიზანიცაა, გააუმჯობესოს მოსა-
ხლეობის გენეტიკური მახასიათებლები სელექციური შეჯვარებისა და სტერი-
ლიზაციის გზით; ეს არის იდეა, რომ შეიძლება განვასხვაოთ საზოგადოების
უპირატესი და დაქვემდებარებული ელემენტები. ამ იდეების მატარებლებმა
გადამწყვეტი როლი ითამაშეს ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიასა
და კულტურაში მეორე მსოფლიო ომში მის ჩართვამდე. ისინი, ფაქტობრივად,
298 ჯონ დევიდსონი

საფუძველზე იმ ჯგუფების გარიყვას, რომლებსაც ნაკლებსასურველად


მიიჩნევდნენ. მეოცე საუკუნის შუა ხანებიდან მეოცე საუკუნის სამოციან
წლებამდე ემიგრაციას დემოგრაფიულად ან პოლიტიკურად მცირე მნიშ-
ვნელობა ჰქონდა. 1965 წელს ჰართ-სელერის ემიგრაციის აქტმა* გამოი-
წვია კვოტა** სისტემის დისკრიმინაციული ელემენტების მოდიფიცირე-
ბა. ემიგრაცია მნიშვნელოვნად გაიზარდა: თუ შევადარებთ 1910 წლის
14.7 მაღალ პროცენტს და 1970 წლის 4.7 დაბალ პროცენტს, 2000 წლის
აღწერით მოსახლეობის 10 პროცენტს შეადგენდა იმ დაბრუნებულთა
რაოდენობა, რომლებიც საზღვარგარეთ დაიბადნენ. ახალი ემიგრანტე-
ბი, უპირატესად, ამერიკიდან და კარიბის ზღვის აუზიდან, აზიიდან, და
კვლავაც აფრიკიდან მოდიოდნენ, თუმც – მცირე რაოდენობით. ემიგრა-
ციის მოდელის წანაცვლებამ მეცხრამეტე საუკუნის შუა ხანების ნატი-
ვიზმიდან*** მეოცე საუკუნის მულტიკულტურალიზმისაკენ და საჯარო
დებატებში ამასთან დაკავშირებულმა ტერმინებმა ისტორიკოსთა მიერ
საკითხთა შეფასებებზე დიდად იმოქმედა.
გვიანი მეცხრამეტე საუკუნიდან ამერიკის შეერთებულ შტატებში
სამეცნიერო ისტორიის დაფუძნება დაემთხვა ემიგრაციული ტალღების
ზრდასა და ამერიკის ცხოვრებაში ემიგრაციის როლის შესახებ საზოგა-
დო დაპირისპირების პირველ წლებს. ადრეული პროფესიული ისტორია,
რომელიც წარმოდგა დომინანტური ანგლოსაქსური ელიტით, როგორც
მისი საკადრო შემადგენლობის, ისე მსოფლმხედველობრივი თვალსაზ-
რისით, უგულებელყოფდა ემიგრაციასა და ემიგრანტებს. ადრეული მე-
ოცე საუკუნის ახალმა პროგრესულმა ისტორიკოსებმა გააფართოეს თა-
ვიანთი ინტერესების არეალი სოციალური ისტორიის ჩართვით, მაგრამ
ძალიან ცოტა რამ ჰქონდათ სათქმელი უშუალოდ ემიგრაციის შესახებ. 4
ემიგრანტულ ერთობათა ადრეული ისტორია მეტწილად იყო სამოყვარუ-
ლო ფილიოპიეტისტური**** ცნობები, მოძიებული უფრო იმ მიზნით, რომ

იყვნენ რასისტები და ნატივისტები, რომლებიც უფრო ადრე გამოვიდნენ არე-


ნაზე, ვიდრე – ნაცისტები გერმანიაში. ისინი ეყრდნობოდნენ, ცხადია, არა გე-
ნეტიკური მეცნიერების მონაცემებს, არამედ სურვილს, დაპირისპირებოდნენ
ემიგრაციის ახალ ნაკადებს.
* Hart-Cellar Immigration Act-მა გააუქმა ეროვნული წარმომავლობის კვოტა სისტე-
მა, რომელიც ჩანაცვლდა პრეფერენციული სისტემით: ეს გულისხმობდა ფოკუ-
სირებას ემიგრანტების პროფესიულ უნარებსა და ამერიკის შეერთებული შტა-
ტების მოქალაქეებსა თუ მცხოვრებლებთან მათ საოჯახო ურთიერთობებზე.
** კვოტა ნიშნავდა ემიგრანტთა იმ რაოდენობას, რომელსაც ჰქონდა ქვეყანაში
შესვლის უფლება.
*** ნატივიზმი პოლიტიკური პოზიციაა, რომლის მიხედვითაც, ნაციის მკვიდრ მო-
ქალაქეებს ახლადმოსულებსა თუ ემიგრანტებთან შედარებით უკეთესი პირო-
ბები უნდა ჰქონდეთ. ის გადაიქცა საზოგადო ტერმინად, რომელსაც ემიგრა-
ნტების წინააღმდეგ იყენებდნენ, რადგან ეშინოდათ, რომ ისინი შერყვნიდნენ ან
დაარღვევდნენ არსებულ კულტურულ ფასეულობებს.
**** დედანშია – „filiopietistic“, რაც ნიშნავს ტრადიციებისა თუ წინაპრებისადმი უსა-
ზღვროდ პატივსაცემ დამოკიდებულებას.
ისტორია, იდენტობა და ეთნიკურობა 299

ედღესასწაულათ, ვიდრე ამერიკის ცხოვრებაში ემიგრანტების მნიშვნე-


ლობა გაეანალიზებინათ. სამეცნიერო ინტერესები შემოსაზღვრული იყო
ეკონომიკითა და სოციოლოგიით, ორივე უფრო ღია იყო, ვიდრე ისტორია,
რათა სამეცნიერო პროფესიაში ემიგრანტების შთამომავლები დაესაქმე-
ბინა. პროფესიონალ ისტორიკოსთა ადრეული დაინტერესება ემიგრაცი-
ით წარმოდგა ფრედერიკ ჯეკსონ ტერნერის აქცენტიდან საზღვრების
როლზე და კონცენტრირდა გერმანულ და სხვა ჩრდილო ევროპულ ფე-
რმერულ ერთობებზე შუა დასავლეთში*. მეოცე საუკუნის ოციან და სა-
მოციან წლებში, როცა ემიგრაციის ნაკადი ძალიან შემცირდა, მეოცე სა-
უკუნის საერთაშორისო კონფლიქტებმა ამერიკული პატრიოტიზმი გააძ-
ლიერა. ამავე დროს „რასიზმი“ ჩამოყალიბდა, როგორც მხოლოდ ფერზე,
აფრო­ამერიკელებისა და ყველა სხვა დანარჩენის ურთიერთგანსხვავება-
ზე დაფუძნებული რამ; ერთიანი „კავკასიური“ რასის** ცნებამ ჩაანაცვ-
ლა მეცხრამეტე საუკუნის კელტების, სლავებისა და საქსონების რასობ-
რივი სხვაობანი. ამ გადანაცვლების საპასუხოდ ემიგრაციის ისტორიკო-
სები ცდილობდნენ მძლავრად ასიმილაციური თვალსაზრისის წარმოდგე-
ნას. თავის ნაშრომში „მიწას მოწყვეტილნი“ *** ოსკარ ჰენდლინმა, თავად
ებრაელ ემიგრანტთა შთამომავალმა, შეაჯამა არსებული დომინანტური
შეხედულება. კარგადაა ცნობილი მისი სიტყვები: „ერთხელაც გადავწყვი-
ტე, დამეწერა ამერიკელ ემიგრანტთა ისტორია. მერე აღმოვაჩინე, რომ
ემიგრანტები თავად იყვნენ ამერიკის ისტორია“.5 მისი აზრი აფიქსირებს
ამერიკანიზაციის ანუ სადნობი ქვაბის**** მოქმედების პროცესს; ამა-

* დედანშია – „Midwest“: მიდვესტი, ჩრდილო შტატების მომცველი არეალი, დაწყე-


ბული ოჰაიოდან, დასრულებული – დასავლეთით კლდოვანი მთებით, რომელთა
მიღმა ტერიტორიას უწოდებენ Far West-ს ანუ შორეულ დასავლეთს.
** „კავკასიური“ ანუ ევროპეიდული რასა. ტერმინი პირველად გამოიყენა გერმანე-
ლმა ფილოსოფოსმა, ქრისტოფერ მეინერსმა. მეინერსის ტერმინი განავრცო და
გაავრცელა იოჰან ფრიდრიხ ბლუმენბახმა, რომელიც თავს ტერმინის შემომღე-
ბად მიიჩნევდა და ასე განმარტავდა მას: „კავკასიური სახეობა — ადამიანთა ამ
სახეობის სახელწოდება ავიღე კავკასიის მთების სახელიდან ორი მიზეზის გამო:
მისი სამეზობლო ტერიტორია, განსაკუთრებით, ქედის სამხრეთი ფერდობი,
ქმნის კაცთა მოდგმის ყველაზე ლამაზ რასას, ვგულისხმობ ქართველებს; ყველა
ფიზიოლოგიურ მიზეზს მივყავართ იქამდე, რომ თუკი სადმე უნდა განვათავ-
სოთ კაცობრიობის ავტოქტონების (თავდაპირველი წევრების) საცხოვრებელი,
ყველაზე დიდი ალბათობით ეს უნდა მოხდეს აქ". ესაა ფიზიკური ანთროპოლო-
გიის ტაქსონომიური (ანუ რიგში განლაგების კანონზომიერების აღმნიშვნელი)
ტერმინი, რომელიც გამოიყენებოდა და დღესაც გამოიყენება ევროპის, ჩრდილო
აფრიკის, დასავლეთ, ცენტრალურ და სამხრეთ აზიის ტიპოლოგიური ერთიანო-
ბის აღსანიშნავად.
*** დედანში სათაური არასრულადაა მოყვანილი. სრული სათაურია: „მიწას მო-
წყვეტილნი: დიდი მიგრაციის ეპიკური მოთხრობა, რომელმაც შექმნა ამერიკე-
ლი ხალხი“.
**** “Melting pot“, როგორც უკვე ითქვა, ცნობილი მეტაფორაა. ის მიუთითებს, რომ
ერთი სახელმწიფოს შიგნით ჰეტეროგენული საზოგადოება ხდება უფრო ჰო-
მოგენური. განსხვავებული ელემენტები ერთმანეთში ლღვება და წარმოქმნის
საერთო ჰარმონიულ კულტურას. კერძოდ, ამ მეტაფორას იყენებენ იმისათვის,
300 ჯონ დევიდსონი

ლგამაციის* ეს მეტაფორა, სათავეს იღებს კრევეკორიდან** მეთვრამეტე


საუკუნეში. მაგრამ ამ მეტაფორის ფართოდ გავრცელება და გამოყენება
იწყება 1908 წელს ზანგვილის პიესის დადგმის შემდეგ.*** ჰენდლინი და მი-
სივე თაობის სხვა წარმომადგენლები ამას მოცემულობად, გარდაუვალ
და შეუჩერებელ პროცესად აღიქვამდნენ. ჰენდლინს სწამდა, რომ ამის
შედეგი პოზიტიური იყო, რადგან ემიგრანტებს აძლევდა „ინდივიდობის
უფლებას დაბადებით“: ეს მოასწავებდა ინდივიდის უფლებებზე დაფუძ-
ნებული მოქალაქეობრივი ერის მოქალაქეობას. ყოველივე ამისათვის
ბევრ ემიგრანტს, ჰენდლინის აზრით, რომლებიც ევროპის გლეხობის
წრიდან გამოსულიყვნენ, მოუწია ახალი იდენტობის მიღება ტრავმისა და
ძველი, პრიმორდიალური სასოფლო მიჯაჭვულობებისაგან მნიშვნელო-
ვანი გაუცხოებისა და დათმობის ხარჯზე.
მეოცე საუკუნის სამოციან წლებში პოლიტიკური და ინტელექტუ-
ალური კონსენსუსი, რომელიც ახასიათებდა ამერიკის შეერთებულ
შტატებს 1945 წლიდან, გამოწვევის წინაშე დადგა. ახალი უმთავრესი
ფაქტორი იყო სამოქალაქო უფლებებისათვის მოძრაობის**** აღმოცენება,
რომელსაც მალევე მოჰყვა შავკანიანთა უფრო მწვავე გამოწვევა.***** იმის
აუცილებლობამ, რომ ადგილი მოენახათ აფროამერიკული გამოცდი-
ლებისათვის ამერიკის წარსულის გაგებაში, ასიმილაციური დაშვებების
ახალი გამოწვევა წარმოშვა. მწვავე დებატებმა ვიეტნამის შესახებ სა-
ეჭვო გახადა განსხვავებული ამერიკული იდენტობის მორალური ძალა,
რათა აღწერონ ემიგრანტთა ასიმილაცია ამერიკის შეერთებულ შტატებში. სა-
ზოგადოდ, ის ამერიკის შეერთებულ შტატებში მას შემდეგ დამკვიდრდა, რაც
გამოიყენეს დადგმაში 1908 წელს ერების შედუღაბების აღსაწერად. ქართულ
სპეციალურ ლიტერატურში ზოგჯერ ვხვდებით შემთხვევებს, როცა ეს მეტა-
ფორა თარგმნილია „სადნობ ღუმლად“. ამ მოდელისა და ასიმილაციის მოწი-
ნააღმდეგეებმა გამოიგონეს სხვა მეტაფორებიც: მოზაიკა, კალეიდოსკოპი და
ზემოთ უკვე ხსენებული – „სასალათე ჯამი“ იმის საჩვენებლად, რომ განსხვავე-
ბული კულტურები ერთმანეთს ერევა, მაგრამ გარკვეული ასპექტით თითოეუ-
ლი მათგანი განკერძოებული რჩება. სხვები ამტკიცებდნენ, რომ კულტურული
ასიმილაცია აუცილებელია ნაციონალური ერთობის მისაღწევად.
* ამალგამაცია, ტექნიკური ტერმინის მნიშვნელობით, ნიშნავს ლითონის დაფა-
რვას ვერცხლისწყლით. გადატანითი მნიშვნელობით ტერმინი გულისხმობს
სხვადასხვა რამის შეერთებასა თუ შერწყმას.
** Michel Guillaume Jean de Crèvecœur (1735-1813) იყო ფრანგული წარმოშობის ამე-
რიკელი მწერალი.
*** „სადნობი ქვაბი“ არის ისრაელ ზანგვილის (1864-1926) პიესის სათაური. აქ არის
ასეთი ფრაზა: „ამერიკა არის უფლის ბრძმედი, დიდი სადნობი ქვაბი, რომელშიც
ევროპის ყველა ხალხი ლღვება და ფორმას იცვლის...ამერიკელს ქმნის უფალი“!
საინტერესოა, რომ ამ პიესას დადებითად აფასებდა თ. რუზველტი.
**** Civil Rights Movement არის American Civil Rights Movement, მასობრივი პროტესტი
ამერიკის შეერთებულ შტატებში რასობრივი სეგრეგაციისა და დისკრიმინაცი-
ის წინააღმდეგ.
***** დედანშია – „Black Power“. ეს არის პოლიტიკური სლოგანი და ბევრი ურთიერ-
თდაკავშირებული იდეოლოგიის სახელწოდება, რომლის მიზანიცაა აფრიკელი
შავკანიანი მოსახლეობის თვითგანსაზღვრა.
ისტორია, იდენტობა და ეთნიკურობა 301

რომელიც ეფუძნებოდა ასიმილაციონისტურ შეხედულებას. მუშათა


კლასის თეთრი არა – ანგლოსაქსური ჯგუფების, განსაკუთრებით, იტა-
ლიელების, პოლონელებისა და სლავების რეაქციამ, რომლებიც მტრუ-
ლად იყვნენ განწყობილნი მეოცე საუკუნის სამოციანი წლების სტუდე-
ნტური კულტურისადმი და რომელთაც ეშინოდათ აფროამერიკელთა
კონკურენციისა, დაადასტურა ამერიკული იდენტობის პლურალისტუ-
რი რაობა. ამ შეხედულებამ პოლემიკური ისტორიული გამოხატულება
ჰპოვა მაიკლ ნოვაკის ნაშრომში „არაგადნობადი ეთნიკურობის აღორძი-
ნება“6, შეიძლებოდა, სადნობ ქვაბს ემუშავა ზოგი იმ გზით, რომელნიც
საბუთდებოდა უფრო ძველ შეხედულებებში; ახლა კი საჭოჭმანო შეიქნა
მისი ფორმა და ყალიბის გავლენის მნიშვნელობა.
დომინანტური ასიმილაციონისტური შეხედულებიდან გადახრა პირ-
ველად შესამჩნევი გახდა სოციალური მეცნიერების სპეციალისტთა შო-
რის, ყველაზე მნიშვნელოვნად, ნათან გლეიზერისა და მოინიჰენის ნაშ-
რომში „სადნობი ქვაბის მიღმა“, რომელიც ცდილობდა, ეჩვენებინა, ურ-
ბანული ცხოვრების გარემოებათა გამო ეთნიკური იდენტობები როგორ
ნარჩუნდებოდა და ჭეშმარიტად რეკონსტრუირდებოდა კიდეც.7 1964
წელს რუდოლფ ვეკოლიმ, რომელიც ეყრდნობოდა ფრანკ ტისტლევეი-
ტის* ნაშრომს, გააქარწყლა ჰენდლინის თვალსაზრისისადმი ისტორიკო-
სების პირველი პირდაპირი გამოწვევა.8 მომდევნო ათწლეულებში ემი-
გრაციისა და ეთნიკურობის შესახებ იმ ახალი შრომების მზარდმა ოდე-
ნობამ, რომლებიც პოლიტიკურიდან სოციალური და ინტელექტუალური
ისტორიისაკენ გადახრილიყვნენ, გააღრმავა ეს შეხედულება. ახალი
შეხედულება ჩამოყალიბდა ზოგადი დებულების სახით 1985 წელს ჯონ
ბოდნარის მიერ, რომლის აზრითაც, ასიმილაცია მითია. სადნობმა ქვაბ-
მა არ იმუშავა. ემიგრანტები ინარჩუნებდნენ საკუთარ კულტურებს და
იდენტობებს და ყოველთვის განაგრძობდნენ ურთიერთობას მშობლიურ
ქვეყნებთან. ეთნიკურობები ვითარდებოდა და ახალ კონტექსტში მათი
ხელახალი წარმოდგენა ხდებოდა, განსაკუთრებით, ადრე არსებული რე-
გიონული იდენტობებისაგან გერმანულ და იტალიურ ამერიკულ იდენტო-
ბათა გამოცალკევებისას. ემიგრანტებს წვლილი შეჰქონდათ ამერიკულ
ცხოვრებაში არა დომინანტურ ანგლოსაქსურ ნორმაში ასიმილირებით,
არამედ მისი გამოწვევით; ისინი ხელს უწყობდნენ, ამ გზით შეექმნათ
თანამედროვე ამერიკის შეერთებული შტატების მდიდარი მულტიკულ-
ტურული საზოგადოება.9 ეთნიკური ისტორიის დომენი გაფართოვდა,
რათა დაეკმაყოფილებინა არა მარტო ინტერესი აზიიდან და ლათინუ-
რი ამერიკიდან ახალ ნაკადების წარმომავლობისადმი, არამედ მოეცვა
აფროამერიკელთა და ამერიკელ აბორიგენთა ისტორიებიც, რომლებიც
მანამდე ჩრდილში იყო, როგორც უმნიშვნელო ქვესფეროები. შრომისა
და მუშათა კლასის ისტორიკოსებმაც უპასუხეს ახალი აქცენტების და-
სმას.10 ეთნიკურობის მნიშვნელობაზე ყურადღება გამახვილდა მეოცე
საუკუნის უკანასკნელ მეოთხედში კულტურულად მრავალფეროვანი

* ფრანკ ტისტლევეიტი (1915 – 2003) იყო ცნობილი ისტორიკოსი და ბრიტანე-


თის იმპერიის ორდენის კავალერი.
302 ჯონ დევიდსონი

ემიგრაციისა და საჯარო კამათისას მულტიკულტურალიზმის მნიშვნე-


ლობის გამოკვეთის გამო, მაგალითად, დებატებში განათლების შესახებ.
დროისა და ინტელექტუალური აქცენტის თვალსაზრისით, ეს ვითარდე-
ბოდა დისკურსის თეორიისა და, უფრო ზოგადად, პოსტმოდერნიზმის იმ
მზარდ იმპულსთან ერთად, რომელიც განსაკუთრებულად იგრძნობოდა
ანთროპოლოგიასა და ლიტერატურაში. ეთნიკურობის პრობლემაზე ნა-
ყოფიერად იმუშავეს ანთროპოლოგებმა და ლიტერატურის მკვლევრებ-
მა, ყველაზე მეტად, უორნერ სოლორსმა, რომელიც, თავის მხრივ, უკავ-
შირდებოდა ისტორიკოსთა შრომებს.
ნათელია, რომ ადრეულ ოცდამეერთე საუკუნეში აღორძინებული
ამერიკული პატრიოტიზმის საპასუხო საჯარო დებატებისას წონასწო-
რობა მულტიკულტურალიზმსა და ამერიკული იდენტობის სპეციფიკუ-
რობაზე აქცენტს შორის ხელახლა დაირღვა. მეოცე საუკუნის ოთხმო-
ციან წლებში დაიწყო მოძრაობა ემიგრაციის ხელახლა შესაზღუდად,
რომელიც კიდეც გაინტენსიურდა. მაგრამ ესპანელ და აზიელ ამერიკელ-
თა ერთობების ზრდა ფართო, ეთნო-რასობრივი საზღვრების გასწვრივ
ქორწინებების მზარდ პროპორციასთან ერთად კვლავ დასვამს „ეთნიკუ-
რობისა“და „რასის“ ამერიკული ცნებების წარმოჩენისა და კულტურულ
კომპლექსურობაზე აქცენტირების საკითხს. ცვალებადი და არამდგრა-
დი იდენტობების გავლენა ისტორიოგრაფიაზე და მიგრაციის ფართო,
გლობალური კონტექსტიც კი, ისე ჩანს, დიდხნიანია. ბევრი შესაძლო
მაგალითიდან შევარჩიოთ ორი: მ.ა. გომეზისა და ჯონ ჯიერდის კვლე-
ვები, რომელებიც აღწერს ცვლილების პროცესს ახალ მსოფლიოში. ეს
ფესვგადგმულია ძველი მსოფლიოდან მოტანილ კულტურათა მრავალ-
ფეროვნების იმ მეთოდებით გაგებაში, რომლებიც მუდამ იმოქმედებს
ისტორიკოსთა შეხედულებებზე. 11
იდენტობისა და ეთნიკურობის საკითხები კოლონიური აფრიკის
ისტორიოგრაფიაში უფრო გადამწყვეტ როლს თამაშობდა, ვიდრე ამე-
რიკის შეერთებულ შტატებში. აფრიკის შემთხვევა გამოკვეთს: „კოლო-
ნიური დისკურსის“ საკითხს და წარმოაჩენს პრიმორდიალისტებისა და
კოსტრუქციონისტების შეხედულებათა ურთიერთსხვაობას. მეცხრამე-
ტე საუკუნის მიწურულს ტროპიკულ აფრიკაზე ევროპული კოლონიუ-
რი კონტროლის შესახებ მტკიცებულებამ შექმნა კოლონიური ცოდნის
ძირითადი ნაწილი. „აფრიკანისტული დისკურსი“ საკმაოდ იოლად აე-
რთიანებდა მოგზაურთა, მისიონერთა, ვაჭართა, ადმინისტრატორთა,
ანთროპოლოგთა ნააზრევს. მაგრამ იმ დროისათვის ამას ნაკლებად
აცნობიერებდნენ თავად აფრიკელები. მთავარი ამ ცოდნის ორგანიზე-
ბისათვის „ტომის“ ცნებაა. ის, რაც ხელს უშლის, გარეშეებმა დაინახონ
აფრიკა და ჩასწვდნენ აფრიკელთა წარმოდგენას საკუთარი თავის შე-
სახებ, ტომის იდეაა. ეს ქმნის ორი მთავარი მოთხოვნის კომბინაციას,
რომელიც კოლონიური მმართველობის დამყარების გამართლებაა. ის
ქმნის კლასიფიკაციის სისტემას, რომლის შიგნითაც უნდა განხორციე-
ლდეს ცოდნის ორგანიზება, ხალხების იდენტიფიცირება, რუკების შექ-
მნა და ადმინისტრაციული სტრუქუტურების დამყარება. მეტიც: დროის
ისტორია, იდენტობა და ეთნიკურობა 303

დომინანტური ევოლუციონისტური თეორია „სატომო“ საზოგადოებებს


ადამიანური განვითარების კიბის დაბალ საფეხურზე ათავსებს, ამიტომ
გარდაუვალი და გამართლებულიც ჩანდა, ისინი დასავლეთის განვითა-
რებულ სახელმწიფოებს გაეკონტროლებინათ. კოლონიური პერიოდის
ანთროპოლოგიაში სტრუქტურული ფუნქციონალიზმის დომინანტუ-
რობა მკაფიოდ განსაზღვრულ ტომობრივ ჯგუფებს, როგორც საკვლევ
ერთეულებს, გადამწყვეტ მნიშვნელობას უნარჩუნებდა. ჯერ კიდევ მეო-
ცე საუკუნის სამოციან წლებში მთელი კონტინენტის მასშტაბით გრძე-
ლდებოდა ტომთა გავრცელების მაჩვენებელი, აკურატულად დადგე-
ნილი რუკების შექმნა, როგორც ეს მოხერხდა ჯორჯ პიტერ მერდოკის
ნაშრომით, ხოლო სახელმწიფოებრივ* დონეზე – განას 1960 წლის აღწე-
რით. 12 „სატომო“ საზღვრებთან დაკავშირებით შიდააფრიკული შეჯიბ-
რის გამოკვეთამ უშუალოდ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ და
უფრო გვიანაც გამოიწვია ეთნიკურობით პოლიტიკური მეცნიერების
სპეციალისტთა დაინტერესება; კროუფორდ იანგის ნაშრომი „პოლიტიკა
კონგოში“ წინასწარმეტყველური გამოდგა. 13 „ტომი“, „ტომობრივი“ ანდა
„ტრაიბალიზმი“: ეს ცნებები კვლავაც ნარჩუნდებოდა ჟურნალისტურ და
ფართო საზოგადოების დისკურსში, მაგრამ მეცნიერები, განსაკუთრე-
ბით – ისტორიკოსები, სულ უფრო უნდობლად ეკიდებოდნენ მათ.
გვიანი მეცხრამეტე საუკუნის აფრიკელმა ინტელექტუალებმა
ოქროს ნაპირზე და ლაგოსში შესანიშნავად გაიგეს ტომობრივი იდენტო-
ბის გარდა სხვა იდენტობების მნიშვნელობაც,14 ისინი ეფუძნებოდნენ
ე.უ. ბლაიდენს** და აცნობიერებდნენ დასავლეთის აფრიკულ და, მეტიც,
პანაფრიკულ იდენტობას მაშინ, როცა ოქროს ნაპირის იურისტი ჟურნა-
ლისტები,როგორებიც არიან მენსა სარბა*** და ჯ.ე. კასლი-ჰეიფორდი,****
ხაზს უსვამდნენ ფართო აკანური***** იდენტობის მნიშვნელობას: ეს აერთი-
ანებდა ცენტრალურ და სამხრეთ ოქროს ნაპირის ხალხებს. იმის მიუხე-
დავად, რომ ეს არე მკაფიოდ იყო პოლიტიკურად დაყოფილი ფანტესა და
ასანტეს შორის, კოლონიაში მცხოვრებმა ზოგმა ანთროპოლოგმა, პრო-

* დედანშია – „national“, მაგრამ ჩვენ მას არ ვთარგმნით, როგორც „ეროვნულს“.


საქმე ისაა, რომ ერის გაგება ქართულ სინამდვილეში, მიუხედავად ბევრი სამო-
ქალაქო პარამეტრისა, მაინც უფრო ეთნიკურია. ამიტომ ქართველი მკითხველი
სახელმწიფოსა და ერს ერთმანეთს არ უიგივებს. ამერიკის შეერთებული შტა-
ტების შემთხვევაში კი ეროვნული და სახელმწიფოებრივი ერთი და იგივეა. ნა-
ციონალური დონე ნიშნავს სახელმწიფოებრივ დონესაც.
** ედვარდ უილმოთ ბლაიდენი (1832-1912) იყო პანაფრიკანიზმის მამა. ის იყო მწე-
რალი, დიპლომატი, პოლიტიკოსი, განათლების სფეროს მოღვაწე.
*** ჯინ მენსა საბა (1864- 1910) იყო იურისტი და პოლიტიკური ლიდერი. უმთავრე-
სად მოღვაწეობდა ოქროს ნაპირზე (ანუ ახლანდელ განაში).
**** ჯოზეფ ეფრაიმ კასლი-ჰეიფორდი (1866-1930) იყო განელი ჟურნალისტი, რე-
დაქტორი, მწერალი, იურისტი, განათლების დარგის მოღვაწე და პოლიტიკოსი,
რომელიც მხარს უჭერდა პანაფრიკულ ნაციონალიზმს.
***** Akan სამხრეთ განაში სპილოს ძვლის ნაპირზე მცხოვრები ხალხის წარმომადგე-
ნელი; ეს სიტყვა აღნიშნავს მათ ენასაც, რომლის უმთავრესი დიალექტებია ასა-
ნტე და ფანტე.
304 ჯონ დევიდსონი

ფესიაში არსებული მთავარი მიმართულების მომარჯვებით, გამოიკვლია


კოლონიური სახელმწიფოების კომპლექსური, მულტილინგვური, მულ-
ტიეთნიკური სტრუქტურები. მაგრამ მეოცე საუკუნის სამოციანი წლების
კონტინენტის მდიდარი ისტორიოგრაფიის განვითარებამ ყველაზე მე-
ტად საეჭვო გახადა „ტომების“ გამოკვეთილობის შესახებ აზრი. ახალმა
კვლევამ ცხადყო, რომ სინამდვილეში ბევრ მცირე მასშტაბის აფრიკულ
საზოგადოებაში ისევე, როგორც დიდ სახელმწიფოებში, მულტილინგვუ-
რობა გავრცელებულიყო, ერთობებს შორის საზღვრები კი მოძრავი და
ფოროვანი იყო. სავაჭრო ქსელები დიდ დისტანციებზე და პოლიტიკური
და კულტურული დაყოფების გადაკვეთითაც აკავშირებდა ელიტურ ჯგუ-
ფებს. რელიგიური კულტები ერთ საზღვარში აქცევდა ფართო არეალის
მულტილინგვურ, კულტურულად შერეულ ჯგუფებს, მაგალითად, აღმო-
სავლეთ ნიგერიაში დიდი ორაკულის არო-ჩუკუს მიმდევრებს, მუარის
კულტის სამყოფელს ზიმბაბვეში. კლანები და შთამომავლობითი შტოები,
რაც უმთავრესია აფრიკული საზოგადოების კლანებზე ცენტრირებულ ან-
თროპოლოგიური გადმოცემისათვის, გაიგებოდა იმდენადვე იდეოლოგი-
ურ კონსტრუქტებად, რამდენადაც სოციოლოგიურად. საგვარეულო წესე-
ბი, განსაკუთრებით, მათი, ვინც უკავშირდებოდა საცხოვრებელ ადგილს,
ხშირად ძალიან დაუდევრად განიხილებოდა, საშინაო ჯგუფების შევსება
და პოლიტიკურ ალიანსთა კლიენტობა,* მონობა და დაქვემდებარებულო-
ბის სხვა ფორმები ისევე, როგორც გვაროვნულობა, მნიშვნელოვან როლს
ასრულებდა. მდინარე ნიგერის დელტას კანოე სახლები (ესაა საფუძველი
აფრიკული ფირმებისა, რომლებიც ჩართულნი იყვნენ მონებით და პალმის
ზეთით ვაჭრობაში)** და კეიპის*** ადრეული პერიოდის ფერმერული მეურ-
ნეობები (რომელთაგან კეიპის ფერადკანიანთა ერთობები განვითარდა
და რომლებზეც მიუთითებს რეინჯერი),**** უეჭველია, ექსტრემალური შემ-
* აქ ეს სიტყვა „დამორჩილებულის“ მნიშვნელობით იხმარება.
** დედანშია – canoe houses. ადგილობრივები ასეთ სახლს უწოდებენ „ვარის“. ეს იყო
პოლიტიკური და სოციალური ინსტიტუციის აღმნიშვნელი ტერმინი მეთვრამე-
ტე და მეცხრამეტე საუკუნეებში, ეკონომიკური კორპორაციის სპეციფიკური
ნაირსახეობა ნიგერის დელტას სახელმწიფოებში. ეს ნიშნავს არა წარმომავლო-
ბით, არამედ ერთობლივი ვაჭრობის მიზნით დაკავშირებულ ადამიანთა ჯგუფს
ანუ კარგად ორგანიზებულ სავაჭრო და საბრძოლო კორპორაციას. მისი წევრები
ყოველთვის მზად იყვნენ არა მარტო ქონების დასაგროვებლად, არამედ მის და-
საცავადაც. მათ ტრადიციული სამართლის ნორმებს იცავდა ბელადი, რომელიც
თანამდებობას ინარჩუნებდა მანამ, სანამ ავლენდა ვაჭრობის წარმართვისათვის
აუცილებელ უნარ-ჩვევებს. კორპორაცია თავის რიგებს ავსებდა გარეშეთა აბ-
სორბციით ან მონების ყიდვით. მონის შემოყვანა ერთობაში ექვემდებარებოდა
მკაცრად დადგენილ რიტუალებს. მონა ერთობის სრულუფლებიანი წევრი ხდე-
ბოდა. მისთვის მონობის წამოძახება ითვლებოდა უდიდეს დანაშაულად. თავად
სიტყვა „კანოე“, როგორც ცნობილია, ნიშნავს ნავს. ამ საინტერესო ეკონომიკური
სისტემის რაობის გარკვევას ეძღვნება არაერთი სამეცნიერო ნაშრომი. ერთ-ე-
რთი, რომლითაც ამ კომენტარისას ვისარგებლე, არის A Theory of the Canoe House
Corporation Nimi Wari boko African Economic History No. 26 (1998), pp. 141-172.
*** ჩანს, იგულისხმება სამხრეთ აფრიკული ქალაქი კეიპტაუნი.
**** ტერენს რეინჯერი იყო ცნობილი აფრიკელი ისტორიკოსი, რომელიც ზიმბაბვეს
ისტორია, იდენტობა და ეთნიკურობა 305

თხვევებია, მაგრამ მათ მიერ გამოვლენილი ნიშნები უფრო საზოგადოა.15


მეოცე საუკუნის სამოცდაათიან წლებში ორი სტატია, ერთი ისტორიკო-
სის და მეორე ისტორიულად მოაზროვნე ანთროპოლოგის, „ტომის“ ცნე-
ბას ექსპლიციტურად აქცევს პრობლემად.16 ორივე შრომა ეხება აღმო-
სავლეთ აფრიკის მაგალითებს და ამტკიცებს, რომ სატომო კლაისიფი-
კაციები, რომლებიც საწყის მოცემულობადაა მიჩნეული, ფაქტობრივად,
კონსტრურებულია ბრიტანული კოლონიური კონტროლის დამყარები-
სას. ამგვარად გვიან მეცხრამეტე საუკუნის ტანზანია, „ნიამვესი,“ „სიუ-
ქუმუ“* იყო იარლიყები, რომლებიც მიიღეს მოსულებმა „დასავლელი“ და
„ჩრდილოელი ხალხისათვის.“ ეს დანაწილება იკვეთებოდა ეკოლოგიური
საზღვრით, ბუზი ცეცეს გავრცელება/არ გავრცელება** სტრუქტურებით.
ამგვარად, ნიამვესი და სიუქუმუ გახდნენ „ტომები.“ პოსტკოლონიური
კენიის ეთნიკური ჯგუფების ქმნადობის პროცესთან დაკავშირებით და-
სავლეთ კენიის არეალი, აგრეთვე, იძლევა კულტურულ და ლინგვისტურ
ინტერესებზე (რაც ერთობის ყოველი პრიმორდიალური გაგებისათვის
უმთავრესია) ადმინისტრაციული, პოლიტიკური და ინფრასტრუქტურუ-
ლი მოსაზრებების უპირატესობის მაჩვენებელ ბევრ მაგალითს.
1983 წელს ბევრის მიერ დამოწმებულ ტერენს რეინჯერის სტატიაში,
რომელიც გავლენიან კრებულში „ტრადიციის გამოგონება“ დაიბეჭდა,
კოლონიური „გამონაგონის“ ზოგადი მაგალითია მოყვანილი. რეინჯე-
რი ამტკიცებდა: „ის, რაც იწოდება ტრადიციულ კანონად, ტრადიციულ
მიწისმფლობელობად, ტრადიციულ პოლიტიკურ სტრუქტურად და ა.შ.,
ფაქტობრივად, ყველაფერი გამოგონილია კოლონიური კოდიფიკაცი-
ით.“17 ის ვარაუდობდა, რომ გამოგონებაში ჩართულნი იყვნენ აფრიკე-
ლებიც და ევროპელებიც, და ყურადღებას ამახვილებდა კოლონიური
მმართველების მიერ ახალი სტრუქტურების გამოყენებისას უხუცესთა
ინტერესების დაწინაურებაზე ქალებისა და ახალგაზრდა მამაკაცების
საპირისპიროდ. ბევრი მომდევნო ნაშრომი, განსაკუთრებით – აღმოსა-
ვლეთ და სამხრეთ აფრიკაში, რეინჯერის ნაშრომს ეფუძნებოდა და იმას
გარდაქმნიდა, რაც რეინჯერმა წინასწარ მონახაზად წარმოადგინა. ლე-
როი ვეილის ნაშრომმა „ტრაიბალიზმის წარმოშობა სამხრეთ აფრიკაში“
ხელი შეუწყო „გამოგონების“ იდეის გავრცელებას, რამდენადაც მოზ-
რდილი ნაწილი ზულუს მიუძღვნა.18
კვლევის ახალი მიმართულებით გაღრმავებისა და გაფართოების
კვალდაკვალ ტრაიბალიზმის კოლონიური დისკურსის თავდაპირველი

იკვლევდა.
* „ნიამვესი“ – სამხრეთ აფრიკაში ბანტუ ერთ-ერთი ყველაზე მრავალრიცხოვანი
ეთნიკური ჯგუფია. ტერმინი სუაჰილიდან წარმოდგება და ითარგმნება „მთვა-
რის ხალხად“, მაგრამ ნიშნავს „დასავლეთის ხალხსაც“. „სიუქუმუ“ განეკუთვნე-
ბა ბანტუს ეთნიკურ ჯგუფს, ნიშნავს „ჩრდილოეთს“, „ჩრდილოელ ხალხს“.
** დედანშია: tsetse/non-tsetse. ბუზცეცეს, რომელიც აფრიკაშია გავრცელებული,
მძიმე დაავადები გადააქვს ადამიანებსა და ცხოველებში. ჩანს, რეგიონებს მისი
გავრცელების ნიშნითაც ყოფდნენ.
306 ჯონ დევიდსონი

დეტალური განხილვების საკმაოდ მკაცრი ფორმულირებები შეიცვალა


და გარკვეულად საკამათოც შეიქნა. რეინჯერმა თავისი შეხედულება-
ნი არსებითად თვითონვე შეცვალა, როგორც ეს იგრძნობა გვიანდელი
სტატიების სერიებში. 19 ის სხვებთან ერთად კონცეტრირებული იყო,
ეთნოგენეზისის პროცესი უფრო ოსტატურად გადმოეცა, წარმოეჩინა
მისიონერების, განსაკუთრებით, აფრიკული წერილობითი ენების გა-
ნვითარებასა და ამ გზით – წერა-კითხვითი განათლების მონოლინგვუ-
რობის შექმნაში უფრო ძველი, მოქნილი, ზეპირი მულტილინგვურობის
მნიშვნელობა. ის, რომ ახალი და მძლავრი ენა უკავშირდებოდა ეკლე-
სიისა და სახელმწიფოს კოლონიურ ინსტიტუტებს, საშუალებას აძლე-
ვდა, ყოფილიყო (და ხშირად კიდეც იყო) ეთნიკურობის უფრო მკაფიო,
უფრო ნათლად განსაზღვრული ბაზისი. მაგრამ წერილობითი ენების
შექმნის პროცესი დამოკიდებული იყო თავად აფრიკელებზეც, როგორც
მთარგმნელებზე, ასისტენტებზე, კატეხიზმისტებსა და მასწავლებლებ-
ლებზე. ის, თუ წერილობითი ენა რამდენად შეეზრდებოდა ადგილობრივ
ფესვებს და გახდებოდა ქრისტიანული რელიგიური ცხოვრების და ბევ-
რი სხვა რამის გამტარი, ერთ რამეზე იყო დამოკიდებული: ეს აფრიკელი
მოღვაწეები და ის ფართო ერთობა, რომლის ლიდერებიც ისინი იყვნენ,
მას თავისად მიიჩნევდნენ თუ არა. ამგვარად, რეინჯერი ახალი იდენტო-
ბების კომპლექსური და ორმხრივი ხასიათის გამოსახვისას მივიდა ბენე-
დიქტ ანდერსონის „წარმოსახვითი ერთობის“ კონცეპტამდე. კოლონიურ
მმართველებს შეეძლოთ, მოეხაზათ საზღვრები და დაენიშნათ პირველი
კოლონიური ბელადები, მაგრამ „ტრადიციულ“ ისტორიებს ეს აფრიკე-
ლები წერდნენ, „სატომო“ წეს-ჩვეულებათა კოდიფიცირებას ისინი ახო-
რციელებდნენ და მოგვიანებით ამ „წარმოსახვით“ ეთნიკურ იდენტობებს
იყენებდნენ კიდეც, როგორც კოლონიურ ხელისუფლებასთან დაპირის-
პირების ინსტრუმენტს.
სხვები, ვინც ცდილობდა მოდიფიცირებული პრიმორდიალისტუ-
რი ისტორიის შენარჩუნებას, ამტკიცებდნენ, რომ ახალი იდენტობანი
ეფუძნება არა მხოლოდ თანამედროვე აფრიკის რაობას, არამედ ადრე
არსებულ სოციალურ და კულტურულ მოდელებსაც. „თუ [გამონაგონი
ტრადიცია] არ დაუკავშირდება ხალხის ფაქტობრივ გამოცდილებას, რო-
მელსაც გარდასული ისტორია განაპირობებს, მისი ეფექტურობა სათუ-
ოა.“20 დასავლეთ აფრიკელმა ისტორიკოსებმა ამ თვალსაზრისით განსა-
კუთრებით კარგად შეისწავლეს ასანტე და იორუბა, რომელთაც ხანგრ-
ძლივი, განგრძობადი და კომპლექსური ისტორია აქვთ. მკაფიოდ ჩანს,
რომ თანამედროვე იორუბა „წარმოსახვითი“ იდენტობაა, რომელიც მეტ-
წილად ნარჩუნდება 1945 წლიდან ნიგერიაში არსებული პოლიტიკური
შეჯიბრის ვითარების გამო. მაგრამ მას აქვს საზიარო კულტურის ღრმა
ელემენტებიც, მჭიდროდ დაკავშირებული ენა და ტრადიცია, საერთო
წარმომავლობა. ეს დამახასიათებელია იმ ხალხებისათვის, რომლებიც
ცხოვრობდნენ სხვადასხვა სახელმწიფოებში და რომელთაგანაც შეიქმნა
დასავლეთ ნიგერია. საერთო იდენტობის მტკიცება და ენის განვითარე-
ისტორია, იდენტობა და ეთნიკურობა 307

ბა, რომლებითაც ეს იდენტობა გამოიხატება, შედარებით ახალი რამაა.


იორუბელებზე, როგორც ერთ მთლიანობაზე, პირველად ალაპარაკდნენ
სიერა ლეონეზე მათი დევნილობისას: იქ ზოგიერთები მაშინ დასახლ-
დნენ, როცა ბრიტანელები მონებით ვაჭრობის აღკვეთას ცდილობდნენ.
სხვა ხალხები მათ „აკუს“ ეძადნენ. სახელი წარმოდგება მათი ტრადიცი-
ული მისალმებიდან. იყო ქრისტიანი „აკუ“ (და მისი ქრისტიანი პარტნი-
ორები), რომელმაც ისინი დააბრუნა სამშობლოში და სრულყო იორუბას
იდენტობის „წარმოსახვა“. „იორუბა“ არის ჰაუსას* ხალხის მიერ დარქმე-
ული სახელი ოიოსათვის**, რომელიც წარმოადგენდა დომინანტურ ჩრდი-
ლოურ სახელმწიფოს. სწორედ ეს სახელმწიფო შემდგომ იწოდა დასა-
ვლეთ ნიგერიად. ეს სახელი ოიოს ენის აღსანიშნავად გამოიყენა სემუელ
ქროუთერმა თავისი ნაშრომის სათაურად („იორუბა ენის ლექსიკონი,“
1843): ქროუთერი მოგვიანებით გახდა პირველი აფრიკელი ანგლიკანი
ეპისკოპოსი. ეს ენა საეკლესიო მისიონერულმა საზოგადოებამ იმ „სტა-
ნდარტულ“ ენად აღიარა, რომელზეც ბიბლია ითარგმნა და რომელიც
გახდა წერილობითი და, გარკვეულწილად – პან-იორუბა ელიტის სალაპა-
რაკო ენაც. მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახევრის განმავლობაში ბრი-
ტანეთის კოლონიური მმართველობის დამყარებამდე ელიტამ, რომელიც
უმთავრესად კლერიკალებისა და მასწავლებლებისაგან შედგებოდა, გა-
ნავითარა იორუბა იდენტობის ცნება: ეს გულისხმობდა ცალკეული სახე-
ლმწიფოებისადმი ლოიალობასაც: ოიო, ეგბა იჯებუ და ა.შ. ეს იდენტობა
ისტორიულად დაასაბუთა სემუელ ჯონსონის წიგნმა „იორუბას ისტო-
რია“, რომელიც 1897 წელს დასრულდა, თუმც 1921 წლამდე არ გამოქვე-
ყნებულა. მეოცე საუკუნეში განცდა იურობად ყოფნისა მოსახლეობაში
უფრო ფართოდ გავრცელდა, მან მოიცვა მუსლიმებიც და პოლიტიკური
მობილიზაციისათვის უმთავრეს ფაქტორად გადაიქცა.
რაგვარადაც უნდა მომხდარიყო ეთნიკურობის წარმოშობა, ეთნი-
კურობა გადაიქცა მძლავრ და ხშირად ძალიან გადამწყვეტ ფაქტორად,
ზოგჯერ სხვა სოლიდარობების განმამტკიცებლადაც, მაგალითად, რე-
ლიგიისა, როგორც ეს მოხდა ნიგერიის ზოგ ნაწილში. ზოგჯერ კი ეთნი-
კურობა ამ სოლიდარობებსაც უპირისპირდებოდა, როგორც ეს რუანდა-
ში მოხდა. ეთნიკურობა ინარჩუნებს მნიშვნელოვან პოზიციას, იქნება ეს
აფრიკა თუ ამერიკის შეერთებული შტატები, სამეცნიერო ანალიზი თუ
რეალური ცხოვრება. შესაძლოა, როგორც ეს ედრიან ჰეისტინგსმა დაა-
მტკიცა, რელიგიური იდენტობები ისევე გამოვლინდეს სამეცნიერო ანა-
ლიზში, როგორც მსოფლიოს მრავალი კუთხის პოლიტიკის სფეროში.21
გაგება ყველგან მოითხოვს ისტორიულ კონტექსტს. რასაც ჯონ პილი
ამტკიცებს იორუბასათვის, მართებულია საზოგადოდაც: „მხოლოდ ანა-
ლიზისას შეგვიძლია ეთნიკურობის რაობის განჭვრეტა: ეს უფრო მეტად
პროცესია ან პროექტი, ვიდრე სტრუქტურა.“22

* ნიგერიაში მცხოვრები ხალხი, ამ ხალხის წარმომადგენელი ან ენა.


** ნიგერიას ნიშნავს.
308 ჯონ დევიდსონი

შენიშვნები

1 E. W. Said, Orientalism, London, Routledge and Kegan Paul, 1978. კრიტიკული ლი-
ტერატურა ფართოა. იხ. ისტორიკოსთა ორი ბოლოდროინდელი კრიტიკული
მიმოხილვა: J. M. Mackenzie, Orientalism, History, Theory and the Arts, Manchester,
Manchester University Press, 1995; და D. A. Washbrook, ‘Orients and Occidents:
Colonial Discourse Theory and the Historiography of the British Empire’, წიგნში: R.
W. Winks (რედ.) The Oxford History of the British Empire: ტომი 5. Historiography,
Oxford, Oxford University Press, 1999.
2 E. H. Erikson, Childhood and Society, New York, Norton, 1950.
3 C. Geertz, ‘The Integrative Revolution: Primordial Sentiments and Civil Politics in the
New States’, წიგნში: C. Geertz (რედ.) Old Societies and New States: The Quest for
Modernity in Asia and Africa, New York, The Free Press of Glencoe, 1963, ხელმეორედ
დაიბეჭდა წიგნში: C. Geertz, The Interpretation of Cultures, New York, Basic Books,
1973, გვ. 259.
4 იხ. ზემოთ, თავი მეშვიდე.
5 O. Handlin, The Uprooted: The Epic Story of the Great Migrations that Made the
American People, Boston MA, Little Brown, 1951, გვ. 3.
6 M. Novak, The Rise of the Unmeltable Ethnics, New York, Macmillan, 1971.
7 N. Glazer and D. P. Moynihan, Beyond the Melting Pot: The Negroes, Puerto Ricans,
Jews, Italians and Irish of New York City, Cambridge MA, MIT Press, 1963.
8 R. J. Vecoli, ‘Contadini in Chicago: A Critique of The Uprooted’, Journal of American
History, 1964, ტომი 51, გვ. 404-417.
9 J. E. Bodnar, The Transplanted: A History of Immigrants in Urban America, Bloomington,
University of Indiana Press, 1985.
10 D. R. Roediger, The Wages of Whiteness: Race and the Making of the American Working
Class, 1776-1863, London, Verso, 1991.
11 M. A. Gomez, Exchanging our Country Marks: The Transformation of African Identities
in the Colonial and Ante Bellum South, Chapel Hill, University of North Carolina Press,
1998; J. Gjerde, The Minds of the West: Ethnocultural Evolution in the Rural Mid West,
1830-1917, Chapel Hill, University of North Carolina Press, 1997.
12 პირველისათვის იხ.: G. P. Murdock, Africa: Its Peoples and their Cultural History,
New York, McGraw Hill, 1959.
13 C. Young, Politics in the Congo: Decolonization and Independence, Princeton, Princeton
University Press, 1965.
14 C. Lentz and P. Nugent, ‘Ethnicity in Ghana: A Comparative Perspective’, წიგნში: C.
Lenz and P. Nugent (რედაქტორები) Ethnicity in Ghana: The Limits of Invention,
Basingstoke, Macmillan, 2000, გვ. 7-8.
15 T. Ranger, ‘The Nature of Ethnicity: Lessons from Africa’, წიგნში: E. Mortimer (რედ.)
People, Nation and State: The Meaning of Ethnicity and Nationalism, London, Tauris,
1999, გვ. 18.
16 A. W. Southall, ‘The Illusion of Tribe’, წიგნში: Peter C. W. Gutkind (რედ.) The Passing
of Tribal Man in Africa, Leiden, Brill, 1970; J. Lonsdale, ‘When Did the Gussi (or Any
Other Group) Become a Tribe’, Kenya Historical Review, 1977, ტომი. 5.
ისტორია, იდენტობა და ეთნიკურობა 309

17 T. Ranger, ‘The Invention of Tradition in Colonial Africa’, წიგნში: E. Hobsbawm and T.


Ranger (რედაქტორები) The Invention of Tradition, Cambridge, Cambridge University
Press, 1983, გვ. 250.
18 L. Vail, The Creation of Tribalism in Southern Africa, London, James Currey, 1989.
19 T. Ranger, ‘The Invention of Tradition Revisited’, წიგნში: T. O. Ranger and O. Vaughan
(რედაქტორები) Legitimacy and the State in Twentieth Century Africa, Basingstoke,
Macmillan, 1993; Ranger, ‘The Nature of Ethnicity: Lessons from Africa’; T. Ranger,
‘Concluding Comments’, წიგნში: P. Yeros (რედ.) Ethnicity and Nationalism in Africa:
Constructivist Reflections and Contemporary Politics, Basingstoke, Macmillan, 1999.
20 J. D. Y. Peel, ‘The Cultural Work of Yoruba Ethnogenesis’, წიგნში: E. Tonkin, M. McDonald
and M. Chapman (რედაქტორები) History and Ethnicity, London, Routledge, 1989,
გვ. 200.
21 A. Hastings, Nationhood, Ethnicity, Religion and Nationalism, Cambridge, Cambridge
University Press, გვ. 1-2 და მე- 8 თავშიც და სხვაგანაც.
22 Peel, ‘Cultural Work of Yoruba Ethnogenesis’, გვ. 200.

დამატებითი საკითხავი

ეთნიკურობისა და იდენტობის საკითხები სოციოლოგიისა და კულტურის


მკვლევრების, ისტორიკოსებისა და ანთროპოლოგების ინტერესის საგნად
იქცა. ერთმანეთისაგან საკმაოდ განსხვავებული ორი რიდერი ნათელ წარმო-
დგენას შეგვიქმნის განხილულ საკითხთა წრის შესახებ: W. Sollors (რედ.) Theories
of Ethnicity: A Classic Reader, Basingstoke, Macmillan, 1996 – კარგია დეფინიციისა და
თეორიის საკითხებთან დაკავშირებით; საილუსტრაციო მასალა უმთავრესად
ეფუძნება ამერიკის შეერთებული შტატების გამოცდილებას. J. Hutchinson and
A. D. Smith (რედაქტორები) Ethnicity, Oxford, Oxford University Press, 1996 – უფრო
ფართოა გეოგრაფიული და თემატური თვალსაზრისით. ბოლოდროინდელი მი-
მოხილვები ისტორიის, პოლიტიკის და ანთროპოლოგიის დისციპლინების შიგ-
ნით იხ. ნაშრომებში: A. Hastings, The Construction of Nationhood: Ethnicity, Religion
and Nationalism, Cambridge, Cambridge University Press, 1997; E. Mortimer, People,
Nation and State: The Meaning of Ethnicity and Nationalism, London, Tauris, 1999; A. D.
Smith, The Nation in History: Historiographical Debates about Ethnicity and Nationalism,
Oxford, Polity Press, 2000; and M. Banks, Ethnicity: Anthropological Constructions,
London, Routledge, 1996.
ლიტერატურა რასების, ემიგრაციის და ეთნიკურობის შესახებ ამერიკის შე-
ერთებული შტატების ისტორიაში უსაზღვროდ ბევრ ნაშრომს მოიცავს. მხო-
ლოდ რამდენიმე ახალი მაგალითი მოვიხმოთ შესაბამისი მასალისათვის,
ყველა მათგანი, თავის მხრივ, სრულად გვამარაგებს დამოწმებებით: D. R.
Gabaccia, Immigration and American Diversity: A Concise Social and Cultural History,
Oxford, Blackwell, 2002; და J. Gjerde, Major Problems in American Immigration and
Ethnic History: Documents and Essays, Boston and New York, Houghton Mifflin, 1998
– გვამარაგებენ მეტად გამოსადეგი შესავალი ნაწილებით. ისტორიოგრაფიის
საუკეთესო გადმოცემაა: P. Gleason, ‘Crèvecoeur’s Question: Historical Writing on
Immigration, Ethnicity and National Identity’, წიგნში: A. Moelo and G. S. Wood (რე-
დაქტორები) Imagined Histories: American Historians Interpret the Past, Princeton,
Princeton University Press, 1998, გვ. 120-143. ბევრ სხვა ბოლოდროინდელ ნაშრო-
მს შორის აღსანიშნავია M. F. Jacobson, Whiteness of a Different Color: European
310 ჯონ დევიდსონი

Immigrants and the Alchemy of Race, Cambridge MA, Harvard University Press, 1998
განსაკუთრებით საინტერესოა მეცხრამეტე საუკუნეში რასის წანაცვლებადი
იდეის დეფინიციების გადმოცემის თვალსაზრისით. D. A. Hollinger, Postethnic
America: Beyond Multiculturalism, მეორე გამოცემა, New York, Basic Books, 2000 –
ბოლოდროინდელ დებატებში სასარგებლო პოლემიკურ შესავალს გვთავაზობს.
აფრიკის საკითხებზე ლიტერატურა დიდია. F. Cooper, Africa since 1940: The
Past of the Present, Cambridge, Cambridge University Press, 2002 – ბოლოდროინდე-
ლი მოვლენების შესავალია. P. Yeros (რედ.) Ethnicity and Nationalism in Africa:
Constructivist Reflections and Contemporary Politics, Basingstoke, Macmillan, 1999 –
პირდაპირ ეხება მთელ რიგ საკითხებს. T. Ranger, ‘The Invention of Tradition in
Colonial Africa’, წიგნში: E. Hobsbawm and T. Ranger (რედაქტორები) The Invention of
Tradition, Cambridge, Cambridge University Press, 1983, გვ 211-262 მთავარი სტატი-
აა. C. Lentz and P. Nugent (რედაქტორები) Ethnicity in Ghana: The Limits of Invention,
Basingstoke, MacMillan, 2000 – მოიცავს მთელ სპექტრს თავებისას იმ ქვეყნების
შესახებ, რომლებშიც ეთნიკურობა მნიშვნელოვანია, მაგრამ ნაკლებკოროზიუ-
ლი ეფექტი აქვს, ვიდრე სხვაგან. J. D. Y. Peel, Religious Encounter and the Making
of the Yoruba, Bloomington, Indiana University Press, 2000 – ამ მნიშვნელოვან მაგა-
ლითს სრულად გადმოსცემს.

You might also like