Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 20

1.1.

ატომის აღნაგობა

ზოგიერთი ნივთიერება შედგება მოლეკულებისაგან, ხოლო მოლეკულები ატომების-


აგან. ატომები ქიმიური რეაქციების შედეგად არ შეიძლება დაიყოს უფრო მცირე ნა-
წილაკებად.
ატომბირთვი მდებარეობს ატომის ცენტრში და დამუხტულია დადებითად. ბირთვში
თავმოყრილია ატომის მთელი მასა. ბირთვი შეიცავს ნაწილაკებს პროტონებსა და
ნეიტრონებს, რომელთაც ნუკლონები ეწოდება. ატომბირთვის გარშემო მოძრაობს
ურყოფითად დამუხტული ნაწილაკები – ელექტრონები. პროტონებს, ელექტრონებსა და
ნეიტრონებს სუბატომური ნაწილაკები ეწოდება.
 პროტონი (p) ბირთვის შემადგენელი, დადებითად დამუხტული ნაწილაკია. მისი
ფარდობითი მასა ერთის ტოლია. თითოეულ ქიმიურ ელემენტს აქვს მისთვის
დამახასიათებელი პროტონების რიცხვი, რომელიც განსაზღვრავს ბირთვის მუხტსა
და ელემენტის ადგილს პერიოდულობის ცხრილში. პროტონების რიცხვი ელემენტის
რიგობრივი ნომრის ტოლია (Z).
 ნეიტრონი (n) ბირთვის შემადგენელი ნეიტრალური ნაწილაკია (მასა, დაახლოებით,
პროტონის მასის ტოლია). ერთი და იმავე ელემენტის ბირთვში ნეიტრონების რიცხვი
შეიძლება განსხვავებული იყოს.
 ელექტრონი (e) ბირთვის გარშემო დიდი სიჩქარით მოძრავი უარყოფითად და-
მუხტული მსუბუქი ნაწილაკია (მასა პროტონის მასის 1/1836-ის ტოლია). ბირთვის
გარშემო მოძრავი ელექტრონების რიცხვი ბირთვში არსებული პროტონების რიცხვის
ტოლია. აქედან გამომდინარე, ატომი ელექტრონეიტრალურია. ელექტრონის მასა,
პროტონისა და ნეიტრონის მასასთან შედარებით, იმდენად მცირეა, რომ მას
უგულებელყოფენ და ითვლება, რომ ატომის მთელი მასა თავმოყრილია ბირთვში.
ბირთვში პროტონებისა და ნეიტრონების ჯამს ეწოდება მასური რიცხვი.
პროტონების რიცხვი – Np; ნეიტრონების რიცხვი – Nn; ელექტრონების რიცხვი – Ne; მასური
რიცხვი – A; რიგობრივი ანუ ატომური ნომერი – Z

სუბატომური ნაწილაკები
მასური
ნაწილაკი სიმბოლო მუხტი მასა (გ) მასა (მაე)
რიცხვი
−24
პროტონი p 1+ 1 1.67 ∙ 10 1
−24
ნეიტრონი n 0 1 1.67 ∙ 10 1
−28
ელექტრონი e- 1- 0 9.11∙ 10 0.00055

Z = Np = Ne- A = Np + N n Nn = A – Z Np= A – Nn

1
ერთი და იმავე ელემენტის ატომებს, რომელთაც პროტონების ერთნაირი, ხოლო
ნეიტრონების განსხვავებული რიცხვი აქვს, იზოტოპები ეწოდება. შესაბამისად,
იზოტოპები განსხვავდება მასური რიცხვითაც.
მაგალითად, წყალბადის სამი იზოტოპი არსებობს:

35 37
ბუნებრივ ქლორს აქვს ორი იზოტოპი, 17 Cl – მასური რიცხვით 35 (75 %) და 17Cl –
მასური რიცხვით 37 (25 %). პირველ მათგანს ბირთვში აქვს 17 პროტონი და 18 ნეიტრონი,
ხოლო მეორეს - 17 პროტონი და 20 ნეიტრონი. ამიტომ პერიოდულობის ცხრილში ქლორის
ატომური მასაა: 35 ∙ 0.75+37 ∙ 0.25=26.25+ 9.25=35.5
ელემენტების უმეტესობა ბუნებაში წარმოდგენილია იზოტოპების სახით.

ატომის ელექტრონული კონფიგურაცია

 ბირთვის გარშემო სივრცის იმ ნაწილს, სადაც მოცემული ელექტრონის ყოფნის


ალბათობა არსებობს, ღრუბელი ეწოდება.
 ღრუბლის ყველაზე მკვრივ ნაწილს, სადაც ელექტრონის ყოფნის ალბათობა
მაქსიმალურია, ორბიტალი ეწოდება.
 ელექტრონები ორბიტალებზე განაწილებულია ენერგიის მიხედვით. მსგავსი
ენერგიის ელექტრონები ქმნიან ენერგეტიკულ დონეს (ელექტრულ შრეს).
თითოეულ ენერგეტიკულ დონეზე შეიძლება განთავსდეს ელექტრონების ლიმიტი-
რებული რაოდენობა. ენერგეტიკულ დონეზე ორბიტალების მაქსიმალური რიცხვი
გამოითვლება ფორმულით n2 , სადაცn არის ენერგეტიკული დონის ნომერი, ხოლო ამ
ორბიტალებზე ელექტრონების მაქსიმალური რიცხვი გამოითვლება ფორმულით 2 n2.

ენერგეტიკული დონის ნომერი 1 2 3 4

ორბიტალების მაქსიმალური რიცხვი 1 4 9 16

2
ელექტრონების მაქსიმალური რიცხვი 2 8 18 32

რიცხობრივად ენერგეტიკული დონეების რაოდენობა ტოლია პერიოდულობის


ცხრილში პერიოდის ნომრისა.
განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ატომში ელექტრონების რაოდენობას გარე
შრეზე. მათ სავალენტო ელექტრონები ეწოდება და მათი წყობა მნიშვნელოვნად
განსაზღვრავს ელემენტის ფიზიკურ და ქიმიურ თვისებებს. გარე შრეზე მაქსიმუმ 8
ელექტრონი განთავსდება.
ენერგეტიკული დონეები თავის მხრივ იყოფა ქვედონეებად, რომლებიც აღინიშნება s,
p, d, f – ით, ხოლო ამ ქვედონეებზე განთავსებულ ელექტრონებს ეწოდებათ s-, p-, d-, f-
ელექტრონები. ატომი სავალენტოდ, ძირითადად, გარე შრის ელექტრონებს იყენებს,
თუმცა d და f ქვედონეების ელექტრონების ნაწილიც სავალენტოა.

ენერგეტიკული ენერგეტიკული ელექტრონთა ელექტრონთა


დონე ქვედონე რაოდენობა თითოეულ საერთო რიცხვი
ქვედონეზე ენერგეტიკულ
დონეზე
s p d f

1 1s 2 2

2 2s 2p 2 6 8

3 3s 3p 3d 2 6 10 18

4 4s 4p 4d 4f 2 6 10 14 32

ატომბირთვის გარშემო ბრუნვისას ელექტრონმა შეიძლება სხვადასხვა ფორმის


ორბიტალი წარმოქმნას. არსებობს 4 სხვადასხვა ფორმის ორბიტალი.

3
s ორბიტალს სფეროს ფორმა აქვს და ერთი ორბიტალი შეესაბამება , p ორბიტალი კი
ჰანტელისებრია და სივრცეში სამი სხვადასხვა სახით არის ორიენტირებული (აღინიშნება:
p x , p y , p z). d ორბიტალს – 5 სხვადასხვა ორიენტაცია შეესაბამება, ხოლო f ორბიტალს – 7.
თითოეულ ორბიტალზე ორი ელექტრონი თავსდება, რომლებიც ერთმანეთისგან
განსხვავდება საკუთარი ღერძის გარშემო ბრუნვის მიმართულებით. ერთი მათგანი საათის
ისრის მიმართულებით ბრუნავს, მეორე - საწინააღმდეგოდ.

ელექტრონების განაწილება ენერგეტიკულ დონეებზე

ელემენტის ატომში ენერგეტიკული დონეების ელე:ქტრონებით შევსება რამდენიმე


ძირითადი პრინციპის დაცვით ხდება:
 უმცირესი ენერგიის პრინციპი: ელექტრონები ჯერ იკავებს დაბალი ენერგიის მქონე
დონეებს, ხოლო შემდეგ - მაღალ ენერგეტიკულ დონეებს:

4
პაულის პრინციპი: ერთ ორბიტალზე დასაშვებია მხოლოდ ორი ისეთი ელექტრონის
არსებობა, რომელთაც ბრუნვის ურთიერთსაპირისპირო მიმართულება (სპინი) აქვს. სპინი
აღნიშნავს ელექტრონის საკუთარი ღერძის გარშემო ბრუნვას საათის ისრის ან
საწინააღმდეგო მიმართულებით. სპინი აღინიშნება ზემოთ ან ქვემოთ მიმართული ისრით
(↑) და (↓).

 ჰუნდის წესი: p, d, f ორბიტალების შევსება ხდება თითო-თითო ელექტრონით, ხო-


ლო შემდეგ ხდება მათი გაწყვილება. ანუ ელექტრონების განლაგება ხდება ისე, რომ ერთ
ქვედონეზე გაუწყვილებელი ელექტრონების რიცხვი იყოს მაქსიმალური.
ამ სამი პრინციპის დაცვით ცხრილში მოცემულია პირველი 10 ელემენტის
ელექტრონული კონფიგურაცია და მათში ელექტრონების განლაგება.

ელექტრონულ-გრაფიკული
ელექტრონული ელექტრონული
სიმბოლო ფორმულა
შრეები კონფიგურაცია
(ორბიტალური დიაგრამა)
1
H )1 1s

2
He )2 1s

2 1
Li ) 2) 1 1s 2s

Be ) 2) 2 2 2
1s 2s

5
2 2 1
) 2) 3 1s 2s 2 p
B

2 2 2
) 2) 4 1s 2s 2 p
C

2 2 3
) 2) 5 1s 2s 2 p
N

2 2 4
) 2) 6 1s 2s 2 p
O

2 2 5
) 2) 7 1s 2s 2 p
F

) 2) 8 2 2 6
Ne 1s 2s 2 p

მე-11 ელემენტიდან იწყება ახალი მე-3 ენერგეტიკული დონის შევსება, მსგავსად მე-2
დონისა, თუმცა აქ 3s და 3p ქვედონეების გარდა, 3d ქვედონეცაა, რომელიც ივსება მხოლოდ
21-ე ელემენტიდან.

6
2 2 6 1
Na )2)8)1 1s 2s 2 p 3s

2 2 6 2 6
Ar )2)8)8 1s 2s 2 p 3s 3 p

ელექტრონული ფორმულების ჩაწერის გამარტივების მიზნით გამოიყენება


კეთილშობილი აირების სიმბოლო. შევსებული ელექტრონული კონფიგურაციის მაგივრად
იწერება შესაბამისი კეთილშობილი აირის სიმბოლო, რომელიც ჩასმულია კვადრატულ
ფრჩხილში. მაგალითად, ჩავწეროთ ალუმინის ატომის შემოკლებული ელექტრონული
ფორმულა. ამისათვის, ჯერ ჩავწეროთ ფორმულა სრული სახით:
2 2 6 2 1
1s 2s 2 p 3s 3 p
მე-2 დასრულებული შრის კონფიგურაცია (1 s 2 2 s2 2 p6 ) შევცვალოთ შესაბამისი
კეთილშობილი აირის, ანუ ნეონის სიმბოლოთი, ხოლო ფორმულის დანარჩენი ნაწილი
დავტოვოთ უცვლელი:
2 1
[Ne ]3 s 3 p

IV პერიოდის ელემენტებში თითქოს უნდა გაგრძელებულიყო 3d ორბიტალის


შევსება,
მაგრამ 3d ორბიტალზე ელექტრონს უფრო მაღალი ენერგია სჭირდება, ვიდრე შემდეგი
შრის 4s ორბიტალზე. ამიტომ ჯერ შეივსება 4s ორბიტალი, შემდეგ კი - 3d. აქედან
გამომდინარე, კალიუმსა და კალციუმს შემდეგი ელექტრონული ფორმულა ექნება.

2 2 6 2 6 1
K )2)8)8)1 1s 2s 2 p 3s 3 p 4 s

7
2 2 6 2 6 2
Ca )2)8)8)2 1s 2s 2 p 3s 3 p 4 s

21-ე ელემენტიდან (სკანდიუმი) იწყება 3d ორბიტალების შევსება:

2 2 6 2 6 2 1
Sc )2)8)9)2 1s 2s 2 p 3s 3 p 4 s 3d

ამ შემთხვევაშიც ქვედონეებზე ელექტრონების განაწილებისას ზემოთ აღწერილი


წესები დაცულია, თუმცა მე-4 პერიოდის ელემენტებში გვხვდება ორი გამონაკლისი.
1 5
მაგალითად, ქრომის ატომის ელექტრონული ფორმულა არის [ Ar ]4 s 3 d , ნაცვლად
2 4
[ Ar ]4 s 3 d , რაც აიხსნება ნახევრად შევსებული 3d ორბიტალების ენერგეტიკული
სტაბილურობით.

2 2 6 2 6 1 5
1s 2s 2 p 3s 3 p 4 s 3d
Cr )2)8)13)1 1 5
[ Ar ]4 s 3 d

ანალოგიური შემთხვევაა სპილენძის ატომშიც, რაც აიხსნება სრულად შევსებული 3d


ორბიტალების ენერგეტიკული სტაბილურობით.

8
2 2 6 2 6 1 10
1s 2s 2 p 3s 3 p 4 s 3d
Cu )2)8)18)1 1 10
[ Ar ]4 s 3 d

30-ე ელემენტში სრულად ივსება 3d ქვედონე, რის შემდეგაც იწყება 4p ქვედონის


შევსება, რომელიც სრულდება კრიპტონში.

2 2 6 2 6 2 10 6
Kr )2)8)18)8 1s 2s 2 p 3s 3 p 4 s 3d 4 p

9
იონები

ატომი ელექტრონეიტრალური სისტემაა და ჩვეულებრივ მდგომარეობაში მასში


პროტონებისa და ელექტრონების რიცხვი ტოლია. ატომში პროტონების რიცხვი არ
იცვლება, მაგრამ შესაძლებელია შეიცვალოს ელექტრონების რიცხვი, რის შედეგადაც
ატომი იმუხტება. დადებითად ან უარყოფითად დამუხტულ ნაწილაკს იონი ეწოდება. თუ
ატომში პროტონების რიცხვი აჭარბებს ელექტრონების რიცხვს, მაშინ ატომი დამუხტულია
დადებითად, ხოლო თუ ელექტრონების რიცხვი აღემატება პროტონების რიცხვს, მაშინ ის
დამუხტულია უარყოფითად.
ატომის მუხტი აღინიშნება q სიმბოლოთი და გამოითვლება შემდეგნაირად:

q = Np – Ne

Na: Np=11, Ne=11, Cl: Np=17, Ne=17,


როცა ნატრიუმი გასცემს ერთ ელექ- როცა ქლორი იერთებს ერთ ელექტრონს,
ტრონს, მაშინ მაშინ
Np=11, Ne=10, Np=17, Ne=18,
და ატომი იმუხტება დადებითად: და ატომი იმუხტება უარყოფითად:
q = 11 – 10 = +1. q = 17 – 18 = -1,
ამ დროს წარმოიქმნება ნატრიუმის და- ამ დროს წარმოიქმნება ქლორის უარ-
დებითი იონი, რომელიც ასე აღინიშნება: ყოფითი იონი, რომელიც ასე აღინიშნება:
+¿¿ −¿¿
Na . Cl .
დადებითად დამუხტულ იონს ეწოდება უარყოფითად დამუხტულ იონს ეწოდება
კატიონი. ანიონი.

10
1.2. ელემენტთა პერიოდულობის ცხრილი

ელემენტების ფიზიკური და ქიმიური თვისებები, რომლებიც მათ მიერ წარმოქმნილ


მარტივ და რთულ ნივთიერებებში მჟღავნდება, პერიოდულ დამოკიდებულებაშია
ატომური ნომრის სიდიდესთან (ატომბირთვის მუხტთან).
პერიოდულობის ცხრილში, თითოეული ელემენტი მოთავსებულია უჯრაში და
მითითებული აქვს ატომური (რიგობრივი) ნომერი, სიმბოლო, სახელწოდება და ფარ-
დობითი ატომური მასა. პერიოდულობის ცხრილის ზოგიერთ ვარიანტში შესაძლებელია
მითითებული იყოს ელემენტის რომელიმე სხვა მახასიათებელი, როგორიც არის,
მაგალითად, ელექტროუარყოფითობა.

ატომური (რიგობრივი) ნომერი აღნიშნავს ელემენტის ადგილს პერიოდულობის


ცხრილში და ასევე გვიჩვენებს, ატომბირთვის მუხტის სიდიდეს, პროტონებისა და ელექ-
ტრონების რაოდენობას ატომში.
ელემენტები ერთიანდება ჰორიზონტალურ მწკრივებსა და ვერტიკალურ სვეტებში.
პერიოდულობის ცხრილში ჰორიზონტალურ მწკრივს, რომელიც იწყება ტუტე მეტალით
(პირველი ელემენტის გარდა) და მთავრდება კეთილშობილი აირით, პერიოდი ეწოდება.
პერიოდის ნომერი გვიჩვენებს ენერგეტიკული დონეების რაოდენობას ატომში. პე-
რიოდულობის ცხრილში ვერტიკალურ სვეტში გაერთიანებულ ელემენტები ქმნის
ჯგუფებს. მთავარ ჯგუფებში არსებულ ელემენტებს გარე ელექტრონულ შრეზე
ელექტრონთა ტოლი რიცხვი აქვს და ამჟღავნებს მსგავს ქიმიურ თვისებებს. არსებობს
პერიოდულობის ცხრილის ორი ვარიანტი, მოკლე და გრძელი (თანამედროვე ვარიანტი).
მოკლე პერიოდულობის ცხრილში 8 ჯგუფია, აქედან თითოეული შედგება ორი
ქვეჯგუფისგან (A – მთავარი ქვეჯგუფი და B – თანაური ქვეჯგუფი). პერიოდულობის
ცხრილის მოკლე ვარიანტში ჯგუფის ნომერი მთავარი ქვეჯგუფის ელემენტებისთვის
ემთხვევა სავალენტო ელექტრონების რიცხვს. თანამედროვე პერიოდულობის ცხრილში
ელემენტთა 18 ჯგუფია. მათგან მთავარ ჯგუფებს შეესაბამება # 1, 2, 13 - 18. ამ ჯგუფების
ელემენტებისთვის ჯგუფის ნომერი გარკვეულწილად კავშირშია სავალენტო
ელექტრონების რიცხვთან, კერძოდ, 1-ელ და მე-2 ჯგუფებში სავალენტო ელექტრონების
რაოდენობა ტოლია ჯგუფის ნომრის, ხოლო დანარჩენ ჯგუფებში ემთხვევა ჯგუფის
ნომრის გამომსახველი რიცხვის მეორე ციფრს.

11
პერიოდულობის ცხრილში ელემენტები იყოფა მეტალებად, არამეტალებად და
მეტალოიდებად. ელემენტთა უმრავლესობა მეტალია. მეტალებს უმეტესობას გარე შრეზე
აქვს 1, 2 ან 3 ელექტრონი. ხოლო არამეტალებს, ნახშირბადისა და სილიციუმის გარდა (4-4
ელექტრონი), გარე ენერგეტიკულ დონეზე აქვს 5, 6, 7 ან 8 სავალენტო ელექტრონი.
მეტალოიდები თავისი ქიმიური და ფიზიკური თვისებებით მსგავსია როგორც მეტალების,
ასევე არამეტალების. მეტალოიდებია, მაგალითად, გერმანიუმი, დარიშხანი.
პერიოდულობის ცხრილში ატომური ნომრის ზრდასთან ერთად მთავარ ჯგუფებში
იცვლება გარე შრეზე ელექტრონთა რიცხვი, რაც განაპირობებს ელემენტთა თვისებების
პერიოდულ ცვლილებას. პერიოდში მარცხნიდან მარჯვნივ ატომური ნომრის ზრდასთან
ერთად ელემენტთა მეტალური თვისებები იკლებს და თანდათან გადადის
არამეტალურში. ხოლო მთავარ ჯგუფებში ზევიდან ქვევით მეტალური ბუნება
ძლიერდება. არამეტალთა თვისებები იცვლება პირიქით.

ატომთა მახასიათებლები და მათი პერიოდული ცვლა

თანამედროვე შეხედულებით, ატომს მკვეთრად გამოკვეთილი ფორმა არ აქვს,


ამიტომ ატომური რადიუსის უშუალოდ განსაზღვრა შეუძლებელია, თუმცა სხვადასხვა
ფიზიკური მეთოდის საშუალებით შესაძლებელია მოლეკულაში ატომთა შორის მანძილის
დადგენა. ამდენად, ატომურ რადიუსად ითვლება ორ მეზობელ ატომბირთვს შორის
მანძილის ნახევარი.

ატომური რადიუსის დადგენა

12
პერიოდში რიგობრივი ნომრის ზრდასთან ერთად ბირთვის მუხტი იზრდება, ხოლო
ელექტრონული შრეების რაოდენობა უცვლელი რჩება. ამის გამო იზრდება მიზიდულობა
სავალენტო ელექტრონებსა და ატომბირთვს შორის. შესაბამისად, პერიოდში მარცხნიდან
მარჯვნივ ატომური რადიუსი მცირდება.
ჯგუფებში ზევიდან ქვევით ელექტრონული შრეების რაოდენობა იზრდება.
ბუნებრივია, ამ მიმართულებით იზრდება ატომური რადიუსიც.

ატომური რადიუსის ცვლილება პერიოდულობის ცხრილში.

იონური რადიუსი
იონური რადიუსი ყოველთვის განსხვავდება შესაბამისი ატომის რადიუსისაგან.
კატიონის (დადებითი იონის) რადიუსი მცირეა შესაბამისი ატომის რადიუსთან
შედარებით.

ტუტე მეტალთა ატომური და იონური რადიუსები.

ატომში ელექტრონებისა და პროტონების რიცხვი ერთმანეთის ტოლია, ხოლო


ელექტრონების დაკარგვის შემთხვევაში პროტონთა რიცხვი აჭარბებს ელექტრონთა
რიცხვს, ამიტომ ელექტრონები უფრო ძლიერ მიიზიდება ატომბირთვის მიერ, რის გამოც
ატომის რადიუსი შესაბამისი კატიონის რადიუსს აღემატება.
რაც მეტია მუხტის მნიშვნელობა, მით უფრო მცირეა რადიუსი. ქვემოთ მოცემულ
ცხრილში ნაჩვენებია მე-3 პერიოდის ელემენტები, მათი იონური რადიუსი მუხტის
ზრდასთან ერთად მცირდება, ვინაიდან პერიოდში მარცხნიდან მარჯვნივ პროტონთა

13
რიცხვი იზრდება, ხოლო ელექტრონების რაოდენობა უცვლელი რჩება, შესაბამისად,
იზრდება მიზიდულობის ძალა ატომბირთვსა და გარე შრის ელექტრონებს შორის. ამიტომ,
რაც მეტია მუხტის მნიშვნელობა, უფრო მცირეა რადიუსი. ცხრილში მოცემულ სამივე
იონს ელექტრონების ერთი და იგივე რაოდენობა აქვს, ისინი ელექტრონული
კონფიგურაციით ემსგავსება წინა პერიოდის ბოლოს მოთავსებულ კეთილშობილ აირს -
ნეონს. ატომებს ან იონებს, რომელთაც ელექტრონების ერთნაირი, ხოლო პროტონების
განსხვავებული რიცხვი აქვს, იზოელექტრონული ნაწილაკები ეწოდება.
ნატრიუმის, მაგნიუმისა და ალუმინის ატომთა და კატიონთა რადიუსების შედარება.

ანიონის რადიუსი ყოველთვის მეტია შესაბამისი ატომის რადიუსზე. ამის მიზეზია გარე
შრეზე არსებული და მიერთებული ელექტრონების ურთიერთგანზიდვა.

ჰალოგენების ატომური და იონური რადიუსების შედარება.

ანიონების შემთხვევაშიც პერიოდში ატომბირთვის მუხტის მნიშვნელობის ზრდასთან


ერთად იონური რადიუსი მცირდება.

14
ფოსფორის, გოგირდისა და ქლორის ატომთა და ანიონთა რადიუსების შედარება.

იონიზაციის ენერგია
იონიზაციის ენერგია ეწოდება იმ მინიმალური რაოდენობის ენერგიას, რომელიც
საჭიროა აირად მდგომარეობაში ატომიდან ელექტრონის მოსაცილებლად. პერიოდებში
მარცხნიდან მარჯვნივ იონიზაციის ენერგია იმატებს ატომბირთვის მუხტის ზრდის გამო.
ყველაზე დაბალი იონიზაციის ენერგია აქვს ტუტე მეტალებს, ყველაზე მაღალი –
კეთილშობილ აირებს. ჯგუფებში კი იონიზაციის ენერგია ზევიდან ქვევით მცირდება
ატომის რადიუსის ზრდის გამო.

ელექტროუარყოფითობა
ელექტროუარყოფითობა არის ელემენტის უნარი, მიიზიდოს ქიმიური ბმის
წარმომქმნელი საზიარო ელექტრონული წყვილი. ბინარულ კოვალენტურ ნაერთში
საზიარო ელექტრონული წყვილის მიზიდულობა თითოეული ატომის მიერ
განსხვავებულია. მიზიდულობის სიძლიერე დამოკიდებულია ატომის ზომასა და
ატომბირთვის მუხტზე. მაგალითად, ფთორწყალბადის მოლეკულაში საზიარო
ელექტრონული წყვილი უფრო მეტად მიიზიდება ფთორის ატომის მიერ, მაშინ როცა
ფთორის მოლეკულაში ქიმიურ ბმაში მონაწილე ელექტრონული წყვილი ატომებს შორის
თანაბრადაა განაწილებული.

15
საზიარო ელექტრონული წყვილის გადანაწილება ფთორწყალბადისა და ფთორის მოლეკულებში.

ელექტროუარყოფითობა არ არის ფიზიკური სიდიდე, ამდენად, მას ერთეული არ აქვს.


ელექტროუარყოფითობის ცნება პირველად 1932 წელს შემოიტანა ლ. პოლინგმა. მან
შეადგინა ელემენტთა ელექტროუარყოფითობის ფარდობითი მნიშვნელობების ცხრილი
(იხილეთ დანართი). პერიოდებში მარცხნიდან მარჯვნივ ელექტროუარყოფითობა
იზრდება, ვინაიდან იზრდება ატომბირთვის მუხტი, რაც უფრო მეტად იზიდავს საზიარო
ელექტრონულ წყვილს. ჯგუფებში ელექტროუარყოფითობა ზევიდან ქვევით მცირდება,
რადგანაც იზრდება ელექტრონული შრეების რიცხვი და იკლებს საზიარო ელექტრონული
წყვილის მიზიდვის უნარი. ამდენად, ყველაზე ელექტროუარყოფითი ელემენტია ფთორი,
ხოლო ყველაზე ნაკლებად ელექტროუარყოფითი - ფრანციუმი. ელექტროაუარყოფითობა
არაა დამახასიათებელი კეთილშობილი აირებისთვის, ვინაიდან ისინი ნაერთებს არ
წარმოქმნის.
ქიმიურ ელემენტთა თვისებების ცვლილება პერიოდულობის ცხრილში
გაერთიანებულად შეიძლება წარმოვადგინოთ ამგვარადე.

ელემენტთა მახასიათებლების ცვლილება პერიოდულობის ცხრილში. ისრის მიმართულება


გვიჩვენებს თვისებების გაძლიერებას.

ელემენტებისა და მათი ნაერთების თვისებების ცვლილება

თითოეულ პერიოდში, ატომური ნომრის ზრდასთან ერთად, მცირდება ელემენტთა


ოქსიდების ფუძე თვისებები და თანდათან გადადის მჟავურში (გამონაკლისია პირველი
პერიოდი). მაგალითად, III პერიოდის პირველი ელემენტის, ნატრიუმის ოქსიდი Na2 O ,
მკვეთრად გამოხატული ფუძე თვისებების მქონე ოქსიდია, MgO - ფუძე ოქსიდია, Al2 O3
ალუმინის ოქსიდი კი ტიპური ამფოტერული ოქსიდია, რომელსაც აქვს როგოც ფუძე

16
ოქსიდების, ასევე მჟავა ოქსიდების თვისებები. რაც შეეხება შემდეგ ელემენტებს, მათ მიერ
წარმოქმნილ ოქსიდებში უკვე ვლინდება მჟავა თვისებები.
მთავარ ჯგუფებში ატომური ნომრის ზრდასთან ერთად იზრდება ოქსიდების ფუძე
თვისებები და მცირდება მჟავა თვისებები.
მთავარი ჯგუფები (მე-2; მე-13; მე-14; მე-15; მე-16) შეიცავს ელემენტებს, რომლებსაც
აქვს ამფოტერული თვისებები.
1-ელი, მე-2 და მე-13 ჯგუფის ელემენტების წყალბადნაერთები მყარი, იონური კრის-
ტალური, ხოლო მე-14 – მე-17 ჯგუფისა კი აირადი, კოვალენტური ნაერთებია. მათ
აქროლად წყალბადნაერთებს უწოდებენ; აქროლადობას დუღილის დაბალი ტემპერატურა
განაპირობებს. პერიოდში მარცხნიდან მარჯვნივ აქროლადი წყალბადნაერთების მჟავური
ბუნება ძლიერდება.
მე-3 და მე-4 პერიოდის ელემენტებისა და მათი ნაერთების თვისებების პერიოდული
ცვლილება მოცემულია ცხრილში:

17
მე-3 პერიოდის ელემენტები
ელემენტი Na Mg Al Si P S Cl Ar
ელემენტის მეტალი მეტალი მეტალი მეტალოიდ არამეტალი არამეტალი არამეტალი არამე
თვისება ი ტალი
უმაღლესი ოქსიდი Na2O MgO Al2O3 SiO2 P2O5 SO3 Cl2O7 -

ოქსიდის ბუნება ფუძე ფუძე ამფოტერული მჟავა მჟავა მჟავა ოქსიდი მჟავა -
ოქსიდი ოქსიდი ოქსიდი ოქსიდი ოქსიდი ოქსიდი
ფუძე NaOH Mg(OH)2 Al(OH)3 - - - - -
ჟანგბადიანი მჟავა - - HAlO2 H2SiO3 H3PO4 H2SO4 HClO4 -
ფუძე-მჟავური ძლიერი ფუძე ამფოტერული სუსტი მჟავა საშუალო ძლიერი მჟავა ძლიერი -
ბუნება ფუძე მჟავა მჟავა
აქროლადი
SiH4 PH3 H2S HCl
წყალბადნაერთები
მე-4 პერიოდის ელემენტები
ელემენტი K Ca Ga Ge As Se Br Kr
ელემენტის მეტალი მეტალი მეტალი მეტალოიდ არამეტალი არამეტალი არამეტალი არამე
თვისება ი ტალი
უმაღლესი ოქსიდი K2O CaO Ga2O3 GeO2 As2O5 SeO3 Br2O7 -

ოქსიდის ბუნება ფუძე ფუძე ამფოტერული მჟავა მჟავა მჟავა ოქსიდი მჟავა -
ოქსიდი ოქსიდი ოქსიდი ოქსიდი ოქსიდი ოქსიდი
ფუძე KOH Ca(OH)2 Ga(OH)3 - - - - -
ჟანგბადიანი მჟავა - - HGaO2 H2GeO3 H3AsO4 H2SeO4 HBrO4 -

ფუძე-მჟავური ძლიერი ფუძე ამფოტერული სუსტი მჟავა საშუალო ძლიერი მჟავა ძლიერი -
ბუნება ფუძე მჟავა მჟავა
აქროლადი
GeH4 AsH3 H2Se HBr
წყალბადნაერთები

18
19
20

You might also like