Download as doc, pdf, or txt
Download as doc, pdf, or txt
You are on page 1of 5

კანონპროექტისთვის „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის არასასოფლო-

სამეურნეო მიზნით გამოყოფისას სანაცვლო მიწის ათვისების ღირებულებისა და


მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის შესახებ“ (07-3/401)

კანონპროექტის მიღების მიზანია მოქმედების ვადა გაუგრძელოს სასოფლო-


სამეურნეო მიწის მიზნობრივი დანიშნულების შეცვლისთვის დადგენილ
გარდამავალ რეგულირებას.

საინფორმაციო ფურცელი

სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწისთვის სტატუსის შეცვლა

ევროპის ქვეყნებში მიწისთვის სტატუსის მინიჭება ქვეყნის ტერიტორიის მოწყობისა


და განვითარების გეგმის ნაწილს წარმოადგენს. მიწის დანიშნულების შეცვლა ამ
გეგმის შეცვლის გარეშე თითქმის შეუძლებელია. ამ ქვეყნების სამართლებრივ
სისტემაში კონკრეტული მიწის ნაკვეთი ცალკე აღებულ ერთეულად არ განიხილება,
იგი სახელმწიფოს მიერ გატარებული მიწის პოლიტიკის ინსტრუმენტია.

ამ ქვეყნების მიწის პოლიტიკა ითვალისწინებს სასოფლო-სამეურნეო მიწების


მიზნობრივი გამოყენების ხელშეწყობას, მაგალითად, შეღავათიანი საგადასახადო
სისტემა, სხვადასხვა სახის სასოფლო-სამეურნეო კრედიტების და სუბსიდიების
გამოყოფა. არსებობს სპეციალური სახელმწიფო პროგრამები, რომლებიც ემსახურება
სასოფლო-სამეურნეო ნიადაგის დეგრადაციის წინააღმდეგ ბრძოლას, მათი
ნაყოფიერების ამაღლებისა და შენარჩუნებისთვის საჭირო მთელი რიგი
ღონისძიებების გატარებას და ა.შ.

განსხვავებული სიტუაციაა ყოფილი საბჭოთა სივრცის ქვეყნებში. გარკვეული


შეზღუდვების მიუხედავად, მიწის კატეგორიის შეცვლა მაინც დაშვებულია.
მაგალითად, ბელორუსის „მიწის კოდექსის“ [1] მიხედვით, სასოფლო-სამეურნეო
დანიშნულების მიწების კატეგორიის შეცვლა შესაძლებელია რაიონული
აღმასრულებელი კომიტეტის თანხმობის შემთხვევაში. რუსეთში მოქმედებს
ფედერალური კანონი მიწის ერთი კატეგორიიდან მეორე კატეგორიაში გადაყვანის
შესახებ [2]. კანონში დაწვრილებითაა მოცემული გამონაკლისი შემთხვევები როცა
ეს შესაძლებელია1. უკრაინაში სასოფლო-სამეურნეო მიწების საკითხებს
არეგულირებს „მიწის კოდექსი“ [3]. სასოფლო-სამეურნეო მიწების კლასიფიკაცია
მთავრობისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ ხდება
1
ეს შემთხვევებია: მიწის კონსერვაცია; ამ ადგილისთვის ისტორიულ-კულტურული ან
რეკრეაციული ზონის სტატუსის მინიჭება; დასახლებული პუნქტის ნახაზის შეცვლა; სამრეწველო
ობიეტების განთავსება; გზების, ელექტროგადამცემი ხაზების და ა.შ. მშენებლობა; ქვეყნის უსაფრთხოება
და ა.შ.

1
kvleviTi departamenti. kanonSemoqmedebiTi saqmianobis sainformacio uzrunvelyofis ganyofileba
თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში. მიწისთვის კატეგორიის შეცვლა
აკრძალული არ არის. მას წყვეტს ან აღმასრულებელი ხელისუფლება ან
ადგილობრივი თვითმმართველობა მესაკუთრის თხოვნის საფუძველზე.

ქვემოთ დაწვრილებით განვიხილოთ ევროპის რამდენიმე ქვეყანა.

ჰოლანდიაში ტერიტორიის დაგეგმარებას რამდენიმე კანონი არეგულირებს.


კონკრეტულად სასოფლო-სამეურნეო მიწებს ეხება კანონი მიწათსარგებლობის
შესახებ (Landinrichtingswet).

სასოფლო-სამეურნეო მიწები მიწათსარგებლობის სახელმწიფო გეგმის ნაწილს


წარმოადგენს და მისი დანიშნულების შეცვლა რაიმე მიზეზით (გამოფიტვის, მიწის
დეგრადაციის და ა.შ.) მხოლოდ ახალი გეგმის შედგენის შემდეგ არის შესაძლებელი.
იმ შემთხვევაში, თუ დამტკიცდება, რომ მიწის გამოყენება დანიშნულებისამებრ
შეუძლებელია, მაშინ ადგილობრივ თვითმმართველობას აქვს უპირატესი უფლება
საბაზრო ფასად შეისყიდოს ნაკვეთი და მომდევნო სახელმწიფო გეგმის
განხილვისას გადაწყვიტოს მისი დანიშნულების საკითხი.

მიწის მესაკუთრის მიერ ადგილობრივი თვითმმართველობისთვის მიწის მიყიდვას


თავისი უპირატესობები აქვს. იგი ამ შემთხვევაში ორი სახის კომპენსაციას იღებს.
პირველი, მიწის და მასზე განლაგებული შენობა-ნაგებობების დაკარგვის და მეორე,
დაკარგული მოგების თანხას, რომელსაც მუნიციპალიტეტი განსაზღვრავს.

შვედეთში გასული საუკუნის შუა წლებში შეიქმნა სოფლის მეურნეობის


სპეციალური პროგრამა, რომლის ერთ-ერთ მთავარ მიზანს საკუთარი ქვეყნის
სასოფლო-სამეურნეო პროდუქციით სრულად მომარაგება და სოფლის მეურნეობის
პროდუქტებზე მაღალი ფასის სტაბილურად შენარჩუნება იყო. პროგრამამ ასახვა
ჰპოვა რეზოლუციაში ქვეყნის აგრარული პოლიტიკის შესახებ (1947 წ., 1967 წ.) და
კანონებში სასოფლო-სამეურნეო მიწების დაცვის შესახებ (მიღებულია 1969 წელს)
და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების შეძენის შესახებ (1979 წ.). ორივე
კანონში ჩაწერილია, რომ ფერმერს ეკრძალება ს/ს მიწების არამიზნობრივად
გამოყენება; მიწის დაუმუშავებლად დატოვება; მიწის ნაყოფიერების ასამაღლებლად
გათვალისწინებული ღონისძიებების თავის არიდება და ა.შ.

საფრანგეთში მუნიციპალიტეტების უმეტესობას შედგენილი აქვთ მიწების


ზონებად დაყოფის რუკები, მათი არამიზნობრივი გამოყენების თავიდან აცილების
მიზნით. საფრანგეთის სამოქალაქო კოდექსი მიწის ნაკვეთის დაუმუშავებლად
დატოვების, საკუთარი მიზეზით2 ნიადაგის მოსავლიანობა შემცირების და მსგავსი

2
მაგ. არასათანადო მოვლა-პატრონობა
2
kvleviTi departamenti. kanonSemoqmedebiTi saqmianobis sainformacio uzrunvelyofis ganyofileba
დარღვევის დროს, ადგილობრივ თვითმმართველობას უფლებას აძლევს შესაბამისი
კომპენსაციის გადახდის სანაცვლოდ, მესაკუთრისგან გამოისყიდოს მიწის ნაკვეთი.

საფრანგეთში მოქმედებს სასოფლო-სამეურნეო მიწებისა და ნაგებობების


საზოგადოება (Sociétés d'aménagement foncier et d'établissement rural), რომლის
ფუნქციაში შედის სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთების, სასოფლო-სამეურნეო
მიწის ბანკების, სოფლის მეურნეობით დაკავებული სპეციალიზირებული
დაწესებულებების შეძენა. მისი მიზანია გაყიდოს მიწა არა მაღალ ფასად, არამედ
საქმის მცოდნე ფერმერზე.

სასოფლო-სამეურნეო მიწების რაციონალურ გამოყენებაზეა ორიენტირებული


ნორვეგიის კანონი მიწის შესახებ. თუკი ფერმერი მიწის არამიზნობრივად
გამოყენებას გადაწყეტს, სახელმწიფოს უფლება აქვს აიძულოს მეპატრონე მიწის
ნაკვეთი 10 წლიანი არენდით გადასცეს უფრო ეფექტურ ფერმერს. რიგ
შემთხვევებში, სახელმწიფოს შეუძლია აიძულოს მეპატრონე სახელმწიფოს
მიყიდოს მიწის ნაკვეთი. მიწის ფრანგმენტაციის სურვილის შემთხვევაში,
მეპატრონეს ესაჭიროება ოფიციალური თანხმობა და დასკვნა შესაბამისი
სამსახურიდან, რომ ეს ოპერაცია მეურნეობის ეფექტურობაზე უარყოფით გავლენას
არ მოახდენს.

დიდი ბრიტანეთის მიწის დაყოფის თანამედროვე სისტემა (ყველა ტიპის


მიწისთვის) 1947 წელს შეიქმნა და გამყარდა კანონით ქალაქისა და სოფლის
ტერიტორიების მოწყობის შესახებ (Town and Country Planning Act).

კანონის მთავარი პრინციპია მიწის ნაკვეთებთან დაკავშირებული ყველა საკითხი


ადგილობრივი ორგანოების პასუხისმგებლობის სფეროში მოაქციოს. ბრიტანეთის
მიწის მოწყობის სისტემა არ გულისხმობს სასოფლო-სამეურნეო მიწების
შენარჩუნების სპეციალურ პირობებს, არ კრძალავს მისი სტატუსის შეცვლას, იგი
ზოგადად მიწის რესურსების მართვის კომპლექსური მიდგომის ნაწილს
წარმოადგენს.

ბევრი ქვეყნის კანონი მიწის მფლობელებს ავალდებულებს მიწა მხოლოდ


დანიშნულებისამებრ გამოიყენოს. გერმანიის ფედერალურ კანონში ტერიტორიული
მოწყობის შესახებ ხაზგასმულად არის აღნიშნული ქვეყნისთვის აგრარული
პოლიტიკის უდიდესი მნიშვნელობა და, აქედან გამომდინარე, დიდი ყურადღების
გადატანა სასოფლო-სამეურნეო მიწებზე. კანონის მიხედვით, თითქმის
შეუძლებელია ს/ს მიწებზე სტატუსის შეცვლა, რადგან ოჯახური მეურნეობების
შენარჩუნება-განვითარება გერმანიის ეროვნული ეკონომიკის მნიშვნელოვან
სტრუქტურულ ერთეულს წარმოადგენს.

3
kvleviTi departamenti. kanonSemoqmedebiTi saqmianobis sainformacio uzrunvelyofis ganyofileba
ბულგარეთში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის დანიშნულების შეცვლას
კონსტიტუცია კრძალავს, თუმცა გამონაკლისები არსებობს. კანონი „სასოფლო-
სამეურნეო დანიშნულების მიწების დაცვის შესახებ“ (LAW FOR PRESERVATION OF THE
AGRICULTURAL LANDS) დაწვრილებით განიხილავს მიწის სტატუსის შეცვლის
შესაძლებლობას. მეპატრონე მიმართავს ადგილობრივი თვითმმართველობის
დაქვემდებარებაში მყოფ სპეციალურ კომისიას „სოფლის მეურნეობა და
მეტყევეობა“. კომისია განიხილავს საკითხს და გასცემს დადებით ან უარყოფით
დასკვნას. პროცედურა ძალიან ხანგრძლივი და ძვირია. შესაძლოა ამას 2 წელი
დასჭირდეს. გადაწყვეტილება, დაწესებული საფასურის ოდენობა და ვადები
პირდაპირ არის დამოკიდებული მიწის კატეგორიასთან, ზონირების რუკის შეცვლის
შესაძლებლობასთან, ნაკვეთი მდებარეობასთან და ა.შ.

მოამზადა წამყვანმა სპეციალისტმა თამარ ფხაკაძემ

15.01.15

გამოყენებული წყაროები:

1. ბელორუსი
http://etalonline.by/?type=text&regnum=hk0800425#/?
type=text&regnum=hk0800425#load_text_none_1
2. რუსეთი
http://base.consultant.ru/cons/cgi/online.cgi?req=doc;base=LAW;n=147262
3. უკრაინა
http://pravoved.in.ua/section-kodeks/78-zku/281-glava05.html
4. ჰოლანდია (კვლევა მიწის დაგეგმარებაზე)
http://ageconsearch.umn.edu/bitstream/37045/2/WorkingPaper2007-06.pdf
5. შვედეთი
http://faolex.fao.org/cgi-bin/faolex.exe?
database=faolex&search_type=query&table=result&query=ID:LEX-
FAOC030359&format_name=ERALL&lang=eng
6. საფრანგეთი
სამოქალაქო კოდექსი
http://www.legifrance.gouv.fr/affichCode.do?cidTexte=LEGITEXT000006070721
სასოფლო-სამეურნეო მიწებისა და ნაგებობების საზოგადოება
http://www.safer.fr
7. ნორვეგია
https://www.regjeringen.no/en/dokumenter/The-Land-Act/id269774/
8. დიდი ბრიტანეთი
http://www.legislation.gov.uk/ukpga/1990/8/contents
9. ბულგარეთი
4
kvleviTi departamenti. kanonSemoqmedebiTi saqmianobis sainformacio uzrunvelyofis ganyofileba
კონსტიტუცია
http://www.uznal.org/constitution.php?text=Bulgaria&language=r
კანონი სასოფლო-სამეურნეი მიწების დაცვის შესახებ
http://faolex.fao.org/cgi-bin/faolex.exe?
rec_id=045989&database=faolex&search_type=link&table=result&lang=eng&format_name=@ERALL
10. ვარშავის უნივერსიტეტის კვლევა მიწათმოყობის შესახებ გერმანიაში
http://www.espon-usespon.eu/dane/web_usespon_library_files/655/sp_zp_raport_eng.pdf
11. რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის კვლევა
http://www.viapi.ru/download/2012/20130128-Rep-viapi-kre-2012.pdf

5
kvleviTi departamenti. kanonSemoqmedebiTi saqmianobis sainformacio uzrunvelyofis ganyofileba

You might also like