Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 1

საქართველო VIII საუკუნეში მთლიანად არაბთა სახალიფოს გავლენის ქვეშ მოექცა.

არაბთა
გარნიზონები იდგა თბილისსა და ციხე. ბიზანტიის იმპერია ცდილობდა გავლენა აღედგინა
დასავლეთ საქართველოში და ჯარიც კი გამოგზავნა. ალყა შემოარტყეს ციხე-გოჯს, არაბებმა
შეძლეს ბიზანტიელების მოგერიება. მალე არაბებმა დამატებითი ჯარი გაგზავნეს დასავლეთ
საქართველოში, რადგან მანდ თავიდანვე არმოუკიდებიათ ფეხი. აღმოსავლეთ
საქართველოში არაბები VII საუკუნის 40-იან წლებში გამოჩნდნენ, თითქმის 10 წლის შემდეგ
სახალიფოსა და თბილისს შორის გაფორმდა ხელშეკრულება, ე.წ, დაცვის სიგელი.
მოსახლეობას დაეკისრა მიწისა და სულადობის გადასახადები. ამ ხელშეკრულების
თანახმად, ქრისტიანი მოსახლეობის თითო კომლი იღებდა ერთ დინარ სულად გადასახადს -
ჯიზიას. არაბები არ ეხებოდნენ მოძრავ და უძრავ ქონებას, ქრისტიანულ ტაძრებს , ხელს არ
უშლიდნენ ღვთისმსახურებას, თუმცა კრძალავდნენ კომლთა გაერთიანებას. ვინც ფიცს
დაარღვევდა ითვლებოდა ისლამის მოღალატედ და ჯიზიაზე უარის მთქმელ მტრად . ,,აბოს
წამება’’ პოლიჟანრული ნაწარმოებია (მრავალჟანრიანი) . ეს ნაწარმოები დაიწერა VII
საუკუნეში, იოანე საბანისძის მიერ. ეს არის ქართული ჰაგიოგრაფიული თხზულება , რომელიც
გაქრისტიანებული არაბი ბიჭუნას-აბოს მოწამეობრივ აღსასრულზე მოგვითხრობს. ,,აბოს
წამება’’ ქართლის კათალიკოსის სამოელის შეკვეთით არის დაწერილი . იოანე საბანისძე
სწორედ იმის გამო გამოარჩია სამოელ კათლიკოსმა, რომ იგი ღვთისმოსავი, განათლებული
და გულმოდგინე ადამიანი იყო, ასევე იყო აბოსთან დაახლოებული პირი.ქართულმა
ეკლესიამ აბო წმინდანად შერაცხა. იოანე საბანისძემ მიზნად დაისახა ეროვნული
თვითშეგნების განმტკიცება.ქართველთა ეროვნული გადაგვარების მიზნით არაბები
ქართველებში მაჰმადიანობას ავრცელებდნენ. ასეთ ვითარებაში არაბი ბიჭუნას ქრისტიანულ
სარწმუნოებაზე მოქცევა დიდმნიშვნელოვანი ფაქტი იყო. იოანე საბანისძე არაბებს ,,ამა ჟამისა
მფლობელებს’’ უწოდებს . ასევე მწერლის შემდეგი ციტატიდან ნათლად ჩანს ქრისტიანების
მდგომარეობას მერვე საუკუნეში, აბოს წამებამდე: ,,შიშითა განილევიან და ირყევიან , ვითარცა
ლერწამი ქართაგან ძლიერთა’’. ნაწარმოებით ვიგებთ, რომ ქრისტიანობა გადაშენების პირას
იდგა.რაც შეეხება იოანე საბანისძის როლს მერვე საუკუნეში, მისი როლი ძალიან
მნიშვნელოვანი იყო, რადგან ზუსტად ეგ იყო ადამიანი რომელსაც დაევალა წმინდანების
ცხოვრების დეტალურად აღწერა. მან შეძლო საზოგადოებისთვის თავისი გასაჭირის
დანახება. ჩემი აზრით არამარტო აბოს, არამედ იოანესაც ძალიან დიდი წილი მიუძღვის
მოსახლეობისთვის ქრისტიანობბის სხვაგვარად დანახებაში. მან შექმნა ნაწარმოები ,
რომელშიც არაბებს სხვა თვაით გვანახებს, ნაწარმოები რომელშიც ყურადღებას ამახვილებს
ჩვენს ძირითად პრობლემაზე. იოანე რომ არ ყოფილიყო შეიძლება ესეთ ნაწარმოებს
ჩვენამდე ვერც მოეღწია. ‘’აბოს წამებამ,, ამდენი წლის განმავლობაში მიიზიდა მკითხველების
ყურადღებნა და ახლაც აგრძელებს.

You might also like